ბოროტება გარდაუვლად დაისჯება
დააკვირდით საკუთარ თავს, რათა დაინახოთ, მოქმედებთ თუ არა სამართლიანად ყველაფერში, რასაც აკეთებთ, და უძლებს თუ არა თქვენი ქმედებები ღმერთის მიერ განსჯას: ეს არის ის პრინციპი, რომლის მიხედვითაც მართავენ თავიანთ საქმეებს ისინი, ვისაც ღმერთისა სწამს. თქვენ გიწოდებენ მართალს იმიტომ, რომ თქვენ შეგიძლიათ ღვთისთვის სათნონი იყოთ, და იმიტომ, რომ თქვენ იღებთ ღვთის ზრუნვასა და დაცვას. ღმერთის თვალში ყველა, ვინც მიიღებს ღვთის ზრუნვას, დაცვასა და სრულყოფილებას, და ვინც ამას მოიპოვებს მისგან, მართალნი არიან, და ღმერთი მათ ყველას ძვირფასებად მიიჩნევს. რაც მეტად მიიღებთ ღმერთის ამჟამინდელ სიტყვებს, მით მეტად შეძლებთ, გაიგოთ და ჩაწვდეთ ღმერთის განზრახვებს, და მით მეტად შეძლებთ, იცხოვროთ ღმერთის სიტყვებით და დააკმაყოფილოთ მისი მოთხოვნები. ეს ღმერთის დავალებაა თქვენთვის, და სწორედ ამაში ჩაწვდომის უნარს უნდა მიაღწიოს ყოველმა თქვენგანმა. თუ თქვენ საკუთარი წარმოდგენების მეშვეობით ზომავთ და ზღუდავთ ღმერთს, თითქოს ღმერთი თიხის უცვლელი ქანდაკება იყოს, და სრულად საზღვრავთ ღმერთს ბიბლიით და მას მოქმედების შეზღუდულ ფარგლებში ათავსებთ, ეს ამტკიცებს, რომ თქვენ განიკითხავდით ღმერთს. ვინაიდან ძველი აღთქმის ეპოქის ებრაელები ღმერთს აღიქვამდნენ როგორც უცვლელი ფორმის მქონე კერპს, რომელსაც ისინი გულით დაატარებდნენ, თითქოს ღმერთისთვის მხოლოდ მესია შეიძლებოდა ეწოდებინათ, და მხოლოდ ის შეიძლებოდა ყოფილიყო ღმერთი, ვისაც მესიას უწოდებდნენ, და ვინაიდან ადამიანები ემსახურებოდნენ და თაყვანს სცემდნენ ღმერთს ისე, თითქოს იგი (უსიცოცხლო) თიხის ქანდაკება ყოფილიყო, მათ მაშინ იესო ჯვარს აცვეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს – ასე დასაჯეს სიკვდილით უდანაშაულო იესო. ღმერთი უცოდველი იყო, თუმცა ადამიანმა არ დაინდო იგი და დაჟინებით გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი, და ამიტომაც აცვეს ჯვარს იესო. ადამიანს ყოველთვის სწამს, რომ ღმერთი უცვლელია, და მას მხოლოდ ერთი წიგნის, ბიბლიის, საფუძველზე ზღუდავს, თითქოს ადამიანი სრულად წვდებოდეს ღვთის მართვის გეგმას, თითქოს ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, ადამიანს ედოს ხელისგულზე. ადამიანები უკიდურესად აბსურდულები არიან, უკიდურესად ქედმაღალნი, და ყველა მათგანი მიდრეკილია ხმამაღალი ცარიელი სიტყვებისკენ. რამდენიც არ უნდა იცოდე ღმერთის შესახებ, მე მაინც გეუბნები, რომ შენ არა იცი რა ღმერთის შესახებ, რომ შენ ხარ ის მავანი, ვინც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება ღმერთს, და რომ სწორედ შენ განსაჯე ღმერთი, რადგანაც შენ სრულებით არ შეგიძლია, ემორჩილებოდე ღმერთის საქმეს და მიჰყვებოდე იმ გზას, რომლითაც ღვთისგან სრულქმნილი იქნები. რატომ არასდროს არის ღმერთი კმაყოფილი ადამიანის ქმედებებით? იმიტომ, რომ ადამიანი ვერ იცნობს ღმერთს, ადამიანს ერთობ ბევრი წარმოდგენა აქვს, და მისი ცოდნა ღმერთის შესახებ არანაირად არ ეთანადება სინამდვილეს, არამედ არის შაბლონური და გამნეორებითი, მექანიკურად გამეორებული და ხისტად გამოყენებული. და რადგანაც ასეა, დღევანდელ დედამიწაზე მოსულ ღმერთს ადამიანი კიდევ ერთხელ აცვამს ჯვარს. სასტიკი კაცობრიობა! ინტრიგები და სივერაგე, ერთმანეთის ძარცვა და პარვა, ბრძოლა სახელისა (დიდებისა) და გამორჩენისთვის, ურთიერთხოცვა-ჟლეტა – როდის დამთავრდება ეს ყოველივე? მიუხედვად ღვთის მიერ წარმოთქმული ასობით ათასი სიტყვისა, არავის განათებია გონება. ადამიანები მოქმედებენ თავიანთი ოჯახებისთვის, ვაჟებისა და ქალიშვილებისთვის, თავიანთი კარიერისთის, მომავალი პროექტებისთვის, სტატუსისთვის (მდგომარეობისთვის), ამაო დიდებისთვის, ფულისთვის, საჭმლისთვის, სამოსისთვის და ხორცისთვის. მაგრამ არის განა ვინმე ისეთი, ვინც ჭეშმარიტად ღმერთისთვის მოქმედებს? მათ შორისაც კი, ვინც ღმერთისთვის მოქმედებს, ცოტანი არიან ისინი, ვინც შეიცნობს ღმერთს. რამდენი ადამიანი მოქმედებს საკუთარი ინტერესების მიღმა? რამდენი ადამიანი არ ავიწროებს და არ უარყოფს სხვებს საკუთარი მდგომარეობის დაცვის გამო? ასე რომ, უთვალავჯერ გამოუტანეს ღმერთს სასიკვდილო განაჩენი, უთვალავმა სასტიკმა მოსამართლემ განსაჯა იგი და კვლავ აცვა იგი ჯვარს. რამდენს შეიძლება ვუწოდოთ მართალი იმიტომ, რომ ღვთისთვის მოქმედებენ?
განა ასე იოლია წარსდგე ღვთის წინაშე, სრულქმნილი წმინდანად ან მართალ ადამიანად? ჭეშმარიტია მტკიცება, რომ „მართალნი მიწაზე არ არიან, მართალნი არ არიან ამ სოფლად“. როცა წარსდგები ღვთის წინაშე, დაფიქრდი იმაზე, თუ რა გაცვია, დაფიქრდი შენს ყოველ სიტყვასა და ქმედებაზე, შენს ყოველ ფიქრსა და იდეაზე, სიზმრებზეც კი, რომლებიც ყოველდღე გესიზმრება – ისინი ყველანი ხომ მხოლოდ შენთვის არის. განა ამგვარი არ არის ჭეშმარიტი ვითარება? „სამართლიანობა“ არ ნიშნავს მოწყალების გაცემას სხვათათვის, არ ნიშნავს მოყვასის შეყვარებას როგორც თავისა თვისისა, არ ნიშნავს ჩხუბისა და კამათისაგან, ან ქურდობისა და ყაჩაღობისგან თავის შეკავებას. სამართლიანობა ნიშნავს, მიიღო ღვთის დავალება, როგორც საკუთარი მოვალეობა, ჰმორჩილებდე ღვთის დანაწესებს, როგორც ზეციდან მოვლენილ მოწოდებას, დამოუკიდებლად დროისა და ადგილისა, ზუსტად ისე, როგორც ეს ყველაფერი უფალმა იესომ გააკეთა. ეს არის ის სამართლიანობა, რომელზეც ღმერთი გვესაუბრება. ის, რომ ლოთისთვის შეიძლებოდა მართალი გვეწოდებინა, იმით აიხსნება, რომ მან ღვთისგან გამოგზავნილი ორი ანგელოზი გადაარჩინა და არ უფიქრია საკუთარ მოგებასა თუ დანაკარგზე; თუმცა მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ იმ დროს მის მიერ ჩადენილი ქმედება სამართლიანი იყო, მაგრამ თვითონ მას ვერ ვუწოდებთ მართალს. მხოლოდ იმიტომ, რომ ლოთმა იხილა ღმერთი, მან თავისი ორი ქალიშვილი ანგელოზების სანაცვლოდ მისცა, მაგრამ წარსულში ჩადენილი ყველა მისი ქცევა როდი შეიძლება სამართლიანად მივიჩნიოთ. და მე გეუბნებით „მართალნი მიწაზე არ არიან“. მათ შორისაც კი, ვინც აღდგენის ნაკადში იმყოფება, ვერც ერთს ვერ ვუწოდებთ მართალს. როგორი კეთილიც უნდა იყოს შენი ქმედებები, როგორადაც არ უნდა გეგონოს, რომ განადიდებ ღვთის სახელს, მაშინაც კი, თუ არ სცემ და არ წყევლი სხვებს, არ ძარცვავ და ნაალაფარას არ ხვეჭ, შენ მაინც ვერ იქნები მართალი, რადგან ეს ყველაფერი არის ის, რაც ჩვეულებრივ (ნორმალურ) ადამიანს შეუძლია. რაც ყველაზე მთავარია ამ წუთში, არის ის, რომ შენ არ იცნობ ღმერთს. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ახლა შენში არის ცოტა რამ ადამიანური, მაგრამ არაფერი ღვთის მიერ ნაქადაგევი სამართლიანობისა, და ამიტომ არაფერს მათთაგან, რასაც შენ აკეთებ, შეუძლია დაამტკიცოს, რომ ღმერთს შეიცნობ.
უწინ, როცა ღმერთი ზეცაში იყო, ადამიანები მას ზედაპირულად, ფორმალურად ეპყრობოდნენ თავიანთ ქმედებებში. დღეს კი ღმერთი კაცთა შორის არის, არავინ იცის, რამდენი ხნის განმავლობაში, თუმცა ადამიანები მაინც უწინდებურად ზედაპირულად ეპყრობიან მას. განა ადამიანი ძალიან არ ჩამორჩა თავის აზროვნებაში? იუდასაც ხომ იგივე დაემართა: ვიდრე ქრისტე მოვიდოდა, იუდა სიცრუეს ლაპარაკობდა თავისი ძმებისა და დების მოსატყუებლად, და ქრისტეს მოსვლის შემდეგაც კი იგი არ შეცვლილა; სრულებით ვერ შეიცნო იესო და საბოლოოდ გასცა იგი. განა ეს იმიტომ არ მოხდა, რომ მან ღმერთი ვერ შეიცნო? თუ დღეს თქვენ ჯერ კიდევ ვერ შეიცნობთ ღმერთს, შესაძლებელია, რომ თქვენ მეორე იუდა გახდეთ, და, შესაბამისად, იესოს ჯვარცმის ტრაგედია მადლის ეპოქში ორი ათასი წლის წინ კიდევ ერთხელ გათამაშდეს. არ გჯერათ ამის? ეს ხომ ფაქტია! დღეს ადამიანების უმრავლესობა მსგავს სიტუაციაშია (შესაძლებელია, ამას ოდნავ ნაადრევად ვამბობდე) და ასეთი ადამიანები იუდას როლს თამაშობენ. მე სისულელეს კი არა, ფაქტებზე დაყრდნობით ვლაპარაკობ, და შენ ამაში აუცილებლად დარწმუნდები. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი თავს მორჩილად აჩვენებს, მათ გულში სხვა არაფერია, თუ არა მკვდარი წყლის გუბე და ხრწნადი სიბლანტე. სწორედ ახლა ეკლესიაში ძალიან ბევრია ასეთი, და თქვენ ფიქრობთ, რომ მე სრულებით არ ვუწყი ამის შესახებ. დღეს ჩემი სული წყვეტს ჩემ ნაცვლად და ჩემ შესახებ მოწმობს. შენ ფიქრობ, რომ მე არაფერი ვიცი? შენ ფიქრობ, რომ მე არაფერი მესმის იმ თქვენი ვერაგი აზრებისა, რომლებსაც თქვენს გულებში ინახავთ? ნუთუ ასეთი ადვილია, ღმერთს აჯობო? ფიქრობ, რომ შეგიძლია მას ისე მოექცე, როგორც მოგესურვება? უწინ მე ვდარდობდი, რომ თქვენ თავი შეზღუდულად არ გეგრძნოთ და ამიტომ თავისუფლებას განიჭებდით, მაგრამ ადამიანებმა ვერ შეძლეს ეთქვათ, რომ მე მათ მიმართ კეთილი ვიყავი, და როცა მე მათ გოჯს ვაძლევდი, უტევანი მიჰქონდათ. გაიკითხეთ თქვენ ირგვლივ: მე თითქმის არასდროს არავინ მიმხილებია და მსუბუქადაც კი არ მიმიცია შენიშვნა ვინმესთვის — თუმცა ადამიანის გულისთქმა და ზრახვები (მოტივაცია და წარმოდგენები) სრულიად ნათელია. გგონია, რომ თვითონ ღმერთი, ვის მიმართაც ღმერთი მოწმობს, ბრიყვია? ამ შემთხვევაში გეტყვი, რომ ბრმა ხარ! მე არ გამხელ, მაგრამ მოდი, ვნახოთ, რამდენად შეიძლება გაიხრწნა. მოდი, ვნახოთ, შეუძლია თუ არა შენს პატარა ეშმაკურ ფანდებს გადაგარჩინოს, ან თუ გადაგარჩენს შენი მცდელობები, მთელი ძალიათ გიყვარდეს ღმერთი. დღეს მე შენ არ განგსჯი; მოდი, დაველოდოთ ღვთის დროს, რათა ვნახოთ, რა სასჯელს მოიღებს იგი შენზე. მე ახლა დრო არ მაქვს შენთან უსარგებლო საუბრისთვის, და არ მინდა, ჩემი დიადი საქმე მხოლოდ შენ გამო გადავდო. ისეთი მატლი, როგორიც შენ ხარ, არ იმსახურებს იმას, რომ ღმერთმა დრო დაკარგოს შენს მხილებაზე — მაშ, მოდი ვნახოთ, გარყვნილების რა დონემდე დახვალ. ასეთი ადამიანები ოდნავაც არ ცდილობენ ღვთის შეცნობას, მათი გულის უმცირეს ნაწილსაც არ შეუძლია ღმერთის სიყვარული, და მაინც სურთ, რომ ღმერთმა მათ მართალნი უწოდოს— განა ეს სასაცილო არ არის? ვინაიდან სინამდვილეში ცოტა ადამიანია პატიოსანი, მე მხოლოდ იმაზე მივმართავ ჩემს ძალისხმევას, რომ გავაგრძელო ადამიანისთვის სიცოცხლის ბოძება. დღეს მე აღვასრულებ იმას, რისი აღსრულებაც მმართებს, მაგრამ მომავალში თითოეულს მივუზღავ მათი საქმისებრ. მე ვთქვი ყველაფერი, რაც უნდა მეთქვა, რადგანაც სწორედ ეს არის ჩემი საქმე. მე ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც უნდა გავაკეთო და არა იმას, რისი გაკეთებაც არ მმართებს. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ თქვენ უფრო მეტად გამოცდით თქვენს საკუთარ თავს: რამდენად ჭეშმარიტია ღმერთის შესახებ შენი ცოდნა? ხარ თუ არა შენ ის, ვინც კიდევ ერთხელ აცვა ქრისტე ჯვარს? ჩემი საბოლოო სიტყვები ეს არის: ვაი მათ, ვინც ღმერთს ჯვარს აცვამს.