წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (15)
პუნქტი მეთორმეტე: იმ სხვადასხვა ადამიანების, მოვლენებისა და საგნების ოპერატიული და ზუსტი იდენტიფიცირება, რომლებიც აფერხებენ და არღვევენ ღვთის საქმესა და ეკლესიის ნორმალურ წესრიგს; მათი შეჩერება, შეზღუდვა და ვითარების გამოსწორება; გარდა ამისა, ჭეშმარიტების გაზიარება, რათა ღვთის რჩეულმა ხალხმა ამ ყველაფრის მეშვეობით განავითაროს გარჩევის უნარი და მიიღოს შესაბამისი გაკვეთილი (ნაწილი მესამე)
სხვადასხვა ადამიანები, მოვლენები და საგნები, რომლებიც არღვევენ და ხელს უშლიან ეკლესიის ცხოვრებას
წინა შეკრებაზე ჩვენ ერთად განვიხილეთ წინამძღოლთა და მუშაკთა მეთორმეტე პასუხისმგებლობა: „იმ სხვადასხვა ადამიანების, მოვლენებისა და საგნების ოპერატიული და ზუსტი იდენტიფიცირება, რომლებიც აფერხებენ და არღვევენ ღვთის საქმესა და ეკლესიის ნორმალურ წესრიგს; მათი შეჩერება, შეზღუდვა და ვითარების გამოსწორება; გარდა ამისა, ჭეშმარიტების გაზიარება, რათა ღვთის რჩეულმა ხალხმა ამ ყველაფრის მეშვეობით განავითაროს გარჩევის უნარი და მიიღოს შესაბამისი გაკვეთილი.“ ამ პასუხისმგებლობასთან მიმართებაში ჩვენ ძირითადად განვიხილეთ ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემა, რომლებიც თერთმეტ საკითხად დავყავით. წაიკითხეთ ისინი. (პირველი, ჭეშმარიტების თანაზიარებისას თემიდან ხშირი გადახვევა; მეორე, სიტყვებისა და მოძღვრებების ფრქვევა ადამიანების შეცდომაში შესაყვანად და მათი პატივისცემის მოსაპოვებლად; მესამე, საოჯახო საქმეებზე საუბარი, პირადი კავშირების დამყარება და პირადი საქმეების მოგვარება; მეოთხე, დაჯგუფებების შექმნა; მეხუთე, სტატუსისთვის ბრძოლა; მეექვსე, შეუფერებელ ურთიერთობებში ჩაბმა; მეშვიდე, ურთიერთთავდასხმებსა და სიტყვიერ დაპირისპირებებში ჩაბმა; მერვე, წარმოდგენების გავრცელება; მეცხრე, ნეგატივის ფრქვევა; მეათე, საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელება; და მეთერთმეტე, არჩევნებით მანიპულირება და მისი ჩაშლა.) წინა ჯერზე ჩვენ მეხუთე საკითხი განვიხილეთ, რომელიც არის სტატუსისთვის ბრძოლა და მეექვსე საკითხი — შეუფერებელ ურთიერთობებში ჩაბმა. ეს ორი ტიპის პრობლემა, წინა ოთხი საკითხის მსგავსად, ასევე იწვევს ეკლესიის ცხოვრებისა და ეკლესიის ნორმალური წესრიგის არევ-დარევასა და ჩაშლას. ამ ორი ტიპის პრობლემის ბუნებიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რა ზიანსაც ისინი ეკლესიის ცხოვრებას აყენებენ და რა გავლენასაც ახდენენ ადამიანთა სიცოცხლეში შესვლაზე, ორივე მათგანი შეიძლება გაუთანაბრდეს იმ ადამიანებს, მოვლენებსა და საგნებს, რომლებიც არღვევენ და ხელს უშლიან ღვთის საქმესა და ეკლესიის ნორმალურ წესრიგს.
VII. ურთიერთთავდასხმასა და სიტყვიერ შელაპარაკებაში მონაწილეობა
დღეს ჩვენ მეშვიდე საკითხს განვიხილავთ — ურთიერთთავდასხმასა და სიტყვიერ შელაპარაკებაში მონაწილეობა. ასეთი პრობლემები ხშირია ეკლესიურ ცხოვრებაში და ყველასთვის თვალსაჩინოა. როდესაც ადამიანები იკრიბებიან ღვთის სიტყვის საჭმელად და სასმელად, თავიანთ პირადი გამოცდილებების გასაზიარებლად, ან რაიმე რეალური პრობლემის განსახილველად, აზრთა სხვადასხვაობა ან დავა იმის შესახებ, რა არის სწორი და რა - არასწორი, ხშირად იწვევს ადამიანთა შორის კამათსა და დაპირისპირებას. თუ ადამიანები ვერ თანხმდებიან და განსხვავებული შეხედულებები აქვთ, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ეკლესიურ ცხოვრებას, ითვლება თუ არა ეს ურთიერთთავდასხმებსა და სიტყვიერ დაპირისპირებებში ჩაბმად? ეს არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს; ეს ნორმალურ გაზიარებას განეკუთვნება. ამგვარად, ერთი შეხედვით ბევრი პრობლემა შეიძლება მეშვიდე საკითხს უკავშირდებოდეს, მაგრამ სინამდვილეში, ამ კატეგორიას მხოლოდ ის პრობლემები მიეკუთვნება, რომლებიც გარემოებებისა და ბუნების მხრივ უფრო მძიმეა და შესაბამისად, ჩაშლასა და არეულობას წარმოადგენს. მოდით, ახლა განვიხილოთ ის, თუმათი ბუნებიდან გამომდინარე, რომელი პრობლემები მოიაზრება ამ საკითხში.
პირველ რიგში, თუ შევხედავთ ურთიერთთავდასხმაში ჩაბმის გამოვლინებებს, ეს ნამდვილად არ ეხება ჭეშმარიტების შესახებ ნორმალურ თანაზიარებას ან მის ძიებას, ან ჭეშმარიტების თანაზიარებაზე დაფუძნებულ განსხვავებულ გაგებასა თუ ახსნას, ან რომელიმე ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით ჭეშმარიტება-პრინციპების ძიებას, თანაზიარებას, განხილვასა და პრაქტიკის გზის ძიებას; პირიქით, ეს არის კამათი და დავა იმის შესახებ, რა არის სწორი და რა - არასწორი. ძირითადად, სწორედ ასე ვლინდება იგი. ჩნდება თუ არა ზოგჯერ მსგავსი პრობლემა ეკლესიურ ცხოვრებაში? (დიახ.) მხოლოდ გარეგნული ნიშნებითაც კი აშკარაა, რომ ისეთი ქმედება, როგორიცაა ურთიერთთავდასხმაში ჩაბმა, ნამდვილად არ ეხება ჭეშმარიტების ძიებას, ან სულიწმიდის წინამძღოლობით ჭეშმარიტების თანაზიარებას, ან ჰარმონიულ თანამშრომლობას; პირიქით, მისი საფუძველი ფიცხი ხასიათია და ამ დროს გამოყენებული სიტყვები გამოხატავს განსჯას, დაგმობას და წყევლასაც კი — ამგვარი გამოვლინება ნამდვილად სატანის გახრწნილი ხასიათის გამოაშკარავებაა. როდესაც ადამიანები თავს ესხმიან ერთმანეთს, მიუხედავად იმისა,მათი საუბარი მწვავეა თუ ტაქტიანი, ის სიფიცხეს, ბოროტებასა და სიძულვილს აფრქვევს და მოკლებულია სიყვარულს, შემწყნარებლობასა და მოთმინებას და ბუნებრივია, კიდევ უფრო მოკლებულია ჰარმონიულ თანამშრომლობას. ადამიანების მიერ ერთმანეთზე თავდასხმისთვის გამოყენებული მეთოდები მრავალფეროვანია. მაგალითად, როდესაც ორი ადამიანი რაიმე საკითხს განიხილავს, პიროვნება ,,ა“ ეუბნება პიროვნება ,,ბ“-ს: „ზოგიერთ ადამიანს ცუდი ადამიანობა და ამპარტავანი ხასიათი აქვს; ისინი ტრაბახობენ, როგორც კი რაიმე მცირედს გააკეთებენ და არავის უსმენენ. ისინი ზუსტად ისეთები არიან, როგორებზეც ღმერთი ამბობს, რომ მხეცებივით ველურები არიან და ადამიანობა აკლიათ.“ ამის მოსმენის შემდეგ, პიროვნება ,,ბ“ ფიქრობს: „განა ის, რაც ახლა თქვი, ჩემკენ არ იყო მომართული? შენ ღვთის სიტყვებიც კი მოიშველიე ჩემს სამხილებლად! რადგან ჩემზე ისაუბრე, არც მე დავიხევ უკან. შენ უხეშად მომექეცი, ამიტომ მეც ცუდად მოგექცევი!“ ამგვარად, პიროვნება ,,ბ“ ამბობს: „ზოგიერთი ადამიანი შეიძლება გარეგნულად ძალიან ღვთისმოსავი ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში, გულის სიღრმეში ისინი ყველაზე უფრო ბოროტები არიან. ისინი საპირისპირო სქესთან შეუფერებელ ურთიერთობებშიც კი ებმებიან ზუსტად ისე, როგორც ღვთის სიტყვებში ნახსენები მრუშები და მეძავები — ღმერთს უკიდურესად სძულს ასეთი ადამიანები, იგი ზიზღითაა განწყობილი მათ მიმართ. რა აზრი აქვს მოაქვს ღვთისმოსავად გამოჩენას? ეს ყველაფერი თვალთმაქცობაა. ღმერთს ყველაზე მეტად თვალთმაქცები არ მოსწონს; ყველა თვალთმაქცი ფარისეველია!“ ამის მოსმენის შემდეგ, პიროვნება ,,ა“ ფიქრობს: „ეს ჩემზე საპასუხო თავდასხმაა! კარგი, შენ უხეშად მომექეცი, ამიტომ ნუ დამადანაშაულებ, თუ უკან არ დავიხევ!“ ასე, სიტყვის შებრუნებით, ეს ორი იწყებს ჩხუბს. არის ეს ღვთის სიტყვების თანაზიარება? (არა.) რას აკეთებენ ისინი? (თავს ესხმიან ერთმანეთს და ჩხუბობენ.) ისინი რაღაც ბერკეტსაც კი ეჭიდებიან და თავიანთი თავდასხმებისთვის „საფუძველს“ პოულობენ, იშველიებენ რა ღვთის სიტყვებს, როგორც საფუძველს — ეს არის ურთიერთთავდასხმაში ჩაბმა და ამავდროულად, - სიტყვიერ შელაპარაკებაში ჩართვა. გვხვდება თუ არა ზოგჯერ თანაზიარების ეს ფორმა ეკლესიურ ცხოვრებაში? არის ეს ნორმალური თანაზიარება? არის ეს ნორმალური ადამიანობის ფარგლებში თანაზიარება? (არა.) მაშინ, იწვევს თუ არა თანაზიარების ეს ფორმა ეკლესიური ცხოვრების ჩაშლასა და არეულობას? რა სახის ჩაშლასა და არეულობას იწვევს იგი? (ნორმალური ეკლესიური ცხოვრება ირღვევა, ადამიანები ერთვებიან დავაში იმის შესახებ, რა არის სწორი და რა - არასწორი და შესაბამისად, აღარ შეუძლიათ მშვიდად ფიქრი და ღვთის სიტყვებზე თანაზიარება.) როდესაც ადამიანები ერთვებიან ასეთ ჩხუბსა და დავაში სწორისა და არასწორის შესახებ და ეკლესიურ ცხოვრებაში თავს ესხმიან ერთმანეთს, მოქმედებს თუ არა კვლავ სულიწმიდა? სულიწმიდა არ მოქმედებს; ამგვარი თანაზიარება ადამიანთა გულებში არევ-დარევას იწვევს. ბიბლიაში არის ასეთი სიტყვები, გახსოვთ ისინი? („კვლავ გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება დედამიწაზე ნებისმიერი რამის სათხოვნელად, მიეცემათ ჩემი ზეციერი მამისგან. ვინაიდან, სადაც ორი თუ სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის“ (მათე 18:19–20).) რას ნიშნავს ეს სიტყვები? როდესაც ადამიანები იკრიბებიან ღვთის წინაშე, ისინი უნდა იყვნენ ერთი გულისა და გონებისანი და გაერთიანებულნი ღვთის წინაშე; ღმერთი მხოლოდ მაშინ მიანიჭებს მათ კურთხევას და სულიწმიდა მხოლოდ მაშინ იმოქმედებს, როდესაც ადამიანები ერთი გულისა და გონებისანი იქნებიან. მაგრამ იყვნენ თუ არა ერთი გულისა და გონებისანი ის ორი მოკამათე ადამიანი, რომლებიც ახლახან ვახსენე? (არა.) რაში იყვნენ ისინი ჩაბმულები? ურთიერთთავდასხმაში, ჩხუბში, განსჯასა და დაგმობაშიც კი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, ისინი არ იყენებდნენ უხამს სალანძღავ სიტყვებს ან არ ახსენებდნენ სახელებს, მათი სიტყვების მიღმა არსებული მოტივაცია არ იყო ჭეშმარიტების თანაზიარება ან ჭეშმარიტების ძიება და ისინი არ საუბრობდნენ ნორმალური ადამიანობისთვის დამახასიათებელი სინდისითა და გონიერებით. მათ მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა მოკლებული იყო პასუხისმგებლობას და ახლდა აგრესიულობა და ბოროტგანზრახულობა; არცერთი სიტყვა არ შეესაბამებოდა ფაქტებს და არც რაიმე საფუძველი გააჩნდა. არცერთი სიტყვა არ ეხებოდა საკითხის განსჯას ღვთის სიტყვებისა და მოთხოვნების შესაბამისად, ეს იყო პირადი თავდასხმების, განსჯისა და დაგმობის წამოწყება მათი შეხედულებებიდან და იმ ადამიანის საწინააღმდეგო განწყობიდან გამომდინარე, რომელიც სძულდათ და ზემოდან უყურებდნენ. არცერთი მათგანი არის გულისა და გონების ერთიანობის გამოვლინება; პირიქით, ეს არის სიტყვები და გამოვლინებები, რომლებიც მომდინარეობს სიფიცხისა და სატანის გახრწნილი ხასიათისგან და ისინი არ არის ღვთისთვის სათნო; შესაბამისად, იქ სულიწმიდა არ მოქმედებს. ეს არის ურთიერთთავდასხმაში ჩაბმის გამოვლინება.
ეკლესიურ ცხოვრებაში ადამიანთა შორის ხშირად წარმოიშობა დაპირისპირება და კონფლიქტი წვრილმანი საკითხების ან ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისებისა და ინტერესების გამო. დაპირისპირება ასევე ხშირად ხდება შეუთავსებელი პიროვნული თვისებების, ამბიციებისა და მიდრეკილებების გამო. სხვადასხვა სახის უთანხმოება და განხეთქილება ასევე ჩნდება ადამიანთა შორის სოციალური სტატუსისა და განათლების დონის, ადამიანურობისა და ბუნების და თვით საუბრის მანერისა თუ საქმისადმი მიდგომის სხვაობის გამო, სხვა მიზეზებთან ერთად. თუ ადამიანები არ ცდილობენ ამ საკითხების გადაჭრას ღვთის სიტყვის მეშვეობით, თუ არ არსებობს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა, მხარდაჭერა და დახმარება და თუ ადამიანები, ნაცვლად ამისა, გულში ინახავენ წინასწარგანწყობასა და სიძულვილს და ერთმანეთს ეპყრობიან სიფიცხით გახრწნილი ხასიათის ფარგლებში, მაშინ ეს მათ სავარაუდოდ, ურთიერთთავდასხმებამდე და განსჯამდე მიიყვანს. ზოგიერთ ადამიანს აქვს გარკვეული სინდისი და გონება და როდესაც დაპირისპირება ხდება, მათ შეუძლიათ გამოიჩინონ მოთმინება, იმოქმედონ გონივრულად და დაეხმარონ მეორე მხარეს სიყვარულით. თუმცა, ზოგიერთს ეს არ შეუძლია; მათ აკლიათ ელემენტარული შემწყნარებლობა, მოთმინება, ადამიანობა და გონიერებაც კი. მათ ხშირად უჩნდებათ სხვადასხვაგვარი წინასწარგანწყობა, ეჭვი და გაუგებრობა სხვების მიმართ უმნიშვნელო წვრილმანების, თუნდაც ერთი სიტყვის, ან სახის გამომეტყველების გამო, რაც მათ გულებში იწვევს სხვადასხვაგვარ ფიქრს, ეჭვს, განსჯასა და დაგმობას მათ მიმართ. ეს მოვლენები ხშირად ხდება ეკლესიაში და ხშირად მოქმედებს ადამიანებს შორის ნორმალურ ურთიერთობებზე, დებისა და ძმების ჰარმონიულ ურთიერთქმედებაზე და მათ მიერ ღვთის სიტყვების თანაზიარებაზეც კი. ადამიანთა შორის ურთიერთობისას დაპირისპირების წარმოშობა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ თუ ასეთი საკითხები ხშირად იჩენს თავს ეკლესიურ ცხოვრებაში, მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ, ხელი შეუშალონ და გაანადგურონ კიდეც ნორმალური ეკლესიური ცხოვრება. მაგალითად, თუ ვინმე შეკრებაზე კამათს იწყებს, მაშინ ეს შეკრება ჩაიშლება, ეკლესიური ცხოვრება ნაყოფს ვერ გამოიღებს და შეკრებაზე დამსწრენი ვერაფერს მიიღებენ და არსებითად, მათი შეკრება ამაო და დროის ფუჭი კარგვა იქნება. შესაბამისად, ეს საკითხები უკვე მოახდენს გავლენას ეკლესიური ცხოვრების ნორმალურ წესრიგზე.
ა. ურთიერთთავდასხმასა და სიტყვიერ შელაპარაკებაში მონაწილეობის რამდენიმე ტიპის გამოვლინება
1. ნაკლოვანებების ურთიერთგამომჟღავნება
ზოგიერთ ადამიანს ყოველთვის უყვარს საოჯახო საქმეებსა და უმნიშვნელო თემებზე საუბარი შეკრებების დროს და ისინი საუბრობენ წვრილმან საყოფაცხოვრებო საქმეებზე და ერთვებიან ჭორაობაში დებთან და ძმებთან, როდესაც მათ ხვდებიან, რაც ამ დებსა და ძმებს უმწეობის განცდას უტოვებს. შეიძლება ვინმე წამოდგეს მათ შესაჩერებლად, მაგრამ რა ხდება შემდეგ? თუ მათ მუდმივად აწყვეტინებენ, ისინი უკმაყოფილონი რჩებიან და მათი უკმაყოფილება კი პრობლემას იწვევს. ისინი ფიქრობენ: „შენ ყოველთვის მაწყვეტინებ და საუბრის საშუალებას არ მაძლევ. კარგი, მაშინ მეც გაგაწყვეტინებ, როცა შენ ისაუბრებ! როცა ღვთის სიტყვებს განიხილავ, მე ღვთის სიტყვების სხვა მონაკვეთით ჩაგეჭრები. როცა საკუთარი თავის შეცნობაზე საუბრობ, მე ღვთის იმ სიტყვებზე ვილაპარაკებ, რომლებიც ადამიანებს განიკითხავენ. როცა შენი ამპარტავანი ხასიათის შეცნობაზე საუბრობ, მე გაგიზიარებ ღვთის სიტყვებს იმის შესახებ, თუ როგორ განისაზღვრება ადამიანების ბედი და დანიშნულება. რასაც უნდა ამბობდე შენ, მე სხვა რამეს ვიტყვი!“ უფრო მეტიც, თუ სხვებიც ჩაერევიან მათ გასაჩერებლად, მაშინ ეს პიროვნება დგება და თავს ესხმის მათ. ამავდროულად, რადგან მათ გულში წყენა და სიძულვილი აქვთ, შეკრებების დროს ისინი ხშირად ამჟღავნებენ იმ ადამიანის ნაკლოვანებებს, ვინც მათ სიტყვა გააწყვეტინა; საუბრობენ იმაზე, თუ როგორ ატყუებდა ეს ადამიანი სხვებს ბიზნესში, სანამ ღმერთს ირწმუნებდა, რაოდენ უპრინციპო იყო სხვებთან ურთიერთობაში და ა.შ. ისინი საუბრობენ ამ საკითხებზე, როდესაც კი ის ადამიანი იწყებს საუბარს. თავდაპირველად იმ ადამიანმა შეიძლება მოთმინება გამოიჩინოს, მაგრამ დროთა განმავლობაში, ის იწყებს ფიქრს: „მე ყოველთვის გეხმარები შენ, ყოველთვის ვიჩენ შემწყნარებლობასა და მოთმინებას შენ მიმართ, მაგრამ შენ არ იჩენ ჩემ მიმართ შემწყნარებლობას. თუ შენ ასე მექცევი, ნუ დამადანაშაულებ, თუ უკან არ დავიხევ! ჩვენ ამდენი ხანია ერთ სოფელში ვცხოვრობთ — ორივე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. შენ თავს დამესხი, ამიტომ მეც თავს დაგესხმები; შენ ჩემი ნაკლოვანებები გამოამჟღავნე, მაგრამ შენ თავად ბევრი გაქვს.“ და ასე ამბობენ: „შენ ახალგაზრდობაში იპარავდი კიდეც; ის წვრილმანი ქურდობები, რომლებიც შენ ჩაიდინე, კიდევ უფრო სამარცხვინოა! რასაც მე ვაკეთებდი, საქმიანობა იყო და ამ ყველაფერს თავის გასატანად ჩავდიოდი. ვინ არ უშვებს შეცდომებს ამქვეყნად? რას იტყვი შენს საქციელზე? შენი საქციელი ქურდის, ყაჩაღის საქციელია!“ განა ეს ურთიერთთავდასხმაში ჩაბმა არ არის? რა არის ამ თავდასხმების მეთოდი? ეს ნაკლოვანებების ურთიერთგამომჟღავნებაა, არა? (დიახ.) ისინი იმასაც კი ფიქრობენ: „შენ განაგრძობ ჩემი ნაკლოვანებების გამომჟღავნებას, ყველას აგებინებ მათ შესახებ და ჩემი სამარცხვინო წარსულის შესახებ; ისე აკეთებ, რომ სხვებმა პატივი აღარ მცენ. ჰოდა, არც მე დავიხევ უკან. მე ყველაფერი ვიცი იმის შესახებ, თუ რამდენი პარტნიორი გყავდა, საპირისპირო სქესის რამდენ ადამიანთან იყავი; მთელი ეს არსენალი მომზადებული მაქვს. თუ შენ კვლავ გამოამჟღავნებ ჩემს ნაკლოვანებებს და ზედმეტად შორს შეტოპავ, მე შენს ყველა ბოროტმოქმედებას ნათელს მოვფენ!“ ნაკლოვანებების ურთიერთგამომჟღავნება გავრცელებული პრობლემაა მათ შორის, ვინც კარგად იცნობს ერთმანეთს. შესაძლოა უთანხმოების გამო ან იმის გამო, რომ მათ შორის კონფლიქტი ან წყენა არსებობს, ორი ადამიანი ძველ და წვრილმან საკითხებს ამოქექავს, რათა შეკრებების დროს ერთმანეთზე თავდასხმის იარაღად გამოიყენოს. ეს ორი ადამიანი ერთმანეთის ნაკლოვანებებს ამჟღავნებს, თავს ესხმის და გმობს ერთმანეთს, ართმევს ყველას ღვთის სიტყვის ჭამისა და სმის დროს და გავლენას ახდენს ნორმალურ ეკლესიურ ცხოვრებაზე. შეუძლია ასეთ შეკრებებს ნაყოფის გამოღება? აქვთ თუ არა მათ გარშემო მყოფ ადამიანებს კვლავ შეკრების სურვილი? ზოგიერთი და და ძმა იწყებს ფიქრს: „ეს ორი მართლაც პრობლემურია, რა აზრი აქვს ამ წარსული საქმეების წამოწევას! ახლა ორივეს სწამს ღმერთი, მათ უნდა დაივიწყონ ეს ყველაფერი. ვის არ აქვს პრობლემები? განა ახლა ორივენი ღვთის წინაშე არ არიან წარმდგარნი? ყველა ეს პრობლემა შეიძლება გადაიჭრას ღვთის სიტყვით. ნაკლოვანებების გამომჟღავნება არ ნიშნავს ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებას, არც ერთი ადამიანის ძლიერი მხარეებიდან სწავლას მეორის სისუსტი მხარეების გამოსასწორებლად; ეს ურთიერთთავდასხმაა, ეს სატანური ქცევაა.“ მათი ურთიერთთავდასხმები არღვევს და ხელს უშლის ნორმალურ ეკლესიურ ცხოვრებას. ვერავინ აჩერებს მათ და ისინი არავის უსმენენ, ვინც კი უნდა ეწეოდეს მათთან ჭეშმარიტებაზე თანაზიარებას. ზოგიერთი ადამიანი ურჩევს მათ: „შეწყვიტეთ ერთმანეთის ნაკლოვანებების გამომჟღავნება. სინამდვილეში ეს ყველაფერი არც ისე დიდი პრობლემაა; განა ეს უბრალოდ ხანმოკლე სიტყვიერი უთანხმოება არ არის? თქვენ ორს შორის არ არსებობს ღრმა სიძულვილი. ორივემ რომ შეძლოთ გულის გადაშლა, საკუთარი თავის ბოლომდე წარმოჩენა, წინასწარგანწყობის, წყენისა და სიძულვილის დავიწყება, რათა ილოცოთ და ეძიოთ ჭეშმარიტება ღვთის წინაშე, ყველა ეს პრობლემა გადაიჭრებოდა.“ მაგრამ ეს ორი ადამიანი კვლავ ჩიხშია. ერთ-ერთი მათგანი ამბობს: „ჯერ მას რომ ბოდიში მოეხადა, გული გადაეშალა და გულწრფელად ეთქვა ყველაფერი, მაშინ მეც იგივეს გავაკეთებდი. მაგრამ თუ ისევ ისე გაჯიუტდება, , მაშინ არც მე დავიხევ უკან! შენ მთხოვ, რომ ჭეშმარიტება პრაქტიკაში განვახორციელო — რატომ არ ახორციელებს ის მას? შენ მთხოვ, რომ დავივიწყო ყველაფერი — რატომ არ აკეთებს ის ამას პირველი?“ განა ეს უგუნურება არ არის? (დიახ.) ისინი იწყებენ უგუნურად მოქცევას. მათზე გავლენას არავის რჩევა არ ახდენს და ისინი ჭეშმარიტებაზე საუბარსაც არ უსმენენ. როგორც კი ერთმანეთს დაინახავენ, კამათობენ, ერთმანეთის ნაკლოვანებებს ამჟღავნებენ და ერთმანეთს თავს ესხმიან. გარდა იმისა, რომ ხელჩართულ ბრძოლაზე არ გადადიან, მათ ყოველ ქმედებაში სიძულვილია და ყოველი მათი სიტყვა თავდასხმისა და წყევლის მინიშნებებას შეიცავს. თუ ეკლესიურ ცხოვრებაში არის ორი ასეთი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთის დანახვისთანავე თავს ესხმიან და სიტყვიერ შელაპარაკებაში ერთვებიან, ამ ეკლესიურ ცხოვრებას ნაყოფის გამოღება შეუძლია? შეუძლიათ თუ არა ადამიანებს მისგან რაიმე დადებითის მიღება? (არა.) როდესაც ასეთი სიტუაციები იქმნება, ადამიანთა უმეტესობა წუხს და ამბობს: „ყოველ ჯერზე, როცა ვიკრიბებით, ეს ორი ყოველთვის ჩხუბობს და არავის რჩევას არ ყურს არ უგდებენ. რა უნდა ვქნათ?“ სანამ ისინი იქ არიან, შეკრებები არ არის მშვიდობიანი და ისინი ყველას აწუხებენ. ასეთ შემთხვევებში, ეკლესიის წინამძღოლები უნდა ჩაერიონ პრობლემის მოსაგვარებლად; მათ არ უნდა მისცენ ასეთ პირებს ეკლესიური ცხოვრების ჩაშლის გაგრძელების უფლება. თუ მრავალგზის რჩევის, თანაზიარებისა და პოზიტიური წინამძღოლობის შემდეგ შედეგი არ მიიღწევა და ორივე მხარე კვლავ რჩება თავისი წინასწარგანწყობის ტყვეობაში და უარს ამბობს ერთმანეთის პატიებაზე და განაგრძობს ერთმანეთზე თავდასხმასა და ეკლესიური ცხოვრების ჩაშლას, მაშინ აუცილებელია საკითხის პრინციპების მიხედვით მოგვარება. მათ უნდა უთხრან: „თქვენ ორივენი დიდი ხანია ამ მდგომარეობაში ხართ და ამან სერიოზული არეულობა გამოიწვია ეკლესიურ ცხოვრებასა და ყველა დასა და ძმაში. ადამიანთა უმეტესობა გაბრაზებულია თქვენი საქციელის გამო, მაგრამ ეშინიათ რაიმეს თქმა. თქვენი ამჟამინდელი დამოკიდებულებისა და გამოვლინებების გათვალისწინებით, ეკლესიამ, პრინციპების შესაბამისად, უნდა შეაჩეროს თქვენი ჩართულობა ეკლესიურ ცხოვრებაში და მოგთხოვოთ განმარტოება თვითრეფლექსიისთვის. როდესაც შეძლებთ ჰარმონიულ ურთიერთობას, ნორმალურ თანაზიარებაში ჩართვას და ნორმალური პიროვნებათაშორისი ურთიერთობების დამყარებას, მაშინ შეძლებთ, დაუბრუნდეთ ეკლესიურ ცხოვრებას.“ მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან თუ არა ისინი ამას, ეკლესიამ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება; ეს პრინციპებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებაა. ასეთი საკითხები ამ გზით უნდა გადაწყდეს. ერთი მხრივ, ეს ორივე ადამიანისთვის სასარგებლოა; ამან შეიძლება უბიძგოს მათ დაფიქრებისა და საკუთარი თავის შეცნობისკენ. მეორე მხრივ, ეს უპირველესად იცავს მეტ დასა და ძმას ბოროტი ადამიანების მხრიდან შეწუხებისგან. ზოგიერთი ადამიანი ამბობს, „მათ არავითარი ბოროტება არ ჩაუდენიათ; თავიანთი არსით, ისინი არც ბოროტმოქმედები არიან. მათ უბრალოდ, მცირე ნაკლოვანებები აქვთ ადამიანობის მხრივ, ისინი უბრალოდ ჯიუტები არიან, მიდრეკილნი არიან უგუნურებისკენ, ეჭვიანობისა და კამათისკენ. რატომ უნდა მოვახდინოთ მათი იზოლირება მხოლოდ ამის გამო?“ მიუხედავად მათი ადამიანობისა, სანამ ისინი არევ-დარევას იწვევენ ეკლესიურ ცხოვრებაში, ეკლესიის წინამძღოლები უნდა ჩაერიონ საკითხის მოსაგვარებლად. თუ ეს ორი ადამიანი ბოროტმოქმედია, მაშინ როგორც კი ეს გამოაშკარავდება, რეაგირება არ უნდა შემოიფარგლოს მათი იზოლირებით; დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება მათი პირდაპირ განკვეთის შესახებ. თუ მათი ქმედებები შემოიფარგლება ერთმანეთზე თავდასხმითა და დავით იმის შესახებ, რა არის სწორი და რა - არასწორი, სხვებისთვის ზიანის მიყენების ან სხვა ისეთი ცუდი საქმეების ჩადენის გარეშე, რომლებიც ზარალს მიაყენებდა ღვთის სახლის ინტერესებს და ისინი არ არიან ბოროტნი, მაშინ მათი განკვეთა არ არის საჭირო. ნაცვლად ამისა, მათი ეკლესიური ცხოვრება უნდა შეჩერდეს და მოხდეს მათი იზოლირება თვითრეფლექსიისთვის. ეს მიდგომა ყველაზე მართებულია. საკითხის ამგვარად მოგვარების მიზანია ეკლესიური ცხოვრების ნორმალური წესრიგის უზრუნველყოფა და იმის გარანტირება, რომ ეკლესიის საქმე ნორმალურად წარიმართოს.
2. ურთიერთგამომჟღავნება და თავდასხმები
ზოგიერთ ადამიანს აკლია ღვთის სიტყვის ჭამისა და სმისას მისი წვდომის უნარი და არ იცის, როგორ ითანაზიაროს ღვთის სიტყვის ემპირიული გაგების შესახებ. მათ მხოლოდ ის იციან, თუ როგორ დაუკავშირონ ადამიანთა მამხილებელი ღვთის სიტყვები სხვებს. ამიტომ როდესაც ისინი ღვთის სიტყვებში არსებულ ჭეშმარიტებაზე თანაზიარებენ, ყოველთვის აქვთ პირადი მოტივები; მათ მუდამ სურთ, გამოიყენონ შესაძლებლობა სხვების სამხილებლად და მათზე თავდასასხმელად, რაც ეკლესიაში არეულობას იწვევს. თუკი ისინი, ვინც მხილებულნი არიან, შეძლებენ ამ სიტუაციების სწორად აღქმას, ღვთისგან მიღებას და ისწავლიან მორჩილებასა და მოთმინებას, მაშინ არავითარი დავა არ იარსებებს. თუმცა, გარდაუვალია, რომ ვინმეს გაუჩნდეს წინააღმდეგობის გრძნობა, როდესაც ისმენს, თუ როგორ თანაზიარებენ სხვები და ამხელენ მის პრობლემებს. ისინი გულში ფიქრობენ: „რატომ ხდება ისე, რომ ღვთის სიტყვების წაკითხვის შემდეგ, შენ არ აზიარებ შენს ემპირიულ გაგებას მათ შესახებ ან არ საუბრობ საკუთარი თავის შეცნობაზე და ამის ნაცვლად მხოლოდ მე მესხმი თავს და მიმიზნებ? მიუღებელი ვარ შენთვის? ღვთის სიტყვებმა უკვე ნათელყო, რომ მე გახრწნილი ხასიათი მაქვს. ნუთუ მართლა გჭირდება შენ ამის თქმა? შეიძლება მე მაქვს გახრწნილი ხასიათი, მაგრამ განა შენც არ გაქვს? შენ ყოველთვის მე მიმიზნებ, მზაკვარს მიწოდებ, მაგრამ არც შენ გაკლია ცბიერება!“ წყენითა და ურჩობით აღვსილებმა, მათ შეიძლება ერთხელ ან ორჯერ გამოიჩინონ მოთმინება, მაგრამ დროის გასვლისა და წყენის დაგროვების შემდეგ, ისინი ფეთქდებიან და როდესაც ფეთქდებიან, ეს კატასტროფაა. ისინი ამბობენ: „როდესაც ზოგიერთი ადამიანი მოქმედებს და საუბრობს, ისინი ისინი გარეგნულად თავს ძალიან პატიოსნად და გულახდილად აჩვენებენ, მაგრამ სინამდვილეში, სავსენი არიან ყოველგვარი მზაკვრული გეგმით და ყოველთვის სხვების წინააღმდეგ იწყებენ ინტრიგების ხლართვას. მათთან საუბრისას ვერავინ ხვდება მათ აზრებს ან განზრახვებს. ისინი მზაკვარი ადამიანები არიან. როდესაც ასეთ პიროვნებებს ვაწყდებით, არ შეგვიძლია მათთან საუბარი ან ურთიერთობა. ისინი ძალიან საშიშნი არიან. თუ არ იქნები ფრთხილად, მათ მახეში გაებმები და მათ მიერ მოტყუებული და გამოყენებული აღმოჩნდები. ასეთი ადამიანები ყველაზე ბოროტნი არიან, ისეთები, რომლებიც ღმერთს ყველაზე მეტად სძულს და ეზიზღება. ისინი უძირო უფსკრულში, ცეცხლისა და გოგირდის ტბაში უნდა ჩაყარონ!“ ამის მოსმენის შემდეგ მეორე ადამიანი ფიქრობს: „შენ გახრწნილი ხასიათი გაქვს, მაგრამ არ აძლევ სხვებს შენი მხილების უფლებას? შენ ისეთი ამპარტავანი და თავდაჯერებული ხარ, ამიტომ ღვთის სიტყვების სხვა მონაკვეთს ვიპოვი შენს სამხილებლად და ვნახოთ, მერე რას იტყვი!“ მხილების შემდეგ მეორე ადამიანი კიდევ უფრო ბრაზდება და ფიქრობს: „ესე იგი, შენ არ აპირებ ამის ასე დატოვებას, არა? შენ მაინც არ ეშვები ამას, ჰო? შენ უბრალოდ არ მოგწონვარ და ფიქრობ, რომ გახრწნილი ხასიათი მაქვს, არა? კარგი, მაშინ მეც გამხილებ!“ და ამიტომ ისინი ამბობენ: „ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ ანტიქრისტეა. მათ უყვართ სტატუსი და სხვებისგან ქება, უყვართ სხვებისთვის ჭკუის სწავლება, ღვთის სიტყვების გამოყენება სხვების სამხილებლად და დასაგმობად, რითაც სხვებს აფიქრებინებენ, რომ თავად არ გააჩნიათ გახრწნილი ხასიათი. ისინი მედიდურნი არიან და ჰგონიათ, რომ განიწმინდნენ, მაგრამ განა ისინი უბრალოდ არაწმიდა სულები არ არიან? განა ისინი უბრალოდ სატანები და ბოროტი სულები არ არიან? ვინ არიან ანტიქრისტეები? ანტიქრისტეები სატანები არიან!“ რამდენი რაუნდი იბრძოლეს მათ? არის გამარჯვებული? (არა.) თქვეს მათ რაიმე ისეთი, რაც სხვებს რწმენაში გააძლიერებდა? (არა.) მაშ, რა არის ეს სიტყვები? (განკითხვა, დაგმობა.) ეს განკითხვაა. ისინი დაუფიქრებლად საუბრობენ რეალური სიტუაციისა თუ ფაქტების გაუთვალისწინებლად, თვითნებურად განიკითხავენ და გმობენ სხვებს, წყევლიან კიდეც მათ. აქვთ მათ ფაქტობრივი საფუძველი იმისთვის, რომ მეორე ადამიანს ანტიქრისტე უწოდონ? რა ბოროტი საქმეები და ანტიქრისტეს გამოვლინებები აჩვენა ამ ადამიანმა? აღწევს კი მათი გახრწნილი ხასიათი ანტიქრისტეს არსის დონეს? როდესაც ღვთის რჩეული ხალხი მოისმენს, თუ როგორ ამხელენ ისინი მეორე ადამიანს, იფიქრებენ, რომ ეს ობიექტური და ჭეშმარიტია? არის რაიმე სიკეთე ან კეთილი განზრახვა ამ ორი ადამიანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებში? (არა.) არის მათი მიზანი, დაეხმარონ ერთმანეთს საკუთარი თავის შეცნობაში, რათა რაც შეიძლება სწრაფად განიშორონ თავიანთი გახრწნილი ხასიათი და შევიდნენ ჭეშმარიტება-რეალობაში? (არა.) მაშინ რისთვის აკეთებენ ამას? ეს ხდება მათი პირადი ბოღმის გადმოსანთხევად, მეორე მხარეზე თავდასასხმელად და შურის საძიებლად, ამიტომ ისინი თვითნებურად სდებენ ბრალს ისეთ რამეში, რაც საერთოდ არ შეესაბამება ფაქტებს. ისინი ზუსტად არ აფასებენ და არ ახასიათებენ ერთმანეთს ღვთის სიტყვებისა და მეორე ადამიანის გამოვლინებებისა და არსის საფუძველზე; ამის ნაცვლად ისინი იყენებენ ღვთის სიტყვებს ერთმანეთზე თავდასასხმელად, შურის საძიებლად და პირადი ბოღმის გადმოსანთხევად. ისინი საერთოდ არ თანაზიარებენ ჭეშმარიტებას. ეს სერიოზული პრობლემაა. ისინი ყოველთვის ებღაუჭებიან მეორე ადამიანის ნაკლოვანებებს, რათა თავს დაესხან და დაგმონ ის ამპარტავანი ხასიათის გამო. ეს დამოკიდებულება მზაკვრული და ბოროტგანზრახულია და ეს ნამდვილად არ არის კეთილგანწყობილი მხილება. შესაბამისად, ამას მხოლოდ ორმხრივ მტრობასა და სიძულვილამდე მივყავართ. თუ მხილება ხორციელდება სიყვარულით სხვების დახმარების სურვილით, ადამიანები ამას გრძნობენ და შეუძლიათ სწორად მიიღონ იგი. მაგრამ თუ ვინმე იყენებს სხვა ადამიანის ამპარტავან ხასიათს მის დასაგმობად და მასზე თავდასასხმელად, ეს მხოლოდ ამ ადამიანზე თავდასხმისა და მისი ტანჯვისთვის კეთდება. ყველას აქვს ამპარტავანი ხასიათი, მაშ რატომ უნდა ამოიღონ მიზანში ყოველთვის ერთი ადამიანი? რატომ უნდა მოახდინონ ყოველთვის ერთ ადამიანზე ფოკუსირება ისე, რომ არ შეეშვან მას? მუდმივად ამ ერთი ადამიანის ამპარტავანი ხასიათის მხილება — არის ამის მიზანი მართლაც დახმარება, რომ მან განიშოროს ეს ხასიათი? (არა.) მაშინ რა არის ამის მიზეზი? ეს იმიტომ ხდება, რომ მათთვის მეორე ადამიანი მიუღებელია, ამიტომ ისინი ეძებენ შესაძლებლობებს, რომ თავს დაესხან და სამაგიერო გადაუხადონ და მუდამ ტანჯონ ის. ამიტომ, როდესაც ისინი ამბობენ, რომ მეორე ადამიანი არის ანტიქრისტე, სატანა, ეშმაკი, მზაკვარი და ბოროტი პიროვნება, არის ეს ფაქტებზე დაფუძნებული? ეს შეიძლება ოდნავ ეხებოდეს ფაქტებს, მაგრამ ამ სიტყვების თქმის მიზანი არის არა მეორე ადამიანის დახმარება ან ჭეშმარიტების თანაზიარება, არამედ პირადი ბოღმის გადმონთხევა და შურისძიება. ისინი დაიტანჯნენ და ამიტომ სურთ სამაგიეროს გადახდა. როგორ იძიებენ შურს? მეორე ადამიანის მხილებით, მათი დაგმობით, მათთვის ეშმაკის, სატანის, ბოროტი სულის, ანტიქრისტეს წოდებით — აკრავენ მათ ყველაზე აღმაშფოთებელ იარლიყს და უყენებენ ყველაზე მძიმე ბრალდებას. განა ეს არ არის თვითნებური განკითხვა და დაგმობა? ორივე მხარის განზრახვა, მიზანი და მოტივაცია ამ სიტყვების თქმისას არ არის ის, რომ დაეხმარონ მეორე ადამიანს საკუთარი თავის შეცნობაში და მისი გახრწნილი ხასიათის გამოსწორებაში, მით უმეტეს, არ არის ის, რომ დაეხმარონ მას ღვთის სიტყვის რეალობაში შესვლაში ან ჭეშმარიტება-პრინციპების გაგებაში. ამის ნაცვლად, ისინი ცდილობენ თავს დაესხან და დაარტყან მეორე ადამიანს, ამხილონ ის, რათა მიაღწიონ თავიანთ მიზანს — გადმოანთხიონ პირადი ბოღმა და იძიონ შური. ეს არის ურთიერთთავდასხმებსა და სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩაბმა. მიუხედავად იმისა, რომ სხვებზე თავდასხმის ეს მეთოდი შეიძლება უფრო დასაბუთებულად გამოიყურებოდეს, ვიდრე ნაკლოვანებების ურთიერთგამომჟღავნება და ის გულისხმობს ღვთის სიტყვების დაკავშირებას მეორე ადამიანთან იმის სათქმელად, რომ მას აქვს გახრწნილი ხასიათი და რომ ის არის ეშმაკი და სატანა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი შეხედვით ისე სჩანს, რომ სულიერების მიზნით კეთდება, ამ ორი მეთოდის ბუნება ერთნაირია. არცერთი ეს მეთოდი არ ეხება ღვთის სიტყვისა და ჭეშმარიტების თანაზიარებას ნორმალური ადამიანობის ფარგლებში; ამის ნაცვლად ისინი მიზნად ისახავს სხვა ადამიანის უპასუხისმგებლოდ და თვითნებურად თვითნებურად განკითხვას, დაგმობასა და დაწყევლას პირადი შეხედულებებისა და სიმპათიების საფუძველზე და პირად თავდასხმებში ჩართვას. ამგვარი ხასიათის დიალოგები ასევე იწვევს ჩაშლასა და არეულობას ეკლესიურ ცხოვრებაში და ისინი ხელს უშლიან და აზიანებენ ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლას.
რა უნდა გააკეთოთ, როდესაც აწყდებით ორ ადამიანს, რომლებიც ერთმანეთის გახრწნილი ხასიათის მხილებით ურთიერთთავდასხმებში არიან ჩართულნი? აუცილებელია მაგიდაზე ხელის დარტყმა და მათთვის ჭკუის სწავლება? აუცილებელია მათზე ცივი წყლის გადასხმა დასაშოშმინებლად, რათა მიახვედროთ, რომ ცდებიან და ერთმანეთს ბოდიში მოუხადონ? შეუძლია ამ მეთოდებს პრობლემის გადაჭრა? (არა.) ეს ორი პიროვნება ყოველ შეკრებაზე ჩხუბობს და ყოველი შეკრების დასრულების შემდეგ ისინი შემდეგი ჩხუბისთვის ემზადებიან. სახლში ისინი ეძებენ ღვთის სიტყვებსა და საფუძვლებს, რათა გამოიყენონ თავდასხმებში, მონახაზებსაც კი აკეთებენ და გეგმავენ, როგორ დაესხან თავს მეორე მხარეს, მათ რომელ ასპექტებს დაესხან თავს, როგორ განიკითხონ და დაგმონ ისინი, რა ტონი გამოიყენონ და ღვთის რომელი სიტყვები დაიმოწმონ ყველაზე დამაჯერებელი თავდასხმისა და დაგმობისთვის. ისინი ასევე ეძებენ სხვადასხვა სულიერ ტერმინს და იყენებენ გამოხატვის სხვადასხვა მეთოდს მეორე მხარის დასაგმობად და მასზე თავდასასხმელად, რათა მას სიტუაციის შემობრუნების საშუალება არ მისცენ. ისინი ცდილობენ მომდევნო ჩხუბში მოწინააღმდეგე დაამარცხონ და ისე გაანადგურონ, რომ წამოდგომა ვეღარ შეძლოს. ყოველივე ეს ურთიერთთავდასხმასა და სიტყვიერ დაპირისპირებას განეკუთვნება. ადვილია ასეთი პრობლემების გადაჭრა? თუკი ადამიანთა უმეტესობისგან რჩევის, დახმარებისა და ჭეშმარიტებაზე თანაზიარების მიღების შემდეგ ისინი მაინც არ ინანიებენ ან არ იცვლიან გეზს — ანუ შეხვედრისას კამათობენ და ერთმანეთს წყევლიან, არ უსმენენ არავის რჩევას და არ იღებენ, როდესაც ვინმე ჭეშმარიტებას უზიარებს ან სხლავს მათ — რა უნდა გაკეთდეს? ამის მოგვარება მარტივია: უნდა მოხდეს მათი თავიდან მოცილება. განა ეს არ გადაჭრიდა პრობლემას? განა ეს მარტივი არ არის? აუცილებელია მათთან თანაზიარების გაგრძელება? აუცილებელია მათი სიყვარულით დახმარება? მითხარით, მართებულია ასეთი ადამიანების მიმართ სიყვარულით შემწყნარებლობისა და მოთმინების გამოჩენა? (არ არის მართებული.) რატომ არ არის მართებული? (ისინი არ იღებენ ჭეშმარიტებას — მათთან თანაზიარებას აზრი არ აქვს.) სწორია, ისინი არ იღებენ ჭეშმარიტებას. ისინი შეკრებებში მხოლოდ იმიტომ მონაწილეობენ, რომ სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩაერთონ. მათ არ სწამთ ღმერთი ჭეშმარიტების მოსაპოვებლად, მათ უბრალოდ სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩართვა მოსწონთ. არის ეს ნორმალური ადამიანობის გამოვლენა და გამოხატულება? აქვთ მათ ნორმალური ადამიანობისთვის დამახასიათებელი გონივრულობა? (არა.) მათ აკლიათ ნორმალური ადამიანობისთვის დამახასიათებელი გონივრულობა. შეკრებების დროს ასეთი ადამიანები არ კითხულობენ ღვთის სიტყვებს კონცენტრირებულად და ჯეროვნად, რათა გაიგონ და მიიღონ ჭეშმარიტება ღვთის სიტყვებიდან და ამით დაძლიონ თავიანთი გახრწნილი ხასიათი და პრობლემები. ამის ნაცვლად, მათ ყოველთვის სხვების პრობლემების გადაჭრა სურთ. მათი ყურადღება მუდმივად სხვებზეა მიპყრობილი, რათა მათში ნაკლოვანებები იპოვონ. ისინი მუდამ ცდილობენ ღვთის სიტყვებში სხვა ადამიანების პრობლემები დაინახონ. ისინი იყენებენ ღვთის სიტყვების კითხვისა და თანაზიარების შესაძლებლობას სხვების სამხილებლად და მათზე თავდასასხმელად. ისინი იყენებენ ღვთის სიტყვებს სხვების განსაკითხად, დასამცირებლად და დასაგმობად. ამავდროულად საკუთარ თავს ღვთის სიტყვის მიღმა აყენებენ. როგორი ადამიანები არიან ისინი? არიან ისინი ისეთი ადამიანები, რომლებიც იღებენ ჭეშმარიტებას? (არა.) ისინი განსაკუთრებით კარგად და მონდომებით აკეთებენ ერთ რამეს: ღვთის სიტყვების წაკითხვის შემდეგ ისინი ხშირად პოულობენ სხვებში იმ სხვადასხვა პრობლემას, მდგომარეობასა და გამოვლინებას, რომლებსაც ღვთის სიტყვები ამხელს. რაც უფრო მეტად პოულობენ ამ პრობლემებს, მით უფრო გრძნობენ, რომ დიდ პასუხისმგებლობას ატარებენ და სჯერათ, რომ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ, ფიქრობენ რა, რომ უნდა ამხილონ ეს საკითხები. ისინი არ დაინდობენ არცერთ ადამიანს, ვისაც ეს პრობლემები აქვს. როგორი ადამიანები არიან ისინი? გააჩნიათ ასეთ ადამიანებს გონიერება? აქვთ მათ ჭეშმარიტების წვდომის უნარი? (არა.) ეკლესიაში, თუ ასეთი ადამიანები ხმას არ იღებენ ან არეულობას არ იწვევენ, მათზე რეაგირება საჭირო არ არის. თუმცა, თუ ისინი მუდმივად ამგვარად მოქმედებენ, ყოველთვის თავს ესხმიან, განიკითხავენ და გმობენ სხვებს, მაშინ ეკლესიამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს მათთან გასამკლავებლად და უნდა მოახდინოს მათი ეკლესიიდან მოცილება. რაც შეეხება მათ, ვინც სხვათა მიერ იქნა მხილებული და შემდეგ თავს ესხმის, განიკითხავს და გმობს მათ იგივე მეთოდებითა და საშუალებებით, თუ ვითარება მძიმეა და მათ ჩაშალეს და აურიეს ეკლესიური ცხოვრება, ისინიც ასევე ეკლესიიდან უნდა მოიკვეთონ და იზოლირებულნი იქნენ ღვთის რჩეული ხალხისგან — მათ მიმართ არავითარი ლმობიერება არ უნდა გამოიჩინონ.
ურთიერთთავდასხმებსა და სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩაბმის კიდევ რომელი გამოვლინებები ითვლება გააჩნია ეკლესიური ცხოვრების ჩაშლისა და არევ-დარევის გამომწვევ ქმედებებად? ნაკლოვანებების ურთიერთგამომჟღავნება და ერთმანეთის გახრწნილი ხასიათის მხილება პირადი ბოღმის გადმოსანთხევად და ერთმანეთზე შურის საძიებლად, ეკლესიური ცხოვრების ჩაშლისა და არევ-დარევის აშკარა გამოვლინებებია. ამ ორი გამოვლინების გარდა არსებობს კიდევ ერთი: როდესაც ვინმე თავს აჩვენებს, თითქოს გულახდილია, საკუთარ თავს აშიშვლებს და აანალიზებს იმისთვის, რათა განზრახ ამხილოს და გაანალიზოს სხვები — ამგვარი თავდასხმაც ეკლესიის ცხოვრების ჩაშლისა და არევ-დარევის გამოვლინებაა. მაშ, არის თუ არა ადამიანის ნათქვამი თავდასხმა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ეხება არა საკუთარ, არამედ სხვების პრობლემებს, მიუხედავად იმისა, ეს პირდაპირ და მიზანმიმართულად არის ნათქვამი თუ ირიბად და ტაქტიანად? (არა.) მაშინ, რა სიტუაციები წარმოადგენს თავდასხმას? ეს დამოკიდებულია ნათქვამის მიღმა არსებულ განზრახვასა და მიზანზე. თუ რამე ითქმება ადამიანებზე თავდასასხმელად და შურის საძიებლად, ან პირადი ბოღმის გადმოსანთხევად, ეს თავდასხმაა. ეს ერთი სიტუაციაა. გარდა ამისა, პრობლემის ზედაპირული ასპექტების გაზვიადება ადამიანების განსაკითხად და დასაგმობად, რაც ეწინააღმდეგება ფაქტებსა და სიმართლეს, უპასუხისმგებლოდ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა ისე, რომ საერთოდ არ უყურებენ, რა არის საკითხის არსი — ესეც პირადი ბოღმის გადმონთხევა და შურისძიებაა, ეს არის განკითხვა და დაგმობა, და ამგვარი სიტუაციაც თავდასხმას წარმოადგენს. კიდევ რა? (ადამიანებზე დაუსაბუთებელი ჭორების გავრცელება არის ერთ-ერთი?) დაუსაბუთებელი ჭორების შეთხზვა, რა თქმა უნდა, ითვლება, თანაც როგორ. რამდენი სიტუაცია წარმოადგენს თავდასხმას? (სამი.) შეაჯამეთ ეს სიტუაციები. (პირველი არის სხვებზე თავდასხმა კონკრეტული მიზნით. მეორე არის სხვების განკითხვა და დაგმობა ისე, რომ ეს ეწინააღმდეგება ფაქტებსა და ჭეშმარიტებას, რაც სხვა ადამიანების უპასუხისმგებლოდ და თვითნებურად დახასიათებაა. მესამე არის ადამიანებზე საფუძველს მოკლებული ჭორების გავრცელება.) თითოეული ამ სამი სიტუაციის ბუნება მათ პირად თავდასხმებად აქცევს. როგორ განვასხვავოთ, რომელი სიტუაციები წარმოადგენს პირად თავდასხმას და რომელი არა? როდესაც საქმე თავდამსხმელს ეხება, რომელი ქმედებები ან სიტყვები წარმოადგენს თავდასხმას? დავუშვათ, ადამიანის სიტყვებს ოდნავ წამქეზებლური ბუნება აქვს, შეუძლია სხვების გზას აცდენა და მასში ჭორების შეთხზვის ნიშნებიც იკვეთება. ეს ადამიანი არაფრისგან ქმნის რაღაცას და იგონებს ჭორებსა და ტყუილებს ხალხის შეცდომაში შესაყვანად და გზას ასაცდენად. მისი განზრახვა და მიზანია, რომ აიძულოს მეტი ადამიანი, აღიარონ და ირწმუნონ, რომ მისი ნათქვამი სწორია და შეესაბამება ჭეშმარიტებას. ამავდროულად, მას ასევე სურს შური იძიოს სხვაზე, გახადოს ის ნეგატიური და სუსტი. ის ფიქრობს: „შენ ისეთი საძაგელი ზნეობა გაქვს — მე უნდა გამოვააშკარავო შენი რეალური მდგომარეობა და დაგიცხრო ეგ ამპარტავნება და მერე ვნახავთ, რითი მოიწონებ თავს და რით იტრაბახებ! როგორ შემიძლია გამოვირჩეოდე შენს გვერდით? ჩემი სიძულვილი არ განელდება, სანამ არ ჩაგაგდებ ნეგატიურ მდგომარეობაში და არ დაგცემ. ყველას დავანახებ, რომ შენც ვარდები ნეგატიურ მდგომარეობაში და შენც გაქვს სისუსტეები!“ თუ ეს არის მისი მიზანი, მაშინ მისი სიტყვები თავდასხმას წარმოადგენს. მაგრამ დავუშვათ, რომ მისი განზრახვა უბრალოდ ფაქტებისა და ჭეშმარიტების გარკვევაა რაიმე საკითხთან დაკავშირებით — მას შემდეგ, რაც ზუსტად ჩასწვდა საკითხის არსს და გააცნობიერა მისი ბუნება გარკვეული გამოცდილების საფუძველზე, ის გრძნობს, რომ ამაზე უნდა ითანაზიაროს, რათა უმრავლესობამ გაიგოს იგი და იცოდეს, ამ საკითხის როგორი წვდომაა წმინდა ანუ, მისი მიზანია გამოასწოროს მეტი ადამიანის უკუღმართი ან ცალმხრივი შეხედულებები ამ საკითხზე — არის ეს თავდასხმა? (არა.) ის არ აიძულებს ვინმეს მიიღოს მისი პირადი აზრი და მით უმეტეს, არ ამოძრავებს პირადი შურისძიების განზრახვა. ამის ნაცვლად მას მხოლოდ ფაქტების ჭეშმარიტების ნათელყოფა სურს; ის მეორე მხარეს სიყვარულით ეხმარება, გაგებაში, რათა ამ გაგების მეშვეობით გზას არ აცდეს. მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა ამას მეორე მხარე, მას შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება. ამიტომ ეს ქცევა და მიდგომა არ არის თავდასხმა. ამ ორ სხვადასხვა გამოვლინებაში გამოყენებული ენით, სიტყვების შერჩევით, საუბრის მანერით, ტონითა და დამოკიდებულებით შეიძლება იმის გაგება, თუ რა არის ამ ადამიანის განზრახვა და მიზანი. თუ ადამიანს მეორე მხარეზე თავდასხმა სურს, მისი ენა აუცილებლად მწვავე იქნება, ხოლო მისი განზრახვა და მიზანი აშკარად გამოჩნდება მისი საუბრის ტონში, ინტონაციაში, სიტყვების შერჩევასა და დამოკიდებულებაში. თუ ის არ აიძულებს მეორე მხარეს მიიღოს ის, რასაც ამბობს და ნამდვილად არ ესხმის მას თავს, მაშინ მისი საუბარი აუცილებლად შეესაბამება ნორმალური ადამიანობის სინდისისა და გონიერების გამოვლინებებს. გარდა ამისა, მისი საუბრის დამოკიდებულება, ტონი და სიტყვების შერჩევა აუცილებლად გონივრული იქნება და ნორმალური ადამიანობის ფარგლებში მოექცევა.
იმ პრინციპების თანაზიარების შემდეგ, თუ როგორ უნდა განვასხვავოთ, რა წარმოადგენს პირად თავდასხმას და რა არა, შეგიძლიათ ახლა ამის გარჩევა? თუ ჯერ კიდევ არ შეგიძლიათ ამის გარჩევა, მაშინ ვერ შეძლებთ საკითხის არსის დანახვას. მიუხედავად იმისა, თუ რა სასიამოვნოდ ჟღერს ვინმეს თანაზიარება, თუ ის არ მოქმედებს პრინციპების შესაბამისად, თუ მისი მიზანი არ არის დაეხმაროს ადამიანებს ჭეშმარიტების გაგებასა და თავიანთი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაში და ამის ნაცვლად ეძებს მიზეზებს, რათა გამოიყენოს ადამიანების წინააღმდეგ და მუდმივად ჩააცივდეს მათ, ძალ-ღონეს არ იშურებს მათ განსაკითხად და დასაგმობად და მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ისე ჩანს, თითქოს ადამიანებს ცნობს, სინამდვილეში მისი განზრახვა და მიზანი სხვების დაგმობა და მათზე თავდასხმაა, მაშინ ეს სიტუაცია პირად თავდასხმას მოიცავს. ადამიანებს შორის არსებული წვრილმანი საკითხები ძალიან მარტივი და აშკარაა. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჭეშმარიტებაზე თანაზიარება რომ მომხდარიყო, ეს ერთ შეკრებაზე ნაკლებ დროს წაიღებდა. მაშ, აუცილებელია დებსა და ძმებს დრო წაართვათ და ყოველ შეკრებაზე ამაზე ბევრი ესაუბროთ? ეს არ არის აუცილებელი. თუ ადამიანები მუდმივად ჩააცივდებიან სხვებს და არ ეშვებიან, ეს ადამიანებზე თავდასხმასა და არეულობის გამოწვევას წარმოადგენს. რა არის იმის მიზეზი, რომ ადამიანები ერთ საკითხს ებღაუჭებიან და მასზე დაუსრულებლად საუბრობენ? ის, რომ არავის სურს უარი თქვას საკუთარ განზრახვებსა და მიზნებზე, არავინ ცდილობს საკუთარი თავის შეცნობას და არავინ იღებს ჭეშმარიტებას ან ფაქტებსა და სიმართლეს; ამიტომ ისინი მუდმივად ჩააცივდებიან სხვებს. რა ბუნება აქვს სხვებისთვის მუდმივად ჩაციებას? ეს თავდასხმაა. ეს არის სხვათა წინააღმდეგ გამოსაყენებელი მიზეზების ძიება, სხვა ადამიანთა მიერ შერჩეულ სიტყვებში შეცდომების პოვნა და სხვათა ნაკლოვანებების მათსავე წინააღმდეგ გამოყენება, მხოლოდ ერთ რამეზე დაუსრულებლად ჩაციკვლა და კამათი იქამდე, სანამ სახე არ გაუწითლდებათ. თუ ადამიანები თანაზიარებენ ნორმალური ადამიანობის ფარგლებში, მხარს უჭერენ და ეხმარებიან ერთმანეთს ანუ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, მაშინ მათ შორის ურთიერთობა სულ უფრო და უფრო გაუმჯობესდება. მაგრამ თუ ისინი ერთვებიან ურთიერთთავდასხმებსა და კამათში, ერთმანეთს ექიშპებიან საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, ყოველთვის სურთ უპირატესობის მოპოვება, არ სურთ დამარცხების აღიარება და არ მიდიან კომპრომისზე, არ ივიწყებენ პირად წყენას, მაშინ მათ ორს შორის ურთიერთობა საბოლოოდ სულ უფრო დაიძაბება და გაუარესდება. ეს არ იქნება ნორმალური პიროვნებათაშორისი ურთიერთობა და შეიძლება იქამდეც კი მივიდეს, რომ შეხვედრისას თვალები გაუწითლდეთ. დაფიქრდით, როდესაც ძაღლები ჩხუბობენ, ავი ძაღლის თვალები წითლდება. რას ნიშნავს მისი თვალების გაწითლება? განა ის სიძულვილით არ არის აღვსილი? განა იგივე არ ხდება ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც ერთმანეთს ესხმიან თავს? თუ ჭეშმარიტებაზე თანაზიარებისას ადამიანები თავს არ დაესხმებოდნენ ერთმანეთს, არამედ ერთმანეთის ძლიერი მხარეებით ერთმანეთის ნაკლოვანებებს შეავსებდნენ და მხარს დაუჭერდნენ ერთმანეთს, შესაძლებელი იქნებოდა, რომ მათ შორის ურთიერთობა ცუდი ყოფილიყო? მათი ურთიერთობა აუცილებლად სულ უფრო ნორმალური გახდებოდა. როდესაც ორი ადამიანი საუბრობს, მუსაიფობს, თანაზიარებს ან კამათობს კიდეც ნორმალური ადამიანობისთვის დამახასიათებელი სინდისისა და გონიერების ფარგლებში, მათი ურთიერთობა ნორმალური იქნება და ისინი არ გაბრაზდებიან ან არ დაიწყებენ ჩხუბს შეხვედრისთანავე. თუ ადამიანებში სიძულვილი და აუხსნელი რისხვის ტალღა ჩნდება მაშინაც კი, როდესაც ისინი პირისპირ არ არიან მხოლოდ იმიტომ, რომ მეორე მხარე ახსენეს, მაშინ ეს არ არის ნორმალური ადამიანობისთვის დამახასიათებელი გონიერებისა და სინდისის გამოვლინება. ადამიანები თავს ესხმიან ერთმანეთს, რადგან მათ აქვთ გახრწნილი ხასიათი. ეს სრულიად არ არის დაკავშირებული მათ გარემოსთან. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს არ უყვართ ჭეშმარიტება, არ შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება და არ იყენებენ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში ან არ აგვარებენ საკითხებს პრინციპებზე დაყრდნობით, როდესაც დავა წარმოიშობა და ამიტომ ეკლესიურ ცხოვრებაში ხშირია ნაკლოვანებების ურთიერთგამომჟღავნების, განკითხვის, ურთიერთთავდასხმებისა და დაგმობის შემთხვევებიც კი. რადგან ადამიანებს აქვთ გახრწნილი ხასიათი და ისინი ხშირად განიცდიან გონიერების ნაკლებობას და ცხოვრობენ გახრწნილი ხასიათით, თუნდაც ესმოდეთ რაღაც ჭეშმარიტება, მათთვის რთულია მისი პრაქტიკაში გამოყენება, რის გამოც მათ შორის ადვილად წარმოიშობა დავები და სხვადასხვა სახის თავდასხმები. თუ ეს თავდასხმები დროდადრო ხდება, მათ მხოლოდ დროებითი გავლენა აქვთ ეკლესიურ ცხოვრებაზე, მაგრამ ისინი, ვინც მუდმივად არიან მიდრეკილნი ურთიერთთავდასხმებისკენ, იწვევენ სერიოზულ ჩაშლასა და არევ-დარევას ეკლესიურ ცხოვრებაში და ისინი ასევე სერიოზულ გავლენას ახდენენ და ხელს უშლიან ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლას.
3. სიტყვიერი შელაპარაკება
ეკლესიაში ასევე არსებობს კიდევ ერთი ტიპის ადამიანი — ამ ტიპის ადამიანებს განსაკუთრებით უყვართ საკუთარი თავის მართლება. მაგალითად, თუ მათ რაიმე არასწორად გააკეთეს ან თქვეს, ეშინიათ, რომ სხვებს მათზე ცუდი წარმოდგენა შეექმნებათ და ეს უმრავლესობის თვალში მათ იმიჯზე იმოქმედებს, ამიტომ ისინი შეკრებებზე თავს იმართლებენ და მომხდარს განმარტავენ. მათი ახსნა-განმარტების მიზანია, ხალხს მათზე ცუდი წარმოდგენა არ შეექმნას, ამიტომ ისინი დიდ ძალისხმევასა და ფიქრს დებენ ამაში და მთელი დღე ფიქრობენ: „როგორ შემიძლია ამ საკითხის ნათელყოფა? როგორ შემიძლია ამის მკაფიოდ ახსნა იმ ადამიანისთვის? როგორ შემიძლია გავაქარწყლო ის ცუდი წარმოდგენები, რომლებიც მათ ჩემზე შეექმნათ? დღევანდელი შეკრება კარგი შესაძლებლობაა ამ საკითხზე სასაუბროდ.“ შეკრებაზე ისინი ამბობენ: „ის, რაც გასულ ჯერზე გავაკეთე, არ ისახავდა მიზნად ვინმესთვის ზიანის მიყენებას ან ვინმეს მხილებას. ჩემი განზრახვა კეთილი იყო, ეს ადამიანების დახმარებას ემსახურებოდა. თუმცა, ზოგიერთი ადამიანი ყოველთვის არასწორად მიგებს, ყოველთვის სურს ჩემი მიზანში ამოღება და ყოველთვის ფიქრობს, რომ ხარბი და ამბიციური ვარ და რომ ჩემი ადამიანობა ცუდია. მაგრამ სინამდვილეში მე სულაც არ ვარ ასეთი, არა? მე არ გამიკეთებია ან მითქვამს მსგავსი რამ. როდესაც ვინმეზე ვსაუბრობდი მისი არყოფნისას, ეს არ ნიშნავს, რომ განზრახ ვუქმნიდი მას პრობლემებს. როდესაც ადამიანები ცუდ რაღაცებს აკეთებენ, როგორ შეუძლიათ არ მისცენ სხვებს ამაზე საუბრის უფლება?“ ისინი ბევრს საუბრობენ, ამართლებენ და იცავენ საკუთარ თავს, ამავდროულად კი მეორე მხარის არაერთ პრობლემას ამხელენ, რათა მომხდარს გაემიჯნონ და ყველას დააჯერონ, რომ ის, რაც მათ გამოავლინეს, არ იყო გახრწნილი ხასიათი, რომ მათ არ აქვთ ცუდი ადამიანობა ან ჭეშმარიტებისადმი სიძულვილი, მით უმეტეს, ბოროტი განზრახვა. პირიქით, თვლიან, რომ კეთილგანწყობილნი არიან, რომ მათ კეთილ განზრახვებს ხშირად არასწორად იგებენ და სხვების გაუგებრობის გამო ხშირად იგმობიან. როგორც პირდაპირ, ისე ირიბად, მათი სიტყვები მსმენელს აფიქრებინებს, რომ ისინი უდანაშაულონი არიან და რომ ადამიანები, რომლებიც მათ მტყუანებად და ცუდებად თვლიდნენ, თავად არიან ბოროტნი და ჭეშმარიტების მოძულენი. ამის მოსმენის შემდეგ მეორე მხარე იგებს: „განა შენი სიტყვების მიზანი არ არის იმის ჩვენება, რომ არ გაქვს გახრწნილი ხასიათი? განა ეს მხოლოდ იმისთვის არ არის, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინო კარგად? განა ეს უბრალოდ საკუთარი თავის არშეცნობა, ჭეშმარიტების არმიღება და ფაქტების უარყოფა არ არის? თუ შენ არ იღებ ამ ყველაფერს, კარგი, მაგრამ რატომ მიღებ მიზანში მე? არ მქონია განზრახული შენი მიზანში ამოღება და არც შენზე დარტყმის განხორციელება მსურდა. შენ შეგიძლია იფიქრო ის, რაც გსურს; რა კავშირშია ეს ჩემთან?“ ამიტომ ისინი თავს ვეღარ იკავებენ და ამბობენ: „როდესაც ზოგიერთი ადამიანი მცირე პრობლემას აწყდება, განიცდის მცირეოდენ უსამართლო მოპყრობას ან ტკივილს, მათ არ სურთ ამის მიღება და უნდათ საკუთარი თავის გამართლება და ახსნა-განმარტების მიცემა; ისინი ყოველთვის ცდილობენ გაემიჯნონ საკითხს, ყოველთვის სურთ საკუთარი თავის კარგად წარმოჩენა, საკუთარი იმიჯის შელამაზება. ისინი არ არიან ასეთი ადამიანები, მაშ, რატომ ცდილობენ საკუთარი თავის კარგად წარმოჩენას, საკუთარი თავის სრულყოფილად წარმოჩენას? გარდა ამისა, მე ჭეშმარიტების თანაზიარებას ვეწევი, არავის ვიღებ მიზანში და არც ვინმეზე დარტყმაზე ან შურისძიებაზე ვფიქრობ. დაე, ხალხმა იფიქროს ის, რაც სურს!“ ეწევა თუ არა ეს ორი ადამიანი ჭეშმარიტების თანაზიარებას? (არა.) მაშ, რას აკეთებენ ისინი? ერთი მხარე ამბობს: „მე ეს ყველაფერი ეკლესიის საქმისთვის გავაკეთე. არ მაინტერესებს, რას ფიქრობ შენ.“ მეორე კი ამბობს: „როდესაც ადამიანი მოქმედებს, ზეცა აკვირდება. ღმერთმა იცის ადამიანთა ფიქრები. ნუ გგონია, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ გაქვს გარკვეული კეთილგანწყობა, უნარი და მჭევრმეტყველება და არ აკეთებ ცუდ საქმეებს, ღმერთი არ გამოამზეურებს შენს ზრახვებს; ნუ გგონია, რომ თუ შენ საგულდაგულოდ მალავ შენს ფიქრებს, ღმერთი ვერ დაინახავს მათ. ყველა დასა და ძმას შეუძლია მათი დანახვა — რომ აღარაფერი ვთქვათ ღმერთზე! განა არ იცი, რომ ღმერთი იკვლევს ადამიანთა გულების სიღრმეებს?“ რაზე კამათობს ეს ორი? ერთი მხარე დიდ ძალისხმევას იჩენს საკუთარი თავის გასამართლებლად, ბრალდებისგან გასათავისუფლებლად, არ სურს, რომ სხვებს მასზე ცუდი შთაბეჭდილება შეექმნათ, ხოლო მეორე მხარე ჯიუტად არ ეშვება, არ აძლევს ამ ადამიანს საკუთარი თავის კარგად წარმოჩენის საშუალებას და ამავდროულად მიზნად ისახავს მის მხილებასა და დაგმობას საყვედურების მეშვეობით. ერთი შეხედვით, ეს ორი ერთმანეთს პირდაპირ არ ლანძღავს ან პირდაპირ არ ამხელს ერთმანეთს, მაგრამ მათი საუბარი მიზანმიმართულია: ერთი მხარე ცდილობს თავიდან აიცილოს მეორე ადამიანის მიერ მისი არასწორად გაგება და მოითხოვს, რომ მან მისი სახელი გაამართლოს, ხოლო მეორე მხარე უარს ამბობს ამაზე და სამაგიეროდ ჯიუტად აკრავს იარლიყს და გმობს მას, მოითხოვს რა მეორისგან აღიარებას. არის ეს საუბარი ჭეშმარიტების ნორმალური თანაზიარება? (არა.) არის ეს სინდისსა და გონებაზე დაფუძნებული საუბარი? (არა.) მაშინ რა არის ამგვარი საუბრის ბუნება? არის თუ არა ამგვარი საუბარი ურთიერთთავდასხმაში ჩაბმა? (დიახ.) ის, ვინც საკუთარ თავს ამართლებს, თანაზიარებას ეწევა იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მიიღონ ყველაფერი ღვთისგან, შეიცნონ საკუთარი თავი და იპოვონ პრაქტიკის პრინციპები? არა, ისინი საკუთარ თავს სხვა ადამიანების წინაშე ამართლებენ. მათ სურთ სხვებისთვის ნათელი გახადონ თავიანთი ფიქრები, თვალსაზრისები, განზრახვები და მიზანი, აუხსნან საკუთარი თავი მეორე მხარეს და აიძულონ მეორე მხარე, გაამართლოს მათი სახელი. გარდა ამისა, მათ სურთ უარყონ მეორე მხარის მიერ მათი მხილება და დაგმობა და მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა მეორე მხარის ნათქვამი ფაქტებს ან ჭეშმარიტებას, სანამ ისინი ამას არ აღიარებენ ან არ სურთ მისი მიღება, თვლიან, რომ მეორე მხარის ნათქვამი მცდარია და სურთ მისი გამოსწორება. ხოლო მეორე მხარეს არ სურს მათი სახელის გამართლება, არამედ ამხელს მათ და აიძულებს მიიღონ მათი დაგმობა. ერთს არ სურს მიღება, ხოლო მეორე ჯიუტად აიძულებს მას მიღებას, რაც მათ შორის თავდასხმებს იწვევს. ამგვარი დიალოგის ბუნება ურთიერთთავდასხმაში ჩაბმაა. მაშ, რა არის ამგვარი თავდასხმის ბუნება? ხასიათდება თუ არა ეს საუბარი ურთიერთუარყოფით, ურთიერთსაყვედურებითა და ურთიერთდაგმობით? (დიახ.) გვხვდება თუ არა დიალოგის ეს ფორმა ეკლესიის ცხოვრებაშიც? (დიახ.) ამგვარი საუბრები მთლიანად სიტყვიერი შელაპარაკებაა.
რატომ ეწოდება ამგვარ დიალოგებს სიტყვიერი შელაპარაკება? (იმიტომ, რომ მასში ჩართული ადამიანები კამათობენ იმაზე, თუ რა არის სწორი და რა — არასწორი, არავინ ცდილობს საკუთარი თავის შეცნობას და არავინ იღებს რაიმე სარგებელს; ისინი უბრალოდ ჯიუტად არ ეშვებიან ამ საკითხს და დიალოგებიც აზრს მოკლებულია.) ისინი უბრალოდ ბევრს საუბრობენ და ტყუილად ირჯებიან იმაზე კამათში, თუ ვინ არის მართალი ან მტყუანი, ვინ არის უკეთესი ან უარესი. ისინი შეუჩერებლად კამათობენ ისე, რომ გამარჯვებული ვერასდროს ვლინდება და შემდეგ კვლავ აგრძელებენ კამათს. საბოლოოდ რას იღებენ ისინი ამით? ჭეშმარიტების გაგებას, ღვთის განზრახვების გაგებას? მონანიებისა და ღვთის მხრიდან გამოკვლევის მიღების უნარს? ღვთისგან მიღებისა და საკუთარი თავის უკეთ შეცნობის უნარს? ისინი ამათგან არაფერს იღებენ. ეს უაზრო დავები და დიალოგები მტყუან-მართალზე არის სიტყვიერი შელაპარაკება. მარტივად რომ ვთქვათ, სიტყვიერი შელაპარაკება სრულიად უაზრო საუბარია, სადაც ყოველი ნათქვამი სისულელეა, არცერთი სიტყვა არ არის სხვებისთვის შემაგონებელი ან სასარგებლო; პირიქით, წარმოთქმული სიტყვები მტკივნეულია და მომდინარეობს ადამიანური ნებიდან, სიფიცხიდან, ადამიანთა გონებიდან და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად, ადამიანთა გახრწნილი ხასიათიდან. ყოველი წარმოთქმული სიტყვა ემსახურება საკუთარ ინტერესებს, საკუთარ იმიჯსა და რეპუტაციას და არა სხვათა დამოძღვრას ან დახმარებას, არა ჭეშმარიტების რომელიმე ასპექტის ან ღვთის განზრახვების გაგებას და რა თქმა უნდა, არა იმის განხილვას, თუ რომელი გახრწნილი ხასიათია მხილებული ღვთის სიტყვებში, შეესაბამება თუ არა მათი გახრწნილი ხასიათი ღვთის სიტყვებს ან არის თუ არა მათი გაგება სწორი. რაც არ უნდა სასიამოვნოდ, გულწრფელად ან ღვთისმოსავად ჟღერდეს ეს უაზრო თვითგამართლება და ახსნა-განმარტება, ის მაინც სიტყვიერი შელაპარაკება, ურთიერთთავდასხმა და განკითხვაა, რომელსაც არც სხვებისთვის მოაქვს სარგებელი და არც საკუთარი თავისთვის. ისინი არა მხოლოდ ზიანს აყენებენ სხვებს და გავლენას ახდენენ ნორმალურ პიროვნებათაშორის ურთიერთობებზე, არამედ აფერხებენ საკუთარი რესურსების ზრდასაც. მოკლედ რომ ვთქვათ, მიუხედავად გამოყენებული საბაბისა, განზრახვისა, დამოკიდებულებისა, ტონისა ან გამოყენებული საშუალებებისა და მეთოდებისა, სანამ საქმე ეხება სხვების თვითნებურ განკითხვასა და დაგმობას, ეს სიტყვები, მეთოდები და ა.შ. სხვებზე თავდასხმის კატეგორიას განეკუთვნება და ყველაფერი ეს სიტყვიერი შელაპარაკებაა. არის თუ არა ეს არეალი ფართო? (საკმაოდ ფართოა.) ამგვარად, როდესაც თქვენ აწყდებით ადამიანთა თავდასხმას, განკითხვასა და დაგმობას, შეგიძლიათ თუ არა თავი შეიკავოთ სხვებზე თავდასხმისა და მათი დაგმობისგან? როგორ უნდა განახორციელოთ ეს პრაქტიკაში, როდესაც ამგვარ სიტუაციებს აწყდებით? (ჩვენ ლოცვის მეშვეობით უნდა დავმშვიდდეთ ღვთის წინაშე; მაშინ ჩვენს გულებში სიძულვილი აღარ იქნება.) სანამ ადამიანი გამგები და გონიერია, სანამ მას შეუძლია დამშვიდდეს ღვთის წინაშე, ილოცოს მის მიმართ და მიიღოს ჭეშმარიტება, მას შეუძლია გააკონტროლოს თავისი განზრახვები და სურვილები და შემდეგ მიაღწიოს იმ მდგომარეობას, როდესაც აღარც განიკითხავს და აღარც თავს ესხმის სხვებს. სანამ ვინმეს განზრახვა და მიზანი არ არის პირადი ბოღმის ნთხევა ან შურისძიება და მით უმეტეს, მეორე მხარეზე თავდასხმა და ამის ნაცვლად ის უნებლიეთ აყენებს მას ტკივილს მხოლოდ იმიტომ, რომ არ ესმის ჭეშმარიტება ან ზედმეტად ზედაპირულად ესმით იგი და რადგან ის გარკვეულწილად სულელი, უმეცარი ან თავნებაა, სხვების დახმარების, მხარდაჭერისა და თანაზიარების მეშვეობით, ჭეშმარიტების გაგების შემდეგ მისი საუბარი უფრო ზუსტი გახდება; ასევე დიხვეწება მისი შეფასებები და შეხედულებები სხვებზე და ისინი შეძლებენ სწორად მოეპყრონ სხვა ადამიანების მიერ გამოვლენილ გახრწნილ ხასიათსა და მათ არასწორ ქმედებებს, რითაც თანდათან შეამცირებენ სხვებზე თავდასხმებსა და მათ განკითხვას. თუმცა, თუ ადამიანი მუდამ თავისი გახრწნილი ხასიათით ცხოვრობს, ეძებს შურისძიების შესაძლებლობებს ყველას მიმართ, ვინც არ მოსწონს, ან ვინც წარსულში შეურაცხყო ან ზიანი მიაყენა, მუდამ ატარებს ასეთ განზრახვას და საერთოდ არ ეძიებს ჭეშმარიტებას, არ ლოცულობს და არ მიენდობა ღმერთს, მაშინ მას ნებისმიერ დროსა და ადგილას შეუძლია სხვებზე თავდასხმა და ამის მოგვარება რთულია. სხვებზე უნებლიე თავდასხმის მოგვარება ადვილია, მაგრამ გამიზნული და წინასწარ განზრახული თავდასხმისა — არა. თუ ადამიანი დროდადრო და უნებლიეთ ესხმის თავს და განიკითხავს სხვებს, სხვათა მხრიდან დახმარებითა და ჭეშმარიტების თანაზიარებით, ისინი შეძლებენ გამოსწორებას, როგორც კი ჭეშმარიტებას გააცნობიერებენ. თუმცა, თუ ვინმე მუდმივად ეძებს შურისძიებას და პირადი ბოღმის ნთხევას, ყოველთვის სურს სხვების დაჩაგვრა ან დამცირება და ისინი ასეთი განზრახვებით ესხმიან თავს სხვებს, რისი შეგრძნება და დანახვაც ყველას შეუძლია, მაშინ ასეთი ქცევა ეკლესიის ცხოვრებისთვის ჩაშლად და არეულობად იქცევა; ეს მთლიანად წარმოადგენს გამიზნულ ჩაშლასა და არეულობას. შესაბამისად, სხვებზე თავდასხმის ამგვარი ხასიათის შეცვლა რთულია.
ახლა, გესმით თუ არა თქვენ, როგორ უნდა მოგვარდეს სხვებზე თავდასხმისა და მათი დაგმობის საკითხი? არსებობს მხოლოდ ერთი გზა — ადამიანი უნდა ლოცულობდეს და მიენდოს ღმერთს და მაშინ მისი სიძულვილი თანდათან გაქრება. ძირითადად არსებობს ორი ტიპის ადამიანი, რომელსაც შეუძლია სხვებზე თავდასხმა. ერთი ტიპის ადამიანები არიან ისინი, ვინც დაუფიქრებლად საუბრობენ, არიან პირდაპირები და უხეშები და შეიძლება რაღაც გულსატკენი თქვან, როცა ვინმე არ მოსწონთ. თუმცა, უმეტესწილად, ისინი ადამიანებს განზრახ ან გამიზნულად არ ესხმიან თავს; მათ უბრალოდ არ შეუძლიათ თავშეკავება. ეს უბრალოდ მათი ხასიათია და ისინი უნებლიეთ ესხმიან თავს სხვა ადამიანებს. თუ მათ გასხლავენ, შეუძლიათ ამის მიღება, ამიტომ ისინი არ არიან ბოროტი ადამიანები და არ წარმოადგენენ განდევნის სამიზნეებს. მაგრამ ბოროტი ადამიანები არ იღებენ გასხვლას და ისინი ხშირად იწვევენ ჩაშლასა და არეულობას ეკლესიის ცხოვრებაში; ისინი ხშირად ესხმიან თავს, განიკითხავენ, დარტყმას აყენებენ და შურს იძიებენ სხვებზე და ოდნავაც არ იღებენ ჭეშმარიტებას. ისინი ბოროტი ადამიანები არიან და სწორედ ისინი არიან, ვისაც ეკლესიამ უნდა მიხედოს და მოიკვეთოს. რატომ უნდა მიხედონ და მოკვეთონ? მათი ბუნება-არსებიდან გამომდინარე, სხვებზე მათი თავდასხმა არის არა უნებლიე, არამედ გამიზნული. ეს იმიტომ ხდება, რომ ამ ადამიანებს აქვთ ბოროტგანზრახული ადამიანობა — არავის შეუძლია მათი შეურაცხყოფა ან გაკრიტიკება და თუ ვინმე იტყვის ისეთ რამეს, რაც შემთხვევით ოდნავ ატკენს მათ გულს, ისინი დაიწყებენ ფიქრს შურისძიების შესაძლებლობების პოვნაზე და ამგვარად, ასეთ ადამიანებს შესწევთ უნარი, თავს დაესხან სხვებს. ეს არის ადამიანთა ის ტიპი, რომელსაც ეკლესიამ უნდა მიხედოს და მოიკვთოს. ნებისმიერი, ვინც ერთვება ურთიერთთავდასხმასა და სიტყვიერ შელაპარაკებაში — არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მხარეს წარმოადგენს ის და აქტიურად ესხმიან თავს თუ პასიურად — სანამ ის ჩაბმულია ამგვარ თავდასხმაში, არის ბოროტმოქმედი ბოროტი განზრახვით, რომელიც მცირედი უკმაყოფილების შემთხვევაშიც კი სხვებს დაჩაგრავს. ასეთი ადამიანები იწვევენ სერიოზულ ჩაშლასა და არეულობას ეკლესიურ ცხოვრებაში. ისინი ეკლესიაში არსებული ბოროტმოქმედი ადამიანების ტიპს წარმოადგენენ. ნაკლებად სერიოზული შემთხვევების მოგვარება შესაძლებელია მოცემული პირის იზოლირებით დასაფიქრებლად. უფრო სერიოზულ შემთხვევებში, მოცემული პირი უნდა მოიცილონ ან გარიცხონ. ეს არის ის პრინციპი, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა გაიგონ ამ საკითხის მოგვარებისას.
ამ თანაზიარების მეშვეობით აცნობიერებთ თუ არა ახლა თქვენ, რას ნიშნავს სხვებზე თავდასხმა? შეგიძლიათ მისი გარჩევა? მას შემდეგ, რაც განვსაზღვრე, რა არის თავდასხმა, ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს: „სხვებზე თავდასხმის ასეთი ფართო განმარტების ფონზე ვინ გაბედავს მომავალში საუბარს? არცერთ ჩვენგანს არავის ესმის ჭეშმარიტება, ამიტომ პირის გაღებაც კი სხვებზე თავდასხმას ნიშნავს, რაც საშინელებაა! მომავალში ჩვენ უბრალოდ უნდა ვჭამოთ საჭმელი, დავლიოთ წყალი და ვიყოთ ჩუმად, დავხუროთ პირი და დილით გაღვიძების მომენტიდან დაუფიქრებლად არ ვისაუბროთ, რათა თავიდან ავიცილოთ სხვებზე თავდასხმა. ეს შესანიშნავი იქნებოდა და ჩვენი დღეები ბევრად უფრო მშვიდი გახდებოდა.“ არის თუ არა აზროვნების ეს გზა სწორი? პირის დახურვა არ წყვეტს პრობლემას. სხვებზე თავდასხმის საკითხის არსი ადამიანის გულთან დაკავშირებული პრობლემაა. ეს გამოწვეულია ადამიანის გახრწნილი ხასიათით და არა მისი ენით. რასაც ადამიანი პირით ამბობს, იმართება მისი გახრწნილი ხასიათითა და ფიქრებით. თუ ადამიანის გახრწნილი ხასიათის საკითხი გადაიჭრება, ის მართლაც ჩასწვდება გარკვეულ ჭეშმარიტებებს და მისი საუბარიც მეტად პრინციპული და მოზომილი გახდება, მაშინ სხვებზე თავდასხმის პრობლემაც ნაწილობრივ მოგვარდება. რა თქმა უნდა, ეკლესიის ცხოვრებაში, რათა ადამიანებს ჰქონდეთ ნორმალური პიროვნებათაშორისი ურთიერთობები და არ ჩაებან ურთიერთთავდასხმებსა თუ სიტყვიერ შელაპარაკებაში, აუცილებელია, რომ ისინი ხშირად წარდგნენ ღვთის წინაშე ლოცვით, ითხოვონ ღვთის წინამძღოლობა და დამშვიდდნენ ღვთის წინაშე ღვთისმოსავი გულებით, რომლებსაც სწყურიათ და შიათ სიმართლე. ამგვარად, როდესაც ვინმე უნებლიეთ გეტყვის ისეთ რამეს, რაც ტკივილს მოგაყენებს, შენი გული მშვიდად იქნება ღვთის წინაშე, მასზე წყენას არ ჩაიდებ და და არც მასთან კამათი მოგინდება, მით უმეტეს, საკუთარი თავის დაცვა და გამართლება. ნაცვლად ამისა, ამას მიიღებ ღვთისგან, მადლობას გადაუხდი ღმერთს იმისთვის, რომ მოგცა კარგი შესაძლებლობა, შეიცნო საკუთარი თავი და მადლობას გადაუხდი მას იმისთვის, რომ მოგცა საშუალება, სხვისი სიტყვების მეშვეობით გაგეცნობიერებინა, რომ ჯერ კიდევ გაქვს ესა თუ ის პრობლემა. ეს არის კარგი შესაძლებლობა, რათა შეიცნო საკუთარი თავი, ეს არის ღვთის მადლი და უნდა მიიღო ის ღვთისგან. არ უნდა ჩაიდო წყენა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ტკივილი მოგაყენა, არც ზიზღი და სიძულვილი უნდა იგრძნო იმ ადამიანის მიმართ, ვინც უნებლიეთ წამოგაძახა შენი შეცდომები ან გამოაშკარავა შენი ნაკლოვანებები, განზრახ თუ უნებლიეთ არ უნდა აარიდო მათ თავი ან არ უნდა სცადო სხვადასხვა ხერხით სამაგიეროს გადახდა. არცერთი ეს მიდგომა არ არის ღვთისთვის სათნო. ხშირად წარდექი ღვთის წინაშე სალოცავად და მას შემდეგ, რაც შენი გული დამშვიდდება, შეძლებ სწორად მიუდგე ამას; როდესაც სხვა ადამიანები უნებლიეთ ზიანს მოგაყენებენ, შეძლებ გამოავლინო მათ მიმართ შემწყნარებლობა და მოთმინება. თუ ვინმე განზრახ ზიანს გაყენებს, რა უნდა გააკეთო? როგორ მიუდგებოდი ამას — ცხელ გულზე დაუწყებ კამათს თუ დამშვიდდებოდი ღვთის წინაშე და ჭეშმარიტების ძიებას დაიწყებდი? რა თქმა უნდა, ჩემი თქმის გარეშეც, თქვენ ყველამ ნათლად იცით, შესვლის რომელი გზაა სწორი არჩევანი.
ეკლესიის ცხოვრებაში ურთიერთთავდასხმებისა და სიტყვიერი შელაპარაკების თავიდან აცილება ადამიანური ძალით, ადამიანური თვითკონტროლითა და ადამიანური მოთმინებით ძალიან რთულია. რაც არ უნდა კარგი ადამიანობას იჩენდე, რაც არ უნდა რბილი და კეთილი იყო, ან რამდენად დიდსულოვანიც არ უნდა იყო, გარდაუვალია, რომ წააწყდები ისეთ ადამიანებს ან მოვლენებს, რომლებიც შელახავს შენს ღირსებას, პატიოსნებას და ა.შ. გონებაში უნდა გქონდეს პრინციპი იმის შესახებ, თუ როგორ გაუმკლავდე და მიუდგე ამგვარ საკითხებს. თუ ამ საკითხებს სიფიცხით მიუდგები, ყველაფერი ძალიან მარტივია: ისინი გლანძღავენ და შენც ლანძღავ მათ, ისინი თავს გესხმიან და შენც თავს ესხმი მათ, კბილი კბილის წილ და თვალი თვალის წილ; უბრუნებ მათ იმავე მეთოდებით იმას, რასაც შენკენ ისვრიან და იცავ საკუთარ ღირსებას, პატიოსნებასა და სახეს. ამის მიღწევა ძალიან მარტივია. თუმცა, გულში უნდა აწონ-დაწონო, არის თუ არა ეს მეთოდი მიზანშეწონილი, არის თუ არა ის სასარგებლო როგორც შენთვის, ისე სხვებისთვის და არის თუ არა ის ღვთისთვის სათნო. ხშირად, როდესაც ადამიანებს არ აქვთ გააზრებული ამ საკითხის არსი, მათი პირველი ფიქრები ასეთია: „ის არ მიჩვენებს წყალობას, მაშ, მე რატომ უნდა ვუჩვენო? ის არ ავლენს სიყვარულს ჩემ მიმართ, მაშ, მე რატომ უნდა მოვეპყრო მას სიყვარულით? მას არ აქვს მოთმინება ჩემ მიმართ და არ მეხმარება, მაშ, მე რატომ უნდა ვიყო მომთმენი მის მიმართ ან რატომ უნდა დავეხმარო? ის უხეშად მექცევა, ამიტომ მეც ცუდად მოვექცევი. რატომ არ შემიძლია მოვითხოვო კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ?“ ეს არის პირველი ფიქრები, რომლებიც ადამიანებს გონებაში მოსდით. მაგრამ როდესაც მართლაც ასე იქცევი, გრძნობ შინაგან სიმშვიდეს თუ შფოთვასა და ტკივილს? როდესაც მართლაც ამას ირჩევ, რას იღებ? რას იძენ? ბევრ ადამიანს გამოუცდია, რომ როდესაც მართლაც ასე იქცევიან, შინაგან შფოთვას გრძნობენ. რა თქმა უნდა, ადამიანთა უმეტესობისთვის ეს არ არის სინდისის ქენჯნის საკითხი, მით უმეტეს, არ არის შფოთვა, რომელიც გამოწვეულია იმის შეგრძნებით, რომ ღვთის წინაშე ვალში არიან. ადამიანებს არ გააჩნიათ ამგვარი სულიერი სიმწიფე. რა იწვევს მათში ამ შფოთვას? ეს მომდინარეობს ადამიანური სიძულვილიდან, მათი ღირსებისა და პატიოსნების შელახვის განციდან შეურაცხყოფის მიყენებისას და ასევე იმ ტკივილიდან და მრისხანების, სიძულვილის, დაუმორჩილებლობისა და აღშფოთების მოზღვავებიდან, რაც მათ გულებში ჩნდება სიტყვიერი პროვოციების შემდეგ, რაც ადამიანებს მოსვნებას უკარგავს. რა არის ამ შფოთვის შედეგები? მისი შეგრძნებისთანავე დაიწყებ ფიქრს იმაზე, თუ როგორ გამოიყენო სიტყვები ამ ადამიანთან გასამკლავებლად, როგორ გამოიყენო კანონიერი და გონივრული საშუალებები მის დასამცირებლად, რათა დაანახო, რომ გაქვს ღირსება და პატიოსნება და არ ხარ ადვილად დასაჩაგრი. როდესაც შფოთვას გრძნობ, როდესაც სიძულვილი გიჩნდება, ფიქრობ არა იმაზე, რომ ამ ადამიანის მიმართ მოთმინება და შემწყნარებლობა გამოავლინო ან სწორად მოეპყრო მას ან სხვა დადებით რამეებზე, არამედ ნეგატიური განცდები გიპყრობს, როგორებიცაა ეჭვიანობა, ზიზღი, სიძულვილი, მტრობა და დაგმობა, იქამდეც კი, რომ გულში უთვალავჯერ ლანძღავ მათ და დროის მიუხედავად — ჭამის ან ძილის დროსაც კი — ფიქრობ იმაზე, თუ როგორ იძიო შური მათზე და წარმოიდგენ, როგორ გაუსწორდები და გაუმკლავდები ასეთ სიტუაციებს, თუ ისინი თავს დაგესხმებიან ან დაგგმობენ, და ა.შ. მთელ დღეს იმაზე ფიქრში ატარებ, თუ როგორ დაამცირო მეორე ადამიანი, როგორ ანთხიო შენი წყენა და სიძულვილი, და აიძულო მეორე ადამიანი დაგნებდეს და შენი შეეშინდეს, რათა ვეღარ გაბედოს შენი პროვოცირება. ასევე ხშირად ფიქრობ იმაზე, თუ როგორ ასწავლო ჭკუა მეორე ადამიანს, რათა გააგებინო, რამდენად ძლიერი ხარ. როდესაც ასეთი ფიქრები ჩნდება და როდესაც წარმოსახვითი სცენარები გამუდმებით ტივტივებს გონებაში, ის არეულობა და შედეგები, რასაც ისინი გიქმნიან, განუზომელია. როგორც კი სიტყვიერ შელაპარაკებასა და ურთიერთთავდასხმებში ჩაებმები, რა არის ამის შედეგები? ადვილია მაშინ ღვთის წინაშე დამშვიდება? განა ეს არ აფერხებს შენს სიცოცხლეში შესვლას? (დიახ.) ეს არის ის გავლენა, რასაც ადამიანზე საკითხების მოგვარების არასწორი გზის არჩევა ახდენს. თუ სწორ გზას ირჩევ, როდესაც ვინმე ისე საუბრობს, რომ ზიანს აყენებს შენს იმიჯს ან სიამაყეს, ან შეურაცხყოფს შენს პატიოსნებასა და ღირსებას, შეგიძლია აირჩიო შემწყნარებლობა. არ ჩაებმები მათთან კამათში არანაირი ფორმით, არ დაიწყებ განზრახ საკუთარი თავის მართლებას, სხვისი ნათქვამის უარყოფასა და მეორე მხარეზე თავდასხმას, რითაც საკუთარ თავში სიძულვილს არ გააღვივებ. რა არის შემწყნარებლობის არსი და მნიშვნელობა? შენ ამბობ: „ზოგიერთი რამ, რაც მან თქვა, არ შეესაბამება ფაქტებს, მაგრამ ასეთია ყველა, სანამ ჭეშმარიტებას გაიგებს და ხსნას მოიპოვებს და ოდესღაც მეც ასეთი ვიყავი. ახლა, როდესაც მესმის ჭეშმარიტება, აღარ მივყვები არამორწმუნეთა გზას — მტყუან-მართალზე კამათსა და ბრძოლის ფილოსოფიაში ჩართვას — მე ვირჩევ შემწყნარებლობას და სხვებისადმი სიყვარულით მოპყრობას. ზოგიერთი რამ, რაც მან თქვა, არ შეესაბამება ფაქტებს, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. ვიღებ იმას, რისი აღიარება და გაგებაც შემიძლია. ვიღებ ამას ღვთისგან და ლოცვით მიმაქვს ღვთის წინაშე, ვთხოვ მას, შექმნას ისეთი გარემოებები, რომლებიც გამოაშკარავებს ჩემს გახრწნილ ხასიათს, რაც მომცემს საშუალებას, შევიცნო ამ გახრწნილი ხასიათის არსი და მქონდეს შესაძლებლობა, დავიწყო ამ საკითხების მოგვარება, თანდათან დავძლიო ისინი და შევიდე ჭეშმარიტება-რეალობაში. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მაყენებს ტკივილს თავისი სიტყვებით და არის თუ არა მათი ნათქვამი სწორი ან როგორია მათი განზრახვები, ერთი მხრივ, პრაქტიკაში ვახორციელებ მათ გარჩევას, მეორე მხრივ კი, ვიჩენ შემწყნარებლობას მათ მიმართ.“ თუ ეს ადამიანი იღებს ჭეშმარიტებას, შეგიძლია დაჯდე და მშვიდად გაუწიო მას თანაზიარება. თუ ასე არ არის, თუ ის ბოროტმოქმედია, მაშინ ყურადღებას ნუ მიაქცევ. დაელოდე, სანამ საკმარისად გამოავლენენ საკუთარ თავს, და ყველა და და ძმა საფუძვლიანად გაარჩევს მათ, და თავადაც გაარჩევ და წინამძღოლები და მუშაკები მზად იქნებიან მათთან გასამკლავებლად და მოსაკვეთად — სწორედ მაშინ დადგება დრო, როცა ღმერთი მიხედავს მათ, და რა თქმა უნდა, შენც სიხარულს იგრძნობ. თუმცა, გზა, რომელიც უნდა აირჩიო, სულაც არ არის ბოროტმოქმედებთან სიტყვიერ დავაში ჩართვა ან მათთან კამათი და საკუთარი თავის გამართლების მცდელობა. ნაცვლად ამისა, ეს არის ჭეშმარიტება-პრინციპების მიხედვით პრაქტიკაში განხორციელება, როდესაც რაიმე ხდება. მიუხედავად იმისა, საქმე ეხება ადამიანებს, რომლებმაც ტკივილი მოგაყენეს, თუ მათ, ვისაც ეს არ გაუკეთებია და შენთვის სასარგებლონი არიან, პრაქტიკის პრინციპები ერთი და იგივე უნდა იყოს. როდესაც ამ გზას ირჩევ, დარჩება თუ არა სიძულვილი გულში? შესაძლოა იყოს მცირეოდენი დისკომფორტი. ვინ არ იგრძნობს დისკომფორტს, როდესაც მისი ღირსება ილახება? ვინმეს რომ ეთქვა, დისკომფორტს არ ვგრძნობო, ეს ტყუილი იქნებოდა, ეს მზაკვრობა იქნებოდა, მაგრამ შეგიძლია აიტანო და დაითმინო ეს გასაჭირი ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელების გულისთვის. როდესაც ამ გზას ირჩევ, სუფთა სინდისი გექნება, როდესაც კვლავ წარდგები ღვთის წინაშე. რატომ გექნება სუფთა სინდისი? იმიტომ, რომ ნათლად გეცოდინება, რომ შენი სიტყვები არ მომდინარეობს ცხელი გულიდან, რომ არ ერთვები სხვებთან დავებში გაწითლებამდე საკუთარი ეგოისტური სურვილების გამო და რომ, ჭეშმარიტების წვდომის საფუძველზე, ნაცვლად ამისა, მიჰყვები ღვთის გზას და მიაბიჯებ შენს გზაზე. გულში სრულიად ნათელი იქნება შენთვის, რომ არჩეული გზა ღვთის მიერ არის წარმართული, ღვთის მიერ არის მოთხოვნილი და ამიტომ შინაგანად განსაკუთრებულ სიმშვიდეს იგრძნობ. როდესაც ასეთი სიმშვიდე გაქვს, შეგაწუხებს თუ არა სიძულვილი და პირადი წყენა შენსა და სხვებს შორის? (არა.) როდესაც მართლაც გაუშვებ ამ ყველაფერს და ნებაყოფლობით აირჩევ დადებით გზას, შენი გული დამშვიდებული და მშვიდი იქნება. აღარ შეგაწუხებს წყენა, სიძულვილი და ამ სიძულვილიდან წარმოშობილი შურისმაძიებლური აზროვნება და მზაკვრობა ისევე, როგორც სხვა რამეები, რომლებიც სიფიცხიდან მომდინარეობს. არჩეული გზა მოგიტანს სიმშვიდესა და დამშვიდებულ გულს, ხოლო ის, რაც სიფიცხიდან მომდინარეობს, ვეღარ შეძლებს შენს შეწუხებას. როდესაც ისინი ვეღარ შეძლებენ შენს შეწუხებას, განა ისევ დაუწყებ ძებნას გზებს, რათა თავს დაესხა მათ, ვინც სიტყვებით გული გატკინა ან ჩაერთო მათთან სიტყვიერ შელაპარაკებაში? აღარ იფიქრებ. რა თქმა უნდა, დროდადრო შენი სიფიცხე, იმპულსურობა და წყენა კვლავ იჩენს თავს შენი მცირე სულიერი ზრდის ან გარკვეული განსაკუთრებული გარემოებების გამო. თუმცა, შენი მიზანდასახულობა, სიმტკიცე და ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელების ნება ხელს შეუშლის ამ ყოველივეს შენი გულის აფორიაქებაში. ნუ ეს ყველაფერი ვერ შეგაწუხებს. შესაძლოა ისევ გქონდეს ფიცხი და იფიქრო: „ის გამუდმებით მირთულებს საქმეს. ერთ დღესაც პასუხი უნდა მოვთხოვო და ვკითხო, რატომ მიღებს მუდამ მიზანში და რატომ მიქმნის მუდამ პრობლემებს. უნდა ვკითხო, რატომ მიყურებს მუდამ ზემოდან და რატომ მაყენებს შეურაცხყოფას.“ ზოგჯერ შეიძლება გქონდეს ამგვარი ფიქრები. თუმცა, დამატებითი ფიქრის შემდეგ მიხვდები, რომ ისინი მცდარია და რომ ამგვარად მოქცევა ღვთისთვის მიუღებელი იქნებოდა. როდესაც ასეთი ფიქრები ჩნდება, სწრაფად დაბრუნდები ღვთის წინაშე ამ მდგომარეობის შესაცვლელად, რათა ამ მცდარმა ფიქრებმა არ იბატონოს შენზე. შედეგად, შენში დიწყება დადებითი ცვლილებები, როგორებიცაა საკუთარი თავის შეცნობა ისევე, როგორც ნათელის მოფენა და განათება, რომელსაც ღმერთი გაძლევს, რაც მოგცემს საშუალებას, შეიცნო ადამიანები და ჩასწვდე მოვლენების არსს. შენდაუნებურად, ეს დადებითი ძვრები დაგეხმარება ჭეშმარიტება-რეალობის უკეთ გაგებასა და მასში შესვლაში. ამ ეტაპზე შენი წინააღმდეგობის უნარი, ანუ „ანტისხეულები“, რომლებიც იგერიებს სიძულვილს, ეგოისტურ სურვილებსა და სიფიცხეს, სულ უფრო და უფრო გაძლიერდება და სულ უფრო და უფრო გაიზრდები სულიერად. ის, რაც შენი ფიცხი ბუნებიდან მომდინარეობს, ვეღარ შეძლებს შენს კონტროლს. მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო შეიძლება გქონდეს გარკვეული არასწორი ფიქრები, იდეები და იმპულსები, ისინი სწრაფად გაქრება, აღმოიფხვრება და განიდევნება შენი წინააღმდეგობის უნარისა და სულიერი ზრდის წყალობით. ამ დროს პოზიტიური საწყისები, ჭეშმარიტება-რეალობა და ღვთის სიტყვები იბატონებს შენზე. როდესაც ეს პოზიტიური ძალები იმძლავრებს, შენზე აღარ მოახდენს გავლენას გარეშე ადამიანები, მოვლენები და საგნები. შენ გაიზრდები სულიერად, შენი მდგომარეობა სულ უფრო ნორმალური გახდება და აღარ იცხოვრებ გახრწნილი ხასიათით და აღარ განვითარდები მანკიერი წრის მიმართულებით და ამგვარად, მუდმივად მოხდება შენი სულიერი ზრდა.
როდესაც ეკლესიაში ან ადამიანთა ჯგუფში ხარ, შენთვისვე სასარგებლოა, თუკი აირჩევ შემწყნარებლობასა და მოთმინებას და მიჰყვები პრაქტიკის სწორ გზას, როდესაც პირად თავდასხმებს წააწყდები, რომლებიც ლახავს შენს ღირსებასა და პატიოსნებას. შესაძლოა ვერ ხედავდე ამ სარგებელს, მაგრამ მსგავსი მოვლენის გამოცდისას შენდაუნებურად აღმოაჩენ, რომ ღვთის მოთხოვნები ადამიანების მიმართ და გზა, რომელსაც ის მათ სთავაზობს, არის ნათელი გამზირი და ჭეშმარიტი და ცოცხალი გზა, რომელიც ადამიანებს ჭეშმარიტების მოპოვების საშუალებას აძლევს, სარგებელი მოაქვს მათთვის და წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან გზას. როდესაც ადამიანთა ჯგუფში ხარ, განსაკუთრებით ეკლესიიურ ცხოვრებაში, შეგიძლია დაძლიო სხვადასხვა ცდუნება და განსაცდელი. როდესაც ვინმე ბოროტგანზრახულად გესხმის თავს და ტკივილს გაყენებს ან განზრახ ცდილობს შენზე შურისძიებას და შენზე თავისი სიძულვილის ნთხევას, გადამწყვეტია, რომ შეძლო ამას მიუდგე და პრაქტიკაში განახორციელო ჭეშმარიტება-პრინციპების მიხედვით. რადგან ღმერთს სძულს ადამიანთა გახრწნილი ხასიათი, ის ეუბნება ადამიანებს, რომ არ მიუდგნენ მოვლენებს სიფიცხით, არამედ დამშვიდდნენ ღვთის წინაშე, ეძიონ ჭეშმარიტება და ღვთის განზრახვები და შემდეგ გაიგონ, თუ რა არის სინამდვილეში ღვთის მოთხოვნები ადამიანების მიმართ. ადამიანის მოთმინება შეზღუდულია, მაგრამ როგორც კი ის ჩასწვდება ჭეშმარიტებას, მის მოთმინებას საფუძვლად დაედება პრინციპები და ის შეიძლება იქცეს მამოძრავებელ ძალად და დამხმარედ ამ ადამიანისთვის ჭეშმარიტების პრაქტიკაში განსახორციელებლად. თუმცა, თუ ადამიანს არ უყვარს ჭეშმარიტება, უყვარს მტყუან-მართალზე კამათი და სხვებზე თავდასხმა, და მიდრეკილია იცხოვროს თავისი სიფიცხით, მაშინ, როდესაც მას თავს დაესხმებიან, ის მიდრეკილი იქნება სიტყვიერ შელაპარაკებასა და ურთიერთთავდასხმებში ჩართვისკენ. ამას ზიანი მოაქვს ყველასთვის, ვინც მასშია ჩართული და ვერავის დამოძღვრავს და დაეხმარება. როდესაც ადამიანები ერთვებიან ურთიერთთავდასხმასა და სიტყვიერ შელაპარაკებაში, ისინი რჩებიან გამოფიტულნი, უკიდურესად დაღლილნი და ორივე მხარე ზარალდება. ისინი საერთოდ ვერ იღებენ რაიმე ჭეშმარიტებას და საბოლოოდ ვერაფერს იძენენ. რჩება მხოლოდ სიძულვილი და შურისძიების განზრახვა, როდესაც ამის შესაძლებლობა მიეცემათ. ეს არის ის უარყოფითი შედეგი, რაც ურთიერთთავდასხმებსა და სიტყვიერ შელაპარაკებას საბოლოოდ მოაქვს ადამიანებისთვის.
რაც შეეხება ურთიერთთავდასხმებისა და სიტყვიერი შელაპარაკების თემას, რომელზეც ახლახან გვქონდა თანაზიარება, გესმით თუ არა ახლა გარჩევის პრინციპები? შეგიძლიათ განასხვავოთ, რომელი სიტუაციები წარმოადგენს ურთიერთთავდასხმასა და სიტყვიერ შელაპარაკებას? ურთიერთთავდასხმები და სიტყვიერი შელაპარაკება ხშირად ხდება ადამიანთა ჯგუფებში და მათი შემჩნევა ხშირად არის შესაძლებელი. ურთიერთთავდასხმა ძირითადად გულისხმობს ვინმეს პრობლემების მიზანმიმართულად გამოყენებას მათზე პირადად თავდასხმისთვის, მათ განსაკითხად, დასაგმობად და დასაწყევლადაც კი, შურისძიების, საპასუხო დარტყმის, პირადი ბოღმის ნთხევის და ა.შ. მიზნით. ნებისმიერ შემთხვევაში, ურთიერთთავდასხმა და სიტყვიერი შელაპარაკება არ ეხება ჭეშმარიტების თანაზიარებას, არც ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებას და ისინი ნამდვილად არ წარმოადგენს ჰარმონიული თანამშრომლობის გამოვლინებას. ნაცვლად ამისა, ისინი წარმოადგენს ადამიანებზე შურისძიებისა და თავდასხმის გამოვლინებას, რაც გამოწვეულია სიფიცხითა და სატანის გახრწნილი ხასიათით. ურთიერთთავდასხმისა და სიტყვიერი შელაპარაკების მიზანი აბსოლუტურად არ არის ჭეშმარიტების ნათლად თანაზიარება, მით უმეტეს, კამათი ჭეშმარიტების გასაგებად. პირიქით, მიზანია საკუთარი გახრწნილი ხასიათის, ამბიციების, ეგოისტური სურვილებისა და ხორციელი სურვილების დაკმაყოფილება. ცხადია, ურთიერთთავდასხმა არ ეხება ჭეშმარიტების თანაზიარებას, ადამიანების სიყვრულით დახმარებასა და მათდამი კეთილგანწყობას; ნაცვლად ამისა, ისინი წარმოადგენენ სატანის ერთ-ერთ სტრატეგიასა და მეთოდს ადამიანების სატანჯველად, მათით სათამაშოდ და მათ მოსატყუებლად. ადამიანები ცხოვრობენ გახრწნილი ხასიათით და არ ესმით ჭეშმარიტება. თუ ისინი არ ირჩევენ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებას, მათთვის ძალიან ადვილია გაებან ასეთ მახეებსა და ცდუნებებში და მოხვდნენ ურთიერთთავდასხმებისა და სიტყვიერი შელაპარაკების მორევში. ისინი კამათობენ გაწითლებამდე და დაუსრულებლადაც კი აგრძელებენ, და ეს ყველაფერი ერთი სიტყვის, ფრაზის ან მზერის გამო, წლების განმავლობაში იბრძვიან ერთმანეთის დასამარცხებლად, იქამდეც კი, რომ ორივე მხარე განადგურებული რჩება და ეს მხოლოდ ერთი რამის გამო. როგორც კი ერთმანთს ხვდებიან, დაუსრულებლად კამათობენ და ზოგიერთი კომპიუტერულ ჩატებშიც კი ესხმის თავს, ლანძღავს და გმობს ერთმანეთს. რაოდენ მწვავე გახდა ეს სიძულვილი! მათ საკმარისად არ ულანძღავთ ერთმანეთი შეკრებებზე, ჯერ კიდევ არ გაუნელებიათ სიძულვილი, არ მიუღწევიათ თავიანთი მიზნებისთვის და სახლში დაბრუნების შემდეგ რაც უფრო მეტს ფიქრობენ ამაზე, მით უფრო ბრაზდებიან და იქაც აგრძელებენ ერთმანეთის ლანძღვას. რა სახის სულია ეს? ღირს თუ არა მისი ხელშეწყობა, ღირს თუ არა მისი პოპულარიზაცია? (არა.) რა სახის „უშიშარი სულია“ ეს? ეს არის სული, რომელსაც არაფრის ეშინია, ეს არის უკანონობის სული, ეს არის სატანის მიერ ადამიანის გახრწნის შედეგი. რა თქმა უნდა, ასეთ ქცევებსა და ქმედებებს მოაქვს მნიშვნელოვანი ჩაშლა და დანაკარგები ამ ადამიანების სიცოცხლეში შესვლისთვის, და ისინი ასევე იწვევენ ჩაშლასა და არეულობას ეკლესიის ცხოვრებაში. ამიტომ, როდესაც წინამძღოლები და მუშაკები აწყდებიან ამ სიტუაციებს, თუ აღმოაჩენენ, რომ ორი ადამიანი თავს ესხმის ერთმანეთს, ერთვება სიტყვიერ შელაპარაკებაში და იფიცება, რომ ბოლომდე იბრძოლებს, მათ სწრაფად უნდა მოიცილონ ისინი თავიდან, არ უნდა გამოიჩინონ მათ მიმართ შემწყნარებლობა და ნამდვილად არ უნდა წაახალისონ ისინი. მათ უნდა დაიცვან სხვა დები და ძმები და შეინარჩუნონ ნორმალური ეკლესიის ცხოვრება, უზრუნველყონ, რომ თითოეულმა შეკრებამ მიაღწიოს შედეგებს და არ მისცენ ასეთ ადამიანებს უფლება, წაართვან დებსა და ძმებს დრო ღვთის სიტყვების წასაკითხად და ჭეშმარიტების თანაზიარებისთვის, რითაც ხელს შეუშლიან ნორმალურ ეკლესიურ ცხოვრებას. თუ შეკრებებზე აღმოჩნდება, რომ ისინი თავს ესხმიან ერთმანეთს და ერთვებიან სიტყვიერ შელაპარაკებაში, ეს დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და მოგვარდეს. თუ მათი შეზღუდვა შეუძლებელია, ეს ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა იქნენ მხილებულნი და გაკვეთილნი შეკრებაზე და ეკლესიიდან განიდევნონ. ეკლესია არის ადგილი ღვთის სიტყვების ჭამა-სმისთვის, ღვთის თაყვანისცემისთვის; ეს არ არის ადგილი ერთმანეთზე თავდასხმისთვის ან სიტყვიერ შელაპარაკებაში ჩართვისთვის პირადი ბოღმის სანთხევად. ნებისმიერი, ვინც ხშირად არღვევს ეკლესიის ცხოვრებას და გავლენას ახდენს ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლაზე, თავიდან უნდა იქნას მოცილებული. ეკლესია არ მიესალმება ასეთ ადამიანებს, ის არ დაუშვებს ეშმაკების მხრიდან ჩაშლას ან ბოროტმოქმედების არსებობას — მოიცილეთ ეს ადამიანები თავიდან და პრობლემა მოგვარდება.
ეკლესიაში თუ აღმოჩნდება, რომ ზოგიერთი ადამიანი ერთვება ურთიერთთავდასხმებსა და სიტყვიერ შელაპარაკებაში, მაშინ, მიუხედავად მათი საბაბისა და მიზეზებისა და მიუხედავად მათი განხილვის მთავარი თემისა — იქნება ეს ისეთი რამ, რაც ყველას აინტერესებს თუ არა — სანამ ეკლესიურ ცხოვრებაში ჩაშლისა და არეულობის გამოწვევი ფაქტორები იარსებებს, ეს საკითხი დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას. თუ შეუძლებელია იმ ადამიანთა შეჩერება ან შეზღუდვა, რომლებიც მასში არიან ჩართულნი, ისინი თავიდან უნდა მოიცილონ. ეს არის ის საქმე, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ ასეთ ვითარებაში. მთავარი პრინციპი არ არის ამ ადამიანთა ცუდი ქცევის წახალისება მათ მიმართ შემწყნარებლობის გამოჩენით ან მათი წაქეზებით და არც ის, რომ იმოქმედო როგორც „მართალმა მოხელემ“, რომელიც ამ ადამიანებისთვის მტყუან-მართალს განსჯის, ხედავს, ვინ არის მართალი და ვინ — მტყუანი, ვინ არის მართალი და ვინ — არა, ნათლად განასხვავებს მართალს მტყუანისგან და შემდეგ ორივეს ერთნაირად სჯის ან სჯის მას, ვისაც დამნაშავედ თვლის და აჯილდოებს მეორეს — ეს არ არის პრობლემის გადაჭრის გზა. ამ საკითხის მოგვარებისას არ უნდა შეაფასო ის რჯულის მიხედვით, მითუმეტეს, არ უნდა შეაფასო და განსაჯო ის მორალური სტანდარტებით; ამის ნაცვლად შეაფასე და მოაგვარე ის ეკლესიის საქმის პრინციპების მიხედვით. რაც შეეხება ურთიერთთავდასხმაში ჩართულ ორივე მხარეს, სანამ ისინი იწვევენ ჩაშლასა და არეულობას ეკლესიურ ცხოვრებაში, ეკლესიის წინამძღოლებისა და მუშაკების პირდაპირი ვალია, შეაჩერონ და შეზღუდონ ისინი ან მოახდინონ მათი იზოლირება ან თავიდან მოცილება, ნაცვლად იმისა, რომ ყურადღებით მოუსმინონ ორივე მხარეს, თუ როგორ ყვებიან მომხდარის შესახებ და საუბრობენ თავიანთ მიზეზებსა და საბაბებზე და იმ განზრახვაზე, მიზანსა და ძირეულ მიზეზზე, რომელიც დგას მეორე ადამიანზე თავდასხმისა და სიტყვიერ შელაპარაკებაში ჩართვის უკან — მათ არ უნდა გაიგონ მთელი ისტორია, ნაცვლად ამისა, მათ უნდა გადაჭრან პრობლემა, აღმოფხვრან ეს ჩაშლა და არეულობა ეკლესიურ ცხოვრებაში და გაუმკლავდნენ მათ, ვინც ეს გამოიწვია. დავუშვათ, რომ წინამძღოლები და მუშაკები აგვარებენ სიტუაციას და იყენებენ კომპრომისულ მიდგომას, ატარებენ შემრიგებლურ პოლიტიკას ურთიერთთავდასხმებში ჩართული ორივე ადამიანის მიმართ, აძლევენ მათ ნებას, თავისუფლად გამოიწვიონ ჩაშლა და არეულობა ეკლესიურ ცხოვრებაში ყოველგვარი ჩარევის თუ რეაგირების გარეშე — ისინი აგრძელებენ ამ ადამიანების წახალისებას. ისინი მხოლოდ შეაგონებენ და არიგებენ მათ ყოველ ჯერზე და არ შეუძლიათ პრობლემის საფუძვლიანად გადაჭრა. ასეთი წინამძღოლები და მუშაკები უგულებელყოფენ თავიანთ მოვალეობებს. თუ ეკლესიაში წარმოიქმნება ადამიანთა ურთიერთთავდასხმებსა და სიტყვიერ შელაპარაკებაში ჩართვის პრობლემა, რაც იწვევს სერიოზულ არეულობასა და ზიანს ეკლესიურ ცხოვრებაში და ამით წყენასა და ზიზღს იწვევს ადამიანთა უმრავლესობაში, წინამძღოლებმა და მუშაკებმა სწრაფად უნდა იმოქმედონ, მოახდინონ ორივე მხარის იზოლირება ან გაძევება ღვთის სახლის სამუშაო განკარგულებებისა და ეკლესიის განწმენდის პრინციპების შესაბამისად. მათ არ უნდა იმოქმედონ როგორც „მართალმა მოხელეებმა“, რომლებიც განიკითხავენ საქმეს მასში ჩართულთათვის და გამოაქვთ განაჩენი ამ პირად ჩხუბებთან დაკავშირებით, მათ არ უნდა მოუსმინონ ყურადღებით ამ ადამიანებს, რომლებიც აფრქვევენ ამაზრზენ, დაუსრულებელ სისულელეებს, რათა დაინახონ, ვინ არის მართალი და ვინ — მტყუანი, ვინ არის სწორი და ვინ — არა და ამ ყოველივეს განსჯის შემდეგ არ უნდა ჩართონ მეტი ადამიანი ამ საკითხების განხილვებსა და თანაზიარებაში, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანში გამოიწვევს ზიზღსა და სიძულვილს. ეს მხოლოდ დააკარგვინებს ადამიანებს იმ დროს, რომელიც ღვთის სიტყვების ჭამის, სმისა და თანაზიარებისთვის უნდა გამოეყენებინათ. ეს კიდევ უფრო მეტად არის წინამძღოლებისა და მუშაკების მხრიდან პასუხისმგებლობის უგულებელყოფა და პრაქტიკის ეს პრინციპი არასწორია. თუ შეზღუდული მხარეები რაღაც მომენტში მოინანიებენ და აღარ დაიკავებენ შეკრების დროს ურთიერთთავდასხმებითა და სიტყვიერი შელაპარაკებით, მაშინ მათზე დაწესებული იზოლაცია შეიძლება მოიხსნას. თუ ისინი გაძევებული იყვნენ, როგორც ბოროტმოქმედები და ვინმე ამტკიცებს, რომ ისინი უკეთესობისკენ შეიცვალნენ, აუცილებელია იმის დანახვა, ავლენენ თუ არა ისინი მონანიების რეალურ ნიშნებს და ასევე ამ საკითხზე უმრავლესობის აზრის მოსმენა. მაშინაც კი, თუ მათ უკან მიიღებენ, ისინი მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ და მათი საუბრის დრო მკაცრად უნდა შეიზღუდოს და მოგვიანებით მათ მიმართ შესაბამისი ზომები უნდა გატარდეს მათი ქმედებების საფუძველზე. ეს არის ის პრინციპები, რომლებიც ეკლესიის წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა გაიგონ და ყურადღება მიაქციონ. რა თქმა უნდა, ამ საკითხის მოგვარება არ შეიძლება ეფუძნებოდეს სუბიექტურ ვარაუდებს; ორივე მხარის ურთიერთთავდასხმებს უნდა ჰქონდეს ჩაშლისა და არეულობის გამოწვევის ბუნება. ადამიანებს არ უნდა აეკრძალოთ საუბარი და არ უნდა მოხდეს მათი იზოლირება მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ-ერთმა მათგანმა წამიერად თქვა ისეთი რამ, რამაც მეორეს ტკივილი მიაყენა და ამ ადამიანმა შემდეგ საპასუხო დარტყმა მიაყენა თავისი კომენტარით. ადამიანებთან ამგვარი მოპყრობა ნამდვილად არ შეესაბამება პრინციპებს! წინამძღოლებმა და მუშაკებმა სათანადოდ უნდა გაიგონ პრინციპები, უზრუნველყონ, რომ უმრავლესობა ეთანხმებოდეს, რომ მათი ქმედებები შეესაბამება პრინციპებს ნაცვლად იმისა, რომ უკონტროლოდ ჩაიდინონ ცუდი საქმეები ან მაქსიმალურად გააზვიადონ საკითხის სიმძიმე. რაც შეეხება საქმის ამ ასპექტს, ერთი მხრივ, უმრავლესობამ უნდა ისწავლოს იმის გარჩევა, თუ რა წარმოადგენს თავდასხმას, და მეორე მხრივ, ეკლესიის წინამძღოლებმა და მუშაკებმა ასევე უნდა იცოდნენ ის პრინციპები, რომლებიც უნდა დაიცვან და ის მოვალეობები, რომლებიც უნდა შეასრულონ ამ საქმის შესრულებისას.
4. ადამიანების თვითნებური დაგმობა
ურთიერთთავდასხმის კიდევ ერთი გამოვლინება არსებობს. ზოგიერთმა ადამიანმა იცის გარკვეული სულიერი ტერმინები და საუბრისას ისინი მუდამ იყენებენ მათ, მაგალითად: „ეშმაკი“, „სატანა“, „ჭეშმარიტებას პრაქტიკაში არ ახორციელებს“, „არ უყვარს ჭეშმარიტება“, „ფარისეველი“ და ა.შ. ისინი ამ ტერმინებს იყენებენ ადამიანების თვითნებურად განსასჯელად. განა ამას თავდასხმის ელფერი არ დაჰკრავს? ადრე იყო ერთი ადამიანი, რომელსაც დებთან და ძმებთან ურთიერთობისას სურდა, ელანძღა ყველა, ვინც მისი სურვილისამებრ არ იქცეოდა, მაგრამ გულში ფიქრობდა: „ახლა, როცა ღმერთი მწამს, ადამიანების ლანძღვა უხამსობად მეჩვენება. ეს წმინდანის ღირსებას არ შეესაბამება. მე არ შემიძლია ვილანძღო ან უხამსი სიტყვები გამოვიყენო, მაგრამ თუ არ ვილანძღები, თავს მოუსვენრად ვგრძნობ, ვერ ვიოკებ სიძულვილს. მუდამ მინდა ადამიანების ლანძღვა. მაშ, როგორ ვლანძღო ისინი?“ ამიტომ მან ახალი ტერმინი გამოიგონა. ვინც მას შეურაცხყოფდა, თავისი ქმედებებით ატკენდა გულს ან არ მოუსმენდა, ის ასე ლანძღავდა: „ბოროტო ეშმაკო!“ „შენ ბოროტი ეშმაკი ხარ!“ „ესა და ეს ბოროტი ეშმაკია!“ მან სიტყვა „ეშმაკის“ წინ დაამატა „ბოროტი“ —ნამდვილად არასდროს მსმენია, რომ ვინმეს ეს ფრაზა გამოეყენებინოს. განა ეს საკმაოდ ახალი არ არის? ის დაუფიქრებლად ლანძღავდა დებსა და ძმებს, როგორც „ბოროტ ეშმაკებს“. ვის ესიამოვნებოდა ამის მოსმენა? მაგალითად, თუ ის სთხოვდა ძმას ან დას, მისთვის ერთი ჭიქა წყალი დაესხა, ის კი ზედმეტად დაკავებული იყო და ეტყოდა, რომ თავად დაესხა, ის ასე გალანძღავდა: „ბოროტო ეშმაკო!“ თუ ის შეკრებიდან დაბრუნდებოდა და დაინახავდა, რომ მისი საჭმელი ჯერ კიდევ არ იყო მზად, ბრაზდებოდა: „ბოროტო ეშმაკებო, ყველანი ასეთი ზარმაცები ხართ. მე მივდივარ ჩემი მოვალეობის შესასრულებლად და როცა ვბრუნდები, საჭმელიც კი არ მხვდება მზად!“ ნებისმიერი, ვინც მასთან ურთიერთობდა, შეიძლებოდა გალანძღულიყო, როგორც „ბოროტი ეშმაკი“. რა ტიპის ადამიანია ეს? (ბოროტმოქმედი.) რით არის ის ბოროტი? მის თვალში ნებისმიერი, ვინც მას შეურაცხყოფს ან მის სურვილებს არ შეესაბამება, ბოროტი ეშმაკია — თავად ის არ არის, მაგრამ ყველა სხვა არის. აქვს მას რაიმე საფუძველი ამის სათქმელად? არავითარი. მან უბრალოდ თვითნებურად შეარჩია სიტყვა ადამიანების სალანძღავად, რაც საშუალებას მისცემდა, დაეოკებინა თავისი სიძულვილი და ემოციები გადმოენთხია. მას სჯერა, რომ თუ ვინმეს ნამდვილად გალანძღავს, სხვები იტყვიან, რომ ის არ ჰგავს ღვთის მორწმუნეს, მაგრამ ფიქრობს, რომ თუ ვინმეს ეშმაკს უწოდებს, ეს ლანძღვა არ არის და სხვებისთვის ეს გონივრულად უნდა ჟღერდეს, რითაც დაიკმაყოფილებს საკუთარ სურვილებს და სხვებს არ მისცემს საბაბს, რომ მასში ნაკლი იპოვონ. ეს ადამიანი საკმაოდ ცბიერი და ბოროტია. ის იყენებს ყველაზე ბოროტგანზრახულ ენას, (ისეთ ენას, რომელიც ადამიანებს წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას არ უტოვებს) რათა შური იძიოს მათზე და დაგმოს ისინი და მაინც, ადამიანებს არ შეუძლიათ დაადანაშაულონ ის ლანძღვაში ან არაგონივრულ საუბარში. ასეთი ადამიანის წინაშე აღმოჩენისას, ადამიანთა უმეტესობა თავს აარიდებდა მას თუ დაუახლოვდებოდა? (ისინი თავს აარიდებდნენ მას.) რატომ? ვერ ბედავენ მის გაღიზიანებას, ამიტომ ერთადერთი გზა მისგან შორს თავის დაჭერაა. სწორედ ასე მოიქცეოდნენ ჭკვიანი ადამიანები.
ადამიანის თვითნებურად დაგმობის, იარლიყის მიწებებისა და ჩაგვრის ფენომენი ხშირად გვხვდება ყველა ეკლესიაში. მაგალითად, ზოგიერთს წინასწარშექმნილი განწყობა აქვს გარკვეული წინამძღოლის ან მუშაკის მიმართ და შურისძიების მიზნით ზურგს უკან საუბრობს მასზე, ამხელს და აანალიზებს მის ქცევას ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარების საბაბით. ასეთი ქმედებების მიღმა არსებული განზრახვა და მიზნები მცდარია. თუ ვინმე მართლაც ეზიარება ჭეშმარიტებას ღვთის დამოწმებისადა სხვათათვის სარგებლის მოტანის მიზნით, მან უნდა ითანაზიაროს საკუთარი ჭეშმარიტი გამოცდილების შესახებ და სარგებელი მოუტანოს სხვებს საკუთარი თავის ანალიზითა და შეცნობით. ასეთ პრაქტიკას უკეთესი შედეგები მოაქვს და ღვთის რჩეული ხალხიც მოიწონებს მას. თუ ვინმეს თანაზიარება მიმართულია სხვისი მხილებისკენ, მასზე თავდასხმისა და დამცირებისკენ, რათა მას დარტყმა მიაყენოს ან შური იძიოს მასზე, მაშინ თანაზიარების განზრახვა მცდარია, ის გაუმართლებელია, ღვთისთვის საძულველია და არ არის შემაგონებელი დებისა და ძმებისთვის. თუ ვინმეს განზრახვა სხვების დაგმობა ან მათი ჩაგვრაა, მაშინ ის ბოროტმოქმედია და ბოროტებას სჩადის. ღვთის ყველა რჩეულს მართებს გამჭრიახობა ბოროტმოქმედებთან მიმართებაში. თუ ვინმე განზრახ თავს ესხმის, ამხელს ან ამცირებს ადამიანებს, მაშინ მას სიყვარულით უნდა დაეხმარონ, ითანაზიარონ მასთან და გაანალიზონ მისი ქმედებები ან გასხლან. თუ მას არ შეუძლია ჭეშმარიტების მიღება და ჯიუტად უარს ამბობს გამოსწორებაზე, მაშინ ეს სულ სხვა საკითხია. რაც შეეხება ბოროტმოქმედებს, რომლებიც ხშირად თვითნებურად გმობენ, იარლიყს აწებებენ და ჩაგრავენ სხვებს, ისინი საფუძვლიანად უნდა იქნენ მხილებულნი, რათა ყველამ ისწავლოს მათი ამოცნობა და შემდეგ ისინი უნდა შეიზღუდონ ან განიდევნონ ეკლესიიდან. ეს აუცილებელია, რადგან ასეთ ადამიანებს არეულობა შეაქვთ ეკლესიურ ცხოვრებასა და ეკლესიის საქმეში და დიდია ალბათობა, რომ მათ ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ და ეკლესიაში ქაოსი გამოიწვიონ. კერძოდ, ზოგიერთი ბოროტმოქმედი ხშირად თავს ესხმის და გმობს სხვებს მხოლოდ იმ მიზნით, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს და სხვების თვალში ამაღლდეს. ეს ბოროტმოქმედები ხშირად იყენებენ შეკრებებზე ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარების შესაძლებლობას, რათა ირიბად ამხილონ, დათრგუნონ სხვები და გაანალიზონ მათი საქციელი. ისინი ამას იმითაც კი ამართლებენ, რომ ამას ადამიანების დასახმარებლად და ეკლესიაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად აკეთებენ და ამ საბაბს იყენებენ საფარველად თავიანთი მიზნების მისაღწევად. ისინი არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც თავს ესხმიან და ჩაგრავენ სხვებს და ყველა ისინი აშკარად ბოროტმოქმედები არიან. ყველა, ვინც თავს ესხმის და გმობს იმ ადამიანებს, რომლებიც ჭეშმარიტებისკენ ისწრაფვიან, უკიდურესად სასტიკია და მხოლოდ მათ, ვინც ამხელს და გაკვეთს ბოროტმოქმედებს ღვთის სახლის საქმის დასაცავად, აქვთ სამართლიანობის გრძნობა და მოწონებულნი არიან ღვთის მიერ. ბოროტმოქმედები ხშირად ძალიან ცბიერები არიან თავიანთ ბოროტმოქმედებაში. ისინი დახელოვნებულნი არიანმოძღვრების გამოყენებაში, რათა საკუთარი თავისთვის გამართლება მოიფიქრონ და მიაღწიონ სხვების შეცდომაში შეყვანის მიზანს. თუ ღვთის რჩეულ ხალხს არ აქვს მათი ამოცნობის უნარი და არ შეუძლია ამ ბოროტმოქმედების შეზღუდვა, ეკლესიური ცხოვრება და ეკლესიის საქმე სრულ არეულობაში — ან თუნდაც ქაოსში გადაეშვება. როდესაც ბოროტმოქმედები პრობლემების შესახებ თანაზიარებენ და აანალიზებენ მათ, მათ ყოველთვის აქვთ განზრახვა და მიზანი და ეს ყოველთვის ვიღაცისკენაა მიმართული. ისინი არ ანალიზებენ ან შეიცნობენ საკუთარ თავს, არც იხსნებიან და აშიშვლებენ საკუთარ თავს თავიანთი პრობლემების გადასაჭრელად — პირიქით, ისინი იყენებენ შესაძლებლობას, რათა ამხილონ, გაანალიზონ სხვათა ქმედებები და თავს დაესხან მათ. ისინი ხშირად მიმართავენ საკუთარი თავის შეცნობის შესახებ თანაზიარებას, რათა გაანალიზონ სხვათა ქმედებები და დაგმონ ისინი და ღვთის სიტყვებისა და ჭეშმარიტების თანაზიარების საშუალებით, ისინი ამხელენ, ამცირებენ და ლანძღავენ ადამიანებს. ისინი განსაკუთრებულ ზიზღსა და სიძულვილს გრძნობენ მათ მიმართ, ვინც ჭეშმარიტებისკენ ისწრაფვის, ვინც ატარებს ეკლესიის საქმის ტვირთს და ვინც ხშირად ასრულებს თავის მოვალეობებს. ბოროტმოქმედები გამოიყენებენ ყოველგვარ გამართლებასა და საბაბს, რათა დაარტყან ამ ადამიანების მოტივაციას და ხელი შეუშალონ მათ ეკლესიის საქმის შესრულებაში. რასაც ისინი მათ მიმართ გრძნობენ, ნაწილობრივ ეჭვიანობა და სიძულვილია; ნაწილობრივ კი შიშია იმისა, რომ ეს ადამიანები, საქმის საკეთებლად აღზევებით, საფრთხეს უქმნიან მათ დიდებას, სარგებელსა და სტატუსს. ამიტომ, ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ ყოველი შესაძლო გზით გააფრთხილონ, დათრგუნონ და შეზღუდონ ისინი დაიქამდეც კი მიდიან, რომ აგროვებენ მასალებს მათთვის მახის დასაგებად და ფაქტებს ამახინჯებენ მათ დასაგმობად. ეს სრულად ააშკარავებს, რომ ამ ბოროტმოქმედების ხასიათი ისეთია, რომელსაც სძულს ჭეშმარიტება და დადებითი რამ. მათ განსაკუთრებული სიძულვილი აქვთ მათ მიმართ, ვინც ჭეშმარიტებისკენ ისწრაფვის და უყვარს დადებითი რამ და მათ მიმართ, ვინც საკმაოდ ალალი, წესიერი და პატიოსანია. შეიძლება ამას არ ამბობენ, მაგრამ სწორედ ასეთი აზროვნება აქვთ. მაშ, რატომ იღებენ ისინი მიზანში კონკრეტულად ჭეშმარიტების მაძიებლებს, წესიერ და პატიოსან ადამიანებს, რათა ამხილონ, დაამცირონ, დათრგუნონ და გარიყონ ისინი? ეს აშკარად მათი მხრიდან მცდელობაა, დაამხონ და ძირს დასცენ კარგი ადამიანები და ისინი, ვინც ჭეშმარიტებისკენ ისწრაფვის, ფეხქვეშ გათელონ ისინი, რათა შეძლონ ეკლესიის გაკონტროლება. ზოგიერთს არ სჯერა, რომ ეს ასეა. მათ ერთ კითხვას დავუსვამ: რატომ არ ამხელენ ან გაკვეთენ საკუთარ თავს ეს ბოროტმოქმედები ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარებისას და ნაცვლად ამისა, ყოველთვის სხვებს იღებენ მიზანში და ამხელენ? ნუთუ მართლა ისეა, რომ ისინი არ ავლენენ გახრწნილებას ან არ აქვთ გახრწნილი ხასიათი? რა თქმა უნდა, არა. მაშ, რატომ დაჟინებით იღებენ მიზანში სხვებს სამხილებლად და გასაკვეთად? ზუსტად რის მიღწევას ცდილობენ? ეს კითხვა ღრმა დაფიქრებას მოითხოვს. ადამიანი ისე იქცევა, როგორც უნდა იქცეოდეს, თუ ის ამხელს იმ ბოროტმოქმედების ბოროტ საქმეებს, რომლებიც ეკლესიას არღვევენ. მაგრამ ნაცვლად ამისა, ეს ადამიანები ამხელენ და ჩაგრავენ კარგ ადამიანებს ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარების საბაბით. რა არის მათი განზრახვა და მიზანი? განრისხებულნი არიან იმის გამო, რომ ხედავენ, ღმერთი კარგ ადამიანებს იხსნის? სინამდვილეში სწორედ ასეა. ღმერთი არ იხსნის ბოროტმოქმედებს, ამიტომ ბოროტმოქმედებს სძულთ ღმერთი და კარგი ადამიანები — ეს სრულიად ბუნებრივია. ბოროტმოქმედები არ იღებენ და არ ისწრაფვიან ჭეშმარიტებისკენ; თავად ვერ გადარჩებიან და მაინც ჩაგრავენ იმ კარგ ადამიანებს, რომლებიც ჭეშმარიტებისკენ ისწრაფვიან და გადარჩენა შეუძლიათ. რა არის აქ პრობლემა? ამ ადამიანებს რომ ჰქონდეთ საკუთარი თავისა და ჭეშმარიტების ცოდნა, მათ შეეძლებოდათ გახსნილიყვნენ და ეთანაზიარათ და მაინც ისინი ყოველთვის სხვებს იღებენ მიზანში და ახდენენ მათ პროვოცირებას — ისინი ყოველთვის მიდრეკილნი არიან სხვებზე თავდასხმისკენ და ყოველთვის წარმოიდგენენ ჭეშმარიტების მაძიებლებს თავიანთ მტრებად. ეს ბოროტმოქმედებისთვის დამახასიათებელი ნიშნებია. ისინი, ვისაც ასეთი ბოროტების ჩადენა შეუძლია, ნამდვილი ეშმაკნი და სატანები არიან, ტიპური ანტიქრისტეები, რომლებიც უნდა შეიზღუდონ და თუ ისინი დიდ ბოროტებას სჩადიან, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მათზე რეაგირება — მათი ეკლესიიდან განდევნა. ყველა, ვინც თავს ესხმის და გარიყავს კარგ ადამიანებს, დამპალი ვაშლია. რატომ ვუწოდებ მათ დამპალ ვაშლებს? რადგან დიდია ალბათობა, რომ მათ ეკლესიაში არასაჭირო დავები და კონფლიქტები გამოიწვიონ, რის გამოც იქ არსებული მდგომარეობა სულ უფრო და უფრო დამძიმდება. დღეს ერთ ადამიანს იღებენ მიზანში, ხვალ კი — მეორეს; ისინი ყოველთვის სხვებს იღებენ მიზანში, მათ, ვისაც უყვარს ჭეშმარიტება და ისწრაფვის მისკენ. ეს, სავარაუდოდ, არეულობას შეიტანს ეკლესიურ ცხოვრებაში და უარყოფითად აისახება ღვთის რჩეული ხალხის მიერ ღვთის სიტყვის ნორმალურ ჭამა-სმაზე ისევე, როგორც ჭეშმარიტების შესახებ მათ ნორმალურ თანაზიარებაზე. ეს ბოროტმოქმედები ხშირად სარგებლობენ ეკლესიური ცხოვრებით, რათა ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარების სახელით თავს დაესხან სხვებს. ყველაფერში, რასაც ისინი ამბობენ, მტრობა იგრძნობა; პროვოკაციულ შენიშვნებს აკეთებენ, რათა თავს დაესხან და დაგმონ ისინი, ვინც ჭეშმარიტებისკენ ისწრაფვის და ვინც ღვთისათვის თავს არ ზოგავს. რა შედეგები მოჰყვება ამას? ეს ჩაშლის და აურევს ეკლესიურ ცხოვრებას და გამოიწვევს ადამიანების გულებში შფოთვას, რის გამოც ისინი ვერ შეძლებენ ღვთის წინაშე დამშვიდებას. კერძოდ, იმ უპრინციპო სიტყვებმა, რომლებსაც ეს ბოროტმოქმედები სხვების დასაგმობად, მათზე თავდასხმისა და მათთვის გულის ტკენისთვის ამბობენ, შეიძლება წინააღმდეგობა გამოიწვიოს. ეს ხელს არ უწყობს პრობლემების გადაჭრას; პირიქით, ეს აღვივებს შიშსა და შფოთვას ეკლესიაში და ძაბავს ურთიერთობებს ადამიანთა შორის, რაც იწვევს მათ შორის დაძაბულობის წარმოქმნას და შუღლის ჩამოგდებას. ამ ადამიანების ქცევა არა მხოლოდ გავლენას ახდენს ეკლესიურ ცხოვრებაზე, არამედ კონფლიქტსაც ბადებს ეკლესიაში. მას შეუძლია გავლენა მოახდინოს მთლიანად ეკლესიის საქმესა და სახარების გავრცელებაზეც კი. ამიტომ, წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა გააფრთხილონ ამგვარი ადამიანები და მათ ასევე უნდა შეზღუდონ ისინი და შესაბამისი ზომები მიიღონ მათ მიმართ. ერთი მხრივ, დებმა და ძმებმა მკაცრი შეზღუდვები უნდა დაუწესონ ამ ბოროტმოქმედებს, რომლებიც ხშირად თავს ესხმიან და გმობენ სხვებს. მეორე მხრივ, ეკლესიის წინამძღოლებმა დაუყოვნებლივ უნდა ამხილონ და შეაჩერონ ისინი, ვინც თვითნებურად თავს ესხმის და გმობს სხვებს და თუ ისინი არ გამოსწორდებიან, განდევნონ ეკლესიიდან. ბოროტმოქმედებს ხელი უნდა შეეშალოთ შეკრებებზე ეკლესიური ცხოვრების არევ-დარევაში და ამავდროულად, დაბნეული ადამიანები უნდა შეიზღუდონ ისეთი საუბრისგან, რომელიც გავლენას ახდენს ეკლესიურ ცხოვრებაზე. თუ აღმოჩნდება ბოროტმოქმედი, რომელიც ბოროტებას სჩადის, ის უნდა ამხილონ. მათ აბსოლუტურად არ უნდა მიეცეთ თვითნებურად მოქმედების და თავიანთი სურვილისამებრ ბოროტების ჩადენის უფლება. ეს აუცილებელია ნორმალური ეკლესიური ცხოვრების შესანარჩუნებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ღვთის რჩეულმა ხალხმა შეძლოს შეკრება, ღვთის სიტყვის ჭამა-სმა და ჭეშმარიტების შესახებ ნორმალურად თანაზიარება, რაც მათ საშუალებას მისცემს ნორმალურად შეასრულონ თავიანთი მოვალეობები. მხოლოდ მაშინ შეიძლება ღვთის ნების აღსრულება ეკლესიაში და მხოლოდ ამ გზით შეუძლია მის რჩეულ ხალხს გაიგოს ჭეშმარიტება, შევიდეს რეალობაში და მიიღოს ღვთის კურთხევები. აღმოგიჩენიათ თქვენ ეკლესიაში ამგვარი ბოროტმოქმედები? ისინი ყოველთვის შურიან სიძულვილს გრძნობენ კარგი ადამიანების მიმართ და ყოველთვის მათ იღებენ მიზანში. დღეს ერთი კარგი ადამიანი არ მოსწონთ, ხვალ — მეორე; მათ შეუძლიათ ნებისმიერის გაკრიტიკება და მათში უამრავი ნაკლის პოვნა და უფრო მეტიც, რასაც ისინი ამბობენ, ძალიან დასაბუთებულად და გონივრულად ჟღერს და საბოლოოდ ისინი საყოველთაო აღშფოთებას იწვევენ და ჯგუფისთვის ნამდვილ უბედურებად იქცევიან. ისინი ეკლესიაში ისეთ არეულობას ქმნიან, რომ ადამიანების გულები შფოთვით ივსება, ბევრი ადამიანი ნეგატიური და სუსტი ხდება, შეკრებებიდან ვერავითარ სარგებელს ან შეგონებას ღებულობენ და ზოგიერთი შეკრებებზე დასწრების სურვილსაც კი კარგავს. განა ასეთი ბოროტმოქმედები დამპალი ვაშლები არ არიან? თუ მათ ჯერ არ მიუღწევიათ იმ დონისთვის, რომ მოცილებულნი უნდა იქნენ, ისინი უნდა იზოლირდნენ ან შეიზღუდონ. მაგალითად, შეკრებების დროს, მიუჩინეთ მათ განცალკევებული ადგილი, რათა ხელი შეუშალოთ მათ სხვებზე გავლენის მოხდენაში. თუ ისინი დაჟინებით ეძებენ საუბრისა და ადამიანებზე თავდასხმის შესაძლებლობებს, ისინი უნდა შეიზღუდონ დააეკრძალოთ უსარგებლო რამეების საუბარი. თუ მათი შეზღუდვა შეუძლებელი ხდება და ისინი აფეთქების ან წინააღმდეგობის გაწევის ზღვარზე არიან, დაუყოვნებლივ უნდა განდევნონ. ანუ როდესაც მათ აღარ სურთ შეზღუდვა და ამბობენ: „რა საფუძვლით ზღუდავთ ჩემს საუბარს? რატომ ეძლევა ყველას ხუთი წუთი საუბრისთვის, მე კი მხოლოდ ერთი წუთი?“ — როდესაც ისინი მუდმივად სვამენ ამ კითხვებს, ეს ნიშნავს, რომ ისინი წინააღმდეგობის გაწევას აპირებენ. როდესაც ისინი წინააღმდეგობის გაწევას აპირებენ, განა ურჩობას არ იჩენენ? განა ისინი არ ცდილობენ პრობლემების შექმნას, არეულობის გამოწვევას? განა ისინი არ აპირებენ ეკლესიური ცხოვრების არევ-დარევას? ისინი აპირებენ თავიანთი ნამდვილი სახის გამოვლენას; დადგა მათ მიმართ ზომების მიღების დრო — ისინი სწრაფად უნდა მოიკვეთონ. არის ეს გონივრული? დიახ, არის. იმის უზრუნველყოფა, რომ უმრავლესობამ შეძლოს ნორმალური ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრება, ნამდვილად არ არის ადვილი, როდესაც ყოველგვარი ბოროტმოქმედი, ბოროტი სული, არაწმიდა სული და „განსაკუთრებული ტალანტები“ საქმის გაფუჭებას ცდილობენ. შეგვიძლია კი თავს უფლება მივცეთ, არ შევზღუდოთ ისინი? ზოგიერთი „განსაკუთრებული ტალანტი“ პირის გაღებისთანავე იწყებს სხვების დამცირებასა და მათზე თავდასხმას — თუ სათვალეს ატარებ ან ბევრი თმა არ გაქვს, ისინი თავს გესხმიან; თუ შეკრებებზე გამოცდილებით დამოწმებას აზიარებ ან თუ მოვალეობების შესრულებისას პროაქტიული და პასუხისმგებლიანი ხარ, ისინი თავს გესხმიან და განგიკითხავენ; თუ განსაცდელების დროს ღვთის რწმენა გაქვს, თუ სუსტი ხარ ან თუ რწმენის გამოყენებით ოჯახურ სირთულეებს ძლევ ისე, რომ ღმერთს არ უჩივი, ისინი თავს გესხმიან. რას ნიშნავს აქ თავდასხმა? ეს ნიშნავს, რომ რასაც არ უნდა აკეთებდნენ სხვები, ეს არასოდეს სიამოვნებთ ამ ადამიანებს; მათ ყოველთვის არ მოსწონთ ეს, ისინი ყოველთვის ეძებენ არარსებულ ნაკლოვანებებს, ისინი ყოველთვის ცდილობენ სხვა ადამიანების დადანაშაულებას რაღაცებში და სხვა ადამიანების არცერთი ქმედება არასოდეს არის სწორი მათ თვალში. მაშინაც კი, თუ ჭეშმარიტებას თანაზიარებ და საკითხებს აგვარებ ღვთის სახლის სამუშაო განკარგულებების შესაბამისად, ისინი წვრილმანებს გამოეკიდებიან და გაგაკრიტიკებენ და ნაკლს იპოვიან ყველაფერში, რასაც აკეთებ. ისინი განზრახ ქმნიან პრობლემებს და ყველა ექვემდებარება მათ თავდასხმებს. ყოველ ჯერზე, როდესაც ასეთი ადამიანი ჩნდება ეკლესიაში, თქვენ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოთ მის მიმართ, თუ ორი ასეთი გამოჩნდება, მაშინ ორივეს მიმართ უნდა მიიღოთ ზომები. ეს იმიტომ, რომ ზიანი, რომელსაც ისინი ეკლესიურ ცხოვრებას აყენებენ, მნიშვნელოვანია, ისინი იწვევენ ჩაშლასა და არეულობას ეკლესიის საქმეში და ამის შედეგები სავალალოა.
ბ. იმ ხალხის ადამიანურობის მახასიათებლები, რომლებიც ხშირად ესხმიან თავს სხვებს
დღეს ჩვენ ვითანაზიარეთ რამდენიმე ასპექტზე, რომლებიც უკავშირდება ურთიერთთავდასხმებისა და სიტყვიერი შელაპარაკების საკითხს. გაიაზრეთ თუ არა თითოეულ ამ ასპექტში სხვადასხვა ტიპის ადამიანების მიერ გამოვლენილი ქმედებების ბუნება? დავიწყოთ მათით, ვისაც სხვებზე თავდასხმისკენ აქვს მიდრეკილება — გააჩნიათ მათ ნორმალური ადამიანური გონიერება? (არა.) როგორ ვლინდება მათი გონიერების ნაკლებობა? როგორია მათი დამოკიდებულებები და პრინციპები ადამიანების, მოვლენებისა და საგნების მიმართ? რა მეთოდებსა და დამოკიდებულებებს ირჩევენ ისინი სხვადასხვა ადამიანთან, მოვლენასა და საგანთან გასამკლავებლად? მაგალითად, მტყუან-მართალზე დავის სიყვარული, განა ეს არ არის ერთ-ერთი დამოკიდებულება, რომელიც მათ აქვთ ადამიანების, მოვლენებისა და საგნების მიმართ? (დიახ, ასეა.) მუდმივი დავა იმაზე, თუ ვინ არის მართალი და ვინ — მტყუანი, ნიშნავს მცდელობას, გაირკვეს სიმართლე ყველა წვრილმან საკითხში; ისინი არ ჩერდებიან მანამ, სანამ და ჯიუტად არიან უაზრო რამეებზე ჩაციკლულები. რა აზრი აქვს ასეთ ქცევას? საბოლოო ჯამში, სწორია თუ არა მტყუან-მართალზე დავა? (არა.) სად არის შეცდომა? არის თუ არა რაიმე კავშირი ამასა და ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებას შორის? (არავითარი კავშირი არ არის.) რატომ ამბობთ, რომ არავითარი კავშირი არ არის? მტყუან-მართალზე დავა არ არის ჭეშმარიტება-პრინციპების დაცვა, ეს არ არის ჭეშმარიტება-პრინციპების განხილვა ან მათ შესახებ თანაზიარება; ნაცვლად ამისა, ადამიანები ყოველთვის საუბრობენ იმაზე, თუ ვინ არის მართალი და ვინ — მტყუანი, ვინ არის სწორი და ვინ ცდება, ვის მხარესაა სიმართლე და ვის მხარეს — არა, ვის აქვს კარგი მიზეზი და ვის — არა, ვინ გამოხატავს უფრო მაღალ მოძღვრებას; სწორედ ამას იკვლევენ ისინი. როდესაც ღმერთი ადამიანებს განსაცდელებს უვლენს, ისინი ყოველთვის ცდილობენ ღმერთთან კამათს, ყოველთვის მოჰყავთ ესა თუ ის მიზეზი. გელაპარაკება ღმერთი ასეთ რამეებზე? კითხულობს ღმერთი, როგორია კონტექსტი? გეკითხება ღმერთი შენი მიზეზებისა და საფუძვლების შესახებ? არა. ღმერთი კითხულობს, გაქვს თუ არა მორჩილების ან წინააღმდეგობის დამოკიდებულება, როდესაც ის გამოგცდის. ღმერთი კითხულობს, გესმის თუ არა ჭეშმარიტება, ხარ თუ არა მორჩილი. ეს არის ყველაფერი, რასაც ღმერთი გეკითხება, სხვა არაფერი. ღმერთი არ გეკითხება, რა არის შენი ურჩობის მიზეზი, ის არ უყურებს, გაქვს თუ არა კარგი მიზეზი — ის აბსოლუტურად არ ითვალისწინებს ასეთ რამეებს. ღმერთი მხოლოდ იმას უყურებს, ხარ თუ არა მორჩილი. მიუხედავად შენი საცხოვრებელი გარემოსი და იმისა, თუ როგორია გარემოება, ღმერთი მხოლოდ გულდასმით შეისწავლის, არის თუ არა მორჩილება შენს გულში და ხარ თუ არა მორჩილი. ღმერთი არ გეკამათება მართალსა და მტყუანზე; ღმერთს არ ადარდებს, რა არის შენი მიზეზები. ღმერთს მხოლოდ ის ადარდებს, ხარ თუ არა ჭეშმარიტად მორჩილი — ეს არის ყველაფერი, რასაც ღმერთი ითხოვს შენგან. განა ეს არ არის ჭეშმარიტება-პრინციპი? იმ ტიპის ადამიანებს, რომლებსაც უყვართ მტყუან-მართალზე დავა, რომლებსაც უყვართ სიტყვიერ შელაპარაკებაში ჩაბმა — აქვთ მათ გულებში ჭეშმარიტება-პრინციპები? (არა.) რატომ არა? მიუქცევიათ მათ ოდესმე ყურადღება ჭეშმარიტება-პრინციპებისთვის? უსწრაფვიათ ოდესმე მათკენ? უძიებიათ ოდესმე ისინი? მათ არასოდეს მიუქცევიათ მათთვის ყურადღება, არც უსწრაფვიათ მათკენ და არც უძიებიათ ისინი, ამიტომ მათ გულში საერთოდ არ არის ჭეშმარიტება-პრინციპები. შედეგად, მათ მხოლოდ ადამიანური წარმოდგენებით ცხოვრება შეუძლიათ, ყველაფერი, რაც მათ გულებშია, არის მართალი და მტყუანი, სწორი და არასწორი, საბაბები, მიზეზები, სოფისტიკა და კამათი, რის შემდეგაც მალევე ისინი თავს ესხმიან, განიკითხავენ და გმობენ ერთმანეთს. ასეთი ადამიანების ხასიათი ისეთია, რომ მათ უყვართ მტყუან-მართალზე კამათი და ადამიანების განკითხვა და დაგმობა. ასეთ ადამიანებს არ აქვთ ჭეშმარიტების სიყვარული ან მიღება, ისინი მიდრეკილნი არიან ღმერთთან კამათისკენ, ღვთის განკითხვისა და ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევისკენაც კი. საბოლოო ჯამში, ისინი დაისჯებიან.
ეძიებენ ჭეშმარიტებას ისინი, ვისაც მტყუან-მართალზე დავა უყვარს? ეძიებენ ღვთის განზრახვებს, ღვთის მოთხოვნებს ან იმ ჭეშმარიტება-პრინციპებს, რომლებიც პრაქტიკაში უნდა განხორციელდეს ამ სიტუაციებში იმ ადამიანების, მოვლენებისა და საგნების მეშვეობით, რომლებსაც ისინი აწყდებიან? არა. სიტუაციებთან შეჯახებისას, ისინი მიდრეკილნი არიან შეისწავლონ, „როგორი იყო ეს მოვლენა“ ან „როგორია ის ადამიანი“. რა არის ეს ქცევა? განა ეს არ არის ის, რასაც ხალხი ხშირად ადამიანებზე, მოვლენებსა და საგნებზე დაჟინებით ჩაციკვლას უწოდებს? ისინი კამათობენ ადამიანების გამართლებებსა და მოვლენების განვითარებაზე, დაჟინებით მოითხოვენ ამ ყველაფრის გარკვევას, მაგრამ არ ახსენებენ, ამ რთული სიტუაციების პროცესის რომელ ნაწილში ეძიებდნენ ჭეშმარიტებას, გაიგეს ჭეშმარიტება ან მიიღეს ნათელის მოფენა. მათ აკლიათ ეს გამოცდილება და პრაქტიკის მეთოდები. ისინი მხოლოდ იმას იმეორებენ: „ამ საქმით აშკარად მიზანში მიღებდი, შეურაცხყოფას მაყენებდი. გგონია, ისეთი სულელი ვარ, რომ ვერ ვხვდები? რატომ მაყენებ შეურაცხყოფას? მე არ შეურაცხმიყვიხარ; რატომ მიღებ მიზანში? რადგან მიზანში მიღებ, უკან არ დავიხევ! დიდი ხანია გითმენ, მაგრამ ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ნუ გგონია, რომ ჩემი დაჩაგვრა ადვილია; შენი არ მეშინია!“ ამ საკითხებზე ჩაციკლულნი, ისინი განუწყვეტლივ წარმოადგენენ თავიანთ არგუმენტებს, ტკეპნიან ერთსა და იმავეს — ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი, რა არის სწორი და რა — არასწორი, მაგრამ მათი ეგრეთ წოდებული არგუმენტები საერთოდ არ შეესაბამება ჭეშმარიტებას და მათი არცერთი სიტყვა არ თანხვდება ღვთის მოთხოვნებს. ისინი იმდენად არიან ჩაციკლულნი ადამიანებზე, მოვლენებსა და საგნებზე, რომ სხვებს ყელში მოსდით და არავის სურს მათი მოსმენა, თუმცა თავად არასოდეს იღლებიან ამ რამეებზე საუბრით, ყველგან ამაზე ლაპარაკობენ, თითქოს შეპყრობილნი იყვნენ. ამას ჰქვია ადამიანებზე, მოვლენებსა და საგნებზე დაჟინებული ჩაციკვლა და ჭეშმარიტების ძიებაზე უბრალოდ უარის თქმა. იმ ადამიანების მეორე მახასიათებელი, რომლებიც ერთვებიან ურთიერთთავდასხმებსა და სიტყვიერ შელაპარაკებაში, არის მათი განსაკუთრებული მიდრეკილება ადამიანებზე, მოვლენებსა და საგნებზე დაჟინებით ჩაციკვლისკენ. უყვართ კი ჭეშმარიტება მათ, ვინც ასე იქცევა (არა.) მათ არ უყვართ ჭეშმარიტება, ეს აშკარაა. მაშინ, ესმით ამ ადამიანებს ჭეშმარიტება? იციან მათ, სინამდვილეში რა არის ის ჭეშმარიტება, რომელზეც ღმერთი საუბრობს? მათი გარეგნული ქცევიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს ადამიანებზე, მოვლენებსა და საგნებზე დაჟინებით ჩაციკვლას, იციან მათ, სინამდვილეში რა არის ჭეშმარიტება? ნათელია, რომ არ იციან. რა არის ის იდეა, რომელსაც ისინი ეთაყვანებიან? ეს არის იდეა, რომ ვისი სიტყვებიც ყველაზე მეტად დასაბუთებულია, ის არის მართალი; ვისი ქმედებებიც ღიაა და ყველასთვის დასანახი, ის არის მართალი და ვინც მოქმედებს მორალის, ეთიკისა და ტრადიციული კულტურის შესაბამისად და უმრავლესობის მოწონებას იმსახურებს, ის არის მართალი. მათი აზრით, ეს „სიმართლე“ წარმოადგენს ჭეშმარიტებას, ამიტომ მათ შეუძლიათ დიდი თავხედობით დაჟინებით ჩაიციკლონ ადამიანებზე, მოვლენებსა და საგნებზე და არასოდეს წყვეტენ ამ საკითხებზე ჩაციკვლას. მათ სჯერათ, რომ გამართლებულობა უტოლდება ჭეშმარიტების ფლობას — განა ეს ძალიან პრობლემური არ არის? ზოგიერთი ამბობს: „მე არ ჩამიშლია და არეულობა არ შემიტანია ეკლესიის საქმეში, სხვებს არ ვიყენებ, არ მიყვარს სხვებისგან პარვა და არ ვარ მჩაგვრელი; მე არ ვარ ბოროტმოქმედი.“ ნუთუ აქ ის იგულისხმება, რომ ხარ ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტებას პრაქტიკაში ახორციელებს, ვინმე, ვინც ფლობს ჭეშმარიტებას? მათი დიდი ნაწილი, ვინც დაჟინებით ეჭიდება ადამიანებს, მოვლენებსა და საგნებს, საკუთარ თავს მიიჩნევს მართალ ადამიანად, რომელსაც, შესაბამისად, არ სჭირდება ჭორებზე ნერვიულობა და თვლის, რომ არის წესიერი, ღირსეული ადამიანი, რომელიც არასოდეს დაუწყებს სხვებს პირფერობას. ამიტომ, როდესაც გარკვეული სიტუაციების წინაშე დგებიან შეჯახებისას, ისინი მიდრეკილნი არიან კამათისა და დავისკენ და დაჟინებით მოითხოვენ ამ გზით დაამტკიცონ საკუთარი სიმართლე. მათ სჯერათ, რომ თუ მათი არგუმენტები მყარია, მათი საჯაროდ წარმოდგენა შესაძლებელია და უმრავლესობაც ეთანხმება , მაშინ ისინი ფლობენ ჭეშმარიტებას. რა არის მათი „ჭეშმარიტება“? რა სტანდარტით იზომება ის? გგონიათ, რომ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ჭეშმარიტების გაგება? (არა.) ამიტომ, ისინი ყოველთვის დაჟინებით იციკლებიან ადამიანებზე, მოვლენებსა და საგნებზე და ჯიუტად ტრიალებენ მათ გარშემო. ამ ადამიანებს არ ესმით ჭეშმარიტება, ამიტომ ყოველთვის ამბობენ: „მე არ შეურაცხმიყვიხარ. რატომ მიღებ ყოველთვის მიზანში? შენი მხრიდან ჩემი მიზანში ამოღება არასწორია!“ მათ სჯერათ: „თუ არ შეურაცხმიყვიხარ, ასე არ უნდა მექცეოდე. რადგან ასე მექცევი, სამაგიეროს გადაგიხდი, შურს ვიძიებ და ჩემი შურისძიება ლეგიტიმური თავდაცვაა, ის კანონიერია. ეს არის ჭეშმარიტება-პრინციპი. შესაბამისად, რასაც აკეთებ, არ შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებს, მაგრამ რასაც მე ვაკეთებ — შეესაბამება. ამიტომ ჩავიციკლები ამ საკითხზე, ყოველთვის წამოვჭრი ამ თემას და ყოველთვის გახსენებ!“ მათ სჯერათ, რომ ადამიანებზე, მოვლენებსა და საგნებზე დაჟინებით ჩაციკვლა შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებს, მაგრამ განა ეს უდიდესი შეცდომა არ არის? ეს ნამდვილად უდიდესი შეცდომაა და ისინი არასწორი მიმართულებით მიდიან. ადამიანებზე, მოვლენებსა და საგნებზე დაჟინებით ჩაციკვლა სრულიად სხვა რამ არის და ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება - სხვა. ეს არის მეორე პრობლემა ამ ადამიანების ადამიანურობასთან დაკავშირებით — ისინი დაჟინებით იციკლებიან ადამიანებზე, მოვლენებსა და საგნებზე. რას უკავშირდება ადამიანობის პრობლემები? განა ისინი არ უკავშირდება ადამიანის ბუნებას? ამ ადამიანებს მრავალი წელია სწამთ ღმერთი, მაგრამ არ ესმით ჭეშმარიტება და ჰგონიათ, რომ ის ტერმინები, რომლებიც იციან, როგორიცაა ღია და პირდაპირი, მართალი და პატიოსანი, გულწრფელი და გახსნილი, პირდაპირი და წესიერი და ა.შ., არის არის ადამიანის ყოფაქცევის საფუძვლები და მიიჩნევენ მათ საკუთარი თავის წარმართვის საფუძვლები და ამ რამეებს ჭეშმარიტება-პრინციპებად მიიჩნევენ. ეს უკიდურესად მცდარი თვალსაზრისია.
ადამიანებს, რომლებიც ერთვებიან ურთიერთთავდასხმებში და მიდრეკილნი არიან სიტყვიერი შელაპარაკებისკენ, არანორმალური ადამიანობა აქვთ. ამის პირველი ასპექტია მტყუან-მართალზე დავის სიყვარული; მეორე — ადამიანებზე, მოვლენებსა და საგნებზე დაჟინებით ჩაციკვლა. რა არის მესამე ასპექტი? განა ეს ჭეშმარიტების მიღებაზე მათ მიერ სრული უარის თქმა არ არის? მათ ერთი სწორი განაცხადის მიღებაც კი არ შეუძლიათ. ისინი ფიქრობენ: „თუნდაც მართალს ამბობდე, უნდა დამეხმარო რეპუტაციის შენარჩუნებაში, ტაქტიანად უნდა ისაუბრო და გული არ უნდა მატკინო. თუ შენი სიტყვები მწარეა და შეიძლება თავმოყვარეობა შემილახოს, პირადად უნდა მითხრა. გული არ უნდა მატკინო ბევრი ადამიანის წინაშე ისე, რომ არ გაითვალისწინო ჩემი თავმოყვარეობა და არ მომცე გამოსავალი ამ უხერხული მდგომარეობიდან. უფრო მეტიც, რასაც ამბობ, არასწორია, ამიტომ სამაგიერო უნდა გადაგიხადო!“ უფრო სერიოზულ შემთხვევებში, ამგვარი ადამიანები წინააღმდეგობას სწევენ: „რაც არ უნდა სწორი იყოს შენი სიტყვები, არ მივიღებ მათ! არაუშავს, თუ სხვა ვინმეზე ისაუბრებ, მაგრამ ჩემი მიზანში ამოღება მიუღებელია, თუნდაც მართალი იყო!“ ღვთის სიტყვების კითხვის დროსაც კი თუ გრძნობენ, რომ ეს სიტყვები მათ ამხელს, ზიზღს გრძნობენ და მათი მოსმენა არ სურთ — უბრალოდ, რადგან მხოლოდ ღვთის სიტყვების წინაშე დგანან, ღმერთთან კამათს ვერ ბედავენ. თუ ვინმე პირისპირ მიუთითებს მათ პრობლემებზე ან მდგომარეობაზე ან უნებლიეთ ახსენებს მათ ისე, რომ მიზანში ამოღება არ აქვს განზრახული, მათ შეუძლიათ სამაგიეროს გადახდა და სიტყვიერი შელაპარაკების წამოწყება. განა ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანები სასტიკ უარს ამბობენ ჭეშმარიტების მიღებაზე? (დიახ.) ეს არის მათი ადამიანურობა-არსება — ჭეშმარიტების მიღებაზე აბსოლუტური უარის თქმა. ამრიგად, მიუხედავად მათი სიტყვიერი შელაპარაკების შინაარსისა ან იმისა, თუ სად ხდება ეს შელაპარაკება, ასეთი ადამიანების ადამიანობა ნათელია. მათ არ ესმით ჭეშმარიტება და თუნდაც ესმოდეთ, რაზეა საუბარი ქადაგებების დროს, ისინი არ იღებენ ჭეშმარიტებას; ისინი კვლავ ერთვებიან ურთიერთთავდასხმებში და განუწყვეტლივ არიან ჩაბმულნი სიტყვიერ შელაპარაკებაში ან ხშირად მიდრეკილნი არიან სხვებზე თავდასხმისკენ. მათი ამ გამოვლინებებიდან გამომდინარე როგორიადამიანები არიან ისინი? პირველ რიგში, არიან ისინი ჭეშმარიტების მოყვარულნი? არიან ისინი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება, როდესაც ესმით იგი? (არა.) როდესაც პრობლემებს აღმოაჩენენ, შეუძლიათ ჭეშმარიტების ძიება მათ გადასაჭრელად? (არა.) როდესაც სხვების მიმართ წარმოდგენები, წინასწარგანწყობა ან პირადი მოსაზრებები უჩნდებათ, შეუძლიათ მათი გვერდზე გადადება ჭეშმარიტების საძიებლად?(არა.) მათ არცერთი ამის გაკეთება არ შეუძლიათ. თუ შევხედავთ ყოველივე იმას, რისი გაკეთებაც არ შეუძლიათ, აშკარაა, რომ ყველა ადამიანი, ვინც მიდრეკილია სხვებზე თავდასხმისა და სიტყვიერ შელაპარაკებაში ჩაბმისკენ, უვარგისია. მათი სხვადასხვა გამოვლინებიდან გამომდინარე, არ უყვართ ჭეშმარიტება და არ სურთ მისი ძიება. ჭეშმარიტებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რაოდენ მიკერძოებულებიც არ უნდა იყვნენ ან რაოდენ მცდარი შეხედულებებიც არ უნდა განუვითარდეთ, ისინი საკუთარ თავში დარწმუნებულნი რჩებიანდა საერთოდ არ ეძიებენ ჭეშმარიტებას და მაშინაც კი, როდესაც ჭეშმარიტებას ნათლად უზიარებენ, ისინი უარს ამბობენ მის მიღებაზე და მით უმეტეს, არ სურთ მისი პრაქტიკაში განხორციელება. ამავდროულად, ეს ადამიანები კიდევ უფრო საძაგელ თვისებას ავლენენ: მას შემდეგ, რაც გარკვეულ სიტყვებსა და მოძღვრებებს გაიგებენ, ისინი იყენებენ ამ მაღალფარდოვან მოძღვრებებს, რომლებიც ესმით, რათა თვითნებურად თავს დაესხან, განიკითხონ და დაგმონ სხვები და შებოჭონ და გააკონტროლონ კიდეც ისინი. თუ ვერ მოახერხებენ შენს დამორჩილებას თავიანთი განკითხვითა და დაგმობით, ისინი ყველა გზას ეძებენ ფუჭი თეორიებით შენს შესაბოჭად. თუ მაინც არ დანებდები, ისინი კიდევ უფრო საძაგელ და საშინელ მეთოდებს მიმართავენ შენზე თავდასასხმელად სანამ არ დანებდები მათ, არ გახდები სუსტი და ნეგატიური ან არ დაიწყებ მათით აღფრთოვანებას და არ მოექცევი მათი მანიპულაციის ქვეშ — მხოლოდ მაშინ იგრძნობენ თავს კმაყოფილად. მაშ, ამ ადამიანების ქცევებზე, გამოვლინებებსა და ჭეშმარიტების მიმართ დამოკიდებულებაზე დაყრდნობით, რა ტიპის ადამიანები არიან ისინი? ისინი სასტიკად უარს ამბობენ ჭეშმარიტების მიღებაზე — ეს არის მათი დამოკიდებულება ჭეშმარიტების მიმართ. და რა შეიძლება ითქვას მათ ადამიანობაზე? ამ ადამიანების უმრავლესობა ბოროტმოქმედია; მოკრძალებულად რომ ვთქვათ, მათი 90%-ზე მეტი ასეთია. ბოროტმოქმედებს უყვართ მტყუან-მართლის გარჩევა თითოეულ საკითხთან მიმართებაში; წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოეშვებიან და ყოველთვის არიან ამისკენ მიდრეკილები. გარდა ამისა, როდესაც კონკრეტული სიტუაციების წინაშე აღმჩნდებიან ბოროტმოქმედები შეპყრობილნი არიან ადამიანებითა და საგნებით, დაჟინებით იციკლებინ მათზე და მუდამ თავს იმართლებენ და ყოველთვის ცდილობენ, რომ ყველა დაეთანხმოს და მხარი დაუჭიროს მათ და თქვას, რომ ისინი მართლები არიან და არავის აძლევენ უფლებას, რამე ცუდი თქვას მათზე. უფრო მეტიც, როდესაც ბოროტმოქმედები გარკვეული სიტუაციების წინაშე აღმოჩნდებიან, ყოველთვის ეძებენ შესაძლებლობებს ადამიანთა შესაბოჭად და გასაკონტროლებლად. რა მეთოდს იყენებენ ისინი მათ გასაკონტროლებლად? ისინი გმობენ ყველას, რათა სხვებს აგრძნობინონ საკუთარი ნაკლოვანებები და დააჯერონ, რომ ისინი არასაკმარისად კარგები არიან, რომ მათ აქვთ პრობლემები და ნაკლოვანებები და რომ ჩამოუვარდებიან ამ ბოროტმოქმედებს, რის შემდეგაც ბოროტმოქმედები თავს კმაყოფილად და ბედნიერად გრძნობენ. როდესაც ყველას ძირს დასცემენ და მხოლოდ თავად დარჩებიან ფეხზე, განა ყველას თავიანთი კონტროლის ქვეშ არ მოაქცევენ? მიზანი, რომელსაც ისინი ადამიანების გაკონტროლებით აღწევენ,არის ყველას დაგმობა და ძირს დაცემა, რათა ყველამ დაიჯეროს, რომ უუნაროა, გახდეს ნეგატიური და სუსტი, დაკარგოს ღვთის სიტყვებისა და ჭეშმარიტების რწმენა და დაკარგოს ღვთის რწმენა და სავალი გზა — ამის შემდეგ ეს ბოროტმოქმედები თავს ბედნიერად და კმაყოფილად გრძნობენ. თუ ამ ასპექტებს შევხედავთ, განა ნათელი არ არის, რომ ამგვარი ადამიანების უმრავლესობას ბოროტმოქმედები შეადგენენ? შეხედეთ, რა ტიპის ადამიანები არიან ყოველთვის მიდრეკილნი სხვებზე თავდასხმისკენ, როდესაც ჯგუფში იმყოფებიან, პირისპირ თუ ზურგს უკან, რომლებიც სხვადასხვა მეთოდს იყენებენ სხვებზე თავდასასხმელად — ასეთი ადამიანები ბოროტმოქმედები არიან. ეს ადამიანები საერთოდ არ იღებენ ჭეშმარიტებას, არც ჭეშმარიტების შესახებ ეზიარებიან და ხშირად სარგებლობენ სიტუაციით, რათა იტრაბახონ, რომ კარგი ადამიანები არიან, რომ რასაც აკეთებენ, გამართლებული და დასაბუთებულია და რომ ისინი მართლად და ღიად იქცევიან. ისინი ყოველთვის ტრაბახობენ, რომ წესიერი და ღირსეული ადამიანები არიან, პირდაპირი და სამართლიანი პიროვნებები. ეს ადამიანები არასოდეს ახდენენ ჭეშმარიტების და არც ღვთის სიწყვების დამოწმებას, მათ უბრალოდ უყვართ ადამიანებზე, მოვლენებსა და საგნებზე დაჟინებით ჩაციკვლა და საკუთარი თავის გასამართლებლად არგუმენტების მოყვანა. მათი განზრახვა და მიზანია, დააჯერონ ადამიანებს, რომ ისინი კარგი ადამიანები არიან და რომ ყველაფერი ესმით. რაც შეეხება ეკლესიაში მათ, ვინც ხშირად ერთვება ურთიერთთავდასხმებსა და სიტყვიერ შელაპარაკებაში, იქნება ეს ისინი, ვინც იწყებს თავდასხმებს, თუ ისინი, ვისაც თავს ესხმიან, თუ ეკლესიური ცხოვრება ირღვევა და ირევა, მაშინ ადამიანების უმეტესობა ფეხზე უნდა დადგეს მათ გასაფრთხილებლად და შესაზღუდად. ამ ადამიანებს არ უნდა მიეცეთ დრო, რომ ითარეშონ და ცუდი საქმეები აკეთონ და არც იმის უფლება, რომ გავლენა მოახდინონ სხვებზე პირადი ბოღმის გადმონთხევითა და პირადი წყენისა თუ დროებითი ბრაზის გამო შურისძიების ძიებით. რა თქმა უნდა, ეკლესიის წინამძღოლებმაც ჯეროვნად უნდა შეასრულონ თავიანთი პასუხისმგებლობები, ეფექტურად შეზღუდონ ეს ადამიანები ეკლესიურ ცხოვრებაში ჩაშლისა და არეულობის შეტანისგან და დაიცვან ადამიანთა უმრავლესობა შეწუხებისგან. როდესაც ადამიანები ერთვებიან ურთიერთთავდასხმებსა და სიტყვიერ შელაპარაკებაში, ეკლესიის წინამძღოლებს უნდა შეეძლოთ მათი დროულად შეჩერება და შეზღუდვა. თუ მათი შეჩერებისა და შეზღუდვის მცდელობა პრობლემას ვერ აგვარებს და ისინი აგრძელებენ ერთმანეთზე თავდასხმასა და სიტყვიერ შელაპარაკებაში ჩაბმას, რითაც აწუხებენ სხვებს და აგრძელებენ ეკლესიური ცხოვრების დაზიანებას, მაშინ ასეთი ადამიანები უნდა მოიკვეთონ ან განდევნონ. ეს ეკლესიის წინამძღოლების პასუხისმგებლობაა.
ჩვენ საკმაოდ ბევრი ვითანაზიარეთ მათი ქცევებისა და გამოვლინებების შესახებ, ვინც ერთვება ურთიერთთავდასხმებსა და სიტყვიერ შელაპარაკებაში. ახლახან ასევე მოკლედ გავაანალიზეთ და ვითანაზიარეთ მათი ადამიანობის შესახებ, რაც საშუალებას მოგცემთ მეტი გამჭრიახობა გამოიჩინოთ მათ მიმართ და უმეტესობამ გაარკვიოთ, რა ხდება სინამდვილეში და დროულად ამოიცნოთ ისინი, როდესაც საუბრობენ და მოქმედებენ. რაც უფრო საფუძვლიანად გაიგებთ და შეიცნობთ ამ ადამიანების არსს, მით უფრო სწრაფად შეძლებთ მათ ამოცნობას და შესაბამისად, სულ უფრო ნაკლებად შეგაწუხებენ ისინი. უმეტესობისთვის ნათელი უნდა იყოს ის ზიანი, რომელსაც ურთიერთთავდასხმებსა და სიტყვიერ შელაპარაკებაში ჩართული ადამიანები აყენებენ ეკლესიურ ცხოვრებასა და ღვთის რჩეულ ხალხს. ამგვარი ადამიანები ნამდვილად არ დაფიქრდებიან საკუთარ თავზე და არ შეწყვეტენ ბრძოლას. თუ მათ მიმართ დაუყოვნებლივ არ იქნება ზომები მიღებული და არ მოხდება მათი მოკვეთა, ისინი უწყვეტ ჩაშლასა და არეულობას გამოიწვევენ ეკლესიურ ცხოვრებაში. ამიტომ, ასეთი ადამიანების მიმართ ზომების მიღება და მათი მოკვეთა ეკლესიის წინამძღოლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და ის არ უნდა იქნას უგულებელყოფილი.
5 ივნისი, 2021 წ.