პუნქტი მეცხრე: ისინი თავიანთ მოვალეობას მხოლოდ საკუთარი თავის გამოსაჩენად და პირადი ინტერესებისა და ამბიციების დასაკმაყოფილებლად ასრულებენ, არასოდეს ითვალისწინებენ ღვთის სახლის ინტერესებს და ღალატობენ კიდეც მათ პირადი დიდების სანაცვლოდ (ნაწილი მეორე)

II. ანტიქრისტეთა ინტერესები

დღეს ჩვენ გავაგრძელებთ თანაზიარებას ანტიქრისტეთა გამოვლინებების მეცხრე პუნქტის შესახებ. მათი გამოვლინებების მეცხრე პუნქტი შემდეგია: ისინი თავიანთ მოვალეობას მხოლოდ საკუთარი თავის გამოსაჩენად და პირადი ინტერესებისა და ამბიციების დასაკმაყოფილებლად ასრულებენ, არასოდეს ითვალისწინებენ ღვთის სახლის ინტერესებს და ღალატობენ კიდეც მათ პირადი დიდების სანაცვლოდ. გასულ ჯერზე ჩვენ გვქონდა თანაზიარება ამ საკითხის მცირე ნაწილზე, დავიწყეთ ჩვენი თემის განხილვა და გვქონდა თანაზიარება იმაზე, თუ რას წარმოადგენს ინტერესები, რაც პირველი საკითხია. მეორე საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა თანაზიარება იმაზე, თუ რას წარმოადგენს ადამიანთა ინტერესები და რა არის ამ ინტერესების არსი. მესამე საკითხი, რომელზეც თანაზიარება გვქონდა, იყო ის, თუ რას წარმოადგენს ღვთის ინტერესები და რა არის ღვთის ინტერესების არსი — მეტ-ნაკლებად ეს იყო იმ სამი საკითხის შინაარსი, რომლებსაც თანაზიარებისას შევეხეთ. ის, რაზეც გასულ ჯერზე გვქონდა თანაზიარება, არსებითად კონცეპტუალური ჭეშმარიტებები იყო, რაც ინტერესთა სხვადასხვა ასპექტის განმარტებასა და ადამიანთათვის ძირითადი კონცეფციების ახსნას ემსახურებოდა. ამჯერად აღარ ჩავუღრმავდებით ზემოხსენებულ შინაარსს, რადგან თემა, რომელზეც ჩვენი მეცხრე პუნქტის ფარგლებში გვექნება თანაზიარება, მიზნად ისახავს ანტიქრისტეთა სხვადასხვა გამოვლინების ხაზგასმას. ამიტომ ამ პუნქტის თანაზიარებისას ჩვენ კვლავაც ანტიქრისტეების გამოვლინებებზე გავამახვილებთ ყურადღებას. უპირველეს ყოვლისა გავაანალიზებთ ანტიქრისტეთა დამოკიდებულებასა და ქცევას მათთან დაკავშირებული სხვადასხვა ინტერესის მიმართ, შევეცდებით ამოვიცნოთ ანტიქრისტეთა ბუნება-არსება და ხასიათი და ამ კუთხით გავაანალიზოთ ისინი. დავიწყებთ თანაზიარებას იმაზე, თუ რა არის ანტიქრისტეთა თვალთახედვით მათი ინტერესებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.

ანტიქრისტეთა მოსაზრებით, ღმერთი, ღვთის სახლი და ეკლესია მხოლოდ იარლიყებია, მხოლოდ სახელები ყოველგვარირეალური ღირებულების გარეშე. ამიტომ ისინი აბუჩად იგდებენ ღვთის, ღვთის სახლისა და ეკლესიის ინტერესებს; ისინი მათთვის უმნიშვნელოა ან ყურადღების ღირსად არ თვლიან. ამისგან განსხვავებით, ანტიქრისტეთა პირადი ინტერესები მათთვის უდიდესი მნიშვნელობისაა. შესაბამისად ანტიქრისტეები ხშირად ღალატობენ ეკლესიისა და ღვთის სახლის ინტერესებს პირადი ინტერესების სანაცვლოდ. ახლა კი დავახარისხოთ და საფუძვლიანად გავაანალიზოთ, თუ რა შედის ანტიქრისტეთა ინტერესებში, რათა ადამიანებს ნათელი წარმოდგენა შევუქმნათ ინტერესის საგნების შესახებ მათ შეხედულებებზე. უპირველეს ყოვლისა, როგორადაც არ უნდა მოვიხსენიოთ ანტიქრისტეები, იქნება ეს ანტიქრისტეები, ბოროტი ადამიანები თუ პიროვნებები, რომლებიც არ ახორციელებენ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში ან მტრულად არიან განწყობილნი მის მიმართ, ამგვარი ადამიანები ვაკუუმში არ ცხოვრობენ. ისინი ხორციელად ცხოვრობენ და ნორმალური ადამიანური ცხოვრების მსგავსი მოთხოვნილებები აქვთ. ამიტომ ანტიქრისტეთა მსგავს ადამიანებს, რომლებიც დებსა და ძმებს შორის ან ღვთის სახლსა და ეკლესიაში ცხოვრობენ, ასევე გააჩნიათ პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინტერესები. ეს არის ანტიქრისტეთა ინტერესების შესახებ პირველი ქვეთავი — პირადი უსაფრთხოება. ანტიქრისტეთა ინტერესების შესახებ მეორე ქვეთავი წარმოადგენს მათ პირად რეპუტაციასა და სტატუსს, რაც მათ ძალაუფლებას უკავშირდება. ანტიქრისტეთა ინტერესების შესახებ მესამე ქვეთავი მათ გამორჩენას ეხება. უფრო ნათელი არ არის ანტიქრისტეთა ინტერესების გაანალიზება ამ სამი ქვეთავის მეშვეობით, ვიდრე მათზე უსისტემო, პირდაპირი გზით თანაზიარება? (დიახ.) მე რომ გთხოვოთ ამ სამი ქვეთავის საფუძველზე თანაზიარება, გაქვთ თუ არა რაიმე მოსაზრება? შეგიძლიათ თუ არა გარკვეულ შემეცნებაზე თანაზიარება? (შესაძლოა შევძლო გარკვეული მოსაზრებების განხილვა მეორე ქვეთავთან დაკავშირებით, მაგრამ დიდად არ ვარ გარკვეული პირად უსაფრთხოებასა და გამორჩენაში.) კეთილი, სანამ მე თანაზიარებას ვატარებ, შეგიძლიათ დაამატოთ იქ, სადაც ნათლად საუბარი შეგიძლიათ, მე კი ვიქონიებ თანაზიარებას იმაზე, რაც თქვენთვის გაუგებარი აღმოჩნდება. მისაღებია? (დიახ.)

ა. პირადი უსაფრთხოება

ჩვენ დავიწყებთ თანაზიარებას ანტიქრისტეთა ინტერესების შესახებ პირველი ქვეთავით — პირადი უსაფრთხოება. ამ ქვეთავის მნიშვნელობა ყველასთვის ნათელი უნდა იყოს; იგი ადამიანის ფიზიკურ უსაფრთხოებას ეხება. მატერიკულ ჩინეთში ღვთის რწმენა სახიფათო გარემოში ცხოვრებას ნიშნავს. ყოველი ადამიანი, ვინც ღმერთს მიჰყვება, ყოველდღიურად დგას დიდი წითელი დრაკონის მიერ დაპატიმრების, გასამართლებისა და სასტიკი დევნის რისკის წინაშე. არც ანტიქრისტეები წარმოადგენენ გამონაკლისს. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის სახლში ისინი შესაძლოა ანტიქრისტეებად ხასიათდებოდნენ, დიდი წითელი დრაკონი რელიგიურ სამყაროსთან კავშირში მუდმივად ძალ-ღონეს არ იშურებს ღვთის ეკლესიისა და მისი რჩეული ხალხის ჩასახშობად და სადევნელად; რა თქმა უნდა, ანტიქრისტეებიც ასეთ გარემოში იმყოფებიან და არც ისინი არიან დაზღვეულნი დაპატიმრების საფრთხისგან. ამიტომ ისინი ხშირად აწყდებიან პირადი უსაფრთხოების საკითხს. ეს ეხება იმას, თუ როგორ უდგებიან ანტიქრისტეები პირადი უსაფრთხოების საკითხს. ამ ქვეთავში ჩვენ ძირითადად თანაზიარებას ვიქონიებთ იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც ანტიქრისტეებს პირადი უსაფრთხოების მიმართ გააჩნიათ. მაშ, როგორია მათი დამოკიდებულება? (ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ პირადი უსაფრთხოების დასაცავად.) ანტიქრისტეები ძალ-ღონეს არ იშურებენ პირადი უსაფრთხოების დასაცავად. გულში ასე ფიქრობენ: „აუცილებლად უნდა უზრუნველვყო ჩემი უსაფრთხოება. ვინც არ უნდა დაიჭირონ, ეს მე არ უნდა ვიყო“. ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი ხშირად წარდგებიან ღვთის წინაშე ლოცვით და ევედრებიან, რომ ღმერთმა ისინი დაიცვას განსაცდელში ჩავარდნისგან. ისინი გრძნობენ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ნამდვილად ასრულებენ ეკლესიის წინამძღოლობის საქმეს და რომ ღმერთმა უნდა დაიცვას ისინი. პირადი უსაფრთხოების გულისთვის და დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად, რათა თავი დააღწიონ ყოველგვარ დევნას და უსაფრთხო გარემოში დაიმკვიდრონ თავი, ანტიქრისტეები ხშირად ევედრებიან და ლოცულობენ პირადი უსაფრთხოებისთვის. მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე მათ პირად უსაფრთხოებას ეხება, ისინი ჭეშმარიტად ეყრდნობიან ღმერთს და საკუთარ თავს მის ხელს ანდობენ. როდესაც საქმე ამას ეხება, მათ ნამდვილი რწმენა აქვთ და მათი მინდობა ღმერთზე რეალურია. ისინი მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რომ ღმერთს შეავედრონ პირადი უსაფრთხოების დაცვა და ოდნავადაც არ ფიქრობენ ეკლესიის საქმესა თუ საკუთარ მოვალეობაზე. საქმესთან მიმართებაში პირადი უსაფრთხოება არის პრინციპი, რომლითაც ისინი ხელმძღვანლობენ. თუ ადგილი უსაფრთხოა, მაშინ ანტიქრისტეები სწორედ ამ მას აირჩევენ საქმის შესასრულებლად; ისინი მართლაც ძალიან პროაქტიულად და პოზიტიურად გამოიყურებიან, რითაც თავიანთ დიდ „პასუხისმგებლობის გრძნობასა“ და „ერთგულებას“ აჩვენებენ. თუ რაიმე საქმის კეთება რისკთან არის დაკავშირებული და დიდია ალბათობა, რომ ისინი საფრთხეში აღმოჩნდებიან და დიდი წითელი დრაკონი მათ იპოვის, ისინი იმიზეზებენ, უარს ამბობენ მასზე და ეძებენ შანსს, რომ თავი აარიდონ. როგორც კი საფრთხე ან მისი ნიშანწყალი ჩნდება, ისინი ყოველგვარ საშუალებას ეძებენ თავის დასაძვრენად და მოვალეობის შესრულებაზე უარის სათქმელად; არ ადარდებთ დები და ძმები და მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რომ საფრთხეს თავი დააღწიონ. ისინი შესაძლოა გონებრივად უკვე მზადაც კი იყვნენ: როგორც კი საფრთხე გამოჩნდება, ისინი მყისიერად მიატოვებენ ყველა საქმეს, რომელსაც აკეთებენ, არ იდარდებენ იმაზე, თუ როგორ მიდის ეკლესიის საქმე, რა ზიანი შეიძლება მიადგეს ღვთის სახლის ინტერესებს ან დებისა და ძმების უსაფრთხოებაზე — მათთვის მთავარია გაქცევა. მათ „ფარული კოზირიც“ კი აქვთ, გეგმა საკუთარი თავის დასაცავად: როგორც კი საფრთხე დაემუქრებათ ან დააპატიმრებენ, ისინი იტყვიან ყველაფერს, რაც იციან, გაიმართლებენ თავს და მოიხსნიან ყოველგვარ პასუხისმგებლობას პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის ის გეგმა, რომელიც მათ მზად აქვთ. ამ ადამიანებს არ სურთ დევნის ატანა ღმერთის რწმენის გამო; მათ ეშინიათ დაპატიმრების, წამებისა და მსჯავრდების. სინამდვილე ისაა, რომ ისინი დიდი ხანია გულში სატანას დანებდნენ. მათ აშინებთ სატანური რეჟიმის ძალაუფლება და კიდევ უფრო მეტად ეშინიათ ისეთი რამის, როგორიცაა წამება და სასტიკი დაკითხვა. ამიტომ ანტიქრისტეებმა, თუ ყველაფერი შეუფერხებლად მიდის და მათ უსაფრთხოებას არავითარი საფრთხე ან პრობლემა არ ემუქრება და არც რაიმე რისკია მოსალოდნელი, შესაძლოა გამოავლინონ თავიანთი მონდომება და „ერთგულება“ და საკუთარი ქონებაც კი შესწირონ. მაგრამ თუ ვითარება ცუდია და ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება დააპატიმრონ ღვთის რწმენისა და მოვალეობის შესრულების გამო, და თუ ღვთის რწმენის გამო შესაძლოა ოფიციალური თანამდებობიდან გაათავისუფლონ ან ახლობლებმა მიატოვონ, მაშინ განსაკუთრებულად იფრთხილებენ, არც სახარებას იქადაგებენ, არც ღმერთს დაამოწმებენ და არც თავიანთ მოვალეობას შეასრულებენ. როდესაც პრობლემის მცირეოდენი ნიშანიც კი ჩნდება, ისინი უკან იხევენ, როგორც კუ, რომელიც თავის ბაკანში იმალება; როდესაც პრობლემის მცირეოდენი ნიშანიც კი ვლინდება, მათ მყისიერად უჩნდებათ სურვილი, რომ ეკლესიას დაუბრუნონ ღვთის სიტყვების წიგნები და ყოველივე, რაც ღმერთის რწმენას უკავშირდება, რათა თავს უშველონ და საფრთხე აირიდონ. განა ისინი სახიფათონი არ არიან? დაპატიმრების შემთხვევაში განა ისინი იუდად არ იქცევიან? ანტიქრისტეები იმდენად სახიფათონი არიან, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება იუდად იქცნენ; ყოველთვის არსებობს იმის ალბათობა, რომ ისინი ღმერთს უღალატებენ. გარდა ამისა, ისინი უკიდურესად ეგოისტები და საძაგლები არიან. ეს ანტიქრისტეთა ბუნება-არსებით არის განპირობებული.

ზოგმა შეიძლება თქვას: „სავარაუდოდ ამგვარი გამოვლინებების მქონე ადამიანები მხოლოდ დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში, ჩინეთის სოციალურ კონტექსტში გვხვდება. როდესაც საზღვარგარეთ მიდიხარ, იქ არ არის დევნა ან დაპატიმრება, ამიტომ პირადი უსაფრთხოების საკითხი მნიშვნელობას კარგავს. კვლავაც არის მისი საჭიროება?“ როგორ ფიქრობთ, არის ამის საჭიროება? (დიახ.) საზღვარგარეთაც კი ბევრი ადამიანი, ვინც ღვთის სახლში მოვალეობებს ასრულებს, ხშირად ავლენს ამგვარ ქცევებს. როგორც კი მსჯელობა ეხება თავდასხმებს, ცილისწამებასა და ღვთის სახლის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს გარკვეული ქვეყნის პოლიტიკური რეჟიმის, არამორწმუნეების ან რელიგიური სამყაროს მხრიდან, ზოგიერთი ადამიანი გულის სიღრმეში ძლიერ შიშსა და სიმხდალეს გრძნობს. მათ შესაძლოა ისიც კი იფიქრონ, რომ ასეთ დროს უკეთესად და უფრო თავისუფლად იქნებოდნენ, ღმერთი რომ არ სწამდეთ; ზოგიერთი მათგანი ნანობს ღვთის რწმენას, ზოგი კიგულში უკან დახევაზეც კი ფიქრობს და ამას უშვებს. ასეთი ადამიანები მუდამ წუხან პირად უსაფრთხოებაზე და გრძნობენ, რომ ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. მათი სიცოცხლე და პირადი უსაფრთხოება მათი გულის სიღრმეში უმთავრესი საზრუნავია. ამიტომ როდესაც აწყდებიან იმას, თუ როგორ ლანძღავს, ცილს სწამებს და გმობს სამყარო და მთელი კაცობრიობა ეკლესიასა და ღვთის საქმეს, ეს ადამიანები გულით ღმერთთან არ დგანან. ნაცვლად ამისა, როდესაც ეს ხდება, როდესაც ესმით ხმები, რომლებიც ლანძღავენ და გმობენ ღმერთს, გულის სიღრმეში ღვთის წინააღმდეგ დგებიან. მათ ძალიან უნდათ, გაავლონ ზღვარი საკუთარ თავსა და ღმერთს, მის სახლსა და ეკლესიას შორის. გარდა ამისა, ასეთ მომენტებში იმის აღიარება, რომ ღმერთი სწამთ, მათთვის რთული და მტკივნეული ამოცანაა. მათ ჯიუტად სურთ, რომ არავითარი კავშირი არ ჰქონდეთ ღმერთთან, მის სახლთან ან ეკლესიასთან. ასეთ დროს ისინი თავს უხერხულად გრძნობენ და რცხვენიათ კიდეც, არ ძალუძთხალხში გამოჩენა იმის გამო, რომ ღვთის სახლის წევრები არიან. არიან კი ასეთი ადამიანები ღვთის ჭეშმარიტი მიმდევრები? ჭეშმარიტად მიატოვეს მათ ყველაფერი ღვთის გასაყოლად? (არა.) როდესაც ადამიანებს ღვთის სწამთ მატერიკულ ჩინეთში, ისინი ხშირად აწყდებიან დევნასა და დაპატიმრებას და ხშირად აწყდებიან პირადი უსაფრთხოების საკითხს; მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ არსებული გარემო არც ისე მკაცრია, ადამიანები მაინც აწყდებიან მსგავს ვითარებას. ისინი აწყდებიან ცილისწამებასა და დაგმობას რელიგიური სამყაროს მხრიდან და უწევთ გამკლავება სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან გულგრილობასთან ან ან ეკლესიის მიმართ მათი გაუგებრობის გამომხატველ განცხადებებთან. ზოგი თავს დაბნეულად გრძნობს და გაურკვევლობა და ეჭვებიც კი უჩნდება იმის თაობაზე, არის თუ არა ღვთის საქმე ჭეშმარიტი და კიდევ უფრო მეტად აყენებს ეჭვქვეშ ღვთის სისწორეს. ამიტომ, რადგან ისინი ხშირად ფიქრობენ პირად უსაფრთხოებაზე, არ ძალუძთ ღვთის სახლში თავიანთი მოვალეობების შესრულება მტკიცე და მშვიდი გულით. ჭეშმარიტად მიანდეს ამ ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლე ღმერთს? (არა, არ მიუნდვიათ.) ზოგიერთი იმასაც კი ფიქრობს: „საზღვარგარეთ წამოსვლა დიდი წითელი დრაკონის კლანჭებისგან თავის დაღწევას ნიშნავს, არა? განა საზღვარგარეთ რელიგიური თავისუფლება არ არის? განა ყველაფერი თავისუფალი და დამოუკიდებელი არ არის? რაკი ღმერთმა საზღვარგარეთ წამოგვიყვანა ჩვენი მოვალეობების შესასრულებლად, რატომ გვიწევს კვლავაც იგივე მკაცრ პირობებთან შეჯახება? რატომ გვიწევს კვლავაც ამ გაკვეთილების სწავლა და ამ ტანჯვის გავლა საზღვარგარეთ?“ ზოგიერთი ადამიანის გულს ეჭვები ღრღნის, ზოგიერთი კი არა მხოლოდ ეჭვობს, არამედ წინააღმდეგობასაც კი წევს და უჩნდება კითხვები, როგორიცაა: „რაკი ეს ჭეშმარიტი გზაა, რაკი ეს ღვთის საქმეა, რატომ გვიწევს ჩვენ, ვინც ერთგულებას ვიჩენთ ჩვენი მოვალეობების შესრულებისას, ვინც ყველაფერი მივატოვეთ იმისთვის, რომ თავი გაგვეღო ღვთისათვის, კვლავაც ავიტანოთ ასეთი უთანასწორო მოპყრობა ამ წუთისოფელში?“ მათ არ ესმით. რადგან ისინი ამას ვერ აცნობიერებენ და პირად უსაფრთხოებას ყველაფერზე მაღლა აყენებენ, ამიტომ ამ გაუგებრობას ღვთისკენ მიმართულ საჩივრებად და კითხვებად აქცევენ. განა ასე არ არის? (დიახ.) ზოგიერთ ადამიანს საზღვარგარეთაც კი ეშინია თავისი მოვალეობების შესრულებისას რისკზე წასვლის. თუ მათ ისეთ მოვალეობას დაავალებენ, რომელიც გარკვეულ რისკს შეიცავს, ისინი იმიზეზებენ: „მე არ ვარ შესაფერისი ამ მოვალეობის შესასრულებლად. ჩემი ოჯახი კვლავ მატერიკულ ჩინეთშია და დიდი წითელი დრაკონი რომ მომაგნებს, განა ეს პრობლემებს არ შემიქმნის?“ ისინი უარს ამბობენ ასეთი მოვალეობების შესრულებაზე. ისინი ირჩევენ საკუთარი თავის დაცვას, პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას. ისინი იტოვებენ გამოსავალს იმის ნაცვლად, რომ სრულად მიანდონ საკუთარი თავი, უარი თქვან ყოველივეზე და მიატოვონ ყველაფერი მოვალეობების საკუთარ თავზე ასაღებად. მათ არ ძალუძთ ამის მიღწევა. ეს არის მათი ქცევა, როდესაც საქმე მათ პირად უსაფრთხოებას ეხება. ზოგიერთი ადამიანი გულის სიღრმეში შფოთვას განიცდის და ხშირად ლოცულობს ამაზე. ზოგიერთი კი ხშირად გრძნობს შიშსა და სიმხდალეს და ფიქრობს, რომ სატანის ძალები მეტისმეტად ძლიერია და როგორ შეუძლია მათნაირ ჩვეულებრივ ადამიანს წინააღმდეგობის გაწევა? ამიტომ ისინი ხშირად შიშობენ და წუხან ამაზე. ზოგიერთი იმასაც კი გრძნობს, რომ როგორც კი დააპატიმრებენ, ეკლესია ან ღვთის სახლი ვერაფერს გააკეთებს, რომ ვერავინ შეძლებს რეალური დახმარების გაწევას, თუ რამე მოხდება. ამიტომ მათ მიაჩნიათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავის დაცვაა. შესაბამისად, როდესაც საჭიროა თავის საფრთხეში ჩაგდება და სარისკო მოვალეობის საკუთარ თავზე აღება, ისინი იმალებიან და მათ გადარწმუნებას ვერავინ ახერხებს. ისინი აცხადებენ, რომ არ არიან კომპეტენტურნი, პოულობენ ყოველგვარ საბაბსა და მიზეზს, რათა უარი თქვან ღვთის სახლის მიერ მათთვის დაკისრებული მნიშვნელოვანი მოვალეობების შესრულებაზე. თუმცა ხელსაყრელი გარემოს შემთხვევაში ეს ადამიანები შესაძლოა საჯარო ადგილას მრავალრიცხოვანი ხალხის წინაშე მიკროფონით ხელშიც კი დადგნენ და იყვირონ: „მე მწამს ყოვლისშემძლე ღვთის, მე ვარ ყოვლისშემძლე ღვთის ეკლესიის წევრი. ვიმედოვნებ, რომ ყველანი მოხვალთ და ჭეშმარიტ გზას შეიმეცნებთ“. მათ ძალუძთ ამის გაკეთება ყოველგვარი შიშის გარეშე, როდესაც მათ პირად უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება. როგორც კი ჩნდება საფრთხის მცირეოდენი ნიშანიც კი ან მათ პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობა, ან როდესაც მოულოდნელი გარემოებები იჩენს თავს, მათი ენთუზიაზმი ქრება, მათი „ერთგულება“ უჩინარდება და მათი „რწმენა“ ნელდება. მათ მხოლოდ აქეთ-იქით გაქცევა იციან, მუდამ ცდილობენ იპოვონ რაიმე შეუმჩნეველი, ფარულად შესასრულებელი საქმე და სხვებს აკისრებენ იმ ამოცანებსა და მოვალეობებს, რომლებიც მოითხოვს საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდებასა და რისკზე წასვლას. როგორც კი გარემო უმჯობესდება, ისინი კვლავ ჩნდებიან, როგორც სცენის მასხარები. რატომ ჩნდებიან ისინი კვლავ? იმისათვის, რომ დაიწყონ საკუთარი თავის წარმოჩენა, რათა ხალხს გააგებინონ თავიანთი არსებობის შესახებ, რათა აჩვენონ ღმერთს თავიანთი ენთუზიაზმი, რათა ღმერთმა დაინახოს მათი ერთგულება იმ მომენტში და ამავდროულად გამოასწორონ ის, რაც მანამდე გააკეთეს, და ჯიუტად ცდილობენ მდგომარეობის გამოსწორებას. თუმცა პრობლემის ან გარემოს ცვლილების მცირეოდენი ნიშნის გამოვლენისთანავა კვლავ უჩინარდებიან და იმალებიან.

როდესაც სახარების საქმე ახალი დაწყებული იყო, სახარების ქადაგება განსაკუთრებით რთული იყო. იმ დროს არ იყო ბევრი ადამიანი, ვისაც შეეძლო სახარების ქადაგება; ხოლო მათ, ვინც ამას აკეთებდა, ჭეშმარიტების საკმაოდ ზედაპირული გაგება ჰქონდათ. მათ არ შეეძლოთ ადამიანთა რელიგიური წარმოდგენების კარგად გარჩევა და ხალხის მოქცევა რთული იყო. გარდა ამისა, სახარების ქადაგება რისკებთანაც იყო დაკავშირებული. როდესაც ხვდებოდი ადამიანებს, რომლებსაც მეტ-ნაკლებად კარგი ადამიანური ბუნება ჰქონდათ, ისინი, უკიდურეს შემთხვევაში უარს იტყოდნენ მის მიღებაზე და ამით დასრულდებოდა ყველაფერი, მაგრამ ისინი არ დაგიშავებდნენ ან შეურაცხყოფას არ მოგაყენებდნენ. თუ მათთან კონტაქტს შეინარჩუნებდი, შესაძლოა კვლავ ყოფილიყო მათი მოქცვის იმედი, რაც გარკვეულ შედეგს გამოიღებდა. თუმცა, როდესაც ხვდებოდი ბოროტ ადამიანებს ან სხვადასხვა აღმსარებლობის პასტორებსა და უხუცესებს, ეს ადამიანები არა მხოლოდ უარს ამბობდნენ მიღებაზე, არამედ ერთობლივ თავდასხმასაც კი აწყობდნენ, გაიძულებდნენ ცოდვების აღიარებას და თუ ამას არ გააკეთებდი, შესაძლოა ფიზიკურადაც გაგსწორებოდნენ. უფრო მძიმე შემთხვევებში მათ შესაძლოა პოლიციაშიც კი დაესმინეთ და განყოფილებისთვის გადაეცით, რითაც ნებისმიერ დროს დაპატიმრების საფრთხის წინაშე გაყენებდნენ. ეკლესიის ზოგიერთი წინამძღოლი არ იყო შეზღუდული ამ საკითხებით. ისინი აგრძელებდნენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას მაშინ, როდესაც ეს საჭირო იყო და წინამძღოლობდნენ კიდეც სახარების ქადაგებასა და ღმერთზე მოწმობას. თუმცა ზოგიერთი ეგრეთ წოდებული წინამძღოლი ან ცრუ წინამძღოლები ასე არ იქცეოდნენ. როდესაც ისინი ასეთი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდნენ, თავად კი არ მიდიოდნენ, არამედ სხვებს გზავნიდნენ. მსმენია ერთი წინამძღოლის შესახებ, რომელმაც გაიგო, რომ სახარების პოტენციური მიმღები გარკვეული აღმსარებლობის წინამძღოლი იყო. მას განზრახული ჰქონდა, ვინმე გაეგზავნა მისთვის სახარების საქადაგებლად. დაფიქრების შემდეგ ვერ იპოვა შესაფერისი ადამიანი და ჩათვალა, რომ უფრო მართებული იქნებოდა თავად წასულიყო. თუმცა, მას შეეშინდა საფრთხის და არ სურდა წასვლა, ამიტომ მის ნაცვლად თვრამეტი ან ცხრამეტი წლის ახალგაზრდა და გაგზავნა. როგორ ფიქრობთ? უნდა გაეგზავნა თუ არა მას ეს ახალგაზრდა და? (არ უნდა გაეგზავნა.) რატომ არ უნდა გაეგზავნა? (რადგან სახარების პოტენციური მიმღები იყო გარკვეული აღმსარებლობის წინამძღოლი, რომელსაც მრავალი რელიგიური წარმოდგენა ჰქონდა. ახალგაზრდა კი სულიერად მომწიფებული არ იყო, ჭეშმარიტების ზედაპირული გაგება ჰქონდა, არ ძალუძდა ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარება სახარების პოტენციური მიმღების პრობლემების გადასაჭრელად და არა მხოლოდ ვერ შეძლებდა მის მოქცევას, არამედ შესაძლოა თავად შეეყვანათ შეცდომაში.) მისი ასაკის გათვალისწინებით სინამდვილეში რამდენად შეეძლო ამ ახალგაზრდა დას ჭეშმარიტების გაგება? ბიბლიის რა ცოდნას ფლობდა იგი? რა შანსი ჰქონდა მას იმ აღმსარებლობის წინამძღოლის მოსაქცევად? მისი ასაკის გათვალისწინებით, მას ნამდვილად არ ჰქონდა სახარების ქადაგების დიდი გამოცდილება. გარდა ამისა, ის ახალი სრულწლოვანი იყო და გამოცდილება აკლდა. შეეძლო მას ზრდასრულთა წარმოდგენების, იდეებისა და სირთულეების გარჩევა? (არა, არ შეეძლო.) ნამდვილად არა. მის ასაკში ის უბრალოდ არ იყო მზად ზრდასრულთა აზრებთან გასამკლავებლად. მითხარით, მისი ასაკის გათვალისწინებით, იყო თუ არა ეს ახალგაზრდა და საუკეთესო არჩევანი? (არ იყო.) ის არ იყო საუკეთესო არჩევანი. მაშ, ამ ახალგაზრდა დის გაგზავნა ნიშნავდა თუ არა იმას, რომ ამ წინამძღოლს სწორი განზრახვა ჰქონდა? (მას არ ჰქონდა სწორი განზრახვა.) მას არ ჰქონდა სწორი განზრახვა. მას არ უნდა გაეგზავნა ახალგაზრდა და. მოგვიანებით, როდესაც ახალგაზრდა და დაუკავშირდა იმ აღმსარებლობის წინამძღოლს და აღმოაჩინა, რომ ის არ იყო კარგი ადამიანი, მან მოახსენა წინამძღოლს და გამოხატა, რომ განსაკუთრებულ შიშს გრძნობდა და აღარ ბედავდა წასვლას. ამ წინამძღოლმა მასზე ზეწოლა მოახდინა და დაჟინებით მოითხოვა: „არა, ეს შენი მოვალეობაა და შენ უნდა წახვიდე!“ ახალგაზრდა და ატირდა და თქვა: „ეს ჩემი მოვალეობაა და უნდა წავიდე, მაგრამ ვერ გავუმკლავდები ამას, არ ძალმიძს ამის გაკეთება“. მიუხედავად ამისა, ეს წინამძღოლი არ დანებდა და განაგრძო: „თუნდაც არ შეგეძლოს ამის გაკეთება, შენ უნდა წახვიდე; სხვა არავინაა, ამიტომ ეს შენ უნდა იყო!“ როგორ ფიქრობთ, როგორი წინამძღოლია ეს? მან არა მხოლოდ საკუთარი თავი დაიცვა, როდესაც საფრთხე მოახლოვდა, არამედ სხვა ჩააგდო საფრთხეში, თავად კი უკან დაიხია. იმ სიტუაციებშიც კი, როდესაც ამ ახალგაზრდა დამ გამოხატა თავისი უუნარობა და შიშისგან ატირდა კიდეც, ის მაინც არ დაეთანხმა. რა ნაძირალაა ის? არის ის ადამიანი? (არა.) ის არ არის ადამიანი. მან არ გაითვალისწინა თავისი დებისა და ძმების უსაფრთხოება, არამედ მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრა. მან სხვათა უსაფრთხოება საკუთარ ინტერესებსაც კი ანაცვალა ისევე, როგორც იმ აზარტულმა მშობლებმა, რომლებმაც მთელი ფული წააგეს, არაფერი დარჩათ და საკუთარ ქალიშვილებს ვალების დასაფარად გირაოდ დებენ, რათა მოაგვარონ პრობლემა და თავი დააღწიონ უბედურებას; ისინი სწირავენ მათ, ვინც ყველაზე მეტად უყვართ, საკუთარი ბედნიერების სანაცვლოდ. რა ნაძირალაა ეს წინამძღოლი? შერჩა მას რაიმე ადამიანური? (არა.) მასში ადამიანობის ნატამალიც კი არ არის. ამ ქცევაზე დაყრდნობით შეიძლება თუ არა ასეთი ადამიანები ანტიქრისტეებად დახასიათდნენ? (შეიძლება.) რა თქმა უნდა შეიძლება! ზოგმა შეიძლება თქვას: „რასაც ისინი აკეთებენ ეკლესიის საქმისთვის, სახარების ქადაგებისთვისაა. განა მათ კეთილი განზრახვა არ აქვთ? განა ისინი ამას ღვთის სახლის ინტერესების დასაცავად არ აკეთებენ? როგორ შეიძლება ისინი ანტიქრისტეებად დახასიათდნენ?“ უფიქრია ოდესმე ვინმეს ასე? შეიძლება ამ არგუმენტის მოყვანა? (არა, არ შეიძლება.) მაშ, მითხარით, რა არის ამ პრობლემის არსი? (ამ წინამძღოლმა საკუთარი ინტერესებისა და უსაფრთხოების გულისთვის ახალგაზრდა დის სიცოცხლითა და უსაფრთხოებით ივაჭრა ანუ განზრახ უბიძგა მას უფსკრულისკენ — მას განსაკუთრებით ბოროტი ბუნება აქვს.) უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ამ წინამძღოლმა, რომელიც სრულად აცნობიერებდა, რომ ახალგაზრდა და სრულიად უუნარო იყო ამ ამოცანის შესასრულებლად, ეს გადაწყვეტილება საკუთარი თავის გადასარჩენად მიიღო. ამავდროულად, მან ეს გააკეთა იმისათვის, რომ საკუთარი მოვალეობის შესრულების ანგარიში ჩაებარებინა და პირადი მიზნების მისაღწევად სხვისი ინტერესები და უსაფრთხოება გაწირა. ეს იყო მისი განზრახვა. მას უბრალოდ არ უფიქრია იმაზე, თუ ვის შეეძლო ამ საქმის კეთება, ამ ადამიანის მოქცევა ან ამ საქმის ეფექტურად შესრულება, რათა ამოცანის შესასრულებლად საუკეთესო ადამიანი ეპოვა. მისი ქმედებების არსი არ მდგომარეობდა მოვალეობის შესრულებაში, ერთგულების ან პასუხისმგებლობის გამოვლენაში, არამედ იმაში, რომ შეძლებოდა ზემდგომებისთვის ანგარიშის ჩაბარება და საკუთარი თავის გადარჩენა სხვათა ინტერესების გაწირვის ხარჯზე, თუნდაც ზიანის მიყენებით. ის მოქმედებდა ისე, რომ სხვებს აზიანებდა საკუთარი თავის გადასარჩენად და პირადი მიზნების მისაღწევად — განა ეს არ არის ამის არსი? (დიახ.) ეს არის ამის არსი. ამიტომ, ამ წინამძღოლის ქმედებები შეიძლება დახასიათდეს, როგორც ანტიქრისტეს ქმედებები. განა ეს არ არის პრობლემის არსი? (დიახ, ასეა.) სწორედ ასეა. შესაფერისი კანდიდატები რომ არ ყოფილიყვნენ და ეს ახალგაზრდა დაც რომ იქ არ ყოფილიყო, მისთვის რომ დავალებინათ, თავად წასულიყო იმ აღმსარებლობის წინამძღოლის მოსაქცევად, წავიდოდა? შეძლებდა ეთქვა: „თუ შესაფერისი კანდიდატები არ არიან, მაშინ მე წავალ. მე არ მეშინია. თუნდაც ამ ადამიანის მოსაპოვებლად სიცოცხლის გაწირვა მომიწიოს, მზად ვარ დავთმო ის, რადგან ეს ჩემი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა“? შეძლებდა ის ამის გაკეთებას? (არა.) რატომ ვამბობთ, რომ მას არ შეეძლო ამის გაკეთება? ჩვენ აქ არ ვვარაუდობთ. რას ვეყრდნობით, როდესაც ვამბობთ, რომ მას არ შეეძლო? (რადგან როდესაც ის თავის მოვალეობას ასრულებდა, ეს სინამდვილეში არ იყო შედეგების მისაღწევად და სახარების პოტენციური მიმღების მოსაქცევად. ამიტომ ახალგაზრდა დის გაგზავნით ის უბრალოდ მოვალეობას ირიდებდა თავიდან. ახალგაზრდა და იქ რომ არ ყოფილიყო, ის პირადად არ წავიდოდა ამ ადამიანის მოსაქცევად.) სწორია, სწორედ ასე იქნებოდა. თუ დაინახავდა, რომ შესაფერისი კანდიდატები არ იყვნენ, განა თავად არ უნდა წასულიყო? (დიახ.) ის ჭეშმარიტად ერთგული რომ ყოფილიყო თავისი მოვალეობის მიმართ და არ ეფიქრა პირად უსაფრთხოებაზე, ახალგაზრდა დას კი არ გაუშვებდა, არამედ თავად წავიდოდა. მაშ, რა პრობლემას უსვამს ხაზს ის ფაქტი, რომ ის თავად არ წავიდა? (ის იცავდა საკუთარ უსაფრთხოებასა და ინტერესებს.) სწორია, სწორედ ასე მოხდა. ის ჭეშმარიტად ერთგული რომ ყოფილიყო თავისი მოვალეობის მიმართ, ამ მძიმე პასუხისმგებლობას თავად იტვირთავდა. თუმცა, მან ეს არ გააკეთა; ნაცვლად ამისა, მან აირჩია ყველაზე შეუფერებელი კანდიდატი, რათა მის ნაცვლად წასულიყო. იყო თუ არა მისი განზრახვა, გაეგზავნა ყველაზე შეუფერებელი ადამიანი ყველაზე საშიშ ადგილას, რათა მიეღწია საკუთარი მიზნისთვის — დაეცვა თავი საფრთხისგან და გადაერჩინა საკუთარი თავი? (დიახ.) ეს ანტიქრისტეთა ქცევაა. ეს ადამიანების განაწილებას ეხება.

მატერიკულ ჩინეთში დიდი წითელი დრაკონი მუდმივად და სასტიკად ახშობდა, აპატიმრებდა და დევნიდა ღვთის მორწმუნეებს და ხშირად აყენებდა მათ სახიფათო გარემოში. მაგალითად, მთავრობა სხვადასხვა საბაბს იყენებს მორწმუნეთა დასაკავებლად. როდესაც ისინი აღმოაჩენენ ტერიტორიას, სადაც ანტიქრისტე ცხოვრობს, რაზე ფიქრობს ანტიქრისტე პირველ რიგში? არა იმაზე, თუ როგორ წარმართოს ეკლესიის საქმე სათანადოდ, არამედ იმაზე, თუ როგორ დააღწიოს თავი ამ სახიფათო სიტუაციას. როდესაც ეკლესია ჩახშობისა და დაპატიმრებების საფრთხის წინაშე დგას, ანტიქრისტეები არასოდეს ზრუნავენ შედეგების აღმოფხვარზე. ისინი არ აგვარებენ ეკლესიის აუცილებელი რესურსებისა თუ პერსონალის საკითხებს. ნაცვლად ამისა, ისინი პოულობენ საბაბსა და მიზეზებს, რათა უზრუნველყონ საკუთარი თავისთვის უსაფრთხო ადგილი და ამით დაასრულონ საქმე. როგორც კი მათი პირადი უსაფრთხოება გარანტირებულია, ისინი პირადად იშვიათად ერთვებიან ეკლესიის საქმის, პერსონალის ან რესურსების განაწილებაში, არც საკითხს იკვლევენ და არც რაიმე კონკრეტულ ზომებს იღებენ. ამის შედეგად ეკლესიის რესურსებისა და ფინანსების უსაფრთხო ადგილებში დროულად გადატანა ვერ ხერხდება და, საბოლოოდ, წითელი დრაკონი ბევრ რამეს ძარცვავს და იტაცებს, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ეკლესიას და იწვევს კიდევ უფრო მეტი დისა და ძმის დატყვევებას. ეს არის იმის შედეგი, რომ ანტიქრისტეები თავს არიდებენ საქმეზე პასუხისმგებლობას. ანტიქრისტეთა გულის სიღრმეში მათი პირადი უსაფრთხოება ყოველთვის პრიორიტეტულია. ეს არის საკითხი, რომელიც გულის სიღრმეში აწუხებთ და რომელიც მათთვის მუდმივ საზრუნავს წარმოადგენს. ისინი ფიქრობენ: „არ უნდა გავეხვიო შარში. ვინც არ უნდა დაიჭირონ, მე არ უნდა ვიყო —უნდა გადავრჩე. კვლავ ველოდები ღმერთის დიდების გაზიარებას, როდესაც ღვთის საქმე დასრულდება. თუ დამიჭერენ, იუდასავით მოვიქცევი და ჩემთვის ყველაფერი დასრულდება. ჩემთვის კარგი შედეგი არ დადგება. მე დავისჯები“. ამიტომ, როდესაც ისინი სამუშაოდ ახალ ადგილას მიდიან, პირველ რიგში იკვლევენ, ვის აქვს ყველაზე უსაფრთხო და ძლიერი ოჯახი, სადაც შეძლებენ მთავრობის ჩხრეკისგან დამალვას და თავს დაცულად იგრძნობენ. მეორე რიგში, ისინი ეძებენ ოჯახებს უკეთესი საცხოვრებელი პირობებით, სადაც ყოველ კვებაზე ხორცია, ზაფხულში კონდიციონერია, ზამთარში კი — გათბობა. გარდა ამისა, იკვლევენ, მორწმუნეთა შორის ვინ არის უფრო ენთუზიაზმით სავსე და ვის აქვს უფრო მყარი საფუძველი, ვის შეუძლია დაცვის უზრუნველყოფა პრობლემების წარმოშობისას. ისინი პირველ რიგში ყველა ამ საკითხს იკვლევენ. გამოკვლევის შემდეგ პოულობენ ადგილს დასამკვიდრებლად და აკეთებენ გარკვეულ ზედაპირულ საქმეს, აგზავნიან წერილს, ზეპირად გადასცემენ გარკვეულ ინფორმაციას ან სამუშაო განკარგულებებს. ახლა როგორ ფიქრობ, შესწევთ ანტიქრისტეებს საქმის კეთების უნარი? როდესაც უყურებთ, თუ რა გულდასმით და მოწესრიგებულად ითვალისწინებენ და აგვარებენ თავიანთი პირადი უსაფრთხოების საკითხებს, შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ მათ იციან კონკრეტული საქმის კეთება, გულში იციან, როგორ გააკეთონ ეს. თუმცა მათი განზრახვები არ არის სწორი, ისინი მხოლოდ პირად გამორჩენაზე ფიქრობენ და ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ; თუნდაც იცოდნენ, რომ ის, რასაც აკეთებენ, ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას და არის ეგოისტური და საძაგელი, მაინც დაჟინებით აკეთებენ ყველაფერს თავისებურად და მოქმედებენ თავნებად და დაუფიქრებლად. ყოვლივე, რასაც ისინი აკეთებენ, პირადი უსაფრთხოების დასაცავადაა მიმართული. მას შემდეგ, რაც თავს დაიმკვიდრებენ და იგრძნობენ, რომ საფრთხე აღარ ემუქრებათ და საშიშროებამ ჩაიარა, ანტიქრისტეები გარკვეული ზედაპირული საქმის კეთებას იწყებენ. ისინი საკმაოდ გულდასმით აგვარებენ საქმეებს, მაგრამ ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ვისთან აქვთ საქმე. ისინი ძალიან ფრთხილად ეკიდებიან იმ საკითხებს, რომლებიც მათ პირად ინტერესებს ეხება, მაგრამ როდესაც საქმე ეკლესიის საქმეს ან მათ საკუთარ მოვალეობებს ეხება, ისინი ავლენენ თავიანთ ეგოიზმსა და სისაძაგლეს და არავითარ პასუხისმგებლობას არ იჩენენ, არ გააჩნიათ სინდისისა თუ გონიერების ნატამალიც კი. სწორედ ამ ქცევების გამო ხასიათდებიან ისინი ანტიქრისტეებად. მხოლოდ სულიერი მონაცემებით რომ განგვესაჯა იმის გათვალისწინებით, თუ რა კარგად ფიქრობენ და რა გულდასმით და კონკრეტულად გეგმავენ პირად უსაფრთხოებას, არ აკლიათ სულიერი მონაცემები და თავში ტვინი უდევთ. მათ უნდა შეეძლოთ ღვთის სახლის საქმესთან გამკლავება. თუ ახლა ამას მათი უნარების გათვალისწინებით შეაფასებთ, მათ არ უნდა ეწოდოთ ანტიქრისტეები; მაშ, რატომ უწოდებენ მათ მაინც ასე? ეს განისაზღვრება მათი არსის მიხედვით, იმის მიხედვით, ძალუძთ თუ არა ჭეშმარიტების მიღება და პრაქტიკაში განხორციელება, არიან თუ არა ისინი ჭეშმარიტების მაძიებელი ადამიანები. ისინი გულდასმით და კონკრეტულად ითვალისწინებენ და აგვარებენ თავიანთ საცხოვრებელ გარემოსთან, საკვებთან, სასმელთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. თუმცა, როდესაც საქმე ღვთის სახლის საქმეს ეხება, ისინი სრულიად სხვა ადამიანებად იქცევიან, განსაკუთრებით ეგოისტებად და საძაგლებად, და არავითარ ყურადღებას არ აქცევენ ღვთის განზრახვებს. ისენი ნამდვილად არ არიან ადამიანები, რომლებიც ეძიებენ ჭეშმარიტებას. ანტიქრისტეები ღვთის სახლის საქმესა და ზემდგომის სამუშაო განკარგულებებს გაფილტვრის გზით უდგებიან. ისინი შერჩევითად ფილტრავენ იმას, რისი გაკეთებაც სურთ და რისი არა, და იმას, რაც უკავშირდება ან არ უკავშირდება მათ პირად უსაფრთხოებას. შემდეგ ისინი აკეთებენ გარკვეულ მარტივ საქმეს, რომელიც არ შეიცავს საფრთხეს მხოლოდ იმისთვის, რომ ზემდგომმა არ აღმოაჩინოს, რომ ისინი ჭამაში მარჯვენი არიან და მუშაობაში — ზანტნი და რომ ისინი არ ასრულებენ თავიანთ სათანადო მოვალეობებს. საქმის განაწილების შემდეგ ისინი არასოდეს კითხულობენ ან ზედამხედველობენ, თუ როგორ სრულდება კონკრეტული ამოცანები. მაგალითად, ღვთის სახლს აქვს კონკრეტული პრინციპები და წესები შესაწირავებისა და სხვადასხვა რესურსის შესახებ: როგორ უნდა განაწილდეს ისინი, სად უნდა განთავსდეს, როგორ უნდა იყოს დაცული და ვინ უნდა დაიცვას ისინი. ანტიქრისტეები კი მეორე მხრივ, მხოლოდ საუბრობენ ამ საკითხებზე და როგორც კი განკარგულებებს გასცემენ, საქმეს დასრულებულად მიიჩნევენ. მიუხედავად იმისა, გარემო შესაფერისია თუ არა, ისინი არასოდეს მიდიან ადგილზე დასათვალიერებლად; ისინი მხოლოდ პირს აღებენ, გულის სიღრმეში კი არ აცნობიერებენ, არ იკვლევენ, არ სწავლობენ და არ ადარდებთ, არის თუ არა ღვთის სახლის ამ რესურსების კონკრეტული განაწილება მართებული ან უსაფრთხო. ამიტომ ანტიქრისტეთა წინამძღოლობის პერიოდში მათი საქმიანობის ფარგლებში ღვთის სიტყვების ზოგიერთ წიგნს ბოროტი ადამიანები იტაცებენ. ზოგიერთი წიგნი არასათანადო შენახვის პირობების გამო ობდება, ზოგ შემთხვევაში კი წიგნები ან რესურსები ისეთ ადგილებშია მოთავსებული, სადაც მათზე არავინ ზრუნავს. ანტიქრისტეები არა მხოლოდ ვერ ახერხებენ ამ საკითხების კონკრეტულად მოგვარებას, არამედ ნამდვილად არ იკვლევენ, არ სწავლობენ და არ კითხულობენ მათ შესახებ. ნაცვლად ამისა, ისინი თვლიან, რომ მათი ამოცანა შესრულებულია, როგორც კი განკარგულებებს გასცემენ. ისინი მხოლოდ სიტყვით გამოდიან და სულ ეს არის; მხოლოდ ზედაპირულად მოქმედებენ და არ ეძიებენ არავითარ რეალურ შედეგს. ავლენენ თუ არა ანტიქრისტეები ერთგულებას ამ ქცევებით? (არა.) მათ არ გააჩნიათ ერთგულება. როდესაც საქმე ეკლესიის სხვადასხვა რესურსის განაწილებას ეხება, ანტიქრისტეები არასოდეს იკვლევენ. რას ნიშნავს „არასოდეს იკვლევენ“? ნიშნავს ეს იმას, რომ ისინი საერთოდ არ გასცემენ განკარგულებებს? ისინი მხოლოდ ზედაპირულად მოქმედებენ და განკარგულებებს გასცემენ იმისათვის, რომ ხალხს თვალები აუხვიონ, რათა ვინმემ ზემდგომებთან არ დაასმინოს ისინი. მაგრამ ისინი არასოდეს ასრულებენ რაიმე კონკრეტულ საქმეს. რას გულისხმობს კონკრეტული საქმე? ის მოიცავს იმის განსაზღვრას, თუ სად უნდა განთავსდეს ეს ნივთები, არის თუ არა ეს უსაფრთხო, შეიძლება თუ არა მათ რამე დაემართოს, შეიძლება თუ არა მღრღნელები მივიდნენ და დაღრღნან ისინი, შეიძლება თუ არა დაიტბოროს ან მოიპარონ, არიან თუ არა დაცვაზე პასუხისმგებელი პირები შესაფერისნი და ა.შ. ანტიქრისტეები კი არასოდეს იკვლევენ, არასოდეს სწავლობენ და არასოდეს წუხან ამაზე. გულში სჯერათ, რომ ეს ნივთები მათი სიამოვნებისთვის არ არის განკუთვნილი; ისინი არ აფასებენ მათ და არ სჭირდებათ ისინი. ისინი სხვებს, ღვთის სახლს ეკუთვნის და მათთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეს მათ სულაც არ ადარდებთ; ვისაც უნდა, იმან იდარდოს — ისინი არ წუხან. აგვარებენ საქმეებს და ამით მთავრდება ყველაფერი. ზოგიერთი ანტიქრისტე საქმის მოგვარებითაც კი არ იწუხებს თავს. სჯერათ, რომ არავითარ ჯილდოს არ მიიღებენ, თუნდაც ეს საქმე კარგად შეასრულონ და რომ არავინ მოსთხოვს მათ პასუხს მისი ცუდად შესრულებისთვის. ვინ დაასმენდა მათ ასეთი წვრილმანის გამო? დასჯიდა მათ ღმერთი ამისთვის? ანტიქრისტეთა დამოკიდებულება და თვალსაზრისი თავიანთი მოვალეობების შესახებ სწორედ ასეთია: ისინი მხოლოდ ზედაპირულად მოქმედებენ და საქმეებს დაუდევრად უდგებიან. სანამ ეს საკითხები მათ პირად სტატუსსა თუ უსაფრთხოებაზე არ მოახდენს გავლენას, არ ადარდებთ, მოგვარდება თუ არა ისინი. მათ არ ეხება დაიკარგება, შემცირდება თუ დაზიანდება ეს ყოველივე. ანტიქრისტეთა გონებაში ღვთის სახლის ეს რესურსები საჯარო საკუთრებად მიიჩნევა. ისინი არ თვლიან საჭიროდ ამაზე იწუხონ, ყურადღება მიქციონ ან მათ სამართავად ენერგია დახარჯონ. ამიტომ ანტიქრისტეთა წინამძღოლობის პერიოდში მათი მოვალეობისადმი გულგრილი დამოკიდებულების, პირად სიამოვნებაზე ფოკუსირებისა და კონკრეტული ამოცანების შეუსრულებლობის გამო ღვთის სახლის სხვადასხვა რესურსი იძარცვება ან მიაქვს დიდ წითელ დრაკონს, ან ხელში იგდებ ზოგიერთი ბოროტი ადამიანი. ასეთი შემთხვევა ბევრი იყო. ზოგმა შესაძლოა თქვას: „ასეთ მტრულ გარემოში ვის შეეძლო ყველაფრისთვის ასე გულდასმით მიექცია ყურადღება? ვის შეეძლო თავიდან აეცილებინა მცირეოდენი დაუდევრობა ან რამდენიმე შეცდომის დაშვება?“ ეხება ეს მხოლოდ რამდენიმე შეცდომის დაშვებას? თამამად შემიძლია ვთქვა, ადამიანებს რომ შეეძლოთ თავიანთი პასუხისმგებლობების განხორციელება და ერთგულების გამოვლენა, ამ რესურსების დანაკარგი ასეთი დიდი არ იქნებოდა; ის ნამდვილად შემცირდებოდა და საქმის ეფექტურობა ბევრად გაუმჯობესდებოდა.

ანტიქრისტეებს ღმერთი კურთხევის მისაღებად სწამთ. ისინი არასოდეს ითვალისწინებენ იმას, რაც ღვთის სახლს ან ღვთის ინტერესებს უკავშირდება. რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ყველაფერი მათ პირად ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. თუ ღვთის სახლის საქმე მათ პირად ინტერესებს არ ეხება, მათ ეს უბრალოდ არ ადარდებთ და არც ინტერესდებიან ამით. რაოდენ ეგოისტები უნდა იყვნენ! როდესაც ზოგიერთი ანტიქრისტე წინამძღოლად მსახურობდა, დიდმა წითელმა დრაკონმა მიიტაცა დიდი რაოდენობით შესაწირავები, რომლებიც მათი ზედამხედველობის ქვეშ იყო და უდიდესი დანაკარგი განიცადეს. მაგრამ ამ ანტიქრისტეებს საკუთარი თავი საერთოდ არ დაუდანაშაულებიათ. მოგვიანებით მათ ისიც კი თქვეს: „ეს მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა არ არის: როგორ შეიძლება ყველაფერი მე დამაბრალონ? გარდა ამისა, ასეთი სიტუაცია გარდაუვალია“. მათ საერთოდ არ უგრძნიათ სინანული, სხვებს გადააბრალეს დანაშაული და თავის გასამართლებელი მიზეზებით საკუთარი თავის დაცვას ცდილობდნენ. რა ნაძირალები არიან ისინი? განა ასეთი ადამიანები არ უნდა განიდევნონ? განა ისინი არ უნდა დაიწყევლონ და დაისაჯონ? (დიახ.) ასეთი მნიშვნელოვანი შეცდომის დაშვების შემდეგ ამ ანტიქრისტეებს აბსოლუტურად არავითარი სინანული არ ჰქონიათ! რა გამოვლინებები ექნებოდა ნორმალურ, ადამიანობის მქონე, ღვთისადმი ერთგულ ან ღვთისმოშიში გულის მქონე ადამიანს, თუ მისი დაუდევრობის გამო ღვთის სახლის ქონებას დიდი წითელი დრაკონი მიიტაცებდა? (ისინი იგრძნობდნენ სინანულს, დაიდანაშაულებდნენ საკუთარ თავს და გულის სიღრმეში იგრძნობდნენ, რომ თავიანთი მოვალეობა ჯეროვნად არ შეასრულეს.) რას გააკეთებდნენ ისინი შემდეგ? ისინი იფიქრებდნენ იმაზე, თუ როგორ გამოესწორებინათ მდგომარეობა. გულის სიღრმეში ისინი იგრძნობდნენ დანაშაულის გრძნობასა და სინანულს; მიუხედავად იმისა, თუ რას იტყოდნენ სხვები, ისინი არც ერთხელ არ დაიჩივლებდნენ, და არ შეეცდებოდნენ საკუთარი თავის გამართლებას. აღიარებდნენ, რომ ეს მათი დაუდევრობისა და გადაცდომის გამო მოხდა. ისინი მიიღებდნენ ყოველივეს, რასაც ღმერთი ეტყოდა და როგორც ღვთის სახლი გადაწყვეტდა მათთან მოპყრობას. მაშ, რატომ არ იღებენ ამას ანტიქრისტეები? რატომ არიან ისინი წყენით სავსენი განდევნის შემდეგ? ეს ავლენს ანტიქრისტეთა ბუნებას. ამ ანტიქრისტეებმა ასეთი მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ღვთის სახლის საქმეს, სხვათა მიერ გაღებული ამდენი ძალისხმევა ფუჭად დაიკარგა მათი მოვალეობების შესრულებისადმი დაუდევრობის გამო და ამდენი შესაწირავი მიიტაცა დიდმა წითელმა დრაკონმა, თუმცა მათ არ დაუდანაშაულებიათ საკუთარი თავი, არ უგრძნიათ არავითარი დანაშაულის გრძნობა და საკუთარი თავის გამართლებასაც კი ცდილობდნენ. როდესაც ღვთის სახლმა მათი საკითხი განიხილა, უარი თქვეს დამორჩილებაზე და თავიანთი ურჩობა ყველგან გაავრცელეს. რა ნაძირალები არიან ისინი? განა ეს სიკვდილთან თამაში არ არის? (დიახ.) ეს სიკვდილთან თამაშია. თუ ანტიქრისტეთა არსს ჩავუღრმავდებით, მათი ბუნება-არსება ჭეშმარიტებისა და ღვთის მიმართ მტრულია. მათ დაკარგული აქვთ ადამიანის სახე; ისინი ცოცხალი დემონები, სატანები, ადამიანის სამოსში გახვეული მხეცები არიან. როდესაც ადამიანობის მქონე ადამიანები მცირე შეცდომას უშვებენ ან რაიმე არასწორს ამბობენ, ისინი სინდისის ქენჯნას გრძნობენ. მაგრამ ცოცხალი დემონები, ანტიქრისტეები, ამას არ განიცდიან. ასეთი მძიმე შეცდომის დაშვების შემდეგაც კი იმ ანტიქრისტეებს არ უგრძნიათ სინდისის ქენჯნა და საკუთარი თავის გამართლებაც კი სცადეს. მაშ, რა არის მათთვის ჭეშმარიტება? აღიარებენ ისინი ჭეშმარიტებას გულის სიღრმეში? ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა და ღმერთი ჭეშმარიტებაა — აღიარებენ ისინი ამ ფაქტს? (ისინი არ აღიარებენ ამას.) ისინი აშკარად არ აღიარებენ ამას. გულის სიღრმეში საკუთარ თავს მიიჩნევენ ჭეშმარიტებად, ღმერთად; ფიქრობენ, რომ მათ გარდა სხვა ღმერთი არ არსებობს. განა ესენი ეშმაკები არ არიან? (დიახ.) ესენი ეშმაკები არიან, ტიპური ეშმაკები. ანტიქრისტეები საერთოდ არ ინტერესდებიან ეკლესიის რესურსებით და არც რაიმე კონკრეტულ განკარგულებებს გასცემენ მათ შესახებ. მაგრამ თუ მათ თავად გააჩნიათ რაიმე ძვირფასი, დარწმუნებული იყავი, რომ ისინი მასზე ძალიან კარგად იზრუნებენ. ძილშიც კი არ წამოსცდებათ სიტყვა ამაზე და ცემითაც კი ვერ ამოაღებინებ ხმას. ისინი მას განსაკუთრებულად კარგად იცავენ. თუმცა, როდესაც საქმე ღვთის სახლის რესურსებს ეხება, მათი დამოკიდებულება სრულიად განსხვავებულია. სინამდვილეში ასეთი დამოკიდებულება აქვთ: „რა კავშირი აქვს ამას ჩემთან? არ ძალმიძს ამ რესურსით სიამოვნების მიღება და ის მე არ მეკუთვნის. კარგადაც რომ დავიცვა, შესაძლოა სხვას მისცენ! რა აზრი აქვს მის ასე კარგად დაცვას?“ ისინი ამ საკითხს თავიანთ მოვალეობად არ მიიჩნევენ. განა ეს ადამიანობის ნაკლებობას არ ნიშნავს? (დიახ.) ეს ადამიანობის ნაკლებობის გამოვლინებაა. რას ჰქვია ეს? ამას არასანდოობა ჰქვია. ღმერთმა მოგანდო ეს საქმე და დაგაკისრა მოვალეობები, რომლებიც უნდა შეასრულო — ეს შენი საქმის ნაწილია. სათანადოდ უნდა გადაჭრა ეს საკითხები, სათითაოდ შეასრულო ისინი, მიჰყვე ღვთის მიერ დაწესებულ პრინციპებსა და ღვთის სახლის სამუშაო განკარგულებებს და სათანადოდ მოაგვარო ისინი, მაშინ შენი პასუხისმგებლობა განხორციელებული იქნება. მაგრამ აქვთ თუ არა ანტიქრისტეებს ეს აზროვნება ან მოსაზრება? (არა, არ აქვთ.) საერთოდ არა. ეს ადამიანობის არქონაა. რა არის ადამიანობის არქონის კონკრეტული გამოვლინება? ეს იმას ნიშნავს, რომ არ ადარდებთ სინდისი თუ გონიერება, არიან ეგოისტები და საძაგლები, აკლიათ სანდოობა, არიან არასანდონი და არ იმსახურებენ რაიმის მინდობას.

რაც შეეხება ეკლესიაში პერსონალთან დაკავშირებულ საკითხებს, მაგალითად, ვინ სად რა საქმეს აკეთებს, სათანადოდ აკეთებენ თუ არა მას, ეფექტურად ასრულებენ თუ არა თავიანთ მოვალეობას, ადგილი ჰქონდა თუ არა ჩაშლისა და არეულობის რაიმე შემთხვევას ან როგორია დებისა და ძმების გამოხმაურება, ანტიქრისტეები არასოდეს იკვლევენ დეტალურად და არც რაიმე განკარგულებებს მათთან მიმართებაში. მაგალითად, როდესაც ღვთის სახლი სხვადასხვა ტიპის ნიჭიერი ადამიანების წარდგენას სთხოვს, ანტიქრისტეები მხოლოდ ზერელედ გადახედავენ ამ ადამიანთა წერილობით დახასიათებებს ისე, რომ კონკრეტულად არც კი არკვევენ და არც ინტერესდებიან მათი რეალური მდგომარეობით — მაგალითად, აქვთ თუ არა ამ ადამიანებს რწმენის საფუძველი, როგორია მათი ადამიანობა, შეუძლიათ თუ არა ჭეშმარიტების მიღება, შეესაბამება თუ არა მათი კონკრეტული ნიჭი და ტექნიკური უნარები ღვთის სახლის მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს და აქვთ თუ არა მათ განვითარების პერსპექტივა და გამოდგებიან თუ არა მნიშვნელოვანი მოვალეობების დასაკისრებლად. ანტიქრისტეები ამ საკითხებთან მიმართებით მხოლოდ ზედაპირულად მოქმედებენ, თვალთმაქცობენ, ზერელედ განიხილავენ წერილობით დახასიათებებს; სულ ეს არის. ისინი რეალურად არასოდეს ურთიერთობენ წარმოდგენილ ადამიანებთან და არც მათ შესახებ დეტალური ან სიღრმისეული წარმოდგენის შექმნას ცდილობენ. შედეგად, მათ მიერ შერჩეული ადამიანების უმეტესობა საბოლოოდ მოკვეთილია, რადგან ვერ შეასრულეს თავიანთი მოვალეობები ან სათანადოდ ვერ მიხედეს თავიანთ საქმეს. როგორ ხედავენ ანტიქრისტეები ამ სიტუაციას? „მე ხომ არ მაწინაურებენ ამ მოვალეობების შესასრულებლად; ამასთან არავითარი კავშირი არ მაქვს. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ წავა? მთავარია, დავამტკიცო რეკომენდაციები და წარვადგინო ეს ადამიანები; ეს უკვე ჩემი საქმის შესრულებად ითვლება. გარდა ამისა, დაწინაურებული ადამიანები ჩემთან ვალში იქნებიან. აქვთ თუ არა მათ განვითარების პერპექტივა, ჩემი საქმე არ არის“. თუ ანტიქრისტეები შეუფერებელ ადამიანებს წარადგენენ და ამით ღვთის სახლის საქმეს აფერხებენ, ეკისრებათ თუ არა მათ რაიმე პასუხისმგებლობა? (დიახ.) მათ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, მაგრამ ეს ეშმაკისეული არსებები ადამიანებს საერთოდ არ აკვირდებიან. ზოგიერთი ამბობს: „მკაცრი გარემოს პირობებში გარკვეულ ადგილებში ჩვენ არ ძალგვიძს ადამიანებთან პირისპირ ურთიერთობა. როგორ უნდა შევამოწმოთ ისინი?“ რაც არ უნდა მკაცრი იყოს გარემო, ამ საკითხების მოსაგვარებლად მაინც არსებობს მეთოდები და მიდგომები. ეს იმაზეა დამოკიდებული, ხარ თუ არა პასუხისმგებლიანი და ჭეშმარიტად ერთგული. განა ასე არ არის? (დიახ.) თუ გამოიჩენ ერთგულებასა და პასუხისმგებლობას, მაშინაც კი, თუ შედეგი იდეალური არ იქნება, ღმერთი გულდასმით გამოიკვლევს და დაინახავს ამას და პასუხისმგებლობა არ დაგეკისრება. მაგრამ თუ არ გამოიჩენ ერთგულებასა და პასუხისმგებლობას, მაშინაც კი, თუ არაფერი გაფუჭდება და საბოლოოდ არავითარი შედეგი არ დადგება, ღმერთი მაინც გულდასმით გამოიკვლევს ამას. ამ ორი მიდგომის ბუნება განსხვავებულია და ღმერთი მათ განსხვავებულად მოეპყრობა. ანტიქრისტეები ადამიანების წარდგენის დროსაც ეშმაკობენ, ისინი ეგოისტური და საძაგელი მოტივებით მოქმედებენ და არ გააჩნიათ ერთგულება. მათ საკუთარი გათვლები აქვთ რასაც არ უნდა აკეთებდნენ; ისინი არ იცავენ პრინციპებს. გარდა ამისა, იმისათვის, რომ კონკრეტული საქმე კარგად შესრულდეს, მათ უწევთ თავის გამოჩენა, აქეთ-იქით სიარული მეტ ადამიანთან შესახვედრად, სირთულეების ატანა და რისკზე წასვლა. როგორც კი საქმე მათ პირად უსაფრთხოებას ეხება, ანტიქრისტეები კვლავ გამორჩენას მიმართავენ და მათი ბუნება მჟღავნდება. რა მჟღავნდება? მათ სჯერათ, რომ მეტისმეტად ბევრ ადამიანთან ურთიერთობა წარმოადგენს საფრთხეს მათი პირადი უსაფრთხოებისთვის და რომ არ ძალუძთ ადამიანებთან დაუფიქრებლად კონტაქტში შესვლა. ანტიქრისტეები არ ურთიერთობენ მათთან, ვისთანაც უნდა ურთიერთობდნენ და არავის ხვდებიან; ნაცვლად ამისა, ისინი პოულობენ უსაფრთხო თავშესაფარს, იმალებიან და მხოლოდ მარტივი დავალებებით შემოიფარგლებიან. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად კარგად სრულდება საქმის სხვა ასპექტები, არიან თუ არა არეულობის გამომწვევი ადამიანები, ხდება თუ არა საქმის ორგანიზება, ღვთის სიტყვების სხვადასხვა წიგნისა თუ ჩაწერილი ქადაგებების გავრცელება, ანტიქრისტეები არასოდეს გასცემენ კონკრეტულ განკარგულებებს და არც იკვლევენ ამ საკითხებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთგულების გამოსავლენად საჭიროა რისკზე წასვლა, თავის გამოჩენა და პრობლემებთან შეჯახება. რაშია აქ საქმე? ვის შეუძლია ახსნას? (როდესაც მათ თავდაპირველად წამოიწყეს ეს საქმე, არასოდეს უფიქრიათ იმაზე, თუ როგორ შეესრულებინათ ის კარგად, ან იყო თუ არა რეკომენდებული კადრი შესაფერისი; არასოდეს უმოქმედიათ მთელი გულით და არ შეუსრულებიათ თავიანთი პასუხისმგებლობა. მათ არასოდეს უფიქრიათ ამ საკითხებზე.) იმ ადამიანთა საქმიანობის არსი, რომელთაც ღვთისადმი ერთგულება აქვთ, აბსოლუტურად განსხვავდება იმათგან, ვისაც ეს ერთგულება არ გააჩნიათ. როდესაც ორივე მათგანი ისეთ საკითხებს აწყდება, რომლებიც საფრთხეს შეიცავს, ერთგულების მქონენი ახერხებენ საფრთხის პირისპირ დადგომას და თავიანთი საქმის კეთებას და იყენებენ სიბრძნესა და სხვადასხვა მეთოდს სამუშაო განკარგულებების სისრულეში მოსაყვანად. თუმცა ანტიქრისტეები არ ერთვებიან კონკრეტულ საქმეში მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა ის საფრთხეს, და არასოდეს ახორციელებენ სამუშაო განკარგულებებს. სწორედ ეს არის განსხვავება. ანტიქრისტეებმა შესაძლოა სიტყვიერად იკითხონ ეკლესიის მდგომარეობის, სხვადასხვა საკითხისა და ა.შ. შესახებ, მაგრამ მათი კითხვებიც კი მხოლოდ ფორმალობაა; ისინი მხოლოდ ზედაპირულად მოქმედებენ და საერთოდ არ უდგებიან ამას გულდასმით. გარეგნულად შესაძლოა ჩანდეს, რომ ისინი კონკრეტულ საქმეს აკეთებენ, მაგრამ სინამდვილეში, მათ არ ესმით საქმე, არ აკეთებენ ჩანაწერებს, არ ფიქრობენ მასზე და არ ლოცულობენ ან ეძიებენ. ისინი ენერგიას არ ხარჯავენ იმაზე ფიქრში, თუ როგორ მიმდინარეობს საქმის სხვადასხვა ნაწილი, ან ვინ არის პასუხისმგებელი იმ მიმართულებებზე, სადაც საქმე კარგად არ კეთდება, ან ეკლესიის რომელი წინამძღოლები შეიძლება იყვნენ შეუფერებელნი, ან სად არ განხორციელდა საქმე. ისინი არ ფიქრობენ ამ საკითხებზე, მხოლოდ ზედაპირულად მოქმედებენ და როდესაც პრობლემებს ავლენენ, არ ჭრიან მათ. ზოგიერთი ეგრეთ წოდებული წინამძღოლი მხოლოდ ხალხს კრებს, კითხულობს არსებული მდგომარეობის შესახებ და აანალიზებს და იკვლევს საქმეს. როგორც კი კონკრეტული საქმის შესრულება ხდება საჭირო, რომელიც მათგან ტანჯვასა და მსხვერპლის გაღებას მოითხოვს, შეიცავს მათი პირადი უსაფრთხოების რისკსა და გარკვეულ სირთულეს, ისინი არ აკეთებენ მას. წყვეტენ მუშაობას და პრიორიტეტს საკუთარი თავის გადარჩენას ანიჭებენ. მაშინაც კი, როდესაც პრობლემებს ხედავენ, ისინი არ გასცემენ კონკრეტულ განკარგულებებს. თუ ისინი თავიანთი რწმენით კარგად არიან ცნობილნი და დაპატიმრების საფრთხე ემუქრებათ, განა სხვებს ავალებენ ამ ამოცანების შესრულებას? არა, არ ავალებენ. ისინი არ ავალებენ სხვებს ამ ამოცანების შესრულებას და სწორედ ეს არის პრობლემა. მაშ, რა არსს ავლენენ ასეთი ადამიანები? მათ აკლიათ ერთგულება, არიან ეგოისტები და საძაგლები და ყველაფერში პირად უსაფრთხოებაზე ფიქრობენ. ისინი არასოდეს კითხულობენ, ხორციელდება თუ არა ღვთის სახლის სამუშაო განკარგულებები ან როგორ მიმდინარეობს ღვთის სახლის საქმე; მათ არ ადარდებთ ეს საკითხები. არ გამოუჩენიათ ერთგულება და არც ავლენენ მას. მათთვის ამ საკითხებთან მიმართებით მხოლოდ ზედაპირულად მოქმედება საკმარისია; ისინი ამას საქმის კეთებად მიიჩნევენ. თუ რისკი მცირეა, მათ შესაძლოა უხალისოდ შეასრულონ გარკვეული საქმე. მაგრამ თუ რისკი დიდია და არსებობს მათი დაპატიმრების ალბათობა, ისინი არ გააკეთებენ მას, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ამოცანა. ეს არის ანტიქრისტეთა არსი. გულის სიღრმეში, სანამ მათი ინტერესები დაცულია, შეუძლიათ ნებისმიერს უღალატონ. მათი ინტერესები ღვთის სახლის ინტერესების ხარჯზე მიიღწევა; მათთვის საკუთარი ინტერესები უზენაესია. ძალუძთ თუ არა ანტიქრისტეებს იყვნენ ერთგულნი მოვალეობის აღების შემდეგ? (არა, არ ძალუძთ.) მათთვის შეუძლებელია ერთგულება. ძალუძთ მათ იფიქრონ თავიანთი დებისა და ძმების სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე? (არ ძალუძთ.) როდესაც საქმე მათ პირად უსაფრთხოებას ეხება, ანტიქრისტეები მხოლოდ საკუთარ თავს იცავენ, თავიანთ დებსა და ძმებს კი ცეცხლოვან უფსკრულში აგდებენ და მათ მსხვერპლად იყენებენ. ეს არის ანტიქრისტეთა ბუნება-არსება.

პირადი უსაფრთხოების გარდა კიდევ რაზე ფიქრობს ზოგიერთი ანტიქრისტე? ისინი ამბობენ: „ამჟამად ჩვენი გარემო არასახარბიელოა; ამიტომ მოდით, ნაკლებად გამოვაჩინოთ თავი და ნაკლებად ვიქადაგოთ სახარება. ამგვარად, ნაკლებია იმის ალბათობა, რომ დაგვიჭერენ და ეკლესიის საქმეც არ განადგურდება. თუ დაჭერას ავირიდებთ, იუდად არ ვიქცევით და მაშინ შევძლებთ მომავალში დარჩენას, განა ასე არ არის?“ განა არ არიან ანტიქრისტეები, რომლებიც ასეთ საბაბებს იყენებენ თავიანთი დებისა და ძმების შეცდომაში შესაყვანად? ზოგიერთ ანტიქრისტეს ძალიან ეშინია სიკვდილის და სამარცხვინო არსებობას მიათრევს; მათ ასევე უყვართ რეპუტაციასა და სტატუსზე ზრუნვა და მზად არიან აიღონ წინამძღოლობის როლი. მიუხედავად იმისა, რომ იციან: „წინამძღოლის საქმის ტვირთვა ადვილი არ არის — თუ დიდმა წითელმა დრაკონმა გაიგო, რომ წინამძღოლად დამნიშნეს, ცნობილი გავხდები, შესაძლოა ძებნილთა სიაშიც მოვხვდე და როგორც კი დამიჭერენ, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება“, ამ სტატუსის სიკეთეებით ტკბობის გამო ისინი უგულებელყოფენ ამ საფრთხეებს. როდესაც ისინი წინამძღოლებად მსახურობენ, მხოლოდ ხორციელ სიამოვნებას ეძლევიან და არ ერთვებიან რეალურ საქმეში. სხვადასხვა ეკლესიასთან მცირე მიმოწერის გარდა, ისინი სხვა არაფერს აკეთებენ. სადღაც იმალებიან და არავის ხვდებიან, სამყაროს სრულად წყდებიან და დებმა და ძმებმა არ იციან, ვინ არის მათი წინამძღოლი — აი, რა დონეზე ეშინიათ მათ. მაშ, განა სწორი არ არის იმის თქმა, რომ ისინი მხოლოდ სახელით არიან წინამძღოლები? (დიახ.) ისინი არ ერთვებიან არავითარ რეალურ საქმეში, როგორც წინამძღოლები; ისინი მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რომ დაიმალონ. როდესაც სხვები ეკითხებიან: „როგორია წინამძღოლობა?“ ისინი პასუხობენ: „წარმოუდგენლად დაკავებული ვარ და უსაფრთხოების მიზნით მუდმივად მიწევს საცხოვრებლის შეცვლა. ეს გარემო იმდენად შემაშფოთებელია, რომ არ შემიძლია საქმეზე ფოკუსირება“. ისინი მუდამ გრძნობენ, რომ ბევრი თვალი აკვირდებათ და არ იციან, სად არის უსაფრთხო დამალვა. გარდა იმისა, რომ ინიღბებიან, სხვადასხვა ადგილას იმალებიან და ერთ ადგილზე არ ჩერდებიან, ისინი ყოველდღიურად არანაირ რეალურ საქმეს არ აკეთებენ. არსებობენ ასეთი წინამძღოლები? (დიახ.) რა პრინციპებს იცავენ ისინი? ეს ადამიანები ამბობენ: „ეშმაკ კურდღელს სამი სორო აქვს. იმისათვის, რომ კურდღელმა თავი დაიცვას მტაცებლის თავდასხმისგან, მან სამი სორო უნდა მოამზადოს დასამალად. თუ ადამიანი საფრთხეს აწყდება და გაქცევა უწევს, მაგრამ დასამალი არსად აქვს, მისაღებია ეს? ჩვენ კურდღლებისგან უნდა ვისწავლოთ! ღმერთის მიერ შექმნილ ცხოველებს აქვთ გადარჩენის ეს უნარი და ადამიანებმა მათგან უნდა ისწავლონ“. წინამძღოლობის როლის აღების შემდეგ მათ გააცნობიერეს ეს მოძღვრება და სჯერათ კიდეც, რომ გაიგეს ჭეშმარიტება. სინამდვილეში ისინი საშინლად შეშინებულნი არიან. როგორც კი იგებენ წინამძღოლის შესახებ, რომელიც პოლიციაში დაასმინეს, რადგან მისი საცხოვრებელი ადგილი არ იყო უსაფრთხო ან წინამძღოლის შესახებ, რომელიც დიდი წითელი დრაკონის ჯაშუშების სამიზნე გახდა, რადგან მეტისმეტად ხშირად გადიოდა გარეთ თავისი მოვალეობის შესასრულებლად და მეტისმეტად ბევრ ადამიანთან ურთიერთობდა, და როგორ დააპატიმრეს და გაასამართლეს ეს ადამიანები, მათ მაშინვე შიში იპყრობთ. ისინი ფიქრობენ: „ოჰ არა, ვიქნები თუ არა მე შემდეგი, ვისაც დააპატიმრებენ? ამისგან უნდა ვისწავლო. არ უნდა ვიყო მეტისმეტად აქტიური. თუ შემიძლია თავი ავარიდო ეკლესიის ზოგიერთი საქმის კეთებას, არ გავაკეთებ მას. თუ შემიძლია თავი ავარიდო გამოჩენას, არ გავაკეთებ ამას. მაქსიმალურად შევამცირებ ჩემს საქმეს, თავს ავარიდებ გარეთ გასვლას, თავს ავარიდებ ვინმესთან ურთიერთობას და უზრუნველვყოფ, რომ არავინ იცოდეს, რომ წინამძღოლი ვარ. დღესდღეობით ვის შეუძლია სხვებზე ზრუნვა? მხოლოდ ცოცხლად დარჩენაც კი უკვე გამოწვევაა!“ წინამძღოლის როლის აღების შემდეგ, ისინი არავითარ საქმეს არ აკეთებენ გარდა ჩანთის ტარებისა და დამალვისა. ისინი მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრობენ დაჭერისა და გასამართლების მუდმივი შიშით. დავუშვათ, მათ ესმით, რომ ვიღაც ამბობს: „თუ დაგიჭერენ, მოგკლავენ! წინამძღოლი რომ არ ყოფილიყავი, უბრალო მორწმუნე რომ ყოფილიყავი, შესაძლოა მცირე ჯარიმის გადახდის შემდეგ გაეშვით, მაგრამ რადგან წინამძღოლი ხარ, ძნელი სათქმელია. ეს მეტისმეტად სახიფათოა! ზოგიერთმა წინამძღოლმა ან მუშაკმა, რომელიც დაიჭირეს, სიკვდილი ამჯობინა რაიმე ინფორმაციის გაცემას და პოლიციამ ისინი ცემით მოკლა“. როგორც კი იგებენ, რომ ვიღაც ცემით მოკლეს, მათი შიში ძლიერდება და კიდევ უფრო მეტად ეშინიათ საქმის შესრულება. ყოველდღიურად ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ აირიდონ თავიდან დაკავება, გამოჩენა, თვალთვალი და კონტაქტი დებთან და ძმებთან. ისინი თავს იტეხენ ამ საკითხებზე ფიქრით და სრულიად ივიწყებენ თავიანთ მოვალეობებს. არიან ისინი ერთგული ადამიანები? ასეთ ადამიანებს ძალუძთ რაიმე საქმესთან გამკლავება? (არა, არ ძალუძთ.) ასეთი ადამიანები უბრალოდ მშიშრები არიან და ჩვენ ვერ დავახასიათებთ მათ ანტიქრისტეებად მხოლოდ ამ გამოვლინების საფუძველზე, მაგრამ რა არის ამ გამოვლინების ბუნება? ამ გამოვლინების არსი ურწმუნოს არსია. მათ არ სჯერათ, რომ ღმერთს შეუძლია ადამიანების უსაფრთხოების დაცვა და ნამდვილად არ სჯერათ ის, რომ ღვთისათვის თავის გაღება ჭეშმარიტებისადმი თავის მიძღვნას ნიშნავს და რომ ეს არის ის, რასაც ღმერთი იწონებს. მათ გულებში არ აქვთ ღვთის შიში; მხოლოდ სატანისა და ბოროტი პოლიტიკური პარტიების ეშინიათ. მათ არ სწამთ ღვთის არსებობის და იმის, რომ ყოველივე ღვთის ხელშია; ნამდვილად არ სჯერათ, რომ ღმერთი მოიწონებს ადამიანს, რომელიც ყველაფერს გაიღებს მის გამო, რათა მის გზას გაჰყვეს და მისი მისია შეასრულოს. ისინი ამას ვერ ხედავენ. რისი სწამთ მათ? მათ სწამთ, რომ თუ დიდი წითელი დრაკონის ხელში ჩავარდებიან, ცუდი დასასრული ელით, რომ შესაძლოა გაასამართლონ ან სიცოცხლის დაკარგვის რისკის წინაშეც კი აღმოჩნდნენ. გულში ისინი მხოლოდ პირად უსაფრთხოებაზე ფიქრობენ და არა ეკლესიის საქმეზე. განა ესენი ურწმუნოები არ არიან? (დიახ, არიან.) რას ამბობს ბიბლია? „თავისი სულის ჩემს გამო დამღუპველი, ჰპოვებს მას“ (მათე 10:39). სჯერათ მათ ამ სიტყვების? (არა, არ სჯერათ.) თუ მათ სთხოვენ რისკზე წასვლას თავიანთი მოვალეობის შესრულებისას, ისინი მოინდომებენ სადმე დამალვას, რათა ვერავინ დაინახოს ისინი — უხილავად ყოფნა ენდომებათ. აი, რა დონეზე ეშინიათ მათ. მათ არ სჯერათ, რომ ღმერთი ადამიანის საყრდენია, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია, რომ თუ რამე მართლაც ცუდად წავა ან მართლაც დაიჭერენ, ეს ღვთის მიერ არის დაშვებული და რომ ადამიანებს მორჩილი გული უნდა ჰქონდეთ. ამ ადამიანებს არ გააჩნიათ ეს გული, ეს გაგება ან ეს მზაობა. ჭეშმარიტად სწამთ მათ ღვთის? (არა, არ სწამთ.) განა ამ გამოვლინების არსი ურწმუნოს არსი არ არის? (დიახ, ასეა.) სწორედ ასეა. ასეთი ადამიანები განსაკუთრებულად მშიშრები, საშინლად შეშინებულნი არიან და ეშინიათ ფიზიკური ტანჯვისა და იმის, რომ რაღაც ცუდი შეემთხვევათ. ისინი მშიშარა ჩიტებივით ფრთხებიან და აღარ ძალუძთ თავიანთი საქმის შესრულება. იმ ტიპის ადამიანი, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ, საერთოდ არ აკეთებს არავითარ საქმეს, თუნდაც შეეძლოს მისი გაკეთება. მაშინაც კი, თუ იციან, რომ პრობლემა არსებობს, ისინი არ მოაგვარებენ მას. ისინი მხოლოდ საკუთარ თავს იცავენ და განსაკუთრებულად ეგოისტები და საძაგლები არიან. ორივე ამ ტიპის ადამიანი ურწმუნოა. პირველი ტიპი ცბიერი და მოღალატეა, ეშინია სირთულისა და დაღლილობის, ზრუნავს თავის ხორციელ სხეულზე და არ ერთვება რეალურ საქმეში. მეორე ტიპი მშიშარა და შეშინებულია, ვერ ბედავს რეალური საქმის შესრულებას და ეშინია დიდი წითელი დრაკონის მიერ დაჭერისა და დევნის. განა არ არის განსხვავება ამ ორი ტიპის ადამიანს შორის? (დიახ.)

იცით თუ არა რაიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ იცავენ ანტიქრისტეები პირად უსაფრთხოებას? (ღმერთო, მე ვიცი ერთი ასეთი შემთხვევა. იყო ეკლესია, რომელიც დიდმა წითელმა დრაკონმა დაარბია, რადგან მას აკონტროლებდა ანტიქრისტე, რომელიც თარეშობდა და ბოროტ საქმეებს სჩადიოდა; წინამძღოლები, დიაკვნები და რამდენიმე და და ძმა დააპატიმრეს. იმ დროს ანტიქრისტეს შეეშინდა დაჭერის. იმის ნაცვლად, რომ მომხდარის შედეგების აღმოფხვრაზე ეზრუნა და სათანადო მითითებები გაეცა, იგი შორეულ ადგილას დაიმალა. მან უარიც კი განაცხადა მასპინძელ ოჯახში დარჩენაზე და დაჟინებით მოითხოვდა შესაწირავების გამოყენებას ადგილის დასაქირავებლად. რადგან მან სათანადოდ არ დაგეგმა შემდგომი საქმე და დროულად არ აღმოფხვრა ფარული საფრთხეები, რამდენიმე და და ძმა დააპატიმრეს და ეკლესიის საქმე იძულებით შეჩერდა. ნათელია, რომ ანტიქრისტეები განსაკუთრებულად ეგოისტები და საძაგლები არიან. კრიტიკულ მომენტებში ისინი მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაცვაზე ფიქრობენ და საერთოდ არ იცავენ ღვთის სახლის ინტერესებს.) ანტიქრისტეები უკიდურესად ეგოისტები და საძაგლები არიან. მათ არ გააჩნიათ ღვთის ჭეშმარიტი რწმენა, მით უმეტეს ღვთისადმი ერთგულება; როდესაც პრობლემას აწყდებიან, მხოლოდ საკუთარ თავს იცავენ და უფრთხილდებიან. მათთვის პირად უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი არაფერია. მთავარია, თავად გადარჩნენ და არ დააპატიმრონ, ხოლო ის, თუ რაოდენ დიდი ზიანი მიადგება ეკლესიის საქმეს, მათ საერთოდ არ ადარდებთ. ეს ადამიანები უკიდურესად ეგოისტები არიან, საერთოდ არ ფიქრობენ დებსა და ძმებზე ან ეკლესიის საქმეზე, ისინი მხოლოდ პირად უსაფრთხოებაზე ფიქრობენ. ისინი ანტიქრისტეები არიან. მაშ, როდესაც ასეთი რამ ემართებათ მათ, ვინც ღვთის ერთგულია და ღვთის ჭეშმარიტი რწმენა აქვს, როგორ უმკლავდებიან ისინი ამას? რით განსხვავდება მათი ქმედებები ანტიქრისტეთა ქმედებებისგან? (როდესაც ასეთი რამ ემართებათ, ვინც ღვთისადმი ერთგულია, ისინი ყველანაირ გზას ეძებენ ღვთის სახლის ინტერესების დასაცავად და ღვთისადმი გაცემული შესაწირავის დანაკარგების თავიდან ასაცილებლად; ისინი აუცილებელ ზომებს მიიღებენ ლიდერების, მუშაკებისა და დებისა და ძმების მიმართ, რათა დანაკარგები მინიმუმამდე დაიყვანონ. ამავდროულად ანტიქრისტეები კი პირველ რიგში საკუთარი თავის დაცვაზე ზრუნავენ. მათ არ ადარდებთ ეკლესიის საქმე ან ღვთის რჩეული ხალხის უსაფრთხოება და როდესაც ეკლესია დაპატიმრებების საფრთხის წინაშე დგას, ეს ეკლესიის საქმისთვის დანაკარგს იწვევს.) ანტიქრისტეები მიატოვებენ ეკლესიის საქმესა და ღვთის შესაწირავებს და ადამიანებს არ ავალებენ შედეგების აღმოფხვრას. ეს იგივეა, რაც დიდი წითელი დრაკონისთვის ღვთის შესაწირავებისა და მისი რჩეული ხალხის ხელში ჩაგდების ნების დართვა. განა ეს ღვთის შესაწირავებისა და მისი რჩეული ხალხის ფარული ღალატი არ არის? როდესაც ღვთისადმი ერთგულმა ადამიანებმა ნათლად იციან, რომ გარემო სახიფათოა, ისინი მაინც მიდიან რისკზე, რათა უზრუნველყონ შედეგების აღმოფხვრაე და მინიმუმამდე დაიყვანონ ღვთის სახლის დანაკარგები, სანამ თავად დაიხევენ უკან. ისინი პრიორიტეტს არ ანიჭებენ პირადი უსაფრთხოების დაცვას. მითხარით, დიდი წითელი დრაკონის ამ ბოროტ ქვეყანაში ვის ძალუძს უზრუნველყოს, რომ ღვთის რწმენა და მოვალეობის შესრულებას საერთოდ არ ახლდეს საფრთხე? რა მოვალეობაც არ უნდა იკისროს ადამიანმა, ის გარკვეულ რისკს შეიცავს — თუმცა მოვალეობის შესრულება ღვთის მიერ არის დავალებული და ღვთის მიყოლისას ადამიანმა უნდა აიღოს თავისი მოვალეობის შესრულების რისკი. ადამიანმა უნდა გამოიჩინოს სიბრძნე და უნდა მიიღოს ზომები პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ ეს არ უნდა დააყენოს პირველ ადგილზე. მათ უნდა გაითვალისწინონ ღვთის განზრახვები, პირველ ადგილზე დააყენონ მისი სახლის საქმე და სახარების გავრცელება. ღვთის მისიის შესრულება ყველაზე მნიშვნელოვანია და ის პირველ ადგილზე დგას. ანტიქრისტეები უდიდეს პრიორიტეტს ანიჭებენ პირადი უსაფრთხოების დაცვას; მიაჩნიათ, რომ სხვა არაფერს აქვს მათთან კავშირი. არ ადარდებთ, როდესაც სხვას რამე ემართება, ვინც არ უნდა იყოს ის. მთავარია თავად ანტიქრისტეებს არაფერი ცუდი არ დაემართოთ, ისინი თავს მშვიდად გრძნობენ. მათ არ გააჩნიათ არავითარი ერთგულება, რაც ანტიქრისტეთა ბუნება-არსებით არის განპირობებული. მატერიკულ ჩინეთში არსებულ გარემოში შესაძლებელია თუ არა თავი აარიდო ყოველგვარ რისკს და უზრუნველყო, რომ მოვალეობის შესრულებისას არაფერი ცუდი არ მოხდება? ყველაზე ფრთხილ ადამიანსაც კი არ ძალუძს ამის გარანტირება. თუმცა სიფრთხილე აუცილებელია. წინასწარ კარგად მომზადება ოდნავ გააუმჯობესებს მდგომარეობას და დაგეხმარებათ დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანაში, როდესაც საქმე მართლაც ცუდად წავა. თუ საერთოდ არ გექნებათ მომზადება, დანაკარგები მნიშვნელოვანი იქნება. შეგიძლიათ ნათლად დაინახოთ განსხვავება ამ ორ სიტუაციას შორის? ამიტომ მიუხედავად იმისა, ეს შეკრებებს ეხება თუ რაიმე სახის მოვალეობის შესრულებას, უმჯობესია ფრთხილად იყოთ; აუცილებელია გარკვეული პრევენციული ზომების მიღება. როდესაც ერთგული ადამიანი ასრულებს თავის მოვალეობას, მას შეუძლია საკითხებს უფრო ყოვლისმომცველად და საფუძვლიანად მიუდგეს. სურს, რომ ეს საკითხები რაც შეიძლება კარგად მოაგვაროს, რათა თუ რამე ცუდად წავა, დანაკარგები მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. ის გრძნობს, რომ აუცილებლად უნდა მიაღწიოს ამ შედეგს. ის, ვისაც ერთგულება აკლია, არ ფიქრობს ამ საკითხებზე. ის ფიქრობს, რომ ამ საკითხებს მნიშვნელობა არ აქვს და არ ეკიდება მათ, როგორც თავის პასუხისმგებლობას ან მოვალეობას. როდესაც რაღაც ცუდად მიდის, მას არ აქვს დანაშაულის გრძნობა. ეს ერთგულების ნაკლებობის გამოვლინებაა. ანტიქრისტეები არ ავლენენ ერთგულებას ღვთის მიმართ. როდესაც მათ საქმეს ავალებენ, სიხარულით იღებენ მას და აკეთებენ ლამაზ განცხადებებს, მაგრამ როდესაც საფრთხე დგება, ყველაზე სწრაფად გარბიან; ისინი პირველები გარბიან, პირველები აღწევენ თავს. ეს იმაზე მტყველებს, რომ მათი ეგოიზმი და სისაძაგლე განსაკუთრებით მძიმეა. მათ საერთოდ არ გააჩნიათ პასუხისმგებლობის ან ერთგულების გრძნობა. როდესაც პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან, მათ მხოლოდ გაქცევა და დამალვა იციან და მხოლოდ საკუთარი თავის დაცვაზე ფიქრობენ; არასოდეს ითვალისწინებენ თავიანთ პასუხისმგებლობებსა თუ მოვალეობებს. პირადი უსაფრთხოების დასაცავად ანტიქრისტეები მუდმივად ავლენენ თავიანთ ეგოისტურ და საძაგელ ბუნებას. ისინი პრიორიტეტს არ ანიჭებენ ღვთის სახლის საქმეს ან საკუთარ მოვალეობებს. მით უმეტეს, ისინი არ ანიჭებენ პრიორიტეტს ღვთის სახლის ინტერესებს. ნაცვლად ამისა, ისინი პრიორიტეტს პირადი უსაფრთხოების დაცვას ანიჭებენ.

განა ის ქვეთავი, რომელზეც ახლახან ვიქონიეთ თანაზიარება, არ უკავშირდება ანტიქრისტეთა სხვადასხვა გამოვლინების მეცხრე პუნქტს — არასოდეს ითვალისწინებენ ღვთის სახლის ინტერესებს და ღალატობენ კიდეც მათ პირადი დიდების სანაცვლოდ? (დიახ.) საკუთარი თავის დასაცავად, საფრთხისა და ფიზიკური ტანჯვის თავიდან ასაცილებლად, ანტიქრისტეები ზედაპირულ დამოკიდებულებას იჩენენ ღვთის სახლის საქმისა და საკუთარი მოვალეობების მიმართ. ისინი იკავებენ პოზიციებს რეალური საქმის შესრულების გარეშე. განა ეს ღვთის სახლის ინტერესების ღალატი არ არის? განა ეს არ არის ღვთის სახლის ინტერესთა, ღვთის საქმისა და საკუთარი პასუხისმგებლობების უგულებელყოფა პირადი უსაფრთხოების სანაცვლოდ? (დიახ.) ის გამოვლინებები, რომლებიც ჩვენ გავაანალიზეთ ამ ქვეთავში, სრულად ააშკარავებს ანტიქრისტეთა ეგოისტურ და საძაგელ არსს. ძირითადად რაზე ვიქონიეთ თანაზიარება აქ? ანტიქრისტეები, შარში გახვევის შიშით და საკუთარი თავის გადასარჩენად არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და არავითარ ერთგულებას არ ავლენენ ღვთის მიმართ. არის თუ არა რაიმე ჭეშმარიტება-რეალობა ამ გამოვლინებაში? განა ეს სინდისისა და გონიერების დაკარგვას არ ნიშნავს? ეს ადამიანური სახის სრული დაკარგვაა!

ბ. პირადი რეპუტაცია და სტატუსი

მოდით, გავაგრძელოთ თანაზიარების მეორე ქვეთავით, რომელიც ანტიქრისტეთა პირად რეპუტაციასა და სტატუსს ეხება. ეს ასევე მოიცავს ანტიქრისტეთა ინტერესებს. ეს სამი ქვეთავი, რომელსაც განვიხილავთ: ანტიქრისტეთა პირადი უსაფრთხოება, მათი პირადი რეპუტაცია და სტატუსი და მათი პირადი გამორჩენა — ყველა მათგანი ანტიქრისტეთა პირად ინტერესებს უკავშირდება. აქვს თუ არა ამას რაიმე კავშირი ღვთის სახლის საქმესთან? (დიახ, აქვს.) რა არის ეს კავშირი? (ანტიქრისტეებმა, საკუთარი თავის გადასარჩენად და თავიანთი რეპუტაციისა და სტატუსის დასაცავად შესაძლოა ჩაშალონ ეკლესიის საქმე და არევ-დარევა შეიტანონ მასში.) ანტიქრისტეები ზიანს აყენებენ ღვთის სახლის ინტერესებსა და ეკლესიის საქმეს საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით. თუ დავაკვირდებით ანტიქრისტეთა ეგოისტურ და საძაგელ ბუნებას, რას აფასებს ამ ტიპის ადამიანი ყველაზე მეტად გარდა იმისა, რომ განსაკუთრებულად იცავს პირად უსაფრთხოებას? (მათ ძალიან უყვართ რეპუტაცია და სტატუსი.) სწორია. ანტიქრისტეებს ძალიან უყვართ რეპუტაცია და სტატუსი. რეპუტაცია და სტატუსი მათი სასიცოცხლო ძალაა; გრძნობენ, რომ ცხოვრება უაზროა რეპუტაციისა და სტატუსის გარეშე და მათ არ აქვთ ენერგია რაიმეს გასაკეთებლად რეპუტაციისა და სტატუსის გარეშე. ანტიქრისტეთათვის რეპუტაციაც და სტატუსიც მჭიდროდ არის დაკავშირებული მათ პირად ინტერესებთან; ეს მათი აქილევსის ქუსლია. სწორედ ამიტომ, ყველაფერი, რასაც ანტიქრისტეები აკეთებენ, სტატუსისა და რეპუტაციის გარშემო ტრიალებს. ეს რომ არა, მათ შესაძლოა საერთოდ არავითარი საქმე არ გააკეთონ. მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ანტიქრისტეებს სტატუსი, მიზანი, რომლისთვისაც ისინი იბრძვიან და მიმართულება, რომლისკენაც ისინი ისწრაფვიან, სწორედ ეს ორი რამაა — რეპუტაცია და სტატუსი. როდესაც მათ ღმერთი სწამთ ისეთ ავტოკრატიულ გარემოში, როგორიცაა მატერიკული ჩინეთი, ანტიქრისტეები არ ითვალისწინებენ ღვთის სახლის ინტერესებს, რათა უზრუნველყონ პირადი უსაფრთხოება. რასაც ისინი აკეთებენ, ნაწილობრივ არის ის, რომ მთელი ძალით ისწრაფვიან სტატუსისკენ, მტკიცედ უჭირავთ ძალაუფლება და აკონტროლებენ ეკლესიას. მეორე ნაწილი კი ისაა, რომ ისინი მუდამ საუბრობენ, მუშაობენ, დარბიან და ირჯებიან საკუთარი რეპუტაციისა და სტატუსის გულისთვის. ეს არის ყოველივე იმის საფუძველი, რასაც ანტიქრისტეები ამბობენ და აკეთებენ. ანტიქრისტეები არასოდეს ასრულებენ რეალურ საქმეს ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლისა და ა ცათა სასუფევლის სახარების გასავრცელებლად. როდესაც ისინი მსხვერპლს იღებენ იხდიან, დააკვირდით, რატომ სჩადიან ამას. როდესაც ისინი მგზნებარედ კამათობენ რაიმე საკითხზე, დააკვირდით, რატომ კამათობენ მასზე. როდესაც ისინი განიხილავენ ან გმობენ ადამიანს, დააკვირდით, რა განზრახვა და მიზანი აქვთ მათ. როდესაც ისინი რაღაცით უკმაყოფილონი ან გაბრაზებულნი არიან, დააკვირდით, რა ხასიათს ავლენენ. ადამიანებს არ ძალუძთ სხვათა გულებში ჩახედვა, მაგრამ ღმერთს შეუძლია. როდესაც ღმერთი ადამიანთა გულებში იყურება, რას იყენებს იგი იმის შესაფასებლად, თუ რა არის მათი სიტყვებისა და საქმიანობის არსი? იგი ჭეშმარიტებას იყენებს მის შესაფასებლად. ადამიანის აზრით, პირადი რეპუტაციისა და სტატუსის დაცვა მართებულია. მაშ, რატომ მიიჩნევს ღმერთი ამას ანტიქრისტეთა გამოვლინებად და გამოხატულებად და მათსავე არსად? ეს ეფუძნება იმ მამოძრავებელ ძალასა და მოტივაციას, რომელიც ანტიქრისტეთა ყოველი ქმედების უკან დგას. ღმერთი გულდასმით იკვლევს მათი ქმედებების მამოძრავებელ ძალასა და მოტივაციას და საბოლოოდ ადგენს, რომ ყოველივე, რასაც ისინი აკეთებენ, მათი პირადი რეპუტაციისა და სტატუსისთვის აკეთებენ, ნაცვლად იმისა, რომ შეასრულონ თავიანთი მოვალეობა და აღასრულონ ჭეშმარიტება და დაემორჩილონ ღმერთს.

ანტიქრისტეები ისწრაფვიან რეპუტაციისა და სტატუსისკენ, ამიტომ ისინი ნამდვილად საუბრობენ და იღწვიან თავიანთი რეპუტაციისა და სტატუსის შესანარჩუნებლად. ისინი თავიანთ რეპუტაციასა და სტატუსს ყველაფერზე მაღლა აყენებენ. თუ მათ გარშემო ვინმეს კარგი სულიერი მონაცემები აქვს, ეძიებს ჭეშმარიტებას, გარკვეულ პრესტიჟს მოიპოვებს დებსა და ძმებს შორის და გუნდის წინამძღოლად აირჩევენ, და დები და ძმები მართლაც აღფრთოვანებულნი არიან მისით და აფასებენ მას, როგორი რეაქცია ექნებათ ანტიქრისტეებს? რა თქმა უნდა, ისინი არ იქნებიან ბედნიერნი ამით და მათში შური გაიღვიძებს. თუ ანტიქრისტეები შურით არიან მოცულნი,, მითხარით, შეუძლიათ მათ წესიერად მოქცევა? განა არ მოუწევთ მათ რაიმეს გაკეთება ამასთან დაკავშირებით? (დიახ.) რას გააკეთებენ ისინი, თუ ჭეშმარიტად შურთ ამ ადამიანის? გონებაში ისინი ნამდვილად ასეთ გათვლას გააკეთებენ: „ამ ადამიანს საკმაოდ კარგი სულიერი მონაცემები აქვს, ერკვევა ამ საქმეშიდა ჩემზე ძლიერია. ეს სასარგებლოა ღვთის სახლის საქმისთვის, მაგრამ არა ჩემთვის! დაიკავებს ის ჩემს ადგილს? თუ ის მართლაც ჩამანაცვლებს ერთ დღეს, განა ეს პრობლემებს არ შემიქმნის? წინასწარ უნდა ვიმოქმედო. თუ ის ერთ დღეს ფეხზე მყარად დადგება, მასთან გამკლავება არ იქნება იოლი. სჯობს, პირველმა მე დავარტყა. თუ დავაყოვნებ და მივცემ მას ჩემი მხილების საშუალებას, ვინ იცის, რა შედეგები მოჰყვება ამას. მაშ, როგორ დავარტყა? უნდა ვიპოვო საბაბი, ვიპოვო შესაძლებლობა“. მითხარით, თუ ადამიანებს ვინმეს დატანჯვა სურთ, განა მათთვის ადვილი არ არის საბაბისა და შესაძლებლობის პოვნა? რა არის ეშმაკის ერთ-ერთი ტაქტიკა? („ვინც ძაღლის ცემას აპირებს, ჯოხს იოლად იპოვისო“.) ზუსტად, „ვინც ძაღლის ცემას აპირებს, ჯოხს იოლად იპოვის“. სატანის სამყაროში ამგვარი ლოგიკა არსებობს და ამგვარი რამ ხდება. ღვთისთვის ეს საერთოდ არ არსებობს. ანტიქრისტეები სატანისგან არიან და ყველაზე მეტად ეხერხებათ ამის გაკეთება. ისინი ასე მსჯელობენ: „ვინც ძაღლის ცემას აპირებს, ჯოხს იოლად იპოვისო. მე ბრალს დაგდებ, ვიპოვი შესაძლებლობას შენს დასატანჯად, ჩავახშობ შენს ამპარტავნებასა და ქედმაღლობას და არ დავუშვებ, რომ დებმა და ძმებმა პატივი გცენ და შემდეგ ჯერზე გუნდის წინამძღოლად აგირჩიონ. მაშინ შენ აღარ იქნები ჩემთვის საფრთხე, არა? თუ მე აღმოვფხვრი ამ პოტენციურ პრობლემას და მოვიშორებ ამ კონკურენტს, განა თავს მშვიდად არ ვიგრძნობ?“ თუ მათ გონებაში ასეთი აზრები ტრიალებს, განა შეძლებენ გარეგნულად შეიკავონ თავი მოქმედებისგან? ანტიქრისტეთა ბუნებიდან გამომდინარე, განა შეუძლიათ ეს ჩანაფიქრი გულში ჩაიმარხონ და არაფერი მოიმოქმედონ? აბსოლუტურად არა. ისინი აუცილებლად იპოვიან მოქმედების გზას. ეს არის ანტიქრისტეთა ბოროტგანზრახულობა. ისინი არა მხოლოდ ასე ფიქრობენ, არამედ ამ მიზნის მიღწევაც სურთ. ამიტომ ისინი დაჟინებულად იფიქრებენ ამ საკითხზე და გონებას დაძაბავენ. ისინი არ ითვალისწინებენ ღვთის სახლის ინტერესებს და არც ეკლესიის საქმეს. მათ კიდევ უფრო ნაკლებად ადარდებთ, შეესაბამება თუ არა მათი ქმედებები ღვთის განზრახვას. ერთადერთი, რაზეც ისინი ფიქრობენ, არის ის, თუ როგორ შეინარჩუნონ თავიანთი რეპუტაცია და სტატუსი, როგორ დაიცვან თავიანთი ძალაუფლება. ისინი ფიქრობენ, რომ მათმა მეტოქემუკვე შეუქმნა საფრთხე მათ სტატუსს, ამიტომ ცდილობენ იპოვონ ხელსაყრელი მომენტი მის დასამხობად. როდესაც იგებენ, რომ მეტოქემ მათთან შეთანხმების გარეშე გაათავისუფლა ადამიანი, რომელიც თავის მოვალეობას მუდამ გულგრილად ასრულებდა, ისინი ამას იდეალურ შანსად მიიჩნევენ, რათა მას რამე დააბრალონ. დებისა და ძმების წინაშე ისინი ამბობენ: „რაკი დღეს ყველა აქ ვართ, მოდით, ეს საკითხი გასაანალიზებლად გამოვიტანოთ. განა დიქტატურის გამოვლინება არ არის ვინმეს თვითნებურად გათავისუფლება თანამშრომლებთან ან პარტნიორებთან განხილვის გარეშე? რატომ უნდა დაუშვას ვინმემ ასეთი შეცდომა? განა არ არის პრობლემა მის ხასიათში? განა არ უნდა გაისხლას ის? განა დებმა და ძმებმა არ უნდა მიატოვონ იგი?“ ისინი ებღაუჭებიან ამ საკითხს და აზვიადებენ მას, რათა დააკნინონ თავიანთი კონკურენტი, საკუთარი თავი კი განადიდონ. სინამდვილეში მდგომარეობა არც ისე მძიმეა. სრულიად მისაღებია ანგარიშის წარდგენა გუნდის წევრის გათავისუფლების ან მისი მოვალეობის შეცვლის შემდეგ, თუკი ეს გათავისუფლება ან ცვლილება პრინციპებს შეესაბამება. თუმცა ანტიქრისტეები აზვიადებენ ამ საკითხს. ისინი მიზანმიმართულად ესხმიან თავს თავიანთ მეტოქეს და განადიდებენ საკუთარ თავს. განა ეს სხვათა ჩაგვრის გამოვლინება არ არის? ისინი სასტიკად სხლავენ თავიანთ კონკურენტს და გაზვიადებულ ბრალდებებს უყენებენ მას. ამის მოსმენის შემდეგ დები და ძმები ფიქრობენ: „რა ხდება აქ? რაღაც რიგზე ვერ არის. რასაც ისინი ამბობენ, არ შეესაბამება რეალობას! ადამიანი, რომლის მოვალეობაც შეცვალეს, პასუხისმგებლობით არ ასრულებდა თავის მოვალეობას — ეს აღიარებული ფაქტია. ის გაათავისუფლეს ეკლესიის საქმის ინტერესებიდან გამომდინარე. მოვალეობის ამგვარად შესრულება სერიოზული და პასუხისმგებლიანი მიდგომაა და ერთგულების გამოვლინებაა. მაშ, რატომ უნდა ვუწოდოთ ამას დიქტატურის გამოვლინება? ეს აშკარად იმის მაგალითია, რომ «ვინც ძაღლის ცემას აპირებს, ჯოხს იოლად იპოვისო»!“ ნებისმიერს, ვისაც ცოტათი მაინც ესმის ჭეშმარიტება და მცირეოდენი გამჭრიახობა აქვს, ერთი შეხედვით შეუძლია ამოიცნოს, რომ ეს ანტიქრისტეები უბრალოდ საკუთარ ძალაუფლებას იყენებენ და თავიანთ იმედგაცრუებას კონკურენტზე ანთხევენ. როგორ არის ეს საქმეზე პასუხისმგებლობის აღება? როგორ არის ეს ადამიანის გასხვლა? ეს ანტიქრისტეები არაფრისგან დიდ ამბავს ქმნიან: ეს უბრალოდ შურისძიება და პირადი ანგარიშსწორებაა. ეს ადამიანური ნებიდან და სატანისგან მოდის, ეს არ მოდის ღვთისგან. ეს ნამდვილად არ მოდის საქმისა და მოვალეობების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებიდან — ეს არ არის მათი განზრახვა. ანტიქრისტეები მეტისმეტად ნათლად ააშკარავებენ თავიანთ განზრახვებს და ზოგიერთ ადამიანს ძალუძს ამის დანახვა. გრძნობენ ამას ანტიქრისტეები? (დიახ.) ეს არის ანტიქრისტეთა მზაკვრობა. მათ ყველაზე უკეთ ეხერხებათ საკუთარი სტატუსის დაცვა, სოფიზმი, ადამიანთა მიმხრობა და განსაკუთრებით დახელოვნებულები არიან ადამიანთა გულების „წვდომაში“. ისინი გულის სიღრმეში ფიქრობენ: „მე შემიძლია დავინახო ყველა ის აზრი, რომელიც თქვენს გულებშია. შესაძლოა გესმით ჭეშმარიტება, მაგრამ ვერ ხედავთ ჩემს ნამდვილ სახეს. მე კი გხედავთ თქვენ. შემიძლია მივხვდე, ვინ არ არის დარწმუნებული იმაში, რასაც ვამბობ“. მაგრამ ამბობენ ისინი ამას? არა, არ ამბობენ. ისინი იყენებენ სასიამოვნო სიტყვებსა და გამოთქმებს, რათა დაარწმუნონ ყველა, რათა აფიქრებინონ, რომ ისინი გონივრულად მოიქცნენ იმ ადამიანის გასხვლისას. რა სიტყვებს იყენებენ ისინი? ისინი ამბობენ: „მე არ გაგსხალი შენ ეგოისტური, პირადი მოტივის გამო. სინამდვილეში ჩვენ შორის არავითარი პირადი წყენა არ არსებობს. უბრალოდ, როდესაც შენ თვითნებურად ჩამოაშორე ის ადამიანი თავის მოვალეობას, ამან ზიანი მიაყენა ღვთის სახლის ინტერესებს. შემიძლია ამაზე თვალი დავხუჭო? ამის უფლება რომ მომეცა შენთვის, ეს ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა. მე ამას არ ვაკეთებ შენს ან ვინმეს წინააღმდეგ. თუ ვცდები, დებსა და ძმებს შეუძლიათ გამაკრიტიკონ და გამკიცხონ. მე არ მივიღებ მონაწილეობას მომდევნო არჩევნებში“. როდესაც ზოგიერთი ადამიანი ამას ისმენს, სრულიად იბნევა. ის ფიქრობს: „როგორც ჩანს, არასწორად გავიგე მათი ქმედება. ისინი მზად არიან არჩევნებშიც კი არ მიიღონ მონაწილეობა. მათ არ გაუსხლავთ ის ადამიანი სტატუსისთვის საბრძოლველად, მათი ქმედება ეფუძნებოდა ეკლესიის საქმის მიმართ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას. ამაში არავითარი დანაშაული არ ისახება“. ეს ანტიქრისტეები კვლავ ახერხებენ ზოგიერთი ადამიანის შეცდომაში შეყვანას. განა ანტიქრისტეები მზაკვრები არ არიან? (დიახ, არიან.) ისინი უკიდურესად მზაკვრები არიან! შეიძლება ითქვას, რომ ისინი თავს იტეხენ, გონების სიღრმეებს სწვდებიან და ნებისმიერ საშუალებას იყენებენ პირადი რეპუტაციისა და სტატუსის გამო. არსებობს ასეთი გამონათქვამი: „ჯერ სილა გააწანი, მერე კი ტკბილი ფინიკი შესთავაზე“. განა ანტიქრისტეები არ გამოიყენებენ ამ ტაქტიკას? მას შემდეგ, რაც დაგარტყამენ, შესაძლოა გითხრან სასიამოვნო სიტყვები დასამშვიდებლად, სანუგეშოდ და გაგრძნობინონ, რომ ისინი წარმოუდგენლად შემწყნარებლები, მომთმენნი და მოსიყვარულენი არიან. საბოლოოდ შენ უნდა მოიწონო ისინი და თქვა: „შეხედეთ, ამ ადამიანს ასეთი მკაფიო მიზნები აქვს თავის საქმესთან მიმართებაში და ისე კარგად გამოსდის ის — რა დიდი ოსტატობაა! ნათელია, რომ მას წინამძღოლის თვისებები აქვს და ჩვენ ყველანი არასრულფასოვნად ვგრძნობთ თავს მასთან შედარებით“. განა ამ ანტიქრისტეებმა არ მიაღწიეს თავიანთ მიზანს? ეს არის ანტიქრისტეთა ხრიკები.

ანტიქრისტეები განსაკუთრებით ვერაგნი და მზაკვრები არიან. ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ, მკაცრად არის გააზრებული; მათზე უკეთ არავის ძალუძს თვალთმაქცობა. მაგრამ როგორც კი საიდუმლო გამჟღავნდება, როგორც კი ადამიანები დაინახავენ მათ ნამდვილ სახეს, ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ საკუთარი თავის გასამართლებლად და ფიქრობენ გზებზე სიტუაციის გამოსასწორებლად და ბლეფით ფონს გასასვლელად, რათა გადაარჩინონ პირადი იმიჯი და რეპუტაცია. ანტიქრისტეები ყოველდღე მხოლოდ რეპუტაციისა და სტატუსისთვის ცხოვრობენ, ისინი ცხოვრობენ მხოლოდ იმისთვის, რომ დატკბნენ სტატუსის სიკეთეებით, ეს არის ყველაფერი, რაზეც ისინი ფიქრობენ. მაშინაც კი, როდესაც ზოგჯერ მცირეოდენ გასაჭირს განიცდიან ან უმნიშვნელო მსხვერპლს იღებენ, ეს სტატუსისა და რეპუტაციის მოპოვების მიზნით ხდება. სტატუსისკენ სწრაფვა, ძალაუფლების შენარჩუნება და იოლი ცხოვრება არის ის მთავარი რამ, რასაც ანტიქრისტეები მუდამ გეგმავენ მას შემდეგ, რაც ღმერთი ირწმუნეს და არ ნებდებიან, სანამ თავიანთ მიზნებს არ მიაღწევენ. თუ მათი ბოროტი საქმეები ოდესმე გამჟღავნდება, ისინი პანიკაში ვარდებიან, თითქოს ცა უნდა ჩამოექცეთ. ისინი ვერც ჭამენ, ვერც იძინებენ და ისეთ მდგომარეობაში არიან, თითქოს ტრანსში იყვნენ ან დეპრესია ტანჯავდეთ. როდესაც ადამიანები ეკითხებიან, რა მოხდა, ისინი იგონებენ ტყუილებს და ამბობენ: „გუშინ ისე დაკავებული ვიყავი, რომ მთელი ღამე არ მიძინია, ამიტომ ძალიან დაღლილი ვარ“. მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის სიმართლე; ეს ყოველივე სიცრუეა. ისინი ასე გრძნობენ თავს, რადგან მუდმივად ფიქრობენ: „ცუდი საქმეები, რაც მე გავაკეთე, გამჟღავნდა; მაშ, როგორ შემიძლია აღვადგინო ჩემი რეპუტაცია და სტატუსი? რა გზას მივმართო საკუთარი თავის გამოსასყიდად? რა ტონით შემიძლია ავუხსნა ეს ყველას? რა შემიძლია ვთქვა, რომ ხალხმა ვერ დაინახოს ჩემი ნამდვილი სახე?“ დიდი ხნის განმავლობაში მათ არ ძალუძთ მოიფიქრონ, რა გააკეთონ და ამიტომ დათრგუნულნი არიან. ზოგჯერ მათი უაზროდ მიშტერებია ერთ წერტილს და არავინ იცის, რას უყურებენ. ეს საკითხი აიძულებს მათ, გონება დაძაბონ და ყველა შესაძლო გზა განიხილონ; არც ჭამა სურთ და არც სმა. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ისე აჩვენებენ თავს, თითქოს ეკლესიის საქმე ადარდებთ და ეკითხებიან ხალხს: „როგორ მიდის სახარებისეული საქმე? რამდენად ეფექტურად იქადაგება სახარება? ხომ არ ჰქონიათ დებსა და ძმებს რაიმე სულიერი წინსვლა ბოლო დროს? ხომ არავინ იწვევს რაიმე ჩაშლას ან არევ-დარევას?“ ეკლესიის საქმის შესახებ მათი ეს კითხვები სხვებისთვის თვალის ასახვევადაა გამიზნული. პრობლემების შესახებ რომც გაეგოთ, მათ გადასაჭრელად არავითარი გზა არ ექნებოდათ, ამიტომ მათი კითხვები მხოლოდ ფორმალობაა, დასმული იმისთვის, რომ შთაბეჭდილება შეიქმნას, თითქოს ეკლესიის საქმეზე ზრუნავენ. ვინმეს რომ ეკლესიის პრობლემების შესახებ ანგარიში წარედგინა მათთვის გადასაჭრელად, ისინი უბრალოდ თავს გააქნევდნენ. არავითარი გეგმა არ გამოადგებოდათ და თუმცა მოისურვებდნენ შენიღბვას, ამას ვერ შეძლებდნენ და მხილებისა და გამოაშკარავების რისკის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომლის წინაშეც ანტიქრისტეები მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში დგანან. ამ მომენტში ანტიქრისტეები გავარვარებულ ტაფაზე მყოფ ჭიანჭველას ჰგვანან, დროდადრო თავს აქნევენ, თითქოს ამბობენ: „ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“. შემდეგ ხელებს თავზე ირტყამენ, თითქოს ფიქრობენ: „როგორ ვარ ასეთი სულელი? როგორ დავუშვი შეცდომა ამ საკითხში?“ ანტიქრისტეები ვერ ეგუებიან ამ ფაქტს; მხოლოდ ოხვრა ძალუძთ. ისინი შრომობენ, იტანჯებიან და საფასურს იხდიან მხოლოდ საკუთარი რეპუტაციისა და სტატუსისთვის, ეფლობიან ყოველგვარ ბოროტ საქმეში თავიანთი ამბიციებისა და სურვილების დასაკმაყოფილებლად. ღვთის რჩეული ხალხის მიერ მათი მხილება გარდაუვალი შედეგია. ადამიანები ადრე თუ გვიან აუცილებლად დაეცემიან იმის გამო, რომ ჭეშმარიტებას არ ეძიებენ. ეს გამონათქვამი სრულყოფილად სრულდება ანტიქრისტეებზე. მიუხედავად იმისა, რომ დახელოვნებულნი არიან შენიღბვაში და შეუძლიათ დამაჯერებლად საუბარი და სხვების შეცდომაში შეყვანა, თუ ღვთის რჩეულ ხალხს ესმის ჭეშმარიტება და შეუძლია ადამიანის არსის გარჩევა, მაშინ, რაც არ უნდა ღრმად დაიმალონ ანტიქრისტეები ან რამდენი ბოროტებაც არ უნდა ჩაიდინონ, მაინც შეძლებენ მათ ამოცნობას. არსებობს რამდენიმე გამონათქვამი: „ბოროტების ჯიუტად ქმნა თვითგანადგურებას იწვევს“ და „ცეცხლთან თამაში დაგწვავსო“. ეს არის მოვლენათა განვითარების ობიექტური კანონზომიერებები, რომლებიც ღმერთმა დაადგინა ყოველი საგნისა და მოვლენის განვითარებისთვის. მათ ვერავინ გაექცევა. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის საქმე ანტიქრისტეთა მმართველობის ქვეშ გრძელდება, მისი ეფექტურობა საგრძნობლად შემცირდა. ზოგიერთ მნიშვნელოვან საქმეს კვლავ ბოროტმოქმედები აკონტროლებენ და ღვთის სახლის სამუშაო განკარგულებები არ განხორციელებულა. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის რჩეული ხალხიდან თითოეული ასრულებს თავის მოვალეობას, არავითარი რეალური შედეგი არ არსებობს და სხვადასხვა ამოცანა დიდი ხანია პარალიზებულ მდგომარეობაშია. რა არის ამ პრობლემების ძირეული მიზეზი? ის, რომ ეკლესიაზე კონტროლი ანტიქრისტეებმა აიღეს. ყველგან, სადაც ანტიქრისტეებს ძალაუფლება აქვთ, მიუხედავად მათი გავლენის მასშტაბისა, თუნდაც ეს მხოლოდ ერთი გუნდი იყოს, ისინი გავლენას მოახდენენ ღვთის სახლის საქმესა და ღვთის რჩეული ხალხის ნაწილის სიცოცხლეში შესვლაზე. თუ მათ ძალაუფლება აქვთ ეკლესიაში, იქ ეკლესიის საქმე და ღვთის ნება ფერხდება. რატომ არ შეიძლება ღვთის სახლის სამუშაო განკარგულებების განხორციელება გარკვეულ ეკლესიებში? იმიტომ, რომ ამ ეკლესიებში ძალაუფლება ანტიქრისტეებს აქვთ. ნებისმიერი, ვინც ანტიქრისტეა, გულწრფელად არ გაიღებს თავს ღვთისათვის, მათი მოვალეობების შესრულება მხოლოდ ფორმალობა და გულგრილი ქმედება იქნება. ისინი არ შეასრულებენ რეალურ საქმეს მაშინაც კი, თუ წინამძღოლები ან მუშაკები არიან; ისინი ისაუბრებენ და იმოქმედებენ მხოლოდ დიდების, სარგებლისა და სტატუსის გამო ისე, რომ საერთოდ არ დაიცავენ ეკლესიის ინტერესებს. მაშ, რას აკეთებენ ანტიქრისტეები მთელი დღე? ისინი დაკავებულნი არიან სპექტაკლების დადგმითა და საკუთარი თავის წარმოჩენით. აკეთებენ მხოლოდ იმას, რაც მათ პირად დიდებას, სარგებელსა და სტატუსს ეხება. ისინი დაკავებულნი არიან სხვების შეცდომაში შეყვანით, ხალხის მიმხრობით და როდესაც ძალებს მოიკრებენ, განაგრძობენ მეტი ეკლესიის გაკონტროლებას. მათ მხოლოდ ის სურთ, რომ იმეფონ და ეკლესია თავიანთ დამოუკიდებელ სამეფოდ აქციონ, რომ იყვნენ დიადი წინამძღოლები, ჰქონდეთ სრული, ერთპიროვნული ძალაუფლება, გააკონტროლონ მეტი ეკლესია. მათ ოდნავადაც არ ადარდებთ სხვა არაფერი. ისინი არ წუხან ეკლესიის საქმეზე ან ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლაზე, მით უმეტეს, არ ადარდებთ, სრულდება თუ არა ღვთის ნება. ისინი მხოლოდ იმაზე წუხან, თუ როდის შეძლებენ დამოუკიდებლად ძალაუფლების ხელში აღებას, ღვთის რჩეული ხალხის გაკონტროლებას და ღმერთთან თანაბარ მდგომარეობაში დგომას. ანტიქრისტეთა სურვილები და ამბიციები მართლაც უზარმაზარია! რაც არ უნდა შრომისმოყვარედ გამოიყურებოდნენ ისინი, მხოლოდ საკუთარი მცდელობებით არიან დაკავებულნი, აკეთებენ იმას, რაც მოსწონთ და რაც მათ პირად დიდებას, სარგებელსა და სტატუსს უკავშირდება. ისინი არც კი ფიქრობენ თავიანთ პასუხისმგებლობებზე ან იმ მოვალეობაზე, რომელსაც უნდა ასრულებდნენ;საერთოდ არაფერს აკეთებენ სათანადოდ. აი, რას წარმოადგენენ ანტიქრისტეები — ისინი არიან ეშმაკები და სატანები, რომლებიც ღვთის საქმეში ჩაშლასა და არევ-დარევას იწვევენ.

წარსულში იყო ერთი წინამძღოლი, რომელსაც მისი მოღვაწეობის პერიოდში ხუთი ამოცანა დავავალე. თუმცა, ორი თვის შემდეგ არცერთი ეს საკითხი არ განხორციელებულა. ზედაპირულად ისე ჩანდა, თითქოს წინამძღოლი გულხელდაკრეფილი კი არ იჯდა, არამედ საკმაოდ დაკავებული და გადაქანცული იყო; თითქმის ვერსად ნახავდით მას. მაშ, რით იყო ის დაკავებული და რატომ ვერ შეძლო მისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულება? აქ იყო პრობლემა. წინამძღოლმა არ შეასრულა ზოგიერთი ამოცანა, რადგან არ მოსწონდა მათი კეთება და მიაჩნდა, რომ ისინი მისი მოვალეობების ფარგლებს სცდებოდა. ეს იყო ერთი პრობლემა. გარდა ამისა, მას განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა ზოგიერთ ამოცანაზე და მიზანმიმართულად დებდა მათ გვერდზე. ასევე იყო ამოცანები, რომლებიც გარკვეულ სირთულეებს ქმნიდა, მოითხოვდა სხვების დახმარებას და გარკვეულწილად პრობლემური იყო, რასაც წინამძღოლი ვერ გაუმკლავდა. ეს იყო ის სცენარები, რომლებიც შეიქმნა. ასე გავიდა ორი თვე და არცერთი ამოცანა არ შესრულებულა. ზოგიერთმა თქვა: „შესაძლებელია ყველა ამ ამოცანის ორ თვეში შესრულება?“ შესაძლებელია; ყველა ამ ამოცანის შესრულება ორ თვეში შეიძლებოდა; ამ ამოცანათა უმეტესობის შესრულება ერთ ან ორ დღეში შეიძლებოდა, მაგრამ წინამძღოლმა ვერ განახორციელა ისინი. როდესაც სხვამ გადაიბარა და შეასრულა ეს ამოცანები, ხუთივე მათგანი ერთ კვირაში დასრულდა. როგორ ფიქრობთ, უნდა გათავისუფლდეს თუ არა ასეთი წინამძღოლი? (დიახ.) თუ გადააწყდებით ვინმეს, ვინც არ ასრულებს ზემდგომის მიერ დაკისრებულ არცერთ ამოცანას, მაგრამ ზედაპირულად საკმაოდ დაკავებული ჩანს, მაშინ ის ცრუ წინამძღოლია. ასეთი ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ან მოიკვეთონ. რას ფიქრობთ ამ პრინციპზე? (კარგია.) ნუ უყურებთ მათ გარეგნულ ენთუზიაზმს და იმ ფაქტს, რომ მთელი დღის განმავლობაში საკმაოდ დაკავებულნი ჩანან. სინამდვილეში ისინი არ ასრულებენ არავითარ რეალურ საქმეს; დაკავებულნი არიან წვრილმანი საკითხებით. რას აკეთებენ ისინი? მათი ქმედებები რამდენიმე სხვადასხვა კატეგორიად იყოფა. პირველ რიგში, ისინი იღებენ ამოცანებს, რომლებსაც მიიჩნევენ, რომ გაუმკლავდებიან, რომლებიც უსაფრთხოა და არ შეიცავს დიდ რისკს. რას ვგულისხმობ ფრაზაში „არ შეიცავს დიდ რისკს“? ვგულისხმობ იმას, რომ ამ ამოცანათა შესრულებით ადვილია შეცდომების თავიდან აცილება; მათ არ უწევთ ზემდგომთან ურთიერთობა და შეუძლიათ თავიდან აიცილონ შეცდომების დაშვება და გასხვლა. გარდა ამისა, ისინი ასრულებენ ამოცანებს, რომლებშიც დახელოვნებულნი არიან და მათთან მიმართებაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეცდომები დაუშვან. ამგვარად მათ შეუძლიათ თავიდან აიცილონ პასუხისმგებლობის აღება და დიდწილად დაიცვან თავი გასხვლისგან, მოცილებისგან ან გარიცხვისგან. ეს ამოცანები რისკისგან თავისუფალია და არ მოითხოვს პასუხისმგებლობის აღებას, ამიტომ ამ ადამიანებს შეუძლიათ მათზე რეაგირება და მათი მოგვარება. სინამდვილეში, ამას ფარული სარჩული უდევს. შეასრულებდნენ ისინი ამ ამოცანებს, თუკი შეეძლებოდათ მათი შესრულება ისე, რომ არავის დაენახა? თუ არავითარი პირად სარგებელს არ იღებენ აქედან, გააკეთებდნენ ისინი ამას? ნამდვილად არა. როგორი ამოცანები ურჩევნიათ მათ? მათ ურჩევნიათ ამოცანები, რომლებიც შედარებით მარტივია, ადვილია და რომელთა შესრულებაც დიდი ტანჯვის გარეშეა შესაძლებელი. გარდა ამისა, ისინი მზად არიან მოისმინონ და დაიმახსოვრონ მეტი ქადაგება, რომლებიც აინტერესებთ და რომელიც მათ წარმოდგენებს შეესაბამება. როგორც კი მათ აზარს ჩასწვდებიან, იწყებენ ამ ქადაგებების სხვებთან განხილვას, რათა თავი მოიწონონ და სხვების აღფრთოვანება დაიმსახურონ. უფრო მეტიც, თუ ამ ამოცანების შესრულება მათ მეტ ადამიანთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს უფრო მეტ ადამიანთან ჰქონდეთ ურთიერთობა და სხვებს დაანახონ, რომ თავდაუზოგავად შრომობენ, წინამძღოლის პოზიციაზე არიან და აქვთ შესაბამისი სტატუსი და იდენტობა, მაშინ ხელს მოჰკიდებენ მათ. სწორედ ასეთი ხასიათის საქმეებს არჩევენ ისინი. მაგრამ, თუ შესასრულებელი საქმე რთულია და მათ შესაძლებლობებს აღემატება, ან თუ სხვა მათზე უფრო დახელოვნებულია და არსებობს რისკი, რომ მარცხის შემთხვევაში სახე დაკარგონ და სხვებმა ზემოდან დაუწყონ ყურება, მაშინ ისინი უარს ამბობენ ამ ამოცანების შესრულებაზე. მათ ეშინიათ მძიმე შრომის, დაღლილობისა და იმ უხერხულობის, რომ კარგად ვერ შეასრულებენ საქმეს. გარდა ამისა, ისინი განსაკუთრებით ზარმაცები არიან და მიდრეკილნი არიან თავი აარიდონ დამღლელ და მძიმე ამოცანებს და მათ გაურბიან. ნაცვლად ამისა, ურჩევნიათ აკეთონ ის, რაც დადებითად აისახება მათ იმიჯზე, არის იოლი, რასთან მიმართებაშიც შეუძლიათ მხოლოდ ზედაპირულად იმოქმედონ და მოიგონ ადამიანთა გულები ისე, რომ ზემდგომმა ვერ დაინახოს მათი ნამდვილი სახე. ეს ყოველივე ანტიქრისტეთა თანდაყოლილი თვისებებია. როდესაც საქმე მათი მოვალეობების შესრულებას ეხება, ისინი არჩევენ და წუნობენ. მათ აქვთ პირადი არჩევანი, გეგმები და მზაკვრული ჩანაფიქრებიც კი. არავითარ შემთხვევაში არ ემორჩილებიან უბრალოდ ღვთის სახლის განკარგულებებს; ნაცვლად ამისასაკუთარ არჩევანს აკეთებენ. თუ არ ეთანხმებიან ზემდგომის გარკვეულ განკარგულებებს საერთოდ არ განახორციელებენ მათ. ისინი სრულიად აფერხებენ ამ საკითხებს და ეკლესიაში დებმა და ძმებმა არ იციან მათ შესახებ. თუ ზემდგომის ამ განკარგულებების განხორციელება კონფლიქტში მოვიდოდა გარკვეულ პირებთან ან შეურაცხყოფდა ადამიანებს, განახორციელებდნენ ისინი მათ? არა. გულში ისინი ფიქრობენ: „თუ ზემდგომს სურს ამის გაკეთება, მე არ გავაკეთებ. რომც გავაკეთო, ეს ზემდგომის სახელით უნდა გავაკეთო და ვთქვა, რომ ეს მის მიერ იყო ნაბრძანები. არ ძალმიძს ამ ადამიანების შეურაცხყოფა“. ანტიქრისტეები მზაკვრები არიან, არა? რასაც არ უნდა აკეთებდნენ ისინი რვაჯერ ან ათჯერ ან კიდევ უფრო მეტჯერაც აწონიან და გათვლიან. თავში მუდამ უტრიალებთ ფიქრი, თუ როგორ დაიმკვიდრონ მყარი პოზიცია საზოგადოებაში, როგორ ჰქონდეთ კარგი რეპუტაცია და მაღალი პრესტიჟი, როგორ მოიპოვონ ზემდგომის კეთილგანწყობა, როგორ აიძულონ დები და ძმები, მხარი დაუჭირონ, უყვარდეთ და პატივი სცენ მათ; ისინი ყველაფერს აკეთებენ ამ შედეგების მისაღწევად. რა გზით დადიან ისინი? მათთვის ღვთის სახლის ინტერესები, ეკლესიის ინტერესები და ღვთის სახლის საქმე არ არის მთავარი საზრუნავი და მით უმეტეს, არ წარმოადგენს იმას, რაზეც ისინი წუხან. რას ფიქრობენ ისინი? „ამ ყოველივეს ჩემთან არავითარი კავშირი არ აქვს. ყველა თავის თავს უფრთხილდება; ეშმაკმაც წაიღოს უკანასკნელი; ადამიანებმა საკუთარი თავისთვის, პირადი რეპუტაციისა და სტატუსისთვის უნდა იცხოვრონ. ეს არის უმაღლესი მიზანი, რაც კი არსებობს. თუ ვინმემ არ იცის, რომ საკუთარი თავისთვის უნდა იცხოვროს და დაიცვას საკუთარი თავი, მაშინ ის სულელია. თუ ჭეშმარიტება-პრინციპების მიხედვით მომთხოვდნენ პრაქტიკაში განხორციელებას და ღვთისა და მისი სახლის განკარგულებებისადმი დამორჩილებას, მაშინ ეს დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, ამისგან მივიღებდი თუ არა რამე გამორჩენას და ექნებოდა თუ არა ამის გაკეთებას რაიმე უპირატესობა. თუ ღვთის სახლის განკარგულებებისადმი დაუმორჩილებლობა იმ რისკს შექმნის, რომ შეიძლება მომიცილონ და დავკარგო კურთხევის მიღების შესაძლებლობა, მაშინ დავემორჩილები“. ამგვარად, პირადი რეპუტაციისა და სტატუსის დასაცავად ანტიქრისტეები ხშირად ამჯობინებენ გარკვეულ კომპრომისებზე წასვლას. შეიძლება ითქვას, რომ სტატუსის გამო ანტიქრისტეებს შეუძლიათ ნებისმიერი სახის ტანჯვის ატანა, ხოლო კარგი რეპუტაციის გამო მათ შეუძლიათ ნებისმიერი სახის მსხვერპლის გაღება. გამონათქვამი: „დიდმა კაცმა იცის, როდის დათმოს და როდის არა“, მათზე ზედგამოჭრილია. განა ეს სატანის ლოგიკაარ არის? ეს არის ამქვეყნიური ურთიერთობების სატანისეული ფილოსოფია და ეს ასევე არის სატანის გადარჩენის პრინციპი. ეს სრულიად ამაზრზენია!

ანტიქრისტეები საკუთარ სტატუსსა და რეპუტაციას ყველაფერზე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ეს ადამიანები არა მხოლოდ მზაკვრები, ცბიერები და ბოროტები არიან, არამედ უკიდურესად სასტიკებიც. რას აკეთებენ ისინი, როდესაც ამჩნევენ, რომ მათ სტატუსს საფრთხე ემუქრება, ან როდესაც კარგავენ ადგილს ადამიანთა გულებში და მათ მხარდაჭერასა და სიყვარულს, როდესაც ადამიანები აღარ სცემენ პატივს და მათ მიმართ კეთილგანწყობას აღარ ავლენენ, და ისინი სირცხვილში ვარდებიან? უცებ მტრულად განეწყობიან. როგორც კი სტატუსს კარგავენ, მათ აღარ სურთ რაიმე მოვალეობის შესრულება, ყველაფერს ზედაპირულად აკეთებენ და არავითარი ინტერესი არ აქვთ რაიმეს კეთების მიმართ. მაგრამ ეს არ არის ყველაზე ცუდი გამოვლინება. რა არის ყველაზე ცუდი გამოვლინება? როგორც კი ეს ადამიანები კარგავენ სტატუსს და არავინ უყურებს მათ პატივისცემით და ვეღარავინ შეჰყავთ შეცდომაში, თავს იჩენს სიძულვილი, შური და შურისძიება. მათ არა მხოლოდ ღვთისმოშიში გულები, მორჩილების ნატამალიც კი არ გააჩნიათ. გარდა ამისა, გულის სიღრმეში სძულთ ღვთის სახლი, ეკლესია და წინამძღოლები და მუშაკები; მათ სურთ, რომ ეკლესიის საქმეს პრობლემები შეექმნას ან შეჩერდეს; მათ სურთ დასცინონ ეკლესიას და დებსა და ძმებს. მათ ასევე სძულთ ყველა, ვინც ჭეშმარიტებას ეძიებს და ღვთის ეშინია. ისინი თავს ესხმიან და დასცინიან ყველას, ვინც ერთგულია თავისი მოვალეობის მიმართ და მზად არის მსხვრპლის გასაღებად. ეს არის ანტიქრისტეთა ხასიათი — და განა ეს ვერაგობა არ არის? ესენი აშკარად ბოროტმოქმედები არიან; ანტიქრისტეები თავიანთი არსით ბოროტი ადამიანები არიან. მაშინაც კი, როდესაც შეკრებები ონლაინ ტარდება, თუ ხედავენ, რომ ინტერნეტის სიგნალი კარგია, ჩუმად იწყევლებიან და თავისთვის ამბობენ: „ნეტავ სიგნალი დაიკარგოს! ნეტა სიგნალი დაიკარგოს! აჯობებს, თუ ვერავინ მოისმენს ქადაგებებს!“ ვინ არიან ეს ადამიანები? (ეშმაკები.) ისინი ეშმაკები არიან! ისინი ნამდვილად არ არიან ღვთის სახლის ხალხი. ამგვარი ეშმაკები და ბოროტმოქმედები სწორედ ასე თესავენ არეულობას, რომელ ეკლესიაშიც არ უნდა იყვნენ. გამჭრიახმა ადამიანებმა რომც ამხილონ და შეზღუდონ ისინი, არ დაფიქრდებიან საკუთარ თავზე და არ აღიარებენ თავიანთ შეცდომებს. იფიქრებენ, რომ ეს მხოლოდ მათი წამიერი სისუსტე იყო და რომ ამისგან უნდა ისწავლონ. ასეთი ადამიანი, რომელიც კატეგორიულად უარს ამბობს მონანიებაზე, არ დაემორჩილება, ვინც არ უნდა ამოიცნოს და ამხილოს იგი. ისინი შურს იძიებენ ამ ადამიანზე. როდესაც თავს ცუდად გრძნობენ, არც დებიდა და ძმებისთვის სურთ სიმშვიდე. გულში ისინი ფარულად წყევლიან კიდეც დებსა და ძმებს, უსურვებენ მათ ცუდს; წყევლიან ღვთის სახლის საქმეს და უსურვებენ, რომ მასში პრობლემებმა იჩინოს თავი. როდესაც ღვთის სახლში რამე ცუდად მიდის, ისინი ფარულად ხარობენ და ზეიმობენ, ფიქრობენ: „ჰმ! როგორც იქნა, რაღაც ცუდად წავიდა. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ შენ გამათავისუფლე. კარგია, რომ ყველაფერი ინგრევა!“ ისინი ბედნიერები არიან და სიამოვნებას იღებენ სხვების დასუსტებისა და ნეგატიურობის დანახვით, ისინი იყენებენ დამცინავ და სარკასტულ სიტყვებს ადამიანთა დასაკნინებლად და ავრცელებენ კიდეც ნეგატიურ და მომაკვდინებელ სიტყვებს; ამბობენ: „ჩვენ, მორწმუნეები, ვთმობთ ჩვენს ოჯახებსა და კარიერას, რათა შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები და ავიტანოთ ტანჯვა. როგორ ფიქრობ, შეუძლია ღვთის სახლს მართლაც აიღოს პასუხისმგებლობა ჩვენს მომავალზე? გიფიქრია ოდესმე ამაზე? ღირს კი ეს იმ მსხვერპლად, რასა ვიღებთ? ჩემი ჯანმრთელობა ახლა არც ისე კარგია და თუ გადავიღლები, ვინ იზრუნებს ჩემზე სიბერეში?“ ისინი ასეთ რამეებს ამბობენ იმისთვის, რომ ყველამ ნეგატივი იგრძნოს — მხოლოდ მაშინ იქნებიან ისინი ბედნიერები. განა ისინი ცუდს არ გეგმავენ, განა ისინი ბოროტები და ბოროტგანზრახულნი არ არიან? განა ასეთმა ადამიანებმა არ უნდა მიიღონ საზღაური? (დიახ, უნდა მიიღონ.) როგორ ფიქრობთ, ასეთ ადამიანებს ჭეშმარიტად ჰყავთ ღმერთი გულში? ისინი არ ჰგვანან ღვთის ჭეშმარიტ მორწმუნეებს, მათ საერთოდ არ სჯერათ, რომ ღმერთი გულდასმით იკვლევს ადამიანთა გულების სიღრმეებს. განა ისინი ურწმუნოები არ არიან? მათ ჭეშმარიტად რომ სწამდეთ ღმერთი, როგორ შეეძლოთ ასეთი რამეების თქმა? ზოგმა შესაძლოა თქვას, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ მათ არ აქვთ ღვთისმოშიში გულები — სწორია ეს? (არა, არ არის სწორი.) რატომ არ არის სწორი? (ღმერთი უბრალოდ არ არის მათ გულებში; ისინი ღვთის წინააღმდეგ დგანან.) სინამდვილეში ისინი ბედავენ ასეთი რამეების თქმას, რადგან არ სწამთ ღვთის არსებობის. მათ კიდევ უფრო ნაკლებად სჯერათ, რომ ღმერთი გულდასმით იკვლევს ყველას და არ სჯერათ, რომ ღმერთი აკვირდება მათ ყოველ სიტყვასა და საქმეს, ყოველ ფიქრსა და აზრს. მათ არ სწამთ ამის, ამიტომ არ ეშინიათ და შეუძლიათ თავისუფლად და უსინდისოდ წარმოთქვან ასეთი ეშმაკისეული სიტყვები. არამორწმუნეებიც კი ხშირად ამბობენ: „ზეცას თვალები აქვს“ და „ადამიანი რასაც აკეთებს, ზეცა ზემოდან უყურებს“. ნებისმიერი, ვისაც მცირეოდენი ჭეშმარიტი რწმენა მაინც გააჩნია, ასე დაუფიქრებლად არ წარმოთქვამდა ურწმუნოთა ამ ეშმაკისულ სიტყვებს. განა მძიმე შედეგები არ ექნება იმ მორწმუნეთათვის, რომლებიც ასე ფიქრობენ და საუბრობენ? განა ეს თავისი არსით მძიმე არ არის? ის ძალიან მძიმეა! ის, რომ მათ შეუძლიათ ღვთის ამგვარად უარყოფა, ნიშნავს, რომ ნამდვილი ეშმაკები და ბოროტმოქმედები არიან, რომლებმაც შეაღწიეს ღვთის სახლში. მხოლოდ ეშმაკები და ანტიქრისტეები ბედავენ ღვთის წინააღმდეგ ღიად გამოსვლას. ღვთის სახლის ინტერესები წარმოადგენს ღვთის ინტერესებს და ყველაფერს, რასაც ღვთის სახლი აკეთებს, ღვთის წინამძღოლობის, მისი ნებართვისა და მითითებების ქვეშაა; ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული ღვთის მართვის საქმესთან და მისგან განუყოფელია. ადამიანები, რომლებიც ამგვარად, ღიად წყევლიან ღვთის სახლის საქმეს, გულის სიღრმეში ცილს სწამებენ მას და სურთ დასცინონ ღვთის სახლს, რომელთაც სურთ, რომ ღვთის რჩეული ხალხი მთლიანად დააპატიმრონ, ეკლესიის საქმე სრულად პარალიზდეს, ხოლო მორწმუნეებმა ზურგი აქციონ თავიანთ რწმენას და ამ ყოველივეს მოხდენისას ბედნიერებას გრძნობენ — როგორი ადამიანები არიან ესენი? (ეშმაკები.) ისინი ეშმაკები არიან; ისინი არიან რეინკარნირებული ბოროტი დემონები! ჩვეულებრივ ადამიანებს აქვთ გახრწნილი ხასიათი, ისინი დროდადრო ურჩობენ და როდესაც თავს ნეგატიურად და სუსტად გრძნობენ, გონებაში რამდენიმე უმნიშვნელო აზრი გაუელვებთ ხოლმე, სულ ეს არის; მაგრამ ისინი ასე არ გაბოროტდებოდნენ და მათში ასეთი უკეთური და ბოროტმზრახველი ფიქრები არ დაიბადებოდა. ამგვარი არსი მხოლოდ ანტიქრისტეებსა და ეშმაკებს გააჩნით. როდესაც ანტიქრისტეებს როდესაც ასეთი აზრები უჩნდებათ, განა ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ შეიძლება ცდებოდნენ? (არა, არ ეპარებათ.) რატომ არა? (რადგან მათ მიაჩნიათ, რომ რასაც ფიქრობენ და ამბობენ, ჭეშმარიტებაა. მათ არ სწამთ ღმერთი, არ აქვთ ღვთისმოშიში გულები და მათი ბუნება ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევაა.) ზუსტად ეს არის მათი ბუნება. როდის მოპყრობია სატანა ღმერთს, როგორც ღმერთს? როდის სჯეროდა მას, რომ ღმერთი ჭეშმარიტებაა? არასოდეს და არც არასოდეს დაიჯერებს. ანტიქრისტეები, ეს ეშმაკები, მსგავსნი არიან; ისინი არ ეპყრობიან ღმერთს, როგორც ღმერთს და არ სჯერათ, რომ ის ჭეშმარიტებაა. მათ არ სჯერათ, რომ ღმერთი არის ის, ვინც შექმნა ყოველივე და ხელმწიფებს მასზე. სწორედ ამიტომ ფიქრობენ, რომ რასაც ამბობენ, სწორია. ისინი უსინდისოდ ფიქრობენ და მოქმედებენ ამგვარად; ეს მათი ბუნებაა. როდესაც გახრწნილი ადამიანები იგივეს აკეთებენ, ისინი განიცდიან შინაგან კონფლიქტს. მათ აქვთ სინდისი და ადამიანური შეგნება. მათი სინდისი, ცნობიერება და ჭეშმარიტება, რომელიც მათ ესმით, შინაგანად გავლენას ახდენს მათზე და ეს იწვევს შინაგან შფოთს. როდესაც ეს კონფლიქტი იჩენს თავს, იწყება ბრძოლა სწორსა და არასწორს, სიმართლესა და სიცრუეს, სამართლიანობასა და ბოროტებას შორის, რასაც კონრეტულ შედეგამდე მივყავართ: ისინი, ვინც ეძიებენ ჭეშმარიტებას, დგანან ღვთის მხარეს, ხოლო ისინი, ვინც არ ეძიებენ ჭეშმარიტებას, დგანან სატანური ბოროტი ძალების მხარეს. ყოველივე, რასაც ანტიქრისტეები აკეთებენ, სატანასთან თანამშრომლობაა. ისინი აფრქვევენ ნეგატივს, ავრცელებენ საფუძველს მოკლებულ ხმებს და დასცინიან ღვთის სახლს. ისინი წყევლიან და ცილს სწამებენ ღვთის სახლის საქმეს და წყევლიან დებსა და ძმებს. ამ ყოველივეს კეთებისას ისინი სრულიად მშვიდად არიან ყოველგვარი სინდისის ქენჯნის, მცირეოდენი სინანულის გარეშე და სჯერათ, რომ მათი ქმედებები სრულიად სწორია. ეს სრულად ააშკარავებს ანტიქრისტეთა სატანურ ბუნებასა და მათ მახინჯ სახეებს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ ღმერთს. ამიტომ გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ანტიქრისტეები ნამდვილი ეშმაკები და სატანები არიან. ანტიქრისტეები დაბადებითვე ეშმაკები არიან და არავითარ შემთხვევაში არ არიან ღვთის ხსნის მიმღებნი. ისინი აბსოლუტურად არ არიან ჩვეულებრივი გახრწნილი კაცობრიობის ნაწილი. ანტიქრისტეები რეინკარნირებული ეშმაკები არიან, ისინი დაბადებიდან ბოროტი დემონები არიან. აი, ასეა საქმე.

ანტიქრისტეთა მთავარი საზრუნავი რეპუტაცია და სტატუსია. როდესაც საქმე რეპუტაციასა და სტატუსს ეხება, რა ქმედებებს მიმართავენ ანტიქრისტეები? ისინი უსინდისოდ მოქმედებენ, გონებას ძაბავენ, ყველა შესაძლო გზას განიხილავენ და არაფერს იშურებენ პირადი რეპუტაციისა და სტატუსის მოსაპოვებლად. ეს ორი რამ მათი სასიცოცხლო ძალაა, მათი ყველაფერი. მიაჩნიათ, რომ ამ ორი რამის მოპოვება ნიშნავს, რომ მათ ყველაფერი მოიპოვეს. მათ სამყაროში მხოლოდ სტატუსი, რეპუტაცია და მათი პირადი ინტერესები არსებობს; სხვა არაფერი ადარდებთ. ამიტომ, სასარგებლოა თუ არა ჭეშმარიტების, ადამიანობის, სამართლიანობის ან დადებითი რამის შესახებ თანაზიარება ანტიქრისტეთა მსგავს ადამიანებთან? (არ არის სასარგებლო.) სწორია, არ არის სასარგებლო. ეს იგივეა, მეძავს პატიოსანი ოჯახის ქალობაზე, სათნო ცოლობასა თუ დედობაზე ელაპარაკო; მას არ სურს მოსმენა, არ მოსწონს ეს და ამაზრზენად მიაჩნია. რამდენად ამაზრზენად მიაჩნია მას ეს? ის გულში გლანძღავს შენ და იყენებს შესაძლებლობებს, რათა დაგცინოს, აბუჩად აგიგდოს, თავს დაგესხას და გაგრიყოს. დღესდღეობით, ეკლესიაში განა არ არიან ადამიანები, რომლებიც როგორც კი გაიგებენ, რომ ვინმე თანაზიარებას ატარებს ჭეშმარიტების შესახებ ან ისეთ ჭეშმარიტებებზე, როგორებიცაა ღვთის წარმართვისა და განგებისადმი დამორჩილება ან ღვთის სახლის განკარგულებების მორჩილება, განსაკუთრებით ამბოხებულ დამოკიდებულებას ავლენენ? (დიახ, არიან.) უნდა იყვნენ. დააკვირდით და ამოიცანით ისინი, ვინც ასეთ ქცევას ავლენს. როდესაც თანაზიარებას ატარებთ ღვთის მეუფებისა და განკარგულებებისადმი დამორჩილების აუცილებლობაზე, ისინი ძლიერი ზიზღით რეაგირებენ და ფიქრობენ: „მთელი დღე საუბრობენ ღვთის განკარგულებებისადმი დამორჩილებაზე, თითქოს ყველაფერი ღვთის მიერ იყოს მოწყობილი და ადამიანებს საერთოდ არ ჰქონდეთ არჩევანი!“ როგორც კი თანაზიარებას ატარებთ ჭეშმარიტებაზე ან ჰარმონიული თანამშრომლობის, ღვთის განზრახვების ძიებისა და თავიანთ მოვალეობებთან მიმართებაში ჭეშმარიტება-პრინციპების მიხედვით მოქმედების აუცილებლობაზე, ისინი განსაკუთრებით ზიზღით განეწყობიან და არ სურთ მოსმენა. უხალისოდ რომც მოუსმინონ მშვიდად ჯდომა არ ძალუძთ და თუ როგორღაც ახერხებენ მშვიდად ჯდომას, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეძინებათ. როდესაც თანაზიარებას ატარებთ ჭეშმარიტებაზე და საქმის კეთებისას პრინციპების დაცვაზე, მათ ეძინებათ და თვლემენ. ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარების გარეშე, გასხვლის გარეშე გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ისინი ენერგიით ივსებიან. მოქმედებენ თავნებად და დაუფიქრებლად, იღებენ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს და ცალი ხელით რეპუტაციას ეჭიდებიან, მეორეთი კი — სტატუსს. ისინი ყველაზე მაღლა ხტებიან და ყოველგვარ შარში ეხვევიან. ეს ადამიანები ყველანი ანტიქრისტეები არიან; ისინი ყველანი წინააღმდეგობას უწევენ ღმერთს და ნებისმიერ მომენტში ძალუძთ დიდი უბდურების დატრიალბა

ნებისმიერი, ვისაც ანტიქრისტეს ბუნება აქვს, ანტიქრისტედ უნდა დახასიათდეს. როდესაც მათ ერთპიროვნულად მოქმედება სურთ, უნდა შეიზღუდონ და შეჩერდნენ; ეს ეჭვგარეშეა. ზოგიერთმა შესაძლოა თქვას: „რა ვქნათ, თუ ვერ შევაჩერებთ მათ? როგორ უნდა მოვიქცეთ?“ მე გასწავლით მათი შეჩერების უტყუარ გზას მხოლოდ ერთი წინადადებით. როდესაც ასეთ სიტუაციას წააწყდებით, უბრალოდ თქვით: „თუ შეწყვეტთ დაუფიქრებლად მოქმედებას, ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებასა და საბოლოო სიტყვის თქმას, მოკვდებით?“ როგორ ჟღერს? (კარგად.) როგორ ფიქრობთ, ანტიქრისტე მართლაც მოკვდებოდა, თუ მას ერთპიროვნულად მოქმედებას აუკრძალავდნენ? (დიახ.) როგორ მიხვედით ამ „დიახ“-ამდე? (ანტიქრისტეები თავიანთი არსით სწორედ ასეთები არიან; თუ ისინი ვერ ახერხებენ ერთპიროვნულად მოქმედება, ისინი თავს უბედურად გრძნობენ და ცხოვრებას ვეღარ აგრძელებენ.) სწორედ ასეა, ისინი თავიანთი არსით სწორედ ასეთები არიან და თუ არ ამგვარად მოქმედება არ შეუძლიათ, თავს უბედურად გრძნობენ. მაშ, არიან ეს ადამიანები ნორმალურები? (არა.) ისინი არ არიან ნორმალურები. როგორ იფიქრებდა ნორმალური ადამიანი? „თუ არ შემიძლია ერთპიროვნულად მოქმედება, მაშინ უბრალოდ უარს ვიტყვი ამაზე; რა არის ამაში რთული? ეს ცხოვრებასაც კი მიადვილებს!“ ასე იფიქრებდა ნორმალური ადამიანი. მაგრამ ანტიქრისტეები თავს უბედურად იგრძნობენ, თუ ასე მოქმედების საშუალებას არ მისცემთ. განა მათში ეშმაკი არ ბუდობს? (დიახ.) ამიტომ, ერთპიროვნულად მოქმედების აკრძალვის გამო შესაძლოა ისეთი გრძნობა გაუჩნდეთ, რომ თითქოს კვდებიან. რას ნიშნავს ეს „სიკვდილი“? ეს ნიშნავს, რომ ეშმაკი ჩაგრავს და აშფოთებს მათ გულებს, რის გამოც გრძნობენ, რომ ამის ატანა ან ცხოვრების გაგრძელება არ შეუძლიათ, თითქოს სიკვდილის პირას იყვნენ;აი, რას ნიშნავს ეს. ანტიქრისტეთათვის, ბოროტი ადამიანებისა და იმ ეშმაკთათვის, რომლებიც ცდილობენ არევ-დარევა შეიტანონ ღვთის სახლის საქმეში, ამ ერთი წინადადების თქმა უფრო ეფექტურია, ვიდრე მათთან რაიმე ჭეშმარიტების განხილვა. გამოსადეგია ეს ერთი განცხადება ანტიქრისტეების, ბოროტმოქმედებისა და ეშმაკების მსგავსი ადამიანების შესახებ, რომლებიც არევ-დარევას შეიტანენ ღვთის სახლის საქმეში. განა აქვს აზრი ამ ადამიანებთან ჭეშმარიტებაზე საუბარს? (არა, არ აქვს.) „ჰარმონიულად უნდა ითანამშრომლოთ, შეასრულოთ თქვენი მოვალეობა და მოაგვაროთ საქმეები ჭეშმარიტება-პრინციპების მიხედვით“ — ამგვარი სიტყვები უკვე მრავალი წელია ითქმება; არის ვინმე, ვისაც ეს არ ესმის ან არ ახსოვს? ასეთი არავინ უნდა იყოს. მაშ, რატომ მოქმედებს ზოგიერთი ადამიანი კვლავ ერთპიროვნულად? ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ისინი ვერ აკონტროლებენ საკუთარ თავს; ისინი არ არიან ნორმალური ადამიანები. მგონება და გული ვერ მართავს მათ; მათში არის რაღაც სხვა, რაც მართავს მათ, ძალადობრივად და იძულებით მიმართავს მათ ასე მოქმედებისკენ, რაც სწორედ ღვთის სახლის საქმის ჩაშლასა და მასში არევ-დარევის შეტანას, ზიანის მიყენებასა და მისი ინტერესების დაზარალებას ემსახურება. ვის შეეძლო ასეთი რამის გაკეთება? მხოლოდ სატანებსა და ეშმაკებს. მათ, ვინც ღმერთს მიჰყვება, ნორმალურ ადამიანებს, ჭეშმარიტ ქმნილებებს, არ ექნებოდათ ასეთი რამის კეთების მოტივაცია; მხოლოდ სატანებსა და ეშმაკებს აქვთ ეს მოტივაცია და მიზანმიმართულად აკეთებენ ამას. დაიმახსოვრეთ ეს განცხადება? (დიახ.) მაშინ, დღეს აქ დავასრულებთ ჩვენს თანაზიარებას. ნახვამდის!

29 თებერვალი, 2020 წ.

წინა: პუნქტი მეოთხე: საკუთარი თავის განდიდება და საკუთარი თავის დამოწმება

შემდეგი: პუნქტი მეცხრე: ისინი თავიანთ მოვალეობას მხოლოდ საკუთარი თავის გამოსაჩენად და პირადი ინტერესებისა და ამბიციების დასაკმაყოფილებლად ასრულებენ, არასოდეს ითვალისწინებენ ღვთის სახლის ინტერესებს და ღალატობენ კიდეც მათ პირადი დიდების სანაცვლოდ (ნაწილი მესამე)

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება