საქმე და შესვლა (5)

დღეს თქვენ ყველამ იცით, რომ ღმერთი ადამიანს ცხოვრების სწორ გზაზე მიუძღვება, რომ იგი ადამიანს სხვა ეპოქაში გადასასვლელად მომდევნო ნაბიჯს ადგმევინებს, რომ იგი ადამიანს წინამძღოლობს, რათა გადალახოს ეს ბნელი, ძველი ეპოქა, გამოვიდეს ხორციდან, გათავისუფლდეს ბნელეთის ძალების ჩაგვრისა და სატანის გავლენისგან, რათა თითოეულმა ადამიანმა, გამონაკლისის გარეშე, თავისუფლების სამყაროში იცხოვროს. მშვენიერი ხვალინდელი დღისათვის და იმისათვის, რომ ხვალ ადამიანებმა უფრო გაბედული ნაბიჯებით იარონ, ღვთის სული ყველაფერს გეგმავს ადამიანისთვის, და იმისათვის, რომ ადამიანმა უფრო დიდი სიამე მიიღოს, ხორცშესხმული ღმერთი თავისი გულის მთელ სისხლს ხარჯავს, რათა ადამიანს მომავალი გზა გაუმზადოს და დააჩქაროს იმ დღის დადგომა, რომელსაც ადამიანი ესწრაფვის. ნეტავ ყველანი გაუფრთხილდებოდეთ ამ მშვენიერ მომენტს; ღმერთთან ერთად ყოფნა ძნელად მოსაპოვებელი შესაძლებლობაა. თუმცა იგი არასოდეს შეგიცვნიათ, უკვე დიდი ხანია, მასთან ერთად ხართ. ნეტავ ყველას შეეძლოს ეს მშვენიერი, მაგრამ ხანმოკლე დღეები სამუდამოდ დაიმახსოვროს და ისინი დედამიწაზე სანუკვარ საუნჯედ აქციოს. ღვთის საქმე უკვე დიდი ხანია, გაცხადებულია ადამიანისთვის, მაგრამ ვინაიდან ადამიანთა გულები მეტისმეტად რთულია და მათ ღვთის საქმის მიმართ არასოდეს ჰქონიათ ინტერესი, ღვთის საქმე ყოველთვის თავის თავდაპირველ საფუძველზე რჩებოდა. როგორც ჩანს, მათი აზრები, ცნებები და მენტალიტეტი კვლავ ძველებურია, იმდენად, რომ ბევრი მათგანის მენტალიტეტი უძველესი დროის პირველყოფილი ადამიანებისას ჰგავს და ოდნავადაც არ შეცვლილა. შედეგად, ადამიანები კვლავაც დაბნეულნი არიან და ღვთის საქმეს ნათლად ვერ იგებენ. კიდევ უფრო ნაკლებად ესმით, რას აკეთებენ თავად და რაში უნდა შევიდნენ. ეს ყველაფერი უზარმაზარ სირთულეებს უქმნის ღვთის საქმეს და ხელს უშლის ადამიანთა სიცოცხლის წინსვლას. ადამიანთა სუბსტანციისა და მათი მცირე კალიბრის გამო, მათ არსებითად არ გააჩნიათ უნარი, ჩასწვდნენ ღვთის საქმეს, და ამ საკითხებს არასოდეს მიიჩნევენ მნიშვნელოვნად. თუ თქვენ სიცოცხლეში წინსვლა გსურთ, უნდა დაიწყოთ თქვენი არსებობის წვრილმანებზე ყურადღების მიქცევით, მცირე საკითხებიდან დაწყებული, რათა აკონტროლოთ თქვენი სიცოცხლეში შესვლა, საფუძვლიანად გარდაქმნათ თითოეული თქვენგანის გული და მოაგვაროთ თქვენს გულებში არსებული სიცარიელისა და იმ უღიმღამო, დამთრგუნველი არსებობის პრობლემები, რომლებიც გაწუხებთ, რათა თითოეული თქვენგანი შინაგანად განახლდეს და ნამდვილად იცხოვროს ამაღლებული, ჩვეულებრივ საზღვრებს მიღმა გასული და თავისუფალი ცხოვრებით. მიზანი ის არის, რომ თითოეული თქვენგანი გაცოცხლდეს, სულით აღორძინდეს და ცოცხალ არსებასთან მსგავსება შეიძინოს. ყველა იმ ძმასა და დას შორის, რომლებთანაც გიწევთ ურთიერთობა, იშვიათად თუ მოიძებნება ვინმე, ვინც ცოცხალი და ხალისიანია. ისინი ყველანი უძველეს ადამიან-მაიმუნებს ჰგვანან — გონებაჩლუნგები და სულელები არიან და, როგორც ჩანს, განვითარების არავითარი პერსპექტივა არ გააჩნიათ. უფრო მეტიც, ძმები და დები, რომლებთანაც მე მქონია ურთიერთობა, მთის ველურებივით გაუთლელები და არაცივილიზებულები იყვნენ. მათ ზრდილობის წესების შესახებ თითქმის არაფერი იციან, მით უმეტეს, საკუთარი ქცევის ელემენტარული წესების შესახებ. ბევრი ახალგაზრდა და, მართალია, ჭკვიანად და წესიერად გამოიყურება და ყვავილებივით ლამაზებიც გამხდარან, მაგრამ მაინც „ალტერნატიულად“ იპრანჭებიან. ერთ-ერთ დას[ა] თმა მთლიანად სახეზე აქვს ჩამოშლილი, ისე რომ თვალებიც კი არ უჩანს. მართალია, მისი სახის ნაკვთები სუფთა და კეთილშობილურია, მაგრამ ვარცხნილობა იმდენად საზიზღარი აქვს, რომ უცნაურ განცდას ტოვებს, თითქოს არასრულწლოვანთა გამოსასწორებელ დაწესებულებაში მთავარი დამნაშავე იყოს. მისი თვალები, წყალში ჩადებული ზურმუხტებივით გამჭვირვალე და კაშკაშა, მისი სამოსისა და ვარცხნილობის ფონზე ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ბნელ ღამეში უეცრად ანთებული წყვილი ლამპარი იყოს; ხან ისეთი მკვეთრი და გამჭოლი მზერა უელავს, რომ ადამიანს ჟრუანტელი უვლის, და ამავე დროს ისეთი შთაბეჭდილებაც იქმნება, თითქოს განზრახ ვიღაცას ემალებოდეს. როცა მას ვხვდები, ყოველთვის ცდილობს, როგორმე იქაურობას გაეცალოს, ზუსტად ისე, როგორც მკვლელი, რომელმაც ახლახან მკვლელობა ჩაიდინა და მხილების შიშით გამუდმებით თავს არიდებს ყველას; იგი ასევე ჰგავს შავკანიან აფრიკელებს[1], რომლებიც თაობების განმავლობაში მონები იყვნენ და სხვების წინაშე ვერასდროს სწევენ თავს მაღლა. ამ ადამიანების ქცევების მთელი სპექტრის, მათ შორის ჩაცმულობისა და თავის მოვლის, გამოსწორებას რამდენიმე თვის მუშაობა დასჭირდება.

ათასობით წლის განმავლობაში ჩინელი ხალხი მონების ცხოვრებით ცხოვრობდა, და ამან ისე შეზღუდა მათი აზროვნება, წარმოდგენები, ცხოვრება, ენა, ქცევა და მოქმედებები, რომ თავისუფლების ნატამალიც აღარ შერჩათ. რამდენიმე ათასი წლის ისტორიამ სიცოცხლით სავსე და სულის მქონე ადამიანები გამოფიტა და სულისგან დაცლილ გვამებს დაამსგავსა. ბევრია ისეთი, ვინც სატანის ყასბის დანის ქვეშ ცხოვრობს; ბევრია ისეთი, ვინც მხეცების ბუნაგის მსგავს სახლებში ცხოვრობს; ბევრია ისეთი, ვინც იმავე საკვებს ჭამს, რასაც ხარები ან ცხენები; და ბევრია ისეთი, ვინც უგრძნობლად და უწესრიგოდ წევს „ქვესკნელში“. ადამიანები გარეგნულად პირველყოფილ ადამიანებს ჰგვანან, მათი დასასვენებელი ადგილი ჯოჯოხეთის მსგავსია, ხოლო ამხანაგებად მათ გარს ყველანაირი არაწმიდა სულები და ბოროტი სულები ახვევიათ. გარეგნულად ადამიანები თითქოს უმაღლესი „ცხოველები“ არიან; სინამდვილეში კი არაწმიდა სულებთან ერთად ცხოვრობენ და ბინადრობენ. ვინაიდან არავინაა, ვინც მათ წარმართავდა, ადამიანები სატანის საფარქვეშ ცხოვრობენ, მის მახეში არიან გაბმულნი და თავის დაღწევის არავითარი გზა არ გააჩნიათ. იმის ნაცვლად, რომ ვთქვათ, თითქოს ისინი თავიანთ საყვარელ ადამიანებთან ერთად მყუდრო სახლებში იკრიბებიან და ბედნიერად და უდარდელად ცხოვრობენ, უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ ადამიანები ჰადესში ცხოვრობენ, დემონებთან აქვთ საქმე და ეშმაკებთან არიან დაკავშირებულნი. სინამდვილეში ადამიანები კვლავაც სატანის მიერ არიან შებოჭილნი, ცხოვრობენ იქ, სადაც არაწმიდა სულები იკრიბებიან, და ეს არაწმიდა სულები მათით მანიპულირებენ, თითქოს ადამიანების საწოლები მათი გვამების დასაძინებელი ადგილი იყოს, მათთვის კი — მყუდრო ბუდე. მათ სახლებში შესვლისას ეზო ცივი და უკაცრიელია, სუსხიანი ქარი კი გამხმარ ტოტებში სტვენით დაქრის. „საცხოვრებელი სივრცის“ კარის გაღებისას ოთახში უკუნი სიბნელეა — ისეთი სიბნელე, რომ გაწვდილ ხელზე თითებსაც ვერ დაინახავ. კარის ნაპრალიდან ოდნავი შუქი აღწევს, რაც ოთახს კიდევ უფრო პირქუშად და საშინლად აჩენს. დროდადრო ვირთხები უცნაურ წრიპინს გამოსცემენ, თითქოს მხიარულობენო. ოთახში ყველაფერი საზიზღარი და შემზარავია, თითქოს იქ ადრე ცხოვრობდა ადამიანი, რომელიც ახლახან ჩაასვენეს კუბოში. ოთახში საწოლი, საბნები და შეუმჩნეველი პატარა კარადა მტვრით არის დაფარული; იატაკზე რამდენიმე პატარა სკამი თითქოს ეშვებს აჩენს და კლანჭებს იქნევს, კედლებს კი აბლაბუდები მოსდებია. მაგიდაზე სარკე დევს, მის გვერდით კი — ხის სავარცხელი. სარკისკენ მიდიხარ, სანთელს იღებ და ანთებ. ხედავ, რომ სარკე მტვრით არის დაფარული, რაც ადამიანთა ანარეკლებს[ბ] ერთგვარ „მაკიაჟს“ უკეთებს, ისე რომ ისინი იმგვარად გამოიყურებიან, თითქოს ახლახან ამოვიდნენ საფლავიდან. სავარცხელი თმით არის სავსე. ეს ყველაფერი ძველი და უხეშია, და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ახლახან გამოიყენა ვინმემ, ვინც ახლახან მოკვდა. სავარცხლის შეხედვისას ადამიანს ისეთი განცდა უჩნდება, თითქოს გვერდით გვამი ესვენოს. სავარცხელში ჩარჩენილ თმას, რომელშიც სისხლი აღარ მოძრაობს, მიცვალებულის სუნი ასდის. ცივი ქარი კარის ნაპრალიდან აღწევს შიგნით, თითქოს მოჩვენება ღრიჭოდან შემოძვრა და ოთახში დაბრუნდა, რათა კვლავ იქ დაედო ბინა. ოთახში დამთრგუნველი სიცივეა, უეცრად გვამის ხრწნის მსგავსი სიმყრალე ჩნდება, და ამ დროს ჩანს, რომ კედლებზე უწესრიგოდ ნივთებია ჩამოკიდებული, საწოლზე არეული, ჭუჭყიანი და მყრალი თეთრეულია, კუთხეში მარცვლეული ყრია, კარადა მტვრით არის დაფარული, იატაკი კი ტოტებითა და ჭუჭყით არის მოფენილი და ასე შემდეგ — თითქოს ყოველივე ეს მკვდარს ახლახან გამოეყენებინოს; და თითქოს ეს ყველაფერი წინ მოიწევს, კბილებს აღრჭენს და ჰაერს კლანჭებით ფხაჭნის. ეს საკმარისია, რომ ადამიანს ჟრუანტელმა დაუაროს. ოთახში სიცოცხლის ნიშანწყალიც არ არის; ყველაფერი ბნელი და ნესტიანია, სწორედ იმ ჰადესსა და ჯოჯოხეთს ჰგავს, რომელზედაც ღმერთი ლაპარაკობს და სამარის მსგავსია. შეუღებავი კარადა, სკამები, ფანჯრის ჩარჩოები და კარები თითქოს ძაძებით შემოსილან და მდუმარედ მიაგებენ პატივს მკვდრებს. ადამიანები ამ ქვესკნელში ათწლეულების, საუკუნეების, ზოგჯერ კი ათასწლეულების განმავლობაშიც კი ცხოვრობენ; ადრე გადიან და გვიან ბრუნდებიან. ისინი თავიანთი „სამარიდან“ განთიადისას გამოდიან, როცა მამლები ყივიან; ცას ახედავენ, მიწას დახედავენ და დღის საქმიანობას იწყებენ. როდესაც მზე მთებს მიღმა ჩაესვენება, დაღლილ სხეულს კვლავ თავიანთ „სამარეში“ მიათრევენ; მუცელს რომ ამოივსებენ, უკვე შებინდებულია. შემდეგ, როცა მეორე დღეს „სამარიდან“ კვლავ გასასვლელად მზადებას დაასრულებენ, აქრობენ სინათლეს, რომელიც თითქოს ფოსფორისებურ ნათებას გამოსცემს. ამ დროს მთვარის შუქზე მხოლოდ საფლავის ბორცვები მოჩანს, რომლებიც პატარა გორაკებივით ყველა კუთხეშია მიმოფანტული. „სამარეებიდან“ დროდადრო ხვრინვის ხმა ისმის, რომელიც ხან ძლიერდება, ხანაც სუსტდება. ყველას ღრმად სძინავს, და არაწმიდა სულებიცა და მოჩვენებებიც თითქოს მშვიდად ისვენებენ. ხანდახან შორიდან ყორნების ჩხავილი ისმის — ასეთ უძრავ და მდუმარე ღამეში ამ საზარელი ჩხავილის ხმა საკმარისია, რომ ტანში ჟრუანტელმა დაგიაროს და თმა ყალყზე დაგიდგეს... ვინ იცის, რამდენი წელი გაატარეს ადამიანებმა ასეთ გარემოში, კვდებოდნენ და ხელახლა იბადებოდნენ; ვინ იცის, რამდენ ხანს რჩებოდნენ ადამიანთა იმ სამყაროში, სადაც ადამიანები და მოჩვენებები ერთმანეთში ირევიან; უფრო მეტიც, ვინ იცის, რამდენჯერ გამოემშვიდობნენ ამქვეყნიურ სამყაროს. ამ მიწიერ ჯოჯოხეთში ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ, თითქოს ერთი საყვედურიც არ ჰქონდეთ, რადგან დიდი ხანია, მიეჩვივნენ ჰადესში ცხოვრებას. ამიტომ ადამიანებს იზიდავთ ეს ადგილი, სადაც არაწმიდა სულები ბინადრობენ, თითქოს ეს არაწმიდა სულები მათი მეგობრები და ამხანაგები იყვნენ, თითქოს ადამიანთა სამყარო „ქუჩის ავაზაკთა ბანდას“[2] ჰგავდეს — რადგან ადამიანის თავდაპირველი არსი დიდი ხნის წინ უჩუმრად გაქრა და უკვალოდ დაიკარგა. ადამიანთა გარეგნობაში რაღაც არაწმიდა სულის მსგავსია; უფრო მეტიც, არაწმიდა სულები მათი ქმედებებითაც მანიპულირებენ. დღეს გარეგნულად ისინი თითქმის არ განსხვავდებიან არაწმიდა სულებისგან, თითქოს მათგანვე იყვნენ შობილნი. უფრო მეტიც, ადამიანები უკიდურესად დიდ სიყვარულსა და მხარდაჭერას ავლენენ თავიანთი წინაპრების მიმართ. არავინ იცის, რომ ადამიანი უკვე დიდი ხანია სატანის მიერ იმდენად არის დათრგუნული, რომ იგი მთის გორილას დაემსგავსა. მათ ჩასისხლიანებულ თვალებში მუდარა იკითხება, ხოლო მათი მკრთალი მზერის სიღრმიდან არაწმიდა სულის ავბედითი ბოროტების სუსტი კვალი გამოსჭვივის. მათი სახეები ნაოჭებით არის დაფარული, ფიჭვის ქერქივით დახეთქილი; პირები წინ აქვთ გამოშვერილი, თითქოს სატანას დაემუშავებინოს; ყურები შიგნიდანაც და გარედანაც ჭუჭყით აქვთ დაფარული; ზურგი მოხრილი აქვთ; ფეხები ძლივს იმაგრებენ სხეულს, ხოლო ძვლიანი ხელები რიტმულად ქანაობს წინ და უკან. თითქოს მხოლოდ ტყავი და ძვლები დარჩენიათ, თუმცა ამავე დროს მთის დათვივით მსუქნებიც არიან. შიგნიდანაც და გარედანაც ისე არიან მოვლილნი და ჩაცმულნი, როგორც უძველესი დროის ადამიანის მსგავსი მაიმუნები — თითქოს ეს მაიმუნები დღემდე ბოლომდე ვერ ჩამოყალიბებულან[3] თანამედროვე ადამიანებად — იმდენად ჩამორჩენილნი არიან!

ადამიანი ცხოველებთან გვერდიგვერდ ცხოვრობს, და ისინი ერთმანეთს მშვიდობიანად ეწყობიან, ყოველგვარი დავისა და სიტყვიერი უთანხმოების გარეშე. ადამიანი ცხოველებზე ზედმიწევნით ზრუნავს და მათდამი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს, ხოლო ცხოველები ადამიანის არსებობისთვის არსებობენ, მხოლოდ მის სასარგებლოდ, საკუთარი თავისთვის ყოველგვარი სარგებლის გარეშე და ადამიანს სრულად და უპირობოდ ემორჩილებიან. ერთი შეხედვით, ადამიანისა და ცხოველების ურთიერთობა მჭიდრო[4] და ჰარმონიული[5] ჩანს, ხოლო არაწმიდა სულები, როგორც ჩანს, ადამიანისა და ცხოველების სრულყოფილი შეხამებაა. ამგვარად, დედამიწაზე ადამიანი და არაწმიდა სულები კიდევ უფრო ახლო და განუყოფელნი არიან: ადამიანი არასოდეს წყვეტს კავშირს არაწმიდა სულებთან, ხოლო არაწმიდა სულები არაფერს უმალავენ ადამიანს და ყველაფერს, რაც აქვთ, მას „უძღვნიან“. ადამიანები ყოველდღიურად „ჯოჯოხეთის მეფის სასახლეში“ ანცობენ, „ჯოჯოხეთის მეფის“ (თავიანთი წინაპრის) გარემოცვაში ლაღობენ და მის მანიპულაციებს ემორჩილებიან; ამიტომაც დღეს ისინი მთლიანად სიბინძურით არიან დაფარულნი და ჰადესში ამდენი ხნის გატარების შემდეგ, დიდი ხანია, აღარ სურთ „ცოცხალთა სამყაროში“ დაბრუნება. ამიტომ, როგორც კი სინათლეს დაინახავენ, ღვთის მოთხოვნებს, მის ქცევასა და მის საქმეს იხილავენ, მაშინვე კანკალი ეწყებათ და შიში ეუფლებათ; კვლავაც ქვესკნელში დაბრუნება და მოჩვენებებთან ერთად ცხოვრება სწყურიათ. მათ დიდი ხნის წინ დაივიწყეს ღმერთი და მას შემდეგ მუდამ სასაფლაოზე დაეხეტებიან. როცა ადამიანს ვხვდები, ვცდილობ, დაველაპარაკო და მხოლოდ მაშინ აღმოვაჩენ, რომ ჩემს წინ მდგომი საერთოდ არ არის ადამიანი. თმა აჩეჩილი აქვს, სახე — ჭუჭყიანი, ღიმილისას კბილებს აჩენს და ღიმილი რაღაცით მგლის ღრჭენას მიუგავს. ამასთანავე, მას იმ მოჩვენების სიტლანქეც ეტყობა, რომელიც ეს-ესაა სამარიდან გამოვიდა და ცოცხალთა სამყაროს ადამიანი იხილა. ეს ადამიანი გამუდმებით ცდილობს, ტუჩებზე ღიმილი აღიბეჭდოს; ეს ღიმილი ერთდროულად მუხანათურიც არის და ავისმომასწავებელიც. როცა მიღიმის, თითქოს რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ სიტყვებს ვერ პოულობს; ამიტომ ერთადერთი, რაც შეუძლია, ის არის, რომ განზე იდგეს და უაზრო, სულელური გამომეტყველებით მიყუროს. უკნიდან შეხედვისას თითქოს „ჩინელი მშრომელი ხალხის დიად სახეს“ წარმოგვიდგენს. ასეთ მომენტებში ის კიდევ უფრო საძულველი ჩანს და ადამიანებს ლეგენდარული იან ჰუანის/იან ვანის[ც] შთამომავლების სახეს მაგონებს, რომელზეც ასე ხშირად ლაპარაკობენ. როცა რამეს ვეკითხები, დუმს და თავს ხრის. პასუხის გაცემას დიდხანს ანდომებს და როცა პასუხობს, ძლიერ შებოჭილია. ხელებს ვერ აჩერებს და კატასავით ორ თითს წოვს. მხოლოდ ახლა ვამჩნევ, რომ მისი ხელები ისეთია, თითქოს ახლახან ნაგავში იქექებოდა; ფრჩხილები დამტვრეული აქვს და ისე აქვთ ფერი შეცვლილი, ვერც კი იფიქრებ, რომ ოდესღაც თეთრი, „ნატიფი“ ფრჩხილები იყო — ჭუჭყი სქელ ფენად აქვს ჩამჯდარი. კიდევ უფრო ამაზრზენია მისი მტევნების ზედა ნაწილები — ისინი ახლახან გაპუტული ქათმის კანს ჰგავს. მისი ხელის ხაზებში თითქმის ყველგან „ჩაბეჭდილია“ მისი შრომის სისხლითა და ოფლით გადახდილი საფასური; თითოეულ მათგანში თითქოს ჭუჭყია ჩაბუდებული და თითქოს „მიწის სურნელს“ აფრქვევს, რითაც კიდევ უფრო აჩვენებს, რამდენად ფასეული და ქების ღირსია მისი ტანჯვის სული — თითქოს ეს ტანჯვის სული მის ხელებზე არსებულ ყოველ ხაზში ღრმად არის აღბეჭდილი. თავიდან ფეხებამდე არანაირი სამოსი მის ტანზე არ ჰგავს ცხოველის ტყავს, მაგრამ მან არც კი იცის, რომ, რაც უნდა „ღირსეული“ იყოს, სინამდვილეში მისი ფასი მელიის ბეწვზეც ნაკლებია — უფრო ნაკლებიც კი, ვიდრე ფარშევანგის ერთი ბუმბული, რადგან მისმა სამოსმა, დიდი ხანია, ისე დაამახინჯა, რომ ღორსა და ძაღლზე უარესად გამოიყურება. მისი მწირი ზედა სამოსი ზურგის შუამდე ჩამოჰკიდებია, ხოლო შარვლის ტოტები — ქათმის ნაწლავების მსგავსი — კაშკაშა მზის შუქზე სრულად ამხელენ მის სიმახინჯეს. ისინი მოკლე და ვიწროა, თითქოს ხაზს უსვამს, რომ მისი ფეხები დიდი ხანია გათავისუფლებულია სახვევებისგან: მას დიდი ტერფები აქვს — ეს უკვე აღარ არის ძველი საზოგადოების „სამგოჯიანი ოქროს ლოტოსები“. ამ ადამიანის ჩაცმულობა ერთდროულად მოდურიც არის და მდაბიოც. როცა მას ვხვდები, ყოველთვის მორცხვობს და სახე უწითლდება. თითქოს ვერასოდეს ახერხებს თავის აწევას, თითქოს არაწმიდა სულებმა დათრგუნეს და ადამიანებისთვის თვალებში შეხედვაც კი აღარ შეუძლია. სახეზე მტვერი ადევს. ეს მტვერი, რომელიც თითქოს ციდან ჩამოცვივდა, უსამართლოდ მხოლოდ მის სახეს დაეფინა და ბეღურის ბუმბულს დაამსგავსა. მისი თვალებიც ბეღურისას ჰგავს: პატარა, გამომშრალი და ყოველგვარი ბრწყინვალების გარეშე. როცა ლაპარაკობს, მისი საუბარი ჩვეულებრივ წყვეტილი და მიკიბულ-მოკიბულია, რაც სხვებისთვის ამაზრზენი და საზიზღარია. მიუხედავად ამისა, სწორედ ასეთ ადამიანებს ბევრი სხვა ადამიანი „ერის წარმომადგენლებად“ განადიდებს. განა ეს სასაცილო არ არის? ღმერთს ადამიანების შეცვლა, მათი ხსნა და სიკვდილის სამარხიდან გამოხსნა სურს, რათა თავი დააღწიონ იმ ცხოვრებას, რომელსაც ჰადესსა და ჯოჯოხეთში ეწევიან.

სქოლიოები:

1. „შავკანიანი აფრიკელები“ აღნიშნავს შავკანიან ადამიანებს, რომლებიც ღმერთის მიერ არიან დაწყევლილნი და თაობების განმავლობაში მონებად ცხოვრობდნენ.

2. „ქუჩის ავაზაკთა ბანდა“ გულისხმობს კაცობრიობის გახრწნილებას და იმას, რომ ადამიანთა მოდგმაში წმინდა ადამიანი არ არსებობს.

3. „გარდაიქმნენ“ აღნიშნავს ადამიან-მაიმუნის „ევოლუციას“ დღევანდელი ადამიანების ფორმამდე. აქ სატირული ჩანაფიქრია: სინამდვილეში არ არსებობს ისეთი თეორია, თითქოს უძველესი მაიმუნები თანდათან გარდაიქმნენ ორ ფეხზე მოსიარულე ადამიანებად.

4. „მჭიდრო“ ირონიული მნიშვნელობით არის გამოყენებული.

5. „ჰარმონიული“ ირონიული მნიშვნელობით არის გამოყენებული.

ა. „ერთი და“ ორიგინალ ტექსტში არ გვხვდება. ეს ფრაზა თარგმანში დამატებულია, რათა უფრო ბუნებრივი და მკაფიო გადასვლა შეიქმნას მრავლობითი ფორმიდან — „ბევრი ახალგაზრდა და“ — მხოლობით ფორმაზე — „მისი“.

ბ. ორიგინალურ ტექსტში წერია: „ადამიანების სახეები“.

ც. „იანი“ (Yan) და „ჰუანი“ (Huang) ორი მითოლოგიური იმპერატორის სახელებია, რომლებიც ჩინური კულტურის პირველ შემქმნელებად მიიჩნევიან. „იან ვანი“ (Yan Wang) კი ჩინურად „ჯოჯოხეთის მეფის“ სახელწოდებაა. მანდარინულ ჩინურში „იან ჰუანი“ (Yan Huang) და „იან ვანი“ (Yan Wang) თითქმის ერთნაირად ჟღერს.

წინა: საქმე და შესვლა (4)

შემდეგი: საქმე და შესვლა (6)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება