თავი 36

ყოველივე ჩემი ხელით წარიმართება. ვინ ბედავს, მოიქცეს საკუთარი ნება-სურვილით? ვის შეუძლია მისი იოლად შეცვლა? ადამიანები ჰაერში დაფარფატებენ, მტვერივით მოძრაობენ, სახეები დასვრილი აქვთ, ვიდრე მთელი მათი სხეული მეტისმეტად საცოდავი სანახავი არ გახდება. მე დამძიმებული გულით ღრუბლებიდან ვადევნებ თვალს: რატომ გახდა ადამიანი, რომელიც ოდესღაც სიცოცხლით იყო სავსე, ასეთი? და რატომ ვერ აცნობიერებს ამას, და რატომ არის უგრძნობი ამის მიმართ? რატომ „მიუშვა მან საკუთარი თავი“ და რატომ მისცა ნება საკუთარ თავს, ბიწით დაფარულიყო? ასეთია საკუთარი თავისადმი მისი სიყვარულისა და პატივისცემის ნაკლებობა. ყოველთვის რატომ არიდებს ადამიანითავს იმას, რასაც მე ვითხოვ? ნუთუ მართლა ასეთი სასტიკი და არაადამიანური ვარ მის მიმართ? ნუთუ მართლა ასეთი შეუვალი და უსამართლო ვარ? მაშ, რატომ მიყურებენ ადამიანები მუდამ მრისხანე მზერით? რატომ ვძულვარ მათ მუდამ? ნუთუ მე მივიყვანე ისინი გზის დასასრულამდე? ადამიანს არასდროს არაფერი აღმოუჩენია ჩემს გაკიცხვაში, რადგან ის სხვას არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ კისერზე დადგმულ უღელს ორივე ხელით ებღაუჭება, ორივე თვალი ჩემკენ აქვს მოპყრობილი, თითქოს მტერს უყურებდეს, და მხოლოდ ამ წამს ვგრძნობ, თუ რაოდენ გამოფიტულია იგი. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ განსაცდელში მტკიცედ არავინ არასდროს მდგარა. განა ადამიანის სულიერი ზრდა ზუსტად ასეთი არ არის? განა მჭირდება, რომ მისი „ზომები“ ციფრებში ვუთხრა? ადამიანის „სიმაღლე“ მიწაზე მფორთხავი პატარა ჭიის სიმაღლეს არ აღემატება, ხოლო მისი „მკერდი“ გველის სიგანისაა. ამით მე ადამიანს ზემოდან კი არ ვუყურებ — განა ეს არ არის მისი სულიერი ზრდის ზუსტი მაჩვენებლები? განა დავაკნინე ადამიანი? ადამიანი მოკუნტრუშე ბავშვს ჰგავს. არის ხოლმე მომენტები, როცა ის ცხოველებთან თამაშობს და მაინც ბედნიერია; და ის კატასავითაა, რომელიც უდარდელად და უზრუნველად ცხოვრობს. შესაძლოა, სულის მითითების ან ზეციერი ღვთის მოქმედების გამოა, რომ დიდ ზიზღს ვგრძნობ დედამიწაზე ადამიანთა ექსტრავაგანტური ცხოვრების წესის მიმართ. ადამიანის ცხოვრების გამო — რომელიც პარაზიტის ცხოვრებას ჰგავს — ჩემი „ინტერესი“ სიტყვების „ადამიანური ცხოვრება“ მიმართ გარკვეულწილად გაიზარდა, და მე ოდნავ უფრო „მოწიწებული“ გავხდი ადამიანური ცხოვრებისადმი. რადგან, როგორც ჩანს, მხოლოდ ადამიანს შესწევს აზრიანი ცხოვრების შექმნის უნარი, მაშინ როცა მე ეს არ ძალმიძს, სხვა არაფერი დამრჩენია, გარდა იმისა, რომ „მთებში“ განვმარტოვდე, ვინაიდან არ შემიძლია ადამიანთა შორის არსებული გასაჭირის განცდა და მასზე დაკვირვება. თუმცა ადამიანი დაჟინებით მაიძულებს ამას — სხვა გზა არ მაქვს! სხვა არაფერი დამრჩენია, გარდა იმისა, რომ დავემორჩილო ადამიანის განკარგულებებს, მასთან ერთად მივიღო გაკვეთილები გამოცდილებიდან და გავიარო ადამიანური ცხოვრება. ზეცაში ოდესღაც მთელი ქალაქი მოვიარე, ხოლო ცისქვეშეთში — ყველა ქვეყანა. თუმცა არავის არასდროს აღმოვუჩენივარ; მათ მხოლოდ ჩემი მოძრაობის ხმა ესმოდათ. ადამიანთა თვალში მე უკვალოდ და უჩრდილოდ მივდივარ და მოვდივარ. თითქოს მათ გულებში უხილავ კერპად ვიქეცი, თუმცა ადამიანებს ამის არ სწამთ. ნუთუ ყოველივე ეს ადამიანის ბაგეებით აღიარებული ფაქტები არ არის? ამ ეტაპზე ვინ არ აღიარებს, რომ უნდა გაიკიცხოს? ნუთუ კვლავ შეუძლიათ ადამიანებს, თავაწეულნი იდგნენ ასეთი თვალსაჩინო მტკიცებულებების წინაშე?

მე ადამიანთა შორის „საქმიან გარიგებას“ ვდებ, განვწმენდ მის ყოველგვარ უწმინდურებასა და უსამართლობას და ამგვარად „ვამუშავებ“ მას, რათა იგი ჩემი განზრახვებს ეთანადებოდეს. თუმცა საქმის ამ ეტაპზე ადამიანის თანამშრომლობა აუცილებელია, რადგან ის მუდამ ახლად დაჭერილი თევზივით ხტის და ფართხალებს. ამიტომ, გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მე დავხოცე ყველა დაჭერილი „თევზი“, რის შემდეგაც თევზები დამორჩილდნენ, დამყოლნი გახდნენ და ოდნავი საყვედურიც აღარ გამოუთქვამთ. როდესაც ადამიანი მჭირდება, ის მუდამ დამალულია. თითქოს მას არასდროს უნახავს გამაოგნებელი სანახაობები, თითქოს სოფელში დაიბადა და ქალაქის საქმეებისა არაფერი გაეგება. მე ჩემს სიბრძნეს ვმატებ ადამიანის ნაკლოვან მხარეებს და ვაძლევ მას ჩემი შეცნობის საშუალებას; რადგან ადამიანი მეტისმეტად ღარიბია, მე პირადად მოვდივარ ადამიანთა შორის და ვაძლევ მას „გამდიდრების გზას“, რითაც თვალებს ვუხელ. განა ამით მე არ გადავარჩენ მას? განა ეს არ არის ჩემი წყალობა ადამიანის მიმართ? ნუთუ სიყვარული მართლაც უპირობოდ გაცემას ნიშნავს? მაშ, სიძულვილი გაკიცხვაა? მე ადამიანს სხვადასხვა პერსპექტივიდან ავუხსენი, მაგრამ ის ამას მხოლოდ სიტყვებად და მოძღვრებებად აღიქვამს. თითქოს ჩემი სიტყვები წუნდებული საქონელი იყოს, რომელიც ადამიანის ხელში ჩამოფასებულ საქონლად იყიდება. ამგვარად, როდესაც ადამიანებს ვეუბნები, რომ დიდი ქარიშხალი მოდის მთის სოფლის შთასანთქმელად, ამას არავინ არაფრად აგდებს, მხოლოდ რამდენიმე მათგანი ტოვებს საკუთარ სახლს, ისიც გულში ეჭვით. დანარჩენები არ იძვრიან, თითქოს გულგრილნი არიან. თითქოს მე ციდან მოვლენილი მერცხალი ვიყო, და ადამიანებს უბრალოდ არ ესმოდეთ, რას ვამბობ. მხოლოდ მაშინ ახსენდებათ ადამიანებს ჩემი სიტყვები, როცა მთები ინგრევა და მიწა იხლიჩება, მხოლოდ მაშინ იღვიძებენ სიზმრებიდან, მაგრამ დრო უკვე მოსულია, ისინი დიდ წარღვნაში არიან შთანთქმულნი და მათი გვამები წყლის ზედაპირზე ტივტივებს. სამყაროში არსებული ტანჯვის დანახვისას მე ამოვიოხრებ ადამიანის უბედურების გამო. მე დიდი დრო დავხარჯე და დიდი საფასური გადავიხადე ადამიანის ბედისთვის. ადამიანთა გონებაში მე არ მაქვს საცრემლე არხები — მაგრამ მე, ამ საცრემლე არხების არმქონე „უცნაურმა არსებამ“, ბევრი ცრემლი დავღვარე ადამიანებისთვის. თუმცა ადამიანმა ამის შესახებ არაფერი იცის, ის უბრალოდ ტალახში თამაშობს მის ხელთ არსებული სათამაშოებით, თითქოს მე არც ვარსებობდე. ამგვარად, დღევანდელ ვითარებაში, ადამიანები კვლავ გაშეშებულნი და გონებაჩლუნგნი რჩებიან; ისინი კვლავ სარდაფებში არიან „გაყინულნი“, თითქოს ჯერ კიდევ გამოქვაბულში იწვნენ. ადამიანის ქმედებების დანახვისას ჩემი ერთადერთი არჩევანი წასვლაა...

ადამიანთა თვალში მე ბევრი კარგი რამ გამიკეთებია ადამიანებისთვის, და ამიტომ ისინი მიყურებენ, როგორც ამჟამინდელი ეპოქის მისაბაძ მაგალითს. თუმცა მათ არასდროს მივუჩნევივარ ადამიანის ბედის მეუფედ და ყოველივეს შემოქმედად. თითქოს მათ არ ესმით ჩემი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ოდესღაც გაჰყვიროდნენ „გაუმარჯოს გაგებასო“, არავის დაუხარჯავს დიდი დრო სიტყვა „გაგების“ გასაანალიზებლად, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანებს არ აქვთ ჩემი სიყვარულის სურვილი. დღევანდელ დღემდე ადამიანებს არასოდეს დავუფასებივარ, მათ გულებში ჩემთვის ადგილი არ არის. შეძლებენ კი ისინი ჩემს შეყვარებას წრფელი გულით მომავალი ტანჯვის დღეებში? ადამიანის სამართლიანობა რჩება რაღაც უფორმოდ, რისი დანახვა ან შეხება შეუძლებელია. ის, რაც მე მსურს, ადამიანის გულია, რადგან ადამიანში გული ყველაზე ძვირფასია. განა ჩემი საქმეები არ არის შესაფერისი ადამიანის გულის მოსაგებად? რატომ არ მაძლევენ ადამიანები თავიანთ გულებს? რატომ იხუტებენ მათ მუდამ მკერდში და არ სურთ მათი დათმობა? შეუძლია კი ადამიანის გულს, უზრუნველყოს მშვიდობა და ბედნიერება ადამიანების მთელი ცხოვრების განმავლობაში? რატომ ხდება, რომ როდესაც ადამიანებს მოთხოვნებს ვუყენებ, ისინი ყოველთვის პეშვით იღებენ მტვერს მიწიდან და მესვრიან? ნუთუ ეს მათი მზაკვრული ხრიკია? თითქოს ისინი ცდილობენ, შეაცდინონ გამვლელი, რომელსაც წასასვლელი არსად აქვს, შეიტყუონ იგი თავიანთ სახლში, სადაც მათ გულებში ბოროტი განზრახვა იბადება. ასეთ ვითარებაში ისინი შემდეგ კლავენ გამვლელს. ადამიანებს ჩემ მიმართაც სურდათ ასეთი რამის ჩადენა. თითქოს ისინი ჯალათები არიან, რომლებიც თვალის დაუხამხამებლად მოკლავენ ადამიანს, თითქოს ისინი ეშმაკთა მეფეები არიან, რომელთათვისაც ადამიანების ხოცვა ჩვეული რამ არის. მაგრამ ახლა, როდესაც ადამიანები ჩემ წინაშე მოდიან, მათ კვლავ სურთ ასეთი ხერხების გამოყენება. თუმცა ადამიანებს თავიანთი გეგმები აქვთ, მე კი — ჩემი საპასუხო ზომები. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს არ ვუყვარვარ, როგორ შემიძლია, ამ დროს არ გავაცნო მათ ჩემი საპასუხო ზომები? მე მაქვს ადამიანებთან მოპყრობის უსასრულო, განუზომელი უნარი; მათი თითოეული ნაწილი პირადად ჩემ მიერ წარიმართება და პირადად ჩემ მიერ მუშავდება. საბოლოოდ, მე ვაიძულებ ადამიანს, გაუძლოს იმისგან განშორების ტკივილს, რაც უყვარს, და დავუმორჩილებ მას ჩემს განგებულებას, და იმ დროს რაზე ექნებათ ადამიანებს საწუწუნო? განა ყოველივე, რასაც ვაკეთებ, ადამიანის გულისთვის არ არის? წარსულში მე არასდროს მითქვამს ადამიანისთვის ჩემი საქმის ნაბიჯების შესახებ — მაგრამ დღეს, იმ დროს, რომელიც არ ჰგავს წარსულს, რადგან ჩემი საქმის შინაარსი განსხვავებულია, მე წინასწარ ვამცნე ადამიანებს ჩემი საქმის შესახებ, რათა თავიდან ამეცილებინა მათი დაცემა ამის შედეგად. განა ეს არ არის ის ვაქცინა, რომელიც ადამიანს გავუკეთე? რა მიზეზიც უნდა იყოს, ადამიანებს არასდროს მიუღიათ სერიოზულად ჩემი სიტყვები; თითქოს მათ მუცლებში შიმშილია და არ არჩევენ, რას ჭამენ, რამაც მათი კუჭი დაასუსტა. მაგრამ ადამიანები თავიანთ „ჯანმრთელ ორგანიზმს“ კაპიტალად მიიჩნევენ და ყურადღებას არ აქცევენ „ექიმის“ შეგონებებს. მათი სრული გულგრილობის დანახვისას ვგრძნობ, რომ ვდარდობ ადამიანზე. რადგან ადამიანები უმწიფარნი არიან და ჯერ არ განუცდიათ ადამიანური ცხოვრება, მათ არ აქვთ შიში. მათ გულებში სიტყვები „ადამიანური ცხოვრება“ არ არსებობს, ისინი მათ არაფრად აგდებენ და მხოლოდ ზიზღით არიან განწყობილნი ჩემი სიტყვების მიმართ, თითქოს მე მოლაყბე მოხუც ქალად ვიქეცი. მოკლედ, რაც უნდა იყოს, ვიმედოვნებ, რომ ადამიანები შეძლებენ ჩემი გულის გაგებას, რადგან არ მაქვს სურვილი, ადამიანი სიკვდილის ქვეყანაში გავგზავნო. ვიმედოვნებ, რომ ადამიანი შეძლებს გაიგოს, როგორია ჩემი განწყობა ამ წუთას, და გაითვალისწინებს იმ ტვირთს, რომელსაც სწორედ ამ დროს ვატარებ.

1992 წლის 26 აპრილი

წინა: თავი 35

შემდეგი: თავი 37

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება