წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (23)
პუნქტი მეთოთხმეტე: ყოველგვარი ბოროტი ადამიანისა და ანტიქრისტეს ოპერატიული ამოცნობა, შემდეგ კი მათი ჩამოშორება ან განდევნა (ნაწილი მეორე)
წინა შეკრებაზე თანავეზიარეთა წინამძღოლთა და მუშაკთა მეთოთხმეტე პასუხისმგებლობას: „ყოველგვარი ბოროტი ადამიანისა და ანტიქრისტეს ოპერატიული ამოცნობა, შემდეგ კი მათი ჩამოშორება ან განდევნა.“ თანაზიარება შეეხო ამის ერთ ასპექტს: რა არის ეკლესია. ეკლესიის განმარტებასთან თანაზიარების შემდეგ, თქვენთვის ნათელია თუ არა კავშირი მასა და წინამძღოლთა და მუშაკთა მეთოთხმეტე პასუხისმგებლობას შორის? (მას შემდეგ, რაც ღმერთმა თანაგვაზიარა ეკლესიის განმარტებას, ჩვენ გავიგეთ, რატომ არსებობს ეკლესიები, რა როლს თამაშობს ეკლესია და რა საქმეს აღასრულებს იგი. ამის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ამოვიცნოთ, თუ რომელი ადამიანები იწვევენ ეკლესიაში რღვევასა და არეულობას და არ თამაშობენ დადებით როლს, შემდეგ კი ჩამოვაშოროთ ან განვდევნოთ ეს ადამიანები.) ეკლესიის რაობის გაგების შემდეგ წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეიცნონ, რატომ აარსებს ღმერთი ეკლესიებს, რა გავლენას ახდენს ეკლესიების ჩამოყალიბება ადამიანებზე, რა საქმე უნდა აღასრულონ ეკლესიებმა, როგორი ტიპის ადამიანები ქმნიან ეკლესიას და ვინ არიან ჭეშმარიტი ძმები და დები. ყოველივე ამის გაგებისა და შეცნობის შემდეგ, უკვე გაქვთ საბაზისო ცნება და განმარტება, ისევე, როგორც პრინციპების საფუძველი იმ საქმისთვის, რომელიც ასახულია მეთოთხმეტე პასუხისმგებლობაში: „ყოველგვარი ბოროტი ადამიანისა და ანტიქრისტეს ოპერატიული ამოცნობა, შემდეგ კი მათი ჩამოშორება ან განდევნა.“ ეს არის ის, რაც ნათლად უნდა გესმოდეთ და იცოდეთ თეორიისა და ხედვის თვალსაზრისით. ამის გაგების შემდეგ პირველი საქმე, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ, არის ყოველგვარი ბოროტი ადამიანის ამოცნობა. რა არის ამის გაკეთების სტანდარტები და პრინციპები? ყოველგვარი ბოროტი ადამიანის ამოცნობა უნდა ეფუძნებოდეს ეკლესიის განმარტებას, ეკლესიის არსებობის მნიშვნელობასა და ღირებულებას და იმ საქმეს, რომლის შესასრულებლადაც ღმერთი აარსებს ეკლესიებს. გასულ ჯერზე, სხვადასხვა ტიპის ბოროტი ადამიანების გარჩევის სტანდარტები და საფუძვლები დავყავით სამ ძირითად კატეგორიად. რა არის ეს სამი კატეგორია? (ღვთისადმი რწმენის მიზანი, ადამიანობა და მოვალეობისადმი დამოკიდებულება.) არის თუ არა ეს სამი ძირითადი კატეგორია საკმარისად კონკრეტული და ყოვლისმომცველი? ზოგიერთი ამბობს: „რატომ არ ეფუძნება ყოველგვარი ადამიანის ამოცნობა იმას, თუ რა ხარისხით უყვართ მათ ჭეშმარიტება და რა ხარისხით ემორჩილებიან ღმერთს და ეშინიათ მისი, არამედ ეფუძნება ღვთისადმი რწმენის მათ მიზანს, მათ ადამიანობასა და მოვალეობისადმი მათ დამოკიდებულებას? განა ეს სტანდარტები მეტისმეტად დაბალი არ არის? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ სამი კატეგორიის კონკრეტული შინაარსიდან გამომდინარე, რატომ არ არის უფრო ღრმა მსჯელობა ადამიანების დამოკიდებულებაზე ღვთისა და ჭეშმარიტების მიმართ? რატომ არ არის ნახსენები, არიან თუ არა ადამიანები მზად, მიიღონ გასხვლა, განკითხვა და გაკიცხვა, აქვთ თუ არა მათ ღვთისადმი მორჩილი და ღვთისმოშიში გული და ჭეშმარიტებასთან დაკავშირებული სხვა უფრო სიღრმისეული შინაარსი?“ გიფიქრიათ ოდესმე ამ კითხვაზე? მოდით, ჯერჯერობით ნუ ჩავუღრმავდებით ამ საკითხს. მოდით, პირველ რიგში განვიხილოთ ეს სამი კრიტერიუმი: ადამიანების მიზანი ღვთისადმი რწმენისთვის, მათი ადამიანობა და მათი დამოკიდებულება მოვალეობისადმი. მათი სახელწოდებებით თუ ვიმსჯელებთ, არის თუ არა ეს სამი კრიტერიუმი ზედაპირული? თუ ადამიანი არ შეესაბამება სტანდარტს ამ სამი ყველაზე საბაზისო კრიტერიუმის მიხედვით, შეიძლება თუ არა მას ეწოდოს ძმა ან და? (არა.) შეიძლება თუ არა იგი მიჩნეულ იქნას ეკლესიის წევრად? შეიძლება თუ არა იგი ღვთის მიერ აღიარებულ იქნას ეკლესიის ნაწილად? (არა.) მათთვის აქედან არცერთი არ არის შესაძლებელი. მაშასადამე, თუ ადამიანი შეუფერებელია ან არ აკმაყოფილებს სტანდარტებს ამ სამი კრიტერიუმიდან რომელიმეს მიხედვით, მაშინ ასეთი პირები უნდა იქნენ ამოცნობილნი; ისინი განეკუთვნებიან სხვადასხვა ტიპის ბოროტი ადამიანების რიგებს, და ისინი უნდა ჩამოვიშოროთ ან განვდევნოთ. არის თუ არა ადამიანი ძმა ან და, ღვთის მიერ აღიარებული, ან წევრი, რომელიც ეკლესიამ უნდა მიიღოს, სულ მცირე, დამოკიდებულია იმაზე, შეესაბამება თუ არა იგი სტანდარტს და აკმაყოფილებს თუ არა ამ სამ კრიტერიუმს. თუ იგი ამ სამ კრიტერიუმსაც კი არ აკმაყოფილებს, მაშინ იგი ნამდვილად არ არის ძმა ან და. ბუნებრივია, ღმერთი არ აღიარებს მას და არც ეკლესიამ უნდა მიიღოს იგი. მაშ, როგორ უნდა მოეპყროს და მოექცეს მას ეკლესია? (იგი უნდა ჩამოვაშოროთ ან განვდევნოთ.) როგორც კი ამოვიცნობთ მას, იგი უნდა ჩამოვაშოროთ ან განვდევნოთ. სწორედ ასეა.
სხვადასხვა ტიპის ბოროტი ადამიანების ამოცნობის სტანდარტები და საფუძვლები
I. ღმერთის რწმენის მიზნის საფუძველზე
დ. ოპორტუნისტულად მოქმედება
წინა შეკრებაზე ჩვენთანავეზიარეთ და ჩამოვთვალეთ ღვთისადმი რწმენის სამი მიზანი. თუ მათ სათაურებად ჩამოვთვლით, პირველია თანამდებობის პირად გახდომის სურვილის დაკმაყოფილება; მეორე საპირისპირო სქესის ძიება; და მესამე კატასტროფების თავიდან აცილება. ჩვენ დავასრულეთ თანაზიარება ამ სამ მიზანზე. შემდეგ ჩვენ თანავეზიარებით მეოთხე მიზანს: ზოგიერთ ადამიანს ღმერთისა წმინდად ოპორტუნისტული მიზეზების გამო სწამს, ამიტომ ამ მიზნის სათაურია „ოპორტუნისტული მოქმედება“. ზოგიერთი ადამიანი ხედავს, რომ რელიგიურ სამყაროში ყველა რელიგია და აღმსარებლობა გაპარტახებულია და არ გააჩნია სულიწმიდის საქმე—რომ ადამიანების რწმენა და სიყვარული განელდა, რომ თავად ადამიანები სულ უფრო მეტად გაირყვნენ და ხსნის იმედს ვეღარ ხედავენ, და რომ ადამიანებს მრავალი წლის განმავლობაში სწამდათ უფლისა ისე, რომ არაფერი მიუღიათ. ხედავენ რა, რომ რელიგიური სამყარო მთლიანად უდაბნოდ იქცა, ისინი საკუთარი თავისთვის დაწინაურების გზას ეძებენ. ისინი ფიქრობენ: „რომელ ეკლესიაშია ახლა მეტი ხალხი, რომელი ჰყვავის და რომელს აქვს განვითარების პერსპექტივები?“ ისინი აღმოაჩენენ, რომ ყოვლისშემძლე ღვთის ეკლესია, რომელსაც რელიგიური სამყარო ეწინააღმდეგება და გმობს, ჰყვავის, რომ მას აქვს სულიწმიდის საქმე და კარგად ვითარდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. ისინი ფიქრობენ: „გავიგე, რომ ამ ეკლესიის წევრთა რაოდენობა იზრდება, რომ ის კარგად ვითარდება, ფლობს უხვ ადამიანურ, მატერიალურ და ფინანსურ რესურსებს და აქვს განვითარების პერსპექტივა. თუ გამოვიყენებ ამ კარგ შესაძლებლობას და შევუერთდები მათ ეკლესიას, განა ვერ შევძლებ გარკვეული სარგებლის მიღებას? განა არ უზრუნველვყოფ ჩემთვის კარგ პერსპექტივას?“ ასეთი განზრახვით,მიზნით და ცოტაოდენი ცნობისმოყვარეობით ისინი ეკლესიაში აღწევენ. მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები ეკლესიაში შეაღწევენ, ისინი აღარ არიან დაინტერესებულნი ჭეშმარიტებით, ღვთისადმი რწმენით ან თავიანთი ცხოვრებისეული ხასიათის ტრანსფორმაციით. ეკლესიაში მათი გაწევრიანების მიზანი მხოლოდ მფარველის ან თავშესაფრის პოვნა და სასურველი პერსპექტივის მოძებნაა. სინამდვილეში, გულის სიღრმეში მათ არავითარი ინტერესი არ აქვთ ღვთისადმი რწმენის, ღვთის მიერ გამოხატული ჭეშმარიტებების ან ხსნის საქმის მიმართ, რომელსაც ღმერთი აღასრულებს, და არ სურთ ამ საკითხებზე მოსმენა ან მათი ძიება. კერძოდ, მათ სრულიად არ გააჩნიათ ინტერესი ღვთის საქმისა და სულიწმიდის საქმის მიმართ. ეს ადამიანები ჰგვანან საზოგადოებაში არსებულ ოპორტუნისტებს, რომლებიც, რომელ სფეროშიც არ უნდა მივიდნენ, ამას მხოლოდ იმისთვის აკეთებენ, რომ იპოვონ შესაძლებლობები დიდების, სარგებლისა და სტატუსის მოსაპოვებლად, და უბრალოდ დებენ ინვესტიციებს და იხდიან საფასურს საკუთარი პერსპექტივებისა და ბედისწერის გამო. როგორც კი აღმოაჩენენ, რომ იმჟამად არ არსებობს აშკარა პერსპექტივები იმ სფეროში ან ინდუსტრიაში, რომელშიც ჩაერთვნენ, ან რომ ეს ინდუსტრია არ აძლევს მათ საკუთარი ძლიერი მხარეების წარმოჩენისა და სამყაროში აღზევების საშუალებას, ისინი ხშირად გონებაში წონიან, შეიცვალონ თუ არა სამსახური ან გადავიდნენ თუ არა სხვა სფეროში. რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ასეთი ადამიანები ყოველთვის ელიან შესაძლებლობას, რომ იმოქმედონ; მათ აქვთ განზრახვა და მიზანი ეკლესიაში გაწევრიანებისთვის. როდესაც ეკლესია ყვავის, როდესაც მას შეუძლია მტკიცედ დგომა და აქვს განვითარების პერსპექტივები საზოგადოებაში ან ნებისმიერ ქვეყანაში, ისინი აქტიურად და ენთუზიაზმით ერთვებიან ეკლესიის საქმეში. მაგრამ როგორც კი ეკლესია იჩაგრება და იზღუდება, ან არ შეუძლია მათი პირადი სურვილებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილება, ისინი ფიქრობენ იმაზე, დატოვონ თუ არა ეკლესია და იპოვონ თუ არა სხვა გზა საკუთარი თავისთვის. ნათელია, რომ ამ ადამიანების ეკლესიაში გაწევრიანების რეალური მიზანი არ არის ის, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან ჭეშმარიტებით; ისინი არ გაწევრიანებულან ეკლესიაში ღმერთის არსებობისა და ადამიანთა გადარჩენის ღვთის ახალი საქმის აღიარების საფუძველზე. მაშინაც კი, როდესაც ისინი ირჩევენ ეკლესიას, ისინი უპირატესობას ანიჭებენ ცნობილ, ფართომასშტაბიან ეკლესიას მრავალი წევრით, განსაკუთრებით ისეთს, რომელსაც აქვს გარკვეული დონის ცნობადობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. მათთვის მხოლოდ ამგვარი ეკლესია აკმაყოფილებს მათ სტანდარტებს და სრულად შეესაბამება იმ მიზნებს, რომელთაკენაც ისინი ისწრაფვიან ან რომლებსაც ეძიებენ. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, მათ ნამდვილად არასოდეს სწამდათ ჭეშმარიტება და არც ღმერთის არსებობა ან ღვთის საქმე უღიარებიათ გულწრფელად. მაშინაც კი, თუ ჩანს, რომ ისინი ზოგჯერ აკეთებენ რაღაცას ეკლესიისთვის ან ერთვებიან ეკლესიის საქმის რომელიმე ნაწილში, მათი გულის სიღრმეში მათი დამოკიდებულება ჭეშმარიტებისა და ღვთის მიმართ უცვლელი რჩება. როგორია მათი დამოკიდებულება? მათი მუდმივი დამოკიდებულებაა, უბრალოდ მიჰყვნენ დინებას ამჟამად, რათა ნახონ, კონკრეტულად რისი მიღება შეუძლიათ ამ ეკლესიიდან, ნახონ, ზუსტად ღვთის მიერ წარმოთქმული რამდენი სიტყვა შეიძლება ახდეს და რა ხარისხით, და ნახონ, როდის შეიძლება ღვთის მიერ ადამიანისთვის აღთქმული კურთხევის მიღება, და შეიძლება თუ არა ამ კურთხევის ხილვა და აღსრულება მოკლე დროში. მათი დამოკიდებულება ყოველთვის ასეთია. ისინი მოდიან ღვთის სახლში ცნობისმოყვარეობითა და სურვილით, რომ სცადონ, და იმ დამოკიდებულებით, რომ თუ ღვთის სიტყვები აღსრულდება და ახდება, მაშინ ისინი მიიღებენ კურთხევას და არ იზარალებენ. ასეთი ადამიანები მოდიან ღვთის სახლში და, მაშინაც კი, თუ ჩანს, რომ ისინი მეგობრულად არიან განწყობილნი სხვების მიმართ, იცავენ წესებს, არ იწვევენ რღვევას ან არეულობას და არ ერთვებიან ავი განზრახვით ქმედებებში, ღვთისა და ჭეშმარიტების მიმართ მათი დამოკიდებულების საფუძველზე, ისინი შეიძლება ამოცნობილ იქნან, როგორც აშკარა ურწმუნონი.
როგორ შეგვიძლია, ამოვიცნოთ ურწმუნოთა ის ტიპი, რომლებსაც ღმერთი მხოლოდ იმიტომ სწამთ, რომ ოპორტუნისტულად მიიღონ კურთხევა და არ აქვთ ჭეშმარიტების მოპოვების არანაირი სურვილი? რამდენი ქადაგებაც არ უნდა მოისმინონ, როგორადაც არ უნდა თანავუზიარებდეთ მათ ჭეშმარიტებას, მათი ფიქრები და შეხედულებები ადამიანებზე, მოვლენებსა და საგნებზე, მათი შეხედულება ცხოვრებასა და ღირებულებებზე არასოდეს იცვლება. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ისინი არასდროს უღრმავდებიან სერიოზულად ღვთის სიტყვებს და სრულიად არ იღებენ ღვთის მიერ გამოხატულ ჭეშმარიტებებს ან იმას, რასაც ღმერთი ამბობს სხვადასხვა საკითხზე. ისინი უბრალოდ ებღაუჭებიან საკუთარ შეხედულებებსა და სატანის ფილოსოფიებს. გულის სიღრმეში მათ კვლავ სჯერათ, რომ სატანის მსოფლმხედველობა და ლოგიკა მართებული და სწორია. მაგალითად: „ყველა საკუთარ თავზე ზრუნავს და ეშმაკი წაიღებს უკანასკნელს“, „მოხელეები არ ურთულებენ საქმეს მათ, ვისაც ძღვენი მიაქვს“, ან „კეთილ ადამიანებს მშვიდობიანი ცხოვრება აქვთ“. არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ: „როდესაც ადამიანებს ღმერთი სწამთ, ისინი კეთილები უნდა იყვნენ, რაც ნიშნავს, რომ არასდროს უნდა მოუსპონ სიცოცხლე სხვას; სიცოცხლის მოსპობა ცოდვაა და ღვთის წინაშე მიუტევებელია“. როგორი შეხედულებაა ეს? ეს ბუდისტური შეხედულებაა. თუმცა ბუდისტური შეხედულება შეიძლება შეესაბამებოდეს ადამიანების წარმოდგენებსა და წარმოსახვას, იგი მოკლებულია ყოველგვარ ჭეშმარიტებას. ღვთისადმი რწმენა უნდა ეფუძნებოდეს ღვთის სიტყვებს; მხოლოდ ღვთის სიტყვებია ჭეშმარიტება. ღვთისადმი რწმენაში ზოგიერთი ადამიანი არამორწმუნეთა აბსურდულ შეხედულებებსა და რელიგიური სამყაროს მცდარ თეორიებსაც კი იღებს როგორც ჭეშმარიტებას, ის მათ ძვირფასად მიიჩნევს და ებღაუჭება. არიან კი ეს ადამიანები ისინი, ვინც იღებს ჭეშმარიტებას? მათ არ შეუძლიათ, განასხვავონ ადამიანის სიტყვები ღვთის სიტყვებისგან, ან ეშმაკნი და სატანა ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთისგან, შემოქმედისგან. ისინი არ ლოცულობენ ღვთის მიმართ და არ ეძიებენ ჭეშმარიტებას, და არც ღვთის მიერ გამოხატულ არცერთ ჭეშმარიტებას იღებენ. მათი ფიქრები და შეხედულებები ადამიანებზე, გარე სამყაროსა და ყველა სხვა საკითხზე არასდროს იცვლება. ისინი ებღაუჭებიან მხოლოდ იმ შეხედულებებს, რომლებიც ყოველთვის ჰქონდათ და რომლებიც ტრადიციული კულტურიდან მომდინარეობს. რაც არ უნდა აბსურდული იყოს ეს შეხედულებები, მათ არ შეუძლიათ ამის აღქმა, ისინი კვლავაც მტკიცედ იცავენ ამ მცდარ შეხედულებებს და არ თმობენ მათ. ეს ურწმუნოს ერთ-ერთი გამოვლინებაა. რა არის მეორე? ის, რომ მათი ენთუზიაზმი, გრძნობები და რწმენა იცვლება იმის მიხედვით, თუ როგორ იზრდება ეკლესიის მასშტაბები და როგორ მუდმივად იზრდება მისი სტატუსი საზოგადოებაში. მაგალითად, როდესაც ეკლესიის საქმე საზღვარგარეთ გავრცელდა და მისი მასშტაბები გაიზარდა, როდესაც სახარების საქმე სრულად გავრცელდა, მათ დაინახეს ეს და მყისიერად იგრძნეს ძალების მოზღვავება. მათ იგრძნეს, რომ ეკლესია სულ უფრო და უფრო გავლენიანი ხდებოდა და აღარ დაიტანჯებოდა მთავრობის ჩაგვრისა და დევნისგან, მათ სწამდათ, რომ არსებობდა იმედი ღვთისადმი მათი რწმენისთვის, რომ შეეძლოთ თავაწეულებს ევლოთ; და ამგვარად, მათ იგრძნეს, რომ ღვთისადმი რწმენით სწორი ფსონი დადეს, რომ მათი რისკი საბოლოოდ გაამართლებდა. მათ იგრძნეს, რომ კურთხევის მიღების მათი შანსები სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და საბოლოოდ გამხიარულდნენ. გასულ წლებში ისინი თავს დაჩაგრულად, შევიწროებულად და დამწუხრებულად გრძნობდნენ, რადგან ხშირად ხედავდნენ დიდი წითელი დრაკონის მიერ ქრისტიანების დაპატიმრებებსა და ჩახშობას. რატომ გრძნობდნენ ისინი მწუხარებას? იმიტომ, რომ ეკლესია ასეთ მძიმე მდგომარეობაში იყო და ისინი წუხდნენ იმაზე, გააკეთეს თუ არა სწორი არჩევანი ღვთისადმი რწმენით, და უფრო მეტიც, ისინი შეწუხებულნი და შეშფოთებულნი იყვნენ იმით, უნდა დარჩენილიყვნენ თუ დაეტოვებინათ ეკლესია. იმ წლებში, რა არახელსაყრელი გარემოებების წინაშეც არ უნდა მდგარიყო ეკლესია, ეს გავლენას ახდენდა მათ ემოციებზე; რა საქმეც არ უნდა გაეკეთებინა ეკლესიას და როგორადაც არ უნდა ემერყევა ეკლესიის რეპუტაციასა და სტატუსს საზოგადოებაში, ეს გავლენას ახდენდა მათ ემოციებსა და განწყობაზე. კითხვა იმის შესახებ, უნდა დარჩენილიყვნენ თუ წასულიყვნენ, ყოველთვის ტრიალებდა მათ გონებაში. ასეთი ადამიანები ურწმუნონი არიან, განა ასე არ არის? როდესაც ეკლესიას ეროვნული მთავრობა გმობს და ავიწროებს, ან როდესაც მორწმუნეებს აპატიმრებენ ან განიკითხავენ, გმობენ, ცილს სწამებენ და უარყოფენ რელიგიურ სამყაროში, ისინი თავს ღრმად პატივაყრილად გრძნობენ და დიდ სირცხვილსა და დამცირებასაც კი განიცდიან ეკლესიაში გაწევრიანების გამო; მათი გულები მერყეობს და ისინი ნანობენ ღვთისადმი რწმენასა და ეკლესიაში გაწევრიანებას. მათ არასოდეს აქვთ განზრახვა, გაიზიარონ ეკლესიის სიხარული და გასაჭირი, ან დაიტანჯონ ქრისტესთან ერთად. სამაგიეროდ, როდესაც ეკლესია ჰყვავის, ისინი რწმენით აღსავსენი ჩანან, მაგრამ როდესაც ეკლესია იდევნება, უარყოფილია, იჩაგრება და იგმობა, მათ სურთ გაქცევა, წასვლა. როდესაც ისინი ვერ ხედავენ კურთხევის მიღების ვერავითარ იმედს, ან ცათა სასუფევლის სახარების გავრცელების ვერავითარ იმედს, მათ კიდევ უფრო მეტად სურთ წასვლა. როდესაც ისინი ვერ ხედავენ ღვთის სიტყვების აღსრულებას და არ იციან, როდის დაატყდებათ თავს დიდი კატასტროფები და როდის დასრულდება ისინი, ან როდის განხორციელდება ქრისტეს სასუფეველი, ისინი გაურკვევლად მერყეობენ და არ ძალუძთ თავიანთი მოვალეობის უდრტვინველად შესრულება. ყოველთვის, როცა ეს ხდება, მათ სურთ მიატოვონ ღმერთი, დატოვონ ეკლესია და იპოვონ გამოსავალი. ასეთი ადამიანები ურწმუნონი არიან, განა ასე არ არის? მათი ყოველი ნაბიჯი საკუთარი ხორციელი ინტერესებისთვისაა. მათი ფიქრები და შეხედულებები არასოდეს შეიცვლება თანდათანობით, ღვთის საქმის მათი გამოცდილების მეშვეობით, ან მისი სიტყვების კითხვით, ჭეშმარიტებასთან თანაზიარებითა და საეკლესიო ცხოვრებით. როდესაც მათ რაღაც ემართებათ, ისინი არასდროს ეძიებენ ჭეშმარიტებას, ან არ ეძებენ იმას, თუ რას ამბობს ამის შესახებ ღვთის სიტყვები, რა არის ღვთის განზრახვები, როგორ წარმართავს ღმერთი ადამიანებს, ან რას ითხოვს იგი ადამიანებისგან. ეკლესიაში გაწევრიანების მათი ერთადერთი მიზანია, დაელოდონ იმ დღეს, როდესაც ეკლესია შეძლებს „თავაწეულმა იაროს“, რათა ხელში ჩაიგდონ ის სარგებელი, რომელიც ყოველთვის სურდათ. რა თქმა უნდა, ისინი ეკლესიაში იმიტომაც გაწევრიანდნენ, რომ დაინახეს, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა — მაგრამ ისინი სრულიად არ იღებენ ჭეშმარიტებას და არ სწამთ, რომ ღვთის ყველა სიტყვა აღსრულდება. მაშ, რას იტყვით, არიან ასეთი ადამიანები ურწმუნონი? (დიახ.) რაც არ უნდა მოხდეს ეკლესიაში ან გარე სამყაროში, ისინი სწონიან, რამდენად დაზარალდება მათი ინტერესები და რამხელა გავლენას მოახდენს ეს იმ მიზნებზე, რომლებისკენაც ისწრაფვიან. პრობლემის უმცირესი ნიშნისთანავე, ისინი მყისიერად და დიდი გამჭრიახობით იწყებენ ფიქრს საკუთარ პერსპექტივებზე, ინტერესებზე და იმაზე, უნდა დარჩნენ ეკლესიაში თუ დატოვონ იგი. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც გამუდმებით კითხულობენ: „შარშან ითქვა, რომ ღვთის საქმე დასრულდებოდა — მაშ, რატომ გრძელდება ისევ? კონკრეტულად რომელ წელს დასრულდება ღვთის საქმე? განა არ მაქვს უფლება, ვიცოდე? საკმარისად დიდხანს ვითმინე, ჩემი დრო ძვირფასია, ჩემი ახალგაზრდობა ძვირფასია — ნამდვილად არ შეგიძლიათ ასე გაურკვევლობაში მამყოფოთ.“ ისინი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან იმის მიმართ, აღსრულდა თუ არა ღვთის სიტყვები, ასევე ეკლესიის მდგომარეობის, მისი სტატუსისა და რეპუტაციის მიმართ. მათ არ ადარდებთ, შესწევთ თუ არა უნარი, მოიპოვონ ჭეშმარიტება ან შეუძლიათ თუ არა ხსნის პოვნა, მაგრამ ძალიან მგრძნობიარენი არიან იმის მიმართ, შეძლებენ თუ არა არსებობის შენარჩუნებას და მიიღებენ თუ არა სარგებელსა და კურთხევას ღვთის სახლში დარჩენით. ასეთი ადამიანები ოპორტუნისტულად განწყობილნი არიან კურთხევის მიღების სურვილში. ბოლომდეც რომ სწამდეთ, ისინი მაინც ვერ გაიგებენ ჭეშმარიტებას და არ ექნებათ არავითარი გამოცდილებითი დამოწმება, რის შესახებაც შეძლებდნენ საუბარს. შეგხვედრიათ ასეთი ადამიანები? სინამდვილეში, ასეთი ადამიანები ყველა ეკლესიაში არსებობენ. ყურადღებით უნდა იყოთ მათ ამოსაცნობად. ასეთი პირები ურწმუნონი არიან, ისინი უბედურებაა ღვთის სახლში, მათ ეკლესიისთვის დიდი ზიანი მოაქვთ და არავითარი სარგებელი, და ეკლესია მათგან უნდა გაიწმინდოს.
მოდით, შევაჯამოთ ოპორტუნისტების მახასიათებლები. მათი პირველი მახასიათებელი არის ის, რომ ისინი ძალიან სერიოზულად არ ეკიდებიან საკითხს,, არსებობს თუ არა ღმერთი. თუ მათ ჰკითხავ, არსებობს თუ არა ღმერთი, ისინი გიპასუხებენ: „ალბათ. მაგრამ არც ისაა პრობლემა, თუ არ არსებობს. მე აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ ზუსტად ვნახო, ახდება თუ არა ღვთის მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველებები და დადგება თუ არა დიდი კატასტროფები.“ მათ ფიქრებსა და შეხედულებებში მათი დამოკიდებულება ისეთია, რომ არ აქვს მნიშვნელობა, არსებობს თუ არა ღმერთი. მაშინ განა ფარსი არ არის მათთვის ღვთისადმი რწმენა და ეკლესიაში გაწევრიანება? (დიახ.) მათი რწმენა ღვთის მიმართ უბრალო რწმენაა, ეს თამაშს ჰგავს და არ უკავშირდება ჭეშმარიტებას ან მათი ცხოვრების გზას. სინამდვილეში მათ არ ადარდებთ, არსებობს თუ არა ღმერთი; კარგია, თუ არსებობს, და არც ისაა პრობლემა, თუ არ არსებობს. ზოგიერთი ადამიანი ეწინააღმდეგება მათ და ეუბნება, რომ ღმერთი არ არსებობს, ისინი კი არც ბრაზდებიან და არც იძულებენ ასეთ ადამიანებს. თუ ხალხი ამბობს, რომ ღმერთი არსებობს, ისინი პასუხობენ: „თუ არსებობს, ესე იგი არსებობს. ასეა თუ ისე, თუ გწამს, ის არსებობს; თუ არ გწამს, მაშინ არ არსებობს.“ ეს არის მათი შეხედულება. არიან ასეთი ადამიანები ჭეშმარიტი მორწმუნენი? ისინი ურწმუნონი არიან, განა ასე არ არის? (დიახ.) არსებობს თუ არა ღმერთი, მათთვის უმნიშვნელოა, მაშ, არის კი გულწრფელობა მათ რწმენაში ღვთის მიმართ? შეუძლებელია, ისინი გულწრფელნი იყვნენ. რა არის ოპორტუნისტი ადამიანების პირველი მახასიათებელი? (ისინი ძალიან სერიოზულად არ ეკიდებიან საკითხს იმის შესახებ, არსებობს თუ არა ღმერთი.) ეს არის პირველი მახასიათებელი.
რა არის ოპორტუნისტი ადამიანების მეორე მახასიათებელი? ის, რომ ისინი არცთუგულმოდგინედ ეკიდებიან დადებითისა და უარყოფითის ერთმანეთისგან გარჩევას. ისინი არ არჩევენ, რომელი გამონათქვამები, ადამიანები, მოვლენები და საგნებია დადებითი და რომელი უარყოფითი, და ამას სერიოზულად არ აღიქვამენ. მათთვის კარგი რამ შეიძლება ცუდად წარმოჩნდეს, ხოლო ცუდი კარგად, ზუსტად ისე, როგორც ეს არამორწმუნეთა გამონათქვამშია: „ათასჯერ თქმული ტყუილი ჭეშმარიტებად იქცევა“; ეს გამონათქვამი მათთვის მართებულია. თუ ჰკითხავ მათ, რა არის ჭეშმარიტება, ისინი ნამდვილად არ იტყვიან, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა, რადგან ისინი ამას არ აღიარებენ. რას იტყვიან ისინი? მათი ნამდვილი შეხედულება ისაა, რომ ათასჯერ ან ათიათასჯერ თქმული ტყუილი ჭეშმარიტებად იქცევა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ბევრი ადამიანი ამბობს რამეს, ისინი დაიჯერებენ, რომ ეს სიმართლეა. ეს ჰგავს იმას, რასაც არამორწმუნენი ამბობენ: „თავდაპირველად სამყაროში გზა არ არსებობდა, მაგრამ რაც უფრო მეტმა ადამიანმა გაიარა, გზაც გამოჩნდა.“ მათ არ ადარდებთ, რა არის სწორი ან მცდარი, სამართლიანი ან უკეთური; მათ სჯერათ, რომ ვისაც დიდი შესაძლებლობები აქვს, ის მართალია, ხოლო ვინც უსარგებლო და არაკომპეტენტურია, ის უარყოფითია. ისინი აბსოლუტურად არ აღიარებენ, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი ამბობს და აკეთებს, დადებითია, და არც იმას აღიარებენ, რომ ის, რის ცხოვრებაში გამოვლენასაც ღმერთი ადამიანებისგან მოითხოვს, ამ დადებითი რამეებს რეალობაა. ეს ადამიანები ისეთ აბსურდულ მოსაზრებებსაც კი გამოთქვამენ, როგორიცაა: „შენ ამბობ, რომ ღმერთი ჭეშმარიტებაა და ღვთის სიტყვები ყველა დადებითი რამის რეალობაა. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროში არ არსებობს დადებითი რამ? განა სამყაროში ასევე არ არსებობს დადებითი რამეები და ჭეშმარიტებები?“ განა ეს სისულელე არ არის? განა ეს აბსურდი არ არის? (დიახ.) ეს ადამიანები ღვთის სიტყვებს არ მიიჩნევენ თავიანთი სიტყვებისა თუ ქმედებების კრიტერიუმად. მაგალითად, როდესაც ისინი გამოთქვამენ აბსურდულ მოსაზრებას და შენ მათ ეწინააღმდეგები, ისინი იტყვიან: „შენ ფიქრობ, რომ მართალი ხარ, მე კი ვფიქრობ, რომ მე ვარ მართალი, ამიტომ დავრჩეთ ჩვენ-ჩვენს აზრზე. ვინც რას მიიჩნევს კარგად, ის არის სწორი.“ როგორი შეხედულებაა ეს? განა ეს უბრალოდ სიტუაციის მიჩქმალვის მცდელობა არ არის? (დიახ.) ეს სულელური და გაურკვეველი შეხედულებაა; ეს ადამიანები გულმოდგინედ არ ეკიდებიან დადებითისა და უარყოფითის ერთმანეთისგან გარჩევას. რას ნიშნავს, არ მოეკიდო ამას გულმოდგინედ? ეს ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ გულით აღიარონ, რომ ყოველივე დადებითი, რის შესახებაც ღმერთი საუბრობს, დაკავშირებულია ჭეშმარიტებასთან, შეესაბამება ჭეშმარიტებას და მომდინარეობს ღვთისგან, და რომ უარყოფითი, რომელზეც ღმერთი საუბრობს, ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას და მომდინარეობს სატანისგან. ისინი არ იღებენ ამ ფაქტს და ყოველთვის სურთ ცნებების ბუნდოვნად წარმოჩენა. იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ სხვების მიერ მათი ამოცნობა და განკითხვა, ისინი არასდროს ეკიდებიან გულმოდგინედ დადებითისა და უარყოფითის ერთმანეთისგან გარჩევას, არასდროს ამჟღავნებენ თავიანთ ნამდვილ შეხედულებებს და ყოველთვის ორაზროვნად საუბრობენ, არასდროს ეუბნებიან ხალხს, რას ფიქრობენ სინამდვილეში. ისინი სხვადასხვა რამეს ამბობენ იმის მიხედვით, თუ ვის ესაუბრებიან, და სრულად ერგებიან სიტუაციას საჭიროებისამებრ. ეს ადამიანები, ყველა თვალსაზრისით, არ არიან დაინტერესებულნი ჭეშმარიტებით ან ღვთის არსებობით. ეს არის ოპორტუნისტი ადამიანების მეორე გამოვლინება: ისინი არც ისე გულმოდგინედ ეკიდებიან დადებითისა და უარყოფითის ერთმანეთისგან გარჩევას.
კიდევ რა მახასიათებლები აქვთ ამ ოპორტუნისტ ადამიანებს? ეს ადამიანები ყოველთვის მოვლენათა განვითარების მიხედვით აირჩევენ დარჩენას ან წასვლას, ვინაიდან განსაკუთრებით მარჯვედ ერგებიან გარემოებებს. როდესაც ისინი ეკლესიას უერთდებიან, მათ უკვე სათანადოდ აქვთ მომზადებული გამოსვლის სტრატეგია და საკუთარი პერსპექტივები და თითოეული ნაბიჯი დაგეგმილი აქვთ. გულში ისინი ანგარიშობენ და გეგმავენ, თუ რა უნდა გააკეთონ იმ შემთხვევაში, თუ ღვთის სიტყვები აღსრულდება და რა უნდა მოიმოქმედონ, თუკი გარკვეული წლების შემდეგ ისინი არ აღსრულდება. ამ ტიპის ადამიანი ეკლესიაში მოსვლის შემდეგ არასდროს უძღვნის თავს სრულად ეკლესიის საქმეს. ნაცვლად ამისა, ისინი მუდმივად აკვირდებიან ეკლესიის განვითარებას, ეკლესიის დამოკიდებულებას მათ მიმართ და იმას, თუ როგორ ეპყრობა იგი მათ, აგრეთვე სხვა ფაქტორებს, რათა გადაწყვიტონ თავიანთი შემდგომი ნაბიჯები. განა ამ ადამიანების ფიქრები საკმაოდ ჩახლართული არ არის? (დიახ.) მიუხედავად იმისა, რომ ისინი ეკლესიას შეუერთდნენ, ყოველთვის აქვთ დროებითი პერსპექტივა, როგორც ხელშეკრულებით დასაქმებულ მუშას, და მუდამ რჩებიან ისეთ მდგომარეობაში, როდესაც „ფიზიკურად აქ არიან, მათი გონება კი სხვაგან ქრის“, მათი ფიქრები სქემებითა და შეთქმულებებით არის მოცული. მათი არჩევანი, ირწმუნონ ღმერთი და შეუერთდნენ ეკლესიას, მხოლოდ უხალისო კომპრომისია და არა სულიერი აუცილებლობა ან ღვთის მიყოლისა და ადამიანური ცხოვრების სწორი გზით სიარულის სურვილი, რომელიც ღვთის არსებობის აღიარებას ეფუძნება. მათ ამის რწმენა აკლიათ. ამ ადამიანებს ღმერთი „დაველოდოთ და ვნახავთ“ პოზიციიდან სწამთ და გულში ანგარიშობენ: „თუ ღვთისადმი რწმენა ამ ცხოვრებაში ასმაგად დამაჯილდოებს, მომავალ საუკუნეში მარადიულ სიცოცხლეს მიბოძებს და გადარჩენისა და ცათა სასუფეველში შესვლის შესაძლებლობას მომცემს, მაშინ მეც მივყვები და ვიწამებ.. თუ ამას ვერ მივიღებ, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ვითარებაში დავტოვებ ეკლესიას და შევწყვეტ რწმენას.“ მათ ღმერთი მთლიანად კურთხევების მიღების ოპორტუნისტული იმედით სწამთ. თუ ისინი ვერ მიიღებენ კურთხევებს, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ვითარებაში შეუძლიათ მიატოვონ თავიანთი მოვალეობები და საკუთარი თავისთვის სხვა გზა გამონახონ, რადგან მათი გული არასდროს ყოფილა ფესვგადგმული ეკლესიაში და არც ჭეშმარიტად აურჩევიათ ღმერთის რწმენისა და ღვთის მიყოლის გზა.
ამ ოპორტუნისტი ადამიანების ძირითადი მახასიათებლები ეს სამია: ისინი სერიოზულად არ ეკიდებიან იმას, არსებობს თუ არა ღმერთი, სერიოზულად არ განასხვავებენ დადებით და უარყოფით რამეებს და შეუძლიათ ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ვითარებაში დატოვონ ეკლესია. რაოდენ კარგადაც უნდა ეპყრობოდნენ მათ და-ძმები, თუკი რაღაცები მათ ინტერესებს არ ემთხვევა ან მათ ამჟამინდელ მოთხოვნილებებს არ აკმაყოფილებს, მათ შეუძლიათ ეკლესიის დატოვება. მაგრამ როდესაც წასასვლელი არსად აქვთ, ისინი დაბრუნებას ირჩევენ. დაბრუნების შემდეგ ისინი კვლავ არ ეძიებენ ჭეშმარიტებას და შესაძლოა ნებისმიერ დროს კვლავ დატოვონ ეკლესია. რა სახის უბადრუკი ადამიანები არიან ისინი? მათი მოსვლა და წასვლა ესოდენ შემთხვევითად გამოიყურება; მათ ღმერთის გულწრფელად არ სწამთ. ეს არის ოპორტუნისტი ადამიანების მახასიათებლები; თავიანთი არსით ისინი ურწმუნოები არიან. ზოგიერთ ადამიანს შეუძლია სამიდან ხუთ წლამდე რწმენის შენარჩუნება, ზოგს შეუძლია რვა ან ათ წელიწადს გაძლოს, მაგრამ მათი მიზანი მხოლოდ კურთხევების ოპორტუნისტული ძიებაა. ასეთი ადამიანები არ არიან მარტივები. მათ აქამდეც კი გაძლეს მატერიკული ჩინეთის სასტიკ, დევნილობის გარემოში — განა ეს ცოტათი არ ჰგავს „მწარე ხვედრის მოთმინებით ტარებას“? ზოგიერთ ადამიანს ათი წლის რწმენის შემდეგ აღარ შეუძლია გაძლება, ამიტომ ისინი ჩივიან: „ათი წელი გავიდა. ჩემი ახალგაზრდობა ეკლესიაში გაილია. ამ ათი წლის განმავლობაში წუთისოფელში რომ ბევრი მემუშავა, რამდენ ფულს ვიშოვიდი? შესაძლოა მენეჯერიც გავმხდარიყავი და, ალბათ, დიდძალი ქონება მექნებოდა.“ შემდეგ მათ მოუსვენრობა იპყრობს. ათი წლის განმავლობაში მათ ღმერთი მხოლოდ თავიანთი მცირე ცნობისმოყვარეობისა და კურთხევების მიღების სურვილის დასაკმაყოფილებლად სწამდათ, მაგრამ არასდროს ეძიებდნენ ჭეშმარიტებას. შედეგად, მათ ვერაფერი მოიპოვეს. ისინი ნანობენ, ღმერთისა რომ სწამდათ, და საკუთარ თავსაც კი ლანძღავენ და ამბობენ: „შე სულელო, შე იდიოტო! ფართო და იოლი გზით კი არ წახვედი, არამედ დაჟინებით მოითხოვდი ამ რთული გზით სიარულს. არავის დაუძალებია; ეს შენი საკუთარი არჩევანი იყო!“ ზოგიერთ ადამიანს ათი წლის რწმენის შემდეგაც კი შეუძლია წასვლა, თანაც ხელის ერთი დაქნევით. საზოგადოებაში ორი-სამი წლის გატარების შემდეგ ისინი აღმოაჩენენ, რომ საზოგადოება არ არის ისეთი უეკლო და მარტივად გასამკლავებელი, როგორც წარმოედგინათ, და არამორწმუნე სამყარო არ არის ისეთი ფერადი და იდეალური, როგორიც ჩანდა; მათთვის ადვილი არ არის წუთისოფელში სადმე თავის გატანა. დაფიქრების შემდეგ ისინი აღმოაჩენენ, რომ ეკლესია მაინც უკეთესია, ამიტომ ურცხვად ბრუნდებიან. როდესაც ბრუნდებიან, ამბობენ: „ღვთისადმი რწმენა კარგია; ურწმუნოები ცუდები არიან, ყოველთვის ჩაგრავენ ხალხს. სამყაროში ძალიან ბევრი ტანჯვაა. ამ წლებში, როცა ღვთის სიტყვებს არ ვკითხულობდი და ეკლესიის ცხოვრებით არ ვცხოვრობდი, სიბნელეში ჩავვარდი, ყოველდღე ვტიროდი და კბილებს ვაღრჭენდი; ისე დავიჩაგრე, რომ ადამიანს აღარ ვგავარ. სჯობს, ღმერთი გწამდეს!“ ისინი აცხადებენ, რომ ღმერთის რწმენა უკეთესია, მაგრამ სინამდვილეში ეს იმიტომ ხდება, რომ გაიგეს, თითქოს ამ წუთისოფელში ძალიან ბევრი კატასტროფაა და კაცობრიობა მალე დიდ კატასტროფას განიცდის. ფულის, მიწის, მანქანებისა და სახლების ქონა უსარგებლოა; მხოლოდ რწმენის მქონეთ შეუძლიათ გადარჩნენ. ამიტომ, ისინი ბრუნდებიან, რათა კვლავ ირწმუნონ ღმერთი. განა ეს ოპორტუნისტული არ არის? (დიახ.) ოპორტუნისტ ადამიანებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს დატოვონ ეკლესია. თუ ისინი დაინახავენ, რომ ეკლესიაში დაბრუნებით კურთხევების მიღების იმედი არსებობს, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაბრუნება. დაბრუნების შემდეგ მათ შეუძლიათ თქვან რამდენიმე სიტყვა მოსანანიებლად და გამოხატონ, რომ აღარასოდეს დატოვებენ ღმერთს, მაგრამ მას შემდეგ, რაც დაინახავენ, რომ სამყაროში სიმშვიდე და სიწყნარეა და ჯერ კიდევ შეუძლიათ რამდენიმე მშვენიერი დღით ტკბობა, მათ ნებისმიერ დროს კვლავ შეეძლებათ ეკლესიის დატოვება. რად მიაჩნიათ მათ ღვთის სახლი და ეკლესია? მათ ის თავისუფალ ბაზრად მიაჩნიათ, სადაც სურვილისამებრ მოდიან და მიდიან. მითხარით, თუ ასეთ ადამიანებს მოიცილებენ ან ისინი თავად წავლენ, უნდა მიიღოს თუ არა ეკლესიამ ისინი უკან, თუკი დაბრუნება მოისურვეს? (არა.) ისინი არ უნდა მიიღონ უკან. მათი უკან მიღება შეცდომაა და არღვევს პრინციპებს. ეს ადამიანები არ აკმაყოფილებენ ეკლესიის წევრების სტანდარტებს. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ეკლესიის დატოვება და კურთხევების მისაღებად ნებისმიერ დროს შეუძლიათ ეკლესიაში უკან შემოძვრომა, მაგრამ ამ ყველაფრის განმავლობაში ისინი არასდროს იღებენ ჭეშმარიტებას. ეს ამტკიცებს, რომ ისინი არ არიან ჭეშმარიტი მორწმუნეები. ასეთი ადამიანები სამუდამოდ იქნებიან მოცილებისა და განდევნის სამიზნეები. ეკლესიამ ისინი უნდა მოიცილოს და უთხრას: „ნუ ნანობ. ერთხელ რომ წახვალ, უკან ვეღარ დაბრუნდები. ეკლესია მეორედ არ გაგიღებს კარს. ეს არის პრინციპი.“ ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „იმ დროს ისინი სულელები იყვნენ, მაგრამ ახლა ძალიან კარგად იქცევიან. ისინი პატარა ბატკანივით მორჩილნიდა უსახლკარო მაწანწალასავით შესაბრალისები არიან. როდესაც და-ძმებს ხედავენ, გამოხატავენ სინანულსა და დავალებულობას, თვალები სინანულისგან ტირილით აქვთ დაწითლებული. ისინი ძალიან საცოდავად გამოიყურებიან და მათი დამოკიდებულება აღსარებისადმი ძალიან კარგია. მოდით, მივცეთ დაბრუნების უფლება.“ არის აქ რომელიმე წინადადება, რომელიც პრინციპებს შეესაბამება? (არა.) სამი ან თუნდაც ათი წლის რწმენის შემდეგაც კი, მათ კვლავ შეუძლიათ მტკიცედ და დაუფიქრებლად დატოვონ ეკლესია. რა სახის უბადრუკი ადამიანები არიან ისინი? არიან კი ისინი ჭეშმარიტი მორწმუნეები? (არა.) ჰქონდათ მათ რაიმე გულწრფელობა, როდესაც თავდაპირველად აირჩიეს ღვთის მიყოლა? არა. მათ ოდნავი გულწრფელობა მაინც რომ ჰქონოდათ, ასე მტკიცედ არ გადაწყვეტდნენ ეკლესიის დატოვებას. ზოგადად, ადამიანს შესაძლოა ასეთი აზრები გაუჩნდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სუსტია, სასოწარკვეთილია ან როდესაც საქმე კარგად არ მისდის, მაგრამ ის არასოდეს გადაწყვეტს მტკიცედ ეკლესიის დატოვებას სხვა გზის საპოვნელად მას შემდეგ, რაც ღმერთი სამი, ხუთი ან თუნდაც ათი წლის განმავლობაში სწამდა. თუ მათ სურვილისამებრ შეუძლიათ ეკლესიის დატოვება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი არ იყვნენ გულწრფელნი, როდესაც თავდაპირველად მიიღეს ჭეშმარიტი გზა და შეუერთდნენ ეკლესიას; მათ ჰქონდათ ფარული მოტივები და მიზნები — სხვაგვარად ამის თქმა შეუძლებელია. ასეთი ადამიანები ნათლად უნდა იქნან ამოცნობილნი. ისინი არ არიან ჭეშმარიტი მორწმუნეები. მათი ღმერთის რწმენა და ღვთის მიყოლა კურთხევების მიღების ოპორტუნისტული ოპორტუნისტული იმედითაა განპირობებული . ასეთი ადამიანები ხასიათდებიან როგორც ოპორტუნისტები და ამოცნობისთანავე უნდა იქნან მოცილებულნი ეკლესიიდან. თუ ისინი არ ტოვებენ ეკლესიას და აგრძელებენ ვითარებით სარგებლობას ეკლესიაში პირადი გამორჩენის მიზნით, ეს იმიტომ ხდება, რომ ვერავინ ახერხებს მათი ნამდვილი სახის ამოცნობას. თუმცა, ამ ოპორტუნისტების სხვადასხვა გამოვლინების შესახებ დღევანდელი თანაზიარების საფუძველზე წინამძღოლებს, მუშაკებსა და ღვთის რჩეულ ხალხს უნდა ჰქონდეთ ნათელი გაგება და ასეთი ადამიანების გარჩევის უნარი. როგორც კი აღმოჩნდება, რომ ისინი არასდროს კითხულობენ ღვთის სიტყვებს ან არ ლოცულობენ ღვთის მიმართ, არ არიან დაინტერესებულნი ღვთის საქმით ან იმ ჭეშმარიტებებით, რომლებსაც ღმერთი გამოხატავს, არ აინტერესებთ დადებითი რამეები და სერიოზულად არ ეკიდებიან მათ, მაშინ მათგან თავი უნდა დაიცვათ.აუცილებელია, დააკვირდეთ მათ მოტივებსა და მიზანს ღვთისადმი რწმენაში და დაადგინოთ მათი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, მათი დამოკიდებულება ჭეშმარიტების მიმართ და მათი დამოკიდებულება ღვთის მიმართ. თუ აშკარაა, რომ მათ არ აქვთ სწორი დამოკიდებულება, განსაკუთრებით გულგრილნი არიან ჭეშმარიტების ძიებისა და მოვალეობის შესრულების მიმართ, არავითარ ინტერესს არ იჩენენ და ყოველთვის სკეპტიკურად არიან განწყობილნი ღვთის სიტყვების მიმართ, მაშინ შეიძლება დადასტურდეს, რომ ეს ადამიანები ოპორტუნისტები და ურწმუნოები არიან. ამ შემთხვევაში, ისინი არ უნდა ჩაითვალონ ძმებად ან დებად; ისინი არ არიან ეკლესიის ნაწილი. ნაცვლად ამისა, ისინი მოცილებულნი უნდა იქნან ეკლესიიდან. მათ წლების განმავლობაში სწამთ და მაინც არ იღებენ ჭეშმარიტებას; შეიძლება თუ არა სასარგებლო იყოს მათთან ჭეშმარიტებაზე თანაზიარების გაგრძელება? იქნებოდა თუ არა რეალისტური მათი მონანიების მოლოდინის გახანგრძლივება? აღარ გაისარჯოთ ასეთ ადამიანებზე და ნუ დაელოდებით მათ მონანიებას. თუ მათ არ სურთ თავიანთი მოვალეობის შესრულება და მაინც სურთ ეკლესიაში ყოფნის გახანგრძლივება წასვლის გარეშე, მაშინ ეკლესიის წინამძღოლებმა უნდა იპოვონ გზა მათი გონივრულად იზოლირებისთვის. არის ეს მართებული? (დიახ.) როგორც კი ეს ადამიანები ამოცნობილნი იქნებიან როგორც ოპორტუნისტები, ისინი უკვე კლასიფიცირდებიან სხვადასხვა ბოროტი ადამიანებისა და ურწმუნოების რიგებში. ვინაიდან ისინი ბოროტი ადამიანები და ურწმუნოები არიან, ისინი აკმაყოფილებენ ეკლესიიდან მოცილების ან განდევნის პრინციპებსა და პირობებს. მათი ადრე მოცილება ნამდვილად სჯობს გვიან მოცილებას. მათი დროულად მოცილება ბევრ უსიამოვნებას აგარიდებთ და მათაც აღარ მოუწევთ თავის დაჩაგრულად გრძნობა.თქვენ ნათლად უნდა უთხრათ ასეთ ადამიანებს: აღარ დაგჭირდება გულში გამუდმებით იმის გათვლა, როდის წახვიდე ან როგორ წახვიდე და აღარ დაგჭირდება გათვალო, დარჩე თუ წახვიდე.ღვთის სახლი და ღმერთი არავის აძალებს; თუ წასვლა გსურს, ეკლესია არ შეეცდება შენს შეჩერებას. მაგრამ არის ერთი რამ, რაც შენთვის ნათელი უნდა იყოს: თუ დარწმუნებული ხარ, რომ არ ხარ ღვთის სახლის ადამიანი და არ გსურს იყო ეკლესიის წევრი, მაშინ წადი, რაც შეიძლება მალე; ნუ დააყოვნებ. ეს ყველასთვის სასიკეთოა. თუ გწამს ღვთის არსებობა, შეგიძლია მიიღო ღვთის სიტყვები როგორც ჭეშმარიტება, და გულწრფელად გსურს ეკლესიაში გაწევრიანება, მაშინ სამართლიანად ხარ ეკლესიის წევრი. მაგრამ ახლა ასე არ არის. ოპორტუნიზმისთვის მოხვედი და შესაძლოა თავად არ იცი ეს, მაგრამ ჩვენ ამოვიცანით — ღვთის სიტყვების, ჭეშმარიტებისა და ეკლესიის პრინციპების თანახმად ყველა სახის ადამიანთან ურთიერთობისას — რომ ხარ ოპორტუნისტი. მუდმივად ითვლი ეკლესიის დასატოვებლად შესაფერის დროს; ეს ისეთი დამღლელია. არ გჭირდება შესაფერისი დროის პოვნა; ახლავე შეგიძლია წასვლა. თუ ყოველთვის გაურკვევლობაში ხარ ღვთის გამოჩინებასა და საქმესთან დაკავშირებით, მაშინ ახლა ნათლად გეუბნები: აღარ გჭირდება ფიქრი ან საგნების გულდასმით შესწავლა, არ გჭირდება საკუთარი თავისთვის საქმის გართულება — ახლავე შეგიძლია დატოვო ეკლესია, ღვთის სახლის კარი ღიაა და ღვთის სახლი არ დაგაკავებს, ის არავის აძალებს.“ არის თუ არა მართებული ასე მოქცევა? (დიახ.) მიეცით მათ „წასასვლელი გზა“; ნუ დაუშვებთ, რომ ყოველდღე დაიტანჯონ წამებაში აქ, როგორც გავარვარებულ ტაფაზე დაყრილმა ჭიანჭველებმა, მუდმივად იტანჯონ თავიანთი გრძნობებით, თავიანთი ხორცით, თავიანთი პერსპექტივებითა და დარჩენა-წასვლის საკითხით. რამდენადაც არ უნდა ეწამებოდნენ ისინი ამ რაღაცებით, ამას არასდროს მოაქვს რაიმე შედეგი. ისინი კვლავ ფიქრობენ გულში, როდის წავიდნენ, როგორ წავიდნენ, განიცდიან თუ არა დანაკარგებსა და უბედურებას, თუ ადრე წავლენ, და შეძლებენ თუ არა კურთხევების მიღებას, თუ მეტხანს დარჩებიან. რა მოხდება, თუ ისინი წავლენ და შემდეგ ღვთის სიტყვები აღსრულდება? რა მოხდება, თუ ისინი არ წავლენ და ღვთის სიტყვები აღუუსრულებელი დარჩება? არ არის საჭირო, რომ ისინი მუდმივად სწუხდნენ და შფოთავდნენ ამ საკითხებზე. ვინაიდან მათ არ სწამთ ღმერთი გულწრფელი სურვილით, ისინი რაც შეიძლება მალე უნდა წავიდნენ. ისინი არ უნდა დარჩნენ აქ და არ უნდა ეცადონ ვითარებით სარგებლობას პირადი გამორჩენის მიზნით, არ უნდა ითვალთმაქცონ, თითქოს ისეთები არიან, როგორებიც სინამდვილეში არ არიან. მითხარით, კარგია თუ არა მათთვის ასეთი რჩევის მიცემა და საქმის ამგავარად მოგვარება? (დიახ.) არის თუ არა გადაჭარბებული ოპორტუნისტების კლასიფიცირება იმ სხვადასხვა ბოროტ ადამიანებს შორის, რომლებიც უნდა იქნან მოცილებულნი ან განდევნილნი? (არა.) ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „როგორ შეიძლება ასეთი ადამიანები ბოროტ ადამიანებად ჩაითვალონ?“ რამდენი კარგი ადამიანია ურწმუნოებს შორის? ღვთის თვალში იმათი ბუნებაც კი ბოროტად ითვლება, ვისაც სწამს ღმერთი და აღიარებს მის არსებობას, რომ აღარაფერი ვთქვათ მათზე, ვისაც საერთოდ არ სწამს ღმერთის და არ აღიარებს ღვთის არსებობას. მაშ, არის თუ არა გადაჭარბებული მათი ბოროტ ადამიანებად კლასიფიცირება? (არა.) ნებისმიერ შემთხვევაში, მათ მაინც ეწოდებათ ადამიანები — ბოროტი ადამიანები. ისიც საკმარისად კარგია, რომ მათ ბოროტ დემონებად არ აკლასიფიცირებენ. მათი ბოროტ ადამიანებს შორის კლასიფიცირება სრულიად მართებული და შესაფერისია; ეს სულაც არ არის გადაჭარბებული. ასეთი ბოროტი ადამიანები ასევე არიან იმ სხვადასხვა ტიპის ადამიანთაგან ერთ-ერთი, რომლებიც უნდა იქნან მოცილებულნი ან განდევნილნი ღვთის სახლის მიერ. ეს არის ურწმუნოს მეოთხე ტიპი, რომელთა ღვთისადმი რწმენის მიზანი ოპორტუნისტულია.
რა არის ოპორტუნისტების ძირითადი მახასიათებლები? ამ ადამიანებთან ურთიერთობისას და მათ მიერ გამოვლენილ ხასიათზე, შეხედულებებზე, დამოკიდებულებებსა თუ ადამიანობაზე დაკვირვებისას, რა ძირითადი მახასიათებლები აღმოაჩინეთ? შეაჯამეთ ისინი. (ოპორტუნისტები თავდაპირველად ღმერთს ჭეშმარიტების საძიებლად არ ირწმუნებენ. მათ ესმით, რომ ყოვლისშემძლე ღმერთის ეკლესია ჰყვავის, ამიტომ ღმერთს მხოლოდ იმ იმედით ირწმუნებენ, რომ ღვთის სახლიდან გარკვეულ სარგებელსა და კურთხევას მიიღებენ, გამორჩენას ეძიებენ. და თუ გარკვეული დროის შემდეგ ამ ყველაფერს ვერ მიიღებენ, წასვლა უნდებათ. ამ ადამიანებს ღმერთისა გულწრფელად არ სწამთ და საერთოდ არ არიან დაინტერესებულნი ღვთისადმი რწმენით.) რა არის ოპორტუნისტების ყველაზე დიდი პრობლემა? მთავარი პრობლემა ისაა, რომ ისინი არ არიან დაინტერესებულნი ჭეშმარიტებით, არამედ ყველაზე მეტად კურთხევის მიღება აინტერესებთ, ამიტომ მათთვის ყველაზე რთულია ჭეშმარიტების მიღება. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „არ შეგიძლია მათი მოშორება ან განდევნა მხოლოდ იმიტომ, რომ ჭეშმარიტებით არ არიან დაინტერესებულნი, არა?“ ამ ადამიანების ინტერესის ნაკლებობა ჭეშმარიტების მიმართ ძირითადად იმაში გამოიხატება, რომ ისინი არასოდეს კითხულობენ ღვთის სიტყვებს და არ აქვთ ჭეშმარიტებასთან თანაზიარება. თუ ესმით, რომ ვინმეს აქვს ჭეშმარიტებასთან თანაზიარება და საუბრობს საკუთარი თავის შეცნობაზე, ან ეძიებს ჭეშმარიტებას პრობლემების გადასაჭრელად, გულში განსაკუთრებულ ზიზღს გრძნობენ, სრულიად გულგრილნი ხდებიან და თვლემას იწყებენ. მათ უკიდურესად სძულთ ამგვარი რამეები და ფუჭ საუბრებს, კატასტროფებზე ლაპარაკსა და ღვთის მიერ ნიშნებისა და სასწაულების მოვლინების განხილვასაც კი იყენებენ, რათა სხვებს ჭეშმარიტებასთან თანაზიარებაში ხელი შეუშალონ. შედეგად, ზოგიერთები, ვინც არ ეძიებს ჭეშმარიტებას, ამ თემების მოსმენისას აღელდებიან და განხილვაში ერთვებიან. განა ეს ეკლესიის ცხოვრების აშკარა არევ-დარევა არ არის? ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათად კითხულობენ ღვთის სიტყვებს, და როდესაც დროდადრო ამას აკეთებენ, ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ შინაგანად რაღაც აწუხებთ. ისინი არ არიან დაინტერესებულნი შეკრებებით, ღვთის სიტყვების ჭამა-სმით ან ღვთის სიტყვებთან თანაზიარებით. მათ მხოლოდ ის ადარდებთ: „როდის დადგება ღვთის დღე? როდის დასრულდება დიდი კატასტროფები? როდის შევძლებთ ცათა სასუფევლის კურთხევით ტკბობას?“ ისინი ყოველთვის ამაზე ფიქრობენ. თუ არავინ განიხილავს ამ თემებს, ისინი ინტერნეტში იწყებენ ძიებას, და მოძიების შემდეგ, შეკრებებზე ამ რამეების გავრცელებას იწყებენ. მათი გულები ასეთი რამეებით არის გადავსებული. როგორც კი გაიგონებენ, რომ სხვები თანაეზიარებიან მათთვის საინტერესო თემებს, შეუძლიათ საუბარში ჩართვა და თანაზიარებაში შეერთება. მაგრამ როგორც კი ჭეშმარიტებასთან ან ღვთის სიტყვებთან დაკავშირებულ შინაარსს გაიგონებენ, მოსმენა აღარ სურთ. ისინი თვლემას იწყებენ, ზოგიერთი მიდის კიდეც, სხვები კი ცქმუტვას იწყებენ — ისინი ყოველგვარ მახინჯ გამომეტყველებას ავლენენ. ეტყვი: „მოდი, ღვთის სიტყვებსთანავეზიაროთ.“ ისინი ამბობენ: „მწყურია, ცოტაოდენი წყალი უნდა დავლიო.“ ეტყვი: „მოდი, საკუთარი თავის შეცნობას თანავეზიაროთ,“ ან „მოდი, თანავეზიაროთ მოვალეობების შესრულების დეტალებს; ვნახოთ, რას ამბობს ღვთის სიტყვები ამის შესახებ და რა არის ჭეშმარიტება-პრინციპები.“ ისინი ამბობენ: „საქმე მაქვს. უნდა წავიდე. ისიამოვნეთ საუბრით.“ ისინი ნებისმიერ მიზეზს იშველიებენ, რათა უარჰყონ და უარი თქვან ღვთის სიტყვებსა და ჭეშმარიტებასთან თანაზიარებაზე. ეს თვალნათლივ ააშკარავებს იმ ფაქტს, რომ მათ არა მხოლოდ არ უყვართ ჭეშმარიტება, არამედ მთელი გულით სძულთ და ეწინააღმდეგებიან მას. როდესაც ნახსენებია ღვთის სიტყვები, ჭეშმარიტება, ისინი ღიად კი არ ეწინააღმდეგებიან მათ ან კამათობენ, არამედ სხვადასხვა მიზეზს პოულობენ მათზე უარის სათქმელად და თავის ასარიდებლად. განა ეს ქცევები ნათლად არ აჩვენებს, რომ ისინი ოპორტუნისტები არიან? განა ეს ნათლად არ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ურწმუნოები არიან, რომელთაც ღმერთი გარკვეული მიზნით, ოპორტუნიზმის გამო სწამთ? (დიახ.) ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „ამბობ, რომ ისინი ურწმუნოები არიან და გულწრფელად არ მიჰყვებიან ღმერთს, მაშ, რატომ შეუძლიათ, აქამდე სწამდეთ და კვლავ ირჯებოდნენ და იტანდნენ სირთულეებს ეკლესიის საქმისთვის?“ განა ის ქცევები, რომლებიც ახლახან ვახსენეთ, საკმარისი არ არის ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად? ეს ქცევები საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენი მიხვედრილობა და მათი დახასიათება ზუსტია. შესაბამისად, ის, არის თუ არა ადამიანის მიზანი ღვთისადმი რწმენაში ოპორტუნისტული, უნდა გაზომოთ და გაარჩიოთ მათი დამოკიდებულების საფუძველზე ღვთის, ღვთის საქმის, ჭეშმარიტებისა და დადებითი და უარყოფითი რამეების მიმართ.. ეს ყველაზე ზუსტია. მისი გაზომვა მათი გარეგნული ქცევითა და ქმედებებით არ არის ზუსტი და ობიექტური. მხოლოდ მათი ჭეშმარიტი შინაგანი ფიქრები და მათი დამოკიდებულება ღვთისა და ჭეშმარიტების მიმართ ააშკარავებს პრობლემებს; მხოლოდ ესენია ყველაზე ზუსტი სტანდარტები იმის დასახასიათებლად, თუ როგორი ადამიანები არიან ისინი. ახლა, ძირითადად, ნათელია თუ არა თქვენთვის მათი არსი, ვისი მიზანიც ღვთისადმი რწმენაში ოპორტუნისტულია? შეხვედრიხართ თუ არა ასეთ ადამიანებს? (დიახ.) უმჯობესია, ასეთმა ადამიანებმა რაც შეიძლება მალე დატოვონ ეკლესია. თუ მათ გულწრფელად სურთ მსახურების გაწევა, მაშინ მათი დატოვება უხალისოდ შეიძლება. თუმცა, თუ ისინი არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და არ შეუძლიათ რაიმე მსახურების გაწევა, არამედ იწვევენ არევ-დარევას და უარყოფით გავლენას ახდენენ ეკლესიის საქმესა და ეკლესიის ცხოვრებაზე, მაშინ რაც შეიძლება მალე უნდა აიძულოთ წასვლა. ეს არის ურწმუნოების მოშორების პრინციპი. ღვთის სახლს სჭირდება ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სწამთ ღმერთი და უყვართ ჭეშმარიტება; მას სჭირდება ერთგული მსახურების შემსრულებლები. მას აბსოლუტურად არ სჭირდება ურწმუნოები ან ისინი, ვინც ყოყმანით აკვირდება, რათა მხოლოდ რაოდენობა შეავსონ. ეკლესიას ასევე არ სჭირდება არავინ მხოლოდ რაოდენობის შესავსებად. ამ თემაზე ჩვენს თანაზიარებას აქ დავასრულებთ.
ე. ეკლესიის ხარჯზე ცხოვრება
შემდეგ ჯერზე ჩვენ თანავეზიარებით მეხუთე მიზანს: ღვთისადმი რწმენას ეკლესიის ხარჯზე ცხოვრების მიზნით. განა ყველა თქვენგანისთვის ნაცნობი არ არის ეკლესიის ხარჯზე ცხოვრების ეს თემა? (დიახ.) როგორია იმ ადამიანთა გამოვლინებები, რომლებიც ეკლესიის ხარჯზე ცხოვრობენ? რა გამოვლინებებით შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომ ღვთისადმი მათი რწმენის მიზანი უწმინდურია, რომ ისინი გულწრფელად არ მიჰყვებიან ღმერთს ან არ ცდილობენ ხსნის მიღწევას და რომ ისინი არ მოსულან ჭეშმარიტების საძიებლად და მისაღებად, არც ღვთის სიტყვების პრაქტიკაში დასანერგად ღვთის არსებობის რწმენისა და ღვთისგან ხსნის მიღების სურვილის საფუძველზე, რათა მიაღწიონ ხსნის მოპოვების მიზანს, არამედ, ნაცვლად ამისა, მოსულან ეკლესიის ხარჯზე საცხოვრებლად? რას ნიშნავს ეკლესიის ხარჯზე ცხოვრება? ზედაპირული მნიშვნელობა ძალიან ნათელია. ეს ნიშნავს რელიგიური რწმენის მეშვეობით რომელიმე აღმსარებლობასთან მიერთებას, რათა გადაიჭრას ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები და საკვებით უზრუნველყოფის პრობლემა. ეს არის ეკლესიის ხარჯზე ცხოვრების ყველაზე მოკლე, ზუსტი და ამავდროულად ყველაზე ნათელი განმარტება. მაშ, რა გამოვლინებებს ამჟღავნებენ ეს ადამიანები ისეთს, რაც ადასტურებს, რომ ისინი არ არიან ჭეშმარიტი მორწმუნეები, არამედ ეკლესიის ხარჯზე საცხოვრებლად მოვიდნენ? ზოგიერთ ადამიანს აქვს გარკვეული უნარი და შესაძლებლობა, იშრომოს როგორც ნორმალურმა ადამიანმა, მაგრამ ხედავს, რომ ეს საზოგადოება უსამართლოა და მასში მუშაობით თავის გატანა ადვილი არ არის. ფულის შოვნა შრომით ოჯახის ყველა წევრის სარჩენად, მოითხოვს ადრე ადგომასა და გვიან დაძინებას, ბევრი სირთულის ატანასა და მრავალი წყენისა და დარდის მოთმენას — ადამიანი უნდა იყოს ტაქტიანი და მოქნილიც, მაგრამ იმავდროულად საკმარისად შეუბრალებელი და ბოროტი, და უნდა ფლობდეს ხრიკებსა და უნარებს — მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მას სტაბილური საარსებო წყაროს უზრუნველყოფა და საზოგადოებაში თავის დამკვიდრება. თუ შევხედავთ მათ, ვინც მუშაობს, მიუხედავად სფეროსი და მიუხედავად იმისა, საზოგადოების მაღალ, საშუალო თუ დაბალ ფენას განეკუთვნებიან ისინი, თავის გატანა არ არის ადვილი. ის თეთრსაყელოიანები ირგებენ ადამიანური მსგავსების ნიღაბს თავიანთი მომხიბვლელი გარეგნობით, მაღალი ტიტულებით, მაღალი კვალიფიკაციით, დიდი ხელფასებითა და პრივილეგიებით და ყველას შურს მათი, მაგრამ თითოეული დაბრკოლება, რომელსაც ისინი სამუშაო ადგილას აწყდებიან, მძიმე განსაცდელია. ნებისმიერ სფეროში მუშაობა არ არის ადვილი. ფერმერობა და მიწის დამუშავება კიდევ უფრო რთულია. ფერმერები ასე დაუღალავად შრომობენ და მაინც მხოლოდ იმდენ საკვებს მოიპოვებენ, რამდენიც მათი ოჯახების გამოსაკვებად არის საკმარისი; მათ არ აქვთ ფული ტანსაცმლისა და სხვა აუცილებელი ნივთების საყიდლად ან თავიანთი სახლების შესაკეთებლად, და როდესაც გარკვეული თანხის დახარჯვა სურთ, ამისათვის ბოსტნეულის გაყიდვაზე ან პირუტყვის მოშენებაზე უნდა იყვნენ დამოკიდებულნი — ფერმერობა კიდევ უფრო სავალალოა! როგორც არამორწმუნენი ამბობენ: „ფულის შოვნა რთულია — დაბადება ადვილია, მაგრამ ცხოვრებაა ძნელი” — თავის გატანა ძალიან რთულია. ზოგიერთ ადამიანს არ გააჩნია საარსებო წყაროს შოვნის არანაირი საშუალება, ხედავს, რომ ურწმუნონი ძალიან ცუდები არიან, და ფიქრობს, რომ რელიგიური რწმენის მქონენი გულუბრყვილონი არიან და რომ ეკლესიაში თავის გატანა, შესაძლოა, ოდნავ უფრო ადვილი იყოს, ამიტომ იყენებს ღვთის სახლში სახარების ქადაგების შესაძლებლობას ეკლესიაში შესაღწევად. მას შემდეგ, რაც გაიგებს, რომ მოვალეობის შემსრულებლებს საკვებით უზრუნველყოფენ, მოდის მოვალეობის შესასრულებლად. ზოგიერთი ადამიანი, ვისაც მოვალეობის შესრულება სურს, ფიქრობს: „მე ჩემი ოჯახის მარჩენალი ვარ. ვიდრე სახლში მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც მიწას დაამუშავებენ და ჩემი ოჯახის საარსებო ხარჯებს დაფარავენ, მე შევასრულებ ჩემს მოვალეობას“. ღვთისადმი მათი რწმენისა და მოვალეობის შესრულების მთავარი მიზანია საკმარისი საკვებისა და თბილი ტანსაცმლის მოპოვება თავიანთი გადარჩენის უზრუნველსაყოფად — რათა ჰქონდეთ დღეში სამჯერადი კვება და აღარ დასჭირდეთ მუშაობასა და ფულის შოვნაზე დამოკიდებულება საკუთარი თავის სარჩენად; მათთვის ყველაფერი კარგადაა, სანამ ეკლესიისა და დებისა და ძმების დახმარება აქვთ. ამ მიზნის მისაღწევად ისინი აკეთებენ ყველაფერს, რასაც ეკლესია დაავალებს. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში შესვლის შემდეგ იწყებენ სწავლას, თუ როგორ იყვნენ წინამძღოლები და იქადაგონ. ისინი ბევრს კითხულობენ ღვთის სიტყვებს, ბევრს იწერენ და იმახსოვრებენ ღვთის სიტყვებს და მათი დამახსოვრების შემდეგ სწავლობენ სხვებისთვის ქადაგებასა და ადამიანების დახმარებას პრობლემების გადაჭრაში. ისინი ყოველგვარი გზით ცდილობენ, დაეხმარონ ყველას და იმედოვნებენ, რომ ადამიანები დახმარების მიღების შემდეგ მათაც გაუწვდიან დახმარების ხელს და იმედოვნებენ, რომ ადამიანები მადლიერებას იგრძნობენ მათი ქადაგებებისა და მათ მიერ ნაქადაგები ღვთის სიტყვების მოსმენის შემდეგ და ამგვარად გაუწევენ მათ ქველმოქმედებასა და დახმარებას. მაგალითად, თუ მათ არ აქვთ ფული სახლში წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადების გადასახდელად, დებსა და ძმებს შეუძლიათ, დაეხმარონ მათ გადახდაში, და თუ მათ არ აქვთ ფული შვილების სწავლის საფასურის გადასახდელად ან ავადმყოფი მშობლების სამედიცინო ხარჯების დასაფარად, ეკლესიას ან დებსა და ძმებს შეუძლიათ, უზრუნველჰყონ ეს თანხები, რადგან ისინი მოვალეობას ასრულებენ. ამგვარად, ისინი მშვიდად გრძნობენ თავს ღვთისადმი რწმენაში და მიაჩნიათ, რომ ღვთისადმი მათი რწმენა გამართლებულია, რომ ამას მათთვის არავითარი ზარალი არ მოუტანია და რომ მათ მიაღწიეს თავიანთ მიზანს. ისინი გამუდმებით მადლობას სწირავენ ღმერთს თავიანთ გულებში და ამბობენ: „ეს ყველაფერი ღვთის მადლია, ღვთის წყალობაა. მადლობა ღმერთს!“. ღვთის სიყვარულისთვის „სამაგიეროს მისაგებად“, ისინი „ემორჩილებიან“ ეკლესიის განკარგულებებს, და სანამ ისინი უზრუნველყოფილნი არიან საკვებითა და საარსებო ხარჯებით, შეასრულებენ ნებისმიერი სახის დავალებას — მათი მიზანი უბრალოდ სანაცვლოდ სტაბილური საარსებო წყაროს უზრუნველყოფაა. როგორც კი ეკლესია უგულებელყოფს მათ საყოფაცხოვრებო საჭიროებებს და დროულად არ მოაგვარებს მათ სირთულეებს, ისინი უკმაყოფილონი ხდებიან. მათი დამოკიდებულება ეკლესიის საქმისა და ღვთის სახლის მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების მიმართ მყისიერად იცვლება. ისინი ამბობენ: „ასე არ გამოვა, გარეთ უნდა გავიდე და ფული ვიშოვო. წარსულში ფულის შოვნის შესაძლებლობა არ მქონდა, რადგან ეკლესიის საქმეს ვასრულებდი. ხშირად დიდი წითელი დრაკონის მიერ დაპატიმრების რისკის ქვეშაც კი ვიყავი ამ საქმის შესასრულებლად პირადად გამოჩენის გამო და ყველგან მიცნობენ. ახლა ფულის შოვნა ჩემთვის მოსახერხებელი არ არის. რა უნდა ვქნა?“ ასეთ ვითარებაში ისინი აქტიურად წარუდგენენ თავიანთ სირთულეებსა და მოთხოვნებს დებსა და ძმებს და უფრო მეტიც, მოთხოვნებით მიმართავენ ღვთის სახლსაც კი. ზოგიერთ ადამიანს არ აქვს ფული საარსებო ხარჯებისთვის ან სიბერისთვის, მაგრამ თავად არ აგვარებს ამ პრობლემებს. ნაცვლად ამისა, მას სურს დაეყრდნოს ღვთის სახლში გარჯას, რათა გამოიმუშაოს ფული საარსებო ხარჯებისთვის. ზოგიერთი ადამიანი ამას კიდევ უფრო ამწვავებს — ის არა მხოლოდ ითხოვს ღვთის სახლისგან საარსებო ხარჯებით უზრუნველყოფას, შვილების აღზრდისა და მშობლების რჩენის ხარჯების დაფარვას, არამედ სამედიცინო ხარჯებისთვისაც ითხოვს ფულს. ზოგიერთი ადამიანი ღვთის სახლისგან სესხების დასაფარადაც კი ითხოვს ფულს — მისი მოთხოვნები სულ უფრო გადაჭარბებული ხდება და ის მართლაც უსირცხვილოა, როცა ასეთ რამეებს ითხოვს. მას შემდეგ, რაც ზოგიერთი ადამიანი ირწმუნებს ღმერთს და შეუერთდება ეკლესიას, ღვთის სახლის მიერ მისი ხარჯების დასაფარად გადახდილი ფული და ის დამატებითი სახსრები, რომლებსაც ის აქტიურად ითხოვს, აღემატება იმ ფულს, რომელსაც ის მუშაობით გამოიმუშავებს. იმ პირობით, რომ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, ის გარეგნულად ისე ჩანს, თითქოს ღვთის სახლის მიერ დაკისრებულ საქმეს თავდადებითა და დიდი ერთგულებით ასრულებს. თუმცა, როგორც კი ეს სარგებელი მცირდება ან ქრება, მისი დამოკიდებულება იცვლება. ეკლესიის მიერ დაკისრებული საქმის მიმართ მისი დამოკიდებულება იცვლება დებისა და ძმების მისდამი დამოკიდებულებისა და ღვთის სახლის მიერ მისთვის გაწეული ფინანსური დახმარების ოდენობის მიხედვით. როგორც კი ის მადლი, რომლითაც ის ტკბება, წაერთმევა ან გაქრება, მას ვეღარავინ დაინახავს თავისი მოვალეობების შესრულებისას. ღვთისადმი რწმენის დაწყების მომენტიდან, ეს ადამიანები გეგმავენ, თუ როგორ დაიმკვიდრონ მოტყუებით ადგილი ღვთის სახლში და აქ ფეხის მოკიდების შემდეგ „კანონიერად“ დატკბნენ დებისა და ძმების ქველმოქმედებითა და დახმარებით ისევე, როგორც ღვთის სახლის დახმარებითა და მათი ყოველდღიური ცხოვრების უზრუნველყოფით. ისინი ნამდვილად არ იღებენ თავს ღვთისთვის გულწრფელად, ისინი ნამდვილად არ მოდიან უპირობოდ თავის გასაღებად — ნაცვლად ამისა, ისინი უერთდებიან ეკლესიას მხოლოდ ერთი მიზნით, რაც არის ეკლესიის ხარჯზე ცხოვრება და საარსებო წყაროს უზრუნველყოფა. როგორც კი ამ მიზნის მიღწევა მათი სურვილისამებრ შეუძლებელი ხდება, ისინი სწრაფად ხდებიან მტრულად განწყობილნი და სწრაფად ავლენენ თავიანთ ნამდვილ სახეს, რაც ურწმუნოს სახეა. ღვთისადმი რწმენის დაწყების დღიდან, ისინი არ მოდიან გულწრფელობით; ისინი გულწრფელად არ მიჰყვებიან ღმერთს, არ ტოვებენ ყველაფერს და არ იხარჯებიან ღვთისათვის ნებაყოფლობით, ჯილდოს მოთხოვნისა და სანაცვლოდ რაიმეს მოთხოვნის გარეშე. ნაცვლად ამისა, ისინი მოდიან ღმერთის სარწმუნოდ თავიანთი საკუთარი მოთხოვნებით, განზრახვებითა და მიზნით — იმ მიზნით, რომ მტკიცედ იცხოვრონ ეკლესიის ხარჯზე და დაეყრდნონ ეკლესიასა და დებსა და ძმებს თავის გასატანად, რადგან მათ სწამთ ღმერთი. როგორც კი ამ მიზნის მიღწევა ან შესრულება მათი სურვილისამებრ შეუძლებელი ხდება, ისინი პოულობენ წინსვლის სხვა გზას ან სამუშაოდ წასვლით ან ბიზნესის კეთებით. განა არ არსებობენ ასეთი ადამიანები? (დიახ.) ეკლესიაში არის ამ ტიპის ზოგიერთი ადამიანი. თავდაპირველად, როდესაც ღვთის სახლი ან დები და ძმები მას ქველმოქმედების სახით აძლევენ გარკვეულ ნივთებს, როგორიცაა ტანსაცმელი, ყოველდღიური მოხმარების საგნები ან ფული, ის გარეგნულად შერცხვენილი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში შინაგანად სიხარულს ასხივებს. მაგალითად, ვთქვათ, რომ ის მასპინძლობს ერთ ან ორ დასა და ძმას ან თავის მოვალეობას სრულ განაკვეთზე ასრულებს და ამიტომ ღვთის სახლი ან დები და ძმები გარკვეულ ქველმოქმედებასა და ფინანსურ დახმარებას უწევენ მის ოჯახს. ის ამის გამო თავს საკმაოდ ბედნიერად და კმაყოფილად გრძნობს, ფიქრობს, რომ ღვთისადმი რწმენა გამართლებული და მომგებიანია და რომ მას არ უზარალია. დროთა განმავლობაში მისი გული სულ უფრო ხარბი ხდება, მისი ხელები სულ უფრო შორს იწვდენება და ის სულ უფრო უსირცხვილო ხდება — რამდენიც არ უნდა მისცენ, ის არასოდეს არის კმაყოფილი. თავდაპირველად, მას რცხვენია ნივთების მიღებისა, მაგრამ დროთა განმავლობაში, ის გრძნობს, რომ ეს გარკვეულწილად გამართლებულია და შემდეგ იწყებს აღშფოთებას იმის გამო, რომ ეს არ არის საკმარისი. მოგვიანებით ის პირდაპირ ითხოვს, რომ ღვთის სახლმა გარკვეული თანხა უნდა მისცეს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ შეძლებს გადარჩენას და, შესაბამისად, ვერ შეასრულებს თავის მოვალეობებს. განა მისი სიხარბე სულ უფრო და უფრო არ იზრდება? (დიახ.) მიუხედავად იმისა, რომ ამდენი მადლით ტკბება, ის არა მხოლოდ არ ფიქრობს მის საპასუხოდ მიგებაზე, არამედ სულ უფრო მეტს ითხოვს ღვთის სახლისგან. მას სჯერა, რომ სწორედ ღვთის სახლს აქვს მისი ვალი, რომ სწორედ დებსა და ძმებს აქვთ მისი ვალი და რომ სრულიად მართებულია მისთვის ქველმოქმედებისა და ფინანსური დახმარების გაწევა. თუ მას ნაკლებს აძლევენ ან თუ ის ამას მოგვიანებით იღებს, ის უკმაყოფილოა. ის იღებს იმდენ ფულს და იმ ნივთებს, რამდენსაც და რასაც აძლევენ და გრძნობს, რომ ეს სრულიად მართებულია. რაც უფრო დიდხანს აგრძელებს იგი თავისი მოვალეობის შესრულებას, კიდევ უფრო მეტად გრძნობს თავს უფლებამოსილად და იწყებს მოთხოვნას, რომ ღვთის სახლმა უზრუნველყოს იგი მაღალი კლასის მობილური ტელეფონებითა და კომპიუტერებით. ის ასევე ითხოვს, რომ ღვთის სახლმა დაუმონტაჟოს კონდიციონერები მის სახლში და უზრუნველყოს ისეთი საყოფაცხოვრებო ტექნიკით, როგორიცაა მიკროტალღური ღუმელები და ჭურჭლის სარეცხი მანქანები. ის იმასაც კი ითხოვს, რომ ღვთის სახლმა უყიდოს მას სახლი და უზრუნველყოს ავტომობილით, ზოგიერთი კი მოსამსახურესაც ითხოვს. მისი მოთხოვნები იზრდება და მისი სიხარბე იმატებს და საბოლოოდ ის აბსურდულად გადაჭარბებულ მოთხოვნებს აყენებს და ბედავს, მოითხოვოს ნებისმიერი რამ. მას სჯერა: „მე გავიღე თავი და ვირჯებოდი ღვთის სახლისთვის ღვთისადმი ჩემს რწმენაში. მე ღვთის სახლის ნაწილი ვარ. თქვენ, ხალხო, ამდენ შესაწირს სწირავთ ღმერთს — რა დაშავდება, თუ მეც მომცემთ წილს? გარდა ამისა, თუ წილს მომცემთ, ეს ტყუილუბრალოდ არ იქნება; მეც ვირჯები ღვთის სახლში და ვრისკავ, მეც ვითმენ გაჭირვებას და ვიხდი საფასურს. განა სრულიად მართებული არ არის, რომ მეც დავტკბე ამ ყველაფრით? შესაბამისად, ღვთის სახლმა უპირობოდ უნდა დააკმაყოფილოს ჩემი მოთხოვნები, მან უნდა მომცეს ყველაფერი, რაც მჭირდება და არ უნდა იყოს ძუნწი.“ მითხარით, განა ეს არ არის ეკლესიის ხარჯზე ცხოვრების გამოვლინებები? განა ასეთი ადამიანები ურწმუნონი არ არიან? (დიახ.) ამ ქცევების ზუსტი დახასიათება არის ეკლესიის ხარჯზე ცხოვრება. რას ნიშნავს ეკლესიის ხარჯზე ცხოვრება? ეს ნიშნავს ღვთის სახლისგან ფულისა და საქონლის გამოძალვას ღვთისადმი რწმენის საფარქვეშ და ღვთის სახლისგან კომპენსაციის მოთხოვნას ღვთის სახლისთვის გარჯისა და მოვალეობის შესრულების საფარქვეშ. აი, რას ნიშნავს ეკლესიის ხარჯზე ცხოვრება. შეუძლიათ ასეთ ადამიანებს ჭეშმარიტების ძიება? (არა.) რატომ ტოვებენ ისინი ყველაფერს, ირჯებიან და ითმენენ გაჭირვებას? მოვალეობის შესასრულებლად? ნერგავენ ისინი ჭეშმარიტებას პრაქტიკაში? (არა.) ისინი ირჯებიან და ითმენენ გაჭირვებას სულაც არა თავიანთი მოვალეობის შესრულების მიზნით, არამედ მთლიანად საარსებო წყაროს უზრუნველსაყოფად, და ისინი საერთოდ არავის აძლევენ მათი გაკრიტიკების უფლებას—მათ უბრალოდ სურთ გამართლებულად იცხოვრონ ეკლესიის ხარჯზე. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ეკლესიის ხარჯზე ცხოვრობენ.
მათ, ვინც ეკლესიის ხარჯზე ცხოვრობს, ღმერთი მხოლოდ იმიტომ სწამთ, რომ საკუთარი თავისთვის საარსებო წყარო უზრუნველყონ და თავი გაიტანონ. არიან თქვენ გარშემო ადამიანები, რომლებიც ეკლესიის ხარჯზე ცხოვრობენ? ისაუბრეთ მათ გამოვლინებებზე. (მე შევხვედრივარ ასეთ ადამიანს. თავდაპირველად ის ოდნავ ჭკვიანი და ენთუზიაზმით სავსე ჩანდა, ამიტომ ეკლესიამ მას სახარების ქადაგება დაავალა. იმ დროს მისი ოჯახისთვის ცხოვრება რთული იყო, ამიტომ ეკლესიამ მას გარკვეული დახმარება გაუწია. თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის ფულს პრინციპების გარეშე ხარჯავდა, ყიდულობდა იმას, რაც არ უნდა ეყიდა, და არ ზოგავდა იქ, სადაც შეეძლო. როდესაც ძმებმა და დებმა მასთან ჭეშმარიტება-პრინციპების შესახებ ითანაზიარეს, ის უკმაყოფილო დარჩა და შინაგანად დიდ წინააღმდეგობას სწევდა. რადგან მან ღვთის სახლის ფული არამიზნობრივად გამოიყენა, ეკლესიამ, ღვთის სახლის განკარგულებებისა და წესების შესაბამისად, გონივრული კორექტირება მოახდინა და მისთვის გაწეული ფინანსური დახმარება შეამცირა. შედეგად, მან დაკარგა ის ენერგია, რომელიც ადრე მოვალეობის შესრულებისას ჰქონდა, და სულ უფრო დაუდევარი გახდა. მოგვიანებით, ეკლესიამ შეწყვიტა მისი დახმარება, და იგი გულს აღარ უდებდა მოვალეობის შესრულებას. ის მთელ თავის დროს იმაზე ფიქრში ატარებდა, თუ როგორ ემუშავა და ფული ეშოვა. მან ძმებისგან და დებისგან ფულიც კი ისესხა იმ მოტივით, რომ მანქანის ყიდვა და კომპანიის დასაარსებლად ინვესტირება სჭირდებოდა, და ამბობდა, რომ ეს სახარების ქადაგებას უფრო მოსახერხებელს გახდიდა და მეტ ადამიანს მოიპოვებდა. ის აშკარად ატყუებდა და შეცდომაში შეჰყავდა ხალხი ამ სიტყვებით; ის იყენებდა სახარების ქადაგების საბაბს, რათა ძმებისა და დებისგან ფული გამოეტყუებინა.) როგორ მოექცნენ ამ ადამიანს? (ის პირდაპირ გარიცხეს.) ეს სწორი საქციელი იყო. ეს არის ეკლესიის ხარჯზე ცხოვრება. როდესაც ეკლესიის ხარჯზე მცხოვრები ადამიანები პირველად ირწმუნებენ ღმერთს, ისინი გარკვეულწილად ენთუზიაზმით სავსენი ჩანან და ოდნავ იღებენ თავს ღვთისათვის, და ამ დროს მათი მოთხოვნები არ არის მაღალი — მათთვის მხოლოდ საკვების მიღებაც საკმარისია. მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი აღარ კმაყოფილდებიან იმით, რასაც აძლევენ, და სულ უფრო მაღალი მოთხოვნების წამოყენებას იწყებენ, და თუ მათი მოთხოვნები არ კმაყოფილდება, ისინი ცბიერად მოქმედებას იწყებენ და მსახურების შესრულების სურვილს კარგავენ. როდესაც ისინი თავიანთი მოვალეობების მცირე ნაწილს ასრულებენ, მათზე ზედამხედველობაც კი ხდება საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამას დაუდევრად აკეთებენ. საბოლოოდ, როდესაც აღმოჩნდება, რომ მათ მიერ შესრულებულ მსახურებას სარგებელზე მეტი ზიანი მოაქვს, მათ მოიკვეთენ. ზოგიერთი ამბობს: „რატომ არ ავლენს ღვთის სახლი მათ მიმართ სიყვარულს?“ სიყვარულის გამოვლენასაც თავისი პრინციპები აქვს. ეს ადამიანები ურწმუნონი არიან, ისინი არ კითხულობენ ღვთის სიტყვებს და არ იღებენ ჭეშმარიტებას, ისინი მუდმივად ცბიერად და დაუდევრად მოქმედებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებისას, და არ უსმენენ, როდესაც ჭეშმარიტება ზიარდება, არ იღებენ არანაირ გასხვლას, და შეიძლება ითქვას, რომ ისინი გამოუსწორებელნი არიან. შესაბამისად, მათთან გამკლავება მხოლოდ მათი მოცილებითა და მოკვეთით არის შესაძლებელი. თუ წინამძღოლები და მუშაკები აღმოაჩენენ ასეთ ადამიანს, ისინი დაუყოვნებლივ უნდა გაუმკლავდნენ მას, და თუ ძმები და დები აღმოაჩენენ ასეთ ადამიანს, მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ წინამძღოლებსა და მუშაკებს. ეს ღვთის თითოეული რჩეულის პასუხისმგებლობაა. როგორც კი დადასტურდება, რომ ეს ადამიანი ეკლესიის ხარჯზე ცხოვრობს, რომ ის მხოლოდ საარსებო წყაროს უზრუნველყოფას ეძიებს და რომ ის ურწმუნოა, და დადასტურდება, რომ ის უარს ამბობს მუშაობაზე, როდესაც ფულს არ აძლევენ, ხდება უხალისო და მტრულად განწყობილი, როდესაც გრძნობს, რომ საკმარისად არ უხდიან, და მცირეოდენ საქმეს მხოლოდ მაშინ აკეთებს, როცა საკმარისად უხდიან, მის მიმართ არავითარი ლმობიერება არ უნდა იქნას გამოჩენილი — ის უნდა მოიცილონ! ზუსტად რომ ვთქვათ, ასეთი ადამიანები ღვთის სახლში მსახურების შესასრულებლადაც კი არ არიან შესაფერისნი. თუ შენ არ გადაუხდი მათ, ისინი არ ისურვებენ მსახურების შესრულებას; მაგრამ სანამ შენ მათ უხდი, მიუხედავად იმისა, რომ აცნობიერებენ, რომ მხოლოდ მსახურებას ასრულებენ, ისინი მაინც მზად იქნებიან ამის გასაკეთებლად. მაგრამ როგორი მსახურების შესრულება შეუძლიათ ამ ურწმუნოებს? მათ მსახურების კარგად შესრულებაც კი არ შეუძლიათ, და მათი მსახურება არ შეესაბამება სტანდარტს, ამიტომ ისინი უნდა მოიკვეთონ. შესაბამისად, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს მას შემდეგ, რაც გამოვლინდება, რომ ისინი ეკლესიის ხარჯზე მცხოვრები ადამიანები არიან, არის მათთან გამკლავება და ეკლესიიდან მათი გარიცხვა, როგორც ბოროტი ადამიანებისა ეს სულაც არ არის გადაჭარბებული; ეს სრულად შეესაბამება ღვთის სახლის პრინციპებს ადამიანების მოცილებისა და გარიცხვის შესახებ. სჭირდებათ თუ არა ასეთ ადამიანებს მონანიების შანსის მიცემა? სჭირდებათ თუ არა მათი დატოვება დასაკვირვებლად? (არა.) შეუძლიათ მათ მონანიება? (არა.) სწორედ ასეთია მათი ბუნება; ისინი არასოდეს მოინანიებენ. ისინი სატანის მოდგმისანი არიან. სატანის მოდგმას შორის არის ერთი ტიპის ადამიანი, რომელსაც ეშმაკისეული ნაძირალას ბუნება აქვს, რომელსაც სურს სხვების ხარჯზე იცხოვროს, სადაც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა წავიდეს, არავითარ წესიერ საქმეს არ აკეთებს და მხოლოდ ადამიანების მოტყუებასა და გაცურებას ცდილობს. ის ხედავს, რომ ღვთის მორწმუნეებს აქვთ ადამიანობა და მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები ადვილი სამიზნეები არიან, ამიტომ მოდის ღვთის სახლში ეკლესიის ხარჯზე საცხოვრებლად. მან არ იცის, რომ ღვთის სახლმა დიდი ხანია ამოიცნო ის და სიფრთხილეს იჩენს მის მიმართ, და აქვს პრინციპები მისნაირ ადამიანებთან გასამკლავებლად. როდესაც ეკლესიის ხარჯზე ცხოვრების მისი მცდელობები მარცხდება, ის სირცხვილისგან განრისხდება და თავის ნამდვილ სახეს ავლენს. ამ დროს შენ მიხვდები, რატომ არ აძლევს ღვთის სახლი ასეთ ადამიანებს მონანიების შანსს — ეს იმიტომ ხდება, რომ მათ არ აქვთ ადამიანობა და არ შეუძლიათ შეიცვალონ. ისინი არიან ის ეშმაკისეული ნაძირალები, რომლებზეც არამორწმუნენი საუბრობენ. შესაბამისად, ღვთის სახლი ასეთ ადამიანებს პირდაპირ იცილებს ან რიცხავს მათ, და აღარასოდეს იღებს უკან ეკლესიაში. მართებულია თუ არა მათთან, როგორც ბოროტ ადამიანებთან, გამკლავება? (დიახ.) ამით სრულდება ჩვენი თანაზიარება ამ თემაზე.
ვ. თავშესაფრის ძიება
შემდეგ ჯერზე ჩვენ თანავეზიარებით მეექვსე მიზანს მეექვსე სახის ურწმუნოს შესახებ, რომელიც უნდა მოიცილონ ან გარიცხონ ეკლესიიდან: ისინი, ვისთვისაც ღვთისადმი რწმენის მიზანი თავშესაფრის ძიებაა. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „როგორია თავშესაფრის ძიების გამოვლინებები? არსებობენ კი ისეთები, ვისაც ღმერთი თავშესაფრის საძიებლად სწამს? მართლა არსებობენ ასეთი ადამიანები?“ გაგიგიათ ოდესმე, რომ ვინმეს ეთქვას: „ეკლესია თავშესაფარია; ადამიანებს ღმერთი იმიტომ სწამთ, რომ თავშესაფარი იპოვონ“? რელიგიაში ბევრი ადამიანი ამბობს ამას. ამ ნათქვამის არსიდან გამომდინარე, არის თუ არა განსხვავება ამ გამონათქვამსა და იმ მიზანს შორის, რომლის გაანალიზებასაც ვაპირებთ — „ღვთისადმი რწმენა თავშესაფრის ძიების მიზნით“? (დიახ.) რა არის განსხვავება? რისგან თავშესაფარს ეძიებენ ისინი? (მათ, ვისაც გულწრფელად სწამს ღმერთი, ჭეშმარიტების ძიებისას ასევე აქვთ გარკვეული მინარევები; ისინიც იმედოვნებენ, რომ თავიდან აიცილებენ უბედურებებსა თუ სირთულეებს და მოიპოვებენ სიმშვიდეს. თუმცა, მეექვსე მიზანში მოხსენიებულ ადამიანთა ტიპს ღმერთი წმინდად თავშესაფრის საძიებლად სწამს, და მათში ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენის ნატამალიც კი არ არის. სწორედ ეს არის განსხვავება.) აქ განსხვავება მდგომარეობს ღვთისადმი რწმენის მიზანში მინარევების ქონასა და ღვთისადმი რწმენას შორის, რომლის ერთადერთი მიზანი თავშესაფრის ძიებაა. ამ განსხვავების გარდა, ასევე არსებობს განსხვავება იმის მიხედვით, თუ რისგან ეძიებენ ისინი თავშესაფარს. ზოგიერთი ადამიანის ღვთისადმი რწმენის მიზანში მინარევებია; მას ღმერთი სწამს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს უბედურებები, გაექცეს კატასტროფებს ან იმისთვის, რომ ღმერთმა დაიცვას და მფარველობა გაუწიოს მას, რათა ობიექტურად აარიდოს თავი გარკვეულ საფრთხეებსა და უბედურებებს. სწორედ ამ უბედურებების თავიდან აცილებას ისახავს ის მიზნად. ამ მეექვსე მიზანში მოხსენიებული ადამიანთა ტიპი, რომელსაც ჩვენ თანავეზიარებით — ისინი, ვისთვისაც ღვთისადმი რწმენის მიზანი თავშესაფრის ძიებაა — გაცილებით მეტი რამისგან ეძიებს თავშესაფარს. მათთვის ყველაზე რეალური რამ ბევრად სცდება იმ დიდ კატასტროფებზე თავის არიდებას, რომლებიც ჯერ არ მომხდარა. მაშ, რა არის მათთვის ყველაზე რეალური საკითხები? ისეთი რამეები, როგორებიცაა საზოგადოებაში საშიშ მტრებთან შეჯახება, სასამართლო დავებთან გამკლავება, მთავრობის მოხელეების ან გავლენიანი ადამიანების შეურაცხყოფა, კანონის დარღვევა, მათ ქვეყანაში ომის ან სხვადასხვა სტიქიის დაწყება ან ისეთ ადამიანებთან თუ მოვლენებთან შეჯახება, რომლებიც საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს ან მათი ოჯახის უსაფრთხოებას, და ა.შ. ასეთ სიტუაციებთან შეჯახების შემდეგ, ისინი პოულობენ ეკლესიას, რომელიც სანდოდ და საიმედოდ მიაჩნიათ, რათა თავშესაფარი ეძიონ; სწორედ ეს არის ის თავშესაფრის ძიება, რომელზეც მეექვსე მიზანშია საუბარი. ანუ, როდესაც ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან ისეთ სირთულეებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს, ოჯახს, სამუშაოს, კარიერას და ა.შ., ისინი მოდიან ეკლესიაში თავშესაფრის საძიებლად და ეძებენ დიდი რაოდენობის ადამიანებისგან შემდგარი ძალის დახმარებას. ეს არის ღვთისადმი რწმენა თავშესაფრის ძიების მიზნით, როგორც ეს მეექვსე მიზანშია აღნიშნული. განა ეს არ განსხვავდება ჭეშმარიტი მორწმუნეების მინარევებისგან? (დიახ.) ამ ტიპის ადამიანის ღვთისადმი რწმენის მიზანია თავშესაფრის ძიება, ეკლესიისგან დახმარების ძიება. ანუ, ის იმედოვნებს, რომ ეკლესია დახმარების ხელს გაუწვდის მას, და ფინანსური დახმარების გარდა, ის ასევე ითხოვს, რომ ეკლესიამ უზრუნველყოს იგი დაცვით, მხარდაჭერითა და დახმარებით. ზოგიერთ ასეთ ადამიანს ასევე სურს გამოიყენოს ეკლესიის გავლენა, სტატუსი და რეპუტაცია საზოგადოებაში, რათა დაუპირისპირდეს იმ ბოროტ რეჟიმებსა თუ ბოროტ ძალებს, რომლებიც ჩაგრავენ და ზიანს აყენებენ ღვთის მორწმუნეებს, რათა მისი სიცოცხლე ან საარსებო წყარო დაცული იქნას. ეს არის ღვთისადმი მისი რწმენის მიზანი. არსებობენ ასეთი ადამიანები? მათ სჯერათ, რომ ეკლესია არის კარგი თავშესაფარი, რომელიც შეიძლება განცალკევებული იყოს პოლიტიკისა და საზოგადოებისგან, და ფიქრობენ, რომ როდესაც დახმარება სჭირდებათ, ეკლესიას შეუძლია, გულწრფელად და კეთილგანწყობით გაუწოდოს დახმარების ხელი, რათა უზრუნველყოს ისინი ნებისმიერი ფინანსური დახმარებით, გამოესარჩლოს მათ, დაიცვას ისინი, წარმოადგინოს ისინი სასამართლო დავებში და იბრძოლოს მათი უფლებებისა და ინტერესებისთვის. ეს არის ამ ადამიანების ღვთისადმი რწმენის მიზანი. დღემდე არიან ასეთი ადამიანები ეკლესიაში? გაგიგიათ თქვენ, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ? საზღვარგარეთის ეკლესიებში ნამდვილად არიან ასეთი ადამიანები. ეს ადამიანები ღმერთს ირწმუნებენ და ეკლესიას უერთდებიან მხოლოდ თავშესაფრის ძიების მიზნით. მათ არ ესმით, რა არის რწმენა, და მით უმეტეს, არ აინტერესებთ ჭეშმარიტება. თუმცა, როდესაც ისინი აწყდებიან სირთულეებს და საზოგადოებაში ვერანაირ დახმარებას ვერ პოულობენ, მათ ახსენდებათ ეკლესია, და სჯერათ, რომ ეკლესია არის ადგილი, სადაც შეუძლიათ უსაფრთხოდ ეძიონ თავშესაფარი, საუკეთესო გამოსავალი და ყველაზე უსაფრთხო ადგილი, ამიტომ ისინი ირჩევენ ღვთისადმი რწმენას და ეკლესიაში შესვლას, რათა მიაღწიონ თავიანთ მიზანს და თავიდან აიცილონ უბედურებები.
ახლა კატასტროფები სულ უფრო მასშტაბური ხდება და ადამიანს სიცოცხლის საშუალება ესპობა. ზოგიერთი ირჩევს ღვთისადმი რწმენას მთლიანად კატასტროფებისთვის თავის არიდების მიზნით. მას სჯერა, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ ოდნავადაც არ გააჩნია ჭეშმარიტების სიყვარული. თუ ასეთი ადამიანები მოდიან ღმერთის სარწმუნოდ, უნდა მიიღოს თუ არა ისინი ეკლესიამ? ბევრი ადამიანი ამ საკითხს ნათლად ვერ ხედავს და ფიქრობს, რომ ნებისმიერი, ვისაც ღვთის არსებობის სჯერა, ეკლესიამ უნდა მიიღოს. ეს საშინელი შეცდომაა. ეკლესიის გადაწყვეტილება ვინმეს მიღების შესახებ უნდა ეფუძნებოდეს იმას, შეუძლია თუ არა ამ ადამიანს ჭეშმარიტების მიღება და არის თუ არა ის ღვთის ხსნის ობიექტი, და არა იმას, სურს თუ არა მას ღმერთის რწმენა. არსებობს მრავალი ეშმაკი, რომელსაც სურს კურთხევის მიღება და დაწინაურების გზის პოვნა ღვთისადმი რწმენის მეშვეობით — უნდა მიიღოს ეკლესიამ ასეთი ადამიანებიც? ეს არ ჰგავს მადლის ეპოქაში სახარების ქადაგებას, როდესაც ნებისმიერს იღებდნენ, ვისაც კი სწამდა; სასუფევლის ეპოქაში ეკლესიის მიერ ადამიანთა მიღებასთან დაკავშირებით არსებობს პრინციპები და ღვთის ადმინისტრაციული განკარგულებების შეზღუდვები. ვინც არ უნდა იყოს ადამიანი, თუ მას არ უყვარს ან არ იღებს ჭეშმარიტებას, მისი მიღება არ შეიძლება. რატომ არ იღებენ ასეთ ადამიანებს? ასეთი ადამიანების მიღება არ შეიძლება ძირითადად იმიტომ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ნათლად დავინახოთ მათი წარსული ან ის, თუ სინამდვილეში როგორი ადამიანები არიან ისინი. ეკლესიას რომ მიეღო ეშმაკი, უკიდურესად ბოროტი ადამიანი, ყველამ იცის, რა ცუდ შედეგებს მოუტანდა ეს ეკლესიას. გარდა ამისა, ღვთისადმი რწმენაში ჩვენ უნდა გვესმოდეს მისი განზრახვები, თუ ვის იხსნის და ვის მოიკვეთს იგი. როგორი ადამიანებისგან შედგება ეკლესია? ის შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც იღებენ ღვთის ხსნას, რომლებსაც უყვართ ჭეშმარიტება და რომლებიც ღვთის მიერ არიან მიღებულნი. ღმერთი არ იხსნის მათ, ვისაც გულწრფელად არ სწამს მისი და არ იღებს ჭეშმარიტებას, რადგან ჭეშმარიტების მიუღებლობა ადამიანის ბუნების პრობლემაა, და ამგვარი ადამიანი სატანისგანაა და არასოდეს შეიცვლება. ამიტომ, ასეთი ადამიანები არასოდეს უნდა იქნენ მიღებულნი ეკლესიაში. თუ ვინმე ეკლესიაში მიიღებს ბოროტ ადამიანს, ეშმაკს, მაშინ ეს ადამიანი სატანის მსახურია. ის განზრახ არის მოსული ეკლესიის საქმის დასანგრევად და გასანადგურებლად, და ის ღვთის მტერია. ასეთი ეშმაკის, ღვთის მტრის ეკლესიაში მიღება ნიშნავს, შეურაცხყო ღვთის ხასიათი და დაარღვიო მისი ადმინისტრაციული განკარგულებები, და ღვთის სახლი ამას აბსოლუტურად არ მოითმენს. ბოროტი ადამიანები, ეშმაკები, არ უნდა იქნენ მიღებულნი ეკლესიაში — ეს არის ეკლესიის ერთ-ერთი მკაფიო პოზიცია და მოთხოვნა სახარების ქადაგების საქმესთან დაკავშირებით. ეკლესიას საერთოდ არ აქვს პასუხისმგებლობა, მიიღოს ისინი, ვინც ღვთისადმი რწმენას კატასტროფისგან თავის დასაღწევად ირჩევს, და არც არასოდეს უნდა მიიღოს ისინი, ვინც ოდნავადაც არ იღებს ჭეშმარიტებას, რადგან ღმერთი არ გადაარჩენს ასეთ ადამიანებს. ვინც არ აღიარებს ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვებს ჭეშმარიტებად, ვინც ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას და ზიზღითაა განწყობილი მის მიმართ, არის ბოროტი ადამიანი, და ღმერთი არ გადაარჩენს მას. რაც შეეხება მათ, ვინც გულში აღიარებს ღმერთს, მაგრამ არ უყვარს ჭეშმარიტება და მიეკუთვნება იმ ურწმუნოთა რიგებს, რომლებიც მხოლოდ პურით ძღებიან, ეკლესიამ არასდროს არ უნდა მიიღოს არცერთი მათგანი. რომ აღარაფერი ვთქვათ საზოგადოების იმ უპრინციპო ადამიანებზე, რომლებსაც სურთ მოვიდნენ და ეკლესიაში ეძიონ თავშესაფარი — ისინი მით უმეტეს არ უნდა იქნენ მიღებულნი. ეს იმიტომ ხდება, რომ ეკლესია არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, არამედ ეს არის ადგილი, სადაც ღმერთი აღასრულებს ადამიანის გადარჩენის საქმეს. ეკლესიის საქმეს არაფერი აქვს საერთო ქვეყნის მთავრობასთან. საზოგადოებრივი ორგანიზაციები არწმუნებენ ადამიანებს სიკეთის კეთებაში და იარაღის დაყრაში — ეს ერის საკეთილდღეოდ ხდება და მას საერთოდ არაფერი აქვს საერთო ეკლესიასთან. თუ ვინმე გაბედავს და ეკლესიაში შემოიყვანს არამორწმუნე ბოროტ ადამიანს, ეშმაკს ან ურწმუნოს, ეს ადამიანი შეურაცხყოფს ღვთის ხასიათს და დაარღვევს მის ადმინისტრაციულ განკარგულებებს. ვინც ეკლესიაში შემოიყვანს ბოროტ ადამიანს, ეშმაკს, ის უნდა მოიცილოს ან გარიცხოს ღვთის სახლმა. ეს არის ეკლესიის მკაფიო პოზიცია სახარების ქადაგების საქმის მიმართ. როდესაც ამ ბოროტ ადამიანებს, ეშმაკებს, სურთ მოვიდნენ და თავშესაფარი ეძიონ ღვთის სახლში, მათ უნდა უთხრან, რომ შეცდომით სხვა კარზე მოაკაკუნეს, რომ მათ არასწორი ადგილი აირჩიეს. ეკლესია მათ ნამდვილად არ მიიღებს. ეს არის ეკლესიის მკაფიო პოზიცია იმ არამორწმუნეების მიმართ, რომლებსაც თავშესაფრის ძიება სურთ. გასაგებია ეს? (დიახ.) მაშინ როგორ უნდა მოვექცეთ ასეთ ადამიანებს? რა არის მათთვის ამის სათქმელად ყველაზე შესაფერისი გზა? შენ ამბობ: „რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს, არსებობს წითელი ჯვრის საზოგადოებები, კეთილდღეობის დაწესებულებები, თავშესაფრები და ბუდისტური ტაძრები, ისევე როგორც მოხალისეთა ზოგიერთი ჯგუფი საზოგადოებაში. თუ შენ აწყდები პრობლემებს და გრძნობ, რომ გაქვს სატკივარი, რომელიც უნდა მოგვარდეს, შენ შეგიძლია დახმარება სთხოვო ამ ორგანიზაციებს. გარდა ამისა, შენ შეგიძლია, მთავრობისგან მოითხოვო პოლიტიკური თავშესაფარი ან ლტოლვილის სტატუსი, და თუ შენი ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, შეგიძლია, დაიქირავო ადვოკატი, რომელიც დაგეხმარება შენს საქმეში. მაგრამ ეს ეკლესიაა; ეს არის ადგილი, სადაც ღმერთი საქმიანობს, ადგილი, სადაც ღმერთი გადაარჩენს ადამიანებს, და არა ადგილი შენთვის თავშესაფრის საძიებლად. შესაბამისად, შენი ეკლესიაში შემოსვლა შეუფერებელია და შენი აქ დარჩენა — უსარგებლო. ღმერთი არ იღებს ასეთ ადამიანებს, და არც ეკლესია იღებს მათ. რა სირთულეებიც არ უნდა ჰქონდეთ არამორწმუნეებს, მათ დახმარება უნდა სთხოვონ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, დახმარების ფონდებს ან სამოქალაქო საქმეთა ბიუროებს საზოგადოებაში — ეს ორგანიზაციები დაკავებულნი არიან ხალხის მსახურებით, ქველმოქმედების გაწევითა და სხვების დახმარებით. რა საჩივრები ან მოთხოვნებიც არ უნდა გქონდეს შენ, შეგიძლია მათ უთხრა ან მთავრობას მიმართო. ეს არის შენთვის ყველაზე შესაფერისი ადგილები.“ ეკლესია არ იღებს არცერთ ურწმუნოსა და არამორწმუნეს. თუ ვინმე განსაკუთრებით „მოსიყვარულეა“, დაე, მან პირადად მიიღოს ასეთი ადამიანები და ამით მორჩეს; მას შეუძლია დამოუკიდებლად დამწყემსოს ასეთი ადამიანები და ღვთის სახლი ამაში არ ჩაერევა. ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს: „მაშინ რატომ ქადაგებს ეკლესია სახარებას? რა არის სახარების ქადაგების მიზანი?“ სახარების ქადაგება ღვთიური მისიაა. სახარების პოტენციური მიმღებნი არიან ისინი, ვინც ეძიებს ღმერთს და ეძიებს ჭეშმარიტ გზას, ვისაც სწყურია ღვთის გამოჩინება, ვისაც უყვარს ჭეშმარიტება და შეუძლია ჭეშმარიტების მიღება, და ვისაც ჭეშმარიტად სწამს ღმერთი — მხოლოდ ამ ადამიანებს შეიძლება ექადაგოთ სახარება. რაც შეეხება მათ, ვინც არ ეძიებს ღმერთს, ვინც არ მოდის ჭეშმარიტების მისაღებად, არამედ თავშესაფრის საძიებლად, მათ სახარება არ ექადაგებათ. ზოგიერთი დაბნეული ადამიანი ამ საკითხს ნათლად ვერ ხედავს და იბნევა, როდესაც რაღაც ხდება მის თავს — ესენი არიან ის გონებაარეული ადამიანები, რომლებიც ვერასოდეს გაიგებენ ღვთის განზრახვებს.
ზ. მხარდამჭერის პოვნა
ადამიანთა მეშვიდე მიზანი ღვთისადმი რწმენაში მხარდამჭერის პოვნაა. გინახავთ ოდესმე ასეთი ადამიანები? ეს საკმაოდ სპეციფიკური ვითარებაა; მიუხედავად იმისა, რომ ბევრნი არ არიან, ისინი ნამდვილად არსებობენ. ეს იმიტომ ხდება, რომ ღვთის ეკლესიები არა მხოლოდ ჩინეთში გამოჩნდა, არამედ აზიაში, ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკასა და აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაშიც, შესაბამისად, ეს ოპორტუნისტები და ურწმუნოებიც მათთან ერთად გამოჩნდებიან. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მოსალოდნელია ამ ადამიანების გამოჩენა, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც კი ისინი გამოჩნდებიან, თქვენ უნდა დაუპირისპირდეთ და ამოიცნოთ ისინი, და არ უნდა მისცეთ ამ ურწმუნოებს უფლება, მოიპოვონ რაიმე სტატუსი და ეკლესიაში არეულობა შექმნან. თუ გგონიათ, რომ ეს პრობლემები არ არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ჯერჯერობით არ გამოვლენილა ან არ წაწყდომიხართ მათ, ეს უგუნური აზრია. როგორც კი ეს პრობლემები თავს იჩენს, თუ არ გაქვს გამჭრიახობა და არ იცი მათი გადაჭრის გზები, ისინი დიდ ფარულ საფრთხეს შეუქმნიან ეკლესიას, ღვთის სახლს, ძმებსა და დებს და ეკლესიის საქმეს. ამიტომ, ვიდრე რაიმე მოხდება, უნდა იცოდე, რა საკითხებს უნდა დაუპირისპირდე და როგორ გადაჭრა ისინი. ეს საუკეთესო გზაა; იგი შენთვის უხილავ მფარველობას წარმოადგენს. ღვთისადმი რწმენის მეშვიდე მიზანში ნახსენები ადამიანები, ანუ ისინი, ვისაც ღმერთი მხარდამჭერის პოვნის მიზნით სწამს, მცირერიცხოვანნი როდი არიან. ეს საზოგადოება ყველგან სავსეა უსამართლობით, დისკრიმინაციითა და ჩაგვრით. საზოგადოების ყველა ფენის ადამიანები სავსენი არიან ზიზღითა და სიძულვილით საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა უსამართლობის მიმართ და ასევე აღვსილნი არიან რისხვით. თუმცა, ადამიანთა სამყაროს უსამართლობისგან თავის დაღწევა ადვილი არ არის, თუკი არ გაუჩინარდები მისგან. ვიდრე ადამიანი ამ წუთისოფელში ცხოვრობს, სანამ ის ამ ხალხს შორის იმყოფება, იგი — მეტ-ნაკლებად და ამა თუ იმ ხარისხით — დაჩაგრული და დამცირებული იქნება, და, შესაძლოა, ზოგიერთი ძლევამოსილი ძალის მხრიდან დევნისა და შევიწროების მსხვერპლიც კი გახდეს. ამ სხვადასხვა უსამართლობამ და უთანასწორობამ ადამიანთა ფსიქიკაში დიდი სტრესი გამოიწვია, რამაც მათ მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური წნეხი და, რა თქმა უნდა, ადამიანთა ნორმალურ ცხოვრებაში მრავალი უხერხულობა მოუტანა. შედეგად, ზოგიერთ ადამიანს უნებლიეთ უჩნდება გარკვეული აზრი: „იმისათვის, რომ ადამიანი საზოგადოებაში დამკვიდრდეს, მის ზურგს უკან უნდა იდგეს ძალა, რომელსაც დაეყრდნობა. როდესაც ისინი სირთულეებს აწყდებიან და დახმარება სჭირდებათ, ან როდესაც მარტონი და უმწეონი არიან, მაშინ გაჩნდება ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მათ მხარს დაუჭერს და გადაწყვეტილებებს მიიღებს, რათა მოაგვაროს მათ წინაშე მდგარი პრობლემები და გასაჭირი, ან უზრუნველყოს მათი არსებობისთვის აუცილებელი პირობები.“ შესაბამისად, ისინი ესწრაფვიან ასეთი მხარდაჭერის ძიებას. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ამ ადამიანთაგანი საბოლოოდ პოულობს ეკლესიას. მათ სჯერათ, რომ ეკლესიაში მყოფი ადამიანები გულით ერთიანნი არიან და ერთი მიზნისკენ მიისწრაფვიან, თითოეულს აქვს რწმენა და კეთილი განზრახვები, და თითოეული მათგანი სხვების მიმართ კეთილად მოქმედებს, შორს დგას სოციალური კონფლიქტებისგან და ემიჯნება საზოგადოების ბოროტ ტენდენციებს. მათთვის, ვისაც ღმერთი სწამს, ეკლესია უდავოდ დიდი სამართლიანობის სიმბოლოა ამ საზოგადოებასა და წუთისოფელში; ეკლესიაში მყოფ ადამიანებს ასევე აქვთ დადებითი, კარგი და კეთილი სახე ხალხის ცნობიერებაში. ზოგიერთი ირჩევს ღვთის რწმენას, რადგან ისინი საზოგადოების ფსკერზე იმყოფებიან, არავითარი ძალაუფლება არ გააჩნიათ საზოგადოებაში და სრულიად მოკლებულნი არიან კარგ ოჯახურ წარმომავლობას. ისინი აწყდებიან სხვადასხვა სირთულეს განათლების მიღების, მეგობრების შეძენის, სამსახურის პოვნის ან სხვადასხვა საქმის კეთებისას, ამიტომ სჯერათ, რომ ამ საზოგადოებაში გადასარჩენად და დასამკვიდრებლად, მათ აუცილებლად სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც დახმარებას გაუწევენ. მაგალითად, სამსახურის ძებნისას, თუ ისინი მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნობიან და უმიზნოდ გადაარჩევენ ვაკანსიებს ერთმანეთის მიყოლებით, შესაძლოა, თითქმის ამოწურონ თავიანთი დანაზოგი ისე, რომ შესაფერისი სამსახური ვერც კი იპოვონ. მაგრამ თუ მათ ძიებაში დაეხმარებიან სანდო ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად შეუძლიათ მათი დახმარება, ის გასაჭირი, რომლის გავლაც უწევთ, გაცილებით მცირეა და სამსახურის ძებნაზე დახარჯული დროც საგრძნობლად მცირდება. შესაბამისად, მათ სჯერათ, რომ თუ შეძლებენ ასეთი მხარდამჭერის პოვნას, როდესაც საქმე ეხება ყველაფერს, რასთან გამკლავებაც საზოგადოებაში უწევთ — განათლების მიღებას, სამსახურის ძებნას, მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და გადარჩენასაც კი — მათ ეყოლებათ ადამიანები, რომლებიც კავშირებს გამოიყენებენ და მხარს დაუჭერენ მათ, ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანთა ჯგუფი, რომელიც კულისებიდან დაეხმარება მათ. ამრიგად, როდესაც ისინი პოულობენ ეკლესიას, გრძნობენ, რომ სწორ ადგილას მოხვდნენ. ეკლესია მათთვის საზოგადოებაში დასამკვიდრებლად და მშვიდობიანი ცხოვრების მისაღწევად ძალიან კარგ არჩევნად იქცევა. მაგალითად, იქნება ეს ექიმთან ვიზიტი, საყიდლებზე სიარული, დაზღვევის შეძენა, სახლის ყიდვა, ბავშვებისთვის სკოლის შერჩევაში დახმარება თუ ნებისმიერი სხვა საქმის მოგვარება, მათ ყოველთვის შეუძლიათ იპოვონ ეკლესიაში მოსიყვარულე ადამიანები, რომლებიც დახმარების ხელს გაუწვდიან და ამ საკითხების მოგვარებაში დაეხმარებიან. ამგვარად, მათი ცხოვრება გაცილებით კომფორტული ხდება, ისინი აღარ არიან ისე მარტონი საზოგადოებაში და საქმეების მოგვარებასთან დაკავშირებული სირთულეები საგრძნობლად მცირდება. შესაბამისად, მათთვის ეკლესიაში მოსვლა და ღვთის რწმენა მართლაც ხელშესახებ სარგებელს იძლევა. ექიმთან ვიზიტის დროსაც კი ძმები და დები საავადმყოფოში ნაცნობებს მოძებნიან მათ დასახმარებლად; მათ შეუძლიათ გამოიყენონ ისინი საყიდლებზე საუკეთესო შეთავაზებების მისაღებად და სახლების შინაურულ (შეღავათიან) ფასებში შესაძენადაც კი. ეკლესიაში მყოფი ძმებისა და დების დახმარებით, ყველა ეს პრობლემა გვარდება. ისინი გრძნობენ: „ღმერთის რწმენა ისეთი დიდებულია! სამსახურის პოვნა, საქმეების მოგვარება და საყიდლების გაკეთება ახლა უკვე ასეთი მოსახერხებელია! როდესაც რამე მჭირდება, უბრალოდ უნდა დავრეკო ან ჯგუფში შეტყობინება გავაგზავნო, და ყველა ერთიანდება დახმარების ხელის გასაწვდენად. ეკლესიაში იმდენი კეთილი ადამიანია; საქმეების მოგვარება ისეთი მოსახერხებელია! მხარდამჭერის პოვნა ადვილი არ იყო, ამიტომ ეკლესიას არაფრის ფასად არ დავტოვებ. მაგრამ ღვთის სახლში შეკრებები ყოველთვის მოიცავს ღვთის სიტყვების კითხვასა და ჭეშმარიტების თანაზიარებას, რაც უხერხულობას მიქმნის და წინააღმდეგობაში მაგდებს. მე არ მსურს ღვთის სიტყვის ჭამა და სმა, და ზიზღით ვარ განწყობილი ყოველ ჯერზე, როდესაც ჭეშმარიტების თანაზიარება მესმის. მაგრამ თუ არ მოვუსმენ, ასე არ გამოვა — არ შემიძლია მათი მიტოვება. ისინი ასე ძალიან მეხმარებიან. თუ მოსმენაზე უარს ვიტყვი, თავს უხერხულად ვიგრძნობ, და იმის თქმაც, რომ აღარ მწამს, უხერხული იქნება, ამიტომ უბრალოდ უნდა ავყვე და სასიამოვნო სიტყვები ვთქვა.“ გულის სიღრმეში მათ სინამდვილეში არ სურთ რწმენა, მაგრამ მხოლოდ ამ გრძნობის ჩახშობა შეუძლიათ. ზოგიერთი ამბობს: „მხოლოდ იმას ხედავ, რომ ისინი მუდამ ძმებსა და დებს სთხოვენ საქმეების მოგვარებას და ძალიან ბედნიერები არიან, როდესაც ძმები და დები ეხმარებიან — მხოლოდ ამით შეგიძლია ამოიცნო, რომ ღმერთისადმი მათი რწმენის მიზანი მხარდამჭერის პოვნაა?“ ამ გამოვლინებების გარდა, დააკვირდი, კითხულობენ თუ არა ისინი, როგორც წესი, ღვთის სიტყვებს და აქვთ თუ არა ჭეშმარიტების თანაზიარება, შეუძლიათ თუ არა თავიანთი მოვალეობის შესრულება და აქვთ თუ არა რაიმე რეალური ცვლილება; ეს დაგანახებს, გულწრფელად სწამთ თუ არა მათ ღმერთი. მათ, ვინც მხარდამჭერს ეძებს, ღმერთი მხოლოდ იმიტომ სწამთ, რომ ეკლესია და ძმები და დები თავიანთი საქმეების მოსაგვარებლად და ცხოვრებისეული სირთულეების გადასაჭრელად გამოიყენონ. მაგრამ ისინი არასდროს ახსენებენ მოვალეობის შესრულებას და არც ღვთის სიტყვას ჭამენ და სვამენ, და არც მას თანაეზიარებიან. როგორც კი საქმის მოგვარების რაიმე მარჯვე გზის შესახებ გაიგებენ, ძალზედ აღელდებიან; იწყებენ განუწყვეტლივ ლაყბობას და მათი შეჩერებაც კი შეუძლებელია. მაგრამ როდესაც საქმე ეხება მოვალეობის შესრულებას, ან პატიოსნებას, სიცრუის ართქმასა და სხვების არმოტყუებას, ისინი სდუმან. გულის სიღრმეში მათ ეს საკითხები არ აინტერესებთ — რაოდენ ვნებიანადაც არ უნდა ისაუბრო, მათ არავითარი რეაქცია არ აქვთ და არ ერთვებიან; ისინი მუდმივად ცდილობენ, შეგაწყვეტინონ და საუბრის თემა მათთვის საინტერესო მიმართულებით წაიყვანონ. ისინი თავს იმტვრევენ იმაზე ფიქრით, თუ როგორ გააკეთებინონ ძმებსა და დებს საქმეები მათთვის და ძალისხმევა გაიღონ მათთვის, და არ სურთ ძმებსა და დებს მისცენ რაიმე შესაძლებლობა, ახსენონ მოვალეობის შესრულება ან ღვთისათვის თავის გაღება. თუ ვინმე ურჩევს მათ მოვალეობების შესრულებასა და ღვთისათვის თავის გაღებას, ისინი სწრაფად პოულობენ საკუთარ გადაუდებელ საქმეს, რათა სანაცვლოდ მოიმიზეზონ; სანამ ძმები და დები ამ საქმეს უგვარებენ, ისინი უხალისოდ, მცირედ ირჯებიან ღვთის სახლისთვის, ძლივს აკმაყოფილებენ ძმებისა და დების მოთხოვნას, და როგორც კი მათი პირადი საქმე მოგვარდება, მათ მიმართ ცივდებიან. ეკლესიასთან კავშირის შესანარჩუნებლად, რათა არ დაკარგონ ეს მხარდამჭერი, რომელსაც ეკლესია წარმოადგენს, და ეს დამხმარეები, რომლებიც ძმები და დები არიან, ისინი მჭიდრო კავშირს ინარჩუნებენ ყველასთან, ვინც მათთვის სასარგებლოა, ხშირად მზრუნველად კითხულობენ მათ ამბავს, ამბობენ ყურადღებიან და არაგულწრფელ სიტყვებს ურთიერთობების შესანარჩუნებლად. ისინი საუბრობენ იმაზე, თუ როგორ სწამთ ღვთის არსებობა, როგორ აკურთხებს მათ ღმერთი, რამდენ მადლს ანიჭებს მათ ღმერთი, და როგორ ხშირად ღვრიან ცრემლებს, გრძნობენ რა თავს ღვთის წინაშე ვალდებულად და სურთ ღვთის სიყვარულის სანაცვლოს მიგება — ეს ყველაფერი ძმებისა და დების მოსატყუებლად და მათი დახმარების მისაღებად არის გამიზნული. როგორც კი ვინმე ექსპლუატაციისთვის აღარ არის გამოსადეგი, ისინი დაუყოვნებლივ ბლოკავენ და შლიან მათ საკონტაქტო ინფორმაციას. ისინი ენერგიულად ცდილობენ, ასიამოვნონ, მოერგონ და დაუახლოვდნენ მათ, ვინც მათთვის ყველაზე სასარგებლოა, ვინც ყველაზე მეტად ღირს ექსპლუატაციისთვის. რაც შეეხება მათ, ვინც არ ღირს ექსპლუატაციისთვის, ვისაც, მათ მსგავსად, არავითარი გავლენა ან სტატუსი არ გააჩნია საზოგადოებაში და ასევე საზოგადოების ფსკერზე იმყოფება ისე, რომ არავინ ჰყავს დასაყრდნობად, მათ ზედაც არ უყურებენ. ისინი ექსკლუზიურად უკავშირდებიან მათ, ვინც ექსპლუატაციისთვის ღირს და ვისაც საზოგადოებაში კავშირები აქვს, ვისაც ისინი შესაძლებლობების მქონედ მიიჩნევენ. მათ შეუძლიათ ძალისხმევის გაღება და ეკლესიისთვის გასაჭირის ატანა მხოლოდ მაშინ, როდესაც ეკლესიისგან ან ძმებისა და დებისგანრაღაც სჭირდებათ. სინამდვილეში, ასეთი ადამიანების ურწმუნოების გამოვლინებები ძალიან აშკარაა. სახლში ისინი არასდროს კითხულობენ ღვთის სიტყვებს, არასოდეს ლოცულობენ ღვთის მიმართ, როდესაც სირთულეები არ აქვთ, და ეკლესიის ცხოვრებაში დიდად უხალისოდ მონაწილეობენ. ისინი არ ითხოვენ მოვალეობების შესრულებას და არ იჩენენ ინიციატივას ეკლესიის საქმეში ჩასართავად; განსაკუთრებით კი, არასოდეს მონაწილეობენ აქტიურად სახიფათო საქმეში. რომც დათანხმდნენ მის შესრულებას, დიდ მოუთმენლობას იჩენენ, და მხოლოდ მაშინ, როდესაც დაუძახებენ ან მიიწვევენ, უხალისოდ, მცირედ ირჯებიან. ეს ურწმუნოთა გამოვლინებებია. ღვთის სიტყვების არწაკითხვა, მოვალეობის შეუსრულებლობა — მიუხედავად იმისა, რომ ისინი უხალისოდ მონაწილეობენ ეკლესიის ცხოვრებაში, ეს იმისთვის ხდება, რომ თავიდან აიცილონ ეკლესიაში ძმებისა და დების საზოგადოების, მათთვის ამ უზარმაზარი მხარდამჭერის, დაკარგვა. ისინი ინარჩუნებენ ურთიერთობებს ამ ადამიანებთან მხოლოდ იმისთვის, რომ მომავალში საქმეების მოგვარება უფრო გაუადვილდეთ. როგორც კი ასეთი ადამიანები საზოგადოებაში ფეხს მოიკიდებენ, ექნებათ დასამკვიდრებელი ადგილი და დაიწყებენ თავიანთ ცხოვრებას, და როგორც კი წუთისოფელში წარმატებას მიაღწევენ, მოიპოვებენ გავლენასა და ბრწყინვალე მომავლის პერსპექტივებს, ისინი სწრაფად და უყოყმანოდ დატოვებენ ეკლესიას, გაწყვეტენ კავშირს ძმებთან და დებთან და დაიკარგებიან. თუ არსებობს სახარების პოტენციური მიმღები, რომელთანაც მათ კარგი ურთიერთობა აქვთ, და გსურს დაუკავშირდე მათ, რათა ამ ადამიანს სახარება უქადაგო, მათთან დაკავშირებას ვერ შეძლებ. ისინი არა მხოლოდ ეკლესიასთან წყვეტენ კავშირს, არამედ გარკვეულ პიროვნებებთან მეგობრობასაც ასრულებენ. განა მათ უკვე არ გამოამჟღავნეს თავი, როგორც ურწმუნოებმა? (დიახ.) მაშ, როგორ უნდა მოექცეს ეკლესია ასეთ ადამიანებს? (მოიცილოს ისინი.) უნდა მივცეთ მათ შანსი, გამოვიჩინოთ გაგება მათი სისუსტისა და ცხოვრებისეული სირთულეების მიმართ, და მეტად დავუჭიროთ მხარი და დავეხმაროთ, რათა ირწმუნონ ღვთის არსებობა, დაინტერესდნენ ჭეშმარიტებით და გულწრფელად გაიღონ თავი ღვთისათვის? არის თუ არა საჭირო ამ საქმის კეთება? (არა.) რატომ არა? (რადგან ეს ადამიანები აქ საერთოდ არ არიან ღვთის რწმენისთვის.) სწორია, ისინი არ მოსულან ღვთის სარწმუნოდ; მათი მიზანი ძალიან ნათელია — ისინი აქ მხარდამჭერის საპოვნელად არიან. მაშ, შეუძლია თუ არა ასეთ ადამიანებთან ჭეშმარიტების თანაზიარებას რაიმე შედეგის მოტანა? (არა.) ისინი ამას არ მიიღებენ; ისინი არ აფასებენ მას, არ სჭირდებათ და არც აინტერესებთ.
როგორ უნდა დავახასიათოთ ისინი, ვისაც ღმერთი მხოლოდ მხარდამჭერის საპოვნელად სწამს? სავსებით მართებულია მათი დახასიათება, როგორც ადამიანებისა, რომლებიც საკუთარ ინტერესებს ყველაფერზე წინ აყენებენ. ვიდრე ხედავენ, რომ ვინმე მათთვის გამოსადეგი და სასარგებლოა, გააკეთებენ ყველაფერს, რასაც ის სთხოვს; ისინი მათ ნებისმიერ და ყოველ ბრძანებას დაემორჩილებიან. ისინი საკუთარ ინტერესებს ყველაფერზე მაღლა აყენებენ; ვიდრე რაღაც მათ ინტერესებს ემსახურება, ეს მათთვის მისაღებია. თუ ეტყვი მათ, რომ ღვთის რწმენა კურთხევასა და სარგებელს მოუტანს, ისინი უდავოდ ირწმუნებენ მას და გააკეთებენ ყველაფერს, რასაც სთხოვ. ვიდრე საზოგადოებაში საქმეების მოგვარების შენი უნარი მათ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს და სარგებლის მიღების საშუალებას აძლევს, ისინი აუცილებლად დაამყარებენ შენთან ურთიერთობას. თუმცა, შენთან მათი ურთიერთობა არ ნიშნავს, რომ მათ ჭეშმარიტად სწამთ ღმერთი, და არც იმას ნიშნავს, რომ ისინი შენსავით გულწრფელად გაიღებენ თავს ღვთისათვის. თუნდაც კარგად გეწყობოდნენ და განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა გქონდეთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ ერთ ენაზე საუბრობთ, ერთსა და იმავე გზას მიჰყვებით ან ერთნაირი მისწრაფებები გაქვთ. ამიტომ, ასეთმა ადამიანებმა შეცდომაში არ უნდა შეგიყვანონ. ეს ადამიანები ცბიერები არიან და სხვებთან ურთიერთობის ტაქტიკა აქვთ. მათი მიზანი ღმერთის რწმენაში მხარდამჭერის პოვნაა და არა ჭეშმარიტების ძიება და ხსნის მიღწევა. ეს აჩვენებს, თუ რაოდენ მდაბალი და ბნელია მათი ზნეობა! ისინი ეკლესიაში მოდიან, რათა იპოვონ ადამიანები, რომელთა ექსპლუატაციასაც შეძლებენ, და საკუთარი თავისთვის სხვადასხვა სარგებლის მისაღებად ფარულად აწყობენ გეგმებს. განა ეს არ ნიშნავს, რომ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე მოქმედება და ყველანაირი უსირცხვილო საქმის ჩადენა? (დიახ.) მხოლოდ იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მათი მიზანი ღვთის რწმენაში მხარდამჭერის პოვნა და საარსებო წყაროს უზრუნველყოფაა, ნათელია, რომ ეს ადამიანები კარგს არაფერს წარმოადგენენ, და ისინი არიან ზნეობრივად მდაბალნი, თავკერძნი, საძაგელნი და საზიზღარნი, რომლებიც დიდ სიბნელეში ცხოვრობენ. შესაბამისად, ეკლესიის პრინციპი მათთან მიმართებაში ასევე არის მათი ამოცნობა და შემდეგ მათი მოცილება ან გარიცხვა. როგორც კი ამოიცნობ, რომ ისინი ჭეშმარიტი მორწმუნეები არ არიან, რომ ეკლესიაში გამოსავლის საპოვნელად და სარგებლის მისაღებად მოვიდნენ, და სურთძმებისა და დების ექსპლუატაცია თავიანთი საქმეების მოსაგვარებლად და მათთვის მსახურების გასაწევად, მაშინ, ასეთ შემთხვევებში, წინამძღოლებმა და მუშაკებმა, ისევე როგორც ძმებმა და დებმა, დაუყოვნებლივ და ზუსტად უნდა მოაგვარონ ეს ვითარება. ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ეკლესიის ან ძმებისა და დების უსაფრთხოებას, რაც შეიძლება მალე მოიცილეთ ან გარიცხეთ ისინი. მათ არ უნდა მიეცეთ უფლება, განაგრძონ ძმებსა და დებს შორის ფარულად ყოფნა. ისინი არ არიან ღვთის ხსნის ობიექტები. როდესაც ასეთი ადამიანები თქვენს შორის იმალებიან, ისინი მუდმივად ხარბად და ფხიზლად აკვირდებიან ყველას, რათა დაინახონ, ვინ ღირს გამოსაყენებლად. ისინი მუდამ ანგარიშობენ, არიან თუ არა ეკლესიაში ადამიანები, რომელთა გამოყენებასაც შეძლებენ — ვის ჰყავს საავადმყოფოში მომუშავე ნათესავები, ვინ იცის დაავადებების მკურნალობა ან აქვს საიდუმლო წამლები, ვის შეუძლია მაღაზიებში საბითუმო ფასების მიღება, რომელი ძმის ოჯახი ფლობს ავტოსალონს, ვის შეუძლია სახლების შინაურულ, შეღავათიან ფასებში შეძენა — ისინი კონკრეტულად ამ საკითხებს იკვლევენ. ეს ადამიანები თავიანთ გათვლებში ზედმიწევნით ზუსტნი არიან! ისინი წვრილმანებსაც კი ანგარიშობენ, და ასევე სურთ ძმებისა და დების წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვა და მათი გამოყენების დაგეგმვა. ისინი იკვლევენ ყველას ოჯახურ წარმომავლობას და ყველა თავიანთი ინტრიგებისა და მაქინაციების არეალში ჰყავთ მოქცეული. გექნებათ კი გულში სიმშვიდე ასეთ ადამიანებთან ურთიერთობისას? (არა.) რა უნდა გაკეთდეს, თუ სიმშვიდე არ არის? ასეთი ადამიანების მიმართ ფრთხილად უნდა იყოთ. ამ ადამიანებს ღმერთი ფარული მოტივებით სწამთ; ისინი აქ ჭეშმარიტების ან ხსნის საძიებლად კი არ არიან, არამედ მხარდამჭერის, საარსებო წყაროსა და საკუთარი თავისთვის გამოსავლის საპოვნელად. ასეთი ადამიანები განსაკუთრებით ეგოისტები, საძაგელნი და ვერაგნი არიან. ისინი არ ასრულებენ არავითარ მოვალეობას და არ იღებენ თავს ღვთისათვის. როდესაც ეკლესიას ისინი რაღაცისთვის სჭირდება, არსად ჩანან, მაგრამ როგორც კი საქმე დასრულდება, კვლავ ჩნდებიან. ამ ადამიანებმა მხოლოდ სარგებლის მიღება იციან, და მათ ეკლესიაში დატოვებას არავითარი აზრი არ აქვს; რაც შეიძლება მალე უნდა იქნას გამოყენებული სხვადასხვა მეთოდი მათგან გასაწმენდად. ზოგიერთი ამბობს: „ნუთუ მართლა საჭიროა სხვადასხვა მეთოდი ერთ ადამიანთან გასამკლავებლად?“ ეკლესიაში ყოველგვარი ადამიანია; ბევრ მათგანს ღმერთი მხოლოდ იმიტომ სწამს, რომ იპოვოს მხარდამჭერი და გამოსავალი, მიიღოს კურთხევა ან თავი აარიდოს კატასტროფებს. განსხვავდება მხოლოდ ამ მოტივების სიმძაფრე; ზოგიერთი ადამიანი ერთი სახის ქცევას ავლენს, სხვები კი — სხვანაირს. შესაბამისად, სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვანაირად უნდა მოვეპყროთ; მხოლოდ ეს შეესაბამება პრინციპებს. რაც შეეხება ამ ურწმუნოებს, რომლებიც მხარდამჭერს ეძებენ, ისინი დაუყოვნებლივ უნდა მოვიცილოთ. არ მისცეთ მათ ეკლესიის ხარჯზე ცხოვრების უფლება. ისინი ძმებსა და დებს სთხოვენ მათთვის საქმეების მოგვარებას — ვინაიდან მათ დასახმარებლად და საქმეების მოსაგვარებლად სინამდვილეში მხოლოდ მცირეოდენი ძალისხმევაა საჭირო, რატომ არ უნდა გავუწიოთ მათ ეს მცირეოდენი დახმარებაც კი? პირველი პუნქტი ისაა, რომ, რაც მთავარია, ეს ადამიანები ჭეშმარიტი მორწმუნეები არ არიან; ისინი სრული ურწმუნოები არიან. მეორე პუნქტი ისაა, რომ ამ ადამიანებს არ შეუძლიათ ურწმუნოებიდან ჭეშმარიტ მორწმუნეებად იქცნენ. ისინი არ არიან ღვთის მიერ წინასწარ განსაზღვრულნი და რჩეულნი; ისინი არ არიან მისი ხსნის ობიექტები — პირიქით, ისინი ეკლესიაში შემოპარული ბოროტმოქმედები არიან. მესამე პუნქტი ისაა, რომ ეს ადამიანები ეკლესიაში ყველგან დაფუსფუსებენ, მუდამ ძმებისგან და დებისგან ითხოვენ დახმარებას, მიუხედავად იმისა, თუ რამხელა პრობლემის წინაშე დგანან, რაც შეუმჩნევლად აწუხებს ძმებსა და დებს და ამავდროულად ეკლესიაში ქმნის უკიდურესად ნეგატიურ ატმოსფეროს, რომელიც ყველასთვის საზიანოა. ამიტომ, საუკეთესოა, რაც შეიძლება მალე გაიწმინდოს ეკლესია ამ ეშმაკებისგან, რომლებსაც ღმერთი მხოლოდ მხარდამჭერის საპოვნელად სწამთ. თუ ჯერ არ ამოგიცნიათ ისინი ან არ მიმხვდარხართ, რომ ამ ტიპის ადამიანები არიან, შეგიძლიათ დატოვოთ ისინი დასაკვირვებლად. როგორც კი ამოიცნობთ და დაინახავთ, რომ ისინი იმ სხვადასხვა ბოროტ ადამიანთა შორის არიან, რომლებიც ღვთის სახლმა უნდა მოიცილოს, ნუ იყოყმანებთ და ნურავითარ თავაზიანობას ნუ გამოიჩენთ მათ მიმართ. ყველასთან განხილვისა და კონსენსუსის მიღწევის შემდეგ, შეგიძლიათ მოიცილოთ ისინი. თუ ეკლესიის წინამძღოლები და მუშაკები ამ საკითხს უგულებელყოფენ, ვიდრე ძმებისა და დების უმრავლესობა ადასტურებს, რომ ისინი იმ ტიპის ადამიანები არიან, ვისაც ღმერთი მხოლოდ მხარდამჭერისა და გამოსავლის საპოვნელად სწამს, გაქვთ უფლება, პირდაპირ მოიცილოთ ისინი ცრუ წინამძღოლების გვერდის ავლით. ასე მოქცევა სწორია და სრულად შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებს. ეს თქვენი უფლება, თქვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა; ეს თქვენივე დაცვისთვისაა. რა თქმა უნდა, როდესაც ძმები და დები, რომლებიც ჭეშმარიტი მორწმუნეები არიან, სირთულეებს აწყდებიან, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება, მაქსიმალურად ვეცადოთ მათ დახმარებას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, იქნება ეს მოსიყვარულე დახმარებითა და მხარდაჭერით თუ მატერიალური შეწევნით. ეს არის ძმებსა და დებს შორის არსებული სიყვარული, ღმერთის მორწმუნეთა სიყვარული. თუმცა, ჩვენ არ გვაქვს არავითარი პასუხისმგებლობა ან ვალდებულება, დავეხმაროთ ურწმუნოებს, რადგან ისინი არ არიან ძმები და დები და არ იმსახურებენ ამ მადლს ან ასეთ დახმარებას. ეს არის ადამიანებისადმი პრინციპების შესაბამისად მოპყრობა. ჩვენი თანაზიარება ღვთისადმი რწმენის მეშვიდე მიზნის შესახებ აქ სრულდება. აღარ არის საჭირო ამგვარი ადამიანების შესახებ მეტი კონკრეტული მაგალითის მოყვანა. მოკლედ, ნებისმიერი, ვისი მიზანიც ღვთისადმი რწმენაში მხარდამჭერის პოვნაა, არის ადამიანი, რომელიც უნდა მოვიცილოთ ან განვდევნოთ ეკლესიიდან. როგორც კი წინამძღოლები და მუშაკები ამოიცნობენ, რომ ეკლესიაში ასეთი ადამიანები არიან, დაუყოვნებლივ უნდა მოიცილონ ისინი. მოიცილეთ თითოეული მათგანი, ვისაც იპოვით, და არცერთი არ დატოვოთ. თუ ძმებისა და დების უმრავლესობა უკვე იმდენად შეწუხებულია, რომ თავს უმწეოდ გრძნობს და მეტის ატანა აღარ შეუძლია, წინამძღოლები და მუშაკები კი კვლავ იცავენ მათ და ამბობენ: „მათ სირთულეები აქვთ; ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ“, მაშინ ასეთ წინამძღოლებს უნდა ვუთხრათ: „მათ საერთოდ არ სწამთ ღმერთი ჭეშმარიტად. ისინი უგულებელყოფენ ყველას, ვინც მათთან ღვთის სიტყვებზე თანაზიარებს, და უარს ამბობენ მოვალეობის შესრულებაზე, როდესაც ამას ეუბნებიან. მათ არასოდეს ჰქონიათ ღვთისათვის თავის გაღების განზრახვა, და მხოლოდ ძმებისა და დების გამოყენება სურთ თავიანთი საქმეების მოსაგვარებლად. ჩვენ არ გვაქვს არავითარი პასუხისმგებლობა ან ვალდებულება, დავეხმაროთ ასეთ ურწმუნოებს!“ თუნდაც ეკლესიის წინამძღოლი არ დაგეთანხმოთ, გაქვთ უფლება, შეუერთდეთ უმრავლესობას და მოიცილოთ ისინი ეკლესიიდან. თუ ეკლესიის წინამძღოლი ამ ეტაპზეც არ დაგეთანხმებათ, მაშინ მოახსენეთ ამ საკითხის შესახებ ზემდგომს; მოახდინეთ წინამძღოლის იზოლირება და მიეცით დაფიქრების საშუალება. შეგიძლიათ, კვლავ მიიღოთ მათი წინამძღოლობა მას შემდეგ, რაც დაგეთანხმებიან. თუ ისინი კვლავ არ დაგეთანხმებიან, შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ისინი და აირჩიოთ ახალი წინამძღოლი. ეს არის ღმერთისადმი რწმენის მეშვიდე მიზანი: მხარდამჭერის პოვნა.
თ. პოლიტიკური მიზნებისკენ სწარფვა
შემდეგ ჯერზე ჩვენ თანავეზიარებით მერვე მიზანს: ღვთისადმი რწმენა პოლიტიკური მიზნებითა და პოლიტიკური მიზანდასახულობით. ასეთი ადამიანების გამოჩენის ალბათობა არცთუ ძალიან მაღალია, მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მოსალოდნელია ეს, ვიდრე არსებობს მათი გამოჩენის შანსი, ჩვენ უნდა ჩამოვთვალოთ მათი მაგალითები, ვამხილოთ ისინი, თანავიზიაროთ მათ შესახებ და დავახასიათოთ ისინი. ეს უნდა გავაკეთოთ, რათა ყველას ჰქონდეს მათი ამოცნობის უნარი და შემდეგ, რაც შეიძლება მალე, მოვიცილოთ ისინი, რითაც თავიდან ავიცილებთ ეკლესიისა და ძმებისა და დებისთვის სიძნელეებისა და საფრთხის შექმნას. ეს კეთდება ეკლესიისა და ძმებისა და დების დასაცავად. შესაბამისად, ისინი, ვისაც ღმერთი პოლიტიკური მიზნების გამო სწამთ, არიან ადამიანები, რომლებიც უნდა ამოვიცნოთ და რომელთაგანაც თავის უნდა დავიცვათ, და ისინი ასევე არიან ბოროტი ადამიანები, რომლებიც ეკლესიამ რაც შეიძლება მალე უნდა მოიცილოს. რა გამოვლინებები აქვთ მათ, ვისაც პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ? ისინი არ გეტყვიან შენ თავიანთ ნამდვილ აზრებს. ისინი ნათლად არ იტყვიან: „მე უბრალოდ პოლიტიკა მაინტერესებს, მიყვარს პოლიტიკაში მონაწილეობა, ამიტომ ღმერთი მწამს პოლიტიკური მიზნებითა და პოლიტიკური მიზანდასახულობით და არა სხვა რაიმე მიზეზით. შეგიძლიათ ისე მომექცეთ, როგორც საჭიროდ ჩათვლით.“ იტყვიან ისინი ამას? (არა.) მაშ, რა გამოვლინებები აქვთ მათ, რაც საშუალებას მოგცემს, ამოიცნო, რომ მათ პოლიტიკური მიზნები აქვთ? ანუ, ის, რა სიტყვებს წარმოთქვამენ, როგორი გამომეტყველება და მზერაა მათ თვალებში, და ის, როგორია მათი მეტყველების ტონი, საკმარისია შენთვის იმის დასადასტურებლად, რომ ღვთისადმი მათი რწმენის მიზანი წმინდა არ არის? არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობენ და რას აკეთებენ, ისინი გულში მალავენ ყველაფერს, და არავის ძალუძს მათი ამოცნობა. მათ განსაკუთრებული ვინაობა და წარსული აქვთ; მათი საუბრიდან და ქცევიდან ჩანს, რომ მათ აქვთ მზაკვრული გეგმები და შეთქმულებები, და რომ მათი საუბრისა და მოქმედების მანერა სტრატეგიულია. როდესაც ისინი საუბრობენ, რიგით ადამიანს არ შეუძლია, ჩასწვდეს მათ ნამდვილ მოტივებსა თუ აზრებს, და არ იცის, რატომ ლაპარაკობენ ისინი ასე. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ეს ადამიანები არ ავლენენ მტრობას ან განკითხვას ღვთისადმი რწმენის ან ჭეშმარიტებასთან თანაზიარების მიმართ, და, შესაძლოა, გარკვეული სიმპათიაც კი გამოხატონ ამ ყოველივეს მიმართ, მაინც გრძნობ, რომ ისინი უცნაურები არიან — ისინი განსხვავდებიან სხვა ძმებისა და დებისაგან და გარკვეულწილად შეუცნობელნიც კი არიან. როგორ ექცევი ჩვეულებრივ იმ ადამიანებს, რომლებიც გარკვეულწილად შეუცნობელნი არიან? უბრალოდ სიფრთხილით ეკიდები? თუ ინიციატივას იჩენ, რომ გამოიძიო და გაარკვიო, თუ რა ხდება მათ თავს (ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მათ.) არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებს ადამიანი, მისი მიზანი და მიზანდასახულობა, როგორც წესი, მოკლე დროში ადვილად არ მჟღავნდება. მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის — თუ ისინი სრულიად უმოქმედოდ არ არიან — მოქმედებისას აუცილებლად გასცემენ საკუთარ თავებს. დააკვირდით და ეძებეთ მინიშნებები მცირე დეტალებში — თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ გარკვეული ინფორმაცია და მინიშნებები მათი საუბრიდან და ქცევიდან, მათი ქმედებების განზრახვიდან და მიმართულებიდან, აგრეთვე იმ სიტყვებიდან და ტონიდან, რომელსაც ისინი საუბრისას იყენებენ. ამის გაკეთების უნარი დამოკიდებულია იმაზე, აკვირდები თუ არა გულდასმით და გაქვს თუ არა გარკვეული დონის გონიერება და სულიერი მონაცემები. ზოგიერთ სულელს არ შეუძლია, ამოიცნოს ის საფრთხე და სისასტიკე, რომელიც ადამიანურ საზოგადოებაში არსებობს; ვისაც არ უნდა შეხვდნენ, ისინი ყოველთვის ერთი და იმავე მეთოდით ურთიერთობენ მათთან. შედეგად, როდესაც ისინი ხვდებიან ცბიერ და მზაკვარ პოლიტიკოსებს, რომლებსაც პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ, ისინი ადვილად ხდებიან იუდები და ეკლესიის გამყიდველი იარაღები, და გაუცნობიერებლად სჩადიან სისულელეებს, რითაც ეკლესიას მახეში აბამენ.
სინამდვილეში რა გამოვლინებები აქვთ ამ ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ? ამ ადამიანებს აქვთ გარკვეული სოციალური ფონი; ისინი არიან პირები, რომლებიც პოლიტიკურ წრეებში ტრიალებენ. მიუხედავად მათი სტატუსისა პოლიტიკურ წრეებში, არიან ისინი თანამდებობის პირები, ასრულებენ წვრილმან სამუშაოებს თუ ემზადებიან პოლიტიკურ წრეებში ფეხის მოსაკიდებლად, მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ადამიანებს საზოგადოებაში პოლიტიკური ფონი აქვთ; ეს რთული და განსაკუთრებული ვითარებაა. მიუხედავად იმისა, სჯერათ თუ არა ამ ადამიანებს ღმერთის არსებობისა, მათი მისწრაფებების, მათი არჩეული გზებისა და მათი ბუნება-არსების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეუძლიათ კი ამ ადამიანებს, გახდნენ ისინი, ვისაც გულწრფელად სწამს ღმერთი? შეუძლიათ მათ ურწმუნოებიდან, პოლიტიკით გატაცებული პოლიტიკოსებიდან, გარდაიქმნან ისეთ ადამიანებად, ვისაც გულწრფელად სწამს ღმერთი? (არა.) დარწმუნებულნი ხართ? თუ მაინც არსებობს ამის შესაძლებლობა? (აბსოლუტურად არა.) ეს ნამდვილად შეუძლებელია. ღვთისადმი რწმენა და პოლიტიკა ორი სხვადასხვა გზაა; ეს ორი გზა საპირისპირო მიმართულებით ვითარდება, არაფერი აქვთ საერთო და აბსოლუტურად არ შეუძლიათ გადაკვეთა. ისინი სრულიად საპირისპირო გზებია. შესაბამისად, ისინი, ვისაც აქვთ პოლიტიკური მიზნები ან უყვართ და გატაცებულნი არიან პოლიტიკით, თუნდაც ღმერთი ყოველგვარი აშკარა პოლიტიკური მიზნების გარეშე სწამდეთ, გულში მაინც ატარებენ სხვა ზრახვებს; და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მათი მიზანი არ არის ჭეშმარიტების მოპოვება ან გადარჩენა. სულ მცირე, შეიძლება განისაზღვროს, რომ მათ გულწრფელად არ სწამთ ღმერთი. ისინი მხოლოდ იმ ლეგენდას აღიარებენ, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ არ აღიარებენ ღმერთის არსებობას ან იმ ფაქტს, რომ ღმერთი ყოველივეზე ხელმწიფებს. ამრიგად, ეს ადამიანები არასდროს გარდაიქმნებიან პოლიტიკით გატაცებული ურწმუნოებიდან ჭეშმარიტ მორწმუნეებად, რომლებსაც სწამთ ღმერთის არსებობისა, შეუძლიათ მიიღონ ღვთის საქმე და მიიღონ ღვთის სამსჯავრო და გაკიცხვა.
რა მიზნები აქვთ სინამდვილეში ამ ურწმუნოებს, რომლებსაც პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ ღვთისადმი რწმენაში? ეს უკავშირდება მათ მისწრაფებებსა და იმ პროფესიებს, რომლებშიც ისინი არიან ჩართულნი. მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს ყოველთვის აქვს გარკვეული პირადი მოთხოვნები პოლიტიკურ წრეებში, დიდი პოლიტიკური მიზნებითა და მისწრაფებებით და ა.შ., რომლებიც — რა სახისაც არ უნდა იყოს ისინი — ყველა პოლიტიკას უკავშირდება. რას ნიშნავს „პოლიტიკა“? მარტივად რომ ვთქვათ, ის უკავშირდება რეჟიმებს, ძალაუფლებასა და მმართველობას. შესაბამისად, მათი ღმერთისადმი რწმენა პოლიტიკური მიზნებით, რა თქმა უნდა, უკავშირდება მათ პოლიტიკურ მისწრაფებებს. მაშ, რა არის მათი მიზნები? რატომ იზიდავთ ეკლესიაში მყოფი ხალხი? მათ თავიანთი მიზნების მისაღწევად სურთ, გამოიყენონ ეკლესია, როგორც ინსტიტუტი, ეკლესიაში მყოფი ხალხის დიდი რაოდენობა და ამ ადამიანების გავლენა, რომლებიც სხვადასხვა პროფესიასა და სოციალურ ფენას წარმოადგენენ. ეკლესიის მოძღვრებების, ეკლესიის საქმის სხვადასხვა ასპექტის ფუნქციონირების, ღვთის რჩეული ხალხის საეკლესიო ცხოვრების წესის, მათი მოვალეობის შესრულების პრაქტიკისა და სხვათა შესწავლის შემდეგ, ისინი ცდილობენ ეკლესიაში ინტეგრირებას. ისინი მყარად იმახსოვრებენ ისეთ რამეებს, როგორიცაა სულიერი ტერმინოლოგია და სხვადასხვა გამოთქმები, რომლებსაც ღვთის რჩეული ხალხი ხშირად იყენებს თანაზიარებისას, იმ იმედით, რომ ერთ დღეს შეძლებენ მათ გამოყენებას, რათა შემოიკრიბონ ყველა, აიძულონ მოუსმინონ მათ და გამოიყენონ ისინი, რითაც მიაღწევენ თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს. როგორც არამორწმუნეები ამბობენ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სიტუაციის მომწიფების შემდეგ, როდესაც ისინი შეძლებენ დროშის აღმართვას და ხალხის აჯანყებას, უფრო მეტი ადამიანი გამოეხმაურება მათ მოწოდებას და გაჰყვება მათ, რათა მათ შეძლონ ეკლესიაში მყოფი ხალხის ნაწილის მიმხრობა და თავიანთ ძალად ქცევა მეტოქეებთან საბრძოლველად. მსგავსი რამ რამდენჯერმე მოხდა ჩინეთის თანამედროვე ისტორიაში. მაგალითად, „თეთრი ლოტოსის“ აჯანყება და ტაიპინელთა აჯანყება ცინის დინასტიის დროს იყო შემთხვევები, როდესაც პოლიტიკური მიზნების მქონე ადამიანები იყენებდნენ რელიგიას მთავრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. მათი რელიგიების მოძღვრებებმა გადაუხვია ჭეშმარიტ გზას და შეიცავდა მრავალ აბსურდულ და სასაცილო ასპექტს, რომლებიც საერთოდ არ შეესაბამებოდა ჭეშმარიტებას. პოლიტიკური მიზნების მქონე პირები იყენებდნენ ასეთ მოძღვრებებს ადამიანთა გონების გასაერთიანებლად, შესაბოჭად, მათზე გავლენის მოსახდენად და მათ იდეოლოგიურად დასამუშავებლად. საბოლოოდ, ისინი იყენებდნენ ამ იდეოლოგიურად დამუშავებულ ადამიანებს თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. თავიდანვე, როდესაც პოლიტიკური მიზნების მქონე ეს ადამიანები იწყებენ ღვთისადმი რწმენას, სწორედ ეკლესიის სახელი იზიდავთ მათ. ანუ, მათ შეუძლიათ, დამალონ თავიანთი ვინაობა და მიზნები ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის, სახელის ქვეშ — ეს ერთი ასპექტია. მეორე ის არის, რომ ისინი ფიქრობენ, სანამ ისინი ავრცელებენ თავიანთ პოლიტიკურ შეხედულებებს ღვთისადმი რწმენის დროშის ქვეშ, ძალიან ადვილი იქნება ეკლესიაში მყოფი ხალხის იდეოლოგიური დამუშავება, და რომ ეს ადამიანები, სავარაუდოდ, გააღმერთებენ და მოუსმენენ ცნობილ ადამიანებს. შესაბამისად, ეს პირები, რომლებსაც პოლიტიკური მიზნები აქვთ, მიდრეკილნი არიან ეკლესიაში მყოფი ხალხი განიხილონ, როგორც გამოსაყენებელი ობიექტები. მათ სჯერათ, რომ ეკლესია ძალიან ადვილად შეიძლება გახდეს ადგილი, სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი ვინაობის დამალვას, და რომ ეკლესიის წევრები არიან ობიექტები, რომელთა გამოყენებაც მათ ადვილად შეუძლიათ — მარტივად რომ ვთქვათ, ისინი ასე ხედავენ მოვლენებს. ამიტომ, ეკლესიაში ისინი იმ იმედით წევრიანდებიან, რომ ერთ დღეს, როდესაც ისინი აღზევდებიან, შეძლებენ თავიანთ პოლიტიკურ მეტოქეებთან დაპირისპირებას და ძალაუფლების მოპოვებას — ეს არის მათი პოლიტიკური მიზანი. მათ სურთ გამოიყენონ ღმერთისადმი რწმენის ნომინალური საბაბი, რათა ის ადამიანები, რომლებიც მათ აღმერთებენ და მიჰყვებიან, თავიანთი პოლიტიკური გავლენის სფეროს ნაწილად აქციონ. ზოგიერთი ამბობს: „შესაძლოა მათ ჰქონდეთ ეს მიზანი, მაგრამ თუ ისინი არავითარ ნაბიჯს არ დგამენ, მაქსიმუმ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ისინი ურწმუნოები ან ცრუ მორწმუნეები არიან. როგორ შეგვიძლია დავინახოთ, რომ მათ აქვთ მკაფიო პოლიტიკური მიზნები?” ეს რთული არ არის. უბრალოდ დაუთმეთ დრო დაკვირვებას. სანამ მათ აქვთ პოლიტიკური მიზნები, ისინი აუცილებლად იმოქმედებენ. თუ მათ არ სურთ მოქმედება, რატომ შეაღწევდნენ ეკლესიაში? თუ მათ ჯერ არ უმოქმედნიათ, ეს იმიტომ, რომ შესაძლებლობა ვერ იპოვეს. როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ, ისინი შესაბამისად იმოქმედებენ. მაგალითად, თუ მთავრობა აწარმოებს არასწორ პოლიტიკას ან ჩაახშობს და დააპატიმრებს ღვთის რჩეულ ხალხს, ძმები და დები მაქსიმუმ განიხილავენ და გაარჩევენ ამ საკითხს, და ამით დასრულდება ყველაფერი. რაც არ უნდა მოხდეს, ღვთისადმი რწმენა, მოვალეობების შესრულება და ღვთის ნების მიყოლაა მთავარი. ისინი წვრილმანების გამო არ დაკარგავენ მთავარ სურათს; ისინი ჩვეულებისამებრ გააგრძელებენ ღვთისადმი რწმენას და თავიანთი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას. თუმცა, პოლიტიკური მიზნების მქონე ადამიანები განსხვავდებიან. ისინი ამ საკითხისგან დიდ ამბავს შექმნიან, აღვირახსნილად ამხელენ და ფართოდ გაავრცელებენ მას, და სასოწარკვეთით მოისურვებენ ყველას წაქეზებას მთავრობის წინააღმდეგ ასაჯანყებლად, რათა მოემსახურონ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს, და არ გაჩერდებიან, ვიდრე თავიანთ მიზნებს არ მიაღწევენ. პოლიტიკაში ჩართვის გამო, ისინი სრულიად გვერდზე დებენ ღვთისადმი რწმენისა და მოვალეობების შესრულების საკითხებს და უგულებელყოფენ ადამიანის მიმართ ღვთის მოთხოვნებსა და ღვთის განზრახვებს. აი, რამდენად შეშლილები არიან ისინი — ნუთუ ხალხს ჯერ კიდევ არ შეუძლია მათი ამოცნობა? ასეთი პირები ღმერთს მიჰყვებიან თუ პოლიტიკას? ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია გამჭრიახობა, ადვილად სცდება. ამ ადამიანებმა, რომლებიც პოლიტიკაში არიან ჩართულნი, არ იციან, რა არის ჭეშმარიტება, მით უმეტეს არ ესმით, რომ ღვთის საქმე არის ადამიანთა გახრწნილი ხასიათის განწმენდა და მათი გადარჩენა სატანის გავლენისგან. მათ ჰგონიათ, რომ ადამიანის უფლებებსა და პოლიტიკაში ჩართვა ნიშნავს სამართლიანობის გრძნობის ქონას და ღვთისადმი მორჩილებას. ნიშნავს თუ არა პოლიტიკასა და ადამიანის უფლებებში ჩართვა იმას, რომ ადამიანს აქვს ჭეშმარიტება-რეალობა? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ადამიანი ემორჩილება ღმერთს? რაც არ უნდა კარგად უმკლავდებოდე ადამიანის უფლებებსა და პოლიტიკას, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შენი გახრწნილი ხასიათი განიწმინდა? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ძალაუფლების ფლობის შენი ამბიციები და სურვილები განიწმინდა? ბევრ ადამიანს არ შეუძლია ამ საკითხების არსში წვდომა. როგორც ჩანს, სუნ იატ-სენიც ქრისტიანი იყო. როდესაც ის საფრთხეში იყო, ლოცულობდა, რომ ღმერთს გადაერჩინა იგი. მან მთელი ცხოვრება რევოლუციაში ჩართულობას მიუძღვნა — მიიღო მან ღვთის მოწონება? იყო ის ადამიანი, ვინც ჭეშმარიტებას პრაქტიკაში ახორციელებდა და ღმერთს ემორჩილებოდა? ჰქონდა მას ღვთის სიტყვების პრაქტიკაში დანერგვის გამოცდილებითი დამოწმება? მას არცერთი მათგანი არ ჰქონია. პავლეს მოწოდების , ის განუწყვეტლივ ქადაგებდა სახარებას და მრავალი გასაჭირი გადაიტანა, მაგრამ რადგან მას ჭეშმარიტად არ მოუნანიებია, სიცოცხლეში არ შესულა, , მრავალგზის სჩადიოდა ერთსა და იმავე ძველ ცოდვებს, და ყოველი შესაძლებლობისას საკუთარ თავს განადიდებდა და საკუთარ თავზე მოწმობდა, ის ანტიქრისტე გახდა და დაისაჯა. რაც არ უნდა მოხდეს, ღვთისადმი რწმენა ჭეშმარიტების მიუღებლად, მუდმივად დიდებისა და სტატუსის ძიება, და მუდმივად ზეადამიანად ან დიად ადამიანად ყოფნის სურვილი ძალიან საშიშია. ყველა, ვისაც პოლიტიკური მიზნები აქვს, ანტიქრისტეა. ეს ადამიანები ადვილად არ იტყვიან უარს თავიანთი პოლიტიკური მისწრაფებების განხორციელებაზე და ყოველთვის მოძებნიან შესაძლებლობებს, წააქეზონ და მიიმხრონ მორწმუნეები, როგორც თავიანთი პოლიტიკური ძალა. თუ ერთ დღეს ისინი დაინახავენ, რომ მორწმუნეების გამოყენება ადვილი არ არის, რომ მორწმუნეებს მხოლოდ ჭეშმარიტება უყვართ და ეძიებენ მას, და რომ ისინი ოდენ ქრისტეს მიჰყვებიან და არა ადამიანებს, მხოლოდ მაშინ იტყვიან ისინი სრულად უარს ამ მორწმუნეებზე.
ძირეულად, პოლიტიკური მიზნების მქონე ადამიანთა გონება მთლიანად დაკავებულია პოლიტიკასთან დაკავშირებული იდეებით — ძალაუფლებითა და გავლენით, მმართველობით, შეთქმულებებით, პოლიტიკური საშუალებებით და ა.შ. მათ არ ესმით, რას ნიშნავს ღვთისადმი რწმენა, რა არის რწმენა, რა არის ჭეშმარიტება, და, მით უმეტეს, როგორ დაემორჩილონ ღმერთს. მათ ასევე არ ესმით, რა არის ზეცის ნება. მათი გადარჩენის პრინციპებია: „ადამიანი იზეიმებს ბუნების დამარცხებას“ და „ადამიანის ბედი მისსავე ხელშია“. შესაბამისად, ასეთი ადამიანების შეცვლის მცდელობა შეუძლებელია და სულელური აზრია. ეს ადამიანები ხშირად ავრცელებენ პოლიტიკურ შეხედულებებს ეკლესიაში ძმებსა და დებს შორის, აქეზებენ მათ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვისა და პოლიტიკაში მონაწილეობისკენ. სრულიად ნათელია, რომ ღვთისადმი მათი რწმენის მიზანი განპირობებულია პოლიტიკური მიზნებით. ამ არსის ამოცნობა სხვების მიერ სწრაფად და მარტივად არის შესაძლებელი. ეს ადამიანები სრულიად უმეცარნი არიან რწმენის, სწორ გზაზე სიარულისა და ზეცის ნებისადმი მორჩილების საკითხებში — მათ სჯერათ, რომ ნებისმიერი ადამიანის აზრებისა და გეზის შეცვლა შესაძლებელია პოლიტიკური ტაქტიკის გამოყენებით, და განსაკუთრებით სჯერათ, რომ ადამიანის ბედის შეცვლა შესაძლებელია ადამიანური საშუალებებითა და მეთოდებით. შესაბამისად, ისინი სრულიად უმეცარნი არიან ღვთის მიერ შექმნილი ბუნების კანონებისა და ადამიანის ბედზე ღვთის ხელმწიფების ღრმა, თუმცა აშკარა საკითხების მიმართ; ისინი ამ საკითხებში გაუთცნობიერებელნი არიან და უბრალოდ არ ძალუძთ მათი გაგება. რას ვგულისხმობ ამის თქმით? თუ იპოვი ვინმეს, ვისი ღვთისადმი რწმენის მიზანიც პოლიტიკური მიზნებითაა განპირობებული, აბსოლუტურად არ უნდა ეცადო მათ შეცვლას ან დარწმუნებას, და არ არის საჭირო მათთან ამდენი ჭეშმარიტების თანაზიარება. გარდა იმისა, რომ ფრთხილად უნდა იყო მათ მიმართ, რაც შეიძლება მალე უნდა აცნობო მათ შესახებ ეკლესიის სხვადასხვა დონის წინამძღოლებს ან სანდო ძმებსა და დებს, და შემდეგ იპოვო გზა ეკლესიიდან მათ გასარიცხად. არ უნდა ფრთხილობდე მათ მიმართ ფარულად და ჩუმად, მაშინ როცა სხვებს უმეცრებაში ტოვებ. მაშ, როგორი ტიპის ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ გარჩევის თუნდაც მცირედი უნარი მათ მიმართ, ვისაც უყვარს პოლიტიკაზე საუბარი და აქვთ პოლიტიკური მიზნები? უფროსი ასაკის ადამიანებს თუ ახალგაზრდებს? ძმებს თუ დებს? (უფროს ძმებს.) სწორია; უფროს ძმებს, ანუ მათ, ვისაც აქვთ სოციალური გამოცდილება, ჰქონიათ შეხება პოლიტიკასთან, ან ყოფილან პოლიტიკურად დევნილნი — ამ საკითხებში ჩახედულ ადამიანებს — შეუძლიათ პოლიტიკური საკითხების შედარებით ნათლად აღქმა. ბუნებრივია, მათ შეუძლიათ მცირედი გამჭრიახობის გამოჩენა მათ მიმართ, ვინც პოლიტიკაშია ჩართული, და კერძოდ, მათ შეუძლიათ შედარებით ნათლად აღიქვან მათი ამბიციები და სურვილები, ისევე როგორც მათი აზრები, შეხედულებები, ოცნებები და მისწრაფებები. შესაბამისად, მათ შეუძლიათ ამ ადამიანების ამოცნობა სხვებზე შედარებით სწრაფად. როგორც კი ვინმე ამოიცნობს, რომ ამ ადამიანებს აქვთ პოლიტიკური მიზნები და არიან ურწმუნოები, მან უნდა იფრთხილოს მათ მიმართ და ამხილოს ეს ურწმუნოები. ამავდროულად, მან ასევე უნდა დაიცვას ის სულელი და უმეცარი ადამიანები, რომლებსაც არ ესმით ჭეშმარიტება, რათა თავიდან აიცილოს მათი შეცდომაში შეყვანა და გამოყენება და ეკლესიის შიდა ინფორმაციის უნებლიე გაჟონვა. აუცილებელია ეკლესიის წინამძღოლების ინფორმირება და მათთან ამ საკითხის განხილვა, და რაც შეიძლება მალე მეტი უფროსი ასაკის ადამიანის ან მათი გაფრთხილება, ვისაც ესმის გარკვეული ჭეშმარიტება და აქვს გარკვეული სულიერი ზრდა, რათა სიფრთხილე გამოიჩინონ პოლიტიკური მიზნების მქონე ამ ადამიანების მიმართ. მნიშვნელოვანია დავეხმაროთ სხვებს, ნათლად დაინახონ ამ ადამიანების, როგორც ურწმუნოების, არსი, რითაც დავიცავთ სულელ და უმეცარ ძმებსა და დებს მათ მიერ გამოყენებისგან. თუ არ შეგიძლია ამ საკითხების არსში წვდომა და არ გაქვს გარჩევის უნარი, როდესაც ზოგიერთი ბოროტგანზრახული, ცბიერი და მზაკვარი ადამიანი გესაუბრება და გელაპარაკება, შენი ნამდვილი მდგომარეობის დეტალებსა და ყველაფერს, რაც იცი, დაუკითხავადაც კი ნებაყოფლობით გადმოანთხევ, და უნებლიეთ იუდა გახდები. არსებობენ ასეთი ადამიანები? (დიახ.) როდესაც საუბრობ, არ იცი, რა მიზანი ამოძრავებს მეორე ადამიანს და ეპყრობი მას, როგორც ძმას ან დას, გაუცნობიერებლად ეუბნები ყველაფერს, რაც გულში გაქვს — საუბრის შემდეგ კი არ იცი, რა შედეგები მოჰყვება ამას. როდესაც ხედავ, რომ სხვები ფრთხილობენ ასეთი ადამიანების მიმართ, ამბობ: „ზედმეტად ფრთხილი ხარ. რა არის დასამალი ძმებსა და დებს შორის?“ ვერ აცნობიერებ, რატომ არ საუბრობენ სხვები — ამას სიბრიყვე ჰქვია.
პოლიტიკური მიზნების მქონე ადამიანები, რა თქმა უნდა, ასევე ურწმუნოები არიან, რადგან მათ არ უყვართ ჭეშმარიტება და არ მიიღებენ ჭეშმარიტებას. ღმერთიც რომ სწამდეთ, ისინი მთლიანად მიეკუთვნებიან ბოროტ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც ანტიქრისტეები არიან. ასეთი ადამიანების მიმართ სიფრთხილე სინამდვილეში ყველაზე პასიური მიდგომაა. პროაქტიული მიდგომაა მათი ადრეულად აღმოჩენა, მათთან გამკლავება და მათი რაც შეიძლება სწრაფად განდევნა, რათა თავიდან ავიცილოთ ეკლესიისა და ძმებისთვის და დებისთვის რაიმე პრობლემის შექმნა. რადგან ამ ადამიანებს შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ სხვებზე ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას ეკლესიის შიგნით, და შეუძლიათ დაარღვიონ ეკლესიის ნორმალური წესრიგი ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ვითარებაში, ნუ განაგრძობთ ასეთი ურწმუნოების მიმართ შემწყნარებლობისა და მოთმინების გამოჩენას. ნუ მისცემთ მათ მონანიების კიდევ ერთ შანსს; ნუ იქნებით სულელები. აღმოჩენისთანავე, ისინი რაც შეიძლება მალე უნდა განიდევნონ, რათა თავიდან ავიცილოთ სამომავლო უბედურება. ამის გაკეთების მიზანია, თავიდან ავიცილოთ იმ ადამიანების შეცდომაში შეყვანა და გამოყენება, რომლებიც არ ეძიებენ ჭეშმარიტებას, რათა არ გახდნენ სატანისა და ბოროტი დემონების მარიონეტები. რა თქმა უნდა, ის, რაც ამჟამად ყველაზე უწინ უნდა გააკეთოთ, არის იმის აღკვეთა, რომ პოლიტიკური მიზნების მქონე პირებმა გაიგონ რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეკლესიის შესახებ. რაც უფრო მალე ამოიცნობ და განდევნი მათ, მით უფრო ნაკლები შეხება ექნებათ ძმებსა და დებს მათთან, და მით უფრო ნაკლებად შეცდებიან და მოექცევიან მათი გავლენის ქვეშ. შესაბამისად, დროის თვალსაზრისით, სჯობს ასეთ ადამიანებთან გამკლავება და მათი განდევნა რაც შეიძლება მალე — რაც უფრო ადრე, მით უკეთესი. პროაქტიულობა სჯობს პასიურობას. პოლიტიკური მიზნების მქონე ადამიანები ბოროტგანზრახულნი არიან; შეუძლებელია მათ ჰქონდეთ რაიმე გულწრფელობა ეკლესიისა და ღვთის სახლისთვის რაიმეს გასაკეთებლად. თუ ისინი ვერ შეძლებენ ძმებისა და დების შეცდომაში შეყვანას ან გამოყენებას, ისინი სრულიად შერცხვენილნი იქნებიან და ნებაყოფლობით დატოვებენ ეკლესიას, დამშვიდობების გარეშეც კი. ამით სრულდება ჩვენი თანაზიარება ღვთისადმი რწმენის მერვე მიზნის შესახებ: პოლიტიკური მიზნებისკენ სწრაფვა
2021 წლის 30 ოქტომბერი