მხოლოდ ბოლო ჟამის ქრისტემ შეიძლება დააყენოს ადამიანი მარადიული სიცოცხლის გზაზე
ყველა ვერ დაადგება სიცოცხლის გზას, სიცოცხლის გზაზე შედგომა ყველასთვის ადვილი არაა, რადგან სიცოცხლე მხოლოდ ღვთისგან მომდინარეობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის სიცოცხლის არსი, მხოლოდ ღვთისაა სიცოცხლის გზა. მაშასადამე, მხოლოდ ღმერთია სიცოცხლის წყაროცა და ცოცხალი წყლის უხვი სათავეც. სამყაროს შექმნიდან მოყოლებული ღმერთმა განასრულა დიდძალი საქმე, რომელსაც სიცოცხლის ძალა მოაქვს, დიდძალი საქმე, რომელიც სიცოცხლეს ანიჭებს ადამიანს და მანვე გაიღო დიდძალი ფასიც, რომელიც ადამიანს სიცოცხლეს მოაპოვებინებს.. ასე იმიტომ ხდება, რომ თავად ღმერთია მარადიული სიცოცხლე, თავად ღმერთია გზა, რომელმაც შეიძლება აღადგინოს ადამიანი. ღმერთი ყოველთვისადამიანის გულშია, ის ყოველთვის სუფევს ადამიანთა შორის. იგი მამოძრავებელი ძალაა ადამიანის სიცოცხლისა, ის არის ადამიანის გადარჩენის საფუძველი და დაბადების შემდეგ მისი გადარჩენის დიდი პირობაც. მისით შეუძლიათ ადამიანებს ხელახლა დაიბადონ და მტკიცედ განვლონ საკუთარი ცხოვრება. ენაცვლებიან ერთმანეთს ღვთის ძლევამოსილებასა და უშრეტ სიცოცხლის ძალაზე დანდობილი თაობები და ღვთიური სიცოცხლის ძალაც ეხმარება მათ. არცერთ ჩვეულებრივ ადამიანს არ გადაუხდია იმგვარი ფასი, არასოდეს, როგორიც ღმერთმა გადაიხადა. ნებისმიერ ძალაზე უპირატესია ღვთიური სიცოცხლის ძალა. მეტიც, ნებისმიერ ძალას აღემატება იგი. ღვთის სიცოცხლე მარადიულია, მისი ძალა — საკვირველი და შეუძლებელია რომელიმე ქმნილებამ თუ ბოროტმა ძალამ მისი სიცოცხლის ძალას სძლიოს. დროისა და ადგილის მიუხედავად,ღვთიური სიცოცხლის ძალა არსებობს და ბრწყინვალე ნათებას ასხივებს. უზარმაზარი ცვლილებები შეიძლება განიცადოს ცამ და მიწამ, მაგრამ ღვთის სიცოცხლე საუკუნოდ იგივეა. ყველაფერი შეიძლება გაქრეს, ხოლო ღვთის სიცოცხლე კვლავ იარსებებს, რამეთუ ღმერთი დასაბამია ყოველთა ცოცხალთა გადარჩენის და ფესვი, რომელზეც დამოკიდებულია ყველაფრის გადარჩენა. ღვთისგან მომდინარეობს ადამიანის სიცოცხლე, ღვთით არსებობს სამოთხე და დედამიწის გადარჩენაც მისი სიცოცხლის ძალის შედეგია. ვერაფერი, რაც ცოცხალია ვერ გადააჭარბებს ღვთის უზენაესობას; ვერაფერი, რაც ცოცხალია, ვერ აარიდებს თავს მის უზენაესობას. ამგვარად, ვინც გინდა იყოს, ყველა უნდა დაემორჩილოს მის ხელმწიფებას, ყველა მას უნდა მორჩილებლდეს, რადგან მისი ხელიდან თავის დაღწევა არავის ძალუძს.
ვინძლო ახლა სიცოცხლის მოპოვება ან ჭეშმარიტებასთან ზიარება გსურს, მაგრამ, რაც უნდა იყოს, შენ ღვთის პოვნას ნატრობ, პოვნას ღვთისა, რომელსაც შეგიძლია მიენდო, რომელსაც შენთვის მარადიული სიცოცხლის მონიჭება შეუძლია. თუკი მარადიული სიცოცხლის მოპოვებაა შენი ნატვრაა, პირველ ყოვლისა, მარადიული სიცოცხლის სათავეს უნდა ჩასწვდე, უპირველესად უნდა იცოდე, სად სუფევს ღმერთი. უკვე ვთქვი, რომ დაურღვეველი სიცოცხლე მხოლოდ ღმერთია და მხოლოდ ღვთისაა სიცოცხლის გზა. რაკი ღმერთი დაურღვეველი სიცოცხლეა, ის მარადიული სიცოცხლეა. რამეთუ მხოლოდ ღმერთია სიცოცხლის გზა, მარადიული სიცოცხლე არის თავად ღმერთი. მაშასადამე, უპირველესად უნდა ჩასწვდე, სადაა ღმერთი და როგორ უნდა მოიპოვო მარადიული სიცოცხლის ეს გზა. მოდი, ერთად განვიხილო ეს ორი საკითხი, თითოეული ცალ-ცალკე.
თუ ჭეშმარიტად გსურთ დაადგეთ მარადიული ცხოვრების გზას, თუ დაუცხრომლად ეძიებთ მას, თავდაპირველად ამ კითხვას უპასუხეთ: სად არის დღეს ღმერთი? ეგებ უპასუხოთ, რა თქმა უნდა, ღმერთი ზეცაში ცხოვრობს, ჩვენთან ხომ არ იცხოვრებსო? შეიძლება თქვათ, რასაკვირველია, ღმერთი ყველაფერშიაო. შეიძლება თქვათ, ღმერთი თითოეული ადამიანის გულში ანდა სულიერ სამყაროში სახლობსო. ამათგან არცერთს არ უარვყოფ, მაგრამ ნათელი უნდა მოვფინო საკითხს. ნათქვამი, რომ ღმერთს ადამიანის გულში აქვს დადებული ბინა, მთლად სწორი არაა, მაგრამ არც ბოლომდე მცდარია, რადგან მორწმუნეთა შორის არიან ისეთები, ვისი რწმენაც ნამდვილია და ისეთებიც, ვისი რწმენაც ყალბია, ისეთები, ვისი ქცევაც მოსაწონია ღვთისთვის და ისეთები, ვისაც ღმერთი არ უწონებს ქცევას, ისეთები, ვინც აამებენ ღმერთს და ისეთები, ვისაც შეაჩვენებს. არიან ისეთებიც, ვისაც სრულყოფს და ისეთებიც, ვისაც მოსრავს. ჰოდა, მეც ვამბობ, რომ ღმერთი მცირერიცხოვან ადამიანთა გულებში ცხოვრობს. ასეთები უეჭველად არიან ისინი, ვისაც ნამდვილად სწამს ღმერთი, ვისი ქცევაც მოსაწონია ღვთისთვის, ვინც აამებს მას და ვისაც ის სრულყოფს. ასეთებს უფალი მიუძღვით და რაკი ასეა, მათ უკვე უნახავთ ღვთის მარადიული ცხოვრების გზაც, უკვე სმენიათ მის შესახებ. არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს ღმერთი მათ, ვისი ღვთისადმი რწმენაც ყალბია, ვისი ქცევაც არაა მოსაწონი ღვთისთვის, ვისაც თავად შეაჩვენებს და მოსრავს. ისინი უსათუოდ დარჩებიან ცხოვრების გზის მიღმა და ვერ შეიმეცნებენ, ვერავითარ შემთხვევაში, სად სუფევს ღმერთი. ასეთებისგან განსხვავებით, მათ, ვისაც ცოცხალი ღმერთი ჰყავს გულში, იციან მისი ადგილსამყოფელი. ისინი მიჰყვებიან ღმერთს, მათ უწყალობებს მარადიული ცხოვრების გზას ღმერთი. მაშ, ახლა ხომ იცით, სად არის ღმერთი? ღმერთი ადამიანის გულშიცაა და მის გვერდითაცაა. ყველაფერზე ამაღლებული ღმერთი სულიერ სამყაროზე მეტად მიწაზეა, ადამიანის სამყოფელში. შესაბამისად, ბოლო ჟამის მოახლოებამ ახალ სივრცეებში გადაიტანა ღვთის საქმეც. ღმერთი ყველგანაა, უზენაესია ყველაფერზე და, ამასთანავე, ის არის ადამიანის გულშიც, ეხმარება ადამიანს. მეტიც, ღმერთი არსებობს ადამიანთა შორის. მხოლოდ ამგვარად ძალუძს მას აზიაროს კაცობრიობა ცხოვრების გზას, დააყენოს ადამიანი ცხოვრების გზაზე. ღმერთი მოვიდა დედამიწაზე, ცხოვრობს ადამიანთა შორის ისე, რომ ადამიანს შეუძლია ეზიაროს ცხოვრების გზას. ის მოვიდა იმისთვის, რომ ადამიანმა იარსებოს. ამავდროულად, ღმერთი ყველგანაა, განაგებს ყველაფერს, რათა გააადვილოს კაცთა შორის თავისი ხელმძღვანელობა. მაშასადამე, თუკი შენ აღიარებ დოქტრინას იმის შესახებ, რომ ღმერთი ზეცასა და ადამიანის გულშია, თუმცა არ აღიარებ ადამიანთა შორის ღვთის სუფევის შესახებ ჭეშმარიტებას, მაშინ ვერასოდეს მოიპოვებ სიცოცხლეს, ვერასოდეს ეზიარები ჭეშმარიტების გზას.
თავად ღმერთია სიცოხლეც და ჭეშმარიტებაც, ხოლო მისი სიცოცხლე და ჭეშმარიტება თანაარსებობს. ვისაც არ ძალუძს ეზიაროს ჭეშმატებას, ის სიცოცხლეს ვერ მოიპოვებს. ღვთის ხელმძღვანელობის, დახმარებისა და მის მიერ მოწოდებული ჭეშმარიტების გარეშე მარტოოდენ სიტყვებს ეზიარები, დოქტრინებსა და, რაც უარესია, სიკვდილსაც. ყველგანმსუფევია ღვთის სიცოცხლე, ხოლო მისი ჭეშმარიტება და სიცოცხლე თანაარსებობს. თუკი ჭეშმარიტების სათავეს ვერ პოულობ, მაშინ ვერც სასიცოცხლო საზრდოს მოიპოვებ. სასიცოცხლო საზრდოს მოპოვება თუ არ ძალგიძს, მაშინ, ცხადია, არავითარი ჭეშმარიტება არ გექნება, ხოლო შენი სხეულის სისრულე, გარდა წარმოსახვებისა და ფანტაზიებისა, სხვა არაფერი იქნება, შენი ხორცის, შენი აყროლებული ხორცის გარდა. იცოდე, არც წიგნის სიტყვები ითვლება სიცოცხლედ, ვერც ისტორიულ ჩანაწერებს შემოინახავ, როგორც ჭეშმარიტებას და ვერც წარსულის წესები გამოდგება ღვთის ამჟამინდელი სიტყვის დასამოწმებლად. ჭეშმარიტებას, სიცოცხლეს, ღვთის ზრახვებსა და მის ამჟამინდელ საქმეს წარმოადგენს მხოლოდ სიტყვები, რომლებსაც წარმოთქვამს მიწაზე მოსული და კაცთა შორის მსუფევი ღმერთი. ღვთის საქმეთა შესახებ საუკუნეთა განმავლობაში გაკეთებულ ჩანაწერებს თუ უერთგულებ, გამოვა, რომ არქეოლოგი ხარ და შენს დასახასიათებლადაც უკეთესს ვერაფერს იტყვი, გარდა იმისა, რომ ისტორიულ რელიკვიათა ექსპერტი ბრძანდები. არასოდეს გაეჭვებს ღვთის წარსულ საქმეთა კვალი, მაგრამ შენ მარტოოდენ აჩრდილი გწამს ღვთისა, შემორჩენილი იმ დროიდან, როდესაც კაცთა შორის საქმობდა ღმერთი. გწამს მხოლოდ გზა, რომელზეც ღმერთმა თავის მიმდევრებს წარსულში მიუთითა, მაგრამ არ გწამს მიმართულების, რომელიც ღვთის საქმეს დღეს აქვს, არ გწამს ღვთის სახის დღევანდელი დიდებული გამომეტყველებისა, არ გწამს ღვთის მიერ ამჟამად გამოხატული ჭეშმარიტება. ამიტომაც, უცილობლად, მეოცნებე ხარ შენ, რომელიც სრულიად მოწყვეტილია რეალობას. ახლაც თუ ებღაუჭები სიტყვებს, რომლებიც ადამიანს სიცოცხლეს ვერ მოუტანს, მარტოოდენ უიმედო გამხმარი ტოტი ხარ, რადგან მეტისმეტად კონსერვატიული, მეტისმეტად ურჩი და მეტისმეტად შეუვალი ხარ იმისთვის, რომ იაზროვნო!
ხორცშესხმულ ღმერთს ქრისტედ მოიხსენიებენ, და სულაც არაა გადაჭარბება ღმერთად მოიხსენიო ქრისტე, რომელსაც შეუძლია ჭეშმარიტება უწყალობოს ადამიანებს, რამეთუ მას ღვთიური არსი აქვს, ღვთის განგება აქვს და ღვთიური საქმის სიბრძნე, რომელიც კაცთათვის მიუღწეველია. თაღლითია, ვინც საკუთრ თავს ქრისტეს უწოდებს, თუმცა ღვთის საქმეთა ქმნა არ შეუძლია. ქრისტე უბრალოდ მიწაზე ღმერთის გამოცხადება არაა, არამედ სხეულია, რომელიც ღმერთმა მიწაზე და კაცთა შორის თავისი საქმის განსრულებისას შეისხა. ეს სხეული ვერ ჩანაცვლდება ნებისმიერი ადამიანით. ეს ის სხეულია, რომელსაც საკმარისად შეუძლია ზიდოს მიწაზე ღვთის საქმე, გამოხატოს ღვთის განგებულება, სათანადოდ წარმოადგინოს ღმერთი და სიცოცხლე მიანიჭოს ადამიანს. ადრე თუ გვიან, დაეცემა ყველა, ვინც ქრისტედ ასაღებს თავს — ქრისტეობას კი იჩემებენ, მაგრამ მისი არსისა არაფერი გააჩნიათ. ჰოდა, მეც ვამბობ, რომ ქრისტეს ნამდვილობას ადამიანი ვერ განსაზღვრავს. ამ კითხვაზე პასუხი თავად ღმერთს აქვს, ის წყვეტს ამას. შესაბამისად, თუკი მართლა გსურს სიცოცხლის გზის ძიება, პირველ ყოვლისა, უნდა აღიარო, რომ ადამიანისთვის სიცოცხლის მინიჭების საქმეს კაცთა შორის მოსვლით იქმს ღმერთი, უნდა აღიარო, რომ ადამიანისთვის სიცოცხლის გზის მისანიჭებლად ის კაცთა შორის ბოლო ჟამს მოდის, არა — წარსულში, არამედ — დღეს.
უკანასკნელი დღეების ქრისტეს მოაქვს სიცოცხლე და მარადიული, უსასრულო ჭეშმარიტება. ეს ჭეშმარიტება გზაა, რომლითაც ადამიანი სიცოცხლეს მოიპოვებს, ერთადერთი გზა, რომლითაც მან ღმერთი უნდა შეიცნოს, სასურველ უნდა იქმნას ღვთისთვის. თუკი არ ეძებ უკანასკნელი დღეების ქრისტეს მიერ ნაბოძებ სიცოცხლის გზას, მაშინ ვერასოდეს იქნები იესოსთვის სასურველი, ვერასოდეს გახდები ზეციური სამეფოს კარიბჭეში შესვლის ღირსი, რამეთუ ისტორიის მარიონეტი და ტყვე ხარ. წესებით, სიტყვებითა და ისტორიის ბორკილებით მართულნი, ვერასოდეს მოიპოვებენ სიცოცხლეს და ვერასოდეს დაადგებიან მარადიული ცხოვრების გზას — ნაცვლად იმისა, ტახტიდან მომდინარე სიცოცხლის წყალი ჰქონდეთ, მათ არა გააჩნიათ რა, მღვრიე წყლის გარდა, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში გარს აკრავთ. ის, ვისაც სიცოცხლის წყალი არ ებოძება, სამუდამოდ დარჩება გვამად, სატანის ძედ და ჯოჯოხეთის ნაშობად. მაშ, როგორღა უნდა იხილონ მათ ღმერთი? შენ ცდილობ მხოლოდ წარსულს ჩაებღაუჭო, გაუნძრევლად იდგე და ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის. არ ცდილობ შეცვალო არსებული მდგომარეობა და ისტორიას ზურგი შეაქციო. მაშ, სულ მუდამ დაუპირისპირდები ღმერთს? აზვირთებული ტალღებისა და მგრგვინავი ჭექა-ქუხილივით დიდი და დიადია ღვთის საქმენი, შენ კი ზიხარ განადგურების მოლოდინში, უმოქმედოდ, ელოდები, როდის მოგეცემა რაღაცები და კვლავ ძველს ეჭიდები. კრავის ნაკვალევზე დადისო, აბა, როგორ უნდა იფიქრონ შენზე? სად ჩანს, რომ ვისაც ეჭიდები, მუდამ ახალი ღმერთია, ღმერთი, რომელიც არ ბერდება არასოდეს? შენი გაყვითლებული წიგნები ახალ ხანაში როგორ შეგიძღვება? როგორ უნდა გაპოვნინოს ამ წიგნებმა ღვთის საქმენი? ზეცამდე მათ როგორ უნდა აღგამაღლონ? ხელში მარტოოდენ სიტყვები შეგრჩენია, რომლებიც დროებითი ნუგეშის გარდა ვერაფერს მოგცემს, ვერ გაზიარებთ ჭეშმარიტებებს, რომლებმაც შეიძლება სიცოცხლე გიბოძონ. სიტყვები, რომლებსაც წმინდა წიგნებში ამოიკითხავ, მხოლოდ ენას გაგიმდიდრებენ. ეს სიტყვები არ წარმოადგენს სიბრძნეს, რომელიც ადამიანის ცხოვრების შეცნობაში დაგეხმარება, მით უფრო გზას, რომელმაც შეიძლება სრულყოფამდე მიგიყვანოს. ნუთუ ამგვარი შეუსაბამობა საკმარისი მიზეზი არ არის დასაფიქრებლად? დაფარულ საიდუმლოთა ჩაწვდომას არ გიადვილებს? შეგიძლია ღმერთთან შესახვედრად სამოთხეში შენით მოხვდე? ღმერთი თუ არ მოვა, შეგიძლია ცად აიყვანო საკუთარი თავი და ღმერთთან ერთად ოჯახური ბედნიერებით დატკბე? კვლავაც ოცნებობ? მაშ, მოგიწოდებ შეეშვა ოცნებას და შეხედო მას, ვინც ირჯება ახლა. ნახე, უკანასკნელ დღეებში ადამიანის გადასარჩენად ვინ ირჯება ახლა! სხვაგვარად ჭეშმარიტებასა და სიცოცხლეს ვერასდროს ეზიარები.
ამქვეყნად ყველაზე სასაცილონი არიან ისინი, ვისაც სურს მოიპოვოს სიცოცხლე ისე, რომ ქრისტესმიერ ჭეშმარიტებას არ მიენდოს. ილუზიებში იკარგებიან ისინიც, ვინც არ იღებს ქრისტეს მიერ ბოძებულ სიცოცხლის გზას. ჰოდა, მეც ვამბობ, რომ მათ, ვინც არ იღებს უკანასკნელი დღეების ქრისტეს, ღმერთი სამუდამოდ მოიძულებს. სასუფევლის კარია უკანასკნელი დღეების ადამიანისთვის ქრისტე და არავის ძალუძს გვერდი აუაროს მას. მხოლოდ ქრისტეში შეიძლება სრულყოს ადამიანი ღმერთმა. შენ ღმერთის გწამს, მაშასადამე, უნდა მიიღო მისი სიტყვა, უნდა დაემორჩილო მის სიტყვას. ნუ იფიქრებ მხოლოდ კურთხევის მიღებაზე მაშინ, როდესაც ჭეშმარიტებისა და სასიცოცხლო საზრდოს მიღება არ შეგიძლია. უკანასკნელ დღეებში ქრისტე მოდის იმისთვის, რომ სიცოცხლე მიანიჭოს ყველას, ვისაც გულწრფელად სწამს იგი. ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ ძველი დრო დასრულდეს და ახალ ხანაში შეაბიჯოთ, გზაა, რომელსაც უნდა დაადგეს ყველა, ვისაც ახალ ხანაში შებიჯება სურს. ქრისტეს თუ არ აღიარებ, მეტიც, თუკი გმობ, დევნი ანდა განაჩენი გამოგაქვს მისთვის, უცილობლად დაიწვები მარადიულ ცეცხლში და ღვთის სასუფეველში ვერასოდეს შეხვალ, რამეთუ ქრისტე თავადაა წმიდა სულის გამოხატულება, ღვთის გამოხატულება, ის, ვისაც მიწაზე თავისი საქმის გაკეთება მიანდო ღმერთმა. ჰოდა, მეც გეტყვით, თუკი არ შეგიძლია, მიიღო ყველაფერი, რაც უკანასკნელი დღეების ქრისტემ გააკეთა, მაშინ შენ სულიწმიდას გმობ. ყველასთვის ნათელია, რა სასჯელი მოელის მათ, ვინც გმობს სულიწმიდას. ამასაც გეტყვი: თუკი ეწინააღმდეგები უკანასკნელი დღეების ქრისტეს, თუ უარყოფ მას, შედეგებზე შენ მაგივრად პასუხს ვერავინ აგებს. მეტიც, ამიერიდან აღარასოდეს გექნება შესაძლებლობა, ღვთისთვის სასურველი იყო.თუნდაც მონანიება გსურდეს, მეტად ვეღარასდროს იხილავ ღვთის სახეს, რადგან ვისაც ეწინააღმდეგები, არ არის ადამიანი. ვისაც უარყოფ, ქრისტეა და არა ვიღაც უბადრუკი ადამიანი. იცი, ამას შედეგად რა მოჰყვება? პატარა შეცდომას კი არ უშვებ, საშინელ ცოდვას ჩადიხარ. ყველას ვურჩევ: არ გამოაჩინოთ ეშვები, ნურც ბრჭყალებს ატრიალებთ აქეთ-იქით და ნურც თავნებურად გამოთქვამთ შენიშვნებს ჭეშმარიტების წინაშე, რამეთუ მხოლოდ ჭეშმარიტებას ძალუძს სიცოცხლის ბოძება თქვენთვის, მხოლოდ ჭეშმარიტებით თუ იშვებით ხელახლა და კვლავ იხილავთ ღვთის სახეს.