პუნქტი მეცხრე: ისინი თავიანთ მოვალეობას მხოლოდ საკუთარი თავის გამოსაჩენად და პირადი ინტერესებისა და ამბიციების დასაკმაყოფილებლად ასრულებენ, არასოდეს ითვალისწინებენ ღვთის სახლის ინტერესებს და ღალატობენ კიდეც მათ პირადი დიდების სანაცვლოდ (ნაწილი მესამე)
II. ანტიქრისტეების ინტერესები
ბ. პირადი რეპუტაცია და სტატუსი
გასულ ჯერზე ჩვენ ვიქონიეთ თანაზიარება ანტიქრისტეთა სხვადასხვა გამოვლინების მეცხრე პუნქტზე. მოდით, მოკლედ შევაჯამოთ იგი. რამდენ ქვეთავად დავყავით ანტიქრისტეთა ინტერესები ჩვენი ანალიზისთვის? (სამ ქვეთავად. პირველი იყო ანტიქრისტეთა პირადი უსაფრთხოება, მეორე — მათი პირადი რეპუტაცია და სტატუსი, ხოლო მესამე — სარგებელი.) ანტიქრისტეებთან დაკავშირებული ინტერესები ამ სამ ქვეთავს მოიცავს: მათი პირადი უსაფრთხოება, სტატუსი და პირადი სარგებელი — ასეა? (დიახ.) პირველი ქვეთავი — პირადი უსაფრთხოება, შედარებით ადვილი გასაგებია. იგი ეხება იმ სახიფათო გარემოებებს, რომლებსაც ისინი აწყდებიან და უკავშირდება ანტიქრისტეთა პირდაპირ ინტერესებს: მათ პირად უსაფრთხოებას. ჩვენ ძირითადად დავასრულეთ თანაზიარება ამ ქვეთავზე. მეორე ქვეთავი არის მათი პირადი რეპუტაცია და სტატუსი. გასულ ჯერზე ჩვენ ვიქონიეთ თანაზიარება ამის ზოგიერთ გამოვლინებაზე, თუმცა საკმაოდ ზოგადად. ვფიქრობ, რომ თქვენ მხოლოდ კონცეპტუალური წვდომა და ცოდნა გაქვთ ამ ქვეთავის შესახებ. თუ არ მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს და არ შემოგთავაზებთ დეტალურ, კონკრეტულ ანალიზს, შესაძლოა მხოლოდ მცირეოდენი მოძღვრებითი და სიტყვასიტყვითი გაგება გქონდეთ ანტიქრისტეთა არსისა და გამოვლინებების ამ ასპექტის შესახებ და ვერ შეძლოთ ამ რეალური, კონკრეტული გამოაშკარავებებისა და გამოვლინებების ამოცნობა. თქვენი გადმოსახედიდან, როდესაც საქმე ამ თემებზე თანაზიარებას ეხება, რაც უფრო კონკრეტულია, მით უკეთესი, არა? (დიახ.) თქვენ მოგწონთ მზა მასალის მოსმენა; არ მოგწონთ, როცა თავად გიწევთ რაღაცების გარკვევა. ამ ქადაგებების მოსმენის შემდეგ, ასრულებთ თუ არა საშინაო დავალებას? თუ მეტისმეტად დეტალურად ვიქონიებ თანაზიარებას, იგრძნობთ თუ არა, რომ ზედმეტად პედანტური და სიტყვაუხვი ვარ? შესაძლოა თქვათ: „ნამდვილად სათანადოდ არ აფასებ ჩვენს ინტელექტს; ნუთუ მართლა ასეთი სუსტი სულიერი მონაცემები გვაქვს? საკმარისია, რომ მხოლოდ ერთი ან ორი მაგალითი მოგვიყვანო. გარდა ამისა, როდესაც საქმე ანტიქრისტეთა არსის გაანალიზებას ეხება, ჩვენ უკვე საკმაოდ ბევრი თანაზიარება ვიქონიეთ მათ მიერ სტატუსისა და ძალაუფლების სიყვარულზე. რატომ ეხება ჩვენი თანაზიარება ანტიქრისტეთა ინტერესების შესახებ ამ თემასაც? განა ეს ზედმეტად განმეორებადი და წვრილმანებზე ორიენტირებული არ არის? ნამდვილად აუცილებელია ამაზე თანაზიარება?“ სინამდვილეში, მცირედი გამეორება ცუდი არ არის. თუ ჩვენ ყველა კუთხით ვიქონიებთ თანაზიარებას, უფრო საფუძვლიანად გაიგებთ ანტიქრისტეთა არსის ამ ასპექტს. უფრო მეტიც, ჭეშმარიტებაზე თანაზიარებისას, არ უნდა მოერიდოთ გამეორებას. არსებობს ზოგიერთი ჭეშმარიტება, რომელზეც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა თანაზიარება, თუმცა ადამიანებმა მაინც ვერ შეძლეს მათში შესვლა. სწორია, რომ ყოველთვის ავიცილოთ თავიდან გამეორება და მუდმივად ვეძებოთ ახალი სტილი და გამოხატვის ფორმები? (არ არის სწორი.) თავად ჭეშმარიტება მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანთა ცხოვრებასთან. ყველა ის სხვადასხვა რამ და გახრწნილი ხასიათი, რომელსაც ადამიანები თავიანთ ცხოვრებაში ავლენენ, მათი გამოვლინებები და ის თვალსაზრისები და დამოკიდებულებები, რომლებიც მათ ყოველივეს მიმართ გააჩნიათ, ყოველდღიურად კვლავ და კვლავ მეორდება. ჭეშმარიტებაზე თანაზიარება და სხვადასხვა შინაარსისა და არსის სხვადასხვა კუთხით გაანალიზება აბსოლუტურად სასარგებლოა ადამიანთა ჭეშმარიტებაში შესვლისთვის. გასულ ჯერზე ჩვენ მარტივად და ზოგადად ვიქონიეთ თანაზიარება მეორე ქვეთავზე ანტიქრისტეთა ინტერესების: მათი პირადი რეპუტაციისა და სტატუსის შესახებ. დღეს მოვიყვან რამდენიმე მაგალითს, რათა დეტალურად ვიქონიოთ თანაზიარება ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, თუ ჩემი თანაზიარების საფუძველზე შეიძინეთ რაიმე ახალი გაგება ან მიიღეთ რაიმე გაცხადება ან ნათელი, ან თუ საკუთარი გამოცდილებისა და ცხოვრების განმავლობაში გინახავთ შესაბამისი მაგალითები, თქვენც შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ თანაზიარებაში. მოდით, შემდეგ ანტიქრისტეთა ინტერესების ჭრილში კონკრტულად გავაანალიზოთ, რას ავლენენ ანტიქრისტეები, როდესაც საქმე ეხება მათ პირად რეპუტაციასა და სტატუსს, რა გახრწნილ ხასიათს ავლენენ და რა გზებით ავლენენ ასეთ ბუნება-არსებას.
ანტიქრისტეები გაცილებით მეტად უფრთხილდებიან პირად რეპუტაციასა და სტატუსს, ვიდრე მოფრთხილება ჩვეულებრივი ადამიანები, რაცმათ ხასიათ-არსშია; ეს არ არის დროებითი ინტერესი ან გარემოების წარმავალი გავლენა — ეს არის რაღაც, რაც მათი ცხოვრების ნაწილია, რაც მათ ძვალსა და რბილშია გამჯდარი და, შესაბამისად, ეს მათი არსია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერთან მიმართებით, რასაც ანტიქრისტეები აკეთებენ, მათი პირველი საზრუნავი პირადი რეპუტაცია და სტატუსია და სხვა არაფერი. ანტიქრისტეთათვის რეპუტაცია და სტატუსი მათი სიცოცხლეა და ის მიზანი, რომლისკენაც ისინი მთელი ცხოვრება ისწრაფვიან. ნებისმიერი საქმის კეთებისას მათი პირველი საზრუნავია: „რა მოუვა ჩემს სტატუსს? და ჩემს რეპუტაციას? მომიტანს თუ არა ამის გაკეთება კარგ რეპუტაციას? აამაღლებს თუ არა ეს ჩემს სტატუსს ადამიანების თვალში?“ ეს არის პირველი, რაზეც ისინი ფიქრობენ, რაც საკმარისი მტკიცებულებაა იმისა, რომ მათ აქვთ ანტიქრისტეთა ხასიათი და არსი — და სწორედ ამიტომ უდგებიან საკითხებს ამგვარად. შეიძლება ითქვას, რომ ანტიქრისტეთათვის რეპუტაცია და სტატუსი არ არის რაიმე დამატებითი მოთხოვნა, მით უმეტეს, მათ მიღმა არსებული რამ, რის გარეშეც შეეძლოთ არსებობა. ეს ანტიქრისტეთა ბუნების ნაწილია, მათ ძვალსა და რბილშია გამჯდარი, მათ სისხლშია, თანდაყოლილია. ანტიქრისტეები არ არიან გულგრილნი იმის მიმართ, ექნებათ თუ არა რეპუტაცია და სტატუსი; ეს არ არის მათი დამოკიდებულება. მაშინ, როგორია მათი დამოკიდებულება? რეპუტაცია და სტატუსი მჭიდროდ არის დაკავშირებული მათ ყოველდღიურ ცხოვრებასთან, მათ ყოველდღიურ მდგომარეობასთან, იმასთან, რისკენაც ისინი ყოველდღიურად ისწრაფვიან. ანტიქრისტეთათვის სტატუსი და რეპუტაცია მათი სიცოცხლეა. როგორადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, რა გარემოშიც არ უნდა ცხოვრობდნენ, რა საქმესაც არ უნდა აკეთებდნენ, რისკენაც არ უნდა ისწრაფოდნენ, რა მიზნებიც არ უნდა ჰქონდეთ, როგორიც არ უნდა იყოს მათი ცხოვრების მიმართულება, ყველაფერი კარგი რეპუტაციისა და მაღალი სტატუსის ქონის გარშემო ტრიალებს. და ეს მიზანი არ იცვლება; მათ არ ძალუძთ ამ ყველაფრის გვერდზე გადადება. ეს არის ანტიქრისტეთა ნამდვილი სახე და მათი არსი. უღრან ტყეში, მთებშიც რომ დასვათ ისინი, მაინც არ იტყვიან უარს რეპუტაციისა და სტატუსის ძიებაზე. ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფშიც რომ მოვახვედროთ, ერთადერთი, რაზეც მათ შეუძლიათ ფიქრი, კვლავ რეპუტაცია და სტატუსია. მიუხედავად იმისა, რომ ანტიქრისტეებს სწამთ ღმერთი, ისინი რეპუტაციისა და სტატუსის ძიებას ღვთისადმი რწმენასთან აიგივებენ და ამ ორ რამეს ერთმანეთის თანასწორად მიიჩნევენ. ეს ნიშნავს, რომ ღვთისადმი რწმენის გზაზე სიარულისას ისინი ასევე ეძიებენ საკუთარ რეპუტაციასა და სტატუსს. შეიძლება ითქვას, რომ ანტიქრისტეთა გულებში ღვთისადმი რწმენასთან მიმართებაში ჭეშმარიტების ძიება რეპუტაციისა და სტატუსის ძიებაა, ხოლო რეპუტაციისა და სტატუსის ძიება ასევე ჭეშმარიტების ძიებაა — რეპუტაციისა და სტატუსის მოპოვება ჭეშმარიტებისა და სიცოცხლის მოპოვებას ნიშნავს. თუ ისინი გრძნობენ, რომ ვერ მოიპოვეს დიდება, სარგებელი ან სტატუსი, რომ არავინ უყურებს მათ პატივისცემით, არ აფასებს ან არ მიჰყვება მათ, მაშინ სასოწარკვეთილებაში ვარდებიან, მიაჩნიათ, რომ ღვთისადმი რწმენას აზრი არ აქვს, არავითარი ღირებულება არ გააჩნია და გულში ფიქრობენ: „განა მარცხი განვიცადე ღვთისადმი ასეთი რწმენით? ნუთუ არავითარი იმედი არ მაქვს?“ გულის სიღრმეში ხშირად აწონ-დაწონიან ასეთ საკითხებს. გეგმავენ, როგორ დაიმკვიდრონ ადგილი ღვთის სახლში, როგორ მოიპოვონ მაღალი რეპუტაცია ეკლესიაში, როგორ მოახერხონ, რომ ადამიანებმა მოუსმინონ მათ საუბარს და ხოტბა შეასხან მათ ქმედებებს, რომ ადამიანები გაჰყვნენ მათ ყველგან და როგორ მოიპოვონ გავლენიანი ხმა ეკლესიაში, ასევე დიდება, სარგებელი და სტატუსი — ისინი მთელი გულით არიან კონცენტრირებულნი ასეთ რამეებზე. სწორედ ამისკენ ისწრაფვიან ასეთი ადამიანები. რატომ ანიჭებენ ისინი მუდამ მნიშვნელობას ასეთ რამეებს? ღვთის სიტყვების წაკითხვისა და ქადაგებების მოსმენის შემდეგ ნუთუ მართლა არ ესმით ეს ყოველივე, ნუთუ მართლა არ ძალუძთ ამ ყოველივეს ამოცნობა? ნუთუ ღვთის სიტყვებსა და ჭეშმარიტებას მართლა არ შეუძლია შეცვალოს მათი წარმოდგენები, მოსაზრებები და შეხედულებები? ეს სულაც არ არის ასე. პრობლემა მათშია; ეს მთლიანად იმის ბრალია, რომ მათ არ უყვართ ჭეშმარიტება, რადგან გულის სიღრმეში ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ და, შესაბამისად იგი სრულიად მიუღებელია მათთვის — რაც მათი ბუნება-არსებით არის განპირობებული.
მას შემდეგ, რაც ანტიქრისტეები მოისმენენ ღვთის სიტყვებსა და ჭეშმარიტებას, თითქოს პოულობენ მიმართულებას გულის სიღრმეში. მაგრამ სინამდვილეში რა არის ეს ეგრეთ წოდებული მიმართულება? ეს არის მათ მიერ ერთგვარი ინსტრუმენტის — ან შეიძლება ითქვას, ერთგვარი სასარგებლო იარაღის — მოპოვება, რომელიც საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო დარწმუნებულნი იყვნენ სტატუსის მოპოვებაში. ამიტომ, ისინი იყენებენ ამ შესაძლებლობას, რათა მეტი მოისმინონ, მეტი წაიკითხონ, მეტი ისწავლონ, მეტი ითანაზიარონ და მეტი გამოიყენონ პრაქტიკაში და თანდათანობით მიაღწიონ იმ წერტილს, სადაც შეძლებენ ისაუბრონ მრავალ სიტყვასა და მოძღვრებაზე და იქადაგონ უამრავი ეგრეთ წოდებული ქადაგება, რომელიც დასამახსოვრებელია და ადამიანებს მათდამი პატივისცემით განაწყობს. როგორც კი ისინი ჩასწვდებიან ამ მოძღვრებებს, რომლებიც ადამიანებს მათი პირდაპირი მნიშვნელობით კარგი ჰგონიათ, თითქოს მაშველ რგოლს ებღაუჭებიან და პოულობენ მიმართულებასა და განთიადის ნათელს. ამრიგად, ანტიქრისტეები არ უსმენენ ქადაგებებს და არ კითხულობენ ღვთის სიტყვებს თავიანთი პრაქტიკისთვის ან ღვთის გზის მისაყოლად; რა თქმა უნდა, ისინი არ აკეთებენ ამას მისი განზრახვების გასაგებად. ისინი ამას აკეთებენ იმისათვის, რომ მოინადირონ ადამიანთა გულები და უფრო მეტი ადამიანი აცდუნონ, რათა მათ თაყვანი სცენ და გაჰყვნენ მათ; ამისთვის კი იყენებენ ღვთის სიტყვებს, ან იმ თეორიებს, რომლებსაც სულიერად მიიჩნევენ, ან მაღალფარდოვანი ქადაგებებით გამოდიან. ღვთის სიტყვები, ჭეშმარიტება და მისი გზა შეუჩნევლად იქცევა ერთგვარ არხად, ერთგვარ კიბედ და ერთგვარ ინსტრუმენტად, რომელსაც ეს ადამიანები იყენებენ სხვათა შორის სტატუსისა და პრესტიჟის მოსაპოვებლად. ამიტომ, რა კუთხითაც არ უნდა შეხედოთ, ვერ იპოვით ვერავითარ ჭეშმარიტ რწმენას ან რაიმე რეალურ მორჩილებას ანტიქრისტეებში. პირიქით, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ძალისხმევას დებენ ისინი ქადაგებების მოსმენასა და ღვთის სიტყვების კითხვაში და როგორი „ღვთისმოსავიც“ არ უნდა ჩანდეს მათი რწმენა მისი სიტყვების მიმართ, არსებობს ერთი რამ, რისი უარყოფაც შეუძლებელია, კერძოდ ის, რომ როდესაც ანტიქრისტეები ამას აკეთებენ, მათი განზრახვა და გეგმა სულაც არ არის ღვთის ნების აღსრულება და, რა თქმა უნდა, არც თავიანთი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულება; მათ არ სურთ იყვნენ ყველაზე მცირე მიმდევრები ან ქმნილებანი, რომლებიც თავმდაბლად და მორჩილად იღებენ ღვთის დავალებას, მის მის უზენაესობასა და განგებულებას. პირიქით, მათ უბრალოდ სურთ გამოიყენონ ეს ყოველივე თავიანთი ინდივიდუალური მიზნების მისაღწევად, სხვათა გულებში ადგილის მოსაპოვებლად და ღვთის წინაშე დადებითი შეფასების მისაღებად — ეს არის ყოველივე, რაც მათ სურთ. ამიტომ, როგორადაც არ უნდა ქადაგებდნენ ანტიქრისტეები ღვთის სიტყვებს და როგორი სწორი, მაღალფარდოვანი, სულიერი და ადამიანების გემოვნებაზე მორგებულიც არ უნდა იყოს მათი ქადაგებები, მათ ცხოვრებაში ამის პრაქტიკული გამოვლინება და რეალური სულიერი განცდა ნულის ტოლი იქნება. ამავდროულად მათი სწრაფვა სტატუსისა და რეპუტაციისკენ სულ უფრო მეტ „ნაყოფს“ გამოიღებს. რატომ ვამბობ ამას? ამას იმიტომ ვამბობ, რომ რაც უნდა გააკეთონ ამგვარმა ადამიანებმა, რასაც უნდა მიაღწიონ უდიდესი ძალისხმევით, რა მიმართულებასა და მიზნებსაც უნდა მიჰყვებოდნენ და რა მოტივსა თუ საწყისსაც უნდა მალავდნენ გულის სიღრმეში ყოველი მოქმედებისას, ყოველივე ეს განუყოფელია იმ სტატუსისა და რეპუტაციისგან, რომელიც ასე მჭიდროდ არის გადაჯაჭვული მათ პირად ინტერესებთან.
ნათქვამია, რასაც დასთეს, იმას მოიმკიო. რაოდენ კარგი მონაცემები და ნიჭიც უნდა გააჩნდეთ ანტიქრისტეებს, ან როგორი ღვთისმოსავი და სულიერი გამოვლინებებიც უნდა ჰქონდეთ, რაკი მათში არსებობს ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და ღვთის რჩეული ხალხის კონტროლის ამბიცია და სურვილი, და რაკი ისინი ჭეშმარიტებას კი არ ესწრაფვიან, არამედ მხოლოდ რეპუტაციასა და სტატუსს, განა შეუძლიათ მათ ღვთის მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედონ? შეუძლიათ თუ არა მათ დააკმაყოფილონ ის სტანდარტები, რომლებსაც ღმერთი მოითხოვს მათ ქმედებებში? (არა.) მაშ, რა შედეგებამდე მიიყვანს სინამდვილეში მათი ქმედებები და ქცევა? (აუცილებლად იქამდე, რომ ისინი დააარსებენ საკუთარ დამოუკიდებელ სამეფოს და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებებს.) სწორია. რასაც არ უნდა აკეთებდნენ ანტიქრისტეები, ეს არის საბოლოო შედეგი. მაშ, რა იწვევს ამ შედეგს? ეს უპირველეს ყოვლისა განპირობებულია მათი უუნარობით, მიიღონ ჭეშმარიტება. მიუხედავად იმისა, გასხლავენ, განიკითხავენ თუ გაკიცხავენ მათ, ანტიქრისტეები ამას თავიანთი გულის სიღრმეში არ მიიღებენ. რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ანტიქრისტეებს ყოველთვის აქვთ თავიანთი მიზნები და განზრახვები, ისინი ყოველთვის მოქმედებენ თავიანთი საკუთარი გეგმის მიხედვით და მათი დამოკიდებულება ღვთის სახლის განკარგულებებისა და საქმის მიმართ ასეთია: „შენ შეიძლება ათასი ბრწყინვალე გეგმა გქონდეს, მაგრამ მე ჩემი საკუთარი წესები მაქვს“; ეს ყოველივე განპირობებულია ანტიქრისტეთა ბუნებით. შეუძლიათ თუ არა ანტიქრისტეებს შეცვალონ თავიანთი მენტალიტეტი და იმოქმედონ ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად? ეს აბსოლუტურად შეუძლებელი იქნებოდა, თუ ზემდგომი პირდაპირ არ მოსთხოვდა მათ ამის გაკეთებას,და ასეთ შემთხვევაშიც, ისინი მხოლოდ იძულებით, აუცილებლობის გამო, უხალისოდ გააკეთებდნენ ცოტა რამეს. საერთოდ არაფერი რომ არ გაეკეთებინათ, მათი ნამდვილი სახე გამოაშკარავდებოდა და დაითხოვდნენ. მხოლოდ ამ გარემოებებში ძალუძთ მცირეოდენი რეალური საქმის შესრულება. ეს არის ის დამოკიდებულება, რომელიც ანტიქრისტეებს აქვთ მოვალეობების შესრულების მიმართ; ეს არის ასევე ის დამოკიდებულება, რომელიც მათ გააჩნიათ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენების მიმართ: როდესაც ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება მათთვის სასარგებლოა, როდესაც ყველა მოიწონებს და აღფრთოვანდება მათით ამის გამო, ისინი აუცილებლად დათანხმდებიან და გაიღებენ მცირეოდენ ფორმალურ ძალისხმევას, რომელიც სხვათათვის მეტ-ნაკლებად მისაღები აღმოჩნდება. თუ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება მათთვის არავითარი სარგებლის მომტანი არ არის, თუ ამას ვერავინ ხედავს და ზემდგომი წინამძღოლებიც ვერ ამჩნევენ, მაშინ ასეთ დროს მათ მიერ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებაზე საუბარიც კი ზედმეტია. მათ მიერ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება დამოკიდებულია კონტექსტსა და სიტუაციაზე; ისინი იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ გააკეთონ ეს ისე, რომ სხვათათვის თვალსაჩინო იყოს და რაოდენ დიდ სარგებელს მოუტანთ ეს მათ; მათ საოცრად ეხერხებათ ამ ყოველივეს გათვლა და ნებისმიერ სიტუაციას ერგებიან. ისინი ყოველ წამს მხოლოდ საკუთარ დიდებაზე, გამორჩენასა და სტატუსზე ფიქრობენ და სრულიად არად აგდებენ ღვთის განზრახვებს; სწორედ ამის გამოა, რომ ჭეშმარიტების აღსრულება და პრინციპების დაცვა მათ ძალებს აღემატება. ანტიქრისტეები ყურადღებას აქცევენ მხოლოდ თავიანთ საკუთარ დიდებას, სარგებელს, სტატუსს, პირად ინტერესებს; მათთვის მიუღებელია, თუ რაიმე სარგებელს ვერ მიიღებენ ან საკუთარ თავს ვერ წარმოაჩენენ და ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება მათთვის შემაწუხებელია. თუკი მათი ძალისხმევა შეუმჩნეველი რჩება და სხვებზე ადრე მუშაობის მიუხედავად, მათ შრომას ვერავინ ხედავს, მაშინ ისინი საერთოდ არ გამოიყენებენ პრაქტიკაში რაიმე ჭეშმარიტებას. თუ საქმე უშუალოდ ღვთის სახლის მიერ არის განწესებული და მათ სხვა არჩევანი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ შეასრულონ იგი, ისინი მაინც იმაზე ფიქრობენ, მოუტანს თუ არა ეს სარგებელს მათ სტატუსსა და რეპუტაციას. თუ ეს წაადგება მათ სტატუსსა და რეპუტაციას, ყველაფერს დებენ ამ საქმეში და კარგად ასრულებენ მას; გრძნობენ, რომ ერთი გასროლით ორ კურდღელს კლავენ. თუ ეს არავითარ სარგებელს არ მოუტანს მათ დიდებას, სარგებელსა და სტატუსს და მისი ცუდად შესრულება კი სახელს გაუტეხს, ისინი აუცილებლად გამონახავენ რაიმე მიზეზს ან საბაბს თავის ასარიდებლად. რა მოვალეობასაც არ უნდა ასრულებდნენ ანტიქრისტეები, ისინი ყოველთვის ერთსა და იმავე პრინციპს იცავენ: უნდა მიიღონ რაიმე სარგებელი რეპუტაციის, სტატუსის ან თავიანთი ინტერესების თვალსაზრისით და არ უნდა განიცადონ არავითარი დანაკარგი. ანტიქრისტეებს ყველაზე მეტად ისეთი საქმე მოსწონთ, როდესაც მათ არ უწევთ ტანჯვა ან რაიმე მსხვერპლის გაღება და მათ რეპუტაციასა და სტატუსს წაადგება. მოკლედ, რასაც არ უნდა აკეთებდნენ ანტიქრისტეები, პირველ რიგში ითვალისწინებენ პირად ინტერესებს და მოქმედებენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფერს კარგად აწონ-დაწონიან; ისინი ჭეშმარიტად, გულწრფელად და უპირობოდ კი არ ემორჩილებიან ჭეშმარიტებას, არამედ ამას აკეთებენ შერჩევითად და პირობითად. რა პირობაა ეს? ეს არის ის, რომ მათი სტატუსი და რეპუტაცია დაცული უნდა იყოს და არ უნდა განიცადოს არავითარი დანაკარგი. მხოლოდ ამ პირობის დაკმაყოფილების შემდეგ გადაწყვეტენ და აირჩევენ, რა გააკეთონ. ანუ ანტიქრისტეები სერიოზულად განიხილავენ, როგორ მოეპყრონ ჭეშმარიტება-პრინციპებს, ღვთის მისიებსა და ღვთის სახლის საქმეს ან როგორ გაუმკლავდნენ იმ საკითხებს, რომლებსაც აწყდებიან. ისინი არ ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შეასრულონ ღვთის განზრახვები, როგორ აიცილონ თავიდან ღვთის სახლის ინტერესების დაზიანება, როგორ ასიამოვნონ ღმერთს ან როგორ მოუტანონ სარგებელი ძმებსა და დებს; ეს არ არის ის, რაზეც ისინი ფიქრობენ. რაზე ფიქრობენ ანტიქრისტეები? იმაზე, იმოქმედებს თუ არა ეს მათ საკუთარ სტატუსსა და რეპუტაციაზე და დაეცემა თუ არა მათი პრესტიჟი. თუ რაიმეს გაკეთება ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად სარგებელს მოუტანს ეკლესიის საქმესა და ძმებსა და დებს, მაგრამ ზიანს მიაყენებს მათ პირად რეპუტაციას და ბევრ ადამიანს დაანახებს მათ ნამდვილ სულიერ ზრდას და გააგებინებს, თუ როგორი ბუნება-არსება აქვთ მათ, მაშინ ისინი ნამდვილად არ იმოქმედებენ ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად. თუ რაიმე რეალური საქმის შესრულების შედეგად მეტი ადამიანი იფიქრებს მათზე კარგად, პატივისცემით შეხედავს და აღფრთოვანდება მათით, კიდევ უფრო დიდ პრესტიჟს მოიპოვებენ ან მათ სიტყვებს მეტი ძალა ექნებათ და მეტი ადამიანი დაემორჩილება მათ, მაშინ ისინი სწორედ ამ გზას აირჩევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არასოდეს აირჩევენ თავიანთი საკუთარი ინტერესების უგულებელყოფას ღვთის სახლის ან ძმებისა და დების ინტერესების გათვალისწინებით. ეს არის ანტიქრისტეთა ბუნება-არსება. განა ეს ეგოისტური და უღირსი ქცევა არ არის? ნებისმიერ სიტუაციაში ანტიქრისტეები თავიანთ სტატუსსა და რეპუტაციას უდიდესი მნიშვნელობას ანიჭებენ. ამაში ვერავინ შეედრება მათ. რაც არ უნდა დასჭირდეთ, თუკი ეს ხალხის გულს მოიგებს და მათ თაყვანისცემას მოუტანს, ანტიქრისტეები ამას გააკეთებენ. თუ ვინმე სხვა ღვთის რჩეული ხალხისგან პატივისცემასა და მოწონებას იმსახურებს ღვთის წინაშე მოწმობისთვის, ანტიქრისტეებიც ამავე მეთოდს გამოიყენებენ ხალხის მისამხრობად. მაგრამ ანტიქრისტეები არ ფლობენ ჭეშმარიტებას ან პრაქტიკულ გამოცდილებას, ამიტომ ისინი თავს იტეხენ ისეთი თეორიების ნაკრების შესაქმნელად, რომლებიც მოწმობენ ღმერთზე ადამიანური წარმოდგენების საფუძველზე, საუბრობენ იმაზე, თუ რაოდენ დიდია ღმერთი, როგორ უყვარს ღმერთს ადამიანი, როგორ იღებს ღმერთი მსხვერპლს ადამიანის გადასარჩენად და როგორ იმდაბლებს და მალავს ღმერთი საკუთარ თავს. მას შემდეგ, რაც ისინი ამგვარად მოწმობენ ღმერთზე, შედეგი, რომელსაც ისინი აღწევენ, არის ის, რომ ადამიანები კიდევ უფრო მეტად აფასებენ მათ, რომელთაგულებში ღვთის ნაცვლად უფრო დიდ ადგილს უთმობენ ანტიქრისტეებს. თუ ისინი დაინახავენ, რომ საკუთარი თავის შეცნობაზე საუბარი ხალხში მეტ ნდობას, პატივისცემასა და აღიარებას მოუტანთ, ხშირად ისაუბრებენ საკუთარი თავის შეცნობაზე და ხშირად განიხილავენ საკუთარ თავს. ისინი გააანალიზებენ იმ ფაქტს, რომ ეშმაკები არიან, რომ არ არიან ადამიანები, რომ მათ არ აქვთ გონება, რომ არ ეძიებენ და არ ფლობენ ჭეშმარიტებას. ისინი ითანაზიარებენ რამდენიმე ზედაპირულ, უმნიშვნელო თემაზე, რათა შეცდომაში შეიყვანონ სხვები, მოიპოვონ მათი ნდობა და მოახერხონ, რომ მეტმა ადამიანმა შეაქოს და პატივისცემით შეხედოს მათ. აი, ასე მოქმედებენ ანტიქრისტეები. თუ გამოცდილებითი დამოწმების გაზიარების გარკვეული მეთოდი საშუალებას მისცემს მათ მოიპოვონ სხვა ადამიანების მოწონება და აღფრთოვანება, არ დააყოვნებენ მის გამოყენებას. ისინი ნამდვილად ფოკუსირდებიან, ძალისხმევას დებენ და თავს იტეხენ ამ მეთოდის გამოყენებაზე. მოკლედ, მათი მიზანი და მოტივი ამ ყოვლივეს კეთებისას მხოლოდ სტატუსისა და რეპუტაციის გარშემო ტრიალებს. იქნება ეს მათი გარეგნული საუბარი, მეთოდები, ქცევა თუ აზროვნება, ხედვა ან სწრაფვა — ყოველივე მხოლოდ რეპუტაციასა და სტატუსს ემსახურება. აი, ასე მოქმედებენ ანტიქრისტეები.
ანტიქრისტეთათვის საკუთარ რეპუტაციასა თუ სტატუსზე თავდასხმა და მათი წართმევა იმაზე უფრო სერიოზული საკითხია, ვიდრე სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. რაც არ უნდა ბევრ ქადაგებას მოუსმინონ ან ღვთის რაც უნდა ბევრი სიტყვა წაიკითხონ, ისინი წამითაც არ იგრძნობენ სინანულსა და მწუხარებას იმის გამო, რომ არასოდეს უცხოვრიათ ჭეშმარიტებით, რომ ანტიქრისტეს გზას დაადგნენ და რომ ანტიქრისტეს ბუნება-არსებას ატარებენ. ამის ნაცვლად ისინი ყოველთვის თავს იტეხენ, რათა გამონახონ გზები სტატუსის მოსაპოვებლად და რეპუტაციის ასამაღლებლად.შეიძლება ითქვას, რომ ყოველივე, რასაც ანტიქრისტეები აკეთებენ, სხვების წინაშე თავის გამოსაჩენად აკეთებენ და არა ღვთის წინაშე. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები იმდენად არიან შეყვარებულნი სტატუსზე, რომ მას თავიანთ სიცოცხლედ, თავიანთი ცხოვრებისეულ მიზნად მიიჩნევენ. უფრო მეტიც, რადგან ასე ძალიან უყვართ სტატუსი, არასოდეს სჯერათ ჭეშმარიტების არსებობის და შეიძლება ითქვას კიდეც, რომ მათ ღვთის არსებობის რწმენა საერთოდ არ გააჩნიათ. ამრიგად, როგორადაც არ უნდა გეგმავდნენ ისინი რეპუტაციისა და სტატუსის მოპოვებას და როგორადაც არ უნდა ცდილობდნენ ყალბი გარეგნობის გამოყენებას ადამიანთა და ღვთის მოსატყუებლად, გულის სიღრმეში არ გააჩნიათ არავითარი შეგნება ან არ გრძნობენ სინდისის ქენჯნას, რომ აღარაფერი ვთქვათ რაიმე შფოთვაზე. რეპუტაციისა და სტატუსის მუდმივი ძიებისას ისინი ასევე თავხედურად უარყოფენ იმას, რაც ღმერთმა გააკეთა. რატომ ვამბობ ამას? ანტიქრისტეებს გულის სიღრმეში სჯერათ: „მთელი რეპუტაცია და სტატუსი მოიპოვება საკუთარი ძალისხმევით. მხოლოდ ადამიანთა შორის მყარი ადგილის დამკვიდრებითა და რეპუტაციისა და სტატუსის მოპოვებით შესაძლებლია ღვთის კურთხევით ტკბობა. სიცოცხლეს მხოლოდ მაშინ აქვს ღირებულება, როდესაც ადამიანები მოიპოვებენ აბსოლუტურ ძალაუფლებასა და სტატუსს. მხოლოდ ეს არის ადამიანური ცხოვრება. ამის საპირისპიროდ, უსარგებლო იქნებოდა ისე ცხოვრება, როგორც ამაზე ღვთის სიტყვაშია ნათქვამი — ყველაფერში დაემორჩილო ღვთის მეუფებასა და განგებას, ნებაყოფლობით დადგე ქმნილების ადგილზე და იცხოვრო როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა — ასეთ ადამიანს არავინ შეხედავს პატივისცემით. ადამიანმა სტატუსი, რეპუტაცია და ბედნიერება ბრძოლით უნდა მოიპოვოს; მათთვის უნდა იბრძოლო და მოიპოვო პოზიტიური და პროაქტიული დამოკიდებულებით. სხვა არავინ მოგცემს მათ — პასიურად ლოდინს მხოლოდ მარცხამდე მივყავართ.“ აი, ასე გეგმავენ ანტიქრისტეები. ეს არის ანტიქრისტეთა ხასიათი. თუ ვინმე იმედოვნებს, რომ ანტიქრისტეები მიიღებენ ჭეშმარიტებას, აღიარებენ შეცდომებს და გულწრფელად მოინანიებენ, ეს შეუძლებელია — მათ საერთოდ არ შეუძლიათ ამის გაკეთება. ანტიქრისტეებს აქვთ სატანის ბუნება-არსება და სძულთ ჭეშმარიტება, ამიტომ სადაც არ უნდა წავიდნენ, თუნდაც დედამიწის დასალიერში, მათი ამბიცია რეპუტაციისა და სტატუსის ძიებისა არასოდეს შეიცვლება, არც მათი შეხედულებები მოვლენებზე ან გზა, რომელსაც ადგანან. ზოგიერთი იტყვის: „არსებობენ ანტიქრისტეები, რომელთაც შეუძლიათ შეცვალონ თავისი შეხედულებები ამ საკითხის შესახებ.“ სწორია ეს განცხადება? თუ მათ ნამდვილად შეუძლიათ შეცვლა, არიან კი ისინი კვლავ ანტიქრისტენი? ისინი, ვისაც ანტიქრისტეს ბუნება აქვთ, არასოდეს შეიცვლებიან. ისინი, ვინც ფლობენ ანტიქრისტეს ხასიათს, შეიცვლებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჭეშმარიტებას ეძიებენ. ზოგიერთი ადამიანი, ვინც ანტიქრისტეთა გზას მიჰყვება, გარკვეულ ბოროტებას სჩადის, რაც არევ-დარევას იწვევს ეკლესიის საქმეში და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხასიათდებიან როგორც ანტიქრისტეები, გათავისუფლების შემდეგ გრძნობენ ნამდვილ სინანულს და წყვეტენ ახალი ფურცლიდან ცხოვრების დაწყებას და გარკვეული პერიოდის ფიქრის, თვითშემეცნებისა და მონანიების შემდეგ განიცდიან გარკვეულ რეალურ ცვლილებას. ამ შემთხვევაში ეს ადამიანები არ შეიძლება დახასიათდნენ როგორც ანტიქრისტენი; ისინი უბრალოდ ფლობენ ანტიქრისტეს ხასიათს. თუ ისინი ეძიებენ ჭეშმარიტებას, მათ შეუძლიათ შეიცვალონ. თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მათი უმეტესობა, ვინც ხასიათდება როგორც ანტიქრისტე, ვისაც ეკლესიიდან მოიცილებენ ან გარიცხავენ, ჭეშმარიტად არ მოინანიებს ან არ შეიცვლება. თუ რომელიმე მათგანი ამას გააკეთებს, ეს იშვიათი გამონაკლისია. ზოგიერთი ადამიანი იკითხავს: „მაშინ ეს იშვიათი შემთხვევები არასწორად ხომ არ იქნა დახასიათებული?“ ეს შეუძლებელია. ბოლოს და ბოლოს მათ ჩაიდინეს ბოროტება და ამის უარყოფა შეუძლებელია. თუმცა, თუ მათ შეუძლიათ ჭეშმარიტად მონანიება, თუ მზად არიან შეასრულონ მოვალეობა და თუ მათ შეუძლიათ თავიანთი მონანიების ჭეშმარიტი დამოწმება, ეკლესიას კვლავ შეუძლია მათი მიღება. თუ ეს ადამიანები კატეგორიულად უარს ამბობენ შეცდომის აღიარებაზე ან მონანიებაზე ანტიქისტეებად დახასათების შემდეგ და კვლავ ცდილობენ თავის გამართლებას ნებისმიერი შესაძლო საშუალებით, მაშინ მათი ანტიქრისტეებად დახასიათება ზუსტი და სრულიად სწორია. მათ რომ ეღიარებინათ თავიანთი შეცდომები და ეგრძნოთ ჭეშმარიტი სინანული, განა ეკლესია დაახასიათებდა მათ ანტიქრისტეებად? ეს შეუძლებელია. ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, რამდენი ბოროტებაც არ უნდა ჩაიდინონ ან რამდენად სერიოზულიც არ უნდა იყოს მათი შეცდომები, განისაზღვრება თუ არა ადამიანი ანტიქრისტედ ან ანტიქრისტეს ხასიათის მქონედ დამოკიდებულია იმაზე, შეუძლიათ თუ არა მათ მიიღონ ჭეშმარიტება და გასხვლა და აქვთ თუ არა მათ ნამდვილი სინანული. თუ მათ შეუძლიათ მიიღონ ჭეშმარიტება და მიიღონ გასხვლა, თუ მათ გააჩნიათ ნამდვილი სინანული და თუ ისინი მზად არიან მთელი ცხოვრება გაატარონ ღვთისთვის შრომაში, მაშინ ეს ნამდვილად მიუთითებს მცირეოდენ მონანიებაზე. ასეთი ადამიანი არ შეიძლება დახასიათდეს, როგორც ანტიქრისტე. შეუძლიათ თუ არა ნამდვილ ანტიქრისტეებს ნამდვილად მიიღონ ჭეშმარიტება? საერთოდ არა. სწორედ იმიტომ, რომ არ უყვართ ჭეშმარიტება და ზიზღით არიან განწყობილნი მის მიმართ, ისინი ვერასოდეს შეძლებენ უარი თქვან რეპუტაციასა და სტატუსზე, რომლებიც ასე მჭიდროდ არის გადაჯაჭვული მთელ მათ ცხოვრებასთან. ანტიქრისტეებს მტკიცედ სწამთ გულის სიღრმეში, რომ მხოლოდ რეპუტაციითა და სტატუსით აქვთ მათ ღირსება და არიან ჭეშმარიტი ქმნილებები, და რომ მხოლოდ სტატუსის გამო მიიღებენ ჯილდოსა და აღიარებას, გახდებიან ღვთის მოწონების ღირსნი, მოიპოვებენ ყოველივეს და იქნებიან ნამდვილი ადამიანები. რად მიიჩნევენ ანტიქრისტეები სტატუსს? ისინი მას ჭეშმარიტებად მიიჩნევენ; ისინი მას განიხილავენ, როგორც უმაღლეს მიზანს, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდნენ ადამიანები. განა ეს პრობლემა არ არის? ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ასე იყვნენ შეპყრობილნი სტატუსით, ნამდვილი ანტიქრისტენი არიან. ისინი პავლეს მსგავსი ადამიანები არიან. მათ სჯერათ, რომ ჭეშმარიტების, ღვთისადმი მორჩილებისა და პატიოსნების ძიება არის პროცესი, რასაც ადამიანი მიჰყავს უმაღლეს შესაძლო სტატუსამდე; ეს მხოლოდ პროცესია და არა საკუთარი თავის წარმართვის მიზანი და სტანდარტი და რომ ეს ყოველივე მხოლოდ ღვთის დასანახად კეთდება! მხოლოდ იმ აბსურდულ ადამიანებს, რომლებსაც სძულთ ჭეშმარიტება, უჩნდებათ ასეთი სასაცილო მოსაზრება.
რაც შეეხება ანტიქრისტეებს, ჭეშმარიტების რომელ ასპექტზეც არ უნდა იყოს თანაზიარება, მათი წვდომისა და გაგების მეთოდი განსხვავებული იქნება იმ ადამიანებისგან, რომლებიც ეძიებენ ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტების მოსმენის შემდეგ მისი მაძიებელი ადამიანები ფიქრობენ: „არ ვფლობ ჭეშმარიტების ამ ასპექტს და შემიძლია დავუკავშირო ეს მდგომარეობა, რომელიც ღმერთმა ამხილა, საკუთარ თავს. რატომ ვგრძნობ თავს ასე სავსეს სინანულით და ასე დავალებულად ღვთის წინაშე მისი მოსმენის შემდეგ? ჯერ კიდევ ძალიან შორს ვარ ჭეშმარიტების ძიებისგან და ახლოსაც არ ვარ იმასთან, რომ ჭეშმარიტად დავემორჩილო. ძალიან შეშინებული ვარ; ამან თვალები ამიხილა. მეგონა, რომ ბოლო დროს საკმაოდ კარგად ვიქცეოდი და წარმოდგენაც არ მქონდა, რომ სინამდვილეში არ ვარ ის, ვინც ჭეშმარიტებას იყენებს პრაქტიკაში ან ის, ვინც ღმერთს ახარებს. ამიერიდან უნდა ვიყო ფრთხილი და გონიერი და ფოკუსირება მოვახდინო ღვთის წინაშე ლოცვაზე და ვევედრო მას მიწინამძღვროს და ნათელი მომანიჭოს. არ უნდა წავიდე ჩემი გზით. ვაპირებ ღრმად ჩავწვდე ჭეშმარიტების ამ ასპექტს და ჯერ კიდევ მაქვს განვითარების პერსპექტივა. ვიმედოვნებ, რომ ღმერთი შექმნის ისეთ გარემოს, რომელიც საშუალებას მომცემს უკეთესად შევასრულო მოვალეობა და გავიღო ჩემი გულწრფელობა და ერთგულება.“ აი, ასე ფიქრობენ ადამიანები, რომლებიც ეძიებენ ჭეშმარიტებას. მაშ, როგორ სწვდებიან ანტიქრისტეები სხვადასხვა სახის ჭეშმარიტებას? მას შემდეგ, რაც მოისმენენ ღვთის სიტყვებს, რომლებიც კიცხავს ადამიანს, რას ფიქრობენ ისინი? „მე ეს არც ისე კარგად გავაკეთე, ჩემს ქმედებებში რაღაც გამომეპარა და შეცდომები გამოჩნდა. რამდენმა ადამიანმა იცის ამის შესახებ? ღვთაების სიტყვები საკმაოდ ნათლად ითქვა; ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მან ჩემი ნამდვილი სახე დაინახა? ეს არ არის კარგი შედეგი; ეს არ არის ის, რაც მე მინდა. თუ ღვთაებამ ჩემი ნამდვილი სახე დაინახა, იცის თუ არა ამის შესახებ სხვამ? თუ ვინმემ გაიგო, ეს კიდევ უფრო უარესი იქნება. თუ მხოლოდ ღვთაებამ იცის და სხვამ არავინ, მაშინ არა უშავს. თუ ზოგი ადამიანი მოისმენს ღვთაების ამ სიტყვებს, რომლებიც ამხელს ადამიანს, ჩემთან დააკავშირებს და მე მომარგებს, ეს ცუდად იმოქმედებს ჩემს რეპუტაციაზე. უნდა მოვიფიქრო გზა ამის გამოსასწორებლად. როგორ შემიძლია ამის გამოსწორება?“ ანტიქრისტეები ამგვარად ფიქრობენ. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ღვთის თანაზიარებას მოისმენს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყვნენ ადამიანები პატიოსნები, ანტიქრისტე მაშინვე გაიფიქრებს: „მხოლოდ სულელები ცდილობენ იყვნენ პატიოსანი ადამიანები. როგორ შეიძლება ჩემნაირი ჭკვიანი ადამიანი იყოს პატიოსანი? პატიოსანი ადამიანები ბრიყვები და იდიოტები არიან; ისინი ამბობენ ყველაფერს, რაც თავში მოუვათ, ყველაფერს ეუბნებიან და აგებინებენ სხვებს. მე ამას არასოდეს გავაკეთებდი! ღვთის ნათქვამი, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ პატიოსანი ადამიანები, ფარდობითია, ამიტომ მე უბრალოდ ვიქნები ბრძენი ადამიანი და სულ ეს არის. რაც შეეხება პატიოსან ადამიანად ყოფნას, მე უბრალოდ ავირჩევ, როდის ვიყო ასეთი. ზოგიერთ საკითხზე გულახდილად ვისაუბრებ, მაგრამ არა ყველა იმ საიდუმლოსა და დაფარულ რამეზე, რასაც გულის სიღრმეში ვინახავ დარამაც შეიძლება ადამიანებს ჩემდამი პატივისცემა დააკარგვინოს, თუ მათზე ვილაპარაკებ. რა სარგებელი მოაქვს პატიოსან ადამიანად ყოფნას? ვფიქრობ, რომ ამას არანაირი სარგებელი არ მოაქვს. ზოგიერთი ადამიანი ყოველთვის აანალიზებს საკუთარ თავს, ცდილობს იყოს პატიოსანი და ისაუბროს პატიოსნად და გამოააშკარავოს თავისი გახრწნილი ხასიათი, მაგრამ მათ არ მიუღიათ ღვთაების მადლი და როცა არ უნდა გაისხლან, მაინც ისხლებიან; ღმერთი მათ არავითარ განსაკუთრებულ განდიდებას არ ანიჭებს.“ ისინი ფიქრობენ და ფიქრობენ: „სხვა გზა უნდა ავირჩიო. ეს არ არის ის გზა, რომელზეც უნდა ვიდგე; ამას უბრალოდ სხვებს დავუტოვებ. როგორ შეუძლია ჩემნაირ ჭკვიან ადამიანს ასე ცხოვრება?“ ჭეშმარიტების რომელ ასპექტსაც არ უნდა ისმენდეს ანტიქრისტე, რას გეგმავს იგი თავის გულში? ძალუძს თუ არა მას ამ ჭეშმარიტების წმინდად აღქმა? ძალუძს თუ არა მას მიიღოს იგი, როგორც ჭეშმარიტება თავისი გულის სიღრმეში? არავითარ შემთხვევაში. ისინი გამუდმებით გეგმავენ და ხლართავენ და გამუდმებით აკვირდებიან. საბოლოოდ როგორ რეაგირებენ ისინი? ისინი იცვლებიან სიტუაციის მიხედვით, ერგებიან პირობებს, არიან მოქნილები და ცბიერები სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში და მოქმედებენ სრულიად ფარულად. რასაც არ უნდა აკეთებდნენ, რასაც არ უნდა ფიქრობდნენ ან გეგმავდნენ გულის სიღრმეში, მათ არ შეუძლიათ ამის გამჟღავნება სხვათათვის, მით უმეტეს ღვთისთვის; მათ არ ძალუძთ ამ ყოველივეს გაშიშვლება ღვთის წინაშე, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანებთან ამაზე ღიად საუბარზე — მათ სჯერათ, რომ ეს მათი პირადი საქმეა. ამრიგად, ანტიქრისტეები არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც აბსოლუტურად არ შეუძლიათ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება. გარდა იმისა, რომ თავად არ იყენებენ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში, ისინი ასევე ზიზღით უყურებენ მათ, ვინც ამას ასრულებს. კიდევ უფრო მეტი, ისინი დასცინიან იმ ადამიანებს, რომლებიც ისხლებიან იმის გამო, რომ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებისას გარკვეული გადაცდომები ჰქონდათ, ან იმიტომ, რომ არასწორი გზით წავიდნენ, ან შეცდომები დაუშვეს, და გვერდიდან დასცინიან მათ. მათ არ სწამთ ღვთის სამართლიანობის, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მისი სხვადასხვა მიდგომა ადამიანებთან მიმართებაში ჭეშმარიტებითა და სიყვარულითაა გამსჭვალული; ანტიქრისტეებს არ სჯერათ ამ ყველაფრის. მათი გადმოსახედიდან სჯერათ, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი, ადამიანთა შეცდომაში შესაყვანად; ისინი ფიქრობენ, რომ ეს ყოველივე მხოლოდ ერთგვარი საბაბია, ლამაზად ჟღერადი ფრაზების ერთობლიობა. და რაზე ხარობენ ისინი ხშირად ფარულად? „საბედნიეროდ, არ ვარ იმდენად სულელი, რომ ყველაფერი გავწირო; საბედნიეროდ არ მისაუბრია იმ ბინძურ, მახინჯ რამეებზე, რასაც გულის სიღრმეში ვინახავ; საბედნიეროდ ჯერ კიდევ ვეჭიდები ჩემს სტატუსსა და რეპუტაციას და ყველაფერს ვაკეთებ მათ მოსაპოვებლად და მათ გამო დავრბივარ. საკუთარი თავის გამო რომ არ მერბინა, მაშინ ვინ იფიქრებდა ჩემზე?“ ანტიქრისტეები არა მხოლოდ მზაკვრები არიან, არამედ უკეთურებიც არიან; ისინი ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ და სასტიკი ხასიათი აქვთ ანუ გახრწნილი ხასიათის ყველა ის ასპექტი, რომელიც ვლინდება გახრწნილ ადამიანებში, ანტიქრისტეებში დადასტურებული და კიდევ ერთი საფეხურით „ამაღლებულია“. თუ გსურს დაინახო კაცობრიობის გახრწნილი ხასიათი, იპოვე ანტიქრისტე მის გასაანალიზებლად და მასთან ურთიერთობისთვის; ეს არის საკითხის ილუსტრირების საუკეთესო გზა და საუკეთესო გზა გახრწნილი კაცობრიობის გახრწნილი არსისა და სატანის სახის დასანახად. თუ ანტიქრისტეს მთავარ მაგალითად აიღებ, გააანალიზებ და გაიცნობ მას, შეძლებ ამ ყველაფრის უფრო ნათლად გაგებას.
ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით ანტიქრისტეთა სწრაფვა სტატუსისა და რეპუტაციისკენ ისევე, როგორც ამასთან დაკავშირებული ამბიციები, ბევრად აღმატებულია. ჩვეულებრივ ადამიანებს არ აქვთ სტატუსისა და რეპუტაციის მოხვეჭის ასეთი მძაფრი სურვილი, ანტიქრისტეებში კი ეს ლტოლვა უკიდურესად ძლიერი და თვალშისაცემია. საკმარისია ანტიქრისტესთან მცირე ხნით ურთიერთობა, საუბარი ან დროის გატარება, რომ მისი ბუნება-არსება შენს თვალწინ გაშიშვლდება და მაშინვე დაინახავ მის ნამდვილ სახეს. აი, რამხელაა მათი სურვილი. მათთან უფრო მჭიდრო ურთიერთობისას კი ზიზღი გაგიჩნდებათ და მათ უარყოფ. საბოლოოდ, არა მხოლოდ უარყოფ, არამედ დაგმობ და დასწყევლი კიდეც მათ. ანტიქრისტეები კარგს არაფერს წარმოადგენენ; ისინი ღვთის მტრები არიან, ისევე როგორც ყველას მტრები, ვინც ეძიებს ჭეშმარიტებას. ანტიქრისტეები ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ და შეუძლიათ ყოველგვარი ცუდი საქმის ჩადენა სტატუსისა და რეპუტაციის გამო. რასაც არ უნდა აკეთებდნენ ყოველთვის ინიღბებიან, სხვებს ბაძავენ, სიტუაციას ერგებიან და კომპრომისებზე მიდიან სტატუსისა და რეპუტაციის შენარჩუნების გამო.ასეთი ადამიანების სული და არსი ბინძურია; ისინი საძულველნი არიან. მათ არ აქვთ ჭეშმარიტების ან პოზიტიური მოვლენების სიყვარულის ნატამალიც კი. ამავდროულად ისინი იყენებენ ყველაფერ პოზიტიურს, ქადაგებენ სწორ სიტყვებსა და მოძღვრებებს ადამიანთა შეცდომაში შესაყვანად, რათა ამით რეპუტაცია და სტატუსი მოიპოვონ და თავიანთი სურვილები და ამბიციები დაიკმაყოფილონ. ეს არის ანტიქრისტეთა ქცევა და არსი. ვერ ხედავ, როგორ გამოიყურება სატანა, როგორ მოქმედებს ის სამყაროში, როგორ ეპყრობა ადამიანებს, როგორი ბუნება-არსება აქვს და ზუსტად ვინ არის ის ღვთის თვალში. ეს არ არის პრობლემა; ერთადერთი, რაც უნდა გააკეთო, არის დააკვირდე და გააანალიზო ანტიქრისტე და დაინახავ ყოველივე ამას — სატანის ბუნება-არსებას, სატანის მახინჯ სახეს და უკეთურებასა და სისასტიკეს — ყოველივე ეს ხილული იქნება შენთვის. ანტიქრისტეები ცოცხალი სატანები არიან; ისინი ცოცხალი დემონები არიან.
1. როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები გასხვლას
როდესაც საქმე ეხება სტატუსსა და რეპუტაციას, ანტიქრისტეებს უზარმაზარი ამბიციები და სურვილები ამოძრავებთ, რაც სხვათათვის წარმოუდგენლად ამაზრზენი და საძულველია. ეს საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ანტიქრისტეს ბუნება-არსება ძალზედ მახინჯი და უკეთურია. მაშ, რომელი კონკრეტული გამოვლინებები ასახავს ანტიქრისტეს ბუნება-არსებას? პირველ რიგში, მოდით, დავფიქრდეთ, როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები გასხვლას. (მათ სძულთ იგი და არ იღებენ მას.) რა მხრივ სძულთ იგი? დეტალურად აღწერე. (იყო ერთი ანტიქრისტე, რომელმაც საკმაოდ ბევრი ბოროტება ჩაიდინა და როდესაც დები და ძმები მივიდნენ მისი ზოგიერთი გამოვლინების სამხილებლად, საერთოდ არ მოინანია, იყო ძალიან შეუვალი და ოდნავი სინანულიც კი არ უგრძნია. ის იმასაც კი გრძნობდა, რომ უსამართლოდ მოექცნენ. ეს არის ისეთი გამოვლინება, რომელიც მე მინახავს.) ეს ანტიქრისტეს კლასიკური გამოვლინებაა. გასხვლის მიმართ ანტიქრისტეთა არქეტიპული დამოკიდებულება არის მისი მიღების ან აღიარების კატეგორიული უარყოფა. რაოდენ ბევრ ბოროტებასაც არ უნდა სჩადიოდნენ ან რაოდენ დიდ ზიანსაც არ უნდა აყენებდნენ ღვთის სახლის საქმესა და ღვთის რჩეული ხალხის სულიერ ზრდას, ისინი არ გრძნობენ ოდნავ სინანულსაც კი ან იმას, რომ ვინმესი რამე მართებთ. ამ თვალსაზრისით გააჩნიათ კი ანტიქრისტეებს ადამიანობა? აბსოლუტურად არა. ისინი ყოველგვარ ზიანს აყენებენ ღვთის რჩეულ ხალხს და აზარალებენ ეკლესიის საქმეს — ღვთის რჩეული ხალხი ამას დღესავით ნათლად ხედავს; მათ შეუძლიათ დაინახონ ანტიქრისტეთა მთელი რიგი ბოროტი საქმეები. და მაინც, ანტიქრისტეები არ იღებენ ან არ აღიარებენ ამ ფაქტს; ისინი ჯიუტად უარს ამბობენ იმის აღიარებაზე, რომ ცდებიან ან რომ პასუხისმგებელნი არიან. განა ეს არ არის იმის მანიშნებელი, რომ ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ? ანტიქრისტეები ჭეშმარიტების მიმართ იმდენად ზიზღით არიან განწყობილნი, რომ რამდენი ცუდი რამეც არ უნდა გააკეთონ, ჯიუტად უარს ამბობენ მის აღიარებაზე და ბოლომდე შეუვალნი რჩებიან. ეს საკმარისად ამტკიცებს, რომ ანტიქრისტეები არასოდეს ეკიდებიან სერიოზულად ღვთის სახლის საქმეს და არ იღებენ ჭეშმარიტებას. ისინი არ მოსულან იმისათვის, რომ ღმერთი ეწამათ; ისინი სატანის მსახურნი არიან, რომლებიც მოვიდნენ ღვთის სახლის საქმეში არეულობის შესატანად და მის ჩასაშლელად. ანტიქრისტეებს გულის სიღრმეში მხოლოდ რეპუტაცია და სტატუსი აქვთ. მათ სჯერათ, რომ თუ ისინი აღიარებენ თავიანთ შეცდომას, მაშინ მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება და შემდეგ მათი სტატუსი და რეპუტაცია სერიოზულად შეილახება. შედეგად, ისინი წინააღმდეგობას უწევენ პრინციპით: „სულს დავლევ და არ გამოვტყდები“. როგორადაც არ უნდა ამხელდნენ ან აანალიზებდნენ მათ ადამიანები, ისინი ყველაფერს აკეთებენ მის უარსაყოფად. მიუხედავად იმისა, მათი უარყოფა განზრახულია თუ არა, მოკლედ რომ ვთქვათ, ერთი მხრივ, ეს ქცევები ამხელს ანტიქრისტეთა ბუნება-არსებას, რომ ზიზღით არიან განწყობილნი და სძულთ ჭეშმარიტება; მეორე მხრივ, ეს აჩვენებს, თუ რამდენად აფასებენ ანტიქრისტენი საკუთარ სტატუსს, რეპუტაციასა და ინტერესებს. ამავდროულად როგორია მათი დამოკიდებულება ეკლესიის საქმისა და ინტერესების მიმართ? ეს არის ზიზღისა და უპასუხისმგებლობის დამოკიდებულება. მათ არ გააჩნიათ ყოველგვარი სინდისი და გონიერება. განა ანტიქრისტეების მიერ პასუხისმგებლობისგან თავის არიდება არ წარმოაჩენს ამ პრობლემებს? ერთი მხრივ, პასუხისმგებლობისგან თავის არიდება ამტკიცებს მათ ბუნება-არსებას, რომ ისინი ზიზღით არიან განწყობილნი და სძულთ ჭეშმარიტება, ხოლო მეორე მხრივ, ეს აჩვენებს სინდისის, გონიერებისა და ადამიანობის არქონას. რაოდენ დიდ ზიანსაც არ უნდა აყენებდეს დებისა და ძმების სულიერ ზრდას მათ მიერ გამოწვეული არეულობა და ბოროტმოქმედება, მათ არ აწუხებთ სინდისის ქენჯნა და არასოდეს იგრძნობენ თავს ცუდად ამის გამო. რა არსებაა ეს? მათი შეცდომის მცირედი აღიარებაც კი ჩაითვლებოდა იმად, რომ ცოტაოდენი სინდისი და გონიერება აქვთ, მაგრამ ანტიქრისტეებს ეს მცირედი ადამიანობაც კი არ გააჩნიათ. მაშ, რას იტყოდით, ვინ არიან ისინი? ანტიქრისტეები არსით ეშმაკები არიან. რაოდენ დიდ ზიანსაც არ უნდა აყენებდნენ ისინი ღვთის სახლის ინტერესებს, ამას ვერ ხედავენ. ოდნავადაც არ გრძნობენ მწუხარებას ამის გამო გულის სიღრმეში და არც საკუთარ თავს კიცხავენ; მით უმეტეს, არ აქვთ შეგრძნება, რომ ვინმესი რამე მართებთ. ეს აბსოლუტურად არ არის ის, რაც ნორმალურ ადამიანებში უნდა ჩანდეს. ისინი ეშმაკები არიან, ეშმაკები კი მოკლებულნი არიან ყოველგვარ სინდისსა თუ გონიერებას. რამდენი ცუდი რამეც არ უნდა გააკეთონ და რაოდენ დიდი დანაკარგიც არ უნდა მოუტანონ ეკლესიის საქმეს, ისინი კატეგორიულად უარს ამბობენ ამის აღიარებაზე. მიაჩნიათ, რომ ამის აღიარება ნიშნავს, რომ მათ რაღაც არასწორად გააკეთეს. ისინი ფიქრობენ: „განა მე რამეს არასწორად გავაკეთებდი? მე არასოდეს გავაკეთებდი რამე არასწორს! თუ მაიძულებენ ვაღიარო ჩემი შეცდომა, განა ეს არ იქნება ჩემი ზნეობის შეურაცხყოფა? თუმცა მე ვმონაწილეობდი იმ ინციდენტში, ის მე არ გამომიწვევია და არ ვყოფილვარ მთავარი პასუხისმგებელი პირი. წადი, მოძებნე ის, ვინც გინდა, მაგრამ ჩემთან არ მოხვიდე. ნებისმიერ შემთხვევაში, მე ვერ ვაღიარებ ამ შეცდომას. ვერ ავიღებ ამ პასუხისმგებლობას!“ ისინი ფიქრობენ, რომ თავიანთი შეცდომის აღიარების გამო დაგმობენ, სიკვდილით დასჯიან, და ჯოჯოხეთსა და ცეცხლისა და გოგირდის ტბაში ჩაყრიან. მითხარით, ძალუძთ ასეთ ადამიანებს ჭეშმარიტების მიღება? შეიძლება ვინმე ელოდოს მათგან ჭეშმარიტ სინანულს? მიუხედავად იმისა, თუ როგორ ატარებენ სხვები თანაზიარებას ჭეშმარიტებაზე, ანტიქრისტეები მაინც ეწინააღმდეგებიან, უპირისპირდებიან და ეურჩებიან მას გულის სიღრმეში. მას შემდეგაც კი, რაც მათ გაათავისუფლებენ, მაინც არ აღიარებენ თავიანთ შეცდომებს და საერთოდ არ ავლენენ სინანულს. როდესაც ამ საკითხს 10 წლის შემდეგ ახსენებენ, ისინი მაინც არ იცნობენ საკუთარ თავს და არ აღიარებენ, რომ შეცდომა დაუშვეს. როდესაც ამ საკითხს 20 წლის შემდეგ წამოჭრიან, ისინი კვლავ არ იცნობენ საკუთარ თავს და ცდილობენ საკუთარი თავის გამართლებასა და დაცვას. კიდევ უფრო ამაზრზენია ის, რომ როდესაც ამ საკითხს 30 წლის შემდეგ ახსენებენ, ისინი მაინც არ იცნობენ საკუთარ თავს და კვლავ ცდილობენ კამათსა და საკუთარი თავის გამართლებას, ამბობენ რა: „ შეცდომა არ დამიშვია, ამიტომ არ შემიძლია მისი აღიარება. ეს ჩემი პასუხისმგებლობა არ ყოფილა; არ უნდა ვიტვირთო ის“. და ყველას გასაკვირად მათი გათავისუფლებიდან 30 წლის შემდეგაც კი ეს ანტიქრისტეები კვლავ წინააღმდეგობის დამოკიდებულებას იჩენენ იმის მიმართ, თუ როგორ მოექცა მათ ეკლესია. 30 წლის შემდეგაც კი ისინი საერთოდ არ შეცვლილან. მაშ, როგორ გაატარეს მათ ეს 30 წელი? ნუთუ არ კითხულობდნენ ღვთის სიტყვას ან არ მიმართავდნენ თვითრეფლექსიას? ნუთუ არ ლოცულობდნენ ან არ ანდობდნენ თავიანთ გულს ღმერთს? ნუთუ არ უსმენდნენ ქადაგებებსა და თანაზიარებას? ნუთუ უგუნურნი არიან და არ გააჩნიათ ნორმალური ადამიანური აზროვნება? ის, თუ როგორ გაატარეს მათ ეს 30 წელი, ნამდვილად საიდუმლოა. ინციდენტის მოხდენიდან ოცდაათი წლის შემდეგ მათი გული კვლავ სავსეა წყენით; ფიქრობენ, რომ დები და ძმები უსამართლოდ მოექცნენ, რომ ღმერთს არ ესმის მათი, რომ ღვთის სახლი ცუდად მოექცა მათ, პრობლემები შეუქმნა, საქმე გაურთულა და უსამართლოდ დაადანაშაულა. მითხარით, შეუძლიათ ასეთ ადამიანებს შეცვლა? მათ საერთოდ არ შეუძლიათ შეცვლა. მათი გულები სავსეა ყოველივე დადებითის მიმართ მტრული განწყობით, წინააღმდეგობითა და დაპირისპირებით. მიაჩნიათ, რომ მათი ბოროტი საქმეების გამოაშკარავებითა და მათი გასხვლით, სხვა ადამიანებმა შელახეს მათი ზნეობა, შეურაცხყვეს მათი რეპუტაცია და უზარმაზარი ზიანი მიაყენეს მათ რეპუტაციასა და სტატუსს. ისინი არასოდეს წარდგებიან ღვთის წინაშე, რათა ილოცონ, ეძიონ და აღიარონ საკუთარი შეცდომები ამ საკითხთან მიმართებაში; არასოდეს ექნებათ სინანულის ან საკუთარი შეცდომების აღიარების დამოკიდებულება. მით უმეტეს, ისინი არ მიიღებენ ღვთის სიტყვების სამსჯავროსა და გაკიცხვას. დღეს ისინი კვლავ იჩენენ ურჩობას, უკმაყოფილებასა და წყენას, როდესაც საკუთარ თავს ამართლებენ ღვთის წინაშე და სთხოვენ ღმერთს ამ უსამართლობის გამოსწორებას, ამ საკითხის გამოაშკარავებას და იმის განსჯას, თუ ვინ იყო მართალი და ვინ — მტყუანი, იქამდეც კი, რომ ამ საკითხის გამო ეჭვქვეშ აყენებენ და უარყოფენ ღვთის სამართლიანობას და იმ ფაქტს, რომ ღვთის სახლს მართავს ჭეშმარიტება და ღმერთი. ეს არის ანტიქრისტეთა გასხვლის საბოლოო შედეგი — იღებენ კი ისინი ჭეშმარიტებას? ისინი საერთოდ არ იღებენ ჭეშმარიტებას; კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მის მიღებას. აქედან შეგვიძლია დავინახოთ, რომ ანტიქრისტეს ბუნება-არსება ზიზღითაა განწყობილი ჭეშმარიტების მიმართ და სძულს იგი.
რაკი ანტიქრისტეები არ იღებენ გასხვლას, გააჩნიათ კი მათ რაიმე ცოდნა გასხვლის შესახებ? როდესაც ისინი ატარებენ თანაზიარებას ჭეშმარიტების ამ ასპექტზე, რას ამბობენ? რას ასწავლიან სხვებს? ისინი ამბობენ: „ადამიანთა გასხვლა არის ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც ღმერთი იყენებს მათ სრულსაყოფად. ეს ადამიანებს საშუალებას აძლევს, უკეთ შეიცნონ საკუთარი თავი. როდესაც მათ სხლავენ, უნდა მიიღონ ეს და უპირობოდ დაემორჩილონ მას. ისინი, ვინც არ იღებენ გასხვლას, არიან ადამიანები, რომლებიც ამბოხებულნი არიან ღმერთის მიმართ და არ უყვართ ჭეშმარიტება. თუ გსურს ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება, ჯერ უნდა მიიღო გასხვლა; სწორედ ასე სრულყოფს ღმერთი ადამიანებს და თითოეულმა ადამიანმა უნდა გამოსცადოს ეს. შეიძლება ითქვას, რომ გასხვლის მიღება არის პრაქტიკის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ადამიანთათვის, რათა გაიგონ ჭეშმარიტება და ამით მიაღწიონ თვითშემეცნებას და ასიამოვნონ ღმერთს. სულ ერთია, ვინ ხარ — წინამძღოლი თუ რიგითი მორწმუნე — და მიუხედავად იმისა, თუ რა მოვალეობას ასრულებ, მზად უნდა იყო გასხვლისთვის. თუ არ ძალგიძს გასხვლის მიღება, ეს ამტკიცებს, რომ ხარ ადამიანი სულიერი ზრდის გარეშე, ბავშვი. ყველა, ვისაც ძალუძს გასხვლის მიღება, მოწიფული ზრდასრულია, რომელშიც ჭეშმარიტი სიცოცხლე ჩქეფს და რომლის სრულყოფაც შესაძლებელია“. ეს მაღალფარდოვანი სიტყვები ანტიქრისტეების პირიდან მჭექარედ ისმის და შესანიშნავად ჟღერს! მაგრამ რა არის ეს სიტყვები? არის კი მათ მიერ წარმოთქმული თუნდაც ერთი ფრაზა ჭეშმარიტება? შეგიძლიათ ამის ამოცნობა? თქვენც ხშირად ამბობთ ასეთ რამეებს, არა? (დიახ.) მითხარით, რა არის ეს სიტყვები? (მოძღვრებები.) გამოიყენეთ გავრცელებული ფრაზა იმის შესაჯამებლად და განსასაზღვრად, თუ რა არის მოძღვრებები. (ლოზუნგები.) შეგიძლიათ გაიხსენოთ სხვა ფრაზები? (უსარგებლო, თეორიული სიტყვები.) კიდევ სხვა? (ეს ყველაფერი ნაგავი და სისულელეა.) სწორია, ეს განმარტება პირდაპირ მიზანში არტყამს და ის ცხოვრებისეულია. უბრალო ენით რომ ვთქვათ: მოძღვრებები სრული სისულელეა. რას გულისხმობს სიტყვა „სისულელე“? ცარიელ სიტყვებს. სინამდვილეში, როგორ ვახასიათებთ მას? როგორც სიტყვებსა და მოძღვრებებს. ეს სიტყვები, რომლებსაც ანტიქრისტეები ამბობენ, მხოლოდ სიტყვები და მოძღვრებებია. როდესაც საქმე ეხება გასხვლის თემას, მათ შეიძლება ხშირად წარმოთქვან ასეთი მოძღვრებები, მაგრამ ამტკიცებს კი ეს, რომ გააჩნიათ მისი ჭეშმარიტი გაგება და წვდომა? როგორც კი მათგან გაიგონებთ ამ სიტყვებს იცით, რომ მათ არ აქვთ გასხვლის არავითარი რეალური გაგება. მათი უნარი, წარმოთქვან ასეთი ნაგვის გროვა, აჩვენებს, რომ ისინი არ ეძიებენ ჭეშმარიტებას. ისინი რეალურად რომ გაესხლათ, არავითარ შემთხვევაში არ მიიღებდნენ ამას. ანტიქრისტეს დამოკიდებულება გასხვლის მიმართ არის მტრული და წინააღმდეგობრივი; ისინი აბსოლუტურად არ იღებენ მას და არ ემორჩილებიან მას, როგორც ჭეშმარიტებას. მათთვის ასე მოქცევა მათი ზნეობისა და ღირსების შეურაცხყოფა იქნებოდა.
გაქვთ სხვა მაგალითები იმის შესახებ, თუ როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები გასხვლას? (ზოგიერთი ანტიქრისტე როდესაც გასხვლის წინაშე აღმოჩნდება, ზედაპირულად თითქოს იწყებს საკუთარი თავის შეცნობას, მაგრამ სტრიქონებს შორის აშკარად იგრძნობა დახვეწილი სოფიზმი და ადამიანთა შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ზოგჯერ, როდესაც შეცდომას უშვებნ, ამბობენ: „ღმერთმა დაუშვა, რომ ეს მომხდარიყო, ყველა უნდა დაემორჩილოს ღვთის მეუფებას“. ზოგჯერ ანტიქრისტეები ყალბ საპასუხო ბრალდებებსაც კი წამოაყენებენ და ამბობენ: „არ უნდა ეცადოთ წინამძღოლებისა და მუშაკების გამოჭერა ან მათ მიმართ ზედმეტად მაღალი მოთხოვნების წაყენება“. ანტიქრისტეები ასეთ რამეს ამბობენ იმ მიზნით, რომ შეცდომაში შეიყვანონ ადამიანები და ხელი შეუშალონ მათ ამოცნობაში.) ეს არის ერთ-ერთი გამოვლინება — ანუ ანტიქრისტეები არასწორს სწორად, თეთრ კი შავად ასაღებენ. იმის შიშით, რომ ადამიანები მათ პრობლემებს ამოიცნობენ, ანტიქრისტეები ჩქარობენ სოფიზმში ჩართვას და იყენებენ ყოველგვარ სიტყვიერ ფანდს ადამიანთა შეცდომაში შესაყვანად, მათი გონების ასარევად და ხედვის დასაბინდად. ეს მიზნად ისახავს იმას, რომ სხვებს არ ჰქონდეთ არავითარი ცოდნა ან გარჩევის უნარი მათ მიერ ჩადენილ საქმეთა მიმართდა ამით შეინარჩუნონ თავიანთი მაღალი სტატუსი და კარგი რეპუტაცია ადამიანთა თვალში. ეს არის იმავე სახის დამოკიდებულება, რომელზეც ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ კატეგორიულად არ იცვლიან ანტიქრისტეები გეზს, როდესაც მათ სხლავენ ან როდესაც შეცდომას უშვებენ ან არასწორ გზას ადგებიან. კიდევ რა მაგალითები არსებობს? (ანტიქრისტეები ბოღმას იდებენ გულში ყველას მიმართ, ვინც მათ სხლავს და მოგვიანებით შეიძლება შურისძიებისა და თავდასხმისთვის ხელსაყრელ მომენტსაც კი დაუწყონ ძებნა.) თავდასხმა და შურისძიება კიდევ ერთი გამოვლინებაა. როგორ უკავშირდება ეს ანტიქრისტეების მიერ საკუთარი სტატუსისა და რეპუტაციის დაცვას? რატომ სურთ მათ თავდასხმა და შურისძიება? (ვინც ისინი გასხლა, გამოააშკარავა მათ მიერ ჩადენილი ყველა ბოროტება და საქმის რეალური ფაქტები; იმ ადამიანებმა (ვინც ისინი ამხილა, გამოააშკარავა მათ მიერ ჩადენილი მთელი ბოროტება და საქმის რეალური ფაქტები; მათ შელახეს ანტიქრისტეთა სტატუსი და რეპუტაცია და გაანადგურეს მათზე ის წარმოდგენა, რომელიც ადამიანებს ჰქონდათ გულის სიღრმეში, ამიტომაც ისინი ბოღმას იდებენ გულში მათ მიმართ.) სწორია, სწორედ აქ არის კავშირი. ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანებმა, რომლებმაც ისინი გასხლეს, შელახეს მათი სიამაყე, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს, გაანადგურეს მათი რეპუტაცია და სერიოზული დარტყმა მიაყენეს მათ სტატუსს სხვათა გონებაში იმით, რომ ამდენი ადამიანის წინაშე გამოააშკარავეს ისინი. ეს არის მათი შურისძიების მიზეზი. ამ საკითხთან მიმართებაში მათი რეპუტაცია და სტატუსი დაზიანდა და იმისათვის, რომ გულში დაგროვილი წყენა და სიძულვილი გადმოანთხიონ; ისინი ეძებენ შანსებს, რათა თავს დაესხან და შური იძიონ იმ ადამიანებზე, რომლებმაც ისინი გამოააშკარავეს და გასხლეს. კიდევ რა გამოვლინებები აქვთ ანტიქრისტეებს? (ზოგიერთი ანტიქრისტე განსაკუთრებით მზაკვარიცაა. როდესაც ვინმე მათ სხლავს, ისინი შეიძლება არ შეეწინააღმდეგონ ან გარეგნულად არ გააკეთონ რაიმე განცხადება და რეალურად ისეც კი ჩანდეს, რომ რაღაც გაიგეს საკუთარი თავის შესახებ, მაგრამ მოგვიანებით, კვლავ გააგრძელებენ იმავე ბოროტი საქმეების ჩადენას, რასაც მანამდე აკეთებდნენ და არასოდეს მოინანიებენ ჭეშმარიტად. ისინი ასეთ ნიღბებს ადამიანთა შეცდომაში შესაყვანად იყენებენ.) ეს კიდევ ერთი გამოვლინებაა. გარკვეული ტიპის ანტიქრისტე ზუსტად ასე იქცევა. ისინი გულში ფიქრობენ: „მთავარია გადავრჩე და შანსი კიდევ მომეცემა. დროებით მოთმინებას გამოვიჩენ და არ მოგცემ საშუალებას, რომ ჩემი ნამდვილი სახე დაინახო. თუ მე აშკარად შეგეწინააღმდეგები და უარს ვიტყვი გასხვლის მიღებაზე, შენ იტყვი, რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტებას არ იყენებს პრაქტიკაში და არ უყვარს იგი, და თუ ეს გამჟღავნდება, ჩემს რეპუტაციაზე იმოქმედებს. ჩვენმა ძმებმა და დებმა რომ გაიგონ, ისინი უეჭველად უარს იტყვიან ისეთი ადამიანის წინამძღოლობის მიღებაზე, რომელსაც საერთოდ არ უყვარს ჭეშმარიტება. ჯერ კარგი იმიჯი უნდა შევიქმნა. როდესაც გასხვლის წინაშე ვდგავარ და ვინმე ააშკარავებს ჩემ მიერ დაშვებულ შეცდომებსა თუ გადაცდომებს, მოჩვენებითად გავიღიმებ, თავს ისე მოვაჩვენებ, თითქოს ვიღებ ამას, თანხმობის ნიშნად თავს დავუქნევ და არავის მივცემ ნებას, დაინახს ჩემი ნამდვილი სახე ან გაიგოს, რას ვფიქრობ სინამდვილეში. შემდეგ შემიძლია ნიღაბი მოვირგო, ცოტა ცრემლი დავღვარო, ვთქვა რაღაცები იმის შესახებ, რომ ღვთის წინაშე ვალში ვარ და ეს საკითხი დავასრულო. ამგვარად, ძმები და დები იფიქრებენ, რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც იღებს ჭეშმარიტებას და მე შევძლებ სრული უფლებით გავაგრძელო წინამძღოლობა — და მაშინ ჩემი რეპუტაცია და სტატუსი შენარჩუნდება, არა?“ ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, თვალთმაქცობაა. თქვნი აზრით ადვილი ასეთი ადამიანების ნამდვილი სახის დანახვა? (მათი ნამდვილი სახის დანახვა არ არის ადვილი.) საჭიროა გარკვეული დროის განმავლობაში მათზე დაკვირვება და მათთან ურთიერთობა, რათა დავინახოთ, იცავენ თუ არა ისინი ღვთის სახლის ინტერესებს პრობლემების წინაშე აღმოჩენისას და მართლა მოქმედებენ თუ არა ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად. რაოდენ კარგად ან სწორადაც არ უნდა საუბრობდნენ ისინი გარეგნულად, ეს მხოლოდ დროებითია; ადრე თუ გვიან, მათი აზროვნება გამოაშკარავდება. ღმერთმა რომც არ გამოააშკარავოს ისინი, განა შეუძლიათ ანტიქრისტეებს ასე საიმედოდ დამალონ თავიანთი ნამდვილი აზრები და ბუნება-არსება? ძალუძთ მათ მთელი ცხოვრება დაფარონ ისინი? ეს შეუძლებელი იქნებოდა; ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი ნათელი გახდება. ამიტომ, რაოდენ უკეთური ან მზაკვარიც არ უნდა იყვნენ ანტიქრისტენი, სანამ მათ ამოძრავებთ განზრახვები და მოტივები და თავიანთ ქმედებებით ჭეშმარიტების წინააღმდეგ მიდიან, საბოლოოდ ამოიცნობენ და მათ ნამდვილ სახეს დაინახავენ ადამიანები, რომლებსაც ესმით ჭეშმარიტება. ასეთი ანტიქრისტეები ყველაზე მზაკვრები არიან; გარეგნულად ჩანს, რომ ისინი იღებენ ჭეშმარიტებასა და პოზიტიურ მოვლენებს, მაგრამ სინამდვილეში, თავიანთი გულების სიღრმეში და თავიანთი არსით, მათ არ უყვართ ჭეშმარიტება და ზიზღითაც კი არიან განწყობილნი დადებითი მოვლენებისა და ჭეშმარიტების მიმართ. რადგან ისინი მჭევრმეტყველნი არიან, უმეტესობა ვერ ცნობს მათ და მხოლოდ ადამიანებს, რომლებსაც ესმით ჭეშმარიტება, შეუძლიათ ამოიცნონ და დაინახონ ასეთი ადამიანის ნამდვილი სახე. არის კიდევ სხვა მაგალითები? (იყო ერთი ანტიქრისტე, რომელმაც დაინახა, რომ მის თანამშრომლებს მასზე უკეთესი სულიერი მონაცემები ჰქონდათ და მასზე უკეთ ასრულებდნენ საქმეს. თავისი სტატუსის განსამტკიცებლად მან ფარულად დაამახინჯა ფაქტები და განიკითხა თავისი თანამშრომლები და პარტნიორები, შეცდომაში შეიყვანა ადამიანები, მიიზიდა ისინი და აიძულა, რომ მისთვის მოესმინათ. ამან გამოიწვია უნდობლობათანამშრომელთა შორის . ისინი აღარ თანამშრომლობდნენ ჰარმონიულად და საქმის არცერთ ასპექტში არავითარი შედეგისთვის არ მიუღწევიათ. როდესაც ანტიქრისტეს ბოროტი საქმეები გამოაშკარავდა, მან არა მხოლოდ უარი თქვა მის მიღებაზე, არამედ გამართლებაც დაიწყო და შეეცადა პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. აშკარა იყო, რომ ის ყველაფერს გააკეთებდა თავისი რეპუტაციისა და სტატუსის გულისთვის; რამდენი ძმა და დაც არ უნდა დაეზარალებინა და რაოდენ სერიოზულადაც არ უნდა გამოეწვია არევ-დარევა და ჩაშლა ღვთის სახლის საქმეში, უბრალოდ არ ადარდებდა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ თავი დამწუხრებულად ან დამნაშავედ ეგრძნო. მას არ გააჩნდა ადამიანობის ან გონიერების ნატამალიც კი.) მოკლედ რომ ვთქვათ, ანტიქრისტეებს არავითარი სინდისის ქენჯნა არ აწუხებთ, როდესაც საქმე ეხება ნებისმიერი ადამიანის ინტერესების გაწირვას პირადი რეპუტაციისა და სტატუსის დასაცავად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკუთარი სტატუსის შესანარჩუნებლად ყველას გადავლა მოუწევთ, არც კი დაფიქრდებიან. როდესაც საქმე ეხება მათი რეპუტაციისა და სტატუსის დაცვას, არ ადარდებთ, სხვა ადამიანები იცოცხლებენ თუ მოკვდებიან, ხოლო ღვთის სახლის საქმე და ეკლესიის ინტერესები უბრალოდ არც კი არსებობს მათ გონებაში და საერთოდ არ შედის მათი განხილვის სფეროში. ამ ქმედებებიდან შეგვიძლია დავინახოთ, რომ ანტიქრისტეები არ არიან ღვთის სახლის ხალხი; ისინი არიან ურწმუნონი, რომლებმაც შემოაღწიეს. ღვთის სახლი არ არის მათი სახლი, ამიტომ მის არცერთ ინტერესს არავითარი კავშირი არ აქვს მათთან. მათ უბრალოდ სურთ მიაღწიონ თავიანთ მიზანს — ძალაუფლების ფლობასა და ადამიანების გაკონტროლებას, და დაიკმაყოფილონ თავიანთი პირადი ამბიციები და სურვილები ღვთის სახლში. რადგან ანტიქრისტეებს სწორედ ასეთი ბუნება-არსება აქვთ, ისინი არავითარ შემთხვევაში არ მიიღებენ გასხვლას და არც ჭეშმარიტების რომელიმე ასპექტს.
ახლახან მოყვანილი მაგალითებიდან, შეგიძლიათ დაინახოთ, რომ ანტიქრისტეების ამბიცია და სურვილი, ესწრაფვოდნენ რეპუტაციასა და სტატუსს, თანდაყოლილია. ანტიქრისტეები ასეთებად იბადებიან ასეთი ბუნება-არსებით. ისინი საერთოდ არ სწავლობენ ამას დაბადების შემდეგ და ეს არ არის მათი გარემოს შედეგი. ზუსტად ისე, როგორც ზოგიერთ ავადმყოფს დაავადება დაბადების შემდეგ კი არ ემართება, არამედ მემკვიდრეობით გადაეცემა. ამგვარი დაავადებების განკურნება შეუძლებელია. ანტიქრისტეები იბადებიან რეპუტაციისა და სტატუსისკენ სწრაფვის ამბიციით და ისინი არაფრით განსხვავდებიან ეშმაკთა მეფეების რეინკარნაციებისგან. ანტიქრისტეები ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ და მათ სძულთ იგი, და ისინი საერთოდ არ იღებენ ღვთის სამსჯავროსა და გაკიცხვას. ამიტომ, როგორი გასხვლის წინაშეც არ უნდა აღმოჩნდნენ, ისინი არ მიიღებენ მას. თუ მათ რიგითი ძმა ან და გასხლავს, ისინი კიდევ უფრო ნაკლებად იქნებიან მზად მის მისაღებად. მათ სჯერათ: „შენ არ გაქვს უფლება, რომ მე გამსხლა; შენ არ ხარ ამის ღირსი! რამდენი დღეა, რაც მორწმუნე ხარ? როდესაც მორწმუნე გავხდი, შენ ჯერ დაბადებულიც კი არ იყავი! როდესაც წინამძღოლი გავხდი, შენ ღვთის რწმენაც კი არ გაგაჩნდა!“ ეს არის ის დამოკიდებულება, რომელსაც ისინი იჩენენ იმ ძმებისა და დების მიმართ, რომლებიც მათ სხლავენ. ისინი ფოკუსირდებიან კვალიფიკაციასა და სტაჟზე და ამის საფუძველზე უარყოფენ გასხვლას. მაშ, შეუძლიათ მათ ამის მიღება, როდესაც ზემდგომი სხლავს მათ? თავიანთი ბუნება-არსებიდან გამომდინარე ისინი არც ამას მიიღებენ. თუმცა გარეგნულად შეიძლება არაფერი თქვან, მათი გულები უეჭველად შეეწინააღმდეგება და უარყოფს მას. ეს ეჭვგარეშეა. როდესაც ისინი ჭეშმარიტად დგანან ზემდგომის გასხვლის წინაშე, ანტიქრისტეების ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა დაჟინებული თავის მართლება და კამათი საკუთარი თავის დასაცავად, რათა თავიდან აირიდონ პასუხისმგებლობა, იქამდეც კი, რომ ატყუებენ ზემდგომს და უმალავენ რაღაც საკითხებს მათზე დაქვემდებარებულებს, რათა დაუსჯელად გადარჩნენ. ანტიქრისტეები ხშირად იყენებენ ზემდგომის მოტყუებისა და მათზე დაქვემდებარებულთათვის გარკვეული საკითხების დამალვის მიდგომას, რათა თავიდან აირიდონ ზემდგომის მიერ გასხვლა. მაგალითად, თუ ეკლესიაში ბევრი პრობლემაა, ისინი არასოდეს ატყობინებენ მათ შესახებ. თუ ძმებსა და დებს სურთ ამ პრობლემების შესახებ შეტყობინება, ანტიქრისტეები კი არ აძლევენ მათ ამის უფლებას და ვინც ამას აკეთებს, აწყდება მათგან ჩახშობასა და გარიყვას. შედეგად, ადამიანთა უმეტესობა იძულებულია, შორს დაიჭიროს თავი, დატოვოს პრობლემები გადაუჭრელი და იმოქმედოს, როგორც ადამიანთა მაამებელმა. ანტიქრისტეები ბლოკავენ ეკლესიის ყველა პრობლემას, ინახავენ მათ სრულ საიდუმლოდ და არ აძლევენ ზემდგომს ჩარევის ან გამოკითხვის უფლებას. ანტიქრისტეები ასევე მაქსიმალურად აფერხებენ ზემდგომის სამუშაო განკარგულებებს და არ გადასცემენ ან არ ახორციელებენ მათ. თუ ზემდგომის სამუშაო განკარგულებები საერთოდ არ ახდენს გავლენას მათ პირად რეპუტაციასა თუ სტატუსზე, შეიძლება გააკეთონ რამდენიმე ზედაპირული განცხადება და ფორმალურად შეასრულონ ისინი, მაგრამ ნამდვილად არ განახორციელებენ მათ რეალურად. თუ ზემდგომის სამუშაო განკარგულებები საფრთხეს უქმნის ან გარკვეულ გავლენას ახდენს მათ რეპუტაციასა და სტატუსზე, მაშინ ანტიქრისტეებმა უნდა იფიქრონ. მათ უნდა განიხილონ, როგორ იმოქმედონ, ვისზე იმოქმედონ და როდის იმოქმედონ. მათ ფრთხილად უნდა იმოქმედონ ამ საკითხებთან დაკავშირებით და დაუსრულებლად აწონ-დაწონონ ისინი თავიანთ გონებაში. თუ ეკლესიის საქმეში გარკვეული პრობლემები ჩნდება, ანტიქრისტეებმა იციან, რომ ისინი უეჭველად გაისხლებიან ან გათავისუფლდებიან კიდეც, როდესაც ზემდგომი გაიგებს მათ შესახებ, ამიტომ ისინი მალავენ პრობლემებს და არ ატყობინებენ მათ შესახებ ზემდგომს. საერთოდ არ ადარდებთ, რა გავლენას ან ზიანს მოუტანს ეს პრობლემები ღვთის სახლის საქმეს, თუ ისინი არ გადაიჭრება; გულგრილნი არიან იმის მიმართ, თუ რა დანაკარგს განიცდის ღვთის სახლის საქმე. არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა ქმედება მოუტანს სარგებელს ღვთის სახლის საქმეს ან ასიამოვნებს ღმერთს, ისინი მხოლოდ საკუთარ რეპუტაციასა და სტატუსზე ფიქრობენ, იმაზე, თუ როგორ შეხედავს და მოექცევა მათ ზემდგომი და როგორ დაიცვან პირადი რეპუტაცია და სტატუსი ისე, რომ მათზე არაფერმა იმოქმედოს. სწორედ ასე უყურებენ ანტიქრისტეები მოვლენებს და ფიქრობენ პრობლემებზე; ეს სრულად წარმოადგენს მათ ხასიათს. ამიტომ, ანტიქრისტეები საერთოდ არ იტყვიან სიმართლეს იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც ეკლესიაში არსებობს ან რომლებიც წარმოიქმნება მათ საქმეში. რა საქმესაც არ უნდა ასრულებდნენ ისინი, რა სირთულეების წინაშეც არ უნდა იდგნენ, ან თუ აწყდებიან სიტუაციებს, რომლებთან გამკლავებაც არ ძალუძთ, ან არ იციან, რა არჩევანი გააკეთონ ამ საქმის შესრულებისას, ისინი მიჩქმალავენ და დამალავენ ამას იმის შიშით, რომ ზემდგომი იტყვის, რომ მათი სულიერი მონაცემები ძალიან დაბალია, ან გაიგებს მათ რეალურ მდგომარეობას, ან გასხლავს იმის გამო, რომ მათ დროულად არ მოაგვარეს და არ გადაჭრეს ეს სირთულეები ან სიტუაციები. ანტიქრისტეები უგულებელყოფენ ღვთის სახლის ინტერესებსა და ეკლესიის საქმეს, რათა თავიდან აირიდონ ზემდგომის მიერ გასხვლა. ისინი უკან არ იხევენ, გაწირონ ეკლესიის საქმე და ინტერესები, რათა შეინარჩუნონ თავიანთი სტატუსი და საარსებო წყარო, და უზრუნველყონ, რომ ზემდგომს მათზე კარგი შთაბეჭდილება დარჩეს. მათ არ ადარდებთ ეკლესიის საქმის წინსვლის შეფერხება ან მასზე გავლენის მოხდენა; მით უმეტეს, არ ადარდებთ ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლა. რა სირთულეებსაც არ უნდა წააწყდნენ ძმები და დები ან რა პრობლემებიც არ უნდა არსებობდეს მათი სულიერი განვითარების კუთხით, ანტიქრისტეებს არ ძალუძთ მათი გადაჭრა და ისინი არ ეძიებენ ზემდგომისგან. მათ ნათლად იციან, რომ პრობლემების მიჩქმალვა და მათი გადაუჭრელად დატოვება შეაფერხებს და გავლენას მოახდენს ეკლესიის საქმის წინსვლაზე და ზარალს მიაყენებს ძმებისა და დების სიცოცხლეს, მაგრამ ისინი უგულებელყოფენ ამას და საერთოდ არ ადარდებთ. რა სერიოზული პრობლემებიც არ უნდა წარმოიშვას ეკლესიაში, ისინი არასოდეს აწვდიან ინფორმაციას მათ შესახებ; ნაცვლად ამისა, ყველაფერს აკეთებენ მათ დასამალად და დასაბლოკად. თუ ძმები და დები აღმოაჩენენ მათ ბოროტ საქმეებს და დაწერენ წერილებს მათ შესახებ შესატყობინებლად, ანტიქრისტეები კიდევ უფრო მეტად ცდილობენ ამ წერილების მიჩქმალვასა და დაბლოკვას. რა არის მათი მიზანი ამ წერილების მიჩქმალვისა და დაბლოკვისას? ეს არის მათი სტატუსის შენარჩუნება, მათი რეპუტაციისა და პრესტიჟის დაცვა, და ყოველივეს შენარჩუნება, რასაც იმ მომენტში ფლობენ. მათთვის გათავისუფლება ან ზემდგომის მიერ მათი საქმისთვის შეუფერებლად შეფასება, სიცოცხლის დაკარგვისა და სიკვდილით დასჯის ტოლფასია; ეს ღვთისადმი მათი რწმენის გზის დასასრულია. ამიტომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ისინი არასოდეს მიმართავენ ზემდგომის დახმარებისთვის. ნაცვლად ამისა, ისინი ეძებენ გზებს, რათა დამალონ მათ საქმეში არსებული ყველა პრობლემა და ხელი შეუშალონ ზემდგომს მათ აღმოჩენაში. განა მათი ეს საქციელი ძალიან საზიზღარი არ არის? მათ სჯერათ, რომ კარგი წინამძღოლი ღვთისა და ზემდგომის თვალში უნდა იყოს ის, ვისაც არასოდეს აქვს რაიმე პრობლემა ან სირთულე, ვისაც ძალუძს ყველა საკითხის კარგად მოგვარება და შესაფერისია ყოველგვარი საქმისთვის. ისინი ფიქრობენ, რომ კარგი წინამძღოლი არასოდეს წუწუნებს სირთულეებზე ან არ ეძიებს პრობლემებთან დაკავშირებით, და რომ კარგი წინამძღოლი უნდა იყოს აბსოლუტურად სრულყოფილი, უნაკლო ადამიანი ღვთისა და ზემდგომის თვალში, ვისაც შეუძლია საქმის კარგად შესრულება ისე, რომ ზემდგომს არ მოუწიოს მისი გასხვლა. შესაბამისად, ისინი თავგამოდებით იცავენ თავიანთ სტატუსს იმედოვნებენ რა, რომ კარგ შთაბეჭდილებას მოახდენენ ზემდგომზე და შეცდომაში შეიყვანენ მას, რათა იფიქროს, რომ ისინი შესაფერისნი არიან თავიანთი საქმის შესასრულებლად, რომ შეუძლიათ თავიანთი საქმის ტვირთვა და რომ არავითარი დიდი პრობლემა არ წარმოიქმნება; ამიტომ აფიქრებინებენ, რომ არ არის საჭირო მათი საქმით დაინტერესება ან მათთვის მითითების მიცემა და, მით უმეტეს, მათი გასხვლა. ანტიქრისტეებს სურთ ამგვარი იმიჯი შეიქმნან, რათა სხვებს შეცდომით აფიქრებინონ, რომ ღმერთს სჯერა მათი, ყველაფერს მათ ანდობს, მნიშვნელოვან დავალებებს აკისრებს და დიდი ნდობა აქვს მათ მიმართ, იმდენად დიდი, რომ თავს იკავებს მათი გასხვლისგან იმის შიშით, რომ მათი ნეგატიურობა და გულგრილობა საქმეზე არ აისახოს. ანტიქრისტეები ძმებსა და დებს აფიქრებინებენ, რომ ისინი დაფასებული ადამიანები და მნიშვნელოვანი ფიგურები არიან ღვთის სახლსა და ეკლესიაში. რატომ სურთ მათ ძმებისა და დების თვალში ამგვარი ილუზიისა და ფასადის შექმნა? ეს იმიტომ ხდება, რომ მათ შეძლონ ადამიანთა მხრიდან პატივისცემისა და თაყვანისცემის მოპოვება, რათა დატკბნენ ეკლესიაში სტატუსის სიკეთეებით, მაღალი სტატუსითა და ხელსაყრელი მოპყრობით, იქამდეც კი, რომ ღვთის ადგილი დაიკავონ. ისინი ხშირად ეუბნებიან ძმებსა და დებს: „ღმერთი პირადად ვერ დაგელაპარაკებათ, ის ვერ ჩამოვა თქვენს დონეზე და პირადად ვერ აღასრულებს საქმეს; ის ვერ იცხოვრებს თქვენ გვერდით, და ვერ გაგიწევთ წინამძღოლობას ყველა იმ სხვადასხვა საკითხში, რომლებსაც თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებით. მაშ, ვინ შეასრულებს ამ კონკრეტულ დავალებებს? განა არა ჩვენნაირი წინამძღოლები და მუშაკები?“ მაშინ, როდესაც ისინი ყველაფერს აკეთებენ თავიანთი სტატუსის დასაცავად, ხშირად ამბობენ მსგავს რამეებს და გამოხატავენ ამგვარ აზრებს, რათა ძმებმა და დებმა სრულად და უპირობოდ ირწმუნონ და ენდონ მათ. რა არის მათი ამ საქციელის ბუნება? განა ეს არ არის ზემდგომის მოტყუება და მათი დაქვემდებარებულთათვის რაღაცების დამალვა? (დიახ.) ეს არის მათი მიდგომის ეშმაკური ნაწილი. ადამიანთა უმეტესობას მწირი სულიერი მონაცემები აქვს; მათ არ ესმით ჭეშმარიტება, არ ძალუძთ ანტიქრისტეების ამოცნობა და მხოლოდ ანტიქრისტეების მიერ შეცდომაში შეყვანისა და გამოყენების მსხვერპლნი ხდებიან. ანტიქრისტეები პირდაპირ რომ ცდილობდნენ ადამიანების შეცდომაში შეყვანას და ეთქვათ: „ზემდგომს ნამდვილად სჯერა ჩემი, ის ყველა საკითხში მისმენს“, ადამიანები შეიძლება ოდნავ ფრთხილად ყოფილიყვნენ და ცოტაოდენი გამჭრიახობა გამოეჩინათ მათ მიმართ, მაგრამ ანტიქრისტეები ასე პირდაპირ არ საუბრობენ. ისინი საუბრის გარკვეულ მანერას იყენებენ ადამიანთა შეცდომაში შესაყვანად და შეცდომით აფიქრებინებენ მათ, რომ ზემდგომს უეჭველად სჯერა მათი და ენდობა მათ, თუკი მათ წინამძღოლობის საქმე მიანდო. უგუნურები, რომლებსაც აკლიათ გარჩევის უნარი და არ ეძიებენ ჭეშმარიტებას, ეგებიან ამ მახეში და მიჰყვებიან მათ. და, როდესაც რამე ხდება, ეს უგუნურები არ ლოცულობენ ღვთის მიმართ, ან არ ეძიებენ ჭეშმარიტებას ღვთის სიტყვებში, ნაცვლად ამისა, ისინი მიდიან ანტიქრისტეებთან, სთხოვენ ანტიქრისტეებს, უჩვენონ მათ გზა და აურჩიონ მიმართულება. ეს არის ის მიზანი, რომლის მიღწევაც ანტიქრისტეებს სურთ თავიანთი ქმედებებით. ეკლესიაში რომ არ იყოს რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ესმით ჭეშმარიტება, რომლებიც ამოიცნობენ და გამოააშკარავებენ ანტიქრისტეებს, ადამიანთა უმეტესობა ბრმად დაუჯერებს მათ, თაყვანს სცემს და გაჰყვება მათ, და იცხოვრებს მათი კონტროლის ქვეშ. ეს ძალიან საშიშია! თუ ვინმე სამი ან ხუთი წლის განმავლობაში შეცდომაშია შეყვანილი და კონტროლდება ანტიქრისტეს მიერ, მისი სიცოცხლე დიდ ზარალს განიცდის. თუ ის შეცდომაშია შეყვანილი და კონტროლდება ანტიქრისტეს მიერ რვა ან 10 წლის განმავლობაში, მაშინ ის სრულად განადგურდება; მაშინაც კი, თუ მას საკუთარი თავის გამოსყიდვა მოუნდება, ამის შანსი აღარ ექნება.
ანტიქრისტეებს ხშირად შეცდომაში შეჰყავთ ადამიანები; ისინი იზიდავენ და აკონტროლებენ მათ იმის მტკიცებით, რომ ღვთის სახლში დაფასებული ადამიანები არიან, რომ ღმერთმა ისინი მნიშვნელოვან პოზიციებზე დანიშნა და რომ ღმერთი აფასებს და ენდობა მათ, რათა მიაღწიონ თავიანთ მიზანს — მუდამ დატკბნენ სტატუსით და ყოველთვის ჰქონდეთ გადამწყვეტი სიტყვის უფლება. რისი ეშინიათ ანტიქრისტეებს ყველაზე მეტად? მათ ყველაზე მეტად ეშინიათ თავიანთი სტატუსის დაკარგვისა და ცუდი რეპუტაციის ქონის. მათ ეშინიათ, რომ ძმები და დები იფიქრებენ, რომ ისინი არ ეძიებენ ჭეშმარიტებას, რომ მათ ძალიან მწირი სულიერი მონაცემები აქვთ და რომ არ გააჩნიათ სულიერი წვდომა, ან არ ასრულებენ არავითარ რეალურ საქმეს, და რომ მათ არ ძალუძთ არავითარი რეალური საქმის შესრულება. ეს არის ის, რისი მოსმენაც ანტიქრისტეებს ყველაზე მეტად აშინებთ. როდესაც ისინი ასეთ განცხადებებსა და მოსაზრებებს ისმენენ, პანიკა ეწყებათ და ბრაზდებიან კიდეც, ზოგჯერ იქამდეც კი მიდიან, რომ ისტერიკაში ვარდებიან და ამბობენ: „მწირი სულიერი მონაცემები მაქვს, ამიტომ მიდი და გამოიყენე ის, ვისი გამოყენებაც შეგიძლია; მე მაინც არ ძალმიძს ამ საქმის შესრულება! განა ღმერთი სამართლიანი არ არის? მისი მწამდა მთელი ამ წლების განმავლობაში, მივატოვე ოჯახი და კარიერა მის გამო და ამდენი ძალისხმევა გავიღე თქვენთვის, ჩემო ძმებო და დებო. რატომ არ შეგიძლიათ ერთი სამართლიანი სიტყვა მაინც თქვათ ჩემზე?“ ისინი ვეღარ უთმობენ ყურადღებას პირად რეპუტაციასა და სტატუსს და აღარც საკუთარი თავის დაფარვას ან თვალთმაქცობას ცდილობენ; მათი სიმახინჯე სრულად არის გამოაშკარავებული. ბრაზის გადმონთხევის შემდეგ ცრემლებს იწმენდენ და ფიქრობენ: „ოჰ, არა; თავი შევირცხვინე. პოზიციები უნდა დავიბრუნო!“ შემდეგ ისინი აგრძელებენ თვალთმაქცობას, აგრძელებენ კარგი ლოზუნგებისა და მოძღვრებების სწავლას, მოსმენას, კითხვას, ქადაგებასა და ადამიანთა შეცდომაში შეყვანას. ისინი გრძნობენ, რომ უნდა გადაარჩინონ თავიანთი რეპუტაცია და სტატუსი; იმედოვნებენ, რომ ერთ დღეს, როდესაც არჩევნების დრო მოვა, ძმები და დები კვლავ იფიქრებენ მათზე, გაიხსენებენ მათ მიერ გაკეთებულ კარგ საქმეებს, გაიხსენებენ მათ მიერ გაღებულ საფასურს და იმას, რაც მათ თქვეს. ეს აბსოლუტურად უსირცხვილო საქციელია, არა? მათი ძველი ბუნება საერთოდ არ შეცვლილა, არა? ანტიქრისტეები რატომ არასოდეს არ იცვლებიან? ეს განისაზღვრება მათი ბუნება-არსებით, მათ არ შეუძლიათ შეცვლა; ისინი უბრალოდ ასეთები არიან. როდესაც მათი ამბიციები და სურვილები სრულად გაქარწყლდება, ისტერიკაში ვარდებიან და შემდეგ ბევრად უფრო დამჯერები ხდებიან. ცოტა ხნის წინ ვიკითხე, თუ როგორ იყო ერთი ადამიანი და ზოგიერთმა ძმამ და დამ თქვა, რომ ის ძალიან დამჯერი იყო. რას ნიშნავდა „დამჯერი“? ეს ნიშნავდა, რომ ის ბოლო დროს ბევრად უკეთ იქცეოდა და ბევრად უკეთ მოქმედებდა, ვიდრე ადრე; ის აღარ ქმნიდა პრობლემებს, თავს არ ესხმოდა ადამიანებს და არ იბრძოდა სტატუსისთვის; ის სწავლობდა, როგორ ესაუბრა ადამიანებთან უფრო რბილად, მოკრძალებულად და მშვიდად. და ის იყენებდა სწორ სიტყვებს სხვათა დასახმარებლად და თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში განსაკუთრებულ მზრუნველობასა და ყურადღებას იჩენდა სხვა ადამიანების მიმართ. თითქოს ის სრულიად ახალ ადამიანად გარდაიქმნა. მაგრამ მართლა ასე იყო? არა. მაშ, რა იყო ეს მოქმედებები? (გარეგნული კარგი საქციელი.)
მას შემდეგ, რაც ზოგიერთი ანტიქრისტე გამოაშკარავდება და მათი ყველა ბოროტი საქმე ნათელი გახდება, როდესაც ისინი ხედავენ ძმებსა და დებს, ამბობენ: „ვგრძნობ, რომ ბოლო დროს ღმერთმა გამანათლა და ნათელი მომფინა; ძალიან კარგ მდგომარეობაში ვარ. ღრმა სიძულვილს ვგრძნობ ჩემი წინა ქმედებების მიმართ და ვერასოდეს შევძლებ დავივიწყო ან შევეგუო იმ დანაკარგებს, რომლებიც ჩემს ძმებსა და დებს მივაყენე. ძალიან დამწუხრებული ვარ“. ამის თქმისას ისინი ტირილს იწყებენ და ინიციატივასაც კი იჩენენ, რომ სთხოვონ ძმებსა და დებს მათი გასხვლა და ამბობენ: „ნუ იდარდებთ იმაზე, რომ სუსტი ვარ. თუ დაინახავთ, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ, მაშინ გამსხალით, შემიძლია ამის მიღება — შემიძლია ამის მიღება ღმერთისგან; არ ჩავიდებ ბოღმას თქვენ მიმართ“. ისინი ძმებისა და დების მიერ გასხვლის ჯიუტად უარყოფის, წინააღმდეგობის გაწევის, ურჩობის, საკუთარი თავის გამართლების, კამათისა და წყენით სავსე მდგომარეობიდან გადავიდნენ გასხვლის აქტიურ ძიებაზე. ეს დამოკიდებულების საკმაოდ სწრაფი ცვლილებაა, არა? ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი სინანულს გრძნობენ? ამ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ მათ გეზი შეიცვალეს, ამიტომ უნდა გასხლა ისინი. ამან შეიძლება მათ საშუალება მისცეს, გააცნობიერონ წარსულში ჩადენილი შეცდომები და დაეხმაროს მათ საკუთარი თავის შეცნობაში. იმ მომენტში უნდა დაეხმარო მათ გარკვეული გულწრფელობის გამოვლენით და უთხრა: „ვხედავ, რომ ბოლო დროს საკმაოდ კარგად იქცევი. გულწრფელად დაგელაპარაკები. თუ რასაც ვიტყვი, არასწორი იქნება და შენთვის მიუღებელი, ყურადღებას ნუ მიაქცევ; თუ გჯერა, რომ ის, რასაც ვამბობ, სწორია, მაშინ მიიღე ის ღვთისგან. ჩემი განზრახვაა დაგეხმარო, და არა ის, რომ წაქცეულს დაგარტყა ან თავს დაგესხა. მოდი, გული გადავუშალოთ ერთმანეთს და თანაზიარება ვიქონიოთ. მაშინ, როდესაც წინამძღოლად მსახურობდი, ამაყად დააბიჯებდი და უარს ამბობდი შეცდომების აღიარებაზე; გარეგნულად რომც გეღიარებინა ზოგიერთი მათგანი, სინამდვილეში გულის სიღრმეში არ იღებდი დანაშაულს; მოგვიანებით, როდესაც იმავე სახის პრობლემას აწყდებოდი, მაინც ისევე იქცეოდი, როგორც ადრე. მოდი, ვისაუბროთ იმ ბოლო ინციდენტზე, მაგალითად. იმის გამო, რომ უპასუხისმგებლო იყავი, რაღაც არასწორად წავიდა და დიდი ზარალი მიადგა ღვთის სახლის ქონებას. შენმა უპასუხისმგებლობამ ასევე გამოიწვია მრავალი ძმისა და დის დაკავება და ციხეში ჩასმა; მათ ამისთვის ზღვეს. განა არ ფიქრობ, რომ პასუხი უნდა აგო ამაზე? უშუალოდ შენ იყავი პასუხისმგებელი ამ ინციდენტზე, ამიტომ უნდა წარდგე ღვთის წინაშე, აღიარო ცოდვები და მოინანიო. თუ აღიარებ შეცდომას, ღმერთი ამას უარეს შემთხვევაში გადაცდომად ჩათვლის და ეს გავლენას არ მოახდენს შენ მიერ მომავალში ჭეშმარიტების ძიებაზე. ძმები და დები ასევე შეძლებენ სათანადოდ მოგექცნენ და აღგიქვან ღვთის სახლის წევრად; ისინი არ გაგრიყავენ ან თავს არ დაგესხმიან. მართალია, რომ ადამიანის ცხოვრებაშითან დაკავშირებით ყველაფერი ღვთის ხელშია, მაგრამ თუ არასოდეს ეძიებ ჭეშმარიტებას, მაშინ უეჭველად შეგიძულებს და მიგატოვებს ღმერთი, რის შემდეგაც განადგურების სამიზნე გახდები. თუ მიიღებ და დაემორჩილები ღვთის საქმეს და შეძლებ ჭეშმარიტად მონანიებას, ღმერთი არ გაიხსენებს შენს წარსულ გადაცდომებს და კვლავ იქნები ღვთის წინაშე ჭეშმარიტების მაძიებელი ადამიანი. ჩვენ არ ვითხოვთ მის პატიებას ან შენდობას, მაგრამ სულ მცირე, უნდა გავაკეთოთ ის, რაც ადამიანს მოეთხოვება; ეს არის თითოეული ქმნილების პასუხისმგებლობა და მოვალეობა; ეს არის გზა, რომლითაც ყველამ უნდა ვიაროთ“. ეს ჭეშმარიტი სიტყვებია, არა? არის მათში რაიმე დაცინვა ან ეშმაკობა? არის მათში რაიმე სარკაზმი ან აბუჩად აგდება? (არა.) ეს უბრალოდ გულწრფელი სიტყვებია, ნათქვამი მშვიდად და ადამიანების დახმარებისა და დამოძღვრის პრინციპის შესაბამისად. ეს სიტყვები სწორია; მათში არის პრაქტიკის გზაც და საძიებელი ჭეშმარიტებაც. თუმცა ძალუძთ ანტიქრისტეებს ამ სიტყვების მიღება? შეუძლიათ მათ ჩაწვდნენ და პრაქტიკაში გამოიყენონ ისინი, როგორც ჭეშმარიტება? (არ ძალუძთ.) როგორ უპასუხებენ ისინი ამ სიტყვებს? „ახლაც კი, თქვენ ყველანი უბრალოდ ებღაუჭებით ჩემს შეცდომას და უარს ამბობთ მის დავიწყებაზე, ხომ? ღმერთსაც კი არ ახსოვს ადამიანების გადაცდომები, მაშ მუდამ რატომ ქექავთ ჩემსას? ამბობთ, რომ გსურთ გულწრფელად მესაუბროთ და რომ მეხმარებით. რა სახის დახმარებაა ეს? ეს აშკარად წარსულზე ჩაციკვლისა და ჩემთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მცდელობაა. თქვენ უბრალოდ ცდილობთ მაიძულოთ პასუხისმგებლობის აღება, არა? მარტო მე ვარ პასუხისმგებელი იმ ინციდენტზე? ყოველივე ღვთის ხელშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არის პასუხისმგებელი. როდესაც ის ინციდენტი მოხდა, რატომ არ მოგვცა ღმერთმა რაიმე მინიშნება ამის შესახებ? განა ეს ღვთის მიერ არ არის მოწყობილი? მაშ, როგორ შეგიძლიათ დამადანაშაულოთ?“ ეს მათი ნამდვილი ფიქრებია, არა? რაში მდგომარეობს მათი პრობლემა? გარეგნულად თითქოს მათ გეზი შეიცვალეს და უფრო თავმდაბლები გახდნენ; ისინი ბევრად უფრო დამჯერები ჩანდნენ, ვიდრე ადრე იყვნენ, თითქოს აღარ ესწრაფვოდნენ სტატუსსა და რეპუტაციას და თითქოს შეეძლოთ მშვიდად დამსხდარიყვნენ, ესაუბრათ და გული გადაეშალათ. მაშ, როგორ ძალუძთ მათ კვლავაც მსგავსი რამის თქმა? რა პრობლემა შეიძლება დავინახოთ ამაში? (ის, თუ როგორ იქცეოდნენ ისინი, უბრალოდ ილუზია იყო, რომელიც მათ შექმნეს, რათა პოზიციები დაებრუნებინათ.) კიდევ რა? (ისინი საერთოდ არ იცნობენ ჭეშმარიტად საკუთარ თავს და ეს არ არის ნამდვილი სინანულის გამოვლინება. ეს უბრალოდ ერთგვარი თვალთმაქცური საქციელია. როდესაც სხვა ადამიანებს აქვთ მათთან თანაზიარება თავიანთ პრობლემებზე, მათ კვლავ არ ძალუძთ ჭეშმარიტების მიღება. აშკარაა, რომ მათი ბუნება-არსება მტრულად არის განწყობილი ჭეშმარიტების მიმართ.) ამასთან მიმართებაში ორი პუნქტი ძალიან ნათელია. პირველ რიგში, როდესაც ანტიქრისტე კარგავს თავის სტატუსს, მისი ერთ-ერთი მდგომარეობაა: „მთავარია გადავრჩე და შანსი კიდევ მომეცემა“ — ის ყოველთვის მზად არის პოზიციების დასაბრუნებლად. მეორე პუნქტი არის ის, რომ იმ მცდარ გზასთან დაკავშირებით, რომელსაც ადრე ადგნენ და იმ გადაცდომებთან დაკავშირებით, რომლებიც მათ ჩაიდინეს, ანტიქრისტეები აბსოლუტურად არასოდეს მიმართავენ ჭეშმარიტ თვითრეფლექსიას. არ აღიარებენ საკუთარ შეცდომებს და არ მიიღებენ ჭეშმარიტებას, მით უმეტეს, თავიანთი ბოროტმოქმედების ფაქტებიდან გამომდინარე არ შეეცდებიან საკუთარი არსის გააზრებას ან იმის გარკვევას, თუ როგორ იმოქმედონ ჭეშმარიტების შესაბამისად. როდესაც მათ ათავისუფლებენ და კარგავენ სტატუსს, ისინი არ ფიქრობენ: „ზუსტად რა გავაკეთე არასწორად? როგორ უნდა მოვინანიო? თუ მსგავსი რამ განმეორდება, როგორ უნდა მოვიქცე, რათა ღვთის განზრახვის შესაბამისად ვიმოქმედო?“ მათ არ აქვთ საკუთარი თავის შეცვლის ეს დამოკიდებულება. რომც გაისხლან და დითხოვონ, ისინი მაინც არ მობრუნდებიან და არ დაიწყებენ ჭეშმარიტების, პრაქტიკის გზის ძიებას ან არ შეცვლიან ძიების მიმართულებას. რაოდენ დიდი დანაკარგიც არ უნდა მოუტანონ ღვთის სახლს და რამდენადაც არ უნდა დაეცნენ, არასოდეს აღიარებენ თავიანთ ცოდვებს. საკუთარი წარუმატებლობები არ აიძულებს მათ, ეძიონ ჭეშმარიტება მომავალში; ნაცვლად ამისა, ისინი გეგმავენ, თუ რისი გაკეთება ძალუძთ ყოველივეს გადასარჩენად და დაკარგული სტატუსის აღსადგენად. ეს არის ის ორი პუნქტი. პირველი არის ერთგვარი მდგომარეობა, რომელიც მათ აქვთ სტატუსის დაკარგვის შემდეგ, რაც წარმოადგენს მუდმივ მზადყოფნას პოზიციების დასაბრუნებლად. მეორე პუნქტი კი არის მათი უარი მცდარი გზის აღიარებასა თუ გააზრებაზე, რომელსაც ადგნენ. საკუთარი მცდარი გზის გაუაზრებლობა მხოლოდ მეორე პუნქტის მხოლოდ ერთი ნაწილია; გარდა ამისა, ისინი აბსოლუტურად არ მოინანიებენ ჭეშმარიტად, არც ჭეშმარიტებას მიიღებენ და რა თქმა უნდა, არ აანაზღაურებენ იმ ზიანს, რომელიც მათ ღვთის სახლს მიაყენეს სინანულით აღსავსე გულებით. ისინი საერთოდ არ იფიქრებენ იმაზე, თუ როგორ გარდაიქმნან, როგორ შეიცვალონ იმ ადამიანებიდან, რომლებიც არ ეძიებენ ჭეშმარიტებას, იმ ადამიანებად, რომლებიც ეძიებენ და პრაქტიკაში იყენებენ ჭეშმარიტებას. ეს ორი პუნქტი ცხადყოფს, რომ ანტიქრისტეები ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ და ბუნებით უკეთურნი არიან; ისინი განსაკუთრებით კარგად ახერხებენ საკუთარი თავის შენიღბვას და გარემოსთან ადაპტირებას, ქამელეონების მსგავსად. მათ აქვთ ცვალებადი არსი და გულის სიღრმეშიმათი სწრაფვა სტატუსისკენ და მათი ამბიციები და სურვილები არასოდეს ნელდება და არც არასოდეს შეიცვლება. ვერავინ შეცვლის ამ ადამიანებს. ამ გამოვლინებებზე დაკვირვებით რა არის ამგვარი ადამიანის ბუნება-არსება? არის ანტიქრისტე ძმა ან და? არის ანტიქრისტე ნამდვილი ადამიანი? (არა.) თუ თქვენ ამ ადამიანებს ძმებად და დებად აღიქვამთ, განა ეს არ ნიშნავს, რომ სერიოზულად უგუნურები ხართ? ეს გამოვლინებები ანტიქრისტეს არსის გამოვლენაა. როდესაც ანტიქრისტეებს არ გააჩნიათ სტატუსი, ისინი ამ მდგომარეობაში იმყოფებიან; მათი გულისნადები, რას ავლენენ ისინი, როგორ იქცევიან გარეგნულად და როგორია მათი გულის სიღრმეში არსებული დამოკიდებულება ჭეშმარიტებისა თუ საკუთარი გადაცდომების მიმართ ასეთია და მათი თვალსაზრისი არასდროს შეიცვლება. რაოდენ ბევრი თანაზიარება არ უნდა გქონდეს მათან ჭეშმარიტებაზე ან ესაუბრო პრაქტიკის სწორ, პოზიტიურ გზებზე, ისინი არასოდეს მიიღებენ მას ჭეშმარიტად გულის სიღრმეში; ნაცვლად ამისა, ისინი შეეწინააღმდეგებიან მას. იმასაც კი იფიქრებენ: „კარგი, აღარ მაქვს სტატუსი, ამიტომ რასაც ვამბობ, არ ითვლება. აღარავინ მიჭერს მხარს; თქვენ უბრალოდ გსურთ ჩემი აბუჩად აგდება და ჭკუის სწავლება. გაქვს კი უფლება, ჭკუა მასწავლო? ვინ გგონია შენი თავი? როდესაც წინამძღოლი გავხდი, შენ ჯერ კიდევ არ გქონდა სიარული ნასწავლი! განა ჩემგან არ ისწავლე ის, რაზეც მეუსაბრები? კიდევ აქეთ მარიგებ ჭკუას. ნამდვილად არ იცი შენი ადგილი სამყაროში!“ ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ გარკვეული სტაჟი რათა გასხლან ისინი, დაელაპარაკონ ან გულწრფელი საუბარი ჰქონდეთ მათთან. რა არსებები არიან ეს ადამიანები? მხოლოდ ანტიქრისტეებს შეუძლიათ მსგავსი რამის თქმა; ჩვეულებრივი ადამიანები და ისინი, ვისაც სირცხვილის გრძნობა და ცოტაოდენი გონიერება გააჩნიათ, ამას არასოდეს იტყოდნენ. თუ ვინმე ქადაგებას გიკითხავთ, მშვიდად და გულწრფელად გესაუბრებათ, მიგითითებთ თქვენს პრობლემებზე და რჩევებს გაძლევთ, შეძლებდით ამის მიღებას? ანტიქრისტეს მსგავსი აზროვნება გექნებოდათ? მაგალითად, ვთქვათ, 10 წელია მორწმუნე ხარ, მაგრამ არასოდეს გიმსახურია წინამძღოლად. სხვა ადამიანი მხოლოდ ორი წელია მორწმუნეა, მაგრამ შენზე მაღალი სტატუსი აქვს და ს გაღიზიანებს. ვთქვათ, 20 წლის მანძილზე გწამდა ღმერთი და ბოლოს, როგორც იქნა, რაიონის წინამძღოლი გახდი. სხვა კი მხოლოდ ხუთი წლის რწმენის შემდეგ ხდება რეგიონის წინამძღოლი, შენი ხელმძღვანელობა ევალება და შენთვის ამის შეგუება რთულია. თუ ის გსხლავს, თავს უხერხულად გრძნობ, და მაშინაც კი, თუ მართებულად გსხლავს, მაინც არ გსურს ამის მიღება. ოდესმე გქონიათ ამგვარი დამოკიდებულება ან გამოვლინებები? (დიახ.) ეს ანტიქრისტეს ხასიათია. ფიქრობ, რომ მხოლოდ ანტიქრისტეებს აქვთ ანტიქრისტეს ხასიათი? ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ანტიქრისტეს ხასიათი აქვს, საფრთხეშია; ის შეიძლება დაადგეს ანტიქრისტეს გზას და ამ ხასიათმა შეიძლება გაანადგუროს იგი. სწორედ ასეა საქმე. როდესაც თანაზიარება გვაქვს და ვაანალიზებთ ანტიქრისტეს არსს, ეს ასევე მოიცავს იმ ადამიანებს, რომლებსაც ანტიქრისტეს ხასიათი აქვთ. თქვენი აზრით, ამაში ადამიანთა უმცირესობა შედის თუ უმრავლესობა? თუ ეს ყველას მოიცავს? (ეს ყველას მოიცავს.) სწორია, რადგან ანტიქრისტეს ხასიათი სატანის ხასიათია და ყველა გახრწნილ ადამიანს სატანის ხასიათი აქვს. ახლა ჩვენ მცირედი თანაზიარება გვქონდა იმ თემაზე, თუ როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები გასხვლას. უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, შეიძლება რამდენიმე კონკრეტული მაგალითის მოყვანა. ამას თქვენ მოგანდობთ, რათა თანაზიარება იქონიოთ თქვენს შეკრებებზე. თანაზიარებისას მუდამ ნუ ისაუბრებთ იმაზე, თუ როგორები არიან სხვები. რა თქმა უნდა, სხვათა გამოვლინებებზე თანაზიარება გარდაუვალია, მაგრამ ძირითადად საკუთარ გამოვლინებებზე უნდა გქონდეთ თანაზიარება. თუ საკუთარ თავში იპოვით ისეთ გამოვლინებებს თუ აღმოჩენებს, რომლებიც ანტიქრისტეს ხასიათთანაა დაკავშირებული, ეს სასარგებლო და კეთილისმომტანი იქნება თქვენი თვითშემეცნებისთვის და დაგეხმარებათ ამ ხასიათისგან გათავისუფლებაში.
ჩვენ ადრეც ვაწარმოეთ თანაზიარება ანტიქრისტეს ხასიათის სხვადასხვა გამოვლინებაზე —შეგიძლიათ ახლა საკუთარი თავი შეადარო მას? შეძელით გარკვეული გაგების მიღწევა? შეგიძლიათ ზოგიერთი რეალური პრობლემის გადაჭრა? იმის მიუხედავად თქვენი გახრწნილი ხასიათის რომელ ასპექტს შეცვლით, ეს ყოველივე მიიღწევა ჭეშმარიტების გააზრების, საკუთარი მდგომარეობის ჭეშმარიტებასთან დაკავშირებისა და შემდეგ საკუთარი თავის შეცნობის საფუძველზე. შესაბამისად, გახრწნილი ხასიათის სხვადასხვა გამოვლინების ამოცნობისა და გაანალიზების უნარი არის გზა, რომელიც უნდა გაიაროთ, როდესაც საქმე ეხება საკუთარი თავის შეცნობასა და ხასიათის შეცვლის მიღწევას. უკვე გაიგეთ ეს საკითხი? ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება ვერ გაიგო და ფიქრობს: „მუდამ გაქვს თანაზიარება ამ თემებსა და საკითხებზე; არასოდეს საუბრობ რაიმე ღრმა ჭეშმარიტებაზე ან არ აცხადებ რაიმე ღრმა საიდუმლოს. ეს ისეთი მოსაწყენი და დამღლელია! რა კავშირი აქვს ამ საკითხებს, რაზეც თანაზიარება გაქვს, ჩვენს ცათა სასუფეველში შესვლასთან, დიდი კურთხევის მიღებასა და მომავალში სრულყოფასთან?“ ეს ადამიანები ვერასოდეს აცნობიერებენ ამას; ამ საკითხების მოსმენისას მათ ეძინებათ. ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ სულიერი წვდომა, ვერ იგებენ ამას; მათ არ ესმით ადამიანის ის სხვადასხვა მდგომარეობა, რომელსაც თითოეული ჭეშმარიტება ეხება, ან სხვადასხვა ჭეშმარიტებას შორის არსებული კავშირები. მათ არ ესმით ეს საკითხები. რაც უფრო დეტალურ განმარტებას აძლევ, მით უფრო იბნევიან, ნაკლებს იგებენ და ამიტომ მათ ყოველთვის ეძინებათ. როდესაც შეკრება იწყება, ისინი მღერიან და ცეკვავენ და არ ეძინებათ, რაოდენ მოსაწყენი ან ერთფეროვანიც არ უნდა იყოს წესები და ცერემონიები. თუმცა, როგორც კი ჭეშმარიტებასა და ადამიანების სხვადასხვა მდგომარეობაზე თანაზიარებას შეუდგები, ისინი თვლემას იწყებენ. რა ემართებათ ადამიანებს, რომლებსაც მუდამ ასე ეძინებათ? განა ისინი არ გამოაშკარავდნენ? ეს ჭეშმარიტების სიყვარულის არქონის გამოვლინებაა, არა? როდესაც საქმე ეხება სულიერ გზაზე შედგომასთან დაკავშირებული სხვადასხვა ჭეშმარიტების დეტალებს, ადამიანები, რომლებიც ნამდვილად ეძიებენ ჭეშმარიტებას და გარკვეულ სულიერ მონაცემებს ფლობენ, რაც უფრო მეტს ისმენენ მათ შესახებ, მით უფრო უკეთ იგებენ; ხოლო ისინი, ვისაც არ უყვართ ჭეშმარიტება და არ გააჩნიათ სულიერი წვდომა, მით უფრო იბნევიან, რაც უფრო მეტს ისმენენ მათ შესახებ. რაც უფრო მეტს ისმენენ მათ შესახებ, მით უფრო მოსაწყენად ეჩვენებათ ისინი,და რამდენსაც არ უნდა უსმენდნენ, მაინც იმავეს გრძნობენ; ისინი მათში გზას ვერ ხდავენ. გრძნობენ, რომ სულიერ გზაზე შედგომასთან დაკავშირებული საკითხები სინამდვილეში არც ისე რთულია, ამიტომ არ არის საჭირო მათზე ამდენი თანაზიარება. სწორედ ასეთები არიან ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ სულიერი წვდომა. ხასიათის შეცვლა უამრავ ჭეშმარიტებას მოიცავს. თუკი საკუთარი ხასიათის შეცვლის ძიების გზაზე ადამიანები დროსა და ძალისხმევას არ დახარჯავენ თითოეულ ჭეშმარიტებაზე, არ მიაღწევენ თითოეული ჭეშმარიტების გაგებას, წვდომასა და შეცნობას, და არ იპოვიან პრაქტიკის გზას, მაშინ ისინი საერთოდ ვერ შეძლებენ ვერცერთ ჭეშმარიტებაში შესვლას. რა არის ის გზა, რომლითაც ადამიანებს ძალუძთ ღვთის შეცნობა? ეს არის ყველა სხვადასხვა ჭეშმარიტების გაგება და მათში შესვლა; ეს ერთადერთი გზაა. უფრო მეტიც, თითოეული ჭეშმარიტება არ არის რაიმე სახის თეორია, ცოდნა ან ფილოსოფია; ის ეხება ადამიანთა სიცოცხლესა და მათი არსებობის მდგომარეობას, იმ მდგომარეობებს, რომლებშიც ისინი იმყოფებიან და იმ საკითხებს, რომლებზეც ისინი ყოველდღიურად ფიქრობენ, და იმ სხვადასხვა მოსაზრებას, იდეას, განზრახვასა და დამოკიდებულებას, რომლებიც მათ თავიანთი გახრწნილი არსის ბატონობის ქვეშ გააჩნიათ. ასე რომ, ეს არის თემები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. როდესაც გაიაზრებ მათ, დაუკავშირებ საკუთარ თავს, იპოვი პრაქტიკის პრინციპებს და შეიცნობ იმ სხვადასხვა მდგომარეობასა და თვალსაზრისს, რომლებსაც შენი სხვადასხვა ხასიათი განაპირობებს, ჭეშმარიტად გაიგებ იმ ჭეშმარიტებებს, რომლებიც მათ უკავშირდება და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ ზუსტად იმოქმედო ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად. თუ სიტყვებს მხოლოდ სიტყვასიტყვით იგებ და როდესაც ხედავ ღვთის მიერ ანტიქრისტეების ეგოიზმისა და სისაძაგლის გამოაშკარავებას, ფიქრობ: „ანტიქრისტეები ეგოისტები და საზიზღრები არიან, მაგრამ მე საკმაოდ უანგარო ვარ; ბევრი სიყვარული მაქვს გასაცემი, შემწყნარებელი ვარ, მეცნიერთა ოჯახში დავიბადე, მივიღე უმაღლესი განათლება და ჩემზე გავლენა მოახდინეს ცნობილმა ფიგურებმა და შედევრებმა, არ ვარ ეგოისტი ადამიანი“ — არის ამ სიტყვების წარმოთქმა ჭეშმარიტების მიღება? არის ეს საკუთარი თავის შეცნობა? სრულიად აშკარაა, რომ არ გესმის ეს კონკრეტული ჭეშმარიტება ან ის სხვადასხვა მდგომარეობა, რომელსაც ეს კონკრეტული ჭეშმარიტება მოიცავს. როდესაც გაიგებ ღვთის მიერ ნათქვამ და გამოაშკარავებულ სხვადასხვა მდგომარეობას, რომელსაც გარკვეული ჭეშმარიტება მოიცავს და შეძლებ მათ საკუთარ თავთან შედარებასა და პრაქტიკის ზუსტი პრინციპების პოვნას, დაადგები ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენების გზას და შეხვალ ჭეშმარიტება-რეალობაში. თუ ეს არ გაგიკეთებია, მაშინ მხოლოდ მოძღვრება გაგიგია და არა ჭეშმარიტება. ეს ჰგავს თემას იმის შესახებ, თუ როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები გასხვლას, რომელზეც ახლახან ვისაუბრეთ. სხვადასხვა მდგომარეობა, გამოვლინება და გამოცხადება, რომლებზეც ჩვენ თანაზიარება გვქონდა, ყოველივე კავშირშია ანტიქრისტეს ბუნება-არსებასა და ხასიათთან. რამდენი გესმის აქედან? რამდენი მათგანი დაუკავშირე საკუთარ მდგომარეობას? არის თუ არა ამ თემაში შემავალი გამონათქვამები, დეტალები და მდგომარეობები, რომლებიც გაიაზრე, სხვა ადამიანებთან ან შენთან დაკავშირებული? გაქვს თავად რაიმე კავშირი ამ მდგომარეობებთან? ჭნამდვილად დაუკავშირე ისინი საკუთარ თავს, თუ უბრალოდ უხალისოდ აღიარე და დაეთანხმე მათ? ეს დამოკიდებულია შენს წვდომასა და შენს დამოკიდებულებაზე ჭეშმარიტების მიმართ. ამ მდგომარეობების საკუთარ თავთან დაკავშირება მხოლოდ წინაპირობაა იმისა, რომ შეძლო ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება; ეს არ ნიშნავს, რომ უკვე დაიწყე მისი პრაქტიკაში გამოყენება. თუმცა, თუ არ ძალგიძს ამ მდგომარეობების საკუთარ თავთან დაკავშირება, მაშინ აბსოლუტურად არავითარი კავშირი არ გექნება ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებასთან. ასეთ შემთხვევაში როდესაც ქადაგებებს უსმენ, რას გაიგონებ? უბრალოდ ითვალთმაქცებ; თავს მოაჩვენებ, თითქოს ღმერთი გწამს, მაგრამ სინამდვილეში არ იმოქმედებ მისი სიტყვების შესაბამისად და ვერ შეძლებ მისი სიტყვების რეალობაში შესვლას.შენ იქნები უბრალოდ გარეშე პირი, მომსახურე ობიექტი, ანტაგონისტი.. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა დაუკავშიროთ საკუთარი მდგომარეობა ამ მდგომარეობებს და როგორ უნდა გააანალიზოთ სხვადასხვა მდგომარეობა, რომლებიც უკავშირდება იმ საკითხებს, რაც მე ვთქვი, ეს დამოკიდებულია თქვენს საკუთარ ცოდნაზე. ერთადერთი, რისი გაკეთებაც ძალმიძს, არის ის, რომ გითხრათ და გაგაგონოთ ეს სიტყვები, დანარჩენისთვის კი თქვენ თავად მოგიწევთ ძალისხმევის გაღება. შეძლებთ თუ არა ამ სიტყვების მიღებას, დამოკიდებულია თქვენს დამოკიდებულებაზე. ზოგიერთი ადამიანი შეუვალია თავისი გულის სიღრმეში; ისინი მუდამ თვალთმაქცობენ და ცდილობენ დაიცვან პირადი სტატუსი და რეპუტაცია. მათ აშკარად აქვთ პრობლემები, მაგრამ ვერ ხედავენ და არ აღიარებენ მათ; უფლებას აძლევენ საკუთარ თავს, სხვები გამოააშკარაონ და გააანალიზონ. შედეგად, ეს სხვა ადამიანები სარგებელს იღებენ ამისგან, ხოლო თავად ისინი - ვერაფერს. ეს ხალხი უგუნურია, არა? ეს უგუნური ქცევაა. ქადაგების მოსმენის მიზანი არის არა იმის სწავლა, თუ როგორ ამოიცნო სხვა ადამიანები ან სხვების ნაცვლად მოისმინო, არამედ ის, რომ თავად შეძლო ნათქვამის მოსმენა და მიღება. უსმენ ღვთის სიტყვებს, ჭეშმარიტებასა და ქადაგებებს, და ამ ყველაფრიდან იგებ ჭეშმარიტებას, იღებ სიცოცხლეს და აღწევ ხასიათის შეცვლას. აქვს ამას რაიმე კავშირი სხვა ადამიანებთან? ეს სიტყვები შენ გეხება. თუ ამგვარ დამოკიდებულებას გამოჩენ, მაშინ ამ სიტყვებმა შეიძლება შეგცვალოს, გახდეს შენი რეალობა და მოგცეს ხასიათის შეცვლის საშუალება.
ამ პირველ თემასთან მიმართებაში ჩვენ ვისაუბრეთ იმის სხვადასხვა გამოვლინებაზე, თუ როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები გასხვლას. ერთი მხრივ, ამ თემაზე თანაზიარება გეხმარებათ ყველას, გაიგოთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ ანტიქრისტეებს და მათი ბუნება-არსების გამოვლინებები, როდესაც საქმე ამ საკითხს ეხება; მეორე მხრივ, ის გაძლევთ გარკვეულ პოზიტიურ მითითებებსა და გაფრთხილებებს. დანარჩენ პრობლემებზე თანაზიარება და მათი გადაჭრა თავად შეგიძლიათ; ეს თქვენი საქმეა.
2. როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები მათ, ვინც მათზე ძლიერია
როდესაც საქმე ეხება ანტიქრისტეების სურვილს, დაიცვან პირადი რეპუტაცია და სტატუსი, ისინი არა მხოლოდ მაშინ ავლენენ და აჩვენებენ თავიანთ ბუნება-არსებას, როდესაც მათ სხლავენ — ანტიქრისტეები მრავალ სხვა სახის სიტუაციასა და საკითხსაც აწყდებიან. ამიტომ მეორე თემა, რომელზეც თანაზიარება გვექნება, არის ის, თუ როგორ ინარჩუნებენ ანტიქრისტეები თავიანთ სტატუსსა და რეპუტაციას ადამიანთა ჯგუფებში. ადამიანთა ჯგუფში ყოფნისას რა ქცევებს ავლენენ ანტიქრისტეები, რაც ცხადყოფს, რომ ყველაფერში, რასაც აკეთებენ, ცდილობენ დაიცვან პირადი რეპუტაცია და სტატუსი? ნათელია თუ არა ეს თემა? მისი მასშტაბი დიდია თუ მცირე? არის თუ არა ის ნიშანდობლივი? (ის ნიშანდობლივია.) ეს თემა უშუალოდ უკავშირდება ანტიქრისტეების ბუნება-არსებას. რა გამოვლინებებს აჩვენებენ ანტიქრისტეები ადამიანთა ჯგუფებში ცხოვრებისას? რა სახის დამოკიდებულება აქვთ და რა ქმედებებს იყენებენ თავიანთი რეპუტაციისა და სტატუსის დასაცავად? პირველ რიგში, თუ ანტიქრისტეებს არ აქვთ სტატუსი, არიან თუ არა კვლავ ანტიქრისტეები? (დიახ.) ნათლად უნდა გესმოდეთ ეს კონცეფცია. ნუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ სტატუსის მქონე ადამიანებს შეუძლიათ ფლობდნენ ანტიქრისტეების არსს და იყვნენ ანტიქრისტეები ან რომ ჩვეულებრივი ადამიანები სტატუსის გარეშე არ არიან ანტიქრისტეები. რეალურად მასშტაბი საკმაოდ დიდია. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ანტიქრისტეს არსს ატარებს, მაინც ანტიქრისტეა მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა სტატუსი და არის თუ არა წინამძღოლი ან ჩვეულებრივი მორწმუნე; ეს განისაზღვრება მისი არსით. მაშ, რა გამოვლინებები აქვთ ანტიქრისტეების არსის მქონე ადამიანებს, როდესაც ჩვეულებრივი მიმდევრები არიან? ბუნება-არსების რომელი გამოვლინებები წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას იმისა, რომ სინამდვილეში, ანტიქრისტეები არიან? პირველ რიგში, მოდით, შევხედოთ, როგორ ცხოვრობენ ისინი ადამიანთა ჯგუფებში, როგორ ეპყრობიან სხვებს, როგორ უმკლავდებიან საქმეებს, და რა დამოკიდებულებას იჩენენ ჭეშმარიტების მიმართ. ის, რაზეც ყველაზე მეტად უნდა გვქონდეს თანაზიარება, არ არის ის, თუ რას ჭამენ ანტიქრისტეები, რას იცვამენ, სად ცხოვრობენ ან როგორ გადაადგილდებიან, არამედ ის, თუ როგორ იცავენ თავიანთ რეპუტაციასა და სტატუსს ჯგუფებში ყოფნისას. მაშინაც კი, თუ ჩვეულებრივი მორწმუნეები არიან, მაინც მუდმივად ცდილობენ დაიცვან თავიანთი რეპუტაცია და სტატუსი, მუდმივად ავლენენ ამგვარ ხასიათსა და არსს და ამგვარ საქმეებს სჩადიან. ამიტომ ეს გვაძლევს საშუალებას, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ანტიქრისტეების ხასიათისა და არსის გაგებაში. მიუხედავად იმისა, გააჩნიათ თუ არა ანტიქრისტეებს სტატუსი და როდის ან სად იმყოფებიან, ანტიქრისტეთა ხასიათი და არსი ყოველთვის ვლინდება და მჟღავნდება მათში. ეს არ შემოიფარგლება სივრცით, გეოგრაფიით, ადამიანებით, მოვლენებითა და საგნებით.
როდესაც ანტიქრისტეები რაიმე მოვალეობას ასრულებენ, მნიშვნელობა არ აქვს, რა საქმეა ეს და რომელ ჯგუფში არიან, ისინი ავლენენ ქცევის მკაფიო ფორმას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერში ყოველთვის სურთ გამორჩევა და საკუთარი თავის გამოჩენა; ყოველთვის მიდრეკილნი არიან შეზღუდონ და გააკონტროლონ ადამიანები, ყოველთვის სურთ უხელმძღვანელონ მათ და მიიღონ გადაწყვეტილებები, ყოველთვის სურთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, ადამიანთა მზერისა და ყურადღების მიპყრობა, ყველასგან აღფრთოვანებას ელიან. როდესაც ანტიქრისტეები უერთდებიან ჯგუფს, მიუხედავად მისი რიცხოვნობისა, იმისა, თუ ვინ არიან ჯგუფის წევრები, ან რა არის მათი პროფესია ან ვინაობა, პირველ რიგში აფასებენ სიტუაციას, რათა დაინახონ, ვინ არის შთამბეჭდავი და გამორჩეული, ვინ არის მჭევრმეტყველი, ვინ არის თვალსაჩინო და ვინ არის კვალიფიციური ან პრესტიჟის მქონე. აფასებენ, ვისი დამარცხება ძალუძთ და ვისი არა, ასევე ვინ აღემატება მათ და ვინ არის მათზე დაბლა მდგომი. ეს არის პირველი, რასაც უყურებენ. სიტუაციის სწრაფად შეფასების შემდეგ იწყებენ მოქმედებას, დროებით გვერდზე დებენ და უგულებელყოფენ მათ, ვინც მათზე დაბლა დგას. პირველ რიგში მიდიან მათთან, ვინც მათი აზრით აღმატებულია, ვისაც აქვს გარკვეული პრესტიჟი და სტატუსი, ან მათთან, ვისაც აქვს ნიჭი და ტალანტი. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც პირველ რიგში ადარებენ საკუთარ თავს. თუ რომელიმე ამ ადამიანთაგანს პატივს სცმენ ძმები და დები ან თუ მას დიდი ხანია სწამს ღმერთის და აქვს კარგი რეპუტაცია, მაშინ ის ხდება ანტიქრისტეთა შურის სამიზნე და, რა თქმა უნდა, განიხილება როგორც კონკურენტი. შემდეგ ანტიქრისტეები ჩუმად ადარებენ საკუთარ თავს ამ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პრესტიჟი, სტატუსი და რომლებიც იმსახურებენ ძმებისა და დების აღფრთოვანებას. იწყებენ ფიქრს ასეთ ადამიანებზე, იკვლევენ, რისი გაკეთება ძალუძთ მათ და რა აქვთ ათვისებული და რატომ სცემს ზოგიერთი ადამიანი მათ პატივს. თვალყურის დევნებისა და დაკვირვების შედეგად ანტიქრისტეები აცნობიერებენ, რომ ეს ადამიანები გარკვეული პროფესიის ექსპერტები არიან, ასევე იმასაც, რომ ყველა დიდი პატივისცემით ეპყრობა მათ, რადგან უფრო დიდი ხანია სწამთ ღმერთი და შეუძლიათ გააზიარონ გარკვეული გამოცდილებითი დამოწმება. ანტიქრისტეები ასეთ ადამიანებს „მსხვერპლად“ მიიჩნევენ, აღიარებენ მათ კონკურენტებად და შემდეგ ადგენენ სამოქმედო გეგმას. რა სამოქმედო გეგმას? ისინი აკვირდებიან იმ მხარეებს, რომლებშიც თავიანთ ოპონენტებს ჩამორჩებიან და შემდეგ იწყებენ ამ მიმართულებებით მუშაობას. მაგალითად, თუ გარკვეულ პროფესიაში თავიანთ მოწინააღმდეგეებს ჩამოუვარდებიან, დაიწყებენ ამ პროფესიის შესწავლას, წაიკითხავენ მეტ წიგნს, მოიძიებენ მეტ ინფორმაციას და თავმდაბლად სთხოვენ სხვებს მითითებებს. მონაწილეობას მიიღებენ ამ პროფესიასთან დაკავშირებულ ყველა სახის საქმეში, თანდათანობით დააგროვებენ გამოცდილებას და განავითარებენ საკუთარ ძალებს. და როდესაც ჩათვლიან, რომ აქვთ უკვე აქვთ ოპონენტებთან პაექრობის საფუძველი, ხშირად გამოდიან ასპარეზზე საკუთარი „ბრწყინვალე შეხედულებების“ გამოსახატავად და ხშირად განზრახ უარყოფენ და აკნინებენ თავიანთ ოპონენტებს, რათა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენონ, სახელი გაუტეხონ მათ, ამით კი საკუთარი გამჭრიახობა და განსაკუთრებულობა წარმოაჩინონ და ოპონენტები დათრგუნონ. გამჭრიახი ადამიანები ხედავენ ყოველივე ამას, ხოლო ისინი, ვინც სულელები, უმეცარნი და გარჩევის უნარს მოკლებულნი არიან — ვერა. ადამიანთა უმეტესობა უბრალოდ ხედავს ანტიქრისტეების ენთუზიაზმს, მათ სწრაფვას, მათ ტანჯვას, მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს და გარეგნულად კარგ ქცევას, მაგრამ რეალური ვითარება ანტიქრისტეთა გულის სიღრმეშია დამალული. რა არის მათი მთავარი მიზანი? ეს არის სტატუსის მოპოვება. სამიზნე, რომელზეც ორიენტირებულია მთელი მათი საქმე, შრომა და მათ მიერ გაღებული მსხვერპლი, არის ის, რასაც ყველაზე მეტად სცემენ თაყვანს თავიანთ გულებში: სტატუსი და ძალაუფლება.
ძალაუფლებისა და სტატუსის მოსაპოვებლად, პირველი, რასაც ანტიქრისტეები ეკლესიაში აკეთებენ, არის ის, რომ ცდილობენ მოიპოვონ სხვა ადამიანთა ნდობა და პატივისცემა, რათა მეტი ადამიანი დაარწმუნონ და მიაღწიონ იმას, რომ სხვებმა პატივისცემით შეხედონ და თაყვანი სცენ მათ, რითაც მიაღწევენ თავიანთ მიზანს — ჰქონდეთ გადამწყვეტი სიტყვა და ფლობდნენ ძალაუფლებას ეკლესიაში. როდესაც საქმე ძალაუფლების მოპოვებას ეხება, ყველაზე მეტად დახელოვნებულნი არიან სხვა ადამიანებთან კონკურენციასა და ბრძოლაში. ისინი, ვინც ჭეშმარიტებას ეძიებენ, ვისაც აქვს პრესტიჟი ეკლესიაში და ვინც უყვართ ძმებსა და დებს, მათი მთავარი ოპონენტები არიან. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ სტატუსს, მათი მოწინააღმდეგეა. შეუდრეკლად ეპაექრებიან მათ, ვინც მათზე ძლიერია და ყოველგვარი სიბრალულის გარეშე ეჯიბრებიან მათ, ვინც მათზე სუსტია. მათი გულები სავსეა კონკურენციისა და ბრძოლის ფილოსოფიებით. მიაჩნიათ, რომ თუ ადამიანები არ იბრძოლებენ და არ გაუწევენ კონკურენციას ერთმანეთს, ვერანაირ სარგებელს ვერ მოიპოვებენ, და რასაც ისინი იღებენ, არის კონკურენციისა და ბრძოლის სურვილი. სტატუსის მოსაპოვებლად და ადამიანთა ჯგუფში გამორჩეული პოზიციის დასაკავებლად, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ კონკურენცია გაუწიონ ნებისმიერ ადამიანს და არ ინდობენ არცერთ ადამიანს, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ სტატუსს. არ აქვს მნიშვნელობა, ვისთან აქვთ ურთიერთობა, ეს ურთიერთობები სავსეა კონკურენციითა და ბრძოლით და სიბერემდე აგრძელებენ კონკურენციასა და ბრძოლას. ხშირად ამბობენ: „შევძლებდი თუ არა ამ ადამიანის დამარცხებას, რომ შევბრძოლებოდი?“ ვინც მჭევრმეტყველია და შეუძლია ლოგიკურად, სტრუქტურირებულად და მეთოდურად საუბარი, მათი შურისა და მიბაძვის სამიზნე ხდება. უფრო მეტიც, ის ხდება მათი მოწინააღმდეგე. ვინც ეძიებს ჭეშმარიტებას და აქვს რწმენა, ძალუძს ხშირად დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს ძმებსა და დებს, და ეხმარება მათ ნეგატიურობისა და სისუსტის გადალახვაში, ასევე ხდება მათი მოწინააღმდეგე ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დახელოვნებულია გარკვეულ პროფესიაში და გარკვეულწილად პატივცემულია ძმებისა და დების მიერ. ვინც შედეგებს იღებს თავის საქმეში და მოიპოვებს ზემდგომის აღიარებას, ბუნებრივია, ხდება მათთვის კიდევ უფრო დიდი მოწინააღმდეგე. რა არის ანტიქრისტეების დევიზი მიუხედავად იმისა, თუ რომელ ჯგუფში არიან? გაგვიზიარეთ თქვენი აზრები. (სხვა ადამიანებთან და ზეცასთან ბრძოლა დაუსრულებელი გართობის წყაროა.) განა ეს სიგიჟე არ არის? ეს სიგიჟეა. არის კიდევ სხვა? (ღმერთო, განა არ ფიქრობენ, რომ: „მთელ სამყაროში მხოლოდ მე ვარ უზენაესი“? ანუ, სურთ იყვნენ ყველაზე მაღლა და არ აქვს მნიშვნელობა, ვისთან ერთად არიან, ყოველთვის სურთ ყველას აჯობონ.) ეს არის მათი ერთ-ერთი აზრი. კიდევ სხვა? (ღმერთო, მე სამი სიტყვა გამახსენდა: „გამარჯვებული არის მეფე“. ვფიქრობ, რომ მათ ყოველთვის სურთ იყვნენ სხვებზე აღმატებულნი და გამოირჩეოდნენ, არ აქვს მნიშვნელობა სად არიან, ისწრაფვიან იყვნენ ყველაზე მაღლა.) უმეტესობა, რაზეც ისაუბრეთ, არის მოსაზრებები; სცადეთ გამოიყენოთ ქცევის ფორმა მათ აღსაწერად. ანტიქრისტეებს მაინცდამაინც არ სურთ დაიკავონ ყველაზე მაღალი პოზიცია, მიუხედავად იმისა, სად არიან. ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი სადმე მიდიან, მათ აქვთ ხასიათი და მენტალიტეტი, რომელიც მოქმედებისკენ უბიძგებს. რა არის ეს მენტალიტეტი? ეს არის „მე უნდა შევეჯიბრო! შევეჯიბრო! შევეჯიბრო!“ რატომ სამი და არა ერთი „შევეჯიბრო“, რატომ არა ერთი „შევეჯიბრო“? (კონკურენცია გახდა მათი ცხოვრება, ეს არის ის, რითაც ცხოვრობენ.) ეს არის მათი ხასიათი. ისინი დაიბადნენ ხასიათით, რომელიც არის უკიდურესად ამპარტავანი და რომლის მოთოკვაც რთულია ანუ საკუთარ თავს მიიჩნევენ შეუდარებლად და უკიდურესად ეგოისტები არიან. არავის ძალუძს შეზღუდოს მათი ეს წარმოუდგენლად ამპარტავანი ხასიათი; თავადაც ვერ აკონტროლებენ მას. ასე რომ, მათი ცხოვრება მთლიანად ბრძოლასა და კონკურენციასთან არის დაკავშირებული. რისთვის იბრძვიან და ეჯიბრებიან? ბუნებრივია, ეჯიბრებიან დიდების, სარგებლის, სტატუსის, რეპუტაციისა და საკუთარი ინტერესებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, რა მეთოდების გამოყენება უწევთ, სანამ ყველა მათ ემორჩილება და სანამ იღებენ სარგებელსა და სტატუსს, ამით აღწევენ თავიანთ მიზანს. მათი ბრძოლის სურვილი არ არის დროებითი გართობა; ეს არის ერთგვარი ხასიათი, რომელიც მომდინარეობს სატანური ბუნებიდან. ეს ჰგავს დიდი წითელი დრაკონის ხასიათს, რომელიც ებრძვის ზეცას, დედამიწასა და ადამიანებს. ახლა, როდესაც ანტიქრისტეები იბრძვიან და ეჯიბრებიან სხვებს ეკლესიაში, რა სურთ მათ? ეჭვგარეშეა, ისინი ეჯიბრებიან რეპუტაციისა და სტატუსისთვის. მაგრამ თუ მოიპოვებენ სტატუსს, რა სარგებელი მოაქვს ამას მათთვის? რა სარგებელი მოაქვს მათთვის, თუ სხვები უსმენენ, აღფრთოვანებულნი არიან მათით და თაყვანს სცემენ მათ? თავად ანტიქრისტეებიც კი ვერ ხსნიან ამას. სინამდვილეში მოსწონთ რეპუტაციითა და სტატუსით ტკბობა, როდესაც ყველა უღიმის და ხვდება მათ პირფერობითა და მლიქვნელობით. ასე რომ, ყოველ ჯერზე, როდესაც ანტიქრისტე მიდის ეკლესიაში, ის ერთ რამეს აკეთებს: იბრძვის და ეჯიბრება სხვებს. მაშინაც კი, თუ მოიპოვებენ ძალაუფლებასა და სტატუსს, არ ჩერდებიან. თავიანთი სტატუსის დასაცავად და ძალაუფლების განსამტკიცებლად აგრძელებენ სხვებთან ბრძოლასა და კონკურენციას. ამას გააკეთებენ სიკვდილამდე. ასე რომ, ანტიქრისტეების ფილოსოფიაა: „სანამ ცოცხალი ხარ, არ შეწყვიტო ბრძოლა“. თუ ასეთი ბოროტი ადამიანი არსებობს ეკლესიაში, შეაწუხებს თუ არა ის ძმებსა და დებს? მაგალითად, ვთქვათ, რომ ყველა მშვიდად ჭამს და სვამს ღვთის სიტყვებს და აქვს თანაზიარება ჭეშმარიტებაზე; ატმოსფერო მშვიდია და განწყობა სასიამოვნო. ამ დროს ანტიქრისტე უკმაყოფილებით ივსება. მას გაუჩნდება შური მათ მიმართ, ვისაც აქვს თანაზიარება ჭეშმარიტებაზე და შეიძულებს მათ. ის დაიწყებს მათზე თავდასხმას და მათ განკითხვას. განა ეს არ დაარღვევს მშვიდ ატმოსფეროს? ის არის ბოროტი ადამიანი, რომელიც მოვიდა სხვების შესაწუხებლად და შესაძულებლად. აი, როგორები არიან ანტიქრისტეები. ზოგჯერ ანტიქრისტეები არ ცდილობენ გაანადგურონ ან დაამარცხონ ისინი, ვისაც ეჯიბრებიან და თრგუნავენ; რამდენადაც აღწევენ რეპუტაციას, სტატუსს, პატივმოყვარეობასა და სიამაყეს და იმას, რომ ადამიანები აღფრთოვანდნენ მათით, იმდენად მათი მიზანი მიღწეულია. სანამ ისინი ეჯიბრებიან, ერთგვარ აშკარა სატანურ ხასიათს ავლენენ. რა ხასიათია ეს? ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელ ეკლესიაში გამოჩნდებიან, ყოველთვის სურთ კონკურენცია და ბრძოლა სხვა ადამიანებთან, ყოველთვის სურთ კონკურენცია დიდების, სარგებლისა და სტატუსის მოსაპოვებლად და მხოლოდ მაშინ გრძნობენ, რომ მიაღწიეს თავიანთ მიზანს, როდესაც ეკლესიაში არეულობა და ქაოსია, როდესაც სტატუსი აქვთ მოპოვებული და ყველა მათ ემორჩილება. ეს არის ანტიქრისტეთა ბუნება ანუ ისინი კონკურენციასა და ბრძოლას იყენებენ თავიანთი მიზნების მისაღწევად.
რა არის ანტიქრისტეთა დევიზი, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ჯგუფში არიან? „მე უნდა შევეჯიბრო! შევეჯიბრო! შევეჯიბრო! მე უნდა შევეჯიბრო, რომ ვიყო ყველაზე მაღლა და ყველაზე დიადი!“ ეს არის ანტიქრისტეთა ხასიათი; სადაც არ უნდა წავიდნენ, ისინი მუდამ ვიღაცას ეჯიბრებიან და ცდილობენ თავიანთი მიზნების მიღწევას. სატანის მსახურნი არიან და აფერხებენ ეკლესიის საქმეს. ანტიქრისტეთა ხასიათი ასეთია: იწყებენ ეკლესიის თვალიერებით, რათა დაინახონ, ვის სწამს ღმერთი მრავალი წლის განმავლობაში და აქვს კაპიტალი, ვის აქვს გარკვეული ნიჭი ან ტალანტი, ვინ მოუტანა სარგებელი ძმებსა და დებს სულიერ წინსვლასთან მიმართებაში, ვის აქვს მეტი პრესტიჟი, ვის აქვს სტაჟი, ვისზე საუბრობენ კარგად ძმები და დები, ვის აქვს მეტი დადებითი თვისება. ეს ადამიანები უნდა იყვნენ მათი კონკურენტები. მოკლედ, ყოველ ჯერზე, როდესაც ანტიქრისტეები ადამიანთა ჯგუფში არიან, ყოველთვის ამას აკეთებენ: იბრძვიან სტატუსისთვის, კარგი რეპუტაციისთვის, იმისთვის, რომ ჰქონდეთ გადამწყვეტი სიტყვა საკითხებზე და გადაწყვეტილებების მიღების უფლება ჯგუფში, რაც, როგორც კი მოიპოვებენ, აბედნიერებთ მათ. შეუძლიათ თუ არა რეალური საქმის კეთება მას შემდეგ, რაც ამ ყოვლივეს მოიპოვებენ? საერთოდ არა; არ იბრძვიან და არ ეჯიბრებიან იმისათვის, რომ რეალური საქმე აკეთონ; მათი მიზანია ყველას დაჯაბნა. „არ მაინტერესებს, გსურს თუ არა დამემორჩილო; გამოცდილების თვალსაზრისით, მე ყველაზე დიადი ვარ, საუბრის უნარით — საუკეთესო, ხოლო ნიჭითა და ტალანტით — ყველაზე მეტად დაჯილდოებული.“რა სფეროც არ უნდა იყოს, ყოველთვის პირველი ადგილისთვის იბრძვიან. თუ ძმები და დები მათ ზედამხედველებად აირჩევენ, ისინი შეებრძოლებიან თავიანთ პარტნიორებს, რათა ჰქონდეთ გადამწყვეტი სიტყვა და გადაწყვეტილებების მიღების უფლება. თუ ეკლესია პასუხისმგებლობას დააკისრებს გარკვეულ საქმეზე, დაჟინებით მოითხოვენ, რომ თავად მიიღონ გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს იგი. ენდომებათ იბრძოლონ იმისთვის, რომ ყველაფერი, რასაც ამბობენ და ყველა ის გადაწყვეტილება, რომელსაც იღებენ, წარმატებული გახდეს და რეალობად იქცეს. თუ ძმები და დები სხვის იდეას მიიღებენ, შეეგუებიან ამას? (არა.) ეს ნიშნავს პრობლემებს. თუ არ მოუსმენ, ჭკუას გასწავლიან, გაგრძნობინებენ, რომ მათ გარეშე ვერაფერს შეძლებდი და დაგანახებენ, რა შედეგები მოჰყვება, თუ არ დაემორჩილები მათ. აი, როგორი ქედმაღალი, საძულველი და უგუნურია ანტიქრისტეთა ხასიათი. არც სინდისი აქვთ და არც გონიერება, და არც ჭეშმარიტების ნატამალი გააჩნიათ. ანტიქრისტეს ქმედებებსა და საქმეებში შეიძლება დავინახოთ, რომ იმ მხრივ, რასაც ის აკეთებს, არ გააჩნია ნორმალური ადამიანური გონება და თუმცა შეიძლება ვინმეს ჭეშმარიტებაზე თანაზიარება ჰქონდეს მასთან, არ იღებს მას. რაც არ უნდა სწორი იყოს ის, რასაც ამბობ, მათთან ეს არ ჭრის. ერთადერთი, რისკენაც სწრაფვა უყვართ, არის რეპუტაცია და სტატუსი, რომელსაც მოწიწებით ეპყრობიან. სანამ შეუძლიათ დატკბნენ სტატუსის სიკეთეებით, კმაყოფილნი არიან. სჯერათ, რომ ეს არის მათი არსებობის ღირებულება. მიუხედავად იმისა, თუ ადამიანთა რომელ ჯგუფში არიან, მათ აუცილებლად უნდა აჩვენონ ხალხს ის „სინათლე“ და „სითბო“, რომელსაც თავად ასხივებენ, თავიანთი ნიჭი და განსაკუთრებულობა.და რადგან მათ სჯერათ საკუთარი განსაკუთრებულობის, ბუნებრივია, ფიქრობენ, რომ ჩვეულებრივ ადამიანებზე უკეთესად უნდა ეპყრობოდნენ, რომ უნდა იღებდნენ ხალხის მხარდაჭერასა და აღფრთოვანებას, რომ ადამიანები პატივისცემით უნდა მოეპყრონ და თაყვანს სცემდნენ მათ — ფიქრობენ, რომ ეს ყოველივე მათ ეკუთვნით. განა ასეთი ადამიანები თავხედები და უსირცხვილოები არ არიან? განა პრობლემა არ არის ასეთი ადამიანების ეკლესიაში ყოფნა? როდესაც რაღაც ხდება, საღი აზრი კარნახობს ადამიანებს, რომ მოუსმინონ მას, ვინც სწორად საუბრობს, დაემორჩილონ მას, ვისი შემოთავაზებაც სასარგებლოა ღვთის სახლის საქმისთვის, და მიიღონ ისეთი იდეა, რომელიც შეესაბამება ჭეშმარიტების პრინციპებს. თუ ანტიქრისტეები იტყვიან რაღაცას, რაც არ შეესაბამება პრინციპებს, სხვებმა შეიძლება არ მოუსმინონ ან არ მიიღონ მათი შეთავაზება. ამ შემთხვევაში რას გააკეთებენ ანტიქრისტეები? გააგრძელებენ საკუთარი თავის დაცვასა და გამართლებას და იფიქრებენ გზებზე, რათა დაარწმუნონ სხვები და მიაღწიონ იმას, რომ ძმებმა და დებმა მოუსმინონ მათ და მიიღონ მათი შეთავაზება. ისინი არ იფიქრებენ იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ეკლესიის საქმეზე მათმა შეთავაზებამ. ეს არ შედის მათი განხილვის სფეროში. რა არის ერთადერთი საკითხი, რასაც განიხილავენ? „თუ ჩემს შეთავაზებას არ მიიღებენ, რა პირით გამოვჩნდე? ასე რომ, უნდა ვიბრძოლო და ვეცადო, რომ ჩემი შეთავაზება მიიღონ.“ როდესაც რაღაც ხდება, აი, როგორ ფიქრობენ და მოქმედებენ. არასდროს უფიქრდებიან იმას, შეესაბამება თუ არა ეს პრინციპებს და არასდროს იღებენ ჭეშმარიტებას. ეს არის ანტიქრისტეთა ხასიათი.
რა არის ანტიქრისტეთა გონიერების სრული არქონის მთავარი გამოვლინება? მათ მიაჩნიათ, რომ აქვთ ნიჭი, არიან უნარიანები, ფლობენ კარგ სულიერ მონაცემებს და სხვა ადამიანებმა თაყვანი უნდა სცენ და მხარი დაუჭირონ მათ, ხოლო ღვთის სახლმა მნიშვნელოვან პოზიციაზე უნდა დააყენოს. გარდა ამისა, მათ მიაჩნიათ, რომ ღვთის სახლმა უნდა მიიღოს და ხელი შეუწყოს მათ მიერ წამოყენებულ ყველა შეთავაზებასა და მოსაზრებას; და თუ ღვთის სახლი არ მიიღებს, ძალიან ბრაზდებიან, უპირისპირდებიან მას და აყალიბებენ საკუთარ დამოუკიდებელ სამეფოებს. განა ანტიქრისტეთა ხასიათისა და არსის ეს გამოვლინება არ იწვევს ჩაშლასა და არეულობას ეკლესიაში? შეიძლება ითქვას, რომ ანტიქრისტეების ყველა ქმედება იწვევს უზარმაზარ ჩაშლასა და არეულობას ეკლესიის საქმესა და ღვთის რჩეული ხალხის სულიერ წინსვლაში. როდესაც ანტიქრისტეები ღვთის რჩეულ ხალხს შორის პრესტიჟის მოსაპოვებლად და ეკლესიის წინამძღოლობისთვის იბრძვიან, იყენებენ ყველა შესაძლო საშუალებას სხვებზე თავდასასხმელად და საკუთარი თავის ასამაღლებლად. არ ფიქრობენ იმაზე, თუ რაოდენ დიდი ზიანი შეიძლება მიაყენონ ღვთის სახლის საქმესა და ღვთის რჩეული ხალხის სულიერ წინსვლას. მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, დაკმაყოფილდება თუ არა მათი ამბიციები და სურვილები და იქნება თუ არა პირადი სტატუსი და რეპუტაცია დაცული. ეკლესიებში და ღვთის რჩეულ ხალხს შორის მათი როლი არის დემონების, ბოროტმოქმედების და სატანის მსახურების როლი. აბსოლუტურად არ არიან ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სწამთ ღმერთი, არც ღვთის მიმდევრები არიან და მით უმეტეს, არ არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ ჭეშმარიტება და რომლებიც იღებენ მას. როდესაც მათი განზრახვები და მიზნები ჯერ კიდევ არ არის მიღწეული, არასოდეს უღრმავდებიან საკუთარ თავს და არ შეიცნობენ მას, არასოდეს უფიქრდებიან, შეესაბამება თუ არა მათი განზრახვები და მიზნები ჭეშმარიტებას, არასოდეს ეძიებენ, როგორ იარონ ჭეშმარიტების ძიების გზაზე ხსნის მისაღწევად. მათ არ სწამთ ღმერთის და არ ირჩევენ იმ გზას, რომლითაც უნდა იარონ მორჩილი განწყობით. ნაცვლად ამისა, თავს იტეხენ ფიქრით: „როგორ შემიძლია მოვხვდე წინამძღოლის ან მუშაკის პოზიციაზე? როგორ შემიძლია კონკურენცია გავუწიო ეკლესიის წინამძღოლებსა და მუშაკებს? როგორ შემიძლია შეცდომაში შევიყვანო და გავაკონტროლო ღვთის რჩეული ხალხი და ვაქციო ქრისტე მხოლოდ ნომინალურ ფიგურად? როგორ შემიძლია უზრუნველვყო ადგილი საკუთარი თავისთვის ეკლესიაში? როგორ შემიძლია უზრუნველვყო, რომ მყარად ვიდგე ეკლესიაში და მოვიპოვო სტატუსი, გარანტია მქონდეს, რომ მივაღწევ წარმატებას, არ განვიცდი მარცხს და საბოლოოდ მივაღწევ ჩემს მიზანს — გავაკონტროლო ღვთის რჩეული ხალხი და დავაარსო ჩემი სამეფო?“ აი, რაზე ფიქრობენ ანტიქრისტეები დღე და ღამე. რა ხასიათი და ბუნებაა ეს? მაგალითად, როდესაც ჩვეულებრივი ძმები და დები წერენ გამოცდილებითი დამოწმების სტატიებს, ფიქრობენ იმაზე, თუ ერთგულად როგორ გამოხატონ თავიანთი გამოცდილება და გაგება წერილობით. ამიტომ ლოცულობენ ღვთის წინაშე იმ იმედით, რომ ის მეტ ნათელს მოჰფენს მათ ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით და მისცემს საშუალებას, მიიღონ მისი უფრო დიდი და ღრმა გაგება. ხოლო როდესაც ანტიქრისტეები წერენ სტატიებს, თავს იტეხენ იმაზე ფიქრით, თუ როგორ დაწერონ ისე, რომ მეტმა ადამიანმა გაუგოს მათ, იცოდეს მათ შესახებ და აღფრთოვანდეს მათით, და ამით მოიპოვონ სტატუსი მეტი ადამიანის გონებაში. სურთ გამოიყენონ ეს ყველაზე ჩვეულებრივი, უმნიშვნელო რამ მეტი დიდების მოსახვეჭად. ხელიდან არ გაუშვებენ ასეთ შესაძლებლობასაც კი. რა ტიპის ადამიანები არიან? ზოგიერთ ანტიქრისტეს, როდესაც ხედავს, რომ სხვებს შეუძლიათ გამოცდილებითი დამოწმების სტატიების დაწერა, უჩნდება სურვილი დაწეროს რაღაც, რაც უფრო მშვენიერია, ვიდრე ნებისმიერი სხვისი გამოცდილებითი დამოწმება, რათა შეეჯიბროს მათ სტატუსისა და პრესტიჟის მოპოვებაში. ამიტომ იგონებს და იპარავს ისტორიებს. ბედავს ისეთი რამეების გაკეთებასაც კი, როგორიცაა ცრუ მოწმობის გაცემა. იმისათვის, რომ სახელი გაითქვას, მეტმა ადამიანმა იცოდეს მის შესახებ და მისი სახელი გავრცელდეს, ანტიქრისტე არ ერიდება არანაირი სამარცხვინო საქმის კეთებას. ხელიდან არ გაუშვებს უმცირეს შესაძლებლობასაც კი, რომ გახდეს ცნობილი, მოიპოვოს სტატუსი, იყოს პატივცემული ადამიანთა ჯგუფში და მას განსაკუთრებული პატივისცემით შეხედონ. რა არის მიზანი იმისა, რომ მას განსაკუთრებული პატივისცემით უყურონ? რა შედეგებისა და მიზნების მიღწევა სურთ ანტიქრისტეებს? ანტიქრისტეებს სურთ, რომ სხვებმა დაინახონ ისინი, როგორც არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც უფრო კეთილშობილები არიან, ვიდრე ნებისმიერი სხვა, და რომლებიც გამოირჩევიან გარკვეული მიმართულებებით; მათ სურთ კარგი და ღრმა შთაბეჭდილება დატოვონ სხვების გონებაში, ღრმა შთაბეჭდილება, და თანდათანობით მიაღწიონ იმას, რომ სხვა ადამიანებს შეშურდეთ მათი, აღფრთოვანდნენ მათით და პატივი სცენ მათ. სანამ ისინი მთელი ძალისხმევით მიისწრაფვიან ამ მიზნის მისაღწევად, კვლავ აგრძელებენ იმავე გზით სიარულს, რომლითაც ადრე დადიოდნენ.
მიუხედავად იმისა, თუ ადამიანთა რომელ ჯგუფში არიან, თვალთმაქცობენ თუ შრომობენ, ანტიქრისტეეთა გულის სიღრმეში დაფარული სხვა არაფერია, თუ არა სტატუსის მოპოვების სურვილი. არსი, რომელსაც ისინი ავლენენ და აჩვენებენ, სხვა არაფერია, თუ არა ბრძოლა და კონკურენცია. რასაც არ უნდა აკეთებდნენ ანტიქრისტეები, სხვებს ეჯიბრებიან სტატუსის, პატივმოყვარეობისა და ინტერესების გამო. ამის ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა ბრძოლა ადამიანთა გონებაში კარგი სახელის, კარგი შეფასებისა და სტატუსის მოსაპოვებლად, რათა ადამიანებმა პატივი და თაყვანი სცენ, მათ გარშემო იტრიალონ და მათზე იყვნენ ფოკუსირებულნი. ეს არის გზა, რომელსაც ანტიქრისტეები ადგანან; ეს არის ის, რისთვისაც ანტიქრისტეები იბრძვიან. მიუხედავად იმისა, თუ როგორ გმობს და აანალიზებს ღვთის სიტყვები ამ ყველაფერს, ანტიქრისტეები არ იღებენ ჭეშმარიტებას, არც ღვთის სიტყვების სამსჯავროსა და გაკიცხვას; არც უარს ამბობენ ამ ყოველივეზე, რაც ღვთის მიერ არის განსჯილი და დაგმობილი. პირიქით, რაც უფრო მეტად ამხელს ღმერთი ამ ყველაფერს, მით უფრო მზაკვრები ხდებიან ანტიქრისტეები. უფრო ფარულ და მოუხელთებელ გზებს მიმართავენ ამ ყველაფრის მისაღწევად, რათა ადამიანებმა ვერ დაინახონ, რას აკეთებენ და შეცდომით იფიქრონ, რომ უარი თქვეს ამ ყველაფერზე. რაც უფრო მეტად ამხელს ღმერთი ამას, მით უფრო მეტად პოულობენ ანტიქრისტეები გზებს, რათა გამოიყენონ უფრო მზაკვრული და ჭკვიანური მეთოდები მათ მისაღწევად და მოსაპოვებლად. გარდა ამისა, ისინი იყენებენ სასიამოვნო სიტყვებს თავიანთი ფარული მოტივების დასამალად. მოკლედ, ანტიქრისტეები საერთოდ არ იღებენ ჭეშმარიტებას, არ უფიქრდებიან თავიანთ ქცევას და არ წარსდგებიან ღვთის წინაშე ლოცვითა და ჭეშმარიტების ძიებით. პირიქით, თავიანთ გულებში კიდევ უფრო უკმაყოფილონი არიან ღვთის მიერ მხილებითა და მისი სამსჯავროთი, იმდენად, რომ მტრულ დამოკიდებულებას იჩენენ ამ ყოველივეს მიმართ. არა მხოლოდ არ ამბობენ უარს რეპუტაციისა და სტატუსის ძიებაზე, არამედ კიდევ უფრო მეტად აფასებენ ამ ყველაფერს და ფიქრობენ გზებზე, რათა დამალონ და დაფარონ ეს ძიება და ხელი შეუშალონ ადამიანებს მის დანახვასა და შემჩნევაში. შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად ანტიქრისტეები არა მხოლოდ ვერ ახერხებენ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებას, არამედ როდესაც მათი ნამდვილი სახე მჟღავნდება ანუ, როდესაც შემთხვევით ავლენენ თავიანთ ამბიციებსა და სურვილებს, უფრო მეტად წუხან იმაზე, რომ სხვები დაინახავენ მათ არსსა და ნამდვილ სახეს ღვთის სიტყვებისა და ჭეშმარიტების საფუძველზე; ამიტომ ცდილობენ ამის დამალვას და ყველაფერს აკეთებენ თავის გასამართლებლად. რა არის ამის დამალვის მიზანი? ეს არის პირადი სტატუსისა და რეპუტაციის დაცვა ზარალისგან და ძალების შენარჩუნება შემდეგი ბრძოლისთვის. ეს არის ანტიქრისტეთა არსი. მიუხედავად იმისა, თუ როდის ან რა ვითარებაში ხდება ეს, მათი ქცევის მიზნები და მიმართულება არასოდეს იცვლება; არც მათი ცხოვრებისეული მიზნები, არც მათი მოქმედების პრინციპები და არც სტატუსის მოპოვების ის სურვილი, ამბიცია და მისწრაფება, რაც მათი გულის სიღრმეშია ისინი არა მხოლოდ ყველაფერს გააკეთებენ სტატუსის მოსაპოვებლად, არამედ კიდევ უფრო გააძლიერებენ ძალისხმევას მის მისაღწევად. რაც უფრო მეტი თანაზიარება აქვს ღვთის სახლს ჭეშმარიტებაზე, მით უფრო ჭკვიანურად აარიდებენ თავს ისეთი აშკარა ქცევებისა და გამოვლინებების გამოყენებას, რომელთა დანახვა და გარჩევაც სხვა ადამიანებს შეუძლიათ. ისინი გადავლენ სხვა სახის მეთოდზე და მწარედ იტირებენ, როდესაც აღიარებენ თავიანთ შეცდომებს და დაგმობენ საკუთარ თავს, რითაც ადამიანთა თანაგრძნობას მოიპოვებენ; ამით მიაღწევენ იმას, რომ ადამიანებმა შეცდომით იფიქრონ, რომ მოინანიეს და შეიცვალნენ, რაც უფრო გაართულებს მათ ამოცნობას. როგორია ანტიქრისტეთა ეს არსი? განა ცოტათი მზაკვრული არ არის? (არის.) როდესაც ადამიანები ასეთი მზაკვრები არიან, ისინი ეშმაკები არიან. ძალუძთ თუ არა ეშმაკებს ჭეშმარიტად მონანიება? ძალუძთ თუ არა ჭეშმარიტად უარი თქვან სტატუსის ძიების ამბიციასა და სურვილზე? ეშმაკები სიკვდილს ამჯობინებენ ამ ამბიციაზე უარის თქმას. მათთან რაც არ უნდა თანაზიარება გქონდეს ჭეშმარიტებაზე, ეს უსარგებლო იქნება, არ იტყვიან უარს ამ ამბიციაზე. თუ ამ ვითარებაში ბრძოლას წააგებენ და ძმები და დები ამხელენ მათ, სხვა ჯგუფში გადასვლისას მაინც გააგრძელებენ ბრძოლას და კონკურენციას სტატუსისთვის, ავტორიტეტისთვის, საბოლოო სიტყვისა და გადაწყვეტილების მიღების უფლებისთვის. როგორიც არ უნდა იყოს სიტუაცია ან ადამიანთა ჯგუფი, რომელშიც ისინი იმყოფებიან, პრინციპი, რომელსაც ყოველთვის იცავენ, არის კონკურენცია და ბრძოლა: „მხოლოდ მე ძალმიძს წინამძღოლობა, სხვა არავინ უნდა მიძღვებოდეს!“ მათ აბსოლუტურად არ სურთ იყვნენ რიგითი მიმდევრები ან მიიღონ სხვისი წინამძღოლობა და დახმარება. ეს არის ანტიქრისტეთა არსი. როგორი მდგომარეობაც არ უნდა იყოს ან ადამიანთა რომელ ჯგუფშიც არ უნდა იყვნენ, პრინციპი, რომელსაც ყოველთვის იცავენ, არის კონკურენცია: „მხოლოდ მე შემიძლია ვიყო წინამძღოლი; სხვას არავის ძალუძს მიწინამძღოლოს!“ აბსოლუტურად არ სურთ იყვნენ ჩვეულებრივი მიმდევრები ან მიიღონ სხვა ადამიანების წინამძღოლობა ან დახმარება. ეს არის ანტიქრისტეების არსი.
არიან თუ არა ეკლესიაში ისეთები, რომლებსაც მრავალი წელია სწამთ ღმერთი, მაგრამ მაინც საერთოდ არ ეძიებენ ჭეშმარიტებას, და ყოველთვის სტატუსისა და რეპუტაციის მოპოვებისკენ ისწრაფვიან? რა გამოვლინებები აქვს ასეთ ადამიანებს ? თქვენი აზრით, ისინი, ვინც მუდმივად ცდილობენ საკუთარი თავის გამოჩენას, მიდრეკილნი არიან ორიგინალური აზრების მოფიქრებისკენ და მაღალფარდოვანი იდეების ფრქვევისკენ, ასეთი ადამიანები არიან? რა სახის საქმეებს აკეთებენ ხშირად? (ვიღაც გამოხატავს თავის თვალსაზრისს და ყველა სხვას ის სწორად ეჩვენება, მაგრამ საკუთარი ბრწყინვალების საჩვენებლად, ეს ადამიანი გამოდის განსხვავებული თვალსაზრისით, რომელიც ხალხს კიდევ უფრო სწორად მოეჩვენება და რომელიც უარყოფს პირველი ადამიანის მოსაზრებას, რითაც აჩვენებს, თუ რამდენად ბრწყინვალეა იგი.) ამას ჰქვია თავის გამოჩენა. ისინი უარყოფენ სხვათა შეხედულებებს და შემდეგ გამოდიან საკუთარი უნიკალური პერსპექტივით, რომელსაც თავადაც კი არ მიიჩნევენ რეალისტურად ან საფუძვლიანად და რომელიც მხოლოდ ცარიელი ლოზუნგია, თუმცა უნდა აჩვენონ ადამიანებს, თუ რამდენად ბრწყინვალენი არიან და მიაღწიონ იმას, რომ ყველამ მათ მოუსმინოს. ისინი ყოველთვის განსხვავებულები უნდა იყვნენ, მუდამ მაღალფარდოვანი სიტყვებით ლაპარაკობენ და რაც არ უნდა განხორციელებადი და პრაქტიკული იყოს სხვათა ნათქვამი, მათ აუცილებლად მას უნდა შეეწინააღმდეგონ და სხვადასხვა მიზეზი და საბაბი იპოვონ სხვათა თვალსაზრისის უარსაყოფად. ეს არის იმ ადამიანების ყველაზე გავრცელებული ქცევები, რომლებიც ცდილობენ მოიფიქრონ ორიგინალური აზრები და აფრქვევენ მაღალფარდოვან აზრებს. იმის მიუხედავად, თუ რამდენად სწორი ან მართებული იყო სხვისი ქმედებები, ისინი მათ მაინც უგულებელყოფენ და არაფრად აგდებენ მათ. მაშინაც კი, როდესაც აშკარად იციან, რომ ადამიანმა მართებულად იმოქმედა, მაინც ამბობენ, რომ მისი ქმედებები არ იყო სწორი, და ისე წარმოაჩენენ, თითქოს თავად ბევრად უკეთესად შეეძლოთ ამის გაკეთება და რომ ისინი არავისზე ნაკლებნი არ არიან. ასეთი ადამიანები ფიქრობენ, რომ არავინ არის მათზე უკეთესი, რომ ისინი ყველა თვალსაზრისით აღემატებიან სხვა ადამიანებს. მათთვის ყველაფერი, რასაც სხვა ადამიანები ამბობენ, არასწორია; სხვა ადამიანები უსარგებლონი არიან, თავად კი ყველა თვალსაზრისით კარგები არიან. მაშინაც კი, თუ რაღაცას არასწორად აკეთებენ და ისხლებიან, არ სურთ დამორჩილება, საერთოდ არ იღებენ ჭეშმარიტებას და შეიძლება მოიგონონ უამრავი საბაბი, რათა სხვებს აფიქრებინონ, რომ არ დაუშვიათ შეცდომა და მათი გასხვლა უსამართლო იყო. ადამიანები, რომლებსაც უყვართ ორიგინალური იდეების მოფიქრება და მაღალფარდოვანი სიტყვების ფრქვევა, სწორედ ამგვარად ამპარტავნები და თვითმართლები არიან. სინამდვილეში ამ ადამიანთა უმრავლესობას არ გააჩნია ნამდვილი ნიჭი და არაფრის კარგად კეთება არ ძალუძს; რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ყველაფერი სრულ ქაოსად იქცევა. მაგრამ მათ არ აქვთ თვითშემეცნება; ფიქრობენ, რომ სხვა ადამიანებზე უკეთესები არიან; ბედავენ ჩაერიონ და ცხვირი ჩაყონ ყველაფერში, რასაც სხვები აკეთებენ, აგრძელებენ მაღალფარდოვანი იდეების ფრქვევას და ყოველთვის სურთ, რომ სხვებმა პატივი სცენ და მოუსმინონ. რა სიტუაციაშიც ან რა ჯგუფშიც არ უნდა იმყოფებოდნენ, მათ მხოლოდ ის სურთ, რომ სხვები ემსახურონ და მოუსმინონ; არ სურთ ვინმეს ემსახურონ ან მოუსმინონ. განა ესენი ანტიქრისტეები არ არიან? აი, რამდენად ამპარტავნები და თვითმართლები არიან ანტიქრისტეები; აი, რამდენად აკლიათ გონიერება. მხოლოდ მოჩვენებით მოძღვრებებზე საუბრობენ და თუ სხვა ადამიანები მიუთითებენ მათ შეცდომებზე, ამახინჯებენ სიტყვებსა და ლოგიკას, საუბრობენ ყალბი, სასიამოვნო ტონით. რათა ადამიანებმა იფიქრონ, რომ მართლები არიან. რაც არ უნდა სწორი იყოს სხვისი აზრი, ანტიქრისტეები გამოიყენებენ მჭევრმეტყველურ საუბრის მანერას, რათა ის არასწორად წარმოაჩინონ და ყველას საკუთარი აზრი მიაღებინონ. ანტიქრისტეები ამგვარი ადამიანები არიან — მათ გამორჩეულად შესწევთ უნარი შეცდომაში შეიყვანონ სხვები, შეუძლიათ იქამდე დააბნიონ ისინი, რომ გზა აებნეთ და ვეღარ გაარჩიონ სწორი არასწორისგან. საბოლოო ჯამში, ყველა, ვისაც გარჩევის უნარი აკლია, სრულად იქნება შეცდომაში შეყვანილი და და ტყვედ ჩავარდება ამ ანტიქრისტეთა ხელში. ეკლესიების უმეტესობაში არიან ადამიანები, რომლებსაც ამგვარად შეჰყავთ შეცდომაში სხვები. როდესაც ღვთის რჩეულ ხალხს აქვს თანაზიარება ჭეშმარიტებაზე ან აზიარებს თავის გამოცდილებით დამოწმებას, ანტიქრისტეები ყოველთვის დგებიან და გამოხატავენ საკუთარ შეხედულებებს. ისინი გულს არ უხსნიან სხვებს, რათა გულწრფელად ჰქონდეთ თანაზიარება თავიანთ ემპირიულ ცოდნაზე; ნაცვლად ამისა, ისინი ყოველთვის რაღაცაზე მიუთითებენ და კრიტიკულ, უპასუხისმგებლო შენიშვნებს აკეთებენ სხვა ადამიანთა ემპირიულ ცოდნაზე, რათა დაიკვეხნონ, თუ რამდენად ჭკვიანები არიან, და მიაღწიონ თავიანთ მიზანს, რომ სხვებისგან პატივისცემა მოიპოვონ. ანტიქრისტეები ყველაზე მეტად დახელოვნებულნი არიან სიტყვებსა და მოძღვრებებზე საუბარში; მათ არასოდეს ძალუძთ ჭეშმარიტი გამოცდილებითი დამოწმების გაზიარება და არასოდეს საუბრობენ თვითშემეცნებაზე. ნაცვლად ამისა, ყოველთვის ეძებენ პრობლემებს სხვა ადამიანებში და დიდ აჟიოტაჟს ტეხენ მათ გამო. ვერასოდეს ნახავთ, რომ ანტიქრისტეები ღია გონებით იღებდნენ სხვა ადამიანთა მოსაზრებებს ან პროაქტიულად ჰქონდეთ თანაზიარება თავიანთ გახრწნილ ხასიათზე და გულახდილად საუბრობდნენ სხვებთან. ნამდვილად ვერ ნახავთ, რომ თანაზიარება ჰქონდეთ იმაზე, თუ რა მცდარი და აბსურდული შეხედულებები ჰქონდათ და როგორ შეცვალეს ისინი; ნამდვილად ვერ გაიგონებთ მათგან დაშვებულ შეცდომების ან ნაკლოვანებების აღიარებას... მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ხნიანი ურთიერთობა აქვთ ანტიქრისტეებს სხვებთან, ყოველთვის აგრძნობინებენ მათ, რომ არ აქვთ არავითარი გახრწნილება, რომ დაიბადნენ სრულყოფილები და წმინდები და რომ მათ თაყვანი უნდა სცენ. ადამიანებს, რომლებსაც ჭეშმარიტად აქვთ გონიერება, არ სურთ, რომ სხვებმა პატივი ან თაყვანი სცენ. თუ სხვა ადამიანები მართლაც სცემენ პატივს და თაყვანს, ეს სამარცხვინოდ მიაჩნიათ, რადგან იციან, რომ გახრწნილი ადამიანები არიან გახრწნილი ხასიათით და რომ არ ფლობენ ჭეშმარიტება-რეალობას. იციან საკუთარი საზომი, ამიტომ რა გახრწნილებაც არ უნდა გამოავლინონ და რა მცდარი შეხედულებებიც არ უნდა გაუჩნდეთ, შეუძლიათ გულწრფელად ჰქონდეთ თანაზიარება ამ საკითხებზე და აცნობონ სხვებს მათ შესახებ; ამის გაკეთება აგრძნობინებთ თავს ძალიან მშვიდად, თავისუფლად და ბედნიერად. საერთოდ არ მიაჩნიათ, რომ ამის გაკეთება რთულია. მაშინაც კი, თუ სხვა ადამიანები განიკითხავენ, ზემოდან უყურებენ და უგუნურებს უწოდებენ ან თუ სხვებს სძულთ ისინი, დიდად დამწუხრებულები არ არიან. პირიქით, მიაჩნიათ, რომ ეს ძალიან ნორმალურია და შეუძლიათ სწორად მიუდგნენ ამ საკითხს. რადგან ადამიანებს გახრწნილი ხასიათი აქვთ, ბუნებრივად გამოავლენენ გახრწნილებას. მიუხედავად იმისა, აღიარებ ამას თუ არა, ეს ფაქტია. თუ ძალგიძს საკუთარი გახრწნილების აღიარება, ეს კარგია; კიდევ უკეთესია, თუ სხვებს შეუძლიათ მისი ნათლად დანახვა; ამგვარად ისინი არ გცემენ თაყვანსა პატივს. ადამიანებს, რომლებსაც ესმით ჭეშმარიტება და ცოტაოდენი გონიერება აქვთ, შეუძლიათ გახსნან გულები და თანაზიარება ჰქონდეთ საკუთარი თავის შეცნობაზე; მათთვის ეს არ არის რთული, მაგრამ ეს ძალიან რთულია ანტიქრისტეთათვის. უგუნურებად მიიჩნევენ მათ, ვინც წმინდა გულით იხსნება, ვინც თვითშემეცნებაზე საუბრობს და გულწრფელად ლაპარაკობს. ამიტომ ანტიქრისტეები სრულიად ზემოდან უყურებენ ასეთ ადამიანებს. თუ ვინმეს შეუძლია ჭეშმარიტების გაგება და ყველა განსაკუთრებულად იწონებს მას, ანტიქრისტეები ამ ადამიანს აღიქვამენ, როგორც თვალში გაჩხრილ ეკალს განიკითხავენ და დაგმობენ მას. ისინი უარყოფენ ამ ადამიანის მართებულ პრაქტიკასა და დადებით თვისებებს და ისე წარმოაჩენენ მათ, თითქოს ეს იყოს მცდარი და დამახინჯებული გაგება. ვინც არ უნდა გააკეთოს ისეთი რამ, რაც სარგებელს მოუტანს ეკლესიას ან ძმებსა და დებს, ანტიქრისტეები მოძებნიან გზებს მათ დასაკნინებლად, მასხრად ასაგდებად და გასაკიცხად; რაც არ უნდა კარგი საქმე გააკეთონ მათ ან რაც არ უნდა დიდი სარგებელი მოუტანოს ამ საქმემ ადამიანებს, ანტიქრისტეები ჩათვლიან, რომ ეს ხსენებადაც არ ღირს, და გააუფასურებენ და დააკნინებენ მას იმ დონემდე, რომ სრულიად უსარგებლოდ გამოჩნდეს. ხოლო თუ ანტიქრისტეები თავად გააკეთებენ თუნდაც მცირე კეთილ საქმეს, ისინი ყველანაირად შეეცდებიან მის გაზვიადებასა და განდიდებას, რათა ყველამ დაინახოს, იცოდეს, რომ ეს მათ გააკეთეს და რომ ეს მათი დამსახურებაა, რათა ძმებმა და დებმა მათ განსაკუთრებული პატივი სცენ, მუდმივად ახსოვდეთ ისინი, იყვნენ უკიდურესად მადლიერნი მათ მიმართ და ახსოვდეთ, რა არის მათში კარგი. ყველა ანტიქრისტეს შეუძლია ამგვარად მოქცევა ისევე, როგორც მათ, ვინც ფლობს ანტიქრისტეთა ხასიათს. ამ თვალსაზრისით ანტიქრისტეები არაფრით განსხვავდებიან თვალთმაქცი ფარისევლებისგან; სინამდვილეში მათზე უარესები არიან. ეს არის ანტიქრისტეთა ყველაზე გავრცელებული და აშკარა ტიპური გამოვლინებები.
რა დამოკიდებულება აქვთ ანტიქრისტეებს, როდესაც რაღაცას აკეთებენ? მათ სურთ გააკეთონ კარგი საქმეები სხვების დასანახად და ცუდი საქმეები - ფარულად. სურთ, რომ ყველამ იცოდეს იმ კარგი საქმეების შესახებ, რომლებსაც აკეთებენ და დაფარონ ყველა ცუდი საქმე, რათა არავინ გაიგოს მათ შესახებ ისე, რომ ერთი სიტყვაც კი არ გამჟღავნდეს; თავს ვალდებულად გრძნობენ, რომ ყველაფერი გააკეთონ მათ დასამალად. ანტიქრისტეთა ეს ხასიათი ამაზრზენია, არა? რა არის ანტიქრისტეთა ამგვარად მოქცევის მიზანი? (ეს არის პირადი რეპუტაციისა და სტატუსის დაცვა.) სწორია. გარგნულად თითქოს არ ეჯიბრებიან სხვებს სტატუსის მოსაპოვებლად ან არ ამბობენ რაიმეს ამ მიზნით, მაგრამ ყოველივე, რასაც აკეთებენ და ამბობენ, პირადი სტატუსის დაცვასა და შენარჩუნებას, მაღალი პრესტიჟისა და კარგი სახელის მოპოვებას ემსახურება. ზოგჯერ იბრძვიან კიდეც სტატუსის გამო ჯგუფში ისე, რომ ამას არავის აჩვენებენ. მაშინაც კი, როდესაც ისინი ვინმეს რეკომენდაციას უწევენ ანუ აკეთებენ იმ მცირედს, რაც ისედაც მათი მოვალეობაა, მათ სურთ, რომ ადამიანს, ვისაც რეკომენდაცია გაუწიეს, მათ მიმართ უდიდესი მადლიერების გრძნობა ჰქონდეს და იცოდეს, რომ ამ მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა მხოლოდ მათი რეკომენდაციის წყალობით მიეცა. ანტიქრისტეები არასოდეს გაუშვებენ ხელიდან ასეთ შესაძლებლობას. ფიქრობენ: „მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაცია გაგიწიე, მაინც შენი წინამძღოლი ვარ, ამიტომ ვერ მაჯობებ.“ ანტიქრისტეთან დაუოკებელი სწრაფვა სტატუსისა და რეპუტაციის მოსაპოვებლად სრულიად აშკარაა. სტატუსისთვის ბრძოლისა და მისი დაცვის მიზნით, მათ არ გამოეპარებათ არცერთი გამოხედვა, ვინმეს მიერ ნათქვამი არცერთი უნებლიე სიტყვა და მით უმეტეს, არაფერი, რაც ნებისმიერ კუთხეში ხდება. ანტიქრისტეები ამჩნევენ ყოველივე ამას, დიდსა თუ მცირეს და სხვათა მიერ ნათქვამი სიტყვები მათ გონებაში ისევ და ისევ ტრიალებს. რა არის ამის გაკეთების მიზანი? განა ჭორაობა სიამოვნებთ? არა; საქმე ისაა, რომ ყოველივე ამაში მათ სურთ იპოვონ გზა და შესაძლებლობა საკუთარი სტატუსის დასაცავად. მათ არ უნდათ, რომ წამიერი უყურადღებობის ან გაუფრთხილებლობის გამო მათ სტატუსს ან სახელს რაიმე ჩრდილი მიადგეს. სტატუსის გამო მათ ისწავლეს, როგორ ჩასწვდნენ ყოველივეს არსს; როდესაც რომელიმე ძმა ან და ამბობს რამეს, რასაც უპატივცემულოდ მიიჩნევენ ან გამოთქვამს მათთან შეუსაბამო აზრს, ისინი არ ივიწყებენ ამას; სერიოზულად ეკიდებიან, ატარებენ დეტალურ კვლევასა და ღრმა ანალიზს, შემდეგ კი პოულობენ შესაბამის პასუხს ნათქვამზე საპასუხოდ, რათა მათი სტატუსი მყარად დამკვიდრდეს ყველას გონებაში და აბსოლუტურად შეურყეველი იყოს. როდესაც მათ სახელს ჩრდილი ადგება ან ესმით სიტყვები, რაც მათთვის საზიანოა, სწრაფად მიაკვლევენ წყაროს და შეეცდებიან იპოვონ საბაბი და გამართლება, რომლითაც შეეცდებიან საკუთარი სახელის აღდგენას. ამიტომ, რა მოვალეობებსაც არ უნდა ასრულებდნენ ანტიქრისტეები, მიუხედავად იმისა, მოქმედებენ თუ არა როგორც წინამძღოლები და მუშაკები, თითოეული საქმე, რომლითაც დაკავებულნი არიან და თითოეული სიტყვა, რომელსაც წარმოთქვამენ, ემსახურება სტატუსის მოპოვებას და განუყოფელია საკუთარი ინტერესების დაცვის სურვილისგან. ანტიქრისტეთა გულის სიღრმეში საერთოდ არ არსებობს ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენების ან ღვთის სახლის ინტერესების დაცვის ცნება. ამიტომ, ანტიქრისტეთა არსი შეიძლება ზუსტად განისაზღვროს შემდეგნაირად: ისინი ღვთის მტრები არიან; ისინი არიან ეშმაკებისა და სატანების ხროვა, რომლებიც მოვიდნენ ღვთის სახლის საქმის შესაფერხებლად, ჩასაშლელად და გასანადგურებლად. ისინი სატანის მსახურნი არიან; ისინი არ არიან ღვთის მიმდევარი ადამიანები, არც ღვთის სახლის წევრები არიან და არც ღვთის ხსნის ობიექტები არიან.
შეეხო თუ არა თქვენ გულს რომელიმე ის საკითხი, რაზეც დღეს გვქონდა თანაზიარება? რომელმა ნაწილმა აგაღელვათ? (ბოლო ნაწილმა ანუ როდესაც ღმერთმა გააანალიზა ანტიქრისტეთა კონკურენტული ბუნება.) არ არის კარგი, რომ ყოველთვის კონკურენციაში იყო. ეს ქცევა უკავშირდება ანტიქრისტეებსა და განადგურებას. ეს არ არის კარგი გზა. რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა ასეთი გამოვლინებებისა და გამოაშკარავებების შემთხვევაში? რა არჩევანი უნდა გააკეთონ? როგორ უნდა აირიდონ თავიდან ეს ყველაფერი? ეს არის ის პრობლემები, რომლებზეც ადამიანებმა ახლა ყველაზე მეტად უნდა იფიქრონ და იმსჯელონ; ეს ასევე არის პრობლემები, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან. როგორ შეიკავონ თავი შეჯიბრებისგან, როდესაც რაღაც ხდება და როგორ უნდა დაძლიონ ტკივილი და შფოთვა გულში შეჯიბრების შემდეგ — ეს არის პრობლემა, რომლის წინაშეც თითოეული ადამიანი უნდა დადგეს. ადამიანებს აქვთ გახრწნილი ხასიათი, ამიტომ ისინი ყველანი იბრძვიან პრესტიჟისთვის, გამორჩენისა და იმიჯისთვის და მათთვის რთულია შეჯიბრებისგან თავის შეკავება. მაშინ, თუ ადამიანი არ ეჯიბრება სხვებს, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მან თავი დააღწია ანტიქრისტეთა ხასიათსა და არსს? (არა, ეს მხოლოდ ზედაპირული ფენომენია. თუ მისი შინაგანი ხასიათი არ განიკურნება, მაშინ ანტიქრისტეთა გზით სიარულის პრობლემა ვერ გადაიჭრება.) მაშ, როგორ შეიძლება გადაიჭრას ანტიქრისტეთ გზით სიარულის პრობლემა? (ერთი მხრივ, ადამიანს უნდა ჰქონდეს ცოდნა ამ საკითხის შესახებ; ის უნდა წარსდგეს ღვთის წინაშე სალოცავად, როდესაც როდესაც მასში სტატუსისთვის ბრძოლის აზრები და იდეები იჩენს თავს. გარდა ამისა, უნდა გაიხსნას და გულახდილად ისაუბროს ძმებთან და დებთან და შემდეგ შეგნებულად შეეწინააღმდგოს ამ არასწორ ფიქრებსა და იდეებს. ასევე უნდა სთხოვოს ღმერთს, რომ განიკითხოს, გაკიცხოს, გაასხლას და გაწვრთნას. მაშინ შეძლებს სწორ გზაზე დადგომას.) ეს საკმაოდ კარგი პასუხია. თუმცა, ამის მიღწევა არ არის ადვილი; განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ზედმეტად უყვარს რეპუტაცია და სტატუსი, ამის მიღწევა კიდევ უფრო რთულია. რეპუტაციასა და სტატუსზე უარის თქმა არ არის ადვილი — ადამიანებს ამის მიღწევა მხოლოდ ჭეშმარიტების ძიებით შეუძლიათ. მხოლოდ ჭეშმარიტების გაგებით შეუძლიათ შეიცნონ საკუთარი თავი, ნათლად დაინახონ დიდების, სარგებლისა და სტატუსის ძიების ამაოება და კაცობრიობის გახრწნილების რეალობა. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანები ჭეშმარიტად შეიცნობენ საკუთარ თავს, მათ შეუძლიათ უარი თქვან სტატუსსა და რეპუტაციაზე. არ არის ადვილი შენი გახრწნილი ხასიათისგან გათავისუფლება. თუ აღიარე, რომ არ გაგაჩნია ჭეშმარიტება, რომ გაქვს ძალიან ბევრი ნაკლი და რომ ავლენ ძალიან დიდ გახრწნილებას, მაგრამ არავითარ ძალისხმევას არ იჩენ ჭეშმარიტების საძიებლად, ინიღბები და თვალთმაქცობ, რის გამოც ადამიანებს შეცდომით სჯერათ, რომ ყველაფერი შეგიძლია, მაშინ ეს საფრთხეში ჩაგაგდებს — და ადრე თუ გვიან, დადგება დრო, როდესაც კედელს შეეჯახები და დაეცემი. უნდა აღიარო, რომ არ გაქვს ჭეშმარიტება და გეყოს გამბედაობა, რომ თვალი გაუსწორო რეალობას. გაქვს სისუსტეები, ავლენ გახრწნილებას და ფლობ ყოველგვარ ნაკლს. ეს ნორმალურია, რადგან ჩვეულებრივი ადამიანი ხარ; არ ხარ ზეადამიანი ან ყოვლისშემძლე, და ეს უნდა აღიარო. როდესაც სხვა ადამიანები დაგცინიან ან მასხარად გიგდებენ, მაშინვე ნუ უპასუხებ ანტიპათიით, რადგან მათი ნათქვამი არასასიამოვნოა ან ნუ შეეწინააღმდეგები იმაში დარწმუნებული, რომ თავად ნიჭიერი და სრულყოფილი ხარ — ეს არ უნდა იყოს შენი დამოკიდებულება ასეთი სიტყვების მიმართ. როგორი უნდა იყოს შენი დამოკიდებულება? საკუთარ თავს უნდა უთხრა: „მე მაქვს ჩემი შეცდომები, ჩემში ყოველივე გახრწნილი და ნაკლოვანია; მე უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დამცინიან და მასხარად მაგდებენ, არის თუ არა ამაში რაიმე სიმართლე? თუ ის, რასაც ამბობენ, ნაწილობრივ მართალია, მაშინ ეს ღვთისგან უნდა მივიღო.“ თუ ასეთი დამოკიდებულება გაქვს, ეს იმის მტკიცებულებაა, რომ შეგიძლია სწორად გაუმკლავდე სტატუსს, რეპუტაციას და იმას, რასაც სხვა ადამიანები ამბობენ შენზე. სტატუსსა და რეპუტაციაზე უარის თქმა ადვილი არ არის. მათთვის, ვინც გარკვეულწილად ნიჭიერია, გააჩნია გარკვეული სულიერი მონაცემები ან ფლობს გარკვეულ სამუშაო გამოცდილებას, ამ ყოველივეზე უარის თქმა კიდევ უფრო რთულია. თუმცა ზოგჯერ შეიძლება ამტკიცებდნენ, რომ უარი თქვეს მათზე, გულის სიღრმეში ამის გაკეთება არ ძალუძთ. როგორც კი სიტუაცია ამის საშუალებას მისცემს და შესაძლებლობა მიეცემათ, გააგრძელებენ დიდების, გამორჩენისა და სტატუსისკენ სწრაფვას ისევე, როგორც ადრე, რადგან ყველა გახრწნილ ადამიანს უყვარს ეს ყოველივე; უბრალოდ მათ, ვინც არ ფლობს ნიჭს, ოდნავ უფრო სუსტი სურვილი აქვთ, ეძიონ სტატუსი. მათ, ვისაც აქვს ცოდნა, ნიჭი, კარგი გარეგნობა ან განსაკუთრებული კაპიტალი, გააჩნია რეპუტაციისა და სტატუსის მოპოვების განსაკუთრებულად ძლიერი სურვილი იმ დონემდე კი, რომ აღვსილნი არიან ამ ამბიციითა და სურვილით. ეს არის ის, რაზე უარის თქმაც მათთვის ყველაზე რთულია. როდესაც არ აქვთ სტატუსი, მათი სურვილი ჩანასახოვან სტადიაშია. როგორც კი მოიპოვებენ სტატუსს, როდესაც ღვთის სახლი მათ რაიმე მნიშვნელოვან დავალებას ანდობს და განსაკუთრებით, თუ მათ აქვთ საქმის შესრულების დიდი, მრავალწლოვანი დიდი გამოცდილება და კაპიტალი, სურვილი აღარ არის ჩანასახოვან სტადიაში. მან უკვე გაიდგა ფესვები, აყვავდა და ნაყოფის გამოღებას აპირებს. თუ ადამიანს აქვს მუდმივი სურვილი და ამბიცია, გააკეთოს დიდი საქმეები, გახდეს ცნობილი, დიდი ფიგურა, მაშინ როგორც კი დიდ ბოროტებას ჩაიდენს და მისი შედეგები ამოქმედდება, ის სრულიად განადგურდება და მოიკვეთება. ამიტომ, სანამ ეს დიდ უბედურებას გამოიწვევს, დაუყოვნებლივ უნდა შემოაბრუნოს სიტუაცია, სანამ ჯერ კიდევ არის დრო. როდესაც რამეს აკეთებ, ნებისმიერ კონტექსტში უნდა ეძიო ჭეშმარიტება, პრაქტიკაში განახორციელო ის, რომ იყო პატიოსანი და ღვთისადმი მორჩილი და უარი თქვა სტატუსისა და რეპუტაციის ძიებაზე. როდესაც გაქვს მუდმივი ფიქრი და სურვილი, იბრძოლო სტატუსისთვის, უნდა გააცნობიერო, რა არასასურველ შედეგებამდე მიგვიყვანს ამგვარი მდგომარეობა, თუ ის მოუგვარებელი დარჩება. შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა ეძიო ჭეშმარიტება, მიხედო შენს სურვილს, იბრძოლო სტატუსისთვის, სანამ ის ჩანასახოვან სტადიაშია და ჩაანაცვლო ის ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებით. როდესაც ჭეშმარიტებას პრაქტიკაში იყენებ, შენი სურვილი და ამბიცია, იბრძოლო სტატუსის მოსაპოვებლად, შემცირდება და არ შეაფერხებ ეკლესიის საქმეს. ამგვარად, ღმერთი დაიმახსოვრებს და მოიწონებს შენს ქმედებებს. მაშ, რისი ხაზგასმა მინდა? ეს არის ის, რომ უნდა გათავისუფლდე შენი სურვილებისა და ამბიციებისგან, სანამ ისინი აყვავდებიან, ნაყოფს გამოიღებენ და დიდ უბედურებას მიგიყვანენ. თუ არ მიხედავ მათ, სანამ ისინი ჯერ კიდევ ჩანასახოვან სტადიაში არიან, ხელიდან გაუშვებ დიდ შესაძლებლობას; და როგორც კი ისინი დიდ უბედურებას გამოიწვევენ, მათი გადაჭრა უკვე გვიანი იქნება. თუ არ გაქვს იმის სიმტკიცეც კი, რომ წინააღმდეგობა გაუწიო ხორციელ სხეულს, ძალიან გაგიჭირდება ჭეშმარიტების ძიების გზაზე დადგომა; თუ დიდების, გამორჩენისა და სტატუსის ძიებისას წააწყდები დაბრკოლებებსა და წარუმატებლობას და გონს არ მოხვალ, მაშინ ეს საშიშია: არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მოიკვეთები. როდესაც მათ, ვისაც უყვარს ჭეშმარიტება, ხვდებათ ერთი ან ორი წარუმატებლობა და დაბრკოლება პირადი რეპუტაციისა და სტატუსის ძიებისას, ი ნათლად ხედავენ, რომ დიდებას, სარგებელსა და სტატუსს საერთოდ არ აქვს ღირებულება. მათ შეუძლიათ სრულიად უარყონ სტატუსი და რეპუტაცია და გადაწყვიტონ, რომ მაშინაც კი, თუ არასოდეს ექნებათ სტატუსი, მაინც გააგრძელებენ ჭეშმარიტების ძიებას, თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, გააზიარებენ თავიანთ გამოცდილებით დამოწმებას და ამით მიაღწევენ ღვთის დამოწმების შედეგს. მაშინაც კი, როდესაც ჩვეულებრივი მიმდევრები არიან, მაინც შეუძლიათ ბოლომდე მიყოლა და ერთადერთი, რაც სურთ, არის ღვთის მოწონების მიღება. მხოლოდ ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად უყვართ ჭეშმარიტება და აქვთ სიმტკიცე. ღვთის სახლმა მოიკვეთა მრავალი ანტიქრისტე და ბოროტი ადამიანი, ხოლო ზოგიერთი, ვინც ეძიებს ჭეშმარიტებას, ანტიქრისტეების წარუმატებლობის დანახვის შემდეგ, ზოგიერთი უკვირდება იმ გზას, რომელიც ამ ადამიანებმა გაიარეს, ასევე აანალიზებს და შეიმეცნებს საკუთარ თავს. აქედან გამომდინარე, მას ესმის ღვთის განზრახვა, წყვეტს, რომ იყოს ჩვეულებრივი მიმდევარი, და ფოკუსირდება ჭეშმარიტების ძიებასა და თავისი მოვალეობის კარგად შესრულებაზე. მაშინაც კი, თუ ღმერთი იტყვის, რომ ის მსახურების შემსრულებელი ან მდაბიო არარაობაა, ეს მისთვის მისაღებია. ის უბრალოდ შეეცდება იყოს მდაბიო ადამიანი და პატარა, უმნიშვნელო მიმდევარი ღვთის თვალში, რომელსაც საბოლოოდ ღმერთი სტანდარტის შესაბამის ქმნილებას უწოდებს. სწორედ ასეთი ადამიანები არიან კარგები და ისინი, ვისაც ღმერთი იწონებს.
ღმერთს მოსწონს ადამიანები, რომლებიც ეძიებენ ჭეშმარიტებას და ყველაზე მეტად სძულს, როდესაც ადამიანები ეძიებენ დიდებას, სარგებელსა და სტატუსს. ზოგიერთი ადამიანი მართლაც აფასებს სტატუსსა და რეპუტაციას, არის მიჯაჭვული მათზე და არ ძალუძს მათზე უარის თქმა. ისინი ყოველთვის გრძნობენ, რომ სტატუსისა და რეპუტაციის გარეშე ცხოვრებაში არ არის სიხარული ან იმედი, რომ ცხოვრებაში იმედი მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც სტატუსისა და რეპუტაციისთვის ცხოვრობს; მაშინაც კი, თუ მცირეოდენი პოპულარობა აქვთ, გააგრძელებენ ბრძოლას და არასოდეს დანებდებიან. თუ ეს ფიქრი და შეხედულება გაქვს, თუ შენი გული ამგვარი რამეებითაა აღვსილი, მაშინ არ შეგიძლია გიყვარდეს და ეძიო ჭეშმარიტება, არ გაქვს სწორი მიმართულება და მიზნები ღვთისადმი შენს რწმენაში, და არ ძალგიძს საკუთარი თავის შეცნობა, გახრწნილების უკუგდება და ადამიანური სახის გამოვლენა; მოვალეობის შესრულებისას საქმეებს უყურადღებოდ ეკიდები, არ გაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და კმაყოფილდები მხოლოდ იმით, რომ არ სჩადიხარ ბოროტებას, არ იწვევ არეულობას და ეკლესიიდან არ გიცილებენ. შეძლებენ თუ არა ასეთი ადამიანები თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას? და შესაძლებელია, რომ ღმერთმა გადაარჩინოს ისინი? შეუძლებელია. როდესაც რეპუტაციისა და სტატუსის გამო მოქმედებ, ფიქრობ კიდეც: „სანამ ის, რასაც ვაკეთებ, ბოროტ საქმედ არ ითვლება და არ იწვევს არეულობას, მაშინაც კი, თუ ჩემი მოტივი მცდარია, ვერავინ დაინახავს ამას ან განმიკითხავს.“ არ იცი, რომ ღმერთი გულდასმით იკვლევს ყველაფერს. თუ არ იღებ ან პრაქტიკაში არ იყენებ ჭეშმარიტებას და ღმერთი ზიზღით უარგყოფს, შენთვის ყველაფერი დასრულებულია. ყველა, ვისაც ღვთისმოშიში გული არ აქვს, საკუთარ თავს ჭკვიანად მიიჩნევს; სინამდვილეში არც კი იცის, როდის შეურაცხყო ღმერთი. ზოგიერთი ადამიანი ნათლად ვერ ხედავს ამ ყოველივეს; ის ფიქრობს: „მე მხოლოდ იმიტომ ვეძიებ რეპუტაციასა და სტატუსს, რომ მეტი გავაკეთო, მეტი პასუხისმგებლობა ავიღო. ეს არ იწვევს ეკლესიის საქმის ჩაშლას ან არეულობას და ნამდვილად არ აზიანებს ღვთის სახლის ინტერესებს. ეს არ არის დიდი პრობლემა. მე უბრალოდ მიყვარს სტატუსი და ვიცავ ჩემს სტატუსს, მაგრამ ეს არ არის ბოროტი ქმედება.“ გარეგნულად ასეთი ძიება შეიძლება არ ჩანდეს ბოროტ ქმედებად, მაგრამ რას იწვევს ის საბოლოოდ? მოიპოვებენ თუ არა ასეთი ადამიანები ჭეშმარიტებას? მიაღწევენ თუ არა ხსნას? აბსოლუტურად ვერა. ამიტომ რეპუტაციისა და სტატუსის ძიება არ არის სწორი გზა — ის ზუსტად საპირისპირო მიმართულებით მიდის ჭეშმარიტების ძიებისგან. მოკლედ რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, თუ რა არის შენი ძიების მიმართულება ან მიზანი, თუ შენ არ დაფიქრდები სტატუსისა და რეპუტაციის ძიებაზე და თუ ძალიან გიჭირს ამაზე უარის თქმა, მაშინ ეს გავლენას მოახდენს შენს სულიერ გზაზე დადგომაზე. სანამ სტატუსს ადგილი უჭირავს შენს გულში, მას სრულად შეეძლება გააკონტროლოს და გავლენა მოახდინოს შენი ცხოვრების მიმართულებასა და შენი ძიების მიზანზე, რა შემთხვევაშიც ძალიან გაგიჭირდება ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა, რომ აღარაფერი ვთქვათ შენს ხასიათში ცვლილებების მიღწევაზე; შეძლებ თუ არა საბოლოოდ ღვთის მოწონების მოპოვებას, რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია. უფრო მეტიც, თუ არასოდეს ძალგიძს უარი თქვა სტატუსის ძიებაზე, ეს გავლენას მოახდენს შენს უნარზე, შეასრულო შენი მოვალეობა ჯეროვნად, რაც ძალიან გაართულებს იმას, რომ გახდე სტანდარტის შესაბამისი ქმნილება. რატომ ვამბობ ამას? ღმერთს არაფერი სძულს იმაზე მეტად, ვიდრე ის, როდესაც ადამიანები ეძიებენ სტატუსს, რადგან სტატუსის ძიება არის სატანური ხასიათი, ეს არის არასწორი გზა, ის წარმოიშვა სატანის გახრწნილებისგან, ეს არის ის, რასაც ღმერთი გმობს; ეს არის სწორედ ის, რასაც ღმერთი განიკითხავს და განწმენდს. ღმერთს არაფერი სძულს იმაზე მეტად, ვიდრე ის, როდესაც ადამიანები ეძიებენ სტატუსს; და მაინც ჯიუტად იბრძვი სტატუსისთვის, გამუდმებით აფასებ და იცავ მას, ყოველთვის ცდილობ მის მოპოვებას. განა ყოვლივე ამაში არ ვლინდება ღვთისადმი მტრულად განწყობის თვისება? სტატუსი არ არის ღვთის მიერ ადამიანთათვის განკუთვნილი; ღმერთი აძლევს ადამიანებს ჭეშმარიტებას, გზას და სიცოცხლეს, რათა საბოლოოდ გახდნენ სტანდარტის შესაბამისი ქმნილება, პატარა და უმნიშვნელო ქმნილება — და არა ისეთი, ვისაც აქვს სტატუსი და პრესტიჟი და პატივს სცემს ათასობით ადამიანი. ამიტომ რა პერსპექტივიდანაც არ უნდა შევხედოთ, სტატუსის ძიება არის გზა დაღუპვისკენ. რაც არ უნდა გონივრული იყოს სტატუსის ძიების საბაბი, ეს გზა მაინც არასწორია და არ არის მოწონებული ღვთის მიერ. რაც არ უნდა ეცადო ან რაოდენ დიდი მსხვერპლიც არ უნდა გაიღო, თუ გსურს სტატუსი, ღმერთი არ მოგცემს მას; თუ ღმერთი არ მოგცემს მას, მარცხს განიცდი მის მოსაპოვებლად ბრძოლაში და თუ გააგრძელებ ბრძოლას, მხოლოდ ერთი შედეგი იქნება: გამოაშკარავდები და მოიკვეთები — დაღუპვის გზაზე დადგები. გესმის ეს, არა?
7 მარტი, 2020 წ.