წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (21)

როგორ განვასხვავოთ ანტიქრისტეები ანტიქრისტეს განწყობის მქონე ადამიანებისგან

მათი გარჩევა ჭეშმარიტებისადმი მათი დამოკიდებულების მიხედვით

დღეს ჩვენ გავაგრძელებთ თანაზიარებას წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობების შესახებ. თანაზიარების ოფიციალურად დაწყებამდე, მოდით, გადავხედოთ ანტიქრისტეთა შესახებ ადრე თანაზიარებულ ერთ-ერთ თემას: როგორ განვასხვავოთ ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანები მათგან, ვისაც ანტიქრისტეს არსი გააჩნია და რა განსხვავებაა ამ ორ ტიპის ადამიანს შორის. პირველ რიგში, ჩვენ გვექნება თანაზიარება იმაზე, თუ როგორ ამოვიცნოთ ანტიქრისტენი; ეს არც ისე რთულია. უპირველეს ყოვლისა, ნათლად უნდა დაინახო, თუ რა აშკარა დამახასიათებელი გამოვლინებები აქვთ ანტიქრისტეებს, რათა შეძლო ნამდვილი ანტიქრისტეს მოკლე დროში ამოცნობა და იმის განსაზღვრა, რომ ისინი ნამდვილად არ არიან მხოლოდ ანტიქრისტეს ხასიათის მქონენი ან ისინი, ვინც ანტიქრისტეს გზით დადიან. ამგვარად, გექნება ამოცნობის უნარი ანტიქრისტეთა მიმართ და ისინი ვეღარ შეძლებენ შეცდომაში შეყვანას, მახეში გაბმასა და გაკონტროლებას. ახლა ყველაზე გადამწყვეტია იმის უნარი, რომ დავინახოთ აშკარა სხვაობაანტიქრისტეს ბუნება-არსების მქონე ადამიანებსა და ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანებს შორის. ამ ორი ტიპის ადამიანის ამოსაცნობად, პირველ რიგში, მათ მთავარ მახასიათებლებს უნდა ჩასწვდე. ზოგიერთი ადამიანი მხოლოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში ანტიქრისტეთა გახრწნილების გამოვლინებას ამჩნევს, როგორიცაა მათი მიდრეკილება საკუთარი სტატუსის წარმოჩენისა და სხვების დამოძღვრისკენ, მაგრამ არ შეუძლია ანტიქრისტეთა ბუნება-არსების ამოცნობა. არის ეს მისაღები? (არა.) არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ანტიქრისტეთა ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინება მათი ამპარტავნება და ქედმაღლობაა და ისინი ყველა ამპარტავან და ქედმაღალ ადამიანს ანტიქრისტედ მიიჩნევენ. არის ეს სწორი? (არა.) რატომ არ არის სწორი? იმიტომ, რომ ამპარტავნება და ქედმაღლობა არ არის ანტიქრისტეთა ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინება; ეს არის გახრწნილი ხასიათი, რომელიც ყველა გახრწნილ ადამიანს ახასიათებს. ყველას აქვს ამპარტავანი და ქედმაღალი ხასიათი, ამიტომ ყველა ამპარტავანი და ქედმაღალი ადამიანის ანტიქრისტედ მიჩნევა სერიოზული შეცდომაა. მაშ, რომელი გამოვლინებებია ანტიქრისტეთა არსებითი გამოვლინებები, რომლებიც ერთი შეხედვით ნათელს ხდის არსებით სხვაობას ანტიქრისტეებსა და ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანებს შორის და იძლევა იმის ამოცნობის საშუალებას, რომ ამ ორი ტიპის ადამიანის არსი განსხვავებულია და რომ ასეთ ადამიანებს განსხვავებულად უნდა მოვეპყროთ? გარკვეულ ასპექტებში, როგორიცაა ქმედებები, ქცევები და ხასიათი, აქვთ თუ არა ამ ორი ტიპის ადამიანს მსგავსება და საერთო ნიშნები? (დიახ.) თუ ყურადღებით არ დააკვირდები, სერიოზულად არ განასხვავებ ან შენს გულში ზუსტად არ შეიცნობ და არ შეაფასებ ამ ორი ტიპის ადამიანის ხასიათსა და არსს და არ ექნებათ გარჩევის უნარი, ძალიან ადვილია, ისინიერთმანეთში აგერიოს და ერთნაირად მოეპყრო მათ. შესაძლოა ანტიქრისტე ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანად ჩათვალო და პირიქით ანუ ადვილად გამოიტანო ამგვარი მცდარი დასკვნები. მაშ, რა არის ამ ორი ტიპის ადამიანის მთავარი მახასიათებლები და განსხვავებები, რომლებიც იძლევა იმის საშუალებას, რომ მყარი მტკიცებულებებით განვასხვავოთ, ვინ არის ანტიქრისტე და ვინ — ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანი? თქვენთვის ეს თემა უცხო არ უნდა იყოს, ამიტომ, მოდით, მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები. (ერთი ასპექტი, რომელიც გამოიყენება ანტიქრისტეებისა და ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანების გასარჩევად, არის მათი დამოკიდებულება ჭეშმარიტების მიმართ; მეორე კი — მათი ადამიანობა. რაც შეეხება ჭეშმარიტებისადმი დამოკიდებულებას, ანტიქრისტეებს სძულთ ჭეშმარიტება და საერთოდ არ იღებენ მას. რამდენი ბოროტი საქმეც არ უნდა ჩაიდინონ, რაც იწვევს ჩაშლასა და არეულობას, და როგორც არ უნდა გქონდეს მათთან თანაზიარება ან გასხლა ისინი, ამას მაინც არ აღიარებენ და მტკიცედ უარს ამბობენ მონანიებაზე. ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანებმაც შეიძლება ჩაიდინონ არასწორი ქმედებები, როდესაც არ ესმით ჭეშმარიტება ან ვერ სწვდებიან პრინციპებს, მაგრამ როდესაც მათ სხლავენ, მაშინ შეუძლიათ მიიღონ ჭეშმარიტება, დაფიქრდნენ, შეიცნონ საკუთარი თავი, იგრძნონ სინანული და მოინანიონ. ჭეშმარიტებისადმი მათი დამოკიდებულების კუთხით, ანტიქრისტეთა არსი ისაა, რომ მათ სძულთ ჭეშმარიტება, მაშინ როცა ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანებს შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება. ადამიანობის კუთხით, ანტიქრისტეები არიან ბოროტმოქმედები, რომელთაც არ გააჩნიათ სინდისი და სირცხვილის გრძნობა, მაშინ როცა ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანებს აქვთ სინდისი და სირცხვილის გრძნობა.) თქვენ ახსენეთ ორი მახასიათებელი; იყო თუ არა ამ შინაარსზე ადრე თანაზიარება? ითვლება თუ არა ეს აშკარა მახასიათებლებად? (დიახ.) ანტიქრისტეებისა და ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანების დამოკიდებულება ჭეშმარიტების მიმართ სრულიად განსხვავებულია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ეს აშკარა მახასიათებელიაანტიქრისტეებს ეზიზღებათ ჭეშმარიტებადა საერთოდ არ იღებენ მას. ურჩევნიათ მოკვდნენ, ვიდრე აღიარონ, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა. როგორც არ უნდა გქონდეს თანაზიარება ჭეშმარიტების შესახებ, ისინი შინაგანად წინააღმდეგობას უწევენ და ეზიზღებათ ის. შესაძლოა გულში გაგლანძღონ კიდეც, დაგცინონ, შეგიძულონ და აბუჩად აგიგდონ. ანტიქრისტენი მტრულად არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ; ეს აშკარა მახასიათებელია. და რა მახასიათებლები აქვთ ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანებს? ზუსტად და ობიექტურად რომ ვთქვათ, ანტიქრისტეს ხასიათის, მაგრამ გარკვეული სინდისისა და გონების მქონე ადამიანებს შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი წარმოდგენები და მიიღონ ჭეშმარიტება სხვების მიერ მათთან ჭეშმარიტებაზე თანაზიარების მეშვეობით. თუ მათ სხლავენ, მათ ასევე შეუძლიათ დამორჩილება. ანუ, სანამ ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანებს გულწრფელად სწამთ ღმერთის, უმეტესობას შეუძლია ჭეშმარიტების მიღება სხვადასხვა ხარისხით. მოკლედ რომ ვთქვათ, ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ ჭეშმარიტება და დაემორჩილონ ისეთი საშუალებებით, როგორებიცაა თავად ღვთის სიტყვების კითხვა, ღვთის წვრთნისა და ნათელის მოფენის მიღება, ან და-ძმების მხრიდან გასხვლა, დახმარება და მხარდაჭერა. ეს აშკარა მახასიათებელია. თუმცა ანტიქრისტენი განსხვავებულნი არიან. ვინც არ უნდა ატარებდეს თანაზიარებას ჭეშმარიტებაზე, ისინი არც უსმენენ და არც ემორჩილებიან. მათ მხოლოდ ერთი დამოკიდებულება აქვთ: ურჩევნიათ მოკვდნენ, ვიდრე მიიღონ ჭეშმარიტება. როგორც არ უნდა გასხლა ისინი, ეს უსარგებლოა. თუნდაც რაც შეიძლება ნათლად გქონდეს თანაზიარება ჭეშმარიტებაზე, ისინი არ იღებენ მას; შინაგანად წინააღმდეგობასაც კი უწევენ და ეზიზღებათ ის. შეუძლია თუ არა ჭეშმარიტების მოძულე ასეთი ხასიათის მქონე ადამიანს დაემორჩილოს ღმერთს? ნამდვილად არა. შესაბამისად, ანტიქრისტეები ღვთის მტრები არიან და ისინი არიანადამიანები, რომელთა ხსნაც შეუძლებელია.

მათი გარჩევა ადამიანურობის მიხედვით

ახლახან ასევე ახსენეთ კიდევ ერთი მახასიათებელი ანტიქრისტეებისა და ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანების გასარჩევად, რომელიც ადამიანობის კუთხით განიხილება. ვის სურს ამ მახასიათებელზე მეტი თანაზიარება? (ანტიქრისტეებს განსაკუთრებით ბოროტი ადამიანობა აქვთ; მათ შეუძლიათ ადამიანთა დაჩაგვრა და ტანჯვა და რამდენი ბოროტებაც არ უნდა ჩაიდინონ, მათ არ იციან მონანიება.) სწორია, ანტიქრისტეთა მთავარი მახასიათებელია მათი ბოროტი ადამიანობა, უსირცხვილობა და სინდისისა და გონების არქონა. რამდენი ბოროტი საქმეც არ უნდა ჩაიდინონ ეკლესიაში ან რამხელა ზიანიც არ უნდა მიაყენონ ეკლესიის საქმეს, მათ არ რცხვენიათ და არც საკუთარ თავს მიიჩნევენ ცოდვილებად. მიუხედავად იმისა, ღვთის სახლი ამხელს მათ თუ დები და ძმები სხლავენ, ისინი უშფოთველნი რჩებიან და არ გრძნობენ სინდისის ქენჯნას ან მწუხარებას. ეს არის ანტიქრისტეთა გამოვლინება ადამიანობის კუთხით. მათი მთავარი მახასიათებლებია სინდისისა და გონების არქონა, სირცხვილის გრძნობის არქონა და უკიდურესად სასტიკი ხასიათი. ვინც კი მათ ინტერესებს შეეხება, ისინი განიკითხავენ და ტანჯავენ მას; მათ შურისძიების განსაკუთრებით ძლიერი სურვილი აქვთ და არავის ინდობენ, საკუთარ ნათესავებსაც კი. აი, ასეთი სასტიკნი არიან ანტიქრისტეები. მეორე მხრივ, ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანები, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ გახრწნილებას ავლენენ, აუცილებლად ბოროტმოქმედები არ არიან. რა ნაკლოვანებები ან ხარვეზებიც არ უნდა ჰქონდეთ ადამიანობის კუთხით, რა შეცდომებიც არ უნდა დაუშვან ან რა საკითხებშიც არ უნდა განიცადონ მარცხი და წაიბორძიკონ, მათ შეუძლიათ დაფიქრდნენ საკუთარ თავზე და აქედან გაკვეთილები ისწავლონ. როდესაც მათ სხლავენ, შეუძლიათ აღიარონ თავიანთი შეცდომები და იგრძნონ სინანული; და როდესაც დები და ძმები აკრიტიკებენ ან ამხელენ მათ — თუნდაც იმ მომენტში ოდნავ თავის მართლება სცადონ და არ სურდეთ ამის აღიარება — სინამდვილეში, გულში უკვე აღიარეს თავიანთი შეცდომა და დამორჩილდნენ. ეს ამტკიცებს, რომ მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება და გამოსწორება. როდესაც შეცდომებს უშვებენ ან რაიმე პრობლემას აწყდებიან, სინდისი ჯერ კიდევ ქენჯნით და გონებაც უჭრით; მათ აქვთ შეგნება, არ არიან გულგრილნი და უგრძნობნი, ან შეუვალნი და არ ამბობენ უარს აღიარებაზე. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ადამიანს ანტიქრისტეს ხასიათი აქვს, ისინი შედარებით თანამგრძნობნი და ოდნავ უფრო კეთილნი არიან. როდესაც ისინი სხვადასხვა საკითხს აწყდებიან, ის მახასიათებლები, რომლებსაც ისინი ადამიანობის კუთხით ავლენენ, შეიძლება აღიწეროს — ყველაზე ზუსტი და ადვილად გასაგები გზით — როგორც შედარებით გონივრული. თუ მათ მკაცრად გასხლავენ, მაქსიმუმ გულში ოდნავ შეიგრძნონ მიუღებლობამაგრამ მათი ადამიანობის გამოვლინებიდან გამომდინარე ჩანს, რომ ჯერ კიდევ აქვთ სირცხვილის გრძნობა, სინდისის ქენჯნა და თავშეკავების უნარი. თუ ისინი ზიანს აყენებენ ღვთის სახლის ინტერესებს ან დებსა და ძმებს, ისინი ყოველთვის უხერხულობას გრძნობენ შინაგანად და მიაჩნიათ, რომ ღმერთს იმედი გაუცრუეს. ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანებს სხვადასხვა დოზით აქვთ ეს გამოვლინებები. თუნდაც მომხდარის შემდეგ დაუყოვნებლივ არ გამოასწორონ სიტუაცია, არ გააკეთონ სწორი არჩევანი და არ სწორად იმოქმედონ, ამ ადამიანებს გულში მაინც აქვთ შინაგანი შეგნება. სინდისი აწუხებთ; მათ იციან, რომ დააშავეს და აღარ უნდა მოიქცნენ ასე და ასევე გრძნობენ, რომ არ არიან კარგი ადამიანები — ყველა მათგანგანს შეიძლება ჰქონდეს ეს განცდები ქვეცნობიერად. უფრო მეტიც, დროთა განმავლობაში მათი მდგომარეობა შეიცვლება და ექნებათ ნამდვილი სინანული. ისინი იგრძნობენ ღრმა სინანულს და ინანებენ, რომ თავდაპირველად არ გააკეთეს სწორი არჩევანი ან არ განახორციელეს პრაქტიკაში სწორად. ეს გამოვლინებები სწორედ გახრწნილი ადამიანების ყველაზე გავრცელებული და ჩვეულებრივი გამოვლინებებია. თუმცა, ისინი, ვინც ანტიქრისტენი არიან, განსაკუთრებულნი არიან; ისინი ადამიანები კი არა, ეშმაკები არიან. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს მას შემდეგ, რაც ისინი ბოროტებას ან ცოდვას ჩაიდენენ, საერთოდ არ უჩნდებათ სინანული; ისინი რჩებიან ჯიუტები და ბოლომდე შეუვალნი ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანებს შეუძლიათ დამორჩილება, როდესაც ჩვეულებრივად სხლავენმკაცრი გასხვლის წინაშე, მათ შეიძლება სცადონ თავის მართლება, უარყონ ყველაფერი და უარი თქვან მის მიღებაზე იმ მომენტში, მაგრამ მოგვიანებით მათ შეუძლიათ დაფიქრდნენ და შეიცნონ საკუთარი თავი, იგრძნონ სინანული და მოინანიონ. თუნდაც ვინმემ დასცინოს მათ და განიკითხოს, როგორც ადამიანობის არმქონე, მათ შეიძლება ტკივილი იგრძნონ გულში, მაგრამ არ შეეწინააღმდეგებიან ან არ მოეპყრობიან ამ ადამიანს, როგორც მტერს. მათ ასევე შეუძლიათ გაუგონ მეორე ადამიანს და იფიქრონ: „მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულო ამ შეცდომის დაშვებაში; როგორც არ უნდა მომექცნენ სხვები, მეტს არც ვიმსახურებ“. ეს გამოვლინებები სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვაგვარია. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს გამოვლინებები არის ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანების, გახრწნილი ხასიათის მქონე ადამიანების ნორმალური და ბუნებრივი გამოვლინებები და სწორედ ამით განსხვავდებიან ისინი აშკარად ანტიქრისტეებისგან. ამ ორი მდგომარეობის განსხვავებული გამოვლინებების მეშვეობით მყისიერად ნათელი ხდება, თუ რომელი პიროვნებები არიან ბოროტმოქმედნი და ანტიქრისტენი და რომელთ აქვთ მხოლოდ ანტიქრისტეს ხასიათი, მაგრამ არ არიან ბოროტმოქმედნი.

მათი გარჩევა იმის მიხედვით, ნამდვილად მოინანიებენ თუ არა

ახლახან ვახსენეთ ანტიქრისტეებსა და ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანებს შორის არსებული განსხვავებების ორი ასპექტი: პირველი ასპექტი არის მათი დამოკიდებულება ჭეშმარიტების მიმართ; ადამიანთა დამოკიდებულება ჭეშმარიტების მიმართ არის მათი დამოკიდებულება ღვთის მიმართ. ამ მხრივ, ამ ორი ტიპის ადამიანს შორის აშკარა განსხვავებაა. მეორეც, ადამიანობის კუთხითასევე აშკარა არსებითი განსხვავებაა. ეს ორი მახასიათებელი ძალიან აშკარაა; ისინი სრულიად განსხვავებული ტიპის ადამიანები არიან. ამ ორი განსხვავების გარდა, კიდევ ერთი ასპექტია ის, არის თუ არა მონანიების რაიმე გამოვლინება ბოროტების ჩადენის შემდეგ. რაც შეეხებათ ანტიქრისტეებს, რა ბოროტი საქმეებიც არ უნდა ჩაიდინონ — იქნება ეს ადამიანების ტანჯვა, დამოუკიდებელი სამეფოების შექმნა, ღმერთთან სტატუსისთვის ბრძოლა, შესაწირავების მოპარვა თუ სხვა რამ — თუნდაც პირდაპირ ამხილონ, ისინი არ აღიარებენ ამ ქმედებებს. თუ არ აღიარებენ, შეუძლიათ კი მოინანიონ? ურჩევნიათ მოკვდნენ, ვიდრე მოინანიონ. ისინი არ იღებენ თავიანთი ბოროტი საქმეების ფაქტებს. თუნდაც აცნობიერებდნენ, რომ მხილება სრულიად ზუსტია, ისინი ეწინააღმდეგებიან და უარყოფენ მას. ისინი ნამდვილად არ დაფიქრდებიან იმაზე, დგანან თუ არა მცდარ გზაზე, და არ იტყვიან: „მე ანტიქრისტედ მიმიჩნევენ. ეს ძალიან სახიფათოა და უნდა მოვინანიო“. მათ გონებაში ნამდვილად არ არსებობს ამგვარი ფიქრები. მათ ადამიანობას არ გააჩნია ეს თვისებები. შესაბამისად, ანტიქრისტეებს აქვთ აშკარა მახასიათებელი: რამდენი წელიც არ უნდა სწამდეთ ღმერთი, ისინი საერთოდ არ იღებენ ჭეშმარიტებას და არ ავლენენ არავითარ რეალურ ცვლილებას. როდესაც ისინი შეუდგებიან ღვთის რწმენას, მოსწონთ ხალხში გამორჩევა, ძალაუფლებისა და სარგებლისთვის ბრძოლა, ადამიანთა ტანჯვა, დაჯგუფებების შექმნა და ეკლესიის გახლეჩა. მათ მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზანია ეკლესიის ხარჯზე ცხოვრება და დამოუკიდებელი სამეფოს შექმნა. სამი-ხუთი წლის რწმენის შემდეგ, როდესაც კვლავ ნახავ მათ, ისინი უცვლელად ავლენენ იმავე მახასიათებლებსა და გამოვლინებებს. რვა ან ათი წლის შემდეგაც კი იგივენი რჩებიან. ზოგი ამბობს: „შესაძლოა ისინი ოცწლიანი რწმენის შემდეგ შეიცვალონ!“ შეუძლიათ კი შეიცვალონ? (არა.) ისინი არ შეიცვლებიან. მათ აქვთ იგივე გამოვლინებები მიუხედავად იმისა, ურთიერთობენ რამდენიმე ადამიანთან თუ უმრავლესობასთან, ასრულებენ ჩვეულებრივ მოვალეობებს თუ მოქმედებენ როგორც წინამძღოლები ან მუშაკები. ისინი არასოდეს ინანიებენ ან ბრუნდებიან უკან და ბოლომდე ჯიუტად აგრძელებენ იმავე გზაზე სიარულს. ისინი ნამდვილად არ მოინანიებენ. აი, ასეთები არიან ანტიქრისტეები. რაც შეეხება ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანებს, თუნდაც ზოგიერთი მათგანი არ იყოს ბოროტმოქმედი, მათაც აქვთ გახრწნილი ხასიათი. ისინი ავლენენ ამპარტავნებას, მზაკვრობას, ეგოიზმს, სიმდაბლეს და სხვა სახის გახრწნილებას. ისინი ასევე ავლენენ ცუდ ადამიანობას. როდესაც ღვთის რწმენას შეუდგებიან, მათაც სურთ დიდებისა და სარგებლისთვის ბრძოლა, გამორჩევა ხალხის აღფრთოვანების მოსაპოვებლად და აქვთ ამბიციები და სურვილები, რომ იყვნენ წინამძღოლები და ჰქონდეთ ძალაუფლება. ეს გამოვლინებები სხვადასხვა ხარისხით აღინიშნება გახრწნილ ადამიანებში და დიდად არ განსხვავდება ანტიქრისტეების გამოვლინებებისგან. თუმცა, ღვთის რწმენის პროცესში, ისინი იგებენ გარკვეულ ჭეშმარიტებებს ღვთის სიტყვების განკითხვისა და მხილების განცდის მეშვეობით და სულ უფრო ნაკლებად ავლენენ ამ გახრწნილ ხასიათს. რატომ ვლინდება ეს გახრწნილი ხასიათი სულ უფრო ნაკლებად? იმიტომ, რომ ჭეშმარიტების გაგების შემდეგ, ისინი აცნობიერებენ, რომ ეს ქცევები და გამოვლინებები გახრწნილი ხასიათის გამოაშკარავებაა. მხოლოდ ამ ეტაპზე იღვიძებს მათი სინდისი და ისინი ხედავენ, რომ ღრმად არიან გახრწნილნი და ნამდვილად აკლიათ ადამიანური მსგავსება. შემდეგ უჩნდებათ სურვილი, ეძიონ ჭეშმარიტება და იფიქრონ იმაზე, თუ როგორ მოიშორონ ეს გახრწნილი ხასიათი, როგორ დააღწიონ თავი მათ ბორკილებს და გახდნენ ისინი, ვინც ეძიებს და პრაქტიკაში ახორციელებს ჭეშმარიტებას. რა არის ეს გამოვლინება? განა ეს თანდათანობითი მონანიება არ არის? (დიახ.) ღვთის საქმის შეცნობის პროცესში ისინი აღმოაჩენენ საკუთარ პრობლემებს, შეიცნობენ თავიანთ გახრწნილ ხასიათს და აცნობიერებენ საკუთარ მდგომარეობას. ისინი ასევე შეიცნობენ თავიანთ ადამიანურობა-არსებას და მათი სინდისი სულ უფრო მეტად ფხიზლდება; ისინი სულ უფრო მეტად გრძნობენ, რომ ღრმად არიან გახრწნილნი, ღვთისთვის გამოუსადეგარნი არიან, დაიმსახურეს ღვთის ზიზღი და შინაგანად სძულთ საკუთარი თავი. შეუმჩნევლად გულის სიღრმეში თანდათანობით ინანიებენ და ამ მონანიებასთან ერთად ხდება გარკვეული უმნიშვნელო ცვლილებები, რომელთა შემჩნევაც მათ ქცევაშია შესაძლებელი. მაგალითად, თავდაპირველად, როდესაც ვინმე მათ პრობლემებს ამხელდა, უკმაყოფილებას გრძნობდნენ, სირცხვილისგან რისხვით ინთებოდნენ და ცდილობდნენ თავის მართლებასა და ახსნა-განმარტებების მოძებნას, ყოველგვარ ძალისხმევას იჩენდნენ, რათა ეპოვათ სხვადასხვა საბაბი და მიზეზი საკუთარი თავის დასაცავად. თუმცა უწყვეტი გამოცდილების მეშვეობით აცნობიერებენ, რომ ეს ქცევა მცდარია და იწყებენ ამ მდგომარეობისა და ქცევის გამოსწორებას, ბევრს შრომობენ სწორი შეხედულებების მისაღებად და ისწრაფვიან სხვებთან ჰარმონიული თანამშრომლობისკენ. როდესაც მათ თავს რაღაც ხდება, სწავლობენ სხვებისგან ძიებასა და მათთან თანაზიარებას, გულითად კომუნიკაციასა და სხვებთან მეგობრულად ურთიერთობას. არის თუ არა ეს მონანიების გამოვლინებები? (დიახ.) მას შემდეგ, რაც ღვთის რწმენას შეუდგებიან, თანდათანობით იძენენ ჭეშმარიტ გაგებას ანტიქრისტეთა იმ ხასიათის, ქცევებისა და გამოვლინებების შესახებ, რომლებსაც თავად ავლენენ. შემდეგ თანდათანობით იშორებენ თავიანთ გახრწნილ ხასიათს და შეუძლიათ უარი თქვან ცხოვრების უწინდელ მცდარ წესზე, დიდებისა და სტატუსის ძიებაზე და იმოქმედონ, წარმართონ საკუთარი თავი და შეასრულონ თავიანთი მოვალეობა ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად. როგორ მიიღწევა ასეთი ცვლილება? მიიღწევა თუ არა ეს ჭეშმარიტების მიღებით, საკუთარი თავის მუდმივი გარდაქმნითადა მონანიებით? (დიახ.) ყოველივე ეს მიიღწევა მუდმივი მონანიების პროცესში. შემდგომში მათი მდგომარეობა ნამდვილად უმჯობესდება, მათი სულიერი ზრდაც ხდება გამოცდილების გაღრმავებასთან ერთად და როდესაც რაღაც ხდება მათ თავს, ძალუძთ დაფიქრდნენ საკუთარ თავზე. მიუხედავად იმისა, დაბრკოლებებსა და მარცხს აწყდებიან თუ სხლავენ, ეს ყოველივ ღვთის წინაშე მიაქვთ, ლოცვას აღავლენენ და ასევე შეუძლიათ საკუთარი გახრწნილი მდგომარეობის შედარება, გაანალიზება და შეცნობა ღვთის სიტყვების წაკითხვის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ მათ ცხოვრებაში კვლავ შეიძლება იჩინოს თავი გახრწნილებამ და გაუჩნდეთ მცდარი აზრები, მაინც შესწევთ უნარი, დაფიქრდნენ და აჯანყდნენ საკუთარი თავის წინააღმდეგ. როგორც კი გააცნობიერებენ ამ პრობლემებს, შეუძლიათ განუწყვეტლივ ეძიონ ჭეშმარიტება მათ გადასაჭრელად და პრაქტიკაში განახორციელონ მონანიება. თუმცა ეს პროგრესი ძალიან ნელია და შედეგები — მინიმალური, ისინი მუდმივად იცვლებიან თავიანთი გულის სიღრმეში. ამ ტიპის ადამიანები ყოველთვის ინარჩუნებენ პროაქტიულ, დადებით, თვითმოტივირებულ დამოკიდებულებასა და საკუთარი თავის გარდაქმნისა და მონანიების მზაობას.მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ სხვებს ეცილებისან დიდებასა და სტატუსს და სხვადასხვა ხარისხით ავლენენ ანტიქრისტეთა ზოგიერთ ქმედებასა და გამოვლინებას, გარკვეული გასხვლის, სამსჯავროსა და გაკიცხვის ან ღვთის მიერ წვრთნის გავლის შემდეგ ეს გახრწნილი ხასიათი სხვადასხვა ხარისხით შორდებათ და გარდაიქმნებიან. ამ შედეგების მიღწევის მთავარი ძირეული მიზეზი ის არის, რომ ამ ტიპის ადამიანს ძალუძს, გულის სიღრმეში დაფიქრდეს და გააცნობიეროს თავისი გახრწნილი ხასიათი და ის მცდარი გზები, რომლებსაც ადგა და შეუძლია გარდაიქმნას. მიუხედავად იმისა, რომ მათი გარდაქმნის შედეგად მიღებული ცვლილებები, ზრდა და მონაპოვარი ძალიან მცირეა, ხოლო პროგრესი — ძალიან ნელი, იმდენადაც კი, რომ თავადაც ვერ ამჩნევენ, სამი-ხუთი წლის ასეთი გამოცდილების შემდეგ ისინი მაინც იგრძნობენ გარკვეულ ცვლილებებს საკუთარ თავში და მათი გარშემომყოფნიც დაინახავენ ამას. ნებისმიერ შემთხვევაში, არსებობს განსხვავება ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ასეთ ადამიანებსა და ანტიქრისტეებს შორის. რა არის მთავარი მახასიათებელი ამ კუთხით? (ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანებს შეუძლიათ მონანიება.) როდესაც რაიმე არასწორს აკეთებენ, დანაშაულს სჩადიან ან აწყდებიან გასხვლას, სამსჯავროსა და გაკიცხვას, გვემას ან წვრთნას, მათ ძალუძთ მონანიება. მაშინაც კი, როდესაც აცნობიერებენ, რომ დააშავეს ან შეცდომა დაუშვეს, შეუძლიათ დაფიქრდნენ საკუთარ თავზე და გულში ჰქონდეთ გარდაქმნისა და მონანიების მზაობა. ეს არის დამახასიათებელი განსხვავება, რომელიც ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანებს სრულიად განასხვავებს ანტიქრისტეთაგან.

ანტიქრისტეთა და ანტიქრისტეს განწყობის მქონე ადამიანებს შორის განსხვავებების შეჯამება

ანტიქრისტენი ცოცხალი სატანები არიან. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ცხოვრობენ როგორც სატანები. ისინი არიან ეშმაკნი და სატანები, რომლებიც ადამიანთათვის ხილულნი არიან. მაშ, მოდით, შევაჯამოთ არსებითი განსხვავებები ანტიქრისტეებსა და ანტიქრისტეთა ხასიათის მქონე ადამიანებს შორის. ერთი ასპექტი არის მათი დამოკიდებულება ჭეშმარიტების მიმართ. ანტიქრისტენი საერთოდ არ იღებენ ჭეშმარიტებას. მიუხედავად იმისა, რომ მათ სიტყვიერად შეუძლიათ აღიარონ, რომ ღვთის სიტყვები არის ჭეშმარიტება, დადებითი რამ, ადამიანთათვის სასარგებლო სიტყვები და ყოველივე დადებითის შეფასების კრიტერიუმი და რომ ადამიანებმა უნდა მიიღონ, დაემორჩილონ და პრაქტიკაში გამოიყენონ ისინი — მიუხედავად იმისა, რომ მათ ამ ყველაფრის თქმა შეუძლიათ — მათ საერთოდ არ ძალუძთ ღვთის სიტყვების პრაქტიკაში გამოყენება. რატომ არ იყენებენ ისინი მათ პრაქტიკაში? იმიტომ, რომ გულით არ იღებენ ჭეშმარიტებას. ბაგეებით ამბობენ, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა, მაგრამ სრულიად სხვა მოტივით: ისინი ამას ამბობენ იმ ფაქტის დასაფარად, რომ არ იღებენ ჭეშმარიტებას, და ხალხის შეცდომაში შესაყვანად. მხოლოდ ის, რომ ანტიქრისტეებს შეუძლიათ სიტყვებისა და მოძღვრებების წარმოთქმა, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი გულში აღიარებენ ღვთის სიტყვებს ჭეშმარიტებად. მათ არ შეუძლიათ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება, რადგან გულით არ იღებენ ღვთის სიტყვების ჭეშმარიტებას. მათ არ სურთ ჭეშმარიტების მიღება და ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება, რათა შევიდნენ ჭეშმარიტება-რეალობაში. მეორე მხრივ, ანტიქრისტეთა ხასიათის მქონე ადამიანები აუცილებლად ანტიქრისტეები არ არიან. ზოგიერთ მათგანს შეუძლია სხვადასხვა ხარისხით მიიღოს და დაემორჩილოს ჭეშმარიტებას, დადებით მოვლენებსა და მართებულ სიტყვებს — ეს არის ერთი განსხვავება. ანტიქრისტეთა არსის მქონე ადამიანები მტრულად არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ და ზურგს აქცევენ მას, მაგრამ ანტიქრისტეთა ხასიათის მქონე ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ჭეშმარიტების მიღება და პრაქტიკაში გამოყენება. ღვთის სიტყვების კითხვითა და რამდენიმე წლის განმავლობაში ღვთის საქმის გამოცდილების საფუძველზე მათი დამოკიდებულება ჭეშმარიტების მიმართ შეიძლება გარკვეულწილად შეიცვალოს. ისინი გულის სიღრმეში გრძნობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ შეუძლიათ მისი პრაქტიკაში გამოყენება, ჭეშმარიტება კარგია და ის მართებულია. უბრალოდ, მათ არ უყვართ ჭეშმარიტება ან დიდად არ აინტერესებთ ის, ამიტომ მისი პრაქტიკაში გამოყენება გარკვეულ ძალისხმევასა და ბრძოლას მოითხოვს. ამრიგად, ანტიქრისტეთა ხასიათის, მაგრამ გარკვეული სინდისისა და საღი აზრის მქონე ადამიანებს შეუძლიათ ჭეშმარიტების სხვადასხვა ხარისხით მიღება. სულ მცირე, გულის სიღრმეში ისინი არ ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას და არ განიცდიან მისდამი სიძულვილს, არ არიან მის მიმართ მტრულად განწყობილნი. ადამიანთა უმეტესობა ამგვარ მდგომარეობაში იმყოფება და ჭეშმარიტების მიმართ ასეთ გამოვლინებას აჩვენებს. ასეთი ადამიანების ამგვარად აღწერა არც ალამაზებს და არც აკნინებს მათ. ეს საკმაოდ ობიექტურია, არა? (დიახ). კიდევ ერთი ასპექტია მათი გარჩევა ადამიანობის კუთხით ანუ მათი სინდისის, გონებისა და მათი ადამიანობის სიკეთისა თუ ბოროტების საფუძველზე გარჩევა. ვისაც ბოროტი ადამიანობა აქვს, არ იღებს ჭეშმარიტებას და განსაკუთრებით ზიზღით არის განწყობილი ჭეშმარიტების მიმართ, ის ნამდვილად ურწმუნო ან ანტიქრისტეა. ზოგიერთ ადამიანს განსაკუთრებით არ უყვარს ჭეშმარიტება და არ არის მისით დაინტერესებული. როდესაც სხვები ჭეშმარიტებაზე თანაზიარებენ, ისინი თვლემენ და ხალისს კარგავენ. თუმცა, ამ ტიპის ადამიანებს არ აქვთ ბოროტი ადამიანობა და არ ჩაგრავენ სხვებს. თუ თანაზიარება გაქვს ღვთის განზრახვებზე, ჭეშმარიტება-პრინციპებზე ან ღვთის სახლის წესებზე, მათ შეუძლიათ მოსმენა და სურთ ჭეშმარიტების მიღება და მისკენ სწრაფვა, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ მათ შეძლონ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება. თუ ისინი წინამძღოლები გახდებიან, შესაძლოა, ვერ მოახერხონ შენი გაძღოლა ჭეშმარიტების გასაგებად ან შენი მიყვანა ღვთის წინაშე, მაგრამ ისინი არავითარ შემთხვევაში არ დაგჩაგრავენ. ეს არის ანტიქრისტეთა ხასიათის მქონე ადამიანების ადამიანობა. არცერთ შემთხვევაში მათ არა აქვთ ასეთი ბოროტი ხასიათი, მათ შეუძლიათ ჭეშმარიტების სხვადასხვა ხარისხით მიღება. ამის საპირისპიროდ ანტიქრისტეებს არა მხოლოდ აკლიათ სინდისი და გონება, არამედ აქვთ უკიდურესად სასტიკი ადამიანობა. ანტიქრისტეთა ხასიათის მქონე ადამიანებს აქვთ სინდისის გრძნობა და გარკვეული საღი აზრი და შეუძლიათ გარკვეული საკითხების გონივრულად მოგვარება. მაგალითად, იმის თვალსაზრისით, თუ როგორ გააკეთონ არჩევანი და რომელი მხარე დაიკავონ ღვთის სახლის მოთხოვნებთან, ეკლესიაში სხვადასხვა ადამიანებთან და პოზიტიურ თუ ნეგატიურ მოვლენებთან მიმართებით მათ შეუძლიათ ამ და სხვა მსგავსი საკითხების გარჩევა და, საბოლოო ჯამში, კი სწორი არჩევანის გაკეთება თავიანთ სინდისზე დაყრდნობით. ამ ტიპის ადამიანებს არ აქვთ ასეთი ბოროტი ადამიანობა და შედარებით კეთილგანწყობილნი არიან. არსებობს კიდევ ერთი განსხვავება, რომელზეც ახლახან ვიქონიეთ თანაზიარება, კერძოდ ის, რომ არსებობენ ანტიქრისტეთა ხასიათის მქონე ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება და როდესაც ისინი ცუდად იქცევიან, შეუძლიათ ამაზე დაფიქრება და მონანიება. ამის საპირისპიროდ, ანტიქრისტეებს საერთოდ არ ახასიათებთ ეს ორი გამოვლინება. ისინი ჯიუტნი და უცვლელნი არიან, რადგან ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ, არ იღებენ ჭეშმარიტებას და გააჩნიათ უკიდურესად სასტიკი ადამიანობა. ამ ტიპის ადამიანებისთვის შეუძლებელია გამოსწორება და მონანიების მიღწევა. შეუძლია თუ არა ვინმეს ჭეშმარიტად მონანიება, ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა მას სინდისი და საღი აზრი და მის დამოკიდებულებაზე ჭეშმარიტების მიმართ. ანტიქრისტეთა ხასიათის მქონე ადამიანებს, რადგან მათ არ აქვთ ბოროტი ადამიანობა, გააჩნიათ სინდისი და საღი აზრი და შეუძლიათ ჭეშმარიტების სხვადასხვა ხარისხით მიღება, აქვთ პოტენციალი, რომ გამოსწორდნენ. როდესაც ისინი უშვებენ შეცდომებს ან სჩადიან გადაცდომებს, მათ შეუძლიათ მოინანიონ გასხვლის შემდეგ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ანტიქრისტეთა ხასიათის მქონე ადამიანებს აქვთ გადარჩენის იმედი მაშინ, როცა ანტიქრისტეები გამოუსწორებელნი არიან; ისინი ეშმაკებისა და სატანის მოდგმას განეკუთვნებიან. ანტიქრისტეებსა და ანტიქრისტეთა ხასიათის მქონე ადამიანებს შორის არსებითი განსხვავებები სწორედ ამ რამდენიმე მახასიათებელში მდგომარეობს. არის ეს შეჯამება საკმაოდ ობიექტური? (დიახ). ანტიქრისტეთა ამ მახასიათებლებთან მიმართებაში ის დეტალური გამოვლინებები, რომლებზეც ჩვენ ვიქონიეთ თანაზიარება, ობიექტურია და შეესაბამება ფაქტებს, ყოველგვარი ცილისწამების ელემენტის გარეშე. ყველა ღვთის რჩეულ ადამიანს გამოუცდია და უნახავს ეს; სწორედ ასეთები არიან ანტიქრისტეები. რაც შეეხება ანტიქრისტეთა ხასიათის მქონე ადამიანებს, ჩვენ ასევე ვამხილეთ სხვადასხვა გამოვლინება, რომლებიც ხილულია ადამიანთათვის და შეესაბამება ფაქტებს ყოველგვარი შელამაზების გარეშე.

ანტიქრისტეთა ხასიათის მქონე ადამიანებს ადამიანობის მხრივ მრავალი ნაკლი და ხარვეზი აქვთ და ისინი ასევე სხვადასხვა ხარისხით ავლენენ სხვადასხვა გახრწნილ ხასიათს. ამ გახრწნილ ხასიათს თითოეულ ადამიანში გარკვეული აშკარა დამახასიათებელი გამოვლინებები აქვს. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი განსაკუთრებით ამპარტავანია, ზოგიერთი — განსაკუთრებით ანგარებიანი და მზაკვარი, ზოგიერთი — განსაკუთრებით შეუვალი, ზოგიერთი — განსაკუთრებით ზარმაცი და ა.შ. ეს გამოხატულებები ანტიქრისტეთა ხასიათის მქონე ადამიანთა გამოვლინებებია და ისინი მათი ადამიანობის მახასიათებლებს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს გულში გარკვეული სიკეთე აქვთ, მარტივად რომ ვთქვათ, ისინი გარკვეულწილად კეთილშობილნი არიან, პრობლემებთან გამკლავებისას ისინი ნათლად ხედავენ, რომ ღვთის სახლის ინტერესები ზარალდება, მაგრამ რადგან სხვათა წყენინების ეშინიათ, ისინი ბაკანში დამალულ კუს ემსგავსებიან, ცხოვრობენ სატანის ფილოსოფიით და არ სურთ ჭეშმარიტება-პრინციპების დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ გულის სიღრმეში გრძნობენ, ასე არ უნდა მოიქცნენ და ამგვარი ქმედებით ღვთის წინაშე სცოდავენ, ისინი მაინც ვერაფერს უხერხებენ საკუთარ თავს და მლიქვნელობას ირჩევენ. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ მათ სჯერათ, რომ ცხოვრებისა და გადარჩენისთვის სატანის ფილოსოფიას უნდა დაეყრდნონ და მხოლოდ ამ გზით შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა. შესაბამისად, ისინი ირჩევენ მლიქვნელობას და არ იყენებენ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში. გულში ისინი გრძნობენ, რომ ამგვარი ქმედებით უსინდისონი და ადამიანობას მოკლებულნი არიან. ისინი არ არიან ადამიანები და მოდარაჯე ძაღლზე უარესნიც კი არიან. თუმცა, საკუთარი თავის გაკიცხვის შემდეგ, როდესაც სხვა სიტუაციის წინაშე დგებიან, ისინი მაინც არ ინანიებენ და კვლავინდებურად ისევ ისე იქცევიან. ისინი მუდამ სუსტები არიან და მუდამ დანაშაულის გრძნობა აწუხებთ. რას ამტკიცებს ეს? ეს ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანტიქრისტეთა ხასიათის მქონე ადამიანები თავად არ არიან ანტიქრისტეები, მათ ადამიანობას ნამდვილად აქვს პრობლემები და ნაკლოვანებები, ამიტომ ისინი, რა თქმა უნდა, დიდ გახრწნილებას ავლენენ. ასეთი ადამიანის საერთო გამოვლინებებზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას, ისინი მთლიანად ისეთები არიან, ვინც უცვლელი რჩება სატანის მიერ ღრმად გახრწნილობაში. ისინი ზუსტად ისეთები არიან, ვისაც ღმერთი სატანის შთამომავლობას უწოდებს. რით არიან ანტიქრისტეთა ხასიათის მქონე ადამიანები ანტიქრისტეებზე უკეთესნი? ზუსტად რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ანტიქრისტეთა ხასიათი, მაგრამ არა ანტიქრისტეთა არსი, ავლენენ სატანის სხვადასხვა გახრწნილ ხასიათს. ისინი ნამდვილად არ არიან ბოროტი ადამიანები. მათი მდგომარეობა ჰგავს იმას, რასაც ჩვეულებრივ ამბობენ ხოლმე იმაზე, ვინც არც ვერაგი და ბოროტია და არც კარგი ადამიანი. უბრალოდ, მათ გულწრფელად სწამთ ღმერთის, სურთ მონანიება და შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება გასხვლის შემდეგ, გააჩნიათ რა გარკვეული მორჩილება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან ბოროტი ადამიანები და კვლავ აქვთ ღვთის მიერ გადარჩენის იმედი, ისინი შორს არიან ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების იმ სტანდარტისგან, რომელზეც ღმერთი საუბრობს! ზოგიერთ ადამიანს სამი-ხუთი წლის მანძილზე სწამს ღმერთის და გარკვეული ცვლილებები და წინსვლა აქვს, ზოგს კი — რვა-ათი წლის მანძილზე და საერთოდ არ აქვს წინსვლა. ზოგიერთ ადამიანს 20 წელიც კი სწამდა ღმერთის ყოველგვარი მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე. ეს ადამიანები კვლავ ისეთები არიან, როგორებიც ადრე იყვნენ, ჯიუტად ებღაუჭებიან თავიანთ წარმოდგენებს. უბრალოდ, რადგან მათ მოისმინეს ღვთის სიტყვები და შეზღუდულნი არიან ღვთის სახლის სხვადასხვა წესითა და რეგულაციით, მათ არ დაუშვიათ დიდი შეცდომები, არ ჩაუდენიათ ბოროტი საქმეები, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს ღვთის სახლს და არ გამოუწვევიათ დიდი კატასტროფები. ღმერთი, რა თქმა უნდა, საბოლოოდ ვერ გადაარჩენს ანტიქრისტეთა ხასიათის მქონე ყველა ადამიანს. მათი უმეტესობა, სავარაუდოდ, მუშაკია და ზოგიერთი მათგანი აუცილებლად მოიკვეთება. ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან ბოროტი ადამიანები, ისინი ცუდი ადამიანობის მქონე ადამიანები არიან. მათი შედეგები და დანიშნულების ადგილები ნამდვილად არ იქნება ერთნაირი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შეუძლიათ თუ არა მათ ჭეშმარიტების მიღება და როგორ ირჩევენ თავიანთ გზებს. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „შენი სიტყვები წინააღმდეგობრივია. განა არ თქვი, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ გამოსწორება და მონანიება?“ მე იმას ვგულისხმობ, რომ ამ ადამიანებს, გარკვეულ კონტექსტსა და განსხვავებულ გარემოში, შეუძლიათ ჭეშმარიტების სხვადასხვა ხარისხით მიღება. რას ნიშნავს „სხვადასხვა ხარისხით“? ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთ ადამიანში მცირეოდენი ცვლილება აღინიშნება მას შემდეგ, რაც სამი-ხუთი წელია ღმერთის სწამთ და მნიშვნელოვანი ცვლილება — 10-20 წლიანი რწმენის შემდეგ. ზოგიერთ ადამიანს 10-20 წლის მანძილზე სწამს ღმერთის და კვლავ ისეთია, როგორიც მანამდე იყო, სანამ რწმენას შეუდგებოდა. მუდამ გაჰყვირის: „მე უნდა მოვინანიო, სიყვარულით უნდა ვუპასუხო ღვთის სიყვარულს!“ მაგრამ სინამდვილეში არავითარ ცვლილებას არ განიცდის. მხოლოდ იმიტომ, რომ მას აქვს სინდისის გრძნობა, ეს სურვილი მის გულშია და გამოსწორება და მონანიება სურს. თუმცა სურვილი არ უდრის ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენების უნარს და არც რეალობაში შესვლას უტოლდება. სურვილი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ არ შეეწინააღმდეგო და არ შეიძულო სიმართლე, საქვეყნოდ არ განიკითხო იგი და აშკარად არ დაიწყო ღვთის განსჯა, დადანაშაულება თუ გმობა — ეს მხოლოდ ამ გამოვლინებებით შემოიფარგლება. მაგრამ ეს არ ნიშნავს ჭეშმარიტებისადმი ნამდვილად დამორჩილების, მისი მიღებისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარს და არც ხორციელი და საკუთარი სურვილების წინააღმდეგ ამბოხების უნარს ნიშნავს. არის ეს ობიექტური ფაქტი? (დიახ). სწორედ ასეა. საკუთარ ადამიანობაში სინდისის, საღი აზრისა და მცირედ მონანიე გულის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არ აქვს გახრწნილი ხასიათი. ანტიქრისტეთა ხასიათის მქონე ადამიანები არსებითად განსხვავდებიან ანტიქრისტეთაგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება და მისდამი დამორჩილება, არც იმას, რომ ისინი ჭეშმარიტება-რეალობის მქონე ან ღვთისთვის საყვარელი ადამიანები არიან. ამ ორ ასპექტს შორის არსებითი განსხვავებებია; ისინი სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ანტიქრისტეთა ხასიათის მქონე ადამიანები, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესნი არიან ადამიანობის, ჭეშმარიტების მიმართ მათი დამოკიდებულებისა და მონანიების ხარისხის თვალსაზრისით, ანტიქრისტეებთან შედარებით. თუმცა, სტანდარტი, რომლითაც ღმერთი აფასებს ადამიანებს, არ ეფუძნება იმას, თუ რით განსხვავდებიან ისინი ანტიქრისტეთაგან; ეს არ არის სტანდარტი. ღმერთი აფასებს ადამიანის ადამიანობას, აქვს თუ არა მას სინდისი და გონიერება, უყვარს და იღებს თუ არა იგი ჭეშმარიტებას, ერთგულებით ასრულებს თუ არა თავის მოვალეობებს, ემორჩილება თუ არა ღმერთს და შეუძლია თუ არა ჭეშმარიტების მოპოვება და ხსნის მიღწევა. სწორედ ეს არის ის სტანდარტები, რომლებითაც ღმერთი აფასებს ადამიანებს. ღმერთმა სხვადასხვა მოთხოვნა წაუყენა ანტიქრისტეთა ხასიათის მქონე ადამიანებს. ის ამ მოთხოვნებს იყენებს ანტიქრისტეთა ხასიათის მქონე ადამიანთა შესაფასებლად მათი გადარჩენის მიზნით. ამგვარად ნათქვამი გესმის, არა? პირველ რიგში, ნათლად უნდა გესმოდეს, რომ რა დოზითაც არ უნდა გქონდეს ანტიქრისტეთა ხასიათი, თუკი შეგიძლია ჭეშმარიტების მიღება, შენ არ ხარ ანტიქრისტე. მიუხედავად იმისა, რომ არ ხარ ანტიქრისტე, ეს არ ნიშნავს, რომ ღვთის მორჩილი ადამიანი ხარ. ის, რომ არ გაურბიხარ ჭეშმარიტებას ან ზიზღით არ ხარ განწყობილი მის მიმართ, არ ნიშნავს, რომ ხარ ადამიანი, რომელიც პრაქტიკაში იყენებს და ემორჩილება ჭეშმარიტებას. ის, რომ გაქვს გარკვეული სინდისი, გონიერება, შედარებით კეთილი გული და ანტიქრისტეებზე უკეთესი ადამიანობა, აუცილებლად არ ნიშნავს, რომ კარგი ადამიანი ხარ. ადამიანის სიკეთისა თუ სიცუდის შეფასების სტანდარტი არ ეფუძნება ანტიქრისტეთა ადამიანობას. რამდენი ცუდი რამეც არ უნდა ჩაიდინონ ანტიქრისტეებმა, ისინი არასოდეს აღიარებენ და არ ინანიებენ ამას, არამედ განაგრძობენ იმავენაირად მოქმედებას. ისინი არასოდეს იცვლიან გზას და ბოლომდე ეწინააღმდეგებიან ღმერთს. მიუხედავად იმისა, რომ ანტიქრისტეთა ხასიათის მქონე ზოგიერთ ადამიანს გულწრფელად სურს გამოსწორება და მონანიება, ცოტათი გამოსწორება არ ნიშნავს, რომ მათ აქვთ ჭეშმარიტი მონანიება. მონანიების მტკიცე განზრახვის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ ძალგიძს ჩასწვდე ჭეშმარიტებას და მოიპოვო იგი და სიცოცხლე.

ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „მე არ ვარ ანტიქრისტე, ამიტომ ანტიქრისტეებზე უკეთესი ვარ და მათზე ნაკლებად ღრმად ვარ გახრწნილი“. არის ეს სიტყვები სწორი? არის ეს უკუღმართი გაგება? (დიახ, ასეა.) ანტიქრისტეთა ხასიათის მქონე ადამიანები თავიანთი გახრწნილი ხასიათით ანტიქრისტეთა მსგავსნი არიან, მაგრამ მათი ბუნება-არსება განსხვავებულია. დაფიქრდით ამაზე — არის ეს განცხადება სწორი? (დიახ.) მაშინ ახსენით იგი. (ანტიქრისტეთა ხასიათის მქონე ადამიანებს ანტიქრისტეთა მსგავსად აქვთ გახრწნილი ხასიათი. ორივეს აქვს ამპარტავანი და ბოროტი ხასიათი და ორივე სტატუსს ესწრაფვის. თუმცა, მათი ადამიანურობა-არსება განსხვავებულია. ანტიქრისტეთა ხასიათის მქონე ადამიანებს აქვთ სინდისის გარკვეული გრძნობა და ძალუძლთ ჭეშმარიტების სხვადასხვა ხარისხით მიღება. ისინი არ არიან ზიზღით განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ და არ სძულთ ჭეშმარიტება. მეორე მხრივ, ანტიქრისტეთა არსის მქონე ადამიანებს აქვთ ბოროტგანზრახული ადამიანურობა-არსება. მათ არ აქვთ სინდისის გრძნობა, ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ და სძულთ ჭეშმარიტება. ისინი არ მოინანიებენ.) ყველა მათგანს აქვს გახრწნილი ხასიათი, მაშ, რატომ განსაზღვრავს ღმერთი ანტიქრისტეთა არსის მქონე ადამიანებს ანტიქრისტეებად და თავის მტრებად? (ეს ძირითადად ეფუძნება მათ დამოკიდებულებას ჭეშმარიტების მიმართ. ანტიქრისტეები ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ და სძულთ ჭეშმარიტება, ხოლო ჭეშმარიტების სიძულვილი სინამდვილეში ღვთის სიძულვილია.) კიდევ სხვა რამე? (ანტიქრისტეთა არსი ეშმაკების არსია.) აქვთ თუ არა გადარჩენის რაიმე იმედი იმ ადამიანებს, რომელთა არსიც ეშმაკების არსია? (არა.) ეს ადამიანები საერთოდ არ იღებენ ჭეშმარიტებას და ვერ გადარჩებიან. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ტიპის ადამიანს აქვს გახრწნილი ხასიათი, რა განსხვავებაა მათ შორის, ვინც შეიძლება გადარჩეს და ვინც ვერ გადარჩება? მხოლოდ მათი გახრწნილი ხასიათის თვალსაზრისით ეს ორი სახის ადამიანი ერთნაირია, მაშ, რატომ არის, რომ ანტიქრისტეები ვერ გადარჩებიან, მაშინ როცა ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ანტიქრისტეთა ხასიათი, მაგრამ არა ანტიქრისტეთა არსი, აქვთ გადარჩენის მცირე იმედი? (ანტიქრისტეთა ხასიათის მქონე ადამიანები არ ჰგვანან ანტიქრისტეებს, რომლებიც ასე მტრულად არიან განწყობილნი ჭეშმარიტებისა და დადებითი მოვლენების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მათ განსაკუთრებით არ უყვართ ჭეშმარიტება, ისინი არ განიზიდავენ ჭეშმარიტებას და შეუძლიათ მისი სხვადასხვა ხარისხით მიღება, იცვლებიან რა ნელ-ნელა. გარდა ამისა, მათ ადამიანობას გააჩნია სინდისის გარკვეული გრძნობა, განსხვავებით ანტიქრისტეთაგან, რომლებსაც არ აქვთ სირცხვილის გრძნობა.) გადარჩენის იმედი სწორედ აქაა; ეს არის არსებითი განსხვავება. ანტიქრისტეთა არსიდან გამომდინარე ამ ტიპის ადამიანი გამოუსწორებელია და არ აქვს გადარჩენის იმედი. მათი გადარჩენა რომც გინდოდეს, არ შეგიძლია; მათ არ შეუძლიათ შეცვლა. ისინი არიან არა სატანის გახრწნილი ხასიათის მქონე ჩვეულებრივი ტიპის ადამიანები, არამედ ეშმაკებისა და სატანის სიცოცხლე-არსის მქონე ადამიანები. ამ ტიპის ადამიანის გადარჩენა აბსოლუტურად შეუძლებელია. ამის საპირისპიროდ, რა არის გახრწნილი ხასიათის მქონე ჩვეულებრივი ადამიანების არსი? მათ მხოლოდ გახრწნილი ხასიათი აქვთ; თუმცა, მათ გააჩნიათ გარკვეული სინდისი და საღი აზრი და ძალუძთ ზოგიერთი ჭეშმარიტების მიღება. ეს ნიშნავს, რომ ჭეშმარიტებას შეუძლია გარკვეული გავლენა მოახდინოს ამ ადამიანებზე, რაც მათ გადარჩენის იმედს აძლევს. სწორედ ამ ტიპის ადამიანს იხსნის ღმერთი. ანტიქრისტენი აბსოლუტურად ვერ გადარჩებიან, მაგრამ შეუძლიათ თუ არა გადარჩენა ანტიქრისტეთა ხასიათის მქონე ადამიანებს? (დიახ.) თუ ვიტყვით, რომ ისინი გადარჩებიან, ეს არ არის ობიექტური. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ აქვთ გადარჩენის იმედი — ეს შედარებით ობიექტურია. საბოლოო ჯამში, გადარჩება თუ არა ადამიანი, დამოკიდებულია თავად პიროვნებაზე. ეს დამოკიდებულია იმაზე, შეუძლიათ თუ არა მათ ნამდვილად მიიღონ ჭეშმარიტება, პრაქტიკაში გამოიყენონ იგი და დაემორჩილონ მას. შესაბამისად, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ამ ტიპის ადამიანს აქვს გადარჩენის იმედი. მაშ, რატომ არ აქვთ ანტიქრისტეებს გადარჩენის იმედი? რადგან ისინი ანტიქრისტენი არიან; მათი ბუნება სატანის ბუნებაა. ისინი მტრულად არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ, სძულთ ღმერთი და საერთოდ არ იღებენ ჭეშმარიტებას. შეუძლია ღმერთს კვლავ მათი გადარჩენა? (არა.) ღმერთი იხსნის გახრწნილ ადამიანებს და არა სატანასა და ეშმაკებს. ღმერთი იხსნის მათ, ვინც იღებს ჭეშმარიტებას, და არა ნაძირალებს, რომლებსაც სძულთ ჭეშმარიტება. გასაგებია ეს? (დიახ.) ჩვენ ამგვარად გვაქვს თანაზიარება, რათა ზოგიერთ ადამიანს არ ჰქონდეს უკუღმართი გაგება. ანტიქრისტეებსა და ანტიქრისტეთა ხასიათის მქონე ადამიანებს შორის განსხვავების დანახვის შემდეგ, ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ისინი არ არიან ანტიქრისტეები და ეს ნიშნავს, რომ ისინი უსაფრთხო ზონაში არიან, რომ მათ ნამდვილად მოიპოვეს თავშესაფარი და მომავალში ნამდვილად არ იქნებიან მოცილებულნი, განდევნილნი ან განკვეთილნი. არის ეს უკუღმართი გაგება? გადარჩენის იმედის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი გადარჩება. ეს იმედი მაინც მოითხოვს ადამიანებისგან, რომ ადგნენ და ჩაებღაუჭონ მას. შენი დამოკიდებულება ჭეშმარიტების მიმართ განსხვავდება ანტიქრისტეთა დამოკიდებულებისგან. არ ხარ ზიზღით განწყობილი ჭეშმარიტების მიმართ ან შენი ადამიანობა ოდნავ უკეთესია ანტიქრისტეთა ადამიანობაზე; გაქვს გარკვეული სინდისის გრძნობა, ხარ შედარებით კეთილი გულის ადამიანი, არ ავნებ სხვებს, იცი მონანიება, როდესაც რაღაცას ცუდად აკეთებ, და შეგიძლია გამოსწორება. მხოლოდ ამ რამდენიმე თვისების ფლობა ნიშნავს, რომ გაქვს ძირითადი პირობები ჭეშმარიტების მისაღებად, ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოსაყენებლად და გადარჩენის მისაღწევად. მაგრამ ის, რომ არ ხარ ანტიქრისტე, არ ნიშნავს, რომ გადარჩები. არ ხარ ანტიქრისტე, მაგრამ მაინც გახრწნილი ადამიანი ხარ. გადარჩება ყველა გახრწნილი ადამიანი? აუცილებელი არ არის. ადამიანი რომც არ იყოს ანტიქრისტე ან ბოროტი პიროვნება, სანამ ის არ ეძიებს ჭეშმარიტებას, მაინც ვერ გადარჩება. ღვთის მიერ ადამიანების ხსნა მიიღწევა მათი მხრიდან ჭეშმარიტების მიღებითა და ძიებით. ადამიანთა გახრწნილი ხასიათი ღვთისადმი მტრულად არის განწყობილი. სანამ ვინმეს გახრწნილი ხასიათი აქვს, მას მაინც შეუძლია ღვთის წინააღმდეგ ამბოხება, წინააღმდეგობის გაწევა, ღვთის ღალატი და ა.შ. შესაბამისად, მათ სჭირდებათ მიიღონ ღვთის სიტყვების სამსჯავრო, გაკიცხვა, განსაცდელი და გამოწრთობა; მათ სჭირდებათ ღვთის სიტყვებით საზრდოობა და წინამძღოლობა, ღვთის მიერ გასხვლა, წვრთნა და სასჯელი და ა.შ. — ღვთის მიერ აღსრულებული ამ საქმის არცერთი ნაწილი არ შეიძლება აკლდეთ. შესაბამისად, გადარჩენის მისაღწევად, ერთი მხრივ, საჭიროა ღვთის საქმე და დამატებით, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ თანამშრომლობის მტკიცე განზრახვა. მათ უნდა შეეძლოთ გაჭირვების ატანა და საფასურის გადახდა, ჭეშმარიტების გაგების შემდეგ ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა და ა.შ. ეს არის ერთადერთი გზა უკანასკნელ დღეებში ღვთის მიერ ხსნის მისაღწევად და ჭეშმარიტების გაცნობიერების საფუძველზე განკაცებული ღვთის მიერ სრულყოფის მიღწევის უაღრსად იშვიათი კურთხევის მისაღებად. ეს ასე მარტივია. კარგი, მოდით, აქ დავასრულოთ თანაზიარება ამ თემაზე.

პუნქტი მეცამეტე: ღვთის რჩეული ხალხის დაცვა ანტიქრისტეთა მხრიდან გამოწვეული დაბრკოლებისგან, შეცდომაში შეყვანისგან, კონტროლისა და მძიმე ზიანისგან და მათი დახმარება, რათა შეძლონ ანტიქრისტეთა ამოცნობა და მათზე გულით უარის თქმა

რამდენიმე დავალება, რომლებიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ მას შემდეგ, რაც დაადგენენ, რომ ანტიქრისტეებს არეულობა შეაქვთ ეკლესიაში

შემდეგ მთავარ თემაზე გვექნება თანაზიარება. წინამძღოლებისა და მუშაკების მეთორმეტე პასუხისმგებლობაზე თანაზიარება დასრულებულია. ამ თანაზიარებისას განვიხილავთ მეცამეტე პასუხისმგებლობას: „ღვთის რჩეული ხალხის დაცვა ანტიქრისტეთა მხრიდან გამოწვეული დაბრკოლებისგან, შეცდომაში შეყვანისგან, კონტროლისა და მძიმე ზიანისგან და მათი დახმარება, რათა შეძლონ ანტიქრისტეთა ამოცნობა და მათზე გულით უარის თქმა.“ მეცამეტე პასუხისმგებლობა ეხება იმ თემას, თუ როგორ უნდა მოეპყრონ წინამძღოლები და მუშაკები ანტიქრისტეებს. რა საქმე უნდა შეასრულონ წინამძღოლებმა და მუშაკებმა, როდესაც ეკლესიაში ანტიქრისტეები ჩნდებიან? პირველ რიგში, ეს პასუხისმგებლობა გულისხმობს, რომ ასეთი პრობლემების გადაჭრისას წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა გამოიჩინონ ინიციატივა, რათა დაიცვან ძმები და დები ანტიქრისტეთა მხრიდან გამოწვეული დაბრკოლებისგან, შეცდომაში შეყვანისგან, კონტროლისა და მძიმე ზიანისგან. ეს არის პირველი დავალება, რომელიც მათ უნდა შეასრულონ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აბრკოლებენ, შეცდომაში შეჰყავთ, აკონტროლებენ და მძიმე ზიანს აყენებენ ანტიქრისტეები ღვთის რჩეულ ხალხს, ამის შესახებ წარსულში ბევრი თანაზიარება ყოფილა, ამიტომ ეს შინაარსი დღევანდელი თანაზიარების მთავარი თემა არ იქნება. დღეს ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, თუ რა პასუხისმგებლობები უნდა შეასრულონ წინამძღოლებმა და მუშაკებმა და რა საქმე უნდა აკეთონ ანტიქრისტეთა ამგვარი ქცევებისა და ქმედებების წინაშე, რათა დაიცვან ღვთის რჩეული ხალხი ზიანისგან. პირველ რიგში, წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა დაიცვან ღვთის რჩეული ხალხი ანტიქრისტეთა მხრიდან გამოწვეული დაბრკოლებისაგან, შეცდომაში შეყვანისგან, კონტროლისა და მძიმე ზიანისგან — ეს წინამძღოლებისა და მუშაკების ერთ-ერთი პასუხისმგებლობაა. რას ნიშნავს „ერთ-ერთი პასუხისმგებლობა“? ეს ნიშნავს, რომ იმ მრავალ დავალებას შორის, რომლებსაც წინამძღოლები და მუშაკები ასრულებენ, ღვთის რჩეული ხალხის დაცვა, რათა მათ შეძლონ ნორმალური საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრება ანტიქრისტეთა მიერ გამოწვეული არეულობისა და მძიმე ზიანის გარეშე, მნიშვნელოვანი დავალებაა. ეს ასევე არის გარდაუვალი დავალება, რომელთან მიმართებაშიც მათ არ შეუძლიათ თავი აარიდონ პასუხისმგებლობას. წინამძღოლებმა და მუშაკებმა ამას დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭონ და არ უნდა უგულებელყონ იგი. საეკლესიო ცხოვრების ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი დავალებაა და უპირველესი ამოცანაა ეკლესიის ყველა საქმეს შორის. ეს ასევე წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობაა. წინამძღოლებისა და მუშაკების ფუნდამენტური საქმეა ღვთის რჩეული ხალხის წარმართვა ჭეშმარიტება-რეალობაში. როდესაც სატანები, ანტიქრისტეები მოდიან ადამიანთა დასაბრკოლებლად და შეცდომაში შესაყვანად და ღმერთს ეცილებიან მის რჩეულ ხალხში, წინამძღოლები და მუშაკები წინ უნდა აღუდგნენ ანტიქრისტეებს სამხილებლად, რათა ღვთის რჩეულმა ხალხმა შეძლოს მათი ამოცნობა, ანტიქრისტეებმა გამოავლინონ თავიანთი ჭეშმარიტი ფორმა და შემდეგ კი ისინი ეკლესიიდან განიდევნონ. ეს კეთდება იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ღვთის რჩეული ხალხის კონტროლი და მათთვის მძიმე ზიანის მიყენება ანტიქრისტეთა მიერ. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ ეკლესიის საქმის კეთებისას. მაშ, რას ნიშნავს ამ ყველაფრის თავიდან აცილება? როგორ უნდა მოხდეს მათი თავიდან აცილება? „თავიდან აცილება“ სიტყვასიტყვით ნიშნავს რაიმეს მოხდენის მაქსიმალურად აღკვეთას. რა არის აქ მთავარი? თავიდან აცილება შესაძლებელია ინციდენტების აღკვეთის შედეგად. ანტიქრისტეებთან დაკავშირებული ინციდენტების მოგვარებისას, წინამძღოლებისა და მუშაკების ძირითადი საქმეა მაქსიმალურად შეაჩერონ ანტიქრისტეები, რათა მათ არ დააბრკოლონ, შეცდომაში არ შეიყვანონ, არ გააკონტროლონ და მძიმე ზიანი არ მიაყენონ ღვთის რჩეულ ხალხს. მათ მაქსიმალურად უნდა დაიცვან ღვთის რჩეული ხალხი ანტიქრისტეთა მირ მიყენებული ზიანისგან. ეს არის ის საკვანძო საქმე, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ და სწორედ ამაზე უნდა გვქონდეს მკაფიო თანაზიარება მეცამეტე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. მაშ, როგორ შეიძლება ღვთის რჩეული ხალხის დაცვა? ანტიქრისტეთა მიერ ჩადენილი ამ ბოროტი საქმეების აღკვეთით. მათ შესაჩერებლად მრავალი გზა და მეთოდი არსებობს, როგორებიცაა მხილება, გასხვლა, გაანალიზება და შეზღუდვა. კიდევ რა? (განდევნა.) ეს ბოლო ნაბიჯია. როდესაც ძმებსა და დებს ჯერ კიდევ აკლიათ გარჩევის უნარი და არ იციან, რომ ვინმე ანტიქრისტეა, მაგრამ წინამძღოლებმა და მუშაკებმა უკვე ამოიცნეს იგი, თუ ისინი პირდაპირ განდევნიან მას, მათ, ვისაც გარჩევის უნარი არ გააჩნია, შესაძლოა გაუჩნდეთ წარმოდგენები და განსჯა დაიწყონ, ზოგიერთი კი შესაძლოა დაბრკოლდეს. ასეთ შემთხვევებში, რა საქმე უნდა შეასრულონ წინამძღოლებმა და მუშაკებმა? რა ვახსენე ახლახან? (მხილება, გასხვლა, გაანალიზება და შეზღუდვა.) გაქვთ რაიმე კარგი მეთოდი ანტიქრისტეთა მიერ ბოროტების ჩადენის შესაჩერებლად? არის თუ არა მათი კონტროლი კარგი მეთოდი? ითვლება თუ არა ეს ეფექტურ გზად და მეთოდად, რომელიც შეესაბამება პრინციპებს? (დიახ.) რა არის ანტიქრისტეებისადმი მოპყრობის შესაფერისი გზა? შეიძლება თუ არა სამსჯავრომ, გაკიცხვამ, განსაცდელმა და გამოწრთობამ იმოქმედოს ანტიქრისტეებზე? (არა.) რატომ არა? (ანტიქრისტეები არ იღებენ ჭეშმარიტებას; ისინი ზიზღით არიან განწყობილნი მის მიმართ.) ანტიქრისტეები ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ და არ იღებენ მას, ამიტომ ანტიქრისტეებთან გასამკლავებლად განსაცდელის, გამოწრთობის, სამსჯავროსა და გაკიცხვის გამოყენება არ არის შესაფერისი. გარდა ამისა, ღმერთი არ აღასრულებს ამ საქმეს მათზე. ეს მოსაზრება მიუღებელია, ამიტომ ეს მეთოდი ნამდვილად არ გამოდგება. მაშინ ზუსტად რომელი მეთოდია შესაფერისი? ბევრ ადამიანს, რომელმაც დიდი ტანჯვა განიცადა ანტიქრისტეთა მიერ მიყენებული ზიანისგან, ღრმად სძულს ისინი და სჯერა, რომ ანტიქრისტეები უნდა გასამართლდნენ, დაიგმონ და საჯაროდ გამოაშკარავდნენ. მათ მიაჩნიათ, რომ ანტიქრისტეები უნდა აიძულონ, აღიარონ თავიანთი შეცდომები, საჯაროდ მოინანიონ თავიანთი ცოდვები ეკლესიაში და სირცხვილი განიცადონ. როგორ ფიქრობთ, ამ მეთოდების მიღება შესაფერისი იქნებოდა? (არა.) თუ გავითვალისწინებთ ანტიქრისტეების არსს, ასეთი ქმედებების განხორციელება სინამდვილეში არ იქნებოდა გადაჭარბებული — ეშმაკებს როგორც არ უნდა მოეპყრონ, მისაღებია; ეს შეიძლება ისევე მარტივად გაკეთდეს, როგორც მწერის გასრესა. ასე რომ, წინამძღოლებისა და მუშაკების მიერ ამის კეთების მიზანი ძალიან ლეგიტიმური და სწორი ჩანს, მაგრამ არის თუ არა რაიმე პრობლემა ამ მეთოდებთან დაკავშირებით? შედის თუ არა ეს საქმე წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობის სფეროში? შეესაბამება თუ არა საქმის ამგვარად კეთება პრინციპებს? (არ შეესაბამება.) ნათელია, რომ ეს არ შეესაბამება პრინციპებს. საიდან მოდის პრინციპები? (ღვთის სიტყვებიდან.) სწორია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ქმედებების სამიზნეები ანტიქრისტეები — ეშმაკები — არიან, მეთოდები ასევე უნდა შეესაბამებოდეს პრინციპებსა და ღვთის მოთხოვნებს, რადგან ამ საქმის კეთებისას წინამძღოლები და მუშაკები ახორციელებენ თავიანთ პასუხისმგებლობებს და არ აგვარებენ ოჯახურ ან პირად საქმეებს.

I. გამოაშკარავება

ანტიქრისტეებთან გამკლავება და მათი შეჩერება, რათა არ ჩაიდინონ ბოროტება, შეცდომაში არ შეიყვანონ და ზიანი არ მიაყენონ ღვთის რჩეულ ხალხს, წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობაა. ამის მიზანია ღვთის რჩეული ხალხის ზიანისგან დაცვა და არა ვინმეს ჩაგვრა ან ვინმეზე შურისძიების შესაძლებლობის გამოყენება და მით უმეტეს, არა ვინმეს წინააღმდეგ კამპანიების წარმოება. მაშასადამე, რა საქმე უნდა შეასრულონ წინამძღოლებმა და მუშაკებმა, რათა მაქსიმალურად შეაჩერონ ანტიქრისტეთა მიერ ბოროტების ჩადენა? პირველი არის მათი მხილება. რა არის მხილების მიზანი? (ადამიანთა დახმარება, რათა განივითარონ გარჩევის უნარი.) სწორია. ეს კეთდება იმისთვის, რომ დაეხმარონ ღვთის რჩეულ ხალხს ანტიქრისტეთა არსის ამოცნობაში, რათა მათ შეძლონ შინაგანად ჩამოშორდნენ ანტიქრისტეებს და არ შევიდნენ შეცდომაში და რათა — როდესაც ანტიქრისტეები შეეცდებიან მათ შეცდომაში შეყვანასა და კონტროლს — შეძლონ მათი აქტიურად უარყოფა, ნაცვლად იმისა, რომ ანტიქრისტეებს მათით მანიპულირებისა და თამაშის უფლება მისცენ. მაშ, არის თუ არა მათი მხილება მნიშვნელოვანი? (დიახ.) მათი მხილება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ზუსტად უნდა ამხილო ისინი. მაშ, როგორ უნდა ამხილო ისინი? რა უნდა იყოს შენი მხილების საფუძველი? შეიძლება თუ არა მათთვის თვითნებურად იარლიყის მიწებება? შეიძლება თუ არა მათი უსაფუძვლოდ და დაუფიქრებლად დაგმობა? (არა.) მაშ, როგორ უნდა ამხილო ისინი სწორად, რათა მიაღწიო ღვთის რჩეული ხალხის დაცვის მიზანს? (ერთი მხრივ, ობიექტურად და ჭეშმარიტად უნდა ვამხილოთ ისინი მათი ბოროტი საქმეების ფაქტებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, უნდა ამოვიცნოთ და გავაანალიზოთ მათი ქმედებები ღვთის სიტყვების შესაბამისად.) ეს ორი განცხადება ზუსტია; ორივე ასპექტი აუცილებელია. ერთი მხრივ, უნდა არსებობდეს ფაქტობრივი მტკიცებულება. უნდა განსაჯო და დაახასიათო მათი არსი ანტიქრისტეების მიერ გამოვლენილი მცდარი სიტყვების, ქმედებების და აბსურდული აზრებისა და შეხედულებების საფუძველზე. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია მათი ამოცნობა და გაანალიზება ღვთის სიტყვების შესაბამისად. ღვთის რომელ სიტყვებს უნდა დაეყრდნო? რომელი სიტყვებია ყველაზე პირდაპირი და მწვავე? (სიტყვები, რომლებიც ამხელს ანტიქრისტეებს.) სწორია; უნდა იპოვო სიტყვები, რომლებიც ნიღაბს ხსნის ანტიქრისტეებს, რათა ამხილო ისინი და მართებულად და მიუკერძოებლად გაავლო პარალელები, აბსოლუტური სიზუსტის უზრუნველყოფით. ძმები და დები ამის მოსმენის შემდეგ გაიგებენ; მათ დაუყოვნებლივ ექნებათ გარჩევის უნარი აღნიშნული პიროვნების მიმართ და გამოიჩენენ სიფრთხილეს მისგან. გარჩევის უნარი მათში აღძრავს ანტიპათიას ამ პიროვნების მიმართ: „თურმე, ის ანტიქრისტე ყოფილა! ის ადრე მეხმარებოდა და სიკეთესაც კი მიკეთებდა. მეგონა, რომ კარგი ადამიანი იყო. ამ ანალიზისა და თანაზიარების მეშვეობით, მისი თვალთმაქცობა და არსებითი ანტიქრისტესეული გამოვლინებები მხილებულ იქნა, რაც ყველას ეხმარება დაინახოს, რომ ეს პიროვნება საშიშია. ღვთის სიტყვებმა ასე ზუსტად ამხილა იგი! ის არ არის კარგი ადამიანი. ის კარგ რამეებს ამბობს და თითქოს მის ქმედებებში პრობლემა არ არის, მაგრამ მისი არსის მხილებით, ახლა ნათელია, რომ ის ნამდვილად ანტიქრისტეა.“ ადამიანთა აზროვნების ცვლილებით თუ ვიმსჯელებთ, როდესაც წინამძღოლები და მუშაკები ანტიქრისტეების მხილების საქმეს ასრულებენ, ისინი მაქსიმალურად ახერხებენ ანტიქრისტეთა შეჩერებას, რათა მათ შეცდომაში არ შეიყვანონ და არ დააბრკოლონ ღვთის რჩეული ხალხი. რა თქმა უნდა, ისინი ასევე ახორციელებენ ანტიქრისტეთა კონტროლისა და მძიმე ზიანისგან ღვთის რჩეული ხალხის დაცვის პასუხისმგებლობას. ისინი პრაქტიკულად ასრულებენ თავიანთ ერთ-ერთ დავალებას. რომელი დავალებაა ეს? ანტიქრისტეთა მხილება. ანტიქრისტეთა მხილების საქმე არის ერთ-ერთი დავალება, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ ღვთის რჩეული ხალხის დასაცავად. რაც შეეხება იმ სხვადასხვა დავალებას, რომლებიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ, მათ არ დავალაგებთ მასშტაბის ან მიღწეული შედეგების მიხედვით; მოდით, ჯერ „მხილების“ საქმეზე ვიქონიოთ თანაზიარება. ანტიქრისტეთა ბუნება-არსების მხილება მოიცავს მათი მუდმივი ბოროტი საქმეების განზრახვების, მიზნებისა და შედეგების მხილებას, რომლებიც იწვევს ეკლესიის საქმის ჩაშლასა და არევ-დარევას; იმის მხილებას, თუ როგორ არ ასრულებენ ანტიქრისტეები წინამძღოლებად და მუშაკებად მსახურებისას არავითარ რეალურ საეკლესიო საქმეს და უგულებელყოფენ ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლას; ანტიქრისტეთა მახინჯი სახის მხილებას, როგორც ადამიანებისა, რომლებიც საერთოდ არ იცნობენ საკუთარ თავს, არასდროს ახორციელებენ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში და მხოლოდ სიტყვებსა და მოძღვრებებს აფრქვევენ ადამიანების შეცდომაში შესაყვანად; და მათი განსხვავებული ნათქვამისა და ქმედებების მხილებას ხალხის წინაშე და მათ ზურგს უკან. ამ ასპექტების საფუძვლიანი მხილება წარმოაჩენს ანტიქრისტეთა ჭეშმარიტ ფორმას, როგორც სატანებისა და ბოროტი ეშმაკების. ეს არის მნიშვნელოვანი დავალება, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ. მაშ, რა უნდა გააჩნდეთ წინამძღოლებსა და მუშაკებს ამ დავალების შესასრულებლად? პირველ რიგში, მათ უნდა ჰქონდეთ ტვირთის გარკვეული შეგრძნება, არა? (დიახ.) როდესაც წინამძღოლებსა და მუშაკებს აღებული აქვთ ეს პასუხისმგებლობა, ისინი ხშირად ფიქრობენ: „ის პიროვნება ანტიქრისტეა. ზოგიერთი ძმა და და ხშირად მიმართავს მას კითხვებით, მუდმივად უახლოვდება მას და კარგი ურთიერთობა აქვს მასთან. ამ პიროვნების მიერ შეცდომაში შეყვანის გამო, ბევრი ადამიანი განსაკუთრებით აღმერთებს მას. რა უნდა გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით?“ ისინი მოდიან ღვთის წინაშე სალოცავად და ხშირად შეგნებულად ეძიებენ ღვთის სიტყვებს, რომლებიც ამხელს ანტიქრისტეებს, და აღიჭურვებიან ამასთან დაკავშირებული ჭეშმარიტებით. შემდეგ ისინი სთხოვენ ღმერთს, მოამზადოს შესაფერისი დრო ან თავად ეძებენ შესაბამის დროსა და შესაძლებლობას, რათა ძმებთან და დებთან ამ საკითხზე თანაზიარება ჰქონდეთ. ისინი ამას განიხილავენ, როგორც თავიანთ ტვირთს და მნიშვნელოვან დავალებას, რომელიც შემდეგ უნდა შეასრულონ. ისინი მუდმივად ემზადებიან, ეძიებენ და ლოცულობენ, რათა ღმერთი გაუძღვეთ; მათ მუდამ ასეთი განწყობა აქვთ და ასეთ მდგომარეობაშიარიან. სწორედ ამას ნიშნავს ტვირთის შეგრძნების ქონა. ასეთი ტვირთით გარკვეული დროის განმავლობაში მომზადების შემდეგ, ისინი უნდა დაელოდონ, სანამ პირობები მომწიფდება. სულ მცირე, ისინი უნდა დაელოდონ, სანამ ორ ან სამ ადამიანს არ ექნება ანტიქრისტეს ნამდვილი გარჩევის უნარი, სანამ მის მხილებას დაიწყებენ. თუ ისინი მხოლოდ თავიანთ გრძნობებზე დაყრდნობით განსაზღვრავენ, რომ ვინმე თითქოს ანტიქრისტეა, მაგრამ არ შეუძლიათ ბოლომდე დაინახონ, სინამდვილეში არის თუ არა ის პიროვნება ანტიქრისტე, მაშინ მათ ნაჩქარევად არ უნდა იმოქმედონ. მოკლედ, ამ საქმის შესრულებისას მათ აუცილებლად ექნებათ ღვთისგან ნათელის მოფენა და გაძღოლა. სწორედ ამას ნიშნავს რეალური საქმის კეთება და წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობების შესრულება.

II. გასხვლა

მას შემდეგ, რაც ანტიქრისტეთა მხილების საქმე შესრულდება, მიუხედავად იმისა, რომ ძმები და დები იძენენ გარკვეულ გარჩევის უნარს, სანამ ანტიქრისტეები სრულად არ გამოაშკარავდებიან, ისინი გარდაუვალად მეტს აკეთებენ ძმებისა და დების შეცდომაში შესაყვანად და შესაწუხებლად, რაც იწვევს იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი აღმერთებს, პატივს სცემს და მიჰყვება მათ. ეს დიდად აფერხებს ღვთის რჩეული ხალხის ღვთისადმი რწმენის სწორ გზაზე დადგომას, მათ სიცოცხლეში შესვლას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მათ. მაშასადამე, მეორე დავალება, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ, არის ის, რომ როდესაც ანტიქრისტეებს შეცდომაში შეჰყავთ და აწუხებენ ძმებსა და დებს ან როდესაც მათი სიტყვები და ქმედებები აშკარად არღვევს ჭეშმარიტება-პრინციპებს, წინამძღოლებმა და მუშაკებმა მტკიცებულებები უნდა ჩაიგდონ ხელში და დაუყოვნებლივ დაიწყონ მათი გასხვლა და ღვთის სიტყვების შესაბამისად ამხილონ მათი ბოროტი საქმეები, რათა ძმებმა და დებმა შეძლონ ანტიქრისტეთა ნამდვილი სახის ამოცნობა და დანახვა. ეს არის ღვთის რჩეული ხალხის დაცვისა და ღვთის სახლის საქმის შენარჩუნების გარდაუვალი პასუხისმგებლობა. წინამძღოლები და მუშაკები გულხელდაკრეფილნი და უმოქმედოდ არ უნდა ისხდნენ; მათ თვალი არ უნდა დახუჭონ ამაზე, არამედ დაუყოვნებლივ გამოიყენონ შესაძლებლობები, ზუსტად განსაზღვრონ ინციდენტები და დაიწყონ ანტიქრისტეთა გასხვლა, ზუსტად ამხილონ რა მათი ქმედებები, ამბიციები, სურვილები და არსი. რა თქმა უნდა, ასევე აუცილებელია უფრო ზუსტად დახასიათდეს, თუ როგორი ადამიანები არიან ანტიქრისტეები, რათა ძმებმა და დებმა ეს ნათლად დაინახონ, რათა თავად ანტიქრისტეებმაც იცოდნენ ეს გააცნობიერონ, რომ ყველას არ აკლია მათი გარჩევის უნარი და ყველას ვერ გაასულელებენ — რომ ზოგიერთ ადამიანს მაინც შეუძლია დაინახოს მათი ქმედებები და ქცევა და ჩაწვდეს მათ ფარულ ამბიციებსა და სურვილებს ისევე, როგორც მათ არსს. ანტიქრისტეთა გასხვლის მიზანი, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ მათი არსის სიტყვებით მხილება. უფრო მნიშვნელოვანი კი, რა არის ეს? (ერთი მხრივ, ეს არის ძმებისა და დების დახმარება გარჩევის უნარის განვითარებაში, და ასევე ანტიქრისტეთა ბოროტი საქმეების შეზღუდვა.) სწორია. ეს არის მათი შეზღუდვა, რათა როდესაც ისინი აკეთებენ ისეთ რამეებს, რითაც შეცდომაში შეჰყავთ და აწუხებენ ადამიანებს, ჰქონდეთ გარკვეული მორიდება და გრძნობდნენ შიშს; რათა დაექვემდებარონ შეზღუდვებს, ჰქონდეთ თავშეკავება და ვერ გაბედონ დაუფიქრებლად მოქმედება; რათა იცოდნენ, რომ ღვთის სახლში არა მხოლოდ ჭეშმარიტებაა და ჭეშმარიტება ფლობს ძალაუფლებას, არამედ არსებობს ადმინისტრაციული განკარგულებებიც და რომ შეუძლებელია ღვთის სახლში ტირანულად და განზრახ დაუფიქრებლად მოქმედება, ღვთის სახლის ინტერესების დაზიანება და ღვთის რჩეული ხალხისთვის ზიანის მიყენება; და ასევე, რათა იცოდნენ, რომ პასუხს აგებენ დაუფიქრებელი ბოროტმოქმედებების ჩადენისთვის, რომლებიც აფერხებს ეკლესიის საქმეს და აზიანებს ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლას. ანტიქრისტეთა დაუყოვნებლივ გასხვლასთან ერთად წინამძღოლებმა და მუშაკებმა ასევე უნდა ამხილონ ისინი, დაეხმარონ ადამიანებს გარჩევის უნარის განვითარებასა და ანტიქრისტეთა ამბიციების, სურვილების, განზრახვებისა და მიზნების დანახვაში. რა თქმა უნდა, ეს ასევე კეთდება ღვთის რჩეული ხალხის დასაცავად და ღვთის სახლის ინტერესების შესანარჩუნებლად. ეს ის მოსაზრებებია, რომლებიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა გაითვალისწინონ და ამ საქმის შესრულება მათ პასუხისმგებლობებში შედის; მათ არ შეუძლიათ მისი უგულებელყოფა ან მის მიმართ დაუდევრობის გამოჩენა. თუ წინამძღოლები და მუშაკები ეკლესიაში ანტიქრისტეებს აღმოაჩენენ, ისინი მუდამ ფხიზლად უნდა იყვნენ მათი სიტყვებისა და ქმედებების, ასევე იმ მცდარი შეხედულებების მიმართ, რომლებსაც ისინი ფარულად ავრცელებენ, და მათ პრაქტიკაში უნდა განახორციელონ მათი გასხვლა და მხილება. ეს არის წინამძღოლებისა და მუშაკების ერთ-ერთი დავალება, რათა დაიცვან ღვთის რჩეული ხალხი ანტიქრისტეთა მხრიდან გამოწვეული დაბრკოლებისა და ზიანისგან.

III. გაანალიზება

რა არის წინამძღოლებისა და მუშაკების შემდეგი დავალება? განალიზება. გაანალიზება თითქმის მხილების იდენტურია, მაგრამ მათ შორის განსხვავებაა ხარისხის მხრივ. როდესაც საქმე ანალიზს ეხება, ეს არ არის უბრალოდ ფაქტის, ჭეშმარიტი ვითარების ან ფონის მხილება; იგი მოიცავს დახასიათების საკითხს ანუ ეხება ანტიქრისტეთა ხასიათს, ამ არსებით, ძირეულ საკითხს. მათ უნდა გაანალიზონ ანტიქრისტეთა დამოკიდებულება ღვთის, ჭეშმარიტების, თავიანთი მოვალეობისა და ღვთის სახლის საქმის მიმართ ისევე, როგორც მათი მცდარი შეხედულებების გავრცელების მიღმა არსებული მოტივები, განზრახვები და მიზნები — მიზეზები, თუ რატომ აკეთებენ ამას — და ამოიცნონ, ზუსტად რა არის მათი არსი მათი აზრების, შეხედულებების, სიტყვების, ქმედებების, ხასიათისა და გამოვლინებების მეშვეობით. უნდა მოხდეს ამ ყოველივეს შედარება ღვთის სიტყვებთან და განიმარტოს, რათა ძმებმა და დებმა შეძლონ ანტიქრისტეთა უფრო ღრმად გაგება და პრაქტიკული თვალსაზრისით ნათლად დაინახონ, ზუსტად რატომ ამბობენ და აკეთებენ ამას მათ წინაშე მყოფი ანტიქრისტეები, როგორია ღვთის შეხედულება ასეთ ადამიანებზე და როგორ ახასიათებს იგი მათ. რა თქმა უნდა, წინამძღოლებმა და მუშაკებმა ასევე უნდა უთხრან ძმებსა და დებს, რომ ჩამოშორდნენ და უარყონ ანტიქრისტეები და ასევე იყვნენ ფხიზლად, რათა შეცდომაში არ შეიყვანოს ისინი ანტიქრისტეთა ქმედებებმა, ქცევამ, სიტყვებმა და შეხედულებებმა, რათა თავიდან აიცილონ ღვთის არასწორად გაგება, ღვთისგან თავის დაცვა, ღვთისგან ჩამოშორება, ღვთის უარყოფა და გულში ღვთის განსჯა და დაგმობაც კი, როგორც ამას ანტიქრისტეები აკეთებენ. აანალიზის ისევე, როგორც სხვა დავალებების მიზანი, როგორიცაა მხილება და გასხვლა, არის ანტიქრისტეთა შეჩერება, რათა მათ შეცდომაში არ შეიყვანონ, არ დააბრკოლონ და ზიანი არ მიაყენონ ღვთის რჩეულ ხალხს. ეს კეთდება იმისთვის, რომ დაიცვან ღვთის რჩეული ხალხი ანტიქრისტეთა მხრიდან მძიმე ზიანის მიყენებისა და ღვთისადმი რწმენის სწორი გზიდან გადახვევისგან. როდესაც ღვთის რჩეული ხალხი ნათლად დაინახავს ფაქტებსა და ჭეშმარიტ ვითარებას იმის შესახებ, თუ როგორ აწუხებენ ანტიქრისტეები ეკლესიას და ნათლად დაინახავს ანტიქრისტეთა არსს, ისინი აღარ იქნებიან მათ მიერ შეცდომაში შეყვანილნი და კონტროლირებულნი. თუნდაც ზოგიერთი დაბნეული და უგუნური ადამიანი შინაგანად კვლავაც აღფრთოვანებული იყოს მათით, აღმერთებდეს მათ, ურთიერთობდეს და უახლოვდებოდეს მათ, ანტიქრისტეები ვეღარ შეძლებენ სერიოზული პრობლემების გამოწვევას. ისინი მხოლოდ უგუნურ ადამიანებს თუ გაუკეთებენ რამეს ისე, რომ საერთოდ არ იმოქმედებენ მათ სიცოცხლეში შესვლაზე, ვისაც გულწრფელად სწამს ღმერთი და ამგვარად, ისინი ვერ შეძლებენ ეკლესიის საქმის ჩაშლასა და არევ-დარევას. ამ დონემდე მიღწევა არის ის, რისი მიღწევაც წინამძღოლებსა და მუშაკებს უნდა შეეძლოთ. ანუ, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ მათ, ვისაც გულწრფელად სწამს ღმერთი, ნებაყოფლობით ასრულებს თავის მოვალეობებს და უყვარს ჭეშმარიტება, შეეძლოთ ნორმალური საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრება და თავიანთი მოვალეობების შესრულება. ამავდროულად, მათ ასევე უნდა შეძლონ იმის უზრუნველყოფა, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ თავის დაცვა ანტიქრისტეთა მიერ შეცდომაში შეყვანისა და შეწუხებისგან, და უარყონ ისინი. ეს არის ანტიქრისტეთა ბოროტმოქმედებისა და მათ მიერ დაბრკოლების გამოწვევის მაქსიმალურად აღკვეთა, რომლის საფუძველზეც სრულად მიიღწევა ღვთის რჩეული ხალხის დაცვა. რა თქმა უნდა, რაც არ უნდა ეფექტურად შეასრულო შენი საქმე და რაც არ უნდა საფუძვლიანად ისაუბრო, გარდაუვლად იარსებებენ უგუნური ადამიანები, მწირი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანები და დაბნეული ადამიანები, რომლებიც ვერ შეძლებენ ანტიქრისტეთა უარყოფას და გულში კვლავაც მათდამი აღფრთოვანებასა და პატივისცემას განიცდიან. თუმცა, ადამიანთა უმეტესობა მიაღწევს იმ წერტილს, როდესაც შეძლებს ანტიქრისტეთა უარყოფას. თუ წინამძღოლები და მუშაკები შეძლებენ ამის მიღწევას, მათ უკვე მაქსიმალურად ეყოლებათ დაცული ღვთის რჩეული ხალხი, რითაც სრულად მიაღწევენ სასურველ შედეგს. რაც შეეხება იმ უგუნურთ, რომლებსაც არ შეუძლიათ ჭეშმარიტების გაგება, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ხდება მასზე თანაზიარება, თუკი მათ მცირე ძალისხმევის გაღება მაინც შეუძლიათ, გარკვეული დახმარება უნდა გაეწიოთ და მათ მიმართ უნდა გამოიჩინონ მზრუნველობა, ასევე მეტი სიყვარული, მოთმინება და შემწყნარებლობა. ეს არის საკუთარი მოვალეობის ბოლომდე შესრულება და ამგვარად მუშაობა პრინციპულია. ბევრია ისეთი წინამძღოლი და მუშაკი, რომელიც აკმაყოფილებს ამ სტანდარტს? (არა.) ამიტომ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა იქნას გაღებული; დაუღალავად და მაქსიმალურად უნდა დაიცვა ღვთის რჩეული ხალხი. რას ნიშნავს „მაქსიმალურად“? ეს ნიშნავს, გააკეთო ყველაფერი შესაძლებელი, რათა გქონდეს თანაზიარება იმ ჭეშმარიტება-პრინციპებზე, რომლებსაც აცნობიერებ, წარმოადგინო უკვე მოპოვებული მტკიცებულებები — ანტიქრისტეთა ბოროტი საქმეების სხვადასხვა გამოვლინება — დაუკავშირო ისინი ღვთის სიტყვებს, რომლებიც ამხელს ანტიქრისტეებს და იქონიო თანაზიარება და გაანალიზო მათი ქმედებები. ეს კეთდება იმისთვის, რომ ძმებმა და დებმა შეძლონ ფაქტობრივი, ჭეშმარიტი ვითარების ნათლად დანახვა, ანტიქრისტეთა არსის ამოცნობა და დანახვა და მათ მიმართ ღვთის დამოკიდებულების ცოდნა. ეს არის მნიშვნელოვანი დავალება, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ.

IV. შეზღუდვა

რა არის შემდეგი დავალება, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ? ეს არის შეზღუდვა. „შეზღუდვის“ ეს საქმე ადვილი შესასრულებელია; იგი მოიცავს გარკვეული განსაკუთრებული ზომების მიღებას შეზღუდვის შედეგის მისაღწევად. მაგალითად, ანტიქრისტეები მუდამ აფრქვევენ სიტყვებსა და მოძღვრებებს და საკუთარ თავს იმაღლებენ, ზოგჯერ სხვებს ამცირებენ, შეკრებების დროს ხშირად მოწმობენ იმაზე, თუ რამდენი ტანჯვა გადაიტანეს და რა წვლილი შეიტანეს ღვთის სახლში და უსირცხვილოდ მოწმობენ საკუთარ თავზე, საუბრობენ იმაზე, თუ როგორ აღფრთოვანებულნი არიან სხვები მათით, რით სჯობიან სხვებს, რაოდენ უნიკალურები არიან და ა.შ. წინამძღოლებმა და მუშაკებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა შეზღუდონ ანტიქრისტეთა ის სხვადასხვა ბოროტი საქმე, რომლითაც შეცდომაში შეჰყავთ და აკონტროლებენ ღვთის რჩეულ ხალხს ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად ხელს უწყობდნენ მათ. მათ უნდა შეზღუდონ მათი საუბრის დრო და ის თემები, რომლებსაც ისინი განიხილავენ. გარდა ამისა, რაც შეეხება ანტიქრისტეების ქმედებებს როგორც ხალხის წინაშე, ისე მათ ზურგს უკან, როგორიცაა მცირეოდენი სიკეთეების გამოყენება ადამიანების თავის მხარეზე გადასაბირებლად, შუღლის ჩამოგდება, წარმოდგენებისა და ნეგატიური გამონათქვამების გავრცელება და ა.შ., წინამძღოლები და მუშაკები ისე არ უნდა იქცეოდნენ, თითქოს ყრუები ან ბრმები არიან. ისინი დაუყოვნებლივ უნდა ჩასწვდნენ ანტიქრისტეების ქმედებებს; როგორც კი აღმოაჩენენ ისეთ ქცევებს, რომლებიც შეცდომაში შეჰყავს და აწუხებს სხვებს, მათ დაუყოვნებლივ უნდა ამხილონ და გაანალიზონ ეს ქცევები და დაუწესონ შეზღუდვები ანტიქრისტეებს, რათა არ მისცენ მათ უფლება, იარონ და შეცდომაში შეიყვანონ ადამიანები და არულობა გამოიწვიონ ეკლესიის საქმეში. არის თუ არა ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დავალება, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ? (დიახ.) შეგიძლია თუ არა შეზღუდო ანტიქრისტეების ბოროტი საქმეები მხოლოდ მათი გასხვლით, მხილებითა და გაანალიზებით? (არა.) ამგვარად მათ ვერ შეზღუდავ, რადგან ისინი სატანები და ბოროტი ეშმაკები არიან. სანამ მათი ხელ-ფეხი არ არის შეკრული და მათი პირი არ არის დახშული, ისინი გაავრცელებენ მცდარ შეხედულებებს და იტყვიან ეშმას სიტყვებს, რომლებიც აწუხებს ადამიანებს. წინამძღოლებმა და მუშაკებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები მათ შესაზღუდავად; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ავრცელებენ მცდარ შეხედულებებს ადამიანების შეცდომაში შესაყვანად და შესაწუხებლად, წინამძღოლებმა და მუშაკებმა დროულად უნდა შეაწყვეტინონ და შეაჩერონ ისინი. მათ ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ ღვთის რჩეულ ხალხს ჰქონდეს გარჩევის უნარი და ნათლად დაინახოს ანტიქრისტეების ჭეშმარიტი სახე. ეს არის ის რეალური საქმე, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ.

V. კონტროლი

ანტიქრისტეთა შეზღუდვის შემდეგ შემდეგი ნაბიჯი მათი კონტროლია. უნდა დააკვირდნენ, ვინ შეიყვანეს შეცდომაში ანტიქრისტეებმა და რა მცდარი შეხედულებები და ეშმას სიტყვები გაავრცელეს ფარულად, შეამოწმონ, უჭერენ თუ არა მხარს დიდ წითელ დრაკონს და მოქმედებენ თუ არა მასთან შეთანხმებით, შეკრეს თუ არა კავშირი რელიგიურ სამყაროსთან, აკეთებენ თუ არა ფარულად საეჭვო მანევრებს თავიანთი ბანდის წევრებთან ერთად, ხომ არ გასცემენ ღვთის სახლის შესახებ რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას და ა.შ. ეს ასევე არის პასუხისმგებლობა, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა განახორციელონ. სანამ ანტიქრისტეების ქმედებები გამომჟღავნდება, წინამძღოლები და მუშაკები არ უნდა „მიეცნენ მხოლოდ ბრძენთა წიგნების კითხვას და უგულებელყოფდნენ გარე საკითხებს“, არამედ უნდა იყვნენ გველებივით გონიერნი. როგორც კი წინამძღოლები და მუშაკები აღმოაჩენენ, რომ ვინმე ანტიქრისტეა, თუ ჯერ არ დამდგარა ამ პიროვნების მოცილების ან განდევნის დრო, მათ მკაცრად უნდა აკონტროლონ ის, რათა თავიდან აიცილონ მის მიერ ბოროტების ჩადენის გაგრძელება, და უზრუნველყონ, რომ მის სიტყვებსა და ქმედებებს აკონტროლებდეს ღვთის რჩეული ხალხი. რადგან ანტიქრისტეებს უყვართ ძალაუფლება და გავლენიან ადამიანებთან კავშირების დამყარება, წინამძღოლები და მუშაკები ყურადღებით უნდა აკვირდებოდნენ, ვისთან ურთიერთობენ მუდმივად ანტიქრისტეები ფარულად და აქვთ თუ არა კონტაქტი რელიგიურ ადამიანებთან. ზოგიერთი ანტიქრისტე ხშირად უკავშირდება რელიგიურ პასტორებსა და უხუცესებს, ზოგიერთი კი ურთიერთობს გაერთიანებული ფრონტის სამუშაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთანაც კი. როდესაც ასეთი ინციდენტები ხდება, წინამძღოლებმა და მუშაკებმა თვალი არ უნდა დახუჭონ ამაზე, არამედ უნდა იყვნენ ფხიზლად ანტიქრისტეთა მიმართ და გამოიჩინონ სიფრთხილე. თუ ანტიქრისტე დაინახავს, რომ ადამიანების შეცდომაში შეყვანისა და თავის მხარეზე გადაბირების მისი მეთოდები არ ჭრის ღვთის სახლში და რომ მისი ბოროტი საქმეები მხილებულია და იცის, რომ კარგად არ დაასრულებს, ვერ იწინასწარმეტყველებ, რის გაკეთება შეუძლია მას ან რა ზომამდე შეიძლება მიაღწიოს მისმა ბოროტებამ. ამიტომ, როგორც კი გულში დარწმუნდები, რომ ვინმე ანტიქრისტეა, მკაცრად უნდა გააკონტროლო და ფხიზლად დააკვირდე მას. ეს შენი პასუხისმგებლობაა. რა არის ამის მიზანი? ეს არის ღვთის რჩეული ხალხის დაცვა და რამდენადაც შესაძლებელია, ანტიქრისტეთა შეჩერება, რათა არ ჩაიდინონ არასწორი ქმედებები ეკლესიისა და ძმებისა და დების წინააღმდეგ მათთვის ზიანის მისაყენებლად. ზოგიერთი ანტიქრისტე მუდამ კითხულობს შესაწირავების შესახებ: „ვინ მართავს ღვთის სახლის ფულს? ვინ აწარმოებს აღრიცხვას? ზუსტად ხორციელდენა თუ არა აღრიცხვა? შესაძლებელია თუ არა, რომ ადგილი ჰქონდეს მითვისებას? სად ინახება ეკლესიის ფული? განა ეს ყველაფერი საჯარო არ უნდა იყოს, რათა ყველას ჰქონდეს ამის ცოდნის უფლება? რამდენი აქტივი აქვს ღვთის სახლს? ვინ გაიღო ყველაზე მეტი შესაწირავი? რატომ არ ვიცი ეს ყველაფერი?“ მათი სიტყვები ისე ჟღერს, თითქოს ისინი ზრუნავენ ღვთის სახლის ფინანსურ საქმეებზე, მაგრამ სინამდვილეში, მათ სხვა მოტივი აქვთ. არ არსებობს არცერთი ანტიქრისტე, რომელიც ფულს ხარბად არ ესწრაფვის. მაშ, რა უნდა გააკეთონ წინამძღოლებმა და მუშაკებმა ასეთ შემთხვევებში? პირველ რიგში, სათანადოდ უნდა მართოთ შესაწირავები, მიანდოთ ისინი სანდო ადამიანებს შესანახად და აბსოლუტურად არ უნდა მისცეთ ანტიქრისტეებს თავიანთი მიზნების მიღწევის საშუალება — ამ საკითხთან დაკავშირებით არ უნდა დაიბნეთ. როგორც კი ასეთი ვითარება შეიქმნება, უნდა გააცნობიეროთ: „რაღაც რიგზე ვერ არის. ანტიქრისტე რაღაცის გაკეთებას აპირებს. ეკლესიის ფული მათი სამიზნე გახდა. შესაძლოა ისინი გეგმავენ დიდ წითელ დრაკონთან შეკვრას, რათა შეთქმულებები მოაწყონ და ეკლესიის ფული ხელში ჩაიგდონ. ის დაუყოვნებლივ უნდა გადავიტანოთ!“ ერთი მხრივ, არ უნდა მისცეთ ანტიქრისტეებს იმის ცოდნის უფლება, თუ ვინ მართავს ღვთის სახლის ფინანსებს. გარდა ამისა, თუ ფულის მმართველი ადამიანები გრძნობენ, რომ არსებობს უსაფრთხოების რისკი, ფულიც და მისი მმართველი ადამიანებიც სწრაფად უნდა გადაიყვანონ სხვაგან. განა ეს არ არის ის, რაზეც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა იზრუნონ, და საქმე, რომელიც მათ უნდა შეასრულონ? (დიახ.) ამის საპირისპიროდ, უგუნური წინამძღოლები ისმენენ ანტიქრისტეების ამ სიტყვებს და მაინც ფიქრობენ: „ეს პიროვნება ატარებს ტვირთს და იცის, როგორ გამოიჩინოს მზრუნველობა ღვთის სახლის ფულის მიმართ, ამიტომ მოდით, მივცეთ მას გარკვეული პასუხისმგებლობა და მივცეთ უფლება, დაგვეხმაროს აღრიცხვაში.“ ამის კეთებით, განა ისინი იუდები არ გახდნენ? (დიახ.) მათ არა მხოლოდ ვერ დაიცვეს შესაწირავები, არამედ მიჰყიდეს კიდეც ისინი ანტიქრისტეებს, და ფაქტობრივად იუდებად იქცნენ. რას ფიქრობთ ამ წინამძღოლებსა და მუშაკებზე? განა ისინი ბოროტი ადამიანები არ არიან? განა ისინი ეშმაკები არ არიან? მათ არა მხოლოდ ვერ შეასრულეს თავიანთი პასუხისმგებლობები, არამედ ღვთის შესაწირავები და ძმები და დები ანტიქრისტეებს გადასცეს. ამიტომ, იმ ადგილებში, სადაც ანტიქრისტეები არიან, როგორც კი წინამძღოლები და მუშაკები აღმოაჩენენ ამის რაიმე კვალს, მათ უნდა დაიწყონ გამოძიება და შეასრულონ გარკვეული კონკრეტული საქმე, რომელთა შორისაც „კონტროლის“ საქმე აუცილებელია.

წინამძღოლებისა და მუშაკების მიერ განხორციელებული კონტროლის საქმე არ გულისხმობს ჯაშუშობას ან რაიმე სადაზვერვო საქმიანობას; ეს უბრალოდ შენი პასუხისმგებლობის შესრულებაა, მეტი მზრუნველობის გამოჩენა, უფრო ყურადღებით დაკვირვება და იმის შემჩნევა, თუ რას აკეთებენ ანტიქრისტეები და რის გაკეთებას აპირებენ. თუ აღმოაჩენ რაიმე ნიშანს, რომ ისინი ბოროტებას სჩადიან და ეკლესიას აწუხებენ, რაც შეიძლება მალე უნდა მიიღო საპასუხო ზომები; აბსოლუტურად არ უნდა მისცე მათ მიზნის მიღწევის საშუალება. ეს არის ანტიქრისტეების მიერ ეკლესიის საქმის შემაწუხებელი ინციდენტების მაქსიმალურად შეჩერება. ბუნებრივია, ეს ასევე საუკეთესოდ იცავს ეკლესიის საქმეს და იფარავს ღვთის რჩეულ ხალხს. ეს არის წინამძღოლებისა და მუშაკების მიერ თავიანთი პასუხისმგებლობების შესრულების გამოვლინება. კონტროლი არ ნიშნავს რამდენიმე ადამიანის საიდუმლო აგენტად დანიშვნას და მათთვის დავალების მიცემას, რომ ჯაშუშებივით გაჰყვნენ, უთვალთვალონ და მეთვალყურეობა გაუწიონ ადამიანებს, ან გაჩხრიკონ მათი სახლები და გამოიყენონ დაკითხვის მკაცრი მეთოდები. ღვთის სახლი არ ეწევა ასეთ საქმიანობას. თუმცა დაუყოვნებლივ უნდა გაერკვე ანტიქრისტეთა ვითარებაში. შეგიძლია იკითხო მათი ბოლოდროინდელი ვითარების შესახებ მათ ოჯახის წევრებთან ან ძმებთან და დებთან გასაუბრებისას, რომლებსაც შეუძლიათ მათი ამოცნობა ან იცნობენ მათ. განა ეს ყველაფერი არ არის ამ საქმის შესრულების მეთოდები და გზები? თუ წინამძღოლები და მუშაკები ასრულებენ იმ დავალებებს, რომლებიც შედის მათი პასუხისმგებლობების ფარგლებში და შეესაბამება ღვთის მიერ მოთხოვნილ პრინციპებს, ისინი ახორციელებენ თავიანთ პასუხისმგებლობებს. რა არის წინამძღოლებისა და მუშაკების მიერ თავიანთი პასუხისმგებლობების შესრულების მიზანი? ეს არის ის, რომ გააკეთო ყველაფერი შესაძლებელი, რათა მაქსიმალურად შეაჩერო ანტიქრისტეები ჩაშლისა და არევ-დარევის გამოწვევისგან, რითაც თავიდან აიცილებ ანტიქრისტეთა მიერ ღვთის რჩეული ხალხის დაზიანებას და ღვთის სახლის ინტერესთა ღალატს. ეს არის წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობა. განა ეს მაქსიმალურად არ აღკვეთს ანტიქრისტეთა მიერ გამოწვეულ ინციდენტებს? განა წინამძღოლები და მუშაკები, რომლებიც ამ ქმედებებს ახორციელებენ, არ აკეთებენ ყველაფერს, რაც ადამიანურად შესაძლებელია? (დიახ.) რთულია ამის გაკეთება? (არა.) ეს არ არის რთული; ეს არის ის, რისი მიღწევაც შეუძლიათ მათ, ვისაც ესმის ჭეშმარიტება. რისი მიღწევაც შეუძლიათ ადამიანებს, მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ მის მისაღწევად; დანარჩენი ღმერთზეა დამოკიდებული, რათა მან განახორციელოს თავისი მეუფება და წარმართოს და განაგოს, და გაუწიოს გზამკვლევობა. ეს არის ის, რაზეც ყველაზე ნაკლებად ვწუხვართ. ჩვენს უკან ღმერთია. ჩვენ არა მხოლოდ გულში გვყავს ღმერთი, არამედ გვაქვს ჭეშმარიტი რწმენაც. ეს არ არის სულიერი საყრდენი; სინამდვილეში, ღმერთი ფარულად მოქმედებს და ის ადამიანების გვერდითაა, მუდამ მათთანაა. როდესაც ადამიანები რამეს აკეთებენ ან რაიმე მოვალეობას ასრულებენ, ის უყურებს; ის იქ არის, რათა დაგეხმაროს ნებისმიერ დროსა და ადგილას, დაგიცვას და დაგიფაროს. ის, რაც ადამიანებმა უნდა გააკეთონ, არის ის, რომ ყველაფერი გააკეთონ იმის მისაღწევად, რაც უნდა გააკეთონ. თუკი აცნობიერებ, გულში გრძნობ, ხედავ ღვთის სიტყვებში, შეგახსენებენ შენ გარშემო მყოფი ადამიანები ან ღმერთი გაძლევს რაიმე ნიშანს ან მინიშნებას, რომელიც გაწვდის ინფორმაციას — რომ ეს არის ის, რაც უნდა გააკეთო, რომ ეს არის ღვთის დავალება შენდამი — მაშინ უნდა განახორციელო შენი პასუხისმგებლობა და გულხელდაკრეფილი არ იჯდე ან გარედან არ უყურო. შენ არ ხარ რობოტი; შენ გაქვს გონება და აზრები. როდესაც რაღაც ხდება, შენ რა თქმა უნდა იცი, რა უნდა გააკეთო, და ნამდვილად გაქვს გრძნობები და შეგნება. ამიტომ გამოიყენე ეს გრძნობები და შეგნება რეალურ სიტუაციებში, გამოავლინე ისინი ცხოვრებაში და გარდაქმენი შენს ქმედებებად და ამგვარად, შენ განახორციელებ შენს პასუხისმგებლობას. იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა გაცნობიერებაც შეგიძლია, პრაქტიკაში უნდა იმოქმედო იმ ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად, რომლებიც გესმის. ამგვარად, შენ აკეთებ ყველაფერს შესაძლებელს და მაქსიმალურ ძალისხმევას სწევ შენი მოვალეობის შესასრულებლად. როგორც წინამძღოლი ან მუშაკი, როდესაც ძალისხმევას არ იშურებ ანუ როდესაც მაქსიმალურად აღკვეთავ ანტიქრისტეთა ბოროტ საქმეებს, ღმერთი კმაყოფილი იქნება, რომ შეგიძლია ამის პრაქტიკაში განხორციელება. რატომ იქნება ღმერთი კმაყოფილი? ღმერთი ასეთ დასკვნას გამოიტანს ასეთი წინამძღოლებისა და მუშაკების შესახებ: ისინი ახორციელებენ თავიანთ პასუხისმგებლობებს და მაქსიმალურ ძალისხმევას იღებენ თავიანთი როლისთვის დამახასიათებელი საქმის შესასრულებლად. არის თუ არა ეს ღვთის მიერ მოწონება? (დიახ.)

VI. განდევნა

წინამძღოლთა და მუშაკთა მეცამეტე პასუხისმგებლობა მოიცავს კონკრეტულ დავალებებს, რომლებიც მათ უნდა შეასრულონ და რომელთაგან რამდენიმე უკვე ჩამოვთვალეთ: მათ პრაქტიკაში უნდა განახორციელონ ანტიქრისტეთა მხილება, გასხვლა, გაანალიზება, შეზღუდვა და კონტროლი. ამ ძირითად პრინციპებზე თანაზიარება დასრულდა. მიუხედავად იმისა, თუ რა კონკრეტულ ქმედებებს მიმართავენ წინამძღოლები და მუშაკები განსაკუთრებულ სიტუაციებში, ანტიქრისტეებთან მოპყრობის პრინციპები უცვლელი რჩება. გარდა ამისა, ამ დავალებების მთავარი მიზანი ღვთის რჩეული ხალხის დაცვაა. დავუშვათ, რომ ღვთის რჩეულმა ხალხმა უკვე ერთხმად აღიარა ვინმე ანტიქრისტედ, ამოიცნო და სრულად შეიგნო, რომ ანტიქრისტე მუდამ ცდილობს ადამიანების შეცდომაში შეყვანასა და გაკონტროლებას; მათ იციან, რომ ანტიქრისტეს თანდასწრებით არ შეიძლება არსებობდეს კარგი დღეები ან ეკლესიის კარგი ცხოვრება და ყველა ერთხმად მოითხოვს ანტიქრისტეს ეკლესიიდან განკვეთას. ასეთ ვითარებაში ზოგიერთი წინამძღოლი და მუშაკი მაინც ემხრობა ანტიქრისტეს დატოვებას, რათა იგი გამოყენებულ იქნეს როგორც საწვრთნელი საშუალება ანტიქრისტეთა მხილების, გასხვლის, გაანალიზების, შეზღუდვისა და კონტროლის პრაქტიკაში გამოსაყენებლად — არის კი კვლავ ამ პროცესების გავლის საჭიროება? ზოგიერთმა წინამძღოლმა და მუშაკმა შეიძლება თქვას: „თუ ამ პროცესებს არ გავივლით, განა ეს ჩემი პასუხისმგებლობების უგულებელყოფა არ იქნება? მხოლოდ ამ პროცესების გავლა უსვამს ხაზს ჩემს, როგორც წინამძღოლის, როლს. მე უნდა შევასრულო ეს საქმე. დაეთანხმებიან თუ არა ამას ძმები და დები, ჯერ ანტიქრისტე უნდა დავტოვო. ჯერ ვამხელ მას, შემდეგ გავსხლავ და გავკვეთ, და მივცემ ძმებსა და დებს საშუალებას, კიდევ უფრო დაადასტურონ, რომ ის ანტიქრისტეა. ერთსულოვანი შეთანხმების შემდეგ კი ჩვენ მას მოვიცილებთ ან განვდევნით. განა ეს უფრო ეფექტური არ იქნება?“ შედეგად, ამ დროის განმავლობაში ანტიქრისტე იწყებს წარმოდგენების გავრცელებას ხალხის შეცდომაში შესაყვანად და კვლავ იწვევს არევ-დარევას ეკლესიის საქმეში, რითაც ყველაში პანიკას თესავს, ზოგიერთი კი შეკრებებზე დასწრებაზეც უარს ამბობს. თავიანთი მონდომების საჩვენებლად და იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი არ უგულებელყოფენ თავიანთ პასუხისმგებლობებს, ეს წინამძღოლები და მუშაკები ზედაპირულად ასრულებენ მოვალეობებს და აჭიანურებენ საქმეს. შედეგად, ისინი მრავალ არასაჭირო შემოვლით გზას ირჩევენ, არღვევენ ეკლესიის ცხოვრების წესრიგს და ფლანგავენ ღვთის რჩეული ხალხის ძვირფას დროს ჭეშმარიტების ძიებაში და მხოლოდ ამის შემდეგ განკვეთენ ანტიქრისტეს. არის ეს მიდგომა მისაღები? (არა.) რა არის მასში არასწორი? (ეს მხოლოდ წესების მიყოლა და საქმის ზედაპირულად შესრულებაა.) რა არის წინამძღოლებისა და მუშაკების მიერ ამ დავალებების შესრულების მიზანი? (ღვთის რჩეული ხალხის დაცვა.) მაშასადამე, თუ ზოგიერთ ადამიანს ჯერ კიდევ არ ამოუცნია ანტიქრისტე და კვლავ საკმაოდ არის მასზე მიჯაჭვული, და როდესაც წინამძღოლები და მუშაკები გადაწყვეტენ ანტიქრისტეს ეკლესიიდან განდევნას, ზოგიერთი ადამიანი აღშფოთდება და იტყვის, რომ ღვთის სახლი არ არის მოსიყვარულე ან სამართლიანი ადამიანების მიმართ, არ გააჩნია პრინციპები საქმის კეთებისას და ა.შ., და ზოგიერთი გონებაარეული ადამიანიც კი შეცდომაში ვარდება და ანტიქრისტეს გავლენის ქვეშ ექცევა, რის გამოც სურთ მასთან ერთად დატოვონ ეკლესია, რა უნდა გაკეთდეს ასეთ ვითარებაში? ამ დროს, წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ გარკვეული მნიშვნელოვანი საქმე, როგორიცაა პრაქტიკაში ანტიქრისტეს გასხვლა და ღვთის სიტყვების მოშველიება მის სამხილებლად და მისი ქმედბების გასაანალიზებლად, რათა ძმებმა და დებმა პრაქტიკულად მიიღონ გაკვეთილი და საბოლოოდ ამოიცნონ ანტიქრისტე. ერთ დღესაც ისინი იტყვიან: „ეს ადამიანი ისეთი საძულველია. ის ნამდვილად ბოროტმოქმედი და ანტიქრისტეა. მოდით, სწრაფად განვწმინდოთ ეკლესია მისგან!“ ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ხმა, არამედ მრავალი ძმისა და დის ხმაა. ამ შემთხვევაში არის კი კვლავ საჭიროება, შესრულდეს ანტიქრისტეს შეზღუდვისა და კონტროლის საქმე? არა, უბრალოდ პირდაპირ განდევნეთ იგი. წინამძღოლებმა და მუშაკებმა, რომლებიც თავიანთ საქმეში ამ დონეს აღწევენ, უკვე მიაღწიეს იმ შედეგს, რომ დაიცვეს ღვთის რჩეული ხალხი ანტიქრისტეთა მავნებლობისგან. რას ამტკიცებს ეს? ერთი მხრივ, ეს ამტკიცებს, რომ ამ ეკლესიის ძმებსა და დებს აქვთ გამჭრიახობა, სულიერი მონაცემები და სამართლიანობის გრძნობა. მეორე მხრივ, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ წინამძღოლებსა და მუშაკებს შესწევთ რეალური საქმის კეთების უნარი ან ამ ანტიქრისტეს ქმედებები ზედმეტად აშკარაა, მისი ადამიანობა კი — უკიდურესად ცუდი და ბოროტი, რაც საყოველთაო აღშფოთებას იწვევს, და მან თავადვე ნაადრევად მოიჭრა გზა, რითაც წინამძღოლებსა და მუშაკებს თავიდან აარიდა მასთან გამკლავების ხანგრძლივი პროცესი. განა ეს დიდ ძალისხმევას არ ზოგავს? ასეთ ვითარებაში მათი მოცილება ან განდევნა კარგი საქმეა, არა? გარდა ამისა, საქმე, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ, ვრცელია და მხოლოდ ამ ერთი დავალებით არ შემოიფარგლება. გგონია, რომ ანტიქრისტეს განდევნით ყველაფერი სრულდება? და ყველაფერი სრულ წარმატებამდე მიიყვანე? სულაც არა! შენ სხვა საქმეც გაქვს შესასრულებელი. ანტიქრისტეებთან გამკლავებისა და ღვთის რჩეული ხალხის მათი მავნებლობისგან დაცვის გარდა, წინამძღოლებსა და მუშაკებს ასევე აკისრიათ პასუხისმგებლობა, შეიყვანონ ღვთის რჩეული ხალხი ღვთის სიტყვების რეალობაში, წარმართონ ისინი თავიანთი გახრწნილი ხასიათის მოსაგვარებლად და დაეხმარონ მათ ანტიქრისტეს ხასიათის აღმოფხვრაში, მრავალ სხვა მნიშვნელოვან დავალებასთან ერთად. თუმცა, თუ ამ დავალებების შესრულებისას ანტიქრისტე გამოჩნდება, მაშინ ანტიქრისტესთან გამკლავება უმთავრესი პრიორიტეტი ხდება. მათ ჯერ უნდა ამხილონ ანტიქრისტე და მიხედონ მას, და ასევე იქონიონ თანაზიარება ჭეშმარიტების სხვა ასპექტებზე. თუკი ანტიქრისტეს მიერ გამოწვეული არევ-დარევა იჩენს თავს და სხვა საქმის გაგრძელება ძალიან რთულდება, რადგან ეს საქმე აწყდება დაბრკოლებასა და ჩარევას, ხოლო ანტიქრისტე სერიოზულ გავლენას ახდენს ძმებისა და დების სიცოცხლის ზრდაზე, ეკლესიის ცხოვრების წესრიგსა და მოვალეობების აღსრულების გარემოზე, მაშინ, რა თქმა უნდა, აუცილებელია ჯერ ამ უდიდეს უბედურებასა და ბოროტების სათავეს მიეხედოს. მხოლოდ ანტიქრისტეს მოცილებისა და მასთან გამკლავების შემდეგ შეიძლება სხვა საქმე ნორმალურად და გეგმაზომიერად გაგრძელდეს. მაშასადამე, თუ ეკლესიაში ანტიქრისტე გამოჩნდება და ძმები და დები მოკლე დროში სწრაფად ამოიცნობენ მას და ერთხმად იტყვიან: „მოგვშორდი, ანტიქრისტევ!“ განა ეს წინამძღოლებსა და მუშაკებს დიდ ძალისხმევას არ დაუზოგავს? განა გულში არ უნდა გიხაროდეს? შენ შეიძლება თქვა: „ვწუხდი, რომ არ შემეძლო ამ ანტიქრისტეს, ამ ეშმაკის შეზღუდვა. ასევე ვწუხდი, რომ ზოგიერთი ძმა და და შეცდომაში შევიდოდა და მისგან მძიმე ზიანს მიიღებდა, და რომ ჩემი სულიერი ზრდა მეტისმეტად მცირე იყო იმისთვის, რომ მემხილა ანტიქრისტეს არსი, საფუძვლიანად გამეანალიზებინა ეს საკითხები და გადამეჭრა ეს პრობლემა.“ ახლა წუხილი აღარ არის საჭირო. ძმებისა და დების ამ ერთი განცხადებით საკითხი გვარდება და წინამძღოლებსა და მუშაკებს „ტვირთი“ ეხსნებათ. რა მშვენიერია ეს! შენ მადლობა უნდა შესწირო ღმერთს; ეს ღვთის მადლია! მსგავსი რამ სავარაუდოდ ხდება ეკლესიაში, რადგან ბევრი რამ ითქვა ანტიქრისტეების მხილების თემაზე, და რადგან ძმები და დები ბევრად არ ჩამოუვარდებიან წინამძღოლებსა და მუშაკებს, როგორც შენ შეიძლება გეგონოს. ღვთის სიტყვების წინამძღოლობით, მათაც აქვთ ჭეშმარიტების დამოუკიდებლად წვდომისა და პრობლემების გადაჭრის გარკვეული უნარი. როდესაც ისინი ერთიანდებიან, რათა კენჭი ყარონ და განდევნონ ანტიქრისტე, ეს კარგი საქმეა, კარგი მოვლენაა! წინამძღოლებსა და მუშაკებს არ სჭირდებათ ამის გამო სევდის, იმედგაცრუების ან ნეგატიურობის განცდა. ამ დაბრკოლებების, ანტიქრისტეთა მოცილების შემდეგ, შემდგომი საქმის თითოეული ნაბიჯი კვლავ რჩება მკაცრ გამოცდად წინამძღოლებისა და მუშაკებისთვის. თითოეული დავალება, რომელიც მათ უნდა შეასრულონ, მოიცავს მათ პასუხისმგებლობებსა და საკითხებს, რომლებიც ეხება მათ სულიერ მონაცემებსა და მუშაობის უნარს.

ცრუ წინამძღოლების გამოვლინებები, როდესაც ანტიქრისტეები დაბრკოლებებს ქმნიან

ჩვენ დავასრულეთ თანაზიარება წინამძღოლებისა და მუშაკების მეცამეტე პასუხისმგებლობაზე: „პუნქტი მეცამეტე: ღვთის რჩეული ხალხის დაცვა ანტიქრისტეთა მხრიდან გამოწვეული დაბრკოლებისგან, შეცდომაში შეყვანისგან, კონტროლისა და მძიმე ზიანისგან; მათი დახმარება, რათა შეძლონ ანტიქრისტეთა ამოცნობა და მათზე გულით უარის თქმა.“ შემდეგ იმ საქმესთან შეპირისპირებით, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ, ჩვენ დავაანალიზებთ და ვამხელთ იმ ტიპის ადამიანთა — ცრუ წინამძღოლების — გამოვლინებებს, რომლებსაც არ შეუძლიათ წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობების შესრულება. ამ საქმის შესრულებისას წინამძღოლებმა და მუშაკებმა მრავალი დავალება უნდა იტვირთონ, რაც მათგან მოითხოვს გარკვეულ სულიერ მონაცემებს, ყურადღებიანობას, დაკვირვებულობას, გულმოდგინებას, პასუხისმგებლობის გრძნობას, ღვთის ტვირთის გაზიარებას, ღვთის რჩეული ხალხის დამცველ მოსიყვარულე გულს და ა.შ. მხოლოდ ამ თვისებების ქონის შემთხვევაში შეუძლიათ მათ თავიანთი პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების შესრულება. ცრუ წინამძღოლები კი ამის სრულიად საპირისპირონი არიან; მათ ადამიანობას ეს თვისებები აკლია. მათ შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული სულიერი მონაცემები, ჭეშმარიტების წვდომისა და ანტიქრისტეთა ამოცნობის უნარი, ან შეიძლება ჰქონდეთ ოდნავ უფრო დაბალი სულიერი მონაცემები და შეეძლოთ სულ მცირე იმ აშკარა ანტიქრისტეთა ამოცნობა მაინც, რომლებიც მრავალ ბოროტ საქმეს სჩადიან, თუნდაც სრულად ვერ სწვდებოდნენ ანტიქრისტეთა ბუნება-არსებას; ანდა მათი სულიერი მონაცემები შეიძლება იმდენად მწირი იყოს, რომ ვერ ამოიცნონ ან ვერ დაინახონ განსხვავება მათ შორის, ვისაც ანტიქრისტეს არსი აქვს და ვისაც — ანტიქრისტეს ხასიათი. ნებისმიერ შემთხვევაში, ცრუ წინამძღოლებს ეს ორი გამოვლინება ახასიათებთ: პირველი — ისინი არ ასრულებენ რეალურ საქმეს; და მეორე — ისინი მხოლოდ ზედაპირული, ზოგადი საქმეებით შემოიფარგლებიან, მაშინ როცა სრულიად უუნარონი არიან, გადაჭრან რეალური პრობლემები ან შეასრულონ რეალური საქმე. მეცამეტე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საქმესთან მიმართებაში ცრუ წინამძღოლების ეს ორი დამახასიათებელი გამოვლინება კვლავაც თვალსაჩინო რჩება. ახლა კი ჩვენ გვექნება თანაზიარება იმაზე, თუ კონკრეტულად რა გამოვლინებები გააჩნიათ მათ.

I. ანტიქრისტეთა გამოაშკარავებისა და მათთან გამკლავების უუნარობა მათი შეურაცხყოფის შიშით

როდესაც ანტიქრისტეები იწყებენ ღვთის რჩეული ხალხის დაბრკოლებას, შეცდომაში შეყვანას, გაკონტროლებას ან მათთვის მძიმე ზიანის მიყენებას, ცრუ წინამძღოლების პირველი გამოვლინება უმოქმედობაა. რას ნიშნავს უმოქმედობა? ეს ნიშნავს, რომ ისინი არ ასრულებენ რეალურ საქმეს. რეალური საქმის შეუსრულებლობის მიღმა გარკვეული მიზეზები დგას, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების განაწყენების შიში და პრინციპების დასაცავად გამბედაობის ნაკლებობა. წინამძღოლებად გახდომის შემდეგ ეს ადამიანები იწყებენ თავიანთი ძალაუფლების დემონსტრირებას და ფიქრობენ: „ახლა მე სტატუსი მაქვს და ეკლესიის თანამდებობის პირი ვარ. მე უნდა განვაგო ძმებისა და დების კვების, ჩაცმის, საცხოვრებლისა და გადაადგილების საკითხები; უნდა განვსაჯო, შეესაბამება თუ არა ძმებისა და დების ნათქვამი ჭეშმარიტებას და შეესაბამება თუ არა წმინდანთა ღირსებას. უნდა ვნახო, არიან თუ არა ისინი გულწრფელნი ღვთის მიმართ, ნორმალურია თუ არა მათი სულიერი ცხოვრება, ლოცულობენ თუ არა დილა-საღამოს, ნორმალურია თუ არა მათი ჩვეული შეკრებები — მე ეს ყველაფერი უნდა განვაგო.“ ცრუ წინამძღოლები მხოლოდ ამ საკითხებზე ზრუნავენ. ფორმალურად, თითქოსდა ასრულებენ წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობებს, მაგრამ როდესაც პრინციპული, მნიშვნელოვანი საკითხები იჩენს თავს, ან თუნდაც ანტიქრისტეები ჩნდებიან, ცრუ წინამძღოლები ჩრდილში იმალებიან და ხმას არ იღებენ; ისინი დუმან და თავს ისე აჩვენებენ, თითქოს არაფერი იციან და ვერაფერს ამჩნევენ. რა მცდარი შეხედულებებიც არ უნდა გაავრცელონ ანტიქრისტეებმა, ისინი თავს ისე აჩვენებენ, თითქოს არ ესმით. როდესაც ანტიქრისტეები იწყებენ ღვთის რჩეული ხალხის დაბრკოლებას, შეცდომაში შეყვანასა და გაკონტროლებას, ისინი კვლავ ისე აჩვენებენ თავს, თითქოს არაფერი იციან, თითქოს მთელი ეს ინფორმაცია მათთან მისვლისთანავე ქრება. ისინი თავს ისე აჩვენებენ, თითქოს არ შეუძლიათ იმ ანტიქრისტეთა ამოცნობა, რაც რიგით ძმებსა და დებსაც კი შეუძლიათ, და ამბობენ: „მე არ შემიძლია მათი ამოცნობა. რა მოხდება, თუ არასწორ ადამიანს განვდევნი? რა მოხდება, თუ ძმებსა და დებს უსამართლოდ მოვექცევი? გარდა ამისა, ღვთის სახლს კვლავ სჭირდება ხალხი მსახურების გასაწევად!“ წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობებისგან თავის არიდების მიზნით ყოველგვარი მიზეზის მოშველიებით, ისინი თავს არიდებენ ანტიქრისტეებთან გამკლავებას და არ იცავენ ძმებსა და დებს ანტიქრისტეთა მავნებლობისგან. ზოგიერთი ცრუ წინამძღოლი იმასაც კი ამბობს: „თუ მუდამ ვამხელ ანტიქრისტეებს, რა მოხდება, თუ ისინი ძმებსა და დებს ჩემ წინააღმდეგ წააქეზებენ? მაშინ მომდევნო არჩევნებში ხმას აღარავინ მომცემს და წინამძღოლობას ვეღარ შევძლებ. ჩემი გავლენა არ არის ისეთი ძლიერი, როგორც მათი!“ საკუთარი სტატუსისა და პირადი უსაფრთხოების დასაცავად, ცრუ წინამძღოლები საერთოდ არ ახორციელებენ თავიანთ პასუხისმგებლობას, დაიცვან ღვთის რჩეული ხალხი, და არც იმას ცდილობენ, რომ მაქსიმალურად აღკვეთონ ანტიქრისტეთა მიერ ძმებისა და დებისთვის ზიანის მიყენება. ისინი იქცევიან როგორც მლიქვნელნი და ბაკანში დამალული კუები და ამავდროულად, ეგოისტი და საძაგელი ადამიანები არიან. ისინი არ იცავენ ძმებსა და დებს, მაგრამ ძალიან საფუძვლიანად ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ დაიცვან საკუთარი თავი. როდესაც საქმე ეხება ანტიქრისტეებთან გამკლავებას ან მათ გასხვლასა და მხილებას, რათა ძმებმა და დებმა გამჭრიახობა შეიძინონ, ისინი სიკვდილამდე არიან შეშინებულნი, წუხან საკუთარი სტატუსის დაკარგვაზე და თვლიან, რომ ასე მოქცევა მათთვის საზიანოა. ისინი სრულიად უგულებელყოფენ ღვთის რჩეული ხალხის ინტერესებს და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე, რეპუტაციაზე, პირად უსაფრთხოებასა და თავიანთი ოჯახის უსაფრთხოებაზე ფიქრობენ; ეშინიათ, რომ ანტიქრისტეების შემთხვევითმა განაწყენებამ შეიძლება ისინი დაუნდობელ მტრებად აქციოს და მათი მხრიდან შურისძიება გამოიწვიოს. ამ ტიპის ცრუ წინამძღოლებს სინამდვილეში აქვთ გარკვეული სულიერი მონაცემები. თავიანთი სულიერი მონაცემებითა და გამჭრიახობით, მათ სრულად აქვთ გაცნობიერებული, თუ ვინ არიან ანტიქრისტეები, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათ ეშინიათ ანტიქრისტეების განაწყენების. ხედავენ რა ანტიქრისტეების სასტიკ ხასიათს, ისინი ვერ ბედავენ მათ განაწყენებას. თუმცა, საკუთარი თავის დასაცავად, ისინი უყოყმანოდ სწირავენ ღვთის სახლისა და ღვთის რჩეული ხალხის ინტერესებს; ისინი გულგრილად უყურებენ, თუ როგორ უვარდებიან ხელში ძმები და დები ანტიქრისტეებს, და ნებას რთავენ ანტიქრისტეებს, შეცდომაში შეიყვანონ, გააკონტროლონ და თავიანთი ნება-სურვილისამებრ მძიმე ზიანი მიაყენონ მათ. ცრუ წინამძღოლები მხოლოდ ხანდახან, ფარულად თუ ეტყვიან ზოგიერთ შედარებით ალალ ადამიანს, რომელსაც კარგი ადამიანობა აქვს და მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენს: „ის ადამიანი ანტიქრისტეა. მას სხვები შეცდომაში შეჰყავს. ის არ არის კარგი ადამიანი.“ თუმცა, ყველა ძმისა და დის წინაშე და ანტიქრისტეთა წინაშე ისინი ვერასოდეს ბედავენ ანტიქრისტეთათვის ერთი „არას“ თქმასაც კი. მათ არასოდეს ჰყოფნით გამბედაობა, ამხილონ ანტიქრისტეთა ბოროტი საქმე ან არსი. შეკრებების დროსაც კი, როდესაც ანტიქრისტეები მთელ დროს იკავებენ საუბრით და საუბრობენ ერთი ან ორი საათის განმავლობაში, ისინი ხმის ამოღებასაც ვერ ბედავენ. თუ ანტიქრისტეები მაგიდაზე ხელს აბრახუნებენ და ხალხს მრისხანედ უყურებენ, ისინი ხმამაღლა სუნთქვასაც კი ვერ ბედავენ. თავიანთი საქმიანობის ფარგლებში ისინი, ვისაც მცირე სულიერი ზრდა აქვს, ვისაც მშიშარა ადამიანობა აქვს და ვისაც სურს ჭეშმარიტების ძიება, მაგრამ ჯერ არ შეუძენია გამჭრიახობა, თავს დათრგუნულად გრძნობენ, რადგან არ არსებობენ წინამძღოლები ან მუშაკები, რომლებიც წინ გამოვლენ და ამხელენ და ამოიცნობენ ანტიქრისტეთა ბოროტ საქმეებს. ისინი უმწეოდ შესცქერიან, თუ როგორ მძვინვარებენ ანტიქრისტეები ეკლესიაში, მოქმედებენ თვითნებური დაუდევრობით და არეულობას იწვევენ ეკლესიის ცხოვრებაში ისე, რომ მათთან დასაპირისპირებლად არავითარი საშუალება არ გააჩნიათ. ამასობაში კი ცრუ წინამძღოლები არ ასრულებენ არავითარ რეალურ საქმეს და არ წყვეტენ რეალურ პრობლემებს ღვთის რჩეული ხალხისთვის. როდესაც ძმები და დები სირთულეებში ვარდებიან, ცრუ წინამძღოლები არა მხოლოდ ვერ ახერხებენ ანტიქრისტეთა ბოროტი საქმეების მხილებასა და შეზღუდვას, არამედ ერთი მართალი სიტყვის თქმასაც კი ვერ ბედავენ. მაშინაც კი, თუ მათი სინდისი რაღაცას გრძნობს და ოდნავ ქენჯნით, და ისინი დახურულ კარს მიღმა ღვთისადმი ლოცვისას რამდენიმე ცრემლს ღვრიან, მეორე დღეს შეკრებაზე, როდესაც ხედავენ, რომ ანტიქრისტეები უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ ღვთის სახლის საქმეზე და თვითნებურად განსჯიან მას, ირიბადაც კი განსჯიან ღმერთს და ავრცელებენ წარმოდგენებს ღმერთზე, ისინი არაფერს აკეთებენ ამის წინააღმდეგ მიუხედავად იმისა, რომ იციან, ეს არასწორია. მაშინაც კი, როდესაც ხედავენ, რომ ანტიქრისტეები ფლანგავენ შესაწირავებს, ისინი ამაზე თვალს ხუჭავენ. ისინი საერთოდ არ ამხელენ და არ ზღუდავენ ანტიქრისტეებს და გულში ოდნავ სინდისის ქენჯნასაც კი არ გრძნობენ — ეს უკიდურესად უპასუხისმგებლო საქციელია! ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სინდისის ოდნავი გრძნობა მაინც გააჩნია, თუნდაც გრძნობდეს, რომ მისი ძალა მეტისმეტად სუსტია, უნდა გაერთიანდეს იმ ძმებთან და დებთან, რომლებსაც აქვთ გარკვეული სულიერი ზრდა და გამჭრიახობა, რათა იქონიონ თანაზიარება ამ საკითხზე და განიხილონ, თუ როგორ გაუმკლავდნენ ანტიქრისტეებს. მაგრამ ცრუ წინამძღოლებს აკლიათ ასეთი მონდომება და გამბედაობა, და მით უმეტეს, აკლიათ პასუხისმგებლობის ასეთი გრძნობა. ისინი ძმებსა და დებს იმასაც კი ეუბნებიან: „ანტიქრისტეები მეტისმეტად სასტიკნი არიან. თუ მათ გავანაწყენებთ, მთავრობასთან დაგვაბეზღებენ და მერე ვერცერთი ჩვენგანი ვეღარ შეძლებს ღვთის რწმენას. ანტიქრისტეებმა იციან ეკლესიის შეკრებების ადგილები, ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია მათი პროვოცირება.“ ეს არის იარაღის დაყრისა და ანტიქრისტეებისთვის დანებების, სატანასთან კომპრომისზე წასვლისა და მისთვის წყალობის თხოვნის სრულიად მახინჯი ქცევა.

საკუთარი თავის დაცვის გარდა ცრუ წინამძღოლები არ ასრულებენ არცერთ იმ საქმეს, რომელიც მათ უნდა შეასრულონ, როგორიცაა ღვთის რჩეული ხალხის დაცვა და მათი დახმარება ანტიქრისტეთა მიმართ გამჭრიახობის შეძენაში. ისინი საერთოდ არ ასრულებენ არავითარ პასუხისმგებლობას და მაინც, მუდმივად სურთ, რომ ძმებმა და დებმა ისინი წინამძღოლებად აირჩიონ. ერთი ვადის დასრულების შემდეგ მათ სურთ, რომ მომდევნო ვადითაც აირჩიონ. განა ეს უსირცხვილობა და გამოუსწორებლობა არ არის? არიან კი ასეთი ადამიანები წინამძღოლობის ღირსნი? (არა.) ღვთის სახლი შენ განდობს სამწყსოს, მაგრამ როდესაც ველური მხეცები მოდიან, გადამწყვეტ მომენტში შენ მხოლოდ საკუთარ თავს იცავ და სამწყსოს ველურ მხეცებს გადასცემ. შენ იქცევი შეშინებულ კუდ, პოულობ თავშესაფარს, უსაფრთხო ადგილს, რათა იქ დაიმალო. შედეგად კი სამწყსო ზარალდება — ზოგიერთ ცხვარს სასიკვდილოდ კბენენ, ზოგიერთი კი იკარგება. დავუშვათ, წინამძღოლი ხედავს, რომ ანტიქრისტეები უსინდისოდ არევ-დარევას იწვევენ ეკლესიის საქმეში, შეცდომაში შეჰყავთ ღვთის რჩეული ხალხი და აკონტროლებენ მათ და მაინც, იგი იკავებს პოზიციას, რომ უბრალოდ თვალი დახუჭოს ამაზე, რათა დაიცვას საკუთარი სახელი, სტატუსი და საარსებო წყარო, და უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. შედეგად, ღვთის რჩეული ხალხის უმეტესობა შეცდომაში შედის, თავს უმწეოდ გრძნობს და ხდება ნეგატიური და სუსტი; ზოგიერთს ანტიქრისტეები ატყვევებენ კიდეც, ზოგიერთს კი აღარ სურს თავისი მოვალეობების შესრულება. და მაინც, ეს წინამძღოლი ვერაფერს გრძნობს, როდესაც ხედავს ანტიქრისტეთა მიერ გამოწვეულ არევ-დარევას; მისი სინდისი არავითარ ქენჯნას არ გრძნობს. გააჩნია კი ასეთ წინამძღოლს ან მუშაკს რაიმე ადამიანობა? საკუთარი თავის გადარჩენის მიზნის მისაღწევად ის უყოყმანოდ გადასცემს ღვთის რჩეულ ხალხს ანტიქრისტეებს და ნებას რთავს მათ, შეცდომაში შეიყვანონ ისინი, მძიმე ზიანი მიაყენონ მათ და ააოხრონ. როგორი წინამძღოლია ეს? (ცრუ წინამძღოლი.) განა ეს სატანის თანამზრახველი არ არის? სინამდვილეში ვის მხარეს არის ის? მიუხედავად იმისა, რომ ის ცრუ წინამძღოლად ხასიათდება, ამ პრობლემის არსი შეიძლება იმაზე ბევრად სერიოზული იყოს, ვიდრე უბრალოდ ცრუ წინამძღოლობაა. მასში დევს ძმებისა და დების გაყიდვის ბუნება, ზუსტად ისე, როგორც იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებსაც აპატიმრებენ, აწამებენ და იუდებად იქცევიან, გადასცემენ რა ძმებსა და დებს დიდ წითელ დრაკონს, რათა მან მათ მძიმე ზიანი მიაყენოს. მაშ, როგორია იმ ცრუ წინამძღოლის ბუნება, რომელიც ღვთის რჩეულ ხალხს ანტიქრისტეებს გადასცემს? განა ასეთი ცრუ წინამძღოლები უკიდურესად საზიზღარნი არ არიან? ანტიქრისტეებთან შედარებით ეს ცრუ წინამძღოლები გარეგნულად არ ტოვებენ ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს ჭეშმარიტებისადმი წინააღმდეგობის გაწევის განზრახვა აქვთ. როგორც ჩანს, მათ შეუძლიათ ზოგიერთი ჭეშმარიტების თანაზიარება, აქვთ გარკვეული წვდომის უნარი და შეუძლიათ ჭეშმარიტების მცირედით პრაქტიკაში გამოყენება, ზოგიერთ მათგანს კი გაჭირვების ატანა და ფასის გადახდაც კი შეუძლია. და მაინც, როდესაც ღვთის სახლი მათ ღვთის სამწყსოს ანდობს და როდესაც ბოროტმოქმედები და დემონები ჩნდებიან, ისინი არ იყენებენ საკუთარ სიცოცხლეს იმისთვის, რომ ყველაფერი გააკეთონ ღვთის რჩეული ხალხის დასაცავად. ნაცვლად ამისა, ისინი ყველაფერს აკეთებენ საკუთარი თავის დასაცავად, წინ სწევენ ძმებსა და დებს, რათა მათ დამცავი ფარის როლი შეასრულონ, რათა უზრუნველყონ საკუთარი უსაფრთხოება და ინტერესები. რაოდენ საძაგელნი და ეგოისტები არიან ეს ადამიანები! ზედაპირულად, თითქოს მათ ადამიანობას არავითარი სერიოზული პრობლემა არ გააჩნია. მათ აქვთ სიყვარული ადამიანების მიმართ, შეუძლიათ სხვების დახმარება, მზად არიან გადაიხადონ ფასი და შეუძლიათ ნებისმიერი გაჭირვების ატანა თავიანთი მოვალეობების შესრულებისას. თუმცა, როდესაც ანტიქრისტეები ჩნდებიან, ისინი აკეთებენ რაღაც მოულოდნელსა და გაუგებარს: როგორადაც არ უნდა შეჰყავდეთ ანტიქრისტეებს ღვთის რჩეული ხალხი შეცდომაში ან როგორადაც არ უნდა არღვევდნენ ეკლესიის ცხოვრებას, ისინი არაფერს აკეთებენ, და რამდენი ადამიანიც არ უნდა გახდეს ანტიქრისტეთა მხრიდან თავდასხმის, გარიყვის ან ზიანის მიყენების მსხვერპლი, ისინი ამას უგულებელყოფენ. ამგვარად მოქმედებით, ეს წინამძღოლები ღვთის რჩეულ ხალხს სრულად გადასცემენ ანტიქრისტეების კონტროლს, ნებას რთავენ ანტიქრისტეებს, შეცდომაში შეიყვანონ ისინი და თავიანთი ნება-სურვილისამებრ მძიმე ზიანი მიაყენონ მათ, მაშინ როცა თავად ეს წინამძღოლები საერთოდ არავითარ საქმეს არ ასრულებენ. როდესაც ეკლესიას ანტიქრისტეთაგან განწმენდენ და პრობლემა გვარდება, ეს წინამძღოლები გამოდიან და თანაზიარებას ატარებენ საკუთარი თავის შეცნობაზე, იმაზე, თუ როგორ იყვნენ სუსტები, მშიშრები, შეშინებულები, ეგოისტები და მზაკვრები, და რომ არ იყვნენ ერთგულნი, კარგად არ იცავდნენ ღვთის რჩეული ხალხს და იმედი გაუცრუეს ღმერთსა და ძმებსა და დებს. ისინი თითქოს ძალიან ნანობენ; თითქოს გამოსწორდნენ და მონანიების უნარი შესწევთ. თუმცა, როდესაც ანტიქრისტეები კვლავ ჩნდებიან, ისინი ძმებსა და დებს ზუსტად ისევე უბიძგებენ ანტიქრისტეებისკენ, როგორც წინა ჯერზე, და საკუთარი თავისთვის დასამალად უსაფრთხო ადგილს პოულობენ. მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ყოფილან შეცდომაში შეყვანილნი ან დაზარალებულნი ანტიქრისტეთა მიერ, მათ უგულებელყვეს თავიანთი პასუხისმგებლობები და უღალატეს ღვთის დავალებას; მათი დამოკიდებულება თავიანთი მოვალეობის მიმართ, მათი დამოკიდებულება ღვთის რჩეული ხალხის მიმართ და მათი ნამდვილი სახე სრულად გამოაშკარავდა. ყოველ ჯერზე, როდესაც ანტიქრისტეები ჩნდებიან, ისინი არ ირჩევენ ღვთის მხარეს დგომას და ანტიქრისტეებთან ბოლომდე ბრძოლას; ისინი არ ამბობენ იმის მცირედსაც კი, რაც უნდა ითქვას, და არ ასრულებენ იმ საქმის მცირედსაც კი, რაც უნდა შესრულდეს ღვთის რჩეული ხალხის დასაცავად, რათა ამით სინდისის სიმშვიდე მოიპოვონ, და მით უმეტეს, არ ასრულებენ წინამძღოლების პასუხისმგებლობებს ღვთის განზრახვების შესასრულებლად. ამ ცრუ წინამძღოლთა ყველა არჩევანი და ქმედება ემსახურება მხოლოდ საკუთარი სტატუსის დაცვას ზიანისგან. მათ არ ადარდებთ ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლე თუ სიკვდილი. მათთვის ყველაფერი რიგზეა, სანამ მათი საკუთარი რეპუტაცია, ინტერესები და სტატუსი არ ზარალდება. ვინ ამხელს ანტიქრისტეებს, ვინ განდევნის მათ, როგორ უნდა მოექცნენ ანტიქრისტეებს — თითქოს ეს საკითხები მათ არ ეხებათ; ისინი არც ზრუნავენ ამაზე და არც ერევიან. როდესაც ანტიქრისტეები არევ-დარევას იწვევენ ეკლესიის ცხოვრებაში, ზიანს აყენებენ ღვთის რჩეულ ხალხს და ცილს სწამებენ და ტანჯავენ მათ, ვინც ჭეშმარიტებას ეძიებს, ისინი ამას უგულებელყოფენ. ეს ყველაფერი მათთვის უმნიშვნელოა; მათთვის ყველაფერი მისაღებია, სანამ მათ სტატუსს საფრთხე არ ემუქრება. რას ფიქრობთ ამგვარ ადამიანებზე? ჩვეულებრივ, მათი ადამიანობა არ ჩანს ცუდი და თითქოს შეუძლიათ გარკვეული საქმის შესრულება. როდესაც ისინი გასხვლის წინაშე დგებიან, თითქოს შეუძლიათ საკუთარი თავის შეცნობა და აქვთ მცირედი სინანულის გრძნობა. თუმცა, როდესაც აწყდებიან ანტიქრისტეებს, რომლებიც ეკლესიაში არევ-დარევას იწვევენ, ისინი სრულიად კარგავენ გონებას, არ გააჩნიათ სამართლიანობის გრძნობა და არ ჰყოფნით გამბედაობაც კი, რომ ებრძოლონ ანტიქრისტეებს. როდესაც ხედავენ ეშმაკებსა და სატანებს, ისინი კომპრომისზე მიდიან; როდესაც ხედავენ ბოროტმოქმედებს, რომლებიც არევ-დარევას იწვევენ, ისინი თავს არიდებენ მათ. თუ ვიმსჯელებთ ბოროტმოქმედებისა და ანტიქრისტეების მიმართ მათი დამოკიდებულებით, რა გზას მიჰყვებიან ისინი? განა ეს ძალიან კარგად არ ასახავს მათ პრობლემას? (დიახ.) ერთი შეხედვით, ასეთი ადამიანი შეიძლება ანტიქრისტეს არც ჰგავდეს, მაგრამ მისი დამოკიდებულება ბოროტმოქმედებისა და ანტიქრისტეების ქმედებებისა და ქცევების მიმართ სწორედ ანტიქრისტეთა ხასიათია და ეს საშინელებაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საკუთარ პასუხისმგებლობებზე უარის თქმისა და ღვთის რჩეული ხალხის ღალატის ბუნება. განა ეს ბუნება ძალიან სერიოზული არ არის? ავლენენ კი ისინი რაიმე ერთგულებას ეკლესიის საქმისა და ღვთის დავალების მიმართ? აქვთ კი მათ პასუხისმგებლობის გრძნობის მცირედი ნიშანი მაინც? როდესაც არ უნდა დაეკისროთ დავალება ან მისია, მათი პრინციპია, თავი აარიდონ ადამიანების განაწყენებას და დაიცვან საკუთარი თავი. ეს არის მათი ქცევის უმაღლესი სტანდარტი და საქმის კეთების პრინციპი და ეს არასოდეს შეიცვლება. მოდით, ჯერჯერობით გვერდზე გადავდოთ საკითხი იმის შესახებ, შეუძლიათ თუ არა ასეთ ადამიანებს გადარჩენა — მხოლოდ ანტიქრისტეებთან გამკლავების საქმის კუთხით თუ ვიმსჯელებთ, არიან კი ეს ცრუ წინამძღოლები ღვთის დავალების მიღების ღირსნი? არიან კი ისინი წინამძღოლობისა და მუშაკობის ღირსნი? (არა.) ეს ადამიანები არ არიან წინამძღოლობისა და მუშაკობის ღირსნი. ეს იმიტომ, რომ მათ აკლიათ სინდისი და გონება და არ არიან ღირსნი, იტვირთონ ეკლესიის წინამძღოლობის საქმე; ისინი მაქსიმალურად არ უშლიან ხელს ანტიქრისტეებს ღვთის რჩეული ხალხისთვის ზიანის მიყენებაში და ასევე არ აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ შეასრულონ ეს პასუხისმგებლობა ან კარგად შეასრულონ ეს საქმე ღვთის რჩეული ხალხის დასაცავად — ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მათ აქვთ მწირი სულიერი მონაცემები და არ შეუძლიათ ამის გაკეთება, არამედ იმიტომ, რომ ისინი უბრალოდ არ აკეთებენ ამას. ამიტომ, ამ გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ სხვების განაწყენების, აბსოლუტურად არ არიან წინამძღოლობისა და მუშაკობის ღირსნი. განა ცოტანი არიან ასეთი წინამძღოლები და მუშაკები? (დიახ.) როდესაც არაფერი ხდება, ისინი ყველაზე დიდი ენთუზიაზმით დარბიან; იმდენად დაკავებულნი არიან, რომ თმასაც არ ივარცხნიან და პირსაც არ იბანენ, და თითქოს ძალიან სულიერ დონეს აღწევენ. მაგრამ როდესაც ანტიქრისტეები ჩნდებიან, ისინი უჩინარდებიან; პოულობენ ყოველგვარ მიზეზს თავის არიდებისთვის და უბრალოდ არ უმკლავდებიან ანტიქრისტეებს. როგორია ამ ქცევის ბუნება? ეს არის თავიანთი მოვალეობის შესრულებისას ერთგულების ნაკლებობა და არასანდოობა. გადამწყვეტ მომენტებში მათ შეუძლიათ ღმერთსაც კი უღალატონ და სატანის მხარეს დადგნენ, თვალს ხუჭავენ რა იმაზე, თუ როგორ იწვევენ არევ-დარევას ეკლესიის საქმეში და აზიანებენ მას ბოროტმოქმედები და ანტიქრისტეები. ისინი მოდარაჯე ძაღლივითაც არ გამოდგებიან. ეს არის ცრუ წინამძღოლის ერთ-ერთი ტიპი.

II. ანტიქრისტეთა გარჩევის უუნარობა

არსებობს ცრუ წინამძღოლის კიდევ ერთი ტიპი: როდესაც ანტიქრისტეები ჩნდებიან, მათ არ ძალუძთ იმის გარჩევა, თუ როგორი ხასიათი და არსი აქვთ მათ, რას ავლენენ და ააშკარავებენ ისინი, რა სახის არევ-დარევას იწვევენ დებსა და ძმებში, რომელ განცხადებებს, ფიქრებს, შეხედულებებსა და ქცევებს შეუძლია დებისა და ძმბის შეცდომაში შეყვანა და დაბრკოლება, რა მეთოდებს იყენებენ ანტიქრისტეები ადამიანთა გასაკონტროლებლად, რა ვითარებაში შეიძლება ანტიქრისტეებმა დები და ძმები შეცდომაში შეიყვანონ, გააკონტროლონ და მძიმე ზიანი მიაყენონ მათ და ა.შ. — ეს ყველა ის საკითხია, რომელთა გარჩევაც ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ. ანტიქრისტეებს შეცდომაში შეჰყავთ დები და ძმები; ისინი და შეცდომაში შეყვანილი დები და ძმები ემიჯნებიან ეკლესიას, რათა საკუთარი შეკრებები ჩაატარონ და დამოუკიდებელი სამეფოები შექმნან. ისინი არ იღებენ ღვთის სახლის წინამძღოლობას, არ იღებენ ღვთის სახლის სამუშაო წესდებას და არ ემორჩილებიან ღვთის სახლის არავითარ წესდებასა თუ მითითებას, მით უმეტეს, არ ემორჩილებიან ადამიანთა მიმართ წაყენებულ ღვთის არცერთ მოთხოვნას. მაგრამ ანტიქრისტეთა ყველა ასეთი ქმედება, რომელიც ღვთის რჩეული ხალხის შეცდომაში შეყვანისკენაა მიმართული, ცრუ წინამძღოლების მიერ პრობლემად არ აღიქმება. მათ არ ძალუძთ დაინახონ, თუ რა არის ამ სიტუაციებში საეჭვო; მით უმეტეს, ვერ ხედავენ, თუ როგორ იწვევს ანტიქრისტეთა სიტყვები, ქმედებები, ფიქრები და შეხედულებები ადამიანების დაბრკოლებას, შეცდომაში შეყვანასა და დაზარალებას. ისინი ვერ ხედავენ ამ უარყოფით გავლენას და არ იციან, როგორ გაარჩიონ ის. ზოგიერთ რიგით დასა და ძმას იმის გამო, რომ ბევრი რამ უნახავს და სმენია, შეიძლება ჰქონდეს მცირეოდენი გამჭრიახობა, აღქმა და შეგნება, მაგრამ ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ ამ ყველაფრის ამოცნობა. მაშინაც კი, როდესაც ვინმე მიუთითებს, რომ ესა თუ ის პიროვნება ფარულად გარკვეულ ქმედებებს სჩადის ადამიანთა შეცდომაში შესაყვანად და დაჯგუფებების შესაქმნელად, ცრუ წინამძღოლები მაინც ხელს უშლიან და ამბობენ: „ჩვენ არ შეგვიძლია ამ განცხადებების გავრცელება. ნუ იწვევთ არევ-დარევას. მათ კარგი ურთიერთობა აქვთ — რა არის ცუდი იმაში, რომ მათ ერთად აქვთ თანაზიარება? ჩვენ ადამიანებს თავისუფლება უნდა მივცეთ!“ მათ მაინც არ ძალუძთ ამის ამოცნობა. თუ მათ არ შეუძლიათ მოვლენების ამოცნობა, შეეძლოთ დაკვირვება და ძიება და იმ დებთან და ძმებთან თანაზიარება, რომლებსაც ესმით ჭეშმარიტება და აქვთ გარკვეული გამჭრიახობა. თუმცა, ცრუ წინამძღოლები საკმაოდ თვითმართლები არიან. როდესაც დები და ძმები მათ აფრთხილებენ, ისინი ამას არ იღებენ და ფიქრობენ: „შენ ხარ წინამძღოლი თუ მე? რადგან მე ამირჩიეს წინამძღოლად, ჭეშმარიტება რიგით ადამიანზე უკეთ უნდა მესმოდეს. სხვაგვარად, რატომ ამირჩევდნენ მე სხვის ნაცვლად? ეს ამტკიცებს, რომ მე თქვენ ყველას გჯობივართ. მიუხედავად იმისა, თქვენზე უფროსი ვარ თუ უმცროსი, ჩემი სულიერი მონაცემები ნამდვილად უკეთესია თქვენსაზე. როდესაც ანტიქრისტე გამოჩნდება, მე უნდა ვიყო ის, ვინც პირველი ამოიცნობს მას. თუ თქვენ პირველები ამოიცნობთ მას, მე არ დავეთანხმები თქვენს შეფასებას. მანამ არაფერს მოვიმოქმედებთ, სანამ მე არ ამოვიცნობ მას!“ შედეგად, ანტიქრისტე დებსა და ძმებს შორის მრავალ ერესსა და მცდარ შეხედულებას ავრცელებს, ღიად ეწინააღმდეგება ღვთის სახლის სამუშაო წესდებებს და ღიად უპირისპირდება და ეურჩება ეკლესიას, ღვთის სახლსა და ზემდგომის სამუშაო წესდებებს. ანტიქრისტე ღიადაც კი იბირებს დებსა და ძმებს თავის მხარეს, რათა მონაწილეობა მიიღონ ექსკლუზიურ შეკრებებში, სადაც მხოლოდ თავად ანტიქრისტეს ქადაგებას უსმენენ და მის წინამძღოლობას იღებენ. ეკლესიაში ყველაზე მწირი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანებსაც კი შეუძლიათ დაინახონ, რომ ეს პიროვნება ანტიქრისტეა. მხოლოდ ასეთ ვითარებაში აღიარებენ ცრუ წინამძღოლები: „ოჰ, ის ანტიქრისტეა! როგორ მივხვდი ამას მხოლოდ ახლა? არა, სინამდვილეში ეს ადრევე გავაცნობიერე, მაგრამ არაფერი მითქვამს, რადგან ვშიშობდი, რომ დებსა და ძმებს მცირე სულიერი ზრდა ჰქონდათ და გამჭრიახობა აკლდათ.“ ისინი საკუთარი თავისთვის ლამაზ ტყუილსაც კი იგონებენ. ნათელია, რომ სწორედ იმიტომ, რომ თავად არიან გულგრილნი, გონებაჩლუნგნი, მწირი სულიერი მონაცემების მქონენი და არ ძალუძტ ანტიქრისტეს გარჩევა, მათ დაუშვეს, რომ დებსა და ძმებს ამდენი ზიანი განეცადათ მისგან. იმის ნაცვლად, რომ დანაშაულის გრძნობა ჰქონდეთ, ისინი დებსა და ძმებს ადანაშაულებენ სისულელეების როშვაში, საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელებაში, ადამიანთა არასწორად გაგებაში და ა.შ. როგორი წინამძღოლია ეს? განა ის სრულიად დაბნეული არ არის? ასეთი წინამძღოლი ფუნდამენტურად უუნაროა, იტვირთოს ეკლესიის საქმე. გარეგნულად, ის ხშირად ჭამს და სვამს ღვთის სიტყვებს, ლოცულობს, ესწრება შეკრებებს, უსმენს ქადაგებებს, აკეთებს სულიერ ჩანაწერებს და წერს სტატიებს საკუთარი მოწმობის შესახებ, თითქოს დიდ ძალისხმევას იჩენს, მაგრამ როდესაც პრობლემები ჩნდება, მას არ შეუძლია მათი გადაჭრა, არ შეუძლია ჭეშმარიტების ძიება ღვთის სიტყვების შესაბამისად და რა თქმა უნდა, არ შეუძლია ანტიქრისტეთა გარჩევა ღვთის სიტყვებზე დაყრდნობით. ცრუ წინამძღოლებს, როგორც წესი, შეუძლიათ ერთი ან ორი საათის განმავლობაში ქადაგება და როდესაც ღვთის სიტყვებსა და საკუთარ გამოცდილებაზე აქვთ თანაზიარება, შეუძლიათ დაუსრულებლად ისაუბრონ, მაგრამ როდესაც ანტიქრისტეები ავრცელებენ ერესსა და მცდარ შეხედულებებს, რითაც შეცდომაში შეჰყავთ დები და ძმები და არევ-დარევას იწვევენ ეკლესიის საქმეში, მათ სათქმელი არაფერი აქვთ და საერთოდ არავითარ საქმეს არ ასრულებენ. ისინი არა მხოლოდ ვერ ატარებენ რაიმე პრევენციულ ზომას ან ვერ მიუძღვებიან დებსა და ძმებს ანტიქრისტეთა ერესისა და მცდარი შეხედულებების გასარჩევად, არამედ მაშინაც კი, როდესაც ხედავენ ანტიქრისტეთა მიერ გამოწვეულ ჩაშლასა და არეულობას, ისინი არ ახდენენ მათ მხილებასა და მათი ქმედებების გაანალიზებას, არც ანტიქრისტეებს სხლავენ; ისინი საერთოდ არავითარ საქმეს არ ასრულებენ. რა არის ასეთი ადამიანების პრობლემა? (მათი სულიერი მონაცემები მეტისმეტად მწირია.) მიუხედავად მათი მწირი სულიერი მონაცემებისა, მაინც ტრაბახობენ, რომ არიან სულიერი ადამიანები, კარგი წინამძღოლები და ისინი, ვინც ჭეშმარიტებას ესწრაფვის და ვისაც ღვთის სიტყვები უყვარს და უსირცხვილოდ აცხადებენ, რომ უარი თქვეს ოჯახურ და ხორციელ სიამოვნებებზე, რათა წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობები შეესრულებინათ. სინამდვილეში ისინი ნამდვილი ცრუ წინამძღოლებს წარმოადგენენ, რომლებიც უპასუხისმგებლონი, სინდისსა და გონიერებას მოკლებულნი და უაღრესად გულგრილნი და გონებაჩლუნგნი არიან — ისინი ნამდვილი, თვალთმაქცი ფარისევლები არიან. მათ მხოლოდ მოძღვრებების ქადაგება და ლოზუნგების სროლა იციან. როდესაც ადამიანები მათ კითხვებს უსვამენ, შეუძლიათ თეორიების ნიაღვარი გადმოაფრქვიონ მათ შეცდომაში შესაყვანად, მაგრამ სინამდვილეში მათ საერთოდ არ ძალუძთ ჭეშმარიტება-პრინციპების ნათლად ახსნა. მიუხედავად ამისა, ისინი მიიჩნევენ, რომ აქვთ წვდომის უნარი და ჭეშმარიტების გაგება. თავიანთ გულებში მათ ნათლად იციან, რომ როდესაც ადამიანები მათგან პრობლემების გადაჭრის გზებს ეძიებენ, მათ არ შეუძლიათ ჭეშმარიტების შესაბამისი პასუხების გაცემა, თუმცა მაინც თავს აჩვენებენ კარგ წინამძღოლებად და სულიერ ადამიანებად. განა ეს უსირცხვილობა არ არის? (დიახ.) ცრუ წინამძღოლების უმეტესობას საერთო თვისება და საერთო პრობლემა აკავშირებს: უსირცხვილობა. მათ ჰგონიათ, რომ წინამძღოლის სტატუსისა და წოდების ქონა და სულიერ თეორიებზე საუბრის უნარი მათ სულიერ ადამიანებად აქცევს. ისინი სხვებზე მეტ დროს უთმობენ ღვთის სიტყვების ჭამა-სმას, ქადაგებების მოსმენასა და ღვთის სახლის ვიდეოების ყურებას და სხვებს უფრო მეტად უზიარებენ ღვთის სიტყვებს; ამიტომ სჯერათ, რომ შეუძლიათ წინამძღოლებისა და მუშაკების საქმის კეთება და მათი პასუხისმგებლობების განხორციელება. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ როდესაც ჩნდება ისეთი სერიოზული პრობლემა, როგორიცაა ანტიქრისტეთა მიერ ღვთის რჩეული ხალხის დაუნდობლად შეცდომაში შეყვანა და შეშფოთება, ისინი მხოლოდ უყურებენ, მაგრამ არაფრის გაკეთება არ ძალუძთ და არ იციან, ღვთის რომელი სიტყვები გამოიყენონ ანტიქრისტეებთან დასაკავშირებლად და მათი ქმედებების გასაანალიზებლად, რათა დებმა და ძმებმა შეიძინონ გამჭრიახობა, გულით უარყონ ანტიქრისტეები და თავიდან აიცილონ მათ მიერ შეცდომაში შეყვანა და გაკონტროლება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ შინაგანად ოდნავ პანიკაში ვარდებიან, მაინც ფიქრობენ, რომ დიდი ხანია სწამთ ღმერთი და ბევრი ქადაგება აქვთ მოსმენილი და რომ რიგით ადამიანზე უკეთ ესმით ჭეშმარიტება და შეუძლიათ მჭევრმეტყველად საუბარი. ისინი ხშირად ტრაბახობენ: „მე სულიერი ვარ. მე შემიძლია ქადაგება. მიუხედავად იმისა, რომ არ შემიძლია გადავჭრა ანტიქრისტეთა მიერ ღვთის რჩეული ხალხის შეცდომაში შეყვანისა და შეშფოთების პრობლემა და არ ძალმიძს ღვთის სიტყვების ანტიქრისტეებთან დაკავშირება და მათი გარჩევა, მე შევასრულე ის საქმე, რაც უნდა შემესრულებინა და ვთქვი ის, რაც უნდა მეთქვა. თუკი დებსა და ძმებს შეუძლიათ გაგება, ეს საკმარისია!“ რაც შეეხება იმას, თუ რა არის საბოლოო შედეგი, დაცული იქნა თუ არა ღვთის რჩეული ხალხი, ეს მათთვის გაურკვეველია. მათ ასევე ჰგონიათ, რომ ჭკვიანები არიან და თავს აჩვენებენ, თითქოს პრობლემებს აგვარებენ, მაგრამ საბოლოოდ, ისინი უბრალოდ ბევრ სიტყვასა და მოძღვრებას აფრქვევენ ისე, რომ რეალურად არ წყვეტენ საკითხებს. მათ არ შეუძლიათ ჭეშმარიტებაზე თანაზიარება ანტიქრისტეთა გამოსააშკარავებლად და გასაანალიზებლად. ნაცვლად ამისა, ისინი უბრალოდ სიტყვებსა და მოძღვრებებს აფრქვევენ საკუთარი თავის გასამართლებლად და დასაცავად, საუბრობენ ერთი ან ორი საათის განმავლობაში და ადამიანებს სრულიად დაბნეულებს ტოვებენ ისე რომ ისიც კი ბუნდოვანი ხდება მათთვის, რაც თავდაპირველად ესმოდათ. მათ არ ძალუძთ დებისა და ძმების დახსნა ანტიქრისტეთა მიერ შეცდომაში შეყვანისგან და ასევე ვერ ეხმარებიან მათ ანტიქრისტეთა გარჩევასა და გულით უარყოფაში — ისინი ვერასოდეს აღწევენ დებისა და ძმების დაცვის შედეგს. მაშინაც კი, თუ ისინი ამ შედეგს ხედავენ, მაინც იჩემებენ წინამძღოლობას და არ იმდაბლებენ თავს, რათა სხვებთან ერთად ეძიონ ჭეშმარიტება ან ზემდგომს შეატყობინონ პრობლემის შესახებ გადაჭრის გზების საძიებლად. განა ასეთი ადამიანები არამზადები არ არიან? შენ არაფერს წარმოადგენ, მაგრამ მაინც თვალთმაქცობ. რისთვის თვალთმაქცობ შენ? რადგან შენ არ შეგიძლია იყო წინამძღოლი, უნდა გადადგე და სხვაგან წახვიდე სათვალთმაქცოდ. არ უნდა ავნო ღვთის რჩეულ ხალხს! სანამ შენ თვალთმაქცობ, ანტიქრისტეები სარგებლობენ შემთხვევით და სჩადიან უამრავ ბოროტ საქმეს, რითაც არევ-დარევას იწვევენ და აკონტროლებენ ადამიანებს, შეცდომაში შეჰყავთ და აზარალებენ მრავალს! ვინ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას? ღვთის სახლი გაარკვევს, ვინ არის პასუხისმგებელი!

ზოგიერთი წინამძღოლი და მუშაკი არ ასრულებს არავითარ რეალურ საქმეს ანტიქრისტეებთან დაკავშირებული ინციდენტების მოგვარებისას და ასევე ვერ ახერხებს ანტიქრისტეთა გარჩევას. იმ პერიოდში, როდესაც ანტიქრისტეები ახდენენ დებისა და ძმების შეცდომაში შეყვანასა და გაკონტროლებას, ისინი არასოდეს ამხელენ ჭეშმარიტად ანტიქრისტეების ბოროტ საქმეებსა და არსს და არც მათი ნათლად ახსნა ძალუძთ. მოგვიანებით ღვთის რჩეული ხალხის ნაწილი, რომელსაც გამჭრიახობა აქვს, ამხელს და განდევნის ანტიქრისტეებს და ეს ცრუ წინამძღოლები კი ჩათვლიან, რომ ეს საკუთარი დამსახურებაა. მას შემდეგ, რაც ანტიქრისტეებს განდევნიან, ისინი აკეთებენ შეჯამებას და გარკვეულ მოძღვრებებს ქადაგებენ: „შეხედეთ, როდესაც ანტიქრისტეები საუბრობენ და მოქმედებენ, ეკლესიური ცხოვრება ირევა, ადამიანები ბრკოლდებიან და მათი სიცოცხლე ზარალდება. ანტიქრისტეთაგან ზიანის თავიდან ასაცილებლად, უნდა გავარჩიოთ მათი ქმედებები, სიტყვები, ადამიანობა, არსი და ა.შ. —უნდა გვესმოდეს ეს ყოველივე. ღმერთი უშვებს ეკლესიაში ანტიქრისტეთა გამოჩენას, აძლევს მათ მოქმედებისა და საკუთარი სიმახინჯის გამოვლენის საშუალებას, რითაც ააშკარავებს ანტიქრისტეებს, რათა ჩვენ შევძლოთ ჭეშმარიტებით აღჭურვა, გამჭრიახობის განვითარება და ჩვენი სულიერი მდგომარეობის რაც შეიძლება სწრაფად ამაღლება — ამაშია ღვთის განზრახვები! ახლა ჩვენ გავარჩიეთ ანტიქრისტეები და აღარ ვართ მათ მიერ შებოჭილნი; ყველას შეუძლია მათი უარყოფა. ეს ნამდვილად აღსანიშნავი მოვლენაა!“ საბოლოოდ, ცრუ წინამძღოლები ოფიციალური პირის ტონს იღებენ და გვთავაზობენ შეჯამებას, საუბრობენ ისე, თითქოს ბევრი რეალური საქმე შეასრულეს, დიდი საფასური გადაიხადეს და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ანტიქრისტეთა განდევნაში. განა ეს ცოტა უსირცხვილობა არ არის? ნათელია, რომ თავიდან ბოლომდე მათ არ შეეძლოთ გაერჩიათ, თუ რა არის ანტიქრისტე; არ ესმით, თუ როგორ შეჰყავთ ანტიქრისტეებს ადამიანები შეცდომაში, რას უკეთებენ ანტიქრისტეები ღვთის რჩეულ ხალხს ან როგორია ანტიქრისტეთა ხასიათი-არსი; თუმცა მაინც თვალთმაქცობენ, თითქოს ბევრი საქმე შეასრულეს. აშკარაა, რომ სწორედ დებმა და ძმებმა გაარჩიეს ანტიქრისტეები და განდევნეს ისინი ეკლესიიდან; აშკარაა, რომ ცრუ წინამძღოლებმა არ შეასრულეს ის როლი, რომელიც წინამძღოლებსა და მუშაკებს უნდა შეესრულებინათ ან არ განახორციელეს მათი პასუხისმგებლობები, თუმცა მაინც აკეთებენ შეჯამებას და მიღწევებს საკუთარ თავს მიაწერენ, თითქოს ყველაფერი წინასწარ დაგეგმეს და ახლა ეუბნებიან დებსა და ძმებს, რომ მათმა ქმედებებმა შედეგი გამოიღო და დიდი წარმატება მოიტანა. განა ეს უსირცხვილობა არ არის? რატომ საუბრობ შენ ასეთი ოფიციალური ტონით? შენ არავითარ რეალურ საქმეს არ ასრულებ და მაინც ოფიციალური პირივით საუბრობ. დიდი წითელი დრაკონის ჩინოვნიკი ხარ? განა ასეთი ადამიანები ფარისევლები არ არიან? (დიახ.) მათ მხოლოდ ლოზუნგების სროლა და მოძღვრებების ქადაგება იციან. როდესაც რამე ხდება, ისინი არა მხოლოდ ვერ უდგებიან ამას სწორად, არამედ პრაქტიკის გზაც არ გააჩნიათ. ისინი უბრალოდ სისულელეებს აფრქვევენ და ბრმად იყენებენ წესებს; მათ არ ძალუძთ არცერთი პრობლემის ძირფესვიანად გადაჭრა. მას შემდეგ, რაც ყველაფერი ჩაივლის, ისინი ისე იქცევიან, თითქოს არაფერი მომხდარა, თავს კარგ ადამიანებად აჩვენებენ და თავხედური უსირცხვილობით მიღწევებს საკუთარ თავს მიაწერენ. ეს ადამიანები კლასიკური ფარისევლები არიან. მათ მხოლოდ მოძღვრებების ქადაგება, ლოზუნგების სროლა, მცირეოდენი ძალისხმევის გაღება და გარკვეული გასაჭირის ატანა შეუძლიათ და არ ძალუძთ არავითარი რეალური საქმის შესრულება, თუმცა მაინც თავს სულიერ ადამიანებად აჩვენებენ. ისინი ფარისევლები არიან. ასეთია ამ ტიპის ცრუ წინამძღოლის არსი. მათ შეუძლიათ ყველას წინაშე ამდენი მოძღვრების ქადაგება, მაშ, რატომ არ შეუძლიათ ანტიქრისტეთა მხილება და მათთან გამკლავება? მათ შეუძლიათ გადაბმულად რამდენიმე საათის განმავლობაში ქადაგება და დიდი მჭევრმეტყველებით გამოირჩევიან, მაშ, რატომ ხდება, რომ როდესაც რეალური პრობლემების წინაშე დგებიან — განსაკუთრებით კი ანტიქრისტეთა ბოროტი საქმეების წინაშე — არ ძალუძთ მათთან გამკლავება და გაოგნებულები რჩებიან? რა არის ამის მიზეზი? ის, რომ მათი სულიერი მონაცემები მეტისმეტად მწირია. რამდენად მწირი? მათ არ გააჩნიათ სულიერი წვდომა. ისინი განათლებულები და ჭკვიანები არიან, საკმაოდ გამჭრიახები არიან გარე საკითხების მოგვარებაში და კანონიც გარკვეულწილად ესმით. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ღვთისადმი რწმენის საკითხებს, სულიერ საკითხებსა და სხვადასხვა არსებით საკითხს, მათ არ შეუძლიათ გარჩევა და არაფრის ამოცნობა არ ძალუძთ, და ვერც რაიმე ჭეშმარიტება-პრინციპს პოულობენ. როდესაც არავითარი პრობლემა არ არსებობს, ისინი ისევე მშვიდად სხედან, როგორც მეთევზე, რომელიც თავის ნადავლს ელოდება, მაგრამ როდესაც პრობლემები იჩენს თავს, სასაცილო ჯამბაზებივით იქცევიან, როგორც ჭიანჭველები გავარვარებულ ტაფაზე და საცოდავ იერს იღებენ. ზოგჯერ ისინი უკიდურესად სერიოზულად და დინჯად იქცევიან. როდესაც ისინი არ არიან დინჯები, ნორმალურად გამოიყურებიან, მაგრამ როდესაც დინჯდებიან, ეს სინამდვილეში ადამიანებში სიცილს იწვევს. ეს იმიტომ ხდება, რომ როდესაც ისინი დინჯდებიან, არაფერს ამბობენ მცდარი და სულიერ წვდომას მოკლებული სიტყვების გარდა, რაც მთლიანობაში დილეტანტური ნათქვამია. მიუხედავად ამისა, ისინი ინარჩუნებენ სერიოზულ, ურყევ გამომეტყველებას — განა ეს სასაცილო არ არის? თუ ვინმე მათ პასუხის გასაცემად რაიმე კრიტიკულ კითხვას დაუსვამს, ისინი იბნევიან და ენა უვარდებათ და განსაკუთრებით უხერხულად გამოიყურებიან. არსებობს მრავალი ასეთი ცრუ წინამძღოლი. მათი ძირითადი გამოვლინებებია მწირი სულიერი მონაცემები და სულიერი წვდომის ნაკლებობა; ისინი დაბნეული (გონებაარეული) ადამიანები არიან. რას ნიშნავს სულიერი წვდომის არქონა? როდესაც საქმე ეხება სულიერ საკითხებსა და ჭეშმარიტებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ეს იმას ჰგავს, თითქოს ძველი ბერძნულიდან თარგმნას ცდილობენ — მათ აქედან ვერაფერს გებულობენ. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც თვალთმაქცობენ და ამბობენ: „მე სულიერი ადამიანი ვარ. დიდი ხანია მწამს ღმერთი. მესმის მრავალი ჭეშმარიტება. თქვენ ახალმორწმუნეები ხართ, ახლახან შეუდექით ღვთის რწმენას და არ გესმით ჭეშმარიტება. არ ხართ სანდონი.“ ისინი ყოველთვის მიიჩნევენ, რომ დიდი ხანია სწამთ ღმერთი და ესმით ჭეშმარიტება. ასეთი ადამიანები საძულველნიც არიან და სასაცილონიც. ამით სრულდება თანაზიარება ასეთი ცრუ წინამძღოლების გამოვლინებების შესახებ.

III. ანტიქრისტეთა დამცველის როლში ყოფნა

არსებობს ცრუ წინამძღოლის კიდევ ერთი ტიპი, რომელიც კიდევ უფრო საძულველია. ისინი არა მხოლოდ ვერ ამხელენ ანტიქრისტეებს, არამედ ანტიქრისტეთა დამცველებად გვევლინებიან და და სიყვარულით დახმარების მომიზეზებით შემწყნარებლობას იჩენენ ანტიქრისტეთა ბოროტი საქმეების მიმართ, რომლებიც ეკლესიის საქმეში არევ-დარევას იწვევს. რამდენი მცდარი შეხედულებაც არ უნდა გაავრცელონ ანტიქრისტეებმა ადამიანების შეცდომაში შესაყვანად, ეს ცრუ წინამძღოლები არა მხოლოდ არ აქარწყლებენ ან ამხელენ მათ, არამედ შესაძლებლობებსაც აძლევენ ანტიქრისტეებს, რათა თავისუფლად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები და ისაუბრონ. მიუხედავად იმისა, თუ რა სახის არევ-დარევას, შეცდომაში შეყვანას ან ზიანს განიცდის ღვთის რჩეული ხალხი, ისინი გულგრილნი რჩებიან. მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთი ადამიანი მიუთითებს: „ეს პიროვნებები ანტიქრისტეები არიან. სწორედ ისინი უნდა შეიზღუდონ ღვთის სახლის მიერ; არ უნდა მოხდეს მათი დაწინაურება და წახალისდნენ და რა თქმა უნდა, არ უნდა იყვნენ დაცულნი. მათ უკვე საკმარისად ავნეს დებსა და ძმებს. დროა, პასუხი მოვთხოვოთ და საფუძვლიანად ვამხილოთ და სათანადოდ მივხედოთ მათ“, ცრუ წინამძღოლები წინ გამოდიან, რათა ანტიქრისტეების სასარგებლოდ ისაუბრონ. ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ანტიქრისტეთა ასაკი, ღვთისადმი რწმენის წლები და წინა დამსახურებები, ისინი სხვადასხვა მიზეზს იყენებენ მათ სასარგებლოდ სასაუბროდ და მათ დასაცავად. როდესაც ზემდგომი წინამძღოლები მიდიან საქმის შესამოწმებლად ან ანტიქრისტეებთან გასამკლავებლად, ცრუ წინამძღოლები ხელს უშლიან დებსა და ძმებს, რომ ზემდგომებს შეატყობინონ ანტიქრისტეთა ბოროტი საქმეების შესახებ. ისინი ეკლესიის იზოლირების ზომებსაც კი იღებენ, რათა ზემდგომმა წინამძღოლებმა არ იცოდნენ ეკლესიაში ანტიქრისტეთა მიერ გამოწვეული არევ-დარევის შესახებ და ასევე ხელს უშლიან გამჭრიახ დებსა და ძმებს ანტიქრისტეთა მხილებაში. მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზებს იყენებენ ცრუ წინამძღოლები ან რა მიზნები აქვთ ანტიქრისტეთა დამცველის როლის შესრულებისას, ისინი საბოლოოდ ანტიქრისტეთა ინტერესებს იცავენ მაშინ, როცა ღალატობენ ეკლესიისა და ღვთის რჩეული ხალხის ინტერესებს. ისინი სხვადასხვა მიზეზს იშველიებენ ანტიქრისტეთა დასაცავად, როგორებიცაა: „ანტიქრისტეებსაც სწამთ ღმერთი და აქვთ ღვთის სახლში საუბრის უფლება“ და „მათ წარსულში სახიფათო მოვალეობები შეუსრულებიათ; ღვთის სახლმა უნდა გაითვალისწინოს მათი წარსული დამსახურებები.“ ისინი ხელს უშლიან დებსა და ძმებს ანტიქრისტეთა გარჩევაში და ხელს უშლიან ზემდგომ წინამძღოლებს, შეიტყონ მათი სხვადასხვა ბოროტი საქმის შესახებ მაშინ, როცა თავად არ ამხელენ და რა თქმა უნდა, არ სხლავენ ანტიქრისტეებს. ეს ანტიქრისტეები შეიძლება იყვნენ მათი ოჯახის წევრები, ახლო მეგობრები, ან, რაც კიდევ უფრო სავარაუდოა, ადამიანები, რომლებსაც ისინი აღმერთებენ და ემოციურად უჭირთ მათზე უარის თქმა. მიუხედავად ვითარებისა, თუკი მათ იციან, რომ ეს ადამიანები ანტიქრისტეები არიან და მაინც იცავენ მათ ბოროტ საქმეებს, ეუბნებიან სხვებს, რომ სიყვარულით მოეპყრონ მათ და სხვადასხვა საშუალებასაც კი იყენებენ, რათა ანტიქრისტეებს მისცენ შესაძლებლობები, გაავრცელონ სხვადასხვა მცდარი შეხედულება ღვთის რჩეული ხალხის შეცდომაში შესაყვანად და დასაბრკოლებლად, ეს გამოვლინებები ამტკიცებს, რომ ისინი ანტიქრისტეთა დამცველის როლს ასრულებენ. ზოგიერთმა ცრუ წინამძღოლმა შესაძლოა სხვა მიმართულებით მცირეოდენი რეალური საქმე შეასრულა, მაგრამ როდესაც საქმე ანტიქრისტეებთან გამკლავებას ეხება, ისინი არ ექცევიან მათ ღვთის სახლის მოთხოვნების შესაბამისად. უფრო მეტიც, ისინი არ ახორციელებენ წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობებს ისე, როგორც ამას ღვთის სახლი მოითხოვს — ისინი მაქსიმალურად არ აფერხებენ ანტიქრისტეებს, რათა მათ არ გაავრცელონ წარმოდგენები, ნეგატიური ემოციები, ერესი და მცდარი შეხედულებები ეკლესიაში ადამიანების შეცდომაში შესაყვანად. ნაცვლად ამისა, ისინი ხშირად იცავენ ანტიქრისტეთა მიერ წარმოთქმულ მაცდურ მოძღვრებებს ისევე, როგორც მათ განცხადებებსა და მოსაზრებებს, რომლებიც ცოდნას ან სატანის ფილოსოფიას ეფუძნება, და მათ დადებითად წარმოაჩენენ. ეს ყოველივე იმის გამოვლინებაა, რომ ისინი ანტიქრისტეთა დამცველის როლს ასრულებენ. რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთი ცრუ წინამძღოლებიც, რომლებიც არ უმკლავდებიან ანტიქრისტეებს, რადგან აფასებენ მათ გავლენას საზოგადოებაში. ისინი ამბობენ: „დებისა და ძმების უმეტესობა საზოგადოების დაბალი ფენიდანაა და არავითარი გავლენა არ გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ეს პიროვნება ანტიქრისტეა და ბოროტი ადამიანობა აქვს, მას ძალაუფლება და გავლენა აქვს წუთისოფელში და უნარიანია. როდესაც დები და ძმები ან ეკლესია საფრთხის წინაშე დგას, განა არ გვჭირდება ძლიერი პიროვნება, რომელიც წინ გამოვა და დაგვიცავს? ამიტომ, მოდით, თვალი დავხუჭოთ მის ბოროტმოქმედებებზე და ნუ ვიქნებით ასეთი მკაცრები.“ ცრუ წინამძღოლები მზად არიან შეასრულონ ანტიქრისტეთა დამცველის როლი, რათა ისინი გამოესარჩლონ და ზურგი გაუმაგრონ მათ — ცრუ წინამძღოლები ამასაც კი არ თაკილობენ. ასევე არსებობენ ცრუ წინამძღოლები, რომლებსაც მცდარი შეხედულება აქვთ. ისინი ამბობენ: „ზოგიერთ ანტიქრისტეს აქვს სტატუსი და გავლენა საზოგადოებაში; მათ აქვთ პრესტიჟი. ჩვენს ეკლესიაში ორი ასეთი პიროვნებაა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ანტიქრისტეები არიან, თუ ჩვენ მათ მოვიცილებთ, ხალხი იფიქრებს, რომ ჩვენს ეკლესიაში არ არიან უნარიანი ადამიანები და რელიგიურ წრეებში მყოფნი ზემოდან დაგვიწყებენ ყურებას. ჩვენ ისინი ფასადისთვის უნდა შევინარჩუნოთ. შესაბამისად, ეს ორი ადამიანი ჩვენი ეკლესიის საგანძურია; ვერავინ შეძლებს მათ გარჩევას ან განდევნას. ისინი დაცულნი უნდა იყვნენ.“ რა ლოგიკაა ეს? ისინი ანტიქრისტეებს ნიჭიერ ადამიანებად მიიჩნევენ, ამიტომ იცავენ მათ. განა ეს ცრუ წინამძღოლები არამზადები არ არიან? (დიახ.) მიუხედავად ვითარებისა, თუკი წინამძღოლები და მუშაკები ნებას რთავენ ანტიქრისტეებს, ეკლესიაში აკეთონ ის, რაც სურთ და არევ-დარევა გამოიწვიონ ეკლესიის საქმეში, ისინი ცრუ წინამძღოლები და მუშაკები არიან. მიუხედავად იმისა, თუ როგორ ავრცელებენ ანტიქრისტეები და ბოროტმოქმედები მცდარ შეხედულებებს, რამდენი ადამიანი შეჰყავთ ამგვარად შეცდომაში, როგორ ესხმიან თავს და რიყავენ დადებით პიროვნებებს და ღვთის რამდენ რჩეულს აყენებენ ზიანს, ცრუ წინამძღოლები ამას უგულებელყოფენ და თავს ისულელებენ — თუკი საკუთარი თავის გადარჩენას შეძლებენ, მათთვის ესეც საკმარისია. ეს არის ცრუ წინამძღოლთა ძირითადი გამოვლინებები. რაც არ უნდა თქვან ან გააკეთონ ანტიქრისტეებმა, ცრუ წინამძღოლები არ ახდენენ მათ მხილებას, გაანალიზებას ან შეზღუდვას, რათა დებმა და ძმებმა შეძლონ მათი გარჩევა და უარყოფა. ნაცვლად ამისა, ისინი ანტიქრისტეებს შინაური ცხოველებივით ზრდიან, ემსახურებიან და იცავენ მათ, როგორც მაღალჩინოსნებს, მწვანე შუქს უნთებენ და სხვადასხვა შესაძლებლობას უქმნიან მათ სამოქმედოდ. ვისი ინტერესები ეწირება მსხვერპლად, როდესაც ისინი ანტიქრისტეებს თავიანთი თავისუფლებით სრულად ტკბობის საშუალებას აძლევენ? (ღვთის რჩეული ხალხის ინტერესები.) ცრუ წინამძღოლები არა მხოლოდ ვერ იცავენ ღვთის რჩეულ ხალხს, არამედ ანტიქრისტეებს ეკლესიაში მმართველობის საშუალებასაც აძლევენ, აიძულებენ რა დებსა და ძმებს, ემსახურონ ანტიქრისტეებს, როგორც ხარები და ცხენები, როგორც მონები, აიძულებენ მათ, დაემორჩილონ ანტიქრისტეთა ბრძანებებს, მიიღონ მათი მცდარი შენიშვნები, ფიქრები და შეხედულებები, დაექვემდბარონ მათ კონტროლს და მიიღონ ის მძიმე ზიანიც კი, რომელსაც ისინი აყენებენ, და ა.შ. ეს არის ის საქმე, რასაც ცრუ წინამძღოლები აკეთებენ. მაქსიმალურად აჩერებენ ისინი ანტიქრისტეებს, რათა მათ მძიმე ზიანი არ მიაყენონ ღვთის რჩეულ ხალხს? შეასრულეს მათ წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობები? შეასრულეს მათ ღვთის რჩეული ხალხის დაცვის საქმე? (არა.) მოკლედ, მიუხედავად მიზეზისა, ნებისმიერი წინამძღოლი, რომელიც ანტიქრისტეებს მწვანე შუქს უნთებს, რათა აკეთონ ის, რაც სურთ და თავად არავითარ საქმეს არ ასრულებს, ცრუ წინამძღოლია. რატომ ვამბობ, რომ ისინი ცრუ წინამძღოლები არიან? იმიტომ, რომ როდესაც ანტიქრისტეები ახდენენ ღვთის რჩეული ხალხის შეცდომაში შეყვანასა და გაკონტროლებას, ისინი უშვებენ, რომ დებმა და ძმებმა ანტიქრისტეებისგან სხვადასხვა ზიანი განიცადონ, რითაც ვერ ამართლებენ ღვთის მიერ მათთვის მიცემულ მისიას. ღვთის სახლმა შენ მოგანდო ღვთის ცხვარი, ღვთის რჩეული ხალხი და არ განახორციელე შენი პასუხისმგებლობა. არ ხარ ღირსი, შეასრულო ღვთიური მისია! მიუხედავად მიზეზისა ან იმისა, თუ რა გამართლება შეიძლება გქონდეს, თუკი შენი წინამძღოლობის პერიოდში ანტიქრისტეების დამცველის როლი შეასრულე, რის გამოც დებმა და ძმებმა უზომო ტანჯვა განიცადეს ანტიქრისტეთა მიერ გამოწვეული დაბრკოლების, შეცდომაში შეყვანის, კონტროლისა და მძიმე ზიანის გამო, მაშინ შენ ყველა დროის ცოდვილი ხარ. ამის მიზეზი ისაა, რომ საქმე ის კი არ არის, თითქოს შენ არ შეგიძლია ანტიქრისტეTa გარჩევა ან მათი არსის ამოცნობა — შენ გულში ნათლად იცი, რომ ანტიქრისტეები სატანები და ეშმაკები არიან, თუმცა მაინც არ აძლევ ღვთის რჩეულ ხალხს მათი მხილებისა და გარჩევის საშუალებას. ნაცვლად ამისა, ნებას რთავ დებსა და ძმებს, მოუსმინონ, მიიღონ და დაემორჩილონ მათ. ეს სრულიად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას. განა ეს არ გაქცევს ყველა დროის ცოდვილად? (დიახ.) შენ არა მხოლოდ ვერ დაიცავი ისინი, ვინც გულწრფელად ასრულებს თავის მოვალეობებს და ესწრაფვის ჭეშმარიტებას, არამედ ანტიქრისტეები წინამძღოლებისა და მუშაკების პოზიციებზეც კი დააწინაურე, შინაური ცხოველებივით გაზარდე და აიძულე დები და ძმები, დამორჩილებოდნენ მათ ბრძანებებს. ღვთის სახლმა ღვთის რჩეული ხალხი იმიტომ კი არ მოგანდო, რომ ისინი ანტიქრისტეთა ან შენს მონებად ქცეულიყვნენ, არამედ იმიტომ, რომ შენ გაძღოლოდი ღვთის რჩეულ ხალხს სატანისა და ანტიქრისტეების წინააღმდეგ საბრძოლველად და ანტიქრისტეთა გასარჩევად და უარსაყოფად და რათა ღვთის რჩეულ ხალხს შესძლებოდა ნორმალური საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრება, თავისი მოვალეობების ნორმალურად შესრულება, ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა, ღვთის წინამძღოლობით ღვთისადმი დამორჩილება და მისი დამოწმება. თუ შენ ამ პასუხისმგებლობის შესრულებაც კი არ შეგიძლია, იმსახურებ კი ადამიანის წოდებას? და მაინც, შენ კვლავ გსურს ანტიქრისტეთა დაცვა. ანტიქრისტეები შენი წინაპრები არიან თუ შენი კერპები? მათთან სისხლით ნათესაობაც რომ გაკავშირებდეს, უნდა დაიცვა ჭეშმარიტება-პრინციპები და სამართლიანობა ოჯახზე მაღლა დააყენო. ვალდებულად უნდა გრძნობდე თავს, რომ შეასრულო წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობები — ამხილო, გაარჩიო და უარყო ანტიქრისტეები, და ყველაფერი იღონო დები და ძმების მაქსიმალურად დასაცავად, რათა თავიდან აიცილო ანტიქრისტეთა მიერ მათი დაზარალება. ეს არის შენი მოვალეობის ერთგულად შესრულება და ღვთის დავალების შესრულება; მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გეწოდოს სტანდარტის შესაბამისი წინამძღოლი ან მუშაკი. თუ შენ ვერ ახორციელებ წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობებს და ნებაყოფლობით ასრულებ ანტიქრისტეთა დამცველის როლს, სხვა ვინ შეიძლება იყო, თუ არა ყველა დროის ცოდვილი? ამით სრულდება თანაზიარება იმ ცრუ წინამძღოლთა შესახებ, რომლებიც ანტიქრისტეების დამცავი ქოლგების როლს ასრულებენ. ნათელია, რომ ასეთი ადამიანების ცრუ წინამძღოლების რიგებში მოქცევა სულაც არ არის უსამართლობა; ეს ნამდვილი ცრუ წინამძღოლების ერთ-ერთი გამოვლინებაა.

IV. ანტიქრისტეთა მიერ შეცდომაში შეყვანილი ადამიანების მიმართ ინტერესის უქონლობა ან მათ შესახებ კითხვების დაუსმელობა

არსებობს ცრუ წინამძღოლების კიდევ ერთი გამოვლინება, რომელიც კიდევ უფრო აღმაშფოთებელია. ზოგიერთ ცრუ წინამძღოლს ურთიერთობისას გარკვეულწილად შეუძლია ანტიქრისტეთა ამოცნობა, მაგრამ დროულად არ იღებს მათ მიმართ ზომებს. ისინი ასევე დროულად არ ამხელენ და არ ახდენენ ანტიქრისტეთა ბოროტი საქმეებისა და არსის გაანალიზებას მათი სხვადასხვა ქცევის საფუძველზე, რათა დებმა და ძმებმა შეძლონ ანტიქრისტეთა ამოცნობა და უარყოფა. ეს უკვე წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობების შეუსრულებლობად ითვლება. როდესაც ზოგიერთი და და ძმა შეცდომაში შეჰყავთ და ისინი ანტიქრისტეებს მიჰყვებიან, ეს ცრუ წინამძღოლები გულგრილნი რჩებიან, თითქოს ეს მათ არ ეხებათ. გარდა ამისა, ისინი გულში არ გრძნობენ არავითარ სინდისის ქენჯნას ან თვითბრალდებას. არ გრძნობენ თავს დამნაშავედ ღვთისა თუ დებისა და ძმების წინაშე. ნაცვლად ამისა, ხშირად ამბობენ ამ „კლასიკურ“ ფრაზას: „ეს ადამიანები ანტიქრისტეებმა შეიყვანეს შეცდომაში. ამას იმსახურებდნენ! თავად არიან დამნაშავენი, რადგან გარჩევის უნარი არ გააჩნიათ. ანტიქრისტეებს რომც არ გაჰყოლოდნენ, ისინი მაინც ღვთის სახლის მიერ განკვეთის სამიზნენი იქნებოდნენ.“ ეს ცრუ წინამძღოლები არა მხოლოდ არ გრძნობენ სინდისის ქენჯნას ან დანაშაულს მას შემდეგ, რაც დები და ძმები ანტიქრისტეთა მიერ შეცდომაში არიან შეყვანილნი, არამედ არც კი ფიქრდებიან ან ინანიებენ. ნაცვლად ამისა, ისინი ასეთ არაადამიანურ სიტყვებს ამბობენ და ამტკიცებენ, რომ ეს დები და ძმები ღირსნი იყვნენ, რომ ანტიქრისტეებს შეცდომაში შეეყვანათ. რა სჩანს ამ სიტყვებიდან? აქვთ კი ამ ადამიანებს რაიმე ადამიანობა? (არა.) მათი ადამიანობის ნაკლებობა უდავოა. მაშ, რატომ ამბობენ ისინი ამას? (პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად.) პირველ რიგში, ეს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, ხალხის შეცდომაში შეყვანასა და მათ დაჩლუნგებას ემსახურება. მათ სჯერათ: „ის ადამიანები ანტიქრისტეებმა იმიტომ შეიყვანეს შეცდომაში, რომ გარჩევის უნარი აკლიათ, რასაც ჩემთან არავითარი კავშირი არ აქვს. ისინი არ ესწრაფვოდნენ ჭეშმარიტებას, ამიტომ იმსახურებდნენ შეცდომაში შეყვანას!“ რას ნიშნავს იმსახურებდნენ“? ეს ნიშნავს, რომ ანტიქრისტეებმა შეცდომაში უნდა შეიყვანონ და გააკონტროლონ ეს ადამიანები და მძიმე ზიანი უნდა მიაყენონ მათ — როგორადაც არ უნდა მოეპყრონ მათ ანტიქრისტეები, ისინი ამას იმსახურებენ; ისინი ღირსნი არიან, რომ ანტიქრისტეებს გაჰყვნენ. ამის ქვეტექსტი ისაა, რომ ეს ადამიანები ღმერთს კი არ უნდა მიჰყვებოდნენ, არამედ ანტიქრისტეებს; რომ ღვთის მიყოლა მათთვის შეცდომა იყო და ღვთის მიერ მათი არჩევაც შეცდომა იყო და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ღვთის სახლში შევიდნენ, ანტიქრისტეთა მიერ მათთვის გზის აბნევა გარდაუვალი იყო. განა ამას არ გულისხმობენ ცრუ წინამძღოლები? ისინი არა მხოლოდ ცილს სწამებენ დებსა და ძმებს, არამედ ღმერთსაც გმობენ. განა ასეთი ადამიანები საძულველნი არ არიან? (დიახ.) ისინი უკიდურესად საძულველნი არიან! გარდა იმისა, რომ თავს არიდებენ პასუხისმგებლობას და ფარავენ იმ ფაქტსა და ჭეშმარიტებას, რომ არ დაიცვეს დები და ძმები, ისინი თავსაც კი ესხმიან მათ და ამბობენ, რომ ეს ადამიანები ღირსნი იყვნენ, ანტიქრისტეებს შეცდომაში შეეყვანათ და რომ ისინი არ არიან ღირსნი, სწამდეთ ღმერთი და მიიღონ ღვთის ხსნა. ეს ერთი განცხადებაც კი აჩვენებს, თუ რაოდენ საზიზღარია მათი ზნეობა! მიუხედავად იმისა, რომ ისინი ანტიქრისტეებივით უშუალოდ არ იწვევდნენ არევ-დარევას, არ ჩაგრავდნენ დებსა და ძმებს და მათ შეცდომაში არ შეჰყავდათ ისინი, მათი დამოკიდებულება დებისა და ძმების, ღვთის დავალებისა და ღვთის სახლის მიერ მათთვის მინდობილი სამწყსოს მიმართ აჩვენებს, თუ სინამდვილეში რაოდენ გულქვა და ცივსისხლიანები არიან ისინი! არავინ, ვინც ღვთის საქმეს იღებს, ამას მარტივად არ აკეთებს; ეს მოიცავს სახარების მქადაგებელთა მიერ მსხვერპლის გაღებასა და თანამშრომლობას. ეს დიდ ადამიანურ და მატერიალურ რესურსს მოითხოვს და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მასში ღვთისთვის ყველაზე ძვირფასი რამაა ჩადებული. სწორედ ღმერთი განაწესებს სხვადასხვა ადამიანს, მოვლენას, საგანსა და გარემოს, რათა ადამიანები თავის წინაშე მოიყვანოს. ცრუ წინამძღოლები ამას არავითარ ყურადღებას არ აქცევენ. სულ ერთია, ვინ იქნება შეცდომაში შეყვანილი ანტიქრისტეთა მიერ, ისინი ამას ერთი ფრაზით იშორებენ: „ამას იმსახურებდნენ!“ ამით ისინი წყალში ყრიან ყველა ჩართული ადამიანის მძიმე შრომასა და ღვთისთვის ყველაზე ძვირფასს და მას არაფრად აქცევენ. რას ნიშნავს „ამას იმსახურებდნენ“? ეს ნიშნავს: „ვინ გითხრა შენ, რომ მათთვის სახარება გექადაგა? ისინი არ არიან ღირსნი, სწამდეთ ღმერთი. მათთვის სახარების ქადაგება შეცდომა იყო. ვინ უთხრა მათ, რომ ანტიქრისტეებს გაჰყოლოდნენ? მიუხედავად იმისა, რომ მე არავითარი რეალური საქმე არ შემისრულებია, მე არც კი მიბიძგებია მათთვის, რომ ანტიქრისტეებს გაჰყოლოდნენ. მათ თავად მოინდომეს ეს; ისინი ღირსნი იყვნენ, რომ ანტიქრისტეებს გაჰყოლოდნენ!“ როგორი ადამიანობა აქვს ასეთ პიროვნებას? აქვს კი მას საერთოდ გული? ის ცივსისხლიანი ცხოველია, მოდარაჯე ძაღლზე უარესი და მაინც წინამძღოლია? ის ამის ღირსი არ არის! თქვენ უნდა გქონდეთ გარჩევის უნარი: როდესაც ხედავთ, რომ ასეთ ადამიანებს აკლიათ სინდისი და გონება და ასეთი ცივსისხლიანები არიან, არ უნდა აირჩიოთ ისინი წინამძღოლებად. ნუ დაიბნევით! ისინი არა მხოლოდ არ აკეთებენ ყველაფერს შესაძლებელს დანაკარგების ასანაზღაურებლად და ანტიქრისტეთა მიერ შეცდომაში შეყვანილთა დასაბრუნებლად, არამედ ასეთ სასტიკ სიტყვებსაც ამბობენ — ისინი ასეთი ბოროტგანზრახულნი არიან! ამ ტიპის ადამიანის პრობლემა თავისი ბუნებით უფრო სერიოზულია, ვიდრე რიგითი ცრუ წინამძღოლისა. მიუხედავად იმისა, რომ ის არ შეიძლება მივიჩნიოთ ანტიქრისტედ, მისი გამოვლინებების საფუძველზე ნათელია, რომ მას არ გააჩნია ადამიანობა და არ არის ღირსი, იყოს წინამძღოლი ან მუშაკი. ის სხვა არაფერია, თუ არა მახინჯი, უმადური მოღალატე! მან არ იცის, რა არის ღვთის დავალება და არც იმის შეგნება აქვს, თუ რა საქმე უნდა აკეთოს. ის არ ეკიდება ამას სინდისითა და გონებით; ის არ არის ღირსი, იყოს ღვთის რჩეული ხალხის წინამძღოლი და არ არის ღირსი, მიიღოს ღვთის დავალება. კერძოდ, ცრუ წინამძღოლებს არ გააჩნიათ სიყვარული ღვთის რჩეული ხალხის მიმართ. როდესაც დები და ძმები შეცდომაში შეჰყავთ, ისინი წაქცეულს წიხლსაც კი აჭერენ და ამბობენ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „ამას იმსახურებდნენ“, რითაც არავითარ თანაგრძნობას არ ავლენენ. ასეთი ადამიანი თუ დაინახავს ვინმეს უბედურებაში ჩავარდნილს ან პრობლემებში გახვეულს, კი არ დაეხმარება, არამედ წაქცეულს წიხლს დააჭერს. ის არავითარ სინდისის ქენჯნას არ იგრძნობს და კვლავაც ისე გააგრძელებს წინამძღოლობას, როგორც ყოველთვის. განა ეს უსირცხვილობა არ არის? (დიახ.) რომ აღარაფერი ვთქვათ დებსა და ძმებზე, კეთილი არამორწმუნეც რომ დაზარალდეს ეშმაკებისგან, როგორც ღვთის მორწმუნე და ქმნილება, მას ნებისმიერი ნორმალური ადამიანობის მქონე პირი თანაგრძნობით მოეკიდებოდა; მით უმეტეს, რამდენად მეტად უნდა სტკიოდეს გული ადამიანს, როდესაც საქმე ეხება დებსა და ძმებს — მათ, ვისაც გულწრფელად სწამს ღმერთი — და შეცდომაში არიან შეყვანილნი და ზარალდებიან ანტიქრისტეთა მიერ. ეს ცრუ წინამძღოლები არავითარ რეალურ საქმეს არ აკეთებენ იმ დროს, როდესაც ანტიქრისტეები ბოროტებას სჩადიან და ზიანს აყენებენ ღვთის რჩეულ ხალხს. ისინი არც ამხელენ და არც ახდენენ ანტიქრისტეთა ბოროტი საქმეებისა და არსის გაანალიზებას, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ არ გააჩნიათ ტვირთის შეგნება, რათა დაეხმარონ დებსა და ძმებს ანტიქრისტეთა ამოცნობაში და მათ უარყოფაში. ისინი არავითარ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ ამ საკითხის მიმართ. მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ანტიქრისტეებს შეცდომაში შეჰყავთ, ისინი უბრალოდ აგდებულად წარმოთქვამენ ცივ, გულქვა ფრაზას: „ამას იმსახურებდნენ!“ ეს მართლაც აღმაშფოთებელია! პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად, საკუთარი თავის გადასარჩენად, მეტი ადამიანის შეცდომაში შესაყვანად და დასაჩლუნგებლად და ღვთის მიერ მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, ისინი ასეთ არაადამიანურ სიტყვებს ამბობენ. განა ეს საძულველი არ არის? (დიახ.) რასაც არ უნდა ამბობდე, არ განახორცილე შენი პასუხისმგებლობები და ჯეროვნად არ შეასრულე შენი საქმე — ეს ცრუ წინამძღოლის გამოვლინებებია; ამის უარყოფა არ შეგიძლია, რამდენიც არ უნდა ეცადო. შენ ცრუ წინამძღოლი ხარ.

ზოგიერთი ცრუ წინამძღოლი მას შემდეგ, რაც ზოგიერთ დასა და ძმას ანტიქრისტეები შეცდომაში შეიყვანენ, არა მხოლოდ გულქვად, უგულოდ და უპასუხისმგებლოდ იქცევა და ამბობს, რომ ამ ადამიანებმა დაიმსახურეს შეცდომაში შეყვანა, არამედ მაშინაც კი, როდესაც ღვთის სახლის სამუშაო განაწესი მისგან მოითხოვს მისი პასუხისმგებლობის განხორციელებას, რათა მაქსიმალურად დააბრუნოს შედარებით კარგი ადამიანობის მქონე პირები, რომელთა გამოსწორების იმედი არსებობს, ის მაინც არავითარ რეალურ საქმეს არ ასრულებს. მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ეკლესიაში დაბრუნებას ითხოვს, ის გულგრილი და უყურადღებო რჩება და ადამიანის სიცოცხლეს არ ეპყრობა ისე, როგორც ყველაზე ძვირფას რამეს, რასაც უნდა გაუფრთხილდეს. ის ვერ ახერხებს შეცდომაში შეყვანილი დებისა და ძმების მაქსიმალურად დაბრუნებას. მას არ შეუძლია ამ პასუხისმგებლობის განხორციელება და არც არავითარ ძალისხმევას იჩენს ამისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის სახლის სამუშაო განაწესი არაერთხელ მოითხოვს ამ საქმის ჯეროვნად შესრულებას, ცრუ წინამძღოლი შეურყეველი რჩება, არავითარ ზომებს არ იღებს და არავითარ საქმეს არ ასრულებს. შედეგად, ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ანტიქრისტეებმა შეცდომაში შეიყვანეს და იზოლირებული ან განდევნილი იყო, კვლავ ვერ ბრუნდება ღვთის სახლში და არ განუახლებია ნორმალური საეკლესიო ცხოვრება. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ადამიანი მართლაც არ აკმაყოფილებს ღვთის სახლის მიერ დაბრუნების პირობებს სხვადასხვა ასპექტში, მაგრამ არსებობენ სხვებიც, ვისი დაბრუნებაც შესაძლებელია. თუ სიყვარულით სავსე დახმარებისა და მომთმენი მხარდაჭერის მეშვეობით ისინი შეძლებენ ჭეშმარიტების გაგებას, ანტიქრისტეთა ამოცნობასა და უარყოფას, მათი დაბრუნება შესაძლებელია. თუმცა, რადგან წინამძღოლი და მუშაკი არ ასრულებს რეალურ საქმეს, არ ახორციელებს ღვთის სახლის სამუშაო განაწესს და ამ ადამიანების სიცოცხლეს მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს, ზოგიერთი ადამიანი კვლავ გარეთ რჩება მოხეტიალედ. ეს წინამძღოლი და მუშაკი სხვადასხვა მიზეზის მოშველიებით უგულებელყოფს ღვთის სახლის სამუშაო განაწესს. ის უგულებელყოფს იმ დებსა და ძმებსაც კი, რომლებსაც ეკლესიაში დაბრუნება სურთ და აკმაყოფილებენ ეკლესიის მიერ მიღების პირობებს. ის იგონებს ყოველგვარ მიზეზს და ამბობს, რომ ამ ადამიანებს ცუდი ადამიანობა აქვთ, უსაფრთხოების რისკებს ქმნიან, უყვართ გამოპრანჭვა, ტკბებიან ხორციელი სიამოვნებებით, ესწრაფვიან სტატუსს და ა.შ. ამ გამოგონილი მიზეზებისა და საბაბების გამოყენებით, ის უარს ეუბნება მათ ეკლესიაში დაბრუნებაზე. ეს ადამიანები შეცდომაში არიან შეყვანილნი და მათ ანტიქრისტეები აკონტროლებენ, მაგრამ მათი დაკარგვა ცრუ წინამძღოლს სულაც არ ადარდებს. მას არ გააჩნია არავითარი პასუხისმგებლობის გრძნობა ან სინდისის შეგნება. შესაძლოა ფიქრობს, რომ ამ ადამიანების დაბრუნება რთული ან სახიფათოა ან შესაძლოა გულის სიღრმეში არ სურს ეს და არ ეთანხმება. ნებისმიერ შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზის გამო ის საერთოდ არ ემორჩილება ღვთის სახლის ზემოხსენებულ სამუშაო განაწესს. ასეთია ამგვარი ცრუ წინამძღოლის გამოვლინებები. ის არა მხოლოდ ვერ თანამშრომლობს აქტიურად და ვერ ასრულებს თავის პასუხისმგებლობებს ღვთისა თუ ღვთის სახლის მიერ დაკისრებულ ნებისმიერ დავალებასთან დაკავშირებით, არამედ, როდესაც ვინმე ამხელს მის მიერ პასუხისმგებლობის უგულებელყოფას, ის თავს იმართლებს, ამბობს ისეთ სიტყვებს, რითაც თავს არიდებს პასუხისმგებლობებს და ამართლებს საკუთარ თავს, რათა დაფაროს თავისი უპასუხისმგებლობის ჭეშმარიტება. განა ასეთი ცრუ წინამძღოლი კიდევ უფრო საძულველი არ არის? (დიახ.) მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ცრუ წინამძღოლი ასევე გულგრილობას იჩენს იმ ანტიქრისტეებთან გამკლავებისას, რომლებიც მძიმე ზიანს აყენებენ ღვთის რჩეულ ხალხს და საერთოდ არავითარ რეალურ საქმეს არ ასრულებს. ის უგულებელყოფს ღვთის სახლის მიერ მოთხოვნილი ამ საქმის თითოეულ დეტალს. მას არ სურს გასაჭირის ატანა ან ფასის გადახდა, ურჩევნია მხოლოდ ის აკეთოს, რაც სიამოვნებს და ისე მოიქცეს, როგორც თავად სურს —ცოტას აკეთებს, თუკი ამის სურვილი აქვს და არაფერს აკეთებს, თუკი არ სურს. ის სრულიად უგულებელყოფს ღვთის სახლის სამუშაო განაწესს, უგულებელყოფს ღვთის სახლის მიერ მისთვის მინდობილ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს და განსაკუთრებით უგულებელყოფს ღვთის განზრახვებსა და მოთხოვნებს. ამ ადამიანს არ გააჩნია ადამიანობა და სინდისი; ის მოსიარულე გვამია. გაბედავდით, რომ თქვენი ცხოვრების ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი - ღმერთის რწმენით ხსნის ძიება - ადამიანობის არმქონე პირისთვის მიგენდოთ? (არა.) მაშინაც კი, თუ ის შენ არ ჩაგაგდებს ანტიქრისტეთა ხელში, გააკეთებს კი ყველაფერს ანტიქრისტეების წინააღმდეგ საბრძოლველად, როდესაც ისინი შეცდომაში შეიყვანენ და მძიმე ზიანს მიაყენებენ ღვთის რჩეულ ხალხს? არა, არ გააკეთებს, რადგან ასეთი ადამიანი ცივსისხლიანი ცხოველია, რომელსაც პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნია. ის წინამძღოლობს მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი თავისთვის სარგებელი უზრუნველყოს.

ცრუ წინამძღოლები ზოგჯერ ზრუნვას იჩენენ დებისა და ძმების მიმართ; ისინი ეკითხებიან მათ, ხომ არაფერი სჭირდებათ, როგორი საკვები და საცხოვრებელი აქვთ და ა.შ. ისინი საკმაოდ ყურადღებიანები არიან ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ღვთის დავალებას, დებისა და ძმების სიკვდილ-სიცოცხლესა და ჭეშმარიტება-პრინციპებს, ისინი გულგრილნი რჩებიან და არაფერს აკეთებენ მიუხედავად იმისა, თუ ვინ სთხოვს მათ. მათ მხოლოდ ადამიანების ხორციელი სიამოვნება, საკვები, ტანსაცმელი, თავშესაფარი, ტრანსპორტირება ან მატერიალური სარგებელი ადარდებთ და მხოლოდ ასეთ საკითხებს აგვარებენ. ზოგი ამბობს: „შენი სიტყვები წინააღმდეგობრივია. განა არ თქვი, რომ ისინი ცივსისხლიანები არიან? ნუთუ ცივსისხლიანი ადამიანი ისურვებდა სხვებისთვის ამის გაკეთებას?“ იქნებოდა კი ცივსისხლიანი ადამიანი ასეთი კეთილშობილი, რომ ყველასთვის ეს გაეკეთებინა? (არა.) სინამდვილეში, ზოგიერთი ცივსისხლიანი ადამიანი მართლაც გააკეთებდა ამას და ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი ის არის, რომ როდესაც ის ყველასთვის აკეთებს რაღაცას, ამავდროულად საკუთარი თავისთვისაც აკეთებს და ამით სარგებელს იღებს. თუ მას რაიმეს კეთებით სარგებლის მიღება არ შეუძლია, დააკვირდით და ნახეთ, კვლავაც გააკეთებს თუ არა ამას — ის მყისიერად შეიცვლის დამოკიდებულებას და შეჩერდება. გარდა ამისა, ვის ფულს იყენებს ის ამ ყველაფრის გასაკეთებლად და ყველასთვის სარგებლის მოსაპოვებლად? ამას ღვთის სახლი აფინანსებს. ღვთის სახლის რესურსებით ხელგაშლილობა ასეთი ადამიანის მთავარი სპეციალობაა. როგორ არ გააკეთებდა ამას, როდესაც პირადად იღებს სარგებელს? მაშინ, როდესაც ის ყველასთვის სარგებელს ეძიებს, სინამდვილეში საკუთარი თავისთვის ირჯება. ის არ არის ისეთი კეთილშობილი, რომ სხვების გულისთვის ეძიოს სარგებელი! მართლაც ყველასთვის რომ ეძიებდეს სარგებელს, მას არ უნდა ჰქონდეს ეგოისტური მოტივები და საკითხებს ღვთის სახლის პრინციპების შესაბამისად უნდა აგვარებდეს. თუმცა, ნაცვლად ამისა, ის მუდამ საკუთარი თავისთვის ეძიებს სარგებელს და სულაც არ ფიქრობს ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლაზე. გარდა ამისა, ის ყველასთვის იმიტომ ირჯება, რომ ხალხმა პატივი სცეს მას და თქვას: „ეს ადამიანი ჩვენთვის სარგებელს ეძიებს და ცდილობს ჩვენი ინტერესების დაცვას. თუ რამე გვაკლია, მას უნდა ვთხოვოთ ამის მოგვარება. მის გვერდით ჩვენ არავითარ ცუდ მოპყრობას არ განვიცდით.“ ის ამას იმიტომ აკეთებს, რომ ყველამ მადლობა გადაუხადოს მას. ამგვარად მოქმედებით ის იღებს როგორც დიდებას, ისე სარგებელს, მაშ, რატომ არ გააკეთებდა ამას? ყველასთვის რომ ეძია სარგებელი, მაგრამ არავის სცოდნოდა, რომ ეს მისი გაკეთებული იყო, და ყველას ღვთისთვის გადაეხადა მადლობა, და არავინ ყოფილიყო მისი მადლიერი, კვლავაც გააკეთებდა ამას? მას ნამდვილად აღარ ექნებოდა ამის განწყობა; მისი ნამდვილი სახე გამომჟავნდებოდა. როდესაც ასეთი ადამიანი რამეს აკეთებს, მისი ბუნება-არსება სრულად მჟღავნდება. შესაბამისად, როდესაც ანტიქრისტეები ეკლესიაში არევ-დარევას იწვევენ, ის არავითარ შემთხვევაში არასოდეს შეასრულებს რეალურ საქმეს ღვთის რჩეული ხალხის დასაცავად.

ახლახან ჩვენ გვქონდა თანაზიარება იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც ღვთის რჩეული ხალხი ანტიქრისტეთა მიერ შეცდომაში შეყვანას, კონტროლსა და ზიანს განიცდის, ცრუ წინამძღოლები ამაზე მაინც თვალს ხუჭავენ. ისინი არ ფიქრობენ არავითარ გზაზე ღვთის რჩეული ხალხის დასაბრუნებლად და არც თავიანთ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს ასრულებენ. მხოლოდ საკუთარ გრძნობებს, განწყობასა და ინტერესებს ითვალისწინებენ. არ ახორციელებენ თავიანთ პასუხისმგებლობებს და არც საკუთარ თავს მიიჩნევენ ანგარიშვალდებულად; ნაცვლად ამისა, თავს არიდებენ პასუხისმგებლობებს და გაურბიან მათ. ისინი იქამდეც კი მიდიან, რომ განიკითხავენ ღვთის რჩეულ ხალხს მას შემდეგ, რაც მას ანტიქრისტეები შეცდომაში შეიყვანენ და აკონტროლებენ; ამბობენ, რომ ამ ადამიანებს გულწრფელად არ სწამსთ ღმერთი, რათა თავიდან აირიდონ საკუთარი პასუხისმგებლობა ისე, რომ საერთოდ არ გრძნობენ სინდისის ქენჯნას. ეს ცრუ წინამძღოლები ყველაზე საძულველნი არიან. ცრუ წინამძღოლების სხვადასხვა სახის გამოვლინებები, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ, საკმაოდ ამაზრზენია, მაგრამ ამ უკანასკნელი ტიპის ადამიანს საერთოდ არ გააჩნია ადამიანობა. ამგვარი ადამიანი ცივსისხლიანი ცხოველია, მხეცი ადამიანის სამოსში; ის შეიძლება მივიჩნიოთ არა კაცობრიობის ნაწილად, არამედ მხეცებს შორის უნდა იქნეს დახარისხებული. რატომ არ ახორციელებს ის თავის პასუხისმგებლობებს? იმიტომ, რომ მას არ გააჩნია ადამიანობა, სინდისი ან გონება. პასუხისმგებლობები, ვალდებულებები, სიყვარული, მოთმინება, თანაგრძნობა, დები და ძმების დაცვა — არცერთი მათგანი არ არის მის გულში; ის არ ფლობს ამ თვისებებს. მის ადამიანობაში ამ თვისებების არქონა ადამიანობის არქონის ტოლფასია. ასეთია მეოთხე ტიპის ცრუ წინამძღოლის გამოვლინებები.

მეტ-ნაკლებად ეს არის ცრუ წინამძღოლთა გამოვლინებების ის ოთხი სახე, რომლებიც უნდა გამჟღავნდეს წინამძღოლებისა და მუშაკების მეცამეტე პასუხისმგებლობის ფარგლებში. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა მსგავსი გამოვლინებებიც, მაგრამ ეს ოთხი ტიპი ძირითადად უკვე წარმოადგენს ცრუ წინამძღოლების სხვადასხვა გამოვლინებას ამ საქმის შესრულებისას ისევე, როგორც მათ ადამიანურობა-არსებას. რამდენი კატეგორიადაც არ უნდა დავყოთ მათი გამოვლინებები, ცრუ წინამძღოლთა ორი თვალსაჩინო გამოვლინება ნებისმიერ შემთხვევაში მაინც შეიძლება მოიძებნოს ამ ოთხ კატეგორიაში: ერთ-ერთი მათგანია რეალური საქმის არშესრულება, ხოლო მეორე — რეალური საქმის შესრულების უუნარობა. ეს არის ცრუ წინამძღოლთა ორი ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინება. როგორიც არ უნდა იყოს ცრუ წინამძღოლთა ადამიანობა და სულიერი მონაცემები, და როგორც არ უნდა ეპყრობოდნენ ისინი ჭეშმარიტებას, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ორი გამოვლინება ამ ოთხ კატეგორიაშია ასახული. ამით სრულდება ცრუ წინამძღოლთა მხილების შინაარსი ჩვენს დღევანდელ თანაზიარებაში წინამძღოლებისა და მუშაკების მეცამეტე პასუხისმგებლობის შესახებ.

დანართი: კითხვებზე პასუხის გაცემა

გაქვთ თუ არა რაიმე კითხვა? (ღმერთო, მინდა დავსვა კითხვა. შეკრების დასაწყისში ღმერთმა გვკითხა, რა განსხვავებაა ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანებსა და ნამდვილ ანტიქრისტეებს შორის და როგორია ანტიქრისტეთა არსის ტიპური მახასიათებლები. იმ დროს ვიგრძენით, რომ გონება დაგვიბნელდა და ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე ძალიან მარტივი სიტყვა და მოძღვრება გაგვახსენდა. ღმერთი უკვე წელზე მეტია გვიტარებს თანაზიარებას ჭეშმარიტებებზე ანტიქრისტეების მხილების შესახებ, მაგრამ ჩვენ მათი მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილის გაგება და პრაქტიკაში გამოყენება შეგვიძლია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ არ გამოგვიჩენია ძალისხმევა ამ ჭეშმარიტებების მიმართ, ხოლო მეორე ის, რომ შედარებით ცოტა ანტიქრისტეს შევხვედრივართ და ვერ შევიცანით ეს ჭეშმარიტებები რეალურ სიტუაციებთან მათი კავშირის დანახვის გარეშე. შესაბამისად, ახლაც კი ჩვენ რეალურად არ შევსულვართ ამ ჭეშმარიტებებში, არ გვაქვს ანტიქრისტეთა გარჩევის დიდი უნარი და ჩვენში არსებობს ანტიქრისტეს ხასიათის მრავალი გამოვლინება, რომლებიც ჯერ არ ამოგვიცნია. მინდა ვიკითხო, როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა.) ჭეშმარიტების ნებისმიერი ასპექტისთვის აუცილებელია გქონდეს გარკვეული რეალური გამოცდილება და ემპირიული ცოდნა და მიაღწიო ჭეშმარიტ გაგებას, რათა ჭეშმარიტების სიტყვები შენს გულში ამოიტვიფროს. ჭეშმარიტების მოპოვების პროცესი ყოველთვის ასეთია. ის, რისი დამახსოვრებაც შენ შეგიძლია, არის ის, რაც შენი გამოცდილებით მოიპოვე; სწორედ ეს არის ყველაზე ღრმა შთაბეჭდილებები. ამიტომ, როდესაც დღეს ანტიქრისტეთა თემაზე გვქონდა თანაზიარება, მე ჯერ ამ შინაარსის გადამეორება გთხოვეთ. თქვენ შეძელით მისი ნაწილობრივ გახსენება. იმ საკითხებიდან, რომელთა გახსენებაც შეძელით, ზოგიერთი თქვენთვის თეორიულია, მაგრამ, ბუნებრივია, არსებობს ანტიქრისტეთა ზოგიერთი გამოვლინება, რომელთა დაკავშირებაც მეტ-ნაკლებად შეგიძლიათ რეალურ ცხოვრებასთან — ყველამ ასე უნდა გამოსცადოს ეს. როგორც წესი, რაც არ უნდა ჩანდეს, რომ ადამიანებს კარგად ესმით ქადაგებები, ისინი ამას მხოლოდ თეორიულად და მოძღვრების დონეზე იგებენ და არ გააჩნიათ ჭეშმარიტების ცოდნა. როდის შეუძლია ადამიანს ჭეშმარიტების გაგება? მხოლოდ მაშინ, როდესაც ის გამოსცდის ამ ყველაფერს, შეუძლია ჰქონდეს გარკვეული პრაქტიკული ცოდნა. რეალური გარემოებების გამოცდის გარეშე, ვერავინ შეძლებს ცოდნის მოპოვებას. ამრიგად, როდესაც დღეს ანტიქრისტეთა თემაზე გვქონდა თანაზიარება, აუცილებელი იყო სწრაფი გადამეორება და თქვენთვის მარტივი შეხსენების მოცემა. ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, გვექნებოდა თანაზიარება წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობებზე თუ ცრუ წინამძღოლების სხვადასხვა გამოვლინებაზე, ეს თქვენთვის მაინც არ იქნებოდა ზედმეტად ფუჭი — სულ ეს არის. თუმცა, თქვენ მაინც უნდა გაეცნოთ ანტიქრისტეთა სხვადასხვა გამოვლინებას. ზოგი ამბობს: „თუ ღმერთი არ განაწესებს რეალურ ადამიანებს, მოვლენებსა და საგნებს, სად შეგვიძლია მათთან შეხება გვქონდეს? ჩვენ ხომ არ შეგვიძლია თავად მოვძებნოთ ანტიქრისტეები?“ შენ არ გჭირდება მათი მოძებნა. ყველაზე მარტივი გამოსავალი ის არის, რომ როდესაც ანტიქრისტეებს შეხვდები, შენი მაქსიმუმი გააკეთო, რათა ისინი ღვთის სიტყვებს შეუსაბამო. შეუსაბამე მათი გარეგნული გამოვლინებები, სიტყვები, ქმედებები და ხასიათი, ისევე როგორც მათი ფიქრები და თვალსაზრისები და საკუთარი თავის წარმართვისა და ამქვეყნიური ურთიერთობების წესიც კი, მათი ცხოვრების წესი და ა.შ. — ანუ, შეუსაბამე ისინი ანტიქრისტეთა იმ თხუთმეტ გამოვლინებას, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ. შეუსაბამე იმდენი მათგანი, რამდენსაც შეძლებ. ასეთია ადამიანთა აღქმის უნარი: მათ არ შეუძლიათ ბევრი რამის მეხსიერებიდან აღდგენა, რადგან ადამიანის მეხსიერება შეზღუდულია. ადამიანებს შეუძლიათ სრულყოფილად ისაუბრონ იმ საკითხებზე, რომლებიც მათ ჭეშმარიტად მოიპოვეს უშუალო გამოცდილებით. რამდენიც არ უნდა ისაუბრონ, ეს ეფუძნება არა მეხსიერებას, არამედ გამოცდილებასა და იმას, რაც მათ გამოიარეს. მათ მიერ მოპოვებული ყველაზე ახლოსაა ჭეშმარიტებასთან და იმასთან, რაც ფაქტობრივად ჭეშმარიტია — ეს არის ის, რაც ადამიანებმა გამოცდილებით მოიპოვეს. მათ გარდა, ის, რაც შეესაბამება ადამიანურ წარმოდგენებსა და ფანტაზიებს და ის, რაც ცოდნაზეა დაფუძნებული, არ შეესაბამება ჭეშმარიტებას, რამდენი წელიც არ უნდა იკავებდეს იგი გაბატონებულ პოზიციას შენს გონებაში მას შემდეგ, რაც პირველად შეაღწია იქ. როდესაც შენ ჭეშმარიტად გაიგებ ჭეშმარიტებას, ეს ყველაფერი აღმოიფხვრება და უკუგდებული იქნება. თუმცა, ის, რაც ახლოსაა ჭეშმარიტებასთან და შეესაბამება ჭეშმარიტებას და რაც შენ გამოცდილებით მოიპოვე, სწორედ ის არის ღირებული. მიუხედავად იმისა, სრულად გესმის თუ არა ის კითხვების, რომლებიც მე დღეს დავსვი, ანტიქრისტეთა ამოცნობის თემის გარკვეული ნაწილი შენთვის ნამდვილად გასაგებია, რადგან ყველას გამოგიცდიათ ანტიქრისტეთა მხრიდან გარკვეული შეცდომაში შეყვანა და არევ-დარევა. ამან მცირეოდენი გარჩევის უნარი შეგძინა და როდესაც წააწყდები ანტიქრისტეებს, რომლებიც ბოროტებას სჩადიან და ეკლესიის საქმეში არევ-დარევას იწვევენ, ეს ჭეშმარიტებები შენთვის ძალაში შევა. ეს სიტყვები ძალას მხოლოდ მაშინ იძენს, როდესაც რეალურ გარემოებებს აწყდები. თუ არ გამოგიცდია ანტიქრისტეთა მიერ შეცდომაში შეყვანა და მათ ქმედებებს მხოლოდ გონებაში წარმოიდგენ, ეს უსარგებლოა. რაც არ უნდა კარგი იყოს შენი ფანტაზია, ეს არ ნიშნავს, რომ შეძლებ მათ ამოცნობას. ადამიანები ინსტიქტურად რეაგირებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც რეალური გარემოებების წინაშე აღმოჩნდებიან, იყენებენ რა საკუთარ ფიქრებსა და თვალსაზრისებს, თეორიებს, რომლებთანაც შეხება ჰქონიათ და მოძღვრებას, მეთოდსა და გზას, რომლებიც ისწავლეს, რათა დაუპირისპირდნენ და მოაგვარონ ეს საკითხები და საბოლოოდ სხვადასხვა არჩევანი გააკეთონ. თუმცა, სანამ ადამიანები ამ სიტუაციებს შეესწრებიან, თუ მათ აქვთ სხვადასხვა თეორიის სუფთა აღქმა და შთაბეჭდილება მათ შესახებ, უკვე ძალიან კარგია. ზოგი ამბობს: „რა აზრი აქვს შენს ამდენ საუბარს, სანამ ანტიქრისტეებს შევხვდებით?“ ეს სასარგებლოა. განა ანტიქრისტეთა მამხილებელი სიტყვები წიგნში არ არის დაბეჭდილი? არის კი ეს სიტყვები ისეთი, რომელთა სრულად გამოცდა და წვდომა ერთ ან ორ დღეში შეგიძლია? არა. მათი ამ წიგნში დაბეჭდვის მიზანია შენი გადარჩენა, რათა ხშირად იკითხო ეს სიტყვები და გაიგო ეს ჭეშმარიტებები, ასევე იკითხო ღვთის სიტყვები და მიიღო სიცოცხლის საზრდო, როდესაც მომავალში სხვადასხვა სიტუაციას წააწყდები — იქნება ეს ანტიქრისტესთან დაკავშირებული ინციდენტი, საკუთარი ხასიათის შეცვლასთან დაკავშირებული სირთულეები თუ ნებისმიერი სხვა რამ. ღვთის სიტყვები ამ წიგნში არის წყარო შენთვის, რათა გამოსცადო და მოაგვარო ეს საკითხები და შეხვიდე ჭეშმარიტების ამ ასპექტებში. ის, თუ რამდენის გაგება შეგიძლია ქადაგებების მოსმენისას, არ ასახავს იმას, თუ რამდენ რეალობას ფლობ. თუ ერთბაშად არ შეგიძლია რაღაცის გაგება ან დამახსოვრება, ეს არ ნიშნავს, რომ მას ვერასოდეს გამოსცდი ან მომავალში ვერასოდეს გაიგებ. მოკლედ რომ ვთქვათ, უნდა გესმოდეს, რომ მხოლოდ ის, რასაც ადამიანები გამოცდილებით იძენენ და ღვთის სიტყვებზე დაყრდნობით შეიცნობენ, არის დაკავშირებული ჭეშმარიტებასთან. ის, რაც ადამიანებს ამახსოვრდებათ და რასაც გონებაში იგებენ, ძირითადად არ უკავშირდება ჭეშმარიტებას; ეს მხოლოდ მოძღვრებისეულია. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც საქმე ჭეშმარიტებას ეხება? ყველაზე მნიშვნელოვანია გამოცდილება და შესვლა. ჭეშმარიტების ნებისმიერ ასპექტთან მიმართებით შეიძლება ითქვას, რომ როდესაც ადამიანები მას რეალურად გამოცდიან, მათი საბოლოო მოსავალი ჭეშმარიტების ნაყოფი და მათი გადარჩენის გზაა. შესაბამისად, დავიწყება არ წარმოადგენს პრობლემას.

შეკრების დასაწყისში პირდაპირ მთავარი თემის განხილვა რომ დამეწყო, განა ვერ შეძლებდით დროულად რეაგირებას? ამიტომ დამჭირდა გარკვეული მეთოდების გამოყენება და ჯერ თქვენთვის მეკითხა: „გახსოვთ თუ არა, რა განსხვავებაა ანტიქრისტეს არსის მქონე ადამიანებსა და ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანებს შორის?“ ჩემი მიზანი ამ კითხვის თავდაპირველად დასმისას ის კი არ იყო, რომ გაოგნებულები დამეტოვებინეთ ან გამომეაშკარავებინეთ, არამედ ის, რომ თქვენთვის მინიშნება მომეცა. შემდეგ ჩვენ გადავიმეორეთ ეს საკითხი და ზოგიერთ ადამიანს ნელ-ნელა გაახსენდა: „ჩვენ ადრე გვქონდა თანაზიარება იმაზე, თუ როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები ჭეშმარიტებას და როგორია ანტიქრისტეთა ადამიანობა.“ იმ ნაწილმა, რომელიც ანტიქრისტეებს ეხებოდა, უკვე დატოვა შენზე ღრმა შთაბეჭდილება; ის შეიძლება შენს სახელმძღვანელოდ და გზამკვლევად იქცეს, როდესაც მსგავს რამეებს გამოცდი. მაგრამ კიდევ უფრო მეტია ისეთი შინაარსი, რომელის შესახებ საერთოდ არ დაგრჩენია შთაბეჭდილება მას შემდეგ, რაც ის პირველად მოისმინე. ამ შინაარსსაც სჭირდება გამოცდა. როდესაც ამ გამოცდილებას შეიძენ და შემდეგ შეჭამ და შესვამ და ლოცვით წაიკითხავ ამ სიტყვებს, კიდევ უფრო მეტს მოიპოვებ. მიუხედავად იმისა, ეს ის შინაარსია, რომელზეც შთაბეჭდილება დაგრჩა თუ არა, მას შემდეგ, რაც ამ ყოველივეს შეისწავლი, ყველაფერი ერთმანეთში აირევა. ის მოძღვრებანი, რომლებიც დაიმახსოვრე, შენს პრაქტიკულ გაგებად და მონაპოვრად იქცევა მას შემდეგ, რაც მათ გამოცდი. რაც შეეხება იმ შინაარსს, რომელზეც შთაბეჭდილება არ დაგრჩენია, მისი ერთხელ გამოცდის შემდეგ, შესაძლოა გარკვეული შთაბეჭდილება დაგრჩეს, მაგრამ ეს მხოლოდ მცირეოდენი პერცეპტიული (აღქმითი) ცოდნა იქნება. ეს ცოდნა მხოლოდ მოძღვრების დონეზე შეიძლება დარჩეს. კვლავაც მსგავსი რამ უნდა გამოსცადო, რომ ის ის გაგიძღვეს, მოგცეს მიმართულება და მიგითითოს პრაქტიკის გზა. ღვთის სიტყვების გამოცდა და ჭეშმარიტების გამოცდა სწორედ ასეთი პროცესია. სამარცხვინოა ის, რომ თქვენ არ იცოდით, როგორ გეპასუხათ ჩემ მიერ დასმულ კითხვაზე? ეს არ არის სამარცხვინო. თქვენ რომ მოულოდნელად დამისვათ კითხვა, მეც უნდა დავფიქრდე, ავწონ-დავწონო, რას ნიშნავს ეს კითხვა და ჭეშმარიტების რომელ ასპექტებს ეხება. ადამიანის ტვინი და გონება სწორედ ასე მუშაობს — მათ რეაგირებისთვის დრო სჭირდებათ. მაშინაც კი, თუ ეს ისეთი რამ არის, რასაც შენ ძალიან კარგად იცნობ, მაგრამ მრავალი წლის მანძილზე არ გქონია მასთან შეხება, მაინც დაგჭირდება დრო რეაგირებისთვის, როდესაც მოულოდნელად კვლავ წააწყდები მას. რაც არ უნდა დიდი გამოცდილება გქონდეს რაიმესთან მიმართებაში, თუ მრავალი დღის ან წლის შემდეგ კვლავ წააწყდები მას, მაინც დაგჭირდება დრო რეაგირებისთვის — რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ შენი გაგება ანტიქრისტეთა თემაზე მხოლოდ სიტყვებითა და მოძღვრებებით შემოიფარგლება, ჯერ კიდევ არ შეგიძლია მისი დაკავშირება იმ ანტიქრისტეებთან, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში ხვდები და შეიძლება ითქვას, რომ ძირითადად მაინც არ შეგიძლია ანტიქრისტეთა ამოცნობა. ამრიგად, ეს ჭეშმარიტებები შენს პრაქტიკულ გამოცდილებას ელოდება— მხოლოდ მაშინ შეძლებ ღვთის სიტყვების ნამდვილობისა და სიზუსტის დადასტურებას. მაგალითად, ჩვენ ადრე გვქონდა თანაზიარება იმაზე, რომ ანტიქრისტეები ჯიუტად არ ინანიებენ. დავუშვათ, რომ დაიმახსოვრე ეს და ამბობ: „ღმერთმა თქვა, რომ ანტიქრისტეები ჯიუტად არ ინანიებენ. ისინი შეეწინააღმდეგებიან ღმერთს და ბოლომდე დაუპირისპირდებიან მას. ისინი არ იღებენ ჭეშმარიტებას და არასოდეს აღიარებენ, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა, რაც არ უნდა მოხდეს. ისინი ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ.“ მხოლოდ მოძღვრების დონეზე გესმის, იღებ ან გექმნება შთაბეჭდილება ამ განცხადებაზე; ეს მხოლოდ მცირედი აღქმითი ცოდნაა. ქვეცნობიერში გრძნობ, რომ ეს განცხადება სწორია, მაგრამ კონკრეტულად რომელი სიტყვები, რომლებსაც ანტიქრისტეები წარმოთქვამენ, რომელი გახრწნილი ხასიათი, რომელსაც ისინი ავლენენ და რომელი მათი მამოძრავებელი ბუნება და ა.შ., შეესაბამება და უკავშირდება ღვთის სიტყვებს, რომლებიც ამხელს ანტიქრისტეებს? რომელი მათგანი ადასტურებს, რომ ღვთის მიერ მათი მხილება ფაქტობრივია? ამისათვის საჭიროა, რომ ან პირადად შეხვდე ანტიქრისტეს ან დამკვირვებლებისგან მოისმინო ანტიქრისტეს საქმეებისა და სიტყვების შესახებ და საბოლოოდ გააცნობიერებ: „ღვთის სიტყვები ისეთი პრაქტიკულია, რომ სრულიად სწორია. ეს ადამიანი დახასიათდა როგორც ანტიქრისტე და რამდენჯერმე იქნა დათხოვნილი. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ არ განუდევნიათ ან არ განუკვთავთ, მისი გამოვლინებები და გამჟღავნებული ქმედებები აჩვენებს, რომ ის საერთოდ არ იღებს ჭეშმარიტებას, ჯიუტად არ ინანიებს და არა მხოლოდ ანტიქრისტეს ხასიათი აქვს, არამედ ანტიქრისტეს ბუნება-არსებაც — ის მართლაც სრულყოფილი ანტიქრისტეა.“ და ერთ დღეს, როდესაც ამ ადამიანს განდევნიან, შენს გულში ადასტურებ: „ღვთის სიტყვები ისეთი ზუსტია! ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანები შეიძლება შეიცვალონ, მაგრამ ისინი, ვისაც ანტიქრისტეს არსი აქვთ, არ შეიცვლებიან.“ ეს სიტყვები ფესვს იდგამს შენს გულში. ეს არ არის მხოლოდ მოგონება ან მცირედი შთაბეჭდილება და არც მხოლოდ ერთგვარი აღქმითი ცოდნაა. ნაცვლად ამისა, შენ ღრმად გესმის და იღებ ღვთის სიტყვებს: „ანტიქრისტე არ შეიცვლება; ის ბოლომდე დაუპირისპირდება ღმერთს. გასაკვირი არ არის, რომ ღმერთი არ იხსნის მას; გასაკვირი არ არის, რომ ღმერთი არ მოქმედებს ასეთ ადამიანებზე. გასაკვირი არ არის, რომ ის ვერასოდეს იღებს ნათელს მოფენა ან გაცისკროვნებას თავისი მოვალეობის შესრულებისას და არავითარ სულიერ ზრდას არ აჩვენებს — მას გადაწყვტილი აქვს თავისი გზით სიარული. ეს მართლაც ანტიქრისტეა!“ როდესაც ამოწმებ ღვთის სიტყვების სისწორეს, შენთვის ფიქრობ: „ღვთის სიტყვები მართლაც ჭეშმარიტებაა. ეს სიტყვები სწორია. ამინ!“ რას ნიშნავს შენთვის „ამინ“-ის თქმა? ეს ნიშნავს, რომ შენი გამოცდილებით მიხვდი, რომ ღვთის სიტყვები არის ყოველივეს საზომი კრიტერიუმი, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტება, და მაშინაც კი, როდესაც ეს ეპოქა და კაცობრიობა გაქრება, ღვთის სიტყვები არ გაქრება. რატომ არ გაქრება ისინი? რადგან დროის მიუხედავად ანტიქრისტეთა არსი არასოდეს შეიცვლება და ღვთის სიტყვები, რომლებიც ამხელს ანტიქრისტეების არსს, არასოდეს შეიცვლება. მაშინაც კი, თუ ეს ეპოქა გაქრება, მაშინაც კი, თუ ეს გახრწნილი კაცობრიობა გაქრება, ღვთის ეს სიტყვები ყოველთვის ჭეშმარიტება იქნება - ვერავინ უარყოფს ამას. ეს არის ღვთის სიტყვა! როდესაც გრძნობ, რომ ღვთის სიტყვები შეესაბამება და ემთხვევა იმ ფაქტებს, რომლებსაც ხედავ და აწყდები და შენი გული იღებს დასტურს, და ეს არ არის მხოლოდ განცდა იმისა, რომ ღვთის სიტყვები აუცილებლად სწორი უნდა იყოს ან რომ ღვთის სიტყვები არ არის მცდარი, არამედ შენ ეს დაინახე და პირადად გამოსცადე, მაშინ ბუნებრივად იტყვი „ამინ“-ს ღვთის სიტყვებზე. იმ დროს, თუ მე კვლავ ვიკითხავ: „როგორია ანტიქრისტეთა არსის მქონე ადამიანების გამოვლინებები?“ შენი შინაგანი გაგება მაშინვ გამოვლინდება. აღარ გექნება მხოლოდ შთაბეჭდილება, დამახსოვრებული ფრაზა, ან ერთგვარი შეგნება თუ აღქმითი ცოდნა. მყისიერად იტყვი: „ანტიქრისტეები კატეგორიულად უარს ამბობენ ჭეშმარიტების მიღებაზე და ჯიუტად უარს ამბობენ მონანიებაზე“! მიუხედავად იმისა, რომ ამ განცხადებას შესაძლოა არ ჰქონდეს დიდი ლოგიკური სტრუქტურა, მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ მკაცრად არის ნათქვამი და ადამიანები ერთი შეხედვით ვერ გაიგებენ მას, შენ იცი რას ნიშნავს ეს, რადგან თავად გამოსცადე და საკუთარი თვალით იხილე. ანტიქრისტეები სწორედ ასეთი საცოდავი არსებები არიან — ისინი არასოდეს მოინანიებენ. ამ სიტყვებს გამოცდა სჭირდება; ვინც მათ არ გამოსცდის, ვერაფერს მოიპოვებს.

2 ოქტომბერი, 2021 წ.

წინა: ლიდერთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (20)

შემდეგი: წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (22)

უნდა ითქვას, რომ შენ იღბლიანი ხარ, რადგან აქ გექნება შესაძლებლობა შეხვდე უფალს, იპოვო ტანჯვისგან თავის დაღწევისა და კარგი ცხოვრების გზა; ეს არის ღვთის კურთხევა, რომელიც შენზე მოდის. გსურს ამის მიღება?

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება