გაითვალისწინე ღვთის განზრახვები სრულყოფის მისაღწევად

რაც უფრო მეტად გაითვალისწინებ ღვთის განზრახვებს, მით უფრო დიდ ტვირთს იტვირთავ, და რაც უფრო დიდ ტვირთს იტვირთავ, მით უფრო გამდიდრდება შენი გამოცდილება. როდესაც ითვალისწინებ ღვთის განზრახვებს, ღმერთი დაგაკისრებს ტვირთს და შემდეგ ნათელს მოგფენს იმ დავალებებთან დაკავშირებით, რომლებიც მან მოგანდო. როდესაც ღმერთი დაგაკისრებს ამ ტვირთს, ღვთის სიტყვების ჭამისას და სმისას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევ შესაბამის ჭეშმარიტებებს. თუ გაწევს ტვირთი ძმებისა და დების სიცოცხლის მდგომარეობის შესახებ, მაშინ ეს არის ტვირთი, რომელიც ღმერთმა დაგაკისრა და ამ ტვირთს შენს ყოველდღიურ ლოცვებში მუდამ ატარებ. ის, რასაც ღმერთი აკეთებს, შენზეა დაკისრებული და შენ მზად ხარ აკეთო ის, რისი აღსრულებაც ღმერთს სურს; სწორედ ეს ნიშნავს ღვთის ტვირთის საკუთარ ტვირთად მიღებას. მაგ დროს, ღვთის სიტყვების ჭამასა და სმას სწორედ ამგვარი საკითხების ირგვლივ წარმართავ და იფიქრებ: „როგორ უნდა გადავჭრა ეს პრობლემები? როგორ დავეხმარო ჩემს ძმებსა და დებს, რომ გათავისუფლდნენ და სულიერი სიხარული ჰპოვონ?“ თანაზიარების დროსაც ამ პრობლემების გადაჭრაზე იქნები ფოკუსირებული, ხოლო ღვთის სიტყვების ჭამისა და სმისას ყურადღებას მიაქცევ იმ სიტყვების ჭამასა და სმას, რომლებიც ამ საკითხებს უკავშირდება. როდესაც ღვთის სიტყვებს ასეთი ტვირთის შეგრძნებით ჭამ და სვამ, მის მოთხოვნებს უკეთ შეიმეცნებ და შემდეგ შენი წინსვლის გზა უფრო ნათელი გახდება. ეს არის სულიწმიდის მიერ ნათელის მოფენა და განათება, რომელიც მაშინ მოდის, როდესაც დაკისრებული გაქვს ტვირთი და ასევე ეს არის ღვთის წინამძღოლობა შენთვის. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ თუ არ გაქვს ტვირთი, მაშინ ღვთის სიტყვების ჭამისა და სმისას ყურადღებით არ იქნები, ხოლო როდესაც ღვთის სიტყვებს გულში ტვირთით ჭამ და სვამ, შეძლებ ჩასწვდე მათ არსს, იპოვო შენი გზა და გაითვალისწინო ღვთის განზრახვები. ამიტომ, უნდა ილოცო, რომ ღმერთმა კიდევ მეტი ტვირთი დაგაკისროს და უფრო დიდი დავალებები მოგანდოს, რათა მომავალში შენი პრაქტიკისთვის უფრო ნათელი გზა გქონდეს; რათა ღვთის სიტყვების ჭამამ და სმამ უფრო მეტი შედეგი გამოიღოს; რათა შეძლო მისი სიტყვების არსს ღრმად ჩასწვდე; და რათა გქონდეს უნარი უკეთ მიიღო სულიწმიდის შთაგონება.

ღვთის სიტყვების ჭამა და სმა, ლოცვაში წვრთნა, ღვთის ტვირთის მიღება და იმ დავალებების მიღება, რომლებსაც იგი განდობს — ყოველივე ეს იმისთვისაა, რომ წინსვლის გზა გქონდეს. რაც უფრო მეტია შენზე დაკისრებული ღვთის დავალების ტვირთი, მით უფრო გაგიადვილდება, რომ ღმერთმა სრულგყოს. ზოგს, როდესაც ღვთის მსახურებაში სხვებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ, ამის სურვილიც კი არ აქვს. ისინი ზარმაცი ადამიანები არიან, რომლებიც კომფორტს ხარბად ესწრაფვიან. რაც უფრო მეტად მოგთხოვენ სხვებთან თანამშრომლობას ღვთის მსახურებისთვის, მით უფრო მეტ გამოცდილებას შეიძენ, ხოლო უფრო მეტი ტვირთისა და გამოცდილების გამო, უფრო მეტ შესაძლებლობას მიიღებ, რომ ღმერთმა სრულგყოს. შესაბამისად, თუ შეგიძლია ღმერთს გულწრფელად ემსახურო, მაშინ ღვთის ტვირთის მიმართაც გულისხმიერი იქნები; ამგვარად, მოგეცემა უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ ღმერთმა სრულგყოს. დღეს სწორედ ასეთი ადამიანების ჯგუფს სრულყოფს ღმერთი. რაც უფრო ინტენსიურად მოქმედებს შენზე სულიწმიდა, მით მეტად გაითვალისწინებ ღვთის ტვირთს, უფრო მეტად გახდები სრულყოფილი ღვთის მიერ და უფრო მეტად იქნები მის მიერ მოპოვებული — ვიდრე საბოლოოდ არ გახდები ადამიანი, რომელსაც ღმერთი იყენებს. ამჟამად არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ეკლესიისთვის არავითარ ტვირთს არ ატარებენ. ეს ადამიანები მოდუნებულნი და ზანტნი არიან და მხოლოდ საკუთარ ხორცზე ზრუნავენ. ასეთი ადამიანები უკიდურესად ეგოისტები და, ამავდროულად, დაბრმავებულები არიან. თუ ამ საკითხს ნათლად ვერ აცნობიერებ, ვერავითარ ტვირთსაც ვერ იტვირთავ. რაც უფრო მეტად ითვალისწინებ ღვთის განზრახვებს, მით უფრო დიდ ტვირთს მოგანდობს იგი. ეგოისტ ადამიანებს ამგვარი რამეების ატანა არ სურთ; მათ არ სურთ ფასის გადახდა. შედეგად, ისინი ხელიდან გაუშვებენ შესაძლებლობას, რომ ღმერთმა ისინი სრულყოს. განა ამით საკუთარ თავს არ ავნებენ? თუ ხარ ის, ვინც ითვალისწინებს ღვთის განზრახვებს, მაშინ ეკლესიისთვის ნამდვილ ტვირთს იტვირთავ. სინამდვილეში, ნაცვლად იმისა, რომ ამას ეკლესიისთვის ტარებული ტვირთი ვუწოდოთ, აჯობებს, თუ ვიტყვით, რომ ეს არის ტვირთი, რომელსაც საკუთარი სიცოცხლისთვის ატარებ, რადგან ეკლესიისთვის ტვირთს შენში სწორედ იმისთვის იყალიბებ, რომ ღმერთმა ამგვარი გამოცდილების მეშვეობით სრულგყოს. ამიტომ, ვინც ეკლესიისთვის ყველაზე დიდ ტვირთს ატარებს და ვინც სიცოცხლეში შესვლისთვის აიღებს ტვირთს, სწორედ ის არის, ვისაც ღმერთი სრულყოფს. ნათლად გესმის ეს? თუ ეკლესია, რომელშიც იმყოფები, ქვიშასავით გაფანტულია, შენ კი ეს საერთოდ არ გაშფოთებს და არ გაღელვებს, თვალსაც კი ხუჭავ, როდესაც შენი ძმები და დები ღვთის სიტყვებს ნორმალურად ვეღარ ჭამენ და სვამენ, მაშინ ეს იმის გამოვლინებაა, რომ ტვირთი არ გაქვს. ასეთი ადამიანები არ არიან ისინი, ვინც ღმერთს უყვარს. ისინი, ვინც ღმერთს უყვარს, სამართლიანობას არიან მოშიებულნი და მოწყურებულნი და ითვალისწინებენ ღვთის განზრახვებს. ამიტომ, ახლავე უნდა გაითვალისწინოთ ღვთის ტვირთი; არ უნდა დაელოდოთ იმ დღეს, როდესაც ღმერთი თავის სამართლიან ხასიათს მრავალ ადამიანს გაუმჟღავნებს, რათა მხოლოდ ამის შემდეგ გაითვალისწინონ მათ ღვთის ტვირთი. განა მაშინ უკვე ძალიან დაგვიანებული არ იქნება? ახლა სწორედ ის დროა, როცა ღვთის მიერ სრულყოფის კარგი შესაძლებლობა არსებობს. თუ ამ შანსს ხელიდან გაუშვებ, მთელი ცხოვრება ინანებ, ისევე როგორც მოსე ნანობდა მთელი ცხოვრება, რომ ვერ შეძლო ქანაანის კეთილ მიწაზე შესვლა და სინანულით აღესრულა. როდესაც ღვთის სამართლიანი ხასიათი მრავალი ადამიანისთვის გამომჟღავნდება, შენ სინანულით აღივსები. ღმერთმა რომც არ გაგკიცხოს, საკუთარ თავს თვითონვე გაკიცხავ საკუთარი სინანულის გამო. ზოგი ამაში ჯერ კიდევ ვერ დარწმუნებულა, მაგრამ თუ არ გჯერა, უბრალოდ დაელოდე და თავად იხილავ. არსებობენ ადამიანები, რომლებზეც ეს სიტყვები ზედმიწევნით აღსრულდება. გსურს, საკუთარი თავი ამ სიტყვების მსხვერპლად აქციო?

თუ არ ეძიებ ღვთის მიერ სრულყოფის შესაძლებლობებს და არ ისწრაფვი, რომ სრულყოფის ძიებაში სხვებზე წინ იყო, საბოლოოდ ინანებ. აწმყო ადამიანთა სრულყოფისათვის საუკეთესო შესაძლებლობაა; ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. თუ გულმოდგინედ არ ესწრაფვი, რომ ღმერთმა სრულგყოს, მაშინ, როგორც კი მისი საქმე დასრულდება, ეს შესაძლებლობა ხელიდან გამოგეცლება — და ძალიან დაგვიანებული იქნება. რაც არ უნდა მტკიცე იყოს შენი მონდომება, თუ ღმერთი საქმეს აღარ ასრულებს, ვერასოდეს მიაღწევ სრულყოფას, თუნდაც ამისთვის ძალ-ღონე არ დაიშურო. ამიტომ უნდა ჩაეჭიდო ამ შესაძლებლობას და ითანამშრომლო, სანამ სულიწმიდა თავის დიდებულ საქმეს ასრულებს. თუ ამ შანსს ხელიდან გაუშვებ, სხვა შანსი აღარ მოგეცემა, რაც არ უნდა დიდი ძალისხმევა გამოიჩინო. ზოგი თქვენგანი ღაღადებს: „ღმერთო, მზად ვარ, გავითვალისწინო შენი ტვირთი და მზად ვარ, შენი განზრახვები აღვასრულო!“ თუმცა, შენ არ გაქვს პრაქტიკის გზა, ამიტომ შენი ტვირთი დიდხანს ვერ გასტანს. თუ წინ გზა გაქვს, მაშინ გამოცდილებას ნაბიჯ-ნაბიჯ შეიძენ და შენი გამოცდილება მოწესრიგებული და ორგანიზებული იქნება. ერთი ტვირთის აღსრულების შემდეგ, სხვა ტვირთი მოგეცემა. შენი ცხოვრებისეული გამოცდილების გაღრმავებასთან ერთად, შენი ტვირთიც უფრო გაღრმავდება. ზოგიერთი ადამიანი ტვირთს მხოლოდ მაშინ ატარებს, როდესაც სულიწმიდა შეეხება, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც პრაქტიკის გზა აღარ აქვს, ტვირთის ტარებას წყვეტს. მხოლოდ ღვთის სიტყვების ჭამითა და სმით ტვირთს სრულად ვერ განივითარებ. ტვირთს მხოლოდ მაშინ განივითარებ, როდესაც მრავალ ჭეშმარიტებას შეიმეცნებ, შეიძენ გამჭრიახობას და შეძლებ ჭეშმარიტების გამოყენებით პრობლემების გადაჭრას, რითაც უფრო ზუსტად ჩასწვდები ღვთის სიტყვებსა და ღვთის განზრახვებს. მხოლოდ მაშინ, როდესაც ტვირთი გექნება, შეძლებ საქმის ჯეროვნად შესრულებას. თუ ტვირთი გაქვს, მაგრამ ჭეშმარიტების ნათელი გაგება არ გაგაჩნია, არც ეს ივარგებს. პირადად უნდა გამოსცადო ღვთის სიტყვები და იცოდე, როგორ გამოიყენო ისინი პრაქტიკაში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავად შეხვალ რეალობაში, შეძლებ სხვებისთვის სულიერი საზრდოს მიწოდებას, სხვების წინამძღოლობას და შეძლებ, რომ ღმერთმა სრულგყოს.

გზა... (4)-ში წერია, რომ თქვენ ყველანი სასუფევლის ხალხი ხართ – საუკუნეთა უწინარეს ღვთის მიერ წინასწარ განსაზღვრული – და ამას ვერავინ წაგართმევთ. იქვე ასევე ნათქვამია, რომ ღმერთს სურს, ყოველი ადამიანი გამოყენებულ და სრულყოფილ იქნეს ღვთის მიერ; რომ იგი მოითხოვს მათგან, იდგნენ როგორც ღვთის ხალხი და რომ მხოლოდ ღვთის ხალხად გახდომით შეუძლიათ მათ ღვთის ნების აღსრულება. იმ დროს, თქვენ ყველას გქონდათ თანაზიარება ამ საკითხზე, გქონდათ თანაზიარება სიცოცხლეში შესვლის გზის შესახებ ღვთის ხალხისთვის დადგენილი სტანდარტების საფუძველზე. ამიტომ, იმ დროს სულიწმიდის მიერ აღსრულებული საქმე მიმართული იყო იქითკენ, რომ ყველა ადამიანი გამოეყვანა მათი ნეგატიური მდგომარეობიდან და პოზიტიურ მდგომარეობაში შეეყვანა. იმ დროს სულიწმიდის საქმის მიმართულება იყო ის, რომ ყველას თავისი ადგილი დაეკავებინა, როგორც ღვთის ხალხს, რათა ღვთის სიტყვებით დამტკბარიყვნენ და თითოეულ თქვენგანს ნათლად გაეგო, რომ თქვენ ხართ ღვთის ხალხი – როგორც ეს საუკუნეთა უწინარეს იყო წინასწარ განსაზღვრული – რომელთა წართმევაც სატანას არ შეუძლია. ამიტომ, თქვენ ყველანი ლოცულობდით: „ღმერთო! მზად ვარ, ვიყო შენი ხალხთაგანი, რადგან შენ საუკუნეთა უწინარეს წინასწარ განგვსაზღვრე და რადგან ეს სტატუსი შენ მოგვანიჭე და მზად ვართ დაგაკმაყოფილოთ ამ პოზიციიდან.“ ყოველთვის, როდესაც ასე ლოცულობდი, სულიწმიდა შენზე მოქმედებდა; სწორედ ასეთი იყო სულიწმიდის საქმის მიმართულება. ამ დროს, უნდა ილოცოთ და გაწვრთნათ საკუთარი თავი იმაში, რომ დაიმშვიდოთ გულები ღვთის წინაშე. ასევე უნდა შეგეძლოთ სიცოცხლისკენ სწრაფვა და სასუფევლის წვრთნაში შესვლის ძიება. ეს არის საწყისი ეტაპი. ამჟამად, ღვთის საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ადამიანი სწორ გზაზე დააყენოს, რათა ჰქონდეს ნორმალური სულიერი ცხოვრება და ჭეშმარიტი გამოცდილება, განიცდიდეს სულიწმიდის მოქმედებას და, ამის საფუძველზე, მიიღოს ღვთის დავალებები. სასუფევლის წვრთნაში შესვლის მიზანი ის არის, რომ თქვენი ყოველი სიტყვა, საქმე, მოქმედება, ფიქრი და აზრი შეესაბამებოდეს ღვთის სიტყვებს, რომ ღმერთი უფრო მეტად მოქმედებდეს თქვენზე და ამ გზით შენში ღვთისმოყვარე გული აღძრას; და რომ უფრო დიდი ტვირთი იტვირთოთ ღვთის განზრახვებისთვის; რომ ყველა დადგეს ღვთის მიერ სრულყოფის გზაზე და ყველა იყოს სწორ გზაზე. როგორც კი ღვთის მიერ სრულყოფის ამ გზაზე დადგები, მაშინ უკვე სწორ გზაზე იქნები. როგორც კი შენი ფიქრები და აზრები, ისევე როგორც შენი მცდარი განზრახვები, გამოსწორდება და ხორცზე ზრუნვის ნაცვლად, შეძლებ, ღვთის განზრახვების გათვალისწინებას; და როგორც კი შეძლებ, არასწორი განზრახვების წარმოშობისას წინააღმდეგობა გაუწიო მათგან გამოწვეულ არევ–დარევას და ღვთის განზრახვების შესაბამისად იმოქმედო — ამგვარი ტრანსფორმაციის მიღწევა ნიშნავს, რომ სიცოცხლის გამოცდილების სწორ გზაზე იმყოფები. როგორც კი შენი ლოცვაში წვრთნა სწორ გზაზე იქნება, შენს ლოცვებში სულიწმიდა იმოქმედებს შენზე. ყოველ ჯერზე, როცა ილოცებ, სულიწმიდა შეგეხება; ყოველ ჯერზე, როცა ილოცებ, შეძლებ გულის დამშვიდებას ღვთის წინაშე; ყოველ ჯერზე, როცა შეჭამ და დალევ ღვთის სიტყვების მონაკვეთს, თუ შეძლებ ჩასწვდე იმ საქმეს, რომელსაც ღმერთი ამჟამად აღასრულებს და თუ მიხვდები, როგორ ილოცო, როგორ ითანამშრომლო და როგორ შეხვიდე მის სიტყვებში, მხოლოდ მაშინ გამოიღებს შედეგს შენ მიერ ღვთის სიტყვების ჭამა და სმა. როდესაც ღვთის სიტყვებში შეძლებ სიცოცხლეში შესვლის გზის პოვნას და ჩასწვდები ღვთის ამჟამინდელი საქმის დინამიკას, ისევე როგორც სულიწმიდის საქმის მიმართულებას, ეს ნიშნავს, რომ უკვე სწორ გზაზე დგახარ. თუ ღვთის სიტყვების ჭამისა და სმისას ვერ ჩასწვდები მთავარ საკითხებს და, ამის შემდეგ, მაინც ვერ ჰპოვებ პრაქტიკის გზას, ეს იმას აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ არ იცი, როგორ ჭამო და სვა ღვთის სიტყვები და რომ არც ის მეთოდი ან პრინციპი აღმოგიჩენია, რომლითაც ეს უნდა გააკეთო. თუ ვერ ჩასწვდი იმ საქმეს, რომელსაც ღმერთი ამჟამად აღასრულებს, მაშინ ვერ შეძლებ იმ დავალებების მიღებასაც, რომლებსაც იგი მოგანდობს. საქმე, რომელსაც ღმერთი ამჟამად აღასრულებს, არის ზუსტად ის, რომელშიც ადამიანები ახლა უნდა შევიდნენ და რომელიც უნდა შეიმეცნონ. გესმის ეს ყველაფერი?

თუ ღვთის სიტყვებს ეფექტურად ჭამ და სვამ, შენი სულიერი ცხოვრება ნორმალური ხდება. ამიტომ, განურჩევლად იმისა, როგორი განსაცდელის წინაშეც არ უნდა აღმოჩნდე, რა გარემოებებსაც არ უნდა გადააწყდე, რა ფიზიკურ სნეულებასაც არ უნდა იტანდე, როგორი გაუცხოებაც არ უნდა განიცადო ძმებისა და დებისგან, ან როგორი ოჯახური სირთულეების გადატანაც არ უნდა მოგიწიოს, მაინც შეძლებ ღვთის სიტყვების ნორმალურად ჭამასა და სმას, ნორმალურად ლოცვას და საეკლესიო ცხოვრებაში ნორმალურად მონაწილეობის გაგრძელებას. თუ ამ ყველაფრის მიღწევას შეძლებ, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ სწორ გზაზე დგახარ. ზოგი ადამიანი მეტისმეტად სუსტია და შეუპოვრობაც არ ჰყოფნის. უმცირესი სირთულის წაწყდომისთანავე წუწუნს იწყებს და ნეგატიური ხდება. ჭეშმარიტების ძიება მოითხოვს შეუპოვრობასა და სიმტკიცეს. თუ ამჯერად ვერ შეძელი ღვთის განზრახვების აღსრულება, მაშინ უნდა შეგეძლოს საკუთარი თავის შეძულება და, გულის სიღრმეში, ჩუმად გადაწყვეტა იმისა, რომ შემდეგ ჯერზე წარმატებას მიაღწევ. თუ ამჯერად ღვთის ტვირთი არ გაგითვალისწინებია, მაშინ მტკიცედ უნდა გადაწყვიტო, რომ მომავალში, როდესაც იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდები, ხორცის წინააღმდეგ აჯანყდები და ღვთის განზრახვებს აღასრულებ. სწორედ ასე გახდები შექების ღირსი. ზოგიერთმა ადამიანმა ისიც კი არ იცის, სწორია თუ არა მისი ფიქრები ან აზრები; ასეთი ადამიანები გონებაარეული უგუნურები არიან! თუ გსურს საკუთარი გულის დამორჩილება და ხორცის წინააღმდეგ ამბოხება, პირველ რიგში უნდა იცოდე, სწორია თუ არა შენი განზრახვები. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ საკუთარი გულის დამორჩილებას. თუ არ იცი, სწორია თუ არა შენი განზრახვები, შეძლებ კი შენი გულის დამორჩილებას და ხორცის წინააღმდეგ ამბოხებას? წინააღმდეგობა რომც გაუწიო, ამას დაბნეულად გააკეთებ. უნდა იცოდე, რომ სწორედ შენს მცდარ განზრახვებს უნდა შეეწინააღმდეგო – სწორედ ეს ნიშნავს ხორცის წინააღმდეგ წასვლას. როგორც კი გააცნობიერებ, რომ შენი განზრახვები, ფიქრები და შეხედულებები მცდარია, სწრაფად უნდა შეცვალო მიმართულება და სწორ გზას დაადგე. ჯერ ამ საკითხში უნდა მიაღწიო გარღვევას და ამ კუთხით გაიწრთვნა თავი, რადგან ყველაზე კარგად თავად იცი, სწორია თუ არა შენი განზრახვები. როგორც კი შენი მცდარი განზრახვები გამოსწორდება ისე, რომ შენი განზრახვები ღვთისკენ იქნება მიმართული, სწორედ მაშინ მიაღწევ საკუთარი გულის დამორჩილების მიზანს.

ახლა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შეიცნოთ ღმერთი და მისი საქმე; ასევე უნდა იცოდე, როგორ აღასრულებს სულიწმიდა საქმეს ადამიანებზე. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ სწორ გზაზე დადგე. მას შემდეგ, რაც ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს ჩასწვდები, ამის გაკეთება გაგიადვილდება. შენ გწამს ღმერთი და იცნობ ღმერთს – ეს აჩვენებს, რომ შენი რწმენა ღვთის სახელის ღირსია. თუ განაგრძობ გამოცდილების შეძენას, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ შეძლებ ღვთის შეცნობას, მაშინ ნამდვილად ის ადამიანი აღმოჩნდები, რომელიც ღმერთს ეწინააღმდეგება. ისინი, ვისაც მხოლოდ იესო ქრისტესი სწამთ და არ სწამთ დღევანდელი განკაცებული ღმერთის, ყველანი განწირულები არიან. ისინი ყველანი უკანასკნელი დღეების ფარისევლები არიან, რადგან არ აღიარებენ დღევანდელ ღმერთს და ყველანი ღმერთს ეწინააღმდეგებიან. რაც არ უნდა სწორად სწამდეთ იესო, ეს ყველაფერი ამაო იქნება; ღმერთი მათ არ მოიწონებს. ყველას, ვისაც თითქოს შუბლზე აწერია, რომ ღმერთი სწამს, მაგრამ გულში ღვთის ჭეშმარიტი ცოდნა არ გააჩნია, თვალთმაქცია!

იმისათვის, რომ ეძიო ღვთის მიერ სრულყოფა, პირველ რიგში ადამიანს უნდა ესმოდეს, რას ნიშნავს ღვთის მიერ სრულყოფა, ისევე როგორც, თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი სრულყოფისათვის. როგორც კი ადამიანი ამ საკითხებს ჩასწვდება, შემდეგ მან პრაქტიკის გზა უნდა მოძებნოს. იმისთვის, რომ ღმერთმა ადამიანი სრულყოს, მას უნდა ჰქონდეს გარკვეული სულიერი მონაცემები. ბევრ ადამიანს ბუნებრივად არ გააჩნია საკმარისად მაღალი სულიერი მონაცემები. ასეთ შემთხვევაში შენ უნდა გადაიხადო ფასი და პირადად ბევრი იშრომო. რაც უფრო ცუდია შენი სულიერი მონაცემები, მით უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინო. რაც უფრო ღრმად გესმის ღვთის სიტყვები და რაც უფრო მეტად განახორციელებ მათ პრაქტიკაში, მით უფრო სწრაფად შეძლებ ფეხი შედგმას ღვთის მიერ სრულყოფის გზაზე. ლოცვის მეშვეობითაც შეგიძლია სრულყოფილი გახდე ლოცვის დროს; ასევე შეგიძლია სრულყოფილ იქმნე ღვთის სიტყვების ჭამითა და სმით, მათი არსის შეცნობითა და მათი რეალობის ცხოვრებაში განხორციელებით. ღვთის სიტყვების ყოველდღიური გამოცდით უნდა შეიცნო, რა გაკლია; მეტიც, უნდა გააცნობიერო შენი საბედისწერო ნაკლი და შენი სისუსტეები, შემდეგ კი ილოცო და შეევედრო ღმერთს. ამის კეთებით, თანდათანობით სრულყოფილი გახდები. სრულყოფისკენ მიმავალი გზა ასეთია: ლოცვა; ღვთის სიტყვების ჭამა და სმა; ღვთის სიტყვების არსის წვდომა; ღვთის სიტყვების გამოცდილებაში შესვლა; იმის შეცნობა, თუ რა გაკლია; ღვთის საქმისადმი დამორჩილება; ღვთის ტვირთის გათვალისწინება და ხორცის წინააღმდეგ ამბოხება ღვთისმოყვარე გულის მეშვეობით; და შენს ძმებთან და დებთან ხშირ თანაზიარებაში მონაწილეობა, რასაც შეუძლია შენი გამოცდილების გამდიდრება. იქნება ეს საზიარო ცხოვრება თუ შენი პირადი ცხოვრება, დიდი შეკრებები თუ მცირე შეხვედრები, ყოველივე ამას შეუძლია მოგცეს გამოცდილების მიღების, წვრთნის გავლის შესაძლებლობა, ხოლო შენს გულს კი შეაძლებინოს დამშვიდდეს ღვთის წინაშე და მისკენ მიბრუნდეს. ეს ყოველივე სრულყოფის პროცესის ნაწილია. ღვთის სიტყვების გამოცდილება, როგორც ადრე აღინიშნა, ნიშნავს იმას, რომ რეალურად შეგეძლოს მათი პირადად გამოცდა და საკუთარ თავს მისცე მათი ცხოვრებაში გამოვლენის საშუალება, რათა შენი რწმენა და ღვთის მიმართ სიყვარული უფრო და უფრო გაიზარდოს. ამის კეთებით, თანდათანობით გათავისუფლდები შენი სატანური გახრწნილი ხასიათისგან, მოიშორებ შენს არასათანადო განზრახვებს და იცხოვრებ ისე, როგორც ნორმალურ ადამიანს შეშვენის. შენში ღვთის მიმართ სიყვარული სულ უფრო და უფრო გაიზრდება — რაც იმას ნიშნავს, რომ შენში სულ უფრო მეტი ნაწილი იქნება ღვთის მიერ სრულყოფილი, ხოლო ის ნაწილი, რომლებიც სატანამ გახრწნა, სულ უფრო და უფრო შემცირდება. შენი პრაქტიკული გამოცდილებების მეშვეობით, თანდათანობით შედგამ ფეხს სრულყოფის გზაზე. ამიტომ, თუ გსურს სრულყოფილი გახდე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ითვალისწინებდე ღვთის განზრახვებს და თავად გამოცდიდე მის სიტყვებს.

წინა: ღვთის წინაშე გულის დადუმების შესახებ

შემდეგი: ღმერთი სრულყოფს მათ, ვინც მის განზრახვებს შეესაბამება

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება