პუნქტი მეცხრე: ისინი თავიანთ მოვალეობას მხოლოდ საკუთარი თავის გამოსაჩენად და პირადი ინტერესებისა და ამბიციების დასაკმაყოფილებლად ასრულებენ, არასოდეს ითვალისწინებენ ღვთის სახლის ინტერესებს და ღალატობენ კიდეც მათ პირადი დიდების სანაცვლოდ (ნაწილი მეცხრე)
II. ანტიქრისტეთა ინტერესები
დ. მათი პერსპექტივები და ბედისწერა
4. როგორ უდგებიან ანტიქრისტეები წოდებას „მსახურების შემსრულებელი“
დღეს ჩვენ გავაგრძელებთ თანაზიარებას ანტიქრისტეთა სხვადასხვა გამოვლინების მეცხრე პუნქტზე: ისინი თავიანთ მოვალეობას მხოლოდ საკუთარი თავის გამოსაჩენად და პირადი ინტერესებისა და ამბიციების დასაკმაყოფილებლად ასრულებენ, არასოდეს ითვალისწინებენ ღვთის სახლის ინტერესებს და ღალატობენ კიდეც მათ პირადი დიდების სანაცვლოდ. ამ პუნქტთან მიმართებაში ჩვენი თანაზიარების მთავარი თემა ანტიქრისტეთა ინტერესების გაანალიზებაა, დღეს კი გვექნება თანაზიარება ანტიქრისტეთა ინტერესების მეოთხე საკითხის მეოთხე ქვეთემაზე — თუ როგორ უდგებიან ისინი წოდებას „მსახურების შემსრულებელი“ — და გავაანალიზებთ იმას, თუ როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები ამ წოდებას. მათთვის, ვინც დღემდე მიჰყვებიან ღმერთს, ნაცნობია ტერმინი „მსახურების შემსრულებელი“ და უმეტესობამ გულით მიიღო ეს წოდება. მათი სუბიექტური მიდრეკილებების თვალსაზრისით ამ წოდების მიმართ არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს. თუმცა, როდესაც საქმე ეხება კონკრეტულ შემთხვევას, როცა გარკვეულ პირს მომსახურების შემსრულებელს უწოდებენ, ეს ადამიანი ძირითადად გამოხატავს ზიზღსა და სურვილის არქონას; გრძნობს, რომ უსამართლოდ ეპყრობიან; ნამდვილად არ სურს, რომ ასე მოიხსენიებდნენ და იყოს მსახურების შემსრულებელი. ადამიანთა რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, მიუხედავად იმისა, რომ სუბიექტური განწყობით თანხმდებიან, რომ „მსახურების შემსრულებელი“ არ არის ცუდი წოდება, ობიექტური თვალსაზრისით ადამიანები ამ წოდებას მაინც გარკვეული დისკრიმინაციით, მტრობითა და უგულოდაც კი უდგებიან - ისინი სწორედ ასე არიან განწყობილნი მის მიმართ. მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს ხალხი წოდებაზე „მსახურების შემსრულებელი“, ძალუძთ თუ არა მათ გულწრფელად მიიღონ იგი და იყვნენ მსახურების შემსრულებელნი, ან მოიცავს თუ არა მათი წარმოდგენა ამ წოდების შესახებ მრავალ ადამიანურ მანკიერებასა და და სურვილს, დღეს ჩვენ პირველ რიგში გვექნება თანაზიარება იმაზე, თუ კონკრეტულად ვინ არის მსახურების შემსრულებელი, ზუსტად როგორ განიმარტება და ხასიათდება წოდება „მსახურების შემსრულებელი“ ღვთის თვალში, რა არის იმ მსახურების შემსრულებელთა არსი, რომლებზეც ღმერთი საუბრობს, როგორ უყურებს ღმერთი ტერმინს „მსახურების შემსრულებელი“ და რით განსხვავდება ეს იმისგან, თუ როგორ აღიქვამენ მას ადამიანები, რათა ყველამ შეძლოთ ზუსტი გაგებისა და წარმოდგენის ჩამოყალიბება თქვენს გულებში წოდებაზე „მსახურების შემსრულებელი“.
ა. წოდების „მსახურების შემსრულებელი“ განმარტება და წარმოშობა
ტერმინი „მსახურების შემსრულებელი“ სიტყვასიტყვით ნიშნავს ადამიანს, რომელიც მუშაობს და ძალისხმევას იღებს რაიმესთვის. თუ ამ წოდებას თანამდებობის თვალსაზრისით შევაფასებთ, იგი მიუთითებს იმ ადამიანზე, ვისაც დროებითი პერიოდით იყენებენ. ანუ თუ ვინმეს მიიჩნევენ მსახურების შემსრულებლად და იწყებს საქმის კეთებას ან საქმიანობას გარკვეულ სფეროში, მაშინ ეს არის არა გრძელვადიანი პროფესიული კარიერა ან მუდმივი სამუშაო, რომელსაც ის ხელს ჰკიდებს, არამედ დროებითია. მას დროებით ავალებენ ძალისხმევის გაღებასა და გარკვეული დროით მსახურებას ამ სფეროში ან საქმის შესასრულებლად. მას არ აქვს პერსპექტივა, მომავალი და არ იღებს არავითარ მატერიალურ სარგებელს. მას არ სჭირდება რაიმე პასუხისმგებლობის აღება; უბრალოდ უხდიან გაწეული შრომის საფასურს. როდესაც მასზე დაკისრებული საქმე სრულდება, ის აღარ არის საჭირო, უბრალოდ იღებს თავის საზღაურს და მიდიას. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს დროებითია. მას სთხოვენ საქმის შესრულებას მაშინ, როდესაც საჭიროა. ეს არის მსახურების შემსრულებლის სიტყვასიტყვითი გაგება. თუ ტერმინს „მსახურების შემსრულებელი“ ადამიანის წარმოდგენების მიხედვით განვმარტავთ, მაშინ ასეთ ადამიანებს მოიხსენიებენ, როგორც „ხელშეკრულებით დასაქმებულებს“ და „დროებითს მუშაკებს“, რომლებიც დროებით ასრულებენ საქმეს ან ძალისხმევას ძალისხმევას დებენ რაიმე საქმესა თუ სფეროში. მათთან ერთადერთი კავშირი მხოლოდ დროის იმ პერიოდით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც ისინი საჭირონი არიან საქმის შესარულებლად და როგორც კი ეს დრო ამოიწურება, მათ აღარ აქვთ არავითარი ღირებულება. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი აღარ არიან საჭირონი და აღარ გააჩნიათ გამოყენებითი ღირებულება — მათი ღირებულება ამ დროის განმავლობაში ამოიწურა. ეს არის ის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა, რომლის გაგება და დანახვაც ადამიანებს ძალუძთ ტერმინში „მსახურების შემსრულებელი“. იმ მნიშვნელობის ფარგლებში, რომლის გამოხატვაც ადამიანურ ენას შეუძლია ანუ ღვთის მიერ წარმოთქმული წოდების „მსახურების შემსრულებელი“ მნიშვნელობაში, რომლის გაცნობიერებაც ადამიანებს ძალუძთ, არსებობს თუ არა მნიშვნელობის ისეთი დონე, რომელიც ჭეშმარიტებას შეესაბამება? არსებობს თუ არა მნიშვნელობის ისეთი დონე, რომელიც ნორმალურ ადამიანობასა და გონიერებას შეესაბამება? არსებობს თუ არა მნიშვნელობის ისეთი დონე, რომელიც ადამიანებს, როგორც ჭეშმარიტ ქმნილებებს, უნდა ესმოდეთ? არსებობს თუ არა მნიშვნელობის ისეთი დონე, რომელიც ეხება იმას, თუ როგორ უდგება ღმერთი ამ წოდებას? (არა.) საიდან იცით, რომ არ არსებობს? საგონებელში ხართ ჩავარდნილნი; არ ძალგიძთ ამის ახსნა. თქვენ შორის არიან უნივერსიტეტის სტუდენტები, მაგისტრანტები, დოქტორანტები და პროფესორები, მაგრამ არცერთ თქვენგანს არ შეუძლია ამის ნათლად ახსნა, არა? (დიახ, ასეა.) ეს არის განსხვავება ცოდნასა და ჭეშმარიტებას შორის. შეიძლება იყო განათლებული, იცოდე ცალკეული სიტყვები „მსახურება“ და „შემსრულებელი“, და როდესაც ეს ტერმინები ერთიანდება და ქმნის ტერმინს ადამიანის ტიპისა და ადამიანთა ჯგუფის აღსაწერად, ძალგიძს ჩაწვდე ამ ადამიანთა არსს, მათი გამოვლინებებსა და ადგილს მთელ კაცობრიობას შორის, მაგრამ როდესაც არ შეგიძლია ამ ტერმინის გაგება ჭეშმარიტებისა და ქმნილების პერსპექტივიდან, კონკრეტულად საიდან მოდის შენი გაგება? კონკრეტულად რა არის ამ ტერმინის არსი, რომელსაც იგებ? განა ეს არ არის ტერმინის „მსახურების შემსრულებელი“ ისეთი გაგება, რომელიც მომდინარეობს ამ გახრწნილი კაცობრიობიდან, ამ საზოგადოებიდან და კაცობრიობის ცოდნიდან? (დიახ, ასეა.) კაცობრიობის ცოდნა ჭეშმარიტების შესატყვისია თუ ჭეშმარიტებისადმი მტრულად განწყობილი? (ის ჭეშმარიტებისადმი მტრულად არის განწყობილი.) მაშ, როდესაც გაქვს ამ ტერმინის ასეთი გაგება და წვდომა, ღვთის წინააღმდეგ დგახარ თუ ღმერთთან შესატყვისობის მხარეს? ცხადია, როდესაც იგებ და სწვდები ამ ტერმინს შენი ცოდნითა და გონებით, უნებლიეთ და გაუცნობიერებლად დგახარ ღვთის წინააღმდეგ. როდესაც იყენებ ცოდნას ამ ტერმინის გასაგებად, ის, რაც გაიგე, გარდაუვალად მიგიყვანს იქამდე, რომ იგრძნო წინააღმდეგობა, მიუღებლობა, ზიზღი და სიძულვილიც კი ტერმინის „მსახურების შემსრულებელი“ მიმართ. იგრძნობა ამაში რაიმე მორჩილება? იგრძნობა ამაში ჭეშმარიტი მიღება? (არა.) ზოგი ამბობს: „მე ვიღებ კარგ სიტყვებს, მაგრამ რატომ უნდა მივიღო ეს ცუდი სიტყვა? ისიც საკმარისად კარგია, რომ მის მიმართ წინააღმდეგობას არ ვგრძნობ. მაგალითად, მე ვიღებ ისეთ დადებით ტერმინებს, როგორიცაა „გვირგვინის მიღება“, „ჯილდოების მიღება“, „კურთხევა“, „სასუფეველში შესვლა“, „ზეცაში ასვლა“, „ჯოჯოხეთში არმოხვედრა“, „დასჯის არიდება“ და „პირმშო ძედ ყოფნა“. ბუნებრივია, ეს არის ადამიანის ჩვეულებრივი რეაქცია და ის, რისკენაც ადამიანები უნდა ისწრაფოდნენ. რაც შეეხება ისეთ უარყოფით ტერმინებს, როგორებიცაა „ბოროტი ადამიანები“, „ანტიქრისტეები“, „დასჯა“ და „ჯოჯოხეთში მოხვედრა“, არავის მოსწონს მათი მიღება. ტერმინი „მსახურების შემსრულებელი“ ნეიტრალურია, მაგრამ ჩემი გაგებით ის მიუღებელია და ჩემთვის ისიც საკმარისად კარგია, რომ არ მძულს იგი. თუ ნებაყოფლობით უნდა მივიღო იგი, დავემორჩილო მას და მივიღო იგი ღვთისგან, მაშინ ეს უბრალოდ შეუძლებელია.“ განა ასე არ ფიქრობენ ადამიანები? (დიახ, ასეა.) ეს მოსაზრება სწორია თუ არასწორი? (არასწორია.) როდის გაიგე, რომ ეს არასწორია? ახლახან, არა? ეს პრობლემაა. მხოლოდ ახლახან გაიგე, რომ ეს არასწორია. სანამ ამას გააცნობიერებდი, თითქოს უკვე ზედაპირულად მიღებული გქონდა წოდება „მსახურების შემსრულებელი“ და უკვე სუბიექტურად აღიქვამდი მას — და იყო ეს მიღება ჭეშმარიტი თუ ყალბი? (ის ყალბი იყო.) ცხადია, ეს არ იყო ჭეშმარიტი და არც სრულიად მზად იყავი მის მისაღებად. აქ იყო სიყალბე, თვალთმაქცობა და ზიზღი, და ასევე იყო განცდა, რომ სხვა არჩევანი არ გქონდა.
ის, რაზეც ახლახან გვქონდა თანაზიარება, იყო ადამიანების ჭეშმარიტი რეაქციები და გამოვლინებები წოდებასთან „მსახურების შემსრულებელი“ დაკავშირებით; ისინი სრულად წარმოაჩენენ ადამიანთა მოსაზრებებს, შეხედულებებსა და გაგებას ამ წოდების შესახებ, სრულად ავლენენ, რომ ადამიანების დამოკიდებულება ამ წოდების მიმართ არის უგულობა, დისკრიმინაცია და ზიზღი, და წინააღმდეგობა გულის სიღრმიდან. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანები თაკილობენ მსახურების შემსრულებლად ყოფნას, ეზიზღებათ ტერმინი „მსახურების შემსრულებელი“, არ სურთ იყვნენ მსახურების შემსრულებლები და სძულთ მსახურების შემსრულებლად ყოფნა. ეს არის ადამიანების გაგება და დამოკიდებულება ამ წოდების მიმართ. ახლა მოდით, ვნახოთ, კონკრეტულად როგორ უყურებს ღმერთი მსახურების შემსრულებლებს, როგორ გაჩნდა ტერმინი „მსახურების შემსრულებელი“, რა არის ამ წოდების არსი ღვთის თვალში და მისი წარმოშობა. „მსახურების შემსრულებლის“ სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა, ადამიანური ენით რომ ვთქვათ, არის დროებითი მუშაკი, ადამიანი, რომელიც დროებით მსახურობს რაიმე სფეროში ან ასრულებს საქმეს და რომელიც დროებით არის საჭირო. ღვთის მართვის გეგმაში, ღვთის საქმეში და ღვთის სახლში ადამიანთა ეს ჯგუფი, რომლებსაც მსახურების შემსრულებლები ეწოდებათ, შეუცვლელია. როდესაც ეს ადამიანები მოვიდნენ ღვთის სახლში, ღვთის საქმის აღსრულების ადგილას, მათ არაფერი იცოდნენ თავად ღვთის ან მისდამი რწმენის შესახებ, მით უმეტეს ღვთის საქმის ან მისი მართვის გეგმის შესახებ. მათ არაფერი ესმოდათ; უბრალოდ გარეშე პირები, არამორწმუნეები იყვნენ. როდესაც ადამიანები, რომლებიც ღვთის თვალში არამორწმუნეები არიან, მოდიან ღვთის სახლში, რა შეუძლიათ გააკეთონ მისთვის? შეიძლება ითქვას, რომ მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. რადგან ადამიანებს აქვთ გახრწნილი ხასიათი და საერთოდ არ იცნობენ ღმერთს, და ადამიანების ბუნება-არსების გამო, ერთადერთი, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ, არის ის, რომ შეასრულონ ყველაფერი, რასაც ღმერთი ავალებს. ისინი მიჰყვებიან ღვთის საქმეს იქამდე, სადამდეც ის აღწევს; მათი ცოდნა ვრცელდება იქამდე, სადამდეც ღვთის სიტყვები მიიყვანს მათ; მხოლოდ მისი სიტყვები იციან და საერთოდ ვერ აცნობირებენ მათ. ეს ადამიანები პასიურად ასრულებენ ყოველ საქმეს, რომლის შესრულებასაც ღმერთი მათგან მოითხოვს — ისინი სრულიად პასიურები არიან და არა აქტიურები. აქ „პასიური“ ნიშნავს, რომ მათ არ იციან, რას გააკეთებს ღმერთი, რას სთხოვს ღმერთი მათ, იმ საქმის მნიშვნელობა ან ღირებულება, რომლის შესრულებასაც ღმერთი მათ სთხოვს და ასევე ის, თუ რა გზას უნდა მიჰყვნენ. ღვთის სახლში მოსვლისას ისინი მანქანებს ჰგვანან, რომლებიც მხოლოდ ისე ფუნქციონირებენ, როგორც ღმერთი მართავს მათ. რა სჭირდება ღმერთს მათგან? იცით? (ადამიანები არიან ობიექტები, რომელთაც ღმერთი ჭეშმარიტებას უცხადებს განსასჯელად. ადამიანები ღვთის სიტყვების ობიექტები არიან.) ეს ერთი ნაწილია; ადამიანები ღვთის სიტყვების ობიექტები არიან. კიდევ რა? რა შეიძლება ითქვას ადამიანების ნიჭზე? (დიახ.) რა შეიძლება ითქვას ნორმალური ადამიანობის აზროვნებაზე? (დიახ.) ღმერთი მხოლოდ მაშინ გამოგიყენებს, თუ ნორმალური ადამიანური აზროვნება გაქვს. თუ სინდისი და გონიერება არ გაგაჩნია, მაშინ მსახურების შემსრულებლადაც კი არ გამოდგები. კიდევ რა არის? (ადამიანების უნარები და განსაკუთრებული ნიჭები.) ეს ნიჭში შედის და მისი ნაწილიცაა — სხვადასხვა უნარი, რომელსაც ადამიანები ფლობენ. კიდევ რა? (ღვთისადმი თანამშრომლობის მზაობა.) ესეც მისი ნაწილია, მორჩილებისა და დამორჩილების სურვილი, და რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ადამიანების სურვილი, უყვარდეთ დადებითი რამ და ჭეშმარიტება. მორჩილებისა და დამორჩილების სურვილი არის ღმერთთან თანამშრომლობისთვის მზაობა, მაგრამ რომელია ამის თქმის ყველაზე შესაფერისი გზა? (მორჩილებისა და დამორჩილების სურვილი.) სწორია, სიტყვა „სურვილი“ შედარებით უფრო ფართოა და უფრო დიდ სპექტრს მოიცავს. თუ გამოვიყენებთ სიტყვას „მზაობა“, მასშტაბი გარკვეულწილად ვიწროვდება. უფრო მეტიც, „სურვილი“ შედარებით უფრო მსუბუქია ხარისხით, ვიდრე „მზაობა“, რაც ნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც სურვილი გაგიჩნდება, თანდათანობით სხვადასხვა სახის მზაობა გიყალიბდება; მზაობა უფრო კონკრეტულია, მაშინ როცა სურვილი გარკვეულწილად უფრო ფართოა. რაც შეეხება შემოქმედს, ეს არის ის, რაც ღმერთს სჭირდება გახრწნილი კაცობრიობისგან. ანუ, როდესაც გარეშე პირი, რომელმაც აბსოლუტურად არაფერი იცის ღვთის, ღვთის მართვის, ღვთის არსის, ღვთის გამონათქვამებისა და ღვთის ხასიათის შესახებ, მოდის ღვთის სახლში; ის ჰგავს მანქანას და რისი გაკეთებაც მას შეუძლია ღვთისთვის და ღვთის საქმესთან თანამშრომლობისას ძირითადად არავითარ კავშირში არ არის იმ სტანდარტთან, რომელსაც ღმერთი მოითხოვს — ჭეშმარიტებასთან. ასეთი ადამიანების ის თვისებები, რომელთა გამოყენებაც ღმერთს შეუძლია, არის ის, რაც ახლახან ვახსენეთ: პირველი ის, რომ ეს ადამიანები შეიძლება გახდნენ ღვთის სიტყვების ობიექტები; მეორე არის ის ნიჭი, რომელსაც ეს ადამიანები ფლობენ; მესამე არის ის, რომ ეს ადამიანები ფლობენ ნორმალური ადამიანობის აზროვნებას; მეოთხე არის სხვადასხვა უნარი, რომელსაც ეს ადამიანები ფლობენ; მეხუთე — და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია — არის ის, რომ ამ ადამიანებს აქვთ ღვთის სიტყვებისადმი მორჩილებისა და დამორჩილების სურვილი. ყოველივე ეს გადამწყვეტია. როგორც კი ადამიანი ფლობს ყოველივე ამას, ის იწყებს მუშაობას ღვთის საქმის მსახურებისა და ღვთის მართვის გეგმის შესრულების მიზნით; ის ოფიციალურად დგება სწორ გზაზე, რაც ნიშნავს, რომ ის ოფიციალურად გახდა მსახურების შემსრულებელი ღვთის სახლში.
როდესაც ადამიანებს არ ესმით ღვთის სიტყვები, ჭეშმარიტება ან ღვთის განზრახვები და ოდნავადაც არ ეშინიათ ღვთის, თითოეული მათგანისთვის არ შეიძლება არსებობდეს სხვა როლი, გარდა მსახურების შემსრულებლისა. ანუ ხარ მსახურების შემსრულებელი, გინდა ეს თუ არა — ამ წოდებას თავს ვერ დააღწევ. ზოგიერთი ამბობს: „მთელი ცხოვრება მწამდა ღმერთი. მას შემდეგ, რაც იესოს ვირწმუნე, ათწლეულები გავიდა — ნუთუ მართლა ისევ მხოლოდ მსახურების შემსრულებელი ვარ?“ რას ფიქრობთ ამ კითხვაზე? ვის ეკითხებიან ისინი ამას? მათ საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ და დაფიქრდნენ: „მესმის თუ არა ახლა ღვთის განზრახვები? როდესაც ახლა ჩემს მოვალეობას ვასრულებ, უბრალოდ ძალისხმევას ვხარჯავ თუ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში ვიყენებ? მივყვები თუ არა ჭეშმარიტების ძიებისა და გაგების გზას? შევედი თუ არა ჭეშმარიტება-რეალობაში? მაქვს თუ არა ღვთისმოშიში გული? ვარ თუ არა ის, ვინც ემორჩილება ღმერთს?“ ისინი უნდა დაფიქრდნენ საკუთარ თავზე ამ საკითხების გათვალისწინებით. თუ მათ დააკმაყოფილეს ეს კრიტერიუმები, თუ ძალუძთ მტკიცედ დგომა ღვთის განსაცდელების წინაშე, ღვთისმოშიშება და ბოროტებისგან განრიდება, მაშინ, რა თქმა უნდა, ისინი აღარ არიან მსახურების შემსრულებლები. თუ მათ ამ კრიტერიუმებიდან არცერთი არ დაუკმაყოფილებიათ, მაშინ უდავოდ რჩებიან მსახურების შემსრულებლებად და ეს გარდაუვალი და აუცილებელია. ზოგი ამბობს: „მე 30 წელზე მეტია მწამს ღმერთი, რაც არც კი მოიცავს იმ წლებს, რომლებიც იესოს რწმენაში გავატარე. მას შემდეგ, რაც ღმერთი განკაცდა, გამოჩინდა, იმოქმედა და დაიწყო თავისი გამონათქვამების წარმოთქმა, მე ღვთის მიმდევარი ვარ. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც პირადად გამოსცადა ღვთის საქმე და ერთ-ერთი პირველი, ვინც მოისმინა მისი ბაგიდან წარმოთქმული სიტყვები. მას შემდეგ ამდენი წელი გავიდა და კვლავ მწამს და მივყვები ღმერთს. რამდენჯერმე განვიცადე დაპატიმრება და დევნა და ამდენ საფრთხეს გადავაწყდი; ღმერთი ყოველთვის მიცავდა და მიძღვებოდა; მას არასოდეს მივუტოვებივარ. ახლაც ვასრულებ ჩემს მოვალეობას; ჩემი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უმჯობესდება, ჩემი რწმენა მუდმივად იზრდება და ღვთის მიმართ საერთოდ არ მაქვს ეჭვები — ნუთუ მართლა ისევ მსახურების შემსრულებელი ვარ?“ ვის ეკითხები? განა არასწორ ადამიანს არ ეკითხები? ეს კითხვა არ უნდა დასვა. რადგან ამდენი წელია გწამს, განა არ იცი, ხარ თუ არა მსახურების შემსრულებელი? თუ ეს არ იცი, მაშინ რატომ არ ეკითხები საკუთარ თავს, ფლობ თუ არა ჭეშმარიტება-რეალობას, გაქვს თუ არა ღვთისმოშიში გული და იქცევი თუ არა ისე, რომ განერიდო ბოროტებას? ღმერთი ამდენი წლის მანძილზე მოქმედებს, ამდენი სიტყვა წარმოთქვა და რამდენი გაიგე და რამდენს ჩაწვდი? რამდენი მიიღე? რამდენჯერ მიიღე გასხვლა და რამდენი განსაცდელი და გამოწრთობა მიიღე? როდესაც ისინი მიიღე, იდექი თუ არა მტკიცედ შენს მოწმობაში? ძალგიძს თუ არა ღვთის დამოწმება? როდესაც აწყდები ისეთ განსაცდელებს, როგორსაც იობი წააწყდა, ძალგიძს თუ არა ღვთის უარყოფა? ზუსტად რამდენად დიდია შენი ღვთისადმი რწმენა? შენი რწმენა მხოლოდ რაღაც რწმენაა თუ ჭეშმარიტი რწმენა? დაუსვი საკუთარ თავს ეს კითხვები. თუ არ იცი ამ კითხვებზე პასუხები, მაშინ დაბნეული ადამიანი ხარ და შემიძლია გითხრა, რომ უბრალოდ ბრბოს მიჰყვები — არც კი იმსახურებ, რომ მსახურების შემსრულებელი გეწოდოს. ის, ვისაც ასეთი დამოკიდებულება აქვს წოდება „მსახურების შემსრულებლის“ მიმართ და კვლავ სრულიად დაბნეულია, ძალიან საცოდავია. მას ისიც კი არ ესმის, ვინ არის, მაშინ როცა ღმერთი სრულიად ნათელი და მკაფიოა ყველა ადამიანის მიმართ თავის მოპყრობაში.
ჩვენ ახლახან გვქონდა თანაზიარება იმაზე, თუ კონკრეტულად რა არის ღვთის თავდაპირველი მნიშვნელობა სიტყვა „მსახურების შემსრულებელთან“ დაკავშირებით. თავდაპირველად, როდესაც ადამიანები ღვთის სახლში შედიან, როდესაც მათ არ ესმით ჭეშმარიტება და მხოლოდ სხვადასხვა სურვილი ან თანამშრომლობის გარკვეული მზაობა გააჩნიათ, ის როლი, რომელსაც ამ პერიოდში ასრულებენ, მხოლოდ მსახურების შემსრულებლის როლი შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, სიტყვა „მსახურება“ არც ისე სასიამოვნოდ ჟღერს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს მსახურებას და მოღვაწეობას კაცობრიობის გადასარჩენად ღვთის მართვის საქმის სამსახურში; ეს ნიშნავს ძალისხმევის გაღებას. ეს ადამიანებს ვერ აცნობიერებენ ვერცერთ ჭეშმარიტებას, არც ღვთის განზრახვები ესმით; მათ არ ძალუძთ რაიმე ძალისხმევის გამოჩენა ან რაიმე ფორმით თანამშრომლობა იმ კონკრეტულ საქმეში, რომელსაც ღმერთი ეწევა კაცობრიობის გადასარჩენად და სამართავად, არც ჭეშმარიტებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საქმეში. მათ მხოლოდ გარკვეული უნარები და ნიჭი აქვთ და მხოლოდ ის ძალუძთ, რომ გარკვეული ძალისხმევა გაიღონ და რამდენიმე სიტყვა წარმოთქვან ზოგადი საქმეებისთვის და აღავლინონ გარკვეული გარეშე მსახურება. თუ ეს არის იმ საქმის არსი, რომელსაც ადამიანები თავიანთი მოვალეობის შესრულებისას აკეთებენ, თუ ისინი უბრალოდ მომსახურე როლს ასრულებენ, მაშინ მათთვის რთულია მოიშორონ წოდება „მსახურების შემსრულებელი“. რატომ არის რთული მისი მოშორება? აქვს თუ არა ამას რაიმე კავშირი ღვთის მიერ ამ წოდების განმარტებასთან? დიახ, ნამდვილად აქვს. ადამიანებისთვის ძალიან ადვილია მცირეოდენი ძალისხმევის გაღება და საქმეების კეთება თავიანთი ბუნებრივი შესაძლებლობების, ნიჭისა და გონების მიხედვით, მაგრამ ჭეშმარიტებით ცხოვრება, ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა და ღვთის განზრახვების შესაბამისად მოქმედება ძალიან რთულია; ეს მოითხოვს დროს, ღვთის მიერ წინამძღოლობას, ნათლის მოფენასა და წვრთნას და კიდევ უფრო მეტად - ღვთის სიტყვების სამსჯავროსა და გაკიცხვის მიღებას. ამიტომ სანამ ადამიანები მოქმედებენ ამ მიზნების მისაღწევად, ის, რისი გაკეთებაც და უზრუნველყოფაც ადამიანთა უმეტესობას შეუძლია, არის ის, რაც ახლახან ვახსენეთ: იყვნენ ღვთის სიტყვების ობიექტები, ფლობდნენ გარკვეულ ნიჭს და იყვნენ გარკვეულწილად გამოსადეგნი ღვთის სახლში, ფლობდნენ ნორმალური ადამიანობისთვის დამახასიათებელ გონიერებას და შეეძლოთ გაიგონ და შეასრულონ ნებისმიერი საქმე, რომელსაც დაავალებენ, ფლობდნენ გარკვეულ უნარებს და შეეძლოთ თავიანთი განსაკუთრებული ტალანტების გამოყენება ღვთის სახლში გარკვეულ საქმეზე, და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ მორჩილებისა და დამორჩილების სურვილი. როდესაც მსახურობ ღვთის სახლში, როდესაც ძალისხმევას ხარჯავ ღვთის საქმისთვის, თუ მცირედი სურვილი მაინც გაქვს მორჩილებისა და დამორჩილების, არ გახდები ნეგატიური და არ მოდუნდები. ნაცვლად ამისა, ყველაფერს გააკეთებ, რათა გამოიჩინო თავშეკავება და ნაკლები ცუდი საქმე აკეთო, ხოლო მეტი სიკეთე აკეთო. განა ეს არ არის ის მდგომარეობა და ყოფა, რომელშიც ადამიანთა უმეტესობა იმყოფება? რა თქმა უნდა, თქვენ შორის არის ადამიანთა უმცირესობა, რომლებმაც უკვე უკან მოიტოვეს ასეთი ყოფა. და რა შეიძინა ამ ძალიან მცირე უმცირესობამ? მათ გაიგეს ჭეშმარიტება, შეიძინეს ჭეშმარიტება-რეალობა. როდესაც ისინი აწყდებიან პრობლემებს, შეუძლიათ ილოცონ, ეძიონ ღვთის განზრახვები და იმოქმედონ ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად. მათი მორჩილებისა და დამორჩილების სურვილი აღარ ჩერდება მხოლოდ მზაობის დონეზე, არამედ მათ შეუძლიათ აქტიურად გამოიყენონ პრაქტიკაში ღვთის სიტყვები, იმოქმედონ ღვთის მოთხოვნების შესაბამისად და ჰქონდეთ ღვთისმოშიში გული პრობლემების წინაშე. ისინი არ საუბრობენ და არ მოქმედებენ დაუფიქრებლად, არამედ არიან ფრთხილები და ყურადღებიანები. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი გასხვლა ეწინააღმდეგება მათსავე წარმოდგენებს; ისინი არ განიკითხავენ ღმერთს, არ ეკამათებიან მას და არ გრძნობენ წინააღმდეგობას თავიანთ გულებში. გულის სიღრმეში ისინი ჭეშმარიტად იღებენ ღვთის ვინაობას, სტატუსსა და არსს. არის თუ არა რაიმე განსხვავება ამ ადამიანებსა და მსახურების შემსრულებლებს შორის? რა არის ეს განსხვავებები? პირველი განსხვავება ის არის, რომ მათ ესმით ჭეშმარიტება, მეორე ის, რომ მათ ძალუძთ ზოგიერთი ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება. მესამე - მათ აქვთ ღვთის შესახებ გარკვეული ცოდნა და მეოთხე - მათი მორჩილება აღარ არის მხოლოდ სურვილი, არამედ გარდაიქმნა სუბიექტურ დამოკიდებულებად — ისინი ჭეშმარიტად მორჩილნი გახდნენ. მეხუთე — და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ღირებული ამ პუნქტებიდან — მათში გაჩნდა ღვთისმოშიში გული. შეიძლება ითქვას, რომ მათ, ვინც ფლობს ამ თვისებებს, უკვე მოიშორეს წოდება „მსახურების შემსრულებელი“. ეს იმიტომ ხდება, რომ მათი შესვლის სხვადასხვა ასპექტიდან, ასევე ჭეშმარიტებისადმი მათი დამოკიდებულებიდან და ღვთის შესახებ მათი ცოდნის დონიდან გამომდინარე, ეს აღარ არის ისეთი მარტივი, თითქოს ისინი მხოლოდ ერთ პროფესიულ საქმეს ასრულებენ ღვთის სახლში; ისინი აღარ არიან დროებითი მუშაკები, რომლებიც დროებით გამოიძახეს მცირე საქმის შესასრულებლად. ანუ ეს ადამიანები აქ არ არიან დროებითი ჯილდოებისთვის; ისინი არ არიან დაქირავებულნი დროებითი გამოყენებისთვის და არ აკვირდებიან მათ გამოყენების პერიოდში, რათა ნახონ, ძალუძთ თუ არა ამ სამუშაოს გრძელვადიანად შესრულება. მათ შეუძლიათ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება და თავიანთი მოვალეობების კარგად შესრულება. ამიტომ ამ ადამიანებმა მოიშორეს წოდება, დასახელება „მსახურების შემსრულებელი“. გინახავთ ასეთი ადამიანები? ეკლესიაში არიან ასეთი ადამიანები. გსურთ იცოდეთ, ვინ არიან ეს ადამიანები და რამდენი არიან ისინი, მაგრამ მე ახლა არ ძალმიძს ამის თქმა; როდესაც გაიგებთ ჭეშმარიტებას, შეძლებთ მათ ამოცნობას. ის, რაც უნდა იცოდეთ, არის ის, თუ რა მდგომარეობაში ხართ, რომელი გზაა თქვენ წინ, რომელსაც მიჰყვებით და რომელ გზას უნდა მიჰყვებოდეთ — ეს არის ის, რაც უნდა იცოდეთ.
ახლა არის თუ არა წოდება „მსახურების შემსრულებელი“ ღვთის მიერ ადამიანებისთვის თავს მოხვეული? იყენებს თუ არა ღმერთი ამ წოდებას ადამიანების დასამცირებლად, მათ კატეგორიებად დასაყოფად და დასახარისხებლად? (არა.) მაშ, როგორ განმარტა ღმერთმა ეს წოდება? ღვთის მიერ ადამიანებისთვის წოდების მინიჭება არ ნიშნავს იმას, რომ იგი მათ შემთხვევით არქმევს მეტსახელს და არც გარეგნული იერსახის საფუძველზე განსაზღვრავს მას; ეს წოდება არ არის უბრალოდ წოდება. ადამიანის სახელი მხოლოდ აღმნიშვნელია, სახელწოდებაა, რომელსაც არავითარი რეალური მნიშვნელობა არ გააჩნია. მაგალითად, ზოგიერთ ჩინელ მშობელს იმედი აქვს, რომ მათი ქალიშვილი ჭკვიანი და ლამაზი იქნება, ამიტომ მისი სახელის აღსანიშნად იყენებენ იეროგლიფს „ლამაზი“, თუმცა ეს მხოლოდ იმედია და არავითარი კავშირი არ აქვს მის არსთან. ის შეიძლება მართლაც სულელი იყოს და გაიზარდოს შეუხედავი; მაშ, რა აზრი აქვს მისთვის „ლამაზის“ დაძახებას? ასევე არიან ბიჭები, რომლებსაც ჰქვიათ „ჩენგლონგი“ ან „ჩენგჰუ“; ეს სახელები გამოისახება იეროგლიფებით, რომლებიც დრაკონად ან ვეფხვად ქცევას ნიშნავს — მართლა ასეთი შიშის მომგვრელები არიან ამ სახელებს რომ ატარებენ? ისინი შეიძლება მშიშრები ან უქნარები იყვნენ. ეს მხოლოდ ის იმედებია, რომლებიც მშობლებს თავიანთი შვილების მიმართ აქვთ; ისინი არქმევენ მათ ასეთ სახელებს, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვთ მათ არსთან. შესაბამისად, ადამიანთა სახელები და წოდებები ასახავს ადამიანთა წარმოდგენებსა და კეთილ სურვილებს, მაგრამ ისინი მხოლოდ სახელწოდებები და აღმნიშვნელებია და არ ენიჭებათ მათი არსის საფუძველზე. თუმცა, წოდებები და სახელები, რომლებსაც ღმერთი განსაზღვრავს, არავითარ შემთხვევაში არ ენიჭებათ ადამიანებს გარეგნული იერსახის მიხედვით და, რა თქმა უნდა, არც თავად ღვთის სურვილებს ეფუძნება. სურს თუ არა ღმერთს, რომ ადამიანები იყვნენ მსახურების შემსრულებლები? (არა.) ოდესმე ამოგიკითხავთ ღვთის სიტყვებში, რომ ღმერთი ამბობდეს: „მე მსურს, რომ ყველა ადამიანი გახდეს მსახურების შემსრულებელი და არ მსურს, რომ ვინმე გადარჩეს“? (არა.) მაშ, რა არის ის, რაც ღმერთს სურს? ადამიანებს ადრეც უთქვამთ: „ღმერთს სურს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს და წარწყმდეს.“ ეს არის სურვილი. თუმცა, წოდება „მსახურების შემსრულებელი“ არსაიდან არ მოსულა. ეს ისევე იყო, როგორც ღმერთმა განსაზღვრა სახელები „ხე“ და „ბალახი“. ხეები დიდი და მაღალია და როდესაც ვინმე ახსენებს ხეს, ყველამ იცის, რომ ხეები დიდი და მაღალია; როდესაც ვინმე ახსენებს ბალახს, ყველამ იცის, რომ ბალახი პატარა და დაბალია, არა? (დიახ.) მაშ, რას ვიტყვით წოდებაზე „მსახურების შემსრულებელი“? ეს წოდება გაჩნდა ადამიანის არსისა და გამოვლინებების მიხედვით და ღვთის საქმის ეტაპის შესაბამისად. თუ ადამიანებს ძალუძთ თანდათანობით გაიგონ ჭეშმარიტება ღვთის საქმის კვალდაკვალ, შევიდნენ ჭეშმარიტება-რეალობაში და მიაღწიონ ღვთისადმი მორჩილებასა და ღვთისმოშიშებას, მაშინ ამ დროს, ეს წოდება იცვლება. შესაბამისად, თუნდაც იყო ერთ-ერთი მსახურების შემსრულებელი, ეს ხელს არ გიშლის ქმნილების მოვალეობის შესრულებაში და ჭეშმარიტების ძიებასა და პრაქტიკაში გამოყენებაში; მით უმეტეს, ეს გავლენას არ ახდენს შენს ღვთისადმი მორჩილებასა და ღვთისმოშიშებაზე.
არიან თუ არა ადამიანები, რომლებიც ვერასოდეს მოიშორებენ წოდებას „მსახურების შემსრულებელი“? (დიახ.) როგორი ადამიანები არიან? ესენი არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ ეძიებენ ჭეშმარიტებას, რომლებსაც შეიძლება ესმით ჭეშმარიტება, მაგრამ პრაქტიკაში არ იყენებენ მას, მით უმეტეს, არ უყვართ ჭეშმარიტება და ხშირად გულში მიუღებლობას გრძნობენ და მის მიმართ ზიზღით არიან განწყობილნი. რატომ რჩებიან ისინი ღვთის სახლში, თუკი ჭეშმარიტების მიმართ ზიზღით არიან განწყობილნი? მათ სურთ გარკვეული სარგებლის მიღება, ისინი გარკვეულ ძალისხმევას ხარჯავენ და ავლენენ გარკვეულ კარგ ქცევებს ღვთის სახლში ფუჭი იმედით. ისინი იყენებენ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს, საკუთარი თავის მიძღვნასა და დახარჯვას, ასევე ახალგაზრდული წლების ფლანგვასა და დროის ხარჯვას იმ სარგებლის სანაცვლოდ, რომლის მიღებაც სურთ. იმ გზის გამო, რომელსაც ეს ადამიანები მიჰყვებიან, საბოლოოდვერ ახერხებენ ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლას, ვერ აღწევენ ღვთისადმი მორჩილებას, მით უმეტეს - ღვთისმოშიშებას — ისინი სამუდამოდ განისაზღვრებიან „მსახურების შემსრულებლებად“. ღვთის სახლში ამგვარ ადამიანთა შორის არიან ისეთები, რომლებსაც შეუძლიათ ბოლომდე მსახურება და ისეთები, რომლებსაც არ შეუძლიათ; არსებობს მცირე განსხვავება მათ შორის ადამიანობის მხრივ, ვისაც შეუძლია ბოლომდე მსახურება და ვისაც არ შეუძლია. მათ, ვინც არ ეძიებს ჭეშმარიტებას, მაგრამ შეუძლია ბოლომდე მსახურება — ანუ იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ გარკვეული ძალისხმევის დახარჯვა ღვთის სახლში ღვთის საქმისთვის, სანამ ღვთის მართვის გეგმის საქმე მიმდინარეობს — აქვთ შედარებით კარგი და კეთილშობილი ადამიანობა. ისინი არ სჩადიან ბოროტებას, არ თესავენ არეულობას მსახურებისას და არ არიან მოცილებულნი ეკლესიიდან. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ბოლომდე მსახურება და სწორედ ისინი იქნებიან ყოველთვის მსახურების შემსრულებლები. რაც შეეხება სხვებს, რადგან მათი ადამიანობა ძალიან ცუდია, დაბალი ზნეობა და პატიოსნება აქვთ, ისინი მსახურებისას ხშირად აფერხებენ და შლიან სხვადასხვა საქმეს ღვთის სახლში და ზიანს აყენებენ ღვთის სახლის ბევრ საქმეს. ისინი არ ინანიებენ მაშინ, როდესაც არაერთხელ გაისხლებიან ან იზოლირებულნი აღმოჩნდებიან; უბრალოდ უბრუნდებიან თავიანთ ძველ, ცუდ გზებს; საერთოდ არ ესმით არცერთი ჭეშმარიტება, არ იღებენ ჭეშმარიტებას, არამედ მოქმედებენ თავნებად; ასეთი ადამიანები განიდევნებიან. რატომ განიდევნებიან ისინი? ასეთ ადამიანებს მსახურებაც კი არ შეუძლიათ. მათ არ ძალუძთ კარგად საქმის კეთება, როდესაც გარკვეულ ძალისხმევას ხარჯავენ ღვთის სახლში, ძალისხმევის გაღებისას ისინი ბოროტებასაც სჩადიან და აიძულებენ ღვთის სახლსა და დებსა და ძმებს, გაიღონ მსხვერპლი. ასეთი ადამიანების გამოყენებას მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი. მათ არაერთხელ ეძლევათ დაფიქრების შესაძლებლობა, მაგრამ საბოლოოდ მათი ბუნება უცვლელი რჩება და ისინი არ ითვალისწინებენ სხვათა რჩევებს. ასეთი ადამიანები არ იმსახურებენ ღვთის სახლში მსახურებასაც კი, არც ამის უნარი შესწევთ და ამიტომ ისინი მოიკვეთებიან ეკლესიიდან.
ახლა ზოგადად გესმით თუ არა წოდება „მსახურების შემსრულებელი“? არის თუ არა „მსახურების შემსრულებელი“ დისკრიმინაციული წოდება, რომელსაც ღმერთი ანიჭებს კაცობრიობას? განზრახ იყენებს თუ არა ღმერთი ამ წოდებას ადამიანების დასამცირებლად? იყენებს თუ არა ღმერთი ამ წოდებას ადამიანების გამოსააშკარავებლად და გამოსაცდელად? იყენებს თუ არა ღმერთი ამ წოდებას იმისათვის, რომ ადამიანებს ზუსტად გააგებინოს, რა არიან ისინი? გულისხმობს თუ არა ღმერთი ამ ყველაფერს? სინამდვილეში ღმერთი არცერთ მათგანს არ გულისხმობს. ღმერთს არ აქვს განზრახული ადამიანთა გამოაშკარავება ან ადამიანების დამცირება და დაცინვა; არც იმას გულისხმობს, რომ ეს წოდება „მსახურების შემსრულებელი“ ადამიანების გამოსაცდელად გამოიყენოს. ერთადერთი მნიშვნელობა, რომელსაც ღმერთი ანიჭებს წოდებას „მსახურების შემსრულებელი“ არის ის, რომ იგი ახდენს დახასიათებას და აყალიბებს ამ წოდებას ადამიანების ქმედებებისა და არსის მიხედვით, იმ როლის მიხედვით, რომელსაც ადამიანები ასრულებენ ღვთის საქმის აღსრულების პროცესში, ასევე იმის მიხედვით, თუ რისი გაკეთება ძალუძთ მათ და რასთან დაკავშირებით შეუძლიათ თანამშრომლობა. ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ ღვთის სახლში თითოეული ადამიანი მსახურობს ღვთის მართვის გეგმის აღსასრულებად და რაღაც ეტაპზე იყო მსახურების შემსრულებლის ამ როლში. შეგვიძლია თუ არა ამის თქმა? (დიახ.) ნამდვილად შეგვიძლია; ახლა ყველას შეგიძლიათ ამის გაგება. ღმერთს არ სურს ამ წოდების გამოყენება ადამიანთა იმედგასაცრუებლად ან მათი რწმენის გამოსაცდელად, მით უმეტეს მათ დასამცირებლად ან იმისათვის, რომ ისინი უფრო წესიერნი და მორჩილნი გახადოს ან გააგებინოს მათ მათი ვინაობა და პოზიცია; მით უმეტეს, ღმერთს არ სურს წოდების „მსახურების შემსრულებელი“ გამოყენება იმისათვის, რომ ადამიანებს წაართვას ქმნილების მოვალეობის შესრულების უფლება. ეს წოდება მთლიანად განისაზღვრება იმ სხვადასხვა გახრწნილი ხასიათის მიხედვით, რომელსაც ადამიანები ავლენენ და ადამიანების ჭეშმარიტი მდგომარეობების მიხედვით, როდესაც ისინი მიჰყვებიან ღმერთს. შესაბამისად, ამ წოდებას აბსოლუტურად არავითარი კავშირი არ აქვს იმასთან, თუ რა იქნება ადამიანების ვინაობა, სტატუსი, პოზიცია და დანიშნულების ადგილი მას შემდეგ, რაც ღვთის მართვის საქმე დასრულდება. ეს წოდება მთლიანად მომდინარეობს ღვთის მართვის გეგმისა და მართვის საქმის საჭიროებებიდან; ეს არის გახრწნილი კაცობრიობის ჭეშმარიტი მდგომარეობა ღვთის მართვის საქმეში. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც ემსახურებიან ღვთის სახლს, როგორც მსახურების შემსრულებლები და რომლებსაც იყენებენ, როგორც მანქანებს, შენარჩუნდება თუ არა ეს მდგომარეობა ბოლომდე, თუ უკეთესობისკენ შეიცვლება ღვთისკენ მიმავალ გზაზე, დამოკიდებულია მათ სწრაფვაზე. თუ ვინმე ეძიებს ჭეშმარიტებას და შეუძლია მიაღწიოს ხასიათის ცვლილებას და ღვთისადმი მორჩილებასა და ღვთისმოშიშებას, მაშინ ის საფუძვლიანად მოიშორებს წოდებას „მსახურების შემსრულებელი“. და რად იქცევიან ადამიანები მას შემდეგ, რაც მოიშორებენ წოდებას „მსახურების შემსრულებელი“? ისინი ხდებიან ღვთის ჭეშმარიტი მიმდევრები, ღვთის ხალხი და სასუფევლის ხალხი ანუ ისინი ხდებიან ღვთის სასუფევლის ხალხი. თუ ღმერთს მიჰყვები და ამავდროულად კმაყოფილდები მხოლოდ ძალისხმევის გაღებით, ტანჯვითა და საფასურის გადახდით, არ ეძიებ ჭეშმარიტებას ან არ იყენებ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში, შენი გახრწნილი ხასიათი საერთოდ არ იცვლება, არასოდეს აკეთებ საქმეებს ღვთის სახლის პრინციპების შესაბამისად და საბოლოოდ ვერ აღწევ ღვთისადმი მორჩილებასა და ღვთისმოშიშებას, მაშინ ეს წოდება „მსახურების შემსრულებელი“, ეს „გვირგვინი“ იდეალურად, ზედგამოჭრილივით მოგერგება და ვერასოდეს შეძლებ მის მოშორებას. თუ კვლავ ამ მდგომარეობაში ხარ, როდესაც ღვთის საქმე სრულდება და შენი ხასიათი ჯერ კიდევ არ შეცვლილა, მაშინ წოდებას „ღვთის სასუფევლის ხალხი“ არავითარი კავშირი არ ექნება შენთან და სამუდამოდ მსახურების შემსრულებელი იქნები. როგორ გესმის ეს სიტყვები? უნდა აცნობიერებდე, რომ იმ მომენტში, როდესაც ღვთის საქმე სრულდება ანუ როდესაც ყველა ადამიანი, ვისი გადარჩენაც ღმერთს სურს, გადარჩენილია, როდესაც საქმემ, რომლის გაკეთებაც ღმერთს სურს, მთლიანად მიაღწია თავის შედეგსა და მიზნებს, ღმერთი აღარ ისაუბრებს და აღარ უხელმძღვანელებს ადამიანებს, იგი აღარ აღასრულებს ადამიანზე ხსნის არავითარ საქმეს და მისი საქმე იქვე დასრულდება ისევე, როგორც ღვთისადმი რწმენის გზა, რომელსაც თითოეული ადამიანი მიჰყვება. ბიბლიაში არის ასეთი გამოთქმა: „უსამართლო კვლავ უსამართლობდეს და უწმიდური კვლავ უწმიდურობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავ წმიდობდეს“ (გამოცხ 22:11). რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ იმ მომენტში, როდესაც ღმერთი ამბობს, რომ მისი საქმე დასრულდა, ეს მიანიშნებს, რომ ღმერთი აღარ შეასრულებს ადამიანის ხსნისა და ადამიანის გაკიცხვისა და განსჯის საქმეს, ღმერთი აღარ მოჰფენს ნათელს და აღარ უხელმძღვანელებს ადამიანს; იგი აღარ ეტყვის ადამიანს სიტყვებს, რომლებიც გულმოდგინედ და გულწრფელად შეაგონებს ან გასხლავს მას — ღმერთი აღარ აღასრულებს ამ საქმეს. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ყოველივეს შედეგები მაშინ გამოაშკარავდება, ადამიანების შედეგები მაშინ დადგინდება და ვერავინ შეძლებს მის შეცვლას; ადამიანებისთვის გადარჩენის მეტი შანსი აღარ იქნება. აი, რას ნიშნავს ეს.
როდესაც ვინმე იშორებს წოდებას „მსახურების შემსრულებელი“ ღვთის საქმის დასასრულს, როდესაც ის იშორებს ამ სახელწოდებას, ამ მდგომარეობას, ეს მიანიშნებს, რომ ეს ადამიანი აღარ არის გარეშე პირი ან არამორწმუნე ღვთის თვალში, არამედ არის ღვთის სახლისა და ღვთის სასუფევლის ადამიანი. და როგორ გაჩნდა ეს წოდება „ღვთის სახლისა და ღვთის სასუფევლის ადამიანი“? როგორ იღებენ ადამიანები ამ წოდებას? შენ ხდები ღვთის სახლის ადამიანი ჭეშმარიტების ძიებითა და გაგებით, ტანჯვითა და მსხვრპლის გაღებით და ამგვარად შენი მოვალეობის კარგად შესრულებით, ხასიათის ცვლილების გარკვეული დონის მიღწევით და ღვთისადმი მორჩილებისა და ღვთისმოშიშების უნარით. იობისა და პეტრეს მსგავსად შენ აღარ იქნები სატანისგან დაზიანებული და გახრწნილი, შეგიძლია თავისუფლად იცხოვრო ღვთის სასუფეველში და ღვთის სახლში, აღარაა საჭირო შენს გახრწნილ ხასიათთან ბრძოლა; ღვთის თვალში შენ ხარ ჭეშმარიტი ქმნილება, ჭეშმარიტი ადამიანი. განა ეს არ უნდა აღინიშნოს სიხარულით? რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ სატანის მიერ გახრწნილი ადამიანის ტანჯვისა და გასაჭირის ცხოვრება მთლიანად დასრულდა და ის იწყებს სიხარულის, მშვიდობისა და ბედნიერების ცხოვრებას. მას შეუძლია იცხოვროს შემოქმედის პირსახის ნათელში, იცხოვროს ღმერთთან ერთად და ეს სიხარულით უნდა აღინიშნოს. თუმცა, რაც შეეხება სხვა ტიპის ადამიანებს, რომლებმაც ბოლომდე ვერ მოახერხეს წოდების „მსახურების შემსრულებელი“ მოშორება, რას ნიშნავს მათთვის, თუ ღვთის საქმის დასრულებისას ჯერ კიდევ არ მოუშორებიათ ეს წოდება, ეს „გვირგვინი“ თავიდან? ეს ნიშნავს, რომ ისინი რჩებიან გარეშე პირებად და ღვთის თვალში კვლავ არამორწმუნეები არიან. ამის მიზეზი ის არის, რომ ისინი არ იღებენ ჭეშმარიტებას და საერთოდ არ იყენებენ მას პრაქტიკაში; მათ არ მიუღწევიათ ხასიათის ცვლილებისთვის, არ შესწევთ ღვთისადმი დამორჩილების უნარი და არ აქვთ ღვთისმოშიში გული. ეს ადამიანები უნდა განდევნონ ღვთის სახლიდან და მათ არ აქვთ ადგილი ღვთის სასუფეველში. თუ მათთვის არ არის ადგილი ღვთის სასუფეველში, სად არიან ისინი? ისინი ღვთის სასუფევლის მიღმა არიან და წარმოადგენენ ღვთის ხალხისგან გამოყოფილ ჯგუფს. ასეთ ადამიანებს კვლავ „მსახურების შემსრულებლები“ ეწოდებათ და ეს მიანიშნებს, რომ ისინი არ გამხდარან ღვთის სახლის ადამიანები, ისინი არასოდეს იქნებიან ღვთის მიმდევრები, ღმერთი არ აღიარებს მათ და ისინი ვეღარასოდეს მიიღებენ კურთხევას ან მადლს ღვთისგან. რა თქმა უნდა, ეს ასევე მიანიშნებს, რომ მათ არ აქვთ შანსი, დატკბნენ კეთილი კურთხევით ღმერთთან ერთად მის სასუფეველში ან მოიპოვონ მშვიდობა და სიხარული — ეს შანსი დაკარგულია. მაშ, არის თუ არა ეს მომენტი მათთვის სიხარულით აღსანიშნავი, თუ ეს სამწუხარო მოვლენაა? ეს სამწუხარო მოვლენაა. და რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება მათი ჯილდო ღვთის სახლისა და ღვთის სასუფევლის მიღმა ამ წოდების „მსახურების შემსრულებელი“ ტარებისთვის, ეს საკითხი მოგვიანებით იქნება განხილული. ნებისმიერ შემთხვევაში განსხვავება მსახურების შემსრულებელთათვის მიცემულ ჯილდოსა და ღვთის სასუფევლის ხალხისთვის მიცემულ ჯილდოს შორის ძალიან დიდია; არსებობს განსხვავებები თანამდებობასთან, ჯილდოსა და სხვა მსგავს ასპექტებთან დაკავშირებით. განა საცოდაობა არ არის, რომ ასეთმა ადამიანებმა ვერ მოიპოვეს ჭეშმარიტება და ვერ მიაღწიეს ხასიათის ცვლილებას, სანამ ღმერთი ასრულებდა თავის საქმეს ადამიანების გადასარჩენად? რაოდენ საცოდავია! ეს არის რამდენიმე სიტყვა წოდება „მსახურების შემსრულებლის“ შესახებ.
არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ: „წინააღმდეგობას ვგრძნობ, როდესაც მსახურების შემსრულებლებს ახსენებენ. არ მინდა ვიყო მსახურების შემსრულებელი და არ ვარ ბედნიერი ამით. თუ მე ღვთის ხალხთაგანი ვარ, მაშინ ძალმიძს მივიღო ეს, თუნდაც მათ შორის ყველაზე უმნიშვნელო ვიყო და ეს კარგია, სანამ მსახურების შემსრულებელი არ ვარ. არ მაქვს სხვა მისწრაფება არ გამაჩნია და გულით სხვა საწადელს არ ვატარებ ამ ცხოვრებაში; უბრალოდ მოუთმენლად ველი წოდების „მსახურების შემსრულებელი“ მოშორებას. ბევრს არ ვითხოვ.“ რას ფიქრობთ ასეთ ადამიანებზე? არის თუ არა ეს ჭეშმარიტების მაძიებელი ადამიანის დამოკიდებულება? (არა.) რა დამოკიდებულებაა ეს? განა ეს არ არის ნეგატიური დამოკიდებულება? (დიახ.) როდესაც საქმე ეხება წოდებას „მსახურების შემსრულებელი“, არ გჭირდება ძალისხმევის გაღება მის მოსაშორებლად, რადგან ეს წოდება გენიჭება ცხოვრებაში მიღწეული პროგრესის დონის საფუძველზე და არ შეიძლება განისაზღვროს იმით, თუ რა გსურს. ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა გსურს, არამედ დამოკიდებულია იმ გზაზე, რომელსაც მიჰყვები და იმაზე, შეიცვალა თუ არა შენი ხასიათი. თუ შენი მიზანი მხოლოდ ის არის, რომ შეძლო ამ წოდების „მსახურების შემსრულებელი“ მოშორება, მაშინ ნება მიბოძე გითხრა სიმართლე: შენ ვერასოდეს შეძლებ მის მოშორებას, სანამ ცოცხალი ხარ. თუ ფოკუსირდები ჭეშმარიტების ძიებაზე და შეძლებ ხასიათის ცვლილების მიღწევას, მაშინ ეს წოდება ნელ-ნელა შეიცვლება. ამ ორი პუნქტიდან გამომდინარე არის თუ არა წოდება „მსახურების შემსრულებელი“ ღვთის მიერ ადამიანებისთვის თავს მოხვეული? აბსოლუტურად არა! ეს არ არის წოდება, რომელსაც ღმერთი თავს ახვევს ადამიანებს, და არც სახელწოდებაა — ეს არის წოდება, რომელიც ენიჭება ადამიანების ცხოვრებაში მიღწეული პროგრესის დონის საფუძველზე. შენი მსახურების შემსრულებლად ყოფნა მცირდება იმის მიხედვით, თუ რამდენ პროგრესს აღწევ ცხოვრებაში და რამდენად იცვლება შენი ხასიათი. როდესაც ერთ დღეს შეძლებ მიაღწიო ღვთისადმი მორჩილებასა და ღვთისმოშიშებას, მაშინ თუნდაც გსურდეს იყო მსახურების შემსრულებელი, აღარ ხარ ის; ეს განისაზღვრება შენი სწრაფვით, ჭეშმარიტებისადმი შენი დამოკიდებულებით და იმ გზით, რომელსაც მიჰყვები. არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ: „მინდა მოვიშორო წოდება „მსახურების შემსრულებელი“ და არ მინდა ვიყო ის, მაგრამ არ მესმის ჭეშმარიტება და არ მსურს ჭეშმარიტების ძიება. მაშ, რა შემიძლია გავაკეთო?“ არის თუ არა გამოსავალი? ღმერთი განსაზღვრავს ყველა სახის ადამიანის შედეგებს თავისი სიტყვებისა და ჭეშმარიტების საფუძველზე — აქ დათმობის ადგილი არ არის. თუ გიყვარს ჭეშმარიტება და შეგიძლია დაადგე ჭეშმარიტების ძიების გზას, მაშინ ეს არის ის, რითაც უნდა გაიხარო; თუ ჭეშმარიტების მიმართ მიუღებლობას გრძნობ და ზიზღით ხარ განწყობილი და ირჩევ არ გაჰყვე ჭეშმარიტების ძიების გზას, მაშინ ეს მწუხარების მიზეზია. ეს არის მხოლოდ ორი გზა — არ არსებობს შუალედური გზა ასარჩევად. სიტყვები, რომლებსაც ღმერთი წარმოთქვამს, არასოდეს გადავა; თუმცა ყოველივე გადავა, ღვთის არცერთი გამონათქვამი არ გადავა. ღვთის სიტყვები არის კრიტერიუმები ყოველივეს განსჯისა და განაჩენის გამოსატანად; ღვთის სიტყვები არის ჭეშმარიტება და არასოდეს გადავა. როდესაც ეს სამყარო, კაცობრიობა და ყოველივე შეიცვლება და გადავა, ღვთის არცერთი სიტყვა არ გადავა, არამედ მისი ყველა სიტყვა აღსრულდება. კაცობრიობისა და ყოველივეს შედეგები განისაზღვრება და მჟღავნდება ღვთის სიტყვების გამო — ვერავინ შეცვლის ამას და ამ საკითხზე მსჯელობა არ შეიძლება. შესაბამისად, როდესაც საქმე ეხება იმას, რომ ღმერთი ხელმწიფებს და განსაზღვრავს ადამიანების შედეგებს, თუ ადამიანები ფუჭი იმედით იკვებებიან, მაშინ ისინი აბსოლუტური უგუნურები არიან. მათთვის არ არსებობს მეორე გზა ასარჩევად ამ საკითხში, რადგან ღმერთს არ მიუცია ადამიანებისთვის მეორე გზა. ეს არის ღვთის ხასიათი, ეს არის ღვთის სამართლიანობა და ადამიანებს არ ძალუძთ ჩაერიონ ამ საკითხში, თუნდაც ამის სურვილი ჰქონდეთ. ფიქრობ, რომ არამორწმუნე სამყაროში ხარ, სადაც ადამიანებს შეუძლიათ დახარჯონ ფული და გამოიყენონ თავიანთი კავშირები საქმეების მოსაგვარებლად, მაგრამ ეს არ ჭრის ღმერთთან მიმართებაში. გახსოვდეს: ამით ღმერთთან ვერაფერს გახდები!
ბ. თუ როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები წოდებას „მსახურების შემსრულებელი“
დღევანდელი თანაზიარების თემაა იმის გაანალიზება, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ანტიქრისტეებს წოდების „მსახურების შემსრულებლის“ მიმართ. ახლა, როდესაც დავასრულეთ თანაზიარება წოდების „მსახურების შემსრულებელი“ განმარტებაზე, განა ადამიანთა უმეტესობას არ აქვს დადებითი დამოკიდებულება ამ წოდების მიმართ? კვლავ გრძნობთ წინააღმდეგობას ან მიუღებლობას ამ წოდების მიმართ? (არა.) მაშ, მოდით, ახლა ვნახოთ, როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები წოდებას „მსახურების შემსრულებელი“ და როგორი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ. ის, რასაც ანტიქრისტეები ყველაზე მეტად აფასებენ, არის მაღალი სტატუსი, დიდი პრესტიჟი და აბსოლუტური ძალაუფლება. როდესაც საქმე ეხება ზოგიერთ ძალიან ჩვეულებრივ, რიგით და დაბალი დონის წოდებას და სხვა წოდებებს, რომლებსაც ადამიანები საკმაოდ დამამცირებლად მიიჩნევენ, ანტიქრისტეები გულში ძლიერ წინააღმდეგობას გრძნობენ და დისკრიმინაციული დამოკიდებულება უჩნდებათ; განსაკუთრებით ამას განიცდიან „მსახურების შემსრულებლის“ წოდების მიმართ. როგორი შემწყნარებელი და მომთმენიც არ უნდა იყოს ღმერთი ადამიანთა ამ ჯგუფის მიმართ, რომლებიც ცნობილნი არიან როგორც მსახურების შემსრულებლები, და როგორიც არ უნდა იყოს ღვთის მიერ წოდების „მსახურების შემსრულებელი“ განმარტება და ინტერპრეტაცია, ანტიქრისტეები გულის სიღრმეში მაინც ამრეზით უყურებენ ამ წოდებას. ფიქრობენ, რომ ეს წოდება მეტისმეტად მდაბალია და თავად რომ ყოფილიყვნენ მსახურების შემსრულებლები, ძალიან შერცხვებოდათ ხალხში გამოჩენის. ფიქრობენ, რომ როგორც კი ამ წოდებას მიანიჭებენ, მათ პატიოსნებას, სიამაყესა და რეპუტაციას საფრთხე ექმნება და კნინდება, მათი ღირებულება მკვეთრად ეცემა და ცხოვრებას აზრი ეკარგება. ამიტომ ანტიქრისტეები არაფრის დიდებით არ მიიღებენ წოდებას „მსახურების შემსრულებელი“. თუ მათ სთხოვ, წავიდნენ ღვთის სახლში და მსახურება გასწიონ ღვთის საქმის აღსასრულებლად, ამბობენ: „წოდება „მსახურების შემსრულებელი“ მეტისმეტად დამამცირებელია და მაინც არ მსურს ვიყო ასეთი. როდესაც მთხოვ, ვიყო მსახურების შემსრულებელი, შეურაცხყოფას მაყენებ. ღვთის რწმენას იმისთვის არ შევუდექი, რომ შეურაცხყოფა მომაყენო — კურთხევის მისაღებად მოვედი. სხვაგვარად რისთვის მივატოვე ოჯახი, დავტოვე სამსახური და უარი ვთქვი ჩემს ამქვეყნიურ პერსპექტივებზე? არ მოვსულვარ იმისთვის, რომ ვიყო მსახურების შემსრულებელი; არ მოვსულვარ იმისთვის, რომ შენთვის ვიმუშაო და გემსახურო. თუ მეტყვი, რომ ვიყო მსახურების შემსრულებელი, მაშინ მირჩევნია საერთოდ არ მწამდეს!“ განა ეს არ არის ანტიქრისტეების დამოკიდებულება? არიან ისეთი ანტიქრისტეებიც, რომლებიც ამბობენ: „თუ მეტყვი, რომ ვიყო მსახურების შემსრულებელი ღვთის სახლში, მაშინ კიდევ რა აზრი აქვს ჩემს რწმენას ღვთისადმი? საერთოდ რაღა მნიშვნელობა აქვს მას?“ ამიტომ, როდესაც იღებენ საქმეს და იღებენ დავალებას ან ამოცანას ღვთის სახლში, ჯერ სურთ გაარკვიონ შემდეგი: „მას შემდეგ, რაც ამ საქმეს ავიღებ, ვიქნები ეკლესიის წინამძღოლი თუ გუნდის წინამძღოლი, თუ ვიქნები უბრალოდ მსახური, რომელიც სხვებს ემსახურება და მათთვის მუშაობს?“ სანამ ამას გაარკვევენ, დროებით იწყებენ საქმის შესრულებას. ამ პერიოდში აკვირდებიან ადამიანების სიტყვებსა და გამომეტყველებას, თვალებს აცეცებენ და ყურებს ცქვეტენ და ინფორმაციას ითხოვენ სხვადასხვა წყაროდან. სურთ იცოდნენ, დროებით ეწევიან აქ მსახურებას თუ შეუძლიათ ამ საქმის გრძელვადიანად შესრულება, არიან თუ არა ისეთი ადამიანები, ვისი კულტივირებაც შეიძლება, თუ უბრალოდ დროებით იყენებენ ვაკანსიის შესავსებად. თუ მათ უბრალოდ ვაკანსიის შესავსებად იყენებენ და სთხოვენ, სხვების დამსახურებისთვის, სხვების მდგომარეობისა და ძალაუფლებისთვის იმსახურონ, მაშინ ამას არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებენ. არ ადარდებთ, სჭირდება თუ არა ღვთის სახლს მათი მოვალეობის შესრულება ან რამდენად მნიშვნელოვანია ის მოვალეობა, რომელსაც ასრულებენ ღვთის სახლის საქმისთვის — არ ადარდებთ ეს ყოველივე. როგორც კი ხვდებიან, რომ აქ მსახურებას ეწევიან ისე, რომ არ აქვთ ძალაუფლება, გასცენ ბრძანებები და მიიღონ გადაწყვეტილებები, გულგრილნი ხდებიან თავიანთ ქმედებებთან მიმართებით, უგულებელყოფენ თავიანთ მოვალეობას, მოქმედებენ დაუფიქრებლად, ასევე ხდებიან ავტოკრატები და შეუძლიათ ზურგიც კი აქციონ თავიანთ მოვალეობას და ნებისმიერ მომენტში წავიდნენ; ღვთის სახლის საქმესა და საკუთარ მოვალეობას ისე ეპყრობიან, თითქოს ეს ბავშვების თამაშები იყოს. აქვთ ცხოვრებისეული დევიზი, რომელიც ასე ჟღერს: „არ ვაპირებ კულისებში შრომას, სანამ სხვები ყურადღების ცენტრში არიან.“ ფიქრობენ: „დავიბადე იმისთვის, რომ ვიყო წინამძღოლი. დავიბადე იმ ძალაუფლებით, რომ გავცე ბრძანებები და მივიღო გადაწყვეტილებები. ეს ორი რამ რომ დავკარგო, მაშინ რა აზრი ექნებოდა ცხოვრებას? რა მნიშვნელობა ექნებოდა ღვთის რწმენას? რატომ მწამს ღმერთი? განა უარი არ ვთქვი მცირე სარგებელზე იმისთვის, რომ მიმეღო დიდი კურთხევა? თუ ეს სურვილი არ შესრულდება, მაშინ უდავოდ მირჩევნია მივყვე ამქვეყნიურ ტენდენციებს და ჯოჯოხეთში ჩავიდე!“ რა არის ანტიქრისტეების მაქსიმა? „არავითარ შემთხვევაში არ მივცემ ვინმეს უფლებას, გამომიყენოს თავისი აღზევების გზაზე; მე ვარ ის, ვინც სხვებს იყენებს. თუ ადამიანები ჯილდოვდებიან თავიანთი წვლილის მიხედვით, მაშინ მე სიის სათავეში უნდა ვიყო. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევასრულებ საქმეს ენერგიულად და ბოლომდე დავიხარჯები, სხვაგვარად შეგიძლიათ დაივიწყოთ, რომ ამას გავაკეთებ. თუ მთხოვთ, რომ საკუთარ თავს გადავაბიჯო, რჩევა მოგცეთ და მთელი გულითა და სულით შესვასრულო საქმე, მაგრამ საბოლოოდ, როდესაც დგება დრო, რომ ადამიანები დაჯილდოვდნენ თავიანთი წვლილის მიხედვით, მე არაფერს ვიღებ, მაშინ შეგიძლიათ დაივიწყოთ, რომ მთხოვოთ, თქვენთვის ვიმუშაო, თქვენთვის დავიხარჯო და გემსახუროთ!“ განა ეს არ არის ანტიქრისტეების ხასიათის ჭეშმარიტი გაცხადება და გამოვლინება? მიუხედავად იმისა, რომ განზრახ არ ცდილობენ მოიშორონ წოდება „მსახურების შემსრულებელი“, თავიანთი ხასიათი-არსის თვალსაზრისით მუდმივად იშორებენ მას და მუდმივად იბრძვიან, ბევრს მუშაობენ და ძალისხმევას ხარჯავენ, რათა თავი დააღწიონ ამ წოდებას. თუ, როდესაც ანტიქრისტე იღებს რაიმე საქმეს, აქვს შანსი გამოირჩეოდეს და ყურადღების ცენტრში მოექცეს ან თუ აქვს გადამწყვეტი სიტყვა და იღებს გადაწყვეტილებებს, ხდება წინამძღოლი, აქვს მდგომარეობა, გავლენა და პრესტიჟი და ჰყავს რამდენიმე ადამიანი თავის დაქვემდებარებაში, თავს ძალიან კმაყოფილად გრძნობს. თუ ერთ დღეს ვინმე გამოააშკარავებს მასთან დაკავშირებულ პრობლემას და გასხლავს მას და ეტყვის: „ბევრი რამ არის, რასაც პრინციპების მიხედვით არ აგვარებ და ნაცვლად ამისა ისე იქცევი, როგორც გსურს. ეს არის იმ ადამიანის ქცევა, რომელიც წმინდად ეწევა მსახურებას; არ ასრულებ შენს მოვალეობას“, შეუძლია თუ არა ანტიქრისტეს ამის მიღება? (არა.) პირველ რიგში, განაცხადებს თავის უდანაშაულობას, ახსნის ამას და დაიცავს თავის პოზიციას და მეორე, მყისიერად იგრძნობს ზიზღსა და წინააღმდეგობას სიტყვების „მსახურების გაწევა“ მიმართ და არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს მათ. იტყვიან: „მე ასეთი მაღალი ფასი გადავიხადე და ამდენი ვიტანჯე. საქმიანობას ადრე ვიწყებ და გვიან ღამით ვამთავრებ, ძილს ვიკლებ და ჭამა მავიწყდება და მაინც ამბობ, რომ მსახურებას ვწევ? ნუთუ მართლა არიან ადამიანები, რომლებიც ასე სწევენ მსახურებას? მე ასეთი მაღალი ფასი გადავიხადე და სანაცვლოდ მხოლოდ ამ წოდებას, ამ განმარტებას ვიღებ — „მსახურების შემსრულებელი“. მაშ, რისი იმედი უნდა მქონდეს? რა აზრი აქვს ღვთის რწმენას? რა მოტივაცია არსებობს? სჯობს საერთოდ არ მწამდეს ასეთი ღმერთის!“ კარგავენ ენთუზიაზმს. გასხვლის შემდეგ, ანტიქრისტეები არა მხოლოდ უარს ამბობენ მის მიღებაზე, არამედ გრძნობენ წინააღმდეგობას და უჩნდებათ ზიზღი და კიდევ უფრო მეტად უყალიბდებათ არასწორი წარმოდგენები. როდესაც ამის შემდეგ ასრულებენ თავიანთ საქმესა და მოვალეობას, მათი დამოკიდებულება იცვლება და ფიქრობენ: „რაც არ უნდა გავაკეთო, ახლა მაინც მსახურების შემსრულებელი ვარ; ამიტომ, როდესაც ამ საქმეს ვაკეთებ, სჯობს თავი შევიკავო, სათადარიგო გეგმა დავიტოვო და ბოლომდე არ დავიხარჯო. ყველა ამბობს, რომ ღმერთი სამართლიანია, მაშ, რატომ ვერ ვხედავ ამას? როგორ არის ღმერთი სამართლიანი? რადგან რაც არ უნდა გავაკეთო, მაინც მსახურების შემსრულებელი ვარ, ამიერიდან შევცვლი ღვთისადმი ჩემი რწმენის გზას; უბრალოდ მსახურებას გავწევ და ვნახავთ, ვის ვისი შეეშინდება. რადგან არც შემაქებენ და არც მაღიარებენ იმისთვის, რასაც ვაკეთებ, მაშინ ასე იყოს, შევცვლი ჩემი ცხოვრებისა და საქმის კეთების წესს. გავაკეთებ ყველაფერს, რასაც მთხოვ და ხმას არ ამოვიღებ, თუ რაიმე იდეა მექნება — ვისაც სურს საუბარი, მან ისაუბროს. თუ ვინმე პრინციპების გაგების გარეშე იმოქმედებს, არ ავუხსნი მას პრინციპებს, თუნდაც მესმოდეს ისინი. უბრალოდ ვუყურებ, როგორ იქცევა უგუნურივით, მივცემ უფლებას, დაუშვას შეცდომები, რათა ჩემსავით გაისხლას და ვნახავ, შეძლებს თუ არა გაუმკლავდეს იმის შეგრძნებას, თუ რას ნიშნავს, როდესაც მსახურების შემსრულებლად გახასიათებენ. რადგან თქვენ გამირთულეთ ცხოვრება, მაშინ მეც გაგირთულებთ საქმეს და არც თქვენ მოგცემთ მშვიდად ყოფნის საშუალებას!“ მხოლოდ გასხვლა და წვრთნა იწვევს მათში ასეთ ძლიერ ემოციებსა და წინააღმდეგობის გრძნობას — არის ეს ჭეშმარიტების მიღების დამოკიდებულება? (არა.) რა არის ცუდი მსახურების გაწევაში? ცუდია ღვთისთვის მსახურების გაწევა? ღვთისთვის მსახურების გაწევა ზიანს აყენებს შენს ღირსებას? ღმერთი არ არის იმის ღირსი, რომ მსახურება გასწიო მისთვის? მაშინ შენ რისი ღირსი ხარ, რომ ღმერთმა გააკეთოს შენთვის? რატომ ხარ ასეთი მგრძნობიარე და წინააღმდეგობით განწყობილი ამ სიტყვების მიმართ? შემოქმედმა დაიმდაბლა თავი, რათა გამხდარიყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ადამიანებს შორის და ემსახურება თითოეულ გახრწნილ ადამიანს, მათ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან და უარყოფენ მას. მაშ, რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს მცირეოდენი მსახურების გაწევა ღვთის მართვის გეგმის აღსასრულებლად? რა არის ამაში ცუდი? არის ამაში რაიმე სამარცხვინო? არის ამაში რაიმე საძრახისი? ღვთის თავმდაბლობასა და ფარულობასთან შედარებით, ადამიანები სამუდამოდ საძაგელნი და მახინჯნი იქნებიან. განა ასე არ არის?
გახრწნილმა ადამიანებმა, რომლებიც ეძიებენ ჭეშმარიტებას, ახლა შეიძლება მხოლოდ წამიერი წყენა იგრძნონ, როდესაც ესმით წოდება „მსახურების შემსრულებელი“, მაგრამ ეს შეიძლება გახდეს მოტივაციის მიმცემი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება შთააგონოს ისინი, ეძიონ ჭეშმარიტება ღვთისადმი მორჩილების მისაღწევად; არ არიან ასე მგრძნობიარენი ამ წოდების მიმართ, რომელსაც ღმერთი ანიჭებს ადამიანებს. მაგრამ ეს ასე არ არის ანტიქრისტეების შემთხვევაში. ყოველთვის ძალიან წვრილმანდებიან იმ წოდებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ღმერთი ანიჭებს ადამიანებს და გულთან ახლოს მიაქვთ ისინი. ბევრი არაფერია საჭირო იმისთვის, რომ ღვთის ნათქვამმა ფრაზამ შელახოს მათი ინტერესები და გული ატკინოს მათ; როდესაც ღვთის ნათქვამი ეწინააღმდეგება მათ განზრახვასა და კურთხევების მიღების სურვილს, ეს ლახავს მათ თავმოყვარეობას. როგორც კი მათი თავმოყვარეობა და ღირსება ილახება, განიკითხავენ, უარყოფენ და ღალატობენ ღმერთს; სურთ ღვთის მიტოვება, არ სურთ თავიანთი მოვალეობის შესრულების გაგრძელება, და ამავდროულად წყევლიან ღმერთს იმის გამო, რომ ის არ არის სამართლიანი და არ უთანაგრძნობს ადამიანებს. ზოგიერთი ადამიანი იმასაც კი ამბობს, რომ ღვთისთვის სიამოვნების მინიჭება მეტისმეტად რთულია და რომ რასაც აკეთებენ, არაფერია სწორი. ეს სიტყვები, გრძნობები და ხასიათები — ყველაფერი ანტიქრისტეებისგან მოდის. გარდა იმისა, რომ საერთოდ არ გააჩნიათ ღვთისადმი მორჩილების დამოკიდებულება, ასევე წვრილმანდებიან, როდესაც საქმე ეხება ღვთის მიერ ნათქვამ სხვადასხვა რამეს და უგულებელყოფენ ღვთის სხვადასხვა მოთხოვნას და გულგრილნი არიან მათ მიმართ. მუდმივად ეწინააღმდეგებიან ამ „მსახურების შემსრულებლის“ წოდებას და არ აქვთ მისი მიღების ან დამორჩილების განზრახვა, მით უმეტეს ღვთის განზრახვის გაგების სურვილი. ერთადერთი, რასაც აკეთებენ, არის ის, რომ დაჟინებით ცდილობენ მოიშორონ ეს დასახელება და ვინაობა, ეს სტატუსი და მდგომარეობა „მსახურების შემსრულებლისა“ და ოდნავადაც არ ცდილობენ, თუ როგორ ითანამშრომლონ ღმერთთან, რათა შეასრულონ ღვთის განზრახვა ან როგორ მიაღწიონ ხასიათის ცვლილებას, შევიდნენ ჭეშმარიტება-რეალობაში და დაემორჩილონ ღმერთს. ისინი საერთოდ არ მიისწრაფვიან ამ დადებითი რამეებისკენ და მაშინაც კი, როდესაც ისინი მხილებულნი არიან როგორც მსახურების შემსრულებლები, მათში დაგროვილი აღშფოთება და სიფიცხე ერთბაშად აფეთქდება ხოლმე. რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს ეს? ზოგიერთი ანტიქრისტე ფარულად წყევლის ღმერთს საჯარო ადგილებში, ხოლო დახურულ კარს მიღმა ხმამაღლა წყევლის მას და ამბობს: „ღმერთი არ არის სამართლიანი. სჯობს საერთოდ არ მწამდეს ასეთი ღმერთის!“ ღიად გამოწვევას უცხადებენ და ეწინააღმდეგებიან ღმერთს. მხოლოდ ეს სიტყვა „მსახურების შემსრულებელი“ იწვევს ანტიქრისტეთა იმ არსის გამოვლენას, რომელიც ეწინააღმდეგება ღმერთს და ზიზღით არის განწყობილი ჭეშმარიტების მიმართ. მათი ბოროტი სახეები სრულად შიშვლდება სიტყვა „მსახურების შემსრულებლის“ წინაშე და მთლიანად მჟღავნდებიან. კონკრეტულად რა მჟღავნდება? ის, რომ ღმერთი იმისთვის კი არ სწამთ, რომ მიიღონ მისი ხსნა ან ჭეშმარიტება და არც იმიტომ სწამთ ღმერთი, რომ ღმერთი არის ჭეშმარიტება ან რომ ღმერთი არის ყოველივეს ხელმწიფე. არამედ ღმერთი იმიტომ სწამთ, რომ მისგან რაღაცის მიღება სურთ. საკუთარი ამბიციებისა და სურვილების გამო თავს ძალას ატანენ, მოვიდნენ ღვთის სახლში. ამაოდ ცდილობენ, სხვებისგან გამოირჩეოდნენ და კურთხევები მიიღონ საკუთარი ხერხებით, ძალისხმევით, მძიმე შრომითა და ბრძოლით ან, უკეთეს შემთხვევაში, შესაძლოა უფრო დიდი ჯილდო მიიღონ საიქიო ცხოვრებაში. ამიტომ, მათ თვალში ტერმინი „მსახურების შემსრულებელი“ სამუდამოდ დამამცირებელი და დამაკნინებელია, ის, რასაც ვერასოდეს მიიღებენ. ზოგიერთი ძმა და და ფიქრობს: „ღვთისთვის მსახურების გაწევა ჩვენი კურთხევაა. ეს კარგი და საპატიო საქმეა.“ ანტიქრისტეები კი არასოდეს იღებენ ამ ფაქტს და ამბობენ: „ღმერთისთვის მსახურების გაწევა ჩვენი კურთხევაა? ეს როგორი ნათქვამია? რა სისულელეა! რა კურთხევაა ამაში? რა სიამოვნებაა? რისი მიღება შეიძლება ღმერთისთვის მსახურების გაწევით? შეგიძლია ფული, ოქრო ან საგანძური მიიღო მსახურების გაწევით? ან შეგიძლია სახლი და მანქანა მიიღო? ყველა, ვინც მსახურებას სწევს, მოიკვეთება; არიან კი მსახურების შემსრულებლები კარგი ადამიანები? ვერავინ, ვინც მსახურებას სწევს, ვერასოდეს ვერაფერს მიიღებს.“ არ იღებენ დებისა და ძმების მიერ თანაზიარებულ ფაქტს, რომ „ღვთისთვის მსახურების გაწევა კაცობრიობისთვის კურთხევაა“, და გრძნობენ წინააღმდეგობასა და ზიზღს მის მიმართ; ურჩევნიათ, ნებისმიერ სხვა რამეს მოუსმინონ.
ანტიქრისტეებს შეუძლიათ ძალისხმევა გაიღონ, მოემსახურონ და სასმელები დაუსხან ნებისმიერ თანამდებობის პირს ან ადამიანს, ვისაც წუთისოფელში გარკვეული მდგომარეობა და პრესტიჟი აქვს, და მათთვის მისაღებიც კი იქნება ამ ადამიანთათვის მსახურების გაწევა და ამას დიდი სიამოვნებით გააკეთებენ. მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე ღვთისთვის მსახურების გაწევას ეხება, ამას უხალისოდ და ძალდატანებით აკეთებენ, ხდებიან პრეტენზიებით, წინააღმდეგობითა და გრძნობებით სავსენი. რანაირი არსებები არიან ეს ადამიანები? არის ეს ის გამოვლინებები, რომლებიც ღვთის მიმდევარს უნდა ჰქონდეს? ეს აშკარად ანტიქრისტეთა არსის გამოვლინებებია. ანტიქრისტე წუთისოფელში რომ წასულიყო მერის, გუბერნატორის ან ნებისმიერი პრესტიჟული პოლიტიკოსის სამსახურში, იფიქრებდა, რომ ეს მისი წინაპრებისთვის დიდების მომტანი და მისი ოჯახისთვის საამაყო იქნებოდა. ენით აუწერლად ბედნიერი იქნებოდა; მეცხრე ცაზე იფრენდა. ვინმეს რომ ეკითხა მისთვის, თუ რა იყო მისი სამსახური, იტყოდა: „მე მერს ვემსახურები. მე მერის ახლო თანაშემწე, მისი პირადი მცველი ვარ!“ ან იტყოდა: „მე პრეზიდენტის ყოველდღიურ საჭიროებებზე ვზრუნავ!“ ამას ძალიან ამაყად იტყოდა. იფიქრებდა, რომ ეს შესანიშნავი სამსახური იყო და რომ მთელი მისი ოჯახი გაიზიარებდა ამ დიდებას. ღამით იოცნებებდა და ბედნიერი გაიღვიძებდა, და სადაც არ უნდა წასულიყო, არ დამალავდა იმას, რასაც აკეთებდა. რატომ ხდება ასე? თავის სამსახურს სამარცხვინოდ არ მიიჩნევდა; იგრძნობდა, რომ ეს საპატიო იყო, სამსახური, რომელიც მას სხვებზე მაღლა აყენებდა, სამსახური, რომელიც შარავანდედს ადგამდა თავზე. თუმცა, მას შემდეგ, რაც ასეთი ადამიანი ღმერთს ირწმუნებს, თუ მას სთხოვენ მისთვის მსახურების გაწევას, მას არ სურს ამის გაკეთება, გრძნობს წინააღმდეგობას და წუწუნებს კიდეც და წყევლის ღმერთს; მან ასევე შეიძლება უღალატოს და უარყოს ღმერთი. ამ ორი რამის შედარებით შეგვიძლია დავინახოთ, რომ ანტიქრისტეები ანტიქრისტეები არიან, რომ ისინი სატანის ბანდის ნაწილი არიან. როგორც არ უნდა ემსახურონ სატანას და რაოდენ ბინძური, დამღლელი ან დამამცირებელიც არ უნდა იყოს ეს საქმე, ამას პატივად მიიჩნევენ. თუმცა, როდესაც ღვთის სახლში ღვთისთვის ასრულებენ საქმეს, რაოდენ მნიშვნელოვანი, ღირებული ან კეთილშობილურიც არ უნდა იყოს ის, რასაც აკეთებენ ან რაოდენ ამაღლებულნიც არ უნდა იყვნენ ამის კეთებით, ყოველთვის მიიჩნევენ, რომ ეს საქმეები ხსენებადაც არ ღირს. მიუხედავად იმისა, თუ რამხელა კურთხევა და რაოდენ საპატიოა ღვთისა და ღვთის საქმისთვის მსახურების გაწევა და რაოდენ ძვირფასი შესაძლებლობაა ეს კაცობრიობისთვის, უბრალოდ არ ძალუძთ, ამით გაიხარონ. რატომ ხდება ასე? არსებობს მხოლოდ ერთი მიზეზი: ანტიქრისტეები სატანის ბანდის ნაწილი არიან — ისინი სატანისგან არიან და ცოცხალი სატანები არიან, რომლებიც ბუნებრივად მტრულად არიან განწყობილნი ღვთის მიმართ. თუ მათ სთხოვენ ღვთის მსახურებას და ღვთისთვის მსახურების გაწევას, უბრალოდ არ ძალუძთ, ამით გაიხარონ. როგორც არ უნდა ატარებდეს ღვთის სახლი თანაზიარებას ჭეშმარიტებაზე ადამიანებთან ან ცდილობდეს, გააგებინოს ადამიანებს ღვთის განზრახვა „მსახურების შემსრულებლის“ წოდების მიმართ, ანტიქრისტეები ვერ იღებენ ღვთისგან მას ან მასთან დაკავშირებულ რომელიმე ჭეშმარიტებას; მით უმეტეს, არ ძალუძთ იმ ფაქტის ან ჭეშმარიტების მიღება, რომ ქმნილების მიერ შემოქმედისთვის მსახურების გაწევა საპატიო, ღირებული და მნიშვნელოვანი რამ არის — ეს არის ის დამოკიდებულება, რომელიც ანტიქრისტეებს აქვთ „მსახურების შემსრულებლის“ წოდების მიმართ. როდესაც დგებიან ამ წოდებისა და იმ ფაქტის წინაშე, რომ ადამიანები მსახურებას სწევენ ღვთისთვის, ერთადერთი, რაც ანტიქრისტეებს ოდესმე გაუკეთებიათ, არის ის, რომ ცდილობენ თავი დააღწიონ ამ წოდებას და თავი აარიდონ ამ ფაქტს, ნაცვლად იმისა, რომ ღვთისგან მიიღონ ეს ფაქტი, ასევე „მსახურების შემსრულებლის“ წოდება, და შემდეგ ეძიონ ჭეშმარიტება, მოუსმინონ ღვთის სიტყვებს, დაემორჩილონ ღმერთს და ეშინოდეთ მისი. იმ გამოვლინებებიდან გამომდინარე, რომლებსაც ანტიქრისტეები ავლენენ წოდების „მსახურების შემსრულებლის“ მიმართ, უნდა ითქვას, რომ ანტიქრისტეები სატანის მოდგმა არიან, რომ ისინი სატანის მტრული ძალების ნაწილი არიან და რომ ისინი მტრულად არიან განწყობილნი ღვთის, ჭეშმარიტებისა და ყველა დადებითი რამის მიმართ.
ის დამოკიდებულება, რომელიც ანტიქრისტეებს აქვთ „მსახურების შემსრულებლის“ წოდების მიმართ, არის მიუღებლობა, წინააღმდეგობა, ზიზღი და სიძულვილი. ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს წოდება, მუდმივად გრძნობენ წინააღმდეგობას მის მიმართ და არ იღებენ მას, რადგან სჯერათ, რომ მსახურების შემსრულებლად ყოფნა დამამცირებელია და რომ ეს ყოველთვის ასეა მიუხედავად იმისა, ვისთვისაც არ უნდა სწევდნენ მსახურებას. ფიქრობენ, რომ „მსახურების შემსრულებელი“ არ არის ის განმარტება, რომელსაც ღმერთი აძლევს ადამიანს მისი არსიდან გამომდინარე, არამედ ეს არის გამოწვევა და ადამიანის ვინაობისა და ღირებულებისადმი ზიზღის გამოხატულება — ეს არის მთავარი შეხედულება, რომელიც ანტიქრისტეებს აქვთ წოდების „მსახურების შემსრულებლის“ მიმართ. ღვთის სიტყვებისადმი ანტიქრისტეების დამოკიდებულებიდან შეგვიძლია დავინახოთ, რომ ღვთის სიტყვებს არ მიიჩნევენ კრიტერიუმებად ან ჭეშმარიტებად, არამედ ისეთ რამეებად, რომლებიც უნდა გამოიკვლიონ და გააანალიზონ. ანუ არ იღებენ ღვთის სიტყვებს ჭეშმარიტების გაგების ან იმის აღიარების საფუძველზე, რომ ღმერთი არის შემოქმედი, არამედ უდგებიან ღვთის სიტყვებს გამოკვლევის, წინააღმდეგობის გრძნობისა და დაპირისპირების საფუძველზე. მათთვის ყოველი სიტყვა, რომელსაც ღმერთი ამბობს და ყოველი გამონათქვამი, რომელსაც ის წარმოთქვამს, არის გამოკვლევის ობიექტი; წოდება „მსახურების შემსრულებელი“ არ არის გამონაკლისი. ძალისხმევას ხარჯავენ ტერმინის „მსახურების შემსრულებელი“ გამოსაკვლევად და მასზე დასაფიქრებლად; ღვთის სიტყვებში ხედავენ, რომ ღმერთი მსახურების შემსრულებლებს არ მიიჩნევს კარგებად, არამედ მდაბალ, არასრულფასოვან, უსარგებლო ადამიანებად, რომლებიც ღმერთს არ უყვარს და სძულს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ღვთის დამოკიდებულება წოდების „მსახურების შემსრულებლის“ მიმართ, არსებობს კონტექსტი და მიზეზი იმისა, თუ რატომ აქვს მას ასეთი დამოკიდებულება — ეს ეფუძნება ადამიანის არსს. არსებობს კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც არ დაუნახავთ: რაოდენიც არ უნდა ეზიზღებოდეს და სძულდეს ღმერთს გახრწნილი კაცობრიობა, მას არასოდეს უთქვამს უარი კაცობრიობის გადარჩენაზე და არც შეუწყვეტავს თავისი მართვის გეგმის საქმე კაცობრიობის გადასარჩენად. ანტიქრისტეებს არ სჯერათ ამ ფაქტის, არც აღიარებენ და არც ხედავენ მას. უბრალოდ ფოკუსირდებიან იმაზე, თუ რას ამბობს ღმერთი სხვადასხვა სახის ადამიანის შედეგებზე და განსაკუთრებით „მსახურების შემსრულებლის“ წოდებასთან მიმართებით, აქვთ უკიდურესად მგრძნობიარე დამოკიდებულება. არ სურთ იყვნენ მსახურების შემსრულებლები და ღვთის მიერ მსახურების შემსრულებლებად განისაზღვრონ, მით უმეტეს, არ სურთ ღვთისთვის მსახურების გაწევა „მსახურების შემსრულებლის“ წოდებით. სწორედ ამიტომ, როდესაც ანტიქრისტეები ღვთის სახლში მოდიან, სხვადასხვა წრეში კითხულობენ, არიან თუ არა თავად მსახურების შემსრულებლები და ღვთის სიტყვებიდან და იმისგან, რასაც ადამიანები ამბობენ მათზე, სურთ მოისმინონ პატიოსანი სიტყვები და და გაიგონ სიმართლე — არიან ისინი მსახურების შემსრულებლები თუ არა? თუ არიან, მაშინ მყისიერად და დაუყოვნებლივ მიდიან; არ სწევენ მსახურებას ღვთისთვის ან ღვთის სახლისთვის. აქვთ ასეთი ძლიერი რეაქცია „მსახურების შემსრულებლის“ წოდებასთან მიმართებით და ცხადი ხდება, რომ ვინაობა, მდგომარეობა, პერსპექტივები, ბედისწერა და დანიშნულების ადგილი, რაც შეეხება ანტიქრისტეებს, არის ის, რისკენაც მუდმივად უნდა ისწრაფოდნენ და ინტერესები, რომლებზეც არასოდეს ამბობენ უარს. ანტიქრისტეთათვის მსახურების შემსრულებლები ღვთის მიერ განსაზღვრულ ადამიანთა შორის ყველაზე დაბალ საფეხურზე დგანან. რაც არ უნდა თქვა ან რამდენმა ადამიანმაც არ უნდა მიიღოს ეს ფაქტი და ეს წოდება, ანტიქრისტეები მას აბსოლუტურად არ მიიღებენ. საქმის კეთებისას მხოლოდ იმას ითხოვენ, რომ სხვებმა გასწიონ მსახურება მათთვის, მოუსმინონ, დაემორჩილონ მათ და მათ გარშემო იტრიალონ, და არასოდეს ითხოვენ საკუთარი თავისგან სხვებთან თანამშრომლობას, საქმეების განხილვას ან სხვათა აზრის კითხვას, ღვთის განზრახვების გათვალისწინებას ან ჭეშმარიტება-პრინციპების ძიებას. ფიქრობენ: „სხვებთან რომ ვითანამშრომლო და საქმეები განვიხილო და საქმეების კეთებისას ჭეშმარიტება-პრინციპები ვეძიო, მაშინ საკუთარ თავს დავამცირებ და დავკარგავ ჩემს ავტონომიას, და განა ეს მსახურების გაწევა არ იქნება? განა ფარულად არ შევასრულებ საქმეს, სანამ სხვები ყურადღების ცენტრში იქნებიან? განა სხვებზე არ ვიზრუნებ და არ მოვემსახურები მათ?“ ეს არის ის, რისი გაკეთებაც საერთოდ არ სურთ. უბრალოდ ითხოვენ, რომ სხვებმა იზრუნონ მათზე, დანებდნენ, მოუსმინონ მათ, დააფასონ, დიდად შეაქონ ისინი და კარგად წარმოაჩინონ ყველაფერში, დაუტოვონ მათ ადგილი, მოემსახურონ მათ და იღვაწონ მათთვის; იმასაც კი ითხოვენ, რომ ღმერთმა მისცეს მათ შესაბამისი ჯილდოები და შესაფერისი გვირგვინი იმის მიხედვით, რაც გააკეთეს. მაშინაც კი, როდესაც ვინმე ახსენებს, თუ რამხელა ფასი გადაიხადა ღმერთმა და რამდენი იტანჯა კაცობრიობის გადასარჩენად, როგორ დაიმდაბლა თავი და რამდენი გაიღო კაცობრიობისთვის, როდესაც ანტიქრისტეებს ესმით ეს სიტყვები და ხედავენ ამ ფაქტებს, გულგრილნი რჩებიან და მათ სათანადოდ არ აფასებენ. როგორ განმარტავენ ანტიქრისტეები ასეთ რამეს? ამბობენ: „ღმერთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ადამიანისთვის და საუკეთესო უნდა უბოძოს მას; უბოძოს კურთხევა, მადლი, მშვიდობა და სიხარული. მან ეს ყველაფერი ადამიანს უნდა მიუძღვნას; ეს მისი ვალდებულებაა. და როდესაც ადამიანები ტოვებენ რაღაცებს, იხარჯებიან და მსხვერპლს გაიღებენ ღვთისთვის, როდესაც ისინი ყველაფერს სწირავენ მას, მათ ჯილდო უნდა მიიღონ ღმერთისგან და კიდევ უფრო უკეთესი რამ ხვდეთ წილად. განა ეს არ არის სამართლიანი გარიგება? თანაბარი გაცვლა? რაზე უნდა ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით? რა დამსახურება აქვს ღმერთს? რატომ არ მინახავს ღვთის არცერთი დამსახურება? ღმერთი ანიჭებს ადამიანს რაღაცებს და განა ბუნებრივი არ არის, რომ ადამიანი იმსახურებდეს მათ მიღებას? ადამიანები ხომ მსხვერპლს გაიღებენ!“ არ სჯერათ, რომ ყოველივე ეს, რასაც ღმერთი აკეთებს, არის უდიდესი მადლი ადამიანისთვის; არ არიან მადლიერნი და არ ფიქრობენ ღმერთს სანაცვლოდ მიაგონ. ამის ნაცვლად სურთ გაცვალონ მათ მიერ გადახდილი საფასური იმ მშვენიერ დანიშნულების ადგილში, რომელიც ღმერთმა აღუთქვა კაცობრიობას და ბუნებრივად მიაჩნიათ, რომ სრული უფლება აქვთ ესწრაფვოდნენ კურთხევას და გულში ასეთ ზრახვებს ატარებდნენ; ამიტომ, როგორც არ უნდა შეხედო ამას, ღმერთმა არ უნდა აქციოს ადამიანები თავისი მსახურების შემსრულებლებად. მათ მიაჩნიათ, რომ ადამიანებს აქვთ ღირსება და ზნეობა და თუ ადამიანებს, რომლებსაც ასეთი დიდი სიყვარული აქვთ და რომლებსაც შეუძლიათ ქველმოქმედება, დახარჯვა და რაღაცებზე უარის თქმა, აიძულებენ ღვთისთვის მსახურების გაწევას, ეს მათი უდიდესი დამცირებაა და მათ მეტისმეტად უსამართლოდ ექცევიან. ანტიქრისტეებისთვის ყოველივე ეს, რასაც ღმერთი აკეთებს, ხსენებადაც არ ღირს. ნაცვლად ამისა, უსასრულოდ ადიდებენ იმას, რასაც თავად აკეთებენ, თუნდაც ეს საკმაოდ მცირე რამ იყოს, და ამას ამას მიიჩნევენ წყაროდ კურთხევის მისაღებად.
ზოგიერთი ადამიანი ეკლესიაში თავისი მოვალეობის შესრულებისას არასოდეს არაფერს აკეთებს კარგად. თუ ძმებისა და დებისთვის მოუღებელია მათ მიერ გაკეთებული საქმეები, მის მიერ შეთავაზებული უნარები და ნიჭი ან მისი იდეები და წინადადებები, მაშინ ისინი უარს ამბობენ საქმის შესრულების გაგრძელებაზე, სურთ თავიანთი მოვალეობის მიტოვება და წასვლა — მათ სურთ ღვთის მიტოვება. თუ სთხოვთ ვინმესთან თანამშრომლობას, ამას არ გააკეთებენ და თუ სთხოვთ, რომ მოვალეობის შესრულებისას ყველაფერი გააკეთონ, რაც შეუძლიათ, არც ამას იზამენ. მხოლოდ აქეთ-იქით გასცემენ ბრძანებებს, აიძულებენ სხვებს მოუსმინონ მათ, ემსახურონ, გახდნენ მათი მსახურების შემსრულებლები და ღვთის სახლში საკუთარი მოვალეობების შესრულების ნაცვლად, მათ ემსახურონ. და თუ ისინი ვერ იღებენ ან კარგავენ ისეთ მოპყრობას, როდესაც სხვები ემსახურებიან, მათთვის ასრულებენ საქმეს და მათ ბრძანებებს ასრულებენ, მაშინ ყველაფრის მიტოვება და წასვლა სურთ; მიაჩნიათ, რომ ღმერთი არ არის სამართლიანი; მათი გულები სავსეა ღვთის მიმართ საყვედურებითა და რისხვით, უვითარდებათ სიძულვილი ძმებისა და დების მიმართ და არავის ძალუძთ მათი დახმარება. მათ არ ძალუძთ ვინმესთან ჰარმონიული თანამშრომლობა და თანასწორუფლებიანი ურთიერთობა. სხვებთან ურთიერთობის წესები მდგომარეობს იმაში, რომ საუბრისა და მოქმედების დროს მხოლოდ ისინი უნდა იდგეს სხვებზე მაღლა, უყურებდნენ, თუ როგორ აკეთებენ სხვები ყველაფერს მათთვის და ასრულებენ მათ მიერ წარმოთქმულ ყოველ ბრძანებასა და ლოზუნგს; არავინ არის მათთან თანამშრომლობის ღირსი და არავის აქვს მათთან თანასწორად ურთიერთობის უფლება. თუ ვინმე ეპყრობა მათ, როგორც მეგობარს ან როგორც რიგით ძმას ან დას, ესაუბრება, განიხილავს მათთან საქმეს და გაგების შესახებ თანაზიარებას ეწევა მათტან, როგორც თანასწორთან, მაშინ ისინი ამას საშინელ შეურაცხყოფად და ზნეობასთან დაკავშირებულ უდიდეს გამოწვევად აღიქვამს. გულში სძულთ და მტრობას გრძნობენ ასეთი ადამიანების მიმართ და ეძებენ შესაძლებლობებს, რათა შური იძიონ ყველაზე, ვინც მათ თანასწორად ეპყრობა ან სერიოზულად არ აღიქვამს. განა ასე არ იქცევიან ანტიქრისტეები? ეს არის ის იერარქიული პერსპექტივა, რომელსაც ანტიქრისტეები ავლენენ სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას. რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება იმ რეალურ მოსაზრებასა და დამოკიდებულებას, რომელიც ანტიქრისტეებს აქვთ წოდების „მსახურების შემსრულებლის“ მიმართ. მათ არც კი შეუძლიათ მიიღონ ის წოდება, რომელსაც ღმერთი ანიჭებს კაცობრიობას; მაშ, შეუძლიათ კი მიიღონ სხვებისგან მსჯავრდადება, მხილება და შეფასება? მათ კიდევ უფრო ნაკლებად ძალუძთ ამის მიღება. ერთი მხრივ, ისინი გრძნობენ მტრობასა და წინააღმდეგობას წოდებისა და არსის „მსახურების შემსრულებლის“ მიმართ, მაგრამ მეორე მხრივ, ისინი დაუღალავად იზიდავენ უფრო მეტ ადამიანს და აჰყავთ ისინი, რათა შეასრულონ მსახურება მათთვის, მოემსახურონ მათ, იზრუნონ მათზე და დაემორჩილონ მათ. განა ეს საძაგლობა არ არის? ასეთი ადამიანების არსი ბოროტია და ეს აბსოლუტური სიმართლეა. მათ სურთ სხვების გაკონტროლება. თავად ისინი აშკარად უსარგებლონი არიან და არაფრის გაკეთება არ ძალუძთ; ისინი უბრალოდ ნაგავი არიან ღვთის სახლში, არ გააჩნიათ ნორმალური ადამიანობა და არ ძალუძთ სხვებთან ნორმალური ურთიერთობა, რომ აღარაფერი ვთქვათ ნორმალური საღი აზრის ქონაზე. მათ საერთოდ არ ესმით ჭეშმარიტება, არ არიან გაცისკროვნებულნი ჭეშმარიტებით, აქვთ მხოლოდ მცირეოდენი პროფესიული ცოდნა, ფლობენ რამდენიმე უნარს და ვერცრთ მოვალეობას კარგად ვერ ასრულებენ. და მაინც, ისინი კარგად არ იქცევიან და სურთ ძალაუფლების ხელში ჩაგდება და როდესაც ვერ ახერხებენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, გრძნობენ, რომ მათი საქმე წასულია და ფიქრობენ: „ალბათ, მსახურებას ვასრულებდი, როდესაც ადრე ამ საქმეებს ვაკეთებდი. მე არ მსურს მსახურების შესრულება. აჯობებს, ვიჩქარო და ახლავე წავიდე, სანამ ზედმეტ ძალისხმევას გავიღებ ან ძალიან ბევრს დავკარგავ“. აი, ასეთი მოსაზრება აქვთ მათ. ისინი ყოველთვის იღებენ ასეთ გადაწყვეტილებას და მიდიან ასეთ დასკვნამდე; მათ ძალუძთ ნებისმიერ დროს შეწყვიტონ რწმენა და წავიდნენ, ნებისმიერ წამს მიატოვონ თავიანთი მოვალეობა და გაიქცნენ, დაუბრუნდნენ სატანის წიაღს და გახდნენ მისი პარტნიორები ბოროტმოქმედებაში. არიან ასეთი ადამიანები? (დიახ.) რაც შეეხება პროფესიული სამუშაოს ზოგიერთ ასპექტს, მათ შეიძლება მცირედით ესმოდეთ, მაგრამ იმ ჭეშმარიტება-პრინციპების თვალსაზრისით, რომლებიც მათ უნდა გაიაზრონ პროფესიული სამუშაოს ამ ასპექტისთვის, ისინი სრულიად უმეცარნი არიან; რაც შეეხება ცოდნის ან ნიჭის ასპექტს, ისინი შეიძლება ფლობდნენ ზოგიერთ მათგანს, მაგრამ რაც შეეხება იმ ჭეშმარიტება-პრინციპებს, რომლებიც უნდა ესმოდეთ თავიანთი მოვალეობის შესასრულებლად, კვლავ სრულიად უმეცარნი არიან და მათი გაგება გამრუდებულია. მათ არ ძალუძთ სხვებთან ჰარმონიულად თანამშრომლობა და ერთად თანაზიარებისას სხვებთან საერთო ენას ვერ პოულობენ. რისთვის არიან ასეთი ადამიანები შესაფერისნი? თუ მათ ჭეშმარიტად აქვთ სინდისი და გონიერება, მაშინ შეძლებენ სხვა ადამიანებს სწორად მოეპყრონ და როდესაც ადამიანები ამბობენ იმას, რაც სწორია და რაც შეესაბამება ჭეშმარიტებას, ისინი შეძლებენ მათ მიღებას, ნებაყოფლობით დაემორჩილებიან და შეძლებენ საკუთარი ხორციელი სხეულის წინააღმდეგ ამბოხებას. მათ ყოველთვის არ უნდა სურდეთ ბრბოზე მაღლა დგომა, სხვათა წინამძღოლობა და გაკონტროლება; ნაცვლად ამისა, უნდა უარყონ თავიანთი ამბიციები და სურვილები, რომ სხვებზე აღმატებულნი იყვნენ; მზად უნდა იყვნენ, გახდნენ ყველაზე უმნიშვნელო ადამიანები, თუნდაც ეს მსახურების შესრულებას მოიცავდეს — მათ უნდა გააკეთონ ყველაფერი, რაც ძალუძთ. თავად ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ამიტომ უნდა დაუბრუნდნენ ჩვეულებრივი ადამიანების მდგომარეობას, ყველაფერი გააკეთონ თავიანთი მოვალეობების შესასრულებლად და მოიქცნენ მარტივად და ბუნებრივად. ასეთი ადამიანები საბოლოოდ შეძლებენ მტკიცედ დგომას. თუ ისინი არ ირჩევენ ამ გზას და ნაცვლად ამისა, საკუთარი თავი დიად და კეთილშობილ პიროვნებებად მიაჩნიათ, თუ არავის ძალუძს მათთან მიკარება ან მიახლოება, თუ სურთ იყვნენ მოძალადეები, ტირანები და მიჰყვნენ ანტიქრისტეთა გზას, მაშინ ისინი განწირულნი არიან იმისთვის, რომ ბოროტმოქმედნი გახდნენ. თუ მათ არ სურთ იყვნენ ყველაზე უმნიშვნელო ადამიანები, სრულიად უცნობნი ან საზოგადოების ყურადღების მიღმა ან ბოლომდე დაიხარჯონ, მაშინ ისინი ნამდვილად ანტიქრისტეები არიან და ვერ გადარჩებიან — ეს მათთვის საშიშია. თუ ასეთ ადამიანს ძალუძს, დაფიქრდეს საკუთარ თავზე, ჰქონდეს თვითშემეცნება, მიიღოს ღვთის მეუფება და განგებულება, დაიკავოს შესაფერისი პოზიცია, იყოს ჩვეულებრივი ადამიანი და აღარ ითვალთმაქცოს, მაშინ მას ექნება შანსი, მოიპოვოს ხსნა. თუ ყოველთვის გსურს იყო მბრძანებლური და უგუნური და საკუთარი თავი ძლევამოსილ ფიგურად წარმოაჩინო, მაშინ ეს ამაოა. ღვთის სახლი სავსეა ღვთის რჩეული ხალხით და რაოდენ მრისხანე, სასტიკი ან ბოროტიც არ უნდა იყო, ამას აზრი არ აქვს. ღვთის სახლი არ არის საბრძოლო არენა, ამიტომ თუ ბრძოლა გსურს, წადი და ეს წუთისოფლის არენაზე გააკეთე. ღვთის სახლში არავის სურს შენთან ბრძოლა; არავინაა ამით დაინტერესებული და არც არავის აქვს ამისთვის თავისუფალი დრო. ღვთის სახლი არის ადგილი, სადაც ქადაგებენ ჭეშმარიტებას, რომელიც ეხმარება ადამიანებს ჭეშმარიტების გაგებასა და პრაქტიკაში გამოყენებაში. თუ არ ძალგიძს ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება, მაშინ ეს უკვე სერიოზული პრობლემაა; ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ აქ ზედმეტი ხარ. თუ ყოველთვის გსურს ბრძოლა, ყოველთვის გსურს იყო სასტიკი, დაუნდობელი, მბრძანებლური და უგუნური, მაშინ ეკლესია არ არის შენთვის შესაფერისი ადგილი. ღვთის სახლში ადამიანთა უმეტესობას უყვარს ჭეშმარიტება; მათ სურთ მიჰყვნენ ღმერთს და მოიპოვონ სიცოცხლე; არ სიამოვნებთ ინტრიგებში ჩაბმა და ეშმაკებთან ბრძოლა. მხოლოდ ანტიქრისტეებს სიამოვნებთ ყველა მიმართულებით ბრძოლა და ძალაუფლებისა და გამორჩენისთვის კონკურენცია; სწორედ ამიტომ ანტიქრისტეები ვერ ახერხებენ მტკიცედ დგომას ღვთის სახლში.
არსებობს ადამიანთა ტიპი, რომელიც წარმოუდგენლად მგრძნობიარეა ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა იდენტობა, პოზიცია და სტატუსი, რომელიც უდიდეს წინააღმდეგობასა და ზიზღს გრძნობს განსაკუთრებით წოდების „მსახურების შემსრულებელი“ მიმართ და საერთოდ არ ძალუძს მისი მიღება — ასეთი ადამიანები ანტიქრისტენი არიან. ისინი არა მხოლოდ არ ეძიებენ ჭეშმარიტებას და ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ, არამედ ასევე ზიზღით არიან განწყობილნი იმის მიმართ, რომ მათ „მსახურების შემსრულებელს“ უწოდებენ. ისინი, ვინც ზიზღით არიან განწყობილნი წოდების „მსახურების შემსრულებელი“ მიმართ, სინამდვილეში ჭეშმარიტებას უნდა ეძიებდნენ — თუ მათ შეეძლებათ ჭეშმარიტების ძიება, განა არ მოიშორებენ წოდებას „მსახურების შემსრულებელი“? მაგრამ სწორედ ეს არის პრობლემა. რადგან ისინი უკიდურესად ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ, არასოდეს გაივლიან მისი ძიებისა და პრაქტიკაში გამოყენების გზას. სწორედ ამიტომ ღვთის მართვის გეგმის საქმესთან მიმართებაში ისინი მუდამ მსახურების შემსრულებლების როლს შეასრულებენ. რა თქმა უნდა, ანტიქრისტეთათვის ღვთის მართვის გეგმაში მსახურების შემსრულებლებად ყოფნის შესაძლებლობა მაინც კურთხევაა; ეს არის მათთვის შანსი, იხილონ შემოქმედის საქმეები, მოისმინონ, თუ როგორ გამოხატავს შემოქმედი ჭეშმარიტებას და უზიარებს თავის ღრმა ფიქრებს კაცობრიობას და დააფასონ შემოქმედის სიბრძნე და ყოვლისშემძლე საქმეები. მათთვის არ არის მიუღებელი, იყვნენ შემოქმედის მსახურების შემსრულებლები და ძალუძთ თუ არა ამის გაგება, ღვთის მსახურების შემსრულებლებად ყოფნა და ღვთის სახლში მსახურების შესრულება უნდა იყოს ის, რაც ამ ანტიქრისტეებსა და სატანის თანამზრახველებს მუდამ ემახსოვრებათ, თუნდაც ღვთის საქმე მოგვიანებით დასრულდეს. გახრწნილი კაცობრიობის მიერ ღვთისადმი მტრობის მთელი პროცესის განმავლობაში ანტიქრისტეები გაუცნობიერებლად ასრულებენ მსახურებას ღვთის მართვის გეგმის აღსასრულებლად და ეს არის თითოეული ანტიქრისტეს არსებობის მცირეოდენი ღირებულება — ეს ფაქტია. ანტიქრისტეებს თავიანთი წვლილი შეაქვთ იმით, რომ ღვთის რჩეულ ხალხს საშუალებას აძლევენ, გაარჩიონ და შეიცნონ ანტიქრისტეები უარყოფითი მხრიდან. სურთ თუ არა მათ ამ ფაქტის აღიარება და მიუხედავად იმისა, არიან თუ არა მზად, მოხარულნი და ბედნიერნი, იყვნენ მსახურების შემსრულებელნი, ნებისმიერ შემთხვევაში მსახურების შემსრულებლის როლში მსახურება ღვთის საქმის აღსასრულებლად და ამ როლის საკუთარ თავზე აღება არის ის, რაც ღირებულია — ეს არის ღვთის მიერ მათი ამაღლება. ზოგი ამბობს: „განა ღმერთი ანტიქრისტეებსაც აამაღლებს?“ რა არის ამაში ცუდი? ისინი ქმნილებები არიან; განა ღმერთს არ ძალუძს მათი ამაღლება? რასაც ვამბობ, სიმართლეა. ახლა რას გრძნობენ ანტიქრისტეები, როდესაც ამ სიტყვებს ისმენენ? მათ არ უნდა ეძებონ ნაკლოვანებები და გარკვეული ნუგეში უნდა მიიღონ. მათ სულ მცირე გარკვეული ძალისხმევა გაიღეს ღვთის მართვის გეგმის დიად საქმეში. მიუხედავად იმისა, ეს ნებაყოფლობით გააკეთეს, აქტიურად თუ პასიურად, ნებისმიერ შემთხვევაში ეს იყო ღვთის მიერ მათი ამაღლება, და მათ ეს სიხარულით უნდა მიიღონ და არ უნდა შეეწინააღმდეგონ ამას. თუ ანტიქრისტეებს ძალუძთ აუჯანყდნენ თავიანთ წინაპრებს, სატანას, ეძიონ ჭეშმარიტება და შემოქმედისადმი მორჩილება, მაშინ მითხარით, იქნება თუ არა ღმერთი ბედნიერი? (დიახ, იქნება.) ეს ასევე ბედნიერებაა ღვთის რჩეული ხალხისთვის და მათაც უნდა გაიხარონ — ეს კარგია. არის თუ არა ეს ფაქტი დასაბუთებული, ნებისმიერ შემთხვევაში თუ ანტიქრისტეებს შეუძლიათ შეცვალონ კურსი და გაიარონ მონანიების გზა, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს კარგია. მაშ, რატომ ვამბობ, რომ ეს ბედნიერებაა ღვთის რჩეული ხალხისთვის? თუ ანტიქრისტე ნებაყოფლობით შეასრულებდა მსახურებას, განა ერთი უბედურებით ნაკლები არ იქნებოდა ღვთის სახლში? თქვენ შორის ერთი ეშმაკით, ერთი ამრევითა და შფოთის გამომწვევით ნაკლები რომ ყოფილიყო, განა თქვენი დღეები ბევრად უფრო მშვიდი არ იქნებოდა? ამ კუთხიდან რომ შევხედოთ, თუ ანტიქრისტეები ჭეშმარიტად მზად იქნებოდნენ მსახურების შესასრულებლად, მაშინ ესეც კარგი იქნებოდა, რაც აღნიშვნის ღირსია. უნდა წაახალისოთ და დაეხმაროთ მათ და არა მთლიანად უარყოთ ისინი. თუ კეთილი განზრახვები გაქვთ და მათ დარჩენის უფლებას აძლევთ, მაგრამ მათი მსახურების შესრულება იმაზე მეტ პრობლემას ქმნის, ვიდრე ღირს და კატასტროფამდე მივყავართ, მაშინ მათ პრინციპების მიხედვით უნდა მოეპყროთ. განა ეს არ არის საქმის კეთების კარგი გზა? (დიახ, ასეა.)
არსებობს კიდევ ერთი ტიპის ადამიანი, რომელიც აღნიშვნის ღირსია. არიან ადამიანები, რომლებსაც ძალუძთ ტანჯვის ატანა და მსხვერპლის გაღება თავიანთი მოვალეობის შესრულების პროცესში; ზოგჯერ მათ ასევე შეუძლიათ მორჩილება ან საქმეების პრინციპების მიხედვით მოგვარება. მათი სუბიექტური სურვილია, გაიარონ ჭეშმარიტების ძიების გზა; მათ ყოველთვის ძალუძთ, დაემორჩილონ ყოველივეს, რასაც ზემდგომი ან ეკლესია აწესებს და დროულად შეასრულონ დავალებები. ისინი არ იწვევენ ჩაშლასა და არეულობას ღვთის სახლში და ის საქმე, რომელსაც ისინი აკეთებენ, ის მოვალეობა, რომელსაც ისინი იღებენ, ბევრ სარგებელსა და სიკეთეს მოუტანს ძმებსა და დებს. გარეგნულად ჩანს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ არავითარი ბოროტება არ ჩაუდენიათ, არ იწვევენ ჩაშლას ან არევ-დარევას და არ ჰგვანან ბოროტ ადამიანებს, ისინი აკეთებენ იმას, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ და არ აკეთებენ; ეს არის ის, რომ მათ სიამოვნებთ თავიანთი გავლენის გაზრდა და საკუთარი დამოუკიდებელი სამეფოების შექმნა. როდესაც მათ რაიმე დავალებას აძლევენ, იმ მომენტიდან, როდესაც ამ საქმის ზედამხედველები ხდებიან, შეიძლება წამოიწყონ საკუთარი დამოუკიდებელი სამეფოების შექმნა და ქვეცნობიერად იწყებენ საკუთარი ძალაუფლებისა და კავშირების გაძლიერებას თავიანთი გავლენის სფეროში. ამ მხრივ ყველა სრულად და მთლიანად მოხიბლულია მათით; ადამიანები ხმამაღლა აქებენ და დიდად აღფრთოვანებულნი არიან ყოველივეთი, რასაც ისინი აკეთებენ და ამბობენ და იმ მსხვერპლით, რომელსაც ისინი იღებენ. თავიანთი მართვის სფეროს განიხილავენ, როგორც საკუთარ პატარა ოჯახს ღვთის ოჯახში. გარედან ჩანს, რომ მათ შეუძლიათ მსხვერპლის გაღება, ტანჯვის მოთმენა და პასუხისმგებლობის აღება — თითქოს არავითარი პრობლემა არ არსებობს. თუმცა გადამწყვეტ მომენტებში მათ შეიძლება უღალატონ ღვთის სახლის ინტერესებს. იმისათვის, რომ დაიცვან საკუთარი პრესტიჟი და თავიანთი ადგილი მწვერვალზე და თავიანთი ერთპიროვნული პოზიცია, ღირსება და ძალაუფლება ეკლესიაში, არავის შეურაცხყოფენ ან ტკენენ გულს. მაშინაც კი, თუ ვინმე აზიანებს ან ღალატობს ღვთის სახლის ინტერესებს და მაშინაც კი, თუ ვინმე არღვევს ან ანადგურებს ღვთის სახლის საქმეს, ისინი არ იძიებენ ამ საკითხს, ყურადღებას არ აქცევენ და ძალუძთ ამის მოთმენა. სანამ ეს ადამიანი საფრთხეს არ უქმნის მათ პოზიციას და კვლავ მათ სამსახურშია მათი გავლენის ქვეშ, მაშინ ეს მისაღებია — ეს არის მათი უმაღლესი კრიტერიუმი. რა არევ-დარევაც არ უნდა გამოიწვიოს ამ ადამიანმა, ისინი ამას ვერ ხედავენ, ყურადღებას არ აქცევენ და არ სხლავენ ან არ საყვედურობენ, რომ აღარაფერი ვთქვათ მის მიმართ ზომების მიღებაზე. ასეთი ადამიანები საშიში ელემენტები არიან. რიგითი ადამიანისთვის მათი ამოცნობა რთულია; შესაძლოა, ვერც კი შეამჩნიო მათში რაიმე საეჭვო, როდესაც მათ არ აქვთ თანამდებობა. თუმცა, როგორც კი მათ თანამდებობა ექნებათ, მათი ბუნება-არსება სრულად გამოაშკარავდება. და კონკრეტულად რა მჟღავნდება? საქმე ის არის, რომ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლსა და გადადგმულ ნაბიჯს თავისი მიზანი აქვს; ისინი არ აკეთებენ ამ საქმეებს ღვთის სახლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჭეშმარიტად არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას; ისინი აკეთებენ ყოველივე ამას არა იმისთვის, რომ ღმერთმა დაინახოს, არამედ იმისთვის, რომ ადამიანებმა დაინახონ. მათ სურთ მიიპყრონ სხვათა მზერა და ყურადღება; უფრო მეტად მათ სურთ შეცდომაში შეიყვანონ ადამიანთა გულები, რათა პატივი სცენ, აღფრთოვანდნენ და შეაქონ ისინი. სწორედ ამიტომ მათ არ ადარდებთ, თუ როგორ უყურებს ან ეპყრობა მათ ღმერთი; თუ ღმერთი ამბობს, რომ ისინი იქ მხოლოდ მსახურების შესასრულებლად არიან, ესეც სულერთია მათთვის. მთავარია, ადამიანები მათ ფერხთით მუხლს იყრიდნენ და თაყვანს სცემდნენ, სხვა ყველაფერი კი უმნიშვნელოა. ეს ადამიანები საშიში ელემენტები არიან და არ იზიარებენ ღვთისა და ღვთის სახლის აზრს; მათი გულები არ არის ისეთი, როგორიც ღვთის რჩეული ხალხისა, რომელიც ნამდვილად ეძიებს ჭეშმარიტებას. ისინი აძლიერებენ თავიანთ გავლენას საკუთარი თავისა და სატანისთვის. მათი სხვადასხვა გამოვლინებიდან გამომდინარე, ის მოვალეობა, რომელსაც ისინი ასრულებენ და ყოველივე, რასაც ისინი აკეთებენ, არის მხოლოდ საშუალება, რათა წარმოაჩინონ საკუთარი თავი და მაქსიმალურად ეპირფერონ სხვებს.
ანტიქრისტეებს ძალუძთ შეასრულონ გარკვეული მსახურება ღვთის სახლში და ღვთის მართვის გეგმის საქმის აღსასრულებლად; გარკვეულ ეტაპზე ისინი შეიძლება იყვნენ კიდეც მსახურების კარგი შემსრულებლები. თუმცა, იმ გზის გამო, რომელსაც ისინი გადიან და იმ მიზნებისა და მიმართულების გამო, რომელსაც ისინი ირჩევენ, თანამდებობისა და ძალაუფლებისადმი მათი სურვილისა და დიდებისა და გამორჩენისადმი ლტოლვის გამო, რომელიც მათ შინაგანად აქვთ, ვერასოდეს იშორებენ წოდებას „მსახურების შემსრულებელი“, არ ესმით ჭეშმარიტება, ვერ ახერხებენ ჭეშმარიტება-რეალობის წვდომას ან მასში შესვლას, ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებას, ჭეშმარიტი მორჩილებისა და ღვთისმოშიშების მიღწევას. ასეთი ადამიანები საშიში ელემენტები არიან. მათ აქვთ ღრმა ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფია, გააჩნიათ საკუთარი თავის წარმართვისა და წუთისოფელთან გამკლავების ძალიან ჭკვიანური მიდგომები, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ საუბრის მანერასა და სიტყვების შერჩევას სხვებთან საუბრისას და ასევე იმ მეთოდებს, რომლებსაც იყენებენ ადამიანებთან ურთიერთობისას. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ისინი შეიძლება არ ჩანდნენ მზაკვრები და ბოროტები, მათი გულები სავსეა ბოროტი აზრებით, ფიქრებითა და შეხედულებებით, თუნდაც წარმოდგენებითა და გაუგებრობებით ჭეშმარიტების შესახებ და ღვთის გაგების უუნარობით. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ადამიანებს არ ძალუძთ დაინახონ, თუ რა ბოროტებას ატარებენ ისინი ან როგორი ბოროტები არიან, რადგან მათი არსი ასეთი ბოროტია და არასოდეს ძალუძთ თავიანთი მოვალეობის შესრულება ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად ან ჭეშმარიტების ძიების გზის გავლა და ღვთისადმი ჭეშმარიტი მორჩილების მიღწევა, საბოლოოდ ვერასოდეს მოიშორებენ წოდებას „მსახურების შემსრულებელი“. ეს ადამიანები კიდევ უფრო ფარულად მოქმედებენ არიან და კიდევ უფრო მეტად შეუძლიათ სხვების შეცდომაში შეყვანა, ვიდრე აშკარა ანტიქრისტეებსა და ბოროტ ადამიანებს. გარედან ჩანს, რომ მათ არ გააჩნიათ არავითარი მოსაზრება და დამოკიდებულება წოდების „მსახურების შემსრულებელი“ მიმართ; მით უმეტეს, არ გრძნობენ რაიმე წინააღმდეგობას მის მიმართ. თუმცა, ფაქტია, რომ მათი არსიდან გამომდინარე, თუნდაც მსახურებას ასრულებდნენ ღვთისთვის, მაინც აქვთ თავიანთი განზრახვები და მიზნები; ისინი არ ასრულებენ მსახურებას უპირობოდ და არ აკეთებენ ამას ჭეშმარიტების მოსაპოვებლად. რადგან ეს ადამიანები შინაგანად ბოროტები და მზაკვრები არიან, სხვათათვის ადვილი არ არის მათი ამოცნობა. მხოლოდ გადამწყვეტ საკითხებში და გადამწყვეტ დროს მჟღავნდება მათი ბუნება-არსება, ფიქრები, შეხედულებები და ის გზა, რომელსაც ისინი გადიან. თუ ეს გაგრძელდება, თუ ეს ადამიანები აირჩევენ ძიების ამ გზას და აირჩევენ ასეთი გზის გავლას, მაშინ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი ადამიანები ვერ შეძლებენ ხსნის მოპოვებას. ისინი იყენებენ იმ ნდობას, რომელსაც ღვთის სახლი უცხადებს მათ და ღვთის საქმის შესაძლებლობას, რათა დაგეგმონ სარგებლის მიღება, გააკონტროლონ და დაჩაგრონ ადამიანები, დაიკმაყოფილონ საკუთარი ამბიციები და სურვილები. საბოლოოდ ისინი არ იღებენ ჭეშმარიტებას, არამედ ამჟღავნებენ საკუთარ თავს იმის გამო, რომ ჩაიდინეს ყოველგვარი ბოროტება. როდესაც ისინი სააშკარაოზე გამოდიან, ნათელი ხდება, რომ არ ეძიებენ ჭეშმარიტებას და რომ არ სწამთ ღმერთი ჭეშმარიტების ძიებისა და ხსნის მოპოვების მიზნით. ღვთის სიტყვებისა და მის მიერ ყოველგვარი ადამიანის მხილების მოსმენის შემდეგ თუ ეს ადამიანები მუდმივად იყენებენ წუთისოფელთან გამკლავების პრინციპებს, საშუალებებსა და მეთოდებს თავიანთი მოვალეობის შესასრულებლად, მაშინ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი საბოლოო გამოსავალი: მათ უნდა აიღონ მსახურების შემსრულებლის როლი ღვთის მართვის საქმესთან მიმართბაში და საბოლოოდ გამჟღავნდნენ და მოიკვეთონ — ეს ფაქტია. გქონიათ ოდესმე შეხება ასეთ ადამიანებთან? როდესაც ისინი მჟღავნდებიან და განიდევნებიან, ზოგიერთი ანტიქრისტე ხდება მეთაური არმიის გარეშე. ის ბოროტება, რომელიც მათ ჩაიდინეს, იყო მეტისმეტი და ძალიან დიდი; ძმები და დები ზიზღით არიან განწყობილნი მათ მიმართ და ტოვებენ მათ. არსებობს ასევე კიდევ ერთი ტიპის ადამიანი, რომელსაც, როდესაც ავლენენ და როდესაც ეკლესია მსჯავრს დებს და უარყოფს, მრავალი თანამზრახველი და დამხმარე ჰყავს, რომლებიც საუბრობენ მის სასარგებლოდ, იწყებენ ბრძოლას მისთვის და გულისწყრომას გამოხატავენ ღვთის მიმართ. განა ასეთი ტიპის ადამიანებს კიდევ უფრო მეტად არ შეუძლიათ სხვების შეცდომაში შეყვანა? ასეთი ადამიანები კიდევ უფრო საშიშნი არიან. რაც შეეხება იმას, თუ როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები წოდებას „მსახურების შემსრულებელი“ და რა ფარულ პრაქტიკას, იდეებსა და გამოვლინებებს ავლენენ ისინი, ჩვენ უბრალოდ დავასრულებთ ჩვენს თანაზიარებას აქ ამ დროისთვის.
გ. რატომ არ სურთ ანტიქრისტეებს იყვნენ „მსახურების შემსრულებლები“
ანტიქრისტეებს არ სურთ, იყვნენ მსახურების შემსრულებლები და ვერ ურიგდებიან აზრს, რომ ეს როლი იტვირთონ. ფიქრობენ, რომ მსახურების შემსრულებლად ყოფნით უზარმაზარ შეურაცხყოფასა და დისკრიმინაციას განიცდიან. მაშ, კონკრეტულად რა უნდათ, რომ იყვნენ? რა არის მათი მიზანი, როდესაც შეუდგებიან ღვთის რწმენას და მოდიან ღვთის სახლში? სურთ, იყვნენ ღვთის ხალხის ნაწილი, ღვთის მიმდევრები? სურთ, იყვნენ სრულქმნილი ადამიანები? უხარიათ, იყვნენ პეტრესა და იობის მსგავსნი და ამით დაკმაყოფილდნენ? (არა). ამბობს ვინმე, რომ უხარია, იყოს ღვთის რჩეული ხალხის ნაწილი ღვთისადმი რწმენასთან მიმართებაში და რომ ეს მისთვის საკმარისია? სურს ვინმეს, იყოს სათამაშო ღვთის ხელში? არა, ადამიანებს განსაკუთრებით არ სურთ ეს. როდესაც ვინმე მოდის ღვთის სახლში, მოდის იმისთვის, რომ მიიღოს სარგებელი, კურთხევა, ჯილდო და გვირგვინი. როდესაც იღებს ღვთის სიტყვებით მხილებასა და განსჯას, იგებს, რომ ღვთისადმი რწმენასთან მიმართებაში ასეთი განზრახვების ქონით ვერ შეძლებს ჭეშმარიტების გაგებას და საბოლოოდ ვერ მიაღწევს ხსნას. ამიტომ, ბევრი ადამიანი ირჩევს, ჯერ უარი თქვას კურთხევის, გვირგვინისა და ჯილდოს სურვილზე, ყველა ამ სარგებელზე და პირველ რიგში მოუსმინოს იმას, რასაც ღმერთი ამბობს, რა არის მისი მოთხოვნები ადამიანის მიმართ და რა აქვს მას სათქმელი ადამიანისთვის. ბევრი ადამიანი, ვინც უსმენს ღვთის სიტყვებს, გულში ფარულ სიხარულს გრძნობს და ამბობს: „ღმერთი ამხელს ჩვენს გახრწნას, ჩვენს მახინჯ, ნამდვილ სახეს და ჩვენს არსს, რომელიც ეწინააღმდეგება ღმერთს და ზიზღითაა განწყობილი ჭეშმარიტების მიმართ — ეს ყველაფერი ფაქტებია. ჩემდა საბედნიეროდ, არ ვიჩქარე ღვთისკენ ხელების გაწვდენა და მისთვის ბედნიერების, მადლისა და კურთხევის თხოვნა; საბედნიეროდ, ჯერ ამ ყველაფერზე ვთქვი უარი. ამ ყველაფერზე უარი რომ არ მეთქვა, განა თავს მასხრად არ ავიგდებდი? ყველაფერი, რასაც ღმერთი ამბობს, ამხელს ადამიანის ბუნებასა და არსს, მაშ, როგორ შემეძლო ამ ყველაფრის მოშორება? ღმერთმა თქვა, რომ ადამიანებმა ჯერ უნდა იკისრონ თავიანთი მოვალეობის შესრულება და ითანამშრომლონ ღვთის მართვის გეგმის ფარგლებში არსებულ საქმესთან. ამ პროცესში, თუ ადამიანები შეძლებენ ჭეშმარიტების გაგებისა და მიღების გზაზე დადგომას, მაშინ მათ ექნებათ ხსნის მიღწევის იმედი და მომავალში ბევრი სარგებლის მიღებას შეძლებენ.“ ამ ეტაპზე ბევრი ადამიანი წყვეტს ამ საკითხებზე ფიქრს. მათი მშვენიერი სურვილები, ლტოლვა და იმედები მომავლის მიმართ აღარ ჩანს ისეთი რეალური. გრძნობენ, რომ ამ მომენტში ის, თუ როგორ შეასრულონ თავიანთი მოვალეობები კარგად, როგორ დააკმაყოფილონ ღვთის განზრახვები და როგორ გაიგონ ჭეშმარიტება და მტკიცედ იდგნენ, უფრო რეალური, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, ვიდრე ის სურვილები და მისწრაფებები. ამიტომ, ამ გადამწყვეტ ეტაპზე ადამიანთა უმეტესობა ირჩევს, შეასრულოს თავისი მოვალეობა, გამოსცადოს ღვთის საქმე, მოიპოვოს ჭეშმარიტება, მიუძღვნას თავისი დრო და ახალგაზრდობა, მიატოვოს თავისი ოჯახი, სამსახური და ამქვეყნიური პერსპექტივები ღვთისთვის და თავისი მოვალეობის შესრულებისთვის; ზოგიერთი ადამიანი ამის გამო განქორწინდება კიდეც. ადამიანთა ამგვარი გამოვლინებები, ქცევები და ქმედებები უდავოდ არის ერთგვარი მორჩილი დამოკიდებულება დადებითი მოვლენებისა და ყველა იმ მოთხოვნის მიმართ, რომლებზეც ღმერთი საუბრობს; სწორედ ეს დამოკიდებულებაა ის აუცილებელი პირობა, რომელიც ადამიანებს უნდა გააჩნდეთ იმისათვის, რომ შეძლონ ჭეშმარიტების გაგება და პრაქტიკაში გამოყენება, ღვთისადმი დამორჩილება და საბოლოოდ ხსნის მიღწევა. ეს არის ის სხვადასხვა გამოვლინება და ფიქრი, რომელიც ყველა ნორმალურ ადამიანს აქვს, სანამ ღვთის სახლში მოვა თავისი მოვალეობის შესასრულებლად. იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც ეს ადამიანები შეუდგნენ ღვთის რწმენას, დღემდე, მათი ფიქრები და შეხედულებები მუდმივ ცვლილებებს განიცდის; მათი დამოკიდებულება ჭეშმარიტებისა და ღვთის მიმართ ასევე მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის. იმავდროულად, როდესაც ადამიანის ეს წინა სურვილები და ამბიციები მუდმივად ნადგურდება, თანდათანობით და აქტიურად ამბობენ უარს ამ ყველაფერზე და ტოვებენ მათ. ეს არის ის კარგი ნაყოფი, რომელიც საბოლოოდ გამოიღო ადამიანების სურვილმა, ითანამშრომლონ ღმერთთან და დაემორჩილონ მას. ეს არის დადებითი და კარგი გამოვლინება; ეს არის კარგი შედეგი. მაშინ როცა ადამიანები მუდმივ პროგრესს განიცდიან, მათ, ვინც გულწრფელად ეძიებს ჭეშმარიტებას, თითქმის უარი თქვეს კურთხევის მოპოვების სურვილსა და განზრახვაზე, ამიტომ ადამიანთა უმეტესობა ძირითადად არ არის ძალიან მგრძნობიარე ან დაინტერესებული იმ სხვადასხვა დაპირების მიმართ, რომლებიც ღმერთმა ადამიანს წარსულში მისცა. ეს იმიტომ ხდება, რომ ნორმალური ადამიანის გონიერებით თუ შევაფასებთ, თუ ვინმეს არ ძალუძს თავისი მოვალეობის სტანდარტის შესაბამისად შესრულება და ვერ იგებს ჭეშმარიტებას, ის ხელიდან გაუშვებს ღვთის მიერ დაპირებული ყველა კურთხევის მიღების შანსს და მათთან არავითარი კავშირი არ ექნება. ყველას უნდა ესმოდეს ეს უმარტივესი ლოგიკა. რა თქმა უნდა, ახლა ბევრი ადამიანია, ვისაც უკვე ესმის ასეთი ფაქტი და ასევე აღიარებს და იღებს ამ ფაქტს; მხოლოდ ანტიქრისტეები არ იღებენ ამას. რატომ არ იღებენ ამას? იმიტომ, რომ ანტიქრისტეები არიან. არ იღებენ ამ ფაქტს და მაშ, რისი გაკეთება სურთ? როდესაც მოდიან ღვთის სახლში, გულდასმით იკვლევენ ღვთის სიტყვებს და პოულობენ მათში სხვადასხვა წოდებასა და სტატუსს, როგორიცაა ღვთის პიროვნება, „პირმშო ძენი“, „ღვთის ძენი“, „ღვთის ხალხი“ და „მსახურების შემსრულებლები“ და თვალები უბრწყინდებათ. მათი სურვილები და ამბიციები სწრაფად კმაყოფილდება და ფიქრობენ: „ღვთის ერთ-ერთ ძედ ყოფნა მეტისმეტად ჩვეულებრივი ამბავია; ადამიანთა უმეტესობა ღვთის ძეა. ღვთის ხალხის ნაწილად ყოფნა ნიშნავს, იყო რიგითი მასის ნაწილი, უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც არ აქვს ძალაუფლება ან გავლენა. და არც კი იფიქროთ ჩემს მსახურების შემსრულებლად ქცევაზე. სანამ ცოცხალი ვარ, არავითარი კავშირი არ მექნება მსახურების შემსრულებლად ყოფნასთან; ეს ჩემთან სრულიად შეუსაბამოა.“ და ამიტომ, ყურდღებას აპყრობენ ორ წოდებას: „ღვთის ადამიანი“ და „პირმშო ძენი“. თავიანთ წარმოდგენებში სჯერათ, რომ „ღვთის ადამიანი“ თავად ღმერთია, რომ „პირმშო ძენი“ ღვთის პირმშო ძეები არიან და რომ ამ ორს მოაქვს ძალაუფლება და გავლენა, შეუძლიათ იმეფონ კაცობრიობაში, გააკონტროლონ ადამიანები, ღვთის რჩეული ხალხი, ფლობდნენ აბსოლუტურ ძალაუფლებას და ჰქონდეთ გადაწყვეტილებების მიღების, წინამძღოლობისა და ადამიანების წარმართვისა და განგების ძალაუფლება და იმის გადაწყვეტის ძალაუფლება, იცოცხლებენ ადამიანები თუ მოკვდებიან — სჯერათ, რომ ეს ძალაუფლება ასეთი დიდია. სწორედ ამიტომ არის შეუძლებელი მათი მსახურების შემსრულებლებად ქცევა. თუ არჩევანის უფლება მიეცემოდათ, აირჩევდნენ „პირმშო ძეებად“ ან ღვთის „ადამიანად“ ყოფნას; წინააღმდეგ შემთხვევაში, შეწყვეტდნენ ღვთის რწმენას. როდესაც ასრულებენ თავიანთ მოვალეობას ან მსახურობენ წინამძღოლებად და მუშაკებად ღვთის სახლში, მოქმედებენ, იღებენ მსხვერპლს, იტანჯებიან და დარბიან ამ ორი მიზნის მისაღწევად. ამ დროის განმავლობაში მუდმივად ითვლიან, თუ რამდენად შორს წავიდნენ ამ სირბილში, რამდენი ადამიანი მოიპოვეს სახარების ქადაგებისას, რამდენი ადამიანი სცემს პატივს და მოწიწებით უყურებს მათ, მიდიან თუ არა პრობლემების მქონე დები და ძმები სხვებთან თუ მათთან, როდესაც ეკლესიას წინამძღოლობენ და ძალუძთ თუ არა, გააკონტროლონ და გავლენა მოახდინონ სხვათა ფიქრებსა და შეხედულებებზე. მუდმივად ითვლიან, წონიან და აკვირდებიან ამ ყველაფერს, რათა მიაღწიონ იმას, რაც სურთ: იმეფონ ღვთის სახლში. ადამიანთა უმეტესობას ღვთის სახლში მოსვლისა და ზოგიერთი ჭეშმარიტების გაგების შემდეგ შეუძლია ნორმალურად შეასრულოს ქმნილების მოვალეობა — მაგრამ არა ანტიქრისტეებს. სჯერათ, რომ კეთილშობილური სისხლი აქვთ, რომ კეთილშობილური და განსაკუთრებული ჯგუფის ნაწილი არიან და რომ მათ დიადები უნდა უწოდონ ღვთის სახლში; წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ირწმუნებენ ღმერთს. თუ უნდა სწამდეთ ღმერთი, მაშინ მათ პატივი უნდა მიაგონ, როგორც დიადებს ღვთის სახლში და იყვნენ მთავარნი. ამავდროულად, ასევე ითვლიან და ადგენენ, თუ რამდენი დამსახურება აქვთ ღვთის ჩანაწერთა წიგნში და აქვთ თუ არა უფლება, რომ იმეფონ ღმერთთან ერთად. ამიტომ, ზოგიერთი ანტიქრისტეს ღვთის სახლში მოვალეობის შესასრულებლად მოსვლის წყარო, საწყისი წერტილი და მოტივაცია არის ის, რომ მოვიდნენ მის სახლში სამეფოდ. ნამდვილად არ სურთ მოვალეობის შესრულება მხოლოდ იმისთვის, რომ იყვნენ რიგითი და ყველაზე უმნიშვნელო მიმდევრები და იმ წამსვე, როდესაც მათი ამბიცია და სურვილი ქრება, უცებ მტრულად განეწყობიან და უარს ამბობენ თავიანთი მოვალეობის შესრულებაზე.
ახლა ღვთის სახლში არიან ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წელია ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ყველაფერს ცუდად აკეთებენ და განდევნილნი არიან ყველგან, სადაც კი თავიანთ მოვალეობას ასრულებენ. იმის გამო, რომ აქვთ საშინელი ადამიანობა და დაბალი ზნეობრივი მთლიანობა, არ ეძიებენ ჭეშმარიტებას და აქვთ სასტიკი და ბოროტი ხასიათი, რომელიც ჭეშმარიტების მიმართ ზიზღითაა განწყობილი, საბოლოოდ უარყოფილნი არიან დებისა და ძმების მიერ. როგორც კი ხედავენ, რომ მათი კურთხევის სურვილი ფერფლად ქცევის პირასაა და რომ მათი ოცნება, იმეფონ და გამოირჩეოდნენ ღვთის სახლში, ვეღარ განხორციელდება, როგორ ცხოვრობენ? არ კითხულობენ ღვთის სიტყვებს, არ უსმენენ საგალობლებს, არ ესწრებიან შეკრებებს, უგულებელყოფენ ღვთის სახლს, როდესაც მოვალეობის შესრულებას სთხოვენ, დებსა და ძმებს უწევთ კიდეც მათთან დარეკვა, მათი მოწვევა და შეხსენება, როდესაც შეკრებებზე დასწრების დრო მოდის. ზოგიერთი მათგანი უხალისოდ აგრძელებს შეკრებებზე დასწრებას, მაგრამ შეკრებებზე სიტყვაც კი არ დასცდებათ, არ აქვთ თანაზიარება, ზიზღს გრძნობენ ყოველივეს მიმართ, რასაც სხვები ამბობენ და არ სურთ ამის მოსმენა. როდესაც დები და ძმები ლოცულობენ, ისინიც ხუჭავენ თვალებს, მაგრამ არაფერს ამბობენ — არაფერი აქვთ ღვთისთვის სათქმელი. და რას აკეთებენ სხვა ადამიანები შეკრებების დროს, როდესაც უსმენენ ქადაგებებს, ან როდესაც დებსა და ძმებს აქვთ თანაზიარება ჭეშმარიტებაზე? ზოგი იძინებს, ზოგი ტელეფონს უყურებს და ახალ ამბებს ეცნობა, ზოგი სხვებს ესაუბრება, და ზოგი ონლაინ თამაშებს თამაშობს. ღვთისადმი რწმენასთან მიმართებაში ფიქრობენ, რომ ღვთის სახლში თუ არ შეუძლიათ მოიპოვონ სხვათა კეთილგანწყობა და იყვნენ მათთვის საყვარელნი, არ ჰყავთ მხარდამჭერები, რომლებიც მათ გარშემო იკრიბებიან და არ ძალუძთ მნიშვნელოვანი დავალებების მიღება, მაშინ ვერ შეძლებენ მომავალში ღმერთთან ერთად მეფობას; ამიტომ ღმერთი მათთვის არ არსებობს. არსებობს თუ არა ღმერთი, მათთვის, დაკავშირებულია იმასთან, შეუძლიათ თუ არა კურთხევის მიღება. განა ასე არ იქცევიან ანტიქრისტეები? სჯერათ, რომ თუ ღმერთს არ ძალუძს მათთვის კურთხევის მიცემა, მაშინ ის არ არის ღმერთი და მოკლებულია ჭეშმარიტებას, და რომ მხოლოდ ის ღმერთი, რომელსაც შეუძლია მისცეს მათ თავნებობის, ეკლესიაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების და მომავალში მეფობის საშუალება, არის ღმერთი. ეს არის სატანის ლოგიკა — ეს არის სწორისა და არასწორის აღრევა და ფაქტების დამახინჯება. როგორც ღვთის მორწმუნეებს, მათ იმის გამო არ ძალუძთ მიჰყვნენ ღმერთს და არ სურთ თავიანთი მოვალეობის შესრულება, რადგან ზიზღს გრძნობენ ჭეშმარიტების მიმართ; გულის სიღრმეში თაყვანს სცემენ მხოლოდ სატანის ფილოსოფიას, ცოდნას, დიდებას, გამორჩენასა და სტატუსს. უარყოფენ, რომ ღმერთი არის ჭეშმარიტება, ყურადღებას არ აქცევენ ღვთის საქმეს და სწორედ ამიტომ შეკრებებზე დაჰყურებენ თავიანთ ტელეფონებს, თამაშობენ თამაშებს, მირთმევენ ხემსს და უდარდელად საუბრობენ — აკეთებენ იმას, რაც სურთ და მაინც კმაყოფილნი არიან საკუთარი თავით. იმ წამსვე, როდესაც მათი კურთხევის იმედები იმსხვრევა, ვეღარ პოულობენ ღვთის რწმენის აზრს და როდესაც ვერ პოულობენ ღვთის რწმენის აზრს, ეკლესიას — ადგილს, სადაც დები და ძმები იკრიბებიან — სათამაშო მოედნად მიიჩნევენ, შეკრების დროს — თავისუფალ დროდ და შეკრებებსა და ქადაგებების მოსმენას კი დამთრგუნველად, მოსაწყენად და უინტერესოდ თვლიან. რად მიიჩნევენ იმ ქადაგებებს, რომლებსაც დები და ძმები უსმენენ და ჭეშმარიტებას? მათ ლოზუნგებად, უსაფუძვლო სისულელედ მიიჩნევენ და დებთან და ძმებთან ერთად შეკრებაზე გატარებულ დროს დაკარგულ დროდ თვლიან. განა ეს ადამიანები არ გამოაშკარავდნენ? მათ შემოაქვთ თავიანთი ამბიციები, სურვილები და ილუზიები ღვთისადმი რწმენაში და ეს არის სიგნალი, რომელიც მიანიშნებს, რომ ვერ შეძლებენ გზის ბოლომდე გავლას და რომ არ არიან იმის ღირსნიც კი, რომ მსახურება გასწიონ ღვთის საქმესა და ღვთის მართვის გეგმასთან მიმართებაში. ზიზღით უყურებენ მათ, ვინც ქადაგებებს უსმენს და დებსა და ძმებს, რომლებიც ეძიებენ ჭეშმარიტებას; კიდევ უფრო მეტიც, უარყოფენ ღვთის საქმეს, ღვთის არსებობას და ღვთის მართვის გეგმის რეალობას.
როდესაც ანტიქრისტეები — ის ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტების მიმართ ზიზღით არიან განწყობილნი — იწყებენ ფიქრს, რომ ღვთის რწმენა მათ არავითარ სარგებელს არ მოუტანს, მათი დემონური სახე მჟღავნდება. ზოგიერთი ქალი ანტიქრისტე სახლში ისეთ მაკიაჟს იკეთებს, სანამ მოჩვენებას არ დაემსგავსება. იცვამენ მოდურ ან საპირისპირო სქესისთვის მიმზიდველ ტანსაცმელს; ზოგიერთი მალულად მაჯონგსაც კი თამაშობს, აზარტულ თამაშებში ერთვება და ეწევა — ეს ადამიანები მეტისმეტად საშინელნი და საზიზღარნი არიან. ღვთის სახლში თვალთმაქცობით მოდიან და რა ხდება ბოლოს? არ ძალუძთ ამის შენარჩუნება, არა? მხოლოდ ჭეშმარიტებას შეუძლია ადამიანთა გამოაშკარავება; თუ ვინმეს არ უყვარს ჭეშმარიტება, მის მიმართ ზიზღითაა განწყობილი და აქვს სასტიკი ხასიათი, მაშინ განწირულია ჭეშმარიტების მიმართ მტრობისთვის და ვერ შეძლებს მყარად დგომას. სჭირდება კი ეკლესიას კვლავ ასეთი ადამიანების განდევნა? სჭირდება კი ღმერთს კვლავ მათი დაგმობა? სჭირდება კი ღმერთს კვლავ ასეთი ადამიანის უარყოფა? არა, ღმერთი მათ არავითარ ყურადღებას არ აქცევს. ღვთისთვის ეს ადამიანები უბრალოდ მწერები არიან, რომლებიც იმისაც კი არ არიან ღირსნი, რომ მსახურების შემსრულებლები იყვნენ — უბრალოდ არ ვარგიან ამისთვის. როდესაც ასეთი აგდებული დამოკიდებულება აქვთ შეკრებების, საეკლესიო ცხოვრებისა და თავიანთი მოვალეობის მიმართ, რას ამტკიცებს ეს? ღმერთი არ მფარველობს და არ იცავს მათ, არც წინამძღოლობს მათ. არ ასრულებს მათთვის ნათლის მოფენის, წინამძღოლობის ან წვრთნის საქმეს და ამიტომ ცხოვრობენ ასეთი საშინელი და მახინჯი ცხოვრებით. თავად კი ფიქრობენ: „მე არ მწამს ღმერთის; თავისუფალი ვარ. თქვენ, ხალხო, ვისაც ღმერთის გწამთ, უნდა დაიტანჯოთ და მსხვერპლი გაიღოთ, მიატოვოთ თქვენი ოჯახები და კარიერა, მაშინ როცა მე არაფრის გამო არ მიწევს ტანჯვა. შემიძლია დავტკბე სახლში ყოფნის სიმშვიდით, მივეცე ხორციელ სიამოვნებებს და დავტკბე ცხოვრებისეული სიხარულით.“ მათ სჯერათ, რომ მოიპოვეს ბედნიერება და თავისუფლება. აქცევს კი ღმერთი მათ ყურადღებას? (არა.) რატომ არა? ღვთისთვის ეს ადამიანები მწერები არიან, არა ადამიანები და არ არიან მისი ყურადღების ღირსნი. თუ ღმერთი მათ ყურადღებას არ აქცევს, იხსნის კი კვლავ მათ? რადგან ღმერთი არ იხსნის მათ, აქვს კი იმას, რასაც ისინი აკეთებენ, რაიმე კავშირი ღმერთთან? აქვს კი რაიმე კავშირი ღვთის სახლის ადმინისტრაციულ განკარგულებებთან? არა, არ აქვს. ამიტომ გარედან ისე ჩანს, თითქოს ძალიან კომფორტულად, თავისუფლად და ლაღად ცხოვრობენ და ყოველდღე საკმაოდ ბედნიერები არიან. გეგონა, რომ ეს კარგი იყო? ერთი შეხედვაც კი საკმარისია იმაზე, რასაც ცხოვრებაში ავლენენ და რა გზასაც მიჰყვებიან, და ხვდები, რომ მათი საქმე წასულია და რომ ღმერთს ისინი აღარ სჭირდება. ეს მწერები მართლაც აყროლებული ხროვაა! ღმერთი ასეთ ადამიანებს არავითარ ყურადღებას არ აქცევს.
ისინი, ვინც გარემოსა და ვითარების მიუხედავად მთელი ძალით მიილტვიან იმისკენ, რომ მომავალ ეპოქაში იმეფონ და ღმერთის თანასწორნი იყვნენ, ანტიქრისტეთა შორის გამოუსწორებლად ჯიუტი ელემენტები არიან. ასეთი ადამიანები ზუსტად პავლეს ჰგვანან; საკუთარ თავში ეკლებს ატარებენ, ეჭვები აქვთ ღვთის მიმართ, ეწინააღმდეგებიან და ემუქრებიან ღმერთს, უხალისოდ ასრულებენ საქმეს, იხარჯებიან, იტანენ გაჭირვებას და იღებენ მსხვერპლს. ამ ყველაფერს აკეთებენ მხოლოდ გვირგვინისა და იმის სანაცვლოდ, რომ შეძლონ მეფობა მომავალ ეპოქაში. განა ეს მთელი პროცესი ანტიქრისტეებს საცოდავად არ წარმოაჩენს? სინამდვილეში, ისინი არ არიან საცოდავნი. საცოდავნი კი არა, სინამდვილეში გარკვეულწილად სასაცილონიც კი არიან. მას შემდეგ, რაც ღმერთმა ამდენი რამ თქვა, თუ კვლავ ვერ წვდებიან ჭეშმარიტებას, მაშინ საუბარიც ზედმეტია; როგორ შეიძლება არ ესმოდეთ ადამიანური ენა? როგორ შეიძლება არ ესმოდეთ ასეთი მარტივი პრინციპი? თუ არ იყენებ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში, ვერ შეძლებ ხასიათის ცვლილების მიღწევას ან ხსნის მოპოვებას; და მაშინაც კი, თუ ღმერთმა დაპირება მოგცა, ვერ შეძლებ მის მიღწევას. ნებისმიერი დაპირება, რომელსაც ღმერთი აძლევს ადამიანს, პირობითია; არ აძლევს დაპირებებს ადამიანებს უმიზეზოდ ან უპირობოდ. ღმერთს აქვს თავისი მოთხოვნები ადამიანის მიმართ და ეს მოთხოვნები არასოდეს იცვლება. ღმერთი არ დაარღვევს ჭეშმარიტებას, არც თავის განზრახვებს შეცვლის. ეს საკითხი რომ გესმოდეს, კვლავ ჯიუტად ჩაებღაუჭებოდი შენს სურვილებსა და ამბიციებს? მხოლოდ იდიოტები და ირაციონალური ადამიანები ჩაებღაუჭებოდნენ ჯიუტად ამ ყველაფერს. მათ, ვისაც აქვთ საღი აზრი და ნორმალური ადამიანობა, უარი უნდა თქვან ამ ყველაფერზე და ისწრაფვოდნენ იმისკენ, რისკენაც უნდა ისწრაფვოდნენ, რასაც უნდა მიაღწიონ და რაშიც უნდა შევიდნენ — პირველ რიგში უნდა დააკმაყოფილონ ღვთის მოთხოვნები. მეორე, კიდევ რა უნდა ესმოდეთ კეთილგონიერ ადამიანებს? ბიბლიაში არის წინასწარმეტყველებები, რომელთა მიხედვითაც ჩვენ ღმერთთან ერთად მეფეებად ვიმეფებთ უკუნითი უკუნისამდე და ღვთის ამჟამინდელ საქმეში, ის ასევე ახსენებს ღვთის პიროვნებას, პირმშოს, ღვთის ძეებს, ღვთის ხალხს და ა.შ., რითაც ადამიანთათვის სხვადასხვა საფეხურსა და წოდებას განსაზღვრავს. რადგან ღმერთი დაჰპირდა ადამიანს ამ ყოველივეს, რატომ არ ძალუძთ ადამიანებს მათი ძიება? მაშ, როგორი უნდა იყოს სწორი გაგება და სწორი მიდგომა? თუ ვინმე მეფობას და ღვთის მიერ მიცემულ დაპირებებს მიიჩნევს მიზნებად, რომელთაკენაც უნდა ისწრაფოდეს, არის თუ არა ეს სწორი გზა? რა თქმა უნდა, არ არის; ეს არ არის დადებითი, მასში მეტისმეტად ბევრი ადამიანური ნება-სურვილია და ეს გზა ეწინააღმდეგბა ჭეშმარიტებას. ზოგი ამბობს: „რადგან შენ მოგვეცი ეს დაპირება, რატომ არ გვაძლევ ნებას, მივაღწიოთ მას? რადგან შენ თქვი ეს ყოველივე და საჯაროდ განუცხადე მთელ კაცობრიობას, რატომ არ გვაძლევ ნებას, ვისწრაფოდეთ ამისკენ?“ ეს ეხება ჭეშმარიტებას; არავის არასოდეს ესმოდა ეს თავიდანვე დღემდე. ჭეშმარიტების რომელ ასპექტს ეხება ეს? ასე უნდა შეხედო ამას: ღმერთმა დაპირება მისცა ადამიანს და ღვთისგან ადამიანმა გააცნობიერა მეფობის იდეა ისევე, როგორც სხვადასხვა წოდება, როგორიცაა ღვთის პიროვნება, „პირმშო ძენი“, „ღვთის ძენი“ და ა.შ. თუმცა, ეს მხოლოდ წოდებებია. რაც შეეხება იმას, თუ რომელი წოდება რომელ ადამიანებს ეხება, დამოკიდებულია პიროვნების მიერ ძიებასა და შესრულებაზე. რა წოდებასაც მოგანიჭებს შემოქმედი, სწორედ ის ხარ. თუ არ გაძლევს წოდებას, მაშინ არაფერი ხარ; ეს მხოლოდ დაპირებაა ღვთისგან და არა ის, რისი უფლებაც ადამიანებს აქვთ ან რასაც იმსახურებენ. რა თქმა უნდა, ეს დაპირება არის მიზანი, რომელიც ადამიანებს სურთ, მაგრამ ეს მიზანი არ არის ის გზა, რომლითაც ადამიანებმა უნდა იარონ; მას არავითარი კავშირი არ აქვს იმ გზასთან, რომლითაც ადამიანები დადიან. ვის აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილებები ამ საკითხზე? (ღმერთს.) სწორია, ადამიანებს ეს უნდა ესმოდეთ. თუ ღმერთი ამბობს, რომ რაღაცას გაძლევს, მაშინ რაღაც გაქვს; თუ ამბობს, რომ გართმევს, მაშინ არაფერი გაქვს, არაფერი ხარ. თუ ამბობ: „მე ამისკენ ვისწრაფვი მაშინაც კი, თუ ღმერთი არ მომცემს მას, და თუ ღმერთი მომცემს, მაშინ მას ბუნებრივად მივიღებ“, მაშინ ეს არასწორია. რატომ არის არასწორი? ეს არღვევს მთავარ ტაბუს. არ აღიარებ იმ ფაქტს, რომ ღმერთი ყოველთვის ღმერთი იქნება და ადამიანი ყოველთვის ადამიანი იქნება — აი, რატომ არის ეს არასწორი. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „ეს ბიბლიაშია ნაწინასწარმეტყველები. ბევრ ადგილას ბიბლია ამბობს, რომ ჩვენ ვიმეფებთ ღმერთთან ერთად მთელი მარადისობის განმავლობაში. რატომ შეუძლია ღმერთს ამის თქმა და ჩვენ არ შეგვიძლია ამისკენ სწრაფვა?“ არის თუ არა ეს ის გონიერება, რომელიც ქმნილებას უნდა გააჩნდეს? შენ აღიქვამ ღვთის აღთქმას ადამიანების გამეფების შესახებ, როგორც კარგ რამეს და ისწრაფვი მისკენ, მაგრამ ღმერთმა მსახურების შემსრულებლებზეც ილაპარაკა — ისწრაფვი თუ არა იმისკენ, რომ იყო მსახურების შემსრულებელი, რომელიც სტანდარტის შესაბამისია? ღმერთი ასევე მოითხოვს ადამიანებისგან თავიანთი მოვალეობის შესრულებას — მოითხოვ თუ არა საკუთარი თავისგან შენი მოვალეობის კარგად შესრულებას? ღმერთი ასევე მოითხოვს, რომ ადამიანები მოიქცნენ როგორც ქმნილებები, და რას აკეთებ შენ? მიიჩნევ თუ არა ქმნილების სტანდარტის შესაბამისად ყოფნას შენს მიზნად და ისწრაფვი თუ არა მისკენ? ღვთის ნათქვამი, რომ ადამიანები იმეფებენ, არის დაპირება, რომელიც მან ადამიანს მისცა და ამ დაპირებას აქვს წინაპირობა და კონტექსტი: უნდა იყო კარგი ქმნილება, კარგად შეასრულო ქმნილების მოვალეობა, მოიშორო მსახურების შემსრულებლის როლი, მიაღწიო ღვთისადმი დამორჩილებას და შემოქმედის შიშს. ღმერთმა თქვა, რომ როდესაც ამ ყველაფერს მიაღწევთ, მაშინ შეძლებთ ღმერთთან ერთად მეფობას სამუდამოდ — ეს არის ის კონტექსტი, რომელშიც ეს სიტყვები ითქვა. ადამიანებს აკლიათ გონიერება. როგორც კი ამას ისმენენ, ფიქრობენ: „მშვენიერია, რომ შეგვიძლია ღმერთთან ერთად მეფობა! როდის მოხდება ეს? როგორ ვიმეფებთ? როგორ ვიქნებით ღვთის თანასწორნი? ვისი მეფეები ვიქნებით? ვისზე ვიმეფებთ? როგორ ვიმეფებთ? როგორ ვიქნებით მეფეები?“ განა ადამიანებს არ აკლიათ გონიერება? მიუხედავად იმისა, რომ ეს არის აღთქმა, რომელიც ღმერთმა ადამიანს მისცა, ის, რაც ადამიანის გასაგონად ითქვა, რათა ადამიანებს სცოდნოდათ ამ საოცარი რამის არსებობა — საკუთარი თავი უნდა შეაფასო — ვინ ხარ შენ? ღმერთს აქვს ეს ჩანაფიქრი და სურს, ადამიანს მისცეს ნება, იცხოვროს ამგვარად მასთან ერთად, მაგრამ გაქვს თუ არა უფლება, ამას მიაღწიო? რატომ არ ეკითხები ღმერთს: „სანამ ამ აღთქმას მივაღწევთ, რა მოთხოვნები გაქვს ჩვენ მიმართ? არის რამე, რაც გჭირდება, რომ გავაკეთოთ? რას უნდა მივაღწიოთ პირველ რიგში, სანამ ამ დაპირებას მივიღებთ?“ არ კითხულობ ამას, უბრალოდ ითხოვ მას. განა ეს არ არის გონიერების ნაკლებობა? ადამიანს აკლია ამგვარი გონიერება. როდესაც ადამიანები ხედავენ რაღაც სასარგებლოს, ხელებს იწვდიან და მის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ადამიანები ყაღაღებივით არიან; თუ არ აძლევ მათ იმას, რაც სურთ, ბრაზდებიან, მტრულად განეწყობიან და ყვირილსა და ლანძღვას იწყებენ. განა ასეთები არ არიან ადამიანები? ეს არის კაცობრიობის სიმდაბლე.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანს აკლია გონიერება, არის ის, რომ ადამიანებს კვლავ არ ესმით ჭეშმარიტება; ამას არავითარი კავშირი არ აქვს მათ გახრწნილ ხასიათთან. მაგრამ როდესაც არ აძლევენ იმას, რაც სურთ, ბრაზდებიან, ყვირიან, ილანძღებიან, სძულთ და შურს იძიებენ — რა არის ეს? ეს არის სატანის დემონური სახის გამოვლენა; ეს არის მათი სატანური გახრწნილი ხასიათი. ამიტომ, რაც შეეხება იმ დაპირებას, რომელიც ღმერთმა კაცობრიობას მისცა, ის, რასაც თითოეული ადამიანი ავლენს ღვთის წინაშე, არ აკმაყოფილებს ღმერთს. ადამიანები მაშინვე იწვდიან ხელებს, რაღაც სურთ საკუთარი მდგომარეობის გაუცნობიერებლად, დაუყოვნებლივ ითხოვენ და თუ ვერ იღებენ იმას, რაც სურთ, იწყებენ ფიქრს, თუ რა შეუძლიათ გამოიყენონ მის სანაცვლოდ. ტოვებენ თავიანთ ოჯახებსა და კარიერას, იტანჯებიან და იღებენ მსხვერპლს, დარბიან და იხარჯებიან, ქადაგებენ სახარებას და იძენენ მეტ ადამიანს, მეტ საქმეს ასრულებენ და იყენებენ ამ ყველაფერს იმის სანაცვლოდ, რაც სურთ. თუ არ ძალუძთ ამ ყოველივერ გაცვლა იმაზე, რაც სურთ, განრისხდებიან, სიძულვილი ავსებს მათ გულებს და ზიზღით განეწყობიან ყველაფრის მიმართ, რაც ღვთის რწმენას უკავშირდება. თუ გრძნობენ, რომ შეუძლიათ ამ ყოველივეს გაცვლა იმაზე, რაც სურთ, მაშინ ყოველდღე ნატრობენ, რომ ღვთის საქმე მალე დასრულდეს, რომ ღმერთმა სწრაფად გაანადგუროს სატანა, სწრაფად დაასრულოს კაცობრიობა, სწრაფად მოავლინოს კატასტროფები; წინააღმდეგ შემთხვევაში გრძნობენ, რომ ვეღარ გაძლებენ. რას ავლენს თითოეული ადამიანი ჭეშმარიტების წინაშე? ისინი ავლენენ ისეთ ხასიათს, როგორიცაა ჭეშმარიტების მიმართ ზიზღი და სისასტიკე. რომ შევხედოთ, ადამიანების ამპარტავნება, მზაკვრობა და ზოგჯერ შეუვალობა შეიძლება ჩაითვალოს მსუბუქად და არც ისე მძიმედ ადამიანთა ყველა გახრწნილ ხასიათს შორის. კაცობრიობის გარწნილ თვისებათაგან ყველაზე მრავალრიცხოვანი, მწვავე და ღრმა არის ბოროტება, ჭეშმარიტების სიძულვილი და მზაკვრობა — სწორედ ესენია ადამიანის გახრწნილი ხასიათის სასიკვდილო ელემენტები. რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ეხება ანტიქრისტეებს, ეს ხასიათი კიდევ უფრო მძიმეა; როდესაც მას ავლენენ, სერიოზულად არ აღიქვამენ, არ იკვლევენ, ღვთის წინაშე არანაირ ვალდებულებას არ გრძნობენ, მით უმეტეს იმას, რომ რაიმე პრობლემა აქვთ; არ იღებენ ჭეშმარიტებას, არ იცნობენ საკუთარ თავს და კიდევ უფრო ნაკლებად არის შესაძლებელი მათთვის მონანიება. ამიტომ, მიუხედავად ვითარებისა, გარემოსი თუ კონტექსტისა, მეფობას — ყველაზე ამაღლებულ და საუკეთესო დაპირებას, რომელიც ღმერთმა წარმოთქვა — მიიჩნევენ თავიანთ მიზნად, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდნენ. როგორც არ უნდა გქონდეს მათთან თანაზიარება ჭეშმარიტებაზე, არ იტყვიან უარს ამ სწრაფვაზე, არამედ დაჟინებით მოითხოვენ თავიანთი გზით სიარულს, რაც განაპირობებს იმას, რომ ისინი ვერ გადარჩებიან. ეს ადამიანები მეტისმეტად საშინელნი არიან! იქიდან, რასაც ეს ადამიანები ავლენენ, შეგიძლიათ დაინახოთ, კონკრეტულად როგორია სატანის ხასიათი და ნამდვილი სახე. ამდენი ჭეშმარიტება იქნა გაზიარებული, და მათ, ვისაც აქვს გონიერება, ვისაც შეუძლია ჭეშმარიტების მიღება და აქვს მორჩილებისა და დამორჩილების სურვილი, სინამდვილეში ზუსტად ესმით, რა არის ღვთის განზრახვა. ისინი აღარ ისწრაფვიან ჯიუტად სტატუსის, პერსპექტივებისა და ბედისწერისკენ, არამედ მზად არიან მოინანიონ ღვთის ამ სიტყვების მხილების ქვეშ, მზად არიან უარი თქვან კურთხევის სურვილზე, ეძიონ ჭეშმარიტება, ეძიონ ღვთისადმი დამორჩილება და ღვთის დაკმაყოფილება და იბრძოლონ ხსნის მისაღწევად. თუ შევხედავთ ადამიანთა უმეტესობის შინაგან სურვილებს, მიზნები, რომელთაკენაც ისწრაფვიან, ძირეულად შეიცვალა; სურთ, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა სტანდარტის შესაბამისად, იყვნენ ჭეშმარიტი ქმნილებები და მიაღწიონ ხსნას. არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას კურთხევის მისაღებად, არც დაუდევრად არიან ღვთის სახლში მხოლოდ კურთხევის მიღების მიზნით. გარდა ანტიქრისტეებისა, რომლებსაც ყოველთვის სურთ მეფობა, ადამიანთა უმეტესობას სურს ჭეშმარიტების ძიება. მხოლოდ ანტიქრისტეები მიიჩნევენ პერსპექტივების, კურთხევებისა და მეფობისკენ სწრაფვას მიზნებად და იმ ნაყოფად, რომელიც საბოლოოდ უნდა მიიღონ ღვთისადმი რწმენაში. არ იტყვიან უარს ამ ყველაფერზე და არ შეცვლიან კურსს, რაც არ უნდა უთხრა — განა დიდ შარში არ არიან? მშვენივრად იციან, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა, უბრალოდ არ იღებენ მას, ამიტომ არაფერია ისეთი, რაც მათ შეცვლის; მხოლოდ მათი გამორიცხვა და დასჯაა შესაძლებელი. ეს არის ანტიქრისტეების ღვთისადმი რწმენის საბოლოო შედეგი.
ნათლად მქონდა თუ არა ახლა თანაზიარება იმ ადამიანთა შესახებ, რომლებიც მეფობას ესწრაფვიან? მიხვედით თუ არა ახალ გაგებამდე? არის თუ არა მეფობის ძიების ეს გზა სწორი? (არა.) მაშინ როგორ უნდა მიუდგნენ ადამიანები ამ საკითხს? ამ საკითხთან მიმართებაში რომელი ჭეშმარიტება უნდა იქნას გაგებული ადამიანის არსის შესაცნობად? ღმერთზეა დამოკიდებული იმის განსჯა, თუ რა არის სინამდვილეში ადამიანის არსი და ქცევა. რას ეფუძნება ღმერთი ამ ყველაფრის განსჯისას? ის ეფუძნება ჭეშმარიტებას. ამიტომ, ადამიანის შედეგი ან დანიშნულების ადგილი არ განისაზღვრება მისი საკუთარი ნებით, არც მისი პრეფერენციებით ან წარმოდგენებით. საბოლოო გადაწყვეტილებას შემოქმედი, ღმერთი იღებს. როგორ უნდა ითანამშრომლონ ადამიანებმა ამ საკითხთან მიმართებში? ადამიანებს მხოლოდ ერთი გზა აქვთ, რომლის არჩევაც შეუძლიათ: მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეძიებენ ჭეშმარიტებას, გაიგებენ ჭეშმარიტებას, დაემორჩილებიან ღვთის სიტყვებს, მიაღწევენ ღვთისადმი დამორჩილებას და მიაღწევენ ხსნას, საბოლოოდ ექნებათ კარგი დასასრული და კარგი ბედისწერა. რთული არ არის ადამიანთა პერსპექტივებისა და ბედისწერის წარმოდგენა, თუ ისინი საპირისპიროს გააკეთებენ. და ამიტომ ამ საკითხთან მიმართებაში ნუ უყურებ იმას, თუ რას დაჰპირდა ღმერთი ადამიანს, რას ამბობს ღმერთი კაცობრიობის გამოსავალზე, რა მოამზადა ღმერთმა კაცობრიობისთვის. ამას არავითარი კავშირი არ აქვს შენთან, ეს ღვთის საქმეა, მათი მოპოვება შეუძლებელია წართმევით, თხოვნით ან გაცვლით. როგორც ქმნილებამ, რა უნდა გააკეთო? უნდა შეასრულო შენი მოვალეობა, აკეთო ის, რაც უნდა აკეთო მთელი შენი გულით, გონებითა და ძალით. დანარჩენი — პერსპექტივებთან და ბედისწერასთან და კაცობრიობის მომავალ დანიშნულების ადგილთან დაკავშირებული საკითხები — ეს არ არის ის, რისი გადაწყვეტაც შენ ძალგიძს, ისინი ღვთის ხელშია; ეს ყოველივე შემოქმედის ხელმწიფების ქვეშაა, ეს მის მიერ არის მოწყობილი და არავითარი კავშირი არ აქვს არცერთ ქმნილებასთან. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „რატომ გვეუბნები ამას, თუ მას არავითარი კავშირი არ აქვს ჩვენთან?“ თუმცა მას არავითარი კავშირი არ აქვს თქვენთან, აქვს ღმერთთან. მხოლოდ ღმერთმა იცის ეს ყოვლივე, მხოლოდ მას აქვს უფლება მათზე ისაუბროს და მხოლოდ ღმერთს აქვს უფლება დაჰპირდეს ამ ყოველივეს კაცობრიობას. და თუ ღმერთმა იცის ისინი, განა ღმერთმა არ უნდა ისაუბროს მათზე? შეცდომაა, კვლავინდებურად ეძიებდე შენს პერსპექტივებსა და ბედისწერას, როდესაც არც კი იცი, რა არის ისინი. ღმერთს არ უთხოვია შენთვის ამის ძიება, ის უბრალოდ გაგებინებდა; თუ შეცდომით გჯერა, რომ ეს იყო ღმერთი, რომელიც გეუბნებოდა, რომ ეს შენი ძიების მიზნად გექცია, მაშინ სრულიად მოკლებული ხარ გონიერებას, და არ გაგაჩნია ნორმალური ადამიანობის გონება. საკმარისია იცოდე ყველაფერი, რასაც ღმერთი გპირდება. უნდა აღიარო ერთი ფაქტი: როგორი დაპირებაც არ უნდა იყოს ის, კარგი თუ ჩვეულებრივი, რაღაც, რაც ადამიანებს მოსწონთ თუ რაღაც, რითაც დიდად არ არიან დაინტერესებულნი, ეს ყოველივე შემოქმედის ხელმწიფებას, განგებულებასა და გადაწყვეტილებას ექვემდებარება. ქმნილების მოვალეობა და ვალდებულება არის მხოლოდ მიყოლა და ძიებაში ჩართვა შემოქმედის მიერ მითითებული სწორი მიმართულებითა და გზით. ხოლო ის, თუ რას მოიპოვებ საბოლოოდ და ღვთის რომელი აღთქმის წილი გხვდება, ეს ყოველივე ეფუძნება შენს ძიებას, იმ გზას, რომელსაც მიჰყვები და შემოქმედის ხელმწიფებას. ნათელია თუ არა ახლა ეს სიტყვები შენთვის? (დიახ.) და დაგეხმარება თუ არა ეს სიტყვები შენი ამბიციებისა და სურვილების დაკმაყოფილებაში თუ იმაში, რომ ცხოვრებაში სწორი გზას გაჰყვე ჭეშმარიტების ძიებისას? (ისინი დაგვეხმარება ჭეშმარიტების ძიებასა და ცხოვრებაში სწორი გზის მიყოლაში.) ისინი, ვისაც აქვს ნორმალური ადამიანობა და გონიერება, ვისაც უყვარს დადებითი რამ და ჭეშმარიტება, არა მხოლოდ არ არიან იმედგაცრუებულნი, როდესაც ისმენენ ამ სიტყვებს, არამედ შეუძლიათ იყვნენ მტკიცენი თავიანთ რწმენაში, რათა ეძიონ ჭეშმარიტება და მიიღონ ღვთის ხსნა; თუმცა, მათ, ვინც მოკლებულია კეთილგონიერებას, იმ არანორმალურ ადამიანებს, რომლებიც ჯიუტად ესწრაფვიან კურთხევის მიღებას, თავიანთი ხორციელი ინტერესებისა და ამბიციებისა და სურვილების დაკმაყოფილებას, შეიძლება დაკარგონ ენთუზიაზმი ამ სიტყვების მოსმენისას და ინტერესი ღვთის რწმენის მიმართ. რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც არ იციან, როგორ სწამდეთ, როდესაც ამ სიტყვებს ისმენენ. განა ასე მნიშვნელოვანი არ არის ადამიანებისთვის ჭეშმარიტების გაგება? განა ჭეშმარიტებას უკეთ არ შეუძლია ადამიანების წარმართვა, რათა მიჰყვნენ სწორ გზას და დააკმაყოფილონ ღმერთი? (დიახ.) მხოლოდ ჭეშმარიტების მეშვეობით შეუძლია ადამიანს, მიაღწიოს ხსნას; თუ არ გესმის ჭეშმარიტება, მაშინ ხსნისკენ მიმავალ გზაზე ხშირად შეცდები, დაუშვებ შეცდომებს და განიცდი დანაკარგებს; როდესაც მიაღწევ შენი რწმენის გზის ბოლოს, არ გექნება არავითარი ჭეშმარიტება-რეალობა და გახდები მსახურების შემსრულებელი თავიდან ბოლომდე. თუ თამაშობ მსახურების შემსრულებლის როლს ღვთისადმი რწმენის მრავალი წლის განმავლობაში და ვერ ახერხებ საბოლოოდ გახდე ქმნილება, რომელიც სტანდარტის შესაბამისია, მაშინ ეს ტრაგედიაა.
9 მაისი, 2020 წ.