იცოდი შენ? ღმერთმა კაცთა შორის დიადი რამ აღასრულა
ძველი ეპოქა წავიდა და დადგა ახალი. წლიდან წლამდე და დღითიდღე, ღმერთმა უამრავი საქმე აღასრულა. ის მოვიდა წუთისოფელში და შემდეგ განეშორა მას. ეს ციკლი მრავალი თაობის განმავლობაში მეორდებოდა. დღეს ღმერთი კვლავ აგრძელებს, როგორც ადრე, იმ საქმის კეთებას, რომელიც უნდა შეასრულოს, იმ საქმის, რომელიც ჯერ კიდევ დასასრულებელია, რადგან დღემდე არ შესულა განსასვენებელში. სამყაროს გაჩენიდან დღემდე ღმერთმა ბევრი საქმე შეასრულა. მაგრამ იცოდი თუ არა შენ, რომ დღეს ღმერთი გაცილებით მეტს აკეთებს, ვიდრე ადრე, და მისი საქმის მასშტაბები გაცილებით დიდია, ვიდრე ოდესმე? სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ღმერთმა კაცთა შორის დიადი რამ აღასრულა. ღვთის ყოველი საქმე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანისთვის, ისე თავად ღმერთისთვის, რადგან მისი საქმის ყოველი ნაწილი ადამიანს უკავშირდება.
რადგანაც ღვთის საქმის არც დანახვა შეიძლება და არც მასთან შეხება — მით უმეტეს, მისი დანახვა სამყაროსთვისაა შეუძლებელი — როგორ შეიძლება ის იყოს რაიმე დიადი? მაინც რა სახის საქმე შეიძლება ჩაითვალოს დიადად? რასაკვირველია, ვერავინ უარყოფს, რომ რასაც არ უნდა აკეთებდეს ღმერთი, ის შეიძლება მიჩნეულ იქნეს დიადად, მაგრამ რატომ ვამბობ ამას იმ საქმეზე, რომელსაც ღმერთი დღეს აღასრულებს? როდესაც ვამბობ, რომ ღმერთმა დიადი რამ მოიმოქმედა, ეს უდავოდ მოიცავს ბევრ საიდუმლოებას, რომელიც ადამიანს ჯერ კიდევ არ ესმის. მოდით, ახლა მათზე ვისაუბროთ.
იესო დაიბადა ბაგაში, იმ ეპოქაში, რომელმაც ვერ შეიწყნარა მისი არსებობა, თუმცა სამყარომ ვერ შეძლო მისი დაბრკოლება; იგი ღვთის მზრუნველობით ოცდაცამეტი წლის განმავლობაში ცხოვრობდა კაცთა შორის. ამ წლების მანძილზე მან გამოსცადა წუთისოფლის სიმწარე და იგემა მიწიერი ტანჯვით აღსავსე ცხოვრება. მან იტვირთა ჯვარცმის უდიდესი ტვირთი მთელი კაცობრიობის გამოსასყიდად. მან გამოისყიდა ყველა ცოდვილი, რომელიც სატანის ბატონობის ქვეშ იმყოფებოდა და, საბოლოოდ, მისი მკვდრეთით აღმდგარი სხეული დაუბრუნდა თავის განსასვენებელს. ახლა კი დაიწყო ღვთის ახალი საქმე, რაც ნიშნავს, რომ ახალი ეპოქა დაიწყო. ღმერთს თავის სახლში მოჰყავს ისინი, ვინც გამოსყიდულ იქნა და იწყებს ხსნის ახალ საქმეს. ამჯერად, ხსნის საქმიანობა გაცილებით საფუძვლიანია, ვიდრე წარსულში. ეს არ არის სულიწმიდის მოქმედება ადამიანში, რათა მან საკუთარი თავი შეცვალოს, არც იესოს სხეულის გამოჩენა კაცთა შორის ამ საქმის შესასრულებლად და, მით უმეტეს, ეს საქმე არც სხვა საშუალებებით სრულდება. პირიქით, ეს არის თავად ხორცშესხმული ღმერთი, რომელიც ასრულებს ამ საქმეს და თავადვე წარმართავს მას. ის ამას აკეთებს იმისთვის, რათა ადამიანს ახალი საქმისკენ წაუძღვეს. განა ეს არ არის დიადი რამ? ღმერთი ამ საქმეს არც კაცობრიობის ნაწილის დახმარებით და არც წინასწარმეტყველებების საშუალებით აკეთებს; ამას თავად ღმერთი აღასრულებს. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ეს არ არის დიადი რამ და მას არ შეუძლია ადამიანის აღტაცებაში მოყვანა. მაგრამ მე გეტყვი შენ, რომ ღვთის საქმე მხოლოდ ეს არ არის, არამედ რაღაც გაცილებით დიდი და ბევრად მეტი.
ამჯერად ღმერთი საქმის საკეთებლად მოდის არა სულიერი, არამედ სრულიად ჩვეულებრივი სხეულით. უფრო მეტიც, ეს არის ღვთის მეორე განსხეულება და ასევე სხეული, რომლის მეშვეობითაც ღმერთი უბრუნდება ხორცს. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ხორცი. მასში შენ ვერ დაინახავ ვერაფერს, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს, მაგრამ მისგან მიიღებ მანამდე გაუგონარ ჭეშმარიტებებს. სწორედ ეს უმნიშვნელო ხორცი არის ღვთის ჭეშმარიტების ყოველი სიტყვის განსახიერება, უკანასკნელ დღეებში ღვთის საქმის მტვირთველი და გამოხატულება, რომლის მეშვეობითაც ადამიანი შეიცნობს ღვთის მთლიან ხასიათს. განა ძალიან არ გსურს იხილო ზეციერი ღმერთი? განა ძალიან არ გსურს შეიცნო ზეციერი ღმერთი? განა ძალიან არ გსურს იხილო კაცობრიობის დანიშნულების ადგილი? ის გაგიმხელს ყველა ამ საიდუმლოს — საიდუმლოებს, რომელთა თქმაც შენთვის არცერთ ადამიანს არასოდეს შეეძლო — და ასევე გეტყვის იმ ჭეშმარიტებებს, რომლებიც შენ არ გესმის. ის არის შენი კარიბჭე სასუფევლამდე და შენი მეგზური ახალ ეპოქაში. ეს ჩვეულებრივი ხორცი ინახავს ბევრ საიდუმლოს, რომელიც ადამიანისთვის მიუწვდომელია. მისი საქმეები შენთვის შეუცნობელია, მაგრამ მისი საქმის მთლიანი მიზანი საკმარისია იმის დასანახად, რომ ის არ არის მხოლოდ უბრალო ხორცი, როგორც ეს ადამიანებს ჰგონიათ; რამეთუ იგი წარმოადგენს ღვთის განზრახვასა და კაცობრიობაზე ღვთის ზრუნვას უკანასკნელ დღეებში. თუმცა შენ არ გესმის მისი სიტყვები, რომლებიც თითქოს ცასა და დედამიწას აზანზარებს, თუმცა ვერ ხედავ მის ცეცხლის ალთან მიმსგავსებულ თვალებს და არ განიცდი მისი რკინის კვერთხით წვრთნას, შენ მაინც შეგიძლია მისი სიტყვებიდან გაიგო, რომ ღმერთი მრისხანეა, და შეიტყო, რომ ღმერთი მოწყალებას ავლენს კაცობრიობის მიმართ; დაინახო ღვთის სამართლიანი ხასიათი და მისი სიბრძნე, და უფრო მეტიც — დააფასო ღვთის მზრუნველობა მთელი კაცობრიობისადმი. უკანასკნელ დღეებში ღვთის საქმე იმას გულისხმობს, რომ ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა, დედამიწაზე იხილოს კაცთა შორის მცხოვრები ზეციერი ღმერთი და შეძლოს ღვთის შეცნობა, მისი მორჩილება, მისი შიში და სიყვარული. სწორედ ამიტომ დაბრუნდა ის ხორციელად მეორედ. თუმცა ის, რასაც ადამიანი დღეს ხედავს, არის ადამიანის მსგავსი ღმერთი — ღმერთი ცხვირითა და ორი თვალით, მეტად შეუმჩნეველი ღმერთი — საბოლოოდ, ღმერთი დაგანახებთ, რომ ეს პიროვნება რომ არ არსებობდეს, ცა და დედამიწა უზარმაზარ ცვლილებას განიცდიდა; ეს პიროვნება რომ არ არსებობდეს, ცა დაბნელდებოდა, დედამიწა ქაოსში ჩაიძირებოდა და მთელი კაცობრიობა შიმშილსა და ეპიდემიებში იცხოვრებდა. ის დაგანახებთ, რომ უკანასკნელი დღეების განკაცებული ღმერთი თქვენს გადასარჩენად რომ არ მოსულიყო, მაშინ ღმერთი დიდი ხნის წინ მთელ კაცობრიობას ჯოჯოხეთში გაანადგურებდა; ეს ხორცი რომ არ არსებობდეს, თქვენ სამარადჟამოდ უდიდეს ცოდვილთა შორის დარჩებოდით და მუდმივად გვამები იქნებოდით. უნდა იცოდეთ, რომ ეს ხორცი რომ არ არსებობდეს, კაცობრიობისთვის შეუძლებელი იქნებოდა თავი დაეღწია დიდი უბედურებისთვის და იმ კიდევ უფრო მკაცრი სასჯელისთვის, რომელსაც ღმერთი უვლენს კაცობრიობას უკანასკნელ დღეებში. ეს ჩვეულებრივი ხორცი რომ არ შობილიყო, თქვენ ყველანი იქნებოდით ისეთ მდგომარეობაში, სადაც სიცოცხლეს ინატრებდით, მაგრამ ვერ იცოცხლებდით და სიკვდილს ინატრებდით, მაგრამ ვერ მოკვდებოდით. ეს ხორცი რომ არ არსებობდეს, თქვენ ვერ შეძლებდით ჭეშმარიტების მოპოვებას და დღეს ღვთის ტახტრევნის წინაშე წარდგომას; პირიქით, თქვენ დაისჯებოდით ღვთის მიერ თქვენი მძიმე ცოდვების გამო. განა იცოდით, რომ ღმერთი ხორციელად რომ არ დაბრუნებულიყო, ხსნის შანსი არავის ექნებოდა? და ეს ხორცი რომ არ მოსულიყო, ღმერთი დიდი ხნის წინ დაუსვამდა წერტილს ძველ ეპოქას? თუკი ეს ასეა, კვლავ უარყოფთ ღვთის მეორე განსხეულებას? რადგან ასეთ დიდ სარგებელს იღებთ ამ ჩვეულებრივი ადამიანისგან, რატომ არ უნდა მიიღოთ იგი სიხარულით?
ღვთის საქმე არის ის, რაზე წვდომაც შენ არ ძალგიძს. თუკი ბოლომდე ვერც იმას იაზრებ, სწორია თუ არა შენი არჩევანი და არც ის იცი, წარმატებით დასრულდება თუ არა ღვთის საქმე, მაშინ რატომ არ უნდა გამოსცადო ბედი და ნახო, იქნება თუ არა ეს ჩვეულებრივი ადამიანი შენთვის დიდი შემწეობის მომტანი და მართლაც შეასრულა თუ არა ღმერთმა დიადი საქმე? თუმცა, უნდა გითხრა, რომ ნოეს დროს კაცნი ისე ჭამდნენ, სვამდნენ, თხოვდებოდნენ და ცოლს ირთავდნენ, რომ ღმერთისთვის ამ ყველაფრისთვის თვალის დევნება აუტანელი გახდა; ამიტომ მან მოავლინა დიდი წარღვნა კაცობრიობის გასანადგურებლად და მხოლოდ ნოეს რვაწევრიანი ოჯახი და ყოველგვარი ფრინველი და მხეცი გადაარჩინა. უკანასკნელ დღეებში კი ღმერთი მხოლოდ მათ ინდობს, ვინც მისი ერთგული დარჩა ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ეპოქა არის ღვთისთვის აუტანელი, უდიდესი გახრწნილების ეპოქა და ორივე ეპოქაში კაცობრიობა ისეთი გახრწნილია, რომ უარყოფს ღმერთს, როგორც თავის უფალს, ღმერთმა მხოლოდ ნოეს დროს მყოფი ადამიანები გაანადგურა. ორივე ეპოქის კაცობრიობა აყენებს ღმერთს დიდ ტკივილს, თუმცა ღმერთი დღემდე მოთმინებას იჩენს უკანასკნელი დღეების კაცთა მიმართ. რატომ არის ასე? არასოდეს გიფიქრიათ, რატომ? თუ მართლა არ იცით, მაშინ მე გეტყვით. მიზეზი, რის გამოც ღმერთს შეუძლია მოწყალება გაიღოს უკანასკნელი დღეების ადამიანებზე, ის კი არ არის, თითქოს ისინი ნოეს დროინდელ ხალხზე ნაკლებად გახრწნილნი იყვნენ ან ღვთის წინაშე სინანული აქვთ; მით უმეტეს, მიზეზი არც ის გახლავთ, თითქოს უკანასკნელ დღეებში ტექნოლოგია ისეა განვითარებული, რომ ღმერთს არ შეუძლია საკუთარ თავს დააძალოს მათი განადგურება, არამედ მიზეზი ისაა, რომ ღმერთს აქვს შესასრულებელი საქმე ადამიანთა გარკვეულ ჯგუფში უკანასკნელ დღეებში და ღმერთი აპირებს ამ საქმის თავად შესრულებას, თავისი განკაცებული ხორცით შეასრულებს. გარდა ამისა, ღმერთი აპირებს ისახავს ამ ჯგუფის ნაწილის ამორჩევას თავისი ხსნის ობიექტებად და თავისი მართვის გეგმის ნაყოფად, და ამ ადამიანებს შემდეგ ეპოქამდე მიიყვანს. ამიტომ, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ღვთის მიერ გაღებული ეს მსხვერპლი მთლიანად იმ საქმისთვის მზადებაა, რომელსაც მისი განკაცებული ხორცი ასრულებს უკანასკნელ დღეებში. ის ფაქტი, რომ თქვენ დღევანდელ დღემდე მოაღწიეთ, სწორედ ამ ხორცის დამსახურებაა. მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთი ხორციელად ცხოვრობს, გაქვთ თქვენ გადარჩენის შანსი. ყველა ეს კურთხევა მოპოვებულ იქნა ამ ჩვეულებრივი ადამიანის გამო. არა მხოლოდ ეს, არამედ, საბოლოოდ, უამრავი ერი თაყვანს სცემს ამ ჩვეულებრივ ადამიანს, ასევე მადლობას შესწირავს და დაემორჩილება ამ უმნიშვნელო პიროვნებას; რადგან სწორედ მის მიერ მოტანილმა ჭეშმარიტებამ, სიცოცხლემ და გზამ გადაარჩინა მთელი კაცობრიობა, დააცხრო კონფლიქტი ადამიანსა და ღმერთს შორის, შეამცირა მანძილი მათ შორის და გახსნა კავშირი ღვთისა და ადამიანის ფიქრებს შორის. სწორედ მან მოუპოვა ღმერთს კიდევ უფრო მეტი დიდება. განა ასეთი ჩვეულებრივი ადამიანი არ იმსახურებს შენს ნდობასა და თაყვანისცემას? განა ასეთი ჩვეულებრივი ხორცი უღირსია იმისთვის, რომ ქრისტე ეწოდოს? ნუთუ არ შეუძლია ასეთ ჩვეულებრივ ადამიანს გახდეს ღვთის გამოხატულება კაცთა შორის? განა ასეთი პიროვნება, რომელმაც კაცობრიობა უბედურებას გადაარჩინა, არ იმსახურებს თქვენს სიყვარულს და არ უნდა ეცადოთ, არ გაუშვათ ის? თუკი თქვენ უარყოფთ მისი ბაგეებით გამოხატულ ჭეშმარიტებებს და გძაგთ მისი არსებობა თქვენ შორის, მაშინ რა ბედი გელით საბოლოოდ?
უკანასკნელ დღეებში ღვთის მთელი საქმე სწორედ ამ ჩვეულებრივი ადამიანის მეშვეობით სრულდება. ის ყველაფერს გიწყალობებს და, მეტიც, მას შეუძლია გადაწყვიტოს ყველაფერი, რაც შენ გეხება. ნუთუ შეიძლება ასეთი პიროვნება იყოს ისეთი, როგორიც თქვენ გგონიათ: იმდენად უბრალო ადამიანი, რომ ხსენებადაც არ ღირდეს? განა მისი ჭეშმარიტება არ არის საკმარისი თქვენს ბოლომდე დასარწმუნებლად? განა საკუთარი თვალით მისი საქმეების ხილვა ვერ გარწმუნებთ? თუ ის გზა, რომლითაც ის წარუძღვება ხალხს არ არის იმის ღირსი, რომ მასზე გაიაროთ? როცა ყველაფერი უკვე ნათქვამია და გაკეთებულია, რა არის ის, რაც თქვენში მის მიმართ ანტიპათიას იწვევს, რატომ უარყოფთ მას და რატომ გაურბიხართ? სწორედ ეს პიროვნება გამოხატავს ჭეშმარიტებას, სწორედ ეს პიროვნება იძლევა ჭეშმარიტებას და სწორედ ეს პიროვნება გიჩვენებთ გზას, რომელსაც უნდა გაჰყვეთ. ნუთუ კვლავ ვერ პოულობთ ღვთის საქმის კვალს ამ ჭეშმარიტებებში? იესოს საქმის გარეშე კაცობრიობა ვერ ჩამოვიდოდა ჯვრიდან, მაგრამ დღევანდელი განკაცებული ღმერთის გარეშე, ისინი, ვინც ჯვრიდან ჩამოვიდნენ, ვერასოდეს მოიპოვებდნენ ღვთის მოწონებას და ვერ შევიდოდნენ ახალ ეპოქაში. ამ ჩვეულებრივი ადამიანის მოსვლის გარეშე, თქვენ არასოდეს გექნებოდათ შესაძლებლობა გეხილათ ღვთის ჭეშმარიტი სახე და არც იქნებოდით ამის ღირსნი, რადგან თქვენ ყველანი ხართ დიდი ხნის წინ გასანადგურებელი ობიექტები. რადგან ღმერთის მეორედ განკაცების დადგომის გამო, მან მოგიტევათ და წყალობა მოგივლინათ. მიუხედავად ამისა, სიტყვები, რომლებიც ბოლოს უნდა დაგიტოვოთ, კვლავაც ეს არის: ეს ჩვეულებრივი პიროვნება, რომელიც განკაცებული ღმერთია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენთვის. ეს არის ის დიადი რამ, რომელიც ღმერთმა უკვე აღასრულა კაცთა შორის.