დანართი: თავი 1

რის გაკეთებასაც თქვენგან ვითხოვ, არ არის ის ბუნდოვანი და ფუჭი თეორია, რომელზეც ვსაუბრობ, არც ადამიანის გონებისთვის არის იგი წარმოუდგენელი და არც ადამიანის ხორციელი სხულისთვის მიუღწეველი. ვის ძალუძს, სრული ერთგულება გამოიჩინოს ჩემს სახლში? და ვის ძალუძს ყოველივე თავისი შესწიროს ჩემს სასუფეველს? ჩემი განზრახვების გაცხადება რომ არა, ნუთუ მართლა შეძლებდით საკუთარი თავისთვის მოთხოვნების წაყენებით ჩემი გულის დაკმაყოფილებას? არავის არასოდეს შეუცნია ჩემი გული და არავის არასოდეს გაუგია ჩემი განზრახვები. ვის უხილავს ოდესმე ჩემი სახე ან ვის სმენია ჩემი ხმა? პეტრეს? პავლეს? იოანეს? თუ იაკობს? ვინ ყოფილა ოდესმე ჩემით შემოსილი, ჩემ მიერ დაუფლებული ან ჩემ მიერ გამოყენებული? მიუხედავად იმისა, რომ პირველად ხორცი ღვთაებრიობაში შევისხი, ხორცი, რომლითაც შევიმოსე, არ იცნობდა ადამიანურ ტანჯვას, რადგან არ განვკაცებულვარ ხილული სახით და, შესაბამისად, არ შეიძლება ითქვას, რომ ხორციელი სხეული სრულად მიჰყვებოდა ჩემს ნებას. მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩემი ღვთაებრიობა ნორმალური ადამიანობის პირობებში შეძლებს იმოქმედოს ისე, როგორც მე ვიმოქმედებდი და ისაუბროს ისე, როგორც მე ვისაუბრებდი, ყოველგვარი დაბრკოლებისა და შეზღუდვის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ხორცი სრულად ემორჩილება ჩემს ნებას. რადგან ჩემს ნორმალურ ადამიანობას შეუძლია დაფაროს ჩემი ღვთაებრიობა, ამით მიიღწევა ჩემი მიზანი — ვიყო თავმდაბალი და ფარული. ხორციელად მოქმედების ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ ღვთაებრიობა უშუალოდ მოქმედებს, ასეთი ქმედებები ადამიანებისთვის ადვილი შესამჩნევი არ არის, რაც მხოლოდ ნორმალური ადამიანობის ცხოვრებასა და საქმიანობაში ვლინდება. ამ განკაცებულ ხორცს არ შეუძლია 40 დღე იმარხულოს, როგორც პირველმა, იგი ჩვეულებრივად მოქმედებს და საუბრობს; მიუხედავად იმისა, რომ საიდუმლოებებს გიმხელთ, სრულიად ჩვეულებრივი ვარ; ეს არ არის ისე, როგორც ადამიანებს წარმოუდგენიათ — ჩემი ხმა არ ჰგავს ქუხილს, ჩემი სახე სინათლით არ ბრწყინავს და ცა არ ზანზარებს, როდესაც დავდივარ. ასე რომ ყოფილიყო, ჩემი სიბრძნე არ გამოვლინდებოდა და შეუძლებელი იქნებოდა სატანის შერცხვენა და დამარცხება.

როდესაც ნორმალური ადამიანობის საფარველს მიღმა ვავლენ ჩემს ღვთაებრიობას, სრულ დიდებას ვიხვეჭ, ჩემი დიადი საქმე აღსრულდება და აღარაფერი ქმნის დაბრკოლებას. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩემი განკაცების მთავარი მიზანია, მივცე საშუალება ყველას, ვისაც ჩემი სწამს, ჩემს განკაცებაში იხილოს ჩემი ღვთაებრიობის საქმეები და თავად პრაქტიკული ღმერთი, რითაც ადამიანთა გულებში ქრება ადგილი, რომელიც უხილავ და ხელშეუხებელ ცრუ ღვთაებას უკავია. რადგან ვჭამ, ვიმოსები, მძინავს, ვცხოვრობ და ვმოქმედებ როგორც ნორმალური ადამიანი, ვსაუბრობ და ვიცინი როგორც ნორმალური ადამიანი და მაქვს ნორმალური ადამიანის მოთხოვნილებები და ამასთანავე სრული ღვთაებრიობის არსიც გამაჩნია, „პრაქტიკული ღმერთს“ მიწოდებენ. ეს არ არის აბსტრაქტული და ადვილად გასაგებია; მასში შეიძლება დავინახოთ, თუ რაში მდგომარეობს ჩემი საქმის არსი და ჩემი საქმიანობის რომელ ნაწილზეა მიმართული ყურადღება. ჩემი განკაცების უმთავრესი მიზანია, ჩემი ღვთაებრიობა ნორმალური ადამიანობის მეშვეობით გამოვავლინო. არ არის რთული იმის დანახვა, რომ ჩემი საქმის ძირითადი ნაწილი განკითხვის ეპოქის მეორე ნაწილშია.

ჩემში არასოდეს ყოფილა ადამიანური ცხოვრება და არც მისი ნატამალი. ადამიანურ ცხოვრებას არასოდეს დაუკავებია ადგილი ჩემში და არასოდეს ჩაუხშვია ჩემი ღვთაებრიობის გამოვლინება. ამრიგად, რაც უფრო მეტად ვარ ის, ვინც ზეცაში აჟღერებს ჩემს ხმას და გამოხატავს ჩემი სულის ზრახვებს, მით უფრო მეტად შემიძლია სატანის შერცხვენა და, შესაბამისად, მით უფრო მეტად შემიძლია მივყვე ჩემს ნებას ნორმალური ადამიანობის ფარგლებში. მხოლოდ ამან დაამარცხა სატანა; იგი უკვე სრულად შერცხვენილია. მიუხედავად იმისა, რომ დაფარული ვარ, ეს ხელს არ უშლის ჩემი ღვთაებრიობის გამონათქვამებსა და ქმედებებს — ეს საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ გავიმარჯვე და მოვიპოვე ჩემი ხორციელი საქმე დაუბრკოლებლად სრულდება, და რადგან პრაქტიკულმა ღმერთმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი ადამიანთა გულებში და იქ ფესვები გაიდგა, სრულად მტკიცდება, რომ სატანა ჩემ მიერ დამარცხდა. და რადგან სატანას აღარ ძალუძს ადამიანებზე შემდგომი ზემოქმედება, ხოლო ადამიანის ბუნებაში სატანის თვისებების დანერგვა ძნელია, ჩემი ნება დაუბრკოლებლად ხორციელდება. ჩემი საქმის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, ყველა ადამიანმა იხილოს ჩემი საოცარი საქმეები და დაინახოს ჩემი ჭეშმარიტი სახე: არ ვარ მიუწვდომელი, არ ვარ ზეცაში ამაღლებული და არც უსახო და უფორმო ვარ. არ ვარ ჰაერივით უხილავი და არც მცურავ ღრუბელს ვგავარ, რომელსაც ქარი ადვილად ფანტავს; პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა შორის ვცხოვრობ და ვიზიარებ ადამიანური სამყაროს სიტკბოსა და სიმწარეს, ჩემი ხორციელი სხეული არსებითად განსხვავდება ადამიანის ხორციელი სხეულისგან. ადამიანთა უმეტესობას უჭირს ჩემთან ურთიერთობა, თუმცა ამავე დროს ჩემთან ურთიერთობისკენ მოისწრაფვის. თითქოს განკაცებულ ღმერთში უზარმაზარი, შეუცნობელი საიდუმლოებები იმალება. ღვთაებრიობის უშუალო გაცხადებისა და ადამიანური იერსახის საფარველის გამო, ადამიანები მოწიწებით ინარჩუნებენ დისტანციას ჩემთან, სჯერათ რა, რომ ვარ მოწყალე და მოსიყვარულე ღმერთი, თუმცა ამავდროულად ეშინიათ ჩემი დიდებულებისა და რისხვის. ამრიგად, გულში სურთ გულწრფელად მესაუბრონ, თუმცა არ ძალუძთ სურვილისამებრ მოქცევა — რაც მათ გულებს სწადიათ, საამისოდ ძალა არ ჰყოფნით. ასეთია ყოველი ადამიანის მდგომარეობა ამ ვითარებაში. რაც უფრო მეტად არიან ადამიანები ასეთ მდგომარეობაში, მით უფრო ნათლად ვლინდება ჩემი ბუნების სხვადასხვა მხარე და, შესაბამისად, მიიღწევა ადამიანების მიერ ღვთის შეცნობის მიზანი. მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია; მთავარია, ადამიანებმა ჩემი ხორციელი მოღვაწეობიდან შეიცნონ ჩემი საოცარი საქმეები და ამით შეიცნონ ღვთის არსი: მე არ ვარ ისეთი, როგორადაც ადამიანებს წარმოვუდგენივარ - უჩვეულო და ზებუნებრივი; პირიქით, მე ვარ პრაქტიკული ღმერთი, რომელიც ყველაფერში ნორმალურია. ადამიანთა წარმოდგენებში არსებული „მე“ ქრება და ისინი ისეთად შემიცნობენ, როგორიც სინამდვილეში ვარ. მხოლოდ ამის შემდეგ ვიკავებ ჩემს ჭეშმარიტ ადგილს ადამიანთა გონებაში.

ყველა ადამიანის წინაშე არა მხოლოდ არასოდეს გამიკეთებია რაიმე ზებუნებრივი, რასაც ადამიანები საოცრად მიიჩნევდნენ, არამედ ვარ უკიდურესად ჩვეულებრივი და ნორმალური; განზრახ არ ვაძლევ ადამიანებს იმის საშუალებას, რომ ჩემს განკაცებულ სხულში ღვთის რაიმე ნიშანი დაინახონ. მაგრამ ჩემი სიტყვების გამო ადამიანები სრულად არიან დაპყრობილნი და, შესაბამისად, ემორჩილებიან ჩემს მოწმობას. მხოლოდ ამგვარად შეიცნობენ ადამიანები განკაცებულ „მე“-ს, ყოველგვარი ეჭვის გარეშე და იმის სრული რწმენით, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს. ამგვარად, ადამიანთა ცოდნა ჩემ შესახებ უფრო რეალური და ნათელი ხდება. ეს შემეცნება სრულიად დამოუკიდებელია მათი კეთილი ქცევისგან და იგი მთლიანად ჩემი ღვთაებრიობის უშუალო მოქმედების შედეგია, რითაც ადამიანებს ეძლევათ ჩემი ღვთაებრიობის უფრო დიდი ცოდნა, რადგან მხოლოდ ღვთაებრიობაა ღვთის ჭეშმარიტი სახე და მისი განუყოფელი თვისება. ადამიანებმა ეს უნდა დაინახონ. რაც მსურს, არის სიტყვები, საქმეები და ქმედებები, რომლებიც ღვთაებრივი ბუნებიდან მომდინარეობს. არ ვანიჭებ მნიშვნელობას ადამიანობაში არსებულ სიტყვებსა და ქმედებებს. ჩემი მიზანია, ვიცხოვრო და ვიმოქმედო ღვთაებრიობაში. არ მსურს ფესვების გადგმა და აღმოცენება ადამიანობაში და არ მსურს ადამიანობაში დამკვიდრება. გესმით, რასაც ვამბობ? მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა შორის სტუმრად ვიმყოფები, ეს არ მსურს; მე სრულად ღვთაებრივი ბუნებით ვმოქმედებ და მხოლოდ ამგვარად შეუძლიათ ადამიანებს უკეთ შეიცნონ ჩემი ჭეშმარიტი სახე.

წინა: თავი 9

შემდეგი: თავი 10

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება