თავი 30

ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა მცირეოდენი წვდომა ჰქონდეს ღვთის სიტყვებზე, მაგრამ არცერთი მათგანი არ ენდობა საკუთარ გრძნობებს; მათ ძალიან ეშინიათ ნეგატიურ მდგომარეობაში ჩავარდნის. ამიტომ ისინი მუდამ სიხარულსა და მწუხარებას შორის მერყეობენ. სამართლიანი იქნება ითქვას, რომ ყველა ადამიანის ცხოვრება სავსეა მწუხარებით; უფრო შორს თუ წავალთ, ყველა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებობს გამოწრთობა, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ვერავინ იღებს რაიმე შვებას სულიერად ყოველდღიურად; თითქოს სამი დიდი მთა აწვებათ თავზე. არცერთის ცხოვრება არ არის ბედნიერი და მხიარული მთელი დღის განმავლობაში — და მაშინაც კი, როდესაც ოდნავ ბედნიერები არიან, ისინი უბრალოდ ყალბად იღიმიან. ადამიანებს გულში მუდამ აქვთ დაუსრულებლობის განცდა. ამიტომ, ისინი არ არიან დამშვიდებულნი თავიანთ გულებში; რაც შეეხება ცხოვრებას, ადამიანები გრძნობენ, რომ ცხოვრება ცარიელია და სამყარო — უსამართლო; რაც შეეხება ღვთისადმი რწმენას, ისინი დაკავებულნი არიან და დრო არ ჰყოფნით, ანდა არ აქვთ დრო ღვთის სიტყვების ჭამისა და სმისთვის, ან არ იციან, როგორ ჭამონ და სვან ღვთის სიტყვები ჯეროვნად. არცერთი მათგანი არ არის მშვიდი, ფხიზელი და დამშვიდებული თავის გულში. თითქოს მუდამ მოღრუბლული ცის ქვეშ ან უჟანგბადო სივრცეში იმყოფებიან, რამაც მათი მუდმივად დაბნეულ მდგომარეობაში ყოფნა გამოიწვია. ღმერთი ყოველთვის პირდაპირ მიანიშნებს ადამიანთა სისუსტეებზე; ის ყოველთვის მათ დამღუპველ ნაკლოვანებებზე აყენებს დარტყმას — განა ნათლად ვერ დაინახეთ ის ტონი, რომლითაც ის მთელი ამ დროის განმავლობაში საუბრობდა? ღმერთს არასოდეს მიუცია ადამიანებისთვის მონანიების შესაძლებლობა და ის აიძულებს ყველა ადამიანს, იცხოვროს „მთვარეზე“ ჟანგბადის გარეშე. დასაბამიდან დღემდე ღვთის სიტყვებმა ამხილა ადამიანის ბუნება, თუმცა არავის ძალუძს ნათლად დაინახოს ამ სიტყვების არსი. როგორც ჩანს, ადამიანის არსის მხილებით ადამიანები შეიცნობენ საკუთარ თავს და ამგვარად შეიცნობენ ღმერთს, თუმცა არსობრივად ეს არ არის გზა. ღვთის სიტყვების ტონი და უფრო დიდი სიღრმე აჩვენებს მკაფიო განსხვავებას ღმერთსა და ადამიანს შორის. შედეგად ადამიანები გაუცნობიერებლად იჯერებენ, რომ ღმერთი მიუწვდომელი და მიუკარებელია; ღმერთს ყველაფერი სააშკარაოზე გამოაქვს, და როგორც ჩანს, არავის ძალუძს ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობის პირვანდელი სახით აღდგენა. რთული არ არის იმის დანახვა, რომ ღვთის ყველა გამონათქვამის მიზანია სიტყვების გამოყენება ყველა ადამიანის „დასამხობად“, რითაც აღასრულებს თავის საქმეს. ასეთია ღვთის საქმის ეტაპები. თუმცა ეს არ არის ის, რისიც ადამიანებს სჯერათ თავიანთ გონებაში. მათ მიაჩნიათ, რომ ღვთის საქმე უახლოვდება თავის კულმინაციას, რომ ის აღწევს თავის ყველაზე შესამჩნევ შედეგს, რათა დაიპყროს დიდი წითელი დრაკონი, რაც ნიშნავს ეკლესიების ენთუზიაზმით ავსებას, სადაც არავის ექნება წარმოდგენები განკაცებულ ღმერთზე, ანდა ყველა ადამიანი შეიცნობს ღმერთს. თუმცა მოდით, წავიკითხოთ, რას ამბობს ღმერთი: „ადამიანთა გონებაში ღმერთი ღმერთია და მასთან ურთიერთობა ადვილი არ არის, ხოლო ადამიანი ადამიანია და ადვილად არ უნდა გახდეს თავაშვებული.... და შედეგად, ისინი მუდამ თავმდაბალნი და მომთმენნი არიან ჩემ წინაშე; მათ არ ძალუძთ იყვნენ ჩემი შესატყვისნი, რადგან მეტისმეტად ბევრი წარმოდგენა აქვთ.“ აქედან ჩანს, რომ, მიუხედავად იმისა, რას ამბობს ღმერთი ან რას აკეთებს ადამიანი, ადამიანებს სრულიად არ ძალუძთ ღვთის შეცნობა; იმის გამო, რა როლსაც მათი არსი ასრულებს, ნებისმიერ შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, მათ არ ძალუძთ ღვთის შეცნობა. ამიტომ ღვთის საქმე დასრულდება მაშინ, როდესაც ადამიანები საკუთარ თავს ჯოჯოხეთის ძეებად მიიჩნევენ. არ არის საჭირო, რომ ღმერთმა თავისი რისხვა დაატეხოს ადამიანებს, ან პირდაპირ დაგმოს ისინი, ან საბოლოოდ სიკვდილი მიუსაჯოს მათ, რათა მთლიანად აღასრულოს თავისი მართვა. ის უბრალოდ თავისი ტემპით ჩვეულებრივად საუბრობს ოჯახურ საკითხებზე, თითქოს მისი საქმის აღსრულება შემთხვევითი იყოს — რაღაც ისეთი, რაც თავისუფალ დროს უმცირესი ძალისხმევის გარეშე სრულდება. გარეგნულად ისე ჩანს, თითქოს გარკველწილად სასწრაფოა ღვთის საქმის აღსრულება— თუმცა ღმერთს არაფერი გაუკეთებია, ის მხოლოდ საუბრობს. ეკლესიაში საქმე არ არის ისეთივე დიდი მასშტაბის, როგორც წარსულ ეპოქებში: ღმერთი არ ამატებს ადამიანებს, არც განკვეთს და არ ააშკარავებს მათ — ასეთი საქმე მეტისმეტად უმნიშვნელოა. თითქოს ღმერთს არ აქვს ასეთი საქმის აღსრულების განზრახვა. ის უბრალოდ ამბობს იმას, რაც უნდა თქვას, რის შემდეგაც ბრუნდება და უკვალოდ ქრება — რაც ბუნებრივია, მისი გამონათქვამების დასრულების სცენაა. და როდესაც ეს მომენტი დადგება, ყველა ადამიანი გამოიღვიძებს. კაცობრიობას ათასობით წელია ლეთარგიული ძილით სძინავს; ამ პეროდის განმავლობაში ძილქუშითაა შეპყრობილი. მრავალი წლის განმავლობაში ადამიანები აქეთ-იქით აწყდებიან თავიანთ სიზმრებში; სიზმრებშიც კი ყვირიან, რადგან არ შესწევთ ძალა, ისაუბრონ არსებულ უსამართლობაზე თავიანთ გულებში. ამიტომ, ისინი „გულში მცირეოდენ სევდას გრძნობენ“ — მაგრამ როდესაც გამოიღვიძებენ, ისინი აღმოაჩენენ ნამდვილ ფაქტებს და წამოიძახებენ: „აი, თურმე რა ხდება!“ ამიტომ არის ნათქვამი, რომ „დღეს ადამიანთა უმეტესობას კვლავ ღრმად სძინავს. მხოლოდ მაშინ, როდესაც სასუფევლის ჰიმნი გაიჟღერებს, ისინი მძინარე თვალებს ახელენ და გულში მცირე სევდას გრძნობენ.“

არავის სული არასოდეს ყოფილა გათავისუფლებული, არასოდეს ყოფილა ვინმეს სული უდარდელი და ბედნიერი. როდესაც ღვთის საქმე სრულად აღსრულდება, ადამიანთა სულები გათავისუფლდება, რადგან თითოეული დახარისხებული იქნება თავისი გვარისამებრ და ამგვარად, ყველანი დამშვიდებულნი იქნებიან თავიანთ გულებში. თითქოს ადამიანები რაღაც შორეულ მოგზაურობაში არიან და მათი გულები მშვიდდება, როდესაც სახლში ბრუნდებიან. „სახლში“ დაბრუნებისას ადამიანები აღარ იგრძნობენ, რომ სამყარო ცარიელი და უსამართლოა, არამედ მშვიდად იცხოვრებენ თავიანთ სახლებში. ასეთი ვითარება იქნება მთელ კაცობრიობაში. ამიტომ ღმერთი ამბობს, რომ „ადამიანები მუდამ სატანის მიერ არიან შებოჭილნი და არ ძალუძთ მისი მარწუხებიდან თავის დაღწევა.“ არავის ძალუძს ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა ხორციელი სხეულით. ამჟამად, მოდით, გვერდზე გადავდოთ ის, რასაც ღმერთი ამბობს ადამიანის სხვადასხვა რეალურ მდგომარეობაზე და ვისაუბროთ მხოლოდ იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც მან ჯერ კიდევ უნდა გამოავლინოს კაცთა წინაშე. „უამრავჯერ შემოუხედავთ ადამიანებს ჩემთვის დამცინავი თვალებით, თითქოს ჩემი სხეული ეკლებით ყოფილიყო დაფარული და მათთვის საძულველი; ამიტომ ადამიანებს ვძულვარ და სჯერათ, რომ სრულიად უღირსი ვარ.“ ეს სიტყვები შეიძლება შემოტრიალდეს; არსობრივად ადამიანის ნამდვილი სახე ვლინდება ღვთის სიტყვებში: ადამიანი დაფარულია ეკლებით, მასში არაფერია დასაფასებელი და ამიტომ ღვთის სიძულვილი ადამიანის მიმართ იზრდება, რადგან ადამიანი სხვა არაფერია, თუ არა ეკლებით დაფარული ზღარბი, რომელსაც არაფერი აქვს დასაფასებელი. ზედაპირულად ეს სიტყვები თითქოს აღწერს ადამიანთა წარმოდგენებს ღმერთის მიმართ — მაგრამ სინამდვილეში ღმერთი ადამიანის პორტრეტს მისივე „ხატის“ მიხედვით ხატავს. ეს სიტყვები არის ღვთის მიერ ადამიანის დახასიათება, თითქოს ღმერთმა ფიქსატორი შეასხა ადამიანის ხატს; ამგვარად ადამიანის ხატი ამაყად დგას სამყაროში და აოცებს კიდეც ადამიანებს. საუბრის დაწყებიდანვე ღმერთი აწყობდა თავის ძალებს ადამიანთან დიდი ბრძოლისთვის. ის ჰგავს უნივერსიტეტის ალგებრის პროფესორს, რომელიც ფაქტებს უშლის წინ ადამიანს, და მის მიერ მოყვანილი ფაქტებით, პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებებით დადასტურებული ჭეშმარიტება ყველა ადამიანს სრულიად არწმუნებს. ეს არის ღვთის ყოველი სიტყვის მიზანი და სწორედ ამიტომ, ღმერთი, სრულიად გულგრილი იერით, ესვრის ადამიანს ამ იდუმალებით მოცულ სიტყვებს: „მოკლედ რომ ვთქვა, ადამიანი გულში სრულიად უღირსად მთვლის; მე ვარ საოჯახო ნივთი, რომლის გარეშეც იოლად გავა.“ ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ ადამიანები ვერ იკავებენ თავს, რომ გულში ლოცვა არ წარმოთქვან, და შეიცნობენ თავიანთ ვალს ღვთის წინაშე, რაც აიძულებს მათ, დაგმონ საკუთარი თავი, რადგან სჯერათ, რომ ადამიანი სიკვდილს იმსახურებს და არავითარი ღირებულება არ გააჩნია. ღმერთი ამბობს: „სწორედ ამის გამო აღმოვჩნდი იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს ვარ,“ რაც, დღევანდელ რეალურ ვითარებასთან მიმართებაში აიძულებს ადამიანებს, დაგმონ საკუთარი თავი. განა ეს ფაქტი არ არის? შენ რომ საკუთარი თავი შეგეცნო, წამოიძახებდი თუ არა ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „ნამდვილად უნდა მოვკვდე?!“ ასეთია ადამიანის რეალური ვითარება და ამაზე ბევრი ფიქრი არ ღირს — ეს მხოლოდ შესაფერისი მაგალითია.

ერთი მხრივ, როდესაც ღმერთი თხოვს ადამიანს პატიებასა და შემწყნარებლობას, ადამიანები ხედავენ, რომ ღმერთი ირონიულია, და მეორე მხრივ, ასევე ხედავენ საკუთარ ურჩობას — ისინი უბრალოდ ელიან, რომ ღმერთი მაქსიმალურად დაიხარჯება ადამიანისთვის. გარდა ამისა, ადამიანთა წარმოდგენების საპასუხოდ ღმერთი ამბობს, რომ ის არ არის დახელოვნებული ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფიაში ან ადამიანის ენაში. ამგვარად, ერთი მხრივ, ეს აიძულებს ადამიანებს, შეადარონ ეს სიტყვები პრაქტიკულ ღმერთს, და მეორე მხრივ, ისინი ხედავენ ღვთის განზრახვას მის სიტყვებში — ღმერთი ირონიით მიმართავს მათ, რადგან მათ ესმით, რომ ღმერთი ააშკარავებს ადამიანის ნამდვილ სახეს და ის სერიოზულად არ ესაუბრება ადამიანებს ღვთის ჭეშმარიტ გარემოებებზე. ღვთის სიტყვების თანდაყოლილი მნიშვნელობა გაჟღენთილია ირონიით, სარკაზმით, დაცინვითა და ადამიანის მიმართ სიძულვილით. თითქოს ყველაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს, კანონის გაუკუღმართებაა და თითქოს ადამიანი მეძავია; როდესაც ღმერთი პირს აღებს სასაუბროდ, ისინი შიშით ცახცახებენ, რადგან ძალიან ეშინიათ, რომ მათ შესახებ სიმართლე სრულად გამოაშკარავდება, რაც მათ იმდენად შეარცხვენს, რომ ვერავის შეხედავენ თვალებში. მაგრამ ფაქტი ფაქტია. ღმერთი არ წყვეტს თავის გამონათქვამებს ადამიანის „მონანიების“ გამო; რაც უფრო ენით აუწერლად შერცხვენილნი არიან და უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან ადამიანები, მით უფრო მიაპყრობს ღმერთი თავის მწველ მზერას მათ სახეებს. მისი ბაგიდან გამოსული სიტყვები ადამიანის ყველა მახინჯ საქმეს სააშკარაოზე გამოიტანს — ეს არის სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, ამას ჰქვია ცინტიანი[a], ეს არის ხალხის უმაღლესი სასამართლოს მიერ აღსრულებული სამსჯავრო. ამიტომ, როდესაც ადამიანები კითხულობენ ღვთის სიტყვებს, მათ უეცრად გულის შეტევა ემართებათ, არტერიული წნევა უწევთ, თითქოს გულის იშემიური დაავადებით იტანჯებიან, თითქოს დამბლა უნდა დაეცეთ და დასავლეთში სამოთხეში თავიანთ წინაპრებთან შესახვედრად გაემგზავრონ — ასეთია რეაქცია, როდესაც ისინი კითხულობენ ღვთის სიტყვებს. ადამიანი დასუსტებულია წლების მანძილზე მძიმე შრომით, ის სნეულია შიგნიდან და გარედან, დაავადებულია მთლიანად, დაწყებული გულიდან და სისხლძარღვებით, მსხვილი ნაწლავით, წვრილი ნაწლავით, კუჭით, ფილტვებით, თირკმელებით და სხვა ორგანოებით დამთავრებული. მის მთელ სხეულში არაფერია ჯანმრთელი. ამგვარად, ღვთის საქმე კი არ აღწევს ადამიანისთვის მიუწვდომელ დონეს, არამედ აიძულებს ადამიანებს, შეიცნონ საკუთარი თავი. იმის გამო, რომ ადამიანის სხეული ვირუსებით არის მოცული და ის დაბერდა, მისი სიკვდილის დღე ახლოვდება და უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს. მაგრამ ეს ისტორიის მხოლოდ ერთი ნაწილია; შინაგანი მნიშვნელობა ჯერ კიდევ გამოსავლენია, რადგან ადამიანის სნეულების პირველწყაროს ძიება გრძელდება. სინამდვილეში დრო, როდესაც ღვთის საქმე სრულად აღსრულდება, არ არის დედამიწაზე მისი საქმის დასრულების დრო, რადგან როგორც კი საქმის ეს ეტაპი დასრულდება, მომავლის საქმის ხორციელად განხორციელების საშუალება აღარ იქნება და მის აღსასრულებლად ღვთის სული იქნება საჭირო. ამიტომ ღმერთი ამბობს: „როდესაც მე ოფიციალურად ვხსნი გრაგნილს, მაშინ ადამიანები მთელ სამყაროში განიკიცხებიან, ეს არის დრო, როდესაც ჩემი საქმე თავის კულმინაციას აღწევს, როდესაც ადამიანები მთელ მსოფლიოში განსაცდელებს განიცდიან.“ ხორციელად აღსრულებული საქმის დასრულების დრო არ არის ღვთის საქმის კულმინაცია — ამ დროის კულმინაცია მხოლოდ ამ ეტაპის საქმეს გულისხმობს და არა მთელი მართვის გეგმის კულმინაციას. ამგვარად, ღვთის მოთხოვნები ადამიანის მიმართ არ არის მაღალი. ის მხოლოდ ითხოვს, რომ ადამიანებმა შეიცნონ საკუთარი თავი, რითაც ემსახურებიან საქმის მომდევნო ეტაპს და ეს დააკმაყოფილებს ღვთის განზრახვებს. როგორც კი ღვთის საქმე იცვლება, ადამიანთა „სამუშაო ადგილიც“ იცვლება. დღეს დედამიწაზე ღვთის საქმის ეტაპი მიმდინარეობს და ამიტომ, მათ უნდა იმუშაონ ქვედა რგოლში. მომავალში აუცილებელი იქნება ერის მართვა და ამიტომ, ისინი გადაყვანილნი იქნებიან „ცენტრალურ კომიტეტში“. თუ ისინი საზღვარგარეთ გაემგზავრებიან, მოუწევთ უცხოეთში გამგზავრების პროცედურების მოგვარება. ასეთ დროს ისინი საზღვარგარეთ იქნებიან, სამშობლოდან შორს — მაგრამ ეს მაინც ღვთის საქმის მოთხოვნების გამო იქნება. როგორც ადამიანები ამბობენ, „ჩვენ სიცოცხლეს გავწირავთ ღმერთისთვის, როდესაც ეს საჭირო იქნება“ — განა ეს არ არის ის გზა, რომელსაც მომავალში უნდა გაჰყვნენ? ვის ჰქონია ოდესმე ასეთი ცხოვრება? ადამიანს შეუძლია იმოგზაუროს ყველგან, ეწვიოს უცხო ქვეყნებს, გასცეს მითითებები სოფლად, შეერწყას უბრალო ხალხს და მას ასევე შეუძლია ისაუბროს ერის მნიშვნელოვან საკითხებზე მაღალი დონის ორგანიზაციების წევრებთან; და როდესაც საჭიროა, მათ შეუძლიათ პირადად იგემონ ცხოვრება ჯოჯოხეთში, რის შემდეგაც შეუძლიათ დაბრუნდნენ და კვლავ შეძლონ ზეციური კურთხევით ტკბობა — განა ეს არ არის ადამიანის კურთხევა? ვინ შედარებია ოდესმე ღმერთს? ვის უმოგზაურია ოდესმე ყველა ერში? სინამდვილეში ადამიანები შეძლებდნენ ღვთის ზოგიერთი სიტყვის მცირედით გაგებას ისე, რომ ღმერთს არ დასჭირვებოდა მათთვის მითითება ან მეტისმეტად მკაფიოდ გამოთქმა — უბრალოდ მათ არ აქვთ ნდობა საკუთარი თავის მიმართ, რამაც ღვთის საქმე დღემდე გააჭიანურა. რადგან ადამიანებს მეტისმეტად ბევრი აკლიათ — როგორც ღმერთმა თქვა, „მათ არაფერი აქვთ“ — დღევანდელი საქმე მათ უზარმაზარ სირთულეებს უქმნის; უფრო მეტიც, მათი სისუსტის გამო, ღვთის ბაგე უნებლიეთ შეიზღუდა მათ მიერ — და განა ეს ყველაფერი ზუსტად ის არ არის, რაც აფერხებს ღვთის საქმეს? კვლავ ვერ ხედავთ ამას? ყოველივეს, რასაც ღმერთი ამბობს, ფარული მნიშვნელობა აქვს. როდესაც ღმერთი საუბრობს, ის ებღაუჭება არსებულ საკითხს და ყველა სიტყვა, რომელსაც ის წარმოთქვამს, ღრმა გზავნილს ატარებს — ისინი ჰგავს იგავებს, სადაც მარტივი სიტყვები, რომლებიც ღრმა აზრს ატარებს, გამოიყენება მნიშვნელოვანი საკითხების ასახსნელად. განა ეს არ არის ის ღვთის გამონათქვამების უმთავრესი ძალა? იცი თუ არა ეს?

სქოლიო:

a. ცინტიანი: ეს ტერმინი გამოიყენება სამართლიანი მოსამართლის აღსანიშნავად ჩინეთის იმპერიულ ეპოქაში.

წინა: თავი 29

შემდეგი: თავი 31

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება