ღვთის წინაშე გულის დადუმების შესახებ
ღვთის სიტყვაში შესასვლელად არაფერია იმაზე გადამწყვეტი ნაბიჯი, ვიდრე ღვთის თანდასწრებით შენი გულის დადუმებაა. ეს არის გაკვეთილი, რომელში შესვლაც დღეს ყველა ადამიანს სასწრაფოდ ესაჭიროება. ღვთის წინაშე შენი გულის დადუმების გზები ასეთია:
1. განარიდე გული გარეშე საქმეებს. იყავი სიმშვიდეში ღვთის წინაშე და მთელი შენი ყურადღება მიმართე ღვთისადმი ლოცვისკენ.
2. როდესაც შენი გული სიმშვიდეში იქნება ღვთის წინაშე, ჭამე, სვი და დატკბი ღვთის სიტყვებით.
3. გულდასმით დაფიქრდი და განსაჯე ღვთის სიყვარული და დაუკვირდი ღვთის საქმეს.
უპირველეს ყოვლისა, დაიწყე ლოცვის ასპექტით. ილოცე მთელი ყურადღებით და დადგენილ დროებში. მიუხედავად იმისა, რამდენად დატვირთული ხარ დროის მხრივ, რამდენად დაკავებული ხარ საქმით, ან რა ხდება შენს თავს, ილოცე ყოველდღე, წესისამებრ, და ჭამე და სვი ღვთის სიტყვები, წესისამებრ. სანამ ჭამ და სვამ ღვთის სიტყვებს, არ აქვს მნიშვნელობა, როგორია შენი გარემოცვა, სულში დიდ სიამოვნებას განიცდი და შენს გარშემო მყოფი ადამიანები, მოვლენები და საგნები ვერ შეგაფერხებენ. როდესაც ჩვეულებრივად ღრმად ფიქრობ ღმერთზე შენს გულში, გარეთ მიმდინარე მოვლენები ვერ შეგაწუხებს. სწორედ ეს ნიშნავს, რომ გაგაჩნია სულიერი ზრდა. დაიწყე ლოცვით: ღვთის წინაშე შენი გულის დადუმების დროს ლოცვა ყველაზე ნაყოფიერია. ამის შემდეგ, ჭამე და სვი ღვთის სიტყვები, ეძიე ღვთის სიტყვებში არსებული ნათელი მათზე ფიქრით, იპოვე პრაქტიკაში განხორციელების გზა, შეიცანი ღვთის მიზანი, როცა იგი წარმოთქვამს თავის სიტყვებს და გაიგე ისინი გადახრის გარეშე. ჩვეულებრივ, შენს გულს უნდა შეეძლოს ღვთის წინაშე დაახლოება ჩვეული წესით, ღვთის სიყვარულის ჭვრეტა და ღვთის სიტყვებზე დაფიქრება ისე, რომ გარე საგნებმა ხელი არ შეგიშალონ. როდესაც შენი გული სიმშვიდის გარკვეულ დონეს მიაღწევს, შეძლებ ჩუმად დაფიქრებას და საკუთარ თავში, გარემოცვის მიუხედავად, ღვთის სიყვარულის ჭვრეტასა და მასთან ჭეშმარიტად დაახლოებას, ვიდრე საბოლოოდ არ მიაღწევ იმ წერტილამდე, როდესაც შენს გულში ქება აღმოცენდება, რაც ლოცვაზე უკეთესიც კია. მაშინ გექნება გარკვეული სულიერი ზრდა. თუ შეძლებ ზემოთ აღწერილი მდგომარეობების მიღწევას, ეს იქნება იმის მტკიცებულება, რომ შენი გული ღვთის წინაშე ჭეშმარიტად სიმშვიდეშია. ეს არის პირველი საბაზისო გაკვეთილი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხალხი შეძლებს ღვთის წინაშე სიმშვიდეში ყოფნას, სულიწმიდას შეუძლია მათზე იმოქმედოს, გაანათოს და გააცისკროვნოს; ისინი მხოლოდ მაშინ შეძლებენ ღმერთთან ჭეშმარიტ თანაზიარებას, ისევე როგორც ღვთის განზრახვისა და სულიწმიდის წინამძღოლობის წვდომას. მაშინ ისინი თავიანთი სულიერი ცხოვრების სწორ გზას დაადგებიან. როდესაც ღვთის წინაშე ცხოვრების მათი წვრთნა გარკვეულ სიღრმეს აღწევს და შეძლებენ საკუთარი თავის წინააღმდეგ ამბოხებას, საკუთარი თავის ზიზღს და ღვთის სიტყვებით ცხოვრებას, მაშინ მათი გული ჭეშმარიტად სიმშვიდეშია ღვთის წინაშე. საკუთარი თავის ზიზღის, დაწყევლისა და საკუთარი თავის წინააღმდეგ ამბოხების უნარი არის ღვთის საქმით მიღწეული შედეგი, რასაც ხალხი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს. ამრიგად, ღვთის წინაშე გულის დადუმება ის გაკვეთილია, რომლის სწავლასაც ხალხი დაუყოვნებლივ უნდა შეუდგეს. ზოგიერთი ადამიანი არა მხოლოდ ჩვეულებრივ ვერ არის ღვთის წინაშე სიმშვიდეში, არამედ ლოცვის დროსაც ვერ ახერხებს ღვთის წინაშე გულის დადუმებას. ეს ღვთის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს! თუ შენი გული ვერ იქნება სიმშვიდეში ღვთის წინაშე, განა შესაძლებელია სულიწმიდამ შენზე იმოქმედოს? თუ ხარ ისეთი, ვინც ღვთის წინაშე სიმშვიდეში ყოფნას ვერ ახერხებს, მაშინ ყურადღება ადვილად გეფანტება, როცა ვინმე მოდის, ან როცა სხვები საუბრობენ; და შენი გონება შეიძლება იმან გაიტაცოს, რასაც სხვები აკეთებენ. ასეთ შემთხვევაში შენ ღვთის თანდასწრებაში არ ცხოვრობ. თუ შენი გული ჭეშმარიტად სიმშვიდეშია ღვთის წინაშე, მაშინ გარე სამყაროში არაფერი შეგაწუხებს, ან ვერ დაგიკავებს გონებას ვერავითარი ადამიანი, მოვლენა თუ საგანი. თუ ფლობ ამაში შესვლას, მაშინ ის უარყოფითი მდგომარეობები და ყველა უარყოფითი რამ — ადამიანური მოსაზრებები, ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფიები, ადამიანებს შორის არანორმალური ურთიერთობები, იდეები და აზრები და სხვა მსგავსი — ბუნებრივად გაქრება. რადგან შენ მუდამ ფიქრობ ღვთის სიტყვებზე, და შენი გული მუდამ უახლოვდება ღმერთს და დაკავებულია ღვთის მიმდინარე სიტყვებით, ის უარყოფითი რამეები შენგან შეუმჩნევლად გაქრება. როდესაც ახალი და დადებითი რამეებით ხარ დაკავებული, ძველი უარყოფითი რამეების ადგილი აღარ დარჩება, ამიტომ ნუ მიაქცევ ყურადღებას იმ უარყოფით რამეებს. შენ არ გჭირდება ძალისხმევა მათ გასაკონტროლებლად. ყურადღება უნდა გაამახვილო იმაზე, რომ იყო სიმშვიდეში ღვთის წინაშე, ჭამო, სვა და ისიამოვნო ღვთის სიტყვებით რაც შეიძლება მეტად, იმღერო ჰიმნები ღვთის სადიდებლად რაც შეიძლება მეტად და მისცე ღმერთს შესაძლებლობა, რომ იმოქმედოს შენზე, რადგან ღმერთს ახლა სურს პიროვნულად სრულყოს ადამიანი და სურს მოიპოვოს შენი გული; მისი სული აღძრავს შენს გულს და თუ, სულიწმიდის წინამძღოლობის მიხედვით, დაიწყებ ღვთის თანდასწრებით ცხოვრებას, შენ დააკმაყოფილებ ღმერთს. თუ ყურადღებას მიაქცევ ღვთის სიტყვებით ცხოვრებას და უფრო მეტად ჩაებმები ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარებაში, რათა მოიპოვო სულიწმიდის გაცისკროვნება და განათება, მაშინ ის რელიგიური წარმოდგენები, თვითმართლობა და მედიდურობა, ერთიანად გაქრება; შენ გეცოდინება, როგორ გაიღო თავი ღვთისათვის, როგორ შეიყვარო ღმერთი, და როგორ დააკმაყოფილო ღმერთი. შეუმჩნევლად ყველაფერი, რაც ღმერთს არ ეკუთვნის, სრულად გაქრება შენი ცნობიერებიდან.
ღვთის ამჟამინდელი სიტყვების ჭამისა და სმის დროს მათზე დაფიქრება და ლოცვა არის ღვთის წინაშე სიმშვიდეში ყოფნის პირველი ნაბიჯი. თუ ჭეშმარიტად შეგიძლია იყო ღვთის წინაშე სიმშვიდეში, მაშინ სულიწმიდის გაცისკროვნება და განათება შენთან იქნება. მთელი სულიერი ცხოვრება მიიღწევა ღვთის თანდასწრებით სიმშვიდეში ყოფნით. ლოცვისას შენ უნდა იყო ღვთის წინაშე სიმშვიდეში და მხოლოდ მაშინ შეძლებ, რომ სულიწმიდამ შენზე იმოქმედოს. როცა ღვთის სიტყვების ჭამის და სმის დროს ღვთის წინაშე სიმშვიდეში ხარ, შეგიძლია იყო გაცისკროვნებული და განათებული და მიაღწიო ღვთის სიტყვების ჭეშმარიტ წვდომას. მხოლოდ მაშინ, როცა ჩვეულებრივი საქმიანობის დროს — მედიტაციის, თანაზიარებისა და ღმერთთან ყურადღებით დაახლოებისას — იმყოფები ღვთის თანდასწრებით სიმშვიდეში, შეძლებ, რომ იყო ღმერთთან ჭეშმარიტად ახლოს, გქონდეს ღვთის სიყვარულისა და მისი საქმის ჭეშმარიტი წვდომა და გულწრფელად გაითვალისწინო ღვთის განზრახვები. რაც უფრო მეტად შეგიძლია ჩვეულებრივად იყო ღვთის წინაშე სიმშვიდეში, მით უფრო მეტად იქნები განათებული და მით უფრო მეტად შეძლებ გააცნობიერო შენი საკუთარი გახრწნილი ხასიათი, ის, თუ რა გაკლია, რაში უნდა შეხვიდე, რა ფუნქცია უნდა შეასრულო და რაში მდგომარეობს შენი ნაკლოვანებები. ეს ყველაფერი მიიღწევა ღვთის თანდასწრებით სიმშვიდეში ყოფნით. თუ ჭეშმარიტად მიაღწევ ღვთის წინაშე სიმშვიდეში ყოფნის სიღრმეს, შენ შეძლებ სულიერი საიდუმლოებების აღქმას, იმის აღქმას, რისი აღსრულებაც ამჟამად სურს ღმერთს შენზე, ჩაწვდები ღვთის სიტყვების სიღრმესა და არსს და უფრო ნათლად დაინახავ პრაქტიკის გზას. თუ ვერ მიაღწევ საკმარის სიღრმეს შენს სულში სიმშვიდეში ყოფნით, სულიწმიდა შენზე მხოლოდ მცირედ იმოქმედებს; შიგნით იგრძნობ გაძლიერებას და გარკვეული სახის სიამოვნებასა და სიმშვიდეს, მაგრამ ვერაფერს გაცილებით ღრმას ვერ აღიქვამ. მე ადრეც მითქვამს: თუ ადამიანები არ გამოიყენებენ საკუთარი ძალისხმევის თითოეულ მისხალს, მათთვის რთული იქნება ჩემი სიტყვის მოსმენა ან ჩემი სახის ხილვა. ეს გულისხმობს ღვთის წინაშე სიმშვიდეში ყოფნის სიღრმის მიღწევას და არა ზედაპირული ძალისხმევის გაღებას. ადამიანი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია იყოს ღვთის თანდასწრებით სიმშვიდეში, უნარიანია, გათავისუფლდეს ყოველი ამქვეყნიური მიჯაჭვულობისგან და მოიპოვოს ღვთის კუთვნილება. ყველა, ვინც უუნაროა იყოს ღვთის თანდასწრებით სიმშვიდეში, უეჭველად გარყვნილი და თავაშვებულია. ყველანი, ვინც უნარიანია იყოს ღვთის წინაშე სიმშვიდეში, არიან ისინი, ვინც ღვთისმოშიშნი არიან და ესწრაფვიან ღმერთს. მხოლოდ ისინი, ვინც არიან ღვთის წინაშე სიმშვიდეში, აფასებენ სიცოცხლეს, თანაზიარებას სულში, სწყურიათ ღვთის სიტყვები და ესწრაფვიან ჭეშმარიტებას. ყველა, ვინც არ აფასებს ღვთის წინაშე სიმშვიდეში ყოფნას და ამას პრაქტიკაში არ იყენებს, არიან ფუჭი, ზედაპირული ადამიანები, რომლებიც მიჯაჭვულნი არიან სამყაროსთან და რომლებსაც არ გააჩნიათ სიცოცხლე; მაშინაც კი, თუ ამბობენ, რომ სწამთ ღმერთი, მხოლოდ ბაგით მსახურებენ. ისინი, ვისაც ღმერთი საბოლოოდ სრულყოფს და სრულქმნის, არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სიმშვიდეში ყოფნა მისი თანდასწრებით. ამიტომ, ისინი, ვინც სიმშვიდეში არიან ღვთის წინაშე, დიდი კურთხევებით არიან დაჯილდოებულნი. ადამიანები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში იშვიათად უთმობენ დროს ღვთის სიტყვების ჭამასა და სმას, დაკავებულნი არიან გარე საქმეებით და მცირე მნიშვნელობას ანიჭებენ სიცოცხლეში შესვლას — ესენი ყველანი არიან თვალთმაქცები, რომელთაც არ გააჩნიათ მომავალი ზრდის პერსპექტივა. სწორედ ისინი, ვისაც შეუძლიათ იყვნენ სიმშვიდეში ღვთის წინაშე და ჭეშმარიტად ჰქონდეთ თანაზიარება ღმერთთან, არიან ღვთის ხალხი.
იმისათვის, რომ მიხვიდე ღმერთთან და მიიღო მისი სიტყვები, როგორც შენი სიცოცხლე, ჯერ უნდა იყო ღვთის წინაშე სიმშვიდეში. მხოლოდ მაშინ, როცა ღვთის წინაშე სიმშვიდეში იქნები, ღმერთი ნათელს მოგფენს და მოგცემს ცოდნას. რაც უფრო მეტად არის ხალხი ღვთის წინაშე სიმშვიდეში, მით მეტად შეუძლიათ მიიღონ ღვთის გაცისკროვნება და განათება. ეს ყველაფერი ადამიანებისგან მოითხოვს ღვთისმოსილებასა და რწმენას; მხოლოდ ასე შეიძლება გახდნენ ისინი სრულყოფილნი. სულიერ ცხოვრებაში შესვლის ფუნდამენტური გაკვეთილი არის ღვთის თანდასწრებით სიმშვიდეში ყოფნა. მხოლოდ მაშინ იქნება შენი სულიერი წვრთნა ეფექტური, თუ ხარ ღვთის თანდასწრებით სიმშვიდეში. თუ სიმშვიდეში შენი გული უუნაროა ღვთის წინაშე, მაშინ ვერ შეძლებ სულიწმიდის საქმის მიღებას. თუ შენი გული ღვთის წინაშე სიმშვიდეშია, მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებ, მაშინ შენ ხარ ის, ვინც ცხოვრობს ღვთის თანდასწრებით. თუ შენი გული ღვთის წინაშე სიმშვიდეშია და ღმერთს უახლოვდება, მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებ, ეს იმას ამტკიცებს, რომ შენ ხარ ადამიანი, რომელიც ღვთის წინაშე სიმშვიდეში იმყოფება. თუ სხვებთან საუბრისას ან სიარულის დროს შეგიძლია თქვა: „ჩემი გული ღმერთს უახლოვდება, გარეშე საქმეებზე ფოკუსირებული არ არის და შემიძლია ვიყო ღვთის წინაშე სიმშვიდეში“, მაშინ შენ ხარ ის, ვინც ღვთის წინაშე სიმშვიდეში იმყოფება. ნუ ჩაერთვები რაიმეში, რაც შენს გულს გარეგნული საკითხებისკენ მიიზიდავს, ან ისეთ ადამიანებთან, ვინც შენს გულს ღმერთს აშორებს. რაც არ უნდა იყოს ის, რაც შენს გულს ღმერთთან მიახლოებაში უქმნის დაბრკოლებას, გვერდზე გადადე ან თავი აარიდე მას. ეს უფრო მეტად წაადგება შენს სიცოცხლეს. ახლა სწორედ სულიწმიდის დიდი საქმის დროა, დრო, როცა ღმერთი პირადად სრულქმნის ადამიანებს. თუ ამ მომენტში ვერ ხარ ღვთის წინაშე სიმშვიდეში, მაშინ არ ხარ ის, ვინც ღვთის ტახტის წინაშე დაბრუნდა. თუ შენ ღმერთის გარდა სხვა რამეს ესწრაფვი, არანაირი გზა არ დაგრჩება ღვთის მიერ სრულქმნისთვის. ვინც დღეს ღვთის ამგვარი გამონათქვამების მოსმენას ახერხებს და მაინც ვერ აღწევს სიმშვიდეს ღვთის წინაშე, ისეთი ადამიანები არიან, ვისაც არ უყვარს ჭეშმარიტება და არ უყვარს ღმერთი. თუ ამ მომენტში თავს არ შესწირავ, რას ელოდები? თავის შეწირვა ნიშნავს გულის დადუმებას ღვთის წინაშე. ეს იქნებოდა ჭეშმარიტი შეწირვა. ვინც ახლა ჭეშმარიტად სწირავს თავის გულს ღმერთს, გარანტირებული აქვს, რომ ღმერთი სრულყოფს მას. არაფერს, რაც არ უნდა იყოს, არ შეუძლია შენი შეწუხება; იქნება ეს გასხვლა, იმედგაცრუებასთან შეხვედრა თუ მარცხი, შენი გული ყოველთვის სიმშვიდეში უნდა იყოს ღვთის წინაშე. მიუხედავად იმისა, თუ როგორ გექცევიან ადამიანები, შენი გული სიმშვიდეში უნდა იყოს ღვთის წინაშე. მიუხედავად იმისა, თუ რა გარემოებებს შეხვდები — იქნება ეს გასაჭირი, ტანჯვა, დევნა თუ სხვადასხვა განსაცდელი — შენი გული ყოველთვის სიმშვიდეში უნდა იყოს ღვთის წინაშე; ეს არის სრულყოფილებისკენ მიმავალი გზა. მხოლოდ მაშინ, როცა სიმშვიდეში ჭეშმარიტად იმყოფები ღვთის წინაშე, ღვთის მიმდინარე სიტყვები შენთვის ნათელი გახდება. ამის შემდეგ შეგიძლია უფრო სწორად და გადახვევების გარეშე პრაქტიკაში განახორციელო სულიწმიდის განათება და გაცისკროვნება, და შეგიძლია უფრო დიდი სიცხადით აღიქვა ღვთის განზრახვები, რაც შენს მსახურებას უფრო ნათელ მიმართულებას მისცემს; და შეგიძლია უფრო ზუსტად აღიქვა სულიწმიდის მოქმედება და გზამკვლევობა, და დარწმუნებული იყო, რომ სულიწმიდის გაძღოლით ცხოვრობ. ეს არის ის შედეგები, რაც მიიღწევა ღვთის წინაშე ჭეშმარიტად სიმშვიდეში ყოფნით. როდესაც ადამიანებს ცხადი წარმოდგენა არ გააჩნიათ ღვთის სიტყვების შესახებ, არ გააჩნიათ პრაქტიკაში განხორციელების გზა, ვერ აღიქვამენ ღვთის განზრახვებს, ან აკლიათ პრაქტიკის პრინციპები, ეს იმიტომ ხდება, რომ მათი გული ღვთის წინაშე სიმშვიდეში არ არის. ღვთის წინაშე სიმშვიდეში ყოფნის მიზანი არის იყო ზედმიწევნითი და პრაგმატული, ეძიო სიზუსტე და სიცხადე ღვთის სიტყვებში, რათასაბოლოოდ, მიხვიდე ჭეშმარიტების წვდომამდე და ღვთის შეცნობამდე.
თუ შენი გული ხშირად არ არის სიმშვიდეში ღვთის წინაშე, ღმერთს არ აქვს შენი სრულყოფის საშუალება. მტკიცე გადაწყვეტილების გარეშე ყოფნა უტოლდება გულის არქონას და ადამიანი გულის გარეშე ღვთის წინაშე ვერ იქნება სიმშვიდეში; ასეთმა ადამიანმა არ იცის, თუ რამდენ საქმეს აკეთებს ღმერთი, ან რამდენს მეტყველებს იგი და არც ის იცის, თუ როგორ უნდა განახორციელოს პრაქტიკაში. განა ეს არ არის ადამიანი გულის გარეშე? განა შეუძლია გულის გარეშე მყოფ ადამიანს იყოს სიმშვიდეში ღვთის წინაშე? ღმერთს არ აქვს გულის არმქონე ადამიანების სრულყოფის საშუალება — ისინი მხეცებისგან არ განსხვავდებიან. ღმერთმა ისე ნათლად და გამჭვირვალედ ილაპარაკა, მაგრამ შენი გული კვლავ უძრავი რჩება და შენ კვლავ უუნარო ხარ, იყო სიმშვიდეში ღვთის წინაშე. განა მხეცი არ ხარ? ზოგიერთი ადამიანი ცდება ღვთის თანდასწრებით სიმშვიდეში ყოფნის პრაქტიკაში. როდესაც საჭმლის მომზადების დროა, არ ამზადებენ, ხოლო მუშაობის დროს არ მუშაობენ, არამედ მხოლოდ ლოცვასა და მედიტაციას განაგრძობენ. ღვთის წინაშე სიმშვიდეში ყოფნა არ ნიშნავს, არ მოამზადო, არ იმუშაო ან არ იცხოვრო; პირიქით, ეს ნიშნავს გულის დადუმების უნარს ღვთის წინაშე ყველა ნორმალურ მდგომარეობაში და ღვთისთვის გულში ადგილის ქონას. როდესაც ლოცულობ, სათანადოდ უნდა დაიჩოქო ღვთის წინაშე; როდესაც მუშაობ ან საკვებს ამზადებ, დაადუმე გული ღვთის წინაშე, დაფიქრდი ღვთის სიტყვებზე ან იმღერე საგალობლები. რა სიტუაციაშიც უნდა აღმოჩნდე, უნდა გქონდეს პრაქტიკაში განხორციელების შენეული გზა, მაქსიმალურად უნდა ეცადო ღმერთთან მიახლოებას და მთელი ძალისხმევით დაადუმო გული ღვთის წინაშე. როდესაც გარემოება ამის საშუალებას გაძლევს, ილოცე მთელი გონებით; როდესაც გარემოებები არ გაძლევს ამის საშუალებას, გულით მიუახლოვდი ღმერთს მაშინაც კი, როცა საქმეს ხელს მოჰკიდებ. როდესაც შეგიძლია ჭამო და სვა ღვთის სიტყვები, მაშინ ჭამე და სვი; როდესაც შეგიძლია ილოცო, მაშინ ილოცე; როდესაც შეგიძლია ღმერთზე იფიქრო, მაშინ იფიქრე მასზე. სხვა სიტყვებით, გააკეთე ყველაფერი, რათა გაიწაფო შესასვლელად, შენი გარემოს შესაბამისად. ზოგიერთი ადამიანი მშვიდია, როდესაც არაფერი ხდება, მაგრამ როგორც კი რამე მოხდება, მათი გონება იფანტება. ეს არ არის ღვთის წინაშე სიმშვიდეში ყოფნა. გამოცდილების მიღების სწორი გზა ასეთია: არავითარ შემთხვევაში გული არ უნდა მოშორდეს ღმერთს ან გრძნობდეს შეწუხებას გარეშე ადამიანებისგან, მოვლენებისგან ან საგნებისგან და მხოლოდ მაშინ არის ადამიანი ჭეშმარიტად ღვთის წინაშე სიმშვიდეში. ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ, როდესაც კრებებზე ლოცულობენ, მათი გულები შეიძლება იყოს ღვთის წინაშე სიმშვიდეში, მაგრამ სხვებთან თანაზიარებაში მათ არ შეუძლიათ იყვნენ ღვთის წინაშე სიმშვიდეში და მათი ფიქრები ველურად მიჰქრიან. ეს არ არის ღვთის წინაშე სიმშვიდეში ყოფნა. დღეს, ადამიანთა უმეტესობა ამ მდგომარეობაშია, მათი გულები ვერ რჩება მუდმივად მშვიდად ღვთის წინაშე. ამიტომ, თქვენ მეტი ძალისხმევა უნდა ჩადოთ ამ მიმართულებით წვრთნაში, ეტაპობრივად შეხვიდეთ ცხოვრებისეული გამოცდილების სწორ გზაზე და შეუდგეთ ღვთის მიერ სრულყოფის გზას.