ძალიან მნიშვნელოვანია ღმერთთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება
როდესაც ხალხს სწამს ღმერთის, უყვარს და აამებს მას, ისინი თავიანთი გულებით ღვთის სულს უერთდებიან და ამით მოიპოვებენ მის კმაყოფილებას; ისინი თავიანთი გულებით ღვთის სიტყვებს უკავშირდებიან და ამგვარად, მათ მისი სული ამოძრავებს. თუ გსურთ ნორმალური სულიერი ცხოვრებით ცხოვრება და ღმერთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება, მაშინ, პირველ რიგში თქვენი გული მას უნდა მიუძღვნათ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის წინაშე დაიდუმებთ გულს და მთელ გულს გადაუშლით, შეძლებთ თანდათანობით ნორმალური სულიერი ცხოვრების ჩამოყალიბებას. თუ ადამიანები ღვთის რწმენას გულს არ მიუძღვნიან, თუ გულით მასთან არ იქნებიან და მის ტვირთს საკუთარ ტვირთად არ მიიჩნევენ, მაშინ მათი ქმედებები ღმერთის მოტყუებაა, რაც რელიგიური ადამიანებისთვის დამახასიათებელია და ეს ღვთის მოწონებას არ იმსახურებს. ღმერთი ვერაფერს მოიპოვებს ასეთი ადამიანისგან, ის მხოლოდ მისი საქმის საპირისპირო ფონად თუ გამოდგება. ეს ადამიანები ღვთის სახლის დეკორაციებს ჰგვანან — უსარგებლო შემავსებელსა და ნაგავს და ღმერთს ისინი არაფერს არგებენ. არა მხოლოდ გამორიცხულია ასეთ ადამიანებში სულიწმიდა მოქმედებდეს, არამედ მათ სრულყოფას არანაირი ღირებულება არ გააჩნია. ასეთი ადამიანი ნამდვილი მოსიარულე გვამია, რომლითაც სულიწმიდა ვერ ისარგებლებს. მათზე სრულად ბატონობს სატანა და ისინი ღრმად არიან გახრწნილნი. ღმერთი ამ ადამიანებს ამოძირკვავს. როდესაც, დღეს სულიწმიდა სარგებლობს ადამიანებით, ის არა მხოლოდ მისთვის სასურველს იყენებს საქმეების შესასრულებლად, არამედ სრულყოფს და ცვლის არასასურველსაც. თუ შეძლებ გული ღმერთს მიუძღვნა და მის წინაშე დაადუმო, მაშინ მოგეცემა შესაძლებლობა და უფლება, რომ სულიწმიდამ ისარგებლოს შენით, მოგანიჭოს ნათელი და შუქი მოგფინოს. უფრო მეტიც, გექნება შესაძლებლობა, სულიწმიდამ გამოასწოროს შენი ნაკლოვანებები. დადებითი მხარე ის არის, რომ როდესაც გულს ღმერთს მიუძღვნი, ამით უფრო სიღრმისეულ გაგებას და მაღალ ხედვას მოიპოვებ. უარყოფითი მხარე ის არის, რომ მეტად გააცნობიერებ საკუთარ ნაკლოვანებებსა და სისუსტეებს და უფრო მეტად მოისურვებ და შეეცდები ღვთის განზრახვების შესრულებას. გარდა ამისა, აღარ იქნები ნეგატიური და შეძლებ აქტიურად შესვლას. ეს აჩვენებს, რომ შენ მართალი ადამიანი ხარ. თუ ვივარაუდებთ, რომ შეძლებ ღვთის წინაშე გულის დადუმებას, მაშინ ის თუ რამდენად მიიღებ სულიწმიდის მოწონებას და ასიამოვნებ თუ არა ღმერთს, არსებითად დამოკიდებულია იმაზე, შეძლებ თუ არა აქტიურ შესვლას. როდესაც სულიწმიდა ნათელს ჰფენს და მოქმედებს ადამიანებზე, ის უარყოფითად არასდროს მოქმედებს მათზე და ყოველთვის აქტიურად უწყობს ხელს მათ წინსვლას. ამ დროს, ადამიანებს კვლავ გააჩნიათ სისუსტეები, მაგრამ ისინი არ ცხოვრობენ მათ მიხედვით. ისინი არ აყოვნებენ მათ ცხოვრებისეულ წინსვლას და მუდმივად ცდილობენ ღვთის განზრახვების შესრულებას. ეს არის სტანდარტი. თუ ამის მიღწევას შეძლებ, ამით დამტკიცდება, რომ მოიპოვე სულიწმიდის დასწრება. თუ ადამიანი მუდამ ნეგატიურია და თუ ნათლის მოფენისა და საკუთარი თავის შემეცნების შემდეგაც ნეგატიური და პასიური რჩება, ვერ ახერხებს ფეხზე დადგომას და ღმერთთან თანამშრომლობას, მაშინ მას მხოლოდ ღვთის მადლი აქვს მიღებული და სულიწმიდა მასთან არ არის. მათი ნეგატიურობა ნიშნავს, რომ მათი გული არ არის ღვთისკენ მიმართული და მათი სული არ ამოძრავდა სულიწმიდით. ეს ყველას უნდა ესმოდეს.
გამოცდილებით შეიძლება დავინახოთ, რომ საკუთარი გულის დადუმება ღვთის წინაშე უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეს დაკავშირებულია ადამიანების სულიერ ცხოვრებასა და ცხოვრებისეულ წინსვლასთან. შენ მიერ ჭეშმარიტების ძიება და ხასიათის ცვლილება ნაყოფს მოიტანს მხოლოდ მაშინ, თუ შენი გული ღვთის წინაშე დადუმდება. ეს იმის გამოა, რომ შენ მის წინაშე წარსდექი ტვირთით დამძიმებული, რადგან მუდამ გრძნობ, რომ იმდენი რამ გაკლია, იმდენი ჭეშმარიტება უნდა იცოდე, იმდენი რეალობა უნდა გამოსცადო და უნდა აჩვენო ღვთის განზრახვების გათავისება. ეს ფიქრები მუდამ შენს გონებაში ტრიალებს, თითქოს ისეთი ძალით გაწვება, რომ სუნთქვა არ შეგიძლია და ამრიგად, შენ გრძნობ გულის დამძიმებას (მიუხედავად იმისა, რომ არ ხარ ნეგატიურ მდგომარეობაში). მხოლოდ ასეთი ადამიანია შესაფერი მიიღოს ღვთის სიტყვების ნათლის მოფენა და ამოძრავდეს ღვთის სულის მიერ. სწორედ მათი ტვირთის გამო, რადგან ისინი გულით დამძიმებულნი არიან და შეიძლება ითქვას, მათ მიერ გადახდილი საფასურისა და ღვთის წინაშე გადატანილი ტანჯვის გამო მათ ნათელი მოეფინებათ და განათდებიან. რადგან ღმერთი არავის არგებს განსაკუთრებულ მოპყრობას. იგი ყოველთვის სამართლიანია ადამიანების მოპყრობაში, მაგრამ ასევე არ აჯილდოვებს ადამიანებს თვითნებურად ან უპირობოდ. ეს მისი სამართლიანი ხასიათის ერთი მხარეა. რეალურ ცხოვრებაში, ადამიანების უმეტესობას ჯერ არ მიუღწევია ამ სამყაროსთვის. სულ მცირე, მათი გულები ჯერ კიდევ სრულად არ მოქცეულა ღვთისაკენ, ამიტომ მათ სიცოცხლე-განწყობაში დიდი ცვლილება ჯერ კიდევ არ მომხდარა. ამის მიზეზია ის, რომ ისინი მხოლოდ ღვთის მადლით ცხოვრობენ და ჯერ კიდევ არ მიუღიათ სულიწმიდის მოქმედება. კრიტერიუმები, რომლებიც ადამიანებმა უნდა დააკმაყოფილონ, რათა ღვთისთვის სასარგებლონი გახდნენ შემდეგია: მათი გულები ღვთისკენ უნდა იყოს მიქცეული, ისინი მისი სიტყვების ტვირთს უნდა ატარებდნენ, მათი გულები წადილით უნდა იყოს სავსე და მათ უნდა გააჩნდეთ ჭეშმარიტების ძიების სიმტკიცე. მხოლოდ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ მოიპოვონ სულიწმიდის საქმე და ხშირად მიიღონ მისი ნათელის მოფენა და განათება. ის ადამიანები, რომლითაც ღმერთი სარგებლობს, გარეგანად გონიერებისა და სხვებთან ნორმალური ურთიერთობის არმქონედ მოსჩანან, თუმცა ისინი ფრთხილად საუბრობენ, მართებულად და ღვთის წინაშე გული მუდამ დადუმებული აქვთ. ეს სწორედ ისეთი ადამიანია, რომელიც სულიწმიდის მიერ გამოყენების ღირსია. ამ ადამიანებს „გონიერების გარეშე“, რომლებზეც ღმერთი საუბრობს, თითქოს არ აქვთ ნორმალური ურთიერთობები სხვებთან და არ აინტერესებთ გარეგანი სიყვარული ან საქმეები, მაგრამ როდესაც ისინი სულიერ საკითხებზე თანაზიარებენ, მათ შეუძლიათ გახსნან თავიანთი გულები და უანგაროდ უზრუნველყონ სხვები განათებით და მოჰფინონ მათ ნათელი, რომელიც ღვთის წინაშე რეალური გამოცდილებით მიიღეს. აი, ასე გამოხატავენ ღვთისადმი თავიანთ სიყვარულს და აკმაყოფილებენ მის განზრახვებს. როდესაც სხვები ცილს სწამებენ და დასცინიან მათ, ისინი ახერხებენ აიცილონ გარეშე ადამიანების, მოვლენების ან საგნების ზემოქმედება და მდუმარედ დარჩნენ ღვთის წინაშე. თითქოს მათ საკუთარი უნიკალური ხედვა გააჩნდეთ. მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებენ სხვა ადამიანები, მათი გულები არასდროს ტოვებს ღმერთს. როდესაც სხვა დამიანები საუბრობენ და იცინიან, მათი გულები ღვთის წინაშე რჩება, ისინი მის სიტყვას უკვირდებიან ან მდუმარედ ლოცულობენ ღვთის წინაშე, ეძიებენ რა, მის სურვილებს. ეს ადამიანები ნორმალური პიროვნებათშორისი ურთიერთობების შენარჩუნებას მნიშვნელობას არ ანიჭებენ და თითქოს არ გააჩნიათ მიწიერ საქმეთა ფილოსოფია. ისინი ცოცხლები, სასიამოვნო და უმანკოები ჩანან, მაგრამ ასევე აქვთ გარკვეული სიმშვიდე. აი, ასე გამოიყურება ადამიანი, რომლითაც ღმერთი სარგებლობს. ისეთი რამ, როგორიცაა მიწიერ საქმეთა ფილოსოფია ან „ნორმალური გონიერება“, უბრალოდ არ მუშაობს ამ ტიპის ადამიანებში. მათ მთელი გული გადაუშალეს ღვთის სიტყვას და როგორც ჩანს, მხოლოდ ღმერთი ჰყავთ გულებში. სწორედ ასეთ ადამიანს გულისხმობს „გონიერების არმქონეში“ ღმერთი და ზუსტად ასეთ ადამიანს იყენებს ღმერთი. ადამიანის ნიშანი, რომელსაც ღმერთი იყენებს, შემდეგია: მიუხედავად იმისა, თუ როდის ან სად არიან, მათი გული ყოველთვის ღვთის წინაშეა და რაც არ უნდა თავაშვებულნი იყვნენ სხვები, ან რამდენადაც არ უნდა დაყვნენ ჟინსა და ხორციელ ცხოვრებას, ამ ადამიანის გული არასდროს ტოვებს ღმერთს და ისინი არ მიჰყვებიან ბრბოს. მხოლოდ ასეთ ადამიანს გამოიყენებს ღმერთი და მხოლოდ ასეთ ადამიანს სრულყოფს სულიწმიდა. თუ შენ ვერ მიაღწევ ამას, მაშინ არ ხარ შესაფერი ღვთის მიერ მოპოვების ან სულიწმიდის მიერ სრულყოფისთვის.
თუ გსურს ღმერთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება, გული მისკენ უნდა მიმართო; ასეთი საფუძვლით, შენ სხვა ადამიანებთანაც გექნება ნორმალური ურთიერთობა. თუ არ გაქვს ნორმალური ურთიერთობა ღმერთთან, მაშინ რასაც არ უნდა აკეთებდე სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად, რაც არ უნდა იშრომო ან რა ძალისხმევაც არ უნდა ჩადო, ეს ყველაფერი მიწიერ საქმეთა ადამიანური ფილოსოფია იქნება. შენ შეინარჩუნებ შენს მდგომარეობას ადამიანებში და მიაღწევ მათ ქებას ადამიანური გადმოსახედიდან და ადამიანური ფილოსოფიებით, ღვთის სიტყვის შესაფერი ნორმალური პიროვნებათშორისი ურთიერთობების დამყარების ნაცვლად. თუ შენ არ გაამახვილებ ყურადღებას სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე, არამედ შეინარჩუნებ ნორმალურ ურთიერთობას ღმერთთან და მზად ხარ გული მიანდო ღმერთს და ისწავლო მისი მორჩილება, მაშინ შენი ურთიერთობა ყველა ადამიანთან ბუნებრივად ნორმალური გახდება. ეს ურთიერთობები შემდეგ არა ხორციელზე, არამედ ღვთის სიყვარულის საფუძველზე აშენდება. სხვა ადამიანებთან თითქმის არანაირი ხორციელი ურთიერთობა არ გექნება, მაგრამ თქვენ შორის სულიერ დონეზე იქნება თანაზიარება, ისევე როგორც ორმხრივი სიყვარული, ნუგეში და უზრუნველყოფა. ეს ყველაფერი ეფუძნება სურვილს, დააკმაყოფილო ღმერთი — ეს ურთიერთობები არ ნარჩუნდება მიწიერ საქმეთა ადამიანური ფილოსოფიებით, არამედ ბუნებრივად ყალიბდება, როდესაც შეიგრძნობ ღვთის ტვირთს. ეს ურთიერთობები არ მოითხოვს რაიმე ადამიანურ ძალისხმევას შენი მხრიდან, არამედ მხოლოდ, ღვთის სიტყვების პრინციპების შესაფერ მოქმედებას. მზად ხარ ყურადღებით მოეკიდო ღვთის განზრახვებს? მზად ხარ იყო მის წინაშე „გონიერებას მოკლებული“ ადამიანი? მზად ხარ სრულად მიუძღვნა გული ღმერთს და არად ჩააგდო შენი მდგომარეობა სხვა ადამიანებს შორის? ყველა იმ ადამიანთაგან, ვისთანაც ურთიერთობ, ვისთან გაქვს საუკეთესო ურთიერთობა? ვისთან გაქვს ყველაზე ცუდი ურთიერთობა? ნორმალურია თუ არა შენი ურთიერთობები ადამიანებთან? ყველა ადამიანს თანასწორად ეპყრობი? შენი ურთიერთობები სხვებთან მიწიერი ურთიერთობების ფილოსოფიის შესაბამისია, თუ ღვთის სიყვარულის საფუძველზეა აგებული? როდესაც ადამიანები არ მიუძღვნიან ღმერთს თავიანთ გულებს, მათი სული დუნე, გახევებული და არაცნობიერი ხდება. ასეთი ადამიანები ვერასდროს გაიგებენ ღვთის სიტყვებს, ვერასდროს ექნებათ ნორმალური ურთიერთობა ღმერთთან და ვერასდროს მიაღწევენ თავიანთი ხასიათის ცვლილებას. ადამიანის ხასიათის შეცვლა პროცესია, რომლის დროსაც ადამიანი მთლიანად მიუძღვნის ღმერთს თავის გულს და მისი სიტყვებით ნათელი მოეფინება და განათდება. ღვთის საქმე ადამიანებს საშუალებას აძლევს აქტიურად შევიდნენ მასში და ეს ეხმარება მათ მოიშორონ თავის ნეგატიური მხარეები მათი შეცნობის შემდეგ. როდესაც ღმერთს გულს მიუძღვნი, ყოველ ჯერზე შეძლებ შეიგრძნო, რომ შენი სული ოდნავ ამოძრავდა და შეიცნობ ღვთის გაცისკროვნების და განათების ყველა ნაწილს. თუ შეუპოვრობას გამოიჩენ, თანდათან შეხვალ სულიწმიდის მიერ სრულყოფის გზაზე. რაც უფრო მდუმარეა შენი გული ღვთის წინაშე, მით უფრო მგრძნობიარე და ნაზი იქნება შენი სული, მით უფრო მეტად შეძლებს აღიქვას სულიწმიდის მოქმედება და მით უფრო ნორმალური გახდება შენი ურთიერთობა ღმერთთან. ნორმალური პიროვნებათშორისი ურთიერთობები მყარდება გულის ღვთისკენ მოქცევის საფუძველზე და არა ადამიანური ძალისხმევით. თუ ადამიანის გულში ღმერთი არ სუფევს, მაშინ მათი ურთიერთობები სხვა ადამიანებთან მხოლოდ ხორციელი ურთიერთობებია. ეს არ არის ნორმალური ურთიერთობები, არამედ ჟინით აღსავსე სურვილებია და ღმერთს სძულს და სძაგს ის. თუ ამბობ, რომ შენი სული ამოძრავდა, მაგრამ მხოლოდ იმ ადამიანებთან თანაზიარების სურვილი გაქვს, ვინც მოგწონს და ვისაც პატივს სცემ; და მიკერძოებული ხარ და უარს ამბობ იმ ადამიანებთან საუბარზე, რომლებიც არ მოგწონს, როდესაც ისინი შენთან სათხოვნელად მოდიან, ეს კიდევ უფრო დიდი დასტურია იმისა, რომ შენ საკუთარი გრძნობები გმართავს და საერთოდ არ გაქვს ნორმალური ურთიერთობა ღმერთთან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ შენ ცდილობ ღმერთის გასულელებას და საკუთარი სიმახინჯის დაფარვას. იქნებ შეძლო კიდეც შენი ცოდნის ნაწილის გაზიარება, მაგრამ თუ არასწორი განზრახვები გამოძრავებს, მაშინ ყველაფერი, რასაც აკეთებ, კარგი იქნება მხოლოდ ადამიანური სტანდარტებით და ღმერთი არ მოგიწონებს. შენი ქმედებები ხორციელით იქნება წარმართული და არა ღვთის ტვირთით. შენ მხოლოდ მაშინ იქნები ღვთის შესაფერი, თუ შეძლებ შენი გულის მის წინაშე დადუმებას და ნორმალური ურთიერთობის ქონას ყველასთან, ვინც მას უყვარს. თუ ამის გაკეთებას შეძლებ, მაშინ როგორც არ უნდა ურთიერთობდე სხვებთან, შენ არ იმოქმედებ მიწიერი ურთიერთობების ფილოსოფიით, არამედ გაითავისებ ღვთის ტვირთს და იცხოვრებ მის წინაშე. რამდენი ასეთი ადამიანია თქვენ შორის? შენი ურთიერთობები სხვებთან ნამდვილად ნორმალურია? რა საფუძველზეა ის აგებული? რამდენი მიწიერ საქმეთა ფილოსოფია არსებობს შენში? მოიშორე ისინი? თუ შენი გული სრულად არ იქნება ღვთისკენ მოქცეული, მაშინ შენ არ ხარ ღვთის რჩეული — შენ სატანისგან მოდიხარ, საბოლოოდ სატანასთან დაბრუნდები და არ იმსახურებ იყო ღვთის ადამიანთაგან ერთ-ერთი. ეს საკითხები ყურადღებით უნდა შეისწავლო.