წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (18)

პუნქტი მეთორმეტე: იმ სხვადასხვა ადამიანების, მოვლენებისა და საგნების ოპერატიული და ზუსტი იდენტიფიცირება, რომლებიც აფერხებენ და არღვევენ ღვთის საქმესა და ეკლესიის ნორმალურ წესრიგს; მათი შეჩერება, შეზღუდვა და ვითარების გამოსწორება; გარდა ამისა, ჭეშმარიტების გაზიარება, რათა ღვთის რჩეულმა ხალხმა ამ ყველაფრის მეშვეობით განავითაროს გარჩევის უნარი და მიიღოს შესაბამისი გაკვეთილი (ნაწილი მეექვსე)

სხვადასხვა ადამიანები, მოვლენები და საგნები, რომლებიც არღვევენ და ხელს უშლიან ეკლესიის ცხოვრებას

X. საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელება

წინა შეკრებაზე ჩვენ ვიქონიეთ თანაზიარება წინამძღოლებისა და მუშაკების მეთორმეტე პასუხისმგებლობაზე: „იმ სხვადასხვა ადამიანების, მოვლენებისა და საგნების ოპერატიული და ზუსტი იდენტიფიცირება, რომლებიც აფერხებენ და არღვევენ ღვთის საქმესა და ეკლესიის ნორმალურ წესრიგს; მათი შეჩერება, შეზღუდვა და ვითარების გამოსწორება; გარდა ამისა, ჭეშმარიტების გაზიარება, რათა ღვთის რჩეულმა ხალხმა ამ ყველაფრის მეშვეობით განავითაროს გარჩევის უნარი და მიიღოს შესაბამისი გაკვეთილი.“ ეკლესიურ ცხოვრებაში გამოვლენილ სხვადასხვა ადამიანთან, მოვლენასა და საგანთან მიმართებაში, რომლებიც აფერხებენ და არღვევენ ღვთის საქმესა და ეკლესიის ნორმალურ წესრიგს, ჩვენ სულ თერთმეტი საკითხი გამოვყავით. კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ისინი. (პირველი, ჭეშმარიტების თანაზიარებისას თემიდან ხშირი გადახვევა; მეორე, სიტყვებისა და მოძღვრებების საუბარი ადამიანების შეცდომაში შესაყვანად და მათი პატივისცემის მოსაპოვებლად; მესამე, საოჯახო საქმეებზე ყბედობა, პირადი კავშირების დამყარება და პირადი საქმეების მოგვარება; მეოთხე, დაჯგუფებების შექმნა; მეხუთე, სტატუსისთვის ბრძოლა; მეექვსე, შეუფერებელ ურთიერთობებში ჩაბმა; მეშვიდე, ურთიერთთავდასხმებსა და სიტყვიერ დაპირისპირებებში ჩაბმა; მერვე, წარმოდგენების გავრცელება; მეცხრე, ნეგატივის ფრქვევა; მეათე, საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელება; და მეთერთმეტე, არჩევნებით მანიპულირება და მისი ჩაშლა.) წინა ჯერზე ჩვენ ვიქონიეთ თანაზიარება მეცხრე საკითხზე. დღეს ჩვენ გვექნება თანაზიარება მეათეზე — საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელებაზე.

ა. საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელების გამოვლინებები

ეკლესიაში საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელების შემთხვევებიც მომხდარა. ზოგიერთ ადამიანს არ უყვარს ჭეშმარიტება და არ ამახვილებს ყურადღებას ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებაზე საკუთარი მოვალეობის შესრულებისას; იქნება ეს ჭეშმარიტება-პრინციპებთან დაკავშირებული საკითხები თუ მათი პირადი მისწრაფებები, ისინი არ ამახვილებენ ყურადღებას ჭეშმარიტების ძიებაზე — ამ მიზნებს მათ გულებში ადგილი არ აქვს. ღვთისადმი რწმენასთან მიმართებაში მათ მხოლოდ ჭორებისა და პირადი ინფორმაციის გამოკითხვა და უცნაური და არაჩვეულებრივი ამბების შეგროვება მოსწონთ. რა თქმა უნდა, ისინი უფრო მეტი ენთუზიაზმით ცდილობენ ღმერთთან და ღვთის საქმესთან, ასევე ღვთის სახლთან და ეკლესიის წინამძღოლებთან და მუშაკებთან დაკავშირებულ საკითხებში ცხვირი ჩაჰყონ. ამავდროულად, მათ მოსწონთ ჭორების უსაფუძვლოდ გავრცელება და ავრცელებენ იმას, რაც მოისმინეს ან წარმოიდგინეს და რაც სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს. ასეთ ადამიანებს არ უყვართ ღვთის სიტყვების კითხვა, იშვიათად ლოცულობენ, ხოლო შეკრებების დროს იშვიათად აქვთ თანაზიარება ჭეშმარიტებაზე და იშვიათად საუბრობენ საკუთარ მდგომარეობაზე, პირად მისწრაფებებსა და შესვლაზე ან ღვთის საქმის მათეულ გაგებაზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ისინი არ ინტერესდებიან მათით, ვინც ჭეშმარიტებაზე თანაზიარებს ან თანაზიარება აქვს საკუთარი გამოცდილებით დამოწმებაზე, და არც თავად ეს საკითხები აინტერესებთ. თუმცა, როგორც კი გაიგონებენ, რომ ვინმე საუბრობს იმაზე, თუ რა ეტაპს მიაღწია ღვთის საქმემ, ან ღვთის სიტყვებით ისმენენ კატასტროფების, ადამიანთა დანიშნულების ადგილის, ღვთის მიერ სახის ცვლილებისა და მსგავსი საკითხების შესახებ, მათ უცებ უბრწყინდებათ თვალები და განსაკუთრებით კონცენტრირებულნი ხდებიან. როგორც კი კითხულობენ ან ისმენენ ამ სიტყვებს, მათი ინტერესი მყისიერად იღვიძებს. ამ ადამიანების გამოვლინებებიდან გამომდინარე ნათელია, რომ მათ ღმერთი არ სწამთ იმისთვის, რომ ჭეშმარიტება ეძიონ, თავიანთი მოვალეობა შეასრულონ და ღმერთს მისდიონ და მით უმეტეს, არც ღვთისადმი დამორჩილებისა და თაყვანისცემის მიზნით. ისინი მოდიან ღვთის სახლში და საერთოდ არ ფიქრობენ რაიმე მოვალეობის შესრულებაზე. მათ მხოლოდ ჭორების გამოკითხვა და შეგროვება ან საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელება სურთ. ისინი სიამოვნებას იღებენ ამ საქმიანობით და არავითარი ინტერესი არ გააჩნიათ ღვთის სახლის გამოცდილებითი დამოწმების, საგალობლებისა თუ ფილმების მიმართ. მათ უბრალოდ მოსწონთ ინტერნეტში შესვლა, რათა შეაგროვონ ის განცხადებები და შეფასებები, რომლებსაც რელიგიურ სამყაროში ანტიქრისტეს ძალები აკეთებენ ღვთის სახლის, ეკლესიის საქმისა და განკაცებული ღვთის შესახებ. მაშინაც კი, თუ ისინი დროდადრო უყურებენ ღვთის სახლის ვიდეოებს, ეს არ ხდება საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად ჭეშმარიტების ძიების შინაგანი წყურვილით. მაშ, რას უყურებენ ისინი? ისინი უყურებენ ვიდეოების ქვემოთ წარმოდგენილ კომენტარებს და შერჩევითად უდგებიან იმას, თუ რა წაიკითხონ. ისინი ტოვებენ ეკლესიის დებისა და ძმების კომენტარებს, მაგრამ განსაკუთრებით ინტერესდებიან რელიგიური სამყაროსა და არამორწმუნეთა კომენტარებით. ისინი სპეციალურადაც კი ეძებენ დიდი წითელი დრაკონის კომენტარებსა და განცხადებებს და ცდილობენ მათში რაღაცის აღმოჩენას. როდესაც ისინი ხედავენ ამ ნეგატიურ პროპაგანდას, განცხადებებსა და შეთხზულ ჭორებს, ისინი არ ეძიებენ ჭეშმარიტებას და არ არჩევენ მათ; ნაცვლად ამისა, მათ შეუძლიათ მიიღონ კიდეც ეს ზოგიერთი ნეგატიური შენიშვნა და განცხადება და ფაქტებად მიიჩნიონ ისინი. რამდენი დადებითი კომენტარიც არ უნდა იყოს, მათ არ სურთ მათი წაკითხვა და არ სჯერათ, რომ ისინი სიმართლეა; მხოლოდ ის ნეგატიური კომენტარები ან ჭორები იქცევს მათ ყურადღებას და უღვიძებს მადას. ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი ხედავენ ამ ნეგატიურ კომენტარებს, შინაგანად დიდ კმაყოფილებასა და სიამოვნებას გრძნობენ. ისინი განსაკუთრებით ინტრესდებიან წუთისოფელში, რელიგიურ წრეებში თუ ინტერნეტში გავრცელებული სრულიად მცდარი ჭორებითა და მსჯავრდებებით, ასევე ღვთის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმებითა და ცილისწამებებით; მათ ყოველთვის გულმოდგინედ შეისწავლიან და აგროვებენ. ამის საპირისპიროდ, მათ საერთოდ არ აინტერესებთ ღვთის სიტყვები, ქადაგებები და თანაზიარებები, დებისა და ძმების გამოცდილებითი დამოწმებები და სხვა მსგავსი რამ. ამიტომ, როდესაც სხვები კითხულობენ ღვთის სიტყვებს, ჭეშმარიტებაზე თანაზიარებენ და უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებით დამოწმებას შეკრებების დროს, ისინი ზიზღით განეწყობიან და მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი შემაწუხებელი და ზედმეტია. თავიანთ გულებში ისინი განსაკუთრებით ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების თანაზიარებისა და საკუთარი თავის შეცნობაზე საუბრის მიმართ. მაშ, რისი მოსმენა სურთ მათ? მათ მხოლოდ უცნაური და არაჩვეულებრივი ამბების მოსმენა სურთ, იქნება ეს სულიერი სამყაროს საიდუმლოებები, თუ რელიგიური სამყაროს მიერ გავრცელებული ჭორები და საფუძველს მოკლებული ხმები — ისინი უბრალოდ მზად არიან ასეთი რამეების მოსასმენად. მათი გულები მოცულია და სავსეა ამ ნეგატივით და ვერავინ მოაშორებს მათ ამ ნეგატიურ რამეებს და ვერავინ გაათავისუფლებს მათ ამისგან. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ისინი მეტისმეტად დაინტერესებულნი არიან მათით და ძალიან მოსწონთ ისინი! ამიტომ, როდესაც ისინი დებთან და ძმებთან არიან, განსაკუთრებით შეკრებების დროს, მათ მოსწონთ საფუძველს მოკლებულ ჭორებზე საუბარი და ღვთის სახლისა და ეკლესიის შესახებ ინტერნეტში მოძიებული ნეგატიური კომენტარების გავრცელებაც კი. ეს ადამიანები უკიდურესად დაინტერესებულნი არიან ამ საფუძველს მოკლებული ხმებით. მიუხედავად იმისა, რომ მათ კარგად იციან, რომ ამის გავრცელება სხვებისთვის სასარგებლო არ არის, ისინი თავს ვერ იკავებენ და დაჟინებით ავრცელებენ მათ. თუნდაც დასჭირდეთ შესაძლებლობების ძიება ამ საფუძველს მოკლებული ხმებისა და ნეგატიური პროპაგანდის გასავრცელებლად, ან დროის დახარჯვა მათ შესაგროვებლად, ან გონების დაძაბვა მათ შესათხზველად, ისინი მაინც დაუღალავი ენთუზიაზმით აკეთებენ ამას. თუ ეკლესიაში ეკლესიის წინამძღოლებს აქვთ სუსტი სულიერი მონაცემები და არ შეუძლიათ რეალური საქმის კეთება ან ადამიანების გარჩევა, მაშინ, როგორც კი გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ საფუძველს მოკლებულ ხმებსა და მცდარ შეხედულებებს, ეკლესიის ცხოვრება აირევა და დაზარალდება და ზოგიერთი ადამიანი შეცდომაშიც კი შევა და ამ პიროვნებების კონტროლის ქვეშ მოექცევა. რატომ ხდება, რომ ბევრი ადამიანი ხშირად წუხდება და ტყუვდება სხვების მიერ? ერთი მიზეზი ის არის, რომ მათ არ ესმით ჭეშმარიტება და არ გააჩნიათ გარჩევის უნარი იმ საფუძველს მოკლებული ხმების მიმართ, რომლებიც ცილს სწამებენ ღვთის სახლს. მეორე მიზეზი ის არის, რომ ზოგიერთი დისა და ძმის სულიერი ზრდა, რომლებმაც მხოლოდ მცირე ხნის წინ ირწმუნეს, მოუმწიფებელია, მათ არ ესმით ხილვების ჭეშმარიტება და ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ღვთის განკაცებაზე, უკანასკნელ დღეებში ღვთის განკითხვის საქმესა და ადამიანთა გადასარჩენად ღვთის განზრახვაზე. მათ არ შეუძლიათ ამ ყოველივეს ნათლად დანახვა და არ არიან დარწმუნებულნი, არის თუ არა საქმის ეს ეტაპი ღვთის გამოჩინება და საქმე. შესაბამისად, მათ არ აქვთ ჭეშმარიტი რწმენა და ისიც კი არ იციან, კიდევ რამდენ ხანს შეძლებენ ღვთის მიყოლას. ბუნებრივია, ისინი ასევე ძალიან ადვილად ტყუვდებიან, ექცევიან გავლენის ქვეშ და კონტროლდებიან მათ მიერ, ვინც საფუძველს მოკლებულ ხმებს ავრცელებს.

ბ. საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელების არსი სატანის მსახურად მოქმედებაა

ეს ადამიანები, რომლებიც საფუძველს მოკლებულ ხმებს ავრცელებენ, არა მხოლოდ არ იჯერებენ ჭეშმარიტებასა და ღვთის სიტყვებს, არამედ არც სწორისა და არასწორის გარჩევა შეუძლიათ. ისინი ყოველთვის ეჭვქვეშ აყენებენ დადებით რამეებს და ადვილად იჯერებენ საფუძველს მოკლებულ ხმებსა და ეშმას სიტყვებს. ეს ადამიანები აცხადებენ, რომ სწამთ ღმერთი და მიჰყვებიან ღმერთს, მაგრამ მაინც ავრცელებენ ღვთისა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ საფუძველს მოკლებულ ხმებს და დებსა და ძმებში ავრცელებენ მათ მიერ შეგროვებულ სხვადასხვა საფუძველს მოკლებულ ხმას; ისინი თავხედურად და მრავალგზის ავრცელებენ და ყველგან აცხადებენ მათ. აქედან ნათელია, რომ ამ ადამიანებს არ უყვართ ჭეშმარიტება და მხოლოდ არამორწმუნეთა ეშმას სიტყვების სჯერათ. მკაცრად რომ ვთქვათ, ისინი საერთოდ არ არიან ღვთის რჩეული ხალხი და არ წარმოადგენენ ღვთის სახლის წევრებს. მაშ, ვინ არიან ისინი? ზუსტად რომ ვთქვათ, ეს ადამიანები ურწმუნონი, სატანის მსახურნი არიან. ზოგიერთი ამბობს: „არიან თუ არა სატანის მსახურნი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ გამოგზავნილი ჯაშუშები? არიან ისინი ღვთის სახლში შემოპარული აგენტები?“ აუცილებელი არ არის, ასე იყოს. იმ აგენტებისა და ჯაშუშების გარჩევა ადვილია, მაგრამ ეს ადამიანები, რომლებიც საფუძველს მოკლებულ ხმებს ავრცელებენ, ზედაპირულად ჭეშმარიტ მორწმუნეებად ჩანან. თუმცა, ისინი არ ისწრაფვიან ჭეშმარიტებისკენ და ხშირად მოქმედებენ როგორც სატანის რუპორები და სატანის სახელით ავრცელებენ სიტყვებს, რომლებიც ცილს სწამებენ და თავს ესხმიან ღმერთს და ავრცელებენ მის მიერ ეკლესიისა და ღვთის სახლის შესახებ შეთხზულ საფუძველს მოკლებულ ხმებს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გამოგზავნა ისინი, განა ეს ადამიანები სატანის მსახურნი არ არიან? (დიახ.) მიუხედავად იმისა, თავად აქტიურად შეაგროვეს ეს საფუძველს მოკლებული ხმები თუ უბრალოდ მოისმინეს, ეს ადამიანები არ ფიქრობენ ჭეშმარიტების ძიებასა და მათ გარჩევაზე, არამედ სჯერათ მათი, როგორც ფაქტების. მათ შეუძლიათ უსინდისოდ და დაურიდებლად გაავრცელონ და დათესონ ისინი ხალხში, და არა მხოლოდ ერთ ადგილას ან ერთი სახის ვითარებაში. ამ საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელების მათი მიზანია, მეტ ადამიანს გააგებინონ მათ შესახებ, სუსტები კიდევ უფრო დაასუსტონ და ისინი, ვინც ძლიერნი არიან და ღვთის რწმენა აქვთ, დააეჭვონ ღმერთსა და მის საქმეში ამ საფუძველს მოკლებული ხმების გამო — მათი მიზანია იმის მიღწევა, რომ ყველამ დაკარგოს ინტერესი ჭეშმარიტების, ღვთის სიტყვების, ღვთის საქმისა და გადარჩენის მიმართ, და ნაცვლად ამისა, დააინტერესონ ისინი სხვადასხვა საფუძველს მოკლებული ხმითა და ნეგატიური პროპაგანდით ზუსტად ისე, როგორც თავად ეს პიროვნებები არიან დაინტერესებულნი, რათა შემდეგ, როდესაც ადამიანები შეიკრიბებიან, ისაუბრონ ამ ნეგატიურ მოვლენებზე. გააკეთებდნენ ასეთ რამეებს ნორმალური ადამიანები და ადამიანები, რომლებსაც აქვთ ადამიანობა და გონება? როდესაც ადამიანთა უმეტესობა ისმენს საფუძველს მოკლებულ ხმებს ან სხვადასხვა ნეგატიურ პროპაგანდას, თუნდაც არ იცოდნენ, ეს საფუძველს მოკლებული ხმები მართალია თუ მცდარი, ღვთისადმი თავიანთი რწმენისა და იმ მცირედი ღვთისმოშიში გულის გამო, რომელიც მათ გააჩნიათ, ისინი წარდგებიან ღვთის წინაშე, რათა ილოცონ და ეძიონ ჭეშმარიტება. თუნდაც ისინი მოექცნენ ამ საფუძველს მოკლებული ხმების გავლენის ქვეშ და თავი ოდნავ სუსტად და ეჭვებით მოცულად იგრძნონ, ეს არ იმოქმედებს მათი მოვალეობის შესრულებაზე ან მათ მიერ ღვთის მიყოლაზე. ისინი საკუთარ თავსაც კი გააფრთხილებენ, რომ დაიცვან თავიანთი ენა და თავი აარიდონ ისეთი რამეების კეთებას, რაც ეწინააღმდეგება ან შეურაცხყოფს ღმერთს. ამგვარი მიდგომა არის ის, რისი მიღწევაც დებისა და ძმების უმეტესობას შეუძლია. სანამ ადამიანებს აქვთ გარკვეული ადამიანობა, მცირედი ჭეშმარიტი რწმენა და მცირედი ღვთისმოშიში გული, მათ შეუძლიათ ამის მიღწევა. ვინაიდან ადამიანებს სწამთ, რომ ღმერთი არსებობს, მათ უნდა სჯეროდეთ, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, სწორია. ვინაიდან ეს ღვთის მიერ არის გაკეთებული, ადამიანებმა არ უნდა გააკეთონ რაიმე შეფასება ამის შესახებ. ისინი დარწმუნებულნი უნდა იყვნენ იმაში, რომ: „რასაც არ უნდა ამბობდეს ეკლესიის გარედან მოსული საფუძველს მოკლებული ხმები, მე ვერ დავიჯერებ და, რა თქმა უნდა, ვერ გავავრცელებ მათ. თუნდაც გულში ოდნავ სისუსტე და რყევა ვიგრძნო, არ უნდა უარვყო ღვთის არსებობა!“ თუ ადამიანს სწამს ღვთის არსებობა, მას უნდა სჯეროდეს, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, სწორია; თუ მას სწამს ღვთის არსებობა, მას უნდა ჰქონდეს გული, რომელსაც ეშინია ღვთის და ღვთისმოშიშია — ეს აბსოლუტურად სწორია. რადგან მათ აქვთ ღვთისმოშიში გული, რა საფუძველს მოკლებული ხმებიც არ უნდა მოისმინონ, ისინი გააკონტროლებენ სიტყვებს, არ გახდებიან საფუძველს მოკლებული ხმების გამავრცელებლები, არ წამოეგებიან სატანის ხრიკებს და არ გაებმებიან სატანის მახეებში. განა ეს არ არის ის, რისი მიღწევაც ადამიანთა უმეტესობას ადვილად შეუძლია? (დიახ.) შენ გაგაჩნია ნორმალური აზროვნება და გონება, ამიტომ, როდესაც ისმენ საფუძველს მოკლებულ ხმებს, გაავრცელებ თუ არა მათ, მთლიანად შენზეა დამოკიდებული. გაკონტროლებს ვინმე სხვა? (არა.) მაშ, ამ საფუძველს მოკლებული ხმების მოსმენის შემდეგ, განა ადამიანებისთვის ნათელი არ უნდა იყოს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ მათ, როგორ უნდა მოეპყრონ მათ და როგორ იმოქმედონ, რათა შეესაბამებოდნენ პრინციპებს, ადამიანობასა და გონებას? ყველას უნდა ჰქონდეს განსჯის ეს მცირედი უნარი და უნდა ესმოდეს პრაქტიკის ეს მეთოდი და გზა ისე, რომ სხვების სწავლება არ სჭირდებოდეს. ბავშვებმაც კი იციან, რომ არ უნდა გაავრცელონ ჭორები, და რომ ეს არის უპატივცემულობა, უზნეობა და თესავს განხეთქილებას, და რომ ადამიანი არ უნდა იყოს ასეთი; ეს არის ის აზრები და ქცევა, რომლებიც ნორმალური გონების მქონე ადამიანებს უნდა გააჩნდეთ. თუმცა, არსებობს ადამიანთა ტიპი, რომელსაც არ გააჩნია ასეთი გონება და, მით უმეტეს, არ გააჩნია ასეთი ადამიანობა. ამის გამო, ამ რამეების მოსმენისთანავე, მათ უჩნდებათ სურვილი, რაც შეიძლება მალე გაავრცელონ ეს საფუძველს მოკლებული ხმები და ნეგატიური პროპაგანდა თავიანთ ახლობლებში, რათა ყველამ ერთად გააანალიზოს, განსაჯოს და შეალამაზოს ისინი და შემდეგ უფრო ფართო აუდიტორიაში გაავრცელონ ეს საფუძველს მოკლებული ხმები. ისინი ფიქრობენ: „განა ეს შესანიშნავი არ არის? განა ეს სახალისო არ არის? ეკლესიის ცხოვრება ამ შინაარსით რომ იყოს სავსე, რაოდენ მდიდარი იქნებოდა იგი! ხალხი ამდენ ცოდნას შეიძენდა!“ რა სახის აზრები და შეხედულებებია ეს? განა ეს ცუდი ადამიანის აზრები და შეხედულებები არ არის? რა ლოგიკაა ეს? განა ისინი არ არიან ადამიანები, რომლებსაც არეულობა სწყურიათ? განა ისე არ არის, რომ მათ არ შეუძლიათ სხვების კარგად ყოფნის ატანა? გულში ისინი დასცინიან კიდეც დებსა და ძმებს: „სულელებო, ეკლესიის გარეთ საფუძველს მოკლებული ხმები ყველგან ვრცელდება; ნეგატიური შეფასებები, თავდასხმები და ცილისწამება ღვთის სახლის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ქრისტესა და ღვთის საქმის წინააღმდეგ, ყველგანაა. რელიგიური სამყაროს ეკლესიებში ყოველგვარი ნეგატიური პროპაგანდისტული მასალაა გამოკრული. როგორც კი იქაური ხალხი გაიგონებს „აღმოსავლეთის ელვას“, ისინი იწყებენ განკითხვას და შორს იჭერენ თავს. ყველა გაკრიტიკებთ და გმობთ თქვენ, თქვენ კი, სულელებო, მაინც აქ ხართ, გწამთ ღმერთი და ისწრაფვით ჭეშმარიტებისკენ!“ იმის დანახვა, რომ ეს ადამიანები ასეთი მტკიცე რწმენით მიჰყვებიან ღმერთს, მათში უსიამოვნებასა და დიდ ზიზღს იწვევს. კერძოდ, როდესაც ისინი ხედავენ, რომ ვინმეს თანაზიარება ჭეშმარიტებაზე ავლენს ნამდვილ გაგებასა და ხასიათის ცვლილებას და რომ ყველას მოსწონს იგი, მათ სძულთ ეს ადამიანი. თუ ისინი ხედავენ ვინმეს, ვინც იცავს პრინციპებს, აღწევს შედეგებს და ავლენს ერთგულებას ღვთის სახლში თავისი მოვალეობის შესრულებისას, ისინი ბრაზდებიან და ამბობენ: „რატომ არ უსმენ საფუძველს მოკლებულ ხმებს ან პროპაგანდას ეკლესიის გარედან? რატომ ხარ ასეთი სულელი და გულწრფელი? შეხედე, რა გაიძვერა ვარ მე — ორივე ბანაკში ვარ. მე ვმონაწილეობ ღვთის სახლის ეკლესიურ ცხოვრებაში და არ ვამბობ, რომ არ მწამს ღმერთი, და მოვალეობის შესრულების ნება რომ არ მომცენ, ამას არ დავთანხმდები, მაგრამ მე ასევე ჩავეძიები ამბებს ეკლესიის გარედან. მე ვაგრძელებ ყურადღების მიქცევას ნეგატიური პროპაგანდისა და კომენტარების მიმართ რელიგიური სამყაროდან, არამორწმუნე სამყაროდან და ინტერნეტიდან.“ მათ ყოველთვის აქვთ შეუფერებელი თვალსაზრისი. იმის დანახვა, რომ დები და ძმები ისწრაფვიან ჭეშმარიტებისკენ და ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, მათ შინაგან უკმაყოფილებას ჰგვრის. მათ ყოველთვის სურთ შეცდომაში შეიყვანონ და ჩამოაშორონ ერთი ან ორი ასეთი ადამიანი და მუდმივად სურთ კიდეც, რომ შეაწუხონ და გავლენა მოახდინონ ზოგიერთ მათგანზე. მათ ასევე მუდმივად სურთ ზოგიერთი ადამიანის „გამოღვიძება“ საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელებით, რათა მათ ირწმუნონ ეს საფუძველს მოკლებული ხმები და შეცდომაში შევიდნენ. მითხარით, ზუსტად რა ტიპის ადამიანია ეს? არის თუ არა მართებული ასეთი ადამიანების ღვთის სახლის ნაწილად და დებად და ძმებად მიჩნევა? (არა.) მაშინ რა არის მათი მიჩნევის ყველაზე მართებული გზა? ყველაზე მართებულია მათი მიჩნევა ურწმუნოებად, სატანის მსახურებად. ეს არ არის უსაფუძვლო განკითხვა ან მათი უსამართლოდ დადანაშაულება; ეს ფაქტია.

რა არის საძულველი ამ ადამიანებში, რომლებიც საფუძველს მოკლებულ ხმებს ავრცელებენ? მიუხედავად იმისა, თუ რა არხით ისმენენ ისინი ნეგატიურ პროპაგანდას, მაშინაც კი, როდესაც კარგად იციან, რომ ეს არის საფუძველს მოკლებული ხმები და ეშმას სიტყვები ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე, ისინი მაინც დაუღალავი ენთუზიაზმით ავრცელებენ მათ სხვებში. რა არის ამის ბუნება? ღვთისმოშიში გულის მქონე ადამიანი ზიზღს იგრძნობს, როდესაც საფუძველს მოკლებულ ხმებს მოისმენს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სიტყვებს, რომლებიც თავს ესხმის და შეურაცხყოფს ღმერთს, ისინი საერთოდ არ ახსენებენ მათ, რათა თავიდან აირიდონ საკუთარი ბაგეების შებილწვა, რაც ამტკიცებს, რომ მათ აქვთ ღვთისმოშიში გული. ისინი ამბობენ: „სხვათა მიერ ღვთის განკითხვა და ცილისწამება, ეკლესიაზე თავდასხმა და მისი დამცირება, მათი საქმეა. მე არ უნდა გავხდე მათი ცოდვების თანამონაწილე. მათ მიერ ღვთის ცილისწამება უკვე აღმაშფოთებელი ამბოხება და საზარელი ცოდვაა — მეარ შემიძლია ამ სიტყვების საკუთარი ბაგეებით წარმოთქმა. არ უნდა ვთქვა იგივე, რასაც ისინი ამბობენ. ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებ!“ თუმცა, მათ, ვინც სატანის მსახურნი არიან, შეუძლიათ სიტყვასიტყვით გადმოსცენ მათ მიერ მოსმენილი ნეგატიური პროპაგანდა და საფუძველს მოკლებული ხმები; ისინი ამას აკეთებენ მრავალგზის და დაურიდებლად და ყველგან ავრცელებენ კიდეც მათ. აქვთ კი ამ ადამიანებს ოდნავ მაინც ღვთისმოშიში გული? ეშინიათ მათ ღვთის? არა, არ ეშინიათ. ზედაპირულად, მათაც სწამთ ღვთის არსებობა, მაგრამ რწმენა არ უდრის იმის აღიარებას, რომ ღმერთი არის შემოქმედი, რომელიც ხელმწიფებს ყოველივეზე. სატანასაც სწამს, რომ არსებობს ღმერთი წუთისოფელში, სამყაროსა და ყოველივეში, მაგრამ როგორ ეპყრობა იგი ღმერთს, როდესაც ის ესაუბრება მას? როგორ ესაუბრება იგი ღმერთს? აქვს მას ღვთისმოშიში გული? ეპყრობა იგი ღმერთს ისე, როგორც ღმერთს? არა. რა მეთოდს იყენებს იგი ღმერთთან სასაუბროდ? იგი ცდის, ატყუებს და დასცინის მას, თითქოს ხუმრობდეს. როდესაც ღმერთმა ჰკითხა: „საიდან მოდიხარ?“ როგორ უპასუხა სატანამ? („ქვეყნად დავწოწიალობდი და დავიარებოდი“ (იობ. 1:7).) არის ეს ადამიანური სიტყვები? (არა.) მაშ, რას ნიშნავს ეს სიტყვები? რატომ ისაუბრა სატანამ ამგვარად? როგორი დამოკიდებულება შობს ასეთ სიტყვებს? განა ეს დაცინვა არ არის? (დიახ.) რას ნიშნავს დაცინვა? ეს ვიღაცის აბუჩად აგდებაა, არა? „მე არ გეტყვი, საიდან მოვედი. რას მიზამ?“ სიტყვებს კი გეუბნება, მაგრამ მათი მიზანი არ არის, გაგაგებინოს, თუ რა ხდება სინამდვილეში — მთქმელი უარს ამბობს ამის თქმაზე და ნაცვლად ამისა, უბრალოდ აბუჩად გიგდებს. ეს არის დაცინვა. ავლენს კი ეს დამოკიდებულება ღვთისადმი ისე მოპყრობის რაიმე ნიშანს, როგორც ღმერთს შეჰფერის? არის მასში ღვთის პატივისცემის ან ღვთისმოშიშების რაიმე ნიშანი? სრულიადაც არა — ეს სატანის სახეა. მათ, ვინც საფუძველს მოკლებულ ხმებს ავრცელებს, შეუძლიათ სრულიად უდარდელად გაავრცელონ ისინი დებსა და ძმებში. მათ კარგად იციან, რომ ეს საფუძველს მოკლებული ხმები ფაქტებს არ შეესაბამება, მაგრამ მაინც ძალ-ღონეს არ იშურებენ მათ გასავრცელებლად, და ეძებენ ყოველგვარ შესაძლებლობასა და შემთხვევას ამის გასაკეთებლად. განა ეს სატანის ქცევა და მიდგომა არ არის? სწორედ ასე მოქმედებს სატანა. იგი აღიარებს ღვთის არსებობას და იცის, რომ ღმერთი ხელმწიფებს ყოველივეზე, მაგრამ მის მიმართ ოდნავი შიშიც კი არ გააჩნია. ეს არის სატანის სახე, ეს არის სატანის ბუნება-არსება. ზოგიერთმა ძმამ ან დამ შეიძლება თქვას: „მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი არ ისწრაფვის ჭეშმარიტებისკენ, მისი რწმენა ღვთისადმი გულწრფელია. როდესაც გაიგო, რომ ეკლესია მის იზოლირებას ან მოცილებას აპირებდა, ისე შეშფოთდა, რომ ტიროდა და ძალიან ნერვიულობდა; პირის ღრუში წყლულებიც კი გაუჩნდა! მას არ სურს ღვთის სახლის დატოვება; მას სწამს ღვთის არსებობა. ამიტომ, რასაც არ უნდა აკეთებდეს, ჩვენ მას როგორც ძმას, ისე უნდა მოვეპყროთ, და სიყვარულითა და შემწყნარებლობით მოვეკიდოთ; და მაშინაც კი, როდესაც ის საფუძველს მოკლებულ ხმებს ავრცელებს, მაინც სიყვარულით უნდა მოვეპყროთ, რათა დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ.“ არის ეს სიტყვები სწორი? არის ეს ჭეშმარიტება? (არა.) ღმერთმა ამდენი სიტყვა წარმოთქვა, მაგრამ ამ ადამიანებს მაინც არ სჯერათ მათი. და მაინც, რამდენი საფუძველს მოკლებული ხმაც არ უნდა წარმოთქვან ეშმაკებმა და სატანებმა, ამ ადამიანებს ყველა მათი სჯერათ, და უსინდისოდ ავრცელებენ კიდეც ამ საფუძველს მოკლებულ ხმებს ღვთის წინააღმდეგ თავდასხმისა და მისი ცილისწამების მიზნით. მხოლოდ ამის გამო, ისინი არ არიან ღირსნი, რომ დები და ძმები ეწოდოთ. სწორია ეს? (დიახ.) ვინაიდან მათ შეუძლიათ უსინდისოდ გაავრცელონ საფუძველს მოკლებული ხმები, ცილი დასწამონ ღმერთს, თავს დაესხან ღმერთს, ცილი დასწამონ ღვთის სახლსა და ეკლესიას, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი მიზეზი, მივიჩნიოთ ისინი სატანის მსახურებად, სატანებად. ისინი ღვთის მტრები და ღვთის მთელი რჩეული ხალხის მტრები არიან. მაშ, როგორ უნდა მოვეპყროთ ჩვენს მტრებს? (უარვყოთ ისინი.) სწორია, ჩვენ უნდა უარვყოთ ისინი.

ზოგიერთ ადამიანს არ უყვარს ჭეშმარიტება. საფუძველს მოკლებული ხმების მოსმენის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ღიად არ ავრცელებენ მათ ეკლესიაში, ფარულად მაინც ავრცელებენ მათ თავიანთ ახლობლებში. ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია გარჩევის უნარი, ამ საფუძველს მოკლებული ხმების მოსმენისას ნეგატიური და სუსტი ხდება; ზოგიერთი წყვეტს შეკრებებზე დასწრებას, ზოგიერთი კი ტოვებს ეკლესიას — თუმცა საფუძველს მოკლებული ხმების გამავრცელებელი მაინც არ აღიარებს, რომ ეს მისი მხრიდან საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელებამ გამოიწვია. მრავალგზის შეგონებისა და თანაზიარების მიუხედავად, ისინი მაინც აგრძელებენ ამის კეთებას მსგავს საკითხებთან შეჯახებისას და მხოლოდ იმიტომ იკავებენ თავს შეკრებების დროს ან საჯაროდ საფუძველს მოკლებული ხმების ღიად და ურცხვად გავრცელებისგან, რომ ეშინიათ საკუთარი თავის გამჟღავნების, დებისა და ძმების მიერ უარყოფის ან ეკლესიიდან მოცილების და ნაცვლად ამისა, ირჩევენ ზოგიერთი საფუძველს მოკლებული ხმის ფარულად გავრცელებას სხვებისთვის შეტყობინებების გაგზავნით ან ადამიანებთან კონტაქტით. მაშინ, განა ასეთი ადამიანები ბოროტები არ არიან? სინამდვილეში, ისინი კიდევ უფრო ვერაგნი არიან. რაც არ უნდა ფარულად მოქმედებდნენ, მათი მოტივები და მათი ქმედებების არსი იგივეა, რაც სატანის მსახურებისა. საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელებით მათი მიზანია, ხელი შეუშალონ ადამიანებს მოვალეობის შესრულებაში, განაწყონ ისინი ნეგატიურად და დაასუსტონ, აიძულონ ისინი,უარყონ ღმერთი, დაშორდნენ მას და უარი თქვან თავიანთი მოვალეობების შესრულებაზე. უთქვამს კი ოდესმე ვინმეს: „საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელებისას ჩემი მიზანი ის კი არ არის, რომ ხელი შევუშალო ადამიანებს მოვალეობის შესრულებაში ან ინიციატივის აღებაში, არამედ ის, რომ დავეხმარო მათ გარჩევის უნარის განვითარებასა და იმუნიტეტის ამაღლებაში, რათა როდესაც მოისმენენ საფუძველს მოკლებულ ხმებს, მათ მიმართ მყარად დადგნენ, არ დაიჯერონ ისინი, შეძლონ ჭეშმარიტების ჯეროვნად ძიება და მშვიდად შეასრულონ თავიანთი მოვალეობები“? გაუვრცელებია კი ოდესმე ვინმეს საფუძველს მოკლებული ხმები ამ განზრახვით? (არა.) არის ეს მტკიცება საფუძვლიანი? სინამდვილეში, ის არ არის საფუძვლიანი. სანამ მათ შეუძლიათ საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელება, განსაკუთრებით იმათი, რომლებიც თავს ესხმის, ცილს სწამებს და გმობს ღმერთს — რასაც ისინი დაუდევრად ამბობენ ყოველ ჯერზე, როცა პირს აღებენ, და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ავრცელებენ ყველგან — მიუხედავად იმისა, თუ რამდენ საფუძველს მოკლებულ ხმას ავრცელებენ, ღიად ვრცელდება ეს საფუძველს მოკლებული ხმები თუ ფარულად, და მიუხედავად ადამიანებზე მათი გავლენისა, მოკლედ რომ ვთქვათ, საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელებასთან მიმართებაში მათი მიზანი ადამიანებისთვის ჭეშმარიტების გაგებასა და გარჩევის უნარის განვითარებაში დახმარება კი არ არის, არამედ ადამიანების შეწუხება და შეცდომაში შეყვანა და მათი იძულება, რომ დაეჭვდნენ და დაშორდნენ ღმერთს — მათი ქმედება ეკლესიის საქმის არევ-დარევა და ჩაშლაა. ამ გადმოსახედიდან, მიუხედავად მიზეზისა თუ კონტექსტისა, რომელშიც ვრცელდება საფუძველს მოკლებული ხმები, იმ ადამიანების არსი, რომლებიც საფუძველს მოკლებულ ხმებს ავრცელებენ, უდავოდ სატანის მსახურთა არსია. ნებისმიერი, ვინც ავრცელებს საფუძველს მოკლებულ ხმებს, რომლებიც ცილს სწამებს, თავს ესხმის და გმობს ღმერთს, ეწინააღმდეგება ღმერთს და ღვთის მტერია. სწორია ეს? (დიახ.) მიუხედავად იმისა, რომ არ ხარ ამ საფუძველს მოკლებული ხმების შემთხზველი, ის ფაქტი, რომ შეგიძლია მათი გავრცელება, ამტკიცებს, რომ გჯერა ამ საფუძველს მოკლებული ხმების სისწორის, ან შინაგანად ძალიან გსურს მათი დაჯერება. „ეს საფუძველს მოკლებული ხმები სიმართლე რომ იყოს, მაშინ აღარ მომიწევდა ღვთის რწმენა, ღმერთი აღარ იქნებოდა ღმერთი და ღვთის განკაცების ფაქტი არ იარსებებდა. ის უბრალოდ ადამიანი იქნებოდა და მე შემეძლებოდა თავისუფლად შემეთხზა მასზე საფუძველს მოკლებული ხმები, დამემცირებინა იგი, თავს დავსხმოდი და ცილი დამეწამებინა მისთვის.“ განა ეს არ არის მიზანი? თუ გწამს ღმერთი, მაგრამ ყოველთვის გსურს თვითნებურად საუბარი და მოქმედება, განა ეს ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევის სურვილი არ არის? (დიახ.) ზოგიერთი ამბობს: „არის ეს ღვთის წინააღმდეგ ამბოხება? არის ეს ღვთისადმი რწმენის არქონა?“ ამის არსი ბევრად უფრო სერიოზულია. ეს არის ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევა და ღვთისადმი დაპირისპირება. მხოლოდ ღვთის მტრები უწევენ წინააღმდეგობას და უპირისპირდებიან ღმერთს ამგვარად. გახრწნილ კაცობრიობას სატანის გახრწნილი ხასიათისა და ჭეშმარიტების გაგებისა და ღვთის შემეცნების ნაკლებობის გამო შეუძლია აჯანყდეს ღვთის წინააღმდეგ. თუმცა, სატანა ღვთის წინააღმდეგ ამბოხებაზე მეტს აკეთებს; იგი ღალატობს ღმერთს, ეწინააღმდეგება ღმერთს და უპირისპირდება ღმერთს. ეს ხდის მას ღვთის მტრად. ღვთის მტრებსა და ღმერთს შორის დაპირისპირებაა. რას ნიშნავს დაპირისპირება? ეს ნიშნავს შეურიგებლობას. ვითარებისა თუ გარემოს მიუხედავად, სატანის დაპირისპირება ღმერთთან არ იცვლება დროისა თუ გეოგრაფიის მიხედვით. სატანის არსი ღვთისადმი დაპირისპირებაა და ეს უცვლელია; სატანა უბრალოდ ღვთის მტერია. სატანის წინააღმდეგობა ღვთისადმი და მისი შეურიგებლობა მასთან არ გაგრძელებულა ერთი დღე ან მხოლოდ რამდენიმე წელი თუ ათწლეული; მან ღვთისადმი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უღალატა მას. მაშ, როდის დასრულდება ეს დაპირისპირება? ღმერთი ოდესმე მოალბობს სატანის გულს და გამოასწორებს მას? შემცირდება თუ არა მისი დაპირისპირება ღმერთთან დროთა განმავლობაში? არა. იგი გააგრძელებს ღვთისადმი დაპირისპირებას. როდის შეწყვეტს არსებობას ეს დაპირისპირება? როდესაც ღვთის საქმე დასრულდება, სატანა დაასრულებს თავის მსახურების გაწევას და აღარავითარი სარგებელი აღარ ექნება და ღმერთი გაანადგურებს მას — სწორედ მაშინ დასრულდება ეს დაპირისპირება. და რას იტყვით მათზე, ვინც სატანის მსახურნი არიან? სანამ ისინი ეკლესიაში არიან, გააგრძელებენ ეკლესიის, ღვთის სახლისა და ღვთისადმი დაპირისპირებას. ზოგიერთი ამბობს: „მათ სწამთ ღმერთი, ზოგჯერ სწირავენ შესაწირავს, გასცემენ მოწყალებას და მასპინძლობენ კიდეც დებსა და ძმებს. როგორ უპირისპირდებიან ისინი ღმერთს? ისინი არ უპირისპირდებიან მას; ისინი ზოგიერთ კეთილ საქმესაც კი აკეთებენ.“ არის ეს სიტყვები სწორი? შეუძლია თუ არა დებისა და ძმების მასპინძლობას და ღარიბი დებისა და ძმებისთვის მცირედ ფინანსურ დახმარებას გააბათილოს მათი დაპირისპირება ღმერთთან? შეუძლია თუ არა ამას დაამტკიცოს, რომ ისინი ღვთის შესატყვისნი არიან? (არა.) მაშ, საიდან მოდის ეს დაპირისპირება? (ეს განისაზღვრება მათი ბუნება-არსებით.) სწორია, მათი ბუნება-არსება ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევა და მტრობაა. ასეთი ადამიანების მიმართ თქვენ უნდა განავითაროთ გარჩევის უნარი ღვთის სიტყვებზე დაყრდნობით: დააკვირდით, ვის მოსწონს სხვადასხვა არხიდან ნეგატიური პროპაგანდის ან ღვთის სახლისა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური საფუძველს მოკლებული ხმების შეგროვება და ვინ არის დაინტერესებული ამ ნეგატიური რამეებით და მზად არის, დაიჯეროს ეს საფუძველს მოკლებული ხმები და ეშმას სიტყვები. ეს საშუალებას მოგცემთ, დაინახოთ ამ ურწმუნოების ნამდვილი სახე. ეს ადამიანები, როგორც წესი, არ კითხულობენ ღვთის სიტყვებს, ენთუზიაზმის გარეშე უსმენენ დებისა და ძმების მიერ ჭეშმარიტების თანაზიარებას და გულგრილად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. ისინი ყოველთვის გრძნობენ, რომ ღმერთის რწმენა უინტერესოა. რაზე ამახვილებენ ისინი ყურადღებას ღვთის სახლის ვიდეოებისა და პროგრამების ყურებისას? როდესაც ხედავენ რელიგიური ადამიანების მიერ დატოვებულ დადებით კომენტარებს, უსიამოვნებას გრძნობენ და გამოტოვებენ მათ. მაგრამ როდესაც ხედავენ რელიგიურ ადამიანებსა და არამორწმუნეებს, რომლებიც დიდი წითელი დრაკონის მხარეს დგანან, შეურაცხყოფენ ეკლესიას, შეურაცხყოფენ ღვთის სახლსა და დებსა და ძმებს თავიანთი ეშმაკეული სიტყვებით, ისინი განსაკუთრებულ ბედნიერებასა და აღფრთოვანებას გრძნობენ. ყოველ ჯერზე, როდესაც ისმენენ ამ ნეგატიურ პროპაგანდასა და საფუძველს მოკლებულ ხმებს, ისინი ისე აღელდებიან, თითქოს ადრენალინი შეუშხაპუნესო, ენერგიულად დააბიჯებენ და დილით სიხარულით აღვსილნიც კი იღვიძებენ. განა ეს ბოროტება არ არის? დააკვირდით თქვენს გარშემომყოფებს, რათა დაინახოთ, ვინ მიეკუთვნება ამ ტიპის ადამიანებს; დააკვირდით, აქვთ თუ არა მათ ისეთი ხასიათი, რომელსაც სძულს ჭეშმარიტება და სძულს ღმერთი. თუ მართლაც იპოვით ასეთ ადამიანს, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ და გაარჩიოთ იგი; დააკვირდით მის სიტყვებს, ქმედებებსა და ქცევას. როგორც კი დაადასტურებთ, რომ ის ბოროტი ადამიანია, სატანის მსახურია, უნდა უარყოთ იგი და არ მოეპყროთ მას როგორც ძმას ან დას. ასეთი ადამიანები რაც შეიძლება მალე უნდა მოიცილონ ეკლესიიდან. ზოგიერთი ამბობს: „რატომ უნდა მოვიცილოთ ეს ადამიანები? ღვთის სახლში ერთი ადამიანით მეტის ყოლა ნიშნავს საქმის საკეთებლად ძალის კიდევ ერთ წყაროს; ერთი ადამიანით მეტის ყოლა გარემოს ოდნავ უფრო აცოცხლებს კიდეც. მათ მრავალი წელია სწამთ ღმერთი, და მიუხედავად იმისა, რომ არ უყვართ ან პრაქტიკაში არ იყენებენ ჭეშმარიტებას, ბავშვობიდან სწამთ ღვთის არსებობა, სწამთ ზეციერი მოხუცის. მათ ასევე სწამთ, რომ მათ ზემოთ, სამი ფუტის სიმაღლეზე, ღმერთი არსებობს, და მით უმეტეს, სწამთ, რომ სიკეთესა და ბოროტებას თავისი საზღაური აქვს. ისინი, როგორც წესი, ვერ ბედავენ აშკარა ცუდი საქმეების ჩადენას და მზად არიან დაეხმარონ სხვებს. უბრალოდ, მათ აქვთ ეს პატარა ჰობი; სიამოვნებთ საფუძველს მოკლებული ხმებისა და ჭორების გავრცელება. კერძოდ, ისინი ავრცელებენ დიდი წითელი დრაკონის საფუძველს მოკლებულ ხმებს, რითაც ჩირქს სცხებს ღმერთს, და იმეორებენ ამას ისე, რომ ბევრს არც კი ფიქრობენ მათზე, შესაძლოა იმიტომ, რომ უმეცარნი და გამოუცდელნი არიან.“ გარეგნულად ისინი არ ჰგვანან ბოროტ ადამიანებს და არ ჩაუშლიათ ან აურ-დაურევიათ ეკლესიის საქმე, მაგრამ ისინი განსაკუთრებით აქტიურები არიან საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელებაში და ყოველთვის სურთ, პირველებმა გაავრცელონ ისინი. განა ადამიანები არ უნდა იყვნენ ფხიზლად ასეთი პიროვნებების მიმართ? განა ისინი სატანის მსახურნი არ არიან? ასეთი ადამიანების არსი მეტისმეტად აშკარაა! ისინი არასოდეს ინტერესდებიან ღვთის სიტყვებით ან ჭეშმარიტებით და არასოდეს ეძიებენ ჭეშმარიტება-პრინციპებს თავიანთი მოვალეობის შესრულებისას. რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ისინი არ ავლენენ გულმოდგინებას, არ დებენ გულს საქმეში და არ სურთ გაჭირვების ატანა. ისინი უბრალოდ ზედაპირულად მოქმედებენ, მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებენ საქმეს და მუდმივად ხუმრობენ. თავიანთი საუბრითა და ქმედებებით ისინი არავის შეურაცხყოფენ და ყველასთან შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა, სხვების მიმართ მეგობრულად განწყობილნი ჩანან — უბრალოდ, მათ მოსწონთ საფუძველს მოკლებული ხმების შეგროვება და გავრცელება. ამ ქმედებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია თუ არა დავახასიათოთ ეს ადამიანები სატანის მსახურებად? (დიახ.) რატომ შეგვიძლია? არის ეს ამბის გაზვიადება? (არა.) მათ საერთოდ არ აინტერესებთ ჭეშმარიტების ძიება. როგორც კი ქადაგებას უსმენენ, ეძინებათ; როგორც კი ღვთის სიტყვებზე თანაზიარებენ, ზიზღს გრძნობენ და მოუსვენრობა ეწყებათ, მუდმივად დგებიან წყლის დასალევად ან ტუალეტში გასასვლელად, შინაგანად ყოველთვის შფოთავენ — თანაზიარების მოსმენა მათთვის ისეთივე წარმოუდგენლად რთული ჩანს, როგორც წამების ატანა. თუმცა, როგორც კი ისმენენ სატანის საფუძველს მოკლებულ ხმებს ან არამორწმუნეთა ეშმას სიტყვებს, მათი ინტერესი იღვიძებს, ენერგიით ივსებიან და დიდი ინიციატივით იწყებენ ამ საფუძველს მოკლებული ხმებისა და ეშმას სიტყვების გავრცელებას. არიან ასეთი ადამიანები დები და ძმები? არა. ისინი ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ და ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი ჭეშმარიტების სიძულვილი. რაც შეეხება ღმერთსა და მის საქმესთან დაკავშირებულ საკითხებს, იქნება ეს ღვთის ვინაობა და არსი, ღვთის სტატუსი, ღვთის ღირსება თუ განკაცება, ისინი თავიანთ გულებში აბუჩად იგდებენ მათ. ისინი სრულიად მოკლებულნი არიან ღვთისმოშიშ გულს. ამრიგად, მათ ყოველთვის აქვთ მცადი წარმოდგენები ღმერთსა და მის საქმეზე. ადვილად შეუძლიათ გაიმეორონ სატანის ყოველგვარი საფუძველს მოკლებული ხმა და ეშმას სიტყვა, რითაც აღწევენ თავიანთ მიზანს — გაავრცელონ ისინი სინდისის ყოველგვარი ქენჯნის გარეშე. რა საზიზღრობაა ეს? არიან ისინი ღვთის მორწმუნეები? (არა.) ეს არის იმ ადამიანების ქმედებები, რომლებიც სიტყვიერად აღიარებენ ღმერთს და აცხადებენ, რომ მიჰყვებიან ღმერთს, რომლებსაც სწამთ, რომ არსებობს ზეციერი მოხუცი, სწამთ, რომ მათ ზემოთ, სამი ფუტის სიმაღლეზე, ღმერთი არსებობს, და სწამთ, რომ სიკეთესა და ბოროტებას თავისი საზღაური აქვს. ეს არის მათი დამოკიდებულება ღვთის მიმართ. ვინმეს რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა მათი მშობლებისთვის ან შეეთხზა საფუძველს მოკლებული ხმები მათი მშობლების შესახებ მათ ზურგს უკან, ისინი უდავოდ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაერთვებოდნენ. თუმცა, როდესაც ვინმე შეურაცხყოფს ღმერთს, თავს ესხმის ღმერთს ან ცილს სწამებს ღმერთს, ისინი არა მხოლოდ არ წუხდებიან, არამედ შეუძლიათ გაიმეორონ ეს როგორც ხუმრობა და ყველგან გაავრცელონ კიდეც. არის ეს ის, რაც ღვთის მიმდევარმა უნდა გააკეთოს? (არა.) მაშ, მართებულია თუ არა, რომ ბევრი ადამიანი ამ ურწმუნოებს დებად და ძმბად თვლის? (არა.) ამიტომ, როდესაც ასეთი ადამიანები სატანის მსახურებად ეჭვმიტანილნი არიან, სხვები ფხიზლად უნდა იყვნენ. წინამძღოლებმა და მუშაკებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ დებსა და ძმებს, რომ ფრთხილად იყვნენ ამ ადამიანების მიმართ, რათა ყველამ შეძლოს მათი გარჩევა. როგორც კი დადასტურდება, რომ ისინი სატანის მსახურნი, ეშმაკნი არიან, ყველამ ერთობლივად უნდა უარყოს ისინი და ეკლესია მათგან განწმინდოს. შეესაბამება ეს პრინციპებს? (დიახ.) მაშინ სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ.

გ. როგორ მოვეკიდოთ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მთავრობისა და რელიგიური სამყაროს საფუძველს მოკლებულ ხმებს, რომლებიც ღმერთს ცილს სწამებენ და თავს ესხმიან

ჩინეთის კომუნისტურმა მთავრობამ და რელიგიურმა სამყარომ ღვთის სახლის შესახებ მრავალი საფუძველს მოკლებული ხმა შეთხზეს, თითქოსდა ძმები და დები ადამიანებს სახარების მიღებას აიძულებენ და ა.შ. რას გრძნობთ თქვენ ამ საფუძველს მოკლებული ხმების მოსმენის შემდეგ? (სიბრაზესა და აღშფოთებას.) ეს თქვენს შესახებ გავრცელებული საფუძველს მოკლებული ხმებია და თქვენც აღშფოთებას გრძნობთ. რა ზომამდე აღშფოთდებით ხოლმე? გსურთ, იპოვოთ ამ საფუძველს მოკლებული ხმების შემთხზველნი, შეეკამათოთ და ჭკუაც კი ასწავლოთ მათ? (დიახ.) ეს საფუძველს მოკლებული ხმები ზედაპირულად ეკლესიისკენაა მიმართული, მაგრამ სინამდვილეში, ისინი ეკლესიის თითოეულ წევრს და თითოეული მათგანის რეპუტაციასა და ზნეობას ეხება. ამ საფუძველს მოკლებული ხმების მოსმენის შემდეგ თქვენ აღშფოთებას გრძნობთ და ამბობთ: „ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია! ჩვენ სახარებას ჭეშმარიტება-პრინციპების თანახმად ვქადაგებთ. მათ, ვისაც ღმერთის რწმენა არ სურთ, არასოდეს ვაიძულებთ. რწმენა ნებაყოფლობითია. ჩვენ არავის ვატანთ ძალას, მით უმეტეს, არავის ვაყენებთ ზიანს და არავისზე ვიძიებთ შურს. პირიქით, ჩვენ, სახარების მქადაგებელნი, რელიგიურმა ადამიანებმა სასტიკად გვცემეს, პოლიციაში დაგვასმინეს და სატანჯველად გადაგვცეს დიდ წითელ დრაკონს; ჩვენგან ძალიან ბევრი დააპატიმრეს და არცთუ ისე ცოტა რელიგიური ადამიანების მიერ მოწყობილ კერძო საპყრობილეებშიც კი იყო გამომწყვდეული. უსამართლოდ ჩვენ ვიჩაგრებით!“ ამ საფუძველს მოკლებული ხმების მოსმენის შემდეგ თქვენ აღშფოთებას გრძნობთ და მუდამ გსურთ მათთან შეკამათება. თქვენ ასეთი რეაქცია გაქვთ, რადგან ეს საფუძველს მოკლებული ხმები პირდაპირ თავს ესხმის და შეურაცხყოფს ეკლესიასა და ღვთის რჩეულ ხალხს. რას გრძნობთ, როდესაც ისმენთ საფუძველს მოკლებულ ხმებს, რომლებიც შეურაცხყოფენ და განსჯიან ღმერთს? ეს არ ეხება თქვენს პირად ინტერესებს ან თქვენს ზნეობასა და ღირსებას; ეს ღვთის შესახებ გავრცელებული საფუძველს მოკლებული ხმებია. მაგალითად, როდესაც შენ წარსულში იესო გწამდა, ზოგიერთი ამბობდა, რომ იესო ქალწულისგან იშვა და მამა არ ჰყავდა. რას გრძნობდი, როდესაც ამას ისმენდი? გსურდა მათთან შეკამათება? „ჩვენ ღმერთი გვწამს!“ შემდეგ დაფიქრდი: „მარიამი ქალწული იყო და იესო ქალწულისგან იშვა, სულიწმიდისგან ჩაისახა. ეს ფაქტია, მაგრამ არამორწმუნეები ამაზე უხეშად საუბრობენ და მე ამის მოსმენა არ მომწონს!“ უკიდურეს შემთხვევაში შენ შეიძლება ასეთი გრძნობები გქონოდა, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც გრძნობდი, რომ სულიწმიდისგან ჩასახვა მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა ადამიანურ წარმოდგენებს. შენ არ შეგეძლო ამის დაჯერება, რადგან მეცნიერების გწამს; გულით არ გწამს ღვთის ყოვლისშემძლეობის და არც იმის გჯერა, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი ამბობს და აკეთებს, ჭეშმარიტებაა, და შესაბამისად, არ წახვალ ურწმუნოთა ეშმაკისეული სიტყვების გასაქარწყლებლად. რადგან არ ფლობ ჭეშმარიტებას და არ გესმის ჭეშმარიტება, შენთვის, მაქსიმუმ, უსიამოვნო მოსასმენი არის ის საფუძველს მოკლებული ხმები, რომლებზეც ხალხი საუბრობს, და ფიქრობ, რომ ადამიანები ასე არ უნდა საუბრობდნენ, რადგან ეს საფუძველს მოკლებული ხმები შენს რეპუტაციას ეხება; შენ ფიქრობ: „არამორწმუნეები ისეთი საზიზღრები და მდაბიონი არიან! მათ კადნიერება ჰყოფნით, გამოიყენონ ნებისმიერი ბინძური სიტყვა; ისინი ნამდვილად ურწმუნონი არიან! ისინი ნამდვილად ეშმაკნი არიან!“ სულ ეს არის და ეს მაქსიმუმია, რისი მიღწევაც შეგიძლია. რატომ ღიზიანდები და რატომ მიგაჩნია არამორწმუნეები მდაბალ და საზიზღარ ადამიანებად მათი მხრიდან ასეთი საფუძველს მოკლებული ხმების მოსმენის შემდეგ? იმიტომ, რომ ისინი შენს რეპუტაციას ეხება; ეს საფუძველს მოკლებული ხმები შენს გულს აშფოთებს, თავს შერცხვენილად გაგრძნობინებს, ამიტომ ისინი შენს სიბრაზეს აღვივებს და შენც ფეხზე დგები, რათა მათ გასაქარწყლებლად რამდენიმე დადებითი სიტყვა თქვა. არის კი ასეთი გაქარწყლება მთლიანად ღვთის მხარეს დგომა? არის ეს ღვთის მოწმობის დაცვა? არა, ეს მთლიანად შენი საკუთარი სახელისა და ღირსების დაცვაა. რატომ ვამბობთ ამას? იმიტომ, რომ შენ არ ჩასწვდომიხარ პრობლემის არსს; უფრო მეტიც, შენ არ გესმის ღვთის განზრახვები ან ის, თუ რას მოითხოვს ღმერთი შენგან. ის, რაც შენ გესმის და რასაც გრძნობ, არ შეესაბამება ღვთის განზრახვებს; ეს მხოლოდ ადამიანური სიფიცხე და კარგი ქცევაა. ადამიანური კარგი ქცევა არ წარმოადგენს იმ მოწმობას, რომელსაც შენ ღვთისთვის გასცემ. შენ არ მდგარხარ მტკიცედ შენს მოწმობაში; შენ უბრალოდ იცავ შენს სახელსა და ღირსებას, შენ აქარწყლებ ამ საფუძველს მოკლებულ ხმებს მხოლოდ იმისთვის, რომ სინდისი ოდნავ დაიმშვიდო — შენ არ დგახარ ღვთის მხარეს, რათა მისთვის ისაუბრო, და არც ჭეშმარიტებას ან ფაქტებს იყენებ ამ საფუძველს მოკლებული ხმების გასაქარწყლებლად და ღვთისთვის დასამოწმებლად. შენ არ საუბრობ ღვთის დასაცავად და ის, რასაც ამბობ, ნამდვილად არ შეესაბამება ჭეშმარიტებას; ის მხოლოდ შენს ხორციელ ინტერესებს შეესაბამება — ეს მხოლოდ იმისთვისაა, რომ შენმა გულმა ნაკლები მღელვარება იგრძნოს და არ იფიქრო, რომ უფალი იესოს რწმენა სამარცხვინოა. სულ ეს არის. ამიტომ, როდესაც გესმით, რომ ვინმე თავს ესხმის და გმობს ღმერთს, შეურაცხყოფს და განსჯის ღვთის ეკლესიას, ან თუნდაც თქვენ გგმობთ, თქვენ განსაკუთრებულ აღშფოთებას გრძნობთ და გსურთ მათთან შეკამათება და დებატები, რათა აღიდგინოთ თქვენი რეპუტაცია და ნათელი მოჰფინოთ ამ საკითხებს. მაგრამ ნიშნავს კი ეს იმას, რომ თქვენ მტკიცედ იდექით თქვენს მოწმობაში? ეს შორსაა ამისგან; ჭეშმარიტების გაგების გარეშე არ არსებობს მოწმობა!

როდესაც გესმით გარე სამყაროში გავრცელებული საფუძველს მოკლებული ხმები, რომლებიც ცილს სწამებენ და თავს ესხმიან ღმერთს, მიუხედავად იმისა, ზეცაში მყოფ ღმერთს ესხმიან თავს თუ დედამიწაზე განკაცებულ ღმერთს, რას გრძნობთ? გულგრილნი ხართ, თუ მცირეოდენ ტკივილს გრძნობთ? არ შეგიძლიათ ამის ატანა და ვერ ეგუებით ამას, თუ უმწეონი ხართ? ზოგიერთი ადამიანი ამ საფუძველს მოკლებული ხმების მოსმენის შემდეგ ფიქრობს: „ღმერთი უდანაშაულოა; ღმერთს ეს არ გაუკეთებია. რატომ ესხმის თავს და სწამებს ცილს მას წუთისოფელი და რელიგიური სამყარო ასე? ჩვენ გულმოდგინედ უნდა გავიღოთ თავი და შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები, და დავიცვათ ღვთის სახელი. როდესაც ღვთის დიადი საქმე აღსრულდება, ყველაფრის ჭეშმარიტებას ნათელი მოეფინება და მსოფლიოს ყველა ხალხი დაინახავს, რომ განკაცებული ღმერთი, რომელიც ჩვენ გვწამს, არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, ღმერთი ზეცაში, და რომ ეს სულაც არ არის შეცდომა!“ სხვები ფიქრობენ: „ღმერთმა ამდენი ჭეშმარიტება გამოხატა და ამ არამორწმუნე ბოროტმა ადამიანებმა და ეშმაკებმა კარგად იციან, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა, მაგრამ მაინც ცილს სწამებენ და თავს ესხმიან ღმერთს. კიდევ რამდენ ხანს უნდა იტანჯოს ღმერთი?“ სხვები კი ამბობენ: „ხალხს შეუძლია თქვას ის, რაც სურს; ჩვენ მათ ყურადღებას არ ვაქცევთ. ღმერთს არასოდეს გაუქარწყლებია ის საფუძველს მოკლებული ხმები, რომლებიც მას ცილს სწამებენ; ის არ პასუხობს მათ. მაშ, ჩვენ, როგორც უმნიშვნელო ადამიანებს, რისი გაკეთება შეგვიძლია? განა ღმერთი ყოველთვის ასე არ იყო კაცობრიობის მიერ არასწორად გაგების, თავდასხმის, გმობისა და უარყოფის ობიექტი? ღმერთს არავითარი პრეტენზია არ გააჩნია და ის მაინც გადაარჩენს ადამიანებს. დაე, დრომ ნათელი მოჰფინოს ყველაფერს; ღმერთი თავად მოწმობს საკუთარ თავზე!“ როგორია თქვენი თვალსაზრისი? ახლახან ვახსენე შეუვალობა, აღშფოთება, ამასთან შეურიგებლობა და უმწეობა — რომელს გრძნობთ თქვენ? რომელი გრძნობაა ყველაზე სწორი? როგორ უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხებს ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად? რას გრძნობთ, როდესაც ამ საფუძველს მოკლებულ ხმებს ისმენთ? (აღშფოთებას.) აღშფოთებას და შემდეგ გსურთ დაწეროთ მამხილებელი წერილი, რათა გაკიცხოთ ამ საფუძველს მოკლებული ხმების შემთხზველნი, ეს რელიგიური თაღლითები და რელიგიის ბოროტმოქმედები. გაქვთ ასეთი ფიქრები? თქვენ არ ჩათვლით, რომ მხოლოდ ბრაზისგან მუშტების შეკვრა საკმარისია, არა? გრძნობთ იმპულსს, რომ რამე მოიმოქმედოთ ამასთან დაკავშირებით? თუ ეს მხოლოდ ცარიელი აღშფოთებაა? (არის ასევე სიძულვილი და უარყოფა.) აღშფოთება, სიძულვილი, უარყოფა — ეს ის ემოციებია, რომლებიც გონებრივი აქტივობებიდან წარმოიშობა, კონკრეტული სიტყვების, ქცევების ან ქმედებების გარეშე; ისინი უბრალოდ ემოციებია და, რა თქმა უნდა, ისინი გარკვეულ დამოკიდებულებებსაც წარმოადგენენ. (გარდა იმისა, რომ აღშფოთებას ვგრძნობთ, ზოგჯერ ჩვენ ვწერთ სტატიებს ან ვქმნით გადაცემებს ფაქტების ნათელსაყოფად და ვამხელთ, რომ მათი ქმედებების არსი ჭეშმარიტებისა და ღვთის მიმართ სიძულვილია, რათა ხალხმა დაინახოს ნამდვილი ფაქტები.) მიიღებენ კი ეს ადამიანები ამას ნამდვილი ფაქტების დანახვის შემდეგ? თუნდაც მათ მიიღონ, რომ რასაც თქვენ ამბობთ, სწორია, და შემდეგ სამართლიანი კომენტარი გააკეთონ: „თქვენი რწმენა სწორია; განაგრძეთ რწმენა, ჩვენ მხარს გიჭერთ!“ და რელიგიურმა თაღლითებმა სირცხვილი იგრძნონ და თქვან: „ბოდიში, ჩვენ ვცდებოდით, რასაც ვამბობდით, არ იყო ფაქტებზე დაფუძნებული; ამიერიდან, თქვენ გწამდეთ თქვენი გზით და ჩვენ გვწამდეს ჩვენით“, მოგგვრიდათ კი ეს სიმშვიდეს? ეს არის ერთადერთი მიზანი, რომლისკენაც ისწრაფვით? (ჩვენ ასევე გვსურს დავამოწმოთ ღმერთზე, რათა მათ, ვინც იკვლევს ჭეშმარიტ გზას და სწყურია ჭეშმარიტება, ნათლად გაარჩიონ სწორი და არასწორი და მიიღონ ჭეშმარიტი გზა.) ეს ერთი გზაა; ეს პრაქტიკის დადებითი გზაა. არის კი მხოლოდ გაბრაზება და სიძულვილი სასარგებლო? რა არის თქვენი ბრაზისა და სიძულვილის მიზეზი? რატომ უნდა ბრაზობდეთ და გძულდეთ? (ღმერთი განკაცდა ადამიანთა გადასარჩენად, რაც ყველაზე სამართლიანი საქმეა, მაგრამ ისინი ავრცელებენ საფუძველს მოკლებულ ხმებს, რათა განსაჯონ და ცილი დასწამონ ღმერთს. ჩვენ დიდ აღშფოთებას ვგრძნობთ და ვფიქრობთ, რომ ისინი ნამდვილად თეთრს შავად ასაღებენ და სისულელეებს ლაპარაკობენ.) ფიქრობთ, რომ კაცობრიობისა და მსოფლიოს მიერ ღვთის უარყოფა და მათი დამოკიდებულება ღვთის მიმართ მხოლოდ ღვთის ამ განკაცების პერიოდშია ასეთი? კაცობრიობისა და მსოფლიოს დამოკიდებულება ღვთის მიმართ თავიდან ბოლომდე ყოველთვის ერთნაირი იყო - მუდამ განიკითხავდნენ, ცილს სწამებდნენ, თავს ესხმოდნენ და გმობდნენ მას. მას შემდეგ, რაც ღმერთმა თავისი საქმის აღსრულება დაიწყო, დღემდე კაცობრიობის დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, რაც ღმერთმა გააკეთა და განკაცებული ღვთის მიმართ, არ შეცვლილა. მხოლოდ ღვთის პირველი განკაცების შემდეგ არ დაუწყია კაცობრიობას ღვთის წინააღმდეგ თავდასხმა და მისი გმობა და განკაცებული ღვთის შესახებ სხვადასხვა საფუძველს მოკლებული ხმების შეთხზვა — ეს ყველაფერი ხდებოდა მას შემდეგ, რაც ღმერთმა თავისი საქმის აღსრულება დაიწყო და რაც კაცობრიობა პირველად შეეხო ღმერთსა და მის საქმეს, და დღემდე გრძელდება. ღვთის მიმდევრებს კი ყოველთვის უწევდათ აეტანათ ცილისწამება, თავდასხმები, განსჯა, გმობა, სხვადასხვა საფუძველს მოკლებული ხმები და სხვა მრავალი რამ სატანის რეჟიმებისა და რელიგიური ანტიქრისტეს ძალებისგან, რომლებიც მიმართული იყო ღვთისა და ეკლესიის წინააღმდეგ. ნუთუ ღვთის მიმდევრებმა აუცილებლად უნდა აიტანონ ეს ყველაფერი? ზოგიერთი ამბობს: „ჩვენ ისე გვეზიზღება ეს საფუძველს მოკლებული ხმები, რადგან ისინი სრულიად ამახინჯებენ ფაქტებს და თეთრს შავად ასაღებენ. მათი მოსმენისთანავე განრისხებას ვგრძნობთ და გულის სიღრმეში გვძულს ისინი, ვინც თხზავს და ავრცელებს საფუძველს მოკლებულ ხმებს. მიუხედავად იმისა, ეს საფუძველს მოკლებული ხმები რელიგიური სამყაროდან მოდის თუ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ეშმაკეული მთავრობიდან, ჩვენ მხოლოდ ერთი დამოკიდებულება გვაქვს, და ეს არის სიძულვილი და ბრაზი; და შემდეგ გვსურს მათი გაქარწყლება და ყველაფრისთვის ნათელის მოფენა.“ ზოგიერთი იმასაც კი ამბობს: „ჩვენ გვსურს დებატები გავმართოთ ამ ბოროტ ეშმაკებთან, ანტიქრისტეებთან, რათა შევარცხვინოთ სატანა და დავამციროთ იგი!“ არის ეს ადამიანთა უმეტესობის თვალსაზრისი? არის ეს თვალსაზრისი სწორი? ნორმალური ადამიანობის გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, ეს გონივრულია. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სამართლიანობის გრძნობა და ემოციების ნორმალური სპექტრი; მათ ნათლად უნდა უყვარდეთ და სძულდეთ, უყვარდეთ ის, რაც საყვარელია, და სძულდეთ ის, რაც საძულველია. ნორმალური ადამიანობის მქონე ადამიანები უნდა ფლობდნენ ამ თვისებებს. მაგრამ, არის კი მხოლოდ ნორმალური ადამიანობის პოზიციაზე დგომა საკმარისი იმისათვის, რომ ეს ჭეშმარიტება-პრინციპებს შეესაბამებოდეს? უფრო ნათლად რომ ვთქვათ, შეესაბამება კი ეს მიდგომა ღვთის განზრახვებს? ან უფრო ზუსტად, არის ეს ის დამოკიდებულება და მიდგომა, რომელსაც ღმერთი იწონებს? როდესაც ამას ვამბობ, ადამიანთა უმეტესობა შესაძლოა რაღაცას მიხვდეს და იფიქროს: „შენ თქვი, რომ ეს მხოლოდ ნორმალური ადამიანობის გადმოსახედიდან საგნების ყურებაა. შენი ნათქვამის ქვეტექსტიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ეს მიდგომა სიფიცხის გამოვლინებაა, არ შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებსა და ღვთის განზრახვებს.“ რას ნიშნავს, არ შეესაბამებოდეს ღვთის განზრახვებს? ეს ნიშნავს, რომ ღმერთს არ სურს, ადამიანები ასე იქცეოდნენ; ღვთის სურვილები და მის მიერ ადამიანებისთვის დადგენილი მოთხოვნილი სტანდარტები ასეთი არ არის. თუ შენ ასე იქცევი, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ამას არ გმობს მისი გადმოსახედიდან, ეს არ ნიშნავს, რომ შენ მის ნებას მიჰყვები და ის ამას არ აღიარებს. ზედაპირულად ჩანს, რომ გონივრულად იქცევი ამ ყველაფრის კეთებისას, გაგაჩნია სიძულვილიც და სიყვარულიც, გსურს ამ ფაქტებისთვის ნათელის მოფენა ღვთის გულისთვის, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ ღმერთი არის ღმერთი, რომ ღმერთი არის მთელი კაცობრიობის ღმერთი და რომ ყველამ თაყვანი უნდა სცეს მას და მიიღოს მისი ხსნა. ზედაპირულად ჩანს, რომ რასაც აკეთებ, უნაკლოა, გონივრულია, შეესაბამება კანონს, ადამიანობას, მორალს და, უფრო მეტიც, ყველა ადამიანის გემოვნებასთან თანხვედრაშია. მაგრამ გიკითხავს კი ღვთისთვის ამის შესახებ? ეძიებდი კი ღმერთს? გიპოვია კი მისი სიტყვებიდან მოქმედების ის პრინციპები, რომლებსაც ღმერთი ადამიანებისგან მოითხოვს? კონკრეტულად რა არის ღვთის განზრახვები? ზოგიერთი ამბობს: „ღვთის სიტყვები იმდენად ბევრია; არ არის ადვილი ღვთის კონკრეტული მოთხოვნების პოვნა ადამიანებისთვის ყველა საკითხში.“ რადგან შენ ვერ იპოვე ღვთის მკაფიო სიტყვები, შეგიძლია მოძებნო მინიშნებები ამგვარი საფუძველს მოკლებული ხმების მიმართ ღვთის დამოკიდებულებიდან. მაშინ განა არ შეგიძლია განსაზღვრო, როგორი უნდა იყოს ადამიანების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და რა არის ის პრინციპები, რომლებიც მათ პრაქტიკაში უნდა გამოიყენონ, ამ საკითხის მიმართ ღვთის დამოკიდებულებაზე დაყრდნობით? (დიახ.) მაშ, მოდით ვნახოთ, კონკრეტულად როგორია ღვთის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.

მას შემდეგ, რაც კაცობრიობა პირველად შეეხო ღვთის საქმეს, ადამიანები წუწუნებდნენ და უკმაყოფილონი იყვნენ ღმერთით და ფარულადაც კი წარმოთქვამდნენ ღვთის მიმართ ეჭვის, უნდობლობისა და უარყოფის გამომხატველ მრავალ საზიზღარ სიტყვას. ასევე არსებობს მმართველი პარტიისა და რელიგიური სამყაროს მიერ გავრცელებული სხვადასხვა საფუძველს მოკლებული ხმები, რომლებიც სრულიად არ შეესაბამება ფაქტებს და არც ჭეშმარიტებასთანაა თანხვედრაში. რას წარმოადგენს ეს სიტყვები ღვთისთვის? მიუხედავად იმისა, ეს ეჭვებია, გაუგებრობები თუ წუწუნი, ისინი სავსეა ღვთის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმებით, ცილისწამებებითა და გმობით და მათში ოდნავადაც არ ირეკლება ღვთისმოშიში გული; ასე იყო თავიდანვე. ეკლესიაში ყოველთვის არიან ისეთები, ვისაც არ უყვარს ჭეშმარიტება. ესენი არიან ურწმუნონი, რომლებსაც ეჭვი შეაქვთ ღვთის სიტყვებსა და ჭეშმარიტებაში და ღვთის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას ავლენენ. მით უმეტეს, ის არამორწმუნენი და ათეისტური მმართველი პარტიები, ის ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტების მიმართ ზიზღით არიან განწყობილნი — მათი დამოკიდებულება ღვთის მიმართ ახსნას არ საჭიროებს; ისინი დაუნდობლად ესხმიან თავს, განსჯიან და ამბობენ იმას, რაც სურთ. კერძოდ, რელიგიური სამყაროს ფარისევლები კიდევ უფრო მეტად იყენებენ შესაძლებლობას, რათა უსაფუძვლოდ განსაჯონ და დაგმონ. ყველა ეს კომენტარი არ არის დადებითი და, რა თქმა უნდა, არც ობიექტური და ზუსტია. მაშინ, რა არის ამ კომენტარების არსი? ღვთისთვის ეს სიტყვები მხოლოდ განცხადებები ან თვალსაზრისები კი არ არის, არამედ მის წინააღმდეგ მიმართული შეურაცხყოფა, თავდასხმები, ცილისწამებები და გმობაა. რატომ ვამბობ „ღვთისთვის“? რადგან ღმერთი ამ ყველაფერს ყველაზე ზუსტად ზომავს, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ეს ფრაზა დავურთოთ წინ. მთელი ისტორიის განმავლობაში, კაცობრიობის დამოკიდებულება ღვთის მიმართ ასეთი იყო; ადამიანთა სიტყვები, რომლებიც თავს ესხმის და შეურაცხყოფს ღმერთს, მეტისმეტად ბევრია, და არცერთი მათგანი არ ყოფილა კეთილგანწყობილი. დღესაც კი, რასაც თქვენი ყურები ისმენს და თქვენი თვალები ხედავს, იგივეა. დასაბამიდან მოყოლებული, მთელი კაცობრიობის დამოკიდებულება ღვთის მიმართ არ შეცვლილა. როგორ უმკლავდება ღმერთი ამ საკითხებს? გააჩნია კი ღმერთს პირობები ან უნარი, მოიწვიოს გლობალური რელიგიური კონგრესი საკუთარი თავის დასაცავად, თავისი საქმის რეალური ფაქტების ნათელსაყოფად და კაცობრიობის წინაშე თავის გასამართლებლად? გაუკეთებია კი ღმერთს ეს? არა, ღმერთი დუმს, ის არ ჰფენს ნათელს მთელ სიტუაციას და არც არასოდეს იცავს ან იმართლებს თავს. თუმცა, მათთვის, ვინც ღმერთს განსაკუთრებით საზიზღარი გზით ესხმის თავს, ღმერთმა გარკვეული სასჯელი გამოიტანა და დაუშვა, რომ მათ თავს რეალური მოვლენები დატეხოდათ. რაც შეეხება საზოგადოების თავდასხმებს, ცილისწამებებსა და გმობას, როგორია ღვთის დამოკიდებულება? როგორ უმკლავდება ღმერთი ამას? ის უგულებელყოფს ამას; ის აკეთებს იმას, რაც უნდა გაკეთდეს, აკეთებს ისე, როგორც უნდა გაკეთდეს, ირჩევს მას, ვინც უნდა აირჩიოს, და მიუძღვის მას, ვისაც უნდა გაუძღვეს. მთელი სამყარო წესრიგშია ღვთის ხელში; მას არასოდეს ჩაუშლია ან შეუცვლია თავისი გეგმები ადამიანთა თავდასხმების, ცილისწამებების ან გმობის გამო. როდესაც სატანის ბოროტი ძალები ავიწროებენ და აპატიმრებენ ღვთის რჩეულ ხალხს, რაც არ უნდა გამძვინვარებულნი იყვნენ ისინი, ღმერთს არასოდეს შეუცვლია თავისი გეგმები ან გადაწყვეტილება. მისი ფიქრები და იდეები სრულიად უცვლელი რჩება; ის უბრალოდ, როგორც ყოველთვის, განაგრძობს იმ საქმის შესრულებას, რომლის გაკეთებაც განზრახული აქვს, და მართავს თავის კაცობრიობას. ღვთისთვის ამ თავდასხმებს, ცილისწამებებსა და გმობას არასოდეს შეუქმნია რაიმე დაბრკოლება; ღმერთი მათ ყურადღებას არ აქცევს. რატომ არ იმართლებს ან არ იცავს თავს ღმერთი? ღვთისთვის ეს ყველაფერი სრულიად ნორმალურია. კაცობრიობა კაცობრიობაა, სატანა კი — სატანა. სრულიად ნორმალურია, რომ ადამიანები, რომლებსაც არ ესმით ჭეშმარიტება ან რეალური ფაქტები, ასეთ რამეებს აკეთებენ. ახდენს კი ეს გავლენას ღვთის საქმის ნაბიჯებზე? არა. ღმერთი ფლობს დიდ ძალას; ის ხელმწიფებს ყველაფერზე. ყოველივე და ყველაფერი თანმიმდევრულია ღვთის სიტყვებში, ღვთის ფიქრებში და ღვთის ხელმწიფების ქვეშ; რასაც არ უნდა ამბობდეს ან აკეთებდეს კაცობრიობა, მას არანაირად არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ღვთის საქმეზე — სწორედ ამის გაკეთება ძალუძს ღვთაებრივი არსის მქონე ღმერთს. ღმერთი მოქმედებს მაშინ, როდესაც დრო დგება, და ასრულებს თავის გეგმებს უმცირესი გადახრის გარეშე, და არავის შეუძლია ამის შეცვლა. ადამიანთა გამონათქვამებს და ღვთის მიმართ ადამიანთა ნებისმიერ თავდასხმასა თუ ცილისწამებას, მიუხედავად იმისა, ეს ღვთის საქმის შეფერხებისა და განადგურების გამიზნული მცდელობებია, თუ ღვთის საქმის უნებლიე არევ-დარევა და ჩაშლა, არასოდეს მიუღწევია თავისი მიზნებისთვის. რატომ? ეს არის ღვთის ხელმწიფება; ეს ადასტურებს, რომ ღვთის ხელმწიფება უნიკალურია, შეუცვლელია ნებისმიერი ძალის მიერ და დაუძლეველია ნებისმიერი ძალის მიერ. ეს ფაქტია. ღმერთს აქვს ეს ხელმწიფება და ეს ძალა, ღმერთს აქვს თავისი ჭეშმარიტი ვინაობა და არცერთ ძალას არ შეუძლია რამის შეცვლა, მაშ, რატომ უნდა შეიწუხოს ღმერთმა თავი ადამიანთა უმნიშვნელო თავდასხმებითა და ცილისწამებებით? ღვთისთვის, რამდენი მნიშვნელოვანი ფიგურაც ან რაოდენ ძლიერი ძალებიც არ უნდა ეცადონ კაცობრიობიდან, რომ ხელი შეუშალონ, ცილი დასწამონ, თავს დაესხან ან გმონ იგი, ამას ოდნავადაც არ შეუძლია ღვთის საქმის არევ-დარევა. პირიქით, ეს ქმედებები მხოლოდ ღვთის სამართლიანი ხასიათისა და ყოვლისშემძლეობის ხაზგასმას ემსახურება. სატანის ბოროტი ძალების მიერ გამოწვეული არეულობები მხოლოდ უმნიშვნელო ეპიზოდია კაცობრიობის ისტორიის მსვლელობაში. ის, რასაც შეუძლია იხელმწიფოს მთელ კაცობრიობაზე, გავლენა მოახდინოს მთელ კაცობრიობაზე და გარდაქმნას მთელი კაცობრიობა, არის ღვთის საქმე, ღვთის გეგმა და ღვთის დიადი ძალა და ხელმწიფება. ეს ფაქტია. და პირიქით, სჭირდება კი ღმერთს თავის შეწუხება მის წინააღმდეგ ადამიანთა მიერ მიმართული შეურაცხყოფით, თავდასხმებით, ცილისწამებებითა და გმობით? არა. რადგან ღმერთს აქვს ხელმწიფება, ღვთისთვის მისი განცხადება: „რასაც ვამბობ, იმას ვგულისხმობ, რასაც ვამბობ, ის აღსრულდება, და რასაც ვაკეთებ, ის მარადიულად იარსებებს“, ყოველთვის ახდება; ის ახლა ხდება და ყოველდღიურად სრულდება. ეს არის ღვთის ხელმწიფება. ზოგიერთი კითხულობს: „არის ეს ღვთის თავდაჯერებულობა, მისი რწმენა?“ შენ ცდები! ადამიანებს აქვთ თავდაჯერებულობა, ადამიანებს სჭირდებათ რწმენა, მაგრამ ღმერთს — არა. რატომ? რადგან ღმერთს აქვს ხელმწიფება და ძალა, და რაც არ უნდა ცილი დასწამოს ან დაგმოს იგი კაცობრიობამ, რაც არ უნდა არიოს და დაანგრიოს სატანის მტრულმა ძალებმა, არაფერი შეიცვლება. ამიტომ, ღმერთს არ სჭირდება გახრწნილ კაცობრიობაში არსებული იმ მტრული ძალების განადგურება, რომლებიც თავს ესხმიან, ცილს სწამებენ და გმობენ მას, სანამ თავის საქმეს შეასრულებს. რა ვითარებაში მუშაობს ღმერთი? რა ვითარებაში აღწევს ის გამარჯვებას? რა ვითარებაში ასრულებს ის თავის საქმეს? ეს სრულდება მთელი კაცობრიობისა და ყველა მტრული ძალის თავდასხმების, ცილისწამებებისა და გმობის კაკოფონიის ფონზე; სწორედ ასეთ გარემოსა და ფონზე ასრულებს ის თავის საქმეს. განა ეს ღვთის დიადი ძალის დემონსტრირება არ არის? განა ეს ღვთის ხელმწიფება არ არის? (დიახ.) ვის შეუძლია ამ ფაქტის უარყოფა? გაბედავ, არ აღიარო, რომ ეს ფაქტია?

მთელი ისტორიის განმავლობაში კაცობრიობა განუწყვეტლივ სწამებდა ცილს და გმობდა ღმერთს, და უკანასკნელ დღეებში მთელ კაცობრიობაში ღვთის მოწინააღმდეგე ძალები კიდევ უფრო გაძლიერდა და გახშირდა ხმები, რომლებიც ცილს სწამებენ და გმობენ ღმერთს. კაცობრიობა იყენებს სხვადასხვა მეთოდს, გაზეთების, ტელევიზიის, ინტერნეტისა და სხვა მედიის საშუალებით, რათა ცილი დასწამოს და თავს დაესხას ღმერთს. მაგრამ გაგვიკვეთია კი ოდესმე ეს საფუძველს მოკლებული ხმები ჩვენს შეკრებებზე? (არა.) რატომ არა? ზოგიერთი ამბობს: „იმიტომ ხომ არა, რომ უდანაშაულო უდანაშაულოდ რჩება და საფუძველს მოკლებული ხმები ქრება, როდესაც ბრძენის ყურამდე აღწევს?“ სწორედ ამიტომ? (ამ საფუძველს მოკლებულ ხმებს ძირეულად არ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ღვთის საქმეზე. რაც არ უნდა არიოს სატანამ, მას არ შეუძლია დაანგრიოს ან შეაფერხოს ღვთის საქმისა და გეგმის წინსვლა.) სატანა სწორედ ასეთი რამ არის; სანამ ღმერთი მოქმედებს, სანამ ღმერთი თავის საქმეს ასრულებს, ის მოდის, რათა არიოს. სწორედ ამ როლს ასრულებს იგი. განა სწორია, ხელი შეუშალო მის წარმოდგენას? შენ უნდა მისცე მას საკმარისი სივრცე, საკმარისი სცენა, საკმარისი შესაძლებლობა წარმოდგენისთვის. როდესაც ის საკმარისად ითამაშებს თავის წარმოდგენას, დაიღლება თავისივე არეულობით და საკმარის ბოროტებას ჩაიდენს, მისი დღეებიც დასრულდება. ჩვენ არ გვჭირდება ძვირფასი დროის დაკარგვა მისი სხვადასხვა საფუძველს მოკლებული ხმებისა და ბოროტი საქმეების გაკვეთასა და ანალიზზე ამ საფუძველს მოკლებული ხმების გასაქარწყლებლად; ამის კეთება უსარგებლო და უღირსია. რა აზრი აქვს მათ ანალიზს? შეუძლია კი ამას წარმოაჩინოს, რომ ადამიანებს ესმით ჭეშმარიტება? მეტისმეტად ბევრი ჭეშმარიტებაა, რომელიც ადამიანებს უნდა ესმოდეთ; მათ ამ ყველა ჭეშმარიტების მოსმენაც კი არ შეუძლიათ, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ საფუძველს მოკლებული ხმების გაქარწყლებაზე. აქვთ კი ადამიანებს ამის თავისუფალი დრო? გულწრფელად რომ ვთქვა, მე ნამდვილად არ მაინტერესებს ეს საკითხები, და არც მათი ხსენება ან მათზე ყურადღების მიქცევა მსურს. ზოგიერთი ამბობს: „ამ წლეის განმავლობაში ნუთუ ვერსად წასვლას ვერ ბედავ? იმდენი საფუძველს მოკლებული ხმა ვრცელდება, რომ სადაც არ უნდა წახვიდე, ყოველთვის ღელავ და გეშინია?“ მე ვამბობ, რომ საერთოდ არაფერს ვგრძნობ. ზოგიერთი ამბობს: „არ გსურს თავი დაიცვა იმისგან, რაც არ გაგიკეთებია?“ რა არის დასაცავი? ჩემს საკუთარ საქმეებსაც კი ძლივს ავუდივარ! მე ვესაუბრები ადამიანებს, ქმნილებებს და არა ეშმაკებს. ზოგიერთი კითხულობს: „არ გაბრაზებს ამ საფუძველს მოკლებული ხმების მოსმენა?“ მე ვამბობ, რომ მათ მიმართ არაფერს ვგრძნობ, ისინი არაფერს მაგრძნობინებენ; მე არ ვიწუხებ თავს ამ საკითხებით. ზოგიერთი კითხულობს: „თავს უსამართლოდ დაჩაგრულად არ გრძნობ?“ მე ვამბობ, რომ არ ვგრძნობ თავს უსამართლოდ დაჩაგრულად, რა არის აქ უსამართლობა? ვაკეთო ის, რაც შემიძლია, ვაკეთო ის, რაც უნდა ვაკეთო, კარგად ვაკეთო ის, რაც შემიძლია და უნდა ვაკეთო, განვახორციელო ჩემი პასუხისმგებლობები — ეს არის საუკეთესო რამ, ეს არის მნიშვნელოვანი. მე არ მოვცდები და დროს არ დავხარჯავ ამ უაზრო, უღირს რამეებზე. მე არ მაქვს დრო, რომ ამ საკითხებით თავი შევიწუხო. ზოგიერთი ამბობს: „და როცა თავისუფალი დრო გექნება, მაშინ თუ შეიწუხებ თავს მათით?“ არა, მაშინაც კი არა, როცა თავისუფალი დრო მაქვს. მირჩევნია ჩემს ძაღლს ველაპარაკო, ვიდრე ეშმაკებს ვესაუბრო. თუ ნათლად იცი, რომ ეს ეშმაკია, რომელიც თავის ეშმას სიტყვებს აფრქვევს, რატომ უნდა შეიწუხო თავი მისით? საერთოდ არ უნდა შეიწუხო თავი; ეშმაკის სრულად შერცხვენა არის ის, რაც უნდა გაკეთდეს. მოკლედ, ღვთის დამოკიდებულება ამ საფუძველს მოკლებული ხმების მიმართ ასეთია: ნებისმიერი რამის კეთებისას ან თითოეული წინადადების თქმისას, ღმერთი არ იმართლებს თავს, არ უმტკიცებს საკუთარ თავს კაცობრიობას, და მით უმეტეს, არ იმართლებს თავს სატანის, თავისი მტრის წინაშე იმის თქმით, რომ ის წმინდა, უდანაშაულო და უცოდველია. ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, მისი მართვისთვისაა, რათა გადაარჩინოს ის ადამიანები, რომელთა გადარჩენაც განზრახული აქვს. ის ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება თავისი მართვის გეგმას; ის ამას არ აკეთებს იმისთვის, რომ ვინმეს რამე დაუმტკიცოს, ან თავისი ვინაობა დაადასტუროს. ადამიანური ენით რომ ვთქვათ, ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, ინსტინქტურად კეთდება, ყოველგვარი სიყალბისა თუ პასიურობის გარეშე. ის ფაქტი, რომ ღმერთი ინსტინქტურად ასრულებს ყველა ამ ამოცანას, ადასტურებს მის ვინაობასა და მის არსს. კაცობრიობას არ შეუძლია შეცვალოს ღვთის გეგმა, და ვერც ღვთის ხელმწიფებასა და ძალას აღემატება; ეს ფაქტია. ამიტომ, ღმერთი უგულებელყოფს იმ საფუძველს მოკლებულ ხმებსა და ეშმას სიტყვებს, რომლებიც თავს ესხმიან და ცილს სწამებენ მას კაცობრიობის ნებისმიერი მხრიდან. მითხარით, განა მეტისმეტად ადვილი არ იქნებოდა ღვთისთვის, წარმოეთქვა სიტყვების მთელი თავი ან დაეწერა მამხილებელი წერილი, რათა გაეკიცხა მსოფლიოს ათეისტური მმართველი პარტიებისა და რელიგიური სამყაროს თავდასხმები და წინააღმდეგობა ღვთის მიმართ? მაგრამ ღმერთი ასე არ მოექცევა სატანას. ღმერთი პრინციპებით მოქმედებს; როდესაც საქმე ეხება ღვთის მიერ სატანის ბოროტი ძალების განადგურებას, მას თავისი დრო აქვს. ღვთისთვის მოქმედება მეტისმეტად ადვილია. ღმერთს შეეძლო ზეცაში რაიმე სასწაულებრივი საქმეების მოხდენა, და უეცრად ზეცა გაიხსნებოდა და გაისმებოდა ხმა: „მე ვარ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც თქვენ ცილს სწამებთ, თავს ესხმით და გმობთ; მე ვარ ყოვლისშემძლე, რომელსაც თქვენ ამჟამად ცილს სწამებთ და გმობთ!“ ამის გაგონებაზე კაცობრიობა მყისიერად გაოგნდებოდა და დაიბნეოდა, და მხოლოდ მიწაზე დამხობას, ტირილსა და კბილთა ღრჭენას შეძლებდა. ეს ერთი წინადადება ყველაფერს გადაჭრიდა, ყველაფერს დაამტკიცებდა; გაბედავდა კი მაშინ ვინმე ღვთის შეურაცხყოფას? განა რელიგიური სამყაროს ის ეშმაკები შიშისგან უკვალოდ არ გაქრებოდნენ? სატანა თხზავს საფუძველს მოკლებულ ხმებს ღვთის შესახებ, ის ცილს სწამებს და თავს ესხმის ღმერთს, რაც ღვთის მორწმუნეებში იწვევს რისხვასა და სიძულვილს; მათ აღარ ძალუძთ არც ჭამა და არც ძილი, სურთ დაწერონ სტატიები და შექმნან გადაცემები მის გასაქარწყლებლად; ღმერთი კი მარტივად მოქმედებს — მას შეეძლო მხოლოდ რამდენიმე წინადადება ეთქვა და მთელი კაცობრიობა სრულად დაემორჩილებოდა და ვეღარ გაბედავდა მასზე თავდასხმას ან მის გმობას. როგორ გახდა პავლე მორჩილი? (ღმერთი გამოეცხადა მას დამასკოს გზაზე.) ღმერთი გამოეცხადა მას. სინამდვილეში, მას არაფერი დაუნახავს; იყო მხოლოდ სინათლე, რომელმაც პავლე ისე შეაშინა, რომ მიწაზე დაემხო და იესოს დევნა ვეღარ გაბედა. სატანასთან გამკლავება ასეთი მარტივია; სინამდვილეში, ეს მეტისმეტად ადვილია ღვთისთვის. ღმერთს შეეძლო ამის მოგვარება მხოლოდ ერთი სიტყვით. ამის გაკეთება ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში თქვენთან საუბარი და თქვენში ამხელა ძალისხმევის ჩადება, მაგრამ ღმერთი ასე არ მოქმედებს. რატომ? არსებობს საიდუმლო, რომელიც უნდა გითხრათ: ღმერთი გადაარჩენს ადამიანებს ანუ იმ ხალხს, ვინც ღმერთმა აირჩია; დანარჩენები, რომლებიც ღმერთს არ აურჩევია, ადამიანებად არ მიიჩნევიან, არამედ არიან მხეცები, ეშმაკები, რომლებიც არ არიან ღირსნი, მოისმინონ ღვთის ხმა, იხილონ ღვთის სახე, და მით უმეტეს, ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას ღვთის შესახებ. ამიტომ, ღმერთი ასე არ მოქმედებს. ღვთის ვინაობა დიდებულია; მისი ნახვა ყველას როდი შეუძლია, ვისაც კი მოესურვება; ის არ გამოეცხადება ვინმეს მხოლოდ იმიტომ, რომ გამუდმებით, დაჟინებით, მოუთმენლად და მთელი გულით შესცქერის ცის გარკვეულ წერტილს. ფიქრობ, რომ ნებისმიერს, ვისაც ღვთის ხილვა სურს, შეუძლია მისი ხილვა? ღმერთს აქვს დიდებულება; ღმერთი ეცხადება მათ, ვისაც მისი ეშინია და ბოროტებს ზურგს აქცევს; ის ეცხადება წმინდა ადგილებში და იმალება უწმინდური ადგილებისგან. მთელი კაცობრიობა უწმინდურია თუ წმინდა, ეს განხილვას არ საჭიროებს. ეს კაცობრიობა არ იმსახურებს ღვთის ხილვას; ადამიანები არ აღიარებენ, რომ არსებობს ღმერთი, მაშ, რატომ უნდა გამოეცხადოს მათ ღმერთი? ისინი არ არიან ამის ღირსნი! ღმერთს შესწევს უნარი, გააკეთოს ეს, მაგრამ არ აკეთებს; ეს ადასტურებს ღვთის თავმდაბლობასა და ფარულობას და მისი ვინაობის დიდებულებას. მითხარით, სატანას რომ შეეძლოს ამის გაკეთება, დღეში რამდენჯერ გააკეთებდა ამას, რამდენად გამოიჩენდა თავს? როდესაც სატანის მიერ გახრწნილი ადამიანები რაიმე მცირე თანამდებობას იკავებენ და მცირეოდენ ძალაუფლებას ფლობენ, ვინ იცის, რა ზომამდე გამოავლენენ ამ ძალაუფლებას — რომ აღარაფერი ვთქვათ სატანაზე, რომელიც წარმოუდგენელი გზებით ბოროტად გამოიყენებს და თავს მოიწონებს ნებისმიერი ძალაუფლებით, რომელსაც ფლობს. ღმერთი ასე არ მოქმედებს; ნუ განზომავთ ღმერთს სატანის ლოგიკით, ეს უხეში შეცდომა იქნებოდა. რაც შეეხება იმას, თუ რისი გაკეთება შეუძლია ღმერთს, ღმერთზეა დამოკიდებული, სურს თუ არა მას ამის გაკეთება; თუ ღმერთს სურს, ეს ერთ წამში შეიძლება გაკეთდეს, და თუ მას არ სურს, არავის შეუძლია მისი იძულება. ღვთის დამოკიდებულება საფუძველს მოკლებული ხმების მიმართ სწორედ ასეთია — ის უგულებელყოფს მათ. ღმერთი მაინც აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს, რისი გაკეთებაც განზრახული აქვს; არცერთ ადამიანს, არცერთ ძალას არ შეუძლია არიოს ან შეცვალოს მისი გეგმა. ეს საფუძველს მოკლებული ხმები, რომლებიც თავს ესხმიან, ცილს სწამებენ და შეურაცხყოფენ ღმერთს, არაფერს ცვლის. საფუძველს მოკლებული ხმები, საბოლოო ჯამში, მხოლოდ საფუძველს მოკლებული ხმებია და არასოდეს იქცევა ფაქტებად. თუნდაც ისინი შეესაბამებოდეს ადამიანურ ფილოსოფიას, მეცნიერებას, მორალს, თეორიას და ა.შ., თუნდაც მთელი კაცობრიობა აღდგეს ღვთის წინააღმდეგ, ჭეშმარიტება არ დადგება კაცობრიობის მხარეს და ვერც კაცობრიობა გახდება ჭეშმარიტების მფლობელი. ღმერთი მარადიულად ღმერთია; მისი ვინაობა და სტატუსი არასოდეს იცვლება. ამგვარად, რაც არ უნდა არიოს სატანამ, ღვთის საქმე მაინც გეგმაზომიერად მიმდინარეობს, რადგან ეს ღვთის საქმეა. ეს რომ ადამიანის საქმე ყოფილიყო, სატანის რეჟიმის მიერ გამოწვეული ასეთი არეულობები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ძალების მიერ წამოწყებული ასეთი თავდასხმები და ცილისწამებები უკვე გამოიწვევდა მის კრახს და არსებობის შეწყვეტას. მხოლოდ მაშინ, როდესაც ღმერთი საუბრობს და მოქმედებს, მხოლოდ მაშინ, როდესაც სულიწმიდა მოქმედებს, ეკლესია სულ უფრო და უფრო ყვავის. განა ეს ფაქტი არ არის? გინახავთ ეს ფაქტი? (დიახ, გვინახავს.) რა გინახავთ? (ცათა სასუფევლის სახარება უკვე გავრცელდა ათობით ქვეყანაში და სატანის მიერ შეთხზულ და გავრცელებულ იმ საფუძველს მოკლებულ ხმებს ოდნავადაც არ შეუფერხებია ჭეშმარიტების მოყვარულთა ღვთისკენ მობრუნება.) ეს ღვთის საქმეა; ღვთის საქმეს შეუძლია ამ შედეგის მიღწევა, ღვთის სიტყვებს შეუძლია ამ შედეგის მიღწევა — ეს სატანის მოლოდინს აღემატება. ღვთის სიტყვებს ასეთი უზარმაზარი ძალა აქვს; სახარება კარგი მიმართულებით ვრცელდება და ყველაფერი გეგმაზომიერად მიმდინარეობს ღვთის გეგმის მიხედვით, ყოველგვარი გადახრის გარეშე. ღვთის საქმე და ღვთის სიტყვები ვრცელდება ღვთის რჩეულ ხალხში, როგორც ეს დიდი ხნის წინ იყო წინასწარ განსაზღვრული. სახარების ქადაგებით მოქცეული ადამიანთა რიცხვი და მათი რიცხვი, ვინც იკვლევს ჭეშმარიტ გზას, თვიდან თვემდე იზრდება. განა ეს არ აჩვენებს, თუ როგორ გავრცელდა სახარებისეული საქმე? ეს რომ ღვთის საქმე არ ყოფილიყო, რაც არ უნდა ბევრ ადამიანს გაეღო უდიდესი ფასი, ისინი ვერ მიაღწევდნენ ამ შედეგს. ეს არის ღვთის ძლევამოსილება, ღვთის სიტყვების ძალით მიღწეული შედეგი.

მოდით, დავუბრუნდეთ საუბარს იმის შესახებ, თუ როგორ ეკიდებიან ადამიანები სხვადასხვა საფუძველს მოკლებულ ხმას. ადამიანებს არ შეუძლიათ, სხვადასხვა საფუძველს მოკლებული ხმის მიმართ ღვთის მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდეთ. მათ არ ესმით ღვთის განზრახვები და საფუძველს მოკლებული ხმების გაგონებისას მუდამ ფიქრობენ: „თუ რამეს არ მოვიმოქმედებ, ჩემს სინდისს ვუღალატებ. თუ საფუძველს მოკლებული ხმების შემთხზველები გაიმარჯვებენ, თავს შეწუხებულად, უკმაყოფილოდ და აღშფოთებულად ვიგრძნობ, უსამართლობის განცდა დამეუფლება, ამიტომ ეს საფუძველს მოკლებული ხმები უნდა გავაბათილო. უნდა გადავიღო ვიდეო ან დავწერო სტატია, რათა გავაქარწყლო ეს საფუძველს მოკლებული ხმები.“ ღირს დაფიქრება იმაზე, შეესაბამება თუ არა ამგვარი განწყობით მოქმედება ღვთის განზრახვებს და თანხვედრაშია თუ არა იგი ჭეშმარიტება-პრინციპებთან. თუ ეკლესიის საქმისა და თქვენი მოვალეობების შესრულებისას თქვენი მიზანი და მოტივაცია მხოლოდ საფუძველს მოკლებული ხმების გაქარწყლება და იმის ნათლად ახსნაა, რომ თქვენ ჭეშმარიტი ღმერთი გწამთ, რომ ცხოვრებაში ჭეშმარიტ გზას ადგახართ და რომ ყველაფერი, რაც სახარების საქადაგებლად და ღვთის დასამოწმებლად გააკეთეთ, სამართლიანი იყო — და რომ მხოლოდ იმიტომ დაგდეს ბრალი მრავალ საფუძველს მოკლებულ დანაშაულში, რომ წუთისოფელმა არ იცის ან არ ესმის ამ ფაქტების ჭეშმარიტება, — და ამით იმედოვნებთ, რომ როდესაც ყველაფერი გაირკვევა, წუთისოფელი უდანაშაულოდ გცნობთ და ამქვეყნად ყველა მხარე საყოველთაოდ აღიარებს, რომ „თქვენ ჭეშმარიტი ღმერთი გწამთ, ცხოვრებაში ჭეშმარიტ გზას ადგახართ და ყველაფერი, რისი გაკეთებაც ღმერთმა გთხოვათ, სწორია და სამართლიანი საქმეა“, მერე რა? იგრძნობთ კი მაშინ თავს მშვიდად და გამართლებულად თქვენს რწმენაში? დაადგებით კი ღვთისადმი რწმენის სწორ გზას? დაადგებით კი ხსნის გზას ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე? განგივითარდებათ კი ღვთისმოშიში გული? შეძლებთ კი მაშინ ღვთისადმი დამორჩილებას? შეძლებთ კი მაშინ ღვთის მოწონების დამსახურებას? (ვერა.) შესაძლებელია კი, რომ ადამიანებს შენ მიმართ არავითარი გაუგებრობა არ ჰქონდეთ და მხოლოდ გაქებდნენ და პატივს გცემდნენ და ამის შემდეგ შეძლო სუფთა სინდისით ღვთის რწმენა?სრულიად შეუძლებელია! რა თქმა უნდა, ადამიანებს საფუძველს მოკლებული ხმების მიმართ ვერ ექნებათ ღვთის მსგავსი დამოკიდებულება, მაგრამ მათ უნდა გააჩნდეთ სწორი თვალთახედვა, ზუსტი დამოკიდებულება და პოზიცია და ამბობდნენ: „ეს საფუძველს მოკლებული ხმები მართლაც საძულველი და ამაზრზენია. ისინი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ გახრწნილი კაცობრიობა ნამდვილად ღვთის მტერია; ეს აბსოლუტურად სწორია! მე არ უნდა განვსაჯო, ღვთის საქმე ჭეშმარიტია თუ ყალბი, სატანის საფუძველს მოკლებულ ხმებზე დაყრდნობით. ღვთის სიტყვების კითხვითა და ჩემი მოვალეობის შესრულების გამოცდილებით ვადასტურებ, რომ ღვთის ყოველი სიტყვა ჭეშმარიტებაა და ყველაფერი, რასაც იგი აკეთებს, ადამიანებს გადარჩენის შესაძლებლობას აძლევს. დღეს, როდესაც ღვთის წინაშე წარვდექი მისი ხსნის მისაღებად, უნდა შევასრულო ჩემი მოვალეობა და აღვასრულო ჩემი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რათა გავავრცელო ღვთის სიტყვები, გამოვაცხადო მისი სახელი და დავამოწმო ღვთის საქმე და მისი განზრახვები, რათა ღვთის რჩეულნი რაც შეიძლება სწრაფად და მალე დაბრუნდნენ ღვთის სახლში, მოისმინონ მისი ხმა და მიიღონ მისგან სიტყვისა და სიცოცხლის საზრდო. ეს ჩემი ვალდებულებაა, ჩემი პასუხისმგებლობაა. მე ვთანამშრომლობ ღვთის საქმესთან, მაგრამ არა იმის დასამტკიცებლად, რომ გზა, რომელსაც მივყვები, სწორია, ან რომ საქმე, რომელსაც ვასრულებ, სამართლიანია — არა ამ მიზეზების გამო. ჩემს მოვალეობას იმისთვის არ ვასრულებ, რომ შური ვიძიო სატანაზე ღვთის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმებისა და ცილისწამების გამო. პირიქით, მე ვასრულებ ჩემს ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს და, რა თქმა უნდა, გამოვიჩენ ჩემს ერთგულებას, რათა მივაგო ღმერთს სიყვარულისთვის, მივიღო ღვთიური მისია და ვითანამშრომლო ღვთის საქმესთან.“ არის ეს სწორი თვალთახედვა? არის ეს ის თვალთახედვა, რომელიც ადამიანებს უნდა ჰქონდეთ? (დიახ.) ამ კუთხით, სხვადასხვა პროგრამის შექმნისას, იქნება ეს საგალობლების სიმღერა, ცეკვა, ფილმების გადაღება თუ გამოცდილებითი დამოწმებების შესახებ სცენური წარმოდგენების დადგმა, განა არ უნდა შეიცვალოს ადამიანთა პოზიცია, ხედვის კუთხე და ზოგიერთი კონკრეტული განაცხადი? (დიახ.) თუმცა, ადამიანთა უმეტესობა ამ დავალებების შესრულებისას მოქმედებდა სიფიცხითა და სიძულვილით, რასაც თან ერთვოდა ადამიანური გრძნობები. შესაბამისად, მათ ზედმეტად ბევრი რამ ამხილეს არამორწმუნეების, მმართველი პარტიისა და რელიგიური სამყაროს ქმედებებსა და ქცევებთან მიმართებაში და მათი სიტყვები ზედმეტად მკაცრი იყო, რაც სხვებზეგარკვეულწილად უარყოფით გავლენას ახდენს. მიზეზი მარტივია: ადამიანები ყველა ამ საქმიანობას ემოციების აყოლით, არცთუ ისე სწორი კუთხით ასრულებენ. ადამიანებს კი მაინც მიაჩნიათ, რომ ეს სრულიად სამართლიანია და ამბობენ: „ისინი თავს გვესხმიან, გვაკნინებენ და ჩვენზე საფუძველს მოკლებულ ხმებს იგონებენ; რა არის ცუდი მათ მხილებაში? ეს ლეგიტიმური თავდაცვაა! ლეგიტიმური თავდაცვა უკანონო არ არის და არც ჩვენ ვიგონებთ რამეს; ჩვენ ყველაფერს ფაქტებზე დაყრდნობით ვაანალიზებთ. ისინი ჩვენზე სრულიად უსაფუძვლოდ იგონებენ საფუძველს მოკლებულ ხმებს; განა არასწორია ჩვენი მხრიდან მათი მხილება და გაკვეთა? არ შეგვიძლია საპასუხო დარტყმა მივაყენოთ?“ რა სარგებელი მოაქვს საპასუხო დარტყმას? ეშმაკნი სავსენი არიან სიცრუით და არასოდეს ამბობენ არცერთ ჭეშმარიტ სიტყვას; მათი სიცრუის მუდმივად გაკვეთას, რათა მათ გააცნობიერონ, რომ რასაც ამბობენ, სიცრუეა და რათა ტყუილის აღიარების შემდეგ აღარასოდეს იცრუონ — აქვს კი ამას რაიმე ღირებულება? შეუძლიათ კი მათ ამის მიღწევა? (არა.) განა ეს მიდგომა სულელური და უგუნური არ არის? მე დიდი ხანია ვამბობ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა დავამოწმოთ ღვთის საქმე, მისი საქმით მიღწეული შედეგები, მისი სიტყვები და მისი სიტყვების გავლენა ადამიანებზე, და რომ მმართველი პარტიის მხრიდან ჩახშობისა და დევნის, ასევე რელიგიური სამყაროს მხრიდან წინააღმდეგობისა და დაგმობის შესახებ საკმარისია მხოლოდ მოკლედ ვახსენოთ გარკვეული ფონი. მაგრამ ადამიანებს არ შეუძლიათ ამის გაგება, როგორც არ უნდა მოისმინონ ეს. ისინი მუდამ სიფიცხით ეკიდებიან ამ საკითხებს და კამათი სურთ. და რა არის შედეგი? ამას საერთოდ არ მოაქვს შედეგი, რადგან სატანის ბოროტ ძალებთან გონივრული საუბარი შეუძლებელია. განა ეს ადამიანთა სისულელე და უგუნურება არ არის?

ზოგიერთი ადამიანი ქადაგებს სახარებას, ეუფლება რაიმე ტექნიკურ პროფესიას ან ასრულებს გარკვეული სახის მოვალეობას მხოლოდ იმ მოტივაციით, რომ გააქარწყლოს საფუძველს მოკლებული ხმები და აუხსნას ადამიანებს სიმართლე, რითაც ომს უცხადებს ბნელ წუთისოფელსა და იმ ბოროტ ადამიანებს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ ღმერთს. არის ეს სამართლიანი ქმედება? სწორად იქცევი თუ არა ამის კეთებისას, უნდა გესმოდეს: შეუძლია კი ღმერთს გადაარჩინოს ის ბოროტი ადამიანები, რომლებიც მის მიმართ მტრულად არიან განწყობილნი? აქვს კი რაიმე ღირებულება იმას, რასაც აკეთებ? თუ არ გესმის, როგორი ადამიანების გადარჩენას ახდენს ღმერთი და მუდამ გამოხატავ ისეთ შეხედულებებს, რომლებიც თითქოს სწორია, მაგრამ სინამდვილეში მცდარია, განა ეს ხელს არ უშლის შენსავე ხსნას? ზოგიერთი ადამიანი თავის მოვალეობას მხოლოდ იმიტომ ასრულებს, რომ ებრძოლოს ღვთის მოწინააღმდეგე ბოროტ ძალებს და დაუპირისპირდეს ამქვეყნიურ ტენდენციებს. „ისინი ამბობენ, რომ ჩვენ უგულებელვყოფთ ჩვენს ოჯახებს და არ ვცხოვრობთ ნორმალური ცხოვრებით, ამიტომ მინდა დავამტკიცო ჩემი სიმართლე ჩემი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებით. მომავალში, როდესაც ზეცაში ავალ, სასუფეველში შევალ და ისინი განიკითხებიან, დაინახავენ, რომ მე მართალი ვარ!“ რა სარგებელი მოაქვს საკუთარი სიმართლის ამგვარად მტკიცებას? თუნდაც დაამტკიცო შენი სიმართლე, რა სიკეთე მოჰყვება ამას? რას წარმოადგენს ეს? რა არის ამის ღირებულება? ამას ნამდვილად რომ შეეძლოს შენი სასუფეველში შეყვანა და ღვთის მოწონების მოპოვება, მაშინ ეს ღირებული იქნებოდა და შენი გზაც სწორი იქნებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს გზა არსად მიგიყვანს. ეს არ არის ის გზა, რომელიც ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა ადამიანებისთვის და ღმერთი არ მოითხოვს ადამიანებისგან ამგვარად მოქმედებას. ადამიანები მუდამ უგუნურებას იჩენენ და ფიქრობენ, რომ რადგან ისინი ჭეშმარიტების მხარეს დგანან და აქვთ ჭეშმარიტება, მათ უნდა წამოიწყონ სამართლიანი საქმეები და ომი გამოუცხადონ ამ ბოროტ წუთისოფელსა და ყველას, ვინც საფუძველს მოკლებულ ხმებს იგონებს: „ჩვენ ღმერთი გვწამს და მივყვებით მას, ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას — ჩვენგაჩვენებთ, ვინ დგას სწორ გზაზე!“ განა ეს იმპულსურობა არ არის? აქვს კი რაიმე აზრი ამ საკითხებზე კამათს? ამას არავითარი ღირებულება არ გააჩნია. თუ მართლაც გაქვს დრო და ენერგია, აჯობებდა მეტი გესწავლა პროფესიის შესახებ, გაგეღრმავებინა ცოდნა და პროფესიასთან დაკავშირებული ზოგადი ცოდნა. ეს სასარგებლო იქნება და დაგეხმარება მოვალეობის შესრულებაში. რატომ ებრძვი მუდამ წუთისოფლის ბოროტ ძალებს? რატომ ებრძვი მუდამ საფუძველს მოკლებულ ხმებს? განა ეს ძალისხმევის იქ ხარჯვა არ არის, სადაც საჭირო არ არის? როგორც არ უნდა დაგესხან თავს სხვები, მათ ყურადღება არ მიაქციო. ისინი ეშმაკეული ბუნებისანი არიან და მხეცები არიან, ისინი სწორედ ასეთები არიან; ღმერთი მათ არ იხსნის, არ ცვლის და არ ესაუბრება. ღმერთი უგულებელყოფს მათ, მაშ, გჭირდება კი შენ მათთვის ყურადღების მიქცევა? თუ ადამიანები ჯიუტად აგრძელებენ იმის კეთებას, რასაც ღმერთი არ აკეთებს, განა ეს ოდნავ სულელური და სიბრძნეს მოკლებული არ არის? სულ მცირე, შენ ხარ ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია ღვთისადმი მორჩილი გული და არ გიყვარს ის, რაც ღმერთს უყვარს, ან არ გძულს ის, რაც ღმერთს სძულს. შენ ვერ ხედავ, როგორია ღვთის დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ — ღმერთი უგულებელყოფს მათ; ვერც კი აცნობიერებ, რატომ ხდება ასე. ღვთის საქმის სამი ეტაპიდან თითოეულში ღმერთმა მრავალი სიტყვა წარმოთქვა. არსებობს მრავალი დიალოგი ღმერთსა და კაცობრიობას შორის და ამ დიალოგებიდან ადამიანს შეუძლია დაინახოს ღვთის განზრახვები, ღვთის ხასიათი და არსი. თუმცა, ღმერთი არასოდეს საუბრობს იმაზე, თუ როგორ აწარმოებს დიალოგს სატანასთან გარკვეულ კონკრეტულ საკითხებში, რათა ამგვარად ამხილოს სატანა და კაცობრიობას საშუალება მისცეს ნათლად დაინახოს სატანის ნამდვილი სახე და ნათლად დაინახოს, თუ როგორ ეპყრობა სატანა ღმერთს. არსებობს უამრავი ასეთი საკითხი, მაგრამ ღმერთი არ ახსენებს მათ. რატომ არ ახსენებს მათ ღმერთი? იმიტომ, რომ ამ საკითხებზე საუბარს შენთვის არავითარი სარგებელი არ მოაქვს. ის, რაც შენთვის ყველაზე სასარგებლოა, ღვთის სიცოცხლის სიტყვებია; ეს სიტყვები, რომლებსაც შეუძლიათ მოგცენ ღვთის წინაშე წარდგომისა და ისეთ ადამიანად ქცევის შესაძლებლობა, რომელიც არის ღვთისმოშიში და გაურბის ბოროტებას, ყველაზე სასარგებლოა შენთვის. ღმერთი გეუბნება, როგორ იცხოვრო და როგორ ისაუბრო, ასევე როგორ გაარჩიო ადამიანები და მოვლენები და ისწავლო ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება და იყო ბრძენი სხვადასხვა გარემოსა და სიტუაციაში — ეს ყველაფერი შენთვის სასარგებლოა. ღმერთი ამბობს და აკეთებს იმას, რაც შენთვის სასარგებლოა. ღმერთი არ ამბობს არცერთ სიტყვას, რომელსაც შენთვის სარგებელი არ მოაქვს. განა ღმერთისთვის ძალიან ადვილი არ იქნებოდა ამ სიტყვების თქმა? მაშ, რატომ არ ამბობს მათ? იმიტომ, რომ გახრწნილ კაცობრიობას არ სჭირდება ეს სიტყვები. ეს საფუძველს მოკლებული ხმები ეშმაკებისა და სატანის სიტყვების ტოლფასია და ღმერთი უგულებელყოფს მათ, ამიტომ არც შენ უნდა ებრძოლო მათ. გესმის? (გასაგებია.) როდესაც გაიგებ, გეცოდინება როგორ გამოიყენო პრაქტიკაში, არა? ნუ დახარჯავ ძალისხმევას საფუძველს მოკლებული ხმების გაკვეთაზე, საფუძველს მოკლებული ხმების გაბათილებაზე, საფუძველს მოკლებული ხმების წყაროების ძიებაზე და ა.შ. თუ ნამდვილად გაქვს გული ღვთის დასამოწმებლად და გსურს მტკიცედ იდგე შენს მოწმობაში და მოიპოვო ღვთის მოწონება, არსებობს უამრავი სიტყვა, რომლის თქმაც შეგიძლია და უამრავი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლია. სიტყვები და ჭეშმარიტებები, რომლებსაც ღმერთი აწვდის ადამიანებს, მოითხოვს შენგან დაფიქრებასა და განცდას, რათა ისინი შენს საკუთარ პრინციპებად და პრაქტიკის გზებად იქცეს და საბოლოოდ შენს საკუთარ სიცოცხლედ იქცეს. აუცილებელია, რომ დახარჯო დრო და ენერგია ამის განსახორციელებლად. თუ სულელი და უგუნური ხარ, მუდამ ძალისხმევას ხარჯავ საფუძველს მოკლებულ ხმებზე, მუდამ გსურს შენი სახელის გაწმენდა და წუთისოფლისთვის შენი სიმართლის დამტკიცება, მაშინ ეს პრობლემას ნიშნავს; შენ ვერ მოიპოვებ ჭეშმარიტებას, და ამქვეყნიურ საფუძველს მოკლებულ ხმებში სავსებით გაიხლართები და გამოიფიტები. საბოლოოდ, შენ ვერ შეძლებ ყველაფრის ნათლად ახსნას. რატომ ვერ შეძლებ მათ ნათლად ახსნას? იმიტომ, რომ შენ ეშმაკის წინაშე დგახარ და ის აშკარა სიცრუეს ამბობს. რას ამბობს ახლა ეშმაკი? დიდი წითელი დრაკონი ამბობს: „ჩინეთი მსოფლიო წესრიგისა და მსოფლიო მშვიდობის დამცველია და მისი როლი მსოფლიო მშვიდობისა და წესრიგის შენარჩუნებაში გადამწყვეტია.“ რომელი სიტყვებია ფაქტები, რასაც ის ამბობს? არის ეს სიტყვები ფაქტები? როდესაც ამ სიტყვებს ისმენ, განა არ ბრაზდები? ამის მოსმენის შემდეგ ფიქრობ, რომ სატანა იმდენად უსირცხვილოა, რომ ასეთ რამეებსაც კი ამბობს. რატომ უნდა ეკამათო მას? განა უგუნურებას არ იჩენ? ის სწორედ ასეთი რამ არის — ღმერთი მას მხოლოდ მსახურების გასაწევად იყენებს, მას სრულიად არ აქვს განზრახული მისი გადარჩენა ან შეცვლა. განა უგუნურება არ არის მასთან კამათი? ნუ აკეთებ ასეთ უგუნურ რამეებს. ბრძენი ადამიანები არ უსმენენ ამ საფუძველს მოკლებულ ხმებს და არც მათ მიერ არიან შებოჭილნი. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „საფუძველს მოკლებული ხმების მოსმენის შემდეგ ვშფოთდები!“ მაშინ გულში უნდა ილოცო, გამოიყენო ჭეშმარიტება განსასჯელად და შემდეგ დასწყევლო ის ეშმაკნი და სატანა და ეს საფუძველს მოკლებული ხმები შენს გულზე გავლენას აღარ მოახდენს. არსებობს სხვა გზაც: შენ უნდა ჩაწვდე არსს. შენ ამბობ: „თუნდაც ღვთის ქმედებები არ შეესაბამებოდეს ჩემს წარმოდგენებს და დაგმობილი და უარყოფილი იყოს გახრწნილი კაცობრიობის მიერ, ვხედავ, რომ ის არის ჭეშმარიტება, ხოლო ეშმაკებსა და სატანას არ გააჩნიათ ჭეშმარიტება. მტკიცედ გადავწყვიტე, მწამდეს ღმერთი! მხოლოდ ღმერთს შეუძლია ჩემი გადარჩენა. მას აქვს ღვთის არსი, ის არის ღმერთი და მისი არსი არასოდეს იცვლება. როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ ეშმაკნი და სატანა ღმერთს, მათ არ გააჩნიათ ჭეშმარიტება და მე არ მჯერა ეშმაკებისა და სატანის სიტყვების!“ გაქვს ეს რწმენა? (დიახ.) თუ გაქვს ეს რწმენა, არ უნდა შეგაშფოთოს არცერთმა ადამიანმა, მოვლენამ ან საგანმა და მით უმეტეს, არ უნდა შეგიყვანოს შეცდომაში ან დაგესხას თავს სატანა. მაშ, რა უნდა გააკეთო? უგულებელყავი ის; უბრალოდ ფოკუსირდი ჭეშმარიტების ძიებაზე და შენს მოწმობაში მტკიცედ დგომაზე და სატანა შერცხვება.

ახლახან ჩვენ ვიქონიეთ თანაზიარება ეკლესიაში საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხზე. ადამიანთა უმეტესობას სმენია გარკვეული საფუძველს მოკლებული ხმები ჩინეთის კომუნისტური მთავრობისა და რელიგიური სამყაროსგან; ჩვენ ასევე ახლახან ვიქონიეთ თანაზიარება იმის შესახებ, თუ როგორ მოვეკიდოთ და გავუმკლავდეთ ამ საფუძველს მოკლებულ ხმებს. როგორც კი ადამიანები გაიგებენ ჭეშმარიტება-პრინციპებს, ისინი აღარ შევლენ შეცდომაში და აღარ შეშფოთდებიან საფუძველს მოკლებული ხმების გამო. როდესაც ეკლესიაში ჩნდება ვინმე, ვინც ავრცელებს საფუძველს მოკლებულ ხმებს, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმით ან ტონით ავრცელებს იგი ნებისმიერი სახის საფუძველს მოკლებულ ხმას, როგორ უნდა მივუდგეთ ამას? უნდა დავუშვათ ეს ჩარევის გარეშე, თუ ვამხილოთ, გავკვეთოთ და გავუმკლავდეთ ამ ადამიანს? რომელი მეთოდია თანხვედრაში პრინციპებთან? ზოგიერთი ამბობს: „განა არ არსებობს სიტყვის თავისუფლება? რატომ არ უნდა მივცეთ ამ ადამიანს საუბრის უფლება? უბრალოდ მიეცით მათ საუბრის საშუალება. საფუძველს მოკლებული ხმების მოსმენის შემდეგ, როგორც კი ყველა შეძლებს მათ გარჩევას, ისინი აღარ დაიჯერებენ ამ ეშმას სიტყვებს და საფუძველს მოკლებული ხმები ბუნებრივად გაქარწყლდება.“ სხვები ამბობენ: „მიუღებელია მათ მიერ საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელება და ღვთის ცილისწამება. ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ მათ ისეთი რამეების კეთების უფლება, რაც ღმერთს ცილს სწამებს. მათ ჭკუა უნდა ვასწავლოთ, რათა გამოფხიზლდნენ. ღმერთმა ამდენი ტანჯვა გადაიტანა, რათა ესაუბრა და ემუშავა ჩვენს გადასარჩენად, ისინი კი საფუძველს მოკლებულ ხმებს ავრცელებენ. მათ სინდისი არ გააჩნიათ! მხოლოდ მათი დაწყევლით შეგვიძლია დავაცხროთ ჩვენი სიძულვილი; თუ მათ არ გავუმკლავდებით, ღმერთს იმედს გავუცრუებთ.“ რომელი გზაა კარგი? ეს მიდგომები სრულიად უვარგისია. როგორც ადრე ვიქონიეთ თანაზიარება, ისინი, ვინც საფუძველს მოკლებულ ხმებს ავრცელებენ, ნამდვილად არ წარმოადგენენ არაფერ კარგს და ასეთი პირები უნდა იქნენ გარჩეულნი. თუ ის მხოლოდ დროდადრო ავრცელებს საფუძველს მოკლებულ ხმებს, გაფრთხილება უნდა მიეცეს. თუ ის მუდმივად ავრცელებს საფუძველს მოკლებულ ხმებს, ის უნდა ამხილონ, გაანალიზონ მისი ქმედება და მოჰკვეთონ ეკლესიიდან, რათა ვეღარ შეძლოს ადამიანთა შეცდომაში შეყვანა ან დაზარალება. ადვილია ამ საკითხთან გამკლავება? თქვენ ამგვარად გაუმკლავდებოდით ამას, თუ დაელოდებოდით ეკლესიის წინამძღოლების განკარგულებებს? როგორც კი აღმოჩნდება, რომ ვინმე მუდმივად ავრცელებს საფუძველს მოკლებულ ხმებს და ყოველ ჯერზე, როდესაც შეკრებაზე მოდის, ამ საკითხებზე საუბრობს, არასოდეს კითხულობს ღვთის სიტყვებს, არასოდეს ლოცულობს, არ სწავლობს საგალობლებს და მით უმეტეს, არ აზიარებს ღვთის სიტყვების თავის ემპირიულ გაგებას, და როდესაც ვინმე თანაზიარებს ღვთის სიტყვებზე და აზიარებს გამოცდილებით დამოწმებას, ის გრძნობს ზიზღს და არის ზიზღით განწყობილი მის მიმართ, მაგრამ არ გრძნობს ასეთ ზიზღს არამორწმუნეთა საფუძველს მოკლებული ხმების მიმართ და დიდ ინტერესს იჩენს მათ მიმართ — როგორც კი ეს ყოველივე გამოვლინდება, რატომ უნდა გამოვიჩინოთ რაიმე თავაზიანობა ასეთი ადამიანის მიმართ? ნათელია, რომ ის სატანის მსახურია, რომელმაც შეაღწია ეკლესიაში, რათა ხელი შეუშალოს ღვთის რჩეულ ხალხს, მიჰყვნენ ღმერთს. აპატიებ მას ამ არეულობის გამოწვევას? (არა.) თუ ვერ შეიწყნარებ, მაშინ ადექი და თქვი: „ესა და ეს მოდის ეკლესიაში და მუდამ ავრცელებს საფუძველს მოკლებულ ხმებს, არ კითხულობს ღვთის სიტყვებს და არ აზიარებს ღვთის სიტყვების თავის ემპირიულ გაგებას. ის ურწმუნოა და ეკლესიიდან უნდა იქნას განდევნილი. აქვს ვინმეს რაიმე საწინააღმდეგო?“ თუ ყველა იტყვის, რომ არ აქვთ საწინააღმდეგო და ხელს აწევენ თანხმობის ნიშნად, მაშინ ეს ადამიანი უნდა იქნას მოკვეთილი. განა დამაკმაყოფილებელი არ არის საფუძველს მოკლებული ხმების გამავრცელებელთან ამგვარად გამკლავება? (დიახ.) სწორედ ასე უნდა მოვექცეთ ასეთ ადამიანებს.

დ. საფუძველს მოკლებული ხმების რამდენიმე სახეობის გარჩევა, რომლებიც არასწორად განმარტავენ ღვთის სიტყვებს და განსჯიან ღვთის საქმეს

საიდან მოდის იმ ტიპის საფუძველს მოკლებული ხმები, რომლებზეც ახლახან ვისაუბრეთ? ისინი მოდის დიდი წითელი დრაკონისგან, რელიგიური სამყაროსა და არამორწმუნეთაგან. გარე სამყაროდან მოსული საფუძველს მოკლებული ხმების გარდა ასევე არსებობს გარკვეული გამონათქვამები და ჭორები ეკლესიაში არსებული შიდა ვითარების შესახებ. არსებობს სრულიად მცდარი მტკიცებებიც კი ღმერთის, ღვთის საქმის, ღვთის დღისა და ღვთის ზოგიერთი სიტყვის შესახებ ისევე, როგორც ღმერთსა და მის საქმესთან დაკავშირებული საიდუმლოებები, რომლებსაც ადამიანები ქმნიან თავიანთ ფანტაზიებსა და წარმოდგენებზე დაყრდნობით ან მცდარი ინფორმაციისა და უსაფუძვლო ვარაუდების მუდმივი გადაცემის საფუძველზე. და რადგან ადამიანები აზვიადებენ ასეთ ნათქვამებს, ჭორებსა და მტკიცებებს, სწორედ ასე ყალიბდება ეს საფუძველს მოკლებული ხმები. როგორც კი ამ საფუძველს მოკლებულ ხმებს შეთხზავენ, ზოგიერთი ადამიანი, ვისაც მათ მიმართ მიდრეკილება აქვს, ენთუზიაზმით ერთვება მათ გავრცელებაში, აღიქვამს ამ ხმებს რეალობად და ავრცელებს ყველგან; ისინი მათ ისე ნათლად და დაწვრილებით აღწერენ, რომ ზოგიერთი ადამიანი, ვინც არ იცის საქმის ნამდვილი ვითარება, ვისაც არ ესმის ჭეშმარიტება და არის უგუნური და უმეცარი, ნამდვილად შედის შეცდომაში ამ საფუძველს მოკლებული ხმების გამო. შეცდომაში შესვლის შემდეგ, განიცდიან თუ არა ისინი გავლენას და წუხდებიან? (დიახ.) ეს ასევე ის გავრცელებული პრობლემებია, რომლებიც ეკლესიაში იჩენს თავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საფუძველს მოკლებული ხმები ვერც კი შეედრება იმ ხმებს, რომლებიც ცილს სწამებენ და თავს ესხმიან ღმერთსა და ღვთის სახლს — ისინი არც ცილს სწამებენ და არც გმობენ ღმერთს — და მიუხედავად იმისა, რომ მათ არავითარი არეულობა არ შეაქვთ ღვთის საქმეში და არ აზიანებენ მას, მაინც ახდენენ გავლენას ზოგიერთი ადამიანის სიცოცხლეში შესვლაზე და უნდა აღიკვეთოს. მაგალითად, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ისმენს ერთი შეხედვით დამაჯერებელ შენიშვნებს, იგი იჯერებს მათ და სწრაფად ავრცელებს თავის ახლობლებსა და გარშემომყოფებს შორის. ამ საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელებასთან ერთად დეტალები სულ უფრო მრავალრიცხოვანი და სრულყოფილი ხდება და საბოლოოდ, ეს ხმები რეალურ მოვლენებს ემსგავსება. ისეთი ელემენტები, როგორიცაა დრო, ადგილი და პერსონაჟები - ყველაფერი თავის ადგილზეა; განა ასეთი საფუძველს მოკლებული ხმები არ აკმაყოფილებს საჯაროდ გავრცელების პირობებს? რა ინფორმაცია ვრცელდება? ხმების გამავრცელებელი ამბობს: „დღეს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრათ. თუ არ გეტყვით, თავს უხერხულად ვიგრძნობ; ღვთის სიტყვების კითხვაზეც კი კონცენტრირებას ვერ შევძლებ. ძალიან აღელვებული ვარ ამ საკითხით. ახლა ჩვენ, ვისაც ღმერთი გვწამს, საბოლოოდ გაგვიჩნდა იმედი!“ როდესაც ყველა ისმენს, რომ იმედი არსებობს, ინტერესდება და ენთუზიაზმით ივსება; ეს თემა ძალიან მიმზიდველია. ისინი ამბობენ: „ღვთის საქმე მალე აღსრულდება. უკვე გამოჩნდა რამდენიმე ნიშანი, რომლებიც ღმერთმა წინასწარმეტყველა თავისი საქმის დასრულებასთან დაკავშირებით. მაგალითად, მთვარისა და მზის მდგომარეობა, ვითარება აღმოსავლეთსა და დასავლეთში, ღვთის რჩეული ხალხის რაოდენობა თითოეულ ქვეყანაში, რამდენი ადამიანი ახერხებს თავისი მოვალეობის შესრულებას და ა.შ. — ღვთის საქმის დასრულების ეს ნიშნები ახლა ჩვენ თვალწინაა. ჩვენ სწრაფად უნდა მოვემზადოთ!“ ვიღაც კითხულობს: „რა უნდა მოვამზადოთ?“ ხმების გამავრცელებელი ამბობს: „ჩვენ უნდა მოვამზადოთ კეთილი საქმეები, მოვიმარაგოთ საკვები და სწრაფად შევწიროთ მთელი ჩვენი დანაზოგი ღმერთს, მაშინ შევძლებთ კარგი საბოლოო სამყოფელის უზრუნველყოფას.“ ის ასევე ამბობს: „ამა და ამ წელსა და თვეს, ამა და ამ რიცხვში და ამა და ამ დროს, ჩვენ უნდა შევიკრიბოთ კონკრეტულ ადგილას, სადაც ღმერთი დაგველოდება, რათა წაგვიყვანოს. ღმერთმა თქვა: ,,‘თუ ყველაფერს არ მიატოვებთ, არ იქნებით ჩემი მოწაფეობისა დაჩემი მიმდევრობის ღირსნი.’ ახლა ღვთის დღე საბოლოოდ დადგა და ღვთის სიტყვები აღსრულდა. უნდა დავთმოთ ყოველივე ამქვეყნიური, არა მხოლოდ ჩვენი პერსპექტივები და კარიერა, არამედ ჩვენი ოჯახები, ნათესავები და ხორციელი ურთიერთობები. ჩვენ უნდა მივატოვოთ ყველა ამქვეყნიური საზრუნავი; ჩვენ ღმერთთან შესახვედრად მივდივართ!“ ადამიანთა უმეტესობა კითხულობს: „ეს სიმართლეა?“ ხმების გამავრცელებელი პასუხობს: „დიახ, მე გავყიდე ჩემი სახლი და მანქანა და გამოვიტანე ჩემი დანაზოგი. თუ არ გჯერა ჩემი, გადახედე ღვთის სიტყვებს. ერთ თავში გარკვეული წინადადების გაშიფვრით მისამართი ვლინდება, მეორეში კი — წელი და თვე...“ ამის გაგონებაზე, არის ვინმე, ვინც არ აღელდება? განა არსებობს ვინმე, ვისაც ამ სიტყვების გარჩევა შეუძლია? განა ეს ის საკითხები არ არის, რაც ადამიანებს ძალიან აწუხებთ? განა ეს არ არის ის, რასაც ადამიანები დიდი ხანია ელოდნენ? ზოგიერთი ადამიანი ამის მოსმენის შემდეგ გადახედავს ღვთის სიტყვებს და ფიქრობს, რომ ყველაფერი მართლაც ემთხვევა, შემდეგ კი სათადარიგო გეგმაზე იწყებს ფიქრს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი შინაგანად სკეპტიკურადაა განწყობილი, მათ მაინც აქვთ იმედი, რომ ეს სიმართლეა და ფიქრობენ: „თუმცა მითითებული წელი და დღე ცოტა შორსაა, მაინც არსებობს ზუსტი თარიღი და დრო; ასე რომ, ჩვენ გვაქვს იმედი.“ მიუხედავად იმისა, რომ მათ ნამდვილად არ სჯერათ ამის, მაინც აქცევენ მას ყურადღებას. რაზე მიუთითებს ეს ყურადღება? ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანებზე ადვილად მოქმედებს და მათ აფორიაქებთ მსგავსი რამ. როგორც კი ამ ტიპის საფუძველს მოკლებული ხმების ეკლესიაში ფართოდ გავრცელებას დაიწყებენ, ადამიანთა 80-90 პროცენტი უკიდურესად აღელდება, ემოციების მოზღვავებას იგრძნობს და იფიქრებს: „დღე, რომელსაც ველოდით, საბოლოოდ დგება! ღმერთმა შეისმინა ჩვენი ლოცვები! ღმერთს ვუყვარვართ და არ მივუტოვებივართ!“ რა შედეგები მოჰყვებოდა ასეთი თემების გავრცელებას შეკრებების დროს? იმოქმედებდა თუ არა ეს ყველას ემოციებზე? ადამიანები ვერ შეძლებენ ამაზე უარის თქმას, მაშინაც კი, თუ მოინდომებენ; საფუძველს მოკლებული ხმების ყოველი წინადადება მათ გულში მოხვდებოდათ და შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ დაეჯერებინათ. ადამიანები დიდი ალბათობით დაიჯერებენ ამ სიტყვებს; მაშინაც კი, თუ ისინი ასი პროცენტით დარწმუნებულნი არ არიან, სურთ, რომ ეს სიმართლე იყოს: „თუ გავიხსენებთ, რამდენი გასაჭირი გადავიტანეთ ღვთის მიმდევრობისას — ვიყავით უარყოფილნი წუთისოფლის მიერ, დევნილნი მთავრობის მიერ, შევიწროებულნი რელიგიური სამყაროს მიერ, ძლივს ვსუნთქავდით, ვცხოვრობდით მუდმივ შიშში — როდის დასრულდება ეს დღეები? აი, როგორც იქნა დადგა ღვთის დღე!“ ეს ფიქრები შენს გულს ააღელვებს: „ჩვენ იმდენი გავეცით ღვთისთვის, ჩვენი რწმენა ისეთი მტკიცეა; ის, რასაც ვისმენთ, სიმართლე უნდა იყოს. აღარ უნდა ვიხეტიალოთ და ვიტანჯოთ ამ წუთისოფელში — ვიმსახურებთ, რომ ეს აღარ განვიცადოთ!“ როდესაც ეს ფიქრი გიჩნდება და ასე დარწმუნებული და აღფრთოვანებული ხარ ამ საფუძველს მოკლებული ხმით, კვლავ გსურს ღვთის სიტყვების წაკითხვა? ამ დროს განა ღვთის სიტყვების ნებისმიერი მონაკვეთის წაკითხვა ზედმეტი არ გეჩვენება? შენ ფიქრობ: „რატომ ჩანს ახლა ღვთის სიტყვების ემპირიული გაგების გაზიარება ასე არასაჭირო? ღმერთის წინაშე ლოცვა აღარ არის საჭირო, არა? ღვთის დღე დადგა და ჩვენ მალე პირისპირ შევხვდებით ღმერთს, ამიტომ ახლა ღმერთის წინაშე ლოცვა განა ღვთის უპატივცემულობას არ ნიშნავს? როდესაც ხორციელად ვცხოვრობდით, ღვთისგან შორს, ჩვენ გვჭირდებოდა ღვთის სიტყვების წაკითხვა მონატრების შესამსუბუქებლად. ახლა კი წუთისოფელზე უნდა ავმაღლდეთ და მალე პირადად შევხვდებით ღმერთს, ამიტომ ღვთის სიტყვების წაკითხვა აღარ არის საჭირო. არაფერი, რასაც ახლა ვაკეთებთ, არ არის ისე მნიშვნელოვანი, როგორც ღმერთთან შეხვედრა იმ კონკრეტულ წელს, თვეს, დღესა და დროს. რა მშვენიერი რამ იქნება ეს! იმ დღეს იმ ადგილას ღმერთთან შეხვედრასთან შედარებით მისი სიტყვების წაკითხვა ისეთი უმნიშვნელო ჩანს.“ შენ ვეღარ ახდენ ღვთის სიტყვების წაკითხვაზე კონცენტრირებას. შენი გული მოუსვენარი გახდა და ესწრაფვის იმ დღის დაუყოვნებლივ დადგომას! განა ეს განწყობა ძნელი გამოსახატავი არ არის? ასეთი საფუძველს მოკლებული ხმები ძალიან მიმზიდველია მასებისთვის და ძალიან ადვილად ვრცელდება ეკლესიაში. ერთი ადამიანი ორს უზიარებს, ორი ეუბნება ათს და ეს საფუძველს მოკლებული ხმები სულ უფრო მეტად ვრცელდება ერთი ეკლესიიდან ორ ეკლესიაში, ორი ეკლესიიდან ხუთში და სულ უფრო ფართოდ მოიცავს ყველაფერს. რა არის შედეგები? ეს საფუძველს მოკლებული ხმები იწვევს იმას, რომ ადამიანებს ეჭვი უჩნდებათ ღვთის მიმართ შორდებიან მას, ივიწყებენ ღვთის ჭეშმარიტ სიყვარულს კაცობრიობის გადასარჩენად, ივიწყებენ მოვალეობას, რომელიც უნდა შეასრულონ და ივიწყებენ გზას, რომელსაც უნდა გაჰყვნენ. ნაცვლად ამისა, ისინი ღვთის დღის დადგომის ხილვასა და კურთხევის მიღებაზე ფიქრობენ. როდესაც ეს დღე ნამდვილად დგება და არაფერი ხდება, მხოლოდ მაშინ აცნობიერებენ ადამიანები, რომ საფუძველს მოკლებული ხმების დაჯერებამ ზიანი მიაყენა მათ სიცოცხლეს. შეგიძლია კი მაშინ დაუბრუნდე შენს უწინდელ მდგომარეობას, მოიქცე კეთილგონივრულად, ჩაეჭიდო შენს მოვალეობას, მყარად იდგე მიწაზე და ისე ეძიო ჭეშმარიტება, ეძიო ჭეშმარიტება-პრინციპები ყველაფერში და იცხოვრო და შეასრულო შენი მოვალეობა ღვთის სიტყვების შესაბამისად? დრო უკვე გასული იქნება და მას ვეღარ დაიბრუნებ. ვინ არის ამაში დამნაშავე? დაადანაშაულე საკუთარი თავი იმის გამო, რომ არასდროს ყოფილხარ ის, ვინც ჭეშმარიტებას ეძიებს. შენ ილუზიებში იყავი და, შედეგად, საფუძველს მოკლებულ ხმებს წამოეგე.

მათთვის, ვისაც სწამს ღმერთი, მაგრამ არ ესმის ჭეშმარიტება, ერთადერთ საფუძველს მოკლებულ ხმას შეუძლია მათი უძირო უფსკრულში გადაჩეხა და დაღუპვა. რას ნიშნავს უძირო უფსკრული? თავდაპირველად, შენ გქონდა ღვთისადმი ნორმალური რწმენა და გადარჩენის იმედი, მაგრამ ერთმა საფუძველს მოკლებულმა ხმამ გზას აგაცდინა. ისე, რომ ვერც კი გააცნობიერე, სატანამ შეცდომაში შეგიყვანა, შენ დაიჯერე სატანის მიერ წარმოთქმული ეშმკისეული სიტყვები და გაჰყევი მას. შენ მიდიხარ და მიისწრაფვი იმ გზით, რომელიც სატანამ დაგიგო, და რაც უფრო შორს მიდიხარ, მით უფრო ბნელდება შენი გული და მით უფრო შორდები ღმერთს. როდესაც სრულად მიატოვებ და უარყოფ ღმერთს, შენს გულში არა მხოლოდ ეჭვები გიჩნდება ღვთის მიმართ, არამედ, რაც უფრო სერიოზულია, შენ გიჩნდება საყვედურები ღმერთის მიმართ და უარყოფ მას. როდესაც ამ წერტილს მიაღწევ, განა ეს არ არის შენთვის გზის დასასრული? განა ეს არ არის უძირო უფსკრული? არის ეს ის, რისი ხილვაც შენ გსურს? როდესაც ამ წერტილს მიაღწევ, შეგიძლია კი კვლავ მიაღწიო ხსნას? არა, და უკან მობრუნება ძალიან რთულია. რატომ? იმიტომ, რომ ღმერთმა შეწყვიტა საქმის აღრსრულება, სულიწმიდამ შეწყვიტა საქმის აღსრულება და შენ სიბნელით ხარ მოცული. შენსა და ღმერთს შორის მაღალი კედელი აღიმართა. რა არის ეს კედელი? ეს არის ის წარმოდგენები, ფანტაზიები და საფუძველს მოკლებული ხმები, რომლებიც სატანამ ჩაგინერგა, და პირადი სურვილები. შენი ცოდნა დადებითი რამეების შესახებ, როგორიცაა ღვთის ვინაობა, არსი, სტატუსი და ა.შ., უცებ ბუნდოვანი ხდება და თანდათანობით ქრება კიდეც. ეს ძალიან საშიშია. განა ეს არ არის უძირო უფსკრულში გადაჩეხა? (დიახ.) როდესაც ამ მდგომარეობაში ვარდები, შეგიძლია კი კვლავ გაუძლო გასაჭირს და გაიღო საფასური შენი მოვალეობის შესასრულებლად? შეგიძლია კი კვლავ იარო ჭეშმარიტების ძიების გზით ხსნის მისაღწევად? გეუბნები, უკან მობრუნება ძალიან რთულია. ეს არის გზას აცდენა! მხოლოდ ერთმა საფუძველს მოკლებულმა ხმამ, თუ შენ ერთი წამითაც არ იქნები ფრთხილად და შეცდომაში შეხვალ, შეიძლება წარმოუდგენელი შედეგები მოიტანოს. ამიტომ, როდესაც ღვთის საქმის შესახებ ასეთი საფუძველს მოკლებული ხმები ჩნდება ეკლესიაში, უნდა აღიკვეთოს და შეიზღუდოს. არ შეიძლება რაღაცების თითიდან გამოწოვა და ტყუილების შეთხზვა, რომელთა მოსმენაც ადამიანებს მოსწონთ, რათა ისინი შეცდომაში არ შევიდნენ და სწორი გზიდან არ გადაუხვიონ. თუნდაც ადამიანებს მოსწონდეთ ეს თემები, რა სიკეთე მოაქვს მათზე ფოკუსირებას და მათ გავრცელებას? რა სარგებლის მიღებაა შესაძლებელი? ზოგიერთი ამბობს: „იმ ადამიანს შეუძლია თქვას ის, რაც სურს, რადგან ეს მისი პირია. ასე რომ, აცადეთ, ისაუბროს ისე, როგორც სურს.“ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ითქმება. თუ ეს არის რაღაც, რაც სულიერად ამაღლებს ადამიანებს, მისი თქმა და გავრცელება შეიძლება — მისი გავრცელება ნებისმიერი გზით შეიძლება. მაგრამ ეს საფუძველს მოკლებული ხმები მცირედითაც კი არ ამაღლებს ადამიანებს სულიერად; მათ მხოლოდ შეცდომაში შეჰყავთ ადამიანები და ფანტავენ მათ ყურადღებას, ხელს უშლიან მათ სწრაფვას და აიძულებენ, გადაუხვიონ სწორი გზიდან, გავლენას ახდენენ მათ ურთიერთობაზე ღმერთთან, მათი მოვალეობის ნორმალურ შესრულებაზე და ეკლესიის საქმის ნორმალურ წესრიგზე. როგორც კი ადამიანები ამ საფუძველს მოკლებულ ხმებს იჯერებენ, ეს ჰგავს ლაბირინთში მოხვედრას, საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელია. ასე რომ, როდესაც ისმენ ამ საფუძველს მოკლებულ ხმებს, თუ ვინმე მათ მხოლოდ შენ გეუბნება, უნდა უარყო ისინი. თუ ისინი მათ სხვების თანდასწრებით ამბობენ, შენ არა მხოლოდ უნდა უარყო ისინი, არამედ უნდა ამხილო და გაანალიზო ისინი — არ დაუშვა, რომ უფრო მეტი ადამიანი შევიდეს შეცდომაში. განსაკუთრებით მათ შემთხვევაში, ვინც მხოლოდ ერთი-ორი ან ორი-სამი წელია, რაც მორწმუნეა, მათ ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ბოლომდე ჩაწვდნენ დანიშნულების ადგილის, ღმერთთან შეხვედრისა და ზეცად ატაცების საკითხებს; მათ ჯერ კიდევ არ გასჩენიათ ინტერესი ჭეშმარიტების მიმართ და არ აქვთ გზა ჭეშმარიტების საძიებლად და რწმენასთან მიმართებაში ხასიათის ცვლილების მისაღწევად. ასეთ სიტუაციებში ისინი ყველაზე ადვილად ტყუვდებიან და ექცევიან ამ საფუძველს მოკლებული ხმების გავლენის ქვეშ, და როგორც კი შეცდომაში შედიან, შედეგები წარმოუდგენელია. ეს საწამლავის მიღებას ჰგავს; ანტიდოტიც რომ არსებობდეს, განა შენს სხეულს ზიანი მაინც არ მიადგა? კიდეც რომ გადარჩეთ, განა ტანჯვისა და სხეულის დაზიანების უგულებელყოფა შეიძლება? ამიტომ, როდესაც აღმოჩნდები ამ საფუძველს მოკლებული ხმების წინაშე, უნდა გაარჩიო და უარყო ისინი და არც ზღაპრებად აღიქვა და არც რეალურ მოვლენებად. ზოგიერთი ადამიანი განსაკუთრებით ინტერესდება ამ საფუძველს მოკლებული ხმებით, ყველგან ავრცელებს მათ და სხვებს ისე უზიარებს, თითქოს ჭეშმარიტება იყოს. რა არის ამის არსი? განა ეს სატანის მსახურებად მოქმედება არ არის? ასეთი ადამიანები უნდა გაისხლან და გაფრთხილება მიეცეთ. თუ არ მოინანიებენ, ისინი უნდა იქნენ მოკვეთილნი. თუკი რაღაც მომენტში ისინი გონს მოეგებიან და იტყვიან: „საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელება შეცდომა იყო; მე სატანის მსახურივით ვიქცეოდი და მათ აღარასოდეს გავავრცელებ“, მაშინ შეიძლება მათზე დაკვირვება: თუ მოინანიებენ და კარგ ქცევას გამოავლენენ, შეიძლება მათი ეკლესიაში დროებით უკან მიღება. თუ ძველ გზას დაუბრუნდებიან, მაშინ ისინი ეკლესია უნდა განიწმინდოს მათგან.

ღვთის საქმის შესახებ საფუძველს მოკლებული ხმები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ადამიანები იყენებენ თავიანთ ფანტაზიებს, წარმოდგენებსა და გონებას ანალიზისა და კვლევითვის; ისინი გულდასმით შეისწავლიან ღვთის სიტყვებსა და სხვადასხვა წინასწარმეტყველებას, ასევე საზოგადოებასა და წუთისოფელში მომხდარ კატასტროფებს, ნიშნებსა და მოვლენებს; საკუთარ სიზმრებსაც კი ეყრდნობიან, რათა თავისუფლად გამოთქვან აზრი ღვთის საქმეზე — ისინი მრავალ საფუძველს მოკლებულ ხმას თხზავენ. ბევრი ადამიანი რეგულარულად არ კითხულობს ღვთის სიტყვებს ან რეგულარულად არ დებს ძალისხმევას ჭეშმარიტებაში, და მით უმეტეს, რეგულარულად არ იჩენს ძალისხმევას თავისი მოვალეობების შესრულებისას პრინციპების საძიებლად. ნაცვლად ამისა, ისინი ფიქრობენ ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: „როგორ დაიწყო ღვთის გამოცხადება და საქმე? ვინ წამოიწყო ეს ყველაფერი? რა როლი ითამაშეს ადამიანებმა? რა მოვლენები მოხდა?“ ისინი გულდასმით შეისწავლიან ამ გარეგნულ მოვლენებს, ეკლესიის ადმინისტრაციულ სტრუქტურას, პერსონალს და ა.შ. მთელი ამ გულდასმით შესწავლის შემდეგ, ისინი აჯამებენ ყოველივეს, ადგენენ ეგრეთ წოდებულ წესებსა თუ კანონზომიერებებს და ავრცელებენ მათ ეკლესიაში ისე, თითქოს ჭეშმარიტება იყოს. გავრცელებისას ისინი მათ ნათლად და დაწვრილებით აღწერენ და მათ, ვისაც გარჩევის უნარი არ გააჩნია, შეიძლება ეგონოთ კიდეც, რომ ისინი ღვთის საქმეს განიხილავენ. თუმცა, გარჩევის უნარის მქონენი ფიქრობენ: „განა სისულელეებს არ აფრქვევ და ერესებსა და მცდარ შეხედულებებს არ ავრცელებ? განა ღვთის საქმეს არ განსჯი? ეს არ არის გაგებისა და გამოცდილების გაზიარება — ეს ჭეშმარიტებასთან კავშირში არ არის. ეს საფუძველს მოკლებული ხმების შეთხზვაა და დაუყოვნებლივ უნდა აღიკვეთოს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგიერთი ადამიანი შეცდომაში შევა!“ ეს მცდარი შეხედულებები და ერესები, რომლებიც შეიძლება საფუძველს მოკლებულ ხმებად ჩაითვალოს, არ შეესაბამება ჭეშმარიტებას და ხელს უშლის ადამიანებს ჭეშმარიტების გაგებაში. როდესაც ეკლესიაში საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელების ფაქტი იჩენს თავს, ის დაუყოვნებლივ უნდა აღიკვეთოს.

ასევე არსებობს საფუძველს მოკლებული ხმები, რომლებიც ღვთის საქმის განმკითხველი ეშმაკისეული სიტყვებია. მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უყვარს ღმერთს, ვის იხსნის და ვის სრულყოფს იგი, ზოგიერთი ადამიანი მცირე ეშმაკობას მიმართავს, აკვირდება და ასკვნის: „ისინი, ვინც წუთისოფელში უნარიანები არიან, ვინც თანამდებობის პირებად მსახურობდნენ, და ვინც საწარმოებში განყოფილების უფროსები ან გენერალური დირექტორები იყვნენ, როდესაც ღვთის სახლში მოდიან, პირდაპირ წინამძღოლები ხდებიან ან დაუყოვნებლივ იღებენ საკუთარ თავზე საერთო საქმეებისა და ფინანსების მართვას. სწორედ ამ ადამიანებს სრულყოფს ღმერთი.“ განა ეს საფუძველს მოკლებული ხმების შეთხზვა არ არის? ეს ნამდვილად საფუძველს მოკლებული ხმების შეთხზვაა. რა არის საფუძველს მოკლებული ხმა? ეს არის უპასუხისმგებლოდ საუბარი, ბრმა განსჯა და უსაფუძვლო დასკვნების გამოტანა ისე, რომ არ შეესაბამება ფაქტებს; ეს სიტყვები მთლიანად საფუძველს მოკლებული ხმებია. სხვები ამბობენ: „ამა და ამ პიროვნებამ ათიათასობით იუანი შესწირა. მათი რწმენა დიდია, მათ შეუძლიათ სასუფეველში შესვლა.“ ეს იწვევს იმას, რომ ფულის არმქონენი ნეგატიურები ხდებიან და წუხდებიან; ისინი ამბობენ: „მიუხედავად იმისა, რომ მეც საკმაოდ ბევრი შევწირე, ეს არ უტოლდება იმას, რაც მათ ერთ ჯერზე შესწირეს. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ არ შემიძლია გადავრჩე და სრულქმნილი გავხდე? ნუთუ ღმერთს არ სურს ჩემნაირი ადამიანი?“ სხვები, ვინც საფუძველს მოკლებულ ხმებს თხზავენ, შემდეგ ამბობენ: „მდიდრები ვერ შევლენ სასუფეველში; ღმერთს ღარიბები სურს.“ მაშინ ეს ღარიბი ადამიანები ბედნიერდებიან: „მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფული არ შემიწირავს, მე მაინც შემიძლია სასუფეველში შესვლა, მდიდრები კი გარეთ რჩებიან.“ რასაც არ უნდა ამბობდნენ ისინი, ვინც საფუძველს მოკლებულ ხმებს თხზავენ, ეს ასე თუ ისე გავლენას ახდენს ღარიბ ადამიანებზე; მათ არ შეუძლიათ იმ ფაქტის დანახვა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საფუძველს მოკლებული ხმები და ეშმაკისეული სიტყვებია. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ მათ არ ესმით ჭეშმარიტება და აკლიათ გარჩევის უნარი, ამიტომ ისინი მუდმივად ტყუვდებიან. ისინიც, ვინც თხზავენ საფუძველს მოკლებულ ხმებს, და ისინიც, ვინც ავრცელებენ მათ, ეშმაკები არიან. რამდენიც არ უნდა ისაუბრონ, შენ არ იცი, რომელი სიტყვებია მართალი და რომელი — მცდარი, ზუსტად საიდან მოდის ეს სიტყვები, ზუსტად რა არის მათი მოტივები ამ სიტყვების გავრცელებისას და რა მიზნების მიღწევის იმედი აქვთ. თუ ვინმეს არ შეუძლია ამ ყველაფრის დანახვა და იგი ბრმად იღებს და ავრცელებს საფუძველს მოკლებულ ხმებს, განა ეს მას სულელად არ აქცევს? განა სულელს არამზადასაც არ უწოდებენ? მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა არ არის დახვეწილი, მე მას საკმაოდ შესაფერისად მივიჩნევ. რატომ არის ის შესაფერისი? იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები უპასუხისმგებლოდ საუბრობენ. ისინი დაუდევრად ავრცელებენ საფუძველს მოკლებულ ხმებს, დაუფიქრებლად გამოაქვთ დასკვნები და თხზავენ საფუძველს მოკლებულ ხმებს გარკვეულ მოვლენებზე დაყრდნობით, შემდეგ კი დაუდევრად ავრცელებენ ამ საფუძველს მოკლებულ ხმებს და დამაჯერებლად აღწერენ მათ, თითქოს რეალური მოვლენები იყოს — შედეგად, ეს გავლენას ახდენს და აწუხებს ზოგიერთ ადამიანს. ისინი არ კითხულობენ ღვთის სიტყვებს და არ ესმით ჭეშმარიტება; ისინი თავიანთ დღეებს ეკლესიაში საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელებასა და სისულელეების საუბარში ატარებენ. დღეს ისინი ხედავენ, რომ ვიღაც ბევრს სწირავს და ამბობენ, რომ ამ ადამიანის გადარჩენა შესაძლებელია. ხვალ ისინი ხედავენ ვინმეს, ვინც დაპატიმრებული იყო და იუდასავით არ მოქცეულა, და ამბობენ: „ეს ადამიანი ღმერთთან ერთი გულისაა. მას შეუძლია სასუფეველში შევიდეს და კარგი საბოლოო სამყოფელი ჰქონდეს. მომავალში ის ოც ქალაქს განაგებს ღვთის სახლში; ჩვენ, უბრალო რიგითი ჯარისკაცები, მას ვერ შევედრებით.“ განა ეს ეშმაკისეული სიტყვები არ არის? განა ეს საფუძველს მოკლებული ხმები არ არის? (დიახ.) მიუხედავად იმ ადამიანების მოტივებისა და მიზნებისა, რომლებიც ამ სიტყვებს ამბობენ, განა ასეთი სიტყვები გავლენას არ მოახდენს და არ შეაწუხებს ზოგიერთ ადამიანს? ზოგიერთ ადამიანს მცირე რწმენა აქვს და როდესაც ისინი ისმენენ ამ საფუძველს მოკლებულ ხმებსა და ეშმაკისეულ სიტყვებს, იწყებენ ფიქრს: „შემიძლია კი გადავრჩე? მოვწონვარ კი ღმერთს?“ გულში ისინი მთელი დღე ამაზე ფიქრობენ, მერყეობენ და წუხან ამის გამო. იმ ადამიანთა უსაფუძვლო სისულელეების გამო, რომლებიც საფუძველს მოკლებულ ხმებს თხზავენ, ისინი გრძნობენ, რომ გადარჩენის იმედი არ აქვთ, ამიტომ მოდიან ღვთის წინაშე და ლოცულობენ: „განა არ გიყვარვარ, ღმერთო? მე ამდენი რამ დავთმე შენ გამო. როდის შევძლებ შენს გახარებას?“ მათი გული სავსეა საყვედურებით. არაფერი მომხდარა, მაშ საიდან მოდის ეს საყვედურები? ისინი გამოწვეულია იმ საფუძველს მოკლებული ხმებით — ეს ადამიანები მოიწამლნენ და დაეცნენ. ისინი არ გრძნობენ არავითარ სინანულს ან დანაშაულის გრძნობას იმ გახრწნილი ხასიათის გამო, რომელსაც ავლენენ, ან იმ გადაცდომების გამო, რომლებიც ჩაიდინეს, არასდროს ტირიან ამის გამო — ერთ ცრემლსაც კი არ ღვრიან — მაგრამ როდესაც ისმენენ, რომ ისინი, ვინც საფუძველს მოკლებულ ხმებს თხზავენ, ამბობენ, რომ მათნაირ ადამიანებს გადარჩენის იმედი არ აქვთ, მყისიერად წუხდებიან. განა ისინი არ მოექცნენ გავლენის ქვეშ? ისინი მოექცნენ გავლენის ქვეშ და შეწუხდნენ. ეს ადამიანები მოუმწიფებელნი არიან სულიერი ზრდის თვალსაზრისით, არ ესმით ჭეშმარიტება და ძალიან უგუნურები არიან. ისინი, ვინც საფუძველს მოკლებულ ხმებს თხზავენ, ხედავენ, რომ ასეთ ადამიანებთან თამაში ადვილია და ამიტომ თხზავენ გარკვეულ საფუძველს მოკლებულ ხმებს მათ მოსატყუებლად. დღეს ისინი გეუბნებიან, რომ გადარჩენის იმედი გაქვს და ბედნიერი ხარ; ხვალ ისინი გეუბნებიან, რომ გადარჩენის იმედი არ გაქვს და შენ ტირი და იტანჯები. რატომ უსმენ მათ? რატომ ხარ მუდმივად მათზე დამოკიდებული? მათი სიტყვა გადამწყვეტია? საუკეთესო შემთხვევაში ისინი უბრალოდ მასხარები არიან. მათი ბედიც კი ღვთის ხელშია; ასე რომ, რა უფლება აქვთ სხვების შესაფასებლად? რა უფლება აქვთ თქვან, ვინ შეიძლება გადარჩეს და ვინ არა ან როგორი ადამიანები შეიძლება გახდნენ სრულქმნილნი და როგორი არა? ესმით მათ ჭეშმარიტება? მათი რომელი სიტყვა შეესაბამება ღვთის განზრახვებსა და ღვთის სიტყვებს? მათი არცერთი სიტყვა არ შეესაბამება ღვთის სიტყვებს, მაშ რატომ გჯერა მათი? რატომ წუხდები მათ გამო? განა ეს უგუნურებით არ არის გამოწვეული? (დიახ.) იქნება ეს უგუნურებისა და უმეცრების გამო, თუ იმის გამო, რომ შენი სულიერი ზრდა მეტისმეტად მცირეა და არ გესმის ჭეშმარიტება, ნებისმიერ შემთხვევაში ისინი, ვინც ეკლესიაში საფუძველს მოკლებულ ხმებს ავრცელებენ, ყველაზე საძულველნი არიან. ისინი უნდა იქნენ ამოცნობილნი, მხილებულნი და შემდეგ შეიზღუდონ და განიდევნონ.

ზოგი ამბობს: „შეხედეთ ამას და ამას, როგორი პროპორციული ნაკვთები აქვს; იგი ეკლესიის წინამძღოლად აირჩიეს. ესა და ეს საზოგადოებაში წარმატებულია, ყველას, ვინც მას ხედავს, მოსწონს იგი; მას შემდეგ, რაც მან ირწმუნა ღმერთი, ძმებსა და დებსაც მოსწონთ იგი, და ღმერთსაც მოსწონს იგი.“ არის კი ამ სიტყვებში თუნდაც ერთი სწორი მტკიცება? (არა.) რატომ? (ისინი არ შეესაბამება ჭეშმარიტებას.) სწორია, ეს სიტყვები არ შეესაბამება ჭეშმარიტებას, ისინი მთლიანად ეშმაკისეული სიტყვებია. ზოგიერთი ამბობს: „ამის და ამის ოჯახი მდიდარია, კარგი საცხოვრებელი პირობები აქვს და განათლებულები არიან. ამიტომ ღვთის სახლში ისინი ფინანსებსა და საერთო საქმეებს განაგებენ. ისინი გამოსადეგნი არიან და შეუძლიათ ამ მოვალეობის შესრულება. ეს ღვთის მიერაა დადგენილი.“ განა ფრაზის „ღვთის მიერაა დადგენილი“ დამატება ამ მტკიცებას ჭეშმარიტების შესაბამისს ხდის? განა ეს ეშმაკისეული სიტყვები არ არის? ასეთ ეშმაკისეულ სიტყვებს კრებითად საფუძველს მოკლებული ხმები ეწოდება. ნებისმიერი უპასუხისმგებლო მტკიცება, რომელიც არ შეესაბამება ფაქტებს, რომელიც ეწინააღმდეგება ღვთის მიერ დადგენილ ფაქტებს, არის დაუფიქრებელი სიტყვები და თვითნებური დასკვნები; ასეთი მტკიცებები მთლიანად საფუძველს მოკლებული ხმებია. რატომ ვახასიათებთ მათ, როგორც საფუძველს მოკლებულ ხმებს? რადგან ეს მტკიცებები, გავრცელებისთანავე, შეაწუხებს და დააზიანებს ზოგიერთი ადამიანის ნორმალურ აზროვნებასა და ძიების მიზნებს, ისინი ხასიათდება, როგორც საფუძველს მოკლებული ხმები. ღვთის სიტყვების თანახმად ღმერთი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ადამიანების დაბადების ადგილი, ოჯახური წარმომავლობა, გარეგნობა, განათლების დონე და ა.შ. ღვთის მიერ არის დადგენილი; მას არასდროს უთქვამს ადამიანებისთვის, რომ რომელიმე კატეგორიის ადამიანის გარეგნობა, სოციალური წარმომავლობა ან თანდაყოლილი პირობები კურთხევის მიღების პირობებს წარმოადგენს. ერთადერთი სტანდარტი, რომელსაც ღმერთი ადამიანებისგან მოითხოვს არის ის, რომ მათ შეეძლოთ ჭეშმარიტების ძიება და ღვთისადმი მორჩილების მიღწევა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ღვთის სიტყვებში რაიმე მკაფიოდ არ არის ნათქვამი და ეს მხოლოდ ადამიანების სუბიექტური ფანტაზიების ან მათი ვარაუდების ნაყოფია, ასეთი მტკიცებები ასევე საფუძველს მოკლებულ ხმებად ითვლება. ადამიანებს ყოველთვის სურთ საკუთარი დაკვირვებებით, გაგებით და დამატებით საკუთარ შეხედულებებსა და წარმოდგენებზე დაყრდნობით განსაჯონ, შეიძლება თუ არა ვინმე იყოს კურთხეული. შემდეგ ისინი ავრცელებენ ამ მცდარ შეხედულებებს, რათა გავლენა მოახდინონ სხვათა მიერ ჭეშმარიტების ძიებაზე და თვითნებურად წყვეტენ, ვინ შეიძლება გადარჩეს და ვინ არა, ვინ არის ღვთის ხალხი და ვინ არიან მუშაკები. ეს ყველაფერი საფუძველს მოკლებული ხმებია. რაც შეეხება საფუძველს მოკლებულ ხმებს, ჩვენ ასევე შეგვიძლია მათ ეშმაკისეული სიტყვები ვუწოდოთ. მიუხედავად იმისა, თუ როგორი საფუძველს მოკლებული ხმები ან ეშმაკისეული სიტყვები ჩნდება, ეკლესიის წინამძღოლებმა დაუყოვნებლივ უნდა გადადგან ნაბიჯი მათ შესაჩერებლად და შესაზღუდად; რა თქმა უნდა, თუ რომელიმე ძმასა და დას აქვს გარჩევის უნარი, ისინიც უნდა გამოვიდნენ წინ, რათა გაანალიზონ და გაარჩიონ, საიდან მოდის ეს საფუძველს მოკლებული ხმები და რაში მდგომარეობს მათი არსი.როდესაც ეს ძმები და დები ამ ყველაფრის გაიაზრებენ, მათ შეუძლიათ აღუდგნენ, ამხილონ და უარყონ ეს საფუძველს მოკლებული ხმები, ასევე შეზღუდონ მათი გამავრცელებლები და ერთობლივად გაილაშქრონ მათ წინააღმდეგ. როგორ უნდა გააკეთონ ეს? ყველას წინაშე ამ ადამიანების საჯაროდ დაგმობით: „ის, რასაც ამბობ, მთლიანად საფუძველს მოკლებული ხმები და ეშმაკისეული სიტყვებია, ეს არ შეესაბამება ღვთის სიტყვებს და არც ჩვენს საჭიროებებს. თუ გაფრთხილების მიუხედავად გააგრძელებ საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელებას, მოგკვეთავთ ეკლესიიდან, რათა აღარ მოგეცეს ჭორების თხზვისა და ეკლესიაში არეულობის გამოწვევის შესაძლებლობა!“ როგორია ეს პრაქტიკა? (კარგი.) ასე მოქცევა შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებს. თუ შენ თანაზიარებ შენი პირადი ემპირიული გაგების შესახებ და ამბობ იმას, რაც სულიერად ამაღლებს ადამიანებს, მაშინ როგორც არ უნდა ისაუბრო, მისაღებია. შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერი სიტყვა, იქნება ეს ოფიციალური თუ სასაუბრო ენა; ეს ყველაფერი დასაშვებია. ერთადერთი, რისი გაკეთებაც არ შეგიძლია, საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელებაა.

ე. საფუძველს მოკლებული ხმების მიერ გამოწვეული ზიანი

ეკლესიაში გავრცელებული საფუძველს მოკლებული ხმები მხოლოდ ღვთის უარყოფას ან ღვთის საქმის განსჯას არ ეხება; არსებობს სხვა სახის საფუძველს მოკლებული ხმებიც. საჭიროა ამ საფუძველს მოკლებული ხმების გარჩევა და გაანალიზება, ასევე მათი შეჩერება და შეზღუდვა. მოკლედ რომ ვთქვათ, საფუძველს მოკლებული ხმები ნამდვილად არ არის კარგი; მათ ადამიანებისთვის არავითარი სარგებელი არ მოაქვთ. ზოგიერთი ამბობს: „მსურს, მოვუსმინო ამ საფუძველს მოკლებულ ხმებს, რათა გავიგო, რას ამბობენ და ამით გარჩევის უნარი და სიბრძნე შევიძინო.“ თუ მართლაც გაქვს გარჩევის უნარი და არ გეშინია, რომ საფუძველს მოკლებული ხმები შეგაწუხებს, შეგიძლია მოუსმინო, მაგრამ რა მოჰყვება ამას შედეგად? თუ დაიბნევი და ეჭვს შეიტან ღმერთსა და ღვთის საქმეში, მაშინ ეს სახიფათოა ; ეს იმას ნიშნავს, რომ შეცდომაში შეგიყვანეს. თუ არ შეგიძლია გარჩევა და ნაცვლად ამისა შეცდომაში შედიხარ, განა ეს სავალალო არ არის? გაქვს კი ამხელა სულიერი ზრდა? გგონია, რომ გაქვს რწმენა, მაგრამ გესმის კი ჭეშმარიტება? თუ არ გესმის ჭეშმარიტება, შენი რწმენა არ არის ჭეშმარიტი და მაინც შეცდომაში შეგიყვანენ. თუ გესმის გარკვეული ჭეშმარიტება, გაქვს ღვთის ნამდვილი შემეცნება და შეგიძლია გაარჩიო და წინ აღუდგე ამ საფუძველს მოკლებულ ხმებს, მაშინ მათი მოსმენით სიბრძნეს შეიძენ. თუ ფიქრობ, რომ უბრალოდ გაქვს რწმენა, მაგრამ სინამდვილეში ეს რწმენა ჯერ კიდევ არ არის ნამდვილი სულიერი ზრდა და ჯერ კიდევ არ გესმის ჭეშმარიტება, მაშინ გეტყვი, რომ ძალიან რთული იქნება შენთვის საფუძველს მოკლებული ხმებისგან გარჩევის უნარისა და სიბრძნის რეალურად შეძენა. საიდან მოდის საფუძველს მოკლებული ხმები? ისინი სატანისგან მოდის. სატანა იყენებს ყველა გვერდის ასავლელ საშუალებას და ხელიდან არ უშვებს არცერთ შესაძლებლობას, რათა გამოეკიდოს ღვთის სიტყვებში გამოყენებულ ფრაზებს და იპოვოს მათში რაიმე ხელჩასაჭიდი, რომელიც ღვთის სიტყვებს კონტექსტიდან გლეჯს. თითქოს ამას საფუძველი აქვს, მაგრამ სინამდვილეში, ეს კეთდება კონტექსტიდან ამოგლეჯილად ადამიანთა შეცდომაში შეყვანის მიზნით. ამ საფუძველს მოკლებული ხმების მოსმენის შემდეგ ისინი, ვინც ვერ აცნობიერებს ჭეშმარიტებას, გულში ფიქრობენ: „მათ ნათქვამს საფუძვლად უდევს ღვთის სიტყვები. ეს სწორი უნდა იყოს. განა შეიძლება, რომ ეს საფუძველს მოკლებული ხმა იყოს?“ შედეგად, ისინი შეცდომაში შედიან. ზოგიერთი საფუძველს მოკლებული ხმა აშკარაა და ადვილი გასარჩევია. თუმცა, ზოგიერთი საფუძველს მოკლებული ხმის გარჩევა რთულია; ზედაპირულად ისინი თითქოს ფაქტებს შეესაბამება, მაგრამ არა თავიანთი არსით. არ იფიქრო, რომ რადგან ეს საფუძველს მოკლებული ხმები ერთი შეხედვით სიტყვასიტყვით შეესაბამება ღვთის სიტყვებს, ისინი სწორია. სინამდვილეში, ამ განცხადებების უმეტესობა ფუჭი თეორიებია, ისინი მახეებია და ადამიანთა დასამოძღვრად არ გამოდგება და არც რაიმე სარგებელი მოაქვთ მათთვის. ყველა ეს განცხადება უარყოფილ უნდა იქნას. რადგან ადამიანებს სხვადასხვაგვარად ესმით ღვთის სიტყვები და მათი კონტექსტიც, და ღვთის სიტყვების ბრმად გამოყენება და ინტერპრეტაცია ყველაზე მეტად იწვევს შეცდომებს. სატანას ხშირად შეცდომაში შეჰყავს ადამიანები ღვთის სიტყვების კონტექსტიდან ამოგლეჯითა და მათი არასწორი განმარტებით. ღვთის საქმის ნებისმიერი დაგმობა, რომელიც ბიბლიას ან ღვთის სიტყვებს ეფუძნება, სატანის მზაკვრობა და ადამიანების შეცდომაში შეყვანის საშუალებაა, რომელსაც ის მიმართავს; ისინი მახეებია და ყველა ასეთი განცხადება უნდა იქნას უგულებელყოფილი. ზედაპირულად თუ შევხედავთ, საფუძველს მოკლებული ხმები მხოლოდ ერთი-ორი ან რამდენიმე შენიშვნაა; ისინი არ ქმნიან ისეთ საფრთხეს, რომ შიში გამოიწვიონ. საშიშია ის საფუძველს მოკლებული ხმები, რომლებსაც გამოაქვს დასკვნები ბიბლიაზე ან კონტექსტიდან ამოგლეჯილ ჭეშმარიტებაზე დაყრდნობით. სწორედ ამას შეუძლია ყველაზე მეტად ადამიანების შეცდომაში შეყვანა; სწორედ ეს აშფოთებს ყველაზე მეტად ადამიანთა გონებას. ეს გამჭრიახობას მოკლებულ ადამიანებს დაბრკოლების მიზეზად ექცევა. მხოლოდ მათ, ვისაც ესმის ჭეშმარიტება, შეუძლიათ ასეთი შეცდომაში შემყვანი ეშმაკური ლაპარაკის გარჩევა. მაგალითად, ზოგიერთი პოულობს ღვთის სიტყვებს და მათ საფუძველზე ამბობს, რომ ღმერთს ასეთი ტიპის ადამიანები უყვარს და ისეთი ტიპის — არა, რომ ღმერთი ამ ტიპის ადამიანებს გადაარჩენს, ისეთი ტიპისას — არა, რომ ამ ტიპის ხალხს განდევნის, ხოლო ისეთი ტიპი კი მისთვის არაფერს ნიშნავს და ასე შემდეგ. განა ეს განცხადებები დასკვნები არ არის? ეს დასკვნები სინამდვილეში არ შეესაბამება ღვთის სიტყვებს. საფუძვლები, რომლებსაც ისინი პოულობენ, სინამდვილეში კონტექსტიდან ამოგლეჯილია; ისინი სხვადასხვა კონტექსტიდანაა ამოღებული და სხვადასხვა განცხადებებს წარმოადგენს. ეს აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაციაა. ისინი ვერ სწვდებიან არსს და თვითნებურად იყენებენ წესებს. მაგრამ ისინი, ვისაც არ გააჩნია გარჩევის უნარი, იწამლებიან და შეცდომაში შედიან ამ მცდარი შეხედულებების მოსმენის შემდეგ, ნეგატიურები ხდებიან და ფიქრობენ, რომ რადგან ნათქვამი ღვთის სიტყვებს ეფუძნება, ის აუცილებლად სწორი უნდა იყოს. ამის შემდეგ ისინი გულდასმით არ კითხულობენ ღვთის სიტყვებს, რათა იპოვონ ხარვეზები ამ მცდარ შეხედულებებში, ნაცვლად ამისა, სრულად სჯერათ, რომ ისინი ჭეშმარიტია. განა ისინი შეცდომაში არ შედიან? თუ არავის, ვისაც ესმის ჭეშმარიტება, არ ექნება მათთან თანაზიარება, ეს ძალიან საშიშია. სულ მცირე, ეს ადამიანები შეიძლება ნეგატიურები გახდნენ ექვსი თვიდან ერთ წლამდე პერიოდში; ეს არა მხოლოდ აფერხებს მათ სიცოცხლეში შესვლას, არამედ თუ ისინი უკან დაიხევენ და რწმენას შეწყვეტენ, სრულიად დაიღუპებიან და მთლიანად დაკარგავენ ღვთის მიერ გადარჩენის შესაძლებლობას. ამიტომ, მცირე სულიერი ზრდის მქონე ადამიანები, რომლებსაც არ ესმით ჭეშმარიტება, სატანის მიერ შეცდომაში შეყვანის დიდი რისკის ქვეშ არიან! მხოლოდ ისინი, ვისაც ესმის ჭეშმარიტება, არიან უსაფრთხოდ და სტაბილურად. თუ ერთ დღეს მართლაც წააწყდები ვინმეს, ვინც ავრცელებს საფუძველს მოკლებულ ხმებს ადამიანების შეცდომაში შესაყვანად, ყველაზე ეფექტური გზაა სწრაფად იპოვო ვინმე, ვისაც ესმის ჭეშმარიტება, რათა გქონდეს მასთან თანაზიარება; მხოლოდ მაშინ შეძლებ ამ სიტუაციიდან თავის დაღწევას. დახმარების ძიება მათ შორის, ვისაც არ გააჩნია სულიერი გაგება და ვინც ბრმად იყენებს წესებს, არა მხოლოდ ვერ გადაჭრის პრობლემას, არამედ კიდევ უფრო შეგიყვანს შეცდომაში. ასე რომ, შეცდომაში შეყვანა არ არის ისეთი რამ, რაც მხოლოდ რელიგიაში ხდება — მაშინაც კი, თუ გწამს ღმერთი და ცხოვრობ ეკლესიური ცხოვრებით, თუ არ ეძიებ ჭეშმარიტებას, მაინც ადვილად შეგიყვანენ შეცდომაში. მაშინაც კი, თუ სამი-ხუთი წლის ან შვიდი-რვა წლის განმავლობაში გწამდა, თუ არ მოგიპოვებია ჭეშმარიტება, მაშინ კვლავ შეცდომაში შეყვანის რისკის ქვეშ ხარ; კერძოდ, ისინი, ვისაც ხშირად აქვთ წარმოდგენები და ხშირად არიან ნეგატიურები, ყველაზე მეტად არიან მიდრეკილნი შეცდომაში შეყვანისკენ და ნებისმიერ დროს შეუძლიათ, ღმერთს უღალატონ. რამეთუ სატანა დაძრწის დედამიწაზე, როგორც მბრდღვინავი ლომი, და ეძებს ადამიანებს შთასანთქმელად; ეს ფაქტია. ვინ არის ეს სატანა? ის არის ყველა ისინი, ვინც ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება და სძულს ის, მათ შორის ანტიქრისტეები, ცრუ წინამძღოლები, ის აბსურდული ადამიანები და ისინი, ვისაც სხვები შეცდომაში შეჰყავს — ისინი ყველანი სატანები არიან. ეს ადამიანები ყველგან დაძრწიან, შეცდომაში შეჰყავთ და აწუხებენ ღვთის რჩეულ ხალხს, სადაც არ უნდა წავიდნენ, ამიტომ ისინი ყველანი ღვთის მოწინააღმდეგე ეშმაკები არიან. ღვთის რჩეული ხალხი განსაკუთრებით ფხიზლად უნდა იყოს, რათა უზრუნველყოს, რომ შეცდომაში არ მოტყუვდნენ და მტკიცედ იდგნენ.

უდავოა, რომ ეკლესიაში ზოგიერთ ახალ მორწმუნეს ან უკიდურესად მწირი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანს, რომელსაც არ შესწევს ღვთის სიტყვების წვდომის უნარი, ხშირად შეცდომაში აგდებს, გავლენის ქვეშ აქცევს და აწუხებს სხვადასხვა საფუძველს მოკლებული ხმები. მათ, ვინც იგონებს საფუძველს მოკლებულ ხმებს, ერთი უბრალო დასკვნით შეუძლიათ ადვილად დააკნინონ ადამიანთა ჯგუფი. იმ სიტყვებსა და განცხადებებს, რომლებსაც ისინი დაუფიქრებლად აფრქვევენ, შეუძლია ზოგიერთი ადამიანი ნეგატიური და სუსტი გახადოს, და დაუკარგოს მოვალეობის შესრულების სურვილი. როდესაც ღვთის სახლი მოუხმობს, ეს ადამიანები შიშით ივსებიან და პოულობენ სხვადასხვა მიზეზსა და საბაბს, რათა უარი თქვან და თავი აარიდონ მას. ნათელია, რა როლს ასრულებენ ეკლესიაში ისინი, ვინც საფუძველს მოკლებულ ხმებს იგონებენ? ისინი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, სატანის მსახურთა როლს ასრულებენ. მაგალითად, ზოგიერთი ამბობს: „მოვალეობის შესრულებისას სათადარიგო გეგმა უნდა გქონდეს. ღვთის სახლი მოგიწოდებს მოვალეობის შესასრულებლად და თუ მას კარგად ვერ შეასრულებ, ღვთის სახლმა შეიძლება ნებისმიერ დროს გაგათავისუფლოს. იმ დროს, თუ სახლში დაბრუნდები, თავის გატანა გაგიჭირდება. მაშინ არავინ შეგინახავს!“ განა ეს „გულთბილად“ არ ჟღერს? იგი შეესაბამება ადამიანურ გრძნობებს და საკმაოდ მოსიყვარულედ და მზრუნველად ჟღერს, მაგრამ ამ სიტყვებში თუ ჰპოვებ ღვთის გულისხმისყოფას? სთავაზობენ კი ისინი ადამიანებს რაიმე მხარდაჭერას, საზრდოს, დახმარებას ან წახალისებას? (არა.) ადამიანთათვის იმის თქმა, რომ სათადარიგო გეგმა მოამზადონ — განა ეს მათი შეფერხება არ არის? რას გულისხმობენ ისინი ამაში? „ფრთხილად უნდა იყო; ღმერთმა შეიძლება ზურგი გაქციოს!“ სწორედ ეს არის ის საწამლავი, რომელსაც ისინი ადამიანებში თესავენ. ამის მოსმენის შემდეგ ადამიანები ფიქრობენ: „მართალია, როგორ ვიყავი ასეთი სულელი? კინაღამ სახლი გავყიდე — მოვალეობა კარგად რომ არ შემესრულებინა და გავთავისუფლებულიყავი, დასაბრუნებელი სახლიც კი აღარ მექნებოდა. საბედნიეროდ, გამაფრთხილეს, თორემ რაღაც სისულელეს ჩავიდენდი.“ რა „გულითადი“ შეხსენებაა, მაგრამ მასში საკმაოდ ბევრი საწამლავია, და ის ძალიან ღრმად აღწევს! მოგისმენიათ ასეთი საფუძველს მოკლებული ხმები? ისინი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომ თითქოს ადამიანთა მიმართ ძალიან კეთილგანწყობილნი და ყურადღებითა და დიდი „სიყვარულით“ სავსენი არიან. ეს ადამიანები, ვისაც ესაუბრებიან, არც მათი ნათესავები არიან და არც მეგობრები, მათ შორის არავითარი სისხლით ნათესაობა არ არსებობს — მხოლოდ იმიტომ, რომ ყველას სწამს ღმერთი, ამ ადამიანებს შეუძლიათ ასეთი დიდი „სიყვარული“ ჰქონდეთ მათ მიმართ, ვისაც ესაუბრებიან. ხალხი ფიქრობს: „ეს მართლაც ღვთის მფარველობაა! აჯობებს, ჯერ ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონო. თუ მოვალეობის შესრულებისას ყოველთვის ზედაპირული ვიქნები, რას ვიზამ, თუ გამიშვებენ? ამიტომ, მოვალეობის შესრულებისას ფრთხილად უნდა ვიყო; მეტი ისეთი საქმე უნდა ვაკეთო, რაც კარგად წარმოაჩენს ჩემს თავს, თავი ავარიდო შეცდომების დაშვებას და შეცდომა რომც დავუშვა, სხვებს არ უნდა გავაგებინო. ასე ხომ არ გამიშვებენ, არა? რომც გამიშვან, არაუშავს; სათადარიგო გეგმა მაქვს, დანაზოგიც მაქვს და ჩემი სახლიც ადგილზეა. განა უბრალოდ ის არ არის, რომ ღმერთი არ ითვალისწინებს ადამიანთა გრძნობებს და არ მოქმედებს ხორციელი გრძნობებით? მიუხედავად ამისა, რისი უნდა მეშინოდეს? ადამიანები თავიანთი გრძნობებით ხელმძღვანელობენ, ადამიანთა სამყაროში ყველგან სიყვარულია!“ ეს ერთი „გულთბილი“ განცხადება ადამიანებს შორის „მეგობრობას“ უყრის საფუძველს, მაგრამ სად აყენებს იგი ღმერთს? იგი ღმერთს მესამე ან მეოთხე ადგილზე სწევს, მას გარეშე პირად აქცევს, თითქოს ღმერთი სანდო არ არის და მხოლოდ ადამიანები არიან ნდობის ღირსნი, მხოლოდ ადამიანები იჩენენ სხვების მიმართ მზრუნველობას. ეს ერთი განცხადება ასეთ მნიშვნელოვან ეფექტს ახდენს, ის ასეთი „დროულია“! მოგწონთ ასეთი სიტყვების მოსმენა? მიუხედავად იმისა, რომ იცით, მათ სიტყვებში ბოროტება იმალება, მაინც იმედოვნებთ, რომ ვინმე მინიშნებას მოგცემთ, დაგეხმარებათ, გამოცდილი ადამიანის გაფრთხილებას მოგცემთ, როცა არ იცით, წინ რა გელით, და გულწრფელ სიტყვას გეტყვით. ეს განცხადება ასეთი „გადამწყვეტია“, ასეთი „მნიშვნელოვანია“! განა ეს მათი სიტყვების სრულად დაჯერება არ არის? ამ საფუძველს მოკლებული ხმების გამომგონებლის „დაუფიქრებელმა“სიტყვებმა მოისყიდა ადამიანები და გაყიდა ღმერთი. როგორია ეს ქმედება? არის ის წესიერი? (არა.) რას იტყვით, როგორი ადამიანია ეს? ხალხის თვალში ის კარგი ადამიანია, კეთილი ადამიანია, მაგრამ მათი თვალით, ვისაც ესმის ჭეშმარიტება, ეს ადამიანი გონებაარეული ადამიანია. მათი ქმედებებისა და საქციელის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისინი სრულად ასრულებენ სატანის მსახურის როლს, ისინი ნამდვილი ეშმაკები არიან! ზუსტია ამის თქმა? (დიახ.) ეს ძალიან ზუსტია! ოდნავადაც არ არის აცდენილი. ისინი ყველას ითრევენ ღვთისგან თავის დაცვაში, ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევაში და არ ამბობენ არცერთ სიტყვას, რომელსაც ადამიანების აღშენება შეუძლია. რატომ არ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ მათი გული სავსეა ღვთის მიმართ მტრობითა და სიძულვილით, მათი ბუნება-არსება სატანისეულია და ისინი ბუნებრივად ეწინააღმდეგებიან ღმერთს და უპირისპირდებიან მას. ზოგიერთი ამბობს: „ისინი ბუნებრივად უპირისპირდებიან ღმერთს, მაშ, რატომღა მიჰყვებიან ღმერთს?“ კურთხევის მისაღებად! მათ სურთ ღვთის სახლიდან კურთხევის გამოძალვა, თუმცა არ სურთ რაიმე საფასურის გადახდა ან ჭეშმარიტების ძიება. მათ ასევე სურთ ღვთისთვის ძირის გამოთხრა, ღვთის რჩეული ხალხის შეწუხება და მათი იძულება, რომ ჩამოშორდნენ ღმერთს და უღალატონ მას. ასეთი ადამიანი, უდავოდ, ნამდვილი ეშმაკია. მაგრამ ზოგიერთი ბრიყვი ყოველთვის ვერ ახერხებს ასეთი ადამიანების ეშმაკური სახეების დანახვასა და ამოცნობას. მათ შეუძლიათ მიიღონ ყველა ის ეშმასეული სიტყვა, რომელსაც ეს ადამიანები ამბობენ და რომელიც შეესაბამება ადამიანურ წარმოდგენებსა და ხორციელი გრძნობების მოთხოვნილებებს. ამ ადამიანების მიერ შეცდომაში შეყვანის გამო მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ უღალატონ და უარყონ ღმერთი — რომც არ სურდეთ მისი უარყოფა, ეს მათ ძალებს აღემატება. სატანა, ეშმაკნი და სატანის მსახურნი ასეთი ვერაგნი და მზაკვარნი არიან! თავად ისინი ეწინააღმდეგებიან ღმერთს და უპირისპირდებიან მას, სძულთ ჭეშმარიტება და არ იღებენ მას და სურთ კიდეც, ხელი შეუშალონ უფრო მეტ ადამიანს ღვთის მიყოლასა და ჭეშმარიტების ძიებაში. ღვთის სახლში ეს ადამიანები სატანის შუამავლის როლს ასრულებენ, საუბრობენ და მოქმედებენ სატანის სახელით. ისინი ანტაგონისტებად გვევლინებიან საგანგებოდ იმისთვის, რომ ადამიანებს გამჭრიახობა განუვითარეთ. ამიტომ ბევრი რამ, რასაც ისინი ამბობენ, ზედაპირულად შეიძლება არ ჩანდეს მეტისმეტად პრობლემური. ისინი ხშირად ციტირებენ კიდეც ღვთის სიტყვებს და პოულობენ გარკვეულ მტკიცებულებებსა და გამონათქვამებს ღვთის სიტყვებში და შემდეგ თავისებურად გადააკეთებენ, რათა ისეთი შთაბეჭდილება შექმნან, თითქოს მათი ნათქვამი დიდად შეესაბამება ღვთის სიტყვებს. მაგრამ ერთი რამ ცხადია: რასაც ისინი ამბობენ, ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას. როდესაც ისმენ მათ ნათქვამს, შეიძლება სწორად მოგეჩვენოს, მაგრამ თუ მას გულდასმით შეადარებ ღვთის სიტყვებს, შეძლებ გაარჩიო, რომ ის ფუნდამენტურად არ შეესაბამება ჭეშმარიტებას. ყველა ის მოჩვენებითად სწორი სიტყვა, რომელსაც ისინი ამბობენ, სატანისგან მოდის. ისინი ცდიან ღმერთს, ცდილობენ, იპოვონ ხელჩასაჭიდი ღვთის სიტყვებში, არასწორად განმარტავენ ღვთის სიტყვებს, რათა დაგმონ ღმერთი და შეცდომაში შეიყვანონ ღვთის რჩეული ხალხი, რითაც უბიძგებენ მათ, ივარაუდონ ღმერთზე, არასწორად გაუგონ, უღალატონ და უარყონ ღმერთი, და ასე შემდეგ. ამიტომ, ანტიქრისტეებისა და ბოროტმოქმედების გარდა ისინი, ვინც იგონებს საფუძველს მოკლებულ ხმებს სხვათა შეცდომაში შესაყვანად, ასევე წარმოადგენენ ეკლესიაში ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელთა ქცევებიც უნდა იქნეს გარჩეული, რომლისგანაც თავი უნდა დავიცვათ და რომელიც უნდა მოვკვეთოთ.

ვ. საფუძველს მოკლებული ხმების გამავრცელებელი ადამიანების გარჩევა და მათთან გამკლავების პრინციპები

როგორ უნდა გავარჩიოთ ეკლესიაში ისინი, ვინც ყრის საფუძველს მოკლებულ ხმებს სხვათა შეცდომაში შესაყვანად? პირველ რიგში, ისინი, ვინც იგონებს საფუძველს მოკლებულ ხმებს, აბსოლუტურად არ ეძიებენ ჭეშმარიტებას; ისინი ზიზღით არიან განწყობილნი მის მიმართ. გარდა ამისა, ისინი ხშირად იგონებენ ყოველგვარ ეშმას სიტყვასა და აბსურდულ განცხადებას და იყენებენ მათ იმ დებისა და ძმების შეცდომაში შესაყვანად და მისაზიდად, რომლებსაც მცირე სულიერი ზრდა და სუსტი საძირკველი აქვთ და არ ესმით ჭეშმარიტება. შედეგი, რომელსაც ისინი აღწევენ, არის ეკლესიის ცხოვრების ნორმალური წესრიგის დარღვევა და დაზიანება, ადამიანთა ნორმალური სწრაფვისთვის ხელის შეშლა და მათი სწორი გზიდან აცდენა, ადამიანთა დასუსტება, მათში ნეგატივის დათესვა და იქამდე მიყვანაც კი, რომ მიატოვონ თავიანთი მოვალეობები და შეწყვიტონ ღვთის რწმენა — ეს მათ კიდევ უფრო აბედნიერებს. ამიტომ, მათი, ვინც იგონებს საფუძველს მოკლებულ ხმებს, სატანის მსახურებად მოხსენიება სრულიად ზუსტია; ეს არის ასეთი ადამიანების ნამდვილი სახე და სუბსტანცია და ამის გარჩევა ადვილია. ზოგიერთ ადამიანს გააჩნია გარკვეული კეთილგონიერება; მიუხედავად იმისა, რომ თავად არ უყვართ ჭეშმარიტება, ისინი არ გამოთქვამენ მოსაზრებებს ან არ ერევიან იმაში, თუ როგორ ეძიებენ სხვები ჭეშმარიტებას. ასეთი ადამიანების იგნორირება შესაძლებელია. მაგრამ ზოგიერთს შურს და სძულს ისინი, ვინც ეძიებს ჭეშმარიტებას; ისინი ყოველთვის განსჯიან და თავს ესხმიან მათ, თანაც გარკვეულ განზრახვებს მალავენ, და ებღაუჭებიან კიდეც საბაბს მათ დასაგმობად. ასეთი ადამიანებისგან თავი უნდა დავიცვათ. მიუხედავად იმისა, რომ ის, რასაც ეს ადამიანები ამბობენ, შეიძლება საკმაოდ სწორად, ლოგიკურად და ღვთის სიტყვების სიტყვასიტყვით მნიშვნელობასთან შესაბამისად ჟღერდეს, გულდასმით გარჩევისას ეს ძირითადად ტყუილები და საფუძველს მოკლებული ხმები, წმინდა წყლის სისულელე აღმოჩნდება. ეს ერთი შეხედვით სარწმუნო საფუძველს მოკლებული ხმები და ტყუილები მხილებულ უნდა იქნას. ზოგიერთი ამბობს: „მე მხოლოდ მცირე ხანია, რაც ღმერთი ვიწამე, ცოტა მაქვს წაკითხული ღვთის სიტყვები და არ მესმის ჭეშმარიტება. როგორ შემიძლია გავარჩიო საფუძველს მოკლებული ხმები და ტყუილები?“ ერთადერთი გზაა, დღეიდან მოყოლებული, მეტი ყურადღება დაუთმო ღვთის სიტყვების კითხვას და მეტად ეძიო ჭეშმარიტება ღვთის სიტყვებში, რათა ღვთის სიტყვებმა ფესვი გაიდგას შენს გულში. ღვთის სიტყვების წინამძღოლობითა და საკითხების ჭეშმარიტების მიხედვით განსჯით შენ შეიძენ გამჭრიახობას. ამ ადამიანთა მიერ გავრცელებული საფუძველს მოკლებული ხმები არავითარ გავლენას არ მოახდენს შენზე და ხელს ვერ შეგიშლის ნორმალურ სწრაფვაში. რა საფუძველს მოკლებული ხმებიც არ უნდა განიხილონ ან რა სისულელეც არ უნდა ილაპარაკონ, ვერ შეგარყევენ, არც ნეგატიური და სუსტი გახდები და მით უმეტეს, არ გექნება არავითარი არასწორი წარმოდგენა ღმერთზე; უბრალოდ ფოკუსირდები სწორი მიმართულებით სწრაფვაზე. ეს ნიშნავს, რომ გაქვს წინააღმდეგობის უნარი — სატანის ასეთი მსახურნი ეკლესიაში ვეღარავითარ გავლენას ვეღარ მოახდენენ. საფუძველს მოკლებული ხმების გარჩევის შესწავლის მოკლე გზა არ არსებობს. ერთადერთი გზაა, მეტად უსმინო ქადაგებებს, მეტი იკითხო ღვთის სიტყვები და მეტად გქონდეს თანაზიარება ჭეშმარიტებაზე. როდესაც მიაღწევ ჭეშმარიტების გაგებას, ბუნებრივად შეიძენ გარჩევის უნარს. რა არის ღვთის სიტყვების კითხვისა და ჭეშმარიტებაზე თანაზიარების მიზანი? ეს არის ჭეშმარიტების გაგება და იმ საფუძველს მოკლებული ხმებისა და მცდარი შეხედულებების გარჩევა ღვთის სიტყვების კითხვის მეშვეობით. თუ დაინახავ, რომ ეს საფუძველს მოკლებული ხმები ეწინააღმდეგება და უპირისპირდება ღვთის სიტყვებს და სრულიად საპირისპიროა ჭეშმარიტებისა, ისინი თავისთავად გაქარწყლდება. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ამბობს: „მე არ გამიღია ძალისხმევა ღვთის სიტყვების წასაკითხად და არ მესმის, ზუსტად რა არის ჭეშმარიტება ღვთის სიტყვებში. მხოლოდ ერთი რამ მახსოვს: საკუთარი თავის წარმართვის თვალსაზრისით ბრბოს უნდა მივყვე. რასაც ადამიანთა უმეტესობა უარყოფს, მეც უარვყოფ; რასაც ადამიანთა უმეტესობა იღებს, მეც ვიღებ. მე უბრალოდ ბრბოს მივყვები.“ არის ეს სწორი? (არა.) ზოგჯერ ბრბოც ცდება და ბრბოს მიყოლა ნიშნავს მათთან ერთად შეცდომების დაშვებას. უნდა ისწავლო, როგორ უნდა მიჰყვე მათ, ვისაც ესმის ჭეშმარიტება; მხოლოდ ეს არის კარგი გზა.

ეკლესიაში ხშირად ხდება საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, ღვთის რჩეულ ხალხზე მისი ხელისშემშლელი გავლენა და მიყენებული ზიანი მცირე როდია.სულ მცირე, მას შეუძლია ადამიანები დაასუსტოს და მათში ნეგატივი გააღვივოს; უარეს შემთხვევაში კი - აიძულოს ისინი, განერიდონ ღმერთს და უღალატონ კიდეც მას. ამიტომ საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელების იგნორირება არ შეიძლება. როგორც კი ეს ეკლესიაში მოხდება, ის დაუყოვნებლივ უნდა აღიკვეთოს და შეიზღუდოს. თუ ეკლესიის წინამძღოლები გულგრილნი და უგუნურნი არიან, არ შეუძლიათ რეალური საქმის კეთება და ვერ ამჩნევენ ამ პრობლემას, მაგრამ ამას ამჩნევს ზოგიერთი კარგი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანი, ვინც ჭეშმარიტებას ეძიებს და ესმის იგი, მაშინ სწორედ ამ უკანასკნელებმა უნდა გადადგან ნაბიჯი საკითხის მოსაგვარებლად. მრავალ ადამიანთან ძიებისა და თანაზიარების მეშვეობით კონსენსუსის მიღწევისა და დადასტურების მიზნით როგორც კი დადგინდება, რომ ვრცელდება საფუძველს მოკლებული ხმები, ადამიანებმა უნდა ეძიონ ჭეშმარიტება ამ პრობლემის გადასაჭრელად. თუ არ არის ნათელი, წარმოადგენს თუ არა გარკვეული გამონათქვამი მცდარ შეხედულებას, ბრმად ნუ დაახასიათებ მას. აშკარა და უტყუარი გამონათქვამები კი, რომლებიც ადვილად ამოსაცნობია, როგორც საფუძველს მოკლებული ხმები და სიცრუე, დაუყოვნებლივ უნდა იქნას მხილებული და გაანალიზებული, რათა ყველამ შეძლოს მათი გარჩევა. თუ ერთი-ორი წინადადების მოსმენის შემდეგ ვერ არჩევ, არის თუ არა ვინმეს ნათქვამი საფუძველს მოკლებული ხმა ან სიცრუე, მას ფრთხილად უნდა მოეკიდო და ბრმად არ უნდა გამოიტანო დასკვნები. დაელოდე, სანამ საუბარს დაასრულებენ, რათა ნათლად გაარჩიო. როგორც კი დადასტურდება, რომ ეს არის საფუძველს მოკლებული ხმა ან სიცრუე, ეს ადამიანი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და შეიზღუდოს. თუ განმეორებითი შეგონებები და შეზღუდვები ვერ აჩერებს მას და კვლავაც ჯიუტად აგრძელებსსაფუძველს მოკლებული ხმების გავრცელებას, ის ეკლესიიდან უნდა მოიკვეთოს. ნათელია თუ არა იმის პრინციპი და გზა, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა განხორციელდეს პრაქტიკაში, როდესაც აღმოაჩენ, რომ ვინმე ეკლესიაში საფუძველს მოკლებულ ხმებს ავრცელებს? (დიახ.)

საფუძველს მოკლებული ხმების შინაარსი მხოლოდ იმ მთავარ საკითხებს არ მოიცავს, რომლებიც მე ვახსენე; არსებობს ასევე საფუძველს მოკლებული ხმები, რომლებიც წვრილმანია, როგორებიცაა შენიშვნები გასხვლის შესახებ ან იმის შესახებ, თუ ვის იყენებს ღვთის სახლი და ვის მოკვეთავს, და სხვა არასწორი განცხადებები. სანამ ეკლესია საფუძვლიანად არ განიწმინდება, მასში არიან ცრუ წინამძღოლები, ანტიქრისტეები, ბოროტმოქმედები, დაბნეული ადამიანები, სულიერ გაგებას მოკლებულირეგვენები — მასში ყველანაირი ადამიანია. მატყუარები და საფუძველს მოკლებული ხმების გამომგონებლები ჩვეულებრივი მოვლენაა და ხალხში ყველანაირი საფუძველს მოკლებული ხმა და ეშმასეული სიტყვა ვრცელდება. რაც შეეხება ამ საფუძველს მოკლებულ ხმებს, ერთი მხრივ, ადამიანებს გონიერება მართებთ მათ განსასჯელად; მეორე მხრივ, უფრო სერიოზული საფუძველს მოკლებული ხმების განსახილველად, რომლებიც ეხება ღვთის საქმეს, ღვთის მართვის გეგმას, თავად ღმერთს,ღვთის სახლის ადმინისტრაციულ განკარგულებებს და სხვა საკითხებს, ადამიანებს უნდა გააჩნდეთ ჭეშმარიტება. გარე საკითხების განსასჯელად ადამიანებს მართებთ ნორმალური ადამიანური გონიერება. ღვთის საქმესა და ჭეშმარიტებასთან დაკავშირებული საკითხების გასარჩევად კი ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ჭეშმარიტება-რეალობა და სულიერი ზრდა. მოკლედ რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რა ტიპისაც არ უნდა იყოს საფუძველს მოკლებული ხმები, ადამიანებმა უნდა გაარჩიონ, უარყონ და არ უნდა მიიღონ ისინი. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ადამიანი არ ეძიებს ჭეშმარიტებას და უბრალოდ ამ საფუძველს მოკლებული ხმებით ცხოვრობს. დღეს ვიღაც ავრცელებს რაღაც მოსაზრებას, ქარი ერთ მხარეს დაუბერავს და ეს ადამიანებიც მას მიჰყვებიან. ხვალ სხვა რამეს იტყვიან, ქარი სხვა მხარეს დაუბერავს და ისინიც მას მიჰყვებიან. მაგალითად, რომელიმე წინამძღოლი ან მუშაკი ამბობს, რომ ის, ვინც დასამოწმებელ სტატიას დაწერს, სრულყოფილი გახდებაო და ისინიც იწყებენ ვარჯიშს სტატიების წერაში, სწავლობენ წერას და ეძებენ მასალებს. მეორე დღეს სხვა წინამძღოლი ან მუშაკი ამბობს, რომ ის, ვინც თავის მოვალეობას ასრულებს, გადარჩებაო და ისინი იწყებენ მოვალეობის შესრულებად. მაგრამ რაც არ უნდა დაკავებულნი იყვნენ, მათ არასოდეს ადარდებთ და არ აინტერესებთ ყველაზე მთავარი: ჭეშმარიტების ძიება და სიცოცხლეში შესვლა. ეკლესიაში სხვადასხვა ჯგუფში წარმოქმნილი მანკიერი ტენდენციები ყოველთვის ყოველთვის ითრევს ზოგიერთ ადამიანს. ეკლესიის წევრებს შორის გავრცელებული სხვადასხვა საფუძველს მოკლებულ ხმები ყოველთვის აბნევს და გავლენას ახდენს გარკვეულ ადამიანებზე. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც გულგრილნი რჩებიან და ყურს არ უგდებენ მათ. მათ არ აინტერესებთ, რას აკეთებს ღვთის სახლი, არცღვთის რწმენა და არ არიან ჭეშმარიტი მორწმუნენი. ეს ადამიანები მხოლოდ ფორმალურად არიან მორწმუნეები. არსებობს ადამიანთა კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც შედარებით უკეთესია; მათ შეუძლიათ ეძიონ ჭეშმარიტება და მიიღონ ჭეშმარიტება, ამიტომ მათზე გავლენას ვერ ახდენს ეს ნეგატიური მოვლენები და ნეგატიური ადამიანები. მხოლოდ მცირე სულიერი სიმწიფის მქონე ადამიანები, ვისაც საფუძველი არ გააჩნიათ და საერთოდ არ ეძიებენ ჭეშმარიტებას, ყოველთვის ექცევიან სხვადასხვა გამონათქვამისა და შენიშვნის გავლენის ქვეშ. რადგან ისინი ყოველთვის სხვებს მიჰყვებიან, ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთები, ვინც ავრცელებს სხვადასხვა საფუძველს მოკლებულ ხმას შუღლის ჩამოსაგდებად. ისინი ფიქრობენ, რომ მხოლოდ ეს აცოცხლებს ღვთის რწმენას და ხდის მას საინტერესოს და არა მოსაწყენს; ეს მათთვის ერთადერთი გზაა, რომ თავი მნიშვნელოვნად იგრძნონ. ეს ხშირად ხდება ახალბედა მორწმუნეთა შორის. თუ ეკლესია დაკავებულია საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელებითა და ადამიანების შეცდომაში შეყვანით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ეკლესიაში ნამდვილად ძალიან ცოტა ადამიანია ისეთი, ვისაც ესმის ჭეშმარიტება. ეკლესიაში ზემოხსენებული ადამიანები ბრმად მიჰყვებიან ნებისმიერ საფუძველს მოკლებულ ხმასა და წაქეზებას, რომელსაც ფარული მოტივების მქონე პირები იგონებენ, რაც ძალიან პრობლემურია. ეს ნაწილობრივ განპირობებულია მწირი სულიერი მონაცემებით და ასევე წარმოადგენს ჭეშმარიტების არცოდნის ნამდვილ გამოვლინებას. ის, რასაც ჭეშმარიტების არმქონე ადამიანი ამბობს, უმეტესწილად არაპრაქტიკულია და სიბილწითაა სავსე; მკაცრად რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი ტყუილია. თუ ამას თან სდევს მოტივები და მიზნები, მაშინ ეს მხოლოდ ტყუილი კი არ არის, არამედ სატანის მზაკვრობა და ბოროტმოქმედების შეთქმულებაა. ამიტომ, ამიტომ, რასაც ჭეშმარიტების არმქონე ადამიანები ამბობენ, ძირითადად ეშმაკეულია და მისი დაჯერება არ შეიძლება.

ამით სრულდება თანაზიარება საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელების თემაზე. საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელების ეს საკითხი ყველაზე მეტად ამჟღავნებს ადამიანებს და ნათლად წარმოაჩენს მათ ქცევას. ახლა უკვე უნდა გესმოდეთ, როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ საფუძველს მოკლებული ხმებისა და მათი გამავრცელებლების მიმართ და რა მეთოდები უნდა გამოიყენოთ მათთან გასამკლავებლად, არა? (დიახ.) როგორც კი ამას გაიგებთ, როდესაც კვლავ წააწყდებით ასეთ საკითხებს, შეადარეთ ისინი ჩვენს თანაზიარებას და გამოიყენეთ ყველაზე სწორი მეთოდები ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ეს შეესაბამება პრინციპებს.

17 ივლისი, 2021 წ.

წინა: წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (17)

შემდეგი: წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (19)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება