პუნქტი მეათე: ისინი აბუჩად იგდებენ ჭეშმარიტებას, ურცხვად ფეხქვეშ თელავენ პრინციპებს და უგულებელყოფენ ღვთის სახლის სამუშაოს ორგანიზებებს (ნაწილი პირველი)
სანამ დღევანდელ შეკრებას დავიწყებდეთ, ერთ საუბარს მოვისმენთ. ორი ადამიანი საუბრობს. პირველი ამბობს: „მე რომ გავესხალი, ძმებსა და დებს მოვალეობების შესრულება აღარ მოუნდებოდათ“. მეორე ეუბნება: „მოვალეობების შესრულება აღარ მოუნდებოდათ? დიდი ამბავი. მე რომ გავეთავისუფლებინე, ძმები და დები ნეგატიურები და სუსტები გახდებოდნენ“. პირველი, როცა დაინახა, რომ აჯობეს, ამბობს: „მე რომ რწმენა შემეწყვიტა, ჩემ გარშემო მყოფი ყველა ძმა და და უკლებლივ მე გამომყვებოდა“. ამის გაგონებაზე მეორე ეუბნება: „მაშინ, შენ ჩემზე ძლიერი გავლენა გქონია. თუმცა, მე რომ მოვეცილებინე, ჩვენს ეკლესიაში ბევრი ადამიანი შეწყვეტდა რწმენას. რას ფიქრობ ამაზე? შენზე ძლიერი გავლენა მაქვს, არა?“ გესმით, რაზე საუბრობენ ისინი ამ დიალოგში? რაში ეჯიბრება ეს ორი ერთმანეთს? (ისინი ეჯიბრებიან იმაში, თუ ვის უფრო მეტად შეუძლია ხალხის გადმობირება, ვის უფრო მეტად შეუძლია დამოუკიდებელი სამეფოს შექმნა; ისინი არკვევენ, რომელი მათგანია მეორეზე ოდნავ უფრო ცბიერი.) ისინი ეჯიბრებიან იმაში, თუ ვინ უფრო ცბიერია, ვინ უფრო უნარიანია, ვის უფრო დიდი შესაძლებლობები აქვს და რომელმა მათგანმა გადაიბირა მეტი ადამიანი. ეჯიბრებიან ისინი იმაში, თუ რომელ მათგანს აქვს მეტი ჭეშმარიტება-რეალობა? რომელ მათგანს აქვს მეტი ადამიანობა? რომელს უფრო მეტად ესმის ჭეშმარიტება? (არა. ისინი ეჯიბრებიან იმაში, თუ რომელ მათგანს გამოესარჩლებოდა მეტი ადამიანი, თუკი მათ გაათავისუფლებდნენ ან მოიცილებდნენ.) რა სახის უნარია ეს, რაშიც ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან? ისინი ეჯიბრებიან იმაში, თუ ვის აქვს ხალხის გაკონტროლების, მახეში გაბმისა და შეცდომაში შეყვანის უფრო დიდი უნარი. გამოიცანით: რა ტიპის ადამიანები არიან ეს ორი? (ორივე ანტიქრისტეა.) ვინ არიან ისინი? განა ორივე ბოროტმოქმედი, ტირანი არ არის? (დიახ.) ნათლად ჩანს, რომ ისინი ბოროტი ადამიანები არიან — ისინი ურცხვად ეჯიბრებიან იმაში, თუ რომელ მათგანს აქვს ბოროტების ჩადენის უფრო დიდი უნარი, ვის უფრო მეტად შეუძლია ხალხის შეცდომაში შეყვანა და გაკონტროლება, ვის უფრო მეტად შეუძლია ხალხის გადაბირება, ვის უკეთ შეუძლია ღმერთს შეეჯიბროს მისი რჩეული ხალხის მოსაპოვებლად. რომელი მათგანიც შეძლებს მეტი ადამიანის გაკონტროლებას, მისი უნარიც უფრო დიდია. სწორედ ამაში ეჯიბრებიან ისინი. მითხარით, არსებობენ ანტიქრისტეები, რომლებიც ასე ეჯიბრებიან ერთმანეთს? (დიახ.) საჯაროდ აკეთებენ ამას, თუ ფარულად ეჯიბრებიან ერთმანეთს? (ფარულად.) მაშ, არსებობს ამ ამბავში მოყვანილი ორი ადამიანის საუბრის შინაარსი? რეალურია ეს? (დიახ, არსებობს და რეალურია.) იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ფარულად ეჯიბრებიან ერთმანეთს, იტყოდნენ კი ამას აშკარად? ანტიქრისტეთა უდიდესი ნაწილი მზაკვარი და ბოროტია; ისინი ამას საჯაროდ ან პირდაპირ არ იტყოდნენ, რათა ხალხს მათ წინააღმდეგ იარაღი არ მისცენ. მაგრამ ფარულად სწორედ ასე ფიქრობენ და სინამდვილეში, სწორედ ასე იქცევიან. როგორც არ უნდა ეცადონ რაღაცების მიჩქმალვას, დამალვასა და შენიღბვას, მათი ანტიქრისტეს ბუნება და ბოროტგანზრახული ბუნება ვერ დაიმალება. ეს ყველაფერი აუცილებლად გამოაშკარავდება. შესაძლოა, ხმამაღლა არაფერი თქვან და სხვებისთვის მოსასმენად აშკარა არაფერი იყოს, მაგრამ ისინი მოქმედებენ ყოველგვარი შენიღბვისა თუ ორაზროვნების, დამალვისა თუ გასაიდუმლოების გარეშე. ისინი არც ხალხის ზურგს უკან მოქმედებენ და მით უმეტეს, არავითარ დათმობაზე არ მიდიან. მათ ქცევებსა და ქმედებებში, რომლებიც მიმართულია ხალხის მახეში გაბმის, შეცდომაში შეყვანის, გაკონტროლებისა და დამოუკიდებელი სამეფოს შექმნისკენ, არავითარი ორაზროვნება ან დაუდევრობა არ შეინიშნება. ისინი აშკარად ეწინააღმდეგებიან ღმერთს და აშკარად აბამენ ხალხს მახეში და შეჰყავთ შეცდომაში. ისინი იმედოვნებენ, რომ თუკი მათ გასხლავენ, ბევრი ძმა და და გამოესარჩლება მათ, რომ ისინი წინააღმდეგობას გაუწევენ ღმერთსა და მის სახლს, რომ ნეგატიურები გახდებიან, მოდუნდებიან და თავიანთ მოვალეობებს აღარ შეასრულებენ. ეს მათ გაახარებდა და მათ სურვილს შეასრულებდა. თუ მათ გაათავისუფლებენ, ისინი სასოწარკვეთით ნატრობენ, რომ ბევრი ადამიანი გახდეს ნეგატიური, ხმა ამოიღოს მათ დასაცავად, გამოესარჩლოს მათ და კულისებს მიღმა მათი სახელით ახსნა-განმარტებები და არგუმენტები მოიყვანოს. ისინი სასოწარკვეთით ნატრობენ, რომ ხალხმა ჩამოთვალოს მათი დამსახურებები, დაიცვას მათი სიმართლე და განსაჯოს და დაგმოს კიდეც ღვთის სახლის სამუშაო ორგანიზებები, რომ ხალხი გულში ფარულად დაუპირისპირდეს ღმერთს და მათ უარყონ მისი სამართლიანობა და უარყონ, რომ ყველაფერი, რასაც ის ამბობს და აკეთებს, ჭეშმარიტებაა, რომ ეს ყველაფერი დადებითი რამ არის. და თუ ისინი რწმენას შეწყვეტენ, სასოწარკვეთით ნატრობენ, რომ ყველამ მიბაძოს მათ ურწმუნოებაში, რომ ყველა წავიდეს მათთან ერთად და გახდეს მათი მიმდევარი; ისინი სასოწარკვეთით ნატრობენ, რომ ყველამ უარყოს, რომ ღმერთი ჭეშმარიტებაა და ირწმუნოს, რომ ჭეშმარიტება მათ აქვთ, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებენ, სწორია და რომ მათ შეუძლიათ ადამიანების შეცვლა და გადარჩენა. თუ მათ ბოროტი საქმეების ჩადენისთვის ეკლესიიდან მოიცილებენ ან გარიცხავენ, ისინი სასოწარკვეთით ინატრებენ, რომ ბევრმა ადამიანმა უარყოს ღვთის არსებობა და ბევრი ადამიანი დაუბრუნდეს წუთისოფელს, სადაც ისინი ურწმუნოები გახდებიან. ეს მათ გაახარებდა. ეს აღადგენდა წონასწორობას მათ გულში და შვებას მოჰგვრიდა მათ. სატანური ხასიათის ეს გამოვლინებები, ეს ქცევები, ეს არსი და ეს რთული, დეტალური იდეები და ფიქრებიც კი — ვის წარმოადგენს? არიან ეს ადამიანები ჭეშმარიტი ძმები და დები? აქვთ მათ ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენა? ჭეშმარიტად ემორჩილებიან ისინი ღმერთს? აქვთ მათ ღვთისმოშიშების ნატამალი მაინც? (არა.) აქედან ნათლად ჩანს, რომ ანტიქრისტეები თავისი არსით ღვთისადმი მტრულად არიან განწყობილნი და ისინი ღვთის მტრები არიან. ზუსტია ეს განცხადება? არის ეს ჭეშმარიტება? (ზუსტია და ეს ჭეშმარიტებაა.) ეს ასი პროცენტით ასეა. ეს განცხადება ჭეშმარიტებაა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე , რადგან ეს ფაქტია, სამუდამოდ უცვლელი ფაქტი. სწორედ ასე ფიქრობენ ანტიქრისტეები და სწორედ ამას აკეთებენ. მათ ყველა ქმედებასა და საქმეს მათი პირადი ამბიციები და სურვილები მართავს და მათ ანტიქრისტეთა ბუნება მართავს და აქეზებს. მაშ, შესაძლებელია თუ არა ანტიქრისტეთა მსგავსი ადამიანების გადარჩენა? (არა.) ისინი ყოველ ნაბიჯზე მტრულად არიან განწყობილნი ღვთის მიმართ, ყოველ ნაბიჯზე მტრულად არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ. ვინც, მათი აზრით, ზიანს აყენებს მათ ინტერესებს, ვინც ლახავს მათ რეპუტაციას, ართმევს მათ სურვილებსა და ამბიციებს, კურთხევის იმედს, ისინი წინ აღუდგებიან მათ და მათი მტრები გახდებიან — მიუხედავად იმისა, სხვების საქციელი სწორი იყო თუ არასწორი. ასეთია ანტიქრისტეთა ბუნება. სწორედ ამიტომ, რაოდენ არასწორი და ბოროტი საქმეებიც არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი ანტიქრისტეთა მსგავს ადამიანებს ან რაოდენაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მათი ქმედებები პრინციპებსა და ღვთის სახლის სამუშაოს ორგანიზებებს, ისინი სხვებს არ მისცემენ მათი გასხვლის, მხილებისა და მათთან სათანადო მოქცევის უფლებას. როგორც კი ეს ყველაფერი მათ დაატყდებათ თავს, ისინი არა მხოლოდ არ დაემორჩილებიან და არ მიიღებენ ამას, ან არ აღიარებენ, რომ ის, რაც მათ ჩაიდინეს ბოროტი საქმე იყო — არა, ისინი ყალბ საპასუხო ბრალდებებს შეთითხნიან და ნებისმიერი გზით შეეცდებიან თავიანთი კარგი სახელის აღდგენას. მათ ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალებით შეეცდებიან თავიანთი ცოდვები და შეცდომები სხვას გადააბრალონ და თავად არავითარი პასუხისმგებლობა არ აიღონ. და ამის გარდა, მათი უდიდესი სურვილია, რომ ხალხი მოტყუვდეს და შეცდომაში შევიდეს, რათა მათ ბოროტ საქმეებს გამართლება მოუძებნოს და მათ დასაცავად იკამათოს, და რომ მეტი ადამიანი გამოვიდეს და მათ სასარგებლოდ ისაუბროს. სწორედ ამის ხილვა სურთ მათ ყველაზე მეტად.
ჩვენს ამბავს აქ დავასრულებთ. თქვენ სწორად გამოიცანით: ის ორი ნამდვილად ანტიქრისტეა. მხოლოდ ანტიქრისტეებს შეუძლიათ ასეთი საუბარი, ასეთი რაღაცების ხმამაღლა თქმა და ასეთი რაღაცების ნატვრა. ნორმალურ, გახრწნილ ადამიანებს დროდადრო შეიძლება გაუჩნდეთ რამდენიმე მსგავსი აზრი, მაგრამ, როდესაც მათ მართლაც რაღაც შეემთხვევათ, ისინი კვლავ ღვთის წინაშე ბრუნდებიან საძიებლად და სალოცავად. ნელ-ნელა ისინი მორჩილებამდე მიდიან. ყველა, ვინც ჭეშმარიტი მორწმუნეა, ვისაც სინდისი და გონება აქვს, გასხვლის ან გათავისუფლებისას ღვთისმოშიში გულის ნატამალს მაინც გამოავლენს. მათ ექნებათ მორჩილების გარკვეული დამოკიდებულება, მორჩილების სურვილი. მათ არ სურთ ღვთის წინააღმდეგ დგომა და მისდამი მტრულად განწყობა. სწორედ ასე უნდა იქცეოდეს გახრწნილი ხასიათის მქონე ჩვეულებრივი ადამიანი. თუმცა, ანტიქრისტეს ამათგან არაფერი გააჩნია. რამდენი ქადაგებაც არ უნდა მოისმინოს, ის არ თმობს თავის სურვილებს და არ თმობს ისეთ ამბიციებს, როგორიცაა ხალხის გაკონტროლება, მათი გადმობირება და შეცდომაში შეყვანა. უფრო მეტიც, ეს ყველაფერი ოდნავადაც არ შემცირდება; დროის გასვლასა და გარემოებების შეცვლასთან ერთად მისი ამბიციები და სურვილები კიდევ უფრო გაუარესდება და გაიზრდება. ეს არის რადიკალური განსხვავება ანტიქრისტეთა ბუნება-არსებასა და ჩვეულებრივი, გახრწნილი ადამიანების ბუნება-არსებას შორის.
ჩვენ ახლა დავასრულეთ თანაზიარება ანტიქრისტეთა სხვადასხვა გამოვლინების მეცხრე პუნქტზე. ამჯერად, ჩვენ გვექნება თანაზიარება მეათე პუნქტზე: ისინი აბუჩად იგდებენ ჭეშმარიტებას, ურცხვად ფეხქვეშ თელავენ პრინციპებს და უგულებელყოფენ ღვთის სახლის სამუშაოს ორგანიზებებს. ჭეშმარიტების აბუჩად აგდება, პრინციპების ურცხვად ფეხქვეშ გათელვა, ღვთის სახლის სამუშაოს ორგანიზებების უგულებელყოფა — თითოეული მათგანი თავისთავად საკმარისად სერიოზული იქნებოდა და არცერთი მათგანი არ არის ჩვეულებრივი, გახრწნილი ხასიათის გამოვლინება. ნებისმიერ მათგანში შეიძლება დავინახოთ, რომ ანტიქრისტეთა არსი, რომელსაც ისინი მოიცავს, თავისთავად სისასტიკესა და ბოროტებას ატარებს. ეს არის ორი აშკარა და სერიოზული ელემენტი. ამ შემთხვევაში, შეიძლება თუ არა ამპარტავნების, შეუვალობისა და მზაკვრობის გამოყენება ანტიქრისტეთა არსის აღსაწერად? (არა.) ამ აღწერილობებით ანტიქრისტეს არსის სიღრმეში ჩაწვდომა საკმაოდ რთული იქნებოდა. ანტიქრისტეთა არსის შესაჯამებლად მხოლოდ ორი ხასიათის — სისასტიკისა და ბოროტების გამოყენებაა შესაძლებელი.
ჩვენ მათ სათითაოდ განვიხილავთ. ისინი აბუჩად იგდებენ ჭეშმარიტებას — რას ნიშნავს „აბუჩად აგდება“? (რაღაცაზე ზემოდან ყურებას.) (რაღაცის დაკნინებას, აბუჩად აგდებასა და გაუფასურებას.) (იმის ფიქრს, რომ რაღაც ყურადღების ღირსიც არ არის.) სიტყვები, რომლებსაც თქვენ იყენებთ, თითქმის ერთსა და იმავეს ნიშნავს. რაღაცის „აბუჩად აგდება“ ნიშნავს მის უგულებელყოფას, ზემოდან ყურებას, გაუფასურებას, დაკნინებასა და აბუჩად აგდებას. ზოგადად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს რაღაცისადმი წინააღმდეგობის გაწევას, მისდამი ზიზღსა და მის სიძულვილს გულის სიღრმიდან, მის მიუღებლობას და მის დაგმობასაც კი, მტრულ განკითხვასა და ცილისწამებასთან ერთად. როგორ შეედრება ეს ხარისხობრივად იმას, რაც თქვენ თქვით? (ეს უფრო დეტალური და კონკრეტულია.) ეს უფრო კონკრეტული და პრაქტიკულია, ვიდრე ის, რაც თქვენ თქვით. განმარტებების უმეტესობა, რომლებიც თქვენ შემოგვთავაზეთ, „აბუჩად აგდების“ სინონიმები იყო. ის, რაც მე ვთქვი, არის „აბუჩად აგდების“ ქმედებისა და ქცევის არსის შემდგომი დაზუსტება; ეს არის ჭეშმარიტების აბუჩად აგდების ქცევისა და არსის კონკრეტული, დეტალური აღწერა. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ვინმე აბუჩად იგდებს ჭეშმარიტებას, მაშინ იმაში, რასაც აკეთებს, როგორც ეპყრობა ჭეშმარიტებას თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში და იმ დამოკიდებულებაში, რასაც გულით ავლენს იმ საკითხების მიმართ, რომლებიც მოიცავს ჭეშმარიტებასა და დადებით რამეებს, ხალხს შეუძლია დაინახოს, რომ მათი დამოკიდებულება ჭეშმარიტების მიმართ არის ასეთი: მიუღებლობა, წინააღმდეგობა და მის მიმართ ზიზღით განწყობა და მისი განკითხვა, დაგმობა და შეურაცხყოფაც კი. ყოველივე ეს არის კონკრეტული გზები, რომლებითაც „ჭეშმარიტების აბუჩად აგდება“ ვლინდება და მჟღავნდება, იმდენად კონკრეტული, რომ მოიცავს ასეთი ადამიანის ჭეშმარიტებისადმი დამოკიდებულებისა და მიდგომების თითოეულ ასპექტს: მას ეზიზღება ჭეშმარიტება, ღვთის სიტყვები და დადებითი რამეები. ის გულის სიღრმიდან ეწინააღმდეგება მათ და არ იღებს მათ. როდესაც ეტყვი მას, რომ რაღაც ღვთის სიტყვებია, რომ ეს ჭეშმარიტებაა, როგორი იქნება მისი დამოკიდებულება? „ღვთის სიტყვები, ჭეშმარიტება — ვის ადარდებს! თქვენ ყველაფრის ნაცვლად ღმერთის სიტყვებს და ჭეშმარიტებას იყენებთ. ჩვენს, ადამიანების ცხოვრებაში ღმერთის სიტყვების გარდა სხვა არაფერია? ამდენი წიგნი წავიკითხეთ, ამდენი განათლება მივიღეთ — ეს ყველაფერი ტყუილად იყო? ადამიანებს აქვთ ტვინი და გონება; მათ აქვთ პრობლემებზე დამოუკიდებლად ფიქრის უნარი. ყველაფრის ღმერთის სიტყვებსა და ჭეშმარიტებაზე დაფუძნება — განა ეს ცოტა ზედმეტად დოგმატური არ არის?“ როგორი იქნება მისი დამოკიდებულება, როდესაც რაღაც შეემთხვევა და ეტყვი, რომ მან უნდა ილოცოს ღვთის მიმართ, ეძიოს იგი და წაიკითხოს მისი სიტყვები? „ღმერთის სიტყვები წავიკითხოთ? როდესაც რაღაც გვემართება, ეს ჩვენი პრობლემაა. რა კავშირი აქვს ადამიანის პრობლემებს ღმერთთან? რა კავშირი აქვთ მათ ჭეშმარიტებასთან? მართლა ფიქრობ, რომ ღმერთის სიტყვებში ყველაფერია, რომ ისინი ენციკლოპედიაა? ღმერთის სიტყვები აუცილებლად ყველაფერს არ მოიცავს. ადამიანების პრობლემები ადამიანებმა უნდა მოაგვარონ და კონკრეტული პრობლემები კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. და თუ რაღაცას ვერ უმკლავდები, მოძებნე ინტერნეტში ან გაიარე კონსულტაცია ექსპერტთან. ჩვენს ეკლესიაში კოლეჯის პროფესორებიც კი არიან და ბევრი ძმა და და კოლეჯის სტუდენტია. განა ყველანი ერთად ვერ შევედრებით ჭეშმარიტებას?“ როგორც კი ახსენებ ღვთის ძიებასა და ჭეშმარიტების ძიებას, როგორც კი იტყვი, რომ მან უნდა წაიკითხოს ღვთის სიტყვები, ის მაშინვე ზემოდან დაგიწყებს ყურებას. მას არ სურს ამის პრაქტიკაში განხორციელება; ეს მისთვის ზედმეტად დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი იქნებოდა და ფიქრობს, რომ ეს მას არაკომპეტენტურად წარმოაჩენდა. განა ეს არ არის რაღაცის აბუჩად აგდების ერთ-ერთი ფორმა? ეს არის ჭეშმარიტების აბუჩად აგდების რეალური გამოვლინება, რეალური ქცევა. ასეთი ადამიანები უმცირესობაში არ არიან. ისინი შეიძლება ხშირად უსმენდნენ ქადაგებებს, ხელში ეჭიროთ ღვთის სიტყვების ტომები და ასრულებდნენ მოვალეობებს ღვთის სახლში, მაგრამ როდესაც რაღაც შეემთხვევათ და მათ ეტყვიან, რომ ეძიონ ჭეშმარიტება და წაიკითხონ ღვთის სიტყვები, ეს მათთვის სასაცილოა და ზიზღს გრძნობენ ამის მიმართ. მათ არ შეუძლიათ ამის მიღება; ეზიზღებათ კიდეც იგი. სწორედ ამიტომ, როდესაც რაღაც შეემთხვევათ, ისინი მის მოსაგვარებლად ადამიანურ მეთოდებს იყენებენ და აცხადებენ: „კონკრეტული საკითხები კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს და ადამიანების პრობლემები ადამიანებმა უნდა მოაგვარონ. არ არის საჭირო ღმერთის ძიება. არ არის აუცილებელი, რომ ღმერთმა ყველაფერზე იზრუნოს. გარდა ამისა, არის რაღაცები, რისი მოგვარებაც ღმერთს არ შეუძლია. ეს ჩვენი პირადი საქმეებია, რომლებსაც არავითარი საერთო არ აქვს ღმერთთან და არავითარი საერთო არ აქვს ჭეშმარიტებასთან. ღმერთი არ უნდა ჩაერიოს ჩვენს პირად თავისუფლებაში და ის არ უნდა ჩაერიოს ჩვენს პირად საქმეებში. ჩვენ გვაქვს არჩევანის გაკეთების უფლება და გვაქვს უფლება ავირჩიოთ, როგორ ვიცხოვროთ, როგორ წარვმართოთ საკუთარი თავი და როგორ ვისაუბროთ. ჭეშმარიტება და ღმერთის სიტყვები ყველაზე დიდი საჭიროების, კრიტიკული დროისთვის, ყველაზე დიდი აუცილებლობის დროისთვისაა, როდესაც ადამიანს რაღაც ისეთი შეემთხვევა, რასაც ვერ აგვარებს, რის წინააღმდეგაც არავითარი გამოსავალი არ აქვს — სწორედ მაშინ უნდა მოიმარჯვოს ღმერთის სიტყვები და წაიკითხოს ცოტა, შვებისთვის, რათა ცოტაოდენი სულიერი ნუგეში მიიღოს. ეს სრულიად საკმარისია.“ აქედან ჩანს, რომ ანტიქრისტეთა მსგავსი ადამიანების დამოკიდებულება ჭეშმარიტების მიმართ აშკარად ისეთია, რომ არ აღიარებს იმას, რომ ჭეშმარიტება შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლე ან, რომ ღვთის სიტყვები დაკავშირებულია ყველაფერთან, რაც ადამიანებს მათ რეალურ ცხოვრებაში ემართებათ. და, მით უმეტეს, მათ არ სჯერათ იმ ფაქტის, რომ ღმერთს ადამიანის ყოველივე თავის ხელში უპყრია.
ანტიქრისტეები აბუჩად იგდებენ ჭეშმარიტებას; ეს ბევრ რამეს მოიცავს. რას ნიშნავს იმის თქმა, რომ ანტიქრისტეები აბუჩად იგდებენ ჭეშმარიტებას? რა არის ამის მასშტაბი? გასაანალიზებლად ჩვენ მას სამ პუნქტად დავყოფთ. ასე თქვენთვის უფრო ნათელი იქნება. პირველი, ისინი აბუჩად იგდებენ ღვთის ვინაობასა და არსს. განა ღვთის ვინაობა და არსი არ ნიშნავს ჭეშმარიტებას? (დიახ.) შემდეგ, ისინი აბუჩად იგდებენ ხორცს, რომელშიც ღმერთია განკაცებული. განა ხორცი, რომელშიც ღმერთია განკაცებული და საქმე, რომელსაც ის აკეთებს, არ არის ჭეშმარიტება? (დიახ.) რაც რჩება, არის ის, რომ ისინი აბუჩად იგდებენ ღვთის სიტყვებს. პირველი არის ის, რომ ისინი აბუჩად იგდებენ ღვთის ვინაობასა და არსს; მეორე შეიძლება შემოკლდეს და ითქვას, რომ ისინი აბუჩად იგდებენ ქრისტეს; და მესამე არის ის, რომ ისინი აბუჩად იგდებენ ღვთის სიტყვებს. ჩვენ გავაგრძელებთ თითოეული მათგანის ცალ-ცალკე გაანალიზებას.
I. ღვთის ვინაობისა და არსის აბუჩად აგდება
პირველ რიგში, ჩვენ გვექნება თანაზიარება იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ანტიქრისტეებს ღვთის ვინაობისა და არსის მიმართ, რაც დაამტკიცებს, რომ ისინი ამ მხრივ აბუჩად იგდებენ ჭეშმარიტებას. როგორია ანტიქრისტეს დამოკიდებულება ღვთის ვინაობისა და მისი არსის მიმართ? რას ფიქრობს ის ამ საკითხებზე? როგორ განსაზღვრავს მათ? როგორ უყურებს მათ? რას მოიცავს ღვთის არსი? ღვთის სამართლიან ხასიათს, მის ყოვლისშემძლეობას, მის სიწმინდესა და მის უნიკალურობას. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მისი ვინაობა არის შემოქმედი, რომ ის ხელმწიფებს მთელი კაცობრიობის ბედზე, აღიარებენ თუ არა ანტიქრისტეები, რომ ეს ასეა? (არა.) კონკრეტულად როგორ ვლინდება მათი მხრიდან ამის არაღიარება? (ანტიქრისტეები არ მიიღებენ ღვთისგან მოვლენილ ადამიანებს, მოვლენებსა და საგნებს, რომლებიც მათ ყოველდღიურად ატყდებათ თავს, სანაცვლოდ ისინი უბრალოდ გადაჭარბებულად გააანალიზებენ ამ საკითხებს და მათ ადამიანური წარმოდგენებითა და ფანტაზიებით მიუდგებიან.) ისინი მათ ადამიანური წარმოდგენებითა და ფანტაზიებით მიუდგებიან? იმის პირველი ნახევარი, რაც შენ თქვი, სწორი იყო: როდესაც ანტიქრისტეს რაღაც შეემთხვევა, ის მხოლოდ გადაჭარბებულად გააანალიზებს ამ საკითხს. თუმცა, მეორე ნახევარი, სადაც შენ თქვი, რომ ისინი რაღაცებს ადამიანური წარმოდგენებითა და ფანტაზიებით მიუდგებიან — ეს ის ქცევებია, რომლებსაც ჩვეულებრივი, გახრწნილი ადამიანები სჩადიან. რაზეც ჩვენ აქ თანაზიარება გვაქვს და რასაც ვამხელთ, არის ის, რომ ანტიქრისტეები აბუჩად იგდებენ ჭეშმარიტებას და კაცობრიობის ბედზე ღვთის ხელმწიფების ფაქტს. ამის მტკიცებულების მოსაძებნად უნდა იპოვო ანტიქრისტეთა შესაბამისი მეთოდები და ქცევები. სინამდვილეში, ანტიქრისტეები თავიანთი სიტყვებით აღიარებენ, რომ „ადამიანი ღმერთმა შექმნა, ადამიანის ბედი ღმერთის ხელშია და ხალხი უნდა დაემორჩილოს ღმერთის ხელმწიფებას“, მაგრამ იღებენ კი ისინი ამას, როდესაც რაღაც ემართებათ? ის სიტყვები, რომლებსაც ისინი ამბობენ, საკმაოდ კარგი და სწორია, მაგრამ როდესაც რაღაც ემართებათ, ისინი ამას არ იყენებენ პრაქტიკაში. სწორედ მათი მიდგომა და დამოკიდებულება საკითხების მიმართ, როდესაც რაღაც ემართებათ, ავლენს, რომ ის სიტყვები, რომლებსაც ისინი ამბობენ, მხოლოდ ფრაზებია და არა ჭეშმარიტი ცოდნა. როდესაც რაღაც ემართებათ, როგორი შეხედულებები, რა ფიქრები, განცხადებები და დამოკიდებულებები აქვთ მათ, რაც ამტკიცებს, რომ მათ ანტიქრისტეს არსი აქვთ? როდესაც ანტიქრისტეს რაღაც შეემთხვევა, შეუძლია თუ არა მას ამ ფაქტის პირველივე რეაქციად მიღება? დამშვიდება და ღვთის წინაშე დამორჩილება და იმ გარემოს მიღება, რომელიც ღმერთმა მოაწყო, კარგია ის თუ ცუდი, და სარგებელი მოაქვს მისთვის თუ არა — აქვს მას ასეთი დამოკიდებულება? ცხადია, მას არ აქვს ასეთი დამოკიდებულება. როდესაც რაღაც ემართება, მისი პირველი საფიქრალი ის არის, თუ როგორ იმოქმედებს ეს მის ინტერესებსა და მდგომარეობაზე; შემდეგ კი ფიქრობს გზებზე ამისგან გასათავისუფლებლად, გამოსავლის მოსაძებნად, მის ასარიდებლად. რადგან არ სურს პასუხისმგებლობის აღება, ის ირიბად ეძებს მიზეზებსა და გამართლებებს; ის იყენებს ადამიანურ მეთოდებს მის მოსაგვარებლად და იყენებს თავის გონებას საკითხის გასაანალიზებლად და გადასაჭრელად. ის პასუხისმგებლობას სხვებსაც კი გადააბრალებს, იჩივლებს, რომ ეს ადამიანი ცდება და ისე არ აკეთებს საქმეს, როგორც დაავალეს და ნანობს, რომ თავიდანვე უყურადღებო და დაუდევარი იყო, რომ თავიდანვე ასე და ისე მოიქცა. მას აშკარად აქვს წინააღმდეგობის, თავის არიდების, უარყოფისა და მიუღებლობის დამოკიდებულება იმ გარემოებების მიმართ, რომლებიც მას თავს ატყდება, იმ გარემოებების მიმართ, რომლებსაც ღმერთი წარმართავს და განაგებს. მისი პირველი რეაქცია ამ გარემოებებზე არის ბრძოლა მათ წინააღმდეგ; მეორე არის ადამიანური მეთოდების გამოყენება მათ მოსაგვარებლად, ქარიშხლის გადატანა ადამიანური საშუალებებით, და ადამიანური საშუალებების გამოყენებაც კი ფაქტებისა და იმ ზარალის დასაფარად, რომელსაც ის აყენებს ეკლესიის საქმესა და ძმებისა და დების სიცოცხლეში შესვლას. ის მთელ თავის გონებრივ ენერგიას მიმართავს ადამიანური საშუალებების გამოყენებისკენ, რათა დაფაროს და დამალოს თავისი ბოროტი საქმეები. ის არ აღიარებს თავისი ჩადენილი ცუდი საქმეების ბუნებას ან იმას, თუ რომელი ჭეშმარიტება-პრინციპები დაარღვია და გარშემომყოფებსაც კი არიგებს: „არ დაუშვათ, რომ ეს ამბავი გარეთ გავიდეს. არცერთმა ჩვენგანმა არაფერი თქვას; სხვამ არავინ უნდა გაიგოს.“ ის არა მხოლოდ არ ემორჩილება და უარს ამბობს ამ გარემოებების მიღებაზე — ის ასევე წამოაყენებს ყალბ საპასუხო ბრალდებებს, იტყუება და მალავს, ცდილობს მიჩქმალოს, როგორია ფაქტები სინამდვილეში, იმ იმედით, რომ სპილოს ისევ ბუზად აქცევს, გააუფასურებს მას, რათა მისმა ზემდგომმა წინამძღოლებმა ან ღმერთმა არ გაიგონ ამის შესახებ. აი, როგორ უმკლავდება ანტიქრისტე იმას, რაც მას ემართება. შეესაბამება თუ არა მისი მოქმედების გზა იმ ფრაზებს, რომლებსაც ის გაჰყვირის? იმ ფრაზებს შორის, რომლებსაც ის გაჰყვირის და მის დამოკიდებულებას შორის, როდესაც რაღაც ემართება, რომელია მისი ბუნება-არსების გამოვლინება? (მისი დამოკიდებულება, როდესაც რაღაც ემართება.) მაშ, კონკრეტულად როგორია ეს დამოკიდებულება? აქვს მას მორჩილების დამოკიდებულება? აქვს მას ისეთი დამოკიდებულება, რომ თავმდაბლად მიიღოს ღვთის მხრიდან წვრთნა და გასხვლა ? აქვს მას ღვთის ხელმწიფებისადმი მორჩილების სურვილი? არის მისი დამოკიდებულება და გულწრფელი ქცევები ჭეშმარიტი რწმენის გამოვლინება, რომ რაც არ უნდა შეემთხვეს, ღმერთია ის, ვინც ხელმწიფებს ყველაფერზე, რაც ადამიანისაა? (არა.) სულაც არა. მაშ, როგორია მისი დამოკიდებულება? ეს საკმაოდ აშკარაა: ის აპირებს უარყოს ყველაფერი, მიჩქმალოს და მოატყუოს; აპირებს, ბოლომდე გასწიოს წინააღმდეგობა და არ მისცეს ღმერთს მოქმედების ან ხელმწიფების საშუალება. . მას ჰგონია, რომ აქვს უნარი და შესაძლებლობა, ყველაფერი გამოასწოროს. მის ტერიტორიაზე არავის შეუძლია ჩაერიოს მის საქმეში ან მართოს ის — ის ყველაზე დიადი უნდა იყოს. მაშ, არსებობს თუ არა იმ მომენტში ის ღმერთი, რომლისაც მას სწამს? აღარ — ის ახლა ცარიელი გარსია. მაშ, როგორია მისი რწმენა იმ მომენტში? ის ბუნდოვანი და ცარიელია და მასში სიცრუეა. მას არ აქვს ჭეშმარიტი რწმენა.
როდესაც ანტიქრისტეს არაფერი ემართება, ის თავს ისე აჩვენებს, თითქოს უსმენს ქადაგებებს, კითხულობს ღვთის სიტყვებს და სწავლობს საგალობლებს. ის მონაწილეობს ეკლესიის ცხოვრებაში და პროაქტიულად ერთვება ეკლესიის ყველა სამუშაო პროექტში, ხშირად ამბობს: „ჩვენ გვწამს ღმერთის, ამიტომ უნდა გვწამდეს მისი ხელმწიფების და დავემორჩილოთ მის ხელმწიფებას. ყველაფერი ღმერთის ხელშია და ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, კარგია.“ უფრო მეტიც, ის ხშირად არიგებს სხვებს: „ხალხმა არ უნდა მოითხოვოს მოქმედება საკუთარი ნებისამებრ. როდესაც რაღაც ხდება, მათ უნდა ილოცონ ღმერთის მიმართ, რადგან ყველაფერი მის ხელშია.“ ის საკმაოდ ამაღლებულად გაჰყვირის ამ ფრაზებს და მისი დამოკიდებულება საკმაოდ მტკიცე და აბსოლუტური ჩანს — მაგრამ ის ვერ ამართლებს იმედებს იმით, რომ როდესაც რაღაც მართლაც ემართება, ფაქტების ჭეშმარიტება და ის, რასაც ის გულწრფელად ავლენს, სრულად და მთლიანად ააშკარავებს მის ნამდვილ სულიერ ზრდასა და მის არსს. მჟღავნდება, რომ მას არ სწამს შემოქმედის ვინაობისა და არსის ფაქტის, არც იმ ფაქტის, რომ ის ხელმწიფებს ყველაფერზე. მას არ სურს ამ ფაქტების მიღება, მით უმეტეს მათი აღიარება. უფრო უარესი, ის არა მხოლოდ არ აღიარებს ან არ იღებს მათ, არამედ ჯიუტად რჩება მოწინააღმდეგედ ბოლომდე. როდესაც რაღაც ემართება, ის წუწუნებს, ხან ერთ რამეზე, ხან — მეორეზე. ის არ წარდგება ღვთის წინაშე კეთილგონივრულად და მორჩილად, რათა ეძიოს მისი სურვილები და მისი განზრახვები; ის მორჩილად არ წარდგება ღვთის წინაშე და არ ემორჩილება მის ხელმწიფებასა და განგებას და არ იღებს მის წარმართვასა და ხელმწიფებას; და ის მორჩილად არ იღებს მის წვრთნას. ამის ნაცვლად, მას სურს საქმის მიჩქმალვა ადამიანური ხერხებითა და მზაკვრობებით, ადამიანური საშუალებებით, სურს, მიჩქმალოს საქმე, თვალებში ნაცარი შეაყაროს სხვებს და ღმერთს. მას სჯერა, რომ თუ საქმეს მიაჩქმალავს, ფაქტობრივად, მას წერტილს დაუსვამს. მას სჯერა, რომ თუ მას მიაჩქმალავს და მისი შეცდომები და მისი გახრწნილი ხასიათი დაიფარება, და არავის ეცოდინება ამის შესახებ და ვერავინ შეამჩნევს მასში რაიმე არასწორს, ან აღარ გააგრძელებს ამ საქმის ძიებას, ის რაღაც უზარმაზარს მიაღწევს. მაშინ, ის თავს მშვიდად იგრძნობს. თუ ვიმსჯელებთ ანტიქრისტეს სიტყვებითა და ქცევებით და მისი საქმეებითა და მოქმედებებით, როდესაც რაღაც ემართება, ისევე როგორც მისი ქცევისა და მოქმედების არსით, ის ჯიუტად ეწინააღმდეგება ღვთის ხელმწიფებას. ის ჯიუტად შეებრძოლება მას ბოლომდე. რაც არ უნდა დააშავოს, ის არ მისცემს ღმერთს მისი გასხვლის ან ისეთი გარემოებების შექმნის უფლებას, რომლებითაც გაწვრთნიდა მას, მით უმეტეს, არ მისცემს მას მისი გამჟღავნებისა და მხილების უფლებას. როგორც კი მას ამხელენ, როგორც კი ყველაფერს ნათელი მოეფინება, ის პანიკაში ვარდება, იბნევა და ბრაზდება; ის სიტუაციასაც კი შემოაბრუნებს და წინასწარ წამოაყენებს ბრალდებებს, იტყვის, რომ ღმერთმა არ დაიფარა ის, რომ მან არ აკურთხა ის, რომ ის უსამართლოა — აბა სხვა რა მიზეზით არ გამოააშკარავებდა ღმერთი მეორე ადამიანს, არამედ მხოლოდ მას, როდესაც ერთი იგივე რამ შეემთხვათ მასაც და სხვასაც? აბა სხვა რა მიზეზით არ გაწვრთნიდა ღმერთი მეორე ადამიანს, არამედ მხოლოდ მას, როდესაც იგივე მოხდა? ის იმასაც კი იტყვის: „რადგან ღმერთი არ არის სამართლიანი, მე მომიწევს საკუთარი თავის დაცვა ადამიანური მეთოდებით, ჩემი საკუთარი მეთოდებით.“ მას სჯერა, რომ ღმერთს არ შეუძლია მისი გაწვრთნა და მხილება, როდესაც რაღაცას აშავებს, არამედ უნდა დაფაროს ის, ყოველ ნაბიჯზე აუნთოს მას მწვანე შუქი, მარტივი გამოსავალი მისცეს და აპატიოს მას ყოველი დანაშაული. მას სჯერა, რომ სწორედ ასე მოიქცეოდა ღმერთი. თუ ღმერთი ამხელს მას და არ ეპყრობა მას განსაკუთრებული კეთილგანწყობით, როდესაც რაღაც ემართება და არ აძლევს მას განსაკუთრებულ ხილვას ან წინამძღოლობას, ის გრძნობს, რომ ასეთი ღმერთი არ არის მშვენიერი, რომ ის არ არის შესაფერისი, რათა ხელმწიფებდეს მის ბედზე. ამიტომ, როდესაც რაღაც ემართება, მას არ სურს დაემორჩილოს ღმერთს და როგორც ქმნილებამ მიიღოს ყველაფერი, რაც მისგან მოდის; ამის ნაცვლად, მას სურს, რომ ღმერთი ემსახუროს მას, დაეხმაროს მას ყველაფერში და არც კი გაკიცხოს ან გაწვრთნას ის რაიმე გადაცდომისთვის, რომელსაც სჩადის ან რაიმე გახრწნილებისთვის, ამბოხებისთვის ან წინააღმდეგობისთვის, რომელსაც ავლენს. ანტიქრისტეს თითოეულ ქცევასა და გამოვლინებაში ჩანს, რომ მას არ აქვს ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენა. მისი ეგრეთ წოდებული ჭეშმარიტი რწმენა მხოლოდ სარგებლის მიღებისა და უპირატესობების მოპოვების მცდელობაა. ის არ ემორჩილება ღვთის წარმართვასა და განგებას, არამედ თავად სურს ღმერთის წარმართვა და განგება, სურს მისი გამოყენება, რათა მან ყველაფერი გააკეთოს მისთვის და გაუხსნას მას კარები. ის, როგორც გახრწნილი ქმნილება, არ იღებს ღვთის ხელმწიფებასა და განკარგულებებს ან მის ხსნას. ამის ნაცვლად, ის გრძნობს, რომ ღმერთს არაჩვეულებრივ სიკეთეს უკეთებს მისი რწმენით და, რომ ღმერთს უნდა ახსოვდეს ეს, და დაიცვას ის და უპირობოდ აკურთხოს ის, აპატიოს მას, რა ცუდი რამეც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, მისცეს მას განსაკუთრებული შეწყალება. ისეთი ადამიანები, როგორებიც ანტიქრისტეები არიან, ჭეშმარიტად ბოროტები არიან. მათ საერთოდ არ აქვთ სირცხვილის გრძნობა. მათ ისიც კი არ იციან, რას წარმოადგენენ ან ვინ არიან. ამიტომ, როდესაც რაღაც ემართებათ, ისინი ურცხვად გვთავაზობენ გამართლებებსა და მიზეზებს, და იხვეწებიან, თავიანთ სიმართლეს ამტკიცებენ და პასუხისმგებლობას სხვას აკისრებენ, მალავენ ფაქტებს — ისინი ბოლომდე ეწინააღმდეგებიან ღმერთს. მათ ეშინიათ, რომ თუ ისინი გამოაშკარავდებიან და ხალხი მათ ნამდვილ სახეს დაინახავს, მათ აღარ ექნებათ სტატუსი ან პრესტიჟი. მათი რწმენა ღვთისადმი მხოლოდ სიტყვებით შემოიფარგლება; ისინი არაფერს გაიღებენ და გულწრფელად არ ემორჩილებიან მას, მით უმეტეს, ახლოსაც არ არიან მიღებასთან. ამიტომ, ღვთის ვინაობის ფაქტთან დაკავშირებით ანტიქრისტეს არსში ჩანს, რომ ის გულის სიღრმეში წინააღმდეგობას უწევს — მას არ სურს, რომ ღმერთი ხელმწიფებდეს მის ბედზე და წარმართავდეს და განაგებდეს ყველაფერს, რაც მისია. მას არ სურს, რომ ღმერთი ხელმწიფებდეს — ვის ისურვებდა ის ხელმწიფედ? მას თავად სურს ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა, რაც ირიბად ნიშნავს სატანისთვის საგნებზე მანიპულირების უფლების მიცემას და გახრწნილი ხასიათისა და სატანის გახრწნილი არსისთვის უფლების მიცემას, იყოს მისი სიცოცხლე და იმეფოს მის გულში. აი, როგორ ხდება ეს. და რაც შეეხება ღვთის არსს — როგორ ეპყრობა მას ანტიქრისტე? ანტიქრისტეს ეჭვი ეპარება იმ ელემენტებში, რომლებსაც ღვთის არსი მოიცავს. მას არ სჯერა; მას ეჭვი ეპარება; მას აგრეთვე წარმოდგენები უყალიბდება ყველა ამ ელემენტზე და გმობს მათ. ზოგჯერ, ის იყენებს თავის ფანტაზიებს, ცოდნასა და გონებას ამ ელემენტების გასაანალიზებლად და ინტერპრეტაციისთვის. ზოგიერთ სულელ ადამიანს ისიც კი სჯერა, რომ მათი ინტერპრეტაციები საკმაოდ კარგი, სულიერი, ლეგიტიმური და პრაქტიკულია. ეს კიდევ უფრო ამაზრზენია.
ა. ღვთის სამართლიანობის აბუჩად აგდება
ისეთი ადამიანები, როგორებიც ანტიქრისტეები არიან, ღვთის სამართლიანობასა და ხასიათს ყოველთვის წარმოდგენებით, ეჭვებითა და წინააღმდეგობით ეპყრობიან. ისინი ფიქრობენ: „ის, რომ ღმერთი სამართლიანია, მხოლოდ თეორიაა. ნუთუ მართლა არსებობს ამქვეყნად ისეთი რამ, როგორიც არის სამართლიანობა? მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ის ერთხელაც არ მიპოვია და არ მინახავს. სამყარო ერთობ ბნელი და ბოროტია, ბოროტი ადამიანები და ეშმაკები კი საკმაოდ კარგად არიან და კმაყოფილებაში ცხოვრობენ. არ მინახავს, რომ მათ საკადრისი მიზღვოდეთო. ვერ ვხედავ, სად არის ამაში ღვთის სამართლიანობა; ნეტავ, მართლა არსებობს კი ღვთის სამართლიანობა? ვის უნახავს ის? არავის უნახავს, და არავის შეუძლია მისი დამოწმება.“ აი, ამას ფიქრობენ ისინი გულში. ისინი არ იღებენ ღვთის მთელ საქმეს, მის ყველა სიტყვასა და მის ყოველგვარ წარმართვას იმ რწმენის საფუძველზე, რომ ის სამართლიანია, არამედ მუდამ ეჭვობენ და განსჯიან, მუდამ სავსენი არიან წარმოდგენებით, რომელთა გადასაჭრელადაც არასდროს ეძიებენ ჭეშმარიტებას. ანტიქრისტეებს ყოველთვის ასე სწამთ ღმერთი. აქვთ კი მათ ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენა? არა. ანტიქრისტეები ყოველთვის ეჭვიან დამოკიდებულებას ინარჩუნებენ, როდესაც საქმე ღვთის სამართლიანობას ეხება. რა თქმა უნდა, მათ ეჭვი ეპარებათ ღვთის ხასიათში, მის სიწმინდესა და იმაში, რაც მას აქვს და რაც არის. მათ არ სჯერათ ამის, არამედ მხოლოდ იმით ხელმძღვანელობენ, რისი დანახვაც თვალს შეუძლია — თუ რამეს საკუთარი თვალით ვერ ხედავენ, არასდროს ირწმუნებენ მას. ისინი თომას ჰგვანან, მუდამ ეჭვი ეპარებათ უფალ იესოში, არ სჯერათ, რომ უფალი იესო მკვდრეთით აღდგა, არ სჯერათ ღვთის დიდი ძალმოსილების. განა შეუძლიათ ანტიქრისტეების მსგავს ნაძირლებს, რომლებსაც არ გააჩნიათ სულიერი გაგება და არ ისწრაფვიან ჭეშმარიტებისკენ, ირწმუნონ, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა? განა შეუძლიათ მათ მისი ყოვლისშემძლეობისა და სიბრძნის რწმენა? მათ ამათგან არაფერი სწამთ; გულში მათ ყოველთვის ეჭვი ეპარებათ. ანტიქრისტეების არსიდან გამომდინარე, ისინი იმით ხელმძღვანელობენ, რისი დანახვაც თვალს შეუძლია, ამიტომ ისინი მატერიალისტები არიან. მათ არ შეუძლიათ ღვთის ყოვლისშემძლეობის დანახვა და არ სჯერათ, რომ მისი სიტყვები ჭეშმარიტებაა, რომ ეს ის ფაქტებია, რომლებიც მან უკვე მოახდინა. რადგან მათ არ გააჩნიათ სულიერი გაგება და არ აქვთ ჭეშმარიტი რწმენა, მათ არანაირად არ შეუძლიათ ღვთის საქმეების დანახვა. ფაქტი ისაა, რომ ღვთის რწმენისას მათ ფარული მოტივი ამოძრავებთ. ისინი აღვირახსნილი შფოთისთავები არიან — სატანის მსახურნი. განა შეუძლია ადამიანს, რომელიც არ იღებს ჭეშმარიტებას ან არ სწამს ღვთის არსებობა, რომელიც ყველაფერს ადამიანური თვალით უყურებს, აღმოაჩინოს ჭეშმარიტების არსებობა? განა შეუძლია მას კაცობრიობაზე ღვთის ხელმწიფების ფაქტის აღმოჩენა? რა თქმა უნდა, არა. ის საგნებს გამომცდელი მზერით, დაეჭვებული მზერითა და სკეპტიკური დამოკიდებულებით უყურებს და ეწინააღმდეგება კიდეც ყველაფერს, რასაც ღმერთი აკეთებს, ამიტომ ანტიქრისტეებს არ სწამთ ღვთის სამართლიანი ხასიათი. მათ ეჭვი ეპარებათ და არ იღებენ მას. ანტიქრისტეების რომელი ქცევები აჩვენებს სხვებს, რომ ისინი არ იღებენ ჭეშმარიტებას ან არ აღიარებენ ღვთის არსს? არსებობს მრავალი კონკრეტული ქცევა. მაგალითად: როდესაც ეკლესიის საქმეში პრობლემა ჩნდება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმეა ბრალეულობა ან როგორია მისი შედეგები, ანტიქრისტეს პირველი რეაქცია საკუთარი თავის გამართლება და ბრალის სხვაზე გადატანაა. რათა პასუხისმგებლობა არ დაეკისროს, ის ყურადღებასაც კი გადაიტანს საკუთარი თავიდან, იტყვის რამდენიმე სწორ, სასიამოვნოდ მოსასმენ სიტყვას და ზედაპირულად იფაციფუცებს, რათა საქმის ნამდვილი ვითარება მიჩქმალოს. ჩვეულებრივ ხალხი ამას ვერ ხედავს, მაგრამ როდესაც რაღაც ემართება, ანტიქრისტეს სიმახინჯე მჟღავნდება. ზღარბის მსგავსად, რომელსაც ყველა ეკალი აჯაგრია ის მთელი ძალით იცავს თავს და არ სურს რაიმე პასუხისმგებლობის აღება. როგორი დამოკიდებულებაა ეს? განა ეს არ არის იმის არდაჯერება, რომ ღმერთი სამართლიანია? მას არ სჯერა, რომ ღმერთი გულდასმით იკვლევს ყველაფერს ან რომ ის სამართლიანია; მას სურს საკუთარი მეთოდების გამოყენება თავის დასაცავად. ის ფიქრობს: „თუ მე არ დავიცავ საკუთარ თავს, არავინ დამიცავს. არც ღმერთს შეუძლია ჩემი დაცვა. ამბობენ, რომ ის სამართლიანია, მაგრამ როდესაც ხალხი გასაჭირში ვარდება, ნუთუ მართლა სამართლიანად ეპყრობა მათ? არავითარ შემთხვევაში — ღმერთი ამას არ აკეთებს.“ როდესაც გასაჭირის ან დევნის წინაშე დგება, ის თავს მიტოვებულად გრძნობს და ფიქრობს: „მაშ, სად არის ღმერთი? ხალხს არ შეუძლია მისი დანახვა ან მასთან შეხება. არავის შეუძლია ჩემი დახმარება; არავის შეუძლია ჩემ მიმართ სამართლიანობის გამოჩენა და ჩემთვის სიმართლის დაცვა.“ ის ფიქრობს, რომ საკუთარი თავის დაცვის ერთადერთი გზა საკუთარი მეთოდებია, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იზარალებდა, დაჩაგრავდნენ და დევნიდნენ — და რომ ღვთის სახლიც არ არის ამაში გამონაკლისი. ანტიქრისტეს უკვე ყველაფერი დაგეგმილი აქვს თავისთვის, სანამ რამე შეემთხვევა. ნაწილობრივ, რასაც ის აკეთებს, არის ის, რომ ყველანაირად ცდილობს ისეთ ძლიერ პიროვნებად წარმოაჩინოს თავი, რომ ვერავინ გაბედოს მისი შეწუხება, მასთან საქმის დაჭერა ან მისი დაჩაგვრა. მეორე ნაწილი კი არის მისი ყოველ ნაბიჯზე მიყოლა სატანის ფილოსოფიებსა და მისი არსებობის კანონებზე. ძირითადად, რას წარმოადგენს ისინი? „ყველა სათავისოდ არის და ეშმაკსაც წაუღია უკანასკნელი“, „მიუშვი საქმე თავის ნებაზე, თუ ის პირადად არ გეხება“, „გონიერი ადამიანები კარგად იცავენ თავს და მხოლოდ შეცდომების თავიდან აცილებას ცდილობენ“, გარემოებების მიხედვით მოქმედება, მოქნილობა და ცბიერება, „არ დავესხმები თავს, ვიდრე არ დამესხმებიან“, „ჰარმონია საუნჯეა; მოთმინება — ბრწყინვალება“, „თქვი კარგი სიტყვები სხვების გრძნობებსა და გონებასთან თანხვედრაში, რადგან გულწრფელობა სხვებს აღიზიანებს“, „ბრძენი კაცი გარემოებებს ემორჩილება“ და სხვა მსგავსი სატანური ფილოსოფიები. მას არ უყვარს ჭეშმარიტება, არამედ იღებს სატანის ფილოსოფიებს ისე, თითქოს ისინი დადებითი რამეები იყოს, და სჯერა, რომ ისინი შეძლებენ მის დაცვას. ის ამგვარი რამეებით ცხოვრობს; ის არავის ეუბნება სიმართლეს, არამედ მუდამ ამბობს სასიამოვნო, მაამებლურ, პირფერულ სიტყვებს, არავის აყენებს შეურაცხყოფას და ფიქრობს გზებზე, რათა წარმოაჩინოს საკუთარი თავი ისე, რომ სხვებმა პატივი სცენ. ის ზრუნავს მხოლოდ საკუთარი დიდების, სარგებლისა და სტატუსის ძიებაზე და საერთოდ არაფერს აკეთებს ეკლესიის საქმის დასაცავად. ვინც უნდა ჩაიდინოს ცუდი რამ და ზიანი მიაყენოს ღვთის სახლის ინტერესებს, ის არც ამხელს და არც მოახსენებს მათ შესახებ, არამედ ისე იქცევა, თითქოს არაფერი დაუნახავს. თუ შევხედავთ საქმეების მოგვარების მის პრინციპებს და მის დამოკიდებულებას იმის მიმართ, რაც მის გარშემო ხდება, აქვს კი მას რაიმე ცოდნა ღვთის სამართლიანი ხასიათის შესახებ? აქვს კი მას რაიმე რწმენა მის მიმართ? არანაირი. „არანაირი“ აქ არ ნიშნავს იმას, რომ მას არ აქვს ამის შეგნება, არამედ იმას, რომ მას გულში ეჭვი ეპარება ღვთის სამართლიან ხასიათში. ის არც იღებს და არც აღიარებს, რომ ღმერთი სამართლიანია. როდესაც ისინი ხედავენ, რომ ბევრი ადამიანი ამოწმებს, რომ ღვთის სახლში ჭეშმარიტება და სამართლიანობა მეფობს, ისინი ეწინააღმდეგებიან და განიკითხავენ ამას თავიანთ გულში და ამბობენ: „რატომ არის, რომ დიდი წითელი დრაკონი არ დასჯილა ღვთის რჩეული ხალხის ასეთი დევნისთვის? ურწმუნოთა შორის მყოფი ბოროტმოქმედები ჩაგრავენ ღმერთის რჩეულ ხალხს, ცილს სწამებენ და განიკითხავენ მათ, და არც ისინი დასჯილან. ისინი მშვენივრად არიან მოწყობილნი — რატომ ხდება ისე, რომ ღვთის მორწმუნეებს ყოველთვის ჩაგრავენ?“ გულის სიღრმეში მათ არ სჯერათ ღვთის სამართლიანი ხასიათის. მათ არ სჯერათ, რომ ღმერთი თითოეულ ადამიანს სამართლიანად ეპყრობა, არც იმის სჯერათ, რომ ღმერთი თითოეულ ადამიანს თავისი საქმეების მიხედვით მიუზღავს, და რომ მხოლოდ ისინი, ვინც ჭეშმარიტებას ეძიებენ, იკურთხებიან ღვთის მიერ და მოიპოვებენ საბოლოო დანიშნულების მშვენიერ ადგილს. ანტიქრისტეებს არ სჯერათ ამ რამეების. ისინი გულში ამბობენ: „თუ ეს მართლაც ასეა, რატომ არ მინახავს ისინი? შენ ამბობ, რომ ისინი, ვინც ჭეშმარიტებას ეძიებენ, ღმერთის მიერ იკურთხებიან. აი, ჩვენს ეკლესიაში ესა და ეს ეძიებს ჭეშმარიტებას, ღვთისათვის იღებს თავს და საკმაოდ ერთგულად ასრულებს თავის მოვალეობას. და რა შედეგი მოუტანა ამან? მას დიდი წითელი დრაკონი ისე დასდევს, რომ სახლში მისვლასაც ვერ ახერხებს; მისი ოჯახი დანგრეულია — შვილებსაც კი ვერ ხედავს. ეს არის ღვთის სამართლიანობა? და არის კიდევ ესა და ეს, რომელიც ღმერთის რწმენის გამო ციხეში ჩასვეს, სადაც სიკვდილის პირამდე აწამეს. სად იყო მაშინ ღმერთის სამართლიანი ხასიათი? ის მტკიცედ იდგა თავის მოწმობაში; ის არ იყო იუდა. რატომ არ აკურთხა და არ დაიცვა ის ღმერთმა? და რატომ მისცა ღმერთმა დიდ წითელ დრაკონს მისი სიკვდილის პირამდე ცემის უფლება? ჩვენს ეკლესიაში ასევე იყო წინამძღოლი, რომელმაც ეკლესიის საქმისთვის ოჯახი და პროფესია მიატოვა. ის წლების განმავლობაში ასრულებდა თავის მოვალეობას და საკმაოდ ბევრი სირთულე გამოიარა, და ბოლოს, ის დაგმეს და მოიცილეს მცირეოდენი ბოროტების ჩადენისა და ეკლესიის საქმისთვის დაბრკოლების შექმნისთვის. სად იყო ღმერთის სამართლიანი ხასიათი? და არიან ძმები და დები, რომლებიც ღმერთის სახლში საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში ასრულებენ მოვალეობებს, იტანენ სირთულეებს და შრომობენ, მაგრამ როგორც კი შეცდომას უშვებენ და პრინციპებს არღვევენ, მათ სხლავენ. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მწარედ ტირის იმის შიშით, რომ მოიცილებენ და განდევნიან, და არავინ მათ არ ანუგეშებს. რატომ ვერ ვხედავ ამაში ღვთის სამართლიანობას? კონკრეტულად რა ფორმით ვლინდება ღმერთის სამართლიანი ხასიათი ამ რამეებში? რატომ ვერ ვხედავ მას? და არის პირადად ჩემი შემთხვევაც — შეიძლება ცოტა ზედაპირული ვიყო ჩემი მოვალეობის შესრულებისას და ზოგჯერ, შეიძლება, ცოტაოდენი გახრწნილი ხასიათიც გამოვავლინო, მაგრამ მაინც, ნიჭი მაქვს. რატომ არ მაწინაურებს ღმერთის სახლი?“ ყველა ასეთ საკითხთან დაკავშირებით ანტიქრისტეებს არ შეუძლიათ, ნათლად დაინახონ, რა ხდება. ისინი მხოლოდ გარეგნულ მოვლენებს ხედავენ, მაგრამ არ შეუძლიათ, დაინახონ, რა არის ღვთის განზრახვები მოვლენების მიღმა. მათი მთელი გული პირთამდე სავსეა ეჭვებითა და უნდობლობით, იდეებითა და წარმოდგენებით — და მათ გულში უამრავი კვანძია, რომელთა გახსნაც არ შეუძლიათ. როდესაც ამ რამეებზე ფიქრობენ, ისინი აღივსებიან წყენით, ღვთის სამართლიანი ხასიათის დაგმობითა და გმობით. განაწყენებულნი, გულში ამბობენ: „თუ ღმერთი სამართლიანია, რატომ სხლავენ ალალ ადამიანებს? თუ ის სამართლიანია, რატომ არ პატიობს ადამიანებს მცირეოდენი გახრწნილების გამოვლენას? თუ ის სამართლიანია, რატომ ათავისუფლებენ ზოგიერთ ადამიანს, რომელმაც შეასრულა თავისი მოვალეობა და ამდენი იტანჯა, მხოლოდ იმის გამო, რომ რეალური საქმე ვერ შეასრულა? თუ ის სამართლიანია, რატომ უნდა გვდევნიდნენ და გვაწამებდნენ ჩვენ, ვინც მას ურყევი ერთგულებით მივყვებით და, შესაძლოა, ციხეშიც ჩაგვსვან, და ზოგ შემთხვევაში, სასიკვდილოდაც კი გაგვიმეტონ?“ ანტიქრისტეებს არ აქვთ მკაფიო ახსნა არცერთი ამ მოვლენისთვის. მათ არ იციან, სინამდვილეში რა ხდება; მათ არ შეუძლიათ ამის ნათლად დანახვა. ხშირად, ისინი საკუთარ თავს ეკითხებიან: „არის თუ არა სამართლიანი ის ღმერთი, რომელიც მწამს? არსებობს თუ არა ღმერთი, რომელიც სამართლიანია? სად არის ის? როდესაც სირთულეების წინაშე ვდგავართ, როდესაც გვდევნიან — რას აკეთებს ის მაშინ? შეუძლია თუ არა მას ჩვენი გადარჩენა? თუ ღმერთი სამართლიანია, რატომ არ ანადგურებს სატანას? რატომ არ ანადგურებს დიდ წითელ დრაკონს? რატომ არ სჯის ამ უკეთურ კაცობრიობას? რატომ არ იჩენს ჩვენ მიმართ სამართლიანობას და რატომ არ იცავს სიმართლეს ჩვენთვის, ვისაც იგი გვწამს და საშინლად ვიტანჯეთ? რატომ არ გამოგვესარჩლება? ჩვენ გვძულს ეშმაკები და სატანა, და გვძულს ბოროტმოქმედები — რატომ არ იძიებს ღმერთი შურს ჩვენი წყენის გამო?“ ერთი „რატომ“ მეორის მიყოლებით, განუწყვეტლივ გამოდის ანტიქრისტეს გულიდან, როგორც ტყვიამფრქვევიდან, და ამის გაკონტროლება არანაირად არ შეიძლება. როდესაც მას არ შეუძლია ამგვარი რამეების გაკონტროლება, რატომ არ წარდგება ღვთის წინაშე სალოცავად და საძიებლად, ან რატომ არ კითხულობს მის სიტყვებს და არ ეძებს ძმებსა და დებს თანაზიარებისთვის? განა მაშინ სათითაოდ არ მოაგვარებს ასეთ პრობლემებს? ნუთუ ამ პრობლემების მოგვარება მართლა ასეთი რთულია? თუ შენ ღვთისა და ჭეშმარიტების მიმართ მორჩილების პოზიციას დაიკავებ, ჭეშმარიტების მიღების დამოკიდებულებას გამოავლენ, ეს საკითხები პრობლემას აღარ წარმოადგენს — ყველა მათგანის მოგვარება შეიძლება. რატომ არ შეუძლიათ ანტიქრისტეებს ამის გაკეთება? იმიტომ, რომ ისინი არ იღებენ ჭეშმარიტებას, არ სჯერათ, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა, ან არ აღიარებენ ჭეშმარიტებას. მათ არ შეუძლიათ, დაემორჩილონ ღვთის მთელ ხელმწიფებასა და განგებას, მით უმეტეს, მიიღონ მისგან ყველაფერი, რაც ხდება. სწორედ ამიტომ არიან ანტიქრისტეები გულში სავსენი ეჭვებით ღვთის სამართლიანობის შესახებ. როდესაც ისინი გამოცდის წინაშე დგებიან, ეჭვები, რომლებიც მათ გულს ავსებს, ამოხეთქავს და შინაგანად ისინი ეჭვქვეშ დააყენებენ ღმერთს: „თუ ღმერთი სამართლიანია, რატომ უშვებს ჩვენს ამდენ ტანჯვას? თუ ღმერთი სამართლიანია, რატომ არ იწყალებს ჩვენგან მათ, ვინც ქრისტეს მიყოლისას საკმარისად დაითმინა უბედურება? თუ ღმერთი სამართლიანია, რატომ არ იცავს ჩვენგან მათ, ვინც მისთვის თავს სწირავს და ასრულებს თავის მოვალეობებს, ან რატომ არ იცავს ჩვენს ოჯახებს? თუ ღმერთი სამართლიანია, რატომ უშვებს, რომ ზოგიერთი ადამიანი, ვისაც გულწრფელად სწამს იგი, მოკვდეს ციხეში, დიდი წითელი დრაკონის ხელით?“ შემდეგ ისინი იწყებენ ღვთის წინააღმდეგ დრტვინვას: „თუ ღმერთი სამართლიანია, მან არ უნდა მოგვცეს ამდენი ტანჯვის უფლება; თუ ღმერთი სამართლიანია, მან არ უნდა გაგვწვრთნას და გამოგვააშკარაოს უმიზეზოდ; თუ ღმერთი სამართლიანია, ის შემწყნარებელი უნდა იყოს ყველა იმ ბოროტი საქმის მიმართ, რომელსაც ჩვენ ჩავდივართ, და უნდა გვაპატიოს მთელი ჩვენი ნეგატიურობა და სისუსტე, და უნდა გაგვიგოს ყველა ჩვენი გადაცდომა. თუ შენ ამ რამეების გაკეთებაც კი არ შეგიძლია, მაშინ შენ არ ხარ სამართლიანი ღმერთი!“ ყოველივე ეს არის ის, რაზეც ანტიქრისტეები ფიქრობენ. ისინი სავსენი არიან ღვთის შესახებ წარმოდგენებით და საერთოდ არ ეძიებენ ჭეშმარიტებას მათ გადასაჭრელად. როდესაც დადგება დღე, როცა ისინი გამოაშკარავდებიან, ეს წარმოდგენები აუცილებლად ამოხეთქავს. ასეთია ანტიქრისტეების მახინჯი აზროვნება და ნამდვილი სახე.
ანტიქრისტეები არ აღიარებენ ან არ იღებენ ჭეშმარიტებას, მით უმეტეს, არ აღიარებენ იმ ფაქტს, რომ ღმერთი შემოქმედია, ამიტომ მათთვის ღვთის სამართლიანი ხასიათი დიდ, ღია კითხვად რჩება. და დროის გასვლასთან, მოვლენების განვითარებასთან და სხვადასხვა პრობლემის წარმოშობასთან ერთად, მათი ეს კითხვის ნიშანი სულ უფრო და უფრო იზრდება — და თანდათანობით, ის გადახაზვის ნიშნად იქცევა. რას აღნიშნავს ეს გადახაზვის ნიშანი? ეს ნიშნავს, რომ ისინი პირდაპირ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ღმერთი სამართლიანია. და როდესაც ეს ჯვრის ნიშანი დაისმება — როდესაც ანტიქრისტე უარყოფს, რომ ღმერთი სამართლიანია — ყველა მისი ფანტაზია და სურვილი კვამლივით ქრება. დაფიქრდით ამაზე: რა არის ის საწყისი წერტილი, რაც ასეთ შედეგს იწვევს? (ანტიქრისტეები ფიქრობენ, რომ ღვთის რწმენით ისინი უნდა იკურთხონ და მიიღონ მისი მფარველობა. ამიტომ, როდესაც ღმერთი აკეთებს საქმეს, რომელიც არ შეესაბამება მათ წარმოდგენებსა და ფანტაზიებს, ისინი გრძნობენ, რომ ის არ არის სამართლიანი და არ შეუძლიათ ამის მიღება მისგან. ასევე, ისინი არ ლოცულობენ ღვთის მიმართ და არ ეძიებენ ჭეშმარიტებას მას შემდეგ, რაც ღვთის შესახებ წარმოდგენები უყალიბდებათ, და არ შეუძლიათ მათი დროულად გადაჭრა. ამგვარად, მათი წარმოდგენები გროვდება და ემატება ერთმანეთს — სწორედ ამას მივყავართ საბოლოოდ ასეთ შედეგამდე.) თქვენ საუბრობთ ზედაპირულ მოვლენებზე; თქვენ არ წვდებით საკითხის არსს. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ ანტიქრისტეების უნარის — ასე მოიქცნენ და ასეთი შეხედულებები ჰქონდეთ, ასევე ეჭვი შეიტანონ და უარყონ ღმერთი — ფესვში რაღაც იმალება. ეს, რა თქმა უნდა, განისაზღვრება ანტიქრისტეს ბუნება-არსებით. ეს არის ფესვი — ამ თემაზე საუბარს აქ შევწყვეტთ. მაშასადამე, მთავარი ძირეული მიზეზი ის არის, რომ ანტიქრისტეებს თავიდანვე აკლდათ ჭეშმარიტების სიყვარული ან მისი მიღება. რატომ არ იღებენ ისინი ჭეშმარიტებას? ამასაც აქვს თავისი ფესვი: ისინი არ აღიარებენ, რომ ღმერთი ჭეშმარიტებაა, რომ მისი სიტყვები ჭეშმარიტებაა — და რადგან ისინი ამას არ აღიარებენ, არ შეუძლიათ მისი მიღება. იმის გათვალისწინებით, რომ ისინი არ იღებენ ჭეშმარიტებას, შეუძლიათ თუ არა მათ რაიმე პრობლემას ჭეშმარიტების მზერით შეხედონ? (არა.) მათ არ შეუძლიათ ამის გაკეთება — მაშ, რა მოსდევს ამას შედეგად? მათ არ შეუძლიათ, ნათლად დაინახონ ის, რაც მათ ემართებათ, რაც უნდა იყოს ეს — დიდი თუ პატარა მოვლენები, რომლებიც მათ გარშემო ხდება, ისევე როგორც სხვების სიტყვები. მათ არ შეუძლიათ, ჩაწვდნენ ადამიანების ან მოვლენების არსს — ისინი ნათლად ვერაფერს ხედავენ. ზოგიერთი რამ გარედან ისე ჩანს, როგორც იტყვიან ხოლმე, მაგრამ არსობრივად ასე არ არის. ეს დაკავშირებულია ჭეშმარიტებასთან. თუ შენ არ გესმის ჭეშმარიტება ან არ იღებ მას, შეგიძლია გაიგო ამ მოვლენებში არსებული ჭეშმარიტება? შენ არ გესმის, ამიტომ ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგიძლია, არის ამ რამეების გაანალიზება და შესწავლა ადამიანური მზერით, ადამიანური ცოდნითა და ადამიანური გონებით. რა შედეგებს გამოიღებს ასეთი შესწავლა? შეესაბამება კი ისინი ჭეშმარიტებას? შეესაბამება კი ისინი ღვთის მოთხოვნებსა და განზრახვებს? არა, არასდროს. ეს ისევეა, როგორც იობის ამბავში, რომელიც ღვთის ყველა მორწმუნემ იცის. ყველა, ვინც აღიარებს და იღებს ჭეშმარიტებას და ვისაც შეუძლია ირწმუნოს ღმერთი და დაემორჩილოს მას, გულში აქებს იობს და აღფრთოვანებულია მისით; ყველას სურს, იყოს იობის მსგავსი ადამიანი. ისინი ასევე აქებენ იობის მიერ ღვთისადმი ქების გამოხატვას და აღფრთოვანებული არიან ამით და მისი შეცნობით განსაცდელების დროს. ადამიანებს შეუძლიათ, გულში გაიგონ, რომ სხვადასხვა გასაჭირი და ტანჯვა, რომელიც იობს დაატყდა თავს, ღვთის საქმე იყო. მთლიანობაში, იობი, როგორც პიროვნება, მისაბაძი მაგალითია ყველასთვის, ვინც ჭეშმარიტებას ეძიებს. ყველას სურს, მიბაძოს მის მაგალითს და იყოს ასეთი ადამიანი. მაშ, როგორ მიიღწევა ასეთი დადებითი შედეგი? რა არის მისი საფუძველი? გულწრფელი რწმენა და აღიარება იმისა, რომ ეს არის ჭეშმარიტება, რომ ყოველივე ეს არის ღვთის საქმე — სწორედ ამ საფუძველზე მიდის ადამიანი, ნაბიჯ-ნაბიჯ, იქამდე, რომ სურს, იყოს იობის მსგავსი ადამიანი, სურს გახდეს ისეთი, ვისაც ეშინია ღვთის და ერიდება ბოროტებას. მას სჯერა ყოველივე ამის და აღიარებს ამას გულში, და საბოლოოდ, უჩნდება მისწრაფება ამისკენ, რასაც შემდეგ ეძიებს თავის ცხოვრებაში. ასეთი შედეგის მისაღწევად ყველაზე ძირეული ის არის, რომ ადამიანმა აღიაროს ყოველივე ეს და ირწმუნოს ეს გულში. მაშ, აქვთ თუ არა ანტიქრისტეებს ასეთი აღიარება და რწმენა? არ აქვთ. როგორ უყურებენ ანტიქრისტეები ყველაფერს, რაც იობმა გამოიარა? ფიქრობენ ისინი, რომ არის რაიმე მნიშვნელობა ყველაფერში, რაც ღმერთმა გააკეთა? შეუძლიათ მათ დაინახონ, რომ ყოველივე ეს ღვთის ხელმწიფების ქვეშ იყო? მათ არ შეუძლიათ ამის დანახვა, არც იმის, რომ არის რაიმე მნიშვნელობა ყველაფერში, რაც ღმერთმა გააკეთა. რას ხედავენ ისინი ამაში? იობს ჰქონდა დიდი სიმდიდრე, იმდენი ცხვარი და ხარი, რომ მთას გაავსებდა, და ჰყავდა ყველაზე ლამაზი ვაჟები და ქალიშვილები ქვეყანაში. ისინი ამას ხედავენ. და შემდეგ, მთელი მისი ტანჯვის შემდეგ, ღმერთმა ის კვლავ აკურთხა. რას ხედავენ ისინი ამაში? ისინი იტყოდნენ: „მან რაღაც გაიღო ამ კურთხევის სანაცვლოდ — მან დაიმსახურა ის. სრულიად სამართლიანია, რომ ღმერთმა კურთხევა უბოძა.“ საკითხის მათეულ საერთო გაგებაში, არის თუ არა ანტიქრისტეების გადმოსახედი ისეთი, საიდანაც ისინი იღებენ ჭეშმარიტებას და ემორჩილებიან ღმერთს? (არა.) მაშ, როგორ უყურებენ ისინი ამას? არსებობს მხოლოდ ერთი გადმოსახედი, საიდანაც ანტიქრისტეები უყურებენ მთელ ამ საკითხს, და ეს არის ურწმუნოს გადმოსახედი. ურწმუნო უყურებს იმას, არის თუ არა მიღებული მოგება, ან მოპოვებული უპირატესობა, ან განცდილი ზარალი; როგორ როგორ აირიდოს ზარალი; რას მოჰყვება ზარალი და ტანჯვა; და რისი გაკეთება არ ღირს და რისი ღირს. ეს არის ურწმუნოების თვალსაზრისი. ურწმუნოები ყველაფერს ამგვარად, ასეთი არსით უყურებენ, ეპყრობიან და აკეთებენ. ეს არის ანტიქრისტეების დამოკიდებულება ღვთის სამართლიანი ხასიათის მიმართ.
ბ. ღვთის ყოვლისშემძლეობის აბუჩად აგდება
როგორ უყურებენ ანტიქრისტეები ღვთის ყოვლისშემძლეობას? სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ანტიქრისტესთვის სიტყვა „ყოვლისშემძლეობა“ ძალიან ემოციურია, ისეთი, რომელსაც შეუძლია მისი ამბიციებისა და სურვილების სტიმულირება. ეს იმიტომ, რომ მათ ძალიან სურთ იყვნენ ასეთი ტიპის ადამიანები. იყო ყოვლისშემძლე, ყოვლისმპყრობელი და ყველგანმყოფი, შეგეძლოს ყველაფერი, იცოდე ყველაფრის კეთება, შეგეძლოს ნებისმიერი რამის გაკეთება — ვინმეს რომ ეს უნარი მოეპოვებინა, მას რომ ეს შესაძლებლობა ჰქონოდა, მაშინ მისთვის ყველაფერი ძალიან მარტივი იქნებოდა. მათ არავისი შეეშინდებოდათ; მათ ექნებოდათ უმაღლესი ხელმწიფება, უმაღლესი სტატუსი და სხვებზე იმეფებდნენ. მათ ექნებოდათ აბსოლუტური ძალაუფლება, რათა ეკონტროლებინათ და მანიპულირება მოეხდინათ სხვა ადამიანებზე. ეს ანტიქრისტეს შესაძლებლობებს ბევრად აღემატება და ეს ამჟღავნებს მის ამბიციებს, მის სურვილებსა და მის ნამდვილ სახეს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ფრაზა „ღვთის ყოვლისშემძლეობა“ მას ყოველგვარი ფანტაზიით, ცნობისმოყვარეობითა და წარმოდგენებით ავსებს. მეორე მიზეზი ის არის, რომ მას სურს ღვთის ყოვლისშემძლეობის წვდომა მისი რწმენის მეშვეობით, რათა გაიფართოოს საკუთარი თვალსაწიერი, გახდეს უფრო გამჭრიახი და დაიკმაყოფილოს ცნობისმოყვარეობა. კიდევ ერთი ნაწილი ის არის, რომ ის ასევე ესწრაფვის ყოვლისშემძლეობას, რათა ათასობით ადამიანმა სცეს მას თაყვანი და სულ უფრო მეტი ადამიანი დაემხოს მის წინაშე და დაუთმოს მას ადგილი თავის გულში. მაშ, აქვთ თუ არა ანტიქრისტეებს ღვთის ყოვლისშემძლეობის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნა? აქვთ მათ მისი ჭეშმარიტი რწმენა? კვლავაც, ეს იგივეა, რაც ღვთის სამართლიანი ხასიათის შემთხვევაში — ანტიქრისტეები მხოლოდ წარმოდგენებით, ბუნდოვანი და ცარიელი ფანტაზიებით კი არ არიან სავსენი, რომლებიც არ შეესაბამება ფაქტებს — ისინი ასევე ბადებენ ღრმა ეჭვებს ღვთის ყოვლისშემძლეობის შესახებ. ისინი ეჭვობენ; მათ არ სჯერათ ამის: „ყოვლისშემძლეობა? სად არის ამქვეყნად ვინმე, ვინც ყოვლისშემძლეა? სად არის ვინმე, ვინც ყველგანმყოფი და ყოვლისმპყრობელია? ასეთი ადამიანი არ არსებობს! მსოფლიოში უამრავი დიადი და ცნობილი ადამიანია, და ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც პარანორმალური ძალები აქვს: მაგალითად, წინასწარმეტყველები, და ყოველგვარი ასტროლოგები და წინასწარმეტყველებათა განმმარტებლები, და ისინიც კი არ არიან ყოვლისმპყრობელნი. „ღვთის ყოვლისშემძლეობა“ კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს, ის საფუძვლიანად უნდა იქნას გამოკვლეული.“ ამრიგად, ანტიქრისტესთვის ღვთის ყოვლისშემძლეობის არსი არ არსებობს, რადგან, როგორც მას სჯერა: „მე არ შემიძლია წარმოვიდგინო ან გავიგო, როგორ შეიძლება ღმერთი იყოს ყოვლისშემძლე, ამიტომ მისი ეს „ყოვლისშემძლეობა“ არ არსებობს. მე არ ვაღიარებ მას. სინამდვილეში, რამდენად დიდია ღმერთის უნარები და შესაძლებლობები? არავის — არც წარსულში, არც აწმყოში და არც მომავალში — არ უნახავს და ვერც ვერავინ იხილავს მათ.“ ანტიქრისტეები მუდმივად ეჭვობენ და გულში დარწმუნებულნი არ არიან, ამიტომ ყველაფერი, რაც ეკლესიაში და ძმებსა და დებს ემართებათ, მათი გამოკვლევის საგანი და სფერო ხდება. რას იკვლევენ ისინი? ისინი იკვლევენ ყველაფერს, რაც წარმოიშობა, ყველაფერს, რაც ემართება ჯგუფს ან ადამიანს, თუ რა გააკეთა ღმერთმა, როგორ წარმართა თავისი საქმე, არის თუ არა მასში რაიმე მოვლენები და სასწაულები, რაიმე ახალი და უნიკალური მოვლენა, რომელიც აღემატება იმას, რისი წარმოდგენაც ადამიანს შეუძლია, ან აღემატება ადამიანის უნარსა და შესაძლებლობებს. გარდა ამისა, ისინი იკვლევენ, უსაუბრია თუ არა რომელიმე ძმას ან დას საკუთარ განცდაზე, თუ როგორ აღასრულა ღმერთმა მათში ისეთი საქმე, რომელიც ადამიანის მოლოდინს აღემატება. ამის მაგალითი იქნებოდა გოგონა, რომელიც გამოდის მდინარის ლოკოკინას ნიჟარიდან, როგორც ხალხურ ზღაპარშია, და უმზადებს მათ ნადიმს იმ დროს, როდესაც ისინი ყველაზე მეტად იყვნენ მშივრები. კიდევ ერთი მაგალითი იქნებოდა ოქროს გამოჩენა არსაიდან მათ სახლში, იმ დროს, როდესაც მათ სახსრები აკლდათ, ან მათი მდევნელების უეცრად დაბრმავება, რომლებსაც არაფრის დანახვა არ შეეძლოთ, იმ დროს, როდესაც მათ მისდევდნენ, და ანგელოზის ჩამოსვლა და მათთვის თქმა: „ნუ გეშინია, შვილო — მე აქ ვარ, რათა დაგეხმარო.“ სხვა მაგალითი იქნებოდა, იმ დროს, როდესაც ძმები და დები სასტიკ ცემასა და წამებას განიცდიდნენ, ღმერთის დიადი ნათლის გადმოსვლა და დამნაშავეების თვალების დაბრმავება, რის გამოც ისინი იატაკზე გორავდნენ, წყალობას ითხოვდნენ და ვეღარასოდეს ბედავდნენ ძმებისა და დების ცემას, რადგან ღმერთმა შური იძია მათზე; ან, იმ დროს, როდესაც ისინი კითხულობდნენ ღვთის სიტყვებს, მაგრამ ვერ იგებდნენ მათ, რაც არ უნდა ეცადათ, და დაძინებას აპირებდნენ, ბურუსში ფიგურის დანახვა, რომელიც მათ ეუბნება: „არ დაიძინო; გაიღვიძე — აი, რას ნიშნავს ჩემი სიტყვები“; ან, როდესაც რაღაც მოხდა და ისინი შეცდომის დაშვებას აპირებდნენ, ძლიერი, შინაგანი საყვედურისა და წვრთნის მეშვეობით გაფრთხილება, რომ ამის გაკეთება არასწორი იქნებოდა, და რომ იმის გაკეთება სწორი იქნებოდა. თუ მსგავსი რამ, რისი განცდაც ჩვეულებრივ ადამიანებს არ შეუძლიათ და რისი უნარიც არ შესწევთ, მოხდებოდა ეკლესიაში, ღვთის სახლში ან ნებისმიერი ადამიანის თავს, ვინც ღმერთს მიჰყვება, ეს საკმარისი იქნებოდა იმის დასამტკიცებლად, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა. თუ მსგავსი რამ არ ხდება, ან თუ ეს საკმაოდ იშვიათად ხდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხდება, მაინც უბრალო ჭორებია და ამიტომ მათი ფაქტობრიობა და დამაჯერებლობა მნიშვნელოვნად ეჭვქვეშ დგება, მაშინ არის თუ არა ღვთის ყოვლისშემძლეობა ფაქტი, თუ არა? ფლობს თუ არა ღმერთი ყოვლისშემძლეობის არსს, თუ არა? ანტიქრისტეს გულში, ის ამ იდეების უკან კითხვის ნიშნებს სვამს.
ანტიქრისტეები მუდამ ეძიებენ ამ ნიშნებს, სასწაულებსა და პარანორმალურ ძალებს, მაშინ, როდესაც ღმერთი მუშაობს, საუბრობს და იხსნის ადამიანს. ისინი ეძიებენ ისეთ რამეებს, რომლებიც არ შეესაბამება რეალობას ან ფაქტებს. ამ რამეებს, რასაც ისინი ეძიებენ, საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვს ადამიანის ხსნის ღვთის საქმესთან, ან ჭეშმარიტებასთან, ან ადამიანის ხასიათის შეცვლასთან. მაგრამ მაინც, ისინი დაჟინებით ეძიებენ მათ. ისინი სავსენი არიან ცნობისმოყვარეობით ღვთის ყოვლისშემძლეობის მიმართ. ხშირად, თავიანთ ლოცვებში, ისინი სთხოვენ ღმერთს: „ოჰ, ღმერთო, გამომიცხადებდი შენს ყოვლისშემძლეობას? ოჰ, ღმერთო, განა შენ არ ხარ ყოვლისშემძლე? თუ ხარ, გთხოვ, მომიგვარო ეს საქმე. ღმერთო, თუ შენ ხარ ყოვლისშემძლე, ყოვლისმპყრობელი და ყველგანმყოფი, გევედრები, დამეხმარო, რადგან ახლა გამოწვევების წინაშე ვდგავარ. ღმერთო, თუ შენ ხარ ყოვლისშემძლე, გევედრები, მომაშორო სნეულებები სხეულიდან, ის გარემოებები, რომელთა წინაშეც ვდგავარ, დამეხმარო საფრთხის თავიდან აცილებაში. ღმერთო, თუ შენ ხარ ყოვლისშემძლე, გევედრები, როდესაც ჩემს მოვალეობას ვასრულებ, მაქციო ჭკვიანად და გონიერად, ნიჭიერად და უნარიანად ერთ ღამეში, რათა პროფესიული უნარები ძალისხმევისა და შესწავლის გარეშე ავითვისო, გავხდე ექსპერტი და გამოვირჩეოდე სხვებისგან. ოჰ, ღმერთო, თუ შენ ხარ ყოვლისშემძლე, გთხოვ, დასაჯო და შური იძიო მათზე, ვინც აუგს ამბობს და დასცინის შენდამი ჩემს რწმენას. დააბრმავე და დააყრუე ისინი, თავზე წყლულები გაუჩინე და ფეხისგულებიდან ჩირქი სდიოდეთ. დაე, ძაღლებივით დაიხოცონ. ღმერთო, თუ შენ ხარ ყოვლისშემძლე, გევედრები, დამანახე შენი ყოვლისშემძლეობა.“ ღმერთმა ამდენი სიტყვა თქვა და ამდენი საქმე გააკეთა, თუმცა ანტიქრისტეები თვალს ხუჭავენ ამაზე და უგულებელყოფენ მას; ისინი არასოდეს იღებენ გულთან ახლოს ღვთის სიტყვებს, არც მის საქმეს და ადამიანის გადარჩენის მისი მნიშვნელოვანი საქმის თითოეულ ნაბიჯს იღებენ გულთან ახლოს, ან სერიოზულად ეკიდებიან მას. ამის ნაცვლად, ისინი დაჟინებით ითხოვენ ნიშნებსა და სასწაულებს, რათა ღმერთმა მოახდინოს სასწაულები თავისი საქმის მსვლელობისას, ითხოვენ, რომ ღმერთმა გააკეთოს განსაკუთრებული რამეები, რომლებიც თვალს აუხელს მათ და დააკმაყოფილებს მათ ცნობისმოყვარეობას, რათა დაამტკიცოს თავისი არსებობა, დაამტკიცოს, რომ ის ყოვლისშემძლეა. უფრო სასაცილო ის არის, რომ ანტიქრისტეები ლოცვაშიც კი მიმართავენ ღმერთს: „ოჰ, ღმერთო, მე ვერ გხედავ შენ, ამიტომ ჩემი რწმენა მცირეა. გთხოვ, გამომიცხადო შენი ჭეშმარიტი ფორმა, თუნდაც მხოლოდ სიზმარში — გთხოვ, გამომიცხადო შენი ყოვლისშემძლეობა, რათა მქონდეს რწმენა შენდამი და მტკიცედ მწამდეს შენი არსებობა. თუ ამას არ იზამ, ყოველთვის მექნება ეჭვები შენდამი ჩემს რწმენაში.“ მათ არ შეუძლიათ დაინახონ ღვთის არსებობა ან შეიცნონ მისი არსი და ხასიათი მისი საქმისა და სიტყვების მსვლელობისას, არამედ სურთ, რომ მან გააკეთოს დამატებითი რამეები, ისეთი რამეები, რომლებიც წარმოუდგენელია ადამიანისთვის, რათა გააძლიეროს ისინი და განამტკიცოს მათი რწმენა. ღმერთმა ბევრი სიტყვა თქვა და ბევრი საქმე გააკეთა, თუმცა რაც არ უნდა პრაქტიკული იყოს მისი სიტყვები, რაც არ უნდა აღმშენებლური იყოს ის ჭეშმარიტებები, რომლებსაც ის ეუბნება ადამიანებს, რაც არ უნდა სასწრაფოდ სჭირდებოდეთ მათი გაგება, ანტიქრისტეები არ არიან დაინტერესებულნი და არ იღებენ მათ გულთან ახლოს. მართლაც, რაც უფრო მეტს საუბრობს ღმერთი, რაც უფრო მეტ კონკრეტულ საქმეს აკეთებს ის, მით უფრო შეზიზღებულად, გაღიზიანებულად და წინააღმდეგობით განწყობილად გრძნობენ თავს. უფრო მეტიც, მათში ღვთის დაგმობა და მის მიმართ გმობაც კი წარმოიშობა; ისინი განრისხებულნი დაუპირისპირდებიან მას: „არის შენი ყოვლისშემძლეობა ამ სიტყვებში? ეს არის ყველაფერი, რასაც აკეთებ — მხოლოდ სიტყვებს გამოთქვამ? რომ არ გესაუბრა, არ იქნებოდი ყოვლისშემძლე? თუ შენ ხარ ყოვლისშემძლე, მაშინ ნუ საუბრობ. ნუ გამოიყენებ საუბარს ან ჭეშმარიტების თანაზიარებას და ადამიანის ჭეშმარიტებით უზრუნველყოფას, რათა მოგვცე სიცოცხლის მოპოვებისა და ხასიათის შეცვლის მიღწევის საშუალება. ყველა ჩვენგანი ერთ ღამეში ანგელოზებად, შენს მაცნეებად რომ გექცია — აი, ეს იქნებოდა ყოვლისშემძლეობა!“ როდესაც ღმერთი ამბობს თავის სიტყვებს და აკეთებს თავის საქმეს, ანტიქრისტეების ბუნება მჟღავნდება და გამოაშკარავებულია, ნელ-ნელა, ყოველგვარი დაფარვის გარეშე, და მათი არსი, რომელიც შეზიზღებულია ჭეშმარიტებით და ეწინააღმდეგება მას, ასევე სრულიად შიშვლდება. ანტიქრისტეების ხასიათი და არსი, რომელიც აბუჩად იგდებს ღვთის ვინაობასა და მის არსს, ასევე მჟღავნდება და ვლინდება, ნელ-ნელა, დროის გასვლასთან ერთად და თავის საქმეში ღვთის განუწყვეტელი წინსვლის კვალდაკვალ. ანტიქრისტეები ეძიებენ ბუნდოვან რამეებს; ისინი ეძიებენ ნიშნებისა და სასწაულების ხილვას — და ამ ამბიციითა და სურვილით მართულნი, რომელიც არ შეესაბამება რეალობას, მათი ბუნება, რომელიც შეზიზღებულია ჭეშმარიტებით და სძულს იგი, სინათლეზე გამოდის. ამის საპირისპიროდ, ისინი, ვინც ჭეშმარიტად ეძიებს რეალობასა და ჭეშმარიტებას, ვისაც სწამს და უყვარს დადებითი რამეები, ხედავენ ღვთის ყოვლისშემძლეობას მისი საქმისა და სიტყვების პროცესში — და ის, რისი დანახვაც ამ ადამიანებს შეუძლიათ, რისი მოპოვებაც შეუძლიათ და რისი შეცნობაც შეუძლიათ, ზუსტად ის არის, რისი შეცნობაც და რისი მოპოვებაც ანტიქრისტეებს სამუდამოდ არ შეუძლიათ. ანტიქრისტეებს სჯერათ, რომ თუ ადამიანები ღვთისგან სიცოცხლეს მოიპოვებენ, საჭიროა ნიშნები და სასწაულები; მათ სჯერათ, რომ ნიშნებისა და სასწაულების გარეშე, მხოლოდ ღვთის სიტყვებიდან სიცოცხლისა და ჭეშმარიტების მოპოვება, და ამით ხასიათის შეცვლის მიღწევა და გადარჩენის მოპოვება, შეუძლებელია. ანტიქრისტესთვის ეს მარადიული შეუძლებლობაა — ეს ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. სწორედ ამიტომ ისინი დაუღალავად ელიან და ლოცულობენ იმ იმედით, რომ ღმერთი გამოავლენს ნიშნებსა და საოცრებებს და მოახდენს სასწაულებს მათთვის — და თუ ის ამას არ იზამს, მაშინ მისი ყოვლისშემძლეობა არ არსებობს. ამის მიღმა არსებული ქვეტექსტი ის არის, რომ თუ ღვთის ყოვლისშემძლეობა არ არსებობს, მაშინ ღმერთი ნამდვილად არ არსებობს. ეს არის ანტიქრისტეების ლოგიკა. ისინი გმობენ ღვთის სამართლიანობას და გმობენ მის ყოვლისშემძლეობას.
მაშინ, როდესაც ღმერთი იხსნის ადამიანებს, ანტიქრისტეებს საერთოდ არ აინტერესებთ მისი სიტყვები, მისი სხვადასხვა მოთხოვნა და მისი განზრახვები. ისინი ეწინააღმდეგებიან ამ რამეებს და და ზიზღით არიან განწყობილნი მათ მიმართ, გულის სიღრმიდან. ის, რითაც ისინი დაინტერესებულნი არიან, არ არის ყველა დადებითი რამის რეალობა, არც ის ხსნა და სრულყოფა, რომლის მიღწევაც ადამიანს შეუძლია ჭეშმარიტების ძიებისა და ღვთის წარმართვისა და განგებისადმი მორჩილების შედეგად. მაშ, რით არიან ისინი დაინტერესებულნი? ისინი დაინტერესებულნი არიან იმით, რომ ღმერთმა გამოავლინოს ნიშნები და სასწაულები და მოახდინოს სასწაულები, რათა მათ დაინახონ, რომ მან ამით მისცეს მათ გამჭრიახობის მოპოვების საშუალება, და მისცეს მათ საშუალება გადაიქცნენ გამორჩეულ პიროვნებებად, ზეადამიანებად, განსაკუთრებული ძალების მქონე თუ არაჩვეულებრივ ადამიანებად. მათ სურთ გათავისუფლდნენ ისეთი წოდებებისგან, ვინაობებისა და სტატუსებისგან, როგორიცაა ჩვეულებრივი ადამიანები, უბრალო ადამიანები და გახრწნილი ადამიანები, ღვთის ყოვლისშემძლეობის მეშვეობით. ამიტომ, რა წარმოდგენები ან პრობლემებიც არ უნდა ჰქონდეთ მათ ღვთის საქმის მსვლელობისას, ისინი არ ეძიებენ ჭეშმარიტებას მათ მოსაგვარებლად. მათ არა მხოლოდ არ შეუძლიათ ჭეშმარიტების გაგება ან ხასიათის შეცვლის მიღწევა, არამედ, ისინი ასევე განიკითხავენ ღმერთს, დაგმობენ მას და შეეწინააღმდეგებიან მას, ყველაფრის გამო, რასაც ის აკეთებს, მათ წარმოდგენებს არ შეესაბამება. ანტიქრისტეთა თვალში, მთელი პრაქტიკული საქმე, რასაც ღმერთი ასრულებს, მათთვის მიუღებელი და დაგმობილია., ეს არის ის, რაც მათ მიერ არის დაგმობილი. საბოლოო ჯამში, ღვთისადმი სწორედ ეს შეხედულებები და განმარტებები უბიძგებს მათ, სრულიად უარყონ ღვთის არსის არსებობა თავიანთ გულებში, და კიდევ უფრო მეტად დაგმონ, შელახონ და დაგმონ ღვთის არსის არსებობა. ეს იმიტომ ხდება, რომ მათი რწმენა ღვთისადმი იმაზეა დაფუძნებული, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა. რომ ღმერთი გამოასწორებს მათ უსამართლობას, რომ ის შურს იძიებს მათ გამო, რომ მათთვის ის დაამარცხებს ყველას, ვინც მათ სძულთ და ვისაც ზემოდან უყურებენ — რომ ღმერთი დააკმაყოფილებს მათ სურვილებსა და ამბიციებს. ეს არის მათი რწმენის საფუძველი ღვთისადმი. მაგრამ დღემდე მოსულნი, ეს ბოროტი ადამიანები ახლა ხედავენ, რომ ასეთი ღმერთი არ არსებობს, და რომ არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ღმერთი მათთვის რამეს გააკეთებდა. მათი გადმოსახედიდან, ეს საკმაოდ არახელსაყრელი სიტუაციაა მათთვის — ეს საშინელებაა. ამიტომ, მას შემდეგ, რაც ბევრი რამ გამოსცადეს, მათი ეჭვები და უნდობლობა ღვთის მიმართ სულ უფრო და უფრო ძლიერდება, სანამ არ გადაწყვეტენ დატოვონ ღმერთი და მისი სახლი, რათა ეძიონ წუთისოფელი, მიჰყვნენ ბოროტ ტენდენციებს და ჩაუვარდნენ სატანას მკლავებში. აი, როგორ სრულდება ყველაფერი ამ ადამიანებისთვის. თუ ვიმსჯელებთ იმ დამოკიდებულებით, რომელსაც ანტიქრისტეები ატარებენ ღვთის სამართლიანი ხასიათისა და მისი ყოვლისშემძლეობის მიმართ, ანტიქრისტეები ნამდვილად ურწმუნოები არიან. მათ არ აქვთ ღვთისადმი რწმენის მცირე ნატამალიც კი, არც უმცირესი მორჩილება ან მიღება იმისა, რასაც ღმერთი აკეთებს. როდესაც საქმე ეხება დადებით რამეებსა და ჭეშმარიტებას, ისინი შეზიზღებულნი არიან მათით და ეწინააღმდეგებიან მათ. სწორედ ამიტომ, როგორც არ უნდა შეხედო ამას, ანტიქრისტეების ურწმუნო არსი ნამდვილად არსებობს. ეს არ არის ის, რასაც სხვები ახვევენ თავს, და ეს არ არის ბუზისგან სპილოს შექმნა — მათი ეს არსი განისაზღვრება ყველა იმ შეხედულებისა და მიდგომის საფუძველზე, რომლებსაც ისინი ავლენენ, როდესაც რაღაც ემართებათ.
ანტიქრისტეებს წლების განმავლობაში სწამთ ღმერთის ისე, რომ არ შეუძლიათ დაინახონ ის ფაქტი, რომ ღმერთი ხელმწიფებს ადამიანის ბედზე. მათ არ შეუძლიათ ამ ფაქტის გაგება. მათ არ შეუძლიათ ფაქტის გაგება, თუმცა ის მათ თვალწინ არის გადაშლილი — განა ეს სიბრმავე არ არის? ღვთის სამართლიანი ხასიათი და მისი ყოვლისშემძლეობა ხშირად ვლინდება ეკლესიის საქმეში, მის რჩეულ ხალხში და ყოველგვარ მოვლენაში, რაც ხდება. ის აძლევს ადამიანებს იმის საშუალებას, რომ ეს ყველაფერი ყველგან დაინახონ — მაგრამ ანტიქრისტეებს, რადგან ბრმები არიან, არ შეუძლიათ მათი დანახვა. როდესაც ანტიქრისტეები წლების განმავლობაში მიჰყვებიან ღმერთს, ისინი იტყვიან იმ ცნობილ ფრაზას: „მე ამდენი წელი მწამდა ღმერთის და რა მოვიპოვე?“ როგორც ჩანს, მათ მართლაც არაფერი მოუპოვებიათ. ღმერთმა თავისი სიცოცხლე გაიღო ადამიანისთვის, მაგრამ ანტიქრისტეებს არაფერი მოუპოვებიათ. განა ეს შესაბრალისი არ არის? მართლაც ასეა! ანტიქრისტეების ეს ფრაზა ასე კარგად ასახავს პრობლემას. ყველა, ვინც ისმენს ღვთის სიტყვებს და განიცდის მის საქმეს, ვინც იღებს მის სიტყვებს, როგორც თავის სიცოცხლეს, იტყოდა: „ჩვენ ამდენი წელი გვწამდა ღმერთის და ამდენი რამ მოვიპოვეთ მისგან. არა მხოლოდ მადლი და კურთხევები, მისი მფარველობა და მისი წყალობა — რაც უფრო მნიშვნელოვანია, ღვთისგან ჩვენ გავიგეთ და მოვიპოვეთ ამდენი ჭეშმარიტება. ჩვენ ვცხოვრობთ ადამიანური მსგავსებით, ღირსებით. ჩვენ ვიცით, როგორ წარვმართოთ საკუთარი თავი. ჩვენ ამდენი გვმართებს ღვთის. იმ ფასთან შედარებით, რომელსაც ის იხდის, იმასთან შედარებით, რასაც ის აკეთებს ჩვენთვის, ჩვენი მცირე გასაჭირი ხსენებადაც კი არ ღირს. ადამიანმა ღვთის სიყვარულს სიყვარულითვე უნდა უპასუხოს.“ თუმცა, ანტიქრისტეები სრულიად საპირისპირონი არიან. ისინი ამბობენ: „ღმერთი მუშაობს ამ ბოლო წლებში, მაშ, როგორ მოხდა, რომ მე არაფერი მომიპოვებია? თქვენ ყველანი ამბობთ, რომ მოიპოვეთ ესა თუ ის, გქონდათ ესა თუ ის გამოცდილება — მაგრამ გაჭმევთ კი ეს გამოცდილებები? რას წარმოადგენს ეს გამოცდილებები? კურთხევების, მადლის, ნიშნებისა და სასწაულების ხილვის გვერდით, განა ისინი სრულიად უღირსი არ არის ხსენებისთვის? სწორედ ამიტომ ვგრძნობ, რომ ღმერთისადმი ჩემი რწმენის მრავალი წლის განმავლობაში, მე არაფერი მომიპოვებია. იმ ტანჯვასთან შედარებით, რომელიც გადავიტანე იმის გვერდით, რაც მივატოვე და გავიღე ღმერთისთვის, ის რამეები, რაც მოვიპოვე, საერთოდ არ ღირდა ამად! რა არის ჭეშმარიტება, თუ არა რამდენიმე ფრაზა და თეორია? რა არის ის, თუ არა რამდენიმე მოძღვრება? მე მოვისმინე ეს სიტყვები, ეს ჭეშმარიტებები და არ ვგრძნობ, რომ ჩემში რაიმე მონუმენტური ცვლილება იქნა მიღწეული! დასაწყისისთვის, ჩემი გონება არც ისე სხარტია, როდესაც რაღაცებზე ვფიქრობ. უფრო მეტიც, წლები მემატება და ჩემი ჯანმრთელობა არ უმჯობესდება იმაზე მეტად, ვიდრე ადრე იყო. თმა გამიჭაღარავდა, სახეზე მეტი ნაოჭი გამიჩნდა — რამდენიმე კბილიც კი დავკარგე და ახლები არ ამომსვლია. ღმერთი ამბობს, რომ ისინი, ვინც გადარჩებიან, ჰგვანან ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ბავშვებს, და აი, მე აქ ვარ, გაძვალტყავებული ქცეული მოხუცი. მე არ გადავქცეულვარ ბავშვად. ღვთის სიტყვების მიხედვით ჭაღარათმიანი მოხუცები შეიძლება გადაიქცნენ შავთმიან ახალგაზრდებად. როგორ მოხდა, რომ მე არ შევცვლილვარ? ღმერთი ამბობს, რომ ის სრულიად გარდაქმნის ადამიანებს, მაგრამ ეს არ მომხდარა ჩემს შემთხვევაში; მე არ გავმხდარვარ ახალი ადამიანი. მე ისევ მე ვარ და როდესაც რაღაც მემართება, ისევ თავად მიწევს იმის გარკვევა, თუ როგორ გავუმკლავდე მას. ჩემი ხორციელი სისუსტეებიც იზრდება — ხშირად სუსტი და ნეგატიური ვარ. და უფრო მეტიც, ბოლო ორი წლის განმავლობაში მეხსიერება გამიუარესდა. მე ამდენს ვკითხულობ ღმერთის სიტყვებს, მაგრამ მას არ გაუძლიერებია ჩემი მეხსიერება. განა არ შეუძლია ღმერთს მისცეს ადამიანებს რაიმე მცირე განსაკუთრებული უნარი. ისეთი, რომელიც დაიცავს მათ სხეულებს დაბერებისგან? ვგრძნობ, რომ ახლა ყველაზე დიდი პრობლემა ადამიანების სრულიად გარდაქმნაა; როგორც ჩანს, ჭეშმარიტებას არ შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა. ღმერთს რომ ეთქვა რაღაც, რასაც მართლაც შეეძლო ადამიანის ახალ ადამიანად გადაქცევა, მბრწყინავი ანგელოზის იერით, რომელსაც შეუძლია გახდეს უსხეულო, რომელსაც შეუძლია გაიაროს მყარ კედლებში, რომელსაც, როდესაც დევნისა და საფრთხის წინაშე დგას, შეუძლია წარმოთქვას შელოცვა და გაქრეს, და სამუდამოდ მიუწვდომელი გახდეს — თუ, ღმერთის სიტყვების ხშირად კითხვით, ადამიანებს თმა არ გაუჭაღარავდებოდათ და სახე არ დაუნაოჭდებოდათ, და ახალი კბილები ამოუვიდოდათ დაკარგულების სანაცვლოდ — ეს შესანიშნავი იქნებოდა! აი, რას ნიშნავს სრულიად გარდაქმნა! ღმერთს რომ გაეკეთებინა ეს რამეები, მაშინ მე ვირწმუნებდი, რომ ის ღმერთია, ყოველგვარი დათქმის გარეშე. თუ ის გააგრძელებს საუბარს და ჭეშმარიტების ქადაგებას, მაშინ ჩემი რწმენა მალე შემცირდება; მალე, მე ვეღარ შევძლებ რწმენის გაგრძელებას და შესაძლოა ვეღარ შევძლო ჩემი მოვალეობის შესრულება. მე აღარ მომინდება.“ იმ დროის განმავლობაში, როდესაც ანტიქრისტე მიჰყვება ღმერთს, მის გულში ხშირად წარმოიშობა ესა თუ ის მოთხოვნა მის მიმართ, და მის წარმოდგენებში ხშირად წარმოიშობა ყოველგვარი ეჭვი და მომთხოვნი მოთხოვნები, და თავისი გარემოებებისა და პირადი სურვილების საპასუხოდ, მას ყოველგვარი უცნაური ფიქრი უჩნდება. თუმცა, მხოლოდ ერთი რამ არის: მას არ შეუძლია გაიგოს ის სიტყვები, რომლებსაც ღმერთი ამბობს, და არ შეუძლია დაინახოს ის ფაქტი, რომ ღმერთი მუშაობს ადამიანის გადასარჩენად, მით უმეტეს, არ შეუძლია გაიგოს, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, მიზნად ისახავს ადამიანის გადარჩენას, რომ ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ადამიანს მისცეს ხასიათის შეცვლის მიღწევის საშუალება. ამიტომ, როდესაც ის აგრძელებს რწმენას, ის კარგავს მოტივაციას; როდესაც ის აგრძელებს რწმენას, მის გულში წარმოიშობა ნეგატიურობისა და სასოწარკვეთის გრძნობები, და მას უჩნდება უკან დახევის, დანებების გრძნობები და ფიქრები. რაც შეეხება ღვთის არსს, თავი რომ დავანებოთ იმას, ირწმუნებენ თუ არა მას ან აღიარებს თუ არა მას, ან მიიღებს თუ არა მას — როდესაც ის აგრძელებს რწმენას, მას არც კი სურს ამ საკითხით შეწუხება. სწორედ ამიტომ, როდესაც შენ თანაზიარებაში ამბობ, რომ რაღაც არის ღვთის სამართლიანობა და მისი ყოვლისშემძლეობა და ხელმწიფება, რომ ადამიანები უნდა დაემორჩილონ მას და შეიცნონ იგი, ანტიქრისტეები გარეგნულად ხმას არ ამოიღებენ — ისინი საერთოდ არ გამოხატავენ არავითარ შეხედულებას. თუმცა, შინაგანად, მათში ზიზღი წარმოიშობა: მათ არ ენდომებათ მოსმენა; მათ არ ექნებათ მოსმენის სურვილი; ზოგიერთი მათგანი უბრალოდ ადგება და წავა. როდესაც ყველა უსმენს ქადაგებებს, როდესაც სხვებს თანაზიარება აქვთ ღვთის სიტყვებზე, როდესაც ძმები და დები დიდი ენთუზიაზმით იზიარებენ თავიანთ გამოცდილებით დამოწმებას — რას აკეთებენ ანტიქრისტეები? სვამენ ჩაის, კითხულობენ ჟურნალებს, თამაშობენ ტელეფონებით, უსაქმურად ჭორაობენ. და ამ ჩუმი ქმედებებით, პროტესტითა და წინააღმდეგობის გაწევით, ისინი ცდილობენ თავიანთი ქცევებით დაადასტურონ, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, უსარგებლოა: „თქვენ უბრალოდ ცდილობთ რაღაცების რაციონალიზაციას, საკუთარ თავს იტყუებთ — ღმერთი და ჭეშმარიტება უბრალოდ არ არსებობს, და უბრალოდ შეუძლებელია კაცობრიობა ღმერთმა გადაარჩინოს!“ მათ თვალში, ყველა, ვისაც სწამს ჭეშმარიტების, ემორჩილება ღმერთს და სწამს იმ ფაქტის, რომ ღმერთს შეუძლია კაცობრიობის გადარჩენა, სულელია — ისინი ყველანი უგუნურები არიან და მოტყუებულნი დარჩნენ. მათ სჯერათ, რომ ადამიანის ბედი მის საკუთარ ხელშია, რომ არ შეიძლება სხვებს მისცე მისი წარმართვისა და განგების უფლება, რომ ადამიანები არ არიან მარიონეტები, არამედ აქვთ გონება და პრობლემებზე დამოუკიდებლად ფიქრის უნარი — და თუ ვინმეს არც კი შეუძლია საკუთარი ბედის გაკონტროლება, მაშინ ის ნაგავია, არასრულფასოვანი ადამიანი. ამიტომ, რაც არ უნდა მოხდეს, მათ არ სურთ თავიანთი ბედი ღმერთს გადასცენ გასაკონტროლებლად. ეს არის ანტიქრისტეების დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, რასაც ღმერთი აკეთებს. ისინი თავიდან ბოლომდე რჩებიან მაყურებლებად და ურწმუნოებად, რომლებიც სატანის მსახურების როლს ასრულებენ. ისინი მუქთახორები და შფოთისთავები არიან — ისინი არიან ბოროტმოქმედები, რომლებიც შემოიპარნენ.
გ. ღვთის სიწმინდისა და უნიკალურობის აბუჩად აგდება
ანტიქრისტეები ოდნავადაც არ აღიარებენ ღვთის ხასიათი-არსის სამართლიანობასა და ყოვლისშემძლეობას და მათ არც სწამთ ეს ყოველივე, მით უმეტეს, არ გააჩნიათ მათი არავითარი შემეცნება. რა თქმა უნდა, მათთვის კიდევ უფრო რთულია ღვთის სიწმინდისა და უნიკალურობის რწმენა, აღიარება და შემეცნება. ამიტომ, როდესაც ღმერთი ამბობს, რომ მას სურს ადამიანები იყვნენ პატიოსნები, რომ მას სურს ისინი იყვნენ რეალისტური ქმნილებები, რომლებმაც იციან საკუთარი ადგილი, ანტიქრისტეებს წარმოდგენები უყალიბდებათ და მათში გარკვეული დამოკიდებულება და გრძნობა იღვიძებს. ისინი ამბობენ: „განა ღმერთი ამაღლებული არ არის? განა ის უზენაესი არ არის? თუ ასეა, მოთხოვნები, რომლებსაც ის ადამიანს უყენებს, დიადი და ამაღლებული უნდა იყოს. მეგონა, ღმერთი ასეთი იდუმალი იყო; ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ის ადამიანს ასეთ წვრილმან მოთხოვნებს წაუყენებდა. შეიძლება კი ეს ჭეშმარიტებად ჩაითვალოს? ისინი ზედმეტად მარტივია! სწორი იქნებოდა, რომ ღმერთის მოთხოვნები ამაღლებული ყოფილიყო: ადამიანი უნდა იყოს სუპერადამიანი, დიადი ადამიანი, უნარიანი ადამიანი — სწორედ ამას უნდა მოითხოვდეს ღმერთი ადამიანისგან. მას სურს, რომ ადამიანი პატიოსანი იყოს — ნუთუ ეს მართლა ღმერთის საქმეა? განა ეს ყალბი არ არის?“ გულის სიღრმეში ანტიქრისტეები მხოლოდ კი არ ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას — ამასთან ერთად, ისინი გმობენ კიდეც მას. განა ეს ჭეშმარიტების აბუჩად აგდება არ არის? ისინი სავსენი არიან ღვთის მოთხოვნების მიმართ ზიზღითა და ათვალწუნებით; ისინი აფასებენ და ეპყრობიან მათ დაცინვის, უგულებელყოფის, სარკაზმისა და მასხრად აგდების დამოკიდებულებით. ცხადია, ანტიქრისტეები თავიანთი ხასიათი-არსით საძაგელნი არიან; მათ არ შეუძლიათ მიიღონ ისეთი მოვლენები ან სიტყვები, რომლებიც ჭეშმარიტი, მშვენიერი და პრაქტიკულია. ღვთის არსი ჭეშმარიტი და პრაქტიკულია და მისი მოთხოვნები ადამიანების მიმართ შეესაბამება იმას, რაც ადამიანებს სჭირდებათ. „დიადი და ამაღლებული“, როგორც ამას ანტიქრისტეები ახსენებენ — რა არის ეს? ეს არის ყალბი, პომპეზური და ფუყე; ის ხრწნის ადამიანებს და შეცდომაში შეჰყავს ისინი; ის იწვევს მათ დაცემას და ღმერთისგან აშორებს მათ. მეორე მხრივ, ჭეშმარიტებები, რომლებსაც ღმერთი გამოხატავს და მისი სიცოცხლე, არის სანდო, მშვენიერი და პრაქტიკული. როდესაც ადამიანი გარკვეული დროის განმავლობაში გამოსცდის ღვთის სიტყვებს, ის აღმოაჩენს, რომ მხოლოდ ღვთის სიცოცხლეა ყველაზე მშვენიერი, რომ მხოლოდ მის სიტყვებს შეუძლია ადამიანების შეცვლა და მათ სიცოცხლედ ქცევა და სწორედ ეს არის ის, რაც ადამიანებს სჭირდებათ — მაშინ როცა ის დიადი, ამაღლებული მოსაზრებები და გამონათქვამები, რომლებსაც სატანა და ანტიქრისტეები ავრცელებენ, დიამეტრულად ეწინააღმდეგება ადამიანის მიმართ ღვთის მოთხოვნების ჭეშმარიტებასა და პრაქტიკულობას. შესაბამისად, ანტიქრისტეების ამგვარი არსიდან გამომდინარე, მათ სრულიად არ შეუძლიათ ღვთის სიწმინდისა და უნიკალურობის მიღება. აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ მათ ეს ყოველივე აღიარონ. და რაც შეეხება ადამიანების გახრწნილი ხასიათისა და გახრწნილი არსის სხვადასხვა ასპექტს, რომელიც ღვთის მიერ არის მხილებული — მათ შეუვალობასა და ამპარტავნებას, მათ მზაკვრობის, უკეთურების, ჭეშმარიტებისადმი ზიზღით განწყობისა და სისასტიკის ხასიათებს — ანტიქრისტეები მათ საერთოდ არ იღებენ. და რაც შეეხება ადამიანთა მიმართ ღვთის სამსჯავროსა და მის მკაცრ გაკიცხვას, ანტიქრისტეებს არა მხოლოდ არ შეუძლიათ მათში ღვთის სიწმინდისა და მშვენიერების შემეცნება — პირიქით, ისინი გულის სიღრმეში ზიზღით არიან განწყობილნი ღვთის მიერ წარმოთქმული ამ სიტყვების მიმართ და ეწინააღმდეგებიან მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი კითხულობენ ღვთის სიტყვებს, რომლებიც კიცხავს, განსჯის და ამხელს ადამიანის გახრწნილ ხასიათს, მათ სძულთ ისინი და გინება სურთ. თუ ვინმე ეტყვის მათ, რომ ისინი არიან ამპარტავანი, შეუვალი, უკეთური ადამიანები, რომლებიც ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ, ისინი შეეკამათებიან ამ ადამიანს და წინაპრებს შეაგინებენ; და თუ ვინმე ამხელს მათ გახრწნილ არსს და დაგმობს მათ, ეს მათთვის ისეა, თითქოს ამ ადამიანს მათი მოკვლა სურდა — ისინი ამას აბსოლუტურად არ მიიღებენ. სწორედ იმიტომ, რომ ანტიქრისტეებს აქვთ ასეთი არსი და ავლენენ ასეთ რამეებს, ისინი, თავადაც რომ არ იციან, ისე ვლინდებიან და გაუცნობიერებლად ხდებიან იზოლირებულნი და მხილებულნი ღვთის სახლსა და ეკლესიაში. მათი ამბიცია და სურვილი ხშირად შეუსრულებელი რჩება და ამიტომ მათი სიძულვილი იზრდება ღვთის მიერ წარმოთქმული სიტყვების, მისი არსებობისა და ფრაზის მიმართ: „ღვთის სახლში ჭეშმარიტება მეფობს“. თუ შენ მათ ამ ფრაზას ეტყვი, მათ შენთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა და შენი სიკვდილამდე გაწამება მოუნდებათ. განა ეს თავისთავად არ აჩვენებს, რომ ანტიქრისტეები მტრულად არიან განწყობილნი ღვთის მიმართ? ნამდვილად ასეა! ვინმეს რომ ეთქვა: „ღმერთი უნიკალურია; ადამიანმა არავის უნდა სცეს თაყვანი მის გარდა, არცერთ კერპს“, ისურვებდა კი ანტიქრისტე ამის მოსმენას? (არა.) რატომაც არა? ეს სიტყვები გმობს მათ, განა ასე არ არის? განა ეს არ ართმევს მათ ღმერთად ყოფნის უფლებას? იქნებოდნენ კი ისინი ბედნიერები ღმერთად ყოფნის უფლების გარეშე, ამ იმედის გაქრობით? (არა.) სწორედ ამიტომ, თუ შენ ამხელ მათ, გაუნადგურებ მდგომარეობასა და რეპუტაციას, ისე რომ არავინ სცემდეს მათ თაყვანს დატოვებ მათ ხალხის მიმხრობის უნარის გარეშე, სტატუსის გარეშე, ისინი თავიანთი ბოროტგანზრახული, მოგიღერებენ დემონურ ბრჭყალებს, რათა გაწამონ. როდესაც ეკლესიაში რაღაცები ხდება და ვინმე აპირებს, რომ ეს ამბავი ზემდგომს მოახსენოს, მისცემს კი ეკლესიის წინამძღოლი, თუ ის ანტიქრისტეა, მას მოხსენების გაკეთების უფლებას? ისინი მას გვერდს ვერ აუვლიან. ის იტყვის: „თუ შენ ამ მოხსენებას გააკეთებ, შედეგებზე პასუხს შენ აგებ! თუ ზემდგომი გაგვსხლავს ჩვენ და მოიცილებს ხალხს ჩვენს ეკლესიაში, მე სანანებლად გაგიხდი საქმეს — მე ყველას ვაიძულებ, რომ მიგატოვონ. მაშინ შენ იგემებ, თუ რას ნიშნავს, როცა მოგიცილებენ!“ განა ეს არ აშინებს და არ ემუქრება იმ ადამიანს, ვინც მოხსენების გაკეთებას აპირებდა? ანტიქრისტე ამბობს: „ღმერთი უნიკალურია, განა ასე არ არის? კარგი; მეც უნიკალური ვიქნები. ჩვენს ეკლესიაში ჩემი სიტყვა კანონია. რისი გაკეთებაც არ უნდა გინდოდეს, ჩემზე უნდა გაიარო — და ჩემს გვერდის ავლას ვერ შეძლებ. ჩემი გვერდის ავლა გინდა? ამის გაკეთება ჩემს გვამზე გადაბიჯებით მოგიწევს! ჩვენს ეკლესიაში მე ვმეფობ; აქ ჩემი სიტყვა კანონია. მე ვარ ჭეშმარიტება — მე ვარ უნიკალური!“ განა ეს არ არის ეშმაკის გამოვლინება? ნამდვილად ასეა — მისი ეშმაკური სახე მხილებულია, მისი ეშმაკური სიტყვები წარმოთქმულია.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები ღვთის არსს, ისინი ურწმუნოებიდან და ეჭვებიდან გადადიან შესაფერისი მომენტის ლოდინსა და გამოცდაზე, და საბოლოოდ — განკითხვასა და გმობაზე. ეს მათ ნაბიჯ-ნაბიჯ მიუძღვის ჭაობში, უძირო უფსკრულში და ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევისა და მისი მტრობის გზაზე, მასთან სრულ დაპირისპირებაში და ბოლომდე მის წინააღმდეგ ამხედრებაში, საიდანაც დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს. ისინი მხოლოდ ვერ აღიარებენ ღვთის არსის არსებობას — არამედ, ღვთის არსის თითოეული ასპექტის შესახებ ყოველგვარი წარმოდგენა და ფანტაზია უყალიბდებათ, რითაც შეცდომაში შეჰყავთ გარშემომყოფები და ის ადამიანები, ვისთანაც შეხება აქვთ. მათი მიზანია, მეტი ადამიანი გახადონ თავიანთი მსგავსი, რომლებსაც ეჭვი შეეპარებათ ღვთის არსებობასა და მისი არსის არსებობაში. სიკვდილისას სხვების თან ჩათრევაც კი სურთ. მათთვის საკმარისი არ არის ცუდი საქმეების მარტო კეთება — მათ სურთ იპოვონ სხვები, ვინც თან გაჰყვება, ვინც მათთან ერთად ჩაიდენს ცუდ საქმეებს, გაუწევს წინააღმდეგობას ღმერთს და შეიტანს არევ-დარევას მისი სახლის საქმეში, მათთან ერთად შეიტანს ეჭვს ღმერთში და უარყოფს მას. ანტიქრისტეები სავსენი არიან ღვთის არსის თითოეული ასპექტის შესახებ წარმოდგენებითა და ფანტაზიებით. მათ არა მხოლოდ არ შეუძლიათ ღვთის არსის შემეცნება ყველაფრიდან, რასაც ის აკეთებს — ისინი ასევე მკაცრად გააანალიზებენ, შეისწავლიან, გამოცდიან და განსჯიან ღვთის არსს და ფარულად შეედავებიან კიდეც ღმერთს და იტყვიან: „განა უნიკალური არ ხარ? განა ის ღმერთი არ ხარ, რომელიც კაცობრიობის ბედზე ხელმწიფებს? როგორ დაუშვი, რომ მათ, ვისაც შენი სწამს, ასეთი რამეები შემთხვეოდათ? თუ უნიკალური ღმერთი ხარ, საერთოდ არ უნდა მისცე მტრის არცერთ ძალას შენს სამუშაო ადგილზე შემოჭრის უფლება.“ რას ნიშნავს ასეთი საუბარი? როდესაც ეკლესიაში რაღაც ხდება, ანტიქრისტეები პირველები გამოიდებენ თავს და იტყვიან ძირგამომთხრელ, ნეგატიურ და განმკითხველ სიტყვებს. ისინი პირველები წამოდგებიან და შეეკამათებიან ღმერთს დაუპირისპირდებიან მას და მოსთხოვენ ამისა თუ იმის გაკეთებას. სწორედ იმ დროს, როდესაც ღვთის სახლი სირთულეების ან ურთულესი პრობლემების წინაშე დგას, ანტიქრისტეები უზომოდ ხარობენ. ეს ის დროა, როდესაც ისინი ყველაზე ბედნიერები და კმაყოფილები არიან, როდესაც სიხარულისგან ცას ეწევიან. მათ არა მხოლოდ არ შეუძლიათ ღვთის სახლის ინტერესების დაცვა — არა, ისინი განზე დგანან, უყურებენ და იცინიან, მოუთმენლად ელიან ღვთის სახლში ამბოხების დაწყებას, მთელი მისი რჩეული ხალხის დაპატიმრებასა და დაქსაქსვას და მისი სახლის საქმის შემდგომი წინსვლის შეუძლებლობას. მაშინ ისინი ისეთივე ბედნიერები იქნებოდნენ, როგორც ახალი წლის ღამეს. და ყოველ ჯერზე, როდესაც ღვთის სახლში მომხდარი რაღაც მოგვარდება და გადაიჭრება, როდესაც ძმები და დები აქედან გაკვეთილს გამოიტანენ, სწორედ მაშინ გამოეტანებათ ანტიქრისტეებს „განაჩენი“. ეს ასევე ის დროა, როდესაც ანტიქრისტეები ყველაზე მეტად არიან სასოწარკვეთილნი, მოწყენილნი და იმედგაცრუებულნი. მათ არ შეუძლიათ იმის ყურება, თუ როგორ არიან ძმები და დები კარგად, ან როგორ აქვთ ღვთის მიმდევრებს რწმენა და როგორ მიჰყვებიან მას თავდაჯერებულობით აღვსილნი; მათ არ შეუძლიათ იმის ყურება, თუ როგორ იცვლება ძმებისა და დების ხასიათი ღვთის სიტყვების წინამძღოლობით, როგორ ასრულებენ ისინი თავიანთ მოვალეობებს ერთგულად და როგორ მიდის საქმე უკეთ და უკეთ. მათ არ შეუძლიათ აყვავებული ეკლესიის ყურება, ან იმის ყურება, თუ როგორ ვითარდება ღვთის მართვის გეგმა ეტაპობრივად დადებითი მიმართულებით — და კიდევ უფრო მეტად სძულთ, როდესაც ხალხი მუდმივად ქადაგებს ღვთის სიტყვებს, მოწმობს მასზე და განადიდებს მის მშვენიერებასა და მის სამართლიან ხასიათს. და უფრო მეტიც, მათ ეზიზღებათ, როდესაც ადამიანები ეძიებენ ღმერთს, ლოცულობენ მის მიმართ და ეძიებენ მის სიტყვებს, რაც არ უნდა შეემთხვეთ, ემორჩილებიან მას და მიჰყვებიან მის წარმართვასა და განგებას. მაშინაც კი, როდესაც ანტიქრისტეები იკვებებიან ღვთის სახლიდან, ტკბებიან ღვთის სიტყვებით და სარგებლობენ მისი სახლის ყველა სიკეთით, ისინი ხშირად ნატრობენ შანსს, რომ დასცინონ ღვთის სახლს. ისინი მოუთმენლად ელიან ღვთის ყველა მორწმუნის დაქსაქსვას და ღვთის საქმემ შემდგომი წინსვლა ვეღარ შეძლოს. შესაბამისად, როდესაც ღვთის სახლს რაღაც ემართება, იმის ნაცვლად, რომ დაიცვან იგი, ან იფიქრონ პრობლემის გადაჭრის გზებზე, ან მთელი ძალით დაიფარონ ძმები და დები, ან შეუერთდნენ მათ საკითხის ერთობლივად მოსაგვარებლად, ერთობლივად წარდგნენ ღვთის წინაშე და დაემორჩილონ მის ხელმწიფებას, ანტიქრისტეები განზე დგანან, იცინიან, იძლევიან მავნე რჩევებს, ანგრევენ და არევ-დარევას თესავენ. კრიტიკულ მომენტში, ისინი გარეშე პირებსაც კი გაუწვდიან დახმარების ხელს ღვთის სახლის ხარჯზე, რითაც მოქმედებენ როგორც სატანის მსახურნი, განზრახ თესავენ არევ-დარევას და ანგრევენ ყველაფერს. განა ასეთი ადამიანი ღვთის მტერი არ არის? რაც უფრო კრიტიკულია მომენტი, მით უფრო ნათლად ვლინდება მათი ეშმაკური იერსახე; რაც უფრო კრიტიკულია მომენტი, რაც უფრო დატვირთულია მოვლენებით, მით უფრო დეტალურად და სრულად ვლინდება მათი ეშმაკური იერსახე; რაც უფრო კრიტიკულია მომენტი, მით მეტ დახმარებას გაუწევენ ისინი გარეშე პირებს ღვთის სახლის ხარჯზე. რა რჯულისანი არიან ისინი? განა ასეთი ადამიანები ძმები და დები არიან? ისინი არიან ადამიანები, რომლებიც სჩადიან დამანგრეველ, საზიზღარ საქმეებს; ისინი ღვთის მტრები არიან; ისინი ეშმაკები არიან, ისინი სატანები არიან; ისინი ბოროტი ადამიანები, ანტიქრისტეები არიან. ისინი არ არიან ძმები და დები და არც ხსნის კანდიდატები არიან. ისინი მართლაც რომ ყოფილიყვნენ ძმები და დები, ღვთის სახლის ხალხი, მაშინ მის სახლში წამოჭრილი ნებისმიერი პრობლემის დროს, ისინი გულითა და გონებით გაერთიანდებოდნენ თავიანთ ძმებთან და დებთან, რათა ერთობლივად დაპირისპირებოდნენ და მოეგვარებინათ იგი. ისინი არ იქნებოდნენ გარეშე დამკვირვებლები, მით უმეტეს, არ დადგებოდნენ განზე და არ დასცინებდნენ. მხოლოდ ანტიქრისტეების მსგავსი ადამიანები დადგებოდნენ განზე, გაიცინებდნენ და მოუთმენლად დაელოდებოდნენ ღვთის სახლში ცუდი ამბების დატრიალებას.
ანტიქრისტეების არსი შეიძლება ნებისმიერ და ყოველ საქმეში გამოაშკარავდეს. მისი დამალვა სრულიად შეუძლებელია. რასაც არ უნდა აკეთებდნენ, რა საკითხიც არ უნდა იყოს, ყველა შეხედულება და ხასიათი, რომელსაც ისინი ავლენენ, საძაგელია ადამიანისთვისაც და ღვთისთვისაც. ისინი არა მხოლოდ ნგრევას, ჩაშლასა და არევ-დარევას იწვევენ ყოველგვარ წამოჭრილ საქმეში და განზე დგანან და იცინიან — ისინი ასევე ხშირად უპირისპირდებიან ღმერთს და გამოცდიან მას. რას ნიშნავს ეს, ღვთის გამოცდა? (გულის სიღრმეში მათ არ სწამთ ღმერთის და ისინი ამბობენ რაღაცებს ან იყენებენ გარკვეულ ხრიკებს მისი აზრების გამოსაცდელად, ცდილობენ გაარკვიონ, თუ რას ფიქრობს იგი). თქვენ ხშირად ხედავთ ამას. იობის შემთხვევაში, როგორ გამოსცადა სატანამ ღმერთი? (პირველად, როდესაც სატანამ ისაუბრა, მან თქვა, რომ თუ ღმერთი იობს წაართმევდა ოჯახსა და ქონებას, ის აღარ სცემდა თაყვანს ღმერთს; მეორედ მან თქვა, რომ თუ ღმერთი იობის ხორცსა და ძვალს შეეხებოდა, ის უარყოფდა ღმერთს. სატანას სურდა ღვთის გამოცდა იობზე უბედურებების დატეხით.) არის ეს გამოცდა? არის ეს ტერმინის ზუსტი განმარტება? (არა.) მკაცრად რომ ვთქვათ, ეს პასაჟები ბრალდებას ეხება. რასაც სატანა გულისხმობდა ამ სიტყვების თქმისას, იყო: „განა არ თქვი, რომ იობი სრულყოფილი ადამიანია? ყველა იმ სიკეთით, რაც შენ მას მიეცი, როგორ არ გცემდა ის თაყვანს? თუ შენ მას წაართმევ ამ სიკეთეებს, გგონია, რომ ის მაინც გცემს თაყვანს?“ ეს არის ბრალდება. მაშ, რა არის გამოცდა? სატანამ ყაჩაღებს იობის ქონება გააძარცვინა და წააღებინა. იობისთვის ეს იყო გამოცდა. როგორ არის ეს გამოცდა? აი ასე: „განა არ გწამს ღმერთის? როგორც კი მე წაგართმევ ამ ყველაფერს, ვნახოთ, თუ მაინც გწამს მისი!“ თუმცა, როგორ გაიგო ეს იობმა? რადგან სჯეროდა, რომ ეს ღვთისგან მოვლენილი განსაცდელი იყო, მას არ გაუწევია წინააღმდეგობა და არ უბრძოლია, არც არაფერი უთქვამს — ის დაემორჩილა და მან მიიღო ეს ღვთისგან. ასევე არის ის მოვლენები, რომლებიც უფალ იესოს შეემთხვა: როდესაც სატანა ცდილობდა ეიძულებინა იგი, რომ ქვები პურად ექცია და როდესაც აჩვენა უფალ იესოს წუთისოფლის მთელი დიდება და სიმდიდრე და მოსთხოვა და და, რომ თაყვანი ეცა მისთვის. ეს იყო ცდუნებები. ახლა, რას აკეთებენ ანტიქრისტეები ღვთის გამოსაცდელად? (ანტიქრისტეებს არ აქვთ ღვთისმოშიში გულები. ისინი ბოროტებას სჩადიან მაშინაც კი, როდესაც გაცნობიერებული აქვთ ეს. მათ სურთ გამოსცადონ ღმერთი, რათა ნახონ დაატყდებათ თუ არა თავს მისი სასჯელი. რადგან მათ არ სწამთ ღვთის სამართლიანი ხასიათის, როდესაც ისინი ბოროტებას სჩადიან, მათ არ გააჩნიათ სინდისის ხმა.) ეს არის გამოცდა. ისინი ამას აკეთებენ „მოდი ვცადოთ და ვნახოთ“ მიდგომით; მათ სურთ ნახონ, თუ რას გააკეთებს ღმერთი: „განა ღმერთი დიდებული და მრისხანე არ არის? აი, მე ვჩაგრავ ეკლესიას და ამდენი ცუდი რამ ჩავიდინე ღმერთისა და ადამიანის ზურგს უკან — იცის თუ არა ღმერთმა ამის შესახებ? თუ ჩემში არ არის სევდა და არ განვიცდი ხორციელ სასჯელს, ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა არ იცის.“ ისინი აკეთებენ მცირე გამოხდომებს, რათა გამოსცადონ, არის თუ არა ღმერთი ყოვლისშემძლე, რათა გამოსცადონ, აკვირდება თუ არა ის ადამიანების გულისნადებს. აი, რა არის გამოცდა. მათ სურთ დაადასტურონ საკითხის ჭეშმარიტება, რათა შეამოწმონ, მართლა იმოქმედებს თუ არა ღმერთი დადონ მასთან სანაძლეო და შეედავონ მას. აი, რა არის გამოცდა.
ერთხელ კონტინენტურ ჩინეთში იყო ერთი ანტიქრისტე, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა ადამიანთა ჯგუფი. მან დაინახა, რომ ღვთის სახლი საზღვარგარეთ აყალიბებდა გუნდებს და გალობდა საგალობლებს და გაიფიქრა: „თუ თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ გუნდები საზღვარგარეთ, ჩვენც შეგვიძლია ამის გაკეთება აქ.“ ამიტომ, მან შეკრიბა ხალხი სხვადასხვა ადგილიდან გუნდში სამღერად. მან ასევე შეკრიბა დიდი აუდიტორია მათთვის; ეს საკმაოდ შთამბეჭდავი სანახაობა იყო. რატომ გააკეთა მან ეს? ერთი მხრივ, ის აყალიბებდა დამოუკიდებელ სამეფოს, რასაც ახსნა არ სჭირდება. მეორე მხრივ, რასაც ის გულისხმობდა, იყო: „ღმერთი, რომლისაც ჩვენ გვწამს, არის ჭეშმარიტი ღმერთი და ჩვენ გვაქვს სულიწმიდის საქმე. ჩვენ შეიძლება ვიმყოფებოდეთ მტრულ გარემოში, სადაც დიდი წითელი დრაკონი გვდევნის და მკაცრად და ყურადღებით გვაკვირდება, მაგრამ მოდით ვაჩვენოთ ხალხს, გვიცავს თუ არა ღმერთი. ვნახოთ, შეიძლება თუ არა რამე დაგვემართოს; ვნახოთ, შეიძლება თუ არა დაგვაპატიმრონ.“ როგორი აზროვნებაა ეს? (გამომცდელი.) ეს არის გამოცდა — ეს არის ასეთი ლოზუნგების ფრიალი და ისეთი ფრაზების გამოყენება, როგორიცაა რწმენა იმისა, რომ ღმერთი არის ყოვლისშემძლე და ყველგანმყოფი, რათა შეამოწმოს, თუ რას გააკეთებს სინამდვილეში ღმერთი დადოს მასთან სანაძლეო და ის შეებრძოლოს მას. ამას ჰქვია „გამოცდა“. ზოგიერთი ადამიანი, როდესაც სხვები ეუბნებიან: „ამის ჭამა არ შეიძლება; ის ფაღარათს გამოიწვევს“, ისინი პასუხობენ: „არ მჯერა შენი, მე ამას შევჭამ! ვნახოთ, ამიშლის თუ არა ღმერთი კუჭს.“ ამიტომ, ისინი ჭამენ მას და მართლაც, ეს მათ კუჭს უშლის. ისინი გულში ფიქრობენ: „რატომ არ დამიფარა ღმერთმა? ამან სხვა ადამიანებს აუშალა კუჭი, მაგრამ ეს იმიტომ, რომ მათ არ სწამთ ღმერთის. მე მწამს ღმერთის; რატომ ამიშალა კუჭი ისევე, როგორც ყველას?“ რა სახის ქცევაა ეს? (გამოცდა.) ეს არის იმის შედეგი, რომ ისინი არ იცნობენ ღმერთს. მაგრამ ანტიქრისტეების შემთხვევაში, არის კიდევ რაღაც დამატებითი: ისინი საერთოდ არ აღიარებენ ღვთის არსის არსებობას, ამიტომ ისინი აკეთებენ რაღაცებს საკუთარი ძალისხმევითა და საკუთარი ფანტაზიებით და ამ საქმეებს რწმენით არ აკეთებენ. ამის ნაცვლად, ისინი გამოცდიან ღმერთს. ისინი იყენებენ თავიანთ ქცევას და თავიანთ წამიერ ფიქრებსა და იმპულსებს, რათა გამოიკვლიონ, არსებობს თუ არა ღმერთი და არის თუ არა მისი ყოვლისშემძლეობა რეალური და შეუძლია თუ არა მას სინამდვილეში მათი დაცვა. თუ მათი ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდება, მაშინ მათი რწმენა ამ საფუძველზე გაგრძელდება; თუ ის ჩავარდება, თუ ღმერთი იმედს გაუცრუებს მათ, რას იზამენ ისინი? ისინი იტყვიან: „მე აღარ ვირწმუნებ ღმერთს. არ არის ისე, თითქოს ის ზრუნავს ადამიანებზე. ყველა ამბობს, რომ ღმერთი ადამიანის თავშესაფარია — როგორც მე ვხედავ, ეს აუცილებლად ასე არ არის. რაც შეეხება ამ სიტყვებს, ადამიანებმა მომავალში საკუთარი თავისთვის სათადარიგო გეგმები უნდა შეიმუშაონ; ისინი არ შეიძლება იყვნენ ასეთი სულელები რაღაცებთან მიმართებაში. „ადამიანებმა თავიანთი საქმეები თავად უნდა მოაგვარონ — მათ არ შეუძლიათ ყველაფერში ღმერთს დაეყრდნონ.“ ეს არის ის შედეგი, რომელიც მათ თავიანთი გამოცდიდან გამოიტანეს. რას ფიქრობთ ამ შედეგზე? იქნება თუ არა ეს შედეგი ადამიანებისთვის, თუ ისინი ჭეშმარიტებას ეძიებენ? (არა.) რატომაც არა? თუ ადამიანები ჭეშმარიტებას ეძიებენ, ისინი საბოლოოდ მიაღწევენ კარგ დადებით შედეგსა და ჯილდოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რასაც არ უნდა აკეთებდნენ ადამიანები, ღმერთს აქვს თავისი გზები და პრინციპები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ რეაგირებს და როგორ ეპყრობა ამ საქმეებს, ხოლო ადამიანებს აქვთ შესასრულებელი მოვალეობები და საკუთარი ინსტინქტები. ღმერთი ანიჭებს მათ ინსტინქტებს; მან უკვე მისცა მათ პრინციპები, ამიტომ ადამიანები ამ პრინციპების მიხედვით უნდა მოქმედებდნენ ღვთის სიტყვების წინამძღოლობით. ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, ზედაპირულად ისე ჩანს, თითქოს ღმერთმა უნდა დაიფაროს ადამიანი, მაგრამ ეს „უნდა“ ადამიანისგან მოდის თუ ღვთისგან? (ადამიანისგან.) ეს ადამიანის გონებაშია წარმოდგენილი. ეს „უნდა“ არ არის ჭეშმარიტება; ეს არ არის ღვთის პასუხისმგებლობა. მაშ, კონკრეტულად რას გააკეთებს ღმერთი? ღმერთს აქვს მოქმედების თავისი გზები და მას აქვს თავისი პრინციპები. ზოგჯერ, იმით, რომ არ გიცავს, ის გამხელს, რათა დაინახოს, თუ რომელ გზას ირჩევ. ზოგჯერ, მტრული გარემოს მეშვეობით, ის სრულყოფს შენს ცოდნას გარკვეულ სფეროში, გაძლევს საშუალებას, მოიპოვო ჭეშმარიტების გარკვეული ასპექტი და შეიცვალო რაიმე მხრივ. ის გაძლიერებს და გზრდის. მოკლედ, როგორც არ უნდა მოქმედებდეს ღმერთი, მას აქვს თავისი პრინციპები და მიზეზები, ისევე როგორც თავისი მიზნები და ამოცანები. თუ ჭეშმარიტებად მიიჩნევ აზრს, რომ „ღმერთმა უნდა დამიფაროს მე და ის ასე და ასე უნდა მოიქცეს“, ან ბოლომდე იცავ ამ შეხედულებას და ამით მოთხოვნებს უყენებ ღმერთს, მაშინ, როდესაც ღმერთი ასე არ მოიქცევა, შენსა და ღმერთს შორის კონფლიქტი წარმოიშობა. როდესაც ეს კონფლიქტი წარმოიშობა, ღმერთი არ იქნება დამნაშავე. მაშინ ვინ იქნება? (ადამიანი.) ეს იწყება ადამიანების შეხედულებებში არსებული პრობლემით, იმით, რომ ისინი არასწორ პოზიციას იკავებენ, არასწორ ადგილზე დგანან. როდესაც სთხოვ ღმერთს, რომ გარკვეული გზით იმოქმედოს, თავს სრულიად გამართლებულად იგრძნობ. მაგრამ კარგად რომ დაუფიქრდე, როდესაც შეძლებ დაემორჩილო და მიიღო, მაშინ იგრძნობ, რომ შენი გამართლებები უსაფუძვლოა და რომ ეს შენი გახრწნილი ხასიათი და არაგონივრული მოთხოვნებია. როდესაც შეძლებ მიღებას, ღმერთი მოგანიჭებს ჭეშმარიტებისა და შემეცნების იმ ზომას, რომელიც უნდა მოიპოვო. როგორც ის ხედავს, ეს არის ჭეშმარიტების ის ელემენტი, რომელიც ყველაზე მეტად უნდა მოიპოვო და არა რაიმე უმნიშვნელო მადლი ან კურთხევა. მხოლოდ ღმერთმა იცის, რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ის ზრუნავს ადამიანებზე და აძლევს მათ სათანადო დროსა და სათანადო ზომით. მეორე მხრივ, ანტიქრისტეები არ აღიარებენ ჭეშმარიტებას ან სულიწმიდის საქმეს. ვინც არ უნდა ეწეოდეს თანაზიარებას ჭეშმარიტების შესახებ და მოწმობდეს ღვთის სიყვარულსა და ხსნაზე, ანტიქრისტე არა მხოლოდ უარს იტყვის მის მიღებაზე, არამედ ზიზღით განეწყობა და შეეწინააღმდეგება მას. ეს არის განსხვავება ანტიქრისტეებსა და ჩვეულებრივ გახრწნილ ადამიანებს შორის.
აქ დავასრულებთ ჩვენს თანაზიარებას ანტიქრისტეების იმ მახასიათებელზე, რომელიც ღვთის ვინაობისა და მისი უნიკალურობის არსის უარყოფას ეხება. გაქვთ კიდევ რაიმე შეკითხვა? (ღმერთო, მე მაქვს შეკითხვა. სახარების ქადაგებისას უფლის ბევრ მორწმუნეს ვხვდები და ისინი ყველანი დაჟინებით იცავენ პავლეს იმ შეხედულებას, რომელშიც ნათქვამია: „სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი – მონაგები.“ მათ ჰგონიათ, რომ თუ შეძლებენ პავლეს სიტყვების სტანდარტის დაკმაყოფილებას, ისინი შეძლებენ გახდნენ ღმერთი. არის თუ არა ეს ანტიქრისტეების კიდევ ერთი გამოვლინება და ასევე ღვთის უნიკალურობის არსის უარყოფა?) მეტ-ნაკლებად. ის, რომ ანტიქრისტეები უარყოფენ ღვთის უნიკალურობას, ძირითადად იმით არის განპირობებული, რომ მათ ღმერთად გახდომა სურთ. პავლეს სიტყვები მათი განსაკუთრებული ფავორიტია: „ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიცოცხლე ღმერთია, ღვთის სიცოცხლით მე ვარ ღმერთი.“ მათ სჯერათ, რომ თუ ეს შეხედულება მართებულია, მათ აქვთ იმედი, რომ გახდებიან ღმერთი, იმეფებენ და მოიპოვებენ კონტროლს ადამიანებზე; თუ არა, მაშინ მათი იმედები, რომ იმეფებენ და გახდებიან ღმერთი, იმსხვრევა. მოკლედ, სატანას ყოველთვის სურს იყოს ღმერთთან თანასწორი — და ასევე სურთ ანტიქრისტეებსაც: ისინიც ფლობენ ამ არსს. მაგალითად, ღვთის მიმდევრებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად განადიდებენ ღმერთს და მოწმობენ მასზე, მოწმობენ მის საქმეზე და იმ ეფექტზე, რომელსაც მისი სიტყვების სამსჯავრო და გაკიცხვა ახდენს ადამიანში. ისინი აქებენ ყველა იმ საქმეს, რომელსაც ღმერთი აკეთებს ადამიანის გადასარჩენად და ისინი ასევე აქებენ ღვთის მიერ გაღებულ საფასურს. სურთ თუ არა ანტიქრისტეებსაც დატკბნენ ამ ყველაფრით, თუ არა? მათ სურთ დატკბნენ მხარდაჭერით, მლიქვნელობით, განდიდებით — ადამიანებისგან ქებითაც კი. და კიდევ რა სამარცხვინო იდეებს იგონებენ ისინი? მათ სურთ, რომ ადამიანებს სწამდეთ მათი და ადამიანები დაეყრდნონ მათ ყველაფერში; სრულიად მისაღებია, რომ ადამიანები დაეყრდნონ ღმერთსაც — მაგრამ თუ, იმავდროულად, როდესაც ისინი ეყრდნობიან ღმერთს, მათთვის ანტიქრისტეებზე მინდობა უფრო ხელშესახები და ბუნებრივია, მაშინ ანტიქრისტეები უზომოდ კმაყოფილნი იქნებიან. თუ, იმავდროულად, როდესაც ადიდებ ღმერთს და ითვლი იმ მადლს, რომელიც ღმერთმა მოგცა, ასევე ითვლი ანტიქრისტეების ყველა დამსახურებულ მიღწევას და უგალობ მათ ქებას შენს ძმებსა და დებს შორის და ფართოდ ავრცელებ ყველაფერს, რასაც ისინი აკეთებენ, მაშინ მათ გულებში ისინი საოცრად კმაყოფილნი იქნებიან და თავს ბედნიერად იგრძნობენ. ამგვარად, ანტიქრისტეების ბუნება-არსების თვალსაზრისით რომ ვისაუბროთ, როდესაც ამბობ, რომ ღმერთი ფლობს ხელმწიფებას, რომ ის სამართლიანია და რომ მას შეუძლია ადამიანების გადარჩენა, როდესაც ამბობ, რომ მხოლოდ ღმერთი ფლობს ასეთ არსს, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია ასეთი საქმის კეთება და არავის შეუძლია დადგეს მის ადგილას ან იყოს მისი წარმომადგენელი ამ საქმეების კეთებისას და არავის შეუძლია ფლობდეს ამ არსს და აკეთებდეს ამ საქმეებს: როდესაც ამას ამბობ, ანტიქრისტეები, თავიანთ გულებში, არ იღებენ ამ სიტყვებს და უარს ამბობენ მათ აღიარებაზე. რატომ არ იღებენ ისინი მათ? იმიტომ, რომ მათ აქვთ ამბიციები — ეს საკითხის ერთი მხარეა. მეორე მხარე ის არის, რომ მათ არ სწამთ და არც აღიარებენ განკაცებულ ხორცს ღმერთად. როდესაც ვინმე ამბობს, რომ ღმერთი უნიკალურია, რომ მხოლოდ ღმერთია სამართლიანი, ისინი გულში არ ეთანხმებიან ამას და შინაგანად შეეწინააღმდეგებიან მას და იტყვიან: „არასწორია — მეც სამართლიანი ვარ!“ როდესაც ამბობ, რომ მხოლოდ ღმერთია წმინდა, ისინი იტყვიან: „არასწორია — მეც წმინდა ვარ!“ პავლე ამის მაგალითია: როდესაც ადამიანები ავრცელებდნენ უფალ იესო ქრისტეს სიტყვას და ამბობდნენ, რომ უფალმა იესო ქრისტემ გაიღო თავისი ძვირფასი სისხლი კაცობრიობისთვის, რომ ის ემსახურა როგორც ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი და მან გადაარჩინა მთელი კაცობრიობა და გამოისყიდა მთელი კაცობრიობა ცოდვისგან — რას გრძნობდა პავლე ამის გაგონებისას? აღიარა მან, რომ ეს ყველაფერი ღვთის საქმე იყო? აღიარა მან, რომ ის, ვისაც შეეძლო ამ ყველაფრის გაკეთება, იყო ქრისტე და რომ მხოლოდ ქრისტეს შეეძლო ამ ყველაფრის გაკეთება? და აღიარა მან, რომ მხოლოდ მას, ვისაც შეეძლო ამ ყველაფრის გაკეთება, შეეძლო ღვთის წარმოდგენა? მან ეს არ გააკეთა. მან თქვა: „თუ იესოს ჯვარცმა შეიძლებოდა, მაშინ ადამიანების ჯვარცმაც შეიძლება! თუ მას შეეძლო თავისი ძვირფასი სისხლის გაღება, მაშინ ადამიანებსაც შეუძლიათ! გარდა ამისა, მეც შემიძლია ქადაგება და მასზე მეტი ცოდნა მაქვს და შემიძლია ტანჯვის ატანა! თუ ამბობ, რომ ის არის ქრისტე, მაშინ განა მეც არ უნდა მიწოდონ ქრისტე? თუ აცხადებ მის წმინდა სახელს, მაშინ განა ჩემიც არ უნდა გამოაცხადო? თუ ის ღირსია ეწოდოს ქრისტე, თუ მას შეუძლია წარმოადგინოს ღმერთი და თუ ის არის ღვთის ძე, მაშინ განა ჩვენც არ ვართ? ჩვენ, ვისაც შეგვიძლია ვიტანჯოთ და გავიღოთ მსხვერპლი და ვისაც შეგვიძლია ვიშრომოთ და ვიმუშაოთ ღმერთისთვის — განა ჩვენც არ შეიძლება გვეწოდოს ქრისტე? რით განსხვავდება ღვთის მიერ მოწონება და ქრისტედ წოდება ქრისტესგან?“ მოკლედ, ანტიქრისტეებმა ვერ შეძლეს ღვთის არსის იმ ასპექტის წვდომა, რომელიც მისი უნიკალურობაა და მათ არ ესმით, თუ რა არის სინამდვილეში ღვთის უნიკალურობა. მათ სჯერათ: „ქრისტედ ან ღმერთად ყოფნა არის ის, რისკენაც ადამიანი მიისწრაფვის უნარისა და შესაძლებლობის საფუძველზე, ისევე, როგორც ადამიანი ძალაუფლებას ბრძოლით იპოვებს. არ შეგიძლია გეწოდოს ქრისტე მხოლოდ იმიტომ, რომ გაქვს ღვთის არსი. ქრისტედ ყოფნა საკუთარი უნარითა და მძიმე შრომით მოპოვებული შედეგია. ეს ზუსტად ისეა, როგორც წუთისოფელში ხდება — ვინც უფრო უნარიანი და დახელოვნებულია, სწორედ ის შეიძლება იყოს დიდი თანამდებობის პირი და მას ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა.“ ეს არის მათი ლოგიკა. ანტიქრისტეები არ აღიარებენ ღვთის სიტყვას ჭეშმარიტებად. ღვთის არსი და ხასიათი, რომლებზეც ღვთის სიტყვებშია საუბარი, მათთვის გაუგებარია; ისინი არიან ერისკაცები და გარეშე პირები და მათ არაფერი გაეგებათ, ამიტომ მათი საუბარი მთლიანად გარეშე პირთა სიტყვებისგან შედგება, სულიერი გაგების არმქონე სიტყვებისგან. თუ მათ იმუშავეს რამდენიმე წელი და ჰგონიათ, რომ შეუძლიათ ტანჯვა და საფასურის გაღება, რომ შეუძლიათ ფუჭი სიტყვები აფრქვიონ მოძღვრებების ქადაგებისას, რომ ისწავლეს თვალთმაქცობა და შეუძლიათ სხვების შეცდომაში შეყვანა და მოიპოვეს ზოგიერთის მოწონება, მაშინ მათ სრულიად ბუნებრივად მიაჩნიათ, რომ მათ შეუძლიათ გახდნენ ქრისტე და გახდნენ ღმერთი.
გაქვთ კიდევ რაიმე შეკითხვა? (ღმერთო, ხომ არ გვექნებოდა კიდევ ცოტა თანაზიარება იმაზე, თუ რას ნიშნავს ღვთის გამოცდა? რა გზებით ვლინდება ღვთის გამოცდა ადამიანებში?) ღვთის გამოცდა არის ის, როდესაც ადამიანებმა არ იციან, თუ როგორ მოქმედებს ღმერთი და ადამიანები არ იცნობენ მას ან მათ არ ესმით მისი და ამიტომ ისინი ხშირად უყენებენ მას არაგონივრულ მოთხოვნებს. მაგალითად, როდესაც ვინმე ავად არის, მან შეიძლება ილოცოს, რომ ღმერთმა განკურნოს იგი. „მე არ მივმართავ მკურნალობას — ვნახოთ, განმკურნავს თუ არა ღმერთი.“ და ამგვარად, საკმაოდ დიდი ხნის ლოცვის შემდეგ, როდესაც ღვთისგან არავითარი ქმედება არ არის, ის ამბობს: „რადგან ღმერთს არაფერი გაუკეთებია, მე მივიღებ წამალს და ვნახავ, შემიშლის თუ არა ის ხელს. თუ წამალი ყელში გამეჩხირება, ან თუ წყალს დავღვრი, შეიძლება ამ გზით მიშლიდეს ღმერთი ხელს და არ მომცეს მისი მიღების საშუალება.“ აი, რა არის გამოცდა. ან, მაგალითად, როდესაც გევალება სახარების ქადაგება. ნორმალურ ვითარებაში, ყველა თანაზიარებისა და მსჯელობის გზით წყვეტს, თუ რას მოითხოვს შენი მოვალეობები და რა უნდა გააკეთო და შემდეგ მოქმედებ, როდესაც შესაფერისი დრო დადგება. თუ მოქმედებისას რაღაც ხდება, ეს ღვთის ხელმწიფებაა — თუ ღმერთი ხელს შეგიშლის, მაშინ ის ამას თავისივე ინიციატივით გააკეთებს. თუმცა, ვთქვათ, ლოცვაში ამბობ: „ღმერთო, დღეს სახარების საქადაგებლად გავდივარ. შეესაბამება თუ არა შენს განზრახვას ჩემი გასვლა? არ ვიცი, შეძლებს თუ არა დღევანდელი სახარების პოტენციური მიმღები მის მიღებას და არც ის, თუ კონკრეტულად როგორ განახორციელებ შენს ხელმწიფებას ამაზე. გთხოვ შენს წარმართვასა და განგებას, შენს წინამძღოლობას, რათა მაჩვენო ეს ყველაფერი.“ ლოცვის შემდეგ ზიხარ შენთვის, გაუნძრევლად და შემდეგ ამბობ: „რატომ არაფერს ამბობს ღმერთი ამის შესახებ? შესაძლოა, საკმარისად არ ვკითხულობ მის სიტყვებს, ამიტომ არ შეუძლია მაჩვენოს ეს ყველაფერი. თუ ასეა, მაშინვე გავალ. თუ იქ წავიქცევი, ეს შეიძლება იყოს ღმერთი, რომელიც ხელს მიშლის წასვლაში და თუ ყველაფერი შეუფერხებლად ჩაივლის და ღმერთი ხელს არ შემიშლის, ეს შეიძლება იყოს ღმერთი, რომელიც წასვლის ნებას მრთავს.“ ეს არის გამოცდა. რატომ ვუწოდებთ ამას გამოცდას? ღვთის საქმე პრაქტიკულია; სრულიად ნორმალურია, რომ ადამიანებმა უბრალოდ შეასრულონ ის მოვალეობები, რომლებიც ევალებათ, მოაწყონ თავიანთი ყოველდღიური ცხოვრება და იცხოვრონ ნორმალური ადამიანობით ისე, რომ ეს პრინციპებს შეესაბამებოდეს. არ არის საჭირო იმის გამოცდა, თუ როგორ იმოქმედებს ღმერთი ან რა წინამძღოლობას მოგცემს ის. იზრუნე მხოლოდ იმაზე, რომ გააკეთო ის, რაც გევალება; ნუ გექნება მუდმივად დამატებითი ფიქრები, როგორიცაა: „მაძლევს თუ არა ღმერთი ამის გაკეთების ნებას? თუ ამას გავაკეთებ, როგორ მომექცევა ღმერთი? სწორია თუ არა ჩემი მხრიდან ამის ასე გაკეთება?“ თუ რაღაც აშკარად სწორია, მაშინ იზრუნე მხოლოდ მის გაკეთებაზე; ნუ დაიწყებ ამაზე და იმაზე ფიქრს. რა თქმა უნდა, ლოცვა კარგია, ლოცვა ღვთის წინამძღოლობისთვის, რომ მან წარმართოს შენი ცხოვრება ამ დღეს, რომ მან წარმართოს ის მოვალეობა, რომელსაც დღეს ასრულებ. ადამიანისთვის საკმარისია ჰქონდეს მორჩილი გული და დამოკიდებულება. მაგალითად, იცი, რომ თუ დენს შეეხები, დენი დაგარტყამს და შეიძლება სიცოცხლე დაკარგო. თუმცა, ფიქრობ: „არაუშავს, ღმერთი მიცავს. უბრალოდ უნდა ვცადო, რათა ვნახო დამიფარავს თუ არა ღმერთი და ვნახო, რა შეგრძნებაა ღვთის მფარველობა.“ შემდეგ ხელს ჰკიდებ მას და შედეგად, დენი გარტყამს — ეს არის გამოცდა. ზოგიერთი რამ აშკარად არასწორია და არ უნდა გაკეთდეს. თუ მაინც გააკეთებ მათ, რათა ნახო, როგორი იქნება ღვთის რეაქცია, ეს არის გამოცდა. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „ღმერთს არ მოსწონს, როდესაც ადამიანები გამომწვევად იცვამენ და მკვეთრ მაკიაჟს იკეთებენ. მაშინ მე ასე მოვიქცევი და ვნახავ, როგორი შეგრძნებაა, როდესაც ღმერთი შინაგანად მკიცხავს.“ შესაბამისად, მაკიაჟის გაკეთების შემდეგ, ისინი სარკეში იყურებიან: „ღმერთო ჩემო, ცოცხალ მოჩვენებას ვგავარ, მაგრამ მხოლოდ იმას ვგრძნობ, რომ ეს ცოტა ამაზრზენია და სარკეში ჩახედვა არ შემიძლია. ამის მიღმა არავითარი დამატებითი შეგრძნება არ არის — არ ვგრძნობ ღვთის ზიზღს და არ ვგრძნობ, რომ მისი სიტყვები ერთბაშად მოდის, რათა განმგმიროს და განმსაჯოს.“ რა სახის ქცევაა ეს? (გამოცდა.) თუ ზოგჯერ ზედაპირული ხარ შენს მოვალეობაში და აშკარად იცი, რომ ეს ასეა, საკმარისია უბრალოდ მოინანიო და გამოსწორდე. მაგრამ მუდმივად ლოცულობ: „ღმერთო, მე ზედაპირული ვიყავი — გთხოვ, გამწვრთნე!“ რა მიზანს ემსახურება შენი სინდისი? თუ სინდისი გაქვს, პასუხისმგებლობა უნდა აიღო საკუთარ ქცევაზე. უნდა შეაკავო ის. ნუ ილოცებ ღმერთთან — ეს ლოცვა გამოცდად იქცევა. სერიოზული საკითხისადმი ასეთი მიდგომა და მისგან ხუმრობის, გამოცდის გაკეთება არის ის, რაც ღმერთს ეზიზღება. როდესაც პრობლემის წინაშე მყოფი ადამიანები ლოცულობენ და ეძიებენ ღმერთს და ასევე ზოგიერთ მათ დამოკიდებულებაში, მოთხოვნასა და ღმერთთან მოპყრობის გზებში, ხშირად ჩნდება გარკვეული გამოცდები. რას მოიცავს ძირითადად ეს გამოცდები? ეს არის ის, რომ გსურს ნახო, თუ როგორ იმოქმედებს ღმერთი, ან გსურს ნახო, შეუძლია თუ არა ღმერთს რაღაცის გაკეთება. გსურს გამოსცადო ღმერთი; გსურს გამოიყენო ეს საკითხი იმის დასადასტურებლად, თუ როგორია ღმერთი, იმის დასადასტურებლად, თუ რომელი სიტყვები, რომლებიც ღმერთმა თქვა, არის სწორი და ზუსტი, რომელი შეიძლება ახდეს და რომლის აღსრულება შეუძლია მას. ეს ყველაფერი გამოცდებია. თქვენ თუ გახასიათებთ ხშირად საქმის კეთების ასეთი მიდგომა? ვთქვათ, არის რაღაც, რაზეც არ იცი, სწორად გააკეთე თუ არა, ან შეესაბამება თუ არა ის ჭეშმარიტება-პრინციპებს. აქ არის ორი მეთოდი, რომელსაც შეუძლია დაადასტუროს, არის თუ არა ის, რაც ამ საქმეში გააკეთე, გამოცდა, თუ ის დადებითია. ერთი მეთოდია, გქონდეს თავმდაბალი და ჭეშმარიტების მაძიებელი გული და თქვა: „აი, როგორ მოვაგვარე და როგორ შევხედე ამ საქმეს, რაც შემემთხვა და რა შედეგი მოჰყვა ჩემ მიერ ასეთ მოგვარებას? ვერ ვხვდები, არის თუ არა ეს ის, რაც სინამდვილეში უნდა გამეკეთებინა.“ რას ფიქრობთ ამ დამოკიდებულებაზე? ეს არის ჭეშმარიტების ძიების დამოკიდებულება — მასში არ არის გამოცდა. დავუშვათ, ამბობ: „ყველა ერთად წყვეტს ამ საქმეს, თანაზიარების შემდეგ.“ ვიღაც კითხულობს: „ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ვინ არის გადაწყვეტილების მთავარი მიმღები?“ და პასუხობ: „ყველა.“ შენი განზრახვა ასეთია: „თუ იტყვიან, რომ ეს საქმე პრინციპების შესაბამისად მოგვარდა, ვიტყვი, რომ ეს მე გავაკეთე. თუ იტყვიან, რომ ის არ მოგვარებულა პრინციპების შესაბამისად, თავდაპირველად დავმალავ, თუ ვინ გააკეთა ეს და ვინ მიიღო გადაწყვეტილება. ამგვარად, რომც გააგრძელონ და ეცადონ ბრალის დადებას, ისინი მე არ დამდებენ ბრალს და თუ ვინმე შერცხვება, ეს მხოლოდ მე არ ვიქნები.“ თუ ასეთი განზრახვით საუბრობ, ეს არის გამოცდა. ვიღაცამ შეიძლება თქვას: „ღმერთს ეზიზღება, როდესაც ადამიანი ამქვეყნიურ რამეებს მიჰყვება. მას ეზიზღება ისეთი რამეები, როგორიცაა კაცობრიობის მოსაგონარი დღეები და დღესასწაულები.“ ახლა, როდესაც ეს იცი, შეგიძლია უბრალოდ მაქსიმალურად ეცადო თავი აარიდო ასეთ რამეებს, რამდენადაც ამის საშუალებას გარემოებები იძლევა. თუმცა, ვთქვათ, განზრახ მიჰყვები ამქვეყნიურ საქმეებს დღესასწაულის დროს რაღაცების კეთებისას და როდესაც მათ აკეთებ, შენი განზრახვა ასეთია: „უბრალოდ ვნახავ, გამწვრთნის თუ არა ღმერთი ამის გაკეთებისთვის, მომაქცევს თუ არა ყურადღებას. უბრალოდ ვნახავ, სინამდვილეში როგორი დამოკიდებულება აქვს მას ჩემ მიმართ, რამდენად ღრმაა მისი ზიზღი. ამბობენ, რომ ღმერთს ეზიზღება ეს, ამბობენ, რომ ის წმინდაა და სძულს ბოროტება, ამიტომ ვნახავ, როგორ სძულს მას ბოროტება და როგორ გამწვრთნის. როდესაც ამ რამეებს ვაკეთებ, თუ ღმერთი პირღებინებასა და ფაღარათს მომივლენს და თავბრუსხვევას დამახვევს, ისე რომ ლოგინიდან ადგომას ვერ შევძლებ, მაშინ გამოჩნდება, რომ ღმერთს მართლაც ეზიზღება ეს რამეები. ეს მხოლოდ სიტყვები არ იქნება — ფაქტები დაადასტურებს ამას.“ თუ მუდმივად იმედოვნებ ასეთი სცენის ხილვას, რა სახის ქცევა და განზრახვები გაქვს? შენ გამოცდი. ადამიანმა არასოდეს არ უნდა გამოსცადოს ღმერთი. როდესაც ღმერთს გამოცდი, ის გემალება და სახეს გიმალავს და შენი ლოცვები უსარგებლოა. ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს: „ეს არ იმუშავებს მაშინაც კი, თუ გულით გულწრფელი ვარ?“ დიახ, მაშინაც კი, თუ გულით გულწრფელი ხარ. ღმერთი არ აძლევს ადამიანებს მისი გამოცდის უფლებას; მას სძულს ბოროტება. როდესაც შენ იტოვებ ამ უკეთურ იდეებსა და ფიქრებს, ღმერთი დაგემალება შენ. ის აღარ მოგფენს ნათელს, არამედ განზე გაგწევს და გააგრძელებ სულელური დამანგრეველი და დამაბრკოლებელი საქმეების კეთებას, სანამ არ გამოაშკარავდები. ეს არის ის შედეგი, რომელიც ადამიანების მიერ ღვთის გამოცდას მოაქვს.
(ღმერთო, ერთი შეკითხვა მაქვს. მე ეკლესიაში აღჭურვილობას განვაგებ. ჩემი დამოკიდებულება ამ მოვალეობის მიმართ ყოველთვის ზერელე და არასერიოზულია. ძმებმა და დებმა მიმითითეს ჩემს შეცდომებზე და გამსხლეს და მათ ჩემთან ითანაზიარეს იმ მაგალითზე, რომელიც ღმერთმა ერთხელ მოიყვანა იმ ადამიანზე, ვინც ფარულად დალია ხველის სიროფი: ღმერთს ის არ გაუწვრთნია და არც გაუკიცხავს, არამედ ღმერთმა მოკვეთა იგი, როგორც კი მან სიროფი დალია. ღვთის ხასიათი არ იწყნარებს ადამიანის შეურაცხყოფას — მე ვიცი ეს სიტყვები, მაგრამ მაქვს შეხედულება, რომ ღმერთი მოწყალე და მოსიყვარულეა, რომ ის, ალბათ, ისე არ მომექცევა, როგორც იმ ადამიანს მოექცა. ამიტომ, არ შემშინებია. დღეს ღვთის თანაზიარებაზე დაყრდნობით, ვგრძნობ, რომ მაქვს ეჭვის დამოკიდებულება მისი სამართლიანი ხასიათის მიმართ და ანტიქრისტეების ქცევა: ღვთის გამოცდა, რომ არასდროს მეშინოდეს მისი.) ღვთის დამოკიდებულება ადამიანის მიმართ არ ეფუძნება იმას, ეშინია თუ არა ამ ადამიანს მისი და არც იმას, თუ რა წარმავალი დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს ამ ადამიანს მოცემული საკითხის მიმართ. ღმერთი სერიოზულ პრობლემებად არ მიიჩნევს იმ ცუდ ჩვევებსა და უპასუხისმგებლო ქცევებს, რომლებიც ადამიანმა შეიძლება გამოავლინოს ცხოვრების წვრილმან საკითხებში. სრულიად საკმარისია, რომ შეგეძლოს მთელი ძალისხმევის დათმობა შენი არსებითი მოვალეობისთვის და მასზე პასუხისმგებლობის აღება. თუ გრძნობ, რომ არასოდეს შეგიძლია პასუხისმგებლობის აღება აღჭურვილობის მართვაზე და არ შეგიძლია მთელი შენი ძალისხმევის ჩადება მის კარგად შესასრულებლად, რას აჩვენებს ეს? ნაწილობრივ, ეს აჩვენებს, რომ არ ხარ კარგი მმართველი; გარდა ამისა, ეს აჩვენებს, რომ არ ხარ შესაფერისი ამ საქმისთვის. თუ გრძნობ, რომ ამ საქმეზე დარჩენამ შეიძლება ერთ დღეს კატასტროფა გამოიწვიოს, აჯობებს, სხვა ვინმეს გაუწიო რეკომენდაცია ამ საქმისთვის; მიეცი ეკლესიაში ვინმეს, ვინც შესაფერისია ამ ამოცანისთვის, შენი ჩანაცვლების საშუალება, შემდეგ კი წადი და აკეთე ის საქმე, რომელშიც კარგი ხარ და რომელიც შენს ინტერესს იწვევს და იყავი ერთგული ამ მოვალეობის შესრულებისას. უფრო მეტიც, თუ ვინმეს ჭეშმარიტად უყვარს ჭეშმარიტება და ჭეშმარიტად სურს ღვთისმოშიშება და ბოროტებისგან განრიდება და ღირსეულად ცხოვრება და არ იყოს სხვებისგან მოძულებული, არამედ დაფასებული, მაშინ მას უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილი ყველაფრის კარგად კეთება. და ამის კეთებისას, მას უნდა ჰქონდეს მტკიცე გადაწყვეტილება ღვთის წინაშე, რომ თქვას: ღმერთო, გთხოვ, გამწვრთნე, თუ ცუდად ვასრულებ — გთხოვ, აღასრულე შენი საქმე. ადამიანებს არ ეხერხებათ სხვების ხელმძღვანელობა; საუკეთესო შემთხვევაში, მათ შეიძლება ასწავლონ ვინმეს, გახდეს ნიჭიერი ერთ სფეროში. მაგრამ როდესაც საქმე ეხება იმ გზას, რომლითაც ადამიანი დადის, მის შეხედულებებს ცხოვრებაზე, იმ მიზნებს, რომლებსაც ის ირჩევს ცხოვრებაში და იმას, თუ როგორი ადამიანი აირჩევს ის იყოს, ვერავინ დაეხმარება მას. ღვთის სიტყვებს და მხოლოდ ღმერთს შეუძლია ადამიანების შეცვლა. როგორ ხორციელდება ეს? იმით, რომ თავად ადამიანები უმწეონი არიან — მათ უნდა მისცენ ღმერთს საქმეების წარმართვისა და განგების საშუალება. მაშ, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რათა მისცეს ღმერთს მოქმედების საშუალება, სანამ ის მოისურვებს მოქმედებას? მას პირველ რიგში უნდა ჰქონდეს მტკიცე გადაწყვეტილება, მას უნდა ჰქონდეს ასეთი სურვილი და თქვას: „ვიცი, რომ არასოდეს გამომსვლია ამ ამოცანის კარგად შესრულება. ძმები და დები არ ყოფილან კმაყოფილნი — არც მე ვყოფილვარ კმაყოფილი — მაგრამ მე ნამდვილად მინდა მისი კარგად შესრულება. რა გავაკეთო? მე წარვდგები ღვთის წინაშე ლოცვით და მივცემ მას ჩემში მოქმედების საშუალებას.“ თუ გსურს, რომ ღმერთმა იმოქმედოს შენში, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეგეძლოს ტანჯვის ატანა — როდესაც ღმერთი გწვრთნის, როდესაც ის გკიცხავს, უნდა შეგეძლოს ამის მიღება. გულში მორჩილება და მიმღებლობა არის ნებისმიერი საქმის კარგად კეთების დასაწყისი. სამართლიანია ითქვას, რომ ყველას ექნება ეჭვები ღვთის სამართლიანობასა და ყოვლისშემძლეობაზე, სანამ სრულად არ გადარჩება. განსხვავება ისაა, რომ ჩვეულებრივ, გახრწნილ ადამიანებს შეუძლიათ, მიუხედავად მათი უბრალო ეჭვებისა, ნორმალურად შეასრულონ თავიანთი მოვალეობა და ეძიონ ჭეშმარიტება და ნელ-ნელა შეიცნონ ღმერთი; მათი სუბიექტური სურვილი აქტიური და დადებითია. ანტიქრისტეები სრულიად საპირისპირონი არიან: მათი სუბიექტური სურვილები არ არის მიმღებლური და მორჩილი და მათ არ სურთ აღიარება; პირიქით, ისინი მოწინააღმდეგენი არიან. მათ არ ახასიათებთ მიმღებლობა. მაშ, რა არის კარგი ჩვეულებრივ, გახრწნილ ადამიანებში? გულის სიღრმეში, ისინი იღებენ და უყვართ დადებითი რამეები — უბრალოდ, მათი გახრწნილი ხასიათის გამო, არის შემთხვევები, როდესაც მათ თავის შეკავება არ შეუძლიათ, როდესაც ისინი საქმეს ცუდად აკეთებენ და რაღაცები მათ ძალებს აღემატება და მიუწვდომელია მათთვის და ამიტომ ისინი ხშირად ნეგატიურები და სუსტები არიან გულში, გრძნობენ, რომ ღმერთს ისინი არ სურს, რომ მას ისინი სძულს. არის ეს კარგი გრძნობა? კარგია ამ გრძნობის ქონა — ეს ნიშნავს, რომ გაქვს გადარჩენის შანსი და ეს არის იმის ნიშანი, რომ შეგიძლია გადარჩე. თუ ამასაც კი არ გრძნობ, მაშინ შენი იმედი, რომ ჭეშმარიტებას მოიპოვებ და გადარჩები, ძალიან მცირეა. სწორედ ამ გრძნობის ქონა აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ გაქვს სინდისი, ღირსება და ზნეობრივი მთლიანობა — რომ შენში ჯერ კიდევ არის გონიერება. თუ ეს თვისებებიც კი არ გაქვს, მაშინ ნამდვილად ანტიქრისტე ხარ, ურწმუნო. ამჟამად, მხოლოდ ურწმუნოს ზოგიერთი ქცევა გაქვს, ცოტაოდენი იმისა, რასაც ის ავლენს, ცოტაოდენი მისი ხასიათისა, თუმცა არ ხარ ურწმუნო. ღვთის თვალში შენ გწამს მისი და მისი მიმდევარი ხარ, თუმცა რჩება ბევრი პრობლემა და ნაკლოვანება შენთვის მისი რწმენის გზაზე და შენს ძიებაში და შენს შეხედულებებში და შენი პირადი ცხოვრების თითოეულ ასპექტში. მაშ, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები? ეს მარტივია. თუ აკმაყოფილებ სინდისისა და გონების ქონის, ჭეშმარიტების ძიებისა და დადებითი რამეების სიყვარულის ძირითად მოთხოვნებს, ყველა ეს პრობლემა შეიძლება მოგვარდეს — ეს მხოლოდ დროის საკითხია. იმ პირობით, თუ შეგიძლია მიიღო ჭეშმარიტება და ის გვემა და წვრთნა, რომელიც ღვთისგან მოდის, უკვე გადალახე პირველი დაბრკოლება. მეორე დაბრკოლება ისაა, რომ გჭირდება, შენი მხრივ, ისწავლო შენი გახრწნილი ხასიათის მოგვარება და იმ სხვადასხვა მდგომარეობისა, რომლებიც შენში წარმოიშობა, როდესაც თითოეული რამ გემართება და ისწავლო პრობლემების მოგვარება ღვთის სიტყვებით, სანამ კითხულობ ღვთის სიტყვებს და უსმენ თანაზიარებას და ძმებისა და დების გამოცდილებით დამოწმებებს. ანუ, უნდა შეგეძლოს ხშირად წარდგე მის წინაშე, მოუყვე მას შენი გარემოებებისა და მდგომარეობის შესახებ, ისევე როგორც იმ პრობლემების შესახებ, რომელთა წინაშეც დგახარ, ღიად ესაუბრო და გულწრფელად მიიღო მისი გასხვლა, მისი წვრთნა და გვემა და მისი მხრიდან შენი მხილებაც კი და დამოკიდებულება შენ მიმართ — შენი გული ღია უნდა დარჩეს მისთვის და არა ჩაკეტილი. სანამ შენი გული ღია რჩება, შენმა სინდისმა და გონებამ შეიძლება მიზანს მიაღწიოს და ჭეშმარიტება შეძლებს შენში შემოსვლას და შენში ცვლილების გამოწვევას. ყველა ეს პრობლემა მაშინ შეიძლება მოგვარდეს. ისინი არ არის მოუგვარებელი; არცერთი მათგანი არ წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. ადამიანებისთვის მოვალეობის შესრულებისას ზედაპირულობა ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს არის ყველაზე გავრცელებული მდგომარეობა, რომელშიც მთელი გახრწნილი კაცობრიობა იმყოფება. ერთი მდგომარეობაა სიცრუით სავსე ყოფნა, მეორე — უსაქმურობა, ზედაპირულობა და ყველაფერში უპასუხისმგებლობა, დღიდან დღემდე საქმის გადაგორების მდგომარეობა, უბრალოდ ფონის გასვლის მდგომარეობა — ეს არის ნორმა მთელი გახრწნილი კაცობრიობისთვის. ეს გაცილებით ნაკლებად მძიმე შეცდომებია, ვიდრე ადამიანის მიერ ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევა და ჭეშმარიტების უარყოფა. ეს არც კი არის ის, რასაც ღმერთი ადამიანში უყურებს. ღმერთი ადამიანებს გრამობით რომ ზომავდეს, მაშინ ერთი არასწორი სიტყვაც რომ ეთქვათ, ის მათ არ ისურვებდა; ერთხელ პატარა შეცდომაც რომ დაეშვათ, ის მათ არ ისურვებდა; თუ ადამიანები ახალგაზრდული სიფიცხით გამოირჩეოდნენ და საქმეებს მოუთმენლად აკეთებდნენ, ღმერთს ისინი არ მოეწონებოდა და მაშინ ისინი იქნებოდნენ ისეთები, ვისაც ის მიატოვებდა და მოკვეთდა. საქმე ასე რომ ყოფილიყო, არცერთი ადამიანი არ გადარჩებოდა. ზოგიერთი იტყვის: „განა არ თქვი, რომ ღმერთი გმობს ადამიანებს და მათ შედეგებს მათი ქცევის მიხედვით წყვეტს?“ ეს სხვა საკითხია. ადამიანების მიერ ჭეშმარიტების ძიების გზაზე, რათა მიაღწიონ ხასიათის შეცვლასა და ხსნას, ადამიანის ასეთი მდგომარეობები, როგორც ამას ღმერთი ხედავს, ყველაზე გავრცელებული რამეებია, უკიდურესად ჩვეულებრივი და ყოველდღიური. ღმერთი მათ არც კი უყურებს. რას უყურებს ის? ის უყურებს, გაქვს თუ არა დადებითი მისწრაფება და როგორია შენი დამოკიდებულება ჭეშმარიტებისა და დადებითი რამეების მიმართ და ხასიათის შეცვლის ძიების მიმართ. ის უყურებს, გაქვს თუ არა ასეთი სურვილი, იბრძვი თუ არა ამისთვის. როდესაც ღმერთი ხედავს, რომ გაქვს ეს რამეები, რომ სინდისი გამხელს, როდესაც ცუდად იქცევი, რომ იცი მისი სიძულვილი, რომ იცი ღვთის წინაშე ლოცვით წარდგომა და მისთვის აღსარების თქმა და მონანიება, მაშინ ის ამბობს, რომ გაქვს იმედი, რომ არ მოიკვეთები. ფიქრობ, რომ ღვთის სამართლიანი ხასიათი, მისი წყალობა და სიყვარული, მხოლოდ ცარიელი ფრაზებია? სწორედ იმიტომ, რომ მას აქვს ასეთი არსი, ღმერთს აქვს დამოკიდებულება თითოეული ტიპის ადამიანის მიმართ და ეს დამოკიდებულებები უკიდურესად პრაქტიკულია — ისინი სულაც არ არის ცარიელი.
ეს საუბარი ანტიქრისტეების არსის შესახებ, რომელსაც ჩვენ უკვე გარკვეული დროა ვაწარმოებთ, გამიზნულია იმისთვის, რომ ყველამ მოისმინოს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ყველამ შეძლოს ანტიქრისტეების გაგება, ამოცნობა, მათი ვინაობის დადგენა და უარყოფა; ეს ასევე იმისთვისაა, რომ ყველამ იცოდეს, რომ ყველას აქვს ანტიქრისტეს ხასიათი, ისევე როგორც ანტიქრისტეებს, მაგრამ მხოლოდ ნამდვილი ანტიქრისტეები უნდა მოიკვეთონ და მიტოვებულ იქნენ, მაშინ როცა ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ჩვეულებრივი ადამიანები არიან ისინი, ვისაც ღმერთი გადაარჩენს და არა ისინი, ვისაც ის მოკვეთს. ადამიანებთან ანტიქრისტეების არსისა და მათი ხასიათის თითოეული ასპექტის შესახებ თანაზიარება არ ემსახურება ადამიანების დაგმობას — ეს ემსახურება ადამიანების გადარჩენას, მათთვის გზის მიცემას, მათთვის იმის ნათლად დანახვებას, თუ სინამდვილეში როგორი გახრწნილი ხასიათი აქვთ, რაზე საუბრობს რეალურად ღმერთი, როდესაც ამბობს, რომ კაცობრიობა მისი მტერია და რატომ იტყოდა ის ამას — კონკრეტულად ადამიანის როგორი გახრწნილი ხასიათი და ადამიანში ღვთისადმი წინააღმდეგობისა და ამბოხების რა გამოვლინებები აიძულებს მას მათ დაგმობას სწორედ იმიტომ, რომ ღმერთს სურს ადამიანის გადარჩენა, რადგან ის არ ტოვებს კაცობრიობას, ან თავის მიმდევრებს, ან მათ, ვინც მან აირჩია, ის დაუღალავად საუბრობს და მოქმედებს ამგვარად. ღვთის ამგვარი საუბარი და მოქმედება მხოლოდ იმას არ ემსახურება, რომ ადამიანებმა გაიგონ, რა მშვენიერია ის, რა გულწრფელი და მომთმენია ის ადამიანების მიმართ, რამდენი ძალისხმევა გაიღო მან. რა სარგებელი მოაქვს ამ რამეების გაგებას? როდესაც ადამიანებს ესმით ეს რამეები, მათ ღვთის მიმართ მხოლოდ მცირეოდენი მადლიერება უჩნდებათ — თუმცა მათი გახრწნილი ხასიათი საერთოდ არ გვარდება. ღმერთი ასეთი გულწრფელი მოთმინებით საუბრობს, რათა ადამიანებს დაანახოს, რომ ღმერთმა ძალისხმევა გაიღო და მტკიცედ გადაწყვიტა ადამიანების გადარჩენა — ის არ ხუმრობს; ღმერთს სურს კაცობრიობის გადარჩენა და ის მტკიცედ არის განწყობილი ამის გასაკეთებლად. როგორ უნდა დავინახოთ ეს? არ არსებობს ჭეშმარიტების არცერთი ასპექტი, რომელზეც ღმერთი მხოლოდ ერთი მხრიდან ან ერთი კუთხით საუბრობს და არც მხოლოდ ერთი გზით საუბრობს — ამის ნაცვლად, ის ამას ადამიანებს სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა სტილით, სხვადასხვა ენითა და სხვადასხვა ხარისხით ეუბნება, რათა ადამიანებმა შეიცნონ თავიანთი გახრწნილი ხასიათი და საკუთარი თავი და აქედან გამომდინარე, გაიგონ, რა მიმართულება უნდა მიიღოს მათმა ძიებამ და როგორი გზით უნდა იარონ. ის ამას აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანებმა მიატოვონ და შეცვალონ თავიანთი სატანური, გახრწნილი ხასიათი და უარი თქვან ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფიებზე, გადარჩენის გზებზე და ცხოვრების იმ გზებსა და წესებზე, რომლებითაც სატანა ხრწნის ადამიანებს, რათა ამის ნაცვლად მათ იცხოვრონ იმ გზების, წესების, მიმართულებებისა და მიზნების მიხედვით, რომლებიც ღმერთმა უჩვენა და უთხრა ადამიანებს. ღმერთი ამ ყველაფერს იმისთვის არ აკეთებს, რომ ადამიანების გული მოიგოს, რომ დაანახოს მათ თავისი საგულდაგულო ძალისხმევა, ან ის, თუ რა რთულია იმ ყველაფრის კეთება, რასაც ის აკეთებს. არ გჭირდება ამის ცოდნა. ყურადღება გაამახვილე მხოლოდ იმის პოვნაზე, თუ რა უნდა გამოიყენო პრაქტიკაში ღვთის ნათქვამ სიტყვებში და მათში ჭეშმარიტებისა და ღვთის განზრახვების გაგებაზე; შედი ჭეშმარიტება-რეალობაში; იცხოვრე ჭეშმარიტება-პრინციპების მიხედვით და მოიქეცი და იმოქმედე ჭეშმარიტება-პრინციპების მიხედვით და შეასრულე ღვთის მიერ მოცემული ღვთიური მისია, რათა მიაღწიო ხსნას. ამგვარად ღმერთი კმაყოფილი იქნება და ადამიანის ხსნის საქმე სრულად აღსრულდება, რაც ადამიანსაც მოუტანს სარგებელს. და რაც შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც ადამიანების ნათქვამში ჯერ კიდევ ბევრი მოძღვრებაა, როდესაც თავიანთ ქმედებებში ზედმეტად ზედაპირულები არიან, როდესაც ყოველთვის დაუდევრობას იჩენენ, როდესაც მათი საძაგელი ბუნება მძლავრობს — განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომლებიც არ არიან მიდრეკილნი წესების დაცვისკენ, რომლებსაც ზოგჯერ უყვართ დილით გვიანობამდე ძილი, რომლებსაც აქვთ ისეთი ჩვევები, რომელიც არც თუ ისე გონივრული ან სხვებისთვის სულიერად აღმაშენებელია — ნუ დააჩქარებ ამ რამეებს. ნელა მიუდექი მათ. სანამ მზად ხარ ეძიო ჭეშმარიტება და შეგიძლია ძალისხმევა გამოიჩინო ღვთის სიტყვებთან მიმართებით და შეგიძლია ხშირად წარდგე ღვთის წინაშე, გაუხსნა მას შენი გული, ის იმოქმედებს. არავის შეუძლია შეცვალოს სხვა ადამიანი ადამიანური ძალით ან ადამიანური საშუალებებით, მათ შორის შენს მშობლებსაც, რომლებსაც არ შეუძლიათ შენი შეცვლა.
ის, რომ დღეს ღვთის სახლში მოხვედი, ღვთის განგებულებაა და ის, რომ შეგიძლია აქ ქადაგებებს მოუსმინო, უსაფრთხოდ და მშვიდად, ამ ეპოქაშიც კი, ბოროტი ტენდენციების შუაგულში და შეასრულო შენი მოვალეობა ისე, რომ ერთი თეთრიც არ გამოიმუშაო — ეს ღვთის საქმეა. რატომ აკეთებს ღმერთი ამას? შენში რას მიიჩნევს ღმერთი მოსაწონად? იმას, რომ გაქვს სამართლიანობის გრძნობა და გაქვს სინდისი; რომ გეზიზღება ბოროტი ტენდენციები და მოგწონს დადებითი რამეები; და რომ ელი ღვთის სასუფევლის მოსვლას, ქრისტესა და ჭეშმარიტების მეფობას. გაქვს ეს სურვილები და ღმერთი იწონებს მათ შენში, სწორედ ამიტომ მოგიყვანა მან თავის სახლში. ფიქრობ, რომ ღმერთი ვერ ხედავს შენს ამ ცუდ ნაკლოვანებებსა და ჩვევებს? ღმერთი ამჩნევს შენს ნაკლოვანებებს — მან ყველა მათგანი იცის. თუ იცის, რატომ არ აგვარებს მათ? ასეთი რამეები ხშირ შემთხვევაში ადამიანებს გულში წინააღმდეგობრივ გრძნობებს უჩენს. ისინი ამბობენ: „გადაარჩენს ღმერთი ჩემნაირ ადამიანს? შეუძლია ჩემნაირ ადამიანს ხსნის მიღწევა? მე ისეთი უკეთური და გახრწნილი ვარ, ისე არ მსურს წვრთნისადმი დამორჩილება, ისეთი ურჩი ვარ — და ვეწინააღმდეგები და ეჭვი მეპარება ღმერთში. როგორ შეეძლო ღმერთს მაინც ჩემი არჩევა?“ რა გაწუხებს? მხოლოდ ღმერთს შეუძლია შენი გადარჩენა; უნდა გჯეროდეს, რომ მას ეს შეუძლია. სრულიად საკმარისია, რომ ფოკუსირდე ღვთის სიტყვების მოსმენაზე, მათ მიღებასა და პრაქტიკაში გამოყენებაზე. ნუ შეჩერდები ამ სხვა საკითხებზე — ნუ იქნები ყოველთვის ნეგატიური მათ გამო. არავინ ცდილობს შენი ნაკლოვანებების შენ წინააღმდეგ გამოყენებას; არავინ იყენებს ამას შენს წინააღმდეგ. ღმერთი არ უყურებს ამ რამეებს. თუკი ყოველდღიური ცხოვრების ასეთი უმნიშვნელო წვრილმანებით გამოწვეული ცუდი ჩვევები, ნაკლოვანებები ან საძაგლობა ხელს გიშლის სწორი გზისა და ჭეშმარიტების ძიებაში, განა ეს დანაკარგი არ არის? განა ღირს ამად? (დიახ.) ამჟამად საკმაოდ ბევრი ადამიანი უნდა იყოს ასეთ მდგომარეობაში გაჭედილი. ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ მისი პიროვნული თვისებაა ზედმეტი სიჩქარე, რომ ის ძალიან დაუდევარია ყველაფერში, რასაც აკეთებს და რომ არ უყვარს სწავლა. ის ამბობს, რომ ცუდი ჩვევებიც აქვს: არ უყვარს დილით ადგომა ან საღამოს დაძინება და უყვარს თამაშები; ზოგჯერ უყვარს ფუჭი საუბრები და ზოგჯერ უყვარს ხუმრობა. ის კითხულობს: გადამარჩენს ღმერთი? განა პრობლემა არ არის, რომ საკუთარ თავზე ამდენი წარმოდგენა და ფანტაზია გაქვს? რატომ არ ეძიებ ცოტას? სინამდვილეში როგორია ღვთის შეხედულება და რას ამბობს რეალურად მისი სიტყვები? არის თუ არა ეს რამეები ნახსენები, როგორც პრობლემები მის სიტყვებში? ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ უყვარს გამოპრანჭვა და ყოველთვის უწევს საკუთარი თავის შეკავება. სხვები ამბობენ, რომ უყვართ ხორცის ჭამა და გადაჭარბებული მადა აქვთ. ეს მცირე პრობლემებია. ეს ნაკლოვანებები, ეს პიროვნული თვისებები, ან ცხოვრების ეს ჩვევები, მაქსიმუმ, პიროვნების ადამიანური ნაკლოვანებებია; ისინი არ ითვლება გახრწნილ ხასიათად. ადამიანებმა რეალურად საკუთარი გახრწნილი ხასიათი უნდა გამოასწორონ. ნუ დაკარგავ მხედველობიდან უფრო დიდ სურათს. როდესაც გაიგებ, რომ გაქვს გახრწნილი ხასიათი და დაიწყებ ფოკუსირებას მასზე დაფიქრებასა და მის ამოცნობაზე და ძალისხმევას გამოიჩენ მის გამოსასწორებლად და დაიწყებ მის სიძულვილს, შენი ეს პატარა ნაკლოვანებები ნელ-ნელა შეიცვლება — ისინი აღარ იქნება პრობლემები. ზოგიერთ ახალგაზრდას უყვარს გართობა. მას შემდეგ, რაც ის თავის სათანადო საქმეს მიხედავს, ცოტა ხნით გართობა ნორმალურია. ზოგიერთ ახალგაზრდა ქალს უყვარს ლამაზად რომ გამოიყურება, გამოპრანჭვა და მაკიაჟის გაკეთება. ესეც ნორმალურია, სანამ ეს ზღვარს არ გადადის და მას არ აცვია უცნაური ტანსაცმელი ან არ უკეთია მკვეთრი მაკიაჟი, ეს ყველაფერი ნორმალურია; მას არავინ ზღუდავს. არცერთი ამათგანი არ არის პრობლემა. ცხოვრების ეს ჩვევები, მოთხოვნები შენი ცხოვრების ხარისხზე და პიროვნების მცირე პრობლემები — არცერთ მათგანს არ შეუძლია გაიძულოს ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევა და ვერც ჭეშმარიტების წინააღმდეგ წასვლას გაიძულებს. ის, რაც ჭეშმარიტად გაიძულებს ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევას, რაც ხელს გიშლის მის წინაშე წარდგომაში და გაიძულებს მის წინააღმდეგ ამბოხებას, შენი გახრწნილი ხასიათია. როდესაც შეძლებ შენი გახრწნილი ხასიათის აღმოჩენას, შეცნობასა და სიძულვილს და გაგიჩნდება სუბიექტური სურვილი, იმოქმედო ჭეშმარიტება-პრინციპების მიხედვით, ყველა ეს მცირე ნაკლოვანება შეიძლება მოგვარდეს. და როდესაც შენი გახრწნილი ხასიათი მოგვარდება — როდესაც ყველაზე დიდი პრობლემა, შენი ღვთისადმი წინააღმდეგობა მოგვარდება — ჩაითვლება კი შენი ეს პატარა ნაკლოვანებები კვლავ პრობლემებად? როდესაც ეს დრო დადგება, ისეთი პატარა რამეები, როგორიცაა ის, თუ როგორ წარმართავ საკუთარ თავს და როგორ ცხოვრობ, რას ჭამ, რას სვამ, როგორ ისვენებ, როგორ ასრულებ შენს მოვალეობას და როგორ ეწყობი სხვებს, ნელ-ნელა პრინციპული გახდება. მხოლოდ მაშინ გაიგებ, რომ საკუთარი გახრწნილი ხასიათის მოგვარება იყო და რჩება ადამიანის ცხოვრების უდიდეს საქმედ, რომ როგორც კი ადამიანის გახრწნილი ხასიათი მოგვარდება, ყველა სხვა პრობლემაც ასევე გვარდება. როდესაც მოაგვარებ ღვთის წინააღმდეგ ამბოხების პრობლემას, სწორედ მაშინ იცხოვრებ ადამიანური მსგავსებით, ღირსეულად. შესაძლოა, ახლა არსებობს ზოგიერთი მცირე ნაკლოვანება, რომელსაც აღარ ავლენ. ხალხმა შეიძლება შეგაქოს და თქვას, რომ კარგი ახალგაზრდა ხარ, რომ გულწრფელი ხარ ღვთისადმი შენს რწმენაში, რომ ღვთის მორწმუნეს ჰგავხარ. მაგრამ თუ ღმერთი ამბობს, რომ კვლავ შეგიძლია მის წინააღმდეგ ამბოხება, მაშინ შენი გარეგნული კარგი ქცევები უსარგებლოა, რაც არ უნდა შთამბეჭდავი იყოს ისინი. ფუნდამენტური პრობლემა არ მოგვარებულა — შენი გახრწნილი ხასიათი ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული და კვლავ შეგიძლია ღვთის წინააღმდეგ ამბოხება. ჯერ კიდევ ასე შორს ხარ ხსნისგან! რა სარგებელი მოაქვს მხოლოდ კარგად მოქცევას? განა ამით მხოლოდ საკუთარ თავს არ იტყუებ?
რა პრობლემის მოგვარებაა ახლა თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? (გახრწნილი ხასიათის პრობლემის.) ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „მე მიყვარს ფერადი ტანსაცმლის ტარება, მაგრამ ღვთის სახლს ეს არ მოსწონს, ამიტომ მე ამბოხებას მოვაწყობ ამ ქცევის წინააღმდეგ.“ ეს არ გჭირდება — ატარე, თუ მოგწონს. ზოგიერთი ამბობს: „მე მიყვარს პუდრისა და მაკიაჟის წასმა და ლამაზად, რომ გამოვიყურები ყოველდღიურად ხალხში გამოსვლისას — ეს ისეთი სასიამოვნოა!“ სანამ დრო გაქვს, ეს ნორმალურია. ზოგიერთი ამბობს: „მე მიყვარს გურმანული საჭმლის ჭამა — მიყვარს ცხარე რამეები და მჟავეც.“ სანამ გაქვს საშუალება, შანსი და თავისუფალი დრო, შეგიძლია ჭამო ეს რამეები შენი სიამოვნებისთვის. ეს სურვილებიც რომ არ დაგეკმაყოფილებინა და შეგეზღუდა ისინი და მათ წინააღმდეგ ამბოხება მოგეწყო, შენი გახრწნილი ხასიათი არ მოგვარდებოდა. რა შეიძლება მოჰყვეს შენ მიერ მათ შეზღუდვას? შენ აიტანდი დიდ ხორციელ ტანჯვას, მაგრამ გულში თავს საკმაოდ დაჩაგრულად იგრძნობდი — და რა თანმდევ ნეგატიურ შედეგს მოგიტანდა ეს? შენ იგრძნობდი, რომ დიდად დაიტანჯე ღვთისთვის, რომ მოიპოვე ჭეშმარიტება, როცა სინამდვილეში, არაფერი გექნებოდა და არაფერს წარმოადგენდი. შეიძლება ელეგანტურად, ღირსეულად და მოკრძალებულად გეცვას — შეიძლება ძმას ან დას ჰგავდე და იყო კარგად მოწესრიგებული — მაგრამ თუ მოვალეობის შესრულებისას ჭეშმარიტება-პრინციპების პოვნაც კი არ შეგიძლია და თუ შეიძლება განაგრძო ეკლესიის საქმის ჩაშლა და არევ-დარევა, მოგვარდა შენი ფუნდამენტური პრობლემა? (არა.) ამიტომ, როგორც არ უნდა შეხედო ამას, ყველაზე ფუნდამენტურია ღვთის სიტყვების, ჭეშმარიტების გაგება და ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა და შენი გახრწნილი ხასიათის მოგვარება. ნუ დახარჯავ შენს ძალისხმევას რამდენიმე უმნიშვნელო პრობლემაზე და გარეგნულ ქცევებზე, ნუ ჩაიციკლები მათზე და ნუ ჩაეჭიდები მათ, ნუ იგრძნობ თავს ყოველთვის დამნაშავედ და დავალებულად გულში, ნუ მოაგვარებ ყოველთვის ამ რამეებს ისე, თითქოს ისინი უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხები იყოს. ამის შედეგი ის არის, რომ შენი გახრწნილი ხასიათი სამუდამოდ მოუგვარებელი რჩება. თუ შენც კი არ იცი, როგორი ადამიანი ხარ, ან როგორი გახრწნილი ხასიათი გაქვს — თუ ამის მცირედი გაგებაც კი არ გაქვს, განა ეს არ აურევს საქმეებს? როდესაც შეიცნობ შენს გახრწნილ არსს, შენი ეს პატარა პრობლემები აღარ იქნება პრობლემები. ბუნებრივია, როდესაც გაიგებ ჭეშმარიტებას და შეხვალ ჭეშმარიტება-რეალობაში და შეძლებ ჭეშმარიტება-პრინციპების მიხედვით მოქმედებას, თანდათანობით გათავისუფლდები ამ პატარა პრობლემებისგან. ეს ისევეა, როგორც მოუსვენარი პიროვნებების ან ზოზინების შემთხვევაში, ან ყბედობის ან სიტყვაძუნწობის შემთხვევაში — ეს არ არის პრობლემები. ეს პიროვნული საკითხებია. ზოგიერთ ადამიანს მკაფიო დიქცია აქვს, ზოგიერთს კი არა; ზოგი უფრო თამამია და ბედავს ბევრი ადამიანის წინაშე საუბარს, ზოგიერთი კი ნაკლებად თამამია და ვერ ბედავს საუბარს, როდესაც გარშემო ბევრი ადამიანია; ზოგი ექსტრავერტია, ზოგიერთი კი ინტროვერტი. არცერთი ეს არ არის პრობლემა. რა არის პრობლემა? ანტიქრისტეების ხასიათი, რომელიც ეწინააღმდეგება ღმერთს — ეს არის პრობლემა. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, ადამიანის მთელი გახრწნილების წყარო. თუ მოაგვარებ გახრწნილი ხასიათის პრობლემას, სხვა არცერთი პრობლემა აღარ იქნება პრობლემა.
კიდევ გაქვთ შეკითხვები? (ღმერთო, ერთი შეკითხვა მაქვს: ჭეშმარიტების ძიებაში, მე მაქვს ნორმალური სულიერი ცხოვრება, თუმცა ჩემი ჭეშმარიტების სიყვარულისა და ძიების გული არც ისე დიდია. როდესაც ვგრძნობ, რომ ჩემი მდგომარეობა არასწორია, გულმოდგინედ ვეძიებ ორიოდე დღის განმავლობაში, მაგრამ როდესაც ეს დღეები გაივლის, კვლავ ვდუნდები. ეს მდგომარეობა ისევ და ისევ მეორდება და ვიცი, რომ ეს არის ხასიათი, რომელიც ზიზღით არის განწყობილი ჭეშმარიტების მიმართ, მაგრამ მაინც არ შემიძლია მისი ძირეულად მოგვარება.) ამას ვერ გაექცევი — ასეთია ადამიანის სიცოცხლეში შესვლა. ამ პრობლემის მუდმივად მოგვარების სურვილით შეცდომას უშვებ. მაგალითისთვის: ზოგიერთ ქალს, ქმრის ძიებისას, აქვს კრიტერიუმი, რომ არ არის დიდი პრობლემა, თუ მას უბრალოდ საშუალო გარეგნობა აქვს, მაგრამ ის უნდა იყოს რომანტიკული. მას უნდა ახსოვდეს, როდის და სად შეხვდნენ პირველად და მისი დაბადების დღე და მათი იუბილე და ასე შემდეგ. მას უნდა ახსოვდეს ყოველი მნიშვნელოვანი დღე და ასევე უნდა ახსოვდეს, რომ დროდადრო თქვას: „მიყვარხარ, ჩემო ძვირფასო!“ და დროდადრო უყიდოს მას საჩუქრები. ის გამოცდის მას: „რომელ დღეს იყო ჩვენი პირველი პაემანი? როდის არის ვალენტინობა?“ ის ხშირად ეძებს ასეთ რომანტიკასა და მძაფრ შეგრძნებებს და თუ მისი ცხოვრება ცოტათი მაინც მოსაწყენი ხდება, ის ბრაზდება და ეწუწუნება ქმარს: „შემოგხედე, შე ბრიყვო. შენ არაფერი იცი რომანტიკის შესახებ. შენთან ერთად დღეების გატარება ისეთი მოსაწყენია! ჩემი ცხოვრება შენს ხელში დაინგრა!“ განა არ არის ბევრი ქალი, რომელიც ამ ნაკლოვანებას ავლენს? და როდესაც ამბობენ, რომ სხვისი ქმარი რომანტიკულია, რომ მან იცის ქალის მოხიბვლა, რომ თავის ცოლს პრინცესასავით ექცევა, ეს ქალები აუტანლად ეჭვიანობენ და ნატრობენ, რომ შეეძლოთ ამ ქმრის საკუთარი თავისთვის წართმევა. მათ უბრალოდ არ სურთ მოსაწყენი, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრება. გამოგივლენია ეს ნაკლოვანება? (დიახ.) როდესაც ღმერთი მოქმედებს და იხსნის ადამიანებს, არ არის ამდენი ამაღელვებელი, საინტერესო მომენტი და ის არ მოგიწყობს სიურპრიზებს. ეს მოსაწყენი და ჩვეულებრივია — სწორედ ამას ნიშნავს, იყო პრაქტიკული. ჭეშმარიტების ძიება არ მოითხოვს გრძნობებს. სანამ ძიება შენს გულშია; და სანამ დროდადრო ამოწმებ, იმ გზას ხომ არ გადაუხვიე , რომელზეც დგახარ და არის თუ არა რაიმე შეცდომა ან დანაკარგი, რომელიც გამოწვეულია ადამიანური შეცდომით შენს მოვალეობაში და ითანაზიარებ იმაზე, აქვთ თუ არა ამ ხნის განმავლობაში ძმებსა და დებს რაიმე ახალი ხედვა ან ცოდნა მოვალეობის შესრულების შესახებ, რომელიც გაკლია, იმაზე, იყო თუ არა დამახინჯება ღვთის სიტყვების შენეულ გაგებაში მათი კითხვისას, იმაზე, იყო თუ არა მათში რამე, რაც შენს წვდომას აღემატება, ან რაც არ გამოგიცდია, ან უგულებელყავი და ასე შემდეგ — სანამ ყველა ასეთი გზა, მიზანი და მიმართულება ნორმალური და სწორია, ეს საკმარისი იქნება. სანამ შენი ზოგადი მიმართულება სწორია, ეს საკმარისია. ნუ ეძებ მღელვარებას და ნუ ეძებ სიურპრიზებს. არავინ აპირებს შენთვის სიურპრიზის მოწყობას. ღვთის რწმენა და ჭეშმარიტების ძიება იგივეა, როგორც ნორმალური ადამიანები ცხოვრობენ თავიანთ ცხოვრებას. ხშირ შემთხვევაში ეს საკმაოდ უღიმღამოა, რადგან შენ ცხოვრობ ამქვეყნად, სადაც არაფერია ზებუნებრივი, და არაფერია მოწყვეტილი რეალურ ცხოვრებას. აი, ასეთი უღიმღამოა ის. მაგრამ არსებობს განსხვავება ამგვარ უღიმღამო ცხოვრებასა და ურწმუნოთა ცხოვრებას შორის: სანამ გწამს ღმერთის და ასრულებ შენს მოვალეობას, მუდმივად შეიცნობ შენს გახრწნილ ხასიათს, მუდმივად ასწორებ და ცვლი შენს ურთიერთობას ღმერთთან და მუდმივად სწავლობ იმ ჭეშმარიტებებს, რომლებიც არ გესმის, შეიცნობ და იღებ იმ ჭეშმარიტებებს, რომლებიც არ იცი ან არ გესმის. სწორედ ეს არის განსხვავება. ეს უკვე საკმაოდ დიდი განსხვავებაა — მაშ, სხვას რას უნდა ითხოვდეთ? განა საკმარისი რამ არ ხდება ღვთის სახლში, ეკლესიაში და შენ გარშემო? ის მოვლენები, რომლებიც ღვთის საქმის დასაწყისიდან დღემდე მოხდა, საკმარისია ადამიანებისთვის დასაფიქრებლად. დღეები ისე სწრაფად გადის: ათი, ოცი წელი თვალის დახამხამებაში გადის, შემდეგ, კიდევ ერთი თვალის დახამხამებაში, ოცდაათი, ორმოცდაათი წელი გადის. სწორედ ასე სწრაფად გადის ადამიანის სიცოცხლე. სხვა რა მღელვარება უნდა ეძიო? ეს რამეები საკმარისად ამაღელვებელია. ყველაფერმა, რაც შენ გარშემო ხდება, საშუალება უნდა მოგცეს, აღმოაჩინო უნიკალური რამეები, გამოავლინო ჭეშმარიტება და შენთვის გასაოცარი იყოს. ეს არ არის უღიმღამო, არა? (არა, არ არის.) ჭეშმარიტების ძიება არ ნიშნავს მღელვარების ძიებას. ასეა ადამიანებისთვის, რომლებიც ნორმალური ადამიანური ბუნებით ცხოვრობენ, ამ მატერიალურ სამყაროში. ნუ დაუწყებ ძებნას მღელვარებას — მღელვარებისა და გრძნობების ძიება ის არის, რასაც აკეთებენ ადამიანები, რომლებსაც ზედმეტად ბევრი თავისუფალი დრო აქვთ. თავიანთი მოვალეობების შესრულებისას და ჭეშმარიტების ძიებისას, ადამიანებს ყოველდღე ახალი გაკვეთილები აქვთ სასწავლი. ზოგიერთი იტყვის: „მაშინ, რატომ არ ვსწავლობ?“ შეიძლება შენი პროგრესი უფრო ნელია; თუ არის რაღაცები, რასაც ყოველთვე სწავლობ, ეს საკმარისია. სანამ პროგრესს განიცდი და ეძიებ ჭეშმარიტებას, გექნება რაღაც, რითაც ამას დაამტკიცებ. მოაგვარა ამ თანაზიარებამ პრობლემა? (დიახ, მოაგვარა.) როგორ? რომელმა სიტყვებმა მოაგვარა ის? (ის მოგვარდა იმით, რომ ვიცი, ჩემი ღვთისადმი რწმენის მისწრაფების მიღმა არსებული თვალთახედვა არ არის პრაქტიკული — ჩემი ძიების გზა არ არის პრაგმატული. მე ყოველთვის ვეძებ მღელვარებას, ყოველთვის ვისწრაფვი გრძნობებისკენ და ვეპყრობი ღმერთს მხოლოდ წარმოდგენებითა და ფანტაზიებით, ვინარჩუნებ მასთან მოკრძალებულ დისტანციას. თუმცა უგულებელვყოფ იმას, რომ ადამიანებს ექნებათ სისუსტე თავიანთი სიცოცხლეში შესვლის პროცესში და გაიზრდებიან ამის კეთებისას და რომ ისინი აღმოჩნდებიან ყოველგვარი გარემოების წინაშე. ეს ნორმალურია.) შენ ეს სწორად გაიგე. როდესაც არავითარი გარემოება არ წარმოშობილა, ადამიანებმა უნდა შეასრულონ თავიანთი მოვალეობები ისე, როგორც საჭიროა და განაგრძონ თავიანთი ძიება ისე, როგორც უნდა განაგრძონ. ნუ ეძებ მღელვარებას, ან ნუ ეძიებ გრძნობებს; ნუ იქნები ზედმეტად მგრძნობიარე და ნუ იტყვი: „რატომ ვარ დღეს ცუდ ხასიათზე? ოჰ, ჩემი ურთიერთობა ღმერთთან დისტანციურია — სასწრაფოდ უნდა ვილოცო!“ არ არის საჭირო ასეთი ზედმეტი მგრძნობელობა. ღმერთს ეს არ ადარდებს; ის ყურადღებას არ აქცევს შენს ამ წვრილმანებს! შეიძლება თქვა: „დღეებია არ მილოცია, მაგრამ მოქმედებისას ხშირად ვეძიებ ღმერთს ჩემს გულში და ვინარჩუნებ ღვთისმოშიშ გულს.“ აქ პრობლემა არ არის. ზოგიერთი იტყვის: „ოჰ, ისე დაკავებული ვიყავი ჩემი მოვალეობით, რომ უკვე დღეებია ღვთის სიტყვები არ წამიკითხავს.“ არ გაგივლია ეს პროცესი — უგულებელყავი ის — მაგრამ შენი მოვალეობის შესრულების პროცესში აღმოაჩინე მრავალი პრობლემა და გამოავლინე გახრწნილი ხასიათის რაღაც ნაწილი და მოუსმინე სხვების თანაზიარებას ამ პერიოდის განმავლობაში, რამაც დიდად აღგაშენა. განა ეს არ არის რეალური მონაპოვარი? განა არ კითხულობ ღვთის სიტყვებს იმისთვის, რომ გაიგო ჭეშმარიტება და მოიპოვო ის? რა აზრი აქვს იმის დაჟინებას, რომ ეს გააკეთო გარკვეული გზით ან მანერით? კარგი. დღევანდელ თანაზიარებას აქ დავასრულებთ. ნახვამდის! (გმადლობთ, ღმერთო და ნახვამდის!)
2020 წლის 30 მაისი