პუნქტი მეათე: ისინი აბუჩად იგდებენ ჭეშმარიტებას, ურცხვად ფეხქვეშ თელავენ პრინციპებს და უგულებელყოფენ ღვთის სახლის განაწესებს (ნაწილი მეოთხე)

II. ღვთის განკაცებული ხორცის აბუჩად აგდება

წინა თანაზიარებისას ჩვენ გვქონდა თანაზიარება ანტიქრისტეების მეათე გამოვლინების მეორე ქვეთემაზე — ღვთის განკაცებული ხორცის აბუჩად აგდებაზე. სად შევჩერდით ჩვენს თანაზიარებაში? (როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები ქრისტეს საკუთარი გუნება-განწყობის მიხედვით). ჩვენ მივედით პუნქტამდე: „როგორ ეპყრობიან ქრისტეს საკუთარი გუნება-განწყობის მიხედვით“. მოდით, ჯერ გავიხსენოთ, თუ რა ასპექტებზე გვქონდა თანაზიარება. რამდენი სიტუაცია გაანალიზდა „გუნება-განწყობის მიხედვით“ საკითხთან დაკავშირებით? (იყო ხუთი სიტუაცია: მათი ქცევა გასხვლის ჟამს, მათი ქცევა ქრისტეს მიმართ, როდესაც მას სდევნიდნენ, მათი ქცევა, როდესაც განკაცებული ღვთის მიმართ წარმოდგენები უჩნდებათ, მათი ქცევა დაწინაურების ან თანამდებობიდან გათავისუფლების დროს და მათი ქცევა სხვადასხვა გარემოში აღმოჩენისას). მეტ-ნაკლებად ასეა. როდესაც უსმენთ ამ ასპექტების შინაარსს, მხოლოდ მასში განხილული შემთხვევების შესახებ ისმენთ, თუ მათ საკუთარ თავს უსაბამებთ და ამ შემთხვევების მეშვეობით იძენთ და იგებთ ჭეშმარიტებას? რა პერსპექტივიდან უსმენთ? (როდესაც ღმერთი ამხელს და აანალიზებს ამ მდგომარეობებსა და გამოვლინებებს, შემიძლია ისინი საკუთარ თავს შევუსაბამო. ზოგჯერ ჩემი ქცევა შესაძლოა სრულად არ ემთხვეოდეს ანტიქრისტეების გამოვლინებებს, მაგრამ გამოვლენილი ხასიათი და ბუნება-არსება იგივეა). მხილებული მდგომარეობები, გამოვლინებები და არსი სხვადასხვა ხარისხით არსებობს თითოეულ ადამიანში. როდესაც ადამიანები პირველად ირწმუნებენ ღმერთს, მათთვის რთულია საკუთარ თავში ამ გახრწნილი ხასიათების გამოვლინებების შემჩნევა, მაგრამ, როდესაც ღვთისადმი მათი რწმენის გამოცდილება თანდათან ღრმავდება, ისინი თავისდა უნებურად აცნობიერებენ გარკვეულ ხასიათებსა და ქცევებს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, გეხება თუ არა ამჟამად ის კონკრეტული გამოვლინებები, რომლებსაც განხილულ შინაარსში ვეხებით, ან წარსულში გქონია თუ არა მსგავსი ქცევები, ეს არ ნიშნავს, რომ ეს საკითხები არ გეხება; ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში არ ჩაიდენ მსგავს რამეებს, და არც იმას ნიშნავს, რომ არ გაგაჩნია მსგავსი ხასიათები და ქცევები. ჩვენ უკვე ერთ წელზე მეტია, რაც გვაქვს თანაზიარება და ვამხელთ ანტიქრისტეების სხვადასხვა გამოვლინებას. როდესაც ერთ წელზე მეტია ერთ თემაზე გვაქვს თანაზიარება და ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ჩვენი თანაზიარების შინაარსი კონკრეტული და საფუძვლიანი? (საფუძვლიანია). ის უკიდურესად კონკრეტული და საფუძვლიანია! მიუხედავად იმისა, რომ თანაზიარებამ ამ დონეს მიაღწია, მრავალი ადამიანი კვლავ ავლენს თავის თავდაპირველ ქცევებს და ოდნავადაც არ იცვლება. ანუ წარმოთქმული სიტყვები და მხილებული მდგომარეობები, ხასიათები და არსი მათ მცირედითაც კი არ ეხმარება. ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ არიან ისეთები, რომლებიც აგრძელებენ უგუნურ და უპრინციპო ქცევას, მოქმედებენ თვითნებურად და დიქტატორულად, და იქცევიან ჯიუტად და ჭირვეულად. ისინი რჩებიან ისეთებად, როგორებიც ადრე იყვნენ, ან სტატუსის მოპოვების შემდეგ კიდევ უფრო აღვირახსნილები ხდებიან და საკუთარ თავს კიდევ უფრო საფუძვლიანად ავლენენ. გარდა ამისა, ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც მოვალეობიდან თავისუფლდებიან და იდევნებიან — რა ხდება აქ? (ეს იმიტომ ხდება, რომ ამ ადამიანებს არასოდეს მიუღიათ ჭეშმარიტება; მათ ამდენი ქადაგება მოისმინეს, მაგრამ გულთან ახლოს არ მიუტანიათ). ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ეს ადამიანები არასოდეს იღებენ ჭეშმარიტებას; ისინი ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ და არ უყვართ სიკეთეები. მეორე მიზეზი ის არის, რომ მათ თანდაყოლილად გააჩნიათ ანტიქრისტეების არსი და არ შეუძლიათ ჭეშმარიტების ან დადებითი რამეების მიღება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კონკრეტულობით მქონდა თანაზიარება ანტიქრისტეების სხვადასხვა არსსა და გამოვლინებაზე და ვამხილე ისინი, ეს ანტიქრისტეები და ბოროტი ადამიანები კვლავ აღვირახსნილად და ყოველგვარი შიშის გარეშე მოქმედებენ და აკეთებენ იმას, რაც სურთ. განა ეს მათი არსით არ არის განპირობებული? ამ ადამიანებისთვის ნამდვილად შეუძლებელია საკუთარი ბუნების შეცვლა; რამდენი ქადაგებაც არ უნდა მოისმინონ, ეს მათზე მაინც არ მოქმედებს და ისინი კვლავ მოუნანიებელნი რჩებიან. თუ ვიმსჯელებთ მათი ყოველდღიური ცხოვრებით, მოვალეობების შესრულებისადმი მათი დამოკიდებულებითა და ამ მოვალეობათა შესრულების მანერით, ისინი საერთოდ არ იღებენ ჭეშმარიტებას და მათი ხასიათები ოდნავადაც არ შეცვლილა; ეს სიტყვები ყრუთათვის ქადაგებას ჰგავს — სრულიად არაეფექტურია. ეს სიტყვები არ მოქმედებს ანტიქრისტეებზე, მაგრამ იქონიეს თუ არა მათ გარკვეული შემაკავებელი გავლენა თქვენზე? შეასრულა თუ არა მათ გარკვეული ქცევების შეკავებისა და თქვენი სინდისისა და მორალის სტანდარტების ამაღლების როლი? (მეტ-ნაკლებად). თუ ამ სიტყვებს ვინმეზე ეს გავლენა არ მოუხდენია, განა შეიძლება მას ადამიანი ეწოდოს? არა, ის ეშმაკია. რა თქმა უნდა, ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ადამიანთა უმეტესობამ ანტიქრისტეების სხვადასხვა ხასიათი-არსის გარჩევის გარკვეული უნარი შეიძინა და გულის სიღრმეში განივითარა სიძულვილი ანტიქრისტეების ხასიათების მიმართ, ამავდროულად კი შეიძინა გარკვეული გაგება და ცოდნა საკუთარი გახრწნილი ხასიათი-არსის შესახებ. ეს კარგი ნიშანია, კარგი რამ არის. მაგრამ არიან თუ არა ადამიანები, რომლებიც რაც უფრო მეტს უსმენენ, მით უფრო ნეგატიურები ხდებიან? ამ სიტყვების მოსმენისას ისინი ფიქრობენ: „ყველაფერი დამთავრდა. ყოველ ჯერზე, როდესაც ანტიქრისტეების გამოვლინებები, მდგომარეობები და ხასიათები მჟღავნდება, ისინი სრულად ემთხვევა ჩემსას. არცერთხელ არ ყოფილა ისე, რომ ისინი მე არ მეხებოდეს. როდის შევძლებ სრულად დავაღწიო თავი ანტიქრისტეების ხასიათს? როდის შევძლებ ვაჩვენო ღვთის ხალხის, ღვთის საყვარელ ძეთა თუნდაც ზოგიერთი გამოვლინება?“ რაც უფრო მეტს უსმენენ, მით უფრო ნეგატიურები ხდებიან და მით უფრო გრძნობენ, რომ არ გააჩნიათ გზა, რომელსაც უნდა გაჰყვნენ. არის ეს რეაქცია ნორმალური? (არა). გრძნობთ თუ არა თავს ნეგატიურად? (არა). ყოველ ჯერზე, როდესაც ისმენთ, თუ როგორ ვამხელ ანტიქრისტეების ამ გამოვლინებებსა და მოვლენებს, გხვდებათ თუ არა ეს გულზე და გიქმნით თუ არა უხერხულობას? გრძნობთ თუ არა სირცხვილს? (გვტკივა, სირცხვილს ვგრძნობთ). მიუხედავად იმისა, თუ რა გრძნობები გაქვთ, ის ფაქტი, რომ ეს არ იწვევს ნეგატიურობას, კარგია; თქვენ მტკიცედ დადექით. თუმცა, მხოლოდ ნეგატიურობის არქონა არ არის საკმარისი; ეს ვერ აღწევს მიზანს, ეს არ არის საბოლოო მიზანი. უნდა მიაღწიოთ საკუთარი თავის შეცნობას ამ სიტყვების მეშვეობით. საქმე ეხება არა ქცევის ერთი ასპექტის გაგებას, არამედ საკუთარი ხასიათისა და არსის შეცნობას. ამ გაგებამ უნდა მოგცეთ საშუალება, იპოვოთ პრაქტიკის გზა ცხოვრებაში და მოვალეობის შესრულების პროცესში, იცოდეთ, თუ რომელი ქმედებები შეესაბამება ანტიქრისტეების ქცევას, რომელი ქმედებები ავლენს ანტიქრისტეს ხასიათს და რომელი ქმედებებია პრინციპული. თუ ამის მიღწევას შეძლებთ, მაშინ ეს სიტყვები ამაოდ არ მოგისმენიათ; მათ თქვენზე გავლენა მოახდინეს. შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ თანაზიარებას განკაცებული ღვთისადმი ანტიქრისტეების მოპყრობის მეოთხე გამოვლინებაზე — ისინი მხოლოდ უსმენენ იმას, რასაც ქრისტე ამბობს, მაგრამ არც ემორჩილებიან და არც ექვემდებარებიან.

დ. მხოლოდ ქრისტეს სიტყვების მოსმენა, მაგრამ არც მორჩილება და არც დაქვემდებარება

ანტიქრისტეები მხოლოდ უსმენენ იმას, რასაც ქრისტე ამბობს, მაგრამ არც უჯერებენ და არც ემორჩილებიან; მაშ, როგორ უსმენენ ისინი? ეს ფრაზა არსებითად აჯამებს იმ დამოკიდებულებას, რომლითაც ისინი უსმენენ: არ არსებობს არავითარი დამჯერობა, არავითარი ჭეშმარიტი მორჩილება; ისინი გულით არ იღებენ, არამედ მხოლოდ ყურებით უსმენენ, გულით კი არც უსმენენ და არც ითავისებენ. თუ პირდაპირი მნიშვნელობით შევხედავთ, ანტიქრისტეების ქცევა და ხასიათი ამ მხრივ შეიძლება ამ ძირითადი ელემენტებით შეჯამდეს. ანტიქრისტეების ხასიათი-არსის პერსპექტივიდან, ასეთი ადამიანები არც ემორჩილებიან და არც ქედს უხრიან არაფერს, რაც ღვთისგან მოდის, ან რასაც ღმერთი თუ ადამიანი კარგად და დადებითად მიიჩნევს, და არაფერს, რაც ბუნებრივ კანონებს შეესაბამება; ნაცვლად ამისა, ისინი ზემოდან უყურებენ ასეთ საგნებს და საკუთარი თვალთახედვა და შეხედულებები გააჩნიათ. შეესაბამება თუ არა მათი თვალთახედვა დადებითი რამის წესებსა და კანონებს? არა. მათი თვალთახედვა ორ ასპექტამდე დადის: ერთი არის სატანის კანონები, ხოლო მეორე შეესაბამება სატანის ინტერესებსა და სატანის ბუნება-არსებას. ამიტომ, ღვთის განკაცებულ ხორცთან მიმართებით, ანტიქრისტეების თვალთახედვა და დამოკიდებულებები არსებითად ორ რამეზე დადის: ერთი არის სატანის ლოგიკა და კანონები, ხოლო მეორე — სატანის ხასიათი-არსი. ქრისტე არის ღვთის სიტყვის გამხმოვანებელი, როდესაც იგი დედამიწაზე საქმის ერთ ეტაპს ასრულებს, იგი არის ღვთის გამოხატულება და განკაცება, როდესაც იგი დედამიწაზე საქმის ერთ ეტაპს ასრულებს. ასეთი როლის მიმართ, ანტიქრისტეებს, გარდა ცნობისმოყვარეობისა, დაკვირვების სიყვარულისა და მისდამი ისეთი მოპყრობისა, როგორც მოექცეოდნენ სტატუსის მქონე ადამიანს, რათა ეპირფერონ და ელაქუცონ, გულში არ გააჩნიათ ჭეშმარიტი რწმენა და არც მას მიჰყვებიან, მით უმეტეს, არ გააჩნიათ ნამდვილი სიყვარული და მორჩილება. რაც შეეხება ქრისტეს, პიროვნებას, რომელიც გახრწნილი კაცობრიობის თვალში უმნიშვნელოდ ჩანს, მისი გარეგნობა ჩვეულებრივი და ნორმალურია; მისი საუბარი, ქცევა და თავდაჭერა, ისევე როგორც მისი ადამიანობის ყველა ასპექტი, ასევე ჩვეულებრივი და ნორმალურია. უფრო მეტიც, მისი შესრულებული საქმის ფორმა, მანერა და მეთოდი ყველას თვალში უკიდურესად ჩვეულებრივი, ნორმალური და პრაქტიკული ჩანს. ისინი არ არის ზებუნებრივი, არ არის უშინაარსო, არ არის ბუნდოვანი და არ არის მოწყვეტილი რეალურ ცხოვრებას. მოკლედ რომ ვთქვათ, გარედან ქრისტე არ ჩანს ამაღლებული. მისი საუბარი, ქმედებები და თავდაჭერა არ არის ღრმა ან აბსტრაქტული. ადამიანური თვალით დაკვირვებისას, არ ჩანს არავითარი საიდუმლო, არც რაიმე გაუგებარი; იგი უბრალოდ მეტისმეტად პრაქტიკული, მეტისმეტად ნორმალურია. სანამ განვიხილავთ განკაცებული ღვთის მიერ შესრულებული მთელი საქმის არსსა და ბუნებას, მოდით, დავფიქრდეთ ყველაფერზე, რაც ადამიანებისთვის გარეგნულად ხილულია განკაცებული ღვთის ამ როლის შესახებ: მისი საუბარი, ქცევა, თავდაჭერა, ყოველდღიური რუტინა, პიროვნული თვისებები, ინტერესები, განათლების დონე, საკითხები, რომლებიც მას აღელვებს და რომლებსაც განიხილავს, მისი მოპყრობისა და ადამიანებთან ურთიერთობის გზა, ისევე როგორც ის საკითხები, რომელთა შესახებაც იგი ცოდნას გადმოსცემს და ა.შ. ყოველივე ეს, ადამიანის თვალთახედვით, არ არის ზებუნებრივი, ამაღლებული ან უშინაარსო, არამედ განსაკუთრებით პრაქტიკულია. ყველა ეს ასპექტი არის გამოცდა ყველასთვის, ვინც ქრისტეს მიჰყვება; მაგრამ მათთვის, ვისაც ჭეშმარიტად სწამს ღმერთი, ვისაც აქვს სინდისი და გონიერება, მას შემდეგ, რაც გაიგებენ ზოგიერთ ჭეშმარიტებას, ისინი ქრისტეს ყველა ამ ნორმალურ და პრაქტიკულ გარეგნულ გამოვლინებას განკაცებული ღვთის კატეგორიას მიაკუთვნებენ, რათა გაიგონ, ჩასწვდნენ და დაემორჩილონ. თუმცა, მხოლოდ ანტიქრისტეები არ აკეთებენ ამას; მათ არ შეუძლიათ ამის გაკეთება. გულის სიღრმეში, ქრისტესნაირი უკიდურესად ჩვეულებრივი პიროვნება მათთვის ისე ჩანს, თითქოს რაღაც აკლია. ზუსტად რა აკლია? გულის სიღრმეში ანტიქრისტეები ხშირად გრძნობენ, რომ ასეთი ჩვეულებრივი ადამიანი არც ისე ჰგავს ღმერთს. ისინი ასევე ხშირად ითხოვენ, რომ ასეთი ჩვეულებრივი ადამიანი საუბრობდეს, მოქმედებდეს და იქცეოდეს ისე, როგორც, მათი აზრით, შეეფერება ჭეშმარიტ ღმერთს — მათ წარმოსახვაში არსებულ ქრისტეს. ამიტომ, თუ ანტიქრისტეების გულის სიღრმეში ჩავიხედავთ, მათ არ სურთ, მიიღონ ასეთი ჩვეულებრივი ადამიანი თავიანთ უფლად, თავიანთ ღმერთად. რაც უფრო ნორმალური, პრაქტიკული და ჩვეულებრივია ქრისტეს რომელიმე ასპექტი, მით უფრო მეტად იგდებენ მას აბუჩად, დასცინიან და მტრულადაც კი უყურებენ ანტიქრისტეები. ამგვარად, ქრისტეს ქცევის ნებისმიერ ასპექტთან დაკავშირებით, მისი სიტყვების ჩათვლით, ანტიქრისტეებს გულის სიღრმეში არ შეუძლიათ მათი მიღება და წინააღმდეგობასაც კი უწევენ მათ.

რას მოიცავს ქრისტეს საუბარი? ზოგჯერ ეს ეხება სამუშაო განკარგულებების გაცემას, ზოგჯერ ვინმეს ნაკლოვანებებზე მითითებას, ზოგჯერ გარკვეული ტიპის ადამიანის გახრწნილი არსის მხილებას, ზოგჯერ საკითხის არსისა და ყველა დეტალის გაანალიზებას მასთან დაკავშირებული პრობლემების გასარჩევად, ზოგჯერ საკითხის სისწორისა და სიმცდარის განსჯას, ზოგჯერ გარკვეული ტიპის ადამიანისთვის შედეგის განსაზღვრას, ზოგჯერ ზოგიერთი ადამიანის დაწინაურებას, ზოგჯერ ზოგიერთი ადამიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას, ზოგჯერ ზოგიერთი ადამიანის გასხვლას და ზოგჯერ ზოგიერთი ადამიანის ნუგეშისცემასა და შეგონებას. რა თქმა უნდა, გარდა იმ ჭეშმარიტებებისა, რომლებიც ადამიანების სიცოცხლე-განწყობას უკავშირდება და რომლებზეც ქრისტე თავისი საქმის განმავლობაში საუბრობს, იგი ასევე ხშირად ეხება ყოველგვარ საკითხს, ისევე როგორც ზოგიერთ თემას, რომელიც დაკავშირებულია ადამიანურ ცოდნასთან და სხვადასხვა პროფესიულ სფეროსთან. ქრისტე არის ნორმალური და პრაქტიკული ადამიანი; იგი ვაკუუმში არ ცხოვრობს. მას აქვს ფიქრები და თვალსაზრისები ადამიანის არსებობასა და ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე და იგი ამ საკითხებს პრინციპებით უდგება. თუ ეს პრინციპები ეხება ადამიანების გადარჩენის, ადამიანების სიცოცხლეში შესვლის, ღვთის თაყვანისცემის თემებს, შეიძლება ითქვას, რომ ისინი ყველა ჭეშმარიტებაა? (დიახ). ქრისტეს მიერ წარმოთქმული სიტყვები, რომლებიც ადამიანურ ცოდნას, ფილოსოფიასა და ზოგიერთ პროფესიულ საკითხს ეხება, არ შეიძლება პირდაპირ ჭეშმარიტებად იწოდოს, მაგრამ ისინი განსხვავდება თვალსაზრისით, დამოკიდებულებითა და პრინციპით იმისგან, რაც ადამიანებმა იციან ამ თემებზე. მაგალითად, ადამიანები შესაძლოა მოწიწებით განეწყონ რაიმე ცოდნის მიმართ და მისით იცხოვრონ, მაშინ როდესაც ქრისტეს შეუძლია გააანალიზოს და ამოიცნოს ყოველგვარი ცოდნა და სწორად მიუდგეს მას. ავიღოთ, მაგალითად, თქვენი კომპეტენცია გარკვეულ პროფესიაში და თქვენ მიერ მასთან დაკავშირებული ცოდნის დაუფლება. რისი მიღწევა შეგიძლიათ ამ ცოდნის გამოყენებით? როგორ იყენებთ ამ ცოდნას მოვალეობის შესრულების პროცესში? არის თუ არა აქ ჩართული რაიმე ჭეშმარიტება-პრინციპი? თუ არ გესმით ჭეშმარიტება, მაშინ არ არსებობს პრინციპები და მოვალეობის შესრულებისას მხოლოდ ცოდნას ეყრდნობით. მიუხედავად იმისა, რომ მე შესაძლოა არ ვიყო ამ პროფესიის ექსპერტი ან ღრმად ვერ ვერკვეოდე ამ დარგის ცოდნაში, მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა მქონდეს და ძირითადი საფუძვლები ვიცოდე, მე ვიცი, როგორ გამოვიყენო ეს ცოდნა ისე და იმ პრინციპებით, რომ ეფექტურად მოემსახუროს ღვთის საქმეს. ეს არის განსხვავება. ანტიქრისტეები, რადგან არ იღებენ ჭეშმარიტებას, ვერასოდეს დაინახავენ ამას და ვერასოდეს გაიგებენ, სინამდვილეში რა არის ქრისტეს არსი. „ქრისტე ფლობს ღვთის არსს“ — კონკრეტულად რაში გამოიხატება რეალურად და სად ვლინდება ეს ნათქვამი, როგორ უნდა მიუდგნენ მას ადამიანები და რა სარგებელსა და მონაპოვარს იღებენ მისგან? ანტიქრისტეები ვერასოდეს დაინახავენ ამ ასპექტს. რატომ არის ასე? არსებობს ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი: როგორც არ უნდა უყურებდნენ ანტიქრისტეები ღვთის განკაცებულ ხორცს, ისინი მხოლოდ ადამიანს ხედავენ. ისინი ადამიანური პერსპექტივიდან ზომავენ ყველაფერს, იყენებენ ადამიანურ ცოდნას, გამოცდილებას, ინტელექტს, ანგარებიან გათვლებსა და ეშმაკობას დასაკვირვებლად, მაგრამ როგორც არ უნდა უყურონ, ამ ადამიანში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ხედავენ და ვერც იმას ამჩნევენ, რომ იგი ღვთის არსს ფლობს. მითხარით, შეუძლიათ თუ არა მათ ამის დანახვა შეუიარაღებელი თვალით? (არა). და რა მოხდება, თუ ისინი მიკროსკოპს ან რენტგენს გამოიყენებენ? მაშინ ამის დანახვის კიდევ უფრო ნაკლები შანსი ექნებათ. ზოგიერთი ადამიანი კითხულობს: „თუ ამის დანახვა შეუიარაღებელი თვალით ან მიკროსკოპით შეუძლებელია, შეუძლიათ თუ არა ამის დანახვა მათ, ვისაც სულიერ სამყაროსთან აქვს კავშირი?“ (არა). მათ, ვისაც სულიერ სამყაროსთან აქვს კავშირი, შეუძლიათ დაინახონ ეს სამყარო და აღიქვან სულები, მაშ, რატომ არ შეუძლიათ მათ განკაცებული ღვთის ამოცნობა? როგორ ფიქრობთ, შეუძლია თუ არა სატანას ღვთის დანახვა სულიერ სამყაროში? (დიახ). ღმერთის მსგავსად სატანაც სულიერ სამყაროში არსებობს, მაგრამ აღიარებს თუ არა ის ღმერთს ღმერთად? (არა). მიჰყვება თუ არა ის ღმერთს ან სწამს თუ არა მისი? (არა). სატანას შეუძლია ყოველდღე დაინახოს ღმერთი, მაგრამ არც სწამს მისი და არც მიჰყვება მას. მაშასადამე, სულიერ სამყაროსთან კავშირის მქონეებს რომც შეეძლოთ ღვთის სულის დანახვა, აღიარებდნენ თუ არა ისინი ამ სულს ღმერთად? (არა). ხსნის თუ არა ეს განმარტება პრობლემის ძირეულ არსს? (დიახ). რა არის აქ ძირეული მიზეზი? (ისინი არ აღიარებენ ღმერთს და არ ეშინიათ მისი). გულის სიღრმეში ანტიქრისტეები არ აღიარებენ ღმერთს. მათი წინაპრები, მათივე ფესვები, არ აღიარებდნენ ღმერთს. მაშინაც კი, როდესაც ღმერთი მათ თვალწინაა, ისინი არც აღიარებენ და არც თაყვანს სცემენ მას. მაშ, როგორღა სცემენ ისინი თაყვანს განკაცებულ ღმერთს, რომელიც ასეთი ჩვეულებრივი და უმნიშვნელო ჩანს? ამას ნამდვილად ვერ შეძლებენ. ამიტომ, რა საშუალებასაც არ უნდა იყენებდნენ ანტიქრისტეები დასანახად, ეს ამაოა. იმ დროიდან, როცა ღმერთმა თავისი საქმე დაიწყო, დღემდე, ღმერთმა ამდენი სიტყვა წარმოთქვა და ასეთი დიადი საქმე აღასრულა. განა ეს არ არის უდიდესი ნიშანი და სასწაული ადამიანთა სამყაროში? ანტიქრისტეებს რომ შეძლებოდათ ამის აღიარება, დიდი ხნის წინ ირწმუნებდნენ; ისინი აქამდე არ დაიცდიდნენ. ხომ არ ფიქრობს ზოგიერთი ადამიანი: „ანტიქრისტეებს უბრალოდ არ უნახავთ საკმარისად ღვთის რეალური საქმეები, ამიტომაც ვერ დარწმუნდნენ; ღმერთს რომ ეჩვენებინა ზოგიერთი ნიშანი და სასწაული, დაენახვებინა მათთვის, თუ როგორია სინამდვილეში სულიერი სამყარო, და მათ რომ ეხილათ ღვთის ჭეშმარიტი ფორმა და ის, რომ მისი ყველა სიტყვა აღსრულდა, მაშინ ისინი აღიარებდნენ და გაჰყვებოდნენ ღმერთს“? ასეა ეს? სულიერ სამყაროში ღმერთთან ამდენი წლის განმავლობაში შედავების შემდეგ, ისე, რომ არ დარწმუნებულან, დაემორჩილებოდნენ თუ არა ანტიქრისტეები მოულოდნელად სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში? ეს შეუძლებელია; მათი ბუნება-არსება უცვლელია. განკაცებულმა ღმერთმა ამდენი საქმე აღასრულა და ამდენი სიტყვა წარმოთქვა, ყოველივე ამას მაინც არ შეუძლია მათი დაპყრობა და ვერც ღვთის ვინაობასა და არსს აღიარებენ. ეს მათი თანდაყოლილი ბუნებაა. რაზე მიუთითებს ეს ბუნება? ეს ნიშნავს, რომ ანტიქრისტეების მსგავსი ადამიანები სამუდამოდ შეებრძოლებიან ღმერთს, ჭეშმარიტებასა და დადებით რამეს, იბრძოლებენ ბოლომდე და არასოდეს შეჩერდებიან სიკვდილამდე. განა ისინი არ არიან განადგურების სამართლიანი სამიზნენი? რას ნიშნავს „არასოდეს შეჩერდებიან სიკვდილამდე“? ეს ნიშნავს, რომ მათ ურჩევნიათ დაიხოცონ, ვიდრე აღიარონ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებად, ურჩევნიათ დაიხოცონ, ვიდრე დაემორჩილონ ღმერთს. სწორედ ამის გამო იმსახურებენ ისინი სიკვდილს.

ანტიქრისტეები, როდესაც საქმე ეხება ქრისტეს, ამ ჩვეულებრივ ადამიანს, გულდასმით იკვლევენ არა მხოლოდ მის გარეგნულ მხარეს, არამედ შინაგანსაც. ამგვარად, როდესაც ქრისტე საუბრობს და მოქმედებს, ანტიქრისტეები სხვადასხვაგვარ ქცევას ავლენენ. მოდით, ვამხილოთ მათი ბუნება-არსება იმ სხვადასხვა გამოვლინების მეშვეობით, რომლებსაც ანტიქრისტეები ქრისტეს საუბრისა და ქმედებების საპასუხოდ ავლენენ. მაგალითად, როდესაც ქრისტეს ადამიანებთან საქმესა და ჭეშმარიტება-პრინციპებზე აქვს თანაზიარება, იგი ახსენებს ზოგიერთ კონკრეტულ პრაქტიკას. ეს ეხება იმას, თუ როგორ უნდა შეასრულონ და განახორციელონ ადამიანებმა კონკრეტულად დავალება მოვალეობის შესრულების პროცესში. ზოგადად რომ ვთქვათ, არცერთი დავალება არ შემოიფარგლება მხოლოდ თეორიის განხილვით, ლოზუნგების სროლით, ყველას გამხნევებითა და შემდეგ ფიცის დადებით, თითქოს ამით ყველაფერი მთავრდებოდეს; მოვალეობასთან დაკავშირებული თითოეული დავალება რთულია და გარკვეულ დეტალებს მოიცავს. მაგალითად: როგორ შეარჩიონ შესაფერისი ადამიანი; როგორ მიუდგნენ და მოეპყრონ სხვადასხვა ადამიანის განსხვავებულ მდგომარეობებს; როგორ მოაგვარონ პრინციპების მიხედვით სხვადასხვა პრობლემა, რომლებიც მოვალეობის შესრულების პროცესში წარმოიქმნება; როგორ მიაღწიონ ჰარმონიულ თანამშრომლობას ადამიანებს შორის თვითნებური და დიქტატორული მოქმედების, ან ჯიუტი და ჭირვეული ქცევის გარეშე; და ა.შ., რაც სხვადასხვა თემას მოიცავს. როდესაც ადამიანებს სჭირდებათ იმ კონკრეტული საქმის განხორციელება, რომელზეც ქრისტეს ჰქონდა თანაზიარება, და კონკრეტული პროექტების ხელმძღვანელობა, მათ შესაძლოა სირთულეები შეექმნათ. ლოზუნგების სროლა და მოძღვრებების ქადაგება ადვილია, მაგრამ რეალური განხორციელება არც ისე მარტივია. სულ მცირე, ადამიანებს სჭირდებათ ძალისხმევის გაღება, ფასის გადახდა და დროის დახარჯვა, რათა რეალურად წავიდნენ და შეასრულონ ეს დავალებები. ეს მოიცავს, ერთი მხრივ, შესაფერისი ადამიანების პოვნას, ხოლო მეორე მხრივ, შესაბამისი პროფესიის შესწავლას, სხვადასხვა პროფესიულ ასპექტთან დაკავშირებული საბაზისო ცოდნისა და თეორიების, საქმის კეთების კონკრეტული მეთოდებისა და მიდგომების გამოკვლევას. გარდა ამისა, ისინი შესაძლოა წააწყდნენ ზოგიერთ რთულ საკითხს. ზოგადად, ნორმალური ადამიანები, როდესაც ამ სირთულეების შესახებ ისმენენ, გარკვეულწილად ფრთხებიან და გარკვეულ ზეწოლას გრძნობენ, მაგრამ ისინი, ვინც ერთგულნი და მორჩილნი არიან ღვთის მიმართ, სირთულეების წინაშე აღმოჩენისას და ზეწოლის შეგრძნებისას, გულში ჩუმად ილოცებენ, სთხოვენ ღმერთს გზამკვლევობას, რწმენის განმტკიცებას, ნათლის მოფენასა და დახმარებას, და ასევე სთხოვენ, რომ დაიფაროს შეცდომების დაშვებისგან, რათა შეძლონ თავიანთი ერთგულების აღსრულება და მაქსიმალური ძალისხმევის გაღება სუფთა სინდისის მისაღწევად. თუმცა, ანტიქრისტეების მსგავსი ადამიანები ასეთები არ არიან. როდესაც ისინი ქრისტესგან ისმენენ საქმეში კონკრეტული განკარგულებების შესახებ, რომლებიც უნდა განახორციელონ და რომელთა შესრულებაც გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, ისინი შინაგანად წინააღმდეგობას გრძნობენ და არ სურთ მათი შესრულება. როგორ გამოიყურება ეს უხალისობა? ისინი ამბობენ: „რატომ არასდროს ხდება ჩემს თავს რაიმე კარგი? რატომ მავალებენ მუდამ რთულ საქმეებს და რატომ მიყენებენ მოთხოვნებს? უსაქმურად მიმიჩნევენ თუ მონად, რომელსაც უნდა უბრძანონ? ჩემი მანიპულირება ასე ადვილი არ არის! შენ ამას ასე ადვილად ამბობ, თავად რატომ არ სცდი ამის გაკეთებას!“ არის ეს მორჩილება? არის ეს მიმღებლობის დამოკიდებულება? რას აკეთებენ ისინი? (ეწინააღმდეგებიან, უპირისპირდებიან). როგორ ჩნდება ეს წინააღმდეგობა და დაპირისპირება? მაგალითად, თუ ეტყვიან: „წადი, იყიდე რამდენიმე კილოგრამი ხორცი და ყველასთვის მოამზადე მოშუშული ღორის ხორცი“, შეეწინააღმდეგებიან ისინი ამას? (არა). მაგრამ თუ ეტყვიან: „დღეს წადი და დაამუშავე ის მიწა, და დამუშავებისას, სანამ ჭამას შეძლებ, ჯერ ქვებისგან უნდა გაასუფთავო“, ისინი უხალისოდ განეწყობიან. როგორც კი საქმე ეხება ფიზიკურ გაჭირვებას, სირთულეს ან ზეწოლას, მათი უკმაყოფილება ზედაპირზე ამოდის და არ სურთ საქმის გაგრძელება; ისინი იწყებენ წინააღმდეგობის გაწევას და წუწუნს: „რატომ არ ხდება ჩემს თავს რაიმე კარგი? როდესაც მარტივი ან მსუბუქი დავალებების დრო მოდის, რატომ მივიწყებენ? რატომ მარჩევენ რთული, დამღლელი ან ბინძური საქმისთვის? იმიტომ ხომ არა, რომ გულუბრყვილო ვჩანვარ და ჩემი დაჩაგვრა ადვილია?“ სწორედ აქ იწყება შინაგანი წინააღმდეგობა. რატომ ეწინააღმდეგებიან ისინი ასე? რა „ბინძური და დამღლელი საქმე“? რა „სირთულეები“? განა ეს ყველაფერი მათი მოვალეობის ნაწილი არ არის? ვისაც დაევალება, მან უნდა შეასრულოს; აქ ასარჩევი რა არის? საქმე იმაშია, რომ განზრახ ურთულებენ საქმეს? (არა). მაგრამ მათ სჯერათ, რომ განზრახ ურთულებენ საქმეს, უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ, ამიტომ ისინი არ იღებენ ამ მოვალეობას ღვთისგან და არ სურთ მისი მიღება. რა ხდება აქ? ნუთუ მაშინ, როდესაც ისინი სირთულეებს აწყდებიან, უწევთ ფიზიკური გაჭირვების ატანა და აღარ შეუძლიათ კომფორტში ცხოვრება, იწყებენ წინააღმდეგობის გაწევას? არის ეს უპირობო, უდრტვინველი მორჩილება? ისინი უმცირესი სირთულისთანავე უხალისოდ განეწყობიან. ნებისმიერ რამეს, რისი გაკეთებაც არ სურთ, ნებისმიერ საქმეს, რომელსაც რთულად, არასასურველად, დამამცირებლად ან სხვების მიერ აბუჩად ასაგდებად მიიჩნევენ, ისინი სასტიკად ეწინააღმდეგებიან, აპროტესტებენ და უარს ამბობენ, რითაც მცირედ მორჩილებასაც კი არ ავლენენ. ანტიქრისტეების პირველი რეაქცია ქრისტეს სიტყვებზე, ბრძანებებსა თუ იმ პრინციპებზე, რომლებზეც მას თანაზიარება აქვს — როგორც კი ეს მათ სირთულეებს უქმნის ან მოითხოვს მათგან ტანჯვას ან ფასის გადახდას — არის წინააღმდეგობა და უარი, რადგან გულში ზიზღს გრძნობენ. თუმცა, როდესაც საქმე ეხება იმას, რისი გაკეთებაც სურთ ან რაც მათთვის სასარგებლოა, მათი დამოკიდებულება იგივე არ არის. ანტიქრისტეებს სურთ განცხრომაში ყოფნა და თავის გამოჩენა, მაგრამ არიან კი ისინი აღფრთოვანებულნი და სიხარულით მზად, მიიღონ ეს, როდესაც აწყდებიან ხორციელ ტანჯვას, ფასის გადახდის აუცილებლობას, ან თუნდაც სხვების განაწყენების რისკს? შეუძლიათ მათ მაშინ მიაღწიონ აბსოლუტურ მორჩილებას? ოდნავადაც არა; მათი დამოკიდებულება მთლიანად ურჩობა და სიჯიუტეა. როდესაც ანტიქრისტეების მსგავსი ადამიანები აწყდებიან იმას, რისი გაკეთებაც არ სურთ, რაც არ შეესაბამება მათ პრეფერენციებს, გემოვნებას ან პირად ინტერესებს, მათი დამოკიდებულება ქრისტეს სიტყვების მიმართ აბსოლუტური უარისა და წინააღმდეგობისა ხდება, მორჩილების ნატამალის გარეშე.

ზოგიერთი ადამიანი, ქრისტეს საუბრის მოსმენისას, იწყებს ფიქრს: „რატომ ამბობს ქრისტე ამას? როგორ შეეძლო მას ამ საკითხს ამ თვალსაზრისით მიდგომოდა? როგორ შეეძლო მას ასეთი აზრი ჰქონოდა, როგორ შეეძლო რაღაცის ასე განსაზღვრა? არის ესეც ჭეშმარიტება? არის ესეც ღვთის სიტყვები? მე ასე არ ვფიქრობ. ის, თუ როგორ საუბრობს ღმერთი ბიბლიაში, სხვანაირად არის ჩაწერილი, გარკვეული რაციონალურობით, ამ წვრილმან დეტალებსა და უმნიშვნელო საკითხებში ჩაღრმავების გარეშე. რატომ საუბრობს ქრისტე ასე? ეს ყოველთვის ეხება დეტალებს და დეტალების გაანალიზებას; ნუთუ მართლა შეუძლია ღმერთს ასე საუბარი?“ ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი ღვთის სიტყვებს კითხულობენ, მათ წარმოდგენები არ უჩნდებათ და, რასაც ფიქრობენ, არის: „ეს ღვთის სიტყვებია; მე მათ უნდა დავეყრდნო, რათა მოვიპოვო სიცოცხლე, ხსნა და კურთხევები“. თუმცა, როდესაც ისინი რეალურად ურთიერთობენ ქრისტესთან, იწყებენ აზრების ჩამოყალიბებას მის შეხედულებებზე, კომენტარებსა და დამოკიდებულებებზე ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, ისევე როგორც მის გზებზე გარკვეული ადამიანებისადმი მოპყრობისას, და ეს აზრები შეიძლება ადამიანურ წარმოდგენებად ჩაითვალოს. როდესაც ანტიქრისტეებს გულში წარმოდგენები უჩნდებათ, ილოცებენ ისინი ღვთის მიმართ, რათა გასხლას მათი წარმოდგენები? აბსოლუტურად არა. ისინი განუწყვეტლივ ზომავენ ქრისტეს სიტყვებს საკუთარი წარმოდგენებით, მორჩილი გულის ნატამალის გარეშე. ამგვარად, როდესაც მათ ქრისტეს მიმართ წარმოდგენები უჩნდებათ, ისინი შინაგანად წინააღმდეგობას გრძნობენ და თანდათანობით მტრულად განეწყობიან ქრისტეს მიმართ. როდესაც ასეთი მტრობა ჩნდება, აპირებენ კი ისინი კვლავ დამორჩილებას? გეგმავენ თუ არა ისინი კვლავ მიღებას? გულში ისინი იწყებენ წინააღმდეგობის გაწევას და ფიქრობენ: „ჰმ, ახლა კი დაგიჭირე სიტყვაზე. განა შენ ღმერთი არ უნდა იყო? განა შენი ყველა სიტყვა ჭეშმარიტება არ არის? თურმე საქმის კეთებისას შენც ლოგიკურ გათვლებს ეყრდნობი და საკითხებს იმის მიხედვით განსჯი, რასაც საკუთარი თვალით ხედავ. შენი ქმედებები არ შეესაბამება ღვთის არსს!“ ისინი შინაგანად ურჩობას გრძნობენ. როდესაც ეს ურჩობა ჩნდება, იგი გარეგნულად ვლინდება. მათ შესაძლოა თქვან: „რასაც შენ ამბობ, თითქოს სწორია, მაგრამ მე უნდა შევამოწმო ღვთის სიტყვები, რათა ვნახო, რას ამბობს ის ამის შესახებ. მე უნდა ვილოცო ღვთის მიმართ, რათა ვნახო, როგორ გამიკვალავს გზას ის. მე უნდა დაველოდო და ვეძიო, რათა ვნახო, როგორ წარმმართავს და ნათელს მომფენს ღმერთი. რაც შეეხება იმას, რაც შენ თქვი, ამას მხედველობაში აღარ მივიღებ და არ შეიძლება იყოს ჩემი ქმედებების საფუძველი“. რა გამოვლინებაა ეს? (ქრისტეს უარყოფა). ისინი უარყოფენ ქრისტეს, მაგრამ რატომ კითხულობენ მაინც „სიტყვის ხორცში გამოჩინებას“? (ღმერთო, ვფიქრობ, ისინი მხოლოდ ზეცაში მყოფ ბუნდოვან ღმერთს აღიარებენ და ხელაღებით უარყოფენ ქრისტეს დედამიწაზე). ანტიქრისტეები მუდმივად უშინაარსო სიტყვებსა და მოძღვრებებში ცხოვრობენ და პატივს სცემენ ამაღლებულ, უხილავ ღმერთს. ამიტომ, ისინი დიდად სცემენ პატივს და აფასებენ დაწერილ სიტყვებს, რომლებიც ქრისტეს ჩაწერილი გამონათქვამებია, თუმცა უაღრესად ჩვეულებრივ ქრისტეს არაფრად აგდებენ და მათ გულში მას საერთოდ არავითარი სტატუსი არ გააჩნია. განა ეს წინააღმდეგობრივი არ არის? როდესაც მათ ქრისტეს მიმართ წარმოდგენები უჩნდებათ, ისინი ამბობენ: „მე უნდა ვილოცო და ვეძიო, რათა ვნახო, რას ამბობს ღვთის სიტყვები“. ვინ არიან ისინი, ვინც მხოლოდ ღვთის სიტყვებს აღიარებს, მაგრამ არა ქრისტეს? (ანტიქრისტეები). რაც არ უნდა მნიშვნელოვანი ან ღრმა იყოს მათი წარმოდგენები ქრისტეს სიტყვების მიმართ, როგორც კი ეს სიტყვები დაიბეჭდება, მათი წარმოდგენები ქრება. როგორც კი სიტყვები ტექსტად იქცევა, ისინი მათ ღმერთად სცემენ თაყვანს. განა ეს არ არის იგივე შეცდომა, რომელიც ფარისევლებმა და რელიგიურ წრეებში მყოფმა ადამიანებმა დაუშვეს? როდესაც ადამიანს ჭეშმარიტება არ ესმის, ადვილად ჩნდება ასეთი გამოვლინებები და წარმოდგენები. მას შემდეგ, რაც ანტიქრისტეებს წარმოდგენები უჩნდებათ, მათ გულებს არ შეუძლიათ მორჩილება; არ არსებობს მორჩილება, მხოლოდ წინააღმდეგობაა.

რა ვითარებაში უჩნდებათ ჩვეულებრივ ადამიანებს წარმოდგენები, ან როგორი ადამიანები არიან მიდრეკილნი იმისკენ, რომ წარმოდგენები გაუჩნდეთ? ერთი კატეგორიაა ის ადამიანები, რომლებსაც არ ესმით ღვთის სიტყვები, მეორე კი ისინი, ვისაც არ გააჩნია სულიერი გაგება და არ იღებს ჭეშმარიტებას — სწორედ ისინი არიან მიდრეკილნი იმისკენ, რომ წარმოდგენები გაუჩნდეთ. როგორც კი წარმოდგენები ჩნდება, ისინი გულში წინააღმდეგობის გაწევას იწყებენ. მაგალითად, მე შესაძლოა ვუთხრა ადამიანებს, რომ რაღაც გარკვეული წესით გააკეთონ, იმდროინდელი ფონიდან, გარემოდან და ადამიანთა საჭიროებებიდან გამომდინარე. მოგვიანებით, დროის გასვლასთან და ვითარების შეცვლასთან ერთად, ამ საქმის კეთების გზა და მეთოდიც შესაძლოა შეიცვალოს. თუმცა, ეს ცვლილება ანტიქრისტეებს აძლევს შესაძლებლობას, გაუჩნდეთ წარმოდგენები: „შენ ადრე ასე თქვი, გამოაცხადე ეს ჭეშმარიტებად და უთხარი ხალხს, რომ ასე გამოეყენებინათ პრაქტიკაში. ჩვენ, როგორც იქნა, გავიგეთ ეს, შევძელით მისი პრაქტიკაში განხორციელება და დაცვა, ვფიქრობდით, რომ კურთხევის მიღების იმედი გაგვიჩნდა, და ახლა შენ გვეუბნები, რომ სხვანაირად გავაკეთოთ — რას ნიშნავს ეს? განა არ გვტანჯავ? განა ისე არ გვექცევი, თითქოს ადამიანები არ ვიყოთ? ბოლოს და ბოლოს, როგორ არის სწორი ამის გაკეთება?“ მეთოდის, მიდგომის ან ნათქვამის ნებისმიერმა ცვლილებამ შესაძლოა წყობიდან გამოიყვანოს ზოგიერთი ადამიანი — ეს სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებსაც საერთოდ არ ესმით ჭეშმარიტება და არ შეუძლიათ მისი წვდომა. ისინი ზომავენ ყველაფერს, რასაც ღმერთი აკეთებს, ძველი თვალსაზრისებით, ძველი თეორიებით, ადამიანური მორალისა და სინდისის გარკვეული სტანდარტებით, და გარკვეული ლოგიკური აზროვნებითა და ადამიანური ცოდნითაც კი. როდესაც ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება იმას, რაც ქრისტემ თქვა, ან როდესაც მათ შორის სხვაობა ჩნდება, მათ არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ ამას. როდესაც არ იციან, როგორ მოიქცნენ, ნორმალურმა ადამიანებმა უნდა შეძლონ, რომ ჯერ დამშვიდდნენ და მიიღონ ეს, შემდეგ კი თანდათანობით ეცადონ გაგებას. თუმცა, ანტიქრისტეები ასე არ იქცევიან. ისინი ჯერ წინააღმდეგობას უწევენ, შემდეგ კი ლოცულობენ გაურკვეველი ღმერთის წინაშე და თავს ისე აჩვენებენ, თითქოს ჭეშმარიტებას პრაქტიკაში იყენებენ და ღმერთი ძალიან უყვართ. რა არის მათი ლოცვის მიზანი? ეს არის საკმარისი მტკიცებულებების პოვნა ქრისტეს სიტყვების უარსაყოფად, იმის დასაგმობად და გასაკრიტიკებლად, რაც ქრისტემ თქვა, რათა მიაღწიონ სულის სიმშვიდეს. აი, ასე აგვარებენ ისინი თავიანთ წარმოდგენებს. შეუძლია ამას მათი წარმოდგენების მოგვარება? (არა). რატომ არა? (რადგან ისინი არ იღებენ ჭეშმარიტებას. ისინი არ ეძიებენ ჭეშმარიტებას ღვთის სიტყვებიდან, არამედ ცდილობენ ღვთის უარყოფას). ზუსტად, ისინი არ აგვარებენ თავიანთ წარმოდგენებს ჭეშმარიტების მიღების დამოკიდებულებით ან ჭეშმარიტების მიღების გზით. მათი წარმოდგენები არ არის უკუგდებული; ისინი რჩება მათ გულში. ამიტომ, ასეთი მიდგომა ვერასოდეს მოაგვარებს მათ წარმოდგენებს, ვერასოდეს მისცემს მათ საშუალებას, უარი თქვან თავიანთ წარმოდგენებზე. ნაცვლად ამისა, ეს წარმოდგენები დროთა განმავლობაში გროვდება; დროის გასვლასთან და ღვთისადმი მათი რწმენის წლების მატებასთან ერთად, იზრდება მათი წარმოდგენები და ფანტაზიებიც. შესაბამისად, მათი დამოკიდებულება ქრისტეს მიმართ, ამ ჩვეულებრივი ადამიანის მიმართ, გარდაუვლად სულ უფრო მეტად მძიმდება წარმოდგენებით. ამავდროულად, მათ გულში ქრისტეს მიმართ ბარიერი და მისდამი უკმაყოფილებაც იზრდება. როდესაც ისინი ამ ბარიერებითა და წარმოდგენებით ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ესწრებიან შეკრებებს და ჭამენ და სვამენ ღვთის სიტყვებს, რისი მიღება შეუძლიათ მათ საბოლოოდ? გარდა იმისა, რომ კურთხევებისადმი მათი სურვილები დღითიდღე იზრდება, ისინი ვერაფერს იღებენ.

გაქვთ რაიმე წარმოდგენა ქრისტეს შესახებ? ადამიანების მოთხოვნები ღვთის მიმართ აყალიბებს მათ წარმოდგენებს ქრისტეს შესახებ. საიდან მოდის ეს მოთხოვნები? ისინი წარმოიშობა ადამიანების ამბიციებიდან, სურვილებიდან, წარმოდგენებიდან და ფანტაზიებიდან. მაშ, როგორი წარმოდგენები უჩნდებათ ადამიანებს? მათ სჯერათ, რომ ქრისტემ ესა თუ ის უნდა თქვას, რომ მან გარკვეული გზით უნდა ისაუბროს და იმოქმედოს. მაგალითად, როდესაც ვინმე ნეგატიურ მდგომარეობაშია და თავს სუსტად გრძნობს, შესაძლოა იფიქროს: „განა ღმერთი სიყვარული არ არის? ღმერთი მოსიყვარულე დედასავითაა, გულმოწყალე მამასავით; ღმერთმა ნუგეში უნდა სცეს ადამიანებს. ზეცაში მყოფ ღმერთზე რომ აღარაფერი ვთქვათ — ის ხომ მიუწვდომელია. ახლა, როცა ღმერთი დედამიწაზე მოვიდა, ადამიანებს ასეთი ხელსაყრელი შესაძლებლობა მიეცათ მასთან მისასვლელად. რადგან თავს ნეგატიურად ვგრძნობ, უნდა წარვდგე ღვთის წინაშე და გული გადავუშალო“. და გულის გადაშლისას ისინი ცრემლებს ღვრიან, საუბრობენ თავიანთ სირთულეებზე, სისუსტეებზე და გულახდილად ლაპარაკობენ თავიანთ გახრწნილ ხასიათზე. რას ეძიებენ ადამიანები სინამდვილეში თავიანთ გულში? მათ სურთ, რომ ანუგეშონ, სურთ სასიამოვნო სიტყვების მოსმენა, სურთ, რომ ღმერთმა თქვას სიტყვები, რომლებიც შეუმსუბუქებს მათ სევდას, გაამხნევებს, მოუტანს ნუგეშს და ნეგატიური მდგომარეობიდან გამოიყვანს. განა ასე არ არის? განსაკუთრებით გარკვეული კატეგორიის ადამიანებს აქვთ ასეთი ფანტაზია: „ადამიანი სისუსტესა და ნეგატიურობას ვერაფერს უხერხებს, მაგრამ ღმერთს მხოლოდ ერთი წინადადებითაც შეუძლია ადამიანი სრულიად გამოაცოცხლოს და გულიდან ყოველგვარი დარდი და მწუხარება მყისიერად გაუქროს. სისუსტე და ნეგატიურობა კვამლივით გაიფანტება და ის შეძლებს იყოს ძლიერი ნებისმიერი რამის წინაშე, აღარ იქნება სუსტი ან ნეგატიურობაში ჩაფლული, მტკიცედ იდგება თავის მოწმობაში. მაშ ასე, დაე, ქრისტემ ისაუბროს!“ მითხარით, რა უნდა ვთქვა ასეთი ვითარების შესახებ? ერთი მხრივ, უნდა გავარკვიო, რატომ გრძნობს ეს ადამიანი თავს ნეგატიურად და რა მოვალეობას ასრულებს; მეორე მხრივ, უნდა მქონდეს თანაზიარება იმ პრინციპებზე, რომლებიც ადამიანმა უნდა დაიცვას მოვალეობის შესრულების პროცესში. განა ამით ყველაფერი ნათელი არ ხდება? ზოგიერთისთვის, ვინც უგუნური და ჯიუტია და არ იღებს ჭეშმარიტებას, საჭიროა ჭკუის სასწავლებელი სიტყვების თქმა მათ წასახალისებლად. ამავდროულად, ასევე აუცილებელია ამ ტიპის ადამიანის ბუნება-არსების მხილება, რათა გაიგონ, სინამდვილეში რაშია საქმე, როდესაც მუდამ ნეგატიურ მდგომარეობაში არიან და რატომ არიან ისინი მუდმივად ნეგატიურები. თუ ვიტყვი, რომ ის, ვინც მუდამ ნეგატიურ მდგომარეობაშია, არის ადამიანი, რომელიც არ იღებს ჭეშმარიტებას და რომელსაც არ უყვარს ჭეშმარიტება, შეუძლია მას ამის მოსმენის შემდეგ ნუგეშის პოვნა? (არა). დავუშვათ, ასეთი რამ ვთქვი: „მუდმივად ნეგატიურ მდგომარეობაში ყოფნა ნორმალურია. ეს ბავშვური გამოვლინებაა; ეს იგივეა, ბავშვს რომ ზრდასრულის ტვირთი აჰკიდო და სიმძიმის გამო მუდმივად ნეგატიური გახდეს. შენ მცირე სულიერი სიმწიფე გაქვს, ახალგაზრდა ხარ და ბევრი არაფერი გამოგიცდია, ამიტომ თანდათანობით უნდა ისწავლო. უფრო მეტიც, ამაში შენს მშობლებსაც მიუძღვით ბრალი; მათ კარგად არ გასწავლეს, ამიტომ ეს შენი ბრალი არ არის“. მაშინ შეიძლება იკითხონ: „აბა, ეს ჩემი გახრწნილი ხასიათი რაღაა?“ „ეს არ არის გახრწნილი ხასიათი; უბრალოდ, შენ ძალიან ახალგაზრდა ხარ და კარგი ოჯახური გარემოდან მოდიხარ; გათამამებული და განებივრებული ხარ. ერთ-ორ წელიწადში, როცა გაიზრდები, ყველაფერი გამოსწორდება“. იგრძნობდნენ ისინი ნუგეშს ამის მოსმენისას? რომ დამემატებინა დიდი ჩახუტება და გადამეცა გარკვეული დადებითი ენერგია, განა არ იგრძნობდნენ სითბოს შინაგანად? ამგვარად, ისინი იგრძნობდნენ, რომ გამოსცადეს ღვთის სიყვარული და სითბო. მაგრამ ქრისტე, როგორც წესი, ასე არ იქცევა. მან შესაძლოა მართლაც გააკეთოს ეს მოზრდილი ბავშვებისთვის, როგორც ნუგეშისცემის ფორმა, მაგრამ ზრდასრულ ადამიანებთან იგი ასე არ მოიქცევა; ამას ბრიყვის მოტყუება დაერქმეოდა. ნაცვლად ამისა, იგი ისაუბრებს არსებითზე, გიჩვენებს გზას, აგიხსნის, რაშია სინამდვილეში საქმე, და თავისუფალი არჩევანის საშუალებას მოგცემს. ის, თუ როგორი ადამიანი ხარ, განსაზღვრავს იმ გზას, რომლითაც დადიხარ. თუ შევხედავთ ყველაფრის არსს, რასაც ქრისტე აკეთებს, იგი არ ატყუებს და არ ეთამაშება ადამიანებს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ამის მიღება. ისინი თვალს არ უსწორებენ ფაქტებს, არადა ქრისტეს არსი სწორედ ასეთია — მას მხოლოდ ასე მოქმედება შეუძლია. თუ ადამიანებს არ შეუძლიათ ამის მიღება, განა ეს არ ქმნის კონფლიქტს ადამიანებსა და ღმერთს შორის? თუ ისინი ვერ აღწევენ თავიანთ მიზანს და ასევე არ იღებენ ჭეშმარიტებას, განა ეს არ ქმნის ბარიერს? (დიახ). ეს ხინჯად რჩება ადამიანების გულში. ადამიანები თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ღმერთი ძალიან მოსიყვარულე იყო, ნაზი, როგორც დედა ან ბებია. მაგრამ ახლა, როცა ხედავენ, რომ საქმე ასე სულაც არ არის და მცირეოდენ სითბოსაც კი ვერ გრძნობენ, გული უტყდებათ. შესაძლებელია, რომ მათი ფანტაზია — „ქრისტეს მხოლოდ ერთ წინადადებას შეუძლია ჩემი ნეგატიურობიდან გამოყვანა“, აღსრულდეს? „საკმარისია, ქრისტე მოვიდეს ჩემი პრობლემების მოსაგვარებლად, გარანტიას ვიძლევი, რომ მყისიერად ვიგრძნობ სითბოს შინაგანად და აღარასოდეს ვიქნები ნეგატიური; ყველაფერი ნათელი გახდება და გზაც გამოჩნდება“. არის ეს ფანტაზია რეალისტური? შეიძლება ამ მიზნის მიღწევა? (არა). ამიტომ, ამ საკითხში, თუ ადამიანები ყოველთვის თავიანთ წარმოდგენებსა და ფანტაზიებს დაეყრდნობიან, ეს არ იმუშავებს; მათ უნდა ეძიონ ჭეშმარიტება პრობლემის მოსაგვარებლად.

ზოგიერთი ადამიანი ფარულად გარკვეულ რამეებს აკეთებს, და როდესაც მხვდებიან, მეუბნებიან: „მე ჩავიდინე მრუშობის ცოდვა, როდესაც მოზარდი ვიყავი“. მე ვამბობ: „გთხოვ, ნუ მეტყვი ამის შესახებ. ილოცე გულწრფელად განმარტოებით და ჭეშმარიტად მოინანიე, მაშინ პრობლემა მოგვარდება და ღმერთი არ გაიხსენებს მას. არ არის საჭირო, პირისპირ მითხრა; მე არ ვიქექები ამ საკითხებში“. როდესაც მათ საუბარს ვაწყვეტინებ, მათ უჩნდებათ ფიქრები: „ნამდვილად ღმერთი ხარ? მე ხომ ასეთი წრფელი, ასეთი მხურვალე გულით მოვედი, შენ კი ცივი წყალი გადამასხი. მე უბრალოდ მინდოდა გულახდილად მესაუბრა შენთან, რატომ არ მისმენ? კარგი იქნებოდა, რომ მოგესმინა; კიდევ ბევრი წვრილმანი მაქვს მოსაყოლი“. მე ვამბობ: „შენი ცოდვების აღიარების საბოლოო მიზანი მონანიებაა და არა მრავალი დეტალის მოყოლა. თუ ჭეშმარიტად მოინანიე გულის სიღრმეში, ფორმას მნიშვნელობა არ აქვს; ფორმალობის შესრულება უსარგებლოა. ის, რომ ყველა დეტალსა და გარემოებას დაწვრილებით მომიყვები, სულაც არ ნიშნავს, რომ მოინანიე. თუ ჭეშმარიტად მოინანიე, რომც არაფერი თქვა, მაინც მონანიებული გაქვს. და თუ არ მოგინანიებია, ამაო იქნება, თუნდაც ისაუბრო ამაზე“. ზოგიერთ ადამიანს არ ესმის, ჰგონია, რომ მინდა მოვისმინო ყველაფერი, მაგალითად, ის, რომ სიძვის ცოდვას სჩადიოდნენ, იპარავდნენ, ან გმობდნენ და მახეს უგებდნენ სხვებს, სანამ ღმერთს იწამებდნენ. მათ ჰგონიათ, რომ მზად ვარ მოვისმინო პირადი ცხოვრების ყველა ეს საკითხი, რომ მინდა ვიცოდე და ჩავწვდე თითოეული ადამიანის ყველაზე ფარულ ფიქრებს და მათ მიერ გაკეთებულ ყველა კარგ თუ ცუდ საქმეს. განა ეს ადამიანური წარმოდგენა არ არის? ისინი ცდებიან. მე მხოლოდ ის მჭირდება, რომ ვიცოდე ადამიანების გახრწნილი ხასიათის, მათი არსისა და იმ გზის შესახებ, რომლითაც დადიან; ეს საკმარისია მათი ხსნის მნიშვნელოვანი საკითხის მოსაგვარებლად. არ არის საჭირო თითოეული ადამიანის ამჟამინდელი თუ საიქიო ცხოვრების ცოდნა; არ არის საჭირო ასეთი დეტალები. ადამიანები ვარაუდობენ: „შენც ნორმალური და პრაქტიკული ხარ. არის რაღაცები, რაც არ იცი, ამიტომ შესაძლოა გსურს გაიგო თითოეული ადამიანის ოჯახური ფონი, გარემო, რომელშიც გაიზარდა და რა განსაკუთრებული ამბები გადახდა თავს ზრდის პროცესში, რათა საქმისათვის საფუძვლიანად იცნობდე მას, ხელჩასაჭიდი გქონდეს მის განსასჯელად და სამხელად“. ასეა ეს? (არა). ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც აქვს ეს წარმოდგენები და ფანტაზიები, ყოველთვის სურს გამიზიაროს თავისი წარსული საქმეები, როდესაც მხვდება, და ამბობს: „ეჰ, შენ არ იცი, ჩემი ოჯახი ადრე ასეთი იყო...“ მე ვამბობ: „ნუ საუბრობ შენი ოჯახის საკითხებზე; გამიზიარე შენი გამოცდილება ღვთის რწმენასთან დაკავშირებით“. სხვები ამბობენ: „ეჰ, შენ არ იცი, ადრე ამდენი პარტნიორი მყავდა“, ან „შენ არ იცი, ვის დავწამე ცილი ადრე“. არის ამის თქმა სასარგებლო? (არა). მათ ჰგონიათ, რომ განკაცებულ ღმერთს ნამდვილად სურს იცოდეს ეს საკითხები, მოწადინებულია გაიგოს ადამიანებს შორის არსებული ყველა სამარცხვინო ქცევა და ადამიანების დაცემული ცხოვრების სხვადასხვა დეტალური ასპექტი. როდესაც ასეთ ადამიანებს ვხვდები, ვეუბნები მათ: „თუ გსურს აღიარება და მონანიება, ილოცე ღვთის წინაშე განმარტოებით, ნუ მეტყვი მე. მე მხოლოდ იმაზე ვარ პასუხისმგებელი, რომ გასწავლო, როგორ შეასრულო შენი მოვალეობა ჯეროვნად და როგორ სცე თაყვანი ღმერთს რეალურ ცხოვრებაში, რათა ხსნის მიღწევაში ხელი შეგიწყო. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ნებისმიერ რამეზე, რაც ამას უკავშირდება, როდესაც შევხვდებით, მაგრამ რაც ამას არ ეხება, ჯობს საერთოდ არ ვახსენოთ“. ამის მოსმენისას ზოგიერთი ადამიანი იწყებს ფიქრს: „ღმერთს ნამდვილად აკლია სიყვარული, ღმერთი არ არის შემწყნარებელი“. მათი აზრით, როგორი ტიპის ადამიანს აქვს სიყვარული? უბნის კომიტეტის თავმჯდომარეს, ადამიანს, რომელიც კონკრეტულად აგვარებს სხვა ადამიანების ყოველდღიურ წვრილმან საკითხებს. ნუთუ მე უნდა ვაგვარო ასეთი საქმეები? მე მაგ საქმეებში საერთოდ არ ვერევი! როგორ ცხოვრობ, რას ჭამ და იცვამ, როგორ შოულობ ფულს, როგორია შენი ეკონომიკური მდგომარეობა, როგორ ეწყობი მეზობლებს — მე ამაში საერთოდ არ ვერევი. ეს არის ის დამოკიდებულება, რომელიც ადამიანებს აქვთ ქრისტეს მიმართ, როდესაც მათ წარმოდგენები უჩნდებათ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ უჩნდებათ წარმოდგენები ქრისტეს სიტყვების მიმართ ან როდესაც ქრისტეს სიტყვები სრულიად ეწინააღმდეგება მათ საკუთარ წარმოდგენებს, ანტიქრისტეები არ თმობენ თავიანთ წარმოდგენებს და არ იღებენ ჭეშმარიტებას, არც აანალიზებენ თავიანთ წარმოდგენებს და არც ეძიებენ ჭეშმარიტებას; ნაცვლად ამისა, ისინი ებღაუჭებიან თავიანთ წარმოდგენებს და გულში ფარულად გმობენ იმას, რასაც ქრისტე ამბობს.

ამ უკანასკნელ პერიოდში ღმერთი აღასრულებს განკითხვის საქმეს უკანასკნელ დღეებში. ღვთის ცათა სასუფევლის სახარების გავრცელებასთან ერთად, ღვთის სახლში გაჩნდა საქმის საკმაოდ ბევრი მიმართულება, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა პროფესიასთან, როგორიცაა მუსიკასთან დაკავშირებული სამუშაო, ტექსტზე დაფუძნებული სამუშაო, კინოწარმოების საქმე და ასე შემდეგ. ამ საქმის მიმდინარეობისას ქრისტე ასევე ჩართული იყო ამ პროფესიებთან დაკავშირებულ ზოგიერთ ასეთ საქმეში, რა თქმა უნდა, ძირითადად ხელმძღვანელობის გაწევითა და საქმის სხვადასხვა მიმართულების განსაზღვრით; იგი ამ ფარგლებში მოქმედებს. სავსებით ბუნებრივია, რომ ქრისტე შესაძლოა არ ფლობდეს გარკვეულ ცოდნას ან ზოგად ინფორმაციას, რომელიც ამ სფეროებს უკავშირდება, და შესაძლოა იყოს რაღაცები, რაც მას არ ესმის. განა ეს ძალიან ნორმალური არ არის? ადამიანთა უმეტესობისთვის ეს სრულიად ნორმალურად ჩანს და არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, რადგან ყველა სწავლის პროცესშია და ღვთის წინამძღოლობით ყოველგვარი საქმე მხოლოდ უკეთესობისკენ წავა და სულ უფრო მეტი დასრულებული პროდუქტი და მაღალი ხარისხის ნამუშევარი შეიქმნება. მაგრამ ანტიქრისტეებისთვის ეს არ არის მცირე საკითხი. ისინი ამბობენ: „შენ საერთოდ არ იცნობ ამა თუ იმ სფეროს, წარმოდგენაც კი არ გაქვს მასზე. რა უფლება გაქვს ჩაერიო, მიგვითითო და გვიხელმძღვანელო? რატომ უნდა იყოს შენი სიტყვა გადამწყვეტი? რატომ უნდა მოგისმინოთ ყველამ? აუცილებლად სწორია შენი მოსმენა? შენ რომ დაგიჯეროთ, საქმეში მცდარ გზას არ დავადგებით და შეცდომებს არ დავუშვებთ? ეგ კიდევ საკითხავია“. როდესაც ქრისტე საქმეში გზამკვლევობას უზრუნველყოფს, ზოგიერთი ადამიანი ამას სკეპტიკური დამოკიდებულებით უდგება: „ჯერ ვნახოთ, აქვს თუ არა აზრი იმას, რასაც ის ამბობს და არის თუ არა ეს პროფესიული ცოდნის სათანადო ფარგლებში და აღემატება თუ არა ის ჩვენს საკუთარ იდეებს. თუ ასეა, ჩვენ მივიღებთ მას და მივყვებით მის გზამკვლევობას; თუ არა, სხვა არჩევანს გავაკეთებთ, სხვა გზას ვიპოვით“. მაგრამ ანტიქრისტეებს შინაგანად სრული ურჩობის განწყობა აქვთ: „ჩვენ პროფესიონალები ვართ, მრავალი წელია ამ სფეროში ვმუშაობთ. ჩვენ შეგვიძლია ამ დავალების შესრულება დახუჭული თვალებით. შენი ხელმძღვანელობის მიყოლა მხოლოდ ფორმალობა იქნებოდა, არა? რატომ უნდა მოგისმინოთ? განა შენი მითითებები მხოლოდ ფორმალური საუბარი არ არის? რომ მოგისმინოთ, განა ეს არ გამოგვაჩენდა არაკომპეტენტურებად? მაგრამ ახლა ყველა უსმენს და მე არ შემიძლია ავდგე და შეგეწინააღმდეგო, რადგან შეიძლება ანტიქრისტედ ჩამთვალონ და შესაბამისადაც მომექცნენ. ამიტომ, ცოტა ხნით მოსაჩვენებლად თავს დაგიქნევ, ვითომ გისმენ, მოსაჩვენებლად დაგეთანხმები და მოგვიანებით, ჩვეულებრივად გავაგრძელებ ისე, რომ არაფერს შეეშლება ხელი“. ასე რომ, რამდენი თანაზიარებაც არ უნდა ჰქონდეს ქრისტეს ჭეშმარიტება-პრინციპებზე, რაც არ უნდა ნათლად ახსნას მან ყველაფერი, ანტიქრისტეებს ყოველთვის აქვთ თავიანთი ჩამოყალიბებული იდეები და ყოველთვის სჯერათ, რომ ესმით პროფესია, რომ ისინი ექსპერტები არიან ამ სფეროში, და ამიტომ ვერ იგებენ, რა არის ის ჭეშმარიტება-პრინციპები, რომლებზეც ქრისტეს აქვს თანაზიარება. ყოველთვის, როდესაც ქრისტე უზრუნველყოფს გზამკვლევობას მათ პროფესიებთან დაკავშირებულ საქმეზე, ეს ხდება მომენტი ანტიქრისტეებისთვის, რომ შეადარონ თავიანთი შესაძლებლობები და ნიჭი ქრისტესას. რაც კიდევ უფრო უარესია, ზოგჯერ, როდესაც ქრისტე საუბრობს მათ პროფესიებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ანტიქრისტეები ამას აღიქვამენ, როგორც ქრისტეს მიერ გაუთვითცნობიერებლობის გამოვლენას, და ისინი ფარულად დასცინიან და აბუჩად იგდებენ ქრისტეს, და თავისდაუნებურად კიდევ უფრო მეტი წინააღმდეგობა და ზიზღი უჩნდებათ ქრისტეს ხელმძღვანელობის მიმართ თავიანთ საქმეში. ისინი სრულიად დაურწმუნებელნი არიან თავიანთ გულში და ამბობენ: „შენ გვეუბნები, რომ ესა და ის გავაკეთოთ, მაგრამ რა იცი? გესმის მაინც ის სხვადასხვა ეტაპი, რისგანაც ეს სფეროები შედგება? იცი კონკრეტული დეტალები იმის შესახებ, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი? როდესაც კინოწარმოებაში გვიხელმძღვანელებ, იცი მაინც როგორ უნდა ითამაშოს მსახიობმა ბუნებრივად ან როგორ იწერება ხმა?“ ყოველთვის, როდესაც ამ საკითხების წინაშე დგანან, ანტიქრისტეები გულდასმით არ უსმენენ თავიანთ გულში იმ ჭეშმარიტება-პრინციპებს, რომლებიც თითოეულ პროფესიაშია ჩართული. ნაცვლად ამისა, ისინი ფარულად ეჯიბრებიან ქრისტეს შინაგანად, განზე დგანან სეირის მაყურებლებივით, დასცინიან და აბუჩად იგდებენ კიდეც ქრისტეს, მათი გული სავსეა ურჩობით. როდესაც ისინი მიდიან თავიანთი საქმის შესასრულებლად, ისინი ზედაპირულად იხდიან მოვალეობას, ჯერ გადახედავენ ღვთის თანაზიარების ჩანაწერებს, რათა ნახონ, რა თქვა ღმერთმა, და შემდეგ უბრალოდ იწყებენ მუშაობას, აკეთებენ ყველაფერს ძველი გზით. ზოგიერთმა შესაძლოა თქვას: „ღმერთს ეს არ უთქვამს, რატომ აკეთებ ამას ასე?“ რაზეც ისინი პასუხობენ: „ღმერთს არ უთქვამს, მაგრამ იცის ღმერთმა რეალური სიტუაცია? განა ჩვენ არ ვართ ისინი, ვინც რეალურად უნდა შეასრულოს ეს? რა იცის ღმერთმა? ღმერთმა უბრალოდ მოგვაწოდა პრინციპი, მაგრამ ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ეს რეალური სიტუაციის მიხედვით. ღმერთიც რომ აქ ყოფილიყო, ჩვენ მაინც ასე უნდა მოგვეგვარებინა. ჩვენ ვუსმენთ ღვთის სიტყვებს, როდესაც ისინი ეხება ჭეშმარიტებას, მაგრამ როდესაც საქმე ეხება პროფესიულ სამუშაოს და არ ეხება ჭეშმარიტებას, ჩვენი სიტყვაა გადამწყვეტი“. მათ მოისმინეს ის ჭეშმარიტება-პრინციპები, რომლებზეც ღმერთს ჰქონდა თანაზიარება და გააკეთეს ჩანაწერები მათზე, და ყველამ მოიხადა მოვალეობა და გადახედა ჩანაწერებს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება იმას, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ყველაფერი, ვის აქვს გადამწყვეტი სიტყვა? მათ შემთხვევაში, ჭეშმარიტება არ ფლობს ძალაუფლებას, მით უმეტეს, არაფერი აქვს საერთო ქრისტეს ძალაუფლების ფლობასთან. მაშ, ვინ ფლობს ძალაუფლებას? ანტიქრისტე ფლობს ძალაუფლებას; ადამიანია ის, ვისაც აქვს გადამწყვეტი სიტყვა. მათ თვალში ჭეშმარიტება ჰაერივითაა, უბრალოდ მოძღვრებები და ლოზუნგები, რომლებიც ზერელედ არის ნახსენები და ამით მთავრდება — ადამიანები მაინც აკეთებენ იმას, რაც სჭირდებათ, ისე, როგორც სურთ. იმ მომენტში ისინი სიტყვით მშვენივრად გეთანხმებიან და მათი დამოკიდებულებაც უაღრესად გულწრფელი ჩანს, მაგრამ როგორც კი საქმე რეალურ ცხოვრებაზე მიდგება, ყველაფერი იცვლება და აღარაფერია ისე, როგორც თავიდან ჩანდა.

ანტიქრისტეები, რადგან მუდმივად აქვთ წარმოდგენები და წინააღმდეგობა განკაცებული ღვთის მიმართ და შინაგანად დაურწმუნებელნი არიან, ფუნდამენტურად არ აღიარებენ განკაცებულ ღმერთს თავიანთ გულში; მათ მხოლოდ ზეცაში მყოფი ღმერთის სწამთ. ისინი ზუსტად პავლეს ჰგვანან: იგი გულით არ აღიარებდა განკაცებულ იესოს, არამედ სავსე იყო წარმოდგენებით. სწორედ ამიტომ, ყველა წერილში, რომელიც მან დაწერა, არასოდეს დაუმოწმებია იესოზე, არასოდეს დაუმოწმებია იესოს სიტყვებზე, როგორც ჭეშმარიტებაზე, და არასოდეს უსაუბრია იმაზე, ჰქონდა თუ არა სიყვარული იესოს მიმართ. ეს არის ის, რისი დანახვაც ადამიანებს შეუძლიათ; პავლე ჭეშმარიტი ანტიქრისტეა. ახლა ყველას შეგიძლიათ ამოიცნოთ, რომ პავლე ანტიქრისტეს კლასიკური მაგალითია. მაშინაც კი, თუ ისინი, ვინც ანტიქრისტეების კატეგორიას მიეკუთვნებიან, აღიარებენ, რომ ღვთის მიერ გამოხატული სიტყვები ჭეშმარიტებაა, შეუძლიათ მათ ჭეშმარიტების მიღება? შეუძლიათ მათ ქრისტესადმი დამორჩილება? შეუძლიათ მათ ქრისტეზე დამოწმება? ეს სხვა საკითხია. შეუძლიათ მათ დაემორჩილონ ყველაფერს, რასაც ქრისტე აკეთებს? თუ ქრისტე განაგებს ან ანაწილებს საქმეს, ადამიანებს უთითებს, თუ როგორ უნდა შეასრულონ იგი, შეუძლიათ ანტიქრისტეებს მორჩილება? ეს საკითხი ყველაზე ნათლად ააშკარავებს ადამიანებს. ანტიქრისტეებს არ შეუძლიათ მორჩილება; ისინი უგულებელყოფენ და აუფასურებენ ქრისტეს სიტყვებს. ამიტომ, რა კონკრეტული მითითებაც არ უნდა მისცეს ქრისტემ ან რა დავალებებიც არ უნდა გაანაწილოს ნებისმიერი საქმისთვის, ანტიქრისტეები არასოდეს განახორციელებენ მათ. ანტიქრისტეებს უბრალოდ არ სურთ ქრისტესადმი დამორჩილება. მიუხედავად იმისა, თუ როგორ განაგებს იგი საქმეს, მათ არ სურთ მისი შესრულება, ყოველთვის სჯერათ, რომ მათი საკუთარი იდეები უფრო ბრძნულია და ფიქრობენ, რომ საუკეთესოა მიჰყვნენ თავიანთ საკუთარ გეგმებს. თუ ეტყვი მათ: „როდესაც რაიმე საკითხს წააწყდებით, უნდა ითანამშრომლოთ სამ-ოთხ სხვა ადამიანთან, ერთად იმსჯელოთ, მეტი თანაზიარება გქონდეთ ჭეშმარიტება-პრინციპებზე და იმოქმედოთ ამ პრინციპების მიხედვით მათი დარღვევის გარეშე“, მოისმენენ ისინი? ისინი საერთოდ არ უსმენენ; მათ დიდი ხანია გადააგდეს ეს სიტყვები გონების უკანა პლანზე და სურთ, რომ თავად ჰქონდეთ გადამწყვეტი სიტყვა. შენ ეუბნები მათ: „თუ არის საკითხი, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია, შეგიძლიათ მიმართოთ საძიებლად ზემდგომს“, მაგრამ როდესაც მართლაც ჩნდება პრობლემა და ყველა აპირებს, ზემდგომთან ეძიოს, ანტიქრისტეები ამბობენ: „რატომ უნდა ვიკითხოთ ასეთ წვრილმან საკითხზე? ეს მხოლოდ შეაწუხებს ზემდგომს. ჩვენ თავად შეგვიძლია ამის მოგვარება, კითხვა არ არის საჭირო! ჩემი სიტყვაა გადამწყვეტი და მე ვაგებ პასუხს შედეგებზე, თუ რამე არასწორად წავა!“ რა ლამაზად ჟღერს ეს სიტყვები, მაგრამ შეუძლიათ მათ მართლაც აგონ პასუხი შედეგებზე, როდესაც რაღაც მართლაც არასწორად მიდის? თუ ეკლესიის საქმე ზარალს განიცდის, შეუძლიათ კი მძიმე შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება? მაგალითად, თუ იმის გამო, რომ წინამძღოლები და მუშაკები უყურადღებონი იყვნენ შეკრებების ორგანიზებისას, და-ძმები დააპატიმრეს შეკრების დროს, რის გამოც ზოგიერთი ნეგატიურ მდგომარეობაში ჩავარდა, დასუსტდა და დაბრკოლდა, ვის შეუძლია აიღოს ასეთი პასუხისმგებლობა? არიან ანტიქრისტეები პასუხისმგებელნი თავიანთ სიტყვებზე? ისინი სრულიად უპასუხისმგებლონი არიან! ეს არის ის დამოკიდებულება, რომელიც ანტიქრისტეებს აქვთ საქმის მიმართ. მითხარით, შეუძლიათ ანტიქრისტეებს ჭეშმარიტად მიიღონ და დაემორჩილონ იმ სიტყვებს, რომლებსაც ქრისტე ამბობს? (არა). გულის სიღრმეში, როგორია ანტიქრისტეების დამოკიდებულება ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებისა და ქრისტესადმი დამორჩილების მიმართ? ეს მხოლოდ ერთი სიტყვით გამოიხატება: წინააღმდეგობა. განუწყვეტლივ ეწინააღმდეგებიან. და რა ხასიათს შეიცავს ეს წინააღმდეგობა? რა იწვევს მას? მას ურჩობა იწვევს. ხასიათის თვალსაზრისით, ეს არის ჭეშმარიტებისადმი ზიზღი, გულში არსებული ურჩობა და დამორჩილების სურვილის უქონლობა. მაშ, რას ფიქრობენ ანტიქრისტეები თავიანთ გულში, როდესაც ღვთის სახლი ითხოვს, რომ წინამძღოლებმა და მუშაკებმა ისწავლონ ჰარმონიულად თანამშრომლობა, ნაცვლად იმისა, რომ ერთ ადამიანს ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა, და რომ მათ ისწავლონ სხვებთან მსჯელობა? „ზედმეტი თავის ტკივილია ხალხთან ყველაფერზე მსჯელობა! მე თავად შემიძლია ამ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება. სხვებთან მუშაობა, მათთან განხილვა, პრინციპის მიხედვით მოქმედება — რა ლაჩრობაა, რა სირცხვილია!“ ანტიქრისტეებს ჰგონიათ, რომ ესმით ჭეშმარიტება, რომ მათთვის ყველაფერი ნათელია, რომ აქვთ საკუთარი ხედვები და მოქმედების გზები, და ამიტომ არ შეუძლიათ სხვებთან თანამშრომლობა, არაფერზე მსჯელობენ ხალხთან, ყველაფერს თავისებურად აკეთებენ და არავის უთმობენ! მიუხედავად იმისა, რომ ანტიქრისტეები სიტყვიერად აცხადებენ, რომ მზად არიან დამორჩილდნენ და მზად არიან სხვებთან ითანამშრომლონ, რაც არ უნდა კარგად ჩანდეს გარეგნულად მათი პასუხები, რა სასიამოვნოდაც არ უნდა ჟღერდეს მათი სიტყვები, მათ არ შეუძლიათ თავიანთი ამბოხებული მდგომარეობის შეცვლა, არ შეუძლიათ თავიანთი სატანური ხასიათების შეცვლა. შინაგანად კი გააფთრებით ეწინააღმდეგებიან — რა ზომამდე? მეცნიერული ენით რომ ავხსნათ, ეს არის მოვლენა, რომელიც წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ორი განსხვავებული ბუნების მქონე სხეული ერთად თავსდება: განზიდვა, რაც შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც „წინააღმდეგობა“. სწორედ ეს არის ანტიქრისტეების ხასიათი: ზემდგომისადმი წინააღმდეგობა. უყვართ ზემდგომისადმი წინააღმდეგობის გაწევა და არავის ემორჩილებიან.

ანტიქრისტეებს, როდესაც ქრისტეს სიტყვების წინაშე დგანან, მხოლოდ ერთი დამოკიდებულება აქვთ: ურჩობა; და მათი ერთადერთი მიდგომა არის წინააღმდეგობა. მაგალითად, მე ვამბობ: „ჩვენი ეზო საკმაოდ დიდია და ჩრდილი აკლია. ზამთარში მზე ყველგან ანათებს, რაც ხალხს საშუალებას აძლევს, მზეზე გათბეს, მაგრამ ზაფხულში ცოტა ცხელა. მოდით, ვიყიდოთ რამდენიმე ხე, ისეთები, რომლებიც სწრაფად იზრდება და მომავალში კარგ ჩრდილს მოგვცემს და თან შედარებით სუფთა და თვალისთვის სასიამოვნო იქნება“. რამდენი პრინციპია აქ? (სამი). ერთი ის არის, რომ ხეები სწრაფად უნდა იზრდებოდეს, მეორე — სუფთა და შედარებით ლამაზი იყოს, და მესამე ის, რომ ისინი მომავალში კარგ ჩრდილს მოგვცემს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ხშირი ტოტები და ფოთლები. ადამიანებს მხოლოდ ამ სამი პრინციპის განხორციელება ევალებათ; ხოლო რამდენი ეყიდათ, სად დაერგოთ და რა ჯიშის ხეები შეერჩიათ, ესეც ვუთხარი მათ. ადვილია ამ დავალების განხორციელება? (დიახ). ითვლება ეს რთულ დავალებად? (არა). ეს არ არის რთული დავალება. რატომ არ არის რთული? არის ადგილები, სადაც ხეები იყიდება, ღვთის სახლი თანხას გამოყოფს და ხეების შესაძენად ყველა ძირითადი პირობა დაკმაყოფილებულია. რაც რჩება, მხოლოდ ის არის, რომ ადამიანებმა ეს განახორციელონ; ამ დავალებაში არაფერია რთული. მაგრამ ანტიქრისტესთვის აქ სირთულე ჩნდება: „რა? ხეების ყიდვა? ფულის დახარჯვა მხოლოდ ჩრდილისთვის და გარემოს გასალამაზებლად? განა ეს ხორციელი კომფორტისკენ ხარბად სწრაფვა არ არის? ეს ფული ღვთის შესაწირავია, განა შეიძლება მისი ასე უდიერად ხარჯვა? რა არის ცუდი ცოტა სიცხეში? მზე ღმერთმა შექმნა; მზეზე ყოფნა მოგკლავს? ამას ჰქვია მზის სხივების მიღება და წვიმით ტკბობა. თუ არ გინდა მზეზე ყოფნა, დარჩი შიგნით. და ახლა გინდა ფულის დახარჯვა ამ კომფორტისთვის — ოცნებას ნუ მიეცემი!“ ის ფიქრობს: „მე მარტო ვერ გადავწყვეტ ამ საკითხს; თუ პირდაპირ შევეწინააღმდეგები, ეს არ იქნება კარგი. შეიძლება დამგმონ და სხვები არ დამეთანხმონ. ამიტომ, ამას გადაწყვეტილების მიმღებ ჯგუფს მოვახსენებ. ასევე, საუკეთესო იქნება, თუ და-ძმებსაც მივცემთ თავიანთი აზრის გამოხატვის საშუალებას. თუ გადაწყვეტილების მიმღები ჯგუფი დაამტკიცებს, მაშინ ვიყიდით ხეებს; თუ არა, მაშინ არ ვიყიდით, თუნდაც და-ძმები დაგვეთანხმონ“. ის კრებს ყველას, ახსენებს საკითხს და შემდეგ აძლევს ყველას საშუალებას, იმსჯელონ და გამოხატონ თავიანთი აზრი. ყველა ამბობს: „ხეების ყიდვა კარგი საქმეა; ყველა სარგებლობს“. ანტიქრისტე ისმენს ამას და ამბობს: „რანაირად არის ეს კარგი საქმე? ნუთუ ეს გამართლებულია მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა სარგებლობს? ვისი ფულით სარგებლობს ყველა? ეს ღვთის ფულის დახარჯვაა; განა ეს შესაწირავების გაფლანგვა არ არის? შეესაბამება ეს პრინციპებს?“ ყველა ფიქრობს: „შესაწირავების გაფლანგვა ყველას საკეთილდღეოდ, ადამიანების ინტერესებისთვის, მართლაც გარკვეულწილად შეუფერებლად ჩანს“. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება არის ის, რომ არ იყიდონ ხეები. ფული უნდა დაზოგონ; ვინც არ უნდა ბრძანოს ეს, ამის გაკეთება არ შეიძლება. ასეთი მსჯელობის შემდეგ მიდიან დასკვნამდე. რა დასკვნამდე? „რაც შეეხება ქრისტეს ამჟამინდელ ბრძანებას, ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილებაა, რომ შევეწინააღმდეგოთ მას; ჩვენ არ დავხარჯავთ შესაწირავებს და არ გავფლანგავთ ღვთის სახლის ფულის არცერთ თეთრს. კონკრეტულად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიყიდით ხეებს, არ გავამწვანებთ ეზოს“. ეს არის მიღებული გადაწყვეტილება. რამდენიმე დღის შემდეგ ვამჩნევ, რომ ხეები ჯერ არ უყიდიათ, ამიტომ ვკითხულობ: „რატომ არ იყიდე ხეები?“ „ო, მალე ვიზამთ“. როდესაც სეზონი დგება და სხვების ხეები უკვე შეიფოთლა, რატომ არ უყიდიათ ჯერ კიდევ არცერთი? გამოკითხვისას ვიგებ, რომ მსჯელობის შემდეგ, ისინი არ დათანხმდნენ ხეების ყიდვას; ჩემი სიტყვები ამაო იყო. თათბირის, მსჯელობისა და გაანალიზების შემდეგ, ყველამ ერთობლივად გადაწყვიტა ჩემი ბრძანების უარყოფა, რაც გულისხმობს: „ჩვენი სიტყვაა გადამწყვეტი აქ. შენ განზე გადექი. ეს ჩვენი სახლია და შენ აქ არაფერი გესაქმება“. ეს რა მიდგომაა? განა ეს წინააღმდეგობა არ არის? რა ზომამდე ეწინააღმდეგებიან ისინი? მათ საფუძველიც აქვთ — აცხადებენ, რომ ღვთის სახლის ფულის არცერთი თეთრი არ უნდა გაიფლანგოს და ღვთის შესაწირავი უმიზნოდ არ უნდა დაიხარჯოს. რას ფიქრობთ ამ საფუძველზე? სწორია ეს სიტყვები? (არა). ხშირად, ისინი, ვინც ფლანგავენ და არამიზნობრივად იყენებენ შესაწირავებს, სწორედ ეს ანტიქრისტეები არიან. მათ სურთ ჰქონდეთ გადამწყვეტი სიტყვა, ამიტომ იგონებენ თეორიების ამ კრებულს, რათა შეცდომაში შეიყვანონ ისინი, ვინც უგუნური, უმეცარია და არ გააჩნია გარჩევის უნარი. და მართლაც, ზოგიერთი ადამიანი ეგება ამ მახეში და მოქმედებს მათი სიტყვების მიხედვით, მაშინ როდესაც ქრისტეს სიტყვებს დაბრკოლებას უქმნიან და საბოტაჟს უწყობენ ანტიქრისტეები, რაც იწვევს შეფერხებებს განხორციელებაში. რა არის ამ პრობლემის ძირი? მთავარი იმაში მდგომარეობს, რომ ღვთის რჩეული ხალხი ვერ ხვდება ანტიქრისტეების თვალთმაქცობას, ყოველთვის მოვლენების გარეგნული მხარით ტყუვდება და საქმის არსს ვერ სწვდება. ანტიქრისტეები ტირანულად ქმნიან დაბრკოლებებს ამ ადამიანებს შორის, რის გამოც ღვთის რჩეულ ხალხს შორის ზოგიერთი, ვისაც არ გააჩნია გარჩევის უნარი, ხშირად ტყუვდება და მათი კონტროლის ქვეშ ექცევა.

ეკლესიაში ქრისტეს მიერ გაცემული ყოველი კონკრეტული სამუშაო განკარგულება და ბრძანება, თუ არ არსებობენ ანტიქრისტეები, რომლებიც არევ-დარევას იწვევენ, შეიძლება სწრაფად განხორციელდეს. თუმცა, როგორც კი ანტიქრისტე ჩაერევა, დავალება ფერხდება და მისი განხორციელება შეუძლებელი ხდება. ზოგჯერ განკარგულებებსა და ბრძანებებს, რომელთა შესრულებასაც ქრისტე ადამიანებისგან მოელის, ანტიქრისტეები რაიმე საბაბით პირდაპირ უარყოფენ. ამის გაკეთებისას, ისინი იყენებენ გადაწყვეტილების მიღების ისეთ ფორმას, რომელშიც ყველაა ჩართული, და ამბობენ: „ეს და-ძმების ხმის მიცემით დამტკიცდა; ეს კოლექტიური გადაწყვეტილების შედეგია და არა მხოლოდ ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილება“. რას გულისხმობს ეს? ეს მიანიშნებს, რომ და-ძმების გადაწყვეტილებები შეესაბამება ჭეშმარიტებას და რომ, როდესაც რაიმე საკითხი წამოიჭრება, და-ძმების კოლექტიური გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ძალაუფლება ჭეშმარიტების ხელშია. მაგრამ როდესაც სათავეში მყოფი ანტიქრისტე ეწინააღმდეგება იმას, რასაც ქრისტე ამბობს, ნუთუ ეს ნიშნავს, რომ ძალაუფლება ჭეშმარიტების ხელშია? ცხადია, სინამდვილეში ძალაუფლება ანტიქრისტეს ხელშია. განა აბსურდული და მზაკვრული არ არის იმის თქმა, რომ ჭეშმარიტება ფლობს ძალაუფლებას, როდესაც მთელ სიტუაციას ანტიქრისტე აკონტროლებს? ანტიქრისტეები ნამდვილად დახელოვნებულნი არიან შენიღბვაში! როდესაც ქრისტე მათ რაღაცის განხორციელებას ავალებს და ყველა იგებს, რომ ეს ღვთის გაკეთებულია, რომ იგი ყველას მდგომარეობას ითვალისწინებს და ყველა მადლიერია ღვთის მადლისთვის, ეს ანტიქრისტეებს არ სიამოვნებთ და მოსვენებას უკარგავს. შემდეგ ისინი თავს იტეხენ იმაზე ფიქრით, თუ როგორ შექმნან დაბრკოლება და ძირი გამოუთხარონ საქმეს. თუმცა, თუ რაიმე მათი ინიციატივით კეთდება და საბოლოოდ ყველა მათი უზომოდ მადლიერი რჩება და მათ აფასებს, ისინი ამას ყველა სხვაზე აქტიურად ახორციელებენ და მზად არიან ნებისმიერი ტანჯვის ასატანად. განა ასეთი ადამიანები — ანტიქრისტეები — საზიზღრები არ არიან? (დიახ). როგორი ხასიათია ეს? (უკეთური ხასიათი). ანტიქრისტეებს შეუძლიათ შენიღბვა, კეთილ ადამიანებად თავის მოჩვენება, რათა შეცდომაში შეიყვანონ და თავისკენ გადაიბირონ სხვები, და თავს ისეც კი აჩვენებენ, თითქოს ჭეშმარიტებას ახორციელებენ პრაქტიკაში. ეს უკეთურებაა. რომელ ჭეშმარიტებას ახორციელებ პრაქტიკაში? უარყოფ ქრისტეს მიერ წარმოთქმულ სიტყვებსა და გაცემულ ბრძანებებს, არ შეგიძლია დაემორჩილო მათ და განახორციელო ისინი. სად არის ის ჭეშმარიტება, რომლის პრაქტიკაში განხორციელებასაც იჩემებ? განა შენ გწამს ღმერთი? ეპყრობი თუ არა ღმერთს, როგორც ღმერთს? ღმერთი, რომელიც გწამს, არ არის შენი კოლეგა, არ არის შენი თანამშრომელი, არ არის შენი მეგობარი; იგი ქრისტეა, იგი ღმერთია! განა ამას ვერ აცნობიერებ? მუდმივად აანალიზებ და გულდასმით იკვლევ ქრისტეს სიტყვებს, ცდილობ გაარჩიო მათი სისწორე, წონი დადებით და უარყოფით მხარეებს — განა არასწორ პოზიციას არ იკავებ? ანტიქრისტეები დახელოვნებულნი არიან ადამიანების სიტყვების გულდასმით შესწავლასა და გაანალიზებაში და საბოლოოდ ქრისტესაც ასე განუწყვეტლივ იკვლევენ. ქრისტეს ამგვარად გამოკვლევა და მოპყრობა — არიან კი ისინი ღვთის მიმდევრები? განა ისინი უბრალოდ ურწმუნოები არ არიან? მუდამ გულდასმით იკვლევენ ქრისტეს, მაგრამ შეუძლიათ კი გაიგონ ქრისტეს ღვთაებრივი არსი? რაც უფრო მეტად იკვლევენ ქრისტეს, მით უფრო ეჭვებით ივსებიან და საბოლოოდ ასკვნიან, რომ ქრისტე ჩვეულებრივი ადამიანია. განა დარჩა მათში ჭეშმარიტი რწმენისა და მორჩილების ნატამალი მაინც? ოდნავადაც არა. ანტიქრისტეს გულში ქრისტე მხოლოდ ჩვეულებრივ ადამიანად მიიჩნევა. ქრისტესადმი, როგორც ადამიანისადმი მოპყრობა, მათთვის ბუნებრივი ჩანს, ამიტომ გრძნობენ, რომ შეუძლიათ უგულებელყონ ქრისტეს სიტყვები და ბრძანებები, ყურად არ იღონ ისინი, არამედ უბრალოდ შეკრებებზე გამოიტანონ განსახილველად და გამოსაკვლევად. საბოლოოდ, იმას, თუ როგორ უნდა გაკეთდეს საქმე, წყვეტს ანტიქრისტე და არა ღმერთი. ვინ ჰგონიათ მათ ქრისტე? მას მხოლოდ ჩვეულებრივ წინამძღოლად ხედავენ და ქრისტეს საერთოდ არ ეპყრობიან, როგორც ღმერთს. განა ამას იგივე ბუნება არ აქვს, როგორიც ღვთისადმი პავლეს რწმენას ჰქონდა? პავლე არასოდეს ეპყრობოდა უფალ იესოს, როგორც ღმერთს, არასოდეს ჭამდა და სვამდა მის სიტყვებს და არც უფალ იესოსადმი მორჩილებას ეძიებდა. იგი ყოველთვის ფიქრობდა, რომ მისთვის სიცოცხლე ქრისტე იყო, ცდილობდა უფალი იესოს ჩანაცვლებას და, შესაბამისად, მან მიიღო ღვთის სასჯელი. რაკი მიიღე, რომ ქრისტე განკაცებული ღმერთია, უნდა დაემორჩილო ქრისტეს. მიუხედავად იმისა, რას ამბობს ქრისტე, უნდა მიიღო და დაემორჩილო, და არ უნდა იკვლიო და განიხილო, არის თუ არა ღვთის სიტყვები სწორი ან შეესაბამება თუ არა ჭეშმარიტებას. ღვთის სიტყვები არ არის გამიზნული იმისთვის, რომ გააანალიზო და გულდასმით გამოიკვლიო, არამედ იმისთვის, რომ დაემორჩილო მათ და განახორციელო ისინი. როგორ უნდა გაკეთდეს საქმე და როგორ დაიგეგმოს განხორციელების ნაბიჯები — აი, რაზე უნდა გქონდეთ თანაზიარება და მსჯელობა. რადგან, თავიანთ გულებში, ანტიქრისტეებს მუდამ ეჭვი ეპარებათ ქრისტეს ღვთაებრივ არსში და მუდამ ურჩი ხასიათი აქვთ, როდესაც ქრისტე მათ რაღაცის გაკეთებას სთხოვს, მუდამ გულდასმით იკვლევენ და განიხილავენ ამას, და ადამიანებს აფასებინებენ, სწორია ეს თუ მცდარი. არის ეს სერიოზული პრობლემა? (დიახ). ისინი ამ საკითხებს ჭეშმარიტებისადმი მორჩილების პოზიციიდან კი არ უდგებიან, არამედ ღვთისადმი წინააღმდეგობის პოზიციიდან. ეს არის ანტიქრისტეების ხასიათი. როდესაც ისმენენ ქრისტეს ბრძანებებსა და სამუშაო განკარგულებებს, არ იღებენ და არ ემორჩილებიან მათ, არამედ იწყებენ განხილვას. და რას განიხილავენ? განიხილავენ იმას, თუ როგორ განახორციელონ პრაქტიკაში მორჩილება? (არა). განიხილავენ, სწორია თუ მცდარი ქრისტეს სიტყვები და ბრძანებები, და იკვლევენ, უნდა განხორციელდეს თუ არა ისინი. არის მათი დამოკიდებულება ისეთი, რომ რეალურად სურთ ამ საქმეების განხორციელება? არა — მათ სურთ უბიძგონ სხვა ადამიანებსაც, რომ მათ დაემსგავსონ და არ გააკეთონ ეს საქმეები. და არის თუ არა მათი არგაკეთება მორჩილების ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება? ცხადია, არა. მაშ, რას აკეთებენ? (ეწინააღმდეგებიან). არა მხოლოდ თავად ეწინააღმდეგებიან ღმერთს, არამედ კოლექტიურ წინააღმდეგობასაც ეძებენ. განა ეს არ არის მათი ქმედებების ბუნება? კოლექტიური წინააღმდეგობა: ყველას მათნაირად ქცევა, იმის მიღწევა, რომ ყველამ მათსავით იფიქროს, მათსავით ილაპარაკოს, მათსავით გადაწყვიტოს, რათა კოლექტიურად შეეწინააღმდეგონ ქრისტეს გადაწყვეტილებასა და ბრძანებებს. ასეთია ანტიქრისტეების ხელწერა. ანტიქრისტეების მრწამსი ასეთია: „როცა დამნაშავე ყველაა, კანონი ვერავის დასჯის“, და ამიტომ სხვებსაც მოუწოდებენ, მათთან ერთად შეეწინააღმდეგონ ღმერთს, რადგან ფიქრობენ, რომ ასეთ შემთხვევაში ღვთის სახლი მათ ვერაფერს მოუხერხებს. განა ეს სისულელე არ არის? ანტიქრისტეებს დამოუკიდებლად ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევის ძალა ძალიან მცირე აქვთ, რადგან სრულიად მარტონი არიან. ამიტომ ცდილობენ ადამიანების გადაბირებას ღვთისადმი კოლექტიური წინააღმდეგობის გასაწევად და გულში ფიქრობენ: „შეცდომაში შევიყვან ადამიანთა ჯგუფს და ვაიძულებ მათ, იფიქრონ და იმოქმედონ ზუსტად ისე, როგორც მე. ერთად უარვყოფთ ქრისტეს სიტყვებს, დავაბრკოლებთ ღვთის სიტყვებს და არ დავუშვებთ მათ აღსრულებას. და როდესაც ვინმე მოვა ჩემი საქმის შესამოწმებლად, ვიტყვი, რომ ყველამ გადაწყვიტა ასე გაკეთება — და მერე ვნახოთ, რას მოიმოქმედებ. ამას არ გავაკეთებ შენთვის, არ განვახორციელებ ამას — და ვნახოთ, რას მიზამ!“ მათ ჰგონიათ, რომ ძალაუფლება აქვთ, რომ ღვთის სახლი მათ ვერაფერს მოუხერხებს და ვერც ქრისტე უზამს რამეს. როგორ ფიქრობთ, ადვილია ასეთ ადამიანთან გამკლავება? როგორ უნდა მოგვარდეს ასეთი ტიპის ადამიანის საკითხი? ყველაზე მარტივი მეთოდია მათი თანამდებობიდან გათავისუფლება და გამოკვლევა. როგორც კი ეშმაკი თავს გამოააშკარავებს, ერთი წიხლით უნდა განიდევნოს იგი და ამით ყველაფერი დასრულდება. ღვთის სახლი გაძლევს უფლებას, იყო წინამძღოლი, მაგრამ არ ემორჩილები და ბედავ კიდეც, შეეწინააღმდეგო ღმერთს; განა ეშმაკი არ ხარ? ღვთის სახლი გავალებს წინამძღოლობას, რათა შეძლო რეალური საქმის კეთება, დაემორჩილო ღვთის სახლის სამუშაო განკარგულებებს და ჯეროვნად შეასრულო შენი მოვალეობა. უნდა მიიღო ღვთის სიტყვები და დაემორჩილო მათ; რასაც არ უნდა ამბობდეს ღმერთი, უნდა მიიღო და განახორციელო მისი სიტყვები, და არ შეეწინააღმდეგო მას. ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევა შენს მოვალეობად აქციე — მაშ, მაპატიე, მაგრამ შენი გათავისუფლება ყველაზე მარტივი გამოსავალია. ღვთის სახლს აქვს ხელმწიფება, რომ გამოგიყენოს მსახურებაში, და ასევე აქვს ხელმწიფება, რომ გაგათავისუფლოს. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „მე მშვენივრად ვასრულებდი წინამძღოლის მოვალეობას, რატომ გამათავისუფლეს? განა ეს არ არის ვირის მოკვლა, როგორც კი ის მარცვლეულის დაფქვას დაასრულებს?“ მართლა მშვენივრად ასრულებდი საქმეს, როდესაც გაგათავისუფლეს? ვირი, რომელიც უმისამართოდ ისვრის წიხლებს და იკბინება და რამდენიც არ უნდა გაწვრთნა, თავის საქმეს გულს არ უდებს, ნამდვილად უნდა მოიკლას, როგორც კი „მარცვლეულის დაფქვას დაასრულებს“. რაც შეეხება იმას, თუ როდის უნდა მოიკლას, ეს მის ქცევაზეა დამოკიდებული. მითხარით, ვინმე ნებაყოფლობით მოიშორებდა კარგ ვირს? დაფქვის დროს ვირი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დამხმარეა. როდესაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ, იქნებოდა ვინმე იმდენად სულელი, რომ მოეკლა ვირი, შეეჩერებინა დაფქვა და მარცვლეულის გარეშე დარჩენილიყო? აკეთებს ვინმე ამას? (არა). არსებობს მხოლოდ ერთი სიტუაცია, როდესაც ეს მოხდებოდა: ვირი არ ემორჩილება წვრთნას და აგრძელებს გამეტებით წიხლების სროლასა და კბენას, რაც შეუძლებელს ხდის რაიმეს დაფქვას. სწორედ მაშინ გახდებოდა საჭირო დაფქვის შეჩერება და ვირის მოკვლა, არა? (დიახ). ვისაც ამ საკითხთან დაკავშირებით გამჭრიახობა აქვს, ნათლად ხედავს ამას. მაშ, როგორ უნდა მოექცნენ ანტიქრისტეებს, რომლებიც ურჩნი და ჯიუტნი არიან და არავითარ საქმეს არ ასრულებენ? ყველაზე მარტივი მეთოდია, ჯერ გაათავისუფლონ ისინი თანამდებობიდან. ზოგიერთი ადამიანი კითხულობს: „თანამდებობიდან გათავისუფლებით მთავრდება ყველაფერი?“ სად გეჩქარებათ? დააკვირდით მათ ქცევას. მას შემდეგ, რაც გაათავისუფლებენ და ძალაუფლებას დაკარგავენ, თუ კვლავ შეძლებენ ღვთის სახლში მსახურების გაწევას, მათ არ გარიცხავენ. თუმცა, თუ ისინი მსახურებას არ ეწევიან და, ნაცვლად ამისა, კიდევ უფრო უარესად იქცევიან წარმოდგენების გავრცელებით, ბოროტების კეთებითა და ყველგან არეულობის შექმნით, მაშინ, პრინციპების თანახმად, ისინი უნდა გარიცხონ. ერთი სიტყვით, განა საძულველი არ არის ის ყველაფერი, რაც ანტიქრისტეებში ვლინდება? (უკიდურესად საძულველია). და რა ხდის მათ საძულველს? ამ ანტიქრისტეებს სურთ ღვთის სახლში ძალაუფლების ხელში ჩაგდება; ქრისტეს სიტყვები მათ მიერ ვერ განხორციელდება, არ შეასრულებენ მათ. რა თქმა უნდა, შესაძლოა სხვაგვარი სიტუაციაც არსებობდეს, როდესაც ადამიანებს არ შეუძლიათ ქრისტეს სიტყვებისადმი დამორჩილება: ზოგიერთ ადამიანს მწირი სულიერი მონაცემები აქვს, მას არ შეუძლია ღვთის სიტყვების გაგება, როდესაც ისმენს მათ, და არ იცის, როგორ განახორციელოს ისინი; რომც ასწავლო, როგორ გააკეთოს ეს, მაინც არ შეუძლია. ეს სხვა საკითხია. თემა, რომელზეც ახლა გვაქვს თანაზიარება, ანტიქრისტეების არსს ეხება და არ უკავშირდება იმას, შესწევთ თუ არა ადამიანებს საქმის კეთების უნარი, ან როგორია მათი სულიერი მონაცემები; ეს ეხება ანტიქრისტეების ხასიათსა და არსს. ისინი სრულიად ეწინააღმდეგებიან ქრისტეს, ღვთის სახლის სამუშაო განკარგულებებსა და ჭეშმარიტება-პრინციპებს. მათ არ გააჩნიათ მორჩილება, მხოლოდ წინააღმდეგობა. აი, რა არის ანტიქრისტე.

დაფიქრდით და გაარჩიეთ, ანტიქრისტეების ზემოთ ნახსენებ რომელ გამოვლინებას მიეკუთვნება შემდეგი სიტუაცია. იყო ერთი წინამძღოლი, რომელიც ყოველდღე დილიდან საღამომდე მუშაობდა და საკმაოდ პასუხისმგებლიანი ჩანდა. თუმცა, მას იშვიათად ხედავდნენ, რაც ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ იგი საქმით ძალიან დაკავებული იყო და, სავარაუდოდ, უსაქმოდ არ ყოფილა, თითქოს ფასს იხდიდა თავისი მოვალეობის შესასრულებლად. მოგვიანებით, როდესაც მათ საცხოვრებელ ადგილსა და ეზოში სამუშაო იყო შესასრულებელი, ჩვენ გამოვყავით ადამიანი, რომელიც მითითებებს მისცემდა მათ ამ სამუშაოს შესრულებისას. როდესაც ჩვენ იქ არ ვიყავით, ის წინ უნდა გამოსულიყო, დახმარებოდა საქმის გაძღოლაში და პასუხისმგებლობა აეღო; უნდა გამოეჩინა ინიციატივა. განა ეს გონივრული და მართებული არ არის? მუდამ იქ უნდა ვიყო, რომ ზედამხედველობა გავუწიო ამ საყოფაცხოვრებო საქმეებსა და დავალებებს? (არა). უმეტესწილად, ამგვარი შრომატევადი დავალებები რეალურად არ ეხება ჭეშმარიტებას. ადამიანებმა მხოლოდ გულმოდგინედ უნდა იმუშაონ, არ ჩაიდინონ დამანგრეველი ქმედებები, იყვნენ დამყოლნი და გააკეთონ ის, რასაც სთხოვენ — ეს მარტივი და ადვილად შესასრულებელია. მოგვიანებით, როდესაც იმ ადგილას სამუშაოები ძირითადად დასრულდა, მაგრამ მიმდინარე მართვა კვლავ საჭირო იყო, ეს პასუხისმგებლობა ამ წინამძღოლს გადავაბარე. ვუთხარი, რომ შეენარჩუნებინა ტერიტორიის სისუფთავე და უზრუნველეყო, რომ ყველაფერი, რასაც მოვლა-პატრონობა სჭირდებოდა, სათანადოდ ყოფილიყო მოწესრიგებული. ძირითადად ორი რამ იყო: პირველი, შეენარჩუნებინა ყველა ფიქსირებული სივრცისა და ოთახის სისუფთავე და წესრიგი შიგნით და გარეთ. მეორე, კარგად მოევლო მცენარეებისთვის; მაგალითად, მოერწყა ახლად დარგული მცენარეები, რათა ისინი არ გამხმარიყო, გაესხლა ისინი საჭიროებისამებრ, სეზონისა და მათი ზრდის მიხედვით, და საჭიროებისამებრ მიეცა მათთვის სასუქი. მხოლოდ ეს ორი დავალება — როგორ ფიქრობთ, ეს ბევრია? შეიძლება ეს დამღლელი იყოს? (არა). ეს ორი დავალება ბევრი არ არის; ადამიანს მათი დასრულება ჭამის შემდეგ სეირნობისასაც კი შეუძლია. გარდა ამისა, განა არ უნდა იზრუნო საკუთარ საცხოვრებელ გარემოზე? ასეთია ადამიანად ცხოვრება; ამგვარი დავალებები აუცილებელია ნორმალური ადამიანური ცხოვრებისთვის. უნდა მართო საკუთარი საცხოვრებელი გარემო. თუ ამას არ აკეთებ, ცხოველებისგან არაფრით განსხვავდები. შეიძლება კი მაშინ ადამიანად იწოდებოდე? ცხოველები არ უვლიან თავიანთ გარემოს; მათ არ აქვთ გამოყოფილი ადგილები თავიანთი ბუნებრივი მოთხოვნილებებისთვის და არც განსაზღვრული ადგილები აქვთ ჭამისა და ძილისთვის. ადამიანი ამ მხრივ ცხოველზე მაღლა დგას; ადამიანი უვლის თავის გარემოს, ზრუნავს სისუფთავეზე და გარკვეული მოთხოვნები აქვს საცხოვრებელი გარემოს მიმართ. ასე რომ, ჩემი მხრიდან მისთვის ამის თხოვნა გადაჭარბებული არ ყოფილა, ხომ მართალია? (დიახ). ამ დავალებების მიცემის შემდეგ, სხვა ადგილას წავედი, წინამძღოლს კი კონკრეტული საქმე უნდა შეესრულებინა. ერთ დღეს წავედი, რათა შემემოწმებინა, როგორ იმართებოდა გარემო და იქაურობის შემოვლისას გულისტკივილი, გაღიზიანება და ბრაზი ვიგრძენი! როგორ ფიქრობთ, რა მოხდა? რას შეეძლო ამგვარი ემოციების გამოწვევა? (მან არ შეასრულა ღვთის ბრძანებები და განკარგულებები). ზუსტად, სხვაგვარად ვერ იტყვი — მან არ განახორციელა ისინი. იმ პერიოდში, როცა არ ვიყავი, ამინდი განსაკუთრებით მშრალი არ ყოფილა, მაგრამ ბევრ ახლად დარგულ ნერგს ფოთლები გაუყვითლდა, ზოგიერთს კი დასცვივდა კიდეც. აღმაშფოთებელი ის იყო, რომ ორი ცნობილი მოყვავილე ხის ხასხასა მწვანე ფოთოლი მოწითალო-იისფერი გამხდარიყო და თითქმის გაყვითლდა. ამის მოსმენა გაბრაზებთ? კიდევ უფრო აღმაშფოთებელი ის იყო, რომ შესასვლელთან არსებული სუფთა ცემენტის პლატფორმა მოფენილი იყო კალათებით, პლასტმასის პარკებით, ნაგვით, დასრულებული სამუშაოდან დარჩენილი ხის ნაფოტებით, ლურსმნებით, ინსტრუმენტებით — ყველაფერი აქეთ-იქით ეყარა, ირგვლივ საშინელი სიბინძურე და უწესრიგობა იყო! ვინ არ გაბრაზდებოდა ასეთი სცენის დანახვისას? არსებობს მხოლოდ ერთი ტიპის ადამიანი, რომელიც არ გაბრაზდებოდა — ისინი, ვინც ცხოველთა კატეგორიას განეკუთვნებიან, რომლებსაც არ აქვთ სტანდარტები ან მგრძნობელობა თავიანთი გარემოს მიმართ, გულგრილნი არიან სუნის, სისუფთავის ან კომფორტის მიმართ და სრულიად არ იციან, რა არის კარგი ან ცუდი. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს ნორმალური ადამიანობა, გარკვეული მოთხოვნები თავისი გარემოს მიმართ და აზროვნების უნარი, გაბრაზდებოდა ასეთი მდგომარეობის დანახვისას. იქ ადამიანთა დიდი ჯგუფი ცხოვრობდა, თუმცა მათ ამ მცირე დავალების შესრულებაც კი ვერ შეძლეს. როგორი ადამიანები არიან ისინი? მას შემდეგ, რაც მითითებები მივეცი, აი, როგორ მოეპყრნენ ისინი მათ, აი, რა გააკეთეს. აქაურობის მოწესრიგება და ამ რამდენიმე საქმის მიხედვა ხომ არ არის დამღლელი? ეს ხომ არ უშლის ხელს შენს არცერთ საქმიანობას? ეს გავლენას არ ახდენს შენს შეკრებებზე, ლოცვებზე ან ღვთის სიტყვის კითხვაზე, არა? მაშ, რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება? როდესაც იქ ვარ, ზედამხედველობას ვუწევ და ვუყურებ, ეს ადამიანები ასრულებენ გარკვეულ საქმეს, მაგრამ როგორც კი მივდივარ, ისინი ჩერდებიან; არავინ იღებს პასუხისმგებლობას. რა ხდება აქ? მიიჩნევენ ისინი ამ ადგილს თავიანთ სახლად? (არა). ისინი კვლავ ამბობენ, რომ ქრისტეს სასუფეველი მათი თბილი სახლია, მაგრამ მართლა ასე ფიქრობენ? მართლა ასე იქცევიან? არა. ისინი იმ გარემოსაც კი არ მართავენ, რომელშიც ცხოვრობენ. მას შემდეგაც კი, რაც მითითებები მივეცი, არავინ იღებს პასუხისმგებლობას და არავის ადარდებს. როცა ეტყვი, რომ იმუშაონ, ცოტას წაიმუშავებენ, მაგრამ დასრულების შემდეგ სამუშაო იარაღებს დაუდევრად მიყრიან ხოლმე და ფიქრობენ: „ვისაც უნდა, იმან მიხედოს, ეს ჩემი საქმე არ არის. სანამ საჭმელი და თავშესაფარი მაქვს, კარგად ვარ“. როგორი ადამიანობაა ეს? როგორი ზნეობაა? გააჩნია კი ასეთ ადამიანს ნორმალური ადამიანობის ნატამალი მაინც? ამდენი წლის განმავლობაში სწამდეს ადამიანს ღმერთი და ოდნავადაც არ შეიცვალოს, ნამდვილად წარმოუდგენელია! ამდენი ძალისხმევა გავიღე თქვენთვის ამ ყველაფრის გასაკეთებლად, ყველაფერი ასე კარგად მოვაწყვე. აქ არ ვცხოვრობ, არაფრით ვტკბები — ეს ყველაფერი თქვენთვისაა. არ არის საჭირო, მადლიერნი იყოთ; უბრალოდ მართეთ საკუთარი საცხოვრებელი გარემო და ეს საკმარისია — რატომ არის ამის გაკეთება ასე რთული? მოგვიანებით მივხვდი, რომ ამ ქცევას მიზეზი ჰქონდა. ადამიანები მოდიან ღვთის სახლში, იქნება ეს მათ მიერ ოჯახებისა და კარიერის მიტოვება, თუ სწავლასა და სამომავლო პერსპექტივებზე უარის თქმა, რათა შეასრულონ თავიანთი მოვალეობა და არა იმისთვის, რომ ჩემი გრძელვადიანი მუშაკები იყვნენ. რატომ? ისინი არცერთ თეთრს არ იღებენ, მაშ, რატომ უნდა მომისმინონ? რატომ უნდა მართონ გარემო ჩემთვის? რატომ უნდა გაიღონ ეს ძალისხმევა ჩემთვის? აი, როგორ ფიქრობენ ისინი. მათ მიაჩნიათ, რომ საკმარისია, თავიანთი უშუალო საქმე და მოვალეობა კარგად შეასრულონ, და რომ მხოლოდ თავიანთი საქმის ფარგლებში არსებული საკითხების მოგვარებით ამოიწურება მათი პასუხისმგებლობა. სხვა დანარჩენზე კი, რასაც ვავალებ, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაფიქრდნენ, თუ ეს მათ უშუალო მოვალეობასა და საქმიანობას ეხება, მაგრამ დანარჩენისთვის სხვა უნდა მოვძებნო. ნაგულისხმევი გზავნილი ასეთია: „ჩვენ სასუფევლის ხალხი ვართ; როგორ შეგვიძლია ასეთი ბინძური და დამღლელი საქმის კეთება? ჩვენ აღმატებული ადამიანები ვართ; ჩვენთვის მუდამ მდაბიო და დამამცირებელი საქმის დავალება ჩვენს სახელს აზიანებს! ჩვენ გარკვეული სტატუსის მქონე ადამიანები ვართ, რატომ გვირთულებ მუდმივად საქმეს?“ ამის გაგების შემდეგ, გარკვეული წარმოდგენა შემექმნა იმაზე, თუ რატომ არის ადამიანთა უმეტესობა ზიზღით განწყობილი, რატომ ეწინააღმდეგება და რატომ არ სურს მუშაობა, რატომ უყურებენ სხვებს და რატომ მიმართავენ ეშმაკობას მოვალეობებისგან თავის არიდების მიზნით, როდესაც მუშაობენ — ეს იმიტომ ხდება, რომ უმეტესობა არ ეძიებს ჭეშმარიტებას. ის, რომ ისინი ჭეშმარიტებას არ ეძიებენ, ზოგადი ნათქვამია; სინამდვილეში კი, ბევრი ადამიანი ბუნებით კომფორტის მოყვარული და შრომის მოძულეა. ამასთან ერთად, რადგან მათ აკონტროლებს აზროვნება, რომ უბრალოდ თავი გაიტანონ, მათ მიაჩნიათ, რომ ჭეშმარიტების ძიება ნიშნავს ერთად სხდომას, საუბარსა და მსჯელობას, ზუსტად ისე, როგორც დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში, სადაც ადამიანები მუდმივად ატარებენ შეხვედრებს, კითხულობენ გაზეთებს და სვამენ ჩაის — მათი აზრით, ეს არის ღმერთის რწმენა და მოვალეობის შესრულება. როგორც კი საუბარი ფერმერებივით მუშაობასა და შრომაზე ჩამოვარდება, ბევრი ფიქრობს, რომ ასეთ ცხოვრებას ჩვენთან, ქრისტიანებთან, არავითარი კავშირი არ აქვს. ქრისტიანის ცხოვრება შორს არის „მდაბიო სიამოვნებებისგან“. ფარულად მათ სჯერათ, რომ ამქვეყნიურ, რუტინულ საქმეებზე მაღლა დგანან — დასუფთავება, მავნებლებთან ბრძოლა, მიწათმოქმედება, გასხვლა, ყვავილების დარგვა და ა.შ. მათ არ ეხებათ; მათ დიდი ხანია გადალახეს ცხოვრების ასეთი მდაბიო წესი. განა ეს არ არის ადამიანთა უმეტესობის მდგომარეობა? (დიახ). ადვილია ამგვარი მდგომარეობის გამოსწორება? ზოგიერთი ადამიანი, როდესაც სთხოვენ ისწავლოს დანადგარების მართვა, ამას სერიოზულად არ აღიქვამს და განზრახაც კი არასწორად იყენებს მათ, რითაც სულ რაღაც რამდენიმე დღეში აზიანებს დანადგარს. ახლად ნაყიდი დანადგარები ფუჭდება და მათი შეკეთება იაფი არ ჯდება. ისინი ფიქრობენ: „განა არ მთხოვე, რომ მესწავლა? ახლა, როცა დანადგარი გავაფუჭე და აღარაფერი დარჩა, დასვენების საბაბი მაქვს, არა? აღარ მიწევს მუშაობა, არა? სულ მთხოვდი, რომ მესწავლა და აი, შედეგიც. ეს არის ის, რისი დანახვაც გინდოდა?“ ზოგიერთი დანადგარის შეკეთების ღირებულება თითქმის ახლის ყიდვის ტოლფასია. ზოგიერთი ადამიანი ასეთი შეცდომების დაშვების შემდეგ საერთოდ არ გრძნობს თავს ცუდად ან დამნაშავედ. თუ ამას შევადარებთ ადრე ნახსენებ შეხედულებას — „არ დავხარჯოთ ღვთის სახლის ფულიდან არცერთი თეთრი, რადგან ეს ღვთის შესაწირავია“, რომელი განცხადებაა გულწრფელი და რომელი ქცევაა რეალობა? ისინი აფუჭებენ დანადგარებს, და ორიოდე შეკეთების ფასად ახალი დანადგარის ყიდვა შეიძლება. ეს მფლანგველური ქცევა რეალობაა, ხოლო განცხადება შესაწირავების არგაფლანგვის შესახებ — ყალბი, მზაკვრული და შეცდომაში შემყვანი. თუ დავუბრუნდებით ზემოთ განხილულ მაგალითს და მას ანტიქრისტეს ხასიათისა და არსის მიხედვით განვსაზღვრავთ, დღეს განხილულ რომელ პუნქტს დაუკავშირდება იგი? რომელ ასპექტში იქნებოდა შეტანილი? ისინი ამბობენ: „მე აქ ჩემი მოვალეობის შესასრულებლად ვარ და არა იმისთვის, რომ შენი გრძელვადიანი მუშაკი ვიყო“. არის ეს განცხადება სწორი? აქ მოვალეობის შესასრულებლად ხარ, მაგრამ ვინ განსაზღვრა, რას მოიცავს და რას არ მოიცავს ეს მოვალეობა? განა ეს დავალებები არ არის იმის ნაწილი, რაც უნდა აკეთო? ისევე, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ოჯახის სარჩენად ფულის შოვნა შენი პასუხისმგებლობაა. თუ ბოსტნეული გინდა და გადაწყვეტ, რომ თავად მოიყვანო, ეს შენი საქმეა, მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ სხვა საოჯახო საქმეები შენი პასუხისმგებლობა არ არის? განცხადება, რომ აქ მოვალეობის შესასრულებლად ხარ, სწორია, მაგრამ იმის თქმა, რომ აქ გრძელვადიან მუშაკად არ ხარ, პრობლემურია. რას ნიშნავს „გრძელვადიანი მუშაკი“? ვინ გეპყრობა ასე? არავინ მიგიჩნევს გრძელვადიან მუშაკად და ამ დავალებების შესრულება ან მცირეოდენი ძალისხმევის გაღება ასეთად არ გაქცევს. არ გიყურებ, როგორც გრძელვადიან მუშაკს და არც ღვთის სახლი გიყენებს ასეთად. ასრულებ იმ საქმეს, რომელიც შენი პასუხისმგებლობაა; ეს ყველაფერი შენი მოვალეობის ფარგლებშია. მცირე მასშტაბით, ეს ეხება შენი ყოველდღიური ყოფა-ცხოვრების უზრუნველყოფას, შენი ფიზიკური კეთილდღეობისა და ნორმალური ფიზიოლოგიური ფუნქციების უზრუნველყოფას, იმის უზრუნველყოფას, რომ კარგად იცხოვრო. უფრო ფართო მასშტაბით, თითოეული დავალება დაკავშირებულია ღვთის საქმის გავრცელებასთან. მაშ, რატომ ხარ მზად შეასრულო ამ დავალებებიდან ზოგიერთი, მაგრამ არა სხვები? რატომ იწუნებ და არჩევ? რატომ მიიჩნევ მცირეოდენი ძალისხმევის გაღებას, დასუფთავებასა და გარემოს მართვას გრძელვადიანი მუშაკის საქმედ, მდაბიო შრომად? ამას თავისი მიზეზი აქვს: როდესაც საქმე ეხება ქრისტეს ბრძანებებსა და მის ყველა მოთხოვნას, ადამიანები იმ დავალებებს, რომელთა შესრულებაც სურთ, თავიანთი მოვალეობის ნაწილად მიიჩნევენ, ხოლო იმ დავალებებს, რომელთა შესრულებაც არ სურთ ან ეწინააღმდეგებიან, გრძელვადიანი მუშაკის საქმედ თვლიან. განა ეს ფაქტების დამახინჯება არ არის? ეს არის გადახრა ადამიანების გაგებაში. რა იწვევს ამ გადახრას? ეს ადამიანების მიდრეკილებებია. და რისკენ იხრება ეს მიდრეკილებები? ისინი დამოკიდებულია იმაზე, იტანჯება თუ არა ხორცი. თუ ხორცს არ შეუძლია კომფორტით ტკბობა, თუ ის იტანს გაჭირვებას ან დაღლილობას, ადამიანები წინააღმდეგნი ხდებიან. ხოლო იმ დავალებებს, რომელთა შესრულებაც სურთ — რომლებიც გამოსაჩენი და საპატიოა — ისინი ასე თუ ისე იღებენ და მოვალეობის შესრულებად მიიჩნევენ. შეიძლება თუ არა ეს დამოკიდებულება ქრისტესადმი წინააღმდეგობად ჩაითვალოს? ადამიანები მტკიცედ ეწინააღმდეგებიან და უარს ამბობენ იმ დავალებების შესრულებაზე, რომელთა შესრულებაც არ სურთ; რაც არ უნდა კარგად დაუსაბუთო, ისინი უბრალოდ უარს ამბობენ და ეწინააღმდეგებიან. ადვილია ადამიანების ამ მდგომარეობებისა და პრობლემების მოგვარება? ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უყვარს ადამიანს ჭეშმარიტება. თუ ვინმეს საერთოდ არ უყვარს ჭეშმარიტება და ზიზღით არის განწყობილი მის მიმართ, მაშინ ის არასოდეს შეიცვლება. თუმცა, თუ გაქვს ტანჯვის ატანის ნებისყოფა, შეგიძლია აუჯანყდე ხორცს და გაქვს ნამდვილი მორჩილება და მორჩილი განწყობა, განა ეს პრობლემები ადვილად არ გამოსწორდება? (დიახ). ამ ცხოვრებაში შეუძლებელია, ადამიანი საერთოდ არაფერს აკეთებდეს. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „წარსულში იმპერატორები არავითარ საქმეს არ აკეთებდნენ“. მართლა ასეა? იმპერატორების უმეტესობა მთელ დღეებს სასახლის ცხოვრებით ტკბობაში არ ატარებდა. ზოგიერთმა პოეზიისა და ლიტერატურის შესწავლა ახალგაზრდობიდანვე დაიწყო და დილიდან საღამომდე მუშაობდა. ტახტზე ასვლის შემდეგ ისინი გადაცმულნი გადიოდნენ ხალხში, რათა გაეგოთ ხალხის გასაჭირი, ხოლო ეროვნული კრიზისის დროს ზოგიერთი ბრძოლის ველზეც კი გადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი იმპერატორები ბევრი არ ყოფილა, ზოგიერთი ნამდვილად არსებობდა. მაშინაც კი, თუ არსებობდნენ იმპერატორები, რომლებიც თითქმის არაფერს აკეთებდნენ, როგორც ზოგიერთი ადამიანი ამბობს, ისინი ძალიან ცოტანი იყვნენ. ადამიანი, რომელიც არ არის ჩართული არავითარ სათანადო საქმიანობაში, მაგრამ მაინც ოცნებობს მხოლოდ საუკეთესოთი ტკბობაზე, უბრალოდ ფანტაზიორობს.

ბევრი ადამიანი ფიზიკურ შრომაში ძალისხმევის გაღებას ყოველთვის ღირსების შემლახველად მიიჩნევს. არის ეს შეხედულება სწორი? არიან ისეთებიც, ვინც ასეთ ძალისხმევას უბრალოდ მსახურების გაწევად მიიჩნევს და სჯერათ, რომ მხოლოდ წინამძღოლებისა და მუშაკების მიერ ეკლესიის საქმის კეთება ითვლება მოვალეობის შესრულებად — არის ამგვარი გაგება სწორი? (არა). ეს საკითხი შემდეგნაირად უნდა გაიგო: ყველაფერი, რასაც ღმერთი ადამიანებისგან მოითხოვს და ღვთის სახლში არსებული ყოველგვარი საქმე არის ის, რაც ადამიანებმა უნდა აკეთონ — ეს ყველაფერი ადამიანების მოვალეობად ითვლება. რა საქმესაც არ უნდა აკეთებდნენ ადამიანები, ეს არის ის მოვალეობა, რომელიც მათ უნდა შეასრულონ. მოვალეობა ძალიან ფართო ცნებაა და მრავალ სფეროს მოიცავს, მაგრამ რა მოვალეობასაც არ უნდა ასრულებდე, მარტივად რომ ვთქვათ, ეს შენი ვალდებულებაა და ის, რასაც უნდა აკეთებდე. სანამ მას გულით და კარგად ასრულებ, ღმერთი მოგიწონებს და გაღიარებს ადამიანად, რომელსაც ჭეშმარიტად სწამს ღმერთი. ვინც არ უნდა იყო, თუ მუდამ ცდილობ თავი აარიდო ან დაემალო შენს მოვალეობას, მაშინ პრობლემა არსებობს. რბილად რომ ვთქვათ, ზედმეტად ზარმაცი და ცბიერი, უსაქმური ხარ, გიყვარს დასვენება და გძულს შრომა. უფრო სერიოზულად რომ ვთქვათ, არ გსურს შენი მოვალეობის შესრულება და არ გაქვს არც ერთგულება და არც მორჩილება. თუ ფიზიკური ძალისხმევის გაღების ტვირთის ტარებაც კი არ შეგიძლია, რისი გაკეთება შეგიძლია? რისი ჯეროვნად გაკეთების უნარი შეგწევს? თუ ადამიანი ჭეშმარიტად ერთგულია და აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა თავისი მოვალეობის მიმართ, მაშინ, სანამ ამას ღმერთი მოითხოვს და სანამ ეს ღვთის სახლს სჭირდება, ის გააკეთებს ყველაფერს, რასაც სთხოვენ, საკუთარი არჩევანის გაკეთების გარეშე. განა მოვალეობის შესრულების ერთ-ერთი პრინციპი ის არ არის, რომ ადამიანმა საკუთარ თავზე აიღოს და კარგად გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც შეუძლია და რაც ევალება? (დიახ). ზოგიერთი, ვინც გარეთ ფიზიკურად შრომობს, არ ეთანხმება ამას და ამბობს: „თქვენ მთელ დღეს თქვენს ოთახში ატარებთ მოვალეობის შესრულებაში, ქარისა და მზისგან დაცულნი. ამაში არავითარი გაჭირვება არ არის, თქვენი მოვალეობა ჩვენსაზე ბევრად უფრო კომფორტულია. დადექით ჩვენს ადგილას და ვნახოთ, შეძლებთ თუ არა გარეთ რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობას და ქარსა და წვიმაში ყოფნას“. სინამდვილეში, ყოველი მოვალეობა მოიცავს გარკვეულ გაჭირვებას. ფიზიკური შრომა მოიცავს ფიზიკურ გაჭირვებას, ხოლო გონებრივი შრომა — გონებრივ გაჭირვებას; თითოეულს თავისი სირთულეები აქვს. ყველაფერი სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე გასაკეთებლად. როდესაც ადამიანები რეალურად ჰკიდებენ ხელს საქმეს, გადამწყვეტია, ერთი მხრივ, მათი ზნეობა, ხოლო მეორე მხრივ — ის, უყვართ თუ არა მათ ჭეშმარიტება. მოდით, ჯერ ზნეობაზე ვისაუბროთ. თუ ადამიანი კარგი ზნეობისაა, ის ყველაფრის დადებით მხარეს ხედავს და შეუძლია საგნების მიღება და გაგება დადებითი თვალსაზრისით და ჭეშმარიტების საფუძველზე; ანუ, მისი გული, ზნეობა და სული მართალია — ეს ზნეობის კუთხით. შემდეგ, მოდით, ვისაუბროთ სხვა ასპექტზე — უყვარს თუ არა ადამიანს ჭეშმარიტება. ჭეშმარიტების სიყვარული გულისხმობს ჭეშმარიტების მიღების უნარს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, გესმის თუ არა ღვთის სიტყვები და გესმის თუ არა ღვთის განზრახვა, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა შენი შეხედულება, აზრი და თვალსაზრისი საქმეზე, იმ მოვალეობაზე, რომელიც უნდა შეასრულო, ჭეშმარიტებას, მაინც შეგიძლია მისი მიღება ღვთისგან; თუ მორჩილი და გულწრფელი ხარ, მაშინ ეს საკმარისია, ეს შესაფერისს გხდის შენი მოვალეობის შესასრულებლად და ეს არის მინიმალური მოთხოვნა. თუ მორჩილი და გულწრფელი ხარ, მაშინ საქმის კეთებისას არ იქნები ზედაპირული და მზაკვრულად არ აარიდებ თავს საქმეს, არამედ მთელ შენს გულსა და ძალას ჩადებ მასში. თუ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა არასწორია და მასში ნეგატიურობა ჩნდება, მაშინ ის დაკარგავს შემართებას და მოუნდება ზედაპირულად მოქცევა. თუ მან გულის სიღრმეში კარგად იცის, რომ მისი მდგომარეობა არ არის სწორი, და მაინც არ ცდილობს ამის მოგვარებას ჭეშმარიტების ძიებით, მაშინ ასეთ ადამიანს არ უყვარს ჭეშმარიტება — მას მოვალეობის შესრულების მხოლოდ მცირეოდენი სურვილი აქვს, მაგრამ არ უნდა რაიმე ძალისხმევის გაღება ან გაჭირვების ატანა, და მუდამ ცდილობს მზაკვრულად აარიდოს თავი საქმეს. სინამდვილეში, ღმერთმა უკვე გულდასმით გამოიკვლია ეს ყველაფერი — მაშ, რატომ არ აქცევს ის ყურადღებას ამ ადამიანებს? ღმერთი უბრალოდ ელოდება, რომ მისი რჩეული ხალხი გამოიღვიძებს, გამოიჩენს გამჭრიახობას, ამხელს ამ ადამიანებს და მოკვეთავს მათ. თუმცა, ასეთი ადამიანები მაინც ფიქრობენ: „ნახეთ, რა ჭკვიანი ვარ. ჩვენ ერთსა და იმავე საჭმელს ვჭამთ, მაგრამ მუშაობის შემდეგ თქვენ სრულიად გამოფიტულები ხართ, მე კი საერთოდ არ ვარ დაღლილი. მე ვარ ჭკვიანი. მე ასე ბევრს არ ვმუშაობ; ვინც ბევრს მუშაობს, იდიოტია“. სწორია თუ არა მათი მხრიდან პატიოსანი ადამიანების ასე ყურება? არა. სინამდვილეში, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ თავიანთი მოვალეობის შესრულებისას, პრაქტიკაში ახორციელებენ ჭეშმარიტებას და აკმაყოფილებენ ღმერთს, ამიტომ ისინი ყველაზე ჭკვიანი ადამიანები არიან. რა ხდის მათ ჭკვიანებს? ისინი ამბობენ: „მე არ ვაკეთებ არაფერს, რასაც ღმერთი არ მთხოვს, და ვაკეთებ ყველაფერს, რასაც ის მთხოვს. ვაკეთებ ყველაფერს, რასაც ის მთხოვს, მთელ ჩემს გულსა და ენერგიას ვდებ ამაში და საერთოდ არ ვაკეთებ ამას ზედაპირულად. მე ამას არცერთი ადამიანისთვის არ ვაკეთებ, ამას ღვთისთვის ვაკეთებ. ღმერთს ასე ძალიან ვუყვარვარ; მე ეს უნდა გავაკეთო ღვთის დასაკმაყოფილებლად“. ეს არის სწორი შინაგანი მდგომარეობა. შედეგად, როდესაც ეკლესია იწმინდება ასეთი ადამიანებისგან, ისინი, ვინც ცბიერობენ თავიანთი მოვალეობის შესრულებისას, ყველა მოიკვეთება, ხოლო ის პატიოსანი ადამიანები, რომლებიც იღებენ ღვთის დაკვირვებას, რჩებიან. ამ პატიოსანი ადამიანების მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება და ისინი დაცულნი არიან ღვთის მიერ ყველაფერში, რაც მათ თავს ხდება. და რა აძლევს მათ ამ დაცვას? ეს იმიტომ ხდება, რომ გულში ისინი პატიოსნები არიან. მათ არ ეშინიათ გაჭირვების ან დაღლილობის, როდესაც ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, და არ იწუნებენ არავითარ საქმეს, რასაც მათ ავალებენ; ისინი არ კითხულობენ რატომ, უბრალოდ აკეთებენ იმას, რასაც ეუბნებიან, ემორჩილებიან, ყოველგვარი გამოკვლევისა თუ გაანალიზების გარეშე, და ყოველგვარი დამატებითი მოსაზრებების გარეშე. მათ არ აქვთ გათვლები და შეუძლიათ მორჩილება ყველაფერში. მათი შინაგანი მდგომარეობა ყოველთვის ძალიან ნორმალურია. როდესაც საფრთხის წინაშე დგანან, ღმერთი იცავს მათ, როდესაც ავადმყოფობა ან ჭირი ატყდებათ თავს, ღმერთი ასევე იცავს მათ, და მომავალში ისინი მხოლოდ კურთხევას მიიღებენ. ზოგიერთ ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია ამ საკითხის ბოლომდე დანახვა. როდესაც ხედავენ, რომ პატიოსანი ადამიანები ნებაყოფლობით იტანენ გაჭირვებასა და დაღლილობას თავიანთი მოვალეობის შესრულებისას, ისინი ფიქრობენ, რომ ეს პატიოსანი ადამიანები სულელები არიან. მითხარით, არის ეს სისულელე? ეს გულწრფელობაა, ეს ჭეშმარიტი რწმენაა. ჭეშმარიტი რწმენის გარეშე, არსებობს ბევრი რამ, რისი ნამდვილად გაგება ან ახსნა ადამიანს არასოდეს შეუძლია. მხოლოდ მათ, ვისაც ესმის ჭეშმარიტება, ვინც მუდამ ღვთის წინაშე ცხოვრობს და ნორმალური ურთიერთობა აქვს მასთან, და ვინც ჭეშმარიტად ემორჩილება ღმერთს და ვისაც გულწრფელად ეშინია მისი, ყველაზე ნათლად იციან თავიანთ გულებში, თუ რა ხდება სინამდვილეში. რატომ იციან მათ, მაშინ როცა სხვებმა არ იციან? იმიტომ, რომ მათ ეს გამოცდილება ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებითა და პატიოსან ადამიანებად ყოფნით შეიძინეს. ამ გამოცდილების მიცემა არცერთ ადამიანს არ შეუძლია და ვერც ვერავინ მოიპარავს ან წაართმევს მას. განა ეს კურთხევა არ არის? ჩვეულებრივ ადამიანს ასეთი კურთხევის მიღება არ შეუძლია. და რატომ არის ასე? ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანები ზედმეტად მზაკვრები და უკეთურები არიან; მათ არ გააჩნიათ პატიოსნება, არ შეუძლიათ იყვნენ პატიოსანი ადამიანები და არ აქვთ წრფელი გული, ამიტომ ის, რასაც იღებენ, შეზღუდულია. რაც შეეხება ანტიქრისტეებს, მათზე საუბარი კიდევ უფრო ნაკლებად არის საჭირო. სხვადასხვა საკითხის მიმართ მათი დამოკიდებულებების, ასევე მათი ბუნება-არსების და განსაკუთრებით ქრისტეს მიმართ მათი დამოკიდებულების საფუძველზე, ანტიქრისტეების მსგავსი ადამიანები ვერასოდეს მიიღებენ ამ კურთხევას. რატომ არის ასე? ეს იმიტომ ხდება, რომ მათი გულები ზედმეტად უკეთური და ცბიერია! ისინი ადამიანებს სხვადასხვანაირად ეპყრობიან იმის მიხედვით, თუ ვინ არის ადამიანი, იცვლიან ფერებს ქამელეონივით, მათი გონება მუდამ გათვლებშია, კურდღლის დაუნახავად ქორს არ გაუშვებენ, არ არიან გულწრფელნი ღვთის მიმართ, არ გააჩნიათ მისდამი მორჩილება და მხოლოდ გარიგებებს დებენ მასთან. რა არის ასეთი დამოკიდებულებებისა და არსის შედეგი? ის, რომ ნებისმიერ საკითხში მათ არ შეუძლიათ ბოლომდე დაინახონ ან გაიგონ სხვადასხვა ადამიანისა და სიტუაციის არსი, ისევე, როგორც ამ სიტუაციებთან დაკავშირებული ჭეშმარიტებები. ღვთის სიტყვები მათ წინაშეა გადაშლილი, ისინი განათლებულები არიან, იციან კითხვა და გაანალიზება, აქვთ ინტელექტი და იციან გულდასმით გამოკვლევა, მაშ, რატომ არ შეუძლიათ გაგება? რამდენ ხანსაც არ უნდა იცოცხლონ, თუნდაც 80 წლამდე, მაინც ვერ გაიგებენ. რატომ ვერ გაიგებენ? ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ის არის, რომ მათ თვალებზე აფარიათ. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „მაგრამ ჩვენ არ გვინახავს, რომ მათ თვალებზე აფარებული ჰქონდეთ“. მათ გულებზე აქვთ აფარებული. რას ნიშნავს აფარებული? ეს ნიშნავს, რომ მათ გულებს ნათელი არ მოჰფენია; ისინი მუდმივად ბურუსში არიან გახვეულნი. ადრე ითქვა, რომ „ადამიანთა გული გაქვავდა“. მაშ, ვინ გააქვავა ანტიქრისტეების გულები? სინამდვილეში, ეს ღმერთია, რომელმაც ნათელი არ მოჰფინა მათ. მას არ განუზრახავს მათი სრულყოფა ან გადარჩენა. იგი მხოლოდ შესაბამის დროს, კრიტიკულ, მნიშვნელოვან მომენტებში ერევა, რათა ოდნავ შეაკავოს ისინი და თავიდან აიცილოს ღვთის სახლის ინტერესების დაზიანება. მაგრამ უმეტესწილად, როდესაც საქმე ეხება ღვთის სიტყვებს, ჭეშმარიტებას, მისდამი მორჩილებას, საკუთარი თავის შეცნობასა და მის შეცნობას, იგი არასოდეს ჰფენს მათ ნათელს. ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „ეს არ არის სწორი. როგორ შეგიძლია თქვა, რომ ის არ ჰფენს მათ ნათელს? ზოგიერთი, ვინც ანტიქრისტედ დახასიათდა, ძალიან ჭკვიანია. ქადაგების მოსმენის შემდეგ, თუ სამი საათი ისაუბრე, მათ შეუძლიათ ექვსი საათი ისაუბრონ. განა ეს ნათელის მოფენა არ არის?“ რამდენი საათიც არ უნდა შეეძლოთ საუბარი, თუნდაც 30, ეს მხოლოდ სიტყვებისა და მოძღვრებების გროვაა. შეეძლოთ თუ არა ფარისევლებსა და მწიგნობრებს ამ ადამიანებზე უკეთ საუბარი? თითოეული მათგანი ქადაგების ექსპერტი იყო და თითოეული მათგანი მჭევრმეტყველად საუბრობდა, მაგრამ რაში გამოადგათ ეს? როდესაც ღმერთი მოვიდა, ისინი მაინც შეეწინააღმდეგნენ და დაგმეს იგი. რა მოუტანა ამან მათ? ამან მათ განადგურება, წარწყმედა და დიდი უბედურება მოუტანა. გარედან, ღვთის სახლში ყველა ისე ჩანს, თითქოს თავის მოვალეობას ასრულებს, თითოეული ადამიანი დღეში სამჯერ იკვებება, დღისით თავის მოვალეობებს ასრულებს და ღამით ისვენებს. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, სხვადასხვა სახის ადამიანებს შორის განსხვავებები მნიშვნელოვანი ხდება და სხვადასხვა ტიპის ადამიანების შედეგები მჟღავნდება და განირჩევა. ზოგიერთი ადამიანი სიტყვიერად აცხადებს, რომ სწამს ღმერთი, მაგრამ არ მიჰყვება სწორ გზას, ნაცვლად ამისა, ჯოჯოხეთისკენ მიექანება. სხვებს უყვართ ჭეშმარიტება და მუდმივად ისწრაფვიან მისკენ, და ამიტომ ისინი თანდათანობით შედიან ჭეშმარიტება-რეალობაში. ზოგიერთს მუდამ სურს კომფორტული ცხოვრებით ცხოვრება და სულ უფრო მზაკვარი ხდება თავისი მოვალეობების შესრულებისას, და საბოლოოდ მოიკვეთება. ზოგი იღებს ჭეშმარიტებას, გულით სულ უფრო პატიოსანი ხდება, ეცვლება სიცოცხლე-განწყობა და საყვარელი ხდება როგორც ღვთისთვის, ისე ადამიანებისთვის. ზოგიერთი მუდამ ფოკუსირებულია სიტყვებისა და მოძღვრებების ქადაგებაზე, და მთელი მათი ქადაგების შემდეგ, ღმერთი ზიზღით უარყოფს მათ და საბოლოოდ თავს იღუპავენ. ზოგიერთს აკლია სულიერი გაგება, და რაც უფრო მეტს უსმენენ ქადაგებებს, მით უფრო დაბნეულნი, ჭეშმარიტებით ნაკლებად დაინტერესებულნი და ნაკლებად მორჩილნი ხდებიან, სურთ იმოქმედონ თავნებურად და თვითნებურად, მუდამ ცდილობენ დაიკმაყოფილონ საკუთარი სურვილები და მიზნად ისახავენ დიდებას, სარგებელსა და სტატუსს — ეს საშიშია. ზოგიერთი ადამიანი რამდენიმე წლის განმავლობაში მიჰყვება ღმერთს, და ღვთის სიტყვების ჭამისა და სმის და ბევრი რამის გამოცდის შემდეგ ისინი იგებენ ბევრ ჭეშმარიტებას, აქვთ სულ უფრო მეტი რწმენა ღვთის მიმართ და იმსახურებენ მის მოწონებას. ყველა ამ ადამიანს სწამს ღმერთი, ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით და ასრულებს თავის მოვალეობებს, მაშ, რატომ იღებენ ისინი რვა ან ათი წლის შემდეგ განსხვავებულ შედეგებს და რატომ ხარისხდება თითოეული თავისი გვარისამებრ? რას ცხადყოფს ეს? განა არ არსებობს განსხვავებები ადამიანების ბუნება-არსებაში? (დიახ.)

აი, კიდევ ერთი საკითხი: მოისმინეთ და დაფიქრდით, თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნება იგი ჩვენ მიერ განხილულ ანტიქრისტეთა გამოვლინებებს შორის. ზოგიერთ ეკლესიაში აშკარად არიან ბოროტი ადამიანები, რომლებიც ტირანულად და არაგონივრულად იქცევიან. მათ არ შეუძლიათ რაიმე კონკრეტული საქმის კეთება, თუმცა მუდამ ძალაუფლების ფლობა სურთ. რა საქმესაც არ უნდა შეეჭიდონ, ისინი არევ-დარევასა და განადგურებას იწვევენ და არ იცავენ პრინციპებს, და რასაც არ უნდა აკეთებდნენ, არასოდეს სურთ ფასის გადახდა, თუმცა მუდამ სურთ, რომ სხვები მათ უჯერებდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, სანამ ასეთი ადამიანი ეკლესიაშია, ბევრი სხვა ადამიანი შეწუხდება მის გამო და ღვთის სახლის საქმე და ეკლესიის წესრიგი დაზარალდება და დაზიანდება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ადამიანებს არ ჩაუდენიათ რაიმე აშკარა დიდი ბოროტება ან ზიანი არ მიუყენებიათ და-ძმებისთვის, როდესაც აკვირდები მათ ადამიანობას, მათ არსს, მათ თვალსაზრისებს სხვადასხვა საკითხზე, ისევე როგორც მათ დამოკიდებულებას და-ძმების, ღვთის სახლის საქმისა და საკუთარი მოვალეობების მიმართ, ისინი მთლიანად ბოროტთა რიგებში არიან. როგორ უნდა მოვექცე ასეთ ადამიანს, თუ მას მანამდე შევხვდები, სანამ და-ძმები შეამჩნევენ? უნდა დაველოდო, სანამ ის სერიოზულ შეცდომას დაუშვებს ან დიდ უბედურებას გამოიწვევს, რათა მოვიცილო ის და გავუშვა მაშინ, როდესაც „დიდ აურზაურს“ გამოიწვევს? არის ეს აუცილებელი? (არა.) მაშინ რა უნდა გავაკეთო? სულ მცირე, უნდა გავათავისუფლო ის თავისი მოვალეობიდან. შემდეგ უნდა მოვახდინო მისი იზოლირება ან მოვიცილო ის, ავუკრძალო მას მოვალეობის შესრულება, რათა მან სხვებზე ცუდი გავლენა არ მოახდინოს. ღვთის სახლის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში ასეთი ბოროტი ადამიანების ყოფნა დაუშვებელია — სწორია ეს პრინციპი? თუ ისინი არ გამოაშკარავებულან, მაშინ ასე იყოს, მაგრამ როგორც კი გამოაშკარავდებიან, მათი ნამდვილი სახე ნათლად გამოჩნდება და ბოროტ ადამიანებად დახასიათდებიან, სწორია მათგან ეკლესიის გაწმენდა? (დიახ.) ზოგიერთმა შესაძლოა თქვას: „ასე არ გამოვა. შეიცანი ისინი, მაგრამ სხვებმა — არა. მათი მოცილება სხვებზე იმოქმედებს. თუ მათ მხოლოდ იმიტომ გაწმენდ, რომ შეიცანი ისინი, განა ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას მარტო იღებ? განა ეს ნიშნავს, რომ ძალაუფლებას ჭეშმარიტებას აძლევ? ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და გვქონდეს თანაზიარება და-ძმებთან, გავაანალიზოთ მათთან ერთად, ვიმუშაოთ მათ აზროვნებაზე, შევაგროვოთ მასალები და მივიღოთ ყველას თანხმობა, სანამ საქმეზე გადავალთ. უნდა დაიცვა პროცედურები და თუ ამას არ იზამ, განა არ არღვევ ეკლესიის სამუშაო განკარგულებებს? განა ეს არ იქნება არასწორი? პირველ რიგში თავად უნდა დაიცვა ეკლესიის სამუშაო განკარგულებები; არ უნდა ჩაშალო ისინი. უფრო მეტიც, განა ყველაფერი, მიუხედავად იმისა, თუ რა არის ეს, და-ძმების გათვალისწინებით არ კეთდება? რაკი ასეა, მაშინ უნდა უზრუნველყო, რომ ყველა და-ძმა სრულად იყოს ინფორმირებული ამის შესახებ და ნათლად ესმოდეს ჭეშმარიტების ეს ასპექტი. არ შეგიძლია მათი დაბნეულობაში დატოვება; უნდა მისცე ყველა და-ძმას გარჩევის უნარი“. თუ ეს პროცედურები არ იქნება დაცული და მე ვიტყვი, რომ ვინმე უნდა მოვიცილოთ, როგორ მოიქცევით? დაიბნევით, არა? ის, რომ ჩიხში აღმოჩნდებით, ამტკიცებს, რომ ასეთი თვალსაზრისები არსებობს თქვენ შორის. ის, რაზეც ვსაუბრობ, უკვე მოხდა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშაო გარემოში იყო ცუდი ადამიანობის მქონე ეშმაკი, რომელიც თავისი მოვალეობის შესრულებისას მზაკვრულად ზარმაცობდა, ცდილობდა თავი აერიდებინა გაჭირვებისა და დაღლილობისთვის. ის ყოველ ნაბიჯზე ხელს უშლიდა და არევ-დარევას იწვევდა ეკლესიის საქმეში, და როდესაც გასხლეს, იგი ურჩი გახდა და სრულიად უარყო ჭეშმარიტება. მას მუდამ სურდა თანამდებობის დაკავება და გადაწყვეტილებების მიღება, ამავდროულად კი სხვებისთვის ბრძანებების გაცემა, და არასოდეს ითვალისწინებდა ეკლესიის ინტერესებს ან იცავდა პრინციპებს, მოქმედებდა მხოლოდ საკუთარი სურვილების საფუძველზე. იმ დროს, როდესაც ის საქმეს ხელმძღვანელობდა, მან უგულებელყო რამდენიმე რამ, რაც მე დავავალე, და ჩემი სიტყვები ყურს მიღმა გაატარა. გარდა იმისა, რომ არ ასრულებდა თავის დავალებებს, ის არეულობას თესავდა. ეკლესია არის მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილი მოვალეობების შესასრულებლად — თუ ის ფიქრობდა, რომ მოვიდა არა თავისი მოვალეობის შესასრულებლად, არამედ ბატონკაცურ კომფორტში საცხოვრებლად ან უზრუნველი, უშრომელი ცხოვრებით დასატკბობად, მაშინ ის ცდებოდა. ღვთის სახლი არც საქველმოქმედო დაწესებულებაა და არც თავშესაფარი. ასეთი ნაძირალები, როგორიც ეს კაცია, არსად არ ვარგანან; ისინი არასოდეს არიან ერთგულნი თავიანთ არცერთ მოვალეობაში, მუდამ ზედაპირულნი არიან და უბრალოდ დინებას მიჰყვებიან. ამიტომ ვთქვი, რომ დაუყოვნებლივ მოეცილებინათ იგი. იქნებოდა ამის პრაქტიკაში განხორციელება ადვილი? (დიახ.) თუმცა, გარკვეული ტიპის ადამიანისთვის ასეთი მარტივი საქმის განხორციელებაც კი რთულია. მას შემდეგ, რაც ეს ვთქვი, სამი თვე გავიდა, სანამ ეს ბოროტი ადამიანი საბოლოოდ იძულებით გაუშვეს. რა იყო ამის მიზეზი? მას შემდეგ, რაც მე გავეცი ბრძანება ამ კაცის მოცილების შესახებ, იმ ეკლესიის წინამძღოლმა დაიწყო დავალების „განხორციელება“. როგორ განახორციელა მან ეს? მან მოიწვია შეკრება, რათა ყველას ეყარა კენჭი გადაწყვეტილების მიღებისას. ხანგრძლივი განხილვის შემდეგ უმრავლესობა საბოლოოდ დათანხმდა მის მოცილებას, მაგრამ ერთმა ადამიანმა ხმა წინააღმდეგ მისცა, ამიტომ საქმე შეჩერდა. ამ წინამძღოლმა თქვა, რომ მათ უნდა ემუშავათ იმ ადამიანზე, ვინც არ ეთანხმებოდა, განეხილათ მასთან და მიეღოთ მისი თანხმობა. ამასობაში, მე ორჯერ ვიკითხე, გაუშვეს თუ არა ის კაცი, და წინამძღოლმა მიპასუხა, რომ არა, რომ ის ჯერ კიდევ აგროვებდა და აჯამებდა მასალებს. ჩემს ზურგს უკან ისინი ასევე ამბობდნენ: „სანამ ერთი ადამიანი მაინც არ ეთანხმება, ჩვენ არ შეგვიძლია მისი მოცილება“. ამის თქმით ის გულისხმობდა, რომ არ სურდა ამ კაცის მოცილება, ამიტომ იპოვა ეს აბსურდული მიზეზი. სინამდვილეში, ის სხვებს ატყუებდა; მას ეშინოდა ამ კაცის განაწყენების და ვერ ბედავდა მის მოცილებას. საბოლოოდ, ზემდგომისგან მოვიდა ულტიმატუმი: „ეს კაცი უნდა გაუშვა. თუ ის არ წავა, მაშინ შენ უნდა წახვიდე. ერთ-ერთი თქვენგანი უნდა წავიდეს; შენ აირჩიე!“ როდესაც ეს მოისმინა, იფიქრა: „მე არ შემიძლია წასვლა; საკმარისად დიდხანს არ დავმტკბარვარ ჩემი პოზიციით!“ მხოლოდ ამის შემდეგ გაუშვა მან ეს ეშმაკი. მითხარით, რატომ იცავდა ეს წინამძღოლი ეშმაკს? განა ეს არ არის ანტიქრისტეს მიდგომა? ეს ზუსტად ანტიქრისტეს ქცევაა.

ზოგიერთი ადამიანი მუდმივად სიტყვებით აღიარებს, რომ ღვთის სწამს, მაგრამ როდესაც რამეს აწყდება, თითოეული ძმისა და დის აზრს ეძიებს, თუმცა არასოდეს ეძიებს ქრისტეს აზრს. ისინი არ კითხულობენ, რას ამბობს ქრისტე, რა არის მისი დასკვნა, რატომ სურს მას ამის გაკეთება, ან როგორ უნდა დაემორჩილონ ადამიანები. მათ მოიძიეს თითოეული ძმისა და დის აზრი და შეუძლიათ პატივი სცენ მათ ყველა აზრსა და ფიქრს, მაგრამ არ იღებენ ქრისტეს მიერ წარმოთქმულ არცერთ წინადადებას და არ ავლენენ მორჩილების არავითარ სურვილს. რა არის ამის ბუნება? განა ისინი ანტიქრისტეები არ არიან? (დიახ.) რა ხდება ამ სიტუაციაში? რატომ არ ახორციელებენ ისინი ამ საქმეს? რატომ არის მათთვის ასე რთული მისი განხორციელება? ამას თავისი მიზეზი აქვს. ისინი ფიქრობენ: „ქრისტეს აქვს ჭეშმარიტება და ღვთის არსი, მაგრამ ეს ყველაფერი ფუჭი სიტყვებია, მხოლოდ მოძღვრებები და ლოზუნგებია. როდესაც საქმე რეალურ საკითხებს ეხება, საერთოდ არ შეგიძლია ვინმეს ნამდვილი ბუნების დანახვა. შენი სიტყვები მხოლოდ ჩვენს მოსასმენად არის ნათქვამი და წიგნებში დაბეჭდილი, და საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვს შენს რეალურ შესაძლებლობებთან. ამიტომ, თუ ვინმეს ბოროტ ადამიანად ან ანტიქრისტედ დაახასიათებ, ეს შესაძლოა არ იყოს ზუსტი. მე რატომ ვერ შევამჩნიე, რომ ის ბოროტი ან ანტიქრისტეა? რატომ არ მესმის ეს საკითხი?“ განა ასე არ ფიქრობენ ისინი? მათ სჯერათ: „ამ ადამიანს მხოლოდ ორჯერ შეხვდი, მოისმინე მისი რამდენიმე სიტყვა და დაინახე მისი ერთი საქმე და ამბობ, რომ ის ბოროტია. და-ძმები ასე არ ფიქრობენ და შენ როგორ შეგიძლია ასე იფიქრო? რატომ უნდა ჰქონდეს შენს სიტყვებს ამხელა წონა? მე არ მინახავს ამ ადამიანის არავითარი ბოროტი საქმე, არც ის ვიცი, რა ცუდი რამეები გააკეთა, ამიტომ არ შემიძლია „ამინ“ ვთქვა იმაზე, რასაც ამბობ. მე მაქვს წარმოდგენები და ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რასაც აკეთებ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენები მაქვს, არ შემიძლია მათი პირდაპირ გამოხატვა, ამიტომ ირიბ მეთოდებს უნდა მივმართო: მივცემ და-ძმებს საშუალებას, ეს საკითხი კენჭისყრით გადაწყვიტონ. თუ და-ძმები არ დაეთანხმებიან, მაშინ არაფრის გაკეთება არ შეიძლება — ნუთუ მართლა შეგიძლია ყველა მათგანის გასხვლაც? გარდა ამისა, ამ ადამიანთან მხოლოდ რამდენჯერმე გქონდა ურთიერთობა და შემდეგ მას ბოროტად ახასიათებ. რატომ არ აძლევ მას შანსს? შეხედე, რა შემწყნარებლები და მოსიყვარულენი არიან და-ძმები. მე არ შემიძლია სხვების გამნაწყენებელი ვიყო; მეც უნდა ვიყო მოსიყვარულე და მივცე ადამიანებს შანსები — და არა შენსავით, ასე სწრაფად რომ გამოგაქვს განაჩენი ადამიანებზე. ვინმეს მოცილება მარტივი არ არის — რა მოხდება, თუ ეს ადამიანი ამის შემდეგ დასუსტდება? როდესაც რაიმე პრობლემა წამოიჭრება, ქრისტემ უნდა დაიცვას და-ძმები. მან უნდა შეიწყნაროს და-ძმების ნებისმიერი სისულელე, ურჩობა ან უმეცრება და არ უნდა იყოს ასეთი კატეგორიული და უსიყვარულო. განა ღმერთი უხვად მოწყალე არ უნდა იყოს? სად გაქრა ეს წყალობა? დაახასიათო ბოროტად ნებისმიერი, ვინც არ მოგწონს, და გსურდეს მისი გაშვება, ეს საერთოდ არ შეესაბამება წესებს!“ ეს წარმოდგენებია, არა? (დიახ.) როდესაც ქრისტე რამეს აკეთებს ან იღებს გადაწყვეტილებას, თუ ისინი არ ეთანხმებიან მას, მისი განხორციელება რთული ხდება. ისინი აჭიანურებენ საქმეს, იყენებენ სხვადასხვა საბაბსა და მეთოდს წინააღმდეგობის გასაწევად; ისინი უბრალოდ უარს ამბობენ მის განხორციელებაზე ან მორჩილებაზე. მათი განზრახვა ასეთია: „თუ მე ამას არ განვახორციელებ, მაშინ შენი დავალება არ შესრულდება!“ მე გეტყვი, თუ არ განახორციელებ ამას, მაშინ წინამძღოლად სხვას ვიპოვი — ისეთს, ვინც ამას განახორციელებს. შენ კი შეგიძლია დაბრუნდე იქ, საიდანაც მოხვედი! განა ეს საკითხი ასე არ უნდა მოგვარდეს? (დიახ.) მე ისინი ზუსტად ასე გავუშვი, პირდაპირ და ეფექტიანად — არავითარი საჭიროება არ იყო ვინმესთან მოთათბირების.

ზოგიერთ ადამიანს არასოდეს ესმის ჭეშმარიტება და მუდამ ეჭვი ეპარება ღვთის სიტყვებში. ისინი ამბობენ: „არის ჭეშმარიტების მიერ ძალაუფლების ფლობა იგივე, რაც ქრისტეს მიერ ძალაუფლების ფლობა? ქრისტეს სიტყვები აუცილებლად ყოველთვის სწორი არ არის, რადგან მას ადამიანური მხარეც აქვს“. მათ არ შეუძლიათ მიიღონ ქრისტეს მიერ ძალაუფლების ფლობა. ძალაუფლებას რომ ღვთის სული ფლობდეს, მათ არავითარი წარმოდგენა არ ექნებოდათ. რა არის აქ პრობლემა? ასეთ ადამიანებს მცირედი ეჭვიც კი არ ეპარებათ ზეცაში მყოფ ღმერთში, მაგრამ მუდამ ეჭვით უყურებენ განკაცებულ ღმერთს. ქრისტემ ამდენი ჭეშმარიტება გამოხატა, და მაინც, ისინი არ აღიარებენ მას განკაცებულ ღმერთად. მაშ, შეუძლიათ მათ აღიარონ, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტება, გზა და სიცოცხლე? ამის თქმა რთულია. ასეთი ადამიანები ქრისტეს რომც მიჰყვებოდნენ, შეუძლიათ მათ მისი დამოწმება? არიან ისინი ქრისტეს შესატყვისნი? ამ კითხვებზე საბოლოო პასუხი არ არსებობს. ასევე გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა ასეთი ადამიანები გზის ბოლომდე გავლას. ზოგიერთი ადამიანი გულში სრულად აღიარებს, რომ ღვთის სახლში ჭეშმარიტება ფლობს ძალაუფლებას. მაგრამ როგორ ესმით მათ ჭეშმარიტების მიერ ძალაუფლების ფლობა? ისინი ფიქრობენ, რომ რა საქმეც არ უნდა კეთდებოდეს, თუკი ის ღვთის სახლს უკავშირდება, ყველამ ერთად უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს. როგორც კი კონსენსუსი მიიღწევა, როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, ის უნდა განხორციელდეს. სწორედ ეს არის, მათი აზრით, რასაც ჭეშმარიტების მიერ ძალაუფლების ფლობა ნიშნავს. არის ეს შეხედულება სწორი? ეს მძიმე შეცდომაა; ეს ყველაზე აბსურდული და უაზრო ნათქვამია. საიდან მოდის ჭეშმარიტება? ის ქრისტეს მიერ არის გამოხატული. მხოლოდ ქრისტეა ჭეშმარიტება, მაშინ როცა გახრწნილი კაცობრიობა საერთოდ არ ფლობს არავითარ ჭეშმარიტებას, მაშ, როგორ შეუძლიათ ადამიანებს ჭეშმარიტების მიღება განხილვის გზით? ადამიანებს რომ შეეძლოთ ჭეშმარიტების მიღება განხილვის გზით, ეს იმას ნიშნავდა, რომ გახრწნილი კაცობრიობა ჭეშმარიტებას ფლობს. განა ეს ყველაზე აბსურდული რამ არ არის? ამიტომ, ჭეშმარიტების მიერ ძალაუფლების ფლობა ნიშნავს ქრისტეს მიერ ძალაუფლების ფლობას, ეს ნიშნავს ღვთის სიტყვების მიერ ძალაუფლების ფლობას, და არა იმას, რომ ყველას აქვს ძალაუფლება ან სიტყვის უფლება. ერთად შეკრება ჭეშმარიტებასა და ღვთის სიტყვებზე თანაზიარებისთვის სწორია; ეს არის საეკლესიო ცხოვრება. მაგრამ რა არის ამგვარი პრაქტიკის შედეგი? ეს არის ის, რომ ყველამ გაიგოს ჭეშმარიტება და შეიცნოს ღვთის სიტყვები, რათა ყველამ შეძლოს ღვთის სიტყვებისადმი მორჩილება და მათ შესაბამისად მოქმედება. ადამიანები იკრიბებიან ჭეშმარიტებაზე თანაზიარებისთვის სწორედ იმიტომ, რომ მათ ის არ ესმით. მათ რომ ესმოდეთ ჭეშმარიტება, ისინი პირდაპირ დაემორჩილებოდნენ ქრისტეს და ღვთის სიტყვებს; ეს იქნებოდა ჭეშმარიტი მორჩილება. თუ ერთ დღეს ღვთის რჩეული ხალხი სრულად გაიგებს ჭეშმარიტებას, ყველა შეძლებს პირდაპირ დაემორჩილოს ქრისტეს, განადიდოს იგი და დაამოწმოს მასზე, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ღვთის რჩეული ხალხი სრულქმნილი გახდა. უფრო მეტიც, ეს დაამოწმებს, რომ ღვთის სახლს მართავს ჭეშმარიტება, მართავს ქრისტე. მხოლოდ ასეთი ფაქტები და დამოწმებები დაამტკიცებდა, რომ ღმერთი გამეფდა დედამიწაზე და ქრისტეს სასუფეველი გამოჩნდა. მაგრამ როგორ ესმის ზოგიერთ ანტიქრისტესა და ცრუ წინამძღოლს ჭეშმარიტების მიერ ძალაუფლების ფლობა? მათ პრაქტიკაში ჭეშმარიტების მიერ ძალაუფლების ფლობა ნიშნავს და-ძმების მიერ ძალაუფლების ფლობას. რა საქმესაც არ უნდა აკეთებდნენ, თუკი ამ საქმეში დარწმუნებულნი არიან, საკუთარი ნების მიხედვით აკეთებენ; ხოლო თუ არ არიან დარწმუნებულნი, რამდენიმე ადამიანთან აქვთ თანაზიარება და ჯგუფს აძლევენ გადაწყვეტის საშუალებას. შეუძლია ამას დაამტკიცოს, რომ ჭეშმარიტება პრაქტიკაში ხორციელდება? აუცილებლად შეესაბამება ჯგუფის გადაწყვეტილება ღვთის განზრახვებს? შეუძლია ასეთ პრაქტიკას ჭეშმარიტების მიერ ძალაუფლების ფლობის დამკვიდრება? შეუძლია მას დაამოწმოს, რომ ღვთის სახლში ქრისტე ფლობს ძალაუფლებას? ისინი და-ძმებისთვის საკუთარი აზრის გამოხატვის, შეხედულებების განხილვის და საბოლოოდ კონსენსუსის მიღწევისა და გადაწყვეტილებების მიღების უფლების მიცემას ჭეშმარიტების მიერ ძალაუფლების ფლობად მიიჩნევენ, რაც გულისხმობს, რომ და-ძმები ჭეშმარიტების გამხმოვანებლები არიან, თავად ჭეშმარიტების სინონიმები. არის ამის ასე გაგება სწორი? ნათელია, რომ არა, მაგრამ ზოგიერთი ანტიქრისტე და ცრუ წინამძღოლი ნამდვილად ასე იქცევა და ასე ახორციელებს მას. ისინი ფიქრობენ, რომ ამით დემოკრატიას ახორციელებენ, რომ დემოკრატიულ გადაწყვეტილებას იღებენ და ასე უნდა გაკეთდეს, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ეს ჭეშმარიტებას. რა არის ასე მოქმედების არსი? შეესაბამება დემოკრატიულად გადაწყვეტილი საკითხები ავტომატურად ჭეშმარიტებას? წარმოადგენენ ისინი ავტომატურად ღმერთს? დემოკრატია რომ ჭეშმარიტება ყოფილიყო, ღმერთს აღარ დასჭირდებოდა ჭეშმარიტების გამოხატვა; განა საკმარისი არ იქნებოდა მხოლოდ დემოკრატიის მმართველობა? როგორც არ უნდა ახორციელებდეს გახრწნილი კაცობრიობა დემოკრატიას, მას არ შეუძლია ჭეშმარიტების მიღება დემოკრატიის განხორციელებით. ჭეშმარიტება ღვთისგან, ქრისტეს გამოხატულებებიდან მოდის. რამდენადაც არ უნდა შეესაბამებოდეს ადამიანური მეთოდი ადამიანურ იდეებსა თუ გემოვნებას, ის ვერ წარმოადგენს ჭეშმარიტებას. ეს ფაქტია. ცრუ წინამძღოლებისა და ანტიქრისტეების მიდგომების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჭეშმარიტების მიერ ძალაუფლების ფლობის საფარქვეშ, სრულად ჩამოიშორონ ქრისტე, ჩაანაცვლონ ქრისტე დემოკრატიით და ჩაანაცვლონ ქრისტეს მმართველობა საყოველთაო თანაზიარებისა და დემოკრატიული მმართველობის მეთოდით. არის ამის ბუნება და შედეგები ადვილად შესამჩნევი? გამჭრიახ ადამიანებს უნდა შეეძლოთ მათი დანახვა. ცრუ წინამძღოლები და ანტიქრისტეები არ არიან ისინი, ვინც ქრისტეს ემორჩილება, არამედ ისინი, ვინც უარყოფს და უტიფრად ეწინააღმდეგება მას. რაზეც არ უნდა ჰქონდეს ქრისტეს თანაზიარება ეკლესიაში, თუნდაც მოისმინონ და გაიგონ, ადამიანები ამას ყურს მიღმა ატარებენ და არ სურთ მისი განხორციელება. ნაცვლად ამისა, ისინი ყურადღებას აქცევენ იმას, რასაც ცრუ წინამძღოლები და ანტიქრისტეები ამბობენ; საბოლოო ჯამში, მათი სიტყვებია გადამწყვეტი. შეუძლიათ თუ არა ადამიანებს ქრისტეს სიტყვების მიხედვით პრაქტიკაში მოქმედება, დამოკიდებულია ამ ცრუ წინამძღოლებისა და ანტიქრისტეების გადაწყვეტილებებზე, და ადამიანთა უმეტესობა მიდრეკილია, მათ გაჰყვეს. ანტიქრისტეები მკაცრად აკონტროლებენ ეკლესიის საქმეს, მხოლოდ საკუთარ თავს აძლევენ გადაწყვეტილებების მიღების უფლებას და არ აძლევენ ღმერთს სიტყვის თქმის ან ძალაუფლების ფლობის საშუალებას. ისინი ფიქრობენ: „ქრისტე აქ მხოლოდ საქმის შესამოწმებლად არის. შეგიძლია შენი სათქმელი თქვა და საქმე გაანაწილო, მაგრამ როგორ განხორციელდება ის, ჩვენზეა დამოკიდებული. ნუ ჩაერევი ჩვენს საქმეში“. განა ამას არ აკეთებენ ანტიქრისტეები? ანტიქრისტეები მუდამ ამბობენ: „ყველა და-ძმას ჰქონდა თანაზიარება“ ან „ყველა და-ძმამ მიაღწია კონსენსუსს“ — ნუთუ მათ, ვინც ამას ამბობს, რეალურად ესმით ჭეშმარიტება? ვინ არიან და-ძმები? განა ისინი უბრალოდ სატანის მიერ ღრმად გახრწნილი ადამიანების ჯგუფი არ არიან? რამდენი ჭეშმარიტება ესმით მათ, ჭეშმარიტება-რეალობის რა ნაწილს ფლობენ ისინი? შეუძლიათ მათ წარმოადგინონ ქრისტე? განასახიერებენ ისინი ჭეშმარიტებას? შეუძლიათ იყვნენ ჭეშმარიტების გამხმოვანებლები? აქვთ მათ რაიმე კავშირი ჭეშმარიტებასთან? (არა.) რაკი არავითარი კავშირი არ არსებობს, რატომ მიიჩნევენ ისინი, ვინც ასეთ რამეებს ამბობს, და-ძმებს უზენაესად? რატომ არ განადიდებენ ღმერთს და არ მოწმობენ მასზე? რატომ არ საუბრობენ და არ მოქმედებენ ჭეშმარიტების შესაბამისად? განა ისინი, ვინც ასე საუბრობს, აბსურდული ადამიანები არ არიან? ამდენი წლის განმავლობაში ღვთის სიტყვების კითხვისა და ქადაგებების მოსმენის შემდეგ, მათ არ ესმით არავითარი ჭეშმარიტება და ვერ ხედავენ, ვინ არიან ჭეშმარიტი და-ძმები. განა ისინი ბრმები არ არიან? ახლა, ყველა დახარისხდა თავისი გვარისამებრ; ბევრმა გამოავლინა თავისი ნამდვილი სახე, ისინი ყველა სატანის მოდგმისაა — ისინი მთლიანად მხეცები არიან. ვერ ხედავთ ამას ნათლად? საერთოდ არ ფლობთ ჭეშმარიტებას! ზოგიერთ ადამიანს არ სურს მოისმინოს, როგორ ვაანალიზებ ანტიქრისტეებს. ისინი ამბობენ: „კარგი რა, ნუ საუბრობ მუდამ ასეთ წვრილმან საკითხზე, როგორიც ანტიქრისტეებია; ეს უხერხულია. რატომ აანალიზებ მუდამ ანტიქრისტეებს?“ განა შეიძლება, რომ არ გავაანალიზოთ ისინი? ისინი სწორედ ასე უნდა გაანალიზდნენ, რათა ადამიანებმა გარჩევა ისწავლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც კი ანტიქრისტეები გამოჩნდებიან, ისინი გაავრცელებენ მრავალ ერესსა და მცდარ შეხედულებას, შეცდომაში შეიყვანენ ბევრ ადამიანს, და გააკონტროლებენ კიდეც ეკლესიას და დააარსებენ საკუთარ დამოუკიდებელ სამეფოს. ხედავთ ნათლად, რამდენად სერიოზულია ამ საკითხის შედეგები? ახლახან ჩვენ გვქონდა თანაზიარება იმაზე, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტების მიერ ძალაუფლების ფლობა. თანაზიარების მეშვეობით ადამიანებმა დაინახეს ანტიქრისტეების აბსურდული მეთოდები და უაზრო შეხედულებები. ანტიქრისტეებს მუდამ თავად სურთ ძალაუფლების ფლობა და არ სურთ, რომ ქრისტე ფლობდეს ძალაუფლებას, ამიტომ ისინი ჭეშმარიტების მმართველობას დემოკრატიულ ფორმად აქცევენ და ქადაგებენ, რომ საკითხებზე ყველას ერთად მოთათბირება ჭეშმარიტების მიერ ძალაუფლების ფლობაა. განა ამაში სატანის მზაკვრობა არ არის? არის ჭეშმარიტება ის, რისი მიღწევაც ყველას შეუძლია განხილვის გზით? ჭეშმარიტება ღვთის მიერ არის გამოხატული და ღვთისგან იღებს სათავეს. რატომ არ შეგიძლიათ პირდაპირ განახორციელოთ პრაქტიკაში ღვთის სიტყვები, პირდაპირ დაემორჩილოთ ღმერთს და პირდაპირ დაემორჩილოთ ღვთის განკარგულებებს? რატომ უნდა განისაზღვროს ქრისტეს ბრძანებები საყოველთაო განხილვის გზით? განა ეს სატანის შეთქმულება არ არის? ანტიქრისტეები ხშირად ავრცელებენ თეორიების წყებას ადამიანების შეცდომაში შესაყვანად, და რა სამუშაო დავალებასაც არ უნდა ახორციელებდნენ, გადამწყვეტი სიტყვა მათ ეკუთვნით, რითაც სრულად არღვევენ ჭეშმარიტება-პრინციპებს. თუ ანტიქრისტეების გამოვლინებებიდან შევხედავთ, ზუსტად როგორია მათი ხასიათი? არიან ისინი ადამიანები, რომლებსაც უყვართ ყოველივე დადებითი და უყვართ ჭეშმარიტება? აქვთ მათ ჭეშმარიტი მორჩილება ღვთის მიმართ? (არა.) მათი არსი ჭეშმარიტებისადმი ზიზღსა და მის სიძულვილში მდგომარეობს. უფრო მეტიც, ისინი იმდენად ამპარტავნები არიან, რომ კარგავენ ყოველგვარ გონივრულობას და არ გააჩნიათ ის ელემენტარული სინდისი და გონიერებაც კი, რომელიც ადამიანებს უნდა ჰქონდეთ. ასეთი ადამიანები არ არიან ღირსნი, ადამიანებად იწოდებოდნენ. მათზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ისინი სატანის მოდგმისანი არიან; ისინი ეშმაკები არიან. ნებისმიერი, ვინც მცირედითაც კი არ იღებს ჭეშმარიტებას, ეშმაკია — ეს ყოველგვარ ეჭვს გარეშეა.

არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ქრისტეს სიტყვების მიმართ არც თავმდაბალ და არც ამპარტავან დამოკიდებულებას ავლენენ. ისინი არც სრულ მიმღებლობას გამოხატავენ და არც ეწინააღმდეგებიან. როდესაც ქრისტე საუბრობს, ჭეშმარიტებას აზიარებს, ვინმეს არსს განჭვრეტს ან საქმეს ავალებს, გარეგნულად ისე ჩანს, თითქოს უსმენენ და ინიშნავენ, რითაც სერიოზულობასა და თანამშრომლობას ავლენენ. ისინი ყველაფერს გულდასმით ინიშნავენ, სხვადასხვა აღნიშვნას აკეთებენ, თითქოს ძალიან არიან დაინტერესებულნი ჭეშმარიტებით და დიდად აფასებენ იმას, რასაც ქრისტე ამბობს, თითქოს განსაკუთრებით უყვართ ჭეშმარიტება და ქრისტესადმი ურყევად ერთგულნი არიან. მაგრამ ჩანს კი ასეთ ზედაპირულ მოვლენებში ამ ადამიანების დამოკიდებულება ჭეშმარიტებისადმი, მათი ხასიათი და არსი? არ ჩანს. ასეთი ადამიანები გარეგნულად თითქოს ინიშნავენ და უსმენენ, მაგრამ სინამდვილეში რას ფიქრობენ გულში? როდესაც უყურებენ იმას, რაც ჩაინიშნეს, ფიქრობენ: „რა არის ეს ყველაფერი? არცერთი სასარგებლო სტრიქონი, არაფერი ჩანს ამაღლებული ან ჭეშმარიტების შესაბამისი, და არც ჩემთვის ლოგიკურია რამე. ბარემ დავხევ და ეგ იქნება!“ განა ეს არ არის ერთგვარი დამოკიდებულება? მინახავს ბევრი ადამიანი, რომელიც ქადაგებების მოსმენისას თავს უქნევს და სახის სხვადასხვა გამომეტყველებას იღებს, თან ინიშნავს კიდეც, მაგრამ შემდეგ ამას სერიოზულად საერთოდ არ აღიქვამს. მათ არ ახსოვთ, რა უნდა განახორციელონ, არც გულში იდებენ და არც მის მიხედვით მოქმედებენ. რაც შეეხება იმის პრაქტიკაში განხორციელებას, რაც მართებთ, ამას ხომ მით უმეტეს არ გააკეთებენ. ის, რაც უნდა განახორციელონ, დაკავშირებულია ღვთის სახლის საქმესა და მათ მოვალეობასთან, ხოლო ის, რაშიც უნდა შევიდნენ, მათ პირად შესვლას ეხება. ისინი არ ახორციელებენ იმას, რაც მართებთ, და მით უმეტეს, სერიოზულად არ ეკიდებიან თავიანთ პირად შესვლას. ისინი ამბობენ: „ამბობენ, რომ ქრისტეს მიერ წარმოთქმული და გამოხატული ყოველი წინადადება ჭეშმარიტებაა, არის ის, რაშიც ადამიანები უნდა შევიდნენ, რომ ეს ყველაფერი არის ჭეშმარიტება, გზა და სიცოცხლე — მაგრამ მე ვერ ვხედავ ვერავითარ ჭეშმარიტებას ან გზას იმაში, რასაც ყოველ ჯერზე ვინიშნავ და არც იმას ვგრძნობ, რომ ეს სიცოცხლეა. მაშ, როგორ შეიძლება აღსრულდეს განცხადება, რომ ქრისტეს ღვთის არსი აქვს? როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს? როგორ შეიძლება ეს შეესაბამებოდეს იმას, რასაც მე ვხედავ? ეს ადვილად ვერ შეესაბამება“. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „თუ მოსმენის შემდეგ მათი დამოკიდებულება ასეთია, მაშინ საერთოდ რატომ ინიშნავდნენ? თითქოს სათანადო, სერიოზული და პასუხისმგებლობით სავსე დამოკიდებულება ჰქონდათ; რა ხდება?“ ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს. თუ ვინმეს, ვისაც არ უყვარს ჭეშმარიტება და უკიდურესად ზიზღითაა განწყობილი მის მიმართ, შეუძლია განსაკუთრებით სერიოზული და ყურადღებიანი ჩანდეს, როდესაც ქრისტე საუბრობს, მათი ერთადერთი განზრახვა სხვა არაფერია, თუ არა უბრალოდ, უხალისოდ და ზედაპირულად მოვალეობის მოხდა, და არა ჭეშმარიტი მიღება. ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი კითხულობენ ღვთის სიტყვებს ან კონტაქტში შედიან ქრისტესთან და ესაუბრებიან მას, ისინი აღიქვამენ არა ღვთის ეგრეთ წოდებულ ამაღლებულობას, შეუცნობლობას ან საოცრებას, არამედ მის პრაქტიკულობას, ნორმალურობასა და უმნიშვნელობას, არამედ მისი პრაქტიკულობა, ნორმალურობა და უბრალოება. ამიტომ, მათი საკუთარი თვალსაზრისიდან და პოზიციიდან გამომდინარე, მათთვის შეუძლებელია ამ ჩვეულებრივი ადამიანის სიტყვების დაკავშირება ჭეშმარიტებასთან, გზასთან ან სიცოცხლესთან. როგორც არ უნდა შეხედონ ამ პიროვნებას, მასში მხოლოდ ჩვეულებრივ ადამიანს ხედავენ; მათ არ შეუძლიათ მისი ღმერთად ან ქრისტედ მიჩნევა. ამგვარად, მათ არანაირად არ შეუძლიათ ამ უკიდურესად ჩვეულებრივი სიტყვების ჭეშმარიტებად მიჩნევა, რათა დაიცვან, პრაქტიკაში გამოიყენონ და ცხოვრების გზამკვლევად, არსებობის მიზნად და ა.შ. აქციონ — ეს მათ ძალიან აწუხებს. ისინი ამბობენ: „როგორ ხდება, რომ მე ვერ ვხედავ ვერავითარ ჭეშმარიტებას ამ ჩვეულებრივ სიტყვებში? როგორ შეგიძლიათ თქვენ ყველას ამის დანახვა? განა ეს უბრალოდ ჩვეულებრივი სიტყვები არ არის? ეს არის ადამიანური ენა, ადამიანური ტექსტი, ადამიანური გრამატიკა, რომელიც იყენებს ზოგიერთ ადამიანურ ფრაზასა და ლექსიკასაც კი, და არჩევს კიდეც ზოგიერთ ადამიანურ ანდაზასა და კულტურის ასპექტებს. როგორ შეიძლება ეს სიტყვები შეიცავდეს ჭეშმარიტებას? რატომ ვერ ვხედავ ამას? რადგან თქვენ ყველანი ამბობთ, რომ ეს ჭეშმარიტებაა, მაშინ მეც უბრალოდ აგყვებით და თუთიყუშივით გავიმეორებ; ჩავინიშნავ, რადგან ყველა ასე აკეთებს, მაგრამ თუკი თქვენ ყველანი მას ჭეშმარიტებად მიიჩნევთ, მე ნამდვილად არ მივიჩნევ. „ჭეშმარიტება“ ისეთი წმიდა სიტყვაა, ის აუცილებლად რაღაც უკიდურესად ამაღლებული უნდა იყოს! როდესაც საქმე ჭეშმარიტებას ეხება, ის ღმერთს უკავშირდება, და როდესაც ის ღმერთს უკავშირდება, არ შეიძლება იყოს ასეთი ჩვეულებრივი, ასეთი უმნიშვნელო, ასეთი ბანალური. ამიტომ, რამდენიც არ უნდა ვიკვლიო და გავაანალიზო, მასში ღვთის ნატამალსაც ვერ ვპოულობ. თუ მასში ღვთის ნატამალი არ არის, როგორ შეუძლია ჩვენი გადარჩენა? ეს შეუძლებელია. თუ მის სიტყვებს არ შეუძლია ჩვენი გადარჩენა ან ჩვენთვის სარგებლის მოტანა, რატომ უნდა გავყვეთ მას? რატომ უნდა განვახორციელოთ მისი სიტყვები? რატომ უნდა ვიცხოვროთ მისი სიტყვებით?“ ახლა მათ აჩვენეს თავიანთი ნამდვილი სახე, როგორც ანტიქრისტეებმა, განა ასე არ არის? თავიდან ბოლომდე, იმ ხორცის მიმართ, რომელშიც ღმერთი განკაცდა, მათ გამოკვლევისა და დაკვირვების დამოკიდებულება აქვთ. ღვთის სიტყვებისადმი მათ მოპყრობაში არ არის არც მიღება და არც მორჩილება, მით უმეტეს, არც პრაქტიკაში ახორციელებენ და არც განიცდიან მათ. ნაცვლად ამისა, ისინი ღვთის სიტყვებს წინააღმდეგობის, დაპირისპირებისა და უარყოფის დამოკიდებულებით ეპყრობიან. ისინი უხალისოდ ინიშნავენ რაღაცებს, როდესაც ქრისტე ესაუბრება ადამიანებს, მაგრამ გულის სიღრმეში ოდნავადაც არ იღებენ ამას. ქრისტესთან ურთიერთობის შემდეგ ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „ღმერთთან პირისპირ საუბარი და თანაზიარება მართლაც სასიამოვნოა“. ანტიქრისტე ამბობს: „მეც ვცდი. პირისპირ დაველაპარაკები ქრისტეს და ვნახავ, როგორია სინამდვილეში ქრისტეს სახის გამომეტყველება, ქმედებები და საუბარი, როდესაც ის ადამიანებს ელაპარაკება. ვნახავ, რას შეიძლება გამორჩეს ან რა შეიძლება აღმოაჩინოს ადამიანმა აქედან და დაადასტურონ თავიანთი რწმენა მისდამი, როგორც ჭეშმარიტი ღმერთისადმი“. ქრისტესა და მისი სიტყვების მიმართ ასეთი დამოკიდებულებით, შეუძლიათ თუ არა მათ რაიმე რეალური პრაქტიკა ან განხორციელება? არა, არ შეუძლიათ. ისინი სხვა არავინ არიან, თუ არა სეირის საყურებლად მოსული მაყურებლები; ისინი აქ ჭეშმარიტების საძიებლად სულაც არ მოსულან. როგორ ფიქრობთ, დამოკიდებულება, რომლითაც ეს ადამიანები ქრისტეს ეპყრობიან და ესაუბრებიან, ცოტათი ხომ არ ჰგავს აივანზე შეკრებილი მეზობელი ქალების საქციელს, რომლებიც ერთმანეთში ლაქლაქებენ, სადაც ვინმესთან საუბარი არ მოითხოვს სერიოზულობას და ყველა უბრალოდ იმას ამბობს, რაც სურს? ეს ადამიანები ქრისტესაც ასე ეპყრობიან: „შენ შენს შეხედულებებს გამოთქვამ, მე კი ჩემს აზრზე დავრჩები. ყველა თავის აზრზე დარჩეს; ნუ გექნება იმედი, რომ გადამარწმუნებ, მე კი ნამდვილად არ მივიღებ იმას, რასაც შენ ამბობ, მე კი ნამდვილად არ მივიღებ იმას, რასაც შენ ამბობ“. განა ეს არ არის ასეთი დამოკიდებულება? რა დამოკიდებულებაა ეს? (აბუჩად ამგდები და უპატივცემულო.) ეს ადამიანები უცნაურები არიან. რადგან არ აღიარებ ქრისტეს, როგორც იმ ხორცს, რომელშიც ღმერთი განკაცდა, მაშინ რატომ გწამს მისი და მიჰყვები მას? თუ არ გწამს, უბრალოდ რატომ არ წახვალ და არ დაასრულებ ამ ყველაფერს? ვინ გაიძულებს რწმენას? არავინ გაიძულებს ღვთის რწმენას; ეს შენი საკუთარი არჩევანია.

როდესაც ზოგიერთი ადამიანი ისმენს ჩემს თანაზიარებას რაიმე საკითხზე, მათ სწრაფად უყალიბდებათ განსხვავებული მოსაზრებები: „შენ ასე ფიქრობ, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. შენ შენი იდეები გაქვს თითოეულ საკითხთან დაკავშირებით, მე კი — ჩემი; ყველას თავისი იდეები აქვს“. როგორი ქმნილება იტყოდა ამას? როდესაც ღმერთი ადამიანებს ჭეშმარიტებას აწვდის, არის ეს ერთგვარი არგუმენტი? არის ღვთის სიტყვები აკადემიური თეორია? (არა.) მაშ, რა არის ისინი? (ისინი ჭეშმარიტებაა.) უფრო კონკრეტულად. (ისინი ადამიანის ქცევის პრინციპები და გზამკვლევია, ადამიანთა სიცოცხლისთვის აუცილებელი რამ.) რატომ ვამბობთ, რომ ღმერთი ადამიანებს ჭეშმარიტებას აწვდის? თქმულა ოდესმე, რომ ის ცოდნას აწვდის? (არა.) რატომ ვამბობთ, რომ ღვთის სიტყვები ადამიანებმა უნდა ჭამონ და სვან? ღვთის სიტყვები ადამიანების საკვებივითაა; მათ შეუძლიათ ასაზრდოონ შენი ფიზიკური სხეული და გაცოცხლონ, და უფრო მეტიც, ისინი გაძლევს საშუალებას, იცხოვრო კარგად, გაძლევს საშუალებას, იცხოვრო ადამიანური მსგავსებით. ისინი ადამიანისთვის სიცოცხლეა! ღვთის სიტყვები არ არის ცოდნის ფორმა, არგუმენტი ან გამონათქვამი. ცოდნას, არგუმენტებსა და ადამიანურ ტრადიციულ კულტურას მხოლოდ ადამიანების გახრწნა შეუძლია. ადამიანებს შეუძლიათ იცხოვრონ მათით ან მათ გარეშე, მაგრამ თუ ვინმეს სურს იცხოვროს და გახდეს ქმნილება, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნილ კრიტერიუმს და სტანდარტის შესაბამისია, ამას ჭეშმარიტების გარეშე ვერ შეძლებს. მაშ, ზუსტად რა არის ჭეშმარიტება? (ეს არის კრიტერიუმი საკუთარი თავის წარმართვისთვის, მოქმედებისთვის და ღვთის თაყვანისცემისთვის.) სწორია, ეს უფრო კონკრეტულია. ხედავენ ამას ანტიქრისტეები ასე? ისინი არ იღებენ ამ ფაქტს. ისინი აპროტესტებენ, ეწინააღმდეგებიან და გმობენ ამ ფაქტს, ამიტომ არ შეუძლიათ ჭეშმარიტების მოპოვება. თავიანთ ფიქრებსა და შეხედულებებში ისინი ფიქრობენ: „შენ უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ. შენ ერთს ამბობ და სხვა ადამიანები შენი სიტყვების მიხედვით პრაქტიკაში ახორციელებენ, მაშ, რატომ არ შემიძლია მე ვთქვა რაღაც სწორი და ადამიანებმაც ის განახორციელონ? რატომ არის, რომ რასაც შენ ამბობ, ყოველთვის სწორია, ხოლო რასაც მე ვამბობ, ყოველთვის მცდარია? რატომ მიიჩნევა შენი სიტყვები ჭეშმარიტებად, ხოლო ჩემი — ცოდნად და მოძღვრებებად?“ აქ არაფერია დასასაბუთებელი — ეს ფაქტია, და ეს არსით არის განსაზღვრული. ქრისტე არის ის ხორცი, რომელშიც ღმერთი განკაცდა, და მისი არსი ღმერთია. ამას ვერავინ უარყოფს; მაშინაც კი, თუ ანტიქრისტეები უარს ამბობენ მის აღიარებაზე ან მიღებაზე, მათ არ შეუძლიათ მისი უარყოფა. ის მომენტი, როდესაც ადამიანი ზურგს აქცევს ქრისტეს და უარყოფს მას, არის ადამიანის განადგურების ჟამი. ქრისტესა და მისი სიტყვების გარეშე ვერავინ გადარჩება. განა ეს ფაქტი არ არის? (დიახ.) როგორი აღშენების მოტანა შეუძლია ადამიანებისთვის ანტიქრისტეების ამ სიტყვებსა და თეორიებს? თუ ადამიანები არ მიიღებენ მათ, განიცდიან რაიმე დანაკარგს? არა, არავითარი დანაკარგი არ იქნება. ანტიქრისტეების სიტყვებს არავითარი დადებითი გავლენა არ აქვს არავისზე, პირიქით, უამრავი უარყოფითი შედეგი მოაქვს. ქრისტეს რომ არცერთი წინადადება არ ეთქვა, უბრალოდ მოსულიყო, რამდენიმე წელი ჩვეულებრივი ცხოვრებით ეცხოვრა და წასულიყო, რას მიიღებდა კაცობრიობა? ჯვრის ტარების გარდა, კიდევ რას მიიღებდა კაცობრიობა? ადამიანები კვლავ ცოდვაში იცხოვრებდნენ, აღიარებდნენ ცოდვებს და მოინანიებდნენ, მაგრამ ცოდვაში გამოუვალად ჩაფლულნი, სულ უფრო და უფრო გაიხრწნებოდნენ და საბოლოოდ, როდესაც ღვთის საქმე დასრულდებოდა, ყველა განადგურდებოდა. აი, რა დაემართებოდა კაცობრიობას. მაგრამ ქრისტე მოვიდა, გამოხატა ყველა ის სიტყვა, რომლის თქმაც ღმერთს ადამიანისთვის განზრახული ჰქონდა, მიაწოდა მთელი ჭეშმარიტება, რომელიც ადამიანს სჭირდება, და გაუმჟღავნა ადამიანს ის, რაც ღმერთს აქვს და რაც იგი არის. განა ამან არ მოიტანა გარდამტეხი მომენტი ადამიანისთვის? სხვაგვარად რომ ვთქვათ, განა ქრისტეს სიტყვებმა არ შექმნა გარდამტეხი მომენტი ადამიანისთვის? (დიახ.) რა არის ეს გარდამტეხი მომენტი? უპირველეს ყოვლისა, ეს ისაა, რომ ადამიანებს, რომლებიც მსჯავრდებისა და განადგურების წინაშე იდგნენ, გადარჩენის შესაძლებლობა და იმედი გაუჩნდათ. განა ეს არ არის გარდამტეხი მომენტი? ადამიანების იმედი მოვიდა; ისინი ხედავენ განთიადს და აქვთ ხსნის მიღებისა და გადარჩენის იმედი. როდესაც ღმერთი ანადგურებს და სჯის კაცობრიობას, მათ შეუძლიათ თავიდან აიცილონ განადგურება და სასჯელი. მაშ, ასეთი კაცობრიობისთვის, რომელსაც შეუძლია გადარჩეს, ქრისტე და მისი სიტყვები კარგია თუ ცუდი? (კარგია.) ისინი კარგია. ის, რომ ანტიქრისტეები ამდენად მტრულად არიან განწყობილნი ასეთი ქრისტეს, ასეთი ჩვეულებრივი ადამიანის მიმართ და ასე ძლიერ სძულთ იგი, მათი არსით არის განპირობებული.

ანტიქრისტეების კიდევ ერთი გამოვლინებაა ის, თუ როგორ ეპყრობიან ისინი განკაცებულ ღმერთს: ისინი ამბობენ: „როგორც კი დავინახე, რომ ქრისტე ჩვეულებრივი ადამიანი იყო, გონებაში წარმოდგენები გამიჩნდა. წიგნი „სიტყვის ხორცში გამოჩინება“ ღვთის გამოხატვაა; ის ჭეშმარიტებაა და მე ამას ვაღიარებ. მე მაქვს „სიტყვის ხორცში გამოჩინების“ ეგზემპლარი და ეს საკმარისია. არ მჭირდება ქრისტესთან კონტაქტი. გამიჩნდება წარმოდგენები, ნეგატიური განწყობა ან სისუსტე, მათ დაძლევას მხოლოდ ღვთის სიტყვის წაკითხვითაც შევძლებ. განკაცებულ ღმერთთან თუ მექნება კონტაქტი, ადვილად გამიჩნდება წარმოდგენები, ეს კი გამოაჩენს, რომ მეტისმეტად ღრმად ვარ გახრწნილი. თუ ისე მოხდა, რომ ღმერთმა მსჯავრი დამდო, გადარჩენის იმედი აღარ მექნება. ამიტომ, სჯობს, უბრალოდ დამოუკიდებლად ვიკითხო ღვთის სიტყვა. სწორედ ზეცაში მყოფ ღმერთს შეუძლია ადამიანების გადარჩენა“. სწორედ ღვთის ამჟამინდელი სიტყვები და თანაზიარება, განსაკუთრებით ის სიტყვები, რომლებიც ამხელს ანტიქრისტეების ხასიათსა და არსს, ყველაზე მეტად სტკენს გულს ანტიქრისტეებს და ყველაზე მტკივნეულია მათთვის. ეს ის სიტყვებია, რომელთა წაკითხვაც ანტიქრისტეებს ყველაზე ნაკლებად სურთ. ამიტომ, ანტიქრისტეებს გულში სურთ, რომ ღმერთმა მალე დატოვოს დედამიწა, რათა მათ შეძლონ დედამიწაზე საკუთარი ძალით მმართველობა. მათ სჯერათ, რომ ის ხორცი, რომელშიც ღმერთი განკაცდა, ეს ჩვეულებრივი ადამიანი, მათთვის ზედმეტია. ისინი ყოველთვის ფიქრობენ: „ქრისტეს ქადაგებების მოსმენამდე ვგრძნობდი, რომ ყველაფერი მესმოდა და ყველანაირად კარგად ვიყავი, მაგრამ ქრისტეს ქადაგებების მოსმენის შემდეგ ყველაფერი სხვაგვარადაა. ახლა ვგრძნობ, თითქოს არაფერი მაქვს, ვგრძნობ, რომ ისეთი უმნიშვნელო და შესაბრალისი ვარ“. ამიტომ, ისინი განსაზღვრავენ, რომ ქრისტეს სიტყვები მათ კი არ ამხელს, არამედ სხვებს, და ფიქრობენ, რომ არ არის საჭირო ქრისტეს ქადაგებების მოსმენა, რომ „სიტყვის ხორცში გამოჩინების“ წაკითხვაც საკმარისია. ანტიქრისტეების გულებში მათი მთავარი განზრახვაა, უარყონ ღვთის ხორცშესხმის ფაქტი, უარყონ ის ფაქტი, რომ ქრისტე გამოხატავს ჭეშმარიტებას, რადგან ფიქრობენ, რომ ამგვარად ღვთისადმი თავიანთი რწმენის მეშვეობით გადარჩენის იმედი ექნებათ და შეძლებენ ეკლესიაში მეფეებივით იბატონონ, რითაც ღვთისადმი რწმენის თავდაპირველ განზრახვას დაიკმაყოფილებენ. ანტიქრისტეებს აქვთ ღვთისადმი წინააღმდეგობის თანდაყოლილი ბუნება; ისინი ისევე შეუსაბამონი არიან განკაცებულ ღმერთთან, როგორც ცეცხლი და წყალი, და მარადიულ უთანხმოებაში არიან მასთან. ისინი ფიქრობენ, რომ ყოველი დღე, როდესაც ქრისტე არსებობს, არის დღე, როდესაც მათ გაუჭირდებათ გამორჩეულობა, როდესაც მათ გაუჭირდებათ თავის გამოჩენა, და რომ ისინი მსჯავრდების, განდევნის, განადგურებისა და დასჯის საფრთხის წინაშე დგანან. საკმარისია, ქრისტემ არ ილაპარაკოს და არ იმუშაოს, და ღვთის რჩეულმა ხალხმა ქრისტეს აღარ შეჰყუროს, რომ ანტიქრისტეებს მაშინვე ეძლევათ შანსი. მათ აქვთ შანსი, გამოავლინონ თავიანთი უნარები. ხელის ერთი მოქნევით, ადამიანთა მასები მათ მხარეს გადავლენ და ანტიქრისტეებს შეეძლებათ მეფეებივით ბატონობა. ანტიქრისტეების ბუნება-არსებაა, იყვნენ ზიზღით განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ და სძულდეთ ქრისტე. ისინი ეჯიბრებიან ქრისტეს იმაში, თუ ვინ უფრო ნიჭიერია ან ვის უფრო მეტი უნარი აქვს; ისინი ეჯიბრებიან ქრისტეს იმაში, თუ ვის სიტყვებს აქვს მეტი ძალა და ვისი უნარებია უფრო დიდი. რადგან ისინი იმავეს აკეთებენ, რასაც ქრისტე, მათ სურთ დაანახონ სხვებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინიც და ისიც ადამიანები არიან, ქრისტეს უნარები და განსწავლულობა ჩვეულებრივი ადამიანისაზე უკეთესი არ არის. ანტიქრისტეები ყველანაირად ეჯიბრებიან ქრისტეს, ედავებიან იმაზე, თუ ვინ უკეთესია, და ცდილობენ ყველა კუთხით უარყონ ის ფაქტი, რომ ქრისტე ღმერთია, რომ ის ღვთის სულის განსახიერებაა და რომ ის ჭეშმარიტების განსახიერებაა. ისინი ასევე ფიქრობენ სხვადასხვა გზასა და საშუალებაზე ყველა სფეროში, რათა ყველა სფეროში სხვადასხვა გზითა და საშუალებით ხელი შეუშალონ ქრისტეს, რომ ღვთის რჩეულ ხალხს შორის ძალაუფლებას ფლობდეს, ხელი შეუშალონ ღვთის რჩეულ ხალხს შორის ქრისტეს სიტყვების გავრცელებასა თუ განხორციელებას, და იმაშიც კი შეუშალონ ხელი, რომ ღვთის რჩეულთა შორის განხორციელდეს ის, რასაც ქრისტე აკეთებს, და რასაც ადამიანებისგან მოითხოვს და მოელისბისა და იმედების განხორციელებას ღვთის რჩეულთა შორის. თითქოს ქრისტეს ყოფნისას ისინი გარიყულნი არიან, ეკლესიის მიერ დაგმობილნი და უარყოფილნი — როგორც ბნელ კუთხეში მიმწყვდეულ ადამიანთა ჯგუფი. ანტიქრისტეების სხვადასხვა გამოვლინებაში შეგვიძლია დავინახოთ, რომ არსითა და ხასიათით ისინი შეურიგებელნი არიან ქრისტესთან — მათ არ შეუძლიათ მასთან ერთად ერთი ცის ქვეშ ყოფნა! ანტიქრისტეები დაბადებიდანვე მტრულად არიან განწყობილნი ღვთის მიმართ; ისინი საგანგებოდ იმისთვის არიან მომართულნი, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ ქრისტეს; მათ სურთ, დაამარცხონ ქრისტე და სძლიონ მას. მათ სურთ, რომ ქრისტეს მიერ შესრულებული ყველა საქმე ამაო და ფუჭი იყოს, რათა საბოლოოდ ქრისტემ ვერ მოიპოვოს ბევრი ადამიანი, და სადაც არ უნდა იმუშაოს ვერავითარი შედეგი ვერ მიიღოს. მხოლოდ მაშინ იქნებიან ანტიქრისტეები ბედნიერნი. თუ ქრისტე გამოხატავს ჭეშმარიტებებს, და ადამიანებს სწყურიათ ისინი, ეძიებენ მათ, სიხარულით იღებენ მათ, მზად არიან თავი გაიღონ ქრისტესთვის, მიატოვონ ყველაფერი და გაავრცელონ ქრისტეს სახარება, მაშინ ანტიქრისტეები სასოწარკვეთილებაში ვარდებიან და გრძნობენ, რომ ხვალინდელი დღის იმედი არ არსებობს, რომ მათ არასოდეს ექნებათ გამორჩეულობის შანსი, თითქოს ჯოჯოხეთში იყვნენ ჩაგდებულნი. ანტიქრისტეების ამ გამოვლინებებს თუ შევხედავთ, განა სხვამ ჩაუნერგა მათ ეს არსი — ებრძოლონ ღმერთს და მტრულად იყვნენ განწყობილნი მის მიმართ? აბსოლუტურად არა; ისინი ამით იბადებიან. ამიტომ, ანტიქრისტეები არიან ადამიანთა ის ტიპი, რომელიც დაბადებიდანვე ეშმაკის რეინკარნაციაა, დედამიწაზე მოსული ეშმაკია. მათ არასოდეს შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება და არასოდეს მიიღებენ ქრისტეს, არ აღამაღლებენ ქრისტეს და არ დაამოწმებენ ქრისტეს შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად არ ჩანს, რომ ისინი საჯაროდ განსჯიან ან გმობენ ქრისტეს, და მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ მორჩილად გაიღონ გარკვეული ძალისხმევა და გადაიხადონ ფასი, როგორც კი შანსი მიეცემათ, როდესაც მომენტი მომწიფდება, ანტიქრისტეების შეურიგებლობა ღმერთთან თავს იჩენს. ის ფაქტი, რომ ანტიქრისტეები ებრძვიან ღმერთს და აარსებენ დამოუკიდებელ სამეფოს, საჯარო გახდება. ეს ყველაფერი ადრეც მომხდარა იმ ადგილებში, სადაც ანტიქრისტეები არიან, და ეს განსაკუთრებით ხშირია ამ წლებში, როდესაც ღმერთი ასრულებს უკანასკნელი დღეების განკითხვის საქმეს; ბევრმა ადამიანმა გამოსცადა ეს და დააკვირდა მათ.

2020 წლის 27 ივნისი

წინა: პუნქტი მეათე: ისინი აბუჩად იგდებენ ჭეშმარიტებას, ურცხვად ფეხქვეშ თელავენ პრინციპებს და უგულებელყოფენ ღვთის სახლის სამუშაო განაწესს (ნაწილი მეორე)

შემდეგი: პუნქტი მეთოთხმეტე: ისინი ღვთის სახლს ისე ეპყრობიან, როგორც საკუთარ პირად სამფლობელოს

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება