საქმე და შესვლა (7)
ადამიანს დღემდე დასჭირდა დრო იმის გასაცნობიერებლად, რომ მას არა მხოლოდ სულიერი ცხოვრება და ღმერთის შეცნობის გამოცდილება აკლია, არამედ — რაც უფრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია — ცვლილებები მის ხასიათში. საკუთარი რასის ისტორიისა და უძველესი კულტურის სრული უმეცრების გამო, ადამიანმა საერთოდ არაფერი იცის ღმერთის საქმის შესახებ. ყველა ადამიანს იმედი აქვს, რომ გულის სიღრმეში შეძლებს ღმერთთან კავშირის დამყარებას, მაგრამ რადგან ადამიანის ხორცი მეტისმეტად გახრწნილი, გახევებული და ბლაგვია, ამის გამო მან საერთოდ არაფერი იცის ღმერთის შესახებ. დღეს ადამიანებთან მოსვლით ღმერთის მიზანი სხვა არაფერია, თუ არა ადამიანთა აზრებისა და სულების გარდასახვა, ისევე, როგორც ღვთის იმ ხატისა, რომელიც მათ გულებში მილიონობით წლის განმავლობაში ჰქონდათ. ის ამ შესაძლებლობას გამოიყენებს ადამიანის სრულყოფისთვის. ანუ, ადამიანის ცოდნის მეშვეობით, ის შეცვლის მის შემეცნებას და ადამიანთა დამოკიდებულებას მის მიმართ, რაც საშუალებას მისცემს ადამიანს, დაიწყოს ღმერთის ახალი ტრიუმფალური შეცნობა და ამით მიაღწიოს ადამიანის სულის განახლებასა და გარდასახვას. გასხვლა და დისციპლინა საშუალებებია, ხოლო დაპყრობა და განახლება — მიზნები. ადამიანის ცრურწმენის გაქარწყლება ბუნდოვანი ღმერთის შესახებ მუდამ იყო ღმერთის განზრახვა, ბოლო დროს კი ეს მისთვის გადაუდებელ საქმედ იქცა. ადამიანებმა ეს სიტუაცია გრძელვადიანი პერსპექტივით უნდა განიხილონ. შეცვალეთ თითოეული ადამიანის გამოცდილებაა, რათა ღმერთის ეს გადაუდებელი განზრახვა მალე აღსრულდეს და ღმერთის საქმის უკანასკნელი ეტაპი დედამიწაზე სრულყოფილად დასრულდეს. სათანადოდ უერთგულეთ ღმერთს და უკანასკნელად ანუგეშეთ ღმერთის გული. დაე, და-ძმებს შორის არავინ აარიდოს თავი ამ პასუხისმგებლობას და არავინ მოაჩვენოს თავი, თითქოს საქმეს აკეთებდეს. ღმერთი ამჯერად ხორციელად მოდის მოწვევის საპასუხოდ და ადამიანის მდგომარეობის პირდაპირ საპასუხოდ. ანუ, ის მოდის იმის უზრუნველსაყოფად, რაც ადამიანს სჭირდება. მიუხედავად ადამიანის უნარებისა თუ აღზრდისა, ჯამში ის ყველას მისცემს საშუალებას, იხილოს ღმერთის სიტყვა და მისი სიტყვიდან დაინახოს ღმერთის არსებობა და გამოჩინება; მიიღოს ღმერთის მიერ მათი სრულყოფა, რაც შეცვლის ადამიანის აზრებსა და წარმოდგენებს, რათა ღმერთის პირვანდელი სახე მყარად დამკვიდრდეს ადამიანის გულის სიღრმეში. ეს არის ღმერთის ერთადერთი სურვილი დედამიწაზე. რაოდენ ძლიერიც უნდა იყოს ადამიანის თანდაყოლილი ბუნება, ან რაოდენ მწირიც უნდა იყოს ადამიანის არსი, ან როგორიც უნდა ყოფილიყო ადამიანის ქცევა წარსულში, ღმერთი ამას ყურადღებას არ აქცევს. ის მხოლოდ იმას იმედოვნებს, რომ ადამიანი სრულიად განაახლებს ღმერთის ხატს თავის გულში და შეიცნობს კაცობრიობის არსს, რითაც მიაღწევს ადამიანის იდეოლოგიური მსოფლმხედველობის გარდასახვას, რათა ადამიანმა შეძლოს გულის სიღრმეში ღმერთისკენ ლტოლვა და მასთან მარადიული კავშირის გაღვიძება: ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რაც ღმერთს ადამიანის მიმართ აქვს.
რამდენიმე ათასწლიანი უძველესი კულტურისა და ისტორიის ცოდნამ ისე მჭიდროდ ჩაკეტა ადამიანის აზროვნება, წარმოდგენები და ფსიქიკური მდგომარეობა, რომ ისინი გაუმტარი და „არაბიოდეგრადირებადი“გახადა.[1]. ადამიანები ჯოჯოხეთის მეთვრამეტე წრეში ცხოვრობენ, თითქოს ღმერთს დილეგში ჰყავდეს განდევნილი, სადაც სინათლე არასოდეს ჩანს. ფეოდალურმა აზროვნებამ ისე დათრგუნა ხალხი, რომ სუნთქვა ძლივს შეუძლიათ და იხრჩობიან. მათ წინააღმდეგობის გაწევის მცირე ძალაც კი არ გააჩნიათ; ყველაფერი, რასაც აკეთებენ, არის მოთმენა და მდუმარედ გაძლება... არავის არასოდეს გაუბედავს ბრძოლა ან სამართლიანობისა და სიმართლის მხარდაჭერა; ადამიანები უბრალოდ ცხოველზე უარესი ცხოვრებით ცხოვრობენ, ფეოდალური ეთიკის წნეხისა და შეურაცხყოფის პირობებში, დღითიდღე და წლიდან წლამდე. მათ აზრადაც არ მოსვლიათ ღმერთის ძიება, რათა ადამიანთა სამყაროში ბედნიერებით დამტკბარიყვნენ. თითქოს ადამიანები ისე იყვნენ დათრგუნულნი, რომ შემოდგომის ჩამოცვენილ ფოთლებს დამსგავსებიან, დამჭკნარს, გამომშრალს და მოყვითალო-ყავისფერს. ადამიანებმა დიდი ხანია დაკარგეს მეხსიერება; ისინი უმწეოდ ცხოვრობენ ჯოჯოხეთში, რომელსაც ადამიანთა სამყარო ჰქვია და ელიან უკანასკნელი დღის დადგომას, რათა ამ ჯოჯოხეთთან ერთად დაიღუპონ, თითქოს ის უკანასკნელი დღე, რომელსაც ასე ნატრობენ, ადამიანისთვის მშვიდი დასვენების დღე იყოს. ფეოდალურმა ეთიკამ ადამიანის სიცოცხლე „ჰადესში“ მოამწყვდია, რამაც კიდევ უფრო შეასუსტა ადამიანის წინააღმდეგობის ძალა. ყოველგვარი ჩაგვრა ადამიანს ნაბიჯ-ნაბიჯ უბიძგებს ჰადესში უფრო ღრმად ჩავარდნისკენ, ღმერთისგან სულ უფრო და უფრო შორს, სანამ დღეს ის ღმერთისთვის სრულიად უცხო არ გახდა და შეხვედრისას მისგან თავის არიდებას არ ცდილობს. ადამიანი მას არ უსმენს და მარტოს ტოვებს გვერდზე, თითქოს არასოდეს სცნობოდეს, არასოდეს ეხილოს იგი. თუმცა ღმერთი ელოდა ადამიანს ადამიანის სიცოცხლის მთელი ხანგრძლივი მოგზაურობის განმავლობაში; ღმერთს არასოდეს მიუმართავს მისკენ თავისი დაუოკებელი რისხვა, უბრალოდ ჩუმად, სიტყვის უთქმელად ელოდა, როდის მოინანიებდა ადამიანი და დაიწყებდა ახლიდან. ღმერთი დიდი ხნის წინ მოვიდა ადამიანთა სამყაროში, რათა ადამიანთან ერთად გაეზიარებინა წუთისოფლის ტანჯვა. მთელი იმ წლების განმავლობაში, რაც მან ადამიანთან ერთად იცხოვრა, არავის აღმოუჩენია მისი არსებობა. ღმერთი მხოლოდ მდუმარედ ითმენს ადამიანთა სამყაროს სიგლახაკის სიმწარეს და ამავდროულად ასრულებს იმ საქმეს, რომელიც თავად მოიტანა. ის აგრძელებს მოთმენას მამა ღმერთის ნებისა და კაცობრიობის საჭიროებების გამო, განიცდის ტანჯვას, რომელიც ადამიანს მანამდე არასოდეს განუცდია. ადამიანის თანდასწრებით ის ჩუმად ემსახურებოდა მას და ადამიანის წინაშე თავს იმდაბლებდა, მამა ღმერთის ნებისა და კაცობრიობის საჭიროებების გამო. უძველესი კულტურის ცოდნამ შეუმჩნევლად მოჰპარა ადამიანი ღმერთის არსებობას და გადასცა იგი ეშმათა მეუფესა და მის ნაშიერებს. ოთხმა წიგნმა და ხუთმა კლასიკურმა ტექსტმა[a] ადამიანის აზროვნება და წარმოდგენები ამბოხის სხვა ეპოქაში გადაიყვანა, რამაც აიძულა იგი კიდევ უფრო მეტი თაყვანი ეცა მათთვის, ვინც წიგნი/კლასიკური დოკუმენტები შეადგინა და შედეგად, კიდევ უფრო გაუმძაფრა მცდარი წარმოდგენები ღმერთზე. ადამიანისთვის შეუმჩნევლად, ეშმათა მეუფემ უგულოდ განდევნა ღმერთი მისი გულიდან და თავად დაიკავა იგი ტრიუმფალური აღტკინებით. მას შემდეგ ადამიანმა შეიძინა მახინჯი სული და ეშმათა მეუფის იერი. ღვთისადმი სიძულვილმა აუვსო მკერდი და ეშმათა მეუფის ბოროტება დღითიდღე ვრცელდებოდა ადამიანში, სანამ ის სრულიად არ შთანთქა. ადამიანს აღარ გააჩნდა მცირედი თავისუფლებაც კი და არ ჰქონდა გზა ეშმათა მეუფის მახეებიდან თავის დასაღწევად. მას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ იქვე დატყვევებულიყო, დანებებულიყო და მის წინაშე მორჩილად დამხობილიყო. დიდი ხნის წინ, როდესაც ადამიანის გული და სული ჯერ კიდევ განვითარების საწყის სტადიაზე იყო, ეშმათა მეუფემ მასში ჩათესა ათეიზმის სიმსივნის თესლი და ასწავლა ისეთი მცდარი აზრები, როგორებიც არის: „შეისწავლეთ მეცნიერება და ტექნოლოგია; განახორციელეთ „ოთხი მოდერნიზაცია“; და რომ სამყაროში ღმერთი არ არსებობს“. არამარტო ეს, ის ყოველ შესაძლებლობაზე გაჰყვირის: „მოდით, ჩვენი ნაყოფიერი შრომის იმედად ვიყოთ მშვენიერი სამშობლოს შენებისთვის“,თითოეული და ყოველი ადამიანისგან მოითხოვს, ბავშვობიდანვე მზად იყოს თავისი ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის. ადამიანი, გაუცნობიერებლად, მის წინაშე იქნა მიყვანილი, სადაც მან უყოყმანოდ მიითვისა მთელი დამსახურება (ანუ ის დამსახურება, რომელიც ღმერთს ეკუთვნის მთელი კაცობრიობის მართვისთვის). მას არასოდეს არ ჰქონიასირცხვილის არანაირი გრძნობა. უფრო მეტიც, მან ურცხვად შეიპყრო ღმერთის ხალხი და თავის სახლში შეათრია, სადაც თაგვივით შეხტა მაგიდაზე და ადამიანები აიძულა, მისთვის, როგორც „ღმერთისთვის“, ეცათ თაყვანი. რა ავაზაკია! ის გაჰყვირის სკანდალურ, შემზარავ რამეებს, მაგალითად: „სამყაროში არ არსებობს ასეთი რამ – ღმერთი ქარი წარმოიქმნება გარდაქმნების შედეგად ბუნების კანონების მიხედვით; წვიმა მოდის მაშინ, როდესაც წყლის ორთქლი ცივ ტემპერატურასთან შეხვედრისას კონდენსირდება წვეთებად, რომლებიც დედამიწაზე ეცემა; მიწისძვრა — გეოლოგიური ცვლილებებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რყევაა; გვალვა კი ჰაერის სიმშრალის გამო ჩნდება, რაც მზის ზედაპირზე ბირთვული დაშლით არის განპირობებული. ეს ბუნებრივი მოვლენებია. სად არის ამ ყველაფერში ღმერთის ქმედება?“ ისეთებიც კი არიან, ვინც გაჰყვირიან ისეთ განცხადებებს, რომლებიც არც კი უნდა წარმოითქვას: „ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა შორეულ წარსულში, ხოლო დღევანდელმასამყარომ კი დაახლოებით ეონის წინ დაიწყო განვითარება პრიმიტიული საზოგადოებების განვითარების შედეგად. ქვეყნის აყვავება თუ დაცემა მთლიანად მის ხალხზეა დამოკიდებული“. რეალობაში კი ის აიძულებს ადამიანს, მისი ხატი კედელზე ჩამოჰკიდოს ან მაგიდაზე დადგას, რათა პატივი მიაგოს და შესაწირი შესწიროს. იმ დროს, როდესაც ის გაჰყვირის „ღმერთი არ არსებობს“, ის საკუთარ თავს ღმერთად აცხადებს, უცერემონიოდ დევნის ღმერთს დედამიწის ფარგლებიდან, თავად კი იკავებს ღმერთის ადგილს და ირგებს ეშმათა მეუფის როლს. რაოდენ მოკლებულია ეს საღ აზრს! ეს სიძულვილს სულის სიღრმემდე იწვევს. ჩანს, რომ ღმერთი და ის დაუძინებელი მტრები არიან და მათი თანაარსებობა შეუძლებელია. ის ღმერთის განდევნას გეგმავს, თავად კი თავისუფლად დაძრწის, კანონის ფარგლებს მიღმა.[2] ასეთია ეშმათა მეუფე! როგორ შეიძლება მისი არსებობის ატანა? ის იქამდე არ მოისვენებს,ვიდრე არ არევს ღმერთის საქმეს და სრულ ქაოსში არ ჩააგდებს მას,[3] თითქოს უნდა, რომ ღმერთს ბოლომდე დაუპირისპირდეს, სანამ „ან თევზი არ მოკვდება, ან ბადე არ გაიხევა“, განზრახ უპირისპირდება ღმერთს და სულ უფრო მეტად ავიწროებს მას. მისი საზარელი სახე დიდი ხანია სრულად არის მხილებული, ახლა ის ნაცემ-ნაბეგვია[4] და სავალალო მდგომარეობაშია, მაგრამ მაინც არ ნელდება მისი სიძულვილი ღმერთისადმი, თითქოს მხოლოდ ღმერთის ერთ ლუკმად შთანთქმით შეძლებს მის გულში დაგროვილი სიძულვილის დაცხრობას. როგორ შეგვიძლია მოვითმინოთ ეს ღმერთის მტერი! მხოლოდ მისი ამოძირკვა და სრული განადგურება მოიტანს ჩვენი ცხოვრებისეული სურვილის აღსრულებას.როგორ შეიძლება მიეცეს თავნებობის გაგრძელების უფლება? მან ისე გახრწნა ადამიანი, რომ ადამიანმა აღარ იცის ზეციური მზე და გაშეშდა და გრძნობებისგან დაიცალა. ადამიანმა დაკარგა ნორმალური ადამიანური გონიერება. რატომ არ უნდა მივუძღვნათ ჩვენი მთელი არსება მის გასანადგურებასა და დაწვას, რათა აღმოვფხვრათ ყველა სამომავლო სადარდებელი და მივცეთ ღმერთის საქმეს საშუალება, უფრო მალე მიაღწიოს უპრეცედენტო დიდებას? ნაძირალათა ეს ბანდა მოვიდა ადამიანთა სამყაროში და ის ქაოსად აქცია. მათ მთელი კაცობრიობა უფსკრულის პირას მიიყვანეს და ფარულად გეგმავენ მის გადაჩეხვას, რათა შემდეგ მათი გვამები შთანთქონ. ისინი ამაოდ იმედოვნებენ, რომ ჩაშლიან ღმერთის გეგმას და მას შეებრძოლებიან, ყველაფრის ერთ ფსონზე დადებით.[5] ეს ნამდვილად არ არის ადვილი! ბოლოსდაბოლოს ჯვარი ხომ ეშმათა მეუფისთვისაა გამზადებული, რომელიც ყველაზე საშინელ დანაშაულებშია დამნაშავე. ღმერთი ჯვარს არ ეკუთვნის. მან ის უკვე გვერდზე გადადო ეშმაკისთვის. ღმერთმა დიდი ხნის წინ მოიპოვა გამარჯვება და აღარ განიცდის მწუხარებას კაცობრიობის ცოდვების გამო, არამედ ხსნას მოუტანს მთელ კაცობრიობას.
ზემოდან ქვემოთ და თავიდან ბოლომდე, სატანა აფერხებს ღმერთის საქმეს და მოქმედებს მის საწინააღმდეგოდ. მთელი ეს საუბარი „უძველეს კულტურულ მემკვიდრეობაზე“, ფასდაუდებელ „უძველესი კულტურის ცოდნაზე“, „ტაოიზმისა და კონფუციანელობის სწავლებებზე“ და „კონფუციანელობის კლასიკასა და ფეოდალურ წეს-ჩვეულებებზე“ ადამიანს ჯოჯოხეთში მიათრევს. არსად ჩანს მოწინავე თანამედროვე მეცნიერება და ტექნოლოგია, ისევე როგორც მაღალგანვითარებული მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და ბიზნესი.. ნაცვლად ამისა, ის მხოლოდ იმ ფეოდალურ წეს-ჩვეულებებს უსვამს ხაზს, რომლებიც ძველი დროის „მაიმუნებმა“ გაავრცელეს, რათა განზრახ შეაფერხოს, დაუპირისპირდეს და გაანადგუროს ღმერთის საქმე. მან არა მხოლოდ განაგრძო ადამიანის ტანჯვა დღემდე, არამედ მისი მთლიანად შთანთქმაც[6] კი სურს. ფეოდალიზმის მორალური და ეთიკური სწავლებების გადაცემამ და უძველესი კულტურის ცოდნის მემკვიდრეობით მიღებამ დიდი ხანია დაასნეულა კაცობრიობა და ისინი დიდ და პატარა ეშმაკებად აქცია. ცოტანი არიან ისეთები, ვინც სიხარულით მიიღებდა ღმერთს, ცოტანი, ვინც აღტაცებით მიეგებებოდა მის მოსვლას. მთელი კაცობრიობის სახე მკვლელის განზრახვით არის სავსე და ყველგან მომაკვდინებელი სუნთქვა ტრიალებს ჰაერში. ისინი ცდილობენ, განდევნონ ღმერთი ამ მიწიდან; ხელში დანებითა და ხმლებით საბრძოლო მწკრივში დგებიან ღმერთის „გასანადგურებლად“. ეშმათა ამ მთელ მიწაზე, სადაც ადამიანს გამუდმებით ასწავლიან, რომ ღმერთი არ არსებობს, კერპებია მიმოფანტული, და ჰაერი დამწვარი ქაღალდისა და საკმევლის გულისამრევი სუნითაა გაჟღენთილი, ისეთი მძაფრით, რომ სუნთქვა შეგეკვრება. ეს შლამის სიმყრალეს ჰგავს, რომელიც შხამიანი გველის კლაკვნასთან ერთად ამოდის, ისე, რომ ადამიანს გული ერევა. გარდა ამისა, სუსტად ისმის ბოროტ ეშმათა მიერ წმინდა წერილების გალობა, ხმა, რომელიც თითქოს შორიდან, ჯოჯოხეთიდან მოდის, ისე, რომ ადამიანი კანკალს ვერ იოკებს. ამ მიწაზე ყველგან აღმართულია ცისარტყელას ყველა ფერის კერპი, რაც მიწას გრძნობადი სიამოვნების სამყაროდ აქცევს, ეშმათა მეუფე კი ბოროტად იცინის, თითქოს მისმა მზაკვრულმა გეგმამ წარმატებას მიაღწია. ამასობაში ადამიანი სრულიად უგულებელყოფილი რჩება და არც კი ეჭვობს, რომ ეშმამ ის უკვე ისე გახრწნა, რომ გონება დაკარგა და თავჩაღუნული დგას დამარცხებული. მას სურს, ერთი ხელის მოსმით წაშალოს ყველაფერი ღმერთზე და კიდევ ერთხელ შებღალოს და მოკლას იგი; მას განზრახული აქვს, დაანგრიოს და შეაფერხოს მისი საქმე. როგორ დაუშვებს ის, რომ ღმერთი თანაბარი სტატუსის იყოს? როგორ მოითმენს ღმერთის „ჩარევას“ მის საქმეში ადამიანთა შორის დედამიწაზე? როგორ დაუშვებს, რომ ღმერთმა ამხილოს მისი საზარელი სახე? როგორ დაუშვებს, რომ ღმერთმა გაანადგუროს მისი საქმე? როგორ დაუშვებს რისხვისგან გაცეცხლებული ეს ეშმა, რომ ღმერთს ჰქონდეს კონტროლი მის საიმპერატორო კარზე დედამიწაზე? როგორ დახრის თავისი ნებით ქედს მისი აღმატებული ძალის წინაშე? მისი საზარელი იერი გამჟღავნდა ისეთად, როგორიც არის, ისე, რომ ადამიანმა არ იცის, იცინოს თუ იტიროს, და ამაზე საუბარი მართლაც რთულია. განა ეს არ არის მისი არსი? მახინჯი სულით, მას მაინც სჯერა, რომ წარმოუდგენლად ლამაზია. ეს დანაშაულის თანამონაწილეთა ბანდა![7] ისინი ჩამოდიან მოკვდავთა სამყაროში, რათა მიეცნენ სიამოვნებას და გამოიწვიონ არეულობა, ისე აბობოქრებენ ყველაფერს, რომ სამყარო ცვალებადი და არამყარი ადგილი ხდება, ადამიანის გული კი პანიკითა და შფოთით ივსება; ისინი ისე თამაშობდნენ ადამიანით, რომ ის მინდვრის მხეცს დაემსგავსა, უკიდურესად მახინჯს, რომლისგანაც პირვანდელი წმინდა ადამიანის უკანასკნელი კვალიც კი დაიკარგა. უფრო მეტიც, მათ სურთ უზენაესი ძალაუფლების ხელში ჩაგდება დედამიწაზე. ისინი იმდენად აფერხებენ ღვთის საქმეს, რომ ის ძლივს მიიწევს წინ და ადამიანს ისე მჭიდროდ კეტავენ, როგორც სპილენძისა და ფოლადის კედლები. ამდენი მძიმე ცოდვის ჩადენისა და ამდენი უბედურების გამოწვევის შემდეგ, განა ისევ სხვა რამეს ელიან, გარდა გაკიცხვისა? დემონები და ბოროტი სულები გარკვეული დროის განმავლობაში თარეშობდნენ დედამიწაზე და ისე მჭიდროდ დალუქეს ღმერთის განზრახვები და გულის სისხლი, რომ ისინი გაუმტარი გახდა. მართლაც, ეს სასიკვდილო ცოდვაა! როგორ შეიძლება, ღმერთი არ იყოს შეშფოთებული? როგორ შეიძლება, ღმერთი არ გრძნობდეს რისხვას? მათ მძიმედ შეაფერხეს და დაუპირისპირდნენ ღმერთის საქმეს: როგორი მეამბოხეები არიან! ის პატარა და დიდი დემონებიც კი ლომის კვალდაკვალ მიმყოლი ტურებივით იქცევიან და მიჰყვებიან ბოროტ დინებას, გზადაგზა არეულობას თესავენ. იციან რა ჭეშმარიტება, ისინი განზრახ უპირისპირდებიან მას, ეს ამბოხის შვილები! თითქოს ახლა, როცა მათი ჯოჯოხეთის მეუფე სამეფო ტახტზე ავიდა, თვითკმაყოფილნი და ამპარტავნები გახდნენ და სხვებს ზიზღით ეპყრობიან. რამდენი მათგანი ეძებს ჭეშმარიტებას და მიჰყვება სამართლიანობას? ისინი ყველანი მხეცები არიან, ღორებსა და ძაღლებზე არაფრით უკეთესნი, მყრალი ბუზების ხროვის სათავეში, რომლებიც თვითკმაყოფილებით აქნევენ თავებს და ყველანაირ უბედურებას თესავენ[8] ნაკელის გროვის შუაგულში. მათ სჯერათ, რომ მათი ჯოჯოხეთის მეუფე ყველაზე დიდი მეფეა, და არ იციან, რომ თავად სხვა არაფერი არიან, თუ არა მყრალი ბუზები. და მაინც, ისინი იყენებენ იმ ღორებისა და ძაღლების ძალაუფლებას, რომლებიც მშობლებად ჰყავთ, რათა ცილი დასწამონ ღვთის არსებობას. როგორც პაწაწინა ბუზებს, მათ სჯერათ, რომ მათი მშობლები ლურჯი ვეშაპებივით დიდები არიან.[9] მათ არ იციან, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავად პატარები არიან, მათი მშობლები უწმინდური ღორები და ძაღლები არიან, მათზე ასობით მილიონჯერ დიდნი. საკუთარი სიმდაბლის გაუცნობიერებლად, ისინი ეყრდნობიან იმ ღორებისა და ძაღლებისგან მომავალ ლპობის სიმყრალეს, რათა ითარეშონ, ამაოდ ფიქრობენ მომავალი თაობების გამრავლებაზე, სირცხვილს მოკლებულნი! ზურგზე მწვანე ფრთებით (ეს ეხება მათ მტკიცებას, თითქოს სწამთ ღმერთი), ისინი აღვსილნი არიან საკუთარი თვითობით და ყველგან ტრაბახობენ საკუთარი სილამაზითა და მიმზიდველობით, ამ დროს კი ფარულად ისვრიან საკუთარ სხეულზე არსებულ უწმინდურობებს ადამიანებზე. უფრო მეტიც, ისინი მეტისმეტად კმაყოფილნი არიან საკუთარი თავით, თითქოს შეუძლიათ გამოიყენონ წყვილი ცისარტყელასფერი ფრთა საკუთარი უწმინდურობების დასამალად და ამ საშუალებებით შესდგომიან დევნას ჭეშმარიტი ღმერთის არსებობის წინააღმდეგ (ეს ეხება იმას, რაც ხდება რელიგიური სამყაროს კულისებში). საიდან ეცოდინებოდა ადამიანს, რომ რაოდენ მომხიბვლელად ლამაზიც უნდა იყოს ბუზის ფრთები, თავად ბუზი სხვა არაფერია, თუ არა პაწაწინა არსება, სიბინძურით სავსე მუცლით და მიკრობებით დაფარული სხეულით? იმ ღორებისა და ძაღლების ძალის იმედად, რომლებიც მშობლებად ჰყავთ, ისინი თარეშობენ მთელ მიწაზე (ეს ეხება იმას, თუ როგორ ეყრდნობიან რელიგიური მოხელეები, რომლებიც დევნიან ღმერთს, ეროვნული მთავრობის ძლიერ მხარდაჭერას, რათა უღალატონ ჭეშმარიტ ღმერთს და ჭეშმარიტებას), თავიანთ სისასტიკეში შეუკავებელნი. თითქოს ებრაელი ფარისევლების აჩრდილები დაბრუნდნენ ღმერთთან ერთად დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში, თავიანთ ძველ ბუდეში. მათ დაიწყეს დევნის კიდევ ერთი რაუნდი, განაახლეს თავიანთი საქმე, რომელიც რამდენიმე ათასი წლის წინ დაიწყეს. დეგენერატების ეს ჯგუფი აუცილებლად დაიღუპება დედამიწაზე ბოლოს და ბოლოს! როგორც ჩანს, რამდენიმე ათასწლეულის შემდეგ უწმინდური სულები კიდევ უფრო ცბიერნი და მზაკვარნი გახდნენ. ისინი მუდმივად ფიქრობენ ღმერთის საქმის ფარულად ძირის გამოთხრის ხერხებზე. მრავალი ხრიკითა და მზაკვრობით, მათ სურთ თავიანთ სამშობლოში გაათამაშონ რამდენიმე ათასი წლის წინანდელი ტრაგედია, ღმერთის თითქმის ტირილამდე მიყვანით. ის ძლივს იკავებს თავს, რომ არ დაბრუნდეს მესამე ცაზე მათ გასანადგურებლად. იმისთვის, რომ ადამიანს უყვარდეს ღმერთი, მან უნდა გაიგოს მისი განზრახვები, იცოდეს მისი სიხარული და მწუხარება და გააცნობიეროს, რა არის ის, რაც მას სძულს. ეს კიდევ უფრო წაახალისებს ადამიანს. რაც უფრო მალე შეაბიჯებს ადამიანი ღმერთის სამყაროში, მით უფრო მალე დაკმაყოფილდება ღმერთის განზრახვები, მით უფრო ნათლად დაინახავს ადამიანი ეშმათა მეუფეს და მით უფრო უახლოვდება ღმერთს, რათა მისი სურვილი აღსრულდეს.
სქოლიო:
1. „არაბიოდეგრადირებადი“ აქ სატირულად არის გამოყენებული და ნიშნავს, რომ ადამიანები ხისტები არიან თავიანთ ცოდნაში, კულტურასა და სულიერ ხედვაში.
2. „თავისუფლად დაძრწის, კანონის მიღმა“ მიუთითებს იმაზე, რომ ეშმა ცოფდება და თარეშობს.
3. „სრულ ქაოსში“ გულისხმობს იმას, რომ ეშმას სასტიკი ქცევის ყურება აუტანელია.
4. „ნაცემ-ნაბეგვი“ ეხება ეშმათა მეუფის საზარელ სახეს.
5. „ყველაფერს ერთ ფსონზე დებს“ ნიშნავს მთელი ფულის ერთ ფსონზე დადებას იმ იმედით, რომ ბოლოს მოიგებს. ეს არის ეშმას ბოროტი და ვერაგული სქემების მეტაფორა. გამოთქმა დამცინავად არის გამოყენებული.
6. „შთანთქმა“ ეხება ეშმათა მეუფის სასტიკ ქცევას, რომელიც ადამიანებს მთლიანად ანადგურებს.
7. „დანაშაულის თანამონაწილეები“ იგივეა, რაც „ხულიგანთა ბანდა“.
8. „ყველანაირ უბედურებას თესავენ“ ეხება იმას, თუ როგორ თარეშობენ ეშმათი შეპყრობილი ადამიანები, აფერხებენ და უპირისპირდებიან ღმერთის საქმეს.
9. „ლურჯი ვეშაპები“ გამოყენებულია დამცინავად. ეს არის მეტაფორა იმისა, რომ ბუზები იმდენად პატარები არიან, რომ ღორები და ძაღლები მათთვის ვეშაპებივით დიდები ჩანან.
a. ოთხი წიგნი და ხუთი კლასიკა კონფუციანობის ავტორიტეტული წიგნებია ჩინეთში.