როგორ ვეძიოთ ჭეშმარიტება (20)

დღეს ჩვენ გავაგრძელებთ თანაზიარებას ჩვენს წინა თემაზე. მანამდე ჩვენ გვქონდა თანაზიარება ყოველგვარი ადამიანის წარმოშობის შესახებ და განვიხილეთ სამი ტიპი. გახსოვთ, რა არის ეს სამი ტიპი? (ერთი ტიპია ცხოველებისგან რეინკარნირებულნი, მეორე — ეშმაკებისგან რეინკარნირებულნი, ხოლო მესამე — ადამიანებისგან რეინკარნირებულნი.) სად შევჩერდით განხილვისას? (ჩვენ შევჩერდით იმის განხილვაზე, თუ როგორ ფლობენ ადამიანებისგან რეინკარნირებული ტიპის ადამიანები ნორმალურ ადამიანობას და როგორ გააჩნიათ მათ სინდისი და გონიერება თავიანთი ადამიანობის ფარგლებში. ეს მოიცავს ორ მახასიათებელს: კარგისა და ცუდის გარჩევას და იმის ცოდნას, თუ რა არის სწორი და რა — არასწორი.) ერთი არის კარგისა და ცუდის გარჩევა, ხოლო მეორე — იმის ცოდნა, თუ რა არის სწორი და რა — არასწორი; ეს ადამიანთა მახასიათებლებია. ადამიანებს ეს ორი მახასიათებელი ძირითადად იმიტომ აქვთ, რომ მათ გააჩნიათ სინდისი და გონიერება; ამიტომ, მათ, ვისაც აქვს სინდისი და გონიერება, შეუძლიათ კარგისა და ცუდის გარჩევა და იმის ცოდნა, თუ რა არის სწორი და რა — არასწორი. ჩვენ ასევე გვქონდა დეტალური თანაზიარება ამ ასპექტის შესახებ. ჩვენ ძირითადად გვქონდა თანაზიარება იმათ გამოვლინებებზე, ვისაც არ ძალუძს კარგისა და ცუდის გარჩევა და არ იცის, რა არის სწორი და რა — არასწორი; ჩვენ ვამხილეთ მათი გამოვლინებები უარყოფითი კუთხით, რის შემდეგაც ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის დადებითი, ასე არ არის? (დიახ.) დღეს გავაგრძელოთ თანაზიარება ადამიანებისგან რეინკარნირებულთა თემაზე. მათ, ვინც ადამიანებისგან არიან რეინკარნირებულნი, არა მხოლოდ ძალუძთ კარგისა და ცუდის გარჩევა, არამედ იციან, რა არის სწორი და რა — არასწორი. კარგისა და ცუდის გარჩევა ძირითადად ნიშნავს იმის ცოდნას, თუ რა არის დადებითი და რა — უარყოფითი; ანუ, მას, ვისაც შეუძლია კარგისა და ცუდის გარჩევა, ძალუძს გაარჩიოს ყოველგვარი ადამიანი, მოვლენა და საგანი; იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმე ეხება რაღაც ისეთს, რაც აქამდე არ შეხვედრიათ, ისინი გამოიყენებენ საკუთარ სინდისსა და გონიერებას, რათა მარტივად შეაფასონ ისინი. „თუ ისინი წააწყდებიან მსგავს რამეებს და სინდისის ქენჯნას იგრძნობენ ან ვერ შეუსაბამებენ მათ თავიანთ გონებას, ისინი გააკეთებენ ძირითად არჩევანს და ქვეცნობიერად შეიგრძნობენ ასეთი საგნების სისწორესა თუ მცდარობას ან მათ დადებით თუ უარყოფით ბუნებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჭეშმარიტი ადამიანები გამოიყენებენ თავიანთ გონიერებასა და სინდისის გრძნობას, რათა შეაფასონ მათთვის უცნობი მოვლენები, რომლებსაც აწყდებიან, რათა გაარჩიონ, პოზიტიურია ისინი თუ ნეგატიური, სწორია თუ არასწორი. თუმცა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ სინდისი და გონიერება, ძალიან რთულია კარგისა და ცუდის გარჩევა და იმის ცოდნა, თუ რა არის სწორი და რა — არასწორი, მიუხედავად იმისა, უცხო მოვლენებს ეხება ეს თუ ნაცნობს. კერძოდ, მათ კიდევ უფრო ნაკლებად შესწევთ უნარი იცოდნენ, სწორია თუ არა საზოგადოებაში გამოჩენილი ზოგიერთი ახალი მოვლენა. მათ არ ძალუძთ გაარჩიონ, დადებითია ისინი თუ უარყოფითი. თუ საზოგადოებაში დადებითი მოვლენა გამოჩნდება, ისინი წუთისოფლის ტენდენციებსაც კი აჰყვებიან მისადმი მიმართებაში, მის დაგმობასა და უარყოფაში. სწორედ ეს არის განსხვავება ადამიანებსა და არაადამიანებს შორის. ხედავ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი გარეგნულად ადამიანს ჰგავს, ზოგ მათგანს არასოდეს სმენია ჭეშმარიტება ან არ მიუღია ღვთის სიტყვების საზრდო, მაგრამ რა გარემოშიც არ უნდა იყოს, გააჩნია ქმედებების ქვედა ზღვარი — სულ მცირე, სინდისის ქვედა ზღვარი. ისინი არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება სინდისს ან ზნეობას. ეს იმიტომ ხდება, რომ გულის სიღრმეში მათ ეზიზღებათ ყოველივე უარყოფითი და გააჩნიათ ადამიანური სინდისი და გონიერება, ამიტომ მათ გააჩნიათ ზნეობის ქვედა ზღვარი იმასთან მიმართებაში, თუ როგორ წარმართავენ საკუთარ თავს და როგორ მოქმედებენ. რაც შეეხება ამ არაადამიანებს, მათ დამახასიათებელ თვისებებზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ არ გააჩნიათ სინდისი და გონიერება. ერთი მხრივ, მათ არ ძალუძთ დადებითისა და უარყოფითის ერთმანეთისგან გარჩევა. მეორე მხრივ, ისინი არ გრძნობენ ზიზღს ან სიძულვილს ყოველივე უარყოფითის ან თუნდაც აშკარად არასწორის მიმართ და არც მათთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი შესწევთ; მათ ყოველივე უარყოფითის შეყვარება და ბოროტ ტენდენციებზე მიყოლაც კი შეუძლიათ. რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც სწამს ღმერთი და რომელიც აცხადებს, რომ მიჰყვება მას, მაინც შეუძლია აჰყვეს მანკიერ ტენდენციებს და არამორწმუნეების მსგავსად აკეთოს ეს უკეთური საქმეები, თანაც ისე, რომ საერთოდ არ აწუხებდეს სირცხვილის გრძნობა და სინდისის ქენჯნაც კი.

დღესდღეობით ბევრი ადამიანი იღებს სელფებს თავისი ტელეფონით. როგორი სახის ფოტოებს იღებენ ნორმალური ადამიანობის მქონე ადამიანები? ისინი იღებენ ფოტოებს, რომლებიც მნიშვნელოვანია და სამახსოვრო, იმ მიზნით, რომ დატოვონ მშვენიერი მოგონებები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკუთარ თავს უღებენ ფოტოს, ისეთს იღებენ, რომელიც დახვეწილი, შესაფერისი, ღირსეული და წესიერ ჩანს. მათი ქმედებები ამ მხრივ სრულად ექცევა ნორმალური ადამიანობის სინდისისა და გონიერების ფარგლებში. მაგრამ ისინი, ვისაც არ გააჩნია სინდისი და გონიერება, განსხვავებულნი არიან; ისინიც იღებენ სელფებს, მაგრამ მათი სელფები პრობლემურია. როგორი სახის ფოტოებს იღებს ზოგიერთი ქალი? ისინი არ იღებენ ღირსეულ, პატიოსან და შესაფერის ფოტოებს. როდესაც ისინი ინტერნეტში ხედავენ არამორწმუნე ქალებს, რომლებიც გამომწვევ, სექსუალურ ან განსაკუთრებულად უცნაურ ფოტოებს იღებენ, ისინი ბაძავენ მათ და თავადაც ისეთ ფოტოებს იღებენ, რომლებიც მამაკაცებში ვნებიან ფიქრებსა და ლტოლვას აღძრავს — ანუ, ისინი მიზანმიმართულად იღებენ ფოტოებს, სადაც თავქარიან, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს ჰგვანან, ან უბრალოდ სექსუალურ კადრებს აზიარებენ. ზოგიერთ ქალს უყვარს მკვეთრი მაკიაჟის ტარება, ითეთრებს სახეს, წითლად იღებავს ტუჩებს და ისეთ თვალის მაკიაჟს იკეთებს, რომ საბოლოოდ უცნაურად და არაბუნებრივად გამოიყურება; ისინი კამერის წინ განზრახ იღებენ მაცდურ, მომაჯადოებელ იერს მიმზიდველი და გარყვნილი მზერით, რაც მამაკაცებს ამ ყოველივეს დანახვისას ვნებიან ფიქრებს უღვიძებს. არიან ისეთი ქალებიც, რომლებიც გრძელ თმას სახეზე ჩამოიყრიან, სახეს ოდნავ მაღლა სწევენ და ჩამოშლილი თმიდან მაცდურ, ავხორცულ მზერას აპარებენ. მოკლედ, ასეთი ქალები ფოტოებს იღებენ ნებისმიერი მიმიკითა და გამომეტყველებით, რომელსაც მაცდურად და სექსუალურად მიიჩნევენ. ფოტოების გადაღების შემდეგ ამ ქალებს ნარცისიზმი იპყრობს და დროდადრო ტკბებიან საკუთარი გამომწვევი ფოტოებით. უფრო მეტიც, ისინი თავიანთ ყველაზე ძვირფას და საყვარელ სელფებს კომპიუტერის ან ტელეფონის ეკრანის ფონად აყენებენ; ზოგიერთი მათგანი მათ ინტერნეტშიც კი აქვეყნებს. ყოველთვის, როდესაც ამ ფოტოებს უყურებენ, გრძნობენ, რომ ისეთი მომხიბვლელები არიან, თითქოს იმისთვის მოევლინენ ქვეყნიერებას, რომ ვარსკვლავი იყვნენ და ღმერთი რომ არ ერწმუნათ, აუცილებლად დიდი ცნობილი სახეები იქნებოდნენ. შეხედეთ, როგორი გზას მიჰყვებიან ისინი? ისინი არა მხოლოდ თავად ტკბებიან ამ ფოტოებით გამუდმებით, არამედ გარშემომყოფებსაც აჩვენებენ მათ. თუ ადამიანები ფოტოების ნახვის შემდეგ არ შეაქებენ მათ, შინაგანად უკმაყოფილებას გრძნობენ. თუ თავიანთი ჯურის ადამიანს შეხვდებიან, რომელსაც განსაკუთრებულად მოსწონს მათი ფოტოები და ეტყვის: „ეს ფოტო ისე კარგადაა გადაღებული, ნამდვილი ვარსკვლავის ფოტოა! ზუსტად ამასა და ამას ჰგავხარ“, ისინი კიდევ უფრო კმაყოფილნი რჩებიან საკუთარი თავით და ყოველ დღეს ამ ნეტარებაში ატარებენ. ზოგ ადამიანს ასევე უყვარს თავისი ფოტოების გაფორმება, თავზე კურდღლის ყურების დადგმა და კატის ულვაშების მიხატვა, რადგან ჰგონია, რომ კურდღლებზე და კნუტებზე უფრო საყვარელია. ყველას, ვისაც ხვდება, ეკითხება: „შენი აზრით, უფრო კურდღელს ვგავარ თუ კნუტს?“ როდესაც ადამიანები პასუხობენ: „ვინ იცის, რას ჰგავხარ?“ — ის ძალიან ბრაზდება. მითხარით, განა გაუკუღმართება არ არის, როდესაც ადამიანს არ სურს იყოს წესიერი ადამიანი და სურს იყოს ცხოველი? ის თავის ამ „შედევრებს“ ინტერნეტშიც კი აქვეყნებს, რათა უფრო მეტი ადამიანისგან დაიმსახუროს ქება. არიან ისეთებიც, რომლებიც სელფების გადაღებისას ხმლიან მეომრებს ან მოხეტიალე რაინდებს ემსგავსებიან — ან დასავლური ფილმების პერსონაჟებს, როგორებიცაა ადამიანი-ობობა ან ბეტმენი — ან იცვამენ ისე, როგორც მაგარი, განმარტოებული და იდუმალი ფიგურები. ისინი ამ ყოვლივეს იმ იმედით აკეთებენ, რომ სხვებს მოეწონებათ და მოიწონებენ მათ; ყოველდღიურად ამით არიან გატაცებულნი. მითხარით, როგორი ადამიანები არიან ისინი? ისინი ნორმალური ადამიანები არიან? საერთოდ არა; ისინი არაადამიანები არიან. მიუხედავად იმისა, რომ სელფების გადაღება მანკიერ ტენდენციებს შორის მხოლოდ მარტივი, უმნიშვნელო საკითხია, ის ავლენს ადამიანის პრეფერენციებსა და მისწრაფებებს, ააშკარავებს მის ზნეობას, მისი ადამიანობის მოთხოვნილებებსა და იმ საგნებს, რომლებიც მისი სულის სიღრმეში იმალება. ღირსეული და პატიოსანი ადამიანები მობილურ ტელეფონს, ამ ინსტრუმენტს, იყენებენ ყოველივე დადებითი, მნიშვნელოვანი და ღირებული მოვლენებისა და საგნების გადასაღებად, ხოლო ადამიანები, რომლებიც არ ფლობენ ადამიანურ თვისებებს, იღებენ უარყოფით, უკეთურ საგნებსა და მოვლენებს — იმას, რაც მათივე ბუნება-არსებისთვის არის საჭირო. შეიძლება ითქვას, რომ ის, თუ როგორია ადამიანი, განსაზღვრავს იმას, თუ როგორი მოთხოვნილებები აქვს მას, როგორი სახის ფოტოებს იღებს და როგორ ირჩევს საკუთარი თავის შემოსვასა და თავისი იმიჯის წარმოჩენას. ნორმალური ადამიანობის მქონე ადამიანები სამახსოვროდ ირჩევენ ღირსეული, პატიოსანი, დახვეწილი, მნიშვნელოვანი და ღირებული კადრების გადაღებას, ხოლო ნორმალური ადამიანობის არმქონე ადამიანები მიჰყვებიან წუთისოფლის მანკიერ ტენდენციებს და აკეთებენ იმას, რაც მოსწონთ. მიუხედავად იმისა, რომ სელფის გადაღება უმნიშვნელო საკითხია, ეს საკმარისია ადამიანების ყველაზე ფარული პრეფერენციებისა და მისწრაფებების დასანახად. რა საკითხიც უნდა იყოს, მაშინაც კი, როდესაც ჩვეულებრივი ადამიანობის მქონე პირებს უჭირთ ერთმანეთისგან მკაფიოდ გაარჩიონ დადებითი და უარყოფითი, სინდისი და გონიერება მათ მაინც ბუნებრივად უბიძგებს სწორი, პოზიტიური არჩევანისკენ. თუ წამიერი გაუაზრებლობის გამო მაინც უარყოფითს აირჩევენ ან უნებურად რაიმე უარყოფითს ჩაიდენენ, გულში მაშინვე იგრძნობენ ამას — სინდისი შეაწუხებთ ან გონება ვერ მიიღებს ამას. როდესაც ადამიანები, რომლებიც ადამიანობას არ ფლობენ, აწყდებიან რაიმე დადებითს, გრძნობენ, რომ ყოველივე დადებითი ძალიან უფერული და მოსაწყენია, ხსენებადაც არ ღირს; ადამიანები მას აბუჩად იგდებენ, გულით კი განსაკუთრებულად მოსწონთ და აღაფრთოვანებთ ყოველივე უარყოფითი, განსაკუთრებით ის, რაც ძალიან პოპულარულია მანკიერი ტენდენციების მიხედვით. თუ შენ ამ ტიპის ადამიანს ღირსეულ და პატიოსან ფოტოს გადაუღებ, ეს მასში ზიზღს გამოიწვევს, ცხვირს აიბზუებს და იტყვის: „ვინ იღებს კიდევ ასეთ ფოტოებს? ეს ხომ ასე მოძველებულია!“ თავად კი სექსუალური ფოტოების გადაღებას ირჩევენ. ნორმალური ადამიანებისთვის ასეთი ფოტოები ამაზრზენი და უშნოა, მაგრამ ამ ტიპის ადამიანი ამბობს: „ეს სექსუალურია. გესმის, რა არის სექსუალური? ეს მოდურია; ეს მაღალი ხელოვნებაა. შენ არ გესმის ხელოვნება!“ მათ არა მხოლოდ არ ეზიზღებათ სექსუალური ფოტოების გადაღება, არამედ განსაკუთრებულად უყვართ ყოველივე მოდური და სექსუალური.

არაადამიანები უკიდურესად ენთუზიაზმით არიან განწყობილნი ყოველივე უარყოფითის მიმართ. როდესაც მანკიერ ტენდენციებთან მიმართებაში რაიმე უარყოფითი იჩენს თავს, ისინი ამას მყისვე აიტაცებენ და მის მიმართ უდიდეს მიმღებლობას იჩენენ. როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ და პირობები ხელს შეუწყობთ, ისინი აუცილებლად ჩაიდენენ იმას, რაც ბოროტულ ტენდენციებში მოსწონთ და იწონებენ. ისინი ამაზე არავითარ შემთხვევაში არ იტყვიან უარს, არასოდეს დარჩებიან გარეშე დამკვირვებლებად და მით უმეტეს — არ შეიძულებენ ან შორს არ დაიჭერენ თავს; პირიქით, მთელი არსებით გადაეშვებიან მასში. ნიშანდობლივია, რომ ზოგიერთი ღვთისმორწმუნე ადამიანიც კი ბრმად მიჰყვება დასავლეთიდან წამოსულ მოდურ გამოთქმებსა და პრაქტიკას. მაგალითად, დასავლეთში არის დღესასწაული, რომელსაც ჰელოუინი ჰქვია და რომელიც სინამდვილეში მოჩვენებების ფესტივალია. ამ დღეს მოზრდილები და ბავშვები ატარებენ სხვადასხვა კოსტიუმს, რომლებიც სცენური ან თეატრალური წარმოდგენებისთვის განკუთვნილ სამოსს ჰგავს. ზოგი კუდიანის ფორმას იცვამს, ზოგი — პრინცის ან პრინცესისას, სხვები კი — ბაყაყის, გველის, დინოზავრის და ასე შემდეგ. შემდეგ ისინი კალათებით ან ჩანთებით მიდიან სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში, მაღაზიებსა და სახლებში კანფეტების შესაგროვებლად. ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც ღმერთის სწამს, ასევე აღნიშნავს ამ დღესასწაულს, იცვამს მოჩვენების კოსტიუმს, თავს საკმაოდ ბედნიერად გრძნობს და ფიქრობს, რომ ეს კარგი შესაძლებლობაა სხვადასხვა როლის მოსარგებად. რა კოსტიუმების ჩაცმას ირჩევს იგი? იგი არ იცვამს შედარებით პოზიტიური ფიგურების კოსტიუმებს, როგორებიცაა სამხედრო ოფიცრები, გენერლები ან გმირები; იგი დაჟინებით ითხოვს კუდიანებისა და ჯადოქრების სამოსის ტარებას. სხვადასხვა ეშმაკივით შემოსილი, რათა აღნიშნოს მოჩვენებების ფესტივალი, იგი თავს ბედნიერად გრძნობს, ეს სახალისოდ მიაჩნია და ვერ აცნობიერებს, რომ ეს არის ის, რაც ღმერთს სძულს და უარყოფითი მოვლენაა ადამიანურ სამყაროში. გულის სიღრმეში ამ ტიპის ადამიანს არ გააჩნია ასეთი უარყოფითი მოვლენების მკაფიო გაგება და არ იცის, როგორ უნდა მოეპყროს ტრადიციული კულტურის ამ საგნებსა და ამ სეკულარულ ტენდენციებს. მას ასევე არ აქვს ჭეშმარიტი გაგება იმისა, თუ ზუსტად ვინ არის თავად და არ იცის, ადამიანია თუ მოჩვენება. მან არ იცის, ადამიანია თუ მოჩვენება, მაგრამ რთულია აიძულო იგი იყოს ადამიანი მაშინ, როცა, თუ სთხოვ იყოს მოჩვენება ან ცხოველი, ეს მისთვის უსაზღვროდ სასიამოვნოა და არასოდეს ამბობს უარს. მაშ, მითხარი, ზუსტად რას წარმოადგენს ამ ტიპის ადამიანი? თუ სთხოვ მათ, იყვნენ სინდისისა და გონების მქონე ადამიანები, ისინი ხშირად გიპასუხებენ: „რა ფასი აქვს სინდისს? ვის ადარდებს დღეს სინდისი? ვის ადარდებს მიჯაჭვულობა და ზნეობრივი სამართლიანობა? ვის ადარდებს ზნეობა?“ მაგრამ თუ სთხოვ მათ, შეიმოსონ და ითამაშონ ჯადოქრის როლი ან ჩაიცვან დინოზავრის კოსტიუმი და ითამაშონ დინოზავრის როლი, ისინი არ შეგეწინააღმდეგებიან და არც უარს იტყვიან. მითხარი, როგორი ადამიანია ეს? თავიანთ ბუნება-არსებაში აქვთ კი მათ მცირედი სიყვარული მაინც ყოველივე დადებითის მიმართ? ეზიზღებათ კი მათ საერთოდ ყოველივე უარყოფითი? თუ დავაკვირდებით იმ ადამიანებს, მოვლენებსა და საგნებს, რომლებსაც ისინი ირჩევენ, აშკარაა, რომ მათ არავითარი სიყვარული არ გააჩნიათ პოზიტიური საგნების მიმართ და არავითარ ზიზღს არ გრძნობენ ნეგატიური საგნების მიმართ. პირიქით, მათ განსაკუთრებულად ეზიზღებათ პოზიტიური საგნები და მათ დაცინვითა და აბუჩად აგდებით ეპყრობიან. რაც შეეხება ნეგატიურ საგნებს — განსაკუთრებით მათ, რომლებიც განსაკუთრებულად პოპულარული და ამჟამად ძალიან მოდურია მანკიერ ტენდენციებში — ისინი დიდად აღფრთოვანებულნი არიან მათით და იწონებენ მათ. კერძოდ, ზოგიერთი ადამიანი ამაყობს იმით, რომ შეუძლია ფეხი აუწყოს მანკიერ ტენდენციებს და ითამაშოს ეშმაკების, ბოროტი სულებისა და ველური მხეცების როლები და გრძნობს, რომ სხვებისგან განსხვავებულია. აშკარაა, რომ ამ ტიპის ადამიანს არ გააჩნია სინდისი და გონიერება; რაც უფრო მეტად მომდინარეობს მანკიერი ტენდენციებიდან, მით უფრო მეტად მოსწონს მას. განსაკუთრებით როდესაც ზოგიერთი აღმოსავლელი ისმენს ადამიანთა საუბარს იმაზე, თუ რა არის პოპულარული დასავლეთში, რა მოსწონთ დასავლელებს და რას იცვამენ და იყენებენ ისინი — იღებს ამ ყოველივეს ყოველგვარი გამჭრიახობის გარეშე და ცდილობს მიბაძოს მას. თუნდაც ეს იყოს რაიმე უკეთური, რაც ეწინააღმდეგება სინდისსა და გონიერებას, და ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ის მაინც იღებს მას. ზოგიერთი ამბობს: „არის ეს უცხოური საგნებისა და მოვლენების თაყვანისცემა და უცხოელების წინაშე პირფერობა?“ ეს არის ის, რასაც ისინი აკეთებენ? (არა, თავის ბუნება-არსებაში მას უბრალოდ მოსწონს ეს უკეთური საგნები.) სწორია. ის გრძნობს, რომ აღმოსავლელებში პოპულარული საგნები არ არის საკმარისად დახვეწილი, ამიტომ ის მიჰყვება დასავლეთში პოპულარულ საგნებს, სურს იყოს უნიკალური და სხვებისგან განსხვავებული; სურს, რომ სხვებმა მაღალი შეფასება მისცენ მას. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ტიპის ადამიანი არ ფლობს ადამიანობის თვისებებს. თუ ვიმსჯელებთ მისი პრეფერენციებითა და მისწრაფებებით და ასევე მისი ფიქრებით, შეხედულებებითა და გამოვლინებებით ყოველ საკითხში, მას არ გააჩნია სინდისი და გონიერება. მისი ფიქრები და შეხედულებები ისეთივეა, როგორიც არაადამიანებისა და ისეთივეც კი, როგორიც ეშმაკებისა და სატანისა. მისი პოზიცია და პერსპექტივა საკითხების შეფასებისას ზუსტად ეწინააღმდეგება და უპირისპირდება ნორმალური ადამიანის პოზიციასა და პერსპექტივას, როგორც ამას ღმერთი მოითხოვს. თუმცა, რადგან ჭეშმარიტი ადამიანები თანდაყოლილად ფლობენ ადამიანურ სინდისსა და გონებას, ისინი შეაფასებენ ნებისმიერ ადამიანს, მოვლენასა თუ საგანს სინდისის გრძნობასა და გონებაზე დაყრდნობით, აირჩევენ მათგან პოზიტიურ საგნებს და გაარჩევენ, რა არის სწორი და არასწორი.

ზოგიერთი ადამიანი აღმოსავლური საზოგადოების გარემოში შეზღუდულია ტრადიციული აღმოსავლური კულტურით და შეუძლია დაიცვას ზოგიერთი აღმოსავლური ტრადიცია. მიუხედავად იმისა, რომ ის არ აკეთებს ზოგიერთ ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება სინდისსა და ზნეობას, გულის სიღრმეში მას მოსწონს ეს საგნები და მოვლენები. ამიტომ, როგორც კი გარემო იცვლება, როგორც კი მას ეძლევა შესაძლებლობა, ის აჩვენებს თავისი ადამიანობის ნამდვილ მხარეს, სრულად იცვლის თავის იერს და ავლენს არაადამიანურ თვისებას. როგორ უნდა აიხსნას ეს არაადამიანური თვისება? იგი გამოიხატება კარგისა და ცუდის გაურჩევლობით, იმის არცოდნით, თუ რა არის სწორი და რა — არასწორი, და ნორმალური ადამიანობის სინდისისა და გონიერების არქონით. როგორც ჩანს ზოგიერთ ადამიანს, როდესაც აღმოსავლეთში იმყოფება, აქვს პატიოსანი სტილი, არის ღირსეული, სათნო და დახვეწილი, განსაკუთრებულად ზრუნავს თავის ოჯახზე და არ აქვს ცუდი რეპუტაცია. მაგრამ როდესაც ის დასავლეთში ხვდება, განსხვავებულია. მას ესმის, როგორ ამბობს ზოგიერთი: „დასავლელები განსაკუთრებულად ღიანი და თავისუფალნი არიან მამაკაცებსა და ქალებს შორის ურთიერთობებში.“ სინამდვილეში ეს არ შეესაბამება ფაქტებს, მაგრამ თავისი ფიქრებისა და წარმოდგენების მიხედვით მათ სჯერათ, რომ როგორც კი დასავლეთში მოხვდებიან, თავისუფალნი არიან და არ უნდა იდარდონ რეპუტაციაზე ან ზნობაზე, ან ტრადიციული აღმოსავლური კულტურის გამონათქვამებზე. ის ფიქრობს, რომ ქალებს არ სჭირდებათ ქალური ღირსების, ხოლო მამაკაცებს — მონოგამიის დაცვა, რომ დასავლეთში ჩასვლის შემდეგ, მას შეუძლია იყოს თავაშვებული საპირისპირო სქესთან და არავინ დასცინებს ან გააკრიტიკებს ამის გამო. მიაჩნია, რომ დასავლური კულტურა სწორედ ასეთია, რომ ეს არის სოციალური ტენდენცია და არავინ ეწინააღმდეგება მას. როგორც კი ის ამგვარად ფიქრს იწყებს, განა ის აღარ მიჰყვება კეთილ გზას? ის, რაც მას ჭეშმარიტად უყვარს თავის ადამიანობაში, მალე გამოაშკარავდება ისევე, როგორც მისი ადამიანობის ნამდვილი სახე. მას შემდეგ, რაც აღმოსავლელები — განსაკუთრებით ჩინელები — დასავლეთში ჩამოდიან, რადგან მათი მეუღლეები თავიანთ სამშობლოში რჩებიან, ხოლო ისინი მარტონი არიან უცხო მიწაზე, უცხო ადამიანებთან ერთად უცხო ადგილას; მათ უწევთ როგორც მუშაობა ისე, ცხოვრება და ზოგიერთი სხვა რთული საკითხის მოგვარება; მათი ცხოვრება საკმაოდ რთულია და თავს ძალიან მარტოსულად გრძნობენ. ამიტომ, შეერთებულ შტატებში ჩინურ საზოგადოებაში პოპულარული გახდა ერთგვარი „ომის დროინდელი წყვილი“ — ეს გულისხმობს დროებითი მეუღლის პოვნას დროებითი ოჯახის შესაქმნელად და ერთად საცხოვრებლად, ერთმანეთის დახმარებასა და მხარდაჭერას ცხოვრებისეულ სირთულეებთან ერთად გასამკლავებლად და ამავდროულად ხორციელი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. რადგან უცხო მიწაზე მარტო თავის გატანა რთულია, ბევრი ადამიანი პოულობს საპირისპირო სქესის წარმომადგენელს ომის დროინდელი წყვილის შესაქმნელად, რათა დაიკმაყოფილოს თავისი სხვადასხვა მოთხოვნილება. ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ზოგიერთი ომის დროინდელი წყვილი მრავალი წლის განმავლობაში იცხოვრობს ერთად, ორივე მხარის მეუღლეები ჩამოდიან, და ეს ორი ოჯახი მეგობრდება კიდეც და ურთიერთობს ერთმანეთთან. ეს არის პრაქტიკა, რომელიც მოდური გახდა არამორწმუნეებში ცხოვრებისეულ სირთულეებთან გასამკლავებლად. მითხარი, არიან თუ არა ღვთის მორწმუნეთა შორის ისეთი ადამიანები, რომლებიც ასეთ რამეებს აკეთებენ? (ზოგიერთ ურწმუნოსაც შეუძლია ამის გაკეთება.) ღვთის მორწმუნეთა შორის ბევრია ისეთი, ვინც არ ეძიებს ჭეშმარიტებას, ასევე არიან ისეთებიც, რომლებიც აშკარად ურწმუნოები არიან და სრულიად არ აინტერესებთ ჭეშმარიტება. ზოგიერთს არც კი გააჩნია სინდისი და გონიერება. როდესაც ეს ადამიანები ისმენენ უარყოფითი მოვლენებისა და საგნების შესახებ, გულის სიღრმეში სინამდვილეში არ გრძნობენ ზიზღს მათ მიმართ; მათ მიაჩნიათ, რომ ეს ყოველივე მისაღებია და ზოგიერთი ტკბება კიდეც მათით. მათ არ ეზიზღებათ ეს საგნები და ფიქრობენ კიდეც: „ეს ძალიან ნორმალურია. ყველა არამორწმუნე ასე იქცევა; ეს ტენდენციაა და არა დანაშაული. პირველ რიგში, ეს არ არის უკანონო. მეორე, ეს არ ხრწნის საზოგადოებრივ ზნეობას. მესამე, ეს ადამიანის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა. ამის გაკეთება სამართლიანი, გონივრული და კანონიერია — რა არის ამაში ცუდი?“ ისინი ფიქრობენ, რომ ეს ნორმალურია. მოდით, ნუ შევეხებით არამორწმუნეებს — თუ ადამიანებს, რომლებსაც სწამთ ღმერთი, შეუძლიათ ასეთი რამის გაკეთება, როგორი ადამიანები არიან ისინი? განა რაღაც რიგზე არ არის მათ ადამიანობაში? (დიახ, ამ ტიპის ადამიანს არ გააჩნია ადამიანობა.) ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ადამიანობა, ძალუძთ ასეთი ამაზრზენი რამის გაკეთება. ადამიანებს, რომლებსაც გააჩნიათ ადამიანობა, ასეთი რამეების გაკეთებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, არც კი შეუძლიათ მიიღონ ამ მანკიერი ტენდენციის ფიქრები და შეხედულებები, და გულის სიღრმეში ეზიზღებათ და სძულთ ისინი. მიუხედავად იმისა, ეს იმისთვის კეთდება, რომ ორივე მხარემ იზრუნოს ერთმანეთზე თუ რაიმე სხვა მიზნით, ადამიანობის სინდისისა და გონიერების პერსპექტივიდან, „ომის დროინდელი წყვილის“ შექმნა არ არის დადებითი რამ. თუ ადამიანმა, რომელსაც სწამს ღმერთის, ისიც კი არ იცის, არის თუ არა ამგვარი რამ დადებითი ან არის თუ არა ეს გონივრული, მაშინ გააჩნია კი მას სინდისი და ადამიანობა? ზოგიერთი ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, არის თუ არა ეს დადებითი, მე მწამს ღმერთის, ამიტომ არ შემიძლია ამის გაკეთება. არამორწმუნეებს არ სწამთ ღმერთი და არ ეშინიათ ღვთის, ამიტომ მათ არ აქვთ გაცნობიერებული, რას აკეთებენ, მაგრამ მე მწამს ღმერთის, ამიტომ არ შემიძლია ამის გაკეთება.“ თუ ის ასე ფიქრობს, ეს ამტკიცებს, რომ მას აქვს ადამიანური სინდისი და გონირება. მიუხედავად იმისა, რომ მან არ იცის, სწორია თუ არა ეს საკითხი, და არც ის იცის, არის თუ არა ეს დადებითი ან რას ამბობს ღმერთი ამის შესახებ, მას შეუძლია გამოიყენოს ადამიანობის ძირითადი სინდისი და გონიერება მის შესაფასებლად. მაშინაც კი, თუ მას არ შეუძლია მკაფიოდ იცოდეს, პოზიტიურია ეს თუ ნეგატიური, მას ძალუძს დაინახოს, რომ ეს საკითხი ეწინააღმდეგება ზნეობასა და ადამიანობას და არ უნდა გაკეთდეს. მას აქვს გამჭრიახობის გარკვეული დონე ასეთი საგნების მიმართ, ამიტომ, როდესაც ასეთი რამ ემართება, ის უარს ამბობს მათზე. შეიძლება ითქვას, რომ ისინი, ვინც უარს არ ამბობენ და შეუძლიათ სრულად მიიღონ ასეთი რამ, არ არიან ადამიანები; მათ არ გააჩნიათ ნორმალური ადამიანობა, სინდისი და გონიერება. ის ფაქტი, რომ მათ შეუძლიათ მიიღონ ეს ყოველივე უარყოფითი, აჩვენებს, რომ მათ საერთოდ არ აქვთ სინდისი და გონიერება, რომ მათ არ გამოუყენებიათ ის მინიმალური სტანდარტი, რაც არის სინდისი და გონიერება, რათა გაერჩიათ, წინააღმდეგობა გაეწიათ ან უარი ეთქვათ ასეთ საგნებსა და მოვლენებზე; ამიტომ აშკარაა, რომ ამ ტიპის ადამიანის ადამიანობაში არის პრობლემა. ზოგი ამბობს: „ამ ტიპის ადამიანის ადამიანობაში არის პრობლემა, მაშ, ის ცხოველთა მოდგმიდან არის თუ ეშმაკთა?“ მიუხედავად იმისა, ცხოველთა მოდგმას მიეკუთვნება თუ ეშმაკთას, მას კრებითად არაადამიანი ეწოდება. როდესაც ის დასავლეთში ჩამოდის და ხედავს, რომ დასავლეთის ქვეყნები განვითარებული, მდიდარი და თავისუფალია, რომ მათი სოციალური სისტემები უფრო მოწინავეა, ვიდრე აღმოსავლეთის ქვეყნებისა, ის ფიქრობს, რომ დასავლეთში ყველაფერი სწორია და უკეთესია, ვიდრე აღმოსავლეთში. ის ფიქრობს, რომ აღმოსავლელები ჩაკეტილები, კონსერვატიულები და გამოუცდელები არიან, მაშინ როცა დასავლელები ღიანი, თავისუფალნი და ცხოვრებისეულად ბრძენნი არიან, და განსაკუთრებულად ღიანი არიან ქორწინების ან სხვადასხვა სქესის წარმომადგენელთა შორის ურთიერთობების მიმართ. ის ფიქრობს, რომ ძალიან ნორმალურია, როდესაც მამაკაცები და ქალები ქუჩაში შეხვედრისას ერთმანეთს ეხუტებიან და კოცნიან. მაგრამ სინამდვილეში დასავლელებს შეხვედრისას ჩახუტების თავისი პრინციპები აქვთ; ისინი უბრალოდ ნებისმიერს არ ეხუტებიან. კერძოდ, ზრდასრულები ამგვარ რამეს ხშირად არ აკეთებენ; ძირითადად ახალგაზრდებს უყვართ ამის გაკეთება. ამისგან განსხვავებით, იქ, სადაც აზიელები იკრიბებიან, ხშირად ნახავთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, განსაკუთრებით კი ხალხმრავალ ქუჩებში, მამაკაცსა და ქალს, რომლებიც სხვადასხვა ინტიმური ქმედებებით არიან დაკავებულნი. შეიძლება ხანდაზმული ადამიანებიც კი შეამჩნიო, რომლებიც ამას აკეთებენ, რისი ყურებაც განსაკუთრებულად ამაზრზენია. შესაძლოა, ზოგიერთმა აზიელმა იმოგზაურა დასავლეთში, ნახა დასავლელების კულტურული ცხოვრება და ეტიკეტი, შემდეგ კი განაცხადა, რომ დასავლელები არიან თავისუფალნი, ღიანი და სექსუალურად განთავისუფლებულნი. ამ განცხადებებზე დაყრდნობით ბევრი აზიელი თვითნებურად წარმოიდგენს ყოველგვარ უკეთურებას თავის გონებაში. სინამდვილეში, თუ შენ ჭეშმარიტად ჩაუღრმავდები დასავლურ საზოგადოებას ან გექნება სიღრმისეული შეხება და ურთიერთობა დასავლელებთან, აღმოაჩენ, რომ ბევრი რამ სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც აზიელები წარმოიდგენენ და ამბობენ. განსაკუთრებით ზოგიერთ რელიგიურ ან უფრო შორეულ თემებში ისინი განსაკუთრებულად კონსერვატიულები და ტრადიციულები არიან და სრულიად განსხვავდებიან აზიელების მიერ გავრცელებული მითებისგან. განცხადებები იმის შესახებ, რომ დასავლელები ძალიან თავისუფალნი არიან სქესთა შორის ურთიერთობების მიმართ, მხოლოდ ხალხის ფანტაზიის ნაყოფია და არა რეალობა. თუ ვინმე მართლაც ასე ფიქრობს და ამ ეგრეთ წოდებულ თავისუფლებას, რომელიც რეალური ჰგონია, საკუთარ თავზე ირგებს, რითაც თვითნებურად აძლევს გასაქანს თავის ხორციელ ვნებებს, მაშინ ეს მისივე პრობლემაა; ამას არავითარი კავშირი არ აქვს რომელიმე საზოგადოების ტენდენციებთან, კულტურასთან ან ტრადიციებთან. ეს არ არის დასავლური კულტურა ან ტრადიციები, რაც მათ შეცდომაში შეჰყავს, არამედ თავად მათ აქვთ პრობლემები. განა ასე არ არის? (დიახ.) როდესაც აღმოსავლელები ახსენებენ დასავლელებს, პირველი, რასაც ამბობენ, არის: „დასავლელები არიან თავისუფალნი, ღიანი და სექსუალურად განთავისუფლებულნი“, რაც იმას გულისხმობს, რომ დასავლეთში ადამიანებს შეუძლიათ მიეცნენ ვნებას ან ინცესტიც კი ჩაიდინონ. ასეთი ფიქრებითა და შეხედულებებით მართულნი აღმოსავლელები დასავლეთში ჩასვლის შემდეგ იწყებენ საკუთარი თავისთვის გასაქანის მიცემას. ისინი თავაშვებულნი ხდებიან არა იმიტომ, რომ მათ ჭეშმარიტად ნახეს ასეთი შემთხვევები და მიბაძეს მათ, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ მათ ბუნებაშია უკეთურების სიყვარული; ისინი უბრალოდ იყენებენ ეგრეთ წოდებულ დასავლურ კულტურას ან დასავლურ ტრადიციებს, როგორც საბაბს თავიანთი ხორციელი ზრახვებისთვის გასაქანის მისაცემად. სინამდვილეში, რადგან ამ ტიპის ადამიანი არ არის პოზიტიური ფიგურა და არ ფლობს ადამიანურ თვისებებს, და რადგან მის თანდაყოლილ ბუნებაშია ყოველივე უარყოფითისა და არასწორის სიყვარული, ის პოულობს სხვადასხვა საბაბსა და მიზეზს, რათა გააკეთოს ისეთი რამ, რაც ეწინააღმდეგება ან მტრულადაც კი არის განწყობილი ყოველივე დადებითის მიმართ. უფრო მეტიც, ის საკუთარ თავს ამართლებს და ფიქრობს, რომ დღესდღეობით ყველა დასავლელი ასეთია. არის ეს რეალური? ის მხოლოდ სისულელეებს აფრქვევს და უსაფუძვლო ბრალდებებს ისვრის! აშკარაა, რომ როდესაც ამ ტიპის ადამიანი ამბობს: „დასავლელები არიან თავისუფალნი, ღიანი და სექსუალურად განთავისუფლებულნი“, მას სინამდვილეში ფარული განზრახვები აქვს — მიაღწიოს თავის მიზანს და გასაქანი მისცეს თავის ვნებებს. რატომ შეუძლია ამ ტიპის ადამიანს ასეთი თავდაჯერებულობით მიჰყვეს ყოველივე უარყოფითს? ერთი მხრივ, მას არ გააჩნია დადებითი და უარყოფითი საგნებისა და მოვლენების სწორი გაგება; როდესაც უცხო საგნებსა და მოვლენებს აწყდება, მას არ შესწევს უნარი, რომ გამოიყენოს ის მინიმალური სტანდარტი, რაც არის სინდისი და გონიერება მათ შესაფასებლად. აშკარაა, რომ ამ ტიპის ადამიანი არ ფლობს ადამიანურ თვისებებს. თუ მას არ ძალუძს დადებითად აღიქვას და მიიღოს აშკარად დადებითი რამ, მაშინ ამ ტიპის ადამიანი ნამდვილად არ ფლობს ნორმალური ადამიანის სინდისსა და გონიერებას. მეორე მხრივ, თუ ადამიანმა არ იცის, რა არის დადებითი საგნები და მოვლენები და რა — უარყოფითი, მაშინ მას აშკარად არ ძალუძს გაარჩიოს კარგი ცუდისგან და სწორი — არასწორისგან. რადგან მას აქვს მცდარი ფიქრები და შეხედულებები მაშინაც კი, თუ ის აკეთებს რაიმე არასწორს ან ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება სინდისსა და გონიერებას, ის საერთოდ ვერ აცნობიერებს ამას. ძალიან აშკარაა, რომ ამ ტიპის ადამიანს არ ძალუძს ერთმანეთისგან განასხვავოს კარგი და ცუდი, სწორი და არასწორი. მას არ გააჩნია ნორმალური ადამიანობისთვის დამახასიათებელი სინდისი და გონიერება და არ იცის, ცხოვრებაში ან არსებობის პროცესში მომხდარი გარკვეული მოვლენები სწორია თუ არასწორი, ვერც საკუთარ სინდისს იყენებს ამ სისწორისა თუ მცდარობის შესაფასებლად. ამიტომ ის ხშირად სჩადის ისეთ არასწორ საქციელს, რომელიც ეწინააღმდეგება სინდისსა და გონირებას; საერთოდ ვერ აცნობიერებს, რომ არასწორი რამ გააკეთა და საკუთარ თავს ამართლებს კიდეც, რადგან მიაჩნია, რომ სწორად მოიქცა და პატიოსანი ადამიანია. განა ეს ყოველივეს თავდაყირა დაყენებას არ ნიშნავს? (დიახ.)

ზოგიერთი ადამიანი ხედავს, რომ სხვების შვილები განსაკუთრებულად ცელქობენ და ამბობს: „რა ცელქი ბავშვია; ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ უვარგისია. როცა გაიზრდება, აუცილებლად უგულებელყოფს წესიერ საქმეს. მისგან რა უნდა დადგეს?“ მაგრამ თუ სხვები ეტყვიან ასეთ ადამიანს, რომ მისი შვილი ცელქია, ის პასუხობს: „მერე რა, რომ ცელქია? ჩემი შვილის სიცელქე მისი ნათელი მომავლის გამოვლინებაა. როცა გაიზრდება, ის შეძლებს სხვებზე მაღლა დადგეს; შესაძლოა მაღალჩინოსანიც კი გახდეს!“ როდესაც სხვების შვილები არიან ცელქები, ის ამბობს, რომ როცა გაიზრდებიან, მათგან არაფერი დადგება, მაგრამ როდესაც საკუთარი შვილია ცელქი, ამბობს, რომ როდესაც გაიზრდება, ნათელი მომავალი ექნება. მისი რომელი განცხადებაა სწორი? (არცერთი.) მაშინ რატომ ამბობს ამას? სამართლიანად საუბრობს? (არა.) ის ფაქტი, რომ მას შეუძლია ასეთი რამის თქმა, აჩვენებს, რომ მას არ გააჩნია სინდისის შეგრძნება. სხვების შვილები ჯერ არც კი გაზრდილან, მაშ, საიდან იცის, რომ მათგან არაფერი დადგება? ის, თუ რა დადგება ადამიანისგან, როდესაც ის გაიზრდება, დამოკიდებულია ღვთის მიერ დადგენასა და იმ გზაზე, რომელსაც ისინი გადიან; როგორ შეიძლება ეს მის ერთ წინადადებაზე იყოს დამოკიდებული! ის ფაქტი, რომ მას შეუძლია ასეთი რამის თქმა, იმაზე მეტყველებს, რომ არ გააჩნია სინდისის შეგრძნება. საქმე ეხება ერთსა და იმავე სიცელქეს, თუმცა საკუთარ შვილზე საუბრისას ის ამას დადებითად წარმოაჩენს, ხოლო სხვის შვილზე საუბრისას — უარყოფითად. არის მისი სიტყვები სამართლიანი? (არა.) მაშინ როგორი ადამიანია სამართლიანი? (სინდისის მქონე ადამიანი.) რა თვისებები აქვს სინდისის მქონე ადამიანს? სინდისის მქონე ადამიანი ფლობს ორ თვისებას: პატიოსნებასა და სიკეთეს. პატიოსნება ნიშნავს მინიმუმ იმას, რომ საუბრისა და მოქმედების დროს ადამიანს მართალი გული უნდა ჰქონდეს. სიტყვები, რომლებსაც ის ამბობს, უნდა იყოს სამართლიანი, ობიექტური და ფაქტებზე დაფუძნებული; ისინი არ უნდა იყოს მიკერძოებული, არ უნდა ემსახურებოდეს ნაკლოვანებების დაფარვას და არ უნდა ეფუძნებოდეს გრძნობებს. როდესაც სხვისი შვილია ცელქი, ის ამბობს, რომ როცა გაიზრდება, არ ივარგებს, მაგრამ როდესაც საკუთარი შვილია ცელქი, ამბობს, რომ როდესაც გაიზრდება, ნათელი მომავალი ექნება. სიცელქის ერთსა და იგივე გამოვლინებას ორივე შემთხვევაში სრულიად განსხვავებულად აღწერს. იტყოდი, რომ ეს ადამიანი პატიოსანია? (არა.) აქვს თუ არა სინდისი ადამიანს, რომელიც მხოლოდ გრძნობებზე დაყრდნობით საუბრობს? (არა.) მხოლოდ ეს ფაქტიც საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ მას არ გააჩნია სინდისი. ის მხოლოდ კარგს ამბობს საკუთარ შვილზე კურთხევითა და კეთილი სურვილებით, მაგრამ სხვის შვილზე საუბრისას წყევლის მათ. ეს ნიშნავს, რომ ის არ არის კეთილი და პატიოსანი. რადგან მას არ გააჩნია სინდისი, მას შეუძლია ასეთი ბოროტგანზრახული სიტყვების თქმა. ასეთი ადამიანი არ საუბრობს სამართლიანად და მხოლოდ უკუღმართ მსჯელობას გამოხატავს. ერთი მხრივ, ეს აჩვენებს, რომ ის არ არის პატიოსანი; მეორე მხრივ კი იმას, რომ ის არ არის კეთილი. ადამიანები, რომლებიც არ არიან კეთილები, სხვათა მდგომარეობას ყოველთვის ცუდად აღწერენ, როგორიც არ უნდა იყოს ის. ისინი ფარული განზრახვებით საუბრობენ და ძალიან უნდათ, რომ სხვებს საქმე ცუდად წაუვიდეთ. მათ ნათქვამში ბოროტგანზრახულობა და სხვების წყევლის სურვილი იგრძნობა. ისინი ყოველთვის ასე საუბრობენ და ამის გამო სინდისი არასოდეს ქენჯნით. ისინი ასე საუბრობენ სხვების საქმეებზე და სხვებსაც ასე ეპყრობიან. მაგალითად, ქალს ქმარი ღალატობს. იმის შიშით, თუ რას იტყვიან სხვები ამის შესახებ, ის ხალხს ეუბნება: „ჩემი ქმარი იმიტომ მღალატობს, რომ ის უბრალოდ ძალიან გამორჩეულია. ის სიმპათიური და ნიჭიერია. დღევანდელ უკეთურ საზოგადოებაში ეს ქალები ისეთი ურცხვნი არიან — პირდაპირ კისრზე ეკიდებიან. ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ის ძალიან გამორჩეულია. ეს იმასაც ამტკიცებს, რომ მასში არ შევმცდარვარ; რა კარგი გემოვნება მაქვს!“ მაგრამ თუ სხვისი ქმარი ღალატობს ცოლს, ის ამბობს: „ეტყობა, რომ წესიერი ადამიანი არ არის. არც ფული აქვს და არც გარეგნობა, მაგრამ მაინც საყვარლებს დასდევს. ნებისმიერი ქალი, რომელიც მასთან რჩება, ბრმაა!“ ის ურჩევს კიდეც ამ ადამიანს, იჩქაროს, მიატოვოს ქმარი და ახალი იპოვოს. ის ადამიანი ეკითხება: „შენი ქმარიც ხომ გღალატობს, მაშ, რატომ არ პოულობ ახალს?“ ის პასუხობს: „ჩემი ქმარი შენი ქმრისგან განსხვავდება. შენი ქმარი ნაძირალაა. ჩემი კი უბრალოდ ძალიან გამორჩეულია და სხვები თავს ახვევიან მას. ჩემს ქმარს სხვა გზა არ ჰქონდა, შენი ქმარი კი აქტიურად ეძებდა საყვარელს.“ ხედავ, რასაც ის ამბობს ყველაფერზე, იცვლება, როდესაც საქმე მას ეხება. ყველაფერი, რაც მას ეხება, საპატიო და განსაკუთრებული შემთხვევაა; ის ამ ყოვლივეს დადებითად აღწერს. მაგრამ როდესაც საქმე სხვებს ეხება, ყველაფერი სხვაგვარადაა; ის ამ ყველაფერს ცუდად აღწერს. მაშინ, თუ ასეთი ადამიანის მშობლებს არ სწამთ ღმერთი, რას იტყვის ის? „მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მშობლებს არ სწამთ ღმერთი, ისინი კარგი ადამიანები არიან წუთისოფელში. არ ჩხუბობენ და სხვებს არ ლანძღავენ, და ეხმარებიან ყველას, ვინც გასაჭირშია. მათ ყველგან იცნობენ, როგორც უკიდურესად კარგ და კეთილ ადამიანებს ღმერთი რომ სწამდეთ, აუცილებლად ჩვენზე უკეთესები იქნებოდნენ!“ თუმცა, როდესაც ზოგიერთი ძმისა და დის მშობლებს არ სწამთ ღმერთი, ის ამბობს: „შენი მშობლები ეშმაკები არიან.“ როდესაც ზოგიერთი ძმისა და დის მშობლებს სწამთ ღმერთი, ის ამბობს: „ღმერთი რომც სწამდეთ, ისინი მხოლოდ სახელად არიან მორწმუნეები და არ ვარგანან. რადგან ღმერთი სწამთ, რატომ არ გიჭერენ მხარს მოვალეობის შესრულებაში?“ როდესაც საქმე საკუთარ თავს ეხება, მისი ნათქვამი იცვლება. ის არასოდეს საუბრობს ობიექტურ ფაქტებზე დაყრდნობით და მისი სიტყვები არასოდეს არის სამართლიანი. მას აქვს ერთი სტანდარტი თავისი საქმეებისთვის და მეორე — სხვების საქმეებისთვის. გულის სიღრმეში მას არ გააჩნია სამართლიანი სტანდარტი ყოველგვარი ადამიანის, მოვლენისა და საგნის შესაფასებლად. ყოველივე, რაც მას ეხება, კარგი და დადებითია და სხვადასხვა გამამართლებელი მიზეზი აქვს; ყოველივე, რაც სხვებს ეხება, უნდა დაიგმოს, დაწყევლილ და უარყოფილ იქნას, და ეშმაკისეული და სატანისეულია. რაც შეეხება მის ოჯახს, ნათესავებსა და მეგობრებს, ისინი ყველა კარგი ადამიანები, ჭეშმარიტი მორწმუნეები და ძმები და დები არიან. მაგრამ როდესაც საქმე ეკლესიაში მყოფ ძმებსა და დებს ეხება, მათ თვითნებურად განიკითხავს და ამბობს, რომ ეს ურწმუნოა, ის არ არის თავდადებული თავისი მოვალეობის შესრულებასთან მიმართებაში და რომ ყველა მათგანი უნდა მოიცილონ. თუ ძმა ან და მცირე შეცდომას უშვებს ან მას უმნიშვნელო პრობლემა აქვს, მაშინვე ჩაეჭიდება ამას, საქვეყნოდ გამოაქვს, შემდეგ კი მკაცრი მზერით ჭკუას არიგებს და ამცირებს მათ. მაგრამ როდესაც მისი ნათესავები აშავებენ რამეს, უბრალოდ ცდილობს სიტუაციის მიჩქმალვას და ყველაფერს აკეთებს მათ ცრუმეტყველებით დასაცავად. არის ეს ადამიანი სამართლიანი? (არა.) ის საერთოდ არ არის სამართლიანი. დძმებთან და დებთან და სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას ის მკაცრი მზერით „იცავს პრინციპებს“ და გრძნობს, რომ ფლობს ჭეშმარიტება-რეალობას. ის ხშირად ტრაბახობს სხვების წინაშე და ამბობს: „შეხედეთ, როგორ ვიცავ პრინციპებს. რა მტკიცე პოზიცია მაქვს. რა კარგად შემიძლია ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება.“ მაგრამ როდესაც საქმე მისი ოჯახის საქმეებს ეხება — ქმარს ან ცოლს, შვილებს, ნათესავებს და მის ძაღლსაც კი — დამოკიდებულება ეცვლება. მაგალითად, თუ მისი ძაღლი უცხოს დანახვისას ყეფს და ნაცნობების სტუმრობისას განურჩევლად იკბინება, ის ამბობს: „შეხედეთ, ეს ძაღლი მართლაც კარგი, ერთგული მცველია. ის რა თქმა უნდა, ჩემი, თავისი პატრონის ერთგულია; ის არასოდეს იცვლება!“ მაგრამ თუ სხვისი ძაღლი ნაცნობის დანახვისას განურჩევლად იკბინება, ის ამბობს: „ეს ძაღლი ბრმაა. არც კი იყურება, ვინ მოვიდა. მას სახლის დაცვის არავითარი პრინციპები არ გააჩნია. რატომ იკბინება ბრმად?“ ის ძაღლების მიმართაც კი არ არის სამართლიანი. როგორი ადამიანია ეს? (ეს არ არის ადამიანი.) ის ფიქრობს, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებს, სწორი და გონივრულია, და რომ ეს თანხვედრაშია ყოვლივე დადებითთან; ის იმასაც კი ფიქრობს, რომ იცავს ჭეშმარიტება-პრინციპებს. მაგრამ როდესაც საქმე ეხება მის მიერ ჩადენილ უსამართლო ქმედებას ან მის მიერ გამოხატულ უკუღმართ მსჯელობას, ის არასოდეს ფიქრობს, რომ ეს არასწორია და არც არასოდეს ასწორებს მას. თუ მას გაკიცხავ ან ამხელ, ის არ იღებს ამას. რა არის საბოლოო შედეგი? ის, რომ ის ჯიუტად ებღაუჭება საკუთარ მტკიცებებსა და ეგრეთ წოდებულ პრინციპებს და ისეც კი იქცევა, თითქოს სამართლიანობის განსახიერებაა და აფასებს ყველა საკითხს. სინამდვილეში, პერსპექტივა და პოზიცია, საიდანაც ის აფასებს საგნების სისწორეს, სრულიად მტრული და საწინააღმდეგოა ჭეშმარიტება-პრინციპებისა, თუმცა თავად ის ამას ვერასოდეს აცნობიერებს. ის აფრქვევს უამრავ ერესსა და მცდარ არგუმენტს, ჯიუტად ებღაუჭება ამ სიტყვებს, ეწინააღმდეგება კიდეც ჭეშმარიტებას და ცდილობს ეკამათოს მათ, ვისაც შეუძლია კარგისა და ცუდის გარჩევა და ჭეშმარიტების გაგება. როგორი ადამიანია ეს? ის უგუნური ადამიანია. მაშინაც კი, თუ ის, რასაც ის აკეთებს და დაჟინებით მოითხოვს, ხალხის თვალში არასწორად არ მიიჩნევა, მათი მრავალი გამოვლინებისა და აშკარა ქმედების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას არავითარ შემთხვევაში არ გააჩნია პატიოსნება, სიკეთე და გონიერება — ადამიანობის ეს თვისებები. თუ უბრალოდ შევხედავთ, როგორ ეპყრობა ის სხვადასხვა ადამიანს, მოვლენასა და საგანს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბავშვს ან ძაღლსაც კი გაუკუღმართებულად აფასებს — რაც არ უნდა ცუდი იყოს მისი საკუთარი ძაღლი, ის მაინც საუკეთესოა მსოფლიოში; და რაც არ უნდა კარგი იყოს სხვისი ძაღლი, მას არ ძალუძს აიძულოს საკუთარი თავი, ერთი კარგი სიტყვა მაინც თქვას მასზე. ის არავითარ შემთხვევაში არ შეაფასებს ადამიანს ან საკითხს სამართლიანად, მით უმეტეს, არ მოეპყრობა მას სამართლიანად. მის ადამიანობაში მხოლოდ გრძნობები და მიკერძოებაა. ის მხოლოდ პირად ინტერესებს და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ადამიანს, მოვლენასა და საგანს იცავს. ამის გარდა, ის გრძნობს, რომ ცხოვრებაში არაფერია ისეთი, რისი გაკეთებაც ღირს. ხალხის ნებისმიერ წრეში თუ ნებისმიერ საქმეში მისი შინაგანი ბუნება ვლინდება იმაში, რომ ყველანაირ ობიექტურ ადამიანს, მოვლენასა და საგანს გაუკუღმართებულ ელფერს აძლევს და მათ არასწორად წარმოაჩენს. ის მათ აფასებს და ეპყრობა სრულად საკუთარი ფიქრებისა და შეხედულებების მიხედვით, ან იმის საფუძველზე, თუ რამდენად სასარგებლოა ეს ყოველივე მისთვის.

ამ ტიპის ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ადამიანური თვისებები, არ გააჩნიათ ადამიანური პატიოსნება, სიკეთე და გონიერება. ამ გამოვლინებებიდან გამომდინარე განა ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა რთული არ არის? (დიახ.) მათთან გამკლავება და ურთიერთობა რთულია. ვერასოდეს აიძულებ მათ, მიიღონ სწორი მოსაზრებები და შეხედულებები, რადგან მათ არ აქვთ უნარი, მიიღონ დადებითი საგნები და მოვლენები. ეს იმას ნიშნავს ნიშნავს, რომ მათ არ გააჩნიათ პირობები სწორი მოსაზრებებისა და შეხედულებების მისაღებად. ამიტომ ბევრ სწორ შეხედულებასა და დადებით რამეს ისინი არასწორად განმარტავენ და აუკუღმართებენ, ხოლო გაუკუღმართების შემდეგ ეს ყოველივე ყალიბდება ამ ტიპის ადამიანებისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა მოსაზრებად, შეხედულებად და მტკიცებულებად. ღმერთი რომც სწამდეთ, რამდენიც არ უნდა ჰქონდეთ წაკითხული ღვთის სიტყვები ან რამდენი ქადაგება და თანაზიარებაც არ უნდა ჰქონდეთ მოსმენილი, ისინი გულის სიღრმეში ყოველთვის საკუთარ მცდარ მოსაზრებებსა და შეხედულებებს ებღაუჭებიან და არასოდეს თმობენ მათ. ღმერთმა ჭეშმარიტებაც რომ მიჰმადლოს მათ, ისინი ვერანაირად ვერ მიიღებენ ღვთისგან სწორ აზრებსა და შეხედულებებს; ვერც იმას რომ ადამიანს ან საქმეს სწორი აღწერილობითა და სწორი გზით მოეპყრონ ან შეაფასონ; თავიანთი ადამიანობის თვისებებზე დაყრდნობით, ისინი ყოველგვარ ადამიანს, მოვლენასა და საგანს მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი მცდარი მოსაზრებებითა და შეხედულებებით მოეპყრობიან და დაჟინებით გააგრძელებენ ასე მოქცევას. ასე რომ, ასეთი ადამიანებისგან შეგიძლია დაინახო, რომ ამპარტავანი და მზაკვრული ხასიათების გარდა, მათ აქვთ კიდევ ერთი აშკარად გამოკვეთილი ხასიათი, რაც არის განსაკუთრებული შეუვალობა. ამის კონკრეტული გამოვლინება ის არის, რომ ისინი განსაკუთრებულად ჯიუტები, უგუნურები, ურჩები და დოგმატურებიც კი არიან. როდესაც ასეთ ადამიანთან ურთიერთობ და განიხილავ ზოგიერთ თემას ან მასთან ურთიერთობისას ერთად აწყდები ზოგიერთ საკითხს, ხედავ, რომ საკითხების წინაშე მისი დამოკიდებულებები და ხასიათები განსაკუთრებულად შეუვალი, ჯიუტი, უგუნური და ურჩია. სწორი საკითხი ან სწორი მოსაზრება და შეხედულება, რომლის მიღებაც ნორმალური ადამიანისთვის აშკარად ძალიან მარტივია, მისთვის ძალიან რთული მისაღები ხდება და მრავალ დაბრკოლებას მოიცავს. ეს გაურკვევლობაში გაგდებს, არ იცი, იცინო თუ იტირო, და გრძნობ, რომ ეს ადამიანი განსაკუთრებულად პრობლემურია: „რატომ ხდება ასეთი მარტივი საკითხი მისთვის რთული პრობლემა? საერთოდ ადამიანია ის?“ მისი იძულება, მიიღოს სწორი საკითხი ან სწორი შეხედულება, ისეთივე დამღლელია, როგორც აიძულო მგელს, რომ უარი თქვას ხორცზე და მის ნაცვლად სხვადასხვა ბოსტნეული ჭამოს. ეს იმის ტოლფასია, რომ მოსთხოვო მას საკუთარი თვისების შეცვლა — ეს ასეთი რთულია. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ რაიმე მცირე საკითხის გამო დიდი დრო დაკარგოთ ახსნა-განმარტებებში და დიდი ძალისხმევა დაგჭირდეთ მის დასარწმუნებლად, რათა ეს საკითხი მიიღოს. თუმცა, როგორც კი სხვა საქმე წამოიჭრება, მისი შეუვალი ბუნება კვლავ იჩენს თავს, თანაც განსაკუთრებით აშკარა ფორმით — ის კვლავ ავლენს თავის უკუღმართ აღქმასა და სიჯიუტეს, ასევე უგუნურებას, ურჩობასა და დოგმატურობას. რაც უფრო მეტი შეხება გაქვს ასეთ ადამიანებთან და უფრო მეტად აკვირდები მათ, აღმოაჩენ, რომ მათი არსი განსხვავდება. რაც შეეხება ასეთი ადამიანების არსს, შესაძლოა უზარმაზარი ძალისხმევის გაღება მოგიწიოს, რათა მიაწვდინო მათ ხმა და ნათლად აუხსნა ზოგიერთი უმნიშვნელო საკითხი და საბოლოოდ დიდი სირთულით მიაღწიო გარკვეულ შედეგებს. თუმცა, როდესაც საქმე ეხება შეხედულებისა და პოზიციის საკითხებს ან მნიშვნელოვან საქმეებს, ვერასოდეს შეძლებ მათთან კომუნიკაციას. ამ დროს მიხვდები, რომ ადამიანებს გააჩნიათ თვისებები და ყველას თვისება განსხვავებულია. თუ ორი ადამიანი ვერ ახერხებს ერთმანეთთან შეუფერხებლად კომუნიკაციას ან ჰარმონიულად თანამშრომლობას და არ ძალუძთ სწრაფად მიაღწიონ ჰარმონიასა და კონსენსუსს თავიანთ შეხედულებებთან მიმართებაში ნებისმიერი საკითხის განხილვისას, მაშინ მათ სხვადასხვა თვისებები გააჩნიათ. რადგან იმ ტიპის ადამიანებს, რომლებმაც არ იციან, რა არის სწორი და რა — არასწორი, თავიანთ ადამიანობასთან მიმართებით არ გააჩნიათ იმის გარჩევის უნარი, თუ რა არის სწორი და რა — არასწორი, ისინი ვერასოდეს გააცნობიერებენ, რატომ არის აშკარად სწორი მოსაზრებები და შეხედულებები, სწორი სიტყვები და სწორი საკითხები სწორი ან რაში მდგომარეობს მათი სისწორე. ისინი იტყვიან: „რატომ არის შენი ნათქვამი სწორი? რატომ არ არის ჩემი ნათქვამი სწორი? მაინც რით არის შენი ნათქვამი სწორი?“ ზოგჯერ იმის დასამტკიცებლად, რომ შენი ნათქვამი სწორია, გიწევს ფაქტების წარმოდგენა და მსჯელობა, მრავალი მაგალითის მოყვანა და მრავალი ანალოგის მოშველიება, დიდ საგონებელში ვარდებით და უდიდეს გონებრივ ძალისხმევას დებთ, რათა მათ ერთ საკითხს ნათლად აუხსნით. როდესაც ამას ბოლოსდაბოლოს შეძლებთ, შემდეგი წამოჭრილი საკითხის გასარკვევად კვლავ დიდი ფიქრი და ბევრი წვალება დაგჭირდებათ. თუ ყოველთვის ასე მოიქცევი, დროთა განმავლობაში აღმოაჩენ, რომ ამის კეთება საბოლოოდ ვერ ცვლის ადამიანის თვისებას და რომ ფუჭ საქმეს აკეთებდი. დიდი ძალისხმევაც რომ გაიღო და დიდი იმედი დაამყარო მათზე, მიღებული შედეგები უმნიშვნელო იქნება, რადგან ვერავინ შეძლებს ადამიანის თვისების შეცვლას. თუ ადამიანმა ისიც კი არ იცის, რა არის სწორი და რა — არასწორი, მაშინ მხოლოდ ერთი ნაბიჯი არსებობს, რასაც შეუძლია მისი თვისების შეცვლა; ეს არის მისთვის საწყის მდგომარეობაში დაბრუნება, რათა ხელახლა მოხდეს მისი რეინკარნაცია. თუ გაუმართლებს, ის ადამიანად რეინკარნირდება; თუ არა და კვლავ რეინკარნირდება, როგორც არაადამიანი, მაშინ მაინც არ არსებობს იმედი, რომ ასეთმა ადამიანებმა იცოდნენ, რა არის სწორი და რა — არასწორი. ეს სწორედ ასეა.

ამ ტიპის ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ადამიანობის თვისებები, სხვებთან ურთიერთობისას კიდევ ერთი მახასიათებელი აქვთ: მათ შეუძლიათ ყველაში სხვადასხვა სახის ნაკლის პოვნა, მაგრამ როდესაც თავად აქვთ იგივე ნაკლი, მას არასოდეს აღიარებენ ნაკლად. მათ უბრალოდ არ ძალუძთ სხვებში რაიმე ძლიერი მხარის ან ღირსების დანახვა; ისინი მხოლოდ მათ ნაკლოვანებებს ეძებენ და მათ სისუსტეებს ააშკარავებენ და ამას იყენებენ საბაბად, რათა თქვან, რომ სხვებს არ შეუძლიათ მათთან ჰარმონიულად თანამშრომლობა და რომ ეს უუნარობა მთლიანად სხვების ბრალია მაშინ, როცა თავად საერთოდ არ მიუძღვით ბრალი და რომ სწორედ სხვებმა უნდა ჩაიხედონ საკუთარ თავში. რა არის აქ პრობლემა? საკუთარი თავის წარმართვისა და საქმეების მოგვარებისას ასეთი ადამიანები ვერასოდეს ახერხებენ, რომ სხვებს გონივრულად მოეპყრონ და ვერც საკუთარ პრობლემებს უდგებიან გონივრული, სწორი და სამართლიანი გზით. თქვენი აზრით, საქმეების მოგვარებისა და ადამიანებისადმი მოპყრობისას მათი დამოკიდებულება სწორია თუ არასწორი? (არასწორი.) მაგრამ იციან მათ ეს? (არ იციან.) ისინი სხვებს ყოველთვის მორალური სიმაღლიდან აფასებენ და უყურებენ. სხვების დანახვის ხედვა და პერსპექტივა ეფუძნება საკუთარი, ვითომდა „სწორისა და არასწორის“ საზომით სხვების განსჯას. ისინი თვლიან, რომ ყველაფერი, რასაც სხვები აკეთებენ, არასწორია და მათზე დაბლა დგას. თუ კამათი წარმოიშობა და ვერ ახერხებენ ჰარმონიულად თანამშრომლობას, მიაჩნიათ, რომ ეს მთლიანად სხვების პრობლემაა და მათ მიერ არის გამოწვეული, რომ სხვებს აქვთ გახრწნილი ხასიათი და რომ სწორედ სხვები უნდა შეიცვალონ და გარდაიქმნან. ისინი სხვებს სხვებს ნაკლოვანებებითა და პრობლემებით აღსავსედ მიიჩნევენ, რომელთაც არცერთი ღირსება არ გააჩნიათ მაშინ, როცა საკუთარ თავს უამრავი ღირსებით დაჯილდოებულად და უნაკლოდ თვლიან. იტყოდი, რომ ასეთ ადამიანებს აქვთ გონიერება? (არა.) აქვს რაიმე დანიშნულება გონიერების არმქონე ადამიანებს? (არა.) მათ უბრალოდ არ ძალუძთ დაინახონ ძლიერი მხარეები და ღირსებები ნებისმიერი ტიპის ადამიანში. პირიქით, ისინი ეჭიდებიან სხვათა ნაკლოვანებებს — რომლებიც, სინამდვილეში, შესაძლოა სულაც არ იყოს ნაკლოვანებები — და აზვიადებენ მათ. სანამ პრობლემები არ წარმოიშობა, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ როგორც კი პრობლემა ჩნდება, ისინი ებღაუჭებიან და არ ეშვებიან მეორე მხარის ნაკლოვანებებს და ამბობენ: „რით ხარ ჩემზე უკეთესი? ჩემზე უკეთესი თუ ხარ, რატომ მოხდა მაინც ეს პრობლემა?“ მათში ღრმად გამჯდარი ურჩობა ამოხეთქავს და მათი ჭეშმარიტი შინაგანი შეხედულებები სრულიად შიშვლდება. ისინი ადამიანებს, მოვლენებსა და საგნებს არასოდეს უყურებენ გონივრულად. მათ თვალში სხვა ადამიანების ნებისმიერი გამოვლინება პრობლემა და ნაკლია. მათი მოსაზრებებითა და შეხედულებებით თუ ვიმსჯელებთ, არცერთი მათგანი არ ვარგა; ყველაფერი არასწორია, ყველაფერი უარყოფითია და ყველაფერი მათთვის განსასჯელად გამოსაყენებელი ბერკეტია. ასეთ ადამიანებთან გამკლავება რთულია. ისინი არ ფლობენ ნორმალურ ადამიანურ სინდისსა და გონიერებას, ამიტომ გულის სიღრმეში მათი ეგრეთ წოდებული „სწორი და არასწორი“ უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ რასაც ისინი სწორად მიიჩნევენ, ის სწორია, და რასაც არასწორად მიიჩნევენ, ის — არასწორია. ისინი ადამიანების, მოვლენებისა და საგნების სისწორეს საკუთარი შეფასებისა და პრეფერენციების საფუძველზე აფასებენ და ასევე საკუთარ ინტერესებზე დაყრდნობით. ისინი არ უყურებენ ადამიანებსა და საგნებს სამართლიანად. ნებისმიერი ადამიანი თუ საგანი და მოვლენა, რომელიც არ მოსწონთ, რომელთანაც შეუთავსებელნი არიან, რომლისგანაც სარგებელს ვერ იღებენ, ან რომელსაც ზემოდან უყურებენ, განზოგადებულია, როგორც არასწორი და ცუდი ყოველგვარი განხილვის გარეშე. ასეთ ადამიანებთან გამკლავება არა მხოლოდ რთულია, არამედ საშიშიც. თუ შენს გარემოცვაში არის ასეთი ადამიანი, როგორც კი სრულად გამოხატავს თავის მოსაზრებებსა და შეხედულებებს, მისი ზნეობა სრულად შიშვლდება. შეგიძლია დაინახო, ზუსტად რა არის მისი სულის სიღრმეში, ზუსტად რა უყვარს, რა არის მისი მოთხოვნილებები და რას ესწრაფვის. მასში ამ ყველაფრი დანახვამ შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე მის მიმართ ზიზღი გაგიჩინოს. რა თქმა უნდა, როდესაც მისი ყველა ეს პრობლემა მჟღავნდება, გექნება პასუხი მის ისეთ გამოვლინებებთან დაკავშირებით, როგორიცაა მისი უკუღმართი აღქმა, სიჯიუტე, უგუნურება, ურჩობა და უკუღმართობისკენ მიდრეკილება, რომლებსაც ის თავისი შეუვალი ხასიათის გამო ავლენს. რაში მდგომარეობს ეს პასუხი? იმაში, რომ ასეთ ადამიანებს არ გააჩნიათ ნორმალური ადამიანობა — ანუ მათ არ გააჩნიათ ადამიანური სინდისი და გონიერება; ისინი არაადამიანები არიან. მათ რომ მცირედი სინდისი და გონიერება მაინც ჰქონდეთ, არ ჩაებღაუჭებოდნენ უკუღმართ მსჯელობას და არ ისაუბრებდნენ მასზე ისე, თითქოს ის სწორი იყოს. ღმერთისადმი რწმენასთან მიმართებაში ამდენი ქადაგების მოსმენის შემდეგ მათ ცოტაოდენი ჭეშმარიტება მაინც უნდა გაეგოთ და საგნებსა და მოვლენებზე მათი შეხედულებები გარკვეულწილად უნდა შეცვლილიყო. მაშ, რატომ უყურებენ ისინი კვლავ საგნებს არამორწმუნეების შეხედულებებით და რატომ ეპყრობიან მცდარ შეხედულებებსა და უკუღმართ მსჯელობას ისე, როგორც სწორსა და ჭეშმარიტებას და გმობენ კიდეც ჭეშმარიტებას, დადებით და სწორ საგნებსა და მოვლენებს, როგორც უარყოფითს? როდესაც მათი მცდარი მოსაზრებები და შეხედულებები მჟღავნდება, იღებ პასუხს. გასაკვირი არ არის, რომ ცხოვრებაში მათ შეუძლიათ თქვან ამდენი რამ, რაც აშავებს თეთრს და ამახინჯებს ფაქტებს — ეს ჭეშმარიტების მიღებაზე მათი სრული უარის თქმის გამო ხდება. რადგან მათ გააჩნიათ თვისება, რომ ზიზღით იყვნენ განწყობილნი ჭეშმარიტებისადმი, სრულიად ლოგიკურია, რომ ისინი ავლენენ ამ საგნებსა და მოვლენებს. ეს არ არის გამოწვეული იმით, თუ როგორ გაზარდეს ისინი მშობლებმა, არც გარემოს გავლენით და მით უმეტეს, არც იმით, რაც საზოგადოებამ ასწავლა მათ; ეს მათი ადამიანური ზნეობაა. ისინი ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ; მათ აქვთ ეს თვისება. ის, თუ რა უყვარს ადამიანს, როგორი სახის ადამიანობას ავლენს, რას ავლენს ბუნებრივად ყოველდღიურ ცხოვრებაში და როგორია მისი ჩვეული მდგომარეობა ცხოვრებაში — ყოველივე ეს დამოკიდებულია ადამიანის თვისებებზე. არავის ძალუძს ადამიანის თვისებების შეცვლა. ზუსტად ისეთია, როგორც გველი: რადგან მას აქვს დაკლაკვნის თვისება, ის არასოდეს იხოხებს სწორ ხაზზე. ზუსტად ისეთია, როგორც კიბორჩხალა: ის გვერდულად დადის და ვიწრო სივრცეშიც რომ მოათავსო, მაინც გვერდულად ივლის. ეს მისი თვისებებია, ხოლო თვისებების შეცვლა შეუძლებელია. თუ ადამიანს არ ძალუძს კარგისა და ცუდის გარჩევა ან იმის ცოდნა, თუ რა არის სწორი და რა — არასწორი, შეიძლება ითქვას, რომ ეს მახასიათებელი არის თვისება, რომელიც მას აქვს. რადგან ისინი ფლობენ ამ თვისებას, ბუნებრივად ავლენენ ბევრ ისეთ რამეს, რაც მას უკავშირდება ყოველდღიურ ცხოვრებაში — ეს ძალიან ნორმალურია.

ზოგიერთმა ადამიანმა, როდესაც საქმე გრძნობებს ან სირთულეებთან გამკლავებას ეხება, ზოგმა ადამიანმა არ იცის, რა არის სწორი და რა — არასწორი. ასევე ზუსტად მათ არ იციან, რა არის სწორი და რა — არასწორი, როდესაც საქმე მამაკაცებსა და ქალებს შორის ურთიერთობას ეხება. მაგალითად, მათ არ იციან, რა დისტანცია უნდა დაიცვან საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას, რა თემებს, შენიშვნებსა და ქცევის მანერებს უნდა აარიდონ თავი ან რა დეტალებს უნდა მიაქციონ ყურადღება ყოველდღიურ საუბარსა და ქცევაში. ამის გაგება რთულია — განა ყველა ნორმალურმა ადამიანმა არ იცის, რომ საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას საზღვრები უნდა არსებობდეს? (დიახ). არის ეს ისეთი რამ, რაც უნდა ისწავლებოდეს? როდესაც ადამიანი ბავშვია, შესაძლოა მშობლებს დასჭირდეთ ამის სწავლება, მაგრამ როდესაც ის თანდათან იზრდება და გონიერი ხდება, ბუნებრივად იგებს ამ საგნებს ისე, რომ არ სჭირდება ოჯახის ან საზოგადოების სწავლება. ეს თანდაყოლილია, განა ასე არ არის? იმის ცოდნა, რომ მამაკაცებსა და ქალებს შორის საზღვრები არსებობს, ადამიანური თვისებაა. ადამიანური თვისებები მოიცავს სინდისსა და გონიერებას, ამიტომ ადამიანებმა ნამდვილად იციან, რას ნიშნავს სირცხვილის გრძნობა. თუ გაქვს სირცხვილის გრძნობა, მაშინ იცი, როგორ მოეპყრო საპირისპირო სქესს. თუ არ იცი და სირცხვილის გრძნობის გარეშე მოქმედებ — არ იცი, ქცევის რომელი გზაა სწორი და რომელი — არასწორი, რომელია შესაფერისი და გონივრული და რომელია გადაჭარბებული და ზღვარგადასული — მაშინ შენს ადამიანობაში არის პრობლემა, რადგან ეს არის ის, რაც ჩვეულებრივმა ადამიანმა ისედაც უნდა იცოდეს. თუ ადამიანს ესმის ეს ყოველივე და ძალუძს მათი დაცვა, მაშინ ის ფლობს ადამიანურ სინდისსა და გონიერებას; თუ ადამიანი ვერ აცნობიერებს ყოველივე ამას და სხვების მხრიდან შეხსენება და შეზღუდვაც კი სჭირდება, მაშინ ამ ტიპის ადამიანს დიდი პრობლემა აქვს. კერძოდ, არსებობს ერთი ტიპის ადამიანი, რომელიც სხვათა გარემოცვაში არ დაჯდება თავისივე სქესის ადამიანებთან, არამედ სპეციალურად დაიკავებს ადგილს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა გვერდით და ძალიან დაუახლოვდება მათ — ის არ ცდილობს ამისთვის თავის არიდებას. როდესაც სხვები მიუთითებენ ასეთ ადამიანს, მას ეს უცნაურადაც კი ეჩვენება და ამბობს: „რა არის ცუდი იმაში, რომ ერთმანეთთან ახლოს ვზივართ? რა შეიძლება გავაკეთოთ საჯაროდ? ზრდასრული ადამიანი ვარ — მჭირდება, შენი მეთვალყურეობა? რატომ გამომარჩევ ყოველთვის მე?“ მას ყოფნის იმის თავხედობა, რომ თქვას: „რა შეიძლება გავაკეთოთ საჯაროდ?“ — აქვს მას რაიმე სირცხვილის გრძნობა? (არა). პრობლემა ის არის, რომ მას რეალურად რაღაც უნდა გააკეთოს? თუ ის, რომ სანამ არაფერს აკეთებს, არ სჭირდება მამაკაცსა და ქალს შორის საზღვრების დაცვა? განა არ არსებობს განსხვავება მამაკაცსა და ქალს შორის? (დიახ). რადგან ასეა, მათ შორის უნდა არსებობდეს საზღვრები და ამ საზღვრების შენარჩუნება განპირობებულია ადამიანში არსებული სირცხვილის გრძნობით. თუ გაგაჩნია სირცხვილის გრძნობა, საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას სრულიად ბუნებრივად დაიცავ საზღვრებს; არ დაგჭირდება სხვათა ზედამხედველობა და არც გარემოსგან შეზღუდვა — ამის გაკეთება თავად შეგიძლია. თუ ეს მცირეოდენი სირცხვილის ნატამალიც კი არ გაგაჩნია და გჭირდება, რომ სხვებმა გიდარაჯონ და მიგითითონ, მაშინ შენნაირი ადამიანი დიდ საფრთხეშია. ზოგიერთი ადამიანი განსაკუთრებულად არასერიოზულად ეკიდება მამაკაცესა და ქალს შორის არსებულ საკითხებს, ხშირად თვალს უკრავს და ეპრანჭება საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს და ხელებს უფათურებს. კერძოდ, ზოგიერთ ადამიანს განსაკუთრებულად უყვარს საპირისპირო სქესის წარმომადგენლების წინაშე თავის მოწონება. რაც უფრო მეტი საპირისპირო სქესის წარმომადგენელია გარშემო, მით უფრო ველურები და აღგზნებულები ხდებიან ისინი და მით უფრო აქტიურად იწონებენ თავს. სხვებს ეს შეუფერებლად და უღირსად მიაჩნიათ, თუმცა მათ ეს პრობლემად არ მიაჩნიათ და არც სინდისის ქენჯნას გრძნობენ. ნაცვლად ამისა, ისინი ფიქრობენ: „ეს ძალიან ნორმალურია. განა ასე არ უნდა იყოს მამაკაცსა და ქალს შორის? განა ქალი მამაკაცისთვის არ მოევლინა ამ ქვეყანას? და მამაკაცი — ქალისთვის? რა არის ცუდი იმაში, რომ ერთად ცოტა გაერთონ? განა ეს ბედნიერება არ არის? ისე სერიოზულად ცხოვრება, როგორც თქვენ ცხოვრობთ, ძალიან დამღლელია! განა არ გაგიგიათ ხალხის ნათქვამი: „მამაკაცისა და ქალის ერთად მუშაობა ტვირთს ამსუბუქებსო“?“ ხედავ, მათთვის ნებისმიერი ფიქრი ან შეხედულება მისაღებია. კერძოდ, ისინი სრულად იღებენ ამ მცდარ ფიქრებსა და შეხედულებებს, თუმცა მათთვის საერთოდ მიუღებელია დადებითი განცხადებები და ნაცვლად ამისა, ეწინააღმდეგებიან, აბათილებენ და უარყოფენ მათ. თუ მათ რამეს შეახსენებ, ეს აღიზიანებთ, შენს მიმართ გულში სიძულვილს გრძნობენ და მტრულად განეწყობიან. ისინი არავის რჩევას არ იღებენ და ჯიუტად აგრძელებენ ასე მოქცევას. ზოგიერთმა ადამიანმა შესაძლოა წამიერად დაკარგოს კონტროლი ან დაუდევრობას მიეცეს და ხანდახან ოდნავ თავაშვებულად მოიქცეს. თუმცა, სხვების შეხსენების გარეშეც, ისინი შინაგანად უხერხულობას გრძნობენ და მიაჩნიათ, რომ მომავალში ფრთხილად უნდა იყვნენ. ეს არის ის გამოვლინება, რომელიც სინდისისა და გონიერების მქონე ადამიანს უნდა ჰქონდეს. მაგრამ ეს სხვა ტიპის ადამიანი უკვე ძალიან შორს წავიდა და ზღვარს ძალიან გადაცდა; ის უკვე ეძლევა ხორციელ ვნებას. ბევრ ადამიანს არ ძალუძს ამის ყურება. თუ ის ასე გააგრძელებს, საკუთარ თავს საფრთხეს შეუქმნის და ღვთის მიერ ზიზღით უარყოფილი და მოკვეთილი იქნება. თუმცა მას ეს არ ადარდებს და ამბობს: „რა საფრთხე შეიძლება ახლდეს ავხორცობას?“ ის სინამდვილეში საერთოდ ვერ აცნობიერებს ამას. ზოგიერთ ოციოდე წლის ქალს არასერიოზული ურთიერთობა აქვს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან უდა ღამეს მამაკაცების სახლებში ათევს. ეს რომ გამჟღავნდეს, მათ რეპუტაციას გაანადგურებს, თუმცა ეს რატომღაც არ ადარდებთ. გააჩნია ასეთ ადამიანს სირცხვილის გრძნობა? (არა). მას საერთოდ არ აქვს სირცხვილის გრძნობა. მამაკაცი იქნება თუ ქალი, თუ ადამიანს გულის სიღრმეში არ აქვს დაწესებული ქვედა ზღვარი საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობის საკითხებთან მიმართებაში და არ იცის სიტყვა „სირცხვილის“ მნიშვნელობა, მაშინ ეს სრულად ადასტურებს, რომ მას არ გააჩნია ადამიანური თვისებები. თუ ადამიანი ფლობს ადამიანობის თვისებებს და ის ზოგჯერ უშვებს შეცდომას საპირისპირო სქესთან დაკავშირებით ან ზღვარს გადადის, ის მთელი ცხოვრება ინანებს ამას. ყოველთვის, როდესაც ამაზე გაიფიქრებს, სახეზე ალმური მოედება და გულში მსუბუქ ჩხვლეტას იგრძნობს; ის იგრძნობს უხერხულობასა და შფოთვას, არ მოუნდება ამ საკითხის კვლავ წამოჭრა და იმედი ექნება, რომ მსგავსი რამ მომავალში აღარასოდეს განმეორდება. ის, რაც მან გააკეთა, მუდმივ ლაქად დააჩნდება. ჩვეულებრივ ადამიანებს გააჩნიათ სირცხვილის გრძნობა და ქვედა ზღვარი აქვთ დაწესებული საპირისპირო სქესთან ურთიერთობის საკითხებთან მიმართებაში; ისინი გააკონტროლებენ და მოთოკავენ საკუთარ თავს და არ ჩაიდენენ ასეთ რამეს. წამიერად რომც დაკარგონ კონტროლი და შეცდომა დაუშვან საპირისპირო სქესთან მიმართებაში, ისინი სინანულს იგრძნობენ. არ გაამწვავებენ თავიანთ შეცდომას, არ მისცემენ თავს უფლებას აჰყვნენ ვნებებს და დეგრადირება განიცადონ მაშინაც კი, როცა გარემო ამის საშუალებას აძლევთ; ნაცვლად ამისა, ისინი თავს შეიკავებენ. როგორ მიიღწევა ეს? ეს არის ის კარგი შედეგი, რომელსაც იღებ შენი სინდისისა და გონების მიერ შეზღუდვის შედეგად. შენი სინდისი და გონება შეგზღუდავს და გმართავს და დაგიწესებს ქვედა ზღვარს, რაც ასევე არის შენი მინიმალური სტანდარტი ასეთ საკითხებთან გასამკლავებლად; ანუ ისინი ისინი დაგეხმარება, რომ არ გადააბიჯო ამ ქვედა ზღვარს და თავი შეიკავო მსგავსი ქმედებისგან. როგორც კი სისუსტე ან რაიმე განსაკუთრებული მიზეზი აიძულებს ადამიანს, რომ დროებით ვერ სძლიოს თავის ლტოლვას და ამით შეცდომა დაუშვას საპირისპირო სქესთან მიმართებაი, ის გულის სიღრმეში იგრძნობს ზიზღსა და სიძულვილს საკუთარი თავის მიმართ და შეიძლება მთელი ცხოვრება სინანულმაც კი გატანჯოს — ეს მეორედ აღარ განმეორდება ამ ცხოვრებაში. თუმცა, ადამიანურობას მოკლებული ხალხი საერთოდ არ ადარდებს მსგავსი რამეების ჩადენა. ისინი ამას ყველგან აფიშირებენ კიდეც და სხვებს ეჯიბრებიან, თუ ვინ ჯობნის, რადგან თვლიან, რომ ეს ნიჭი და უნარია, რომ ამას შარმი ჰქვია, რომ ეს უპირატესობის მოპოვებაა — და რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება სისულელე იქნებოდა. თუ ასეთ ადამიანებს შესაძლებლობა მიეცემათ, კვლავ ჩაიდენენ მსგავს რამეს? პასუხი ცალსახად დადებითია — ისინი ამას აუცილებლად გააკეთებენ. მათ არასოდეს სწყდებათ გული მსგავსი რამეების ჩადენის გამო, არამედ პირიქით, ამით თავს იწონებენ. განა ეს ამაზრზენი არ არის? (ამაზრზენია). ისედაც საკმარისად გულდასაწყვეტია, რომ სინანულს არ გრძნობენ, მაგრამ ამით თავის მოწონება კიდევ უფრო მეტად ამაზრზენია. ის, რასაც ისინი აკეთებენ, სხვებში ზიზღს იწვევს, თუმცა თავად სირცხვილის ნატამალიც არ გააჩნიათ; ასეთი ადამიანები არ არიან ღირსნი, რომ მათ ადამიანი ეწოდოთ. ისინი ხშირად სჩადიან ასეთ სამარცხვინო საქმეებს და მაინც არ გრძნობენ სირცხვილს, სინანულს ან წუხილს და თუ მომავალში მიეცემათ შესაძლებლობა ან შესაბამისი პირობები შეიქმნება, მათ კვლავ ჩაიდენენ —— ეს არის სირცხვილის გრძნობის არქონის გამოვლინება. მაშინ მითხარით, თუ ასეთი ადამიანი არ იყენებს ჭეშმარიტებას პრაქტიკაში, იგრძნობს ის წუხილს ან დანაშაულს? (ვერა). სწორია, ისინი ვერც წუხილს იგრძნობენ და ვერც დანაშაულს. რატომ არის ასე? (რადგან მათ არ გააჩნიათ სინდისი ან გონიერება). როდესაც საქმე სამარცხვინო რამეების კეთებას ეხება, სინდისისა და გონიერების არმქონე ადამიანი არ გრძნობს სირცხვილს ისეთი რამის კეთებისას, რასაც არამორწმუნეებიც კი სამარცხვინოდ მიიჩნევდნენ და არც წუხს ამის გამო. მაშასადამე, კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ წუხილი იგრძნონ, როდესაც აკეთებენ ისეთ რამეებს, რაც ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება, არა? (დიახ). არამორწმუნეთა თვალში ჭეშმარიტების პრაქტიკაში არგამოყენება და ჭეშმარიტების არძიება ძალიან ნორმალურია; ეს არ მიიჩნევა სამარცხვინოდ და არც ადამიანური ზნეობის წინააღმდეგ წასვლად მიიჩნევა, რადგან ადამიანთა უმეტესობა ასეთია. ამრიგად, ეს არ აიძულებს ამ ტიპის ადამიანს, რაიმე იგრძნოს. თუ რიგითი ადამიანი გაისხვლება იმის გამო, რომ ვერ იყენებს ჭეშმარიტებას პრაქტიკაში და ეწინააღმდეგება პრინციპებს, რადგან მას აქვს სინდისი და გონიერება, მას გულში ექნება დანაშაულის გრძნობა და სინდისი შეაწუხებს. მაგრამ როდესაც სინდისისა და გონიერების არმქონე ადამიანი სჩადის უსირცხვილო საქციელს ან ისეთ რამეს, რაც სხვებში ზიზღსა და სიძულვილს იწვევს, ის არ გრძნობს უხერხულობას ან შფოთვას. მისი გადმოსახედიდან განა სრულიად ნორმალური არ არის, რომ არ გამოიყენოს ჭეშმარიტება პრაქტიკაში? ის საერთოდ ვერ აცნობიერებს ამას, ამიტომ ასეთი ადამიანები უიმედონი არიან.

მითხარი, ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც ძალუძს დაინახოს და გაარჩიოს, რა არის სწორი და არასწორი, მართებული და მცდარი? შეხედეთ თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს, მათ შორის, ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს და შემდეგ — დებსა და ძმებს. ამ ადამიანთა შორის ბევრია თუ ცოტა ისეთი, ვისაც ძალუძს გაარჩიოს და დაინახოს, რა არის კარგი და ცუდი, რა არის მართებული და მცდარი (ძალიან ცოტა). არც ისე ბევრია ისეთი, ვისაც ძალუძს იცოდეს, რა არის მართებული და რა — მცდარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ წუთისოფელში ცოტაა მართალი და კეთილი ბუნების მქონე ადამიანი, ცოტაა ისეთი, ვინც სამართლიანი და ობიექტურია თავის საუბარსა და ქმედებებში, არ სჩადის ბოროტებას და ცოტაა ისეთი, ვინც გონივრულად საუბრობს და არ იყენებს უკუღმართ მსჯელობას. განსაკუთრებით არამორწმუნეთა შორის ასეთი ადამიანები ძალიან ცოტანი არიან. ნებისმიერ არამორწმუნესთან შეხებისას მხოლოდ მისი საუბრის მოსმენაც კი საკმარისია იმის გასაგებად, თუ როგორი ადამიანია. არამორწმუნეთა სიტყვებში ძალიან ბევრი უზუსტობა და სიყალბეა. მათი უმეტესობა არ საუბრობს სამართლიანად და ობიექტურად; ისინი საკუთარ გრძნობებზე დაყრდნობით და მხოლოდ საკუთარი ინტერესების დასაცავად ლაპარაკობენ. რა არასწორი სიტყვებიც არ უნდა თქვან ან რა არასწორი საქმეებიც არ უნდა გააკეთონ, გულის სიღრმეში ისინი საერთოდ ვერ აცნობიერებენ ამას. როგორც ღვთის მორწმუნემ, თუ ადამიანმა არამორწმუნის მსგავსად არ იცის, რა არის მართებული და რა — მცდარი თავის სიტყვებსა თუ ქმედებებში — და მიუხედავად იმისა, რომ სიტყვები, რომლებსაც ის ამბობს და შეხედულებები, რომლებსაც ის ებღაუჭება, არასწორია, ის მაინც ბრმად აგრძელებს მათ დაჟინებით მტკიცებას, არასწორ შეხედულებებს დადებითად და ჭეშმარიტებად მიიჩნევს და ასეთ შეხედულებებს ჭეშმარიტებისა და ღვთის სიტყვების ჩასანაცვლებლადაც კი იყენებს — არსებობს ასეთი ადამიანის გადარჩენის იმედი? (არა). ზოგიერთ ადამიანს ოცი ან ოცდაათი წელი ან მთელი ცხოვრების მანძილზეც კი სწამს ღმერთი, მაგრამ მათ არასოდეს იციან, რა არის დადებითი და რა — უარყოფითი და არც ის აქვთ ოდესმე გარკვეული, თუ რა არის მართებული და რა — მცდარი. სანამ მათთვის რაღაც სარგებლის მომტანია, ეს მოსწონთ და იცავენ; თუ მათთვის სარგებელი არ მოაქვს, ამბობენ, რომ ის ცუდია, არასწორია და უარყოფენ მას. ისინი დღემდე ამქვეყნიური ურთიერთობების ასეთი ფილოსოფიითა და დამოკიდებულებით ცხოვრობენ, თუმცა მაინც აცხადებენ, რომ სწამთ ღმერთი და სურთ გადარჩენა — განა ეს სასაცილო არ არის? (დიახ). ისინი ასევე აცხადებენ, რომ ღვთის მიმდევრები და ღვთის მოწმეები არიან. რისი გამოყენება შეუძლიათ მათ ღვთის დასამოწმებლად? მათ ისიც კი არ იციან, რა არის სწორი და რა — არასწორი, თუმცა აცხადებენ, რომ სურთ ღვთის დამოწმება — განა ეს სრული სისულელე არ არის? გამოიყენებდა ღმერთი ასეთ დაბნეულ ადამიანებს მის დასამოწმებლად? (არა). ასეთი ადამიანების მიერ მისი დამოწმება ღვთისთვის სირცხვილი იქნებოდა. ისინი ვერასოდეს გრძნობენ, რომ რაიმე, რასაც ღმერთი აღასრულებს, სწორია. მათი ფიქრებითა და შეხედულებებით თუ შევაფასებთ, ბევრი რამ, რასაც ღმერთი აკეთებს, არ შეესაბამება მათ ფიქრებსა და შეხედულებებს, არც მათ წარმოდგენებს და რა თქმა უნდა, არც მათ ხორციელ ინტერესებს. ხშირად ღვთის სიტყვები ან ღვთის საქმე ეწინააღმდეგება მათ სურვილებს, მათ პირად წადილსა და ამბიციებს და მათ ყოველგვარ პირად ინტერესს. ამიტომ ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც ათი ან ოცი წლის მანძილზე სწამს ღმერთი, ძალიან რთულია ათქმევინო ერთი გულიდან წამოსული სიტყვა მაინც, რომ ყოველივე, რასაც ღმერთი აღასრულებს, სწორია და შეცდომებისგან თავისუფალია. შეიძლება ითქვას, რომ მათ გულებში რაღაც არის დაფარული. რადგან მთელი ამ წლების მანძილზე სწამდათ ღმერთი, ისინი ფლობენ უშუალო გამოცდილებას: გრძნობენ, რომ მათი სურვილები არ დაკმაყოფილდა; სურდათ ყოფილიყვნენ თანამდებობის პირები, მაგრამ ვერ გახდნენ; სურდათ კურთხევის მიღება, მაგრამ ვერ მიიღეს. თითქოს ღვთის სახლი მათ უსამართლოდ ეპყრობა. მათ გულებში აქვთ წყენა და უსამართლობის განცდა, რომლის გამოხატვაც სურთ, მაგრამ არ ძალუძთ; ეშინიათ, რომ თუ ხმას ამოიღებენ, შეურაცხყოფენ ღმერთს, სხვებს მათ წინააღმდეგ გამოსაყენებელ ბერკეტს მისცემენ ან ვერ შეინარჩუნებენ თავიანთ კარგ იმიჯს ადამიანების გულებში. ამრიგად, ისინი ბევრ რამეს გულში იკლავენ. მხოლოდ ის, რომ ისინი ამას ხმამაღლა არ ამბობენ, არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ გააჩნიათ ფიქრები ან გარკვეული რამეები გულში. და რა არის ეს ეგრეთ წოდებული „რამეები“? ეს არის არა ამ ადამიანთა პოზიტიური წვდომა და ცოდნა ღვთისა და მისი საქმის შესახებ, არამედ მათი გაუგებრობა, ურჩობა და წყენა ღვთის მიმართ ისევე, როგორც ის უსამართლობა, რომელიც, მათი აზრით, განიცადეს და რომელიც დაგროვდა ამდენი წლის განმავლობაში ღვთისადმი რწმენისას. მაგრამ რადგან ის, ვისიც სწამთ, ღმერთია, ისინი ვერ ამბობენ ამას. რატომ არის მათ გულებში ამდენი რამ, რისი თქმაც არ შეუძლიათ? ამასაც თავისი მიზეზი აქვს. მხოლოდ ეს ფაქტიც საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ მათ ნამდვილად არ ესმით ჭეშმარიტება მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია სწამთ ღმერთი. ღვთისადმი რწმენისას სერიოზულად არ ეკიდებიან ჭეშმარიტების ძიებას. რაც არ უნდა შეემთხვეთ, არ აღიქვამენ ყოველივეს ღვთის სიტყვების მიხედვით და არც ჭეშმარიტებას ეძიებენ პრაქტიკის გზის საპოვნელად. მათ არასოდეს მიუღიათ ღვთის სიტყვები, როგორც ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ისინი არ უფრთხილდებიან და არ აფასებენ ჭეშმარიტებას და არც იმას ეკიდებიან სერიოზულად, თუ როგორ გამოიყენონ ჭეშმარიტება პრაქტიკაში. ღვთის რწმენაში გატარებული მრავალი წლის განმავლობაში ისინი ყოველთვის ღვთის საპირისპიროდ იდგნენ, გულდასმით იკვლევდნენ, აკვირდებოდნენ და ეჭვქვეშ აყენებდნენ ღვთის სიტყვებს, ეწინააღმდეგებოდნენ კიდეც ღვთის სიტყვებს ან აფასებდნენ და განიკითხავდნენ ღვთის სიტყვებსა და საქმეს თავიანთი ეგრეთ წოდებული სწორი შეხედულებებით. ასე რომ, მრავალი წლის განმავლობაში ღვთისადმი რწმენის შემდეგ ისინი ბოლოს და ბოლოს გულიდან ამბობენ ასეთ რამეს: „რა მივიღე ღვთისადმი რწმენით?“ ეს გულისხმობს იმას, რომ მათ არაფერი მიუღიათ ღვთისადმი რწმენით. გულის სიღრმეში სჯერათ, რომ ამ წლების განმავლობაში ღვთის სახლში თავიანთი მოვალეობის შესრულებისას ბევრი ტანჯვა გადაიტანეს და დიდი მსხვერპლი გაიღეს, მაგრამ მათი სურვილი კურთხევის მიღებისა და დიდებისა თუ გამორჩენის ძიების სურვილი არ დაკმაყოფილდა. ზოგიერთს ისიც კი მიაჩნია, რომ ღმერთმა არ გამოასწორა ის უსამართლობა, რომელიც მათ განიცადეს, ამიტომ ისინი შინაგანად გრძნობენ ურჩობას, წყენას და სავსენი არიან გულისწყრომით. კურთხევის მიღებისა და თავიანთი დანიშნულების ადგილის გამო მათ სხვა გზა არ აქვთ გარდა იმისა, რომ განაწყენებულებმა შეასრულონ თავიანთი მოვალეობის მცირე ნაწილი და გააკეთონ მცირეოდენი საქმე ღვთის სახლში, მაგრამ საბოლოოდ, მათი იმედები ცრუვდება და ისინი ვერაფერს იღებენ. არსებობენ ასეთი ადამიანები? ასეთი ადამიანების გარკვეული ნაწილი მაინც არსებობს. ის, რომ მათ არაფერი მიუღიათ მრავალი წლის განმავლობაში ღვთისადმი რწმენის შემდეგ, მათივე პრობლემების ბრალია. მათ არ გააჩნიათ ჭეშმარიტების წვდომის ან გაგების უნარი; ისინი მიჰყვებიან ღმერთს და ასრულებენ თავიანთ მოვალეობას კურთხევის მიღების განზრახვით. მიუხედავად იმისა, რომ მათ გულწრფელად გაიღეს გარკვეული ძალისხმევა, გაიღეს დიდი მსხვერპლი და ბევრი ტანჯვა გადაიტანეს, ისინი არასოდეს დაინტერესებულან იმ სიტყვებით, რომლებსაც ღმერთი ამბობს ან იმ ჭეშმარიტებებით, რომლებსაც ღმერთი გამოხატავს. მათ არასოდეს მიუღიათ ისინი თავიანთ გულებში და არც ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება მოკიდებიან სერიოზულად. ამიტომ მათ არასოდეს იციან, ფლობენ თუ არა ჭეშმარიტება-რეალობას. ისინი ფიქრობენ: „ჩვენ ძალგვიძს ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარება და ვაცნობიერებთ ზოგიერთ ჭეშმარიტებას, მაშ, როგორ შეიძლება ითქვას, რომ არ ვფლობთ ჭეშმარიტება-რეალობას?“ თუმცა მათ არ ძალუძთ დაწერონ ერთი ნამდვილი გამოცდილებითი დამოწმებაც კი; მაშ, სად არის მათი ეს ჭეშმარიტება-რეალობა? მათი ქმედებები და საქმეები კვლავ ისეთივეა, როგორიც არამორწმუნეებისა; უბრალოდ მათი ქცევა ოდნავ შეიცვალა არამორწმუნეებთან შედარებით. საკუთარი თავის წარმართვის გზებითა და მეთოდებით და ყოველ საგანსა და მოვლენაზე თავიანთი ფიქრებითა და შეხედულებებით — განსაკუთრებით დადებით და უარყოფით საგნებთან და იმასთან მიმართებით, თუ რა არის მართებული და რა — მცდარი — მათ არასოდეს შეუხედავთ საგნებისთვის ღვთის სიტყვებზე ან ჭეშმარიტებაზე დაყრდნობით. ნაცვლად ამისა, ისინი ყველაფერს საკუთარი ფიქრებითა და შეხედულებებით აღიქვამენ. მათ სჯერათ, რომ ყოველივე, რაც მოსწონთ, დადებითია და ყოველივე, რაც სძულთ, უარყოფითია. ისინი არასოდეს აფასებენ ადამიანებსა და საგნებს ღვთის სიტყვებზე დაყრდნობით, არასოდეს ეძიებენ ჭეშმარიტებას ან იღებენ ჭეშმარიტებას იმ ადამიანებთან, მოვლენებსა და საგნებთან მიმართებაში, რომლებსაც აწყდებიან — ისინი უბრალოდ მიჰყვებიან საკუთარ ილუზიებს, რათა იმოქმედონ, იცხოვრონ და შეასრულონ თავიანთი მოვალეობა საკუთარი სურვილების, განზრახვებისა და პრეფერენციების მიხედვით. მიაჩნიათ, რომ მათი უნარი, უარი თქვან საგნებზე, გაიღონ ძალისხმევა, გადაიტანონ ტანჯვა და გაიღონ მსხვერპლი, ნიშნავს იმას, რომ მათ უკვე დიდი წვლილი შეიტანეს ღვთისთვის; ფიქრობენ, რომ სწორედ ამას ნიშნავს ღვთისადმი რწმენა და რომ ეს არის ჭეშმარიტების ძიება. მათ თავიანთ გულებში საკუთარი წარმოდგენით შექმნილი ღმერთის სწამთ და ჭეშმარიტებასაც საკუთარი გზით ესწრაფვიან. როდესაც ისინი გაისხვლებიან იმის გამო, რომ თავიანთი მოვალეობის შესრულებისას ყოველთვის თვითნებურად და დაუფიქრებლად მოქმედებენ საკუთარი ნების მიხედვით ან როდესაც მათ არ იყენებენ მნიშვნელოვანი ამოცანებისთვის ღვთის სახლში, ისინი გულგატეხილობასა და იმედგაცრუებას გრძნობენ. საბოლოოდ ისინი ყოველივეს ერთ განცხადებად აჯამებენ: „რა მივიღე ამდენი წლის განმავლობაში ღვთისადმი რწმენის შედეგად?“ მათ მართლაც არაფერი მიუღიათ. მიზეზი, რის გამოც მათ არ მიუღიათ ჭეშმარიტება, არის ის, რომ ისინი არ ეძიებენ ჭეშმარიტებას; ამაში ღმერთს ვერ დავადანაშაულებთ. ეს იმიტომ ხდება, რომ ღმერთი არ ავლენს მიკერძოებას ადამიანთა მიმართ, და არც ჭეშმარიტება. ვერ მიიღე ჭეშმარიტება არა იმიტომ, რომ ღმერთმა არ მოგცა შესაძლებლობა ან იმიტომ, რომ არ მოგასმენინა თავისი სიტყვები, არამედ იმიტომ, რომ მოისმინე ღვთის სიტყვები, თუმცა არ ფიქრობ, არ მსჯელობ, პრაქტიკაში არ იყენებ და არ განიცდი მათ. სწორედ იმიტომ, რომ არ გიყვარს ჭეშმარიტება, არ იღებ მას. ღმერთს არ დაუხუჭავს შენთვის თვალები და არ დაუკეტავს შენი გული; პირიქით, სწორედ შენმა პრეფერენციებმა და შენმა აბსურდულობამ დაკეტა შენი გული ისე, რომ არ ძალგიძს ჭეშმარიტების მიღება. ვერ მიიღე ჭეშმარიტება არა იმიტომ, რომ ღმერთმა არ მოგაწოდა იგი, არამედ იმიტომ, რომ არასოდეს გიყვარდა ღვთის სიტყვების კითხვა და გულით არ იღებ ღვთის სიტყვებს ან ჭეშმარიტებას. საკუთარ რწმენასა და შეხედულებებს ეპყრობი როგორც ჭეშმარიტებას, რათა ეძიო და დაემორჩილო მათ — გსურს, რომ ადამიანებმა თაყვანი გცენ როგორც ღმერთს? ღვთის სიტყვები და ღვთის საქმე შენთვის მხოლოდ ფორმალობაა, ფორმულაა; საერთოდ არ ეძიებდი ჭეშმარიტებასა და სიცოცხლეს. ასე რომ, შენი ღვთისადმი რწმენა მხოლოდ ერთი გზით შეიძლებოდა დასრულებულიყო — იმით, რომ მართლაც არაფერი მიგიღია. რატომ არ მიგიღია ჭეშმარიტება? ეს არა იმიტომ, რომ ღმერთმა არ მოგანიჭა მადლი, არამედ იმ გზის გამო, რომელსაც ადგახარ. ღმერთმა მოგცა მრავალი შესაძლებლობა და გულწრფელად და მოთმინებით შეგაგონებს და გეხმარება, მაგრამ ყურადღებას არ აქცევ. არც გასხვლას იღებ. ყოველთვის ეძიებ კურთხევის მიღებას ან რეპუტაციასა და სტატუსს და არასოდეს ნებდები. შენი საბოლოო მარცხი ჭეშმარიტების მიღებაში მთლიანად განპირობებულია იმ გზით, რომელსაც მიჰყვებოდი. შენ არ გივლია ჭეშმარიტების ძიების გზით. ამას არავითარი კავშირი არ აქვს ღმერთთან. ღმერთი არ ავლენს მიკერძოებას ადამიანთა მიმართ და არც ჭეშმარიტება. როგორიც არ უნდა იყოს შენი თვისება, სანამ ადამიანი ხარ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჭეშმარიტების აღქმის შენი უნარი ჩვეულებრივ ადამიანზე ოდნავ ნაკლებია, თუკი მაინც ძალგიძს ღვთის სიტყვებს გულით მოუსმინო, მიიღო ისინი და პრაქტიკაში განახორციელო — მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მხოლოდ გარკვეული დოგმები გესმოდეს და ზოგიერთ წესს იცავდე — მაინც შეგიძლია რაღაცის შეძენა. ადამიანთა უმეტესობას შეუძლია ამის გაკეთება, მაშ, რატომ არ შეგიძლია შენ? სხვები ისევე უსმენენ ქადაგებებს და ასრულებენ თავიანთ მოვალეობას; მაშ, რატომ ძალუძთ მათ ჭეშმარიტების მიღება, თავიანთი მოვალეობის სტანდარტის შესაბამისად შესრულება, და თავიანთი გახრწნილი ხასიათის მოშორება და ღვთისადმი დამორჩილება, შენ კი — არა? ღმერთმა მოგიწყო გარემო შენი მოვალეობის შესასრულებლად იმ იმედით, რომ ჩაწვდებოდი ჭეშმარიტებას და შეძლებდი მის პრაქტიკაში გამოყენებას. ღმერთს ხელი არ შეუშლია შენთვის, მაგრამ თავად ყოველთვის ხარბად ესწრაფვი ყოველივე ამქვეყნიურსა და ხორციელ სიამოვნებას, არ ჭამ და არ სვამ ღვთის სიტყვებს, გძულს და უარყოფ ჭეშმარიტებას შენს გულში. იცავ სატანის ფილოსოფიას, სწავლებასა და ცოდნას, როგორც დადებითს და როგორც ჭეშმარიტებას მაშინ, როცა უგულებელყოფ ღვთის სიტყვებსა და ჭეშმარიტებას, და მიიჩნევ მათ შენს მტრად, შენს საპირისპიროდ. რაკი გულით არ გიყვარს ჭეშმარიტება, რატომ გწამს ღმერთი? გწამს ღმერთი, მაგრამ არ უსმენ ღვთის სიტყვებს და არ იღებ ღვთის სიტყვებს — შეგიძლია მაინც გქონდეს გადარჩენის იმედი? არ იღებ ჭეშმარიტებას და არ იშორებ შენს გახრწნილ ხასიათს; მაშ, როგორ შეგიძლია გადარჩე? არ იღებ ღვთის სიტყვებს და არ ეძიებ ჭეშმარიტებას, თუმცა მაინც გსურს, რომ ღმერთმა მიგიღოს და გაღიაროს; ეს ფუჭი ოცნებაა; ასე არაფერი გამოვა; არ იღებ ღვთის სიტყვებს და არ იღებ ჭეშმარიტებას; ასე რომ, ეს ნიშნავს, რომ შენს გულში ღვთისთვის ადგილი არ არის. მხოლოდ უფრო და უფრო დაშორდები ღმერთს. უბრალოდ არამორწმუნეს დაემსგავსები; შენთვის შეუძლებელი იქნება ხსნის მიღწევა.

ზოგიერთ ადამიანს სინამდვილეში არასოდეს მიუღია ღვთის სიტყვები გულის სიღრმეში; ისინი ღვთის ერთ სიტყვასაც კი არ იღებენ. როდესაც ღვთის სახლი არ აწინაურებს ან არ იყენებს მათ, ისინი ჩივიან: „რატომ არ მოვწონვარ ღმერთს? რატომ არასოდეს მაწინაურებს ღვთის სახლი ან რატომ არ მაყენებს მნიშვნელოვან პოზიციაზე? მესმის ზოგიერთი ჭეშმარიტება, გამაჩნია მისწრაფებები და მტკიცე ნება და მზად ვარ დავიხარჯო ღვთისთვის! განათლებული ვარ, მაქვს ძალა, შემიძლია ტანჯვის ატანა და მსხვერპლის გაღება — მაშ, რატომ არ მაძლევს ღვთის სახლი შანსს? ჩემდამი ასეთი მოპყრობა უსამართლობაა! სხვები იღებენ შესაძლებლობებს, მე რატომ არა? ღმერთი არ არის სამართლიანი!“ მაშინ რატომ არ უყურებ, შეესაბამები თუ არა ღვთის სახლში არსებულ პრინციპებს ადამიანთა დაწინაურებისა და გამოყენების შესახებ? გული დახურული გაქვს ღვთისთვის და ეწინააღმდეგები იმ სიტყვებს, რომლებსაც ღმერთი ამბობს — შეისისხლხორცე ის, რასაც ღმერთი ამბობს? რაიმეს კეთებისას ეძებდი ღვთის სიტყვას? შენ არ უსმენ იმას, რასაც ღვთის სიტყვა ამბობს; არასოდეს ეძიებ ღვთის განზრახვებსა თუ ჭეშმარიტება-პრინციპებს; მაშ, როგორ შეიძლება ღვთის სახლმა გამოგიყენოს? ღმერთმა რომც შეგიქმნას გარემო და ღვთის სახლმა მოგცეს შანსი, რომ დაწინაურდე და გამოგიყენონ, რომელი საქმის შესრულებას შეძლებდი ჯეროვნად? რომელი საქმის ტვირთის ტარებას შეძლებდი? ასეთი ადამიანი ეკლესიის საქმისთვის რომ გამოეყენებინათ, ის აუცილებლად მიჰყვებოდა საკუთარ ნებას და დაუფიქრებლად ჩაიდენდა ბოროტმოქმედებას და გამოიწვევდა ჩაშლასა და არეულობას, რაც მხოლოდ ერთ რამემდე მიგვიყვანდა: ის განიდევნებოდა. არსებობს ორი მიზეზი, რის გამოც ადამიანები განიდევნებიან: ერთი არის ის, რომ ადამიანი არის ცრუ წინამძღოლი, რომელსაც არ შეუძლია რეალური საქმის კეთება, ხოლო მეორე არის ის, რომ ადამიანი არის ანტიქრისტე, რომელიც დაუფიქრებლად სჩადის დანაშაულს, ყველაფერს თავისებურად აკეთებს და არც ეკლესიის საქმეს უდგას მხარში და არც ღვთის სახლის ინტერესებს იცავს. საბოლოოდ, ორივე უნდა განიდევნოს. არასოდეს იღებ ჭეშმარიტებას, ზიზღით ხარ განწყობილი ღვთის სიტყვების კითხვის მიმართ, გული დახურული გაქვს ღვთისთვის და არ ეძიებ ჭეშმარიტება-პრინციპებს საქმის კეთებისას. ღმერთს წყალობაც რომ მოეღო შენზე და შანსი მოეცა, ხოლო ღვთის სახლს დაეწინაურებინე და საქმე მოენდო, შენ მაინც ვერ შეძლებდი ამ საქმის ჯეროვნად შესრულებას და ვერც პასუხისმგებლობას აიღებდი საკუთარ თავზე დამოუკიდებლად. საბოლოო ჯამში, მაინც განიდევნებოდი. იმედოვნებ, რომ ღვთის სახლი დაგაწინაურებს და საქმეს მოგანდობს, მაგრამ გაქვს დადებითი განწყობა? თუ შენი მიზანი არ არის მოვალეობის შესრულება, ჭეშმარიტების მოპოვება და ღვთის სიყვარულისთვის სანაცვლოს მიგება, მაშინ შენი მენტალიტეტი მხოლოდ ამბიციებისა და სურვილებისგან შედგება; ეს გამოწვეულია შენი ამპარტავანი ხასიათის გამოვლენით და ღმერთი არ იწყნარებს ამას. მითხარი, შენნაირი გამოვლინებების მქონე ადამიანის გამოყენებას თუ გაბედავდა ღვთის სახლი? შენთვის რაიმე რომ მოენდოთ, ეს მხოლოდ პრობლემებსა და ზიანს მოუტანდა ეკლესიის საქმეს. არაფრის კარგად გაკეთება არ ძალგიძს, და როდესაც რამეს აკეთებ, რამდენიმე ადამიანს უწევს სიტუაციის გამოსწორება და არეულობის დალაგება. ამიტომ ღვთის სახლი ვერ ბედავს შენს გამოყენებას. ეკლესიის საქმის თითოეული მიმართულება საკმაოდ მნიშვნელოვანია — შეგიძლია ის იტვირთო? თუ რამე არასწორად წავა, შეგიძლია პასუხისმგებლობის აღება? არ ძალგიძს საქმის ჯეროვნად შესრულება და ამ ტვირთის აღება, მაგრამ მაინც გინდა, რომ ღვთის სახლმა მნიშვნელოვანი თანამდებობა მოგანდოს — ეს საკმაოდ დიდი ამბიციაა! თუ მართლა გინდა დაწინაურდე და ეკლესიის საქმეზე იყო პასუხისმგებელი, მაშინ რატომ არ ფიქრობ იმაზე, რომ აღიჭურვო მეტი ჭეშმარიტებით და გაიგო მეტი ჭეშმარიტება? ნუ იქნები ღვთის სიტყვების მტერი. უარი თქვი შენს ეგრეთ წოდებულ სწორ ფიქრებსა და შეხედულებებზე და გულმოდგინედ იკითხე ღვთის სიტყვები. შენ ხომ მორჩილების ნატამალიც არ გაგაჩნია ღვთის სიტყვის მიმართ, მის მიღებაზე რომ არაფერი ვთქვათ. თუ ღვთის სიტყვას არ იღებ, მაგრამ მაინც გინდა დაწინაურდე ღვთის სახლში და აკეთო ეკლესიის საქმე, მაშინ რამდენიმე დღესაც ვერ გაძლებ, რომ არ განიდევნო. ამ ტიპის ადამიანებს გულის სიღრმეში თითქოს საკუთარი მისწრაფებები გააჩნიათ, მაგრამ ეს მისწრაფებები არასოდეს სრულდება და მათი გულებიც ვერასოდეს პოულობს კმაყოფილებას. მიუხედავად იმისა, რომ მათ სწამთ ღმერთი და მრავალი წლის განმავლობაში ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს ღვთის სახლში და შეუძლიათ ბევრ რამეზე უარის თქმა და თავგანწირვა, რადგან მათი გულები ყოველთვის დახურულია ღვთისთვის და მათ აქვთ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ჭეშმარიტების მიმართ, ისინი გრძნობენ, რომ ამდენი წლის განმავლობაში ღვთის რწმენის შემდეგ არაფერი მოუპოვებიათ. მე ვამბობ: „რასაც ამბობ, სრული სიმართლეა; მართლაც არაფერი მოგიპოვებია.“ ამდენი წლის განმავლობაში ღვთის რწმენის შემდეგ ჭეშმარიტად რომ მოგეპოვებინა რაიმე ჭეშმარიტება, ეს მართლაც ძვირფასი იქნებოდა. შენში მართლაც რომ ყოფილიყო ეს საგანძური, მაშინ ღვთის სახლს ჭეშმარიტად მოეწონებოდი და დაგაფასებდა. სამწუხაროდ შენ არ ხარ ასეთი ადამიანი. ის, რაც მოიპოვე, არ არის ჭეშმარიტება და არც საგანძურია; პირიქით, შენი გონება სავსეა წყენით, დაუმორჩილებლობით, უკმაყოფილებითა და ჩივილით. ამბობ, რომ არაფერი მოგიპოვებია და ეს სწორია; ეს ჭეშმარიტად ასეა. ჭეშმარიტებას მართლა რომ ჩასწვდომოდი და მოგეპოვებინა, მაშინ შენს გულში არ იქნებოდა წყენა, უტიფრობა, ჩივილი და სხვა მსგავსი უარყოფითი რამ. ნაცვლად ამისა, გექნებოდა ღმერთის რწმენა, ღვთის შემეცნება, ღვთის განზრახვის გათვალისწინება, ღვთისადმი მორჩილება და ღვთისმოშიშება — ანუ ყოველივე დადებითი. სამწუხაროა, რომ შენში დადებითი კი არა, მთლიანად უარყოფითი რაღაცებია. თუმცა ებღაუჭები მათ და ფიქრობ, რომ ეს ყოველივე ყველაზე ძვირფასია; სანამ მათ ებღაუჭები, ფიქრობ, რომ მართალი ხარ და გაქვს საბაბი. ეს სულელური აზრია. ეს შენი ბრაზი, სიძულვილი, განსჯა, უტიფრობა და წყენა არ არის ჭეშმარიტება. ეს ყოველივე სატანისგან მომდინარეობს; ეს არის სატანის გახრწნილი ხასიათიდან წარმოქმნილი ავთვისებიანი სიმსივნეები. გამოსავალი უნდა იპოვო მათ მოსაშორებლად. ეს ყოველივე ვერც ხსნას მოგიტანს და ვერც ჭეშმარიტების მიღებაში დაგეხმარება, რომ ღვთის წინაშე გულახდილი და გაშიშვლებული წარსდგე, რათა გახდე ჭეშმარიტი ქმნილება და მიიღო შემოქმედის მეუფება, წარმართვა და განგება. პირიქით, თუ ყოველთვის აფასებ ამ ყოველივეს და უარს არ ამბობ მათზე, ეს მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ ღმერთს სულ უფრო და უფრო დაშორდები, და შინაგანად სულ უფრო მეტად დაბნელდები და დაეცემი. საბოლოოდ, ეს მიგიყვანს იქამდე, რომ ღვთისადმი სულ უფრო ნაკლები რწმენა გექნება და სულ უფრო მეტად ზიზღით განეწყობი ღვთის სიტყვის, საქმის, მოთხოვნებისა და ხასიათი-არსის მიმართ. გწამს ღმერთი, მაგრამ თანდათან სულ უფრო და უფრო შორდები მას; ეს არ არის კარგი ნიშანი. შენთვის ეს არის უბედურება, რომელიც სრულ დაღუპვას მოგიტანს. უნდა შეცვალო ეს მდგომარეობა და არ გამოეკიდო ამ ყოველივეს. თუ ჩაებღაუჭები ამ ყოველივე უარყოფითს, ეს მხოლოდ დაღუპვისკენ წაგიყვანს. აჯობებდა, ეს საგნები სააშკარაოზე გამოგეტანა გასაანალიზებლად, უარი გეთქვა მათზე და მიგეღო ჭეშმარიტება. ზოგი ამბობს: „განა არ თქვი, რომ ჩვენი ტიპის ადამიანებს ჭეშმარიტების მიღების უნარი არ აქვთ?“ მართალია, შენ არ გაგაჩნია ჭეშმარიტების მიღების უნარი, მაგრამ ახლა გეუბნები: წყენა, უკმაყოფილება, უტიფრობა, აღშფოთება, სიძულვილი და განსჯა, რომლებიც შენშია, არის ის ყოველივე, რაც ღმერთს ეწინააღმდეგება. თუ გესმის ეს და შეგიძლია ამოიცნო შენში არსებული პრობლემები, უარი უნდა თქვა ამ ყოველივეზე. ზოგიერთი ამბობს: „მე არ მესმის ჭეშმარიტება, ამიტომ არ ვიცი, როგორ ვთქვა უარი.“ მაშინ იცი, როგორ დაიცვა წესები? უბრალოდ გააკეთე ის, რასაც ღვთის სიტყვა გეუბნება. მაგალითად, შეგიძლია თავი შეიკავო ბოროტების კეთებისგან? შეგიძლია თავი შეიკავო ღვთის განსჯისგან? შეგიძლია მეტი კეთილი საქმის კეთება? შეგიძლია თავი შეიკავო ბოროტმოქმედთა მიყოლისგან? შეგიძლია გული გადაუშალო ღმერთს? შეგიძლია განაცხადო პრობლემების შესახებ ღვთის სახლში, როდესაც მათ აღმოაჩენ? შეგიძლია გულით ისაუბრო ღმერთთან ლოცვისას? შეგიძლია თავი შეიკავო მოვალეობის ზერელედ შესრულებისგან? თუ შეგიძლია ამ საგნების გაკეთება, მაშინ ჯერ კიდევ არსებობს შენთვის იმედი. თუ ამ ყოველივეს გაკეთებაც კი არ ძალგიძს, მაშინ სიმართლეს გეტყვი: განწირული ხარ. წინ არა სინათლე, არამედ სიბნელე გელოდება. კვლავაც სატანის კუთვნილი ადამიანი ხარ და ვერ გადარჩები.

ადამიანს ჭეშმარიტება რომც არ ესმოდეს, თუ მას სინდისი და გონიერება გააჩნია, მაშინ გარკვეულწილად ძალუძს გაარჩიოს, რა არის მართებული და რა — მცდარი, რასაც არ უნდა წააწყდეს. თუმცა, ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სინდისი და გონიერება, ბევრ საკითხთან მიმართებაში ვერ აცნობიერებენ, რა არის მართებული და რა — მცდარი, რის გამოც სხვები მათ ძალიან უცნაურებად თვლიან. როდესაც ადამიანები მათთან ურთიერთობენ ან საქმეებს აგვარებენ, მათთან საქმის დაჭერა შეუძლებელია და ბევრი სიტყვა მათ ყურამდე საერთოდ ვერ აღწევს. უფრო მეტიც, მათი ფიქრები და შეხედულებები ძალიან უჩვეულო და რადიკალურია და ადამიანებს ისინი წარმოუდგენლად მიაჩნიათ, თითქოს მათ არასოდეს უცხოვრიათ ადამიანურ სამყაროში. მათ არ ესმით ბევრი ისეთი რამ, რაც საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც სწორი; არა მხოლოდ არ შეუძლიათ მათი მოწონება ან მიღება, არამედ შეუძლიათ უკუღმართი მსჯელობისა და მწვალებლური აზრების მთელი წყებაც კი გადმოაფრქვიონ. კერძოდ, ზოგიერთი მათგანი ადამიანთა წრეში ხშირად ხლართავს ფარულ ინტრიგებს, თესავს შუღლს, ამახინჯებს ფაქტებს და ცრუობს. თითქოს ყოველდღიურად არავითარი წესიერი საქმე არ აქვთ; ან ამ ადამიანს განსჯიან ან იმ საკითხს და ამით სიამოვნებას იღებენ. მაშინაც კი, თუ არავინ აქცევს ყურადღებას მათ ნათქვამს და არავინ ინტერესდება ამ ყოველივეთი, ისინი მაინც არასოდეს იღლებიან მათი თქმითა და კეთებით. მუდამ შუღლს აგდებენ ადამიანთა შორის, ზურგს უკან განიკითხავენ სხვებს, ამახინჯებენ ფაქტებს და ცრუობენ. როდესაც საქმე მათ სასიკეთოდ არ წყდება, ბუზღუნებენ, ჩივიან და ზურგს უკან განსჯიან კიდეც ადამიანებს. მათი ცხოვრება მთლიანად ამ ყოველივეთი არის მოცული. ვერასოდეს დაინახავ, რომ საკუთარ გაგებაზე ატარებდნენ თანაზიარებას — ან ღვთის სიტყვებიდან მიღებულ ნათლის მოფენასა და სინათლეზე ან ყველას უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას გარკვეულ საკითხში. რაც უფრო მეტად ჩამოვარდება საუბარი მსგავს წესიერ თემებზე, მით უფრო დუმდებიან, ყოველგვარ ინიციატივას კარგავენ, უხალისოდ გამოიყურებიან და ენერგიის მოკრებას ვერ ახერხებენ. ის, რითაც ისინი გატაცებულნი არიან, არის შუღლის ჩამოგდება და ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯება. რაიმე საკითხის განხილვისასაც კი ისინი არამორწმუნეებივით იქცევიან და მას მტყუან-მართლისა და სწორი-არასწორის პრიზმიდან უყურებენ; არასოდეს განიხილავენ რაიმე საკითხს ნორმალური ადამიანური სინდისისა და გონიერების კუთხით. ადამიანთა შორის ისინი ყოველთვის კოღოების, ბუზების ვირთხების და ა.შ. როლებს თამაშობენ, აფორიაქებენ და აფერხებენ მათ ნორმალურ ცხოვრებას. როგორც კი ხმას ამოიღებენ და თავის შეხედულებებს გამოხატავენ, ან რამეს შეაფასებენ და განიკითხავენ, ადამიანები გულში ზიზღსა და შფოთს გრძნობენ, ხოლო ზოგიერთი სულიერად სუსტი ადამიანი, ვისაც ჭეშმარიტება არ ესმის, საერთოდ შეცდომაში შეჰყავთ და ზღუდავენ კიდეც. ისინი ადამიანთა წრეში არასოდეს თამაშობენ დადებით როლს; ყოველთვის ჭორაობენ, ამახინჯებენ ფაქტებს და ცრუობენ; საუბრობენ ადამიანის ნაკლოვანებებზე და შემდეგ იმაზე, თუ რა გააკეთა იმ ადამიანმა. თუმცა თავად არასოდეს უჩნდებათ განცდა, რომ ასეთი საქციელით რამეს აშავებენ; პირიქით, სჯერათ, რომ ადამიანმა სწორედ ასე უნდა იცხოვროს და მხოლოდ ამგვარი ცხოვრებითაა შესაძლებელი ბედნიერებისა და თავისუფლების პოვნა. ამ არასწორ ცხოვრების წესსა და საქმისადმი მიდგომას ისინი სწორად მიიჩნევენ — ისეთ ცხოვრებად, როგორიც ნორმალური ადამიანობის მქონე ადამიანს შეეფერება და არ იღებენ ამას, როდესაც სხვები სხლავენ და ამხელენ მათ. თუ მათი მიდგომა ადამიანთა გარკვეულ წრეში არ ამართლებს, ისინი სხვა წრეში გადაინაცვლებენ, რათა იპოვოთ თავიანთი ჯურის ადამიანები — სხვები, რომლებიც იზიარებენ მათ ბინძურ აზროვნებას — რათა მათთან ერთად განსაჯონ მართალი და მტყუანი. როგორც კი თანამოაზრეს იპოვიან, გრძნობენ, რომ მათი ცხოვრების ყოველი დღე ძალიან ბედნიერი და სასიხარულოა. ნებისმიერ გარემოში როლი, რომელსაც ეს ადამიანები თამაშობენ, არის ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯება, შუღლის ჩამოგდება, ადამიანთა გადაბირების მცდელობა, ადამიანთა შეწუხება და მათზე თავდასხმა. თუ ჰკითხავ მათ, რა ფარული განზრახვები ამოძრავებთ ამის კეთებისას და რა მიზნის მიღწევა სურთ, თავადაც ვერ ხსნიან ნათლად, რატომ აკეთებენ ამას. შესაძლოა, მათ არ ჰქონდეთ მკაფიო მიზანი, თუმცა მათი ყოველდღიური ყოფა სავსეა ამ გამოვლინებებითა და პრაქტიკით. მითხარი, რა არის ასეთი ადამიანების თვისება? თუ იტყვი, რომ ამის კეთებისას მათ ფარული განზრახვები აქვთ, ათასგვარ მიზეზს მოგიძებნიან: „არ მინდოდა ვინმესთვის ხელი შემეშალა მოვალეობის შესრულებაში, არც ვინმეს შეწუხება მიფიქრია და არც ღვთის სახლის საქმიანობის შეფერხება. განა არ შემიძლია უბრალოდ ვთქვა ის, რაც გულში მაქვს?“ როდესაც მათ ამხელ, დაუმორჩილებლები ხდებიან; ჯიუტად აგრძელებენ ასე მოქცევას, თავისას არ იშლიან და სურთ, სხვებს შორის სწორედ ასე იცხოვრონ. მიუხედავად იმისა, ვის განსჯიან ან რა ფაქტებსა და სიცრუეს ამახინჯებენ, არის თუ არა მათი ცხოვრებისა და საკუთარი თავის წარმართვის გზა სწორი? (არა). თუმცა მათ ეს სიამოვნებას ანიჭებთ. იტყოდი, რომ ასეთი ადამიანების პრობლემა ძალიან სერიოზულია? (დიახ). ისინი ზრდასრულები არიან, მაგრამ მაინც არ იციან, რომელი სიტყვები და რომელი ქმედებებია სწორი, ღირებული, აზრიანი და წესიერი საქმისთვის დამახასიათებელი და არ იციან, რომელი ქმედება ნიშნავს წესიერი საქმის უგულებელყოფას — ამ ტიპის ადამიანები, ფაქტობრივად, ხულიგნები არიან და არა ნორმალური ადამიანები. მიუხედავად იმისა, აწუხებენ თუ არა სხვებს, რადგან ისინი ყოველდღე თავაშვებულად სჩადიან დანაშაულს ისე, რომ არ იციან, სწორად იქცევიან თუ არასწორად და ფაქტების დამახინჯებასა და განხეთქილების თესვას წესიერ საქმედ მიიჩნევენ და თან სინდისის ქენჯნას საერთოდ არ გრძნობენ, იტყოდი, რომ მათ აქვთ ადამიანობა? მათ ჭეშმარიტად რომ ჰქონდეთ ნორმალური ადამიანობა, უნდა იცოდნენ, რა არის ის პრინციპები, რომლებიც მართავს საუბარსა და მოქმედებას, და მით უმეტეს, უნდა იცოდნენ, რომ საკუთარი თავის წარმართვისას ადამიანს უნდა ესმოდეს ჭეშმარიტება, და რომ ეს ადამიანის უდიდესი საჭიროებაა. თუმცა, მათ არ იციან, რა სჭირდება ადამიანს ან რა უნდა გააკეთოს. მათ არ აქვთ ნორმალური ადამიანობა; ისინი მხეცები არიან. ზოგიერთი მხეცზე უარესიც კია. შეხედე კატებს: მათ დღისით სძინავთ და ზოგჯერ თამაშობენ, ხოლო როცა ბნელდება, თაგვების დასაჭერად მიდიან. თაგვები მავნებელია ადამიანებისთვის, ამიტომ მათი დაჭერით კატები ადამიანებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებენ. ან შეხედე, როგორ ცხოვრობენ ძაღლები. პატრონებთან თამაშის გარდა, ძაღლები სახლს იცავენ. როგორც კი უცხო ადამიანი გამოჩნდება, ისინი ყეფას იწყებენ, რათა პატრონი გააფრთხილონ და სახლი დაიცვან. როდესაც პატრონს ისინი გარეთ გაჰყავს, მის გვერდით რჩებიან და თუ უცხო ადამიანი მიუახლოვდება, ისინი იცავენ თავიანთ პატრონს. ისინი ასრულებენ სახლის დამცველისა და მეთვალყურის როლს. იქნება ეს კატა თუ ძაღლი, ყველას შეუძლია წესიერი საქმის კეთება. რა თქმა უნდა, ცხოველები ამას სინდისის მამოძრავებელი ძალის გამო კი არ აკეთებენ, არამედ ინსტინქტით. როდესაც ღმერთმა ისინი შექმნა, მან შექმნა ეს ინსტინქტი და მათ დააკისრა ასეთი მისია; ისინი ერთგულად ასრულებენ თავიანთ მისიას და არავის ძალუძს ამის შეცვლა. ცხოველებსაც კი შეუძლიათ თავიანთი პასუხისმგებლობების შესრულება და წესიერი საქმის კეთება. თუ ადამიანი ხარ, სულ მცირე, სინდისითა და გონიერებით უნდა იმართებოდე. ადამიანს გულში უნდა ჰქონდეს სტანდარტები და ქვედა ზღვარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს ყოველდღე, რომელი ქმედებები უკავშირდება ჭეშმარიტებას და რომელი ქმედებები წარმოადგენს წესიერი საქმის უგულებელყოფას. ამ სტანდარტებისა და ამ ქვედა ზღვრის სწრაფად გაზომვა შესაძლებელია ადამიანობის სინდისისა და გონიერების გამოყენებით. მაგალითად, იყო თავაშვებული და შეუკავებელი, გიყვარდეს ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯება და ა.შ. — როგორი ადამიანები აკეთებენ ამას? ნორმალურ ადამიანებს შეუძლიათ გააცნობიერონ: „ეს ის არის, რასაც აკეთებენ უსაქმურები და ხულიგნები, რომლებიც უგულებელყოფენ წესიერ საქმეს. ნორმალური ადამიანები ზედმეტად დაკავებულნი არიან წესიერი საქმეებით; ვინ გააკეთებდა ამას? ამაში არავითარი აზრი არ არის! გარდა ამისა, ფაქტების დამახინჯება, სიცრუე და შუღლის ჩამოგდება უარყოფითი და მცდარი რამაა. თუ ადამიანებს აქვთ სინდისი და გონიერება, მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთონ ეს. ხანდახან შეიძლება იყოს რაიმე განსაკუთრებული გარემოება — ვიღაცამ გაწყენინოს — და ცხელ გულზე რამდენიმე სიტყვა წაიბუზღუნო, მაგრამ ეს შენი ყოველდღიური ცხოვრების წესად ვერ იქცევა; ამას წესიერ საქმედ ვერ ჩათვლი!“ ეს არის ის, რისი გაზომვაც შესაძლებელია ნორმალური ადამიანის სინდისისა და გონიერების გამოყენებით, ამიტომ მათ შეუძლიათ თავი შეიკავონ ამის კეთებისგან. მაგრამ ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ სინდისი და გონიერება, ამას წესიერ საქმედ მიიჩნევენ. ისინი არ შფოთავენ და არ წუხან თავიანთი მოვალეობის შეფერხების გამო. როდესაც საქმე არ აქვთ დასრულებული და სხვები აჩქარებენ, ისინი ამას სერიოზულად არ აღიქვამენ. სხვა ყველა დაკავებულია თავისი მოვალეობის შესრულებით, მაგრამ ისინი თავს ისე აჩვენებენ, თითქოს ამას ვერ ხედავენ. როცა მოესურვებათ, უსაქმურად ჭორაობენ, ან ფაქტებსა და სიცრუეს ამახინჯებენ, ან შუღლს თესავენ. ეს გამოვლინებები არა ნორმალური ადამიანობის, არამედ არაადამიანობის გამოვლინებებია. როგორც კაცობრიობის წარმომადგენელმა, ზრდასრულობის მიღწევის შემდეგ ყველამ უნდა იფიქროს გარკვეულ წესიერ საკითხებზე, მაგალითად, როგორი ცხოვრებისეული შეხედულება უნდა ჩამოაყალიბოს, როგორი მისწრაფებები და მიზნები უნდა ჰქონდეს, რისი უნდა სწამდეს, რომელი გზით უნდა იაროს, როგორ იცხოვროს ისე, რომ ამ ცხოვრებაში გააჩნდეს ღირებულება და აზრი, და ა.შ. — ძალიან ბევრი რამ არის, რაზეც ადამიანმა უნდა იფიქროს და რაც უნდა გააცნობიეროს. ეს განსაკუთრებით ასეა მას შემდეგ, რაც ადამიანები ირწმუნებენ ღმერთს და ასრულებენ მოვალეობას ღვთის სახლში, სადაც საქმის თითოეული პუნქტის მოცულობა დიდია და მის შესასრულებლად საჭიროა წინსვლა და ეფექტურობა. ყველა ძალიან დაკავებულია — ვის სცალია ფაქტების დასამახინჯებლად, სიცრუისა და შუღლის ჩამოსაგდებად? ადამიანთა უმეტესობა თავის დროს ამაზე არ დახარჯავდა. გარდა ამისა, ადამიანთა უმეტესობას არ აქვს ეს გატაცება; ვისაც კი აქვს, ძალიან უცნაურად და უჩვეულოდ გამოიყურება. ისინი, რომლებიც ფაქტების დამახინჯებას, სიცრუესა და შუღლის ჩამოგდებას გატაცებად მიიჩნევენ, არაადამიანები არიან, რადგან მათი ქცევა სრულიად განსხვავდება ნორმალური ადამიანების ქცევისგან და ეწინააღმდეგება საქმის კეთების იმ პრინციპებს, რომლებსაც ნორმალური ადამიანები უნდა ფლობდნენ. ამიტომ, ასეთი ადამიანები არიან უბადრუკები, რომლებიც ზურგს აქცევენ წესიერ საქმეს. რასაც ისინი აკეთებენ, ნორმალურმა ადამიანმა არ უნდა გააკეთოს; როლი, რომელსაც ისინი თამაშობენ, არაადამიანის როლია. თუმცა თავად მიიჩნევენ რომ ეს საკმაოდ კარგი და სწორია. განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ არ იციან, თუ რა არის სწორი და რა — არასწორი? (დიახ).

ზოგიერთი ადამიანი ყოველთვის ფარულად და დაუკითხავად მოქმედებს სხვების ზურგს უკან. მაგალითად, ზოგს უყვარს სხვების პირადი ინფორმაციის შემოწმება, როგორიცაა მათი პირადი დღიურები და სულიერი ღვთისმოსაობის ჩანაწერები. ზოგიერთს უყვარს სხვების ლოცვების ან საუბრების ჩუმად მოსმენა, რათა გაიგოს, ახსენებენ თუ არა მათ და რას ფიქრობენ სხვები მათზე. ზოგიერთი იჭვრიტება სხვების კომპიუტერებში, რათა ნახოს, რა შეტყობინებები აქვთ, ვის უკავშირდებიან, რა სიმღერებს უსმენენ, რა ვიდეოებს უყურებენ და ყოველთვის ერევა სხვების პირად ცხოვრებაში. ასევე არიან ადამიანები, რომლებსაც სხვისი ნივთებისკენ გაურბით ხელი და ნებართვის გარეშე იქექებიან სხვების პირად ნივთებში, ამანათებსა და საწოლშიც კი. ისინი ამოწმებენ ყველაფერს, რასაც სხვები ჭამენ, იცვამენ ან იყენებენ. თუ რაიმე კარგს იპოვიან, იღებენ და იყენებენ მას და თუ მისი გამოყენება სიამოვნებთ, ისე ეპყრობიან, თითქოს მათი საკუთრება იყოს. როდესაც სხვები ყიდულობენ წასახემსებელს ან ნამცხვრებს, ისინი მალულად ათვალიერებენ და თუ რაიმე გემრიელს იპოვიან, ერთ ლუკმას ან ნაჭერს იღებენ. მათი მიზანი მხოლოდ ყურება კი არ არის, არამედ ჭამა, რადგან ხარბები არიან. თუ ჭამა უნდოდათ, შეეძლოთ ეთხოვათ და არავინ დასცინებდა მათ. მაგრამ რატომ იპარავენ სხვების საჭმელს მათ ზურგს უკან? სწორია ამის გაკეთება? (არა). მათ იციან, რომ ეს არასწორია, მაგრამ მაინც აკეთებენ ამას, თანაც ხშირად და ისე იქექებიან სხვების ნივთებში, თითქოს მათი საკუთრება იყოს. თუ გამოიჭერენ, თავს იმართლებენ და ამბობენ, რომ უბრალოდ ათვალიერებდნენ და ამის გამო სირცხვილს არ გრძნობენ. როდესაც არავინ არის გარშემო, ისინი აგრძელებენ ქექვასა და ქურდობას. მათ არ აქვთ სირცხვილის გრძნობა; ისიც კი არ იციან, სწორია ეს თუ არა. როგორი ადამიანი აკეთებს ასეთ რამეებს? ზოგადად, ექვსი ან შვიდი წლის გონიერი ბავშვებიც კი არ აკეთებენ ამას. თუ ზრდასრული ადამიანი მაინც აკეთებს ამას, ეს იმიტომ ხდება, რომ ბავშვობიდან არის მიჩვეული ამის კეთებას. ეს ჰგავს ქურდს, რომელიც მიეჩვია ქურდობას და იპარავს ყველგან, სადაც კი მიდის. არაფერი რომ არ აკლდეთ, მაინც სურთ ქურდობა; ეს მათ მეორე ბუნებად იქცა და გაჩერება არ შეუძლიათ. გაჩერება რომც უნდოდეთ, არ შეუძლიათ. ისინი დაბადებით ქურდები არიან. განა ისინი არაადამიანები არ არიან? (დიახ). ცნობისმოყვარე ხარ და დაჟინებით ითხოვ სხვების პირადი ნივთების დათვალიერებას, მაგრამ რა სარგებელი მოაქვს ამ ყურებას? რომც შეხედო, ისინი შენ არ გეკუთვნის და ვერც დაისაკუთრებ მათ. თუ მართლა გინდა რამის ერთხელ თხოვება, უბრალოდ სთხოვე იმ ადამიანს და გამოიყენე მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაგთანხმდება. აკეთე ყველაფერი ღიად და პატიოსნად; ნუ იმოქმედებ ფარულად. თუ გინდა სხვისი ტანსაცმლის ჩაცმა, ღიად სთხოვე, რომ გათხოვოს. მათი ჩაცმა მხოლოდ მაშინ შეგიძლია, თუ ის დაგთანხმდება მათ თხოვებაზე. თუ ის უხალისოდ, მაგრამ მაინც თანახმაა გათხოვოს ის, რასაც აფასებს, ეს ძმებსა და დებს შორის სიყვარულად ითვლება. თუ არ გათხოვებს, მალულად ნუ ჩაიცვამ. ღვთის მორწმუნეები ყველანი ზრდასრულები არიან, თუმცა ზოგიერთი მათგანი მაინც უღირსად იქცევა; რამდენიმე მათგანს სხვისი ნივთებისკენ გაურბის ხელი. ისინი მალულად იქექებიან სხვების ნივთებში ისე, რომ არ იციან, რომ ეს არასწორია. როგორც კი გამოიჭერენ და სხვები მათზე საუბრობენ, ისინი სირცხვილს არ გრძნობენ და ფიქრობენ კიდეც: „მერე რა, თუ შენს ნივთებში ვიქექებოდი? არაფერი დაგიკარგავს და არც შენი ნივთებია წმინდად შერაცხული; მაშ, რატომ არ შემიძლია მათი დათვალიერება?“ ხედავ, ისინი უკუღმართ მსჯელობასაც კი იყენებენ. ეს პრობლემა სერიოზულია; ეს მხოლოდ მათი ქცევის საკითხი არ არის, არამედ მათი ადამიანურობა-არსების პრობლემაა. და რა არის მათი არსის პრობლემა? ასეთ ადამიანებს საერთოდ არ აქვთ გაცნობიერებული, როდესაც არასწორად იქცევიან. როგორც კი ვინმე აღმოაჩენს მათ ნამოქმედარს და შეუსწორებს, ისინი არა მხოლოდ არ იღებენ ამას, არამედ თავს იმართლებენ, იყენებენ უკუღმართ მსჯელობას და დაჟინებით აგრძელებენ ასე მოქცევას. ეს აჩვენებს, რომ ისინი არაადამიანები არიან. არაადამიანების ერთი მახასიათებელი ის არის, რომ ისინი არასოდეს აღიარებენ დანაშაულს, როდესაც არასწორად იქცევიან, საერთოდ არ აქვთ სინანული, დაჟინებით სჯერათ, რომ მართლები არიან და ათასგვარ გამართლებას პოულობენ. ანუ ისინი არასწორ, გამრუდებულ, უკუღმართ და უკეთურ საგნებსა და მოვლენებზე ისე საუბრობენ, თითქოს ისინი სწორი იყოს. ეს არის მცდარი მსჯელობის ისე მიღება, თითქოს ის სწორი იყოს. მათ, ვისაც ეს დამახასიათებელი თვისება აქვთ, მოკლებულნი არიან სინდისსა და გონიერებას. ადამიანები, რომლებიც მოკლებულნი არიან სინდისსა და გონიერებას, არაადამიანები არიან. სწორედ ასეთი სახის გამოვლინებები აქვთ არაადამიანებს. როდესაც ისინი მალულად იქექებიან სხვების ნივთებში, რაც არ უნდა ამხილო ან ჭეშმარიტებაზე თანაზიარება იქონიო მათთან, ისინი არ იღებენ მას. ისინი არა მხოლოდ არ გრძნობენ სინანულს, არამედ იყენებენ უკუღმართ მსჯელობას და ამბობენ: „უბრალოდ ვიღაცის ნივთებში ვიქექებოდი — რა არის ამაში ცუდი? მათთან შედარებით, ვინც მრუშობს, კლავს ან ცეცხლს აჩენს და ჩადენილი აქვს ყოველგვარი ბოროტება, რაც კი შეგიძლია წარმოიდგინო, მე საუკეთესო ადამიანი ვარ! სხვაგან სად იპოვი ჩემნაირ კარგ ადამიანს?“ განა ეს სრულიად უგუნურება არ არის? (დიახ). თუ ვინმე არასწორად იქცევა და ჯიუტად უარს ამბობს მის აღიარებაზე, ის უიმედოა. ზოგიერთი ადამიანი ისეთ სერიოზულ შეცდომებს უშვებს, რომლებიც მიუღებელია ადამიანური ზნეობით შეფასებისასაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ ჭეშმარიტებაზე; მათი სულიერი მონაცემები არ აძლევს ამის გაცნობიერების საშუალებას. ადამიანობის თვალსაზრისით, როდესაც ადამიანი მოკლებულია სინდისსა და გონიერებას, ის არაადამიანია. რაც არ უნდა კარგ, კეთილ, დიად ან კეთილშობილ ადამიანად თვლიდე თავს, თუ არ გაგაჩნია სინდისისა და გონიერების გამოვლინებები, და ნაცვლად ამისა, ავლენ მრავალ არაადამიანურ გამოვლინებას, გაქვს კიდეც მრავალი კონკრეტული პრაქტიკა და მცდარი ფიქრი და შეხედულება, მაშინ არაადამიანი ხარ. არაადამიანების ძირითადი მახასიათებლები ის არის, რომ ისინი იღებენ არა ჭეშმარიტებას ან ყოველივე დადებითს, არამედ — ყოველივე მცდარს, როგორც სწორ შეხედულებებს და შეუძლიათ მტყუან-მართალიც კი ერთმანეთში აურიონ და შავი თეთრად წარმოაჩინონ ადამიანების შეცდომაში შესაყვანად.

არსებობს ადამიანთა ისეთი კატეგორია, რომელიც, როცა ხედავს, რომ მისი ქალიშვილი ლამაზია, ცდილობს ის დიდი ფულის საშოვნელად გამოიყენოს. ამიტომ ისინი გოგონას მდიდარ კაცზე ნიშნავენ და ბევრ ნიშნობის საჩუქარს ითხოვენ. როგორც კი საჩუქრებს ხელში ჩაიგდებენ, იწყებენ ჭამას, სმას და დროსტარებას. გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ფულს თითქმის ბოლომდე დახარჯავენ, ისინი ბრუნდებიან კაცის ოჯახში და მეტს ითხოვენ. როდესაც ოჯახი ეუბნება, რომ უკვე მთელი ნიშნობის ფული გადახდილი აქვს და მეტის მიცემა აღარ შეუძლია, მშობლები გოგონას სხვაზე ნიშნავენ და კვლავ საკმაოდ ბევრ ნიშნობის საჩუქარს ითხოვენ. პირველი ოჯახი ხედავს, რომ ისინი არ აპირებენ ქალიშვილის მათი ვაჟისთვის მითხოვებას, ამიტომ ნიშნობის საჩუქრების უკან დაბრუნებას ითხოვენ. და რას ამბობენ ეს ადამიანები? „ჩემი ქალიშვილი შენს ვაჟს ვერ გაჰყვება ცოლად, რადგან საკმარისი ნიშნობის ფული არ მოგიცია. არ უნდა დაგიბრუნო ფული. ვინ გითხრა, რომ საკმარისი არ მოგეცა? საკმარისი ფული არ მოგიცია და მაინც გინდა ჩემი ქალიშვილის ცოლად შერთვა? გამორიცხულია!“ ფულის გამოძალვის შემდეგ ისინი უკუღმართი მსჯელობის გამოყენებას იწყებენ. პირველი ოჯახი ხვდება, რომ თაღლითს, არამზადას გადაეყარა, ამიტომ უბრალოდ ყურადღებას აღარ აქცევს მათ. მეორე ოჯახიც იმავე მახეში ებმება. გოგონას რამდენიმე ოჯახზე ნიშნავენ დიდი ვაჭრობითა და მიკიბვ-მოკიბვით და ამდენი აურზაურის შემდეგ ის საბოლოოდ გაუთხოვარი რჩება, მაგრამ მისი ოჯახი ბევრ ფულს შოულობს. კარგია ეს ოჯახი? (არა.) რატომ არა? (მათ თავიანთი ქალიშვილის ქორწინება მამაკაცებისთვის ფულის გამოსაძალად გამოიყენეს. როდესაც ფულის დაბრუნება სთხოვეს, უარი თქვეს და უკუღმართი მსჯელობა გამოიყენეს. მათ საერთოდ არ გააჩნიათ გონიერება. ასეთმა ადამიანებმა არ იციან, რა არის მართებული და რა — მცდარი და არ აქვთ სირცხვილის გრძნობა, ამიტომ ისინი ცუდები არიან.) მათ აქვთ ყველა ეს გამოვლინება. მათ არ იციან, რა არის მართებული და რა — მცდარი და არ აქვთ სირცხვილის გრძნობა. ისინი გამოძალულ ფულს სინდისის ქენჯნის გარეშე ხარჯავენ, კარგადაც ჭამენ და სვამენ და ყოველდღე სუფთა სინდისით ცხოვრობენ. მითხარი, არიან ასეთი ადამიანები ღვთის მორწმუნეთა შორის? (ალბათ არიან.) არიან. ამ ადამიანებს თაღლითობის ყოველგვარი ტაქტიკა აქვთ, რაც მათგან თავის დაცვას შეუძლებელს ხდის. არამორწმუნეთა მანკიერების ქაოსური სამყარო სწორედ ასეთია, მაგრამ თუ ადამიანს, რომელსაც ღმერთი სწამს, ძალუძს ხალხის ამგვარად მოტყუება, ის ნამდვილად არ არის კარგი ადამიანი. მისი ბუნება მეტისმეტად ცუდია; ღმერთი რომც სწამდეს, ის ურწმუნოა. განა ეს მისი ბუნებით არ არის განპირობებული? (დიახ.) მას შურისგებისაც კი არ სჯერა, მაგრამ მაინც სწამს ღმერთი — როგორი არამზადაა ის? ასეთი ადამიანები სხვებს ნიშნობის საჩუქრებს სძალავენ და თავიანთ ქალიშვილს არ ათხოვებენ. ეს თაღლითობაა. უფრო მეტიც, ისინი მხოლოდ ერთ ოჯახს კი არ ატყუებენ, არამედ რამდენიმეს და მაინც სუფთა სინდისით ცხოვრობენ. ისინი აცხადებენ კიდეც, რომ ღმერთი სწამთ. აღიარებს ღმერთი ასეთ ადამიანს? (არა.) ღმერთი არ აღიარებს მათ რწმენას. თუ ღვთის სახლში არიან ასეთი ადამიანები, უნდა მოხდეს მათი მოკვეთა. ღვთის სახლს არ სჭირდება ასეთი ადამიანები. თაღლითების შეცვლა შეუძლებელია; ღმერთი არ იხსნის ბოროტ ადამიანებს. თაღლითი ყველგან მოატყუებს ხალხს, სადაც კი წავა. როდესაც ის ღვთის სახლში მოდის, მოატყუებს ძმებსა და დებს? მოატყუებს ღვთის სახლს? აუცილებლად მოატყუებს. იხსნის ღმერთი ასეთ ადამიანს? ღმერთი არ იხსნის მას. როგორი ადამიანები არიან თაღლითები? ზუსტად რომ ვთქვათ, ისინი არაადამიანები არიან. არაადამიანები არიან ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ სინდისი და გონიერება. მაშ, განა ასეთი ადამიანი ივლის და ხალხს თაღლითურად გამოსძალავს ფულს, თანაც იმ დროს, როცა ღმერთი სწამს? აუცილებლად იზამს ამას. თუ ის აცხადებს, რომ ღმერთი სწამს, ზოგიერთი ძმა და და სიყვარულით მოეპყრობა მას, გაჭირვებაში დაეხმარება და ხელს გაუმართავს. მაგრამ საბოლოოდ, დროთა განმავლობაში, ისინი აღმოაჩენენ, რომ ეს ადამიანი საერთოდ არ ეძიებს ჭეშმარიტებას და თაღლითია. განა ისინი მოტყუებულნი არ დარჩნენ? ამიტომ ადამიანმა უნდა იცოდეს თაღლითების ამოცნობა, რათა არ მოტყუვდეს. ეს კეთდება იმისთვის, რომ ძმები და დები დაცულნი იყვნენ მოტყუებისგან. თუ ასეთი ადამიანი გამოვლინდება, ის უნდა მოიცილონ, რადგან მას ცუდი რეპუტაცია აქვს და ნებისმიერი ცუდი საქმის ჩადენა ძალუძს — ის საზოგადოებაში არამზადაა. როგორ შეუძლია არამზადას ხსნის მიღწევა? არამზადებს არ აქვთ ეკლესიაში არსებობის უფლება. ისინი არ არიან ღირსნი, იცხოვრონ ღვთის რჩეულ ხალხს შორის. ისინი უნდა მოიცილონ; ისინი არ არიან ღირსნი, დარჩნენ ღვთის სახლში.

ასევე არიან ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებულად უყვართ სხვებისგან ნივთების თხოვება. იქნება ეს საჭმელი, ტანსაცმელი, ინსტრუმენტები, კომპიუტერები თუ ავეჯი, ისინი ყველაფერს თხოულობენ — ფულს, სამკაულებსა და მანქანებსაც კი. ზოგს საკუთარი ფული აქვს, მაგრამ თავად არ ყიდულობს ნივთებს; მათ უბრალოდ უყვართ სხვებისგან ნივთების თხოვება და განზრახ სარგებლობენ ამით. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი მანქანას თხოულობს სადმე წასასვლელად და არ ავსებს ავზს, როდესაც მთელ საწვავს ხარჯავს. ზოგი მანქანას თხოულობს და არ აბრუნებს; ელოდება, სანამ პატრონი მოვა და მოითხოვს; მხოლოდ ამის შემდეგ აბრუნებს. ზოგი ადამიანი ინსტრუმენტებს თხოულობს და როდესაც აზიანებს, პატრონს არ უკეთებს და ბოდიშსაც კი არ უხდის. ზოგი ადამიანი ფულს სესხულობს, მთლიანად ხარჯავს და არც აპირებს მის დაბრუნებას, თითქოს ის მათი საკუთრება იყოს. ისინი უბრალოდ იმედოვნებენ, რომ გამსესხებელს ეს დაავიწყდება, რაც ზუსტად ისაა, რაც მათ სურთ და შეგნებულად სარგებლობენ შემთხვევით. ისინი სხვების ფულს ხარჯავენ ბიზნესისთვის, საჭმელზე, სასმელსა და გართობაზე, ხოლო საკუთარს ინახავენ ფულადი სარგებლის მისაღებად ან აქციებში ინვესტირებისთვის. როდესაც ეკითხებიან, როდის დააბრუნებენ ფულს, პასუხობენ: „დავაბრუნებ, როცა ფული მექნება. როგორ დავაბრუნო, როცა ახლა არ მაქვს!“ ხედავ? მათი ნამდვილი სახე გამოაშკარავდა, არა? მათი თავდაპირველი განზრახვა სწორედ ის იყო, რომ არასოდეს დაებრუნებინათ ფული. როგორი ადამიანები არიან ესენი? ესენი არიან არამზადები. სხვები კი როდესაც ხედავენ, რომ ვინმეს კარგი საათი აქვს, თხოულობენ მას რამდენიმე დღით და საბოლოოდ საათს მთლიანად სვრიან. როდესაც პატრონი მის დასაბრუნებლად მოდის, ის ბრაზდება და ამბობს: „რა ძუნწი ხარ! სულ რამდენიმე დღეა, რაც მე მაქვსდა უკვე უკან ითხოვ!“ როგორი მენტალიტეტია ეს? მათ ყოველთვის სურთ სხვების კარგი ნივთების მითვისება. განა ეს სიხარბე არ არის? მათ მიაჩნიათ, რომ ნივთების თხოვება სრულიად კანონიერია, ამიტომ ყოველთვის ეძებენ შესაძლებლობას, რომ სხვებისგან რამე ითხოვონ. რა ნივთიც არ უნდა ითხოვონ, მისი უკან დაბრუნება არასდროს სურთ და იმედოვნებენ, რომ მას დაისაკუთრებენ. როგორი ადამიანები არიან ესენი? (ესენი არიან ხულიგნები და არამზადები; ესენი არაადამიანები არიან.) არამორწმუნეთა შორის ბევრი ასეთი არამზადა და არაადამიანია — მათზე მეტს აღარ ვისაუბრებთ. მაგრამ არიან თუ არა ასეთი ადამიანები ღვთის მორწმუნეთა შორის? თუ ასეთი ადამიანი ეკლესიაში შემოძვრება, განა ის ხულიგანი და არამზადა არ არის? (დიახ.) ასეთ არამზადებს ღმერთი მხოლოდ კურთხევის მისაღებად სწამთ. როდესაც ისინი ძმებსა და დებთან ურთიერთობენ, ყოველთვის მათ გამოყენებაზე ფიქრობენ. ისინი ყოველთვის აკვირდებიან, ძმებსა და დებს შორის ვის აქვს ფული, ვის აქვს გავლენა ან ვის ოჯახს აქვს კარგი ნივთები და სპეციალურად იღებენ მიზანში ამ ადამიანებს. ისინი იყენებენ ყველას, ვისი გამოყენებაც ძალუძთ და ურთიერთობენ მასთან, ვისი გამოყენებაც ადვილია. ისინი ყოველთვის თხოულობენ ნივთებს ძმებისა და დებისგან და კარნახობენ მათ, რა გააკეთონ ლოზუნგით „ძმები და დები ერთი ოჯახია“; ისინი ითხოვენ კიდეც, რომ ძმებმა და დებმა უმასპინძლონ მათ. ზოგიერთ ძმასა და დას, რომლებმაც ახლახან ირწმუნეს ღმერთი, არ ესმით ჭეშმარიტება და არ გააჩნიათ გამჭრიახობა, ამიტომ ისინი ასეთ ადამიანს ძმად ან დად თვლიან და უხერხულად მიაჩნიათ მისთვის უარის თქმა. მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი აღმოაჩენენ, რომ ეს ადამიანი მათ სახლში მუქთად ცხოვრობს და არ მიდის; დაუსრულებლად ჭამს, როგორც კი კარგ საჭმელს დაინახავს და თავის ნებაზე იღებს კარგ ნივთებს. უფრო მეტიც, ეს ადამიანი ოდნავადაც არ ეძიებს ჭეშმარიტებას და არ ასრულებს თავის მოვალეობას; მთელი დღე მხოლოდ სხვების გამოყენებაზე ფიქრობს. ამიტომ მათ უჩნდებათ ზიზღი მის მიმართ. ხედავენ რა, რომ ღვთის სახლში ასეთი ადამიანები არიან, ზოგს ღვთის მიმართ წარმოდგენებიც კი უყალიბდება და გულში ფიქრობს: „როგორ შეეძლო ღმერთს ასეთი ადამიანის არჩევა?“ სინამდვილეში ასეთი ადამიანი ღმერთს არ აურჩევია; ის უბრალოდ ეკლესიაში შემოძვრა. მათ, ვინც მას სახარება უქადაგა, არ იცოდნენ მისი ნამდვილი წარსული და ეკლესიამ მიიღო იგი. ასეთი შემთხვევები მართლაც ხდება. ღმერთი არავითარ შემთხვევაში არ ირჩევს ასეთ არამზადებსა და არაადამიანებს. თუ ასეთი ბოროტი ადამიანები და არამზადები გამოვლინდებიან, მათგან თავი შორს უნდა დაიჭირო და უარყო ისინი. ნუ მოეპყრობი მათ, როგორც ძმებსა და დებს; ისინი უბრალოდ მუქთახორები არიან. თუ ასეთ არამზადას ძმად ან დად თვლი და ფიქრობ, რომ ის ღვთის მიერ რჩეული ადამიანია, მაშინ შენი გაგება დამახინჯებულია. ადამიანები, რომლებსაც ღმერთი ირჩევს, სულ მცირე, არიან ისინი, ვისაც კარგი ადამიანობა აქვს და ძალუძს ჭეშმარიტების მიღება. ღმერთი არასოდეს არავითარ შემთხვევაში არ აირჩევს არამზადებსა და ბოროტ ადამიანებს, რადგან ის არ იხსნის არამზადებსა და ბოროტ ადამიანებს; ღმერთს არ სჭირდება ასეთი ადამიანები. ასეთმა ადამიანებმა რომც ირწმუნონ ღმერთი, ისინი მაინც გამოაშკარავდებიან და განიდევნებიან მის მიერ. გესმით ახლა? (დიახ.) ასეთ ინდივიდებთან ურთიერთობის შემდეგ ადამიანებს სრული ზიზღი უჩნდებათ, სძულთ და სძაგთ ისინი. მაშ, ღმერთს რომ დაუახლოვდნენ, განა შეიძლება ღმერთს ასეთი ადამიანები მოეწონოს? პასუხი აშკარაა: ღმერთს არავითარ შემთხვევაში არ მოსწონს ასეთი ადამიანები და არც არასოდეს აირჩევს მათ. ღვთის სახლს არ სჭირდება ასეთი ადამიანები მოვალეობების შესასრულებლად და მათ არცერთი საქმის ჯეროვნად შესრულება არ ძალუძთ. ისინი უბრალოდ ხულიგნები არიან, ადამიანები, რომლებიც უბრალოდ უმიზნოდ დახეტიალობენ. ისინი ღვთის სახლში მხოლოდ იმისთვის მოდიან, რომ მუქთად იცხოვრონ. ფიქრობენ, რომ ადამიანები, რომლებსაც ღმერთი სწამთ, ყველა ალალია, განსაკუთრებულად გულწრფელი, მოსიყვარულე და მზად არის სხვების დასახმარებლად. მათ მიაჩნიათ, რომ მორწმუნეებმა ფული რომც ასესხონ, ეუხერხულებათ უკან მოთხოვნა და ფული რომც არ დააბრუნონ, მორწმუნეები მათ არ დაასმენენ. მათი აზრით, ამ ადამიანების გამოყენება ყველაზე ადვილია. და რადგან არ სურთ მუშაობა, ისინი უბრალოდ ფულს სესხულობენ ძმებისა და დებისგან. მათ ძალუძთ თავი გაიტანონ მუშაობის გარეშე და ეკლესია დაეხმარება, თუ სირთულეებს წააწყდებიან. არა მხოლოდ მათი ქირაა გადახდილი, არამედ მათი ჯიბის ფულიც უზრუნველყოფილია; ისინი დღეებს უდარდელად ატარებენ. ზოგიერთ ძმასა და დას არ გააჩნია გამჭრიახობა და ფაქტობრივად ასეთი ადამიანების საარსებო წყაროს უზრუნველყოფენ, რითაც მათ ნამდვილად აძლევენ საშუალებას, რომ ისარგებლონ ამ მდგომარეობით და სისუსტეებით. განა ეს იმიტომ არ ხდება, რომ მათ არ გააჩნიათ გამჭრიახობა? (დიახ.) ადამიანები ზედმეტად უგუნურები არიან და არ აქვთ სხვების ამოცნობის უნარი, ამიტომ ზოგჯერ უგუნურებას სჩადიან. იცით ახლა, როგორ ამოიცნოთ ასეთი ადამიანები? (დიახ.) რადგან შეგიძლიათ მათი ამოცნობა, უნდა მოკვეთოთ ასეთი ადამიანები. ისინი არ არიან ღვთის რჩეული ხალხი, ამიტომ არ არის საჭირო მათ მიმართ სიყვარულის გამოჩენა. მათ ყოველთვის სურთ მიიღონ რაღაც არაფრის სანაცვლოდ და მოიმკან იქ, სადაც არ დაუთესიათ — ისინი ხულიგნები არიან! რა უფლებით უნდა დახარჯონ შენი ოფლით ნაშოვნი ფული და გამოიყენონ შენი ნივთები თავიანთ ნებაზე? ასეთი ადამიანის შეწყნარება და წახალისება და მისი საარსებო წყაროს უზრუნველყოფაც კი — ეს არ არის შენი ღვთივბოძებული მოვალეობა და არც ის მისია და დავალებაა, რომელიც ღმერთმა დაგაკისრა. არავითარი პასუხისმგებლობა ან ვალდებულება არ გაკისრია, რომ მათ სიყვარული აჩვენო. ჭეშმარიტი ძმებისა და დების მიმართ სიყვარულის გამოჩენა შეესაბამება პრინციპებსა და ღვთის მოთხოვნებს; ეს შენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა. ჭეშმარიტი ძმებისა და დების უზრუნველყოფა, დახმარება და მხარდაჭერა, თუნდაც ფინანსურად და მატერიალურად, სრულად შეესაბამება ღვთის განზრახვებს. ეს კეთილი საქმეებია და ღმერთი იმახსოვრებს მათ. მაგრამ რაც შეეხება ამ არაადამიანებს, არ არის საჭირო ზრდილობის გამოჩენა და არც მათ მიმართ სიყვარულით მოქმედებაა საჭირო. სიყვარული, შემწყნარებლობა და მოთმინება ჭეშმარიტი ძმებისა და დებისთვისაა განკუთვნილი. არაადამიანების, ხულიგნებისა და არამზადების მიმართ არ არის საჭირო სიყვარულის, შემწყნარებლობის ან მოთმინების გამოჩენა. ეს არის პრინციპი. ხულიგნის, მუქთახორას მიმართ, რომელსაც არ აქვს სირცხვილის გრძნობა და არ იცის, რა არის სწორი და რა — არასწორი, თუ ბრმად იჩენ მოთმინებასა და სიყვარულს, ეს სისულელე და უპრინციპობაა და ღმერთი ამას ოდნავადაც არ იმახსოვრებს. შენ მიერ ამის კეთებას არავითარი კავშირი არ აქვს ჭეშმარიტებასთან; ამას არ მიიღებს ღმერთი. ეს ამაოა.

ზოგიერთი ადამიანი ხშირად ესხმის თავს ძმებსა და დებს, წინამძღოლებსა და მუშაკებს და ღვთის სახლსა და მის სამუშაო წესდებას; ისინი ღმერთსაც კი ესხმიან თავს და განსჯიან მას. და რა საბაბით აკეთებენ ამას? „მე სამართლიანი ვარ იმაში, რასაც ვაკეთებ. სხვა განზრახვები არ მაქვს. ამას ვამბობ და ვაკეთებ ჭეშმარიტების ძიებისა და გულწრფელი დამოკიდებულებით!“ მათი ნათქვამი საკმაოდ გონივრულად ჟღერს და მართალი კაცის იერით საუბრობენ. სინამდვილეში ყოველი სიტყვა, რასაც ისინი ამბობენ და ყოველივე, რასაც ისინი აკეთებენ, არ შეესაბამება ჭეშმარიტებას და მათი მცდარი ფიქრებისა და შეხედულებების შედეგია; უფრო მეტიც, ეს იწვევს ეკლესიის საქმის ჩაშლასა და არეულობას, თუმცა ისინი ფიქრობენ: „რასაც ვაკეთებ, სწორია. მე მართალი ვარ. არ შეგიძლია ჩემი დაგმობა!“ მათ სწამთ ღმერთი, მაგრამ მაინც ესხმიან მას თავს. მათი გული აღსავსეა ღვთის მიმართ უტიფრობითა და წყენით; ისინი აკნინებენ და ზემოდანაც კი უყურებენ მას, თუმცა ვერ აცნობიერებენ, რომ ეს არასწორია; ნაცვლად ამისა, ისე იქცევიან, თითქოს ეს სწორი იყოს, თითქოს ეს მათი მოვალეობა და ვალდებულება იყოს. გახრწნილ კაცობრიობაში, შეიძლება ითქვას, რომ ასეთ ადამიანებს ყველაზე სერიოზული პრობლემები აქვთ. მათი გამოვლინებები და მხილებები არ არის ჩვეულებრივი მცდარი აზრები, შეხედულებები ან საქმისადმი ისეთი მიდგომები, რომლებიც ნორმალურ ადამიანებს ახასიათებთ და არც ადამიანური ნაკლოვანებებია. ნაცვლად ამისა, რას ეხება ისინი? (ისინი ეხება ღმერთს და ღვთის სახლის საქმეს.) ისინი ეხება ადამიანის დამოკიდებულებას ყოველივე დადებითის და ღვთის მიმართ. მათი ეს გამოვლინებები უბრალოდ არ ეხება ადამიანთა შორის ურთიერთობებს ან ადამიანთა მიერ საქმეების მოგვარების გზებსა და საშუალებებს; ისინი ეხება ადამიანებსა და ღმერთს შორის ურთიერთობას, იმას, თუ როგორ ეპყრობა ადამიანი ღმერთს და როგორია ადამიანის დამოკიდებულება მის მიმართ. ამ ადამიანებს ღვთისადმი დამოკიდებულებაში მორჩილების ნატამალიც კი არ გააჩნიათ, უფრო მეტიც — გულში ისინი ხშირად თავს ესხმიან, განსჯიან და გმობენ ღვთის ყველა იმ საქმესა და სიტყვას, რომლებიც ადამიანურ წარმოდგენებს არ შეესაბამება. ისინი უარყოფენ კიდეც, რომ ღვთის ყველა სიტყვა ჭეშმარიტებაა და შეუძლიათ გვერდზე გადადონ ღვთის სახლის ყველა სამუშაო წესდება. გარეგნულად ისინი არ გამოდიან რაიმე არგუმენტებით ან განცხადებებით და არ აქეზებენ ადამიანებს ღიად და აშკარად, მაგრამ გულის სიღრმეში ხშირად უჩნდებათ ღვთის განსჯისა და მასზე თავდასხმის აზრები. დროდადრო ისინი ავრცელებენ მცდარ აზრებსა და შეხედულებებს, რომლებიც ღმერთს განსჯის, ავრცელებენ ნეგატივსა და სიკვდილს, რათა ადამიანთა გულები ააფორიაქონ და ისინი ღმერთს დააშორონ. ამ ადამიანთა არსი ანტიქრისტეების არსია. ანტიქრისტეებს გულში უამრავი ცრუ აზრი და შეხედულება აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ბედავენ მათ ღიად და თავხედურად გამოხატვას, ეს ყოველივე ბუნებრივად მჟღავნდება მაშინ, როცა ისინი ფარულად ურთიერთობენ ადამიანებთან. მითხარით, აქვთ ასეთ ადამიანებს პრობლემები? (დიახ). რა სახის პრობლემა? (ასეთ ადამიანებს ეშმაკების არსი აქვთ, რადგან ღმერთსა და მათ შორის არანაირი მტრობა არ არსებობს და ღმერთი გამოხატავს ამდენ ჭეშმარიტებას ადამიანთა გადასარჩენად, ისინი კი მუდმივად თავს ესხმიან და განსჯიან მას. მათ გულში სძულთ ჭეშმარიტება და ღმერთი — მათ აქვთ ეშმაკების არსი.) ხედავ, მე აქ ვქადაგებ და სანამ ყველა უსმენს, ზოგიერთი ადამიანი გულის სიღრმეში ფიქრობს, როგორ შეუძლია ამის სწორად გაგება და მიღება: „რა არის დღევანდელი ქადაგების თემა? როგორ უნდა შევამოწმო საკუთარი თავი გახრწნილების ამ გამოაშკარავებული გამოვლინებების მიხედვით და შევიცნო საკუთარი თავი?“ მათი დამოკიდებულება მიმღებლობის დამოკიდებულებაა. ამ ადამიანებს, რომლებსაც მიმღებლობის დამოკიდებულება აქვთ და ნორმალური ადამიანური სინდისითა და გონიერებით ცხოვრობენ, ხშირად ეფინებათ ნათელი და გაცისკროვნებას აღწევენ. გულის სიღრმეში ისინი არ უარყოფენ ღვთის საქმესა ან ყოველივე დადებითს; უბრალოდ, მწირი სულიერი უნარების გამო ცოტა უჭირთ ჭეშმარიტებაში ჩაწვდომა და ზოგჯერ მათი მდგომარეობა არასწორია, რადგან მათ გახრწნილი ხასიათი მართავს. თუმცა მათი გულები ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვის და მათი ურთიერთობა ღმერთთან უმეტესწილად ნორმალურია. უბრალოდ ზოგჯერ, როდესაც თავიანთი გახრწნილი ხასიათი აფორიაქებთ, უარყოფით მდგომარეობაში ვარდებიან და ღმერთთან ისე ახლოს აღარ არიან. მაგრამ გულში ისინი არ იკვლევენ ან ეჭვქვეშ არ აყენებენ ღმერთს, არც ეწინააღმდეგებიან და არც გარიყავენ მას; მით უმეტეს, არ აქვთ ღვთის დაკნინების, დაცინვის ან მის ხარჯზე სიამოვნების მიღების დამოკიდებულება. მაგრამ არსებობს ადამიანთა სხვა ჯგუფი, რომელიც განსხვავებულია. რა თემაც არ უნდა განიხილებოდეს, ისინი არ უსმენენ ქადაგებას ჭეშმარიტების წყურვილისა და მისდამი მორჩილებისა და მიმღებლობის განწყობით. ნაცვლად ამისა, ისინი ეჭვითა და ჩაძიების განწყობით უსმენენ მას: „რატომ ამბობ ამას? რა მიზანი გაქვს, როცა ამას ამბობ? ვისი მხილება და გამოაშკარავება გინდა? ან ვისზე თავდასხმას და ვის დაგმობას ცდილობ? რა კავშირი აქვს ამას ჩემთან?“ თუ სხვებს ძალუძთ მისი მიღება და საკუთარ თავზე მორგება, ისინი ღიზიანდებიან. თუ აღმოაჩენენ, რომ ვიღაცისთვის ეს ჭეშმარიტებები მიუწვდომელია და არ ძალუძს საკუთარ თავზე მორგება, ძალიან უხარიათ და ისეთი განცდა იპყრობთ, რომ რაღაცას მიაღწიეს: „როგორც იქნა, შემიძლია ღმერთს ნიშნი მოვუგო! ბოლოს და ბოლოს, ხელჩასაჭიდი ვიპოვე მის წინააღმდეგ!“ ისინი ქადაგებებს ხშირად სწორედ ასეთი განწყობით უსმენენ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი ეხება მათ მდგომარეობებსა და გამოვლინებებს, მათ არა აქვთ მიმღებლობის დამოკიდებულება, არც თავმდაბლობისა და მორჩილების დამოკიდებულება. ნაცვლად ამისა, გულში ისინი წინააღმდეგობას, სიძულვილსა და ზიზღს გრძნობენ. მიაჩნიათ, რომ რასაც მე ვამბობ, უბრალოდ ჭკუის სწავლება და მაღალფარდოვანი სიტყვების ფრქვევაა. მათ არ სურთ მოსმენა და ვერ იღებენ ამას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ მტკივნეულ წერტილებსა და სისუსტეებს ეხებიან, კიდევ უფრო მეტ მიუღებლობასა და ზიზღს გრძნობენ და შინაგანად უკიდურეს დისკომფორტს განიცდიან. მათი დისკომფორტი არ მომდინარეობს სინანულისგან ან იმ ფაქტით გამოწვეული მწუხარებისგან, რომ გახრწნილი ხასიათი აქვთ, არამედ მათი წინააღმდეგობისა და უარყოფისგან იმ მეთოდისა და ენის მიმართ, რომელიც მათ გამოსააშკარავებლად გამოიყენება, ასევე გამოაშკარავების შინაარსისა და მათი გამოაშკარავებული არსის მიმართ. ჩვეულებრივ ვითარებაში, როდესაც ნორმალური ადამიანი თავის თავზე იღებს ეკლესიის საქმის რომელიმე მიმართულებას, თუკი ის თავმდაბლობითა და მორჩილებით უდგება სამუშაო წესდებას ან ზენაარისგან მოწოდებულ საზრდოსა და წინამძღოლობას, გარკვეული დროის შემდეგ ის გარკვეულ წინსვლას მიაღწევს. ის აუღებს ალღოს, გამოიმუშავებს გარკვეულ მეთოდებს და იპოვის პრაქტიკის გარკვეულ პრინციპებსა და გზებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის მუდმივად მიაღწევს პროგრესს, შეიცვლება და რაღაცას მოიპოვებს. მაგრამ ის, ვინც გულში წინააღმდეგობას ატარებს, განსხვავებულია. რადგან მისი გული სავსეა ღვთის მიმართ ეჭვით, წინააღმდეგობით, დაცინვითა და სიფრთხილით; მისთვის ღმერთი და ჭეშმარიტება მისი ძიების ობიექტებია. მას არ სწყურია ჭეშმარიტება. როდესაც თავის მოვალეობას ასრულებს, საქმის საკეთებლად საკუთარ ნიჭს ან წვრილმან ეშმაკობას ეყრდნობა. როგორც კი პრობლემებს ან სირთულეებს აწყდება, ის არ ეძიებს ჭეშმარიტებას მათ გადასაჭრელად. როდესაც საქმე ეხება ჭეშმარიტება-პრინციპებს, მას უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს. რა საკითხების წინაშეც არ უნდა იდგეს, თუკი ის ეხება ჭეშმარიტება-პრინციპებს, გრძნობს, რომ ეს დამღლელი, მძიმე და მისთვის მიუწვდომელია — თითქოს თევზს ხმელეთზე ცხოვრებას აიძულებდე ან ღორს — ფრენას. რაც არ უნდა ეცადოს ასეთი ადამიანი, ის ვერ მიაღწევს ჭეშმარიტებას. რასაც არ უნდა ამბობდეს, ის ერისკაცის ნათქვამივით ჟღერს, რაც გაეჭვებს, ოდესმე წაუკითხავს თუ არა ღვთის სიტყვები ან ჰქონია თუ არა თანაზიარება ჭეშმარიტებაზე რწმენაში გატარებული ამდენი ხნის მანძილზე და ოდესმე ჭეშმარიტად უცხოვრია თუ არა ეკლესიური ცხოვრებით. ეს უბრალოდ გაუგებარია. განა ასეთი ადამიანი ძალიან პრობლემური არ არის? მე მაქვს ტერმინი მის აღსაწერად: მას არ აქვს სულიერი აურა. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მარტივი საქმის კეთებისასაც კი ვერ გებულობს, როგორ გააკეთოს ის და ვერ უღებს ალღოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძალისხმევას გამოიჩენს. სულიერი აურის არქონა აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მოსაწყენად და ზანტად გამოიყურება. ნაცვლად ამისა, ეს ნიშნავს, რომ ის უგუნურია საქმის კეთებისას. რასაც არ უნდა აკეთებდეს, მას არ ძალუძს იპოვოს პრინციპები ან მიმართულება და რამდენი ხანიც არ უნდა აკეთოს ეს, ვერ გებულობს მასთან დაკავშირებულ წესებს. ეს განსაკუთრებით ეხება ღვთის სახლის საქმის სხვადასხვა მიმართულებას. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადამიანი შეიძლება იყოს განათლებული, შედარებით ახალგაზრდა და ჭკვიანი ჩანდეს, ის განსაკუთრებულად მოუქნელად გამოიყურება ღვთის სახლში მოვალეობების შესრულებისა და საქმის კეთებისას. ადამიანები ბრაზდებიან მხოლოდ მისი ყურებით; ეს გაუგებრად ჩანს. ადამიანი ცოცხალია, სუნთქავს, განათლებული და ნიჭიერია — როგორ შეიძლება იყოს ასე უუნარო იყოს საქმის ყველა მიმართულებით? როგორ შეიძლება იყოს ასე მოუქნელი? ფაქტია, რომ საქმე, რომელსაც ის წუთისოფელში აკეთებდა, არ იყო ცუდი, მაშ, რატომ არის ასე მოუხერხებელი და უუნარო ღვთის სახლის საქმის კეთებისას? აქ არის პრობლემა. როდესაც ასეთ ადამიანს სამი-ხუთი წელია, რაც ღმერთი სწამს, ყველაფერი, რაც მას ესმის, მხოლოდ ის რამდენიმე სიტყვა და მოძღვრებაა. უბრალოდ ლოზუნგებს გაიძახის საუბრისას და საერთოდ არ გააჩნია პრინციპები თავის ქმედებებთან მიმართებით. შვიდ-რვაწლიანი რწმენის შემდეგ, რასაც ის ამბობს, მაინც იგივე ძველი ფრაზებია მცირედი წინსვლის გარეშე. პლასტმასის ყვავილივით საერთოდ არ შეცვლილა. მას არ აქვს თვითშემეცნება, არ აქვს შესვლა ღვთის სიტყვებში და არაფერი მოუპოვებია. როდესაც ის ჭეშმარიტებაზე თანაზიარებს, თითქოს ისტორიებს ყვება ან საყოფაცხოვრებო საკითხებზე საუბრობს — რატომ ჟღერს ეს ასე უხერხულად? სხვები ამბობენ: „ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა თავდადებით, გამოვიჩინოთ გულწრფელობა, კარგად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა და დავიხარჯოთ ღვთისთვის.“ მაგრამ რას ამბობს ის? „მოდით, უბრალოდ ბევრი ვიმუშაოთ, მთელი ძალისხმევა ჩავდოთ ამაში და კარგად გავაკეთოთ საქმე!“ ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ღვთის რწმენის შემდეგ მას არც კი ძალუძს წარმოთქვას სიტყვები „მოვალეობის თავდადებით შესრულება“. ყველაფერი, რისი თქმაც მან იცის, არის: „მეტი ძალისხმევა გამოვიჩინოთ, მეტი ვიმუშაოთ, ვაკეთოთ საქმეები ღვთის სახლისთვის, მივუძღვნათ ჩვენი ცხოვრება ღვთის სახლისთვის მუშაობას. ბევრი არაფერი გვაქვს, მაგრამ გვაქვს ჩვენი ძალა!“ ეს ყოველივე არის ის, რასაც ერისკაცები ამბობენ; მას არც კი ძალუძს სულიერი ტერმინების სრულად გამოყენება. ასეთ ადამიანს საკმაოდ ბევრი წელია, რაც ღმერთი სწამს, სულ მცირე შვიდი ან რვა ან ათ წელზე მეტი. ის მთელი ამ ხნის განმავლობაში ასრულებს მოვალეობებს ღვთის სახლში და საკმარისად აქვს მოსმენილი ქადაგებები. მაშ, საუბრისას სათანადოდ რატომ ვერ იყენებს სულიერ ტერმინებს? რაზე ფიქრობს, რით არის დაკავებული, რაზე მსჯელობს და რას განიხილავს ასეთი ადამიანი გულში ყოველდღე? ეს სრული საიდუმლოა! თუ მას გარკვეული დროის განმავლობაში დააკვირდები, აღმოაჩენ, რომ ის, რაზეც ის ფიქრობს, მსჯელობს და რითაც დაკავებულია ყოველდღე, სინამდვილეში ყველა ხორციელი საკითხია. ის არის ვიწროდ მოაზროვნე, დაწვრილმანებული და ზედმეტად მომთხოვნი; მთელი დღე დაკავებულია იმის გარკვევით, თუ ვინ არის კარგი და ვინ ცუდი, ასევე პირადი წყენებისა და სხვა მსგავსი უმნიშვნელო, უაზრო საკითხების გარჩევით, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვთ ჭეშმარიტებასთან. მისი ფიქრები, აზრები და შეხედულებები ყველა მცდარი, აბსურდული და უგუნურია. ერთი შეხედვით ჩანს, რომ ასეთი ადამიანი განათლებულია დასულიერი მონაცემები აქვს; ზოგიერთს საზოგადოებაში ბიზნესიც კი უწარმოებია. რატომ ხდება ისე, რომ მას შემდეგ, რაც ღმერთს ირწმუნებს, სულიერი აურა საერთოდ არგააჩნია? როგორც არ უნდა შეხედო, ის უბრალოდ ხის ფიგურას ან რობოტს ჰგავს. რატომ არის ის ასე მოუქნელი, რა მოვალეობასაც არ უნდა ასრულებდეს? რატომ ჟღერს სულიერი ტერმინები ასე უხერხულად მისი პირიდან? ის თუთიყუშზე უარესიც კია, რომელსაც საუბრის მიბაძვა შეუძლია. თუთიყუშის წინ მუდმივად რომ იმეორო „ამინ, მადლობა ღმერთს!“, ის ისწავლის მის ძალიან გამართულად თქმას. მაგრამ ამ ადამიანს არც კი შეუძლია თქვას „მადლობა ღმერთს“; ის ამბობს „მადლობა, ღმერთო“. და თუ დააკვირდები საქმეების მოგვარების მის პრინციპებს, იმას, რაზეც ის ფიქრობს, რასაც ითვლის და გეგმავს გულში ყოველდღე და რაც უყვარს და რისი მიღწევისკენაც მონდომებით ისწრაფვის შინაგანად, ამას არავითარი კავშირი არ აქვს ყოველივე დადებითთან; ეს ყოველივე ბოროტი ტენდენციებისა და ყოველივე უარყოფითის ნაწილია. ყველაფერი ბოროტი ტენდენციების საგნებია, ნეგატიური საგნები. ამიტომ, ის, რაზეც ეს ადამიანი გულში ფიქრობს, სულ ბოროტებაა — ეს განცხადება ოდნავადაც არ არის მცდარი. შეკრებებზე თანაზიარებისასაც კი მისი თანაზიარების შინაარსი და ის ფიქრები და შეხედულებები, რომლებსაც ის ავლენს, ყველა დამახინჯებულია. ის ოდნავადაც არ ეძიებს ჭეშმარიტებას და არ ძალუძს ნათლის მოფენის ან გაცისკროვნების მიღება. როდესაც სხვებს აქვთ თანაზიარება და ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გაცისკროვნებას, ნათლის მოფენასა და ღვთის სიტყვების გაგებას, ის ძალიან უხერხულად, შეუფერებლად გამოიყურება და სრულიად დაბნეულია. როდესაც საქმე ეხება შრომასა და ჯაფას, მას აქვს გარკვეული ძალა და მზად არის ბევრი იმუშაოს, მაგრამ თუ სთხოვ ჭეშმარიტებაზე თანაზიარებას, სიტყვასაც ვერ ამბობს. ასეთი ადამიანი, რამდენი წელიც არ უნდა სწამდეს ღმერთი, ვერასოდეს აცნობიერებს, რა გზით უნდა იარონ ადამიანებმა ცხოვრებაში ან რისი ძიებაა ყველაზე ღირებული. მცირედი სინდისისა და გონიერების მქონე ადამიანს, ღმერთი რომც არ სწამდეს, ორმოცდაათი ან სამოცი წლის ასაკისთვის შეუძლია შეიცნოს გარკვეული საღი აზრი და გამჭრიახობა, რომელიც ადამიანებს უნდა გააჩნდეთ ცხოვრებაში; უფრო ღრმა დონეზე მას ასევე შეუძლია ცხოვრებისეული ფილოსოფიის გაცნობიერება. და ეს თავისთავად ცხადია ღვთის მორწმუნეთათვის — ათი ან ოცი წლის მანძილზე რწმენის შემდეგ მათ შეუძლიათ გაიგონ გარკვეული ჭეშმარიტებები და ჰქონდეთ ჭეშმარიტი რწმენა და ღვთისმოშიში გული. მაგრამ მათ, ვისაც არ უყვარს ჭეშმარიტება, რამდენი წელიც არ უნდა სწამდეთ ღმერთი, ვერ აცნობიერებენ და არავითარი გრძნობა არ გააჩნიათ იმ საკითხების მიმართ, რომლებიც ეხება მათ ცხოვრებას, იმას, თუ რა გზას დაადგნენ ან სულიერ საკითხებს ცხოვრებაში. ას წლამდეც რომ იცოცხლონ, ისინი მხოლოდ იმ რამდენიმე მოძღვრების თქმას შეძლებენ და ჯიუტად ჩაებღაუჭებიან იმ რამდენიმე შეხედულებას. განა ასეთი ადამიანები ძალიან პრობლემურები არ არიან? როგორი ადამიანები არიან ისინი? თუ ასეთ ადამიანებს ბოროტი ადამიანობა აქვთ, ისინი ეშმაკები და სატანები არიან. თუ ისინი არიან არა ბოროტი, არამედ უბრალოდ უგუნური, უგრძნობი და ჩლუნგი ადამიანები, რას წარმოადგენენ ისინი? (ცხოველებს.) ეს ნიშნავს, რომ ისინი ცხოველებისგან არიან რეინკარნირებულნი; ეს აბსოლუტურად მართალია. როგორც ეშმაკებისგან რეინკარნირებულებს, ისე ცხოველებისგან რეინკარნირებულებს აქვთ საერთო თვისება: ისინი არ იღებენ ჭეშმარიტებას და ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ. როგორც კი ჭეშმარიტებაზე ატარებ თანაზიარებას, ეშმაკებისგან რეინკარნირებულები აშკარა ზიზღსა და წინააღმდეგობას ავლენენ; მათ აქვთ მკაფიო იდეები, ფიქრები და შეხედულებები, რომლებიც მიმართულია თითოეული ჭეშმარიტების წინააღმდეგ. თუმცა, ცხოველებისგან რეინკარნირებულებს არ აქვთ მკაფიო ფიქრები და შეხედულებები; ისინი დაბნეულნი არიან. ისინი უბრალოდ ზიზღს გრძნობენ გულში და არ იღებენ ჭეშმარიტებას. მათ ასევე აქვთ დამახინჯებული ფიქრები და შეხედულებები, რომლებიც სრულიად უსაფუძვლოა. ეს ისეთი შეხედულებებია, რომელთა სააშკარაოზე გამოტანაც შეუძლებელია და რომლებსაც არცერთი ნორმალური ადამიანი არასოდეს იტყოდა, თუმცა ისინი მათ ძალიან აფასებენ. მოკლედ, როგორც ეშმაკებისგან რეინკარნირებულთა, ისე ცხოველებისგან რეინკარნირებულთა გამოვლინებები არის ჭეშმარიტების მიმართ უკიდურესი ზიზღისა და სიძულვილის დამოკიდებულების ქონა: პირველნი ფლობენ უკიდურესად სუბიექტურ ზიზღს, სიძულვილსა და დაგმობას; მეორენი ფლობენ გაუაზრებელ ზიზღს, სიძულვილსა და დისტანცირებას — მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ისეთი რადიკალური, ჭეშმარიტების მიმართ მათი დამოკიდებულების ბუნება იგივეა. ამიტომ რამდენი ქადაგებაც არ უნდა მოისმინოს ამ ორი ტიპის ადამიანმა, მათ არ ძალუძთ მათი გააზრება ან გაგება, რადგან უბრალოდ არ შეუძლიათ მათი მიღება. თუ ადამიანს სამი ან ხუთი წელია, რაც ღმერთი სწამს და სრულად ან კარგად ვერ იყენებს სულიერ ტერმინებს, ეს საპატიებელია, რადგან სულიერი ტერმინები ყველასთვის ძალიან უცხოა; ეს ახალი ტიპის ენაა. როდესაც ადამიანები შეუდგებიან ღვთის რწმენას, მათ კარგად არ ესმით ის სულიერი ტერმინები, რომლებსაც ისმენენ და ბევრი მათთვის უცხოა. მაგრამ ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ღვთის რწმენის შემდეგ, რადგან ისინი ხშირად უსმენენ ქადაგებებს, ატარებენ თანაზიარებას ჭეშმარიტებაზე და შეხება აქვთ ამ ენასთან, თანდათან ეჩვევიან მას. ისინი შეძლებენ მის გამოყენებას მარტივად, გამართულად, ბუნებრივად და თავისუფლად. ისინი შეძლებენ მის გამოყენებას და ის გახდება მათი საკუთარი ენა და მათი ცხოვრების ნაწილი. ეს არის ნორმალური ადამიანების გამოვლინებები. მათ, ვისაც არ აქვთ ნორმალური ადამიანების გამოვლინებები, არ ძალუძთ ამ ყოველივეს მიღწევა. მაშინაც კი, როდესაც ისინი წარმოთქვამენ ძირითად სულიერ ტერმინებს, ეს ძალიან უხერხულად ჟღერს და სხვებისთვის რთული გასაგებია. როდესაც ასეთ ადამიანებთან ურთიერთობ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოისმინო მათგან თუნდაც ერთი სიტყვა, რომელიც ადამიანებისთვის სასარგებლოა ან რომელიც გონივრული ან სრულყოფილია. რასაც არ უნდა ამბობდნენ, არასრულყოფილია — აქვს დასაწყისი, მაგრამ არ აქვს დასასრული ან აქვს დასასრული, მაგრამ არ აქვს დასაწყისი — ან მათ აზროვნებაში არანაირი ლოგიკა არ არის, მხოლოდ სისულელეების ნაკადია. ამდენი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ, მაგრამ მაინც არ იციან საუბარი. მათ არ ძალუძთ გამოხატონ, აღწერონ ან ნათლად ახსნან, რას ფიქრობენ ან რა განიცადეს. ისინი ყოველთვის ფრაგმენტულად საუბრობენ, ყოველთვის სისულელეს აფრქვევენ ან დამახინჯებულ ფიქრებსა და შეხედულებებს გამოხატავენ. რომელი კუთხითაც არ უნდა შეხედო — მათი დამოკიდებულება ღვთის მიმართ, მათი ადამიანობის გამოაშკარავებები და გამოვლინებები ყოველდღიურ ცხოვრებაში ან ის ფაქტი, რომ ამდენი წლის ცხოვრების შემდეგ არაფერი მოუპოვებიათ — ასეთი ადამიანები არაადამიანები არიან. ადვილია არაადამიანებისთვის ჭეშმარიტების გაგება? (არა.) ახლა სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ ასეთი ადამიანებისთვის არ არის ადვილი ჭეშმარიტების გაგება.

რაც შეეხება იმის ცოდნას, თუ რა არის მართებული და რა — მცდარი, ამ მაგალითების განხილვის შემდეგ განა არ უნდა იცოდეთ, როგორ გაარჩიოთ, რა არის მართებული და რა — მცდარი? მაგალითების უმეტესობა, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ, ნეგატიურია. ამ ნეგატიურ მაგალითებთან შედარებით ადამიანებმა ძირითადად უნდა იცოდნენ, რა არის დადებითი საგნები და მოვლენები. ნებისმიერს, ვინც ფლობს ადამიანურ თვისებებს, ძალუძს ასეთი უარყოფითი საგნებისა და მოვლენების გაცნობიერება. ამიტომ ნორმალური ადამიანი ასეთ რამეს მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში გააკეთებდა და მისი გაკეთების შემდეგ თავს შეწუხებულად და გულნატკენად იგრძნობდა და მონანიების განწყობა ექნებოდა. მაგრამ არაადამიანები განსხვავებულნი არიან. ასი წელიც რომ აკეთონ ეს, ვერ მიხვდებიან, რომ ცდებიან; მაინც იფიქრებენ, რომ მართლები არიან და ბოლომდე თავისას გაიტანენ. თუ ამხელ, რომ ის, რასაც აკეთებენ, არასწორია, შეგეპასუხებიან: „რა საფუძვლით ამბობ, რომ რასაც ვაკეთებ, არასწორია? ამდენი წელია ამას ვაკეთებ და არავის არასოდეს უთქვამს, რომ ვცდები.“ რას გრძნობ, როდესაც გესმის, რომ ისინი ამას ამბობენ? (ვგრძნობ, რომ ეს ადამიანი სრულიად უგუნურია.) ისინი სრულიად უგუნურნი არიან. ეუბნები მათ, რომ ამის გაკეთება არასწორია, მაგრამ ისინი არ იღებენ ამას და კვლავ არ იციან, რა არის მართებული და რა — მცდარი. მაშინ მხოლოდ ისღა დაგრჩენია, არაფერი უთხრა: „შენთან მსჯელობა შეუძლებელია; მე დავასრულე საუბარი!“ ნათელია ახლა თქვენთვის არაადამიანების გამოვლინებები? (დიახ.) არაადამიანებს არ ესმით ცხოვრებისეული საკითხები, გრძნობებთან დაკავშირებული საკითხები, როგორ წარმართონ საკუთარი თავი და მოაგვარონ საქმეები ან ზნეობასა და ღირსებასთან დაკავშირებული საკითხები; შეიძლება ითქვას კიდეც, რომ ეს საკითხები მათთვის მიუწვდომელია. ისინი სუფთა სინდისით ირჩევენ იმ მცდარ ფიქრებს, შეხედულებებსა და მეთოდებს, თუ გორორ მოეპყრან ადამიანებსა და საგნებს, როგორ წარმართონ საკუთარი თავი და როგორ იმოქმედონ. უფრო მეტიც, ისინი ბრმად აგრძელებენ ასე მოქმედებას და მიაჩნიათ, რომ ეს სწორია. ეს ცხადჰყოფს იმას, რომ მათ ადამიანობაში სინდისის ან გონიერების ნატამალიც კი არაა. ამიტომ აშკარაა, რომ ამ ადმაიანებს არ გააჩნიათ ადამიანური თვისებები; შეიძლება მხოლოდ ითქვას, რომ ისინი არაადამიანები არიან. ისინი არ ფლობენ სინდისის ან გონიერების ნატამალსაც კი და მთლიანად სატანის ფილოსოფიით ცხოვრობენ, ფიქრობენ, რომ განსაკუთრებულები არიან და არავის ეპუებიან. მას შემდეგ, რაც ღვთისადმი რწმენას შეუდგებიან, თუ ეს ადამიანები ოდნავ მაინც დაიხარჯებიან ღვთისთვის, მაშინ ფიქრობენ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ ღმერთი და ემორჩილებიან მას. ასეთმა ადამიანებმა შეიძლება განაცხადონ, რომ უყვართ ღმერთი, მაგრამ გულში მაინც აქვთ წარმოდგენები მის შესახებ, და როდესაც ხედავენ, რომ ღმერთი აკეთებს ისეთ რამეებს, რაც არ შეესაბამება მათ წარმოდგენებს, მათ მაინც შეუძლიათ ღვთის განსჯა და მისდამი წინააღმდეგობის გაწევა. ასეთ ვითარებაში მათ იმის სითამამეც კი აქვთ, რომ ურცხვად განაცხადონ, თითქოს ისინი არიან, ვისაც ყველაზე მეტად უყვარს ღმერთი. განა ისინი სრულიად უგუნურნი არ არიან? რელიგიაში ძალიან ბევრი ასეთი ადამიანია. ისინი საუბრობენ ბიბლიაზე და გარეგნულად ჩანს, თითქოს ესმით ყველა მოძღვრება, თუმცა არ ძალუძთ ღვთის მიერ გამოხატული ჭეშმარიტების ამოცნობა. სწამთ უფალი იესო, მაგრამ გმობენ განკაცებულ ღმერთს. ადამიანებს სწამთ ღმერთი, მაგრამ ეწინააღმდეგებიან მას და შეუძლიათ კიდეც სცადონ მისი გამოჭერა და მასზე თავდასხმა. ისინი ყოველთვის ცდილობენ ღვთის წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვას, ყოველთვის სურთ ღვთის განსჯა, ყოველთვის სურთ შეაფასონ, სწორია თუ არა ღვთის სიტყვები და ღვთის ქმედებები და გამოიკვლიონ, მართალია თუ არა ღმერთი. აქვთ ასეთ ადამიანებს სინდისი ან გონიერება? გწამს ღმერთი, ჭამ და სვამ მის სიტყვებს და ტკბები მისი ამდენი მადლითა და კურთხევით, თუმცა როგორც კი აღმოაჩენ, რომ ღმერთი აკეთებს იმას, რაც არ შეესაბამება შენს წარმოდგენებს, ბედავ ღვთის განსჯას, ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევას და ღვთის დაგმობას. ეს სრული უგუნურებაა. ადამიანები, რომლებიც სრულიად უგუნურნი არიან, არაადამიანები არიან; ისინი არ არიან ღირსნი, სწამდეთ ღმერთი და წარდგნენ ღვთის წინაშე.

კარგი, სულ ეს იყო ჩვენი დღევანდელი თანაზიარება. ნახვამდის!

27 აპრილი, 2024 წ.

წინა: როგორ ვეძიოთ ჭეშმარიტება (11)

შემდეგი: როგორ ვეძიოთ ჭეშმარიტება (24)

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება