მხოლოდ მათ, ვინც ღვთის დღევანდელი საქმე იციან შეუძლიათ ემსახურონ ღმერთს

ღმერთის დამოწმებისა და დიდი წითელი დრაკონის შესარცხვენად ადამიანს უნდა ჰქონდეს პრინციპი და უნდა აკმაყოფილებდეს პირობას: ადამიანმა გულით უნდა შეიყვაროს ღმერთი და მის სიტყვებში შევიდეს. თუ არ შეხვალ ღვთის სიტყვებში, მაშინ ვერანაირად ვერ შეძლებ სატანა შეარცხვინო. შენს ცხოვრებაში ზრდის საშუალებით აჯანყდები დიდი წითელი დრაკონის წინააღმდეგ და დაამცირებ მას — სწორედ ეს ნიშნავს დიდი წითელი დრაკონის ჭეშმარიტად შერცხვენას. რაც უფრო მეტად ხარ მზად ღვთის სიტყვების პრაქტიკაში განსახორციელებლად, მით უფრო დიდია შენი ღვთისადმი სიყვარულისა და დიდი წითელი დრაკონისადმი სიძულვილის მტკიცებულება; რაც უფრო დაემორჩილები ღვთის სიტყვებს, მით უფრო დიდი იქნება შენი ჭეშმარიტებისკენ მისწრაფების მტკიცებულება. ადამიანები, რომლებიც არ მიისწრაფვიან ღვთის სიტყვებისაკენ, უსიცოცხლონი არიან. ასეთი ადამიანები ღვთის სიტყვების მიღმა იმყოფებიან და რელიგიას მიეკუთვნებიან. ადამიანებს, რომელთაც ჭეშმარიტად სწამთ ღმერთის, ღვთის სიტყვების უფრო ღრმა ცოდნა აქვთ, მისი სიტყვების ჭამითა და სმით. თუ შენ ღვთის სიტყვებისკენ არ მიისწრაფვი, მაშინ შეუძლებელი იქნება მისი სიტყვების გულწრფელად ჭამა და სმა, ხოლო თუ არ გაქვს ღვთის სიტყვების ცოდნა, მაშინ არ გაქვს ღმერთის დამოწმების ან დაკმაყოფილების საშუალება.

ღმერთის რწმენისას როგორ უნდა შეიცნოს ადამიანმა ღმერთი? ადამიანმა ღმერთი უნდა შეიცნოს ღვთის დღევანდელი სიტყვებისა და საქმის საფუძველზე, გადახრისა და აბსურდულობის გარეშე და უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიცნოს ღვთის საქმე. ეს არის ღვთის შეცნობის საფუძველი. ყველა ის სხვადასხვა მცდარი შეხედულება, რომელიც ღვთის სიტყვების სუფთა გაგებას მოკლებულია, რელიგიური წარმოდგენებია; ისინი დამახინჯებული გაგებაა. რელიგიური მოღვაწეების უდიდესი უნარია წარსულში გაგებული ღვთის სიტყვების აღება და დღევანდელი ღვთის სიტყვების მათთან შედარება. თუ დღევანდელი ღმერთის მსახურებისას ჩაეჭიდებით სულიწმიდის ნათლის მოფენით წარსულში გაცხადებულს, მაშინ თქვენი მსახურება — ხელშემშლელი და პრაქტიკა მოძველებული იქნება, სხვა არაფერი, თუ არა რელიგიური ცერემონია. თუ შენ გჯერა, რომ ისინი, ვინც ღმერთს ემსახურებიან სხვა თვისებებთან ერთად, გარეგნულად თავმდაბლები და მომთმენები უნდა იყვნენ და თუ დღეს ასეთ ცოდნას პრაქტიკაში განახორციელებ, მაშინ ასეთი ცოდნა რელიგიური წარმოდგენაა; ასეთი პრაქტიკა ფარისევლურ ქმედებად იქცა. ფრაზა „რელიგიური წარმოდგენები“ ეხება იმას, რაც მოძველებული და დრომოჭმულია (მათ შორის, ღვთის მიერ ადრე ნათქვამი სიტყვების და სულიწმიდის მიერ უშუალოდ გამჟღავნებული სინათლის გაგებას) და თუ მას დღეს პრაქტიკაში გამოიყენებ, მაშინ ისინი ხელს შეუშლის ღვთის საქმეს და არანაირ სარგებელს არ მოიტანს ადამიანისთვის. თუ ადამიანებს არ შეუძლიათ განიწმინდონ ყველაფრისგან, რაც რელიგიურ წარმოდგენებს მიეკუთვნება, მაშინ ეს ყველაფერი ღვთის მსახურების გზაზე დიდ დაბრკოლებად იქცევა. რელიგიური წარმოდგენების მქონე ადამიანებს არ აქვთ საშუალება ფეხი აუწყონ სულიწმიდის საქმეს — ისინი ჯერ ერთი ნაბიჯით ჩამორჩებიან, შემდეგ კი — ორით. ეს იმიტომ ხდება, რომ ეს რელიგიური წარმოდგენები ადამიანს უკიდურესად თვითმართალსა და ამპარტავანს ხდის. ღმერთი არ განიცდის ნოსტალგიას იმის მიმართ, რაც მან წარსულში თქვა და გააკეთა; თუ რამე მოძველებულია, ის განდევნის მას. ნუთუ მართლა არ შეგიძლია უარი თქვა შენს წარმოდგენებზე? თუ შენ მოეჭიდები ღვთის მიერ წარსულში წარმოთქმულ სიტყვებს, ეს ამტკიცებს იმას, რომ შენ ღვთის საქმე შეიცანი? თუ არ შეგიძლია სულიწმიდის ამჟამინდელი სინათლის მიღება და ნაცვლად ამისა, ეჭიდები წარსულის სინათლეს, განა შეიძლება ამით დამტკიცდეს, რომ შენ ღმერთის ნაბიჯებს მიჰყვები? ჯერაც არ შეგიძლია უკუაგდო რელიგიური წარმოდგენები? თუ ეს ასეა, მაშინ შენ გახდები ღვთის მოწინააღმდეგე.

თუ ადამიანები შეძლებენ რელიგიური წარმოდგენებისგან გათავისუფლებას, დღევანდელ დღეს ისინი აღარ გამოიყენებენ საკუთარ გონებას ღვთის სიტყვებისა და საქმის გასაზომად და ნაცვლად ამისა უშუალოდ დამორჩილდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის საქმე დღეს აშკარად არ ჰგავს წარსულისას, შენ მაინც შეგიძლია გათავისუფლდე წარსული მოსაზრებებისგან და ღვთის დღევანდელ საქმეს უშუალოდ დამორჩილდე. თუ შენ შეგიძლია გაიგო, რომ დღეს ღვთის საქმეს განსაკუთრებული ადგილი უნდა დაუთმო, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოქმედებდა ღმერთი წარსულში, მაშინ შენ ის ადამიანი ხარ, ვინც გათავისუფლდა თავის წარმოდგენებისგან, რომელიც ღმერთს ემორჩილება და რომელსაც შეუძლია დაემორჩილოს ღვთის საქმესა და სიტყვებს და მიჰყვეს მის ნაბიჯებს. ამგვარად, შენ იქნები ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტად ემორჩილება ღმერთს. შენ არ აანალიზებ და არ იკვლევ ღვთის საქმეს; თითქოს ღმერთმა დაივიწყა თავისი წინა საქმე და შენც დაივიწყე ის. აწმყო აწმყოა, წარსული წარსულია და რადგან დღეიდან ღმერთმა გვერდზე გადადო წარსულის საქმეები, შენ ამაზე არ უნდა იფიქრო. მხოლოდ ასეთი ადამიანი ემორჩილება სრულად ღმერთს და დათმო თავისი რელიგიური წარმოდგენები.

რადგან ღვთის საქმეში ყოველთვის არის ახალი მოვლენები, არსებობს საქმე, რომელიც მოძველდება და არასაჭირო ხდება ახალი საქმის წარმოშობასთან ერთად. ეს სხვადასხვა ტიპის საქმენი, ძველი და ახალი, არა ურთიერთსაწინააღმდეგო, არამედ ურთიერთშემავსებელია; თითოეული ნაბიჯი წინადან მომდინარეობს. რადგან ახალი საქმეა, ძველი, რა თქმა უნდა, უნდა განიდევნოს. მაგალითად, ადამიანის ზოგიერთმა დიდი ხნის დამკვიდრებულმა წესმა და ჩვეულმა გამონათქვამმა, ადამიანის მრავალწლიან გამოცდილებასთან და სწავლებასთან ერთად, მის გონებაში ჩამოაყალიბა ყველანაირი წესისა და ფორმის წარმოდგენები. ის რომ ღმერთმა ჯერ კიდევ სრულად უნდა გაუმჟღავნოს ადამიანს თავისი ჭეშმარიტი სახე და თანდაყოლილი ხასიათი, უძველესი დროიდან ტრადიციული თეორიების მრავალი წლის განმავლობაში გავრცელებასთან ერთად, კიდევ უფრო ხელს უწყობს ადამიანის მიერ ასეთი წარმოდგენების ჩამოყალიბებას. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის ღვთისადმი რწმენის განმავლობაში სხვადასხვა წარმოდგენების გავლენამ განაპირობა ადამიანებში ღმერთის შესახებ ყველანაირი წარმოსახვითი გაგების უწყვეტი ჩამოყალიბება და ევოლუცია, რამაც მრავალი რელიგიური, ღვთის მსახური ადამიანი მის მტრად აქცია. ამრიგად, რაც უფრო ძლიერია ადამიანების რელიგიური წარმოდგენები, მით უფრო ეწინააღმდეგებიან ისინი ღმერთს და მით უფრო მეტად არიან ღვთის მტრები. ღვთის საქმე ყოველთვის ახალია და არასდროს ძველი — ის არასდროს ქმნის წესებს; პირიქით, ის მუდმივად განიცდის სხვადასხვა ხარისხის ცვლილებებსა და განახლებებს. ღმერთის ამგვარი მოქმედება მისი თანდაყოლილი ხასიათის გამოხატულებაა. ეს ასევე ღვთის საქმის განუყოფელი პრინციპია და ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც ღმერთი ახორციელებს მართვას. ღმერთს რომ ამგვარად არ ემოქმედა, ადამიანი ვერ შეიცვლებოდა ან ვერ შეძლებდა ღმერთის შეცნობას და სატანა ვერ დამარცხდებოდა. ამგვარად, მის საქმეში განუწყვეტლივ ხდება ცვლილებები, რომლებიც ქაოტურად გვეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში პერიოდული ხასიათისაა. თუმცა, გზა, რომლითაც ადამიანს სწამს ღმერთის, სრულიად განსხვავებულია. ის ძველ, ნაცნობ წესებსა და სისტემებს ეჭიდება და რაც უფრო ძველია ისინი, მით უფრო მისაღებია მისთვის. როგორ შეეძლო ადამიანის სულელ ქვასავით შეუვალ გონებას მიეღო ღვთის ამდენად შეუცნობელი ახალი საქმე და სიტყვა? ადამიანს ეჯავრება ღმერთი, რომელიც ყოველთვის ახალია და არასდროს ძველი; მას მხოლოდ ძველი ღმერთი მოსწონს, რომელიც ხანდაზმულია, ჭაღარა და ერთ ადგილზეა გაყინული. ამგვარად, რადგან ღმერთსაც და ადამიანსაც თავიანთი მოსაწონი აქვთ, ადამიანი ღვთის მტრად იქცა. ამ წინააღმდეგობებიდან ბევრი დღესაც არსებობს, მაშინ როცა ღმერთი თითქმის ექვსი ათასი წელია ახალ საქმეს აკეთებს. მაშინ ისინი გამოუსწორებელნი არიან. შესაძლოა, ეს ადამიანის სიჯიუტის ან ნებისმიერი ადამიანის მიერ ღვთის ადმინისტრაციული განკარგულებების დაურღვევლობის ბრალია, მაგრამ ეს სასულიერო პირები და ქალები კვლავ ეჭიდებიან ძველ, დაობებულ წიგნებსა და ქაღალდებს, ღმერთი კი აგრძელებს თავისი მართვის დაუმთავრებელ საქმეს, თითქოს გვერდით არავინ ჰყავდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს წინააღმდეგობები ღმერთსა და ადამიანს მტრებად აქცევს და გადაულახავიც კია, ღმერთი მათ ყურადღებას არ აქცევს, თითქოს ისინი ერთდროულად არსებობენ და არ არსებობენ. ადამიანი კი მაინც ერთგულია თავისი შეხედულებებისა და წარმოდგენებისა და არასდროს თმობს მათ. თუმცა ერთი რამ თავისთავად ცხადია: მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი არ შეიცვლის თავის შეხედულებას, ღმერთის ფეხები ყოველთვის მოძრაობაშია და ის ყოველთვის იცვლის თავის მოსაზრებას გარემოს შესაბამისად. საბოლოოდ, ადამიანია ის, ვინც ბრძოლის გარეშე დამარცხდება. ამასობაში, ღმერთი მისი ყველა დამარცხებული მტრის უდიდესი მტერია და ასევე კაცობრიობის, როგორც დამარცხებულის, ასევე დაუმარცხებლის, მცველია. ვის შეუძლია ღმერთთან შეჯიბრი და გამარჯვება? თითქოს ადამიანის წარმოდგენები ღმერთისგან მოდის, რადგან მათი უმეტესობა ღვთის საქმის კვალდაკვალ დაიბადა. თუმცა, ღმერთი არ პატიობს ადამიანს ამის გამო და არც ქებას ასხამს მისი საქმის კვალდაკვალ „ღმერთისთვის“ მრავალი პროდუქტის შექმნისთვის მისი საქმის მიღმა. ნაცვლად ამისა, მას უკიდურესად სძაგს ადამიანის წარმოდგენები და ძველი, ღვთისმოსავი შეხედულებები და არც კი აინტერესებს როდის გაჩნდა ეს წარმოდგენები პირველად. ის საერთოდ არ აღიარებს, რომ ეს წარმოდგენები მისი საქმით არის გამოწვეული, რადგან ადამიანის წარმოდგენები ადამიანის მიერ ვრცელდება; მათი წყარო ადამიანის აზრები და გონებაა — არა — ღმერთი, არამედ სატანა. ღმერთს ყოველთვის ჰქონდა განზრახვა, რომ მისი საქმე ყოფილიყო ახალი და ცოცხალი და არა ძველი და მკვდარი და ის, რასაც ადამიანი ერთგულებს იცვლება ეპოქისა და პერიოდის მიხედვით და არ არის მარადიული და უცვლელი. ეს იმიტომ ხდება, რომ ის არის ღმერთი, რომელიც ადამიანს აცოცხლებს და აახლებს, არა — ეშმაკი, რომელიც ადამიანს კლავს და აბერებს. ნუთუ ჯერ კიდევ ვერ გაიგეთ ეს? შენ გაქვს წარმოდგენები ღმერთზე და არ შეგიძლია მათგან გათავისუფლება, რადგან ვიწრო აზროვნების ადამიანი ხარ. ეს არ ხდება იმიტომ, რომ ღვთის საქმეში ნაკლები აზრია ან მისი საქმეები ადამიანის გრძნობებს არ ითვალისწინებს და მით უფრო, არც იმიტომ, რომ ღმერთი ყოველთვის უგულებელყოფს თავის მოვალეობებს. შენ არ შეგიძლია დათმო შენი წარმოდგენები, რადგან მეტად გაკლია მორჩილება და ოდნავადაც არ გავხარ ქმნილებას; ეს იმიტომ არ ხდება, რომ ღმერთი გირთულებს საქმეს. შენ გამოიწვიე ეს ყველაფერი და ამას ღმერთთან არანაირი კავშირი არ აქვს; ყველა ტანჯვა და უბედურება ადამიანის მიერ არის შექმნილი. ღვთის ფიქრები ყოველთვის კარგია: მას სურს შენში არა იდეების გაჩენის, არამედ ეპოქასთან ერთად შენი შეცვლისა და განახლების ხელშეწყობა. მაგრამ შენ არ იცი, რა არის შენთვის კარგი და მუდმივად იკვლევ ან აანალიზებ. საქმე ის კი არ არის, რომ ღმერთი გიქმნის სირთულეებს, არამედ, შენ გულში არ გაქვს ღვთის შიში და შენი ურჩობა მეტად დიდია. პაწაწინა ქმნილება, რომელიც ბედავს და იღებს რაღაც ტრივიალურ ნაწილს იმისა, რაც ადრე ღვთის მიერ იყო ბოძებული, შემდეგ კი უკან ტრიალდება და ამ ნაწილს ღმერთზე თავდასხმისთვის იყენებს — განა ეს ადამიანის ამბოხი არ არის? სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ადამიანები სრულიად შეუფერებელნი არიან გამოთქვან საკუთარი შეხედულებები ღვთის წინაშე და მით უფრო შეუფერებელნი არიან თავიანთი უსარგებლო, მყრალი, დამპალი და მაღალფარდოვანი ენით ისე იპრანჭონ, როგორც სურთ — რომ აღარაფერი ვთქვათ ამ დაობებულ წარმოდგენებზე. განა ისინი კიდევ უფრო უსარგებლოები არ არის?

ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტად ღმერთს ემსახურება არის ის, ვინც ღვთის განზრახვებს შეესაბამება, ღვთისთვის გამოსადეგია და შეუძლია დათმოს რელიგიური წარმოდგენები. თუ გსურს ღვთის სიტყვების ჭამა-სმა ეფექტური იყოს, მაშინ უნდა დათმო შენი რელიგიური წარმოდგენებისგან. თუ ღმერთის მსახურება გსურს, მაშინ კიდევ უფრო აუცილებელია, პირველ რიგში, რელიგიური წარმოდგენები დათმო და ყველაფერში ღვთის სიტყვებს დაემორჩილო. ეს არის ის, რასაც ღვთის მსახური ადამიანი უნდა ფლობდეს. თუ შენ გაკლია ეს ცოდნა, მაშინ, მსახურებისთანავე გამოიწვევ შეფერხებასა და არეულობას, ხოლო თუ შენს წარმოდგენებს ჩაეჭიდები, მაშინ ღმერთი გარდაუვლად დაგამხობს და ვეღარასოდეს წამოდგები. მაგალითად აიღე აწმყო: დღევანდელი მრავალი გამონათქვამი და საქმე შეუთავსებელია ბიბლიასთან და ღვთის მიერ ადრე შესრულებულ საქმესთან და თუ არ გსურს დამორჩილება, მაშინ შეიძლება ნებისმიერ დროს დაეცე. თუ გსურს ღვთის განზრახვების შესაბამისად მსახურება, მაშინ ჯერ რელიგიური წარმოდგენები უნდა დათმო და საკუთარი შეხედულებები გამოასწორო. ნათქვამის დიდი ნაწილი შეუსაბამო იქნება წარსულში ნათქვამთან და თუ ახლა არ გაქვს მორჩილების სიმტკიცე, ვერ შეძლებ წინ გადაშლილი გზის გავლას. თუ ღვთის საქმის რომელიმე მეთოდმა შენში ფესვი გაიდგა და შენ არასდროს გათავისუფლდები მისგან, მაშინ ეს მეთოდი შენი რელიგიური წარმოდგენა გახდება. თუ ღმერთის არსმა შენში ფესვი გაიდგა, მაშინ შენ მოიპოვე ჭეშმარიტება და თუ შეიძლება ღვთის სიტყვები და ჭეშმარიტება შენს ცხოვრებად იქცეს, აღარ გექნება წარმოდგენები ღმერთზე. მათ, ვისაც ღმერთის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნა აქვს, არ ექნებათ არანაირი წარმოდგენები და არ შეასრულებენ წესებს.

დასვი ეს კითხვები, რათა სიფხიზლე შეინარჩუნო:

1. შენში არსებული ცოდნა ღვთისადმი მსახურებას ხელს უშლის?

2. რამდენი რელიგიური პრაქტიკაა შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? თუ ღვთისმოსაობას მხოლოდ გარეგნულად წარმოადგენ, ნიშნავს ეს იმას, რომ შენი ცხოვრება გაიზარდა და მომწიფდა?

3. როდესაც ღვთის სიტყვებს ჭამ და სვამ, შეგიძლია რელიგიური წარმოდგენები დათმო?

4. ლოცვის დროს შეგიძლია რელიგიურ ცერემონიებზე უარის თქმა?

5. ხარ ისეთი ადამიანი, რომელიც გამოსადეგია ღვთისთვის?

6. შენი ღვთის შემეცნების რა ნაწილი შეიცავს რელიგიურ წარმოდგენებს?

წინა: ღვთის რწმენაში მთავარი რეალობაა და არა რელიგიური რიტუალების აღსრულება

შემდეგი: შეიცანით ღვთის უახლესი საქმე და მიჰყევით მის ნაბიჯებს

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება