ძალიან სერიოზული პრობლემა: ღალატი (1)

ძალიან მალე ჩემი საქმე დასრულდება და ერთად გატარებული მრავალი წელი აუტანელ მოგონებად იქცევა. მე დაუცხრომლად ვიმეორებდი ჩემს სიტყვებს და მუდმივად ვაჩვენებდი ჩემს ახალ საქმეს. რა თქმა უნდა, ჩემი რჩევა თითოეული იმ საქმის აუცილებელი ნაწილია, რომელსაც მე აღვასრულებ. მის გარეშე თქვენ ყველანი გზას აცდებოდით და სრულ დაბნეულობაშიც კი აღმოჩნდებოდით. ჩემი საქმე ახლა დასასრულს უახლოვდება და საბოლოო სტადიაზეა. მე კვლავ მსურს რჩევის გაცემა ანუ მსურს გითხრათ სიტყვები, რომლებსაც გაიგონებთ. მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ თქვენ არ დაუშვებთ ჩემი გულმოდგინე ფიქრების დაკარგვას, რომლებიც თქვენთვის არ დამიშურებია, და უფრო მეტიც, შეძლებთ ჩაწვდეთ ჩემს გულმოდგინე ზრახვებს და ჩემს სიტყვებს თქვენი ქცევის საფუძვლად მიიღებთ. მიუხედავად იმისა, გსურთ თუ არა ამ სიტყვების მოსმენა, გსიამოვნებთ თუ არა მათ მიღება თუ მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს ისინი თქვენში, თქვენ მათ სერიოზულად უნდა მოეკიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ზედაპირული და გულგრილი ბუნება და ქცევა სერიოზულად გამანაწყენებს და ჩემში ზიზღს გამოიწვევს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა თქვენგანი შეძლებს ჩემი სიტყვების კვლავ და კვლავ წაკითხვას რამდენიმე ათასჯერ და რომ ზეპირადაც კი დაისწავლით. მხოლოდ ამგვარად შეძლებთ, რომ არ გააწბილოთ ჩემი მოლოდინები თქვენ მიმართ. თუმცა, არცერთი თქვენგანი არ ცხოვრობს ახლა ასე. პირიქით, თქვენ ყველანი გარყვნილ ცხოვრებაში ხართ ჩაფლულნი, როდესაც გულით გსურთ მხოლოდ ჭამა-სმა და არცერთი თქვენგანი არ იყენებს ჩემს სიტყვებს საკუთარი გულისა და სულის გასამდიდრებლად. სწორედ ამიტომ მივედი დასკვნამდე კაცობრიობის ჭეშმარიტი სახის შესახებ: ადამიანს შეუძლია მიღალატოს ნებისმიერ დროს და არავის შეუძლია იყოს აბსოლუტურად ერთგული ჩემი სიტყვებისა.

„ადამიანი იმდენად არის გახრწნილი სატანის მიერ, რომ მას დაკარგული აქვს ადამიანის სახე“. ადამიანთა უმეტესობა ახლა გარკვეულწილად აღიარებს ამ ფრაზას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ „აღიარება“, რომელსაც მე ვგულისხმობ, მხოლოდ ერთგვარი ზედაპირული დადასტურებაა და არა ჭეშმარიტი შემეცნება. რადგან არც ერთ თქვენგანს არ შეუძლია საკუთარი თავის ზუსტად შეფასება ან საკუთარი თავის საფუძვლიანი გაანალიზება და თქვენ ორჭოფობთ ჩემს სიტყვებთან მიმართებაში. მაგრამ ამჯერად ფაქტებს ვიყენებ, რათა ავხსნა თქვენში არსებული უმძიმესი პრობლემა. ეს პრობლემა ღალატია. ყველასთვის ნაცნობია სიტყვა „ღალატი“, რადგან ადამიანთა უმეტესობას ჩაუდენია მსგავსი რამ და უღალატია სხვისთვის, როგორიცაა ქმრის მიერ ცოლის ღალატი, ცოლის მიერ ქმრის ღალატი, შვილის მიერ მამის ღალატი, ქალიშვილის მიერ დედის ღალატი, მონის მიერ ბატონის ღალატი, მეგობრების მიერ ერთმანეთის ღალატი, ნათესავების მიერ ერთმანეთის ღალატი, გამყიდვლის მიერ მყიდველის ღალატი და ა.შ. ყველა ეს მაგალითი შეიცავს ღალატის არსს. მოკლედ რომ ვთქვათ, ღალატი არის ქცევის ფორმა, რომელიც არღვევს პირობას, არღვევს მორალურ პრინციპებს ან ეწინააღმდეგება ადამიანურ ეთიკას, რაც ადამიანობის დაკარგვაზე მეტყველებს. ზოგადად რომ ვთქვათ, როგორც ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანას მოევლინე, ჩაიდენ ისეთ რამეს, რაც ჭეშმარიტების დარღვევას გულისხმობს მიუხედავად იმისა, გახსოვს თუ არა ოდესმე სხვა ადამიანის ღალატი ან თუ ადრეც ბევრჯერ გიღალატიათ სხვებისთვის. რადგან შენ შეგიძლია უღალატო შენს მშობლებს ან მეგობრებს, მაშინ შენ შეგიძლია უღალატო სხვებსაც და მეტიც, შეგიძლია მიღალატო მე და გააკეთო ის, რაც მე მძულს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღალატი არის არა მხოლოდ ზედაპირულად ამორალური საქციელი, არამედ რაღაც ისეთი, რაც კონფლიქტში მოდის ჭეშმარიტებასთან. სწორედ ეს არის კაცობრიობის მხრიდან ჩემს მიმართ წინააღმდეგობისა და ამბოხის წყარო. აი, რატომ შევაჯამე ეს შემდეგ ფრაზაში: ღალატი ადამიანის ბუნებაა და ეს ბუნება თითოეული ადამიანისთვის ჩემთან თავსებადობის მიღწევის თანდაყოლილი მტერია.

ქცევა, რომელიც სრულად არ მემორჩილება, ღალატია. ქცევა, რომელიც არ არის ჩემი ერთგული, ღალატია. ჩემი მოტყუება და ჩემს გასაცურებლად სიცრუის გამოყენება ღალატია. მრავალი წარმოდგენის გულში ტარება და მათი ყველგან გავრცელება ღალატია. ჩემი მოწმობისა და ინტერესების დაცვის უუნარობა ღალატია. ყალბი ღიმილი, როდესაც გულით შორს ხარ ჩემგან, ღალატია. ყოველივე ეს არის ღალატის ისეთი გამოვლინებები, რომელთა ჩადენაც თქვენ ყოველთვის შეგეძლოთ და ისინი ჩვეულებრივი მოვლენაა თქვენს შორის. არცერთი თქვენგანი არ მიიჩნევს ამას პრობლემად, მაგრამ მე სხვაგვარად ვფიქრობ. არ შემიძლია ადამიანის მიერ ჩემს ღალატს ისე მოვეკიდო, როგორც უმნიშვნელო წვრილმანს და მით უმეტეს, არ შემიძლია მისი უგულებელყოფა. ახლაც კი, როდესაც მე თქვენს შორის ვარ, თქვენ ასე იქცევით — თუ დადგება დღე, როდესაც არავინ გადევნებთ თვალყურს, ნუთუ არ დაემსგავსებით ბანდიტებს, რომლებმაც თავიანთი პატარა ტერიტორიების მეფეებად გამოაცხადეს თავი? როდესაც ეს მოხდება და თქვენ კატასტროფას გამოიწვევთ, ვინ იქნება იქ თქვენი ნამოქმედარის გამოსასწორებლად? თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ღალატის ზოგიერთი აქტი მხოლოდ შემთხვევითი ქმედებაა და არა თქვენი მუდმივი ქცევა, რომელიც ასე მკაცრად არ უნდა განიხილებოდეს, რათა თქვენი სიამაყე არ შეილახოს, და თუ ჭეშმარიტად ასე გწამთ, მაშინ სრულიად მოკლებული ხართ საღ აზრს. რაც უფრო მეტად ფიქრობს ადამიანი ასე, მით უფრო მეტად არის იგი ამბოხის არქეტიპი და მოდელი. ადამიანის ბუნება მისი ცხოვრებაა; ეს არის პრინციპი, რომელსაც იგი ეყრდნობა გადასარჩენად და მისი შეცვლა არ შეუძლია. ავიღოთ ღალატის ბუნება, როგორც მაგალითი. თუ შენ შეგიძლია ჩაიდინო ისეთი რამ, რაც ნათესავის ან მეგობრის ღალატს ნიშნავს, ეს ამტკიცებს, რომ ეს შენი ცხოვრების ნაწილი და შენი თანდაყოლილი ბუნებაა. ეს არის ის, რასაც ვერავინ უარყოფს. მაგალითად, თუ ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს ქურდობა, მაშინ ქურდობისგან მიღებული ეს სიამოვნება მისი ცხოვრების ნაწილია მიუხედავად იმისა, რომ მან შეიძლება ყოველთვის არ მოიპაროს. მოიპარავს იგი თუ არა, ეს ვერ დაამტკიცებს, რომ მისი ქურდობა მხოლოდ ქცევის ტიპია. პირიქით, ეს ამტკიცებს, რომ მისი ქურდობა მისი ცხოვრების ნაწილია — ანუ მისი ბუნებაა. ზოგი იკითხავს: რადგან ეს მათი ბუნებაა, მაშინ რატომ არ იპარავენ ყოველ ჯერზე, როდესაც ღირებულ ნივთს ხედავენ? ამაზე პასუხი ძალზე მარტივია. მრავალი მიზეზი არსებობს, რის გამოც ისინი არ იპარავენ. მათ შეიძლება არ მოიპარონ რაღაც იმიტომ, რომ ის ძალიან დიდია და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება ან იმიტომ, რომ ამისთვის შესაფერისი დრო არ არის, ან ნივთი ზედმეტად ძვირფასია და ძალიან მკაცრად არის დაცული ან შესაძლოა მათ არ აქვთ განსაკუთრებული ინტერესი მის მიმართ, ან ვერ ხედავენ იმ სარგებელს, რაც შეიძლება ამან მოუტანოთ და ა.შ. ყველა ეს მიზეზი დასაშვებია. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მოიპარავენ თუ არა რამეს, არ ამტკიცებს, რომ ეს აზრი მხოლოდ წარმავალი, წამიერი გაელვებაა. პირიქით, ეს მათი ბუნების ნაწილია, რომლის უკეთესობისკენ შეცვლაც ძნელია. ასეთი ადამიანი არ კმაყოფილდება მხოლოდ ერთხელ მოპარვით; სხვისი საკუთრების მითვისების ასეთი ფიქრები ჩნდება ყოველთვის, როდესაც ისინი ღირებულ ნივთს ან შესაფერის სიტუაციას გადააწყდებიან. აი, რატომ ვამბობ, რომ ამ აზრის სათავე არის არა რაღაც ისეთი, რაც უბრალოდ დროდადრო ჩნდება, არამედ თავად ამ ადამიანის ბუნებაშია.

ნებისმიერს შეუძლია საკუთარი სიტყვებითა და ქმედებებით წარმოაჩინოს თავისი ნამდვილი სახე. ეს ნამდვილი სახე, რა თქმა უნდა, მისი ბუნებაა. თუ შენ ხარ ადამიანი, რომელიც მზაკვრულად საუბრობს, მაშინ შენ მზაკვრული ბუნება გაქვს. თუ შენი ბუნება მატყუარაა, მაშინ შენ ეშმაკურად იქცევი და სხვებს მარტივად აცურებ. თუ შენი ბუნება ბოროტია, შენი სიტყვები შეიძლება სასიამოვნო მოსასმენი იყოს, მაგრამ შენი ქმედებები ვერ დამალავს შენს ბოროტ ზრახვებს. თუ შენი ბუნება ზარმაცია, მაშინ ყველაფერი, რასაც ამბობ, გამიზნულია იმისთვის, რომ თავი აარიდო პასუხისმგებლობას შენი ზედაპირულობისა და სიზარმაცის გამო, შენი ქმედებები კი იქნება ზანტი და ზერელე, და საკმაოდ დახელოვნებული ჭეშმარიტების დამალვაში. თუ შენი ბუნება თანაგრძნობით აღსავსეა, მაშინ შენი სიტყვები იქნება გონივრული და შენი ქმედებებიც შეესაბამება ჭეშმარიტებას. თუ შენი ბუნება ერთგულია, მაშინ შენი სიტყვები ნამდვილად გულწრფელია და შენი ქმედებები საფუძვლიანია, თავისუფალი ყოველივე იმისგან, რამაც შეიძლება შენი ბატონი შეაშფოთოს. თუ შენი ბუნება ავხორცი ან ფულზე დახარბებულია, მაშინ შენი გული ხშირად იქნება აღვსებული ამ საგნებით და შენ გაუცნობიერებლად ჩაიდენ გახრწნილ, ამორალურ ქმედებებს, რომლებსაც ადამიანები ადვილად არ დაივიწყებენ და რომლებიც ადამიანებში ზიზღს გამოიწვევს. როგორც ვთქვი, თუ შენ გაქვს მოღალატის ბუნება, მაშინ შენ ძნელად თუ დაიხსნი თავს მისგან. ნუ გექნება იმის იმედი, რომ გაგიმართლებს და ნუ იფიქრებ, რომ რადგან სხვისთვის ცუდი არ გაგიკეთებია, შენ არ გაქვს მოღალატის ბუნება. თუ შენ ასე ფიქრობ, მაშინ ნამდვილად ამაზრზენი ხარ. ყოველ ჯერზე, როცა ვლაპარაკობ, ჩემი სიტყვები ყველა ადამიანს ეხება და არა მხოლოდ ერთ ადამიანს ან ერთი ტიპის ადამიანს. ფაქტი, რომ შენ არ მიღალატე ერთ საკითხში, არ ნიშნავს იმას, რომ შენ არ მიღალატებ სხვა საკითხში. ზოგიერთი ადამიანი ქორწინებაში განცდილი მარცხის გამო კარგავს ჭეშმარიტების რწმენას. ზოგიერთი ადამიანი უგულებელყოფს ვალდებულებას, იყოს ერთგული ჩემ მიმართ ოჯახის დანგრევის დროს. ზოგიერთი ადამიანი მტოვებს მე, რათა ეძიოს სიხარულისა და აღფრთოვანების წამიერი შეგრძნებები. ზოგიერთ ადამიანს ურჩევნია ბნელ უფსკრულში ჩავარდეს, ვიდრე იცხოვროს ნათელში და მიიღოს სულიწმინდის ქმედებით გამოწვეული ნეტარება. ზოგიერთი ადამიანი უგულებელყოფს მეგობრების რჩევას სიმდიდრისადმი ლტოლვის დასაკმაყოფილებლად და ახლაც კი არ შეუძლია აღიაროს თავისი შეცდომა და შეცვალოს თავისი გზა. ზოგიერთი ადამიანი მხოლოდ დროებით ცხოვრობს ჩემი სახელით, რათა მიიღოს ჩემი მფარველობა, სხვები კი იძულებით მიძღვნიან მცირედს, რადგან ებღაუჭებიან სიცოცხლეს და ეშინიათ სიკვდილის. განა ეს და სხვა ამორალური ქმედებები, რომლებიც ყოველგვარ ღირსებას მოკლებულია, არ არის მხოლოდ ისეთი ქცევები, რომლებითაც ადამიანებმა დიდი ხანია მიღალატეს თავიანთი გულის სიღრმეში? რა თქმა უნდა, მე ვიცი, რომ ადამიანები წინასწარ არ გეგმავენ ჩემს ღალატს, მაგრამ მათი ღალატი მათი ბუნების ბუნებრივი გამოვლინებაა. არავის სურს ჩემი ღალატი, მით უმეტეს, არავინაა ბედნიერი იმის გამო, რომ მე მიღალატა. პირიქით, ისინი შიშით თრთიან, ასე არ არის? და თქვენ ფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ ამგვარი ღალატის გამოსყიდვა და არსებული სიტუაციის შეცვლა?

წინა: ღვთის ხასიათის გაგება ძალზე მნიშვნელოვანია

შემდეგი: ძალიან სერიოზული პრობლემა: ღალატი (2)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება