პუნქტი მეთერთმეტე: ისინი არ იღებენ გასხვლას და არ გააჩნიათ სინანულის განწყობა რაიმე შეცდომის დაშვებისას, არამედ ავრცელებენ წარმოდგენებს და საჯაროდ განიკითხავენ ღმერთს
დღეს გვექნება თანაზიარება ანტიქრისტეების სხვადასხვა გამოვლინების მეთერთმეტე პუნქტზე: ისინი არ იღებენ გასხვლას და არ გააჩნიათ სინანულის განწყობა რაიმე შეცდომის დაშვებისას, არამედ ავრცელებენ წარმოდგენებს და საჯაროდ განიკითხავენ ღმერთს. ამ პუნქტის კონკრეტული შინაარსი ეხება იმას, თუ როგორ ეკიდებიან ანტიქრისტეები გასხვლას; კერძოდ, როგორია მათი დამოკიდებულება, როცა გასხვლას აწყდებიან, რას აკეთებენ შემდგომ და რა გამოვლინებები აქვთ, როცა გულში ასეთ დამოკიდებულებას ატარებენ. გვქონდა თუ არა ადრე უკვე თანაზიარება იმის შესახებ, თუ როგორ ეკიდებიან ანტიქრისტეები გასხვლას? (დიახ, ეს განვიხილეთ თანაზიარებისას იმის შესახებ, თუ როგორ ეკიდებიან ანტიქრისტეები თავიანთ პერსპექტივებსა და ბედს.) მაშ, როგორია ანტიქრისტეს დამოკიდებულება გასხვლის მიმართ? განა მაშინ არ გვქონდა თანაზიარება იმ ცნობილ გამონათქვამებზე, რომლებსაც ანტიქრისტეები გასხვლისას წარმოთქვამენ? (დიახ). ასეთ სიტუაციაში მათ ორი ცნობილი გამონათქვამი აქვთ. ერთია: „ღმერთი სამართლიანია და მე ღვთისადმი რწმენა მაქვს და არა რომელიმე ადამიანისადმი!“, ხოლო მეორე: „ჯერ ძალიან გამოუცდელი ხარ იმისთვის, რომ გამსხლა. ღმერთი რომ არ მწამდეს, არავის არაფრად ჩავაგდებდი!“ ასევე, მათ სძულთ ყველა, ვინც მათ სხლავს, გარდა ამისა, როგორც კი გასხლავენ, მაშინვე ეჭვი უჩნდებათ, რომ მათ მოკვეთენ. ბოლოს ისიც განვიხილეთ, რომ ისინი არა მხოლოდ უარს ამბობენ გასხვლის მიღებაზე, არამედ ყველგან ავრცელებენ წარმოდგენებს. განა სწორედ ამაზე არ ვისაუბრეთ? (დიახ).
I. მიზეზები, რის გამოც ხდება ანტიქრისტეთა გასხვლა
ახლახან მოკლედ მიმოვიხილე ჩვენი წინა თანაზიარება იმის შესახებ, თუ როგორ ეკიდებიან ანტიქრისტეები გასხვლას, როდესაც ის მათ პირად ინტერესებს ეხება. დღეს ამაზე სხვა კუთხით გვექნება თანაზიარება და ღრმად გავაანალიზებთ მას; ვნახავთ, კონკრეტულად რა ხასიათებს ავლენენ ანტიქრისტეები, როდესაც მათ სხლავენ, როგორი დამოკიდებულება აქვთ, აგრეთვე, კონკრეტულად როგორია მათი შეხედულებები და ამ შეხედულებების საფუძველზე ღრმად გავაანალიზებთ მათ ხასიათს. რადგან ეს გასხვლის თემას ეხება, ჯერ მოდით თანაზიარება გვქონდეს იმ მიზეზებზე, რის გამოც ხდება ანტიქრისტეთა გასხვლა. გასხვლა ისეთი რამ არ არის, რასაც უსაფუძვლოდ აკეთებენ, მაშ, რა კონტექსტში და რა გარემოებებში დაემართება ანტიქრისტეს ეს? ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანი ანტიქრისტეა? ზოგი ამბობს: „ყველა, ვისაც სტატუსი აქვს, ყველა, ვინც ყურადღების ცენტრშია, საბოლოოდ გაისხვლება“. არის ეს ჭეშმარიტება? (არა). მაშ, რას აკეთებენ ანტიქრისტეები ისეთს, რაც მათი გასხვლის მიზეზი ხდება? გაისხლებიან კი ისინი მკაცრად, თუ ჩვეულებრივ შეცდომას დაუშვებენ? განა ამაზე არ უნდა გვქონდეს თანაზიარება? (დიახ). რატომ ხდება ანტიქრისტეთა გასხვლა? თეორიულად თუ შევხედავთ, ანტიქრისტეებს ამპარტავანი ხასიათი აქვთ, არ ემორჩილებიან ჭეშმარიტებას, არ უყვართ ღვთის სიტყვები და დადებითი რამეები, ჭეშმარიტება მათში ზიზღს იწვევს, მათ სძულთ ჭეშმარიტება და ღვთის მტრები არიან, ამიტომ ისინი უნდა გაისხლან ან თუნდაც დაუნდობლად იქნენ მხილებულნი. სწორია ეს მოსაზრება? მათი გამოვლინებებისა და იმის საფუძველზე, რასაც ავლენენ, ისინი შეიძლება ანტიქრისტეებად დავახასიათოთ, ამიტომ იმსახურებენ გასხვლას და დაუნდობლად მხილებასაც კი; როგორც არ უნდა გასხლან, ისინი თანაგრძნობას არ იმსახურებენ, უარყოფილნი უნდა იქნენ და ნებისმიერ ადამიანს აქვს მათი გასხვლის სრული საფუძველი. ნამდვილად ასეა? (არა). დარწმუნებული ხართ? რატომ ხდება ანტიქრისტეთა გასხვლა? ახლახან ამის რამდენიმე მიზეზი ვახსენე. ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება მიაჩნდეს, რომ ეს მიზეზები სწორი არ არის, მაგრამ ამაში დარწმუნებული არ ხართ; ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენ მხოლოდ მოძღვრებები გესმით და საკითხის არსს ვერ ხედავთ. ის ფაქტი, რომ თქვენ ეს ვერ ამოიცანით, აჩვენებს, რომ ვერ ჩასწვდით იმ საკითხს, თუ რატომ ხდება ანტიქრისტეთა გასხვლა. ადამიანების უმეტესობის ცოდნა ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ მოძღვრებებით შემოიფარგლება და გულში იციან, რომ ანტიქრისტე უნდა გაისხლას და დაუნდობლად იქნეს მხილებული, მაგრამ ანტიქრისტეს რეალური ქცევის გარჩევის უნარი არ აქვთ; ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათ არ შეუძლიათ ამ საკითხის არსის ან ანტიქრისტეთა არსის დანახვა. მათ, რომლებიც ჭეშმარიტება-რეალობას არ ფლობენ, მხოლოდ მოძღვრებები ესმით და ბრმად იყენებენ წესებს, ამიტომ, ანტიქრისტეს მართლაც რომ გაეკეთებინა რამე, ისინი ამის არსს ვერ დაინახავდნენ.
რატომ შეიძლება მოხდეს ანტიქრისტეს გასხვლა? მიზეზი ძალიან მარტივია — ეს განპირობებულია მათი სხვადასხვა გამოვლინებითა და მათი არსიდან გამომჟღავნებული განსხვავებული პრაქტიკებითა და ქცევებით. და რა პრაქტიკები, ქცევები და გამოვლინებებია ეს? პირველი: ანტიქრისტეები საკუთარ კერძო სამეფოებს აარსებენ. თავიანთი ანტიქრისტეს არსის გამო, ისინი ღმერთს ეცილებიან მის რჩეულ ხალხს, ეცილებიან ტერიტორიასა და ადამიანთა გულებს — ყოველივე ეს მათ მიერ საკუთარი კერძო სამეფოების დაარსებას წარმოადგენს. როდესაც ვინმე საკუთარ კერძო სამეფოს აარსებს, ასრულებს ის თავის მოვალეობას? (არა). ისინი საკუთარ წამოწყებას ახორციელებენ, განაგებენ საკუთარი გავლენის სფეროსა და ძალაუფლებას, ცდილობენ, თავიანთ ტერიტორიაზე ერთპიროვნული კონტროლი მოიპოვონ, შექმნან საკუთარი დაჯგუფება და შეცდომაში შეიყვანონ ღვთის რჩეული ხალხი, რათა მათ უარყონ ღმერთი და ღვთის ნაცვლად მათ გაჰყვნენ. ეს მათ მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულება კი არა, ღმერთთან პირდაპირ დაპირისპირებაა. როდესაც ანტიქრისტე ასეთ გამოვლინებებს ავლენს, როდესაც ასეთ რამეებს აკეთებს, უნდა გაისხლას თუ არა ის? (დიახ). არის ეს ანტიქრისტეს გასხვლის ერთ-ერთი მიზეზი? არის ეს მისი ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინება? (არის). მაშ, რატომ ვერ თქვით ეს ახლახან? განა ეს სიტყვები ბაგეებსა და გონებაში არ გაქვთ? (დიახ). ეწინააღმდეგება ეს გამოვლინება იმ თეორიულ მიზეზებს, რომლებიც ახლახან ვახსენე? რა განსხვავებაა მათ შორის? (ის მიზეზები საკმაოდ ზოგადი იყო, ხოლო გამოვლინება, რომელიც ღმერთმა ახლახან ახსენა, დეტალურია — ეს ანტიქრისტეს პრაქტიკული გამოვლინებაა.) ადრე ნახსენები მიზეზები ზოგადი იყო, ისინი მხოლოდ გარკვეული მოძღვრებები გახლდათ; ისინი სულაც არ იყო ის კონკრეტული მიზეზები, რის გამოც ხდება ანტიქრისტეთა გასხვლა. ეს გამოვლინება ერთ-ერთი რეალური მიზეზია. პირველი გამოვლინება ისაა, რომ ისინი საკუთარი კერძო სამეფოების დაარსებას ცდილობენ. მეორე გამოვლინება მათი ქვეშქვეშა მანიპულირებაა. თავისი ბუნებით, ეს საკუთარი კერძო სამეფოს დაარსების მცდელობის იდენტურია, მაგრამ კონკრეტული პრაქტიკები განსხვავებულია. მაშ, რა იგულისხმება ქვეშქვეშა მანიპულირებაში? ეს დადებითი ტერმინია თუ უარყოფითი? მას საქებარი კონოტაცია აქვს თუ დამაკნინებელი? (დამაკნინებელი კონოტაციები.) ჩვეულებრივ, რა იგულისხმება ქვეშქვეშა მანიპულირებაში? რა სახის გამოვლინებებს მოიცავს ეს? (ანტიქრისტეები კულისებს მიღმა მოქმედებენ იმისათვის, რომ განიმტკიცონ თავიანთი სტატუსი. მაგალითად, საეკლესიო არჩევნების დროს ისინი კულისებს მიღმა აგროვებენ ხმებს.) ეს ერთ-ერთია, რასაც ასეთი მოქმედება მოიცავს. მოკლედ, ამგვარი გამოვლინება ნიშნავს გარკვეული საქმეების ფარულად კეთებას, სხვებთან განხილვისა და გამჭვირვალობის გარეშე, ყველას ზურგს უკან სიტუაციის მანიპულირებას და, განსაკუთრებით, იმის დაუშვებლობას, რომ ამის შესახებ ზემდგომმა ან უფრო მაღალი რანგის წინამძღოლებმა შეიტყონ. ანტიქრისტეები ზოგიერთ რამეს ფარულად აკეთებენ, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იციან, რომ ეს ყველაფერი პრინციპებს ეწინააღმდეგება და ჭეშმარიტებას არ შეესაბამება, რომ ეს ღვთის სახლს ზიანს აყენებს და ღმერთს ეზიზღება. ისინი მაინც დაჟინებით აკეთებენ ამ ყველაფერს, სიტუაციის მანიპულირებისთვის სატანის ხრიკებსა და ადამიანურ ტაქტიკას იყენებენ, შემდეგ კი საიდუმლოდ მოქმედებენ. რა მიზნები ამოძრავებთ მათ, როდესაც საქმეებს საიდუმლოდ აკეთებენ? ერთი მიზანი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა, მეორე კი — ნებისმიერი იმ სარგებლის მოპოვება, რომელიც სურთ. ამ მიზნების მისაღწევად ისინი აკეთებენ იმას, რაც არღვევს ჭეშმარიტება-პრინციპებს, ეკლესიის წესებს, ღვთის განზრახვებს და, მით უმეტეს, საკუთარ სინდისს. მათ მოქმედებებში გამჭვირვალობა არ არის — ისინი ყველაფერს უმალავენ ყველას ან ინფორმაციას მხოლოდ თავიანთი გავლენის სფეროში მყოფ მცირე რაოდენობის თანამზრახველებს უზიარებენ, რათა მიაღწიონ სიტუაციის გაკონტროლების მიზანს და უფრო მაღალი რანგის წინამძღოლებსა და ღვთის რჩეულ ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარონ. ქვეშქვეშა მანიპულირება ნიშნავს, რომ ისინი იღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებებს და წარმართავენ ზოგიერთ საქმეს, მაშინ როცა ადამიანების უმეტესობამ ამის შესახებ საერთოდ არაფერი იცის, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდება, ადამიანების უმეტესობამ არ იცის, რა არის ამის წყარო, ვინ წამოიწყო ან სინამდვილეში რა მოხდა. რატომ არ არის ადამიანების უმეტესობა საქმის კურსში? ეს ანტიქრისტეს უკეთურება და სისასტიკეა. ისინი თავიანთი მოქმედებებით განზრახ აცურებენ ძმებსა და დებს, უფრო მაღალი რანგის წინამძღოლებსა და ზემდგომს. როგორც არ უნდა ეცადო ამ საკითხებში ჩაძიებას ან ვისაც არ უნდა ჰკითხო, არავინ იცის, რა არის მათი მიზეზი და, განსაკუთრებით, დიდი ხნის წინ მომხდარ ბევრ რამესთან დაკავშირებით, ადამიანების უმეტესობას ჯერ კიდევ წარმოდგენა არ აქვს, სინამდვილეში რა ხდებოდა. ეს არის ქვეშქვეშა მანიპულირება. ეს ანტიქრისტეების მიერ ხშირად გამოყენებული ტაქტიკაა — როდესაც მათ რაიმეს გაკეთება სურთ, ისინი სხვებთან განხილვის გარეშე ერთპიროვნულად ადგენენ სქემებსა და გეგმებს. თუ არავინ ჰყავთ ისეთი, ვისაც ენდობიან, თავიანთ სქემებს გონებაში ადგენენ; ხოლო თუ თანამზრახველები ჰყავთ, მათთან ერთად საიდუმლოდ ადგენენ სქემებსა და გეგმებს, და მათი გავლენის სფეროში მყოფი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მათი მანიპულირებისა და შეთქმულებების სამიზნე გახდეს. რა არის ამგვარი პრაქტიკის მთავარი მახასიათებელი? ეს არის გამჭვირვალობის ნაკლებობა, როდესაც ადამიანების უმეტესობას არ აქვს უფლება, იცოდეს, რა ხდება, და დაბნეულ მდგომარეობაში ყოფნისას ანტიქრისტეები მათით თამაშობენ, მანიპულირებენ და შეცდომაში შეჰყავთ. რატომ მიმართავენ ანტიქრისტეები ქვეშქვეშა მანიპულირებას და რატომ არ მოქმედებენ ღიად ან გამჭვირვალედ და არ აძლევენ ყველას უფლებას, იცოდნენ, რა ხდება? იმიტომ, რომ მათ მშვენივრად და ნათლად იციან, რომ ის, რასაც აკეთებენ, არ არის თანხვედრაში ღვთის სახლის პრინციპებსა თუ წესებთან და რომ ისინი დაუფიქრებლად სჩადიან აუგ საქმეებს. მათ იციან, რომ ადამიანების უმეტესობას რომ სცოდნოდა, რას აკეთებენ ისინი, ზოგიერთი მათგანი წინ აღუდგებოდა და შეეწინააღმდეგებოდა მათ, ხოლო უფრო მაღალი რანგის ხელმძღვანელობას რომ სცოდნოდა, ისინი გაისხლებოდნენ და გათავისუფლდებოდნენ, რის შემდეგაც მათ სტატუსს საფრთხე დაემუქრებოდა. სწორედ ამიტომ, ზოგიერთ საქმეში ისინი ქვეშქვეშა მანიპულირების მეთოდს იყენებენ და სხვა ადამიანებს არ აძლევენ უფლებას, იცოდნენ ამის შესახებ. არის თუ არა მათი ქვეშქვეშა მანიპულირების შედეგები სარგებლობის მომტანი ეკლესიის საქმისა და ღვთის რჩეული ხალხისთვის? არის ეს შედეგები სარგებლობის მომტანი ყველასთვის? რასაკვირველია, არა. ადამიანების უმეტესობა შეცდომაშია შეყვანილი და გაცურებული და სულაც ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს აქედან. თანხვედრაშია ანტიქრისტეების მიერ გამოყენებული ქვეშქვეშა მანიპულირების ეს მეთოდი ჭეშმარიტება-პრინციპებთან? არის ეს ღვთის მოთხოვნების შესაბამისად მოქმედება? (არა). მაშ, როდესაც აღმოჩნდება ანტიქრისტეების ქვეშქვეშა მანიპულირების ამგვარი გამოვლინებები, უნდა გაისხლან თუ არა ანტიქრისტეები? უნდა ამხილონ და უარყონ ისინი? (დიახ). ქვეშქვეშა მანიპულირება ანტიქრისტეების ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა.
როდესაც ანტიქრისტეები მუშაობენ, კიდევ რა სხვა გავრცელებული გამოვლინებები გვხვდება? (ანტიქრისტეები საკუთარი სტატუსის გამო ახშობენ და ჩაგრავენ ადამიანებს.) სხვა ადამიანების ჩაგვრა ანტიქრისტეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ჩვეულებრივი რამაა და ეს მათი ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა. იმისათვის, რომ თავიანთი სტატუსი შეინარჩუნონ, ანტიქრისტეები ყოველთვის მოითხოვენ, რომ ყველა დაემორჩილოს მათ და ყველამ დაუჯეროს მათ. თუ აღმოაჩენენ, რომ ვინმე მათ არ უჯერებს ან მათ მიმართ ანტიპათიურად არის განწყობილი და წინააღმდეგობას უწევს, ამ ადამიანის დასამორჩილებლად მისი ჩახშობისა და ჩაგვრის ტაქტიკას მიმართავენ. ანტიქრისტეები ხშირად ახშობენ მათ, ვისი შეხედულებებიც მათი საკუთარისგან განსხვავდება. ისინი ხშირად ახშობენ ადამიანებს, რომლებიც ჭეშმარიტებას ესწრაფვიან და ერთგულად ასრულებენ მოვალეობებს. ისინი ხშირად ახშობენ შედარებით წესიერ და პატიოსან ადამიანებს, რომლებიც მათ არ ეპირფერებიან და არ ემლიქვნელებიან. ისინი ახშობენ მათ, ვინც მათ ვერ ეწყობა ან არ უთმობს. ანტიქრისტეები სხვებს ჭეშმარიტება-პრინციპების საფუძველზე არ ეპყრობიან. მათ არ შეუძლიათ ადამიანებს სამართლიანად მოეპყრონ. როდესაც ვინმე არ მოსწონთ, როდესაც ეჩვენებათ, რომ ვინმე გულით არ დამორჩილებია მათ, ისინი ეძებენ შესაძლებლობებსა და მიზეზებს და სხვადასხვა საბაბსაც კი იგონებენ, რათა თავს დაესხან და დაჩაგრონ ეს ადამიანი; იქამდეც კი მიდიან, რომ მის ჩასახშობად ეკლესიის საქმის შესრულებას იმიზეზებენ. ისინი არ მოისვენებენ, ვიდრე ადამიანები დამყოლები არ გახდებიან და მათთვის უარის თქმას ვეღარ გაბედავენ; არ მოისვენებენ, ვიდრე ადამიანები არ აღიარებენ მათ სტატუსსა და ძალაუფლებას, ღიმილით არ მიესალმებიან, მათ არ დაჰყვებიან და მათ მიმართ მხარდაჭერას არ გამოხატავენ და მათ შესახებ რაიმე აზრის ქონას ვეღარ გაბედავენ. ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ ჯგუფში, ანტიქრისტეს სხვებისადმი მოპყრობაში სიტყვა „სამართლიანობა“ არ არსებობს, ხოლო იმ ძმებისა და დებისადმი მის მოპყრობაში, რომლებსაც ჭეშმარიტად სწამთ ღმერთი, სიტყვა „მოსიყვარულე“ არ არსებობს. ყველას, ვინც მათ სტატუსს საფრთხეს უქმნის, ისინი თვალში ხინჯად და გვერდში ეკლად მიიჩნევენ და მათ დასაჩაგრად შესაძლებლობებსა და საბაბებს მოძებნიან. თუ ეს ადამიანი არ უთმობს მათ, ისინი ჩაგრავენ მას და არ ჩერდებიან, სანამ ამ ადამიანს არ მოდრეკენ. ანტიქრისტეების ასეთი მოქმედება ჭეშმარიტება-პრინციპებთან სრულიად შეუსაბამოა და ჭეშმარიტებისადმი მტრულია, მაშ, უნდა გაისხლან თუ არა ისინი? და არა მხოლოდ ეს — მათი მხილების, გარჩევისა და დახასიათების გარდა სხვა არაფერი იქნება საკმარისი. ანტიქრისტე ყველას საკუთარი უპირატესი არჩევნის, საკუთარი განზრახვებისა და მიზნების შესაბამისად ეპყრობა. მათი ძალაუფლების ქვეშ ყველა, ვისაც სამართლიანობის გრძნობა აქვს, ვისაც სამართლიანად ლაპარაკი შეუძლია, ვინც უსამართლობასთან ბრძოლას ბედავს, ვინც ჭეშმარიტება-პრინციპებს იცავს, ვინც ნამდვილად ნიჭიერი და განსწავლულია და ვისაც შეუძლია ღმერთისთვის მოწმობის გაცემა — ასეთი ადამიანები ყველანი ანტიქრისტეს შურის სამიზნეები გახდებიან; მათ ჩაახშობენ, განდევნიან და ანტიქრისტე მათ ფეხქვეშაც კი გათელავს იმ მდგომარეობამდე, რომ ისინი ვეღარ წამოდგნენ. ასეთია სიძულვილი, რომლითაც ანტიქრისტე კარგ ადამიანებსა და მათ, ვინც ჭეშმარიტებას ესწრაფვის, ეპყრობა. შეიძლება ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად მათი უმეტესობა, ვის მიმართაც ანტიქრისტე შურს გრძნობს და ვისაც ახშობს, დადებითი ფიგურები და კარგი ადამიანები არიან. მათი უმეტესობა ის ადამიანები არიან, რომლებსაც ღმერთი იხსნის, რომელთა გამოყენებაც ღმერთს შეუძლია და რომლებსაც ღმერთი სრულქმნილს გახდის. როდესაც ანტიქრისტეები ჩახშობისა და განდევნის ასეთ ტაქტიკას მიმართავენ მათ წინააღმდეგ, ვისაც ღმერთი იხსნის, გამოიყენებს და სრულქმნილს გახდის, განა ისინი ღმერთის მოწინააღმდეგეები არ არიან? განა ისინი არ არიან ადამიანები, რომლებიც ღმერთს ეწინააღმდეგებიან? როდესაც ისინი ასე შურით ეკიდებიან მათ, ვინც ჭეშმარიტებას ესწრაფვის, თავს ესხმიან და განდევნიან მათ, ისინი უშუალოდ არღვევენ ეკლესიის საქმესა და ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლას. ამგვარი ანტიქრისტე მტრულადაა განწყობილი არა მხოლოდ ხორცშესხმული ღმერთის, არამედ მათ მიმართაც, ვინც ღმერთს მიჰყვება, და მათ მიმართაც, ვინც ჭეშმარიტებას ესწრაფვის. ეს ნამდვილი ანტიქრისტეა. უნდა შეეძლოს თუ არა ღვთის რჩეულ ხალხს ანტიქრისტეთა ამგვარი გამოვლინების გარჩევა? უნდა ამხილოს და უარყოს ღვთის რჩეულმა ხალხმა ანტიქრისტეები? შეიძლება თუ არა ანტიქრისტეთა ამგვარი ხასიათი ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარებით გამოსწორდეს? მათი ხასიათი ჭეშმარიტებისა და ღმერთის სიძულვილის ხასიათია და ისინი აბსოლუტურად არ მიიღებენ ჭეშმარიტებას და არ დაემორჩილებიან მას. ამიტომ, ასეთ ნამდვილ ანტიქრისტეებთან მოპყრობის ერთადერთი გზა ასეთი ადამიანების მხილება, გარჩევა და შემდეგ უარყოფაა. ეს სრულად შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებსა და ღვთის განზრახვებს. ანტიქრისტეების მიერ ღვთის რჩეული ხალხის ამგვარად ჩაგვრა აშკარად ნიშნავს, რომ ისინი უპირისპირდებიან ღმერთს და მას მის რჩეულ ხალხს ეცილებიან. მათ შურთ და სძულთ ისინი, ვისი შეცდომაში შეყვანა და გაკონტროლებაც არ შეუძლიათ. მათ არ შეუძლიათ ამ ადამიანების მოპოვება, მაგრამ არც ღმერთს აძლევენ მათი მოპოვების საშუალებას. განა ამგვარად ისინი ეკლესიაში სატანის როლს არ ასრულებენ, რომელიც ღმერთს ეცილება ღვთის რჩეულ ხალხს და მათთვის ზიანი და დაღუპვა მოაქვს? ანტიქრისტეებს სურთ, თავიანთი კონტროლის ქვეშ შეინარჩუნონ ღვთის რჩეული ხალხი, რომელიც ჭეშმარიტებას ესწრაფვის, და ხელი შეუშალონ ღმერთს მათ მოპოვებაში; მათ ასევე სურთ, შეცდომაში შეიყვანონ ყველა, ვინც ღმერთს მიჰყვება, აიძულონ ეს ადამიანები, მათ გაჰყვნენ და ამით ცხონების შესაძლებლობა გაუნადგურონ. მხოლოდ მაშინ მიაღწევენ ისინი თავიანთ მიზანს. განა ანტიქრისტეები, რომლებიც ადამიანებს სიკვდილამდე ვნებენ, ღმერთის დაუძინებელი მტრები არ არიან? თქვენ უნდა შეგეძლოთ მათი გარჩევა.
კიდევ სხვა რა გამოვლინებები აქვთ ანტიქრისტეებს? (ისინი ეწინააღმდეგებიან სამუშაო მოწყობებს და უბრალოდ ყველაფერს თავის ჭკუაზე აკეთებენ.) ამას, საკუთარი კერძო სამეფოს დაარსებასა და ქვეშქვეშა მანიპულირებას შორის გარკვეული მსგავსებები არსებობს, თუმცა ესეც კიდევ ერთი კონკრეტული გამოვლინებაა. როგორ აკეთებენ ანტიქრისტეები ყველაფერს თავის ჭკუაზე? (ზემდგომი გამოსცემს სამუშაო მოწყობებს, რომლებითაც ღვთის რჩეულ ხალხს ცრუ წინამძღოლებისა და ანტიქრისტეების გარჩევას ავალებს, მაგრამ არიან ანტიქრისტეები, რომლებიც ამ სამუშაო მოწყობებს არ ასრულებენ; ამის ნაცვლად, იმ საბაბით, რომ „სხვა ადამიანების გარჩევას მხოლოდ მაშინ შეძლებ, როცა საკუთარი თავის გარჩევა შეგეძლება“, ისინი ყველას აიძულებენ, საკუთარი თავი შეიცნონ, რითაც ძმებსა და დებს ცრუ წინამძღოლებისა და ანტიქრისტეების გარჩევაში ხელს უშლიან.) ეს არის ზემდგომის სამუშაო მოწყობებისადმი წინააღმდეგობის გაწევაც და ყველაფრის თავის ჭკუაზე კეთებაც. კიდევ რა? (ანტიქრისტეებს საკუთარი მოსაზრებები აქვთ ზემდგომის სამუშაო მოწყობების შესახებ. გარეგნულად ისე ჩანს, თითქოს მათ ამ მოწყობების განხორციელება შეუძლიათ და ძმებსა და დებთან თანაზიარება აქვთ, მაგრამ ისინი არასოდეს ამოწმებენ, როგორ მიმდინარეობს ეს საქმეები, არც მათ შესახებ კითხულობენ და შემდეგ უბრალოდ უგულებელყოფენ მათ.) ანტიქრისტეების მიერ ყველაფრის თავის ჭკუაზე კეთება ძირითადად იმას ნიშნავს, რომ რა საქმესაც არ უნდა აწყობდეს ზემდგომი ან რა საქმის შესრულებასაც არ უნდა ავალებდეს ქვემდგომებს, ანტიქრისტეები ამ საქმეს გვერდზე გადადებენ, უგულებელყოფენ, არ გადასცემენ და არ შეასრულებენ, შემდეგ კი გააკეთებენ იმას, რაც თავად სურთ, რისი გაკეთებაც თავად უნდათ და რაც მათთვის სასიკეთო იქნება. მაგალითად, ღვთის სიტყვების წიგნების გაცემისას, წიგნების განაწილების შესახებ ეკლესიის პრინციპების თანახმად, ყველას, ვინც ნორმალური საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრობს, წიგნი უნდა ჰქონდეს. მაგრამ როდესაც ანტიქრისტე ამას ხედავს, ფიქრობს: „ყველას თითო წიგნი? განა ეს ჩემთვის არახელსაყრელი არ იქნება? არ შეიძლება, თითოეულ ადამიანს თითო წიგნი მივცე — ეს საქმე იმის მიხედვით უნდა შევასრულო, კონკრეტულად რას ფიქრობს თითოეული ადამიანი ჩემზე. საქმე მხოლოდ ნორმალური საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრებას კი არ უნდა ეხებოდეს, არამედ იმასაც, თუ ჩვეულებრივ ვის უფრო მეტი შესაწირი შეაქვს. გამონაკლისის გარეშე, იმ ადამიანებმა, რომელთაც საერთოდ არ შეაქვთ შესაწირი ან რომლებიც ღარიბები არიან, წიგნი არ უნდა მიიღონ. თუ წიგნს შემეხვეწებიან და გარკვეულ თანხასაც გადაიხდიან, მაშინ, მათი ქცევის მიხედვით, გადავწყვეტ, მივცე თუ არა წიგნი“. არის ეს საქმეების პრინციპების მიხედვით კეთება? რას აკეთებენ ისინი? ისინი ყველაფერს თავის ჭკუაზე აკეთებენ. ყველაფრის თავის ჭკუაზე კეთება ნიშნავს არსებული სამუშაო მოწყობების მიღმა საკუთარი წესების დადგენას, ადგილობრივ ეკლესიაში ამ წესების მიხედვით მოქმედებას, ღვთის სახლის მიერ მოთხოვნილი სამუშაო მოწყობებისა და პრინციპების საერთოდ არ შესრულებას და, ამის ნაცვლად, საკუთარი განზრახვებისა და მიზნების მიხედვით მოქმედებას. მოჩვენებითად ისინი წიგნებს არიგებდნენ და ისე ჩანს, თითქოს ეს ამოცანა შესრულდა. მაგრამ რის საფუძველზე აკეთებდნენ ამას? ეს ღვთის სახლის სამუშაო მოწყობებს ან ეკლესიის წესებს კი არ ეფუძნებოდა, არამედ მათ საკუთარ წესებსა და მათ საკუთარ მიდგომებს. ეს არის ყველაფრის თავის ჭკუაზე კეთება. ისინი ღვთის სახლის სამუშაო მოწყობებისადმი საერთოდ არ ავლენენ მორჩილებას; არ შეუძლიათ მათი მკაცრად განხორციელება ან შესრულება და, ამის ნაცვლად, საიდუმლოდ ადგენენ მრავალ საკუთარ წესსა და რეგულაციას, რომლებსაც თავიანთ ადგილობრივ ეკლესიაში პრაქტიკაში იყენებენ და ახორციელებენ. ეს მხოლოდ საკუთარი კერძო სამეფოს დაარსება კი არაა, არამედ, უფრო მეტად, ყველაფრის თავის ჭკუაზე კეთებაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ისინი თავიანთ ადგილობრივ ეკლესიაში სამუშაო მოწყობებს ასრულებენ, ეს მათი საკუთარი მოწყობებია, რომლებიც განსხვავდება ზემდგომის მიერ გამოცემული და სხვა ეკლესიებში შესრულებული სამუშაო მოწყობებისგან. გარეგნულად, მათ ფორმალურად შეასრულეს საჭირო მოქმედებები — მიიღეს სამუშაო მოწყობები და წაიკითხეს ისინი, მაგრამ მათ კონკრეტულად განსახორციელებლად საკუთარი მეთოდები აქვთ. ისინი უბრალოდ უგულებელყოფენ ღვთის სახლის სამუშაო მოწყობებს და ღიად არღვევენ მათ. ამას ყველაფრის თავის ჭკუაზე კეთება ეწოდება. რატომ აკეთებენ ანტიქრისტეები ყველაფერს თავის ჭკუაზე? (მათ სურთ, ეკლესიაში ძალაუფლებას ფლობდნენ და ყველაფერზე საბოლოო სიტყვა მათ ეკუთვნოდეთ.) სწორია. მათ მხოლოდ ძალაუფლების ფლობა სურთ; ისინი ეძებენ და იყენებენ ნებისმიერ შესაძლებლობას, მოიპოვონ ძალაუფლება და სხვები გააკონტროლონ, რათა სხვებმა დაუჯერონ, დაემორჩილონ და ეშინოდეთ მათი. მათ სურთ, თავიანთი განსხვავებული პრაქტიკებით გააკონტროლონ სხვები და ყველას გააგებინონ, რომ ამ ადგილას ძალაუფლება მხოლოდ მათ აქვთ და სხვას არავის; რომ სხვებისთვის უბრალოდ შეუძლებელია, მათ გვერდი აუარონ ან მათ დაუკითხავად იმოქმედონ, და რომ მათ ვერავინ აჯობებს. მათ, უპირველეს ყოვლისა, ღვთის რჩეული ხალხის გაკონტროლება და ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურთ. სრულიად ცხადია, რომ ანტიქრისტეების ამგვარი ქცევა არ ნიშნავს საქმეების ჭეშმარიტება-პრინციპების ან ღვთის სახლის მოთხოვნების შესაბამისად კეთებას. ეს არ არის ის, რაც უნდა გააკეთოს წინამძღოლმა თუ ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც თავის მოვალეობას ნორმალურად ასრულებს. მაშ, როდესაც ანტიქრისტეები ამგვარ გამოვლინებას ავლენენ, უნდა გაისხლან თუ არა ისინი? უნდა იყვნენ ისინი მხილებულნი და უარყოფილნი? (დიახ).
კიდევ სხვა რა გამოვლინებები აქვთ ანტიქრისტეებს? (ანტიქრისტეები იპარავენ შესაწირავებს, ღვთის სახლის ფულს საკუთარი სიამოვნებისთვის ხარჯავენ და განსაკუთრებული პრივილეგიებით ტკბებიან.) განსაკუთრებული პრივილეგიებით ტკბობა ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა. როგორც კი ანტიქრისტე სტატუსს მოიპოვებს, მას უკვე ვეღარავინ შეაკავებს — ის სხვა ადამიანებს ფეხქვეშ გასათელ საგნებად მიიჩნევს და ყველაფერში, რასაც აკეთებს, სურს, ყურადღების ცენტრში მოექცეს და მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. ისინი ცდილობენ, უპირატესობა მოიპოვონ ყველაფერში, რასაც აკეთებენ, ისევე როგორც საუბრისას. რომელ ადგილზეც არ უნდა დასხდნენ, სურთ, მათი ადგილი განსაკუთრებული იყოს. როგორი მოპყრობითაც არ უნდა სარგებლობდნენ ღვთის სახლში, სურთ, ის იმაზე უკეთესი იყოს, როგორსაც ნებისმიერი სხვა ადამიანი იღებს. მათ სურთ, ყველა უფრო მაღალი აზრის იყოს მათზე და მეტად აფასებდეს მათ, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადამიანს. როდესაც სტატუსი არ აქვთ, მისი ხელში ჩაგდება სურთ, ხოლო როგორც კი სტატუსს მოიპოვებენ, წარმოუდგენლად ამპარტავნები ხდებიან. ნებისმიერმა, ვინც მათ ელაპარაკება, ქვემოდან ზემოთ უნდა უყუროს მათ; ვერავინ ივლის მათ გვერდიგვერდ და, ამის ნაცვლად, ერთი ან ორი ნაბიჯით უკან უნდა მიჰყვებოდეს; ვერავინ დაელაპარაკება მათ ზედმეტად ხმამაღლა ან მკაცრად, ვერ გამოიყენებს შეუფერებელ სიტყვებს ან ვერ შეხედავს მათ შეუფერებლად. ისინი ყველაფერზე შარს მოსდებენ და ყველას შესახებ ექნებათ რაღაც სათქმელი. ვერავინ აწყენინებს ან გააკრიტიკებს მათ; ამის ნაცვლად, ყველა პატივისცემით უნდა მოეპყროს, ელაქუცოს და ეპირფეროს მათ. როგორც კი ანტიქრისტე სტატუსს მოიპოვებს, სადაც არ უნდა წავიდეს, თვითნებურად და თავნებურად მოიქცევა და თავს გამოიჩენს, რათა სხვებმა დააფასონ ის. ისინი არა მხოლოდ სტატუსით ტკბებიან და სხვების მხრიდან დაფასებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, არამედ მატერიალური სიამოვნებებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის. მათ სურთ, ისეთ მასპინძლებთან დარჩნენ, რომლებიც საუკეთესო პირობებს შეუქმნიან. ვინც არ უნდა იყოს მათი მასპინძელი, მათ განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ საკვებთან დაკავშირებით და თუ საჭმელი საკმარისად კარგი არ არის, ისინი თავიანთი მასპინძლის გასასხლავად შესაძლებლობას გამონახავენ. ისინი უარს ამბობენ არასათანადო დონის ყოველგვარი სიამოვნებების მიღებაზე — მათი საკვები, ტანსაცმელი, საცხოვრებელი და ტრანსპორტი ერთი თავით მაღლა უნდა იდგეს; საშუალო დონე მათ უბრალოდ არ აკმაყოფილებთ. მათ არ შეუძლიათ იმის მიღება, რასაც ჩვეულებრივი ძმები და დები იღებენ. თუ სხვები დილის 5 ან 6 საათზე დგებიან, ისინი 7 ან 8 საათზე ადგებიან. საუკეთესო საკვები და ნივთები მათთვის უნდა იყოს გადანახული. ადამიანების მიერ გაღებული შესაწირებიც კი ჯერ მათ უნდა გადაარჩიონ; რაც კარგი ან ძვირფასია, ან რაც თვალში მოუვათ, თავისთვის დაიტოვებენ, ხოლო ნარჩენებს ეკლესიას დაუტოვებენ. და არის კიდევ ერთი, ყველაზე ამაზრზენი რამ, რასაც ანტიქრისტეები აკეთებენ. რა არის ეს? როგორც კი სტატუსს მოიპოვებენ, მადაზე მოდიან, თვალსაწიერი უფართოვდებათ და სიამოვნების მიღებას სწავლობენ, რის შემდეგაც ფულის ხარჯვისა და მოხმარების სურვილი უჩნდებათ და, შედეგად, სურთ, მთელი ფული, რომელსაც ეკლესია თავისი საქმისთვის იყენებს, ხელში ჩაიგდონ, როგორც უნდათ, ისე გაანაწილონ და თავიანთი სურვილებისამებრ აკონტროლონ. ანტიქრისტეები განსაკუთრებით ტკბებიან ამგვარი ძალაუფლებითა და ამგვარი მოპყრობით და როგორც კი ძალაუფლებას მოიპოვებენ, სურთ, ყველაფერზე — მაგალითად, ყველა ჩეკსა და სხვადასხვა შეთანხმებაზე — თავიანთი ხელმოწერა იყოს. მათ სურთ, დატკბნენ იმ განცდით, რომ კალმით გამუდმებით ჯღაბნიან თავიანთ ხელმოწერას და ფულს წყალივით ფლანგავენ. როდესაც ანტიქრისტეს სტატუსი არ აქვს, მასში ვერავინ ხედავს ამ გამოვლინებებს, ვერც იმას, რომ ასეთი ტიპის ადამიანია, ასეთი ხასიათი აქვს და ასეთ რამეებს გააკეთებდა. მაგრამ როგორც კი სტატუსს მოიპოვებს, ეს ყველაფერი მჟღავნდება. თუ დილით აირჩევენ, იმავე დღის მეორე ნახევრისთვის უკვე წარმოუდგენლად ამპარტავნები ხდებიან, ცხვირს მაღლა სწევენ, თავში უვარდებათ და ჩვეულებრივ ადამიანებს არაფრად აგდებენ. ცვლილება ძალიან სწრაფად ხდება. მაგრამ სინამდვილეში ისინი არ შეცვლილან — უბრალოდ გამომჟღავნდნენ. ისინი ასეთ ამპარტავნულ იერს იღებენ და რის გაკეთებას ცდილობენ? მათ სურთ, ეკლესიის ხარჯზე იცხოვრონ და სტატუსის სიკეთეებით ინებივრონ. როგორც კი ვინმე გემრიელი კერძებით სუფრას გაშლის, ისინი მაშინვე იწყებენ საჭმლის შთანთქმას და, ამავე დროს, თავიანთი აყროლებული ხორცის შესანარჩუნებლად საკვებ დანამატებსაც ითხოვენ. ანტიქრისტეების მიერ განსაკუთრებული პრივილეგიებით ტკბობა ხშირად ხდება; განსხვავება მხოლოდ სიმძიმის ხარისხშია. როდესაც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხორციელ სიამოვნებებს ებღაუჭება, წინამძღოლი ხდება, მას განსაკუთრებული პრივილეგიებით ტკბობა სურს. ეს ანტიქრისტეების ხასიათია. როგორც კი სტატუსს მოიპოვებენ, ისინი სრულიად განსხვავებულები ხდებიან. ისინი თვალს არ აშორებენ და მტკიცედ, საიმედოდ უჭირავთ ხელში ყველა ის სიამოვნება და განსაკუთრებული მოპყრობა, რაც სტატუსს ახლავს თან; არ გაუშვებენ მათ და არცერთ უმცირეს ნაწილსაც კი არ დათმობენ, არ მოუშვებენ ხელს და არ დაუშვებენ, რომ რამე მცირედიც კი ხელიდან გაუსხლტეთ. ანტიქრისტეების ამ გამოვლინებებიდან და პრაქტიკებიდან რომელია ჭეშმარიტება-პრინციპების მიხედვით მოქმედება? არცერთი. თითოეული მათგანი გულისამრევი და საძულველია სანახავად; მათი პრაქტიკები და გამოვლინებები არა მხოლოდ არ არის ჭეშმარიტება-პრინციპებთან თანხვედრაში, არამედ მათ ნამდვილად არ გააჩნიათ სინდისის, გონიერებისა თუ სირცხვილის გრძნობის ნატამალიც კი. როდესაც ანტიქრისტეებს სტატუსი აქვთ, გარდა იმისა, რომ თავაშვებულად სჩადიან ბოროტებას და თავიანთ ძალაუფლებასა და სტატუსზე მუშაობენ, ისინი არა მხოლოდ არაფერს აკეთებენ ისეთს, რაც ეკლესიის საქმეს სარგებელს მოუტანდა ან ძმებისა და დების სიცოცხლეში შესვლას დაეხმარებოდა, არამედ სტატუსის სიკეთეებით, ხორციელი სიამოვნებებითა და იმითაც ტკბებიან, რომ ადამიანები მათ ქვემოდან ზემოთ უყურებენ და მოწიწებით ეპყრობიან. არიან ანტიქრისტეები, რომლებიც ადამიანებსაც კი პოულობენ, რომ მათ მოემსახურონ: ჩაის, რომელსაც სვამენ, სხვები მიართმევენ, ტანსაცმელს, რომელიც აცვიათ, სხვები ურეცხავენ, ბანაობისას ზურგის გასახეხადაც კი ცალკე ადამიანი ჰყავთ და ჭამის დროსაც ცალკე ადამიანი ჰყავთ, რომელიც ემსახურება მათ. კიდევ უარესი, ზოგიერთ მათგანს დღის სამივე კვებისთვის დადგენილი მენიუც კი აქვს და, ამას გარდა, სურს, საკვები დანამატები მიიღოს და მისთვის სხვადასხვა სახის წვნიანი მოამზადონ. აქვთ ანტიქრისტეებს სირცხვილის გრძნობა? არა, არ აქვთ! იტყოდით, რომ ასეთი ადამიანის უბრალოდ გასხვლა რამდენადმე ლმობიერი მოპყრობაა? აიძულებს გასხვლა მათ, სირცხვილი იგრძნონ? (ვერ აიძულებს.) მაშ, როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა? ეს საკმაოდ მარტივია. გასხვლის შემდეგ ამხილეთ ისინი და გააგებინეთ, სინამდვილეში რას წარმოადგენენ. დაემორჩილებიან ამას თუ არა, გადაყენებულნი უნდა იყვნენ და ყველამ უნდა უარყოს ისინი. როგორც კი ანტიქრისტეს აღმოაჩენთ, შეგიძლიათ მისი უარყოფა? გაბედავთ, წინ აღუდგეთ, მოახსენოთ და ამხილოთ ისინი? (დიახ). ნამდვილად გაბედავთ თუ ვერა? ახლა, როცა სხვები მხარს გიჭერენ, გაბედავ, წინ აღუდგე და ამხილო ისინი, მაგრამ მხარდაჭერის გარეშე კვლავ გეყოფა ასეთი გამბედაობა? იქ, სადაც ახლა ხართ, უსაფრთხო გარემოა, რადგან დიდი წითელი დრაკონი არ მეფობს, ამიტომ ფიქრობთ: „რისი უნდა მეშინოდეს? განა ის უბრალოდ ანტიქრისტე არ არის? როდესაც ღმერთი გვიმაგრებს ზურგს, მე გამბედაობა მაქვს, ანტიქრისტე ვამხილო და არ მეშინია!“ თუმცა დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში საქმე სხვაგვარადაა. თუ ანტიქრისტეს ამხელ და ის სტატუსს დაკარგავს, ის გაბედავს, დაგჩაგროს, გაგყიდოს და ხელისუფლების ხელში ჩაგაგდოს. მაშინაც გაბედავ მის მხილებას? (შესაძლოა, ვერა.) შესაძლოა, ვერა. შენი დამოკიდებულება მაშინვე შეიცვლება; ასეთ გარემოში მის მხილებას ვერ გაბედავდი. მაშ, სწორია, რომ მის მხილებას ვერ ბედავ? არა, სწორი არ არის; შენ არ გაქვს მოწმობა და ეს ნიშნავს, რომ გამარჯვებული არ ხარ; ეს არ არის ის, რაც ღვთის მიმდევარმა უნდა თქვას. დავუშვათ, ხმას არ იღებ, მაგრამ გული კვლავ და კვლავ ღაღადებს: „შენ, ანტიქრისტევ, ეშმაკო და სატანავ, მე გამხელ! სიბრძნეს გამოვიყენებ, რომ უარგყო და ეკლესიიდან მოგაცილო! შენ არ ხარ ღირსი, ღვთის სახლში მკვიდრობდე; შენ ეშმაკი ხარ, შენ სატანა ხარ! მართალია, საჯაროდ სიტყვებით არ გამხელ, მაგრამ გულის სიღრმიდან უარგყოფ. მოვძებნი უფრო მეტ ძმასა და დას, რომლებსაც ჭეშმარიტება ესმით, და ერთად უარგყოფთ. ჩვენ არ მივიღებთ შენს წინამძღოლობას და შენს მანიპულირებას!“ არის ეს მოქმედების სწორი გზა? (დიახ). გარემო შეიძლება არახელსაყრელი იყოს და ანტიქრისტეს საჯაროდ მხილებამ შეიძლება საფრთხეში ჩაგაგდოს, მაგრამ ღვთის დავალებისგან, ჭეშმარიტება-პრინციპებისგან და შენი მოვალეობებისგან განდგომა ან მათი მიტოვება არ შეიძლება. რაც შეეხება იმ ანტიქრისტეებს, რომლებიც განსაკუთრებული პრივილეგიებით ტკბებიან და მოურიდებლად სარგებლობენ სტატუსის სიკეთეებით, ჩვენ უნდა უარვყოთ ისინი და არ მივცეთ საშუალება, ღვთის სახლში პარაზიტებად იქცნენ ან კიდევ უფრო მეტ ძმასა და დას მიაყენონ ზიანი ან შეცდომაში შეიყვანონ. ჩვენ ისინი უნდა მოვიცილოთ. ღვთის სახლის რესურსები ამ პარაზიტების შესანახად არ არის განკუთვნილი. ისინი არ არიან ღირსნი, ღვთის სახლში ჭამდნენ და არც იმის ღირსნი არიან, ღვთის სახლში არსებული ყოველივეთი ისარგებლონ. რატომ? იმიტომ, რომ ისინი ეშმაკნი არიან და უარყოფას იმსახურებენ. ეს ანტიქრისტეების კიდევ ერთი გამოვლინებაა — განსაკუთრებული პრივილეგიებით ტკბობა, განსაკუთრებული პრივილეგიებით უსირცხვილოდ ტკბობა. თავიანთი მხრიდან ყოველგვარი წვლილის შეტანის გარეშე, როგორც კი წინამძღოლის თანამდებობას მოიპოვებენ, ისინი ძალაუფლებას ხელში იგდებენ, სტატუსის სიკეთეებით ნებივრობენ და ძმებსა და დებს აიძულებენ, მათთვის საჭმელი მოამზადონ და დელიკატესები უყიდონ, რითაც მათ მძიმე შრომით მოპოვებულ ქონებას ართმევენ და ფულსა და ნივთებს სძალავენ. მათთვის ეს თავისთავად ცხადი რამაა, ფასდაუდებელი შესაძლებლობა, შანსი, რომელიც მეორედ აღარ მიეცემათ. განა ასე არ აზროვნებს ეშმაკი? რა უსირცხვილო აზროვნებაა. ასეთი ადამიანი ძმებისა და დების მიერ უნდა იყოს გასხლული, მხილებული და უარყოფილი.
კიდევ სხვა რა გამოვლინებები აქვთ ანტიქრისტეებს? არის ზემდგომებისა და ქვემდგომების მოტყუება კონკრეტული გამოვლინება? (დიახ). ანტიქრისტეები ბუნებით უკეთურები არიან; მათ არ გააჩნიათ პატიოსანი გული, ჭეშმარიტების მოყვარული გული ან დადებითი რამეების მოყვარული გული. ისინი ხშირად ბნელ კუნჭულებში ცხოვრობენ — არ მოქმედებენ პატიოსანი დამოკიდებულებით, ისინი სიმართლეს არ ამბობენ და როგორც სხვა ადამიანების, ისე ღვთის მიმართ უკეთურ და მზაკვრულ გულს ატარებენ. მათ სურთ, სხვებიც მოატყუონ და ასევე ღმერთიც მოატყუონ. ისინი არ მიიღებენ სხვების ზედამხედველობას, მით უმეტეს, ღვთის გულდასმით დაკვირვებას. როდესაც სხვა ადამიანებს შორის არიან, არასოდეს სურთ, ვინმემ იცოდეს, გულის სიღრმეში რას ფიქრობენ და გეგმავენ, როგორი ადამიანები არიან, როგორი დამოკიდებულება აქვთ ჭეშმარიტების მიმართ და ასე შემდეგ; მათ არ სურთ, სხვებმა ყოველივე ეს იცოდნენ და, ამასთანავე, სურთ, ღმერთიც გააცურონ და საქმის კურსში არ ჩააყენონ. სწორედ ამიტომ, როდესაც ანტიქრისტეს სტატუსი არ აქვს, როდესაც ადამიანთა ჯგუფში ვითარებით მანიპულირების შესაძლებლობა არ ეძლევა, ვერავინ შეძლებს რეალურად გაარკვიოს, რა იმალება მისი სიტყვებისა და ქმედებების მიღმა. ადამიანებს კითხვები გაუჩნდებათ: „რაზე ფიქრობს ის ყოველდღე? იმალება თუ არა რაიმე განზრახვა მათი მოვალეობის შესრულების მიღმა? ავლენს გახრწნილებას? გრძნობს სხვების მიმართ რაიმე შურს ან სიძულვილს? აქვს რაიმე წინასწარი განწყობა სხვა ადამიანების მიმართ? როგორი შეხედულებები აქვს იმაზე, რასაც სხვები ამბობენ? რას ფიქრობს, როდესაც გარკვეულ რამეებს აწყდება?“ ანტიქრისტეები არასოდეს აძლევენ სხვებს იმის გაგების საშუალებას, სინამდვილეში რა ხდება მათთან. მაშინაც კი, თუ რაიმეს შესახებ თავიანთ აზრს რამდენიმე სიტყვით გამოთქვამენ, ბუნდოვნად და ორაზროვნად ილაპარაკებენ, მიკიბ-მოკიბვით ისაუბრებენ, რათა სხვებმა ვერ გაიგონ, რის გადმოცემას ცდილობენ და არ იცოდნენ, რისი თქმა ან გამოხატვა სურთ, რის გამოც ყველანი საგონებელში ვარდებიან. მას შემდეგ, რაც ამდაგვარი ადამიანი სტატუსს მოიპოვებს, სხვა ადამიანების გარემოცვაში კიდევ უფრო მალულად იწყებს მოქმედებას. მას სურს, დაიცვას თავისი ამბიციები, თავისი რეპუტაცია, თავისი სახე და სახელი, თავისი სტატუსი და ღირსება და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ, არ სურს, ღიად ისაუბროს იმაზე, თუ როგორ აკეთებს რაღაცებს ან რა მოტივები ამოძრავებს მათი კეთებისას. მაშინაც კი, როდესაც შეცდომას უშვებს, გახრწნილ ხასიათს ავლენს ან როდესაც მისი ქმედებების მიღმა მდგომი მოტივები და განზრახვები არასწორია, მას არ სურს, გაიხსნას და სხვებს ამის გაგების საშუალება მისცეს, და ხშირად უდანაშაულობისა და სრულყოფილების იერს ქმნის, რათა ძმები და დები მოატყუოს. ხოლო ზემდგომთან და ღმერთთან მხოლოდ სასიამოვნოდ მოსასმენ სიტყვებს ამბობენ და ხშირად მიმართავენ მოტყუების ხერხებსა და ტყუილებს, რათა ზემდგომთან თავიანთი ურთიერთობა შეინარჩუნონ. როდესაც ზემდგომს თავიანთი საქმის შესახებ მოახსენებენ და მას ესაუბრებიან, არასოდეს ამბობენ რაიმე უსიამოვნოს, რათა ვერავინ აღმოაჩინოს მათი რომელიმე სუსტი წერტილი. ისინი არასოდეს ახსენებენ, რა გააკეთეს ქვემოთ, არც ეკლესიაში წარმოქმნილ რომელიმე საკითხს, თავიანთ საქმეში არსებულ პრობლემებსა თუ ნაკლოვანებებს ან იმას, რასაც ვერ იგებენ ან ნათლად ვერ ხედავენ. ისინი არასოდეს ეკითხებიან ზემდგომს ამ საკითხების შესახებ და არც მოიძიებენ მისგან მათ შესახებ; ამის ნაცვლად, უბრალოდ ქმნიან ისეთ შთაბეჭდილებასა და მოჩვენებით სახეს, თითქოს თავიანთ საქმეში კომპეტენტურები არიან და შეუძლიათ, სრულად იტვირთონ საქმე. ისინი ზემდგომს არ მოახსენებენ ეკლესიაში არსებულ არცერთ პრობლემას და როგორი ქაოსურიც არ უნდა იყოს მდგომარეობა ეკლესიაში, რაოდენ მასშტაბურიც არ უნდა იყოს ნაკლოვანებები, რომლებიც გამოვლინდა მათ საქმეში ან კონკრეტულად რას აკეთებდნენ ქვემოთ, ისინი ყოველივე ამას კვლავ და კვლავ ფარავენ და ცდილობენ, არასოდეს დაუშვან, რომ ზემდგომმა ამას ყური მოჰკრას ან ამ საკითხების შესახებ რაიმე ამბავი შეიტყოს; იქამდეც კი მიდიან, რომ ადამიანებს, რომლებიც ამ საკითხებთან არიან დაკავშირებული ან მათ შესახებ სიმართლე იციან, შორეულ ადგილებში გადაიყვანენ, რათა შეეცადონ დამალონ, სინამდვილეში რა ხდება. რა სახის პრაქტიკებია ესენი? რა სახის ქცევაა ეს? არის ეს ისეთი გამოვლინება, რომელიც უნდა ჰქონდეს ადამიანს, ვინც ისწრაფვის ჭეშმარიტებისკენ? ცხადზე უცხადესია, რომ არა. ეს დემონის ქცევაა. ანტიქრისტეები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, რათა დამალონ და დაფარონ ყველაფერი, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ სტატუსზე ან რეპუტაციაზე, და ყოველივე ამას სხვა ადამიანებსა და ღმერთს უმალავენ. ეს ზემდგომებისა და ქვემდგომების მოტყუებაა. ისინი ხშირად ეტყვიან თავიანთ ქვემდგომებს: „ზემდგომს ჩემზე დიდი წარმოდგენა აქვს და ასე ძლიერ მაფასებს. ზემდგომმა ესა და ეს დავალებები მომცა და ასეთი მნიშვნელოვანი საქმე მომანდო. ის ჩემზე მართლაც კარგად ზრუნავს, მითითებებს მაძლევს ჩემს საქმესთან დაკავშირებით და ჩემს სიცოცხლეზეც ნამდვილად აიღო პასუხისმგებლობა. ზემდგომმა ამა და ამ საკითხების გამო გამსხლა, მე კი ეს ასე და ასე მივიღე და ამის შესახებ ჩემი გაგება ასეთი და ასეთია. ნახეთ, როგორ ძლიერ ვუყვარვარ ღმერთს — მან პირადად გამსხლა და პირადად მომცა მითითებები ჩემს საქმეში“. ზემდგომთან კი ისინი ისეთ მანერას ირგებენ, თითქოს თავიანთი საქმის მიმართ უდიდეს პასუხისმგებლობას იჩენენ, ძმებსა და დებზე ძლიერ ზრუნავენ და თავიანთ გულსა და ძალას სრულად უძღვნიან, მაგრამ არასოდეს იტყვიან სიტყვას იმის შესახებ, რომ რომელიმე ძმამ ან დამ მათ განსხვავებული იდეა ან მოსაზრება წარუდგინა, ან ანტიქრისტეების საქმეში რაიმე ნაკლოვანებებისა თუ გადახრების შესახებ. ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ ქვემდგომებთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნონ, ამავე დროს კი მაქსიმალურ ძალისხმევას გასწევენ, ზემდგომს საკუთარი თავის შესახებ სხვადასხვა სიმართლე დაუმალონ, რადგან ძალიან ეშინიათ, რომ მათ თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, თუ ზემდგომი გაიგებს, სინამდვილეში რა ხდება მათთან. განა ეს ზემდგომებისა და ქვემდგომების მოტყუება არ არის? როგორც კი ანტიქრისტე ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში, აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს, რაც ძალუძს, რათა საკუთარ თავზე სიმართლე დამალოს და ვერავინ შეძლოს მისი ნამდვილი მდგომარეობის, მისი რეალური ვითარების ან მისი რეალური ადამიანობისა თუ საქმის შესრულების უნარების განჭვრეტა. ისინი ყველანაირ ხერხსა და საშუალებას იყენებენ ყოველივე ამის დასამალად, რათა მყარად მოიკიდონ ფეხი და სამუდამოდ დატკბნენ თავიანთი ძალაუფლებითა და სტატუსის სიკეთეებით. ზემდგომებისა და ქვემდგომების მოტყუება არის ის, რაც მხოლოდ ანტიქრისტეებს ახასიათებთ. არის ეს ჭეშმარიტება-პრინციპებთან თანხვედრაში? არის ეს ისეთი გამოვლინება, რომელიც ადამიანს, რომელიც ღმერთს ემსახურება, უნდა ჰქონდეს? არის ეს ისეთი გამოვლინება, რომელიც უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც ჭეშმარიტებისკენ ისწრაფვის? (არა). მაშ, როდესაც ანტიქრისტეს ამგვარი გამოვლინება, ამგვარი ხასიათი აქვს, უნდა გაისხლას ის? (დიახ).
ახლახან ვისაუბრეთ ექვს მიზეზზე, რომელთა გამოც ანტიქრისტეები უნდა გაისხლან. პირველი იყო საკუთარი კერძო სამეფოს დაარსება; მეორე — ქვეშქვეშა მანიპულირება; მესამე — სხვების ჩაგვრა; მეოთხე — ყველაფრის თავის ჭკუაზე კეთება; მეხუთე — განსაკუთრებული პრივილეგიებით ტკბობა; და მეექვსე — ზემდგომებისა და ქვემდგომების მოტყუება. კიდევ არის სხვა მიზეზები? (ერესებისა და მცდარი შეხედულებების გავრცელება ძმებისა და დების შეცდომაში შესაყვანად.) (არასოდეს განადიდონ ღმერთი ან მის შესახებ მოწმობა არ გასცენ და, ამის ნაცვლად, ყოველთვის საკუთარ თავზე გასცენ მოწმობა და სიტყვები და მოძღვრებანი გაავრცელონ ადამიანების შეცდომაში შესაყვანად.) (განსაჯონ, თავს დაესხან და სძულდეთ სულიწმიდის მიერ გამოყენებული ადამიანი.) ამ სამი რამიდან რომელია თავისი არსით შედარებით ახლოს იმ ექვს მიზეზთან, რომლებიც უკვე განვიხილეთ? (ყოველთვის განადიდონ საკუთარი თავი და საკუთარ თავზე გასცენ მოწმობა, ხოლო ღმერთზე არასოდეს გასცენ მოწმობა.) ეს თავისი ბუნებით შედარებით სერიოზულია. ამის შემდეგ მოდის სულიწმიდის მიერ გამოყენებულ ადამიანზე თავდასხმა და მისი განსჯა, შემდეგ კი — მცდარი შეხედულებების გავრცელება ადამიანების შეცდომაში შესაყვანად. ანტიქრისტეებს კიდევ უნდა ჰქონდეთ გარკვეული კონკრეტული გამოვლინებები, მაგრამ ესენი მეტ-ნაკლებად ყველაფერს მოიცავს, ამიტომ დღეს არ გვჭირდება თითოეული მათგანის ზედმეტი დეტალიზება. ეს არ არის დღევანდელი თანაზიარების მთავარი საკითხი; ამის ნაცვლად, დღეს ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, თუ როგორ არ იღებს ანტიქრისტე გასხვლას და როგორ არ ავლენს მონანიების დამოკიდებულებას, როდესაც რაიმე არასწორს ჩაიდენს, არამედ ამის ნაცვლად, წარმოდგენებს ავრცელებს და საჯაროდ განსჯის ღმერთს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანტიქრისტეს დამოკიდებულება მას შემდეგ, რაც მას გასხლავენ, ამ დამოკიდებულების საფუძველი და ის, თუ სინამდვილეში რა არის მისი ხასიათი-არსი — ეს არის მთავარი საკითხი, რომელზეც უნდა ვიქონიოთ თანაზიარება. სხვა საკითხები, რომლებიც ახლახან განვიხილეთ, უფრო მცირე თემებია, რომლებიც გარკვეულწილად ამ საკითხს უკავშირდება. ვინაიდან ეს საკითხები მანამდე საკმარისად დეტალურად განვიხილეთ, დღეს მათ შესახებ მხოლოდ ფართოდ და ზოგადად გვქონდა თანაზიარება და შევაჯამეთ ანტიქრისტეების სხვადასხვა გამოვლინება, რომლებზეც ადრე გვქონდა თანაზიარება. ანტიქრისტეებს აქვთ ეს გამოვლინებები, ეს ხასიათები და არსები და მათ ამგვარი რამეები გაუკეთებიათ, ამიტომ ისინი უნდა გაისხლან და უარყოფილ იქნენ. თუმცა აღიარებს კი ნამდვილი ანტიქრისტე, ადამიანი, რომელსაც ანტიქრისტეს არსი აქვს, რომ ეს რამეები ჩაიდინა ან რომ მისი ეს გამოვლინებები ანტიქრისტეს გამოვლინებებია? (არა, არ აღიარებს.) როდის გინახავს, რომ სატანასა და ეშმაკებს ეღიარებინოთ, რომ ისინი ღმერთს ეწინააღმდეგებიან? ისინი არასოდეს აღიარებენ, რომ ღმერთს ეწინააღმდეგებიან და რა სახის შეცდომებიც არ უნდა დაუშვან, არასოდეს აღიარებენ, რომ ცდებოდნენ. მაშ, დავიწყოთ დღევანდელი თანაზიარების თემა ანტიქრისტეების ამ არსის გადმოსახედიდან.
II. როგორ იქცევიან ანტიქრისტეები, როდესაც არ იღებენ გასხვლას
ა. უარს ამბობენ იმის აღიარებაზე, რომ მათ რაიმე დააშავეს
როგორი დიდი შეცდომაც არ უნდა დაუშვას ანტიქრისტემ და რამდენი ბოროტებაც არ უნდა ჩაიდინოს, როდესაც მას სხლავენ, პირველი ქცევა, რომელსაც ის მიმართავს, არის ის, რომ უარს ამბობს იმის აღიარებაზე, რომ რაიმე დააშავა და სასოწარკვეთილი თავის გასამართლებლად მიმართავს სოფისტიკას. ეს არის ის, რომ მათ არ აქვთ მონანიების დამოკიდებულება, როდესაც რაიმეს აშავებენ, რაც ანტიქრისტეების მეთერთმეტე გამოვლინებაშია ნახსენები. ანტიქრისტეებს მონანიების დამოკიდებულება არ აქვთ, მაშ, რას ფიქრობენ ისინი გულის სიღრმეში? რატომ არ აქვთ მათ მონანიების დამოკიდებულება? (იმიტომ, რომ სჯერათ, რომ არაფერი დაუშავებიათ.) სწორია. ანტიქრისტეები საერთოდ არ აღიარებენ, რომ რაიმე დააშავეს. მაშ, შესწევთ მათ იმის აღიარების უნარი, რომ ანტიქრისტეები არიან? ეს კიდევ უფრო რთულია. თუ შეძლებ იმ ფაქტების ჩამოთვლას, რომლებიც ანტიქრისტეს ამხელს, შეძლებს ის ამის მიღებას? ეჭვის ნატამალის გარეშე, ამის მიღების უნარი მას კიდევ უფრო ნაკლებად შესწევს. ამგვარი გამოვლინებების მეშვეობით შეგვიძლია დავინახოთ, რომ ანტიქრისტეს არსი ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევა და მისი ღალატია, ხოლო მისი ხასიათი ისეთია, რომ ჭეშმარიტების მიმართ ზიზღით არის განწყობილი, სძულს ჭეშმარიტება და საერთოდ არ უყვარს ჭეშმარიტება. ამიტომ, როდესაც ანტიქრისტეებს ამხელენ და სხლავენ, პირველი, რასაც ისინი აკეთებენ, არის ის, რომ თავის დასაცავად ეძებენ სხვადასხვა მიზეზს და ცდილობენ იპოვონ ყველანაირი საბაბი, რათა პასუხისმგებლობისგან თავი დაიძვრინონ და ამგვარად მიაღწიონ თავიანთ მიზანს — აირიდონ პასუხისმგებლობა და მიიღონ პატიება. რისიც ანტიქრისტეებს ყველაზე მეტად ეშინიათ, არის ის, რომ ღვთის რჩეული ხალხი დაინახავს მათ ნამდვილ ზნეობას, მათ სისუსტეებსა და ნაკლოვანებებს, მათ აქილევსის ქუსლს, მათ ნამდვილ კალიბრსა და მუშაობის უნარს — ამიტომ ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ საკუთარი თავი შეფუთონ, რათა დაფარონ თავიანთი ნაკლოვანებები, პრობლემები და გახრწნილი ხასიათები. როდესაც მათ ბოროტმოქმედებას ნიღაბს ხსნიან და ამხელენ, პირველი, რასაც ისინი აკეთებენ, ის კი არ არის, რომ აღიარონ ან მიიღონ ეს ფაქტი, ან ძალ-ღონე არ დაიშურონ საკუთარი შეცდომების გამოსასწორებლად და ასანაზღაურებლად, არამედ, პირიქით, სხვადასხვა ხერხის გამონახვას ცდილობენ მათ მისაჩქმალად, რათა თვალი აუხვიონ და შეცდომაში შეიყვანონ ისინი, ვინც მათი ქმედებების საქმის კურსშია, რათა ღვთის რჩეულმა ხალხმა ვერ დაინახოს საქმის ნამდვილი სახე და ვერ გაიგოს, რამდენად საზიანო იყო მათი ქმედებები ღვთის სახლისთვის და რამდენად ჩაშალეს და აურ-დაურიეს მათ ეკლესიის საქმე. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად რისიც მათ ეშინიათ, არის ის, რომ ამის შესახებ ზემდგომი შეიტყობს, რადგან, როგორც კი ზემდგომი გაიგებს, მათ პრინციპების შესაბამისად მოექცევა და მათთვის ყველაფერი ამით დასრულდება — ისინი აუცილებლად გათავისუფლდებიან და მოიკვეთებიან. ასე რომ, როდესაც ანტიქრისტეების ბოროტმოქმედება მჟღავნდება, პირველი, რასაც ისინი აკეთებენ, საკუთარ თავზე დაფიქრება კი არ არის — სად შეცდნენ, სად დაარღვიეს პრინციპები, რატომ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს, რომელი ხასიათი მართავდათ, რა განზრახვები ჰქონდათ, როგორი იყო იმ დროს მათი მდგომარეობა და იყო თუ არა ეს თავნებობის ან მათი განზრახვების მინარევების გამო. იმის ნაცვლად, რომ ეს ყველაფერი დეტალურად გააანალიზონ, მით უმეტეს, საკუთარ თავზე დაფიქრდნენ, ისინი თავს იმტვრევენ იმაზე ფიქრით, თუ როგორ დაფარონ ნამდვილი ფაქტები. ამავე დროს, ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისთვის, რომ ღვთის რჩეული ხალხის წინაშე ახსნა-განმარტებები მოიყვანონ და თავი იმართლონ იმისათვის, რათა თვალი აუხვიონ მათ; დიდ პრობლემებს მცირედ წარმოაჩენენ, მცირეს კი — უმნიშვნელოდ, და თვალთმაქცობით იძვრენენ თავს, რათა ღვთის სახლში დარჩნენ, დაუფიქრებლად ჩაიდინონ აუგი საქმეები და ბოროტად გამოიყენონ თავიანთი ძალაუფლება, კვლავაც შეიყვანონ ადამიანები შეცდომაში და აკონტროლონ ისინი, აიძულონ, მათ პატივისცემით უყურონ და გააკეთონ ის, რასაც ისინი ეტყვიან, რათა საკუთარი ამბიციები და წადილები დაიკმაყოფილონ. დასაწყისიდან დასრულებამდე, სინამდვილეში რას აკეთებენ ანტიქრისტეები? ყველაფერი, რასაც ანტიქრისტეები აკეთებენ, ისაა, რომ თავს იმტვრევენ და ცდილობენ, რაღაცები თქვან, რაღაცები გააკეთონ და რაღაცებით დაკავდნენ საკუთარი სტატუსისა და რეპუტაციისთვის, ნაცვლად იმისა, რომ ღვთის წინაშე წარდგნენ, ილოცონ, აღიარონ თავიანთი შეცდომები და დარღვევები და შეიცნონ საკუთარი განზრახვები და გახრწნილი ხასიათები. ისინი არც იმას აღიარებენ, თუ რა ზიანი მოაქვს მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს ეკლესიის საქმისთვის და ძმებისა და დებისთვის. ამის ნაცვლად, ისინი გულის სიღრმეში ისევ და ისევ სასოწარკვეთილ ძიებაში არიან: „ზუსტად სად დავუშვი შეცდომა? სად არ გამოვიჩინე სიფრთხილე და ამით ვინმეს ჩემ წინააღმდეგ გამოსაყენებელი ხელჩასაჭიდი მივეცი? სად არ დავიხარჯე საკმარისად ან სრულად არ გავითვალისწინე ყველაფერი, რის გამოც რაღაც ისე ვერ გამოვიდა, როგორც საჭირო იყო და კრიტიკის საფუძვლად ან ჩემ წინააღმდეგ გამოსაყენებელ ხელჩასაჭიდად იქცა?“ ისინი ისევ და ისევ ფიქრობენ ამ ყველაფერზე და ყველაფერს ცხრილავენ, ისე, რომ ჭამა და ძილიც კი აღარ შეუძლიათ. მაგრამ ანტიქრისტე არასოდეს დაფიქრდება საკუთარ თავზე და არ შეიცნობს საკუთარ თავს, მით უმეტეს, არ ლოცულობს ღვთის მიმართ და არ აღიარებს, რომ რაიმე დააშავა; ის არც ღვთის სიტყვაზე დაყრდნობით ეძებს პასუხებს, არც იმ ჭეშმარიტებებს ეძიებს, რომლებიც პრაქტიკაში უნდა განახორციელოს ან ჭეშმარიტება-პრინციპებს, რომლებიც უნდა დაიცვას, და მით უმეტეს, არ ეძებს ისეთ ძმებსა და დებს, რომლებსაც ესმით ჭეშმარიტება, რათა მათ წინაშე გაიხსნას და მათთან ერთად იქონიოს თანაზიარება, მათთან ერთად ეძიოს ჭეშმარიტება პრობლემების გადასაჭრელად. როდესაც რაიმე საკითხის წინაშე დგებიან, ისინი არც ეძიებენ და არც ემორჩილებიან; ამის ნაცვლად, ცდილობენ, ყველა მათთვის ხელმისაწვდომი საშუალება გამოიყენონ თავიანთი პრობლემების დასამალად და ფიქრობენ, რომ რაც უფრო ნაკლებმა ადამიანმა იცის მათ შესახებ, მით უკეთესი, და რომ საკუთარი რეპუტაციისა და სტატუსის შენარჩუნება საუკეთესო პოლიტიკაა. ანტიქრისტეების გულები ასეთი ბნელია და ისინი სავსეა ურჩობითა და უკეთურებით; მათ ღვთისადმი მორჩილების უმცირესი განზრახვაც კი არ აქვთ. ანტიქრისტეები მუდამ ეძებენ გზებს, რათა თავიანთი რეპუტაცია და სტატუსი ზიანისგან დაიცვან. ვინც არ უნდა იქონიოს მათთან თანაზიარება ჭეშმარიტებაზე მათ მხარდასაჭერად და დასახმარებლად, ისინი ამას არ იღებენ და თავისთვის ფიქრობენ: „მე ყველაფერი მესმის, თქვენი დახმარება არ მჭირდება! პრობლემებიც რომ მქონდეს, თქვენზე უკეთესი მაინც ვარ. ფიქრობთ, რომ იმ მცირედით, რაც გესმით, ჩემი დახმარება შეგიძლიათ? აქ ნამდვილად გადაჭარბებულად აფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს!“ ანტიქრისტეები სწორედ ასეთი ამპარტავნები და თვითმართლები არიან. ისინი ამდენ ცუდ საქმეს აკეთებენ, მაგრამ მაინც უარს ამბობენ იმის აღიარებაზე, რომ რაიმე დააშავეს ან რაიმე პრობლემა აქვთ. გულის სიღრმეში ისინი მეტისმეტად შეუვალები არიან და უბრალოდ არ სურთ, ვინმეს ნათქვამს მოუსმინონ. ერთადერთი, რასაც გონებიდან ვერ იშორებენ, ისაა, თუ მომავალში რა გავლენას მოახდენს მათი ქმედებები მათ რეპუტაციასა და სტატუსზე. სწორედ ეს აწუხებთ ყველაზე მეტად და სწორედ ეს არის ის, რაც მათ ყველაზე მეტად აღელვებთ.
რამდენი არასწორი რამეც არ უნდა გააკეთოს ანტიქრისტემ და როგორი არასწორი რამეც არ უნდა ჩაიდინოს — იქნება ეს ღვთის შესაწირის უკანონოდ მითვისება, გაფლანგვა ან არამიზნობრივად გამოყენება, თუ ეკლესიის საქმის ჩაშლა და არევ-დარევა, მისთვის სრული ქაოსის შექმნა და ღვთის რისხვის პროვოცირება — ის ყოველთვის მშვიდი, აუღელვებელი და სრულიად გულგრილი რჩება. როგორი ბოროტებაც არ უნდა ჩაიდინოს ანტიქრისტემ ან რა შედეგებიც არ უნდა მოჰყვეს ამას, ის არასოდეს წარდგება დაუყოვნებლივ ღვთის წინაშე თავისი ცოდვების აღიარებისა და მონანიებისთვის და არც ძმებისა და დების წინაშე წარდგება გულახდილობითა და გახსნილობით, რათა აღიაროს თავისი არასწორი ქმედებები, შეიცნოს თავისი დარღვევები და გახრწნა და მოინანიოს თავისი ბოროტი საქმეები. ამის ნაცვლად, ის თავს იმტვრევს სხვადასხვა საბაბის მოსაძებნად, რათა პასუხისმგებლობას თავი აარიდოს და ბრალი სხვებს დასდოს საკუთარი რეპუტაციისა და სტატუსის აღსადგენად. მას ეკლესიის საქმიანობა კი არ აღელვებს, არამედ ის, ზიანდება თუ არა ან რაიმე სახით ექცევა თუ არა გავლენის ქვეშ მისი რეპუტაცია და სტატუსი. ის საერთოდ არ ფიქრობს და არ ეძებს გზებს, რათა აანაზღაუროს თავისი დარღვევების გამო ღვთის სახლისთვის მიყენებული ზარალი და არც ცდილობს ღვთის წინაშე თავისი ვალი აანაზღაუროს. ანუ ის არასოდეს აღიარებს, რომ შეუძლია რაიმე არასწორი გააკეთოს ან რომ შეცდომა დაუშვა. ანტიქრისტეების გულში, შეცდომების პროაქტიულად აღიარება და ფაქტების შესახებ გულწრფელი ანგარიშის წარდგენა არაკომპეტენტურობა და სისულელეა. თუ მათ ბოროტ საქმეებს აღმოაჩენენ და ამხელენ, ანტიქრისტეები მხოლოდ იმას აღიარებენ, რომ წამიერი დაუდევრობით შეცდომა დაუშვეს, მაგრამ არასოდეს აღიარებენ საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობასა და უპასუხისმგებლობას და შეეცდებიან, პასუხისმგებლობა ვინმე სხვას დააკისრონ, რათა თავიანთი საქმიანობის ჩანაწერიდან ეს ლაქა მოაშორონ. ასეთ დროს ანტიქრისტეებს ის კი არ აღელვებთ, თუ როგორ აანაზღაურონ ღვთის სახლისთვის მიყენებული ზარალი, როგორ გაიხსნან, აღიარონ თავიანთი შეცდომები ან ამის შესახებ ანგარიში ჩააბარონ ღვთის რჩეულ ხალხს. მათ ის აღელვებთ, თუ როგორ იპოვონ გზები, რომ დიდი პრობლემები მცირედ წარმოაჩინონ, ხოლო მცირე პრობლემები — საერთოდ უპრობლემოდ წარმოაჩინონ. ისინი ობიექტურ მიზეზებს ასახელებენ, რათა სხვებმა გაუგონ და თანაუგრძნონ. ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა სხვა ადამიანების თვალში საკუთარი რეპუტაცია აღიდგინონ, მინიმუმამდე დაიყვანონ ის უკიდურესად უარყოფითი გავლენა, რომელსაც მათი დარღვევები მათზე ახდენს, არ დაუშვან, რომ ზემდგომს მათზე ცუდი შთაბეჭდილება შეექმნას და უზრუნველყონ, რომ ზემდგომმა არასოდეს დააკისროს მათ პასუხისმგებლობა, არ გაათავისუფლოს ისინი, არ გამოიძიოს ვითარება ან არ მოექცეს მათ შესაბამისად. თავიანთი რეპუტაციისა და სტატუსის აღსადგენად, ისე, რომ მათ საკუთარ ინტერესებს ზიანი არ მიადგეს, ანტიქრისტეები მზად არიან, ნებისმიერი ტანჯვა აიტანონ და ნებისმიერი სირთულის გადასაჭრელად ყველა შესაძლო მეთოდს მოიფიქრებენ. თავიანთი დარღვევის ან შეცდომის დასაწყისიდანვე ანტიქრისტეებს არასოდეს აქვთ განზრახვა, რაიმე პასუხისმგებლობა აიღონ მათ მიერ გაკეთებულ არასწორ რამეებზე; მათ არასოდეს აქვთ განზრახვა, აღიარონ ის მოტივები, განზრახვები და გახრწნილი ხასიათები, რომლებიც მათ მიერ გაკეთებული არასწორი რამეების უკან დგას, მათზე იქონიონ თანაზიარება, ამხილონ ან დეტალურად გააანალიზონ ისინი და, რა თქმა უნდა, არასოდეს აქვთ განზრახვა, აანაზღაურონ ეკლესიის საქმისთვის მიყენებული ზიანი და ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლისთვის მიყენებული დანაკარგი. ამიტომ, რა კუთხითაც არ უნდა შეხედო ამ საკითხს, ანტიქრისტეები არიან ადამიანები, რომლებიც ჯიუტად უარს ამბობენ თავიანთი არასწორი ქმედებების აღიარებაზე და ურჩევნიათ მოკვდნენ, ვიდრე მოინანიონ. ანტიქრისტეები უსირცხვილოები და იმდენად სქელკანიანები არიან, რომ მათი გამოსყიდვის არავითარი იმედი არ არსებობს და ისინი ცოცხალ სატანებზე ნაკლები არაფრით არიან. რაც უნდა დიდი შეცდომები დაუშვან ეკლესიაში, მათ მკერდი წინ აქვთ წამოწეული და თავი მაღლა აქვთ აწეული, ამის მიმართ სრულიად გულგრილები არიან, სჯერათ, რომ არაფერი დაუშავებიათ და მონანიების იოტისოდენა განზრახვაც კი არ აქვთ. მათ ერთი ცრემლიც არ ჩამოუგორდებათ ჩადენილი არასწორი ქმედებების გამო და არც განიცდიან მწუხარებასა თუ სინანულს ამ ყველაფრის გამო. ამის საპირისპიროდ, ისინი ნამდვილად განიცდიან ტკივილსა თუ მწუხარებას, თუ უნებლიედ ამხელენ საკუთარ თავს და ამით ადამიანების უმრავლესობას საშუალებას მისცემენ, დაინახონ მათი ნამდვილი სახე და უარყონ ისინი. მას შემდეგ, რაც ისინი შეცდომებს უშვებენ და თავიანთი ქმედებებით ზიანს აყენებენ ღვთის რჩეულ ხალხს და ეკლესიის საქმეს, მათი ყოველი სიტყვა და ყველაფერი, რასაც აკეთებენ, ამ შეცდომების გამოსწორებას ან ზარალის ანაზღაურებას კი არ ემსახურება; ამის ნაცვლად, ისინი საკუთარ განზრახვებს გულში ატარებენ და ყველა შესაძლო საშუალებას შეიმუშავებენ, რათა თავი დაიცვან, წარმოდგენა გაითამაშონ და სანახაობა მოაწყონ. მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაანახონ, რომ ის, რაც მათ გააკეთეს, უნებლიედ მოუვიდათ, რომ მათ მხოლოდ წამიერი დაუდევრობა გამოიჩინეს, რათა მათგან პატიება მიიღონ, აიძულონ ისინი, მათი სახელით ილაპარაკონ, მოიპოვონ ღვთის რჩეული ხალხის ნდობა და კეთილგანწყობა და ამგვარად მიაღწიონ თავიანთ მიზანს — სრულად დაიბრუნონ თავიანთი პოზიციები.
არიან ანტიქრისტეები, რომლებიც, მას შემდეგ, რაც მათ გასხლავენ, არ დაფიქრდებიან საკუთარ თავზე, რათა გაიგონ, რატომ გასხლეს ისინი, გაარკვიონ, თუ სინამდვილეში რაში მდგომარეობდა მათი შეცდომა იმ საკითხში, რომელიც გამოაშკარავდა და როგორ უნდა გამოასწორონ ის მომავალში. ამის ნაცვლად, ისინი საკუთარ გასხვლას სათავისოდ იყენებენ, სხვებთან თანაზიარება აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ მიიღეს თავიანთი გასხვლა, როგორ გამოიტანეს აქედან გაკვეთილი, როგორ შეძლეს დამორჩილება და როგორ მოიპოვეს ზემდგომის აღიარება მასთან უფრო ახლო ურთიერთობის შედეგად. ამავდროულად, ეს ანტიქრისტეები ფასადსაც ქმნიან იმაზე თანაზიარებით, თუ როგორ მიიღეს თავიანთი გასხვლა, რათა გაავრცელონ საკუთარი უკმაყოფილება ზემდგომის მიმართ და წარმოდგენები მის შესახებ, რის შედეგადაც ადამიანებს უჩნდებათ შთაბეჭდილება, რომ ზემდგომს ადამიანების გასხვლისას არავითარი პრინციპები არ აქვს, რომ ზემდგომი ადამიანებს შემთხვევითობის პრინციპით სხლავს, არ თანაუგრძნობს მათ, არ ითვალისწინებს ადამიანების გრძნობებს და არ ითვალისწინებს ადამიანურ სისუსტეებს, და რომ, ყოველივე ამის მიუხედავად, ისინი მაინც სრულად დაემორჩილნენ და მაინც შეძლეს, ძალ-ღონე არ დაეშურებინათ მათზე დაკისრებული საქმის შესრულებისას; ისინი არ გამხდარან ნეგატიურები, სუსტები და არ გაუწევიათ წინააღმდეგობა და არც თავიანთი მოვალეობა მიუტოვებიათ. როდესაც ანტიქრისტე ყოველივე ამას ამბობს, ეს არა მხოლოდ ვერ აიძულებს ადამიანებს, დაემორჩილონ ჭეშმარიტებას და ნებაყოფლობით მიიღონ გასხვლა, არამედ, პირიქით, ადამიანებს ღმერთის შესახებ წარმოდგენები და შეხედულებები უჩნდებათ და ისინი ღმერთის მიმართ ფრთხილები ხდებიან, ამავდროულად კი თავად ანტიქრისტეს მიმართ შური, აღტაცება და პატივისცემა უვითარდებათ. როგორც კი ეს ორი შედეგი მიიღწევა, ადამიანები ყველაზე მეტად მხედველობიდან უშვებენ იმას, თუ რა დარღვევა ჩაიდინა ანტიქრისტემ, რა გააკეთა არასწორად და იმ ფაქტს, რომ, რადგან მას მუშაობის უნარი არ შესწევდა და წინდაუხედავად სჩადიოდა აუგ საქმეებს, ეკლესიის საქმესა და ღვთის სახლს ზარალი მიაყენა. ეს ანტიქრისტეს ერთ-ერთი ტაქტიკაა — ცრუ საპასუხო ბრალდების წამოყენება და ამგვარად სხვების შეცდომაში შეყვანა. ისინი არასოდეს ახსენებენ იმ ფაქტს, რომ თავიანთი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულების, თავიანთი სიბრიყვისა და უმეცრების და საკუთარი კერძო სამეფოს დაარსების მცდელობის გამო ღვთის სახლის საქმეს ამდენი უსიამოვნება მოუტანეს, ხოლო ძმებისა და დების სიცოცხლეს ასეთი დიდი ზიანი მიაყენეს. ისინი არასოდეს აღიარებენ და დეტალურად არ აანალიზებენ ამ ყველაფერს, არასოდეს ახსენებენ ამ საკითხების ნამდვილ ვითარებას, არასოდეს ახსენებენ თავიანთი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზს ან იმას, თუ რატომ იყვნენ გასხლულები. ისინი მხოლოდ იმაზე საუბრობენ, თუ რამდენად დაუნდობლად გასხლა ისინი ზემდგომმა, რამდენად მკაცრად ელაპარაკა მათ ზემდგომი, რამდენი იტირეს, როგორ აქციეს განტევების ვაცად და რამდენი ტანჯვა განიცადეს, როგორ გაუძლეს, მიუხედავად ამისა, ყოველივე ამას, როგორც ყოველთვის, და კვლავაც უცვლელად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. დასაწყისიდან დასრულებამდე, იჩენს კი ოდესმე ანტიქრისტე თუნდაც იოტისოდენა დამოკიდებულებას საკუთარი არასწორი ქმედების აღიარების მიმართ? არა, არ იჩენს. როდესაც ბრიყვი და უმეცარი ადამიანები, რომლებმაც არ იციან რეალური ვითარება და არ ესმით ჭეშმარიტება, ამას ისმენენ, ფიქრობენ: „ზემდგომს არავითარი პრინციპები არ გააჩნია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ სხლავს ადამიანებს. რაც არ უნდა კარგად ასრულებდეს ვიღაც თავის საქმეს ან რა საფასურსაც უნდა იხდიდეს, მას მაინც გასხლავენ, ამის შემდეგ კი სისუსტის გამოვლენაც არ შეუძლია — უბრალოდ უნდა დაემორჩილოს“. ანტიქრისტეს თანაზიარებისა და ადამიანების შეცდომაში შეყვანის ერთი რაუნდის შემდეგ და მას შემდეგ, რაც ის მნიშვნელოვან ძალისხმევას ხარჯავს სხვადასხვა რამის გასაკეთებლად, ის შედეგად ადამიანთა გულებში ღმერთის შესახებ გაუგებრობებსა და მის მიმართ სიფრთხილეს წარმოშობს, ისე, რომ როდესაც ადამიანები გაისხლებიან, ისინი უფრო მეტ ანტიპათიასა და წინააღმდეგობას განიცდიან, ნაცვლად იმისა, რომ უკეთ შეძლონ ღვთის გულის გაგება ან სიხარულით დაემორჩილონ და მიიღონ გასხვლა, შემდეგ კი შეიცნონ თავიანთი გახრწნილი ხასიათი, თავიანთი სიბრიყვე და უმეცრება და ის, თუ სინამდვილეში ვინ არიან. მთელი ამ თანაზიარების განმავლობაში, ახსენებს კი ოდესმე ანტიქრისტე იმას, თუ რა გააკეთა არასწორად? ავლენს კი ოდესმე თუნდაც მცირეოდენ დამოკიდებულებას თავისი არასწორი ქმედების აღიარების მიმართ? იოტისოდენადაც არა. მთელი ამ პროცესის განმავლობაში ის არასოდეს აღიარებს საკუთარ შეცდომას. გსმენიათ კი ოდესმე, რომ ანტიქრისტეს, რომელიც გაათავისუფლეს, ეღიარებინოს, რომ მისმა შეცდომამ ღვთის სახლს ზარალი მიაყენა? (არა). ეს ადამიანი ანტიქრისტე რომ ყოფილიყო, ამას არ აღიარებდა. ადრე რამდენიმე ანტიქრისტეზე გვისაუბრია, მაგალითად, იმ „ქალ წინამძღოლზე“ და რამდენიმე სხვა ცნობილ ანტიქრისტეზე, რომელთა ქმედებებმა ღვთის შესაწირებს ათიათასობით ოდენობის ზარალი მიაყენა, მაგრამ საბოლოოდ მათ არასოდეს უღიარებიათ, რომ რაიმე არასწორი გააკეთეს. მათ ერთი სიტყვაც კი არ დასცდენიათ იმის შესახებ, თუ რა გააკეთეს არასწორად და ამის ნაცვლად მხოლოდ იმას უჩიოდნენ, თუ როგორ არ თანამშრომლობდნენ სხვები მათთან. მათ მთელი პასუხისმგებლობა, არასწორი ქმედება და ბრალი სხვა ადამიანების მხრებზე გადაიტანეს, ამავდროულად კი ყველა კარგი რამ, ყველაფერი, რაც სწორად გაკეთდა, და ყველა სწორი გადაწყვეტილება საკუთარ დამსახურებად მიიწერეს. ყველა ამ ინციდენტის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პასუხისმგებელი პირები თავად იყვნენ, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ყველა შეცდომა სხვა ადამიანებმა დაუშვეს. თუ ასეა, მაშინ თვითონ რას აკეთებდნენ? ანტიქრისტეები ღვთის სახლს ზარალს აყენებენ, ამაზე პასუხისმგებლობის აღება კი სხვებს უწევთ. და მაინც, იოტისოდენა მიღწევის შემთხვევაში, ანტიქრისტეები მაშინვე გამოჩნდებიან და ამბობენ, რომ სწორედ მათ გააკეთეს ეს; მოუთმენლად სურთ, ამის შესახებ ეკლესიაში ყველას აცნობონ, არამორწმუნეებსაც კი. როდესაც უმცირეს შეცდომას უშვებენ, მაშინვე ჩქარობენ, იპოვონ განტევების ვაცი, რათა პასუხისმგებლობა მას დააკისრონ. ისინი სერიოზულ პრობლემებს მცირე პრობლემებად წარმოაჩენენ, ხოლო მცირე პრობლემებს უპრობლემოდ წარმოაჩენენ და ცდილობენ, ნებისმიერი საკითხი ჩანასახშივე აღკვეთონ. ეს იმისთვისაა, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგოს, ყველამ რაც შეიძლება მალე დაივიწყოს და არავინ იცოდეს, სინამდვილეში რა მოხდა, რათა მათ დაუყოვნებლივ დაიბრუნონ სხვების პატივისცემა და სწრაფად აღიდგინონ თავიანთი თავდაპირველი სტატუსი და ძალაუფლება. როდესაც ანტიქრისტე რაიმე არასწორს აკეთებს, რაც არ უნდა პრაქტიკულად გასხლან ის ადამიანებმა და რაც არ უნდა ზუსტად მოარტყან მიზანში, ის იქნება წინააღმდეგობის გამწევი, ოპოზიციურად განწყობილი და სრულიად არმიმღები; მოწმეები ან მტკიცებულებებიც რომ არსებობდეს, ის მაინც ჯიუტად იტყვის უარს თავისი შეცდომების აღიარებაზე და გულშიც არ აღიარებს და არ მიიღებს გასხვლას. ანტიქრისტე იტყვის: „თუნდაც ამაში მე ვცდებოდე, ამაში სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ. რატომ არ სხლავენ მათ და მხოლოდ მე რატომ მსხლავენ? რატომ ვარ მე ერთადერთი ადამიანი, ვისი პასუხისმგებლობაც გამოიძიეს და არა ვინმე სხვა?“ რამდენადაც არ უნდა იყოს თანხვედრაში გასხვლა ჭეშმარიტებასთან და რეალობასთან, ის იგრძნობს, რომ უსამართლოდ დაადანაშაულეს, რომ უსამართლოდ ექცევიან, რომ ამდენი ტანჯვის ატანისა და ამდენი საფასურის გადახდის შემდეგ ასე არ უნდა მოექცნენ და ერთი პატარა შეცდომის გამო ასე არ უნდა დაესხან თავს. მას სჯერა, რომ ასეთი გასხვლის მიღება არ უნდა უწევდეს. თუ მას ჩვეულებრივი ძმა ან და გასხლავს, ის მაშინვე საპასუხოდ შეებრძოლება და გასხვლას წინააღმდეგობას გაუწევს, ისტერიკას გამართავს და თავის ფიცხ ხასიათს გამოავლენს, ან, შესაძლოა, მასზე ხელის აღმართვაც კი გაბედოს. თუ მას ზემდგომი გასხლავს, ის უხალისოდ გაჩუმდება, მაგრამ გულის სიღრმეში იგრძნობს, რომ მას უკიდურესად უსამართლოდ მოექცნენ. ის უკმაყოფილოა და არ სურს ამის მიღება და ხშირად წამოაყენებს ხოლმე დამახინჯებულ არგუმენტებს: „როგორც ჩანს, უბრალოდ არ გამიმართლა, რომ თქვენ ამის შესახებ გაიგეთ. სინამდვილეში, სხვადასხვა რანგის ბევრმა წინამძღოლმა და ბევრმა ძმამ და დამ ისეთი საშინელი რამეები გააკეთეს, რომელთა შესახებაც თქვენ არ იცით, მე კი სწორედ ის ვარ, ვინც დაიჭირეს. აი, ასეთი უიღბლო ვარ!“ როგორც უნდა გასხლან ის ზემდგომებმა ან ძმებმა და დებმა, მას არ შეუძლია, უბრალოდ მიიღოს ეს ისე, როგორც არის, აღიაროს საქმის ნამდვილი ვითარება და პასუხისმგებლობა აიღოს. თითქოს პასუხისმგებლობისა და იმის აღიარება, რაც სინამდვილეში მოხდა, მას მოკლავდა. ის არასოდეს აღიარებს, რომ არასწორი ქმედება ჩაიდინა, რომ ამ საკითხზე პასუხისმგებლობა ეკისრება და, მით უმეტეს, რომ ამან ღვთის სახლს დიდი ზარალი მიაყენა. განა ეს ანტიქრისტეს ხასიათი არ არის? (არის). ეს ანტიქრისტეს ხასიათია.
მას შემდეგ, რაც ანტიქრისტეს რაიმე არასწორი ქმედების გამო გასხლავენ, ის ამას არ იღებს და გულის სიღრმიდან არ ემორჩილება, არც ჭეშმარიტებასა და ჭეშმარიტება-პრინციპებს იგებს მისგან, რომლებიც უნდა დაიცვას, და არც იმას აღიარებს, რომ თავადაც შეუძლია გააკეთოს რაიმე არასწორი. მისი ძირითადი მახასიათებელია ის, რომ ვერ დაარწმუნებთ, არ იღებს და არ აღიარებს. ანტიქრისტეები ამგვარად ძირითადად იმიტომ იქცევიან, რომ სჯერათ, სრულყოფილი ადამიანები არიან და რაიმე არასწორის გაკეთება არ შეუძლიათ. მათი აზრით, ვინც მათ შეცდომის დაშვებაში ადანაშაულებს, თავად არის ადამიანი, ვინც ცდება — სწორედ ის არის ადამიანი, ვისაც არასწორი თვალთახედვა აქვს, ვისაც განსხვავებული ხედვა და პოზიცია აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ანტიქრისტეები ფიქრობენ, რომ ნებისმიერი, ვინც მათ სხლავს, ამას იმიტომ აკეთებს, რომ ჯერ კიდევ ვერ დაინახა მათი ძლიერი მხარეები, რომ ეს ადამიანი მათ ურთულებს საქმეს, მათში ნაკლს ეძებს და განზრახ იღებს მათ მიზანში. განა ასეთი ტიპის ხასიათი არ აქვს ანტიქრისტეს? (დიახ). ანტიქრისტე ამის გამო არ მიიღებს გასხვლას და არც რაიმე სინანულის განწყობა ექნება, ძირითადად იმიტომ, რომ საკუთარ თავს არასოდეს მიიჩნევს ადამიანად, რომელსაც შეცდომების დაშვება შეუძლია — მას სჯერა, რომ სრულყოფილია და მხოლოდ ისაა, ვისაც არ შეუძლია შეცდომების დაშვება. ეს გულისხმობს, რომ მას უდავოდ სჯერა, რომ არის სამართლიანი, რომ არის წმინდანი. თუ ის ნამდვილად აღიარებდა, რომ გახრწნილი ადამიანია, მაშინ უნდა ეღიარებინა, რომ გახრწნას ფლობს, რომ შეუძლია არასწორი ქმედებების ჩადენა და რომ, ვინაიდან ადამიანია, შეცდომების დაშვება გარდაუვალია. ზოგი ადამიანი საკმაოდ უმანკო ჩანს, მაგრამ მათ ადამიანობაში არის რაღაც, რასაც ადამიანები, თავიანთი წარმოდგენებიდან გამომდინარე, ძლიერ მხარედ მიიჩნევენ — ეს არის მეტოქეობისკენ მიდრეკილება და სხვებზე გადასწრების უკიდურესად ძლიერი სურვილი. ამ ადამიანებს შესანიშნავი თვითკონტროლი აქვთ და საკუთარ თავს ძალიან მაღალ მოთხოვნებს უყენებენ. ისინი ძალიან მკაცრები არიან საკუთარი თავის მიმართ; ყველაფერში, რასაც აკეთებენ, საკუთარი თავისგან სრულყოფილებასა და საუკეთესოს მოითხოვენ და იოტისოდენა ნაკლს ან მხედველობიდან გამორჩენასაც კი არ უშვებენ. ამავდროულად, ქვეცნობიერად სჯერათ, რომ არასწორი ქმედების ჩადენა არ შეუძლიათ, რადგან ყველაფერში, რასაც აკეთებენ, წარმოუდგენელ სიფრთხილეს იჩენენ, შესანიშნავად შეუძლიათ საკითხების გააზრება და ამას უკიდურესად ზედმიწევნით აკეთებენ; ისინი ყველაფერს ყოველგვარი ნაკლის გარეშე აკეთებენ და ამავდროულად თითოეულ საკითხს ზედმიწევნით და სრულყოფილად განიხილავენ. შედეგად, მათ სჯერათ, რომ არასოდეს შეცდებიან. როდესაც მათ სხლავენ, მათთვის ყველაზე რთული მისაღებია ის ფაქტი, რომ შეცდომის დაშვება შეუძლიათ. სწორედ ამიტომაც არის, რომ ასეთმა ადამიანებმა არ იციან, როგორ დაფიქრდნენ საკუთარ თავზე და ამას არც არასოდეს გააკეთებენ. ისინი თავიანთ ადამიანობაში არსებულ მეტოქეობისკენ მიდრეკილებასა და სხვებზე გადასწრების სურვილს დადებით თვისებებად მიიჩნევენ და მათ ისე მისდევენ, თითქოს ისინი ჭეშმარიტება-პრინციპები იყოს; ფიქრობენ, რომ თუ ამ პრინციპების საფუძველზე იმოქმედებენ და თავიანთ მოვალეობას შეასრულებენ, არასოდეს დაუშვებენ უმცირეს შეცდომასაც კი, და შეცდომებიც რომ მოხდეს, ამას თვალთახედვის საკითხად, ადამიანებს შორის შეხედულებებში განსხვავებად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ მათ რაიმე არასწორი გააკეთეს. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ სხლავს მათ ან შეესაბამება თუ არა ფაქტებს გასხვლა ან ის, რაც გამოაშკარავდა — ისინი ამას არ მიიღებენ. თუ ისინი აღმოაჩენენ, რომ მართლაც რაიმე არასწორი გააკეთეს, აღიარებენ ამას? (არ აღიარებენ.) ისინი ამას არ აღიარებენ, მაშინვე გაჩუმდებიან და თავად იქნებიან უკანასკნელნი, ვინც ოდესმე ამ საკითხს ახსენებს. ისინი ამას არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ წამოჭრიან. თუ ანტიქრისტე შეხვდება ვინმეს, ვინც მის საქმეში გარკვეულ შეცდომებს ან ნაკლოვანებებს გამოააშკარავებს და დაინახავს, რომ ამას ვეღარ დამალავს, თავს მოიკატუნებს, თითქოს კვლავ არკვევს, თუ ვინ დაუშვა შეცდომა, და მოულოდნელად, ხანგრძლივი ძიების შემდეგ, აღმოჩნდება, რომ პასუხისმგებელი თავად იყო. თუ ვინმე ეტყვის: „ეს შენ გააკეთე და არა სხვამ; უბრალოდ დაგავიწყდა“, როგორ უპასუხებს ამას ანტიქრისტე? როგორ უნდა მოიქცეს ნორმალური ადამიანი ასეთ ვითარებაში? სირცხვილის გრძნობის მქონე ნორმალურ ადამიანს სახე უნდა გაუწითლდეს, უხერხულად და დარცხვენილად იგრძნოს თავი და მაშინვე აღიაროს ეს: „სულ გადამავიწყდა. მე გავაკეთე, ეს ჩემი შეცდომა იყო. მოდი, სწრაფად გავარკვიოთ, როგორ ავანაზღაუროთ ეს და ყველაფერი წესრიგში მოვიყვანოთ, რათა შეცდომა აღარ გაგრძელდეს“. სირცხვილის გრძნობის, სინდისისა და გონიერების მქონე ადამიანი მაშინვე აღიარებდა თავის შეცდომას, შემდეგ კი მოაგვარებდა და გამოასწორებდა მას. ანტიქრისტე კი, პირიქით, უსირცხვილოა; როგორც კი ვინმე აღმოაჩენს, რომ სწორედ მან დაუშვა შეცდომა, როგორც კი ვინმე გამოააშკარავებს და ვინმე ამის შესახებ გაიგებს, ის მაშინვე შეცვლის ნათქვამს და სხვადასხვა გზას მოძებნის, რათა თავიდან აიცილოს თავისი შეცდომის აღიარება, რათა არ მიიღოს ის ფაქტი, რომ სწორედ მან დაუშვა ეს შეცდომა — ის ურცხვად იცრუებს და თავისას დაიჟინებს. მის გარშემო ყველა უხერხულად და დარცხვენილად იგრძნობს თავს, ანტიქრისტე კი საერთოდ არაფერს იგრძნობს. ის სერიოზულ პრობლემებს მცირე პრობლემებად წარმოაჩენს, ხოლო მცირე პრობლემებს უპრობლემოდ წარმოაჩენს, შემდეგ კი ამ საკითხს მეტჯერ აღარასოდეს წამოჭრის. ამ საკითხში მისი სიბრიყვე გამოაშკარავდა, ამიტომ ის ამდენი ადამიანის წინაშე ღიად უარყოფს თავის შეცდომას და იცრუებს, ცდილობს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას, ისე, რომ სირცხვილისგან სახეც არ გაუწითლდება და გულიც კი არ შეუტოკდება. აქვთ ანტიქრისტეებს საერთოდ სირცხვილის გრძნობა? (არა).
არიან ანტიქრისტეები, რომლებიც, ახალი გათავისუფლებულები, არიან აღსავსენი იმის განცდით, რომ მათ უსამართლოდ მოექცნენ; მათ დანაკარგის განცდა ეუფლებათ, გრძნობენ, რომ სტატუსი აღარ აქვთ, რომ მათ პატივს აღარავინ სცემს და აღარავინ ემსახურება, და რომ სტატუსის სიკეთეებით სარგებლობაც აღარ შეუძლიათ. ისინი გრძნობენ, რომ მათ მიერ გადახდილი მთლიანი საფასური და წარსულში განცდილი მთელი ტანჯვა ამად არ ღირდა, ხოლო მათი გულები უსამართლობის განცდით არის სავსე. თუმცა, ისინი დანაშაულის გრძნობის ნატამალსაც კი არ განიცდიან იმ გამოვლინებების გამო, რომლებიც მაშინ გამოავლინეს, როცა ისინი გასხლეს, ან იმის გამო, რაც არასწორად გააკეთეს. ისინი გრძნობენ, რომ ეს უსამართლობაა, მათი გულები სავსეა იმის განცდით, რომ მათ უსამართლოდ მოექცნენ, და ჩივილებით, ისევე, როგორც ღმერთის შესახებ არასწორი წარმოდგენებით. ისინი არა მხოლოდ უარს ამბობენ თავიანთი შეცდომის აღიარებაზე და არ გეგმავენ თავიანთი შეცდომის გამოსწორებას, ან იმის მიღებას, რომ გასხლეს, არც ამ გათავისუფლების მიღებას, არამედ, პირიქით, ფიქრობენ: „ღმერთი სამართლიანი არ არის. რაც არ უნდა ბევრი ეტანჯა ადამიანს ან რა დიდი უსამართლობაც არ უნდა განეცადა, მას არსად აქვს ამის მოყოლის საშუალება. ეს ძალიან მტკივნეულია! ღმერთზე დაყრდნობაც კი არ შეიძლება, არავინ მყავს, ვისაც შემიძლია დავეყრდნო. მომავალშიც რომ განვაგრძო ღვთის სახლში მოვალეობის შესრულება, უკიდურესი სიფრთხილით მომიწევს მოქმედება და ვერავის ვენდობი“. ისინი ღმერთის მიმართ თავდაცვითი განწყობითა და არასწორი წარმოდგენებით არიან აღსავსე. როგორი ხასიათია ეს? რამდენი არასწორი ქმედებაც არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი, რა დიდი ზარალიც არ უნდა ჰქონდეთ მიყენებული ეკლესიის საქმისთვის ან რამდენად დიდი საფრთხეც არ უნდა ჰქონდეთ შექმნილი ეკლესიის საქმისთვის, ისინი ფიქრობენ, რომ ყოველივე ეს შეიძლება უბრალოდ უგულებელყოფილი იყოს, და არც რაიმე პასუხისმგებლობას აიღებენ და არც თავიანთ რომელიმე შეცდომას აღიარებენ. ამის ნაცვლად, ისინი იღებენ ნებისმიერ უმცირეს წყენას თუ მათ მიერ გაღებულ რაიმე მიზერულ, უმნიშვნელო საფასურს და უზომოდ აზვიადებენ მას; დარწმუნებულნი არიან, რომ ღვთის სახლმა გაუცრუა მათ იმედი და ღმერთმა ისინი უსამართლოდ დაადანაშაულა. მათ გონებაში სრულიად უმნიშვნელოა ზარალი, რომელიც მათმა შეცდომამ ღვთის სახლს მიაყენა. ისინი ფიქრობენ: „ამის დათვლა ან ამაზე თავის შეწუხება საჭირო არ არის. ვინ უწოდებს ამას ზარალს? ბოლოს და ბოლოს, რომელი წინამძღოლი არ ფლანგავს შესაწირავის ნაწილს? მხოლოდ მე ხომ არ ვარ ასეთი? რომელი წინამძღოლი არ აყენებს ოდესმე ზარალს ღვთის სახლს? რა არის ღვთის შესაწირავი? ეს ფული ყველას ეკუთვნის, ასე რომ, თუ მისი დახარჯვის უფლება სხვებს აქვთ, მე რატომ არ მაქვს? სხვებს მისი გაფლანგვის უფლება აქვთ, მე კი არა? თუ ღვთის სახლისთვის მიყენებულ ზარალზე ვილაპარაკებთ, სხვები ჩემზე გაცილებით მეტ ზარალს აყენებენ. რატომ ვარ მე ერთადერთი, ვისაც მკაცრად სხლავენ და ათავისუფლებენ? რაც შეეხება პრინციპების შეუსაბამოდ მოქმედებასა და წინდაუხედავად აუგი საქმეების ჩადენას, ზოგი ადამიანი ამ მხრივ ჩემზე გაცილებით უარესია, მაშ, როდესაც მათ სხლავენ, რატომ არ ათავისუფლებენ? რაც შეეხება საფასურის გადახდას, მე ადამიანთა უმეტესობაზე მეტი საფასური გადავიხადე. გულწრფელობის მხრივ, ვისი გულწრფელობა შეედრება ჩემსას? ქადაგებებზე რას ვიტყვი? მე ნებისმიერ სხვაზე მეტი ქადაგება წარმოვთქვი. ხოლო რაც შეეხება ჭეშმარიტების გაგებას, ვის ესმის ის იმდენი, რამდენიც მე მესმის? თუ ვსაუბრობთ ზემდგომისგან გასხვლის მიღებაზე, ჩემზე მეტად ვინ იღებს მას? უარის თქმის თვალსაზრისით, ჩემზე მეტად ვის უთქვამს უარი? რაც შეეხება ძმებისა და დების დახმარებასა და მათი პრობლემების მოგვარებას, ამას ჩემზე მეტად ვინ აკეთებს? თუ ვსაუბრობთ ეკლესიის საქმეებზე სირბილსა და ეკლესიაში მუშაობაზე, ვერავინ შემედრება. თუ ვსაუბრობთ იმაზე, თუ ვის აძლევენ ხმას ძმები და დები, ვის უჭერენ მხარს და ვის იწონებენ, ჩემზე მეტ ხმას ვინ იღებს?“ ხედავ, სწორედ ასეთ შედარებებს აკეთებენ ანტიქრისტეები. როდესაც ანტიქრისტეები უშუალოდ გასხვლის წინაშე აღმოჩნდებიან, ისინი მხოლოდ ამასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობენ. შენ რომ გეღიარებინა ყველა შეცდომა, რომელიც დაუშვი და ყველა ჭეშმარიტება-პრინციპი, რომელიც დაარღვიე, გასხვლის მიღება და მისადმი დამორჩილება რომ შეგძლებოდა, ამის შემდეგ პრინციპების საფუძველზე რომ გემოქმედა და ძალ-ღონე არ დაგეშურებინა ეკლესიის საქმიანობისთვის შენ მიერ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, განაგრძობდა ღვთის სახლი შენი პრობლემების გამოძიებას? მსჯავრს დაგდებდა? ჯოჯოხეთში ჩაგაგდებდა? რაში გჭირდება, ამდენ ძალისხმევას რომ ხარჯავ საკუთარი თავის ახსნასა და თავის მართლებაზე? რაში გჭირდება, ასე შემოვლითი გზით რომ განაგრძობ წუწუნს იმის გამო, რომ უსამართლოდ მოგექცნენ? ნუთუ შეიძლება, რომ გახრწნილი ხასიათი არ გქონდეს და შეცდომების დაშვება არ შეგეძლოს? ამდენი ქადაგების მოსმენის შემდეგ, ნუთუ ჯერ კიდევ არ იცი, სინამდვილეში რას წარმოადგენ? როგორც კი ოდნავ გაგსხლავენ, გრძნობ, რომ უსამართლოდ მოგექცნენ — რაიმე სიბოროტე რომ არ გაგეკეთებინა, ვინ მოისურვებდა ან ვის ენდომებოდა შენი გასხვლა? გარდა ამისა, წინამძღოლი რომ არ იყო, რომელსაც პასუხისმგებლობა აკისრია, ვინ მოისურვებდა შენს გასხვლას? ღმერთი ადამიანებს თავისუფალი არჩევანის უფლებას ანიჭებს და საშუალებას აძლევს, ეკლესიური ცხოვრებით იცხოვრონ, ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რა გზას დაადგებიან ადამიანები და რას ეძიებენ, ეს მათი პირადი საქმეა. ამაში არავინ ჩაერევა. მაგრამ ახლა, როგორც ღვთის სახლის წინამძღოლმა და ზედამხედველმა, თუკი შეცდომას დაუშვებ, ის ზარალი, რასაც ეს ღვთის სახლს მიაყენებს, უმნიშვნელო პრობლემა არ იქნება. და თუ რაიმეს არასწორად იტყვი, არც ის გავლენა იქნება უმნიშვნელო, რასაც ეს ღვთის რჩეულ ხალხზე მოახდენს; რადგან შენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა ჩვეულებრივი ადამიანის პასუხისმგებლობისგან განსხვავდება. სწორედ ამიტომ არის სავსებით ნორმალური, რომ ზემდგომმა გაგსხლას. ნუთუ ზემდგომი ასე მოიქცეოდა, ეს სტატუსი რომ არ გქონდეს ან ეს პასუხისმგებლობა რომ არ აგეღო? რამდენი ჩვეულებრივი მორწმუნე გაუსხლავს ზემდგომს? რადგან დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია და შენი საქმიანობის მასშტაბიც ძალიან დიდია, როდესაც შეცდომას უშვებ, ამას ძალიან დიდი ზემოქმედება აქვს, ამიტომ აუცილებლად გაისხლები. ეს სრულიად ნორმალურია. თუ გასხვლის მიღებაც კი არ შეგიძლია, მაშინ ხარ კი წინამძღოლობისთვის შესაფერისი? ამისთვის არ ხარ შესაფერისი, არც იმისთვის ხარ შესაფერისი, რომ ძმებმა და დებმა აგირჩიონ — ამის ღირსი არ ხარ! როდესაც შეცდომას უშვებ, იმის გამბედაობაც კი არ გაქვს, რომ მასზე პასუხისმგებლობა აიღო, რომ ის აღიარო. ასეთი გონიერებაც კი არ გაქვს, მაშ, როგორ შეგიძლია იყო წინამძღოლი? არც შესაფერისი ხარ და არც ღირსი ხარ!
ზუსტად იმიტომ, რომ ანტიქრისტეები ფლობენ ანტიქრისტეთა არსებას, მათ არ შეუძლიათ აღიარონ, რომ შეცდომა დაუშვეს, ამიტომ, როდესაც მათ სხლავენ, არ სურთ პასუხისმგებლობის აღება ან ჭეშმარიტება-პრინციპების ძიება. იმის გათვალისწინებით, რომ მათ არ სურთ ყოველივე ამის გაკეთება და უარს ამბობენ თავიანთი არასწორი ქმედების აღიარებაზე, შესწევთ მათ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელების უნარი? შესწევთ მათ ღვთის სახლის სამუშაო მოწყობების შესრულების უნარი? სრულიად არა. ამიტომ, როდესაც წინამძღოლი არის ანტიქრისტე, საკუთარი წამოწყებით დაკავების გარდა, მას არაფრით არ შეუძლია გააკეთოს რაიმე, რაც ღვთის სახლის საქმიანობას სარგებელს მოუტანს და ის არასოდეს გააკეთებს რამეს ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად და არც არასოდეს შეასრულებს საქმეს ღვთის სახლის საქმის მოწყობების შესაბამისად. მნიშვნელობა არ აქვს, ანტიქრისტეს მცირე შეცდომის გამო სხლავენ თუ უხეში შეცდომის გამო, რომელიც ეკლესიის საქმიანობას დიდ ზარალს აყენებს, მას არ შეუძლია თავისი შეცდომის აღიარება და არც იმის აღიარება შეუძლია, რომ გადაცდომა მოუვიდა და ამ საკითხში ღმერთის მოვალეა. პირიქით, ნებისმიერ დროს ის სიკვდილს ამჯობინებს იმის აღიარებას, რომ ამით გამოწვეულ ზარალთან რაიმე კავშირი ჰქონდა, და არ აღიარებს, რომ ძირითადი პასუხისმგებლობა მას ეკისრება, რომ მისი ქმედებები არასწორი იყო, რომ მან არასწორი გზა აირჩია, ან თავის შეცდომას — რომ მან განზრახ ჩაიდინა ბოროტება, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდა ჭეშმარიტება; მით უმეტეს, არ აღიარებს, რომ ამ საკითხში მას აკისრია პასუხისმგებლობა, რომლის თავიდან არიდებაც არ შეუძლია. ის არ აღიარებს, რომ მოქმედებისას არასწორი განზრახვები ჰქონდა, რომ არავისთან არ შეეძლო თანამშრომლობა, რომ თვითნებურად და თავნებურად მოქმედებდა, რომ სტატუსის უპირატესობებით ტკბებოდა, დაუდევრად ასრულებდა თავის მოვალეობას და ღვთის სახლის საქმეს ზარალი მიაყენა. ამის ნაცვლად, შეცდომის დაშვების შემდეგ, ყოველ ჯერზე ის განმარტავს, რამდენი იტანჯა, რომ ციხეში მოხვდა, მაგრამ იუდა არასოდეს გამხდარა, როგორი საფასური გადაიხადა და რა დიდი წვლილი შეიტანა ღვთის სახლის საქმიანობაში. ის ყველგან გაავრცელებს და გამოაცხადებს ყოველივე ამას. საკუთარი წვლილისა და გადახდილი საფასურის გასაჯაროების გარდა, ის იმასაც გაავრცელებს, რომ ღვთის სახლი ცდებოდა და უსამართლოდ მოიქცა, როდესაც ის გასხლა და როდესაც მას ასე მოექცა. მას არა მხოლოდ არ ექნება სინანულის განწყობა, არამედ ყველგან განსჯის ღმერთსა და იმას, თუ როგორ მოექცა მას ღვთის სახლი. თუ უფრო მეტი ადამიანი დაიჯერებს მის ნათქვამს, თუ უფრო მეტი ადამიანი შეეცდება მის დაცვას, აღიარებს და მიიღებს საფასურს, რომელიც მან ღვთის სახლისთვის გადაიხადა, და დაიჯერებს, რომ ღვთის სახლი უსამართლო იყო და ანტიქრისტეს უსამართლოდ მოექცა, მაშინ ანტიქრისტე თავის მიზანს მიაღწევს. ის არასოდეს შეყოყმანდება ამ ყველაფრის გაკეთებისას, მით უმეტეს, თავს არ შეიკავებს. მას არ აქვს ღვთისმოშიში გული, მით უმეტეს, მონანიების რაიმე განზრახვა. მას შემდეგ, რაც რაიმე არასწორს გააკეთებს, ის არა მხოლოდ უარს ამბობს ამის აღიარებაზე, არამედ, პირიქით, ცდილობს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას და, ამავდროულად, უფრო მეტად თავისი მომავალი დანიშნულების ადგილი აწუხებს. როდესაც ანტიქრისტე ხედავს, რომ მის დანიშნულების ადგილს საფრთხე ემუქრება, ან გაიგებს, რომ ღვთის სახლი მისნაირი ადამიანების კულტივირებას აღარ მოახდენს, გულის სიღრმეში კიდევ უფრო ძლიერ სიძულვილს იგრძნობს იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ის გასხლეს და ამხილეს, და იმ ადამიანების მიმართ, რომელთა გამოც მან სახე დაკარგა. მთელი იმ პროცესის განმავლობაში, როცა მას სხლავენ, ანტიქრისტე საერთოდ არ მოინანიებს. თუ ის მართლაც გაიგებს, რომ მისი სტატუსი და დანიშნულების ადგილი უსაფრთხოდ აღარ იქნება, რომ მისი წადილები და ამბიციები ვერასოდეს განხორციელდება, მაშინ ის ყოველგვარ თავშეკავებას მოიშორებს და ფარულად დაიწყებს თავისი წარმოდგენებისა და ნეგატივის გავრცელებას. ის განსჯის ძმებსა და დებს ან ზემდგომ წინამძღოლებს, რომლებმაც ის გასხლეს, აგრეთვე განსჯის და თავს დაესხმება სულიწმიდის მიერ გამოყენებულ ადამიანს და იტყვის, რომ მას ანტიქრისტეს გასხვლის არავითარი საფუძველი არ ჰქონდა და საერთოდ არ მისცა მას სახის შენარჩუნების საშუალება. ის უბრალოდ არაგონივრულია. ასეთი ადამიანი ვერ გაიგებს ჭეშმარიტებას და ვერც იოტისოდენა ღვთისმოშიში გული ექნება, რამდენი ქადაგებაც არ უნდა მოისმინოს; რამდენი წელიც არ უნდა სწამდეს ღმერთი, მას არ შეუძლია ფლობდეს იმ სინდისსა და გონიერებას, რომელსაც უნდა ფლობდეს. ის მართლაც საცოდავი და საძულველია! იმ მომენტიდან, როდესაც ანტიქრისტეს მკაცრად სხლავენ წინდაუხედავად აუგი საქმეების ჩადენის გამო, ის არასოდეს აღიარებს, რომ რაიმე არასწორი გააკეთა, და ასევე აღსავსეა იმის განცდით, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ, ამავდროულად ჩივის და განსჯის ღვთის სახლს მის მიმართ უსამართლო მოპყრობის გამო, ბოლოს კი იწყებს თავისი წარმოდგენების ღიად გავრცელებას, ყოველგვარ თავშეკავებას იშორებს და ხმამაღლა უპირისპირდება ღვთის სახლს, საბოლოოდ კი მას განდევნიან. არის კი ამ ეტაპებიდან რომელიმეზე ანტიქრისტეს ქცევაში ნორმალური ადამიანობის იოტისოდენა გამოვლინება? რას იტყვით სინდისსა და გონიერებაზე? არის კი საერთოდ ჭეშმარიტებისა და დადებითი რამეების სიყვარულის რაიმე გამოვლინება? არის მასში იოტისოდენა ღვთისმოშიში გული? არა, ყოველივე ეს მასში საერთოდ არ არის. ანტიქრისტე უკიდურესად საძულველია, სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია და სრულიად არაგონივრულია! როდესაც სტატუსის სიკეთეებით სარგებლობა აღარ შეუძლია, საკუთარ თავს ჩამოწერილად მიიჩნევს და წინდაუხედავად მოქმედებას იწყებს. რამდენად არაკომპეტენტურიც არ უნდა იყოს თავის საქმიანობაში და რამდენადაც არ უნდა აკლდეს მუშაობის უნარი, მას მაინც სურს სტატუსის სიკეთეებით სარგებლობა და სხვებისგან პატივისცემით მოპყრობა. ის სტატუსსა და რეპუტაციას საკუთარ სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს და რა დიდი შეცდომაც უნდა დაუშვას, დანაშაულის გრძნობას საერთოდ არ განიცდის. არის კი ის საერთოდ ადამიანი? ის ცხვრის ტყავში გახვეული მგელია. გარეგნულად ადამიანის ტყავი აცვია და ადამიანს ჰგავს, მაგრამ შინაგანად ადამიანი არ არის. ის მართლაც საზიზღარია — გულისამრევი და საძულველი!
ბ. უარს ამბობენ იმის აღიარებაზე, რომ მათ გააჩნიათ გახრწნილი ხასიათი
როდესაც ანტიქრისტეს სხლავენ, ის არა მხოლოდ არ ინანიებს, არამედ წარმოდგენებსაც ავრცელებს და ღიად განიკითხავს. ამის პირველი ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ის უარს ამბობს იმის აღიარებაზე, რომ რაიმე არასწორი გააკეთა. რა არის მეორე მიზეზი? ის, რომ ანტიქრისტე არ აღიარებს, რომ გახრწნილი ხასიათი აქვს. განა ეს უფრო სერიოზული და უფრო კონკრეტული არ არის, ვიდრე იმის აღიარებაზე უარის თქმა, რომ რაიმე არასწორი გააკეთა? მინიმალური ცოდნა, რომელიც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, ვინც იღებს ღვთის საქმეს, ვინც იღებს ღვთის განკითხვასა და გაკიცხვას, არის, უპირველეს ყოვლისა, იმის აღიარება, რომ ადამიანები გახრწნილები არიან, რომ ისინი სატანის მიერ არიან გახრწნილები, რომ მათ აკლიათ გონიერება და ადამიანობა, არ ფლობენ ჭეშმარიტებას და არ იცნობენ ღმერთს და არიან ისინი, ვინც ღმერთს ეწინააღმდეგებიან. მხოლოდ ანტიქრისტეები არ აღიარებენ არასოდეს, რომ მეტისმეტად ღრმად არიან გახრწნილები და რომ გახრწნილი ადამიანები ყველანი სატანისანი არიან, მით უმეტეს, არასოდეს აღიარებენ, რომ თავად არიან ეშმაკები და სატანები. კერძოდ, იმ დროს, როდესაც ადამიანთა უმეტესობას შეუძლია საკუთარ თავზე დაფიქრება, საკუთარი თავის შეცნობა და გასხვლის მიღება, ანტიქრისტეებს იმის აღიარებაც კი არ შეუძლიათ, რომ გახრწნილი ხასიათი აქვთ — ეს სერიოზული პრობლემაა. რატომ ვამბობ, რომ ეს სერიოზულია? ვინაიდან ანტიქრისტეებს არ შეუძლიათ ჭეშმარიტების აღიარება და არ სჯერათ, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა, გულის სიღრმეში უარს ამბობენ ყველაფრის მიღებაზე, რაც ღვთის სიტყვებშია ნათქვამი. ზოგი ადამიანი ამბობს: „როგორ შეგიძლია თქვა, რომ ისინი უარს ამბობენ ამის მიღებაზე? მათ აღიარეს, რომ ეშმაკები და სატანები იყვნენ, რომ ღვთის მტრები იყვნენ“. როგორ შეიძლება ეს აღიარებად ჩაითვალოს? არამორწმუნემაც კი შეიძლება თქვას, რომ კარგი ადამიანი არ არის, მაგრამ ითვლება კი ეს იმის აღიარებად, რომ გახრწნილი ხასიათი აქვს? არ ითვლება. იმის ჭეშმარიტად აღიარება, რომ გახრწნილი ხასიათი გაქვს, უპირველეს ყოვლისა, იმის ცოდნას ნიშნავს, თუ როგორი ადამიანი ხარ. ეს ასევე ნიშნავს, რომ სხვადასხვა ხარისხით შეგიძლია საკუთარი თავი დაუკავშირო ღვთის მიერ აღწერილ სხვადასხვა გახრწნილ ხასიათს და, გარდა ამისა, აღიარო სხვადასხვა გახრწნილი ხასიათი, რომელსაც სხვადასხვა მდგომარეობაში ყოფნისას ავლენ. განა ეს ზოგიერთი კონკრეტული გამოვლინება არ არის? (დიახ). მაგრამ ანტიქრისტეს ყოველივე ეს არ გააჩნია, რადგან ის არ აღიარებს ღვთის სიტყვებს, პირიქით, ეზიზღება ისინი. სწორედ ამიტომ, ის მხოლოდ ისმენს ღვთის სიტყვებს, რომლებიც კაცობრიობის გახრწნილ ხასიათებს ამხელს, და მეტი არაფერი; ის არასოდეს უფიქრდება საკუთარ თავს, დეტალურად არ აანალიზებს საკუთარ თავს და გულის სიღრმეში საკუთარ თავს ამ სიტყვებს არ ადარებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის დეტალურად არ აანალიზებს და არ ადარებს თავის სხვადასხვა გამოვლინებას, განზრახვებს, აზრებსა და თვალთახედვებს ღვთის ამ სიტყვების მიხედვით; ის საერთოდ არ აკეთებს ამ ყველაფერს. რას ნიშნავს ის, რომ იგი ამ ყველაფერს არ აკეთებს? ეს ნიშნავს, რომ მისთვის ღვთის მიერ ნათქვამი ეს სიტყვები უბრალოდ საკითხების გადმოცემის ერთ-ერთი ხერხი — განსხვავებული თვალთახედვაა — ისინი უბრალოდ ადამიანის ხასიათების, პიროვნული თვისებების, პრაქტიკებისა და არსის აღწერის განსხვავებული ხერხია და არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენენ ადამიანის ხასიათების განსაზღვრის კრიტერიუმს. ეს ზუსტად აღწერს იმას, თუ როგორ არ მიიჩნევენ ანტიქრისტეები ღვთის სიტყვებს ჭეშმარიტებად. ანტიქრისტეებს გონებაში მხოლოდ მიახლოებითი გაგება აქვთ იმისა, თუ როგორ ამხელს ღმერთი კაცობრიობის სხვადასხვა გახრწნილ ხასიათს, მაგრამ გულის სიღრმეში ამას არასოდეს იღებენ. ვინაიდან ისინი ამას არ იღებენ, როდესაც მათ რაიმე შეემთხვევათ, შესწევთ მათ უნარი, ღვთის სიტყვები თავიანთი ხასიათის შესაკავებლად, თავიანთი პრაქტიკების შესაცვლელად და თავიანთი არასწორი თვალთახედვების გადასაჭრელად გამოიყენონ? რა თქმა უნდა, არა. ანტიქრისტეები არ იღებენ ჭეშმარიტებას, რაც ნიშნავს, რომ არ აღიარებენ, რომ გახრწნილი ხასიათი აქვთ. მაგალითად, ავიღოთ ამპარტავნება — ღვთის სიტყვები, რომლებიც ამ ხასიათს ამხელს, საუბრობს ზოგიერთ იმ გზაზე, რომლითაც ის ადამიანში ვლინდება და მჟღავნდება. ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტებას ეძიებს და აღიარებს, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა, საკუთარ ქცევასა და ხასიათს ღვთის ამ სიტყვებს შეაჯერებს. ის ისევ და ისევ ახდენს ყოველივე ამის შეჯერებას და შემდეგ აღიარებს: „მე ამპარტავანი ხასიათი მაქვს. სწორედ ეს ხასიათი გამოვავლინე, როდესაც ეს გავაკეთე. ჩემი ეს აზრები, ქმედებები და დამოკიდებულებები ამპარტავნულია. ის გზები, რომლებითაც სხვებს ვექცევი, ჩემს საქმეს ვაკეთებ და ჩემს მოვალეობას ვუდგები, ამპარტავნულია“. განა ეს იმის აღიარება არ არის, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა? (დიახ). ისინი ღვთის სიტყვებს სტანდარტად მიიჩნევენ და მას საკუთარი ქცევის შესადარებლად იყენებენ, ხოლო როდესაც კავშირს აღმოაჩენენ, გაუცნობიერებლად აღიარებენ, რომ გახრწნილი ხასიათი აქვთ, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი ამბობს, ჭეშმარიტია და სრულებით არ არის მცდარი. მოდით, ჯერ ნუ შევეხებით იმას, შეუძლიათ თუ არა ადამიანებს, მას შემდეგ, რაც აღიარებენ, რომ გახრწნილი ხასიათი აქვთ, ღვთის სიტყვების გამოყენება თავიანთი გახრწნილი ხასიათის გადასაჭრელად. ჯერ მხოლოდ იმაზე ვისაუბროთ, აღიარებენ თუ არა ადამიანები, რომ გახრწნილი ხასიათი აქვთ. როდესაც ვსაუბრობთ აღიარებაზე, ადამიანთა უმეტესობას, ვისაც გონივრულობა, სინდისი და ნორმალური აზროვნება გააჩნია, შეუძლია ღვთის სიტყვისგან მიიღოს გაცისკროვნება და განათება, შემდეგ კი გაუცნობიერებლად მიიღოს ღვთის სიტყვები და თქვას მათზე „ამინ“, აღიაროს, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა და ამგვარად აღიაროს, რომ გახრწნილი ადამიანია და რომ გახრწნილი ხასიათები აქვს, და ამით ღვთის წინაშე ქედის მოხრამდე მივიდეს. როგორც კი ისინი აღიარებენ, რომ გახრწნილი ხასიათი აქვთ, სწორი, შესაფერისი დამოკიდებულება ექნებათ ღმერთის, ჭეშმარიტებისა და, განსაკუთრებით, იმის მიმართ, რომ იყვნენ გასხლულნი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც აღიარებენ, რომ გახრწნილი ხასიათი აქვთ, როდესაც გაისხლებიან, შეძლებენ, უნებლიედ და ქვეცნობიერად, გულის სიღრმიდან დაემორჩილონ ამ გასხვლას და მისი მიღების სურვილი ექნებათ. არიან ისეთი ადამიანებიც კი, რომლებსაც სწადიათ, რომ სხვებმა გასხვლის მეშვეობით შეზღუდონ და დამოძღვრონ და მათ სრულიად ბუნებრივად უვითარდებათ დადებითი გრძნობები იმის მიმართ, რომ იყვნენ გასხლულნი; მათ ამის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვთ. ესენი ნორმალური ადამიანები არიან. ერთადერთი არანორმალური ადამიანები ანტიქრისტეები არიან; ასეთი ადამიანები არ იღებენ ღვთის სიტყვებს, ხშირად ზიზღით ფრუტუნებენ მათზე, ხოლო გულში წინააღმდეგობას უწევენ, განსჯიან და გმობენ მათ. ამიტომ მათ იგივე დამოკიდებულება აქვთ იმის მიმართ, თუ როგორ ამხელს და ახასიათებს ღმერთი ადამიანის გახრწნილ ხასიათებს. რა დამოკიდებულებაა ეს? მაგალითად, ავიღოთ ის, რომ ღმერთი ამბობს, რომ ადამიანებს ამპარტავანი ხასიათი აქვთ, და საუბრობს მის კონკრეტულ გამოვლინებებზე. როდესაც ანტიქრისტე ამ კონკრეტული გამოვლინებების შესახებ ისმენს, ის უბრალოდ უარს კი არ ამბობს მათ მიღებაზე, არამედ უფრო შორს მიდის — მას ეზიზღება ეს კონკრეტული გამოვლინებები, რომლებზეც ღმერთი საუბრობს. რატომ აკეთებს ამას? იმიტომ, რომ სატანის ლოგიკას, ანუ ჭეშმარიტებისა და დადებითი რამეების მიმართ სატანის დამოკიდებულებას მიჰყვება. ის ამბობს: „შენ ამას ამპარტავნებას უწოდებ, მაგრამ უნარიან ადამიანებს შორის ვინ არ არის თავმომწონე? წინამძღოლობის ნიჭის მქონე ადამიანებს შორის ვინ არ საუბრობს მბრძანებლური ტონით? სტატუსის მქონე ადამიანებს შორის ვინ არ არის ცოტათი თავმომწონე? ყოველივე ეს დიდი არაფერია. არამორწმუნეთა სამყაროში ყოველივე ეს სრულიად ნორმალურია, თქვენ კი აქ ბუზისგან სპილოს ქმნით. გარდა ამისა, ნუთუ სხვებთან საკითხების განხილვის გარეშე მოქმედება ნამდვილად ამპარტავნებად ითვლება? ნუთუ ეს ნამდვილად საკუთარი კანონების დაწესებაა? უნარიანმა ადამიანებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, ხოლო ძალაუფლების მონოპოლიზების უნარს კომპეტენტურობა ეწოდება. რა აზრი აქვს თქვენთან, ჩვეულებრივ ადამიანებთან, საკითხების განხილვას? რა იცით თქვენ? ასე რომ, მე ამპარტავანი კი არ ვარ, უბრალოდ კომპეტენტური და უნარიანი ვარ. ამას წინამძღოლობის უნარი ეწოდება და ეს თანდაყოლილი ნიჭია. მე ასეთი დიდი ბუნებრივი ნიჭი მაქვს, ყველაფრის გაკეთება შემიძლია. როგორი გარემოებებიც არ უნდა იყოს ან რომელ ჯგუფშიც არ უნდა ვიყო, შემიძლია საკუთარ თავზე ავიღო ხელმძღვანელობა — სწორედ ამას ჰქვია — იყო ნიჭიერი ადამიანი! ნიჭიერი ადამიანები არ უნდა იყვნენ გათელილნი და არც მხილებულნი. პირიქით, რომელ ჯგუფშიც არ უნდა იყვნენ, მათ რეკომენდაცია უნდა გაუწიონ, განადიდონ და მნიშვნელოვანი როლები დააკისრონ! ვინაიდან ისინი უნარიანი, ნიჭიერი და წინამძღოლობის უნარის მქონე ადამიანები არიან, მათ წინამძღოლის, ხელმძღვანელის მანერები უნდა ჰქონდეთ. თუ ისინი ყოველივე ამას მალავენ, განა ეს ფასადის შექმნა არ არის?“ ისინი ამ დამახინჯებულ მსჯელობასა და ამ მწვალებლობებს იყენებენ, რომ განსაჯონ და დაგმონ, თუ როგორ ამხელს ღმერთი ამპარტავან ხასიათს, ამიტომ, რაც უნდა თქვა, ისინი არასოდეს აღიარებენ ღვთის მიერ აღწერილ და განსაზღვრულ გახრწნილი ხასიათების სხვადასხვა გამოვლინებას. ისინი ფიქრობენ: „ის, რაც ღმერთმა თქვა, უბრალოდ საკითხების გადმოცემის ერთ-ერთი ხერხია. ეს საკმაოდ დადებითი, ორთოდოქსული და ტრადიციულია, მაგრამ ის არ უნდა იყოს განსაზღვრული, როგორც ჭეშმარიტება. ის მხოლოდ ზოგიერთ ადამიანს შეეფერება. მაგალითად, არიან საკმაოდ გულუბრყვილო ადამიანები, რომლებსაც არავითარი ნიჭი არ გააჩნიათ, არც დიდად უნარიანები ან ჭკვიანები არიან და, გარდა ამისა, წინამძღოლობის არავითარი უნარი არ აქვთ. თუ მათ შესაფერისი პარტნიორი არ ჰყავთ, მოქმედებისას სხვებთან უწევთ მოთათბირება, ხოლო თუ ამას არ აკეთებენ, თავიანთ საქმეს ვერ გაუმკლავდებიან — სწორედ ასეთი ადამიანებისთვისაა შესაფერისი ღვთის სიტყვები“. მსგავსი არგუმენტები მთლიანად სატანური მწვალებლობები და მცდარი შეხედულებებია.
ანტიქრისტეებს არასოდეს სჯერათ, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა, ამიტომ, ყოველთვის, როდესაც მათ ისმენენ, ისინი უბრალოდ ფორმალურად მოქმედებენ; ისინი ზუსტად ფარისევლებს ჰგვანან და ღვთის სიტყვებს მოჩვენებითი სახის შესაქმნელად იყენებენ. ისინი გულის სიღრმეში არ იღებენ მათ და არც ღვთის სიტყვებს აქცევენ თავიანთ სიცოცხლედ და თავიანთი პრაქტიკის მიზნად. სწორედ ამიტომ, როდესაც ანტიქრისტე შეცდომას უშვებს, როდესაც ამის გამო მას სხლავ და ამხელ, ის არ აღიარებს, რომ რაღაც არასწორად გააკეთა, მით უმეტეს, არ მიიღებს გასხვლას, როდესაც მას სხლავ იმ ხასიათისა და არსის გამო, რომელიც მან ამ საკითხში გამოავლინა. ისევე, როგორც ისინი უარს ამბობენ იმის აღიარებაზე, რომ რაღაც არასწორად გააკეთეს, როდესაც ანტიქრისტე გახრწნილ ხასიათს ავლენს, მას ყოველთვის აქვს რაიმე მიზეზი, რაიმე საბაბი, რაიმე ახსნა იმის უარსაყოფად, რომ გახრწნილი ხასიათი აქვს. მაგალითად, როდესაც ის გარკვეულ საკითხში ამპარტავან ხასიათს ავლენს, ამბობს, რომ ჩქარობდა, სიტყვები ცუდად შეარჩია და ხმას ოდნავ აუწია. როდესაც ვინმე ამბობს, რომ სხვა საკითხში ის მზაკვრულად იქცეოდა და არ იყო გახსნილი, ის ამბობს, რომ ადამიანთა უმეტესობას დაბალი კალიბრი აქვს, ამიტომ, თუ იტყოდა, რა ხდებოდა, სხვები ვერ ჩასწვდებოდნენ და მის ნათქვამს არასწორად გაიგებდნენ, და სწორედ ამიტომ არ იყო გახსნილი. როგორი გახრწნილი ხასიათიც არ უნდა გამოავლინოს, მას ყოველთვის შეუძლია საბაბებისა და ახსნა-განმარტებების მოძებნა. მთლიანობაში, როგორი გახრწნილი ხასიათიც უნდა გამოავლინოს, რამდენად ცხადი ან სერიოზულიც უნდა იყოს ის, არასოდეს აღიარებს, რომ ეს გახრწნილი ხასიათია. ანტიქრისტეები ხშირად ცრუობენ, ადამიანებს პირში ერთს ეუბნებიან, მათ ზურგს უკან კი — სხვას, და ვერავინ არჩევს და არავინ იცის, როდის ამბობენ ისინი სიმართლეს და როდის ცრუობენ. თუმცა ისინი არასოდეს აღიარებენ, რომ მზაკვარი ადამიანები არიან და არა პატიოსანი ადამიანები. პირიქით, ისინი ხშირად თავს იმართლებენ და ხსნიან, თუ რამდენად გულუბრყვილოები არიან, რამდენად განსაკუთრებულად გულწრფელები არიან სხვებთან და, როდესაც სხვა ადამიანი რაიმე სირთულეებს აწყდება, რამდენად ძლიერ სურთ, კეთილი გულით დაეხმარონ მას ამ სირთულეების დაძლევაში. ანტიქრისტეები არა მხოლოდ არ აღიარებენ, რომ გახრწნილი ხასიათი აქვთ, არამედ ყოველთვის ცდილობენ საკუთარი თავის უკეთესად წარმოჩენას და ტრაბახობენ იმით, თუ როგორი კარგი და კეთილი ადამიანები არიან. ისინი არა მხოლოდ არ აღიარებენ, რომ გახრწნილი ხასიათი აქვთ, არამედ ამავდროულად ტრაბახობენ იმითაც, თუ რამდენად კარგად შეუძლიათ ადამიანებზე მუშაობა, რამდენად კარგად შეუძლიათ ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვება და ადამიანების გულების მოგება. ისინი ტრაბახობენ იმით, თუ რამდენად სტრატეგიულები და უნარიანები არიან ადამიანებს შორის მოქმედებისა და საუბრის მხრივ, იმით, რომ ვერავინ შეძლებს გამოირჩეოდეს მათსავით და მათ აჯობოს, რომ მათზე კომპეტენტური არავინაა თავიანთი საქმის შესასრულებლად. როდესაც ანტიქრისტე ცოტაოდენ საფასურს იხდის, შეუძლია იქადაგოს გარკვეული მაღალფარდოვანი მოძღვრებები და თეორიები და მცირე ხნით აკეთებს ისეთ რამეს, რასაც ადამიანები შეცდომაში შეჰყავს და ადამიანთა უმეტესობას აიძულებს, პატივისცემით უყურონ მას, მაშინ ის იფიქრებს, რომ წარმატებით შენიღბა თავისი გახრწნილი ხასიათი და რომ მოახერხა ადამიანებს არ შეენიშნათ მისი გახრწნილი ხასიათი. ამდენად, ანტიქრისტეთა ამ გამოვლინებებიდან და საკუთარი გახრწნილი ხასიათის მიმართ მათი ამგვარი გაგებიდან და დამოკიდებულებიდან გამომდინარე, როდესაც მათ სხლავენ, მათი პირველი რეაქცია იქნება, რომ წინ აღუდგნენ და შეეწინააღმდეგონ ამას, და ყველაფერი იღონონ საკუთარი სახელის აღსადგენად. გარდა იმისა, რომ უარს ამბობენ იმის აღიარებაზე, რომ დანაკარგები მიაყენეს ეკლესიის საქმეს ისინი ასევე უარს იტყვიან იმ გახრწნილი ხასიათის აღიარებაზე, რომელიც ამ საკითხში გამოავლინეს, და იმ შეცდომის აღიარებაზე, რომელიც თავიანთი გახრწნილი ხასიათის იძულების ქვეშ ჩაიდინეს. ანტიქრისტეების ამ გამოვლინებისა და არსის გათვალისწინებით, განა შესაძლებელია მათთვის ხასიათის ცვლილების მიღწევა? (არ არის შესაძლებელი.)
შემხვედრია ზოგიერთი ანტიქრისტე, რომლებიც თავიანთ საქმეში შეცდომებს უშვებენ, არიან ზარმაცები, არ ასრულებენ თავიანთ საქმეს და უგულებელყოფენ კონკრეტულ დავალებებს, ამავდროულად აგრძელებენ ადამიანებზე ბრძანებების გაცემას, წინდაუხედავად სჩადიან აუგ საქმეებს და ყველაფერს თავის ჭკუაზე აკეთებენ. როდესაც ასეთ ანტიქრისტეებს ამის გამო სხლავენ, გარეგნულად ისინი ძალიან მორჩილები ჩანან, მაგრამ კულისებს მიღმა საერთოდ არ გრძნობენ სინანულს. მათი მოუნანიებელი დამოკიდებულებით თუ ვიმსჯელებთ, მათ ოდნავადაც კი არ მიუღიათ თავიანთი გასხვლა. თუ ვიმსჯელებთ იმით, რომ ისინი არ იღებენ თავიანთ გასხვლას, მათ არასოდეს შეუსწავლიათ, გახრწნილი ხასიათის რა გამოაშკარავებები გააჩნიათ. ამის ნაცვლად, მას შემდეგ, რაც გასხლავენ, ისინი კვლავ იმას აკეთებენ, რაც მოესურვებათ, ყველაფერს თავის ჭკუაზე აკეთებენ, ფარულ მანიპულაციებს მიმართავენ, ატყუებენ როგორც ზემდგომებს, ისე ქვემდგომებს, აარსებენ საკუთარ კერძო სამეფოებს და განსაკუთრებული პრივილეგიებით ტკბებიან ისე, რომ იოტისოდენათიც არ იცვლებიან. რატომ არ იცვლებიან ისინი იოტისოდენათიც? სწორედ იმიტომ, რომ ანტიქრისტეები ოდნავადაც არ აღიარებენ, რომ გახრწნილი ხასიათი აქვთ, და არც ჭეშმარიტებას იღებენ; ამიტომ, ისინი ხელიდან არ უშვებენ დიდი ძალაუფლების ფლობის შანსს და მაქსიმალურად იყენებენ ამ ძალაუფლებას, შემდეგ კი ამ დროს სათავისოდ იყენებენ, რათა აკეთონ ყველაფერი, რაც მოესურვებათ, ძალ-ღონე არ დაიშურონ ცუდი საქმეების საკეთებლად, ჩაშალონ ღვთის სახლის საქმე და ძირი გამოუთხარონ ღვთის სახლის ნორმალურ წესრიგს. ღვთის სახლისგან ყველანაირი მატერიალური უზრუნველყოფით ტკბებიან და საერთოდ არ აკეთებენ არავითარ კარგ საქმეს. გარკვეული ზედაპირული სამუშაოს შესრულების გარდა, რას აკეთებენ ისინი მალულად? ისინი იწვევენ შეკრებებს, ქადაგებენ სიტყვებსა და მოძღვრებებს და ისეთ საქმეებშიც კი ერევიან, რომლებიც მათ არ ეხებათ — ამის გარდა, უბრალოდ ადამიანებს ბრძანებებს აძლევენ. ისინი არ ასრულებენ ზემდგომის მიერ მათთვის დაკისრებულ არცერთ კონკრეტულ საქმეს და არც პირადად ჩნდებიან დეტალური მითითებების მისაცემად, ზედამხედველობის გასაწევად ან ხელმძღვანელობისთვის. ისინი უბრალოდ ზემოდან გასცემენ ბრძანებებს, ხანდახან კი, როდესაც ნამდვილად სხვა არჩევანი არ აქვთ, სამუშაო ადგილზე გამოცხადდებიან იმისათვის, რომ რაღაცები გააკეთონ და გარკვეული მითითებები გასცენ. ეს მხოლოდ ენთუზიაზმის დროებითი ჩვენებაა და ამის შემდეგ მალევე მათი კვალიც ქრება. როდესაც ისინი ვინმეს აწინაურებენ ან ვინმეს რაიმე თანამდებობაზე ნიშნავენ, ვერავინ იტყვის, რომ ეს ადამიანი კარგი არ არის, ან ანტიქრისტეების გადაწყვეტილების წინააღმდეგია, ხოლო ანტიქრისტეები არასოდეს შეამოწმებენ და ზედამხედველობას არ გაუწევენ ამ ადამიანის საქმიანობას. რაც არ უნდა ცუდი საქმეები ჩაიდინოს მათ მიერ დაწინაურებულმა ან დანიშნულმა ადამიანმა, ანტიქრისტეები არავის აძლევენ მისი მხილების უფლებას, ვერავინ გაათავისუფლებს მას თანამდებობიდან და არავის აქვს მასზე შეტყობინების უფლება. ნებისმიერი, ვინც ამ ადამიანზე შეატყობინებს, მათი მოწინააღმდეგე გახდება. რამდენად დიდი დანაკარგიც არ უნდა მიაყენოს მათ მიერ გამოყენებულმა ადამიანმა ეკლესიის საქმიანობას და რამდენად დიდი არევ-დარევაც არ უნდა გამოიწვიოს მასში, ანტიქრისტეები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ მის დასაცავად, ხოლო თუ ამას ვერ შეძლებენ, იჩქარებენ ამ ადამიანისგან გამიჯვნას და სწრაფად მოიხსნიან პასუხისმგებლობას. რასაც არ უნდა აკეთებდნენ ანტიქრისტეები, ადამიანების თვალწინ იქნება ეს თუ მათ ზურგს უკან, მათ საერთოდ არ გააჩნიათ ღვთისმოშიში გული. ისინი ურწმუნოები, დემონები და ცოცხალი სატანები არიან და მაინც ურცხვად სურთ თანამდებობის დაკავება და სტატუსის სიკეთეებით ტკბობა; ისინი პარაზიტები არიან, რომლებიც ღვთის სახლის ხარჯზე მუქთახორობენ. არიან ისეთებიც კი, რომლებიც, როდესაც მათ გასხლავენ და დაინახავენ, რომ თავიანთი სტატუსის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებენ, გულგატეხილობას, იმედგაცრუებულობას და დაღონებას გრძნობენ. რატომ გრძნობენ ისინი დაღონებას? რატომ გრძნობენ ისინი გულგატეხილობას? იმიტომ, რომ თავიანთი სტატუსის შენარჩუნებას ვეღარ ახერხებენ, განსაკუთრებული პრივილეგიებითა და განსაკუთრებული მოპყრობით ტკბობის შესაძლებლობა აღარ აქვთ, მათ პატივისცემით აღარავინ უყურებს და ძალაუფლებით თამაშის მათი დღეები დასრულდა. ახლა ყველაფრის კეთება თავად მოუწევთ — მათ აღარ ექნებათ შესაძლებლობა, უბრალოდ იდგნენ და ბრძანებები გასცენ. ისინი არც სინანულს გრძნობენ და არც წუხან იმ უარყოფითი შედეგების გამო, რაც მათმა გახრწნილმა ხასიათმა გამოიწვია. ამის ნაცვლად, ისინი არიან შეწუხებულები, ცრემლებს ღვრიან და დანაკარგის განცდა აქვთ იმის გამო, რომ სტატუსის სიკეთეებით ტკბობას ვეღარ შეძლებენ. არიან ისეთებიც, რომლებიც გათავისუფლების შემდეგ ურცხვად ითხოვენ ისევ და ისევ კიდევ ერთ შანსს. მითხარით, შეიძლება ასეთ ადამიანებს კიდევ ერთი შანსი მიეცეთ? რის გაკეთებას აპირებენ ისინი ამ შანსით? ეკლესიის ხარჯზე ცხოვრებას, მუქთახორობას და წინდაუხედავად მოქმედებას. კიდევ ერთი შანსი რომ მიეცეთ, შეიცნობდნენ თავიანთ გახრწნილ ხასიათს? ექნებოდათ მათ საკუთარი თავის შეცნობის უნარი? (არა). კიდევ ერთი შანსი რომ მიეღოთ, შეიძენდნენ ცოტაოდენ სირცხვილის გრძნობას? შეიცვლებოდა მათი ზნეობა? კიდევ ერთი შანსის მიღების შემთხვევაში, დაიწყებდნენ ისინი საქმეების ჭეშმარიტება-პრინციპების მიხედვით კეთებას და აღარ შეეცდებოდნენ საკუთარი კერძო სამეფოების დაარსებას? (არ დაიწყებდნენ.) ისინი არცერთ ამ საქმეს არ გააკეთებდნენ — განა მათი საქმე დასრულებული არ არის? თქვენ რომ ყოფილიყავით გასხლული და საქმე იმდენად სერიოზულად ყოფილიყო, რომ ზემდგომს სხვა არჩევანი არ ჰქონოდა, გარდა თქვენი გათავისუფლებისა, რას იფიქრებდით? (მე ნამდვილად უნდა გავთავისუფლდე, რადგან ჩემი ბუნება ასეთი უკეთურია, იმდენი რამ გავაკეთე, რაც არღვევს პრინციპებს და ღმერთს ეწინააღმდეგება, იმდენი ბოროტება ჩავიდინე და იმდენი დანაკარგი მივაყენე ეკლესიის საქმეს. მე უნდა გავთავისუფლდე.) გონიერების მქონე ადამიანი უპირველესად საკუთარ თავზე დაფიქრდებოდა: „სინამდვილეში რას ვაკეთებდი ამ ხნის განმავლობაში? რატომ გამსხლეს? ნამდვილად სწორი იყო ის, რომ ამ საქმეების კეთების გამო გამსხლეს, და ნამდვილად სწორი იყო ის, რაც ამ ადამიანმა მითხრა, როდესაც მსხლავდა? როგორ უნდა მივიღო ეს? როგორ უნდა მივუდგე ამ გასხვლას?“ შემდეგ ის გამოიკვლევდა, სინამდვილეში რას აკეთებდა, ერია თუ არა მის ქმედებებში ადამიანის ნების რაიმე მინარევი, იყო თუ არა მათში სინდისი და გონიერება, შეესაბამებოდა თუ არა მისი ქმედებები ჭეშმარიტება-პრინციპებს, იმათგან, რაც მან გააკეთა, რამდენი შეესაბამებოდა ღვთის მოთხოვნებს და რამდენი რამ გააკეთა საკუთარი ნების მიხედვით. გონიერების მქონე ადამიანმა სწორედ ეს ასპექტები უნდა გამოიკვლიოს და არა იმაზე იდარდოს, დაკარგა თუ არა სტატუსი, სამართლიანად მოექცა თუ არა მას ღვთის სახლი, რას იფიქრებენ მასზე ადამიანები, თუ სტატუსი არ ექნება, ან როგორი პერსპექტივები და საბოლოო სამყოფელი ექნება. გონიერების მქონე ადამიანი ასეთ რამეებზე არ იდარდებდა.
რამდენად უსირცხვილოა ზოგიერთი ანტიქრისტე? თუ ამ ანტიქრისტეების თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ძმები და დები მათ მიმართ ისეთ პატივისცემას აღარ იჩენენ, როგორც ადრე, თუ აღარ ექცევიან მათ ისეთი სითბოთი და სიკეთით, არამედ ცივად ეპყრობიან და უგულებელყოფენ, ეს ანტიქრისტეები ამას ვერ აიტანენ. რატომ ღიზიანდებიან ამ საკითხებზე, მაშინ როცა თავიანთი გახრწნილი ხასიათის მიმართ ასეთი მგრძნობიარენი არ არიან? არის ეს მათი ბუნების ნაწილი? გააჩნიათ მათ ღირსება? გააჩნიათ მათ სირცხვილის გრძნობა? (არა). ადამიანობის ორი ყველაზე ძვირფასი რამ სირცხვილის გრძნობა და ზნეობრივი სიმტკიცეა. ანტიქრისტეში არცერთი მათგანის კვალი არ არის. ანტიქრისტეები უსირცხვილოები არიან და რამდენ გახრწნილ ხასიათსაც არ უნდა ამჟღავნებდნენ ან რამდენ ბოროტებასაც არ უნდა სჩადიოდნენ, საერთოდ არაფერს გრძნობენ, არ აქვთ დანაშაულის გრძნობა, მაგრამ მაინც სურთ, რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ და ღვთის სახლის ხარჯზე მუქთახორობა განაგრძონ. მას შემდეგ, რაც მათ გასხლავენ და ამხელენ, ათავისუფლებენ და არანაირი სტატუსიც აღარ აქვთ, მათ მაინც სურთ, რომ ძმები და დები პატივისცემითა და თავაზიანად ეთაყვანონ. განა ეს არაგონივრული არ არის? ანტიქრისტეების ეს გამოვლინება თქვენთვის ამაზრზენად ჟღერს? (დიახ). ყველა ადამიანს აქვს დანაკარგის განცდა, როცა მას სხლავენ, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ათავისუფლებენ და სტატუსს კარგავს. ის გრძნობს, რომ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სხვების წინაშე ცოტათი შერცხვა, ამიტომ იმდენად დარცხვენილად გრძნობს თავს, რომ თვალებში ვერ უყურებს ვერავის. თუმცა, ადამიანი, რომელსაც სირცხვილის გრძნობა აქვს, დამახინჯებულ არგუმენტებს არ წამოაყენებს. რას ნიშნავს დამახინჯებული არგუმენტების წამოუყენებლობა? ეს ნიშნავს, გქონდეს უნარი ყოველივეს სწორად მიუდგე, საკითხებზე დამახინჯებულად ფიქრისა და საუბრის გარეშე და სანაცვლოდ, პატიოსნად აღიარო, თუ რა გააკეთე არასწორად და საკითხს სამართლიანად და რაციონალურად მიუდგე. რას ნიშნავს სამართლიანი და რაციონალური მიდგომა? ეს ნიშნავს, რომ, ვინაიდან რაღაცის გამო გაგსხლეს, შენს ნამოქმედარში აუცილებლად უნდა იყოს პრობლემა — გვერდზე გადავდოთ, რა გახრწნილი ხასიათი გაქვს, და უბრალოდ ვთქვათ, რომ, თუ ამ საკითხში რამე აურიე, მაშინ ამაზე გარკვეული პასუხისმგებლობა ნამდვილად გეკისრება; და ვინაიდან პასუხისმგებლობა გეკისრება, ის უნდა იტვირთო და აღიარო, რომ ეს შენ გააკეთე. ამის აღიარების შემდეგ საკუთარ თავს უნდა ჩაუღრმავდე და იკითხო: „რა გახრწნილი ხასიათი გამოვამჟღავნე ამაში? თუ გახრწნილი ხასიათი არ მამოძრავებდა, მაშინ იყო თუ არა ჩემს ქმედებებში ადამიანის ნების მინარევი? სიბრიყვე ხომ არ იყო ამის მიზეზი? ჰქონდა ამას რაიმე კავშირი ჩემს მისწრაფებასთან, იმ გზასთან, რომელსაც მივყვები?“ საკუთარი თავის ამგვარად ჩაღრმავების უნარს გონივრულობა, სირცხვილის გრძნობა და საკითხების სამართლიანად, ობიექტურად და ფაქტების დაუმახინჯებლად დანახვა ეწოდება. სწორედ ეს აკლიათ ანტიქრისტეებს. როდესაც მათ სხლავენ, პირველი, რასაც ისინი ფიქრობენ, არის: „როგორ შეგეძლო, ამდენი ადამიანის წინაშე ასე დაუნდობლად გაგესხლა ჩემნაირი ღირსეული წინამძღოლი და ჩემი სამარცხვინო საიდუმლოც კი გაგემხილა? სად არის ჩემი, როგორც წინამძღოლის, პრესტიჟი? ჩემი გასხვლით განა ის არ მოსპე? ვინ მომისმენს მე ამის შემდეგ? თუ არავინ მომისმენს, როგორ შეიძლება მქონდეს წინამძღოლის რაიმე სტატუსი? განა ეს მხოლოდ ნომინალურ წინამძღოლად არ მაქცევს? მაშინ როგორ ვისარგებლებ სტატუსის სიკეთეებით? განა ვეღარ ვისარგებლებ იმ ნივთებით, რომლებსაც ძმები და დები შესწირავენ?“ განა ეს მოსაზრება სწორია? განა ის შეესაბამება ჭეშმარიტებას? განა ამას აქვს გამართლება? (არა). ეს არის გონიერების არქონა და დამახინჯებული არგუმენტების წამოყენება. რას გულისხმობ პრესტიჟში? რა არის წინამძღოლი? განა შენ გახრწნას მოკლებული ხარ? რას გულისხმობ „შენი სამარცხვინო საიდუმლოს გამხელაში“? რა არის შენი სამარცხვინო საიდუმლო? ეს შენი გახრწნილი ხასიათია. შენი გახრწნილი ხასიათი ისეთივეა, როგორიც ნებისმიერი სხვა ადამიანის — სწორედ ეს არის შენი სამარცხვინო საიდუმლო. შენში არაფერია განსხვავებული, სხვებზე აღმატებული არ ხარ. ღვთის სახლმა უბრალოდ დაინახა, რომ ცოტაოდენი კალიბრი გაქვს და გარკვეული საქმის შესრულება შეგიძლია, ამიტომ დაგაწინაურა და შენი კულტივირება მოახდინა, განსაკუთრებული ტვირთი მოგცა და ცოტა მეტი პასუხისმგებლობა დაგაკისრა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ როგორც კი სტატუსს მიიღებ, გახრწნილი ხასიათი უკვე აღარ გაქვს. და მაინც, ანტიქრისტეები სწორედ ამას ეჭიდებიან და ამბობენ: „ახლა, როცა სტატუსი მაქვს, არ უნდა გამსხლა, მით უმეტეს, ამდენი ადამიანის წინაშე, რადგან ასე ადამიანთა უმეტესობა გაიგებს ჩემს ნამდვილ მდგომარეობას“. განა ეს დამახინჯებული არგუმენტი არ არის? სად შეიძლება ასეთი მიდგომის გამოყენება? საზოგადოებაში, როდესაც ვინმეს განადიდებ, მას ხოტბა უნდა შეასხა, როგორც სრულყოფილს და შეუქმნა სრულყოფილების ხატი უმცირესი ნაკლის გარეშე. განა ეს მოტყუება არ არის? გააკეთებდა ამას ღვთის სახლი? (არა). ასე იქცევა სატანა და ამასვე მოითხოვენ ანტიქრისტეებიც. სატანა მოკლებულია გონიერებას და ამ მხრივ ანტიქრისტეებსაც ასევე აკლიათ გონიერება. არა მხოლოდ ეს, არამედ ისინი დამახინჯებულ არგუმენტებსაც წამოაყენებენ და გადაჭარბებულ მოთხოვნებსაც აყენებენ. იმისათვის, რომ თავიანთი სტატუსი დაიცვან, ისინი ზემდგომს სთხოვენ, ყურადღებით იყოს იმის მიმართ, თუ როგორ სხლავს მათ, რა ვითარებაში სხლავს და როგორი ტონით ელაპარაკება. არის ეს აუცილებელი? შენ გახრწნილი ადამიანი ხარ და გსხლავენ იმის გამო, რაც რეალური და ნამდვილია — რა საჭიროა ამის რაიმე განსაკუთრებული ფორმით გაკეთება? განა შენი განდიდება ძმებისა და დებისთვის საზიანო არ იქნებოდა? განა შენ, ბოროტი ადამიანი, უნდა განდიდდე მათ მიერ და შენი სტატუსი დაიცვან, რათა შენს დაქვემდებარებაში მყოფთა შორის წინდაუხედავად სჩადიოდე აუგ საქმეებს და საკუთარი კერძო სამეფო დააარსო? იქნებოდა ეს სამართლიანი ძმებისა და დების მიმართ? იქნებოდა ეს მათ მიმართ პასუხისმგებლობის გამოვლენა? ეს არ არის მათ მიმართ პასუხისმგებლობის გამოვლენის გზა. ასე რომ, როდესაც ანტიქრისტე ასე იქცევა, ასე ფიქრობს და ასეთ მოთხოვნებს აყენებს, ეს წმინდა წყლის დამახინჯებული არგუმენტების წამოყენება და განზრახ პრობლემების შექმნაა — მას საერთოდ არ გააჩნია სირცხვილის გრძნობა. როდესაც ანტიქრისტეს სხლავენ იმის გამო, რაც მან არასწორად გააკეთა, ის არ აღიარებს, რომ გახრწნილი ხასიათი აქვს და არც იმას იკვლევს, თუ რომელმა გახრწნილმა ხასიათმა მიიყვანა ასეთი რამის ჩადენამდე. უამრავი დამახინჯებული არგუმენტის წამოყენების შემდეგ ის არა მხოლოდ უარს ამბობს საკუთარი თავის გამოკვლევაზე, არამედ საპასუხო ზომებზეც ფიქრობს. „ვინ შეატყობინა ამის შესახებ? ვინ გათქვა ეს ზემდგომთან? ვინ შეატყობინა ჩემზე წინამძღოლებს, რომ ეს მე გავაკეთე? უნდა გავარკვიო, ვინ იყო და ჭკუა ვასწავლო მას. შეკრებების დროს უნდა დავტუქსო და ვაჩვენო, როგორი ანგარიშგასაწევი ვარ“. როდესაც ანტიქრისტეს სხლავენ, ის ყველაფერს გააკეთებს თავის დასაცავად და გამოსავლის საპოვნელად და იფიქრებს: „ამჯერად დაუდევარი ვიყავი და საიდუმლო გავამჟღავნე, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ შემდეგ ჯერზე ეს აღარ განმეორდეს და სხვა მიდგომა ვცადო, რათა ზემდგომიც და ქვემდგომი ძმებიც და დებიც გავაცურო, ისე, რომ ვერცერთმა მათგანმა ვერაფერი გაიგოს. როდესაც რაღაცას სწორად გავაკეთებ, სწრაფად უნდა გამოვიდე წინ და ეს საკუთარ დამსახურებად მივიწერო, მაგრამ როდესაც შეცდომას დავუშვებ, პასუხისმგებლობა სწრაფად უნდა გადავაკისრო სხვას“. განა ეს უსირცხვილობა არ არის? ეს უკიდურესი უსირცხვილობაა! როდესაც ჩვეულებრივ ადამიანს სხლავენ, გულის სიღრმეში ის თავისთვის აღიარებს: „მე უვარგისი ვარ — გახრწნილი ხასიათი მაქვს. მეტი სათქმელი არაფერია. საკუთარ თავზე უნდა დავფიქრდე“. ის ჩუმად იღებს გადაწყვეტილებას, რომ, თუ კვლავ აღმოჩნდება ასეთ სიტუაციაში, ღვთის მოთხოვნების შესაბამისად მოიქცევა. შეძლებს თუ არა ამის მიღწევას, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მას სხლავენ, ის ამას გულით და გონივრულად იღებს, ხოლო მისი გონივრულობა ეუბნება, რომ მან მართლაც რაღაც არასწორად გააკეთა და, ვინაიდან გახრწნილი ხასიათი აქვს, ეს უნდა აღიაროს. გულით ის ემორჩილება, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, და მაშინაც კი, თუ გრძნობს, რომ ცოტათი უსამართლოდ მოექცნენ, მისი ძირითადი დამოკიდებულება მაინც პოზიტიურია. მას შეუძლია საკუთარ თავზე დაფიქრება, სინანულის განცდა და გადაწყვეტილების მიღება, რომ მომავალში შეეცდება, ამ საკითხში იგივე შეცდომა აღარ დაუშვას. ანტიქრისტე კი, პირიქით, არა მხოლოდ არ გრძნობს სინანულს, არამედ გულში წინააღმდეგობასაც უწევს და არა მხოლოდ არ შეუძლია უარი თქვას ბოროტებაზე, რომელსაც სჩადის, არამედ სხვა გზის პოვნასაც კი ცდილობს, რათა კვლავ შეძლოს წინდაუხედავად აუგი საქმეების ჩადენა და თავისი ბოროტი ქცევის გაგრძელება. როდესაც მას სხლავენ, ის არ იკვლევს საკუთარ გახრწნილ ხასიათს, თავისი არასწორი ქმედების წყაროს, საკუთარ განზრახვებს ან იმ განსხვავებულ მდგომარეობებსა და შეხედულებებს, რომლებიც მასში წარმოიშვა, როდესაც მისი გახრწნილი ხასიათი გამოაშკარავდა. ის არასოდეს იკვლევს ამ საკითხებს და არც ფიქრობს მათზე; არც მაშინ იღებს ამას, როდესაც ვინმე სხვა რჩევებსა და რეკომენდაციებს აძლევს ან ამხელს მას. ამის ნაცვლად, ის კიდევ უფრო აძლიერებს ძალისხმევას, რათა მოძებნოს სხვადასხვა გზა, საშუალება და ტაქტიკა თავისზე ზემოთ და ქვემოთ მყოფთა მოსატყუებლად და ამგვარად დაიცვას თავისი სტატუსი. ის კიდევ უფრო აძლიერებს ძალისხმევას ღვთის სახლში არეულობის გამოსაწვევად და თავის სტატუსს ბოროტების ჩასადენად იყენებს. მათი გამოსწორების არავითარი იმედი არ არსებობს!
როდესაც ანტიქრისტეები საქმის რომელიმე ნაწილს ხელს კიდებენ, ისინი მას ზერელედ ასრულებენ და თვალს ხუჭავენ ბოროტ ადამიანებზე და მათზე, ვინც ღვთის სახლის საქმეს არღვევს, ან შეიძლება კიდეც ხელი დააფარონ მათ, გაანებივრონ და მფარველობა გაუწიონ მათ. შეიცვლება ანტიქრისტე გათავისუფლების შემდეგ, როდესაც სხვა მოვალეობას შეასრულებს? (არა). რატომ არ შეიცვლება? (იმიტომ, რომ პრობლემა მის ბუნება-არსებაშია.) ასეთი მძიმე შეცდომის დაშვების შემდეგაც კი ისინი არ ინანიებენ და გულში კვლავ აქვთ წარმოდგენები და გრძნობა, რომ მათ უსამართლოდ მოექცნენ; მაშ, შესაძლებელია, რომ რომელიმე მოვალეობის შესრულებისას ცოტაოდენი გულწრფელობა გამოიჩინონ? ისინი თავიანთი მოვალეობის შესრულებისას წინდაუხედავად სჩადიან აუგ საქმეებს მაშინაც კი, სანამ რაიმე წარმოდგენები ან იმის შეგრძნება გაუჩნდებათ, რომ მათ უსამართლოდ მოექცნენ; მაშ, როდესაც ყოველივე ეს გულში აქვთ, შესაძლებელია, რომ თავიანთ მოვალეობას გულწრფელად ასრულებდნენ? (არა). და გულწრფელობის გარეშე, ზერელედ შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას? წინდაუხედავად ჩაიდენენ აუგ საქმეებს? (ჩაიდენენ). ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება ამაში დარწმუნებული არ იყოს, ამიტომ თავად კარგად დააკვირდი და დადგება დღე, როდესაც დარწმუნდები. ანტიქრისტე ვერასოდეს შეიცვლება და სადაც არ უნდა მოათავსონ, ყოველთვის უვარგისი იქნება. მას შემდეგ, რაც პიროვნება, რომელიც ჭეშმარიტებისკენ ესწრაფვის, გახრწნილი ხასიათის გამოვლენის გამო გაისხლება, მასში გარკვეული ცვლილებები ხდება. მისი მდგომარეობა უფრო და უფრო უმჯობესდება, მისი დამოკიდებულება უფრო და უფრო პროაქტიული ხდება, მისი შეხედულება უფრო და უფრო პოზიტიური ხდება, მისი მისწრაფების მიზნები და მიმართულება უფრო და უფრო სწორი ხდება, მას სულ უფრო მეტად უვითარდება ღვთისმოშიში გული და მისი ადამიანობა უფრო და უფრო პატივისცემის ღირსად ჩანს. ამის საპირისპიროდ, რაც უფრო მეტად სხლავენ ანტიქრისტეს, მით უფრო იზრდება მისი შინაგანი წყენა, მით უფრო ფრთხილი ხდება, მით უფრო მეტად გრძნობს გულში, რომ უსამართლოდ ექცევიან და მით უფრო იზრდება მისი წარმოდგენები, სიძულვილი და ჩივილები ღვთის მიმართ. როდესაც მას არ სხლავენ, მის ხორცს ძალუძს პაწაწინა საფასური გადაიხადოს, მაგრამ როდესაც მას ძლიერ სხლავენ, მას გულწრფელობის ნატამალიც კი არ აქვს. ის მართლაც უიმედო შემთხვევაა! თავად დააკვირდით ამას — ნებისმიერი ასეთი ადამიანი ყოველთვის ქადაგებს სხვების მხარდასაჭერად, მაგრამ თავად საერთოდ არ ახორციელებს პრაქტიკაში და არც რაიმე შესვლა აქვს — ეს ერთი დამახასიათებელი ნიშანია. კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ, რა საქმესაც არ უნდა ასრულებდნენ, როგორც კი სტატუსს მოიპოვებენ, შეუძლიათ წინ გამოვიდნენ და გარკვეული ენთუზიაზმი გამოიჩინონ, მაგრამ საქმეს ყოველთვის ზერელედ ასრულებენ და წინდაუხედავად სჩადიან აუგ საქმეებს. როდესაც სტატუსს კარგავენ, ყოველგვარ თავშეკავებას იშორებენ, თავიანთ მდგომარეობას უიმედოდ მიიჩნევენ, თავხედურად და წინდაუხედავადაც კი იქცევიან, თავზეხელაღებული ველურებივით იქცევიან და სრულებით არ გააჩნიათ ღვთისმოშიში გული. მთელ კაცობრიობაში ამ ტიპის ადამიანი კლასიკური ანტიქრისტეა. მათ შეუძლიათ სხვა ადამიანების მდგომარეობები ძალიან მკაფიოდ და ლოგიკურად, ადვილად გასაგები ფორმით გააანალიზონ, რაც ისეთ შთაბეჭდილებას გიტოვებთ, თითქოს მათ საკუთარი თავის მიმართაც ასეთივე გაგება აქვთ. მაგრამ როდესაც ისინი რაიმე შეცდომას უშვებენ, როდესაც გახრწნილ ხასიათს ამჟღავნებენ და შენ ცდილობ, ამხილო და გააანალიზო ისინი, შეხედე, როგორი დამოკიდებულება აქვთ. მათ საერთოდ არ სურთ ამის მიღება და ყველანაირ გზას მოიფიქრებენ, რომ ეს უარყონ და თავი დაიცვან, და არ აღიარებენ ამას. ვერავინ შეძლებს მათ შეხებას, ხოლო ნებისმიერი, ვინც მათ მტკივნეულ ადგილს შეეხება ან მათ რაიმე პრობლემას ამხელს, თავად გაეხვევა უსიამოვნებებში და ისინი მას ისე მოექცევიან, როგორც მტერს.
როდესაც ანტიქრისტეს სტატუსი აქვს, მას შეუძლია მცირე გაჭირვება აიტანოს და მცირე საფასური გადაიხადოს ამ სტატუსის დასაცავად. მას ასევე შეუძლია კეთილი გამომეტყველება მიიღოს, თითქოს მთელი ქვეყნიერების თითოეული ადამიანის მიმართ თანაგრძნობა აქვს და ყველას ცხონება სურს — თვალთმაქცური გამომეტყველება. თუმცა როგორც კი თავის სტატუსს დაკარგავს, მთელი მისი კეთილგანწყობა ქრება, მაგრამ მას მაინც სურს, ჩაებღაუჭოს იმ მხარდაჭერას, პატივისცემასა და განსაკუთრებულ ყურადღებას, რომლითაც წარსულში სარგებლობდა და კვლავაც ისარგებლოს მათით. ის უბრალოდ უკიდურესად უსირცხვილოა! რომელ ჯგუფშიც არ უნდა იყოს ანტიქრისტე, ის არავის უწევს იოტისოდენა დახმარებას და არც ვინმეს მოძღვრავს, მაგრამ მაინც სურს, ყველა დანარჩენის მხარდაჭერითა და პატივისცემით სარგებლობდეს. ვინც არ უნდა აღიაროს თავის თავზე, რომ გახრწნილი ხასიათი აქვს, ანტიქრისტე ხმას არ ამოიღებს და არ იტყვის, რომ მასაც აქვს ასეთი ხასიათი და არც იმაზე ისაუბრებს, როგორი გახრწნილი ხასიათი გამოამჟღავნა წარსულში. ის არასოდეს აანალიზებს საკუთარ თავს, ხოლო როდესაც კუთხეში მოიმწყვდევენ, მხოლოდ ასეთ რამეს იტყვის: „დიახ, მე ეშმაკი ვარ, მე სატანა ვარ“ — და მეტი არაფერი. ის მხოლოდ რამდენიმე ასეთ მაღალფარდოვან, ფუჭ სიტყვას ამბობს. თუ ჰკითხავ: „კონკრეტულად რა გამოვლინებები და ნიშნები გაქვს იმისა, რომ ეშმაკი და სატანა ხარ? რა სახის მოტივები და განზრახვები გაქვს, როდესაც მოქმედებ?“ — მაშინ საერთოდ არაფერს იტყვის. განა ის სატანა არ არის? მას შემდეგ, რაც დიდი წითელი დრაკონი ხელისუფლებაში მოვიდა, მან აურაცხელი ბოროტება ჩაიდინა და თავისი მმართველობის მთელი პერიოდის განმავლობაში გამუდმებით აღიარებდა და ასწორებდა თავის შეცდომებს, ამავდროულად კი საკუთარი ხალხის მიმართ სასტიკ მოპყრობას სულ უფრო ამძაფრებდა. როდესაც ხედავ, რომ ის თავის შეცდომებს აღიარებს, შეიძლება იფიქრო, რომ მოინანიებს და ახალი ფურცლიდან დაიწყებს, რომ მას საკუთარი შეცდომების აღიარების დამოკიდებულება აქვს და, სავარაუდოდ, ასეთ შეცდომებს აღარ დაუშვებს. მაგრამ თუ ვიმსჯელებთ იმით, რაც შემდეგ ხდება და როგორ ვითარდება მოვლენები, დიდი წითელი დრაკონი თავის შეცდომებს მხოლოდ საკუთარი იმიჯისა და სტატუსის დასაცავად აღიარებს, რითაც გზას იკაფავს იმისთვის, რომ კვლავაც შეინარჩუნოს ძალაუფლება და კიდევ უფრო საშინელი საქმეები ჩაიდინოს, რომლებითაც საკუთარ ხალხს სასტიკად მოექცევა. ანტიქრისტეებიც ასეთივენი არიან — მათ ისეთივე ბუნება-არსება აქვთ, როგორიც ეშმაკებს, სატანასა და დიდ წითელ დრაკონს. მათ კარგად გამოსდით საკუთარი თავის შენიღბვა და ჩვეული სიცრუე ახასიათებთ; მათ სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ, ჭეშმარიტებისა და დადებითი რამეების მიმართ ზიზღით არიან განწყობილნი და ჭეშმარიტებას ოდნავადაც არ იღებენ. გარდა ამისა, ისინი მხოლოდ სასიამოვნოდ მოსასმენ სიტყვებს ამბობენ და უბრალოდ ყველანაირ ცუდ საქმეს სჩადიან. ძმებისა და დების თანდასწრებით ანტიქრისტეები ხშირად სწორ სიტყვებს ამბობენ და ისეთ რამეებს აკეთებენ, რომლებიც გარეგნულად სწორად გამოიყურება, მაგრამ როდესაც მათ სთხოვენ, მკაცრად იმოქმედონ ღვთის სიტყვებისა და ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად და განახორციელონ ღვთის სახლის საქმის მოწყობები, ისინი ამგვარს არაფერს გააკეთებენ და ამის ნაცვლად უკვალოდ გაქრებიან. თუ მათ ზედამხედველობისა და შეგულიანების გარეშე დატოვებ, ისინი წინდაუხედავად ჩაიდენენ აუგ საქმეებს და საკუთარ კერძო სამეფოს დააარსებენ. ძალაუფლების შენარჩუნების მიზნის მისაღწევად ისინი ნებისმიერ გაჭირვებას აიტანენ და ნებისმიერ საფასურს გადაიხდიან. აქედან შეგვიძლია დავინახოთ, რომ ანტიქრისტეებს კიდევ ერთი სახის ბუნება-არსება აქვთ, კერძოდ, ისინი ეგოისტები და საძაგლები არიან. გარდა იმისა, რომ საკუთარი თავისთვის რაიმეს კეთებისას მცირე საფასურს იხდიან, თუ მათ სთხოვენ, რაიმე გააკეთონ ან თქვან ძმებისა და დებისთვის, ღვთის სახლისთვის, სანაცვლოდ რამის მიღების გარეშე, იქნებიან ისინი ასეთი გულკეთილები? იკისრებენ ისინი ამ ტვირთს? (არა). ამიტომ, როდესაც საქმე ეხება იმას, რისი განხორციელებაც ზემდგომმა დაავალეს, ამ საქმის შემოწმების დროისთვის მათ არცერთი ეს საქმე არ ექნებათ განხორციელებული. რატომ? იმიტომ, რომ ამის გაკეთება მათგან დაღლასა და ტანჯვას მოითხოვდა; მათ საფასურის გადახდა მოუწევდათ და, სავარაუდოდ, ამით დიდ სარგებელს ვერ მიიღებდნენ. ამიტომ ისინი ამას უბრალოდ არ გააკეთებენ. თუ ადამიანების უმრავლესობა ამით მოგებას მიიღებდა, თუ ადამიანების უმეტესობა სარგებელს მიიღებდა, იქნებოდა ანტიქრისტე მზად, ამისთვის საფასური გადაეხადა? არ იქნებოდა. ეს რომ ისეთი რამ ყოფილიყო, რის გამოც ადამიანების უმეტესობა მას დააფასებდა და დაიმახსოვრებდა, თაყვანს სცემდა და ქება-დიდებას შეასხამდა, და თუ მის მიერ გაკეთებული ეს კარგი საქმე თაობებს ემახსოვრებოდათ, როგორ მოიქცეოდა ის? ის მაშინვე მოქმედებას შეუდგებოდა და ამას ნებისმიერზე მეტი ხალისით გააკეთებდა. ეს უსირცხვილობაა, ხომ ასეა? სატანა, ეშმაკი, მართლაც უსირცხვილოა. მან აურაცხელი ბოროტება ჩაიდინა, მაგრამ მაინც სურს, რომ ყველა მისი ღრმად მადლიერი იყოს, ადამიანები მას ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ და განადიდებდნენ. ის ადამიანებს ასე სასტიკად ექცევა, მაგრამ მაინც სურს, რომ ისინი აქებდნენ. ანტიქრისტეებიც ასეთივენი არიან. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ქადაგება აქვს მოსმენილი ანტიქრისტეს ან რამდენი მოძღვრება ესმის, თუ მოსთხოვ, რომ რაიმე საქმე ან მოვალეობა ზედაპირულად არ შეასრულოს, ამას ვერ შეძლებს. თუ მოსთხოვ, რომ თავი შეიკავოს საკუთარი კერძო სამეფოს დაარსებისგან ან აუგი საქმეების წინდაუხედავად ჩადენისგან, ამას ვერ შეძლებს. თუ მოსთხოვ, რომ თავი შეიკავოს სტატუსის სიკეთეებით სარგებლობისგან, კომფორტისკენ ხარბად სწრაფვისგან, სტატუსითა და განსაკუთრებული პრივილეგიებით ტკბობისგან, ამას ვერ შეძლებს. თუ მოსთხოვ, არ დატანჯოს სხვები ან არ იცრუოს, ამას ვერ შეძლებს. თუ მოსთხოვ, არ გაფლანგოს შესაწირები და დაიცვას ღვთის სახლის ინტერესები, ამას ვერ შეძლებს. თუ მოსთხოვ, არ დაამოწმოს საკუთარი თავი, ამას ვერასოდეს შეძლებს; თუ მოსთხოვ, მცირე საფასური გადაიხადოს ღვთის რჩეული ხალხისთვის სანაცვლოდ რამის მიღების გარეშე, ან სხვებისგან შეუმჩნევლად შეასრულოს მცირე საქმე, ამას ვერ შეძლებს. რისი გაკეთება შეუძლიათ მათ? მათ შეუძლიათ წინდაუხედავად ჩაიდინონ აუგი საქმეები, დააარსონ საკუთარი კერძო სამეფო, დაამოწმონ საკუთარი თავი, გაფლანგონ შესაწირავები, ეკლესიის ხარჯზე იცხოვრონ, დაჩაგრონ სხვები, გაჰყვიროდნენ ლოზუნგებს, აფრქვიონ მოძღვრებები, გაავრცელონ მწვალებლობები და მცდარი შეხედულებები ადამიანების შეცდომაში შესაყვანად და ასე შემდეგ — ყოველივე ამას ისინი ძალისხმევის გარეშე აკეთებენ. არის თქვენს გარემოცვაში ვინმე ასეთი? იმ მომენტში, როდესაც ძალაუფლებას ფლობენ, როგორც კი სულ მცირე ძალაუფლებას მოიპოვებენ, მაშინვე სურთ, ღვთის სახლის ფინანსურ რესურსებზე კონტროლი ჩაიგდონ ხელში; სურთ, ყველაფერი, რასაც ყიდულობენ, მაღალი ხარისხის, ძვირადღირებული და ბრენდული იყოს და ამის შესახებ არავის ეთათბირებიან და არც სხვა ვინმეს ნათქვამს უსმენენ. როგორც კი მცირე ძალაუფლებას მისცემენ, ისინი ამით ტკბებიან. როდესაც მცირე ძალაუფლებას მისცემენ, მათ სურთ, შექმნან დაჯგუფებები და ყველაფერი თავის ჭკუაზე აკეთონ და უარს ამბობენ ზემდგომისა თუ ნებისმიერი სხვა ადამიანის მოსმენაზე. როდესაც მცირე ძალაუფლებას მისცემენ, მათ ეჩვენებათ, რომ ღმერთად იქცნენ და სურთ, დაამოწმონ საკუთარი თავი, რათა სხვებმა მხარი დაუჭირონ მათ; სურთ, შექმნან ფრაქცია, ჩამოაყალიბონ საკუთარი ბანდა. როდესაც მცირე ძალაუფლებას მისცემენ, მათ სურთ, ძმები და დები მტკიცედ მოაქციონ მარწუხებში და აკონტროლონ. თუ ღვთის სახლის საქმე მოითხოვს, რომ ვინმე მათგან სხვაგან გადაიყვანონ, ამის გაკეთება საკმაოდ რთული იქნება. ეს მათ უნდა მოიწონონ და ვიღაცამ ეს საკითხი მათთან უნდა განიხილოს, ხოლო ამ ადამიანის ისეთ დამოკიდებულებას, რომელიც არ მოეწონებათ, არ მიიღებენ. მათ სურთ, მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ ძალაუფლება და გავლენა აქვთ და ყველამ მათ მიმართ პატივისცემა და მოწიწება უნდა გამოიჩინოს. ეს საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია. ანტიქრისტე არასოდეს აღიარებს, რომ გახრწნილი ხასიათი აქვს. თავად დააკვირდით — ნახეთ, შეუძლიათ თუ არა მათ, რომლებიც არ აღიარებენ, რომ გახრწნილი ხასიათი აქვთ, მოინანიონ მას შემდეგ, რაც რაიმე არასწორს ჩაიდენენ და გახრწნილ ხასიათს გაამჟღავნებენ; რა მიმართულებით ვითარდებიან და საბოლოოდ რა გზას ადგებიან; როგორ იქცევიან თავიანთი მოვალეობის შესრულებისას და სხვებთან ურთიერთობისას; როგორ მოქმედებენ სტატუსთან მიმართებით და როგორია მათი მოქმედების ხერხები და მეთოდები. შეძლებთ ამის გარჩევას? თუ ამ საკითხებზე დასკვნების გამოტანას შეძლებთ, მაშინ გარკვეული გარჩევის უნარი გაქვთ.
გ. უარს ამბობენ იმის აღიარებაზე, რომ ღვთის სიტყვები არის ჭეშმარიტება და კრიტერიუმი, რომლითაც ყველაფერი იზომება
არსებობს მესამე მიზეზიც, რის გამოც ანტიქრისტეები არ იღებენ გასხვლას და რაიმე შეცდომის დაშვებისას არ გააჩნიათ სინანულის განწყობა, კერძოდ, ისინი უარს ამბობენ იმის აღიარებაზე, რომ ღვთის სიტყვები არის ჭეშმარიტება და კრიტერიუმი, რომლითაც ყველაფერი იზომება. წინა ორ მიზეზზე შედარებით დეტალურად მქონდა თანაზიარება; ეს მიზეზი თავისი პირდაპირი მნიშვნელობით ოდნავ განსხვავდება პირველი ორისგან, მაგრამ თავისი არსით ორივე უკავშირდება იმას, რომ ანტიქრისტეები უარს ამბობენ იმის აღიარებაზე, რომ ღვთის სიტყვები არის ჭეშმარიტება, ამიტომ შეგვიძლია, ამ საკითხზე მოკლე და ლაკონიური თანაზიარება გვქონდეს. როდესაც ანტიქრისტეს გასხლავენ და შენ მასთან გექნება თანაზიარება ჭეშმარიტებაზე, ჭეშმარიტება-პრინციპებსა და რაღაცების კეთების პრინციპებზე, შეძლებს ის ამის მოსმენის შემდეგ ყოველივე ამის მიღებას? (არა). როცა არ უნდა მოისმინოს ანტიქრისტემ ჭეშმარიტება, მის მიმართ ყოველთვის ერთნაირი დამოკიდებულება ექნება — დაგმობა და წინააღმდეგობა. რა არის ჭეშმარიტება-პრინციპები? ეს არის სტანდარტი იმის გასაზომად, თუ როგორ უნდა გაკეთდეს რაიმე. თუ რაიმე მთლიანად ღვთის სიტყვების ჭეშმარიტების შესაბამისად გაკეთდა, მაშინ ადამიანის მოქმედება პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. ეს არის რაღაცების კეთება პრინციპების შესაბამისად. თუ შენი თანაზიარება ჭეშმარიტება-პრინციპებს შეესაბამება, ანტიქრისტე მას არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს; რაც უფრო დადებითი, პრაქტიკული, სამართლიანი, სწორი და ფაქტებზე დაფუძნებული იქნება შენი თანაზიარება, მით უფრო მიუღებელი იქნება ის ანტიქრისტესთვის. ისინი პასუხად დამახინჯებულ არგუმენტებს მოიყვანენ და უარს იტყვიან ჭეშმარიტებისა თუ ფაქტების მიღებაზე. თუ მათ ესაუბრები იმაზე, როგორ უნდა მოიქცნენ, რათა ამ საკითხში თავიანთი პასუხისმგებლობები შეასრულონ, ისინი მოგიყვებიან, რამდენი იტანჯეს და რა საფასური გადაიხადეს; თუ მათ ესაუბრები იმაზე, როგორ უნდა იმოქმედონ ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად, ისინი მოგიყვებიან, რამდენი გზა გაიარეს, რამდენი იტანჯეს და რამდენი ილაპარაკეს. თუ მათ ესაუბრები იმაზე, როგორ უნდა იყვნენ პატიოსნები, როგორ უნდა იმოქმედონ და შეასრულონ მოვალეობა პატიოსანი და გულწრფელი გულით, ეს მათ არ დააინტერესებთ და ყურადღებას არ მოგაქცევენ. მოქმედებისას ისინი მხოლოდ ტაქტიკაზე, სქემებსა და ხრიკებზე გაამახვილებენ ყურადღებას. მთლიანობაში, ანტიქრისტეს მოქმედებისთვის უნიკალური პრინციპების საკუთარი ნაკრები აქვს და რაც არ უნდა არასწორი, მდაბალი, სასაცილო და აბსურდული იყოს ისინი სხვებისა თუ ღვთის თვალში, ანტიქრისტე არასოდეს დაიღლება ამ მეთოდებისა და პრინციპების დაცვით. ის არ მიიღებს ღვთის სიტყვებს ჭეშმარიტება-პრინციპებად და არც საკუთარ პრინციპებზე იტყვის უარს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, გასხლავ თუ არა მას, ამხელ თუ გაათავისუფლებ, მისი კრიტერიუმები, თვალსაზრისები და შეხედულებები, რომლებითაც ყველაფერს ზომავს, არასოდეს შეიცვლება. ამ კრიტერიუმებიდან ზოგი ადამიანურ მეცნიერებას ეფუძნება, ზოგი — ცოდნას, ზოგი — ტრადიციულ კულტურას, ზოგი კი — ამქვეყნიურ ბოროტ ტენდენციებს, მაგრამ რაც არ უნდა არასწორი იყოს ეს ყველაფერი, ანტიქრისტე მათ ვერ შეელევა. ის მიიღებს ნებისმიერ ბოროტ ტენდენციას და ნებისმიერ გამონათქვამსა თუ თვალსაზრისს, რომელიც საზოგადოებაში პოპულარულია, მაგრამ ღვთის სიტყვები ან ჭეშმარიტება არასოდეს არის მისი კრიტერიუმი ყოველივესა და ყველა მოვლენის გასაზომად, ყველაფრის გასაზომად. მაშინ, როდესაც ღმერთს მიჰყვებიან და ღვთის სახლის ხარჯზე მუქთად ცხოვრობენ, ისინი ჭეშმარიტებას უარყოფენ და გმობენ. ჭეშმარიტების უარყოფასა და დაგმობასთან ერთად, ისინი პატივს სცემენ და მოწიწებით შეჰყურებენ ყოველგვარ ამქვეყნიურ მწვალებლობებსა და მცდარ შეხედულებებს. ერთადერთი, რისი მიღებაც მათ არ შეუძლიათ, ღვთის სიტყვები და ჭეშმარიტებაა. ანტიქრისტეების ამ ბუნება-არსებით თუ ვიმსჯელებთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ესწრებიან შეკრებებს, კითხულობენ ღვთის სიტყვებს და რწმენის ფარგლებში თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, ერთი რამ ცხადია — მათი ხასიათი არასოდეს შეიცვლება და არც მათი შეხედულებები შეიცვლება, რომლებიც ამქვეყნიურია და ბოროტი ტენდენციებისგან მომდინარეობს. თუ ანტიქრისტეს სთხოვ, ისაუბროს სიცოცხლეში შესვლაზე ან ხასიათის ცვლილებაზე, გაგიკვირდება, რატომ ჟღერს მისი სიტყვები ასე უცნაურად, ამაზრზენად და უხერხულად. მისი სიტყვები გარეშე პირის სიტყვებივით ჟღერს, ხოლო თავად უბრალოდ დაბნეული ადამიანია, რომელსაც სულიერი გაგება არ გააჩნია, მაგრამ თავს ისე აჩვენებს, თითქოს სულიერი იყოს და სიცოცხლეს ფლობდეს. ეს მართლაც უკიდურესად საზიზღარია! შეუძლია ვინმეს, ვისაც არასოდეს უღიარებია ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებად და არასოდეს მიუღია ღვთის სიტყვები საკუთარ სიცოცხლედ, სიცოცხლეს ფლობდეს? ეს ხუმრობაა, არა? მიმოიხედეთ გარშემო და შეამოწმეთ, არის თუ არა ვინმე, ვინც გამუდმებით ამბობს: „ამა და ამ ცნობილმა ადამიანმა ეს თქვა; ამა და ამ წიგნში ეს წერია; ამა და ამ სატელევიზიო დრამაში ეს ითქვა; ამა და ამ შედევრში ეს წერია“ ან „ჩვენი ტრადიციული კულტურა ასეთია; იქ, საიდანაც მე ვარ, ასე ამბობენ; ჩვენს ოჯახში ასეთი წესი გვაქვს“ და ასე შემდეგ და ამდაგვარად. ნახეთ, ვის აქვს ყოველთვის მთელი დასტა ასეთი რამ სათქმელი, ვინ რჩება გულგრილი ღვთის სიტყვებისადმი მათი მოსმენის შემდეგ და ვინ ამბობს მხოლოდ დაბნეულ სიტყვებს, აბსურდულ სიტყვებს და სულიერ გაგებას მოკლებულ სიტყვებს, როდესაც ღვთის სიტყვებზე საკუთარი გაგების შესახებ თანაზიარებას ახერხებს, და ვინ ცდილობს, ძალდატანებით შეაკოწიწოს გარკვეული გაგება და თავი სულიერ ადამიანად მოაჩვენოს, მიუხედავად იმისა, რომ ღვთის სიტყვებს ვერ სწვდება და არ ესმის ისინი. ეს სრულიად გულისამრევია! ამ ადამიანებს მრავალი წელია ღმერთი სწამთ, მრავალი წელია ქადაგებებს ისმენენ და შეკრებებს ესწრებიან, მაგრამ, რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, მათ ჯერ კიდევ არ იციან, რომ გახრწნილი ხასიათი აქვთ, და არც ის აღმოუჩენიათ, რომ არასწორი თვალსაზრისები აქვთ ან რომ მათი მცდარი შეხედულებები სრულიად საპირისპიროა ღვთის სიტყვებისა და მათთან წინააღმდეგობაში მოდის. რა არის ამის მიზეზი? ეს არის მესამე მიზეზი, რის გამოც ანტიქრისტეები არ იღებენ გასხვლას და რაიმე შეცდომის დაშვებისას სინანულის განწყობა არ გააჩნიათ: ისინი უარს ამბობენ იმის აღიარებაზე, რომ ღვთის სიტყვები არის ჭეშმარიტება და კრიტერიუმი, რომლითაც ყველაფერი იზომება. სწორედ ეს არის პრობლემის ძირი.
რატომ არ იღებენ ანტიქრისტეები გასხვლას? რატომ არ ინანიებენ ისინი, როდესაც რაიმეს აწყდებიან, არამედ ამის ნაცვლად სხვადასხვა წარმოდგენას ავრცელებენ და ღმერთსაც კი განიკითხავენ? მიზეზები სრულიად ნათელია: პირველი — ანტიქრისტეები არასოდეს აღიარებენ, რომ შეიძლება შეცდომა დაუშვან; მეორე — ისინი არასოდეს აღიარებენ, რომ გახრწნილი ხასიათი აქვთ; მესამე — ისინი უარს ამბობენ იმის აღიარებაზე, რომ ღვთის სიტყვები არის ჭეშმარიტება და კრიტერიუმი, რომლითაც ყველაფერი იზომება. რაც შეეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც არ იღებს გასხვლას, ყველა იმ ადამიანს, ვინც შეცდომების დაშვებისას აშკარად ამჟღავნებს გახრწნილ ხასიათს, ყველა იმას, ვინც ხშირად ზიანს აყენებს ღვთის რჩეულ ხალხს, ვინც აფერხებს ღვთის რჩეული ხალხის უთვალავი წარმომადგენლის სიცოცხლეში შესვლას და ზარალს აყენებს ღვთის სახლის საქმეს, თუ ეს ადამიანები გასხვლისას არ განიცდიან სინანულს და არ გააჩნიათ სინანულის განწყობა, მაშინ ერთი რამ ცხადია, კერძოდ, მათ ანტიქრისტეების სამივე ეს გამოვლინება ახასიათებთ. სწორია? (სწორია). საერთო ჯამში, არსებობს სამი მიზეზი, რის გამოც ანტიქრისტეები უარს ამბობენ გასხვლის მიღებაზე. კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ისინი. (პირველი — ანტიქრისტეები არასოდეს აღიარებენ, რომ შეიძლება შეცდომა დაუშვან; მეორე — ისინი არასოდეს აღიარებენ, რომ გახრწნილი ხასიათი აქვთ; მესამე — ისინი უარს ამბობენ იმის აღიარებაზე, რომ ღვთის სიტყვები არის ჭეშმარიტება და კრიტერიუმი, რომლითაც ყველაფერი იზომება.) სულ სამი მიზეზია. პირველ ორ მიზეზზე საკმაოდ დეტალური თანაზიარება გვქონდა. ბოლო მიზეზი ოდნავ განსხვავდება, მაგრამ თავისი არსით პირველი ორი მიზეზიც უკავშირდება იმას, რომ ანტიქრისტეები უარს ამბობენ იმის აღიარებაზე, რომ ღვთის სიტყვები არის ჭეშმარიტება, ამიტომ ამ მიზეზზე უფრო დეტალური თანაზიარება აღარ გვექნება. კეთილი, ამით დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი თანაზიარება. ნახვამდის! (ნახვამდის, ღმერთო!)
2020 წლის 19 სექტემბერი