მცნებების დაცვა და ჭეშმარიტების აღსრულება

პრაქტიკაში მცნებების დაცვა ჭეშმარიტების დანერგვასთან უნდა იყოს დაკავშირებული. მცნებათა დაცვისას ადამიანმა ჭეშმარიტება პრაქტიკად უნდა აქციოს. ჭეშმარიტების აღსრულებისას კაცმა არ უნდა გადაუხვიოს მცნებების პრინციპებს და არც თავად მცნებები უნდა დაარღვიოს; შენ უნდა აკეთო ის, რასაც ღმერთი შენგან მოითხოვს. მცნებების დაცვა და ჭეშმარიტების პრაქტიკა დანერგვა ურთიერთდაკავშირებულია და არა ერთურთის წინააღმდეგი. რაც მეტად აღასრულებ ჭეშმარიტებას, მით მეტად შეძლებ მცნებების არსის დაცვას. რაც მეტად დანერგავ პრაქტიკაში ჭეშმარიტებას, მით მეტად ჩაწვდები მცნებებში გამოხატულ ღვთის სიტყვას. ჭეშმარიტების პრაქტიკა და მცნებების დაცვა ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედებები კი არა, ურთიერთდაკავშირებულია. თავდაპირველად, მხოლოდ მცნებების დაცვის შემდეგ შეეძლო ადამიანს ჭეშმარიტების პრაქტიკა და სულიწმიდისგან გაცისკროვნების მიღება, თუმცა ეს არ არის ღვთის თავდაპირველი განზრახვა. ღმერთი მოითხოვს, მთელი გულით სცე მას თაყვანი და არა მხოლოდ იქცეოდე კარგად. მიუხედავად ამისა, მცნებები სულ მცირე ზედაპირულად მაინც უნდა დაიცვა. თანდათანობით, გამოცდილების გზით, ღვთის შესახებ უფრო ნათელი წარმოდგენის მიღების შემდეგ, ადამიანები შეწყვეტენ მის წინააღმდეგ ამბოხსა და წინააღმდეგობას და აღარ შეეპარებათ ეჭვი მის საქმეში. მხოლოდ ასე შეძლებენ ადამიანები მცნებების არსის ერთგულებას. ამრიგად, მხოლოდ მცნებების დაცვა ჭეშმარიტების პრაქტიკად ქცევის გარეშე ამაოა და არ წარმოადგენს ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისცემას, რადგან შენ ჯერ კიდევ არ მიგიღწევია ნამდვილი სულიერი სიმწიფისთვის. მცნებების დაცვა ჭეშმარიტების გარეშე მხოლოდ წესებისადმი ბრმა მორჩილებაა. ასეთ დროს მცნებები შენს კანონად იქცევა, რაც ცხოვრებაში ზრდაში ვერ დაგეხმარება. პირიქით, ისინი ტვირთად გექცევა და ძველი აღთქმის კანონებივით მჭიდროდ შეგბოჭავს, რაც შენში სულიწმიდის მყოფობის დაკარგვას გამოიწვევს. ამრიგად, მხოლოდ ჭეშმარიტების პრაქტიკაში დანერგვით არის შესაძლებელი მცნებების ეფექტურად დაცვა, და მცნებების დაცვა, სწორედ ჭეშმარიტების პრაქტიკას გულისხმობს. მცნებების დაცვის პროცესში უფრო მეტად გამოიყენებ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში, ხოლო ჭეშმარიტების პრაქტიკისას კიდევ უფრო ღრმად ჩაწვდები იმას, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში ეს მცნებები. ღვთის მოთხოვნის მიზანი და მნიშვნელობა, რომ ადამიანმა დაიცვას მცნებები, სულაც არ არის წესების დაცვა, როგორც ეს მას წარმოუდგენია; არამედ, ეს მის ცხოვრებაში შესვლას უკავშირდება. შენი ცხოვრებაში ზრდის ხარისხი განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად შეგიძლია მცნებების დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანმა მცნებები უნდა დაიცვას, მათი არსი მხოლოდ მისი ცხოვრებისეული გამოცდილების მეშვეობით ხდება აშკარა. ადამიანთა უმეტესობის აზრით, მცნებების ზედმიწევნით დაცვა ნიშნავს, რომ ისინი „სრულად მომზადებულნი არიან და ერთადერთი, რაც დარჩენიათ, მათი ათვისებაა”” ეს ექსტრავაგანტული ტიპის იდეაა და არ შეესაბამება ღვთის განზრახვას. ვინც ასეთ რამეს ამბობს, მას არ სურს წინსვლა და ხორციელ კეთილდღეობას ესწრაფვის. ეს სისულელეა! ეს არ შეესაბამება რეალობას! ღვთის განზრახვა არ არის მხოლოდ ჭეშმარიტების პრაქტიკა მცნებების დაცვის გარეშე. ვინც ასე იქცევა, ის ხეიბარ ადამიანს ჰგავს, რომელსაც ცალი ფეხი აკლია. მხოლოდ მცნებების დაცვა წესების მორჩილებასავით, ჭეშმარიტების ფლობის გარეშე, ასევე ვერ აკმაყოფილებს ღვთის განზრახვას; ვინც ასე იქცევა, ის ცალთვალა ადამიანს ჰგავს და ასევე უნარშეზღუდულობისგან იტანჯება. შეიძლება ითქვას, რომ თუ მცნებებს კარგად დაიცავ და პრაქტიკული ღმერთის შესახებ ნათელ წარმოდგენას შეიძენ, მაშინ დაეუფლები ჭეშმარიტებას და, შედარებისთვის, ნამდვილ სულიერ სიმწიფეს მიაღწევ. თუ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში გამოიყენებ, ამით მცნებებსაც დაიცავ, და ეს ორი რამ ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. ჭეშმარიტების პრაქტიკა და მცნებების დაცვა ორი სისტემაა, რომლებიც ადამიანის ცხოვრებისეული გამოცდილების განუყოფელი ნაწილებია. ადამიანის გამოცდილება მცნებების დაცვისა და ჭეშმარიტების პრაქტიკის ინტეგრაციას უნდა წარმოადგენდეს და არა მათ დაყოფას. თუმცა, ამ ორს შორის არსებობს როგორც განსხვავებები, ისე კავშირები.

ახალ ეპოქაში მცნებების გამოცხადება იმის მოწმობაა, რომ ყველა, ვინც ამ დინებაშია და ვინც დღეს ღვთის ხმას ისმენს, ახალ ეპოქაში შევიდა. ეს არის ღვთის საქმის ახალი დასაწყისი, ისევე როგორც ღვთის ექვსიათასწლიანი მართვის გეგმის დასკვნითი ნაწილის დასაწყისი. ახალი ეპოქის მცნებები იმის სიმბოლოა, რომ ღმერთი და ადამიანი ახალი ცისა და ახალი მიწის სამფლობელოში შევიდნენ; რომ ღმერთი, ისევე, როგორც იეჰოვა მოქმედებდა ისრაელიანთა შორის და იესო მოქმედებდა ებრაელთა შორის, მიწაზე უფრო პრაქტიკულ, კიდევ უფრო მეტ და დიდებულ საქმეს აღასრულებს. ისინი ასევე იმის სიმბოლოა, რომ ადამიანთა ეს ჯგუფი ღვთისგან უფრო მეტ და დიდებულ მცნებებს მიიღებს; ღმერთი მათ პრაქტიკულად უზრუნველყოფს, გამოკვებავს, მხარს დაუჭერს, მათზე იზრუნებს და დაიცავს; ის მათ უფრო პრაქტიკულ წვრთნას გაატარებს და თავისი სიტყვით განწმენდს, შემუსრავს და გამოსცდის. ახალი ეპოქის მცნებების მნიშვნელობა მეტად ღრმაა. ისინი მიგვანიშნებენ, რომ ღმერთი ჭეშმარიტად მოევლინება მიწას, საიდანაც მთელ სამყაროს დაიპყრობს და ხორციელად გამოავლენს თავის სრულ დიდებას. ისინი ასევე მიგვანიშნებენ, რომ პრაქტიკული ღმერთი მიწაზე უფრო პრაქტიკულ საქმეს აღასრულებს, მისი ყველა რჩეულის სრულყოფისთვის. გარდა ამისა, მიწაზე, ღმერთი ყოველივეს სიტყვით აღასრულებს და განაცხადებს განკარგულებას: „ხორცშესხმული ღმერთი აღზევდება უმაღლეს წერტილამდე და განდიდდება, ხოლო ურიცხვი ერი და ხალხი მუხლს მოიდრეკს თაყვანისსცემად ღვთისა, რომელიც განდიდებულია“. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ეპოქის მცნებები ადამიანმა უნდა დაიცვას და ეს მისი ვალი და მოვალეობაა, მათი მნიშვნელობა იმდენად ღრმაა, რომ ერთი-ორი სიტყვით სრულად ვერ გადმოიცემა. ახალი ეპოქის მცნებები ანაცვლებს ძველი აღთქმის კანონებსა და ახალი აღთქმის განჩინებებს, რომლებიც იეჰოვამ და იესომ გამოაცხადეს. ეს უფრო ღრმა გაკვეთილია და არა ისეთი მარტივი საკითხი, როგორც ადამიანებს შეუძლიათ წარმოიდგინონ. ახალი ეპოქის მცნებებს პრაქტიკული მნიშვნელობის ერთი ასპექტი აქვთ: ისინი წარმოადგენენ შემაკავშირებელ რგოლს მადლის ეპოქასა და სასუფევლის ეპოქას შორის. ახალი ეპოქის მცნებები განასრულებს ძველი ეპოქის ყველა პრაქტიკასა და განჩინებას, ისევე, როგორც იესოს ეპოქისა და მისწინა დროის ყველა პრაქტიკას. მათ ადამიანი უფრო პრაქტიკული ღმერთის მყოფობასთან მოჰყავთ, რაც მას საშუალებას აძლევს, პირადად ღვთის მიერ დაიწყოს სრულყოფა; ისინი სრულყოფის გზის დასაწყისია. ამრიგად, თქვენ სწორი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ ახალი ეპოქის მცნებებისადმი, არც უწესრიგოდ უნდა მიჰყვეთ მათ და არც აგდებით მოეპყროთ. ახალი ეპოქის მცნებები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ერთ გარემოებაზე: ადამიანმა თაყვანი უნდა სცეს თავად დღევანდელ პრაქტიკულ ღმერთს, რაც სულის არსისადმი უფრო პრაქტიკულ მორჩილებას გულისხმობს. მცნებები ასევე ხაზს უსვამს იმ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ღმერთი განსჯის ადამიანს, ბრალეულია იგი თუ სამართლიანი მას შემდეგ, რაც ის სამართლიანობის მზედ მოევლინება სამყაროს. მცნებების გაგება უფრო ადვილია, ვიდრე მათი პრაქტიკაში დანერგვა. აქედან ჩანს, რომ თუ ღმერთს სურს ადამიანის სრულყოფა, მან ეს საკუთარი სიტყვებითა და წინამძღოლობით უნდა გააკეთოს; ადამიანს არ ძალუძს სრულყოფილების მიღწევა მხოლოდ საკუთარი თანდაყოლილი ინტელექტის მეშვეობით. შეძლებს თუ არა ადამიანი ახალი ეპოქის მცნებების დაცვას, დამოკიდებულია მის ცოდნაზე პრაქტიკული ღვთის შესახებ. ამრიგად, შეგიძლია თუ არა მცნებების დაცვა, ეს ისეთი საკითხი არ არის, რომელიც რამდენიმე დღეში გადაწყდება. ეს მეტად სიღრმისეული გაკვეთილია, რომელიც უნდა ისწავლო.

ჭეშმარიტების პრაქტიკაში დანერგვა არის გზა, რომლის მეშვეობითაც ადამიანის სიცოცხლეს ზრდა შეუძლია. თუ თქვენ ჭეშმარიტებას პრაქტიკად არ აქცევთ, მაშინ მხოლოდ თეორიის ამარა დარჩებით და არ გექნებათ ნამდვილი სიცოცხლე. ჭეშმარიტება არის ადამიანის სიმწიფის სიმბოლო, და ის გარემოება, გაქვს თუ არა პრაქტიკად დანერგილი ჭეშმარიტება, დაკავშირებულია იმასთან, გაქვს თუ არა შენ ნამდვილი სიმწიფე. თუ შენ ჭეშმარიტება პრაქტიკაში არ ახორციელებ, სამართლიანად არ იქცევი, ან გრძნობებს აჰყოლიხარ და ოდენ ხორცზე ზრუნავ, მაშინ შორს ხარ მცნებების დაცვისგან. ეს არის ყველაზე ღრმა გაკვეთილი. ყოველ ეპოქაში არსებობს მრავალი ჭეშმარიტება, რომელშიც ადამიანები უნდა შევიდნენ და რომელსაც უნდა ჩასწვდნენ, თუმცა იმავე დროს თითოეულ ეპოქაში ამ ჭეშმარიტებებს განსხვავებული მცნებები ახლავს თან. ჭეშმარიტებები, რომლებსაც ადამიანები პრაქტიკაში ნერგავენ, კონკრეტულ ეპოქას უკავშირდება; ასევეა იმ მცნებებთან მიმართებითაც, რომლებსაც ისინი იცავენ. თითოეულ ეპოქას თავისი პრაქტიკაში დასანერგი ჭეშმარიტებები და დასაცავი მცნებები აქვს. თუმცა, ღმერთის მიერ დადგენილი სხვადასხვა მცნებების მიხედვით — ანუ სხვადასხვა ეპოქის შესაბამისად — ადამიანის მიერ ჭეშმარიტების პრაქტიკაში დანერგვის მიზანი და შედეგი შესაბამისად განსხვავდება. შეიძლება ითქვას, რომ მცნებები ჭეშმარიტებას ემსახურებიან, და ჭეშმარიტება არსებობს მცნებების დასაცავად. თუ მხოლოდ ჭეშმარიტება იარსებებდა, მაშინ ღმერთის საქმეში ცვლილებებზე ლაპარაკიც კი არ იქნებოდა. თუმცა მცნებების მიხედვით ადამიანს შეუძლია ამოიცნოს სულიწმიდის საქმის მიმართულების ტენდენციების მასშტაბი, და ადამიანს შეუძლია შეიცნოს ეპოქა, რომელშიც მოქმედებს ღმერთი. რელიგიაში ბევრი ადამიანია, ვისაც შეუძლია იმ ჭეშმარიტებების დანერგვა პრაქტიკაში, რომლებსაც ადამიანები რჯულის ეპოქაში ახორციელებდნენ. თუმცა მათ ახალი ეპოქისა არც მცნებები გააჩნიათ და არც მათი დაცვა შეუძლიათ. ისინი კვლავ ძველ წესებს მისდევენ და პირველყოფილ ადამიანებად რჩებიან. ისინი არ მისდევენ საქმის ახალ მეთოდებს და ვერ ხედავენ ახალი ეპოქის მცნებებს. როგორც ასეთი, მათ არ აქვთ ღმერთის საქმე. თითქოს მხოლოდ ცარიელი კვერცხის ნაჭუჭი აქვთ; თუ შიგნით წიწილა არ არის, მაშინ არც სულია. უფრო ზუსტად რომ ითქვას, ეს ნიშნავს, რომ მათ სიცოცხლე არ გააჩნიათ. ასეთი ადამიანები ჯერ არ შესულან ახალ ეპოქაში და ბევრი ნაბიჯით ჩამორჩებიან. ამიტომ, ძველი ეპოქების ჭეშმარიტებების ქონა და ახალი ეპოქის მცნებების უქონლობა უსარგებლოა. ბევრ თქვენგანს შეუძლია დღეს არსებული ჭეშმარიტების პრაქტიკად ქცევა, მაგრამ არ იცავთ დღევანდელ მცნებებს. ვერაფერს მოიპოვებთ, და ის ჭეშმარიტება, რომელსაც პრაქტიკაში ნერგავთ, იქნება უსარგებლო და უაზრო და ღმერთი არ მოგიწონებს. ჭეშმარიტების პრაქტიკაში დანერგვა უნდა მოხდეს სულიწმიდის დღევანდელი საქმის მეთოდების ფარგლებში; ეს უნდა ხდებოდეს დღევანდელი პრაქტიკული ღმერთის ხმის საპასუხოდ. ამის გარეშე ყველაფერი ამაოა, როგორც ბამბუკის კალათით წყლის ამოღების მცდელობა. ეს ასევე არის ახალი ეპოქის მცნებების გამოცხადების პრაქტიკული მნიშვნელობაც. თუ ადამიანებს სურთ მცნებების დაცვა, სულ მცირე უნდა იცოდნენ იმ ღმერთის შესახებ, რომელიც პრაქტიკულად ხორციელად გამოჩნდა, და არ უნდა იბნეოდნენ ამ საკითხში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანებმა უნდა აითვისონ მცნებების დაცვის პრინციპები. მცნებების დაცვა არ ნიშნავს მათზე მიყოლას ქაოსურად ან თვითნებურად, არამედ ნიშნავს მათ დაცვას საფუძვლით, მიზნითა და პრინციპებით. უპირველესად შენი ხილვა ნათელი უნდა გახდეს. თუ შენ საფუძვლიანად ჩასწვდები სულიწმიდის მიმდინარე დროის საქმეს და შეხვალ დღევანდელი მუშაობის მეთოდებში, მაშინ ბუნებრივად მოიპოვებ მკაფიო გაგებას, თუ როგორ უნდა დაიცვა მცნებები. თუ დადგება დღე, როცა შენ სრულად დაინახავ ახალი ეპოქის მცნებების არსს და შეძლებ მცნებების დაცვას, მაშინ სრულქმნილი გახდები. ეს არის ჭეშმარიტების პრაქტიკაში დანერგვისა და მცნებების დაცვის პრაქტიკული მნიშვნელობა. შეძლებ თუ არა ჭეშმარიტების პრაქტიკად ქცევას, დამოკიდებულია იმაზე, როგორ აღიქვამ ახალი ეპოქის მცნებების არსს. სულიწმიდის საქმე განუწყვეტლად გამოეცხადება ადამიანს, და ღმერთი კაცისგან სულ მეტს და მეტს მოითხოვს. ამიტომ ჭეშმარიტებები, რომლებსაც ადამიანი რეალურად ნერგავს პრაქტიკაში, რიცხობრივად გაიზრდება და უფრო მეტი გახდება, და მცნებების დაცვის ეფექტები სულ უფრო გაღრმავდება. ამიტომ თქვენ ერთსა და იმავე დროს ჭეშმარიტებაც უნდა დანერგოთ პრაქტიკაში და მცნებებიც დაიცვათ. არავინ უნდა უგულებელყოს ეს საკითხი; დაე, ახალ ეპოქაში ახალი ჭეშმარიტება და ახალი მცნებები ერთდროულად ამოქმედდეს.

წინა: მეტად კონცენტრირდით რეალობაზე

შემდეგი: უნდა იცოდე, რომ პრაქტიკული ღმერთი თავად ღმერთია

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება