თავი 33

ჩემს სახლში ოდესღაც იყვნენ ისეთები, ვინც ადიდებდნენ ჩემს წმიდა სახელს, ვინც ყველაფერი გაიღეს იმისთვის, რომ ჩემს დიდებას დედამიწაზე აევსო ცის კაბადონი. ამის გამო, მე უზომოდ ვიყავი გახარებული და ჩემი გული სიხარულით იყო აღსავსე — თუმცა ვის შეეძლო ემუშავა ჩემ ნაცვლად, დაევიწყებინა ძილი დღე და ღამე? ადამიანის სიმტკიცე ჩემ წინაშე სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ მისი ამბოხება იწვევს ჩემს რისხვას და, ამრიგად, რადგან ადამიანს არასდროს შეუძლია თავისი მოვალეობის ჯეროვნად შესრულება, ჩემი მწუხარება მის მიმართ იზრდება. რატომ არასდროს შესწევთ ადამიანებს უნარი, თავი გაიღონ ჩემთვის? რატომ ცდილობენ ისინი ყოველთვის ჩემთან ვაჭრობას? ნუთუ კომერციული სავაჭრო ცენტრის გენერალური მენეჯერი ვარ? რატომ არის, რომ მე მთელი გულით ვასრულებ, რასაც ადამიანები მთხოვენ, ხოლო, რასაც ვითხოვ ადამიანისგან, არაფრით მთავრდება? ნუთუ მე არ ვიცი საქმის წარმოება, ადამიანმა კი იცის? ყოველთვის რატომ მატყუებენ ადამიანები ტკბილი საუბრით? ყოველთვის რატომ მოდიან ადამიანები „ძღვენით“, და მთხოვენ შემოვლით გზას? ნუთუ ეს არის ის, რაც ადამიანს ვასწავლე? რატომ აკეთებენ ადამიანები ასეთ რამეებს სწრაფად და სუფთად? რატომ არიან ადამიანები ყოველთვის მოტივირებულნი, რომ მომატყუონ? როდესაც ადამიანთა შორის ვარ, ადამიანები ქმნილებად მიმიჩნევენ; როდესაც მესამე ცაში ვარ, ისინი აღმიქვამენ როგორც ყოვლისშემძლეს, რომელიც მართავს ყოველივეს; როდესაც ცის კაბადონში ვარ, ისინი მხედავენ როგორც სულს, რომელიც ავსებს ყოველივეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანთა გულებში ჩემთვის შესაფერისი ადგილი არ არის. თითქოს უცხო ვარ, ადამიანებს ვძულვარ და ამრიგად, როდესაც ბილეთს ვიღებ და ჩემს ადგილს ვიკავებ, ისინი მაძევებენ და მეუბნებიან, რომ აქ ჩემთვის ადგილი არ არის და არასწორ ადგილას მოვედი, და ამიტომაც არჩევანი არ მაქვს, გარდა იმისა, რომ განრისხებულმა დავტოვო იქაურობა. გადაწყვეტილი მაქვს, ადამიანთან აღარ ვიურთიერთო, რადგან ადამიანები მეტისმეტად ვიწრო აზროვნებისანი არიან, მათი დიდსულოვნება კი — მეტისმეტად მცირეა. მე მათთან ერთად ერთ მაგიდასთან აღარ ვიჯდები, დედამიწაზე მათთან დროს აღარ გავატარებ. მაგრამ როდესაც ვსაუბრობ, ადამიანები გაოცებულნი არიან; მათ ეშინიათ, რომ წავალ, და ამიტომ აყოვნებენ ჩემს წასვლას. მათი მოჩვენებითობის დანახვისას, გულის სიღრმეში, მაშინვე რაღაცნაირად მოწყენილად და დაობლებულად ვგრძნობ თავს. ადამიანებს ეშინიათ, რომ დავტოვებ, და ამიტომ, როდესაც მათ ვცილდები, ტირილის ხმა მაშინვე ავსებს ქვეყანას, ადამიანთა სახეები კი ცრემლებით იფარება. მე ვწმენდ მათ ცრემლებს, კვლავ წამოვაყენებ, ისინი კი მომჩერებიან, მათი ვედრებით სავსე თვალები თითქოს მემუდარებიან, არ წავიდე, და მათი „გულწრფელობის“ გამო, მე მათთან ვარ. თუმცა, ვის შეუძლია გაიგოს ჩემს გულში არსებული ტკივილი? ვინ არის გულისხმიერი ჩემი იმ საქმეების მიმართ, რაზეც არ შეიძლება საუბარი? ადამიანების თვალში, თითქოს არ მაქვს ხორციელი გრძნობები, და ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ორი სხვადასხვა ოჯახიდან ვიყავით. როგორ შეძლებდნენ ისინი ჩემს გულში არსებული სევდის განცდის დანახვას? ადამიანები ხარბად ესწრაფვიან მხოლოდ საკუთარ სიამოვნებებს და არ ითვალისწინებენ ჩემს განზრახვებს, რადგან, დღემდე, ადამიანებს არ ესმით ჩემი მართვის გეგმის მიზანი და ამიტომ, დღესაც ჩუმად მევედრებიან — და რა სარგებელი აქვს ამას?

როდესაც ადამიანთა შორის ვცხოვრობ, ადამიანთა გულებში გარკვეული ადგილი მიჭირავს; რადგან ხორცშესხმული გამოვჩინდი და ადამიანები ძველ ხორცში ცხოვრობენ, ისინი ყოველთვის ხორციელად მექცევიან. რადგან ადამიანებს მხოლოდ ხორცი გააჩნიათ და არანაირი დამატებითი მახასიათებელი არ აქვთ, „ყოველივე, რაც გააჩნიათ“, მე შემომწირეს. მათ ჯერ კიდევ არაფერი იციან; ისინი უბრალოდ „საგნებს სწირავენ“ ჩემ წინაშე. რაც მე მივიღე, არის უსარგებლო ნაგავი — თუმცა ადამიანები ასე არ ფიქრობენ. როდესაც მათ მიერ მოძღვნილ „საჩუქრებს“ ჩემს საგნებს ვადარებ, ადამიანები მყისიერად აცნობიერებენ ჩემს ფასეულობას და მხოლოდ მაშინ ხედავენ ჩემს განუზომლობას. მე არ ვამაყობ მათი ქების გამო, არამედ ვაგრძელებ ადამიანებთან გამოჩინებას, რათა ადამიანებმა სრულად გამიცნონ. როდესაც მათ ჩემს მთლიანობას ვუჩვენებ, ისინი გაფართოებული თვალებით მიყურებენ, დგანან ჩემ წინაშე გაშეშებულნი, როგორც მარილის სვეტი. და როდესაც ვაკვირდები მათ უცნაურობას, თავს ძლივს ვიკავებ სიცილისგან. რადგან ისინი იწვდიან ხელს, რათა ითხოვონ ნივთები ჩემგან, მე ვაძლევ მათ იმ ნივთებს, რაც ჩემს ხელშია, და ისინი გულში იკრავენ და ეფერებიან მათ, როგორც ახალშობილ ბავშვს — ქმედება, რომელსაც ისინი ახორციელებენ, მაგრამ წამიერად. როდესაც ვცვლი გარემოს, რომელშიც ცხოვრობენ, ისინი მაშინვე გვერდზე აგდებენ „ბავშვს“ და თავზე ხელებშემოდებულნი გარბიან. ადამიანების თვალში მე ვარ შემწეობა, რომელიც არსებობს დროისა და ადგილის მიუხედავად; თითქოს მე ვარ მიმტანი, რომელიც დაძახებისთანავე მოდის. ამგვარად, ადამიანები ყოველთვის „მოელოდნენ“ ჩემგან დახმარებას, თითქოს მე მქონდეს უსაზღვრო უნარები კატასტროფასთან საბრძოლველად, და ამიტომაც, მათ ყოველთვის ჩემი ხელი ეკავათ, დავყავდი მოგზაურობებში ქვეყნის მასშტაბით, რათა ყველას დაენახა, რომ მათ ჰყავთ ხელმწიფე, რომ ვერავის გაებედა მათი მოტყუება. მე დიდი ხანია, რაც ჩავწვდი ადამიანთა მზაკვრობას, რომ „მელა ვეფხვის დიდებულებით სარგებლობს“, რადგან ყველა მათგანი „საკუთარ აბრებს აფრიალებს“ და მზაკვრობით ცდილობს მოგების მიღებას. მე დიდი ხანია, რაც ჩავწვდი მათ მზაკვრულ და ბოროტგანზრახულ სქემას და უბრალოდ არ მსურს, დავაზიანო ჩვენ შორის არსებული ჰარმონია. მე არ ვქმნი პრობლემებს უმიზეზოდ — ამაში არავითარი ღირებულება ან მნიშვნელობა არ არის. მე უბრალოდ იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც ადამიანთა სისუსტეების გათვალისწინებით განვიზრახე; სხვა შემთხვევაში, ფერფლად ვაქცევდი მათ და აღარ მივცემდი არსებობის უფლებას. თუმცა, საქმეს, რომელსაც ვაკეთებ, აქვს მნიშვნელობა, ამიტომაც, მე ადამიანს მსუბუქად არ ვკიცხავ. სწორედ ამ მიზეზით ადამიანები ყოველთვის ანიჭებენ თავისუფლებას თავიანთ ხორცს. ისინი არ აკვირდებიან ჩემს განზრახვებს, არამედ მუდამ მლიქვნელობენ ჩემთან ჩემი სამსჯავროს წინაშე. ადამიანები იმდენად მამაცები არიან: როდესაც ყველა „წამების იარაღი“ ემუქრებათ, ისინი ოდნავადაც არ ყოყმანობენ. ფაქტების წინაშე ისინი უუნარონი რჩებიან, რომ წარმოადგინონ რაიმე სახის ფაქტები და ჯიუტად წინააღმდეგობის გაწევის გარდა არაფერს აკეთებენ. როდესაც ვითხოვ, რომ წარმოადგინონ ყველაფერი, რაც ბინძურია, ისინი კვლავ ცარიელ ხელებს მაჩვენებენ — როგორ შეიძლება სხვებმა ეს „სანიმუშოდ“ არ გამოიყენონ? ეს იმიტომ, რომ ადამიანების „რწმენა“ იმდენად დიდია, რომ ისინი „სამაგალითონი“ არიან.

მე დაწყებული მაქვს ჩემი საქმე სამყაროში; სამყაროს ხალხი დაუყოვნებლივ იღვიძებს და მოძრაობს ბირთვის გარშემო, რომელიც არის ჩემი საქმე, და როდესაც მე მათში „ვმოგზაურობ“, ყველა თავს აღწევს სატანის ტყვეობას და აღარ იჩაგრება სატანის სატანჯველში. ჩემი დღის დადგომის გამო, ადამიანები ბედნიერებით არიან აღვსილნი, მათი გულის სიღრმეში არსებული დარდი ქრება, ცაში სევდის ღრუბლები ჰაერში ჟანგბადად იქცევიან და იქ დაცურავენ, და ამ დროს მე და ადამიანი ერთად ყოფნის ბედნიერებით ვტკბებით. ადამიანის ქმედებები მაძლევს რაღაცას, რაც შემიძლია დავაფასო, და ამგვარად, მე აღარ ვარ დამწუხრებული. და ჩემი დღის დადგომასთან ერთად, დედამიწის ის საგნები, რომელთაც გააჩნიათ სასიცოცხლო ძალა, აღიდგენენ თავიანთი არსებობის ფესვს. მე დედამიწაზე არსებულ ყოველივეს ვაცოცხლებ, და ამგვარად, ისინი მე მიმიჩნევენ საკუთარი არსებობის საფუძვლად. რამეთუ მე ვიწვევ ყოველივეს სიცოცხლით გაბრწყინებას და, ამგვარადვე, ვიწვევ მათ ჩუმ გაუჩინარებას. ამგვარად, ყოველივე ელოდება ჩემი პირიდან წამოსულ ბრძანებებს და ტკბება იმით, რასაც ვაკეთებ და ვამბობ. ყოველივე არსებულს შორის, მე ვარ უზენაესი — თუმცა ასევე ვცხოვრობ უამრავ ადამიანს შორის და ადამიანთა საქმეებს ვიყენებ, როგორც ჩემი ცისა და მიწის შექმნის გამოვლინებებს. როდესაც ადამიანები ჩემ წინაშე დიდ ქებას აღავლენენ, მე ვარ ამაღლებული ყოველივე არსებულს შორის და ამგვარად, დედამიწაზე ყვავილები მზის მხურვალების ქვეშ უფრო მშვენივრად იზრდებიან, ბალახი უფრო მწვანდება, და ცაში ღრუბლები უფრო ცისფერ ელფერს იძენენ. ჩემი ხმის გამო, ადამიანები აქეთ-იქით დარბიან; დღეს ჩემს სასუფეველში მყოფი ადამიანების სახეები სიხარულით არის აღვსილი და მათი სიცოცხლე ხანგრძლივდება. მე ვმუშაობ ჩემს ყველა რჩეულ ხალხს შორის და არ ვუშვებ, რომ ჩემი საქმე შეიბღალოს ადამიანური იდეებით, რადგან პირადად აღვასრულებ ჩემ საკუთარ საქმეს. როდესაც მე ვმუშაობ, ცა, მიწა და ყოველივე არსებული იცვლება და ახლდება, ხოლო როდესაც ჩემს საქმეს სრულვქმნი, ადამიანი სრულად განახლებულია და ის აღარ ცხოვრობს გასაჭირში იმის გამო, რასაც მე ვთხოვ. ვინაიდან სიხარულის ხმები ისმის მთელ დედამიწაზე, მე ვიყენებ ამ შესაძლებლობას, რათა ადამიანებს შორის გავავრცელო ის კურთხევები, რომლებსაც მე ვანიჭებ. როდესაც მე ვარ სასუფევლის მეფე, ყველა ადამიანს ეშინია ჩემი, ხოლო როდესაც მე ვარ მეფე ადამიანთა შორის და ვცხოვრობ ადამიანებთან, ხალხი ვერ პოულობს ჩემში სიხარულს, რამეთუ მათი წარმოდგენები ჩემ შესახებ ზედმეტად მძიმეა, იმდენად ღრმადაა ფესვგადგმული, რომ ძნელია მათი მოშორება. ადამიანის გამოვლინებების გამო, მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, რაც მიზნობრივია, და როდესაც ცაში ვმაღლდები და ჩემს რისხვას ვატეხ თავს ადამიანს, ხალხის სხვადასხვა მოსაზრებები ჩემ შესახებ დაუყოვნებლივ ფერფლად იქცევა. მე ვითხოვ, რომ ჩემ შესახებ კიდევ რამდენიმე მოსაზრება თქვან, მაგრამ ისინი სიტყვებს ვერ პოულობენ, თითქოს არაფერი ჰქონდეთ სათქმელი და თითქოს თავმდაბალნი იყვნენ. რაც უფრო მეტად ვცხოვრობ ადამიანების წარმოდგენებში, მით უფრო მეტად ვუყვარდები მათ, ხოლო რაც უფრო მეტად ვცხოვრობ ადამიანების წარმოდგენებს გარეთ, მით უფრო მეტად მშორდებიან და უფრო მეტი მოსაზრება აქვთ ჩემ შესახებ, რამეთუ, სამყაროს შექმნიდან დღემდე, მე ყოველთვის ვცხოვრობდი ადამიანების წარმოდგენებში. როდესაც დღეს მოვდივარ ადამიანთა შორის, მე ვფანტავ ადამიანების მიერ გაზიარებულ ყველა წარმოდგენას, და ამიტომ, ადამიანები უბრალოდ უარყოფენ — თუმცა მე მაქვს შესაფერისი მეთოდები, რომლითაც გავსხლავ მათ წარმოდგენებს. არავინ უნდა იყოს შეწუხებული ან შეშფოთებული; მე გადავარჩენ მთელ კაცობრიობას ჩემი საკუთარი მეთოდებით, ვაიძულებ ყველა ადამიანს, შემიყვაროს და ვაძლევ მათ უფლებას, დატკბნენ ჩემი კურთხევებით ზეცაში.

1992 წლის 17 აპრილი

წინა: თავი 32

შემდეგი: თავი 34

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება