როგორ ვეძიოთ ჭეშმარიტება (11)
დანართი: გზა, რომელსაც ადამიანი ადგას, განსაზღვრავს იმას, თუ რას მოიმკის იგი საბოლოოდ
რა არის ღვთისადმი რწმენის მიზანი? მადლისა და კურთხევის მიღება? ცარიელი ცხოვრების თავიდან არიდება და მდაბალი ინტერესებისგან გათავისუფლება? (არა.) მაშინ რა არის? (ჭეშმარიტების მოპოვება.) ეს არის ჭეშმარიტების მოპოვება, სულიერი ცხოვრების მოპოვება. მაშინ არის თუ არა ყოველივე, რასაც ადამიანები ყოველდღიურად აკეთებენ, ამ მიზნისკენ მიმართული? ყოველდღიურად შენი მოვალეობის შესრულებაში დახარჯული დრო და ენერგია სრულად ამ მიზანს ემსახურება? ადამიანებს სწამთ ღმერთი ჭეშმარიტების მოპოვების მკაფიო მიზნის გარეშე. გულში მათ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ხილვების ამ ასპექტზე და არ იციან, რა არის ღვთისადმი რწმენის მიზანი. თითქოს გულში მხოლოდ ის იციან, რომ ეს კურთხევის მისაღებადაა — მაგრამ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა მის მისაღებად? მათ არ იციან, რომ კურთხევის მიღება მოითხოვს ჭეშმარიტების გაგებას, ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებასა და ჭეშმარიტების ძიებას. მაშ, არიან ისინი ადამიანები, რომლებიც ეძიებენ ჭეშმარიტებას? ისინი ამაშიც არ არიან დარწმუნებულნი. ფიქრობენ: „ეს არ არის დიდი პრობლემა. მე გულწრფელად მწამს ღმერთის; ღმერთი არ მიმატოვებს. ხალხმა რომც თქვას, რომ არ ვარ ჭეშმარიტების მაძიებელი, ამას მნიშვნელობა არ აქვს.“ ზოგჯერ, როდესაც ხედავენ, რომ სხვები თავიანთ გამოცდილებით დამოწმებას აზიარებენ, თავად კი არაფრის გაზიარება არ შეუძლიათ, ისინიც განიცდიან წუხილს და გულის სიღრმეში ცოტა შფოთვასა და გაღიზიანებას გრძნობენ. მაგრამ უფრო ხშირად მიაჩნიათ, რომ ეს დიდი პრობლემა არ არის. სწორედ ასე, თვალის დახამხამებაში გადის ხუთი წელი, თვალის დახამხამებაში გადის ათი წელი — ზოგიერთი ადამიანი ახლა ოცდაათი ან ორმოცი წლისაა, ზოგიც ორმოცდაათს გადაცილებული; ისინი არ დაქორწინებულან და მუდმივად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. დღემდე რამდენი ჭეშმარიტება მოიპოვეს მათ? აქვთ თუ არა მათ სულიერი ცხოვრება? თავადაც არ არიან დარწმუნებულნი. ისინი ფიქრობენ: „თითქოს საკმაოდ ბევრი ჭეშმარიტება გავიგე და ბევრი ქადაგების წარმოთქმაც შემიძლია; წესით, სულიერი ცხოვრება უნდა მქონდეს, არა?“ იქნება ეს შეკრებების დროს, თუ მაშინ, როდესაც მოვალეობების შესრულებისას პრობლემებს აწყდებიან, მათ შეუძლიათ ვრცლად საუბარი, თითქოს ყველა ჭეშმარიტება ესმით, მაგრამ არცერთი რეალური პრობლემის გადაჭრა არ ძალუძთ. რაც არ უნდა მაღალფარდოვანი იყოს ის მოძღვრებები, რომლებზეც ისინი საუბრობენ, თავიანთი მოვალეობების შესრულებისას მაინც არ შეუძლიათ ჭეშმარიტება-პრინციპების მიხედვით მოქმედება და ბევრ საკითხში კვლავ საკუთარ ნებას მიჰყვებიან, რადგან ოდნავადაც არ ესმით ჭეშმარიტება-პრინციპები. ამიტომ გულის სიღრმეში საგონებელში ვარდებიან: „სინამდვილეში ვარ თუ არა ის, ვისაც ჭეშმარიტება ესმის?“ მათ არ იციან, არიან თუ არა ისინი, ვისაც ჭეშმარიტება ესმით. მაშინ არიან ისინი ისეთი ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებას ეძიებენ და პრაქტიკაში ახორციელებენ? თავადაც არ არიან ამაში დარწმუნებულნი. მაშ, სინამდვილეში მოიპოვეს მათ ჭეშმარიტება თუ არა? ისინი კვლავ ეჭვობენ ამაზე. მაშინ, სინამდვილეში აქვთ მათ სულიერი ცხოვრება თუ არა? საერთოდ, რა არის სულიერი ცხოვრება? რას გრძნობს ადამიანი, როდესაც მას სულიერი ცხოვრება აქვს? რა ცვლილებები მოხდება ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში, როდესაც მას იგი ექნება? როგორ შეიცვლება მისი აზრები? რა ცვლილებებს განიცდის მისი ადამიანური ბუნება? ამ ადამიანთათვის არცერთი ეს საკითხი არ არის ნათელი. რამდენი წელიც არ უნდა სწამდეთ ღმერთის, როდესაც ჭეშმარიტების რომელიმე ასპექტზე საუბრობენ, მათ შეუძლიათ იქადაგონ გარკვეული სიტყვები და მოძღვრებანი; მაგრამ როდესაც საქმე ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელების პრინციპებს ეხება, მათ არ შეუძლიათ მათი ნათლად ახსნა. კერძოდ, ზოგიერთი ადამიანი, მას შემდეგ, რაც თავის ქმედებებში პრინციპების წინააღმდეგ წასვლის გამო გაისხლება, არა მხოლოდ ნეგატიური ხდება, არამედ იბნევა, საკუთარ თავში ეჭვი ეპარება და ამბობს: „სინამდვილეში მოვიპოვე თუ არა სულიერი ცხოვრება? აქვს თუ არა ჭეშმარიტებას ადგილი ჩემს გულში, იქცა თუ არა იგი ჩემს ცხოვრებად? სინამდვილეში შემიძლია თუ არა კვლავ მივაღწიო ხსნას?“ ისინი დაბნეულნი არიან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჭეშმარიტებას ეხება, მაგრამ როდესაც საქმე მიდგება გარე საკითხებზე, რომლებიც არ ეხება ჭეშმარიტებას, მათ ისინი ძალიან კარგად ახსოვთ. მაგალითად, რამდენი წელი, თვე და დღეა, რაც ღვთის რწმენა აქვთ, რა დონის წინამძღოლად ან მუშაკად მსახურობდნენ, რა მოვალეობები შეასრულეს, რამდენი საეკლესიო საქმე გააკეთეს, რამდენ ადგილას იმოგზაურეს, რამდენი ადამიანი მოაქციეს სახარების ქადაგებით, რამდენი ეკლესია მორწყეს, რაოდენ იტანჯნენ, როდესაც ღვთისთვის იხარჯებოდნენ, რამდენი ფული შეწირეს, რა ნივთები შესწირეს ძმებსა და დებს, რა ხნით იყვნენ დაპატიმრებულნი და დატუსაღებულნი, რამდენჯერ სცემეს, რამხელა წამება გაიარეს, რამდენჯერ იდგნენ მტკიცედ ღვთისთვის მოწმობაში და ა.შ. — ისინი ყველა ამ გარე საკითხს უდიდესი მნიშვნელობით ინახავენ მეხსიერებაში და ხშირად იხსენებენ მათ. გონებაში აღრიცხავენ ამ ყოველივეს, ნათლად ახსოვთ თითოეული ჩანაწერი და არასოდეს ივიწყებენ მას. მაგრამ როდესაც საქმე ეხება იმას, თუ რამდენი ჭეშმარიტება ესმით და რამდენ რეალობას ფლობენ, მათ ყოველთვის ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ამაზე. მათთვის არასოდეს არის ნათელი, თუ რომელი ჭეშმარიტებები ესმით, რომელი ჭეშმარიტებები განახორციელეს პრაქტიკაში და ძალუძთ თუ არა ჭეშმარიტების ერთგულება და პრინციპების მიხედვით მოქმედება, როდესაც რაიმე ვითარებაში აღმოჩნდებიან; მათ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ამ ყოველივეზე. მათთვის ასევე არ არის ნათელი, საკუთარი გახრწნილი ხასიათის რომელი გამოვლინებების ჭეშმარიტი შეცნობა ძალუძთ, მოიშორეს თუ არა ისინი და რომელ გახრწნილ ხასიათს ავლენენ ხშირად, მაგრამ ჯერ არ მოუშორებიათ; მათ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ამ ყოველივეზე. ღვთისადმი ამდენი წლის რწმენის შემდეგ რომელი ჭეშმარიტებების პრაქტიკაში განხორციელება შეუძლიათ და რომელი არ განუხორციელებიათ, ჭეშმარიტების რომელ ასპექტებში განიცადეს წინსვლა და რამდენად წაიწიეს წინ —მათ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ამ ყოველივეზე. ზუსტად რას ავლენენ ცხოვრებაში ადამიანობის თვალსაზრისით — გააჩნიათ თუ არა სინდისი და გონიერება და ავლენენ თუ არა ცხოვრებაში ნორმალურ ადამიანობას —მათ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ამ ყოველივეზე. რამდენი მოვალეობა შეასრულეს გულწრფელობითა და ერთგულებით, რამდენი მოვალეობა შესრულდა განზრახ ზერელედ, რამდენი იყო სტანდარტის შესაბამისი და რამდენი ჯერ კიდევ არ შეესაბამებოდა სტანდარტს, რომელ მოვალეობებთან მიმართებაში შეძლეს პრინციპების მიხედვით მოქმედება ისე, რომ მათი შესრულებით დააკმაყოფილეს ღმერთი და შეესაბამებოდა ღვთის განზრახვებს, რომელ მოვალეობებთან მიმართებაში ჯერ კიდევ ვერ ჩასწვდნენ ჭეშმარიტება-პრინციპებს და ვერ მიაღწიეს ღვთის დაკმაყოფილებას — მათ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ამ ყოველივეზე. ზუსტად რომელ ასპექტებში ძალუძთ ღვთის მოთხოვნების დაკმაყოფილება და ღვთისადმი მორჩილება, რა დონეზე დაემორჩილნენ ღმერთს, რომელ ასპექტებში კვლავ არ შეუძლიათ ღვთისადმი მორჩილება, რამ გამოიწვია მათი უუნარობა, დაემორჩილონ ღმერთს და როგორ უნდა განაგრძონ წინსვლა — ყოველივე ამასთან დაკავშირებით მათ არც გეგმა აქვთ და არც მოსაზრებები; რა თქმა უნდა, მით უმეტეს არ გააჩნიათ მკაფიო გზა. ამდენი წლის მანძილზე ღვთსადმი რწმენის მიუხედავად, არ იციან, რამდენი რამ გააკეთეს ღვთის სახლის ინტერესების დასაცავად, ან რამდენი კეთილი საქმე მოამზადეს; მათ არ იციან, რამდენი ბოროტება ჩაიდინეს, ან რამდენი რამ გააკეთეს, რამაც ჩაშლა და არევ-დარევა გამოიწვია — მათ მეხსიერებაში თითქოს ჩაუდენიათ მსგავსი რამ, მაგრამ არ იციან, მოინანიეს თუ არა ბოროტების ჩადენის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ აცნობიერებენ, რომ ბოროტება ჩაიდინეს და განიცდიან წუხილს, ულოციათ კი ღვთის მიმართ და უღიარებიათ თავიანთი ცოდვები, მიიღეს მათ ღვთისგან შენდობა? რაიმე სინდისის ქენჯნას განიცდიან გულის სიღრმეში? მათ არც ეს იციან. გულში ფიქრობენ: „ვის ადარდებს, ვგრძნობ თუ არა სინდისის ქენჯნას? ასეა თუ ისე, ახლა საკმაოდ კომფორტულად ვცხოვრობ თავს; კვლავ ვასრულებ ჩემს მოვალეობას.“ მაშინ რამდენი კეთილი საქმე გააკეთეს თავიანთი მოვალეობის შესრულებისას? ამის ზუსტად თქმაც კი არ შეუძლიათ, თუმცა გრძნობენ, რომ რამდენიმე კეთილი საქმე მაინც გააკეთეს — ახლახან სახარება იქადაგეს და ორი ადამიანი მოაქციეს. მათ გაკეთებული აქვთ ამ მცირე რაოდენობით კეთილი საქმეები, მაგრამ პრინციპების გარეშე, საკუთარი ნების შესაბამისად და თვითნებურად და დაუფიქრებლად მოქმედებენ — ითვლება თუ არა ეს ბოროტ საქმეებად? მათთვის არც ეს არის ნათელი. ფიქრობენ, რომ რადგან ეკლესიას მათ მიმართ ზომები არ მიუღია, ხოლო წინამძღოლებს ისინი არ გაუსხლავთ ან პასუხი არ მოუთხოვიათ ამ ყოველივესთვის, ესე იგი, ეს არ არის ბოროტი საქმეები; პასუხი რომ მოეთხოვათ, მაშინ შესაძლოა ეს ქმედებები ბოროტი საქმეები ყოფილიყო. მათ არ იციან, რამდენი კეთილი საქმე მოამზადეს. ის, რასაც ამჟამად აკეთებენ, კეთილი საქმეებია თუ ბოროტი საქმეები, მათგან რამდენი კეთილი საქმეა, რამდენი — ბოროტი, რამდენი შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებს და რამდენი ეწინააღმდეგება სამუშაო განაწესსა და ჭეშმარიტება-პრინციპებს — მათ ამის შესახებ არაფერი იციან. მათ არასოდეს აღურიცხავთ ეს საკითხები. ასეა თუ ისე, ყოველდღე თავის დროზე ჭამენ და სძინავთ, დადგენილ დროს დგებიან სულიერი ცხოვრებისთვის ან საქმის შესასრულებლად, მუშაობისას ინარჩუნებენ იმავე მდგომარეობას და საქმის შესრულების იმავე ეტაპებს, რაც წინა დღით გაიარეს და აკეთებენ იმას, რასაც ყოველთვის აკეთებდნენ. მათ არასოდეს კონკრეტულად ან სისტემატურად არ შეუმეცნებიათ ან შეუჯამებიათ ჭეშმარიტების ძიებისა და ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლის, ან გახრწნილი ხასიათის ჩამოშორებისა და სულიერი ცხოვრების მოპოვების საკითხები. შესაბამისად, ნებისმიერი რამ, რაც ჭეშმარიტების ძიებას ან სულიერ ცხოვრებაში შესვლას ეხება, მათთვის ბუნდოვანია. მითხარით, თუ ვინმე ყოველდღე ასე ცხოვრობს, ასეთ მდგომარეობაში იმყოფება, განა ის გაურკვევლობაში არ არის? (დიახ.) „გაურკვევლობაში ყოფნა“ სალიტერატურო გამოთქმაა; სასაუბრო ენაზე ეს უმიზნოდ დინებას მიყოლას ნიშნავს. ცხოვრებისა და არსებობის ეს მდგომარეობა კარგია თუ არა? (არ არის კარგი.) გარეგნულად ისინი არ ავლენენ ღვთის საწინააღმდეგო აშკარა ქცევებს ან გამოვლინებებს, მაგრამ როდესაც საქმე ჭეშმარიტების ძიებასა და სულიერ ცხოვრებაში შესვლას ეხება, ისინი დაბნეულნი არიან და ამას სერიოზულად არ ეკიდებიან. სწორედ ეს მდგომარეობა ნიშნავს გაურკვევლობაში ყოფნას. ეს ნათლად აჩვენებს ადამიანის პრობლემას და მკაფიოდ ავლენს იმ გზას, რომელსაც ის ღმერთისადმი რწმენასთან მიმართებაში მიჰყვება.
ღმერთისადმი რწმენის პროცესში ჭეშმარიტების ძიებისა და სულიერ ცხოვრებაში შესვლის საკითხებთან დაკავშირებით, მიუხედავად ადამიანის დამოკიდებულებისა, სუბიექტური სურვილებისა თუ გამოვლინებებისა, ღვთის თვალში ადამიანის მდგომარეობა აჩვენებს, თუ რა გზას მიჰყვება ის. ზოგიერთ ადამიანს იმ მომენტიდანვე, როდესაც ღვთისადმი რწმენას შეუდგება, არ უყვარს ჭეშმარიტება და, როგორც არ უნდა თანაზიარებდნენ მასთან ჭეშმარიტების შესახებ, არ იღებს მას. გზა, რომელსაც ისინი მიჰყვებიან, პირდაპირ სიკვდილისა და ჯოჯოხეთისკენ მიემართება. ზოგიერთ ადამიანს, როდესაც ღვთისადმი რწმენას შეუდგება, არ ესმის ღვთის მოთხოვნები და მხოლოდ კურთხევის მიღებასა და ცათა სასუფეველში შესვლას ესწრაფვის. თუმცა, ღვთის სიტყვების მუდმივი ჭამა-სმით, ისინი იგებენ ჭეშმარიტებას, შეუძლიათ ჭეშმარიტების ძიება და ძალუძთ გაუძლონ გასაჭირს და გადაიხადონ საფასური ჭეშმარიტების მოსაპოვებლად. საბოლოოდ, ნათელი ხდება, რომ გზა, რომელსაც ისინი მიჰყვებიან, სინათლისა და ცათა სასუფევლისკენ მიემართება. სულიერ ცხოვრებაში შესვლასთან დაკავშირებით ადამიანთა უმეტესობას მსგავსად არ აქვს მკაფიო მიზნები და გაურკვევლობის მდგომარეობაში რჩება. თუმცა ამ ადამიანთა გამოვლინებებიდან გამომდინარე, ზოგიერთი საერთოდ არ იღებს ჭეშმარიტებას, მუდმივად ზერელედ ასრულებს თავის მოვალეობებს და ღვთისადმი მრავალწლიანი რწმენის შემდეგ ოდნავადაც არ შეცვლილა — გზა, რომელსაც ისინი მიჰყვებიან, დაღუპვისა და ჯოჯოხეთისკენ მიემართება. მეორე მხრივ, ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ჭეშმარიტების მიღება, მოვალეობების შესრულებისას გასხვლის მიღება, გააჩნია გარკვეული ჭეშმარიტი მორჩილება და თანდათანობით იწყებს მოვალეობების სტანდარტის შესაბამისად შესრულებას — გზა, რომელსაც ისინი მიჰყვებიან, სინათლისა და ცათა სასუფევლისკენ მიემართება. ისინი, ვინც ოდნავადაც არ იღებენ ჭეშმარიტებას — სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი, ვინც პირდაპირ დაღუპვის გზაზე მიდიან — თავიანთი მოვალეობის შესრულებისას განუწყვეტლივ სჩადიან ბოროტებას და ხშირად აკეთებენ ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას და სძულს ღმერთს, რითაც არევ-დარევას იწვევენ საეკლესიო ცხოვრებასა და ეკლესიის საქმეში. ამ ადამიანებს გარკვეული „განსაკუთრებული“ გამოვლინებები აქვთ. კერძოდ, ღვთისადმი რწმენის შედგომის მომენტიდან დღემდე არასოდეს მოუნანიებიათ და თავიანთი მოვალეობის შესრულებისას ხშირად ავლენენ ზრელე დამოკიდებულებას, ცბიერობას, ზარმაცობენ, ირჩევენ მარტივ დავალებებს და გაურბიან რთულს და არ იცავენ ღვთის სახლის ინტერესებს; ისინი განსაკუთრებით ეგოისტები და საზიზღრები არიან და მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ზრუნავენ. ეს ასევე ამ ადამიანების მახასიათებელია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც კიდევ უფრო ბოროტნი არიან — თავიანთი მოვალეობის შესრულების პროცესში ისინი აღვირახსნილად სჩადიან ბოროტმოქმედებებს და მოქმედებენ თვითნებურად და დაუფიქრებლად, არასოდეს ახორციელებენ პრაქტიკაში ან ასრულებენ საქმეს სამუშაო განაწესის შესაბამისად. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი მოვალეობის შესრულებისას ხშირად იბრძვიან სტატუსისთვის, განადიდებენ თავიანთ თავს, საკუთარ თავზე მოწმობენ და იზიდავენ ხალხს საკუთარი დამოუკიდებელი სამეფოს შესაქმნელად. ასევე არიან ისეთებიც, რომლებიც თავიანთი მოვალეობის შესრულებისას იპარავენ და ფლანგავენ შესაწირავებს, ღალატობენ ღვთის სახლის ინტერესებს. დადებითია ეს გამოვლინებები თუ უარყოფითი? (უარყოფითი.) ამ ადამიანებს ასეთი გამოვლინებები იმ მომენტიდანვე აქვთ, როდესაც ღვთისადმი რწმენას შეუდგებიან. ღვთის სახლი მუდმივად აძლევს მათ შესაძლებლობებს — ზოგიერთს, ვისაც გარკვეული სულიერი მონაცემები აქვს, ზედამხედველის მოვალეობას აკისრებენ, მაგრამ საქმის ცუდად შესრულების შემდეგ მათ მარტივი, ერთგვაროვანი მოვალეობის შესრულებას ავალებენ; თუმცა, ასეთ მოვალეობასაც კი ზერელედ უდგებიან, აღვირახსნილად სჩადიან ბოროტმოქმედებას, მოქმედებენ თვითნებურად და დაუფიქრებლად, იწვევენ ჩაშლასა და არევ-დარევას, ზოგიერთი კი სტატუსისა და ძალაუფლებისთვისაც იბრძვის და არ იცავს ღვთის სახლის ინტერესებს. როდესაც შესაძლებლობა ეძლევათ, ისინი იპარავენ და ფლანგავენ კიდეც შესაწირავებს. რამდენი წელიც არ უნდა სწამდეთ ღმერთი, მათში ეს გამოვლინებები ოდნავადაც არ შემცირებულა და არც შეცვლილა. საბოლოოდ, რა ჩანს? ის, რომ მოვალეობის შესრულებისას ეს ადამიანები მუდმივად ზერელედ მოქმედებენ, არიან ცბიერნი და ზარმაცობენ, ირჩევენ მარტივ დავალებებს და გაურბიან რთულს, ხორციელ კომფორტსაც კი ეძლევიან და უპასუხისმგებლოდ იქცევიან. მათი გამოვლინებები არ არის შემთხვევითი ან დროებითი, არამედ მუდმივია — ეს კი მათთვის პრობლემატურია. მოვალეობის შესრულებისას ისინი მუდმივად ზერელედ მოქმედებენ, აღვირახსნილად სჩადიან ბოროტმოქმედებას და იწვევენ ჩაშლასა და არევ-დარევას, და ვინც არ უნდა დაელაპარაკოს მათ, არ იცვლებიან. რამდენი ქადაგებაც არ უნდა მოისმინონ, არასოდეს ინანიებენ და არ გააჩნიათ სინანული. ასევე არიან ისეთებიც, რომლებიც მუდმივად იბრძვიან სტატუსისთვის, მუდმივად ღალატობენ და არასოდეს იცავენ ღვთის სახლის ინტერესებს. ადვილი გასაგებია სიტყვა „მუდმივად“? ვინც არ უნდა იყოს, თუკი თავისი მოვალეობის შესრულებისას ზერელედ მოქმედებს, არის თვითნებური და დაუფიქრებელი, ან აქვს რაიმე ცუდი გამოვლინება, ღვთის სახლი ყოველთვის აძლევს მას მონანიების მრავალ შესაძლებლობას. არასოდეს ხდება ისე, რომ დროებითი გამოვლინებების გამო ისინი გაუშვან და აღარ მისცენ მოვალეობის შესრულების უფლება. ნაცვლად ამისა, მრავალგზის შეაგონებენ, მათთან ჭეშმარიტებაზე თანაზიარებენ და სიყვარულით ეხმარებიან და მხარს უჭერენ, და შესაძლოა მათ კვლავ შეძლონ მცირედი მსახურების გაწევა. თუმცა ასეთი ადამიანები გულში უბრალოდ შეუვალნი არიან და ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ. ისინი არასოდეს იღებენ ჭეშმარიტებას, ძმებისა და დების დახმარებას, კრიტიკას, თვალყურის დევნებასა თუ ზედამხედველობას და სულიწმიდისგან ნათლის მოფენა და გვემაც რომ ჰქონდეთ, მაინც არ მიიღებენ მათ. სამი თუ ხუთი, ათი თუ ოცი წელიც რომ სწამდეთ ღმერთის, მაინც ასეთებად რჩებიან. მიუხედავად იმისა, რომ ახლა უფრო ასაკოვანნი არიან და ოდნავ უფრო მოწიფულებად და გამოცდილებად გამოიყურებიან, მაინც იმავენაირად ასრულებენ მოვალეობებს — მუდმივად ზერელედ მოქმედებენ და აღვირახსნილად სჩადიან ცუდ საქმეებს. ისინი ამ ოცი წლის განმავლობაში ასეთები იყვნენ და საერთოდ არ შეცვლილან. როდესაც საუბრობენ, მათი ბაგეებიდან სიცრუ იფრქვევა და არასოდეს ამბობენ სიმართლეს. ისინი ახლაც ასეთები არიან; რამდენი სიტყვაც არ უნდა წარმოთქვან, კაცმა არ იცის, რომელია მართალი და რომელი — ტყუილი; მათ ნათქვამში ერთი პატიოსანი სიტყვაც კი არ ურევია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ოცი წლის განმავლობაში თავიანთი მოვალეობების შესრულებისას გარკვეულწილად იტანჯნენ და სახარების ქადაგებით რამდენიმე ადამიანიც მოაქციეს, მათი სიცოცხლე-განწყობა ოდნავადაც არ შეცვლილა. კვლავ განსაკუთრებით ცბიერნი და მზაკვარნი არიან; ისინი უბრალოდ ბებერი გველები არიან, რომლებსაც ერთი პატიოსანი სიტყვის თქმაც კი არ ძალუძთ. ეს საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი არ არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ ჭეშმარიტება; ცოტა რამ რომც ესმოდეთ, მის პრაქტიკაში განხორციელებას ვერ ახერხებენ. როგორი ადამიანები არიან ისინი? ისინი არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად ზერელედ მოქმედებენ, მუდმივად აღვირახსნილად სჩადიან ცუდ საქმეებს და მოქმედებენ თვითნებურად და დაუფიქრებლად, მუდმივად იწვევენ ჩაშლასა და არევ-დარევას, იბრძვიან ძალაუფლებისთვის და მუდმივად ეშმაკობენ, იტყუებიან და ატყუებენ სხვებს. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ეშმაკი ბებერი მელიები არიან — რომ უბრალოდ ბებერი გველები, ბებერი სრიალა გველთევზები, ბებერი ეშმაკნი და ბებერი სატანები არიან. მათი ყველა ქმედების წინ უნდა დაემატოს განმსაზღვრელი სიტყვა „მუდმივად“. როგორც კი სიტყვა „მუდმივად“ დაემატება, ეს მათ მიმართ მიკერძოებულობა კი აღარ იქნება, არამედ ის, რაც მათივე ქმედებებითა და ქცევითაა გამოწვეული. ყველა თვლის, რომ ამ ადამიანს ეს ყოველივე მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ არ გაუკეთებია — ის გამოუსწორებელი დამნაშავეა. როგორ ეპყრობა პოლიციის დეპარტამენტები სხვადასხვა ქვეყანაში გამოუსწორებელ დამნაშავეებს? გამოუსწორებელი დამნაშავეების კრიმინალური იტორია არქივში უნდა ინახებოდეს. როდესაც დანაშაული ხდება, ეს გამოუსწორებელი დამნაშავეები მთავარი ეჭვმიტანილები არიან და პოლიცია საქმის გამოძიებასა და მოკვლევას აუცილებლად მათგან იწყებს. მაშინ რაღა უნდა ვთქვათ მათზე, ვინც ღვთის სახლში მუდმივად ზერელედ ასრულებს თავის მოვალეობას? მათი ზერელეობისა და აღვირახსნილი ბოროტმოქმედების გამოვლინებები არ არის ის, რაც მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ხდება, და არც მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებებში იჩენს თავს. ეს მდგომარეობები და გამოვლინებები არის ის მუდმივი დამოკიდებულება, რომლითაც ისინი თავიანთ მოვალეობას უდგებიან. მოვალეობისადმი მათი ამ მუდმივი დამოკიდებულებიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, თუ როგორია მათი დამოკიდებულება ჭეშმარიტების მიმართ. მაშ, როგორია მათი დამოკიდებულება ჭეშმარიტების მიმართ? (ისინი ზიზღით არიან განწყობილნი მის მიმართ და ეწინააღმდეგებიან მას.) ამგვარი ადამიანები ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ და ეწინააღმდეგებიან მას. ისინი არასოდეს იღებენ მას. გულის სიღრმეში ისინი ზემოდან უყურებენ მას და სძულთ პოზიტიური მოვლენები. ვინც არ უნდა უზიარებდეს მათ ჭეშმარიტებას, ისინი არ უსმენენ. რამდენი შესაძლებლობაც არ უნდა მიეცეთ მოსანანიებლად, ისინი არ აფასებენ მათ და სერიოზულად არ ეკიდებიან. ისინი ისე იქცევიან, როგორც თავად სურთ და როგორც მათთვისაა სასიამოვნო. როდესაც სულიწმიდა ამოძრავებს მათ, არავითარი გრძნობა არ უჩნდებათ და ეს არ ადარდებთ. ისინი ზიზღით ეკიდებიან და უგულებელყოფენ ადამიანთა შეგონებებსა და დახმარებას; თუ ეს ადამიანები შემდეგ გასხლავენ მათ, ისინი ბრაზდებიან, რისხდებიან, წყრებიან მათზე და გულში ზიზღს გრძნობენ. ეკლესიას აქვს თითოეული ადამიანის გამოვლინებების შეფასება ყოველ ეტაპზე და ეს შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის შედეგისთვის. თუ ადამიანის ბოროტი საქმეების გამოვლინებებს დახასიათებისას დაემატება სიტყვა „მუდმივად“, მაშინ ეს მათთვის პრობლემატურია. ძალიან ნათელი ხდება, ზუსტად რა გზით დადიან ასეთი ადამიანები. მაშ, რა გზით დადიან ისინი? ეს დაღუპვისკენ მიმავალი გზაა თუ ხსნისკენ მიმავალი გზა? (დაღუპვისკენ მიმავალი გზა.) რატომ დგება ეს შედეგი? არის თუ არა ეს ამ ადამიანების განკითხვა? არის თუ არა ეს შეუსაბამო რეალურ სიტუაციასთან? (არა.) უნდა მიეცეთ თუ არა მათ კვლავ მონანიების შესაძლებლობები? (არა.) ზოგიერთი ამბობს: „ჩვენ სრულად არ უნდა გადავუსვათ მათ ხაზი — შესაძლოა ერთ დღესაც მოინანიონ!“ ნინევეს ხალხმა უამრავი ბოროტი საქმე ჩაიდინა, რამაც ღვთის ყურამდე მიაღწია. როდესაც ღმერთი მათ განადგურებას აპირებდა, მან წინასწარ გაგზავნა იონა შეტყობინების გადასაცემად და შეუთვალა, რომ ნინევე ორმოც დღეში განადგურდებოდა. როგორ მოიქცა ნინევეს ხალხი ამის მოსმენის შემდეგ? ორმოცი დღის ვადაში ისინი ჯვალოთი შეიმოსნენ, ნაცარი წაიყარეს და მოინანიეს ღვთის წინაშე. მაგრამ ახლა მათ, ვინც მოვალეობას მუდმივად ცუდად ასრულებენ, ორმოცი დღის რამდენი ციკლი მიეცათ უკვე მოსანანიებლად? მოინანიეს მათ? აქვთ თუ არა მონანიების სურვილი? ავლენენ თუ არა მონანიებისკენ რაიმე მიდრეკილებას? (არა.) გასული ათი თუ ოცი წლის განმავლობაში მათი გამოვლინებები მუდმივად ბოროტების ჩადენა იყო; მაშ, მომდევნო ათი თუ ოცი წლის განმავლობაში შეძლებენ ისინი შეცვლას? შეძლებენ ბოროტმოქმედების შეწყვეტას? ეს შესაძლოა არ იყოს ცნობილი, მაგრამ ამ ადამიანთა სხვადასხვა გამოვლინება გასული ათი თუ ოცი წლის განმავლობაში საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ მათი ყველა ქცევა და გამოვლინება ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ღმერთს და უპირისპირდება ღმერთს. ეს ამტკიცებს, რომ მათი გულები ზიზღითაა განწყობილი ჭეშმარიტების მიმართ, რომ მათი ბუნება-არსება უკეთურია და არ გააჩნია ჭეშმარიტების სიყვარულის არცერთი ელემენტი; რომ ისინი არ ფლობენ ჭეშმარიტების სიყვარულითა და პრაქტიკაში განხორციელების სურვილით აღსავსე ადამიანურ ბუნებას. გასული ათი თუ ოცი წლის განმავლობაში მათი გამოვლინებებიდან გამომდინარე სწორედ ეს არის დასკვნა. რადგან აქამდე ასეთ დასკვნამდე მივედით, მათი ადამიანობიდან და არსიდან გამომდინარე მომდევნო ათი, ოცი ან ოცდაათი წლის განმავლობაში შეძლებს კი რომელიმე მათგანი ჭეშმარიტად მონანიებასა და შეცვლას? ოცდაათი ადამიანიდან შეიძლება ერთი აღმოჩნდეს? ორმოცდაათი ადამიანიდან შეიძლება ერთი აღმოჩნდეს? ასი ადამიანიდან შეიძლება ერთი აღმოჩნდეს? ანუ მომდევნო ათი ან ოცი წლის განმავლობაში შეძლებენ კი ისინი მოულოდნელად სინდისის გაღვიძებას, დაინტერესდებიან ჭეშმარიტებითა და დადებითი მოვლენებით, შეძლებენ მათ მიღებას, შეიცნობენ საკუთარ თავს, მოინანიებენ ჭეშმარიტად და იგრძნობენ სინანულს და დანაშაულს წარსულში ჩადენილი ბოროტების გამო? თქვენი დაკვირვებით, როგორია ეს მაჩვენებელი? ათასი ადამიანიდან შეიძლება ერთი აღმოჩნდეს? (ვფიქრობ, ათას ადამიანშიც კი არ მოიძებნება ერთი.) რაზე დაფუძნებით ამბობ ამას? (იმ ფაქტს, ათი ან ოცი წლის მანძილზე ღვთისადმი რწმენისას ასეთ ადამიანთა დამოკიდებულება ჭეშმარიტების მიმართ მუდმივად ზიზღითა და წინააღმდეგობის გაწევით გამოიხატებოდა, ისინი ოდნავადაც არ იღებენ ჭეშმარიტებას და არ გამოუვლენიათ მონანიების უმცირესი ნიშანიც კი. ეს ამტკიცებს, რომ ისინი არც მომავალში მოინანიებენ ჭეშმარიტად.) ზუსტია ეს ნათქვამი? (დიახ.) ზოგიერთი ამბობს: „სხვათა მიმართ შემწყნარებელნი და მომთმენნი უნდა ვიყოთ. თუ მათ გასული ათი ან ოცი წლის განმავლობაში არ მოინანიეს, ეს იმიტომ მოხდა, რომ ახალგაზრდები და მოუმწიფებელნი იყვნენ, ან იმიტომ, რომ კარგი ოჯახური პირობები ჰქონდათ და განებივრებულნი და გათამამებულნი იყვნენ, ან იმიტომ, რომ მაღალი სოციალური სტატუსი და ძლიერი მხარეები გააჩნდათ. განა არ ჰქონდათ მათ რაიმე განსაკუთრებული ვითარება? განა გარკვეული გარემოებების გამო არ იყვნენ ასეთები? შესაძლოა, მომდევნო ათი ან ოცი წლის განმავლობაში მათ თავი დააღწიონ ამ ოჯახური გარემოსა და არასახარბიელო ფაქტორების გავლენას და შეიცვალონ.“ ამის თქმა რთულია. თუმცა, ამ ადამიანების წარსული გამოვლინებებიდან გამომდინარე, ყველა, ვისი გამოვლინებების წინაც ემატება განმსაზღვრელი სიტყვა „მუდმივად“, დიდ საფრთხეშია. ასეთ ას ან ათას ადამიანშიც კი შეუძლებელია მოიძებნოს თუნდაც ერთი, ვინც ჭეშმარიტად მონანიებას შეძლებს. თუ მათ არცერთ ბოროტ საქმეს ჯერ არ უძღვის წინ განმსაზღვრელი სიტყვა „მუდმივად“, მაშინ შესაძლოა ასეთი ადამიანებისთვის ჯერ კიდევ არსებობდეს მცირეოდენი იმედი. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი იქნება მათი გამოვლინებები მომდევნო სამი-ხუთი წლის განმავლობაში. თუ ეს იმის ბრალია, რომ ისინი ახალგაზრდები და მოუმწიფებელნი არიან, ან იმის, რომ მათ ღვთისადმი რწმენას საფუძველი არ აქვს, ან იმის, რომ სუსტი სულიერი მონაცემები აქვთ, ან იმის, რომ ზოგიერთმა ობიექტურმა გარემო ფაქტორმა გავლენა მოახდინა მათ მიერ ჭეშმარიტების მიღებასა და გაგებაზე — თუ ეს გამოწვეულია ამ ობიექტური მიზეზებით და მათი ბოროტი საქმეების გამოვლინებები მხოლოდ დროებითია, მაშინ შემდგომი დაკვირვებაა საჭირო. მაგრამ დღემდე მათ, ვინც განუწყვეტლივ სჩადის ბოროტ საქმეებს — ვის გამოვლინებებსაც წინ უძღვის სიტყვა „მუდმივად“ — არ მოუმზადებიათ საკმარისი კეთილი საქმეები თავიანთი დანიშნულების ადგილისთვის. ნაცვლად ამისა, ღვთისადმი რწმენის პროცესში მათ მრავალი ბოროტი საქმე დააგროვეს. უბრალოდ ისინი უარს ამბობენ იმის აღიარებაზე, რომ ბოროტი ადამიანები არიან, და ასევე ცდილობენ თავის გამართლებას იმ გასაჭირით, რომელიც გადაიტანეს, გაწეული მსხვერპლითა და ღვთისადმი მრავალწლიანი რწმენის სტაჟით. გზა, რომელსაც ეს ადამიანები მიჰყვებიან, არა მხოლოდ მათ წინაა გადაშლილი, არამედ ყველას წინაშეა გამოაშკარავებული. მათი გამოვლინებები და გამჟღავნებული ქმედებები, მათი საქციელი და ქცევა, დამოკიდებულება მოვალეობის შესრულებისადმი, ჭეშმარიტებისა და ყველა დადებითი მოვლენისადმი უკვე საკმარისია მათი არსის საჩვენებლად. რა თქმა უნდა, მათმა დამოკიდებულებამ მოვალეობისა და ჭეშმარიტებისადმი უკვე გამოაშკარავა ის გზა, რომელსაც ისინი მიჰყვებიან.
გზა, რომელსაც ადამიანები მიჰყვებიან, განსაზღვრავს იმას, თუ რას მოიმკის იგი საბოლოოდ. თუ ადამიანები განადგურების გზას ადგანან მაშინ ის, რასაც ისინი საბოლოოდ მოიმკიან, ჯოჯოხეთის კარიბჭის შეღება და ჯოჯოხეთში ჩასვლაა. ამას სხვებთან არავითარი კავშირი არ აქვს — ეს სხვა ადამიანთა მიერ არ არის გამოწვეული, არამედ ეს არის შედეგი, რომელიც საბოლოოდ იმ გზას მოაქვს, რომელსაც ადგახარ. შესაძლოა, მრავალი წელია გწამს ღმერთი და მრავალი გადაცდომა ჩაიდინე, ზოგჯერ არასწორი გზით წახვედი და გააკეთე ისეთი რამ, რაც სწორ გზას აცდენილია; არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ისეთი საქციელიც კი აქვს ჩადენილი, რაც ღვთისადმი ამბოხებასა და წინააღმდეგობის გაწევას ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოვლინებები არ არის კარგი და ღვთის თვალში დაგმობილია, თუ — იმავდროულად, როდესაც ავლენ გახრწნილ ხასიათს და ამბოხდები და ეწინააღმდეგები ღმერთს — შეგიძლია დაფიქრდე საკუთარ თავზე, ჭეშმარიტად მობრუნდე, გამოიყენო შენი გულწრფელობა, შენ მიერ გაღებული მსხვერპლი, შენ მიერ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება და პოზიტიური და პროაქტიული დამოკიდებულება ჭეშმარიტების მიმართ, რათა აქტიურად მოამზადო მრავალი კეთილი საქმე; მაშინ ღვთის დამოკიდებულება შენდამი შეიცვლება. მაგალითად, დავუშვათ, რომ როდესაც ანტიქრისტეები და ბოროტი ადამიანები ჩაშლასა და არევ-დარევას იწვევენ ეკლესიის საქმეში და შეცდომაში შეჰყავთ ძმები და დები, შეგიძლია დროულად გამოააშკარაო ანტიქრისტეებისა და ბოროტი ადამიანების ბოროტი საქმეები, ბოლო მოუღო მათ მიერ გამოწვეულ ჩაშლასა და არევ-დარევას, დაიცვა ძმები და დები და ღვთის სახლის ინტერესები. გარდა ამისა, მოვალეობის შესრულების პროცესში იყო მრავალი გაუთვალისწინებელი სირთულე და დაბრკოლება; დახარჯე დრო, ენერგია და ფიზიკური ძალა, შესწირე ხორციელი სიამოვნების ბედნიერი წუთები და მთელი ძალისხმევა გამოიჩინე ამ სირთულეებისა და პრობლემების მოსაგვარებლად. შენი წახალისების, ზედამხედველობისა და თვალყურის დევნის მეშვეობით, შენი ტანჯვისა და გაწეული მსხვერპლის წყალობით ეკლესიის სახარების საქმემ შეძლო განვითარება და ნორმალურად და შეუფერხებლად წინსვლა. უფრო მეტიც, სახარების ქადაგების პროცესში მოიყვანე კარგი სულიერი მონაცემებისა და ჭეშმარიტების წვდომის უნარის მქონე ადამიანები, და მკაფიო თანაზიარება იქონიე მათთან სხვადასხვა ჭეშმარიტებაზე, რითაც საშუალება მიეცი, რომ საფუძველი ჩაეყარათ ჭეშმარიტ გზაზე, შეესრულებინათ თავიანთი მოვალეობა ეკლესიაში და გამხდარიყვნენ ქმედითი თანაშემწეები გარკვეულ საქმეებში. ან გადამწყვეტი როლი ითამაშე ღვთის სახლში რაიმე კონკრეტულ სპეციალიზებულ საქმეში, გამოიყენე ეფექტური სამუშაო მეთოდები ან ნაბიჯები საქმის წინსვლის დასაჩქარებლად და მისი შედეგების გასაუმჯობესებლად. ან ეკლესიურ ცხოვრებაში დახმარება გაუწიე ძმებსა და დებს, რომლებიც ნეგატიურები და სუსტები არიან ან რომლებიც თავს დაკარგულად და გზააბნეულად გრძნობენ, დაეხმარე მათ წინსვლის გზის პოვნაში, ღვთის განზრახვათა გაგებაში, რათა არასწორად არ მიიღონ იგი, და ჭეშმარიტებისკენ სწრაფვის მტკიცე გადაწყვეტილების მიღებაში. კიდევ უკეთესი, შეძელი ამ ადამიანთა წახალისება ისე, რომ მათ სურთ მოვალეობის შესრულება და ღვთისთვის თავის გაღება. ან რაიმე სპეციალიზებულ საქმეში შეასრულე შეუცვლელი როლი — შესაძლოა დავალება, რომელსაც ასრულებ, მძიმე და დამღლელია და არ არის შესამჩნევი, თუმცა მზად ხარ იყო შეუმჩნეველი, კულისებს მიღმა მომუშავე, იხარჯები ყოველგვარი ჯილდოს მოთხოვნის გარეშე და მხოლოდ გულწრფელობისა და ერთგულების შეთავაზებას ცდილობ. ყველა ასეთი დადებითი გამოვლინება ღვთის თვალში არის კეთილი საქმე, რომელიც დამახსოვრების ღირსია. მეორე მხრივ, შესაძლოა, როდესაც ამ მოვლენებს აწყდები, არა მხოლოდ ვერ ასრულებ მოვალეობას და პასუხისმგებლობებს, არამედ ხელს იბან, გვერდიდან უყურებ და დასცინი სიტუაციას, სრულიად უგულებელყოფ მათ, თვალს ხუჭავ და ყურს იყრუებ. არ აკეთებ იმას, რაც ძალგიძს და რჩევის მიცემაზეც კი არ იწუხებ თავს, რადგან გეშინია, რომ დაიღლები. შეძლებისდაგვარად გაურბიხარ საქმეებს და ფიქრობ, რომ რაც უფრო უსაქმოდ იქნები, მით უკეთესია. ყოველთვის გრძნობ, რომ გულმოდგინედ და პასუხისმგებლობით მოქმედება არ ღირს და რომ საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე წუხილი ზედმეტი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოვლინებები განსხვავდება ეკლესიის საქმის ჩაშლისა და არევ-დარევის ბოროტი საქმეებისგან და ღმერთი ცუდ შეფასებას არ მოგცემს, ის არც კარგად შეგაფასებს. რას ვგულისხმობ იმაში, რომ კარგად არ შეგაფასებს? ეს ნიშნავს, რომ არ მოგიმზადებია კეთილი საქმეები და არც ისეთი რამ გაგიკეთებია, რაც ღვთისთვის დასამახსოვრებელი იქნება. ამ მოვლენების პირისპირ აღმოჩენისას ხელიდან გაუშვი კეთილი საქმეების მომზადების შესაძლებლობა. ძალიან უგუნური ხარ; არ ხარ სანდო, დაწინაურების ღირსი, ამაღლების ღირსი და არც იმის ღირსი, რომ ღმერთმა საქმეები განდოს. ცა და დედამიწასავით განსხვავდები ნოესა და აბრაამისგან. მითხარი, ადამიანი, რომელსაც ღმერთი ვერ ანდობს რამეს, შესაძლოა საბოლოოდ ჯოჯოხეთში არ წავიდეს, მაგრამ შეძლებს კი ცათა სასუფეველში შესვლას? მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ეს გაურკვეველია და მას უამრავი კითხვის ნიშანი მოსდევს; ეს სავსეა დიდი გაურკვევლობით. ეს გაურკვევლობა ეფუძნება ადამიანთა მუდმივ გამოვლინებებს. თუ ყველა მათგანს ჰკითხავ, რატომ სწამთ ღმერთი, ცათა სასუფეველში შესვლა სურთ თუ ჯოჯოხეთში წასვლა, ზოგიერთი დაგცინებს და იტყვის, რომ ეს კითხვა წარმოუდგენლად სულელურია: „ვის ენდომება ჯოჯოხეთში წასვლა და განადგურება? ვის არ ენდომება ცათა სასუფეველში შესვლა და ხსნის მიღწევა?“ მაგრამ ეს კითხვა ნამდვილად უნდა დაისვას. ეს არ არის სულელური. ზოგიერთი ადამიანი არასდროს მისცემია ამგვარად თვითრეფლექსიას. როდესაც ისინი სიტუაციებს აწყდებიან, ყოველთვის ეშინიათ პრობლემებისა და დავის გამოწვევის. კერძოდ, როდესაც ხედავენ, რომ ბოროტი ადამიანები ჩაშლასა და არევ-დარევას იწვევენ ეკლესიის საქმეში, ღვთის რჩეული ხალხი შეცდომაში შეჰყავთ და იყენებენ, და ეკლესიის საქმე შესაბამისად ვერ მიმდინარეობს, ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ღმერთი გულდასმით იკვლევს ადამიანებს, და რომ ეს სწორედ კეთილი საქმეების მომზადების შესაძლებლობაა. ნაცვლად ამისა, ისინი ირჩევენ იყვნენ ადამიანთა მაამებელნი, უარყოფენ ჭეშმარიტება-პრინციპებს და ოდნავადაც არ ეძლვიან თვითრეფლექსიას. რა არის შენი პასუხისმგებლობა? რა არის შენი ვალდებულება? რა მისია დაგაკისრა ღმერთმა? ღმერთმა ამდენი სიტყვა წარმოთქვა და ამდენი საქმე შეასრულა — რას მოელის ის შენგან? შეგიძლია ღმერთს დამაკმაყოფილებელი პასუხი გასცე? მოამზადე კეთილი საქმეები? ყველა ამ საკითხთან მიმართებაში ხშირად უნდა დაფიქრდე საკუთარ თავზე და გულში სიცხადე გქონდეს.
ყველას სურს კურთხევის მიღება. არავის უნდა განადგურება და ჯოჯოხეთში მოხვედრა, მაგრამ, თავისდაუნებურად ბევრი ადამიანი გამუდმებით სჩადის ბოროტებას და დიდი სისწრაფით მიექანება ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზაზე. ზოგი კვლავ და კვლავ უგულებელყოფს ღვთის სახლის მიერ ბოძებულ შესაძლებლობებს მოვალეობის შესასრულებლად; უგულებელყოფს იმას, როდესაც წმინდა სული აღძრავს და საყვედურობს მათ, და ღვთის სახლის დახმარებასა და მოლოდინებს. ისინი ჯიუტად აგრძელებენ ზერელედ მოქმედებას, აღვირახსნილად სჩადიან ბოროტებას, მოქმედებენ თვითნებურად და დაუფიქრებლად იწვევენ ეკლესიის საქმის ჩაშლასა და არეულობას ისე, რომ ოდნავადაც არ ეძლევიან თვითრეფლექსიას. განა ისინი უბრალოდ გამოუსწორებელი, უსირცხვილო ადამიანები არ არიან? გამუდმებით სჩადიხარ ასეთ ბოროტებას. სხვები კი არ გაიძულებენ ამის გაკეთებას — ეს აშკარად შენი პირადი არჩევანია, ის, რაც პირადად მოგწონს და სიამოვნებით აკეთებ. თუ ვინმე გეტყვის, რომ გზა, რომელსაც ადგახარ, ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევის გზაა და ჯოჯოხეთისკენ მიდის, ბრაზდები და უარყოფითად განეწყობი. რის გამო განეწყობი უარყოფითად? განა თავად არ დაიტეხე ეს თავს და არ იმკი იმას, რაც დათესე? განა საკადრისი არ მიიღე? ზოგიერთი ამბობს: „უნებლიეთ ჩავდივარ ბოროტებას. ყოველ ჯერზე მინდა, რომ საქმე კარგად გავაკეთო, მაგრამ დასრულების შემდეგ აღმოვაჩენ ხოლმე, რომ ჩემი ქმედებების შედეგები არც ისე კარგია.“ ჩაიდინე ბოროტება, გამოიწვიე ჩაშლა და არეულობა და ზარალი მიაყენე ეკლესიის საქმეს. თუნდაც პასუხი არ მოგთხოვონ გადაცდომების გამო, მათ ფარული საფრთხეები შექმნეს და მომავალში შესაძლოა კვლავ ჩაიდინო ისინი. ეს ძალიან სახიფათოა. ეს ჰგავს გზას, რომელზეც ადამიანმა გაიარა — სადაც არ უნდა გაიაროს, აუცილებლად დატოვებს კვალს. აცნობიერებ შენ მიერ ჩადენილ გადაცდომებს? გრძნობ სინანულს მათ გამო? გრძნობ თავს დავალებულად და დამწუხრებულად? მწარედ ტირი მათ გამო? გამოსწორდი? ჭეშმარიტად გძულს შენი ბოროტი საქმეები? მიატოვე შენს ხელთ არსებული ბოროტება და გულწრფელად მოინანიე ღვთის წინაშე? ზოგი ამბობს: „მეც მძულს საკუთარი თავი. განმარტოებისას უთვალავჯერ გამიწნავს სილა საკუთარი თავისთვის, ასევე დავჩოქილვარ ღვთის წინაშე და მწარედ მიტირია ლოცვისას.“ შესაძლოა გაიარე ეს პროცესები, მაგრამ ღმერთს არ აინტრესებს ისინი. ღმერთი უყურებს შენს გამოვლინებებს. როდესაც იგივე სიტუაცია კვლავ წარმოიქმნება ან იგივე მოვალეობა კვლავ შენ გეკისრება, როგორ ეპყრობი მას? გაქვს გულწრფელობა და ერთგულება? შეგიძლია მსხვერპლის გაღება? შეგიძლია იმოქმედო ღვთის სიტყვების შესაბამისად? რა არის შენი გამოსწორების გამოვლინებები? მიატოვე შენს ხელთ არსებული ბოროტება? კვლავ აგრძელებ იმ ბოროტი საქმეების კეთებას, რასაც წარსულში აკეთებდი? კვლავ იტყუები, კვლავ თვითნებურად და დაუფიქრებლად მოქმედებ, კვლავ ეწინააღმდეგები სამუშაო განაწესსა და ჭეშმარიტება-პრინციპებს, კვლავ შენი საკუთარი ამბიციებისა და სურვილების შესაბამისად მოქმედებ და კვლავ ბოროტ ადამიანებს ეკვრები ეკლესიის საქმის ჩასაშლელად და ასარევად? თუ კვლავ ასე იქცევი, მაშინ შენი მონანიება და მწარე ტირილი ყალბი და ზერელეა. როგორ ხასიათდება ზერელე, ყალბი მონანიება? (თვალთმაქცობად.) ხასიათდება ის თვალთმაქცობად? ის ხასიათდება მოტყუებად. არის ეს განცხადება ზუსტი? (დიახ.) ღვთის თვალში ასეთი მწარე ტირილი და ასეთი მონანიება მოტყუებაა. მაგალითად, ღმერთი ამბობს: „შემომწირე ათი ფუნტი ბრინჯი წლევანდელი მოსავლიდან.“ ზოგიერთს არ სურს მისი შეწირვა და უნდა, რომ თავად შეჭამოს, ამიტომ იღებს ათ ფუნტ ბრინჯის ჩენჩოს და საკურთხეველზე დებს. როდესაც ეკითხებიან, რა არის ეს, ამბობენ, რომ ეს დაუმუშავებელი ბრინჯია. ღმერთი ამბობს: „განა ბრინჯი არ გთხოვე?“ ისინი პასუხობენ: „დაუმუშავებელი ბრინჯი ბრინჯია.“ არის ეს მოტყუება? (დიახ.) ეს არის უტიფარი ტყუილი. ბოროტების ჩადენის შემდეგ აღიარებ შენს ცოდვას, გამუდმებით ამბობ, რომ ღმერთთან ვალში ხარ და მწარედაც კი ტირი, მაგრამ ამის შემდეგ ისე იქცევი, თითქოს არაფერი მომხდარა და აგრძელებ საქმეების კეთებას ისევე, როგორც ადრე. ღმერთი ამგვარ ქცევას მოტყუებად ახასიათებს. ღვთის თვალში ამგვარი მატყუარა ქცევა ბოროტი საქმის ტოლფასია. თუ მართლაც მიიღე შეცვლისა და ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად მოქმედების გადაწყვეტილება, არაა საჭირო მტკიცე გადაწყვეტილების მიღება ან მწარედ ტირილი. ჯერ გააკეთე — დადე აღთქმა ღვთის წინაშე მაშინ, როდესაც შეძლებ მის შესრულებას. თუ არ ძალგიძს ამის გაკეთება, მაშინ საერთოდ არ უნდა დადო აღთქმა. თუ დებ აღთქმას, ღმერთი მას სერიოზულად მიიღებს და მოითხოვს იმის შედეგს, რაც აღუთქვი. თუ არ ძალგიძს მისი შესრულება, ღვთის თვალში ეს მოტყუებაა — ღვთის მოტყუება ხდება კიდევ ერთი ბოროტი საქმე, რომელიც შენს წინააღმდეგ აღირიცხება. ამრიგად, თუ არ შეგიძლია გულწრფელად მონანიება და ამის ნაცვლად აღთქმებით ატყუებ ღმერთს, მაშინ გზა, რომელსაც ადგახარ, განადგურებისკენ მიდის. შენი თითოეული ბოროტი საქმე ჯოჯოხეთის კარიბჭეზე დარტყმაა; შესაძლოა ერთ-ერთმა ასეთმა დარტყმამ საბოლოოდ გააღოს იგი და მაშინ შენი სიკვდილის ჟამიც დადგება. შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი ადამიანის ყველა ქმედება და ქცევა, ღვთისადმი რწმენის შედგომის მომენტიდან დღემდე იყო ბოროტი საქმეების გამუდმებული დაგროვება და ჯოჯოხეთის კარიბჭეზე დარტყმა, და ამავდროულად, ღვთის ბრაზის დაგროვება; ისინი ელიან, როდის დაატყდებათ თავს ღვთის სასჯელი. თუმცა, სხვა ადამიანები ღვთისადმი რწმენის პროცესში პოზიტიური და სწორი მიმართულებით მიიწევენ წინ. გზა, რომელსაც ისინი მიჰყვებიან, ცათა სასუფევლისკენ მიმავალი გზაა. ამ პერიოდში მიუხედავად იმისა, რომ ისინი ავლენენ ურჩობასა და გახრწნილ ხასიათს, და რა თქმა უნდა, ასევე აქვთ წარმოდგენები და ფანტაზიები ღვთის შესახებ, და ავლენენ საკუთარი ნებას მოვალეობის შესრულებისას; ამ გამოვლინებების ან ქცევების პარალელურად ისინი ასევე განუწყვეტლივ იღებენ ჭეშმარიტებას, იშორებენ თავიანთ გახრწნილ ხასიათს და გარდაქმნიან მას; ისინი გულწრფელად გამოსწორდნენ და აქვთ ჭეშმარიტების მიღებისა და მისდამი დამორჩილების გამოვლინებები და რეალობა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა ადამიანებმა ოდესღაც მრავალი გადაცდომა ჩაიდინეს და ბევრი ისეთი რამ გააკეთეს, რაც ღმერთს სძულს, და ზოგიერთი მათგანი ღვთის მიერ იქნა კიდეც დაგმობილი, ჭეშმარიტების გაგებისა და გამოსწორების შემდეგ მათ თანდათანობით მოიშორეს გახრწნილი ხასიათი და აღარ სჩადიან ბოროტებას. მათი გამოსწორება, ჭეშმარიტების გამო სირთულეების ატანისა და მსხვერპლის გაღების გადაწყვეტილება და მზაობა ღმერთს გულს უჩუყებს. ამავდროულად მათი ძალისხმევა და ქმედებები, და კეთილი საქმეები, რომლებსაც ისინი ამზადებენ, თანდათანობით მისაღები ხდება ღვთისთვის და მის აღიარებას მოიპოვებს და ღმერთიც იმახსოვრებს ამ ყოველივეს. ასეთი ადამიანების საერთო გამოვლინებებიდან გამომდინარე ისინი არიან — როგორც ხშირად ამბობთ — ძირითადად მართალი ადამიანები. გზა, რომელსაც ეს მართალი ადამიანები მიჰყვებიან, ცათა სასუფევლისკენ მიმავალი გზაა, ხსნისკენ მიმავალი გზაა. ასეთი ადამიანები ხსნის გზაზე დადიან. რა თქმა უნდა, ამ ადამიანთა გამოვლინებები ძირითადად არ არის სხვების მხრიდან ბიძგის, ზედამხედველობის, მართვის ან გასხვლის შედეგი; არც ეკლესიის ადმინისტრაციული განკარგულებებით დარეგულირების შედეგი. ნაცვლად ამისა, ისინი საკუთარი ინიციატივით გამოსწორდებიან; სულიერ ცხოვრებაში შესვლისას გააჩნიათ პირადი გეგმები და ჩანაფიქრები ისევე, როგორც საკუთარი პროაქტიული მტკიცე გადაწყვეტილება. გზა, რომელსაც ეს ადამიანები მიჰყვებიან, მართალი გზაა. ამ პოზიტიური, პროაქტიული გამოვლინებებით ისინი ამზადებენ კეთილ საქმეებს საკუთარი დანიშნულების ადგილისთვის. სწორედ მათი პირადი, სუბიექტური ძიება განსაზღვრავს მათ მიერ არჩეულ გზას და განსაზღვრავს ღვთის დამოკიდებულებას მათ მიმართ. საბოლოო ჯამში, მათი პირადი, სუბიექტური ძიების გამო არ ძალუძთ მიიღონ ღვთისგან შესაბამისი განაჩენი და შესაბამისი დანიშნულების ადგილი.
მითხარით, როგორ უნდა აკეთონ ადამიანებმა სამართლიანი საქმეები და რა მდგომარეობასა და პირობებში უნდა აკეთონ ეს, რათა ეს კეთილი საქმეების მომზადებად ჩაითვალოს? მინიმუმ მათ უნდა ჰქონდეთ პოზიტიური და პროაქტიული დამოკიდებულება და მოვალეობის შესრულებისას უნდა იყვნენ ერთგულნი, შეეძლოთ ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად მოქმედება და ღვთის სახლის ინტერესების დაცვა. პოზიტიურობა და პროაქტიულობა მთავარია. თუ მუდამ პასიური ხარ, ეს პრობლემატურია. თითქოს არ ხარ ღვთის სახლის წევრი; კი არ ასრულებ მოვალეობას, არამედ სხვა გზა არ გაქვს და დამსაქმებლის ბრძანებით აკეთებ ამას ხელფასის მისაღებად — ამას ნებაყოფლობით არ აკეთებ. ცოტაც რომ გააკეთო, ამას იმიტომ აკეთებ, რომ იძულებული ხარ, და პასიურად აკეთებ. დაინტრესებული რომ არ იყო, უბრალოდ არ გააკეთებდი ამას ან ვინმეს რომ არ გაეწია ზედამხედველობა, არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებდი. ასეთი ნეგატიური და პასიური ქმედებები არ არის კეთილი საქმეები. ამიტომ ამ ტიპის ადამიანი ძალიან უგუნურია. ის ძალიან პასიურია პოზიტიური საქმეების კეთებასა და იმის შესრულებაში, რაც ევალება — არ აკეთებს იმას, რაც თავადაც შეუძლია მოიფიქროს და არც იმას, რისი უნარიც შესწევს და რაც დროსა და ენერგიას მოითხოვს; უბრალოდ ელის და გვერდიდანაკვირდება, ფიქრობს რა, რომ აჯობებს, თუ ამას სხვები გააკეთებენ. ეს პრობლემატურია და მისთვის ძალიან რთულია მოვალეობის ჯეროვნად შესრულება. პირველ რიგში, საქმე ის კი არ არის, რომ შენი სულიერი მონაცემები არასაკმარისია; მეორე, პრობლემა არც გამოცდილების ნაკლებობაა; მესამე, მიზეზი არ არის იზ, რომ საამისოდ სათანადო პირობები არ გაქვს. ამ საქმის შესასრულებლად საჭირო სულიერი მონაცემები გაგაჩნია და თუ დროსა და ენერგიას დახარჯავ, შეძლებ მის გაკეთებას, მაგრამ არ აკეთებ ამას, ვერ ახერხებ კეთილი საქმეების მომზადებას. ეს ძალიან სამწუხაროა. რატომ ვამბობ, რომ ეს სამწუხაროა? იმიტომ, რომ თუ მრავალი წლის შემდეგ უკან მოიხედავ, სინანულს იგრძნობ, და თუ მოგინდება იმ წელში, იმ თვესა და იმ დღეს დაბრუნება ამ საქმის შესასრულებლად, ყველაფერი შეიცვლება და ის დრო უკვე უკვე წარსულს ჩაბარდება. შენ აღარ მოგეცემა მეორე ასეთი შანსი; როდესაც ეს შესაძლებლობა ქრება, ის სამუდამოდ ქრება, როცა იკარგება — სამუდამოდ იკარგება. თუ ხელიდან გაუშვებ ხორციელ სიამოვნებებს, როგორიცაა გემრიელი საჭმლის მირთმევა ან ლამაზი ტანსაცმლის ტარება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს ყველაფერი ამაოა და არავითარ გავლენას არ ახდენს სულიერ ცხოვრებაში შესვლაზე, კეთილი საქმეების მომზადებაზე ან დანიშნულების ადგილზე. თუმცა, თუ საქმე ეხება ღვთის დამოკიდებულებასა და შეფასებას შენ მიმართ, ან თუნდაც გზას, რომელსაც ადგახარ და შენს დანიშნულების ადგილს, მაშინ ამის გაკეთების შესაძლებლობის ხელიდან გაშვება ძალიან სამწუხაროა. ეს იმიტომ, რომ ის ლაქად დარჩება და სინანულს გამოიწვევს შენი არსებობის სამომავლო გზაზე; მთელი ცხოვრების განმავლობაში აღარასოდეს გექნება მისი გამოსწორების კიდევ ერთი შანსი. განა ეს სამწუხარო არ არის? თუ სულიერი მონაცემები მეტისმეტად მწირია და არ ძალგიძს ამ საქმის შესრულება, მაშინ ეს არ არის დასანანი — ღვთის სახლს შეუძლია სხვას დაავალოს მისი გაკეთება. თუ შეგიძლია ამის კარგად გაკეთება, მაგრამ არ აკეთებ, ეს უაღრესად დასანანია. ეს არის ღვთის მიერ მოცემული შესაძლებლობა, მაგრამ სერიოზულად არ ეკიდები მას, არ ეებღაუჭები ამ შესაძლებლობას და ხელიდან უშვებ მას — ეს მეტისმეტად სამწუხაროა! შენთვის ეს სამწუხაროა; ღვთისთვის კი — გულდასაწყვეტი. ღმერთმა მოგცა საკმარისი სულიერი მონაცემები და საუკეთესო პირობები, რათა ნათლად დაგენახა გარკვეული საკითხები და ყოფილიყავი კომპეტენტური ამ საქმისთვის. თუმცა, არ გაქვს სწორი დამოკიდებულება მოვალეობის მიმართ, არ გაქვს გულწრფელობა, მით უმეტეს თავდადება, და არ გსურს ძალ-ღონე იხმარო მის კარგად შესასრულებლად. ეს ძალიან უცრუებს ღმერთს იმედს. ამრიგად, თუ ზარმაცობ და მუდამ გრძნობ, რომ დავალებული საქმე პრობლემატურია და არ გსურს მისი გაკეთება, და გულში ბუზღუნებ: „რატომ მთხოვენ მე ამის გაკეთებას და არა სხვას?“ — მაშინ ეს სულელური ფიქრია. როდესაც მოვალეობა გეკისრება, ეს უბედური შემთხვევა კი არა, პატივია და ღვთისგან ამაღლებაა. სიხარულით უნდა მიიღო იგი და შეასრულო მოვალეობა, რომელიც უნდა შეასრულო; ეს არ გამოგფიტავს. პირიქით, თუ მოვალეობას ჯეროვნად შეასრულებ, გაიგებ ჭეშმარიტებას და გადაჭრი პრობლემებს, გულში სიმშვიდესა და სიმტკიცეს იგრძნობ, და ღმერთს იმედს არ გაუცრუებ. ღვთის მიმართ გექნება რწმენა და შეძლებ თავაწეულმა იარო. თუ არ შეასრულე მოვალეობა და მუდამ ზერელედ მოქმედებ, ეს გადაცდომაა, და თუნდაც არავითარი ზარალი არ გამოგეწვია, ეს გადაცდომა მთელი ცხოვრების მანძილზე სინანულად დარჩება შენს გულში. ეს გადაცდომა უძირო შავი ხვრელივით იქნება; როცა კი გაგახსენდება, იგრძნობ ტკივილსა და შფოთვას, გულისშემძვრელ ტანჯვას. არა მხოლოდ არ გექნება სიმშვიდე ან სიხარული, არამედ პირიქით, სინანულისა და ტანჯვის ტკივილი მთელი ცხოვრება თან გაგყვება და არასოდეს წაიშლება. განა ეს მარადიული სინანული არ არის? და რას იტყვით ღვთის გადმოსახედიდან? ღმერთი ჭეშმარიტება-პრინციპებს იყენებს ამ საკითხის დასახასიათებლად, ამიტომ მისი ბუნება გაცილებით სერიოზულია, ვიდრე გრძნობ. გესმის? (დიახ.) ამრიგად, ღმერთი ყოველმხრივ განიხილავს ჩვეულ ქცევას და დამოკიდებულებას ჭეშმარიტებისა და მოვალეობის მიმართ, რათა დაინახოს გზა, რომელსაც ადგახარ. დავუშვათ, დამოკიდებულება ჭეშმარიტებისა და მოვალეობის მიმართ მუდამ ზერელეა, და ზედაპირულად დებ პირობებს, მაგრამ ფარულად არ ახორციელებ მათ პრაქტიკაში, აჭიანურებ და ფეხს ითრევ და ღვთის განზრახვის გათვალისწინების მიმართ დადებითი დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად არ იწვევ ჩაშლასა და არეულობას, არ სჩადიხარ ბოროტებას, არ მოქმედებ თვითნებურად და დაუფიქრებლად ან უკონტროლოდ არ სჩადიხარ ბოროტმოქმედებას, და წესების დამცველი და საკმაოდ კარგი ადამიანი ჩანხარ, პოზიტიურად და პროაქტიულად არ აკეთებ იმას, რასაც ღმერთი გთხოვს, არამედ ცბიერი ხარ, ზარმაცობ და თავს არიდებ რეალური საქმის კეთებას. ამ შემთხვევაში რეალურად რა გზას ადგახარ? თუნდაც ეს არ იყოს ანტიქრისტეთა გზა, სულ მცირე, ეს ცრუ წინამძღოლის გზაა.
ზოგიერთი ადამიანი მოვალეობის შესრულებისას თითქოს მორჩილებას ავლენს და აკეთებს ყველაფერს, რასაც ზემდგომი ავალებს. მაგრამ როდესაც ეკითხებიან: „ზერელედ ასრულებ მოვალეობას? პრინციპების მიხედვით აკეთებ ამას?“ — მათ არ ძალუძთ ზუსტი პასუხის გაცემა და მხოლოდ ამბობენ: „ისე ვიქცევი, როგორც ზემდგომი მავალებს და ვერ ვბედავ ბოროტმოქმედებების უკონტროლოდ ჩადენას.“ როდესაც ეკითხებიან, შეასრულეს თუ არა თავიანთი პასუხისმგებლობა, ისინი პასუხობენ: „აბა, იმას ვაკეთებ, რაც მევალება.“ მოვალეობის შესრულებისას მათ მუდამ ასეთი დამოკიდებულება აქვთ, აუჩქარებელი და გულგრილი. მიუხედავად იმისა, რომ აშკარა პრობლემებს არ უჩენია თავი, ჭეშმარიტება-პრინციპებით თუ გავზომავთ, მათი მოვალეობის შესრულება არაეფექტურია და არ შეესაბამება სტანდარტს. მაგრამ ეს არ ადარდებთ. ისინი კვლავ ისეთივე ზერელედ მოქმედებენ, როგორც წარსულში, და კვლავ ისეთივე პასიურები არიან იმ საქმეებში, რომლებშიც ინიციატივა უნდა გამოიჩინონ — ისინი საერთოდ არ შეცვლილან. განა ისინი უსირცხვილოდ ჯიუტები არ არიან? ისინი მუდამ ინარჩუნებენ ასეთ დამოკიდებულებას: „შენ შეიძლება ათასი ბრწყინვალე გეგმა გქონდეს, მაგრამ მე ჩემი საკუთარი წესები მაქვს. აი, ასეთი ვარ. ვნახოთ, რას დამაკლებ. ეს არის ჩემი დამოკიდებულება!“ მათ არ ჩაუდენიათ რაიმე უკიდურესად ვერაგული ან ბოროტი, მაგრამ არც ბევრი კეთილი საქმე გაუკეთებიათ. რას იტყვი, რა გზას ადგანან ისინი? არის თუ არა ღმერთისადმი რწმენისა და მოვალეობის მიმართ ასეთი დამოკიდებულება კარგი? (არა.) ბიბლიაში, გამოცხადების წიგნში, ღმერთი ამბობს: „მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ შენ, არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან“ (გამოცხ. 3:16). იყო ნელ-თბილი, არც ცივი და არც ცხელი —ეს დამოკიდებულება კარგია? (არა.) ამ ტიპის ადამიანს გონებაში თავისი საკუთარი გათვლებიც აქვს: „სანამ მოვალეობის შესრულებისას ბოროტებას არ ჩავიდენ ან ეკლესიის საქმეს არ ჩავშლი, არ დამგმობენ. თუ მოვალეობის კარგად შესრულება მეტისმეტად დამღლელია და დიდ ტანჯვას მოითხოვს, არ გავაკეთებ ამას. თავს არ გადავიღლი, მაგრამ არც დიდ შეცდომებს დავუშვებ. ამგვარად, არც მომიცილებენ და არც გამომრიცხავენ, და მაინც ბევრად უკეთესი ვარ მათზე, ვინც მოვალეობას არ ასრულებს. ამიტომ ვრჩები ნელ-თბილი, არც ცივი და არც ცხელი. რასაც მთხოვ, გავაკეთებ. მაგრამ თუ არ მეტყვი რამის გაკეთებას, არ ჩავერევი. ამგვარად, არ დავიღლები და, ამასთანავე, ხალხი ნაკლს ვერ მიპოვის. ეს მიდგომა შესანიშნავია!“ არის საკუთარი თავის ამგვარად წარმართვა კარგი? (არა.) იცი, რომ ეს არ არის კარგი, მაშ, როგორ უნდა შეიცვალოს შენი პრაქტიკა? თუ არასოდეს ცდილობ ჭეშმარიტების ძიების გზით სვლას და კვლავ ჯიუტად განაგრძობ სატანის ფილოსოფიით ცხოვრებას, მაშინ განწირული ხარ და ხსნის მიღწევის არავითარი იმედი არ არსებობს. წუთისოფელში საკუთარ თავს ამგვარად თუ წარმართავ, მაშინ ნამდვილად გექნება უპირატესობა. ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფია და დამოკიდებულება დაგიცავს, არც ადამიანებს გაანაწყენებ. უფრო მეტიც, ის მაღალი ფენის ადამიანები, რომლებსაც პრესტიჟი და რეპუტაცია აქვთ, არ იგრძნობენ, რომ მათთვის საფრთხეს წარმოადგენ; ყველა მათგანი ძალიან დაგაფასებს. ის დაბალი ფენის ადამიანებიც, რომლებსაც სტატუსი არ გააჩნიათ, ვერ გაბედავენ შენს წყენინებას. ამრიგად, საკმაოდ პოპულარული იქნები — როგორც დაბალი, ისე მაღალი ფენის ადამიანებისთვის იქნები ის, ვისი მიმხრობაც სურთ, იქნები მოთხოვნადი; მარტივად იტრიალებ ყველა წრეში, მაღალსა თუ დაბალში, კარგსა თუ ცუდში. თუმცა, თუ ამქვეყნიური ურთიერთობების მიმართ ამგვარ დამოკიდებულებას ღვთის სახლში და ღვთის წინაშე კვლავ გამოიყენებ, ეს ვერ მოხდება. ყველა ის სხვადასხვა პრინციპი, რომელიც ჭეშმარიტებას ეხება, შენგან დამოკიდებულებას მოითხოვს და ეს დამოკიდებულება ან სწორია ან არასწორი, ან შავია ან თეთრი, ან ჭეშმარიტია ან ყალბი — ის განსაკუთრებულად ნათელი და განსაკუთრებულად პრინციპულია. ისინი მოითხოვენ შენს პოზიციას და ზუსტ თვალსაზრისს და არა ნეიტრალუდ მიდგომას. ისინი, ვინც ნეიტრალურ მიდგომას ირჩევენ, ვერ შეძლებენ ჭეშმარიტების წინაშე მტკიცედ დგომას. ნუ იფიქრებ: „შეხედე, რა ჭკვიანურია ჩემი ცხოვრების წესი! ბავშვობიდან ვისწავლე საკუთარი თავის დაცვა ამ მეთოდით და როცა დღემდე განვლილ ცხოვრებას ვუყურებ, ვგრძნობ, რომ ეს მეთოდი ძალიან პრაქტიკულია. მას შემდეგაც კი, რაც ღვთისადმი რწმენას შევუდექი, კვლავ ამ მეთოდით ვცხოვრობ. იმ წლების მანძილზე, რაც ღმერთი მწამს, არ განმიცდია გასხვლა, მოვალეობის შესრულებისას მნიშვნელოვანი მარცხი არ მომსვლია, არანაირი დიდი გამოწრთობა ან განსაცდელი არ დამტეხია თავს, ღმერთს არასოდეს დავუგმივარ ან ზიზღით არ უარყვივარ. ნახე, რა წარმატებული ვარ საკუთარი თავის წარმართვაში, რა დახელოვნებული ვარ ამაში!“ ცდები! არ იცი საკუთარი თავის წარმართვა — იყენებ ცბიერ მეთოდს ყველა საკითხთან და ჭეშმარიტებასთან მიმართებაში. ეს მეთოდი სრულიად არასწორია და ამის კეთებით მტკიცედ ვერ დადგები. ნუ მიენდობი იღბალს და ნუ იფიქრებ: „ადრე ასე ვიქცეოდი და ყოველთვის წარმატებას ვაღწევდი. არასოდეს განმიცდია მარცხი, არასოდეს შევრცხვენილვარ და არ გამომიმჟღავნებია ჩემი უმეცრება. ახლა, როცა ღვთის მწამს, კვლავ ჯიუტად მივყვები ამქვეყნიური ურთიერთობების ამ ყველაზე დახვეწილ სტრატეგიას.“ მე გეუბნები, რომ ეს შენი მხრიდან უგუნურებაა! რატომ ამბობს ღმერთი ამდენ სიტყვას ადამიანების გადასარჩენად? სწორედ იმისთვის, რომ ამ სიტყვების ხელმძღვანელობით ადამიანებმა შეძლონ გაგება, თუ რა არის ცხოვრების სწორი გზა და როგორი გზით უნდა იარონ; იმისთვის, რომ არჩევანის საშუალება მოგცეს და არა იმისთვის, რომ აქ ოპორტუნისტულად გაძვრე. შენთვის ოპორტუნისტულად გაძრომის საშუალება რომ მოეცა, მაშინ ღმერთი არ იტყოდა ამ სიტყვებს და არ აღასრულებდა ამ საქმეს. რატომ არის, რომ სხვადასხვა საკითხზე ჩვენი თანაზიარებისას ყოველივე, რაც ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება, კრისტალურად ნათელი ხდება? სწორედ იმიტომ, რომ გითხრა, რა არის დადებითი და რა — უარყოფითი, რათა შეძლო მათი ნათლად გარჩევა და მკაფიოდ დანახვა. ღვთის წინაშე დადებითიც და უარყოფითიც ღიაა, გაცხადებულია და გამჭვირვალეა, და არა ბუნდოვანი. ამიტომ, ღმერთი შენგან მოითხოვს, რომ იყო მკაფიო ნებისმიერი საქმის კეთებისას და შენი გზის არჩევისას — შენი დამოკიდებულება უნდა იყოს მკაფიო; შენი ფიქრები და მოსაზრებები უნდა იყოს მკაფიო; არაფერი უნდა იყოს ორაზროვანი. ის, რაც ჭეშმარიტებასა და ჭეშმარიტება-პრინციპებს ეხება, არაფერია ორაზროვანი — შავი შავია, თეთრი თეთრია, კი არის კი, არა არის არა. ტყუილი, ათასჯერაც რომ ითქვას, მაინც ტყუილია და ვერასოდეს გახდება ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება, თუნდაც წუთისოფელში ცოტამ მიიღოს იგი ან მრავალმა ერმა უარყოს და დაგმოს, მაინც ჭეშმარიტებად რჩება. ჭეშმარიტება ყოველთვის ჭეშმარიტებაა და არავითარ შემთხვევაში არ გახდება მცდარობა ან ერესი. რამდენი ადამიანიც არ უნდა მიჰყვებოდეს ყოველივე უარყოფითს, რომლებიც სატანისგანაა, ან რამდენი წელიც არ უნდა იყოს ეს ამქვეყნიური ტენდენცია, ისინი მაინც უარყოფითად რჩება და მაინც სატანისეულია — ისინი ვერასოდეს გადაიქცევა დადბითად. და პირიქით, ყოველივე დადებითი, თუნდაც მათ თავს დაესხან, ჩაახშონ და დაგმონ ამ წუთისოფელში, მაინც დადებითად რჩება და ვერასოდეს გახდება უარყოფითი. ღმერთი მარად ღმერთია, მარად სამართლიანობის განსახიერებაა და სამუდამოდ ყოველივე დადებითს წარმოადგენს. ღვთის სტატუსი და მისი არსი უცვლელია. სატანა კი ამავდროულად მარად სატანაა, მარად ბოროტების განსახიერებაა, მარად ყოველივე ბოროტის სათავეა, მარად უარყოფითია და ის ვერასოდეს გახდება დადებითი.
ზოგი ამბობს: „ეკლესიაში ცხოვრებისას მოქნილი უნდა იყო. არცერთ მხარეს არ უნდა გადაიხარო მეტისმეტად. ნურც ჭეშმარიტებას მიიღევ, მაგრამ ნურც ზიზღით განწყობი მის მიმართ; ნურც დადებით ფიგურებს აწყენინებ და ნურც უარყოფითებს. ყველაზე კარგია, უბრალოდ ნიტრალური პოზიცია დაიკავო. მე არ ვეწინააღმდეგები ყოვლივე დადებითს და არც უარყოფითს ვაკრიტიკებ. არ ვეპირფერები და არ ვცდილობ თავი მოვაწონო იმ ადამიანებს, რომლებიც ჭეშმარიტებას ეძიებენ, და არც ვუახლოვდები მათ. არც ანტიქრისტეებისგან ვიჭერ შორს თავს. რას მიზამ? ნახე, რა ნათლად მესმის ცხოვრება!“ არის ეს ნათლად გაგება? ეს არ არის ნათლად გაგება; ეს სისულელეა. ეს არის თავგზააბნეულობა და კარგისა და ცუდის გარჩევის უუნარობა. ასეთი ადამიანი თავგზააბნეულია. გეუბნები, ამგვარი ორპირი ადამიანი უბრალოდ უვარგისია. რა იქნება ამგვარად ცხოვრების საბოლოო შედეგი? (მას არ ექნება შედეგი და არც დანიშნულების ადგილი.) ის თავადვე გაინადგურებს საკუთარ დანიშნულების ადგილს. მიუხედავად იმისა, რომ ის არ ეწინააღმდეგება ყოველივე დადებითს, არსობრივად მას არც მიუღია ყოველივე დადებითი. წინააღმდეგობის გაუწევლობა არ ნიშნავს მიღებას, და უარყოფითის გაუკრიტიკებლობა არ ნიშნავს მისგან თავის დაღწევას. ფიქრობ, რომ ყოველივე დადებითის მიუღებლობითა და უარყოფითის გაუკრიტიკებლობით თავი დააღწიე ყოველივე უარყოფითსა და უარყოფით მოსაზრებებს? მათ თავს ვერ დააღწევ. მხოლოდ ყოველივე დადებითისა და ჭეშმარიტების მიღებითაა შესაძლებელი ადამიანთა უარყოფითი ფიქრებისა და მოსაზრებებისგან ისევე, როგორც სატანისეული ბოროტი ფიქრებისა და მოსაზრებებისგან თავის დაღწევა და მათი დამსხვრევა. მხოლოდ მაშინ შეძლებენ ადამიანები დადებითი ფიქრებისა და მოსაზრებების მიღებას იმ პრაქტიკასთან, გამჭრიახობასთან, გაგებასა და კრიტერიუმებთან ერთად, რომლებიც ჭეშმარიტება-პრინციპებს შეესაბამება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ გსურს დადებითი ფიქრების, მოსაზრებებისა და ჭეშმარიტების მიღება, თუ გსურს, რომ ჭეშმარიტება შემოვიდეს შენში და შენს ცხოვრებად იქცეს, ჯერ უნდა დაიცალო იმისგან, რაც შიგნით გაქვს და შემდეგ მიიღო ჭეშმარიტება და მისცე მას საშუალება, შემოვიდეს შენში და იმეფოს შენს გულში. ეს არის ჭეშმარიტების ცხოვრებად ქცევა. ჭეშმარიტების ძიება ამგვარად ხორციელდება პრაქტიკაში. ღვთისადმი რწმენის უპირველესი მიზანი ჭეშმარიტების მოპოვებაა. უნდა შეგეძლოს იმ სხვადასხვა ფიქრისა და მოსაზრების ამოცნობა, რომლებიც ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ისეთი ადამიანი ხარ, რომელიც სატანის ფილოსოფიას მიჰყვება, თავი უნდა დააღწიო ცბიერ ფიქრებსა და მოსაზრებებს ნეიტრალურ მიდგომაზე და შეგნებულად აჯანყდე მათ წინააღმდეგ. როდესაც ასეთი ფიქრები და მოსაზრებები წარმოიქმნება იმ სიტუაციებში, რომლებსაც აწყდები, უნდა გააცნობიერო, რომ ისინი არასწორია და უნდა იფიქრო: „რას ამბობს ღვთის სიტყვები? რას მოითხოვს ღმერთი? მოქმედების რომელი გზაც შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებს, ინიციატივას გამოვიჩენ და ვეცდები შესაბამისად ვიმოქმედო, და არ მივცემ ნეიტრალური მიდგომის შესახებ ფიქრებსა და მოსაზრებებს იმის საშუალებას, რომ ჩემზე იბატონონ ან ხელი შემიშალონ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებაში. ნაცვლად ამისა, ღვთის სიტყვები, ჭეშმარიტება, უნდა ვაქციო ჩემი ქცევის, ქმედებებისა და ჩემი მოვალეობის შესრულების კრიტერიუმად.“ ამგვარად პრაქტიკაში განხორციელება განსხვავებულ შედეგს მოიტანს. თუნდაც ეს იყოს ძალიან მცირე საკითხი და ღვთის მიერ დამახსოვრების ღირსიც არ იყოს, მინიმუმ, ღმერთი არ დაგმობს მას. როდესაც შენი ქმედებები ამგვარად, ნაბიჯ-ნაბიჯ დაგროვდება, კეთილი საქმეებიც თანდათანობით, ნელ-ნელა მომზადდება. თუ ის, რასაც აკეთებ, ღვთის თვალში კეთილ საქმეებად ჩაითვლება, მაშინ იმედი გექნება. გაგიჩნდება სწორი და დადებითი მიმართულება და მიზანი, და დადებით და მართალ ადამიანად ჩამოყალიბდები. ამგვარად, შორს დაიჭერ თავს განადგურებისა და ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზისგან და თანდათანობით მიუბრუნდები ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზას. ეს არის ადამიანის შემობრუნების უნარის კარგი შედეგი. ადვილი მისაღწევია ეს? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უყვარს ადამიანს ჭეშმარიტება. თუ შეცდომას დაუშვებ და მხოლოდ იტყვი: „მართლაც მძულს საკუთარი თავი! როგორ შემეძლო ასეთი მდაბალი, საზიზღარი რამის გაკეთება? ლამის საკუთარ თავს სილა გავაწნა!“ — მხოლოდ საკუთარი თავის სიძულვილი არავითარი სარგებლის მომტანი არ იქნება. მთავარია ის, რომ როდესაც შეცდომას უშვებ, უნდა შეგეძლოს ამოცნობა, თუ რა არის მასში არასწორი, რამ გიბიძგა მის გასაკეთებლად, რატომ არ ძალგიძს ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება, რა არის მთავარი გამომწვევი მიზეზი და რა არის შენი ქმედებების საფუძველი და პრინციპები. მთავარია ასევე ის, რაიმე საკითხის წინაშე დგომისას შეგნებულად მოქმედებ თუ არა ღვთის სიტყვების შესაბამისად და შეგნებულად უჯანყდები თუ არა შენს სატანურ ფიქრებსა და მოსაზრებებს, შენს ამბიციებსა და სურვილებს, შენს განზრახვებსა და გეგმებს. თუ შეგნებულად გააკეთე ეს ყოველივე, მაშინ მოგიმზადებია კეთილი საქმეები; ეს დიადი რამ არის და ნიშნავს იმას, რომ რაღაც მოგიპოვებია. არის ამგვარი შედეგი კარგი? არის ეს ის შედეგი, რომლის ხილვაც გსურთ? არის ეს ის, რისკენ სწრაფვაც გსურთ? (დიახ.) როგორი თვალსაზრისი აქვს ახლა ადამიანთა უმეტესობას? აი, ასეთი: „მე არ ჩავდივარ ბოროტებას და არ ვიწვევ ჩაშლასა და არეულობას. სანამ არ მომიცილებენ ეკლესიიდან სრულ განაკვეთზე მოვალეობათა შემსრულებელთათვის ყველაფერი კარგად არის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კეთილი საქმე არ მომიმზადებია და ჩემი მოვალეობის მიმართ დიდ ერთგულებას არ ვიჩენ, არ ვარ დიდად გულწრფელი და პრაქტიკაში გულმოდგინედ არ ვახორციელებ ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად, რამდენადაც ბოროტებას არ ჩავდივარ და ჩაშლასა და არეულობას არ ვიწვევ, განა ეს საკმარისი არ არის?“ როგორია ეს თვალსაზრისი? ეს არის გადაგვარებული ფიქრი და თვალსაზრისი — ის, რომელიც არ ეძიებს წინსვლას. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქრო, რომ რადგან ბოროტებას არ სჩადიხარ და არ იწვევ ჩაშლასა და არეულობას, კარგი და კეთილშობილი ადამიანი ხარ, ძალგიძს მტკიცედ დგომა და ის, რასაც აკეთებ, ჭეშმარიტებას შეესაბამება. გეუბნები, ეს არასწორია — ეს არის სულელური აზროვნება! ბოროტების არჩადენა არ უდრის კეთილი საქმეების მომზადებას. ბოროტების არჩადენა და კეთილი საქმეების მომზადება ორი სხვადასხვა ცნებაა. მოვალეობის შესრულება ბოროტების ჩადენის გარეშე არის ის, რაც ქმნილებას მართებს; ეს არის გამოვლინება, რომელიც უნდა გააჩნდეთ მათ, ვისაც ნორმალური ადამიანური სინდისი და გონება აქვთ. მაგალითად, ზოგი ამბობს: „არიან ადამიანები, რომლებიც მკვლელობას სჩადიან, მაგრამ მე ეს არ ჩამიდენია; იმ ადამიანმა სხვებს მოჰპარა, მაგრამ მე ეს არ გამიკეთებია. ეს ნიშნავს, რომ კარგი ადამიანი ვარ.“ არის ეს სატრაბახო? არის მათი მტკიცება სწორი? (არა, არ არის.) ეს ცნებების აღრევაა. ქურდობის, მკვლელობის ან ხანძრის გაჩენის და უკანონო სექსუალურ კავშირებში მონაწილეობის თავიდან არიდება იგივე არ არის, რაც კარგ ადამიანად ყოფნა. ბოროტების არჩადენა ან კანონის არდარღვევა და კარგ ადამიანად ყოფნა ორი სხვადასხვა ცნებაა. კარგ ადამიანად ყოფნას თავისი სტანდარტები აქვს. ბოროტების არჩადენა და კეთილი საქმეების მომზადება ასევე ორი სხვადასხვა ცნებაა. მოვალეობის შესრულება ბოროტების ჩადენის გარეშე არის ის, რასაც უნდა მიაღწიო, როგორც ნორმალურმა ადამიანმა. მაგრამ კეთილი საქმეების მომზადება ნიშნავს იმას, რომ პროაქტიულად და პოზიტიურად უნდა განახორციელო პრაქტიკაში ჭეშმარიტება და შეასრულო მოვალეობა ღვთის მოთხოვნებისა და ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად. უნდა გაგაჩნდეს ერთგულება, მზად იყო სირთულეების ასატანად და მსხვერპლის გასაღებად, მზად იყო პასუხისმგებლობის ასაღებად და შეგეძლოს პოზიტიურად და პროაქტიულად მოქმედება. ამ პრინციპების მიხედვით განხორციელებული ქმედებები ძირითადად კეთილი საქმეებია. მიუხედავად იმისა, ეს საკითხები დიდია თუ მცირე, არის თუ არა ადამიანთა მიერ დამახსოვრების ღირსი, ადამიანები მათ პატივს სცემენ თუ უმნიშვნელოდ თვლიან, ან მიიჩნევენ თუ არა, რომ ისინი ყურადღების ღირსია, ღვთის თვალში ყოველივე ეს კეთილი საქმეა. თუ მოამზადე კეთილი საქმეები, ეს საბოლოოდ კურთხევას მოგიტანს და არა უბედურებას. ზოგი ადამიანი საერთოდ არ ამზადებს კეთილ საქმეებს და მხოლოდ შემდეგით კმაყოფილდება: „რასაც მეტყვიან, ვაკეთებ და სადაც მეტყვიან, მივდივარ. არასოდეს ვსაუბრობ ან ვმოქმედებ თვითნებურად, და ბოროტი განზრახვით არასოდეს ვიწვევ შფოთს ან ჩაშლასა და არეულობას. მართლაც მორჩილი ვარ და კარგად ვიქცევი.“ ისინი მუდამ ინარჩუნებენ ასეთ დამოკიდებულებას. აქტიურად არ ეძიებენ ჭეშმარიტებას და არ იცავენ პრინციპებს მოვალეობის შესრულებისას. როდესაც აღმოაჩენენ საკუთარ გადახრებსა და შეცდომებს, დაუყოვნებლივ არ ასწორებენ ან არ ცვლიან მათ. როდესაც აღმოაჩენენ, რომ ურჩნი იყვნენ და გამოავლინეს გახრწნილი ხასიათი, არასოდეს ეძლევიან თვითრეფლექსიას და არც აქტიურად ეძიებენ ჭეშმარიტებას პრობლემის გადასაჭრელად; ნაცვლად ამისა, უბრალოდ აკეთებენ იმას, რაც სურთ. მიუხედავად იმისა, რომ არ ჩაუდენიათ რაიმე დიდი ბოროტება, რაც ღვთის სახლის ინტერესებს ზარალს მიაყენებდა, მათ მაინც მოახდინეს გავლენა ეკლესიის საქმის წინსვლაზე. საუკეთესო შემთხვევაში მათი მოვალეობის შესრულება მხოლოდ შრომაა და შრომა, თავისი ბუნებით, არ არის კეთილი საქმე. მაშ, საბოლოოდ როგორ განიმარტება კეთილი საქმეები? ეს ხდება მაშინ, როდესაც ის, რასაც აკეთებ, სულ მცირე, სასარგებლოა სულიერ ცხოვრებაში შენი და ძმებისა და დების შესვლისთვის და სიკეთის მომტანია ღვთის სახლის საქმისთვის. თუ ეს სასარგებლოა შენთვის, სხვათათვის და ღვთის სახლისთვის, მაშინ შენს მიერ შესრულებული საქმე ეფექტურია ღვთის წინაშე და მოწონებულია ღვთის მიერ. ღმერთი შეგაფასებს. ამრიგად, შეაფასე ეს ყოველივე: რამდენი კეთილი საქმე მოამზადე ამ წლების განმავლობაში? შეუძლია ამ კეთილ საქმეებს შენი გადაცდომების გაბათილება? მათი გაბათილების შემდეგ რამდენი კეთილი საქმე რჩება? თავად უნდა შეაფასო საკუთარი თავი და მტკიცედ გესმოდეს ეს; თავგზააბნეული არ უნდა იყო ამ საკითხთან მიმართებაში.
მითხარით, არის თუ არა ჩემი თანაზიარება ამ საკითხებზე აუცილებელი? (დიახ.) მე უნდა გითხრათ ეს სიტყვები და მოგცეთ გარკვეული მითითებები. მითითებების მოცემის მიზანი არ არის თქვენი ენთუზიაზმის გაქარწყლება, არც თქვენი დაცინვა, მით უმეტეს თქვენი დაგმობა, არამედ თქვენთვის შეხსენება, განგაშის ზარის შემოკვრა, რათა იცოდეთ — ახლა, ამჟამად, ამ წუთას — რა სიტუაციაში ხართ, როგორია თქვენი მდგომარეობა და რა პოტენციური საფრთხეები არსებობს. გულის სიღრმეში ნათლად უნდა გესმოდეთ ეს ყოველივე. ღვთისადმი რწმენასთან მიმართებით ადამიანებმა მუდმივად და ხშირად უნდა გამოიკვლიონ, როგორია მათი მდგომარეობა ღვთის წინაშე. მათ ყოველთვის ნათლად უნდა იცოდნენ, როგორია მათი ურთიერთობა ღმერთთან, არსებობს თუ არა კონფლიქტები მათსა და ღმერთს შორის, არსებობს თუ არა ბარიერები მათსა და ღმერთს შორის, აქვთ თუ არა წარმოდგენები და გაუგებრობები ღვთის შესახებ, აქვთ თუ არა არაგონივრული მოთხოვნები მის მიმართ, როგორ უყურებს ღმერთი მათ გამოვლინებებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ან ზოგადად. ადამიანებს უნდა ესმოდეთ და იცოდნენ ეს ყოველივე; ეს დიდად სასარგებლოა სულიერ ცხოვრებაში მათი შესვლისთვის. ამგვარად პრაქტიკაში განხორციელების მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ ადამიანებმა შეძლონ ზუსტად იმოქმედონ ღვთის განზრახვების შესაბამისად. არ გადაუხვიონ სწორი გზიდან, არ იყვნენ საკუთარი თავით კმაყოფილნი, არ მოატყუონ საკუთარი თავი და სხვები. სწორი გზიდან არ გადახვევა ნიშნავს, არ მიჰყვე გადახრილ გზას. ფიქრობ, რომ ღვთისადმი რწმენასთან მიმართებაში ეს შენი ქმედება საკმაოდ კარგია, ამიტომ აგრძელებ ამ გზით სვლას. თუმცა აღმოჩნდა, რომ გადაუხვიე სწორი გზიდან; ღმერთმა დიდი ხნის წინ მიგატოვა და სულიწმიდამ შეწყვიტა შენზე მოქმედება. ღმერთს სძულხარ, მაგრამ მაინც ფიქრობ, რომ შენი რწმენის გზა სწორია: „ღვთისადმი რწმენით რაღაც მოვიპოვე. ახლა შემიძლია სირთულეების ატანა, ახლა არ ჩავდივარ ბოროტებას; ვიცი, როგორ ავიცილო თავიდან ჩაშლის გამოწვევა, ახლა ვიცი, რატომ ხდება იმ ადამიანების ეკლესიიდან მოცილება ან იზოლირება, რომლებიც ჩაშლასა და არეულობას იწვევენ და რატომ ეკრძალებად მათ მოვალეობის შესრულება.“ მხოლოდ ამის ცოდნა არ არის საკმარისი. უნდა იცოდე, როგორ იმოქმედო, რათა მიჰყვე ღვთის გზას, როგორ განახორციელო პრაქტიკაში, რათა იარო სწორ გზაზე და როგორ იმოქმედო, რათა შეძლო ხსნის მიღწევა. ეს ყოველივე ძალიან მნიშვნელოვანია; პერიოდულად უნდა აწარმოო განხილვა და გამოიტანო დასკვნები. ამ თემაზე სულ ეს არის. მოდით, გავაგრძელოთ თანაზიარება იმ თემაზე, რომელზეც ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა თანაზიარება.
ჭეშმარიტების ძიების პირველი პრაქტიკა: უარის თქმა
საკუთარ თავსა და ღმერთს შორის არსებულ ბარიერებსა და ღვთის მიმართ მტრობაზე უარის თქმა
I. ღვთის შესახებ საკუთარ წარმოდგენებსა და ფანტაზიებზე უარის თქმა: ღვთის საქმის შესახებ საკუთარ წარმოდგენებსა და ფანტაზიებზე უარის თქმა
F. ღვთის საქმე არ ცვლის ადამიანთა თანდაყოლილ მდგომარეობას; მისი მიზანი მათი გახრწნილი ხასიათის შეცვლაა
6. თანდაყოლილი მდგომარეობის, ადამიანობისა და გახრწნილი ხასიათის სხვადასხვა გამოვლინება
ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი თანაზიარება ეხებოდა კონკრეტულ თემას, რომელიც ჭეშმარიტების ძიების პროცესში „უარის თქმის“ პრაქტიკის პრინციპს უკავშირდება — კერძოდ თანდაყოლილ მდგომარეობას, ადამიანობასა და გახრწნილ ხასიათს. ამ საკითხზე მრავალგზის თანაზიარების შემდეგ ახლა თუ შეგიძლიათ მცირედი გამჭრიახობის გამოჩენა იმ კონკრეტულ გამოვლინებებსა და გამოაშკარავებებთან მიმართებაში, რომლებიც ამ სამ ასპექტს — თანდაყოლილ მდგომარეობას, ადამიანობასა და გახრწნილ ხასიათს — ეხება? (ამ საკითხების მიმართ ჩემი გამჭრიახობა გარკვეულწილად უკეთესია, ვიდრე ადრე. წარსულში ხშირად ერთმანეთში ვურევდი ზნეობასა და გახრწნილ ხასიათს, მაგრამ ღვთის მიერ გამართული ბოლო რამდენიმე თანაზიარების მეშვეობით ახლა ძალმიძს მათი გარკვეულწილად ერთმანეთისგან გარჩევა.) რატომ არის აუცილებელი ამ საკითხების ერთმანეთისგან გამიჯვნა? (იმიტომ, რომ ვიცოდეთ, ჩვენში არსებული რომელი პრობლემები უნდა გადაიჭრას და რომელ მათგანს უბრალოდ სწორად უნდა მივუდგეთ.) კარგად არის ნათქვამი. ასეთი დეტალური თანაზიარება უფრო ნათელს ხდის განსხვავებებს თანდაყოლილ მდგომარეობას, ადამიანობასა და გახრწნილ ხასიათს შორის; ადამიანები უფრო ნათლად იგებენ გახრწნილ ხასიათსა და უკიდურესად ცუდი ზნეობის გამოვლინებებს, რომლებიც ორი სრულიად განსხვავებული რამაა. კერძოდ, ადამიანებს შეუძლიათ განასხვავონ ცუდი ზნეობა, გახრწნილი ხასიათი და თანდაყოლილი მდგომარეობა. ისინი ადამიანობის გარკვეულ ნაკლოვანებებს გახრწნილ ხასიათად არ მიიჩნევენ და, რა თქმა უნდა, არც თანდაყოლილ მდგომარეობაში არსებულ გარკვეულ სისუსტეებსა და ნაკლოვანებებს ჩათვლიან გახრწნილ ხასიათად. როდესაც ადამიანებს ეს გამჭრიახობა გააჩნიათ, მათთვის სულ უფრო ნათელი ხდება გახრწნილი ხასიათის სხვადასხვა გამოვლინება და ისინი აღარ აზვიადებენ იმ პრობლემებს, რომლებიც გახრწნილ ხასიათს არ უკავშირდება. ამავდროულად, მათ უფრო ნათლად ესმით, თუ სინამდვილეში რა არის გახრწნილი ხასიათი. მაშ, შეგიძლიათ ნათლად ახსნათ, ზუსტად რა არის გახრწნილი ხასიათი? აქვს თუ არა გახრწნილ ხასიათს რაიმე კავშირი თანდაყოლილ მდგომარეობასთან? ახდენს თუ არა მასზე გავლენას თანდაყოლილი მდგომარეობა? (არა.) დავუშვათ, ადამიანი არის სიმპათიური, ღია ფერის კანითა და პროპორციული ნაკვთებით — შეიძლება თუ არა ითქვას, რომ რადგან მას კარგი გარეგნობა აქვს, არ გააჩნია გახრწნილი ხასიათი, რომ მისი ადამიანობა ისეთივე სრულყოფილი და უბიწოა, როგორც მისი გარეგნობა, რომ ის სულაც არ არის ამპარტავანი ან უკეთური, არამედ განსაკუთრებულად წმინდაა? შეიძლება ამის თქმა? (არა.) ამგვარი თანაზიარების შემდეგ განსხვავებები ამ სამ ასპექტს — გახრწნილ ხასიათს, თანდაყოლილ მდგომარეობასა და ადამიანობას — შორის ძირითადად ნათელია, არა? (დიახ.) მათი ამოცნობა მარტივია.
ბიზნესის კეთების უნარი
გასულ ჯერზე ჩვენ გვქონდა თანაზიარება ბიზნესის კეთების სიყვარულზე. რომელ ასპექტს უნდა მივაკუთნოთ ბიზნესის კეთების სიყვარულისა და მოწონების ეს გამოვლინება? (თანდაყოლილ მდგომარეობას.) რატომ მიიჩნევა ის თანდაყოლილ მდგომარეობად? (ეს არის ინტერესი და ჰობი, ამიტომ ის თანდაყოლილ მდგომარეობად ითვლება.) ერთი მხრივ, ეს არის ინტერესი და ჰობი; მეორე მხრივ, თუ ადამიანს უყვარს ბიზნესის კეთება და აქვს საამისო ალღო —პროფესიული სწავლების გარეშეც ბუნებრივად ეხერხება ეს საქმე, სხვათა მითითებების გარეშე ესმის მისი არსი, იცის, როგორ იშოვოს ფული, მიიღოს მოგება, გამოიყენოს ბიზნეს შესაძლებლობები და ა.შ. — მაშინ მას თანდაყოლილილი აქვს ბიზნესის კეთების ძლიერი მხარე. თუ ადამიანი ბუნებრივად ფლობს ამ ძლიერ მხარეს, მაშინ ეს ნამდვილად თანდაყოლილი მდგომარეობაა, თანდაყოლილი მდგომარეობა კი ნაკლებადაა დაკავშირებული იმ გავლენებთან, რომლებსაც ადამიანი განიცდის დაბადების შემდეგ. ხედავ, ზოგიერთი ადამიანი ბიზნესის კეთების სწავლას 15 ან 16 წლის ასაკში იწყებს, როცა ჯერ კიდევ სკოლაში დადის. როდესაც ხელში რაიმე კარგი ჩაუვარდებათ, მაშინვე გზებს ეძებენ მის გასაყიდად. ისინი მშობლების მიერ ნაჩუქარ დაბადების დღის საჩუქრებსაც კი ყიდიან. არ ხარჯავენ საკუთარ ჯიბის ფულს და სანაცვლოდ კაპიკს კაპიკზე ადებენ ბიზნესის საკეთებლად. 18 ან 19 წლის ასაკისთვის მათ უკვე შეუძლიათ მცირე ბიზნესწამოწყებების მართვა. სკოლაში მხოლოდ საშუალო ნიშნებზე სწავლობენ, მაგრამ მათ გააჩნიათ ბიზნესის კეთების ნიჭი, სწრაფად ითვლიან და ბიზნესის განსაკუთრებული ალღო აქვთ — ეს ძლიერი მხარეა. ბიზნესის კეთების სიყვარული თანდაყოლილ მდგომარეობაში არსებული ძლიერი მხარეების ან ინტერესებისა და ჰობების კატეგორიებში შედის. ნებისმიერ შემთხვევაში ეს თანდაყოლილი მდგომარეობის ერთ-ერთი ასპექტია და სწორედ ამას მიეკუთვნება ბიზნესის კეთების სიყვარულის გამოვლინება. აუცილებელი არ არის, რომ ზოგ ადამიანს ჰქონდეს ბიზნესთან დაკავშირებული ჰობი ან ძლიერი მხარე. ბიზნესის კეთებისას ისინი ძირითადად ადამიანთა მოტყუებასა და თაღლითობას ეყრდნობიან. ისინი ფულს საკუთარი მძიმე შრომითა და ძალისხმევით ან ბიზნესის კეთების კანონიერი საშუალებებისა და მეთოდების გამოყენებით კი არ შოულობენ, არამედ ყოველგვარ თაღლითობასა და სიცრუეს მიმართავენ და სამართლებრივ ხარვეზებს ბოროტად იყენებენ თავიანთი მიზნის მისაღწევად — მიიღონ მოგება და იშოვონ ფული. რა სახის პრობლემაა ეს? ასეთი ადამიანები ყოველთვის ასე აწარმოებენ ბიზნესს — ეხება თუ არა ეს მათი ადამიანობის არსს? (დიახ.) ასეთი ადამიანობა კარგია თუ ცუდი? (ცუდია.) რით არის ის ცუდი? როდესაც საქმე ასეთი ადამიანების ადამიანობას ეხება, ზოგადად რომ ვთქვათ, მათ ცუდი ზნეობა აქვთ. ბიზნესის კეთებისას ადამიანების მიზანი ყოველთვის ფულის შოვნაა. თუ ფულს ბიზნესის კეთების კანონიერი საშუალებებით შოულობ, ეს არის უნარი, რომელიც გაგაჩნია და ეს არის სარგებელი, რომელიც მოაქვს იმ ძლიერ მხარეს, რომელიც ღმერთმა გიბოძა. მაგრამ თუ ვინმე ფულსა და მოგებას ბიზნესის წარმოების კანონიერი საშუალებებით კი არ იღებს, არამედ ყოველგვარი სახის თაღლითობითა და სიცრუით, მაშინ ასეთი ადამიანები მოკლებულნი არიან პატიოსნებას და დაბალი ზნეობა აქვთ. გააჩნიათ თუ არა ასეთ ადამიანებს სინდისი? (არა.) სასაუბრო ენით რომ ვთქვათ, მათი სინდისი სრულიად გახრწნილია — მათ არ გააჩნიათ სინდისი. რატომ ვამბობთ, რომ მათ არ აქვთ სინდისი? (ზოგადად, ადამიანები, რომლებსაც აქვთ სინდისი, სხვათა მოტყუებისა და თაღლითობის შემდეგ გრძნობენ სინდისის ქენჯნას და ამას აღარ აკეთებენ. თუმცა, ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ სინდისი, მხოლოდ მოგების მიღებაზე ზრუნავენ. მათ საერთოდ არ გააჩნიათ სინდისის გრძნობა, ამიტომ ისინი აგრძელებენ ამის კეთებას.) საერთოდ დაუკარგავთ სინდისი; ასევე შეიძლება ითქვას, რომ უსინდისოები არიან. სინდისი რომ გააჩნდეთ, ის შეაწუხებდათ და ადამიანს ერთხელ მაინც თუ მოატყუებდნენ, სინდისის ქენჯნას განიცდიდნენ. მიუხედავად მოგებისა, თავს საშინლად იგრძნობდნენ. ფულის დახარჯვისას სახეზე წამოწითლდებოდნენ და შინაგანად უხერხულობას იგრძნობდნენ, რადგან ჩათვლიდნენ, რომ ის, რაც ჩაიდინეს, ბინძური და მდაბალი საქციელი იყო. ამრიგად, იმის შემდეგ ისინი აღარასოდეს მოატყუებდნენ ვინმეს; რაც არ უნდა დიდი ყოფილიყო პოტენციური მოგება, ისინი ამას არასოდეს გააკეთებდნენ — ეს არის სინდისის ქენჯნა. მაგრამ ისინი, ვინც დახელოვნებულნი არიან სხვათა მოტყუებაში, გაბრიყვებასა და თაღლითობაში, ამას გააკეთებენ ყოველთვის, როცა მოესურვებათ. როდესაც ამ ფულს ხარჯავენ წარმატების მიღწევის შემდეგ, ცუდად არ გრძნობენ თავს გულის სიღრმეში. როგორც კი ფულს ხელში ჩაიგდებენ, ფიქრობენ, რომ ჭკვიანები და გონიერები არიან; აღფრთოვანებულნი და განსაკუთრებით ამაყნი არიან თაღლითური სტრატეგიების წარმატებით განხორციელებით. ისინი საქონელს დაკლებული წონით ყიდიან, ასაღებენ ყალბ წამლებს, ყალბ ჟენშენს, წყლით გაჟღენთილ ხორცს — ყველაფერი, რასაც ყიდიან, ყალბი და ფალსიფიცირებულია. ყოველი ბიზნესწამოწყება, რომელშიც ისინი ერთვებიან, მოიცავს თაღლითურ ტაქტიკებსა და მახეებს; მთელი ფული, რომელსაც შოულობენ, თაღლითური გზით არის მოპოვებული. რა ბიზნესსაც არ უნდა აკეთებდნენ, ისინი არასოდეს აწარმოებენ მას წესების დაცვითა და სათანადო ფასების დაწესებით. ხედავ, ზოგიერთი ადამიანი ბიზნესის კეთებისას სპეციალურად ატყუებს მუდმივ მომხმარებლებს. მაგალითად, თუ ხშირად ყიდულობ მათგან და იციან, რომ ფული გაქვს, ნივთში, რომელსაც სხვებს 10 ლარად მიჰყიდიდნენ, 100 ლარს გამოგართმევენ. ისინი იმასაც კი იტყვიან: „ამას სხვას არ მივყიდი — მხოლოდ შენთვის ვინახავ. ხედავ, როგორი ახლო ურთიერთობა გვაქვს? კარგ გარიგებას დებ, არა?“ ისინი ატყუებენ ხალხს და მადლიერების გრძნობასაც კი უჩენენ მათ — რა დახელოვნებული თაღლითები არიან! ადამიანებს, რომლებსაც შინაგანად თვითდადანაშაულების არანაირი გრძნობა არ გააჩნიათ რასაც არ უნდა აკეთებდნენ, არავითარ სინანულს არ გძნობენ ან სინდისის გრძნობა არ გააჩნიათ, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მათ არ აქვთ სინდისი. როგორი გონიერებიც არ უნდა იყვნენ, მხოლოდ მათი სინდისით რომ ვიმსჯელოთ, ეს ადამიანები მოკლებულნი არიან ადამიანობას და აქვთ დაბალი ზნეობა. რამდენად დაბალი? მათ არ გააჩნიათ სინდისი და ადამიანობა. ანუ მათ არ გააჩნიათ სინდისის გრძნობა, ქენჯნა და მორალური შეზღუდვები, რაც ნორმალურ ადამიანებს გააჩნიათ. ამ შეზღუდვების გარეშე მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. ბიზნესის კეთებისას მათ შეუძლიათ მოტყუება და თაღლითობა; ნებისმიერ ბიზნესსაქმიანობისას მათ შეუძლიათ ითაღლითონ და წესები დაარღვიონ. მათ ძალუძთ ნებისმიერი უზნეო ქმედების ჩადენა. სახლების აშენების დროსაც კი უხარისხო მასალებს იყენებენ. ხედავ — რა არის მატერიკულ ჩინეთში იმ გადახრილი შენობებისა და შენობების ჩამონგრევის მიზეზი? ეს იმიტომ ხდება, რომ უზარმაზარი მოგების მისაღებად მშენებლებმა გამოიყენეს ბეტონის ნარევის არასტანდარტული პროპორციები და ფოლადის არმატურის გამოყენების ტექნიკა, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა შენობების მდგომარეობაზე. შედეგად, ხალხის შესახლებიდან მალევე ზოგიერთი შენობა ინგრევა. ხუთი ან ექვსი მაგნიტუდის მიწისძვრა რომ მომხდარიყო, შენობების უმეტესობა დაინგრეოდა და წარმოუდგენელი შედეგები მოჰყვებოდა. იმ შავბნელი გულის მქონე კონტრაქტორებს საერთოდ არ გააჩნიათ სინდისი — როდესაც ხედავენ, რომ ხალხი იღუპება, ისინი დაუყოვნებლივ ეძებენ მფარველებს, რათა მიიღონ საპასუხო ზომები შექმნილ მდგომარეობასთან გასამკლავებლად. თუ მათი მფარველები საკმარისად ძლიერები არიან და საპასუხო ზომების გატარება შეუძლიათ, საქმე შეიძლება წარმატებით მიიჩქმალოს. იმ რამდენიმე გარდაცვლილის საქმე დაკრძალვის ხარჯების დაფარვით იფარცხება და მათ პასუხს საერთოდ ვერავინ მოსთხოვს. არ გააჩნიათ სინდისის გრძნობა, რომ აღარაფერი ვთქვათ რამდენიმე გარდაცვლილზე — ათობით, ასობით ან ათიათასობით ადამიანიც რომ დაღუპულიყო, ეს მათთვის არაფერს ნიშნავდა. მათ თვალში ადამიანთა სიცოცხლე ჭიანჭველების სიცოცხლისგან არაფრით განსხვავდება — ისინი არაფერს ნიშნავს. მითხარით, აქვთ თუ არა ასეთ ადამიანებს სინდისი? შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ სინდისი, არ გააჩნიათ ადამიანობა. მაშ, არის თუ არა ბიზნესის კეთებისას სხვათა მოტყუებისა და თაღლითობისკენ მიმართული მათი ქმედებები გახრწნილი ხასიათის გამოვლინება? (დიახ.) ამაში კონკრეტული გახრწნილი ხასიათი დევს. როგორი გახრწნილი ხასიათი? (სისასტიკე და მზაკვრობა.) მათთვის დამახასიათებელი და ტიპიური გახრწნილი ხასიათი მზაკვრობა და უკეთურებაა. ისინი, ვისაც შეუძლია ყოველგვარი სახის თაღლითობასა და სიცრუეში ჩაბმა, განსაკუთრებით მზაკვრები არიან. ზოგჯერ ადამიანების გასაბრიყვებლად და მოსატყუებლად მათ მიერ გამოყენებული საშუალებები ისეთია, რასაც ვერასოდეს წარმოიდგენდი, და შესაძლოა საკმაოდ ბედნიერადაც კი იგრძნო თავი, როცა გატყუებენ, რადგან იფიქრებ, რომ საკმაოდ კარგად გექცევიან. მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ ფხიზლდები და უცებ ხვდები, რომ გაგაცურეს. და როდესაც მათ მოსაძებნად მიდიხარ, ისინი უკვე უკვალოდ არიან გამქრალნი. რაოდენ დახვეწილია ხალხის გაბრიყვების მათი საშუალებები! 1980-იან და 1990-იან წლებში ჩინეთში მდებარე გუანდუნის პროვინციაში მრეწველობა და ვაჭრობა შედარებით განვითარებული იყო. გარკვეულ შედარებით თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკას ჯერ კიდევ არ მიეღწია შიდა რეგიონებამდე, ამიტომ შიდა რეგიონების ზოგიერთი მცხოვრები გუანდუნში მიემგზავრებოდა მათ საყიდლად, რათა ტენდენციებს არ ჩამორჩენოდა. როდესაც ვაჭრები ხვდებოდნენ, რომ ეს მყიდველები შიდა რეგიონებიდან იყვნენ, გულში ფიქრობდნენ: „აი, ვისი გაბრიყვება შეიძლება — კიდევ ერთი შანსი ვინმეს მოსატყუებლად.“ შიდა რეგიონების მცხოვრებლები ყიდულობდნენ მაგნიტოფონებს, ტელევიზორებსა და სხვა ტექნიკას. გადახდის შემდეგ გამყიდველები საგარანტიო პერიოდის შესახებაც აწვდიდნენ ინფორმაციას და დასძენდნენ, რომ თუ ტექნიკასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა შეიქმნებოდა, შეეძლოთ გადაცვლა და მყიდველებიც ფიქრობდნენ, რომ, რაც მყიდველებს აფიქრებინებდა, რომ გაყიდვების შემდგომი მომსახურება საკმაოდ კარგი იყო. როდესაც ისინი წასასვლელად ემზადებოდნენ, გამყიდველები ეუბნებოდნენ, რომ ტექნიკა უნდა შეეფუთათ და შემდეგ უკანა ოთახში გაჰქონდათ შესაფუთად. მაგრამ, როდესაც მყიდველები სახლში ბრუნდებოდნენ და შეფუთვას ხსნიდნენ, ტექნიკის ნაცვლად შიგნით მხოლოდ აგურებსა და ქვებს პოულობდნენ — მხოლოდ მაშინ ხვდებოდნენ, რომ ვაჭრებმა ნივთები შეცვალეს და ისინი გააბრიყვეს. მათ მოსაძებნად უკან დასაბრუნებელი გზა მეტისმეტად გრძელი იყო და მგზავრობაც დიდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული, ამიტომ მათ მხოლოდ ზარალთან შეგუება და ამ გამოცდილებიდან გაკვეთილის სწავლა შეეძლოთ — როდესაც რამეს ყიდულობ, ერთი ხელით ფული უნდა გადაიხადო, მეორეთი კი პროდუქტი აიღო და ყველაფერი პირადად უნდა შეამოწმო, რათა დარწმუნდე, რომ იღებ იმას, რაშიც ფული გადაიხადე. მსგავსი რამ ხშირად ემართებათ ადამიანებს, რომლებიც ხშირად დადიან მივლინებებში. ახლა ასეთი ინციდენტები აღარ არის მხოლოდ იშვიათი შემთხვევები ერთ რომელიმე ქალაქში, არამედ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ყოველგვარი სახის თაღლითობისა და სიცრუის შემთხვევები იზრდება და სულ უფრო მეტი ადამიანი, ვინც ბიზნესს აკეთებს, ერთვება თაღლითობაში. რატომ არ ხდებოდა ეს ასე ხშირად წარსულში? უბრალოდ იმიტომ, რომ იმ დროს ზოგმა ადამიანმა ჯერ კიდევ არაფერი იცოდა თაღლითობის ამ ტაქტიკების შესახებ. როგორც კი თაღლითობის ეს ტაქტიკები საზოგადოებაში გავრცელდა, ვაჭრებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს მათი მიბაძვა და გამეორება; ყველამ დაიწყო ამის კეთება. ყველამ დაიწყო ამის კეთება — შეიძლება თუ არა ეს იმას ნიშნავდეს, რომ მათი სინდისი მოგვიანებით გაიხრწნა? არა, ამ ადამიანებს ბუნებრივად დიდად არ გააჩნიათ სინდისი. უბრალოდ მანამდე თავიანთი გამოუცდელობისა თუ სათანადო ხერხების არცოდნის გამო, ჯერ კიდევ არ იცოდნენ როგორ გაებრიყვებინათ და მოეტყუებინათ სხვები ამგვარად. მოგვიანებით, სოციალური კლიმატის გახრწნასთან ერთად ისინი სულ უფრო დაუნდობელნი და შეუბრალებელნი გახდნენ ასეთი საქმეების კეთებისას და მათი ქმედებების ბუნება სულ უფრო საზიზღარი გახდა.
თუ ასეთი ადამიანები ბიზნესის კეთებისას მზაკვრულ და თაღლითურ გზებს იყენებენ, განა სხვა საქმის კეთებისასაც არ მოატყუებენ და გააცურებენ ადამიანებს? (დიახ.) ბიზნესის კეთების მათი საშუალებები და მეთოდები და მათი დამოკიდებულება ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა მოტყუება და თაღლითობა, წარმოადგენს მათ ადამიანობას. მათ აქვთ ამგვარი ადამიანობა, ამიტომ რასაც არ უნდა აკეთებდნენ — თუნდაც ეს არ იყოს სხვების მოტყუება და თაღლითობა — ის ამაზე უკეთესი არ იქნება. რადგან ამგვარი ადამიანობა არის ამ ქმედებების საფუძველი, რასაც არ უნდა აკეთებდნენ, მისი ბუნება ძირითადად იგივეა — მათ უბრალოდ არ გააჩნიათ სინდისის გრძნობა. როდესაც ეს ადამიანები თანამდებობის პირები ხდებიან, მათი საუბრისა და მოქმედების საშუალებები ისეთივეა, როგორც ბიზნესის კეთებისას — მათ არ გააჩნიათ სინდისის ქენჯნა, ისინი ატყუებენ და აბრიყვებენ, აზიანებენ და კლავენ ადამიანებს და არღვევენ კანონს; მათ შეუძლიათ ნებისმიერი რამ გააკეთონ, რაც ეწინააღმდეგება ადამიანობას, ზნეობასა და ზნეობრივ სამართლიანობას. ისინი ასე იქცევიან როგორც ბიზნესში, ისე პოლიტიკაში. თუ სამეცნიერო კვლევებში ჩაერთვებიან, შეიძლება თუ არა მათი ადამიანობა შეიცვალოს იმის გამო, რომ განსხვავებულ სფეროში არიან? არა. მითხარით, აქვთ თუ არა ასეთ ადამიანებს უპირატესობა, როდესაც საქმე ეკლესიაში ზოგადი საქმეების შესრულებას ეხება? ზოგიერთი ამბობს: „ესა და ეს ოდესღაც წუთისოფელში დიდი ბოსი ან აღმასრულებელი დირექტორი იყო. ბიზნესის კეთების მათი საშუალებები განსაკუთრებით ჭკვიანურია, მაგრამ ოდნავ არაკეთილსინდისიერი — ზოგჯერ ისინი ატყუებენ და აბრიყვებენ ხალხს. არ ვიცი, არის თუ არა მიზანშეწონილი ამგვარი ადამიანის დაწინაურება ეკლესიაში ზოგადი საქმეების შესასრულებლად“. მითხარით, არის თუ არა ამგვარი ადამიანი კარგი ადამიანი? არიან თუ არა ისინი ჭეშმარიტად ნიჭიერი ადამიანები? (არა.) ზოგიერთი ამ პირებს ნიჭიერ ადამიანებად მიიჩნევს და რეკომენდაციას უწევს ყველას, ვისაც საზოგადოებაში მცირე ავტორიტეტი მაინც გააჩნია, ამბობენ რა, რომ ესა და ეს პირი აღმასრულებელი დირექტორი ან მაღალი რანგის ხელმძღვანელი იყო, მეორე პიროვნება ათ საუკეთესო ახალგაზრდას თუ სამაგალითო მუშაკს შორის სახელდებოდა, სხვები კი მაგისტრის ან დოქტორის ხარისხს ფლობენ, ან იურისტებად ან ჟურნალისტებად, ან საჯარო მოხელეებად თუ თანამდებობის პირებად უმუშავიათო. ადამიანებს, რომლებიც რეკომენდაციას უწევენ ამ პირებს, სინამდვილეში აკლიათ სულიერი გაგება და არ ესმით ჭეშმარიტება. ისინი უბრალოდ გრძნობენ, რომ ღვთის სახლში არსებული სხვადასხვა საქმე საზოგადოების ყველა ფენიდან გამოსულმა ამ ნიჭიერმა ადამიანებმა და ელიტამ უნდა იტვირთოს, ამიტომ ისინი რეკომენდაციას უწევენ ამ ადამიანებს, რათა მათ ამ საქმეების ზედამხედველების როლი შეასრულონ. მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები ზედამხედველები გახდნენ, მათ არა მხოლოდ ვერ შეძლეს საქმის კარგად წარმართვა, არამედ სრულიად აურ-დაურიეს ის, რის შედეგადაც ეკლესიის საქმეში ყველგან ქაოსი დაიწყო — ეს სრული აბსურდი იყო! ერთადერთი, რისი გაკეთებაც ამ ადამიანებს შეეძლოთ, იყო ის, რომ ბედავდნენ ემოქმედათ გაუმართლებელი დაუფიქრებლობით, დათარეშობდნენ და ბოროტმოქმედებას სჩადიოდნენ, იყვნენ უგუნურები და თავხედები და ურცხვად ასრულებდნენ გარკვეულ საქმეს — ამის გარდა, არ არსებობდა არცერთი საქმე, რომლის ჭეშმარიტება-პრინციპების მიხედვით ჭეშმარიტად შესრულებაც მათ შეეძლოთ. ამ ადამიანთა ყველაზე დიდი მახასიათებელი ის არის, რომ ისინი არასოდეს ეძიებენ ჭეშმარიტებას იმაში, რასაც აკეთებენ და აკლიათ ღვთისმოშიში გული. რატომ ახერხებენ ისინი ზედამხედველები გახდნენ? ერთი მიზეზი ის არის, რომ მათ მიაჩნიათ, რომ ელიტას წარმოადგენენ, ნიჭიერი ადამიანები და საზოგადოების ყველა ფენის საყრდენები არიან, ამიტომ ფიქრობენ, რომ ღვთის სახლში მოსვლის შემდეგ მათ უნდა დაიკავონ მნიშვნელოვანი თანამდებობები, აიღონ დიდი პასუხისმგებლობები და შეასრულონ მნიშვნელოვანი როლები, რომ ავტორიტეტით უნდა ისარგებლონ და პატივს სცემდნენ და რომ ღვთის სახლი მათ გარეშე ვერ იარსებებს. ამიტომ, ისინი ცდილობენ ყურადღების ცენტრში მოექცნენ, ზედამხედველის თანამდებობა მოიპოვონ და საქმე ხელში ჩაიგდონ. მეორე მიზეზი ის არის, რომ ღვთის სახლიც აძლევს მათ შესაძლებლობებს. რადგან მათ სურთ საქმის კეთება, მათ ეძლევათ ცდის უფლება — მიუხედავად იმისა, კომპეტენტურები არიან თუ არა, ისინი უნდა გამოიცადონ. მაგრამ ამ ადამიანებს არ გააჩნიათ არანაირი ნამდვილი ნიჭი ან რეალური ცოდნა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, ესმით თუ არა მათ ჭეშმარიტება და შეუძლიათ თუ არა იმოქმედონ ჭეშმარიტება-პრინციპების მიხედვით — მხოლოდ მათი სულიერი მონაცემების, ნიჭის, გამჭრიახობის, სხვადასხვა საკითხის წვდომის უნარის, მოვლენების დანახვის უნარისა და საქმეების მოგვარების უნარის თვალსაზრისით, უმეტესობას არ გააჩნია ნამდვილი ნიჭი ან რეალური ცოდნა. მათ არ აქვთ ნამდვილი ნიჭი ან რეალური ცოდნა; მაშ, რატომ არიან მაინც ასე მონდომებულნი და პროაქტიულნი, რომ აიღონ დიდი პასუხისმგებლობები და იტვირთონ საქმე? ეს იმიტომ ხდება, რომ მათ ამბიცია და პატივმოყვარეობა ამოძრავებთ და გარდა ამისა, ურცხვები არიან — მათ არ იციან თავიანთი ნამდვილი შესაძლებლობები, მაგრამ ყოველთვის სურთ თავის გამოჩენა. შედეგად, ისინი ვერ ახერხებენ საქმის კარგად შესრულებას და მხოლოდ თავს ირცხვენენ. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც ამ ადამიანებმა ეს როლები იტვირთეს, ყოველი საქმე, რაც მათ გააკეთეს, იყო არეულ-დარეული და სრულიად მოუწესრიგებელი. ერთი სიტყვით რომ აღვწეროთ, ეს იყო „ქაოსი“. მათ არ ჰქონდათ პრინციპები ადამიანების გამოყენებასთან და საქმეების მოგვარებასთან მიმართებაში, ისინი არაგონივრულად ხარჯავდნენ შესაწირავებს და დროულად არ ადევნებდნენ თვალყურს ან არ აგვარებდნენ სხვადასხვა საქმეს. ყველაზე ელემენტარული ზოგადი საქმეების შესრულებაც კი აღემატებოდა იმას, რისი ტვირთვაც უმეტესობას შეეძლო; მათ ყველაფერი სრულიად არეული დატოვეს. მიწათმოქმედება, ქათმების მოშენება, ცხვრების მოშენება — არცერთი მათგანი არ იყო კომპეტენტური ასეთი ამოცანების შესასრულებლად. მათთვის არ იყო ნათელი, რა რომელ სეზონზე უნდა დაეთესათ, როდის უნდა მოეხნათ, გაენოყიერებინათ და გაემარგლათ მიწა, ან როდის უნდა აეღოთ მოსავალი. მათ ქაოსი შექმნეს თავიანთ საქმეში. თავიდანვე ღვთის სახლს რომ არ გამოეყენებინა ეს ადამიანები, ისინი იგრძნობდნენ, რომ ღვთის სახლი არ აძლევდა მათ შესაძლებლობებს და ზემოდან უყურებდა მათ. ამიტომ მათ მიეცათ შესაძლებლობები — და რა იყო მათი გამოყენების შედეგი? მათ თავიანთი საქმე სრულ არეულობაში დატოვეს და საბოლოოდ ღვთის სახლს მაინც მოუწია მათ მიერ შექმნილი არეულობის მოწესრიგება. ყველა საქმე, რასაც კი ისინი აკეთებდნენ, ზემდგომისგან მითითებასა და შემოწმებას მოითხოვდა — ისეთ წვრილმანებზეც კი, როგორიც შიგნით და გარეთ სისუფთავის შენარჩუნებაა, ზემდგომს უნდა მიეცა მითითება. საბოლოო ჯამში, შეიძლება ჩაითვალოს, რომ საქმე ძირითადად ახლაღა დადგა სწორ რელსებზე ზემდგომის მიერ მკაცრი ზედამხედველობის, დაგეგმვისა და კოორდინაციის განხორციელების, ყველაფრის ნულიდან, ნაბიჯ-ნაბიჯ მითითებისა და წარმართვის მეშვეობით. სხვა არაფერი რომ არ ვახსენოთ და მხოლოდ ფერმებთან დაკავშირებულ პრობლემებზე რომ ვისაუბროთ, იქ მინიმუმ შესაფერისი ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ სისუფთავის უზრუნველსაყოფად. ადამიანთა უმეტესობა გარეულ ცხოველებს ჰგავდა, ყველგან ყრიდნენ ნაგავს, საუბრობდნენ გარემოზე გავლენის გათვალისწინების გარეშე, ყვიროდნენ და ღრიალებდნენ — ისინი უბრალოდ არამორწმუნეების იდენტურნი იყვნენ. როდესაც ამ კონკრეტული ზოგადი საქმეების წინაშე აღმოჩნდნენ ამ ეგრეთ წოდებული ნიჭიერი ადამიანებიდან ვერცერთმა ვერ შეძლო მათი სისტემატურად კარგად მართვა. ისეთი მცირე საქმეების კარგად მოგვარებაც კი არ შეეძლოთ, როგორიცაა სისუფთავისა და გარემოს მართვა. ეს გარე საკითხები არ ეხება ჭეშმარიტებას; ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მწირი სულიერი მონაცემები და მცირედი სინდისი მაინც აქვს, მათი კარგად მოგვარება უნდა შეეძლოს— თუ ვინმეს ამ გარე საკითხების კარგად მოგვარებაც კი არ ძალუძს, მაშინ ის უბრალოდ უსარგებლოა. იმ ადამიანებს სურდათ ყოფილიყვნენ თანამდებობის პირები და მიეღოთ გადაწყვეტილებები იმის მიუხედავად, რომ მათ არ გააჩნიათ სინდისი და გონიერება, ან სულიერი მონაცემები და ნიჭი. როდესაც მათ არ მისცეს თანამდებობის პირებად ყოფნის უფლება, ისინი გახდნენ ურჩები, კამათობდნენ და არავის უთმობდნენ. განა ისინი ეშმაკები არ არიან? მას შემდეგ, რაც ღვთის სახლმა გამოააშკარავა და მოკვეთა ეს ეშმაკები, შესაფერისი ადამიანები შეირჩნენ ფერმის სამართავად. ზემდგომის მიერ გაწეული ხელმძღვანელობისა და დაგეგმვის წყალობით ფერმა ახლა განსაკუთრებით კარგად არის აშენებული და ყველას მოსწონს. ადგილობრივებიც ძალიან აღფრთოვანებულნი არიან და დიდად იწონებენ მას. ზოგიერთმა მათგანმა თქვა: „არასოდეს მინახავს ფერმა, რომელიც ასე სუფთად და ლამაზად იმართება. ჩვენ ათ წელიწადშიც კი ვერ შევძლებდით მის ასეთ დონეზე გარდაქმნას. როგორ შეძელით მისი ასე კარგად და ასე სწრაფად მიღწევა? რამდენი წელი დაგჭირდათ მის ასე გარდასაქმნელად?“ სინამდვილეში ასეთ დიდ ცვლილებას მხოლოდ ერთი წელი დასჭირდა; უდაბური ადგილი იქცა იმად, რასაც ძმები და დები პარკად, ბაღად ხედავენ. ზოგიერთმა ისიც კი თქვა, რომ ეს ადგილი ზღაპრულ სამყაროს, ნახატს ჰგავსო. სათანადო დაგეგმვა და მშენებლობა ნამდვილად ცვლის ვითარებას. ეს ადგილი თავდაპირველად დაფარული იყო ჭუჭყითა და ტალახით; ყველგან ნაგავი და არეულობა იყო. მოგვიანებით, დასუფთავებისა და მოწესრიგების მეშვეობით ის თანდათან გაუმჯობესდა. დროთა განმავლობაში ყველა მიეჩვია ამგვარ საცხოვრებელ გარემოს, იქამდეც კი, რომ თუ ის ოდნავ ჭუჭყიანი ან არეული ხდება, ზოგი ამას ვერც კი ეგუება. ხედავ, ამგვარი მართვის მეშვეობით ადამიანთა უმეტესობა სარგებელს იღებს; მათ უვითარდებათ ცხოვრებისეული კარგი ჩვევები. მხოლოდ ზემდგომის პირადი მითითებებით შეიძლებოდა ამგვარი მშენებლობის მიღწევა. ამის საპირისპიროდ, სინამდვილეში ამ ეგრეთ წოდებულ ნიჭიერ ადამიანებს არაფერი რეალურის გაკეთება არ ძალუძთ. მათ ელემენტარული დასუფთავების საქმის კარგად მართვაც კი არ შეუძლიათ. მათ არ იციან, როგორ მოაწყონ ოთახი ისე, რომ შესაფერისად გამოიყურებოდეს; ვერ ხედავენ, თუ როგორი ადამიანია შესაფერისი ამა თუ იმ მოვალეობის შესასრულებლად. რა სახის საქმის ტვირთვა შეუძლიათ ამ ადამიანებს? მათ საერთოდ არანაირი საქმის კეთება არ ძალუძთ. საკუთარი საცხოვრებელი გარემოს მართვასაც კი ვერ ახერხებენ — როგორ შეიძლება ისინი ნიჭიერ ადამიანებად ჩაითვალონ? ამ ადამიანებს არ გააჩნიათ მცირედი გონიერებაც კი; ნათლად ვერ საუბრობენ; მოვლენებს არაზუსტად აფასებენ და არ აქვთ დამოუკიდებელი განსჯის უნარი. ეს აჩვენებს, რომ ისინი მხოლოდ ბრჭყალებში თუ არიან „ნიჭიერი ადამიანები“ და არა ნამდვილი ნიჭისა და რეალური ცოდნის მქონე პირები. ნიჭიერ ადამიანებს პირველ რიგში უნდა გააჩნდეთ გარკვეული ადამიანური თვისებები, როგორებიცაა საგნების დაფასების უნარი, საგნების შეფასებისა და დაფასების უნარი და გამჭრიახობა. თუ ისინი არ ფლობენ ამ თვისებებს, კონკრეტულ საქმეს ხელს მოჰკიდებენ თუ არა, მხოლოდ თავს ირცხვენენ; მათ არ ძალუძთ ერთი ბაღის ან ერთი-ორი მიწის ნაკვეთის მართვა და დაგეგმვაც კი — ან მისი ეფექტურად გამოყენება — მაშინ მათ ნიჭიერებასთან საერთო არაფერი აქვთ. არ გევალება მთელი დედამიწის მართვა, უბრალოდ გადმოგცემენ ერთ ან ორ მიწის ნაკვეთს, რათა კარგად მართო ანუ მოაწესრიგო, რომ ის გახდეს ლამაზი და სუფთა და იქცეს ელეგანტურ გარემოდ — რა მშვენიერი იქნებოდა ადამიანებისთვის იქ ცხოვრება, ჩიტებიც კი არ ისურვებდნენ იქიდან წასვლას, როდესაც კი იქ მიფრინდებოდნენ. ეს ეგრეთ წოდებული ნიჭიერი ადამიანები საერთოდ არაფერს წარმოადგენენ. მათ არ ძალუძთ არანაირი კონკრეტული საქმის კეთება. მათ არანაირი ნიჭი არ გააჩნიათ — მათ აკლიათ ადამიანური თვისებები. არაფრის კარგად კეთება არ შეუძლიათ, თუმცა მაინც სურთ თავის გამოჩენა და წინამძღოლებად და მუშაკებად ყოფნა, მნიშვნელოვანი თანამდებობების დაკავება და ზედამხედველობა. რა სახის ხასიათია ეს? ეს არის ამპარტავანი ხასიათი.
მოდით, დავუბრუნდეთ ბიზნესის კეთებისას ადამიანთა მოტყუებისა და გაბრიყვების სიყვარულის თემას. რა სახის პრობლემაა ადამიანთა მოტყუება და გაბრიყვება? პრობლემის ერთი მხარე ის არის, რომ ასეთი ადამიანებს ცუდი ადამიანური ბუნება აქვთ; არ გააჩნიათ სინდისი ან გონიერება. მათი ქცევიდან გამომდინარე, რა გახრწნილ ხასიათს ავლენენ ისინი? პირველ რიგში, ასეთი ადამიანების ხასიათი მზაკვრული და უკეთურია; მეორეც, ისინი ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ და შეუვალნი არიან. როდესაც ისინი სხვებს ატყუებენ, დაუნდობლობა, რომელსაც ისინი ავლენენ, არის სისასტიკე — მიუხედავად იმისა, მათი სამიზნე მდიდარია თუ ღარიბი, აქვს თუ არა სამიზნეს ფული, ისინი ყველას ერთნაირად აბრიყვებენ და არ იჩენენ არანაირ წყალობას. ასეთი ადამიანების გახრწნილი ხასიათი საკმაოდ მძიმეა ყველა ასპექტში. მითხარით, ადვილია თუ არა ასეთი ადამიანებისთვის ხსნის მიღწევა? (არა.) მათი გახრწნილი ხასიათით თუ ვიმსჯელებთ, მათთვის არ არის ადვილი ხსნის მიღწევა. მაშინ, მათი ადამიანობის თვალსაზრისით რომელი ასპექტი ართულებს მათთვის ხსნის მიღწევას? არსებობს თუ არა ძირეული მიზეზი? (მათ არ აქვთ სინდისი.) სწორია, ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ სინდისი, არ არის ადვილი ხსნის მიღწევა. მათში სინდისი უკვე ჩამკვდარია, ის აღარ არსებობს. სინდისის ქენჯნის უნარის გარეშე ადამიანს არ კარგავს იმ უმთავრეს პირობას, რაც ჭეშმარიტების მისაღებად და მის პრაქტიკაში განსახორციელებლად არის საჭირო, ამიტომ მათთვის ძალიან რთულია ხსნის მიღწევა; ასევე შეიძლება ითქვას, რომ მათ არ ძალუძთ ხსნის მიღწევა. ასევე შესაძლებელია, რომ ამ ტიპის ადამიანებს სურდეთ შრომა და შეეძლოთ ამის გარკვეულწილად გაკეთება; საბოლოოდ, რადგან მათი შრომა სტანდარტის შესაბამისია და აკმაყოფილებს ღვთის მოთხოვნებს, ისინი გახდებიან ერთგული მუშაკნი და გადარჩებიან. ესეც ღვთის მადლია. თუმცა ერთგულ მუშაკებს შეუძლიათ გადარჩენა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ მიაღწიეს ხსნას. გადარჩენა და ხსნის მიღწევა ორი განსხვავებული ცნებაა. მათ შორის არის ზღვარი და განსხვავება. ადამიანის ქმედებების პრინციპები, ზღვარი, მიმართულება და მიზნები, დიდწილად დაკავშირებულია იმასთან, კარგია თუ ცუდი მისი ადამიანობა. თუ ადამიანს უყვარს ყოველივე დადებითი ან აქვს სამართლიანობის გარკვეული გრძნობა, მაშინ ეს აჩვენებს, რომ მას გააჩნია სინდისის გრძნობა — ეს აჩვენებს, რომ ამ ადამიანს აქვს ცოტა სინდისი. საკუთარი თავის წარმართვისას ზოგ ადამიანს არ გააჩნია სამართლიანობის გრძნობა, არც დადებით არჩევანს აკეთებს. მათ უბრალოდ უყვართ უკეთური საქმეების კეთება და ძალიან ეზიზღებათ ყოველივე დადებითი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვინმე ცოტას საუბრობს მოქმედების პოზიტიურ გზებზე, იმაზე, თუ როგორ უნდა გააჩნდეს ადამიანს საკუთარი თავის წარმართვისას ადამიანობა, სინდისი და მორალური ზღვარი და იცავდეს წესებს, ისინი ამას მორალის კითხვად მიიჩნევენ. ამისთვის „მორალის კითხვის“ დარქმევა რბილად ნათქვამია; სინამდვილეში, ისინი გიყურებენ ზიზღით და დაგცინიან. მათ მიაჩნიათ, რომ საკუთარი თავის ამგვარად წარმართვა მარცხია: „შეხედე, რა საცოდავია შენი ცხოვრება. არ იცი, როგორ ჩაერთო ყოველგვარი სახის თაღლითობასა და სიცრუეში, არც ის იცი, როგორ მიიღო უპირატესობები ეშმაკობით. შენს ქცევაში ყოველთვის ასე იცავ წესებს, ასეთი მშიშარა ხარ. ამ დროსა და ეპოქაში გაბედულები ძღებიან, ხოლო მშიშრები შიმშილობენ. თუ მშიშარა ხარ, ვერაფერს მიაღწევ!“ ისინი ფიქრობენ, რომ თუ საკუთარ თავის სინდისითა და პრინციპებით წარმართავ, უბრალოდ მშიშარა ხარ, ხოლო თავად, რომლებიც ყოველგვარი სახის თაღლითობასა და სიცრუეში ჩაბმას ბედავენ, გამბედავნი არიან. მაგრამ ეს მართლაც იმიტომ ხდება, რომ ისინი გამბდავნი არიან? დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში ღვთის მორწმუნე ზოგიერთ ადამიანს არ ეშინია დევნის ატანისა და დაპატიმრების და მაინც სწამს ღვთის. აქვს თუ არა ამას რაიმე კავშირი გაბედულობასთან ან სიმხდალესთან? (არა.) ეს დაკავშირებულია მათ სწრაფვასთან —ადამიანურ ბუნებაში მათ გააჩნიათ ღვთის რწმენის საჭიროება და ლტოლვა. ეს არ არის გაბედულობის ან სიმხდალის საკითხი. ზოგიერთი ადამიანი ბიზნესის კეთებისას ყოველგვარი სახის თაღლითობასა და სიცრუეში ერთვება. ხშირად ისინი დევნისა და დაპატიმრების, ქონების კონფისკაციის, ან გაკოტრებისა და დახურვის რისკის წინაშე დგანან, მაგრამ მაინც აგრძელებენ ხალხის გაბრიყვებას. მაშინაც კი, თუ მათ თაღლითობას სიცოცხლის დაკარგვა მოჰყვება, არ ადარდებთ. ზოგიერთი ადამიანი ბიზნესის კეთებისას სხვებს ფიქტიური კომპანიის შექმნით ატყუებს — სინამდვილეში ეს კომპანია საერთოდ არ არსებობს, არ აქვს რეალური ბიზნესი და არც რაიმე პროდუქტს აწარმოებს. ისინი მხოლოდ ენამჭევრობას იყენებენ, რათა ხალხი მოატყუონ და ყველგან შეკვეთები გააკეთებინონ, როგორც კი სხვები მათ ავანსს უხდიან, დაუყოვნებლივ იპარებიან და უკვალოდ ქრებიან. ისინი ამგვარად აბრიყვებენ ხალხს, ერთ გარიგებას მეორე მოსდევს და მას შემდეგ, რაც ფულს გამოსტყუებენ, მთელი მათი ოჯახი ფუფუნებაში ცხოვრობს, საუკეთესო საჭმელ-სასმელით ილხენს. რა მასშტაბით ერთვებიან ზოგიერთები თაღლითობაში? ისინი მაღალი დონის დაწესებულებებსა და სააგენტოებსაც კი ატყუებენ. ზოგჯერ ბეწვის ხიდზე გადიან; შესაძლებელია, ვინმემ მათი ხრიკები ამოიცნოს და გამოააშკარავოს ისინი. სინამდვილეში მათ გულის სიღრმეში იციან, რომ მათი ქმედებები საფრთხეში ჩააგდებს იმ ადამიანებს, მაგრამ ეს არ ადარდებთ. თუ გაუმართლებთ და თავს დააღწევენ, მომდევნო შესაძლებლობისთანავე გააგრძელებენ ხალხის გაბრიყვებას. სანამ თაღლითობით ფულს შოულობენ, ჰგონიათ, რომ გაიმარჯვეს, რომ „დიდებასა და წარმატებას მიაღწიეს“. მაგრამ თუ სთხოვ, რომ ღვთის ირწმუნონ, ამას ვერ ბედავენ. ისინი ამბობენ: „ღვთის რწმენის გამო მთავრობა დამსჯის და დამაპატიმრებს. მე ვერ ვბედავ, რომ მწამდეს!“ თუმცა, როდესაც საქმე ყოველგვარი სახის თაღლითობასა და სიცრუეში ჩაბმას ეხება, მათ დაპატიმრების არ ეშინიათ. თუ შეკრებებზე დადიხარ, ისინი იმასაც კი ამბობენ: „მართლაც გაბედული ხარ. სახელმწიფო ახლა გამალებით აპატიმრებს და დევნის მორწმუნეებს; როგორღა ბედავ შეკრებებზე სიარულს?“ პასუხობ: „ჩვენ, ვისაც ღვთის გვწამს და სწორ გზაზე ვდგავართ, დაპატიმრების არ გვეშინია. თქვენთვის უკიდურესად საშიშია ფიქტიური კომპანიების მართვა და თაღლითობის განხორციელება — რატომ არ გეშინიათ?“ ისინი ამბობენ: „ჩვენ ბიზნესს ფულის საშოვნელად ვაკეთებთ. საფრთხის არ გვეშინია. რამე რომც მოხდეს, უარეს შემთხვევაში უბრალოდ დაგვაჯარიმებენ და ამით დასრულდება ყველაფერი. თქვენ, ღვთის მორწმუნენი რომ დაგაპატიმრონ, ცემით რომც არ მოგკლან, მაინც გაგატყავებენ და ვინ იცის, რამდენ წელს გაატარებთ ციხეში. თქვენ მეტისმეტად გაბედულნი ხართ!“ როდესაც ხედავენ, რომ ღვთის მორწმუნეებს აპატიმრებენ, მათ არ გააჩნიათ გამბედაობა, ღვთის ირწმუნონ, მაგრამ არ ეშინიათ დაპატიმრების ბიზნესის კეთებისას ჩადენილი თაღლითობის გამო. რა სახის ნაძირალები არიან ისინი? განა ეს არ აჩვენებს განსხვავებას ადამიანთა ადამიანობაში? ადამიანებს შორის სწორედ ეს განსხვავებაა. ადამიანების გახრწნილი ხასიათი ერთნაირია — ყველას ერთი და იგივე გახრწნილი ხასიათი აქვს — მაგრამ მათი განსხვავებული ადამიანობით თუ ვიმსჯელებთ, ზოგიერთი ადამიანი ვერასოდეს შეძლებს ღვთის რწმენას; ისინი ვერასოდეს გახდებიან ღვთის სახლის წევრები. ასეთ ადამიანებს ღვთის რომც სწამდეთ, ისინი ვერასოდეს შეძლებენ ხსნის მიღწევას. რომელი კუთხიდან შეიძლება ამის დანახვა? ამის დანახვა მათი ადამიანობიდან შეიძლება. ზოგიერთი ადამიანი მხარს უჭერს თავისი ცოლის ღვთისადმი რწმენას, მაგრამ როდესაც ცოლი ურჩევს, რომ ირწმუნოს, ამბობს, რომ ეს მეტისმეტად საშიშია და ამას ვერ ბედავს. თუმცა, ბიზნესის კეთებისას, ისინი ერთვებიან ყოველგვარი სახის თაღლითობასა და სიცრუეში და არ ადარდებთ, რამხელა საფრთხის წინაშეც არ უნდა აღმოჩნდნენ. მათ შეუძლიათ ნებისმიერი კანონის დარღვევა და ბედავენ ნებისმიერი ტაქტიკის გამოყენებას. რაც არ უნდა მკაცრად აწარმოებდეს მთავრობა მონიტორინგს ან რა მსჯავრი და სასჯელიც არ უნდა დაწესდეს კანონით, ეს მათ არ ადარდებთ. საკუთარი თავის წარმართვისას მათ არ გააჩნიათ მორალური ზღვარი, მოქმედებისას არ ადარდებთ შედეგები და ფიქრობენ, რომ ყველაფერი რიგზეა, სანამ მოგების მიღებაა შესაძლებელი. თუ ასეთი ადამიანი ირწმუნებს ღმერთს, ის ვერ შეძლებს ჭეშმარიტების მოპოვებას და ვერ მიაღწევს ხსნას — ეს იმიტომ ხდება, რომ მას უყვარს არა ჭეშმარიტება, არამედ მხოლოდ ფული. ბიზნესის კეთებისას ატყუებს, აბრიყვებს სხვებს და თაღლითობს — მისი შავბნელი გული ვლინდება. ამგვარი ზნეობის მქონე ადამიანი სრულიად განწირულია; ღმერთი არ იხსნის ასეთ ადამიანს. ზოგი ამბობს: „რა მოხდება, თუ ასეთი ადამიანი ბევრ ფულს იშოვის და მას ღვთის სახლს შესწირავს?“ ღვთის სახლი არ იღებს ასეთ ფულს; ღვთის სახლი არ იღებს ფულს, რომელიც არ არის ნაშოვნი კანონიერი საშუალებებით. ასეთი ადამიანი ბიზნესის კეთებისთანავე ჩაერთვება ყოველგვარი სახის თაღლითობასა და სიცრუეში — მას აქვს ძალიან ცუდი ადამიანობა. რამდენად ცუდია ის? თუ სთხოვ, რომ საკუთარ თავში ჩაიხედოს, ამბობს: „არაფერს ვგრძნობ. არ ვიცი, სად არის ჩემი სინდისი. არც ის ვიცი, რა არის სინდისი, არც ის კილოგრამი რა ღირს.“ იმ მომენტში ხვდები: „გასაკვირი არ არის, რომ ის იმავე ბიზნესში მყოფ სხვა ადამიანებზე სწრაფად შოულობს ფულს. გასაკვირი არ არის, რომ ყველა მომხმარებელი მასთან მიდის საყიდლად. ეს ადამიანი მზაკვრულ ტაქტიკებს იყენებს — ბიზნესის კეთებისას ბნელ საქმეებში ერთვება და მართლაც სერიოზულ თაღლითობას სჩადის!“ მაგრამ ამას არა მხოლოდ სამარცხვინოდ არ მიიჩნევს, არამედ ტრაბახობს და ყოყოჩობს კიდეც, ამბობს რა: „შეხედეთ თქვენს თავს! ბიზნესს სრული სერიოზულობითა და წესების დაცვით აკეთებთ. ერთხელ მოატყუებთ ვინმეს და ისე გეშინიათ, რომ გული გამალებით გიცემთ. მე შემომხედეთ — არ მეშინია! სანამ მრეწველობისა და ვაჭრობის ბიურო და პოლიცია მტკიცებულებებს ვერ მოიპოვებენ, ყველაფერი რიგზეა. გინდათ მიჩივლოთ? მტკიცებულება არ გაქვთ! შეხედეთ, რა ჭკვიანურად ვაბრიყვებ ხალხს! შეგიძლიათ ამის გაკეთება? არ შეგიძლიათ! როგორც კი ვინმეს ატყუებთ, მაშინვე გასცემთ საკუთარ თავს. არ გაგაჩნიათ ის ტაქტიკები, რაც მე მაქვს. შენი სულიერი მონაცემები მწირია!“ რა სახის ადამიანია ეს? ის ბოროტი ადამიანია. არსებობს თუ არა მისი გამოსყიდვის რაიმე იმედი? მისი გამოსყიდვა შეუძლებელია. მისი გადარჩენა იმიტომ კი არ არის შეუძლებელი, რომ ასეთ ადამიანს აქვს გახრწნილი ხასიათი, არამედ იმიტომ, რომ მისი ადამიანობა მეტისმეტად ცუდია. რა მხრივ არის ცუდი? ცუდია იმ მხრივ, რომ მას არ გააჩნია ადამიანობა და სინდისი; მან დაკარგა სინდისი. რას ნიშნავს სინდისის დაკარგვა? ეს ნიშნავს საქმის კეთებას მორალური ზღვრის გარეშე. ეს ზღვარი სინდისზე გადის — სინდისი ქმნის ზღვარს. ვისაც არ უნდა ატყუებდე ბიზნესის კეთებისას ყოველგვარი სახის თაღლითობასა და სიცრუეში ჩაბმით, ცუდი ადამიანი იქნება ის თუ კარგი, ნებისმიერ შემთხვევაში თავად ქმედება ეწინააღმდეგება ზნეობას, სინდისსა და ადამიანობას. როგორც კი ამას გააკეთებ, მუდამ გექნება თვითდადანაშაულების გრძნობა. ეს მთელი ცხოვრების მანძილზე ლაქად დარჩება. თუ ჭეშმარიტად ადამიანი ხარ, არასოდეს უნდა გააკეთო ასეთი რამ. ვინც არ უნდა იყოს შენი თაღლითობის სამიზნე და რა რაოდენობის ფულსაც არ უნდა სძალავდე — ბოროტ და ცუდ ადამიანებსაც რომ ატყუებდე — ეს მაინც თაღლითობაა. სწორედ ამიტომ, გარემოებების ან იმის მიუხედავად, თუ ვისთან გაქვს საქმე, არასოდეს გააბრიყვო ხალხი. ეს ნიშნავს, გაგაჩნდეს მორალური ზღვარი საკუთარი თავის წარმართვისას; ეს არის შემაკავებელი ძალა, რომელიც სინდისის ქენჯნიდან მოდის. თუ გრძნობ სინდისის ქენჯნას, მაშინ გექნება მორალური ზღვარი იმაში, რასაც აკეთებ. თუ არ გრძნობ სინდისის ქენჯნას, გადაკვეთ ამ ზღვარს და ყველაფრის გაკეთებას შეძლებ. შეიძლება ითქვას, რომ ასეთ ადამიანებს არ გააჩნიათ მცირედი სინდისი და გონიერება და რომ ისინი მხეცებზე უარესები არიან. თუ ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს განცხადება მეტისმეტად რადიკალურია, მოდით, სხვაგვარად ვთქვათ: ადამიანი, რომელსაც ცოტა გონიერება მაინც არ გააჩნია, მხეცს ჰგავს. განა ადამიანობის არმქონე ადამიანები მხეცები არ არიან? თუ ადამიანს არ აქვს ადამიანობა, მაშინ რა არის მისი არსი? განა მხეცის არსი არ არის? მათსა და მხეცს შორის განსხვავება ისაა, რომ მათ შეუძლიათ გამართულად სიარული და ლაპარაკი, მაშინ როცა მხეცებს არ გააჩნიათ ლაპარაკის უნარი. მოგების მისაღებად შეგიძლია მიმართო ყოველგვარ საშუალებასა და მეთოდს, რათა ჩაერთო ყოველგვარი სახის თაღლითობასა და სიცრუეში, მაშინ როცა მხეცებს არ გააჩნიათ ასეთი საშუალებები. ასე რომ, იმის თქმა, რომ ამგვარი ადამიანები მხეცების ტოლფასნი არიან, სინამდვილეში მათ მიმართ ლმობიერებაა — ფაქტობრივად, ასეთი ადამიანები ჭეშმარიტად მხეცებზე უარესები არიან. შეუძლიათ თუ არა მათ, ვინც მხეცებზე უარესები არიან, ხსნის მიღწევა? ისინი მცირე ჭეშმარიტებასაც კი არ იღებენ — მხოლოდ ფული უყვართ. ეს მათი ბუნების პრობლემაა და ვერავინ შეცვლის მას. ასეთი ადამიანებისგან ჭეშმარიტების მიღების მოლოდინი იგივეა, რაც მამლისგან კვერცხის დადების მოლოდინი — ეს არასოდეს მოხდება. ამიტომ გახრწნილ კაცობრიობაში, თუ არ ჩავთვლით მათ, ვინც მოგების მიზნით კლავს ან ერთვება კრიმინალურ ქმედებებში და არღვევს კანონს, ეს ადამიანები, რომლებიც ყოველგვარი სახის თაღლითობასა და სიცრუეში ერთვებიან, შეიძლება ჩაითვალონ ყველაზე ცუდი ადამიანობის მქონეებად — ისინი სახედაკარგული, გადაგვარებული ადამიანები არიან. ამჟამინდელ დიდი ეკონომიკური კეთილდღეობის ეპოქაში განსაკუთრებით დიდია ასეთი ადამიანების რიცხვი, რომლებიც ბიზნესის კეთებისას ერთვებიან ყოველგვარი სახის თაღლითობასა და სიცრუეში. მაგრამ რამდენი ასეთი ადამიანიც არ უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი გამოვლინებები საკმარისია ადამიანობის პრობლემის საჩვენებლად. როგორია ადამიანის სინდისი, აქვს თუ არა მას მორალური ზღვარი — ეს არის მისი ადამიანობის საზომი ინდიკატორი. როგორ შეიძლება გადარჩეს ის, ვისაც ადამიანობაც კი არ აქვს? მინიმუმ ადამიანის ადამიანობა უნდა მოიცავდეს ჭეშმარიტების მიღების პირობებს. ისინი, ვინც ყოველგვარი სახის თაღლითობასა და სიცრუეში ერთვებიან, არსებითად არ გააჩნიათ ჭეშმარიტების მიღების პირობები ადამიანობასთან მიმართებით. ასე რომ, თუ სთხოვ ჭეშმარიტების მიღებას გახრწნილი ხასიათის მოსაშორებლად, მათთვის ამის მიღწევა შეუძლებელი იქნება. მხოლოდ მათ, ვისაც გააჩნია სინდისი და გონიერება, ძალუძთ მიიღონ ჭეშმარიტება, მოიშორონ თავიანთი გახრწნილი ხასიათი და ამით მიაღწიონ ხსნას, რადგან გააჩნიათ გარკვეული სინდისის გრძნობა და როდესაც ისინი საკუთარ თავს წარმართავენ და მოქმედებენ, სინდისის ქენჯნა შეიძლება იგრძნონ. როდესაც ასეთ ადამიანებთან გაქვს ჭეშმარიტების თანაზიარება და საუბრობ იმაზე, თუ როგორ უნდა შევიდნენ ჭეშმარიტებაში, როგორ მოიშორონ გახრწნილი ხასიათი, რა შეესაბამება ღვთის განზრახვებს და რა — არა, და როგორ უნდა იმოქმედონ ადამიანებმა, მათ შეუძლიათ მიღება და დამორჩილება. ასეთ ადამიანებთან ჭეშმარიტების თანაზიარება მიზანშეწონილია — ისინი სწორად მიიღებენ მას. თუ ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარება გაქვს მათთან, ვისი ბიზნესის კეთების ძირითადი საშუალება სხვათა მოტყუება და გაბრიყვებაა, ეს იგივეა, რაც კედელს ელაპარაკო. ასე რომ, როდესაც საქმე ეხება ისეთ ადამიანებს, რომლებიც ბიზნესს აკეთებენ, უბრალოდ დააკვირდი, იყენებენ თუ არა ისინი კანონიერ საშუალებებს ბიზნესის კეთებისას და ადამიანებთან გარიგებებსა და ურთიერთობებში, გააჩნიათ თუ არა მორალური ზღვარი და შეზღუდვები, და აქვთ თუ არა სინდისის ქენჯნა ადამიანებთან გარიგებებსა და ურთიერთობებში. თუ ადამიანს სინდისის გრძნობა აწუხებს, რომელსაც მასზე შემაკავებელი ძალა აქვს, მაშინ ის მისაღებია და მასთან ურთიერთობა ღირს. ასეთ ადამიანებთან შეიძლება სახარების ქადაგება და ჭეშმარიტების თანაზიარება. თუ მათ შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება, მაშინ არსებობს მათი ხსნის მიღწევის იმედი. სულ ეს არის ჩვენი მსჯელობა ბიზნესის კეთების სიყვარულზე.
ხელოვნების სიყვარული
ახლა მოდი, განვიხილოთ ხელოვნების სიყვარული. მათ, ვისაც ხელოვნება უყვართ, ბუნებრივად მოსწონთ სიმღერა, ცეკვა და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა და ასევე — წარმოდგენებში მონაწილეობა. რაც უფრო მეტი ადამიანი ესწრება, მით უფრო აღფრთოვანებულნი არიან; მათ სურთ მცირე წარმოდგენის გამართვა, იუმორისტული დიალოგების, სკეტჩების დადგმა, სიმღერისა და ცეკვის შესრულება ან მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, რათა ყველა გაახარონ და განტვირთვაში დაეხმარონ. რა სახის გამოვლინებაა ხელოვნების სიყვარული? პირველ რიგში, უნდა განვიხილოთ, ხელოვნება დადებით ასპექტებს მოიცავს თუ უარყოფითს. თუ ამაში ვერ ერკვევით, მაშინ გკითხავთ: ფიქრობთ, რომ სიმღერა და ცეკვა კაცობრიობის კანონიერი მოთხოვნილებებია? (დიახ.) ისინი კაცობრიობის კანონიერი მოთხოვნილებებია. ანუ ადამიანები იყენებენ თავიანთ ხმას, სხეულის ენას ან ერთგვარ მხატვრულ მეთოდს ცხოვრების გასახალისებლად, ყოველდღიურობაში სიხარულის შესატანად ან საკუთარი განწყობის გამოსახატავად. შეიძლება თუ არა ეს კანონიერად ჩაითვალოს? (დიახ.) ახლა, მოდი, დავუბრუნდეთ თავდაპირველ თემას — ხელოვნების სიყვარულს, სიმღერისა და ცეკვის, ინსტრუმენტებზე დაკვრისა და წარმოდგენაში მონაწილეობის სიყვარულს — რომელ კატეგორიაში შედის ამგვარი გამოვლინებები? (ინტერესები და ჰობი.) რადგან ისინი ინტერესებსა და ჰობის წარმოადგენს, რას მიეკუთვნება ისინი? (თანდაყოლილ მდგომარეობას.) ზოგიერთ ბავშვს ხუთი ან ექვსი წლის ასაკიდან მოსწონს მუსიკის მოსმენა და ცეკვების ყურება; მუსიკის რიტმის გაგონებისას მათი ხელები და ფეხები მოძრაობას იწყებს და ცეკვის სურვილი უჩნდებათ. ეს თანდაყოლილია. ზოგიერთი ადამიანი ისმენს სიმღერებსა და საცეკვაო მუსიკას და სურს სწავლა, მაგრამ არ შეუძლია მოზარდობის პერიოდში ან ოცი-ოცდაათი წლის ასაკშიც კი. მათთვის ცეკვის სწავლის მცდელობა ძალიან დამღლელია; ისინი განსაკუთრებით მოუქნელები არიან. ესეც თანდაყოლილია. ამისგან განსხვავებით მათ, ვისაც სიმღერისა და ცეკვის თანდაყოლილი სიყვარული აქვთ, მუსიკის გაგონებისას სიხარულით იწყებენ ცეკვას. როდესაც ესმით, ვიღაც მღერის, შეუძლიათ აჰყვნენ და მისგან ისწავლონ; მხოლოდ რამდენჯერმე გავარჯიშების შემდეგ ახერხებენ ამ სიმღერის შესრულებას. ეს ამტკიცებს, რომ ამ ტიპის ადამიანთათვის ასეთი რამ თანდაყოლილია და სისხლში აქვთ გამჯდარი; მათ გულით მოსწონთ და კარგადაც გამოსდით ეს. არავის სწავლება არ სჭირდებათ; თავად იციან, როგორ გააკეთონ. არიან განსაკუთრებით გამორჩეული ადამიანებიც, რომლებსაც შვიდი ან რვა წლის ასაკში შეუძლიათ ადგილობრივი ოპერიდან ნაწყვეტის შესრულება; მათ ნამღერს ავთენტური ჟღერადობა აქვს, ზუსტად მიჰყვება მელოდიასა და რიტმს — ეს მართლაც იშვიათობაა! ზოგ ბავშვს შეუძლია შეასრულოს პოპსიმღერა, ზოგს კი — სხვადასხვა სტილის ცეკვა, როგორებიცაა ინდური, სინძიანისა თუ თანამედროვე ცეკვები. როდესაც საცეკვაო სიმღერა ან მუსიკა ესმით, ინსტინქტურად მოსწონთ ის და მაშინვე სხეულის მოძრაობით აჰყვებიან მუსიკის რიტმს. თუ სიმღერის უფლებას არ მისცემ, გულში ფარულად იმღერებენ ან შესაფერის ადგილს იპოვიან, რათა ხმამაღლა იმღერონ. უბრალოდ სურთ და უყვართ სიმღერა; ვერავინ შეაკავებს მათ. მათზე გავლენა არ მოუხდენიათ მშობლებს და არც არავის უსწავლებია მათთვის ეს. ბავშვობიდანვე ფლობდნენ ამ ძლიერ მხარეებსა თუ ჰობის. აშკარაა, რომ ეს თანდაყოლილი მდგომარეობაა — მათ გააჩნიათ თანდაყოლილი ინტერესი ხელოვნების მიმართ. თუ ეს ბავშვები დაინტერესებულნი არიან ხელოვნებით, აუცილებლად უნდა ჩაერთონ ამ საქმეში — აუცილებლად უნდა იყვნენ დაკავებული ამ სფეროთი მთელი ცხოვრების მანძილზე? ეს აუცილებელი არ არის. ეს დამოკიდებულია ღვთის მიერ წინასწარგანსაზღვრაზე, იმაზე, თუ როგორ ახორციელებს ღმერთი თავის მეუფებას და როგორ აგვარებს საკითხებს. თუ ღმერთი ისე განაგებს, რომ მათ ამ სფეროში იმუშაონ, მთელი ცხოვრება მასთან იქნებიან დაკავშირებულნი. მაგრამ თუ ღმერთს არ გადაუწყვეტია ან არ დაუდგენია, რომ მათ ამ სფროში უნდა იღვაწონ, ეს მხოლოდ მათი ინტერესი და ჰობი იქნება და თუნდაც სიამოვნებას ანიჭებდეთ ეს, ვერ შეძლებენ ამ საქმის შესრულებას. ზოგიერთ ადამიანს ხელოვნება ბავშვობიდანვე მოსწონს. მათი მშობლები როცა ხედავენ, რომ მათ შვილს აქვს ეს ინტერესი და ჰობი, ფიქრობენ: „მაშინ განვავითაროთ ის. იქნებ ჩვენმა ოჯახმა ნიჭიერი ხელოვანი აღზარდოს. შესაძლოა ჩვენი შვილი ცნობილიც კი გახდეს და ვარსკვლავი იყოს!“ ამიტომ ისინი იწყებენ თავიანთი შვილის ხელშეწყობას ცეკვისა და სიმღერის შესწავლაში; საბოლოოდ, ბავშვი ხელოვნების აკადემიაში აბარებს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ინტერესი და ჰობი ხელოვნების მიმართ სკოლის დამთავრების შემდეგაც ისევ მძაფრია, გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ის ამ სფეროში მოღვაწეობას. შესაძლებელია, რომ როდესაც ის ამ საქმით დაკავებას დააპირებს, მისი განწყობა შეიცვალოს, რის გამოც შეიცვლება მისი დამოკიდებულება და შეხედულებები ამ საქმის მიმართ; ასევე შესაძლებელია, რომ ობიექტურ გარემოებებთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ ამ სფეროში მოხვედრის შანსი ხელიდან გაუშვან. ყოველივე ეს შესაძლებელია; ეს დამოკიდებულია ღვთის მიერ წინასწარგანსაზღვრაზე. მაგრამ ძირეული მიზეზიდან გამომდინარე თუ შევხედავთ, ბავშვის ინტერესი და ჰობი მისი თანდაყოლილი მდგომარეობაა — მის დაბადებამდე ბევრად ადრე ღმერთმა მისთვის განსაზღვრა ეს ძლიერი მხარე და მის ადამიანურ ბუნებას გარკვეული განსაკუთრებული თვისებები შემატა, რითაც მას დაბადებისას თან დაჰყვა განსაკუთრებული მგრძნობელობა და ნიჭი მუსიკის, ცეკვისა და ხელოვნების სხვა დარგების მიმართ. ამრიგად, რასაც ასეთი ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში ავლენენ, არის განსაკუთრებული სიყვარული სიმღერისა და ცეკვის მიმართ. მიუხედავად იმისა, პიროვნულად აქტიურები არიან თუ მორცხვები, უყვართ საუბარი თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში მათ სისხლში აქვთ გამჯდარი რაღაც, რისი ამოშლაც შეუძლებელია — მოსწონთ სიმღერა, ცეკვა და წარმოდგენებში მონაწილეობა. ზოგიერთი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის შესრულებისას ძალიან ენერგიული ხდება და სულში განთავისუფლებას გრძნობს, მაინც ძალიან მორცხვია, როდესაც ესაუბრები; მას არ ეხერხება საკუთარი თავის გამოხატვა ან ადამიანებთან ურთიერთობა. სხვებთან ურთიერთობისას ის განსაკუთრებით შებოჭილი და დაძაბულია, ნერვიულობს და ეშინია კიდეც, რადგან არ იცის, როგორ გაუმკლავდეს ასეთ სიტუაციებს. მაგრამ როდესაც სცენაზე გამოდის წარმოდგენის ჩასატარებლად, ამას თავისუფლად აკეთებს; თითქოს სხვა ადამიანად იქცა. არამორწმუნეები ამბობენ, რომ ეს მათი სფეროს „მფარველი ღვთაებაა“, რომელიც მათ თავის სარჩენად ამ უნარს ანიჭებს — სწორია ეს? სინამდვილეში, ეს ღვთის მიერაა დადგენილი. ის, თუ რა ძლიერი მხარეები, ინტერესები და ჰობი დაჰყვება ადამიანს დაბადებისას, დაკავშირებულია ღვთის მიერ წინასწარგანსაზღვრასთან. რა ძლიერი მხარეები და ჰობიც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, ყველა მათგანი ღვთის მიერ არის წინასწარგანსაზღვრული. თუ ღმერთი გაძლევს ინტერესსა და ჰობის, ის მოგწონს, აფასებ გულის სიღრმეში და განსაკუთრებულ ლტოლვას გრძნობ მის მიმართ. როდესაც ერთვები ამ საქმეში ან აკეთებ იმას, რაც ამ საქმეს უკავშირდება, შინაგანად განსაკუთრებულ სიმშვიდესა და კომფორტს გრძნობ; ასევე განსაკუთრებულ ინტერესს იჩენ მის მიმართ. ამიტომ, თუ გაქვს რაიმე ძლიერი მხარე, როდესაც ღვთის სახლის საქმეს ეს დასჭირდება, შესაბამისი მოვალეობა უნდა შეასრულო. ეს ძლიერი მხარის გამოვლინების საუკეთესო შესაძლებლობაა. ასევე, რადგან ეს ძლიერი მხარე ღმერთმა გიბოძა, ის არ არის შენი პირადი საკუთრება; არ შეგიძლია მისი ნება-სურვილისამებრ ბოროტად გამოყენება. როდესაც ღვთის სახლის საქმეს ეს დასჭირდება, უნდა გამოავლინო ის, შესწირო ღმერთს და გამოიყენო შენი მოვალეობის შესრულებისას. ეს ხელსაყრელი პირობაა ხსნის მისაღწევად; ეს ასევე უპირატესი პირობაა, რომელიც ღმერთმა გიბოძა — კარგად უნდა გამოავლინო და გამოიყენო ის დაუზოგავად. ამგვარად, ერთი მხრივ, შეგიძლია გამოავლინო ძლიერი მხარე და მეორე მხრივ, ასევე შეგიძლია შეასრულო მოვალეობა, რათა ღმერთს მიაგო მისი სიყვარულისთვის. განა ეს შესანიშნავი არ არის? (დიახ.)
ღმერთმა ადამიანებს გარკვეული სახის ძლიერი მხარეები უბოძა; ძველ დროსა თუ თანამედროვე ეპოქაში ერთ-ერთი მათგანი — ხელოვნება — არასოდეს ყოფილა სერიოზულად აღქმული და ყოველთვის დაბალი ფენების საქმეთა რიგში ირიცხებოდა. კერძოდ, ზოგიერთ შედარებით ტრადიციულ და ფეოდალურ სოციალურ გარემოში ადამიანები ხელოვნებას წინასწარშექმნილი განწყობით უყურებენ; ის ყოველთვის განიცდის დისკრიმინაციას ზოგიერთი ადამიანის მხრიდან. ადამიანები ხელოვნებას ამგვარად ახასიათებენ და მას აქვს ამგვარი ადგილი, სტატუსი თუ განმარტება ადამიანთა წარმოდგენების, ფეოდალური იდეების ან იმ დამახინჯებული, მცდარი აზრებისა და შეხედულებების გამო, რომლებსაც სატანა უნერგავს მათ. არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, კერძოდ ის, რომ ბოროტი საზოგადოებისა და ტენდენციების ზეგავლენის გამო ამ სფეროში ცუდი კლიმატი ჩამოყალიბდა; ამიტომ ადამიანები მას ცუდ შეფასებას აძლევენ. ამ სფეროში ჩართულმა ზოგიერთმა ადამიანმა გამოიყენა თავისი ინტერესები და ძლიერი მხარეები ხელოვნებაში მრავალი უარყოფითი და უკეთური საქმის საკეთებლად, რამაც შელახა ხელოვნება და დაამახინჯა მისი ბუნება. შედეგად, ადამიანებს ხელოვნების სამყაროს შესახებ მრავალი უარყოფითი მოსაზრება გაუჩნდათ და მათ, ვინც ხელოვნებაში მოღვაწეობს ან აქვს ამ სფეროსთან დაკავშირებული ინტერესები და ჰობი, უარყოფით ფიგურებად თვლიან. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როგორ აღიქვამს ეს საზოგადოება და კაცობრიობა ამგვარ ძლიერ მხარეს, მოკლედ რომ ვთქვათ, თუ რომელიმე ადამიანს, იქნება ის ღვთის სახლის წევრი თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფი პიროვნება, აქვს ამ სფეროსთან დაკავშირებული ძლიერი მხარე, ინტერესი თუ ჰობი, უდავოა, რომ ეს ძლიერი მხარე და ჰობი თანდაყოლილი მდგომარეობაა. სწორედ იმიტომ, რომ ეს თანდაყოლილი მდგომარეობაა, ისინი არც ნეგატიურნი არიან და არც უკეთურნი. მხოლოდ კონკრეტულ ეპოქებში არსებული მცდარი მოსაზრებებისა და თეორიების გავლენის გამო ხელოვნებასა და მასში ჩართულ ადამიანებს უკეთურისა და უარყოფითის იარლიყი მიაწებეს. ეს არის ის, რაც ხშირად ხდებოდა ისტორიის განმავლობაში. ეს ზუსტად იმას ჰგავს, რომ როგორც სოიოსგან შეიძლება დამზადდეს სურნელოვანი ტოფუ, რომელიც სასიამოვნოა მისართმევად, ასევე შეიძლება მისი ფერმენტაცია მოხდეს ობის მსგავსი მიკროორგანიზმებით და მყრალ ტოფუდ იქცეს. ვერ იტყვი, რომ სოიო ცუდია მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოგწონს მყრალი ტოფუს ჭამა. სწორია ეს ლოგიკური მსჯელობა? (არა.) ეს აშკარად არასწორია; დამახინჯებულია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში არსებულ ხელოვნების ჯგუფებში არის რაღაც ბინძური და მახინჯი, ვერ იტყვი, რომ თავად ხელოვნებაა ბინძური, მახინჯი და უარყოფითი; მით უმეტეს ვერ იტყვი, რომ ყველა ადამიანი, რომელსაც მოსწონს ხელოვნება და ამ სფეროში დახელოვნებულია, უკეთური და მახინჯი ნეგატიური ფიგურაა. ეს მცდარი მსჯელობაა; ეს არ არის სწორი გაგება. თუ იმის გამო, რომ ზოგიერთი იმ ადამიანთაგანი უკეთურია, იტყვი, რომ ხელოვნება, რომელშიც ისინი გაწაფულნი არიან, ასევე უკეთურია, მაშინ ეს სერიოზული შეცდომაა. სხვადასხვა ძლიერი მხარე, რომელსაც ღმერთი აძლევს ადამიანებს, ადამიანთა სამყაროს უნდა ემსახურბოდეს. კაცობრიობას რომ არ ჰქონოდა კულტურული ცხოვრება, მეტისმეტად მოსაწყენი იქნებოდა. ღვთის მიერ ადამიანთათვის კულტურული ცხოვრების მიცემა არ არის არასწორი. ყოველივე უკეთური გამოწვეულია ეშმაკებისა და სატანის მიერ, რომლებიც იყენებენ შესაძლებლობებს არეულობის შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილ კაცობრიობასთან შედარებით — იმასთან, რომელიც საბოლოოდ სრულქმნილი გახდება — ეს კაცობრიობა, რომელიც ღმერთმა შექმნა, არ არის სრულყოფილი და ნაკლოვანებები აქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კაცობრიობა, რომელიც ღმერთმა შექმნა, უკეთური ან უარყოფითია — ეს ორი განსხვავებული ცნებაა. გესმით? (დიახ.) მიუხედავად იმისა, თუ ეს ბოროტი ეპოქა და ბოროტი სამყარო რა ადგილს მიანიჭებს ხელოვნებას, ინტერესებს, ჰობის ან ძლიერ მხარეებს სიმღერასა და ცეკვაში, ნებისმიერ შემთხვევაში უდავოა, რომ ისინი ადამიანური მოთხოვნილებებია და რომ ისინი ასევე წარმოადგენს ინტერესებსა და ჰობის, რომლებსაც ზოგიერთი განსაკუთრებული ადამიანი ფლობს. რადგან ისინი ინტერესები და ჰობია, ისინი დაბადებისას თან დაჰყვება ადამიანს; ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ღვთისგან მოდის და ღვთის მიერ არის ბოძებული. ადამიანის დაბადებამდე ღმერთს უკვე წინასწარგანსაზღვრული აქვს ის პროფესია, რომელსაც თითოეული მათგანი აირჩევს: ზოგი განწესებულია კომერციაში ბიზნესის საკეთებლად, ზოგი — ქარხნებში მუშებად, ზოგი — სოფლის მეურნეობაში ფერმის საქმის საკეთებლად, ზოგი — განათლებაში მასწავლებლებად, ზოგი კი — ხელოვნებაში შემსრულებლებად. როდესაც ადამიანები იბადებიან, ღმერთს უკვე მინიჭებული აქვს მათთვის სხვადასხვა სახის ძლიერი მხარე. ანუ მათ ხორციელ ცხოვრებაში თითოეული ადამიანის ინტერესები, ჰობი და ძლიერი მხარეები განსხვავებულია. შენს დაბადებამდე ღმერთს უკვე ჰქონდა შენთვის მონიჭებული განსაკუთრებული და განსხვავებული უნარები. თუ არ გააჩნია ინტერესები და ჰობი ან ძლიერი მხარეები, არ იწუწუნო, რომ ღმერთმა არ მოგანიჭა ისინი. მათ გარეშეც შეგიძლია ცხოვრება და შენი მოვალეობის შესრულება. სხვებთან შედარებით არაფერი გაკლია, რადგან იგივე შესაძლებლობა გაქვს, რაც სხვებს, რომ შეასრულო მოვალეობა. შენი გახრწნილი ხასიათი ისეთივეა, როგორიც სხვების; უბრალოდ ადამიანთა თანდაყოლილი მდგომარეობა განსხვავდება — თითოეულ ადამიანს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. მაშ, რა არის მთავარი საკითხი? მთავარი საკითხია განსხვავებები ადამიანობის მხრივ. ის, ვისაც დაბადებისას თან დაჰყვა განსაკუთრებული ინტერესები, ჰობი და ძლიერი მხარე, არ არის განსაკუთრებულად ნიჭიერი ადამიანი, და ის, ვისაც არ გააჩნია არანაირი თანდაყოლილიინტერესები, ჰობი ან ძლიერი მხარე, არ არის საშუალო შესაძლებლობების მქონე ადამიანი. ყველა მეტ-ნაკლებად ერთნაირია. უბრალოდ, რასაც ღმერთი გაძლევს, იმას ითხოვს შენგან და უნდა გამოიყენო ის შენს მოვალეობაში; რასაც არ გაძლევს, იმას დამატებით არ ითხოვს შენგან. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა შესაძლოა არ მოგცა ინტერესები და ჰობი, ან ძლიერი მხარეები, შენი სხვადასხვა შესაძლებლობები ან მდგომარეობები შენი ადამიანობის მხრივ მაინც საკმარისია იმისთვის, რომ იტვირთო საქმე ან მოვალეობა. თუ არ შეგიძლია მისი ტვირთვა, შესაძლებელია, რომ იყო ადამიანი, რომელიც იმ ადამიანთა რიგებს მიღმაა, ვინც ასრულებს მოვალეობას, და ეს სრულიად სხვა საკითხი იქნებოდა.
აქ დავასრულებთ ჩვენს მსჯელობას ხელოვნების სიყვარულის თემაზე. ამგვარი ძლიერი მხარის დახასიათება ახლა უკვე ნათელი უნდა იყოს. არ იფიქრო, რომ ისინი, ვისაც ხელოვნება უყვართ, უცნაურები ან უკეთურები არიან. თუ ასე ფიქრობ, მაშინ ძალიან დამახინჯებულად გესმის. სწორად უნდა მოეპყრო ასეთ ადამიანებს, სწორად უნდა იურთიერთო მათთან და წაახალისო ისინი, რათა თავიანთი მოვალეობების შესრულებისას გამოიყენონ ის პროფესიული ტექნიკა, რომელშიც დახელოვნებულნი არიან და რომელიც ესმით. თუ წინამძღოლი ან მუშაკი ხარ, უნდა ისწავლო სწორი მიდგომის გამოყენება, რათა დაეხმარო, გზა გაუკვალო და მიმართულება მისცე ამ ადამიანებს თავიანთი ძლიერი მხარეების გამოვლენაში, რათა დადგნენ სწორ გზაზე და იტვირთონ თავიანთ ინტერესებსა და ჰობისთან დაკავშირებული მოვალეობა, ამგვარად გახდნენ სტანდარტის შესაბამისი ქმნილებები და იყვნენ იმ სხვადასხვა ინტერესის, ჰობისა და ძლიერი მხარის ღირსნი, რომლებიც ღმერთმა უბოძა მათ. თუ არ ძალუძთ თავიანთ ინტერესებსა და ჰობისთან დაკავშირებული მოვალეობის ტვირთვა, სხვა მოვალეობის შესრულებაც სავსებით მისაღებია. თუმცა არ უნდა შეეზღუდოთ საკუთარი ინტერესებითა და ჰობით დაკავება, რადგან ეს ადამიანობის შემადგენელი ნაწილია.
ამასთან დაკავშირებით ერთი რამ მახსენდება — ახლა ღვთის სახლში ახალმა მომღერლებმა სიმღერები ჩაწერეს. მათ პროფესიული ცოდნის გულმოდგინედ დაუფლებისა და სიმღერაში ვარჯიშის შემდეგ საბოლოოდ შეძლეს დასრულებული სიმღერების ჩაწერა და კულისებს მიღმა მუშაობიდან მთავარ სცენაზე გამოსვლაზე გადაერთდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი სიმღერა პროფესიულ სტანდარტს ჩამოუვარდება, ჯერ კიდევ ვერ აღწევს პროფესიონალი მომღერლების დონეს და გასაუმჯობესებელიც ბევრია — ზოგიერთი მათგანი ოსტატურად ვერ მღერის, ზოგი მომღერლის ხმა კი არც ისე მელოდიურია და მათი შესრულება არც ისე სასიამოვნო საყურებელია — მათი დამოკიდებულება მოვალეობის შესრულებისას წახალისებას იმსახურებს. ის ფაქტი, რომ მოყვარულის დონის მომღერლებმა ეკრანზე ახალბედა, გამოუცდელი მომღერლის ამპლუაში გამოჩენა გადაწყვიტეს, ნამდვილად წახალისებას იმსახურებს. მაშ, რისი თქმა მსურს თქვენთვის ამ საკითხთან დაკავშირებით? იმის, რომ როდესაც ამ ახალი მომღერლების მიერ ჩაწერილი საგალობლების ვიდეოები ინტერნეტში აიტვირთება, ცოტათი უნდა წაახალისოთ ისინი. ასევე შეგიძლიათ მისცეთ კარგი რჩევები, რომლებიც მათთვის სასარგებლო იქნება. ნუ გამოეკიდებით წვრილმანებს, ნუ დაამცირებთ და აგდებულად ნუ მოეპყრობით, ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკულნი. ეს დამოკიდებულება არ არის კარგი; მინიმუმ მასში არ არის სიყვარული და შემწყნარებლობა, და ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც ძმებისა და დების მიმართ უნდა გქონდეთ. მაშინ, როგორია მათდამი მოპყრობის მართებული მიდგომა? უნდა წაახალისოთ და ოდნავ გაამხნევოთ ისინი; შემდეგ შესთავაზოთ შესაბამისი რჩევები; მხოლოდ ეს არის მათთვის სასარგებლო. მინიმუმ მათ ჰყოფნით გამბედაობა, დადგნენ სცენაზე და იმღერონ საგალობლები ღვთის სადიდებლად, რაც სასარგებლოა ღვთის რჩეული ხალხისთვის. ამიტომ, ყველა უნდა დაეხმაროს მათ მოვალეობის კარგად შესრულებაში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაკეთდეს უპასუხისმგებლო კომენტარები და არავინ უნდა აღივსოს შურით მათ მიმართ. უნდა გვიხაროდეს და ბედნიერები ვიყოთ, რომ ღვთის სახლში უფრო მეტი ადამიანია, ვისაც სიმღერის ნიჭი აქვს — ეს კარგია. მათ, ვისაც ამ სფეროში ძლიერი მხარეები აქვთ, ყველას უნდა მიეცეს მათი გამოყენების საშუალება; ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობები. თავად მათ არ აქვთ დიდი თავდაჯერებულობა და არ გააჩნიათ ასპარეზი თავიანთი მცირე ინტერესებისა და ჰობისთვის. თუ მათ აქვთ მზაობა, კარგად შეასრულონ ეს მოვალეობა და გადაღებული აქვთ საგალობლების ვიდეოები, როდესაც მათ ნახავ, სულ მცირე ორჯერ ან სამჯერ მაინც უნდა მოუსმინო — მოუსმინო ყურადღებით და გულდასმით — და წაახალისო ისინი. ზურგს უკან ნუ გამოუთხრი ძირს. სხვა ძმებსაც და დებსაც უთხარი, რომ მეტად მოუსმინონ მათ ნამღერ სიმღერებს და მეტი მოწონება დაუწერონ. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ კარგად მღერის გულწრფელი ემოციით, საკმაოდ გარკვევით გამოთქვამს თითოეულ სტრიქონს; მათი ჩაცმულობა და მანერები ღირსეული და სათანადოა და სხვების თვალში მათ კარგად წარმოაჩენს. სხვებს კი შესაძლოა ოდნავ აკლდეთ ხმის მონაცემები და ტექნიკური სიმწიფე. თუ მუსიკა ოდნავ მაინც გესმის და შეგიძლია ნაკლოვანებების შემჩნევა, ნუ დასცინებ მათ; სათანადოდ მოეპყარი, მაინც წაახალისე და მხარი დაუჭირე. ეს არის ის დამოკიდებულება, რომელიც უნდა გქონდეს როგორც ოჯახის წევრს, როგორც ძმას ან დას. ნუ მიბაძავ ცუდ ადამიანებს ისეთი რამეების კეთებით, რაც სხვებს ამცირებს ან აკნინებს. თუ თავად არ ძალგიძს სცენაზე ასვლა, მაგრამ როდესაც სხვა ადის, გშურს, ძირს უთხრი მას და ზურგს უკან ქილიკობ, ეს ადამიანობის ნაკლებობაა. საკუთარი თავის ამგვარად წარმართვა არ არის კარგი — ეს საზიზღრობაა. მათი ნაკლოვანებების შემჩნევაც რომ შეგეძლოს, მაინც უნდა წაახალისო ისინი. ასე უნდა მოიქცე, რადგან ისინი ძმები და დები არიან — ისინი არ არიან პროფესიონალები და არც პროფესიული მომზადება გაუვლიათ — და ის, რომ ახლა ასე შეუძლიათ სიმღერა, წმინდად მათ მიერ ძიების, ვარჯიშისა და მძიმე შრომის შედეგია. მაშ, რატომ არ უნდა წაახალისო ისინი? თუ ისწავლი მათ წახალისებასა და შემწყნარებლობას, შეძლებ მათდამი სიყვარულითა და შემწყნარებლობით სწორად მოპყრობას მაშინაც კი, როდესაც მათ სიმღერაში გარკვეულ ნაკლოვანებებს ამჩნევ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანობა გაგაჩნია. ზოგიერთი ადამიანი ღვთის სახლის მომღერლებს ყოველთვის არამორწმუნე სამყაროს პროფესიონალ მომღერლებს ადარებს, ამიტომ ზემოდან უყურებს ღვთის სახლის მომღერლებს და ყველაფერში წვრილმანებზე გამოეკიდება. ეს ადამიანობის ნაკლებობაა. თუ ყოველთვის სხვების ნაკლოვანებებს ეძებ და ფიქრობ, რომ სხვებზე უკეთესი და აღმატებული ხარ, მაშინ რატომ არ ძალგიძს ისეთი სიმღერის სიმღერა, რომელიც ადამიანებს ააღელვებს? ნუ გამოეკიდები სხვებს წვრილმანებზე. ეკლესიის მომღერლებს არ აქვთ პროფესიული გამოცდილება, მაგრამ მათში ერთი რამ არის განსაკუთრებული: ამ საქმის კეთებისას ისინი კარიერას კი არ იწყობენ — თავიანთ მოვალეობას ასრულებენ. მათი მოვალეობაა, გამოიყენონ თავიანთი ხმები ღვთის სიტყვების სამღერად, დასამოწმებლად და გასავრცელებლად. ამიტომ უნდა წაახალისო ისინი. განა ასე მოქცევა კარგი არ არის? (დიახ.) ეს არის ადამიანობის ქონა. ნუ გამოეკიდები წვრილმანებს, როდესაც ახალი მომღერლის სიმღერას უსმენ, და ნუ იტყვი: „ამ ადამიანის ხმა არ ვარგა. ის არ არის დახვეწილი. რიტმიდან ამოვარდნილები არიან და ტონალობას ვერ იცავენ — მე არ მოვუსმენ! არავინ უნდა მოუსმინოს მათ და არავინ უნდა დაუწეროს მოწონება!“ რატომ დასდევ წვრილმანებს ამ საკითხთან მიმართებაში? ცოტა დეტონაცია, დიდი გამოცდილებისა და დახვეწილობის გარეშე ან არაპროფესიონალურად სიმღერა — ეწინააღმდეგება ეს ჭეშმარიტება-პრინციპებს? არა, არ ეწინააღმდეგება. ისინი თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, ამიტომ მათი სიმღერა მოვალეობის შესრულების პრინციპებით უნდა შეაფასო და არა შენი საკუთარი გემოვნებითა და შეხედულებებით. პირდაპირ რომ ვთქვათ — რა გაგეგება? თუ ასე ბევრი გესმის სიმღერის შესახებ, რატომ არ გიმღერია არცერთი სიმღერა სანიმუშო დონეზე? რადგან სანიმუშო დონეზე არ გიმღერია, არ გაქვს სხვების გაკრიტიკების უფლება. რა თქმა უნდა, ეს რომ შეგეძლოს, მაინც არ უნდა გააკრიტიკო სხვები. მათ მიერ ამ საქმის შესრულება თავისთავად არ არის ხელოვნების სფეროში ჩართვა ან მოღვაწეობა — ეს არის მოვალეობის შესრულება და ღვთის სიტყვების გავრცელება, რასაც განსხვავებული ბუნება აქვს. მიუხედავად იმისა, კარგად მღერიან თუ არა, ისინი მთელ გულს დებენ იმაში, რასაც აკეთებენ — ისინი თავიანთ მოვალეობას ასრულებენ. რაც შეეხება მათ პროფესიულ დონეს, ეს სხვა საკითხია. პროფესიული სტანდარტის მიღწევა მხოლოდ თანდათანობით არის შესაძლებელი სწავლისა და ხანგრძლივი პრაქტიკის მეშვეობით. ღვთის სახლის ახალი მომღერლები თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ. ადამიანები სწორად უნდა მოეპყრონ მათ — ყველამ უნდა წაახალისოს და მხარი დაუჭიროს მათ. ნუ გამოეკიდები წვრილმანებს და ნუ გამოიჩენ თავს. თუ თავს გამოიჩენ, ადამიანებში ანტიპათიას გამოიწვევ. თუ თავს არ გამოიჩენ და ამის ნაცვლად კიდევ რამდენჯერმე მოუსმენ, ადამიანები იფიქრებენ, რომ საკმაოდ კარგი ადამიანი ხარ, რომელსაც ღვთისმოშიში გული აქვს, ვისი გულიც ღვთის სახლთანაა და ვინც შემწყნარებლობას იჩენს; ეს უკვე შენი ადამიანობის ძლიერი მხარე, ღირსებაა. თუ ასე მოიქცევი, ადამიანებს მოეწონები და ღმერთსაც მოეწონები. თუ თავს მოიწონებ, ყოველთვის ნაკლოვანებებს მოძებნი იმის საჩვენებლად, რომ ხარ ბრწყინვალე და ექსპერტი, მაშინ ძირს უთხრი და არეულობას ქმნი ღვთის სახლის საქმეში. თუ საქმეს ძირს უთხრი, განა ღმერთს მოეწონები? (არა.) ღმერთს არ მოეწონები და არც ძმებსა და დებს მოეწონები. რით გაწყენინეს მომღერლებმა? რატომ გჭირდება თავის გამოჩენა და მათთვის ასე ძირის გამოთხრა? მხოლოდ ერთ ადამიანს უთხრი ძირს? არა, ღვთის სახლის საქმეს უთხრი ძირს, ღმერთს უთხრი ძირს. თუ ასე მოიქცევი, განა ღმერთს მოეწონები? მათ ნამღერ სიმღერებში ნაკლოვანებებიც რომ შეამჩნიო, არ უნდა განიკითხო ისინი, რადგან ნებისმიერ სპეციალიზებულ საქმეში პროფესიული სტანდარტის მიღწევა ერთ ღამეში არ ხდება. ეს არ არის ადვილი — ის მოითხოვს დახვეწას, პრაქტიკას და პროფესიონალების მიერ ხელმძღვანელობას; და გარდა ამისა, ყველას განსხვავებული უნარები აქვს. ღმერთიც კი არ უყენებს მათ მოთხოვნებს პროფესიული სტანდარტის საფუძველზე; მაშ, რა უფლება გაქვს, რომ ეს მოსთხოვო მათ? მუდმივად იმის მოთხოვნა, რომ სხვებმა გარკვეულ დონეს მიაღწიონ, არ არის გონივრული; ეს ამპარტავნებაა და ეს თავის გამოჩენაა. როდესაც სხვები გამოირჩევიან, გულის სიღრმეში ბრაზდები და უსაზღვროდ ივსები შურით; ყოველთვის გსურს სარკასტული და მწარე სიტყვების თქმა შენი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. რაოდენ მდაბალი საქციელია ეს! ეს საზიზღარი და სულმდაბალი ქცევაა; ასეთ ადამიანს არ გააჩნია სინდისი და გონიერება. უნდა აკეთო ისეთი რამ, რაც სხვათათვის სასარგებლოა, რაც სხვების აღფრთოვანებას იმსახურებს და ღმერთსაც ემახსოვრება. ნუ გააკეთებ ისეთ რამეს, რაც სხვებს ძირს უთხრის. დაიმახსოვრებ ამას? (დიახ.) თუ არ შეგიძლია იყო შემწყნარებელი, მხარდამჭერი და წამახალისებელი, არ ძალგიძს ეკლესიის საქმის დაცვა და შენარჩუნება, თუ გაკლია ეს ადამიანობა, მაშინ სულ მცირე ნუ გააკეთებ ან იტყვი ისეთ რამეებს, რაც სხვებს ძირს უთხრის. ეს არის აბსოლუტური მინიმუმი, რაც უნდა გაკეთდეს — ეს არის ზღვარი.
ვარსკვლავების გაკერპების სიყვარული
ხელოვნების სიყვარულზე საუბარი დავასრულეთ. ახლა ვისაუბროთ ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრებით დაინტერესების სიყვარულზე. ზოგიერთი ადამიანი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ცნობილი ადამიანებისა და ვარსკვლავების პირადი ცხოვრების მიმართ — მაგალითად, რას ჭამენ ცნობილი ადამიანები, რა აცვიათ, სად დადიან გასართობად, გაიკეთეს თუ არა პლასტიკური ოპერაცია, ვისთან აქვთ რომანტიკული ურთიერთობა, როგორი საპირისპირო სქესის მეგობრები ჰყავთ, როგორი სექსუალური პარტნიორები ჰყავთ, და ისიც კი, რამდენი უკანონო შვილი ჰყავთ და რომელ მაღალჩინოსნებთან და მდიდარ ადამიანებთან აქვთ ინტიმური კავშირი. ასეთი ადამიანები განსაკუთრებით ინტერესდებიან ცნობილი ადამიანების ამ პირადი ცხოვრებით. არა მხოლოდ ინტერესდებიან ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრებით, არამედ განსაკუთრებით უყვართ მათი ყოველდღიური ცხოვრების სტილის, საუბრისა და ქცევის, ასევე ცხოვრებისადმი მათი დამოკიდებულების მიბაძვა. ამავდროულად განსაკუთრებით უყვართ მათ ადგილსამყოფელზე, მოსაზრებებსა და შეხედულებებზე თვალის დევნება. მაგალითად, თუ ცნობილ ადამიანს ჰყავს გარკვეული ჯიშის ძაღლი, მსგავსს იყოლიებენ. თუ ცნობილი ადამიანი ატარებს გარკვეული ბრენდის ტანსაცმელს, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია ბაზარზე, იმავე ნივთს იყიდიან. თუ ამის საშუალება არ აქვთ, მის ნაცვლად ყალბ ნივთს შეიძენენ. თუ ცნობილი ადამიანი იყენებს გარკვეულ კოსმეტიკურ პროდუქტს, მას თავის გასალამაზებლად იყიდიან ფული რომც არ ჰქონდეთ და ამისათვის თირკმლის ან სისხლის გაყიდვა მოუწიოთ. ცნობილ ადამიანებს დაჰყვებიან ყველგან, სადაც ისინი გამოდიან, პრესკონფერენციებს მართავენ ან კინო და სატელევიზიო პრემიერებს ესწრებიან. ისინი ყურადღებას აქცევენ და თვალყურს ადევნებენ თავიანთი კერპის თითოეულ სიტყვასა და ქმედებას, თითოეულ მოძრაობასა და ადგილსამყოფელს, რაც ისეთ ობსესიაში გადადის, რომ მათ აღარ გააჩნიათ პირადი ცხოვრება, საკუთარი სწორი მოსაზრებები, შეხედულებები და ცხოვრების წესი და ისინი სრულად არიან შეცდომაში შეყვანილნი და მართულნი ამ ცნობილი ადამიანის აზრებით, შეხედულებებითა და ცხოვრების სტილით. რა სახის პრობლემაა ეს? არის ეს თანდაყოლილი მდგომარეობა? (არა.) აქვს თუ არა ამას რაიმე კავშირი იმ სოციალურ გარემოსთან, რომელშიც ადამიანები დღეს ცხოვრობენ? (დიახ.) მას აქვს მცირე კავშირი. მაშ, რატომ ხდება, რომ ყოველთვის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი აკერპებს ვარსკვლავებს და არა ყველა მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი ერთსა და იმავე ამჟამინდელ გარემოში ცხოვრობს? რას უკავშირდება ეს? იტყოდი, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც ვარსკვლავებს აკერპებენ, უყვართ ხელოვნება? მაინცდამაინც არა. არიან დახელოვნებულნი ხელოვნებაში? არც ეს არის აუცილებელი. მაგრამ ის, რასაც აკეთებენ, დაკავშირებულია ხელოვან ადამიანებთან და ხელოვნების ტენდენციებთან. რა სახის პრობლემაა ეს? არის ეს გახრწნილი ხასიათის პრობლემა? ეს სწორედ გახრწნილი ხასიათის გამოვლინებაა. ასეთი ადამიანები თაყვანს სცემენ ბოროტებას და მიჰყვებიან ბოროტ ტენდენციებს. მაშინ, არის თუ არა პრობლემა ასეთი პიროვნებების ადამიანობაში? (დიახ.) რატომ ირჩევენ ასეთ გზას, როდესაც ცხოვრებაში ასარჩევად ამდენი სხვა გზა არსებობს? ეხება თუ არა ეს ზნეობის საკითხს? (დიახ.) ზოგიერთი ამბობს: „ეს ადამიანობის ნაკლია. ეს არის თანდაყოლილი გულუბრყვილობა და უგუნურება, რის გამოც სხვებს ადვილად შეჰყავთ შეცდომაში.“ ეს არის მიზეზი? (არა.) სხვები ამბობენ: „იმიტომ ხომ არა, რომ იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც ვარსკვლავებს აკერპებენ, ახალგაზრდა, მოუმწიფებელი, ზედაპირულია და არ ძალუძს გაუძლოს ამ სოციალური ტენდენციების ცდუნებას?“ იმიტომ ხდება ეს, რომ ახალგაზრდები არიან? (არა.) ვარსკვლავების თაყვანისმცემელთა ნაწილი შუახნის ან ხანდაზმულია — ეს ჯგუფი ყველა ასაკის ადამიანს მოიცავს. ამის გათვალისწინებით, ადამიანები, რომლებიც ვარსკვლავებს აკერპებენ, სოციალური ტენდენციებს შეცდომაში იმიტომ კი არ არიან შეჰყავს, რომ ახალგაზრდები, მოუმწიფებლები არიან და ჯერ კიდევ არ ესმით ცხოვრებისეული საკითხები. შესაბამისად, მტკიცება, რომ „ადამიანები, რომლებიც ვარსკვლავებს აკერპებენ, ყველანი ახალგაზრდები და მოუმწიფებლები არიან“, საფუძველს მოკლებულია. რადგან ეს არ არის გამოწვეული ახალგაზრდობითა და მოუმწიფებლობით, ეს ადამიანობის პრობლემაა. მაშ, ადამიანობის რა პრობლემაა ეს? არის ეს სათანადო საქმეებისთვის თავის არიდება? (დიახ.) ერთი მხრივ, ეს არის სათანადო საქმეებისთვის თავის არიდება; მეორე მხრივ, ეს არის გარკვეულწილად ქარაფშუტობა და დადგენილი საზღვრებიდან გამოსვლა. კიდევ რა არის? (სწორი გზით არ სიარული.) სწორია — ეს არის სწორი გზით არ სიარული. ეს ეხება იმ გზის საკითხს, რომელსაც ადამიანი ირჩევს. სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, თუ რა პროფესიით დაკავდება ადამიანი და რა გზით წავა ამ საზოგადოებასა და ხალხში, არის აუცილებელი ეტაპი, რომლის წინაშეც თითოეული ადამიანი დგას. იცხოვრებენ თუ არა პატიოსნად და მშვიდად და წარმართავენ თუ არა თავიანთ ცხოვრებას სათანადოდ, დაკავდებიან თუ არა სათანადო პროფესიით, და გააკეთებენ თუ არა სათანადო საქმეებს და ივლიან თუ არა სწორი გზით — ყოველივე ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოსწონთ და რას მიჰყვებიან თავიანთ ადამიანობასთან მიმართებაში. შეხედეთ ადამიანებს საზოგადოების ყველა ფენიდან — ზოგი საბრძოლო ხელოვნებითაა დაკავებული, ზოგი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს, ზოგი ტექნოლოგიურ ინდუსტრიაშია ჩართული, ზოგი მოდის ინდუსტრიაში, ზოგი კინოსა და ტელევიზიის ინდუსტრიაში, ზოგი ბიზნესს აკეთებს, ზოგი კი პოლიტიკაში მიდის მაშინ, როცა ზოგს ბუდიზმი სწამს, ზოგს — დაოსიზმი, ზოგი კი ღვთის რწმენას ირჩევს. ზოგიერთ ადამიანს არ აქვს სათანადო პროფესია და არც ცხოვრებაში ეძებს საკუთარ მიზნებს — ყოველდღე მხოლოდ ვარსკვლავების გაკერპებაზე არიან ფოკუსირებულნი. რა დონემდე აკეთებენ ამას? იმ დონემდე, რომ ჭამის მადაც კი ეკარგებათ. თუ ვარსკვლავი, რომელსაც აკერპებენ, მათი ოცნების სიყვარულია, მაშინ ნებისმიერ დროს შეუძლიათ საკუთარი მეუღლის მიტოვებაც კი. თუ ეს ადამიანები ვარსკვლავებს იმ დონემდე აკერპებენ, რომ ამით ხდებიან შეპყრობილნი და ეს კარნახობს ცხოვრებას, გზას, რომელიც უნდა გაიარონ და მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა; რა მდგომარეობაშია ამჟამად მათი ცხოვრება? პატიოსნად და მშვიდად ვეღარ ცხოვრობენ. თუ ვარსკვლავების თაყვანისმცემელი ადამიანი ქალია, ძალუძს თუ არა მას იყოს მორჩილი დიასახლისი, რომელიც მხარს უჭერს ქმარს და ზრდის შვილებს, სათნო ცოლი და მოსიყვარულე დედა? (არა.) ადამიანი, რომელიც ვარსკვლავებს აკერპებს იმ დონემდე, რომ ამით შეპყრობილი ხდება, უბრალოდ შეშლილია. მათი საოცნებო იდეალი სადაც არ უნდა მართავდეს კონცერტს ან პრესკონფერენციას, თავს ვალდებულად თვლიან, წავიდნენ ავტოგრაფის მისაღებად. მათ უწევთ თვითმფრინავით შორი მანძილის გავლა და საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სდიონ; ოჯახსაც კი არ ძალუძს მათი შეკავება. მუდმივად ადევნებენ თვალყურს ცნობილი ადამიანის მარშრუტს ინტერნეტში და იმ ადგილებში ჩერდებიან, სადაც ის უნდა გამოჩნდეს. თუ თვალს ვერ მოჰკრავენ, რამდენიმე დღე და ღამე არც ჭამენ, არც სძინავთ და შეუჩერებლად ტირიან. ჩვეულებრივ, ყველაფერი, რითაც ინტერნეტსა და ტელევიზორის ყურების დროს ინტერესდებიან, ცნობილ ადამიანებს ეხება. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ადამიანი მხოლოდ ერთ ცნობილ ადამიანზე კი არ ფოკუსირდება, არამედ რამდენიმეზე — მამრობითი და მდედრობითი სქესის ახალგაზრდა, შუახნის და ხანდაზმულ ცნობილ ადამიანებზე. ინტერესდებიან ამ ცნობილ ადამიანთა გარეგნობით, მათი ქორწინების მდგომარეობით, მათი ურთიერთობების სტატუსითა და პირადი ცხოვრებით; დიდ გონებრივ ენერგიას ხარჯავენ მათ შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად. ვარსკვლავების გაკერპებას ცხოვრებაში სიამოვნებისა და ინტერესის წყაროდ მიიჩნევენ და ისე ეკიდებიან მას, თითქოს ეს სერიოზული საქმე იყოს. რა მდგომარეობაშია ამგვარი ადამიანის ცხოვრება? მოსიარულე გვამს ჰგვანან — მათ მოსაზრებებზე, მათი ცხოვრების მდგომარეობაზე, მათ ყოველდღიურ ქცევასა და განწყობაზე მთლიანად ახდენს გავლენას ის ცნობილი ადამიანი, რომლითაც გატაცებულნი არიან და ბაძავენ. თუ ცნობილი ადამიანი, რომლითაც გატაცებულნი არიან, ურთიერთობას იწყებს, ისე უბედურად გრძნობენ თავს, რომ რამდენიმე დღე და ღამე მადას კარგავენ. თუ ცნობილი ადამიანი პარტნიორს შორდება, მეცხრე ცაზე არიან ბედნიერებისგან, ზეიმობენ, შამპანურს ხსნიან და აღსანიშნავად პოსტებს აქვეყნებენ Weibo-ზე. ყოველ ღამე ესიზმრებათ, რომ იმ ცნობილ ადამიანთან ერთად არიან, რომელსაც დასდევენ და მხოლოდ ტკბილ სიზმრებს ხედავენ! ცნობილი ადამიანი, რომლითაც გატაცებულნი არიან, მათი საოცნებო იდეალია და სხვა არავინ ეჩვენებათ ისეთივე მიმზიდველად, როგორც ეს პიროვნება. განა მათი ცხოვრების მდგომარეობა არანორმალური არ არის? (დიახ.) შეპყრობილობის ამ დონეს მიაღწიეს — ბოროტი სული ხომ არ აკონტროლებს მათ? (დიახ.) მაშ, აქვს თუ არა ამგვარი ადამიანების ადამიანობას ნაკლი, დეფექტი ან პრობლემა? (პრობლემა.) მათი ფსიქიკური მდგომარეობა გარკვეულწილად არანორმალურია. ნორმალური ადამიანები ზოგჯერ იგებენ სიახლეებს ხელოვან ადამიანთა შესახებ და საუბრისას შესაძლოა რამდენიმე სიტყვით ახსენონ კიდეც, მაგრამ როდესაც უბრალოდ რეალურ ცხოვრებას უბრუნდებიან, ჩვეულებრივად აგრძელებენ ცხოვრებას. თუ დედაა, დედის მოვალეობებს ასრულებს; თუ მამაა — მამისას. საქმე, რომლითაც ისინი დაკავებულნი არიან, მცირედაც არ ზარალდება ან ფერხდება. თუ ვარსკვლავი, რომელიც მოსწონთ, სადმე კონცერტს მართავს, თვლიან, რომ ეს მათ არ ეხებათ და ჩვეულებრივად აგრძელებენ ცხოვრებას ისე, რომ ეს არავითარ გავლენას არ ახდენს მათზე. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ აღფრთოვანებას განიცდიან, შურით არიან განწყობილი და მცირედი სიმპათიაც აქვთ იმ ვარსკვლავის მიმართ, როდესაც რეალურ ცხოვრებას უბრუნდებიან, დამოუკიდებელი აზრები გააჩნიათ და ეს არანაირ გავლენას არ ახდენს მათ ცხოვრებასა და კარიერაზე, მათ რწმენაზე, იმაზე, საითკენაც უნდა ისწრაფოდნენ და იმ გზაზე, რომელსაც უნდა გაჰყვნენ. ეს ნიშნავს ადამიანური ნორმალური აზროვნებისა და ნორმალური ფსიქიკური მდგომარეობის ქონას. თუმცა, მათ, ვისაც უყვართ ვარსკვლავების გაკერპება, ამ პროცესში უკვე დაკარგეს საკუთარი თავი და საკუთარი თავის კონტროლის უნარი; სრულიად ბრმად იმართებიან ამ ეგრეთ წოდებული ვარსკვლავების მიერ. მათი აზრები და მათი ცხოვრების მდგომარეობა მთლიანად კონტროლდება და ნაკარნახევია ვარსკვლავების სიტყვებით, ქმედებებითა და ემოციებით. ეს აღარ არის მხოლოდ ადამიანობის პრობლემა — მათი ფსიქიკური მდგომარეობა გარკვეულწილად პრობლემურია. მათი ემოციები არანორმალური გახდა, მათი ყოველდღიური ცხოვრების მდგომარეობა ქაოტურია და სრულიად დაკარგეს მიმართულება. მთელი მათი ცხოვრება მხოლოდ ვარსკვლავების გაკერპებას მოიცავს; ვარსკვლავების გაკერპება მათი არსებობის ერთადერთი განუყოფელი ნაწილია. სანამ ცოცხლობენ და სუნთქავენ, სიამოვნებას იღებენ ვარსკვლავების გაკერპებით და ასე გაჰყავთ დრო ყოველდღიურად. თუ ვარსკვლავებს არ აკერპებენ, ფიქრობენ, რომ ცხოვრება ცარიელი და უაზროა, რომ ყოველგვარი მიზნისა თუ მიმართულების გარეშე ცხოვრობენ; გულის სიღრმეში თავს დაკარგულად გრძნობენ. ამიტომ დროდადრო, გრძნობენ, რომ უნდა შევიდნენ ინტერნეტში, რათა მოიძიონ სიახლეები იმ ცნობილი ადამიანის შესახებ, რომელიც მოსწონთ — რას ჭამს და სვამს, როგორი ცხოვრება აქვს, როდის გამართავს კონცერტს, როგორი იყო მისი ბოლო შესრულება ფილმში, რა მდგომარეობაშია მისი ქორწინება, როგორია მისი ოჯახური მდგომარეობა — დროდადრო ეძებენ ასეთ ინფორმაციას დროის გასაყვანად და ცარიელი, უმისამართო, დაბნეული ცხოვრების შესავსებად. განა მათ სრულიად არ აკონტროლებენ ეს ცნობილი ადამიანები? განა მათ არ აკონტროლებს ვარსკვლავების გაკერპებით მოცული ასეთი აზროვნება თუ ტენდენცია? (დიახ.) ამგვარ ადამიანებს ჯერ კიდევ გააჩნიათ თუ არა სინდისი და გონიერება? მათ ჭკუა დაკარგეს, მათი ფსიქიკური მდგომარეობა არანორმალური გახდა. ამგვარი გარეგანი ტენდენციითა თუ მოვლენით შეცდომაში შეყვანისა და არევის შემდეგ, დაკარგეს მიმართულება და აღარ იციან, სწორია თუ არა ის, რასაც აკეთებენ — არ იციან, რა არის მათთვის კარგი ან ცუდი. თუ ადამიანები მათ გადარწმუნებას ცდილობენ, უბრალოდ არ ძალუძთ ამის მიღება ან გაგება. იმ ვარსკვლავის კონცერტზე დასასწრებად, რომელსაც აღმერთებენ, მზად არიან დახარჯონ 3-5 თვის ხელფასი, ზოგიერთ ძვირფას ნივთსაც კი ალომბარდებენ ან ფულს სესხულობენ, და დაბრუნების შემდეგ ვალები აქვთ გასასტუმრებელი. იხდიან ასეთ ფასს მხოლოდ იმისთვის, რომ მიაღწიონ თავიანთ მიზანს — გააკერპონ ვარსკვლავები. არიან თუ არა ამგვარი ადამიანები ნორმალურები? (არა.) თუ ვიმსჯელებთ შეპყრობილობისა და თვითკონტროლის ნაკლებობის იმ დონით, რომელსაც მათ მიაღწიეს, ასეთ ადამიანებს უკვე დაკარგული აქვთ ყოველგვარი სინდისი და გონიერება, აღარ ძალუძთ საკუთარი თავის კონტროლი; საერთოდ არ ადარდებთ, რამდენ ფულს ხარჯავენ და რა მანძილს გადიან ვარსკვლავების გაკერპების გამო. ამრიგად, ამ გამოვლინებებით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან რთულია მათი ნორმალურ ადამიანებად დახარისხება. უნდა ითქვას, რომ არსებობს პრობლემა მათ ადამიანობაში —მათ რაციონალურობა დაკარგეს. მაშ, ჯერ კიდევ განიცდიან სინდისის ქენჯნას? აქვთ ჯერ კიდევ სინდისი? (არა, არ აქვთ.) მაშინ როგორი ადამიანები არიან? არც სინდისი გააჩნიათ და არც გონიერება; მათი ადამიანობა ცარიელი ფუტლარი გახდა. ნორმალური ადამიანის რეალური ცხოვრება მათთვის სულ უფრო შორეული ხდება. ძალიან რთულია რეალურ ცხოვრებასთან შეგუება, გონების დამშვიდება და რეალური ცხოვრების ნორმალურ საქმეებში ჩართვა. მათ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი საქმეა — ვარსკვლავების გაკერპება. განა მათ სულიერ სამყაროს არ აკონტროლებს ვარსკვლავების გაკერპება? (დიახ.) ასეთი ადამიანი, გარეგნულად ადამიანად გამოიყურება, მაგრამ არსობრივად განა უკვე მხოლოდ ცარიელ ფუტლარად არ იქცა? (დიახ.) როგორები არიან ისინი, ვინც მხოლოდ ცარიელ ფუტლარებად დარჩნენ? (მოსიარულე გვამები.) სწორია — მოსიარულე გვამები. აქვთ რწმენა? (არა.) აქვთ რაიმე დადებითი მისწრაფება? (არა.) ესმით, რა არის დადებითი და რა — უარყოფითი, რა არის სამართლიანი და რა არის უკეთური? (არა.) როგორ ჩანს, რომ არ ესმით? ამჟამად ცნობილი მომღერლები სცენაზე სულ უფრო ღია და მაცდურ სამოსს ატარებენ; სულ უფრო უკეთურ მოძრაობებს ასრულებენ. მაყურებლები, რომლებიც ამ ვარსკვლავებს აკერპებენ, ამის ყურებისას სულ უფრო მეტად აღფრთოვანებულნი, კმაყოფილნი და გაბრუებულნი არიან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოპ-ვარსკვლავი აზარტში შედის, ტანსაცმელს იხდის და მაყურებელს ესვრის, ბრბო სრულიად ჭკუიდან იშლება. ზოგიერთი ისე აღფრთოვანდება, რომ გული უჩერდება და შემდეგ გონებას კარგავს. ვარსკვლავების გაკერპების სანახაობები სინამდვილეში ასეთი მძაფრია! ზოგჯერ ჭყლეტაც კი ხდება, და ზოგიერთი შავდება და ზოგი სიცოცხლეს კარგავს კიდეც, რადგან მათი გადარჩენა ვეღარ ხერხდება. ეს ყოველივე ვარსკვლავების გაკერპებით გამოწვეული ტრაგედიებია. ვარსკვლავის გაკერპების შედეგად დაშავება და სიცოცხლის დაკარგვა — მითხარით, განა ასეთი სიცოცხლე უსარგებლო არ არის? აქვს რაიმე ღირებულება? თუ მათი ემოციებით ვიმსჯელებთ, იმით, რაც მოსწონთ და იმ სცენებით, რომლებიც იმდენად აღაფრთოვანებთ, რომ ყვირიან, გააჩნიათ ამ ადამიანებს სირცხვილის გრძნობა? იციან, რა არის დადებითი და სამართლიანი, და რა არის უკეთური? (არა.) არ იციან. ნორმალური ადამიანები ხედავენ ამ სცენებს და ზიზღს გრძნობენ: „როგორ გახდა სამყარო ასეთი ბოროტი? ეს მეტისმეტად ბოროტია!“ მაგრამ ეს ადამიანები, რომლებიც ვარსკვლავებს აკერპებენ, ხედავენ ამ სცენებს და თავს ბედნიერად, ამაყად გრძნობენ, კმაყოფილნი არიან და სჯერათ, რომ ახლა ამ ცხოვრებაში სანანებელი არაფერი აქვთ, ყვირიან და ყიჟინას სცემენ ამ სცენების დანახვაზე. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სულის სიღრმეში არ იციან, რა არის უკეთური, რა არის სამართლიანი, რა არის დადებითი ან რა — უარყოფითი. მომღერლების ან მსახიობების ზოგიერთი ფანი ქალი თავის საყვარელ მამაკაც ვარსკვლავს საცხოვრებლამდეც კი მიჰყვება და მზად არის, შესთავაზოს საკუთარი თავი. როდესაც ვარსკვლავი უარს ამბობს, ბრაზდებიან კიდეც და ვარსკვლავს ლაჩარს უწოდებენ. აქვთ კი ასეთ ადამიანებს საერთოდ სირცხვილის გრძნობა? ესმით სიტყვების „სირცხვილის გრძნობა“ მნიშვნელობა? ესმით, რა არის დადებითი და რა — უარყოფითი? (არ ესმით.) სიტყვები „სირცხვილის გრძნობაც“ კი არ ესმით. როდესაც ვარსკვლავი უარს ამბობს, შეურაცხყოფასაც კი აყენებენ მას. არიან კი საერთოდ ადამიანები? საქმე ის კი არ არის, რომ ადამიანობაში რაღაც აკლიათ — ისინი ფსიქიკურად შეშლილები არიან; არაწმიდა სულები და ბოროტი სულები არიან!
ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფს შორის ყოველთვის არიან ისეთები, რომლებიც შეპყრობილნი არიან ვარსკვლავების გაკერპებით. ასეთი ადამიანები, ზუსტად რომ ვთქვათ, მოსიარულე გვამები არიან და კონკრეტულად რომ ვთქვათ, არაადამიანები არიან. ისინი თვლიან, რომ უნდა სდიონ ვარსკვლავებს, რომლებიც სცენასა და ეკრანებზე ხშირად ჩანან; ამის კეთებას კანონიერ კარიერადაც კი თვლიან. ამგვარად ფლანგავენ თავიანთ ცხოვრებას. უნდა ითქვას, რომ მთელ საზოგადოებაში ამგვარი ადამიანები წარმოადგენს განსაკუთრებულ ჯგუფს, რომელიც მეტ-ნაკლებად ჰგავს საზოგადოების ფსკერზე მყოფთ, რომლებიც სათანადო საქმით არ არიან დაკავებულნი — ყველანი ნაძირალები და უსარგებლონი არიან! მათ არ გააჩნიათ რწმენა, დადებითი მისწრაფებები და ადამიანობასთან მიმართებაში არ გააჩნიათ არანაირი დადებითი მოთხოვნილება, ლტოლვა ან არანაირი დადებითი. რაც არ უნდა უკეთური ან ბნელი იყოს ხელოვნების სამყარო, ეს არ ადარდებთ ან არ მიაჩნიათ საზიზღრად, იღებენ და იწონებენ მას, და უფრო მეტიც, გულმოდგინედ მიჰყვებიან. როგორი ადამიანები არიან ესენი? შეიძლება ითქვას, რომ ნაძირალები არიან. სულიერი სამყაროს პერსპექტივიდან ამგვარი ადამიანები არაწმიდა სულები და ბოროტი სულები არიან. როდესაც არაწმიდა სულები და ბოროტი სულები ადამიანად რეინკარნაციას განიცდიან, მათაც უწევთ ჭამა და ნორმალური ადამიანებივით მოქცევა, მაგრამ არ აკეთებენ სათანადო საქმეებს, ჭეშმარიტებას მცირედითაც კი არ იღებენ, მხოლოდ თავიანთი მსგავსი ადამიანების ძებნა უყვართ სიამოვნების მისაღებად და უსაქმურად ატარებენ დროს სიკვდილის მოლოდინში. თუ ხელოვნების სფეროში ჩაბმას ვერ ახერხებენ, მიჰყვებიან ამ სფეროთი დაკავებულ ადამიანებს და მასში არსებულ ყოველგვარ ბოროტ ტენდენციას საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ამიტომ განურჩევლად იმისა, თუ რაში არიან ეს ადამიანები ნიჭიერები, მხოლოდ ის ფაქტიც კი, რომ მათ ასეთი მისწრაფებები გააჩნიათ და საზოგადოებაში ცხოვრების ასეთ გზასა და წესს ირჩევენ, აჩვენებს, რომ ისინი არ არიან კარგები ან ისეთი ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ხსნის მოპოვება. მიზეზი, რის გამოც ვამბობ, რომ ასეთ ადამიანებს არ ძალუძთ ხსნის მიღწევა, სწორედ ის არის, რომ მათ ადამიანობაში არის „სიცარიელე“. ეს „სიცარიელე“ ბრჭყალებში უნდა ჩაისვას. რატომ? იმიტომ, რომ მათ აქვთ არა დადებითი ადამიანური თვისებები, არამედ ყოველივე ის, რაც არაწმიდა სულებსა და ბოროტ სულებს გააჩნიათ: ბოროტების მიყოლა და თაყვანისცემა, სიბნელის მიყოლა და თაყვანისცემა. ისინი ამ მთელი ბოროტი საზოგადოების ბოროტი ტენდენციების მთავარი მიმდევრები და, ამავდროულად, მათი გამავრცელებლები არიან. მას შემდეგ, რაც ხელოვნების სამყაროდან სხვადასხვა უკეთური მცდარი შეხედულება და სხვადასხვა დამახინჯებული აზრი და თვალსაზრისი საზოგადოებას გადაეცემა კომპიუტერების, ტელევიზორების, ჟურნალების, გაზეთების, კინოსა და ტელევიზიის და სხვა ფორმების მეშვეობით, ისინი თანდათან იწყებს ადამიანთა შორის ცირკულირებას და შემდეგ ფართოდ ვრცელდება. ამ ადამიანთა შორის სწორედ ეს ვარსკვლავების თაყვანისმცემლები არიან ავანგარდში სხვადასხვა კინოსა და ტელევიზიაში და სახელოვნებო ნაწარმოებებში არსებული უკეთური აზრების ან ბოროტი ტენდენციებისა და მოქმედების გზების გავრცელების მხრივ. ისინი მთავარი გამავრცელებლები არიამ მათ შორის, რომლებიც სხვადასხვა ბოროტ იდეებსა და დამახინჯებულ მოსაზრებებსა თუ შეხედულებებს ავრცელებენ. მათი საუბრის, კონკრეტული მოქმედებებისა და გამოვლინებების წყალობით, საზოგადოება თანდათან იწონებს და იღებს ამ სხვადასხვა ბოროტ აზრსა და მანკიერ ტენდენციას. შემდგომ კი, ხალხი ნაბიჯ-ნაბიჯ ექცევა მათი გავლენის ქვეშ და სრულად მოცული ხდება მათით. საბოლოოდ, ეს იწვევს იმას, რომ ბოროტი ტენდენციები, უკეთური აზრები და დამახინჯებული აზრები და თვალსაზრისები თანდათან იკიდებს ფეხს და ყალიბდება სხვადასხვა სოციალურ სისტემასა და ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფში. წარსულს რომ გადავხედოთ, როდესაც ადამიანები საქორწინო ასაკს აღწევდნენ, მათ ერთმანეთს მაჭანკალი აცნობდა და ერთმანეთთან აკავშირებდა. ქორწინება ასევე მოითხოვდა ორივე მხარის მშობლების თანხმობას, რის შემდეგაც ინიშნებოდა თარიღი და წყვილი ქორწინდებოდა. წარსულის სოციალურ კონტექსტში ადამიანთა უმეტესობა პატივისცემასა და კეთილგონიერებას იჩენდა, როდესაც საქმე მამაკაცებსა და ქალებს შორის ქორწინებას ეხებოდა. ქორწინებას მიიჩნევდნენ მნიშვნელოვან მოვლენად და შეეძლოთ მას სრული სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ განსაკუთრებით შვილებთან მიმართებაში; მათგან მოითხოვდნენ, რომ თავი აერიდებინათ გარყვნილებისთვის, არ ჩაედინათ ინცესტი და არ ჰქონოდათ უზნეო სექსუალური კავშირები — ეს მოთხოვნები უნდა დაეცვათ. სულ მცირე, ადამიანთა უმეტესობა ამ კონცფციას გულში ატარბდა. ამგვარად, თავიანთი ადამიანური სინდისის შემაკავებელი ძალის გავლენით, ბევრი ადამიანი თავს არიდებდა უზნეო სექსუალურ კავშირებსა და აღვირახსნილებაში ჩაბმის ბოროტ საქმეებს, რაც, გარკვეულწილად, იცავდა როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს. რა თქმა უნდა, ამას ასევე ჰქონდა გარკვეული დადებითი ეფექტი და გავლენა სოციალურ კლიმატზე. თუმცა დროის განვითარებასა და ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშების გაჩენასთან ერთად, მუდმივად ჩნდებოდა სექსუალური თავისუფლების, ქორწინების თავისუფლებისა და ა.შ. მხარდამჭერი ყოველგვარი აზრი და თვალსაზრისი და მუდმივად ხდებოდა მათი პროპაგანდა. ერთი მხრივ, მათ მხარს უჭერენ გარკვეული ადამიანები; გარდა ამისა, საზოგადოება ხელს უწყობს და კიდევ უფრო ფართოდ ავრცელებს მათ სხვადასხვა სახელოვნებო ფორმით შესრულებისა და წარმოდგენების მეშვეობით. ამ აზრებს პირველად აღიარებს და იღებს ვარსკვლავების თაყვანისმცემელთა ნაწილი — ანუ მათი პირველი აუდიტორია სწორედ ეს ვარსკვლავების თაყვანისმცემლები არიან. რადგან ეს ადამიანები ვარსკვლავებს აკერპებენ, სწრაფად იღებენ და იწონებენ ამ აზრებს, რომლებსაც ვარსკვლავები მხარს უჭერენ სცენაზე, ეკრანზე ან გარკვეული სახელოვნებო ფორმით. მას შემდეგ, რაც ისინი ამ ყველაფერს მტკიცედ მოიწონებენ, გავლენას ახდენენ როგორც საკუთარ შვილებზე, ისე მათ გარშემო მყოფ ადამიანებზე ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამგვარად, ერთი ადამიანი ამ აზრებს ათ ადამიანს გადასცემს, ათი ადამიანი გადასცემს ასს, ასი ადამიანი გადასცემს ათასს, ათასი ადამიანი — ათი ათასს, რითაც ისინი მცირე წრიდან ბევრად უფრო ფართო მასშტაბებზე ვრცელდება. მომდევნო ერთი ან ორი წლის განმავლობაში, ადამიანები გამოხატავენ ამ მოსაზრებებს და ხუთი ან ათი წლის შემდეგ, კვლავ საუბრობენ მათზე. ოცი ან ოცდაათი წლის შემდეგ ასეთი უკეთური აზრები სულ უფრო მეტად მკვიდრდება ადამიანთა შორის, სულ უფრო ფართოდ ვრცელდება საზოგადოების ყველა ფენაში და სულ უფრო ღრმად ინერგება თითოეული ადამიანის გულში. შემდეგ ეს უკეთური აზრები და ბოროტი ტენდენციები თანდათან მოსწონთ ადამიანებს; მათ თანდათან იღებს საზოგადოება და ადამიანები სულ უფრო მეტად თავაშვებულები, გარყვნილები და აღვირახსნილები ხდებიან ქორწინებასთან და მამაკაცებსა და ქალებს შორის არსებულ საკითხებთან დაკავშირებით. ადამიანებს სჯერათ, რომ ეს არის ფართო აზროვნება და ფართო თვალსაწიერის ქონა, რომ ეს არის მომწიფებული ადამიანობის ნიშანი; ისინი ყოველივე უარყოფითზე ისე საუბრობენ, თითქოს დადებითი და კანონიერი იყოს. ამ დროისთვის, მთელი საზოგადოების ბოროტმა ტენდენციებმა განიცადა აღმავლობა, მოიპოვა უპირატესობა და ფართოდ დაინერგა. ადამიანთა უმეტესობას აღარ გააჩნია სწორი მოსაზრებები და შეხედულებები მამაკაცსა და ქალს შორის ქორწინებასა და მათ შორი ურთიერთობასთან დაკავშირებით; გრძნობენ, რომ ეს არ არის დიდი პრობლემა. განსაკუთრებით ჰომოსექსუალობა სულ უფრო გავრცელდა; გარდა ამისა, ცოლქმრული ღალატი სულ უფრო ჩვეული ამბავი გახდა და შესაბამისად, განქორწინების მაჩვენებელი სულ უფრო გაიზარდა. უფრო მეტმა ბავშვმა ასევე დაკარგა მამისა და დედის სიყვარული და ცხოვრობს მხოლოდ ერთ მშობელთან ან მამინაცვალთან თუ დედინაცვალთან ერთად. ბევრ ადამიანს ჰყავს საპირისპირო სქესის პარტნიორი ქორწინებამდე და ამას სამარცხვინოდ არ მიიჩნევს; მათ ეს ნორმალურად მიაჩნიათ კიდეც და ფიქრობენ, რომ ასეთია საზოგადოება და რომ ეს არ არის დიდი პრობლემა. ყველა დროში უკეთურება ყოველთვის უკეთურებაა, დადებითი კი — დადებით. თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ეს არაფერია, ეს სწორედ ამ ბოროტი ტენდენციისა და ამ საზოგადოების დეგრადაციის ბრალია — ეს გამოწვეულია იმით, რომ ადამიანები სატანამ გახრწნა, უკეთური აზრებითა და მანკიერი ტენდენციებით აავსო და განმსჭვალა. წარმოუდგენელია, რომ ყოველივე დადებითს უარყოფითი ეწოდოს ან ყოველივე უარყოფითი დადებითად იქცეს. თუ ასე ფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ არ გესმის ჭეშმარიტება ან ის, თუ რა არის დადებითი. ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ გარემოებებში იძულებული ხარ მიიღო ბოროტი ტენდენციები და უკეთური აზრები, როგორც პრინციპები და საფუძველი იმისა, თუ როგორ წარმართავ საკუთარ თავს. სწორედ ამგვარად ნელ-ნელა გაიხრწნა ეს საზოგადოება და ეს კაცობრიობა. ამიტომ, როდესაც საქმე ეხება ბოროტი ტენდენციების ფართოდ გავრცელებასა და ადამიანთა გულებში ღრმად ჩანერგვას, ეს ვარსკვლავების თაყვანისმცემლები ავანგარდის როლს ასრულებენ ბოროტი ტენდენციებისა და უკეთური აზრებისა და თვალსაზრისების გავრცელებაში. ამ ყველაფრის უშუალო გამავრცელებლები არიან. თუ ვიტყვით, რომ ეს სატანის მიერ ადამიანების გახრწნაა, ოდნავ ბუნდოვანი ან აბსტრაქტული იქნება. მაგრამ თუ ვიტყვით, რომ ეს ვარსკვლავების თაყვანისმცემლები სატანური აზრებისა და ტენდენციების გავრცელების რეალური პროპაგანდისტები არიან, ეს ყველაზე ზუსტი იქნება. ეს იმიტომ ხდება, რომ ხელოვნების სამყაროსთან ან სხვადასხვა უკეთურ აზრსა და ბოროტ ტენდენციასთან ყველაზე ახლოს მყოფი ადამიანთა ჯგუფი არიან; ისინი წარმოადგენენ იმ ადამიანთა ნაწილს, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი აქვთ ამ კინოვარსკვლავებთან და ცნობილ მომღერლებთან. ამ ადამიანების ფანატიკური თაყვანისცემის გარეშე, მათი ბრმა მხარდაჭერის გარეშე, ამ ეგრეთ წოდებულ ცნობილ მომღერლებსა და კინოვარსკვლავებს არ ექნებოდათ ასეთი დიდი მიმზიდველობა, ასეთი დიდი სახელი, ასეთი დიდი გავლენა და შეცდომაში შეყვანის ასეთი ძალა. სწორედ ამ ვარსკვლავების თაყვანისმცემელთა ბრმა თაყვანისცემისა და დიდი მიბაძვის გამო ადამიანებში სხვადასხვა ბოროტი ტენდენცია და უკეთური აზრი არაჩვეულებრივი სისწრაფით გავრცელდა. თავიანთი კონკრეტული ქმედებებით საზოგადოებას ეუბნებიან, ყოველივე უკეთური და სხვადასხვა დამახინჯებული, უკეთური აზრი და თვალსაზრისი, რომლებიც ხელოვნების სამყაროში ჩნდება, არის ის, რაც ადამიანებმა უნდა მიიღონ, რომ ისინი ძალიან ნორმალური და ლეგიტიმურია. საბოლოოდ, ადამიანთა უმეტესობა თანდათან იღებს მოქმედების ამ უკეთურ გზებსა და უკეთურ აზრებსა და თვალსაზრისებს. შედეგად, ამ ეგრეთ წოდებული ცნობილი ფიგურების, ცნობილი მომღერლებისა და კინოვარსკვლავების ცოლქმრული ღალატი, აღვირახსნილობა ან ნებისმიერი უკეთური აზრი, თვალსაზრისი და მოქმედების გზა მნიშვნელობას კარგავს და არავინ მსჯელობს და გამოხატავს სწორ აზრს ამ საკითხებზე. ამრიგად, რაც არ უნდა აღვირახსნილები იყვნენ ეს ცნობილი ფიგურები, ცნობილი მომღერლები და კინოვარსკვლავები, კი არ ხდება მათი განკვეთა და დაგმობა, არამედ აგრძელებენ სცენაზე თავის მოწონებას. ეს სრულად შეესაბამება საზოგადოებაში გავრცელებულ გამონათქვამს: „დასცინიან ღარიბს და არა მეძავს.“ ეს კაცობრიობის დეგრადირების ჭეშმარიტი გამოხატულება და მტკიცებულებაა. ხედავ, როდესაც ღვთის გწამს და გაპატიმრებენ და ციხეში გსვამენ, ადამიანები დაგცინიან და ზემოდან გიყურებენ. სინამდვილეში, ისიც იციან, რომ ცუდი არაფერი ჩაგიდენია — ღვთის რწმენა ნიშნავს გქონდეს რწმენა, გინდოდეს იყო კარგი ადამიანი და გსურდეს ზეცაში წასვლა; მორწმუნე ქალები არ ყიდიან საკუთარ სხეულს და არ მუშაობენ მეძავებად, ხოლო მორწმუნე მამაკაცები კიარ ძარცვავენ, არამედ საკუთარ თავს წესების დაცვით წარმართავენ. თუმცა ადამიანებისთვის მაინც მიუღებელი ხარ. თუ ქალი მიმზიდველი ლამაზმანია, უზნეო კავშირები აქვს მაღალჩინოსნებთან და მდიდარ ადამიანებთან და ყოველდღე ძვირადღირებული მანქანებით სეირნობს, სხვებს შურთ და აღფრთოვანებულნი არიან მისით და ამბობენ: „მართლაც ყოჩაღი ხარ, კარგად მოეწყვე. შეგიძლია ფული იშოვო მშობლებისთვის, რათა მათ კარგი საკვები მიირთვამ და ლამაზად ჩაიცვან. შენი გარეგნობა ნამდვილად ფასობს!“ მაგრამ თუ კარგი გარეგნობა გაქვს და ღვთის მორწმუნეზე ქორწინდები, დაგცინებენ. არა მხოლოდ დაგცინებენ, არამედ როდესაც დაინახავენ, რომ გდევნიან, დაგჩაგრავენ კიდეც. ასე არ არის? (დიახ.)
ამ ჯგუფის — ამ ვარსკვლავების თაყვანისმცემელთა — მიერ გაკეთებულ არცერთ საქმეს არ აქვს რაიმე აზრი. პირიქით, ამ ქმედებებმა ხელი შეუწყო სატანის მიერ უკეთური აზრებისა და ბოროტი ტენდენციების გავრცელებას. შეხედეთ დღევანდელ ვარსკვლავების თაყვანისმცემლებს — ზოგიერთი ქალი სცენაზე ადის და ხალისით მღერის და ცეკვავს; როდესაც ცნობილ მომღერალს ხედავენ, მას უსაზღვროდ აღმერთებენ. ისინი მკვეთრად განსხვავდებიან 40-იანი და 50-იანი წლების ქალებისგან. არამორწმუნეთა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფრო გახსნილები გახდნენ — გახსნილები აზროვნებასა და სექსუალობაში; ისინი ამ ორივე მიმართულებით გათავისულდნენ. ზოგი ამბობს: „რომელი საუკუნეა? ვინ ატარებს მთელ დღეებს მხოლოდ ერთ ქმართან? ვისი ცხოვრებაა შვილებზე ფოკუსირებული? როცა შეგიძლია, ვინმე ახალი უნდა იპოვო, და როცა შანსი გაქვს, სიამოვნებას უნდა მიეცე!“ უბრალოდ შეხედეთ, როგორი აზრები აქვთ ამ ადამიანებს — რა საშინელებაა ეს! ღვთის მორწმუნეც თუ ასე ფიქრობს, კარგი ნიშანია ეს? თუ მორწმუნეს აქვს ეს აზრები და შეხედულებები, შურს და აღმერთებს ასეთ ადამიანებს და სურს იყოს ასეთი ადამიანი, განა ეს ძალიან საშინელი და ძალიან სახიფათო არ არის მისთვის? (დიახ.) ჯერ ნუ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენად საშინელი ან სახიფათოა ეს. უბრალოდ, ამ ადამიანების არსთან მიმართებაში შეიძლება ითქვას, რომ მათ სულის სიღრმეში განსაკუთრებით შურთ, აღფრთოვანებულნი არიან და უყვართ ეს ვარსკვლავები. მათთვის მისაღებია ვარსკვლავების ყოველგვარი ქცევა, აზრი და შეხედულება. რაც არ უნდა უკეთური იყოს ეს აზრები, მათთვის მაინც მისაღებია. მიაჩნიათ: „სწორედ ასე უნდა წარმართავდნენ ადამიანები საკუთარ თავს — მხოლოდ ეს არის თავისუფლება. ყველა აზრსა და თვალსაზრისს უნდა ჰქონდეს არსებობის უფლება. ბოლოს და ბოლოს, სამყაროში ხომ ყველანაირი ადამიანი არსებობს.“ მათი აზრით, არ არსებობს განსხვავება დადებითსა და უარყოფითს, სწორსა და არასწორს შორის. განა ეს ფსიქიკურად არანორმალური მდგომარეობა არ არის? თუ მწირი სულიერი მონაცემების გამო არ შესწევთ სწორისა და არასწორის გარჩევის უნარი, მაგრამ მაინც გააჩნიათ სირცხვილის გრძნობა, შეუძლიათ მიჰყვნენ იმას, რაც სწორად მიაჩნიათ, კატეგორიულად არ გააკეთებენ და გულით შეიძულებენ იმას, რასაც არასწორად თვლიან, მაშინ ისინი მაინც ნორმალური ადამიანები არიან. მაგრამ თუ ნათლად იციან, რომ რაღაც არასწორია, რომ ეს უკეთურია, და მაინც არა მხოლოდ არ ეწინააღმდეგებიან მას, არამედ უყოყმანოდ იღებენ, შურთ კიდეც და მიჰყვებიან მას და სულ უფრო ღრმად ეფლობიან მასში, მაშინ ისინი ადამიანები კი არა, მოსიარულე გვამები არიან. განადგურებულნი არიან და არ ძალუძთ ხსნის მიღწევა. ამიტომ, არ შეიძლება ითქვას, რომ ამგვარ ადამიანებს აქვთ ცუდი ადამიანობა, მცირე პატიოსნება, საზიზღარი ზნეობა ან არ გააჩნიათ სინდისი და გონიერება — პრობლემა ამაში არ არის. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ უბრალოდ არ გააჩნიათ ადამიანობა. მაშინ ვინ არიან ეს ადამიანები? არაწმიდა სულები, ბოროტი სულები და მოსიარულე გვამები. სხვადასხვა ბოროტი ტენდენციისა და სხვადასხვა უკეთური, დამახინჯებული აზრისა და თვალსაზრისის პროპაგანდისტები, გადამცემები და გამავრცელებლები არიან. ეს ზუსტად ჭირს ჰგავს — ვირუსის მატარებელი ერთი ადამიანი ავრცელებს მას ყველგან, სადაც მიდის და რაც უფრო მეტ ადგილას მიდის, მით უფრო ფართოდ ვრცელდება ვირუსი. ეს ვარსკვლავების თაყვანისმცემლები ვირუსის მატარებლებისა და გამავრცელებლების ტოლფასნი არიან, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ არიან კაცობრიობის წარმომადგენლები — ისინი არაადამიანები არიან. რა არის ეგრეთ წოდებული არაადამიანების განმარტება? ის, რომ ეს ადამიანები ბოროტი ტენდენციებისა და უკეთური აზრებისა და თვალსაზრისების პროპაგანდისტები და გამავრცელებლები არიან. გესმით ახლა? თუ გულში კვლავ გშურს ამ ვარსკვლავების ან ოდესღაც გინდოდა გამხდარიყავი ასეთი ადამიანი, გეუბნები, ეს არის გზა, საიდანაც დაბრუნება შეუძლებელია. არასოდეს ეცადო, გახდე ასეთი ადამიანი! თუ ოდესმე გითამაშია როლი კინოში ან სატელევიზიო ნაწარმოებში, თუ ოდესმე გინდოდა გამხდარიყავი კინოვარსკვლავი ან ცნობილი ფიგურა და გეგმავდი ამ გზით წასვლას, გეუბნები — დაუყოვნებლივ დაამუხრუჭე და გაჩერდი. ეს არ არის დასჯის ან დაჯილდოების საკითხი. ეს არის გზა, რომელიც მარადიული წყევლისკენ მიემართება — არასოდეს დაადგე მას! თუ გინდა მიჰყვე ასეთ ადამიანს იმიტომ, რომ დროებით შეცდომაში შეგიყვანეს ან სუსტი იყავი, ან რაიმე დროებითი შურისა და ლტოლვის გამო, მაშინ მოუსმინე ჩემს გაფრთხილებას, მოუსმინე ჩემს შეგონებას — დაუყოვნებლივ დაამუხრუჭე. არასოდეს შეაბიჯო ამ სფეროში, არასოდეს შეუერთდე მათ რიგებს; არასოდეს გახდე ერთ-ერთი მათგანი. თუ არ ძალგიძს მტკიცედ იარო სწორი გზით ან აკეთო მნიშვნელოვანი საქმეები, მაინც არ უნდა გახდე ბოროტი ტენდენციებისა და უკეთური აზრებისა და შეხედულებების გამავრცელებელი — ეს ღვთის მიერ დაწყევლილი გზაა. ასე რომ, მნიშვნელობა არა აქვს, რა როლს თამაშობდი ოდესღაც კინოსა თუ ტელევიზიაში, მიგაჩნდა თუ არა საკუთარი თავი მნიშვნელოვან პერსონად, ცნობილ სახედ თუ რაიმე მაღალი წრის ფიგურად — რაც არ უნდა დიდი წარმოდგენა გქონოდა საკუთარ თავზე — ეს ყველაფერი წარსულად იქცა, ეს ყველაფერი არასწორი იყო. თუ უკვე დაამუხრუჭე, მაშინ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ იმ დროს სულიერად მოუმწიფებელი იყავი და არ გესმოდა ჭეშმარიტება. მომავალში არასოდეს იფიქრო ასე და არც არასოდეს იარო ამ გზით. თუ გინდა იყო მნიშვნელოვანი პერსონა ან ცნობილი ფიგურა, სხვები გაღმერთებდნენ და მოგყვებოდნენ, მაშინ დაუყოვნებლივ დაფიქრდი იმ სიტყვებზე, რომლებიც დღეს ვთქვი. ნებისმიერი ადამიანისთვის მარადიული წყევლა სამწუხარო ამბავია — ეს ყველაზე ცუდი ამბავია, რაც კი შეიძლება არსებობდეს. ეს ღვთის მიერ დაწყევლილი გზაა. არასოდეს იარო ამ გზით, არასოდეს შეიბილწო ამ სიბინძურით. ამ გზაზე შედგომა მარადიულ წყევლას ნიშნავს! საკუთარი თავი წესების დაცვით უნდა წარმართო, რადგან ქმნილება ხარ, შექმნილი კაცობრიობის წევრი. რა როლიც არ უნდა გქონოდა, რა საქმეც არ უნდა გაგეკეთებინა, ან რა წვლილიც არ უნდა შეგეტანა ღვთის სახლში, საბოლოოდ, უნდა განსაზღვრო საკუთარი სათანადო ადგილი. რა ადგილი? ქმნილება ხარ, შექმნილი კაცობრიობის წევრი. უნდა შეასრულო ქმნილების მოვალეობა. მოვალეობის შესრულება სტანდარტის შესაბამისი უნდა იყოს, ის ღვთის დასაკმაყოფილებლად უნდა შესრულდეს. უნდა დაამოწმო ღმერთი, გაავრცელო ღვთის სიტყვები, იყო ღვთის მოწმე და მიაღწიო ხსნას. ეს არის მთელი ცხოვრების პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომლის შესრულებაც გევალება, ისევე როგორც გზის არჩევა. არ მიჰყვე სატანის ბოროტ ტენდენციებს და ნუ იქნები უკეთური აზრებისა და შეხედულებების გამავრცელებელი და გადამცემი. ის ადამიანები კაცობრიობის გადაგვარებული წარმომადგენლები, ბოროტი სულები და არაწმიდა სულები არიან. დაწყევლილნი არიან და მარადიული წყევლისთვის არიან განწირულნი! თუ ადამიანი ამ გზით მიდის და ვერანაირი ძალა ვერ დააბრუნებს უკან, მაშინ მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს — სავალალო აღსასრულს ეწევა. ამიტომ, ნებისმიერ დროს უნდა იცოდე, რომ შექმნილი ადამიანი ხარ, უნდა იცოდე, რა ადგილი გიკავია, რა უნდა გააკეთო და რა გზით უნდა იარო. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. აუცილებელია ამ საკითხებზე თანაზიარება? (დიახ.) თემები, რომლებიც ადამიანების ცხოვრების გზებს ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია. დროდადრო უნდა მოუსმინო და დაფიქრდე მათზე. ამის გაკეთება სასარგებლო და სასიკეთოა სულიერ ცხოვრებაში შესვლისთვის და ცხოვრებაში სწორი გზით სიარულისთვის — მას კარგი, დადებითი და კონსტრუქციული გავლენა აქვს ამ საკითხებზე. არ დაივიწყო ეს სიტყვები.
დღეისათვის თანაზიარება ამით სრულდება. ნახვამდის!
30 დეკემბერი, 2023 წ.