როგორ ვეძიოთ ჭეშმარიტება (6)
ადამიანის სულიერი მონაცემების შეფასების 11 სტანდარტი
გასულ შეკრებაზე ჩვენ გვქონდა თანაზიარება ჭეშმარიტების ძიებასთან დაკავშირებულ მთავარ თემაზე: „საკუთარ თავსა და ღმერთს შორის არსებული ბარიერების და ღვთისადმი მტრობის დაძლევა.“ ამ მთავარი თემის ფარგლებში ჩვენ ვისაუბრეთ ღვთის საქმის შესახებ ადამიანური წარმოდგენებისა და ფანტაზიების უკუგდებაზე, რაც მოიცავდა თემებს ადამიანთა თანდაყოლილი მდგომარეობის, ადამიანობისა და გახრწნილი ხასიათის შესახებ, ხოლო ამ თემებში ნახსენები იყო სულიერ მონაცემებთან დაკავშირებული საკითხები. გასულ ჯერზე ჩვენ მცირე თანაზიარება გვქონდა სულიერ მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რითაც გავაქარწყლეთ ადამიანთა წარმოდგენების ნაწილი. ამის მოსმენის შემდეგ, გაქვთ თუ არა ზუსტი განმარტება იმისა, თუ რა არის სულიერი მონაცემები? რა არის ზუსტად სულიერი მონაცემები? როგორ უნდა გვესმოდეს სულიერი მონაცემები? როგორ უნდა განვსაჯოთ, ადამიანის სულიერი მონაცემები კარგია, საშუალო თუ მწირი? რა ასპექტებზე დაყრდნობით უნდა შეფასდეს იგი? გიმსჯელიათ და გიფიქრიათ ამ საკითხებზე? (ცოტა მიფიქრია. გასულ შეკრებაზე ღმერთს ჰქონდა თანაზიარება, რომ ადამიანის სულიერი მონაცემების შესაფასებლად უნდა დავაკვირდეთ, რამდენად ეფექტურად და შედეგიანად ასრულებს საქმეს. მანამდე ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი წარმოდგენა არ მქონდა და ძლიერ მხარეებს სულიერ მონაცემებშიც კი ვურევდი. მაგალითად, როდესაც ვხედავდი, რომ ვინმე განსაკუთრებით კარგ აკადემიურ შედეგებს აღწევდა ან რამდენიმე ენას ფლობდა, ვფიქრობდი, რომ ეს მის კარგ სულიერ მონაცემებზე მიუთითებდა. მხოლოდ ღვთის თანაზიარების მოსმენით შევიძინე ნათელი განსჯის უნარი იმაზე, თუ რა არის ჭეშმარიტად კარგი სულიერი მონაცემები და რა არის უბრალოდ გარკვეული ძლიერი მხარეების ქონა. თუ ადამიანი გარეგნულად საკმაოდ გამჭრიახი ჩანს, მაგრამ მოვალეობის შესრულებისას ნაკლებეფექტურია და მუდმივად ვერ ახერხებს ჭეშმარიტება-პრინციპების ჩაწვდომას, მისი სულიერი მონაცემები შედარებით მწირია.) ადამიანის სულიერი მონაცემების შეფასება საქმის შესრულებისას მისი ეფექტიანობითა და შედეგიანობით — ეს ზოგადი ნათქვამია. საქმის შესრულებისას ეფექტიანობისა და შედეგიანობის გარდა არსებობს ადამიანის სულიერი მონაცემების შეფასების კონკრეტული სტანდარტები: პირველი, სწავლის უნარი. მეორე, გაგების უნარი. მესამე, წვდომის უნარი. მეოთხე, მიღების უნარი. მეხუთე, შემეცნებითი უნარი. მეექვსე, განსჯის უნარი. მეშვიდე, ამოცნობის უნარი. მერვე, რეაგირების უნარი. მეცხრე, გადაწყვეტილების მიღების უნარი, რასაც ასევე შეიძლება ეწოდოს განხორციელების უნარი. მეათე, შეფასებისა და დაფასების უნარი. მეთერთმეტე, ინოვაციური უნარი. დაიმახსოვრეთ ისინი? (დიახ). სულ რამდენი არის? (თერთმეტი). ხმამაღლა წაიკითხეთ. (პირველი, სწავლის უნარი. მეორე, გაგების უნარი. მესამე, წვდომის უნარი. მეოთხე, მიღების უნარი. მეხუთე, შემეცნებითი უნარი. მეექვსე, განსჯის უნარი. მეშვიდე, ამოცნობის უნარი. მერვე, რეაგირების უნარი. მეცხრე, გადაწყვეტილების მიღების უნარი. მეათე, შეფასებისა და დაფასების უნარი. მეთერთმეტე, ინოვაციური უნარი.) ზოგადად რომ ვთქვათ, ადამიანის სულიერი მონაცემების განსასჯელად უნდა დააკვირდეთ ამ ორ ასპექტს: მის მიერ საქმის შესრულების ეფექტიანობასა და შედეგიანობას. კონკრეტულად კი მის მიერ საქმის შესრულების ეფექტიანობისა და შედეგიანობის შესაფასებლად ყოვლისმომცველი დასკვნა ამ თერთმეტი სტანდარტის საფუძველზე უნდა გამოიტანოთ. ამგვარად, თქვენ შეძლებთ ზუსტად განსაჯოთ, თუ სინამდვილეში როგორია ადამიანის სულიერი მონაცემები. რა თქმა უნდა, ადამიანის სულიერი მონაცემების შესაფასებლად პირველი ნაბიჯია დაკვირვება მის საერთო უნარებზე სხვადასხვა მიმართულებით და შემდეგ — საქმის შესრულების ეფექტიანობასა და შედეგიანობაზე. თუ ის სულიერ მონაცემებსა და უნარებს ფლობს სხვადასხვა მიმართულებით, მაშინ ნამდვილად შეასრულებს საქმეს ეფექტიანად და შედეგიანად. თუ საქმის შესრულებისას ეფექტიანობა მაღალია და შედეგიანობა — კარგი, როდესაც მის უნარებს შეაფასებ თითოეული მიმართულებით ამ თერთმეტი სტანდარტის მიხედვით, ისინი ნამდვილად კარგი იქნება. ამ თერთმეტი უნარიდან ნებისმიერი ცალკე აღებული სრულად ვერ განსაზღვრავს, კარგია თუ არა ადამიანის სულიერი მონაცემები — ეს კომპლექსურად უნდა შეფასდეს. რა თქმა უნდა, ამ თერთმეტ უნარს შორის, რომლებია ყველაზე მნიშვნელოვანი? ყველაზე მნიშვნელოვანია განსჯის უნარი, ამოცნობის უნარი, რეაგირების უნარი და გადაწყვეტილების მიღების უნარი — ესენი მოიცავს ადამიანის უნარს, იმოქმედოს გარკვეული თეორიის გააზრების შემდეგ. დანარჩენი უნარები ეხება წვდომასა და სწავლას, რაც ადამიანის გონებასთანაა დაკავშირებული. შემდეგ ჩვენ სათითაოდ გვექნება თანაზიარება ამ თერთმეტ უნარზე.
პირველი: სწავლის უნარი
პირველი არის სწავლის უნარი. სწავლის უნარი არ გულისხმობს მხოლოდ ცოდნის რომელიმე სფეროს შესწავლას; ის ასევე მოიცავს ენის, კონკრეტული ტექნიკური უნარის, ახალი საკითხის შესწავლასა და მიღებას და ა.შ. — ეს ყოველივე სწავლის უნარის ფარგლებში შედის. მაგალითად, ნორმალურ პირობებში ადამიანს შეუძლია ტექნიკური უნარი დაახლოებით ექვს თვეში შეიძინოს და შემდეგ დამოუკიდებლად გამოიყენოს. თუ შენც შეგიძლია მისი ათვისება და დამოუკიდებლად გამოყენება ექვსთვიანი სწავლის შემდეგ, ეს სწავლის უნარის ქონად ითვლება. თუ სწავლისთვის საშუალო ადამიანზე ორჯერ მეტი დრო გჭირდება — თუ ექვსი თვის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ აითვისე ის და სწავლისთვის კიდევ ექვსი თვე გჭირდება — ეს მწირ სულიერ მონაცემებზე მიუთითებს. ანუ სწავლის უნართან დაკავშირებით შეიძლება ვთქვათ, რომ თუ შენ შეგიძლია ტექნიკური უნარის ან ცოდნის ათვისება ნორმალურ ვადაში, ეს ნიშნავს, რომ შენი სულიერი მონაცემები საშუალო ან საშუალოზე მაღალია. თუმცა, თუ შენ გადააჭარბებ ამ ვადას და ტექნიკური უნარის ან ცოდნის შესაძენად სხვებზე ორჯერ ან სამჯერ მეტი დრო გჭირდება, მაშინ შენი სულიერი მონაცემები მწირია. თუ საშუალო ადამიანზე ორჯერ ან სამჯერ მეტ დროს ხარჯავ და მაინც ვერ სწავლობ და არ გაქვს სწავლის უნარი, ეს რას ამბობს შენს სულიერ მონაცემებზე? სწავლის უნარის გარეშე ნორმალური ადამიანური სულიერი მონაცემების ქონის ზოგად სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებ. ეს მწირ სულიერ მონაცემებზე უარესია — საერთოდ არ გაგაჩნია სულიერი მონაცემები. რა კატეგორიას განეკუთვნება სულიერი მონაცემების არქონა? სულიერი მონაცემების არქონა ნიშნავს, რომ ადამიანი განეკუთვნება გონებრივად ჩამორჩენილებისა და სულელების კატეგორიას, რომელთაც საერთოდ არ გააჩნიათ სწავლის უნარი. სწორედ ამას მოიცავს სწავლის უნარი.
მეორე: გაგების უნარი
მეორე არის გაგების უნარი. გაგების უნარი გულისხმობს ადამიანთა შესაძლებლობას, ჩასწვდნენ პრინციპებსა და ხერხებს იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებსაც ხედავენ ან ხშირად აწყდებიან. მაგალითად, პროფესიული უნარის შესწავლისას თუ შენ იღებ თეორიულ მითითებებს და აკვირდები პრაქტიკულ ჩვენებას და ნორმალურ ვადებში შეგიძლია ჩასწვდე ამ უნართან დაკავშირებულ ხერხსა და პრინციპებს, ეს ითვლება კარგი სულიერი მონაცემებისა და გაგების გარკვეული უნარის ქონად. თუ შენ არ ძალგიძს ამის მყისიერად გაგება, და მაშინაც კი, თუ ვინმეს კვლავ ექნება მასზე შენთან თანაზიარება, მაინც ვერ იგებ; მაშინაც კი, როდესაც ის მრავალგზის გაძლევს მინიშნებებს, შენ მაინც ვერ იგებ, რა არის ამ საქმის კეთების ხერხი და მასთან დაკავშირებული პრინციპები — მაშინ შენ გაქვს გაგების დაბალი უნარი. შესაძლოა გარკვეული დროის შემდეგ პრაქტიკაში ნელ-ნელა, ხელის ცეცებით რაღაც ისწავლო, მაგრამ ეს მხოლოდ ამით შემოიფარგლება. თუ, მიუხედავად იმისა, რამდენ დროს ხარჯავ — სამ წელს თუ ხუთ წელს — ის, რისი გაგებაც შენ შეგიძლია, კვლავ შეზღუდულია და საქმის კეთებისას მხოლოდ გარკვეულ წესებსა და რეგულაციებს ემორჩილები ისე, რომ არ გესმის მისი საფუძვლები და ვერ იყენებ მათ პრაქტიკაში, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ გაქვს გაგების დაბალი უნარი; ასეთ ადამიანებს მწირი სულიერი მონაცემები აქვთ. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი ასრულებს საეკლესიო საქმეს და როდესაც ჭეშმარიტება-პრინციპებზე თანაზიარებ მასთან, ის გრძნობს, რომ შენს მიერ ნათქვამი ყველაფერი სწორია და არავითარი ეჭვი არ ეპარება იმაში, რაზეც თანაზარება გქონდა. თუმცა, მას უბრალოდ არ ესმის, რატომ უნდა გაკეთდეს საქმე ამგვარად და ვერ სწვდება მის პრინციპებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეალურ ცხოვრებაში ან მოვალეობის შესრულებისას სხვადასხვა პრობლემის ან განსაკუთრებული სიტუაციის წინაშე დგება, მან არ იცის, როგორ გამოიყენოს პრინციპები ან როგორ მიუდგეს და გადაჭრას წარმოშობილი პრობლემები პრინციპების შესაბამისად. ეს გაგების უნარის არქონაზე მიუთითებს. ადამიანს, რომელსაც არ აქვს გაგების უნარი, ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარების მოსმენის შემდეგ ვერაფერს გებულობს და მუდმივად ისეთ თხოვნებს გამოთქვამს, როგორიცაა: „შეგიძლია კიდევ ერთი მაგალითი მომიყვანო?“ ან „შეგიძლია უფრო დეტალურად ამიხსნა?“ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შენ მაგალითს მოიყვან და დეტალურად აუხსნი, შეუძლია ცოტა რამ გაიგოს. მაგრამ თუ შენ უფრო ღრმა საკითხზე გექნება თანაზიარება, ის კვლავ ვრ გაიგებს და გთხოვს, კიდევ ერთი მაგალითი მოუყვანო. რატომ გთხოვს განუწყვტლივ მაგალითების მოყვანას? იმიტომ, რომ მას სურს, მაგალითების მეშვეობით აუხსნა რეალურ ცხოვრებაში არსებული მსგავსი სიტუაციები, რათა უბრალოდ დაიმახსოვროს გარკვეული მიდგომა ან წესი. რატომ იქცევა ასე? იმიტომ, რომ მისი გაგების უნარი ძალიან დაბალია — შეიძლება ითქვას, რომ მას საერთოდ არ გააჩნია გაგების უნარი; არ იცის, როგორ გამოიყენოს პრინციპები რეალურ ცხოვრებაში ან მოვალეობის შესრულებისას. როგორი თანაზიარებაც არ უნდა გქონდეს მასთან, რამდენი კონკრეტული მაგალითიც არ უნდა მოიყვანო და რამდენი პრინციპიც არ უნდა აუხსნა ნათლად, თუნდაც განსაკუთრებული სიტუაციების მოგვარების პრინციპებს რომ შეეხო, შეიძლება მან მთელი დღე გისმინოს და მაინც ვერაფერი გაიგოს. ის გრძნობს, რომ რასაც შენ ამბობ, მხოლოდ თეორიაა და მაინც არ იცის, როგორ გაუმკლავდეს რეალურ ცხოვრებაში არსებულ სხვადასხვა პრობლემას. ეს გაგების უნარის არქონაზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, თუ როგორ უხსნიან სხვები საკითხებს, ადამიანი, რომელსაც გაგების უნარი არ აქვს, ვერაფერს იგებს — ეს მწირი სულიერი მონაცემების ქონაზე მიანიშნებს. აქვს თუ არა მწირი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანს დაბალი პროდუქტიულობა და ეფექტიანობა საქმის კეთებისას? (დიახ). თუ ადამიანის გაგების უნარი დაბალია, მაშინ საქმის შესრულებისას მისი ეფექტიანობა და პროდუქტიულობაც ნამდვილად დაბალი იქნება; როდესაც რაიმე საკითხის წინაშე დადგება, ის ვერ ჩასწვდება მის პრინციპებს და არ ეცოდინება, როგორ გამოიყენოს ეს პრინციპები რეალურ ცხოვრებაში. ეს მწირ სულიერ მონაცემებზე მიუთითებს. არსებობს სხვა ტიპის ადამიანიც, რომელიც მით უფრო იბნევა, რაც უფრო დეტალური და კონკრეტულია სხვათა თანაზიარება და არ შეუძლია მისი გაგება. მაგალითად, როდესაც ღვთის სახლი ატარებს თანაზიარებას ცრუ წინამძღოლებისა და ანტიქრისტეების ამოცნობის შესახებ, მოსმენის შემდეგ ასეთი ადამიანი ამბობს: „რატომ ვერ ვიგებ ამას? მიმდინარეობს თანაზიარება პრინციპებზე, მოჰყავთ მაგალითები და განსაკუთრებული სიტუაციები, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან არეულად ჟღერს. კონკრეტულად რაზეა აქ საუბარი? როგორი ტიპის ადამიანებს უნდა გავუმკლავდეთ? ცრუ წინამძღოლებს უნდა გავუმკლავდეთ თუ ანტიქრისტეებს? არის თუ არა ჩვენი ეკლესიის წინამძღოლი ანტიქრისტე? ის ადამიანი ცოტა ბოროტი ჩანს — მისი გამოვლინებები გახრწნილი ხასიათითაა გამოწვეული თუ ცუდი ადამიანობით? ბოლოს და ბოლოს ვინ არის ის, ცრუ წინამძღოლი თუ ანტიქრისტე? მაინც არ მესმის.“ ის ვერც კი გებულობს, რა არის ის ჭეშმარიტება-პრინციპები, რომლებზეც თანაზიარება გაქვს; რაც უფრო მეტს ისმენს, მით უფრო იბნევა. ის არა მხოლოდ ვერ უკავშირებს ამ ჭეშმარიტება-პრინციპებს რეალურ სიტუაციებს, არამედ იმდენად იბნევა, რომ ვერც კი ხვდება, რა არის შენი ნათქვამის მთავარი თემა. განა ეს არ მიუთითებს გაგების უნარის არქონაზე? (დიახ). მაგალითად, წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც ყველა შეიკრიბა ერთ თემაზე თანაზიარებისთვის და თითოეული ადამიანი საკუთარ აზრს გამოთქვამს. შენ თანაზიარებ შენი გაგების შესახებ, მე გამოვხატავ ჩემს ხედვას; ერთი ადამიანი სვამს კითხვას, მეორე — სხვა კითხვას და ეს ყოველივე ამ თემის გარშემო ტრიალებს. ის, ვისაც სულიერი მონაცემები არ გააჩნია, უსმენს ამგვარ მსჯელობას და არ ძალუძს მისი გააზრება. გულში ის ფიქრობს: „რაზე საუბრობთ ყველანი? რატომ ვერ ვგებულობ ამას?“ ის იბნევა. ის ვერ სწვდება სხვათა მიერ დასმული გონივრული კითხვების მიღმა არსებულ ლოგიკას ან იმას, თუ რატომ ისმება ეს კითხვები — არ ძალუძს ამის მიზეზების ამოცნობა; ის გარე დამკვირვებელზე უარესიც კია. მას, ვისაც სულიერი მონაცემები გააჩნია, გარედან დაკვირვებითაც კი შეუძლია თქვას, ვინ არის მართალი და ვინ — მტყუანი, რა მიზეზით ისმება კონკრეტული კითხვა, ღრმაა ეს კითხვა თუ ზედაპირული, როგორ სცემენ პასუხს ამ კითხვებს — მაგრამ ის, ვისაც სულიერი მონაცემები აკლია, ვერ გებულობს ამ ყოველივეს და ვერ სწვდება მის მიღმა არსებულ ლოგიკას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მას არ გააჩნია გაგების უნარი. როდესაც სხვებს რაიმე საკითხზე თანაზიარება აქვთ, მოსმენის შემდეგ არ შეუძლია ამის გარჩევა. მან არ იცის, არის თუ არა ნათქვამი ჭეშმარიტი და ობიექტური, და ვერც საკითხის საფუძველსა და არსს ხედავს — ის სრულიად დაბნეულია. რაც შეეხება იმას, თუ რატომ განიხილება ეს თემა, რატომ არის საჭირო ამ თემის პრინციპების მრავალგზის ხაზგასმა, ასევე ვისი კითხვები უკავშირდება ამ პრინციპებს და ვისი არა, მას არ ძალუძს ამის გაგება ან აქედან აზრის გამოტანა. რაც უფრო მეტს ისმენს, მით უფრო ეძინება; ამ თანაზიარებისას საკუთარ თავს უბრალო დამკვირვებლად აღიქვამს და გონება ებინდება. სხვა ადამიანების შემთხვევაში, რაც უფრო მეტად ხდება ჭეშმარიტება-პრინციპების თანაზიარება, მით უფრო ნათელი და გამჭრიახი ხდება მათი გონება. მაგრამ ის, ვისაც სულიერი მონაცემები არ გააჩნია, რაც უფრო მეტს ისმენს, მით უფრო იბნევა და მისი აზრები მით უფრო ბუნდოვანი ხდება. ეს გაგების უნარის არქონაზე მიუთითებს. განა ეს უკიდურესად მწირ სულიერ მონაცემებზე არ მიუთითებს? ასეთ ადამიანს ასევე შეიძლება ეწოდოს სულიერი მონაცემების არმქონე ადამიანი. როგორი ადამიანია ის, ვისაც სულიერი მონაცემები არ გააჩნია? (გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანი.) გონებრივად ჩამორჩენილი, იდიოტი, უგუნური — ეს არის ყველაზე მწირი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანთა კატეგორია. ეს არის მეორე ასპექტი: გაგების უნარი.
მესამე: წვდომის უნარი
მესამე ასპექტი არის წვდომის უნარი. წვდომის უნარი წააგავს გაგების უნარს, თუმცა მას სცდება. რა განსხვავებაა მათ შორის? წვდომის უნარი უფრო მეტადაა ფოკუსირებული იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ჭეშმარიტება-პრინციპებისა და პრაქტიკის გზების მორგება რეალურ ცხოვრებაში არსებულ სხვადასხვა საკითხზე და შემდეგ მათი განხორციელება რეალურ საქმეში მას შემდეგ, რაც ადამიანი გაიგებს და აითვისებს ამ პრინციპებსა და გზებს. სწორედ აქ არის განსხვავება. ადამიანს, რომელსაც წვდომის უნარი გააჩნია, რაიმე საკითხის საფუძვლებისა და პრინციპების გაგების შემდეგ, გულში ესახება პრაქტიკის გზა, ზუსტი არეალი, მიმართულება და მიზანი. იცის, როგორ გამოიყენოს ეს საფუძვლები და პრინციპები და ასევე კარგად ერკვევა გარკვეულ განსაკუთრებულ სიტუაციებთან დაკავშირებულ პრაქტიკის პრინციპებში. დავუშვათ, რომ ზოგიერთი ჭეშმარიტება-პრინციპის შესახებ თანაზიარების მოსმენის შემდეგ ადამიანს შეუძლია ამოიცნოს ზოგიერთი პრობლემის არსი და შემდეგ გამოიყენოს ჭეშმარიტება რეალურ ცხოვრებაში არსებული ზოგიერთი ფაქტობრივი პრობლემის გადასაჭრელად. ანუ მას შემდეგ, რაც ის მოისმენს ამ პრინციპებს, მყისიერად გებულობს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო წარსულში მომხდარ სიტუაციაში და როდესაც მსგავსი სიტუაცია კვლავ წარმოიშობა, მან ასევე იცის, როგორ გამოიყენოს პრინციპები მასთან გასამკლავებლად და გულში დაუყოვნებლივ ესახება პრაქტიკის გზა; პრინციპებისა და საფუძვლების წვდომა მისთვის გზამკვლევი სინათლეა, რომელიც მყისირად ეხმარება მას ცხოვრებაში ან საქმეში არსებულ პრობლემებთან გამკლავებაში და აძლევს გზას, მიმართულებასა და პრაქტიკის პრინციპებს. ამ შემთხვევაში ასეთ ადამიანს გააჩნია წვდომის უნარი, რაც, რა თქმა უნდა, კარგი სულიერი მონაცემების გამოვლინებაა. ვთქვათ, ადამიანმა ჭეშმარიტება-პრინციპების შესახებ გარკვეული თანაზიარების მოსმენის შემდეგ, იცის, როგორ უნდა იმოქმედოს და გაუმკლავდეს რეალურ ცხოვრებაში არსებულ საკითხებს, რომლებიც გავრცელებული და ზოგადია ან რომლებიც გამოუცდია. თუმცა მან არ იცის, როგორ გამოიყენოს ეს ჭეშმარიტება-პრინციპები განსაკუთრებულ, რთულ, მოულოდნელ სიტუაციებში ან უჩვეულო პრობლემებისა და მოვლენების შემთხვევაში, რომლებიც არ გამოუცდია, და კვლავ სჭირდება ძიება და მოკვლევა ზუსტი პასუხის ან პრაქტიკის კონკრეტული გეგმის მისაღებად, სანამ მიხვდება, როგორ გაუმკლავდეს და გადაჭრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჭეშმარიტება-პრინციპების მოსმენის შემდეგაც კი მან მაინც არ იცის, როგორ გაუმკლავდეს ასეთ საკითხებსა თუ პრობლემებს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მას გააჩნია საშუალო წვდომის უნარი; ან ასევე შეიძლება ითქვას, რომ ასეთ ადამიანს საშუალო სულიერი მონაცემები აქვს. ზოგიერთ ადამიანს უმუშავია ათი ან ოცი წლის მანძილზე, და გარკვეული სამუშაო გამოცდილება აქვს, რაც შერწყმულია ღვთის სახლიდან ჭეშმარიტება-პრინციპების ნათელ თანაზიარებასთან; მათ იციან, როგორ გაუმკლავდნენ ჩვეულებრივ სიტუაციებს და მიღებული აქვთ დასტური, რომ მათი ასეთი ქმედება სწორია. თუმცა, როდესაც ისინი აწყდებიან რთულ, განსაკუთრებულ, უჩვეულო პრობლემებს, რომლებიც არასოდეს გამოუცდიათ საქმეში, არ იციან, როგორ მოიქცნენ და მათთან გამკლავებამდე კითხვების დასმით მკაფიო პასუხი უნდა მიიღონ, თუ სიტუაცია იცვლება და ხდება იმაზე რთული, ვიდრე მათ წარმოედგინათ ან იციან, ისინი იბნევიან და ვერ ხვდებიან, როგორ შეხვდნენ ამას, და მით უმეტეს არ იციან, როგორ იმოქმედონ და გაუმკლავდნენ ისე, რომ ეს შეესაბამებოდეს პრინციპებს. როდესაც არ იციან, როგორ მოიქცნენ — იმოქმედებენ საკუთარი ფანტაზიით, პირადი ამბიციებითა და სურვილებით, თუ უბრალოდ გვერდზე გადადებენ და უგულებელყოფენ მას — როგორც არ უნდა მოიქცნენ, ის ფაქტი, რომ ასეთი სიტუაციის წინაშე იბნევიან და არ იციან, როგორ გამოიყენონ პრინციპები მასთან გასამკლავებლად, ამტკიცებს, რომ მათ საშუალო დონის სულიერი მონაცემები აქვთ. თუ ადამიანს შეუძლია ზოგადი სიტუაციების მართვა, მაგრამ არ იცის, როგორ გაუმკლავდეს განსაკუთრებულ სიტუაციებს, ეს საშუალო დონის სულიერ მონაცემებზე მიუთითებს. ხოლო თუ ზოგიერთ განსაკუთრებულ სიტუაციასთან შეჯახება მას იმდენად აბნევს, რომ იმ საკითხების მოგვარებაც კი აღარ შეუძლია, რასაც ჩვეულებრივ მარტივად გაართმევდა თავს, ეს მიუთითებს მწირ სულიერ მონაცემებზე. მწირი სულიერი მონაცემების ადამიანს ასევე აქვს წვდომის დაბალი უნარი. არსებობს თუ არა განსხვავება წვდომის დაბალი უნარის მქონე ადამიანსა და მას შორის, ვისაც წვდომის ადეკვატური უნარი აქვს? (დიახ).
ზოგიერთი ადამიანი, მიუხედავად იმისა, როგორ თანაზიარებენ სხვები, ვერ სწვდება პრინციპებს. მათ მხოლოდ მოძღვრებები და წესები ესმით და შეუძლიათ რამდენიმე ლოზუნგი წამოიძახონ, მაგრამ არ იციან, როგორ შეასრულონ რეალური საქმე და გადაჭრან პრობლემები. ხედავ, რომ თანაზიარების მოსმენის შემდეგ, ისინი ძალიან მკაფიოდ და დალაგებულად საუბრობენ, თითქოს მართლაც ყველაფერი გაიგეს. მაგრამ სინამდვილეში, მათ საერთოდ ვერ გაიაზრეს ნათქვამი. როდესაც საქმე კონკრეტული საქმის შესრულებას ეხება, ისინი იბნევიან და არ იციან, საიდან დაიწყონ. პრობლემებთან შეჯახებისას ვერ ხვდებიან, როგორ გადაჭრან. მათ მაინც არ ძალუძთ კონკრეტული საქმის შესრულება. სხვადასხვა ადამიანთან და საკითხთან მიდგომისა და გამკლავებისას, მათ კვლავ აკლიათ პრინციპულობა. გულში ფიქრობენ: „ქადაგებების მოსმენისას ჭეშმარიტება-პრინციპები გავიგე — რატომ არ ძალმიძს მათი გამოყენება რეალურ გარემოში? რატომ არ გამოდის ის, რაც მესმის და რაზეც ხშირად ვსაუბრობ?“ ისინი კვლავ საგონებელში ვარდებიან. მწირი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანმა მხოლოდ მოძღვრებებზე საუბარი და წესების დაცვა იცის, მაგრამ სიტუაციების წინაშე აღმოჩენისას, მას არ ძალუძს მათი ნათლად დანახვა; ის მოძღვრებები, რომლებზეც მას საუბარი შეუძლია, სრულიად უსარგებლოა; ის წესებსაც კი ვერ იცავს და არცერთი პრობლემის გადაჭრა არ ძალუძს. სირთულეების წარმოშობისას არ იცის, როგორ იმოქმედოს. მაგალითად, როდესაც ვინმე ჩაშლის და აურევს ეკლესიის საქმეს და აბსურდულ რაღაცებს ამბობს, ის ვერ არჩევს ამ საკითხის ბუნებას. არ იცის, რა ითვლება ჩაშლად და არევ-დარევად ან რა არის მათი ბუნება; და მით უმეტეს, არ იცის, როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა. ვიღაც ეკითხება მას: „არ იცი, როგორ ამოიცნო ბოროტი ადამიანები? რატომ არ გაგაჩნია პრინციპები, როდესაც საქმე ბოროტ ადამიანებთან გამკლავებას ეხება?“ ის პასუხობს: „მე მესმის ეს მოძღვრებები, მაგრამ არ ვიცი, რომელი პრობლემების გადასაჭრელად ან რომელ ადამიანებთან მიმართებაში უნდა გამოვიყენო ისინი.“ ეს წვდომის უნარის არქონაზე მიუთითებს, არა? (დიახ). ხედავ, რომ პრინციპების მოსმენის შემდეგ მან შეძლო ძალიან კარგად მათი პუნქტობრივად შეჯამება სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობის მიხედვით საკმაოდ ზუსტად დამახსოვრება და შეუფერხებლად წარმოთქმაც კი, ისე, რომ არცერთი სიტყვა არ გამოუტოვებია. თუმცა, სამწუხაროდ, რეალურ ცხოვრებაში, როდესაც საქმე ეხება ადამიანებისა და მოვლენების შეფასებას და საკუთარი თავის წარმართვასა და მოქმედებას, მას საერთოდ არ გააჩნია პრაქტიკაში განხორციელების გზა და მხოლოდ ლოზუნგების წამოძახება, მოძღვრებებზე საუბარი და წესების დაცვა ძალუძს. რეალურ ცხოვრებაში თუ მოვალეობის შესრულებისას რასაც არ უნდა წააწყდეს, არ იცის, როგორ ეძიოს ჭეშმარიტება ან იმოქმედოს პრინციპების მიხედვით. ეს წვდომის უნარის არქონაზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ წვდომის უნარს მოკლებული ადამიანი ხშირად კითხულობს ღვთის სიტყვებს, ის მაინც ვერ სწვდება, თუ რა არის ჭეშმარიტება ღვთის სიტყვაში ან რა არის მისი პრინციპები. ამიტომ, როდესაც რაიმე ხდება, ის ვერ პოულობს ღვთის შესაბამის სიტყვებს ვითარების გასარჩევად და გადასაჭრელად და სხვებმა უნდა მოუძებნონ ისინი. რაზე ამახვილებს ის ყოველთვის ყურადღებას ღვთის სიტყვების კითხვისას? ის ეძებს, არსებობს თუ არა კონკრეტული მაგალითები საკითხის ასახსნელად. თუ მაგალითები არ არსებობს, მას არ ესმის ღვთის სიტყვების მნიშვნელობა. მაგალითად, თუ მაგალითები არ არის მოყვანილი ღვთის იმ სიტყვებთან დაკავშირებით, რომლებიც ადამიანთა ბუნება-არსებას ამხელს, ის ვერ გებულობს მათ. მას არ ძალუძს გარჩევის პრაქტიკაში გამოყენება საკუთარი მდგომარეობის ღვთის სიტყვებთან შედარების მეშვეობით. მას ეს მხოლოდ მაშინ ესმის, თუ ვინმეს ჭეშმარიტების შესახებ ექნება თანაზიარება და მის რეალურ მდგომარეობაზე დაყრდნობით გაურჩევს და გაუანალიზებს ყველაფერს. ასეთი თანაზიარების გარეშე მას არ ძალუძს ღვთის სიტყვების გაგება. ასეთი ადამიანი ყოველთვის წუწუნებს ღვთის სიტყვების კითხვისას და ამბობს: „რატომ არ არის მოყვანილი კონკრეტული მაგალითები? როგორ უნდა დავუკავშირო ეს საკუთარ თავს? ეს სიტყვები ძალიან რთული გასაგებია; როგორც არ უნდა წავიკითხო, ვერ ვუსადაგებ საკუთარ თავს!“ ეს იმაზე მეტყველებს, რომ მას არ ძალუძს ღვთის სიტყვების გაგება, რომ აღარაფერი ვთქვათ ჭეშმარიტების გაგებაზე ან ღვთის სიტყვების რეალურ ცხოვრებაში დანერგვაზე. ის, რაც მას ესმის, მხოლოდ მარტივი მოძღვრებები და წესებია, მაგრამ ეს მოძღვრებები და წესები უსარგებლოა რეალურ ცხოვრებაში. როდესაც რაიმე ხდება, მას მაინც არ გააჩნია პრაქტიკული მოქმედების გზა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მას არ აქვს წვდომის უნარი. არის თუ არა წვდომის უნარს მოკლებული ადამიანი მწირი სულიერი მონაცემების მქონე? (დიახ). ყველაზე მწირი სულიერი მონაცემების მქონე არის ის, ვისაც საერთოდ არ გააჩნია სულიერი მონაცემები; ასეთ ადამიანს არ ძალუძს გაიაზროს ის სხვადასხვა პრინციპი, რომლებიც ესმის; მან არ იცის, რატომ მოჰყავთ ესა თუ ის მაგალითი, რატომ ამბობენ კონკრეტულ სიტყვებს ან რატომ აქვთ ადამიანებს გარკვეული გამოვლინებები — მას არ ძალუძს ასეთი საკითხების გაგება, ეს საკითხები მის გონებას აღემატება. რამდენიმე მაგალითიც რომ მოუყვანო, ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს უბრალოდ ისტორიებს ან ხუმრობებს ჰყვები, თითქოს ბავშვი იყოს, რომელიც ზღაპარს უსმენს და მას საინტერესოდ და სახალისოდ მიიჩნევს. თუ ვინმე ჰკითხავს, გაიგო თუ არა ის, რაც მოისმინა, ის ამბობს, რომ გაიგო და სხვათა იუმორის მიბაძვა ან იმის იმიტირებაც კი შეუძლია, თუ როგორ ტუქსავდნენ ისინი ხალხს. თუ ჰკითხავ: „იცი თუ არა ის შესაბამისი პრინციპები, რომლებიც ადამიანებმა უნდა დაიცვან?“ ის გიპასუხებს: „ჰა? პრინციპები არსებობს? ეს ვერ გავიგე.“ გააჩნია თუ არა ასეთ ადამიანს წვდომის უნარი? (არა). მას არ აქვს წვდომის უნარი და არ ძალუძს ღვთის სიტყვების გაგება. წვდომის უნარს მოკლებული ადამიანი ყოველდღიურად, რუტინულად და გრაფიკის მიხედვით ჭამს და სვამს ღვთის სიტყვების რამდენიმე მონაკვეთს ან თავს, ასევე დათქმულ დროს სწავლობს საგალობლებს და ესწრება შეკრებებს. მაგრამ როგორც კი წიგნებს ხურავს ან საგალობლების ჩანაწერებს თიშავს, ყველაფერი, რაც იმ სიტყვებიდან რჩება, რომლებსაც ეზიარა, მხოლოდ რამდენიმე სულიერი ფრაზა და მკვდარი სიტყვაა, როგორიცაა ფრაზები, რომლებსაც ადამიანები ხშირად ამბობენ: „ღმერთი მეუფებს ყოველივეზე“ და „დაემორჩილე ღმერთს ყველაფერში“; ან „ადამიანის ბედს ღმერთი განსაზღვრავს“ და „უბრალოდ ღვთის სიყვარული განახორციელე პრაქტიკაში“. ტანჯვით აღსავსე რეალურ სიტუაციებში მას მხოლოდ ფსევდოსულიერი ფრაზების წარმოთქმა შეუძლია, როგორებიცაა: „გრძნობების გამო ვიტანჯები“ ან „ხორციელი სხეულის გამო ვიტანჯები“. რაც შეეხება საკუთარი თავის წარმართვასთან, ყოველდღიურ ცხოვრებასთან, საქმესთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრინციპს და ჭეშმარიტების სხვადასხვა პრინციპს, მან არცერთი მათგანი არ იცის და არც ესმის. ამ ყოველივეს ადგილი არ არის მის გულში, რომელიც მათ ვერ იტევს. რატომ ვერ იტევს? იმიტომ, რომ, სულიერი მონაცემებიდან გამომდინარე ასეთ ადამიანს უბრალოდ არ ძალუძს ამ ჭეშმარიტება-პრინციპების გაგება; ეს მის შესაძლებლობებს აღემატება და ამიტომ მის გულში ფესვს ვერ გაიდგამს. ის, რასაც ადამიანი შინაგანად ფლობს და რისი მიღებაც შეუძლია, მოწმობს იმაზე, თუ რისი გაგება ძალუძს და რა არ აღემატება მის ძალებს. თუ ადამიანს საერთოდ არ გააჩნია სულიერი მონაცემები, აკლია წვდომის უნარი და არ ძალუძს ღვთის სიტყვების ზუსტი მნიშვნელობის გაგება, ზეცაში ან მესამე ცაშიც რომ დასვან, განა ღვთის სიტყვებს გაიგებდა? შეძლებდა ის ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებას? შეძლებდა ის ღვთისადმი დამორჩილებას? (ვერა). ის ზუსტად ისეთივე დარჩებოდა, როგორიც არის. მისი სულიერი მონაცემები ისეთივე დარჩებოდა, როგორიც ყოველთვის იყო. მწირი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანს მხოლოდ ძალიან შეზღუდული სპექტრის საკითხების გააზრება ძალუძს. კარგი სულიერი მონაცემების მქონეს კი — მეტის წვდომა უფრო მეტი სიღრმითა და უფრო მაღალ დონეზე. საშუალო სულიერი მონაცემების მქონე ადამიანი გაცილებით ნაკლებ საკითხებს უფრო ზედაპირულად სწვდება, ვიდრე კარგი სულიერი მონაცემების მქონე; ის, რისი წვდომაც მას შეუძლია, შემოიფარგლება საშუალო დონის საკითხებით და მათ ფარგლებს ვერ სცდება, რადგან მისი სულიერი მონაცემები ზღუდავს. ყველაზე უარესი არის ის, ვისაც საერთოდ არ გააჩნია სულიერი მონაცემები. ასეთ ადამიანს, მხოლოდ მისი სულიერი მონაცემებიდან გამომდინარე საერთოდ არ აქვს წვდომის უნარი. შესაბამისად, მისი გამოვლინება რეალურ ცხოვრებაში და მოვალეობის შესრულებისას არის ის, რომ მას არაფერი ესმის; მიუხედავად იმისა, ათი წელი სწამს ღმერთი, ოცი წელი, თუ სიბერემდეც კი, ღვთის რწმენასთან დაკავშირებული მოძღვრებები და სულიერი ფრაზები, რომლებზეც ის საუბრობს, კვლავ ის ძველი საკითხებია, რომლებშიც მაშინ ერკვეოდა, როდესაც რწმენას შეუდგა. რამდენი წელიც არ უნდა სწამდეს, ის არავითარ პროგრესს არ განიცდის. რატომ არ განიცდის პროგრესს? იმიტომ, რომ მას არ აქვს წვდომის უნარი და რამდენი წელიც არ უნდა სწამდეს ღმერთი, ის, რისი მიღებაც შეუძლია, მხოლოდ ეს მკვდარი სიტყვებია. მრავალწლიანი რწმენის შემდეგაც კი მისი სწავლის უნარი, გაგების უნარი, წვდომის უნარი და სხვა უნარები არ უმჯობესდება. როგორი ადამიანია ის? ის უკიდურესად მწირი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანია. რადგან მისი სულიერი მონაცემები მწირია და მისი სხვადასხვა უნარი არ უმჯობესდება, ასეთმა ადამიანმა ორმოცი, ორმოცდაათი, სამოცი ან სამოცდაათი წელიც რომ იცოცხლოს, საკუთარ თავზე ზრუნვის უნარი მაინც ძალიან დაბალი ექნება. მისი გადარჩენის უნარისა და საკუთარ თავზე ზრუნვის უნარზე დაკვირვებით შეგიძლიათ მიხვდეთ, როგორია ასეთი ადამიანის სულიერი მონაცემები. ამგვარი ადამიანი გონებრივად ჩამორჩენილი, იდიოტი და უგუნურია და საკუთარ თავზე ზრუნვის მისი უნარი ძალიან დაბალია. რატომ ვამბობ, რომ ეს უნარი დაბალია? რადგან მისი სწავლის უნარი, გაგების უნარი და წვდომის უნარი დაბალია, ის გამოცდილება, საღი აზრი, კანონზომიერებები და საქმის კეთების ხერხი, რომლებსაც ის ცხოვრებაში იძენს, ძალიან შეზღუდულია. სამოცი ან სამოცდაათი წლის ასაკშიც კი ის იგივე რჩება. კარგი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანს, ოცდაათი წლის ასაკისთვის, უკვე უყალიბდება გარკვეული ცოდნა იმ სხვადასხვა პრობლემის შესახებ, რომლებსაც ის ცხოვრებაში და თავისი ცხოვრების გზაზე აწყდება, და შეძენილი აქვს ამ საკითხების გარკვეული გაგება, წვდომა და გამოცდილება. ამ გამოცდილების მეშვეობით მან იცის, რა უნდა გააკეთოს სხვადასხვა პრობლემასთან შეჯახებისას, რათა უკეთ იცხოვროს და უფრო ეფექტიანად დაიცვას საკუთარი თავი. თუმცა, მწირი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანის შემთხვევაში, რადგან მისი უნარები ყველა ასპექტში დაბალია, რამდენი წლისაც არ უნდა გახდეს, მისი გადარჩენის უნარი მაინც ძალიან დაბალი იქნება. რამდენად დაბალია ის? იმდენად დაბალი, რომ მას დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი არ აქვს. ზოგმა შეიძლება თქვას: „შეხედე, ის მადიანად ჭამს, ღრმად სძინავს და ფიზიკურად ჯანმრთელია — როგორ შეგიძლია თქვა, რომ მას დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი არ აქვს?“ გადარჩენის უნარი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არ გულისხმობს იმას, შეუძლია თუ არა ვინმეს ჭამა ან ძილი. თუ ადამიანმა ისიც კი არ იცის, რომ ჭამის დროს უნდა ჭამოს, ის ნორმალური კი არა, გონებრივად შეზღუდული პიროვნებაა — და ასეთი ადამიანების სულიერი მონაცემების განხილვა მით უმეტეს არ არის საჭირო. ადამიანთა სულიერი მონაცემების შეფასების ფარგლები ძირითადად მოიცავს მათ, ვინც გარეგნულად ნორმალურად მიიჩნევა. ის არ მოიცავს ფიზიკური შეზღუდვების, გონებრივი ჩამორჩენილობის, ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანებს, ან მათ, ვისაც საკუთარ თავზე ზრუნვის უნარი არ გააჩნია. ჩვენ ხშირად ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც არ ძალუძთ, იპოვონ რაიმე კანონზომიერება, პრინციპი ან საქმის კეთების ხერხი კვების, ჩაცმის, საცხოვრებლისა და გადაადგილების მართვასთან მიმართებაში. რამდენი წლისაც არ უნდა გახდეს ის, არ იცის, როგორ გაუმკლავდეს ცხოვრების ამ ასპექტებს ისე, რომ ეს შეესაბამებოდეს პრინციპებსა და ადამიანობას. მაგალითად, მან არ იცის, რომელი ტანსაცმელია ყველაზე შესაფერისი სხვადასხვა სეზონისთვის და უბრალოდ სხვებს ბაძავს. როდესაც გარეთ ცივა, ის ძალიან თხლად იცვამს და ცივდება, თუმცა ვერ ხვდება, რატომ; ან არაჰიგიენური საკვების ჭამისგან ავადდება, მაგრამ არ იცის, რამ გამოიწვია ეს. მას არ შეუძლია ამ გამოცდილებიდან რაიმე დასკვნის გამოტანა. განა ის გონებრივად ჩამორჩენილი არ არის? განა მას არ აკლია დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი? (დიახ). რამდენი წლისაც არ უნდა იყოს, არ იცის, როგორ იცხოვროს და უბრალოდ დაბნეულობაში გააქვს თავი. ნორმალურ ადამიანს როდესაც პირველი შვილი უჩნდება, შესაძლოა გამოცდილება აკლდეს, მაგრამ მეორე შვილის გაჩენის დროისთვის მას უკვე შეძენილი აქვს გარკვეული გამოცდილება, თუ როგორ მოუაროს და გამოკვებოს შვილი. თუმცა, ზოგიერთ ადამიანს ორი ან სამი შვილის გაჩენის შემდეგაც კი არ აქვს გამოცდილება. როდესაც ეკითხებიან, როგორ უვლის შვილებს, ის პასუხობს: „არ ვიცი, როგორღაც თავი გაგვაქვს. ასეა თუ ისე, როცა ბავშვები მშივრები არიან, ვაჭმევ და როცა მაძღრები არიან, სულ ეს არის.“ ბავშვი, რომელიც მის ხელში მოხვდება, იღბლიანი იქნება, თუ გადარჩება. იმის გათვალისწინებით, თუ როგორი გადარჩენის უნარი აქვს, მისი მზრუნველობის ქვეშ ვერცერთი ბავშვი ვერ გადარჩებოდა ცოცხალი. ზოგიერთ ადამიანს არ ესმის, როგორ გაუმკლავდეს ცხოვრებაში ან გადარჩენის პროცესში წარმოშობილ სხვადასხვა პრობლემას. ასეთ ადამიანს აკლია გადარჩენის უნარი. მაგალითად, როდესაც ორი საკითხი ერთდროულად წარმოიშობა, იბნევა და არ იცის, რა გააკეთოს ან რომელ საკითხს გაუმკლავდეს პირველ რიგში. ის ფორიაქობს, ნერვიულობს, შიშობს და წუწუნებს: „რატომ წარმოიქმნა ეს ორი პრობლემა ერთდროულად? ახლა რა უნდა გავაკეთო?“ ის იმდენად შფოთავს, რომ არც ჭამა შეუძლია და არც ძილი. ის ასეთია ოცდაათი წლის ასაკშიც და სამოცი წლის ასაკშიც კი, მისი სულიერი სიმწიფე არ იცვლება. როდესაც გარკვეული სიტუაცია იქმნება და გამოსავალს ვერ პოულობს, ტირილს იწყებს. სხვები ეუბნებიან: „რატომ ტირი? არაფერია — ეს ერთ-ერთი ყველაზე ჩვეულებრივი პრობლემაა. უბრალოდ პრიორიტეტები უნდა განსაზღვრო და მნიშვნელობის მიხედვით გაუმკლავდე.“ თუ ადამიანს არ ძალუძს ამ საკითხებთან გამკლავება, ამის გამო საჭმელს არ ჭამს და ძილს კარგავს, ან სიცოცხლის დასრულებაზეც კი ფიქრობს, განა ის უკიდურესად უნებისყოფო არ არის? ის წუწუნებს კიდეც: „რატომ არ დაემართა ეს სხვას? რატომ დამემართა მე?“ ეს შენ დაგემართა, ამიტომ გაუმკლავდი მას. თუ არ შეგიძლია გამკლავება, ჰკითხე შენ გარშემო ვინმეს, ვისაც ესმის. როგორც კი საკითხს გაარკვევ, განა მერე არ გეცოდინება, როგორ გაუმკლავდე მას? როდესაც არაფერი ხდება, ასეთი ადამიანი საკმაოდ კარგად საუბრობს და ერთმანეთის მიყოლებით აფრქვევს მოძღვრებებს. მაგრამ როდესაც რაღაც ხდება, პანიკაში ვარდება, იბნევა, სლუკუნს იწყებს, გონება ეთიშება და აზრები ერევა — აღარ იცის, რა გააკეთოს. თუ ადამიანი ახალგაზრდაა, ცხოვრებაში ბევრი არაფერი უნახავს და გამოცდილება აკლია; ნორმალურია, თუ ნერვიულობს და ეშინია, როცა რამე ხდება. თუმცა, როდესაც ის ოცდაათი ან ორმოცი წლის ხდება, მას შემდეგ, რაც წუთისოფელში ბევრი რამ გამოიარა და გამოცდილება დააგროვა, შედარებით მოწიფული და გამოცდილი ხდება და საკითხებს მეტი სიდინჯითა და თავდაჯერებულობით აგვარებს. ახალგაზრდები, რომლებიც ამას ხედავენ, აღფრთოვანებულნი რჩებიან და ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ასეთ ადამიანებს დაეყრდნონ. თუ ადამიანს აკლია სულიერი მონაცემები და გადარჩენის უნარი, მას ასევე აკლია საკუთარ თავზე ზრუნვის უნარი. თუ მის გარშემო არ არიან ზრდასრულები ან გამოცდილი ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან და ზედამხედველობას გაუწევენ, ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, სრულ ქაოსად იქცევა. ასეთ ადამიანს უკიდურესად მწირი სულიერი მონაცემები აქვს. კონკრეტულად რამდენად მწირია ზოგიერთი ადამიანის სულიერი მონაცემები? ავიღოთ, მაგალითად, ისეთი დიასახლისები, რომლებმაც არ იციან, რამდენი ბრინჯი ან რამდენი კერძია საჭირო რამდენიმე სულიანი ოჯახისთვის სადილის მოსამზადებლად — ზოგიერთი ოცი ან ოცდაათი წელია საჭმელს ამზადებს და მაინც არ იცის, რამდენი უნდა მოამზადოს თითოეულ ჯერზე ან რამდენად მარილიანი უნდა იყოს კერძები; ზოგჯერ იმის ზუსტად განსაზღვრაც კი არ ძალუძს, კარგად არის თუ არა საკვები მოხარშული. მისი სულიერი მონაცემები ასეთი მწირია. განა ასეთ ადამიანს აზროვნების უნარი არ აკლია? მას ღორის ტვინი აქვს! ასეთ ადამიანს აკლია დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი. მას არ გააჩნია მოქმედების გზა და ადვილად უშვებს შეცდომებს. როდესაც რაიმე ხდება, თუ არავინ არის, ვინც მას ზედამხედველობას გაუწევს, ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, სრულ ქაოსად იქცევა და ყოველივე მთლიანად ირევა. ის ჭკუასუსტი და გონებრივად ჩამორჩენილია. ამგვარ ადამიანს, რომელსაც წვდომის ყველაზე დაბალი უნარი აქვს, რამდენი თანაზიარებაც არ უნდა მოისმინოს ჭეშმარიტება-პრინციპების შესახებ, მხოლოდ მოძღვრებები ესმის. რეალურ ცხოვრებაში მან მაინც არ იცის, როგორ გამოიყენოს ეს პრინციპები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოძღვრებები, რომლებიც ესმის, ვერ აძლევს მას რაიმე მიზანს, მიმართულებას ან გზას რეალურ ცხოვრებაში. ეს არის წვდომის ყველაზე დაბალი უნარის მქონე ადამიანი. ამით სრულდება ჩვენი თანაზიარება წვდომის უნარზე, რომელიც მესამე უნარია.
პუნქტი 4: მიღების უნარი
რა არის მეოთხე უნარი? მიღების უნარი. მიღების უნარი გარკვეულწილად განსხვავდება გაგებისა და აღქმის უნარებისგან. მიღების უნარი გულისხმობს იმას, თუ რაიმე ახლის სიახლის შემთხვევაში ძალგიძს თუ არა გაარჩიო, დადებითია ის თუ უარყოფითი, და რა სარგებელი ან ზიანი მოაქვს მას შენი ცხოვრებისთვის, საქმისა და არსებობისთვის, ასევე იმას, თუ როგორ უყურებ, როგორ ეპყრობი და როგორ იყენებ მას. თუ კარგი სულიერი მონაცემები გაქვს, მაშინ სიახლესთან მიმართებაში განსაკუთრებით მგრძნობიარე და გამჭრიახი იქნები. მის შესახებ ინფორმაციის სწრაფად მიღების შემდეგ შეძლებ დაადგინო, რა სარგებელი ან ზიანი მოაქვს მას ადამიანთათვის ან რა ნაკლოვანებები გააჩნია. თუ ის სასარგებლოა შენს რეალურ ცხოვრებაში არსებული გარკვეული საკითხისთვის, შეგიძლია მყისიერად გამოიყენო მისი უპირატესობები; თუ ის საზიანოა, ასევე შეგიძლია ადამიანებს თავიდან აარიდო მისი ნაკლოვანებები ან მისით გამოწვეული ზიანი. ანუ შენ გაქვს სიახლის მიღების გარკვეული დონე და ძალგიძს სწრაფად დაინახო იმ სიახლის არსი, რომელიც უარყოფითი და საზიანოა ადამიანთათვის და ნაკლოვანებები გააჩნია — ეს არის მიღების უნარის ქონა. სწორედ აქ მდგომარეობს განსხვავება მიღების უნარს, გაგების უნარსა და წვდომის უნარს შორის. მიღების უნარი ძირითადად გულისხმობს იმას, თუ რამდენად მგრძნობიარეა ადამიანი სიახლის მიმართ და რამდენად გააჩნია მისიამოცნობის უნარი. თუ სწრაფად არჩევ სიახლეს, შეგიძლია სწრაფად მიიღო მისი უპირატესობები და სარგებელი და გამოიყენო რეალურ ცხოვრებაში, რაც წაადგება შენს ცხოვრებას ან საქმეს, და შემდეგ უარი თქვა ან მოიშორო ის ძველი, რომელიც ამ ახალმა ჩაანაცვლა; ეს იმას ნიშნავს, რომ ფლობ მიღების უნარს და ხარ კარგი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანი. ამის შემდეგ მოდის საშუალო სულიერი მონაცემების მქონე ადამიანი. ასეთი ადამიანი განსაკუთრებით ნელა იღებს ზოგიერთ სიახლეს, რომელმაც უკვე ჩაანაცვლა ძველი, ასევე ახალ შეხედულებებსა და ახალ ტექნოლოგიებს. რას გულისხმობს „ნელა“? ეს გულისხმობს იმ ფაქტს, რომ მას მხოლოდ მაშინ ძალუძს სიახლის მიღება, როდესაც ის უკვე ფართოდ გავრცელდება, ძალიან აქტიურად გამოიყენება და მისი აღმნიშვნელი ტერმინი ყველასთვის ნაცნობი გახდება. მას არ გააჩნია სიახლის აღქმა და არ ძალუძს გაარჩიოს, დადებითია ის თუ უარყოფითი. დადებით სიახლესაც კი ეწინააღმდეგება და გულის სიღრმეში ზიზღით უყურებს; მას ყოველთვის აქვს საკუთარი წარმოდგენები და საკუთარი დამოკიდებულებები, ყოველთვის წუთისოფლის ტენდენციებს უწყობს ფეხს, სიახლეების მიმართ კი ჩაკეტილი და მიუღებელია და უარყოფს მათ. მხოლოდ მაშინ, როდესაც რაიმე სიახლე ფართოდ გავრცელდება, ბევრი ადამიანი გამოსცდის და გააცნობიერებს მის უპირატესობებს და სარგებელს მიიღებს მისგან, მხოლოდ მაშინ იწყებს ის მის მიღებასა და გამოყენებას. ეს არის საშუალო სულიერი მონაცემების ქონა. ასეთი ადამიანი ძალიან პასიურად იღებს სიახლეს; ეს არ არის აქტიური მიღება. ეს იმიტომ ხდება, რომ, ერთი მხრივ, ის არ არის მგრძნობიარე სიახლის მიმართ; ის არის უგრძნობი, ჩამორჩენილი და ჩაკეტილი. მეორე მხრივ, ეს ასევე იმიტომ ხდება, რომ მას აქვს გარკვეული წარმოდგენები და შეხედულებები სიახლის შესახებ და მის მიმართ ზიზღი და აგდებული დამოკიდებულება უჩნდება. ამის სუბიექტური მიზეზი ის არის, რომ მისი სულიერი მონაცემები და მიღების უნარი საშუალოა, რაც მას ინდიფერენტულს ხდის; როდესაც ის სიახლის წინაშე დგება, ვერ აცნობიერებს მას, არ აქვს განცდა და აკლია მათი აქტიურად მიღების მზაობა. გარდა ამისა, ის ბუნებრივად განსაკუთრებით ჩამორჩენილი, უგრძნობი და გონებაჩლუნგია. ეს ორი მიზეზი განაპირობებს იმას, რომ ის ნელა იღებს სიახლეებს. მხოლოდ მაშინ, როდესაც ბევრი ადამიანი უკვე იყენებს რაღაცას, საუბრობს იმაზე, თუ რა უპირატესობები აქვს, რამდენად პრაქტიკულია რა გავლენას ახდენს ადამიანებზე და რა სარგებლის მიღების საშუალებას აძლევს ის მათდა როდესაც ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ნახავს — ასევე დაინახავს, რომ მათ გარშემო მყოფმა ადამიანებმა ეს პირადად გამოსცადეს გარკვეულწილად— მხოლოდ მაშინ იღებს ის მას ნელ-ნელა თავის გულში და შემდეგ იწყებს მის გამოყენებას. როგორი სახის სულიერ მონაცემებზე მიუთითებს ეს? ასეთი ადამიანის მიღების უნარი საშუალოა. მიღების საშუალო უნარის ქონა ნიშნავს, რომ ადამიანის სულიერი მონაცემები საშუალოა. მაგალითად, სახარების ქადაგებისას ან გარკვეული პროფესიული საქმის შესრულებისას ზოგიერთი ძმა და დაინიციატივას იჩენს ახალი მეთოდის ან პროფესიული ტექნიკის გამოცდასა და გამოყენებაში. ის მალევე გრძნობს, რომ ამ პროფესიული ტექნიკის გამოყენება ძალიან კარგია, რადგან მისი მეშვეობით მოვალეობის შესრულების შედეგიანობა საკმაოდ კარგია და მისი ეფექტიანობაც იზრდება. შემდეგ ის დაუყოვნებლივ უწევს პოპულარიზაციას ამ ახალ ტექნიკას ან მეთოდს, და მოუწოდებს სხვა ძმებსა და დებს, რომ შეისწავლონ და გამოიყენონ იგი. კარგი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანი დახელოვნებულია მოვალეობის შესრულებისას ახალი ტექნიკებისა და მეთოდების ძიებაში. მას ძალიან სწრაფად შეუძლია ნათლად აღიქვას და ზუსტად შეაფასოს ახალი მოვლენა, ხელიდან არ გაუშვას ეს შესაძლებლობა, სრულად მიიღოს ახალი ტექნიკა ან მეთოდი და გამოიყენოს იგი რეალურ საქმეში. იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ამ ახალი მოვლენის ძლიერი და სუსტი მხარეები და რა შედეგების მიღწევა შეიძლება ამით; ამ ადამიანს შეუძლია უწყვეტად გამოიტანოს დასკვნები და შემდეგ შეიტანოს კორექტივები. ძიების გარკვეული პერიოდის შემდეგ ის თანდათანობით აცნობიერებს, ამ ტექნიკური პროფესიის ან ინფორმაციის რომელი ასპექტები შეიძლება გამოყენებულ იქნას საეკლესიო საქმეში და რომელი — არა. ამის შემდეგ ის თანდათან აუმჯობესებს ამ სიახლეს თავის საქმეში პრინციპებისა და ღვთის სახლის მოთხოვნების შესაბამისად. რაც უფრო მეტად აუმჯობესებს ამ სიახლეს, მით უკეთესი ხდება იგი, და საბოლოოდ ნაყოფს იძლევა. ეს კარგი სულიერი მონაცემების გამოვლინებაა. თუმცა, ზოგიერთი ადამიანი, სახარების ქადაგებისას კვლავ ხისტად ებღაუჭება თავდაპირველ მეთოდს, ქადაგებს ან ერთი ერთზე, ან ორი ერთზე პრინციპით ან მხოლოდ რაოდენობაზე დაყრდნობით. ის ინდიფერენტული და გონებაჩლუნგია, და ნელა იღებს თანამედროვე მეთოდს. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვიერად აღიარებს, რომ თანამედროვე მეთოდი საკმაოდ კარგად ჟღერს და განხორციელებადია, გულში მუდმივად ეჭვები უჩნდება. მას ეშინია, რომ თუ ამ მეთოდს გამოიყენებს, ის ცუდ შედეგებს გამოიღებს, ამიტომ ცდას ვერ ბედავს. სხვები არწმუნებენ მას და ეუბნებიან: „არ გჭირდება ამ ყველაფერზე ნერვიულობა. ჩვენ უკვე გამოვცადეთ ის; ამგვარად პრაქტიკაში გამოყენებას განსაკუთრებით კარგი შედეგები მოაქვს.“ მაგრამ ის მაინც ვერ ბედავს ცდას და კვლავ თავდაპირველ მეთოდს ეჭღაუჭება. მხოლოდ მაშინ, როდესაც ბევრი ადამიანი იყენებს ახალ მეთოდს სახარების საქადაგებლად, რის შედეგადაც ყოველთვიურად მეტ ადამიანს იძენს და ეფექტიანობას ზრდის, ის მხოლოდ მაშინ იღებს უხალისოდ გადაწყვეტილებას, რომ სცადოს, მაგრამ მაინც ძალიან ფრთხილად მოქმედებს და ვერ ბედავს თავისი გეგმებისა და სტრატეგიების სრულად შეცვლას. ეს არის ახალი მოვლენების მეტისმეტად ნელა მიღება; ეს არის საშუალო სულიერი მონაცემების ქონა. ცუდი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანს მიღების კიდევ უფრო ცუდი უნარი აქვს. მას არ ძალუძს ნათლად აღიქვას სიახლე, არ შეუძლია მისი განსჯა და არ იცის, როგორ მოეპყროს მას. გულის სიღრმეში ის ეწინააღმდეგება მას და ფიქრობს, რომ ადამიანებმა, რომლებსაც ღმერთი სწამთ, არ უნდა მიიღონ სიახლეები, ახალი ინფორმაცია და ტექნოლოგიები. ხომ ხედავ, ის საკმაოდ ჩაკეტილია. ზოგიერთი აღმსარებლობის წარმომადგენელი დღემდე არ მოიხმარს ელექტროენერგიას, არ უყურებს ტელევიზორს, არ იყენებს კომპიუტერებს ან სხვა ელექტრონულ პროდუქტებს. როდესაც სადმე მიდის, არ სარგებლობს თანამედროვე ტრანსპორტით; ველოსიპედითაც კი არ დადის. რითი გადაადგილდება ის? ხარებშებმული ურმებითა და ცხენშებმული ეტლებით, და მოძრაობისას მტვრის კორიანტელს აყენებს. ზოგიერთი ადამიანი ეკითხება: „რატომ არ დადიხარ ველოსიპედით ან მანქანით?“ ის პასუხობს: „ეს საგნები ადამიანის შექმნილია. ვშიშობთ, რომ ღმერთს არ მოეწონებოდა, ისინი რომ გამოგვეყენებინა.“ ეს არის მიღების ცუდი უნარის ქონა. მიღების ცუდი უნარის მქონე ადამიანი ბევრ მოვლენას არასწორად აღიქვამს. ის ჩარჩენილია თავის ძველ გზაზე, ებღაუჭება საკუთარ შეხედულებებს და ეწინააღმდეგება ყველა სიახლეს. ის, რომ წინააღმდეგობას უწევს მას, თავისთავად წარმოადგენს პრობლემას მის აზროვნებასა და გონებაში. რაზე მიუთითებს ასეთი პრობლემა? რბილად რომ ვთქვათ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ასეთი ადამიანის სულიერი მონაცემები მეტისმეტად საშუალოა. თუ მას მუდმივად არ ძალუძს სიახლეების მიღება, მაშინ მისი სულიერი მონაცემები ცუდია და ის ხისტად აზროვნებს. მას მიაჩნია, რომ ღვთის საქმე უცვლელია და რომ რა სიტყვებიც არ უნდა ეთქვა ღმერთს, მარად მხოლოდ იმავე სიტყვებს იტყვის და რომ რა საქმეც არ უნდა შეესრულებინა ღმერთს, მარად მხოლოდ იმავე საქმეს შეასრულებს. რაც შეეხება ამ კაცობრიობასა და ამ ეპოქას, მას სჯერა, რომ ის, რაც თავდაპირველად იხილა და გამოსცადა, სამუდამოდ უცვლელი დარჩება და ყოველთვის ასე იქნება. მაგალითად, 20 ან 30 წლის წინ ადამიანს ჰქონდა გარკვეული წარმოდგენა ტანსაცმლის შესახებ. მას სჯეროდა, რომ ბამბის მასალა სრულიად ბუნებრივი იყო და რომ ყველა სახის ბამბის ქსოვილი კარგი იყო; იქნებოდა ეს ბამბით დათბილული ქურთუკები, მაისურები თუ საცვლები, რადგან ის ბამბისგან იყო დამზადებული, სინთეტიკურ ბოჭკოებზე უკეთესი იყო. ის უბრალოდ მტკიცედ ებღაუჭებოდა ამ რწმენას. თუმცა, 20 ან 30 წლის შემდეგ საფეიქრო მრეწველობა განვითარდა და გაჩნდა ბამბის მსგავსი ბევრი ქსოვილი სხვადასხვა სინთეტიკური ბოჭკოს სამოსთან ერთად. არსებობს ბევრი ქსოვილი, რომელიც ბამბის ქსოვილზე უკეთესია; ის უფრო ჰაერგამტარია, უფრო სწრაფად ანაწილებს სითბოს, უფრო სწრაფად შთანთქავს ტენს, არ კარგავს ფორმას, არ იკუმშება და არ ხუნდება, როგორც არ უნდა გაირეცხოს. გარდა ამისა, მისი ტარება განსაკუთრებით კომფორტული და მსუბუქია და არანაირ ზიანს არ აყენებს კანს. თუმცა ზოგიერთი ადამიანისთვის მაინც არ მიუღებელია სინთეტიკური ბოჭკო. მას კვლავ სჯერა, რომ მხოლოდ ბამბის ქსოვილია კარგი, რადგან ბამბა მიწაში იზრდება, ღვთის მიერ არის შექმნილი და ბუნებრივია, ხოლო სინთეტიკური ბოჭკოი ადამიანის შექმნილია. ვერ აცნობიერებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბამბა ღვთის მიერ არის მომზადებული და საუკეთესოა, მიწა დაბინძურდა და ბამბის ჭია, რომელიც ბამბას აზიანებს, თაობიდან თაობამდე ძლიერდება. ჩვეულებრივ პესტიციდებს არ შეუძლია პრობლემის გადაჭრა. საბოლოოდ, ბამბამ უნდა გაიაროს დეზინფექციის სპეციალური პროცედურა, რათა მისმა ტარებამ ქავილი არ გამოიწვიოს. ქსოვილის კარგად დამუშავება ტანსაცმლის თვითღირებულებას ზრდის, რაც უკიდურესად მაღალ გასაყიდ ფასს განაპირობებს. თუ კარგად არ დამუშავდება, მაშინ ის სინთეტიკური ბოჭკოსგან დამზადებული ტანსაცმლის ტარებაზე უარესია. ხომ ხედავ, სინთეტიკური ბოჭკოს ტანსაცმლის ხარისხი დღესდღეობით განსაკუთრებით კარგია; ბევრი პროფესიონალი სპორტსმენი ატარებს მას და გამოხმაურებაც საკმაოდ დადებითია. მაგრამ ზოგიერთი ადამიანი, ამის მოსმენის შემდეგ, მაინც არ იღებს მას და კვლავ დარწმუნებულია, რომ ბამბის ქსოვილი უკეთესია. განა ასეთი ადამიანი უმეცარი და ჯიუტი არ არის? (დიახ.) ეს უმეცრება და სიჯიუტე მისი ადამიანობის პრობლემაა. მაშ, როგორია მისი სულიერი მონაცემები? (მისი სულიერი მონაცემები არ არის კარგი.)
როდესაც ადამიანი სიახლის წინაშე აღმოჩნდება, მისი დამოკიდებულება იმის განსჯისას, სწორია ის თუ არასწორი — რათა გადაწყვიტოს, მიიღოს ის თუ უარყოს — დამოკიდებულია მის სულიერ მონაცემებზე. თუ ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ სიახლე სწორია, მიჰყვება ბრბოს და პასიურად იღებს მას, მაშინ ასეთი ადამიანი საუკეთესო შემთხვევაში საშუალო სულიერი მონაცემებისაა. თუ მას არ ძალუძს გაარჩიოს, სწორია სიახლე თუ არასწორი, სასარგებლოა თუ არა ის ადამიანებისთვის, და რა არის მისი ძლიერი მხარეები და ნაკლოვანებები ძველთან შედარებით, რომელთა მიმართაც მას მანამდე მტკიცე რწმენა ჰქონდა, და არ შეუძლია გაარჩიოს ან განასხვავოს სიახლესა და ძველს შორის არსებული განსხვავებები — თუ მას არ ძალუძს ამ ყოველივეს განსჯა, მაშინ ეს ამტკიცებს, რომ მას არ აქვს სიახლის მიღების უნარი; ანუ მას არ აქვს წვდომის უნარი. ასეთი ადამიანი ცუდი სულიერი მონაცემებისაა. თავდაპირველად, როდესაც სიახლე ჩნდება, მას არ გააჩნია გარკვეული აღქმის უნარი. როდესაც მას ესმის ამ სიახლის შესახებ შესახებ, მას ასევე საერთოდ არ გააჩნია მისი მიღების უნარი. საბოლოოდ, მაშინაც კი, თუ ის უხალისოდ იღებს სიახლეს, ეს მხოლოდ სხვების დახმარებითა და დარწმუნებით ხდება, რომლებსაც მისი უპირატესობებისა და ძლიერი მხარეების ძველთან შედარებაც კი უწევთ, რათა ამ ადამიანმა საკუთარი თვალით დაინახოს, რომ სიახლესა და ძველს შორის აშკარა განსხვავებებია და რომ სიახლე აშკარად აღემატება ძველს, სანამ მის მიღებას შეძლებს. თუმცა გულის სიღრმეში ამ ადამიანს მაინც არ ძალუძს ნათლად დაინახოს, რა არის კარგი ბევრ სხვა სიახლეში და კვლავ გრძნობს, რომ ძველი კარგია და მას უნდა ჩაებღაუჭოს. მხოლოდ იმ გარემოებებში, როდესაც სხვა არჩევანი არ აქვს, ის უხალისოდ და პასიურად იღებს სიახლეებს. ასეთი ადამიანი ცუდი სულიერი მონაცემებისაა. საშუალო სულიერი მონაცემების მქონე ადამიანი არის ის, ვინც რამდენიმე მინიშნების შემდეგ მყისიერად იგებს და აცნობიერებს, რომ მოვლენებს დამახინჯებულად და მოძველებულად უყურებდა. ეს არის საშუალო სულიერი მონაცემების ქონა. მეორე მხრივ, ცუდი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანს სჭირდება მრავალგზის მინიშნება და შეხსენება, და ერთობლივად ყველას მიერ დარწმუნება — გარკვეულ ფაქტებთან და კონკრეტულ მაგალითებთან ერთად, რომლებიც აჩვენებს, თუ რა სარგებელი აქვს ამ სიახლეს ადამიანთათვის მისი ფართოდ დანერგვის შემდეგ — სანამ ის უხალისოდ მიიღებს და გამოიყენებს მას. თუმცა, ფარულად ის მაინც ძველს ირჩევს. ეს არის ძალიან ცუდი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანი. ცუდი სულიერი მონაცემების ქონა ნიშნავს, რომ მას მუდმივად არ შეუძლია ამოიცნოს ის დადებითი გავლენა, რომელსაც სიახლე ახდენს ადამიანებზე, და არ ძალუძს იპოვოს განსხვავებები სიახლესა და ძველს შორის, და მუდმივად ვერ ახერხებს აღმოაჩინოს ან გამოავლინოს სიახლის უპირატესობები და წინსვლა და ძველი მოვლენების ნაკლოვანებები და ჩამორჩენილობა, და ასევე ის, რომ ის ყოველთვის ებღაუჭება ძველ აზრებსა და შეხედულებებს; შესაბამისად, მისი მიღების უნარი ძალიან დაბალია. მიღების ცუდი უნარის მქონე ადამიანი ცუდი სულიერი მონაცემებისაა. ცუდი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანი ვერ ხედავს პრობლემების არსს ან საფუძველს, როგორც არ უნდა აუხსნა მას საკითხები. ადამიანთა იმ ნაწილზე, რომელსაც ყველაზე ცუდი სულიერი მონაცემები აქვს, იმის თქმაც კი არ შეიძლება, რომ მიღების რაიმე უნარი გააჩნია — როდესაც ისინი სიახლის წინაშე დგებიან, საქმე იმაში კი არ არის, სუბიექტურად სურთ თუ არა მათი შესწავლა და მიღება; არამედ პრობლემა ისაა, რომ საერთოდ არ გააჩნიათ აღქმის უნარი. რეალურ ცხოვრებაში იქნება ეს თუ მოვალეობის შესრულებისას, რა სიახლეც არ უნდა გამოჩნდეს, რა საქმეც არ უნდა წავიდეს წინ ან გაუმჯობესდეს, მათ არ ძალუძთ აღქმა და გაცნობიერება. ნუთუ მათი უცოდინრობა ამ საკითხებში გამოწვეულია იმით, რომ ისინი ახალ ამბებს ან გაზეთებს არ კითხულობენ? არა, ეს იმიტომ ხდება, რომ მათ სულიერ მონაცემებს უბრალოდ აკლია მიღების უნარი. თითქოს მათ საერთოდ არ გააჩნიათ მიმღებლობის უნარი. ნებისმიერი სიახლის გამოჩენის მიმართ უგრძნობნი, გონებაჩლუნგნი არიან და აკლიათ აღქმის უნარი. თუნდაც ხმაურიან ქალაქში ცხოვრობდნენ, თითქოს შორეულ მთის სოფელში ცხოვრობენ. მათ სრულიად არაფერი უწყიან ადამიანთა ცხოვრებაში მომხდარი დიდი თუ მცირე მოვლენების შესახებ. შესაბამისად, მათ ცხოვრებაში არ არსებობს არანაირი სიახლე, რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მათ კვებაზე, ჩაცმაზე, საცხოვრებელსა და ტრანსპორტზე. ისინი უბრალოდ ცხოველებს ჰგვანან. მათი აზროვნების სფერო შემოიფარგლება მათივე ცხოვრების ვიწრო არეალით — იმით, რაც იცოდნენ იმ ასაკიდან, როდესაც წუთისოფელში სხვადასხვა მოვლენის აღქმას სწავლობდნენ. ამის მიღმა გარე სამყაროდან მომდინარე ნებისმიერ მოვლენას მათზე საერთოდ არანაირი გავლენა არ აქვს და მის მიმართ არანაირი ინტრესი არ გააჩნიათ. როგორი ადამიანები არიან ისინი? არიან ისინი გონებრივად ჩამორჩენილნი? (დიახ.) რა თქმა უნდა, საკითხები, რომლებზეც აქ ვსაუბრობთ, ყოველდღიური ცხოვრების ძალიან მცირე, უმნიშვნელო ასპექტებია; არ ვგულისხმობთ ეროვნულ საქმეებს ან მთავარ გლობალურ სიახლეებს. ყველაზე უმნიშვნელო სიახლესაც კი ვერ ამჩნევენ და მის მიმართ არანაირ ინტერესს არ იჩენენ. ეს „მიღება“ გულისხმობს იმას, თუ როგორ ცვლის სიახლის გამოჩენა მათ აზრებსა და შეხედულებებს, როგორ შეაქვს გარკვეული გაუმჯობესება მათ ცხოვრებაში — მათ შორის ცხოვრების წესში, ცხოვრებისეულ საბაზისო ცოდნაში და ა.შ. — და როგორ იწვევს ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრის უნარის გარკვულ გაუმჯობესებასა და პროგრესს. მიღების უნარს მოკლებული ადამიანი ყოველთვის ინარჩუნებს თავის რუტინულ, თავდაპირველ ცხოვრების წესს. მაგალითად, წარსულში ადამიანები ხშირად ამბობდნენ, რომ ისპანახთან ერთად მოშუშული ტოფუ კარგი რამ იყო, რადგან ის იყო როგორც რკინის, ასევე კალციუმის წყარო, და ვიღაც გაიზარდა მისი ამგვარად ჭამით. მოგვიანებით ზოგმა თქვა, რომ როგორც საკვების მკვლევრებმა აღმოაჩინეს, ისპანახი შეიცავს მჟაუნმჟავას და მისი ტოფუსთან ერთად ხანგრძლივად მიღება იწვევს ორგანიზმში კენჭების წარმოქმნას. ამის მოსმენის შემდეგ ეს ადამიანი ფიქრობს: „რა არის მჟაუნმჟავა? ვის უნახავს ოდესმე მჟაუნმჟავა ისპანახში? ამდენი წელია მას მივირთმევ და არაფერი მომხდარა. მე გავაგრძელებ მის ჭამას!“ ის არ იღებს ამას. ეს არის ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია სიახლის ან ახალი შეხედულებების მიმღებლობის არანაირი დონე. ამის საპირისპიროდ, მიღების უნარის მქონე ადამიანი როგორც კი დაადასტურებს, რომ ისპანახი შეიცავს მჟაუნმჟავას, იფიქრებს იმაზე, თუ როგორ მოაშოროს მჟაუნმჟავა, და ამის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებით ის აღმოაჩენს, რომ ისპანახის მდუღარე წყალში მოწალვა აშორებს მჟაუნმჟავას. მიღების უნარის მქონე ადამიანი ახალი ინფორმაციის მოსმენისას გამოკითხვის მეშვეობით გაარჩევს ინფორმაციის სისწორეს და იმას, არის თუ არა ის სასარგებლო ადამიანთათვის და შემდეგ გადაწყვეტს, მიიღოს თუ უარყოს ის. ის დასვამს კითხვებს, შეისწავლის მასთან დაკავშირებულ დეტალებს და შემდეგ გამოიყენებს ამ ინფორმაციას რეალურ ცხოვრებაში, რითაც თავიდან აირიდებს მოცემული სიახლით გამოწვეულ ნაკლოვანებებს ან ზიანს ადამიანთათვის. მეორე მხრივ, იმ დაბნეულ ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია მიღების უნარი, რა ახალი ინფორმაციაც არ უნდა მოისმინოს, არც ინტერესდება და არც კითხულობს მის შესახებ, არამედ პირდაპირ უარყოფს მას და მხოლოდ ძველს, მოძველებულს ებღაუჭება. საბოლოო ჯამში, ეს ყოველვე მისი სულიერი მონაცემების პრობლემამდე დადის. რაც შეეხება სიახლეებს, მან არ იცის, როგორ მიუდგეს მათ ან რა პრინციპები უნდა დაიცვას, და არც იმაზე ფიქრობს, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს სიახლეების უარყოფამ მის ცხოვრებაში ან საქმეში. მოკლედ რომ ვთქვათ, ის ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებს სიახლეებსა და ახალ ინფორმაციას და ვერ ბედავს მათ მიღებას. ასეთი ადამიანები მწირი სულიერი მონაცემებისანი არიან.
მწირი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანს არ ძალუძს დამოუკიდებლად გადაჭრას ცხოვრებაში წარმოშობილი პრობლემები, რაც არ უნდა ბევრი იყოს ისინი. ასეთ ადამიანს არ აქვს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი. მიუხედავად იმისა, თუ რას ეხება საქმე, საქმის კეთების რა გზებიც და მეთოდებიც არ უნდა მიეღო მემკვიდრეობით თავისი წინაპრებისგან თავის დროზე, სწორედ ასე აგრძელებს მათ კეთებას; ის არაფერს ცვლის და ბოლომდე ხისტად ებღაუჭება ამას. თუ გააკრიტიკებ და ეტყვი, რომ ასე მოქცევა არასწორია, ის არ მოგისმენს, უკიდურესად გაჯიუტდება კიდეც და შეგეკამათება: „ეს ასე გადმოგვეცა ჩვენი წინაპრებისგან. ბაბუაჩემის თაობა და ჩემი მშობლების თაობაც ასე იქცეოდა, და ეს სწორედ ასე გადმოგვეცა!“ აუცილებლად სწორია ის, რაც გადმოგვეცა? ის არ უფიქრდება ამ კითხვას, რაც მის მწირ სულიერ მონაცემებებზე მეტყველებს. მას რომ ნორმალური ადამიანის სულიერი მონაცემები ჰქონოდა, ის დაფიქრდებოდა ამ კითხვაზე. სიახლეების შესახებ ინფორმაციის მოსმენისას ის გარკვეულწილად გამოხატავდა მზაობას მათ მისაღებად. თუ მას არ აქვს ეს გამოვლინებები, ეს ნიშნავს, რომ მას საერთოდ არ გააჩნია მიღების მზაობა. ასეთ ადამიანს აკლია დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი. რამდენი წლისაც არ უნდა გახდეს, ის ყოველთვის ამბობს: „მამაჩემის დროს ასე იყო. ბაბუაჩემისა და პაპაჩემის დროსაც ასე იყო. ამიტომ ჩემს თაობაშიც ასე უნდა იყოს.“ ეს ადამიანი აშკარად ძველი დროის გადმონაშთია. ის დამპალ მორს ჰგავს — გაქვავებულია! მას არ აქვს რაიმე სიახლის მიღების უნარი, რაც აჩვენებს, რომ მას ძალიან მწირი სულიერი მონაცემები აქვს. როგორც არ უნდა აუხსნა სიახლეების უპირატესობები, ის არ მიიღებს მათ. ასეთ ადამიანს აკლია დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი. გარეგნულად შეიძლება ჩანდეს, რომ ის დამოუკიდებლად უმკლავდება კვებას, ჩაცმას, საცხოვრებელსა და გადაადგილებას, მაგრამ გზები და მეთოდები, რომლებსაც ის იყენებს, არასათანადოა. თავისი ცხოვრების წესს არ უსადაგებს ეპოქას ან იმ ზოგად ცოდნასა და გამოცდილებას, რაც კაცობრიობამ დააგროვა სხვადასხვა სფეროში. ასეთი ადამიანი არის ის, ვისაც მწირი სულიერი მონაცემები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ის არ შიმშილობს, არ იყინება და არ გადაუტანია რაიმე სერიოზული დაავადება, არსებობისადმი მისი შეხედულებიდან და მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ასეთი ადამიანი უბრალოდ დაბნეულობაში ცხოვრობს; ის ასევე შეიძლება მივაკუთნოთ გონებრივად ჩამორჩენილთა, იდიოტთა ან უგუნურთა კატეგორიას. ზოგიერთი ადამიანი თავს უხერხულად გრძნობს, როდესაც მას გონებრივად ჩამორჩენილს ან იდიოტს უწოდებენ, მაგრამ თავს უხერხულადაც რომ გრძნობდეს, ეს სიმართლეა. მისი სულიერი მონაცემები ნამდვილად ასეთი მწირია. ნამდვილად ვისურვებდი მეთქვა რაღაც, რაც შენთვის სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ უბრალოდ არ გაგაჩნია ამისთვის საჭირო სულიერი მონაცემები. გაკლია უნარი ყველა ასპექტში და არ გაქვს სწორი, ზუსტი აზრები ან შეხედულებები, რომლებიც შეესაბამება ნორმალური ადამიანობის აზროვნებას ნებისმიერი საკითხის მიმართ. განა ეს სულიერი მონაცემების ნაკლებობა არ არის? უკვე საკმარისად დიდი წყალობაა, რომ უსარგებლო ადამიანი არ გიწოდო. ამგვარი ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია სულიერი მონაცემები, მხოლოდ ერთი ნაბიჯით არის დაშორებული გონებრივი შეზღუდულობისგან. გონებრივი შეზღუდულობის მქონე ადამიანს საკუთარ თავზე ზრუნვის უნარიც კი აკლია, და მთლიანად სხვების დახმარებაზეა დამოკიდებული. ჭამის დროს მშობლებს მაინც უწევთ მისი ლუკმა-ლუკმა გამოკვება და მან ისიც კი არ იცის, დანაყრდა თუ არა. მწირი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანი გონებრივად ჩამორჩენილია; ის იდიოტია და მხოლოდ ერთი ნაბიჯით არის დაშორებული გონებრივი შეზღუდულობისგან. აი, ასეთი მწირია მისი სულიერი მონაცემები. მითხარით, განა ასეთი ადამიანი შესაბრალისი არ არის? განა ის საკმაოდ გამაღიზიანებელი არ არის? ცუდი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანს არ აქვს სწავლის უნარი, არც გაგების უნარი და არც წვდომის უნარი; მით უმეტეს არ გააჩნია მიღების უნარი — მას არ გააჩნია უნარები არცერთ ასპექტში. როგორც არ უნდა აუხსნა საკითხები ან მოუყვანო მაგალითები, მაინც ვერ გაიაზრებს ან გაიგებს, რა ითქვა. განა ეს გონებრივი ჩამორჩენილობა არ არის? როგორც არ უნდა აუხსნა, ის ვერ გაიგებს. ძალიან ნათლადაც რომ ისაუბრო და საფუძვლიანად აუხსნა, მაინც ვერ იგებს, და შენი ნათქვამი ძალიან უხერხულადაც კი ეჩვენება. მას აკლია ნორმალური ადამიანის აზროვნება და მცდარი შეხედულებების მთელ წყებასაც კი იგონებს შენი ნათქვამის გასაბათილებლად. ასეთ ადამიანთან მსჯელობა შეუძლებელია; უბრალოდ უთხარი მას: „შენ საღ აზრს მოკლებული ხარ!“ მისი სულიერი მონაცემები ასეთი მწირია. განა არ იგრძნობ შფოთვასა და გაღიზიანებას მის მიმართ? რაც არ უნდა უთხრა ასეთ ადამიანს, ეს უსარგებლოა. როგორც არ უნდა ეცადო მისთვის რაიმეს გაგებინებას, მას არ ესმის. მცირე საკითხის ასახსნელადაც კი მთელი დღეა საჭირო, და თუ ოდნავ უფრო ღრმად ისაუბრებ, ის ვერ გაიგებს; ყველაზე ზედაპირული ტერმინები უნდა გამოიყენო და ბევრი ისაუბრო, სანამ ის გაიგებს. ერთი საკითხი რომც გაიგოს, როდესაც მსგავსი პრობლემა წარმოიშობა, ის მაინც ვერ იგებს. განა ეს გონებრივი ჩამორჩენილობა არ არის? თუმცა, ამგვარი გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანი არ ფიქრობს, რომ ის უგუნურია. ის ამბობს: „სულელი ნუ გგონივარ. ათი იუანი ან ათი აშშ დოლარი რომ შემომთავაზო, ნახე, რომელს ავირჩევ — აუცილებლად აშშ დოლარს ავირჩევ, რადგან ვიცი, რომ ის უფრო ღირებულია.“ სხვები ეუბნებიან: „შენ მაინც სულელი ხარ.“ რატომ ამბობენ სხვები, რომ ასეთი ადამიანი სულელია? იმიტომ, რომ ჩვეულებრივი ადამიანი არ გამოიყენებდა ამგვარ მაგალითს იმის დასამტკიცებლად, რომ სულელი არ არის, და არც ასეთ მდარე მეთოდს გამოიყენებდა ამის სადემონსტრაციოდ. სწორედ იმიტომ, რომ ასეთ ადამიანს უკიდურესად მწირი სულიერი მონაცემები აქვს, არ გააჩნია არანაირი სტანდარტი ნებისმიერი ადამიანის, მოვლენის ან საგნის შესაფასებლად, და არ იცის, როგორ შეაფასოს ისინი; ის არასოდეს მიიჩნევს საკუთარ თავს უგუნურად. ჭეშმარიტად გამჭრიახი ადამიანი, ადამიანთა გარკვეულ წრეში სამი-ხუთი წლის განმავლობაში მუდმივი ძალისხმევისა და ბრძოლის შემდეგ აცნობიერებს, რომ ნებისმიერ წრეში არიან მასზე უკეთესები, ისინი, ვინც მას აღემატებიან. ის ყოველთვის გრძნობს, რომ მისი სულიერი მონაცემები და მისი უნარები და ინტელექტი არ არის საკმარისად კარგი. მას ყოველთვის შეუძლია აღმოაჩინოს საკუთარი ნაკლოვანებები, გააცნობიეროს, რაში ჩამოუვარდება სხვებს და ამოიცნოს საკუთარი პრობლემები; მას ყოველთვის შეუძლია დაინახოს სხვების ძლიერი მხარეები. ამგვარი ადამიანი გამჭრიახია და ფლობს სულიერ მონაცემებს. მეორე მხრივ, ის, ვისაც არ გააჩნია სულიერი მონაცემები, ადამიანთა გარკვულ წრეში ყოფნისას ყოველთვის გრძნობს, რომ სხვები მასზე დაბლა დგანან. ის ხედავს, რომ ზოგიერთ ადამიანს გარკვეული სიტყვების დამარცვლაც კი არ ძალუძს ან ბეჭდვა არ იცის, და აბუჩად იგდებს მას, როგორც მწირი სულიერი მონაცემების მქონეს. ის იყენებს ამ უმნიშვნელო, მცირე საკითხებს, რომელთა გაკეთებაც თავად შეუძლია, რათა დაადასტუროს, რომ მისი სულიერი მონაცემები კარგია. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც, როდესაც ხედავენ, რომ სხვები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას საკუთარ ჰიგიენას ან არ იციან, როგორ ჩაიცვან კარგად, ამბობენ, რომ მათ მწირი სულიერი მონაცემები აქვთ. თავად ისინი ოდნავ უფრო სუფთები არიან, შეუძლიათ დახვეწილობის ფასადის შექმნა ან გარკვეული ცოდნა და ძლიერი მხარეები აქვთ, ამიტომ საკუთარ სულიერ მონაცემებს კარგად მიიჩნევენ. ასეთი ადამიანები გამჭრიახები არიან თუ სულელები? ისინი სულელები არიან. დააკვირდით, როგორ საუბრობს გამჭრიახი ადამიანი: „რატომ გავაფუჭე ისევ ყველაფერი? ვხვდები, რომ სულელი ვარ!“ ის, ვინც ხშირად ამბობს, რომ სულელია და ნაკლოვანებები აქვს, ჭეშმარიტად გამჭრიახია. ის, ვინც არასოდეს აღიარებს, რომ სულელია და ყოველთვის ამბობს: „გგონია, რომ სულელი ვარ? სცადე და ფული მთხოვე და ნახავ, მოგცემ თუ არა!“ ჭეშმარიტად სულელია. სისულელეს სასაუბრო ენაზე, იმას უწოდებენ, როცა ადამიანს „ტვინში აკლია“. ის, რომ მას შეუძლია ასეთი სულელური რაღაცების თქმა, განა სისულელე არ არის? განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ტვინში აკლია“? (დიახ.) როდესაც ის ხედავს ვინმეს, ვისაც გარკვეული ნაკლოვანებები ან დეფექტები აქვს, ან ვინც თავის საქმეში ხარვეზებს ტოვებს, ზურგს უკან დასცინის და ამბობს: „როგორ შეიძლება ასეთი სულელი იყოს?“ როდესაც ის ხედავს ვინმეს, ვინც სავსეა ანგარებითა და მზაკვრული სქემებით, მას გამჭრიახად და კარგი სულიერი მონაცემების მქონედ მიიჩნევს. ჭეშმარიტად გამჭრიახი ადამიანი აფასებს ადამიანის სულიერი მონაცემების ხარისხს და იმას, გამჭრიახია ის თუ სულელი, მისი სხვადასხვა უნარის საფუძველზე. სულელი ადამიანი კი მხოლოდ იმას უყურებს, ვინ არის ანგარებიანი, ვინ იღებს სარგებელს და ყოველთვის თავს არიდებს ზარალს, ვინ არის დახელოვნებული საკუთარი ინტერესების გატარებაში ხრიკების მეშვეობით, და სჯერა, რომ ყველა ასეთი ადამიანი გამჭრიახია და კარგი სულიერი მონაცემები აქვს. სინამდვილეში ამგვარი ადამიანები უგუნურები არიან. ადამიანის სულიერი მონაცემების ხარისხის შეფასება იმის საფუძველზე, თუ რამდენად ანგარებიანია ის — აი, ასეთი შემფასებელი თავად არის სულელი. ცოტა ხნის წინ ჩვენ ვახსენეთ ამ ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე სულელური გამოვლინება: ის ამბობს: „ათი აშშ დოლარი ან ათი იუანი რომ შემომთავაზო, ნახე, რომელს ავირჩევ. მე ნამდვილად არ ავირჩევდი ჟენმინბის — ნუ გგონია, არ ვიცი, რომ აშშ დოლარი უფრო ღირებულია! ხორცი ან ტოფუ რომ შემომთავაზო, ნახე რომელს შევჭამ. გგონია, იმდენად სულელი ვარ, რომ ტოფუ შევჭამო და არა ხორცი? მე ვიცი, რომ ხორცს უკეთესი გემო აქვს!“ ასეთი ადამიანი სინამდვილეში სულელია. თუ ნამდვილად არ გინდა, რომ სხვებმა დაინახონ სისულელე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენო ასეთი მაგალითები. გასაგებია? (დიახ.) ხშირად უშვებს სულელი ადამიანი ამ შეცდომას? (დიახ.) ის ფიქრობს კიდეც: „ნახე, რა კარგად მომყავს მაგალითები! ხედავ, რა გამჭრიახი ვარ? სულელი გგონივარ? შენ თავად ხარ სულელი!“ ყველაზე უგუნური ტიპის ადამიანი მუდმივად აფრქვევს სისულელეს. ამით სრულდება თანაზიარება ამ უნარზე: მიღების უნარზე.
პუნქტი 5: შემეცნებითი უნარი
მეხუთე უნარი არის შემეცნებითი უნარი. რას გულისხმობს შემეცნებითი უნარი? მისი მთავარი აქცენტი კეთდება ადამიანის მიერ თავად საგნების და მოვლენების გაგების ხარისხზე. ადამიანის შემეცნებითი უნარის შესაფასებლად უნდა დავაკვირდეთ იმას, თუ რამდენად ესმის ესა თუ ის მოვლენა და საგანიდა რა დრო სჭირდება მოვლენის არსში ჩასაწვდომად. თუ დრო, რომელიც მას სჭირდება, ძალიან მოკლეა და მისი გაგების ხარისხი საკმარისად ღრმაა, და აღწევს მოვლენის არსის გაგების დონეს, ის ფლობს შემეცნებით უნარს. თუ ადამიანს საგნისა თუ მოვლენის გასააზრებლად გონივრული დრო სჭირდება, შეუძლია გაიგოს მისი არსი, ნათლად დაინახოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, არსებული პრობლემების საფუძველი და არსი, და შემდეგ გულში უყალიბდება ამ საგნისა თუ მოვლენის გაგება — და, კიდევ უკეთესი, თუ მას ძალუძს განმარტების მიცემა და ამ საგნისა თუ მოვლენის შესახებ დასკვნის გამოტანა — ამას ეწოდება კარგი სულიერი მონაცემების ქონა. ანუ, როგორც ნორმალური ადამიანი, რომელიც ფლობს ნორმალურ ადამიანურ აზროვნებას მიუხედავად იმისა, მამაკაცი ხარ თუ ქალი, ახლახან მიაღწიე სრულწლოვანებას თუ შუა ან ხანდაზმულ ასაკში ხარ, თუ ამ მოვლენისა თუ საგნის არსის გაგება მიიღწევა გონივრულ დროში, მაშინ შენი სულიერი მონაცემები კარგად ითვლება. თუ დრო, რომელიც ამ საგნისა თუ მოვლენის გასაგებად გჭირდება, სამჯერ ან ოთხჯერ აღემატება ნორმალური ადამიანის დროს — ანუ თუ კარგი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანს სამი დღე სჭირდება, შენ კი — ათი დღე ან თუნდაც ერთი თვე — და, როდესაც ნათლად გაარკვევ ამ საკითხის მოვლენათა მთელ თანმიმდევრობას, და ამ საკითხით გამოწვეული ზიანი და უარყოფითი შედეგები უკვე გამოჩნდება, და მხოლოდ მაშინ გააცნობიერებ ამ საკითხის სერიოზულობას და იმას, თუ რა არის მისი საფუძველი და არსი, მაშინ საუკეთესო შემთხვევაში შენ გაქვს საშუალო სულიერი მონაცემები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ამ საკითხს ჯერ არ გამოუწვევია სერიოზული შედეგები, მაგრამ ზოგიერთი უარყოფითი შედეგი უკვე მუდმივად იჩენს თავს, და მხოლოდ ამ პროცესის განმავლობაში თანდათანობით აცნობიერებ ამ საკითხის საფუძველსა და არსს, და მიდიხარ განმარტებამდე და დასკვნამდე, მაშინ შენი სულიერი მონაცემები საშუალოდ მიიჩნევა. მაგრამ თუ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ საკითხს უკვე მოჰყვა უარყოფითი ან სერიოზული შედეგები, შენ უეცრად აგეხილება თვალი და მიხვდები, რა არის ამ საკითხის ბუნება, მაშინ შენი სულიერი მონაცემები უკიდურესად მწირია. თუ ამ საკითხმა უკვე გამოიწვია უარყოფითი შედეგები და მაინც არ იცი, რა არის ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემა ან ამ პრობლემის საუძველი, და მაინც არ ძალგიძს მის შესახებ დასკვნის გამოტანა, მაშინ არ გაგაჩნია სულიერი მონაცემები. შემეცნებითი უნარი იყოფა ოთხ დონედ. პირველი არის კარგი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანი. ანუ როდესაც რაიმე საკითხი ახლახან წარმოიშვა და მოითხოვს შენგან მყისიერად, რამდენიმე საათში დასკვნის გამოტანას — და ეს არის გადაუდებელი სიტუაცია, როდესაც თუ დაუყოვნებლივ არ განსჯი, არ შეიმუშავებ გეგმას საკითხის მოსაგვარებლად და გადასაჭრელად, ან თუნდაც არ შეიმუშავებ დანაკარგების კონტროლის გეგმას მისი შემდგომი განვითარების შესაჩერებლად, უარყოფითი შედეგები დადგება — თუ ამ დროის მონაკვეთში ძალგიძს გააცნობიერო ამ საკითხის საფუძველი და მყისიერად და მტკიცედ დ ზუსტად შეაფასო სიტუაცია, მიიღო სწორი გადაწყვეტილება და გამოიტანო დასკვნა, და შემდეგ შეიმუშაო გონივრული გეგმა მის მოსაგვარებლად, ეს ნიშნავს, რომ გაქვს კარგი სულიერი მონაცემები. თუმცა, დავუშვათ, რომ მხოლოდ გრძნობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც პრობლემაა, მაგრამ არ იცი, სად მდგომარეობს პრობლემა ან რა არის მისი საფუძველი და ამ საკითხის მოსაგვარებლად გონივრულ დროში არ გაქვს დასკვნები, ვერდიქტები ან მისი მოგვარების გეგმები. ნაცვლად ამისა, მხოლოდ პასიურად ელოდები და აკვირდები მის შემდგომ განვითარებას; მხოლოდ მისი შემდგომი განვითარების მეშვეობით ცდილობ დაადგინო, სინამდვილეში რა არის ამ საკითხის არსი და აკეთებ შეფასებას, რომელიც არც ისე ზუსტია; ამის შემდეგ აგრძელებ ლოდინს და დაკვირვებას, და სანამ საკითხი სრულად განვითარდება, შეიძლება ძლივს შეძლო პრობლემის არსის დანახვა ან გამოსავლის მოფიქრება, მაგრამ შენი რეაგირება მაინც არ არის ოპერატიული. თუ ეს ასეა, მაშინ შენი სულიერი მონაცემები ძალიან საშუალოა. თუ ეს საკითხი სრულად განვითარდა და შედეგები უკვე გამოჩნდა, და პრობლემის არსი უკვე სრულად გამოიკვეთა, და მხოლოდ მაშინ აცნობიერებ, რომ ეს ცუდია, და ხედავ, რა არის მისი საფუძველი — ან შესაძლოა საერთოდ ვერც კი ხედავ საფუძველს, არამედ უბრალოდ პასიურად ითმენ ან ხვდები ამ საკითხის საბოლოო შედეგს — ეს ნიშნავს, რომ შენი სულიერი მონაცემები მწირია. მწირი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანის კიდევ ერთი გამოვლინება ის არის, რომ თუ ასეთი საკითხები კვლავ ჩნდება, მას მაინც იგივე დამოკიდებულება აქვს, იგივე მეთოდი აქვს მის მოსაგვარებლად და იგივე სისწრაფით აგვარებს მას. ან, ყოველ ჯერზე, როდესაც ასეთი საკითხები წამოჭრება, ის ყოველთვის ამავე გზით აგვარებს მათ, ამავე სისწრაფითა და ეფექტიანობით. რამდენი საკითხიც არ უნდა წამოიჭრას, მას არ ძალუძს მათი არსის ამოცნობა, და არც შესაბამისად ცვლის თავის რომელიმე მოსაზრებას ან შეხედულებას ამქვეყნიურ საკითხებზე. ეს არის მწირი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანი. სწორედ იმიტომ, რომ ის მწირი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანია, მას აკლია დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი; ანუ, მას არ გააჩნია შეხედულება არსებობაზე ან ცხოვრებაზე. ეს მწირი სულიერი მონაცემების ქონაზე მიუთითებს. სულიერი მონაცემების არმქონე ადამიანის გამოვლინება ასეთია: როდესაც ამბავმა უკვე ჩაიარა და შედეგებიც კი შეიძლება გამოჩნდა, მან მაინც არ იცის, რა მოხდა, თითქოს სიზმარშია. ეს არის სულიერი მონაცემების არქონა და შემეცნებითი უნარის არქონა. გასაგებია? (დიახ.) შემეცნებითი უნარი ძირითადად გულისხმობს სხვადასხვა ადამიანისა და მოვლენის არსის და მათთან დაკავშირებული პრობლემების საფუძვლების გაგებას; აი, რა არის შემეცნებითი უნარი. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ხედავ გარკვეული ტიპის ადამიანების გამოვლინებებს, გამოაშკარავებასა და ადამიანობას, შეგიძლია იცოდე ის პრობლემები, რომელთა წინაშეც ისინი დგანან, რა არის მათი პრობლემების საფუძველი იმ გარემოში, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ასევე ის, თუ რა არის იმ მოვლენების არსი, რომლებსაც ამჟამად აკვირდები და რას წარმოადგენს მათთან დაკავშირებული პრობლემების საფუძველი. შემეცნებითი უნარი ძირითადად ორ ასპექტს გულისხმობს: ადამიანების, მოვლენებისა და საკითხების არსის დანახვას და მათთან დაკავშირებული პრობლემების საფუძვლის დანახვას. კიდევ რისი გაგება შეგიძლიათ შემეცნებითი უნარის შესახებ? ესმის ვინმეს ეს, როგორც ცოდნის ათვისებისა და სწავლის უნარი? (არა.) შემეცნებითი უნარი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ძირითადად მოიცავს ადამიანთა და მოვლენების შეფასების უნარს. თუ სტანდარტი, რომლითაც აფასებ ადამიანებსა და მოვლენებს, ძალიან დაბალია, შენი გაგება ძალიან ზედაპირულია, ან არ შეგიძლია გაიგო ნებისმიერი ადამიანის, მოვლენის ან საკითხის არსი, მაშინ შენი შემეცნებითი უნარი ძალიან დაბალია ან საერთოდ არ გაგაჩნია. თუ მიუხედავად იმისა, რამდენ აშკარად არასწორ სიტყვას ან მცდარ შეხედულებას გამოხატავენ შენ გარშემო მყოფი ადამიანები, რამდენ არასწორ ქმედებას სჩადიან, ან რამდენად აშკარა გახრწნილებას ავლენენ, არ ძალგიძს აღმოაჩინო პრობლემის არსი, არ იცი, რა ტიპის ადამიანები არიან ისინი, არიან თუ არა ისინი მართალი ადამიანები, არიან თუ არა ისინი ადამიანები, რომლებიც ეძიებენ ჭეშმარიტებას, როგორია მათი ზნეობა, ან რა არის ასეთი ადამიანების არსი — თუ არ არცერთი ეს არ იცი — მაშინ არ გაქვს შემეცნებითი უნარი. როდესაც ნებისმიერი ადამიანის ან საკითხის წინაშე აღმოჩნდები, არ გაქვს შეფასების სტანდარტი. მას შემდეგ, რაც საკითხი ჩაივლის, არ გაქვს დასკვნა ასეთი პრობლემების არსის შესახებ, და მით უმეტეს, საერთოდ არ ძალგიძს მისი გაგება; და, რა თქმა უნდა, არ გაგაჩნია პრინციპები ან პრაქტიკის გზები ასეთი საკითხების მოსაგვარებლად — აი, რას ნიშნავს შემეცნებითი უნარის არქონა. შემეცნებითი უნარი ძირითადად გულისხმობს ადამიანის უნარს, ჩაწვდეს ადამიანებს, მოვლენებსა და საკითხებს. ამით სრულდება ჩვენი მსჯელობა ამ უნარზე.
პუნქტი 6: განსჯის უნარი
მეექვსე უნარი არის განსჯის უნარი. განსჯის უნარი ნიშნავს, რომ როდესაც რაიმე საკითხს აწყდები, ძალგიძს განსაჯო, სწორია ის თუ არასწორი, მართებულია თუ მცდარი, დადებითია თუ უარყოფითი, და შემდეგ გამოიყენო განსჯა, რათა განსაზღვრო მასთან მიდგომისა და გამკლავების შესაბამისი გზა. როდესაც ადამიანი ჩვეულებრივ აწყდება რაიმე საკითხს, მიუხედავად იმისა, მანამდე ჰქონია თუ არა მასთან შეხება, გამოუცდია თუ არა, და შედარებით დადებითია ეს საკითხი თუ შედარებით უარყოფითი, როგორი დამოკიდებულება უნდა გამოავლინოს მან მის მიმართ? უნდა უარყოს თუ გაიზიაროს და მიიღოს? თუ მას შემდეგ, რაც მას ნათლად დაინახავ, შენ გაგაჩნია საკუთარი პოზიცია და ფლობ ზუსტ შეხედულებებს, რომლებიც შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებს, ეს ამტკიცებს, რომ გაქვს განსჯის უნარი. მაგალითად, როდესაც გესმის, რომ ადამიანი რაღაცას ამბობს, დაფიქრების შემდეგ შეგიძლია განსაზღვრო, რას ნიშნავს ეს, რა მიზნის მიღწევა სურს მთქმელს, რატომ ამბობს ის ამ სიტყვებს, რატომ იყენებს ასეთ ლექსიკასა და ტონს, რატომ აქვს მას ასეთი გამოხედვა ამის თქმისას. შეგიძლია დაინახო მისი ნათქვამის მიღმა არსებული ფარული განზრახვები, მიზნები და მოტივები. მიუხედავად იმისა, თუ როგორ გაუმკლავდები ამ ფარულ განზრახვებსა და მოტივებს მოგვიანებით, შეგიძლია ადგილზევე აღიქვა მომხდარის მიღმა არსებული ზოგიერთი ფარული პრობლემა. იცი, რისი გაკეთება სურს მას, რატომ სურს ამის ასე გაკეთება, რა მიზნის მიღწევა სურს, რა ეფექტის მოხდენა განუზრახავს თავისი სიტყვებით, და რა ფარულ საშუალებებს, მაქინაციებსა და შეთქმულებებს იყენებს. შეგიძლია დაინახო გარკვეული ნიშნები, გააცნობიერო, რომ აქ არსებული პრობლემა არ არის ჩვეულებრივი, და შესაძლოა გულში სიფხიზლის გრძნობაც კი გაგიჩნდეს. ეს ამტკიცებს, რომ გაქვს განსჯის უნარი. თუ განსჯის უნარი გაგჩნია, ეს ნიშნავს, რომ კარგი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანი ხარ. რაც არ უნდა სასიამოვნოდ ჟღერდეს ვინმეს სიტყვები, რამდენადაც არ უნდა შეესაბამებოდეს ისინი ჭეშმარიტებას მოძღვრების თვალსაზრისით, რაც არ უნდა წრფელი ჩანდეს მისი დამოკიდებულება სხვებისთვის, ან რაც არ უნდა ღრმად იყოს დაფარული მისი მიზანი, მაინც შეგიძლია განსაჯო პრობლემა მისი გარეგნული გამოვლინებების, შემთხვევების ან მისი ნათქვამის მეშვეობით — ეს ამტკიცებს, რომ გაქვს კარგი სულიერი მონაცემები და განსჯის უნარი. მაგალითად, რაიმე საკითხთან შეჯახებისას, მიუხედავად იმისა, თუ რა დონეზე განვითარდა ეს საკითხი, შეგიძლია დაინახო ამ საკითხის არსი და პრობლემის საფუძველი ამ საკითხის პროცესის გაგებით. ეს არის განსჯის უნარის ქონა. მაგალითად, ეკლესიაში, როდესაც ანტიქრისტეები და ბოროტი ადამიანები ჩაშლასა და არეულობას იწვევენ იმასთან მიმართებაში, თუ ვინ არის ამ ადამიანთა შორის მოთავე, მიმდევრები, ვინ თამაშობს მთავარ როლს ამ საკითხში და ვინ არის პასიური, ასევე იმასთან მიმართებაში, თუ რა სახის გავლენას მოახდენს თავად ეს საკითხი ადამიანებზე და რა უარყოფითი შედეგები დადგება, თუ ეს საკითხი შემდგომში განვითარდება, შეგიძლია, ამ საკითხის ძირითადი გარემოებების გაგებით განსაჯო მთელი სიტუაცია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაშინდელ განსჯას გარკვეულწილად შეუსაბამობა ექნება იმასთან, თუ როგორ წარიმართება ეს საქმე საბოლოდ, მინიმუმ შენ გაგაჩნია თვალსაზრისი, დამოკიდებულება და ზუსტი პრინციპები ამ საკითხთან გასამკლავებლად. ეს საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ გაგაჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით განსჯის უნარი. ანუ გაქვს უნარი განსაჯო, ვინ არის მისი მოთავე ან წამქეზებელი, ან რა დონემდე განვითარდება ეს საკითხი მომავალში, და როგორი დამოკიდებულება და პრინციპები უნდა გამოიყენო მასთან მისადგომად და იმის თავიდან ასაცილებლად, რომ მან უარყოფითი შედეგები არ გამოიწვიოს. თუკი გაქვს განსჯის უნარი, განსჯის ლოგიკა და მეთოდი სწორია, ხოლო განსჯის საფუძველი სულ მცირე შეესაბამება ადამიანობას, ან კიდევ უკეთესი, — ჭეშმარიტება-პრინციპებს, ეს ამტკიცებს, რომ გაგაჩნია განსჯის უნარი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ განსჯა გარკვეულწილად შეუსაბამოა თავად საკითხთან, თუკი განსჯას აქვს საფუძველი, შეესაბამება თავად საკითხის განვითარების კანონზომიერებებს, და თანხვედრაშია მსგავსი ან ანალოგიური პრობლემების საფუძველთან და არსთან — და, უფრო მეტიც, შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებს — ასევე შეიძლება ითქვას, რომ შენ გაგაჩნია განსჯის უნარი. განსჯის უნარის ქონა ამტკიცებს, რომ შეგიძლია პრობლემებზე ფიქრი. თუ განსჯა თანხვედრაშია თავად საკითხის საფუძველთან, არსთან და ყველა სხვა ასპექტთან, მაშინ ეს ამტკიცებს, რომ კარგი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანი ხარ.
მიუხედავად იმისა, თუ როგორ ადამიანებს ან მოვლენებს აწყდება კაცი, მხოლოდ მაშინ, როდესაც მას სწორი აზროვნება აქვს და და მხოლოდ იმის განსჯის წინაპირობით, სწორია თუ არასწორი, მართებულია თუ მცდარი, ან დადებითია თუ უარყოფითი ესა თუ ის საკითხი, მას შეიძლება ჰქონდეს შემდგომი გეგმა მასთან გასამკლავებლად და მის გადასაჭრელად. თუ ადამიანმა არ იცის, როგორ იფიქროს პრობლემებზე — კონკრეტულად რომ ვთქვათ, თუ მას არ ძალუძს პრობლემების განსჯა — მაშინ ის ასევე ვერ გაუმკავლდება პრობლემებს ანუ მას აკლია პრობლემებთან გამკლავების უნარი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პრობლემებს უმკლავდება, ამას აკეთებს იმის განსჯის წინაპირობით, სწორია თუ არასწორი ეს საკითხი; წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემის გადაჭრის მის გეგმასა და პრაქტიკის გზას საფუძველი არ ექნება. მაგალითად, ვიღაც გატყობინებს, რომ გარკვეულ ეკლესიაში ეკლესიური ცხოვრება არ არის კარგი; ადამიანთა უმეტესობა ნეგატიური და გულგრილია, და არ სურს შეკრება ან თავისი მოვალეობის შესრულება. როგორ განსჯი ასეთ შემთხვევას? არის თუ არა ეს რეალური ცხოვრებისეული პრობლემა? (დიახ.) რადგან ეს რეალური ცხოვრებისეული პრობლემაა, უნდა შეიმუშაო პრაქტიკის კონკრეტული გეგმა მასთან გასამკლავებლად და მის გადასაჭრელად. პრობლემის გადაჭრამდე განა არ უნდა განსაჯო, რა არის ამ პრობლემის საფუძველი და არსი, და რომელი ადამიანები იწვევენ მას? განა არ უნდა განსაჯო ეს? (დიახ.) მხოლოდ ფიქრის მეშვეობით შეგიძლია განსჯა, და მხოლოდ განსჯის შემდეგ შეგიძლია ამოიცნო პრობლემის საფუძველი, ხოლო პრობლემის საფუძველსა და არსზე დაყრდნობით შემდეგ შეგიძლია განსაზღვრო პრობლემასთან გამკლავების შესაბამისი, მართებული მეთოდები და მისი გადაჭრის გეგმები. თუკი გაიგებ, რომ გარკვეულ ეკლესიაში ეკლესიური ცხოვრება არ არის კარგი, მაგრამ არ იცი ამის მიზეზი, როგორ განსჯიდი, სად არის პრობლემის საფუძველი? (პირველ რიგში ვიფიქრებდი, რომ ეს პრობლემა პირდაპირ კავშირშია ეკლესიის წინამძღოლთან. თუ ეკლესიის წინამძღოლს არ აქვს სულიერი გაგება, წლებია სწამს ღმერთის, მაგრამ არ ესმის ჭეშმარიტება, არ ძალუძს გაუმკლავდეს ნებისმიერ პრობლემას, რომელსაც აწყდება, და არ იცის, როგორ წაუძღვეს ღვთის რჩეულ ხალხს ღვთის სიტყვების ჭამა-სმაში ან ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარებაში, მაშინ ეკლესიას, რომელსაც ასეთი ცრუ წინამძღოლი ჰყავს, ნამდვილად არ ექნება კარგი ეკლესიური ცხოვრება.) ეს არის ერთი განსჯა. ზოგადად, მარტივი პრობლემების შემთხვევაში თუ ერთი განსჯა ზუსტია, მისი მეშვეობით შეიძლება ჩაწვდე პრობლემის საფუძველს. თუმცა, ზოგიერთი პრობლემა კომპლექსურია და თუ ინფორმაცია, რომელიც გესმის, არ არის სრული, შესაძლოა, ერთი განსჯით ვერ ჩაწვდე პრობლემის საფუძველს. მაშ, არსებობს თუ არა მეორე და მესამე განსჯაც? (დიახ.) სამი განსჯის შემდეგ შესაძლოა, ერთ-ერთი მათგანი ყველაზე ზუსტი აღმოჩნდეს. მაშ, კიდევ რა განსჯის მოფიქრება ძალგიძს? (რისი მოფიქრებაც შემიძლია, არის ის, რომ ამ ეკლესიაში ადამიანებს ზოგადად ცუდი სულიერი მონაცემები და ჭეშმარიტების წვდომის დაბალი უნარი აქვთ; მათ არ უყვართ ჭეშმარიტება. სწორედ ამიტომ არის იქ ეკლესიური ცხოვრების შედეგები ცუდი.) შეესაბამება თუ არა ეს სიტუაციის რეალობას? ეს არის მეორე განსჯა. არსებობს თუ არა სხვა განსჯა? (მე ასევე ვიფიქრებდი იმაზე, ხომ არ არიან ბოროტი ადამიანები, რომლებიც არეულობას გამოიწვევენ ამ ეკლესიაში.) ეს არის მესამე განსჯა. ამ სამი განსჯიდან უფრო მეტად რომელი შეესაბამება რეალურ სიტუაციას და არის უფრო რეალისტური და რომელია ფუჭი? (ვგრძნობ, რომ მეორე განსჯა გარკვეულწილად ფუჭია. სინამდვილეში ეკლესიას რომ ჰყავდეს შესაფერისი ადამიანი წინამძღოლად, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა საქმეზე, ეკლესიური ცხოვრების შედეგები კარგი იქნებოდა. ღვთის სიტყვების ჭამა-სმისა და ჭეშმარიტების გაგების მეშვეობით ძმებსა და დებს ნამდვილად ექნებოდათ მოტივაცია თავიანთი მოვალეობების შესასრულებლად. ვგრძნობ, რომ პირველი და მესამე განსჯა უფრო რეალისტურია.) მეორე განსჯა ფუჭი მოძღვრებაა. პირველი და მესამე განსჯა თანხვედრაშია რეალურ სიტუაციასთან და ზუსტია. ერთი მხრივ, ეს ორი განსჯა იყენებს ლოგიკურ აზროვნებას; მეორე მხრივ, ისინი ეფუძნება შემთხვევებს, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება რეალურ ცხოვრებაში. თუკი შეგიძლია ჩაწვდე ჩვეულებრივ შემთხვევებს, ეს ამტკიცებს, რომ აზროვნება სწორია და შეესაბამება ლოგიკას. თუკი არ ძალგიძს ჩაწვდე რეალურ სიტუაციას და განსჯა მოწყვეტილია რეალურ ცხოვრებას, ეს ამტკიცებს, რომ აზროვნებას ლოგიკა აკლია და პრობლემები აქვს, და რომ პრობლემებს არარეალისტურად, არაობიექტურად უყურებ. პირველი და მესამე განსჯა ობიექტურია. ერთი სიტუაცია შეიძლება იყოს ის, რომ ეკლესიის წინამძღოლმა არ იცის, როგორ შეასრულოს საქმე. მას თავად არ გააჩნია სულიერ ცხოვრებაში შესვლის გზა, ამიტომ კიდევ უფრო ნაკლებად აქვს დასახული გზა, როდესაც საქმე ეხება ეკლესიისა და ძმებისა და დების წინამძღოლობას. შედეგად, იქ ეკლესიური ცხოვრება არ უმჯობესდება. სინამდვილეში ეკლესიაში ადამიანთა უმეტესობას გულწრფელად სწამს ღმერთი და აქვს შემართება, მაგრამ ეკლესიურ ცხოვრებას რეალურად არ მოაქვს არანაირი ნაყოფი. ყოველი შეკრება ერთსა და იმავე რუტინას მიჰყვება: გალობა, ლოცვა, ღვთის სიტყვების კითხვა; შემდეგ კი წინამძღოლი ან დიაკვანი აზიარებს ზოგიერთ ზედაპირულ გაგებას ან მოძღვრებას. იქ ცოტა ადამიანს შეუძლია ისაუბროს რეალურ ემპირიულ გაგებაზე. გარდა ამისა, ეკლესიის წინამძღოლს აქვს მწირი სულიერი მონაცემები და ზედაპირული გამოცდილება; მას არ ძალუძს ჭეშმარიტების თანაზიარება პრობლემების გადასაჭრელად. ამგვარად, ეკლესიური ცხოვრება მოსაწყენი და უსიამოვნო ჩანს. ჩატარდა მრავალი შეკრება, მაგრამ არავის არაფერი მიუღია მათგან, ამიტომ ადამიანთა უმეტესობა გრძნობს, რომ ასეთ შეკრებებზე დასწრება ნაკლებად სასარგებლოა, ვიდრე სახლში ღვთის სიტყვების კითხვა და აღარ სურთ დასწრება. ზოგიერთ ადამიანს მას შემდეგ, რაც ერთი ან ორი წელი იწამა ღვთის და ესმის გარკვეული ჭეშმარიტება, სურს მოვალეობების შესრულება. თუმცა, ზოგიერთმა ეკლესიის წინამძღოლმა არ იცის, რომელი რომელი ადამიანი რომელი მოვალეობისთვისაა შესაფერისი ან რა სახის სამუშაოსთვის გამოდგება. მას არ ძალუძს ადამიანთა გონივრულად განაწილება ან გამოყენება, და არც საკუთარი გამოცდილების გამოყენება შეუძლია ადამიანების მხარდასაჭერად და მათთვის მოვალეობების შესრულებაში დასახმარებლად. ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ზოგიერთი ადამიანი გახდეს ნეგატიური და აღარ მოუნდეს თავისი მოვალეობების შესრულება. სინამდვილეში ადამიანთა უმეტესობას, ვისაც სურს თავისი მოვალეობის შესრულება, ძალუძს თავისი მოვალეობის ჯეროვნად შესრულება; მათ უბრალოდ აკლიათ მხარდაჭერა და დახმარება. თუ ეკლესიის წინამძღოლებსა და დიაკვნებს შეუძლიათ ადამიანების მხარდაჭერა და დახმარება ღვთის სიტყვების შესაბამისად, ეკლესიაში იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც სურს თავისი მოვალეობის შესრულება, გაიზრდება, და ისინი შეძლებენ თავიანთი მოვალეობის ნორმალურად შესრულებას. სწორედ იმიტომ, რომ ეკლესიის წინამძღოლებმა და დიაკვნებმა არ იციან, როგორ შეასრულონ საქმე, ეკლესიურ ცხოვრებას მოჰყვება ცუდი შედეგები და ზოგიერთი პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში გადაუჭრელი რჩება; გარკვეული დროის შემდეგ, ბევრი ადამიანი ხდება ნეგატიური და აღარ აქვს არავითარი შემართება; ეს გავლენას ახდენს ღვთის რჩეულ ხალხზე მოვალეობის შესრულებისას. თუ ეკლესიური ცხოვრების შედეგები ცუდია, ეს ძირითადად იმიტომ ხდება, რომ ეკლესიის წინამძღოლებმა და დიაკვნებმა არ იციან, როგორ შეასრულონ საეკლესიო საქმე. ეს არის ერთი სიტუაცია. მეორე სიტუაციაა, როდესაც ანტიქრისტეები და ბოროტი ადამიანები ფლობენ ძალაუფლებას და იწვევენ არევ-დარევას ეკლესიაში, და ეს დროდადრო ხდება. როდესაც ეკლესიის წინამძღოლებმა არ იციან, როგორ შეასრულონ საქმე, და ასევე არსებობენ ანტიქრისტეები და ბოროტი ადამიანები, რომლებიც ფლობენ ძალაუფლებას, მუდმივად ქმნიან დაჯგუფებებს, აყალიბებენ დამოუკიდებელ სამეფოებს, და ჩაგრავენ და ტანჯვას აყენებენ სხვებს, ეს იწვევს იმას, რომ ზოგიერთი ძმა და და, რომელსაც გულწრფელად სწამს ღვთის და სურს თავისი მოვალეობის შესრულება, იჩაგრება, იტანჯება და გარიყულია. მას სურს თავისი მოვალეობის შესრულება, მაგრამ არ აქვს შესაძლებლობა, რაც მას ნეგატიურსა და სუსტს ხდის. ეს ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სწამთ ღვთის, არავითარ სიხარულს არ გრძნობენ ანტიქრისტეებთან და მათ თანამოაზრეებთან შეკრებისას. ანტიქრისტეებს ყოველთვის სურთ ძალაუფლების ფლობა და საკუთარი თავის დამკვიდრება. როდესაც ისინი, ვისაც გულწრფელად სწამს ღვთის, უერთდებიან შეკრებებს, მათ სურთ მეტი ჭეშმარიტების გაგება და თავიანთი გამოცდილების გაზიარება, მაგრამ ანტიქრისტეები ჩაგრავენ და არ აძლევენ შესაძლებლობას. შედეგად, ეკლესიური ცხოვრება მოუწესრიგებელი ხდება; ადამიანები იფანტებიან და შეკრებები აღარ არის სასიამოვნო. ის მცირეოდენი ენთუზიაზმი და სიყვარული, რაც ადამიანებს ჰქონდათ, იკარგება და მათ აღარ სურთ თავიანთი მოვალეობის შესრულება. ეკლესიური ცხოვრების ცუდი შედეგები შეიძლება გამოწვეული იყოს რომელიმე ამ მიზეზით. აი, რისი მოფიქრება და განსჯაც შეგიძლიათ. თუ დასკვნა, რომელიც განსჯის მეშვეობით გამოგაქვს, დაკავშირებულია რეალურ სიტუაციასთან, თუნდაც ის მხოლოდ ნაწილობრივ უკავშირდებოდეს მას ან უბრალოდ ავლენდეს შესაძლო პრობლემას, ეს მაინც განსჯის უნარის ქონის გამოვლინებაა. მინიმუმ დასკვნა და მოსაზრება, რომელსაც განსჯის მეშვეობით გამოიტან, დაკავშირებულია რეალურ სიტუაციასთან, და არ არის მოძღვრება, ფუჭი ან ისეთი რამ, რაც არასოდეს არსებობს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ გაქვს განსჯის უნარი. თუ დასკვნები, რომლებიც ყოველი საკითხის შესახებ გამოგაქვს, არ შეესაბამება მოვლენათა განვითარების ნორმალურ კანონზომიერებებს ან იმას, თუ როგორ ვითარდება ნებისმიერი საკითხი რეალურ ცხოვრებაში, და არის წმინდად წარმოსახვითი, ფუჭი, არარეალისტური და არასწორი, და არავითარი კავშირი არ აქვს რეალურ სიტუაციებთან, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ არ გაგაჩნია განსჯის უნარი ან ხშირად უშვებ შეცდომებს განსჯისას. მაშინ რას იტყვით მეორე განსჯაზე, რომელიც ადრე ახსენეთ, რომ ეკლესიური ცხოვრების ცუდი შედეგები განპირობებულია იმით, რომ ამ ეკლესიაში ადამიანებს გააჩნიათ მწირი სულიერი მონაცემები და არ უყვართ ჭეშმარიტება — როგორი განსჯაა ეს? (ეს არის შეცდომა განსჯაში.) ამას ჰქვია განსჯაში შეცდომის დაშვება. თუ არ ძალგიძს სრულად ჩაწვდე იმ სიტუაციებს, რომლებიც ხშირად ხდება ასეთ საკითხებთან დაკავშირებით — ანუ ყველაზე მეტად მოსალოდნელ რამდენიმე სიტუაციას — და განსჯის მეშვეობით მხოლოდ ერთ სიტუაციაზე დაფიქრდები ან შეგიძლია დაფიქრდე შესაძლო სიტუაციებზე, მაგრამ ამავდროულად შეუძლებელ სიტუაციებზეც იფიქრებ; რას ამტკიცებს ეს? ეს ამტკიცებს, რომ შენი განსჯის უნარი საშუალოა. საშუალო განსჯის უნარის მქონე ადამიანს გააჩნია გარკვეული მოსაზრებები საკითხის შესახებ, მაგრამ ვერ იქნება დარწმუნებული. ასეთ შემთხვევებში მისი განსჯა არაზუსტია. თუ ადამიანის განსჯა ხან სწორია და ხან არასწორი, და ზოგჯერ რეალურ სიტუაციას შეესაბამება, ზოგჯერ კი არა, მაგრამ არაზუსტი განსჯა შედარებით უფრო ხშირია, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მისი განსჯის უნარი დაბალია. დავუშვათ, რომ დასკვნები, რომლებიც მას განსჯის მეშვეობით გამოაქვს, სრულიად ფუჭია, საერთოდ არ შეესაბამება მოვლენების განვითარების კანონზომიერებებს, და მით უმეტეს, —ჩვეულებრივ ან ხშირად წარმოშობილ მოვლენებს, და სრულიად მოწყვეტილია ფაქტებს. მისი განსჯა სხვა არაფერია, თუ არა ფანტაზიები; მას არავითარი კავშირი არ აქვს მოვლენების განვითარების კანონზომიერებებთან ან თავად ადამიანურობა-არსებასთან და სრულიად შეუთავსებელია რეალური ცხოვრების კონტექსტთან და გარემომცველ გარემოსთან. ანუ დავუშვათ, რომ მისი განსჯა მოწყვეტილია რეალობას — ის, რასაც ის განსჯისას მოიფიქრებს, ვერასოდეს მოხდება რეალურ ცხოვრებაში და ის, რაზეც ის საუბრობს, საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემის არსს. თუ ეს ასეა, მაშინ ამ ადამიანს არ აქვს განსჯის უნარი.
იმის შესაფასებლად, აქვს თუ არა ადამიანს განსჯის უნარი, მთავარია დავინახოთ, არის თუ არა სხვადასხვა ტიპის ადამიანებისა და საკითხების მისეული განსჯა ზუსტი. მაგალითად, ვთქვათ, ხედავ ადამიანს, რომელიც ტირის და არ იცი რატომ. ხედავ, რომ ის ტირის ძალიან გულნატკენი და სევდიანია; ის ასევე ლოცულობს და დროდადრო კითხულობს ღვთის სიტყვებს, და არ პასუხობს არავის, ვინც მას ელაპარაკება. გთხოვენ განსაჯო, რა ხდება ამ ადამიანის თავს, და ამბობ: „შესაძლოა მას სახლი ენატრება. დედამისი ცოტა ხნის წინ ავად გახდა, ამიტომ მას სახლში წასვლა სურს.“ არის თუ არა ეს განსჯა ზუსტი? ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „შესაძლოა ის უარყოფითადაა განწყობილი. უმეტესწილად ადამიანები ტირიან იმიტომ, რომ მათი გრძნობები შეილახა. მაგალითად, ადამიანები ტირიან, როდესაც მათ ჩაგრავენ ან ატყუებენ. როდესაც ის აწყდება რაიმე საკითხს და უსამართლოდ ექცევიან, ყოველთვის ტირის და არ სურს სხვებთან საუბარი ან ურთიერთობა. ეს უარყოფითი განწყობის გამოვლინებაა.“ სხვები ასე განსჯიან: „ის ადრე ხშირად ქადაგებდა სახარებას და თავის მოვალეობას გარეთ ასრულებდა, მაგრამ ახლა დიდი ხანია თავის მოვალეობას შენობაში ასრულებს; შესაძლოა ის არ არის ამას მიჩვეული და თავს შებოჭილად გრძნობს.“ არსებობს თუ არა სხვა შესაძლებლობები? ზოგიერთი ამბობს: „შესაძლოა გუშინ ხორცი ვერ ჭამა, რამაც ის გაანაწყენა და ამიტომ ტირის.“ სხვები ამბობენ: „გუშინ ის ჩემთან სასაუბროდ მოვიდა. მეგონა, უბრალოდ გამოიარა, ამიტომ შევხედე და არაფერი მითქვამს. შეიძლებოდა ამას გაებრაზებინა? შეიძლებოდა ამის გამო ტიროდეს?“ როგორ უნდა განისაჯოს ეს საკითხი ისე, რომ შეესაბამებოდეს რეალურ სიტუაციას? ადვილია ამის განსჯა? (შემიძლია განსჯა. ახლახან ნახსენები რამდენიმე მიზეზი — სახლის მონატრება, შელახული გრძნობები ან სევდიანი, შებოჭილი განწყობა — ამ მდგომარეობებმა შესაძლოა ატიროს ადამიანი. თუმცა ისეთი წვრილმანები, როგორებიცაა ხორცის ვერ მირთმევა ან ვინმესთან საუბრისას უგულებელყოფა, არ უნდა იყოს საკმარისი მიზეზი, რომ ადამიანი ატირდეს.) რა არის ის მიზეზები, რამაც შეიძლება ადამიანი მწარედ ატიროს? წყენა, სევდა, ვინმეს ან რაიმეს მონატრება, ვინმესგან დავალებულობა. ამიტომ უნდა ჰკითხო მას: „რატომ ტირი? იმიტომ ტირი, რომ უსამართლოდ მოგექცნენ და დასევდიანდი, თუ იმიტომ, რომ საკუთარ თავზე ფიქრობ და გრძნობ, რომ ღვთის წინაშე ასე დიდ ვალში ხარ?“ მასთან ასეთი გულწრფელი საუბრით გაარკვევ, რატომ ტირის. მოკლედ, შეუძლებელია ის იმიტომ ტიროდეს, რომ კარგად ვერ მიირთვა ან ხორცი ვერ ჭამა, ან სხვებმა უგულებელყვეს ან თვალები უბრიალეს. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ გარემოებებში მცირეოდენი გასაჭირის ატანა ადამიანს არ ატირებდა, და დროდადრო არცთუ ისე კარგ ხასიათზე ყოფნაც არ ატირებდა მას. ის, რამაც შეიძლება ადამიანი ატიროს, ჩვეულებრივ, მხოლოდ ზემოთ ნახსენები რამდენიმე სიტუაციაა. შეგიძლია განსაჯო მისი ტირილის მიზეზი ამ ჩვეულებრივ სიტუაციებზე დაყრდნობით და შემდეგ განსაჯო მისი ჩვეული, თანმიმდევრული გამოვლინებების საფუძველზე — მაგალითად, იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ის ზოგადად არ ტირის, თუ რაიმე სვდიანს არ გადააწყდება ან ისეთს, რაც გულზე მოხვდება, რომ ის ადვილად არ ღვრის ცრემლებს და მხოლოდ მაშინ ტირის, როდესაც განსაკუთრებით შემაშფოთებელ საკითხებზე და ისეთ მოვლენებზე საუბრობს, რომლებიც განსაკუთრებით ეხება მის სულს, ან როდესაც მან რაიმე არასწორად გააკეთა ან დიდი შეცდომა დაუშვა და გრძნობს, რომ ღვთის წინაშე ვალშია — ამ კონტექსტის გათვალისწინებით განსჯით მეტ-ნაკლებად შეგიძლია გაარკვიო, რატომ ტირის ის. ერთ შემთხვევაში ის იტირებდა, თუ ოჯახის წევრი მძიმედ გახდებოდა ავად ან გარდაიცვლებოდა, მეორე შემთხვევაში — თუ დაავადდებოდა მძიმე სენით და ამის გამო დაიტანჯებოდა. ან კიდევ მან შეიძლება იტიროს იმიტომ, რომ რაიმე არასწორად გააკეთა, ამგვარად შეცდომა ჩაიდინა, იგრძნო, რომ ღვთის წინაშე ვალში იყო და სურდა ყველაფერი გაეკეთებინა გამოსასწორებლად, მაგრამ მაინც ჰქონდა სისუსტეები და არ შეეძლო მათი დაძლევა; ერთმანეთში არეული ეს მრავალგვარი ემოციები ატირებდა მას. ეს განსჯები შედარებით თანხვედრაშია რეალურ სიტუაციასთან. მისი თანმიმდევრული გამოვლინებებისა და პიროვნული მახასიათებლების საფუძველზე განსჯით შეგიძლია გაარკვიო იმის მიზეზი, თუ რატომ ტირის ის ახლა. ამგვარად, განსჯა შედარებით უფრო ზუსტი იქნება. ერთი მხრივ, ასეთი ადამიანის სულიერი სიმწიფისა და იმ პრობლემების გაგებით, რომელსაც ის ამჟამად განიცდის, და მეორე მხრივ, თავად მისი ადამიანური ბუნების ნაკლოვანებების, ასევე იმ გახრწნილებისა და სისუსტეების გააზრებით, რომლებსაც ის ხშირად ავლენს, შეძლებ შეამცირო სავარაუდო მიზეზების არეალი და ამ ფარგლებში განსაჯო, რა არის ამ ადამიანის პრობლემის ძირეული მიზეზი. ამგვარად განსჯა შედარებით ზუსტი იქნება.
ახლა ჩვენ დავასრულეთ თანაზიარება კარგი, საშუალო და მწირი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანთა გამოვლინებების შესახებ მათი განსჯის უნარის თვალსაზრისით, არა? (დიახ.) ასევე არსებობს ყველაზე მწირი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანთა კატეგორია. მიუხედავად იმისა, რა ხდება ან როდესაც ხედავენ, როგორ იქცევა სხვა, ასეთ ადამიანს არ ძალუძს განსჯა. რატომ არა? იმიტომ, რომ მისი სულიერი მონაცემები ძალიან მწირია, მას არ აქვს განსჯის უნარი და არ იცის, როგორ განსაჯოს საკითხები. მაგალითად, დავუშვათ, რომ მას ესმის, როგორ ამბობს ვინმე რაიმე უარყოფითს. როდესაც საქმე ეხება იმას, თუ რა არის ამ უარყოფითი განცხადების არსი და ბუნება, მან არ იცის, რის საფუძველზე განსაჯოს; წარმოდგენაც კი არ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მან არ იცის, როგორ დაფიქრდეს პრობლემებზე და როგორ განსაჯოს საკითხები. როდესაც ის ხედავს, რომ ვინმე რაღაცას აკეთებს, მას არ ძალუძს განსაჯოს, როგორია ამ საკითხის ბუნება ან ამ ადამიანის ზნეობა საკითხის არსიდან გამომდინარე; მან არ იცის, როგორ განსაჯოს ეს საკითხები საკუთარი თავის წარმართვის გამოცდილებაზე და მით უმეტეს ღვთის სიტყვებზე დაყრდნობით. შესაბამისად, მას არ აქვს განსჯის უნარი. რა არის საკითხების განსჯის უუნარობის ძირეული მიზეზი? ის, რომ ამ ტიპის ადამიანმა არ იცის, როგორ იფიქროს პრობლემებზე და როდესაც საქმე ეხება ადამიანებისა და მოვლენების შეფასებას, მან არ იცის, მათ რომელი მხრიდან განიხილოს, როგორ ან რის საფუძველზე შეაფასოს ისინი. მან არ იცის, რა დასკვნები გამოიტანოს ამის შემდეგ, როგორ გააკეთოს ეს ან როგორ მიუდგეს და გაუმკლავდეს ამ ტიპის ადამიანს ან საკითხს მას შემდეგ, რაც დასკვნამდე მივა. მისი გონება ან ცარიელია, ან ბურუსით მოცული. ეს არის განსჯის უნარის არქონა. განსჯის უნარს მოკლებული ადამიანის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მას არ ესმის ან ვერ გებულობს ვერცერთ პრინციპს; მას საკუთარი თავის წარმართვის გამოცდილებაც კი არ აქვს. შესაბამისად, როდესაც ის სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობს, არ იცის, ვისთან ღირს ურთიერთობა და ვისთან — არა; მან არ იცის, ვინ არის შედარებით კეთილი, ვის აქვს ძლიერი მხარეები, რათა მისგან ისწავლოს, როგორც შეავსოს საკუთარი ხარვეზები, და ვის შეუძლია მისი დახმარება და მისთვის სარგებლის მოტანა; ვისი ატანა და როგორმე საერთო ენის გამონახვა შეიძლება; და ვის აქვს ისეთი უკიდურესად ბოროტი ბუნება, რომ მასთან ურთიერთობამ შეიძლება ადვილად გამოიწვიოს შარი ან დავა, და ამიტომ მათგან შორს უნდა დაიჭიროს თავი — მან ამ ყველაფრის შესახებ არაფერი იცის. მოკლედ, განსჯის უნარს მოკლებულმა ამ ადამიანმა არაფერი იცის და არ ძალუძს არცერთი ადამიანის ან საკითხის განსჯა. მაგრამ მას ასევე აქვს თავისი საკუთარი მიდგომა, დადგენილი წესი, რომელსაც მიჰყვება. ის ამბობს: „ვისთანაც არ უნდა ვაგვარებდე საქმეს ან ვისაც არ უნდა ვესაუბრებოდე, უბრალოდ ხუმრობით ვიშორებ თავიდან. არავის მიმართ არ მაქვს მტრობა. კარგი ადამიანია ის თუ ცუდი, გულწრფელად სწამს ღვთის თუ არ სწამს, უყვარს ჭეშმარიტება თუ ზიზღითაა განწყობილი მის მიმართ —მასთან ვმეგობრობ და არავის ვაწყენინებ. როდესაც ბოროტ ადამიანებს ვხედავ, თავს ვარიდებ მათ; როდესაც მორჩილ ადამიანებს ვხედავ, ვჩაგრავ მათ.“ სწორედ ეს არის მისი ეშმაკისეული ლოგიკა. მან არ იცის, ვისთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა, ვისგან უნდა დაიჭიროს თავი შორს და ვისთან არასოდეს უნდა ჰქონდეს ურთიერთობა ან საქმე. ის მცირედითაც კი არ ანსხვავებს ერთმანეთისგან სხვებს და ყველას ერთნაირად მიიჩნევს და ეპყრობა. ვინც არ უნდა იყოს, თუკი მასზე კარგი წარმოდგენა არ აქვს, მას გარეშე პირად ან მტრად მიიჩნევს. რაც არ უნდა კარგი იყოს ადამიანი, თუკი მას არანაირ სარგებელს არ სთავაზობს, ის მას სიფრთხილით მოეპყრობა. არავის უხსნის გულს და ყველას სიფრთხილით უდგება. ასეთი ადამიანი კარგი სულიერი მონაცემებისაა თუ მწირი სულიერი მონაცემების? (მწირი სულიერი მონაცემების.) რადგან მას მწირი სულიერი მონაცემები აქვს, როგორღა შეუძლია ასეთი აზრები ჰქონდეს? ასეთი ადამიანი უბრალოდ ვიწროდ მოაზროვნეა. რა განსხვავებაა სულიერი მონაცემების არმქონე ადამიანსა და გონებრივად შეზღუდულს შორის? სულიერი მონაცემების არმქონე ადამიანი გონებრივად ჩამორჩენილი და უგუნურია. გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს კვებავს და მოსავს, ინარჩუნებს სახეს და აქვს გარკვეული გათვლები სარგებლის მისაღებად და ზარალის თავიდან ასაცილებლად, მას საერთოდ არ გააჩნია სულიერი მონაცემები. მეორე მხრივ, გონებრივად შეზღუდულ ადამიანს არც კი აქვს რაიმე გათვლა საკუთარი ინტერესების დასაცავად ან სარგებლის მისაღებად — მას უბრალოდ მოსაზრებებიც კი არ გააჩნია. გონებრივად ჩამორჩენილ და უგუნურ ადამიანს გარდა იმისა, რომ აქვს გარკვეული გათვლები, საერთოდ არ გააჩნია გადარჩენის უნარი, სულიერი მონაცემები და განსჯის უნარი. შესაბამისად, მას არანაირი პრინციპი არ გააჩნია ადამიანებთან მიმართებაში; უბრალოდ თავის გრძნობებს მიჰყვება. თუკი გრძნობს, რომ მის მიმართ კარგად არ ხარ განწყობილი, თავს აგარიდებს, შენს წინააღმდეგ განეწყობა, გულის სიღრმეში შეგიძულებს და უარგყოფს. რაც არ უნდა დიდი კეთილგანწყობა გქონდეს მის მიმართ ან როგორც არ უნდა ეხმარებოდე, თუკი არ ძალუძს ამის ნათლად აღქმა, ის ვერ იგრძნობს, რომ მის მიმართ მეგობრულად ხარ განწყობილი ან რომ მისთვის საერთოდ არ ხარ საზიანო. მას არ ძალუძს ამოიცნოს, ადამიანები, მოვლენები და საგნები სწორია თუ არასწორი, მართებულია თუ მცდარი, დადებითია თუ უარყოფითი — ის ვერ განსჯის ამ საკითხებს. მას მხოლოდ გარკვეული გათვლები გააჩნია. როდესაც სარგებელს იღებს, თავს ბედნიერად გრძნობს; როდესაც სარგებელს ვერ იღებს, გრძნობს, რომ იზარალა, უსამართლოდ მოექცნენ და სხვებმა დასცინეს, და გადაწყვეტს, რომ შემდეგ ჯერზე სხვებს სარგებლის მიღების უფლებას არ მისცემს ან არ დაუშვებს, რომ სხვებმა თავი მოიწონონ ან მასზე უპირატესობა მოიპოვონ — ის სხვებს არავითარ შესაძლებლობას არ მისცემს. მითხარით, გონებაში მხოლოდ ამ გათვლების ქონა ნიშნავს სულიერი მონაცემების ქონას? ეს მხოლოდ ოდნავ უკეთესია, ვიდრე გონებრივად შეზღუდულობა, მაგრამ როდესაც საქმე უნარებს ეხება, მას ისინი არ გააჩნია — მას არანაირი უნარი არ აქვს სხვადასხვა ტიპის საქმეებთან გასამკლავებლად. ის უბრალოდ უგუნური და გონებრივად ჩამორჩენილია. ასეთ ადამიანს არ გააჩნია სულიერი მონაცემები. გესმით? (დიახ.) ერთადერთი, რაც ამ ადამიანს აქვს და გონებრივად შეზღუდულს არა, გათვლებია; გონებრივად შეზღუდულ ადამიანს ესეც კი არ აქვს. როდესაც ასეთი ადამიანი ამას ისმენს, არ სჯერა; ის ამბობს: „ამტკიცებ, რომ არ მაქვს განსჯის უნარი? დადე ერთად აშშ დოლარი და ოქრო, და ვნახოთ, თუ ვერ ამოვიცნობ. მე შემიძლია მათი გარჩევა! ოქრო ყვითელია, აშშ დოლარი კი — ქაღალდის ფული! დადე ერთად პლატინა და ვერცხლი და ვნახოთ, თუ არ შემიძლია განსჯა! პლატინა და ვერცხლი თეთრი ფერის სხვადასხვა ტონალობისაა — ამის გარჩევა ძალმიძს!“ განა ეს სისულელე არ არის? ეს საკმაოდ სულელურია. მას მხოლოდ ამ საგნების გარჩევა შეუძლია და მაინც სურს ამით თავის მოწონება და იმის დამტკიცება, რომ სულელი არ არის. მან ამდენი სისულელე ჩაიდინა, ამდენი რამ, რაც სულიერი მონაცემების არქონაზე მეტყველებს — რატომ არ საუბრობს და არ ცდილობს მათ გაგებას? სწორედ იმიტომ, რომ მას აკლია სულიერი მონაცემები, რადგან მისი სულიერი მონაცემები ასეთი მწირია და არ ძალუძს ამ საკითხების ამოცნობა ან გარჩევა, ის ასახელებს ერთ ან ორ რამეს, რისი გაკეთებაც გონებრივად შეზღუდულ ადამიანს არ ძალუძს, რათა დაამტკიცოს, რომ გონებრივად შეზღუდული არ არის და გარკვეული გონიერება და სულიერი მონაცემები აქვს. განა ეს სისულელე არ არის? ეს კიდევ უფრო ამტკიცებს მის სისულელეს. ჩვენი თანაზიარება სულიერი მონაცემების არმქონე ადამიანთა გამოვლინებებზეც დასრულდა. რა არის მთავარი საზომი იმისა, აქვს თუ არა ადამიანს განსჯის უნარი? ის, აქვს თუ არა მას ნორმალური ადამიანური აზროვნება. თუკი არ გაქვს ნორმალური ადამიანური აზროვნება, ვერაფრის განსჯას ვერ შეძლებ. თუკი გაქვს ნორმალური ადამიანური აზროვნება, შენი განსჯა შესაძლოა მაინც მცდარი იყოს, მაგრამ სულ მცირე, ეს იმაზე მეტყველებს, რომ განსჯის უნარი გაგაჩნია და ნორმალური ადამიანის აზროვნების უნარს ფლობ. შენი განსჯა არ არის ვარაუდი, არ არის დაშვება, არ არის ჰიპოთეტური და არც ლოგიკური მსჯელობაა. პირიქით, ეს არის სხვადასხვა დასკვნა და მოსაზრება, რომლებიც მიიღება საკითხის ყველა ასპექტის განხილვის მეშვეობით. სწორედ ამას ჰქვია განსჯის უნარი.
პუნქტი 7: ამოცნობის უნარი
მას შემდეგ, რაც დავასრულეთ მსჯელობა განსჯის უნარზე, მოდით, ახლა ვისაუბროთ ამოცნობის უნარზე. რას გულისხმობს ამოცნობის უნარი? ის ძირითადად გულისხმობს იმის ამოცნობას, ადამიანები, მოვლენები და საგნები პოზიტიურია თუ ნეგატიური, სწორია თუ არასწორი, კარგია თუ ცუდი; ის გულისხმობს ადამიანების, მოვლენებისა და საგნების დახასიათებას ან კლასიფიკაციას — იმ ადამიანების, მოვლენებისა და საგნების სხვადასხვა კატეგორიად დაყოფას, რომლებსაც აწყდები. ამოცნობის განზრახვა და მიზანია ადამიანთა და პოზიტიური და ნეგატიური საკითხების დახარისხება მათი გვარისამებრ. კლასიფიკაცია, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ფრინველების ფრინველთა კატეგორიაში, ცხოველების ცხოველთა კატეგორიაში ან მცენარეების მცენარეთა კატეგორიაში დაჯგუფებას. ამოცნობის უნარი გულისხმობს არა ამათ ამოცნობას, არამედ სხვადასხვა ადამიანის, მოვლენისა და საგნის თვისებების ამოცნობის უნარს. მაგალითად, შეგიძლია სხვადასხვა ადამიანის გამოვლინებების, გამოაშკარავებებისა და არსის დახარისხება? ძალგიძს განსაზღვრო იმ სხვადასხვა ადამიანის, მოვლენისა და საგნის თვისებები, რომლებსაც აწყდები? მაგალითად, ურწმუნოების ამოცნობისას შეგიძლია ამოიცნო ურწმუნოთა ის გამოაშკარავებები, რომლებიც საშუალებას გაძლევს, ნათლად დაინახო, რომ ისინი ურწმუნონი არიან? თუ იცი, რა მახასიათებლები და თვისებები აქვთ ურწმუნოებს, ადამიანობის რა გამოვლინებებს აჩვენებენ, რა სიტყვებს ამბობენ, რა ქმედებებს ახორციელებენ და რა მოსაზრებები და თვალსაზრისები აქვთ, მაშინ უნდა შეგეძლოს ურწმუნოების ამოცნობა. როდესაც კარგი სულიერი მონაცემების მქონე პიროვნება სხვადასხვა ადამიანის, მოვლენისა და საგნის წინაშე აღმოჩნდება, მას ძალუძს ამოიცნოს, პოზიტიურია თუ ნეგატიური, სამართლიანი თუ ბოროტი, სწორი თუ არასწორი. მას შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ადამიანის, მოვლენისა და საგნის თვისებები და ამოიცნოს, შეესაბამებიან თუ არა ისინი ადამიანობასა და ჭეშმარიტებას. ეს არის კარგი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანი. მაშინ რაღა შეიძლება ითქვას საშუალო სულიერი მონაცემების მქონე ადამიანზე? მას ძალუძს ამოიცნოს სხვადასხვა ადამიანი, მოვლენა და საგანი, რომლებსაც აშკარა თვისებები აქვთ. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „როგორ შეიძლება არსებობდეს ღმერთი? სად არის ის? რატომ არ შემიძლია მისი არსებობის დადასტურება?“ ასეთი სიტყვების მიმართ, რომლებიც აშკარად უარყოფს ღმერთს, მას აქვს გარკვეული გარჩევის უნარი და შეუძლია ამოიცნოს, რომ ასეთი ადამიანი ურწმუნო და უარყოფითი პიროვნებაა. მას ძალუძს ამოიცნოს აშკარა ბოროტება და აშკარად უარყოფითი, უსამართლო, უკეთური რამ, მაგრამ რაც შეეხება მას, რაც მოჩვენებითია, რომლის შესახებაც იშვიათად სმენია ვინმეს და რომელიც შუალედურ ანუ გაურკვეველ ზონაში ხვდება, მას არ ძალუძს მათი გარჩევა და მათ მიმართ განსხვავებული მიდგომის გამოყენება. მას ნამდვილად აქვს უნარი, გაარჩიოს ბოროტი ადამიანები, რომლებიც აშკარა ბოროტმოქმედებებს სჩადიან. მან იცის, რომ ასეთი ადამიანი ბოროტია და რომ მისნაირი ბოროტი ადამიანი წინამძღოლი რომ გამხდარიყო და სტატუსი მოეპოვებინა, ის ანტიქრისტე იქნებოდა. მაგრამ თუ ამ ადამიანს ცუდი ზნეობა აქვს და ჯერ არ ჩაუდენია ბოროტი საქმე, ის ვერ ამოიცნობს, მიეკუთვნება თუ არა ის ბოროტ ადამიანთა რიცხვს და რა ბოროტი საქმეები შეიძლება ჩაიდინოს მან, და ვერც ამ ადამიანის თვისებების განსაზღვრავს. ეს არის საშუალო სულიერი მონაცემების ქონა. ზოგიერთი ადამიანის ქცევა საკმაოდ აშკარაა, როგორიცაა გარყვნილება, კერპთაყვანისმცემლობა, ამქვეყნიური საგნების დევნა, ჭორაობის სიყვარული, სხვათა ხშირი დაჩაგვრა და შევიწროება, ან მკვლელობა და ცეცხლის წაკიდება; ის იტყოდა, რომ ასეთი ადამიანი არ არის კარგი და ღვთისთვის საძულველია; მას ძალუძს ამის გარჩევა. მაგრამ რაც შეეხება ისეთ ადამიანს, რომლის გარეგნული ქცევაც საკმაოდ კარგი ჩანს — ხშირად გასცემს მოწყალებას და ეხმარება სხვებს, იჩენს მოთმინებას ადამიანთა მიმართ, საკმაოდ კარგად ეწყობა სხვებს — ვისი ადამიანობაც გარედან საკმაოდ კარგი ჩანს, თუმცა მისი სიტყვები და ქმედებებიც უმეტესწილად არ შეესაბამება ჭეშმარიტებას და მისი ქმედებებიც ხშირად არღვევს ჭეშმარიტება-პრინციპებს, ის ვერ გაარჩევს, არის თუ არა ასეთი ადამიანი ჭეშმარიტების მაძიებელი ან კონკრეტულად რომელ კატეგორიას განეკუთვნება ის. იმ ადამიანების, მოვლენებისა და საგნების შემთხვევაში, რომლებიც აშკარა და ადვილად ამოსაცნობია, მას შეუძლია გაარჩიოს, სწორია თუ არასწორი, მართალია თუ მტყუანი, სამართლიანია თუ ბოროტი, პოზიტიურია თუ ნეგატიური. მას ძალუძს ასეთი გარეგნული საკითხების გარჩევა, მაგრამ ვერ არჩევს, როდესაც საქმე ეხება იმ ადამიანებს, მოვლენებსა და საგნებს, რომლებიც ნამდვილად მოიცავს პრინციპებს და დაკავშირებულია ჭეშმარიტებასთან. ის ვერ არჩევს, რომელი შეესაბამება აშკარად ჭეშმარიტებას და რომელი არღვევს მას. ეს არის საშუალო სულიერი მონაცემების ქონა. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი ატარებს შედარებით კარგი ქსოვილისგან დამზადებულ ტანსაცმელს, რომელიც ელეგანტურად და მაღალხარისხოვნად გამოიყურება; ამ სამოსში ისინი მაღალი რანგის ფიგურებს ან თეთრსაყელოიან ელიტას გვანან. ამის დანახვაზე საშუალო სულიერი მონაცემების მქონე ადამიანი ამბობს: „ეს ტანსაცმელი ისეთია, როგორიც არამორწმუნეებს მოსწონთ. ჩვენ, როგორც ღვთის მორწმუნეებს, ის არ უნდა მოგვწონდეს; ეს არ არის დადებითი რამ.“ ამის თქმა არასწორია. ეს ტანსაცმელი არ გამოიყურება მაცდურად ან მიმზიდველად; პირიქით, ის გამოიყურება ელეგანტურად, ღირსეულად და წესიერად, რაც მის მატარებელს კეთილშობილურ იერს ანიჭებს. მაგრამ ეს ადამიანი ასეთ ტანსაცმელს — რომელიც მატარებელს კეთილშობილურ და ელეგანტურ იერს ანიჭებს და ამავდროულად ამჟამად მოდურია — უარყოფითად მიიჩნევს და ამბობს, რომ ის უკეთურია. ეს არის ამ საკითხების ამოცნობის უუნარობა, არა? (დიახ.) მაშ, როგორია ასეთი ადამიანის ამოცნობის უნარი? საუკეთესო შემთხვევაში ის საშუალოა. ეს არის საშუალო სულიერი მონაცემების ქონა. ასეთ ადამიანს არ არ ძალუძს იმ საკითხების გარჩევაც კი, რაც არამორწმუნეებს შეუძლიათ — კარგი სულიერი მონაცემების მქონე არამორწმუნეს შეუძლია გაარჩიოს კარგი და ცუდი ადამიანობა, მაგრამ ამ ადამიანს — არა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ, რაც ღვთის რწმენას შეუდგა, გარკვეული მოძღვრებები ესმის, ასეთ ადამიანს არ ძალუძს დადებითი და უარყოფთი საკითხების ერთმანეთისგან გარჩევა. ის გაარჩევს იმას, რაც აშკარაა, მაგრამ არ ძალუძს გაარჩიოს ის, რაც აშკარა არ არის. მას შეუძლია ამოიცნოს აშკარად ბოროტი ადამიანები, ჩაშლისა და არევ-დარევის გამოწვევის აშკარა შემთხვევები და პრინციპების დარღვევის აშკარა ფაქტები, მაგრამ როდესაც საქმე ეხება გარკვეულ ადამიანებს, მოვლენებსა და საგნებს, რომლებიც შედარებით განსაკუთრებული, ბნელი, უცნაური და ჩრდილში მოქცეულია, მას ეს არ ძალუძს. მხოლოდ სხვათა თანაზიარებისა და მინიშნებების მეშვეობით ან როდესაც ეს ადამიანები რაიმე აშკარას ჩაიდენენ, შეუძლია მას მათი ამოცნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ვერ ახერხებს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მისი ამოცნობის უნარი საშუალოა.
ასევე არსებობენ ისეთი ადამიანი, რომელსაც, ვითარების მიუხედავად, არ ძალუძს რომელიმე ადამიანის, მოვლენის ან საგნის ამოცნობა და არც მათი თვისებების განსაზღვრა. მაგალითად, როდესაც საქმე ეხება იმის შეფასებას, თუ კონკრეტულად რა თვისებები აქვს ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას — ჭეშმარიტი მორწმუნენი არიან თუ ურწმუნონი, ეძიებენ თუ არა ჭეშმარიტებას, ან არიან თუ არა შესაფერისნი განვითარებისთვის — მან ეს არ იცის და ვერც ხედავს. მაშინაც კი, როდესაც ასეთ ადამიანს მრავალი გამოვლინება და აშკარა პრობლემები აქვთ, მას მაინც ვერ ახერხებს ამ ადამიანების ამოცნობას ან მათი თვისებების განსაზღვრას. ეს არის ამოცნობის უნარის არქონა. მაშინაც კი, როდესაც ის ჩვეულებრივი და ადვილად გასარჩევი ადამიანების, მოვლენებისა და საგნების წინაშე აღმოჩნდება, მას არ შეუძლია მკაფიოდ თქვას, ეს ადამიანები კარგები არიან თუ ბოროტები ან ეს საქმეები სამართლიანია თუ უკეთური. მან არ იცის, როგორ გაარჩიოს ან დაახარისხოს ისინი, და არც ის იცის, როგორ მოახდინოს მათი დაჯგუფება. ღვთის სიტყვების კითხვისა და სხვებთან თანაზიარების შემდეგაც კი მას მაინც არ ძალუძს მათი ამოცნობა. საბოლოოდ, ის სხვებს აძლევს მის მაგივრად გადაწყვეტის უფლებას და ამბობს: „როგორც დაახასიათებ მათ, ისეთები არიან. თუ სამართლიანად დაახასიათებ, მაშინ სამართლიანები არიან; თუ უკეთურად დაახასიათებ, მაშინ უკეთურები არიან.“ მოკლედ რომ ვთქვათ, მას თავად არ შეუძლია განსაზღვრებების გაკეთება ან დასკვნების გამოტანა. როგორი მდგომარეობაც არ უნდა იყოს, როდესაც საქმე დასკვნის გამოტანას ეხება, ის საგონებელში ვარდება და სათქმელი არაფერი აქვს. განა ეს არ არის ამოცნობის უნარის არქონა? (დიახ.) ყველაზე მარტივი გარეგნული გამოვლინებაც კი რომ ავიღოთ, თუ სთხოვ მას ამოიცნოს მისი ბუნება და თვისებები, მან არ იცის. თუმცა, მას ერთი ხრიკი ნამდვილად აქვს: შეუძლია დაუსრულებლად ისაუბროს და მოყვეს, რა თქვა და რა გააკეთა ადამიანმა. მაგრამ თუ ჰკითხავ: „არის თუ არა ეს ადამიანი სინამდვილეში ჭეშმარიტი მორწმუნე? არის თუ არა ის, ვისაც ღვთისკენ უდიდესი სწრაფვა აქვს?“ ის გპასუხობს: „აბა რა გითხრა, მას ათ წელზე მეტია, რაც ღვთის სწამს; მან უარყო თავისი ოჯახი და კარიერა. როდესაც მისი შვილი სამი ან ოთხი წლის იყო, ის ძმებსა და დებს მიანდო და სახლი დატოვა თავისი მოვალეობის შესასრულებლად.“ მას ნამდვილად აქვს თავისი გათვლები; ის თავს არიდებს დასკვნების გამოტანას და ამის ნაცვლად შენ გაძლევს გადაწყვეტის საშუალებას. თუ მას ჰკითხავ: „მაშინ არის თუ არა ეს ადამიანი ის, ვინც იღებს ჭეშმარიტებას?“ ის გპასუხობს: „აბა, მას შემდეგ, რაც ეკლესიის წინამძღოლი გახდა, ძალიან ადრე დგება და ძალიან გვიან იძინებს. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ის, ვინც იღებს ჭეშმარიტებას, როდესაც ერთხელ ძმებმა და დებმა მას თავის ზოგიერთ პრობლემაზე მიუთითეს, იტირა და თქვა, რომ ღვთის წინაშე ვალში იყო და კარგად არ მოიქცა.“ „და მერე თუ მოინანია?“ „აბა, იმ მომენტში საკმაოდ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა.“ მას უყვარს შენთვის ინფორმაციის მოყრა, რათა გაჩვენოს, რომ რაღაცას წარმოადგენს, რომ ყველაფერი იცის და ძალუძს ადამიანების ამოცნობა, და ამით ხელი შეგიშალოს იმაში, რომ მას ჩაწვდე. ის ვერ არჩევს ადამიანებს და ვერც დასკვნები გამოაქვს. უბრალოდ გიყვება უამრავი შემთხვევის შესახებ და უამრავ ინფორმაციას გაწვდის, და შენ განდობს იმის ამოცნობას, თუ როგორი ადამიანია ეს, რათა შენ გამოიტანო დასკვნა და განსაზღვრო მისი თვისებები. შენ ამბობ: „ეს ადამიანი შეიძლება მივიჩნიოთ ისეთად, ვინც იღებს ჭეშმარიტებას. მას აქვს შემართება ღვთის რწმენაში და ჭეშმარიტი მორწმუნეა. უბრალოდ, რადგან მას მწირი სულიერი მონაცემები აქვს და არ აქვს წვდომის უნარი; ის ვერასოდეს პოულობს პრაქტიკის პრინციპებს და არ ძალუძს ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ მზად არის ჭეშმარიტების მისაღებად.“ ის კი გპასუხობს: „მე ის არ მიმაჩნია ადამიანად, ვისაც წვდომის უნარი აქვს. როდესაც რაიმე უსიამოვნოზე საუბრობს, ტირის — ეს ყოველთვის ერთი და იგივე დამოკიდებულებაა.“ ხედავ? მას თავად არ გააჩნია ამოცნობის უნარი, თუმცა საკმაოდ კარგად ეხერხება სხვის ნათქვამზე აყოლა. განა ეს პრობლემატური არ არის? ამოცნობის უნარს მოკლებული ადამიანის ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა ის, რომ მას უყვარს მოგაწოდოს ინფორმაცია, მოგიყვეს უამრავი შემთხვევის, რთული პრობლემის, მოვლენათა განვითარების ან რაიმე სიტუაციაზე მისი დაკვირვების შესახებ, შემდეგ კი ელოდება, რომ შენ განსაზღვრო ეს. როდესაც ამას განსაზღვრავ, მიაჩნია, რომ შენი განსაზღვრება კარგია და შეუძლია მისი მიღება. მისი მიღების შემდეგ მან მაინც არ იცის, რატომ განსაზღვრე ეს ამგვარად. მან არ იცის შენი დასკვნის საფუძველი ან პრინციპები და არც ის იცის, როგორ მოეპყროს ან გაუმკლავდეს განსახილველი ტიპის ადამიანს. მან არაფერი იცის ამ საკითხების შესახებ. ის მაინც ვერ გებულობს თანაზიარებისა და შესწავლის შემდეგაც კი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მას არ გააჩნია ამოცნობის უნარი; ეს სულიერი მონაცემების არქონის გამოვლინებაა. ის ასევე ხშირად უშვებს შეცდომას ფაქტების დამახინჯებისა და ერთი საკითხის მეორეში არევის მხრიც. რომელ საკითხზეც არ უნდა გამოთქვას აზრი, ვერ სწვდება მის საფუძველს ან არსს და ამის ნაცვლად დასკვნებს მხოლოდ გარეგნულ მოვლენებზე დაყრდნობით აკეთებს. მაგალითად, ის ანტიქრისტეს ბოროტმოქმედებას გადაცდომად აღწერს და მიაჩნია, რომ თუ ანტიქრისტე ამას აღიარებს, მას შეუძლია გამოსწორება. თუ ის ხედავს, რომ პატიოსანი ადამიანი ტყუილს ამბობს, მას მზაკვარ ადამიანად ახასიათებს. თუ ის ხედავს ვინმეს, ვინც ამპარტავანი და თვითმართალია, მას ბოროტ ადამიანად ახასიათებს. სწორედ ასეთ შეცდომებს უშვებს ხშირად ის, ვისაც ამოცნობის უნარი აკლია.
თითოეული ადამიანისთვის ამოცნობის უნარი წარმოადგენს ერთგვარი სულიერ მონაცემებს, რომლებიც მას უნდა გააჩნდეს, როდესაც ის ცხოვრებაში სხვადასხვა ადამიანს, მოვლენასა და საგანს აწყდება. ამოცნობის უნარი მოიცავს არა მხოლოდ სხვადასხვა ადამიანის, მოვლენისა და საგნის არსის ამოცნობას, არამედ მათი თვისებების განსაზღვრასაც. რაც უფრო ზუსტად შეგიძლია ამ თვისებების განსაზღვრა, მით უფრო მტკიცდება, რომ საკითხების ამოცნობის უფრო მაღალი უნარი გაგაჩნია. თუ შენი განსაზღვრებები არ არის ძალიან ზუსტი და არსებობს სხვაობა შენს განსაზღვრებებსა და საკითხის არსსა და საფუძველს შორის, ეს ამტკიცებს, რომ შენი ამოცნობის უნარი საშუალოა. თუ არ ძალგიძს ადამიანების, მოვლენებისა და საგნების თვისებების განსაზღვრა და დანახვა, ეს ამტკიცებს, რომ არ გაქვს გაგაჩნია ამოცნობის უნარი. მაგალითად, დავუშვათ, რომ როდესაც საქმე ადამიანს ეხება, მხოლოდ მისი მრავალი გამოვლინებისა და გამოაშკარავების აღწერა შეგიძლია, მაგრამ ვერ ხედავ მის არსს. ანუ მხოლოდ იმაზე საუბარი ძალგიძს, თუ როგორ მიდრეკილია ეს ადამიანი ნეგატიურობისკენ ან რა ძლიერი მხარეები აქვს მას; შეგიძლია მხოლოდ იმ უამრავ ამბავზე ილაპარაკო, რაც ამ ადამიანს გადახდა თავს, თუმცა არ იცი მისი ზნეობა, სულიერი მონაცემები ან ჭეშმარიტებისადმი დამოკიდებულება; არ ძალგიძს ამ არსებითი საკითხების დანახვა და იმ ადამიანების, მოვლენებისა და საგნების განსაზღვრა, რომლებიც მის გარშემო ჩნდება ან ხდება. მიუხედავად იმისა, სწორია ეს საკითხები თუ არასწორი, სამართლიანი თუ უკეთური, დადებითი თუ უარყოფითი, კარგი ადამიანობის გამოვლინებები თუ ბოროტი ადამიანობის, შენ არცერთი მათგანის დანახვა და გარჩევა არ შეგიძლია. რამდენი ჭეშმარიტებაც არ უნდა გქონდეს მოსმენილი ან რამდენ გამოცდილებით დამოწმებასაც არ უნდა უსმენდე, მაინც ვერ ახერხებ სხვადასხვა ადამიანის, მოვლენისა და საგნის ამოცნობას ან გარჩევას; გულში არ გაგაჩნია ადამიანების, მოვლენებისა თუ საგნების არცერთი კატეგორიის განსაზღვრება. ეს არის ამოცნობის უნარის არქონა და ასევე სულიერი მონაცემების არქონის გამოვლინება.
ადამიანი, რომელსაც აკლიაამოცნობის უნარი, არ აქვს თვითშემეცნება და ასევე ამპარტავანი და თვითმართალია, ყველაზე დიდი ალბათობით რა შეცდომას დაუშვებს? ეს არის სხვების გამოვლინებებზე ჩაბღაუჭება და შემდეგ მათთვის თვითნებურად იარლიყის მიკერება და მათი განსაზღვრა. მაგალითად, ის ხედავს, რომ ადამიანი ოდნავ ჯიუტია და შემდეგ ამბობს, რომ ის ბოროტ ადამიანს ჰგავს, რომ ის ეშმაკია — განა ეს უდიდესი შეცდომა არ არის? ეს ადამიანი უბრალოდ ოდნავ ჯიუტია და ოჯახური პირობების ან იმ გარემოს გამო, რომელშიც გაიზარდა, მას ჩამოუყალიბდა ცხოვრების ცუდი წესები ან განუვითარდა ცუდი ჩვევები და ნაკლოვანებები. მთლიანობაში, ამ ადამიანის ზნეობა არ არის კეთილი, მაგრამ არც ბოროტია, ამიტომ მას არ შეიძლება ეწოდოს ბოროტი ადამიანი. თუმცა ის, ვისაც ამოცნობის უნარი არ გააჩნია, ებღაუჭება ამ ადამიანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს ან მის მიერ შესრულებულ ერთი-ორ საქმეს, შემდეგ ბრმად განსაზღვრავს მას და ამბობს: „ამ ადამიანს უცნაური, არაკომუნიკაბელური და ჯიუტი ხასიათი აქვს. ის ბოროტი ადამიანია.“ ეს განსაზღვრება არასწორია. ჭეშმარიტად ბოროტი ადამიანი სასიამოვნო სიტყვებს ამბობს და ხალხს ეპირფერება; მას აქვს ტაქტიკა, ის მალავს და ატყუებს, და ეთამაშება ადამიანებს. ზოგიერთ ბოროტ ადამიანს მოწყალების გაცემა, სხვათა დახმარება და მოთმინების გამოჩენაც კი ძალუძს. ის, ვისაც არ აქვს ამოცნობის უნარი, ასეთ ადამიანზე იტყვის: „ეს ადამიანი ისეთი კარგია, ის ჭეშმარიტი მორწმუნეა,“ მაგრამ სინამდვილეში ეს ადამიანი თვალთმაქცი ფარისეველია. ის, ვისაც აკლია ამოცნობის უნარი ვერ ხედავს ადამიანის არსს— არჩევნების დროს ის ხმასაც კი ბოროტ ადამიანს აძლევს, რომ წინამძღოლი გახდეს. რისი ტოლფასია ეს? ეს ბოროტების ხელშეწყობისა და წახალისების ტოლფასია. ზოგიერთი ბოროტი ადამიანი ბოროტებას ქცევაში არ ავლენს და არ ამჟღავნებს. ბოროტება მის გულშია. ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, მიზანმიმართულია და მის ყველა განზრახვას ფარული ხასიათი აქვს. ის, რასაც ის აკეთებს და რისი დანახვაც ძალგიძს, სინამდვილეში არ ასახავს მის რეალურ განზრახვებს. მისი ჭეშმარიტი განზრახვები, მიზნები და უკეთურება მის გულშია დაფარული. თუ ადამიანს არ აქვს ამოცნობის უნარი და არ ძალუძს ასეთი ადამიანის გარჩევა, დიდი ალბათობით მას კარგ ადამიანად, ჭეშმარიტების მაძიებელ ადამიანად მიიჩნევს. ზოგიერთ ადამიანს პირდაპირი ხასიათი აქვს და სხვებთან ურთიერთობისას არავითარ ტაქტიკას არ იყენებს. ის პირდაპირ საუბრობს და პიროვნებისა და ტემპერამენტის თვალსაზრისით ოდნავ ფიცხია. სინამდვილეში მის ადამიანობასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები არ არსებობს; უბრალოდ, ზოგჯერ მისი საუბრის ტონი უხეშია. თუმცა რასაც ის ავლენს, ზუსტად ის არის, რასაც შინაგანად ფიქრობს — რასაც შინაგანად ფიქრობს, იმას ავლენს გარეგნულად. სხვები ხშირად ფიქრობენ, რომ ამ ადამიანმა არ იცის ყველასთან ურთიერთობა ან არ ძალუძს სოციალიზაცია; ისინი მიუჩვეველნი არიან საუბრის იმ მანერას, რომელსაც ეს ადამიანი იყენებს. ასეთი ადამიანი განსაკუთრებით უხეშად და პირდაპირ საუბრობს; დყოველთვის უნებლიეთ სტკენს გულს სხვებს. დროთა განმავლობაში, ის საბოლოოდ ყველას სტკენს გულს; ხალხი კარგად არაა განწყობილი მის მიმართ. ზოგიერთი, ვისაც გარჩევის უნარი აკლია, ამბობს, რომ ასეთი ადამიანი ბოროტია, მაგრამ სინამდვილეში, ის არ არის ბოროტი. ამბობ, რომ ის ბოროტია — მაშინ წარმოადგინე ფაქტები იმისა, თუ როგორ ტანჯავდა ის სხვებს: ვინ დატანჯა ან დაჩაგრა? ვის ავნო ან ვინ მოატყუა? თუ ნამდვილად არსებობს ფაქტობრივი საფუძველი, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს ადამიანი ბოროტია — რომ ის მხოლოდ სიტყვებით კი არ აზიანებს სხვებს, არამედ გულის სიღრმეშიც ბოროტება აქვს, და რომ ის ნამდვილად საზიანოა სხვებისთვის — მაშინ ის შეიძლება დახასიათდეს, როგორც ბოროტი ადამიანი. თუ მას არ აქვს სხვებისთვის ზიანის მიყენების განზრახვა, მაშინ ის არ არის ბოროტი ადამიანი. მას უბრალოდ პირდაპირი ხასიათი აქვს და უხეშად საუბრობს — ეს თანდაყოლილია. მისი ადამიანობის ნაკლი და დეფექტია მაქსიმუმ უხეშად საუბარი. მან არ იცის, როგორ გამოიჩინოს ტაქტი და როგორ დააყენოს საკუთარი თავი სხვებთან თანაბარ პირობებში საუბრისას; მან არ იცის, როგორ გამოიჩინოს ტოლერანტობა სხვა ადამიანების მიმართ, როგორ იყოს დამთმობი და მომთმენი სხვათა მიმართ, როგორ გაითვალისწინოს მათი გრძნობები. მან ამათგან არაფერი იცის. მის ადამიანობას რაღაც აკლია. თუმცა ზოგიერთი ადამიანი, ვისაც გარჩევის უნარი არ აქვს, ასეთ პიროვნებას ბოროტ ადამიანად მიიჩნევს. სინამდვილეში, როდესაც ეს პიროვნება საქმეს აკეთებს, ის უმეტესწილად იცავს ღვთის სახლის ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ სხვებთან საუბრისას მისი ტონი ოდნავ უხეშია, არავისთვის მიუყენებია ზიანი და არც ამის განზრახვა აქვს. უბრალოდ, მას საუბრისას ტაქტი აკლია და არ ითვალისწინებს არსებულ სიტუაციას. ასეთი პიროვნების ადამიანობაში არსებული გარკვეული დეფექტებისა და ნაკლოვანებების გამო ბევრი სხვა ადამიანი შეცდომით ფიქრობს, რომ ის ბოროტი ადამიანია, თუმცა არ შეუძლია მისი ბოროტმოქმედების რაიმე მტკიცებულების წარმოდგენა. ეს არის მცდარი განსჯა, ასეთი პიროვნების მცდარი დახასიათება. მიუხედავად იმისა, რომ ჭეშმარიტად ბოროტი ადამიანები გარეგნულად არ აზიანებენ სხვებს, გასცემენ მოწყალებას და ეხმარებიან სხვებს, მათი სიტყვები გამოხატავს გაგებას, მზრუნველობას, ყურადღებასა და დათმობას, და ეს ადამიანები სხვათა მიმართ ტოლერანტობასა და სიყვარულსაც კი იჩენენ — მათი სიტყვები და ქმედებები საკმაოდ კარგი ჩანს — გარკვეულ განსაკუთრებულ ვითარებებში ან საკითხებში, და იმ საკითხებში, რომლებიც მათ პირად ინტერესებს ეხება, მათ ძალუძთ სხვების დაჩაგვრა, დაზიანება და მათ წინააღმდეგ ფარულად ხრიკების მოწყობა; ისინი ოდნავადაც კი არ იცავენ ღვთის სახლის ინტერესებს. მაშინაც კი, თუ რაიმე მათ პირად ინტერესებს არ ეხება, და თუნდაც მხოლოდ თითის განძრევა სჭირდებოდეთ, მაინც არ დაიცავენ ღვთის სახლის ინტერესებს. ის, რასაც ასეთი ადამიანები გარეგნულად ავლენენ, საოცრად კარგი ჩანს; გარეგნულად მათ ადამიანობაში არავითარი ნაკლი ან დეფექტი არ ჩანს, მაგრამ ისინი ჭეშმარიტად სრულიად ბოროტი ადამიანები არიან. ბევრი ვერ არჩევს ასეთ ადამიანებს და დაბრმავებულია მათი ტაქტიკით, მათი ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფიით, შეთქმულებებითა და ხრიკებით. თუ ამგვარი ადამიანის ბუნება-არსება და ბოროტმოქმედების ფაქტები გამოაშკარავდება, ეს ხალხი არა მხოლოდ არ იღებს ამას, არამედ მიიჩნევს, რომ ეს პიროვნება კარგია, რომელიც ღვთის სახლმა უნდა სრულყოს და ვისაც მნიშვნელოვანი როლი უნდა დააკისროს. მათ აკლიათ ასეთი ადამიანების გარჩევის უნარი. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, შეუძლიათ თუ არა მათ ადამიანის შეფასება ღვთის სიტყვის ან ჭეშმარიტება-პრინციპების მიხედვით; უბრალოდ ამ ადამიანთა სულიერ მონაცემებს რომ შევხედოთ — ისინი ამ აშკარად ბოროტ ადამიანებსაც კი კარგ ადამიანებად მიიჩნევენ და მაშინაც კი, როდესაც ამ ადამიანების ბოროტმოქმედების ფაქტები არსებობს, ისინი მაინც კარგ ადამიანებად თვლიან მათ — ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი სრულიად დაბნეულნი და უგუნურნი არიან. ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია ამოცნობის უნარი, არა მხოლოდ გონებრივად ჩამორჩენილი და იდიოტია, არამედ უგუნურიცაა. ამ ბოროტმა ადამიანებმა დაჩაგრეს და დატანჯეს სხვები, და ადამიანებთან სათამაშოდ სხვადასხვა ტაქტიკა გამოიყენეს, თუმცა ეს ადამიანი ამას ბოროტებად არ მიიჩნევს და ვერ ხედავს, რომ ეს ბოროტებაა. გარდა ამისა, არსებობს ბოროტი ადამიანების ერთი აშკარა გამოვლინება, კერძოდ ის, რომ ისინი არასოდეს იცავენ ღვთის სახლის ინტერესებს — არცერთხელ. მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა ან თითის განძრევა რომ სჭირდებოდეთ, ისინი მაინც არ დაიცავენ ამ ინტერესებს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ შემთხვევებზე, როდესაც საქმე მათ პირად უსაფრთხოებას, ან მათ სტატუსსა და რეპუტაციას ეხება — ასეთ შემთხვევაში ისინი მით უმეტეს არ დაიცავენ ღვთის სახლის ინტერესებს. ზოგიერთ ადამიანს ვერ ხედავს აშკარად ბოროტი ადამიანების რეალურ სახეს. მითხარი, აქვს თუ არა ასეთ ადამიანს სულიერი მონაცემები? ბოროტ ადამიანებს ბოროტი არსი აქვთ; ისინი ნებისმიერს დაჩაგრავენ. სულ ერთია ვინ არის, სანამ ადამიანი მათ სტატუსზე ან ინტერესებზე ახდენს გავლენას, ის მათი ჩაგვრის სამიზნე ხდება. ის, ვისაც გარჩევის უნარი აკლია, ვერ ხედავს ამ საკითხებს. განა გარჩევის უნარს მოკლებული ადამიანი გონებადაბინდული არ არის? (დიახ.) მან ისიც კი არ იცის, დაჩაგრავენ თუ არა მას ბოროტი ადამიანები — მითხარი, რა დონემდეა ასეთი ადამიანი გონებადაბინდული? განა ის სრულიად გონებადაბინდული არ არის? (დიახ.) როდესაც ზოგიერთ ბოროტ პიროვნებას თანამდებობიდან ათავისულებენ, გარკვეული ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ გააჩნიათ ამოცნობის უნარი, გამოდიან მათ გამოსასარჩლებლად, მათ დასაცავად და ყვირიან იმ უსამართლობაზე, რომელიც მათ განიცადეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ბოროტ ადამიანებს მრავალი წელია, რაც ღმერთის სწამთ, გააჩნიათ გარკვეული ნიჭი, არიან მჭევრმეტყველნი, აქვთ ტაქტიკა და გარეგნულად ყველაფერს ტოვებენ, იხარჯებიან და იტანენ გასაჭირს. ეს ადამიანები არ საუბრობენ იმაზე, თუ რამდენი ბოროტება ჩაიდინეს ამ ბოროტმა პიროვნებებმა. ამის ნაცვლად ისინი ამბობენ: „მათ მრავალი წელია, რაც ღმერთის სწამთ ღმერთი, ერთგულად მიჰყვებიან მას და ბევრი გასაჭირი გადაიტანეს. ისინი დიდი წითელი დრაკონის მიერაც კი იქნენ დაპატიმრებულნი, გაუძლეს წამებას და მოიხადეს სასჯელი ციხეში, ასევე დაეხმარნენ ამა თუ იმ ძმას ან დას.“ ისინი მხოლოდ ამ ყველაფერს უყურებენ და უგულებელყოფენ ამ პიროვნებების ბოროტ საქმეებს; არ ახსენებენ, თუ რამდენი ბოროტება ჩაიდინეს მათ. განა ასეთი გონებადაბინდულნი არიან? (დიახ.) მათ, ვინც სრულიად უგუნურნი არიან, უფალი ვერ გამოისყიდის; ისინი განუკურნებელნი არიან. ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ ამოცნობის უნარი, სულიერი მონაცემების არმქონენი არიან— მათ საერთოდ არავითარი უნარი არ გააჩნიათ. ასეთი ადამიანები ვერ ხედავენ და არჩევენ, რა არის სწორი და რა — არასწორი ან დადებითია თუ უარყოფითი ადამიანი. მათ არ ძალუძთ ნათლად დაინახონ ადამიანის არსი და ბუნება ან შეაჯამონ ამ ადამიანის თვისებები მისი ქცევის, გამოვლინებების, გახრწნილების გამოაშკარავებებისა და ბოროტმოქმედების მრავალი ფაქტის მეშვეობით. სანამ ეს პიროვნება ჯერ კიდევ ეკლესიაშია, ეს ადამიანები მას ძმად ან დად მიიჩნევენ და გულითადი სიყვარულით ეპყრობიან. მათ არავის გარჩევის უნარი არ გააჩნიათ და არ ძალუძთ ვინმეს პრინციპების მიხედვით მოეპყრონ. ასეთ ადამიანებს არ აქვთ ამოცნობის უნარი. მათ არ იციან და ვერ ასხვავებენ, საკითხი სამართლიანია თუ უკეთური, დადებით გავლენას ახდენს ის თუ უარყოფით გავლენას ადამიანებზე, უნდა ჩაითვალოს თუ არა ის სწორად და მიიღონ, თუ არასწორად მიიჩნიონ და გაარჩიონ, უარყონ და წინააღმდეგობა გაუწინ. და იქნეს როდესაც მათ მაგალითს მოუყვან რაიმე საკითხის ასახსნელად, მან იცის, რომ ასეთი საკითხები არ არის კარგი, რომ ისინი არ შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებს და რომ ისინი არ გამოიყენება ღვთის სახლში. მაგრამ შემდეგ ჯერზე, როდესაც მსგავსი საკითხი წამოიჭრება, მათ მაინც არ იციან, როგორ მიუდგენ მას და ვერ იყენებენ პრინციპებს — ისინი მხოლოდ მაშინ ხვდებიან, თუ კიდევ ერთ მაგალითს მოუყვანთ. საკითხები სათითაოდ უნდა აუხსნა, ბავშვების სწავლების მეთოდის გამოყენებით, რათა მათ გაიგონ. ეს არის ამოცნობის უნარის არქონა. მნიშვნელობა არ აქვს, საქმე ადამიანს ეხება თუ საგანს ან მოვლენას — მათ არ იციან, სამართლიანია ის თუ უკეთური, სწორია თუ არასწორი, დადებითი მოვლენაა თუ უარყოფითი, შეესაბამება თუ არა ჭეშმარიტებას და კაცობრიობის საჭიროებებს, ან როგორ უნდა უყურებდნენ მას ღვთის მორწმუნეები — მათ ამათგან არაფერი იციან. ეს არის საგნების გარჩევის უნარის არქონა. მაშინ, რა არის რა არის ადამიანის მიერ ამოცნობის უნარის დონის შეფასების საფუძველი? ის ეფუძნება იმას, თუ რამდენად ზუსტია თქვენს მიერ სხვადასხვა საკითხის თვისებების განსაზღვრებები. თუ შენი განსაზღვრებები ზუსტია, მაშინ გაგაჩნია ამოცნობის უნარი. თუ თქვენს მიერ სხვადასხვა საგნის თვისებების განსაზღვრების სიზუსტე ორმოცდაათ პროცენტზე მაღალია, მაშინ თქვენი შენი ამოცნობის უნარი საშუალო ან საშუალოზე მაღალია. თუ ის ორმოცდაათ პროცენტს ვერ აღწევს, მაშინ ამოცნობის უნარი დაბალია. თუ სიზუსტე ერთ პროცენტსაც კი არ შეადგენს, მაშინ არ გაგაჩნია ამოცნობის უნარი და სულიერი მონაცემების არმქონე ადამიანი ხარ. აქვს თუ არა ვინმეს ამოცნობის უნარი ამგვარად ამოიცნობა. ამ უნარის შესახებ მეტ მაგალითს აღარ მოვიყვან. შეგიძლიათ თავად იქონიოთ თანაზიარება ამაზე, ამ თემას თქვენ გიტოვებთ.
პუნქტი 8: რეაგირების უნარი
შემდეგ ჩვენ განვიხილავთ მერვე უნარს, რეაგირების უნარს. რეაგირების უნარი არის ის, თუ როგორ უდგება ადამიანი საკითხს — მიუხედავად იმისა, ეს საკითხი უკვე მოხდა, მოულოდნელად იჩენს თავს, თუ შეიცვალა მისი სხვადასხვა ფაქტორი; ის, თუ როგორ უდგება ადამიანი ამ საკითხს წარმოადგენს მის რეაგირების უნარს. მაშ, ძირითადად რას გულისხმობს რეაგირების უნარი? ის გულისხმობს შენს უნარს, ამოიცნო, განსაჯო, მიუდგე და მოაგვარო ესა თუ ის საკითხი. როდესაც შენ აწყდები რომელიმე ადამიანს, მოვლენას ან საგანს, რა არის მისი ბუნება? პოზიტიური მოვლენაა ის თუ ნეგატიური? როგორ უნდა შეხვდე და გაუმკლავდე ამგვარ რამეს? როდესაც ის მოულოდნელად ხდება, რა გაკვეთილი უნდა გამოიტანო? რა არის ღვთის კეთილი განზრახვები? თუ ამგვარ მოვლენას შეუძლია ეკლესიის საქმის დაზიანება, მაშინ როგორ უნდა მოაგვარო ის პრინციპების შესაბამისად და გამოასწორო მიყენებული ზიანის შედეგები, რათა ამან აღარ მოუტანოს ზიანი ეკლესიის საქმეს და ასევე შეაჩეროს უარყოფითი გავლენის შემდგომი განვითარება? თუ რომელიმე ადამიანის, მოვლენის ან საგნის წინაშე აღმოჩენისას შენ შეგიძლია — შენ მიერ ათვისებული გარჩევის პრინციპებისა და შენთვის ცნობილი ჭეშმარიტება-პრინციპების საფუძველზე — ზუსტად განსაჯო ასეთი საკითხების არსი და საფუძველი და მათთან გამკლავების პრინციპები და გეგმა, მაშინ შენ ხარ ადამიანი, რომელსაც გააჩნია რეაგირების უნარი, რაც ასევე ნიშნავს, რომ შენ ხარ კარგი სულიერი მონაცემების მქონე. მაგალითად, როდესაც შენ წინაშე მოულოდნელად იჩენს თავს რაიმე საკითხი, როგორ უნდა შეხვდე მას? პირველ რიგში, ნათლად უნდა დაინახო, რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ის, რა შედეგებს მოიტანს მისი შემდგომი განვითარება, რაში მდებარეობს მისი აღმოცენების ძირეული მიზეზი, რა არის მისი არსი — შენ უნდა შეგეძლოს ამ ყოველივეს ამოცნობა და ნათლად დანახვა. განსაზღვრე საკითხი გარჩევის მეშვეობით და შემდეგ დაუყოვნებლივ იპოვე მასთან გამკლავების გეგმა. როგორ უნდა მოგვარდეს საკითხი, ვინ არის მოთავე, ვინ არიან მიმდევრები, ვინ არის მთავარი პასუხისმგებელი პირი, ვის უნდა დაეკისროს მთავარი პასუხისმგებლობა, როგორ უნდა მოექცე პასუხისმგებელ პირებს — ეს ყველა საკითხი უნდა გაარკვიო. გარდა ამისა, პრობლემების მოგვარებისას უნდა შეამცირო დანაკარგები და ასევე გადაანაწილო და დააკორექტირო პერსონალი. მხოლოდ ამგვარად შეიძლება შეცდომების დროულად გამოსწორება, პრობლემების საფუძვლიანად გადაჭრა და ვითარების გამოსწორება, რაც საქმეს სწორი, სასარგებლო მიმართულებით განვითარების საშულებას მისცემს. მოკლედ, თუ შენ შეგიძლია გაითვალისწინო ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა სხვადასხვა ფაქტორი, და შემდეგ გქონდეს მასთან მიდგომის სწორი გზა, მასთან გამკლავების სწორი და ზუსტი პრინციპები, ამას ეწოდება რეაგირების უნარის ქონა და ეს ნიშნავს, რომ კარგი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანი ხარ. რა თქმა უნდა, საკითხთან მიდგომის ეს მეთოდი და მასთან გამკლავების პრინციპები შეიძლება იყოს ის განსაზღვრებები და დასკვნები, რომლებსაც მიაღწევ სიტუაციის მცოდნე ადამიანებთან კონტაქტისა და თანაზიარების მეშვეობით ან ყველასთან თანამშრომლობისა და განხილვის გზით. თუ შეგიძლია რეალური სიტუაციის მიმდინარეობის გამოკვლევისა და შემდეგ ამ საკითხში გარკვეული ძმებისა და დებისათვის რჩევების კითხვის მეშვეობით საბოლოოდ მიხვიდე განსაზღვრებამდე, გამოიტანო დასკვნა, დაადგინო გამოსავალი და სათანადოდ მოაგვარო საკითხი, დაასრულო საკადრო ცვლილებები, აანაზღაურო ამ საკითხით გამოწვეული დანაკარგები და შემდეგ დააკორექტირო ეკლესიის საქმე ისე, რომ ის აღარ განვითარდეს საზიანო მიმართულებით, მაშინ ამას ეწოდება რეაგირების უნარის ქონა. თუ ძალგიძს საკითხების ამ დონეზე მოგვარება, შეიძლება ჩაითვალოს, რომ კარგი სულიერი მონაცემები გაქვს. რა თქმა უნდა, კარგი სულიერი მონაცემების ქონა არ ნიშნავს, რომ ადამიანს, როდესაც ის რაიმე საკითხს აწყდება, შეუძლია მყისიერად დაინახოს მისი არსი, მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილებები და გაუმკლავდეს მას ყოვლისმომცველი და სათანადო გზით — ეს აუცილებლად ასე არ არის. ადამიანებმა პრობლემების მოსაგვარებლად უნდა გაიარონ პროცესი; აუცილებელია, რომ მათ გაიგონ საკითხის სხვადასხვა ასპექტი, რათა შეძლონ მოვლენების არსის დანახვა. ადამიანებს ადამიანური ბუნება აქვთ, მოქმედებენ ადამიანობის ფარგლებში და ეს პროცესს მოითხოვს. ეს არ ჰგავს ღვთის სულის მოქმედებას — ღვთის სული იკვლევს მთელ დედამიწას ყოვლისმომცველად; ღმერთს ყოველთვის შეუძლია დაინახოს ყოველივესა და ყველა პრობლემის არსი და საფუძველი. როდესაც ადამიანებს არ ძალუძთ საკითხების მიღმა არსებული დაფარული მოვლენების დანახვა, ისინი ადვილად ტყუვდებიან და ბრმავდებიან. სწორედ ამიტომ ადამიანებს სჭირდებათ საკითხების მიღმა არსებული საქმის ჭეშმარიტი მდგომარეობის სიღრმისეულად გამოკვლევა. საკითხის მიღმა დაფარული ფაქტობრივი სიტუაციების გაგების შემდეგ თუ შენ შეგწევს უნარი, დროულად მოაგვარო პრობლემები, აღმოფხვრა გადაცდომები, სათანადოდ გადაანაწილო უშუალო პასუხისმგებელი პირები და სამუშაო პერსონალი და უზრუნველყო საქმის ნორმალური მიმდინარეობა, მაშინ ეს ამტკიცებს, რომ შენ გაქვს რეაგირების უნარი. განსაკუთრებით მოულოდნელ ინციდენტებთან შეჯახებისას თუ ძალგიძს სხვადასხვა ადამიანთან, მოვლენასა და საგანთან მიმართებაში პრინციპების შესაბამისად იმოქმედო, ეს ამტკიცებს, რომ შენ ხარ კარგი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანი. რეაგირების საშუალო უნარის მქონე ადამიანს, როდესაც ის ჩვეულებრივ და გავრცელებულ სიტუაციებს აწყდება, შეუძლია გარკვეული საქმის პროცედურების მიხედვით და რუტინულად კეთება, მაგრამ მის მიერ მიღწეული შედეგები საშუალოა — ის ვერ აღწევს რაიმე გარღვევას ან მნიშვნელოვან პროგრესს. როგორც კი ის განსაკუთრებულ სიტუაციებს ან მოულოდნელ ინციდენტებს აწყდება, იბნევა და არ ძალუძს მათთან გამკლავება. მაგალითად, როდესაც ზოგიერთი ადამიანი სახარებას ქადაგებს, ნორმალურ პირობებში მას შეუძლია ყოველთვიურად რამდენიმე ადამიანის მოქცევა. ეს საშუალო სულიერ მონაცემებზე მიუთითებს; მისი სახარების ქადაგების შედეგებიც საშუალოა, არა განსაკუთრებულად კარგი. თუ ეკლესიაში მოულოდნელად თავს იჩენს ანტიქრისტეთა მიერ ხალხის გზააბნევის შემთხვევა, ეს სახარების მუშაკი იბნევა და არ იცის, რა გააკეთოს. სახარების საქმე ჩერდება და მან არ იცის, უნდა განაგრძოს ქადაგება თუ დაელოდოს სამუშაო განაწესს. მან არ იცის, რომ უნდა ეძიოს სახარების ქადაგების საქმის პრინციპები. ღვთის სახლის სამუშაო განაწესში ხშირად არის აღნიშნული: „სახარების საქმე არ უნდა შეჩერდეს არცერთ დროს და არავითარ ვითარებაში.“ მიუხედავად ამისა, ანტიქრისტეთა მიერ ადამიანთა გზააბნევის მხოლოდ ერთი შემთხვევის გამო ის აჩერებს სახარების საქმეს. ის ერთგულად ასრულებს თავის მოვალეობას? ის ამას ვერ ახერხებს. ემორჩილება ის ღვთის მიერ წარმართვასა და მის განგებას? ის ამასაც ვერ ახერხებს. როდესაც ის აწყდება ანტიქრისტეებს ან ცრუ წინამძღოლებს, რომლებიც დაუფიქრებლად სჩადიან ბოროტ საქმეებს და იწვევენ ჩაშლასა და არევ-დარევას, იბნევა. მას აზრადაც არ მოსდის, რომ ჰკითხოს ჭეშმარიტების მცოდნეთ, როგორ მოიქცნენ ამ ვითარებაში, და მით უმეტეს, არ იმაზე ფიქრობს, რომ ღვთის სიტყვაში ეძებოს პრაქტიკული მოქმედების პრინციპები და გზა. მას არ აქვს რეაგირების ეს უნარი. როდესაც ეკლესიის ზოგიერთი წინამძღოლი ხედავს, რომ ანტიქრისტე ავრცელებს მცდარ შეხედულებებს ხალხის შეცდომაში შესაყვანად, არ იცის, როგორ ჰქონდეს ჭეშმარიტებაზე თანაზიარება ამ მცდარი შეხედულებების გასაქარწყლებლად. მათ არ იციან, რა გააკეთონ გარდა იმისა, რომ განუწყვეტლივ ლოცულობენ: „ო, ღმერთო, გთხოვ, შებოჭე სატანა, გთხოვ, დაუხშე სატანას პირი და შეაჩერე ის, რათა არ გაავრცელოს მცდარი შეხედულებები ხალხის შეცდომაში შესაყვანად. გთხოვ, იხსენი ეს უმეცარი და უგუნური ადამიანები და შეაჩერე ისინი, რათა არ შევიდნენ შეცდომაში ანტიქრისტეს მიერ. ო, ღმერთო, გთხოვ, დააბრუნე ისინი!“ მხოლოდ ლოცვა და ჭეშმარიტების არძიება — შეუძლია ამას პრობლემის გადაჭრა? თუ ადამიანები არ ითანამშრომლებენ და არ შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ეს უსარგებლოა. ბევრი რამ არის, რაც ადამიანებმა უნდა გააკეთონ. პირველ რიგში, უნდა შეხედონ რა გარემო პირობები აქვს ამ ანტიქრისტეს, რა მახასიათებლებს ავლენს ის და რას ეყრდნობა ხალხის შეცდომაში შესაყვანად; მათ ასევე უნდა ნახონ, არიან თუ არა გზააბნეულთა შორის კარგი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება, და იჩქარონ მათი დაბრუნება. ეს არის ის საქმე, რომელიც პირველ რიგში უნდა გაკეთდეს. მაგრამ ეკლესიის ამ წინამძღოლებმა ეს არ იციან; მათ არ იციან ამგვარად მუშაობა. ისინიუბრალოდ იბნევიან და შფოთვისგან ფეხებს აბაკუნებს. ზოგი უვარგისი ადამიანი შფოთვისგან ტირის კიდეც. რა სარგებელი მოაქვს ტირილს? შეუძლია ტირილს შეცდომაში შეყვანილთა დაბრუნება? ტირილი არ ნიშნავს საქმის კეთებას და არც იმას, რომ ტვირთს ატარებ. ეს უუნარობის გამოვლინებაა. სულიერი მონაცემების მქონე ადამიანი ასეთ საკითხებთან შეჯახებისას, პირველ რიგში მშვიდდება. ლოცვის, ძიების, გაანალიზების, განსჯისა და შემდეგ თანაზიარების მერე ის საბოლოოდ იღებს გადაწყვეტილებას. მწირი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანი, როდესაც ის საკითხებს აწყდება, საგონებელში ვარდება: მან არ იცის ლოცვა და ძიება, არც ის იცის, რომ იპოვოს ადამიანები, რომლებსაც ესმით ჭეშმარიტება, რათა მათთან თანაზიარება ჰქონდეს; ის უბრალოდ პასიურად ელოდება. ეს ყველაზე მეტად აყოვნებს საქმეს. შენ არ გაქვს გამოსავალი, მაგრამ შესაძლოა სხვებს აქვთ — რატომ არ უნდა იპოვო სხვები დახმარების სათხოვნელად? ჭკვიანი ადამიანი ლოდინის დროსაც კი არ ივიწყებს საკუთარი მოვალეობისა და პასუხისმგებლობის შესრულებას. მოვალეობისა და პასუხისმგებლობის შესრულება პროაქტიურია და არა პასიური. ეს არ ნიშნავს იმის ლოდინს, რომ ღმერთმა გასცეს ბრძანებები ან პირადად იმოქმედოს მდგომარეობის შესაცვლელად. ნაცვლად ამისა, ეს არის ყოველგვარი ძალისხმევის გამოჩენა იმათ დასაბრუნებლად, ვისი დაბრუნებაც შესაძლებელია ლოდინის პერიოდში. რაც შეეხება მათ, ვისი დაბრუნებაც შეუძლებელია — მაგალითად, როგორებიც არიან გონებადაბინდული სულელები, ბოროტი სულებით შეპყრობილები და ურწმუნონი, რომელთაც ღმერთისა მხოლოდ იმიტომ სწამთ, რომ სხვებს აყვნენ და სარჩო მოიპოვონ — მათზე დრო არ უნდა დაიკარგოს. მათთვის, კი, ვინც ჯერ კიდევ არ არის დაბრმავებული, სასწრაფოდ უნდა გამოიყოს ვინმე, ვისაც მათთან ჭეშმარიტებაზე თანაზიარება ექნება და ანტიქრისტეს ამოცნობაზე დაელაპარაკება. განა ეს არ არის სიტუაციის მართვის გეგმა? ეს არის საპასუხო ზომა. მწირი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანებს არ გააჩნიათ ასეთი საპასუხო ზომები; მათ მხოლოდ ტირილი და წუწუნი იციან. ეს არის რეაგირების უნარის არქონა. თუ ჩვეულებრივ სიტუაციებში ადამიანს შეუძლია საქმის ნორმალურად კეთება, მაგრამ განსაკუთრებულ ვითარებაში გაოგნებულია და საგონებელში ვარდება, მაშინ ამგვარი ადამიანის რეაგირების უნარი საუკეთესო შემთხვევაში საშუალოა. თუ ვინმეს ჩვეულებრივ სიტუაციებთან გამკლავებაც კი არ ძალუძს, ამგვარ ადამიანს საერთოდ არ გააჩნია რეაგირების უნარი. მაგალითად, თუ მას აგზავნიან ეკლესიაში ეკლესიის წინამძღოლის არჩევნების ორგანიზებისთვის, მან არ იცის, როგორი ადამიანი უნდა აირჩიოს ან როგორ შეკრიბოს ხალხი და გაუწიოს ორგანიზება არჩევნებს. მას არც კი ესმის არჩევნების ძირითადი პროცედურები. ამას გარდა, ეკლესიაში არიან ადამიანები, რომლებსაც მძიმე გახრწნილი ხასიათი აქვთ — ისინი, ვინც მოძალადეების, ხულიგნებისა და ნაძირლების კატეგორიას განეკუთვნება — და ეს ადამიანები სარგებლობენ შემთხვევით, რათა ჩაშალონ არჩევნები. ამგვარ სიტუაციაში გააჩნიათ რეაგირების უნარის არმქონენი კიდევ უფრო უუნარონი ხდებიან მასთან გასამკლავებლად; უბრალოდ ტყვედ ბარდებიან და ნებდებიან. საბოლოოდ, მათ მხოლოდ ის შეუძლიათ უთხრას ძმებსა და დებს: „თქვენ თავად აირჩიეთ. ჩვენ დავეთანხმებით მას, ვისაც თქვენ აირჩევთ.“ რა არსებები არიან ისინი? განა არარაობები არ არიან? ეს არის რეაგირების უნარის არქონა. რეაგირების უნარის არმქონე ადამიანს ასევე აკლია მუშაობის უნარი. ნორმალურ თუ განსაკუთრებულ სიტუაციებში, როდესაც რაიმე ხდება, მათ ფეხქვეშ ნიადაგი ეცლებათ და უკან იხევენ; როდესაც რამე ხდება, საგონებელში ვარდებიან და ტირილს იწყებენ; როდესაც არაფერი ხდება, მათ ძალუძთ რამდენიმე სიტყვისა და მოძღვრების წარმოთქმა, მაგრამ როდესაც რაიმე ხდება და სთხოვენ პრობლემის მოგვარებას, ამას ვერ ახერხებენ. მაგალითად, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ზერელედ ასრულებს თავის მოვალეობას, რეაგირების უნარის არმქონეებს მხოლოდ მათთან საუბარი შეუძლიათ და ეუბნებიან: „გთხოვთ, ნუ იქნებით ზერელე — გთხოვთ, ჯეროვნად შეასრულეთ თქვენი მოვალეობა!“ განა შეუძლია ამას ამ ადამიანთა პრობლემის მოგვარება? შეუძლია ამას ამ ადამიანის პრობლემის გადაჭრა? მათ თანაზიარება უნდა იქონიონ ამ ადამიანებთან ზერელობის პრობლემის შესახებ. თუ ამ ადამიანებს არ ესმით ჭეშმარიტება და ვერ აცნობიერებენ თავიანთ პრობლემას, მათთან ჭეშმარიტებაზე თანაზიარება უნდა გამართოს. თუ ეს ადამიანები ასე იქცევიან მიუხედავად იმისა, რომ იციან, რომ ეს არასწორია, მათ უნდა გააანალიზონ და გასხლან ისინი. თუ ეს რაიმე სხვა საკითხით არის განპირობებული, მათ თანაზიარება მის საფუძველზე უნდა გამართონ. უნდა განსაზღვრონ მოქმედების შესაბამისი კურსი წარმოშობილი პრობლემის ტიპის საფუძველზე და შემდეგ შესაბამისად იმოქმედონ. თუ არ შეგიძლია ამის გაკეთება, მაშინ არ გაგაჩნია რეაგირების უნარი. გესმის? (დიახ.) თუ, როდესაც რაიმე საკითხს აწყდები, არ გაქვს გამოსავალი, მასთან მიდგომის გზა და მასთან გამკლავების პრინციპები, მაშინ გაკლია რეაგირების უნარი. განა ასეთ ადამიანს არ აქვს რეაგირების ყველაზე დაბალი უნარი? (დიახ.)
საუკეთესო რეაგირების უნარის მქონე არის ადამიანი, რომელსაც რაიმე განსაკუთრებული შემთხვევის ან მოულოდნელი სიტუაციის წინაშე აღმოჩენისას შეუძლია მყისიერად განსაჯოს და შეაფასოს ვითარება, შემდეგ კი შეიმუშაოს მასთან გამკლავების შედარებით შესაბამისი გეგმა. საშუალო რეაგირების უნარის მქონე ადამიანს შეუძლია გაუმკლავდეს ჩვეულებრივ, რუტინულ საკითხებს, როდესაც მათ აწყდება. მას შეუძლია იმუშაოს პროცედურების მიხედვით სიტუაციის შესანარჩუნებლად და სამართავად, ან ჩაანაცვლოს და გადაანაწილოს პერსონალი — ის კარგად ართმევს თავს ამგვარ საქმეს. მაგრამ როდესაც მოულოდნელ სიტუაციებს აწყდება, ვერ უმკლავება მათ. პრინციპებიც რომ აუხსნან, ვერ გამოიყენებს მათ; მაშინაც კი, თუ მას ძალაუფლებას მისცემენ და სთხოვენ საკითხის მოგვარებას, მაინც არ ძალუძს ამის გაკეთება. ეს არის საშუალო რეაგირების უნარის ქონა. დაბალი რეაგირების უნარის მქონე ადამიანი რუტინულ საკითხებსაც კი ვერ აგვარებს კარგად. მან მხოლოდ მოძღვრებებზე საუბარი და წესების დაცვა იცის; საბოლოოდ, პრობლემის გამომწვევი ძირეული მიზეზი საერთოდ არ გვარდება. ანტიქრისტეს მიერ გამოწვეული არევ-დარევა და ხალხისთვის გზის აბნევაც კი საკმარისია იმისთვის, რომ მან უარი თქვას სახარების ქადაგებაზე; ცრუ წინამძღოლის მიერ სისულელეების საუბარი ასევე საკმარისია იმისთვის, რომ მან შეაჩეროს სახარების საქმე. არის ეს ადამიანი ის, ვინც ღვთის ნებას მიჰყვება? ის ამას ვერ აღწევს. ასეთი ადამიანის რეაგირების უნარი ძალიან დაბალია. რა სიტუაციაც არ უნდა წარმოიშვას, დაბალი რეაგირების უნარის მქონე ადამიანს არ შეუძლია მასთან გამკლავება. მაგალითად, თუ ოთახში ხანძარი გაჩნდება, ის პანიკაში ვარდება და სწრაფად ეძებს ცეცხლმაქრს. ცეცხლმაქრის პოვნის შემდეგ კი არ იცის მისი გამოყენება და ინსტრუქციას ეძებს. შედეგად, ხანძარი უფრო ძლიერდება. ეს ხდება იმიტომ, რომ მან არ იცის ცეცხლმაქრის გამოყენება და ამგვარად აყოვნებს საქმეს; ეს ასევე გამოწვეულია რეაგირების უნარის არქონით. მას არ ძალუძს გაუმკლავდეს ისეთ გადაუდებელ სიტუაციასაც კი, როგორიც ხანძარია; ეს არის რეაგირების უნარის არქონა. კიდევ ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ: ბავშვს ჭამის დროს საჭმელი რომ გადასცდეს, სუნთქვა შეეკრას და თვალები გადაატრიალოს, ასეთი ადამიანი პანიკაში ვარდება. მან არ იცის, წაიყვანოს თუ არა ბავშვი საავადმყოფოში და დაალევინოს თუ არა ბავშვს წყალი. ის იმდენად შფოთავს, რომ ოფლით იღვრება და სახეზე წითლდება, მაგრამ უბრალოდ არ იცის, რა გააკეთოს. ცოტა ხნის შემდეგ ბავშვი რამდენჯერმე დაახველებს და ბოლოს ისევ სუნთქავს. ის ამდენი ხნის განმავლობაში პანიკაში იყო, მაგრამ ვერ იპოვა გამოსავალი პრობლემის მოსაგვარებლად. საბედნიეროდ ბავშვს გაუმართლა; წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ბავშვი მისი მზრუნველობით დაიღუპებოდა. მწირი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანს საერთოდ არ გააჩნია უნარები და არ შეუძლია რაიმეს კარგად კეთება. ის რამდენიმე მოძღვრება, რომელიც მას ესმის, სხვა არაფერია, თუ არა წესები და ლოზუნგები. როდესაც საქმე ეხება როგორც ტიპურ, ისე განსაკუთრებულ სიტუაციებს, ის ერთნაირად უუნაროა გაუმკლავდეს ან მოაგვაროს ისინი. შესაბამისად, რაც შეეხება მისი რეაგირების უნარს, ასეთი ადამიანი მით უმეტეს სრულიად მოკლებულია მას — ის საერთოდ არ გააჩნია. რა სიტუაციასაც არ უნდა წააწყდეს, არ ძალუძს მასზე რეაგირება ან მასთან გამკლავება — მას არ შეუძლია ამ საკითხების გაგება. ის ფიქრობს, რომ ზოგიერთი სიტყვისა და მოძღვრების წარმოთქმა და რამდენიმე ლოზუნგის წამოძახება საკმარისია, რომ ეს მის მონაგარს წარმოადგენს და ის რეალიზებულია თავის ცხოვრებაში. სინამდვილეში, როდესაც რაიმე ხდება, მისთვის ცნობილ მოძღვრებებს საერთოდ არავითარი სარგებელი არ მოაქვს. მიუხედავად ამისა, ის ვერ აცნობიერებს, რომ ეს მწირ სულიერ მონაცემებზე მიუთითებს — მისი სულიერი მონაცემები ასეთი მწირია, მაგრამ თავად ამას ვერ ხვდება. განა ეს უკიდურესად მწირი სულიერი მონაცემები არ არის? (დიახ.) განა ასეთი ადამიანი უგუნური არ არის? (დიახ.) უგუნურ ადამიანს ჭკუა აკლია. რას გულისხმობს „ჭკუა აკლია“? ეს ნიშნავს, რომ რამდენი მოძღვრებაც არ უნდა ესმოდეს ან რამდენი წესსაც არ უნდა იცავდეს, როდესაც რაიმე ხდება, ამ წესებიდან ან მოძღვრებიდან არცერთს არ შეუძლია რეალური პრობლემის გადაჭრა. თუმცა ის მაინც ვერ ხვდება ამას და ფიქრობს: „რატომ არის ეს მოძღვრებები და წესები არაეფექტური?“ ტვინიც რომ იჭყლიტოს, აზრი არ აქვს — როგორც არ უნდა იფიქროს, მაინც ვერ ხვდება, როგორ გაუმკლავდეს ან გადაჭრას პრობლემა. ზოგიერთი ადამიანი ანტიქრისტეებთან დაკავშირებული ინციდენტების მოგვარებისას პირველ რიგში არ არ აქცევს ყურადღებას მათ ხსნას, ვისაც ანტიქრისტემ გზა აუბნია, და არც მათ უჭერს მხარს, ვინც ანტიქრისტეს მიერ შეცდომაში შეყვანის გამო უარყოფითად განეწყო და შეკრებებზე სიარული აღარ სურს. რას აკეთებს ის პირველ რიგში? ის ატარებს დიდ შეკრებებს, რათა ისაუბროს იმაზე, თუ რა გამოვლინებები აქვთ ანტიქრისტეებს, როგორი ადამიანები არიან ანტიქრისტეები, რა განსხვავებებია ანტიქრისტეებსა და ანტიქრისტეს ხასიათის მქონეთა შორის, ზუსტად როგორ უნდა ამოიცნონ ანტიქრისტეები და ანტიქრისტეს ხასიათის მქონენი — სანამ ის ამ ყოველივეზე თანაზიარებას დაასრულებს, ანტიქრისტეთა მიერ თავგზააბნეულ ადამიანებს დიდი ხნის წინ აქვთ დატოვებული ეკლესია; ზოგიერთი კი, ვინც ნეგატიური და სუსტია, აღარ ესწრება შეკრებებს. მან ხელიდან გაუშვა ამ ადამიანთა გადარჩენის საუკეთესო დრო, რითაც ჭეშმარიტად დიდი ზიანი მიაყენა მათ! მოკლედ, მწირი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანს ასევე აქვს მთავარი ნაკლი, როდესაც საქმე ეხება მისი რეაგირების უნარს — ის სრულიად მოკლებულია მას. ნუ უყურებთ იმას, თუ რამდენად მჭევრმეტყველია ვინმე ან რამდენად კარგად ძალუძს სიტყვებისა და მოძღვრებების წარმოთქმა და თეოლოგიაზე საუბარი ჩვეულებრივ ვითარებაში — უბრალოდ ნახეთ, აქვს თუ არა მას პრობლემების მოგვარების უნარი რეალურ სიტუაციების წინაშე აღმოჩენისას; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოულოდნელი ინციდენტები იჩენს თავს, ნახეთ, აქვს თუ არა მას განსჯისა და საკითხების ამოცნობის უნარი, აქვს თუ არა პრობლემებთან გამკლავებისა და მათი გადაჭრის გეგმები. თუ აქვს, ეს ამტკიცებს, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი მოსაზრებები გააჩნია და იცის, როგორ იფიქროს საკითხებზე. მაგრამ თუ მას არა აქვს ამოცნობისა და განსჯის უნარები, და როდესაც რაიმე ხდება, პანიკაში ვარდება და შფოთავს, და მხოლოდ მაღალფარდოვანი მოძღვრებების წარმოთქმა და ლოზუნგების წამოძახება შეუძლია, მაშინ ამ ადამიანს არ ძალუძს პრობლემების გადაჭრა და უსარგებლოა. რამდენი სირთულეც, პრობლემაც ან ნაკლიც არ უნდა ჰქონდეს სხვას, ეს ადამიანი ერთი და იმავე თეორიების წყებას იყენებს მათ ასახსნელად და მოსაგვარებლად, და ამგვარად აგრძელებს მასთან თანაზიარებას, მაგრამ ვერასოდეს ახერხებს პრობლემების გადაჭრას — ეს არის რეაგირების უნარის სრული არქონა. პრობლემების მოგვარების უნარის ნაკლებობა სწორედ რეაგირების უუნარობაა. ის, ვისაც არ აქვს რეაგირების უნარი, მოკლებულია სულიერ მონაცემებს. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ის არის უგუნური, იდიოტი და გონებრივად ჩამორჩენილი. რამდენი მოძღვრების წარმოთქმაც არ უნდა შეეძლოს, ეს უსარგებლოა — მათი გამოყენება უბრალოდ შეუძლებელია. ამით სრულდება ჩვენი თანაზიარება მერვე უნარზე, რეაგირების უნარზე.
პუნქტი 9: გადაწყვეტილების მიღების უნარი
ახლა განვიხილოთ მეცხრე უნარი —გადაწყვეტილების მიღების უნარი. გადაწყვეტილების მიღების უნარი ადამიანის სულიერ მონაცემებს დიდ გამოცდას უწყობს; ჩვეულებრივ ადამიანს ის არ გააჩნია. ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტად ფლობენ სულიერ მონაცემებსა და გადაწყვეტილების მიღების უნარს, სწორედ გადაწყვეტილების მიღების დონეზე არიან. მაშ, ძირითადად რას გულისხმობს გადაწყვეტილების მიღების უნარი? ის გულისხმობს იმას, თუ როგორ შეუძლია ზოგიერთ ადამიანს ამოიცნოს და გაუმკლავდეს სხვადასხვა სახის პრობლემას სხვადასხვა ადამიანთან, მოვლენასა და საგანთან მიმართებაში და ასევე სხვადასხვა ადამიანთან სწორი მიდგომის პოვნა ღვთის სიტყვასა და ჭეშმარიტებაზე დაყრდნობით მაშინ, როდესაც ადამიანთა უმეტესობას არ ძალუძს მათ არსში წვდომა. პრობლემებთან გამკლავების ამ უნარს გადაწყვეტილების მიღების უნარი ეწოდება. მას, ვისაც აქვს საკითხებთან გამკლავების ეს უნარი, გადაწყვეტილების მიღების უნარიც გააჩნია; მას, ვისაც არ აქვს საკითხებთან გამკლავების ეს უნარი, არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი. რას მოიცავს გადაწყვეტილების მიღების უნარი? ის მოიცავს ადამიანის წვდომის უნარს, განსჯის უნარს, ამოცნობის უნარსა და რეაგირების უნარს. მათ ერთობლივად გადაწყვეტილების მიღების უნარი ეწოდება. მას, ვისაც გადაწყვეტილების მიღების უნარი აქვს, შეუძლია როგორც პრობლემების არსის განსჯა, ისე პრობლემების თვისებების ამოცნობა. რა თქმა უნდა, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მას შეუძლია ჩასწვდეს სხვადასხვა პრობლემასთან გამკლავების პრინციპებსა და მიმართულებას. მხოლოდ ის, ვისაც ამ ყოველივეს შესრულება ძალუძს, არის გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე ადამიანი. მაგალითად, ვთქვათ, ყველა ერთმანეთის მიყოლებით საუბრობს უამრავ შემთხვევაზე, ფაქტზე, ასევე არსებულ ფაქტორებზე, გარემოებებზე, პირობებზე და ა.შ. ის, ვისაც გადაწყვეტილების მიღების უნარი აქვს, ზემოხსენებული სხვადასხვა ფაქტორისა და პირობის საფუძველზე საბოლოოდ წყვეტს, კონკრეტულად როგორ იმოქმედოს, როგორი უნდა იყოს მოქმედების საშუალება და მიმართულება, რა არის საუკეთესო შემთხვევაში მისაღწევი დონე და რა არის მინიმალური მისაღები დონე — მას აქვს ორიენტირი. შემდეგ იმ ჭეშმარიტება-პრინციპების საფუძველზე, რომლებიც მას ესმის, ის უმკლავდება პრობლემებს. ის, ვისაც ეს უნარი გააჩნია, არის გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე ადამიანი და ასეთი ადამიანი საუკეთესო სულიერი მონაცემების მქონეა. მიუხედავად იმისა, თუ როგორი სახის პროფესიული უნარის გამოყენება უწევს მას, ან როგორი სახის პრობლემას უმკლავდება, აღმოჩენილი პრობლემა ცალმხრივია თუ მრავალმხრივი, მარტივი თუ რთული, მას შეუძლია გამოიყენოს ყველა წყაროდან მიღებული სხვადასხვა ინფორმაცია პრობლემის არსის განსასჯელად, შემდეგ გააანალიზოს პრობლემის მიზეზი და საბოლოოდ გადაწყვიტოს, როგორ იმოქმედოს პრობლემისა და არსებული პირობების საფუძველზე. ეს გადაწყვეტილება ძირითადად მიიღება იმის საფუძველზე, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი არსებულ პირობებში, და მის მიერ არჩეული მოქმედების გზა საუკეთესო გამოსავალია. ის, ვისაც ძალუძს პრობლემებთან ამგვარად გამკლავება, არის გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე ადამიანი. ამგვარი გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე ადამიანს ძალიან კარგი სულიერი მონაცემები აქვს. მხოლოდ ასეთი ადამიანია შესაფერისი წინამძღოლობისა და იმისთვის, რომ შეასრულოს მოვალეობა გადაწყვეტილების მიმღებ ჯგუფში. ცუდი ან საშუალო სულიერი მონაცემების მქონე ადამიანს ნებისმიერი სახის პრობლემის წინაშე აღმოჩენისას შეუძლია მხოლოდ თავად საკითხით შემოიფარგლოს და წარმოთქვას რამდენიმე ზედაპირული სიტყვა; მას საერთოდ არ ძალუძს პრობლემის გადაჭრა. მაშინაც კი, თუ ის სხვებთან გაივლის კონსულტაციას და შეისწავლის საკითხს, საბოლოოდ მაინც ვერ მიდის განსაზღვრამდე და არ იცის, როგორ იმოქმედოს. ეს გადაწყვეტილების მიღების უნარის არქონაზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად რთულია ამჟამინდელი სიტუაცია ან ის პრობლემა, რომელთან გამკლავებაც ამჟამად არის საჭირო, და რამხელა დაბრკოლებას წააწყდება ამის კეთებისას, გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე ადამიანს შეუძლია მას სათანადოდ გაუმკლავდეს პრინციპების შესაბამისად; მისი მიდგომა შედარებით მართებული და სანდოა. ასეთი ადამიანი არის ის, ვისაც აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი. როდესაც საშუალო გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე ადამიანი აწყდება ჩვეულებრივ სიტუაციებსა და ეკლესიაში არსებულ გავრცელებულ მოვლენებს, მას ძალუძს მათთან გამკლავება. მაგრამ თუ ის აწყდება გარკვეულ განსაკუთრებულ ადამიანებს, მოვლენებსა და საგნებს, იბნევა და არ იცის, როგორ შეხვდეს ან გაუმკლავდეს მათ. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მას მაინც არ ძალუძს ნათლად განსჯა ან გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე ადამიანმა იცის, როგორ ეძიოს ჭეშმარიტება-პრინციპები პრობლემის არსზე ფოკუსირებით. გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე ადამიანმა არ იცის, სად არის პრობლემის არსი, როგორ ეძიოს ან რა ეძიოს. სწორედ ეს არის განსხვავება მათ შორის. თუ ძიების მეშვეობით ადამიანი იგებს, რა უნდა გააკეთოს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მას აქვს საშუალო სულიერი მონაცემები. რაც შეეხება მწირი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანს, ძიების მეშვეობით ზოგიერთ ჭეშმარიტება-პრინციპსაც რომ ჩასწვდეს და იმ მომენტში ეგონოს, რომ იცის, როგორ მოაგვაროს საკითხი, როცა საქმე საქმეზე მიდგება, მაინც ვერაფერს აკეთებს. ის საგონებელში ვარდება: „რატომ არ შემიძლია იმ ჭეშმარიტება-პრინციპების გამოყენება, რომლებიც ახლახან გავიგე? რა მაკლია?“ ის კვლავ დაბნეულობას გრძნობს და საბოლოოდ მაინც ვერ ახერხებს პრობლემის გადაჭრას. ეს გადაწყვეტილების მიღების უნარის არქონაზე მიუთითებს; ეს მწირი სულიერი მონაცემების ქონაა. ყველაზე მწირი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანი უბრალოდ აკეთებს იმას, რასაც შენ ეტყვი. თუ შენ არ ეტყვი, რა უნდა გააკეთოს, მან არ იცის, როგორ იმოქმედოს. როდესაც გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები უფლებამოსილებას ანიჭებენ და დავალებას აძლევენ ან ავალებენ დავალების შესრულებას, ის მხოლოდ ისე შეძლებს ამის გაკეთებას, როგორც უთხრეს. თუმცა, რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად რატომ უნდა შესრულდეს დავალება ამგვარად, რა შედეგების მიღწევას ემსახურება ის ან რა უნდა გააკეთოს და როგორ გაუმკლავდეს მას, თუკი თავდაპირველი სცენარისგან განსხვავებული, მოულოდნელი სიტუაციები იჩენს თავს, მან ამათგან არაფერი არ იცის და უწევს შეკითხვების დასმა და ლოდინი, რომ სხვები დაეხმარონ პრობლემის გადაჭრაში. ეს გადაწყვეტილების მიღების უნარის არქონაზე მიუთითებს. ასეთი ადამიანები რობოტებს ჰგვანან — მათი მანიპულირება და კონტროლი მხოლოდ სხვებს შეუძლიათ, თავად კი არანაირი დამოუკიდებლობა არ გააჩნიათ. რა გადაწყვეტილების მიღების უნარზე შეიძლება იყოს საუბარი იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებსაც არ გააჩნიათ სულიერი მონაცემები? ისინი იმდენად შორს არიან გადაწყვეტილების მიღების უნარისგან, რომ უბრალოდ მოკლებულნი არიან მას. გადაწყვეტილების მიღების უნარი მხოლოდ სამ დონედ უნდა დაიყოს: მაღალ, საშუალო და დაბალ დონეებად. მაღალი, საშუალო და დაბალი შეესაბამება კარგს, საშუალოს და ცუდს. რა გადაწყვეტილების მიღების უნარზე შეიძლება იყოს საუბარი იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებსაც არ გააჩნიათ სულიერი მონაცემები? რასაც არ უნდა აკეთებდნენ, მათ არ ძალუძთ გადაწყვეტილებების მიღება. მაგალითად, მათ ისიც კი არ იციან, კონკრეტულად რა უნდა ჩაიცვან, როდესაც შემოდგომა დგება და გრილდება, და რა არის შესაფერისი ჩასაცმელი ზამთარში, როდესაც აცივდება — მათ ეს ყველაზე ელემენტარული საღი აზრიც კი არ გააჩნიათ, ამიტომ განა სასაცილო არ იქნებოდა მათთვის ეკლესიის საქმესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების დავალება? გადაწყვეტილების მიღების უნარზე საუბარიც ზედმეტია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ სულიერი მონაცემები. გადაწყვეტილების მიღების უნარი ძირითადად წინამძღოლების, მუშაკებისა და ზედამხედველების დონეს მიესადაგება. ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც გადაწყვეტილების მიღების მაღალი უნარი აქვს. კიდევ რას მოიცავს გადაწყვეტილების მიღების უნარი? ის მოიცავს იმ საკითხის შედეგებს, რომელზეც შენ გადაწყვეტილება მიიღე — იქნება თუ არა ეს შედეგები სასარგებლო ადამიანთათვის თუ უარყოფით გავლენას მოახდენს მათზე, ექნება თუ არა მათ კარგი გავლენა ადამიანების მიერ ჭეშმარიტების გაგებაზე ან პრინციპების მიხედვით მოქმედებაზე — ეს უნდა გაარკვიო. უბრალოდ გადაწყვეტილებების მიღება, გამბედაობა და სწრაფად განკარგულებების გაცემა არ ნიშნავს გადაწყვეტილების მიღების უნარის ქონას. ეს ასევე დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა სწორი ის გამოსავალი, მიზანი და მიმართულება, რომელიც შენ გადაწყვიტე. თუ მიღწეული შედეგები დადებითია, მაშინ შენ ჭეშმარიტად გაქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი. თუ მიღწეული შედეგები უარყოფითია — ადამიანები შეცდომაში შეჰყავს, დიდ ზიანს აყენებს ან ღუპავს მათ — მაშინ ეს არავითარი გადაწყვეტილების მიღების უნარი არ არის. ამრიგად, ადამიანთა შეხედულება, რომ ყველა წამყვან და გამორჩეულ ფიგურას აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი და რომ ყველა წამყვანი ფიგურა ფლობს შედარებით მაღალ სულიერ მონაცემებსა და გადაწყვეტილების მიღების შედარებით მაღალ უნარს, არ არის სწორი თვალსაზრისი; ეს სრულიად მცდარი მოსაზრებაა. არის თუ არა შენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სწორი, ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პრინციპები, მიზნები და მიმართულებები დგას მათ უკან. თუ მიზნები და მიმართულებები კაცობრიობისთვის სასარგებლოა, და თუ ისინი დადებით გავლენას მოახდენს და სარგებელს მოუტანს ადამიანების თვითგამორკვევას, ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებას, ხსნის მოპოვებას, ხასიათის შეცვლას, ღვთისმოშიშებასა და ბოროტებისგან განრიდებას, მაშინ შენი გადაწყვეტილების მიღების უნარი ჭეშმარიტად მაღალია. მაგრამ თუ შენ ბრმად იღებ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საბოლოოდ სერიოზულად აზარალებს ადამიანებს, დიდ ზიანს აყენებს მათ, შეცდომაში შეჰყავს ისინი, აშორებს მათ ღმერთს და აკარგვინებს მიმართულებას, მაშინ ეს ადამიანების დაზარალებაა და არ შეიძლება ითქვას, რომ შენ გაქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი. ამით სრულდება ჩვენი მსჯელობა გადაწყვეტილების მიღების უნარზე.
პუნქტი 10: შეფასებისა და დაფასების უნარი
შემდეგი უნარი არის შეფასებისა და დაფასების უნარი. იცით თუ არა, რას ნიშნავს ეს? ეს უჩვეულო თემაა. შეფასებისა და დაფასების უნარი ნიშნავს იმას, რომელიმე ადამიანთან, მოვლენასთან ან საკითხთან შეხებისას ძალგიძს თუ არა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომლის დაკვირვება და წვდომაც შეგიძლია, შეაფასო და დააფასო მისი ძლიერი მხარეები, ღირსებები, ღირებული ასპექტები და შემდეგ ეს ყოველივე საკუთარ ცხოვრებაში, ქცევასა და მოქმედებებში გამოიყენო. თუ რაიმეს შეფასება და დაფასება არ შეგიძლია, ვერც მის დადებით მხარეებსა და ნაკლოვანებებს დაინახავ, ვერც საქმის არსს ჩასწვდები და ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებ. ეს ნიშნავს, რომ შენ არ გაგაჩნია შეფასებისა და დაფასების უნარი. თუმცა, თუ შენ შეგიძლია მოვლენების შეფასება და დაფასება, და გარკვეული საკითხებიდან რაიმე სასარგებლოს სწავლა და რეალურ ცხოვრებაში გამოყენება და თუ ეს ნასწავლი გარკვეულ დახმარებას გიწევს ადამიანურ ყოფასა თუ ცხოვრებისეული გზის არჩევაში, ეს ამტკიცებს, რომ ამ მხრივ შეფასებისა და დაფასების გარკვეული უნარი შეგწევს. რაც უფრო მაღალია შენი უნარი ამ მხრივ, მით მეტად მტკიცდება, რომ შენ გაქვს კარგი სულიერი მონაცემები. ავიღოთ მარტივი მაგალითი: ნახატის დათვალიერება. მაშინაც კი, თუ შენ არ გისწავლია ხელოვნება, თუ შეგიძლია დააკვირდე ნახატის კომპოზიციას და აღიქვა მასში ჩადებული აზრი ადამიანობის გადმოსახედიდან — და თანაც შენი ხედვა ძალიან ზუსტია და ადამიანობასთან დაკავშირებული — და თუ მასში დაინახავ ადამიანურ ყოფიერებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხებს და შემდეგ მათ საკუთარ ცხოვრებასა თუ საქმეში გამოიყენებ, ეს გამოვლინება ამტკიცებს, რომ მოვლენათა შეფასებისა და დაფასების უნარი გაგაჩნია. შეფასებისა და დაფასების უნარის ფარგლები ეხება შედარებით კონკრეტულ საკითხებს და არა აბსტრაქტულ მოვლენებს. აბსტრაქტული მოვლენები მოიცავს ფერებს, ხელოვნების ნიმუშებს და ა.შ. რადგან ეს მოვლენები არ უკავშირდება ადამიანურ ყოფას, არ არის საკმარისად კონკრეტული, შორს არის ნორმალური ადამიანური აზროვნებისგან და ადამიანურ ცხოვრებაში არსებული გარკვეული საკითხებისგან, და მჭიდროდ არ უკავშირდება ცხოვრებას, ჩვენ არ ვაკუთვნებთ მათ შეფასებისა და დაფასების უნარის ფარგლებს. რაც შეეხება ცხოვრებასთან შედარებით ახლოს მყოფ საკითხებს, რომლებიც გარკვეულ ფარულ აზრს შეიცავს ან უკავშირდება ადამიანურ ყოფას, თუ შენ ძალგიძს მისი შეფასება, გარჩევა და გამოყენება; მისი ღირსებებისა და ნაკლოვანებების დანახვა და გაგაჩნია საკუთარი აზრები და შეხედულებები მასზე, თუ ხვდები, რა არის მათში ადამიანური ბუნებისთვის სასარგებლო; და თუ შეგიძლია ამოიცნო ნებისმიერი დამახინჯებული და ხისტი ელემენტი, რომელიც ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, როდესაც ის არსებობს — აი, ამას ჰქვია შეფასებისა და დაფასების უნარის ქონა. თუ შენ ვერ აფასებ ამ საკითხებს და, როდესაც უყურებ კონკრეტულ საკითხს, მხოლოდ მის ძლიერ მხარეებსა და ნაკლოვანებებს არჩევ მოძღვრების თვალსაზრისით, მაგრამ ზუსტად ვერ ხედავ, ადამიანობის რომელ ასპექტებს უკავშირდება ის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაშინ შენი შეფასებისა და დაფასების უნარი საშუალოა. თუ შენ უყურებ ხელოვნების ნიმუშს და მისი მრავალგზის შესწავლის შემდეგ მაინც არ იცი, რას გამოხატავს ის ან რატომ შექმნა ის ავტორმა ასე, და მიუხედავად იმისა, უკავშირდება თუ არა ეს ნამუშევარი ადამიანის ბუნებას, შენ ვერ ხედავ მასში არსებულ ძირეულ საკითხებს და ვერ ხვდები მის არსს, ეს ნიშნავს, რომ შენ გაკლია შეფასებისა და დაფასების უნარი. შეფასებისა და დაფასების უნარის არქონა ნიშნავს, რომ არ გაქვს შეხედულება არაფერზე და ადვილად შეჰყავხარ შეცდომაში სოციალურ ტენდენციებს ან ადამიანების მიერ პროპაგანდირებულ გარკვეულ ნეგატიურ საკითხებს — ანუ, შენ შეიძლება დადებითად მიიჩნიო ის, რაც თავისთავად უარყოფითია და მიიღო იგი. ამის შედეგად შენ მოიწამლები მისით, და თუ ეს საკითხი დიდხანს დარჩება შენში და ღრმად გაიდგამს ფესვებს, ხელს შეუშლის და შეაფერხებს შენ მიერ ჭეშმარიტების მიღებას. მოდით, მოვიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი შეფასებისა და დაფასების უნართან დაკავშირებით. მაგალითად, ვთქვათ, ფილმის დაუმუშავებელი მასალა სამ საათს შეადგენს, ხოლო მონტაჟის შემდეგ ფილმის ხანგრძლივობა ორი საათი და ორმოცი წუთია. არის თუ არა ეს ფილმისთვის ჩვეული ხანგრძლივობა? (არა.) რაზე მიუთითებს ეს? (ეს მიუთითებს იმაზე, რომ ფილმის შემქმნელებს არ გააჩნიათ შეფასებისა და დაფასების უნარი.) კონკრეტულად რას ნიშნავს ფილმისთვის შეფასებისა და დაფასების უნარის არქონა? (ეს ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ უკეთესი კადრების შერჩევა და ზუსტი განსჯა იმისა, თუ რომელი კადრები უნდა დატოვონ და რომელი — ამოჭრან.) მათ არ იციან, რა თემის გადმოცემას ისახავს მიზნად ფილმი ან რომელი სცენებია მჭიდროდ დაკავშირებული თემასთან. შედეგად, მათ არ ძალუძთ გადაწყვიტონ, რა დატოვონ და რა ამოჭრან. ანუ მათ არ იციან, რომელი სცენა ან სიუჟეტური ხაზია ზედმეტი და მხოლოდ ირიბად უკავშირდება თემას და შეიძლება ამოიჭრას, და რომელი სცენა ან სიუჟეტური ხაზია ყველაზე მეტად დაკავშირებული თემასთან და უნდა დარჩეს. რადგან მათ აკლიათ შეფასებისა და დაფასების უნარი, მონტაჟის დროს ისინი „სიბრალულს იჩენენ“ და გრძნობენ, რომ არც ამის ამოჭრა შეიძლება და არც იმის. საბოლოოდ, დიდი წვალების შემდეგ ისინი მხოლოდ აშკარა ხარვეზების მქონე ან უხარისხოდ გადაღებულ კადრებს ჭრიან. რაც შეეხება იმ შინაარსს, რომელიც მჭიდროდ არ უკავშირდება თემას, ისინი ყველაფერს ტოვებენ. ეს შეფასებისა და დაფასების უნარის ნაკლებობაზე მიუთითებს. მათ ბუნდოვნად ესმით ფილმის განმარტება; რაც შეეხება ფილმის კონკრეტულ ფორმებსა და გამომსახველობით ტექნიკას და სცენებს შორის კავშირს და იმას, თუ რომელი სცენებია ჭეშმარიტად ფილმის სცენები, მათ ამის გაგება არ ძალუძთ. ეს შეფასებისა და დაფასების უნარის ნაკლებობაზე მიუთითებს. ამრიგად, გადაღების დროს ისინი სავსე არიან თავდაჯერებულობით; მონტაჟის დროს სახეზე ნერვიულობა აწერიათ; ხოლო როდესაც საქმე განხილვაზე მიდგება, ისინი ნერვიულობით კვდებიან. განხილვის შემდეგ ზუსტად იციან, როგორ გააგრძელონ, რადგან ზემდგომის მითითებით, მათ ისწავლეს, რომელი სცენები უნდა ამოჭრან და შემდეგ თამამად ჭრიან მათ. საბოლოოდ რამდენად ამოკლებენ ფილმს? ისინი მას ერთ საათსა და ორმოც წუთამდე ამოკლებენ. ოპერატორები საკმაოდ ნაწყენები არიან: „განა ეს ჩვენი შრომის ნაყოფის ფუჭად კარგვა არ არის? ჩვენ ექვსი თვე დაუღალავად ვიღებდით ამდენ მასალას, მაგრამ შენ დაუნდობელი იყავი, ამოჭერი ესა თუ ის სცენები — ეს საერთოდ კიდევ ფილმია?“ ჩემი პასუხია, რომ ამდენის ამოჭრა სრულიად სწორია — სწორედ ასეთი უნდა იყოს ფილმი. ის, რაც შენ გქონდა, ფილმი არ იყო; საუკეთესო შემთხვევაში, ეს სატელევიზიო სერიალი იყო. სიმართლე ისაა, რომ დაბალი შეფასებისა და დაფასების უნარის მქონე ადამიანებთან ჭეშმარიტებაზე თანაზიარებას არანაირი შედეგი არ მოაქვს. ნებისმიერ საკითხთან, იდეასა თუ შეხედულებასთან მიმართებით მათ არ ძალუძთ იმის შეფასება, თუ რა შეესაბამება ნორმალური ადამიანობის საჭიროებებსა და სტანდარტებს, რა ეწინააღმდეგება მას, რა არის რეალური და პრაქტიკული, რა არის ფუჭი და გამოგონილი, რა შეესაბამება ღვთის მოთხოვნებს და რა ეწინააღმდეგება მის განზრახვებს. როდესაც საქმე ფილმს ეხება, მათ არ შეუძლიათ იმის გარჩევა და გაგება, თუ რომელი სცენები უწყობს ხელს მთავარი თემის წარმოჩენას, რომელი გადადის პირდაპირ საქმეზე და გადმოსცემს დედააზრს და არის აუცილებელი მისი ბირთვის გამოსახატავად, და რომელია ზედმეტი ან არასაჭირო. მონტაჟის დროს ისინი მუდამ „სიბრალულს იჩენენ“ და მასალის ამოჭრა ენანებათ. ეს შეფასებისა და დაფასების უნარის არქონაზე მიუთითებს. თუ მასალის გადაღების შემდეგ ფილმის მთავარ სათქმელსა და მიმართულებაზე დაფიქრები, ხვდები, რომელი სცენები არ უნდა შევიდეს მასში, რომელ სცენებს აკლია საჭირო ეფექტი და რომელია სათადარიგო კადრები, რომლებიც საერთოდ არ იყო გამიზნული გამოსაყენებლად, არამედ ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის მომზადდა — თუ გულში გაანალიზებული გაქვს ეს საკითხები და გაქვს მათი მოგვარების გეგმები და გადაწყვეტილებები, ამას ეწოდება შეფასებისა და დაფასების უნარის ქონა. თუ ეს თვისებები არ გაგაჩნია, პრობლემების განხილვისა და ხედვის შენი მეთოდები მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და საბოლოოდ სწორი დასკვნის გამოტანა არ შეგიძლია, ეს ნიშნავს, რომ მოვლენათა შეფასებისა და დაფასების უნარი გაკლია. რა თქმა უნდა, ეკლესიაში ადამიანთა უმეტესობას აკლია შეფასებისა და დაფასების უნარი. შეფასებისა და დაფასების უნარი არ ეხება მხოლოდ იმას, თუ რამდენად შეგიძლია შემოქმედებითი ნამუშევრის, ხელოვნების ქმნილების ან ისეთი რამის არსში წვდომა, რაც სულიერ საზრდოს ან ადამიანობის შესახებ ფილოსოფიურ თეორიას წარმოადგენს — მთავარია, რომ შენ ასევე უნდა გქონდეს ზუსტი შეხედულება ამ საკითხებზე. ერთი მხრივ, შენი შეხედულება უნდა შეესაბამებოდეს ფაქტებსა და ადამიანობის საჭიროებებს. მეორე მხრივ, ის, რისი გაგება ან წვდომაც შეგიძლია, უნდა შეესაბამებოდეს დადებით საკითხებსა და ყოველივეს კანონზომიერებებს; ის არ უნდა იყოს ფუჭი ან დამახინჯებული, და საბოლოო ჯამში, უნდა შეესაბამებოდეს ჭეშმარიტება-პრინციპებს. თუ შენ არა მხოლოდ შეგიძლია დაინახო, რა იდეები და შეხედულებებია გადმოცემული, თუ მხოლოდ ამ დონეზე არ რჩები, არამედ ასევე შეგიძლია დაინახო, არის თუ არა ეს იდეები და შეხედულებები სინამდვილეში სწორი, ნამდვილად შეესაბამება თუ არა ისინი ადამიანობის საჭიროებებს, ნამდვილად უბიწოა თუ არა ისინი, და ნამდვილად შეესაბამება თუ არა ჭეშმარიტებას — თუ შენ ძალგიძს ამ ყოველივეს გაკეთება — მაშინ შენ ხარ ადამიანი, რომელსაც აქვს კარგი შეფასებისა და დაფასების უნარი. კარგი შეფასებისა და დაფასების უნარის მქონე ადამიანებს კარგი სულიერი მონაცემები აქვთ. თუ შენ არ ძალგიძს ამ ყოველივეს მიღწევა ან ეს მხოლოდ საშუალო დონეზე შეგიძლია, მაშინ შენი შეფასებისა და დაფასების უნარი მხოლოდ საშუალოა. თუ შენ ფუნდამენტურად არ შეგიძლია ამ საკითხებში გარკვევა — მაგალითად, თუ შენ საერთოდ არ გესმის არანაირი აუდიო-ვიზუალური ნამუშევარი, ლიტერატურული ნაწარმოები, მხატვრული თუ ხელოვნების ნიმუში, იქნება ეს აბსტრაქტული თუ კონკრეტული, და ისინი შენთვის სრულიად გაუგებარია, როგორც უცხო ენა, და შენს ადამიანურ ბუნებას აკლია ამგვარი საგნების შეფასებისა და დაფასების უნარი, მაშინ შენ არ გაგაჩნია შეფასებისა და დაფასების უნარი; შენ ხარ ადამიანი ყოველგვარი მონაცემების გარეშე. თუ გარკვეული ფერების, განათებისა და გარემოს მქონე სცენაში პერსონაჟის ქცევაზე ან ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და გონებრივი მდგომარეობის საერთო გამოხატულებაზე დაკვირვებით შეგიძლია თქვა, რა გავლენას მოახდენს ეს სცენა მაყურებლის გონებაზე, მაშინ შენ გაქვს შეფასებისა და დაფასების უნარი. თუმცა, შეფასებისა და დაფასების უნარის არმქონე ადამიანს არ შეუძლია ამის დანახვა. ის ამბობს: „რა მნიშვნელობა აქვს, განათება ბუნდოვანია თუ არა, ან ფერები ლამაზია თუ არა? განა პერსონაჟი მაინც იგივე არ არის? როგორ შეგიძლია თქვა, როგორია მისი გონებრივი მდგომარეობა? მე რატომ ვერ ვხედავ ამას?“ ეს შეფასებისა და დაფასების უნარის არქონაზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, თუ როგორ უხსნი მას, ის ამტკიცებს, რომ ესმის, მაგრამ სინამდვილეში, გულის სიღრმეში მაინც ვერ იგებს. ეს სფერო მისთვის ყოველთვის უცხო იქნება. შეფასებისა და დაფასების უნარის არმქონე ადამიანს, როგორი სახის საქმესაც არ უნდა აკეთებდეს ან როგორი სახის ლიტერატურულ თუ ხელოვნების ნიმუშებსაც არ უნდა უყურებდეს, არ შეუძლია საკუთარი აზრებისა და შეხედულებების გამოხატვა. განსაკუთრებით იმ საქმის ან ქმნილებების შემთხვევაში, რომლებიც მოითხოვს ღრმა მნიშვნელობის გამოხატვას, თემის გადმოცემას ან სულიერი წინამძღოლობის გაწევას, მას არ ძალუძს ამის კარგად კეთება და არ შეუძლია იყოს კომპეტენტური ასეთი დავალებების შესასრულებლად. თუ შენ გაქვს შეფასებისა და დაფასების უნარი და, ამასთან ერთად, გესმის ჭეშმარიტებაც, შენ შეგიძლია ღვთის სახლის იმ საქმის კარგად კეთება, რომელიც ეხება ფილმებს, ლიტერატურასა და ხელოვნებას და რომელიც მოიცავს შეფასებისა და დაფასების უნარს, იყო ამ მხრივ კომპეტენტური და შეასრულო ამგვარი მოვალეობა. თუ შენ გაკლია შეფასებისა და დაფასების უნარი, მაშინ შენ გაქვს მწირი სულიერი მონაცემები და ვერ იქნები კომპეტენტური ამ ტიპის საქმისთვის. ზოგი ამბობს: „ამდენი წლის მანძილზე ვისმენდი ჭეშმარიტებას და მესმის ჭეშმარიტება-პრინციპები. ნიშნავს თუ არა ეს, რომ შემიძლია ვიყო კომპეტენტური ამ ტიპის საქმისთვის?“ ეს მაინც არ იქნება საკმარისი. მაშინაც კი, თუ გესმის გარკვეული ჭეშმარიტება, შეფასებისა და დაფასების უნარის, როგორც დამატების გარეშე, შენ შეგიძლია მხოლოდ ისეთი საქმის შესრულება, როგორიცაა სახარების ქადაგება ან ეკლესიის მორწყვა. თუმცა, იმ საქმისთვის, რომელიც შეფასებისა და დაფასების უნარს მოიცავს, შენ ვერ იქნები კომპეტენტური. ამიტომ, თუ ზოგიერთი ადამიანი შეცდომით იქნა არჩეული ამ ტიპის საქმის შესასრულებლად და ახლა აცნობიერებს, რომ არ აქვს პოტენციალი ამ სფეროში და თანდაყოლილად არ გააჩნია შეფასებისა და დაფასების უნარი, მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა და თქვას: „მე არ ძალმიძს ამ საქმის კეთება. ჩემს ადამიანობას არ გააჩნია შეფასებისა და დაფასების უნარი.“ რა თქმა უნდა, გაქვს თუ არა შეფასებისა და დაფასების უნარი, ეს არის ადამიანის სულიერი მონაცემების შეფასების ერთ-ერთი სტანდარტი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მთავარი სტანდარტი გარკვეული განსაკუთრებული საქმისთვის, შეფასებისა და დაფასების უნარი ასევე აუცილებელია. ამით სრულდება ჩვენი თანაზიარება შეფასებისა და დაფასების უნარზე. დარჩა კიდევ ერთი უნარი, ინოვაციური უნარი, რომელზეც შემდეგ ჯერზე გვექნება თანაზიარება.
ნუთუ ამგვარი თანაზიარება უფრო ნათელს არ ხდის ყოველივეს თქვენთვის? (დიახ.) მე რომ მხოლოდ ზოგადად მესაუბრა და მეთქვა: „ადამიანის სულიერი მონაცემები ფასდება საქმის შესრულებისას მისი ეფექტიანობითა და შედეგიანობით“, თქვენ მხოლოდ ამ მოძღვრების გამეორებას შეძლებდით, მაგრამ მაინც არ გექნებოდათ ნათელი წარმოდგენა, კონკრეტულად რომელ ასპექტებს ეხება სულიერი მონაცემები. მოგვიანებით ვიფიქრე, რომ უკეთესი იქნებოდა, უფრო კონკრეტულად მქონოდა თანაზიარება; როდესაც ნათლად გაიგებთ ამ თემას, შეძლებთ ზუსტად შეაფასოთ და მკაფიოდ გააცნობიეროთ საკუთარი სულიერი მონაცემები. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ იცოდეთ თქვენი შესაფერისი ადგილი და ზედმეტად არ შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები. საკუთარი შესაძლებლობების ნათლად დანახვა და გაგება, იმის განსაზღვრა, თქვენი სულიერი მონაცემები კარგია, საშუალო, მწირი თუ საერთოდ არ გაგაჩნიათ, და იმის დადგენა, რომელ ჯგუფს ეკუთვნით — ანუ თქვენი ზუსტი ადგილის პოვნა დაგეხმარებათ, მოიქცეთ და იცხოვროთ ღირსეულად და წესიერად. ერთი მხრივ, ეს გაძლევთ საშუალებას, გქონდეთ საკუთარი თავის ზუსტი გაგება. მეორე მხრივ, თქვენი გახრწნილი ხასიათის დაძლევის თვალსაზრისით ეს ასევე გარკვეულწილად გეხმარებათ თქვენი ამპარტავანი ხასიათის შეცვლაში. განა ასე არ არის? (დიახ.) მოდით, დღეს აქ დავასრულოთ თანაზიარება. ნახვამდის!
4 ნოემბერი, 2023 წ.