წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (13)
ჩვენი ბოლო შეკრების თანაზიარება ეხებოდა წინამძღოლებისა და მუშაკების მეთერთმეტე მოვალეობას. ჩვენ გავხდით თანაზიარნი იმ მოვალეობისა და საქმისა, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ შესაწირავების დასაცავად. რა საქმე უნდა შეასრულონ წინამძღოლებმა და მუშაკებმა შესაწირავების დასაცავად? (პირველი ამოცანა მათი დაცვაა. მეორე — ანგარიშების შემოწმება. მესამე — თვალყურის დევნება, მოკვლევა და შემოწმება იმისა, შეესაბამება თუ არა სხვადასხვა ხარჯი პრინციპებს. უნდა განხორციელდეს მკაცრი კონტროლი და მკაცრად შეიზღუდოს არაგონივრული ხარჯები. უმჯობესია გაფლანგვისა და უყაირათობის თავიდან აცილება მათ მოხდენამდე. თუ ეს უკვე მოხდა, პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. არა მხოლოდ გაფრთხილება უნდა გაიცეს, არამედ ზარალის ანაზღაურებაც უნდა იქნას მოთხოვნილი.) ძირითადად ეს არის. მთავარია მათი დაცვა, შემდეგ, ანგარიშების შემოწმება, ამის მერე კი, ხარჯების თვალყურის დევნება და შემოწმება, და მათი სწორად გამოყენება და ხარჯვა. მეთერთმეტე მოვალეობაზე თანაზიარების დასრულების შემდეგ, ადამიანებს ახლა აქვთ შესაწირავების ზუსტი გაგება და ცოდნა და მათ ასევე იციან ის საქმე, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ შესაწირავების დასაცავად და ასევე ის, თუ როგორ ასრულებენ ამ საქმეს ცრუ წინამძღოლები და როგორია მათი კონკრეტული ქმედებები ამის კეთებისას. მიუხედავად იმისა, ჩვენი თანაზიარება წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობებს ეხება თუ ცრუ წინამძღოლების სხვადასხვა ქმედებას და იქნება ეს თანაზიარება დადებით საკითხებთან მიმართებაში თუ უარყოფითის მხილება, მისი მთავარი მიზანია, ადამიანებს გააგებინოს, თუ როგორ უნდა შესრულდეს შესაწირავების დაცვის საქმე ჯეროვნად და როგორ უნდა აღმოიფხვრას არაგონივრული პრაქტიკა შესაწირავების დაცვის, ხარჯვისა და განაწილების პროცესში. თითოეულმა ღვთის რჩეულმა მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის წინამძღოლი ან მუშაკი, უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა შესაწირავების დაცვასთან მიმართებაში. მაშ, რა მოვალობაა ეს? ეს არის ზედამხედველობა და ნებისმიერი აღმოჩენილი პრობლემის შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინება ანუ, ზედამხედველობისა და შეტყობინების ფუნქციების შესრულება. არ იფიქროთ, რომ „შესაწირავების დაცვა წინამძღოლებისა და მუშაკების მოვალეობაა და ჩვენთან, რიგით მორწმუნეებთან, არავითარი კავშირი არ აქვს“. ეს შეხედულება არასწორია. რადგან ადამიანებმა გაიგეს ეს ჭეშმარიტებანი, მათ უნდა შეასრულონ თავიანთი პასუხისმგებლობა. იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა შემჩნევაც წინამძღოლებსა და მუშაკებს არ შეუძლიათ ან მათ კომპეტენციის მიღმა არსებული სფეროს შემთხვევაში, თუ ვინმე აღმოაჩენს რაიმე არაგონივრულობის ან პრინციპების დარღვევის პრობლემას შესაწირავების დაცვასთან, განაწილებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ წინამძღოლებსა და მუშაკებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას შესაწირავების გონივრული დაცვა, გონივრული გამოყენება და გონივრული განაწილება. ეს არის ღვთის რჩეული თითოეული ადამიანის მოვალეობა.
პუნქტი მეთორმეტე: იმ სხვადასხვა ადამიანების, მოვლენებისა და საგნების ოპერატიული და ზუსტი იდენტიფიცირება, რომლებიც აფერხებენ და არღვევენ ღვთის საქმესა და ეკლესიის ნორმალურ წესრიგს; მათი შეჩერება, შეზღუდვა და ვითარების გამოსწორება; გარდა ამისა, ჭეშმარიტების გაზიარება, რათა ღვთის რჩეულმა ხალხმა ამ ყველაფრის მეშვეობით განავითაროს გარჩევის უნარი და მიიღოს შესაბამისი გაკვეთილი (ნაწილი პირველი)
მას შემდეგ, რაც თანაზიარება დასრულდა მეთერთმეტე მოვალეობასთან მიმართებაში, გადავდივართ წინამძღოლებისა და მუშაკების მეთორმეტე მოვალეობის თანაზიარებაზე: „იმ სხვადასხვა ადამიანების, მოვლენებისა და საგნების ოპერატიული და ზუსტი იდენტიფიცირება, რომლებიც აფერხებენ და არღვევენ ღვთის საქმესა და ეკლესიის ნორმალურ წესრიგს; მათი შეჩერება, შეზღუდვა და ვითარების გამოსწორება; გარდა ამისა, ჭეშმარიტების გაზიარება, რათა ღვთის რჩეულმა ხალხმა ამ ყველაფრის მეშვეობით განავითაროს გარჩევის უნარი და მიიღოს შესაბამისი გაკვეთილი.” ძირითადად რაში მდგომარეობს ეს მოვალეობა? ის წინამძღოლებისა და მუშაკებისგან ძირითადად მოითხოვს, რომ გადაჭრან საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ეკლესიაში სხვადასხვა ადამიანთან, მოვლენასა და საგანთან და ასევე სხვადასხვა პრობლემას, რომლებიც აფერხებენ, არღვევენ და აზიანებენ ეკლესიის ნორმალურ წესრიგს. რა უნდა გაიგონ პირველ რიგში წინამძღოლებმა და მუშაკებმა, რათა ეფექტურად მოაგვარონ და გადაჭრან ეს პრობლემები, შეასრულონ თავიანთი მოვალეობები და ჯეროვნად განახორციელონ ეს საქმე? ეს მოვალეობა იმაში მდგომარეობს, რომ „ოპერატიულად და ზუსტად მოხდეს იმ სხვადასხვა ადამიანების, მოვლენებისა და საგნების იდენტიფიცირება, რომლებიც აფერხებენ და არღვევენ ღვთის საქმესა და ეკლესიის ნორმალურ წესრიგს”; ეს არის ამ საქმის მასშტაბი. მიზანსა და მასშტაბს თუ გავითვალისწინებთ, ნათელი ხდება, თუ რომელი საკითხები უნდა გადაიჭრას და რა საქმის შესრულება და პასუხისმგებლობების აღება მოეთხოვებათ წინამძღოლებსა და მუშაკებს. მეთორმეტე მოვალეობის ფარგლებში რა არის მთავარი მოთხოვნა წინამძღოლებისა და მუშაკების მიმართ? ეს არის იმ სხვადასხვა ადამიანის, მოვლენისა და საგნის შეჩერება და შეზღუდვა, რომლებიც იწვევენ განხეთქილებასა და არეულობას და ვითარების გამოსწორება და ამავდროულად ჭეშმარიტების თანაზიარება, რათა ღვთის რჩეულმა ხალხმა ამ ყველაფრის მეშვეობით განივითაროს გამჭრიახობა და მიიღოს შესაბამისი გაკვეთილი. რა წინაპირობები უნდა შესრულდეს ამისათვის? თუ ხედავ სხვადასხვა ადამიანს, მოვლენასა და საგანს, რომლებიც აფერხებენ, არღვევენ და აზიანებენ ეკლესიის ნორმალურ წესრიგს, მაგრამ ფიქრობ, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მაშინ საქმე ცუდადაა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არ შეგიძლია პრობლემის არსში წვდომა ანუ არ გესმის ის ზიანი, რაც ეკლესიის ცხოვრების რღვევასა და არევ-დარევას შეუძლია მოუტანოს საეკლესიო საქმეს და ის შედეგები და გავლენა, რაც შეიძლება იქონიოს ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლაზე. შეუძლიათ კი ასეთ წინამძღოლებსა და მუშაკებს საეკლესიო საქმის კარგად შესრულება? შეუძლიათ მათ პრობლემების გადაჭრა და ვითარების გამოსწორება? (არა.) მაშინ რა არის ის მთავარი საკითხი, რომლის თანაზიარნიც აქ უნდა გავხდეთ? ის, რომ მხოლოდ ჭეშმარიტება-პრინციპების თავდაპირველი გაგებით შეუძლიათ წინამძღოლებსა და მუშაკებს სხვადასხვა საკითხის არსში წვდომა და სხვადასხვა რეალური პრობლემის ეფექტურად გადაჭრა. საეკლესიო საქმის კარგად შესასრულებლად, წინამძღოლებმა და მუშაკებმა, პირველ რიგში, უნდა იცოდნენ, თუ რა პრობლემები იჩენს თავს ხშირად საეკლესიო საქმეში. შემდეგ, მათ ზუსტად უნდა გააცნობიერონ, გაარჩიონ და განსაჯონ წარმოშობილი პრობლემების ბუნება, ახდენს თუ არა ის გავლენას საეკლესიო საქმესა და საეკლესიო ცხოვრების ნორმალურ წესრიგზე, და თავისი ბუნებით საეკლესიო საქმის ჩაშლისა და არევის გამომწვევი არის თუ არა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა პირველ რიგში უნდა გააცნობიერონ. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ამ პრობლემების ეფექტურად გადაჭრა და ის, რომ „შეაჩერონ, შეზღუდონ ისინი და გამოასწორონ ვითარება“, როგორც ეს მეთორმეტე ვალდებულებაშია აღნიშნული. მოკლედ რომ ვთქვათ, პრობლემის გადაჭრამდე, პირველ რიგში უნდა გაიგო, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა, რა მდგომარეობასა და სიტუაციას მოიცავს იგი, როგორია პრობლემის ბუნება, რამდენად სერიოზულია ის, როგორ უნდა მოხდეს მისი გაანალიზება და გარჩევა, და როგორ უნდა განხორციელდეს პრაქტიკაში ზუსტად. სწორედ ეს უნდა გაიგონ პირველ რიგში წინამძღოლებმა და მუშაკებმა. რადგან წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა გააცნობიერონ ეს ყოველივე, მოდით, გავხდეთ თანაზიარნი კონკრეტულად მათთან მიმართებაში რამდენიმე ასპექტის ჭრილში, რათა წინამძღოლებმა და მუშაკებმა და ასევე ღვთის რჩეულმა ხალხმა გაიგონ, თუ როგორ უნდა შეხვდნენ ამ პრობლემებს მათი წარმოშობისას, როგორ დაუკავშირონ ისინი ღვთის სიტყვებს და როგორ გამოიყენონ ჭეშმარიტება-პრინციპები მათ გადასაჭრელად. ამგვარად, როდესაც წინამძღოლები და მუშაკები აწყდებიან სირთულეებს, რომელთა გადაჭრაც არ შეუძლიათ, ყველა ღვთის რჩეულს შეუძლია ერთად შეხვდეს ამ სირთულეებს და ეძიოს ჭეშმარიტება გამოსავლის საპოვნელად, ხოლო საეკლესიო საქმის ჩაშლისა და არევის საკითხების წამოჭრისას, ყველას შეუძლია წინ აღუდგეს, რათა შეაჩეროს და შეზღუდოს ისინი. ამავდროულად, ნეგატიური ადამიანებისა და მოვლენების მიმართ, მათ შეუძლიათ განახორციელონ საჯარო გაანალიზება, გარჩევა და დახასიათება, რაც ამ საკითხების შეჩერების, შეიზღუდვისა და ძირფესვიანად აღმოფხვრის საშუალებას მისცემთ. მაშ, დავიწყოთ თანაზიარება ყველაზე კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში.
სხვადასხვა ადამიანები, მოვლენები და საგნები, რომლებიც არღვევენ და ხელს უშლიან ეკლესიის ცხოვრებას
იმ საკითხების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც აფერხებენ და არღვევენ ღვთის საქმესა და ეკლესიის ნორმალურ წესრიგს, რომელი მიმართულებებიდან უნდა დაიწყონ წინამძღოლებმა და მუშაკებმა? მათ უნდა დაიწყონ ეკლესიის ცხოვრებაზე დაკვირვებით, რათა აღმოაჩინონ ეს საკითხები. იცით თუ არა რაიმე იმის შესახებ, თუ რა პრობლემები იჩენს თავს ჩვეულებრივ ეკლესიის ცხოვრებაში, რომელიც თავისი ბუნებით რღვევისა და არეულობის გამომწვევია? რამდენი ადამიანიც არ უნდა იყოს ეკლესიაში, აუცილებლად მოიძებნება არაერთი ისეთი, ვინც ჩაშლის და აურევს საეკლესიო საქმეს. თქვენთვის ცნობილია რომელი ქმედებები იწვევს მსგავს რღვევასა და არეულობას? (შეკრებებზე ჭეშმარიტების თანაზიარებისას მუდამ თემიდან გადახვევა ძირითად საკითხებზე ფოკუსირების გარეშე.) (ასევე, ჩვევად ქცეული სიტყვებისა და მოძღვრებების ფრქვევა.) ჭეშმარიტების თანაზიარებისას თემიდან გადახვევა. მაგალითად, როდესაც სხვები თანაზიარებენ იმასთან მიმართებაში, თუ როგორ უნდა იყვნენ ერთგულნი თავიანთი მოვალეობის შესრულებისას, ისინი ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ უნდა მიხედონ კარგად ქმარს (ან ცოლს) და შვილებს. როდესაც სხვები თანაზიარებენ იმასთან მიმართებაში, რომ მოვალეობის შესრულებისას ერთგულება ღვთის დაკმაყოფილებასა და მისდამი მორჩილებას ნიშნავს, ისინი ისაუბრებენ იმაზე, რომ მოვალეობის შესრულებისას ერთგულება ოჯახისა და საყვარელი ადამიანებისთვის კურთხევების მოპოვებას ნიშნავს. განა ეს თემიდან გადახვევა არ არის? (დიახ.) თუ არ შეაწყვეტინებ, ისინი დაუსრულებლად გააგრძელებენ. თუ შეზღუდავ, ისინი გაბრაზდებიან და შერცხვენის გამო განრისხდებიან, რითაც კიდევ უფრო გაამწვავებენ თავიანთ ცუდ ქცევას. მაშასადამე, ეს საკითხი თავისი ბუნებით რღვევისა და არეულობის გამომწვევია, რაც ძალიან სერიოზულია. მიუხედავად იმისა, რომ ჭეშმარიტების თანაზიარებისას თემიდან გადახვევა გავრცელებული პრობლემაა, ობიექტურად რომ ვთქვათ, მას შეუძლია ეკლესიის ცხოვრების რღვევა და არევა. ეს არის პირველი საკითხი. რაც შეეხება მეორეს, „სიტყვებისა და მოძღვრებების ფრქვევას“, ითვლება თუ არა ეს რღვევად და არევად, დამოკიდებულია შემთხვევის სიმძიმეზე. ზოგიერთი ადამიანი სიტყვებსა და მოძღვრებებს აფრქვევს, რადგან მათ აკლიათ ჭეშმარიტება-რეალობა; როგორც კი პირს აღებენ, ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვები და მოძღვრებებია, უბრალოდ ცარიელი თეორიები. თუმცა, მათი განზრახვა არ არის სხვების შეცდომაში შეყვანა და მათი პატივისცემის მოპოვება. შეზღუდვებითა და გადარწმუნებით, ისინი იძენენ თვითშემეცნებას, რის შემდეგაც ნაკლებ სიტყვებსა და მოძღვრებებს წარმოთქვამენ და აღარ შეაფერხებენ დებისა და ძმების სიცოცხლეში შესვლას. ეს არ ითვლება რღვევად და არევად. თუმცა, ისინი, ვინც განზრახ აფრქვევენ სიტყვებსა და მოძღვრებებს სხვების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ამას აკეთებენ მაშინაც კი, როცა კარგად იციან, რომ რასაც ამბობენ, მხოლოდ სიტყვები და მოძღვრებებია. მათი მიზანი სხვების პატივისცემის მოპოვებაა; მათ სურთ ხალხის თავის მხარეზე გადმობირება, მათი შეცდომაში შეყვანა და სტატუსის მოპოვება. ეს თავისი ბუნებით საკმაოდ სერიოზულია. ის თავისი არსით განსხვავდება იმისგან, როცა ადამიანს მხოლოდ სიტყვებისა და მოძღვრებების წარმოთქმა შეუძლია იმის გამო, რომ ვერ აცნობიერებს ჭეშმარიტებას. ასეთი ქცევა წარმოადგენს რღვევასა და არეულობას. ყველგან არიან ადამიანები, მოვლენები და საგნები, რაც იწვევს საეკლესიო ცხოვრების რღვევასა და არევას. ეს არ არის მხოლოდ ისეთი საკითხები, როგორიცაა სიტყვებისა და მოძღვრებების წარმოთქმა ან თემიდან გადახვევა. კიდევ რა შეიძლება იყოს? (დაჯგუფებების შექმნა, განხეთქილების ჩამოგდება და სხვების პოზიტიურობის დათრგუნვა.) (ასევენეგატივის ფრქვევა, შფოთის გამოწვევა და გამუდმებით ხალხის შეწუხება.) (როდესაც ზოგიერთ ადამიანს აქვს წარმოდგენები ღვთის სახლის საქმის განკარგვაზე, ისინი ავრცელებენ ამ წარმოდგენებს და აფრქვევენ თავიანთ ნეგატივს, რითაც იწვევენ საქმის განკარგვის შესახებ წარმოდგენების შექმნას სხვებშიც.) ეს ყოველივე ნამდვილად ითვლება რღვევად და არეულობად. დაჯგუფებების შექმნა ერთია, განხეთქილების ჩამოგდება — მეორე, ამასთან ერთად ხალხის ჩაგვრა და მათზე თავდასხმა, წარმოდგენების გავრცელება, ნეგატივის ფრქვევა, საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელება და სტატუსისთვის ბრძოლა — ეს ყველაფერი რღვევა და არეულობაა. ეს პრობლემები თავიანთი ბუნებით ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე ჭეშმარიტების თანაზიარებისას თემიდან გადახვევა. ასევე არსებობს არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი. არჩევნების დროს წარმოშობილი რა ტიპის პრობლემები იწვევს რღვევასა და არეულობას? მაგალითად, ხმებით მანიპულირება, როგორიცაა, სარგებლის დაპირება ხმების მისაღებად. ეს არჩევნებისთვის ძირის გამოთხრის ერთ-ერთი გზაა. და ფარული ქმედებები — კულისებს მიღმა ადამიანების გონებაზე ზემოქმედება, რათა გადმოიბირო ისინი შენს მხარეზე, შეიყვანო შეცდომაში და დაითანხმო, ხმა მოგცენ. ეს ყველაფერი ის საკითხებია, რომლებიც არჩევნების დროს იჩენს თავს. წარმოადგენს თუ არა ეს ჩაშლასა და არეულობას? (დიახ.) ეს პრობლემები ერთობლივად მოიხსენიება, როგორც არჩევნების პრინციპების დარღვევა. კიდევ ერთი საკითხია საოჯახო საქმეებზე ყბედობა, პირადი კავშირების დამყარება და პირადი საქმეების მოგვარება. ვიღაც შეიძლება შეკრებებზე სწორედ ამისთვის მოდიოდეს არა ჭეშმარიტების გასაგებად ან ღვთის სიტყვებზე თანაზიარებისთვის, არამედ პირადი საქმეების მოსაგვარებლად. არის თუ არა ასეთი პრობლემა სერიოზული სახის? (დიახ.) ეს ასევე უტოლდება ჩაშლისა და არეულობის გამოწვევას.
ახლა კი შევაჯამოთ საეკლესიო ცხოვრებაში წარმოშობილი რღვევისა და არეულობის სხვადასხვა საკითხი: პირველი, ჭეშმარიტებაზე თანაზიარებისას ხშირად თემიდან გადახვევა; მეორე, სიტყვებისა და მოძღვრებების ფრქვევა ადამიანების შეცდომაში შესაყვანად და მათი პატივისცემის მოსაპოვებლად; მესამე, საოჯახო საქმეებზე ყბედობა, პირადი კავშირების დამყარება და პირადი საქმეების მოგვარება; მეოთხე, დაჯგუფებების შექმნა; მეხუთე, სტატუსისთვის ბრძოლა; მეექვსე, განხეთქილების ჩამოგდება; მეშვიდე, ადამიანებზე თავდასხმა და მათი ჩაგვრა; მერვე, წარმოდგენების გავრცელება; მეცხრე, ნეგატივის ფრქვევა; მეათე, საფუძველს მოკლებული ხმების გავრცელება; და მეთერთმეტე, არჩევნების პრინციპების დარღვევა. სულ თერთმეტი. ეს თერთმეტი გამოვლინება წარმოადგენს ჩაშლისა და არეულობის იმ პრობლემებს, რომლებიც ხშირად იჩენს თავს საეკლესიო ცხოვრებაში. საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრებისას, თუ ეს საკითხები იჩენს თავს, აუცილებელია, რომ წინამძღოლებმა და მუშაკებმა წინააღმდეგობა გაუწიონ მათ, შეაჩერონ და შეზღუდონ ისინი და არ მისცენ მათ უკონტროლოდ განვითარების საშუალება. თუ წინამძღოლებსა და მუშაკებს არ შეუძლიათ მათი შეზღუდვა, მაშინ ყველა და და ძმა უნდა გაერთიანდეს მათ შესაზღუდად. თუ ამაში ჩართულ პირს არ გააჩნია ბოროტი ბუნება და განზრახ არ იწვევს რღვევასა და არეულობას და უბრალოდ აკლია ჭეშმარიტების გაგება, მას შეიძლება დაეხმარონ და მხარი დაუჭირონ ჭეშმარიტების თანაზიარების მეშვეობით. თუ რღვევის და არეულობის გამომწვევი პირი ბოროტია და შემთხვევა უმნიშვნელოა, მაშინ უნდა შეჩერდეს და შეიზღუდოს მის მიერ გამოწვეული რღვევა და არეულობა თანაზიარებისა და მხილების მეშვეობით. თუ ის მზადაა მოინანიოს და აღარ ისაუბროს ან იმოქმედოს ისე, რომ გამოიწვიოს რღვევა და არეულობა, მზადაა იყოს ყველაზე უმნიშვნელო წევრი ეკლესიაში, შეუძლია მორჩილად მოისმინოს და დაემორჩილოს და გააკეთოს ყველაფერი, რასაც ეკლესია დაავალებს, იღებს რა დებისა და ძმების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, მაშინ მას შეუძლია დროებით დარჩეს ეკლესიაში. მაგრამ თუ ის არ იღებს ამას და ნაცვლად ამისა, ეწინააღმდეგება და მტრულად განეწყობა უმრავლესობის მიმართ, მაშინ უნდა გადაიდგას მეორე ნაბიჯი — მისი მოცილება. არის თუ არა ეს მიდგომა მართებული? (დიახ.)
I. ჭეშმარიტების თანაზიარებისას თემიდან ხშირი გადახვევა
ახლა ჩვენ გვექნება თანაზიარება ეკლესიის ცხოვრებაში გამოვლენილ სხვადასხვა ადამიანთან, მოვლენასა და საგანთან მიმართებაში, რომლებიც თავიანთი ბუნებით ჩაშლასა და არეულობას იწვევენ. პირველი მათგანია ჭეშმარიტების თანაზიარებისას თემიდან ხშირი გადახვევა. როგორ განისაზღვრება ჭეშმარიტების თანაზიარებისას თემიდან გადახვევა? როგორ შეგვიძლია ნათლად აღვიქვათ თემას აცდენილი თანაზიარების სიტყვები? ხშირად უხვევთ თემიდან ჭეშმარიტების თანაზიარებისას? (დიახ.) რამდენად შორს უნდა წავიდეს ეს პრობლემა, რომ ის ჩაშლისა და არეულობის გამომწვევად ჩაითვალოს? ჭეშმარიტების თანაზიარებისას თემიდან გადახვევის ყოველი შემთხვევა ჩაშლად და არეულობად რომ ჩაითვალოს, განა მომავალში ხალხს არ ექნება ეკლესიის ცხოვრებაში საუბრისა თუ თანაზიარების შიში? და თუ ხალხს თანაზიარების ეშინია, განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ეს საკითხი ნათლად ვერ გაიაზრეს? (დიახ.) ამრიგად, როდესაც ზუსტად განისაზღვრება, ჭეშმარიტების თანაზიარებისას თემიდან როგორი გადახვევა წარმოადგენს ჩაშლასა და არეულობას, ადამიანთა უმეტესობა გათავისუფლდება შებოჭილობისგან. ვინაიდან ჩვეულებრივი საუბრის დროსაც კი უხვევთ თემიდან, ჭეშმარიტების თანაზიარებისას ეს კიდევ უფრო ხშირად ხდება. ამიტომ, აუცილებელია ამასთან მიმართებაში სრული სიცხადით თანაზიარება, რათა აგარიდოთ შებოჭილობას. ნუ დაუშვებთ, რომ თემიდან გადახვევისა და ჩაშლისა და არეულობის გამოწვევის შიშმა ხელი შეგიშალოთ საუბარში და თანაზიარება ვერ გაბედოთ მაშინაც კი, როცა ცოდნა გაგაჩნიათ ან როდესაც თანაზიარება გსურთ, არ აიძულოთ საკუთარი თავი, ჯერ დაფიქრდეთ: „დაკავშირებულია თუ არა თემასთან ის, რისი თქმაც მსურს? ხომ არ არის ეს თემიდან გადახვევა? სანამ რამეს ვიტყვი, ჩემი აზრები უნდა ჩამოვაყალიბო და გეგმა შევადგინო, შემდეგ კი ამ გეგმას მივყვე, რათა, რაც არ უნდა მოხდეს, თემიდან არ გადავუხვიო. თემიდან რომ გადავუხვიო, ეს არავის მოუტანს სარგებელს და შეკრებილი ხალხის ძვირფას დროს ფუჭად გაფლანგავს, რაც უარყოფითად იმოქმედებს დებისა და ძმების მიერ ჭეშმარიტების გაგებაზე. და თუ ეს სერიოზულია, შესაძლოა მან ეკლესიის ცხოვრებაც კი ჩაშალოს და არიოს.” მაშ, როგორ უნდა შევხედოთ თემიდან გადახვევის საკითხს? პირველ რიგში, უნდა განვიხილოთ, რამდენად სასარგებლოა დებისა და ძმებისთვის თემიდან გადახვევა და შემდეგ ნათლად უნდა განვსაზღვროთ, რა შედეგები მოჰყვება თემიდან გადახვევას ეკლესიის ცხოვრებისთვის. ამგვარად, ჩვენ ნათლად დავინახავთ, რომ თემიდან გადახვევა არ არის უმნიშვნელო საკითხი. სერიოზულ შემთხვევებში, მან შესაძლოა ეკლესიის ცხოვრებისა და საეკლესიო საქმის ჩაშლა და არეულობაც კი გამოიწვიოს. ვთქვათ, რაიმე თემაზე ეძებთ ღვთის სიტყვების ნაწყვეტს თქვენი ცოდნისა და აღქმის თანაზიარების მიზნით; ან დავუშვათ რომ, რაიმე თემის შესახებ გაქვთ თანაზიარება იმ ცოდნასთან მიმართებაში, რომელიც შეიძინეთ, იმ ჭეშმარიტებებთან მიმართებაში, რომლებიც შეიცნით და ღვთის იმ განზრახვებთან მიმართებაში, რომლებიც თქვენი გამოცდილებიდან გაიგეთ; ან ვთქვათ, თქვენი თანაზიარება გარკვეულ თემაზე ოდნავ გაჭიანურებულია და თქვენს სათქმელს არც ისე ნათლად გამოხატავთ, რამდენჯერმე იმეორებთ ერთსა და იმავეს — ასეთ სიტუაციებში უხვევთ თუ არა თემიდან? არცერთი მათგანი არ ითვლება თემიდან გადახვევად. მაშ, რას ნიშნავს თემიდან გადახვევა? თემიდან გადახვევა არის ის, როდესაც თქვენს ნათქვამს მცირე ან არავითარი კავშირი არ აქვს თანაზიარების თემასთან, როდესაც ეს მხოლოდ არასაჭირო საკითხებზე ყბედობაა და ადამიანებისთვის სრულიად არ არის სარგებლის მომტანი. ეს არის თემიდან სრული გადახვევა. ახლა განვიხილოთ, რას ნიშნავს ჩაშლისა და არეულობის გამოწვევა. ჭეშმარიტების თანაზიარებისას თემიდან გადახვევის შემთხვევაში, როგორი სიტყვები და ქცევები წარმოადგენს ჩაშლასა და არეულობას? რაში მდგომარეობს აქ პრობლემის არსი? როგორ წარმოადგენს თემიდან გადახვევა თავისი ბუნებით ჩაშლასა და არეულობას? განა ეს არ იმსახურებს თანაზიარებას? როგორც კი ამაზე თანაზიარება შედგება, გაიგებთ თუ არა, რას ნიშნავს თემიდან გადახვევა? (დიახ.) მაშინ, თქვენ გაეცით პასუხი ამ კითხვას. (როდესაც ვინმეს თანაზიარება ეხება თემებს, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან, მაგალითად, როგორიცაა ფუჭი საუბარი და საოჯახო საქმეებზე ყბედობა და ისეთი სოციალური ტენდენციების განხილვა, რომლებიც ადამიანებს აწუხებთ, ხელს უშლის მათ ღვთის წინაშე დადუმებასა და მისი სიტყვების გააზრებაში. ასეთმა თანაზიარებამ თემიდან გადაუხვია.) რამდენ ძირითად პუნქტს ეხება ეს? (ერთ-ერთი ის არის, რომ თემები არ არის დაკავშირებული ჭეშმარიტებასთან.) ეს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია: ჭეშმარიტებასთან კავშირის არქონა. ერთი პუნქტია ფუჭი საუბარი და საოჯახო საქმეებზე ყბედობა. მეორეა ტრადიციულ კულტურაზე, ადამიანურ მორალურ აზროვნებასა და იმ საგნებზე საუბარი, რომლებსაც ადამიანები კეთილშობილურად მიიჩნევენ, თითქოს ისინი ჭეშმარიტება იყოს. ეს არის დამახინჯებული აღქმის პრობლემა; ყოველივე ეს არ უკავშირდება ჭეშმარიტებას. მაგალითად, ღმერთი ამბობს: „ახალგაზრდები არ უნდა იყვნენ მისწრაფებების გარეშე.“ ვიღაც თანაზიარებს: „უძველესი დროიდან გმირები ახალგაზრდობაშივე ჩნდებოდნენ“, ან „ამბიცია ასაკით არ შემოიფარგლება.“ ან როდესაც შენ საუბრობ იმაზე, თუ როგორ უნდა იყო ღვთისმოშიში, ისინი თანაზიარებენ: „შენ ზემოთ სამ ფუტზე ღმერთია”; „როცა ადამიანი მოქმედებს, ზეცა უყურებს“; „თუ სუფთა სინდისი გაქვს, არ უნდა გეშინოდეს მოჩვენებების, რომლებიც შენს კარზე აკაკუნებენ”; ან „ადამიანის გული სიკეთისკენ უნდა მიისწრაფოდეს.“ განა ეს თემიდან გადახვევა არ არის? განა ეს სიტყვები ჭეშმარიტებასთან კავშირს მოკლებული არ არის? რა არის ეს სიტყვები? (სატანური ფილოსოფიები.) ეს არის სატანური ფილოსოფიები და ისინი ასევე წარმოადგენენ გარკვეული ეთნოსის ტრადიციულ კულტურას. თემიდან გადახვევის პირველი გამოვლინება არის ის, როდესაც სასაუბრო თემა არ უკავშირდება ჭეშმარიტებას. ეს არის ის, როდესაც ადამიანი ფილოსოფოსობს და თეორიებს წარმოთქვამს, რომლებსაც არამორწმუნეები მართებულად და ამაღლებულად მიიჩნევენ და მათ ძალით უკავშირებს ჭეშმარიტებას. ეს არის თემიდან გადახვევა. თემა არ უკავშირდება ჭეშმარიტებას — ეს გამოვლინება ადვილად გასაგები უნდა იყოს. მეორე გამოვლინება არის ის, როდესაც განხილული თემები რევს ადამიანთა გონებას. როდესაც შეკრებაზე არ ხდება ჭეშმარიტების თანაზიარება და ის, რასთან დაკავშირებითაც თანაზიარებენ, არის ცოდნა, განსწავლულობა, ფილოსოფია და კანონი ან სოციალური მოვლენები და სხვადასხვა რთული პიროვნებათაშორისი ურთიერთობები, მაშინ ეს აშფოთებს ადამიანთა გონებას. ეს ხდება მაშინ, როდესაც ვინმე თანაზიარებს ისეთ საკითხებზე, რომლებიც ფუნდამენტურად არ მოიცავს ჭეშმარიტებას და საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს მასთან, თითქოს ეს საგნები ჭეშმარიტება იყოს. ეს იწვევს დაბნეულობას სხვების გონებაში და მოსმენისას მათი აზროვნება ჭეშმარიტების თანაზიარებიდან არასაჭირო საკითხებზე გადადის. მაშინ როგორ იქცევიან ეს ადამიანები? ისინი იწყებენ ყურადღების გამახვილებას ცოდნასა და განსწავლულობაზე. ადამიანთა გონების არევ-დარევა თავისი ბუნებით სერიოზული რამ არის. მესამე გამოვლინება არის ის, როდესაც განხილული თემები იწვევს იმას, რომ ადამიანებმა არასწორად გაუგონ ღმერთს, რაც იწვევს ხილვების შესახებ სიცხადის ნაკლებობას. ზოგიერთი ადამიანი კარგად ვერ აცნობიერებს ჭეშმარიტებას, თუმცა სურთ თავი ისე მოაჩვენონ, თითქოს გააჩნიათ სიცხადე და გაგება. ამიტომ, როდესაც ისინი ჭეშმარიტებას თანაზიარებენ, თავიანთ ნათქვამში რთავენ ზოგიერთ ღრმა მოძღვრებას, ერთმანეთში ურევენ რელიგიურ მოძღვრებებს, რომლებიც მოუსმენიათ და გაუგიათ და საუბრობენ უსაფუძვლოდ და გადაჭარბებულად. მათი მოსმენის შემდეგ ადამიანები კარგავენ სიცხადეს ხილვების შესახებ. მათ არ იციან, ზუსტად რომელი ჭეშმარიტების განხილვას გულისხმობდა ეს პიროვნება. რაც უფრო მეტს უსმენენ, მით უფრო იბნევიან და მით უფრო უმცირდებათ ღვთისადმი რწმენა და შესაძლოა ღმერთის მიმართ არასწორი წარმოდგენებიც კი გაუჩნდეთ. ადამიანები ამ საუბრიდან მხოლოდ ჭეშმარიტების გაგების გარეშე კი არ მიდიან, მათი გონება იბნევა. ამას უარყოფითი ეფექტი აქვს. აი, რა მოსდევს თემიდან გადახვევას.
ჭეშმარიტების თანაზიარებისას თემიდან გადახვევა რამდენიმე გზით ვლინდება და თითოეული მათგანი თავისი ბუნებით ადამიანთა სიცოცხლეში შესვლისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს. როდესაც ადამიანები ასეთ თანაზიარებას უსმენენ, ისინი არა მხოლოდ ჭეშმარიტების ნათელი გაგებისა და პრაქტიკის გზის ნაკლებლობას განიცდიან, არამედ მათი გონება იბნევა, ჭეშმარიტების შესახებ უფრო ბუნდოვანი წარმოდგენა უჩნდებათ და გარკვეული მცდარი ინტერპრეტაციები და აბსურდული გაგებაც უყალიბდებათ. ეს არის ის გავლენა და უარყოფითი შედეგი, რაც ჭეშმარიტების თანაზიარებისას თემიდან გადახვევას მოაქვს ადამიანებისთვის. ამ სამი გამოვლინებიდან თითოეული თავისი ბუნებით საკმაოდ სერიოზულია. მაგალითად, პირველი მათგანია: „სასაუბრო თემა არ უკავშირდება ჭეშმარიტებას.” ისეთი რამეების თქმა, რაც ერთი შეხედვით სწორი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის და ეკლესიაში სატანური საგნების, როგორებიცაა, ადამიანური ცოდნა, ფილოსოფია, თეორიები, ტრადიციული კულტურა და ცნობილ მოღვაწეთა გამონათქვამები, შემოტანა საქადაგებლად და გასაანალიზებლად, ჭეშმარიტების თანაზიარების შესაძლებლობის გამოყენება ადამიანების შეცდომაში შესაყვანად, მათთვის დაბრკოლების შექმნას წარმოადგენს. ეს თავისი ბუნებით ძალიან სერიოზულია. გამჭრიახ ადამიანს რომ მოესმინა ასეთი თანაზიარება, ის იტყოდა: „რასაც შენ ამბობ, არ არის სწორი. ეს არ არის ჭეშმარიტება. ის, რაზეც შენ საუბრობ, არის მორალური ქცევა და გამონათქვამები, რომლებსაც არამორწმუნეები კარგად მიიჩნევენ. ეს არის არამორწმუნეთა პრინციპები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოქმედონ და როგორ იურთიერთონ სამყაროსთან, რაც ფუნდამენტურად არ არის დაკავშირებული ჭეშმარიტებასთან.” თუმცა, ზოგიერთ ადამიანს აკლია გამჭრიახობა და როდესაც ისინი ამ მცდარ შეხედულებებს ისმენენ, ეთანხმებიან კიდეც მათ და იღებენ, როგორც ჭეშმარიტებას. თუ წინამძღოლები და მუშაკები ასეთ დროს არ შეაჩერებენ და არ შეზღუდავენ ამას, თუ ისინი არ იქნებიან თანაზიარნი ამასთან მიმართებაში და არ გაკვეთენ მას, რათა ადამიანებმა გამჭრიახობა შეიძინონ, მაშინ ღვთის რჩეული ხალხის ნაწილი შესაძლოა შეცდომაში იქნას შეყვანილი. რა შედეგები მოჰყვება შეცდომაში შეყვანას? ისინი ირწმუნებენ, რომ არამორწმუნე სამყაროს ცნობილი ადამიანების მიერ ნაქადაგები საგნები, რომლებსაც ხალხი სწორად, კარგად და ღრმად მიიჩნევს, როგორიცაა ხალხური ანდაზები და ცნობილი ადამიანების მაქსიმები და თეორიები საკუთარი თავის წარმართვის შესახებ, სრულიად სწორია და რომ ისინი ჭეშმარიტებაა ზუსტად ისევე, როგორც ღვთის სიტყვები. განა ისინი არ შეიყვანეს შეცდომაში? ერთი შეხედვით, თითქოს ისინი ჭეშმარიტებას თანაზიარებენ, მაგრამ სინამდვილეში ის შერეულია ზოგიერთ ადამიანურ იდეასთან და სატანის შეცდომაში შემყვან ფილოსოფიებთან და ეს აშკარად წარმოადგენს ადამიანებისთვის დაბრკოლების შექმნას. თუ ვინმე ადამიანებს შეცდომაში შეიყვანს იმით, რომ სატანის ფილოსოფიასა და ადამიანურ ცოდნას ჭეშმარიტებად გაასაღებს, მაშინ წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა ამხილონ და გაკვეთონ ეს საკითხი, რათა დებმა და ძმებმა გამჭრიახობა განივითარონ და გაიგონ, სინამდვილეში რა არის ჭეშმარიტება. ეს არის ის საქმე, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ. მეორე გამოვლინებაა „ადამიანთა გონების არევ-დარევა”. ზოგიერთი ადამიანი ყოველთვის იყენებს ჭეშმარიტების თანაზიარების შესაძლებლობას, რათა ისაუბროს ისეთ რამეებზე, რაც ერთი შეხედვით სწორი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის, რითაც განადიდებს ადამიანურ ცოდნას, განსწავლულობას, ნიჭსა და ტალანტს. ისინი ასევე საუბრობენ მორალურ ნორმებზე, ტრადიციულ კულტურაზე და ა.შ. ისინი სატანისგან მომდინარე ამ საგნებს დადებით საგნებად, ჭეშმარიტებად ასაღებენ, რასაც ადამიანები მცდარ წარმოდგენამდე მიჰყავთ, რომ ეს ყოველივე ეკლესიაში უნდა იყოს აღიარებული, გავრცელებული და განდიდებული და ყველამ უნდა დაიცვას. ეს იწვევს ადამიანთა გონებაში იმ მცდარი შეხედულებებისა და ერესების ზრდას, რომლებიც ერთი შეხედვით სწორი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის და აბნევს ადამიანთა გონებას და უქმნის მათ დაკარგულობის განცდას, რადგან აღარ იციან, სინამდვილეში რა არის ჭეშმარიტება ან როგორ გამოიყენონ პრაქტიკაში სწორად პრობლემებთან მიმართებაში ან რომელი გზაა სწორი. ეს მათ გულებს სიბნელეში ძირავს. ეს არის ერესებისა და მცდარი შეხედულებების გავრცელებით ადამიანების შეცდომაში შეყვანის შედეგი. რაც შეეხება მესამე გამოვლინებას, ჩვენ მასზე დეტალურად არ ვითანაზიარებთ. მოკლედ რომ ვთქვათ, თემიდან გადახვეული ზოგიერთი განხილვა მოიცავს ცოდნას, ზოგი — ადამიანურ წარმოდგენებს, ზოგი კი — მორალურად კარგ ქცევებს და სხვა მრავალს. მაგრამ არცერთი ეს საგანი არ უკავშირდება ჭეშმარიტებას. ისინი სრულიად ეწინააღმდეგება მას. ამიტომ, როდესაც ეს საკითხები იჩენს თავს, წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეაჩერონ და შეზღუდონ ისინი. თუ ვინმეს თანაზიარების მოსმენის შემდეგ ადამიანებს გულში არა მხოლოდ აკლიათ სიცხადე ჭეშმარიტების შესახებ, არამედ შეშფოთებულნიც არიან, მათი ოდესღაც ნათელი გონება დაბნეულია და არ იციან, როგორ გამოიყენონ ჭეშმარიტება პრაქტიკაში ჯეროვნად, მაშინ ასეთი ადამიანის თანაზიარება უნდა შეჩერდეს და შეიზღუდოს. მაგალითად, ნორმალური ადამიანობის შესახებ ჭეშმარიტებებზე თანაზიარებისას, ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „ის, რაც ღმერთს ყველაზე მეტად მოსწონს ნორმალურ ადამიანობაში, არის გაჭირვების ატანის უნარი, ხორციელი სიამოვნებისა თუ სიმშვიდისადმი ლტოლვის არქონა, გემრიელ საჭმელზე უარის თქმა, იმით არტკბობა, რითაც ადამიანი უნდა ტკბებოდეს ან რაც ღმერთმა მოამზადა, ამ ხორციელი სურვილების წინააღმდეგ ამბოხების უნარი, ხორცის ყველა სურვილის შეკავება, საკუთარი სხეულის დამორჩილება და ხორცისთვის ნების არმიცემა. ამიტომ, როდესაც შენ ღამით დაძინება გსურს, ხორცის წინააღმდეგ უნდა ამბოხდე. თუ არ შეგიძლია, მისი შეკავების გზები უნდა გამონახო. რაც უფრო დიდია შენი გადაწყვეტილება ხორცის წინააღმდეგ ამბოხებისა და რაც უფრო მეტად უწევ წინააღმდეგობას ხორცს, მით უფრო მეტად მტკიცდება, რომ შენ გაგაჩნია ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენების გამოვლინებები და ღვთისადმი ერთგულება. ვფიქრობ, ნორმალური ადამიანობის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინება და ის, რაც ყველაზე მეტად უნდა წახალისდეს, არის საკუთარი სხეულის დამორჩილება, ხორციელი სურვილების წინააღმდეგ ამბოხება, ხორციელი სიმშვიდისადმი ლტოლვის არქონა და მატერიალურ სიამოვნებაში მომჭირნეობა. რაც უფრო მომჭირნე ხარ, მით უფრო დიდ კურთხევებს დააგროვებ ცათა სასუფეველში.” განა ეს სიტყვები საკმაოდ დადებითად არ ჟღერს? არის მათში რაიმე შეცდომა? ადამიანური ლოგიკით, მოძღვრებებითა და წარმოდგენებით რომ შევაფასოთ, ეს სიტყვები ნებისმიერ რელიგიურ თუ სოციალურ ჯგუფში მისაღები იქნებოდა. ყველა მოიწონებდა მათ თავისი თანხმობის გამოსახატავად და იტყოდა, რომ რასაც ისინი ამბობენ, სწორია, რომ მათი რწმენა კარგი და წმინდაა. განა ეკლესიაშიც არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ამას დაიჯერებდნენ? ადამიანური წარმოდგენებით რომ შევაფასოთ, ყველა ეს სიტყვა სწორია, მაგრამ რა არის მათში სწორი? ზოგიერთმა შესაძლოა თქვას: „ღმერთს ნამდვილად მოსწონს ასეთი ადამიანები. ის თავადაც ასეთი მომჭირნე ცხოვრებით ცხოვრობს.“ განა ეს ადამიანური წარმოდგენა არ არის? ადამიანები ატარებენ ამგვარ წარმოდგენას, ამიტომ, ვინმე მართლაც რომ გამხდარიყო ასეთის თანაზიარი, განა ეს უბრალოდ უმრავლესობის წარმოდგენებთან შესაბამისობაში არ იქნებოდა? (დიახ.) როდესაც ადამიანები იზიარებენ ამგვარ წარმოდგენას, განა ისინი არ ეთანხმებიან ამ პიროვნების თვალსაზრისს? როდესაც შენ დაეთანხმე და გაიზიარე ამ პიროვნების თვალსაზრისი, განა მაშინ არ ეთანხმები მის ქმედებებს? განა მაშინ არ შეეცდები მის მიბაძვას? და როდესაც ამას შეძლებ, განა ის გზა, რომელსაც შენ მიჰყვები, შენი პრაქტიკის გზა, არ გახდება განსაზღვრული? რას ნიშნავს იყო განსაზღვრული? ეს ნიშნავს, რომ შენ მტკიცედ გაქვს გადაწყვეტილი, იმოქმედო და პრაქტიკაში განახორციელო ყველაფერი ამგვარად. ვინაიდან შენს გულში გწამს, რომ ღმერთს უყვარს ასეთი ადამიანები და მოსწონს, როდესაც შენ ასე იქცევი, რომ მხოლოდ ასე მოქმედებით შეგიძლია იყო ის, ვისაც ღმერთი იღებს, ვინც შეძლებს ცათა სასუფეველში შესვლას და ზეცაში კურთხევის მიღებას, ვისაც აქვს კარგი საბოლოო სამყოფელი, შენ იღებ გადაწყვეტილებას, რომ ასე იმოქმედო. როდესაც შენ ამ გადაწყვეტილებას იღებ, განა შენი გონება უკვე არ არის არეული და შეცდომაში შეყვანილი ამგვარი აზრითა და თვალსაზრისით? ეს ფაქტია; ეს არის შედეგი. შენი გონება არეულია და შენ ამას ვერც კი აცნობიერებ. აქ კიდევ ერთი საკითხია: როგორც კი შენი გონება პარალიზებული და არეულია ასეთი აზრებითა და თვალსაზრისებით, განა მაშინ არ კარგავ სიცხადეს ღვთის განზრახვებთან და მოთხოვნებთან მიმართებაში? განა მაშინ არ გიყალიბდება ღმერთის მიმართ მცდარი წარმოდგენები და არ შორდები მას? განა ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ შენთვის ხილვები ბუნდოვანია? კარგად დაფიქრდი ამაზე: როდესაც რაიმე აზრი ან თვალსაზრისი შეცდომაში შეგიყვანს (რომელსაც ხალხი სწორად მიიჩნევს, მაგრამ სინამდვილეში მცდარია), განა მაშინ შენი გონება არ არის არეული? შეიძლება თუ არა მაშინ შენს გულში ხილვები კვლავ ნათელი იყოს? (არა.) მაშ, შენი ცოდნა ღვთის შესახებ ზუსტია თუ ეს მცდარი წარმოდგენაა? ცხადია, ეს მცდარი წარმოდგენაა. მაშ, არის თუ არა სინამდვილეში ჭეშმარიტება ის, რაც შენ გესმის და რაც სწორად მიგაჩნია? არა, არ არის. ის ეწინააღმდეგება ღვთის სიტყვებს, ჭეშმარიტებას და უპირისპირდება მათ. ამიტომ ჭეშმარიტების თანაზიარებისას თემიდან ამგვარი გადახვევა ნამდვილად წარმოადგენს ადამიანთა გონების არევ-დარევას. იმის გათვალისწინებით, რომ თემიდან ეს გადახვევა ადამიანთა გონების ასეთ დიდ არევ-დარევას წარმოადგენს, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ის ღვთის საქმის ჩაშლას წარმოადგენს? ის იწვევს იმას, რომ ადამიანები ექცევიან წარმოდგენებში და სატანის ფილოსოფიასა და ლოგიკაში, მაშ, განა ის არ აშორებს ადამიანებს ღვთის თანდასწრებას? როდესაც ადამიანებს არასწორად ესმით ღმერთის, როდესაც მათ არ ესმით მისი განზრახვები და არ შეუძლიათ პრაქტიკაში განხორციელება მისი განზრახვებისა და მოთხოვნების შესაბამისად, არამედ ამის ნაცვლად პრაქტიკაში იყენებენ სატანის ლოგიკასა და ადამიანურ წარმოდგენებს, მაშინ ისინი უფრო ახლოს არიან ღმერთთან თუ უფრო შორს მისგან? (ისინი უფრო შორს არიან მისგან.) ისინი უფრო შორს არიან მისგან. მაშ, განა შეკრებების დროს ამგვარ თემაზე თანაზიარება არ უნდა შეიზღუდოს? (დიახ.) თემიდან ამგვარი გადახვევა ადამიანებისთვის დაბრკოლების შექმნას ემსახურება, ამიტომ ის ნამდვილად უნდა შეიზღუდოს. თუ არ მოხდება მისი შეჩერება და შეზღუდვა, იარსებებს მრავალი დაბნეული ადამიანი, რომელთაც სუსტი სულიერი მონაცემები აქვთ და გაშეშებულნი არიან — კერძოდ კი ისინი, ვისაც სულიერი გაგება არ გააჩნია, რომლებიც მიბაძავენ და გაჰყვებიან იმ პიროვნებას, ვინც თემას გადაუხვია. სწორედ ამ დროს წინამძღოლები და მუშაკები დაუყოვნებლივ უნდა აღდგნენ მის შესაჩერებლად. მათ არ უნდა მისცენ ამ პიროვნებას საშუალება, გაგრძელოს თემიდან გადახვევა. მათ არ უნდა დაუშვან, რომ მათი თანაზიარების თემამ მეტი ადამიანი შეიყვანოს შეცდომაში და მეტი ადამიანის გონებაში გამოიწვიოს არევ-დარევა. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ, ფუნქცია, რომელიც მათ უნდა იტვირთონ.
სულ ეს არის ჩვენი თანაზიარება ჭეშმარიტების თანაზიარებისას თემიდან გადახვევასთან მიმართებაში. შემდეგ ჩვენ შევაჯამებთ, თუ რამდენად უნდა გადაუხვიოს ადამიანმა თემიდან ჭეშმარიტების თანაზიარებისას და რა თემებზე უნდა ჰქონდეს თანაზიარება, რათა ჩაშლის და არეულობის გამომწვევად ჩაითვალოს. თემიდან გადახვევის ზოგიერთი სახე აშკარაა: როდესაც ადამიანი სრულიად უხვევს თემიდან, როდესაც ის იწყებს ფუჭ საუბარს ან საოჯახო საქმეების განხილვას, ამის ამოცნობა ადვილია. მაგალითად, როდესაც ყველას აქვს თანაზიარება იმასთან მიმართებაში, თუ როგორ უნდა შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, ვიღაცამ შესაძლოა ითანაზიაროს თავისი „სახელოვანი” წარსულის შესახებ, ისაუბროს იმ კარგ საქმეებზე, რაც გაუკეთებია ან იმაზე, თუ როგორ დახმარებია დებსა და ძმებს და ა.შ. არავის სურს ამის მოსმენა და რაც უფრო მეტს უსმენენ, მით უფრო მეტად უჩნდებათ სხვებს ამის მიმართ ზიზღი, სანამ საბოლოოდ უგულებელყოფენ ამ პიროვნებას. მაშინ ეს პიროვნება უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. სანამ უმრავლესობას შეუძლია ამ პიროვნების ამოცნობა, ის ვეღარ შეძლებს საუბრის გაგრძელებას. თემიდან ამგვარი გადახვევის ამოსაცნობად ჭეშმარიტების დიდი ცოდნა არ არის საჭირო. ფუჭი საუბარი, საოჯახო საქმეებზე ყბედობა, საკუთარი თავის განდიდება, საკუთარი თავის წარმოჩენა და თანაზიარების თემის გამოყენება საკუთარ „სახელოვან” წარსულზე სასაუბროდ — თემიდან ამგვარი გადახვევის ამოცნობა ადვილია. ის ძირითადად არ წარმოადგენს დიდ არევ-დარევას, რადგან ადამიანთა უმეტესობას სძულს ასეთი რამეები და არ სურს მათი მოსმენა და მათ იციან, რომ ეს ადამიანები თავს იწონებენ და არ თანაზიარებენ ჭეშმარიტებას, რომ მათ თემიდან გადაუხვიეს. ჯგუფი შესაძლოა ეცადოს, არ ჩააგდოს ისინი უხერხულ მდგომარეობაში საუბრის დაწყებისთანავე, მაგრამ რაც უფრო მეტხანს გრძელდება ეს, ადამიანებს უჩნდებათ ზიზღი, აღარ სურთ მოსმენის გაგრძელება და გრძნობენ, რომ ამის ნაცვლად აჯობებდა, თავად წაეკითხათ ღვთის სიტყვები. თუ ეს პიროვნება გააგრძელებდა ლაპარაკს, ისინი ადგებოდნენ და წავიდოდნენ. როდესაც ეს პიროვნება ხედავს, რომ ვითარება შეიცვალა და თავს ირცხვენს, ის აღარ გააგრძელებს საუბარს. თემიდან როგორმა გადახვევამ მოახდინა უკვე უარყოფითი გავლენა ადამიანებზე, თუმცა ადამიანები მაინც ვერაფერ ცუდს ვერ ხედავენ ამაში და ამის ნაცვლად თემიდან გადახვეული საუბრის შინაარსს ჭეშმარიტებად იღებენ და ყურადღებით უსმენენ მას? თემიდან ამგვარმა გადახვევამ შესაძლოა ადამიანებში არევ-დარევა გამოიწვიოს და ადამიანმა გამჭრიახობა უნდა გამოიჩინოს ასეთი შემთხვევების მიმართ. მოიყვანეთ თემიდან ამგვარი გადახვევის მაგალითი. (როდესაც ადამიანი გასხვლის შემდეგ საკუთარ თავზე არ ფიქრობს და მხოლოდ საკითხის სისწორესა და სიმცდარეზე ამახვილებს ყურადღებას, ეს ყველას გონებას უბნევს. ეს არა მხოლოდ ხელს უშლის გამჭრიახობის განვითარებას, არამედ ადამიანები გრძნობენ, რომ რასაც ეს პიროვნება ამბობს, ჭეშმარიტებასთან შესაბამისობაშია და რომ ის მართალია. ეს ყველას მის მხარეზე გადაიბირებს.) იმ საბაბით, რომ ჰქონდეთ თანაზიარება იმასთან მიმართებაში, თუ როგორ უნდა მიიღონ გასხვლა, ისინი იცავენ და ამართლებენ საკუთარ თავს, აფიქრებინებენ რა ადამიანებს, რომ მათი გასხვლა უსამართლოდ მოხდა, იბირებენ ხალხს და იწვევენ მათ თანაგრძნობას. გარდა ამისა, მათი უნარი იწვევს ადამიანებში აღფრთოვანებას, რომ დაემორჩილონ და მიიღონ გასხვლა ასეთ ვითარებაში. ამას შეცდომაში შეჰყავს ადამიანები. ეს არის თემიდან განზრახ, მიზანმიმართული გადახვევის შემთხვევა, რომელიც არა მხოლოდ ხელს უშლის მსმენლებს, დამორჩილდნენ გასხვლისას, მიიღონ გასხვლა და დაფიქრდნენ და შეიცნონ საკუთარი თავი, არამედ, პირიქით, არამედ აიძულებს მათ, თავი აარიდონ და წინააღმდეგობა გაუწიონ გასხვლის საკითხს. ასეთი თანაზიარება ვერ ეხმარება ადამიანებს, გაიგონ გასხვლის მნიშვნელობა, თუ როგორ უნდა დაიკავონ სწორი პოზიცია გასხვლასთან მიმართებაში, როგორ მიიღონ და როგორ გამოიყენონ ის პრაქტიკაში. ამის ნაცვლად, ის უბიძგებს ადამიანებს, აირჩიონ გასხვლასთან გამკლავების სხვა გზა, რომელიც არ გულისხმობს ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებასა და ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად მოქმედებას და ადამიანებს უფრო მზაკვარს ხდის. ასეთი თანაზიარება ემსახურება ადამიანების შეცდომაში შეყვანას. ჭეშმარიტების თანაზიარებისას თემიდან გადახვევა არის ერთ-ერთი ტიპის პრობლემა, რომელიც ეკლესიის ცხოვრებაში იჩენს თავს. თუ ამ ტიპის პრობლემა ჩაშლისა და არეულობის დონეს მიაღწევს, წინამძღოლები და მუშაკები უნდა აღდგნენ მის შესაჩერებლად და შესაზღუდად, ითანაზიარონ და გაკვეთონ ის, რათა უმრავლესობამ განივითაროს გამჭრიახობა, ისწავლოს ამ გამოცდილებიდან და მიიღოს გაკვეთილი.
II. ხალხის შეცდომაში შეყვანისა და მათი პატივისცემის მოსაპოვებლად სიტყვებისა და მოძღვრებების წარმოთქმა
საეკლესიო ცხოვრებაში ადამიანების, მოვლენებისა და საგნების მიერ ჩაშლისა და არეულობის გამოწვევის მეორე გამოვლინებაა, როდესაც ადამიანები წარმოთქვამენ სიტყვებსა და მოძღვრებებს ხალხის შეცდომაში შესაყვანად და მათი პატივისცემის მოსაპოვებლად. ჩვეულებრივ, ადამიანთა უმეტესობამ შეიძლება წარმოთქვას გარკვეული სიტყვები და მოძღვრებანი. ადამიანთა უმეტესობას გაუკეთებია ეს. ადამიანის მიერ სიტყვებისა და მოძღვრებების წარმოთქმის ტიპური შემთხვევა უნდა მივიჩნიოთ, როგორც მისი მცირე სულიერი ზრდისა და ჭეშმარიტების გაგების ნაკლებობის შედეგი. თუკი ისინი ზედმეტ დროს არ იკავებენ, განზრახ არ აკეთებენ ამას, არ ახდენენ საუბრის მონოპოლიზებას, არ მოითხოვენ ყველასგან დათმობას, რათა თავისუფლად ისაუბრონ, არ ავალდებულებენ ყველას, რომ მოუსმინონ, არ შეჰყავთ სხვები შეცდომაში და არ ცდილობენ მათი პატივისცემის მოპოვებას, მაშინ ეს არ წარმოადგენს ჩაშლასა და არეულობას. რადგან ადამიანთა უმეტესობას აკლია ჭეშმარიტება-რეალობა, სიტყვებისა და მოძღვრებების წარმოთქმა ძალიან გავრცელებული მოვლენაა. გარკვეულწილად უადგილოდ საუბარი საპატიებელია. ეს შეიძლება ეპატიოთ და არ იქნას აღქმული ზედმეტად სერიოზულად. თუმცა, არსებობს ერთი გამონაკლისი: ეს არის ის, როდესაც ადამიანი სიტყვებსა და მოძღვრებებს მიზანმიმართულად წარმოთქვამს. რას აკეთებენ ისინი მიზანმიმართულად? ეს არ არის სიტყვებისა და მოძღვრებების განზრახ წარმოთქმა, რადგან მათაც აკლიათ ჭეშმარიტება-რეალობა. მათი ქმედებები, როგორებიცაა სიტყვებისა და მოძღვრებების წარმოთქმა, ლოზუნგების შეძახილი და თეორიებზე საუბარი, ზუსტად ისეთივეა, როგორიც სხვა დანარჩენის. თუმცა, არსებობს ერთი განსხვავება: როდესაც ისინი წარმოთქვამენ სიტყვებსა და მოძღვრებებს, ყოველთვის სურთ, რომ სხვები პატივს სცემდნენ მათ და საკუთარი თავი შეადარონ წინამძღოლებსა და მუშაკებს და იმათ, ვინც ჭეშმარიტებას ესწრაფვის. კიდევ უფრო გონიერებას მოკლებულია ის, რომ, რასაც არ უნდა ამბობდნენ ან როგორც არ უნდა ამბობდნენ, მათი მიზანია ხალხის საკუთარ მხარეზე გადმობირება, ადამიანთა გულების შეცდომაში შეყვანა და ეს ყველაფერი პატივისცემის მოსაპოვებლად. რა არის პატივისცემის ძიების მიზანი? მათ სურთ, რომ ჰქონდეთ სტატუსი და პრესტიჟი ხალხის გულებში, გახდნენ გამორჩეული პიროვნება ან წინამძღოლი ბრბოში, გახდნენ არაჩვეულებრივი ან იშვიათი, განსაკუთრებული ფიგურა, ვის სიტყვასაც წონა აქვს. ეს სიტუაცია განსხვავდება სიტყვებისა და მოძღვრებების წარმოთქმის ტიპური შემთხვევებისგან და წარმოადგენს ჩაშლასა და არეულობას. რა განასხვავებს ამ ადამიანებს იმათგან, ვინც უფრო მეტად გავრცელებული მანერით წარმოთქვამს სიტყვებსა და მოძღვრებებს? ეს არის მათი მუდმივი სურვილი, რომ ისაუბრონ. ნებისმიერი შესაძლებლობის შემთხვევაში, ისინი ისაუბრებენ. როცა კი შეკრებაა ან ხალხის ჯგუფია შეკრებილი — თუკი მათ აუდიტორია ჰყავთ — ისინი აუცილებლად ისაუბრებენ და ექნებათ ამის გაკეთების განსაკუთრებულად ძლიერი სურვილი. საუბრისას მათი მიზანი არ არის გაუზიარონ საკუთარი შინაგანი ფიქრები, მიღწევები, გამოცდილებები, გაგება ან შეხედულებები ძმებსა და დებს, რათა ხელი შეუწყონ ჭეშმარიტების გაგებას ან დაანახონ მისი პრაქტიკაში განხორციელების გზა. ნაცვლად ამისა, მათი მიზანია გამოიყენონ მოძღვრებების წარმოთქმის შესაძლებლობა საკუთარი თავის წარმოსაჩენად, რათა სხვებს დაანახონ, თუ რამდენად ერუდირებულნი არიან ისინი, აჩვენონ, რომ აქვთ ტვინი, ცოდნა და განათლება და რიგით ადამიანებზე მაღლა დგანან. მათ სურთ, რომ იყვნენ ცნობილნი, როგორც ნიჭიერი ადამიანები და არა როგორც უბრალო, რიგითი პიროვნებები. მათ სურთ ისე მოხდეს, რომ ნებისმიერ საკითხზე ყველა მათ მიმართავდეს და რჩევას ეკითხებოდეს. ეკლესიაში არსებულ ნებისმიერ საკითხთან ან იმ სირთულესთან დაკავშირებით, რომელსაც ძმები და დები აწყდებიან, მათ სურთ, რომ იყვნენ პირველები, ვინც სხვებს გაახსენდებათ. მათ სურთ, რომ სხვებმა მათ გარეშე ვერაფერი გააკეთონ, რათა ვერ გაბედონ რაიმე საკითხის მათ გარეშე მოგვარება, და ყველა დაელოდოს მათ ბრძანებას. ეს არის ის ეფექტი, რომელიც მათ სურთ. მათი სიტყვებისა და მოძღვრებების წარმოთქმის მიზანია ადამიანების მახეში გაბმა და გაკონტროლება. მათთვის სიტყვებისა და მოძღვრებების წარმოთქმა მხოლოდ მეთოდია, მიდგომაა. ისინი სიტყვებსა და მოძღვრებებს იმიტომ კი არ წარმოთქვამენ, რომ არ ესმით ჭეშმარიტება, არამედ იმიტომ, რომ ამის კეთებით, მათი მიზანია მიაღწიონ იმას, რომ ხალხი მთელი გულით აღფრთოვანდეს მათით, პატივისცემით შეჰყურებდეს და ეშინოდეს კიდეც მათი და ამგვარად აღმოჩნდნენ მათ მიერ შებოჭილნი და გაკონტროლებულნი. ამგვარად, სიტყვებისა და მოძღვრებების ამგვარი წარმოთქმა წარმოადგენს ჩაშლასა და არეულობას. საეკლესიო ცხოვრებაში ასეთი პიროვნებები უნდა შეიზღუდონ და სიტყვებისა და მოძღვრებების წარმოთქმის ეს ქცევაც უნდა შეჩერდეს და არ მიეცეს უკონტროლოდ გაგრძელების საშუალება. ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „ასეთი ადამიანები უნდა შეიზღუდონ; მაგრამ მაშინ, უნდა მიეცეთ თუ არა მათ კვლავ საუბრის საშუალება?” სამართლიანობის თვალსაზრისით, მათ შეიძლება მიეცეთ საუბრის საშუალება, მაგრამ როგორც კი ისინი უბრუნდებიან თავმოწონების ძველ გზებს, როცა მათი ამბიციები კვლავ ამოფრქვევას იწყებს, დაუყოვნებლივ უნდა შევაწყვეტინოთ საუბარი, რათა გონს მოეგონ და დამშვიდდნენ. რა უნდა გაკეთდეს, თუ ისინი ხშირად იწონებენ თავს ამგვარად, მათი ამბიციები მაინც ხშირად ვლინდება და მათი სურვილების შეკავება რთულია? ისინი სრულიად უნდა შეიზღუდონ და აეკრძალოთ საუბარი. თუ საუბრისას არავის სურს მათი მოსმენა და მათი ტონი, მანერები, გამომეტყველება და ჟესტები ყველასთვის საზიზღარია მოსასმენად და სანახავად, მაშინ ეს სერიოზული სახის პრობლემაა. ეს იქამდე მიდის, რომ ყველა ზიზღით არის განწყობილი მათ მიმართ. განა ასეთმა ადამიანებმა, რომლებიც ეკლესიაში საპირისპირო ფონს ქმნიან, არ უნდა დატოვონ სცენა? დროა, რომ მათ სცენა დატოვონ. განა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ დაასრულეს თავიანთი შრომა და მსახურება? რა უნდა გაკეთდეს, როდესაც ისინი ბოლოჯერ შეასრულებენ თავიანთ მსახურებას? ისინი უნდა იქნენ მოცილებულნი ეკლესიიდან. როგორც კი საუბარს იწყებენ, ეს იგივე ძველი საუბარია, რომლის შეჩერებაც შეზღუდვით შეუძლებელია. ყველა დაიღალა ამის მოსმენით. მათი საზარელი სახე, სატანის, ბოროტი ეშმაკის ის სახე, აშკარა ხდება. რა ტიპის ადამიანები არიან ესენი? ისინი ანტიქრისტეები არიან. თუ ისინი ნაადრევად იქნებიან მოცილებულნი, ადამიანთა უმეტესობას გაუჩნდება წარმოდგენები, გულში არ იქნებიან დარწმუნებულნი და იტყვიან: „ღვთის სახლს აკლია სიყვარული, იცილებს ადამიანს ისე, რომ დასაკვირვებელ პერიოდსაც კი არ აძლევს მას და არ უტოვებს მონანიების არანაირ შანსს. მათ უბრალოდ თქვეს რამდენიმე არამორწმუნეთა სიტყვა, გამოავლინეს ცოტაოდენი გახრწნილი ხასიათი და იყვნენ ოდნავ ამპარტავანნი, მაგრამ მათი განზრახვები არ ყოფილა ცუდი. მათ მიმართ ამგვარი მოპყრობა უსამართლობაა.” თუმცა, როდესაც უმრავლესობას შეუძლია გაარჩიოს და დაინახოს ბოროტი ადამიანების არსი, განა მაშინ მართებულია, მივცეთ ასეთ ბოროტ ადამიანებს ეკლესიაში თავიანთი უგუნური ბოროტმოქმედების, ჩაშლისა და არეულობის გაგრძელების უფლება? (არა.) ეს უსამართლობაა ყველა ძმისა და დის მიმართ. ასეთ შემთხვევებში, მათი მოცილება წყვეტს პრობლემას. მას შემდეგ, რაც ისინი ბოლოჯერ შეასრულებენ თავიანთ მსახურებას და უმრავლესობა გაარჩევს მათ, ადამიანთა უმეტესობას არ ექნება პრეტენზია, როცა მათ მოიცილებ, ისინი არ დაიჩივლებენ და ღმერთს არასწორად არ გაუგებენ. თუ კვლავ რჩებიან ადამიანები, რომლებიც იცავენ მათ, შეგიძლია თქვა: „ამ ადამიანმა მრავალი ბოროტება ჩაიდინა ეკლესიაში. იგი დახასიათებულ იქნა, როგორც ანტიქრისტე და მოცილებულ იქნა. მიუხედავად ამისა, მაინც ასე ძალიან თანაუგრძნობ მას; კვლავ გახსენდება ის სიკეთე, რომელიც მან შენდამი გამოიჩინა და გამოდიხარ მის დასაცავად. ზედმეტად სენტიმენტალური ხარ და სრულიად მოკლებული ხარ პრინციპებს. რა არის ამის შედეგები? მისი მცირე დახმარებაც კი არ შეგიძლია დაივიწყო. რასაც არ უნდა ამბობდეს, გულმოდგინედ ემორჩილები და ყოველთვის გსურს მისთვის სამაგიეროს გადახდა. ახლა ისინი მოცილებულნი არიან. გსურს, თან გაჰყვე მათ? თუ შენც გსურს მოცილებულ იქნე, მაშინ ასეც იყოს.” ეს სიტუაციის მოგვარების სათანადო გზაა? ამ ეტაპზე, ასეა. თუკი ასეთი ადამიანები მუდმივად წარმოთქვამენ სიტყვებსა და მოძღვრებებს სხვების შეცდომაში შესაყვანად და ადამიანებს ისე აუტანლად აწუხებენ, რომ მათ აღარ სურთ შეკრებებზე მისვლა. განა ეს იმიტომ არ ხდება, რომ წინამძღოლები და მუშაკები უგრძნობნი და ჩლუნგები არიან, აკლიათ გამჭრიახობა და არ შეუძლიათ ასეთ ადამიანებთან დროულად გამკლავება? ეს არის მათი საქმის შესრულების უუნარობა და საკუთარი პასუხისმგებლობების შეუსრულებლობა.
ახლა ადამიანთა უმეტესობას აქვს გარკვეული დონის გამჭრიახობა იმ ანტიქრისტეების მიმართ, რომლებიც წარმოთქვამენ სიტყვებსა და მოძღვრებებს. თუ ისინი არ გაჩუმდებიან, მაშინვე, როგორც კი თავს წამოყოფენ და სხვადასხვაგვარად საკმარისად მიზანმიმართულად გამოავლენენ საკუთარ თავს და მათი ეს მრავალფეროვანი გამოვლინებები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ხალხმა ისინი ანტიქრისტეებად ამოიცნოს, მაშინ არავითარი შეყოვნება ან ყოყმანი აღარ უნდა იყოს. ისინი დაუყოვნებლივ უნდა შეიზღუდონ და იზოლირებულ იქნან. თუ მათ მსახურებას უკვე აღარანაირი ღირებულება არ აქვს, მაშინ ისინი დაუყოვნებლივ უნდა იქნან მოცილებულნი. ასეთი თვალთმაქცი ანტიქრისტეების გარჩევა, რომლებიც სიტყვებსა და მოძღვრებებს წარმოთქვამენ, ადვილია, რადგან ასეთი ადამიანები აშკარად ანტიქრისტეები არიან. უბრალოდ, ამ ტიპის ანტიქრისტეს ყოველთვის სურს ხალხის შეცდომაში შეყვანა სიტყვებისა და მოძღვრებების წარმოთქმის შესაძლებლობის გამოყენებით, რათა მიაღწიოს თავის მიზანს — ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ეს არის ანტიქრისტეთა გამოვლენის ერთ-ერთი გზა და მისი გარჩევა მარტივია. ეს თემა ადრეც საკმარისად იქნა განხილული, და ამიტომ აქ აღარ გავავრცობთ. მოკლედ, წინამძღოლებმა და მუშაკებმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ასეთ ადამიანებს, დროულად და ზუსტად გაიგონ და ჩასწვდნენ მათ მოძრაობებს, ფიქრებსა და თვალსაზრისებს, აგრეთვე მათ გეგმებსა და ქმედებებს და იმ მცდარ გამონათქვამებს, რომლებსაც ისინი ავრცელებენ, რათა დაუყოვნებლივ და შესაბამისად გაუმკლავდნენ მათ. ეს არის წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობა. ამრიგად, სულ მცირე, წინამძღოლები და მუშაკები სულიერად გამჭრიახნი და გონებრივად დაკვირვებულნი უნდა იყვნენ ამ საქმეში და არა — უგრძნობნი და გონებაჩლუნგნი. თუ ანტიქრისტე შეკრებების დროს სიტყვებისა და მოძღვრებების წარმოთქმით მრავალ ადამიანს შეიყვანს შეცდომაში და ეკლესიის წინამძღოლები მაინც ვერ ამოიცნობენ მას ანტიქრისტედ და არ შეუძლიათ მისი დროულად მხილება და მასთან გამკლავება, ეს მათი პასუხისმგებლობების შეუსრულებლობაა. თუ მრავალი ადამიანი უკვე შეცდომაშია შეყვანილი ანტიქრისტეების მიერ და ისინი შეკრებებს უაზროდ მიიჩნევენ, როცა იქ ვერ ისმენენ ანტიქრისტეთა სიტყვებსა და მოძღვრებებს და ამიტომ არ სურთ შეკრებებზე დასწრება ან თუნდაც აღარ სურთ ღვთის სიტყვის ჭამა და სმა და ქადაგებების მოსმენა, რადგან ურჩევნიათ ანტიქრისტეების ქადაგებებს უსმინონ და თუ ეკლესიის წინამძღოლები მხოლოდ მაშინ აცნობიერებენ სიტუაციის სიმძიმეს, იწყებენ მოქმედებას და მდგომარეობის გამოსწორებას, როცა ხალხი ასეთ დონემდეა შეცდომაში შეყვანილი და ანტიქრისტეების მიერ გაკონტროლებული, ეს გამოიწვევს უდიდეს შეფერხებას! მრავალი ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლა დაზარალდებოდა ასეთი ცრუ წინამძღოლების უგრძნობლობისა და სიბრმავის გამო. როდესაც ანტიქრისტენი გაკვეთილნი, გარჩეულნი და მოცილებულნი იქნებიან, ზოგიერთი ადამიანი შეიძლება შეცდომაში შევიდეს და უკან გაჰყვეს მათ. ზოგიერთმა შეიძლება ისიც კი თქვას: „თუ მათ მოიცილებ, ჩვენ აღარ გვექნება ღვთის რწმენა. თუ მათ გაუშვებ, ჩვენც ყველა წავალთ!” ამ ეტაპზე სრულიად ნათელი ხდება, რომ ეკლესიის წინამძღოლები საერთოდ არანაირ რეალურ საქმეს არ აკეთებენ, რაც მათი პასუხისმგებლობების სერიოზული შეუსრულებლობაა.
საეკლესიო ცხოვრებაში პირველი, რაც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა გააკეთონ, არის ის, რომ ჩასწვდნენ სხვადასხვა ადამიანის მდგომარეობას. ურთიერთობის მეშვეობით გულდასმით უნდა დააკვირდნენ ეკლესიის თითოეულ წევრს და გაიგონ, თუ რა გზა აირჩიეს მათ და როგორია მათი ხასიათი-არსი, რათა დროულად და ზუსტად აღმოაჩინონ და ამოიცნონ, ვინ დადის ანტიქრისტეთა გზაზე და ვის აქვს ანტიქრისტეს არსი. შემდეგ უნდა მოახდინონ ფოკუსირება ამ ადამიანებზე, დიდი ყურადღება მიაქციონ მათ და დროულად გაიგონ და ჩასწვდნენ იმ შეხედულებებსა და გამონათქვამებს, რომლებსაც ისინი ავრცელებენ, აგრეთვე იმას, თუ რა ქმედებების განსახორციელებლად ემზადებიან ამჟამად. როდესაც მათ სურთ ადამიანების შეცდომაში შეყვანა, მახეში გაბმა და გაკონტროლება, წინამძღოლები და მუშაკები სწრაფად უნდა გამოვიდნენ წინ მათ შესაჩერებლად ნაცვლად იმისა, რომ პასიურად ელოდონ. თუ დაელოდები, სანამ ღმერთი გამოააშკარავებს მათ ან სანამ ძმები და დები შეცდომაში შევლენ, ან სანამ ძმებსა და დებს არ გაუჩნდებათ მათი გაგება და გარჩევის უნარი, რათა მხოლოდ ამის შემდეგ ამხილო ანტიქრისტეები, ეს უკვე საქმის დაყოვნება იქნება. ამიტომ, ანტიქრისტეებისგან დასაცავად, წინამძღოლებმა და მუშაკებმა ინიციატივა საკუთარ თავზე უნდა აიღონ და წინსწრებით იმოქმედონ და წინასწარ მოემზადონ. პირველი ნაბიჯია მათი დაწინაურება და აღზრდა, ვინც შედარებით მართალია და შეუძლია ჭეშმარიტებას ესწრაფვოდეს; ანუ, სათანადოდ მორწყვა და საზრდოობა იმათი, ვინც წამყვან როლს ასრულებს სხვადასხვა საქმეში, და მათი აღზრდა ეკლესიის ბურჯებად. მხოლოდ ამგვარად წარიმართება ეკლესიის სხვადასხვა საქმე შეუფერხებლად და შეუბრკოლებლად და სახარების საქმე განაგრძობს გავრცელებას. რაც არ უნდა იყოს, თუ რომელიმე საქმეს აკლია კარგი წინამძღოლი, მაშინ მისი განხორციელება ძალიან რთული ხდება. ღვთისადმი ანტიქრისტეების ურჩობისა და წინააღმდეგობის მთავარი გამოვლინებაა ღვთის რჩეული ხალხის შეცდომაში შეყვანა, რათა ისინი მათ გაჰყვნენ, რითაც ჩაშლიან და არევ-დარევას შეიტანენ ღვთის სახლის ყველა საქმეში. ეკლესიაში პირველი, რის გაკეთებასაც ანტიქრისტეები ისახავენ მიზნად, არის ის, რომ ზიანი მიაყენონ სამართლიანობის გრძნობის მქონე ადამიანებს და მათ, ვინც წამყვან როლს ასრულებს სხვადასხვა საქმეში. ისინი თავის მხარეზე იბირებენ მათ, ვისი შეცდომაში შეყვანაც და გაკონტროლებაც შეუძლიათ, ხოლო ვისი შეცდომაში შეყვანაც და გაკონტროლებაც არ შეუძლიათ, მათ ცილს სწამებენ, მახეს უგებენ, ამხობენ და საბოლოოდ, იცილებენ თავიდან. ეს ანტიქრისტეებს ეკლესიის კონტროლისკენ გზას უხსნის. ისინი ჯერ იმ რამდენიმე საკვანძო პიროვნებას ამხობენ, ვისაც ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა შეუძლია; დანარჩენთა უმეტესობა კი ისეთები არიან, რომლებიც საითაც ქარი უბერავს, იქით იხრებიან. ამის შემდეგ, მათთვის ბევრად უფრო ადვილი ხდება კონკრეტულად წინამძღოლებთან და მუშაკებთან გამკლავება. ჭეშმარიტებისკენ მსწრაფველთა თანამშრომლობისა და დახმარების გარეშე წინამძღოლები და მუშაკები, ფაქტობრივად, მარტოდმარტო იბრძვიან ყოველგვარი შემწეობის გარეშე. ნათელში ხარ, მაშინ როცა ანტიქრისტეები სიბნელეში იმალებიან, მზად არიან ნებისმიერ წამს ფარულად დაგესხან თავს, შარში გაგხვიონ, ცილი დაგწამონ და ისე დაგცენ ძირს, რომ წამოდგომა ვეღარ შეძლო. შემდეგ ანტიქრისტეები პოულობენ ადამიანებს, რომ წაქცეულს წიხლი დაგაყოლონ, რაც სრულიად გულგატეხილს და სასოწარკვეთილს გტოვებს. ამიტომ, ძალიან რთულია ანტიქრისტეების პრობლემის საფუძვლიანად მოგვარება, თუკი ისინი, ვინც ჭეშმარიტებას ესწრაფვის, ძალებს არ გააერთიანებენ მათ წინააღმდეგ. საეკლესიო ცხოვრებაში პირველი, რაც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა გააკეთონ, არის ეკლესიის ნორმალური წესრიგის შენარჩუნება. ამ ბოროტი ადამიანების არსებობის პირობებში, რომლებიც ანტიქრისტეთა გზაზე დადიან, საეკლესიო ცხოვრებიდან არანაირი კარგი შედეგი არ გამოვა, ის ადვილად ვერ დადგება სწორ გზაზე და ადამიანთა უმეტესობა ხშირად შეწუხებული და გავლენის ქვეშ მოქცეული იქნება. ამიტომ, ბოროტი ადამიანების, ანტიქრისტეების და იმათი აღმოჩენა, გაგება, ჩაწვდომა და ზუსტი იდენტიფიცირება, ვინც ანტიქრისტეთა გზაზე დადის, არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ საეკლესიო ცხოვრებასთან მიმართებაში. მხოლოდ ამ ადამიანების შეზღუდვით ან მოცილებით შეიძლება საეკლესიო ცხოვრების ნორმალური წესრიგის შენარჩუნება. თუ ისინი არ შეიზღუდებიან და მიეცემათ უფლება იმოქმედონ თვითნებური აღვირახსნილობით და გამოიწვიონ არეულობა, ეკლესიის სხვადასხვა საქმე გაჩერდება. ვინაიდან ადამიანთა უმეტესობას აკლია გამჭრიახობა მათ მიმართ და არ შეუძლიათ დაინახონ მათი არსი და უფრო მეტიც, შეწუხებულნი და შეცდომაში შეყვანილნი არიან მათი სხვადასხვა მცდარი ფიქრებითა და შეხედულებებით, ღვთის რჩეული ხალხისთვის რთულია სწორ გზაზე დადგომა და საეკლესიო ცხოვრებაში ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა. თუკი ამ პერიოდში საეკლესიო ცხოვრება ძალიან ნორმალურია, ღვთის რჩეული ხალხი მიღწევებსა და პროგრესს აღწევს ღვთის სიტყვის ჭამასა და სმაში და ჭეშმარიტების თანაზიარებაში და ბოლოს და ბოლოს, აღწევენ სიცოცხლეში გარკვეულ შესვლასა და ცოტაოდენ ჭეშმარიტება-რეალობას, მაგრამ შემდეგ ანტიქრისტეების მიერ სიტყვებისა და მოძღვრებების წარმოთქმით შეცდომაში შედიან და ბრკოლდებიან. მაშინ ისინი არა მხოლოდ კარგავენ იმ მცირეოდენ წმინდა აღქმასა და ნამდვილ გაგებას, რომელიც ახლახან შეიძინეს, არამედ ითვისებენ უამრავ მოჩვენებით ერესსა და მცდარ შეხედულებას — ისინი სწრაფად ისევ იბნევიან, როგორც მენიჩბეები, რომლებსაც დინება უკან მიაქანებს, როგორც კი ნიჩბების მოსმას წყვეტენ, რაც ძალიან პრობლემატურია. ადამიანებისთვის ადვილი არ არის სიცოცხლეში ზრდის მიღწევა. შეიძლება წლები დასჭირდეს ოდნავი პროგრესის დანახვას, რაც უკიდურესად ნელია. ადამიანებისთვის რთულია იმ მცირეოდენი სულიერი სიმწიფის მოპოვებაც კი, რაც გააჩნიათ. ეს ადვილად არ მიიღწევა. ანტიქრისტეების მიერ შეცდომაში შეყვანისა და არეულობის შეტანის გამო, იკარგება ის მცირეოდენი წმინდა გაგება, რაც ადამიანებს გააჩნიათ. რაც კიდევ უფრო სერიოზულია, სატანისა და ანტიქრისტეების მიერ შეტანილი არეულობის შემდეგ, ადამიანები ივსებიან სატანის უამრავი ფილოსოფიით, სატანის მზაკვრობებითა და ხრიკებით და სატანის მიერ მათში ჩანერგილი საწამლავით. ეს ყველაფერი არა მხოლოდ ხელს უშლის ადამიანებს, შეიცნონ ღმერთი და დაემორჩილონ მას, არამედ, პირიქით, იწვევს მათში ღვთის მიმართ წარმოდგენებისა და გაუგებრობების ჩამოყალიბებასა და მისგან დაშორებას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადამიანთა გახრწნილ ხასიათს და კიდევ უფრო უწყობს ხელს ღვთის მიმართ მათ ღალატს. ამის შედეგები ძალიან სერიოზულია. მითხარით, ასეთი სერიოზული შედეგების წინაშე აუცილებელია თუ არა იმათი შეჩერება და შეზღუდვა, ვინც სიტყვებითა და მოძღვრებებით შეცდომაში შეჰყავს ხალხი? განა ეს არ არის მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც ეკლესიის წინამძღოლებმა უნდა შეასრულონ? (დიახ.) ამიტომ, ბოროტი ადამიანებისა და ურწმუნოების შეზღუდვა ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა. ზოგიერთი ამბობს: „მე არ მაქვს გარჩევის უნარი. არ ვიცი, როგორ გავაკეთო ეს.“ სინამდვილეში, თუკი ნება გაგაჩნია, გულდასმით დააკვირდები და მუდმივად გამოიკვლევ ადამიანების განზრახვებსა და მოტივებს, თანდათანობით განგივითარდება გარჩევის უნარი. ამ ურწმუნოებსა და ბოროტ ადამიანებს, როგორც კი თავს ავლენენ, აქვთ საკუთარი განზრახვები და მოტივები, რომლებიც მიმართულია იქითკენ, რომ ხალხმა პატივი სცეს და გააღმერთოს ისინი და რომ ხალხმა მათ სიტყვებს მოუსმინოს. თუ შეგიძლია შეიცნო მათი განზრახვები და მოტივები, ეს უკვე ნიშნავს გარკვეული გარჩევის უნარის ქონას. თუ დარწმუნებული არ ხარ, შეგიძლია ამ საკითხზე იმათთან ითანაზიარო, ვისაც შედარებით უკეთ ესმის ჭეშმარიტება. თანაზიარების დროს ერთი მხრივ, შეგიძლია გადაწყვეტილება მიიღო ყველას მიერ გაგებული ჭეშმარიტებისა და მოპოვებული სხვადასხვა ფაქტობრივი მტკიცებულების საფუძველზე. მეორე მხრივ, შეგიძლია ღვთის მიერ ნათელის მოფენისა და ხელმძღვანელობისა და თანაზიარებისას ღვთის მიერ ბოძებული სინათლის მეშვეობით მიიღო დადასტურება ამ საკითხზე, რათა დარწმუნდე, ნამდვილად არის თუ არა მოცემული პიროვნება ანტიქრისტე და ნამდვილად არის თუ არა ის პიროვნება, რომელიც უნდა შეიზღუდოს. თანაზიარების მეშვეობით თუ ყველა მიიღებს დასტურს და ერთხმად შეთანხმდება, რომ ეს ადამიანი ნამდვილად ანტიქრისტეა, რომელიც უნდა შეიზღუდოს, მას შემდეგ, რაც ძმებთან და დებთან კონსენსუსი მიიღწევა და ყველა საერთო შეხედულებამდე მივა, წინამძღოლებისა და მუშაკების შემდეგი ნაბიჯია ჭეშმარიტება-პრინციპების თანახმად ამ ადამიანთან სწრაფად გამკლავება და მისი მოცილება. ეს არის პრინციპი. როგორც კი ადამიანები გაიგებენ ამ პრინციპს, მათ რეალური საქმე უნდა აკეთონ, რაც ნიშნავს საკუთარი მოვალეობის შესრულებასა და ერთგულებას. პრინციპების გაგება არ არის საჭირო ქადაგებისთვის ან უბრალოდ გონების ასავსებად, არამედ იმისათვის, რომ ისინი საკუთარი მოვალეობის რეალურ საქმეში გამოიყენო. რეალურ საქმეში პრინციპების გაგება საშუალებას გაძლევს, უკეთ და უფრო საფუძვლიანად შეასრულო საკუთარი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები. ამრიგად, ესეც წინამძღოლებისა და მუშაკების საქმის ნაწილია. საეკლესიო ცხოვრების ნორმალური წესრიგის შესანარჩუნებლად და ძმებისა და დებისთვის იმის საშუალების მისაცემად, რომ ნორმალურად იცხოვრონ საეკლესიო ცხოვრებით და შევიდნენ ღვთის მიერ მოთხოვნილ ყველა ჭეშმარიტებაში, როდესაც ჩნდებიან ანტიქრისტეები, რომლებიც სიტყვებსა და მოძღვრებებს წარმოთქვამენ, წინამძღოლები და მუშაკები პირველები უნდა გამოვიდნენ წინ მათ შესაჩერებლად და შესაზღუდად. იმ ანტიქრისტეების შემთხვევაში, რომლებიც სიტყვებსა და მოძღვრებებს წარმოთქვამენ, საქმე არ ეხება მათ შეზღუდვას მხოლოდ იმიტომ, რომ მათ რამდენიმე არასწორი რამ თქვეს. თუკი ხანგრძლივი დაკვირვება ან უმრავლესობის გამოხმაურება და მათი კონკრეტული გამოვლინებები საკმარისია იმის დასადგენად, რომ ისინი ნამდვილად ანტიქრისტეს ტიპს მიეკუთვნებიან, მაშინ წინამძღოლები და მუშაკები წინ უნდა გამოვიდნენ მათ შესაჩერებლად და შესაზღუდად და არ უნდა მისცენ მათ უკონტროლოდ მოქმედების გაგრძელების უფლება. მათთვის ნების მიშვება უდრის ეკლესიაში ეშმაკების, სატანების, არაწმიდა სულებისა და ბოროტი სულების თარეშის უფლების მიცემას, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი წინამძღოლები და მუშაკები უგულებელყოფენ თავიანთ პასუხისმგებლობებს და ფაქტობრივად, სატანისთვის შრომობენ. საეკლესიო ცხოვრებაში ჩაშლისა და არეულობის გამოწვევის მეორე ტიპის საკითხზე თანაზიარება ამით დასრულებულია.
III. საოჯახო საქმეებზე ლაყბობა, პირადი კავშირების დამყარება და პირადი საქმეების მოგვარება
შემდეგ, მოდით, ვიქონიოთ თანაზიარება მესამე საკითხზე: საოჯახო საქმეებზე ლაყბობა, პირადი კავშირების დამყარება და პირადი საქმეების მოგვარება. მესამე საკითხში შემავალი ეს პრობლემები, რომლებსაც ჩვენს თანაზიარებაში განვიხილავთ, ცხადია, არ უნდა იჩენდეს თავს საეკლესიო ცხოვრებაში. საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრებისას ადამიანები იკრიბებიან, რათა ჭამონ და სვან ღვთის სიტყვები, გააზიარონ ღვთის სიტყვები, იქონიონ თანაზიარება ჭეშმარიტებასა და თავიანთი პირადი გამოცდილებით დამოწმებებზე და ამავდროულად ეძიონ ღვთის განზრახვანი და ჭეშმარიტების გაგება. მაშ, უნდა შეჩერდეს და შეიზღუდოს თუ არა ეკლესიურ ცხოვრებაში ისეთი პრობლემები, როგორებიცაა საოჯახო საქმეებზე ლაყბობა, პირადი კავშირების დამყარება და პირადი საქმეების მოგვარება? (დიახ.) ზოგიერთი ამბობს: „განა არ შეიძლება ერთმანეთს მივესალმოთ? თუ ორი ადამიანს შედარებით ახლო ურთიერთობა აქვს და იცნობენ ერთმანეთს, საეკლესიო ცხოვრებისას იკრიბებიან და საუბრობენ, ეს საოჯახო საქმეებზე ლაყბობაა? ესეც უნდა შეიზღუდოს?“ მესამე საკითხი ამგვარ პრობლემებს ეხება? (არა.) ცხადია, არა. თუკი მარტივი, ზრდილობიანი მისალმებაც კი უნდა შეიზღუდოს, მაშინ მომავალში შეხვედრისას ადამიანებს საუბრის შეეშინდებათ. მესამე საკითხი — საოჯახო საქმეებზე ლაყბობა, პირადი კავშირების დამყარება და პირადი საქმეების მოგვარება — შესაძლოა მხოლოდ ამ სამი ტერმინისგან შედგებოდეს, მაგრამ ის პრობლემები, რომლებსაც ეს ტერმინები წარმოადგენს, არ არის მარტივი, ზრდილობიანი მისალმება ან საუბარი. ეს არის ბოროტი ქმედებები, რომლებსაც შეუძლია ჩაშალოს, არევ-დარევა შეიტანოს და დააზიანოს საეკლესიო ცხოვრება. ვინაიდან ისინი წარმოადგენს ჩაშლასა და არეულობას, მათ შესახებ თანაზიარება აუცილებელია. რაზე უნდა ვიქონიოთ თანაზიარება? იმაზე, თუ კონკრეტულად რომელი პრობლემები, ადამიანების მიერ წარმოთქმულ რომელი სიტყვები, მათ მიერ ჩადენილ რომელი ქმედებები და ადამიანთა რომელი საუბარი, ქცევა და მანერები შეიძლება იყოს ეკლესიის საქმის ჩაშლისა და არევ-დარევის გამომწვევი. მოდით, განვიხილოთ რამდენიმე კონკრეტული მაგალითი, რათა დავინახოთ, არის თუ არა ეს პრობლემები სერიოზული, წარმოადგენს თუ არა ისინი ჩაშლასა და არეულობას და უნდა შეჩერდეს და შეიზღუდოს თუ არა ისინი.
საეკლესიო ცხოვრებაში ზოგიერთი ადამიანი ხშირად საუბრობს წვრილმან საოჯახო საქმეებზე და საკუთარ წარმოდგენებსა და იდეებზე, თითქოს ისინი განხილვის მთავარი თემები იყოს. ის ამბობს: „საზოგადოება ახლა ისეთი ბნელია, ისეთი დამღლელია არამორწმუნეებთან ურთიერთობა და მათ შორის ცხოვრება. არამორწმუნეებს ყველაფერი შეუძლიათ. ეს მართლაც აუტანელია!” მაშინ ზოგიერთი და და ძმა ამბობს: „ჩვენ ღმერთი გვწამს; რა ვითარების წინაშეც არ უნდა აღმოვჩნდეთ, უნდა შეგვეძლოს გამჭრიახობის გამოჩენა და ჭეშმარიტებისა და პრაქტიკის გზების ძიება. თუ ასე იცხოვრებ, თავს გამოფიტულად არ იგრძნობ.” თუმცა ის ამბობს: „ღვთის სიტყვა ჭეშმარიტებაა, მაგრამ ის პანაცეა არ არის. ვღელავდი, რომ ჩემს ქმარს რომანი ჰქონდა და ეს სიმართლე აღმოჩნდა. მან ჩემზე ახალგაზრდა და ლამაზი ვიღაც იპოვა. როგორ უნდა ვიცხოვრო?” ამგვარი ლაყბობისას ის მწარედ იწყებს ტირილს. მისი ამგვარი საუბარი სხვებსაც აღუძრავს სევდას. ზოგიერთი, ვინც მის გასაჭირს იზიარებს, მაშინვე უგებს მას და იქვე იწყებს საუბარს. ორსაათიანი შეკრების განმავლობაში, ის დაწვრილებით განიხილავს, თუ როგორ ეჩხუბა ქმარს მისი ღალატის შემდეგ, როგორ ცდილობდა მოეფიქრებინა, თუ როგორ გადაეფორმებინა მათი საერთო ქონება, როგორ გაიარა კონსულტაცია ადვოკატთან, რათა განქორწინების შემდეგ ზარალი აეცილებინა თავიდან და ასე შემდეგ. არის ეს ისეთი თემა, რომელიც ეკლესიურ ცხოვრებაში უნდა განიხილებოდეს? (არა.) თუ შენი საოჯახო საქმეები არ არის მოგვარებული და შეკრებებზე დასწრებისას გონება გაფანტული გაქვს, აჯობებს, არ მოხვიდე. ეკლესია არ არის პირადი წყენის გადმოსანთხევი და საოჯახო საქმეებზე სალაყბო ადგილი. თუ სახლში სირთულეების წინაშე დგახარ და არ გსურს, რომ ამ პრობლემებში გაიხლართო და მათით შეიბოჭო ან შეიზღუდო და გსურს ეძიო ჭეშმარიტება, რათა გაიგო ღვთის განზრახვა და ყოველივე ამისგან გათავისუფლდე, მაშინ შეგიძლია შეკრებისას მოკლედ იქონიო თანაზიარება შენს პრობლემებზე, რათა დებმა და ძმებმა შეძლონ ჭეშმარიტების თანაზიარება შენს დასახმარებლად. ეს დაგეხმარება ღვთის განზრახვის გაგებასა და გაძლიერებაში, რათა არ იყო შებოჭილი ამ პრობლემებით, დაძლიო უკუაგდო ნეგატიურობა და სისუსტე და აირჩიო ის გზა, რომელიც სწორია და ყველაზე მეტად შეგეფერება. სწორედ ამაზე უნდა იქონიო თანაზიარება. თუმცა, თუ სახლიდან ეს გამაღიზიანებელი წვრილმანები ეკლესიურ ცხოვრებაში შემოგაქვს, რათა გადმოანთხიო და მათზე იქადაგო და ადამიანთა უმეტესობა უხერხულობის გამო არ გაჩერებს ან არ გაწყვეტინებს, არამედ უბრალოდ იკრებს მოთმინებას და თავს ძალას ატანს, რომ მოუსმინოს შენს საუბარს ამ გამაღიზიანებელ წვრილმანებზე, არის ეს მართებული? არის ეს სიყვარულის გამოვლენა? არის ეს შემწყნარებლობა და მომთმენობა? შენმა ამგვარმა ქცევამ უკვე გამოიწვია არევ-დარევა ეკლესიურ ცხოვრებაში. ვინ ზარალდება ამით? ღვთის რჩეული ხალხი. განსაკუთრებით კონტინენტური ჩინეთის გარემოში, სადაც შეკრება ადვილი არ არის და მორწმუნეებს ყველგან დამალვა უწევთ და ყველაფრის წინასწარ დაგეგმვაც კი სჭირდებათ, თუ ვინმე შეკრების ადგილას გადმოანთხევს ყველა ამ გამაღიზიანებელ საოჯახო საქმეს, რათა ყველამ მოისმინოს და კომენტარი გააკეთოს, არის ეს მართებული? ადამიანთა უმეტესობა შეკრებაზე მოდის, რათა გაიგოს ჭეშმარიტება და ღვთის განზრახვები და არა იმისთვის, რომ მოისმინოს ეს გამაღიზიანებელი წვრილმანები და შენი ლაყბობა საოჯახო საქმეებზე. ზოგიერთი ამბობს: „მე სხვა არავინ მყავს ახლობელი და რა არის ცუდი იმაში, რომ ამაზე დებსა და ძმებს ვესაუბრო?“ შეგიძლია ისაუბრო ამაზე, მაგრამ დროის შერჩევა მნიშვნელოვანია. შეკრების დროის მიღმა, სანამ მეორე მხარე მზადაა მოგისმინოს, შეგიძლია ისაუბრო ამაზე. ეს შენი თავისუფლებაა და ღვთის სახლი არ შეგზღუდავს. თუმცა, ადგილი და დრო, რომელსაც ახლა ირჩევ ასეთ საკითხებზე სასაუბროდ, არ არის სწორი. ეს ხდება ეკლესიურ ცხოვრებაში, შეკრების დროს და შენი დაუსრულებელი ლაყბობა საოჯახო საქმეებზე მუდმივად აწუხებს დებსა და ძმებს და უნდა შეიზღუდოს. განა ეს წესი არ არის? ეს ნამდვილად წესია. წესების არცოდნა მიუღებელია, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს უგუნური ქმედება და სხვების შეწუხება. ქცევა, საუბარი და მანერები, რომლებიც იწვევს არევ-დარევას, უნდა შეიზღუდოს. ეს არის წინამძღოლებისა და მუშაკების ისევე, როგორც ყველა დისა და ძმის ვალდებულება. ზოგიერთ ადამიანს, როგორც წესი, ცოტა რამ აქვს გასაზიარებელი შეკრებებზე, მაგრამ როდესაც მათ საოჯახო ცხოვრებაში პრობლემები იჩენს თავს, ისინი ამ გამაღიზიანებელ წვრილმანებს სხვებს ახვევენ თავს მოსასმენად. განა სხვები ვალდებულნი არიან, რომ გისმინონ? განა ისინი ვალდებულნი არიან შენს ნაცვლად განსაჯონ, რა არის სწორი და რა — არასწორი? მათ არ აქვთ ასეთი ვალდებულებები. ეს შენი პირადი საქმეებია და თავად უნდა მოაგვარო ისინი. არ უნდა ისაუბრო შენს პირად საქმეებზე შეკრების დროს. ეს ეწინააღმდეგება წესებს და უგუნურებაა და ამგვარი ქცევა უნდა შეიზღუდოს.
ზოგიერთი ადამიანის შვილი უნივერსიტეტში მიდის და ისინი იწყებენ ნერვიულობას თავიანთი შვილების მომავალზე, მათთვის კავშირების ძიებას და მუდმივად ფიქრობენ: „ჩვენს ოჯახში არ არიან სახელმწიფო მოხელეები. რა სამსახურს იშოვის ჩემი ვაჟი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ? რა იქნება მისი მომავალი? შეძლებს ჩემს რჩენას სიბერეში? გზა უნდა გამოვძებნო, რომ დარწმუნებული ვიყო, მას კარგი სამსახური ექნება დიპლომის აღების შემდეგ შეკრებაზე დასწრებისას ისინი ამბობენ: „ჩემი ვაჟი ძალიან მორჩილია. ის არა მხოლოდ მხარს უჭერს ჩემს რწმენას, არამედ თავადაც სურს იწამოს ღმერთი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. თუმცა, ერთი რამ ცხადია, თუნდაც ღმერთი გვწამდეს, თავი ხომ უნდა გავიტანოთ, არა? არ ვიცი, რა სამსახურს იშოვის დამთავრების შემდეგ. რომელი სამსახურებია ახლა მაღალანაზღაურებადი? დაო [სახელი], გავიგე, რომ ქმარი მენეჯერი გყავს. შეუძლია რამით დაგვეხმაროს? ჩემი ვაჟი განათლებულია, მსოფლიო აქვს ნანახი, ჩემზე უკეთესი სულიერი მონაცემები აქვს და კომპიუტერებშიც ერკვევა. მომავალში შეძლებს ღვთის სახლში მოვალეობის შესრულებას, მაგრამ ახლა პირველ რიგში, სამსახურის პოვნის საკითხი უნდა მოგვარდეს, გაუჭირდება, თუ სამსახურს ვერ იშოვის.“ ყოველ ჯერზე, როცა შეკრებაზე მოდიან, ამ საკითხებს წამოჭრიან და საუბარი დაუსრულებლად გრძელდება. ისინი აკვირდებიან, ვინ შეიძლება თანაუგრძნოს მათ და შემდეგ ცდილობენ ამ ადამიანებთან პირადი კავშირების დამყარებას. შეკრების დროს ცდილობენ მათთან დაახლოებას, მათ გემოვნებაზე მორგებას და საჩუქრებსაც კი ჩუქნიან, ხან გემრიელი საჭმელი მოაქვთ, ხან კი პატარა ნივთებს ყიდულობენ მათთვის. განა ეს პირადი კავშირების დამყარება და ნიადაგის მომზადება არ არის? რა არის ნიადაგის მომზადების მიზანი? სხვების გამოყენება საკუთარი პირადი საქმეების მოსაგვარებლად და საკუთარი მიზნების მისაღწევად. შეკრებების დროს მათ არ სურთ მოუსმინონ დებსა და ძმებს, რომლებიც თავიანთი გამოცდილებით დამოწმებებს აზიარებენ, უგულებელყოფენ ნებისმიერ საქმეს, რომელსაც ღვთის სახლი ავალებს მათ და არ სურთ მოუსმინონ დებსა და ძმებს, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ და რჩევა მისცენ მათ თავიანთი მდგომარეობის შესახებ. ისინი განსაკუთრებული ენთუზიაზმით მხოლოდ თავიანთი ვაჟის სამსახურის პოვნაზე საუბრობენ და ამაზე დაუსრულებლად ლაყბობენ. ამაზე არა მხოლოდ ყველასთან საუბრობენ, ვისაც კი ხედავენ, არამედ შეკრების დროსაც. მოკლედ, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ამ საკითხს და დიდ ძალისხმევას დებენ მასში. ყოველ შეკრებაზე მათ აუცილებლად უნდა წაართვან დებსა და ძმებს გარკვეული დრო ამ საკითხზე სასაუბროდ. საკუთარ გამოცდილებაზე თანაზიარების დროსაც კი არ ავიწყდებათ ამის ხსენება და საუბრობენ მანამ, სანამ ყველას მოთმინება არ ამოეწურება და არ შეზიზღდება ეს, თუმცა ადამიანთა უმეტესობას უხერხულობის გამო მათი შეჩერება ერიდება. ამ დროს წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულება და შეზღუდონ ისინი სიტყვებით: „ყველამ იცის შენი მდგომარეობა. თუ რომელიმე და ან ძმა მზადაა დაგეხმაროთ, ეს თქვენი პირადი ურთიერთობაა. თუ სხვებს არ სურთ დახმარება, არ უნდა დააძალო. შენი შვილისთვის სამსახურის პოვნაში დახმარება არ არის დებისა და ძმების ვალდებულება ან პასუხისმგებლობა. ეს შენი პირადი საქმეა და არ უნდა ართმევდეს დებსა და ძმებს ღვთის სიტყვების ჭამა-სმისა და ჭეშმარიტების თანაზიარების ძვირფას დროს. საკუთარ პირად საქმეებზე თანაზიარებით ნუ შეუშლი ხელს სხვებს ღვთის სიტყვების ჭამასა და სმაში. შეკრების შემდეგ შეგიძლია ესაუბრო ვისაც გინდა, სთხოვო დახმარება ვისაც გინდა, მაგრამ ნუ გამოიყენებ შეკრების დროს ამაზე სასაუბროდ. პირადი საქმეების მოსაგვარებლად შეკრების დროის გამოყენება გონიერებას მოკლებული და სამარცხვინოა. ეს ეკლესიურ ცხოვრებაში არევ-დარევის შეტანის გამოვლინებაა. ეს საკითხი აქ უნდა დასრულდეს.“ სწორედ ასე უნდა მოიქცნენ წინამძღოლები და მუშაკები.
შეკრებების დროს ზოგიერთი ხანდაზმული ქალბატონი ამჩნევს, რომ მასპინძელ ოჯახებში მყოფი ახალგაზრდა დები ლამაზები და პატიოსნები არიან, გულწრფელად სწამთ ღმერთი და ისწრაფვიან ჭეშმარიტებისკენ. ამიტომ ისინი მოსწონთ და სურთ, რომ ეს ახალგაზრდა დები მათი რძლები გახდნენ. ისინი არა მხოლოდ მუდმივად წამოჭრიან ამ საკითხს შეკრებების დროს, არამედ ყოველ ჯერზე, როცა შეკრებაზე მოდიან, მცირე საჩუქრებითა და განსაკუთრებული მზრუნველობით ანებივრებენ ახალგაზრდა დებს. მაშინაც კი, როცა ახალგაზრდა დები უარს ეუბნებიან, ისინი ჟიუტად არ ეშვებიან და მოსვენებას არ აძლევენ მათ. როგორი ადამიანები არიან ისინი? განა მდაბალი ზნეობისანი არ არიან? ვინაიდან ისინი რწმენაში მყოფი დები არიან, უმეტესობას მხოლოდ ღვთის განზრახვებისა და მისი სიტყვების თანაზიარება შეუძლია ამ პრობლემების მოსაგვარებლად. თუმცა, ზოგიერთ ადამიანს აკლია სინდისი, გონიერება და თვითშეგნება, აქვთ უზომოდ დიდი პირადი სურვილები და სურთ თავიანთი ეგოისტური სურვილების ახდენა ყოველგვარი სირცხვილის გრძნობის გარეშე. ამგვარად, ზოგიერთი ადამიანი მსხვერპლი ხდება და შეკრების დროს თავს უხერხულად გრძნობს. განა ეს სხვებისთვის არევ-დარევის შეტანა არ არის? რა უნდა გაკეთდეს ასეთ სიტუაციებში? ეკლესიის წინამძღოლები უნდა ჩაერიონ, რათა შეზღუდონ და აღმოფხვრან მსგავსი მოვლენები საეკლესიო ცხოვრებაში და დებსა და ძმებს შორის ურთიერთობისას. გარდა ამისა, ზოგიერთ ადამიანს შეკრებაზე ყოველგვარი განწყობა მოაქვს — მათი ვაჟი უმადურია, რძალს ყოველთვის მიაქვს ნივთები თავისი მშობლების სახლში, კონფლიქტები დედამთილსა და რძალს შორის... ისინი ყოველ შეკრებაზე საუბრობენ ამ გამაღიზიანებელ წვრილმანებზე და თავიანთ საჩივრებს ასე იწყებენ: „ყველაფერი, რასაც ღმერთი ამბობს, ჭეშმარიტებაა. კაცობრიობა ახლა ისეთი გახრწნილია! შეხედეთ ჩემს ვაჟსა და რძალს, არც სინდისი აქვთ და არც გონიერება — სწორედ ეს არის ადამიანობის ნაკლებობა, რაზეც ღმერთი საუბრობს, ისინი ცხოველებზე უარესებიც კი არიან. კრავსაც კი ესმის, რომ დედასთან დაჩოქილმა უნდა წოვოს ძუძუ, ჩემს ვაჟს კი დედა ავიწყდება, როგორც კი ცოლს ირთავს!” ყოველ ჯერზე, როცა შეკრებებს ესწრებიან, ამგვარ უკმაყოფილებას გამოხატავენ. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც შეკრებებზე დასწრებისას თავიანთი კომპანიის ამბებზე საუბრობენ — ვის აქვს მაღალი შედეგები სამსახურში და ვინ იღებს მეტ პრემიას; ვინ დაწინაურდება მომავალ თვეში მაშინ, როცა იმედი არ აქვთ; ვინ იცვამს ყველაზე კარგად და ვინ ყიდულობს ყველაზე მეტ ბრენდულ ნივთს; ვინ გაჰყვა ცოლად მდიდარ კაცს... მათ, ვისაც ღმერთი უფრო დიდი ხანია სწამთ და გარკვეული საფუძველი აქვთ, არ სურთ ასეთი საუბრის მოსმენა და ეს მათ ზარავს. თუმცა, ზოგიერთი ახალმორწმუნე, რომელთაც ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული რწმენის საფუძველი ან არ გასჩენიათ ინტერესი ღვთის სიტყვების მიმართ, ასეთ თემებს მასტიმულირებლად მიიჩნევს და ჰგონია, რომ იპოვა ადგილი სასაუბროდ და პირადი კავშირების დასამყარებლად. შეკრებების დროს ისინი ერთმანეთს ესაუბრებიან და თანდათანობით, ეს ორი ადამიანი ერთმანეთს უგებს, ამყარებს კავშირს და ამგვარად აყალიბებენ პირად ურთიერთობას. შეკრების ადგილი იქცა გარიგებების ადგილად, სადაც ადამიანები ერთვებიან ფუჭ ლაყბობაში, ამყარებენ პირად კავშირებს, დებენ საქმიან გარიგებებს და ერთვებიან კომერციულ ოპერაციებში. ეს ის მოვლენებია, რომლებიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა დროულად უნდა ამოიცნონ და აღკვეთონ.
ზოგიერთი ადამიანი შეკრებებს ესწრება იმ მიზნით, რომ თავისთვის კარგი სამსახური იპოვოს, ზოგი — ქმარს დაწინაურებაში დაეხმაროს, ზოგი — შვილებისთვის კარგი სამსახური იშოვოს, ზოგი კი — ფასდაკლებული საქონელი იყიდოს. სხვები მოდიან, რათა ოჯახის ავადმყოფი წევრისთვის კარგი მთავარი ექიმი იპოვონ ისე, რომ ამდენი საჩუქრის გაცემამ არ მოუწიოთ. მოკლედ, ეს ურწმუნონი, რომლებიც არ ისწრაფვიან ჭეშმარიტებისკენ და ფარული მოტივები აქვთ, საეკლესიო შეკრებების დროს მიიჩნევენ საუკეთესო დროდ პირადი კავშირების დასამყარებლად და პირადი საქმეების მოსაგვარებლად. ხშირად ღვთის სიტყვების თანაზიარების ან ამ ბოროტი სამყაროსა და ამ გახრწნილი კაცობრიობის არსის შეცნობის საბაბით ისინი წამოჭრიან საკუთარ პრობლემებსა და იმ საკითხებს, რომელთა განხილვაც სურთ და საბოლოოდ, ნაბიჯ-ნაბიჯ ამჟღავნებენ თავიანთ ფარულ ეგოისტურ მოტივებსა და იმ პირად საზრუნავს, რომლის მოგვარებასაც ისახავენ მიზნად. ისინი ამჟღავნებენ საკუთარ განზრახვებს და სხვები შეცდომაში შეჰყავთ, თითქოს სირთულეების წინაშე დგანან, რითაც მიანიშნებენ, რომ ყველამ უნდა გამოავლინოს სიყვარული და დაეხმაროს მათ უპირობოდ და სანაცვლოდ რაიმეს მოლოდინის გარეშე. ისინი ღვთისადმი რწმენის სახელით მოქმედებენ, რათა სხვადასხვა ხარვეზი გამოიყენონ და შეკრების ადგილებში ეძებენ მეგობრებს, რომელთა შეძენაც სურთ და მათ, ვისაც მათი საქმეების მოგვარება შეუძლიათ. ზოგიერთი, ვისაც მანქანის შეღავათიან ფასად ყიდვა სურს, დებსა და ძმებს შორის ეძებს ვინმეს, ვინც ავტოსალონში მუშაობს ან კავშირი აქვს ავტოსალონის მფლობელთან. როგორც კი მიზანში ამოიღებენ, მოქმედებაზე გადადიან, უახლოვდებიან მათ და კავშირებს ამყარებენ. თუ ამ ადამიანს ღვთის სიტყვების კითხვა უყვარს, ისინი ხშირად სტუმრობენ მის სახლს, რათა ერთად წაიკითხონ ღვთის სიტყვები, ხოლო შეკრებებზე მათ გვერდით სხდებიან და საკონტაქტო ინფორმაციას ცვლიან. შემდეგ იწყებენ შეტევას და მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, არ დანებდნენ მიზნის მიღწევამდე. ყოველივე ეს არის პრობლემები, რომლებიც ხშირად იჩენს თავს ეკლესიაში და ადამიანთა შორის. თუ ეს პრობლემები თავს იჩენს შეკრების ადგილებსა და შეკრების დროს, ისინი ფაქტობრივად გამოიწვევს საეკლესიო ცხოვრების ჩაშლასა და არევ-დარევას, რაც გავლენას მოახდენს ეკლესიურ ცხოვრებაზე. თუ ეკლესიაში დიდი ხნის განმავლობაში არ არის საეკლესიო ცხოვრება, მაშინ ეს ეკლესია იქცევა სოციალურ ჯგუფად, გარიგებების საწარმოებელ ადგილად, პირადი კავშირების დასამყარებელ, ჩაწყობით კეთილგანწყობის საძიებელ და პირადი საქმეების მოსაგვარებელ ადგილად. ამ ადგილის ბუნება იცვლება, მაშ, რა არის ამის შედეგი? სულ მცირე, ეს იწვევს საეკლესიო ცხოვრების დაკარგვას, რაც ნიშნავს დებთან და ძმებთან ერთად ღვთის სიტყვების ლოცვით კითხვისა და ჭეშმარიტების გაგებისთვის განკუთვნილი ძვირფასი დროის დაკარგვას. გარდა ამისა, და რაც მთავარია, ეს იწვევს სულიწმიდის მოქმედებისა და ადამიანებისთვის ჭეშმარიტების გასაგებად ნათლის მოფენის ძვირფასი შესაძლებლობის დაკარგვას. ყოველივე ეს ხელს უშლის ადამიანების სიცოცხლეში შესვლას. ამიტომ, ღვთის რჩეული ხალხის კეთილდღეობისა და სიცოცხლეში შესვლისთვის და თითოეულის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის ასაღებად, აუცილებელია ასეთი ადამიანების შეჩერება და შეზღუდვა. ეს არის საქმე, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ. რა თქმა უნდა, თუ რიგით დებსა და ძმებს შეუძლიათ ამოიცნონ ეს ადამიანები და მათი ქმედებები, ისინიც უნდა აღდგნენ, რათა უარი თქვან და „არა“ უთხრან მათ. განსაკუთრებით საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრებისას, რაც ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დროა, თუ ვინმე შეკრებების დროს იყენებს ამ საკითხებზე სასაუბროდ და მათ მოსაგვარებლად, დებსა და ძმებს აქვთ უფლება, უგულებელყონ ისინი და მით უმეტეს, შეაჩერონ და უარი თქვან მსგავს რამეებზე. არის თუ არა ასე მოქცევა სწორი? (დიახ.) ზოგიერთი ფიქრობს, რომ ღვთის სახლის მხრიდან ასე მოქცევა ადამიანური სითბოს ნაკლებობაზე მიუთითებს. არის თუ არა ადამიანური სითბო ნორმალური ადამიანობა? შეესაბამება თუ არა ადამიანური სითბო ჭეშმარიტებას? თუ გაქვს ადამიანური სითბო და იყენებ შეკრების დროს შენი პირადი საქმეებისთვის, და ადამიანთა უმეტესობასაც კი აიძულებ, რომ გამოგყვეს და მხარი დაგიჭიროს, რითაც აღწევ შენს მიზანს პირადი საქმეების მოსაგვარებლად და არევ-დარევა შეგაქვს ღვთის რჩეული ხალხის მიერ ღვთის სიტყვების კითხვისა და ჭეშმარიტების თანაზიარების ნორმალურ წესრიგში და აკარგვინებ მათ ამ ძვირფას დროს, არის ეს მათ მიმართ სამართლიანი? შეესაბამება თუ არა ეს ადამიანური სითბოს ქონას? ეს არის ყველაზე არაადამიანური და უზნეო მიდგომა და ადამიანები უნდა აღდგნენ და დაგმონ იგი. თუ წინამძღოლები და მუშაკები უნებისყოფონი და უსარგებლონი არიან და არ შეუძლიათ დროულად შეაჩერონ და შეზღუდონ მსგავსი ქცევები და არ ასრულებენ რეალურ საქმეს, მაშინ სამართლიანობის გრძნობის მქონე დანი და ძმანი უნდა გაერთიანდნენ, რათა თავიდან აიცილონ მსგავსი ქცევისა და ამ ატმოსფეროს ეკლესიაში გავრცელება. თუ არ გსურს დაკარგო ძვირფასი დრო, რომელიც ღვთის სიტყვების კითხვისა და ჭეშმარიტების თანაზიარებისთვისაა გამოყოფილი, არ გსურს, რომ შენს სიცოცხლეში შესვლას დაბრკოლება შეექმნას და იზარალო, რითაც გაანადგურებ შენი ხსნის შანსს, მაშინ უნდა აღდგე, რათა უარი თქვა, შეაჩერო და აღკვეთო ეს მოვლენები. ასე მოქცევა მართებულია და შეესაბამება ღვთის განზრახვებს. ზოგიერთ თქვენგანს ერიდება ამის გაკეთება; შეიძლება გერიდებოდეს, მაგრამ უზნეოებს არ ერიდებათ. მათ ჰყოფნით თავხედობა, დაიკავონ შენი შეკრების ძვირფასი დრო: დრო, როდესაც სულიწმიდა მოქმედებს და ღმერთი ნათელს გფენს. თუ გერიდება მათთვის უარის თქმა, მაშინ იმსახურებ სიცოცხლის დაკარგვას! თუ მზად ხარ სიყვარული გამოავლინო სატანების, ეშმაკებისა და ურწმუნოების მიმართ, დაეხმარო მათ, თავი გასწირო სხვებისთვის და უგულებელყო პრინციპები, ვინ შეგიძლია დაადანაშაულო შენი სიცოცხლის დაკარგვაში? ამიტომ პირადი კავშირების დამყარებისა და პირადი საქმეების მოგვარების ყველა შემთხვევა მთლიანად უნდა აღმოიფხვრას ეკლესიის ცხოვრებიდან. თუ ვინმე ჯიუტად აგრძელებს თავისას და არ იშლის ყოფით საქმეებზე ლაყბობას, ფუჭ საუბრებში ჩართვას, პირადი საქმეების მოგვარებას ან შეკრების დროს სხვებისთვის სამსახურისა და რომანტიკული პარტნიორების ძიებას და ამგვარად პოულობს სხვადასხვა საბაბს ამ დროის გასაყვანად, როგორ უნდა მოექცნენ ასეთ ადამიანს? პირველ რიგში, ისინი უნდა შეაჩერონ. თუ მაინც არ მოისმენენ, მაშინ უნდა განხორციელდეს მათი იზოლაცია და შეზღუდვა. თუ ისინი კვლავაც გააგრძელებენ კულუარებში არევ-დარევის შეტანას, დაუახლოვდებიან ყველას, ვისაც შეძლებენ და ყველგან შეავიწროებენ დებისა და ძმების ნორმალურ ცხოვრებას, მაშინ ისინი უნდა განიდევნონ და აღარ ჩაითვალონ ძმებად ან დებად. ისინი არ არიან ღირსნი იცხოვრონ საეკლესიო ცხოვრებით და მიიღონ მონაწილეობა შეკრებებში. ასეთი ადამიანები უნდა შეიზღუდონ და უარყოფილ იქნენ. ეს საქმე, რა თქმა უნდა, ასევე არის მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც ყველა დონის წინამძღოლმა და მუშაკმა უნდა შეასრულოს. როდესაც ასეთი საკითხები და სიტუაციები იჩენს თავს, წინამძღოლები და მუშაკები პირველები უნდა აღდგნენ და აღკვეთონ ისინი. როგორ უნდა შეაჩეროთ ისინი? უნდა უთხრათ მათ: „იცი თუ არა, რომ შენმა ამგვარმა ქცევამ უკვე გამოიწვია ჩაშლა და არევ-დარევა ეკლესიურ ცხოვრებაში? ეს არის ის, რაც ყველა დასა და ძმაში ზიზღს იწვევს და სძულთ და ასევე დაგმობილია ღვთის მიერ. უნდა შეწყვიტო ეს ქცევა. თუ არ მოუსმენ შეგონებას და ჯიუტად გააგრძელებ შენივე გზით სიარულს, მაშინ შენი საეკლესიო ცხოვრება შეჩერდება, ღვთის სიტყვების წიგნები ჩამოგერთმევა და ეკლესია აღარ გაღიარებს!“ რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი მცირე სულიერი ზრდისა და იმის გამო, რომ ჭეშმარიტება არ ესმით, შესაძლოა დროდადრო ისაუბრონ ყოფით საქმეებზე, დაამყარონ კავშირი ვინმესთან ან მოაგვარონ რაიმე წვრილმანი საქმე და სიტუაცია არც ისე სერიოზულია. მისაღებია ეს? (დიახ.) ისეთ გარემოებებში, რომლებიც არავის უქმნის დაბრკოლებებს, მისაღებია, რომ დები და ძმები დაეხმარონ ერთმანეთს და მცირეოდენი სიყვარული გამოავლინონ ერთმანეთის მიმართ. მაგრამ რაზე გვაქვს თანაზიარება? იმაზე, როდესაც ასეთმა ქცევებმა და ქმედებებმა უკვე გამოიწვია ჩაშლა და არევ-დარევა ნორმალურ ეკლესიურ ცხოვრებაში. ასეთ შემთხვევებში, მასში ჩართული პირები უნდა შეაჩერონ და შეზღუდონ. ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ უფლება, კვლავაც განაგრძონ საეკლესიო ცხოვრების ჩაშლა და არევ-დარევა. ამ ზომების მიღება სასარგებლოა დებისა და ძმების სიცოცხლეში შესვლისთვის. ზოგიერთი ადამიანი ავლენს მსგავს ქცევებს, მაგრამ სიტუაცია არ არის მძიმე და არ წარმოადგენს ჩაშლასა და არევ-დარევას. ეს მხოლოდ ჩვეულებრივი ურთიერთქმედებაა დებსა და ძმებს შორის, ერთმანეთის დახმარება და ინფორმაციის ჩვეულებრივი გაზიარება ან კითხვების დასმა ზოგადი ცოდნის შესახებ, რომელიც არ ესმით. სანამ ეს არ იკავებს შეკრებების დროს და სანამ ორივე მხარის თანხმობით ხდება ერთმანეთისთვის თავსმოხვევის გარეშე და ეს არის ურთიერთქმედება, რომელიც ნორმალური ადამიანობის ფარგლებში ჯდება, ეს დასაშვებია და ეკლესია არ შეზღუდავს მას. თუმცა, არის ერთი რამ: თუ ეკლესიურ ცხოვრებაში ვინმეს გაუაზრებელი საუბარი და ქმედებები იწვევს დებისა და ძმების შეწუხებას ან არევ-დარევას, რის გამოც ზოგიერთ ადამიანს გაუჩნდა უარყოფის გრძნობა და გამოხატა პროტესტი, მაშინ წინამძღოლები და მუშაკები უნდა ჩაერიონ ამ პრობლემის მოსაგვარებლად; ან თუ სხვებმა უკვე განაცხადეს ვინმეს შესახებ და აღნიშნეს, რომ ამ ადამიანს შეკრების დროს არ აქვს ღვთის სიტყვების თანაზიარება და ლაყბობს თავის ყოფით საქმეებზე და ამყარებს პირად კავშირებს, შეკრების ადგილს იყენებს როგორც პირადი კავშირების დასამყარებელ და პირადი საქმეების მოსაგვარებელ ადგილს, სთხოვს სხვებს დახმარებას და იყენებს ყველას, ვისი გამოყენებაც შეუძლია და თუ აცხადებენ, რომ ეს ადამიანი არის მდაბალი ზნეობის, ეგოისტი, საძაგელი და საზიზღარი და ისწრაფვის არა ჭეშმარიტებისკენ, არამედ ეძებს ყველგან სარგებელს და შესაძლებლობებს საკუთარი კეთილდღეობისთვის, მაშინ ასეთი ადამიანი იზოლაციაში უნდა მოექცეს.
ზოგიერთი ადამიანი იყენებს ზოგიერთ მდიდარ და გავლენიან დასა და ძმას თავისი საქმეების მოსაგვარებლად და თუ მათი მოთხოვნები არ სრულდება, ხშირად განიკითხავენ მათ ზურგს უკან; აცხადებენ, რომ ამ ადამიანებს აკლიათ სიყვარული და არ არიან ჭეშმარიტი მორწმუნენი და მათი დაბეზღებაც კი სურთ. შეგხვედრიათ ასეთი ადამიანები? განა არ უნდა მივიღოთ ზომები ასეთი ადამიანების მიმართ? როდესაც ასეთი სიტუაციების წინაშე ვდგავართ, რა უნდა გაკეთდეს? წინამძღოლები და მუშაკები უნდა ჩაერიონ პრობლემის მოსაგვარებლად, მათ უნდა იმოქმედონ პრინციპების მიხედვით, რათა უზრუნველყონ, რომ დანი და ძმანი არ შეწუხდნენ. არის თუ არა არასწორი, როდესაც ვინმე უარს ამბობს მათთვის რაიმეს გაკეთებაზე? ნიშნავს თუ არა მათ დახმარებაზე უარის თქმა იმას, რომ ადამიანი არ იყენებს ჭეშმარიტებას პრაქტიკაში ან არ აქვს ღვთისადმი სიყვარული? (არა.) დაეხმარონ თუ არა ვინმეს, ეს მათი პირადი თავისუფლებაა; აქვთ არჩევანის უფლება. ღვთის სახლი არ ადგენს წესს, რომ დანი და ძმანი ვალდებულნი არიან დაეხმარონ ერთმანეთს საოჯახო პრობლემების გადაჭრაში ეკლესიის ცხოვრების ფარგლებში. საეკლესიო ცხოვრება არ არის საოჯახო პრობლემების გადასაჭრელი ადგილი, არამედ ეს არის შეკრების ადგილი ღვთის სიტყვების ჭამა-სმისა და სულიერად ზრდისთვის. ზოგიერთი ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად იყენებს. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას? განა ეს გავლენას არ ახდენს ღვთის რჩეული ხალხის მიერ ღვთის სიტყვების ჭამა-სმასა და ჭეშმარიტებით აღჭურვაზე? ადამიანის პირადი ცხოვრებისეული პრობლემები შეიძლება პირადად მოგვარდეს დებთან და ძმებთან. არ არის საჭირო მათი ეკლესიურ ცხოვრებაში შემოტანა მოსაგვარებლად. ყველამ უნდა იცოდეს, რა შედეგები მოჰყვება იმას, როდესაც პირადი საქმეების მოგვარება ხელს უშლის ღვთის რჩეულ ხალხს საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრებაში. როგორც კი წინამძღოლები და მუშაკები აღმოაჩენენ ასეთ საკითხებს, ისინი უნდა ჩაერიონ მათ მოსაგვარებლად. მათ უნდა დაიცვან ეკლესიაში ისინი, ვისაც შეუძლია მოვალეობის ნორმალურად შესრულება, ვინც ჭეშმარიტად ისწრაფვის ჭეშმარიტებისკენ და შეზღუდონ და ხელი შეუშალონ ბოროტ ადამიანებს თავიანთი მიზნების მიღწევაში. ეს არის წინამძღოლებისა და მუშაკების ვალდებულება. მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს, თუ როგორ განიხილება მესამე საკითხის ნორმალური შემთხვევები, რომელი გამოვლინებებია მძიმე ბუნების ან გარემოების და რომელი ტიპები და გამოვლინებები წარმოადგენს ჩაშლასა და არევ-დარევას. როგორც კი გარემოების სიმძიმე მკაფიოდ განისაზღვრება, ის უნდა მოგვარდეს მისი ბუნების შესაბამისად. ეს არის ის, რაც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა გააცნობიერონ და რაც ყველამ უნდა გაიგოს.
IV. ვიწრო წრეების ჩამოყალიბება
ეკლესიური ცხოვრების ჩაშლისა და არევ-დარევის მეოთხე გამოვლინება არის ვიწრო წრეების ჩამოყალიბება, რაც ძალიან სერიოზული ხასიათისაა. როგორი ქცევები წარმოადგენს ვიწრო წრეების ჩამოყალიბებას? თუ ღვთის მორწმუნე ორ ადამიანს დაახლოებით ერთნაირი დროის განმავლობაში სწამს ღმერთი, აქვთ მსგავსი ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, ინტერესები, პიროვნული თვისებები და ა.შ. და ისინი კარგად ეწყობიან ერთმანეთს, შეკრებების დროს ხშირად სხედან ერთად და ახლოს იცნობენ ერთმანეთს, ითვლება თუ არა ეს ვიწრო წრეების ჩამოყალიბებად? (არა.) ეს ნორმალური პიროვნებათაშორისი ურთიერთობის ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც სხვებისთვის არავითარ დაბრკოლებას არ წარმოადგენს. შესაბამისად, ეს არ განიხილება ვიწრო წრეების ჩამოყალიბებად. მაშ, რას გულისხმობს აქ ნახსენები ვიწრო წრეების ჩამოყალიბება? მაგალითად, შეკრებაზე მყოფი ხუთი ძმიდან და დიდან სამი ქალაქის მუშაა, ორი კი — სოფლის ფერმერი. სამი ქალაქელი მუშა ხშირად ერთად არის და საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად უკეთესია ცხოვრება ქალაქში და უარესი — სოფელში, სადაც ხალხს აკლია განათლება, ფართო თვალსაწიერი და მანერები. ისინი ზემოდან უყურებენ სოფლის მოსახლეობას, მუდამ ქედმაღლურად ესაუბრებიან ორ სოფლელს, რომლებიც თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ და სურთ წინ აღუდგნენ მათ, ამბობენ რა, რომ ქალაქელები წვრილმანებს მისდევენ და ყველაფერს ანგარიშობენ, მაშინ როცა სოფლელები გულუხვები არიან. შეკრებების დროს ისინი თითქოს ვერასოდეს თანხმდებიან, რაც ხშირად არასაჭირო კამათსა და დებატებს იწვევს. ჰარმონიულად ეწყობა ეს ხუთი ადამიანი ერთმანეთს? ერთიანდებიან ისინი ღვთის სიტყვაში? არიან ისინი ერთმანეთის შესატყვისნი? (არა.) როდესაც ქალაქელები მუდამ ამბობენ „ჩვენ, ქალაქელები“ და სოფლელები მუდამ ამბობენ „ჩვენ, სოფლელები“, რას აკეთებენ ისინი? (ვიწრო წრეებს აყალიბებენ.) ეს არის მეოთხე საკითხი, რომელზეც თანაზიარება გვექნება: ვიწრო წრეების ჩამოყალიბება. ვიწრო წრეების ჩამოყალიბების ეს ქცევა ნიშნავს ჯგუფებისა და ფრაქციების შექმნას. რეგიონის, ეკონომიკური პირობებისა და სოციალური კლასის, აგრეთვე განსხვავებული შეხედულებების საფუძველზე სხვადასხვა დაჯგუფების, ფრაქციისა და სხვა შიდა ჯგუფების შექმნა წარმოადგენს ვიწრო წრეების ჩამოყალიბებას. მიუხედავად იმისა, თუ ვინ წინამძღოლობს ამ ვიწრო წრეებს, ეკლესიის შიგნით სხვადასხვა დაჯგუფებისა და ფრაქციის, აგრეთვე შეუთავსებელი დაჯგუფებების ჩამოყალიბება, ვიწრო წრეების ჩამოყალიბების მოვლენებია. ზოგიერთ ადგილას, მთელ დიდ ოჯახს სწამს ღმერთი და შეკრების ადგილას, ორი განსხვავებული გვარის მქონე ადამიანის გარდა, დანარჩენები მათ ოჯახს ეკუთვნიან. შემდეგ ეს ოჯახი აყალიბებს ფრაქციას ან დაჯგუფებას, რითაც ორ განსხვავებული გვარის მქონე ადამიანს გარიყულად აქცევს. მიუხედავად იმისა, ამ ოჯახში ვინმეს რაიმე პრობლემა შეექმნება თუ გაისხვლება, თუ ერთი ადამიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს, დანარჩენებიც მხარს უბამენ მას. თუ ვინმე პრინციპების წინააღმდეგ მოქმედებს, სხვები ხელს აფარებენ და მალავენ მის ქმედებებს, უკრძალავენ რა ვინმეს მათ მხილებას. ამ საკითხზე მცირე მინიშნებაც კი მიუღებელია, რომ აღარაფერი ვთქვათ გასხვლაზე. რა არის აქ პრობლემა? შეგიძლიათ ამის ამოცნობა? როდესაც ოჯახის ეს წევრები იკრიბებიან, თითქოს ყველა ერთსა და იმავე სიმღერას მღერის და სინქრონულად მოქმედებს, აკვირდებიან, საით უბერავს ქარი და საუბრამდე მინიშნებებს ელიან. თუ მათი თავკაცი კონკრეტულ პოზიციას იკავებს, ყველა სხვა მის მაგალითს მიჰყვება, სხვები კი ვერ ბედავენ მათ გამოწვევას ან წინააღმდეგობის გამოთქმას. განა ეკლესიურ ცხოვრებაში ამ მოვლენის არსებობა არ წარმოადგენს ეკლესიის ნორმალური წესრიგის ჩაშლასა და არევ-დარევას? ამ დაჯგუფების ხალხი კარნახობს, ღვთის სიტყვების რომელი მონაკვეთები უნდა ჭამონ და სვან შეკრებების დროს და ყველა უნდა დაემორჩილოს. ეკლესიის წინამძღოლებმაც კი ანგარიში უნდა გაუწიონ მათ და არ შეუძლიათ შეწინააღმდეგება. ისინი აცხადებენ, თუ ვინ უნდა აირჩიონ წინამძღოლებად და მუშაკებად, ეკლესიის წინამძღოლებმა კი მათი აზრი ყველაზე მნიშვნელოვნად უნდა მიიჩნიონ და მსუბუქად არ უნდა მოეკიდონ მას. ამავდროულად, ისინი განუწყვეტლივ იზიდავენ „ნიჭიერ ადამიანებს“, ითრევენ თავიანთ ჯგუფში მათ, ვინც მოუსმენს, ვისი ნდობაც შეუძლიათ და ვინც მათთვის გამოსადეგია, რათა გამოიყენონ ჯგუფის მიზნებისთვის და მუდმივად გააფართოონ თავიანთი გავლენა. ეს ვიწრო წრე მიზნად ისახავს ეკლესიის ცხოვრების გაკონტროლებას. მათ თავკაცს სურს ეკლესიის გაკონტროლება. ამ ჯგუფს მნიშვნელოვანი ძალაუფლება აქვს. ისინი ერთიანდებიან, რათა ეკლესიის შიგნით იმოქმედონ. რაც არ უნდა მოხდეს ეკლესიაში, მათ სურთ, რომ ჩართულნი იყვნენ. სხვები საუბრამდე ან რაიმეს მართვამდე მათ გამომეტყველებას უნდა დააკვირდნენ, იქამდეც კი, რომ ჭამა-სმის თითოეული შეკრების შინაარსი მათ განკარგულებებსა და სურვილებს უნდა შეესაბამებოდეს. ეკლესიის წინამძღოლებსაც კი, თუ რაიმეს გაკეთება სურთ, ჯერ მათი აზრი უნდა იკითხონ და მათ იდეებს მოუსმინონ. და-ძმების უმეტესობას ისინი აკონტროლებენ და ეკლესიის საქმის მრავალი საკითხიც მათი კონტროლის ქვეშაა. ეს ადამიანები, რომლებიც ვიწრო წრეებს აყალიბებენ, სერიოზულად შლიან და არევ-დარევას იწვევენ ეკლესიურ ცხოვრებასა და ეკლესიის საქმეში. სერიოზულია ეს საკითხი? უნდა შეიზღუდოს ეს ქმედებები? უნდა მოგვარდეს ისინი? ამ ვიწრო წრეების თავკაცები უნდა შეიზღუდონ და მოცილებულნი ან გარიცხულნი იქნან, ხოლო იმ გონებაარეულ ადამიანებს, რომლებიც ბრმად მიჰყვებიან მათ, პირველ რიგში თანაზიარება და დახმარება უნდა გაეწიოთ. თუ ისინი არ მოინანიებენ ან გზას არ შეიცვლიან, მაშინ ისინიც უნდა შეიზღუდონ. არავითარი თავაზიანობა არ გამოიჩინოთ მათ მიმართ !
რას წარმოადგენს ვიწრო წრეების ჩამოყალიბება — ადვილი გასაგებია ეს? თუ ერთი ადამიანი საკითხს წამოჭრის და რამდენიმე სხვა მის აზრს იზიარებს, ითვლება თუ არა ეს ვიწრო წრეების ჩამოყალიბებად? (არა.) თუ ზოგიერთი ძმა და და, რომელთაც შედარებით დიდი ტვირთი და სამართლიანობის გრძნობა აქვთ, მოუწოდებენ სხვებს, შეუერთდნენ მათ მნიშვნელოვანი დავალების შესრულებაში ან თუ შეკრებაზე შედეგების მიღწევისა და მნიშვნელოვან თემაზე ჭეშმარიტებისა და ღვთის განზრახვების გაგების მიზნით, ისინი ყველას წინ უძღვებიან თანაზიარებაში და ყველა მიჰყვება მათი აზროვნების ხაზს თანაზიარებასა და ღვთის სიტყვების ლოცვით კითხვაში, ითვლება თუ არა ეს ვიწრო წრეების ჩამოყალიბებად? (არა.) ეკლესიაში, როგორი ადამიანები არიან მიდრეკილნი ვიწრო წრეების ჩამოყალიბებისკენ? როგორი ქცევა წარმოადგენს ვიწრო წრეების ჩამოყალიბებას? (რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს ხელს აფარებს და ახალისებს, ან ებმება შურსა და შუღლში, რაც ჩაშლასა და არევ-დარევას იწვევს ეკლესიის საქმეში — ეს არის ვიწრო წრეების ჩამოყალიბება.) ეს ერთი ასპექტია. რა არის აქ მთავარი? ურთიერთდაფარვა და წახალისება იწვევს ჩაშლასა და არევ-დარევას; იმის ცოდნა, რომ რაიმეს კეთება არასწორია და არ შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებს, მაგრამ მაინც მისი გამიზნულად დამალვა, სოფისტური არგუმენტების მოყვანა და ჭეშმარიტების ართქმა, ეკლესიის საქმისა და ღვთის სახლის ინტერესების დაზიანების არჩევა მხოლოდ ვინმეს რეპუტაციისა და სტატუსის დასაცავად და ხელის დაფარება მათთვის, ვინც ბოროტებას სჩადის და იწვევს ჩაშლასა და არევ-დარევას ღვთის სახლის ინტერესების ღალატის ფასად — ეს არის ვიწრო წრეების ჩამოყალიბება. სხვა სცენარი მოიცავს ადამიანების წაქეზებასა და ცდუნებას, რათა მათ კოლექტიურად გაუწიონ წინააღმდეგობა ღვთის სახლის განკარგულებებს. ეს თავისი არსით სერიოზულია, ეს ასევე არის ღვთის საქმისა და ეკლესიის ნორმალური წესრიგის ჩაშლისა და არევ-დარევის ერთ-ერთი ფორმა. რა არის ვიწრო წრეების ჩამოყალიბების მთავარი მიზანი? ეს არის ეკლესიის გაკონტროლება და ღვთის რჩეული ხალხის გაკონტროლება.
არსებობს ვიწრო წრეების ჩამოყალიბების კიდევ ერთი სახე, რომელიც გულისხმობს ტკბილი სიტყვით სხვადასხვა ტიპის ადამიანების მიმხრობას. ერთი შეხედვით ჩანს, რომ ამგვარ დაჯგუფებებში ყველას შეუძლია თავისუფლად საუბარი და საკუთარი აზრის გამოხატვა. თუმცა, საბოლოო შედეგებზე დაკვირვებით, დაინახავთ, რომ სინამდვილეში ისინი ერთი ადამიანის ნათქვამს მიჰყვებიან — ეს ადამიანი მათი გეზის მიმცემია. მაშ, როგორ იბირებს ეს ადამიანი სხვებს თავის მხარეზე? ისინი აკვირდებიან, ვისი გადმობირება შეუძლიათ და ვინ უფრო ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ. უკეთებენ მათ მცირე სიკეთეს და სიყვარულით სავსე მცირედ დახმარებას სთავაზობენ. შემდეგ ისინი ცდილობენ, მათ ინფორმაცია გამოტყუონ, არკვევენ, რა მოსწონთ, როგორ უყვართ საუბარი, სწავლობენ მათ პიროვნულ თვისებებსა და ინტერესებს. ამავდროულად, საუბრისას ხშირად ეთანხმებიან მათ, რათა მათი გულები მოიგონ და საბოლოოდ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა „გადაიბირებენ“ მათ ისე, რომ ისინი გაუცნობიერებლად შედიან მათ ვიწრო წრეში და უერთდებიან მათ რიგებს. ზოგადად რომ ვთქვათ, ადამიანების ტკბილი სიტყვებით მიმხრობა ძალიან რბილი მეთოდია, იგი სავსეა „ადამიანური სითბოთი“ და ძალიან ეფექტურია. მაგალითად, თუ ვინმე რეგულარულად ავლენს სიყვარულს სხვა ადამიანის მიმართ, ეთანხმება მას საუბარში და იჩენს მის მიმართ გაგებასა და შემწყნარებლობას, ამ ადამიანს გაუცნობიერებლად გაუჩნდება მის მიმართ კეთილგანწყობა, დაუახლოვდება მას და შემდეგ მის ძალებს შეუერთდება. რა სიტუაციებში იწყებს მოქმედებას ასეთი დაჯგუფებები და ფრაქციები? როგორც კი მათი ერთ-ერთი თავგადაკლული მიმდევარი გამჟღავნდება, თავს უსამართლოდ დაჩაგრულად იგრძნობს, ან მისი ინტერესები, სტატუსი თუ რეპუტაცია შეილახება ან დაზიანდება მათი ფრაქციის მიღმა მყოფი ვინმეს ან რაიმეს მიერ, ასეთი ადამიანი ფეხზე დადგება, რათა გამოესარჩლოს მას და იბრძოლოს მისი ინტერესებისა და უფლებებისთვის — სწორედ ეს არის მათ მიერ ვიწრო წრის ჩამოყალიბება. ვიწრო წრეების ჩამოყალიბების ორი აშკარა სახეა ადამიანებისთვის ხელის დაფარება და მათი წახალისება, აგრეთვე კოლექტიური წინააღმდეგობა. თუმცა, ტკბილი სიტყვებით ვიწრო წრეების ჩამოყალიბება არ ჩანს ისეთივე აგრესიული, როგორც ახლახან ნახსენები ორი სახე, და ასეთი ვიწრო წრეების წევრები ეკლესიაში, როგორც წესი, შეუმჩნეველნი რჩებიან. მაგრამ როდესაც დგება არჩევანის გაკეთებისა და მკაფიო პოზიციის დაფიქსირების დრო, ასეთი ფრაქციები აშკარად შესამჩნევი ხდება. მაგალითად, თუ ფრაქციის თავკაცი იტყვის, რომ ეკლესიის კონკრეტულ წინამძღოლს გააჩნია სულიერი მონაცემები, მისი მიმდევრები დაუყოვნებლივ მოიყვანენ უამრავ მაგალითს იმისა, თუ როგორ ავლენს ეს წინამძღოლი ამ მონაცემებს. თუ ფრაქციის თავკაცი იტყვის, რომ ეკლესიის წინამძღოლს არ გააჩნია მუშაობის უნარი, არ აქვს კარგი სულიერი მონაცემები და ცუდიადამიანობა, სხვა წევრებიც მხარს აუბამენ და ისაუბრებენ იმაზე, თუ რაოდენ არაკომპეტენტურია ეს ეკლესიის წინამძღოლი, როგორ არ შეუძლია მას ჭეშმარიტების თანაზიარება, როგორ საუბრობს ის მხოლოდ სიტყვებითა და მოძღვრებებით და იტყვიან, რომ ყველამ მის ნაცვლად მართალი ადამიანი უნდა აირჩიოს. ეს არის უხილავი ვიწრო წრის ერთ-ერთი სახე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საჯაროდ არ გამოდიან ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად და ეკლესიაში ხალხის გასაკონტროლებლად, ასეთ ფრაქციებსა და დაჯგუფებებში არსებობს უხილავი ძალა, რომელიც აკონტროლებს ეკლესიურ ცხოვრებასა და ეკლესიის წესრიგს. ეს არის ვიწრო წრეების ჩამოყალიბების უფრო საშიში, ფარული ფორმა. ვიწრო წრეების ჩამოყალიბების იმ ორი ადვილად შესამჩნევი სიტუაციის გარდა, რომლებიც ადრე ვახსენეთ და რომლებიც ეკლესიის წინამძღოლებმა უნდა გადაჭრან, ვიწრო წრეების ჩამოყალიბების ეს ფარული სახე არის პრობლემა, რომელიც ეკლესიის წინამძღოლებმა კიდევ უფრო მეტად უნდა გადაჭრან და მოაგვარონ. როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ამ შემთხვევაში? მათ თანაზიარების მეშვეობით პირდაპირ უნდა მიმართონ ამგვარი დაჯგუფების თავკაცს. რატომ უნდა გამახვილდეს ყურადღება პირველ რიგში ამ თავკაცთან თანაზიარებაზე? ერთი შეხედვით ჩანს, რომ ასეთი ვიწრო წრის წევრებს არავინ აკონტროლებს, მაგრამ სინამდვილეში, გულის სიღრმეში ყველამ იცის, ვის ემორჩილებიან და სურთ კიდეც მისი მორჩილება. შესაბამისად, სწორედ ის, ვისაც ისინი აღმერთებენ და ვინც მათ აკონტროლებს, უნდა იქნას მხილებული და მასთან უნდა მოხდეს ჭეშმარიტების თანაზიარება, რათა მან გაიგოს თავისი ქმედებების არსი. მიუხედავად იმისა, რომ თავკაცი შესაძლოა ღიად არ დაპირისპირებია ღვთის სახლს ან არ გამოსულა წინამძღოლების წინააღმდეგ, იგი აკონტროლებს ამ ადამიანების საუბრის უფლებას, მათ ფიქრებს, შეხედულებებსა და იმ გზას, რომელსაც ისინი მიჰყვებიან. ის ფარული ანტიქრისტეა. ასეთი პირები უნდა იქნან გამოვლენილნი, შემდეგ კი ამოცნობილნი და გაკვეთილნი. თუ ისინი არ მოინანიებენ, უნდა შეიზღუდონ და იზოლირებულნი იქნან. შემდეგ უნდა ჩატარდეს მათი თითოეული წევრის გამოკვლევა, რათა დადგინდეს, ვინ არის მათ შორის იმავე მოდგმისა. პირველ რიგში, განაცალკევეთ ეს პირები, შემდეგ კი იქონიეთ თანაზიარება იმ გონებაარეულ ადამიანებთან, რომლებიც არიან მორცხვნი, მშიშარნი და შეცდომაში შეყვანილნი. თუ ისინი შეძლებენ მონანიებას და უარს იტყვიან ანტიქრისტეს მიყოლაზე, მათ შეუძლიათ დარჩნენ ეკლესიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი იზოლირებულნი უნდა იქნან. არის ეს მართებული მიდგომა? (დიახ.) არსებობს ეს მოვლენა ეკლესიაში? უნდა მოგვარდეს ამგვარი საკითხი? (უნდა მოგვარდეს.) რატომ უნდა მოგვარდეს ის? მას შემდეგ, რაც ღვთის სახლმა სახარების გავრცელება დაიწყო, ანტიქრისტეთა ძალები ეკლესიურ ცხოვრებაში ყველგან არის მოდებული და ღვთის რჩეული ხალხიდან მრავალი ადამიანი სხვადასხვა ხარისხით მოექცა ამ ძალების გავლენის, შებოჭვისა თუ კონტროლის ქვეშ. როდესაც ეს ადამიანები საუბრობენ ან მოქმედებენ, ისინი არ იმყოფებიან თავისუფლებისა და განთავისუფლების მდგომარეობაში, არამედ ექცევიან სხვათა გავლენის ქვეშ, კონტროლდებიან და დატყვევებულნი არიან ზოგიერთი პირის ფიქრებითა და შეხედულებებით. ეს ადამიანები თავს იძულებულად გრძნობენ, ისაუბრონ და იმოქმედონ გარკვეული გზით; თუ ასე არ მოიქცევიან, ნერვიულობენ და ეშინიათ იმ შედეგების, რაც ამას მოჰყვება. განა ამან გავლენა არ მოახდინა და არევ-დარევა არ გამოიწვია ეკლესიურ ცხოვრებაში? არის ეს ნორმალური ეკლესიური ცხოვრების გამოვლინება? (არა.) ამგვარი ეკლესიური ცხოვრება არ წარმოადგენს ნორმალურ წესრიგს, არამედ კონტროლდება ბოროტი ადამიანების მიერ. სანამ ეკლესიაში ძალაუფლება ბოროტ ადამიანებს უპყრიათ, იქ ღვთის სიტყვა ან ჭეშმარიტება არ მეფობს. წინამძღოლები, მუშაკები და ის და-ძმები, რომლებსაც ესმით ჭეშმარიტება, დაიჩაგრებიან. ასეთი ეკლესია კონტროლდება ანტიქრისტეთა ძალების მიერ. ეს ასევე არის ღვთის საქმისა და ეკლესიის ნორმალური წესრიგის ჩაშლისა და არევ-დარევის საკითხი და მოვლენა, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა განიხილონ და გადაჭრან. ზოგიერთ ადამიანს, რომელიც ანტიქრისტეს დაჯგუფებაში იმყოფება, ეშინია თავისი დაჯგუფების ნდობის დაკარგვის, მფარველების დაკარგვის, მეგობრების დაკარგვის, გაჭირვების ჟამს მხარდაჭერის გარეშე დარჩენის და ა.შ. შესაბამისად, ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა დაჯგუფებაში დარჩნენ. განა ეს სიტუაცია სერიოზული არ არის? განა არ უნდა მოგვარდეს ის? (დიახ.) როდესაც ეკლესიაში ამგვარი სიტუაცია იქმნება, გრძნობს ამას ადამიანთა უმეტესობა? შეუძლია ადამიანთა უმეტესობას ამის ამოცნობა? ზოგიერთ ადამიანს ვინმე ისე აკონტროლებს, რომ ამას ვერც კი აცნობიერებს; მათ მუდამ უნდა მისდიონ ამ ადამიანის ფიქრებსა და შეხედულებებს, მის განცხადებებსა და ქმედებებს, მის სწავლებებს, და ეშინიათ თქვან „არა“, ეშინიათ მის წინააღმდეგ წასვლის, და იქამდეც კი მიდიან, რომ როდესაც ეს ადამიანი საუბრობს, არაგულწრფელად უქნევენ თავს თანხმობის ნიშნად და უღიმიან, რათა არ გაანაწყენონ იგი. არსებობს ასეთი სიტუაციები? რა არის ის პრობლემა, რომელიც აქ უნდა მოგვარდეს? ეკლესიის წინამძღოლებმა უნდა განიხილონ და მიხედონ ანტიქრისტე თავკაცს, რომელსაც სხვების შეცდომაში შეყვანა და გაკონტროლება შეუძლია. პირველ რიგში, მათ უნდა იქონიონ ჭეშმარიტების თანაზიარება, რათა ადამიანთა უმეტესობამ შეძლოს ამ ანტიქრისტეს ამოცნობა, შემდეგ კი თავად ანტიქრისტე უნდა შეზღუდონ. თუ ანტიქრისტე არ მოინანიებს, ის დაუყოვნებლივ უნდა იქნას მოცილებული, რათა ხელი შეეშალოს მას ეკლესიის ნორმალური წესრიგის შემდგომ არევ-დარევაში.
მოკლედ რომ ვთქვათ, ნორმალურ ეკლესიურ ცხოვრებაში და-ძმებს უნდა შეეძლოთ თავისუფლად და შეუბოჭავად იქონიონ თანაზიარება ღვთის სიტყვებზე, აგრეთვე თავიანთ პირად შეხედულებებზე, გაგებაზე, გამოცდილებასა და სირთულეებზე. რა თქმა უნდა, მათ ასევე უნდა ჰქონდეთ უფლება, გამოთქვან წინადადებები, გააკრიტიკონ და ამხილონ წინამძღოლებისა და მუშაკების ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს პრინციპებს, და ამავდროულად ჰქონდეთ დახმარებისა და რჩევის მიცემის უფლება. ეს ყველაფერი თავისუფალი უნდა იყოს და ყველა ეს ასპექტი ნორმალურად უნდა მიმდინარეობდეს; ისინი არ უნდა კონტროლდებოდნენ რომელიმე ინდივიდის მიერ, რაც ღვთის რჩეული ხალხის შებოჭვას იწვევს — ეს არ იქნებოდა ნორმალური ეკლესიური ცხოვრება. ღვთის სახლს აქვს მოთხოვნები, წესები და პრინციპები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ისაუბრონ, იმოქმედონ და წარმართონ საკუთარი თავი და-ძმებმა, როგორ უნდა დაამყარონ ნორმალური პიროვნებათაშორისი ურთიერთობები ეკლესიურ ცხოვრებაში და ა.შ., და ეს ყველაფერი არ განისაზღვრება რომელიმე ინდივიდის მიერ. როდესაც და-ძმები რაიმეს აკეთებენ, მათ არ სჭირდებათ რომელიმე ინდივიდის გამომეტყველებაზე დაკვირვება, არც რომელიმე ინდივიდის ბრძანებების მორჩილება და არც ვინმესგან შებოჭვა. არავინ უნდა ასრულებდეს გეზის მიმცემის ან მესაჭის როლს; ერთადერთი, რასაც მიმართულების მიცემა შეუძლია, არის ღვთის სიტყვა, ჭეშმარიტება. შესაბამისად, ის, რასაც ღვთის რჩეული ხალხი უნდა მიჰყვეს, არის ღვთის სიტყვა, ჭეშმარიტება და შეკრებებზე ჭეშმარიტების თანაზიარების პრინციპები. თუ მუდამ შებოჭილი ხარ სხვა ადამიანის მიერ, მუდამ მისგან ელი მინიშნებებს და ვეღარ ბედავ საუბრის გაგრძელებას, როდესაც ხედავ მის უკმაყოფილო მზერას ან შეჭმუხნულ სახეს; თუ მუდამ იზღუდები ამ ადამიანის მიერ ღვთის სიტყვებსა და შენს პირად გამოცდილებით მიღებულ გაგებაზე თანაზიარებისას, მუდამ გრძნობ შებოჭილობას, არ შეგიძლია იმოქმედო ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად; და თუ ამ ადამიანის სიტყვები, მზერა, სახის გამომეტყველება, ხმის ტონი და მის საუბარში ფარულად ნაგულისხმევი მუქარა მუდმივად გბოჭავს, მაშინ კონტროლდები ამ ადამიანის მიერ წინამძღოლობილ ვიწრო წრეში. ეს პრობლემატურია; ეს არ არის ეკლესიური ცხოვრება, არამედ ანტიქრისტეს მიერ მართული ფრაქციის ცხოვრება. როდესაც საქმე ამგვარ საკითხს ეხება, წინამძღოლები და მუშაკები წინ უნდა გამოვიდნენ მის გადასაჭრელად, და-ძმებს კი ასევე აქვთ ვალდებულება და უფლება, დაიცვან ეკლესიის ნორმალური წესრიგი. ისინი, ვინც შლიან და არევ-დარევას იწვევენ ეკლესიურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც აყალიბებენ ვიწრო წრეებს და სურთ ეკლესიის გაკონტროლება, უნდა შეჩერდნენ, გამჟღავნდნენ და გაიკვეთონ, რათა ყველამ შეძლოს გარჩევა და დაინახოს პრობლემის არსი, რომელიც დამოუკიდებელი სამეფოს შექმნის მცდელობაში მდგომარეობს. ეკლესია არ უშვებს ვიწრო წრეების ჩამოყალიბებასა და ეკლესიის დაყოფას რაიმე მიზეზით. მაგალითად, სოციალური იდენტობისა და სტატუსის, სამეზობლოების, რეგიონების ან რელიგიური აღმსარებლობის საფუძველზე დაჯგუფებებად დაყოფა, ან განათლების დონის, სიმდიდრის, რასისა და კანის ფერის და ა.შ. მიხედვით დაჯგუფებებად დაყოფა — ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ჭეშმარიტება-პრინციპებს და არ უნდა ხდებოდეს ეკლესიაში. რა საბაბიც არ უნდა იქნას გამოყენებული ადამიანების ამ იერარქიებად, წოდებებად, ფრაქციებად და ვიწრო წრეებად დასაყოფად, ეს ჩაშლის და არევ-დარევას გამოიწვევს ეკლესიის საქმესა და ეკლესიური ცხოვრების ნორმალურ წესრიგში, და ეს არის საკითხი, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა დაუყოვნებლივ უნდა გადაჭრან. მოკლედ რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზით იყოფიან ადამიანები ვიწრო წრეებად, ფრაქციებად ან დაჯგუფებებად, თუ მათ გარკვეული ძალა მოაგროვეს და ისინი არევ-დარევას იწვევენ ეკლესიის საქმესა და ეკლესიური ცხოვრების წესრიგში, ისინი უნდა შეჩერდნენ და შეიზღუდონ. თუ ასეთი ვიწრო წრეების წევრების გადარწმუნება შეუძლებელია, ეს ბოროტმოქმედები შეიძლება იზოლირებულნი და მოცილებულნი იქნან. ამ საკითხების მოგვარება ასევე არის იმ საქმისა და პასუხისმგებლობების ნაწილი, რომლებიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ. მაშ, რა უნდა გავიგოთ აქ? ის, რომ როდესაც ზოგიერთმა ადამიანმა ეკლესიაში ძალები შემოიკრიბა და შეუძლია დაუპირისპირდეს და წინ აღუდგეს ეკლესიის წინამძღოლებს, ეკლესიის საქმესა და ღვთის სიტყვებს, და შეუძლია ხელი შეუშალოს და დააზიანოს ეკლესიური ცხოვრების ნორმალური წესრიგი, ასეთი ქცევები, გამოვლინებები და სიტუაციები დაუყოვნებლივ უნდა შეიზღუდოს და მოგვარდეს. ვიწრო წრეების ჩამოყალიბებისას მონაწილეთა რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. თუ ორი ადამიანი კარგად ეწყობა ერთმანეთს და არ იწვევს არავითარ არევ-დარევას ეკლესიაში, ჩარევა საჭირო არ არის. თუმცა, როგორც კი ისინი დაიწყებენ არევ-დარევის გამოწვევას და შექმნიან ძალას ეკლესიის გასაკონტროლებლად, ეს პირები უნდა შეჩერდნენ და შეიზღუდონ. თუ ისინი არ მოინანიებენ, დაუყოვნებლივ უნდა იქნან მოცილებულნი ან გარიცხულნი. ეს არის პრინციპი.
2021 წლის 22 მაისი