ძალიან სერიოზული პრობლემა: ღალატი (2)
ადამიანის ბუნება სრულიად განსხვავდება ჩემი არსისგან, რამეთუ ადამიანის გახრწნილი ბუნება მთლიანად სატანისგან მომდინარეობს. ადამიანის ბუნება შეცვლილი და გახრწნილია სატანის მიერ ანუ ადამიანი მისი ბოროტებისა და სიმახინჯის გავლენით ცხოვრობს. ადამიანი არ იზრდება ჭეშმარიტებით სავსე სამყაროში ან წმინდა გარემოში და მით უმეტეს, არ ცხოვრობს სინათლეში. ამიტომ, შეუძლებელია, ვინმე ფლობდეს ჭეშმარიტებას თავისი ბუნებიდან გამომდინარე დაბადებიდან და კიდევ უფრო ნაკლებად შეიძლება ვინმეს თან დაჰყვეს ისეთი არსი, რომელსაც ეშინია ღვთისა და ემორჩილება მას. პირიქით, ადამიანის ბუნება ეწინააღმდეგება ღმერთს, უჯანყდება მას და არ გააჩნია ჭეშმარიტების სიყვარული. სწორედ ეს ბუნებაა პრობლემა, რომლის განხილვაც მსურს — ღალატი. ღალატი არის თითოეული ადამიანის ღვთის მიმართ წინააღმდეგობის წყარო. ეს არის პრობლემა, რომელიც მხოლოდ ადამიანისგან მომდინარეობს და არა ჩემგან. ზოგი იკითხავს: რადგან ყველა ადამიანი ისევე ცხოვრობს სამყაროში, როგორც ქრისტე, რატომ ხდება ისე, რომ ყველა ადამიანს აქვს ღვთის მოღალატე ბუნება, ქრისტეს კი — არა? ეს არის პრობლემა, რომელიც თქვენ ნათლად უნდა აგიხსნათ.
კაცობრიობის არსებობის საფუძველი სულის მრავალჯერადი რეინკარნაციაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი ადამიანი იძენს ადამიანურ სიცოცხლეს ხორციელად, როდესაც მისი სული რეინკარნაციას გაივლის. ადამიანის სხეულის დაბადების შემდეგ, მისი სიცოცხლე გრძელდება მანამ, სანამ ხორცი საბოლოოდ არ მიაღწევს თავის ზღვარს — ეს არის საბოლოო მომენტი, როდესაც სული ტოვებს თავის ჭურჭელს. ეს პროცესი კვლავ და კვლავ მეორდება, ადამიანის სული მოდის და მიდის დროდადრო და ამგვარად ნარჩუნდება კაცობრიობა. ხორციელი სიცოცხლე ასევე არის ადამიანის სულის სიცოცხლე და ადამიანის სული ხელს უწყობს ადამიანის ხორცის არსებობას, ანუ თითოეული ადამიანის სიცოცხლე მისი სულისგან მომდინარეობს და სიცოცხლე ხორცის განუყოფელი ნაწილი არ არის. ამრიგად, ადამიანის ბუნება სულისგან მოდის და არა ხორცისგან. მხოლოდ თითოეული ადამიანის სულმა იცის, როგორ გაუძლო მან სატანის მიერ ცდუნებას, ტანჯვასა და გახრწნას. ეს ყოველივე შეუცნობელია ადამიანის ხორცისთვის. ამიტომ კაცობრიობა გაუცნობიერებლად ხდება უფრო ბნელი, უფრო ბინძური და უფრო ბოროტი, ხოლო მანძილი ადამიანსა და ჩემს შორის სულ უფრო იზრდება და სიცოცხლე კაცობრიობისთვის სულ უფრო ბნელი ხდება. სატანას ადამიანთა სულები თავის მარწუხებში ჰყავს მოქცეული, ამიტომ რა თქმა უნდა, ადამიანის ხორციც სატანის მიერ არის დაპყრობილი. როგორ შეიძლება ასეთი ხორცი და ასეთი კაცობრიობა არ ეწინააღმდეგებოდეს ღმერთს? როგორ შეიძლება მათ თანდაყოლილი თავსებადობა ჰქონდეთ მასთან? მიზეზი, რის გამოც სატანა ზეციდან გადმოვაგდე, არის ის, რომ მან მიღალატა. მაშ, როგორ შეუძლიათ ადამიანებს, თავი დააღწიონ ამ ჩართულობას? აი, რატომ არის ღალატი ადამიანის ბუნება. მწამს, რომ როგორც კი ჩაწვდებით ამ ლოგიკას, თქვენ ასევე უნდა გქონდეთ ქრისტეს არსის გარკვეული რწმენა. ხორცი, რომელიც ღვთის სულს მოსავს, არის თავად ღვთის ხორცი. ღვთის სული უზენაესია. იგი ყოვლისშემძლე, წმინდა და მართალია. ასევე მისი ხორციც უზენაესი, ყოვლისშემძლე, წმინდა და მართალია. ასეთ ხორცს შეუძლია აკეთოს მხოლოდ ის, რაც მართალი და სასარგებლოა კაცობრიობისთვის, რაც არის წმინდა, დიდებული და ძლევამოსილი; მას არ ძალუძს, გააკეთოს რაიმე ისეთი, რაც არღვევს ჭეშმარიტებას, რაც არღვევს მორალურ სამართლიანობას და მით უმეტეს, მას არ ძალუძს, ჩაიდინოს რაიმე ისეთი, რითაც უღალატებდა ღვთის სულს. ღვთის სული წმინდაა და ამიტომ მისი ხორცი სატანის მიერ უხრწნელია. ადამიანისგან განსხვავებით მისი ხორცი სხვა არსისაა, რამეთუ სწორედ ადამიანი და არა ღმერთი გახრწნა სატანამ. სატანა ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახრწნიდა თავად ღვთის ხორცს. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი და ქრისტე ერთსა და იმავე სივრცეში მკვიდრობენ, მხოლოდ ადამიანი შეიძლება იყოს სატანის მიერ დაუფლებული და გამოყენებული და სატანის ხრიკებისგან დაზარალებული. ამის საპირისპიროდ ქრისტე მარადიულად ხელშეუხებელია სატანის მიერ გახრწნისთვის, რადგან სატანა ვერასდროს შეძლებს უზენაეს ადგილზე ასვლას და ვერასდროს შეძლებს ღმერთთან მიახლოებას. დღეს თქვენ ყველამ უნდა გააცნობიეროთ, რომ მხოლოდ კაცობრიობაა სატანის მიერ გახრწნილი, ვინც მე მღალატობს. ღალატი ქრისტეს ოდნავადაც ვერ შეეხება.
სატანის მიერ გახრწნილი ყველა სული სატანის ძალაუფლების ტყვეობაშია. მხოლოდ ისინი, ვისაც სწამთ ქრისტესი, გამოეყვნენ და გადაურჩნენ სატანის ბანაკში მოხვედრას და მოყვანილ იქნენ დღევანდელ სასუფეველში. ეს ადამიანები აღარ ცხოვრობენ სატანის გავლენის ქვეშ. ამისდამიუხედავად,ადამიანის ბუნება კვლავ ფესვგადგმულია ადამიანის ხორცში, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სულები გადარჩა, თქვენი ბუნება კვლავ ისეთია, როგორიც ადრე იყო და იმის ალბათობა, რომ თქვენ მიღალატებთ, კვლავ ასი პროცენტია. აი, რატომ გრძელდება ჩემი საქმე ასე დიდხანს, რადგან თქვენი ბუნება ძნელად სამართავია. ახლა თქვენ ყველანი გადიხართ განსაცდელს თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში, როდესაც ასრულებთ თქვენს მოვალეობებს, თუმცა თითოეულ თქვენგანს შეუძლია მე მიღალატოს და სატანის ძალაუფლებას, მის ბანაკსა და თავის ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს — ეს უარყოფითი ფაქტია. იმ დროს თქვენ ვერ შეძლებთ ადამიანობის ან ადამიანური მსგავსების ნატამალის გამოვლენასაც კი, როგორც ახლა. მძიმე შემთხვევებში თქვენ განადგურდებით და უფრო მეტიც, მარადიული სასჯელისთვის იქნებით განწირულნი, მკაცრად დაისჯებით და აღარასოდეს მოხდება თქვენი რეიკარნაცია. ეს არის პრობლემა, რომელიც თქვენ წინაშე დგას. ამას შეგახსენებთ, პირველ ყოვლისა, რათა ჩემი საქმე ფუჭი არ იყოს და მეორეს მხრივ, რათა თქვენ ყველამ იცხოვროთ ნათელ დღეებში. სინამდვილეში ჩემი საქმე ამაო იქნება თუ არა, არ არის მნიშვნელოვანი პრობლემა. მთავარი ისაა, რომ თქვენ გქონდეთ ბედნიერი ცხოვრება და საუცხოო მომავალი. ჩემი საქმე ადამიანთა სულების გადარჩენის საქმეა. თუ შენი სული სატანის ხელში ჩავარდება, შენი ხორცი მშვიდად ვერ იცხოვრებს. თუ მე ვიცავ შენს ხორცს, შენი სულიც აუცილებლად იქნება ჩემი მზრუნველობის ქვეშ. თუ მე ნამდვილად შეგიზიზღებ, შენი ხორციცა და სულიც მყისვე ჩავარდება სატანის ხელში. შეგიძლია წარმოიდგინო შენი მდგომარეობა მაშინ? თუ ერთ დღეს ჩემი სიტყვები თქვენთვის ფასს დაკარგავს, მაშინ მე ან სატანას გადაგცემთ ყველას და ნებას მივცემ, უფრო მეტად დაგტანჯოთ, სანამ ჩემი რისხვა სრულად არ დაცხრება ან მე თავად დაგსჯით თქვენ, გამოუსწორებელ ადამიანებს, რადგან თქვენი გულები, რომლებიც მღალატობენ, არასოდეს შეიცვლება.
თქვენ ყველამ ახლა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოიკვლიოთ საკუთარი თავი, რათა ნახოთ, რამდენი ღალატი რჩება თქვენში ჩემ მიმართ. მოუთმენლად ველი თქვენს პასუხს. ნუ იქნებით ზედაპირულნი ჩემთან ურთიერთობაში. მე არასოდეს ვეთამაშები ადამიანებს. თუ ვიტყვი, რომ რაღაცას გავაკეთებ, მაშინ მას აუცილებლად გავაკეთებ. ვიმედოვნებ, თითოეული თქვენგანი იქნება ისეთი, ვინც ჩემს სიტყვებს სერიოზულად მიიღებს და არ იფიქრებს მათზე, როგორც სამეცნიერო ფანტასტიკაზე. მე თქვენგან კონკრეტული ქმედებები მჭირდება და არა თქვენი ფანტაზიები. შემდეგ, თქვენ უნდა უპასუხოთ ჩემს შემდეგ კითხვებს:
1. თუ შენ ჭეშმარიტად მსახური ხარ, შეგიძლია მემსახურო თავდადებით, ყოველგვარი ზედაპირულობისა და უარყოფითი განწყობის გარეშე?
2. თუ აღმოაჩენ, რომ მე შენ არასოდეს დამიფასებიხარ, მაინც შეძლებ დარჩენას და მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემს მსახურებას?
3. თუ მე კვლავ ძალიან ცივი ვიქნები შენ მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ დიდ ძალისხმევას ხარჯავ, შეძლებ გააგრძელო ჩემი მსახურება ბუნდოვან გარემოში?
4. თუ მას შემდეგ, რაც შენ ჩემთვის დაიხარჯები და მე არ დავაკმაყოფილებ შენს მცირე მოთხოვნებსაც კი, გული გაგიტყდება და იმედი გაგიცრუვდება ჩემში, თუ პირიქით, ბრაზით აივსები და ლანძღვას დაიწყებ?
5. თუ შენ ყოველთვის ძალიან ერთგული იყავი და დიდ სიყვარულს გამოხატავდი ჩემდამი, თუმცა იტანჯები ავადმყოფობით, ფინანსური გაჭირვებით, მეგობრებისა და ნათესავების მიერ მიტოვებით ან ცხოვრებისეული სხვა უბედურებებით, კვლავ გეყვარები და ჩემი ერთგული დარჩები?
6. თუ შენს გულში რაც წარმოგიდგენია არ შეესაბამება იმას, რაც მე გავაკეთე, როგორ გაივლი შენი მომავლის გზას?
7. თუ ვერაფერს მიიღებ, რისი მიღების იმედიც გქონდა, კვლავ ჩემი მიმდევარი იქნები?
8. თუ შენ არასოდეს გესმოდა ჩემი საქმის მიზანი და მნიშვნელობა, შეგიძლია იყო მორჩილი ადამიანი, რომელიც თვითნებურად არ განსჯის და არ გამოაქვს დასკვნები?
9. შეძლებ დააფასო ჩემ მიერ წარმოთქმული ყველა სიტყვა და კაცთა შორის აღსრულებული ჩემი ყველა საქმე?
10. შეგიძლია იყო ჩემი ერთგული მიმდევარი, რომელიც მზად არის მთელი ცხოვრების მანძილზე გაუძლოს ტანჯვას ჩემ გამო მაშინაც კი, თუ ვერაფერს მიიღებ?
11. ჩემ გამო შეგიძლია უარი თქვა შენი გადარჩენის გზის განხილვაზე, მის დაგეგმვაზე ან მისთვის მომზადებაზე?
ეს კითხვები წარმოადგენს ჩემს საბოლოო მოთხოვნებს თქვენს მიმართ და ვიმედოვნებ, რომ ყველა თქვენგანს შეუძლია პასუხის გაცემა. თუ შენ შეასრულე მათში წარმოდგენილი ერთი ან ორი მოთხოვნა, მაშინ თქვენ უნდა განაგრძოთ ცდა. თუ შენ ვერ შეძლებ ამ მოთხოვნებიდან ვერცერთის შესრულებას, შენ ნამდვილად ხარ ის ადამიანი, რომელიც ჯოჯოხეთში ჩავარდება. ასეთ ადამიანებს მეტს აღარაფერს ვეტყვი, რადგან ისინი ნამდვილად არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ვერ იქნებიან ჩემთან თავსებადნი. როგორ შემიძლია ჩემს სახლში გავაჩერო ისეთი ადამიანი, ვისაც ნებისმიერ ვითარებაში შეუძლია მიღალატოს? რაც შეეხება მათ, ვინც შეიძლება მაინც მიღალატოს უმეტეს შემთხვევაში, დავაკვირდები მათ მათ ქცევას, სანამ სხვა გადაწყვეტილებას მივიღებ. თუმცა, არასდროს დავივიწყებ არავის, ვინც შეიძლება მიღალატოს, გარემოებების მიუხედავად. მე ისინი ჩემს გულში მემახსოვრება და დაველოდები შესაძლებლობას, რათა მივუზღო მათ თავიანთი ბოროტი საქმეებისთვის. მოთხოვნები, რომლებიც მე წამოვაყენე, არის ყველა ის პრობლემა, რომელიც თავად უნდა შეისწავლოთ. ვიმედოვნებ, რომ ყველა თქვენგანი სერიოზულად გაითვალისწინებთ მათ და ზედაპირულად არ მომექცევით. უახლოეს მომავალში გადავამოწმებ იმ პასუხებს, რომლებიც თქვენ მომეცით ჩემს მოთხოვნებთან მიმართებაში. იმ დროს აღარაფერს მოგთხოვთ და არც უფრო მკაცრ მითითებებს მოგცემთ. ნაცვლად ამისა, მე გამოვიყენებ ჩემს ძალაუფლებას. ისინი, ვინც უნდა იყვნენ დაცულნი, დაცულნი იქნებიან; ვინც უნდა დაჯილდოვდნენ, დაჯილდოვდებიან; ვინც სატანას უნდა გადაეცნენ, სატანას გადაეცემიან; ისინი, ვინც მკაცრად უნდა დაისაჯონ, მკაცრად დაისჯებიან და ვინც უნდა დაიღუპონ, განადგურდებიან. ამრიგად, ჩემს დღეებში აღარავინ შემაწუხებს. გჯერა ჩემი სიტყვების? გჯერა შენ ღვთის სასჯელის? გჯერა, რომ მე დავსჯი ყველა იმ ბოროტს, ვინც მატყუებს და მღალატობს? იმედი გაქვს, რომ ეს დღე ადრე თუ გვიან დადგება? გეშინია სასჯელის, თუ შემეწინააღმდეგები მაშინაც კი, თუ მისი ატანა მოგიწევს? როდესაც ის დღე დადგება, როგორ წარმოგიდგენია - იცხოვრებ სიხარულსა და სიცილში, თუ ატირდები და კბილთა ღრჭენას დაიწყებ? როგორი გამოსავლის იმედი გაქვს? ოდესმე სერიოზულად გიფიქრია, გწამს შენ ჩემი ასი პროცენტით თუ ეჭვი გეპარება ჩემში ასი პროცენტით? ოდესმე კარგად დაფიქრებულხართ, რა სახის შედეგებსა და გამოსავალს მოგიტანს შენი ქმედებები და ქცევა? ნამდვილად იმედოვნებ, რომ ჩემი ყველა სიტყვა ახდება, თუ გეშინია, რომ ჩემი სიტყვები ახდება? თუ იმედოვნებ, რომ მე მალე წავალ ჩემი სიტყვების შესასრულებლად, როგორ უნდა შეხედო შენს სიტყვებსა და ქმედებებს? თუ არ იმედოვნებ, რომ მე წავალ და რომ ჩემი ყველა დაუყოვნებლივ ახდება, საერთოდ რატომ გწამს ჩემი? ნამდვილად იცი რატომ მომყვები? თუ შენი მიზეზი მხოლოდ შენი თვალსაწიერის გაფართოებაა, არ არის საჭირო ამდენად თავის შეწუხება. თუ შენი მიზანია კურთხევის მიღება და მომავალი კატასტროფისთვის თავის არიდება, რატომ არ ღელავ საკუთარ საქციელზე? რატომ არ ეკითხები საკუთარ თავს, შეგიძლია თუ არა ჩემი მოთხოვნების დაკმაყოფილება? რატომ არ ეკითხები შენს თავს ასევე, ხარ თუ არა ღირსი, მიიღო მომავალი კურთხევა?