თავი 31

ღვთის ხასიათი გასდევს ღვთის ყველა სიტყვას, მაგრამ მისი სიტყვების მთავარი ხაზი მთელი კაცობრიობის ამბოხების გამოაშკარავება და ისეთი რამეების მხილებაა, როგორიცაა მათი ურჩობა, უტიფრობა, მიკერძოებულობა, უსამართლობა და უუნარობა, რომ ჭეშმარიტად უყვარდეთ ღმერთი; ღვთის სიტყვებმა მიაღწია იმ ზღვარს, სადაც ის ამბობს, რომ ადამიანთა სხეულის თითოეული წერტილი გაჟღნთილია ღვთისადმი წინააღმდეგობით და რომ მათი კაპილარებშიც ღვთისადმი წინააღმდეგობა დუღს. თუ ადამიანები არ შეეცდებიან ამ საკითხების გამოკვლევას, ისინი ვერასდროს შეიცნობენ მათ და ვერასდროს შეძლებენ მათგან გათავისუფლებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისადმი წინააღმდეგობის ვირუსი მოედება მათ და საბოლოოდ ისე იქნება, თითქოს მათმა სისხლის თეთრმა უჯრედებმა შთანთქა სისხლის წითელი უჯრედები, რის გამოც მთელ სხეულს დააკლდება სისხლის წითელი უჯრედები; ბოლოს კი ლეიკემიით დაიღუპებიან. ეს არის ადამიანის რეალური მდგომარეობა და ამას ვერავინ უარყოფს. რადგან დაიბადნენ იმ მიწაზე, რომელზეც დიდი წითელი დრაკონია შემოხვეული, თითოეულ ადამიანში არის სულ მცირე ერთი რამ, რაც განასახიერებს და წარმოადგენს დიდი წითელი დრაკონის შხამს. ამიტომ საქმის ამ ეტაპზე, ღვთის სიტყვების მთავარი ხაზი იყო საკუთარი თავის შეცნობა, საკუთარი თავის უარყოფა, საკუთარი თავის მიტოვება და საკუთარი თავის მოკვდინება. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ღვთის უმთავრესი საქმე უკანასკნელ დღეებში და რომ საქმის ეს ეტაპი ყველაზე ყოვლისმომცველი და საფუძვლიანია — ეს იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთი დაასრულებს ეპოქას. ამას არავინ ელოდა, მაგრამ ამავდროულად ეს არის ის, რასაც ადამიანები თავიანთ გრძნობებში მოელოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს ეს პირდაპირ არ უთქვამს, მათი გრძნობები უაღრესად მახვილია — ისინი ყოველთვის გრძნობენ, რომ დრო ცოტაა. შემიძლია ვთქვა, რომ რაც უფრო მეტად გრძნობს ამას ადამიანი, მით უფრო მკაფიო ცოდნა აქვს მას ეპოქის შესახებ. ისინი იმიტომ კი არ უარყოფენ ღვთის სიტყვებს, რომ ხედავენ, სამყარო ნორმალურია; პირიქით, ისინი შეიცნობენ ღვთის საქმის შინაარსს იმ საშუალებებით, რომლებითაც ღმერთი მუშაობს. ამას განსაზღვრავს ღვთის სიტყვების ტონი. ღვთის სიტყვების ტონში არის საიდუმლო, რომელიც არავის აღმოუჩენია და სწორედ ეს არის ყველაზე რთული ადამიანებისთვის, რომ მასში შევიდნენ. მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანებს არ ძალუძთ ღვთის სიტყვების გაგება, არის ის, რომ ისინი ვერ აცნობიერებენ იმ ტონს, რომლითაც ღმერთი საუბრობს — თუ ისინი დაეუფლებიან ამ საიდუმლოს, თუ ისინი დაეუფლებიან ამ საიდუმლოს, შეძლებენ გარკვეულწილად ჩასწვდნენ ღვთის სიტყვებს. ღვთის სიტყვები ყოველთვის მიჰყვებოდა ერთ პრინციპს: დაანახოს ადამიანებს, რომ ღვთის სიტყვა არის ყველაფერი, და გადაჭრას ადამიანის ყველა სირთულე ღვთის სიტყვების მეშვეობით. სულის მხრივ ღმერთი აცხადებს თავის საქმეებს; ადამიანის მხრივ კი ის ამხელს მათ წარმოდგენებს; სულის მხრივ ის ამბობს, რომ ადამიანი არ ითვალისწინებს მის განზრახვებს; ხოლო ადამიანის მხრივ ის ამბობს, რომ მან იგემა ადამიანური გამოცდილების ტკბილი, მჟავე, მწარე და ცხარე გემო, რომ ის მოვიდა ქარში და წავიდა წვიმაში, რომ გამოსცადა ოჯახისგან დევნა და ცხოვრებისეული აღმასვლა და დაღმასვლა. ეს არის სხვადასხვა თვალსაზრისით ნათქვამი სიტყვები. როდესაც ის ესაუბრება ღვთის ხალხს, ეს ჰგავს მოურავის მიერ მონების დატუქსვას ან კომედიურ სკეტჩს; მისი სიტყვები ადამიანებს აწითლებს, სირცხვილისგან დასამალი არსად აქვთ; თითქოს ისინი ფეოდალურმა ხელისუფლებამ დააკავა, რათა სასტიკი წამების ქვეშ მიეცათ აღიარებითი ჩვენება. როდესაც ღმერთი ღვთის ხალხს მიმართავს, ღმერთი ისეთივე შეუჩერებელია, როგორც მომიტინგე უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლებაში არსებულ სკანდალებს ამხელენ. ღვთის ყველა სიტყვა სარკასტული რომ ყოფილიყო, ადამიანთათვის მათი მიღება უფრო რთული იქნებოდა; ამიტომ ღვთის მიერ წარმოთქმული სიტყვები პირდაპირია; ისინი არ შეიცავს ადამიანისთვის გაუგებარ კოდებს, არამედ პირდაპირ მიუთითებს ადამიანის რეალურ მდგომარეობაზე — ეს აჩვენებს, რომ ღვთის სიყვარული ადამიანის მიმართ არის არა მხოლოდ ფუჭი სიტყვები, არამედ რეალურია. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები აფასებენ რეალობას, მათ მიერ ღვთისადმი გამოხატულ სიყვარულში რეალური არაფერია. ეს არის ის, რაც ადამიანს აკლია. თუ ადამიანების სიყვარული ღვთის მიმართ არ არის რეალური, მაშინ ყოველივე ცარიელი და ილუზიური იქნება; თითქოს ყოველივე ამის გამო გაქრება. თუ მათი სიყვარული ღვთის მიმართ სამყაროებს აღემატება, მაშინ მათი სტატუსი და ვინაობა და თავად ეს ორი სიტყვაც კი, იქნება რეალური და არა ფუჭი — ხედავთ ამას ნათლად? გინახავთ ღვთის მოთხოვნები ადამიანის მიმართ? ადამიანმა მხოლოდ სტატუსის სიკეთეებით კი არ უნდა ისარგებლოს, არამედ ცხოვრებაში უნდა გამოავლინოს სტატუსის რეალობა. ეს არის ის, რასაც ღმერთი ითხოვს ღვთის ხალხისგან და მთელი კაცობრიობისგან და ეს არ არის რაღაც დიადი ფუჭი მოძღვრება.

რატომ ამბობს ღმერთი ამგვარ სიტყვებს: „თითქოს ყოველივე, რასაც ვაკეთებ მხოლოდ მათი სიამოვნებითვისაა, ამიტომაც ყოველთვის ზიზღით არიან განწყობილნი ჩემი საქმეების მიმართ?“ შეგიძლია ისაუბრო ღვთის მიმართ ადამიანის ზიზღის რეალურ გამოვლინებებზე? ადამიანთა წარმოდგენებში, ადამიანსა და ღმერთს „ერთმანეთი მგზნებარედ უყვართ“ და დღეს, ადამიანთა ლტოლვამ ღვთის სიტყვების მიმართ მიაღწია იმ ზღვარს, რომ მათ სურთ ღმერთის ერთი ყლუპით გადაყლაპვა — თუმცა ღმერთი ამბობს შემდეგ სიტყვებს: „ადამიანი ზიზღითაა განწყობილი ჩემ მიმართ. რატომ უპასუხა ადამიანმა ჩემს სიყვარულს სიძულვილით?“ განა ეს არ არის სასარგებლო წიაღისეულის საბადო ადამიანებში? განა ეს არ არის ის, რაც უნდა ამოითხაროს? ეს არის ადამიანთა მისწრაფებაში არსებული ნაკლი; ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც უნდა გადაიჭრას; ეს არის დაბრკოლება, რომელიც ეღობება ადამიანის მიერ ღვთის შეცნობას და რომელიც უნდა მოშორდეს ადამიანს — განა ეს არ არის ის, რაც უნდა გაკეთდეს? რადგან ადამიანს ღორივით ცუდი მეხსიერება აქვს და ყოველთვის ხარბად ესწრაფვის სიამოვნებებს, ღმერთი აძლევს ადამიანს წამალს ამნეზიისთვის — ის საუბრობს მეტს, ამბობს მეტს; ის ადამიანებს ყურებით იჭერს და აიძულებს მათ ყურადღებით მოუსმინონ; მათ სმენის აპარატებს უყენებს. რაც შეეხება მის ზოგიერთ სიტყვას, მხოლოდ ერთხელ თქმა ვერ გადაჭრის პრობლემას; ისინი უნდა გაიმეოროს კვლავდაკვლავ; რადგან „ადამიანები თავიანთ ცხოვრებაში მუდამ გონებაგაფანტულნი არიან და მთელი კაცობრიობის ცხოვრების დღეები არეულ-დარეულია“. ამგვარად ადამიანებმა შეიძლება დაიხსნან თავი იმ მდგომარეობიდან, როდესაც „ისინი კითხულობენ, როცა დრო აქვთ, უსმენენ, როცა თავისუფლები არიან და თავს ანებებენ, როცა დრო არ აქვთ; თუ სიტყვები დღეს არის ნათქვამი, ისინი ყურადღებას აქცევენ, მაგრამ თუ ხვალ აღარ ითქმება, გონების უკანა პლანზე გადაიტანენ“. რაც შეეხება ადამიანთა ბუნებას, დღეს ღმერთს რომ მათ რეალურ მდგომარეობაზე ელაპარაკა და მათ ეს საფუძვლიანად შეეცნოთ, ისინი სინანულით აღივსებოდნენ — მაგრამ შემდეგ, ისინი დაუბრუნდებოდნენ ძველ გზას, ქარს გაატანდნენ ღვთის სიტყვებს და შეხსენებისას გაიმეორებდნენ ზემოთ აღწერილ სცენას. ამიტომ, საქმის შესრულებისას ან საუბრისას არ დაივიწყო ადამიანის ეს არსი; შეცდომა იქნებოდა საქმის შესრულებისას ამ არსის უგულებელყოფა. ნებისმიერი საქმის კეთებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საუბრისას ყურადღება გაამახვილო ადამიანთა წარმოდგენებზე. კერძოდ, უნდა დაამატო საკუთარი შეხედულებები ღვთის სიტყვებს და იქონიო თანაზიარება მათზე. ეს არის ადამიანების უზრუნველყოფისა და მათთვის საკუთარი თავის შეცნობის საშუალების მიცემის გზა. ღვთის სიტყვების შინაარსზე დაყრდნობით ადამიანების უზრუნველყოფით აუცილებლად გახდება შესაძლებელი მათი რეალური მდგომარეობის წვდომა. ღვთის სიტყვების მეშვეობით ადამიანს შეუძლია სრულად ჩაწვდეს ადამიანთა რეალურ მდგომარეობას და ამგვარად საკმარისად უზრუნველყოს ისინი — და ამიტომ მეტს აღარ ვიტყვი ღვთის სიტყვებზე, რომლებიც მიუთითებს, რომ „ღმერთმა მიიღო მოწვევა დედამიწაზე სატრაპეზო მაგიდასთან დასაჯდომად“.

წინა: თავი 30

შემდეგი: თავი 32

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება