წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (22)

წინა ჯერზე ჩვენ თანავეზიარეთ წინამძღოლებისა და მუშაკების მეცამეტე მოვალეობას: „ღვთის რჩეული ხალხის დაცვა ანტიქრისტეების მხრიდან შეწუხებისგან, შეცდომაში შეყვანისგან, კონტროლისა და მძიმე ზიანისგან; მათი მომზადება, რათა შეძლონ ანტიქრისტეების ამოცნობა და მათზე გულწრფელად უარის თქმა”. ახლა კი გავიხსენოთ: რა კონკრეტულ საკითხებს თანავეზიარეთ წინამძღოლებისა და მუშაკების მეცამეტე მოვალეობის კონკრეტულ შინაარსთან დაკავშირებით? (ჩვენ თანავეზიარეთ ხუთ საკითხს: მხილება, გასხვლა, დეტალური განხილვა, შეზღუდვა და ზედამხედველობა). ეს ხუთი საკითხი წარმოადგენს იმ სპეციფიკურ ამოცანებს, რომლებიც შედის წინამძღოლებისა და მუშაკების ამ მოვალეობაში; ეს არის ის სპეციფიკური ამოცანები, რომლებიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ ანტიქრისტეებთან მიმართებაში. მაშ, რა გამოვლინებები აქვთ ცრუ წინამძღოლებს ამ ამოცანებთან მიმართებაში? თანავეზიარეთ თუ არა ზოგიერთ დეტალს წინა ჯერზე? (დიახ.) ცრუ წინამძღოლების გამოვლინებები შემდეგია: პირველი ის არის, რომ მათ ეშინიათ ადამიანების წყენინების და ვერ ბედავენ ანტიქრისტეების მოცილებას ან განდევნას. მეორე ის არის, რომ მათ არ შეუძლიათ ანტიქრისტეების ამოცნობა. მესამე ის არის, რომ ისინი ანტიქრისტეებისთვის დამცავ ქოლგას წარმოადგენენ. მეოთხე ის არის, რომ ისინი უპასუხისმგებლონი არიან ღვთის რჩეული ხალხის მიმართ. რაში გამოიხატება უპასუხისმგებლობა? ანტიქრისტეების მხრიდან არევ-დარევისა და შეცდომაში შეყვანის წინაშე აღმოჩენისას, ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ დებისა და ძმების დაცვა, არ შეუძლიათ ანტიქრისტეების ბოროტი საქმეების მხილება, არ შეუძლიათ სატანის მზაკვრობების გამოაშკარავება და არ შეუძლიათ ჭეშმარიტებასთან თანაზიარება, რათა დაეხმარონ დებსა და ძმებს ანტიქრისტეების ამოცნობაში — ისინი არ ასრულებენ ასეთ საქმეს. გარდა ამისა, მათთვის, ვინც სულიერად მოუმწიფებელია, არ გააჩნია გამჭრიახობა და შეცდომაშია შეყვანილი ანტიქრისტეების მიერ, ისინი არა მხოლოდ არ ასრულებენ არავითარ აღდგენით სამუშაოს, არამედ ამბობენ ისეთ არაადამიანურ სიტყვებს, როგორებიცაა: „მათ ეს დაიმსახურეს.” ეს უპასუხისმგებლობის კონკრეტული გამოვლინებაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ცრუ წინამძღოლებს არ გააჩნიათ ეკლესიის საქმის ტვირთის შეგრძნება. ეს გამოვლინებები წარმოადგენს ცრუ წინამძღოლების კონკრეტულ ქმედებებსა და მიდგომებს მაშინ, როდესაც ანტიქრისტეები აწუხებენ ღვთის რჩეულ ხალხს და შეცდომაში შეჰყავთ ისინი. მათი კონკრეტული დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ არის უპასუხისმგებლობა და ორგულობა. ისინი იშველიებენ სხვადასხვა მიზეზს და იყენებენ სხვადასხვა მეთოდს, რათა ანტიქრისტეებს მწვანე შუქი აუნთონ, მოქმედებენ რა როგორც დამცავი ქოლგა ანტიქრისტეებისთვის, და ამავდროულად ვერ იცავენ ეკლესიის საქმესა და ღვთის რჩეული ხალხის უფლებებსა და ინტერესებს. ცრუ წინამძღოლებს რომ შეძლებოდათ ოპერატიულად გადაეჭრათ ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: ანტიქრისტეების მიერ ღვთის რჩეული ხალხის შეწუხება, შეცდომაში შეყვანა, კონტროლი და მათთვის მძიმე ზიანის მიყენება, და შემდეგ შეეზღუდათ, იზოლაციაში მოექციათ და მოეცილებინათ ან განედევნათ ანტიქრისტეები, მაშინ ღვთის რჩეული ხალხი უდიდეს დაცვას მიიღებდა. თუმცა, როგორც წინამძღოლები, ისინი არაკომპეტენტურნი არიან ამ საქმისთვის. გარკვეული თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ ისინი ფარულად იცავენ ანტიქრისტეებს და გზას უკვალავენ მათ, რითაც საშუალებას აძლევენ, კვლავაც შეიყვანონ შეცდომაში და გააკონტროლონ ღვთის რჩეული ხალხი, მძიმე ზიანი მიაყენონ მას, და დაარღვიონ ნორმალური საეკლესიო ცხოვრება და ღვთის რჩეული ხალხის მიერ მოვალეობის შესრულება. ეს არის ცრუ წინამძღოლების სხვადასხვა გამოვლინება.

პუნქტი მეთოთხმეტე: ყოველგვარი ბოროტი ადამიანისა და ანტიქრისტეს ოპერატიული ამოცნობა, შემდეგ კი მათი ჩამოშორება ან განდევნა (ნაწილი პირველი)

მას შემდეგ, რაც დავასრულეთ თანაზიარება წინამძღოლებისა და მუშაკების მეცამეტე მოვალეობასთან, დღეს გვექნება თანაზიარება მეთოთხმეტე მოვალეობასთან. მეთოთხმეტე მოვალეობის შინაარსი გარკვეულწილად ჰგავს მეცამეტესას. ის სპეციფიკური საქმე, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ მეთოთხმეტე მოვალეობის ფარგლებში, არა მხოლოდ ანტიქრისტეებს ეხება, არამედ მოიცავს სხვადასხვა ბოროტ ადამიანსაც, რაც მის მასშტაბს მეცამეტე მოვალეობაზე უფრო ფართოს ხდის. სანამ მეთოთხმეტე მოვალეობაზე გვექნებოდეს თანაზიარება, მოდით, ჯერ მისი შინაარსი წავიკითხოთ. (წინამძღოლთა და მუშაკთა მეთოთხმეტე მოვალეობა: „ყოველგვარი ბოროტი ადამიანისა და ანტიქრისტეს ოპერატიული ამოცნობა, შემდეგ კი მათი ჩამოშორება ან განდევნა”.) ეს წინადადება არ არის გრძელი, მაგრამ რაც შეეხება იმ კონკრეტულ საქმეს, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ, ის არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. კონკრეტულად რაში მდგომარეობს წინამძღოლებისა და მუშაკების მოვალეობები, რომლებიც ამ წინადადებაშია ნახსენები? ვინ არიან იმ საქმის სამიზნენი, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ? (სხვადასხვა ბოროტი ადამიანი და ანტიქრისტეები.) რა არის ის კონკრეტული საქმე, რომელიც უნდა შესრულდეს? (მათი ოპერატიული ამოცნობა. მათი ამოცნობის შემდეგ, მათი მოცილება ან განდევნა.) ოპერატიული ამოცნობა, დაყოვნების გარეშე; როგორც კი ნიშნები გამოვლინდება, უნდა გაკეთდეს ზუსტი დასკვნები და დახასიათება, რასაც უნდა მოჰყვეს შესაბამის პირებთან გამკლავება მათი მოცილების გზით. სინამდვილეში, ის სპეციფიკური საქმე, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ, ორი ამოცანისგან შედგება: ადამიანების ამოცნობა და პრობლემების გადაჭრა. ერთი შეხედვით, ეს ასე მარტივი ჩანს: ჯერ ამოცნობა, შემდეგ კი ოპერატიულად გადაწყვეტილებებისა და ზომების შემუშავება, რომლებიც მიმართულია იმ სხვადასხვა ბოროტი ადამიანისა და ანტიქრისტეს წინააღმდეგ, რომელთა მოცილებას ან განდევნასაც ღვთის სახლი მოითხოვს. ამ გადმოსახედიდან ჩანს, რომ წინამძღოლებისა და მუშაკებისთვის ადვილია ამ საქმის კარგად შესრულება და ამ მოვალეობის აღსრულება დიდი სირთულის გარეშე, რადგან ღვთის სახლს წარსულში უკვე ჰქონდა ვრცელი თანაზიარება სხვადასხვა ადამიანის ამოცნობისა და მოცილების დეტალებზე და ამ საკითხზე ბევრი რამ ითქვა. ერთი შეხედვით, მეთოთხმეტე მოვალეობაში შემავალი საქმე გარკვეულწილად ჰგავს მანამდე თანაზიარებული მეთორმეტე და მეცამეტე მოვალეობების კონკრეტულ შინაარსს, მაგრამ მეთოთხმეტე მოვალეობაში წინამძღოლებისა და მუშაკების მიერ შესრულებული საქმის სამიზნენი არა მხოლოდ ანტიქრისტეები, არამედ სხვადასხვა ბოროტი ადამიანებიც არიან. ეს აფართოებს მასშტაბს და მოიცავს სხვადასხვა ტიპის ბოროტ ადამიანებს, რაც მოითხოვს სისტემურ და კონკრეტულ თანაზიარებას. რადგან საქმე ეხება არა ერთი ტიპის ბოროტი ადამიანის გამოვლინებებს, არამედ სხვადასხვა ტიპისას, წინამძღოლებისა და მუშაკების მეთოთხმეტე მოვალეობის შესახებ თანაზიარებისას, ჩვენ ფოკუსირებას მოვახდენთ ამ საქმის სამიზნეების დაკონკრეტებაზე. ეს ერთი ასპექტია. გარდა ამისა, ზუსტად ის, თუ როგორ უნდა მოვეპყროთ ამ ადამიანებს — შევზღუდოთ, იზოლაციაში მოვაქციოთ, მოვაცილოთ თუ განვდევნოთ ისინი — არის ის, რასაც შემდეგ დეტალურად თანავეზიარებით.

რა არის ეკლესია

სანამ ამ საქმეს დეტალურად თანავეზიარებით, მოდით, ჯერ ერთ გვერდით თემას თანავეზიაროთ. ეს გვერდითი თემა, შესაძლოა, კარგად ცნობილი იყოს ან, შესაძლოა, იყოს თემა, რომლის შესახებაც თქვენ არ გაქვთ ნიშანდობლივი წარმოდგენა. რა არის ეს თემა? ეს არის „რა არის ეკლესია?“. როგორ ჟღერს ეს თემა? ზოგიერთმა შეიძლება თქვან: „შენ თანაეზიარები წინამძღოლებისა და მუშაკების მოვალეობებს, ამიტომ უბრალოდ კონკრეტულად ამას თანაეზიარე. რატომ უნდა გვქონდეს თანაზიარება იმაზე, თუ რა არის ეკლესია? არის კი ეს დაკავშირებული ამ თემასთან?“ ერთი შეხედვით, ეს, შესაძლოა, დაუკავშირებლად ჩანდეს და ზოგიერთმა ისიც კი თქვას: „ეს სრულიად დაუკავშირებელი თემაა. რატომ უნდა წამოვჭრათ ის თანაზიარებისთვის?“ მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობთ თქვენ, გვერდზე გადადეთ ეს ფიქრები და ჯერ იმაზე დაფიქრდით, თუ რა არის ეკლესია. როგორც კი ამ სიტყვის, სახელწოდება „ეკლესიის“ განმარტება ნათლად იქნება თანაზიარებული, თქვენ გეცოდინებათ, თუ რატომ თანავეზიარებით ამ საკითხს.

I. ეკლესიის რამდენიმე გაგება

იმის შესახებ თანაზიარება, თუ რა არის ეკლესია, ნიშნავს სახელწოდება „ეკლესიის“ ნათელი და ზუსტი ახსნის უზრუნველყოფას; ეს ნიშნავს ტერმინ „ეკლესიის“ კონკრეტული და ზუსტი განმარტების გადმოცემას. პირველ რიგში, თქვენ შეგიძლიათ იმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ გესმით და აღიქვამთ ტერმინს „ეკლესია“. რა არის ეკლესია? მოდით, დავიწყოთ თეორიული ახსნით და შემდეგ გადავიდეთ უფრო კონკრეტულ და შედარებით პრაქტიკულ განმარტებაზე. (ჩემი გაგებით, ადგილს, სადაც იკრიბებიან ძმები და დები, რომლებსაც გულწრფელად სწამთ ღმერთი და ეძიებენ ჭეშმარიტებას, რათა თაყვანი სცენ ღმერთს, ეკლესია ეწოდება). ეს განმარტება მიუთითებს იმაზე, თუ როგორი ადგილია ეკლესია; ის ძირითადად ხელშესახები, ფიზიკური ერთეულია. ეს არის თეორიული განმარტება. არის თუ არა ეს განმარტება ზუსტი? არის მასში რაიმე უზუსტობა? თეორიის თვალსაზრისით, ეს განმარტება მისაღებია. ვის შეუძლია მეტის დამატება? (მე დავამატებ ცოტას. ღვთის გამოჩინებისა და საქმის, და მის მიერ ჭეშმარიტების გამოხატვის გამო, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მიჰყვება ღმერთს; კოლექტივს, რომელსაც ისინი ქმნიან, ეკლესია ეწოდება.) ეს განმარტება აღწერს, თუ როგორი კოლექტივია ეკლესია. ეს ასევე ფორმალური, თეორიული განმარტებაა. (მე დავამატებ, რომ ადამიანთა ამ ჯგუფში არის სულიწმიდის საქმე, და როდესაც ისინი იკრიბებიან ღვთის სიტყვების წასაკითხად, იქ არის სულიწმიდის ნათლის მოფენა, და მათ შეუძლიათ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება და სიცოცხლეში ზრდა. ეკლესია ასეთი ადამიანების შეკრებაა.) ეკლესიის განმარტების ეს დამატება აღწერს, თუ როგორი შეკრებაა ის — ამ შეკრების განმსაზღვრელი მახასიათებელია ღვთის სიტყვების ჭამა და სმა, სულიწმიდის საქმის ქონა და სიცოცხლეში ზრდა. ძირითადად, ესეც ეკლესიის ფორმალური, თეორიული განმარტებაა. კიდევ არის რაიმე დასამატებელი? (ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ღვთის სიტყვებს პრაქტიკის პრინციპად მიიჩნევს და რომელიც იმართება ჭეშმარიტებითა და ქრისტეთი. ამ ჯგუფს შეუძლია ღვთის საქმის განცდა, ჭეშმარიტების მიღება, სიცოცხლეში ზრდა და გადარჩენა. ასეთ ჯგუფს ეკლესია ეწოდება.) ეს „ჯგუფი“ იდენტურია იმ „კოლექტივისა“, რომელიც ახლახან ვახსენეთ. კიდევ არის რაიმე დასამატებელი? თუ თქვენ აღარაფერი გაქვთ დასამატებელი, შეგიძლიათ ხელახლა ჩამოაყალიბოთ ზემოთ ნახსენები ოთხი გაგება; კერძოდ, კონკრეტულად რა მიგაჩნდათ ეკლესიის განმარტებად ღმერთისადმი თქვენი რწმენის დასაწყისიდან დღემდე. მისი თეორიულად განმარტება მარტივი უნდა იყოს, არა? მაგალითად, ადამიანთა კოლექტივს, რომელიც გულწრფელად მიჰყვება და თაყვანს სცემს ღმერთს, შეიძლება ეკლესია ეწოდოს; ან ჯგუფს, რომელიც მიჰყვება ღვთის ნებას, ესწრაფვის ღვთისადმი მორჩილებას და თაყვანს სცემს ღმერთს, შეიძლება ეკლესია ეწოდოს; ან ჯგუფს, რომელშიც არის სულიწმიდის საქმე, სულიწმიდის წინამძღოლობა და ღვთის თანდასწრება, და რომელსაც შეუძლია ღვთის მყოფობა, შეიძლება ეკლესია ეწოდოს. განა ეს არ არის ეკლესიის თეორიული განმარტებები? (დიახ.) თქვენ ყველას გესმით და იცით ეკლესიის განმარტებაში ამ მახასიათებლების შინაარსი, არა? (დიახ.) მაშინ, გაიმეორეთ. (ეკლესია გულისხმობს ადამიანთა კოლექტივს, რომლებსაც გულწრფელად სწამთ ღმერთი და მიჰყვებიან ქრისტეს. ჭეშმარიტ ეკლესიაში არის სულიწმიდის საქმე და ღვთის წინამძღოლობა; ის იმართება ქრისტეთი და ჭეშმარიტებით, ეს არის ადგილი, სადაც ღვთის მიმდევრები ჭამენ და სვამენ ღვთის სიტყვებს, განიცდიან ღვთის საქმეს და აქვთ სიცოცხლეში შესვლა. ეს არის ჭეშმარიტი ეკლესია. ეკლესია განსხვავდება რელიგიური თემებისგან. ეკლესია არ ეწევა რელიგიურ რიტუალებს ან ღვთის თაყვანისცემის გარეგნულ ფორმებს.) ძირითადად, ეს არის ეკლესიის თეორიული განმარტება. მაგალითად, ეკლესიის განმარტება, როგორც ადგილისა, სადაც იკრიბებიან ღვთის მიერ მოხმობილი ადამიანები, ან ეკლესიის განმარტება, როგორც ადამიანთა კოლექტივისა, რომლებსაც გულწრფელად სწამთ, მიჰყვებიან, ემორჩილებიან და თაყვანს სცემენ ღმერთს, ან ეკლესიის განმარტება, როგორც ღვთის მიერ მოხმობილი ადამიანების შეკრებისა და ა.შ. — ეს სახელწოდებები ასახავს ეკლესიის ზოგიერთ ძირითად გაგებას ან განმარტებას მორწმუნეთა სხვადასხვა ჯგუფის მიერ. მოდით, ნუ ჩავუღრმავდებით იმას, თუ კონკრეტულად როგორ განმარტავენ ეკლესიას სხვადასხვა რელიგიები და აღმსარებლობები — ჩვენთვის, ვინც ღმერთს მივყვებით, რა არის ეკლესიის განმარტება? ეს სხვა არაფერია, თუ არა ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც გულწრფელად სწამთ ღმერთი, აქვთ სულიწმიდის საქმე, აქვთ ღვთის წინამძღოლობა და შეუძლიათ ღვთის სიტყვების ჭამა და სმა, ჭეშმარიტების ძიება, ღვთისადმი მორჩილებისკენ სწრაფვა და ღვთის თაყვანისცემა. მიუხედავად იმისა, განიმარტება ის როგორც ადგილი, კოლექტივი, შეკრება, ჯგუფი, თემი თუ სხვა რამ — რა ტერმინიც უნდა იქნას გამოყენებული — განმარტების მახასიათებლები ძირითადად მაინც ესენია. თუ ვიმსჯელებთ ეკლესიის შესახებ ადამიანების ძირითადი გაგებიდან, იმ მახასიათებლებიდან, რომლებსაც თქვენ იყენებთ სახელწოდება „ეკლესიის“ განსამარტად, ნათელია, რომ როგორც კი ადამიანები იწყებენ ღმერთის მიმდევრობას და იგებენ ზოგიერთ ჭეშმარიტებას, მათი გაგება ეკლესიის შესახებ ისეთია, რომ ის აღარ არის ჩვეულებრივი თემი ან ჯგუფი. ნაცვლად ამისა, ის დაკავშირებულია ღვთისადმი გულწრფელ რწმენასთან, ღვთის სიტყვების კითხვასთან, სულიწმიდის საქმის ქონასთან და ღვთისადმი მორჩილებისა და თაყვანისცემის უნართან, ან იმ ასპექტებთან, რომლებიც მოიცავს სიცოცხლეში შესვლას, ხასიათის ცვლილებას, ღვთისთვის მოწმობის გაცემას და სხვას. ამ გადმოსახედიდან, მას შემდეგ, რაც ღმერთმა დაიწყო თავისი საქმის შესრულება, სახელწოდება „ეკლესიამ“ ადამიანთა უმეტესობის გულში შეიძინა უფრო ღრმა, უფრო კონკრეტული გაგება და წვდომა, ისეთი, რომელიც უფრო მჭიდროდ შეესაბამება ეკლესიის ღვთისეულ გაგებას. ის აღარ არის ისეთი მარტივი რამ, როგორიცაა შენობა, სოციალური თემი, დეპარტამენტი, დაწესებულება ან სხვა რამ; პირიქით, ის დაკავშირებულია ისეთ რამეებთან, როგორებიცაა ღმერთის რწმენა, ღვთის სიტყვები, ჭეშმარიტება და ღვთის თაყვანისცემა.

II. ეკლესიის არსებობის ღირებულება და საქმე, რომელსაც ის ასრულებს

რაც შეეხება ეკლესიის სპეციფიკურ ცნებასა და განმარტებას, ჩვენ ახლა არ ვიჩქარებთ დასკვნების გამოტანას. მას შემდეგ, რაც თქვენ გაქვთ საბაზისო წარმოდგენა სახელწოდება „ეკლესიის“ ან მისი განმარტების შესახებ, ნათელია თუ არა თქვენთვის ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ეკლესიის არსებობის ღირებულება, ეკლესიის არსებობით წარმოშობილი საქმე და ის როლი, რომელსაც ეკლესია ასრულებს ადამიანებს შორის? უკავშირდება თუ არა ამ ასპექტების შინაარსი ეკლესიის განმარტებასაც? მარტივად რომ ვთქვათ, რასაც ეკლესია აკეთებს, სწორედ ეს არის მისი არსებობის ღირებულება. ავიღოთ, მაგალითად, სახლი — რა არის ამ სახლის დანიშნულება? რა არის მისი ღირებულება და მნიშვნელობა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მასში ცხოვრობენ და იყენებენ მას? სულ მცირე, ის უზრუნველყოფს თავშესაფარს ქარისა და წვიმისგან, რაც მისი ერთ-ერთი ღირებულებაა; მეორე ღირებულება ის არის, რომ როდესაც შენ ხარ დაქანცული და დაღლილი და წასასვლელი არსად გაქვს, სახლი არის ადგილი, სადაც შენ შეგიძლია დაისვენო და იყო მშვიდად და კმაყოფილად. ამ სახლს ოჯახური კერა ეწოდება, მაგრამ რა არის მისი ფუნქცია შენთვის? ის უზრუნველყოფს თავშესაფარს ქარისა და წვიმისგან, დასვენებას, განტვირთვას, თავისუფლებით ტკბობის შესაძლებლობას და ა.შ.; ეს ფუნქციები არის ამ სახლის ღირებულება შენთვის. ახლა, კიდევ ერთხელ, რა არის ეკლესიის როლი? რა არის მისი ჩამოყალიბებისა და არსებობის ღირებულება და მნიშვნელობა? მარტივად რომ ვთქვათ, რას აკეთებს ეკლესია, რა როლს ასრულებს იგი? არის თუ არა ეს ნათელი თქვენთვის? რა სპეციფიკური საქმე ან რა ტიპის საქმე უნდა შეასრულოს ეკლესიამ და რას უნდა მოიცავდეს მისი საქმის მასშტაბი, რათა მას ეკლესია ეწოდოს, რათა ეს საქმე იყოს ის, რაც ჭეშმარიტმა ეკლესიამ უნდა შეასრულოს? ეს არის იმ კონკრეტული შინაარსის ნაწილი, რომელსაც უნდა თანავეზიაროთ ეკლესიის განმარტებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, კონკრეტულად რას აკეთებს ეკლესია? (ძირითადად, ის ავრცელებს ღვთის სიტყვებს, მოწმობს ღვთის საქმეზე და ავრცელებს სახარებას, რითაც საშუალებას აძლევს უფრო მეტ ადამიანს, წარდგეს ღვთის წინაშე და მიიღოს მისი ხსნა.) არის თუ არა ეს კონკრეტული ამოცანა? (დიახ.) ეს არის ეკლესიის არსებობის მნიშვნელობა და ერთ-ერთი კონკრეტული ამოცანა, რომელიც მან უნდა შეასრულოს, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. ღვთის სიტყვების გავრცელება და ღვთის საქმის დამოწმება კონკრეტული ამოცანაა. ვინ არის პასუხისმგებელი ამ ამოცანაზე? ეს არის ამჟამინდელი სახარების გუნდი. კიდევ რა საქმეს ასრულებს ეკლესია? (ორგანიზებას უწევს ძმებსა და დებს, რათა შეიკრიბონ ერთად, ჭამონ და სვან ღვთის სიტყვები და თანაეზიარონ ღვთის სიტყვებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, განუწყვეტლივ შეიცნონ ჭეშმარიტება და ნორმალურად შეასრულონ თავიანთი მოვალეობები). ეს სპეციფიკური ამოცანაა ადამიანების წარმართვა ღვთის სიტყვების ჭამა-სმისკენ, ჭეშმარიტების გაგებისა და თავიანთი მოვალეობების ნორმალურად შესრულებისკენ. ღვთის სიტყვების გავრცელება ეკლესიის მთავარი და მნიშვნელოვანი ამოცანაა. ადამიანების წარმართვა ღვთის სიტყვების ჭამა-სმისკენ, ჭეშმარიტების გაგებისა და თავიანთი მოვალეობების ნორმალურად შესრულებისკენ არის ეკლესიის არსებითი საქმე; ეს შინაგანად არის მიმართული. ეს ორი ამოცანა, ერთი გარეგანი და ერთი შინაგანი, არის ეკლესიის არსებობით წარმოშობილი საქმე. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ორი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც ეკლესიამ უნდა შეასრულოს. არის კიდევ სხვა რამ? (კიდევ ერთი ამოცანაა ადამიანების წარმართვა, რათა განიცადონ ღვთის სამსჯავრო, რათა განიწმინდონ და მიაღწიონ ხასიათის ცვლილებას). ეს არის ეკლესიის კონკრეტული შინაგანი ამოცანა. ყველა ეს ამოცანა, რომელიც თქვენ ახსენეთ, ძირითადად წარმომადგენლობითია. ღვთის საქმის განცდა, როგორიცაა სხვადასხვა გარემოების განცდა, სამსჯავროს, გაკიცხვის, გასხვლის განცდა და ა.შ., საბოლოოდ კი ხასიათის ცვლილების მიღწევა და ხსნის მოპოვება, არის სპეციფიკური ამოცანა. ეს არის ის შედეგი და გავლენა, რასაც ეკლესიის ჩამოყალიბება და არსებობა ახდენს ადამიანებზე. ღვთის სიტყვების გავრცელებისა და ღვთის დამოწმების საქმეს არა მხოლოდ სახარების გუნდი ასრულებს; ის ასევე ხორციელდება სხვადასხვა გამოცდილებითი დამოწმების სტატიების, საგალობლების, სხვადასხვა ვიდეოსა და ფილმის მეშვეობით და ა.შ., რომლებიც ასევე წარმოადგენს ღვთის სიტყვების გავრცელების საქმეში შემავალ კონკრეტულ შინაარსსა და პროექტებს. გარდა ამისა, არსებობს საეკლესიო ცხოვრებასთან დაკავშირებული ამოცანები: ღვთის სიტყვების ჭამა და სმა ჭეშმარიტების გასაგებად, ღვთისადმი მორჩილებისა და ღვთის შეცნობის უნარი, და ღვთის საქმისა და მოვალეობების შესრულების პროცესში ღვთის მიერ მოწყობილი სხვადასხვა გარემოების განცდა, რათა მიღწეულ იქნას ხასიათის ცვლილება და მოპოვებულ იქნას ხსნა. ეს არის რამდენიმე ამოცანა, რომლებიც წარმოიშობა ეკლესიის არსებობის საფუძველზე მისი ჩამოყალიბების შემდეგ. ამ ძირითადი ამოცანების გარდა, არსებობს თუ არა რაიმე პერიფერიული ამოცანა? რა არის პერიფერიული ამოცანები? ისინი გულისხმობს უმნიშვნელო ან ზოგად საქმეებს, რომლებსაც, თუმცა, ასევე მოაქვს გარკვეული სარგებელი ღვთის რჩეული ხალხისთვის ჭეშმარიტების ძიებასა და თავიანთი მოვალეობების შესრულებაში; ამ საქმეს შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს ადამიანების სიცოცხლეში ზრდასა და საგნებზე მათი შეხედულებების ცვლილებაზე. განსაკუთრებულ ვითარებაში, ითვლება თუ არა ეკლესიის აუცილებელ საქმედ ადამიანების ფიზიკურ არსებობასთან დაკავშირებული ზოგადი საქმეები, რომლებიც საეკლესიო საქმისგან წარმოიშობა? მაგალითად, მიწათმოქმედება, მეცხოველეობა და სხვა საქმიანობები, რომლებიც უზრუნველყოფს გარკვეულ აუცილებელ საკვებს მათთვის, ვინც ასრულებს თავის მოვალეობებს — ითვლება თუ არა ეს ეკლესიის არსებით საქმედ? (არა.) რას იტყვით კომპიუტერების, აღჭურვილობისა და სხვა ნივთების მიწოდებაზე მათთვის, ვინც ასრულებს თავის მოვალეობებს — ითვლება თუ არა ეს ეკლესიის არსებით საქმედ? (არა.) მაშინ რას გულისხმობს ეკლესიის არსებითი საქმე? ეს ეხება ეკლესიის განმარტებას. ეკლესიის თქვენი წინა განმარტებები კარგი იყო; მე საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი მათით, რადგან თქვენს განმარტებებში არსებული მახასიათებლები დაკავშირებულია ისეთ უმაღლეს ჭეშმარიტებებთან, როგორებიცაა ადამიანების სიცოცხლეში შესვლა, მათი ჭეშმარიტი რწმენა და ღვთის მიყოლა, ღვთის შეცნობა და ხასიათის ცვლილებაც კი, ღვთისადმი მორჩილება და ღვთის თაყვანისცემა. ამ თვალსაზრისით, ეკლესიის არსებობა აბსოლუტურად არ ემსახურება ადამიანების ხორციელ ცხოვრებასა და ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორებიცაა მათი სითბოთი და საკვებით უზრუნველყოფა, მათი ჯანმრთელობის შენარჩუნება ან მათ პერსპექტივებზე ზრუნვა. ეკლესია არ არსებობს იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს ადამიანების ფიზიკურ არსებობას ან საშუალება მისცეს მათ, უკეთ დატკბნენ ხორციელი ცხოვრებით. ზოგიერთი ამბობს: „ეს არ არის სწორი. ჩვენი ფიზიკური ცხოვრება და არსებობა ნახსენებია ღვთის სიტყვებში, რომლებიც გვეუბნება, რომ ვისწავლოთ ზოგიერთი თანამედროვე ხელოვნება და მივიღოთ ცოდნა ჯანმრთელობის შენარჩუნების შესახებ. განა ეს არ უკავშირდება ჩვენს არსებობას?“ ითვლება თუ არა ეს ეკლესიის არსებით საქმედ? (არა.) ვინაიდან ეკლესია შედგება ღვთის მორწმუნეებისგან და ადამიანების ცხოვრება ბუნებრივად მოიცავს საკვებს, ტანსაცმელს, თავშესაფარს, ტრანსპორტირებასა და ყოველდღიურ საჭიროებებს, ეკლესია ეხმარება ადამიანებს ამ საკითხების თანმდევად გადაჭრაში. როდესაც ეს საკითხები გვარდება, ადამიანები ფიქრობენ: „ეკლესია ასევე პასუხისმგებელია ჩვენს ყოველდღიურ საჭიროებებზე. ეს არის ეკლესიის რეგულარული საქმე და მისი არსებითი საქმე.“ განა ეს არასწორი გაგება არ არის? (დიახ.) რა იწვევს ამ არასწორ გაგებას? (მათთვის არ არის ნათელი, თუ რა არის ეკლესიის არსებითი საქმე.) რატომ არ არის ეს მათთვის ნათელი ახლაც კი? განა არ არის პრობლემა მათ წვდომის უნარში? (დიახ.) რატომ არის პრობლემა მათ წვდომის უნარში? ეს სულიერი მონაცემების საკითხია. საბოლოო ჯამში, ეს სუსტ სულიერ მონაცემებამდე დადის.

რაც შეეხება ეკლესიის არსებით საქმეს, ახლახან სამი პუნქტი იქნა ნახსენები: ერთი არის ღვთის სიტყვების დამოწმება და გავრცელება. მეორე არის ადამიანების წარმართვა ღვთის სიტყვების ჭამა-სმისკენ, ღვთის სიტყვების რეალობაში შესვლისკენ, და ადამიანების დახმარება ჭეშმარიტების გაგებაში, ღვთის სიტყვების პრაქტიკაში გამოყენებასა და თავიანთი მოვალეობების უკეთ შესრულებაში. და კიდევ ერთი არის ადამიანების წარმართვა ღვთის საქმის განცდისკენ, ღვთის მეუფების განცდისკენ და თავიანთი გახრწნილი ხასიათის მოშორებისკენ, რათა მიაღწიონ ხასიათის ცვლილებას ღვთის სიტყვების გაგების საფუძველზე. ყოველივე ამის მიზანია ადამიანების მიერ ხსნის მოპოვება. თქვენ კარგად გაართვით თავი ამ სამი პუნქტის ჩამოყალიბებას; ეს არის ის საქმე, რომელიც ეკლესიამ უნდა შეასრულოს და ეკლესიის არსებობის ღირებულება და მნიშვნელობა კაცობრიობისთვის, ეკლესიის წევრებისთვის და ღვთის რჩეული ხალხისთვის. მაგრამ ეს არ არის საკმარისად ყოვლისმომცველი. ამ არსებითი ამოცანების გარდა, კიდევ ერთხელ დაფიქრდით, სხვა რა არსებით სარგებელს იღებენ ადამიანები, ეკლესიების მიერ შესრულებული ამ საქმის განცდის გარდა. (ადამიანები სწავლობენ სხვადასხვა ადამიანის, მოვლენისა და საგნის გარჩევას.) სხვადასხვა ადამიანის, მოვლენისა და საგნის გარჩევა გარკვეულწილად ახლოსაა. ეს დაკავშირებულია ეკლესიის არსებით საქმესთან. როდესაც ვსაუბრობთ არსებით საქმეზე, ვგულისხმობთ წარმომადგენლობით ამოცანებს. ის, რასაც ახლახან თანავეზიარეთ, არის ის დადებითი მონაპოვარი, რომელსაც ადამიანები აღწევენ, ან ეკლესიების მიერ განხორციელებული ზოგიერთი საქმე, რომელშიც ადამიანები ერთვებიან ან რომელსაც განიცდიან. ამ არსებითი ამოცანების გარდა, ეკლესიის არსებობის კიდევ ერთი ღირებულებაა ადამიანების დახმარება კაცობრიობის, სამყაროსა და ბნელეთის გავლენის გაგებაში. არის თუ არა ეს ეკლესიის არსებითი ამოცანა იმ სამი ამოცანის მიღმა, რომელთაც თქვენ თანაეზიარეთ? არის თუ არა ეს სპეციფიკური ამოცანა? (დიახ.) პირველ სამ ამოცანასთან შედარებით, ეს პერიფერიულ ამოცანად ითვლება. რატომ ითვლება ის პერიფერიულად? იმიტომ, რომ ეს არის შედეგი, რომელსაც ადამიანები აღწევენ პირველი სამი ამოცანის გამოცდილების მეშვეობით — მიიღწევა ღვთის საქმის გამოცდილებით, ღვთის სიტყვების ჭამა-სმით, ჭეშმარიტების გაგებით, საკუთარი გახრწნილი ხასიათის გაგებითა და ღვთის შეცნობით. შედეგი კი ის არის, რომ ადამიანები იგებენ ამ ბოროტ კაცობრიობას, ამ ბნელ სამყაროს და ბნელეთის გავლენას. არის თუ არა ეს შედეგი ნაწილობრივ მიღწეული ახლა? (დიახ.) განა ეს არ არის ეკლესიის არსებობის ღირებულება? განა ეს არ არის ის ფუნქცია და გავლენა, რომელიც ეკლესიის არსებობას უნდა ჰქონდეს მათთვის, ვინც ღმერთს მიჰყვება? (დიახ.) ერთი მხრივ, მას აქვს ეს ობიექტური გავლენა; გარდა ამისა, ეკლესიები ასევე პოზიტიურად და აქტიურად ასრულებენ ამ საქმეს. რა სპეციფიკური პროექტებია ჩართული ამ საქმეში? მაგალითად, ფილმები ღვთის რჩეული ხალხის შესახებ, რომელთაც გამოსცადეს დაპატიმრება და წამება — ერთი მხრივ, ეს არის დამოწმებები, რომლებიც იქმნება ღვთის მიმდევრების მიერ, როდესაც ისინი სატანის სასტიკ დევნას განიცდიან; მეორე მხრივ, ისინი ამხელენ, თუ როგორ ეწინააღმდეგება და გმობს ღმერთსა და ჭეშმარიტებას ეს ბოროტი კაცობრიობა, ეს ბნელი სამყარო და ბნელი ძალები, ისევე როგორც იმ სხვადასხვა გზას, რომლითაც ისინი სასტიკად დევნიან ღვთის მიმდევრებს. ამ ყველაფრის მხილებისას, ფილმები ეხმარება ადამიანებს კაცობრიობის, სამყაროსა და ბნელეთის გავლენის ამ კუთხით გაგებაში. ზოგიერთი ამბობს: „რას გულისხმობთ „კაცობრიობისა და სამყაროს გაგებაში“?“ რას ფიქრობთ თქვენ ყველანი, რას ნიშნავს ეს? (კაცობრიობისა და სამყაროს სიბნელისა და ბოროტების გაგებას, ისევე როგორც იმ არსის გაგებას, რომ მთელი კაცობრიობა ღვთის მტერია.) სწორია. ეს ნიშნავს კაცობრიობის ბოროტებისა და სიბნელის გაგებას, მთელი კაცობრიობის, როგორც ღვთის მტრების, მახინჯი სახეებისა და ნამდვილი ბუნების გაგებას. ვიდეოები წამების შესახებ ან პირადი გამოცდილებითი დამოწმებები არის ეკლესიების მიერ შესრულებული ამ საქმის კონკრეტული მაგალითები. გარდა ამისა, ტრადიციული კულტურის, ადამიანური მორალური შეხედულებების, გარკვეული ეთნიკური ჯგუფების ან რასების აზრების, ისევე როგორც ჩინეთში დაოსიზმისა და კონფუციანელობის ტრადიციული მოძღვრებების, ზოგიერთი ფსევდო-ჭეშმარიტების და ოჯახური წესებისა და აღზრდის მხილება, რომლებიც ბოჭავს ადამიანებს და ზღუდავს მათ აზრებს — რა არის ამ ყველაფრის მხილების მიზანი? საქმის რომელ კატეგორიას განეკუთვნება ეს? განა ის შინაარსი, რომელიც მე ადრე გავაანალიზე მოთხრობაში „ეკალ-ბარდზე წოლა და ნაღვლის ლოკვა“, არ არის სამყაროს, კაცობრიობისა და ბნელეთის გავლენის გაგების ნაწილი? (დიახ.) ეს არის ამ საქმის კონკრეტული შინაარსის მაგალითი. ამრიგად, ეს საქმეც არის კონკრეტული ამოცანა, რომელიც ეკლესიამ უნდა შეასრულოს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეკლესიის საქმე, ერთი მხრივ, არის ადამიანების პოზიტიურად წარმართვა ჭეშმარიტება-რეალობაში ჭეშმარიტების მეშვეობით, მათი მიყვანა ღვთისადმი მორჩილების მიღწევამდე. მეორე მხრივ, ეს არის სატანური, ბნელი სამყაროს მხილება, ჭეშმარიტებისა და ღვთის მიმართ სატანის სხვადასხვა მტრული ქმედების მხილება და ადამიანურ საზოგადოებაში არსებული ბოროტი ტენდენციების, გახრწნილი კაცობრიობის სხვადასხვა იდეისა და წარმოდგენის, ისევე როგორც მათი ერესების, მცდარი შეხედულებების და ა.შ. მხილება, რათა ადამიანებმა შეძლონ ამ ბოროტი ეპოქის ნამდვილი ბუნებისა და არსის გაგება. განა ეს არ არის ეკლესიის არსებითი საქმე? (დიახ.) სინამდვილეში თქვენ უკვე ბევრი რამ მიიღეთ ეკლესიის საქმისგან და მიიღეთ მნიშვნელოვანი სარგებელი. რაც შეეხება ეკლესიაში მყოფ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, დაინტერესებულნი არიან ისინი ჭეშმარიტებით თუ არა, სამიდან ხუთ წლამდე ღმერთის მიყოლის შემდეგ, ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარების მიზნით შეკრებების, ღვთის სიტყვების ლოცვით კითხვისა და არამორწმუნეთა მხრიდან დევნისა და შეურაცხყოფის, ბოროტი ადამიანებისა და ანტიქრისტეების, და ყოველგვარი სხვა ადამიანის, მოვლენისა და საგნის მხრიდან არევ-დარევის განცდის მეშვეობით, ისინი, გაუცნობიერებლად, დაიწყებენ ამ ბნელი სამყაროს, ბოროტი კაცობრიობის, მმართველი ხელისუფლებებისა და მთელი სამყაროს ბნელი გავლენის გარჩევასა და გაგებას. ეს არის ის მონაპოვარი, რომელსაც ისინი აღწევენ. და როგორ მოდის ეს მონაპოვარი? არის თუ არა ეს მოტანილი ეკლესიების არსებობით? არის თუ არა ეს მოტანილი იმ საქმით, რომელსაც ეკლესიები ასრულებენ? (დიახ.) ერთი მხრივ, ადამიანებმა შეიძინეს ღვთის სიტყვების, საქმისა და ხასიათის გარკვეული გაგება; მეორე მხრივ, მათ ასევე შეიძინეს სამყაროს, კაცობრიობისა და ბნელეთის გავლენის შესახებ შესაბამისი ცნობიერება და გამჭრიახობა. ამ ორი მონაპოვრის შედეგები და დადებითი გავლენა ადამიანებზე არის ის, რასაც მათ უნდა მიაღწიონ ხსნის მოსაპოვებლად.

ეკლესიის საქმე შეიძლება შეჯამდეს, როგორც ღვთის სიტყვებისა და საქმის გავრცელება და დამოწმება, და ადამიანების წარმართვა ღვთის სიტყვების ჭამა-სმისკენ, რათა მათ შეძლონ ჭეშმარიტების გაგება, ღვთის სიტყვების პრაქტიკაში დანერგვა და თავიანთი მოვალეობების უკეთ შესრულება. გარდა ამისა, ჭეშმარიტების გაგების საფუძველზე, მათ შეუძლიათ განიცადონ ღვთის საქმე, მოიშორონ თავიანთი გახრწნილი ხასიათი და მიაღწიონ ხასიათის ცვლილებას. ამ სამი ასპექტის გარდა, ის მოიცავს ადამიანების დახმარებას ბოროტი კაცობრიობის, ბნელი სამყაროსა და ბნელეთის გავლენის გაგებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის საქმის პროექტები ბევრი არ არის, კონკრეტული შინაარსი ვრცელია. მთელი შინაარსი უკავშირდება ღვთის სიტყვებს, ჭეშმარიტებას, საკუთარი გახრწნილი ხასიათის მოშორებას და ღვთისადმი მორჩილებას; რა თქმა უნდა, ის კიდევ უფრო მეტად უკავშირდება გადარჩენას. ეს არის ეკლესიის ფუნქცია და ეკლესიის არსებობის ღირებულება. ეკლესიის საქმის თითოეული ასპექტი მჭიდროდ არის დაკავშირებული ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლასთან, რადგან ის მოიცავს იმას, თუ როგორ ეპყრობიან ადამიანები ღვთის სიტყვებს, მათ დამოკიდებულებას ღვთის მიმართ, მათ ხსნას და მათ შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს სამყაროს, კაცობრიობისა და ბნელეთის გავლენის მიმართ. მოკლედ რომ ვთქვათ, ეკლესიის არსებობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ყველასთან, და საქმე, რომელშიც ჩართულია ეკლესია, მისი არსებობის ღირებულებასა და მნიშვნელობასთან ერთად, განუყოფელია თითოეული ადამიანისგან, ვინც იღებს ღვთის ხსნას.

მას შემდეგ, რაც თანავეზიარეთ იმ კონკრეტულ საქმეს, რომელიც ეკლესიამ უნდა შეასრულოს, მოდით, განვიხილოთ ის შეუფერებელი განმარტებები და შეხედულებები, რომლებიც ადამიანებს აქვთ სახელწოდება „ეკლესიისა” და ეკლესიის არსებობის მნიშვნელობის შესახებ. უპირველეს ყოვლისა, ადამიანებს ეკლესია წარმოუდგენიათ, როგორც შედარებით დამამშვიდებელი ადგილი, ადგილი, სავსე სითბოთი და მზის შუქით, შედარებით მეგობრული ადგილი, სადაც არ არის კონფლიქტი, ომი, მკვლელობა თუ სისხლისღვრა — იდეალური ადგილი, რომლისკენაც ადამიანთა გულები ისწრაფვის და რომელიც აღსავსეა ბედნიერებით. აქ არ არის შური ან შუღლი, არც ინტრიგები, არც ბოროტი ტენდენციები ან რაიმე სხვა მოვლენები, რომელთაც ურწმუნოთა სამყაროში ვხვდებით. იგი აღიქმება, როგორც იდეალური ნავსაყუდელი, სადაც ადამიანების გულები თავშესაფარს ჰპოვებენ. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ლამაზია ადამიანების წარმოდგენები სახელწოდება „ეკლესიის” შესახებ, საბოლოო ჯამში, ადამიანები ეკლესიაში გარკვეულ სულიერ საზრდოს პოულობენ. ამ სულიერ საზრდოს ადამიანებისთვის უფრო ხელშესახები ფუნქცია აქვს: როდესაც ისინი სირთულეებს აწყდებიან, შეუძლიათ მოვიდნენ ეკლესიაში თავიანთი გასაჭირის გამოსახატავად, ეკლესია კი დაეხმარება მათ დარდის შემსუბუქებაში და სირთულეების გადაჭრაში. მაგალითად, თუ ისინი აწყდებიან სირთულეებს სამსახურში ან ცხოვრებაში, თუ მათ ურჩი შვილები ჰყავთ, თუ მათ ქმარს ან ცოლს სასიყვარულო ურთიერთობა აქვს სხვასთან, თუ არსებობს უთანხმოება დედამთილსა და რძალს შორის, თუ აქვთ დავა კოლეგებთან ან მეზობლებთან, თუ მათ შვილებს ჩაგრავენ, თუ მათ მიწას ვინმე ადგილობრივი დესპოტი მიითვისებს და ა.შ. — როდესაც ასეთი რამეები ხდება, ადამიანები იმედოვნებენ, რომ ეკლესიაში ვინმე გამოესარჩლება მათ და დაეხმარება ამ საკითხების მოგვარებასა და გადაჭრაში. ადამიანების გონებაში ეკლესია სწორედ ასეთი ადგილია. ეჭვგარეშეა, ადამიანების გონებაში ეკლესია არის თავშესაფარი, იდეალური სამოთხე, ადგილი დარდის შესამსუბუქებლად და სირთულეების გადასაჭრელად, ძალადობის აღმოსაფხვრელად და კეთილი ადამიანებისთვის მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველსაყოფად, ასევე სამართლიანობის დასაცავად. თუ ცხოვრება გართულდება, ეკლესიამ უნდა მიჰგვაროს შვება; თუ არ არის ბოსტნეული საჭმლად და ბრინჯი მოსახარშად, ეკლესიამ უნდა დაარიგოს ისინი; თუ არ არის ტანსაცმელი, ეკლესიამ უნდა იყიდოს; თუ ვინმე ავად გახდება, ეკლესიამ უნდა გადაიხადოს მკურნალობის საფასური. როდესაც ვინმე სამსახურში სირთულეებს აწყდება, ეკლესიაში მყოფმა ძმებმა და დებმა დახმარების ხელი უნდა გაუწოდონ, გამოიყენონ კავშირები, მოახდინონ გავლენა ან რაიმე ქმედითი ურჩიონ. როდესაც შვილები უმაღლესი სასწავლებლის მისაღებ გამოცდებს აბარებენ, მშობლები ეკლესიას მიმართავენ და მლოცველთა თანადგომას ეძიებენ, რათა მათი ლოცვის ძალით შვილებმა სასწავლებელში მოხვედრა შეძლონ. რა სირთულეებსაც არ უნდა აწყდებოდნენ, საკმარისია ეკლესიაში მოვიდნენ და ყველა ეს სირთულე მოგვარდება და გადაიჭრება. მაშინაც კი, თუ ვინმე ბოროტი ადამიანების ხელიდან ჩაგვრას განიცდის, ეკლესიას, თავისი მრავალრიცხოვანი მრევლითა და დიდი გავლენით, შეუძლია საქმის მოგვარება. მრავალთა მიერ წახალისებული და მხარდაჭერილი ადამიანი აღარ იქნება მორცხვი ან შეშინებული, რომ მოძალადეები დაჩაგრავენ. მაშინაც კი, როდესაც ადამიანი დაჩაგრულია, გარიყულია და არსებობისთვის მუდმივ ბრძოლაში გამოსავალს ვერ ხედავს, მას შეუძლია, ეკლესიისგან დახმარება და კარგი რჩევა ითხოვოს და შესაფერისი სამსახური იპოვოს. ყოველივე ეს და სხვა მრავალი არის ის როლი, რომელიც, ადამიანების აზრით, ეკლესიამ უნდა ითამაშოს და ის საქმე, რომელიც მან უნდა აკეთოს. ადამიანების ფიქრებიდან და წარმოდგენებიდან, ან იქიდან გამომდინარე, თუ რას ითხოვენ ისინი ეკლესიისგან, ნათელია, რომ ისინი ეკლესიას უდავოდ აღიქვამენ, როგორც სოციალურ დაწესებულებას, საქველმოქმედო ორგანიზაციას, გაცნობის ან კადრების შერჩევის სააგენტოს, ან წითელი ჯვრის საზოგადოებას. ზოგიერთს ისიც კი ჰგონია, რომ რაოდენ უნარიანიც არ უნდა იყვნენ ან როგორი სტატუსიც არ უნდა ჰქონდეთ საზოგადოებასა და კაცობრიობაში, მათ ყოველთვის სჭირდებათ ძლიერი საყრდენი, რომელსაც დაეყრდნობიან. როდესაც ისინი საზოგადოებაში სირთულეებს აწყდებიან ან ძალაუფლების მქონეთ უპირისპირდებიან, მათ სჭირდებათ ძლიერი ძალა, რომელიც ზურგს გაუმაგრებს, მათ ნაცვლად ისაუბრებს, მათ საქმეებს წარუძღვება და იბრძოლებს მათი უფლებებისა და ინტერესებისთვის. მათი შეხედულებით, ეკლესიას შეუძლია ამ როლის შესრულება და მათთვის სასურველი მიზნის მიღწევა, ამიტომ ეკლესია მათ ერთადერთ არჩევნად იქცევა. ნათელია, რომ ისინი ეკლესიას აღიქვამენ, როგორც სოციალურ კავშირს ან ასოციაციას, როგორებიცაა მასწავლებელთა პროფკავშირი, ტრანსპორტის მუშაკთა პროფკავშირი, ფერმერთა ასოციაცია, ქალთა ასოციაცია, ხანდაზმულთა ასოციაცია და ა.შ. — ამ ტიპის სოციალური ჯგუფები და ორგანიზაციები. როგორიც არ უნდა იყოს სინამდვილეში ადამიანების განმარტებები ეკლესიის შესახებ, ეკლესიის მიერ შესრულებული საქმისა და ეკლესიის ზუსტი განმარტებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ადამიანების დამოკიდებულება და მოთხოვნები ეკლესიის მიმართ არასწორი და უსაფუძვლოა, და ადამიანებს ისინი არ უნდა ჰქონდეთ. ეკლესია არ არის ადგილი „მდიდრების გასაძარცვად და ღარიბთა გამოსაკვებად”, ძალადობის აღმოსაფხვრელად და კეთილი ადამიანებისთვის მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველსაყოფად, ან სამართლიანობის დასაცავად, მით უმეტეს, ის არ არის ადგილი სამყაროს დასახმარებლად და ადამიანთა გადასარჩენად, ან ადამიანთა დარდის შესამსუბუქებლად და მათი სირთულეების გადასაჭრელად. ეკლესია არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, არ არის კეთილდღეობის დაწესებულება და არ არის სოციალური გაერთიანება. ეკლესიის დაფუძნება და არსებობა არ ემსახურება სოციალური ჯგუფის ან ორგანიზაციის როლის შესრულებას. გარდა იმ რამდენიმე არსებითი ამოცანისა, რომლებიც ეკლესიამ უნდა იტვირთოს, კერძოდ, ღვთის სიტყვების დამოწმება და გავრცელება და ადამიანების წარმართვა ღვთის სიტყვების ჭამა-სმისკენ, ღვთის საქმის განცდისკენ და თავიანთი გახრწნილი ხასიათის მოშორებისკენ ხსნის მისაღწევად, ეკლესიას არანაირი ვალდებულება არ აქვს, შეასრულოს რაიმე ფუნქცია ან დახმარება გაუწიოს საზოგადოებას ან რომელიმე ეთნიკურ ჯგუფს. გარდა ამისა, ეკლესია არ არის ადგილი ადამიანთა უფლებებისა და ინტერესებისთვის საბრძოლველად და არ აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ადამიანთა ფიზიკური ცხოვრება, სოციალური სტატუსი, სამუშაო წოდებები, ხელფასები, სოციალური კეთილდღეობა და ა.შ. თავიანთ წარმოდგენებში ადამიანებს სჯერათ, რომ ეკლესიის ფუნქციებია ძალადობის აღმოფხვრა და კეთილი ადამიანებისთვის მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფა, სამართლიანობის დაცვა, ადამიანთა დარდის შემსუბუქება და მათი სირთულეების გადაჭრა, მსოფლიოს დახმარება და ადამიანთა გადარჩენა და ადამიანთა უფლებებისა და ინტერესებისთვის ბრძოლა — ძირითადად, ეს ფუნქციები. ამიტომ, ადამიანებს სჯერათ, რომ ეკლესია მათი მყისიერი შემწეა და ნებისმიერი სირთულე შეიძლება მოგვარდეს და გადაიჭრას ეკლესიის მიერ. ნათელია, რომ ადამიანები ეკლესიას განიხილავენ, როგორც სოციალურ დაწესებულებას, ორგანიზაციას ან ჯგუფს. თუმცა, არის კი ეკლესია ასეთი დაწესებულება? (არა, არ არის.) თუ ის ფუნქციები და როლები, რომელთა შესასრულებლადაც, ადამიანების აზრით, ეკლესია არსებობს, არის ძალადობის აღმოფხვრა და კეთილი ადამიანებისთვის მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფა, სამართლიანობის დაცვა, ადამიანთა დარდის შემსუბუქება და მათი სირთულეების გადაჭრა, მსოფლიოს დახმარება და ადამიანთა გადარჩენა, ადამიანთა უფლებებისა და ინტერესებისთვის ბრძოლა და ა.შ., მაშინ ამ ეკლესიას არ შეიძლება ეწოდოს ეკლესია, რადგან მას არანაირი კავშირი არ აქვს ღვთის სიტყვებთან, სულიწმიდის საქმესთან ან ადამიანთა გადარჩენის ღვთის საქმესთან. ასეთ ჯგუფს ან ორგანიზაციას უბრალოდ ჯგუფი ან ორგანიზაცია უნდა ეწოდოს, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ეკლესიასთან, არც ეკლესიის საქმესთან. თუ ორგანიზაცია, ღვთის რწმენის სახელით, ერთვება ისეთ აქტივობებში, როგორიცაა მსახურებებზე დასწრება, ღვთის თაყვანისცემა, ბიბლიის კითხვა, ლოცვა, საგალობლების მღერა და ქების აღვლენა, ან თუნდაც მას ჰქონდეს ოფიციალური შეკრებები და თაყვანისცემა ისეთივე, როგორებიცაა ეგრეთ წოდებული ბიბლიის შემსწავლელი შეხვედრები, სალოცავი შეხვედრები, თანამშრომელთა შეხვედრები, გაცვლითი შეხვედრები და ა.შ., მიუხედავად იმისა, თუ როგორი ტიპის წევრები ჰყავს და რა სტრუქტურა აქვს მას, ამ ყველაფერს არანაირი კავშირი არ აქვს ჭეშმარიტ ეკლესიასთან. მაშ, რა არის ჭეშმარიტი ეკლესია? როგორ წარმოიქმნება იგი? ჭეშმარიტი ეკლესია ყალიბდება ღვთის გამოჩინების, მისი საქმისა და კაცობრიობის გადასარჩენად მის მიერ ჭეშმარიტების გამოხატვის შედეგად. იგი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ადამიანები ისმენენ ღვთის ხმას, უბრუნდებიან ღმერთს და ემორჩილებიან ღვთის საქმეს. ეს არის ჭეშმარიტი ეკლესია. ეკლესია არ არის ორგანიზებული და დაფუძნებული ადამიანების მიერ, არამედ პირადად ღვთის მიერ არის დაფუძნებული და პირადად ღვთის მიერ არის წარმართული და დამწყემსილი. ამიტომ, ღმერთს აქვს დავალებები თავისი ეკლესიებისთვის. ეკლესიის მისიაა ღვთის სიტყვების გავრცელება, ღვთის საქმის დამოწმება და ადამიანების დახმარება, რათა მოისმინონ ღვთის ხმა, დაუბრუნდნენ ღვთის წიაღს, მიიღონ ღვთის ხსნა, განიცადონ ღვთის საქმე ღვთის ხსნის მოსაპოვებლად და გასცენ მოწმობა ღვთისთვის — ეს ასე მარტივია. ეს არის ეკლესიის არსებობის ღირებულება და მნიშვნელობა.

III. ეკლესიის განმარტება

მას შემდეგ, რაც თანავეზიარეთ თემას, რა არის ეკლესია, თქვენ უკვე გაქვთ გარკვეული წარმოდგენა ეკლესიის ჩამოყალიბების შესახებ, იმ საქმის შესახებ, რომელსაც ეკლესია ასრულებს და იმ შედეგების შესახებ, რომლებსაც იგი აღწევს. თქვენ ასევე შეგიძლიათ ნაწილობრივ გაიგოთ ეკლესიის არსებობის ღირებულება და მნიშვნელობა. მაშ, ახლა ზუსტად შეგვიძლია, განვმარტოთ, თუ კონკრეტულად რა არის ეკლესია? პირველ რიგში, ეკლესია არ არის ადგილი ადამიანებისთვის ემოციური ნუგეშის მისაცემად, არც ისეთი ადგილია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების მაძღრობასა და შემოსვას, ან მათთვის თავშესაფრის მიცემას. ეკლესია არ არის ადგილი ადამიანთა ფიზიკური უფლებებისა და ინტერესების უზრუნველსაყოფად ან ცხოვრებაში მათ წინაშე არსებული სირთულეების გადასაჭრელად. ის არ არის ადგილი ადამიანთა სულიერი სიცარიელის შესავსებად და სულიერი საზრდოს მისაწოდებლად. ვინაიდან ეკლესიები არ არის ის, რაც ადამიანებს თავიანთი წარმოდგენებისა და ფანტაზიების მიხედვით ჰგონიათ, მაშინ კონკრეტულად რა არის ეკლესიის განმარტება? რა არის ეკლესია სინამდვლეშ? ბიბლიაში უფალმა იესომ მოგვცა ეკლესიის სახელწოდების ფუნდამენტური აღწერა. კონკრეტულად როგორ თქვა მან ეს? („რადგან სადაც ორი თუ სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, იქ ვარ მე მათ შორის” (მათე 18:20).) ეს სიტყვები ნიშნავს, რომ რამდენი ადამიანიც არ უნდა შეიკრიბოს, სანამ მათ აქვთ სულიწმიდის საქმე და გრძნობენ, რომ ღმერთი მათთან არის, ის ადგილი არის ეკლესია — ზუსტად ასე. უკანასკნელ დღეებში ღმერთი გამოჩნდა საქმის აღსასრულებლად და ჭეშმარიტების გამოსახატავად. როდესაც ადამიანები იკრიბებიან ღვთის სიტყვების საჭმელად და სასმელად, ლოცვის წასაკითხად და თანასაზიარებლად, ღმერთი იქ იმყოფება და ასევეა სულიწმიდის ნათელის მოფენაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ღმერთი მას ეკლესიად აღიარებს. თუ ადამიანები იკრიბებიან, მაგრამ არ ჭამენ და სვამენ ღვთის სიტყვებს, თუ ისინი მხოლოდ მექანიკურად იმეორებენ ცარიელ სულიერ მოძღვრებებს და არ შეუძლიათ სულიწმიდის საქმის შეგრძნება, მაშინ ეს არ არის ეკლესია, რადგან ის არ არის აღიარებული ღვთის მიერ და, შესაბამისად, მას არ გააჩნია სულიწმიდის საქმე. შეკრებები, სადაც ღმერთი მყოფობს, კურთხეული და წარმართულია მის მიერ და როდესაც ადამიანები ასეთ თავყრილობებზე იკრიბებიან, მიუხედავად იმისა, ჭამენ და სვამენ ღვთის სიტყვებს, აქვთ თანაზიარება ჭეშმარიტებაზე, თუ იყენებენ ჭეშმარიტებას პრობლემების გადასაჭრელად, ეს ყოველივე დაკავშირებულია ღვთის მოთხოვნებსა და წინამძღოლობასთან და, შესაბამისად, ყოველივე კურთხეულია მის მიერ. სწორედ ამიტომ, თუ რაიმე სახის შეკრებას აქვს ღვთის მითითება, წინამძღოლობა და მყოფობა, მას შეიძლება ეწოდოს ეკლესია. ეს არის ეკლესიის ყველაზე მარტივი, ყველაზე ფუნდამენტური განმარტება და ეს იყო ეკლესიის განმარტება მადლის ეპოქაში. იგი წარმოიშვა იმდროინდელი ღვთის საქმის კონტექსტიდან და, შესაბამისად, ზუსტია და ჭეშმარიტებას შეესაბამება. მაგრამ უკანასკნელ დღეებში განკითხვის საქმის ამ ეტაპზე, ვინაიდან ღმერთმა მეტი სიტყვა წარმოთქვა და უფრო დიდი საქმე შეასრულა, ეკლესიის განმარტება უფრო ღრმა უნდა იყოს, ვიდრე მადლის ეპოქის ის ფუნდამენტური განმარტება. ღვთის საქმე კიდევ უფრო წინ წავიდა. ეკლესია აღარ ხასიათდება მხოლოდ სულიწმიდის საქმითა და ღვთის მყოფობით. ახლა ღმერთი პირადად მოღვაწეობს თავის ეკლესიებში, წარმართავს და მწყემსავს მათ; ღვთის რჩეულ ხალხს შეუძლია ჭამოს და სვას მისი ამჟამინდელი სიტყვები, გაჰყვეს და დაამოწმოს ქრისტე. შესაბამისად, ეკლესიის განმარტება უკანასკნელ დღეებში უფრო განვითარებულია, ვიდრე მადლის ეპოქაში იყო; ეს არის უფრო ღრმა, უფრო ზუსტი და უფრო კონკრეტული აღწერა, ვიდრე ადრე და ის, რა თქმა უნდა, განუყოფელია ჭეშმარიტებისა და ღვთის სიტყვებისგან. მაშ, რა არის ეკლესიის განმარტების ყველაზე ზუსტი და შესაფერისი გზა? პირველ რიგში, საბაზისო განმარტება უნდა იყოს ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც გულწრფელად მიჰყვებიან ღმერთს. უფრო კონკრეტულად, ეკლესია არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც გულწრფელად მიჰყვებიან ღმერთს, რომლებიც იმართებიან მისი სიტყვებით, ეძიებენ ჭეშმარიტებას, პრაქტიკაში იყენებენ და განიცდიან მის სიტყვებს, და შეუძლიათ დაემორჩილონ და თაყვანი სცენ ღმერთს, მიჰყვნენ მის ნებას და მოიპოვონ მისი ხსნა. ამ განმარტების საკვანძო ნაწილია „ადამიანთა ჯგუფი”. ეკლესია არ არის ადგილი ან კოლექტივი ან თემი, მით უმეტეს, ის არ არის მხოლოდ მორწმუნე ადამიანთა შეკრება. „ჯგუფი” შეიძლება შედგებოდეს ათი ან მეტი ადამიანისგან, ან ოცდაათიდან ორმოცდაათამდე ადამიანისგან, ან, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტისგან. მათ შეუძლიათ ერთად შეიკრიბონ, ან დაიყონ უფრო მცირე ჯგუფებად შესაკრებად; ეს მოქნილი და ცვალებადია. მოკლედ, როდესაც ღვთის ეს მიმდევრები განადიდებენ ღმერთს, მოწმობენ მის შესახებ, თაყვანს სცემენ მას და მიჰყვებიან მის ნებას, ისინი არიან ეკლესია. რამდენი მათგანიც არ უნდა შეიკრიბოს ერთად, ისინი მაინც ეკლესიაა. მაგალითად, 50 ადამიანს მცირე ეკლესია ეწოდება, ხოლო 100 ადამიანს — დიდი ეკლესია; ეკლესიის ზომა წევრთა რაოდენობით განისაზღვრება. არსებობს დიდი, საშუალო და მცირე მასშტაბის ეკლესიები, ეკლესიაში ადამიანთა რაოდენობა ფიქსირებული არ არის. მოდით, კიდევ ერთხელ შევხედოთ ეკლესიის განმარტებას: ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც გულწრფელად მიჰყვებიან ღმერთს, რომლებიც იმართებიან მისი სიტყვებით, ეძიებენ ჭეშმარიტებას, პრაქტიკაში იყენებენ და განიცდიან მის სიტყვებს, და შეუძლიათ დაემორჩილონ და თაყვანი სცენ ღმერთს, მიჰყვნენ მის ნებას და მოიპოვონ მისი ხსნა. რატომ განიმარტება ეკლესია ამგვარად? იმიტომ, რომ ღმერთს სურს ეკლესიებში მოქმედება და ღმერთს სურს ადამიანთა ამ ჯგუფის გადარჩენა. მხოლოდ ადამიანთა ამგვარ ჯგუფს შეიძლება ეწოდოს ეკლესია. და მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანთა ასეთი ჯგუფი იკრიბება, მათ შეუძლიათ, ნორმალურად ჭამონ და სვან ღვთის სიტყვები და პრაქტიკაში გამოიყენონ ისინი, ჭეშმარიტად ილოცონ ღვთის მიმართ, დაემორჩილონ მას და თაყვანი სცენ მას. ადამიანთა ეს ჯგუფი იმართება და წარიმართება ღვთის სიტყვებით; ამრიგად, სწორედ ადამიანთა ასეთი ჯგუფის მეშვეობით იქმნება ეკლესიის განმარტება. რადგან რელიგიური ადამიანები არ იღებენ ჭეშმარიტებას და ღვთის საქმეს და ღმერთი არ იხსნის მათ, ისინი არ არიან ეკლესია, ისინი რელიგიური საზოგადოებაა. ეს არის ყველაზე ნათელი განსხვავება ეკლესიასა და რელიგიას შორის. მხოლოდ ეკლესია იმართება ღვთის სიტყვებით და მხოლოდ ქრისტეს მიერ პირადად დამწყემსილი ეკლესია იმართება ღვთის სიტყვებით. რას ნიშნავს ღვთის სიტყვებით მართვა? გვჭირდება თუ არა აქ ვახსენოთ სულიწმიდის საქმე, ან სულიწმიდის წინამძღოლობა, ნათლის მოფენა და გასხივოსნება? (არა.) მითხარით, რომელი უფრო პრაქტიკულია: ღვთის სიტყვებით მართვა, თუ სულიწმიდის საქმის ქონა? (ღვთის სიტყვებით მართვა.) ღვთის სიტყვებით მართვა უფრო პრაქტიკული და კონკრეტულია. სულიწმიდის საქმე ადამიანებს მხოლოდ გარკვეულად ჰფენს ნათელს და ასხივოსნებს., რათა დაეხმაროს მათ ჭეშმარიტების გაგებაში და წარმართოს ისინი ღვთის სიტყვებში პრაქტიკის პრინციპების საპოვნელად. მიღწეული შედეგი კი ის არის, რომ ისინი იმართებიან ღვთის სიტყვებით. სულიწმიდას რომ არ ემოქმედა, შეძლებდნენ თუ არა ადამიანები კვლავაც თავიანთი მოვალეობების შესრულებას ღვთის სიტყვების გაგებითა და პრინციპების წვდომით? (დიახ.) ახლა ღვთის სიტყვები იმდენად ბევრია წარმოთქმული; ადამიანები ხშირად უსმენენ ქადაგებებს და შეუძლიათ გაიგონ ღვთის სიტყვები. სულიწმიდის საქმის გარეშეც კი, ადამიანებმა იციან, რა უნდა გააკეთონ. მათ, ვისაც უყვარს ჭეშმარიტება, შეუძლიათ პრაქტიკაში დანერგონ ღვთის სიტყვები და დაემორჩილონ ღვთის საქმეს, როგორც კი შეიცნობენ ჭეშმარიტებას. ისინი, ვისაც არ უყვარს ჭეშმარიტება, ვერ გაიგებენ ღვთის სიტყვებს მაშინაც კი, თუ მოისმენენ მათ და მცირედიც რომ გაიგონ, არ ენდომებათ მათი პრაქტიკაში დანერგვა და, შესაბამისად, მხოლოდ მოიკვეთებიან. უკანასკნელ დღეებში ღმერთი უშუალოდ გამოხატავს ჭეშმარიტებას, რათა პირადად წარმართოს და დამწყემსოს ადამიანები. სულიწმიდის საქმე მხოლოდ დამხმარეა. ეს ჰგავს იმას, როდესაც ბავშვი ფეხის ადგმას იწყებს; ზოგჯერ ზრდასრული დახმარების ხელს გაუწვდის. როგორც კი ბავშვი შეძლებს მყარად სიარულს და სირბილს, აღარ არის საჭირო ვინმეს მხარდაჭერა. ამიტომ, სულიწმიდის საქმე არ არის აბსოლუტური და არც გადამწყვეტია. როდესაც ადამიანები იმართებიან ღვთის სიტყვებით, ეს ნიშნავს, რომ მათ ესმით ღვთის სიტყვები, ესმით ჭეშმარიტება და იციან, რას ნიშნავს ღვთის სიტყვები და რა არის ის პრინციპები და სტანდარტები, რომლებსაც ღმერთი მოითხოვს ადამიანებისგან და რომ მათ შეუძლიათ ამ პრინციპებისა და სტანდარტების გაგება და გამოყენება. სწორედ ამას ნიშნავს ადამიანთა გულების მართვა ღვთის სიტყვებით. ღმერთმა უკვე ისაუბრა ამ საკითხებზე საკმარისი სიცხადითა და მკაფიოობით, ამიტომ აქ სულიწმიდის საქმის ხსენება საჭირო არ არის. უკანასკნელ დღეებში ღმერთმა იმდენი ჭეშმარიტება გამოხატა, რომ თითოეული ჭეშმარიტება ნათელი და გასაგები გახადა ადამიანებისთვის. ამიტომ, სულიწმიდის საქმე არც ისე მნიშვნელოვანია და მხოლოდ დამხმარეა. სულიწმიდა ასრულებს დამხმარე წამახალისებელ საქმეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანებს არ ესმით ჭეშმარიტება, ან როდესაც ღმერთს არ წარმოუთქვამს ამდენი სიტყვა ასეთი საფუძვლიანად და ცხადად, რაც ადამიანებს ცოტაოდენ ნათელს აძლევს და ემსახურება მათ მცირედით წახალისებას, ეხმარება რა მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში და სწორ გზაზე სიარულში თავიანთ ცხოვრებასა და სხვადასხვა გარემოში. ახლა ღვთის სიტყვების ეპოქაა, რომელშიც ღმერთი თვითონ საუბრობს, რათა წარმართოს კაცობრიობა და ღვთის სიტყვები ბატონობს ყველაფერზე. სულიწმიდის საქმე მხოლოდ დამხმარეა. როდესაც ადამიანებს ესმით ჭეშმარიტება, შეუძლიათ პრაქტიკაში დანერგონ ღვთის სიტყვები და იცხოვრონ ღვთის სიტყვებით, მაშინ ღვთის განზრახვები კმაყოფილდება.

მოდით, შევხედოთ ეკლესიის საბაზისო განმარტების პირველ ფრაზას: „გულწრფელად მიჰყვებიან ღმერთს”. ამ სიტყვას „გულწრფელად” სპეციფიკური მნიშვნელობა აქვს. ის არ მიემართება მათ, ვინც უბრალოდ დროს კლავს, ვინც მხოლოდ ფორმალურად იკავებს ადგილს, ვინც პურით ძღება, ვინც ხსნის მოსაპოვებლად მადლს ეყრდნობა, ან ვისაც რაიმე დაფარული მოტივები და მიზნები აქვს. მაშ, რას ნიშნავს „გულწრფელად”? ყველაზე საბაზისო და მარტივი ახსნა ასეთია: როგორც კი ადამიანი გაიგებს ღვთის, ჭეშმარიტების ან შემოქმედის შესახებ, მის გულში ჩნდება ლტოლვა, იგი ნებაყოფლობით ტოვებს ყველაფერს, ნებაყოფლობით უძღვნის საკუთარ თავს, ნებაყოფლობით ითმენს გასაჭირს და მზად არის წარდგეს ღვთის წინაშე, რათა მიიღოს ღვთის მოწოდება და მიატოვოს ყველაფერი, რათა გაჰყვეს ღმერთს. სანამ მათ წრფელი გული აქვთ, ეს საკმარისია. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „რატომ არ ამბობ, რომ ეს არის რწმენით სავსე ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მიჰყვებიან ღმერთს?” ადამიანებს არ შეუძლიათ ამ დონემდე მიღწევა. მათ შორის, ვინც ახლა ასრულებს თავის მოვალეობას, ზოგიერთს დაახლოებით ათი წელიწადია სწამს, ზოგიერთს კი ოცი ან ოცდაათი წელიწადი; ამ გულწრფელობის ქონა ძირითადად საკმარისია. მისი განმარტება, როგორც რწმენით სავსისა, არ არის ზუსტი. ეკლესიის ჩვენეული განმარტება ეფუძნება საბაზისო და კონკრეტულ სიტუაციას, სიტყვებზე გამოკიდების ან განმარტებისა და სტანდარტის ზედმეტად მაღლა დაწესების გარეშე, რადგან ეს არაპრაქტიკული იქნებოდა. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „სიტყვები „გულწრფელად” და „რწმენით სავსე” არ არის საკმარისი. მას უნდა ეწოდოს მართალ (სამართლიან) ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც აქვთ ღვთისმოშიშება და ბოროტებისგან განრიდება — ეს შესანიშნავი იქნებოდა!” ჩვენ რომ სტანდარტი ასე მაღლა დაგვეწესებინა, მაშინ შემდეგი ფრაზები: „ეძიებენ ჭეშმარიტებას, პრაქტიკაში იყენებენ და განიცდიან მის სიტყვებს“, სრულიად ზედმეტი იქნებოდა. მთავარი ის არის, რომ ეკლესიის ყველა წევრი არის ის, ვისი გადარჩენაც ღმერთს სურს. ადამიანთა ეს ჯგუფი სავსეა სატანის გახრწნილი ხასიათით და სავსეა ღვთის შესახებ წარმოდგენებითა და ფანტაზიებით. უფრო რეალისტურად რომ ვთქვათ, ისინი სავსენი არიან ურჩობით, აკლიათ მორჩილება, არ ესმით ჭეშმარიტება და საერთოდ არ აქვთ ღვთის შემეცნება — ეს არის ყველაზე რეალური სიტუაცია. ამიტომ, ღვთის თვალში, ეკლესიის წევრები სწორედ ასეთ რეალურ სიტუაციაში და ფაქტობრივ მდგომარეობაში იმყოფებიან. ღვთის მიერ ადამიანთა გამორჩევა ეფუძნება ამ საბაზისო პირობას: შეუძლიათ თუ არა მათ გულწრფელად მიჰყვნენ ღმერთს და ჭეშმარიტად გაიღონ თავი და უარყონ ყველაფერი. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „თუ ისინი გულწრფელნი არიან, მაშინ რატომ აქვთ კვლავაც გადაჭარბებული სურვილები? თუ ისინი გულწრფელნი არიან, რატომ სურთ კვლავაც კურთხევების მიღება?” ეს ყველაფერი თანდათან შეიცვლება, როდესაც ადამიანები გამოცდიან ღვთის საქმეს. ახლა ჩვენ განვმარტავთ ეკლესიის საბაზისო კონცეფციას. ეს საბაზისო კონცეფცია არის მინიმალური მოთხოვნა და ყველაზე დაბალი სტანდარტი ღვთის მიერ ადამიანთა გამოსარჩევად. ეს სტანდარტები სულაც არ არის ცარიელი ან გაზვიადებული; ისინი განსაკუთრებულად შეესაბამება თქვენს რეალურ სიტუაციას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ღმერთი გირჩევთ თქვენ და გადაწყვეტს ნებისმიერი თქვენგანის გადარჩენას, სწორედ ამ კრიტერიუმებს უყურებს ღმერთი. თუ შენ აკმაყოფილებ ამ მოთხოვნებს, ღმერთს შეჰყავხარ ღვთის სახლში და ხდები ეკლესიის წევრი. ეს არის რეალური სიტუაცია. ამიტომ, ეკლესიის განმარტების პირველი ფრაზაა: „გულწრფელად მიჰყვებიან ღმერთს”; ეს შედარებით ზუსტია. ადამიანთა ამ ჯგუფს აკლია ღვთისმოშიშობა და ბოროტებისგან განრიდება, მათ არ შეუძლიათ ბნელი გავლენისგან თავის დაღწევა და არ ძალუძთ სრულად აჯანყდნენ წუთისოფლისა და დიდი წითელი დრაკონის წინააღმდეგ. მათ ეს ყველაფერი აკლიათ. რატომ? იმიტომ, რომ განმარტებაში შემდგომ ნახსენებია ღვთის სიტყვების პრაქტიკაში დანერგვის ძიება. ძიების პროცესში, რადგან ადამიანებს აქვთ გული, რომელსაც უყვარს ჭეშმარიტება და ესწრაფვის ჭეშმარიტებას, მათ შეუძლიათ განიცადონ და პრაქტიკად აქციონ ღვთის სიტყვები და საბოლოოდ, მათ შეუძლიათ თაყვანი სცენ ღმერთს. ღვთის თაყვანისცემა გულისხმობს ღვთისადმი მორჩილებას, ღვთის სიტყვების მოსმენას, ღვთის წარმართვისა და განგების მიღებას და ღვთის მეუფებისა და განგებულების მიღებას. საბოლოოდ, ადამიანთა ამ ჯგუფს შეუძლია ხსნის მოპოვება. ეს არის ეკლესიის წევრთა ფაქტობრივი მდგომარეობა ღვთის თვალში. განა ეს არ არის ყველაზე საბაზისო პირობა? (დიახ.) ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „შენ არ გიხსენებია სატანის გახრწნილი ხასიათის მოშორება და განწმენდის მიღწევა. ეკლესიის ეს განმარტება არ მოიცავს ამას.” შედის თუ არა ისინი ამ განმარტებაში? (დიახ.) რომელი ნაწილი მოიცავს მათ? ღვთის სიტყვების პრაქტიკაში გამოყენების ძიება. თუ შენ შეგიძლია ეძიო ღვთის სიტყვების პრაქტიკად ქცევა, განა შენი გახრწნილი ხასიათი თანდათან არ გვარდება? განა არ შეგიძლია მოიშორო სატანის გახრწნილი ხასიათი და მიაღწიო ხასიათის ცვლილებას? (დიახ.) ხასიათის ცვლილების მიღწევის პერიოდში, შენ თანდათანობით გესმის ღვთის სიტყვები და აგვარებ შენს საკუთარ გახრწნილ ხასიათს. როდესაც აგვარებ შენი გახრწნილი ხასიათის ნაწილს, იზრდება თუ არა შენი რწმენა ღვთისადმი და მორჩილება ღვთისადმი? არის თუ არა კავშირი მათ შორის? (დიახ.) რაც უფრო მეტად სცემ თაყვანს ღმერთს, მით მეტი მორჩილება გექნება ღვთისადმი. როდესაც შენი მორჩილება ღვთისადმი იზრდება, განა უფრო არ უახლოვდები ხსნის მოპოვებას? (დიახ.) მაშ, როგორი ადამიანები არიან ეს ჯგუფი? ისინი არიან ისინი, ვისაც შეუძლია ხსნის მოპოვება. ეს არის ეკლესიის წევრთა რეალური სიტუაცია. ზოგიერთი ამბობს: „ეკლესიის ეს განმარტება არ ახსენებს იმ საქმეს, რომელშიც ეკლესიაა ჩართული.” არის თუ არა აქ რაიმე ნაწილი დაკავშირებული იმ არსებით საქმესთან, რომელშიც ეკლესიაა ჩართული? (ხსნის მოპოვების ძიება.) ეს ნაწილი მჭიდროდ არის დაკავშირებული. ის საქმე, რომელსაც ეკლესია ასრულებს, იქნება ეს ღვთის სიტყვების გავრცელება თუ ადამიანების წარმართვა ღვთის სიტყვების ჭამა-სმისკენ, ადამიანების დახმარება საკუთარი თავის შეცნობასა და სატანის გახრწნილი ხასიათის მოშორებაში, საბოლოოდ მიზნად ისახავს ადამიანების დახმარებას ხსნის მოპოვებაში. მაშ, შეგიძლიათ თუ არა ახლა მიიღოთ ეკლესიის ეს ყველაზე საბაზისო და მარტივი კონცეფცია? (დიახ.) ეს განმარტება არ არის გაზვიადებული ან ცარიელი და ის არ იყენებს მაღალფარდოვან ტერმინებსა და ფრაზებს, მაგრამ ის მოიცავს ყველაზე საბაზისო საჭიროებებს ეკლესიის ჩამოსაყალიბებლად ან განსამარტად.

გესმით თუ არა ეკლესიის ცნების განმარტების საფუძველი ახლა, როდესაც მე აგიხსენით ეს? (დიახ.) მე რომ ეს ასე არ ამეხსნა, თქვენ იფიქრებდით, რომ ეკლესიის არსებითი საქმე და ეკლესიის განმარტება ძალიან ღრმა იყო. ახლა, როდესაც გესმით ეკლესიის განმარტება, გრძნობთ, რომ ეკლესიის თქვენეული გაგება ერთობ ზედაპირულია. ეკლესიის განმარტება ნათელი გახდა — ის სწორედ ასეთი პრაქტიკულია. რაც უფრო პრაქტიკულია საგნები, ადამიანები მით უფრო ხშირად გრძნობენ, რომ ისინი ზედაპირულია. სინამდვილეში, თუ შენ ყურადღებით დააკვირდები, ამ განმარტების თითოეული სიტყვა დაკავშირებულია და მჭიდროდ ეხება პრაქტიკულ და კონკრეტულ სიტუაციებს და სულაც არ არის ზედაპირული. ეკლესიის განმარტების პირველი ფრაზაა: „გულწრფელად მიჰყვებიან ღმერთს”. ეს „გულწრფელად” არის ის, რაც ღმერთს სურს. რამდენ ადამიანს აქვს ასეთი გულწრფელობა? განა ადვილია ადამიანებისთვის ამ გულწრფელობის ქონა? არ არის ადვილი. რაც შეეხება ფრაზას „იმართებიან მისი სიტყვებით”, მიაღწიე თუ არა შენ უკვე ამას? შენ ფიქრობ, რომ ეს ფრაზა ზედაპირულია და ადვილად მიღწევადია. თუ ღმერთი ამბობს: „ადექი, გამომყევი მე და შეასრულე შენი მოვალეობა” და ადამიანები ემორჩილებიან, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ისინი იმართებიან ღვთის სიტყვებით? ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს სურთ ღვთის რწმენა და ღვთის მიმდევრობა, მაგრამ მათ არ მიუღწევიათ იმ წერტილამდე, სადაც ისინი იმართებიან ღვთის სიტყვებით — ისინი ჯერ კიდევ შორს არიან ამისგან! რა უნდა გაგაჩნდეს იმისათვის, რომ იმართებოდე ღვთის სიტყვებით? მინიმალური მოთხოვნაა, რომ შენ უნდა გესმოდეს ღვთის სიტყვები; შენ უნდა იცოდე, რას გულისხმობს ღვთის სიტყვებში არსებული მოთხოვნები, რა პრინციპებს მოითხოვს ღვთის სიტყვები და როდესაც აწყდები სხვადასხვა ადამიანებს, მოვლენებსა და საგნებს, როგორ გამოიყენო ღვთის სიტყვები და როგორ აქციო ღვთის სიტყვები შენს პრაქტიკად, რათა ღმერთისთვის სათნო იყო. ეს არ არის ადვილი. ღვთის სიტყვების ჭამისა და სმის, ლოცვით კითხვის, განცდისა და გაგების ხანგრძლივი პერიოდი და ღვთის განზრახვებისა და ღვთის ხასიათის გაგებაა საჭირო იმისათვის, რომ თანდათანობით გარკვეულწილად დაექვემდებარო ღვთის სიტყვებით მართვას. ამიტომ, ფრაზა „იმართებიან მისი სიტყვებით” ზედაპირულად მარტივი ჩანს, თითქოს ადამიანთა უმეტესობა იმართება ღვთის სიტყვებით, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ადამიანების რეალური სიტუაციებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ეს ფრაზა მხოლოდ ღვთის მოთხოვნაა ადამიანების მიმართ, რისთვისაც მათ ჯერ საერთოდ არ მიუღწევიათ. შემდეგი ფრაზა, „ეძიებენ მისი სიტყვების პრაქტიკაში დანერგვას”, არის ღვთის მოთხოვნა ადამიანების მიმართ. შენ ჯერ არ მიგიღწევია ღვთის სიტყვების პრაქტიკაში დანერგვისთვის; შენ მხოლოდ ეძიებ ღვთის სიტყვების პრაქტიკად ქცევას. როგორ უნდა ეძიო ეს? როდესაც სიტუაციებს აწყდები, იმოქმედე პრაქტიკაში ღვთის მოთხოვნების შესაბამისად. არ მოიტყუო; იყავი პატიოსანი ადამიანი. შეგიძლია თუ არა შენ ამის გაკეთება? ამის გაკეთება არ არის ადვილი. როდესაც გასხლული ხარ, უნდა შეგეძლოს დამორჩილება, საკუთარ თავზე დაფიქრება და საკუთარი თავის შეცნობა და პრაქტიკაში მოქმედება ჭეშმარიტების შესაბამისად. შეგიძლია თუ არა შენ ამის მიღწევა? თუ ეს დამღლელად გეჩვენება ან თუ შენი საკუთარი ნება ზედმეტად ძლიერია და ყოველთვის გსურს შენს სიფიცხეს ამოფრქვევის საშუალება მისცე, მაშინ უნდა ეძიო პრინციპების მიხედვით მოქმედება და არ გამოავლინო შენი სიფიცხე ან არ იმოქმედო ნება-სურვილით და თვითნებურად; შენ უნდა მოიქცე ისე, როგორც აამს ღვთის სიტყვები ამბობს, მიიღო გასხვლა, შეიცნო შენი გადაცდომები და გაიგო, სად დაუშვი შეცდომა. სწორედ ამას ჰქვია ღვთის სიტყვების პრაქტიკაში დანერგვის ძიება. ნიშნავს თუ არა ღვთის სიტყვების პრაქტიკაში გამოყენების დაწყება იმას, რომ ადამიანი შეიცვალა? ეს არც ისე მარტივია. თუ შენ აგირჩევენ წინამძღოლად ან მუშაკად, შეგიძლია თუ არა თავი შეიკავო ნება-სურვილით და თვითნებურად მოქმედებისგან? ეს არ არის ადვილი; ეს მოითხოვს შენგან ჭეშმარიტების გაგებას, ღვთის სიტყვების პრაქტიკაში გამოყენების უნარს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში განცდას; მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია ამის მიღწევა. თუ შენ ამბობ, რომ გსურს ღვთის სიტყვების პრაქტიკაში გამოყენება, მაგრამ მხოლოდ ეს სიტყვიერი მზაობა გაქვს და არანაირი მოტივაცია არ არის შენს გულში, ეს არ გამოდგება. როდესაც შენი გული მზად არის და ნამდვილად გსურს ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება, შენ შეგიძლია ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება. როდესაც შენს გულში არ გსურს ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება, ფიციც რომ დადო ან სხვებმაც რომ დაგიჭირონ მხარი, ამას არანაირი სარგებელი არ ექნება. შენ უნდა გადაწყვიტო, ანუ უნდა გქონდეს გული, რომელსაც ღვთისადმი დიდად ისწრაფვის. შენ უნდა იცოდე, როგორ ახასიათებს ღმერთი ამა თუ იმ საკითხს და რას მოითხოვს იგი მასთან დაკავშირებით, იპოვო და შეაგროვო ღვთის ყველა სიტყვა, რომელიც ამ ასპექტს უკავშირდება და შემდეგ ლოცვით წაიკითხო და გაიგო ისინი. ჩაიწერე ისინი რვეულში ან დადე იქ, სადაც ადვილად დაინახავ. სამუშაო შესვენებების დროს შეხედე მათ, წაიკითხე ისინი და დროთა განმავლობაში შენ დაიმახსოვრებ ღვთის ამ სიტყვებს და შეინახავ მათ შენს გულში. ყოველდღე იფიქრე ღვთის სიტყვების ჭეშმარიტ მნიშვნელობაზე და იფიქრე იმაზე, თუ საუბრისა და მოქმედების როგორი გზა მიიჩნევა ღვთის სიტყვების პრაქტიკაში გამოყენებად. სწორედ ამას ჰქვია ღვთის სიტყვების პრაქტიკაში გამოყენების ძიება. ადვილია ამის მიღწევა? არ არის ადვილი; ეს არ არის ისეთი რამ, რისი მიღწევაც ერთ ღამეში ან ძალისხმევის ერთი ამოფრქვევით შეიძლება. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „მე სისხლზე ვფიცავ”, მაგრამ ეს უსარგებლოა. შენ ამბობ: „მე ვიმარხულებ და ვილოცებ ჭამისა და სმის გარეშე”, მაგრამ ეს უსარგებლოა. შენ ამბობ: „მე მთელი ღამე არ დავიძინებ და დავიტანჯები”, მაგრამ ესეც უსარგებლოა. შენ უნდა ეძიო ჭეშმარიტება; შენ უნდა გაგაჩნდეს ჭეშმარიტების ძიების გამოვლინებები და უნდა გქონდეს ჭეშმარიტების ძიების გზა; შენ უნდა გქონდეს სწორი საშუალებები და მეთოდები. როგორი საშუალებები ან მეთოდებიც უნდა გქონდეს, შენ არ შეგიძლია გადაუხვიო ღვთის სიტყვებს; შენ ძალისხმევა უნდა ჩადო ღვთის სიტყვებში, შეადარო ყველაფერი ღვთის სიტყვებს, გამოიყენო ღვთის სიტყვები პრობლემების გადასაჭრელად ყველა სიტუაციაში და ღვთის სიტყვები შენს უმთავრეს პრიორიტეტად აქციო. სწორედ ამას ჰქვია ჭეშმარიტების ძიება. მაგალითად, სხვებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, შენ უნდა ნახო, რას ამბობს ღვთის სიტყვები ამის შესახებ და იპოვო ღვთის ის სიტყვები, რომლებიც სხვებთან ურთიერთობას შეეხება. ჰარმონიული თანამშრომლობისთვის, ასევე იპოვე ღვთის სიტყვები ამ ასპექტთან დაკავშირებით. მოვალეობის ერთგულად შესრულებასთან დაკავშირებით, იპოვე ღვთის სიტყვები იმის შესახებ, თუ როგორ შეასრულო მოვალეობები ისე, რომ სტანდარტის შესაბამისი იყოს და დაიმახსოვრე ღვთის არსებითი სიტყვები, შეინახავრა მათ შენს გულში. რაც შეეხება იმას, თუ რა არის ცრუ წინამძღოლი, რა გამოვლინებები აქვთ ცრუ წინამძღოლებს, აქვთ თუ არა მათ სინდისი და გონება და როგორ ახასიათებს ღმერთი ცრუ წინამძღოლებს, იპოვე ღვთის ეს საკვანძო სიტყვები და ჩაიწერე ისინი რვეულში, დადე იქ, სადაც ადვილად დაინახავ და ლოცვით წაიკითხე ისინი, როცა კი დრო გექნება. ყოველი საკითხისთვის, რომელიც უკავშირდება შენს სიცოცხლეში შესვლასა და ხასიათის ცვლილებას, პრაქტიკულად იმოქმედე და ამგვარად გამოიჩინე ძალისხმევა. სწორედ ამას ჰქვია ჭეშმარიტების ძიება. თუ შენი ძალისხმევა არ აღწევს ამ დონეს, ამას არ ჰქვია ჭეშმარიტების ძიება; ამას ჰქვია მოვალეობის მოხდის მიზნით მოქმედება, ზედაპირულად მიდგომა და „დინებას მიყოლა”.

მოდით, შევხედოთ ფრაზას „ღვთის თაყვანისცემა”. ღვთის თაყვანისცემა მოიცავს ნამდვილ მოწიწებას, შიშს, პატივისცემასა და გულწრფელობას, ასევე ღვთისადმი ისეთ მოპყრობას, როგორც მას შეეფერება, გულში ღვთისთვის ადგილის ქონას, ღვთის მიერ შექმნილ გარემოებებთან და ღვთის მიერ მიცემულ დავალებებთან გონივრულად გამკლავებას და ღვთის მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვისადმი სერიოზულად და პასუხისმგებლობით მოპყრობას და ა.შ. ყველა ამ გამოვლინებას თაყვანისცემა ეწოდება. იქნება ეს ღვთის მიერ პირადად შენთვის ნათქვამი სიტყვები თუ ყველა ის სიტყვა, რომელიც მას ოდესმე გამოუხატავს, ვიდრე შენ იცი და გახსოვს ისინი და სანამ შენ გესმის და ადასტურებ მათ შენს გულში, შენ უნდა მოეპყრო მათ, როგორც კრიტერიუმებს იმისა, თუ როგორ წარმართავ საკუთარ თავს, როგორ ცხოვრობ და ა.შ. — ეს არის ღვთის თაყვანისცემის გამოვლინება. როდესაც საქმეებს აწყდები, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ისინი შენს საკუთარ გემოვნებას, სურვილებს ან წარმოდგენებს, შენ უნდა შეგეძლოს გულის დამშვიდება და დაფიქრება: „ღვთის მიერ არის ეს გაკეთებული? ღვთისგან მომდინარეობს ეს? რატომ გააკეთა ღმერთმა ეს? რისი გამოწრთობა სურს ღმერთს ჩემში, რისი შეცვლა სურს მას ჩემში? კონკრეტულად რა არის ღვთის განზრახვა? როგორ უნდა დავემორჩილო ღვთის განგებულებას? როგორ უნდა შევასრულო ღვთის განზრახვა? როგორ უნდა შევასრულო ჩემი, როგორც ადამიანის, პასუხისმგებლობა?” ყველა ეს გამოვლინება, სხვა მსგავს გამოვლინებებთან ერთად, ღვთის თაყვანისცემის გამოვლინებებია. თუნდაც შენ არ გესმოდეს მეტი ჭეშმარიტება, როგორც ნორმალურ ადამიანს, როგორც მას, ვისაც სწამს ღვთის არსებობა, როგორც მას, ვინც გულწრფელად მიჰყვება ღმერთს, ეს არის ის დამოკიდებულება, რომელიც შენ სულ მცირე უნდა გქონდეს ღვთის მიმართ. ყველაფერს, რაც ღმერთს უკავშირდება, ყველაფერს, რაც ღვთის სიტყვებს ეხება, ყველაფერს შენდამი ღვთიური მისიის, შენი მოვალეობისა და შენი პასუხისმგებლობის შესახებ, უნდა მოეპყრო ყურადღებითა და სიფრთხილით, არა დაუდევრად, არა უგულებელყოფით, არა აბუჩად აგდებით — სწორედ ამას ჰქვია ღვთის თაყვანისცემა. ღვთისადმი დაკავშირებულ ყველაფერთან გამკლავება ფრთხილი, ყურადღებიანი, ღვთისმოშიში, ღვთისადმი მოწიწებით სავსე გულით — სწორედ ამას ჰქვია ღვთის თაყვანისცემა. ადვილია ამის მიღწევა? ეს არ არის ადვილი. ნამდვილი გამოცდილების გარეშე, ფრაზის „ღვთის თაყვანისცემა” გაგებაც კი რთულია, რომ აღარაფერი ვთქვათ ღვთის თაყვანისცემის რეალურად პრაქტიკაში გამოყენებაზე. ეკლესიის განმარტების ბოლო ფრაზაა „მისი ხსნის მოპოვება”. როგორ უნდა გავიგოთ ეს? ხსნის მოპოვებისკენ მიმავალი გზა გრძელია და აქ კიდევ უფრო მეტია მოთხოვნილი. პირველ რიგში, გზა, რომლითაც შენ დადიხარ, უნდა იყოს სწორი; შენ უნდა შეგეძლოს ღვთის სიტყვებში არსებული ყველა ჭეშმარიტების მიღება და იყო ადამიანი, რომელიც ეძიებს ღვთის სიტყვების პრაქტიკაში გამოყენებას და ემორჩილება ღმერთს. შენი ცხოვრება უნდა იმართებოდეს ღვთის სიტყვებით. შენ არა მხოლოდ უნდა აღიარებდე ღვთის არსებობას, არამედ უნდა გიყვარდეს ჭეშმარიტება და მოქმედებდე ჭეშმარიტების შესაბამისად; შენ უნდა გქონდეს ღვთისადმი ნამდვილი შიში და მორჩილება, ხშირად ლოცულობდე ღვთის მიმართ შენს გულში და თანდათანობით გადახვიდე ღვთის თაყვანისცემაზე. მაშინ შენ ხარ ადამიანი, რომელსაც უყვარს ჭეშმარიტება და ემორჩილება ღმერთს; შენ ხარ ზუსტად ისეთი ადამიანი, ვისი გადარჩენაც ღმერთს სურს. ადამიანი, რომელსაც გულწრფელად სწამს ღმერთი, უნდა იყოს მართალი ადამიანი. რა სარგებელი მოაქვს მართალ ადამიანად ყოფნას? სარგებელი ის არის, რომ ხსნის მოპოვება შენთვის მეტისმეტად რთული არ იქნება; შენ გექნება მისი მოპოვების იმედი. ეს არის მთელი ის თანაზიარება, რომელიც ჩვენ ეკლესიის განმარტების კონკრეტულ დეტალებზე ვიქონიეთ.

IV. ეკლესიის მიმართ ადამიანების ცნებები და შეხედულებები

სწორედ ახლა ჩვენ თანავეზიარეთ იმას, თუ რა არის ეკლესია, რა არის ის ძირითადი საქმე, რომელსაც ეკლესია ასრულებს და რა წარმოუდგენიათ ადამიანებს ეკლესია და რას მოითხოვენ ადამიანები ეკლესიისგან თავიანთ წარმოდგენებში. საბოლოოდ, ჩვენ განვმარტეთ ეკლესიის ცნება. ახლა, როდესაც ის უკვე განმარტებულია, თქვენ ზუსტად უნდა გესმოდეთ სახელწოდება „ეკლესია“; უნდა გქონდეთ საბაზისო გაგება იმ საქმისა, რომელიც ეკლესიამ უნდა შეასრულოს, იმ როლისა, რომელსაც ეკლესია თამაშობს, რომ დაეხმაროს ადამიანებს ჭეშმარიტების მოპოვებასა და ხსნის მიღწევაში , და ეკლესიის მნიშვნელობისა ყველასთვის, ვინც ღვთის მიმდევარია. ჩვენ ასევე მოკლედ და წარმომადგენლობითად გავაანალიზეთ ის, რასაც ადამიანები ეკლესიის არსებობის ღირებულებად მიიჩნევენ, და საქმე, რომელიც ეკლესიამ უნდა შეასრულოს მათი წარმოდგენებით. არის თუ არა რაიმე ისეთი, რის არსში წვდომაც ან გაგებაც არ შეგიძლიათ იმ გაგებასა და ინტერპრეტაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ადამიანებს აქვთ ეკლესიების შესახებ თავიანთ წარმოდგენებში? ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეკლესია საზოგადოებაში რაიმე სახის საქმეში უნდა ჩაერთოს ან საზოგადოებაში რაიმე როლი იკისროს, როგორიცაა სამართლიანობის დაცვა. ადამიანების წარმოდგენებში ეკლესია დადებითი იმიჯის მქონეა, მაშ, რატომ არ შეუძლია მას სამართლიანობის დაცვა? აქვს თუ არა სამართლიანობის დაცვას რაიმე საერთო ეკლესიის საქმესთან ან ღვთის მოთხოვნებთან? (არა.) რას გულისხმობს ეს „სამართლიანობის დაცვა“, რომელზეც ადამიანები საუბრობენ? (რასაც ადამიანები სამართლიანობის დაცვას უწოდებენ, არ არის ჭეშმარიტი სამართლიანობა. ეს მხოლოდ ხორცის ინტერესების დაცვაა და ის არ შეესაბამება ჭეშმარიტებას.) აქვს თუ არა ამ სამართლიანობას რაიმე საერთო ჭეშმარიტებასთან? (არა.) აი, რას უწოდებს კაცობრიობა სამართლიანობას. მაგალითად, ზოგიერთი ბოროტი ძალის დამარცხება, ზოგიერთი უსამართლობის გამოსწორება და ადამიანების დაჩაგვრისა და დამცირების შემთხვევების აღმოფხვრა, ან ბოროტი ადამიანებისთვის დამსახურებული სასჯელის მიგება, და მოწყვლადი ჯგუფების ინტერესების აღდგენა და დაცვა და ა.შ. — სწორედ ამას უწოდებენ ადამიანები სამართლიანობის დაცვას. რა არის ამ სამართლიანობის დაცვის მთავარი მიზანი? აქვს თუ არა მას რაიმე საერთო ადამიანების მიერ ჭეშმარიტების ძიებასთან? აქვს თუ არა მას რაიმე საერთო ადამიანების გადარჩენასთან? (არა.) ეს მხოლოდ გამოთქმაა, რომელიც მორალური სამართლიანობისა და ეთიკის საფუძველზე წარმოიშობა; მას აბსოლუტურად არავითარი საერთო არ აქვს ჭეშმარიტებასთან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არ აღწევს ჭეშმარიტების დონეს? (დიახ.) შეგვიძლია? (არა; ეს ორი ერთმანეთთან კავშირში არ არის.) სწორია, ისინი სრულიად დაუკავშირებელია; ეს ორი სხვადასხვა რამ არის. როგორი სახის სამართლიანობას იცავს კაცობრიობა? ეს არის ისეთი სახის, როდესაც მას შემდეგ, რაც ოდნავ დაბალი სოციალური სტატუსის მქონე რიგითი ადამიანი იჩაგრება ან ბოროტი ადამიანების მიერ ერთმევა რაიმე უფლება ან ინტერესი, ბოროტი ადამიანები სათანადოდ ისჯებიან და რიგითი ან ჩვეულებრივი ადამიანი აღარ განიცდის სასტიკ მოპყრობას. საუბარია ადამიანების ხორციელი ინტერესების აღდგენასა და უზრუნველყოფაზე, ადამიანებს შორის ფარდობითი თანასწორობის მიღწევაზე, სოციალურ ფენებს შორის უფსკრულის აღმოფხვრაზე და იმის უზრუნველყოფაზე, რომ ბოროტმა ადამიანებმა წარმატებას ვერ მიაღწიონ თავიანთ ბოროტ საქმეებში და დაჩაგრულთა საჩივრები დაკმაყოფილდეს. სწორედ ამას უწოდებს კაცობრიობა სამართლიანობის დაცვას და მას აბსოლუტურად არავითარი საერთო არ აქვს ჭეშმარიტებასთან. მაშ, როგორღა შეგიძლიათ თქვათ, რომ ის არ აღწევს ჭეშმარიტების დონეს? უკავშირდება ის ჭეშმარიტებას? არა, არ უკავშირდება. მითხარით, არიან თუ არა ის ჩვეულებრივი და რიგითი ადამიანები, რომლებმაც უსამართლობა განიცადეს, აუცილებლად კარგი ადამიანები? (აუცილებელი არ არის.) მათი დაცვა უსამართლობისგან — არის ეს სამართლიანობა? შეესაბამება ეს ჭეშმარიტებას? შეუძლიათ კი ამ ადამიანებს გადარჩენა? ეს აშკარად ორი სხვადასხვა საკითხია — როგორ შეიძლება მათი ერთმანეთში არევა? აქ საუბარიც ზედმეტია იმაზე, რომ ეს ჭეშმარიტების დონეს აღწევს; ეს უბრალოდ არ არის იგივე, რაც ჭეშმარიტება. თუ თქვენ გაქვთ რაიმე სადავო ამ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ, შესაძლოა, თქვენს უმრავლესობას არ შეუძლია სამართლიანობის დაცვის საკითხის არსში წვდომა და ჯერ კიდევ გარკვეულწილად მიჯაჭვულია მასზე, და ფიქრობს: „როგორ შეიძლება ეს არასწორი იყოს? როგორ შეიძლება ეს არ იყოს ის საქმე, რომელიც ეკლესიამ უნდა შეასრულოს?“ სინამდვილეში, ამას არავითარი საერთო არ აქვს ეკლესიის საქმესთან. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეკლესია უნდა იყოს ადგილი, სადაც ბოროტება ისჯება და სიკეთე ხალისდება, რომ მან უნდა შეასრულოს ეს ფუნქცია, დასაჯოს ბოროტი საქმეები და ბოროტი, ბნელი ძალები, და ამავდროულად ხელი შეუწყოს კეთილ და სათნო საქმეებს. ასეა ეს? შეუძლია ბოროტების დასჯასა და სიკეთის წახალისებას მიაღწიოს ჭეშმარიტების დონეს? როდესაც საქმე ეხება იმას, თუ რა არის ბოროტება და რა არის სიკეთე, ადამიანებს არ შეუძლიათ ამის ნათლად გარჩევა. რას გულისხმობენ ადამიანები ბოროტების დასჯასა და სიკეთის წახალისებაში? უკავშირდება თუ არა ეს ბოროტების დასჯას, სიკეთის დაჯილდოებას და ყველას დახარისხებას თავისი გვარისამებრ, რაზეც ღმერთი საუბრობს? (არა.) ეს დაუკავშირებელია. რა არის კაცობრიობის სტანდარტი ბოროტებისა და სიკეთის განსასაზღვრად? ჩინელი ხალხის განმარტებით, რა არის ბოროტება და რა არის სიკეთე? რა არის საფუძველი ბოროტებისა და სიკეთის მათეული განმარტებისთვის? ეს ბუდისტური კულტურაა. ბუდიზმი საუბრობს ისეთ ცნებებზე, როგორიცაა სამყაროს დახმარება და ადამიანების გადარჩენა, მკვლელობისგან თავის შეკავება და ა.შ. — ეს მიიჩნევა სიკეთედ, მაშინ, როცა ქათმის, თევზის, ძროხის ან ცხვრის ხორცის ჭამა ბოროტებად ითვლება და ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ, უნდა დაისაჯონ. ხორცი არ უნდა იჭამოს და არცერთი ცოცხალი არსება არ უნდა მოიკლას. მკვლელობა ბოროტებად ითვლება და მათ, ვინც კლავს, უნდა აღიარონ და პატიება სთხოვონ ბუდას. ეს არის ბოროტების ბუდისტური განმარტება; არის თუ არა ეს იგივე ბოროტება, რაზეც ღმერთი საუბრობს? (არა.) ეს ორი სხვადასხვა რამ არის, ამიტომ ბოროტების ამ განმარტებას აბსოლუტურად არავითარი საერთო არ აქვს ჭეშმარიტებასთან და, რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევს ჭეშმარიტების დონეს. მაშ, რას გულისხმობს ბუდიზმი სიკეთეში? ეს კიდევ უფრო აბსურდული, ზედაპირული და თვალთმაქცურია. ბუდისტებს სჯერათ, რომ ცოცხალი არსებების არმოკვლა სიკეთეა და დატყვევებული ცხოველების გათავისუფლება სიკეთეა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ადამიანი მოკლა ბოროტმა ადამიანმა ან რამდენი ცოდვა ჩაიდინა, თუ ის ძირს დადებს ყასბის დანას, მას შეუძლია მყისიერად გახდეს ბუდა — ეს მიიჩნევა სიკეთედ. ასევე არსებობს გამოთქმა: „ერთი სიცოცხლის გადარჩენა შვიდსართულიანი პაგოდას აშენებას სჯობს“, რაც ნიშნავს ადამიანების ბრმად, უპირობოდ და პრინციპების გარეშე გადარჩენას — თუნდაც ეშმაკების, ბოროტი ადამიანების, ბანდიტების, ხულიგნების და ნებისმიერი სხვის გადარჩენას — რაც სიკეთედ ითვლება. რა სახის სიკეთეა ეს? ასეთი ადამიანები სულელები არიან, ყოველგვარი გამჭრიახობის, პოზიციისა თუ პრინციპების გარეშე. ნებისმიერის გადარჩენა და ნებისმიერისთვის პატიება — შეიძლება ეს სიკეთედ ჩაითვალოს? ეს ამ სიტყვის ღირსიც კი არ არის; ეს სატანისა და ეშმაკთა თვალთმაქცობაა. ისინი არ კლავენ ცხოველებს, მაგრამ მათ შთანთქეს უთვალავი სული. ეს არის მათი ეგრეთ წოდებული სიკეთე, რაც სინამდვილეში მხოლოდ თვალთმაქცობაა. მაშ, უძლებს თუ არა კრიტიკას ადამიანური წარმოდგენა, რომ ეკლესიამ უნდა შეასრულოს ბოროტების დასჯისა და სიკეთის წახალისების როლი? (არა.) ნებისმიერი რასის ან რელიგიის კულტურული ფონის მიუხედავად, ბოროტების დასჯასა და სიკეთის წახალისებას არავითარი საერთო არ აქვს ეკლესიის საქმესთან ან ეკლესიის მოწმობასთან. ნუ იფიქრებთ, რომ რადგან ეს ტერმინები სამართლიანად და დასაფასებლად ჟღერს, ისინი ეკლესიის საქმეს უნდა უკავშირდებოდეს ან რომ ეს არის ის როლი, რომელიც ეკლესიამ საზოგადოებაში უნდა ითამაშოს. ეს ადამიანური წარმოდგენა და ფანტაზიაა. „სამართლიანობის დაცვისა“ და „ბოროტების დასჯისა და სიკეთის წახალისების“ გარდა, ადამიანური წარმოდგენების მიხედვით არსებულ სხვა კარგ ტერმინებს, როგორიცაა „ადამიანთა უფლებებისა და ინტერესებისთვის ბრძოლა“ და „დარდის შემსუბუქება და სირთულეების გადაჭრა“, ასევე არავითარი კავშირი არ აქვს ეკლესიის საქმესთან ან ეკლესიის მოწმობასთან. თქვენ ყველას უნდა შეგეძლოთ ამის გაგება. მეტ-ნაკლებად ნათლად უკვე თანავეზიარეთ ეკლესიის განმარტებას, იმ საქმეს, რომელიც ეკლესიამ უნდა აღაასრულოს და ეკლესიის არსებობის ღირებულებასა და მნიშვნელობას..

სხვადასხვა ტიპის ბოროტი ადამიანების გარჩევის სტანდარტები და საფუძვლები

მოდით, დავუბრუნდეთ წინამძღოლებისა და მუშაკების მეთოთხმეტე პასუხისმგებლობას: „ყოველგვარი ბოროტი ადამიანისა და ანტიქრისტეს ოპერატიული ამოცნობა, შემდეგ კი მათი მოცილება ან განდევნა.“ მოდით, ვნახოთ, უკავშირდება თუ არა ეს საქმე, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ, ეკლესიების შესახებ იმ თითოეულ დეტალს, რომლებსაც ახლახან თანავეზიარეთ. რატომ გვჭირდება ამ კონკრეტულ დეტალებთან თანაზიარება? რა კავშირია ამ დეტალებსა და იმ საქმეს შორის, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ? (ეს ბოროტი ადამიანები და ანტიქრისტეები არ არიან ეკლესიის წევრები და საჭიროა მათი მოცილება. გარდა ამისა, მათი არსებობა აფერხებს და არევ-დარევას იწვევს იმ საქმეში, რომელსაც ეკლესიები ასრულებენ.) მაშასადამე, კავშირი არსებობს; ეს თანაზიარება ამაო არ არის. ეკლესიის სახელწოდების ან განმარტების შესახებ თითოეული დეტალის გაგების შემდეგ, მოდით, განვიხილოთ, თუ როგორ უნდა მოეპყრან წინამძღოლები და მუშაკები ეკლესიის წევრებს, როგორ უნდა მოეპყრან იმ სხვადასხვა ადამიანებს, რომლებიც უნდა მოიცილონ ან განდევნონ ეკლესიიდან, როგორ შეუძლიათ ამ საქმის კარგად შესრულება და როგორ უნდა შეასრულონ თავიანთი პასუხისმგებლობა და შეინარჩუნონ ეკლესიის საქმე. პირველ რიგში, წინამძღოლებსა და მუშაკებს უნდა ესმოდეთ, რა არის ეკლესიის განმარტება, რა საჭიროების გამო უნდა არსებობდეს ეკლესია და რა საქმეს უნდა ასრულებდეს იგი. ამ ყველაფრის გაგების შემდეგ ისინი უნდა დააკვირდნენ, ეკლესიის ამჟამინდელი წევრებიდან ვინ არ თამაშობს დადებით როლს ეკლესიის არსებობის ღირებულებასთან ან ეკლესიის მიერ შესრულებულ საქმესთან მიმართებაში, ან ვის შეუძლია გამოიწვიოს ეკლესიის ძირითადი საქმის ჩაშლა და არევ-დარევა, ან მოახდინოს მასზე უარყოფითი გავლენა, ან სერიოზულად დააზარალოს ეკლესიის რეპუტაცია და სირცხვილი მოუტანოს ღვთის სახელს. ამ ადამიანების ნათლად ამოცნობა და მათი ოპერატიულად მოცილება ან განდევნა — განა ეს არ არის ის საქმე, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ? (დიახ.) მაშ, რას მოიცავს ამ საქმის კარგად შესრულება? იმისათვის, რომ მოიცილონ ან განდევნონ ყოველგვარი ბოროტი ადამიანი და განწმინდონ ეკლესია, და საშუალება მისცენ ეკლესიის არსებობის ღირებულებას, გამოვლინდეს, და ეკლესიამ შეასრულოს თავისი ჯეროვანი როლი, და ამავდროულად ეკლესიის საქმე შეუფერხებლად წარიმართოს, წინამძღოლებმა და მუშაკებმა პირველ რიგში უნდა ამოიცნონ, ზუსტად რომელი ადამიანები არიან ეკლესიაში ბოროტი ადამიანები და ანტიქრისტეები. ეს არის ის ინფორმაცია ან რეალური ვითარება, რომელსაც წინამძღოლები და მუშაკები პირველ რიგში უნდა ჩასწვდნენ ამ საქმის შესრულებისას. პირველი საკითხი, რომლის წინაშეც წინამძღოლები და მუშაკები დგანან ამ საქმეში, სხვადასხვა ტიპის ადამიანების ამოცნობაა. რა არის სხვადასხვა ტიპის ადამიანების ამოცნობის მიზანი? ეს არის მათი დახარისხება მათი სახეობისამებრ და იმ ადამიანების დაცვა, რომლებიც ეკლესიის ჭეშმარიტი წევრები არიან. თუმცა, მხოლოდ ამ ადამიანების დაცვა არ ნიშნავს იმას, რომ მეთოთხმეტე პასუხისმგებლობაში ასახული საქმე წარმატებით სრულდება. მაშ, რა არის ამ საქმის წარმატებით შესრულების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი? ეს არის ყოველგვარი ურწმუნოსა და ბოროტი ადამიანის მოცილება ან განდევნა, რომლებიც არ ეკუთვნიან ეკლესიას. მიუხედავად იმისა, ხასიათდებიან თუ არა ეს ადამიანები როგორც ბოროტი ადამიანები ან ანტიქრისტეები, თუ ისინი აკმაყოფილებენ მოცილების ან განდევნის პირობებს, მაშინ ჩნდება ამ საქმის საჭიროება და დგება დრო, რომ წინამძღოლებმა და მუშაკებმა შეასრულონ თავიანთი პასუხისმგებლობა. მოდით, პირველ რიგში თანავეზიაროთ იმას, თუ როგორ ამოვიცნოთ სხვადასხვა ტიპის ადამიანები.

I. ღვთისადმი რწმენის მიზნის საფუძველზე

როგორ უნდა ამოვიცნოთ სხვადასხვა ტიპის ადამიანები? პირველი კრიტერიუმია მათი ამოცნობა ღვთისადმი რწმენის მიზნის მიხედვით. მეორე — მათი ადამიანობის მიხედვით. და მესამე — მოვალეობისადმი მათი დამოკიდებულების მიხედვით. მარტივი, მოკლე სათაურები რომ გამოგვეყენებინა, ისინი ასეთი იქნებოდა: პირველი, ღვთისადმი რწმენის მიზანი; მეორე, მათი ადამიანობა; და მესამე, მოვალეობისადმი მათი დამოკიდებულება. ახლა, როდესაც ეს სამი სათაური გვაქვს, როგორია თქვენეული გაგება თითოეული მათგანისა? ჩვენ აქამდე ბევრი არ გვისაუბრია ადამიანების მიერ ღვთისადმი რწმენის მიზანზე. ჩვენ უფრო მეტი ვისაუბრეთ ადამიანების ადამიანობასა და მოვალეობისადმი მათ დამოკიდებულებაზე, ამიტომ თქვენ უფრო მეტად იცნობთ ამ საკითხებს. ადამიანების მიერ ღვთისადმი რწმენის მიზანი სინამდვილეში არც ისე უცხოა თქვენთვის, რადგან თქვენ თავადაც გარკვეული მიზნით ირწმუნეთ ღმერთი. ზოგიერთს ღმერთი იმიტომ სწამს, რომ არ სურს ჯოჯოხეთში მოხვედრა, ზოგიერთს იმიტომ, რომ სამოთხეში მოხვედრა სურს, ზოგს იმიტომ, რომ სიკვდილი არ უნდა, ზოგს კატასტროფების თავიდან ასაცილებლად, ზოგს უბრალოდ იმიტომ, რომ კარგი ადამიანი იყოს, ზოგს იმიტომ, რომ თავიდან აირიდოს სასტიკი მოპყრობა და ა.შ. ეს თემა თქვენთვის უცხო არ უნდა იყოს; უბრალოდ, ის დეტალები, რომლებზეც ვისაუბრებ, შესაძლოა გარკვეულწილად უცხო აღმოჩნდეს — შესაძლოა გაურკვევლობა იგრძნოთ მათთან დაკავშირებით, არ იცოდეთ, რის თქმას ვაპირებ მათზე ან საიდან დავიწყებ. ამიტომ, მოდით, მოკლედ ვისაუბროთ ამაზე. მითხარით, როგორი განზრახვებისა და მიზნების მქონე ადამიანები უნდა მოვიცილოთ ან განვდევნოთ? (ისინი, ვინც მხოლოდ დიდებასა და სტატუსს ესწრაფვის და ვისაც მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურს, და ვინც საკუთარი სტატუსის გულისთვის უპრინციპოდ შექმნის არევ-დარევას ეკლესიაში.) ეს ადამიანის ერთი ტიპია. არიან სხვებიც? (ურწმუნოები, რომლებიც მხოლოდ კურთხევას ესწრაფვიან და პურით გაძღომას ეძიებენ.) ურწმუნოები, ეს კიდევ ერთი ტიპია. კიდევ არიან? თქვენ, შესაძლოა, ფიქრობდეთ ზოგიერთი ადამიანის გამოვლინებებზე, მაგრამ ნათლად ვერ არჩევდეთ, ეს ადამიანები უბრალოდ გახრწნილ ხასიათს ავლენენ, თუ სინამდვილეში არიან ადამიანები ღვთისადმი რწმენის არაწმინდა მიზნებით, რომლებიც უნდა მოვიცილოთ ან განვდევნოთ. თქვენ ვერ ხვდებით ამას და გრძნობთ, რომ ეს ცოტა ბუნდოვანია, ამიტომ არ შეგიძლიათ მისი სიტყვებით გადმოცემა. ადამიანების მიერ ღმერთის რწმენის მიზნის თემა საკმაოდ ვრცელია. ყველას აქვს გარკვეული განზრახვები და მიზნები ღვთისადმი რწმენაში. თუმცა, ღვთისადმი რწმენის არაწმინდა მიზნების მქონე ადამიანების ის ტიპები, რომლებზეც აქ ვსაუბრობთ, არ აკმაყოფილებენ ღვთის მიერ ხსნის პირობებს. მათ არ შეუძლიათ ხსნის მიღწევა და მუშაკად ყოფნის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებენ. რა მიზანიც უნდა ჰქონდეთ ამ ადამიანებს ღვთისადმი რწმენაში, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებლობა მიეცემათ, ეს ადამიანები, რომლებმაც ღმერთი გარკვეული მიზნით ირწმუნეს, შეეცდებიან თავიანთი მიზნების მიღწევას, ხოლო თუ შესაძლებლობა არ ექნებათ, ისინი ჩაიდენენ ბოროტებას და გამოიწვევენ არეულობას. ეს წარმოუდგენელ შედეგებს მოუტანს ეკლესიის საქმეს ან ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლას, და ეს ადამიანები მოცილების ან განდევნის სამიზნენი უნდა გახდნენ. დროებით გვერდზე რომ გადავდოთ ამ ადამიანების ადამიანობა ან ის, თუ რა დამოკიდებულება აქვთ თავიანთი მოვალეობების მიმართ, მხოლოდ ღვთისადმი რწმენის მიზნის თვალსაზრისით რომ ვისაუბროთ, ეს აბსოლუტურად არ არის ჭეშმარიტების მიღება და ხსნის მიღწევა, მით უმეტეს, ღვთისადმი დამორჩილება და მისი თაყვანისცემა. შესაბამისად, ღმერთის მათეული რწმენა, ბუნებრივია, არ გამოიღებს შედეგად ხსნას. ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ ეკლესიაში დარჩენისა და ღვთის რჩეული ხალხის — ჭეშმარიტი და-ძმების — მუდმივად შეწუხების საშუალება, უმჯობესია მათი ზუსტად ამოცნობა და დახასიათება რაც შეიძლება ადრე, და შემდეგ მათი ოპერატიულად მოცილება ეკლესიიდან. მათ არ უნდა მოეპყრონ ისე, როგორც ეკლესიის წევრებს ან და-ძმებს. მაშ, ვინ არიან ამ ტიპის ადამიანები? ახლახან თქვენ ზოგადად ისაუბრეთ ზოგიერთ კონცეფციაზე. მე მოვიყვან რამდენიმე კონკრეტულ მაგალითს და თქვენ მიხვდებით, როგორც კი მათ მოისმენთ.

ა. თანამდებობის პირად ყოფნის სურვილის დაკმაყოფილება

პირველ რიგში, მოდი, ვისაუბროთ პირველი ტიპის ადამიანზე, რომელიც ეკლესიიდან უნდა მოვიცილოთ ან გავრიცხოთ. ზოგიერთ ადამიანს ყოველთვის სურს, საზოგადოებაში თანამდებობის პირი გახდეს და თავის წინაპრებს დიდება მოუტანოს, მაგრამ მათი კარიერული გზა წარუმატებელია. თუმცა, მათი სურვილი, იყვნენ თანამდებობის პირები, სულაც არ ნელდება. მაგრამ მათი ოჯახის სოციალური სტატუსი არ არის მაღალი, ამიტომ ისინი გრძნობენ, რომ ცხოვრება უიმედოა და სამყაროს ზედმეტად უსამართლოდ მიიჩნევენ, რადგან ამ მცირე სურვილის ასრულებაც კი არ შეუძლიათ. ისინი გრძნობენ, რომ აქვთ გარკვეული ცოდნა და კომპეტენცია, მაგრამ მათ არავინ აფასებს. მათ არ შეუძლიათ მფარველის პოვნა და თანამდებობის პირად ქცევის პერსპექტივა მათთვის ძალიან შორეული ჩანს. ამ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მათ ეკლესია იპოვეს. ისინი გრძნობენ, რომ თუ ეკლესიაში წინამძღოლები გახდებიან, ეს თანამდებობის პირად ყოფნის ტოლფასია და მათი სურვილიც დაკმაყოფილდება. ამიტომ ისინი მოდიან ღვთის სახლში, რათა სიდიადეს მიაღწიონ ისინი ფიქრობენ, რომ მათი კომპეტენცია და შესაძლებლობები ზედგამოჭრილია ღვთის სახლში გამოსაყენებლად, და მათი იმედი, გახდნენ თანამდებობის პირები და გამორჩეული ადამიანები, შეიძლება რეალობად იქცეს, რითაც აისრულებენ მთელი ცხოვრების ნატვრას. ღვთისადმი რწმენაზე მათი შეხედულება შეიძლება შეჯამდეს ისეთი გამონათქვამებით, როგორიცაა: „კეთილ საქმეს კეთილი საზღაური აქვს“, „ნამდვილი ოქრო ადრე თუ გვიან აუცილებლად გაბრწყინდება“ და „გონიერი ჩიტი გონივრულად ირჩევს დასაჯდომ ადგილს“ — სწორედ ასეთი ფონია იმისა, რის გამოც მათ ღვთისადმი რწმენის გზაზე სიარული აირჩიეს. ასეთი ადამიანების არსიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მათ არ სჯერათ სამყაროში ჭეშმარიტების არსებობის, და მითუმეტეს, არ სჯერათ მაცხოვრის არსებობის. მოკლედ რომ ვთქვათ, მათ არ სწამთ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის და კიდევ უფრო ნაკლებად სჯერათ შემოქმედის არსებობის. იქნება ეს ბიბლიაში დაწერილი თუ რელიგიურ სამყაროში ნაქადაგები — რომ ღმერთმა შექმნა სამყარო და კაცობრიობა, რომ ღმერთი მეუფებს და წინ მიუძღვის კაცობრიობას — ყველა ეს ნათქვამი მათთვის მხოლოდ ისტორიული ჩანაწერებია. მათ არავინ იკვლევს და არავის შეუძლია მათი გადამოწმება; ისინი მხოლოდ ლეგენდები და ისტორიებია, ერთგვარი რელიგიური კულტურა. ეს არის რწმენის მათი ყველაზე საბაზისო გაგება. ისინი ამ გაგებით იწყებენ ღვთისადმი რწმენას და ფიქრობენ, რომ სწორ გზაზე მიდიან, რომ ტოვებენ სიბნელეს სინათლისთვის და რომ ისინი არიან ის „გონიერი ჩიტები“, რომლებიც გონივრულად ირჩევენ დასაჯდომ ადგილს. რა თქმა უნდა, მათ არ უთქვამთ უარი თავიანთ არჩევანსა და სურვილზე, გახდნენ თანამდებობის პირები და გამორჩეული ადამიანები. მათ სჯერათ, რომ ამ უზარმაზარ სამყაროში, სადაც ამდენი ხალხია, მათთვის ადგილი არ მოიძებნება და მხოლოდ ღვთის სახლს შეუძლია მათთვის იმედის მოცემა. მხოლოდ ეკლესიაში ცხოვრებას შეუძლია მისცეს მათ შანსი, გამოიყენონ თავიანთი ნიჭი და აისრულონ სურვილი, გახდნენ გამორჩეული ადამიანები. ეს იმიტომ ხდება, რომ არსებულ ვითარებაზე მათი შეხედულებით, გარე სამყარო სულ უფრო ბოროტი და ბნელი ხდება — მხოლოდ ეკლესიაა სიწმინდის კუნძული ამ სამყაროში; ეკლესია არის ერთადერთი ადგილი სამყაროში, რომელსაც შეუძლია ადამიანებს სულიერი საზრდო მიაწოდოს, და მხოლოდ ეკლესია ჰყვავის უფრო და უფრო მეტად. ისინი სწორედ ასეთი სურვილებითა და მიზნებით იწყებენ ღვთისადმი რწმენას. რწმენის მიღების შემდეგ, მათ არაფერი ესმით ღვთისადმი რწმენის, ჭეშმარიტების ძიების ან იმ საკითხების შესახებ, რომლებიც შეეხება ჭეშმარიტებას, ღვთის ხასიათსა და ღვთის საქმეს. ისინი არ ეძიებენ და ყურადღებას არ აქცევენ ამ საკითხებს. გულში მათ სულაც არ უთქვამთ უარი სტატუსსა და თანამდებობის პირად ყოფნის სურვილზე; პირიქით, ისინი კვლავაც ებღაუჭებიან ამ წარმოდგენებსა და შეხედულებებს, ვიდრე ეკლესიაში ტრიალებენ. ისინი ეკლესიას განიხილავენ როგორც სოციალურ ორგანიზაციას, რელიგიურ თემს, ხოლო ღვთის საქმესა და ღვთის სიტყვებს მიიჩნევენ ილუზიებად, რომლებიც მორწმუნეებმა თავიანთი ცრურწმენების გამო შექმნეს. ამიტომ, როდესაც საქმე ეხება ჭეშმარიტების ძიებას, ღვთის სიტყვებსა და ღვთის საქმეს, ისინი ზიზღსა და წინააღმდეგობას გრძნობენ. თუ ვინმე იტყვის, რომ რაიმე ღვთის ნამოქმედარია, ღვთის მეუფებაა ან ღვთის წარმართვა და განგებაა, ისინი ზიზღს გრძნობენ. თუმცა, რაოდენ დიდი ზიზღიც არ უნდა იგრძნონ, და იმის მიუხედავად, აღიარებენ თუ იღებენ ისინი ჭეშმარიტებას, მათი სურვილი, მოიპოვონ სტატუსი ეკლესიაში ძალაუფლების წყურვილის დასაკმაყოფილებლად, არასდროს განელებულა და მასზე უარი არასოდეს უთქვამთ. რადგან მათ აქვთ ასეთი ამბიცია და სურვილი, ისინი ბუნებრივად ამჟღავნებენ სხვადასხვა თვისებას. მაგალითად, ისინი აქეზებენ ხალხს ასეთი სიტყვებით: „ნუ დააფუძნებთ ყველაფერს ღვთის სიტყვებზე და ნუ დაუკავშირებთ ყველაფერს ღვთის სიტყვებსა და ღმერთს. სინამდვილეში, ადამიანების მრავალი იდეა და ნათქვამი სწორია; ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი შეხედულებები და პოზიციები“. ისინი ავრცელებენ ამ განცხადებებს ხალხის შეცდომაში შესაყვანად. ამავდროულად, ისინი ენერგიულად ავლენენ თავიანთ ტალანტს, ნიჭსა და იმ სხვადასხვა ტაქტიკასა თუ ხრიკს, რომელთა გამოყენებაც წუთისოფელში შეუძლიათ, რათა მიიპყრონ ხალხის ყურადღება და მოიპოვონ მათი კეთილგანწყობა და მაღალი შეფასება. რა არის მათი ენერგიული გამოვლინების მიზანი? ის, რომ ხალხმა მათზე მაღალი წარმოდგენა შეიქმნას და პატივისცემით შეჰყუროს; რათა ჰქონდეთ სტატუსი ადამიანთა შორის და ამით დაიკმაყოფილონ თავიანთი სურვილი, გაიკვალონ გზა თანამდებობისკენ და დიდება მოუტანონ თავიანთ წინაპრებს. ისინი კმაყოფილნი არიან, როდესაც ადამიანები პატივს სცემენ, აქებენ, მიჰყვებიან, მხარს უჭერენ, აღმერთებენ და პატივისცემით შესცქერიან, მაშინაც კი, როდესაც მათ ეპირფერებიან. უფრო მეტიც, ისინი დაუღალავად მიისწრაფვიან ამ ყველაფრისკენ და ტკბებიან ამით. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის სახლი მუდმივად ამხელს ანტიქრისტეებს, ბოროტ ადამიანებსა და ადამიანთა სხვადასხვა გახრწნილ მიდრეკილებას, გულის სიღრმეში ისინი ამას აბუჩად იგდებენ, მიიჩნევენ, რომ ეს მათი ყურადღების ღირსი არ არის, და განსაკუთრებულ ზიზღს გრძნობენ ამის მიმართ. ისინი მიზანმიმართულად ესწრაფვიან სტატუსს და იმას, რომ სხვები აღფრთოვანებითა და პატივისცემით შესცქეროდნენ, რათა აისრულონ ის სურვილები, რომელთა მიღწევაც წუთისოფელსა და საზოგადოებაში ვერ შეძლეს. მაშ, რა არის ღვთისადმი რწმენის მათი მიზანი? ეს არ არის ამ ცხოვრებაში ასმაგად მიღება და მომავალ საუკუნეში მარადიული სიცოცხლის მოპოვება, და, რა თქმა უნდა, ეს არ არის ჭეშმარიტების მიღება და ხსნის მოპოვება. ღვთისადმი რწმენის მათი მიზანი არ არის ის, რომ იმოქმედონ როგორც ქმნილებამ, არამედ ის, რომ იყვნენ თანამდებობის პირები და ბატონები, რათა დატკბნენ სტატუსის სიკეთეებით. ეკლესიაში ნამდვილად არიან ასეთი ადამიანები; ესენი არიან ბოროტმოქმედები, რომლებიც ეკლესიაში შემოიპარნენ. ეკლესია კატეგორიულად არ უშვებს, რომ ასეთი ადამიანები ღვთის რჩეულ ხალხში გაერიონ, ამიტომ ეს ადამიანები მოსაცილებელნი არიან. ადვილია თუ არა ღვთისადმი რწმენის მათი მიზნის ამოცნობა? (დიახ.) თუ გავითვალისწინებთ ღვთისადმი რწმენის მათ განზრახვებსა და მიზნებს, ეკლესიაში მათი საქმიანობ ის სხვადასხვა გამოვლინებასთან ერთად, როგორი ადამიანები არიან ისინი? (ურწმუნოები.) დიახ, ისინი ურწმუნოები არიან. გარდა იმისა, რომ ურწმუნოები არიან, მათ ასევე სურთ ღვთის სახლში სტატუსისა და პერსპექტივის მოპოვება, რათა დაიკმაყოფილონ ძალაუფლების წყურვილი. ღვთისადმი რწმენის მათი მიზანი თანამდებობის პირად გახდომაა. მაშ, რატომ უნდა გავწმინდოთ ეკლესია ამ ადამიანებისგან? ვიღაცამ შეიძლება თქვას: „თუ ურწმუნოები ღვთის სახლში შრომობენ და, როგორც ეკლესიის მეგობრებს, მცირედი დახმარების გაწევა შეუძლიათ, განა არ შეიძლება მათი დატოვება?“ არის თუ არა ეს განცხადება მართებული? (არა.) რატომ არ არის მართებული? (მათი სურვილი, გახდნენ თანამდებობის პირები, აუცილებლად მიიყვანს მათ ისეთ ქმედებებამდე, რომლებიც სხვებს შეაწუხებს, არავითარ სარგებელს არ მოუტანს ღვთის სახლის საქმეს და გავლენას მოახდენს ძმებისა და დების მიერ ჭეშმარიტების ძიებაზე.) როგორც არ უნდა შეხედოთ ამას, ურწმუნოები ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას და უარყოფენ ღმერთს, ამიტომ ღვთის სახლი მათ ვერ დაიტოვებს. ისინი დადებით როლს ვერ ითამაშებენ. განურჩევლად იმისა, მიისწრაფვიან თუ არა ისინი თანამდებობის პირად გახდომისკენ, მხოლოდ მათი, როგორც ურწმუნოების, შენიშვნებმა, გამოვლინებებმა და ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს არეულობა და არ იქონიოს დადებითი ეფექტი. ზოგიერთი ძმა და და, როდესაც გარკვეულ ვითარებაში ხვდება, ამბობს: „ეს ღვთის მეუფებაა და ჩვენ უნდა დავემორჩილოთ“. შეუძლიათ ურწმუნოებს დამორჩილება? უკვე ისიც საკმარისად კარგია, თუ ისინი არ აღდგებიან არეულობის შესატანად და წინააღმდეგობის გასაწევად. გულში ისინი იმასაც კი ამბობენ: „ნუ იტყვით, რომ ყველაფერი ღვთის მეუფებაა. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი მოსაზრებები და გარკვეული დამოუკიდებლობა; ნუ მიაწერთ ყველაფერს ღვთის მეუფებას!“ ისინი არა მხოლოდ ძირს ექაჩებიან სხვებს, არამედ ავრცელებენ ორაზროვან, მაცდურ და მცდარ შეხედულებებს ხალხის შეცდომაში შესაყვანად. განა ეს უსირცხვილობა არ არის? მათ შესაძლოა მოახერხონ გარკვეული ეშმაკური მანევრებისა და ხრიკების გამოყენება არამორწმუნეთა შორის, მაგრამ ღვთის სახლი არ არის ის ადგილი, სადაც ამ მანევრებისა და ხრიკების გამოყენება შეიძლება! ზოგიერთ ადამიანს აქვს კლინიკა, სადაც ყველას უყვარს სიარული, რადგან ამბობენ, რომ იქ ინიექციის გაკეთება უმტკივნეულოა. რატომ არ არის ინიექციის გაკეთება მტკივნეული? ნემსის წვერს ანესთეტიკში ავლებენ, ამიტომ, რა თქმა უნდა, უმტკივნეულოა. არის ეს გონივრული ნაბიჯი? (არა, ეს მავნებლური ნაბიჯია.) თუმცა ისინი ამას გონივრულ ნაბიჯად მიიჩნევენ, ტრაბახობენ ამით, ფიქრობენ, რომ ეს მათ შესაძლებლობებსა და უნარებს აჩვენებს, და ამბობენ: „შენ მხოლოდ ღვთისადმი მორჩილებაზე, ღვთისგან წარმართვასა და განგებულებაზე და ღვთის მეუფებაზე საუბრობ. გაქვს კი შენ ის უნარები, რაც მე მაქვს?“ განა ეს უსირცხვილობა არ არის? (დიახ.) ისინი ასეთი მავნებლური ხრიკებითაც კი ტრაბახობენ! ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში ურწმუნოთა მოტივებით შემოიპარნენ, სწორედ ისინი არიან, ვინც ეკლესიიდან უნდა მოვიცილოთ. რატომ? გულში ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას და ზიზღით არიან განწყობილნი მის მიმართ. როგორიც არ უნდა იყოს ღვთისადმი რწმენის მათი მიზანი, იქნება ეს ისეთი რამ, რისი ღიად აღიარებაც შეუძლიათ თუ არა, მათი, როგორც ურწმუნოების, არსზე დაყრდნობით, ეკლესიამ ისინი უნდა მოიცილოს ან გარიცხოს. ეს ურწმუნოები ეკლესიაში გარკვეული მიზნით შემოიპარნენ, რადგან სურთ გამოავლინონ თავიანთი ტალანტები, განახორციელონ თავიანთი ამბიციები და დაიკმაყოფილონ თავიანთი სურვილები ეკლესიის შიგნით. მათ სურთ გამოიყენონ ეკლესია, როგორც სათაყვანებელი ადგილი, რათა მიაღწიონ თავიანთ მიზანს, ხელთ იგდონ ძალაუფლება, იტრაბახონ, შეცდომაში შეიყვანონ და გააკონტროლონ ადამიანები. თუ გავითვალისწინებთ ღვთის რწმენის მათ მიზანს, მათ შეუძლიათ შეაწუხონ და ხელი შეუშალონ ღვთის რჩეულ ხალხსა და ეკლესიის საქმეს. ამიტომ, ეს ადამიანები უნდა მოვიცილოთ ან გავრიცხოთ ღვთის სახლიდან. წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა დაინახონ მათი ურწმუნო არსი. განურჩევლად იმისა, ამას მათ გამოვლინებებზე დააფუძნებ თუ ღვთის რწმენის შესახებ მათ მუდმივ განცხადებებზე, როგორც კი ჩასწვდები ვითარებას და ნათლად დაინახავ, რომ ისინი ურწმუნოები არიან, გადაჭრით და დაუყოვნებლივ უნდა უარყო ისინი. რა მეთოდიც ან სიბრძნეც არ უნდა გამოიყენო, იპოვე ნებისმიერი გზა მათ მოსაცილებლად — ეს არის ის საქმე, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ; ეს არის ის საქმე, რომელიც მათ უნდა იკისრონ. ეს არის ერთ-ერთი ტიპის ადამიანი, რომელიც უნდა მოვიცილოთ ან გავრიცხოთ.

ბ. საპირისპირო სქესის მოძიება

მაშ, როგორია მეორე ტიპის ადამიანების გამოვლინებები, რომლებიც უნდა მოვიცილოთ ან გავრიცხოთ? ზოგიერთი ადამიანი არასოდეს ყოფილა ჩართული ღვთის რწმენაში; მათ უბრალოდ დადებითი შთაბეჭდილება აქვთ მასზე. მათ არ აინტერესებთ იმის ცოდნა, თუ რისკენ უნდა ისწრაფვოდეს ან რას უნდა მოიპოვებდეს ადამიანი ღვთის რწმენით. მათ გაიგეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ღმერთი სწამთ, საკმაოდ პასუხისმგებლიანები და ალალები არიან, ამიტომ სურთ ეკლესიაში რომანტიკული პარტნიორის პოვნა, შემდეგ დაქორწინება და სტაბილური ცხოვრებით ცხოვრება. ეს არის მათი განზრახვა და მიზანი, ამიტომ ისინი მოდიან ეკლესიაში თავიანთი იდეალური პარტნიორის საპოვნელად. ამ ურწმუნოებს საერთოდ არ აინტერესებთ ღვთის რწმენა; მათ სულაც არ ადარდებთ შემოქმედი, ჭეშმარიტება, ხსნა, ღვთის შეცნობა, მოვალეობის შესრულება ან სხვა მსგავსი საკითხები. ღვთის სიტყვებისა და ქადაგებების მოსმენის შემდეგ რომც შეძლონ რაიმეს გაგება, არ სურთ ამის გულთან ახლოს მიტანა. მათ უბრალოდ იდეალური პარტნიორის პოვნა სურთ და, რა თქმა უნდა, იმედოვნებენ, რომ მეტ ადამიანს გაიცნობენ და თავიანთ სანაცნობო წრეს გაიფართოებენ. ისინი იდეალური პარტნიორის პოვნის მიზნით იწყებენ ღვთის რწმენას. ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „საიდან იცი, რომ მათ ეს მიზანი აქვთ? მათ არაფერი უთქვამთ შენთვის ან არ უხსენებიათ ეს!“ ისინი ამას თავიანთი ქცევით ავლენენ. შეხედე, როგორ მუდმივად ეძებენ საპირისპირო სქესს, როდესაც თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ ან ვინმესთან კონტაქტს ამყარებენ. როგორც კი ვინმე მოეწონებათ, განუწყვეტლივ აქვთ თანაზიარება ამ ადამიანთან და უახლოვდებიან მას, მუდმივად კითხულობენ მის შესახებ ინფორმაციას და ცდილობენ მის გაცნობას. ამ უჩვეულო ქმედებებმა და გამოვლინებებმა საკმარისი ყურადღება უნდა მიიპყროს წინამძღოლებისა და მუშაკების მხრიდან, რომლებიც უნდა დააკვირდნენ, თუ რა არის მათი განზრახვები და რა მიზნის მიღწევას ისახავენ ისინი; მათ უნდა გაარკვიონ, ვინ უქადაგა მათ სახარება, რატომ ეძებენ განსაკუთრებით საპირისპირო სქესთან კონტაქტს, რატომ აქვთ ყოველთვის რაღაც სათქმელი საპირისპირო სქესისთვის და რატომ აქვთ განსაკუთრებული სიმპათია საპირისპირო სქესის მიმართ, კერძოდ კი, რატომ იჩენენ განსაკუთრებულ ცნობისმოყვარეობასა და მზრუნველობას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მოსწონთ. ასეთი ინდივიდები დადებით შთაბეჭდილებას ახდენენ მათზე, ვისაც ღმერთი სწამს. მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ აინტერესებთ შეკრებები, ქადაგებების მოსმენა, ღვთის სიტყვების თანაზიარება, საგალობლების გალობა, პირადი გამოცდილებების თანაზიარება და სხვა მსგავსი საკითხები, ისინი, როგორც წესი, არ ამბობენ ისეთ რამეს, რაც არევ-დარევასა და ჩაშლას იწვევს. ისინი მხოლოდ იმაზე არიან ფოკუსირებულნი, რომ იპოვონ რომანტიკული პარტნიორი, რომელთან ერთადაც კარგად იცხოვრებენ. თუ პარტნიორს იპოვიან, შეუძლიათ მასთან ერთად გაჰყვნენ ღვთისადმი რწმენას; თავად რომც არ ისწრაფვოდნენ, შეუძლიათ მხარი დაუჭირონ თავიანთ პარტნიორს ღვთისადმი რწმენაში. ზოგიერთ ადამიანს შედარებით მისაღები ადამიანობა აქვს, დამხმარეა და მაქსიმალურად ცდილობს, იყოს მეგობრული და კეთილი. მაგალითად, მათ შეუძლიათ სხვების მიმართ შემწყნარებლობის გამოჩენა, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაეხმარონ სირთულეების მქონე ადამიანებს მათ გადაჭრაში, ან აძლევენ გარკვეულ რჩევებს და ა.შ. ისინი შედარებით კეთილგანწყობილნი არიან სხვების მიმართ და არ აქვთ ბოროტი განზრახვა, მაგრამ ღვთისადმი რწმენის მათი მიზანი და ამოცანა არც ისე ღირსეულია. ისინი არ ეძიებენ ჭეშმარიტებას და არ იღებენ ჭეშმარიტებას, ვინც არ უნდა უზიარებდეს მას. ნახევარი, ერთი ან ორი წლის მიყოლის შემდეგ, მათში არავითარი ცვლილება არ შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ არაფერს ამბობენ ურწმუნოებაზე და არ იწვევენ არევ-დარევასა თუ ჩაშლას, მათ არ უჩნდებათ არავითარი ინტერესი ღვთისადმი რწმენის საკითხების მიმართ. არის თუ არა მიზანშეწონილი ასეთი ადამიანების ეკლესიაში დარჩენა? (არა.) უნდა გაიწმინდოს თუ არა ეკლესია ასეთი ადამიანებისგან? (ეკლესია მათგანაც უნდა გაიწმინდოს.) რა არის ამის მიზეზი? (რადგან ისინი არ არიან დაინტერესებულნი ჭეშმარიტებით და არ წარმოადგენენ ხსნის ობიექტებს. თუ ისინი ეკლესიაში დარჩებიან და მუდმივად პარტნიორს დაუწყებენ ძებნას, ეს შეაწუხებს სხვებს და ცდუნებაში შეიყვანს მათ; ისინი დადებით როლს ვერ ითამაშებენ.) სწორედ ასეა. მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს განსაკუთრებით უყვარს ხორცის ჭამა. როდესაც ხორცს ჭამენ, ავიწყდებათ თავიანთი საქმე. თუ ხორცი არ არის, მათ მაინც შეუძლიათ გარკვეული სათანადო დავალებების შესრულება, მაგრამ როდესაც ხორცი ხელმისაწვდომია, მათი საქმე ფერხდება. რა არის ხორცი მათთვის? (ცთუნება.) ზუსტად, ეს ცდუნებაა. მაშ, შეიძლება თუ არა ისინი, ვინც მუდმივად პარტნიორს ეძებს, ცთუნების წყაროდ ჩაითვალონ? (დიახ.) ისინი ნამდვილად ცთუნების წყაროს წარმოადგენენ. ასეთ ადამიანებს ნათლად უნდა განემარტოთ: „არ გაქვს გულწრფელობა ღვთის რწმენის ან შენი მოვალეობის შესრულების მიმართ. არასოდეს შეგეძლო ეკლესიაში ინტეგრირება და არასოდეს მიგიჩნევდნენ ჭეშმარიტ მორწმუნედ. ურთიერთობის ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ შენი მიზანი: უბრალოდ გინდა ეკლესიაში პარტნიორის პოვნა. განა ეს კარგი ადამიანების დაზიანება არ არის? ეკლესიაში მყოფი ხალხი შენთვის შეუფერებელია. არამორწმუნეთა შორის ბევრია შენთვის შესაფერისი. წადი და იპოვე ვინმე არამორწმუნეებში.“ ამის ქვეტექსტია, ვუთხრათ მათ: „ჩვენ დაგინახეთ, ვინც ხარ. არ ხარ ღვთის რჩეული ხალხის ნაწილი. არ ხარ ღვთის სახლის ადამიანი. ვერ ჩაითვლები ჩვენს ძმად ან დად.“ ასეთი ადამიანები უნდა მოვიცილოთ ეკლესიიდან, ღვთის სახლის პრინციპების შესაბამისად. ამგვარად, ეკლესია გაიწმინდება იმ ადამიანებისგან, რომლებიც უგუნურად ეძებენ პარტნიორს და აცდუნებენ სხვებს. განა ასეთი ადამიანების ამოცნობა ადვილი არ არის? (დიახ.) ეს ადამიანებიც ურწმუნოები არიან. მათ აქვთ მცირედი სიმპათია ეკლესიის, რელიგიური რწმენისა და მათ მიმართ, ვისაც ღმერთი სწამს. მათ უბრალოდ სურთ გამოიყენონ ღვთის რწმენის შესაძლებლობა, რათა მორწმუნეთა შორის იპოვონ პარტნიორი საცხოვრებლად, რომელიც თავდადებით მოემსახურება მათ. მითხარით, შესაძლებელია თუ არა ასეთი რამ? უნდა დავაკმაყოფილოთ ისინი? უნდა მოაგვაროს ეკლესიამ ასეთი საკითხები? (არა.) ეკლესიას არ აქვს ვალდებულება, დააკმაყოფილოს მათი პირადი პრეფერენციები. რაც არ უნდა ფიქრობდნენ, რომ მორწმუნეები კარგი ადამიანები არიან, რომ შეძლებენ ამ მორწმუნეებთან ერთად სათანადოდ ცხოვრებას, ან რომ მორწმუნეებს შეუძლიათ სწორ გზაზე სიარული, ეს უსარგებლოა — მათ აზრს მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი ურწმუნოების პოვნა ეკლესიების უმეტესობაშიც შეიძლება. ამ ადამიანებთან გამკლავების გზა არის იმ მეთოდის გამოყენება, რომელზეც ახლახან გვქონდა თანაზიარება, ან შეგიძლიათ გამოიყენოთ უკეთესი მეთოდები, თუ გაქვთ ასეთი, მთავარია, რომ ისინი პრინციპების შესაბამისად გადაწყდეს. ეს ურწმუნოები ბოროტი ადამიანების სხვადასხვა ტიპს განეკუთვნებიან — არის ეს გადაჭარბებული? (არა.) სწორედ ასე ვეპყრობით ურწმუნოებს.

გ. კატასტროფების თავიდან აცილება

კიდევ რომელი ტიპის ადამიანები უნდა მოვიცილოთ ან გავრიცხოთ ეკლესიიდან? (კიდევ ერთი ტიპია ისინი, ვისაც ღმერთი მხოლოდ კატასტროფების თავიდან აცილების მიზნით სწამს.) ღვთის რწმენა მხოლოდ კატასტროფების თავიდან აცილების მიზნით ასევე წარმოადგენს ადამიანთა რწმენის ერთ-ერთ მიზანს. განა ღვთის მორწმუნეთა უმეტესობას არ აქვს ამგვარი მინარევი? (დიახ.) მაშ, როგორ უნდა განვასხვავოთ, რომელი ადამიანები უნდა მოვიცილოთ ან გავრიცხოთ ამის გამო, და რომელი ადამიანები ავლენენ უბრალოდ გახრწნილების ნორმალურ მხილებას და არ უნდა მოვიცილოთ ან გავრიცხოთ? ადამიანთა უმეტესობისთვის მათი რწმენა შერეულია კატასტროფების თავიდან აცილების მიზნით ღვთისადმი რწმენის მოტივთან — ეს ფაქტია. მათ შორის, ვისაც ღმერთი კატასტროფების თავიდან აცილების მიზნით სწამს, თქვენ უნდა განასხვავოთ ის ურწმუნოები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცილების ან გარიცხვის კრიტერიუმებს. მაგალითად, ასეთი ადამიანები, როდესაც ხედავენ, რომ კატასტროფები მძაფრდება, იწყებენ შეკრებებზე უფრო ხშირად დასწრებას და სასწრაფოდ იბრუნებენ ღვთის სიტყვების იმ წიგნებს, რომლებიც მანამდე ეკლესიაში დააბრუნეს, და ამბობენ, რომ ახლა სურთ სერიოზულად იწამონ ღმერთი. თუმცა, როგორც კი კატასტროფები გადაივლის ან ჩაცხრება, ისინი უბრუნდებიან თავიანთ ბიზნესსა და ფულის კეთებას, ბლოკავენ კონტაქტის ყველა საშუალებას, რათა და-ძმებმა ვერ იპოვონ ისინი ან ვერ შეძლონ მათთან დაკავშირება შეკრებებისთვის. როდესაც კატასტროფები იწყება, ისინი აქტიურად ეძებენ და-ძმებს, მაგრამ როდესაც კატასტროფები სრულდება, და-ძმებისთვის მათი პოვნა ძალიან რთული ხდება და იშვიათად თუ ვინმე ახერხებს მათთან დაკავშირებას. განა ეს გამოვლინებები საკმაოდ აშკარა არ არის? (დიახ.) როდესაც კატასტროფა არ არის, ისინი ამბობენ: „ადამიანებს ნორმალური ცხოვრება სჭირდებათ. ჩვენ ჩვენი საქმეები უნდა ვაკეთოთ. ყოველდღე სახლში საჭმელი უნდა მოვამზადო და ბავშვები სკოლაში უნდა წავიყვანო და წამოვიყვანო, ამიტომ ზოგჯერ შეკრებებზე დასწრებას ვერ ვახერხებ. გარდა ამისა, ცხოვრებას ფული სჭირდება; ცხოვრების ყველა ხარჯი უნდა დაიფაროს. ფულის გამომუშავების გარეშე ვერ გადავრჩებით. ამქვეყნად ფულის გარეშე ვერავინ გაძლებს. ღვთის რწმენა პრაქტიკული უნდა იყოს!“ ისინი დამაჯერებლად საუბრობენ და უამრავი მიზეზი მოჰყავთ, მთლიანად ფოკუსირებულნი არიან ფულის გამომუშავებასა და თავიანთ ყოველდღიურ საქმეებზე, მხოლოდ იშვიათად ესწრებიან შეკრებებს და იშვიათად კითხულობენ ღვთის სიტყვებს. ღვთისადმი რწმენის მიმართ მათი დამოკიდებულება ნელთბილია, არც ცივი და არც ცხელი. როდესაც კატასტროფა იწყება, ისინი ამბობენ: „ოჰ, ღმერთის გარეშე არ შემიძლია; ღმერთი მჭირდება! ყოველდღე უნდა ვლოცულობდე ღმერთის მიმართ და მოვუხმობდე მას! კატასტროფების თავიდან აცილებას კი არ ვცდილობ; მთავარი ის არის, რომ გულში ღმერთის გარეშე ყოფნა არ შემიძლია. კარგი ცხოვრება გულში ღმერთის გარეშე მაინც სიცარიელედ მეჩვენება!“ ისინი ვერ ამბობენ ვერცერთ სიტყვას, რომელიც ღვთის შეცნობას დაადასტურებდა; ყველაფერი, რასაც ამბობენ, მხოლოდ მათი ქმედებებისა და ქცევის გასამართლებელი სიტყვებია. მათ არ იციან, რამდენ წიგნს ურიგებს ღვთის სახლი ყველას; არ იციან, რა თემამდე მივიდა ქადაგებები; არ იციან, რომელ ჭეშმარიტებებზე თანაზიარება მიმდინარეობს ამჟამად საეკლესიო ცხოვრებაში. ისინი შეკრებას ექვს თვეში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ ესწრებიან. როდესაც ესწრებიან, ამბობენ: „არამორწმუნეები უბრალოდ საშინელნი არიან. საზოგადოება უსამართლოა. ეს სამყარო ბოროტია. ფულის საშოვნელად ძალისხმევის გაღება ასეთი რთულია! ღვთის ტვირთი ადამიანებზე მსუბუქია...“ისინი განუწყვეტლივ საუბრობენ ამ უსარგებლო რამეებზე, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო შეკრების თანაზიარების თემებსა და შინაარსთან. ისინი ლოცვაში რამდენიმე ცარიელ სიტყვას ამბობენ და ღვთის რწმენის შესახებ რამდენიმე ზედაპირულ სიტყვას წარმოთქვამენ, შემდეგ კი საკუთარ თავს მორწმუნეებად მიიჩნევენ, გულში სიმშვიდესა და შვებას გრძნობენ. არის ეს ღვთის რწმენა? რა საცოდავები არიან ასეთი ადამიანები? თუ ჰკითხავთ მათ: „რატომ არ ესწრები შეკრებებს რეგულარულად?“ ისინი ამბობენ: „ჩემი პირობები ამის საშუალებას არ მაძლევს. ეს არის ის გარემო, რომელიც ღმერთმა მომიმზადა და მე უნდა დავემორჩილო.“ რა სასიამოვნოდ ჟღერს ეს სიტყვები! ისინი ასევე ამბობენ: „შეხედე, ღმერთმა მომიმზადა ეს გარემო. მთელი ჩემი ოჯახი ჩემზეა დამოკიდებული საჭმლის მხრივ, ამიტომ ფული უნდა ვიშოვო, რომ თავი გავიტანო! ამჟამად, ფულის გამომუშავება არის ის დავალება, რომელიც ღმერთმა მომცა.“ ისინი საერთოდ არ ახსენებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას, ისევე როგორც თავიანთ პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებს, როგორც ქმნილებისა, და მით უმეტეს, არ ახსენებენ, თუ როგორ გამოიყენონ ღვთის სიტყვები პრაქტიკაში; მხოლოდ იშვიათად ესწრებიან შეკრებას და სწირავენ რამდენიმე იუანს, ფიქრობენ რა, რომ წვლილი შეიტანეს ღვთის სახლში. არიან სხვებიც, რომლებიც, როდესაც მათი შვილები ავად ხდებიან, ლოცულობენ ღმერთის მიმართ, და რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც მათი შვილები უკეთ ხდებიან, სასწრაფოდ სწირავენ გარკვეულ თანხას ეკლესიას და შემდეგ კვლავ უჩინარდებიან. ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი და-ძმებთან ურთიერთობენ, არასოდეს აქვთ თანაზიარება ჭეშმარიტების შესახებ და არც ღვთის სიტყვებს კითხულობენ. როდესაც არ არის კატასტროფები ან უბედურება, ისინი არასოდეს ლოცულობენ ღმერთის მიმართ. მათი ყოველდღიური საუბრები ყოველთვის ეხება საყოფაცხოვრებო წვრილმანებს, კამათს მტყუან-მართალზე, ხორციელ ცხოვრებას, სხვადასხვა სოციალურ მოვლენას და სხვადასხვა რამეს, რასაც ხედავენ და ესმით; მათ იშვიათად აქვთ თანაზიარება ღვთის სიტყვების შესახებ და არასოდეს წარმოთქვამენ გულწრფელ სიტყვას ღვთის რწმენასთან დაკავშირებით. ისინი უბრალოდ ინარჩუნებენ თავიანთ ადგილს ეკლესიაში, რათა ეძიონ ღვთის მზრუნველობა და მფარველობა. ეს არის ღვთისადმი რწმენის მათი გზა; ისინი უბრალოდ ეძიებენ მშვიდობასა და კურთხევას ისე, რომ საერთოდ არ ისწრაფვიან ჭეშმარიტებისკენ. მათ სულაც არ აინტერესებთ ჭეშმარიტება. მათ მხოლოდ სარგებლის, მადლისა და კურთხევის მიღება სურთ ღვთის რწმენით. მათ არ ადარდებთ საიქიო ცხოვრება, რადგან ვერ ხედავენ მას და საერთოდ არ სჯერათ მისი. მათ მხოლოდ ამ ცხოვრებაში სურთ ღვთის მადლით ტკბობა და ყოველგვარი კატასტროფის თავიდან აცილება. ვინაიდან ღმერთი და ეკლესია მათი თავშესაფარია, როდესაც ისინი შეკრებებს ესწრებიან, ეს აუცილებლად მაშინ ხდება, როდესაც სირთულეებს ან კატასტროფებს აწყდებიან. არიან ასეთი ადამიანები ღვთის გულწრფელი მორწმუნეები? (არა.) როგორი ადამიანები არიან ისინი? (ოპორტუნისტები და ურწმუნოები.) ესენი არიან ურწმუნოები, რომლებსაც სურთ გამოიყენონ ეკლესია კატასტროფების თავიდან ასაცილებლად. უნდა მიეცეთ თუ არა ასეთ ადამიანებს ეკლესიაში დარჩენის უფლება? (არა.) როდესაც ისინი შეკრებებზე მოდიან, აწუხებენ სხვებს და შინაგანად აღიზიანებენ მათ. ადამიანთა უმეტესობა ზედმეტად თავაზიანია და უხერხულად გრძნობს თავს, რომ სცადოს მათი შეზღუდვა, ამიტომ აძლევენ მათ უფლებას, ილაყბონ და ხელი შეუშალონ ყველას ღვთის სიტყვების ჭამასა და სმაში. რა უნდა გააკეთონ წინამძღოლებმა და მუშაკებმა ამ დროს? განა არ უნდა აიღონ მათ პასუხისმგებლობა ასეთი ადამიანების შეზღუდვაზე, უმრავლესობის ინტერესების დაცვასა და ნორმალური საეკლესიო ცხოვრების შენარჩუნებაზე? (დიახ.) შეგიძლია, ჩამოართვა მათ ღვთის სიტყვების წიგნები და ურჩიო ეკლესიის დატოვება. არსებობს სხვადასხვა გზა იმისათვის, რომ ვინმე დაარწმუნო ეკლესიის დატოვებაში — თავად შეგიძლიათ მოიფიქროთ. უბრალოდ დარწმუნდით, რომ ისინი ვეღარ დაუკავშირდებიან და-ძმებს. დავუშვათ, ვინმე ამბობს: „ეს ადამიანი კარგია. ის უბრალოდ საყოფაცხოვრებო წვრილმანებზე საუბრობს ეკლესიაში, მაგრამ არ აფერხებს ეკლესიის საქმეს და გავლენას არ ახდენს ჩვენ მიერ მოვალეობის შესრულებაზე, ამიტომ შემწყნარებლები უნდა ვიყოთ! ღვთისადმი რწმენაში განა არ უნდა შევიწყნაროთ და ავიტანოთ ყველა სახის ადამიანი? ღმერთს სურს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს და წარწყმდეს!“ მაშინ უნდა დაფიქრდე, არიან თუ არა ისინი ხსნის ობიექტები. თუ არ არიან, განა არ უნდა ამოვიცნოთ და მოვიცილოთ ისინი? (დიახ.) ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „მე ზედმეტად თავაზიანი ვარ; უხერხულად ვიგრძნობდი თავს, რომ მეცადა მათი დარწმუნება ეკლესიის დატოვებაში.“ ამ პრობლემის მოგვარება ადვილია. თუ უბრალოდ არ დაუკავშირდები მათ, ისინი ვერ შეგაწუხებენ და ვერ შეგბოჭავენ. რომც გადაეყარო მათ, არ არის საჭირო მათთან ურთიერთობაში შესვლა. არ არის საჭირო მათთან ღვთის რწმენის საკითხებზე საუბარი; უბრალოდ მოექეცი მათ, როგორც არამორწმუნეებს. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „განა არ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ სიყვარულით და გავუზიაროთ ის ჭეშმარიტება, რომელიც ჩვენ გვესმის?“ ასეთი ურწმუნოების მიმართ, თუ ნამდვილად გაქვს სიყვარული, შეგიძლია სცადო. თუ ნამდვილად შეძლებ მათ შეცვლას, მაშინ მათი მოცილება ან გარიცხვა არ არის საჭირო. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „მე ტყუილად არ დავხარჯავ ძალისხმევას. მათი დახმარება უსარგებლოა, ეს ღორის დაბანას ჰგავს; რაც არ უნდა სუფთად გარეცხო, მაინც წავა და ტალახში ამოიგანგლება. სწორედ ასეთი არსებაა ის; ის არ შეიცვლება!“ თუ შეგიძლია ამის გაგება, მაშინ მართალი ხარ. კვლავაც გაუზიარებ ჭეშმარიტებას ასეთ ურწმუნოებს მათ დასახმარებლად? კვლავაც გააკეთებთ ამ უაზრო საქმეს? (არა.) ამ ეტაპზე ხვდებით, რომ სულელები იყავით და ვერ ამოიცანით ადამიანები. ურწმუნოები ვერ შეიცვლებიან. ამ ადამიანებმა ასევე იციან, რომ ისინი, ვისაც ღმერთი სწამს, კეთილ საქმეებს აკეთებენ და ერიდებიან ცუდის კეთებას, რომ ისინი არ ჩაგრავენ და არ ატყუებენ სხვებს. მათ აქვთ კარგი შთაბეჭდილება მათზე, ვისაც ღმერთი სწამს, ამიტომ ინიღბებიან ლოზუნგით „მწამს, რომ ღმერთი არსებობს“ და „ღვთის რწმენა კარგია“ და შემოძვრებიან ეკლესიაში, რათა ხალხს თავი ძმად ან დად მოაჩვენონ. ზოგიერთი ადამიანი ნამდვილად ტყუვდება ამით, ჭეშმარიტად მიიჩნევს მათ ძმად ან დად, ხშირად სტუმრობს და ეხმარება მათ. მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ ხვდებიან: „ეს ადამიანი ეკლესიაში მხოლოდ მაშინ მოდის, როდესაც კატასტროფებს ან სირთულეებს აწყდება და უსარგებლო, უაზრო რამეებს ამბობს. როდესაც საქმეები კარგად მისდით და ყველაფერი რიგზე აქვთ, როდესაც მათი ცხოვრება კარგია, ისინი ყველას უგულებელყოფენ. ადრე რომ გვცოდნოდა, რომ ასეთი არამზადა იყო, არ დავეხმარებოდით და ამდენ ძალისხმევას არ დავხარჯავდით!“ აქვს თუ არა ახლა სინანულს რაიმე აზრი? სინანულისთვის უკვე გვიანია — უკვე ამდენი ისაუბრე ამაოდ! მოკლედ, ასეთი ურწმუნოები რაც შეიძლება ადრე უნდა ამოვიცნოთ, გავუმკლავდეთ მათ და მოვიცილოთ ეკლესიიდან. ნუ მიიჩნევთ მათ და-ძმებად; ისინი არ არიან და-ძმები. მხოლოდ ის ადამიანები არიან და-ძმები, რომლებიც ღვთის მიერ არიან რჩეულნი; მხოლოდ ისინი არიან და-ძმები, ვისი გადარჩენაც შესაძლებელია და ვინც ისწრაფვის ღვთის თაყვანისცემისკენ. ისინი, ვინც ღვთის სახლში ტრიალებენ კატასტროფების თავიდან ასაცილებლად და ხარბად ტკბებიან ღვთის მადლით ისე, რომ არ იღებენ ჭეშმარიტებას, ურწმუნოები არიან. ისინი არ არიან და-ძმები და, რა თქმა უნდა, არ არიან ღვთის რჩეული ხალხი. გესმით? ასეთ ურწმუნოებს პრინციპების შესაბამისად უნდა მოვექცეთ; მათ ისე უნდა მოექცნენ, როგორც საჭიროა. ეს არის წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობა და ეს ასევე არის პრინციპი, რომელიც ღვთის თითოეული რჩეულისთვის ნათელი უნდა იყოს.

2021 წლის 23 ოქტომბერი

წინა: ლიდერთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (20)

შემდეგი: წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (23)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება