შეიცანით ღვთის უახლესი საქმე და მიჰყევით მის ნაბიჯებს

ამჟამად თქვენ უნდა ისწრაფოდეთ ღვთის ხალხად გახდომისკენ და უნდა დაიწყოთ შესვლა სწორ გზაზე ყველაფერში. იყოთ ღვთის ხალხი, ნიშნავს სასუფევლის ეპოქაში შესვლას. დღეს თქვენ ოფიციალურად იწყებთ სასუფევლისეულ წვრთნას და თქვენი მომავალი ცხოვრება აღარ უნდა იყოს ისეთი დუნე და დაუდევარი, როგორიც აქამდე იყო; ასეთი ყოფით შეუძლებელია ღვთის მიერ დადგენილი სტანდარტების მიღწევა. თუ არ გრძნობ გადაუდებლობის განცდას, ეს ნიშნავს, რომ არ გაქვს პროგრესის სურვილი, შენი მისწრაფებები ბუნდოვანია და შეუძლებელიაღვთის განზრახვების დაკმაყოფილება. სასუფევლის წვრთნაში შესვლა ნიშნავს ღვთის ხალხის ცხოვრების დაწყებას. მზად ხარ, მიიღო ასეთი წვრთნა? მზად ხარ, იგრძნო გადაუდებლობის განცდა? მზად ხარ, იცხოვრო ღვთის დისციპლინისა და სასჯელის ქვეშ? როდესაც ღვთის სიტყვები მოგევლინება და გამოგცდის, როგორ მოიქცევი? რას იზამ რეალური ფაქტების წინაშე დადგომისას? წარსულში შენი ყურადღება სულიერებაზე არ იყო მიპყრობილი; დღეს კი უნდა კონცენტრირდე ცხოვრებისეულ რეალობაში შესვლაზე და ისწრაფოდე შენი შინაგანი მსოფლმხედველობის შეცვლისკენ. სწორედ ამას უნდა მიაღწიონ სასუფევლის მკვიდრებმა. ყველას, ვინც ღვთის ერს მიეკუთვნება, უნდა გააჩნდეს სულიერი სიცოცხლე; მათ უნდა გაიარონ სასუფევლის წვრთნა და საკუთარი მსოფლმხედველობის გარდაქმნისკენ ისწრაფოდნენ. სწორედ ამას მოითხოვს ღმერთი სასუფევლის მკვიდრთაგან.

ღვთის მოთხოვნები სასუფევლის მკვიდრი ხალხისადმი შემდეგია:

1. მათ უნდა მიიღონ ღვთის დავალებები. ეს ნიშნავს, რომ მათ უნდა მიიღონ ყველა ის სიტყვა, რომელიც ღვთის ჟამთა აღსასრულის საქმეს განეკუთვნება.

2. ისინი უნდა შევიდნენ სასუფევლის წვრთნაში.

3. ისინი უნდა ისწრაფოდნენ იმისკენ, რომ ღმერთი შეეხოს მათ გულებს. როდესაც შენი გული მთლიანად მიუბრუნდება ღმერთს და ნორმალური სულიერი ცხოვრება გექნება, შენ თავისუფლების სამყაროში დამკვიდრდები, რაც ნიშნავს, რომ იცხოვრებ ღვთის სიყვარულის, მზრუნველობისა და მფარველობის ქვეშ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ხარ ღვთის მიერ რჩეული.

4. ისინი ღმერთმა უნდა მოიპოვოს.

5. მათი ცხოვრებით დედამიწაზე ღვთის დიდება უნდა გაცხადდეს.

ეს ხუთი პუნქტი არის ჩემი თქვენდამი მინდობილი მისია. ჩემი სიტყვები ღვთის ხალხს მიემართება და თუ შენ არ გსურს ამ დავალებების მიღება, არ დაგაძალებ, მაგრამ თუ მათ ჭეშმარიტად მიიღებ, შეძლებ ღვთის ნებას მიჰყვე. დღეს თქვენ იწყებთ ღვთის მისიების მიღებას და ისწრაფვით იმისკენ, რომ გახდეთ სასუფევლის მკვიდრი ხალხი და მიაღწიოთ იმ სტანდარტებს, რაც აუცილებელია მათთვის. ეს არის შესვლის პირველი ნაბიჯი. თუ გსურს სრულად მიჰყვე ღვთის ნებას, მაშინ უნდა მიიღო ეს ხუთი დავალება და თუ შეძლებ მათ შესრულებას, შენ შესაბამისობაში იქნები ღვთის განზრახვებთან და ღმერთი აუცილებლად გამოგიყენებს. დღეს გადამწყვეტია სასუფევლის წვრთნაში შესვლა. სასუფევლის წვრთნაში შესვლა მოიცავს სულიერ ცხოვრებას. ადრე სულიერ ცხოვრებაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ დღეს, როდესაც იწყებთ შესვლას სასუფევლის წვრთნაში, თქვენ ოფიციალურად შეაბიჯებთ სულიერ ცხოვრებაში.

როგორია სულიერი ცხოვრება? ეს არის მდგომარეობა, როდესაც შენი გული მთლიანად მიუბრუნდა ღმერთს და მხოლოდ მის სიყვარულზე ფიქრობს. ეს არის ცხოვრება ღვთის სიტყვებით, სადაც შენს გულს სხვა არაფერი იკავებს; როცა ძალგიძს ჩასწვდე ღვთის ამჟამინდელ განზრახვებს და იმართები სულიწმიდის ნათელით, რათა შეასრულო შენი მოვალეობა. ადამიანსა და ღმერთს შორის ასეთი ურთიერთობა არის ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრება. თუ არ შეგიძლია მიჰყვე ახლანდელ სინათლეს, მაშინ შენი ურთიერთობა ღმერთთან შორეული იქნება — შესაძლოა დასრულდეს კიდეც — და ნორმალური სულიერი ცხოვრება აღარ გექნება. ღმერთთან ნორმალური ურთიერთობა აგებულია ღვთის მიმდინარე სიტყვების მიღების საფუძველზე. გაქვს ნორმალური სულიერი ცხოვრება? გაქვს ნორმალური ურთიერთობა ღმერთთან? ხარ ისეთი პიროვნება, რომელიც მიჰყვება სულიწმიდის საქმეს? თუ შეგიძლია მიჰყვე სულიწმიდის ამჟამინდელ ნათელს, თუ შეგიძლია ჩასწვდე ღვთის განზრახვებს და შეხვიდე მის სიტყვებში, მაშინ შენ სულიწმიდის დინებაში ხარ. თუ არ მიჰყვები სულიწმიდის დინებას, მაშინ უდავოდ ხარ ისეთი ადამიანი, რომელიც არ ისწრაფვის ჭეშმარიტებისკენ. სულიწმიდის მოქმედება ვერ ჰპოვებს ადგილს მათში, ვისაც პროგრესის მიღწევის სურვილი არ აქვს, და შედეგად, ასეთი ადამიანები ვერასდროს ახერხებენ ძალების მოკრებას და ყოველთვის ნეგატიურ განწყობაზე არიან. მიჰყვები დღეს სულიწმიდის დინებას? ხარ ამ დინებაში? დაძლიე ნეგატიური მდგომარეობა? ყველა, ვისაც სწამს ღვთის სიტყვების, ვინც მის საქმეს იღებს საფუძვლად და სულიწმიდის ამჟამინდელ ნათელს მიჰყვება - სულიწმიდის დინებაშია. თუ გჯერა, რომ ღვთის სიტყვები უპირობოდ ჭეშმარიტი და მართალია და თუ ენდობი მის ყოველ სიტყვას, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს იგი - მაშინ ის ხარ, ვინც ღვთის საქმეში შესვლას ელტვის და ამგვარად ღმერთის განზრახვებს აკმაყოფილებ.

სულიწმიდის დინებაში შესასვლელად, უფალთან ნორმალური ურთიერთობა უნდა გქონდეს და, პირველ რიგში, უნდა განიშორო შენი უარყოფითი მდგომარეობა. ზოგიერთი ადამიანი მუდამ ბრბოს მიჰყვება და მათი გულები ზედმეტად შორდება შემოქმედს. ასეთ ადამიანებს პროგრესის მიღწევის სურვილი არ გააჩნიათ და მათი მისწრაფებებიც მეტისმეტად დაბალია. ღვთის ჩანაფიქრი მხოლოდ ის არის, რომ ადამიანი მის სიყვარულს ეძიებდეს და მასვე ეკუთვნოდეს. ზოგიერთი ცდილობს მხოლოდ საკუთარი სინდისით უპასუხოს ღმერთის სიყვარულს, თუმცა ეს არ არის საკმარისი მისი ნების აღსასრულებლად. რაც უფრო მაღალ სტანდარტებს დაისახავ, მით უფრო მეტად მიუახლოვდები იმას, რაც უფალს შენთვის განუზრახავს. როგორც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც ღვთის სიყვარულს ეძიებენ, სასუფეველში შესვლა და მის ერად ჩამოყალიბება თქვენი ჭეშმარიტი მომავალია. და სწორედ ეს არის უდიდესი ფასეულობისა და აზრის მქონე ცხოვრება; არავინ არის თქვენზე უფრო კურთხეული. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ ისინი, ვისაც უფლისა არ სწამთ, მხოლოდ ხორციელი სიამოვნებისთვის და სატანისთვის არსებობენ, თქვენ კი დღეს ღვთისთვის ცხოვრობთ და მისი ნების აღსასრულებლად იღწვით. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თქვენს სიცოცხლეს უდიდესი ფასი აქვს. მხოლოდ ადამიანთა ამ ჯგუფს, რომლებიც ღმერთმა აირჩია, შეუძლია ჭეშმარიტად ღირსეული გზით სიარული: დედამიწაზე სხვა ვერავინ შეძლებს ისეთივე აზრიანი ცხოვრებით ცხოვრებას, როგორიც თქვენია. რადგან ღმერთმა აღგამაღლათ, და უფრო მეტიც, ღმერთის სიყვარულის წყალობით შეიცანით ჭეშმარიტი ცხოვრება და იცით, როგორ იაროთ უდიდესი ფასეულობის მქონე გზით. ეს თქვენი განსაკუთრებული მცდელობის შედეგი კი არ არის, არამედ ღვთის მადლია. სწორედ მან აგიხილათ სულიერი თვალები და მისი სული შეეხო თქვენს გულებს, რამაც მოგანიჭათ ბედნიერება, წარმდგარიყავით მის წინაშე. ღვთის სულს რომ არ გაენათლებინეთ, ვერ დაინახავდით, რაოდენ საყვარელია ღმერთი და ვერც ღმერთის შეყვარებას შეძლებდით. მხოლოდ იმიტომ, რომ უფლის სული შეეხო ადამიანებს, მათი გულები მისკენ მიიქცა. ხანდახან, როდესაც ღვთის სიტყვით ტკბებით, თქვენი სული ამას განიცდის და გრძნობთ, რომ ღმერთი აუცილებლად უნდა გიყვარდეთ, რომ თქვენში დიდი ძალაა და რომ მზად ხართ, მისი გულისთვის ყველაფერი გვერდზე გადადოთ. თუ შენ ასე გრძნობ თავს, ეს ნიშნავს, რომ უფლის სული შეგეხო და შენი გული სრულად მისკენ მოექცა. მაშინ ილოცებ: „ღმერთო! ჩვენ ჭეშმარიტად შენ მიერ განწესებულნი და რჩეულნი ვართ. შენი დიდება სიამაყით მავსებს და ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო შენს ხალხთაგან ერთ-ერთი. ყველაფერს გავიღებ და ყველაფერს დავთმობ, რათა შენს ნებას მივყვე; ჩემი ცხოვრების წლებსა და მთელ ჩემს ენერგიას შენ მოგიძღვნი“. როდესაც ასე ილოცებ, შენს გულში ღვთისადმი უსასრულო სიყვარული და ჭეშმარიტი მორჩილება დაისადგურებს. გქონია ოდესმე მსგავსი გამოცდილება? როცა ადამიანებს ხშირად ეხება ღმერთის სული, მაშინ ღმერთს განსაკუთრებული თავდადების ლოცვებს შესწირავენ: „ღმერთო! მსურს ვიხილო დღე, როცა დიდებას მოიპოვებ და ვიცხოვრო შენთვის — არაფერია იმაზე ღირსეული და აზრიანი, ვიდრე შენთვის ცხოვრებაა; არ მაქვს მცირედი სურვილიც კი, სატანისა და ხორცისთვის ვარსებობდე. შენ აღმამაღლებ იმით, რომ შენთვის ცხოვრების ნებას მრთავ“. როდესაც ასე ილოცებ, იგრძნობ, რომ შენი გული აუცილებლად უნდა მიუძღვნა ღმერთს; იგრძნობ, რომ უნდა მოიპოვო ღმერთი; სიკვდილიც კი საძულველი იქნებოდა შენთვის, თუკი სიცოცხლეში მის მადლს ვერ იგემებდი. ასეთი ლოცვის შემდეგ შენში ამოუწურავი ძალა გაიღვიძებს და ვერც მიხვდები, საიდან მოდის ის; შენს გულში უსაზღვრო სიმტკიცე დაისადგურებს და იგრძნობ, რომ უფალი იმდენად მშვენიერია, რომ ის ჭეშმარიტად იმსახურებს სიყვარულს. სწორედ ეს არის ის წამი, როცა ღმერთი შეგეხო. ყველას, ვისაც მსგავსი გამოცდილება ჰქონია, ღმერთი შეეხო. მათ ცხოვრებაში, ვისაც ხშირად ეხება ღმერთი, გარდასახვა ხდება; მათ შეუძლიათ მტკიცე გადაწყვეტილების მიღება, რათა სრულად მოიპოვონ ღმერთი. მათი ღვთისმოყვარე გულები ძლიერია და მთლიანად უფლისკენ არის მოქცეული. ისინი გონებიდან სრულიად იშორებენ ოჯახს, სამყაროს, მიჯაჭულობებს და სამომავლო გეგმებს და მზად არიან, მთელი თავისი ენერგია ღმერთს მიუძღვნან. ყველა, ვისაც ღმერთის სული ეხება, ჭეშმარიტების მაძიებელია და აქვს იმედი, რომ ღმერთი მას სრულყოფს.

მიაპყარი თუ არა შენი გული ღმერთს? შეეხო თუ არა შენს გულს ღვთის სული? თუ არასოდეს გქონია მსგავსი გამოცდილება და არასოდეს გილოცია ასე, ეს ნიშნავს, რომ ღმერთს შენს გულში ადგილი არ უჭირავს. ყოველი მათგანი, ვინც ღვთის სულით ხელმძღვანელობს და ვისაც ღვთის სული ეხება, ფლობს ღვთის საქმეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ღვთის სიტყვამ და ღვთის სიყვარულმა მათში ფესვი გაიდგა. ზოგიერთი ამბობს: „მე არ ვარ ისეთი გულმოდგინე ლოცვაში, როგორც შენ, და არც ღვთის შეხება მიგრძვნია ასე; თუმცა ზოგჯერ, როცა ვფიქრობ და ვლოცულობ, ვგრძნობ, რომ ღმერთი მშვენიერია და ჩემს გულს ღმერთი ეხება“. ადამიანის გულზე მნიშვნელოვანი არაფერია. როდესაც შენი გული ღვთისკენ მიბრუნდება, შენი მთელი არსება ღვთისკენ იქნება მოქცეული და მაშინ შენს გულს ღვთის სული შეეხება. თქვენს შორის უმეტესობას ჰქონია ასეთი გამოცდილება - უბრალოდ, თქვენი გამოცდილების სიღრმე სხვადასხვანაირია. ზოგიერთი ამბობს: „ლოცვისას ბევრს არაფერს ვამბობ, უბრალოდ სხვათა სულიერ ზიარებას ვუსმენ და შინაგან ძალას ვგრძნობ“. ეს იმაზე მეტყველებს, რომ შენს შინაგან სამყაროს ღმერთი შეეხო. ადამიანები, ვისაც ღმერთი ეხება, სხვათა სულიერი ზიარების მოსმენისას შთაგონებით აღივსებიან; თუ ადამიანის გული სრულიად უძრავი რჩება შთამაგონებელი სიტყვების მოსმენისას, ეს იმის მტკიცებულებაა, რომ მასში სულიწმიდა არ მოქმედებს. მათში არ არის წყურვილი, რაც ამტკიცებს, რომ მათ არ გააჩნიათ სიმტკიცე, და ამგვარად, ისინი სულიწმიდის საქმის გარეშე არიან. თუ ადამიანს ღმერთი ეხება, მას ექნება რეაქცია ღვთის სიტყვების მოსმენისას; თუ მას ღმერთი არ ეხება, მაშინ იგი ვერ შეძლებს ღვთის სიტყვებთან დაკავშირებას, არანაირი კავშირი არ ექნებათ მასთან და ნათლის მოფენას ვერ მიიღებენ. ვინც მოისმინა ღვთის სიტყვები და არანაირი რეაქცია ჰქონია — ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ღმერთი არ ეხება და რომლებიც სულიწმიდის საქმის გარეშე არიან. ყველა, ვისაც ძალუძს ახალი სინათლის მიღება, ღვთისგან შეხებულია და ფლობს სულიწმიდის საქმეს.

შეაფასე საკუთარი თავი:

1. ხარ თუ არა სულიწმიდის აწინდელი საქმის შუაგულში?

2. მიიქცა თუ არა შენი გული ღვთისკენ? შეგეხო თუ არა ღმერთი?

3. გაიდგა თუ არა ღვთის სიტყვამ ფესვი შენს შინაგანში?

4. არის თუ არა შენი პრაქტიკა დაფუძნებული ღვთის მოთხოვნებზე?

5. ცხოვრობ თუ არა სულიწმიდის დღევანდელი ნათლის წინამძღოლობით?

6. შენს გულში ძველი წარმოდგენები მბრძანებლობენ თუ ღვთის ამჟამინდელი სიტყვები?

ამ სიტყვების მოსმენისას, როგორია თქვენი შინაგანი გამოძახილი? ამდენი წლის რწმენის შემდეგ, იქცა თუ არა ღვთის სიტყვები თქვენს სიცოცხლედ? შეიცვალა თუ არა თქვენი ძველი, გახრწნილი ხასიათი? იცით თუ არა, ღვთის დღევანდელი სიტყვების შესაბამისად, რას ნიშნავს გქონდეს სიცოცხლე და რას ნიშნავს - იყო მის გარეშე? ნათელია ეს თქვენთვის? ღვთის მიდევნებაში უპირველესი მნიშვნელობა იმას ენიჭება, რომ ყველაფერი ღვთის ახლანდელი სიტყვების მიხედვით ხდებოდეს: მიილტვი სიცოცხლეში შესვლისკენ თუ ღვთის განზრახვათა აღსრულებისკენ, ყველაფერი ღვთის ახლანდელი სიტყვების გარშემო უნდა იყოს კონცენტრირებული. თუ ის, რაზეც გაქვს თავაზიარება და რისკენაც შესვლას ეძიებ, არ არის კონცენტრირებული ღვთის ახლანდელი სიტყვების გარშემო, მაშინ ხარ ადამიანი, რომელიც ღვთის სიტყვების მიღმაა დარჩენილი და საერთოდ არ გააჩნია სულიწმიდის საქმე. ღმერთს სურს ადამიანები, რომლებიც მის ნაბიჯებს მიჰყვებიან. რაც უნდა მშვენიერი და წმინდა იყოს ის, რაც ადრე გესმოდა, ღმერთს ეს არ სურს; და თუ არ ძალგიძს ასეთი რამეების გვერდზე გადადება, ისინი უდიდესი დაბრკოლება გახდება შენი მომავალი შესვლისთვის. კურთხეულია ყველა, ვისაც სულიწმიდის დღევანდელი ნათლის მიყოლა ძალუძს. წარსული ეპოქებისა და თაობების ხალხიც მიჰყვებოდა ღვთის ნაბიჯებს, თუმცა მათ დღემდე მიყოლა ვერ მოახერხეს; ეს უკანასკნელი დღეების ადამიანთა კურთხევაა. მათ, ვისაც შეუძლიათ მიჰყვნენ სულიწმიდის აწინდელ საქმეს, იარონ ღვთის ნაბიჯებზე და გაჰყვნენ ღმერთს იქ, სადაც ის წაიყვანთ - სწორედ ესენი არიან ღვთისგან კურთხეულნი. ისინი, ვინც არ მიჰყვებიან სულიწმიდის აწინდელ საქმეს, არ შესულან ღვთის სიტყვით განხორციელებულ საქმეში; და რაც უნდა ბევრი იშრომონ, რაოდენ დიდი ტანჯვაც უნდა გაიარონ ან რამდენიც არ უნდა ირბინონ, ღვთისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და ის მათ არ მოიწონებს. დღეს ყველა, ვინც ღვთის ახლანდელ სიტყვებს მიჰყვება, სულიწმიდის ნაკადშია; ისინი კი, ვინც ღვთის ახლანდელი სიტყვების მიღმა არიან დარჩენილნი, სულიწმიდის ნაკადს მიღმა დარჩნენ და ასეთებს ღმერთი არ იწონებს. მსახურება, რომელიც სულიწმიდის ახლანდელ გამოცხადებებს მიღმაა, არის ხორციელი და წარმოდგენებზე დაფუძნებული მსახურება და შეუძლებელია იგი შეესაბამებოდეს ღვთის განზრახვებს. თუ ადამიანები რელიგიურ წარმოდგენებში ცხოვრობენ, მათ არ ძალუძთ გააკეთონ რაიმე, რაც ღვთის განზრახვებთან შესაბამისობაშია; თუნდაც ისინი ემსახურებოდნენ ღმერთს, ეს მსახურება მხოლოდ მათი წარმოსახვებისა და წარმოდგენების ნაყოფია და სრულიად უძლურნი არიან ემსახურონ ღმერთს მისი განზრახვებისამებრ. მათ, ვისაც არ ძალუძთ სულიწმიდის საქმის მიდევნება, არ ესმით ღვთის განზრახვები, ხოლო მათ, ვისაც არ ესმით ღვთის განზრახვები, არ შეუძლიათ ღვთის მსახურება. ღმერთს სურს მსახურება, რომელიც მის განზრახვებთან შესაბამისობაშია; მას არ სურს წარმოდგენებისა და ხორცისმიერი მსახურება. თუ ადამიანებს არ ძალუძთ სულიწმიდის საქმის ნაბიჯებს მიჰყვნენ, ისინი წარმოდგენებში ცხოვრობენ. ასეთი ადამიანების მსახურება მხოლოდ აფერხებს და აბრკოლებს საქმეს და ასეთი მსახურება ღვთის საწინააღმდეგოა. ამგვარად, მათ, ვისაც არ შეუძლიათ ღვთის ნაბიჯების მიდევნება, არ ძალუძთ ღვთის მსახურება; ისინი, ვინც ღვთის ნაბიჯებს ვერ მიჰყვებიან, უპირობოდ ეწინააღმდეგებიან ღმერთს და ნამდვილად არ ძალუძთ მასთან თანხვედრა. „სულიწმიდის საქმის მიდევნება“ ნიშნავს ღვთის აწინდელი განზრახვების გაგებას დაღვთის დღევანდელი მოთხოვნების შესაბამისად მოქმედების უნარს, დღევანდელი ღმერთისადმი მორჩილებასა და მიდევნებას და ღვთის უახლესი სიტყვების შესაბამისად შესვლას. მხოლოდ ასეთი ადამიანი მიჰყვება სულიწმიდის საქმეს და მხოლოდ ის არის სულიწმიდის ნაკადში. ასეთ ადამიანებს არა მხოლოდ ღვთის მოწონების დამსახურება და ღვთის ხილვა შეუძლიათ, არამედ ღვთის უახლესი საქმით შეიცნობენ ღვთის ხასიათს ადამიანის წარმოდგენებსა და ურჩობას, ადამიანის ბუნებასა და არსს; გარდა ამისა, მათ ძალუძთ მსახურების პროცესში თანდათანობით მიაღწიონ საკუთარი ბუნების შეცვლას. მხოლოდ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ღვთის მოპოვება და მათ ჭეშმარიტად ჰპოვეს სწორი გზა. ისინი, ვინც სულიწმიდის საქმემ განდევნა, არიან ადამიანები, რომელთაც არ ძალუძთ ღვთის უახლესი საქმის მიდევნება და რომლებიც განუდგნენ ღვთის უახლეს საქმეს. ასეთი ადამიანების მიერ ღვთის აშკარა წინააღმდეგობა გამოწვეულია იმით, რომ ღმერთმა ახალი საქმე მოიმოქმედა და ღვთის ხატი აღარ შეესაბამება მათ წარმოდგენებს, შედეგად, ისინი აშკარად უპირისპირდებიან ღმერთს და განიკითხავენ მას, რაც ღვთის მხრიდან მათ უარყოფას იწვევს. ღვთის უახლესი საქმის შეცნობა ადვილი არ არის, მაგრამ თუ ადამიანს შეუძლია შეგნებულად დაემორჩილოს ღვთის საქმეს და ეძიოს იგი, მაშინ მას ექნება ღვთის ხილვისა და სულიწმიდის უახლესი წინამძღოლობის მოპოვების შესაძლებლობა. მათ, ვინც განზრახ უპირისპირდება ღვთის საქმეს, არ ძალუძთ მიიღონ სულიწმიდის ნათელი ან ღვთის წინამძღოლობა. ამგვარად, შეუძლიათ თუ არა ადამიანებს მიიღონ ღვთის უახლესი საქმე, ეს დამოკიდებულია ღვთის მადლზე, ისევე როგორც მათ მისწრაფებასა და განზრახვებზე.

კურთხეულია ყველა, ვისაც ძალუძს სულიწმიდის ამჟამინდელი სიტყვებისადმი მორჩილება. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იყო ადამიანი წარსულში, ან როგორ მოქმედებდა მასში ადრე სულიწმიდა — ისინი, ვინც ღვთის უახლესი საქმე მოიპოვეს, ყველაზე კურთხეულნი არიან, ხოლო ყველა, ვისაც დღეს არ შეუძლია უახლესი საქმის მიყოლა, განიდევნება. ღმერთს სურს ისინი, ვისაც ძალუძს ახალი ნათლის მიღება, და მას სურს ისინი, ვინც იღებს და შეიცნობს მის უახლეს საქმეს. რატომ არის ნათქვამი, რომ უნდა იყოთ უბიწო ქალწულნი? უბიწო ქალწულს ძალუძს ეძიოს სულიწმიდის საქმე და ჩაწვდეს ახალს; უფრო მეტიც, მას ძალუძს გვერდზე გადადოს ძველი წარმოდგენები და დაემორჩილოს ღვთის დღევანდელ საქმეს. ადამიანთა ეს ჯგუფი, რომელიც იღებს დღევანდელ უახლეს საქმეს, საუკუნეთა დასაბამამდე იყო ღვთის მიერ განწესებული და ისინი ადამიანთა შორის ყველაზე კურთხეულნი არიან. თქვენ უშუალოდ გესმით ღვთის ხმა და ხედავთ ღვთის გამოცხადებას, ამიტომ, მთელ ცასა და დედამიწაზე, და საუკუნეთა და თაობათა მანძილზე, არავინ ყოფილა თქვენზე, ადამიანთა ამ ჯგუფზე მეტად კურთხეული. ყოველივე ეს ღვთის საქმის, ღვთის განგებისა და შერჩევის, და ღვთის მადლის წყალობითაა; ღმერთს რომ არ ეთქვა და არ წარმოეთქვა თავისი სიტყვები, განა იქნებოდა თქვენი მდგომარეობა ისეთი, როგორიც დღეს არის? ამგვარად, იყოს მთელი დიდება და ქება ღვთისა, რამეთუ ეს ღმერთის ამაღლებაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, განა კიდევ შეიძლება იყო უარყოფითად განწყობილი? განა კვლავ შეიძლება იყოს შენი ძალა დაშრეტილი?

ის, რომ დღეს ძალგიძთ მიიღოთ ღვთის სიტყვათა სამსჯავრო, სასჯელი, გვემა და გამოწრთ და მით უმეტეს, ძალგიძთ მიიღოთ ღვთის დავალებები, საუკუნეთა დასაბამამდე იყო ღვთის მიერ განწესებული; ამგვარად, მეტისმეტად ნუ დამწუხრდები, როდესაც ისჯები. ვერავინ წაიღებს იმ საქმეს, რომელიც თქვენში აღესრულა და იმ კურთხევას, რომელიც თქვენზე მოიფინა, და ვერავინ წაგართმევთ ყოველივე იმას, რაც მოგეცათ. რელიგიური ადამიანები ვერ შეგედარებიან. თქვენ არ გაქვთ ბიბლიის ისეთი ღრმა ცოდნა, როგორც მათ და არც მათსავით ხართ რელიგიური მოძღვრებით აღჭურვილნი, მაგრამ რადგან ღმერთი თქვენზე მოქმედებს, თქვენ იმაზე მეტად მოიპოვეთ იგი, ვიდრე ვინმემ მთელი საუკუნეების განმავლობაში - და სწორედ ეს არის თქვენი უდიდესი კურთხევა. ამის გამო, თქვენ კიდევ უფრო მეტად უნდა მიუძღვნათ საკუთარი თავი ღმერთს და იყოთ მისი ერთგულნი. ღვთის მიერ შენი ამაღლების გამო, უნდა გააძლიერო შენი ძალისხმევა და განამტკიცო შენი სულიერი სიმაღლე, რათა მიიღო ღვთის დავალებები. მტკიცედ დგომა იმ ადგილას, რომელიც ღმერთმა მოგცა; სწრაფვა ღმერთის ხალხის ნაწილად გახდომისკენ; სამეფოს წვრთნის მიღება; იყო მოპოვებული ღმერთის მიერ და საბოლოოდ გახდე დიდებული დამოწმება ღმერთისთვის — გაქვს ეს მტკიცე გადაწყვეტილებები?თუ ასეთი ნება გაგაჩნია, მაშინ უცილობლად მოგიპოვებს ღმერთი და იქცევი ღვთის დიდებულ მოწმედ. შენ უნდა გესმოდეს, რომ უმთავრესი დავალება ღვთის მიერ შენი მოპოვება და მისი დიდების მოწმედ ქცევაა. ეს არის ღვთის განზრახვა.

სულიწმიდის ამჟამინდელი სიტყვები სულიწმიდის საქმის მამოძრავებელი ძალაა, ხოლო ამ პერიოდში ადამიანის უწყვეტი ნათელი სულიწმიდის მიერ - სულიწმიდის საქმის მიმართულებაა. და რა არის სულიწმიდის საქმის მიმართულება დღეს? ეს არის ღვთის ერის წინამძღოლობა ღვთის ამჟამინდელი საქმისა და ნორმალური სულიერი ცხოვრებისაკენ. ნორმალურ სულიერ ცხოვრებაში შესასვლელად რამდენიმე ნაბიჯია საჭირო:

1. უპირველეს ყოვლისა, შენი გული ღვთის სიტყვებს უნდა მიუძღვნა. არ უნდა მიჰყვებოდე ღვთის წარსულში გამოთქმულ სიტყვებს, არ უნდა სწავლობდე მათ და მით უმეტეს, არ უნდა ადარებდე დღევანდელ სიტყვებს. ნაცვლად ამისა, შენი გული სრულად უნდა მიუძღვნა ღვთის ამჟამინდელ სიტყვებს. თუ არსებობენ ადამიანები, რომელთაც კვლავ სურთ წარსულის ღვთის სიტყვების, სულიერი წიგნების ან სხვა ძველი ქადაგებების კითხვა და რომლებიც არ მიჰყვებიან სულიწმიდის ამჟამინდელ სიტყვებს, მაშინ ისინი ყველაზე უგუნური ადამიანები არიან; ღმერთ სძულს ასეთები. თუ მზად ხარ, მიიღო სულიწმიდის დღევანდელი ნათელი, მაშინ შენი გული სრულად მიუძღვენი ღვთის ამჟამინდელ სიტყვებს. ეს არის პირველი, რასაც უნდა მიაღწიო.

2. უნდა ილოცო ღვთის მიერ წარმოთქმული ამჟამინდელი სიტყვების საფუძველზე, შეხვიდე ღვთის სიტყვებში, გქონდეს მასთან ზიარება და ღვთის წინაშე დადო აღთქმა, თუ რა სტანდარტების მიღწევისკენ გსურს სწრაფვა.

3. სულიწმიდის დღევანდელი საქმის საფუძველზე, უნდა მიილტვოდე ჭეშმარიტებაში ღრმად შესვლისკენ. ნუ ჩაეჭიდები წარსულის მოძველებულ გამონათქვამებსა და მოძღვრებებს.

4. უნდა ესწრაფოდე, რომ შეგეხოს სულიწმიდა და უნდა ჰპოვო შესვლა ღვთის სიტყვებში.

5. უნდა მიჰყვე იმ გზას, რომლითაც ამჟამად მიგიძღვის სულიწმიდა.

და როგორ უნდა ეძიო სულიწმიდის შეხება? უმთავრესი ისაა, რომ იცხოვრო ღვთის ამჟამინდელი სიტყვებით და ილოცო ღვთის მოთხოვნების საფუძველზე. თუ ასე ილოცებ, სულიწმიდა უცილობლად შეგეხება. თუ შეეცდები ეძიო იმ საძირკვლის გარეშე, რომელსაც ღმერთის მიერ ამჟამად წარმოთქმული სიტყვები ქმნის, მაშინ ეს ფუჭია. უნდა ილოცო და თქვა: „ღმერთო! მე გეწინააღმდეგები და შენი იმდენი ვალი მაქვს; ისეთი ურჩი ვარ და არასდროს ძალმიძს შენი კმაყოფილება. ღმერთო, მსურს, რომ გადამარჩინო, მსურს, ბოლომდე გემსახურო და შენთვის მოვკვდე. შენ განსჯი და მსჯი მე, მე კი პრეტენზია არ მაქვს. მე ვაღიარებ ჩემს ურჩობას და მზად ვარ მივიღო შენი სამართლიანი სასჯელი, რათა შენი სიმართლე განდიდდეს ჩემს სიკვდილში“. როდესაც ასე, გულით ილოცებ, ღმერთი შეგისმენს და წარგიძღვება; თუ არ ილოცებ სულიწმიდის ამჟამინდელი სიტყვების საფუძველზე, მაშინ სულიწმიდის შეხება შეუძლებელია. თუ ილოცებ ღვთის განზრახვებისა და იმის თანახმად, რისი გაკეთებაც ღმერთს დღეს სურს, იტყვი: „ღმერთო! მსურს, მივიღო შენი დავალებები და მათი ერთგული ვიყო; მზად ვარ, მთელი ჩემი სიცოცხლე შენს დიდებას მივუძღვნა, რათა ყოველივე, რასაც ვაკეთებ, ღვთის ხალხის სტანდარტებს შეესაბამებოდეს, და რათა ჩემს გულს შენ შეეხო. მსურს, შენმა სულმა მუდამ გამანათლოს, რათა ყოველივე ჩემმა ნამოქმედარმა სატანა შეარცხვინოს და, დაე, საბოლოოდ შენ მიერ ვიქნე მოპოვებული“. თუ ასე ილოცებ, ღვთის განზრახვების გარშემო, მაშინ სულიწმიდა აუცილებლად იმოქმედებს შენში. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი სიტყვა იქნება შენს ლოცვაში - მთავარი ისაა, ჩასწვდები თუ არა ღვთის განზრახვებს. თქვენ ყველას გექნებოდათ მსგავსი გამოცდილება: ზოგჯერ, შეკრებაზე ლოცვისას, სულიწმიდის საქმის ძალა პიკს აღწევს და ყველას სულიერად აღამაღლებს. ზოგიერთი ლოცვისას მწარედ ტირის და ცრემლებს ღვრის, ღვთის წინაშე სინანულით აღვსილი, ზოგი კი სიმტკიცეს იჩენს და აღთქმას დებს. სწორედ ეს არის სულიწმიდის საქმის შედეგი. დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა სრულად მიუძღვნას გული ღვთის სიტყვებს. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას ადრე ნათქვამ სიტყვებზე; თუ კვლავ ჩაეჭიდები იმას, რაც მანამდე იყო, მაშინ სულიწმიდა შენში არ იმოქმედებს. ხედავ, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს?

იცით თუ არა ის გზა, რომლითაც ამჟამად მიგიძღვით სულიწმიდა? ზემოთ მოყვანილი რამდენიმე პუნქტი არის ის, რაც სულიწმიდამ დღეს და მომავალში უნდა აღასრულოს; ეს არის სულიწმიდის მიერ არჩეული გზა და არის ის, რაში შესვლასაც ადამიანები უნდა ისწრაფოდნენ. შენს ცხოვრებისეულ შესვლაში, სულ მცირე, გული ღვთის სიტყვებს უნდა მიუძღვნა და უნდა შეძლო ღვთის სიტყვათა სამსჯავროსა და სასჯელის მიღება; შენი გული ღვთისკენ უნდა ისწრაფოდეს, უნდა მიილტვოდე ჭეშმარიტებაში უფრო ღრმად შესვლისკენ და იმ მიზნებისკენ, რომელთაც ღმერთი მოითხოვს. როდესაც ამ ძალას ფლობ, ეს იმის ნიშანია, რომ ღმერთი შეგეხო და შენი გული ღვთისკენ მიბრუნდა.

ცხოვრებისეული შესვლის პირველი ნაბიჯი გულის სრულად მიძღვნაა ღვთის სიტყვებისთვის, მეორე ნაბიჯი კი - სულიწმიდის შეხების მიღება. რა შედეგი უნდა მოჰყვეს სულიწმიდის შეხების მიღებას? ეს არის უნარი, გწყუროდეს, ეძიებდე და იკვლევდე უფრო ღრმა ჭეშმარიტებას და შეგეძლოს ღმერთთან საქმის დადებით მხარეში თანამშრომლობა. დღეს ღმერთთან თანამშრომლობა ნიშნავს იმას, რომ შენს სწრაფვას, ლოცვებსა და ღვთის სიტყვების შესახებ თანაზიარებას აქვს კონკრეტული მიზანი და შენ ასრულებ შენს მოვალეობას ღვთის მოთხოვნების შესაბამისად — მხოლოდ ეს არის ღმერთთან თანამშრომლობა. თუ შენ მხოლოდ იმაზე საუბრობ, რომ ყველაფერი ღმერთმა უნდა აკეთოს, თავად კი არანაირ ზომას არ იღებ, არც ლოცულობ და არც ეძიებ, განა შეიძლება ამას თანამშრომლობა ეწოდოს? თუ შენში თანამშრომლობის კვალიც არ არის და არ გაქვს მიზანმიმართული წვრთნა შესვლისთვის, მაშინ შენ არ თანამშრომლობ. ზოგიერთი ამბობს: „ყველაფერი ღვთის განწესებაზეა დამოკიდებული, ყველაფერს თავად ღმერთი აკეთებს; ღმერთს რომ არ გაეკეთებინა, ადამიანი რას შეძლებდა?“ ღვთის საქმე ბუნებრივია და მასში არაფერია ზებუნებრივი; სულიწმიდა მხოლოდ შენი აქტიური ძიების მეშვეობით მოქმედებს, რადგან ღმერთი ადამიანს არ აიძულებს — შენ უნდა მისცე ღმერთს მოქმედების შესაძლებლობა, და თუ არ ისწრაფვი ან არ შედიხარ მასში, და თუ შენს გულში მცირედი წყურვილიც კი არ არის, მაშინ ღმერთს მოქმედების შანსი არ აქვს. რა გზით შეგიძლია ეძიო ღვთის შეხება? ლოცვითა და ღმერთთან დაახლოებით. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, გახსოვდეს — ეს უნდა ეფუძნებოდეს ღვთის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს. როდესაც ხშირად განიცდი ღვთის შეხებას, აღარ ხარ ხორციელებით შებოჭილი: ქმარი, ცოლი, შვილები და ფული - მათ აღარ ძალუძთ შენი შებოჭვა და შენ მხოლოდ ჭეშმარიტების ძიება და ღვთის წინაშე ცხოვრება გსურს. ამ დროს შენ იქცევი ადამიანად, რომელიც თავისუფლების სამეფოში ცხოვრობს.

წინა: ლოცვის პრაქტიკაში განხორციელების შესახებ

შემდეგი: ადამიანები, რომელთა ხასიათიც შეიცვალა, არიან ისინი, ვინც ღვთის სიტყვების რეალობაში შევიდნენ

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება