ნორმალური სულიერი ცხოვრების შესახებ

ღმერთისადმი რწმენა ნორმალურ სულიერ ცხოვრებას მოითხოვს, რომელიც ღმერთის სიტყვების გამოცდისა და რეალობაში შესვლის საფუძველს წარმოადგენს. თქვენი ამჟამინდელი ლოცვის პრაქტიკა, ღმერთთან დაახლოება, საგალობლების გალობა, ქება-დიდება, მედიტაცია და ღმერთის სიტყვებზე ჩაფიქრება, შეესაბამება „ნორმალურ სულიერ ცხოვრებას“? როგორც ჩანს, ეს არც ერთმა თქვენგანმა იცის. ნორმალური სულიერი ცხოვრება არ შემოისაზღვრება მხოლოდ ისეთი პრაქტიკებით, როგორიცაა ლოცვა, საგალობლების გალობა, საეკლესიო ცხოვრებაში მონაწილეობა და ღმერთის სიტყვების ჭამა-სმა. უფრო მეტად, ის გულისხმობს ახალსა და ცოცხალ სულიერ ცხოვრებას. მთავარი თქვენი პრაქტიკები კი არ არის, არამედ ის, თუ თქვენი პრაქტიკა რა ნაყოფს იძლევა. ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ ნორმალური სულიერი ცხოვრება აუცილებლად მოიცავს ლოცვას, საგალობლების გალობას, ღმერთის სიტყვების ჭამა-სმას ან მის სიტყვებზე ჩაფიქრებას, მიუხედავად იმისა, რეალურად აქვს თუ არა ამ პრქტიკას რაიმე ეფექტი ან მიჰყავს თუ არა ისინი ჭეშმარიტ შეცნობამდე. ეს ადამიანები ყურადღებას ამახვილებენ მხოლოდ ზედაპირულ პროცედურებზე და საერთოდ არ ფიქრობენ მათ შედეგებზე; ესენი არიან ადამიანები, რომლებიც რელიგიურ რიტუალებში ცხოვრობენ და არა ეკლესიაში და მით უმეტეს, ისინი არ არიან სასუფევლის ადამიანები. მათი ლოცვები, საგალობლების გალობა და ღმერთის სიტყვების ჭამა-სმა, წესების დაცვის ფორმაა, შესრულებული იძულებით და მოდას აყოლით და არა გულწრფელი სურვილითა და გულით. რამდენიც უნდა ილოცონ ან იალობონ, მათი ძალისხმევა ნაყოფს არ გამოიღებს, რადგან რასაც ისინი პრაქტიკაში ახორციელებენ, მხოლოდ რელიგიის წესები და რიტუალებია; სინამდვილეში ისინი ღმერთის სიტყვებს პრაქტიკაში არ განახორციელებენ. ისინი ყურადღებას მხოლოდ იმაზე ამახვილებენ, თუ როგორ პრაქტკას ახრციელებენ, და ღმერთის სიტყვებს აღიქვამენ წესებად, რომლებიც უნდა დაიცვან. ასეთი ადამიანები ღმერთის სიტყვებს პრაქტიკაში არ იყენებენ; ისინი უბრალოდ ხორცს ასიამოვნებენ და ყველაფერს სხვა ადამიანების დასანახად აკეთებენ. ეს რელიგიური წესები და რიტუალები მთლიანად ადამიანური წარმოშობისაა; ისინი ღმერთისგან არ მოდის. ღმერთი წესებს არ მისდევს და არც რაიმე კანონს ექვემდებარება. პირიქით, იგი ყოველდღე ახალს აკეთებს და პრაქტიკულ საქმეს აღასრულებს. ისევე, როგორც სამი თვითმმართველობის ეკლესიის ადამიანები, რომლებიც თავს ზღუდავენ ისეთი პრაქტიკებით, პრაქტიკებით, როგორიცაა ყოველდღე დილის მსახურებაზე დასწრება, საღამოს ლოცვების აღავლენა და ჭამის წინ სამადლობელი ლოცვა, ასევე ყველაფრისთვის მადლობის შეწირვა — რამდენიც უნდა ეცადონ და რამდენ ხანსაც უნდა გაგრძელდეს ეს, მათ არასოდეს ექნებათ სულიწმიდის საქმე. როდესაც ადამიანები წესებით ცხოვრობენ და მათი გული პრაქტიკის მეთოდებზეა მიჯაჭვული, სულიწმიდა ვერ მოქმედებს, რადგან მათი გული წესებითა და ადამიანური წარმოდგენებით არის დაკავებული. ამიტომ, ღმერთს არ შეუძლია ჩაერიოს და იმოქმედოს მათზე და ისინი მხოლოდ კანონის შეზღუდვების ქვეშ აგრძელებენ ცხოვრებას. ასეთი ადამიანები ვერასოდეს შეძლებენ ღმერთის მიერ აღიარების მოპოვებას.

ნორმალური სულიერი ცხოვრება არის ცხოვრება, რომელიც ღმერთის წინაშე მიმდინარეობს. ლოცვისას ადამიანს შეუძლია, ღმერთის წინაშე გულის სიმშვიდე მოიპოვოს; ლოცვის მეშვეობით კი შეუძლია, ეძებოს სულიწმიდის განმანათლებლობა, შეიცნოს ღმერთის სიტყვები და გაიგოს ღმერთის ნება. მისი სიტყვების ჭამით და სმით, ადამიანები უფრო ნათლად და ღრმად აღიქვამენ ღმერთის ამჟამინდელ საქმეს. მათ ასევე შეუძლიათ, მიიღონ პრაქტიკის ახალი გზა და ძველზე დამოკიდებული აღარ იყვნენ; ყველაფერი, რასაც ისინი პრაქტიკაში ახორციელებენ, მიმართული იქნება სიცოცხლეში ზრდის მიღწევისკენ. რაც შეეხება ლოცვას, ეს არ ნიშნავს რამდენიმე ლამაზი სიტყვის თქმას, ან ღმერთის წინაშე ცრემლად დაღვრას იმის საჩვენებლად, რამდენად დავალებული ხარ მისგან; პირიქით, მისი მიზანია, ადამიანმა მისი სულის გამოყენება ისწავლოს, რათა შეძლოს ღმერთის წინაშე გულის სიმშვიდის მოპოვება, ისწავლოს ყველა საკითხში ღმერთის სიტყვებით ხელმძღვანელობა, რათა მისი გული ყოველდღე ახალი ნათელისკენ მიიღწვოდეს, არ გახდეს ნეგატიური ან ზარმაცი და დაადგეს სწორ გზას, ღმერთის სიტყვების პრაქტიკაში განხორციელების გზას. დღეს ადამიანთა უმეტესობა ყურადღებას პრაქტიკის მეთოდებზე ამახვილებს, თუმცა მათი მიზანი არ არის ჭეშმარიტების ძიება და სიცოცხლეში ზრდის მიღწევა. სწორედ აქ იკვეთება მათი გზიდან აცდენა. არსებობენ ისეთებიც, რომელთაც ძალუძთ ახალი ნათლის მიღება, მაგრამ მათი პრაქტიკბის მეთოდები არ იცვლება. მათ საკუთარი ძველი რელიგიური წარმოდგენები მოაქვთ, როდესაც ღვთის დღევანდელი სიტყვების გაგებას ცდილობენ, ამიტომ ის, რასაც ისინი შეიმეცნებენ, კვლავ რელიგიური წარმოდგენებით შეფერილი მოძღვრებაა; სინამდვილეში, ისინი დღევანდელ ნათელს უბრალოდ არ იღებენ. ამის შედეგად, მათი პრაქტიკა დამახინჯებულია; ეს უბრალოდ ისევ იგივე ძველი პრაქტიკებია, მხოლოდ ახალი შეფუთვით. რაც არ უნდა კარგად ახორციელებდნენ პრაქტიკას, ისინი თვალთმაქცები არიან. ღმერთს ადამიანები ყოველდღე ახლის შეცნობისკენ მიჰყავს, მოითხოვს, რომ ყოველდღე მათ ახლის წვდომა და გაგება შეძლონ და არ იყვნენ ძველმოდური და განმეორებითი. თუ მრავალი წლის განმავლობაში გწამს ღმერთი, მაგრამ შენი პრაქტიკის მეთოდები საერთოდ არ შეცვლილა, თუ კვლავ მხოლოდ ზედაპირულ საქმეებში ხარ გულმოდგინედ და დაუღალავად ჩართული და არ გაქვს გულის სიმშვიდე, რომელსაც ღმერთის წინაშე, მისი სიტყვებისგან სიამოვნების მისაღებად წარადგენ, მაშინ ვერაფერს მიიღებ. რაც შეეხება ღმერთის ახალი საქმის მიღებას, თუ სხვაგვარად არ გეგმავ, თუ შენს პრაქტიკას ახლებურად არ წარმართავ და საერთოდ არ ეძიებ ახალ გაგებას, არამედ ძველს ეჭიდები და მხოლოდ მცირედ ახალ ნათელს იღებ ისე, რომ პრაქტიკის მეთოდებს არ ცვლი, მაშინ შენნაირი ადამიანები ამ ნაკადში მხოლოდ სახელია და მეტი არაფერი; სინამდვილეში, ისინი სულიწმიდის ნაკადის გარეთ მყოფი რელიგიური ფარისევლები არიან.

ნორმალური სულიერი ცხოვრებით ცხოვრებისათვის აუცილებელია, რომ ყოველდღე შეძლო ახალი ნათლის მიღება და ღმერთის სიტყვების ჭეშმარიტი შეცნობა. უნდა შეგეძლოს ჭეშმარიტების ნათლად გაგება, ყველა საკითხში პრაქტიკის გზის პოვნა, ყოველდღიურად, ღმერთის სიტყვების კითხვისას, ახალი პრობლემების აღმოჩენა და საკუთარი ნაკლოვანებების შეცნობა, რათა გქონდეს მოსიყვარულე და მაძიებელი გული, რომელიც მთელ შენს არსებას ამოძრავებს და რათა მუდამ შეძლო ღმერთის წინაშე სიმშვიდის მოპოვება და ძლიერ გეშინოდეს ჩამორჩენის. ადამიანი, რომელსაც ასეთი მოსიყვარულე და მაძიებელი გული აქვს და მზად არის, განუწყვეტლივ მიაღწიოს ჭეშმარიტებაში შესვლას, სულიერი ცხოვრების სწორ გზაზე დგას. ისინი, ვისაც სულიწმიდა ამოძრავებს, ვინც უკეთესობისკენ ისწრაფვის, ვინც მზად არის ღმერთის მიერ სრულყოფის მისაღწევად, ვისაც ღმერთის სიტყვების უფრო ღრმა გაგება სწყურია, ვინც ზებუნებრივს არ მისდევს, არამედ რეალურ ფასს იხდის, ვინც ჭეშმარიტად ითვალისწინებს ღმერთის განზრახვებს, ვინც რეალურად აღწევს ჭეშმარიტებაში შესვლას ისე, რომ მათი გამოცდილება უფრო გულწრფელი და რეალურია, ვინც არ მისდევს ცარიელ სიტყვებსა და მოძღვრებებს და არც ზებუნებრივი განცდების ძიებაშია, ვინც არ ეთაყვანება რომელიმე დიდ პიროვნებას — სწორედ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც ნორმალურ სულიერ ცხოვრებაში შეაბიჯეს. ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, მიმართულია ცხოვრებაში უფრო დიდი ზრდის მიღწევისკენ და იმისკენ, რომ მათი სული მუდამ ახალი და ცოცხალი იყოს, ისინი ყოველთვის შეძლებენ ჭეშმარიტებაში შესვლას. ისე, რომ თვითონაც ვერ აცნობიერებენ, ისინი თანდათან იწყებენ ჭეშმარიტების გაგებას და რეალობაში შესვლას. ისინი, ვისაც ნორმალური სულიერი ცხოვრება აქვთ, ყოველდღე განიცდიან სულის თავისუფლებასა და განთავისუფლებას და თავისუფლად შეუძლიათ ღმერთის სიტყვების პრაქტიკაში გამოყენება ისე, რომ მას ასიამოვნონ. ასეთი ადამიანებისთვის ლოცვა არც ფორმალობაა და არც პროცედურა; ისინი ყოველდღე ახერხებენ ახალ ნათელთან თანხვედრით წინსვლას. მაგალითად, ადამიანები თავს იწვრთნიან, რათა ღმერთის წინაშე გული დაიმშვიდონ და მათი გული ღმერთის წინაშე ნამდვილად მშვიდდება, ისე რომ ვერავინ შეძლოს მათი შეწუხება. ვერც ერთი ადამიანი, მოვლენა თუ გარემოება ვერ ზღუდავს მათ ნორმალურ სულიერ ცხოვრებას. ასეთი წვრთნა შედეგების მისაღებად არის გამიზნული და არა იმისთვის, რომ ადამიანებს წესები დაუდგინდეთ, რომელთა დაცვაც მათ დაევალებათ. ეს პრაქტიკა არ გულისხმობს წესების დაცვას, არამედ მიმართულია ადამიანთა სიცოცხლეში ზრდის ხელშეწყობისკენ. თუ შენ ამ პრაქტიკას მხოლოდ დასამორჩილებელ წესებად აღიქვამ, შენი ცხოვრება ვერასოდეს შეიცვლება. შეიძლება იმავე პრაქტიკაში იყო ჩართული, რაშიც სხვები, მაგრამ მაშინ, როდესაც ისინი საბოლოოდ შეძლებენ სულიწმიდის საქმესთან თანხვედრით წინსვლას, შენ სულიწმიდის ნაკადს გამოეთიშები. ნუთუ საკუთარ თავს არ ატყუებ? ამ სიტყვების მიზანია, რომ ადამიანებმა შეძლონ ღმერთის წინაშე თავიანთი გულის სიმშვიდის მოპოვება და თავიანთი გულის ღმერთისკენ მიბრუნება, რათა მათში ღმერთის საქმეს არაფერმა შეუშალოს ხელი და ნაყოფი გამოიღოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ ადამიანებს ღმერთის ნებასთან თანხმობა.

წინა: როგორ გავიგოთ რეალობა

შემდეგი: მსჯელობა ეკლესიურ და რეალურ ცხოვრებაზე

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება