მხოლოდ მათ შეუძლიათ სრულყოფა, ვინც ყურადღებას პრაქტიკაზე ამახვილებს

უკანასკნელ დღეებში ღმერთი განკაცდა, რათა შეესრულებინა ის საქმე, რომელიც მას უნდა გაეკეთებინა და აღესრულებინა თავისი სიტყვის მსახურება. იგი პირადად მოვიდა, რათა ემსახურა ადამიანთა შორის, მიზნად ისახავდა იმ ადამიანების სრულყოფას, რომლებიც მის განზრახვებს შეესაბამებიან. სამყაროს შექმნიდან დღემდე, მხოლოდ უკანასკნელ დღეებში განახორციელა მან ამგვარი საქმე. მხოლოდ უკანასკნელ დღეებში ღმერთმა ხორცი შეისხა ასეთი მასშტაბური საქმეების შესასრულებლად. თუმცა, ის უძლებს ისეთ წამებას, რომლის გაძლებაც ადამიანებს გაუჭირდებოდათ, და თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დიდებული ღმერთია, ის თავს იმდაბლებს, რათა გახდეს ჩვეულებრივი ადამიანი, მისი საქმე ოდნავადაც არ შეფერხებულა და მისი გეგმა სულ მცირედითაც არ დარღვეულა — ის ასრულებს საქმეს თავისი თავდაპირველი გეგმის მიხედვით. ხორცშესხმის ერთ-ერთი მიზანი ადამიანთა დაპყრობაა, მეორე კი იმ ადამიანების სრულყოფა, რომლებიც მას უყვარს. მას სურს საკუთარი თვალით იხილოს ის ადამიანები, რომლებსაც ის სრულყოფს და მას სურს საკუთარი თვალით იხილოს, როგორ მოწმობენ მისთვის ის ადამიანები, რომლებსაც ის სრულყოფს. სრულყოფილი ერთი ან ორი ადამიანი კი არ ხდება, არამედ, ეს არის ჯგუფი, რომელიც რამდენიმე ადამიანისგან შედგება. ამ ჯგუფში შემავალი ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და სხვადასხვა ეროვნებიდან არიან. ის ამდენ საქმეს ასრულებს იმისათვის, რომ მოიპოვოს ადამიანთა ეს ჯგუფი, მოიპოვოს ის მოწმობა, რომელსაც ადამიანთა ეს ჯგუფი მისთვის გასცემს და მოიპოვოს ის დიდება, რომელიც მან შეიძლება მათგან მიიღოს. ის არ აკეთებს საქმეს, რომელსაც არ აქვს მნიშვნელობა და არც ისეთ საქმეს, რომელსაც არ აქვს ღირებულება. შეიძლება ითქვას, რომ ამდენი საქმის კეთებისას ღმერთის მიზანია სრულყოს ყველა ის, ვისი სრულყოფაც მას სურს. იმ თავისუფალ დროს, რომელიც მას ამის მიღმა რჩება, ის განდევნის ბოროტებს. ის ამ დიდ საქმეს ბოროტთა გამო არ აკეთებს; პირიქით, ის ყველაფერს გაიღებს იმ მცირერიცხოვანი ადამიანების გამო, რომლებიც მის მიერ უნდა იქნან სრულყოფილნი. საქმე, რომელსაც ის აკეთებს, სიტყვები, რომლებსაც ის წარმოთქვამს, საიდუმლოებანი, რომლებსაც ის აცხადებს, და მისი სამსჯავრო და გაკიცხვა — ეს ყველაფერი ადამიანთა იმ მცირე რაოდენობის გულისთვისაა. ის არ განკაცდა ბოროტთა გამო და, მით უმეტეს, ეს ბოროტი ადამიანები მასში დიდ რისხვას არ იწვევენ. ის ჭეშმარიტებას მეტყველებს და საუბრობს შესვლაზე მათ გამო, ვინც უნდა იქნას სრულყოფილი; ის მათ გამო განხორციელდა და სწორედ მათ გამოა, რომ ის ანიჭებს თავის აღთქმებსა და კურთხევებს. ჭეშმარიტება, შესვლა და ცხოვრება ადამიანობაში, რაზეც ის საუბრობს, არ სრულდება ბოროტთა გულისთვის. მას სურს, თავი აარიდოს ბოროტებთან საუბარს და ამის ნაცვლად, ყველა ჭეშმარიტება უბოძოს მათ, ვინც სრულყოფილებას ექვემდებარება. თუმცა მისი საქმე მოითხოვს, რომ ამჟამად ბოროტებს მიეცეთ საშუალება, ისარგებლონ მისი ზოგიერთი სიმდიდრით. ისინი, ვინც ჭეშმარიტებას პრაქტიკაში არ ახორციელებს, ვინც არ აკმაყოფილებს ღმერთს და ვინც ხელს უშლიან მის საქმეს, ყველანი ბოროტნი არიან. ისინი ვერ გახდებიან სრულყოფილები და ღმერთი მათ უარყოფს. ხოლო ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებას პრაქტიკაში ახორციელებენ, შეუძლიათ ღმერთის დაკმაყოფილებადა მთელ თავის თავს ღმერთის საქმეს ახმარენ, არიან ის ადამიანები, რომლებიც ღმერთის მიერ უნდა გახდნენ სრულყოფილები. ისინი, ვისი სრულყოფაც ღმერთს სურს, სხვა არავინაა, თუ არა ადამიანთა ეს ჯგუფი, და საქმე, რომელსაც ღმერთი ასრულებს, სწორედ ამ ადამიანების გულისთვისაა. ჭეშმარიტება, რომელზეც ის საუბრობს, მიმართულია იმ ადამიანებისკენ, ვისაც სურს მისი პრაქტიკაში გამოყენება. ის არ ესაუბრება იმ ადამიანებს, ვინც ჭეშმარიტებას პრაქტიკაში არ იყენებს. წვდომის მატება და გარჩევის უნარის ზრდა, რაზეც ის საუბრობს, მიმართულია იმ ადამიანებისკენ, რომლებსაც შეუძლიათ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება. როდესაც ის საუბრობს მათზე, ვინც სრულყოფილი უნდა გახდეს, სწორედ ამ ადამიანებს გულისხმობს. სულიწმინდის მუშაობა მიმართულია იმ ადამიანებისკენ, რომლებსაც სურთ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება. ისეთი რამ, როგორიცაა სიბრძნისა და ადამიანობის ფლობა, მიმართულია იმ ადამიანებისკენ, რომლებსაც სურთ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება. მათ, ვინც არ ახორციელებს ჭეშმარიტებას პრაქტიკაში, შეიძლება მოისმინონ ჭეშმარიტების მრავალი სიტყვა, მაგრამ რადგან ბუნებით ძალიან ბოროტები არიან და არ აინტერესებთ ჭეშმარიტება, ის, რაც მათ ესმით, მხოლოდ მოძღვრებები, სიტყვები და ცარიელი თეორიებია, რომელთაც მათი სიცოცხლეში შესვლისთვის ოდნავი ფასეულობაც კი არ გააჩნიათ. მათგან არცერთი არ არის ღმერთის ერთგული. ისინი ყველანი არიან ადამიანები, რომლებიც ხედავენ ღმერთს, მაგრამ ვერ მოიპოვებენ მას. ისინი ყველანი დაგმობილნი არიან ღვთის მიერ.

სულიწმიდას აქვს გზა, რომელიც თითოეულ ადამიანში უნდა გაიაროს, და თითოეულ ადამიანს აძლევს სრულყოფის შესაძლებლობას. შენი ნეგატიურობის მეშვეობით შენ გაცნობებენ საკუთარ გახრწნილებას, ხოლო შემდეგ, ნეგატიურობის მოშორებით, იპოვი პრაქტიკის გზას. ყოველივე ეს არის გზები, რომლებითაც შენ სრულყოფილი ხდები. გარდა ამისა, შენში არსებული ზოგიერთი პოზიტიური რამის უწყვეტი ხელმძღვანელობისა და განათების მეშვეობით, შენ აქტიურად შეასრულებ შენს დანიშნულებას, გაიღრმავებ ცოდნას და შეიძენ გამჭრიახობას. როდესაც შენი მდგომარეობა კარგია, განსაკუთრებით გსურს ღვთის სიტყვის კითხვა, განსაკუთრებით გსურს ღმერთთან ლოცვა და შეგიძლია მოსმენილი ქადაგებები საკუთარ მდგომარეობას დაუკავშირო. ასეთ დროს ღმერთი შინაგანად ნათელს მოგფენს და გაგანათებს, რაც დაგეხმარება დაინახო და გააცნობიერო ზოგიერთი რამ პოზიტიური კუთხით. აი, ასე ხდება შენი სრულყოფა პოზიტიურ ასპექტში. ნეგატიურ მდგომარეობაში შენ სუსტი და ნეგატიური ხარ; გრძნობ, რომ გულში ღმერთი არ გყავს, თუმცა ღმერთი მაინც გფენს ნათელს და გეხმარება პრაქტიკის გზის პოვნაში. ამის შედეგია სრულყოფის მიღწევა ნეგატიურ ასპექტში. ღმერთს შეუძლია ადამიანი სრულყოს როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ ასპექტებში. ეს დამოკიდებულია იმაზე, შეგიძლია თუ არა გამოცდილების მიღება და ესწრაფვი თუ არა ღვთის მიერ სრულყოფას. თუ შენ ჭეშმარიტად ესწრაფვი ღვთის მიერ სრულყოფას, მაშინ ნეგატიური ვერ მოგიტანს დანაკარგს, არამედ მოგიტანს იმას, რაც უფრო რეალურია, და უფრო მეტად შეგაძლებინებს შეიცნო ის, რაც შენში ნაკლოვანია, უკეთ ჩასწვდე შენს რეალურ მდგომარეობას და დაინახო, რომ ადამიანს არაფერი გააჩნია და ის არაფერია; თუ არ გამოივლი განსაცდელებს, ვერაფერს შეიტყობ და ყოველთვის იგრძნობ, რომ სხვებზე მაღლა დგახარ და ყველაზე უკეთესი ხარ. ამ ყველაფრის მეშვეობით დაინახავ, რომ ყველაფერი, რაც მანამდე მოხდა, ღვთის მიერ იყო გაკეთებული და ღვთის მიერ იყო დაცული. განსაცდელში შესვლა გტოვებს სიყვარულისა და რწმენის გარეშე, გაკლია ლოცვა და არ შეგიძლია საგალობლების სიმღერა, და ამის გაუცნობიერებლად, ამ ყველაფრის მიმდინარეობისას, შენ საკუთარ თავს შეიცნობ. ღმერთს ადამიანის სრულყოფის მრავალი საშუალება აქვს. ის ყოველგვარ გარემოს იყენებს ადამიანის გახრწნილი ბუნების გასხვლისთვის და სხვადასხვა რამეს იყენებს ადამიანის გამოსააშკარავებლად. ერთი მხრივ, ის სხლავს ადამიანს, მეორე მხრივ, ააშკარავებს მას, ხოლო სხვა მხრივ, ამხილებს მას, ამოთხრის და ამჟღავნებს ადამიანის გულის სიღრმეში არსებულ „საიდუმლოებებს“ და მისი მრავალი მდგომარეობის მხილებით ადამიანს მის ბუნებას უჩვენებს. ღმერთი სრულყოფს ადამიანს მრავალი მეთოდით — მხილების, ადამიანის გასხვლის, გამოწრთობისა და გაკიცხვის მეშვეობით, რათა ადამიანმა იცოდეს, რომ ღმერთი პრაქტიკულია.

რას ეძებთ ახლა თქვენ? ღვთის მიერ სრულყოფას, ღვთის შეცნობას, ღვთის მოპოვებას — თუ იქნებ ცდილობთ, 90-იანი წლების პეტრეს მსგავსად მოიქცეთ, ან გქონდეთ იობზე დიდი რწმენა, ან იქნებ გსურთ, რომ ღმერთმა მართლად გიწოდოთ და ღვთის ტახტის წინაშე წარდგეთ, ან შეძლოთ ღვთის გამოვლენა დედამიწაზე და ძლიერად და მჭექარედ დაამოწმოთ ღვთის შესახებ. იმის მიუხედავად, თუ რას ეძებთ, მთლიანობაში, თქვენ ეძებთ ღმერთის მიერ გადარჩენას. მნიშვნელობა არ აქვს, ეძებ თუ არა სამართლიან ადამიანად ყოფნას, პეტრეს გზას, იობის რწმენას თუ ღვთის მიერ სრულყოფას, ეს ყველაფერი არის საქმე, რომელსაც ღმერთი ასრულებს ადამიანზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმის მიუხედავად, თუ რას ეძებ, ეს ყველაფერი ღმერთის მიერ სრულყოფის გულისთვისაა, ყველაფერი ღმერთის სიტყვის გამოცდისთვისაა, რათა დააკმაყოფილო ღვთის გული. რასაც არ უნდა ეძებდე, ეს ყველაფერი ღვთის მშვენიერების აღმოსაჩენადაა, რეალურ გამოცდილებაში პრაქტიკის გზის მოსაძიებლად, რათა შეძლო საკუთარი ურჩი ხასიათის მოშორება, საკუთარ თავში ნორმალური მდგომარეობის მიღწევა, ღვთის განზრახვებთან სრული შესაბამისობა, მართალ ადამიანად ჩამოყალიბება და სწორი მოტივის ქონა ყველაფერში, რასაც აკეთებ. ამ ყველაფრის შენ მიერ გამოცდის მიზეზი ღვთის შეცნობამდე მისვლა და ცხოვრებისეული ზრდის მიღწევაა. მიუხედავად იმისა, რომ რასაც განიცდი, არის ღვთის სიტყვა და რეალური მოვლენები, ისევე როგორც ადამიანები, მოვლენები და საგნები შენს გარშემო, საბოლოო ჯამში, შეგიძლია შეიცნო ღმერთი და სრულყოფილ იქნე ღვთის მიერ. სამართლიანი ადამიანის გზით სვლის ძიება ან ღვთის სიტყვის პრაქტიკაში გამოყენების ძიება: ესენი სარბენი ბილიკია, ხოლო ღვთის შეცნობა და ღვთის მიერ სრულყოფა — დანიშნულების ადგილი. ეძებ თუ არა ახლა ღვთის მიერ სრულყოფას ან ეძებ თუ არა ღვთისთვის მოწმობის გაცემას, ეს ყველაფერი საბოლოოდ ღმერთის შესაცნობად ხდება; ეს იმისთვისაა, რომ ის საქმე, რომელსაც ის შენში ასრულებს, არ იყოს ფუჭი, რათა საბოლოოდ შეიცნო ღვთის პრაქტიკულობა, შეიცნო მისი სიდიადე და, მით უმეტეს, შეიცნო ღვთის თავმდაბლობა და დაფარულობა, და შეიცნო იმ სამუშაოს დიდი მოცულობა, რომელსაც ღმერთი შენში ასრულებს. ღმერთმა თავი იმ დონემდე დაიმდაბლა, რომ თავის საქმეს ამ ბინძურ და გახრწნილ ადამიანებში ასრულებს და სრულყოფს ადამიანთა ამ ჯგუფს. ღმერთი არა მხოლოდ განკაცდა, რათა ადამიანებს შორის ეცხოვრა და ეჭამა, ადამიანები ემწყემსა და მიეცა მათთვის ის, რაც სჭირდებათ. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის თავის ხსნისა და დაპყრობის ძლევამოსილ საქმეს ამ აუტანლად გახრწნილ ადამიანებზე ასრულებს. ის მოვიდა დიდი წითელი დრაკონის გულში ამ ყველაზე გახრწნილი ადამიანების გადასარჩენად, რათა ყველა ადამიანი შეიცვალოს და განახლდეს. ის უზომო ტანჯვა, რომელსაც ღმერთი უძლებს, არ არის მხოლოდ ის ტანჯვა, რომელსაც განკაცებული ღმერთი უძლებს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ის, რომ ღვთის სული განიცდის უკიდურეს დამცირებას — ის ისე იმდაბლებს და მალავს თავს, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ხდება. ღმერთი განკაცდა და მიიღო ხორციელი სახე, რათა ადამიანებმა დაინახონ, რომ მას აქვს ნორმალური ადამიანური ცხოვრება და ნორმალური ადამიანური საჭიროებები. ეს საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ღმერთმა თავი დიდად დაიმდაბლა. ღვთის სული ხორცშია რეალიზებული. მისი სული ისეთი უზენაესი და დიდებულია, თუმცა ის იღებს ჩვეულებრივი ადამიანის, უმნიშვნელო ადამიანის სახეს, რათა შეასრულოს თავისი სულის საქმე. თითოეული თქვენგანის სულიერი მონაცემების, გამჭრიახობის, გონიერების, ადამიანობის და ცხოვრების თვალსაზრისით, თქვენ ნამდვილად არ ხართ ღირსნი ღვთის ამგვარი საქმის მიღების და თქვენ ნამდვილად არ ხართ ღირსნი იმისა, რომ ღმერთი თქვენი გულისთვის ასეთ ტანჯვას უძლებდეს. ღმერთი ისეთი ამაღლებულია. ის იმდენად უზენაესია და ადამიანები იმდენად მდაბალნი არიან, თუმცა ის მაინც მუშაობს მათზე. ის არა მხოლოდ განკაცდა, რათა ეზრუნა ადამიანებზე და ელაპარაკა მათთვის, არამედ ის მათთან ერთად ცხოვრობს კიდეც. ღმერთი ისეთი თავმდაბალია, ისეთი მოყვარე. თუკი, როგორც კი ღვთის სიყვარული იხსენიება, როგორც კი ღვთის მადლი იხსენიება, შენ ცრემლებს ღვრი და ამავდროულად დიდ ქებას აღავლენ, თუკი ამ მდგომარეობამდე მიხვალ, მაშინ შენ ღვთის ჭეშმარიტი შემეცნება გაქვს.

დღესდღეობით ადამიანთა ძიებაში გადახრა შეინიშნება. ისინი მხოლოდ ღვთის სიყვარულსა და ღვთის დაკმაყოფილებას ესწრაფვიან, მაგრამ მათ არ გააჩნიათ ღვთის არავითარი გაგება და უგულებელყვეს სულიწმიდის ნათლის მოფენა და განათება მათში. მათ არ გააჩნიათ ღვთის ჭეშმარიტი გაგების საფუძველი. ამგვარად, მათი გამოცდილების მატებასთან ერთად, ისინი ხალისს კარგავენ. ყველას, ვინც ღვთის ჭეშმარიტი შემეცნებისკენ ისწრაფვის, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში კარგ მდგომარეობაში არ იმყოფებოდნენ და მიდრეკილნი იყვნენ ნეგატიურობისა და სისუსტისკენ, ხშირად ღვრიდნენ ცრემლებს, გულგატეხილობაში ვარდებოდნენ და კარგავდნენ იმედს — ახლა, როდესაც მეტ გამოცდილებას იძენენ, მათი მდგომარეობა უმჯობესდება. გასხვლისა და გატეხის გამოცდილების მიღებისა და განსაცდელისა და გამოწრთობის ეტაპის გავლის შემდეგ, მათ დიდ პროგრესს მიაღწიეს. უარყოფითი მდგომარეობები შემცირდა და მათ სიცოცხლე-განწყობაში გარკვეული ცვლილება მოხდა. რაც უფრო მეტ განსაცდელს გადიან, მათ გულებში ღვთისადმი სიყვარული იღვიძებს. ადამიანების სრულყოფისას ღმერთს თავისი წესი აქვს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ის ნათელს მოგფენს შენივე სასურველი მხარის გამოყენებით, რათა გქონდეს პრაქტიკის გზა და შეძლო ყველა ნეგატიური მდგომარეობისგან განცალკევება, რაც ეხმარება შენს სულს გათავისუფლებაში და უფრო მეტად გაძლევს მისი სიყვარულის უნარს. ამგვარად, შენ შეგიძლია სატანის გახრწნილი ხასიათის მოშორება. შენ ხარ უბრალო და გულახდილი, მზად ხარ საკუთარი თავის შესაცნობად და ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოსაყენებლად. ღმერთი აუცილებლად გაკურთხებს, ამიტომ როდესაც სუსტი და ნეგატიური ხარ, ის ორმაგად მოგფენს ნათელს, დაგეხმარება საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში, უფრო მეტად მონანიების სურვილსა და იმის პრაქტიკაში განხორციელების უნარში, რაც უნდა განახორციელო. მხოლოდ ამგვარად შეიძლება იყოს შენი გული მშვიდად და მოსვენებულ მდგომარეობაში. ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივ ყურადღებას აქცევს ღვთის შეცნობას, საკუთარი თავის შეცნობასა და საკუთარ პრაქტიკას, შეძლებს ხშირად მიიღოს ღვთის საქმე, ისევე როგორც მისი წინამძღოლობა და ნათლის მოფენა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი ადამიანი ნეგატიურ მდგომარეობაშია, მას შეუძლია დაუყოვნებლივ შემოაბრუნოს ვითარება, იქნება ეს სინდისისგან გამოწვეული ქმედების თუ ღვთის სიტყვისგან მიღებული ნათლის მოფენის წყალობით. ადამიანის ხასიათის ცვლილება ყოველთვის მაშინ მიიღწევა, როდესაც ის შეიცნობს საკუთარ რეალურ მდგომარეობას და ღვთის ხასიათსა და საქმეს. ადამიანი, რომელსაც სურს საკუთარი თავის შეცნობა და გახსნა, შეძლებს ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებას. ამგვარი ადამიანი არის ღვთისადმი ერთგული ადამიანი, ხოლო ღვთისადმი ერთგულ ადამიანს აქვს ღვთის შემეცნება, მიუხედავად იმისა, ეს შემეცნება ღრმაა თუ ზედაპირული, მწირი თუ უხვი. ეს არის ღვთის სამართლიანობა და ეს არის ის, რასაც ადამიანები აღწევენ; ეს მათივე მონაპოვარია. ადამიანი, რომელსაც აქვს ღვთის გაგება, არის ის, ვისაც აქვს საფუძველი და ხედვა. ასეთი ადამიანი დარწმუნებულია ღვთის ხორცში, დარწმუნებულია ღვთის სიტყვასა და ღვთის საქმეში. მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოქმედებს ან საუბრობს ღმერთი, ან როგორ იწვევენ სხვა ადამიანები არეულობას, მათ შეუძლიათ მტკიცედ იდგნენ და ურყევად დაამოწმონ ღმერთი. რაც უფრო მეტად არის ადამიანი ასეთი, მით უფრო მეტად შეუძლია მას იმ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება, რომელიც ესმის. რადგან ისინი ყოველთვის იყენებენ ღვთის სიტყვას პრაქტიკაში, ისინი უფრო მეტად შეიცნობენ ღმერთს და აქვთ ნება, რომ სამუდამოდ მტკიცედ იდგნენ თავიანთ მოწმობაში ღმერთის წინაშე.

გქონდეს გარჩევის უნარი, გქონდეს მორჩილება და გქონდეს საგანთა არსში წვდომის უნარი, რათა სულით ფხიზელი იყო, ნიშნავს, რომ როგორც კი რამეს წააწყდები, ღვთის სიტყვები შიგნიდან გაგანათებს და ნათელს მოგფენს. სწორედ ეს არის სულით ფხიზლობა. ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, ადამიანთა სულების გამოსაცოცხლებლად კეთდება. რატომ ამბობს ღმერთი ყოველთვის, რომ ადამიანები უგრძნობები და უგუნურები არიან? ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანთა სულები მოკვდა და ისინი ისე უგრძნობები გახდნენ, რომ სრულიად ვერ აღიქვამენ სულიერ საკითხებს. ღვთის საქმეა, წინ წასწიოს ადამიანთა ცხოვრება და დაეხმაროს მათ სულებს გაცოცხლებაში, რათა მათ შეძლონ სულიერ საკითხებში ჩაწვდომა და ყოველთვის შეძლონ ღვთის გულით სიყვარული და ღვთის დაკმაყოფილება. ამ ეტაპამდე მიღწევა აჩვენებს, რომ ადამიანის სული გამოცოცხლდა და შემდეგში, როდესაც რაიმეს წააწყდება, მას შეუძლია დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება. ისინი მგრძნობიარენი არიან ქადაგებების მიმართ და სწრაფად რეაგირებენ სიტუაციებზე. აი, რას ნიშნავს სულის გამჭრიახობის მიღწევა. ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც სწრაფი რეაქცია აქვს გარეგნულ მოვლენაზე, მაგრამ როგორც კი რეალობაში შესვლა ან სულის დეტალური საკითხები განიხილება, ისინი უგრძნობნი და უგუნურები ხდებიან. ისინი მხოლოდ მაშინ ხვდებიან რაიმეს, როდესაც ეს თვალწინ უდევთ. ყოველივე ეს სულიერი უგრძნობლობისა და უგუნურობის, სულიერ საკითხებში მცირე გამოცდილების ქონის ნიშანია. ზოგიერთი ადამიანი სულიერად გამჭრიახია და გარჩევის უნარი აქვს. როგორც კი მოისმენენ სიტყვებს, რომლებიც მათ მდგომარეობაზე მიუთითებს, ისინი დროს არ კარგავენ მათ ჩასაწერად. როგორც კი მოისმენენ სიტყვებს პრაქტიკის პრინციპების შესახებ, მათ შეუძლიათ მათი მიღება და თავიანთ შემდგომ გამოცდილებაში გამოყენება, რითაც საკუთარ თავს ცვლიან. ეს არის ადამიანი, რომელიც სულიერად გამჭრიახია. რატომ შეუძლიათ მათ ასე სწრაფად რეაგირება? ეს იმიტომ, რომ ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ საკითხებზე არიან ფოკუსირებულნი. როდესაც ისინი ღვთის სიტყვებს კითხულობენ, მათ შეუძლიათ საკუთარი მდგომარეობა მათ შეადარონ და საკუთარ თავში ჩაიხედონ. როდესაც ისინი ისმენენ თანაზიარებასა და ქადაგებებს და ისმენენ სიტყვებს, რომლებსაც მათთვის ნათლის მოფენა და განათება მოაქვს, მათ შეუძლიათ ის დაუყოვნებლივ მიიღონ. ეს მშიერი ადამიანისთვის საკვების მიცემას ჰგავს; მას მაშინვე შეუძლია ჭამა. თუ შენ აძლევ საკვებს მას, ვინც არ არის მშიერი, ის ასე სწრაფად არ რეაგირებს. შენ ხშირად ლოცულობ ღმერთის მიმართ და შემდეგ, როდესაც რამეს წააწყდები, შეგიძლია დაუყოვნებლივ მოახდინო რეაგირება: იმაზე, თუ რას მოითხოვს ღმერთი ამ საკითხში და როგორ უნდა მოიქცე. წინა ჯერზე ღმერთმა დაგაკვალიანა ამ საკითხში; როდესაც დღეს მსგავს რამეს წააწყდები, ბუნებრივია, გეცოდინება, როგორ იმოქმედო ისე, რომ ასიამოვნო ღვთის გულს. თუ ყოველთვის ასე იმოქმედებ და ყოველთვის ასე მიიღებ გამოცდილებას, რაღაც მომენტში ეს შენთვის ადვილი გახდება. ღვთის სიტყვის კითხვისას შენ იცი, რა სახის ადამიანს გულისხმობს ღმერთი, იცი, სულის რა მდგომარეობებზე საუბრობს ის, და შეგიძლია ჩასწვდე მთავარ არსს და განახორციელო ის პრაქტიკაში; ეს აჩვენებს, რომ შენ შეგიძლია გამოცდილების მიღება. რატომ მოიკოჭლებენ ზოგიერთები ამ მხრივ? ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი დიდ ძალისხმევას არ უთმობენ პრაქტიკულ მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ სურთ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება, მათ არ გააჩნიათ ჭეშმარიტი წვდომა მსახურების დეტალებსა და მათ ცხოვრებაში ჭეშმარიტების დეტალებზე. როდესაც რაღაც ხდება, ისინი იბნევიან. ამგვარად, შეიძლება გზას აცდე, როდესაც ცრუ წინასწარმეტყველი ან ცრუ მოციქული გამოჩნდება. ხშირად უნდა თანაზიარებდე ღვთის სიტყვებსა და საქმეს — მხოლოდ ამგვარად შეძლებ ჭეშმარიტების გაგებისა და გარჩევის უნარის განვითარებას. თუ არ გესმის ჭეშმარიტება, არ გექნება გარჩევის უნარი. მაგალითად, რას ამბობს ღმერთი, როგორ მოქმედებს ღმერთი, როგორია მისი მოთხოვნები ადამიანების მიმართ, როგორი ტიპის ადამიანებთან უნდა გქონდეს კონტაქტი და როგორი ტიპის ადამიანები უნდა უარყო — ამ საკითხებს ხშირად უნდა იზიარებდე. თუ ყოველთვის ამგვარად იზიარებ ღვთის სიტყვას, შენ ჩასწვდები ჭეშმარიტებას და საფუძვლიანად გაიგებ ბევრ რამეს, ასევე გექნება გამჭრიახობაც. რა არის სულიწმიდის წვრთნა, რა არის ადამიანის ნებისგან შობილი ბრალეულობა, რა არის სულიწმიდის წინამძღოლობა, რა არის გარემოს მოწესრიგება, რა არის ღვთის სიტყვებით შინაგანი ნათლის მოფენა? თუ ეს საკითხები ნათელი არ არის, შენ არ გექნება გარჩევის უნარი. უნდა იცოდე, რა მოდის სულიწმიდისგან, რა არის ურჩი ხასიათი, როგორ დაემორჩილო ღვთის სიტყვას და როგორ მოიშორო საკუთარი ურჩობა; თუ ამ საკითხების გაგებას შენი გამოცდილებით შეიძენ, შენ გექნება საფუძველი; როდესაც რამე მოხდება, გექნება შესაბამისი ჭეშმარიტება, რომლითაც მას შეაფასებ და შესაფერისი შეხედულებები, როგორც საფუძველი. შენ გექნება პრინციპები ყველაფერში, რასაც აკეთებ, და შეძლებ იმოქმედო ჭეშმარიტების შესაბამისად. მაშინ შენი ცხოვრება აღივსება ღვთის მიერ ნათლის მოფენითა და ღვთის კურთხევებით. ღმერთი უსამართლოდ არ მოექცევა არცერთ ადამიანს, რომელიც მას გულწრფელად ეძიებს ან ვინც ავლენს მას თავის ცხოვრებაში და მოწმობს მის შესახებ, და ის არ დაწყევლის არცერთ ადამიანს, ვისაც ჭეშმარიტებისადმი გულწრფელი წყურვილი აქვს. თუ ღვთის სიტყვების ჭამისა და სმის დროს შეგიძლია ყურადღება გაამახვილო შენი საკუთარი ნამდვილი მდგომარეობის შეცნობაზე, ყურადღება გაამახვილო შენს საკუთარ პრაქტიკაზე და ყურადღება გაამახვილო შენს საკუთარ გაგებაზე, მაშინ, როდესაც პრობლემას წააწყდები, ნათელი მოგეფინება და მიაღწევ პრაქტიკულ გაგებას. მაშინ შენ ყველაფერში გექნება პრაქტიკაში განხორციელებისა და გარჩევის გზა. ადამიანი, რომელსაც აქვს ჭეშმარიტება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეცდომაში შევიდეს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დესტრუქციულად მოიქცეს ან შეუფერებელი საქციელი ჩაიდინოს. ჭეშმარიტების გამო ის დაცულია და ასევე ჭეშმარიტების გამო ის მეტ გაგებას იძენს. ჭეშმარიტების წყალობით, მას მეტი გზა ეხსნება პრაქტიკისთვის, ეძლევა მეტი შესაძლებლობა, რომ სულიწმიდამ მასში იმოქმედოს, და მეტი შანსი, რომ სრულყოფილი გახდეს.

წინა: ღვთისმოყვარენი საუკუნოდ იცხოვრებენ მის ნათელში

შემდეგი: სულიწმინდის მოქმედება და სატანის მოქმედება

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება