თავი 37

სხვადასხვა ეპოქაში ჩემ მიერ აღსრულებულ ყოველ საქმეში ანუ მის თითოეულ ეტაპზე, გამოყენებული იყო ჩემი საქმის შესაბამისი მეთოდები. სწორედ ამ მიზეზით ჩემი საყვარელი ადამიანები სულ უფრო და უფრო განიწმინდნენ და სულ უფრო და უფრო შესაფერისნი გახდნენ ჩემს მიერ გამოსაყენებლად. თუმცა ამავე მიზეზით „საუბედუროდ“, რაც უფრო მრავლდება ჩემი საქმის მეთოდები, მით უფრო მცირდება ადამიანთა რიცხვი და ეს ადამიანებს საგონებელში აგდებს. რა თქმა უნდა, არც დღევანდელი საქმეა გამონაკლისი და ადამიანთა უმეტესობა კვლავ ღრმა ფიქრებმა მოიცვა; შესაბამისად, ჩემი მეთოდების ცვლილების გამო, კვლავ არიან ისეთები, ვისაც უკან დახევა მოუწევს. შეიძლება ასეც ითქვას: ეს ჩემ მიერ არის წინასწარგანსაზღვრული, მაგრამ ამას მე არ ვაკეთებ. სამყაროს შექმნიდან დღემდე ჩემი საქმის მეთოდების გამო რამდენი ადამიანი დაეცა და რამდენმა დაკარგა გზა. თუმცა მე არ ვდარდობ იმაზე, თუ რას ფიქრობენ ადამიანები — მიიჩნევენ, რომ მე უგულებელვყოფ სიყვარულსა და ერთგულებას თუ ფიქრობენ, რომ მეტისმეტად სასტიკი ვარ — მიუხედავად იმისა, სწორია მათი გაგება თუ არა, ამაზე ახლა არ ვისაუბრებ. მოდით, ჯერ ამ განხილვის მთავარ საკითხზე ვიქონიოთ თანაზიარება, რათა ყველამ საფუძვლიანად გაიგოს იგი და თავიდან ავიცილოთ ის, რომ ვერ მიხვდნენ, რატომ იტანჯებიან. მე არ ვაიძულებ ადამიანებს, მუნჯებივით ჩუმად დაიტანჯონ; პირიქით, ყველაფერს ნათლად ავხსნი, რათა ჩემზე არ იწუწუნონ. ერთ დღესაც მე ვაიძულებ ყველას, რომ მათი გაკიცხვისას გულწრფელი ქება აღავლინონ. მისაღებია ეს? აკმაყოფილებს ეს ადამიანთა მოთხოვნებს?

გაკიცხვის ეპოქის დასაწყიში მე ჯერ ადამიანებს ავუხსნი ამ „ეპოქის“ ზოგად მნიშვნელობას, რათა მათ არ შეურაცხმყონ მე. კერძოდ, მე განვკარგავ ჩემს საქმეს. მას ვერავინ შეცვლის. ნამდვილად არ ვაპატიებ არავის მის შეცვლას: მე მათ განვიკითხავ. დაიმახსოვრეთ ეს? ეს ყოველივე „პროფილაქტიკური ვაქცინაციაა“. ახალი მეთოდის პირობებში ყველამ პირველ რიგში უნდა გააცნობიეროს, რომ საკუთარი რეალური მდგომარეობის გაგება უმთავრესია. სანამ საკუთარ თავს გარკვეულწილად არ შეიცნობენ, არავის მიეცემა ეკლესიაში დაუფიქრებლად საუბრის უფლება და უდავოდ გავკიცხავ ყველას, ვინც ამ წესს დაარღვევს. ამიერიდან ყველა მოციქული ეკლესიებში აღირიცხება და აეკრძალებათ საკუთარი ნება-სურვილით აქეთ-იქით სიარული — ამას მცირე ნაყოფი მოაქვს. თითქოს ყველა ასრულებდა თავის მოვალეობას, მაგრამ სინამდვილეში მე მასულელებდნენ. მიუხედავად იმისა, რაც მოხდა, დღეს ეს ყოვლივე გაუქმებულია და აღარ უნდა იქნას ნახსენები. ამიერიდან ტერმინი „მოციქული“ გაუქმდება და აღარასოდეს იქნება გამოყენებული, რათა ყველა ადამიანი გამოვიდეს თავისი „სტატუსიდან“ და შეიცნოს საკუთარი თავი. რა თქმა უნდა, ეს მათი ხსნისთვის კეთდება. „სტატუსი“ არ არის გვირგვინი; ეს მხოლოდ წოდებაა. გესმით ჩემი განზრახვა? ისინი, ვინც ეკლესიებს წინამძღოლობენ, კვლავ იცხოვრებენ ეკლესიური ცხოვრებით საკუთარ ეკლესიებში, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის მკაცრი წესი. საჭიროების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ მოინახულონ ეკლესიები ყოფილ მოციქულებთან თანამშრომლობით. ეკლესიების თანაზიარება უნდა გაიზარდოს — ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. გამონაკლისია ის შემთხვევები, როდესაც მათი არცერთი წევრი არ ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით. მიუხედავად ამისა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ყველა უნდა გაერთიანდეთ საკუთარი თავის შესაცნობად და ერთად დადგეთ დიდი წითელი დრაკონის წინააღმდეგ ასამბოხებლად: ეს არის ჩემი განზრახვა. ის, თუ რამდენს საუბრობენ ადამიანები, არ არის მნიშვნელოვანი; სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა მთელმა ხალხმა შეძლოს ერთად შეკრება, როგორც ერთმა მთლიანობამ. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ჭეშმარიტი მოწმობის გაცემა. წარსულში ყველა ამბობდა, რომ შეიცნობდა საკუთარ თავს, თუმცა მე უთვალავი სიტყვა წარმოვთქვი — და რამდენად შეიცანით თქვენი თავი? რაც უფრო მაღალია ადამიანის სტატუსი, მით უფრო უჭირს მას საკუთარი თავის უარყოფა, მით უფრო დიდია მისი იმედები და მით უფრო მეტად დაიტანჯება იგი გაკიცხვისას. ეს არის ჩემ მიერ ადამიანთა ხსნა. გესმით? ნუ მიიღებთ ჩემს სიტყვებს მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით; ასე მოქცევა მეტისმეტად არასერიოზული იქნებოდა და არავითარი ღირებულება არ ექნებოდა. გესმით ჩემი სიტყვების ფარული შინაარსი? თუ ადამიანებს მართლაც შესწევთ უნარი, შეიცნონ საკუთარი თავი ეკლესიაში, მაშინ ეს დაამტკიცებს, რომ ასეთ ადამიანებს ჭეშმარიტად ვუყვარვარ მე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ხალხთან ერთად არ გატეხ პურს, ვერ გაიგებ მათ გასაჭირს. როგორ გესმით ეს ნათქვამი? საბოლოოდ, მე ვაიძულებ ყველა ადამიანს, შეიცნოს საკუთარი თავი გაკიცხვის დროს და ვაიძულებ მათ, იმღერონ და იცინონ ამ პროცესში. მართლაც გაქვთ იმის რწმენა, რომ დამაკმაყოფილოთ? მაშ, როგორ უნდა მოიქცეთ თქვენს პრაქტიკაში? ამიერიდან, თითოეული ეკლესიის ზოგად საქმეებს ამავე ეკლესიის შესაბამისი პირები განაგებენ, ხოლო მოციქულები უბრალოდ იცხოვრებენ ეკლესიის ცხოვრებით. ამას ჰქვია „ცხოვრების განცდა“. გესმით?

სანამ გაკიცხვა ოფიციალურად დაატყდება თავს კაცობრიობას, მე ჯერ ადამიანებზე აღვასრულებ „დახვედრის საქმეს“, რათა საბოლოოდ ყველამ შეძლოს ჩემი დაკმაყოფილება. ისინიც კი, ვინც უკან დახევას აპირებს, წასვლამდე უნდა დაიტანჯონ და დაასრულონ მოწმობის გაცემა; წინააღმდეგ შემთხვევაში, მე მათ არ ვაპატიებ. ეს აჩვენებს ჩემს ხასიათს, რომ მე არ შევიწყნარებ ადამიანთა მხრიდანშეურაცხყოფას და ასევე აღვასრულებ იმას, რასაც ვამბობ. ამგვარად, მე შევასრულებ ჩემს სიტყვებს, რომ „რასაც ვამბობ, იმას ვგულისხმობ, რასაც ვამბობ, ის აღსრულდება და რასაც ვაკეთებ, მარადიულად იარსებებს.“ როგორც კი სიტყვები ჩემი ბაგეებიდან გადმოდის, ჩემი სული იწყებს მისი საქმის აღრსრულებას. ვინ გაბედავს თავნებად ითამაშოს იმ „სათამაშოებით“, რომლებიც ხელში უჭირავს? ყველა უდრტვინველად და მორჩილად უნდა მიიღოს ჩემს მიერ გაკიცხვა. ვის შეუძლია მას თავი დააღწიოს? განა შეიძლება არსებობდეს სხვა გზა ჩემ მიღმა? დღეს მე ნება დაგრთე, რომ დედამიწაზე იყო და შენ ხარობ; ხვალ მე ზეცაში აგიშვებ და შენ ქებას აღავლენ. ზეგ კი მიწისქვეშ ჩაგიყვან, სადაც გაიკიცხები. განა ეს ყველაფერი ჩემი საქმის მოთხოვნები არ არის? ვინ არ იტანჯება უბედურებებით ჩემი მოთხოვნების გამო? ვინ არ იღებს კურთხევას ჩემი მოთხოვნების გამო? განა თქვენ იქნებით გამონაკლისნი? როგორც ჩემმა ხალხმა დედამიწაზე, როგორ რა უნდა გააკეთოთ ჩემი მოთხოვნებისა და ჩემი ნების გამო? ნუთუ სიტყვიერად განადიდებთ ჩემს წმინდა სახელს, გულში კი გძულვართ? ჩემთვის საქმის აღსრულება და ჩემი გულის გახარება, ისევე როგორც საკუთარი თავის შეცნობა და დიდი წითელი დრაკონის წინააღმდეგ ამბოხება არ არის მარტივი დავალებები და ამისთვის საფასურის გადახდა მოგიწევთ. როდესაც ვამბობ „საფასურს“, თქვენი აზრით რას ვგულისხმობ? ამაზე ახლა არ ვისაუბრებ და ადამიანებს პირდაპირ პასუხებს არ გავცემ. პირიქით, მე ვაძლევ მათ საშუალებას, თავად დაფიქრდნენ ამაზე და შემდეგ თავიანთი ქმედებებითა და საქციელით პრაქტიკულად უპასუხონ ჩემს შეკითხვას. შეგიძლიათ ამის გაკეთება?

27 აპრილი, 1992 წ.

წინა: თავი 36

შემდეგი: თავი 41

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება