პუნქტი მეცხრე: ისინი თავიანთ მოვალეობას მხოლოდ საკუთარი თავის გამოსაჩენად და პირადი ინტერესებისა და ამბიციების დასაკმაყოფილებლად ასრულებენ, არასოდეს ითვალისწინებენ ღვთის სახლის ინტერესებს და ღალატობენ კიდეც მათ პირადი დიდების სანაცვლოდ (ნაწილი მეოთხე)

II. ანტიქრისტეთა ინტერესები

დღეს გავაგრძელებთ თანაზიარებას წინა შეკრების თემაზე. გასულ ჯერზე ვიქონიეთ თანაზიარება ანტიქრისტეთა სხვადასხვა გამოვლინების მეცხრე პუნქტში შემავალი ანტიქრისტეთა ინტერესების მეორე ნაწილზე. ამ ნაწილში ვიქონიეთ თანაზიარება მათ პირად რეპუტაციასა და სტატუსზე, ასე არ არის? (დიახ.) გაიხსენეთ და გამიკეთეთ მიახლოებითი შეჯამება. ძირითადად რამდენ პუნქტზე ვიქონიეთ თანაზიარება ანტიქრისტეთა პირად რეპუტაციასა და სტატუსთან დაკავშირებით? (გასულ ჯერზე ღმერთმა ორ პუნქტზე იქონია თანაზიარება. პირველი ეხებოდა ანტიქრისტეთა დამოკიდებულებას გასხვლისადმი. ანტიქრისტეებს არასოდეს ძალუძთ მიიღონ გასხვლა ან დაემორჩილონ მას და არც მისი, როგორც ჭეშმარიტების, მიღება შეუძლიათ. მეორე ეხებოდა იმას, თუ როგორ იცავენ ანტიქრისტეები პირად რეპუტაციასა და სტატუსს ადამიანთა ჯგუფში და რა გამოვლინებები აქვთ მათ. ანტიქრისტეთა არსი პაექრობაა; მათ უნდა იბრძოლონ პირადი რეპუტაციისა და სტატუსისთვის.) ამრიგად, მოდით, დღესაც გავაგრძელოთ ამაზე თანაზიარება. რა დავალება მოგეცით გასულ ჯერზე? რაზე გთხოვეთ დაფიქრება და თანაზიარება ჩვენი შეკრების შემდეგ? გახსოვთ? (ღმერთმა გვთხოვა, რომ შეგვედარებინა საკუთარი თავი ანტიქრისტეთა გამოვლინებების თანაზიარებასა და ანალიზთან, რათა დაგვენახა, ანტიქრისტეების რომელი ხასიათი გაგვაჩნია და რომელ ბუნებას ვეყრდნობით საქმის კეთებისას.) ეს იყო მთავარი თემა. რას ეხებოდა ქვეთემა? (ის ეხებოდა იმას, თუ პაექრობის რომელ ბუნებას ავლენენ ანტიქრისტეები პირადი რეპუტაციისა და სტატუსის დაცვისას და საკუთარი თავის მათთან შედარებას, რათა დაგვენახა, როგორ ვავლენთ მათ ჩვენს რეალურ ცხოვრებაში, როგორ ვიქცევით, რას ვამბობთ და რას ვაკეთებთ რეპუტაციისა და სტატუსის მოსახვეჭად და დიდებისა და გამორჩენის მოსაპოვებლად ძმებთან და დებთან პაექრობის რომელ გამოვლინებებს ვამჟღავნებთ პირადი სტატუსის დასაცავად.) სხვას ხომ არ სურს რაიმეს დამატება? (ღმერთმა გვითხრა, რომ ანტიქრისტეთა ამ გამოვლინებებზე თანაზიარებისას მუდმივად კი არ ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორები არიან სხვები, არამედ სანაცვლოდ შევადაროთ საკუთარი თავი მათ და ვიქონიოთ თანაზიარება იმაზე, თუ რა ხასიათი და გამოვლინებები გვაქვს ანტიქრისტეთა მსგავსი.) ძირითადად ასეა. რა იყო ანტიქრისტეთა მოქმეების დევიზი ადამიანთა ჯგუფში, რაზეც გასულ ჯერზე ვიქონიეთ თანაზიარება? განა ამან არ დატოვა თქვენზე შთაბეჭდილება? (მათი დევიზია: „მე უნდა ვიბრძოლო! ვიბრძოლო! ვიბრძოლო!“) ეს გახსოვთ. როგორ მოხდა, რომ ეს დაგამახსოვრდათ? (რადგან ანტიქრისტეთა ეს დევიზი, რომელზეც ღმერთმა ისაუბრა: „მე უნდა ვიბრძოლო! ვიბრძოლო! ვიბრძოლო!“ არის ის, რასაც თავად ჩვეულებრივ ვავლენ და ხშირად გამომიმჟღავნებია. ასევე ღვთის თანაზიარების ტონი იყო საკმაოდ მკაფიო და ის, თუ როგორ გამოხატა ღმერთმა ეს სიტყვები, შეესაბამებოდა ჩემივე გულის მდგომარეობას, ამიტომ მან საკმაოდ ღრმა შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე.) ზოგჯერ, როდესაც თანაზიარებას ვატარებ და ვაანალიზებ ანტიქრისტეთა სხვადასხვა გამოვლინებასა და მათი ბუნება-არსების სხვადასხვა სახეს, ვიყენებ ყოველდღიურ ენას ისევე, როგორც გარკვეულ ტონსა და მეთოდებს, რომლებიც ადამიანებისთვის ადვილად მისაღებია და ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებს მათზე; ასევე ვიყენებ მაგალითებს, რომლებიც საკმაოდ ახლოსაა რეალურ ცხოვრებასთან. ასე მოქცევა ნამდვილად ეხმარება ადამიანებს, შეიცნონ ანტიქრისტეთა არსი და საკუთარი თავი. ეს ასევე სასარგებლოა ადამიანთათვის საკუთარი თავის შესაცნობად და რეალურ ცხოვრებაში ღვთის სიტყვების გამოსაცდელად და კიდევ უფრო უწყობს ხელს მათ მიერ ანტიქრისტეების ამგვარი ხასიათის შეცვლას, ასე არ არის? (დიახ.) მიახლოებით გაიხსენეთ გასული თანაზიარება, მაგრამ დეტალები მის ფარგლებს სცდება — გაცილებით მეტი დეტალი არსებობს. თანაზიარების მოსმენის შემდეგ უნდა გააკეთოთ შეჯამება. სულ მცირე, თანაზიარების მოსმენის შემდეგ უნდა შეიკრიბოთ ერთად და კიდევ რამდენჯერმე მოუსმინოთ მას, შემდეგ კი ყველამ ერთად გააკეთოს შეჯამება. მას შემდეგ, რაც მოვისმინე ჩვენს ბოლო თანაზიარებასთან დაკავშირებული თქვენი მოგონებები და შეჯამებები, შემიძლია გითხრათ, რომ ის საკმაოდ მივიწყებული გაქვთ, თითქოს თანაზიარებას ერთი ან ორი წლის წინ მოუსმინეთ და მას არავითარი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია თქვენზე. შესაძლოა დაგრჩათ გარკვეული წარმოდგენა და შთაბეჭდილება რომელიმე ნაწილზე, ერთ ან ორ წინადადებაზე, ან ერთ-ორ საკითხზე, მაგრამ როგორც ჩანს, ადამიანთა უმეტესობას არ აქვს წარმოდგენა ან შთაბეჭდილება ანტიქრისტეების მხილების უფრო არსებით ცოდნასა და ანალიზზე. ამიტომ მეტი უნდა იფიქროთ და მეტი თანაზიარება გქონდეთ ერთმანეთში იმ საკითხებზე, რომლებიც განვიხილეთ. უბრალოდ ნუ მოუსმენთ მათ და შემდეგ გვერდზე ნუ გადადებთ ისე, რომ საერთოდ არ მიიღოთ სერიოზულად. თუ ასე მოიქცევით, მაშინ თქვენი ჭეშმარიტებაში შესვლა ზედმეტად ნელი იქნება — არ გამოვა, თუ ამ ქადაგებებზე არ დაფიქრდებით! მაშ, როგორ მოქმედებთ ამ ქადაგებების შესაბამისად თქვენს საეკლესიო ცხოვრებაში? გაქვთ თუ არა თანაზიარება ამ ქადაგებებზე თქვენს შეკრებებზე ყოველ კვირას? ან უსმენთ თუ არა უახლეს ქადაგებებსა და თანაზიარებებს რამდენჯერმე, რათა უმრავლესობას შეგექმნათ შთაბეჭდილება და მიიღოთ მათი სიღრმისეული ცოდნა და შემდეგ მათი მეშვეობით გაიგოთ ჭეშმარიტება? იქცევით ასე? (ღმერთო, ყოველ კვირას ჩვენს შეკრებებზე ჯერ ვეზიარებით ღვთის უახლეს თანაზიარებებს.) ეკლესიის წინამძღოლებმა, მქადაგებლებმა და მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან ეკლესიურ ცხოვრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ჯგუფებში, უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ამაზე; მხოლოდ ამგვარად შეიძლება ეკლესიის საქმის კარგად შესრულება.

გ. საკუთარი სარგებლისთვის მზაკვრული გეგმების ხლართვა

1. ღვთის სახლის ქონების მითვისება

დღეს ვიქონიებთ თანაზიარებას ანტიქრისტეთა ინტერესების მესამე ნაწილზე — სარგებელზე. რა არის სარგებელი? (კურთხევის მიღება და პირადი ინტერესები.) ეს ძალიან მარტივი ახსნაა; ეს მისი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობაა. ცოტა კიდევ დავამატოთ — რა არის სარგებელი? (ეს არის მატერიალური და არამატერიალური ინტერესები, სასურველი საგნები და ხელსაყრელი პირობები, რომელთა მიღებაც ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი მოვალეობის შესრულებით ან წუთისოფელში საქმიანობით.) ეს ახსნა სწორია. სარგებელი არის ერთგვარი კარგი მოპყრობა, რომელსაც ადამიანები ხელფასის გარდა იღებენ და მოიცავს ისეთ რამეებს, როგორიცაა ყოველდღიური მოხმარების საგნები, საკვები ან კუპონები. ის ასევე გულისხმობს იმ ხელსაყრელ პირობებსა და მატერიალურ თუ არამატერიალურ მოპყრობას, რომელსაც ადამიანი იღებს თავისი მოვალეობის შესრულებისას; ყოველივე ეს სარგებელია. ახლა, როდესაც ავხსენი, რას ნიშნავს ეს ტერმინი, იცით თუ არა ყველამ ის მიმართულებები, მაგალითები და გამოვლინებები, რომლებზეც ამ ნაწილში ვიქონიებთ თანაზიარებას? ახლა თქვენს გონებაში ადამიანების გარკვეული ქცევები და ქმედებები ტივტივებს, ასევე ის ადამიანები, რომლებსაც ამგვარი რამ ხელეწიფებათ, ასე არ არის? ვინ არიან ის ადამიანები, ვინც პირველად გახსენდებათ? (ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ თავიანთი სტატუსით, რათა ეკლესიის ხარჯზე იცხოვრონ.) ეს ადამიანთა ერთი ტიპია. ეს ადამიანებიც ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. ზოგიერთ მათგანს აქვს სტატუსი, ისინი არიან სხვადასხვა დონის წინამძღოლები და მუშაკები ან ზედამხედველები, მაშინ, როცა სხვები ჩვეულებრივ მოვალეობებს ასრულებენ. რა საერთო გამოვლინება აქვთ მათ? თავიანთი მოვალეობების შესრულებისას განუწყვეტლივ ასრულებენ გარკვეულ საქმეს და მოქმედებენ საკუთარი ხორციელი სხეულის, თავიანთი ოჯახებისა და საკუთარი სიამოვნებისთვის. ყოველდღე ფაციფუცობენ და იღებენ მსხვერპლს; თუმცა ის, რაც ყოველთვის გონებაში აქვთ, არის ის, თუ რა სასურველ რამეებს მიიღებენ ამ საქმის ან ამ მოვალეობის შესრულებით. მუდამ გეგმავენ და ანგარიშობენ, თუ რა ხელსაყრელი პირობების და პრივილეგირებული მოპყრობის მიღება ძალუძთ აქედან. როგორც კი ამას შეიტყობენ, ყველაფერს იღონებენ მათ მისაღებად და, უფრო მეტიც, ნამდვილად ხელიდან არ გაუშვებენ არცერთ ასეთ შესაძლებლობას, რათა მოიპოვონ ეს ხელსაყრელი პირობები და ინტერესები საკუთარი თავისთვის. როდესაც საქმე ამას ეხება, შეიძლება ითქვას, რომ შეუბრალებელნი და უგრძნობნი არიან და ნამდვილად არ ითვალისწინებენ საკუთარ ზნეობასა და ღირსებას. არ ეშინიათ, რომ ძმებმა და დებმა შეიძლება მათზე უარყოფითად იფიქრონ და ნამდვილად არ წუხან იმაზე, თუ როგორ შეაფასებს მათ ღმერთი ამის გამო. ერთადერთი, რასაც აკეთებენ, არის ის, რომ ფარულად ფიქრობენ და გეგმავენ, თუ როგორ ისარგებლონ თავიანთი მოვალეობებით, რათა შეძლონ დატკბნენ ყველა იმ სასარგებლო მოპყრობით, რითაც კი შეუძლიათ. ამრიგად, ასეთ ადამიანებს გააჩნიათ ერთგვარი აზრი და არგუმენტი, რომელიც, ერთი შეხედვით, არ შეიძლება ჩაითვალოს მცდარად, და ეს არის ის, რომ: „ღვთის სახლი ჩემი ოჯახია, ჩემი ოჯახი კი ღვთის სახლია; რაც ჩემია, ღვთის არის და რაც ღვთის არის, ჩემია. ადამიანთა მოვალეობები მათი პასუხისმგებლობებია და ყველა ის სიკეთე, რომლითაც მათ შეუძლიათ დატკბნენ თავიანთი მოვალეობების შესრულებისას, ღვთის მიერ ბოძებული მადლია; ადამიანებს არ ძალუძთ მათზე უარის თქმა და უნდა მიიღონ ისინი მისგან. თუ არ მივიღებ მათ, მაშინ სხვა მიიღებს, ამიტომ სჯობს, პირდაპირ დავტკბე ამ სარგებლით და არ მოვიკატუნო თავი, თითქოს თავმდაბალი ვარ; ნამდვილად არ უნდა ვთქვა მოკრძალებულად უარი არაფერზე. უბრალოდ უნდა ვიბრძოლო ამ სარგებლისთვის და ხელი გავიწოდო მის მისაღებად მორჩილი გულითა და გულწრფელი დამოკიდებულებით.“ ისინი ასეთ სარგებელს აღიქვამენ, როგორც ერთგვარ დამოკიდებულებას, რომელსაც ბუნებრივად იმსახურებენ და უნდა დაეუფლონ ისევე, როგორც ადამიანი, რომელიც მუშაობს და თავის დროსა და ძალისხმევას იღებს, გრძნობს, რომ მიღებული ხელფასი და ანაზღაურება მისი სამართლიანი წილია. ასე რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ მიითვისეს ეს ყოველივე და მოიპოვეს ეს სიკეთეები მათკენ სწრაფვით, ისინი ამას არ მიიჩნევენ მცდარად ან ისეთ რამედ, რაც ღმერთისთვის საძულველი იქნებოდა, აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ არ აინტერესებთ, აქვთ თუ არა ძმებსა და დებს რაიმე სახის მოსაზრება მათ შესახებ. თითქოს ეს სრულიად სწორი და ბუნებრივი იყოს, ანტიქრისტეები ტკბებიან ყოველივე ამით, იბრძვიან ამ ყოველივესთვის და, უფრო მეტიც, გულის სიღრმეში ყოველდღე ხლართავენ გეგმებს მათ მისაღებად. ეს არის ანტიქრისტეთა ჩვეულებრივი მდგომარეობა თავიანთი მოვალეობების შესრულებისას და ასევე მაშინ, როდესაც პირადი ინტერესებისთვის იღვწიან მოვალეობების შესრულებისას. მაშ, როგორია ანტიქრისტეეთა აზროვნება? „როდესაც ადამიანები ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, უნდა სცადონ, რომ სანაცვლოდ რაღაც მიიღონ. რადგან მივატოვე ჩემი ოჯახი ამ მოვალეობის შესასრულებლად და რადგან გავიღე ჩემი ძალისხმევა, ენერგია და დრო ღვთისა და მისი სახლისთვის, ამიტომ უნდა მივიღო შესაძლებლობა, დავტკბე ყველა იმ კარგი მოპყრობით, რაც მსურს.“ ანტიქრისტეები ყოველივე ამას ხედავენ, როგორც იმას, რასაც ბუნებრივად იმსახურებენ, როგორც იმას, რაც ღმერთმა უნდა უბოძოს ადამიანებს ისე, რომ მათ ამისთვის ბრძოლა არ დასჭირდეთ. ეს არის ის თვალსაზრისი, რომელიც ანტიქრისტეებს აქვთ. ამრიგად, თავიანთი მოვალეობის შესრულებისას ყოველთვის ბევრს შრომობენ სარგებლის მისაღებად და მუდამ ეშინიათ, რომ სხვამ არ წაართვას ერთ-ერთი ასეთი სიკეთე და უფრო ნაკლები სარგებლის ამარა არ დატოვოს. ეს არის ანტიქრისტეთა მდგომარეობა თავიანთი მოვალეობების შესრულებისას. საბოლოო ჯამში რაზე დადის მათი ყველა განზრახვა, მოტივი და მიზანი მოვალეობის შესრულებისას? ყოველივე ეს დადის იქამდე, რომ ისინი გეგმავენ მთელი სარგებლის საკუთარი თავისთვის მოპოვებას, რადგან ფიქრობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ დიდი სულელები იქნებიან და ცხოვრებას აზრი არ ექნება.

მიუხედავად იმისა, თუ როგორ ამხელს ღმერთი ანტიქრისტეთა ბუნებას ან მათ გამოვლინებებს, რომელთაც არ უყვართ ჭეშმარიტება, ისინი არ იტყვიან უარს თავიანთ ამ განზრახვებსა და მისწრაფებებზე; ისინი კვლავინდებურად მიილტვიან გამორჩენისკენ. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ზოგიერთი ადამიანი იწყებს მასპინძლობის მოვალეობის შესრულებას, ეკლესია ან ძმები და დები ყიდულობენ გარკვეულ საკვებს ან ტექნიკას, ან თუნდაც გარკვეულ თანხას აძლევენ მასპინძელ ოჯახებს. თუ ამ მოვალეობას ანტიქრისტე ასრულებს, სასურველი რამ, რომლის მოპოვებასაც ცდილობს, არ არის ისეთი მარტივი, როგორიც უბრალოდ ასანთი ან პატარა კოვზია. ის ამბობს: „ვთავაზობ ჩემს სახლს ამ ძმებსა და დებს, რათა ვუმასპინძლო და ვემსახურო სანამ თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ; ამიტომ ღვთის სახლმა, რა თქმა უნდა, უნდა უზრუნველყოს ყველა მასალა და ფული. ვთავაზობ ჩემს სახლს, ვამზადებ საჭმელს თქვენთვის და უზრუნველვყოფ თქვენს უსაფრთხოებას; ეს უკვე კარგია. რაც შეეხება დანარჩენს — რასაც ჭამთ, სვამთ და იყენებთ — ეს ეკლესიამ უნდა უზრუნველყოს.“ მართლაც იმაში არაფერია არასწორი, რომ ეკლესია უზრუნველყოფს ამ ყოველივეს, მაგრამ რაზეც აქ მსურს თანაზიარება, არის გაჩვენოთ განსხვავება იმას შორის, თუ როგორ ასრულებენ მასპინძლობის მოვალეობას ანტიქრისტეები და როგორ ასრულებენ ამ მოვალეობას სხვები გულწრფელად. როდესაც ანტიქრისტეები ასრულებენ მასპინძლობის მოვალეობას, ეს ქმედება არ შეიძლება უბრალოდ პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ; მათ ფარული მოტივები აქვთ. ისინი ფიქრობენ: „ვასრულებ მასპინძლობის მოვალეობას, ამიტომ უნდა მოვიფიქრო, როგორ მივიღო სარგებელი აქედან. ეკლესია უზრუნველყოფს გარკვეულ საკვებსა და სხვა აუცილებელ ნივთებს, ამიტომ ჩემი ოჯახის წევრებმაც უნდა მიირთვან ეს საკვები ძმებთან და დებთან ერთად და ასევე გამოიყენონ ყოველივე ეს ისე, როგორც მოესურვებათ. ჩემი ოჯახი ღვთის სახლის ნაწილია, ამიტომ ის, რაც ღვთის სახლს ეკუთვნის, ჩემს ოჯახსაც ეკუთვნის.“ ამ დამოკიდებულებით უდგებიან ანტიქრისტეები თავიანთი მოვალეობების შესრულებას, ასე არ არის? (დიახ.) ამიტომ, როგორც კი ზოგიერთი ადამიანი იწყებს მასპინძლობის მოვალეობის შესრულებას, მათი გულები იცვლება, მუდმივად ფიქრობენ იმ მატერიალურ ნივთებსა და ფულზე, რომლებიც ძმებისა და დების მასპინძლობისთვის გამოიყენება და თუ არავინ დააკვირდება ამას ყურადღებით, მაშინ ანტიქრისტეებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონგარკვეული სარგებელი. როგორი შესაძლებლობა? ისინი ფარულად გამოიანგარიშებენ: „აი, რამდენს ხარჯავს ერთი ადამიანი დღეში, ამიტომ რაც არ უნდა ფული დარჩეს, ეკლესიას არ დავუბრუნებ; უბრალოდ ჩემთვის დავიტოვებ. ეს, სულ მცირე, ჩემი გამომუშავებული ფულია, ამიტომ ვერავინ დამადანაშაულებს იმაში, რომ ჩემთვის დავიტოვე; ეს მხოლოდ ის არის, რასაც ვიმსახურებ, რა თქმა უნდა!“ შემდეგ დარჩენილ ფულს ჯიბეში ჩაიდებენ. ზოგიერთი ანტიქრისტე ყოველგვარ საბაბს იპოვის, რათა მიითვისოს ძმებისა და დების მიერ შემოწირული ან ღვთის სახლის მიერ მოწოდებული მატერიალური ნივთები. ზოგიერთ ადგილას, სადაც ძმები და დები მიდიან დასარჩენად, საწოლზე ლეიბი, ბალიშები და საბნები გამქრალია, ხორცი და ბოსტნეული აღარ არის და როდესაც თავიანთ მასპინძლებს ამის შესახებ ეკითხებიან, ეს ანტიქრისტეები ამბობენ: „თუ საჭმელს დიდხანს შეინახავთ, ის ისეთი გემრიელი აღარ იქნება, ამიტომ შევჭამეთ.“ განა ესენი ხარბი ადამიანები არ არიან? (დიახ.) როგორც კი ღვთის სახლის მიერ უზრუნველყოფილი მატერიალური ნივთები ისევე, როგორც ძმებისა და დების მიერ მასპინძელი ოჯახებისთვის ნაყიდი ნივთები ამ ანტიქრისტეთა ხელში ხვდება, ისინი მათი საკუთრება ხდება; ისინი იყენებენ ან მიირთმევენ მათ ისე, როგორც მოესურვებათ ან პირდაპირ საკუთარ საკუთრებად მიიჩნევენ და მალავენ. როგორც კი ძმები და დები კვლავ მიდიან იქ, ეს ყოველივე არსად ჩანს. თუ ეკლესიას კვლავ დასჭირდება ამ ანტიქრისტეთა საცხოვრებელი ადგილების გამოყენება, მან ისევ უნდა დახარჯოს ფული ამ ნივთების შესაძენად, რომლებიც ძმებმა და დებმა კვლავ უნდა მიიტანონ მათ სახლებში. ამის დანახვაზე ანტიქრისტეები ხარობენ და ფიქრობენ: „ღვთის რწმენა ნამდვილად შესანიშნავია! სხვა ვერაფრით გავმდიდრდებოდი ასე სწრაფად; ეს ყველაზე მოსახერხებელი გზაა ნივთების მისაღებად. გარდა ამისა, ვერავინ გაბედავს პოლიციაში განცხადების შეტანას ეკლესიის ქონების დაკარგვის შესახებ; უ მართლაც შეეცდები ჩემზე განცხადების შეტანას, მაშინ ჯერ შენზე შევიტან განცხადებას! ასე რომ, ერთადერთი, რისი გაკეთებაც ძალგიძს, არის ის, რომ გაჩუმდე და აიტანო ამაზე საჩივარს ვერსად წარადგენ. ეს ნივთები მივისაკუთრე და ეს საჭმელი შევჭამე. რას მიზამ? ღმერთს რჩეულები არ ჰყავს. მე ჩემს სახლს ვუთმობ ძმებსა და დებს სამასპინძლოდ; ასე რომ, ეს ჩემს მიერ შეტანილი წვლილია და ღმერთი ამის გამო დამიმახსოვრებს. რისი უნდა მეშინოდეს, თუ ცოტას ავიღებ? ეს მხოლოდ ის არის, რასაც ვიმსახურებ! რისი უნდა მეშინოდეს, თუ ამას შევჭამ? თქვენ გაქვთ მისი ჭამის უფლება და მე კი არა? თქვენ ღვთის სახლის წევრები ხართ, მაგრამ განა მეც არა? მე არა მხოლოდ სიტუაციით ვისარგებლებ, არამედ მარტო შევჭამ და მივირთმევ ამ ყოველივეს!“ ეს არის ანტიქრისტეთა დამოკიდებულება თავიანთი მოვალეობების მიმართ. თავიანთი მოვალეობების შესრულებისას მათი მიზანია ამ ნივთების მიღება და მათ მიიჩნევენ, როგორც უდიდეს სარგებელს და ამბობენ: „ეს არის ღვთის მიერ ბოძებული უდიდესი მადლი; არაფერია ამ მადლზე უფრო ხელშესახები; არაფერია ამ კურთხევაზე უფრო რეალური და ხელშესახებად სასარგებლო. ეს უბრალოდ შესანიშნავია! ყველა ამბობს, რომ ღვთის რწმენა ნიშნავს „მიიღონ ასმაგად ამ ცხოვრებაში და საუკუნო სიცოცხლე მომავალ საუკუნეში“; ეს სწორედ ამ სიტყვების აღსრულებაა. მე უკვე წინასწარ განვიცდი ამ კურთხევის გემოს. ეს ჭეშმარიტად ღვთის მადლია!“ ამრიგად, ანტიქრისტეები საერთოდ არ განიცდიან სინდისის ქენჯნას ღვთის სახლის კუთვნილი ნივთების დაუფლების გამო და მათ დაუნდობლად იღებენ. როგორ უყურებენ ანტიქრისტეები ღვთის სახლის ამ ქონებას? მათ ისე ეპყრობიან, როგორც საზოგადოებრივ საკუთრებას ურწმუნო სამყაროში; ყველანი ხარბები არიან, ყველას სურს ღვთის სახლის ნივთების მითვისება და მაინც სჯერათ, რომ ეს არის მადლი და კურთხევა, რომლითაც ტკბობას იმსახურებენ თავიანთი მოვალეობების შესრულების გამო. გარდა ამისა, ისინი არასოდეს გრძნობენ სინანულს ან სირცხვილს ამის გამო და არც საკუთარ უკეთურებას ან უზნეობას აღიარებენ. ზოგიერთი ასეთი ანტიქრისტე სულ უფრო ხარბი და ამბიციურიც კი ხდება. მასპინძლობის მოვალეობის შესრულებისას არასოდეს გრძნობენ, რომ მათი ქმედებები ღვთისთვის საძულველი იქნებოდა ან ან რომ მათი ქმედებები შეურაცხყოფდა მას. ნაცვლად ამისა, ისინი უბრალოდ აგრძელებენ გამოთვლასა და შედარებას თავიანთ გონებაში და ფიქრობენ: „იმ ოჯახმა უმასპინძლა მათ და ის ნივთები მიიღო. მეც რომ იმავე ადამიანებისთვის მემასპინძლა, მაშინ ეს ნივთები კანონიერად ჩემი იქნებოდა. ის მასპინძელი ჩემზე უფრო კომფორტულად ცხოვრობს და უკეთესადაც იკვებება. მე რატომ არ ვისარგებლე ასეთივე უპირატესობით? ისინი ამ ყოველივესაც ითვლიან და ეცილებიან სხვებს. როგორც კი შესაძლებლობა ეძლევათ, ისინი დაუნდობელნი ხდებიან და მას ხელიდან ნამდვილად არ გაუშვებენ. ამრიგად, როდესაც ანტიქრისტეები მასპინძლობის მოვალეობას ასრულებენ, ხარბად ისწრაფვიან და ცდილობენ დაეუფლონ ყოველივეს, რასაც კი შეუძლიათ — დაწყებული ისეთი პატარა საგნით, როგორიცაა ფეხსაცმლის ღაბაში, დამთავრებული ისეთი დიდი საგნით, როგორიცაა ღვთის სახლის მიერ შეძენილი აღჭურვილობა. ისინი იყენებენ თავიანთი მოვალეობების შესრულების შესაძლებლობას, რათა იპოვონ ყოველგვარი საბაბი და გზა ნივთებისა და ღვთის სახლის ქონების მისათვისებლად და ამავდროულად ურცხვად ამბობენ, რომ ამას აკეთებენ მხოლოდ ღვთის სახლის ქონების დასაცავად და რომ ეს ნივთები მხოლოდ ის არის, რასაც იმსახურებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებისთვის. ეს ხდება იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც სწამთ ღმერთი და მიჰყვებიან მას.

როდესაც ანტიქრისტეები მასპინძლობის მოვალეობას ასრულებენ, შეიძლება გარეგნულად ისე წარმოაჩენდნენ თავს, თითქოს ხარბად არ ესწრაფვიან ან არ ცდილობენ სხვისი ნივთების მითვისებას, უარს ამბობენ ძმებისა და დების მასპინძლობისთვის რაიმე ანაზღაურების მიღებაზე და როდესაც ხედავენ გარკვეულ არაღირებულ ნივთებს, ჩქარობენ მათ უსაფრთხოდ შენახვას. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ღვთის სახლის კუთვნილ ძვირფას ნივთებს, ისინი ამას ასე მარტივად არ დათმობენ. შეიძლება დააბრუნონ ერთი იუანის ღირებულების ნივთი, მაგრამ ასი იუანის, ათასი იუანის, ათი ათასი იუანის ან უფრო ძვირფას ნივთს მტკიცედ ჩაიდებენ საფულეში და თავისთვის დაიტოვებენ. ზოგიერთი ადამიანისთვის ადგილობრივად სახიფათო სიტუაცია იქმნება, სანამ ზრუნავენ ღვთის სახლის ქონებაზე და ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ისინი ამას აკეთებენ, შესაძლოა სხვაგან გაიქცნენ ან დააპატიმრონ, ამიტომ მათ გარდა არავინ იცის ამ ქონების შესახებ, რომელსაც უსაფრთხოდ ინახავენ — სწორედ ასეთ სიტუაციებში გამოიცდებიან ადამიანები. ისინი, ვისაც ჭეშმარიტად სწამს ღმერთი, ვისაც უყვარს ჭეშმარიტება და გააჩნია ღვთისმოშიში გული, ყოველთვის ერთგულნი რჩებიან თავიანთი მოვალეობისა და მათ აზრადაც არ მოუვათ ამ ქონების არამიზნობრივად გამოყენება. თუმცა ანტიქრისტეები ასეთები არ არიან; ისინი თავს იმტვრევენ და ფიქრობენ ნებისმიერ შესაძლო გზაზე, რათა ეს ქონება მიისაკუთრონ. როგორც კი რაღაც ემართებათ იმ ადამიანებს, რომლებმაც იციან, რომ ქონებას იცავენ, ანტიქრისტეები ფარულად გრძნობენ სიხარულს გულის სიღრმეში და სიხარულისგან ხტიან კიდეც. ისინი დაუყოვნებლივ ითვისებენ ქონებას ისე, რომ საერთოდ არ ეშინიათ, რომ აღარაფერი ვთქვათ რაიმე სახის თვითგვემასა თუ დანაშაულის გრძნობაზე. ზოგიერთი ანტიქრისტე იყენებს ამ ქონებას პირადი საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის და განკარგავს მას სურვილისამებრ; ზოგი მაშინვე ყიდულობს ამ ფულით იმ ნივთებს, რაც სახლისთვის სჭირდება, ზოგი კი ფულს პირდაპირ საკუთარ საბანკო ანგარიშზე რიცხავს და თავისთვის ინახავს. და როდესაც ძმები და დები ქონების წამოსაღებად მიდიან, განა შეუძლიათ ანტიქრისტეებს აღიარონ ის, რაც ჩაიდინეს? ანტიქრისტეები ამას ნამდვილად არასოდეს აღიარებენ. მათი მიზანი ღვთის რწმენასა და თავიანთი მოვალეობის შესრულებაში არის სასურველის მოპოვება, რაც მოიცავს ღვთის შესაწირავებს, ღვთის სახლის ქონებასა და ძმებისა და დების პირად ნივთებსაც კი. ამიტომ, ანტიქრისტეები ასრულებენ თავიანთ მოვალეობას სიხარბით, სურვილითა და პირადი ამბიციით; აქ არ არიან იმისთვის, რომ ეძიონ ჭეშმარიტება, მიიღონ ღვთის სამსჯავრო და გაკიცხვა ან მიიღონ ღვთის ხსნა, არამედ აქ მოვიდნენ იმისთვის, რომ მიიღონ ყოველი სარგებელი, ყველა ხელსაყრელი პირობა და მთელი ქონება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანები სავსე არიან სიხარბითა და სურვილით. რისკენ აქვთ მიპყრობილი თავიანთი გულები? გულები მიპყრობილი აქვთ ღვთის სახლის ქონებისკენ. სწორედ ამიტომ, როდესაც ისინი მასპინძლობის მოვალეობას ასრულებენ, ფოკუსირდებიან იმაზე, თუ ვისთვის რას ყიდულობს ღვთის სახლი, ვისზე რამდენ თანხას გასცემს და რა დიდ უპირატესობებსა და რა სასურველ ნივთებს იღებენ გარკვეული ადამიანები ღვთის სახლისა და ძმებისა და დებისგან მასპინძლობის მოვალეობის შესრულებისთვის — აი, ამაზე უჭირავთ მათ თვალი. თუ მათ სთხოვენ ჩვეულებრივი ძმებისა და დების მასპინძლობას და აქედან ვერანაირ სარგებელს ვერ ნახულობენ, ისინი ათასგვარ მიზეზს მოიგონებენ, რათა ამის გაკეთება არ მოუწიოთ. იმ მომენტში, როდესაც სთხოვენ ზედა დონის წინამძღოლის მასპინძლობას, მათი დამოკიდებულება 180 გრადუსით შემობრუნდება და იცვლება; ისინი სულ იღიმიან და მოუთმენლად ელიან წინამძღოლს; მათ სურთ, რაც შეიძლება მალე მიიწვიონ ეს „დიდი კაცი“, რომელსაც უნდა უმასპინძლონ თავიანთ სახლში და თაყვანი სცენ ამ წინამძღოლს, როგორც ღმერთს. ისინი ფიქრობენ, რომ მათ ბედმა გაუღიმა, რომ ეს მათი მეწველი ძროხაა და თუ ხელიდან გაუშვებენ ამ შესაძლებლობას, მაშინ გამდიდრების შანსს დაკარგავენ; ამიტომ როგორ შეეძლოთ მისი ხელიდან გაშვება? სიხარბით, სურვილითა და ღვთის სახლის ქონების არამიზნობრივად გამოყენების მოტივაციითა და განზრახვით იღებენ ამ მოვალეობას, რომელსაც შეუძლია მათ სასურველი რამ მოუტანოს — რა არის მათი საბოლოო მიზანი? არის ეს თავიანთი მოვალეობის კარგად შესრულება? არის ეს ძმებისა და დების კარგად მასპინძლობა? არის ეს თავიანთი ერთგულების შეთავაზება? არის ეს ჭეშმარიტების მოპოვება? არა, ეს არცერთი მათგანი არ არის; მათ სურთ ამ შესაძლებლობის გამოყენება მათთვის სასურველი რამის მისაღებად. ისინი არ უმასპინძლებენ უბრალო ადამიანებს, მაგრამ როდესაც გაიგებენ, რომ უნდა უმასპინძლონ სტატუსის მქონე წინამძღოლს ან მუშაკს, ყველაფერს გააკეთებენ ამისათვის, შემდეგ კი სხვადასხვა საბაბს მოიგონებენ, რათა ღვთის სახლმა მათთვის შეიძინოს ყოველგვარი ყოველდღიური მოხმარების საგნები და საყოფაცხოვრებო აღჭურვილობა და იტყვიან: „წინამძღოლები ვერ იცხოვრებენ ცუდ პირობებში, როდესაც აქ ჩამოდიან. განა ყველაფერი მზად არ უნდა იყოსმასპინძლობის სათანადოდ გასაწევად? ჩვენ არ ვსარგებლობთ ღვთის სახლის მიერ მოწოდებული ნივთებით; თუ ამას ვაკეთებთ, უბრალოდ სინათლეში წინამძღოლებთან ერთად ვთბებით. გარდა ამისა, თუ წინამძღოლი მოვა, ვშიშობ, რომ შეეჩვევა იმ საკვებს, რასაც აქ ყოველდღე ვჭამთ. წინამძღოლებს ყოველდღიურად ბევრი რამის მართვა უწევთ და თუ ცუდად გახდებიან, განა განა ეს ჩვენი, როგორც მასპინძლების, მხრიდან უყურადღებობა არ იქნება? ამიტომ ეკლესიამ წინამძღოლებისთვის დღეში სამჯერადი კვება უნდა მოამზადოს. ჩვენ მათთვის მზად უნდა გვქონდეს რძე, პური, კვერცხი და ყოველგვარი ბოსტნეული, ხილი, ხორცი და საკვები დანამატები.“ განა ეს არ არის შესანიშნავი და კეთილშობილური ჟესტი არ არის? ანტიქრისტეები ხმამაღლა საუბრობენ ისეთ ენაზე, რომელიც ადამიანურად ჟღერს, მაგრამ ნამდვილად ფიქრობენ თუ არა წინამძღოლებზე გულის სიღრმეში? ზუსტად რა არის მათი ფარული მიზანი? მათი მიზანი არ არის ასეთი მარტივი. ისინი შეიძლება ღარიბები იყვნენ და არასდროს უჭამიათ ან უნახავთ კარგი ნივთები და მათ სურთ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა გამოცდილების მისაღებად, რათა მდიდრულად იცხოვრონ, ცხოვრებით დატკბნენ, სადაც მათი ყველა ძირითადი საჭიროება დაკმაყოფილებულია, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა თავიანთ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, მიირთვან ის, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ მიირთმევენ და დატკბნენ ისეთი მოპყრობით, რომლითაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ დატკბებიან. სწორედ ამიტომ ჩანს მათი აზრები ასეთი მზრუნველი. მაგრამ რა იმალება მათი ყურადღების მიღმა? მათ სურთ საკუთარი თავისთვის ხლართონ გეგმები, სურთ ამ ნივთების მოპოვება, ამ ნივთების ხელში ჩაგდება; ისინი ნამდვილად ფიქრობენ თავიანთი გეგმების ყველა ასპექტზე — ამას სხვისთვის არ გააკეთებდნენ. და როდესაც წინამძღოლს მასპინძლობენ, ეს ანტიქრისტეები ნამდვილად კარგად ცხოვრობენ. მოგვიანებით ფიქრობენ: „ასე ცხოვრება შესანიშნავია, მაგრამ ეს ნივთები სინამდვილეში მე არ მეკუთვნის. როდის იქნება ისინი ჩემი? თუ ამ წინამძღოლს მოვიშორებ, ვეღარ შევძლებ ამ ნივთებით ტკბობას, მაგრამ თუ არ მოვიშორებ მას, ნამდვილად არ მაქვს კეთილი ნება, რომ მისი მასპინძლობა გავაგრძელო. არავითარ შემთხვევაში არ შევასრულებდი ამ მოვალეობას, რომ არა ეს სასურველი ნივთები. ყოველდღე მიწევს ადრე ადგომა და გვიან დაძინება, მუდმივად შიშს განვიცდი და უნდა მოვემსახურო მას. ახლა ყოველთვის ვფიქრობ, რომ ამ მოვალეობის შესრულებით უფრო მეტს ვკარგავ, ვიდრე ვიგებ და ის უპირატესობები და სიამოვნება, რასაც აქედან ვიღებ, საკმარისი არ არის. რას გავაკეთებ, თუ წინამძღოლი აქ დიდი ხნით დარჩება საცხოვრებლად? უნდა მოვიფიქრო გზა, რომ იგი წავიდეს, და და შემდეგ კვლავ მექნება მშვიდობა და სიმშვიდე ჩემს სახლში.“ ასე ფიქრობენ ადამიანები? იფიქრებდნენ თუ არა ასე ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ ნორმალური ადამიანობა და რომლებიც გულწრფელად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას? (არა.) ასე ფიქრობენ ანტიქრისტეები. რაც არ უნდა დიდი იყოს ის სასურველი ნივთები ან უპირატესობები, რომლებსაც იღებენ, მათი სიხარბე და სურვილი არასოდეს დაკმაყოფილდება; გაუმაძღარნი არიან, ფიქრობენ, რომ არაფერი მიუღიათ და არ ფიქრობენ, რომ ამ მოვალეობის შესრულება არის ის საქმე, რომელიც უნდა შეასრულონ. პირიქით, მიაჩნიათ, რომ ეს არის დამატებითი მსხვერპლი და ფასი. რაც არ უნდა ბევრი ნივთი მიიღონ ან რაც არ უნდა დიდი უპირატესობები მოიპოვონ, გრძნობენ, რომ წააგეს და ფიქრობენ, რომ ღვთის სახლი სარგებლობს მათ ხარჯზე, რომ ძმები და დები სარგებლობენ მათ ხარჯზე და რომ თვითონ აქედან ვერანაირ სასურველ სარგებელს ვერ იღებენ. დროთა განმავლობაში გრძნობენ, რომ ეს სასურველი ნივთები მათ ვერაკმაყოფილებს და მათ სიხარბეს საზღვარი არ აქვს. მითხარით, რა ადამიანობა გააჩნიათ ანტიქრისტეებს? გააჩნიათ თუ არა რაიმე ადამიანობა? (არა.) და აქვთ თუ არა სინდისი ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ადამიანობა? ძალუძთ თუ არა შეასრულონ თავიანთი მოვალეობაისე, რომ გულში ჰქონდეთ მისი გულწრფელად შესრულების სურვილი, ისევე როგორც თავმდაბლობის, გულწრფელობისა და ძალისხმევის ჭეშმარიტად გაღების სურვილი? შეუძლიათ მათ შეასრულონ თავიანთი მოვალეობა ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე, ყოველგვარი გასამრჯელოსა და ჯილდოს ძიების გარეშე? ძალუძთ თუ არა შეასრულონ თავიანთი მოვალეობა ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე, რაიმე საზღაურის ძიების გარეშე და რაიმე ჯილდოს ძიების გარეშე? (არა.) რატომ არა? არ აქვთ სინდისის შეგნება და რაც არ უნდა დიდი იყოს ის უპირატესობები, რომლებსაც იღებენ, ფიქრობენ, რომ ეს დამსახურებულია. განა ეს „დამსახურებული“ არ არის ის, რაზეც ნორმალური ადამიანები ვერ იფიქრებენ და რაზეც არასოდეს იფიქრებდნენ? განა არის რაიმე სირცხვილის გრძნობა ამგვარ ფიქრებსა და დამოკიდებულებაში? (არა.) გააჩნიათ თუ არა რაიმე ადამიანობა ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ სირცხვილის გრძნობა? ეს საკითხი ამხელს ანტიქრსტეთა ბუნებას, რაც იმაში გამოიხატება, რომ მათ არც სირცხვილი გააჩნიათ და არც სინდისი.

როგორი ადამიანები არიან ისინი, ვისაც სირცხვილის გრძნობა არ აქვს? როგორი ადამიანები არიან სირცხვილის გრძნობის გარეშე? (შიზოფრენიით დაავადებული ადამიანები.) ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს არ გააჩნიათ სირცხვილის გრძნობა, შიშვლები დარბიან ქუჩებშიდა საერთოდ ვერ აცნობიერებენ, რომ ყველა მათ უყურებს; შესაძლოა, ტანისამოსით შემოსილ ადამიანებზე იცინოდნენ კიდეც და ამბობდნენ: „შეხედეთ, რა შემაწუხებელია თქვენთვის ტანსაცმლის ტარება. მე კი ქუჩაში უტანისამოსოდ, შიშველი დავრბივარ და თავს ასე თავისუფლად და ლაღად ვგრძნობ!“ განა ეს არ არის სირცხვილის გრძნობის არქონა? (დიახ, ასეა.) აი, რას ნიშნავს სირცხვილის გრძნობის არქონა. სირცხვილის გრძნობის არმქონე ადამიანებს სინდისიც არ გააჩნიათ და ფსიქიკურად დაავადებულნი არიან; ისინი სხვების ხარჯზე სარგებლობენ, სხვების საკუთრების მითვისებას ცდილობენ, მათი სიხარბე და ვნებები კი ნორმალური ადამიანური რაციონალურობის საზღვრებს სცდება — მივიდნენ იმ წერტილამდე, როდესაც თავს ვეღარ აკონტროლებენ და სინდისის განცდაც სრულიად დაკარგული აქვთ. ძალუძთ თუ არა ასეთ ადამიანებს ჭეშმარიტების მოპოვება? ნამდვილად არა. ესწრაფვიან მხოლოდ დიდებას, სარგებელს, სტატუსსა და მატერიალურ ინტერესებს და არასოდეს მოიპოვებენ ჭეშმარიტებას. მაშ, ექნებათ თუ არა ადგილი ცათა სასუფეველში? ღმერთი არ იხსნის და არ სრულყოფს ასეთ ადამიანებს. არიან თუ არა ეს ადამიანები შესაბრალისნი? (არა.) ეს ადამიანები სიძულვილის ღირსნი არიან; ამაზრზენნი, საძაგელნი და საზიზღარნი არიან. ამ ადამიანთა ზნეობა საზიზღარი და მდაბალია; არ გააჩნიათ ღირსება და სირცხვილის გრძნობა. მათი გულები სავსეა სიხარბით, ამბიციითა და ვნებით. მათ მხოლოდ სურთ ისარგებლონ თავიანთი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობით, რათა გამორჩენა ჰპოვონ საკუთარი თავისთვის, და საერთოდ არ იღებენ ჭეშმარიტებას და არც საქმეებს აკეთებენ ჭეშმარიტება-პრინციპების მიხედვით. როდესაც ისინი ღმერთს ევედრებიან, ასევე ითხოვენ სასურველ რამეებს, გამორჩენასა და ღვთის კურთხევას. ისინი ღმერთს აღუწერენ, თუ როგორ იტანჯებოდნენ და რა მსხვერპლი გაიღეს; ღვთის წინაშე ამაზე სალოცავად მხოლოდ იმიტომ მოდიან, რომ მათ მიერ ატანილი ტანჯვა და გაღებული მსხვერპლი ღმერთთან სავაჭროდ გამოიყენონ, რათა ღმერთს კურთხევა და ჯილდო გამოსტაცონ, და ღიად გაიწოდონ კიდეც ხელები ღვთისკენ და სთხოვონ მატერიალური კეთილდღეობა, რომელიც მათ სურთ. ის, რისი გამოხატვაც მათ სურთ, როდესაც ღვთის წინაშე წარსდგებიან, არის მათი საჩივრები, უტიფრობა, უკმაყოფილება, წყენა და აღშფოთება, ასევე იმედგაცრუება იმის გამო, რომ მათი სიხარბე და სურვილები არ კმაყოფილდება. როდესაც ღმერთი ხედავს ამ გამოვლინებებს, უყვარს თუ სძულს მას ისინი? (მას სძულს ისინი.) როდესაც ეკლესიისთვის მცირე ძალისხმევას მაინც გაიღებენ, მაშინვე წარსდგებიან ღვთის წინაშე, ამის სააშკარაოზე გამოსატანად და ქების დასამსახურებლად, რათა უამბონ ღმერთს თავიანთი მსხვერპლშეწირვისა და იმის შესახებ, რაც სხვადასხვა მოვალეობისა თუ საქმის შესრულებისას გაიღეს; შეშინებულნი არიან, რომ ღმერთი არ გაიგებს ამ საგნების შესახებ, რომ ღმერთი ვერ დაინახავს ამას და დაივიწყებს მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს. ამიტომ ეს ადამიანები ღვთის წინაშე ითვლებიან ბოროტებად და სრულიად უსირცხვილოებად. როდესაც წარსდგებიან ღვთის წინაშე, რათა აღწერონ და განაცხადონ მათ მიერ გაღებული მსხვერპლი, აუწყონ მას, თუ რისი მიღება სურთ და ხელები გაიწოდონ ღვთისკენ იმ ჯილდოს მისაღებად, რომელიც სურთ, ღმერთი ამბობს: „გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო.“ როგორია ღვთის დამოკიდებულება? „შენნაირი ადამიანები არ იმსახურებენ ჩემ წინაშე წარდგომას. მეზიზღები და ზიზღით ვარ განწყობილი შენ მიმართ. მოგეცი ყველაფერი, რაც გსურს; უკვე მიიღე უკვე მიიღე ასმაგად ის, რისი მიღებაცამ ცხოვრებაში გსურდა. სხვა რა გსურს?“ ის, რისი მიცემაც ღმერთს სურს კაცობრიობისთვის, პირველ რიგში არ არის მატერიალური; ნაცვლად ამისა მას სურს ჭეშმარიტება უბოძოს კაცობრიობას, რათა მისი მეშვეობით ხსნა ჰპოვონ. თუმცა ანტიქრისტეები ურცხვად ეწინააღმდეგებიან ღვთის საქმეს, არ ეძიებენ ჭეშმარიტებას და არ იყენებენ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში. პირიქით, მათ სურთ გამოიყენონ თავიანთი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა ღვთის საქმის აღსრულებისას, რათა არასამართლიანად მოიპოვონ მათთვის სასურველი რამ; ისინი იყენებენ ხარვეზებს და სხვის ხარჯზე ნახულობენ სარგებელს ყველაფერში, თუმცა ხშირად გრძნობენ, რომ ზარალდებიან და ბევრ სარგებელს ვრ ნახულობენ. ასევე ხშირად გრძნობენ, რომ ძალიან ბევრი გაიღეს და მსხვერპლად შესწირეს, რომ მათი დანაკარგები აღემატება სარგებელს და, უფრო მეტიც, ხშირად ნანობენ გაღებულ მსხვერპლზე და ფიქრობენ, რომ საკმარისად არ უფიქრიათ სიტუაციაზე ან თავიანთგამოსავალზე. ამიტომ ხშირად გრძნობენ ბრაზს გულის სიღრმეში იმის გამო, რომ დრიულად ვერ მიიღეს ჯილდო გაღბული მსხვერპლისთვის და ასევე სავსე არიან საჩივრებით ღმერთის მიმართ. გულში ხშირად ანგარიშობენ და ფიქრობენ: „განა ღმერთი სამართლიანი არ არის? ღმერთი მიკერძოებული არ არის, არა? განა ღმერთი არ არის ის ღმერთი, რომელიც აკურთხებს ადამიანებს? განა ღმერთი არ იმახსოვრებს ადამიანის ყველა კეთილ საქმეს და ყოველივეს, რაც მან გაიღო და შესწირა? მივატოვე ჩემი ოჯახი ღვთის საქმისთვის და გავიღე მსხვერპლი, მაგრამ რას ვიღებ ღვთისგან?“ თუ მათი სიხარბე და სურვილი არ დაკმაყოფილდება მოკლევადიან პერსპექტივაში, ისინი უარყოფითად განეწყობიან და იწყებენ წუწუნს. თუ მათი სიხარბე და სურვილი არ დაკმაყოფილდება გრძელვადიან პერსპექტივაში, გულის სიღრმეში ბოღმით ივსებიან. და რა არის ამ დაგროვილი ბოღმის შედეგები? გულში დაიწყებენ ეჭვის შეტანას და ღმერთის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ღვთის სამართლიანი ხასიათის განსჯას, ეჭვის შეტანას ღვთის სიყვარულსა და არსშიც კი. თუ ეს ბოღმა დიდი ხნის განმავლობაში გროვდება, ეს ყოველივე ავთვისებიან სიმსივნედ იქცევა და იწყებს გავრცელებას და მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ღმერთს უღალატონ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი იმ ადამიანების წინაშე აღმოჩნდებიან, რომლებიც ნეგატიურები და სუსტები არიან და რომლებიც შედარებით მოუმწიფებლები არიან სულიერად ან რომლებიც ახლახან შეუდგნენ რწმენას, დროდადრო გამოავლენენ და გაავრცელებენ ამ უარყოფით ემოციებს, თავიანთ უკმაყოფილებას ღვთის მიმართ და ღვთის გმობას და შეცდომაში შეიყვანენ ადამიანებს, რომლებსაც აკლიათ გამჭრიახობა, რათა ეჭვი შეეპაროთ ღვთის სამართლიან ხასიათსა და არსში. განა ამას არ აკეთებენ ანტიქრისტეები? რადგან მათი ამბიციები, სურვილები, მისწრაფებები და ზრახვები არ კმაყოფილდება, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება და ასეთი დამოკიდებულების გამოვლენა ღვთის მიმართ — როგორი ხასიათია ეს? ეს აშკარად ანტიქრისტეს და სატანური ხასიათია.

რაოდენ მცირე ტანჯვაც არ უნდა გამოიაროს ანტიქრისტემ ან რა მსხვერპლიც არ უნდა გაიღოს ეკლესიაში, ის ამას არ მიიჩნევს თავისი ვალდებულების ნაწილად და იმ მოვალეობად, რომელიც ქმნილებამ უნდა შეასრულოს, არამედ თვლის, რომ ეს თავისი დამსახურებაა, რომელიც ღმერთმა უნდა დაიმახსოვროს. ჰგონია, რომ თუ ღმერთს ახსოვს მისი წვლილი, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიაგოს მას, მისცეს კურთხევა, აღთქმები და განსაკუთრებული მატერიალური წყალობა, ასევე უპირატესობის მოპოვებისა და გარკვეული განსაკუთრებული სარგებლის მიღების საშუალება. მხოლოდ მაშინ იქნება ანტიქრისტე კმაყოფილი. როგორ ესმის ანტიქრისტეს მოვალეობა? ის არ თვლის, რომ მოვალეობა არის ვალდებულება, რომელიც ქმნილებებმა უნდა იკისრონ, არც ის, რომ ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც ღვთის მიმდევრებმა აუცილებლად უნდა შეასრულონ. ნაცვლად ამისა, მიაჩნია, რომ მოვალეობის შესრულება არის ღმერთთან გარიგების საშუალება, რის სანაცვლოდაც შეიძლება მიიღოს ჯილდოები, და საკუთარი ამბიციებისა და სურვილების დაკმაყოფილებისა და ღვთისადმი რწმენით კურთხევის მოპოვების გზა. ის თვლის, რომ ღვთის მადლისა და კურთხევის ქონა უნდა იყოს მოვალეობის შესრულების წინაპირობა და რომ ეს შთაუნერგავს ადამიანებს ღვთისადმი ჭეშმარიტ რწმენას; რომ ადამიანებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ მშვიდად შეასრულონ თავიანთი მოვალეობები, თუ ღმერთი გაათავისუფლებს მათ სამომავლო საზრუნავისგან. მას ასევე მიაჩნია, რომ ღმერთმა ყოველგვარი კომფორტი და პრივილეგირებული პირობები უნდა შეუქმნას მათ, ვინც თავის მოვალეობას ასრულებს, და რომ ადამიანებმა მოვალეობის შესრულებისას უნდა ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რასაც ღვთის სახლი სთავაზობს მათ. ეს არის ის, რაც ადამიანებმა უნდა მიიღონ. სწორედ ასე ფიქრობენ ანტიქრისტეები თავიანთ გულის სიღრმეში. აზროვნების ეს წესი სწორედ ანტიქრისტეთა თვალთახედვა და დევიზია; იგი წარმოადგენს მათ დამოკიდებულებას მოვალეობის მიმართ. მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა ითანაზიაროს ღვთის სახლმა მოვალეობის შესრულების ჭეშმარიტების შესახებ, ის, რასაც ანტიქრისტეები გულში ატარებენ, არასოდეს შეიცვლება. ისინი სამუდამოდ დარჩებიან თავიანთი თვალსაზრისის ერთგულნი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. არსებობს ფრაზა, რომელიც ამ გამოვლინების აღსაწერად შეგვიძლია გამოვიყენოთ — რა არის ეს? ეს არის მატერიალური საგნების ყველაფერზე მაღლა დაყენება; ანუ რეალურია მხოლოდ ის, რისი ხელში დაჭერაც შესაძლებელია, დაპირებების გაცემა კი უაზრობაა. ამ ადამიანთა გამოვლინებების არსი მატერიალისტურია, არა? (დიახ.) მატერიალიზმი ათეიზმია; მხოლოდ იმით ხელმძღვანელობენ, რისი დანახვა და შეხებაც ძალუძთ, მხოლოდ ის ითვლება, რასაც ხედავენ, და უარყოფენ ყველაფრის არსებობას, რასაც ვერ ხედავენ. შესაბამისად, შეიძლება განისაზღვროს, რომ ანტიქრისტესეული ცოდნა და გაგება მოვალეობის შესახებ აშკარად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტება-პრინციპებს და სრულიად იდენტურია არამორწმუნეთა შეხედულებისა; ჭეშმარიტად ურწმუნოები არიან. არ სწამთ ღვთის არსებობის და არ სჯერათ, რომ ღვთის ყოველი სიტყვა არის ჭეშმარიტება, ჭეშმარიტი გზა. მხოლოდ ის მიაჩნიათ, რომ დიდება, სარგებელი და სტატუსი რეალურია და რომ ყოველივე, რისკენაც ისწრაფვიან და რითიც ტკბებიან, მხოლოდ ადამიანური ძალისხმევითა და ბრძოლით და გაღებული მსხვრპლით მიიღწევა. რით განსხვავდება ეს იმ შეხედულებისგან, რომელიც ამბობს: „ადამიანმა ბედნიერება საკუთარი ხელით უნდა შექმნას“? არავითარი განსხვავება არ არის. არ ფიქრობენ, რომ ადამიანები საბოლოოდ მოიპოვებენ ჭეშმარიტებასა და სულიერ განვითარებას საკუთარი თავის და მსხვერპლის გაღებით, რათა ჯეროვნად შეასრულონ თავიანთი მოვალეობები ღვთის გულისთვის. არც ის სჯერათ, რომ ადამიანები, რომლებიც ღვთის მოქმედებენ მოთხოვნების შესაბამისად და ამგვარად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას სტანდარტის შესაბამისად, შეძლებენ შემოქმედის მოწონებისა და კურთხევის მოპოვებას. ეს იმას მოწმობს, რომ არ სჯერათ კაცობრიობისადმი მიცემული ღვთის აღთქმის ან ღვთის კურთხევის, იმის, რომ ღმერთი ხელმწიფებს ყოველივეზე, ამიტომ არ გააჩნიათ ჭეშმარიტი რწმენა. მხოლოდ ამას ფიქრობენ: „მე ვასრულებ ჩემს მოვალეობას, ამიტომ უნდა ვტკბებოდე ღვთის სახლის განსაკუთრებული მოპყრობითა და მატერიალური კურთხევით. ღვთის სახლმა უნდა უზრუნველყოს ჩემთვის ყოველგვარი მატერიალური პრივილეგია და სიამოვნება. ეს იქნებოდა რეალისტური.“ ეს არის ანტიქრისტეს აზროვნება და თვალთახედვა. მას არ სჯერა, რომ ღვთის დაპირებები სარწმუნოა ან იმ ფაქტის, რომ ჭეშმარიტების მოპოვებით ადამიანი სულიერად ვითარდება და იკურთხება ღვთის მიერ. როდესაც საქმე მოვალეობის შესრულებას ეხება, უბრალოდ არ ეძიებს, არ იღბს და მით უმეტეს, არ აღიარებს: ის, რომ ადამიანს შეუძლია შეასრულოს ქმნილების მოვალეობა, არის ღვთის უდიდესი კურთხევა და ის, რასაც ღმერთი დაიმახსოვრებს; ამ პროცესში ადამიანს შეუძლია მოიპოვოს ჭეშმარიტება და საბოლოოდ გადარჩეს ღვთის მიერ — ეს არის უდიდესი აღთქმა, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანს. თუ გჯერა ღვთის მიერ შენთვის მოცემული აღთქმის და შეგიძლია მისი მიღება, მაშინ გაქვს ჭეშმარიტი რწმენა ღვთის მიმართ. რას გრძნობენ ანტიქრისტეები და ურწმუნოები, როდესაც ამ სიტყვებს ისმენენ? (არ სჯერათ იმის, რასაც ღმერთი ამბობს და თვლიან, რომ ეს ტყუილია.) მიაჩნიათ, რომ ღვთის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები მხოლოდ ილუზიებით კვებავს ადამიანებს, რათა ზოგიერთი უგუნური და გულუბრყვილო იდიოტი ემსახუროს ღმერთს, ხოლო მსახურების დასრულების შემდეგ გამოაგდოს ისინი. ისინი ფიქრობენ: „ჭეშმარიტების მოპოვება? ჰა! ვის შეუძლია დაინახოს, რა არის ჭეშმარიტება? ვის შეუძლია შეეხოს ღვთის აღთქმებს? ვის მიუღია ისინი? ღვთის აღთქმები არარეალურია; მხოლოდ დიდებისა და სარგებლის მოპოვება და სტატუსის სიკეთეებით ტკბობაა რეალისტური; მხოლოდ დიდებისა და სარგებლისთვის ბრძოლა და სტატუსის სიკეთეებით ტკბობაა რეალური. წლებია მესმის იმ აღთქმების შესახებ, რომლებსაც ღმერთი აძლევს ადამიანს და იმ ჭეშმარიტების შესახებ, რომელსაც ის ანიჭებს ადამიანს, მაგრამ საერთოდ არ შევცვლილვარ, არავითარი სარგებელი არ მიმიღია, მით უმეტეს, ამ ყველაფერს არ მოუცია ჩემთვის სტატუსითა და ამაღლებული ცხოვრებით ტკბობის საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები მოწმობენ, თითქოს მოიპოვეს ჭეშმარიტება, შეიცვალნენ და მიიღეს ღვთის კურთხევა, მაინც ისე ჩვეულებრივად გამოიყურებიან, ყველა მათგანი ნორმალური ადამიანია, მაშ, როგორ შეუძლიათ მოიპოვონ ღვთის კურთხევა და შევიდნენ ცათა სასუფეველში?“ მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ისაა ყველაზე რეალური, რომელთა ხელში ჩაგდება და მოპოვებაც შეუძლიათ. განა ეს ურწმუნოთა თვალთახედვა არ არის? აბსოლუტურად ასეა. ამიტომ, როგორც კი ეს ანტიქრისტეები ეკლესიაში ხვდებიან, ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ, მუდამ იმაზე ფიქრობენ, სად შეუძლიათ რაიმე სარგებლის მიღება, რა შესაძლებლობა შეუძლიათ გამოიყენონ უპირატესობის მოსაპოვებლად და ღვთისადმი რწმენიდან უფრო დიდი პრაქტიკული სარგებლის მისაღებად — ისინი ხშირად ანგარიშობენ ამ ყოველივეს თავიანთ გონებაში. აქვთ განცდა, რომ მხოლოდ დიდების, სარგებლისა და სტატუსის მოპოვებით შეუძლიათ მიიღონ ყოველგვარი სიკეთე, ამიტომ ირჩევენ სტატუსისკენ სწრაფვას და მთლიანად უძღვნიან თავს ამ ყველაფრისთვის ბრძოლას. არასოდეს ფიქრობენ ჭეშმარიტებაზე ან ეძიებენ ღვთის განზრახვებს; ღვთის სიტყვებს მხოლოდ საკუთარი გულების სანუგეშებლად და სიცარიელის შესავსებად ჭამენ და სვამენ და არა ჭეშმარიტების საძიებლად. ნებისმიერ დროს, თუ ანტიქრისტეს სთხოვ, რომ უარი თქვას თავის სიხარბესა და სურვილებზე, სრულად მიატოვოს დიდების, სარგებლისა და სტატუსისკენ სწრაფვა და დათმოს ის სიკეთეები, რომელთა მიღებაც ღვთისადმი რწმენის გამო სურს, ის ამას ვერ შეძლებს. ამ ყოველივეზე უარის თქმის იძულება მათ ისეთ განცდას უჩენს, თითქოს ტყავს აძრობ ან ძარღვებს აგლეჯ; მათ გარეშე ჰგონიათ, რომ თითქოს გული ამოუღეს, თითქოს სული დაკარგეს; ამ ამბიციებისა და სურვილების გარეშე გრძნობენ, რომ ღვთისადმი რწმენის იმედი აღარ არსებობს და სიცოცხლე აზრს კარგავს. მათ თვალში, ისინი, ვინც იხარჯებიან, თავს უძღვნიან და მსხვერპლს წირავენ მხოლოდ თავიანთი მოვალეობის შესრულების გამო, ვინც არ ეძიებს პირად სარგებელს, უგუნურები არიან. ამქვეყნიური ურთიერთობების პრინციპი, რომელსაც ანტიქრისტეები ითვისებენ, არის: „ყოველი ადამიანი თავისთვისაა, ხოლო ჩამორჩენილებს ეშმაკი წაიყვანს“. ისინი ფიქრობენ: „როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავზე არ იფიქროს? როგორ შეიძლება მან საკუთარი სარგებლისთვის არ იბრძოლოს?“ ულის სიღრმეში ეზიზღებათ ისინი, ვინც ყველაფერს თმობს და გულწრფელად იხარჯება ღვთისთვის, ვინც ერთგულად ასრულებს თავის მოვალეობას და მატერიალური თვალსაზრისით ძალიან მომჭირნედ და უბრალოდ ცხოვრობს, ვინც იდევნება ღვთისადმი რწმენისა და მოვალეობის შესრულების გამო და, შესაბამისად, შინ დაბრუნება არ შეუძლია. ხშირად დასცინიან ამ ადამიანებს გულში და ამბობენ: „თქვენ დაკარგეთ სახლი ღვთისადმი თქვენი რწმენის გამო. არ ძალგიძთ ოჯახთან ყოფნა და სიღარიბეში ცხოვრობთ — რა უგუნურები ხართ! რასაც არ უნდა აკეთებდეს ადამიანი, მათ შორის ღვთისადმი რწმენასთან მიმართებაში, მან უნდა შეითვისოს ამქვეყნიური ურთიერთობების პრინციპი: არავითარ შემთხვევაში არ უნდა იზარალოს. მას უნდა შეეძლოს ღვთის აღთქმისა და კურთხევის დანახვა და შეხება, და ერთადერთი მართებული დამოკიდებულება არის ის, რომ არ გაუშვა შევარდენი, სანამ კურდღელს არ დაინახავ. რა უგუნურები ხართ! მე შემომხედეთ. ღმერთიც მწამს და დიდების, სარგებლისა და სტატუსისკენაც ვისწრაფვი. ვტკბები ღვთის სახლის მიერ ყოველგვარი კარგი მოპყრობით და მომავალშიც შემიძლია კურთხევის მიღება. არ მჭირდება არავითარი ტანჯვის ატანა, და კურთხევა, რომლებსაც მივიღებ, თქვენსაზე დიდი იქნება. მე არ ვიღებ ისთ მსხვერპლსროგორსაც თქვენ, რომლებმაც მიატოვეთ ოჯახები და სამსახურები და სახლში დაბრუნებაც კი არ ძალგძთ, თანაც ისე, რომ არანაირი გარანტია არ გაქვთ, შეძლებთ თუ არა მომავალში რაიმე კურთხევის მიღებას“. რა არსებები არიან ეს ადამიანები? ისინი არ ესწრაფვიან ჭეშმარიტებას, გულწრფელად არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, და ამავდროულად ეზიზღებათ ისინი, ვინც ეძიებს ჭეშმარიტებას და ვინც თმობს ოჯახსა და სამსახურს, ითმენს ტანჯვასა და იღებს მსხვერპლს მოვალეობის შესრულების, ღვთიური მისიის აღსრულებისა და ღვთის ნების მიყოლის გამო. ბევრია ასეთი ადამიანი? (დიახ.) ასეთები ყველა ეკლესიაში არიან. არიან ეს ადამიანები ღვთის ჭეშმარიტი მორწმუნეები? გადარჩებიან ისინი? (არა.) არ არიან ღვთის ჭეშმარიტი მორწმუნეები, მით უმეტეს, შეუძლებელია მათი გადარჩენა.

რა საკითხსაც არ უნდა წააწყდნენ ანტიქრისტეები ან რასაც არ უნდა აკეთებდნენ ისინი, პირველი, რაზეც ფიქრობენ, ის კი არ არის, შეუძლიათ თუ არა ჭეშმარიტების მოპოვება და ხსნის მიღწევა, არამედ ფიქრობენ ყოველგვარ ხორციელ სარგებელზე. მათ გულებში ხორციელ სხეულთან დაკავშირებულ ყველა სარგებელს ყველაზე მნიშვნელოვანი, მაღალი და უზენაესი ადგილი უკავია. გულის სიღრმეში არასოდეს ითვალისწინებენ ღვთის განზრახვებს, ღვთის საქმეს და მით უმეტეს იმას, რა მოვალეობა უნდა შეასრულოს ადამიანმა. რაც არ უნდა მოითხოვოს ღმერთმა ადამიანებისგან, რომ შეასრულონ თავიანთი მოვალეობა სტანდარტის შესაბამისად, რომ იყვნენ სტანდარტის შესაბამისი ქმნილებები, ანტიქრისტეები სრულიად გულგრილნი არიან. რა მეთოდებიც არ უნდა გამოიყენოს ან რა სიტყვებიც არ უნდა თქვას ღმრთმა, მას არ ძალუძს, შეძრას ეს ადამიანები და ამგვარად აიძულოს, შეცვალონ თავიანთი გეგმები და უარი თქვან თავიანთ სიხარბესა და სურვილებზე. ეს ადამიანები სახელითაც და საქმითაც მატერიალისტები და ურწმუნოები არიან ანტიქრისტეთა შორის. მაშ, შეიძლება თუ არა ისინი მივიჩნიოთ ანტიქრისტეთა რიგების დანალექად? (დიახ, რადგან ზოგიერთ ანტიქრისტეს მაინც შეუძლია გარკვეული სამსახურის გაწევა სტატუსის გამო, ხოლო ამ ადამიანებს სამსახურის გაწევაც კი არ სურთ.) სწორია. ამ ადამიანებს სურთ სარგებელი, მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ სარგებელზე აქვთ თვალი მიპყრობილი და მხოლოდ მასზე ფიქრობენ; ყოველივე, რასაც ისინი აკეთებენ, სარგებლის გარშემო ტრიალებს. ზოგიერთი ადამიანი მასპინძლობის მოვალეობას ასრულებს და როდესაც კვერცხი, ბრინჯი ან ფქვილი უთავდებათ, მაშინვე აცნობებენ ეკლესიას, რომ ვინმე გაგზავნონ მათ საყიდლად. თავად არაფერს ყიდულობენ; თითქოს არასოდეს მიურთმევიათ ეს პროდუქტები თავიანთ სახლში სანამ მასპინძლობის მოვალეობის შესრულებას დაიწყებდნენ. ადრე თავად ყიდულობდნენ ამ ყველაფერს, მაგრამ როგორც კი ამ მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ, დაიწყეს მიზეზები ძებნა, თავი მართლად და თავდაჯერებულად იგრძნეს, და გახდნენ ვალის ამომღებები, ღვთის სახლის კრედიტორები, თითქოს ღვთის სახლს მათი რამე მართებს — ასეთი ადამიანები არ არიან კარგები.

ჩინეთის მატერიკზე ზოგიერთ მასპინძელ ოჯახში დავრჩენილვარ და ზოგიერთ ძმასა და დას ფანტასტიკური ადამიანობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორი ან სამი წელი სწამდათ და ბევრი არაფერი ესმოდათ ჭეშმარიტების შესახებ, მაინც გულწრფელად ასრულებდნენ მასპინძლობის მოვალეობას. თუ ღვთის სახლი ფულის მიცემას შეეცდებოდა, უარს ამბობდნენ; ფულს იხდიდნენ ყველაფერში, რასაც ძმები და დები აძლევდნენ, და ყურადღებით ინახავდნენ ღვთის სახლის კუთვნილ ნებისმიერ ნივთს; თუ ღვთის სახლის მიერ ნაყიდი პროდუქტი არ იხარჯებოდა, მაშინ მის ღირებულებას ფულადი სახით უბრუნებდნენ ღვთის სახლს. ზოგიერთი მათგანი, ვინც ფინანსურად მყარად იდგა, ნებაყოფლობით მასპინძლობდა და ღვთის სახლისგან ერთ თეთრსაც კი არ იღებდა. ზოგიერთი ადამიანი არ იყო შეძლებული, მაგრამ ისინიც კი არ იღებდნენ ღვთის სახლის მიერ მიცემულ ფულს. მიუხედავად იმისა, რას აძლევდა ეკლესია ან ძმები და დები მათ ოჯახს მასპინძლობისთვის, არაფერს ითვისებდნენ. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ჭეშმარიტება ესმოდათ? არა, ეს ზნეობის საკითხი იყო. უფრო მეტიც, და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჭეშმარიტი მორწმუნენი იყვნენ და კარგ ზნეობასთან ერთად შეეძლოთ ამის გაკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებდნენ. ვყოფილვარ ზოგიერთ მასპინძელ ოჯახში, სადაც მასპინძლებს საუკეთესო საბნები და პლედები გამოჰქონდათ ჩემთვის გამოსაყენებლად. მე მათ ვეუბნებოდი: „ესენი სრულიად ახალი და გამოუყენებელია. დააბრუნეთ შეფუთვაში, არ გამოვიყენებ.“ დაჟინებით მთხოვდნენ მათ გამოყენებას. ასევე იყვნენ მასპინძლები, რომლებიც სულ ახალ ნივთებს ყიდულობდნენ ჩემთვის, რომლებსაც ვეუბნებოდი: „არ იყიდოთ ახალი ნივთები, ეს ფულის ფლანგვაა. უბრალოდ გამოვიყენებ იმას, რაც აქ გაქვთ. არ დახარჯოთ ფული. არ ვემხრობი იმას, რომ ადამიანებმა იყიდონ ესა თუ ის ყველგან, სადაც მივდივარ. არ არის აუცილებელი ყოველთვის ახალი ნივთების გამოყენება.“ ზოგიერთი მაინც დაჟინებით მოითხოვდა ამ ფულის დახარჯვას. ასევე იყვნენ მასპინძლები, რომლებიც ბევრ კერძს ამზადებდნენ, როდესაც ჭამის დრო ახლოვდებოდა. რადგან არ იცოდნენ, რისი ჭამა მიყვარდა, ბევრ კერძს ამზადებდნენ, რათა არჩევანი მქონოდა, რადგან მხოლოდ რამდენიმე კერძი რომ მოემზადებინათ, ინერვიულებდნენ, კარგად რომ არ მეჭამა. ასეთი ადამიანებიც ბევრნი არიან. თუმცა ზოგიერთი მასპინძელი განსხვავებულია. როდესაც ასეთ მასპინძლებთან ვრჩებოდი, შემთხვევით მოჰქონდათ ჩემთვის ყოველდღიური მოხმარების საგნები, რათა როგორმე გამეტანა თავი; საჭმლის მოსამზადებლად მხოლოდ ძმებისა და დების მიერ მოტანილ ინგრედიენტებს იყენებდნენ და როდესაც მეტის ყიდვა სჭირდებოდათ, ხელს იშვერდნენ ჩემსკენ ფულის სათხოვნელად. არიან სხვა მასპინძლებიც, რომელთა სახლებშიც რამდენიმე ნივთი დავტოვე შესანახად. როდესაც გარკვეული დროით არ ვბრუნდებოდი, მასპინძლები უჯრას ტეხდნენ და ზოგიერთი ნივთი იკარგებოდა. ყველას სწამს ღმერთი და ყველა ასრულებს მასპინძლობის მოვალეობას, მაგრამ არის თუ არა მათ შორის არსებითი განსხვავება? ზოგს, ვისაც ღმერთი სწამს, შეუძლია ასეთი რამის გაკეთება — არის ეს ის, რასაც ადამიანები აკეთებენ? ასე იქცვიან მძარცველები, ბანდიტები, ბოროტმოქმედები და თაღლითები. ძალუძთ ჭეშმარიტ მორწმუნეებს ასეთი რაღაცების გაკეთება? თუ ჭეშმარიტი მორწმუნე ინახავს რამეს შენთვის, მაშინ რაც არ უნდა დიდხანს წახვიდე, თუნდაც რვა ან ათი წლით, ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახავს შენთვის; არ შეეხება, არ შეხედავს და არ გადააქოთებს. თუმცა, ზოგიერთი მასპინძელი, თუ რამეს დატოვებ მათ სახლში, როგორც კი კარიდან გახვალ, მაშინვე გახსნიან და ჩახედავენ. რას ეძებენ? გადააქოთებენ შენს ჩანთას, რათა ნახონ, არის თუ არა იქ რაიმე ღირებული, მაგალითად, სამკაული, მობილური ტელეფონი ან ფული — ყველაფერს ამოქექავენ. რის ქექვისკენ აქვთ მიდრეკილება ზოგიერთ ქალს? სურთ ნახონ, გაქვს თუ არა რაიმე კარგი ტანსაცმელი. როგორც კი გადაქავენ, ფიქრობენ: „ოჰ, ეს ტანსაცმელი ისეთი კარგია. მოვიზომებ.“ მითხარი, განა არ ხდება ასეთი რაღაცები? (დიახ.) საიდან იცი? გინახავთ, რომ ეს ხდება? მაქვს მყარი მტკიცებულება იმის სათქმელად, რომ ასეთი რაღაცები ხდება. ერთ წელს შემოდგომის მიწურულს ზოგიერთი ტანსაცმელი დავტოვე მასპინძლის სახლში. ერთ დღეს უცებ გამახსენდა ზოგიერთი მათგანი, რომელიც უნდა ჩამეცვა და გადავწყვიტე წავსულიყავი მათ წამოსაღებად; ამიტომ მივედი იმ მასპინძლის სახლში. გამოიცანი, რა მოხდა. როდესაც სახლში შევედი, მოხუცი მასპინძელი ქალი იქ იყო და ჩემს შალის პალტოს იზომებდა. უბრალოდ დაემთხვა, რომ დავინახე. ვუთხარი: „რას აკეთებ?“ გაოგნდა. ვერასოდეს წარმოიდგენდა ისეთ დამთხვევას, რომ დავინახავდი, რასაც აკეთებდა და ძალიან შერცხვა. თუმცა, ასეთი ადამიანები სქელკანიანები არიან და მაშინვე თქვა: „ოჰ, არ ფიქრობ, რომ შენი შალის პალტო იდეალურად მიხდება?“ ვუთხარი: „ეგ ჩემი პალტოა. ვერ ჩავიცვამ, თუ შენ გაცვია.“ თქვა: „აჰა, არ მინდა.“ ვუპასუხე: „რატომ იზომებ, თუ არ გინდა? კარადა ჩაკეტილი არ იყო?“ თქვა: „უბრალოდ ისე დაემთხვა, რომ დღეს არაფერი მქონდა გასაკეთებელი, ამიტომ გამოვიღე, რომ მენახა.“ ვუთხარი: „შენი არ არის, ამიტომ არ უნდა შეხებოდი.“ ეს არის მაგალითი იმისა, რაც სინამდვილეში მოხდა. არ ვიცი, რა განზრახვა ჰქონდა ამის გაკეთებისას. მითხარი, არის თუ არა ასეთი ადამიანი ის, ვისაც ღმერთი სწამს? უნდა მივიჩნიო თუ არა ღვთის მორწმუნედ და ღვთის ოჯახის წევრად? (არა.) არ არიან ღირსნი იყვნენ ღვთის მიმდევრები, სატანის ბანდის წევრები არიან, სირცხვილის გარეშე, სინდისისა და გონიერების გარეშე, ყოველგვარი ადამიანობის გარეშე — არამზადები არიან. გადაარჩენს ღმერთი ასეთ ადამიანებს? ასეთ ადამიანებს არ გააჩნიათ ელემენტარული წესიერება და ღირსება ან ღვთისადმი ელემენტარული პატივისცემა — ღმერთი ვერანაირად ვერ გადაარჩენს მათ. ჭეშმარიტება, რომელსაც ღმერთი ამბობს და სიცოცხლე, რომელსაც ის აძლევს ადამიანს, ასეთი ადამიანთათვის არ არის განკუთვნილი; ეს ადამიანები არიან არა ღვთის ოჯახის წევრები, არამედ ურწმუნონი ღვთის სახლის მიღმა და ეშმაკებისგან არიან. გარდა იმისა, რომ ანტიქრისტეთა ბუნება-არსება არის ისეთი, რომელსაც არ უყვარს ჭეშმარიტება და ზიზღითაა განწყობილი ჭეშმარიტების მიმართ, მათი ზნეც წარმოუდგენლად დაბალი და საძაგელია, და ასეთი ადამიანები ამაზრზენი, საზიზღარი და საძულველი არიან. იმ ადამიანთა გამოვლინებებიდან, რომლებიც ითვისებენ ღვთის სახლის ქონებას, რაზეც ახლახან ვისაუბრეთ, ეს საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ რა მოვალეობაც არ უნდა შეასრულონ მათ, არასოდეს იხარჯებიან ჭეშმარიტად და არასოდეს აკეთებენ ამას გულწრფელად. ნაცვლად ამისა, მოდიან თავიანთი გეგმებით, სიხარბითა და სურვილებით, მორბიან სარგებლისთვის და არა ჭეშმარიტების მოსაპოვებლად. ამიტომ, როგორც არ უნდა შეხედო, ღვთისთვის ასეთი ადამიანების ადამიანობა არ შეესაბამება სტანდარტს. მაშ, მითხარით, მიგაჩნიათ თუ არა ასეთი ადამიანების ადამიანობა სტანდარტის შესაბამისად და მიგაჩნიათ თუ არა ისინი კარგ ადამიანებად? (არა.) თქვენც გეზიზღებათ ასეთი ადამიანები, არა? (დიახ.) როდესაც ზოგიერთ ადამიანს ესმის, რომ ღვთის სახლმა რაღაც იყიდა, მათ თავიანთი წილის მიღება სურთ, და როდესაც ხედავენ, რომ ძმები და დები ტანსაცმელს სწირავენ, მაშინ მიუხედავად იმისა, იმსახურებენ თუ არა ამას, ან უნდა ჰქონდეთ თუ არა, მიდიან და ცდილობენ მის ხელში ჩაგდებას, ყველაზე მეტად აქტიურობენ; როდესაც ესმით, რომ ღვთის სახლში არის გასაკეთებელი საქმე ან ბინძური ან დამღლელი სამუშაო, ისინიმაშინვე იმალებიან და ვერსად იპოვი. ასეთი ადამიანები არიან მზაკვრები და ცბიერები, დაბალი ზნეობისანი — საზიზღარნი, საძულველნი და ამაზრზენნი!

ანტიქრისტეთა სხვადასხვა გამოვლინების გამოყენება ღვთის სახლის ქონების მითვისებასთან მიმართებაში, რათა გავაანალიზოთ მათი ზრუნვა საკუთარ სარგებელზე ყველა ასპექტში, საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, რომ ეს ადამიანები არიან ურწმუნონი, მატერიალისტები, საზიზღარი, მდაბალი და არასრულფასოვანი ზნეობის მქონე ადამიანები, საძულველნი და არა ისეთები, ვისაც ღმერთი გადაარჩენს. ასეთი ადამიანების განსაზღვრებისას არ არის აუცილებელი საკითხის იმ სიმაღლემდე აყვანა, თითქოს ისინი ჭეშმარიტების წინააღმდეგნი არიან; ჩვენ მათ შინაგან ბუნებას უკვე ვხედავთ მათი ადამიანობიდან და ზნეობიდან გამომდინარე; ამიტომ არ არის საჭირო ამის ისეთ მაღალ დონეზე აყვანა, როგორიცაა ჭეშმარიტებასთან კავშირი. შესაბამისად, ღვთის სახლში იქნება ეს თუ ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფში, ასეთი ადამიანები ყოველთვის ყველაზე მდაბიონი და ზნეობას მოკლებულნი უნდა იყვნენ. რა თქმა უნდა, თუ ისინი ღვთის სახლში ჭეშმარიტების საზომით უნდა შეფასდნენ, მაშინ კიდევ უფრო დასაგმობნი და მდაბალნი ჩანან. გაქვთ კიდევ ანტიქრისტეების გამოვლინების კიდევ სხვა მაგალითები? (ერთი ანტიქრისტე განაგებდა ღვთის სახლისთვის წიგნების ბეჭდვის საქმეს და ყალბი ბუღალტერიის მეშვეობით მიითვისა ასობით ათასი იუანი ღვთის შესაწირავებიდან. გამოძიების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სანამ ამ მოვალეობის შესრულებას დაიწყებდა, მის ოჯახს ძალიან ცოტა ფული ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ მოვალეობის შესრულება დაიწყო, იყიდა სახლი და მანქანა, თუმცა ანგარიშებზე დაყრდნობით ამის დადგენა შეუძლებელი იყო. მისი ოჯახის წევრები ძალიან სასტიკები იყვნენ და ამიტომ შესაწირავების დაბრუნება ვერ მოხერხდა.) განა წინამძღოლებსა და მუშაკებს არ ეკისრებოდათ პირდაპირი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაზე? (დიახ. მოგვიანებით, როდესაც მეტი დეტალი გახდა ცნობილი, აღმოჩნდა, რომ წინამძღოლებსა და მუშაკებს, რომლებსაც იმ დროს პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, არასოდეს შეუმოწმებიათ ამ ანტიქრისტეს მიერ მართული ანგარიშები. მათ უგულებელყვეს თავიანთი პასუხისმგებლობა; ეს სიტუაცია გამოწვეული იყო მათი უპასუხისმგებლობით. ისინი ნამდვილად უშუალოდ პასუხისმგებელნი იყვნენ ამაზე.) მაშ, უნდა აღირიცხოს თუ არა მათი გადაცდომები ღვთის ჩანაწერების წიგნში? (დიახ.) როგორ მოექცნენ ამ ადამიანებს შემდგომში? (ზოგიერთი მოიცილეს და გარიცხეს, ზოგიერთი კი აბრუნებს შესაწირავებს.) ეს არის მათთან მოპყრობის შესაბამისი გზა. წინამძღოლებმა და მუშაკებმა უგულებელყვეს თავიანთი მოვალეობა და ვერ შეასრულეს თავიანთი საზედამხედველო პასუხისმგებლობები ამ საკითხთან მიმართებაში. კერძოდ, გამოიყენეს არასწორი ადამიანი და არავითარი ძალისხმევა არ გამოუჩენიათ, რომ თვალი ედევნებინათ ან ზედამხედველობა გაეწიათ ამ ადამიანისთვის; ვერ შეძლეს დროულად აღმოეჩინათ პრობლემები იმ ადამიანთან დაკავშირებით, რომელსაც იყენებდნენ, და ამიტომ დადგა მძიმე შედეგები, რამაც გამოიწვია ღვთის შესაწირავებისა და ღვთის სახლის ქონების მნიშვნელოვანი დანაკარგი; ეს იყო ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, ვინც უშუალოდ იყო პასუხისმგებელი; მათი გადაცდომები აუცილებლად უნდა აღირიცხოს. ეს იყო ის არასასურველი შედეგი, რომელიც თავად მოიტანეს იმით, რომ საქმისთვის არასწორი ადამიანი გამოიყენეს, რამაც ღვთის სახლს ზარალი მიაყენა და საბოლოოდ ღვთის შესაწირავები აღმოჩნდა ის ფასი, რაც გადაიხადეს. მითხარით, ანტიქრისტეები ყოველთვის ხარბები არიან, თუ ეს ბოროტი იდეები მხოლოდ მაშინ მოსდით, როდესაც რაიმე ღირებულს ხედავენ? (ყოველთვის ხარბები არიან.) სწორედ ამიტომ, როდესაც ურთიერთობთ და კავშირი გაქვთ ასეთ ადამიანებთან, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ აღმოაჩინოთ მათი სიხარბე და სურვილები. ეს შედეგი გამოწვეული იყო წინამძღოლებისა და მუშაკების უპასუხისმგებლობით, იმით, რომ ვერ ამოიცნეს, ნათლად ვერ დაინახეს და არასწორად გამოიყენეს ადამიანები; ამიტომ პასუხისმგებლობა მძიმედ დააწვათ მათ და იმსახურებდნენ გარიცხვას.

ჩვენ მანამდე გვქონდა თანაზიარება ანტიქრისტეთა ბუნების, არსების, ხასიათებისა და იმ გზის ძირითადი ასპექტების შესახებ, რომელსაც ისინი მიჰყვებიან. დღეს კი თანაზიარება გვექნება და გავაანალიზებთ გამოვლინებები ანტიქრისტეთა ადამიანობის კუთხით; და ეს რეალურ ცხოვრებას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მცირე ასპექტია, მაინც შეუძლია დაეხმაროს ადამიანებს ანტიქრისტეთა გარკვეული გამოვლინებების ამოცნობაში; ეს ასევე არის ანტიქრისტეთა გარკვეული აშკარა მახასიათებლები, ნიშნები და სიმბოლოები. მაგალითად, ანტიქრისტეს უყვარს სტატუსი, დიდება, სარგებელი და გავლენა; ძალიან ეგოისტი, საზიზღარი და სასტიკია, და არ უყვარს ჭეშმარიტება, მაშ, როგორია მისი ადამიანობა და ზნეობა? ზოგი ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ანტიქრისტეს უყვარს რეპუტაცია და სტატუსი, მაინც აქვთ პატივსაცემი და კეთილშობილი ზნეობა, და გააჩნიათ სინდისი და გონიერება.“ სწორია ეს? (არა, არ არის სწორი.) რატომ არა? მოდით, ნუ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორი ხასიათი-არსი აქვთ ანტიქრისტეებს; ჯერ შეხედეთ მათ ადამიანობასა და ზნეობას. ნამდვილად არ არიან კარგი ადამიანები, არ არიან ღირსების, სინდისის ან კეთილშობილური პრინციპების მქონე ადამიანები, მით უმეტეს, ჭეშმარიტების მოყვარულნი. ძალუძთ ასეთი ადამიანობის მქონე ადამიანებს სწორ გზას გაჰყვნენ? ნამდვილად არა, რადგან მათ ზნეობას არ გააჩნია ის არსი, რომელიც სწორ გზას მიჰყვება, და ამიტომ ამ ადამიანებს არანაირად არ შეუძლიათ ჭეშმარიტების სიყვარული და, მით უმეტეს, არც მისი მიღება. თუ ვიმსჯელებთ იმ განზრახვითა და დამოკიდებულებით, რომლითაც ანტიქრისტეები ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, მათი ზნეობა და ადამიანობა აიძულებს ადამიანებს უარყონ ისინი და ზიზღით განეწყონ მათ მიმართ და მით უმეტეს, ისინი უარყოფილნი არიან ღვთის მიერ. ფრო რა მოვალეობაც არ უნდა შეასრულონ, ყოველთვის სურთ ღვთის სახლის ქონების მითვისება, და სთხოვენ მას ჯილდოებს, ფულს, ნივთებსა და სარგებელს. და როგორი ადამიანებად მიიჩნევს მათ ღმერთი? ეს ადამიანები ნამდვილად არ არიან კარგი ადამიანები. მაშ, ღმერთი თავის თვალში ზუსტად როგორ ხედავს ასეთ ადამიანებს? რა სახელს არქმევს მათ? ბიბლიაში წერია ერთი ამბავი მადლის ეპოქიდან: იუდა ხშირად იპარავდა ფულს ფულის ტომრიდან, და ბოლოს ღმერთმა გამოიყენა იგი სამსახურის გასაწევად, კერძოდ, უფალი იესოს გასაცემად. უფალი იესო ჯვარს აცვეს, ხოლო იუდა, რომელმაც თავისი უფლისა და მეგობრების გამცემის როლი შეასრულა, მუცლის გახეთქვით მოკვდა. ამიტომ ეს ადამიანები, რომლებიც ითვისებენ ღვთის სახლის ქონებას და იპარავენ ღვთისთვის მიძღვნილ შესაწირავებს, ღვთის თვალში ყველა იუდაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ღმერთი იუდას უწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ანტიქრისტეები, რომლებიც ახლა იუდად არიან შერაცხულნი, არ სჩადიან ისეთ რამეს, როგორიცაა თავიანთი უფლისა და მეგობრების გაცემა, როგორც ეს იუდამ გააკეთა, მათი ბუნება-არსება იგივეა. რა აქვთ მათ საერთო? იყენებენ თავიანთ მდგომარეობასა და მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას, რათა მოიპარონ და მიითვისონ ღვთის სახლის ქონება. სწორედ ამიტომ უწოდებს ღმერთი ამ ადამიანებს იუდას; ისინი უთანაბრდებიან მას, ვინც გასცა თავისი უფალი და მეგობრები. ანუ ეს ანტიქრისტეები, რომლებიც ითვისებენ და იტაცებენ ღვთის სახლის ქონებას, იუდას უთანაბრდებიან, რომელმაც გაყიდა თავისი უფალი და მეგობრები, და დიდი ფიქრი არ სჭირდება იმის მიხვედრას, თუ რა შედეგი ელით ასეთ ადამიანებს.

2. დებისა და ძმების გამოყენება მათთვის სამსახურის გასაწევად და მათთვის სამუშაოდ

ის სარგებელი, რომლის მოპოვებასაც ანტიქრისტეები მოვალეობის შესრულებისას ესწრაფვიან, არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რაც უკვე განვიხილეთ — ფულით, მატერიალური ნივთებით, საკვებითა და ყოველდღიური მოხმარების საგნებით — ამ სარგებლის არეალი ძალიან დიდია. მაგალითად, როდესაც ანტიქრისტეები მოვალეობას ასრულებენ, მოვალეობის შესრულების საბაბით იყენებენ ძმებსა და დებს, აიძულებენ მათ, რომ ემსახურონ და მათთვის იშრომონ და მბრძანებლობენ მათზე — განა ეს არ არის ის სარგებელი, რომლის მოპოვებასაც ანტიქრისტეები ესწრაფვიან? (დიახ.) ზოგიერთი ადამიანი სანამ ეკლესიის წინამძღოლი გახდება, სახლში ყოველთვის ყველაფერს თავად აკეთებს და ისე ჩანს, თითქოს არავითარი ამბიცია ან ბოროტი განზრახვა არ გააჩნია. თუმცა, მას შემდეგ, რაც მათ ეკლესიის წინამძღოლებად აირჩევენ და სტატუსს მოიპოვებენ, კვლავ თავად აკეთებენ ყველაფერს? ჰგონიათ, რომ სტატუსის მოპოვების შემდეგ სხვებისგან განსხვავდებიან, რომ ღვთის სახლში განსაკუთრებული მოპყრობას იმსახურებენ უნდა ჰქონდეთ და უნდა ისწავლონ „მასების ძალის“ მობილიზება, რათა ერთობლივად შეასრულონ საკუთარი „მოვალეობა“; მათ სახლში არსებული ყოველი საქმე ეკლესიის უფლებამოსილებაში შემავალ საქმედ იქცევა და თავიანთ საოჯახო საქმეებსა და ყოველდღიურ დავალებებს ძმებსა და დებს უნაწილებენ. მაგალითად, როდესაც სახლში რაიმე საქმე აქვთ გასაკეთებელი, ძმებსა და დებს ეუბნებიან: „ბოლო ორი დღეა ეკლესიის საქმით ვარ დაკავებული. რომელიმე თქვენგანს ხომ არ გაქვთ დრო, რომ ერთ საქმეში დამეხმაროთ?“ სამი ან ხუთი ადამიანი ნებაყოფლობით მიდის და მცირე ხანში საქმეც კეთდება. ეს წინამძღოლები ფიქრობენ: „ბევრი ადამიანის შრომა უფრო ეფექტურია. კარგია წინამძღოლობა, საკმარისია სიტყვა ვთქვა და საქმეც კეთდება. მომავალში, როცა სახლში რაიმე მექნება გასაკეთებელი, ძმებსა და დებს ვთხოვ დახმარებას.“ ამგვარად, ეკლესიის წინამძღოლის ძირითად მოვალეობას დიდად აღარ ასრულებენ, სამაგიეროდ, უამრავ ადამიანს ანაწილებენ თავიანთ სახლში სამუშაოდ და ეს დღის წესრიგშიც კი შეაქვთ — რა „დაკავებული“ ეკლესიის წინამძღოლები არიან! სანამ წინამძღოლები გახდებოდნენ, სახლში ამდენი საქმე არასდროს ჰქონიათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც გახდნენ, სახლში შესასრულებელი საქმეების რაოდენობამ იმატა. ზოგიერთი ძმა და და მათთვის მოსავალს თესავს, ზოგი მიწას რწყავს, ზოგი ბოსტნეულს რგავს, ზოგი სარეველას მარგლავს, ზოგი სასუქს ყრის, ზოგი კი ბოსტნეულის გაყიდვაში ეხმარება და შემდეგ მთელ აღებულ ფულს მათ აძლევს ისე, რომ საკუთარი თავისთვის ერთ თეთრსაც არ იტოვებს. მას შემდეგ, რაც ეკლესიის წინამძღოლები ხდებიან, მათი ოჯახური ცხოვრება ყვავის; რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ხალხი ყოველთვის მხარს უჭერს და ეხმარება, მათი თითოეული სიტყვა კი ძალიან ჭრის. თავს ძალიან ბედნიერად და კმაყოფილად გრძნობენ და სულ უფრო ხშირად ფიქრობენ: „ეკლესიის წინამძღოლის ეს წოდება შესანიშნავია, სტატუსის ქონა კი — ფანტასტიკური. სახლში საჭმელი რომ შემომაკლდება, საკმარისია ერთი სიტყვა ვთქვა და ხალხი მას მომიტანს, თან ფულსაც არ ითხოვენ. რა კომფორტული ცხოვრებაა! ჩემი რწმენის გამო ნამდვილად მაკურთხებს ღმერთი. ეს დიდი კურთხევაა და ნამდვილად ღვთის მადლია! ღმერთი ისეთი დიდებულია; მადლობა ღმერთს!“ ყოველთვის, როცა ვინმე მათთვის სამსახურის გაწევას ან მათ მიერ მიცემული განკარგულებების შესრულებას ამთავრებს, ყოველთვის „მადლობას სწირავენ ღმერთს“ და „ამას ღვთისგან იღებენ“. ამ უმნიშვნელო ეკლესიის წინამძღოლებს შეუძლიათ თავიანთი თანამდებობა ამ დონემდე გამოიყენონ — შეძლებდით კი ამას? შეგწევთ კი მსგავსი რამის გაკეთების უნარი? რატომ იბრძვიან ადამიანები წინამძღოლობისთვის? რატომ იბრძვიან სტატუსისთვის? არავითარი სარგებელი რომ არ არსებობდეს, იბრძოლებდა ვინმე სტატუსისთვის? ის სტატუსი, რომლისთვისაც იბრძვიან, პირუტყვივით მძიმე შრომას რომ ნიშნავდეს, მაშინ ამაზე არავინ შეიწუხებდა თავს. სწორედ იმიტომ, რომ სტატუსის ქონას ამდენი სარგებელი მოაქვს, ადამიანები თავს იკლავენ მის ხელში ჩასაგდებად და მოსაპოვებლად. უმნიშვნელო ეკლესიის წინამძღოლობა მათ ასეთ დიდ სარგებელს აძლევს, მათ ცხოვრებაში ასეთი დიდი კომფორტი და ამდენი სიკეთე მოაქვს — როგორი ადამიანი იქცევა ასე? ეძიებს კი ჭეშმარიტებას? გააჩნია კი ადამიანობა და სინდისი? აქვს კი ღვთისმოშიში გული? (არა.) სჯერათ, რომ ეკლესიის წინამძღოლის როლს ყველასთვის და ღვთის სახლისთვის ასრულებენ და ამას მოვალეობად არ მიიჩნევენ. სჯერათ, რომ ნებისმიერი საქმე, რასაც ეკლესიის წინამძღოლის რანგში აკეთებენ, მათი ოჯახური ცხოვრების მსხვერპლად შეწირვის ხარჯზე კეთდება, ამიტომ ძმებმა და დებმა მათ მიერ გაღებული საზღაურის კომპენსაცია უნდა მოახდინონ. თუ საოჯახო საქმეების გასაკეთებლად დრო არ აქვთ, მაშინ ძმები და დები უნდა დაეხმარონ; თუ მინდორში სამუშაოდ დრო არ აქვთ, მაშინ ძმები და დები მათ მინდვრებში უნდა გამოჩნდნენ და მათ მაგივრად ისე იმუშაონ, თითქოს ეს მათი მოვალეობა იყოს. რაზეც არ უნდა უთხრან უარი ეკლესიის წინამძღოლობის გამო, ძმებმა და დებმა ეს ორმაგად უნდა აუნაზღაურონ. ეს არის ზოგიერთი იმ საქმეთაგანი, რომლებშიც ანტიქრისტეები მოვალეობის შესრულებისას ძმებსა და დებს თავიანთ პირად ცხოვრებაში სამსახურის გასაწევად იყენებენ და განკარგულებებს აძლევენ. როგორც კი ანტიქრისტე წინამძღოლი ხდება, არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებს ხელიდან ასეთ შესაძლებლობას და გულხელდაკრეფილი არ დაუწყებს ყურებას, თუ როგორ უსხლტება ხელიდან ეს სარგებელი. ნაცვლად ამისა, სრულიად საპირისპიროდ იქცევა: იყენებს ყოველ წუთს და ებღაუჭება ყოველ შესაძლებლობას, რათა ძმები და დები თავის სასარგებლოდ ამუშაოს და აიძულოს, რომ მისთვის პირუტყვივით იშრომონ. ის ბოროტად იყენებს ძმებისა და დების უგუნურებასა და პატიოსნებას, რომ მათ სურთ ნებაყოფლობით შეასრულონ თავიანთი მოვალეობები და გაიღონ საზღაური ღვთისთვის, რათა აიძულოს ისინი, მოემსახურონ მას. ამავდროულად ის ზოგიერთ სიტყვას ჭეშმარიტებად ასაღებს და მათ ძმებისა და დების დასარიგებლად იყენებს, რათა მათ ეს აზრი შეითვისონ: წინამძღოლებიც ადამიანები არიან, წინამძღოლებსაც აქვთ ოჯახები, წინამძღოლებმაც უნდა იცხოვრონ თავიანთი ცხოვრებით და თუ წინამძღოლს არ აქვს დრო საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად, მაშინ ძმებმა და დებმა ეს საქმეები საკუთარ მოვალეობებად უნდა მიიჩნიონ; მათ არ უნდა დასჭირდეთ წინამძღოლის თხოვნა ამ საქმეების გასაკეთებლად, არამედ აქტიურად და ნებაყოფლობით უნდა გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც წინამძღოლს არ ძალუძს. მრავალი ძმა და და ნებაყოფლობით ემსახურება ამ წინამძღოლებს ამგვარი მოხიბვლისა და ცდუნების გავლენით. ეს არის ის მიზანი, რომლის მიღწევაც ანტიქრისტეებს ძალაუფლებისა და სტატუსის ხელში ჩაგდებით სურთ; ეს არის ერთ-ერთი ამოცანა, რომლის განხორციელებაც სურთ და ერთ-ერთი სარგებელი, რომლის მოპოვებასაც ძალაუფლებისა და სტატუსის ხელში ჩაგდებით ესწრაფვიან. ბევრია ასეთი ადამიანი? (დიახ.) ეს ადამიანები სატანები არიან. ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ჭეშმარიტება და არ მიჰყვებიან სწორ გზას, შეუძლიათ ასეთი რამეების გაკეთება, თუნდაც ძალიან მცირე სტატუსი ჰქონდეთ — განა შესაბრალისნი არ არიან ეს ადამიანები? რას ფიქრობთ მათ ზნეობაზე? გააჩნიათ მათ საერთოდ სინდისი ან გონიერება?

ზოგიერთ ეკლესიაში არიან ძმები და დები, რომლებიც, როგორც წესი, საკუთარ სახლებში კი არ ცხოვრობენ, არამედ დიდი ხნით რჩებიან ეკლესიის წინამძღოლის სახლში. რატომ რჩებიან ხშირად წინამძღოლის სახლში? „წინამძღოლის“ თანამდებობის დაკავების შემდეგ წინამძღოლის სახლს გრძელვადიანი შინამოსამსახურე დასჭირდა. ირჩევენ დას, რომელიც წინამძღოლის სახლის ერთგული შინამოსამსახურე ხდება. ეს და შინამოსამსახურე ხდება და, მაშ, რად იქცევა მისი მოვალეობა? კი არ ასრულებს თავის სამუშაოს ან ეკლესიასთან დაკავშირებულ საქმეს, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში ემსახურება წინამძღოლის ოჯახის ყველა თაობას და მიაჩნია, რომ სრულიად გამართლებულია წინამძღოლის საოჯახო საქმეების კეთება; ამასთან დაკავშირებით მას არავითარი პრეტენზია ან წარმოდგენა არ გააჩნია. სინამდვილეში ვის აქვს აქ პრობლემა? რამდენი საქმეც არ უნდა ჰქონდეს ეკლესიის წინამძღოლს ან რამდენ ადამიანსაც არ უნდა უძღვებოდეს, მართლა ასე დაკავებულია? ნუთუ მართლა არ ძალუძს ყოველდღიურ ცხოვრებაში თავის გატანა? ასეც რომ იყოს, ეს მისი პირადი საქმეა. სხვებთან რა შუაშია? თუ ძმები და დები უყურადღებობას იჩენენ ან უსაქმურობენ, ასეთი წინამძღოლები მათ ცუდად ექცევიან და ამით სარგებლობენ, რათა მათთან „ჭეშმარიტებაზე ითანაზიარონ“ და ამის გამო ძმები და დები ისხლებიან — რა ხდება აქ? როცა მათ სახლში თეთრეული ჭუჭყიანია, ძმებმა და დებმა უნდა გარეცხონ, როცა სახლი არეულია, ძმებმა და დებმა უნდა დაალაგონ და როდესაც ჭამის დრო ახლოვდება, ძმებმა და დებმა უნდა მოამზადონ საჭმელი; ეს წინამძღოლები მუქთახორები ხდებიან და სწორედ ასე ასრულებენ წინამძღოლის როლს. როდესაც ასეთ ადამიანებს აქვთ ეს გამოვლინებები და ამგვარი ადამიანობა, შესწევთ კი მათ ჭეშმარიტების ძიების უნარი? (არა.) რატომ არა? (ასეთ ადამიანებს მეტისმეტად აკლიათ ადამიანობა და მეტისმეტად საზიზღრები არიან. უბრალოდ არ დაინტერესდებიან ჭეშმარიტებით.) თუ ჭეშმარიტებით არ ინტერესდებიან, რატომ ხდებიან წინამძღოლები? (ამას იმიტომ აკეთებენ, რომ რეპუტაციისა და სტატუსისკენ ისწრაფვიან და საკუთარი თავის წარმოჩენა სურთ.) ნათლად ვერ ხსნით, არა? როგორ ადამიანებს შეუძლიათ ძმებისა და დების გამოყენება, რათა აიძულონ, მათთვის იმუშაონ და მოემსახურონ? განა ეს ანტიქრისტეების ერთ-ერთი აშკარა მახასიათებელი არ არის? ყველაფერში მხოლოდ საკუთარი სარგებლის ძიება, მხოლოდ საკუთარ მოგებასა და წაგებაზე ზრუნვა და იმის იგნორირება, შეესაბამება თუ არა ასეთი ქმედება ჭეშმარიტებას, არის თუ არა მასში ადამიანობა, ახარებს თუ არა ეს ღმერთს, შეუძლიათ თუ არა ძმებსა და დებს აქედან რაიმე სარგებლის ან დამოძღვრის მიღება — ფიქრობენ არა ამაზე, არამედ მხოლოდ საკუთარ მოგებასა და წაგებაზე და იმაზე, შეუძლიათ თუ არა ხელშესახები სარგებლის მიღება. ეს არის გზა, რომელსაც ანტიქრისტეები მიჰყვებიან და ეს არის ანტიქრისტეთა ზნეობა. ეს არის სტატუსის მქონე ადამიანის ერთ-ერთი ტიპი. ზოგიერთ ადამიანს არ აქვს სტატუსი და ჩვეულებრივ მოვალეობებს ასრულებს, და როდესაც გარკვეულ კვალიფიკაციას იძენს, სურს, რომ სხვები მოემსახურონ. ზოგიერთი ადამიანი რამდენიმე სარისკო მოვალეობას ასრულებს და ასევე სურს, სხვებს უბრძანოს, რომ მას მოემსახურონ. არიან ისეთებიც, რომლებიც განსაკუთრებულ მოვალეობებს ასრულებენ და თავიანთ მოვალეობებს მიიჩნევენ ძირითად პირობად, გარიგების საგნად და ერთგვარ კაპიტალად, რათა აიძულონ ძმები და დები, რომ მათ მოემსახურონ. მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს აქვს განსაკუთრებული პროფესიული უნარები, რომლებიც სხვებს არ უსწავლიათ ან არ აუთვისებიათ. როდესაც ღვთის სახლში ამ პროფესიულ უნარებთან დაკავშირებული მოვალეობის შესრულებას იწყებენ, ჰგონიათ, რომ სხვებისგან განსხვავდებიან, რომ ღვთის სახლში მნიშვნელოვან თანამდებობაზე ნიშნავენ, რომ ახლა მაღალ ეშელონებში არიან და განსაკუთრებით გრძნობენ, რომ მათი ფასი გაორმაგდა და რომ გამორჩეულები არიან. შესაბამისად, ფიქრობენ, რომ არსებობს გარკვეული საქმეები, რომელთა გაკეთებაც თავად არ სჭირდებათ, რომ სრულიად ბუნებრივია, უბრძანონ სხვებს, უსასყიდლოდ მოემსახურონ ისეთი ყოველდღიური საქმეების შესასრულებად, როგორებიცაა საჭმლის მოტანა ან სარეცხის გარეცხვა. არიან ისეთებიც, რომლებიც იმიზეზებენ, რომ თავიანთი მოვალეობით არიან დაკავებულნი, რათა ძმებსა და დებს მათთვის ესა თუ ის საქმე გააკეთებინონ. გარდა იმ საქმეებისა, რომლებიც აუცილებლად თავად უნდა გააკეთონ, ყველაფერ დანარჩენს, რაშიც შეუძლიათ სხვები დაასაქმონ ან სხვებს უბრძანონ შესრულება, სხვა ადამიანებს აკეთებინებენ. რატომ ხდება ასე? ისინი ფიქრობენ: „მე მაქვს კაპიტალი, გამორჩეული ვარ, იშვიათი ტალანტი ვარ ღვთის სახლში, განსაკუთრებულ მოვალეობას ვასრულებ და უპირატესად ჩემი კულტივირება ხდება ღვთის სახლის მიერ. არცერთი თქვენგანი არ ხართ ჩემნაირი კარგი, ყველა ჩემზე დაბალ საფეხურზე ხართ. შემიძლია განსაკუთრებული წვლილი შევიტანო ღვთის სახლში, თქვენ კი — არა. ამიტომ, უნდა მომემსახუროთ.“ განა ეს გადაჭარბებული და უსირცხვილო მოთხოვნები არ არის? ყველა ატარებს ამ მოთხოვნებს გულის სიღრმეში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ანტიქრისტეები კიდევ უფრო დაუნდობლად და უსირცხვილოდ ითხოვენ ამას და, როგორც არ უნდა ითანაზიარო მათთან ჭეშმარიტებაზე, ამაზე უარს არ იტყვიან. ჩვეულებრივ ადამიანებსაც აქვთ ანტიქრისტეების ეს გამოვლინებები და თუკი მცირე ნიჭი აქვთ ან რაიმე უმნიშვნელო წვლილი მიუძღვით, მიაჩნიათ, რომ უფლება აქვთ, განსაკუთრებული მოპყრობით ისარგებლონ. საკუთარ ტანსაცმელსა და წინდებს არ რეცხავენ და სხვებს აკეთებინებენ ამას; აყენებენ არაგონივრულ მოთხოვნებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ადამიანობას — მათ ასე ძალიან აკლიათ გონიერება! ადამიანის ეს აზრები და მოთხოვნები არ ჯდება რაციონალურობის ფარგლებში; მინიმუმ არ შეესაბამება ადამიანობისა და სინდისის სტანდარტებს და მაქსიმუმ — არ შეესაბამება ჭეშმარიტებას. ყველა ეს გამოვლინება შეიძლება მიეკუთვნოს იმ კატეგორიას, როდესაც ანტიქრისტეები საკუთარი სარგებლისთვის იბრძვიან. ყველას, ვისაც გახრწნილი ხასიათი გააჩნია, შეუძლია ამის გაკეთება და ბედავენ კიდეც ამას. თუ ვინმეს მცირე ნიჭი და კაპიტალი მაინც აქვს და გარკვეული წვლილი შეაქვს, სურს სხვების, მოვალეობის შესრულების შესაძლებლობის საკუთარი სარგებლის მოსაპოვებლად, სურს ყველაფერი მზამზარეული ჰქონდეს და დატკბეს იმ ბედნიერებითა და მოპყრობით, რაც სხვებზე გაცემულ ბრძანებას მოჰყვება, რომ მათ ემსახურონ. არიან ისეთებიც, რომლებიც ტოვებენ ოჯახებსა და სამსახურებს მოვალეობის შესასრულებლად და ამ პერიოდში რაიმე მსუბუქი ავადმყოფობა შეეყრებათ, რის გამოც ემოციური ხდებიან და წუწუნებენ, რომ არავინ ზრუნავს მათზე ან არავინ უვლის. შენს მოვალეობას საკუთარი თავისთვის ასრულებ, შენსავე მოვალეობას ასრულებ და შენს პასუხისმგებლობას იღებ — რა შუაშია აქ სხვა ადამიანი? რა მოვალეობასაც არ უნდა ასრულებდეს ადამიანი, ეს არასოდეს კეთდება სხვისთვის ან სხვის გამო, ამიტომ არავინ არის ვალდებული, უსასყიდლოდ მოემსახუროს სხვებს ან სხვათა ბრძანებები შეასრულოს. განა ეს ჭეშმარიტება არ არის? (დიახ.) მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი მოითხოვს ადამიანებისგან, იყვნენ მოსიყვარულენი, მომთმენნი და შემწყნარებელნი სხვათა მიმართ, ადამიანს არ შეუძლია სუბიექტურად მოითხოვოს ეს სხვებისგან; ამის კეთება არაგონივრულია. თუ ვინმეს შეუძლია იყოს შენ მიმართ შემწყნარებელი, მომთმენი და სიყვარული გამოგიცხადოს შენი მხრიდან ამის მოთხოვნის გარეშე, ეს მისიგადასაწყვეტია. თუმცა, თუ ძმები და დები გემსახურებიან იმიტომ, რომ ამას ითხოვ მათგან, თუ მათ ძალდატანებით აძლევ განკარგულებებს და იყენებ, ან გემსახურებიან იმის საფუძველზე, რომ მოატყუე, მაშინ პრობლემა შენშია. ზოგიერთი სარგებლობს მოვალეობის შესრულების შესაძლებლობით და ხშირად იყენებს მას საბაბად, რათა გამოსძალოს ნივთები შეძლებულ ძმებსა და დებს, აიძულებს მათ, უყიდონ ესა თუ ის და გაუწიონ სამსახური. მაგალითად, თუ მეტი ტანსაცმელი სჭირდებათ, ძმას ან დას ეუბნებიან: „ხომ შეგიძლია ტანსაცმლის შეკერვა? წადი და რამე შემიკერე ჩასაცმელად.“ ის ძმა ან და პასუხობს: „მაშინ ამოიღე საფულე. იყიდე ქსოვილი და შეგიკერავ რამეს.“ ფულს არ იღებენ, არამედ აიძულებენ ძმას ან დას, რომ ქსოვილი უყიდონ — განა ამ ქმედების ბუნება მზაკვრული არ არის? ძმებსა და დებს შორის ურთიერთობის, საკუთარი კაპიტალისა და მოვალეობის შესრულების შესაძლებლობის გამოყენება იმისთვის, რომ ძმებისა და დებისგან მოითხოვონ ყოველგვარი სამსახური და მოპყრობა, ძმებსა და დებზე ბრძანების გაცემა, რომ მათ მოემსახურონ — ეს ყოველივე ანტიქრისტეების მდაბალი ზნეობის გამოვლინებებია. ძალუძთ ასეთ ადამიანებს ჭეშმარიტების ძიება? ძალუძთ საერთოდ შეცვლა? (არა.) ჩემი ამგვარი თანაზიარების მოსმენისას შესაძლოა ზოგიერთმა გააცნობიეროს, რომ ამის კეთება ცუდია და შეძლოს თავის ოდნავ შეკავება, მაგრამ არის თუ არა თავშეკავება ჭეშმარიტების ძიებისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარის ტოლფასი? თავშეკავება მხოლოდ გაცნობიერებაა და საკუთარ იმიჯსა და პატივმოყვარეობაზე ზრუნვა. ჩემ მიერ გაკეთებული ამ ანალიზის მოსმენის შემდეგ ეს ადამიანები ხედავენ პრობლემის სიმძიმეს და აცნობიერებენ, რომ აღარ უნდა შეცდნენ, და რომ გამოაშკარავდებიან და უარყოფილნი იქნებიან, თუ ძმებსა და დებს მათი ამოცნობის საშუალებას მისცემენ. მათი გაცნობიერება მხოლოდ აქამდე მიდის, მაგრამ მათი სურვილები და სიხარბე მათი გულიდან ვერ ამოიძირკვება.

ზოგი ფიქრობს: „ძალ-ღონეს არ ვიშურებ ღვთის სახლისთვის, ამხელა წვლილი შევიტანე მასში, ვასრულებ მოვალეობას, რომელშიც ვერავინ შემცვლის. როდესაც რაიმე მჭირდება, ძმები, დები და ღვთის სახლი ვალდებულნი არიან, დამეხმარონ მოთხოვნების დაკმაყოფილებაში. ყოველთვის უპირობოდ და უსასყიდლოდ უნდა მემსახურონ.“ განა ეს სამარცხვინო აზროვნება არ არის? განა ეს მდაბალი ზნეობის გამოვლინება არ არის? მაგალითად, ყველა ხდება ხანდახან ავად, მაგრამ როდესაც ზოგიერთები ავადდებიან, კი არ დადიან და სხვებს უყვებიან ამის შესახებ, არამედ აგრძელებენ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას. არავინ იცის ამის შესახებ და არავინ ზრუნავს მათზე, არც წუწუნებენ და არც მოვალეობების შესრულებას აფრხებენ. თუმცა ზოგიერთები თავს იავადმყოფებენ მაშინაც კი, როცა არ არიან ავად; დედოფლებივით და დიდგვაროვნებივით იქცევიან, ყველანაირად ცდილობენ, რომ ხალხი მოემსახუროს და ყველაფერს აკეთებენ განსაკუთრებული მოპყრობის მისაღებად. თავს იავადმყოფებენ, როცა არ არიან ავად და თუ მართლა ავადდებიან, მაშინ ეს კიდევ უფრო შემაწუხებელია, რადგან ვინ იცის, რამდენი ადამიანი დაიტანჯება მათ ხელში და რამდენს გააგზავნიან აქეთ-იქით. როდესაც ასეთი ადამიანი ავადდება, ეს ყველასთვის უბედურებაა; ზოგი ქათმის ბულიონს უმზადებს, ზოგი მასაჟს უკეთებს, ზოგი აჭმევს, ზოგი კი გადაადგილებაში ეხმარება — განა ბევრი ადამიანი არ იტანჯება? (დიახ.) თავდაპირველად ეს მხოლოდ ჩვეულებრივი, მსუბუქი ავადმყოფობა იყო, მაგრამ უნდა მოაჩვენონ თავი, თითქოს ეს სერიოზული, სასიკვდილო დაავადებაა — რატომ უნდა მოაჩვენონ თავი? ამას იმიტომ აკეთებენ, რომ მოატყუონ ძმები და დები, რათა სამსახური გაუწიონ, მოუარონ და მოემსახურონ. განა ეს ადამიანები სამარცხვინონი არ არიან? (დიახ.) ბევრია ასეთი ადამიანი? განა ყველა ასეთები არ ხართ? (ჩემს თავში ეს ჯერ არ შემიმჩნევია.) თუ ეს არ შეგიმჩნევიათ, ეს ამტკიცებს, რომ ჩვეულებრივ არ აკვირდებით თქვენს ყოველდღიურ ქცევებს, ფიქრებსა და ბუნება-არსებას და არ იღებთ ღვთის გამოკვლევას. ზოგიერთი ადამიანი ცოტათი მეტად იღლება მოვალეობის შესრულებისას და ღამით ძილი აკლდება, და ისე აჩვენებენ, თითქოს საშინელი მდგომარეობა იყოს. მეორე დილით რომ დგებიან, წუწუნებენ: „წუხელ თვალი არ მომიხუჭავს. ბოლო ორი დღეა ისე ვარ დაკავებული მოვალეობით, რომ დაღლილობისგან ვერ დავიძინე. სასწრაფოდ მოიყვანეთ ვინმე, რომ მასაჟი გამიკეთოს!“ სინამდვილეში, ექვსი საათი ეძინათ. რა პრობლემაც არ უნდა ჰქონდეთ, ყოველთვის მოვალეობის შესრულებას აბრალებენ; დაღლილები არიან, იტანჯებიან, თუ ავად არიან და თავს ცუდად გრძნობენ, ყოველთვის მას აბრალებენ. რატომ აბრალებენ მოვალეობას? ეს მხოლოდ გარკვეული სარგებლის მიღებას ემსახურება, რათა ყველას შეაცოდონ თავი და შემდეგ გამართლებული საბაბით მოსთხოვონ ხალხს, რომ მათ მოემსახურონ და მოუარონ. რა არსებები არიან ეს ადამიანები, რომლებსაც ყოველთვის სურთ, რომ იმპერატორებივით და დედოფლებივით მოიქცნენ და აიძულონ სხვები, მათ მოემსახურონ? ეს ადამიანები მდაბალი ზნეობისანი და საზიზღრები არიან. როდესაც ზოგიერთბი თავს ოდნავ ცუდად გრძნობს და ხანდახან საჭმელს ვერ ჭამს, თავს ისე აჩვენებენ, თითქოს ეს უკიდურესად სერიოზულია, დიდ ამბავს ტეხენ და მაშინვე პოულობენ ვინმეს მასაჟის გასაკეთებლად. როდესაც მასაჟის კეთებისას ოდნავ ტკივილს გრძნობენ, ყვირიან და ხმამაღლა გაჰკივიან, რაც ნიშნავს შემდეგს: „მასაჟის გაკეთებაც კი ტანჯვას მოითხოვს. ღმერთმა თუ არ დამაჯილდოვა და სრულქმნილი არ გამხადა, მაშინ მართლა წაგებული დავრჩები!“ როდესაც მცირეოდენ ტანჯვას ითმენენ და მცირე მსხვერპლს იღებენ, სურთ ეს მთელ მსოფლიოს ამცნონ, რათა დედამიწაზე ყველამ იცოდეს. განა მოვალეობას საკუთარი თავისთვის არ ასრულებ? განა მოვალეობას ღვთის წინაშე არ ასრულებ? რისთვის ამცნობ ხალხს შენს ტანჯვას? განა ეს ზედაპირული არ არის? ასეთი ადამიანები მდაბალი ზნეობისანი და ძალიან საზიზღრები არიან! კიდევ რა მხრივ არიან ეს ადამიანები მდაბიონი? ასევე ავლენენ გარკვეულ განსაკუთრებულ ჩვევებსა და უცნაურობებს, იმედოვნებენ, რომ ხალხს გააგებინებენ, რომ სხვებისგან განსხვავდებიან, ძალიან ძვირფასნი არიან და დიდ ზრუნვასა და დაცვას საჭიროებენ. მაგალითად, როდესაც ვინმე ამბობს, რომ კარგი მადა არ აქვს და ვერაფერს ჭამს, ასეთი ადამიანი მუცელზე ხელს წაივლებს და ამბობს, რომ მასაც კუჭის პრობლემა აქვს, მაგრამ მაინც აგრძელებს მოვალეობის შესრულებას, და ვინმეს უბრძანებს, სასწრაფოდ მოუტანოს კუჭის წამალი. იყო კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც ვუთხარი: „ხომ ხედავ, მხოლოდ მცირე პორციებით ჭამა შემიძლია და ჩემი კუჭი ვერ იტანს ცივ საკვებსა და სასმელს.“ როდესაც ამ ადამიანმა ჩემი ნათქვამი მოისმინა, მიპასუხა: „შენი კუჭი ვერ იტანს ცივ რამეს? ჩემიც.“ ვუთხარი: „როგორ ვერ იტანს შენი კუჭი ცივ რამეს?“ მან თქვა: „როგორც კი შემცივდება, მუცელი მტკივდება; ცივის აუტანლობა აქვს.“ ამის თქმისას ბანანი გაფცქვნა და რამდენიმე ლუკმაში გადასანსლა. ვუთხარი: „შენს კუჭს მართლაც საოცარი აუტანლობა ჰქონია ცივი რამეების მიმართ, თუკი ეგ ბანანი რამდენიმე ლუკმაში გადასანსლე. მართლა ვერ იტანს შენი კუჭი ცივ რამეს?“ განა ასეთი ადამიანები უსირცხვილონი და გონიერებას მოკლებულნი არ არიან? თუ ადამიანს თავის ადამიანურ ბუნებაში აკლია გონიერება და სირცხვილის გრძნობა, ის საერთოდ არ არის ადამიანი, არამედ ცხოველია. ცხოველს არ ძალუძს ჭეშმარიტების გაგება და არ გააჩნია ადამიანური ბუნებისთვის დამახასიათებელი პატიოსნება, ღირსება, სინდისი და გონიერება. რადგან ამ ადამიანებს არ გააჩნიათ სირცხვილის გრძნობა ან ღირსება, როდესაც მცირე მოვალეობას ასრულებენ და პატარა გასაჭირს იტანენ, სურთ ეს მთელ მსოფლიოს ამცნონ, რათა ყველამ აღიაროს მათი ძალისხმევა, ახალი აღფრთოვანებით შეხედოს, რათა ღმერთმა განსაკუთრებული მოპყრობა არგუნოს, კეთილად მოექცეს და აკურთხოს. ამავდროულად ვინმე დაუყოვნებლივ უნდა მოემსახუროს მათ, დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები და მათ განკარგულებაში იყოს. როცა სწყურიათ, ვინმემ ჩაი უნდა დაუსხას; როცა შიათ, ვინმემ საჭმელი უნდა მიართვას. ყოველთვის უნდა ჰყავდეთ ვინმე, ვინც მოემსახურება, გააკეთებს იმას, რასაც იტყვიან და დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნილებებს. თითქოს მათი ხორციელი სხეული სხვისთვის დაიბადა და ბუნებრივად სჭირდებათ ვინმე, ვინც მოემსახურებათ; თითქოს არ შესწევთ საკუთარ თავზე ზრუნვის უნარი, თუ არავინ ემსახურებათ, და უნარშეზღუდულები არიან. როდესაც არავინ არ ჰყავთ ისეთი, ვისაც მითითებას მისცემენ, რა გააკეთოს, ან ვისაც უბრძანებენ მათ სასარგებლოდ იმუშაოს და მათ ემსახუროთ, თავს მარტოსულად და ცარიელად გრძნობენ თავს; მიაჩნიათ, რომ ცხოვრებას აზრი არ აქვს ან იმედი არ არსებობს. როდესაც პოულობენ შესაძლებლობასა და საბაბს, რომ სხვები აიძულონ, მათ მოემსახურონ და მოუარონ, თავს კმაყოფილად და ბედნიერად გრძნობენ, თითქოს მეცხრე ცაზე დაფრინავენ. ფიქრობენ, რომ ცხოვრება და ღვთის რწმენა ასეთი მშვენიერია, რომ ეს არის ღვთის რწმენის აზრი და რომ მორწმუნეს სწორედ ასე უნდა სწამდეს ღმერთი. მათი გაგებით, მოვალეობა ნიშნავს ძალისხმევის გამოჩენასა და პასუხისმგებლობების განხორციელებას იმის საფუძველზე, რომ სხვები ემსახურებიან და შეუძლიათ თავისუფლად უბრძანონ სხვებს — ეს არის მათი მოვალეობა. სჯერათ, რომ ყოველთვის უნდა მიიღონ ჯილდო მოვალეობისთვის, რომ ყოველთვის რაღაცას უნდა იღებდნენ და რაღაცის მიღებას უნდა ცდილობდნენ. თუ არ ცდილობენ ფულის ან მატერიალური ნივთების მიღებას, მაშინ ცდილობენ ხორციელი სიამოვნებებისა და სიხარულის მიღებას; მინიმუმ მათი ხორციელი სხეული სიამოვნებასა და კომფორტს უნდა განიცდიდეს და მაშინ იგრძნობენ თავს ბედნიერად, მაშინ ექნებათ ენერგია მოვალეობის შესასრულებლად და შეძლებენ მის შესრულებას ერთგულებით. აქვთ ასეთ ადამიანებს ჭეშმარიტების დამახინჯებული გაგება, თუ უბრალოდ არ იღებენ ჭეშმარიტებას მდაბალი ზნეობის გამო? (მდაბალი ზნეობა აქვთ, ამიტომ არ იღებენ ჭეშმარიტებას.) ეს ადამიანები თავიდან ბოლომდე ურწმუნონი, ანტიქრისტეების ნაშიერნი და ანტიქრისტეების განსახიერებანი არიან.

ღვთის სახლში არიან მსახიობები, რომლებსაც წუთისოფელში ყოფნისას უყვარდათ სცნაზე გამოსვლა და მსახიობობის პროფესია, მაგრამ იქ თავიანთი ამბიციების განხორციელება ვერ შეძლეს. ახლა მოვიდნენ ღვთის სახლში და, როგორც იქნა, მათი სურვილები ახდა: შეუძლიათ იმუშაონ საყვარელი პროფესიით, მათი გულები ენით აუწერელი სიხარულითაა სავსე და ამავდროულად მადლობას სწირავენ ღმერთს ამ შესაძლებლობის მიცემისთვის. ერთ-ერთ მათგანს გაუმართლა და მთავარი როლი მიიღო, რის შემდეგაც იგრძნო, რომ იყო კარგი მდგომარეობის მქონე ღირებული პიროვნება და ამის გამო რაღაც უნდა გაეკეთებინა. დააკვირდა, რას აკეთებდნენ წუთისოფელში ცნობილი სახეები და ვარსკვლავები, როგორ იქცეოდნენ, როგორი სტილი და ცხოვრების წესი ჰქონდათ; დაიწყო მათი კოპირება და მიბაძვა, რადგან სჯეროდა, რომ ეს იყო ხარისხიანი და კეთილშობილური ცხოვრება. ამგვარად, იმ მომენტიდან, როცა მთავარი როლი მიიღო და „ვარსკვლავი“ გახდა, მედიდურობა დაიწყო. რა დონემდე მივიდა მისი მედიდურობა? ერთხელ მოხდა მცირე ინციდენტი, რომელსაც შეუძლია ამ პრობლემის ახსნა. როდესაც გადამღები ჯგუფის ყველა წევრი მზად იყო გადაღების დასაწყებად, ამ „ვარსკვლავს“ წარბი კარგად არ ჰქონდა დახატული, ამიტომ ყველას უნდა მოეცადა, მის გარშემო ეტრიალა და მომსახურებოდა. გავიდა ათი წუთი, შემდეგ ოცი წუთი, და ვარსკვლავმა ჩათვალა, რომ წარბი კარგად არ ჰქონდა დახატული, ამიტომ ვიზაჟისტს მისი წაშლა და ხელახლა დახატვა მოსთხოვა. გავიდა ერთი საათი და მსახიობთა მთელი შემადგენლობა და გადამღები ჯგუფი ელოდებოდა, როდის დაუხატავდნენ ამ „ვარსკვლავს“ წარბს კარგად, რათა გადაღება დაეწყოთ — ყველა ამ ადამიანს უნდა მომსახურებოდა და მის გარშემო ეტრიალა. როგორი ადამიანია ეს? ნორმალური ადამიანია? არის ისეთი, ვისაც ადამიანობა გააჩნია? არა. იგი სატანის ბანაკის წარმომადგენელია, სატანისგანაა და არ არის ღვთის სახლის წევრი. არიან ღვთის სახლში ვარსკვლავები? ღვთის სახლში არ არიან ვარსკვლავები, მხოლოდ ძმები და დები არიან; არსებობს მხოლოდ განსხვავებული მოვალეობები და არავითარი დაყოფა მაღალი და დაბალი თანამდებობების მიხედვით. მაშ, რის საფუძველზე აიძულა ამ ერთმა ადამიანმა ძმები და დები, რომ მისთვის ეცადათ? ერთი რამ ცხადია: თვლიდა, რომ სხვა ადამიანებზე მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი მოვალეობა სხვების მოვალეობებზე უფრო ფასეული იყო, რომ მის გარეშე წარმოდგენას ვერ გადაიღებდნენ და მის გარეშე სხვათა მიერ მოვალეობის შესრულება ფუჭი იქნებოდა. სწორედ ამიტომ უნდა მომსახურებოდა მას ყველა სხვა დანარჩენი, მისთვის გაეღო მსხვერპლი, გამოეჩინა მოთმინება მის მოლოდინში და არავის უნდა დაეჩივლა. გარდა იმისა, რომ ასეთ ადამიანებს არ გააჩნიათ ადამიანობა, საიდან იღებენ ისინი ამგვარად მოქმედების პრინციპებს? მათი პრინციპები მომდინარეობს ჭეშმარიტებიდან და ღვთის სიტყვებიდან, უ ადამიანის გახრწნილი ხასიათიდან? (ადამიანის გახრწნილი ხასიათიდან.) სატანის ბანაკიდან გამოსულებს არა მხოლოდ სატანის გახრწნილი ხასიათი აქვთ, არამედ მათი ქმედებები, ქცევა და გამოვლინებები ადამიანთა ჯგუფებში ასევე საძულველია. რატომ არის საძულველი? ყოველთვის სურთ სიტუაციის ხელში ჩაგდება, სხვა ადამიანებით მანიპულირება, სხვების ტრიალი მათ გარშემო და საკუთარი თავის ცენტრალურ ფიგურად ქცევა. ამგვარი ქმედებით აშკარად აყენებენ საკუთარ თავს ყველაზე მაღლა; სურთ ყველაზე მაღლა იდგნენ და აკონტროლონ ყველა სხვა დანარჩენი. არის ეს ის, რაც ადამიანებმა უნდა აკეთონ? (არა.) ვინ აკეთებს ამას? (სატანა.) ამას სატანა აკეთებს. იმ ჭეშმარიტებებთან მიმართებაში, როდესაც ღმერთი ადამიანებისგან მოვალეობის შესრულებას მოითხოვს, არის კირაიმე მოთხოვნა იმისა, რომ ადამიანებმა მოვალეობის შესრულებისას სიტუაცია ხელში ჩაიგდონ და ყველას ფიქრები და ქცევა აკონტროლონ? (არა.) მაშ, საიდან მოდის ეს? ეს არის სატანური ბუნება, რომლითაც ადამიანები იბადებიან. ადამიანები სატანები არიან და დაბადებიდანვე აქვთ ეს ბუნება. მათ არ სჭირდებათ ამის სწავლა, არ სჭირდებათ, რომ ვინმემ ასწავლოს, და რაც არ უნდა გაუზიარო ჭეშმარიტება, ამას ვერ შეელევიან. იყო კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც სცენაზე გამოსვლამდე რამდენიმე ღერი თმა ჰქონდა უწესრიგოდ. გარეგნულად კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ სცენაზე დროულად მაინც არ გადიოდა; რაც არ უნდა დაეჟინებინათ ძმებსა და დებს, ყველაფერი უშედეგო იყო. საკუთარ თავს ვარსკვლავად, წამყვან ფიგურად მიიჩნევდა; ყველას აიძულებდა, საფასური გაეღოთ და დრო დაეხარჯათ ამ რამდენიმე ღერი თმის გამო; ყველა მხოლოდ მას უნდა მომსახურებოდა. არის ეს ის გამოვლინება, რომელიც ნორმალური ადამიანობის მქონე პირს უნდა ჰქონდეს? რა ბუნებისაა ეს ქმედება? განა ამპარტავნულად არ იქცეოდა? არ იყო პასუხისმგებლობის მქონე და ყოველგვარი გონიერების მიმართ შეუვალი იყო. მისი გადმოსახედიდან არავის მოვალეობა არ იყო მის მოვალეობაზე უფრო მნიშვნელოვანი და ყველა მას უნდა მომსახურებოდა. ფიქრობდა: „თუ ამ ორი ღერი თმის ფენით დავარცხნას მთელი დღე დასჭირდება, მაშინ მთელი დღე უნდა მელოდოთ; თუ ორი დღე დასჭირდება, მაშინ ორი დღე უნდა მელოდოთ; და თუ მთელი ცხოვრება დასჭირდება, მაშინ მთელი ცხოვრება უნდა მელოდოთ. რა ღვთის სახლის საქმე და ინტერესები — ჩემი ინტერესები პირველ ადგილზეა! თუ თმას ფენით ვერ დავივარცხნი, განა კამერის წინ ჩემი იმიჯი არ შეილახება? ჩემი იმიჯი ძალიან მნიშვნელოვანია. ღვთის სახლის ინტერესები არაფერს ნიშნავს!“ რა არსებაა ეს ადამიანი? ამგვარი ადამიანი იმასაც იტყოდა: „მე მიყვარს ღმერთი, მოწმობას გავცემ ღვთისთვის, ვასრულებ ჩემს მოვალეობას ღვთისთვის და ყველაფერს ვთმობ“. განა ეს ყოველივე ტყუილი არ არის? ერთი-ორი ღერი თმის ფენით დავარცხნას ვერ ელევა და სხვა რას შეელევა? რისი დათმობა ძალუძს? მისი ყოველგვარი დათმობა ყალბია! ასეთი ადამიანები სრულიად მოკლებულნი არიან გონიერებას, არ აქვთ სინდისი, არიან მდაბალი ზნეობისანი და მით უმეტეს, არ უყვართ ჭეშმარიტება. რადგან მათი ადამიანობა არ შეესაბამება სტანდარტს, მათთან ჭეშმარიტებაზე არავინ ისაუბრებს; ისინი ამის ღირსნი არ არიან და მათი ზნეობაც არ შეესაბამება სტანდარტს. და ასეთი მდაბალი ადამიანური ბუნების შემთხვევაში განა მათთან ჭეშმარიტებაზე საუბარი იგივე არ იქნებოდა, რაც ღორთან ან ძაღლთან ჭეშმარიტებაზე საუბარი? როდესაც მათ ექნებათ ადამიანური მსგავსება და შეძლებენ ადამიანურად საუბარს, მაშინ დაელაპარაკება ხალხი ჭეშმარიტებაზე, მაგრამ ახლა ისინი ამას არ იმსახურებენ. ასეთი ადამიანები მრავლად არიან, საკმაოდ ბევრნი. მაშ, რატომ არ ავლენს ზოგიერთი ადამიანი ამ ყოველივეს? იმიტომ, რომ ჯერ არ მისცემიათ შესაძლებლობა; მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სულიერი მონაცემები და ნიჭი მეტად ჩვეულებრივია; არ ჰქონიათ ყურადღების ცენტრში მოქცევის შანსი და არ მოუპოვებიათ გარკვეული კაპიტალი, მაგრამ გულის სიღრმეში ინტრიგებს ხლართავენ, მათი გეგმები ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაშია. სწორედ ამიტომ არ გამოუვლენიათ ამგვარი რამ. თუმცა, ამ გამოვლინების არქონა არ ნიშნავს, რომ მათ ეს ბუნება არ გააჩნიათ. თუ არ ეძიებ ჭეშმარიტებას და მიჰყვები ანტიქრისტეთა გზას, ადრე თუ გვიან დადგება დღე, როცა ამ გამოვლინებას გარეთ გამოუშვებ. შენ ხარ შენ და ადამიანური ბუნების არქონა არის ადამიანობის არქონა; ვერ გახდები ადამიანობის მქონე პიროვნება თვალთმაქცობით ან იმის გამო, რომ არ გაქვს ნიჭი და გაქვს მწირი სულიერი მონაცემები. შესაბამისად, არსებობს მხოლოდ ერთი გზა: როდესაც ადამიანს ძალუძს ჭეშმარიტებისა და გასხვლის მიღება, მაშინ მისი ზნეობა გარკვეულწილად გაუმჯობესდება. როდესაც შეძლებს ამ ფაქტებთან თვალის გასწორებას, მათთან სწორად მიდგომას და შემდეგ საკუთარ ქცევისა და გულის სიღრმის გამოკვლევასა და შემოწმებას, მაშინ შეიცვლება უკეთესობისკენ და მოახერხებს საკუთარი თავის ოდნავ შეკავებას. რა მიზნის მიღწევაა შესაძლებელი საკუთარი თავის ოდნავ შეკავებით? თავს ასე ძალიან აღარ შეირცხვენ, შენი რეპუტაცია ოდნავ გაუმჯობესდება, ხალხს აღარ შეეზიზღები, ღმერთს აღარ შეძულდები და ამგვარად, შესაძლოა ჯერ კიდევ გქონდეს შანსი, მოიპოვო ღვთის მიერ გადარჩენა. განა ეს არ არის გონიერების ის მინიმუმი, რომელსაც ადამიანი უნდა ფლობდეს? განა მარტივი არ არის მცირედი სინდისისა და გონიერების მქონე ადამიანისთვის ამგვარად პრაქტიკაში განხორციელება და შესვლა?

როდესაც ისმენთ, რომ ასეთ ადამიანებზე გესაუბრებით, თავს საკმაოდ მშვიდად გრძნობთ, მაგრამ თუ თქვენ შორის ზოგიერთ ადამიანზე ვისაუბრებ, მაშინ რას იგრძნობთ? გექნებათ ნორმალური რეაქცია? გეტყვი: თუ გსურს ხასიათის შეცვლის მიღწევა და ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა, გამოცდების ჩაბარება ერთი მეორის მიყოლებით მოგიწევს. ნუ უყურებ ამ საკითხებს ზედაპირულად; თუ შენი ადამიანობა არ შეესაბამება სტანდარტს, მაშინ არა მხოლოდ ძმებსა და დებს შეეზიზღები, არამედ არც ღმერთი გაქცევს სრულქმნილად და გადაგარჩენს. ღვთის მიერ ადამიანის გადარჩენის ყველაზე საბაზისო პირობაა, რომ იგი ფლობდეს ადამიანობას, გონიერებასა და სინდისს და უნდა გააჩნდეს სირცხვილის გრძნობა. როდესაც ასეთი ადამიანი წარდგება ღვთის წინაშე და მოისმენს მის სიტყვებს, ღმერთი გაანათებს, წაუძღვება და გზას გაუკვალავს მას. ისინი, ვინც არ ფლობენ ადამიანობას, სინდისს, გონიერებას ან სირცხვილის გრძნობას, ყოველთვის შეუფერებელნი იქნებიან ღვთის წინაშე წარსადგომად. ქადაგებებსაც რომ უსმენდე და ზოგიერთი მოძღვრებაც იცოდე, მაინც ვერ მიიღებ ნათელის მოფენას და ამიტომ სამუდამოდ ვერ შეძლებ ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლას. თუ არ შეგიძლია ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა, მაშინ რთული მისახვედრი არ არის, რომ შენი ხსნის იმედი ნულის ტოლია. თუ მხოლოდ ანტიქრისტეთა ამ გამოვლინებებს და ანტიქრისტეთა ხასიათსა და არსს ფლობ და არ გაგაჩნია ნორმალური ადამიანობის არცერთი გამოვლინება, რომელსაც ღმერთი ითხოვს, მაშინ დიდ საფრთხეში ხარ. თუ შეგიძლია საკუთარი თავი მიუსადაგო ანტიქრისტეთა თითოეულ იმ გამოვლინებასა და არსს, რომელსაც მე ვამხელ მათ ქმედებებთან და გამოაშკარავებებთან ერთად, თუ მეტ-ნაკლებად ფლობ ყველა მათგანს, მაშინ ეს შენთვის ძალიან სახიფათოა. თუ კვლავ არ ეძიებ ჭეშმარიტებას და დაელოდები, სანამ ანტიქრისტედ დაგახასიათებენ, მაშინ შენი საქმე მთლიანად დასრულდება. რომელია სასიკვდილო სენი: ანტიქრისტეს არსის ქონა თუ ანტიქრისტეს ხასიათის ქონა? (ანტიქრისტეს არსის ქონა.) ასეა? (დიახ.) კარგად დაფიქრდი და შემდეგ ხელახლა მიპასუხე. (ანტიქრისტეს არსის ქონაც და ანტიქრისტეს ხასიათის ქონაც სასიკვდილო სენია.) რატომ? (იმიტომ, რომ ანტიქრისტეს არსის მქონე ადამიანები არ ეძიებენ ჭეშმარიტებას და იგივე ეხებათ ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანებსაც. რა საკითხსაც არ უნდა წააწყდნენ, ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანები არასოდეს ფოკუსირდებიან ჭეშმარიტების ძიებაზე და არ გააჩნიათ ადამიანობისა და გონიერების მინიმუმიც კი; ასეთ ადამიანებს არ ძალუძთ ჭეშმარიტების მოპოვება და ვერც ხსნას მიაღწევენ — ესეც სასიკვდილო სენია.) კიდევ ვის სურს საუბარი? (ჩემი გაგებით, არცერთი მათგანი არ არის სასიკვდილო სენი, მაგრამ თუ ადამიანი არ ეძიებს ჭეშმარიტებას, მაშინ სწორედ ეს არის სასიკვდილო სენი.) ეს კარგი მოსაზრებაა. თუმცა, ამას აქვს წინაპირობა, რაც არის ანტიქრისტეს არსი — ის ადამიანები, რომლებიც ფლობენ ანტიქრისტეს არსს, უბრალოდ არ ეძიებენ ჭეშმარიტებას, ურწმუნოები არიან — ანტიქრისტეს არსის ქონა ყველაზე სახიფათო რამ არის. რას ნიშნავს ანტიქრისტეს არსი? ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები უბრალოდ არ ეძიებენ ჭეშმარიტებას; მხოლოდ სტატუსს ელტვიან, ბუნებით ღვთის მტრები, ანტიქრისტეები, სატანის განსახიერებანი, დაბადებიდანვე ეშმაკები არიან; მათ არ გააჩნიათ ადამიანობა, მატერიალისტები, ტიპური ურწმუნონი არიან და ასეთი ადამიანები ჭეშმარიტებისადმი ზიზღით არიან განწყობილნი. რას ნიშნავს „ჭეშმარიტებისადმი ზიზღით განწყობილი“? ეს ნიშნავს, რომ მათ არ სჯერათ, რომ ღმერთი არის ჭეშმარიტება, არ აღიარებენ იმ ფაქტს, რომ ღმერთი არის შემოქმედი და მით უმეტეს იმას, რომ ღმერთი მეუფებს ყოველივეზე და ყველაფერზე. მაშ, როდესაც ასეთ ადამიანებს ეძლევათ ჭეშმარიტების ძიების შანსი, შეუძლიათ ამის გაკეთება? (არა.) რადგან მათ არ ძალუძთ ჭეშმარიტების ძიება და რადგან სამუდამოდ ჭეშმარიტების მტრები და ღვთის მტრები არიან, ვეღარასოდეს შეძლებენ ჭეშმარიტების მოპოვებას. ჭეშმარიტების მოპოვების სამუდამო უუნარობა სასიკვდილო სენია. და ყველა, ვინც ანტიქრისტეს ხასიათს ფლობს, ხასიათის თვალსაზრისით მსგავსებებს იზიარებს მათთან, ვინც ანტიქრისტეს არსს ფლობს: მათ აქვთ ერთი და იგივე გამოვლინებები, ერთი და იგივე გაცხადებები, და ისიც კი, თუ როგორ ავლენენ ამ გაცხადებებსა და გამოვლინებებს, მათი აზროვნების წესი და მათი წარმოდგენები და ფანტაზიები ღვთის შესახებ, სრულიად იდენტურია. თუმცა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფლობენ ანტიქრისტეს ხასიათს, მიუხედავად იმისა, ძალუძთ თუ არა ჭეშმარიტების მიღება და იმ ფაქტის აღიარება, რომ ღმერთი არის შემოქმედი, სანამ არ ეძიებენ ჭეშმარიტებას, მათი ანტიქრისტეს ხასიათი სასიკვდილო სენად იქცევა და სწორედ ამის გამო მათი შედეგი ანტიქრისტეს არსის მქონეთა შედეგის მსგავსი იქნება. მაგრამ საბედნიეროდ ანტიქრისტეს ხასიათის მქონეთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ფლობენ ადამიანობას, გონიერებას, სინდისსა და სირცხვილის გრძნობას, რომლებსაც უყვართ ყოველივე კეთილი და გააჩნიათ ღვთის მიერ გადარჩენის წინაპირობები. რადგან ეს ადამიანები ჭეშმარიტებას ეძიებენ, ისინი აღწევენ ხასიათის შეცვლას, იშორებენ თავიანთ გახრწნილ ხასიათს და ანტიქრისტეს ხასიათს, ამიტომ მათი ანტიქრისტეს ხასიათი მათთვის აღარ არის სასიკვდილო სენი და არსებობს მათი გადარჩენის შესაძლებლობა. რა ვითარებაში შეიძლება ითქვას, რომ ანტიქრისტეს ხასიათის ქონა სასიკვდილო სენია? მას აქვს წინაპირობა, კერძოდ ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები აღიარებენ ღვთის არსებობას, სწამთ ღვთის მეუფების, სწამთ და აღიარებენ ყველაფერს, რასაც ღმერთი ამბობს და შეუძლიათ თავიანთი მოვალეობების შესრულება, არსებობს ერთი პრობლემა: ისინი არასოდეს ახორციელებენ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში და არ ეძიებენ მას. ამიტომ ანტიქრისტეს ხასიათი მათთვის საბედისწერო ხდება და მას შეუძლია მათი სიცოცხლის წართმევა. რაც შეეხება ანტიქრისტეს არსის მქონე ადამიანებს, ვითარების მიუხედავად, შეუძლებელია, რომ ამ ადამიანებს უყვარდეთ ჭეშმარიტება ან მიიღონ ჭეშმარიტება; ისინი ვერასოდეს მოიპოვებენ ჭეშმარიტებას. გესმით? (დიახ.) გესმით. გამიმეორეთ. (ანტიქრისტეს არსის მქონე ადამიანები ბუნებით ღვთის მტრები არიან. ნამდვილად არ არიან ის ადამიანები, რომელთაც უყვართ და ძალუძთ ჭეშმარიტების მიღება და მათთვის შეუძლებელია ჭეშმარიტების ოდესმე მოპოვება; ამიტომ მათთვის მათი ანტიქრისტეს ხასიათი სასიკვდილო სენია. რაც შეეხება ზოგიერთ ადამიანის, რომლებსაც, აქვთ ანტიქრისტეს ხასიათი იმ წინაპირობით, რომ მათ გააჩნიათ ადამიანურობა, გონიერება, სინდისი და სირცხვილის გრძნობა, მათ უყვართ ყოველივე კეთილი და ეძიებენ ჭეშმარიტებას, და შემდეგ ჭეშმარიტების ძიების გზით, აღწევენ ხასიათის ცვლილებას, სწორ გზას მიჰყვებიან და მათთვის მათი ანტიქრისტეს ხასიათი არ არის სასიკვდილო სენი. ამ ყოველივეს ადამიანთა არსი და ის გზა განსაზღვრავს, რომელსაც ისინი მიჰყვებიან.) ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია, ანტიქრისტეს არსის მქონე ადამიანებმა ოდესმე ეძიონ ჭეშმარიტება და მათ არასოდეს ძალუძთ გადარჩენის ხოლო ანტიქრისტეს ხასიათის მქონე ადამიანები შეიძლება ორ კატეგორიად დაიყოს: ერთი კატეგორია ეძიებს ჭეშმარიტებას და შეუძლია ხსნის მიღწევა, ხოლო მეორე კატეგორია საერთოდ არ ეძიებს ჭეშმარიტებას და არ შეუძლია ხსნის მიღწევა. ყველა, ვინც ვერ აღწევს ხსნას, მუშაკები არიან; მხოლოდ ზოგიერთი ერთგული მუშაკი შეიძლება გადარჩეს და შესაძლებელია, რომ მათ განსხვავებული ხვედრი ერგოთ.

რატომ არ ძალუძთ ანტიქრისტეს არსის მქონე ადამიანებს ხსნის მიღწევა? იმიტომ, რომ ეს ადამიანები არ აღიარებენ ჭეშმარიტებას და არც იმას, რომ ღმერთი არის ჭეშმარიტება. ისინი არ აღიარებენ დადებითი მოვლენების არსებობას და არ უყვართ ისინი. ნაცვლად ამისა, უყვართ ყოველივე უკეთური და უარყოფითი; ყოველივე უკეთურისა და უარყოფითის განსახიერებას წარმოადგენენ და ყოველივე უარყოფითისა და უკეთურის გამომხატველნი არიან. სწორედ ამიტომ არიან ჭეშმარიტებისადმი ზიზღითა და მტრულად განწყობილნი და სძულთ ჭეშმარიტება. ძალუძთ კი ასეთი არსით ჭეშმარიტების ძიება? (არა.) შესაბამისად შეუძლებელია ამ ადამიანებმა ჭეშმარიტება ეძიონ. შესაძლებელია თუ არა ერთი ცხოველის სხვა სახეობის ცხოველად ქცევა? მაგალითად, შესაძლებელია თუ არა კატის ძაღლად ან თაგვად ქცევა? (არა.) თაგვი ყოველთვის თაგვად დარჩება, რომელიც ხშირად სოროებში იმალება და სიბნელეში ცხოვრობს. კატა კი ყოველთვის თაგვის ბუნებრივი მტერი იქნება და ამის შეცვლა შეუძლებელია — ეს ვერასოდეს შეიცვლება. თუმცა ანტიქრისტეს ხასიათის მქონეთა შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც უყვართ ჭეშმარიტება და ყოველივე კეთილი რომლებიც მზად არიან ყველაფერი გაიღონ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განსახორციელებლად და საძიებლად; რასაც ღმერთი ამბობს, იმას ახორციელებენ პრაქტიკაში; როგორც არ უნდა წარმართოს ღმერთმა, ისე მიჰყვებიან მას; რასაც ღმერთი ითხოვს, იმას აკეთებენ; გზა, რომელსაც მიჰყვებიან, სრულად შეესაბამება ღვთის მიერ მოთხოვნილ გზას და ღვთის მიერ მითითებული მიმართულებისა და მიზნების შესაბამისად იღვწიან. რაც შეეხება სხვებს, გარდა იმისა, რომ არ ეძიებენ ჭეშმარიტებას, ასევე ანტიქრისტეთა გზას მიჰყვებიან და რთული მისახვედრი არ არის, როგორი იქნება ამ ადამიანების შედეგი. არა მხოლოდ ვერ მოიპოვებენ ჭეშმარიტებას, არამედ გადარჩენის შანსსაც დაკარგავენ — რაოდენ საცოდავნი არიან ეს ადამიანები! ღმერთი აძლევს მათ შანსებს და ასევე ჭეშმარიტებასა და სიცოცხლეს, მაგრამ არ აფასებენ ამ ყოველივეს და არ მიჰყვებიან სრულყოფისკენ მიმავალ გზას. საქმე ის კი არ არის, რომ ღმერთი მიკერძოებულია და არ აძლევს ამ ადამიანებს შანსებს, არამედ ის, რომ არ აფასებენ ამ შანსებს და არ მოქმედებენ ღვთის მოთხოვნების შესაბამისად, რის გამოც კარგავენ გადარჩენის შესაძლებლობას. შესაბამისად, მათი ანტიქრისტეს ხასიათი საბედისწერო ხდება და სიცოცხლეს აკარგვინებს მათ. ჰგონიათ, რომ ზოგიერთი მოძღვრების გაგება და გარკვეული გარეგნული ქმედებებისა და კეთილი საქციელის გამოვლენა ნიშნავს, რომ ღმერთი აღარ გამოიძიებს მათი ანტიქრისტეს ხასიათის საკითხს, რომ შეუძლიათ მისი დამალვა და, შესაბამისად, ბუნებრივია, აღარ სჭირდებათ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება; მათ შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ და იმოქმედონ საკუთარი გაგების, მეთოდებისა და სურვილების შესაბამისად. საბოლოოდ, რა შანსებიც არ უნდა მისცეს მათ ღმერთმა, ჯიუტად აგრძელებენ თავიანთი გზით სვლას, მიჰყვებიან ანტიქრისტეთა გზას და ღვთის მტრები ხდებიან. იმიტომ კი არ ხდებიან ღვთის მტრები, რომ ღმერთმა თავიდანვე ასეთებად განსაზღვრა ისინი — ღმერთს თავიდან მათთვის არავითარი განმარტება არ მიუცია, რადგან ღვთის თვალში არ იყვნენ მისი მტრები ან ანტიქრისტეს არსის მქონე ადამიანები, არამედ უბრალოდ სატანური გახრწნილი ხასიათის მქონე ადამიანებს წარმოადგენდნენ. რამდენი ჭეშმარიტებაც არ უნდა გამოხატოს ღმერთმა, თავიანთ მისწრაფებებში მაინც არ იღვწიან ჭეშმარიტებისთვის. ვერ ახერხებენ ხსნის გზაზე დადგომას, ნაცვლად ამისა, მიჰყვებიან ანტიქრისტეთა გზას და საბოლოოდ კარგავენ გადარჩენის შანსს. განა ეს დასანანი არ არის? ეს ძალიან დასანანია! ეს ადამიანები ძალიან საცოდავნი არიან. რატომ არიან საცოდავნი? ისინი აცნობიერებენ რამდენიმე სიტყვასა და მოძღვრებას და ჰგონიათ, რომ ჭეშმარიტება ესმით; ისინი იღებენ მცირეოდენ მსხვერპლს და ავლენენ გარკვეულ კეთილ საქციელს მოვალეობის შესრულებისას და ჰგონიათ, რომ ჭეშმარიტებას ახორციელებენ პრაქტიკაში; მათ აქვთ გარკვეული უნარი, სულიერი მონაცემები და ნიჭი, ძალუძთ ისაუბრონ სიტყვებსა და მოძღვრებებზე, შეასრულონ გარკვეული საქმე, ზოგიერთი განსაკუთრებული მოვალეობა და ჰგონიათ, რომ სულიერი სიცოცხლე მოიპოვეს; მათ ძალუძთ აიტანონ მცირეოდენი ტანჯვა და გაიღონ მცირე მსხვერპლი და შეცდომით ჰგონიათ, რომ შეუძლიათ დაემორჩილონ ღმერთს და ყველაფერი დათმონ ღვთისთვის. თავიანთ გარეგნულ კეთილ საქციელს, ნიჭსა და იმ სიტყვებსა და მოძღვრებებს, რომლებითაც აღიჭურვნენ, ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელების ჩასანაცვლებლად იყენებენ — ეს არის მათი უდიდესი პრობლემა, მათი დამღუპველი ნაკლი. ეს მათ შეცდომით აფიქრებინებთ, რომ უკვე დაადგნენ ხსნის გზას და უკვე ფლობენ სულიერ სიმწიფესა და სიცოცხლეს. ასეა თუ ისე, თუ ეს ადამიანები საბოლოოდ ვერ მიაღწევენ ხსნას, საკუთარი თავის გარდა არავინ ეყოლებათ დასადანაშაულებელი; ეს იმიტომ ხდება, რომ თავად არ ფოკუსირდებიან ჭეშმარიტებაზე, არ ეძიებენ ჭეშმარიტებას და დიდი სიამოვნებით მიჰყვებიან ანტიქრისტეთა გზას.

არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ოცდაათი წელი უსმინეს ქადაგებებს და მაინც არ იციან, რა არის ჭეშმარიტება ან რა არის მოძღვრება. როდესაც ისინი პირს აღებენ, მხოლოდ ფუჭ თეორიებს, სხვების დასარიგებელ სიტყვებსა და ცარიელ ლოზუნგებს აფრქვევენ; მხოლოდ იმაზე საუბრობენ, თუ როგორ დაითმინეს ტანჯვა და გაიღეს მსხვერპლი წარსულში, რითაც ხაზს უსვამენ თავიანთ სტაჟს. ისინი არასოდეს საუბრობენ საკუთარი თავის შემეცნებაზე, იმაზე, თუ როგორ იღებენ გასხვლას, როგორ ავლენენ გახრწნილ ხასიათს, როგორ იბრძვიან დიდებისა და სარგებლისთვის, ან ანტიქრისტეს ხასიათის რა გამოვლინებები აქვთ. არასოდეს საუბრობენ ამ საკითხებზე; მხოლოდ თავიანთ დამსახურებებზე ლაპარაკობენ და არ ახსენებენ თავიანთ გადაცდომებს. განა ეს ადამიანები დიდ საფრთხეში არ არიან? ზოგიერთი ადამიანი ოცი ან ოცდაათი წლის მანძილზე უსმენდა ქადაგებებს და მაინც არ იცის, რა არის ჭეშმარიტება-რეალობა ან რას ნიშნავს ღვთის მიერ წარმართვისა და მისი განგებისადმი დამორჩილება, ამიტომ ვეჭვობ, რომ ამ ადამიანებს არ გააჩნიათ ღვთის სიტყვების გასაგები ორგანო. ოცდაათი წლის მანძილზე ქადაგებების მოსმენის შემდეგ ჰგონიათ, რომ აქვთ სულიერი ზრდა, მაგრამ როდესაც არ აქვთ სტატუსი, მაინც შეუძლიათ იყვნენ ნეგატიურები, პირად საუბრებში კი ტირიან და წუწუნებენ, და შესაძლოა თავიანთი საქმეც კი მიატოვონ. ოცდაათი წლის მანძილზე ქადაგებების მოსმენის შემდეგ, როდესაც მათ ათავისუფლებენ, მაინც შეუძლიათ იყვნენ ჭირვეულნი და უგუნურნი, და დაუპირისპირდნენ ღმერთს. რა გაიგეს ამდენი წლის განმავლობაში ქადაგებების მოსმენის შემდეგ? თუ ამდენი ქადაგების მოსმენის შემდეგ ვერ გაიგეს, რა არის ჭეშმარიტება, განა ფუჭი არ ყოფილა მათი რწმენა? სწორედ ამას ჰქვია ბრმა რწმენა!

14 მარტი, 2020 წ.

წინა: პუნქტი მეცხრე: ისინი თავიანთ მოვალეობას მხოლოდ საკუთარი თავის გამოსაჩენად და პირადი ინტერესებისა და ამბიციების დასაკმაყოფილებლად ასრულებენ, არასოდეს ითვალისწინებენ ღვთის სახლის ინტერესებს და ღალატობენ კიდეც მათ პირადი დიდების სანაცვლოდ (ნაწილი მესამე)

შემდეგი: პუნქტი მეცხრე: ისინი თავიანთ მოვალეობას მხოლოდ საკუთარი თავის გამოსაჩენად და პირადი ინტერესებისა და ამბიციების დასაკმაყოფილებლად ასრულებენ, არასოდეს ითვალისწინებენ ღვთის სახლის ინტერესებს და ღალატობენ კიდეც მათ პირადი დიდების სანაცვლოდ (ნაწილი მეხუთე)

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება