თავი 34
ერთხელ ჩემს სახლში ერთი კაცი მოვიწვიე, მაგრამ ჩემს მოხმობაზე იგი აქეთ-იქით დარბოდა, თითქოს სტუმრად კი არ მოვიწვიე, არამედ — ეშაფოტზე. ამგვარად, ჩემი სახლი დაცარიელდა, რადგან ადამიანი მუდამ გამირბოდა და ფრთხილობდა ჩემთან მიმართებაში. ამან საშუალება არ მომცა, ჩემი საქმის ნაწილი შემესრულებინა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, გავაუქმე მისთვის მომზადებული ნადიმი, რადგან კაცს არ სურდა ამ ნადიმით ტკბობა და ამიტომ მეც არ დამიძალებია. თუმცა, სანამ ამას მიხვდებოდა, კაცმა უეცრად იგრძნო შიმშილი, ამიტომ მოვიდა და ჩემს კარზე დააკაკუნა დახმარების სათხოვნელად — როცა მას ასეთ მძიმე მდგომარეობაში ვხედავ, როგორ შემიძლია არ გადავარჩინო იგი? ამგვარად, მე კვლავ გავშალე ნადიმი ადამიანისთვის, რათა დატკბეს; მხოლოდ მაშინ გრძნობს იგი, თუ რაოდენ აღფრთოვანების ღირსი ვარ და ამიტომ ჩემზე ხდება დამოკიდებული. თანდათანობით, მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამო მე მას გულწრფელად ვუყვარდები და აღარ ეჭვობს, რომ მას „კრემაციის მიწაზე“ გავგზავნი, რადგან ეს არ არის ჩემი განზრახვა. ამრიგად, მხოლოდ ჩემი გულის დანახვის შემდეგ ხდება ადამიანი ჭეშმარიტად ჩემზე დამოკიდებული, რაც იმას მოწმობს, თუ რაოდენ „ფრთხილია“ იგი. თუმცა, მე არ ვფრთხილობ ადამიანის მიმართ მისი მზაკვრობის გამო, არამედ ჩემი თბილი ჩახუტებით ვულბობ გულს მას. განა ეს არ არის ის, რასაც ამჟამად ვაკეთებ? განა ეს არ ვლინდება ადამიანებში ამჟამინდელ ეტაპზე? რატომ შეუძლიათ მათ ასეთი რამეების კეთება? რატომ აქვთ მათ ასეთი განწყობა? ნუთუ იმიტომ, რომ ჭეშმარიტად მიცნობენ? ნუთუ იმიტომ, რომ მართლაც უსაზღვრო სიყვარული აქვთ ჩემ მიმართ? მე არავის ვაიძულებ ჩემს სიყვარულს, არამედ უბრალოდ ვაძლევ მათ თავისუფალ ნებას, რათა თავად გააკეთონ არჩევანი; ამაში მე არ ვერევი და არც იმაში ვეხმარები მათ, რომ საკუთარი ბედის შესახებ გააკეთონ არჩევანი. ადამიანებმა ჩემ წინაშე გამოავლინეს თავიანთი მტკიცე განზრახვა, რათა ის შემემოწმებინა და როდესაც გავხსენი ტომარა, რომელიც მოიცავდა „ადამიანის მტკიცე განზრახვას“, შიგნით დავინახე რაღაც, რაც თუმცა არეული, მაგრამ მაინც საკმაოდ „უხვად“ იყო. ადამიანები ფართოდ გახელილი თვალებით მიყურებდნენ, ძალიან ეშინოდათ, რომ მათ მტკიცე განზრახვას ამოვიღებდი. მაგრამ ადამიანის სისუსტის გამო, თავიდანვე არ გამომიტანია განაჩენი; დავხურე ტომარა და გავაგრძელე ის საქმე, რომელიც უნდა აღმესრულებინა. თუმცა, ადამიანი ჩემი საქმის კვალდაკვალ არ ემორჩილება ჩემს წინამძღოლობას, არამედ კვლავაც იმაზე წუხს, მოვიწონე თუ არა მისი მტკიცე განზრახვა. მე ამდენი საქმე აღვასრულე და ამდენი სიტყვა წარმოვთქვი, მაგრამ დღემდე, ადამიანს არ შეუძლია ჩემი განზრახვების წვდომა, ამიტომ მისი ყოველი დამაბნეველი ქმედება თავბრუს მახვევს. რატომ არის ის ყოველთვის უძლური, ჩასწვდეს ჩემს განზრახვებს, და დაუფიქრებლად აკეთებს იმას, რაც მოესურვება? ნუთუ მისმა ტვინმა შოკი განიცადა? ნუთუ მას არ ესმის ის სიტყვები, რომლებსაც მე ვამბობ? რატომ არის, რომ იგი მუდამ პირდაპირ იყურება მოქმედებისას, მაგრამ არ ძალუძს გზის გაკვალვა და მომავალი თაობებისთვის მაგალითის მიცემა? ნუთუ პეტრემდე ვინმემ მისცა მაგალითი? განა ჩემი წინამძღოლობით არ გადარჩა პეტრე? რატომ არ შესწევთ ადამიანებს ამის გაკეთების უნარი? რატომ ხდება ისე, რომ თვალწინ არსებული მაგალითის მიუხედავად ისინი მაინც ვერ აკმაყოფილებენ ჩემს განზრახვებს? ეს აჩვენებს, რომ ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს ჩემი ნდობა, რამაც მიგვიყვანა კიდეც დღევანდელ სავალალო მდგომარეობამდე.
ცაში მფრინავ პატარა ჩიტებს სასიხარულო სანახაობად მივიჩნევ. თუმცა მათ არ გამოუხატავთ ჩემ წინაშე თავიანთი მტკიცე განზრახვა და არ აქვთ სიტყვები, რომ „მომართვან“, ისინი ტკბებიან იმ სამყაროთი, რომელიც მათ ვუბოძე. თუმცა, ადამიანს ეს არ შეუძლია და მისი სახე სავსეა სევდით — ნუთუ მისი გადაუხდელი ვალი მაქვს? რატომ აქვს სახე მუდამ ცრემლებით დასველებული? მთებში აყვავებულ შროშანებს აღფრთოვანების საგნად მივიჩნევ; ფერდობებზე მოფენილია ყვავილები და ბალახები, მაგრამ შროშანები გაზაფხულის დადგომამდე მატებენ ბრწყინვალებას ჩემს დიდებას დედამიწაზე — შეუძლია ადამიანს ამის მიღწევა? შეეძლო მას ჩემი დამოწმება დედამიწაზე ჩემს დაბრუნებამდე? შეეძლო მას საკუთარი თავის მიძღვნა ჩემთვის დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში? თითქოს ჩემი გამონათქვამები სავსეა ადამიანის მიმართ მოთხოვნებით — ამ მოთხოვნების გამო იგი ზიზღით არის განწყობილი ჩემ მიმართ. რადგან იგი სხეულით მეტისმეტად უძლურია, მას სრულიად არ ძალუძს მიაღწიოს იმას, რასაც მე ვითხოვ, და ამიტომ ეშინია ჩემი სიტყვების. როდესაც პირს ვაღებ, ვხედავ, რომ დედამიწაზე მყოფი ადამიანები ყველა მიმართულებით გარბიან, თითქოს შიმშილობისგან თავის დაღწევას ცდილობენ. როდესაც სახეს ვმალავ და ზურგს ვაქცევ ადამიანებს, მათ მყისვე იპყრობს პანიკა და არ იციან, რა მოიმოქმედონ, რადგან ეშინიათ ჩემი წასვლის. მათ წარმოდგენაში, ის დღე, როდესაც მე წავალ, იქნება დღე, როდესაც ზეციდან უბედურება დაეშვება, დღე, როდესაც მათი გაკიცხვა დაიწყება. თუმცა, რასაც მე ვაკეთებ, ზუსტად საპირისპიროა ადამიანის წარმოდგენებისა; არასოდეს მიმოქმედია ადამიანის წარმოდგენების მიხედვით და არასოდეს დამიშვია, რომ მისი წარმოდგენები ჩემთან თანხმობაში ყოფილიყო. ის დრო, როდესაც მე ვმოქმედებ, ზუსტად ის დროა, როდესაც ადამიანი მჟღავნდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩემი ქმედებები არ შეიძლება გაიზომოს ადამიანური წარმოდგენებით. შექმნის დროიდან დღემდე, არავის არასოდეს აღმოუჩენია „ახალი კონტინენტი“ იმ საქმეებში, რომლებსაც მე აღვასრულებ; არავინ არასოდეს ჩასწვდომია იმ კანონებს, რომლებითაც მე ვმოქმედებ და არავის არასოდეს გაუკვალავს ახალი გზა. ამგვარად, დღესდღეობით ადამიანებს კვლავაც არ შეუძლიათ სწორ გზას დაადგნენ — ეს არის ზუსტად ის, რაც მათ აკლიათ და რაშიც ისინი უნდა შევიდნენ. შექმნის დროიდან დღემდე არასოდეს წამომიწყია ასეთი საქმე. მე მხოლოდ რამდენიმე ახალი ნაწილი დავამატე ჩემს საქმეს უკანასკნელ დღეებში. თუმცა, ამ ყველაზე აშკარა ვითარებაშიც კი, ადამიანებს მაინც არ ძალუძთ ჩემი განზრახვების წვდომა — განა ზუსტად ეს არ არის ის, რაც მათ აკლიათ?
მას შემდეგ, რაც ახალ საქმეში შევედი, ადამიანის მიმართ ახალი მოთხოვნები გამიჩნდა. ადამიანისთვის თითქოს წარსულის მოთხოვნებს არავითარი შედეგი არ მოუტანია, რის გამოც იგი ივიწყებს მათ. რა არის ის ახალი მეთოდი, რომლითაც მე ვმოქმედებ? რას ვითხოვ ადამიანისგან? თავად ადამიანებს შეუძლიათ განსაჯონ, შეესაბამებოდა თუ არა მათი წარსული ქმედებები ჩემს განზრახვებს და იყო თუ არა მათი მოქმედებები იმ ფარგლებში, რასაც მე ვითხოვდი. არ არის საჭირო, რომ სათითაოდ შევამოწმო ყველაფერი; ისინი აცნობირებენ საკუთარ სულიერ ზრდას, ამიტომ გონებაში ნათლად აქვთ წარმოდგენილი, რამდენის გაკეთება ძალუძთ, ასე რომ, სრულიადაც არ არის საჭირო, ეს მათ პირდაპირ ვუთხრა. როდესაც ვსაუბრობ, შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანი დაბრკოლდეს; ამიტომ, მე თავი შევიკავე ჩემი სიტყვების ამ ნაწილის წარმოთქმისგან, რათა ადამიანები ამის გამო არ დაუძლურებულიყვნენ. განა ეს უფრო სასარგებლო არ არის ადამიანის სწრაფვისთვის? განა ეს უფრო მეტად არ წაადგება ადამიანის პროგრესს? ვის არ სურს წარსულის დავიწყება და წინსვლისკენ სწრაფვა? ჩემი „დაუფიქრებლობის“ გამო, არ ვიცი, ესმით თუ არა ადამიანებს, რომ გზა, რომლითაც მე ვსაუბრობ, უკვე ახალ განზომილებაში გადავიდა. გარდა ამისა, რადგან ჩემი საქმე ასე „მაკავებს“, დრო არ მქონდა მეკითხა, ესმით თუ არა ადამიანებს ის ტონი, რომლითაც ვსაუბრობ. ამიტომ, მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ ადამიანები მეტი გაგებით მომეკიდონ. რადგან ასე „დაკავებული ვარ“ ჩემი საქმით, არ შემიძლია პირადად ვეწვიო იმ ადგილებს, სადაც ჩემს საქმეს აღვასრულებ ადამიანთა წარმართვისთვის, და ამიტომ „ნაკლებად მესმის“ მათი. მოკლედ, მიუხედავად ყველაფრისა, დავიწყე ადამიანის წარმართვა, რათა იგი ოფიციალურად შეუდგეს ახალ დასაწყისსა და ახალ მეთოდს. ჩემს ყველა გამონათქვამში ადამიანებმა დაინახეს ირონია, იუმორი და დაცინვის განსაკუთრებით ძლიერი ტონი. ამგვარად, ჩემსა და ადამიანს შორის არსებული ჰარმონია უნებლიეთ ირღვევა, რის გამოც ადამიანთა სახეებზე სქელი ღრუბლები ჩამოწვება. თუმცა, ამით არ ვიზღუდები და ვაგრძელებ ჩემს საქმეს, რადგან ყველაფერი, რასაც ვამბობ და ვასრულებ, ჩემი გეგმის აუცილებელი ნაწილია; ყველაფერი, რაც ჩემი ბაგეებიდან გამოდის, ეხმარება ადამიანს, და რასაც ვაკეთებ, არაფერი არ არის უმნიშვნელო; ყველაფერი, რასაც აღვასრულებ, ჭკუის სასწავლებელია ყველა ადამიანისთვის. სწორედ იმიტომ, რომ ადამიანს აკლია, მე თავისუფლებას ვაძლევ ჩემს ქმედებებს და განუწყვეტლივ ვსაუბრობ. ზოგიერთი ადამიანი შესაძლოა მოუთმენლად ელის, რომ მათ მიმართ ახალ მოთხოვნებს წამოვაყენებ. თუ ასეა, მე დავაკმაყოფილებ მათ საჭიროებებს. მაგრამ ერთი რამ უნდა შეგახსენოთ: როდესაც ვსაუბრობ, ვიმედოვნებ, რომ ადამიანები მეტ გამჭრიახობას შეიძენენ და უფრო მეტად განუვითარდებათ გარჩევის უნარი, რათა მეტი მიიღონ ჩემი სიტყვებიდან და ამგვარად შეასრულონ ჩემი მოთხოვნები. წარსულში ეკლესიებში ადამიანები ყურადღებას ამახვილებდნენ საკუთარი თავის გასხვლასა და შემუსვრაზე. ჩემი სიტყვების ჭამა და სმა ხდებოდა მათი მიზნებისა და წყაროს გაგების საფუძველზე — მაგრამ დღეს წარსულისგან განსხვავებული ვითარებაა და ადამიანებს სრულიად არ ძალუძთ ჩემი გამონათქვამების წყაროს წვდომა და ამიტომ არ აქვთ შანსი, რომ ჩემ მიერ გაისხლან და შეიმუსრონ, რადგან მათ მთელი თავიანთი ენერგია მხოლოდ ჩემი სიტყვების ჭამასა და სმაზე დახარჯეს. მაგრამ ამ ვითარებაშიც კი მათ მაინც არ შეუძლიათ ჩემი მოთხოვნების დაკმაყოფილება, და ამიტომ მე ახალ მოთხოვნებს ვუყენებ მათ: ვითხოვ, რომ ჩემთან ერთად შევიდნენ განსაცდელში, სხვაგვარად რომ ვთქვათ, შევიდნენ გაკიცხვაში. თუმცა, ნება მიბოძეთ ერთი რამ შეგახსენოთ: ეს არ ნიშნავს ადამიანის სასიკვდილოდ გაწირვას, არამედ ეს არის ის, რასაც ჩემი საქმე მოითხოვს, რადგან ახლანდელ ეტაპზე ჩემი სიტყვები მეტისმეტად გაუგებარია ადამიანისთვის და ადამიანმა არ იცის, როგორ ითანამშრომლოს ჩემთან — სხვა გზა არ არის! მე მხოლოდ ის ძალმიძს, რომ ადამიანი ჩემთან ერთად შევიყვანო ახალ მეთოდში. სხვა რა გზაა? ადამიანის ნაკლოვანებების გამო მეც უნდა შევუერთდე იმ ნაკადს, რომელშიც ადამიანი შედის — განა მე არ ვარ ის, ვინც სრულქმნის ადამიანებს? განა მე არ შევიმუშავე ეს გეგმა? თუმცა მეორე მოთხოვნა არ არის რთული, ის არ ჩამოუვარდება პირველს. ჩემი საქმე უკანასკნელი დღეების ადამიანთა ჯგუფში უპრეცედენტო წამოწყებაა და ამიტომ, რათა ჩემმა დიდებამ აავსოს ცის კაბადონი, ყველა ადამიანმა უნდა გადაიტანოს უკანასკნელი გასაჭირი ჩემთვის. გესმით ჩემი განზრახვა? ეს არის საბოლოო მოთხოვნა, რომელსაც ადამიანს ვუყენებ; სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვიმედოვნებ, რომ ყველა ადამიანს შეუძლია მტკიცე და მძლავრი მოწმობის გაცემა ჩემთვის დიდი წითელი დრაკონის წინაშე, რომ მათ შეუძლიათ უკანასკნელად მომიძღვნან თავი და უკანასკნელად შეასრულონ ჩემი მოთხოვნები. ნამდვილად ძალგიძთ თქვენ ამის გაკეთება? წარსულში არ შეგეძლოთ ჩემი გულის დაკმაყოფილება — შეძლებთ ამ ჩვეული წესის დარღვევას უკანასკნელ ჯერზე? მე ვაძლევ ადამიანებს შანსს, განიხილონ ეს საკითხი; ვაძლევ მათ საშუალებას, კარგად დაფიქრდნენ, სანამ საბოლოოდ პასუხს გამცემენ — განა ცუდია ამის გაკეთება? მე ველოდები ადამიანის პასუხს, ველოდები მის „საპასუხო წერილს“ — გაქვთ რწმენა, რომ შეასრულოთ ჩემი მოთხოვნები?
20 აპრილი,1992 წ,