წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (14)
რამდენი ხანია, რაც ლიდერთა და მუშაკთა პასუხისმგებლობების შესახებ თანაზიარება გვაქვს? (ოთხნახევარი თვე.) ახლა, ამდენი ხნის განმავლობაში ამ თემაზე თანაზიარების შემდეგ, გაქვთ თუ არა უფრო ნათელი წარმოდგენა იმ კონკრეტულ საქმეზე, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ? (დიახ, ჩვენი წარმოდგენა ამის შესახებ ოდნავ უფრო ნათელია.) ის წინანდელზე უფრო ნათელი უნდა იყოს. ჩემი თანაზიარება იმდენად კონკრეტული და ნათელია, რომ თუ ვინმეს მაინც არ ესმის, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი მოკლებულია გონიერებას, არა? (დიახ.) ახლა რომ ვუყურებთ ამას, ფიქრობთ, რომ ადვილია იყო კარგი წინამძღოლი ან მუშაკი? (არ არის ადვილი.) რა თვისებებია საჭირო? (ადამიანს უნდა გააჩნდეს წინამძღოლებისა და მუშაკებისთვის აუცილებელი სულიერი მონაცემები და ადამიანობა, ასევე ჭეშმარიტება-რეალობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.) სულ მცირე, ადამიანს უნდა ჰქონდეს სინდისი, გონიერება და ერთგულება და ამის შემდეგ, სულიერი მონაცემები და მუშაობის უნარი. როდესაც ადამიანი ფლობს ყველა ამ თვისებას, მას შეუძლია იყოს კარგი წინამძღოლი ან მუშაკი და შეასრულოს თავისი ვალდებულებები.
პუნქტი მეთორმეტე: იმ სხვადასხვა ადამიანების, მოვლენებისა და საგნების ოპერატიული და ზუსტი იდენტიფიცირება, რომლებიც აფერხებენ და არღვევენ ღვთის საქმესა და ეკლესიის ნორმალურ წესრიგს; მათი შეჩერება, შეზღუდვა და ვითარების გამოსწორება; გარდა ამისა, ჭეშმარიტების გაზიარება, რათა ღვთის რჩეულმა ხალხმა ამ ყველაფრის მეშვეობით განავითაროს გარჩევის უნარი და მიიღოს შესაბამისი გაკვეთილი (ნაწილი მეორე)
გასულ შეკრებაზე ჩვენ გვქონდა თანაზიარება წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობების მეთორმეტე პუნქტის შესახებ: „იმ სხვადასხვა ადამიანების, მოვლენებისა და საგნების ოპერატიული და ზუსტი იდენტიფიცირება, რომლებიც ჩაშლიან და აურევენ ღვთის საქმესა და ეკლესიის ნორმალურ წესრიგს; მათი შეჩერება, შეზღუდვა და ვითარების გამოსწორება; გარდა ამისა, ჭეშმარიტების გაზიარება, რათა ღვთის რჩეულმა ხალხმა ამ ყველაფრის მეშვეობით განავითაროს გარჩევის უნარი და მიიღოს შესაბამისი გაკვეთილი.“ ამ პუნქტის ფარგლებში ჩვენ პირველ რიგში გვქონდა თანაზიარება იმის შესახებ, თუ რომელი ადამიანები, მოვლენები და საგნები ჩაშლიან და აურევენ ღვთის საქმესა და ეკლესიის ნორმალურ წესრიგს. თუ წინამძღოლებსა და მუშაკებს სურთ შეაჩერონ და შეზღუდონ ის სხვადასხვა ადამიანები, მოვლენები და საგნები, რომლებიც იწვევენ ჩაშლასა და არეულობას ეკლესიაში და სურთ ამ საქმის კარგად შესრულება, მათ ჯერ უნდა იცოდნენ და გაარკვიონ, რომელი ადამიანები, მოვლენები და საგნები ჩაშლიან და აურევენ ღვთის საქმესა და ეკლესიის ნორმალურ წესრიგს. ამის შემდეგ მათ უნდა შეუსაბამონ ეს ყოველივე ეკლესიის რეალურ საქმესა და ეკლესიის ცხოვრებაში არსებულ ადამიანებს, მოვლენებსა და საგნებს და შემდეგ შეასრულონ სხვადასხვა დავალება, როგორიცაა მათი შეჩერება და შეზღუდვა. ეს არის მოთხოვნა წინამძღოლებისა და მუშაკების მიმართ. ჩვენს გასულ შეკრებაზე, ჩვენ გვქონდა თანაზიარება ზოგიერთი იმ სხვადასხვა ადამიანის, მოვლენისა და საგნის შესახებ, რომლებიც ჩაშლიან და აურევენ ეკლესიის საქმესა და ეკლესიურ ცხოვრებას და დავიწყეთ იმ საკითხებით, რომლებიც ეკლესიურ ცხოვრებას უკავშირდება. ჩვენ ასევე დავახარისხეთ ეკლესიურ ცხოვრებაში არსებული ის ადამიანები, მოვლენები და საგნები, რომელთაც ჩაშლისა და არეულობის გამოწვევის ბუნება გააჩნიათ. სულ რამდენი საკითხი იყო? (თერთმეტი. პირველი, ჭეშმარიტების თანაზიარებისას თემიდან ხშირი გადახვევა; მეორე, სიტყვებისა და მოძღვრებების ფრქვევა ადამიანთა შეცდომაში შესაყვანად და მათი პატივისცემის მოსაპოვებლად; მესამე, საყოფაცხოვრებო საკითხებზე ლაყბობა, პირადი კავშირების დამყარება და პირადი საქმეების მოგვარება; მეოთხე, დაჯგუფებების შექმნა; მეხუთე, სტატუსისთვის ბრძოლა; მეექვსე, განხეთქილების ჩამოგდება; მეშვიდე, ადამიანებზე თავდასხმა და მათი ჩაგვრა; მერვე, წარმოდგენების გავრცელება; მეცხრე, ნეგატივის ფრქვევა; მეათე, საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელება; და მეთერთმეტე, არჩევნების პრინციპების დარღვევა.) მეექვსე საკითხია განხეთქილების ჩამოგდება, რომელსაც ჩაშლისა და არეულობის გამომომწვევი ბუნება გააჩნია, მაგრამ სხვა ბოროტ საქმეებთან შედარებით, ეს მცირე პრობლემაა. შეცვალეთ იგი „შეუფერებელ ურთიერთობებში ჩაბმით“ — ამის ბუნება უფრო სერიოზულია, ვიდრე განხეთქილების ჩამოგდება. მეშვიდე საკითხია ადამიანებზე თავდასხმა და მათი ჩაგვრა. შეცვალეთ ეს „ურთიერთთავდასხმებსა და სიტყვიერ დაპირისპირებებში ჩაბმით“ — განა ეს თავისი არსით უფრო სერიოზული, კონკრეტული და შესაფერისი არ არის? (დიახ.) ურთიერთთავდასხმები და სიტყვიერი დაპირისპირებები ეკლესიურ ცხოვრებაში ხშირად წარმოქმნილი პრობლემაა, რომელიც ჩაშლასა და არეულობას უკავშირდება. ამ ორი საკითხის ამგვარად მოდიფიცირება მათ უფრო შესაფერისს და ეკლესიურ ცხოვრებაში წარმოქმნილ პრობლემებთან უფრო ახლოს მყოფს ხდის. მეთერთმეტე საკითხია არჩევნების პრინციპების დარღვევა. შეცვალეთ ეს „არჩევნებით მანიპულირებითა და მისი ჩაშლით“. ეს მხოლოდ ფორმულირების ცვლილებაა. მისი არსი იგივე რჩება, უბრალოდ ხარისხია გაძლიერებული —ახლა ის უფრო მეტად უკავშირდება ჩაშლისა და არეულობის გამომწვევ ბუნებას.
სხვადასხვა ადამიანები, მოვლენები და საგნები, რომლებიც არღვევენ და ხელს უშლიან ეკლესიის ცხოვრებას
V. სტატუსისთვის ბრძოლა
გასულ ჯერზე ჩვენ გვქონდა თანაზიარება მეოთხე საკითხამდე, დაჯგუფებების შექმნამდე. ამჯერად ჩვენ გადავალთ თანაზიარებაზე მეხუთე საკითხის შესახებ, სტატუსისთვის ბრძოლაზე. სტატუსისთვის ბრძოლის საკითხი არის პრობლემა, რომელიც ხშირად წარმოიქმნება ეკლესიურ ცხოვრებაში და ის იშვიათობას არ წარმოადგენს. რა მდგომარეობებს, ქცევებსა და გამოვლინებებს მოიცავს სტატუსისთვის ბრძოლის პრაქტიკა? სტატუსისთვის ბრძოლის რომელი გამოვლინებები მიეკუთვნება ღვთის საქმისა და ეკლესიის ნორმალური წესრიგის ჩაშლისა და არეულობის პრობლემას? რომელ საკითხზე ან კატეგორიაზეც არ უნდა გვქონდეს თანაზიარება, ის უნდა ეხებოდეს იმას, რაც ნათქვამია მეთორმეტე პუნქტში: „იმ სხვადასხვა ადამიანების, მოვლენებისა და საგნების შესახებ, რომლებიც ჩაშლიან და აურევენ ღვთის საქმესა და ეკლესიის ნორმალურ წესრიგს.“ მან უნდა მიაღწიოს ჩაშლისა და არეულობის დონეს და უნდა უკავშირდებოდეს ამ ბუნებას — მხოლოდ მაშინ ღირს მისი თანაზიარება და ანალიზი. სტატუსისთვის ბრძოლის რომელი გამოვლინებები ასოცირდება ღვთის სახლის საქმის ჩაშლისა და არეულობის ამ ბუნებასთან? ყველაზე გავრცელებულია ადამიანების ბრძოლა ეკლესიის წინამძღოლებთან სტატუსისთვის, რაც ძირითადად ვლინდება იმაში, რომ ისინი ეჭიდებიან წინამძღოლების გარკვეულ ქმედებებსა და შეცდომებს, რათა დაამცირონ და დაგმონ ისინი და მიზანმიმართულად ააშკარავებენ მათი გახრწნილების გამოვლინებებს, ასევე მათ ადამიანობასა და სულიერ მონაცემებში არსებულ ნაკლოვანებებსა და სისუსტეებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მათ მიერ საქმეში ან ადამიანებთან ურთიერთობისას დაშვებულ გადახრებსა და შეცდომებს. ეს არის ეკლესიის წინამძღოლებთან სტატუსისთვის ბრძოლის ყველაზე გავრცელებული და ყველაზე აშკარა გამოვლინება. გარდა ამისა, ეს ადამიანები არ ზრუნავენ იმაზე, თუ რამდენად კარგად ასრულებენ ეკლესიის წინამძღოლები თავიანთ საქმეს, მოქმედებენ თუ არა ისინი პრინციპების შესაბამისად ან აქვთ თუ არა პრობლემები თავიანთ ადამიანობაში, და უბრალოდ ურჩობას იჩენენ ამ წინამძღოლების მიმართ. რატომ არიან ისინი ურჩნი? იმიტომ, რომ მათაც სურთ იყვნენ ეკლესიის წინამძღოლები — ეს არის მათი ამბიცია, მათი სურვილი, და ამიტომაც იჩენენ ურჩობას. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მუშაობენ ან აგვარებენ პრობლემებს ეკლესიის წინამძღოლები, ეს ადამიანები ყოველთვის ეჭიდებიან მათ ქმედებებს, განიკითხავენ და გმობენ მათ და იქამდეც კი მიდიან, რომ აზვიადებენ მოვლენებს, ამახინჯებენ ფაქტებს და მაქსიმალურად ბერავენ ყველაფერს. ისინი არ იყენებენ იმ სტანდარტებს, რომლებსაც ღვთის სახლი მოითხოვს წინამძღოლებისა და მუშაკებისგან, რათა გაზომონ, მოქმედებენ თუ არა ეს წინამძღოლები პრინციპების შესაბამისად, არიან თუ არა ისინი მართალი ადამიანები, არიან თუ არა ისინი ადამიანები, რომლებიც ეძიებენ ჭეშმარიტებას და აქვთ თუ არა მათ სინდისი და გონიერება. ისინი არ აფასებენ წინამძღოლებს ამ პრინციპების მიხედვით. ნაცვლად ამისა, საკუთარ განზრახვებსა და მიზნებზე დაყრდნობით, ისინი მუდმივად წვრილმანებს ეძიებიან და საჩივრებს იგონებენ, პოულობენ მიზეზებს წინამძღოლებისა თუ მუშაკების დასადანაშაულებლად მათ ზურგს უკან ავრცელებენ ხმებს, თითქოს ისინი ისეთ რამეებს აკეთებენ, რაც არ შეესაბამება ჭეშმარიტებას ან ააშკარავებენ მათ ნაკლოვანებებს. მათ შეიძლება თქვან, მაგალითად: „ამა და ამ წინამძღოლმა ერთხელ შეცდომა დაუშვა და ზემდგომის მიერ გაისხლა და თქვენგან არავინ იცოდა ამის შესახებ. ხედავთ, რა კარგად შეუძლიათ თვალთმაქცობა!“ ისინი არ დაგიდევენ და არ ადარდებთ, არის თუ არა ეს წინამძღოლი ან მუშაკი ღვთის სახლის მიერ სულიერი განვითარების სამიზნე ან შეესაბამება თუ არა იგი წინამძღოლის ან მუშაკის სტანდარტს; ისინი უბრალოდ განაგრძობენ მათ განკითხვას, ფაქტების დამახინჯებას და მათ ზურგს უკან წვრილმანი ინტრიგების ხლართვას. და რა მიზნით აკეთებენ ისინი ამ ყველაფერს? სტატუსისთვის საბრძოლველად, განა ასე არ არის? ყველაფერს, რასაც ისინი ამბობენ და აკეთებენ, თავისი მიზანი აქვს. ისინი არ ითვალისწინებენ ეკლესიის საქმეს და წინამძღოლებისა და მუშაკების მათეული შეფასება არ ეფუძნება ღვთის სიტყვებს ან ჭეშმარიტებას, მით უმეტეს ღვთის სახლის სამუშაო განკარგულებებს ან იმ პრინციპებს, რომლებსაც ღმერთი მოითხოვს ადამიანისგან, არამედ ეფუძნება მათსავე განზრახვებსა და მიზნებს. ისინი ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რასაც წინამძღოლები ან მუშაკები ამბობენ და შემდეგ საკუთარ „შეხედულებებს“ გვთავაზობენ. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შეესაბამება ჭეშმარიტებას ის, რასაც წინამძღოლები და მუშაკები ამბობენ, ისინი ამას ოდნავადაც არ იღებენ. ისინი უარყოფენ ყველაფერს, რასაც წინამძღოლები და მუშაკები ამბობენ და საკუთარ განსხვავებულ მოსაზრებებს აყენებენ წინა პლანზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წინამძღოლი ან მუშაკი იხსნება, საკუთარ თავს აშიშვლებს და საუბრობს თავის თვითშემეცნებაზე, ისინი კიდევ უფრო კმაყოფილნი არიან და ფიქრობენ, რომ თავიანთი შანსი იპოვეს. რა შანსი? შანსი იმისა, რომ დაამცირონ ეს წინამძღოლი ან მუშაკი, რათა ყველამ გაიგოს, რომ ამ წინამძღოლს ან მუშაკს სუსტი სულიერი მონაცემები აქვს, რომ ის შეიძლება იყოს სუსტი, რომ ისიც გახრწნილი ადამიანია, რომ ისიც ხშირად უშვებს შეცდომებს თავის ქმედებებში და რომ ის არაფრით სჯობს სხვებს. ეს არის მათი შანსი, იპოვონ რაიმე ამ წინამძღოლის ან მუშაკის წინააღმდეგ, მათი შესაძლებლობა, წააქეზონ ყველა, რათა დაგმონ, დაამხონ და ძირს დასცენ ეს წინამძღოლი ან მუშაკი. და ყველა ამ ქცევისა და ქმედების მოტივაცია სხვა არაფერია, თუ არა სტატუსისთვის ბრძოლა. თუ დაცული იქნება არჩევნების პრინციპები და ღვთის სახლში ადამიანების სულიერი განვითარებისა და გამოყენების პრინციპები, ნორმალურ პირობებში ასეთი პირებს არასოდეს აირჩევენ წინამძღოლებად ან მუშაკებად. ეს არის ის, რაც მათ დაინახეს და ნათლად გაიგეს, ამიტომ ისინი მიმართავენ ნებისმიერ საშუალებას წინამძღოლებისა და მუშაკების წინააღმდეგ თავდასხმისა და მათი დაგმობისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გახდება წინამძღოლი ან მუშაკი, ისინი უბრალოდ ურჩობას იჩენენ მათ მიმართ და ყოველთვის წვრილმანებს ეძიებიან და უპასუხისმგებლო, კრიტიკულ კომენტარებს აკეთებენ მათზე. მაშინაც კი, თუ ამ წინამძღოლებისა და მუშაკების ქმედებებსა თუ სიტყვებში არაფერია არასწორი, ისინი ყოველთვის ახერხებენ მათში რაიმე ნაკლის პოვნას — სინამდვილეში, ის პრობლემები, რომლებსაც ისინი გამოარჩევენ, არ არის პრინციპული, არამედ წმინდა წყლის უმნიშვნელო საკითხებია. მაშ, რატომ ამახვილებენ ისინი ყურადღებას ამ უმნიშვნელო საკითხებზე? რატომ შეუძლიათ მათ ასე ღიად განიკითხონ და დაგმონ წინამძღოლები და მუშაკები ასეთი რამეების გამო? მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ, და ეს არის ძალაუფლებისა და სტატუსისთვის ბრძოლა. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ თანაზიარებს ღვთის სახლი ცრუ წინამძღოლებისა და ანტიქრისტეების სხვადასხვა გამოვლინების შესახებ, ისინი არასოდეს უკავშირებენ ამ გამოვლინებებს საკუთარ თავს, არამედ ექსკლუზიურად უკავშირებენ მათ ყველა დონის წინამძღოლსა და მუშაკს. როგორც კი ისინი ხელჩასაჭიდს იპოვიან, ფიქრობენ: „ახლა მე მაქვს მტკიცებულება; საბოლოოდ ვიპოვე რაღაც ბერკეტი, რასაც მათ წინააღმდეგ გამოვიყენებ და კარგი შესაძლებლობა მომეცა.“ შემდეგ ისინი კიდევ უფრო თავშეუკავებელნი ხდებიან იმ ყოველივეს მხილების, განკითხვის, კრიტიკული შეფასებისა და დაგმობის მხრივ, რასაც ეს წინამძღოლები და მუშაკები აკეთებენ. ზოგიერთი საკითხი, რომელსაც ისინი აყენებენ, ზედაპირულად შეიძლება ოდნავ პრობლემურად ჩანდეს, მაგრამ პრინციპებთან შედარებისას, ისინი არ არის მნიშვნელოვანი. მაშ, რატომ წამოჭრიან ისინი ამ საკითხებს? ეს სხვა არაფრის გამო ხდება, თუ არა წინამძღოლებისა და მუშაკების მხილების მიზნით, მათი დაგმობისა და დამარცხების განზრახვით. თუ წინამძღოლები და მუშაკები ნეგატივში ჩაცვივდებიან, წყალობას ითხოვენ და მათ წინაშე ქედს მოიხრიან, თუ დები და ძმები დაინახავენ, რომ ეს წინამძღოლები ყოველთვის ნეგატიურები და სუსტები არიან და რომ ისინი ხშირად უშვებენ შეცდომებს მოქმედებისას და აღარ აირჩევენ მათ წინამძღოლებად, თუ დები და ძმები აღარ მოუსმენენ ისეთივე ყურადღებით, როდესაც ეს წინამძღოლები ჭეშმარიტებას თანაზიარებენ და თუ ადამიანები აღარ ითანამშრომლებენ ისეთივე აქტიურობითა და გულმოდგინებით, როდესაც ეს წინამძღოლები საქმეს ახორციელებენ, მაშინ სტატუსისთვის მებრძოლნი კმაყოფილნი დარჩებიან და მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომლითაც ისარგებლებენ. ეს არის ის სცენარი, რომლის ხილვაც მათ ყველაზე მეტად სურთ და რისი მოხდენის იმედიც ყველაზე მეტად აქვთ. რა არის მათი მიზანი ამ ყველაფრის კეთებისას? ეს არ არის ადამიანების დახმარება ჭეშმარიტების გაგებაში და ცრუ წინამძღოლებისა და ანტიქრისტეების ამოცნობაში და არც ადამიანების ღვთის წინაშე წარმართვა. ნაცვლად ამისა, მათი მიზანია წინამძღოლებისა და მუშაკების დამარცხება და ძირს დაცემა, რათა ყველამ ისინი დაინახოს, როგორც ყველაზე შესაფერისი კანდიდატები წინამძღოლის პოზიციაზე. ამ ეტაპზე მათი მიზანი მიღწეული იქნება და მათ მხოლოდ ისღა დარჩებათ, დაელოდონ, როდის წარადგენენ დები და ძმები მათ წინამძღოლად. არიან თუ არა ასეთი ადამიანები ეკლესიაში? როგორია მათი ხასიათი? ეს პირები ხასიათით სასტიკნი არიან, მათ საერთოდ არ უყვართ ჭეშმარიტება და არც პრაქტიკაში იყენებენ მას; მხოლოდ ძალაუფლების ფლობა სურთ. რაც შეეხება მათ, ვისაც ესმის ჭეშმარიტების გარკვეული ნაწილი და გააჩნია გარკვეული გარჩევის უნარი — ისურვებდნენ თუ არა ისინი, რომ ასეთ ადამიანებს ჰქონოდათ ძალაუფლება? ისურვებდნენ თუ არა ისინი, რომ მათ ძალაუფლებას დაქვემდებარებოდნენ? (არა.) რატომაც არა? თუ ადამიანთა უმეტესობას შეეძლებოდა ნათლად დაენახა ასეთი პირების ბუნება-არსება, აირჩევდნენ თუ არა ისინი მათ კვლავ წინამძღოლებად? (არა.) ისინი ამას ვერ შეძლებდნენ, ყველა რომ ახლახან შეხვედროდა ერთმანეთს და არც ისე კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. მაგრამ როგორც კი ისინი გაიცნობენ ერთმანეთს და ნათლად დაინახავენ, რომელ პიროვნებას აქვს სუსტი სულიერი მონაცემები და არეული გონება; ვინ არის ბოროტი, სასტიკი და მზაკვრული ბუნების; ვინ მიილტვის სტატუსისთვის ბრძოლისა და ანტიქრისტეს გზით სიარულისკენ; ვის შეუძლია ჭეშმარიტების ძიება და თავისი მოვალეობის ერთგულად შესრულება და ა.შ., როგორც კი ისინი ჩასწვდებიან სხვადასხვა ადამიანის ბუნება-არსებასა და კატეგორიებს, მაშინ წინამძღოლების არჩევნები შედარებით ზუსტი და პრინციპების შესაბამისი იქნება.
ისურვებდა თუ არა ადამიანთა უმეტესობა წინამძღოლად აერჩია ის, ვინც მუდამ იბრძვის სტატუსისთვის, თუ აირჩევდნენ მას, ვისი სულიერი მონაცემები და მუშაობის უნარი შედარებით საშუალოა, მაგრამ არის გულმოდგინე და მტკიცე? როდესაც ნათელი არ არის, როგორია ამ ორი პიროვნების ზნეობა, რა არის მათი ბუნება-არსება, ან რა გზაზე დგანან ისინი, რომელ მათგანს აირჩევდა ადამიანთა უმეტესობა წინამძღოლად? (მეორეს, მას, ვინც მტკიცეა.) ადამიანთა უმეტესობა მეორეს აირჩევდა. მათი გამოვლინებები, ვინც მუდამ იბრძვის სტატუსისთვის, მათი ადამიანობისა და არსის მტკიცებულებაა. განა არ შეუძლია ადამიანთა უმეტესობას მათი გამოვლინებების ნათლად დანახვა და გარჩევა? ხალხი იტყვის: „ეს ადამიანი ყოველთვის ურთულებს საქმეს ეკლესიის წინამძღოლს; მისი ამბიციები მიმართულია ეკლესიის წინამძღოლის სტატუსის მოპოვებისკენ, მას სურს მისი, როგორც წინამძღოლის, ჩანაცვლება. მას შემდეგ, რაც ის პიროვნება ეკლესიის წინამძღოლად აირჩიეს, იგი ყოველთვის მიზანში იღებს მას და უკმაყოფილებას გამოხატავს მის მიმართ. ის ყოველთვის ეკამათება მას და წუნს სდებს ყველაფერში, რასაც ის აკეთებს, ეჭიდება ყველაფერს, რასაც კი შეუძლია, ასევე განიკითხავს მას და მის ზურგს უკან ააშკარავებს მის ნაკლოვანებებს. განსაკუთრებით შეკრებების დროს ან საქმის შესახებ თანაზიარებისას, თუ ის წამიერად აზრს ნათლად ვერ გამოხატავს, ის აწყვეტინებს და დიდ მოუთმენლობას იჩენს. ის აბუჩადაც კი იგდებს მას, დასცინის, აბუჩად იგდებს და მასზე იცინის; ის ყოველ ნაბიჯზე ურთულებს საქმეს და უხერხულ მდგომარეობაში აგდებს მას.“ როდესაც ეს ქცევები ყველასთვის აშკარაა, განა ადამიანთა უმეტესობა ვერ შეძლებს ამ პიროვნების გარჩევას? (დიახ.) მაშინ, უწყობს თუ არა ეს ხელს მის მიერ წინამძღოლის პოზიციის ხელში ჩაგდებას? ნამდვილად არა. ეს ადამიანები, რომლებიც სტატუსისთვის იბრძვიან, ჭკვიანები არიან თუ სულელები? ნათელია, რომ ისინი უგუნურები, სულელები არიან. არსებობს კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა: ეს პირები ეშმაკები არიან და მათი ბუნება უცვლელია! მათი სურვილი ძალაუფლებისა და სტატუსის მიმართ უკონტროლოა, იქამდეც კი, რომ ისინი კარგავენ გონიერებას, რაც არ არის ის, რაც ნორმალურ ადამიანობას გააჩნია. ეს სურვილი სცდება ნორმალური ადამიანობის რაციონალურობისა და სინდისის ფარგლებს და აღწევს უპრინციპობის დონეს. ეს ადამიანები ასე მოიქცევიან დროის, ადგილისა თუ კონტექსტის მიუხედავად, შედეგებზე დაფიქრების გარეშე, რომ აღარაფერი ვთქვათ მათი ქმედებების გავლენაზე. ეს არის სტატუსისთვის მებრძოლთა ყველაზე ტიპური გამოვლინებები და მიდგომები. ყოველთვის, როცა იმართება შეკრება ან საქმის შესახებ თანაზიარება, როგორც კი ყველა იკრიბება, ეს პირები აბეზარი ბუზებივით იწვევენ არეულობას, აფუჭებენ ეკლესიურ ცხოვრებასა და ჭეშმარიტების თანაზიარების ნორმალურ წესრიგს. ასეთ ქცევებსა და მიდგომებს ჩაშლისა და არეულობის გამოწვევის ბუნება გააჩნია. განა არ უნდა შეიზღუდონ ასეთი პირები? მძიმე შემთხვევებში, განა არ უნდა მოხდეს მათი მოცილება ან გარიცხვა? (დიახ.) ზოგჯერ, ბოროტი ადამიანების შესაზღუდად მხოლოდ ეკლესიის წინამძღოლების ძალაზე დაყრდნობა შეიძლება გარკვეულწილად სუსტი, იზოლირებული მცდელობა იყოს — თუ მას შემდეგ, რაც ნათლად დაინახავენ ბოროტი ადამიანების მიერ გამოწვეული ჩაშლისა და არეულობის სიმძიმეს და საფუძვლიანად შეიცნობენ მათ არსს, დები და ძმები შეძლებენ გაერთიანდნენ ეკლესიის წინამძღოლებთან ასეთი ბოროტი პირების შესაჩერებლად და შესაზღუდად, განა ეს უფრო ეფექტური არ იქნება? (დიახ.) თუ ვინმე იტყვის: „ბოროტი ადამიანების შეზღუდვა წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობაა, ამას არაფერი აქვს საერთო ჩვენთან, რიგით მორწმუნეებთან. ჩვენ ამაზე არ ვიდარდებთ! ბოროტი ადამიანები ეკლესიის წინამძღოლებს ებრძვიან სტატუსისთვის; ისინი სტატუსისთვის ებრძვიან მათ, ვისაც ის უკვე აქვს. ჩვენ არ გვაქვს სტატუსი; ისინი არ ცდილობენ ჩვენთვის რამის წართმევას. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ჩვენ არ გვეხება. დაე, იბრძოლონ, როგორც სურთ. თუ ეკლესიის წინამძღოლებს აქვთ უნარი, მათ უნდა შეზღუდონ ისინი; თუ არა, თავი უნდა დაანებონ. რა კავშირი აქვს ამას ჩვენთან?“ არის ეს შეხედულება კარგი? (არა.) რატომ არ არის კარგი? (ისინი არ იცავენ ეკლესიის ნორმალურ წესრიგს.) უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, რას გულისხმობს ეკლესიის ნორმალური წესრიგი? განა ის არ გულისხმობს ნორმალურ საეკლესიო ცხოვრებას? (დიახ.) ეს მოიცავს ნორმალურ და მოწესრიგებულ ეკლესიურ ცხოვრებას — ეს მოიცავს ღვთის სიტყვის მოწესრიგებულ ჭამა-სმას, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს შეუძლიათ ლოცვით წაიკითხონ და ითანაზიარონ ღვთის სიტყვა და გააზიარონ პირადი გამოცდილება ისეთ ეკლესიურ ცხოვრებაში, სადაც სულიწმიდა მოქმედებს, ღმერთი მყოფობს და ღმერთი წინამძღოლობს და ამავდროულად, ასევე მიიღონ გაცისკროვნება და გზამკვლევობა სულიწმიდისგან და მოიპოვონ ნათელი. ეს არის ის, რითაც ღვთის რჩეულმა ხალხმა უნდა ისიამოვნოს ეკლესიურ ცხოვრებაში. თუ ზოგიერთი ადამიანი დაარღვევს ამ ნორმალურ წესრიგს, მაშინ ისინი პრინციპების შესაბამისად შეჩერებულ და შეზღუდულ უნდა იქნენ, და მათ მიმართ შემწყნარებლობა არ უნდა დაუშვან. ეს არა მხოლოდ წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, არამედ ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა და ვალდებულებაცაა, ვისაც ესმის ჭეშმარიტება და გააჩნია გარჩევის უნარი. რა თქმა უნდა, საუკეთესო იქნებოდა, თუ ეკლესიის წინამძღოლები სათავეში ჩაუდგებოდნენ ამ საქმეს და ექნებოდათ თანაზიარება დებთან და ძმებთან ამ პირთა ქმედებების ბუნების შესახებ, იმის შესახებ, თუ რა ტიპის ადამიანები არიან ისინი თავიანთი გამოვლინებების საფუძველზე და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეძლონ დებმა და ძმებმა ასეთი პირების გარჩევა და მათი ნამდვილი სახის დანახვა. თუ ეს ბოროტი ადამიანები არ შეიზღუდებიან და დები და ძმები მათ მიერ შეწუხებულნი, შეცდომაში შეყვანილნი და მოტყუებულნი აღმოჩნდებიან და საბოლოოდ ეკლესიის წინამძღოლები აღმოჩნდებიან იზოლირებულნი ამ ბოროტი ადამიანების ნაცვლად, მაშინ ეს ეკლესია პარალიზებული გახდება და გარდაუვლად ქაოსში ჩაიძირება. შეიძლება თუ არა ნორმალური ეკლესიური ცხოვრება გაგრძელდეს ასეთ ვითარებაში? თუ ის ვერ გაგრძელდება, იქნება თუ არა ეკლესიის შეკრებები კვლავაც ნაყოფიერი? მიიღებს თუ არა ღვთის რჩეული ხალხი კვლავ რაიმეს ასეთი შეკრებებიდან? თუ ღვთის რჩეული ხალხი მათგან ვერაფერს მიიღებს, მაშინ ასეთი შეკრებები ღვთისგან კურთხეულია თუ მისთვის საძულველი? რა თქმა უნდა, ისინი ღვთისთვის საძულველია. შეკრებები სულიწმიდის საქმისა და ღვთის კურთხევის გარეშე აღარ შეიძლება ჩაითვალოს ეკლესიურ ცხოვრებად, არამედ ისინი სოციალური ჯგუფის შეხვედრებად იქცევა. მოსწონს ვინმეს მოუწესრიგებელი ეკლესიური ცხოვრება? არის ის ვინმესთვის აღმშენებლობითი ან სასარგებლო? (არა.) თუ ამ პერიოდის განმავლობაში შენ ვერაფერი მიიღე შენი სიცოცხლეში შესვლის თვალსაზრისით რომელიმე შეკრებიდან, მაშინ ამ დროს შენთვის არავითარი ღირებულება ან მნიშვნელობა არ ჰქონია; ფუჭად გაფლანგე ეს დრო. განა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენმა სიცოცხლეში შესვლამ ზარალი განიცადა? (დიახ.) თუ შეკრების დროს არიან ბოროტი ადამიანები, რომლებიც იბრძვიან სტატუსისთვის, კამათობენ და უპირისპირდებიან ეკლესიის წინამძღოლს, რის გამოც ადამიანები საბოლოოდ შფოთვას განიცდიან, მთელი შეკრება ბილწი ატმოსფეროთი იჟღინთება და სატანის ბოროტი ენერგიით ივსება და თუ იმ თემებზე კამათის გარდა, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი, არავინ მოდის ღვთის წინაშე სალოცავად და ჭეშმარიტების საძიებლად და არავინ მოქმედებს პრინციპების შესაბამისად, მაშინ ამგვარი შეკრების შემდეგ, შენი რწმენა ღვთის მიმართ გაიზრდება თუ შემცირდება? გაიგებ და მიიღებ თუ არა შენ მეტს, როდესაც საქმე ჭეშმარიტებას ეხება, თუ შენი გონება აირევა ამ დაპირისპირებების გამო ისე, რომ საერთოდ ვერაფერს მიიღებ? ზოგჯერ შენ შეიძლება იფიქრო: „არ მესმის, რატომ სწამთ ადამიანებს ღმერთი. რა აზრი აქვს ღვთის რწმენას? როგორ შეუძლიათ ამ ადამიანებს ასე მოქცევა? არიან კი ისინი კვლავ ღვთის მორწმუნენი?“ სატანების, ბოროტი ეშმაკების მიერ გამოწვეული ერთი არეულობის გამო, ადამიანთა გულები ფორიაქდება და იმღვრევა; ისინი გრძნობენ, რომ ღვთის რწმენას აზრი არ აქვს, არ იციან ღვთის რწმენის ღირებულება და მათი გონება იფანტება. თუ ყველა ფხიზლად იქნება და განსაკუთრებით სენსიტიურობითა და გამჭრიახობით მიუდგება ასეთ საკითხებს გულგრილი და ნელი მოქმედების ნაცვლად, მაშინ, როდესაც ბოროტი ადამიანები ეკლესიურ ცხოვრებაში ხშირად იტყვიან ან გააკეთებენ რამეს სტატუსისთვის ბრძოლის მიზნით, ადამიანთა უმეტესობა სწრაფად მიხვდება, რომ არსებობს პრობლემა, რომელიც გადაჭრას მოითხოვს. ისინი შეძლებენ სწრაფად გაარჩიონ, ვინ მანიპულირებს ამ სიტუაციებით და როგორია მათი ხასიათი-არსი, ისინი სწრაფად გააცნობიერებენ საკითხის სერიოზულობას და შეძლებენ მოკლე დროში შეაჩერონ და შეზღუდონ ბოროტნი, გაწმენდენ რა ეკლესიას მათგან და ხელს შეუშლიან მათ, რომ კვლავაც გამოიწვიონ არეულობა და შებოჭონ ადამიანები ეკლესიის შიგნით. განა ეს არ იქნებოდა სასარგებლო და აღმშენებლობითი ადამიანთა უმეტესობისთვის? (დიახ.)
თუ თქვენ წააწყდებით სიტუაციებს, როდესაც ბოროტი ადამიანები იბრძვიან სტატუსისთვის, როგორ გაუმკლავდებით მათ? როგორია უმრავლესობის შეხედულება? (ჩვენ შევაჩერებთ ამ ქცევას.) უბრალოდ შეაჩერებთ? როგორ შეაჩერებთ მას? აუკრძალავთ მათ საუბარს, ან ეტყვით: „ჩვენ არ მოგვწონს ის, რასაც შენ ამბობ, ამიტომ მომავალ შეკრებებზე ნაკლები ისაუბრე!“? გაჭრის ეს? მოგისმენენ ისინი? (არა.) მაშ, რა უნდა გააკეთო? შენ საფუძვლიანად უნდა ამხილო და გაანალიზო მათი განზრახვები, მოტივაციები და ბუნება-არსება ღვთის სიტყვის შესაბამისად, რათა დებმა და ძმებმა შეძლონ ასეთი ადამიანებისა და მათი ქმედებების ბუნების გარჩევა და მათ მიმართ სიფხიზლის გამოჩენა ნაცვლად იმისა, რომ იყო ადამიანთა მაამებელი და უბრალოდ დაელოდო ეკლესიის წინამძღოლებსა და მუშაკებს, რომ ამხილონ ბოროტი ადამიანები, სანამ შენ პოზიციას დააფიქსირებ და იტყვი: „მათ აღარ უნდა მიეცეთ შეკრებებზე დასწრების უფლება.“ კარგია ადამიანთა მაამებლობა? (არა, არ არის.) როდესაც ასეთი სიტუაციების წინაშე დგებიან, განა ადამიანთა უმეტესობას არ ურჩევნია თავი აარიდოს და შორს დაიჭიროს თავი ამ საკითხებისგან ნაცვლად იმისა, რომ დაუპირისპირდეს ამ ბოროტ ადამიანებს, რათა თავიდან აიცილონ მათი წყენინება და მათთან შემდგომი ურთიერთობის უხერხულობა? განა ადამიანთა უმეტესობა არ იცავს ადამიანთა მაამებლობის ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფიას? (დიახ.) მაშინ ეს პრობლემაა. დავუშვათ, ეკლესიაში ადამიანთა ოთხმოცი პროცენტი ადამიანთა მაამებელია და როდესაც ისინი ხედავენ, რომ ასეთი ბოროტი პირები იბრძვიან სტატუსისთვის, უპირატესობისთვის და ეკლესიურ ცხოვრებაში წინამძღოლის პოზიციებისთვის, არავინ დგება მათ შესაჩერებლად ან შესაზღუდად და უმრავლესობას აქვს შემდეგი შეხედულება: „რაც ნაკლებია პრობლემა, მით უკეთესი. მე არ შემიძლია მათი გაღიზიანება, ამიტომ განა არ შემიძლია უბრალოდ თავი ავარიდო მათ? მე უბრალოდ შორს დავიჭერ თავს მათგან და ამით დასრულდება ყველაფერი. დაე, იბრძოლონ. როცა დრო მოვა, ღმერთი დასჯის მათ. რა კავშირი აქვს ამას ჩემთან!“ ასეთ ვითარებაში, შეიძლება თუ არა ეკლესიური ცხოვრება კვლავაც ნაყოფიერი იყოს? ადამიანთა უმეტესობა ზარმაცი და დამოკიდებულია სხვებზე; როგორც კი ეკლესიის წინამძღოლები აირჩევიან, ისინი თავიანთ საქმეს დასრულებულად თვლიან და უბრალოდ ელოდებიან ეკლესიის წინამძღოლებს, რომ მათ გააკეთონ ყველაფერი. თუ შენ ჰკითხავ მათ, დარიგდა თუ არა ღვთის სიტყვების წიგნები მათ ეკლესიაში, მოხდა თუ არა რაიმე ჩაშლა ან არეულობა ეკლესიურ ცხოვრებაში ან ვინმე ხომ არ აფრქვევს მუდმივად სიტყვებსა და მოძღვრებებს ან ხომ არ ებრძვის წინამძღოლებს სტატუსისთვის, ისინი ამბობენ: „ეკლესიის წინამძღოლებმა ყველაფერი იციან ამ საკითხების შესახებ. მე არ ვიცი მათ შესახებ და არც მჭირდება ამაზე ფიქრი. წინამძღოლები მიხედავენ ამას, როცა დრო მოვა.“ ისინი არ ინტერესდებიან და არ კითხულობენ არაფერს, ისინი არ არიან ინფორმირებულნი არაფერზე, და მათ არც იციან და არც ადარდებთ არცერთი ის ადამიანი, მოვლენა თუ საგანი, რომელიც ჩართულია ეკლესიურ ცხოვრებაში და რომლის შესახებაც მათ უნდა იცოდნენ. როდესაც საქმე ეხება იმას, თუ რას ამბობენ და აკეთებენ ეკლესიაში გამოჩენილი ეს ბოროტი ადამიანები სტატუსისთვის ბრძოლისას ისევე, როგორც იმ არეულობასა და გავლენას, რომელსაც ისინი იწვევენ ეკლესიურ ცხოვრებაში, ისინი სრულიად გულგრილნი არიან ამის მიმართ და არ იძიებენ ან არ კითხულობენ ამ საკითხებზე. მას შემდეგ, რაც ყველაფერი დასრულდება, თუ შენ ჰკითხავ მათ, შეიძინეს თუ არა მათ რაიმე გარჩევის უნარი, შეუძლიათ თუ არა ბოროტი ადამიანების გარჩევა და რა არის ბოროტი ადამიანების გამოვლინებები, მათ არ შეუძლიათ თქვან სხვა არაფერი, გარდა ამისა: „ჰკითხეთ ეკლესიის წინამძღოლებს; მათ ყველაფერი იციან.“ განა ასეთი ადამიანი მონა არ არის? ისინი მონები არიან, ისინი ლაჩრები და უსარგებლონი არიან და მათი ცხოვრება საზარელია. სიტუაციები, როდესაც ბოროტი ადამიანები იბრძვიან სტატუსისთვის, მოითხოვს გარჩევას, მოგვარებასა და გადაჭრას. ეს არ არის მხოლოდ ეკლესიის წინამძღოლების პასუხისმგებლობა; ღვთის რჩეული ხალხი იზიარებს ამ პასუხისმგებლობას. წინამძღოლთა უმეტესობას რიგით ადამიანზე ოდნავ მეტი ჭეშმარიტება ესმის, ფხიზლად არიან ამ საკითხების მიმართ და შეუძლიათ დაინახონ ამ ადამიანების ქმედებების მიზნები და არსი. ამავდროულად, ადამიანთა უმეტესობამ ასევე პრაქტიკულად უნდა ისწავლოს გაკვეთილები და გაიუმჯობესოს გარჩევის უნარი და გაერთიანდეს ეკლესიაში მათთან, ვისაც აქვს სამართლიანობის გრძნობა და ესმის და ეძიებს ჭეშმარიტებას, რათა მიიღონ შესაბამისი ზომები ამ ბოროტი პირების წინააღმდეგ, რომლებიც აურევენ და ჩაშლიან ეკლესიურ ცხოვრებას. მათ უნდა მოახდინონ მათი იზოლირება ან მოცილება, ნაცვლად იმისა, რომ გულხელდაკრეფილნი იდგნენ და მხოლოდ მცირეოდენ თანაზიარებას უსმენდნენ, ოდნავ იფართოებდნენ თვალსაწიერს და გულში გარკვეული წარმოდგენა ჰქონდეთ საკითხზე ამ პრობლემების წინაშე დგომისას, და შემდეგ თავიანთი საქმე დასრულებულად ჩათვალონ. ეს იმიტომ ხდება, რომ ეკლესიური ცხოვრება არ არის ის, რაც მხოლოდ ეკლესიის წინამძღოლებს ეხება, და კარგი ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრება და ეკლესიური ცხოვრების ნორმალური წესრიგის შენარჩუნება არ არის მხოლოდ ეკლესიის წინამძღოლების პასუხისმგებლობა — ეს მოითხოვს ყველას ერთობლივ ძალისხმევას, რათა წინ აღუდგნენ და შეინარჩუნონ იგი.
ადამიანები, რომლებიც იბრძვიან სტატუსისთვის — მეხუთე საკითხში ნახსენები ტიპი — ხშირად ჩნდებიან ეკლესიურ ცხოვრებაში. მათი ყველაზე აშკარა გამოვლინებაა ეკლესიის წინამძღოლებთან სტატუსისთვის ბრძოლა, რასაც მოჰყვება სტატუსისთვის ბრძოლა მათთან, ვისაც აქვს კარგი სულიერი მონაცემები და შედარებით წმინდად აღიქვამს ჭეშმარიტებას, მათთან, ვისაც აქვს სულიერი გაგება, და მათთან, ვისაც ესმის ჭეშმარიტება-პრინციპები დებსა და ძმებს შორის და ხშირად იწვევენ ამ პირებს. ეს ადამიანები ხშირად ითანაზიარებენ ზოგიერთ წმინდა გაგებასა და ნათელს ეკლესიურ ცხოვრებაში და აზიარებენ ზოგიერთ პირად გამოცდილებას, რომელიც ღირებულია და გადმოსცემს პრაქტიკულ გაგებას; ეს დიდად ეხმარება და სულიერად ამაღლებს დებსა და ძმებს. მათი თანაზიარების მოსმენის შემდეგ, დებსა და ძმებს აქვთ გზა და იციან, როგორ გამოიყენონ პრაქტიკაში და გამოსცადონ ღვთის სიტყვა და როგორ გადაჭრან საკუთარი პრობლემები. ისინი დიდ მადლიერებას გრძნობენ ღვთის წინამძღოლობისთვის, და ამავდროულად, აღფრთოვანებულნი არიან და პატივს სცემენ მათ, ვისაც აქვს ჭეშმარიტების წმინდა წვდომა და პრაქტიკული გამოცდილება. ამგვარად, ისინი მიდრეკილნი არიან მაღალ შეფასებას აძლევდნენ ამ პირებს და უფრო მეტად უახლოვდებოდნენ მათ. ეკლესიურ ცხოვრებაში ღვთისთვის სათნო ამ დადებითი რამეების გამოჩენა არის ის, რისი ხილვაც სტატუსისთვის მებრძოლებს ყველაზე ნაკლებად სურთ. ყოველთვის, როდესაც ისინი ხედავენ ვინმეს, ვინც პრაქტიკულ გამოცდილებას ითანაზიარებს, ისინი თავს უხერხულად გრძნობენ და ეჭვიანობენ, განსაკუთრებით უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან. თავიანთ უხერხულობაში ისინი ავლენენ ურჩობის, ზიზღისა და უკმაყოფილების ქცევას, ხშირად გულში გეგმავენ, როგორ გამოაჩინონ სულელებად ისინი, ვისაც აქვს პრაქტიკული გამოცდილება და ესმის ჭეშმარიტება, ასევე როგორ დაანახონ დებსა და ძმებს მათი ნაკლოვანებები და სისუსტეები, რათა აღარ სცენ მათ პატივი და აღარ დაუახლოვდნენ მათ. ამიტომ ისინი, ვინც სტატუსისთვის იბრძვიან, აუცილებლად იტყვიან გარკვეულ სიტყვებს და განახორციელებენ გარკვეულ ქმედებებს. ისინი თავს ესხმიან და რიყავენ მათ, ვინც აზიარებს გამოცდილებით დამოწმებას და მათ, ვისი ხშირი ჭეშმარიტების თანაზიარებაც უზრუნველყოფს და ეხმარება დებისა და ძმების სიცოცხლეში შესვლას. ისინი ხშირად იყენებენ ბერკეტებს დადებითი პერსონაჟების წინააღმდეგ და ააშკარავებენ მათ ნაკლოვანებებს იმ მიზნით, რომ დააშორონ ღვთის რჩეული ხალხი ყველასგან, ვინც ხშირად ითანაზიარებს ჭეშმარიტებას და აზიარებს გამოცდილებით დამოწმებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი, ვინც სტატუსისთვის იბრძვიან, არიან უარყოფითი პერსონაჟები, რომლებიც აღწევენ ეკლესიაში და ასრულებენ სატანის მსახურთა როლს.
ერთმა დამ, რომელმაც ღვთის რწმენამდე შეცდომები დაუშვა ინტიმურ ურთიერთობებში, მორწმუნედ გახდომის შემდეგ მოინანია და მსგავსი შეცდომები აღარასოდეს გაუმეორებია. ის განსაკუთრებულ სინანულს გრძნობდა თავისი წარსული გადაცდომების გამო და ამიტომ გაიხსნა და ითანაზიარა დებთან და ძმებთან. რა არის გახსნისა და თანაზიარების მიზანი და პრინციპი? ეს არის ურთიერთგაგების ხელშეწყობა და დებსა და ძმებს შორის შინაგანი ბარიერების აღმოფხვრა. დებისა და ძმების უმეტესობას ჭეშმარიტების გაგების შემდეგ შეუძლია გაიხსნას და ითანაზიაროს თავისი გახრწნილების გამოვლინებები და წარსული გადაცდომები და ამავდროულად გამოხატოს მადლიერება და ხოტბა შეასხას ღვთის ხსნას. არის თუ არა ასეთი გახსნა და თანაზიარება მიზანშეწონილი? (დიახ.) ჭეშმარიტების გაგების შემდეგ, დებისა და ძმების უმეტესობას შეუძლია ამგვარად გაიხსნას და ითანაზიაროს; წარმოადგენს თუ არა ეს პრობლემას? (არა.) ძალიან ნორმალურია, რომ ადამიანებს ღვთის რწმენამდე დაშვებული აქვთ გარკვეული შეცდომები ინტიმურ ურთიერთობებში ან სხვა თვალსაზრისით. ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ისაუბროს ამ შეცდომებზე, მაშინ როცა ზოგიერთები მალავენ და ნიღბავენ საკუთარ თავს და არ აქვს მნიშვნელობა, როგორ იყენებენ სხვები პრაქტიკაში გახსნასა და საკუთარი თავის გაშიშვლებას, თავად არაფერს ამბობენ. მათ სჯერათ, რომ ეს შეცდომები მათი საიდუმლოებებია, რომელთა შესახებაც არავის უნდა გააგებინონ, რათა არ შეელახოთ რეპუტაცია, სახელი და მდგომარეობა. თუმცა, ზოგიერთი ადამიანი ამას სხვაგვარად იგებს. მათ სჯერათ, რომ რადგან ირწმუნეს ღმერთი და მიიღეს ღვთის ხსნა, ახლა უნდა გაიხსნან და ითანაზიარონ თავიანთი წარსული დანაშაულებებისა და იმ მცდარი გზების შესახებ, რომლებიც გაიარეს და გამოიტანონ ისინი გასაანალიზებლად და რომ ეს მხოლოდ ის რამეებია, რაც სატანისგან გახრწნილმა ადამიანებმა გამოიარეს. ახლა მათ შეუძლიათ გაიხსნან, გაიშიშვლონ საკუთარი თავი და ითანაზიარონ. იქნება ეს წარსულის შეფასება თუ მისთვის წერტილის დასმა, ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ ამის გაკეთება, ამტკიცებს, თუ როგორია მათი დამოკიდებულება ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენების მიმართ: მათ სურთ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება და აქვთ ამის გაკეთების მტკიცე გადაწყვეტილება. თუ ზუსტად როგორ იყენებს ადამიანი მას პრაქტიკაში, დამოკიდებულია მის გაგებასა და მტკიცე გადაწყვეტილებაზე. თუმცა, გახსნა და საკუთარი თავის გაშიშვლება ნამდვილად არ არის შეცდომა და მით უმეტეს, არ არის ცოდვა. ის არ უნდა იქნას გამოყენებული ვინმეს წინააღმდეგ ბერკეტად და მით უმეტეს, არ უნდა გახდეს მტკიცებულება, რომელსაც სხვა ადამიანი გამოიყენებს მათზე თავდასასხმელად. ადამიანთა უმრავლესობას შეუძლია ამ საკითხს სწორად მიუდგეს ანუ მათი გაგება ამის შესახებ წმინდაა და შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებს. თუმცა, ბოროტ ადამიანებს მცდარი განზრახვები ამოძრავებთ. ისინი დაჟინებით ცდილობენ ჩაეჭიდონ ადამიანების ქმედებებს, რათა დასცინონ მათ, ეთამაშონ მათ და განიკითხონ ისინი. ასეთი ბოროტი საქმეები საკმაოდ აშკარაა. მათ, ვისაც შეუძლია გაიშიშვლოს საკუთარი თავი, გაიხსნას და ითანაზიაროს თავისი გახრწნილება და ის მცდარი გზები, რომლებიც გაიარეს, აქვთ გულები, რომლებსაც შიათ და სწყურიათ სიმართლე ჭეშმარიტებასა და ღვთის სიტყვებთან მიმართებაში. შესაბამისად, როდესაც ისინი კითხულობენ ღვთის სიტყვებს, გაუცნობიერებლად იძენენ გარკვეულ პრაქტიკულ გაგებასა და წვდომას. ეს პრაქტიკული ცოდნა და წვდომა ეხმარება მათ, იპოვონ პრაქტიკის გზა რთულ სიტუაციებსა და იმ უამრავ გარემოებაში, რაც საბოლოოდ ჭეშმარიტების ნამდვილ გამოცდილებით შემეცნებამდე მიიყვანთ.. ამ ჭეშმარიტი გამოცდილებითი გაგების თანაზიარება აღმშენებლობითი და სასარგებლოა სხვებისთვის; დები და ძმები აღფრთოვანებითა და პატივისცემით შეხედავენ ამ პირებს და იტყვიან: „შენი პრაქტიკული გამოცდილება მართლაც შესანიშნავია. მათი მოსმენის შემდეგ, შემიძლია ღრმად თანაგიგრძნო. ვხედავ, რომ შენი პრაქტიკის გზა სწორია და ღვთისგან კურთხეულია. მეც მზად ვარ უარი ვთქვა ჩემს წარმოდგენებსა და ცრურწმენებზე და ჩამოვიხსნა ჩემი ტვირთი. მინდა ჭეშმარიტება მარტივად გამოვიყენო პრაქტიკაში და მივიღო ღვთის ნათელის მოფენა და გზამკვლევობა ისევე, როგორც შენ. ეს გზა სწორია.“ განა ეს გამოვლინებები საკმაოდ ნორმალური არ არის? განა არ არის ძალიან მართებული, რომ ასეთი ურთიერთობა წარმოიშვას დებსა და ძმებს შორის? ეს არის პიროვნებათაშორისი ურთიერთობის ტიპი, რომელიც განსხვავდება ურწმუნოთა შორის არსებული ურთიერთობისგან. ეს არის ურთიერთობა, რომელიც აღიარებულია ღვთის მიერ და რომლის ხილვაც მას სურს. მხოლოდ მაშინ, როდესაც ასეთი ნორმალური ურთიერთობა არსებობს დებსა და ძმებს შორის, შეიძლება ეკლესიური ცხოვრება იყოს ნორმალური. თუმცა, ყოველთვის გამოჩნდებიან ბოროტი ან მზაკვრული განზრახვის მქონე ადამიანები, რომლებიც თავს ესხმიან, ჩირქს სცხებენ და რიყავენ მათ, ვისაც აქვს პრაქტიკული გამოცდილება, ვისაც სწყურია და შია ჭეშმარიტება და ვინც პატივს სცემს გამოცდილების მქონე ადამიანებს და აღფრთოვანებულია მათით. რატომ ესხმიან ისინი თავს ამ პირებს? მათი მიზანი სხვა არაფერია, თუ არა ეკლესიაში გარკვეული სტატუსისთვის ბრძოლა. რადგან მათ არ უყვართ ჭეშმარიტება და არც ეძიებენ მას, ისინი თავს ასაღებენ ჭეშმარიტების მაძიებლებად და იგონებენ ყალბ გამოცდილებებს, რათა შეცდომაში შეიყვანონ ყველა და მოიპოვონ მათი მაღალი შეფასება. ეს არის ადამიანების შეცდომაში შეყვანისა და გაკონტროლების სატანისეული მეთოდების გამოყენება სასურველი სტატუსისა და ძალაუფლების მისაღწევად. ასეთი ინციდენტები ხშირად ხდება ეკლესიებში ყველგან და ყველასთვის ხილულია. თუ თქვენ აღმოაჩენთ, რომ ზოგიერთ დასა და ძმას გააჩნია გარკვეული ჭეშმარიტება-რეალობა, შეუძლია ღვთის სიტყვების ჭეშმარიტი გამოცდილებითი გაგების თანაზიარება შეკრებების დროს და მოიპოვა ბევრის მოწონება, მაგრამ რატომღაც სხვების მხრიდან თავდასხმის, სამაგიეროს გადახდისა და ტანჯვის ობიექტი გახდა, მაშინ თქვენ უნდა იყოთ ფხიზლად და გაარჩიოთ, თუ რა ტიპის ადამიანები სჩადიან ამას. რატომ ესხმიან თავს და რიყავენ ხშირად მათ, ვინც ეძიებს ჭეშმარიტებას? სინამდვილეში რა ხდება? ეს ნამდვილად მიუთითებს პრობლემაზე.
ეკლესიის ცხოვრებაში დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მათ, ვინც ხშირად ეძებს წინამძღოლებისა და მუშაკების ნაკლოვანებებს. გარდა ამისა, ზოგიერთი ადამიანი ხშირად დასცინის, აბუჩად იგდებს ან თავს ესხმის მათ, ვინც გარკვეულწილად ეძიებს ჭეშმარიტებას და ესწრაფვის ღვთის სიტყვებს. ასეთ ნეგატიურ ადამიანებს ასევე ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ და ვადევნოთ თვალი, რათა დავინახოთ, როგორი იქნება მათი შემდეგი ქმედებები. თუ ვინმე, რომელიც ჩართულია საეკლესიო ცხოვრებაში, ყოველგვარი საფუძვლიანი მიზეზის გარეშე ამხელს ეკლესიის წინამძღოლთა ნაკლოვანებებს ან თავს დაესხმება იმ ადამიანებს, რომლებსაც გააჩნიათ ჭეშმარიტება-რეალობა, ამის მიღმა აუცილებლად დგას პრობლემა და გარკვეული მიზეზი. ეს ნამდვილად არ ხდება უმიზეზოდ. ძმებმა და დებმა სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციონ ასეთ ადამიანებს, რადგან ეს უმნიშვნელო საკითხი არ არის. ზოგჯერ, პრაქტიკული გამოცდილების დამოწმების მოსმენისა და გულში სრული სიამოვნების განცდის შემდეგ ან მას შემდეგ, რაც მცირეოდენი ნათელი მოეფინება და გაგებას შეიძენს, პიროვნება შეიძლება მაინც დაბნეულობაში ჩავარდეს ბოროტი ადამიანების მიერ წარმოთქმული შეცდომაში შემყვანი სიტყვებით და ამგვარად დაკარგოს ყველაფერი, რაც ახლახან შეიძინა. როგორც კი ადამიანში მცირე რწმენა იღვიძებს, ბოროტი ადამიანები აბრკოლებენ და იგი თავის თავდაპირველ მდგომარეობას უბრუნდება. სწორედ მაშინ, როდესაც მას უჩნდება მცირეოდენი წყურვილი ჭეშმარიტებისა და ღვთის სიტყვის მიმართ, ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენების მცირეოდენ სურვილთან ერთად, ბოროტი ადამიანები აბრკოლებენ, იგი კარგავს შემართებასა და მოტივაციას და სურს, სწრაფად დატოვოს კონფლიქტის ადგილი. არის ეს შედეგები სერიოზული? ისინი მეტად სერიოზულია. ამრიგად, თუ ეკლესიაში არის ვინმე, ვინც მუდამ იწყებს დავას იმაზე, რაც მის სურვილებს არ შეესაბამება, კამათობს იმაზე, თუ ვინ არის მართალი, დავობს მტყუან-მართალზე და იმაზეც კი, თუ ვინ არის აღმატებული ან მდაბალი, მაშინ ასეთი პირები საყირადღებოა. დააკვირდით, რა როლს ასრულებენ ისინი ეკლესიაში, რა შედეგები მოაქვთ მათ და ამის მეშვეობით შეძლებთ დაინახოთ, როგორია მათი ბუნება-არსება.
საეკლესიო ცხოვრებაში არსებობს სტატუსისთვის ბრძოლის კიდევ ერთი გამოვლინება, რომელიც საეკლესიო ცხოვრებისა და ეკლესიის საქმის ჩაშლასა და არეულობას გულისხმობს. მაგალითად, ზოგჯერ, როდესაც ძმები და დები ერთად თანაზიარებენ პრობლემის შესახებ, ყველას თანაზიარება ნათელს ფენს საკითხს. რაც უფრო მეტს თანაზიარებენ, მით უფრო ნათელი და გასაგები ხდება ჭეშმარიტება-პრინციპები და პრაქტიკის გზაც. თუმცა, ვიღაცამ შეიძლება მოულოდნელად წამოაყენოს „ბრწყინვალე იდეა“, თავისი შეთავაზება, რითაც არღვვს თანაზიარების დინებას და თემა სხვა მიმართულებით გადააქვს, რის გამოც მთავარი საკითხის თანაზიარება ვერ სრულდება. ერთი შეხედვით არ ჩანს, რომ არეულობას ქმნიდნენ, მით უმეტეს, თითქოს სხვებს ზღუდავენ ჭეშმარიტების თანაზიარებაში, მაგრამ მათ ვერ აირჩიეს შესაფერისი დრო ამ თემის წამოსაჭრელად. იმ კრიტიკულ მომენტში, როდესაც ჭეშმარიტების თანაზიარება მიმდინარეობს პრობლემის გადასაჭრელად, თანაზიარებისა და განხილვისთვის ახალი საკითხის შემოტანით წინა საკითხის განხილვა წყდება მანამ, სანამ ის სრულად გადაიჭრება. განა ეს საქმის შუა გზაზე მიტოვება არ არის? განა ეს არ აფერხებს პრობლემის გადაჭრას? არა მხოლოდ პრობლემა არ მოგვარებულა, არამედ ადამიანების მიერ ჭეშმარიტების გაგებასაც შეეშალა ხელი. არიან თუ არა გონიერი ადამიანები ამისკენ მიდრეკილნი? გადაჭარბებულია თუ არა იმის თქმა, რომ ასეთი რამ საეკლესიო ცხოვრებას შლის და არეულობა შეაქვს მასში? მე სულაც არ ვფიქრობ ასე. შეკრების ამგვარად შეფერხება, როდესაც ადამიანები ჭეშმარიტებას თანაზიარებენ პრობლემის გადასაჭრელად, ეკლესიის ცხოვრების განზრახ ჩაშლა და არეულობის შეტანა არ არის? თუ ვინმე მუდამ ერევა იმ კრიტიკულ მომენტებში, როდესაც ჭეშმარიტების თანაზიარება ხდება პრობლემის გადასაჭრელად, თუ ის მუდამ ცდილობს საუბრის შეწყვეტას, მაშინ ეს გონიერების არქონის პრობლემა აღარ არის. ეს არის შეკრებაში განზრახ არეულობის შეტანა, როდესაც ჭეშმარიტების თანაზიარება მიმდინარეობს პრობლემის გადასაჭრელად, ეს არის საეკლესიო ცხოვრების ჩაშლისა და არეულობის შეტანის წმინდა წყლის ბოროტი საქმე — ამას მხოლოდ ანტიქრისტეები და ბოროტი ადამიანები აკეთებენ, ამას მხოლოდ ის ადამიანები სჩადიან, რომლებსაც სძულთ ჭეშმარიტება. კონტექსტის ან გარემოებების მიუხედავად ასეთი ადამიანები მუდამ გამოდიან თავიანთი „ბრწყინვალე იდეებით“. მათ მუდამ სურთ, რომ ყურადღების ცენტრში იყვნენ და მზერა მათკენ იყოს მიპყრობილი. რაოდენ გადამწყვეტი და მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის თემა, რომლის შესახებაც ადამიანები თანაზიარებენ, ისინი მუდამ უნდა ჩაერიონ, რათა ადამიანების ყურადღება გადაიტანონ და მაღალფარდოვანი იდეები აფრქვიონ, რადგან სურთ, რომ გამორჩეულები ჩანდნენ. რა ოინებს ატარებენ? განა ისინი სტატუსისთვის არ იბრძვიან? მათ უნდათ სიტუაციის გაკონტროლება. მათ არ სურთ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ჭეშმარიტების უფრო დიდი გაგება და მეტი სიცხადე. ყველაზე მეტად ის ადარდებთ, რომ ყველამ ყურადღება მიაქციოს, მოუსმინოს და დაემორჩილოს მათ და ყველა ისე მოიქცეს, როგორც ისინი ამბობენ. ეს აშკარად სტატუსისთვის ბრძოლაა. ზოგიერთ ადამიანს, რა საქმესაც არ უნდა აკეთებდნენ, როდესაც სთხოვ, ითანაზიარონ კონკრეტული იდეებისა და გეგმების შესახებ რაიმეს განსახორციელებლად და დეტალურად აღწერონ მათი განხორციელების კონკრეტული ნაბიჯები, ვერაფერს მოიფიქრებენ. მიუხედავად ამისა, მათ უყვართ მაღალფარდოვანი იდეების ფრქვევა, არაორდინალურად გამოჩენა და რაიმე ახლისა და თვალისმომჭრელის კეთება. რა ვითარებაც არ უნდა იყოს, როგორც კი ახალი იდეა მოუვათ თავში, ისე წარმოადგენენ, თითქოს შთაგონება ეწვიათო და დაუფიქრებლად სთავაზობენ სხვებს, რათა მიიღონ და დაეთანხმონ მას ყოველგვარი გულდასმით განხილვის გარეშე. მაგრამ როდესაც საბოლოოდ სთხოვენ პრაქტიკის კონკრეტული გზების განხილვას, ენა ებმით. მათ არ გააჩნიათ კომპეტენცია, მაგრამ მაინც სურთ თავის გამოჩენა და ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნისკენ ისწრაფვიან. მათ არ სურთ მეორეხარისხოვან როლში ყოფნა; არ უნდათ, რომ უბრალოდ კიდევ ერთი რიგითი მიმდევარი იყვნენ. მათ მუდამ ეშინიათ, რომ სხვები ზემოდან დაუწყებენ ყურებას და მუდამ საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცებას ცდილობენ. ამიტომ ყურადღების მისაქცევად ისინი მუდამ აფრქვევენ მაღალფარდოვან იდეებს. რატომ იქცევიან ყოველთვის ასე? როგორც კი თავში რაიმე აზრი მოუვათ, დაუფიქრებლად ან იდეის მომწიფებამდე ბრმად მიიჩნევენ, რომ ის კარგია და პრაქტიკაში გამოსაყენებლად ღირებულია. როდესაც ისინი ნაჩქარევად წარმოადგენენ ამ იდეას, სხვა ადამიანებს არ ესმით იგი და ბუნებრივია, უჩნდებათ გარკვეული კითხვები. ვერაფერს პასუხობენ, თუმცა მაინც ჯიუტად ამტკიცებენ, რომ მათი აზრი სწორია და ყველამ უნდა მიიღოს იგი. როგორი ხასიათია ეს? რა შედეგებს მოიტანს საკუთარ შეხედულებებთან მიმართებაში მათი ეს უსაფუძვლო შეუვალობა? სასარგებლოა ეს თუ დამაბრკოლებელი ეკლესიის საქმისთვის? სასარგებლოა ეს თუ საზიანო ღვთის რჩეული ხალხისთვის? მათ შეუძლიათ ეს ყოველგვარი პასუხისმგებლობის გრძნობის გარეშე თქვან. რა არის მათი მიზანი? მხოლოდ საკუთარი არსებობის დამტკიცება. მათ ეშინიათ, რომ სხვები ვერ გაიგებენ, რომ მათ აქვთ ასეთი „ბრწყინვალე იდეები“, ვერ გაიგებენ, რომ მათ აქვთ სულიერი მონაცემები, ინტელექტი და უნარები. ისინი იბრძვიან ამ აღიარებისთვის, რათა ადამიანების უმეტესობამ მათ დიდი პატივი სცეს. რა ხდება საბოლოოდ? ისინი დაუფიქრებლად აკეთებენ შეთავაზებებს და სხვებს თავდაპირველად ჰგონიათ, რომ მათ მართლაც აქვთ გარკვეული უნარები, რაღაც ნამდვილი. მაგრამ დროთა განმავლობაში აშკარა ხდება, რომ ისინი უბრალოდ უგუნურები არიან, რომლებსაც არ გააჩნიათ რეალური ცოდნა ან უნარი, მაგრამ მუდამ სურთ, რომ საბოლოო სიტყვა მათ ეკუთვნოდეთ. ეს არის სტატუსისთვის ბრძოლა. რეალური უნარის გარეშე მათ მაინც სურთ ყველაფრის განკარგვა. მუდამ მაღალფარდოვან იდეებს აფრქვევენ ისე, რომ არავითარ კონკრეტულ გეგმას არ გვთავაზობენ და არ გააჩნიათ პრაქტიკაში განხორციელების კონკრეტული გზა. რა შედეგები მოჰყვებოდა იმას, ასეთ ადამიანებს მართლაც რომ მივენდოთ და საქმე ჩავაბაროთ? ეს აუცილებლად გამოიწვევდა შეფერხებებს. რატომ ცდილობენ ისინი მუდამ სტატუსისთვის ბრძოლას, ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, როდესაც არაფრის მიღწევა არ შეუძლიათ? უბრალოდ საღ აზრს მოკლებული უგუნურები არიან. უფრო ნატიფი ენით რომ ვთქვათ, მათ სრულიად არ გააჩნიათ გონიერება. არამორწმუნეთა შორის ძალიან ბევრია ასეთი ადამიანი, რომლებიც მხოლოდ სიტყვებით შემოიფარგლებიან და საქმეს არ აკეთებენ. ადამიანთა უმეტესობას შეუძლია ასეთი პიროვნების ამოცნობა. თუ ვინმე მუდამ აფრქვევს მაღალფარდოვან იდეებს და სურს ნოვატორად გამოჩნდეს, სიფრთხილეა საჭირო, რომ მათ ანკესზე არ წამოეგოთ. თუ მართლა გამოჩნდება ვინმე შთამბეჭდავი იდეებით, რომელსაც კონკრეტული გეგმის წარმოდგენაც შეუძლია, ეს მისაღებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის განხორციელებადია. თუ ისინი მხოლოდ მაღალფარდოვან იდეებს აფრქვევენ კონკრეტული გეგმების წარმოდგენის გარეშე, მაშინ სიფრთხილით უნდა მოეპყროთ. თანაზიარება უნდა განხორციელდეს იმის დასადგენად, არსებობს თუ არა მათი იდეების განხორციელების რეალური გზა. თუ უმრავლესობა ჩათვლის, რომ იდეა განხორციელებადია და მისი პრაქტიკაში დანერგვის გზაც არსებობს, მაშინ ის უნდა გამოიცადოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რათა გადაწყვეტილების მიღებამდე დავინახოთ, როგორია შედეგები.
ეკლესია ჭეშმარიტების რომელ ასპექტზეც არ უნდა თანაზიარებდეს ან რომელ პრობლემასაც არ უნდა აგვარებდეს, ყველა ტიპის ადამიანი გამოავლენს თავის ნამდვილ სახეს. ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ ადამიანს შეუძლია დაინახოს, ჭეშმარიტად ვის უყვარს და შეუძლია შეშმარიტების მიღება და ვინ იწვევს ჩაშლასა და არეულობას და ასრულებენ სათანადო საქმეებს. როგორ ფიქრობთ, შეუძლიათ თუ არა მათ, ვისაც უყვარს მაღალფარდოვანი იდეების ფრქვევა და ახალი იდეების წარმოდგენა, მიიღონ ჭეშმარიტება და დაადგნენ ღვთისადმი რწმენის სწორ გზას? ვფიქრობ, მათთვის ამის გაკეთება ადვილი არ არის. რა როლს ასრულებენ ეს ადამიანები საეკლესიო ცხოვრებაში? რა შედეგები მოჰყვება მათ მიერ მაღალფარდოვანი იდეების ხშირ ფრქვევასა და სათანადო საქმეების შეუსრულებლობას? ეს იწვევს საეკლესიო ცხოვრების ჩაშლასა და არეულობას, რასაც ადამიანთა უმეტესობა ხედავს და თუ ასე გაგრძელდება, ეს შეაფერხებს ღვთის რჩეული ხალხის მიერ ჭეშმარიტების ძიებასა და მათ რეალობაში შესვლას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი, ვისაც მაღალფარდოვანი იდეების ფრქვევა უყვარს, აუცილებლად ბოროტი ადამიანები არ არიან, მათი ქმედებების შედეგები ძალზე საზიანოა ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლისთვის და ამავდროულად, მათი ქმედებები აფერხებს და გავლენას ახდენს ეკლესიის საქმეზე. მაშ, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა? როგორ უნდა მოვეპყროთ სათანადოდ იმ ადამიანებს, ვისაც უყვარს მაღალფარდოვანი იდეების ფრქვევა და ახალი იდეების წარმოდგენა? პირველი მეთოდი ასეთია: თუ მათ უყვართ მაღალფარდოვანი იდეების ფრქვევა და ყოველთვის გააჩნიათ საკუთარი მოსაზრებები, მიეცით საშუალება ჯერ მათ ილაპარაკონ და შემდეგ კი გამოიჩინეთ გამჭრიახობა. ვინც არ უნდა იყოს, ყველას აქვს საუბრისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს არავინ უნდა შეზღუდოს. ნებისმიერს, ვისაც აქვს იდეები და გონივრული შეხედულებები, უნდა მიეცეს საუბრისა და მათი ნათლად გამოხატვის საშუალება, რათა ყველამ დაინახოს და შემდეგ ითანაზიარონ და განიხილონ, არის თუ არა ის სწორი, შეესაბამება თუ არა ჭეშმარიტება-პრინციპებს და შესაძლებელია თუ არა მათი რაიმე ნაწილის მიღება. ის კარგია, თუ ღირებულია იმ კუთხით, რომ მისგან ვისწავლოთ და გარკვეული სარგებელი მივიღოთ.თუ თანაზიარებისა და განხილვის შემდეგ დადგინდება, რომ მათ ნათქვამს არავითარი ღირებულება არ აქვს და მიზანშეწონილი არ არის, მაშინ ის უნდა უარვყოთ. ამგვარი პრაქტიკით ყველას განუვითარდება გამჭრიახობა. ნებისმიერ დროს, როდესაც რაიმე საკითხი წამოიჭრება, ყველას ეცოდინება, როგორ დაფიქრდეს ამ საკითხზე და უკეთ გაუგებენ სხვადასხვა ადამიანს. ასეთი პრაქტიკა სასარგებლოა ღვთის რჩეული ხალხისთვის და არ შეიტანს არეულობას ეკლესიის საქმეში. ეს პრაქტიკა სწორია. მეორე მეთოდი ასეთია: როდესაც ნათქვამს არავითარი ღირებულება არ აქვს და მისგან არანაირი სარგებელი არ მიიღება მაშინაც კი, თუ მას განიხილავენ და მის შესახებ ითანაზიარებენ, ასეთი შეთავაზებები პირდაპირ უნდა უარყონ და საჭირო არ არის რაიმე თანაზიარება ან განხილვა. თუ ადამიანი განუწყვეტლივ აყენებს ასეთ უსარგებლო საკითხებსა და „ბრწყინვალე იდეებს“, რითაც თავს აბეზრებს ღვთის რჩეულ ხალხს და მათ მოსმენის სურვილს უკარგავს, განა ასეთი ადამიანი არ უნდა შეიზღუდოს? უმჯობესი იქნება, ვურჩიოთ მას, გამოიჩინოს მეტი კეთილგონიერება და თავი შეიკავოს იმის თქმისგან, რაც არ უნდა ითქვას, რათა სხვებზე გავლენა არ მოახდინონ. თუ ამ ადამიანს კეთილგონიერება აკლია და ჯიუტად აგრძელებს ამგვარად მოქმედებას, რითაც არეულობა შეაქვს ეკლესიის ცხოვრებაში და ყველას განსაკუთრებით აღიზიანებს და განრისხებამდეც კი მიჰყავს, მაშინ ის არის ბოროტი ადამიანი, რომელიც არეულობას შეაქვს ეკლესიის ცხოვრებაში. მას უნდა მოეპყრონ ღვთის სახლში არსებული პრინციპების შესაბამისად ეკლესიის განსაწმენდად — მოიცილონ ის ეკლესიიდან. ეს მართებულია. მითხარით, როგორი ადამიანები არიან უმეტესწილად ისინი, ვისაც მაღალფარდოვანი იდეების ფრქვევა უყვარს? არიან ისინი ისეთები, ვინც ჭეშმარიტებას ეძიებს? ისინი გულწრფელად იხარჯებიან ღვთისათვის? ნამდვილად არა. მაშინ, რა მიზნითა და განზრახვით შეაქვთ საეკლესიო ცხოვრებაში ასეთი არეულობა ? ამას გამჭრიახობა სჭირდება. თუ ყველას უკვე აქვს საკმარისი წარმოდგენა ასეთ ადამიანებზე და იციან, რომ მათ აკლიათ ინტელექტი, სულიერი მონაცემები და გონიერება და რომ ისინი უბრალოდ უგუნურები არიან, მათთან მოპყრობის ყველაზე მიზანშეწონილი გზა, როდესაც ისინი თავიანთ „ბრწყინვალე იდეებს“ გამოთქვამენ, არის მათი შეჩერება და შეზღუდვა, რათა გაჩუმდნენ. თუ ისინი ჯიუტად აგრძელებენ საუბარს და ეკლესიის ცხოვრებაში არეულობის შეტანას, მაშინ ისინი უნდა იქნან ეკლესიიდან გაძევებულები, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი პრობლემები. ზოგიერთი ამბობს: „განა ეს არ ანადგურებს მათი გადარჩენის შანსებს?“ ამის თქმა არასწორია. შეუძლია თუ არა ღმერთს ასეთი ადამიანების გადარჩენა? შეუძლიათ თუ არა ასეთი ხასიათის მქონე ადამიანებს ჭეშმარიტების მიღება? შეუძლიათ თუ არა, მიაღწიონ ხსნას მიღწევა ჭეშმარიტების მიღების გარეშე? განა უკიდურესი სისულელე და უმცრება არ არის ის, რომ ადამიანს ასეთი საკითხების გარჩევაც კი არ შეუძლია? მიუხედავად ამისა, ისინი, ვინც ხშირად იწვევენ არეულობას ეკლესიის ცხოვრებაში, ბოროტი ადამიანები არიან და ღმერთი არ იხსნის მათ. ეკლესიაში ისეთი ადამიანის დატოვება, რომელსაც ღმერთი არ იხსნის, განა ღვთის რჩეული ხალხის განზრახ დაზიანება არ არის? განა ის, ვისაც ებრალება ასეთი ბოროტი ადამიანები, ჭეშმარიტად მოსიყვარულეა? ვფიქრობ, არა. მათი სიყვარული ყალბია. სიმართლე ისაა, რომ მათ ღვთის რჩეული ხალხისთვის ზიანის მიყენება განუზრახავთ. ამიტომ, ღვთის რჩეულნი ფხიზლად უნდა იყვნენ ყველას მიმართ, ვინც ბოროტ ადამიანებს იცავს, რათა შეცდომაში არ შევიდნენ მათი ეშმაკური საუბრით. ზოგიერთმა ადამიანმა, ვისაც მაღალფარდოვანი იდეების ფრქვევა უყვარს, თუმცა არ ჰგავს ბოროტ ადამიანს და აშკარად ბოროტ ქმედებებს არ სჩადის, შესაძლოა არეულობა შეიტანოს ეკლესიის ცხოვრებაში თავისი მაღალფარდოვანი იდეების მუდმივი ფრქვევით; სულ მცირე, ეს ადამიანები გონებაარეულნი არიან. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა გონებაარეული ადამიანების გადარჩენა? ნამდვილად არა. თუ გონებაარეულ ადამიანებს მუდმივად შეაქვთ არეულობა ეკლესიის ცხოვრებაში, ისინიც უნდა გაძევდნენ ეკლესიიდან. გონებაარეული ადამიანები არ იღებენ ჭეშმარიტებას, არიან გამოუსწორებლად მოუნანიებელნი და მათი აღსასრული ისეთივეა, როგორიც ბოროტი ადამიანებისა. იქნება ეს ბოროტი თუ გზააბნეული, , თუ ისინი ხშირად იწვევენ საეკლესიო ცხოვრების ჩაშლასა და არეულობას, არ ითვალისწინებენ რჩევას და საუბრობენ უკონტროლოდ, როგორც გაფუჭებული მანქანა, რომელსაც გაჩერება არ შეუძლია, განა ეს არანორმალური აზროვნების ნიშანი არ არის? რა შედეგები მოჰყვებოდა, თუ ასეთი გონებაარეული ადამიანები გრძელვადიან პერსპექტივაში გააგრძელებდნენ ეკლესიაში ამგვარი არეულობის შეტანას? გარდა ამისა, შეუძლიათ თუ არა მათ ჭეშმარიტად მონანიება? იხსნის თუ არა ღმერთი ასეთ არანორმალური აზროვნების მქონე გონებაარეულ ადამიანებს? როგორც კი ეს კითხვები საფუძვლიანად იქნება გააზრებული, ნათელი გახდება, თუ როგორ უნდა მოვეპყროთ სათანადოდ ასეთ პირებს. გონებაარეულ ადამიანებს ნამდვილად არ უყვართ ჭეშმარიტება და ის მათთვის მიუწვდომელია. გონებაარეულ ადამიანებს არ ესმით ადამიანური ენა. შეიძლება ითქვას, რომ მათ აკლიათ ნორმალური ადამიანობა და ნახევრად შეშლილები არიან — სინამდვილეში, ისინი უბრალოდ უსარგებლონი არიან. შეუძლიათ თუ არა გონებაარეულ ადამიანებს მსახურების ჯეროვნად შესრულება? გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ მათ არც კი შეუძლიათ მსახურების ისე შესრულება, რომ სტანდარტს შეესაბამებოდეს, რადგან მათი გონება არ არის საღი. ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც არაფერი გაეგებათ. თუ ვინმეს სურს სიყვარული გამოავლინოს გონებაარეული ადამიანების მიმართ, დაე, დაეხმაროს მათ. ღვთის სახლის დამოკიდებულება გონებაარეული ადამიანების მიმართ არის ის, რომ ისინი უნდა მოიცილონ. ნებისმიერი, ვინც საერთოდ არ იღებს ჭეშმარიტებას, ვინც გულწრფელად არ ასრულებს თავის მოვალეობას და ყოველთვის ზედაპირულად ეკიდება მას, უნდა შეიზღუდოს, თუ ის ხშირად იწვევს არეულობას საეკლესიო ცხოვრებაში. თუ ზოგიერთი მათგანი სინანულს გრძნობს და მზადაა მოინანიოს, მათ შანსი უნდა მიეცეთ. ისინი, ვისი არსის ამოცნობაც შეუძლებელია, დროებით უნდა დარჩნენ ეკლესიაში, რათა ღვთის რჩეულმა ხალხმა ზედამხედველობა გაუწიოს მათ, დააკვირდეს და განუვითარდეთ გამჭრიახობა. თუ არსებობენ ისეთები, რომლებიც მუდმივად იწვევენ ჩაშლასა და არეულობას და გასხვლის მიუხედავად რჩებიან გამოუსწორებლად მოუნანიებელნი, აგრძელებენ ბრძოლას დიდებისა და გამორჩენისთვის, თავს ესხმიან და რიყავენ დადებით პიროვნებებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ეძიებს ჭეშმარიტებას და შეუძლია გამოცდილების დამოწმებების გაზიარება და მათ, ვინც გულწრფელად გაიღებს თავს ღვთისათვის და ასრულებს თავის მოვალეობებს, მაშინ ეს პირები არიან ბოროტი ადამიანები და ანტიქრისტეები, ისინი ურწმუნონი არიან. ასეთი ადამიანების შემთხვევაში საქმე მხოლოდ მათ შეჩერებასა და შეზღუდვას არ ეხება. ისინი დაუყოვნებლივ უნდა განიდევნონ ეკლესიიდან, რათა თავიდან იქნას აცილებული სამომავლო პრობლემები. პრაქტიკის ეს გზა სრულად შეესაბამება ღვთის განზრახვებს.
ეს არის მეტ-ნაკლებად სტატუსისთვის ბრძოლის სხვადასხვა გამოვლინება დაწყებული მცირედიდან, დამთავრებული სერიოზულით. მცირე გამოვლინებები ძირითადად გულისხმობს წინამძღოლებისა და მუშაკების დაცინვას უხეში სიტყვებით, ნაკლოვანებების ძიებასა და წინამძღოლებისა და მუშაკების პროაქტიულობაზე თავდასხმას მათი განადგურებისა და დისკრედიტაციის მიზნით. ყველაზე სერიოზული გამოვლინებებია წინამძღოლებისა და მუშაკებისადმი ღიად დაპირისპირება, მათ წინააღმდეგ გამოსაყენებელი მიზეზების ძიება და მათი განსჯა, დაგმობა, მათზე თავდასხმა და მათი გარიყვა, შემდეგ კი მათი იზოლირება და იძულება, აღიარონ შეცდომა და გადადგნენ, რათა ხელში ჩაიგდონ მათი სტატუსი. ეს არის ეკლესიის ცხოვრებაში წარმოქმნილი ჩაშლისა და არეულობის ყველაზე სერიოზული პრობლემები. ისინი, ვინც ღიად გამოდიან წინამძღოლების ან მუშაკების წინააღმდეგ და ებრძვიან მათ სტატუსისთვის, სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებსაც არეულობა შეაქვთ ეკლესიის საქმეში და ეწინააღმდეგებიან ღმერთს, ისინი არიან ბოროტი ადამიანები და ანტიქრისტეები და ისინი არა მხოლოდ უნდა შეჩერდნენ და შეიზღუდონ; თუ ვითარება სერიოზულია და მათი გაძევება ან გარიცხვა აუცილებელია, მაშინ მათ მიმართ უნდა იმოქმედონ დადგენილი პრინციპების შესაბამისად. არსებობს სტატუსისთვის ბრძოლის კიდევ ერთი გამოვლინება: ეკლესიაში იმ ადამიანების გარიყვა და მათზე თავდასხმა, რომლებიც მეტად ეძიებენ ჭეშმარიტებას. რადგან ადამიანებს, რომლებიც ეძიებენ ჭეშმარიტებას, აქვთ წმინდა აღქმა, გამოცდილება და ღვთის სიტყვების ჭეშმარიტი ცოდნა და ისინი ხშირად თანაზიარებენ ჭეშმარიტებას ძმებსა და დებს შორის პრობლემების გადასაჭრელად, რითაც განამტკიცებენ ღვთის რჩეულ ხალხს და თანდათანობით იხვეჭენ პრესტიჟს ეკლესიაში, ამ ბოროტ ადამიანებსა და ანტიქრისტეებს შურთ მათი, ეურჩებიან მათ, რიყავენ და თავს ესხმიან მათ. ნებისმიერი ქცევა, რომელიც გულისხმობს ჭეშმარიტების მაძიებელ ადამიანებზე თავდასხმას ან მათ გარიყვას, პირდაპირ წარმოადგენს ეკლესიის ცხოვრების ჩაშლასა და მასში არეულობის შეტანას. ზოგიერთმა ადამიანმა შესაძლოა პირდაპირ არ ამოიღოს მიზანში ეკლესიის წინამძღოლები, მაგრამ მათ აქვთ განსაკუთრებული ანტიპათია და ზიზღი ეკლესიაში იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ესმით ჭეშმარიტება და აქვთ პრაქტიკული გამოცდილება. ისინი ასევე რიყავენ და ჩაგრავენ ასეთ ადამიანებს, ხშირად დასცინიან და აბუჩად იგდებენ მათ, მახესაც კი უგებენ, მათ წინააღმდეგ ინტრიგებს ხლართავენ და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პრობლემები თავისი ბუნებითა და გარემოებებით ნაკლებად სერიოზულია, ვიდრე ეკლესიის წინამძღოლებთან სტატუსისთვის ბრძოლა, ისინი ასევე წარმოადგენს ეკლესიის ცხოვრების ჩაშლასა და მასში არეულობის შეტანას და უნდა შეჩერდეს და შეიზღუდოს. თუ ეკლესიაში ძმებისა და დების უმრავლესობა ზარალდება და ხშირად ვარდება ნეგატიურობასა და სისუსტეში და თუ პრობლემები იწვევს ამგვარ შედეგებს, მაშინ ისინი ჩაშლასა და არეულობას უტოლდება. ისეთი ბოროტი ადამიანი, რომელიც იწვევს ჩაშლასა და არეულობას, მხოლოდ კი არ უნდა შეიზღუდოს, არამედ უნდა გაიგზავნოს B ჯგუფში იზოლაციისა და დასაფიქრებლად ან საერთოდ განიდევნოს. ისინი, ვინც ერთვებიან ისეთ ქმედებებში, რომლებიც ატარებს ჩაშლისა და არეულობის შეტანის ხასიათს, არიან ადამიანები, რომლებიც ჩვეულებად იხდიან ბოროტების ჩადენას. მათთან მიმართებაში უნდა გაიმიჯნონ ის ბოროტი ადამიანები, რომლებიც ხშირად სჩადიან ბოროტებას მათგან, ვინც იშვიათად სჩადის ბოროტებას. ისინი, ვინც მრავალგვარ ბოროტებას სჩადიან, ანტიქრისტეები არიან; ისინი, ვინც დროდადრო სჩადიან ბოროტებას, ცუდი ადამიანობის მქონენი არიან. თუ ორი ადამიანი დროდადრო კამათობს ან ერთვება დავაში მათი შეუთავსებელი ხასიათის გამო ან იმიტომ, რომ მათ აქვთ განსხვავებული შეხედულებები საქმის კეთებისას ან იმიტომ, რომ მათ აქვთ საუბრის განსხვავებული მანერა, მაგრამ ეკლესიის ცხოვრებაზე ეს გავლენას არ ახდენს, მაშინ ამას არ აქვს ჩაშლისა და არეულობის შეტანის ხასიათი; ეს განსხვავდება ბოროტი ადამიანების მიერ ეკლესიის ცხოვრების ჩაშლისა და მასში არეულობის შეტანისგან. ყველა ის ქმედება, რომელსაც აქვს ეკლესიის ცხოვრების ჩაშლისა და მასში არეულობის შეტანის ხასიათი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, არის ბოროტი ადამიანების მიერ ბოროტების ჩადენის გამოვლინება. როდესაც ბოროტი ადამიანები ბოროტებას სჩადიან, ეს მათი ჩვევაა. ყველაზე მეტად ბოროტ ადამიანებს ისინი სძულთ, ვინც ეძიებს ჭეშმარიტებას. როდესაც ისინი ხედავენ, რომ ჭეშმარიტების მაძიებელ ადამიანს შეუძლია გააზიაროს თავისი გამოცდილების დამოწმება და ამით სხვების განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იმსახურებს, მათ შურთ, სძულთ და თვალები რისხვით ევსებათ. ვინც კი დაფიქრდება და შეიცნობს საკუთარ თავს, ვინც კი გააზიარებს თავის პრაქტიკულ გამოცდილებას და ვინც კი უფალს დაამოწმებს, აწყდება ამ ბოროტი ადამიანების დაცინვას, დაკნინებას, ჩაგვრას, გარიყვას, განსჯას და დევნასაც კი. ისინი ჩვეულებისამებრ ასე იქცევიან. ისინი არავის აძლევენ უფლებას, მათზე უკეთესი იყოს, მათ არ შეუძლიათ აიტანონ ადამიანები, რომლებიც მათზე უკეთესები არიან. როდესაც ისინი ხედავენ ვინმეს, ვინც მათზე უკეთესია, ეჭვიანობენ, ბრაზდებიან, რისხდებიან და ფიქრობენ მათ დაზიანებასა და ტანჯვაზე. ასეთმა ადამიანებმა უკვე გამოიწვიეს ეკლესიის ცხოვრებისა და ეკლესიის წესრიგის სერიოზული ჩაშლა და არეულობა და წინამძღოლებმა და მუშაკებმა ძმებთან და დებთან ერთად უნდა იმოქმედონ ასეთი პირების გამოსააშკარავებლად, შესაჩერებლად და შესაზღუდად. თუ მათი შეზღუდვა შეუძლებელია და ისინი არ ინანიებენ ან არ იცვლიან მიმართულებას მას შემდეგ, რაც მათთან მოხდა ჭეშმარიტების თანაზიარება, მაშინ ისინი ბოროტები არიან და ბოროტი ადამიანები უნდა შეფასდნენ და მათ უნდა მოეპყრონ ღვთის სახლში არსებული პრინციპების შესაბამისად ეკლესიის განსაწმენდად. თუ თანაზიარების მეშვეობით წინამძღოლები და მუშაკები მიაღწევენ კონსენსუსს და დაადგენენ, რომ ეს უტოლდება ბოროტი ადამიანის მიერ ეკლესიაში არეულობის შეტანას, მაშინ საკითხი უნდა მოგვარდეს ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად: ეს ადამიანი უნდა მოიცილონ ეკლესიიდან. აღარ უნდა იყოს არავითარი შემწყნარებლობა ასეთი ბოროტი ადამიანების მიმართ, რომლებსაც არეულობა შეაქვთ საეკლესიო ცხოვრებაში. თუ წინამძღოლებისა და მუშაკებისთვის ნათელია, რომ ეს უტოლდება ბოროტი ადამიანის მიერ არეულობის შეტანას და ისინი მაინც თვალს ხუჭავენ და ითმენენ ბოროტი ადამიანის მიერ ბოროტების ჩადენასა და არეულობის შეტანაზე, მაშინ ისინი პასუხისმგებლობას არ იჩენენ ძმებისა და დების წინაშე და არიან ორგულნი ღვთისა და ღვთიური მისიის მიმართ.
ზოგიერთი ადამიანი გარეგნულად შესაძლოა ნორმალურად მოგვეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში მათი ინტელექტის კოეფიციენტი უგუნურისას ჰგავს. ისინი საუბრობენ და მოქმედებენ ისე, რომ არ ესმით რა არის მართებული და აკლიათ ნორმალური ადამიანობის გონიერება. ასეთ ადამიანებს ასევე უყვართ სტატუსისა და რეპუტაციისთვის ბრძოლა, იბრძვიან იმისთვის, რომ საბოლოო სიტყვა მათ ეკუთვნოდეთ და ეჯიბრებიან სხვებს მაღალი შეფასების მოპოვებაში. ეკლესიის ცხოვრებაში ისინი ხშირად აყენებენ ერთი შეხედვით მართებულ, მაგრამ სინამდვილეში მცდარ შეხედულებებსა და არგუმენტებს, რათა მიიპყრონ ადამიანების უმრავლესობის ყურადღება და მაღალი შეფასება; ამით ისინი აფორიაქებენ ადამიანთა ფიქრებს, ხელს უშლიან ღვთის სიტყვების სწორ აღქმასა და შეცნობას და და ხელს უშლის ყოველივეს პოზიტიურ გაგებას. როდესაც სხვები თანაზიარებენ ღვთის სიტყვებისა და მათი წმინდა გაგების შესახებ, ეს ადამიანები მასხარებივით გამოხტებიან ხოლმე საკუთარი არსებობის დასამტკიცებლად და ყველას ყურადღების მისაპყრობად; მათ ყოველთვის სურთ აჩვენონ ძმებსა და დებს, რომ გარკვეულ ცოდნას ფლობენ, რომ ერუდირებულნი, დიდად განათლებულნი და მცოდნენი არიან და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯერ არ აქვთ მკაფიო მიზანი, თუ რომელი წინამძღოლი ამოიღონ მიზანში ან რომელი წინამძღოლის პოზიციისთვის იბრძოლონ, მათი სურვილები და ამბიციები იმდენად დიდია, რომ მათმა სიტყვებმა და ქმედებებმა არეულობა შეიტანა საეკლესიო ცხოვრებაში, ამიტომ ისინიც უნდა შეიზღუდონ სიტუაციის სიმძიმისა და მისი ბუნების შესაბამისად. უმჯჯობესი იქნება, ჯერ მათთან ჭეშმარიტების შესახებ ითანაზიარონ, რათა სწორად წარმართონ ისინი და მისცეთ მიმართულება საკუთარი თავის სამართავად, რაც მათ საშუალებას მისცემს, შეცვალონ თავიანთი გზა და გაიგონ, როგორ იცხოვრონ ნორმალურად საეკლესიო ცხოვრებით, როგორ იურთიერთონ სხვებთან, როგორ დარჩნენ თავიანთ კუთვნილ ადგილას და როგორ იყვნენ გონიერნი. თუ ეს განპირობებულია მათი ახალგაზრდული ასაკით, გამოცდილების ნაკლებობითა და ახალგაზრდული ქედმაღლობით და თუ მათ მოინანიეს მრავალგზის თანაზიარების შემდეგ, გააცნობიერეს რა, რომ მათი წინა ქმედებები იყო არასწორი, სამარცხვინო, ყველასთვის მიუღებელი და პრობლემების გამომწვევი და მათ გამოთქვეს ბოდიში და გამოხატეს სინანული ამის გამო, მაშინ არ არის საჭირო მათთვის ამის წამოძახება — მათ უბრალოდ სიყვარულით უნდა დაეხმარონ. თუმცა, თუ მათი არასწორი ქმედებები, რომლებმაც ყველა შეაწუხა, განპირობებული იყო არა ახალგაზრდული ქედმაღლობით ან ჭეშმარიტების გაგების ნაკლებობით, არამედ ფარული მოტივებით იყო ნაკარნახევი და ისინი აგრძელებენ ასე მოქცევას არაერთგზის შეგონების მიუხედავად და თუ, გარდა ამისა, ისინი გაისხლნენ და ძმებმა და დებმა ითანაზიარეს მათთან ამ საკითხის სერიოზულობის შესახებ — მათ შესთავაზეს თანაზიარება და დახმარება როგორც უარყოფითი, ისე დადებითი მხრიდან— მაგრამ მათ მაინც არ შეუძლიათ საკუთარი ბუნება-არსების შეცნობა, ვერ ხედავენ ამ ქმედებებით სხვებისთვის შექმნილ არეულობასა და მძიმე შედეგებს და აგრძელებენ არეულობისა და ჩაშლის გამოწვევას ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში, მაშინ ასეთ დროს უფრო მკაცრი ზომებია საჭირო. თუ, მონანიებისთვის მიცემული საკმარისი შესაძლებლობების მიცემის მიუხედავად, ისინი საერთოდ არ ფიქრობენ ან არ ცდილობენ საკუთარი თავის შეცნობას, და რაოდენ ბევრიც არ უნდა ითანაზიარონ მათთან ჭეშმარიტების შესახებ, არ ესმით და არც ის იციან, როგორ იმოქმედონ გონივრულად და პრინციპების შესაბამისად, არამედ ჯიუტად მიჰყვებიან საქმის კეთების საკუთარ გზას, მაშინ ამ ადამიანებთან დაკავშირებით პრობლემა არსებობს. სულ მცირე, გონიერების თვალსაზრისით, მათ აკლიათ ნორმალური ადამიანის კეთილგონიერება. ეს ზედაპირული შეფასებაა. თუ არსობრივად შევხედავთ, რაოდენ ბევრიც არ უნდა ითანაზიარონ მათთან, არ ძალუძთ გააცნობიერონ საკითხის სერიოზულობა, ვერც თავიანთ კუთვნილ ადგილს პოულობენ, ვერც თანაზიარებასა და დახმარებას იღებენ ან ან ვერ ახერხებენ იმ გზით მოქმედებას, რომლის შესახებაც ძმებმა და დებმა ითანაზიარეს — თუ ამის მიღწევაც კი არ შეუძლიათ, მაშინ მათი პრობლემა მხოლოდ გონიერების ნაკლებობა კი არ არის, არამედ პრობლემა მათ ადამიანობაშია. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით სჩანს, რომ ისინი უნებლიეთ იწვევენ ჩაშლასა და არეულობას, ეს საქმეები ნამდვილად სრულდება არა განზრახვის გარეშე, არამედ, გარკვეული მიზნითა და მოტივებით. გვერდზე რომ გადავდოთ ის, თუ რა შეიძლება იყოს ამ პირების მოტივი ან მიზანითუ ის, რასაც ისინი ამბობენ და აკეთებენ, სერიოზულ ჩაშლასა და არევას იწვევს დებისა და ძმების ცხოვრებაში შესვლასა და საეკლესიო ცხოვრებაში, რასაც იქამდე მივყავართ, რომ ბევრი ადამიანი ვერაფერს იღებს საეკლესიო ცხოვრებისგან, ან იქამდეც კი, რომ სხვებს აღარ სურთ შეკრება მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პირები იქ იმყოფებიან ან ყოველთვის, როდესაც ისინი საუბრობენ, ადამიანებს გული უცრუვდებათ და წასვლა უნდათ, მაშინ ეს პრობლემა სერიოზული ხდება. როგორ უნდა მოვეპყროთ ასეთ ადამიანებს? თუ ისინი მაინც ჯიუტად აგრძელებენ ამის კეთებას, მიუხედავად იმისა, რომ მრავალგზის შესთავაზეს თანაზიარება და დახმარება და მიეცათ მონანიების შესაძლებლობები, მაშინ პრობლემატური სწორედ მათი ბუნება-არსებაა. ისინი არ არიან ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სწამთ ღმერთი და შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება; პირიქით, მათსხვა ზრახვები ამოძრავებთ. მათი ბუნება-არსებიდან გამომდინარე, ის ჩაშლა და არეულობა, რომელიც მათ ეკლესიის ცხოვრებაში შეაქვთ, ნამდვილად არ არის უნებლიე; პირიქით, ამ ადამიანებს აქვთ მიზანი და მოტივები. თუ ასეთ ადამიანებს კიდევ მიეცემათ შესაძლებლობები, არის თუ არა ეს სამართლიანი ღვთის რჩეული ხალხის მიმართ, რომლებიც ნორმალურად ცხოვრობენ ეკლესიის ცხოვრებით? (არა.) ასეთი ადამიანების პრობლემა უკვე ამ დონემდე გამოაშკარავდა; თუ მათ კვლავ მიეცემათ შანსები მონანიების მოლოდინში, რის შედეგადაც ისინი კიდევ უფრო მეტ ბოროტებას ჩაიდენენ, უფრო მეტ ადამიანს ჩააგდებენ ნეგატიურობაში, სისუსტესა და გამოუვალ მდგომარეობაში, მაშინ ვინ აანაზღაურებს ამ დანაკარგს? ამიტომ თუ ამ პირებს შესთავაზეს თანაზიარება და დახმარება ან მიღებულ იქნა ზომები მათ შესაჩერებლად და შესაზღუდად, მაგრამ ისინი მაინც არ უხვევენ ძველი გზიდან და ჯიუტად აგრძელებენ თავდაპირველ ქცევებს, მაშინ მათ პრინციპების შესაბამისად უნდა მოეპყრონ: მსუბუქ შემთხვევებში ისინი უნდა იყვნენ იზოლირებულნი, ხოლო მძიმე შემთხვევებში ისინი გაძევებულნი უნდა იყვნენ ეკლესიიდან. როგორ ჟღერს ეს პრინციპი? განა ეს ვინმეს უმოწყალოდ განადგურებას ნიშნავს მონანიების შანსის მიცემის გარეშე? ან თვითნებურად გადაწყვეტილების მიღებას ყოველგვარი გამჭრიახობის გამოვლენისა და იმის ნათლად გაგების გარეშე, თუ როგორია სინამდვილეში მისი ბუნება-არსება? (არა.) თუ თანაზიარებისა და დახმარების შეთავაზების და მონანიების შესაძლებლობების მიცემის მიუხედავად ამ ადამიანების გზები და ხასიათი საერთოდ არ შეცვლილა და არც ინანიებენ, რჩებიან ისეთებად, როგორებიც ადრე იყვნენ იმ ერთადერთი განსხვავებით, რომ რასაც ადრე ღიად და ხილულად აკეთებდნენ, ახლა ფარულად და მალულად აკეთებენ, მაგრამ არეულობა და ჩაშლა იგივე რჩება,— მაშინ ეკლესიას აღარ შეუძლია მათი დატოვება. ასეთი ადამიანები არ არიან ღვთის სახლის წევრები; ისინი არ არიან ღვთის ცხვრები. მათი ყოფნა ღვთის სახლში მხოლოდ ჩაშლასა და არეულობას იწვევს და ისინი სატანის მსახურნი არიან და არა ძმანი და დანი. თუ შენ მუდამ ეპყრობი მათ, როგორც ძმებსა და დებს, მუდმივად უჭერ მხარს და ეხმარები მათ და თანაზიარებ მათთან ჭეშმარიტების შესახებ და ეს საბოლოოდ კი ძალისხმევა ფუჭად იკარგება ყოველგვარი ნაყოფის გარეშე, განა ეს უგუნურება არ არის? ეს უგუნურებაზე მეტია. ეს სიბრიყვეა, სრული სიბრიყვე!
თუ სტატუსისთვის ბრძოლაში ჩართულ ადამიანებს, არსებული პრობლემების ბუნებას, სხვადასხვა გამოვლინებასა და მოვლენებს დავაკვირდებით, ისინი ძირითადად სამ კატეგორიად შეიძლება დაიყოს. სტატუსისთვის ბრძოლა გავრცელებული პრობლემაა საეკლესიო ცხოვრებაში, რომელიც ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფსა და საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში იჩენს თავს. რაც შეეხება მათ, ვინც სტატუსისთვის იბრძვის, მსუბუქ შემთხვევებში მათ უნდა შესთავაზონ ჭეშმარიტების ვრცელი თანაზიარება მათ მხარდასაჭერად და დასახმარებლად, რათა შეძლონ ჭეშმარიტების გაგება და მიეცეთ მონანიების შანსი. თუ შემთხვევა სერიოზულია, მათ ყურადღებით უნდა დააკვირდნენ და როგორც კი აღმოჩნდება, რომ ისინი საუბრობენ ან მოქმედებენ გარკვეული მოტივით ან მიზნის მისაღწევად, ისინი დაუყოვნებლივ უნდა შეაჩერონ და შეზღუდონ. თუ შემთხვევა კიდევ უფრო სერიოზულია, მათ უნდა მოეპყრონ და გაუმკლავდნენ ეკლესიის პრინციპების შესაბამისად, რომლებიც ეხება ადამიანების მოცილებასა და გარიცხვას. ეს არის ის ვალდებულება, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ, როდესაც საეკლესიო ცხოვრებაში ჩნდებიან სტატუსისთვის ბრძოლაში ჩართული ეს ადამიანები, მოვლენები და საგნები. რა თქმა უნდა, ეს ასევე მოითხოვს ყველა დისა და ძმის გააქტიურებასა და წინამძღოლებთან და მუშაკებთან თანამშრომლობას ამ საქმეში, ერთობლივად შეზღუდონ ბოროტი ადამიანების სხვადასხვა ქცევა და ქმედება, რომლებიც იწვევს ჩაშლასა და არეულობას, უზრუნველყონ, რომ საეკლესიო ცხოვრებაში აღარ იყოს ბოროტი ადამიანების მიერ გამოწვეული ჩაშლა ან არეულობა, უნდა ესწრაფოდნენ, რომ საეკლესიო ცხოვრების თითოეული შემთხვევა იყოს სულიწმიდის მიერ გაცისკროვნებული, აღსავსე მშვიდობით, სიხარულითა და ღვთის მყოფობით და ჰქონდეს ღვთის კურთხევა და წინამძღოლობა და უზრუნველყონ, რომ თითოეული შეკრება იყოს სიამოვნებისა და სარგებლის მომტანი. ეს არის საეკლესიო ცხოვრების საუკეთესო სახე, ისეთი, როგორიც ღმერთს სურს რომ იხილოს. ამ საქმის შესრულება შედარებით რთულია წინამძღოლებისა და მუშაკებისთვის, რადგან ის მოიცავს პიროვნებათაშორის ურთიერთობებს, ეხება ადამიანების რეპუტაციასა და ინტერესებს და ასევე - ადამიანთა მიერ ჭეშმარიტების აღქმის დონეს, რაც მას გარკვეულწილად უფრო რთულს ხდის. თუმცა, როდესაც პრობლემები წარმოიქმნება, ნუ აარიდებთ მათ თავს, ნუ დააკნინებთ დიდ საკითხებს და საბოლოოდ გადაუჭრელი არ დატოვოთ ისინი. არც მათზე თვალის დახუჭვითა და ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფიით უნდა მიუდგეთ მათ და უფრო მეტიც, ნუ იქნებით ადამიანთა მაამებელნი, არამედ ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად მოეპყარით სხვადასხვა ტიპის ადამიანებს, რომლებიც სტატუსისთვის იბრძვიან. არის ეს თანაზიარება ნათელი? (დიახ.) ამით სრულდება ჩვენი თანაზიარება მეხუთე საკითხზე.
VI. არასათანადო ურთიერთობებში მონაწილეობა
მეექვსე საკითხი, რომელიც ღვთის საქმისა და ეკლესიის ნორმალური წესრიგის ჩაშლასა და არევ-დარევას იწვევს, არის არასათანადო ურთიერთობებში ჩაბმა. სანამ ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობენ და იკრიბებიან, იარსებებს ერთობლივი ცხოვრება და აქედან გამომდინარე, წარმოიშობა სხვადასხვა ურთიერთობა. მაშ, ამ ურთიერთობებიდან რომელია სათანადო და რომელი — არასათანადო? მოდით, ჯერ ვისაუბროთ იმაზე, თუ რას წარმოადგენს სათანადო ურთიერთობები, შემდეგ კი ვითანაზიაროთ არასათანადო ურთიერთობებზე. როდესაც ძმები და დები ერთმანეთს ხვდებიან და ესალმებიან, მათ შეიძლება თქვან: „როგორ ხარ ამ ბოლო დროს? ჯანმრთელად ხარ? შენი შვილი მომავალ წელს საშუალო სკოლაში შედის? როგორ მიდის შენი მეუღლის საქმეები?“ ითვლება თუ არა ასეთი ურთიერთმისალმება სათანადო ურთიერთობად? (დიახ.) რატომ ამბობთ ამას? იმიტომ, რომ როდესაც ორი ადამიანი, რომლებსაც ერთმანეთი დიდი ხანია არ უნახავთ, შემთხვევით ხვდება ერთმანეთს, რამდენიმე მისასალმებელი სიტყვის თქმა ყველაზე ელემენტარული ეტიკეტია ისევე, როგორც მზრუნველობისა და მოკითხვის ყველაზე ფუნდამენტური გამოხატულება. ეს ყველაფერი არის სიტყვები, ქმედებები და შესაბამისი თემები, რომლებიც ადამიანებს ნორმალური ადამიანობის ფარგლებში შემოაქვთ. მათი საუბრიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, აშკარაა, რომ მათი ურთიერთობა სავსებით მართებულია. მათი დიალოგი ეფუძნება როგორც ეტიკეტს, ისე ნორმალურ ადამიანობას და ამ ორი პუნქტიდან გამომდინარე შეიძლება განისაზღვროს, რომ მოსაუბრეებს შორის ურთიერთობა სათანადოა და წარმოადგენს ნორმალურ პიროვნებათაშორის ურთიერთობას. თუ ორი ადამიანი ძალიან კარგად იცნობს ერთმანეთს, მაგრამ შეხვედრისას ორივე წარბშეკრულია და ერთმანეთს არ ელაპარაკება, ხოლო როდესაც ერთმანეთს უყურებენ, მათი თვალები მტრობითაა ანთებული, არის ეს ურთიერთობა ნორმალური? (არა, არ არის.) რატომ არ არის ნორმალური? ზუსტად როგორ უნდა განისაზღვროს იგი? როდესაც ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს, მაგრამ არცერთი არ ესალმება მეორეს ან „გამარჯობასაც“ კი არ ეუბნება, რომ აღარაფერი ვთქვათ ნორმალურ საუბარსა და დიალოგზე, აშკარაა, რომ მათი გამოვლინებები არ ასახავს იმას, რაც ნორმალური ადამიანობისგან არის მოსალოდნელი. მათი ურთიერთობა არ არის ნორმალური პიროვნებათაშორისი ურთიერთობა; ის გარკვეულწილად დამახინჯებულია, თუმცა მაინც არ წარმოადგენს არასათანადო ურთიერთობას და ასე ვერ აღვიქვამთ. ზოგადად, თუ ადამიანებს შორის ურთიერთობა მყარდება ნორმალური ადამიანობის საფუძველზე, სადაც მათ შეუძლიათ ნორმალურად და პრინციპების შესაბამისად იურთიერთონ და დაუკავშირდნენ ერთმანეთს, დაეხმარონ, მხარი დაუჭირონ და სულიერად ასაზრდოონ ერთმანეთი, ეს ყველაფერი ადამიანებს შორის სათანადო ურთიერთობებზე მიუთითებს. ეს ნიშნავს საკითხების საქმიანად მოგვარებას, გარიგებებში არმონაწილეობას, ინტერესთა გადაკვეთისა და მით უმეტეს, სიძულვილის გარეშე მოქმედებას და იმას, რომ ქმედებები არ არის განპირობებული ხორციელი სურვილებით. ეს ყველაფერი სათანადო ურთიერთობების ფარგლებში ექცევა. განა ეს არეალი საკმაოდ ფართო არ არის? ნორმალური პიროვნებათაშორისი ურთიერთობები გულისხმობს დიალოგსა და კომუნიკაციას ნორმალური ადამიანობის ფარგლებში, სხვებთან ურთიერთობასა და დაკავშირებას და თანამშრომლობას ნორმალური ადამიანობის სინდისისა და გონიერების საფუძველზე. უფრო მაღალ დონეზე კი, ეს გულისხმობს ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად ურთიერთობასა და დაკავშირებას. ეს არის ადამიანებს შორის სათანადო პიროვნებათაშორისი ურთიერთობების ზოგადი განმარტება. შეხვედრისას ერთმანეთისთვის მისალმება ურთიერთობის ყველაზე ნორმალური ფორმაა. როდესაც შეგიძლია ნორმალურად მიესალმო და ესაუბრო სხვას ყოველგვარი მანერულობის გარეშე, არ მოაჩვენო თავი თითქოს გიყვარს, როცა არ გიყვარს, არ იყო ქედმაღალი, ისაუბრო სხვების დათრგუნვის ან საკუთარი თავის განდიდების გარეშე, ისაუბრო და ნორმალურად დაამყარო კომუნიკაცია — სწორედ ასე უნდა საუბრობდნენ და ურთიერთობდნენ ისინი, ვინც ნორმალურ ადამიანობას ფლობს. ეს არის ნორმალური პიროვნებათაშორისი ურთიერთობების ფარგლებში ურთიერთქმედების ძირითადი გზა. ღვთის რჩეულ ხალხს, სულ მცირე, უნდა გააჩნდეს სინდისი და გონება და უნდა ურთიერთობდეს, თანამშრომლობდეს სხვებთან იმ პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად, რომლებსაც ღმერთი ითხოვს ადამიანებისგან. ეს საუკეთესო მიდგომაა. ამას შეუძლია ღვთის დაკმაყოფილება. მაშ, რა არის ღვთის მიერ მოთხოვნილი ჭეშმარიტება-პრინციპები? ის, რომ ადამიანები გაგებით მოეკიდონ სხვებს, როდესაც ისინი სუსტები და ნეგატიურები არიან, თანაუგრძნობდნენ მათ ტკივილსა და სირთულეებს, გამოჰკითხონ ამის შესახებ, შესთავაზონ დახმარება და მხარდაჭერა და წაუკითხონ მათ ღვთის სიტყვები პრობლემების გადასაჭრელად, რაც მათ საშუალებას მისცემს, რათა დაეხმარონ მათ, გაიგონ ღვთის განზრახვები, დაძლიონ სისუსტე და მივიდნენ ღმერთამდე. განა პრაქტიკაში ამგვარად განხორციელება არ შეესაბამება პრინციპებს? პრაქტიკაში ამგვარად განხორციელება შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებს. ბუნებრივია, ამგვარი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებს. როდესაც ადამიანები განზრახ იწვევენ არევ-დარევასა და ჩაშლას ან განზრახ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას ზედაპირულად, თუ ამას ხედავ და შეგიძლია მიუთითო მათ ამ საკითხებზე, გაკიცხო ისინი და დაეხმარო პრინციპების შესაბამისად, მაშინ ეს შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებს. თუ თვალს ხუჭავ ან იწყნარებ მათ ქცევას და ხელს აფარებ მათ და იქამდეც კი მიდიხარ, რომ კარგ სიტყვებს ეუბნები საქებრად და ტაშს უკრავ, ადამიანებთან ურთიერთობის, საკითხების მოგვარებისა და პრობლემების გადაჭრის ეს გზები აშკარად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტება-პრინციპებს და არავითარი საფუძველი არ გააჩნია ღვთის სიტყვებში. ამრიგად, ადამიანებთან ურთიერთობისა და საკითხების მოგვარების ეს გზები აშკარად არამართებულია და ამის დადგენა ნამდვილად არ არის ადვილი, თუ მათ არ გავაანალიზებთ და არ განვიხილავთ ღვთის სიტყვების შესაბამისად. ადამიანები, რომლებსაც არ ესმით ჭეშმარიტება, სავარაუდოდ ვერც კი ამოიცნობენ ამ პრობლემებს და მაშინაც კი, თუ აღიარებენ მათ არსებობას, ადვილი არ იქნება მათი გადაჭრა. ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ მთელი გახრწნილი კაცობრიობა სატანის ხასიათით ცხოვრობს და ეს გამოვლინებები სწორედ ამის დასტურია. ახლა, ნათლად ხედავთ ამას?
დღეს ჩვენი თანაზიარების მთავარი აქცენტია იმ ოთხი ტიპის არასათანადო ურთიერთობის გამოვლინებების მხილება, რომლებიც იწვევს საეკლესიო ცხოვრების ჩაშლასა და არევ-დარევას. ვინ არიან ისინი, ვინც ეკლესიაში არასათანადო ურთიერთობებში მონაწილეობენ? ზუსტად რას წარმოადგენს არასათანადო ურთიერთობა? რა საკითხებს მოიცავს არასათანადო ურთიერთობებში მონაწილეობა? რადგან ჩვენი თანაზიარების მთავარი თემა ეხება სხვადასხვა ადამიანს, მოვლენასა და საგანს, რომლებიც ღვთის საქმისა და ეკლესიის ნორმალური წესრიგის ჩაშლასა და არევ-დარევას იწვევს, არასათანადო ურთიერთობების ეს განხილვა შემოიფარგლება მხოლოდ იმ ურთიერთობებით, რომლებიც საეკლესიო ცხოვრების ჩაშლასა და არევ-დარევას იწვევს. ჩვენ განურჩევლად არ ვაერთიანებთ ყველა ტიპის არასათანადო ურთიერთობას და ჩვენი ინტერესის საგანს არ წრმოადგენს საეკლესიო ცხოვრების მიღმა არსებული საკითხები. თქვენ ეს საკითხი წმინდად, ყოველგვარი გადახრის გარეშე უნდა გაიგო. მაშ, როდესაც საქმე ეხება არასათანადო ურთიერთობებში მონაწილეობას, რომელი საკითხები და ადამიანთა შორის რომელი ურთიერთობებია არასათანადო? რომელი არასათანადო ურთიერთობები იწვევს საეკლესიო ცხოვრებისა და ადამიანთა უმრავლესობისთვის ხელის შეშლასა და არევ-დარევას? ღირს თუ არა ამ საკითხებზე თანაზიარება? (დიახ.) ეს არის ის საკითხები, რომლებიც ნათლად უნდა იქნას განხილული ჩვენი თანაზიარებისას.
ა. საპირისპირო სქესს შორის არასათანადო ურთიერთობები
საეკლესიო ცხოვრებაში რომელია არასათანადო ურთიერთობის ყველაზე გავრცელებული, ადვილად გასაგები და მარტივად დასახასიათებელი ტიპი? (საპირისპირო სქესს შორის ურთიერთობები.) ეს არის პირველი ასპექტი, რომელიც ადამიანებს არასათანადო ურთიერთობებზე ფიქრისას მოსდით თავში. ჯგუფში მყოფი ზოგიერთი ადამიანი ყოველთვის ეფლირტავება საპირისპირო სქესს; აკეთებენ ორაზროვან ჟესტებსა და მიმიკებს, საუბრობენ განსაკუთრებულად ექსპრესიული მანერით და უყვართ თავის მოწონება. შეუფერებელი ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ეს საკუთარი სექსუალურობის დემონსტრირებაა. მოსწონთ, რომ საპირისპირო სქესის წინაშე გამოჩნდნენ მახვილგონივრულები, იუმორის გრძნობის მქონეები, რომანტიკულები, ჯენტლმენები, გმირები, ქარიზმატულები და განათლებულები და სხვა თვისებებით აღჭურვილები. განსაკუთრებით სიამოვნებთ თავის მოწონება. რატომ იწონებენ თავს? არა სტატუსისთვის ბრძოლის გამო, არამედ საპირისპირო სქესის მისაზიდად. რაც უფრო მეტი საპირისპირო სქესის წარმომადგენელი აქცევს მათ ყურადღებას და აღფრთოვანებულ, მოწიწებულ და აღტაცებულ მზერას მიაპყრობს, მით უფრო აღგზნებულნი და ენერგიულნი ხდებიან. რაც უფრო მეტ დროს ატარებენ საეკლესიო ცხოვრებაში და მეტ ადამიანთან აქვთ კონტაქტი, მიზანში იღებენ რამდენიმე პიროვნებას, ეფლირტავებიან და მზერას მიაყპყრობენ საპირისპირო სქესის ზოგიერთ წარმომადგენელს, ხშირად საუბრობენ პროვოკაციული მანერით, რაშიც სექსუალური შევიწროების ნიშნებიც კი იკვეთება. არის თუ არა ადამიანთა შორის ამგვარი ურთიერთობა სათანადო? (არა.) ეს წარმოადგენს არასათანადო ურთიერთობებში მონაწილეობას. ასეთი პიროვნებები შეკრების დროსაც კი იყენებენ თავის მოსაწონებლად; საუბრობენ ისე, რომ საკუთარი თავები განსაკუთრებულად მახვილგონიერად და მომხიბვლელად წარმოაჩინონ იმ ადამიანის წინაშე, რომელიც მოსწონთ ან აინტერესებთ, იყენებენ ორაზროვან ჟესტებსა და მზერას, აქვთ ტრიუმფალური და აღგზნებული გამომეტყველება, ყელყელაობენ კიდეც და რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს? ის მიზანი, რომ აცდუნონ საპირისპირო სქესის წარმომადგენელი არასათანადო ურთიერთობის დასაწყებად. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ძმასა და დას ეს ზიზღს ჰგვრის და მიუხედავად გარშემომყოფთა მრავალგზის გაფრთხილებისა, მაინც არ ჩერდებიან და აგრძელებენ თავშეუკავებელ ცდუნებას. თუ ასეთი არასათანადო ურთიერთობები მოიცავს მხოლოდ ორ ადამიანს, რომლებიც საეკლესიო ცხოვრების მიღმა ეფლირტავებიან ერთმანეთს და გავლენას არ ახდენენ საეკლესიო ცხოვრებაზე ან ეკლესიის საქმეზე, მაშინ ეს საკითხი შეიძლება დროებით გვერდზე გადაიდოს. თუმცა, თუ ისინი, ვინც არასათანადო ურთიერთობებში არინ ჩაბმულები, ჩვეულებად იხდიან ასეთ ქცევას საეკლესიო ცხოვრებაში და სხვებისთვის არევ-დარევას იწვევენ, უნდა გააფრთხილონ და შეზღუდონ. თუ მრავალგზის შეგონების მიუხედავად არ გამოსწორდებიან და სერიოზული არევ-დარევაც კი გამოიწვიეს საეკლესიო ცხოვრებაში, უნდა განიდევნონ ეკლესიიდან ღვთის რჩეული ხალხის კენჭისყრის საფუძველზე. არის თუ არა ეს მიდგომა მართებული? (დიახ.) თუ საქმე ეხება ახალგაზრდებს, რომლებიც ნორმალურად ხვდებიან ერთმანეთს, მათაც უნდა გამოიჩინონ თავშეკავება შეკრებების დროს, რათა სხვებს ხელი არ შეუშალონ. ეკლესია არის ღვთის თაყვანისცემის, ღვთის სიტყვების კითხვის, ლოცვისა და საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრების ადგილი; საეკლესიო ცხოვრებაში არ არის პირადი გრძნობების ადგილი რათა სხვებს ყურადღება არ გაუფანტონ და არ შაწუხონ. თუ ეს სხვებისთვის არევ-დარევას იწვევს, შეკრებების დროს სხვების განწყობაზე მოქმედებს, ხელს უშლის სხვების მიერ ღვთის სიტყვების წაკითხვას, მათ გაცნობირებასა და შესწავლას და უფრო მეტ ადამიანს უფანტავს ყურადღებას და აბრკოლებს, მაშინ ასეთი ურთიერთობა ხასიათდება, როგორც არასათანადო ურთიერთობა. ლეგიტიმური პაემნებიც კი, თუ ის სხვებისთვის არევ-დარევას იწვევს, დახასიათდება, როგორც არასათანადო ურთიერთობა, რომ აღარაფერი ვთქვათ საპირისპირო სქესის ცდუნებაზე პაემნის მიღმა. შესაბამისად, თუ ვინმე საეკლესიო ცხოვრებაში არასათანადო ურთიერთობებში ერთვება, ეს ჩუმად არ უნდა იქნას დაშვებული ან შეწყნარებული; პირიქით, მათ უნდა მიეცეთ გაფრთხილება, დაუწესდეთ შეზღუდვები და განიდევნონ კიდეც პრინციპების შესაბამისად. ეს არის საქმე, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ. თუ აღმოჩნდება, რომ ვინმე არასათანადო ურთიერთობებშია ჩართულიდა ამით ეკლესიაში ადამიანთა უმეტესობისთვის არევ-დარევა გამოიწვია და მისი იქ ყოფნა სხვებს ყურადღებას უფანტავს და ვნებიან ფიქრებში ითრევს, რაც ოჯახების დანგრევასაც კი იწვევს და ზოგიერთ ახალმორწმუნეს უკარგავს ინტერესს შეკრებების, ღვთის სიტყვების კითხვის ან თუნდაც თავად რწმენის მიმართ და ამის ნაცვლად უფრო მეტად იხიბლება თავიანთი თაყვანისცემის ობიექტით, სურს მასთან ერთად გაპარვა და დარჩენილი დღეების ერთად გატარება, და რწმენის მიტოვება — თუ ვითარების სიმძიმე ამ დონემდე მივიდა, მაგრამ წინამძღოლები და მუშაკები ამას სერიოზულად არ აღიქვამენ დაფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ ადამიანური ვნებაა, რომ ეს მნიშვნელოვანი არაა და ჩვეულებრივი ადამიანებიც ასე იქცევიან, ვერ აცნობიერებენ პრობლემის სერიოზულობას და მით უმეტეს ვერ ხვდებიან, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს პრობლემა; პირიქით, აიგნორებენ მას, იჩენენ განსაკუთრებულ გულგრილობას ასეთი საკითხების მიმართ, რაც საბოლოოდ უარყოფით გავლენას ახდენს ეკლესიის მრევლის უმეტესობაზე, მაშინ ასეთი შემთხვევის ბუნება წარმოადგენს სერიოზულ ჩაშლასა და არევ-დარევას. რატომ ვამბობ, რომ ეს წარმოადგენს სერიოზულ ჩაშლასა და არევ-დარევას? იმიტომ, რომ ეს შემთხვევები არევ-დარევას იწვევს და აზიანებს საეკლესიო ცხოვრების ნორმალურ წესრიგს. შესაბამისად, როგორც კი ასეთი ინდივიდები გამოჩნდებიან ეკლესიაში, უნდა შეიზღუდონ მიუხედავად იმისა, ცოტანი არიან თუ ბევრნი, რათა უზრუნველყოფილ იქნას თითოეული შემთხვევის მოგვარება და თუ ვითარება მძიმეა, უნდა მოექცნენ იზოლაციაში. თუ იზოლაცია შედეგს არ გამოიღებს და გააგრძელებენ საპირისპირო სქესის ცდუნებას, საეკლესიო ცხოვრებისა და ეკლესიის ნორმალური წესრიგის ჩაშლისა და არევ-დარევის გამოწვევას, მაშინ უნდა განიდევნონ ეკლესიიდან პრინციპების შესაბამისად. არის თუ არა ეს მიდგომა მართებული? (დიახ.) ასეთი საკითხების გავლენა საეკლესიო ცხოვრებასა და ეკლესიის საქმეზე უკიდურესად საზიანოა; ისინი ჭირს ჰგავს და აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას.
ყველა, ვინც საპირისპირო სქესის ცდუნებისკენ არის მიდრეკილი, ამას აკეთებს ყველგან, სადაც კი მიდის და დაუღალავად მონაწილეობს ასეთ ქცევებში. მათი ცდუნებისა და შევიწროების სამიზნეები ხშირად ახალგაზრდა და მიმზიდველი ინდივიდები არიან, მაგრამ ზოგჯერ ეს შუახნის ადამიანებსაც ეხება — პროაქტიულად ეძებენ მათი ცდუნების შესაძლებლობებს, ვინც კი მიმზიდველად ეჩვენებათ. თუ სხვების ცდუნებას განიზრახავენ, ზოგიერთი ვერ უძლებს სატყუარას და მახეში ებმება, რაც ადვილად გადადის არასათანადო ურთიერთობებში. რადგან ადამიანების სულიერი ზრდა მეტისმეტად მცირეა და აკლიათ ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენა ისევე, როგორც ჭეშმარიტების გაგება, როგორ შეძლებდნენ ამ ცდუნებების დაძლევას და ასეთი სატყუარისთვის წინააღმდეგობის გაწევას? ადამიანების სულიერი ზრდა მეტისმეტად მცირეა; განსაკუთრებით სუსტები და უძლურნი არიან ამ ცდუნებებისა და სატყუარის წინაშე. მათთვის რთულია, დარჩნენ ხელშეუხებელნი. იყო ერთი მამაკაცი წინამძღოლი, რომელიც ცდილობდა ეცდუნებინა ნებისმიერი ლამაზი ქალი, ვისაც კი დაინახავდა. ზოგჯერ, მხოლოდ ერთის ცდუნება არ იყო საკმარისი, შეიძლებოდა სამი ან ოთხი ქალი ეცდუნებინა და ყველა მათგანი ისე მოენუსხა, რომ მადა დაეკარგათ, ვერ დაეძინათ და მოვალეობების შესრულების სურვილიც კი გაქრობოდათ. ასეთი იყო ამ მამაკაცის „მომხიბვლელობა“. მას რომ ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონოდა და მათი განზრახ ცდუნება არ ეცადა, მისი გავლენა ასეთი მასშტაბური არ იქნებოდა. მხოლოდ მაშინ, როდესაც განზრახ დგამდა სპექტაკლებს და სხვებს აცდუნებდა, სულ უფრო მეტი ადამიანი ეგებოდა მახეში, რაც ზრდიდა მასთან არასათანადო ურთიერთობებში ჩათრეულთა რიცხვს. ადამიანები უძლურნი ხდებოდნენ წინ აღდგომოდნენ ამას და ცდუნებაში ვარდებოდნენ. ეს იყო ვნების „მომხიბვლელობა“. ის ქმნიდა სატყუარას, იწვევდა ცდუნებასა და არევ-დარევას ორივე მხარისთვის. ერთი მამაკაცი ერთდროულად რამდენიმე ქალს აცდუნებდა; განა მისი გული არ შფოთავდა? რომელ ქალს მიაქციოს ყურადღება პირველად, რომელი დააკმაყოფილოს პირველად — განა ის გონებრივად არ გამოიფიტებოდა? (დიახ.) თუ ეს ასეთი დამღლელი იყო, რატომ აგრძელებდა ასე ქცევას? ეს არის ბოროტება. ასეთი არსება იყო ის. ეს იყო მისი ბუნება. როგორც კი მსხვერპლნი ცდუნდებიან და საცდურში ვარდებიან, ადვილია მათთვის ცდუნებისგან თავის დაღწევა? ცდუნებაში გაბმის შემდეგ თავის დაღწევა რთული იქნება. ჭამა, ძილი, სიარული, მოვალეობების შესრულება — რასაც არ უნდა აკეთებდნენ, მათი გონება ამ ადამიანზე ფიქრებით არის სავსე, მათი გული ამ ადამიანით არის მოცული. ასეთი არევ-დარევა უკიდურესად სერიოზულია! ამას მოსდევს მუდმივი ფიქრი იმაზე, თუ როგორ ასიამოვნონ ამ ადამიანს, როგორ ჩაუვარდნენ მკლავებში, როგორ მოიგონ მისი გული, როგორ დაისაკუთრონ, როგორ გაეჯიბრონ და ებრძოლონ სხვა მეტოქეებს. განა ეს არ არის არევ-დარევის შედეგები? ადვილია ასეთი მდგომარეობიდან თავის დაღწევა? (არ არის ადვილი.) შედეგები მძიმდება. ამ დროს შეუძლია კი ადამიანის გულს კვლავაც დამშვიდდეს ღვთის წინაშე? როდესაც ღვთის სიტყვებს კითხულობენ, შეუძლიათ მათი აღქმა? შეუძლიათ კვლავაც ჰქონდეთ ნათელი? შეკრებების დროს ექნებათ კი ღვთის სიტყვებზე ფიქრისა და თანაზიარების და სხვათა მიერ გაზიარებული სიტყვების მოსმენის განწყობა? არ ექნებათ. მათი გულები სავსე იქნება ვნებითა და მათი თაყვანისცემის ობიექტით, დაცლილი ყოველგვარი სერიოზული საკითხისგან — ღმერთიც კი გაქრება მათი გულებიდან. ამას მოსდევს ფიქრი იმაზე, თუ როგორ გამოსცადონ სიყვარული, როგორ იყვნენ რომანტიკულები და ა.შ., ხოლო ღვთის რწმენის სურვილი სრულიად იკარგება. კარგია ეს შედეგები? ეს არის ის, რისი ხილვაც ადამიანებს სურთ? (არა.) შეუძლიათ ადამიანებს ცდუნებისა და საცდურში ჩავარდნის შედეგების თავიდან აცილება? შეუძლიათ ადამიანებს ამ შედეგების გაკონტროლება? მათზეა დამოკიდებული გადაწყვეტილება? შეუძლიათ მიაღწიონ იმ დონეს, რომ მაშინ შეჩერდნენ, როცა ამას მოისურვებენ? ამას ვერავინ მიაღწევს. ეს არის ასეთი არასათანადო ურთიერთობებით ადამიანებთან მიმართებაში გამოწვეული არევ-დარევის შედეგი. როდესაც ღმერთი არ არის ადამიანის გულში და მას აღარ სურს ღვთის სიტყვების კითხვა, რა არის ამის შედეგები? რჩება კიდევ ხსნის იმედი? ხსნის იმედი ნულს უტოლდება. ყველაფერი იკარგება. ის მწირი მოძღვრებები, რომლებიც მანამდე ესმოდათ, ღვთისათვის თავგანწირვის მზაობა და განზრახვა და ღვთის ხსნის მოპოვების სურვილი სრულიად უკუგდებულია — ასეთია შედეგები. ადამიანები შორდებიან ღმერთს და უარყოფენ მას თავიანთ გულებში და მათაც უარყოფს ღმერთი. ეს შედეგი არ არის ის, რისი ხილვაც ღვთის მორწმუნესა და მიმდევარს სურს და არც ისეთი ფაქტია, რომლის მიღებაც მას შეუძლია. თუმცა, როგორც კი ადამიანები ასეთ ცდუნებებში ვარდებიან და არასათანადო ურთიერთობების მორევში ექცევიან, უჭირთ თავის დაღწევა და კიდევ უფრო მეტად ვერ აკონტროლებენ საკუთარ თავს. შესაბამისად, ასეთი არასათანადო ურთიერთობები უნდა შეიზღუდოს. მძიმე შემთხვევებში ისინი, ვინც მუდმივად იწვევენ არევ-დარევას და ავიწროებენ საპირისპირო სქესს, დაუყოვნებლივ და სწრაფად უნდა განიდევნონ ეკლესიიდან, რათა არ გამოიწვიონ არევ-დარევა საეკლესიო ცხოვრებაში და რაც მთავარია, თავიდან იქნას აცილებული სხვა ადამიანების საცდურში გაბმა.არის თუ არა ეს მიდგომა გონივრული? (დიახ.)
წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობების მეთორმეტე პუნქტის თანახმად წინამძღოლებმა და მუშაკებმა მაქსიმალური ძალისხმევა უნდა ჩადონ თითოეულ ამოცანაში, რათა უზრუნველყონ, რომ ღვთის რჩეულმა ხალხმა შეძლოს ნორმალური საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრება, და დაიცვან ძმები და დები საეკლესიო ცხოვრებაში ნებისმიერი ჩარევისგან ან არევ-დარევისგან. ეს ნიშნავს ყველა იმ ძმისა და დის დაცვას, რომლებსაც შეუძლიათ ნორმალური საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრება. ზუსტად რა უნდა იყოს დაცული? ძმები და დები დაცულნი უნდა იყვნენ, რათა შეკრებების დროს სიმშვიდეში წარდგნენ ღვთის წინაშე და მშვიდად ლოცვით იკითხონ და ითანაზიარონ ღვთის სიტყვები. ამავდროულად, ძმებსა და დებს უნდა შეეძლოთ ღვთისადმი ლოცვა გულისა და გონების ერთობით, ღვთის განზრახვების ძიება, ღვთისგან ნათელის მოფენისა და განათების ძიება, ღვთის მყოფობის მოპოვება და ღვთის კურთხევისა და წინამძღოლობის მიღება. ეს არის ყველა ძმისა და დის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ინტერესი და ის აუცილებელია ყველასთვის. ეს ეხება იმას, შეძლებენ თუ არა ისინი გადარჩენას და ექნებათ თუ არა კარგი საბოლოო სამყოფელი. შესაბამისად, აუცილებელია, მკაცრად შეზღუდონ, იზოლაციაში მოაქციონ ან მოიცილონ ისინი, ვინც ეკლესიაში არასათანადო ურთიერთობებში არიან ჩაბმულნი. კერძოდ, ისინი, ვინც საპირისპირო სქესთა შორის ურთიერთობებში არიან ჩაბმულნი, მკაცრად უნდა გაკონტროლდნენ. რას ნიშნავს ეს კონტროლი? თუ ეს მხოლოდ უმნიშვნელო შემთხვევაა, უნდა ამხილონ და გაისხლან, დაუყოვნებლივ შეაჩერონ და შეზღუდონ და ხელი შეუშალონ სხვებზე გავლენის მოხდენაში. თუ ეს მძიმე შემთხვევაა, აუცილებელია გადამწყვეტი და დაუყოვნებელი მოქმედება. რაც შეიძლება მალე უნდა განიდევნონ ეკლესიიდან, რათა ხელი შეეშალოთ უფრო მეტი ადამიანისთვის არევ-დარევის გამოწვევაში. თუ არევ-დარევის გამოწვევა სურთ, დაე, ეს გარეთ, წუთისოფელში გააკეთონ და ვისაც უნდათ, ის შეაწუხონ. საკმარისია ითქვას, რომ საეკლესიო ცხოვრებაში მყოფი ჭეშმარიტების მაძიებელი არცერთი ძმა და და არ უნდა შეაწუხონ მათ. ეს არის წინამძღოლებისა და მუშაკების საქმის ძირითადი პრინციპი და მიზანი ამ მეთორმეტე ვალდებულებასთან მიმართებაში.
ბ. ჰომოსექსუალური ურთიერთობები
რაც შეეხება არასათანადო ურთიერთობებს, ის, რაზეც ახლახან ვიქონიეთ თანაზიარება, იყო საპირისპირო სქესთა შორის არასათანადო ურთიერთობებში ჩაბმა. როდესაც საქმე ეხება საპირისპირო სქესის წარმომადგენლის ცდუნებას, მოხიბვლას, თავის მოწონებასა და მასთან ფლირტს; მასთან მიახლოებისა და დაახლოების აქტიურ მცდელობას; ხშირად შეკრებებზე მის გვერდით დაჯდომის განზრახ თუ უნებლიე მცდელობას; გარდა ამისა, არა მხოლოდ ერთი ადამიანის ცდუნებას, არამედ პირველი მცდელობის წარუმატებლობის შემთხვევაში სხვაზე გადასვლას, რის გამოც ეკლესიაში საპირისპირო სქესის ბევრი წარმომადგენელი ხდება შევიწროების მსხვერპლი, მაშინ ეს საკითხი სერიოზულ სახეს იღებს. ეს მოიცავს საპირისპირო სქესთა შორის არასათანადო ურთიერთობებს. საპირისპირო სქესთან ურთიერთობების გარდა ასევე არსებობს გარკვეული არასათანადო ურთიერთობები ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის. თუ ერთი და იმავე სქესის ორ ადამიანს ერთმანეთთან განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს და საკმაოდ ახლოს არიან, მაშინ მათი ხშირი ურთიერთობა სავსებით მართებულია. თუმცა, როგორც კი ეს გადაიზრდება ხორციელ, ვნებიან ურთიერთობებში, ასეთი ურთიერთობებიც არასათანადოდ უნდა იქნეს მიჩნეული. თუ ერთი და იმავე სქესის ორ ადამიანს შორის ფიზიკური კონტაქტი ხშირია იქამდეც კი, რომ ისინი ერთმანეთთან ხშირად იყენებენ პროვოკაციული ბუნების ენას და მათ ხშირად ხედავენ ერთმანეთზე გადახვეულებს ან უფრო აშკარა ქცევებსა და გამოვლინებებს ამჟღავნებენ, მაშინ დროთა განმავლობაში ყველასთვის ნათელი ხდება: „ეს ორი ერთმანეთს კი არ ეხმარება ან ხასიათით კი არ ეწყობა ერთმანეთს. ისინი ნორმალური ადამიანობის ფარგლებში არ ურთიერთობენ. ეს ჰომოსექსუალობაა!“ ახლა ადამიანთა უმეტესობას ესმის, რომ ჰომოსექსუალობა არასათანადო ურთიერთობაა, თავისი ბუნებით კიდევ უფრო სერიოზული და არასათანადო, ვიდრე სხვადასხვა სქესს შორის ურთიერთობა. თუ ეკლესიაში ასეთი ურთიერთობები იარსებებს, ისინი შეიძლება შავი ჭირივით გავრცელდეს და ზოგიერთები ამგვარ ცდუნებასა და მახეში გააბას. ზოგიერთი ამბობს, რომ წარსულში ჰქონდათ ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მაგრამ ამას საკუთარი ნებით არ აკეთებდნენ. თავი რომ დავანებოთ იმას, არიან თუ არა ისინი ნამდვილად ჰომოსექსუალები ან როგორია მათი სექსუალური ორიენტაცია, თუკი ისინი ასეთ ცდუნებაში ვარდებიან - განურჩევლად იმისა, ეს ნებაყოფლობით მოხდა თუ უნებლიეთ, - უპირველეს ყოვლისა, ისინი ამის გამო აირივ-დაირივნენ. თუ მათ მტკიცებას დავეყრდნობით, რომ ეს ნებაყოფლობით არ გაუკეთებიათ, მაშინ ისინი მსხვერპლნი ყოფილან. შესაბამისად, თუ ჰომოსექსუალები აცდუნებენ და ხიბლავენ იმავე სქესის სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც მახეში ებმებიან მიუხედავად იმისა, რომ არ არიან ჰომოსექსუალები, შეიძლება ასეთებად იქცნენ ცდუნების შემდეგ. განა ეს სახიფათო ვითარება არ არის? რატომ ვამბობთ, რომ ასეთი ადამიანები ჰომოსექსუალები არიან? ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ მრავალი ადამიანის ცდუნება აღვირახსნილობის კატეგორიაში გადის, რაც არასათანადო ურთიერთობას წარმოადგენს. მაშ, როგორ ხდება, რომ ერთი და იმავე სქესის ორი ადამიანის ახლო ურთიერთობა, როდესაც კარგად ეწყობიან, ხელს ჰკიდებენ და ეხვევიან ერთმანეთს, რაც სრულიად ნორმალურია, ჰომოსექსუალობად ითვლება? საქმე მათ შორის არსებულ სექსუალურ ურთიერთობაშია; როგორც კი ურთიერთობა ამ დონეს აღწევს, ის ჰომოსექსუალური ხდება. როდესაც ისინი ერთმანეთს მხრებზე ხელს ხვევენ, ყელზე ან წელზე ეხვევიან, ეს არ არის ნორმალური ფიზიკური კონტაქტი ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის; ეს არის ვნებით გამოწვეული ფიზიკური კონტაქტი, რომელიც თავისი ბუნებით განსხვავდება და შესაბამისად, არასათანადო ურთიერთობების კატეგორიას განეკუთვნება. ასეთი ჰომოსექსუალების დანახვა არის თუ არა ეკლესიაში მყოფი ადამიანების უმეტესობისთვის ჭკუის სასწავლებელი? (არა, არ არის.) გრძნობს თუ არა ადამიანთა უმეტესობა თავს შეწუხებულად ამის დანახვის შემდეგ? შენ რომ ამის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილიყავი და მათ შენთვის კისერზე ან წელზე ხელი მოეხვიათ ან სახეზეც კი ეკოცნათ, შეწუხდებოდი თუ არა? (დიახ.) შეშფოთების შემდეგ შენი გული მშვიდად იქნებოდა თუ მოუსვენრად? (ზიზღს ვიგრძნობდი.) მაშ, გაგიჩნდებოდა თუ არა განცდა, რომ ცოდვა ჩაიდინე? თუ ზუსტად არ გესმის ამ საკითხის არსი და შენი სქესის წარმომადგენელი უბრალოდ შეგეხება ან შენთან ფიზიკურ კონტაქტს დაამყარებს ისე, რომ ამაზე ბევრს არ იფიქრებ, მაშინ დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, თუ ამაზე ფიქრობ და ის ადამიანი სულ შენს გონებაშია და მას ვერ ივიწყებ ისევე, როგორც საპირისპირო სქესის მიმართ შეიძლება გაგიჩნდეს ლტოლვა, მიუხედავად იმისა, ეწინააღმდეგები თუ არა ამას გაცნობიერებულად, მაშინ ასეთი ფიქრების გაჩენა იმაზე მიუთითებს, რომ უკვე შეშფოთებული ხარ, არა? შესაბამისად, ჰომოსექსუალური ურთიერთობების, ამ ტიპის არასათანადო ურთიერთობის, ბუნება გაცილებით სერიოზულია. ზოგიერთი ვერ ხედავს განსხვავებას ჰეტეროსექსუალთა აღვირახსნილობასა და ჰომოსექსუალობას შორის და ამ ორ მოვლენას აიგივებს. სინამდვილეში, ჰომოსექსუალობის პრობლემა გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე ჰეტეროსექსუალთა შორის აღვირახსნილობის პრობლემა.
თუ ეკლესიაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში არიან ჩაბმულნი და არავინ ზღუდავთ, ისინი საფრთხეს შეუქმნიან და შეაშფოთებენ ყველას. რა სახის შეშფოთებაზეა საუბარი? გარეგნულად ადამიანთა უმეტესობა მათთან ურთიერთობისას ვერ ამჩნევს რაიმე პრობლემას მათ ადამიანობაში, მაგრამ ხანგრძლივი ურთიერთობა მათ ფიქრებს უმღვრევს და გულებს უბნელებს. ისინი კარგავენ ღვთისადმი რწმენის ენთუზიაზმს და ყოველგვარი კონკრეტული პრობლემის გარეშე უქრებათ ღვთისადმი რწმენის სურვილი, კარგავენ ღვთის სიტყვების კითხვის ინტერესს, გულში სულ უფრო მეტად შორდებიან ღმერთს და უჩნდებათ ბოროტი აზრები რწმენაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, ეკლესიაში ასეთი არასათანადო ჰომოსექსუალური ურთიერთობები არა მხოლოდ უნდა შეჩერდეს და შეიზღუდოს, არამედ მათგან, ვინც ამ ურთიერთობებში არიან ჩაბმულნი, დაუყოვნებლივ უნდა გაიწმინდოს ეკლესია. ეს გარდაუვალია. როგორც კი ასეთი ადამიანები გამოვლინდებიან, მიუხედავად მათი მოვალეობებისა თუ სტატუსისა, ეკლესია დაუყოვნებლივ უნდა გაიწმინდოს მათგან, ყოველგვარი შემწყნარებლობის გარეშე! ეს არის ეკლესიის წესი. რატომ არსებობს ეს წესი? ის მყარ საფუძველს ემყარება. ღმერთმა შექმნა ადამიანები მამაკაცად და დედაკაცად; ადამის შექმნის შემდეგ ღმერთმა შექმნა ევა, როგორც მისი პარტნიორი და არა სხვა ადამი. ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში ჩაბმულ პირთა მიმართ ასეთი ზომების მიღება ღვთის სიტყვებს ეფუძნება და ის აბსოლუტურად მართებულია. ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „რატომ არ უნდა მივცეთ ამ ადამიანებს მონანიების შანსი? ისინი ახალგაზრდები არიან. განა არ უნდა მიეცეთ მათ უფლება, რომ უგუნური ქმედებები ჩაიდინონ?“ არა! სხვა უგუნურ ქმედებებს შეიძლება განსხვავებულად მივუდგეთ გარემოებებისა და მათი ბუნების გათვალისწინებით, მაგრამ ეს კონკრეტული ქმედება ნამდვილად არ არის უბრალოდ რიგითი სულელური ქმედება. მისი მოთმენა აბსოლუტურად დაუშვებელია და ეკლესია დაუყოვნებლივ უნდა გაიწმინდოს ნებისმიერი ადამიანისგან, ვინც იქ ასეთ ქმედებას ჩაიდენს! მთელი ეკლესიაც კი რომ ჰომოსექსუალებისგან შედგებოდეს, ყველა მათგანისგან უნდა გაიწმინდოს ის. ასეთი ეკლესია არ გვჭირდება, ერთიც კი! ეს არის პრინციპი. ზოგი ადამიანი ამბობს: „ზოგიერთს ჰომოსექსუალური ურთიერთობა აქვს მხოლოდ ერთ ადამიანთან, არ აცდუნებენ და არ აწუხებენ სხვებს. უნდა მოხდეს თუ არა ასეთი ადამიანების საკითხის განხილვა და მათი მოცილება?“ თუ ისინი მართლაც ჰომოსექსუალები არიან, მათი ეკლესიაში დატოვება ღვთის რჩეულ ხალხს შორის ნელი მოქმედების ნაღმის ჩადების ტოლფასია. ის ადრე თუ გვიან აუცილებლად აფეთქდება. მაშინაც კი, თუ მათ არ შეუწუხებიათ, არ უცდუნებიათ ან არ შეუვიწროებიათ მათივე სქესის წარმომადგენლები, ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში ამას არ იზამენ. შესაძლოა, მათ ჯერ ვერ იპოვეს ისეთი ადამიანი, რომელიც მოეწონებოდათ ან დრო არ არის შესაფერისი, რადგან ჯერ კიდევ არ იცნობენ ყველას ახლოს. მაგრამ როგორც კი შესაფერისი მომენტი დადგება, ისინი იმოქმედებენ. შესაბამისად, ასეთი ადამიანების მიმართ შემწყნარებლობა ან ეკლესიაში დატოვება აბსოლუტურად დაუშვებელია, რადგან ისინი არაბუნებრივნი და არაადამიანურნი არიან. ეკლესიას არ სჭირდება ასეთი ხალხი. ასეთ არასათანადო ურთიერთობებში ჩაბმულ ადამიანთა მიმართ ამგვარი მოპყრობა არ არის არასწორი ან გადაჭარბებული. თუმცა, ზოგი ამბობს: „ზოგიერთი ჰომოსექსუალი საკმაოდ კარგი ადამიანი ჩანს; მათ არაფერი ცუდი არ გაუკეთებიათ, იცავენ კანონებსა და წესებს, პატივს სცემენ მოხუცებს და უყვართ ახალგაზრდები, ყოველთვის კეთილ საქმეებს აკეთებენ, ზოგიერთი ნიჭითა და უნარებითაც კია დაჯილდოებული, ზოგი კი განსაკუთრებით ქველმოქმედი და დამხმარეა ეკლესიაში. ჩვენ ისინი ეკლესიაში უნდა დავტოვოთ“. არის თუ არა ეს აზრი სწორი? (არა.) მიუხედავად იმისა, შენი ფიქრები სწორია თუ მცდარი, უნდა შეგეძლოს ჰომოსექსუალთა ბუნების ამოცნობა. საეკლესიო პრაქტიკის პრინციპი ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში მყოფ პირთა მიმართ არის მათი მოცილება. ეს არის ადმინისტრაციული განკარგულება, რომლის დარღვევის უფლებაც არავის აქვს. ყველა ამ პრინციპის მიხედვით უნდა მოქმედებდეს.
ამ ორი ტიპის არასათანადო ურთიერთობის გამოვლინებები, რაზეც ახლახან ვიქონიეთ თანაზიარება, ადამიანებისთვის ყველაზე ადვილი ამოსაცნობი, დასანახი და დასახასიათებელია. რაც შეეხება ასეთ არასათანადო ურთიერთობებში ჩაბმულ ადამიანებს, ერთი მხრივ, წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები ისეთი ზომების გამოყენებით, როგორებიცაა შეჩერება, შეზღუდვა, იზოლირება და მოცილება მათთან გასამკლავებლად, მეორე მხრივ, ძმებმა და დებმა ასევე უნდა ამოიცნონ და შორს დაიჭირონ თავი მათგან, ვინც ამ ორი ტიპის არასათანადო ურთიერთობაშია ჩაბმული, რათა თავიდან აიცილონ ცდუნება და მახეში გაბმა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ ღვთისადმი რწმენასა და ჭეშმარიტების ძიებაზე ხსნის მისაღწევად. ცდუნების მახეში გაბმის შემდეგ, თავის დახსნა რთულია. ადამიანთა უმეტესობას უნდა შეეძლოს ამ ორი ტიპის ადამიანის ამოცნობა. ნუ მოიქცევით ისე, როგორც ადამიანები იქცევიან საზოგადოებაში, რომლებიც თავს იკატუნებენ, თითქოს ვერ ხედავენ, ვინ ვისთან ფლირტაობს; რომლებსაც არ გააჩნიათ სწორი თვალსაზრისი ან პოზიცია მათ მიმართ, ვინც აღვირახსნილია და რომლებსაც შეუძლიათ ასეთ ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობა მანამ, სანამ ეს მათ საკუთარ ინტერესებს არ შეეხება და ისე საუბრობენ, თითქოს არაფერი მომხდარა. აქვთ თუ არა ასეთ ადამიანებს პრინციპები სხვებთან ურთიერთობაში? სრულიადაც არა. ურწმუნოები ცხოვრობენ ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფიით და ცდილობენ არავის აწყენინონ საკუთარი თავის დასაცავად, მაგრამ ღვთის სახლი აბსოლუტურად განსხვავდება არამორწმუნე საზოგადოებისგან. ღვთის სახლში ჭეშმარიტებას აქვს ძალაუფლება. ღმერთი მოითხოვს ადამიანებისგან, რომ სხვებს ჭეშმარიტება-პრინციპების საფუძველზე მოეპყრონ. ღვთის რჩეული ხალხი იღებს და აღიჭურვება ჭეშმარიტებით და იყენებს მას სხვების ამოსაცნობად და მათთან ურთიერთობაში, არა მხოლოდ ეკლესიის ცხოვრების შესანარჩუნებლად და ძმებისა და დების დასაცავად, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის დასაცავად ცდუნებით გამოწვეული ტანჯვისა და ცდუნებაში ჩავარდნის თავიდან ასაცილებლად. რაც უფრო ადრე შეძლებ ასეთი ადამიანების ამოცნობასა და მათგან დისტანცირებას, მით უფრო მეტად შეძლებ ცდუნებისგან დისტანცირებას და დაცული იქნები. სწორედ ასე უნდა მოეპყროთ არასათანადო ურთიერთობებში ჩაბმულ ადამიანებს; ეს შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებს და თანხვედრაშია ღვთის განზრახვებთან.
გ. პირადი ინტერესების მქონე არასათანადო ურთიერთობები
არასათანადო ურთიერთობის კიდევ ერთი ტიპია პირად ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობა. პირადი სარგებლის გამო ადამიანები მიმართავენ პირფერობას, ერთმანეთის განდიდებას, ქებასა და მაამებლობას. ეკლესიურ ცხოვრებაში ასეთი მრუდი ქცევისა და ბოროტი ატმოსფეროს შემოტანა სერიოზულ გავლენას ახდენს სხვებზე, რომლებიც მშვიდად კითხულობენ ღვთის სიტყვებს ან უსმენენ სხვათა მიერ გაზიარებულ გამოცდილებებს. როგორც კი პირად ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობა ყალიბდება, მასში ჩაბმული პირები საკუთარი გამორჩენისთვის ხშირად ამბობენ ან აკეთებენ იმას, რაც მათსავე სურვილებს ეწინააღმდეგება. მაგალითად, თუ ვინმე ხედავს, რომ სხვა ადამიანს შეუძლია რაიმე ფორმით სარგებელი მოუტანოს მის საქმეს ან ინტერესებს, მან შეიძლება აირჩიოს ეს ადამიანი წინამძღოლად, წარადგინოს იგი კონკრეტული მოვალეობის შესასრულებლად ან დაეთანხმოს ყველაფერს, რასაც ის ამბობს და განაცხადოს, რომ ეს სწორია, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა იგი ჭეშმარიტებას, რათა მისი კეთილგანწყობა მოიპოვოს. ამის გამო ასეთი ხალხი სჩადის ბევრ რამეს, რაც არ შეესაბამება პრინციპებს და ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, რითაც ხელს უშლის ღვთის რჩეულ ხალხს ადამიანების, მოვლენებისა და საგნების ამოცნობასა და ჭეშმარიტებაში შესვლაში. ისინი არასწორსა და დამახინჯებულს სწორად წარმოაჩენენ, ადამიანურ წარმოდგენებსა და ფანტაზიებს კი - ღვთის განზრახვებთან შესაბამისობაში და ა.შ., რითაც არევ-დარევას იწვევენ ადამიანთა ფიქრებში და მათი სწრაფვის სწორ მიმართულებასა და მიზანში. ყოველივე ეს მათი პირად ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობის შენარჩუნების სურვილიდან გამომდინარეობს. საკუთარი ინტერესების დასაცავად და შესანარჩუნებლად მათ შეუძლიათ საკუთარი სინდისის საწინააღმდეგოდ ისაუბრონ და პრინციპების საწინააღმდეგოდ იმოქმედონ. ის, რასაც ისინი ამბობენ და აკეთებენ, იწვევს ჩაშლასა და არევ-დარევას ეკლესიურ ცხოვრებაში, რის შედეგადაც სულ უფრო მეტი ადამიანი ვეღარ ახერხებს ღვთის სიტყვების თანაზიარებას, ღვთის სიტყვების ლოცვით კითხვას ან პირადი გამოცდილების ნორმალურად და მოწესრიგებულად გაზიარებას, რაც ხელს უშლის ადამიანთა სიცოცხლეში შესვლას. როდესაც ადამიანები თავიანთ პირად ემპირიულ გაგებას თანაზიარებენ, ისინი ხშირად აწყდებიან ჩარევას პირადი ინტერესების მქონე ურთიერთობებში ჩაბმული ადამიანების მხრიდან. ზოგიერთი ჩარევა სიტყვიერია, ზოგიერთი — ქცევითი, სხვები კი მიზნებსა და მიმართულებებს ეხება. ადამიანებს ხშირად აწყვეტინებენ ჭეშმარიტების თანაზიარებისა და ღვთის სიტყვების ლოცვით კითხვის დროს, ხშირად გადაჰყავთ სხვა თემაზე და ხშირად სხვადასხვა ხარისხით ახდენენ მათზე გავლენას. შესაბამისად, ისინი, ვინც ჩაბმული არიან პირადი ინტერესების ნიადაგზე არასათანადო ურთიერთობებში და მსგავს ქცევებში, უნდა შეიზღუდონ. ეკლესიის წინამძღოლებმა, რომლებიც ამ პრობლემების წინაშე დგანან, თვალი არ უნდა დახუჭონ და რა თქმა უნდა, არ უნდა წაახალისონ ასეთი ბოროტმოქმედება, რითაც დაუშვებენ მსგავსი მოვლენების არსებობას ეკლესიის ცხოვრებაში. ნაცვლად ამისა, ისინი უნდა იყვნენ ფხიზელნი და გამჭრიახნი და დაუყოვნებლივ უნდა შეაჩერონ და შეზღუდონ ისინი.
პირადი ინტერესების ნიადაგზე არასათანადო ურთიერთობებში ჩაბმა ეკლესიაში ხშირი მოვლენაა. მაგალითად, თუ ვინმე გეგმავს ეკლესიის მომავალი წინამძღოლის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მან შეიძლება შემოიკრიბოს ადამიანთა ჯგუფი და გაუმჟღავნოს მათ თავისი იდეები. ეს ადამიანები სულელები არ არიან; ისინი მიანიშნებენ: „თუ აგირჩევთ, რა სარგებელს მოგვიტან?“ ამგვარად, მათ შორის ყალიბდება პირად ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობა. პირადი ინტერესების დასაცავად ისინი ხშირად ერთსა და იმავე პოზიციას იკავებენ შეკრებებზე საკითხების განხილვისას. ისე, რომ სხვებმა არ იციან იმის შესახებ, თუ რა უდევს ამ ადამიანების ქცევას სარჩულად, ისინი ყოველთვის საუბრობენ იმაზე, თუ რა კარგია ერთი კონკრეტული პიროვნება, როგორ არის მეორე პიროვნების ქმედება ღვთისგან დაშვებული და კურთხეული, ვინ რა შესწირა და რა წვლილი შეიტანა ღვთის სახლში, რითაც ხშირად ერთმანეთს ხოტბას ასხამენ და აქებენ. ეკლესიურ ცხოვრებაში ისინი ამ ყოველივეს ხშირად წინასწარ მიღწეული შეთანხმებისა და ორმხრივ ინტერესთა დასაცავად იყენებენ. მაგალითად, ვინმემ შეიძლება თქვას: „თუ წინამძღოლად ამირჩევ, როგორც კი ჩემს თანამდებობას დავიკავებ, ჯგუფის ხელმძღვანელად დაგნიშნავ.“ განა ყველა მათგანი პირად გამორჩენას არ ეძებს? თავიანთი ინტერესების განსახორციელებლად, განა არ უწევთ მათ გარკვეული სიტყვების თქმა ან გარკვეული ქმედებების ჩადენა? შესაბამისად, ისინი შეკრებებზე სხვადასხვაგვარად იქცევიან, რაც მიზნად ისახავს მათ მიერ ადრე მიღწეული შეთანხმებისა და მასთან დაკავშირებული ინტერესების დაცვას. ვიდრე მიზანს მიაღწევენ, მათი ქმედებების უმეტესობა ინტერესებითაა ნაკარნახევი.. მაშ, განა მათი სიტყვებისა და ქმედებების მიღმა არსებული განზრახვები და მიზნები სრულიად არასათანადო არ არის? განა მათ შორის დამყარებული ურთიერთობა არასათანადო არ არის? განა ეკლესიაში ასეთი არასათანადო ურთიერთობები არ უნდა შეიზღუდოს? ზოგიერთი ამბობს: „როგორ შეგვიძლია მისი შეზღუდვა, თუ ის არ გამოვლენილა?“ ასეთი ქმედებები, თუ საერთოდ არ განხორციელდება, შეუმჩნეველი რჩება, მაგრამ როგორც კი განხორციელდება, მათი აღმოჩენა შესაძლებელია და აუცილებლად გამოაშკარავდება. თუ ადამიანები ჯეროვნად აზიარებენ ჭეშმარიტებას და პირად გაგებასა და გამოცდილებას ისე, რომ არ ურევენ მასში არაფერს, რაც ჭეშმარიტებასთან კავშირში არაა, ყველას შეუძლია ამის აღქმა. თუ არსებობს რაიმე ფარული განზრახვა, ადამიანებს ამის ამოცნობაც შეუძლიათ. შესაბამისად, ეკლესიაში ასევე უნდა შეიზღუდოს სხვადასხვა გარიგებითი ურთიერთობა, რომელიც ორმხრივი ინტერესების შესანარჩუნებლად ყალიბდება; სულ მცირე, მასში ჩართული პირები უნდა გააფრთხილონ და მათთან თანაზიარება უნდა იქონიონ, რათა მათ დაინახონ საკუთარი პრობლემები და გააცნობიერონ ასეთ საქმიანობაში ჩართვის სერიოზული შედეგები და ამავდროულად, ძმებსა და დებს მიეცეთ ამ საკითხების ბუნების ამოცნობის შესაძლებლობა. რა გავლენას ახდენს ამგვარი საქმიანობა ადამიანთა უმეტესობაზე? ეს ადამიანებს აფიქრებინებს, რომ ეკლესიასა და საზოგადოებას შორის დიდი განსხვავება არ არის, რადგან ორივე ისეთი ადგილია, სადაც ყველა ერთმანეთს იყენებს და ადამიანები საკუთარი გამორჩენისთვის გარიგებებს დებენ. ეს ქცევა არ არის უბრალო არევ-დარევა, არამედ ეკლესიის ცხოვრების სერიოზულ არევ-დარევას წარმოადგენს. მითხარით, არის თუ არა კარგი ადამიანი ის, ვინც მუდმივად ცდილობს ხმების მოპოვებას, იყენებს არაკეთილსინდისიერ მეთოდებს არჩევნებით მანიპულირებისთვის და ასე აღწევს წინამძღოლობას? ცხადია, ამ გზით არჩეული წინამძღოლები არ არიან კარგი ადამიანები. შეუძლიათ თუ არა მათ ხელში ჩავარდნილ ძმებსა და დებს რაიმე კარგს ელოდონ? თუ ვინმე წინამძღოლი ხდება არაკეთილსინდისიერი მეთოდებით და არა პრინციპებზე დაფუძნებული არჩევნების გზით, ასეთი წინამძღოლი ნამდვილად არ არის კარგი ადამიანი. თუ მათ წინამძღოლობის უფლებას მისცემენ, ეს იმის ტოლფასია, რომ ძმები და დები ხელში ჩაუგდონ ბოროტ ადამიანს, ანტიქრისტეს, რითაც ადამიანთა უმეტესობა ფაქტობრივად სატანის ხელში აღმოჩნდება; ასეთ შემთხვევაში, მათი კლესიური ცხოვრების შედეგები თავისთავად ცხადი იქნება. ეს არის ინტერესებთან დაკავშირებული არასათანადო ურთიერთობის ერთ-ერთი ტიპი. როგორც კი ადამიანთა შორის ურთიერთობაში ინტერესები ჩნდება, ისინი პრინციპების ნაცვლად პირადი გამორჩენისთვის მოქმედებენ. ასეთი ურთიერთობები არ ეფუძნება ნორმალურ ადამიანურ სინდისსა და გონიერებას, არამედ ეწინააღმდეგება მათ და მით უმეტეს, ჭეშმარიტება-პრინციპებს. ის, რასაც ისინი ამბობენ, აკეთებენ და ავლენენ, მათ განზრახვებთან, მიზნებთან, მოტივაციასთან, საწყისებთან და ა.შ. ერთად, მთლიანად ინტერესებით არის განპირობებული; შესაბამისად, ეს ურთიერთობები შეიძლება განისაზღვროს, როგორც არასათანადო. რადგან ასეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება ხელს უშლის ღვთის რჩეულ ხალხს, იცხოვრონ ეკლესიური ცხოვრებით და ადამიანთა უმეტესობას დაბრკოლებებს უქმნის, რომ იკითხონ ღვთის სიტყვები და ეთანაზიარონ ჭეშმარიტებას ღვთის წინაშე სიმშვიდეში, ასეთი არასათანადო ურთიერთობები ეკლესიაში უნდა შეიზღუდოს. სერიოზულ შემთხვევებში, როდესაც საქმე გვაქვს ბოროტმოქმედებასთან, უნდა გაფრთხილდნენ მისი ჩამდენი პირები და თუ ისინი არ მოინანიებენ, ეკლესიიდან უნდა განიდევნონ.
დ. ინდივიდებს შორის სიძულვილი
არასათანადო პიროვნებათაშორის ურთიერთობებს სხვადასხვა გამოვლინება აქვს. ერთ-ერთი მათგანია პირადი სიძულვილი. მაგალითად, ოჯახებში შეიძლება წარმოიშვას უთანხმოება ან დავა დედამთილსა და რძალს, მულებს ან ძმებს შორის ან შესაძლოა ეს მეზობლებს შორის მოხდეს. ზოგჯერ ეს სიძულვილშიც კი გადაიზრდება და როგორც მტრებს, ამ ადამიანებს აღარ შეუძლიათ თანამშრომლობა ან ერთად მუშაობა იქამდეც კი, რომ პირისპირ შეხვედრაც არ შეუძლიათ და შეხვედრისთანავე კამათობენ და ჩხუბობენ. როდესაც ისინი შეკრებებზე ხედავენ ერთმანეთს, მათი გულები კვლავ სიძულვილითაა სავსე და არ შეუძლიათ ღვთის წინაშე დამშვიდება, რათა დატკბნენ ღვთის სიტყვით, დაფიქრდნენ და შეიცნონ საკუთარი თავი; მით უმეტეს, არ შეუძლიათ გვერდზე გადადონ თავიანთი წინასწარშექმნილი განწყობები და სიძულვილი ნორმალური შეკრების ჩასატარებლად. ნაცვლად ამისა, ყოველი შეხვედრისას ისინი კამათსა და შეტაკებებში ებმებიან, ერთმანეთის ნაკლოვანებებს ააშკარავებენ, თავს ესხმიან და ერთმანეთსაც კი ლანძღავენ, რითაც უკიდურესად უარყოფით გავლენას ახდენენ ღვთის რჩეულ ხალხზე. ასეთი ადამიანები არიან ურწმუნონი, არამორწმუნენი. მათ, ვისაც გულწრფელად სწამს ღმერთი და უყვარს ჭეშმარიტება, რაც არ უნდა მოხდეს, ვისთანაც არ უნდა ჰქონდეთ დავა ან ვის მიმართაც არ უნდა ჰქონდეთ წინასწარშექმნილი განწყობა, შეუძლიათ ეძიონ ჭეშმარიტება, დაფიქრდნენ, შეიცნონ საკუთარი თავი და პრობლემები ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად გადაჭრან. თუ მათ რაიმე დააშავეს და ვინმეს წინაშე დამნაშავენი არიან, შეუძლიათ ინიციატივა გამოიჩინონ, ბოდიში მოიხადონ და აღიარონ თავიანთი შეცდომები. ისინი არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებენ კამათს ან არეულობის გამოწვევას შეკრებებზე. ეკლესიაში დავებში ჩაბმა და არეულობის გამოწვევა სრულიად შეუფერებელია წმინდანთა ღირსებისთვის; მსგავსი ქცევა სერიოზულ ჩრდილს აყენებს ღვთის სახელს. ადამიანებს, რომლებიც ასე იქცევიან, დიდად აკლიათ ადამიანობა, სინდისი და გონიერება. ისინი ნამდვილად არ არიან ღვთის ჭეშმარიტი მორწმუნენი. ეს პრობლემა შედარებით უფრო ხშირია ახალ მორწმუნეებში. რადგან ახალ მორწმუნეებს არ ესმით ჭეშმარიტება და მათი გახრწნილი ხასიათი არ განწმენდილა, მათთვის ადვილია მრავალ საკითხზე დავაში ჩაბმა და საკუთარი სიფიცხის გამოვლენით ჩხუბში გადაშვებაც კი. თუ ეს გახრწნილი ხასიათი არ აღმოიფხვრება, ადამიანები გულში სიძულვილს ჩაიდებენ და ეკლესიური ცხოვრების დროსაც კი ამ სიფიცხითა და სიძულვილით დაუსრულებელ დავებში ჩაებმებიან. ეს გავლენას ახდენს ეკლესიურ ცხოვრებაზე, აფერხებს ღვთის რჩეული ხალხის მიერ ღვთის სიტყვის ჭამასა და სმას, ღვთის განდიდებას და ღვთის სიტყვების შესახებ მათი ემპირიული ცოდნის გაზიარებას. ეს ასევე პირდაპირ აისახება ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლაზე. ზოგიერთი ახალი მორწმუნე ადვილად ებმება დავაში უმნიშვნელო საკითხებზე უთანხმოების გამო. მაგალითად, შეკრების დაწყებამდე, ზოგს შეიძლება ერთი საგალობლის შესრულება სურდეს, ზოგს კი — სხვა; ასეთმა წვრილმანმაც კი შეიძლება ადვილად გამოიწვიოს დავა. მსგავსადვე, რაიმე საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები ზოგჯერ შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს კამათში და საუბრისას დაუფიქრებლობის გამო ვინმეს შეურაცხყოფამაც კი შეიძლება დავა გამოიწვიოს. მსგავსი ინციდენტები ხშირია ახალ მორწმუნეებში. როდესაც შეკრებებზე დავა წარმოიშობა, ბუნებრივია, არევ-დარევას იწვევს ეკლესიურ ცხოვრებაში. განა ეს არ აწუხებს ღვთის რჩეულ ხალხსაც? ისინი, ვინც მიდრეკილნი არიან კამათისა და მტყუან-მართლის გარჩევისკენ, ყველაზე ადვილად იწვევენ არევ-დარევას ეკლესიურ ცხოვრებაში. ისინი მხოლოდ საკუთარი პატივმოყვარეობისა და რეპუტაციის დაკმაყოფილებაზე ზრუნავენ და არ ითვალისწინებენ ღვთის რჩეული ხალხის ინტერესებს. ამგვარი ქმედებით, განა ისინი არევ-დარევას არ იწვევენ ეკლესიურ ცხოვრებაში? (დიახ.) ეკლესია არის ადგილი, სადაც დები და ძმები იკრიბებიან ღვთის სიტყვის საჭმელად და სასმელად და მისით დასატკბობად; ეს არის ღვთისადმი მორჩილებისა და მისი თაყვანისცემის ადგილი. ეს ნამდვილად არ არის პირადი წყენის გადმოსანთხევი ადგილი და მით უმეტეს, არც საჩხუბარი ან მტყუან-მართლის გასარჩევი ადგილი. როდესაც ასეთი ადამიანები ამგვარად იწვევენ არევ-დარევას, რა შედეგები მოჰყვება ამას? ეს პირდაპირ იწვევს შეკრებებზე სულიერი ტკბობის ნაკლებობას; ეს იწვევს იმას, რომ ღვთის რჩეული ხალხი ვერ იღებს სიცოცხლის საზრდოს და ადამიანთა უმეტესობას სიმშვიდის პოვნის უნარსაც კი ართმევს, რითაც ენით აუწერელ ტანჯვას აყენებს მათ. დროთა განმავლობაში ზოგიერთი ნეგატიური და სუსტი ხდება და შეკრებებზე დასწრების სურვილსაც კი კარგავს. ეს ვითარება ხშირია ეკლესიების უმეტესობაში და ეს ის არის, რაც ღვთის ყველა რჩეულს გამოუცდია. მაშ, როგორ უნდა მოგვარდეს შეკრებებზე ხშირი კამათისა და ჩხუბის პრობლემა? შეკრებებზე უნდა შეარჩიონ და ერთად რამდენჯერმე წაიკითხონ ღვთის სიტყვების რამდენიმე მონაკვეთი, რომლებიც ამ საკითხს უკავშირდება; შემდეგ ყველამ უნდა იქონიოს თანაზიარება ჭეშმარიტებაზე და გააზიაროს თავისი გაგება. ამ მიდგომამ შეიძლება გარკვეული შედეგები გამოიღოს. არა მხოლოდ კამათისკენ მიდრეკილნი შეძლებენ თავიანთი გადაცდომების აღიარებასა და სინანულის განცდას, არამედ გარეშე დამკვირვებლებსაც შეეძლებათ დაფიქრდნენ, გამოავლინეს თუ არა თავიანთი გახრწნილი ხასიათი მსგავს სიტუაციებში და შეეძლოთ თუ არა სხვებთან კამათი — ამგვარად, დამკვირვებლებიც შეძლებენ საკუთარი თავის შეცნობას. მიუხედავად იმისა, ერთვება თუ არა ადამიანი დავაში, ღვთის სიტყვების რამდენიმე მონაკვეთის რამდენჯერმე წაკითხვის შემდეგ, მას შეუძლია შეიცნოს საკუთარი გახრწნილი ხასიათი და დაინახოს, რომ გახრწნილი ხასიათით ცხოვრება ნამდვილად ნიშნავს სინდისისა და გონიერების ნაკლებობას და ადამიანობის ნატამალის არქონას. ეკლესიური ცხოვრების ამგვარად წარმართვის შედეგები არც ისე ცუდია, არა? თუმცა შეკრების დასაწყისში შეიძლება იყოს დავა, თუ ამის შემდეგ ყველას შეეძლება ღვთის სიტყვების წაკითხვა, ღვთის წინაშე დამშვიდება საკუთარ თავზე დასაფიქრებლად, პრობლემების ჭეშმარიტებით გადაჭრა და ჭეშმარიტი მონანიება — თუ ამ შედეგების მიღწევა შესაძლებელია — მაშინ ეს ნორმალური ეკლესიური ცხოვრებაა. ამიტომ, რაც არ უნდა მოხდეს შეკრებებზე, აუცილებლად ცუდი არ არის; სანამ ყველა ერთი გულითა და გონებით იკრიბება ჭეშმარიტების საძიებლად და ერთად რამდენჯერმე კითხულობს ღვთის სიტყვების შესაბამის მონაკვეთებს, თუნდაც პრობლემები ბოლომდე არ გადაიჭრას, ადამიანები შეძლებენ მათში გარკვეულწილად გარკვევას და გარჩევის უნარის შეძენას — ამით ყველა ისარგებლებს. განა არ იტყოდით, რომ ასეთი ეკლესიური ცხოვრება იშვიათია? ეს არის ცუდის კარგად გადაქცევა, ერთგვარი ფარული კურთხევა. თუმცა, ამან არ უნდა მიიყვანოს ადამიანები იმ აზრამდე, რომ ეკლესიურ ცხოვრებაში დავა და კამათი სასურველია; ამის წახალისება აბსოლუტურად დაუშვებელია. დავამ და კამათმა შეიძლება ადვილად გამოიწვიოს სიფიცხის ამოფრქვევა და კონფლიქტი, რაც ყველასთვის ცუდია და პირად ტანჯვას აყენებს მასში ჩართულ პირებს. ამიტომ, პრობლემების გადასაჭრელად ჭეშმარიტების ძიება საუკეთესო მიდგომაა, ხოლო ჭეშმარიტების გაგებას შეუძლია ეფექტურად აიცილოს თავიდან მსგავსი ინციდენტები მომავალში. ბრძენმა ადამიანებმა მოთმინება და შემწყნარებლობა უნდა გამოიჩინონ, როდესაც უთანხმოება და შეტაკებები წარმოიშობა. რადგან მათაც აქვთ გახრწნილი ხასიათი და შეუძლიათ ადვილად ატკინონ სხვებს, როდესაც ისინი ავლენენ თავიანთ გახრწნილ ხასიათს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ღმერთს ლოცვით და ეძიონ ჭეშმარიტება პრობლემების გადასაჭრელად. ამგვარად, შეკრების დროისთვის პირადი წყენა და სიძულვილი უკვე გამქრალი იქნება, რაც მათ გულებში განთავისუფლების განცდას მოიტანს და გააადვილებს დებთან და ძმებთან მეგობრულ ურთიერთობას, რითაც ხელს შეუწყობს ჰარმონიულ თანამშრომლობას. როდესაც ვინმე ხედავს, რომ ძმა ან და ავლენს თავის გახრწნილ ხასიათს, მან სიყვარულით უნდა შესთავაზოს დახმარება და არ უნდა განსაჯოს, დაგმოს ან უარყოს იგი. შეიძლება მოხდეს ისე, რომ პრობლემები არ გადაიჭრას დახმარების ერთი ან ორი მცდელობის შემდეგ, მაგრამ მოთმინება და შემწყნარებლობა მაინც აუცილებელია. სანამ ისინი არევ-დარევას არ იწვევენ ეკლესიურ ცხოვრებაში ან შეგნებულად არ სჩადიან ბოროტებას, მათ ბოლომდე მოთმინებითა და შემწყნარებლობით უნდა მოეპყრონ — დადგება დღე, როდესაც ისინი გონს მოვლენ. თუ ვინმეს ბოროტი ადამიანობა აქვს და უარს ამბობს ნებისმიერ დახმარებაზე, არ იღებს ჭეშმარიტებას, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ხდება მისი თანაზიარება, მაშინ მას გულწრფელად არ სწამს ღმერთი და აუცილებელია ასეთი ადამიანებისგან დისტანციის დაჭერა. თუ ისინი გამუდმებით იწვევენ არევ-დარევას ეკლესიურ ცხოვრებაში, მათ პრინციპების შესაბამისად უნდა მოეპყრონ და შესაბამისი ზომები მიიღონ მათ მიმართ. თუ ისინი არ არიან ბოროტმოქმედები, არამედ უბრალოდ ხშირად ავლენენ თავიანთ გახრწნილ ხასიათს, სძულთ საკუთარი თავი, მაგრამ იმ მომენტში უძლურებას გრძნობენ, რომ სხვაგვარად მოიქცნენ, მაშინ ასეთ ადამიანებს სიყვარულით უნდა დაეხმარონ; დაეხმარონ მათ ჭეშმარიტების გაგებაში და თავიანთი გახრწნილების გამოაშკარავების გარჩევასა და აღიარებაში — ამგვარად, მათი გახრწნილების გამოაშკარავება თანდათან შემცირდება. თუ დები და ძმები მხოლოდ დროებით განიცდიან ამ ადამიანების გავლენას, შეიძლება ეპატიოთ; სანამ მათ ადამიანობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არ არსებობს და ისინი არ არიან მზაკვარი ან ბოროტმოქმედები, მაშინ მათ მხარი უნდა დაუჭირონ და დაეხმარონ ჭეშმარიტების თანაზიარების მეშვეობით. თუ მათ შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება, მათ სიყვარულით უნდა მოეპყრონ. თუმცა, თუ ისინი უარს ამბობენ მონანიებაზე და დიდი ხნის განმავლობაში ნეგატიურ გავლენას ახდენენ ეკლესიურ ცხოვრებაზე, ეკლესიის წინამძღოლებმა უნდა გააფრთხილონ და შეზღუდვები დაუწესონ მათ. თუ ისინი ჯიუტად ამბობენ უარს ჭეშმარიტების მიღებაზე, ასეთი ადამიანები ბოროტმოქმედები არიან. ბოროტმოქმედებს არავისთან არ შეუძლიათ ურთიერთობა, ისინი დამპალი ვაშლები და დემონები არიან. მათი ეკლესიაში დატოვება მხოლოდ ჩაშლასა და არევ-დარევას გამოიწვევს. ამიტომ, ისინი, ვინც მრავალგზის შეგონების მიუხედავად უარს ამბობენ შეცვლაზე, უნდა ჩაითვალონ ბოროტმოქმედებად და მოცილებულ იქნან ეკლესიიდან. ნებისმიერი, ვინც ხშირად იწვევს არევ-დარევას ეკლესიურ ცხოვრებაში და ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლაში, არის ურწმუნო და ბოროტმოქმედი და ისინი აუცილებლად უნდა განდევნონ ეკლესიიდან. მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ეს ადამიანი ან როგორ იქცეოდა წარსულში, თუ ის ხშირად აფერხებს ეკლესიის საქმესა და ეკლესიურ ცხოვრებას, უარს ამბობს გასხვლაზე და ყოველთვის იცავს თავს მცდარი მსჯელობით, ის აუცილებლად უნდა მოიცილონ ეკლესიიდან. ეს მიდგომა ემსახურება მხოლოდ ეკლესიის საქმის ნორმალური მიმდინარეობის შენარჩუნებას და ღვთის რჩეული ხალხის ინტერესების დაცვას, რაც სრულად შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებსა და ღვთის განზრახვებს. ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლა და ეკლესიის საქმე არ უნდა ზარალდებოდეს რამდენიმე ბოროტმოქმედის დავებისა და უგუნური არეულობის გამო — ეს არ ღირს ამად და ასევე უსამართლოა ღვთის რჩეული ხალხის მიმართ.
თუ ბოროტმოქმედები ხშირად იწვევენ არევ-დარევას ეკლესიაში, რაც ეკლესიურ ცხოვრებას არაეფექტურს ხდის, საუკეთესო გამოსავალია ადამიანების კატეგორიებად დაყოფა და შეკრებების სხვადასხვა ჯგუფად დანაწილება: ისინი, ვისაც უყვარს ჭეშმარიტება და ვინც გულწრფელად ასრულებს თავის მოვალეობებს, ერთად იკრიბებიან; ისინი, ვისაც სურს ჭეშმარიტების ძიება, მაგრამ ვინც არ ასრულებს თავის მოვალეობებს, ერთად იკრიბებიან; და ისინი, ვისაც უყვარს ჩაშლა და არეულობა, სხვებზე ჭორაობა და სხვების განსჯა და დაგმობა, ერთად იკრიბებიან. ამგვარად, ეკლესია ძირითადად შეიძლება დაიყოს ადამიანთა სამ ჯგუფად — შეიძლება ითქვას, თითოეული დახარისხებულია თავისი გვარისამებრ — რაც უზრუნველყოფს, რომ ეს ჯგუფები შეკრებების დროს ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან. ცუდი ადამიანობის მქონე პირები, რაოდენ დაუფიქრებლადაც არ უნდა სჩადიოდნენ ბოროტმოქმედებებს, სხვებზე გავლენას ვერ მოახდენენ და მხოლოდ საკუთარ თავს ავნებენ. ზოგიერთ ადამიანს სასტიკი ხასიათი აქვს. თუ ვინმე იტყვის ისეთ რამეს, რაც მათ ატკენს ან შეურაცხყოფს, ისინი შეიძულებენ ამ ადამიანს და მოიფიქრებენ გზებს, რომ თავს დაესხან და შური იძიონ მასზე. როგორც არ უნდა უზიარებდნენ მათ ჭეშმარიტებას ან როგორც არ უნდა სხლავდნენ მათ, ისინი არ იღებენ ამას. ურჩევნიათ მოკვდნენ, ვიდრე მოინანიონ და აგრძელებენ ეკლესიურ ცხოვრებაში არევ-დარევის გამოწვევას. ეს ამტკიცებს, რომ ისინი ბოროტმოქმედები არიან. ჩვენ არ შეგვიძლია განვაგრძოთ ამგვარი ბოროტმოქმედების შეწყნარება. ისინი ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად მოცილებულ უნდა იქნან ეკლესიიდან. ეს არის ერთადერთი გზა ამ პრობლემის საფუძვლიანად გადასაჭრელად. რა შეცდომებიც არ უნდა დაეშვათ ან რა ცუდი საქმეებიც არ უნდა ჩაედინათ, სასტიკი ხასიათის მქონე ეს ადამიანები არავის მისცემენ მათი მხილების ან გასხვლის უფლებას. თუ ვინმე ამხელს და შეურაცხყოფს მათ, ისინი განრისხდებიან, შურს იძიებენ და არასოდეს დაივიწყებენ ამ საკითხს. მათ არ გააჩნიათ მოთმინება და შემწყნარებლობა სხვა ადამიანების მიმართ და არ იჩენენ მათ მიმართ ლმობიერებას. რა პრინციპს ეფუძნება მათი ქცევის წესი? „მირჩევნია ვუღალატო, ვიდრე მიღალატონ.“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი არ ითმენენ ვინმესგან შეურაცხყოფას. განა ეს არ არის ბოროტმოქმედთა ლოგიკა? ეს ზუსტად ბოროტმოქმედთა ლოგიკაა. არავის აქვს მათი შეურაცხყოფის უფლება. მათთვის მიუღებელია, რომ ვინმემ ოდნავ მაინც გააღიზიანოს ისინი და სძულთ ყველა, ვინც ამას აკეთებს. ისინი განუწყვეტლივ დაედევნებიან ამ ადამიანს და არასოდეს დაივიწყებენ ამ საქმეს — ასეთები არიან ბოროტმოქმედნი. უნდა მოახდინოთ ბოროტმოქმედთა იზოლირება ან მოცილება, როგორც კი აღმოაჩენთ, რომ მათ ბოროტმოქმედთა არსი აქვთ, სანამ რაიმე დიდ ბოროტებას ჩაიდენენ. ეს შეამცირებს მათ მიერ მიყენებულ ზიანს; ეს ბრძნული არჩევანია. თუ წინამძღოლები და მუშაკები დაელოდებიან, სანამ ბოროტმოქმედი რაიმე უბედურებას გამოიწვევს, რათა შესაბამისი ზომები მიიღონ მათ მიმართ, ისინი პასიურები არიან. ეს დაამტკიცებს, რომ წინამძღოლები და მუშაკები ძალიან სულელები არიან და მათ ქმედებებს არავითარი პრინციპები არ გააჩნია. ზოგიერთი წინამძღოლი და მუშაკი სწორედ ასეთი სულელი და უგუნურია. ისინი დაჟინებით მოითხოვენ ლოდინს, სანამ არ ექნებათ უტყუარი მტკიცებულებები ბოროტმოქმედთა მიმართ შესაბამისი ზომების მისაღებად, რადგან ფიქრობენ, რომ მხოლოდ ასე ექნებათ გული მშვიდად. მაგრამ სინამდვილეში არ გჭირდებათ უტყუარი მტკიცებულება იმაში დასარწმუნებლად, რომ ვინმე ბოროტმოქმედია. ამის ამოცნობა მათი ყოველდღიური სიტყვებითა და ქმედებებით შეგიძლიათ. როგორც კი დარწმუნდებით, რომ ისინი ბოროტმოქმედები არიან, შეგიძლიათ დაიწყოთ მათი შეზღუდვით ან იზოლირებით. ეს უზრუნველყოფს, რომ არც ეკლესიის საქმე და არც ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლა არ დაზარალდება. ზოგიერთ წინამძღოლს და მუშაკს არ შეუძლია გაარჩიოს, ვინ არის ბოროტმოქმედი და არც ბოროტმოქმედთა მიმართ შეუძლია დროულად შესაბამისი ზომების მიღება. შედეგად, ეკლესიის საქმე და ეკლესიური ცხოვრება ზარალდება და ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლა ფერხდება. ეს ძალიან სულელურია. სწორედ ასე ასრულებენ საქმეს ცრუ წინამძღოლები. ერთი მხრივ, მათ აკლიათ გარჩევის უნარი და მეორე მხრივ, ისინი ადამიანთა მაამებელნი არიან, რომლებსაც ეშინიათ სხვების შეურაცხყოფის. როდესაც ასეთი ადამიანები წინამძღოლებად მსახურობენ, პირველ რიგში, მათ არ შეუძლიათ რეალური საქმის კეთება და მეორეც, ისინი ზიანს აყენებენ ღვთის რჩეულ ხალხს. მათ არ ძალუძთ ბოროტმოქმედთა მიერ გამოწვეული არევ-დარევის პრობლემის დროულად გადაჭრა და არც დებისა და ძმების დაცვა. ასეთი ადამიანები არ არიან შესაფერისნი, რომ წინამძღოლები და მუშაკები იყვნენ. მითხარით, თუ ვინმეს ბოროტმოქმედად მიიჩნევენ, არის თუ არა კვლავ საჭირო ჭეშმარიტების თანაზიარება მათ დასახმარებლად? (არა.) არ არის საჭირო მათთვის შანსის მიცემა. ზოგიერთ ადამიანს ზედმეტად ბევრი „სიყვარული“ აქვს, ყოველთვის აძლევს ბოროტმოქმედებს მონანიების შანსს, მაგრამ შეუძლია თუ არა ამას რაიმე შედეგის მიღწევა? შეესაბამება თუ არა ეს ღვთის სიტყვების პრინციპებს? გინახავს შენ ბოროტმოქმედი, რომელსაც შეუძლია ჭეშმარიტად მონანიება? ის არავის არასოდეს უნახავს. ბოროტმოქმედთა მონანიების იმედი შხამიანი გველების სიბრალულს ჰგავს; ეს გარეული მხეცების შებრალებაა. ეს იმიტომ ხდება, რომ ბოროტმოქმედთა არსზე დაყრდნობით, შეიძლება განისაზღვროს, რომ ბოროტმოქმედებს არასოდეს ეყვარებათ დადებითი რამ, არასოდეს მიიღებენ ჭეშმარიტებას და არასოდეს მოინანიებენ. მათ ლექსიკონში სიტყვას „მონანიება“ ვერ იპოვით. როგორც არ უნდა უზიარებდე შენ მათ ჭეშმარიტებას, ისინი გვერდზე არ გადადებენ საკუთარ მოტივებსა და ინტერესებს და იპოვიან სხვადასხვა მიზეზსა და საბაბს საკუთარი თავის გასამართლებლად და ვერავინ შეძლებს მათ დარწმუნებას. თუ ისინი ზარალს განიცდიან, ეს მათთვის აუტანელია და ამის გამო დაუსრულებლად შეაწუხებენ სხვებს. როგორ შეუძლიათ ასეთ ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ რაიმე ზარალის განცდა, ჭეშმარიტად მონანიება? უკიდურესად ეგოისტი ადამიანები არიან ისინი, ვინც საკუთარ ინტერესებს ყველაფერზე მაღლა აყენებს; ისინი ბოროტმოქმედები არიან და არასოდეს მოინანიებენ. თუ შენ უკვე საფუძვლიანად შეიცანი, რომ ასეთი ადამიანი ბოროტმოქმედია და მაინც აძლევ მას მონანიების შანსს, განა ეს სისულელე არ არის? ეს იმის ტოლფასია, რომ გაყინული გველი უბეში გაათბო, რათა მოგვიანებით გიკბინოს. მხოლოდ სულელი ჩაიდენდა ასეთ სისულელეს. ეკლესიაში ღვთის რჩეულთა მიერ ბოროტმოქმედების სიძულვილი ნორმალური მოვლენაა, რადგან ბოროტმოქმედებს აკლიათ ადამიანობა და ყოველთვის ამორალურ საქმეებს სჩადიან. ბოროტმოქმედთა სიძულვილი სწორი აზროვნებაა. ეს არის იმის ნაწილი, რაც ადამიანებს უნდა გააჩნდეთ თავიანთ ნორმალურ ადამიანობაში.
მითხარით, როგორი ადამიანია ის, ვისაც საერთოდ არ აქვს სიყვარული დებისა და ძმების მიმართ? რატომ არ აქვთ მათ მცირედი ნორმალური პიროვნებათაშორისი ურთიერთობაც კი დებთან და ძმებთან? ასეთი ადამიანი, ვისთანაც არ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა, ამ ურთიერთობებს მხოლოდ ინტერესებსა და გარიგებებს უკავშირებს; თუ საქმეში ინტერესები ან გარიგებები არ ფიგურირებს, ისინი ადამიანებს ყურადღებას არ მიაქცევენ. განა ასეთი ადამიანი ბოროტმოქმედი არ არის? ზოგიერთი ადამიანი არ ეძიებს ჭეშმარიტებას და მხოლოდ გრძნობებზე დაყრდნობით ცხოვრობს; ვინც მათ კარგად ექცევა, მას უახლოვდებიან და ვინც ეხმარებათ, მას კარგ ადამიანად მიიჩნევენ. ასეთ ადამიანებს ასევე არ აქვთ ნორმალური პიროვნებათაშორისი ურთიერთობები. ისინი მხოლოდ გრძნობებზე დაყრდნობით ცხოვრობენ; მაშ, შეუძლიათ თუ არა მათ და-ძმებს სამართლიანად და მიუკერძოებლად მოეპყრონ? ეს აბსოლუტურად მიუღწეველია. ამიტომ, ნებისმიერი, ვისაც არ აქვს ნორმალური პიროვნებათაშორისი ურთიერთობა და-ძმებთან ან მათთან, ვისაც გულწრფელად სწამს ღმერთი, არის ადამიანი სინდისისა და გონიერების გარეშე, არის ადამიანი ნორმალური ადამიანობის გარეშე და ნამდვილად არ არის ის, ვისაც უყვარს ჭეშმარიტება. ეს პირები არაფრით განსხვავდებიან არამორწმუნეთა შორის არსებული წვრილმანი ხულიგნებისგან; ისინი ურთიერთობენ მასთან, ვისგანაც გამორჩენას ელიან და უგულებელყოფენ მათ, ვინც მათთვის უსარგებლოა. უფრო მეტიც, როდესაც ისინი ხედავენ ვინმეს, ვინც ეძიებს ჭეშმარიტებას ან ვინმეს, ვისაც შეუძლია გამოცდილებითი დამოწმების გაზიარება — ადამიანს, რომლითაც ყველა აღფრთოვანებულია და რომელიც ყველას მოსწონს — ისინი ეჭვიანობითა და სიძულვილით ივსებიან და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ იპოვონ საბაბი ამ ადამიანების განსასჯელად და დასაგმობად, რომლებიც ეძიებენ ჭეშმარიტებას. განა ამას არ აკეთებენ ბოროტმოქმედები? ასეთ ადამიანებს აკლიათ სინდისი და გონიერება — ისინი მხეცებზე უარესები არიან. მათ არ შეუძლიათ ადამიანებს სწორად მოეპყრონ, არ შეუძლიათ სხვებთან ნორმალური ურთიერთობა, არ შეუძლიათ ნორმალური პიროვნებათაშორისი ურთიერთობების დამყარება ღვთის რჩეულ ხალხთან და შეუძლიათ შეიძულონ კიდეც ის, ვინც ჭეშმარიტებას ეძიებს. ასეთი ადამიანები გულში ალბათ ძალიან ეულად და მარტოსულად გრძნობენ თავს, მუდამ უჩივიან ზეცას და სხვა ადამიანებს. რა სიხარული ან აზრი აქვს მათ ცხოვრებას? ეს ადამიანები სასტიკნი არიან თავიანთი ხასიათით და ვისთანაც არ უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა, შეუძლიათ წვრილმანების გამო სიძულვილით აღივსონ, დაგმონ და შური იძიონ მათზე, რითაც უბედურება მოაქვთ მათთვის. ასეთი ბოროტმოქმედები ნამდვილი ეშმაკები არიან, რომლებსაც ეკლესიაში დარჩენის ყოველი დღით უბედურება მოაქვთ. თუ ისინი დიდხანს დარჩებიან, უბედურება დაუსრულებელი იქნება. მხოლოდ ეკლესიიდან მათი მოცილებით შეიძლება უბედურების თავიდან აცილება. გარდა ამისა, არიან ისეთებიც, რომლებიც გარედან ცივილიზებულად გამოიყურებიან, მაგრამ განსაკუთრებულად უყვართ სარგებელი. ამრიგად, მათი ღვთისადმი რწმენაც სარგებლის ძიებას ემსახურება. თუ გარკვეული ხნის განმავლობაში რაიმე უსამართლო უპირატესობით არ ისარგებლებენ, სახეზე პირქუში ღრუბელი გადაეკვრებათ, თითქოს ვინმეს მათი დიდი ვალი ჰქონდეს. ნებისმიერი, ვინც ხედავს მათ აღშფოთებულ და სასოწარკვეთილ სახეებს, მყისიერად ექცევა ემოციური გავლენის ქვეშ. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენდა ასეთი სახე, ეკლესიურ ცხოვრებაში რომ გამოჩენილიყო? ღვთის რჩეული ხალხის უმეტესობა ნამდვილად უხერხულად იგრძნობდა თავს ამის დანახვისას და მათ მიერ ღვთის სიტყვების კითხვა და ჭეშმარიტების თანაზიარება სხვადასხვა ხარისხით შეფერხდებოდა და დაზარალდებოდა. განსაკუთრებით მათზე, ვისაც ჯერ კიდევ არ გაუდგამს ფესვები ჭეშმარიტ გზაზე, ეკლესიურ ცხოვრებაში ამ მუდამ მოღუშული სახის ხშირად დანახვა ძალიან ადვილად მოახდენდა გავლენას! ეკლესიაში მეტი ისეთი ადამიანი უნდა იყოს, ვისაც მხიარული ხასიათის აქვს, ვინც მარტივად და ღიად საუბრობს და მეტი ისეთი ადამიანი, ვისი გულიც სიმშვიდითა და სიხარულითაა აღსავსე და ვისი სულიც თავისუფალი და განთავისუფლებულია. ეს ეკლესიურ ცხოვრებას სასიამოვნოს გახდიდა. იმ მოღუშულმა ადამიანებმა, რომლებიც მუდამ უკმაყოფილონი არიან, სახლში უნდა მიმართონ ღმერთს ლოცვით და შეკრებებზე მოსვლამდე თავიანთი აზროვნება შეცვალონ. ამგვარად, ისინი კარგ ხასიათზე იქნებიან და შეკრებიდან რაღაცას მიიღებენ. გარდა ამისა, ეს სხვებისთვისაც სასარგებლო იქნება; სულ მცირე, მათ არ შეაწუხებენ. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ღვთის რჩეულმა ხალხმა შეძლოს ნორმალური ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრება, წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა ისწავლონ ჭეშმარიტების თანაზიარება პრობლემების გადასაჭრელად. თუ ვინმე შეკრებაზე პირქუში სახით მოვა, წინამძღოლები და მუშაკები უნდა მივიდნენ მასთან და ჰკითხონ: „გჭირდება დახმარება?“ ამას ჰქვია სხვების პროაქტიულად დახმარება სიყვარულით. თუ წინამძღოლები და მუშაკები ხედავენ, ვინმეს პრობლემა აქვს და უგულებელყოფენ , თავს არიდებენ და გაურბიან ამ „მოღუშულ ადამიანებს“ ნაცვლად იმისა, რომ მათთან ჭეშმარიტებაზე ითანაზიარონ და დღე გაუნათონ, მაშინ ისინი არ ასრულებენ რეალურ საქმეს. ეკლესიის საქმის ეფექტურად შესასრულებლად, წინამძღოლებმა და მუშაკებმა პირველ რიგში, უნდა ისწავლონ, როგორ გახდნენ ღვთის რჩეული ხალხის ნდობით აღჭურვილი პირები, მსგავსად იმისა, რასაც არამორწმუნეები მზრუნველ მმართველს უწოდებენ. ზოგიერთ ადამიანს არ სურს ასეთი როლის შესრულება, ყოველთვის ურჩევნია იყოს დამკვირვებელი — როგორ შეუძლიათ მათ ამგვარად გაუძღვნენ ღვთის რჩეულ ხალხს კარგი ეკლესიური ცხოვრებისკენ? სინამდვილეში აქვს თუ არა ადამიანს პრობლემები გულში, გარკვეულწილად შეიძლება დავინახოთ მისი სახის გამომეტყველებიდან. თუ ადამიანის სახე მუდამ მოღუშულია, ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ მისი გული ბნელია და იქ სინათლის ნატამალიც არ არის. თუ ისინი მთელი დღის განმავლობაში მტყუან-მართლის გარჩევით არიან დაკავებულნი, შეიძლება მათ სახეზე კვლავ იყოს ღიმილი? ამ ადამიანთა სახეები მუდამ დაფარულია შავი ღრუბლებით, მზის სხივის გარეშე და ეს ასევე აისახება მათი მოვალეობის შესრულებაზე. თუ წინამძღოლები და მუშაკები აყოვნებენ ამ საკითხის მოგვარებასა და გადაჭრას, რითაც დებსა და ძმებს მუდმივ შეწუხებასა და ენით აუწერელ ტანჯვას აყენებენ, ეს ამტკიცებს, რომ წინამძღოლებს და მუშაკებს არ შეუძლიათ რეალური საქმის შესრულება, არ შეუძლიათ პრობლემების ჭეშმარიტებით გადაჭრა და სრულიად უსარგებლონი არიან. თუ წინამძღოლებს და მუშაკებს ესმით ჭეშმარიტება და შეუძლიათ დებისა და ძმების პრობლემების ამოცნობა და შეუძლიათ დროული მხარდაჭერისა და დახმარების გაწევა, არა მხოლოდ ადამიანების პრობლემების გადაჭრაში დახმარება, არამედ ადამიანებისთვის ჭეშმარიტება-პრინციპების გაგებაში და თავიანთი მოვალეობების შესრულებაში დახმარება, მაშინ მათი მოვალეობის შესრულება და საქმეების მოგვარება ეფექტური იქნება და ეკლესიის საქმე არ დაზარალდება. თუ წინამძღოლებს და მუშაკებს არ ძალუძთ პრობლემების დროულად ამოცნობა და გადაჭრა, ეს აისახება ეკლესიის საქმეზე. თუ წინამძღოლებს და მუშაკებს არ შეუძლიათ პრობლემების ამოცნობა და მოგვარება, რითაც ზიანს აყენებენ ეკლესიის საქმეს და აფერხებენ ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლას, განა მათ იმედი არ გაუცრუეს ღმერთს და მის რჩეულ ხალხს? განა მათ არ აკლიათ პრინციპები საქმეების მოგვარებისას? პრობლემების დროულად და დაუყოვნებლივ მოგვარება მათი არსის დანახვის შემდეგ — ამას ჰქვია მოვალეობების შესრულება და ერთგულება და ეს არის საკუთარი მოვალეობის შესრულება ისე, რომ შეესაბამებოდეს სტანდარტს.
დღევანდელი თანაზიარების თემაა მეექვსე საკითხი — არასათანადო ურთიერთობებში მონაწილეობა. ეკლესიურ ცხოვრებაში წარმოქმნილი ამ ტიპის პრობლემები ძირითადად შემდეგია: არასათანადო ურთიერთობები საპირისპირო სქესთა შორის, ერთსქესიანი ურთიერთობები, პირადი ინტერესების მქონე არასათანადო ურთიერთობები და ინდივიდებს შორის სიძულვილი. მიუხედავად იმისა, ეს ურთიერთობები ხორციელ ვნებას, ხორციელ ინტერესებს თუ ხორციელ სენტიმენტალურ კავშირებს ეფუძნება, ყველა მათგანი არასათანადო ურთიერთობების კატეგორიას განეკუთვნება, რადგან ისინი სცდება ნორმალური ადამიანობის სინდისისა და გონიერების ფარგლებს. ამ არასათანადო ურთიერთობების არსებობამ შეიძლება გარკვეულწილად შეაწუხოს ადამიანები. უფრო სერიოზული კი ისაა, რომ მათ შეუძლიათ არევ-დარევა გამოიწვიონ ადამიანების სიცოცხლეში შესვლაში, ჭეშმარიტების ძიებასა და ღვთის შეცნობისკენ სწრაფვაში. ეს სხვადასხვა სახის არასათანადო ურთიერთობები არ მომდინარეობს სინდისიდან ან გონიერებიდან და ეწინააღმდეგება ნორმალურ ადამიანობას. ადამიანებისთვის რთულია ჭეშმარიტების მიღება და პრაქტიკაში გამოყენება, როდესაც ისინი ამ არანორმალურ ურთიერთობებში ცხოვრობენ და ეს ასევე ხელს უშლის მათ ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრებასა და სიცოცხლის ზრდისკენ სწრაფვას, ისევე როგორც ეკლესიური ცხოვრების წესრიგს. ეს საზიანოა ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლისთვის და ასევე შეუძლია ზიანი მიაყენოს ეკლესიის საქმეს. ყოველივე ამის გამო, წინამძღოლებისა და მუშაკებისთვის აუცილებელია ამ პრობლემების დროულად ამოცნობა და მათ მიმართ შესაბამისი ზომების მიღება.
არასათანადო ურთიერთობებთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ჩამოვთვალეთ სხვადასხვა სიტუაცია და დავყავით ისინი კატეგორიებად. შეგიძლიათ მოიყვანოთ რამდენიმე მაგალითი გარჩევის უნარის გამოსამუშავებლად? რა არის გარჩევის უნარის სწავლის მიზანი? ეს არის იმისთვის, რომ შეძლოთ ადამიანების, მოვლენებისა და საგნების არსის გარჩევა და განსაზღვრა, რათა გამოიტანოთ ზუსტი დასკვნები და შემდეგ პრინციპების შესაბამისად მოეპყროთ მათ. ეს არის საბოლოო შედეგი. უთქვამს ვინმეს: „მთელი დღე საუბრობ ამ მტყუან-მართლის საკითხებზე, ამ ყოველდღიურ საქმეებზე — ჩვენ აღარ გვსურს მათი მოსმენა; შეკრებებზე მოსვლაც კი აღარ გვინდა. განა ჭეშმარიტებაზე არ უნდა თანაზიარებდე? რატომ საუბრობ ყოველთვის ამ სიტუაციებზე?“ შეგიმჩნევიათ ასეთი ადამიანები? როგორი ადამიანები არიან ისინი? (ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სულიერი გაგება.) ჩვენ ამგვარად ვაზიარებთ და მაინც მათ არ შეუძლიათ ჭეშმარიტების გაგება — ისინი არ აკმაყოფილებენ ნორმალური ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს; ასეთი ადამიანები სრულიად უსარგებლონი არიან. უნდა მოვასმენინოთ თუ არა ქადაგებები მას, ვისი გონებრივი შესაძლებლობებიც არ შეესაბამება ადამიანისას? შესაძლოა მათ განაცხადონ: „შეკრებები ყოველთვის ჭეშმარიტების თანაზიარებას ეხება, ყოველთვის საუბრობენ ისეთ რამეებზე, როგორიცაა ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება — დავიღალე ამის მოსმენით. აღარ მსურს შეკრებებზე მოსვლა.“ თუ ისინი მართლაც ასეთ შეხედულებას იზიარებენ, მაშინ ისინი ჭეშმარიტების მიმართ ზიზღით განწყობილი ადამიანები არიან. ასეთი ადამიანების მიმართ ღვთის სახლი არ მოითხოვს მათ დასწრებას; სწრაფად გაუშვით ისინი. თუ მათ თავად არ სურთ შეკრებებზე მოსვლა და არ იღებენ იმას, რაზეც იქ საუბრობენ, ჩვენ არ ვაძალებთ — ჩვენ არ ვცდილობთ მათ შეწუხებას. ასეთი ადამიანები, მთელი ცხოვრებაც რომ სწამდეთ ღმერთი, ვერ გაიგებენ ჭეშმარიტებას და ვერ შევლენ რეალობაში; ეს ძალისხმევის ფუჭი ხარჯვაა. თუ მათ მოსწონთ თეოლოგიური ცოდნის მოსმენა, მაშინ დაე, წავიდნენ და შეისწავლონ თეოლოგიური ცოდნა; ერთ დღეს, როდესაც ისინი ვერ მიიღებენ ჭეშმარიტებას, როგორც სიცოცხლეს, ინანებენ ამას.
2021 წლის 29 მაისი