როგორ გადავიდეთ ნორმალურ მდგომარეობაში

რაც უფრო მეტად იღებენ ადამიანები ღვთის სიტყვებს, მით უფრო გასხივოსნებულნი არიან და მით უფრო მეტად შიათ და სწყურიათ ღვთის შეცნობა. მხოლოდ მათ, ვინც იღებს ღვთის სიტყვებს, ძალუძთ ჰქონდეთ უფრო მდიდარი და უფრო ღრმა გამოცდილება, და ისინი არიან, ვის ცხოვრებასაც შეუძლია განუხრელად ზრდა, სეზამის ყვავილების მსგავსად. ყველა, ვინც ისწრაფვის სიცოცხლისკენ, უნდა ეპყრობოდეს ამ საკითხს, როგორც თავიანთ ძირითად სამსახურს; ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ: „ღვთის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია; ღვთის გარეშე ვერაფერს ვაკეთებ; ღვთის გარეშე ყოველივე ცარიელია“. სწორედ ასევე, მათ უნდა გადაწყვიტონ, რომ „სულიწმიდის მყოფობის გარეშე მე ვერაფერს გავაკეთებ, და თუ ღვთის სიტყვების წაკითხვას შედეგი არ მოაქვს, მაშინ რაიმეს გაკეთება აზრსმოკლებულად მეჩვენება“. ნუ შეიწყნარებთ თქვენივე თავს. ცხოვრებისეული გამოცდილება მომდინარეობს გასხივოსნებისა და ღვთის წინამძღოლობისგან, და ისინი თქვენი სუბიექტური ძალისხმევის კრისტალიზაციაა. აი, რა უნდა მოსთხოვოთ საკუთარ თავს: „როდესაც საქმე ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეხება, მე საკუთარ თავს შეღავათს ვერ გავუწევ“.

ზოგჯერ, როდესაც არანორმალურ მდგომარეობაში ხართ, კარგავთ ღვთის მყოფობას და ლოცვისას ღმერთს ვერ გრძნობთ ასეთ დროს შიშის შეგრძნება ნორმალურია. მაშინვე უნდა დაიწყოთ ძიება. თუ ასე არ მოიქცევი, ღმერთი გაგშორდება და შენ დარჩები სულიწმიდის მყოფობის გარეშე — და მეტიც, სულიწმიდის საქმის გარეშე — ერთი დღით, ორი დღით, თუნდაც ერთი ან ორი თვით. ასეთ სიტუაციებში იმდენად წარმოუდგენლად გულგრილი გახდები და კვლავ სატანის ტყვეობაში მოექცევი, რომ ნებისმიერი სახის ქმედების ჩადენას შეძლებ. ხარბად ესწრაფვი სიმდიდრეს, ატყუებ შენს დებსა და ძმებს, უყურებ ფილმებსა და ვიდეოებს, თამაშობ მაჰჯონგს და თავშეუკავებლად ეწევი და სვამ კიდევაც. შენი გული განეშორა ღმერთს, ფარულად წახვედი შენი საკუთარი გზით და თვითნებურად განსაჯე ღვთის საქმე. ზოგ შემთხვევაში ადამიანები იმდენად ეცემიან, რომ სექსუალური ხასიათის ცოდვების ჩადენისას სირცხვილს ან უხერხულობას აღარ გრძნობენ. ასეთი ადამიანები სულიწმიდამ მიატოვა; ფაქტობრივად, ასეთ ადამიანში სულიწმიდის საქმე, დიდი ხანია, აღარ არის. მხოლოდ იმის დანახვაა შესაძლებელი, თუ როგორ ეფლობიან ისინი კიდევ უფრო ღრმად გახრწნილებაში, როდესაც მათი ცოდვილი ხელები სულ უფრო შორს იწვდებიან. საბოლოოდ, ისინი უარყოფენ ამ გზის არსებობას და ცოდვების ჩადენისას სატანის ტყვეობაში ხვდებიან. თუ აღმოაჩენ, რომ მხოლოდ გრძნობ სულიწმიდის მყოფობას, მაგრამ გაკლია სულიწმიდის საქმე, ეს უკვე სახიფათო მდგომარეობაა. როდესაც სულიწმიდის მყოფობასაც კი ვეღარ გრძნობ, მაშინ შენ სიკვდილის პირას ხარ. თუ არ მოინანიებ, მაშინ სრულად დაუბრუნდები სატანას და მათ შორის აღმოჩნდები, ვინც მოიშთობა. ამრიგად, როდესაც აღმოაჩენ, რომ ხარ მდგომარეობაში, სადაც მხოლოდ სულიწმიდის მყოფობაა(არ სცოდავ, თავს იკავებ და აშკარად არ ეწინააღმდეგები ღმერთს), მაგრამ გაკლია სულიწმიდის საქმე (ლოცვისას არ იძვრი გულით, ვერ იპოვებ აშკარა გასხივოსნებასა და გაბრწყინებას, როცა ჭამ და სვამ ღვთის სიტყვებს, გულგრილი ხარ ღვთის სიტყვების ჭამისა და სმისადმი, შენს ცხოვრებაში არანაირი ზრდა არ არის და დიდი ხანია მოკლებული ხარ დიდ გაბრწყინებას), — ასეთ დროს უფრო ფრთხილად უნდა იყო. არ უნდა შეიწყნარო შენი თავი, აღარ უნდა მისცე გასაქანი შენს ხასიათს. სულიწმიდის მყოფობა შეიძლება ნებისმიერ დროს გაქრეს. აი, რატომ არის ასეთი მდგომარეობა ესოდენ სახიფათო. თუ შენ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდები, ეცადე, რაც შეიძლება მალე გამოასწორო ყველაფერი. პირველ რიგში, უნდა წარმოთქვა სინანულის ლოცვა და შესთხოვო ღმერთს, რომ კიდევ ერთხელ გაიღოს მოწყალება. ილოცე უფრო გულმოდგინედდა დაიმშვიდე გული ღვთის მეტი სიტყვის ჭამითა და სმით. ამ საფუძველზე, მეტი დრო უნდა დაუთმო ლოცვას, გააორმაგო ძალისხმევა გალობისას, ლოცვისას, ღვთის სიტყვების ჭამისას და სმისას და შენი მოვალეობის შესრულებისას. როდესაც ყველაზე სუსტი ხარ, სატანა ყველაზე მარტივად მაშინ ეუფლება შენს გულს. როდესაც ეს ხდება, შენი გული ღმერთს შორდება და სატანას უბრუნდება, რის შემდეგაც შენ სულიწმიდის მყოფობის გარეშე რჩები. ასეთ დროს ორმაგად რთულია სულიწმიდის საქმის ხელახლა მოპოვება. სჯობს, ეძიო სულიწმიდის საქმე მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ შენთანაა, რაც საშუალებას მისცემს ღმერთს, მეტად მოგფინოს თავისი ნათელი და არ მიგატოვოს. ლოცვა, საგალობლების შესრულება, შენი ფუნქციების მსახურება, და ღვთის სიტყვების ჭამა და სმა — ყოველივე ეს იმისთვის კეთდება, რომ სატანას არ მიეცეს თავისი საქმის შესრულების შესაძლებლობა და სულიწმიდამ შეძლოს თავისი საქმის კეთება შენში. თუ შენ ამ გზით არ დაიბრუნებ სულიწმიდის საქმეს, თუ უბრალოდ დაელოდები, მაშინ სულიწმიდის საქმის დაბრუნება მარტივი არ იქნება, როდესაც სულიწმიდის მყოფობას დაკარგავ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სულიწმიდა განსაკუთრებულ მღელვარებას არ გამოიწვევს შენში ან განსაკუთრებულად არ მოჰფენს შენზე ნათელს ან გაგასხივოსნებს. მიუხედავად ამისა, შენი მდგომარეობის აღდგენას მხოლოდ ერთი ან ორი დღე არ ეყოფა; ზოგჯერ ექვსმა თვემ შეიძლება ისე ჩაიაროს, რომ აღდგენა ვერ მოახერხო. ყოველივე ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანები ზედმეტად ლმობიერნი არიან საკუთარი თავის მიმართ, არ ძალუძთ მოვლენების ნორმალურად გამოცდა და ამიტომ მიტოვებულნი არიან სულიწმიდის მიერ. მაშინაც კი, თუ შენ დაიბრუნებ სულიწმიდის საქმეს, ღვთის ამჟამინდელი საქმე შეიძლება კვლავაც არ იყოს შენთვის ნათელი, რადგან შენი ცხოვრებისეული გამოცდილებით ძალიან ჩამორჩი, თითქოს ათი ათასი მილით უკან დარჩი. განა ეს საშინელება არ არის? თუმცა, ასეთ ადამიანებს ვეუბნები, რომ ახლა ჯერ კიდევ არ არის მონანიება ძალიან დაგვიანებული, მაგრამ არსებობს ერთი პირობა: უფრო მეტი უნდა იმუშაო და არ მიეცე სიზარმაცეს. თუ სხვა ადამიანები დღეში ხუთჯერ ლოცულობენ, შენ ათჯერ უნდა ილოცო; თუ სხვა ადამიანები დღეში ორ საათს უთმობენ ღვთის სიტყვების ჭამასა და სმას, შენ ამას ოთხი ან ექვსი საათი უნდა დაუთმო; და თუ სხვა ადამიანები საგალობლებს ორ საათს უსმენენ, შენ სულ მცირე ნახევარი დღე მაინც უნდა უსმინო. ხშირად იყავი მშვიდად ღვთის წინაშე და იფიქრე ღვთის სიყვარულზე, სანამ არ იგრძნობ მღელვარებას, შენი გული ღმერთს არ დაუბრუნდება და აღარ გაბედავ ღვთისგან განდგომას — მხოლოდ მაშინ გამოიღებს შენი ძალისხმევა ნაყოფს; მხოლოდ მაშინ შეძლებ შენი წინა, ნორმალური მდგომარეობის აღდგენას.

ზოგიერთი ადამიანი დიდ ენთუზიაზმს იჩენს თავის სწრაფვაში, თუმცა მაინც ვერ ახერხებს სწორ გზაზე დადგომას. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი მეტისმეტად დაუდევარნი არიან და ყურადღებას არ აქცევენ სულიერ საკითხებს. მათ წარმოდგენა არ აქვთ, როგორ განიცადონ ღვთის სიტყვები და არ იციან, რა არის სულიწმიდის საქმე და მყოფობა. ასეთი ადამიანები ენთუზიაზმით აღსავსენი, თუმცა უგუნურნი არიან; ისინი არ ისწრაფვიან სიცოცხლისკენ. ეს იმიტომ, რომ შენ სულის შესახებ მცირედი ცოდნაც კი არ გაგაჩნია, არაფერი იცი სულიწმიდის მიმდინარე საქმის განვითარების შესახებ და არ იცი შენივე სულის მდგომარეობა. განა ასეთი ადამიანების რწმენა უგუნური რწმენა არ არის? ასეთი ადამიანების სწრაფვას საბოლოოდ არავითარი ნაყოფი არ მოაქვს. ღვთისადმი რწმენაში სულიერი ზრდის მიღწევის გასაღებია იმის ცოდნა, თუ რა საქმეს ასრულებს ღმერთი შენს გამოცდილებაში, ღვთის მშვენიერების ხილვა და მისი განზრახვების გაგება, რათა დაემორჩილო ღვთის ყველა განგებას, ღვთის სიტყვები შენს არსებაში ჩაიქსოვოს, რათა ისინი შენს სიცოცხლედ იქცეს და ამგვარად ასიამოვნო ღმერთს. თუ შენი რწმენა უგუნურია, თუ ყურადღებას არ აქცევ სულიერ საკითხებსა და შენი სიცოცხლე-განწყობის ცვლილებებს, თუ ძალისხმევას არ იშურებ ჭეშმარიტებისკენ, განა შეძლებ ღვთის განზრახვების ჩაწვდომას? თუ არ გესმის, რას ითხოვს ღმერთი, მაშინ ვერ შეძლებ მის განცდას და, შესაბამისად, არ გექნება პრაქტიკის გზა. ღვთის სიტყვების განცდისას ყურადღება უნდა გაამახვილო იმ შედეგზე, რომელსაც ისინი შენში ახდენენ, რათა მისივე სიტყვებიდან შეიცნო ღმერთი. თუ მხოლოდ ღვთის სიტყვების კითხვა იცი, მაგრამ არ იცი, როგორ განიცადო ისინი, განა ეს იმის ნიშანი არ არის, რომ სულიერი გაგება გაკლია? ამჟამად ადამიანთა უმეტესობას არ ძალუძს ღვთის სიტყვების განცდა და, შესაბამისად, ისინი არ იცნობენ ღვთის საქმეს. განა ეს მათ პრაქტიკაში დაშვებული ხარვეზი არ არის? თუ ასე გააგრძელებენ, როდის შეძლებენ ყოველივეს სრულყოფილად განცდას და თავიანთ ცხოვრებაში ზრდის მიღწევას? განა ყოველივე ეს მხოლოდ ფუჭი ლაპარაკი არ არის? თქვენ შორის ბევრია ისეთი, ვინც მხოლოდ მოძღვრებაზეა ორიენტირებული, არაფერი იცის სულიერი საკითხების შესახებ და მაინც სურს, რომ ღმერთმა დიადი საქმისთვის გამოიყენოს და აკურთხოს. ეს სრულიად არარეალისტურია! ამიტომ, თქვენ უნდა აღმოფხვრათ ეს ხარვეზი, რათა ყველანი დადგეთ სულიერი ცხოვრების სწორ გზაზე, გქონდეთ ნამდვილი გამოცდილება და ჭეშმარიტად შეხვიდეთ ღვთის სიტყვების რეალობაში.

წინა: ბოროტება გარდაუვლად დაისჯება

შემდეგი: როგორ გავიგოთ რეალობა

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება