თავი 95

ადამიანებს ჰგონიათ, რომ ყველაფერი უკიდურესად მარტივია, თუმცა სინამდვილეში ასე არ არის. ყველაფერში დაფარულია საიდუმლოებანი, ისევე როგორც ჩემი სიბრძნე და ჩემი განგებულება. არცერთი დეტალი არ რჩება უყურადღებოდ და ყოველივეს თავად განვაგებ. დიდი დღის სამსჯავრო ეწევა ყველას, ვისაც გულწრფელად არ ვუყვარვარ (დაიმახსოვრეთ, დიდი დღის სამსჯავრო მიმართულია თითოეული ადამიანისკენ, ვინც იღებს ამ სახელს) და აიძულებს მათ იტირონ და კბილები აღრჭიალონ. გოდების ეს ხმა ჰადესიდან და ჯოჯოხეთიდან ისმის; ეს ადამიანების კი არა, დემონების ტირილია. სწორედ ჩემი სამსჯავრო იწვევს ამ გოდებას, რომელსაც მოაქვს ჩემი მართვის გეგმის საბოლოო ხსნა ადამიანებისთვის. ერთ დროს ზოგიერთ ადამიანზე გარკვეულ იმედებს ვამყარებდი. მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ისინი სათითაოდ უნდა მივატოვო, რადგან ჩემი საქმე ამ ეტაპამდე მივიდა და ამას ვეღარავინ შეცვლის. ყველა, ვინც არ არის ჩემი პირმშო ძენი ან ჩემი ხალხი, მიტოვებულ უნდა იქნას და უნდა განმეშოროს! უნდა გესმოდეთ, რომ ჩინეთში, ჩემი პირმშო ძეებისა და ჩემი ხალხის გარდა, ყველა დანარჩენი დიდი წითელი დრაკონის შთამომავალია და მოშორებულ უნდა იქნას. ყველას უნდა გესმოდეთ, რომ ჩინეთი, საბოლოო ჯამში, ჩემ მიერ დაწყევლილი ქვეყანაა და ჩემი ხალხის ის მცირე ნაწილი, რომელიც იქ იმყოფება, სხვა არაფერია, თუ არა ისინი, ვინც ჩემს მომავალ საქმეს ემსახურება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩემი პირმშო ძეების გარდა, სხვა არავინაა — ისინი ყველა უნდა დაიღუპონ. ნუ იფიქრებთ, რომ ჩემს ქმედებებში მეტისმეტად უკიდურესი ვარ. ეს ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებაა. ისინი, ვისაც ჩემი წყევლა ეწევა, ჩემი სიძულვილის ობიექტები არიან და ეს ურყევია. მე არ ვუშვებ შეცდომებს; თუ დავინახავ ვინმეს, ვინც არ მომწონს, მაშინვე განვდევნი მას; ეს საკმარისი დასტურია იმისა, რომ დაწყევლილი ხარ ჩემ მიერ და დიდი წითელი დრაკონის შთამომავალი ხარ. ნება მიბოძეთ, კვლავ ჩაგაგონოთ — ჩინეთში მხოლოდ ჩემი პირმშო ძენი არიან (გარდა ჩემი ხალხისა, რომელიც ჩემთვის მსახურობს) და ეს არის ჩემი ადმინისტრაციული განკარგულება. მაგრამ ჩემი პირმშო ძენი ძალზე ცოტანი არიან და თითოეული მათგანი ჩემ მიერ არის წინასწარ განსაზღვრული — მე ვიცი, რასაც ვაკეთებ. არ მეშინია შენი უარყოფითი დამოკიდებულების და არ მეშინია, რომ შემომიბრუნდები და მიკბენ, რადგან მაქვს ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები და მაქვს რისხვა. ესე იგი, დიდი უბედურებები ჩემს ხელშია და არაფრის მეშინია, რადგან ყოველივეს უკვე აღსრულებულად მივიჩნევ, და როდესაც ის დღე დადგება, საფუძვლიანად გაგისწორდები. ვერავინ გახდება ჩემი პირმშო ძე ადამიანის მიერ სრულყოფისა თუ აღშენების შედეგად — ეს მთლიანად ჩემს წინასწარ განსაზღვრაზეა დამოკიდებული. ვისზეც ვამბობ, რომ პირმშო ძეა, ის პირმშო ძეა; ნუ შეეცდებით ამისთვის ბრძოლას ან მის მითვისებას. ყოველივე ჩემზეა დამოკიდებული, თავად ყოვლისშემძლე ღმერთზე.

ერთ დღეს ყველას მოგცემთ საშუალებას, იხილოთ, რა არის ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები და რა არის ჩემი რისხვა. (ყველა მუხლს მოიდრეკს ჩემ წინაშე, ყველა თაყვანს მცემს, ყველა პატიებას მთხოვს და ყველა მორჩილებაში იცხოვრებს; ახლა მხოლოდ ჩემს პირმშო ძეებს ვაძლევ საშუალებას, ამის ნაწილი იხილონ.) დიდი წითელი დრაკონის ყველა შთამომავალს ვაჩვენებ, რომ მრავალი მათგანი შევარჩიე მსხვერპლად შესაწირად (ყველა, გარდა ჩემი პირმშო ძეებისა), რათა ჩემი პირმშო ძენი სრულვყო და ამით დიდი წითელი დრაკონი საკუთარი მზაკვრობის მსხვერპლი გავხადო. (ჩემი მართვის გეგმის თანახმად, დიდი წითელი დრაკონი აგზავნის მათ, ვინც ჩემთვის მსახურობს — ანუ ყველას, გარდა ჩემი პირმშო ძეებისა — რათა ჩაშალოს ჩემი მართვის გეგმა; თუმცა იგი თავისივე მზაკვრობის მსხვერპლი გახდა და ისინი ყველანი ჩემს საქმეს ემსახურებიან. ეს არის იმის ჭეშმარიტი მნიშვნელობის ნაწილი, რომ მე ყველას ჩემთვის მსახურებისკენ მოვუხმობ.) დღეს, როდესაც ყოველივე უკვე აღსრულებულია, ყველას მოვიშორებ, ფეხქვეშ გავთელავ და ამით დავამცირებ დიდ წითელ დრაკონს და საბოლოოდ შევარცხვენ მას (ისინი ცდილობენ თვალთმაქცობით გავიდნენ ფონს და მოიპოვონ კურთხევები, მაგრამ აზრადაც არასოდეს მოსვლიათ, რომ მსახურებას გამიწევდნენ) — ეს არის ჩემი სიბრძნე. ამის გაგონებაზე ადამიანებს ჰგონიათ, რომ არც გრძნობა გამაჩნია, არც წყალობა და ადამიანობაც არ მაქვს. მე ნამდვილად არ გამაჩნია გრძნობები ან წყალობა სატანის მიმართ და, უფრო მეტიც, მე თავად ღმერთი ვარ, რომელიც აღემატება ადამიანობას. როგორ შეგიძლია თქვა, რომ ადამიანობის მქონე ღმერთი ვარ? ნუთუ არ იცი, რომ ამ წუთისოფლის არ ვარ? ნუთუ არ იცი, რომ ყოველივეზე მაღლა ვდგავარ? ჩემი პირმშო ძეების გარდა, არავინაა ჩემი მსგავსი, არავინაა ისეთი, ვისაც აქვს ჩემი ხასიათი (ხასიათი, რომელიც ადამიანური კი არა, ღვთაებრივია) და არავინაა ისეთი, ვინც ჩემს სულიერ მონაცემებს ფლობს.

როდესაც სულიერი სამყაროს კარიბჭე გაიღება, ყველა საიდუმლოს იხილავთ, რაც საშუალებას მოგცემთ სრულად შეხვიდეთ თავისუფალ სამყაროში, ჩემი სიყვარულის წიაღში და ჩემს მარადიულ კურთხევებში. ჩემი ხელები ყოველთვის მხარს უჭერდა კაცობრიობას. მაგრამ არის კაცობრიობის ერთი ნაწილი, რომელსაც გადავარჩენ, და ნაწილი, რომელსაც არ გადავარჩენ. (ვამბობ „მხარს ვუჭერ“, რადგან ჩემი მხარდაჭერის გარეშე, მთელი სამყარო დიდი ხნის წინ ჩავარდებოდა ჰადესში.) გააცნობიერეთ ეს! ეს არის ჩემი მართვის გეგმა. და რა არის ჩემი მართვის გეგმა? მე შევქმენი კაცობრიობა, მაგრამ არასოდეს მქონია განზრახვა, თითოეული ადამიანი მომეპოვებინა, მხოლოდ კაცობრიობის მცირე ნაწილის მოპოვება მსურდა. მაშ, რატომ შევქმენი ამდენი ადამიანი? ადრეც მითქვამს, რომ ჩემთან ყოველივე თავისუფლება და განთავისუფლებაა, და ვაკეთებ იმას, რაც მსურს. კაცობრიობა მხოლოდ იმისთვის შევქმენი, რომ ნორმალური ცხოვრებით ეცხოვრა, შემდეგ კი წარმოშობილიყო კაცობრიობის მცირე ნაწილი, რომლებიც ჩემი პირმშო ძეები, ჩემი ძეები და ჩემი ხალხი იქნებოდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ადამიანი, მოვლენა და საგანი — გარდა ჩემი პირმშო ძეებისა, ჩემი ხალხისა და ჩემი ძეებისა — მსახურების შემსრულებელია და ყველა უნდა დაიღუპოს. ამგვარად დასრულდება ჩემი მთელი მართვის გეგმა. ეს არის ჩემი მართვის გეგმა, ჩემი საქმე და ნაბიჯები, რომლითაც ვმოქმედებ. როდესაც ყოველივე დასრულდება, მე სრულად განვისვენებ. იმ დროს ყველაფერი კარგად იქნება; ყველაფერი მშვიდობიანი და უსაფრთხო იქნება.

ჩემი საქმის ტემპი იმდენად სწრაფია, რომ ადამიანის წარმოსახვას აღემატება. ის დღითიდღე იცვლება და ვინც ფეხს ვერ აუწყობს, დანაკლისს განიცდის; ადამიანს მხოლოდ ის შეუძლია, რომ ყოველდღე ახალ ნათელს ჩაეჭიდოს (თუმცა ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები, ისევე როგორც ხილვები და ჭეშმარიტება, რომელთა შესახებაც თანაზიარებას ვახდენ, არასოდეს იცვლება). რატომ ვსაუბრობ ყოველდღე? რატომ გფენ ნათელს განუწყვეტლივ? გესმის თუ არა ამის ჭეშმარიტი მნიშვნელობა? ადამიანთა უმეტესობა ახლაც იცინის და ხუმრობს და სერიოზულად ვერაფერს ეკიდება. ისინი უბრალოდ არავითარ ყურადღებას არ აქცევენ ჩემს სიტყვებს, არამედ მხოლოდ წამიერ შფოთვას გრძნობენ მათი მოსმენისას. მოგვიანებით, ჩემი სიტყვები მალევე ავიწყდებათ; მალევე ვეღარ აცნობიერებენ საკუთარ ვინაობას და უდარდელნი ხდებიან. იცი თუ არა, რა არის შენი სტატუსი? ვინმე ჩემთვის მსახურებას გასწევს თუ ჩემ მიერ არის წინასწარ განსაზღვრული და რჩეული, ამას მხოლოდ ჩემი ხელები განაგებს; ამის შეცვლა არავის შეუძლია — ეს თავად უნდა გავაკეთო, თავად უნდა ავირჩიო და წინასწარ განვსაზღვრო ისინი. ვინ ბედავს თქვას, რომ უგუნური ღმერთი ვარ? ყოველი სიტყვა, რომელსაც ვამბობ, და ყოველივე, რასაც ვაკეთებ, ჩემი სიბრძნეა. ვინ ბედავს, კვლავ სცადოს ჩემი მართვის ჩაშლა ან ჩემი გეგმების განადგურება? მე ნამდვილად არ ვაპატიებ მათ! დრო ჩემს ხელთაა და დაყოვნების არ მეშინია; განა მე არ ვარ ის, ვინც განსაზღვრავს, როდის დასრულდება ჩემი მართვის გეგმა? განა ყოველივე ჩემს ერთ ფიქრზე არ არის დამოკიდებული? როდესაც ვამბობ, რომ აღსრულდება, ის აღსრულდება, და როდესაც ვამბობ, რომ მთავრდება, ის მთავრდება. არსად ვჩქარობ და ყველაფერს სათანადოდ განვაწესებ. ადამიანები არ უნდა ჩაერიონ ჩემს საქმეში და არ უნდა აკეთონ საქმეები ჩემთვის ისე, როგორც მათ მოესურვებათ. ვწყევლი ყველას, ვინც ჩემს საქმეში ერევა — ეს ჩემი ერთ-ერთი ადმინისტრაციული განკარგულებაა. მე თავად ვასრულებ ჩემს საქმეს და არავინ მჭირდება (მე ვაძლევ ამ მსახურების შემსრულებლებს მოქმედების უფლებას, თორემ ისინი ვერ გაბედავდნენ დაუფიქრებლად ან ბრმად მოქმედებას). ყოველი საქმე ჩემ მიერ არის წარმართული და ჩემ მიერ არის გადაწყვეტილი, რადგან მე თავად ვარ ერთადერთი ღმერთი.

მსოფლიოს ყველა ერი ერთმანეთს ძალაუფლებისა და გამორჩენისთვის ეცილება და მიწისთვის იბრძვის, მაგრამ ნუ შეშფოთდებით, რადგან ყოველივე ეს მე მემსახურება. და რატომ ვამბობ, რომ ისინი ჩემს სამსახურში არიან? მე ყველაფერს ისე ვაკეთებ, რომ თითსაც არ ვანძრევ. სატანების განსასჯელად, ჯერ ვაიძულებ მათ, ერთმანეთში იდავონ, საბოლოოდ ვღუპავ მათ და თავიანთივე მზაკვრობის მსხვერპლად ვაქცევ (მათ სურთ, შემეცილონ ძალაუფლებაში, მაგრამ საბოლოოდ მსახურებას მიწევენ). მე მხოლოდ ვსაუბრობ და ბრძანებებს გავცემ, და ყველა იმას აკეთებს, რასაც გიბრძანებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გაგანადგურებ. ყოველივე ეს ჩემი სამსჯავროს ნაწილია, რადგან მე ვბრძანებ და ყოველივე ჩემ მიერ არის დადგენილი. რასაც არ უნდა აკეთებდეს ვინმე, ამას ძალაუნებურად აკეთებს, ჩემივე განგებულებით. ვიმედოვნებ, მოვლენების დროს, რომლებიც მალე დადგება, ჩემი სიბრძნით აღივსებით და თავიდან აიცილებთ დაუფიქრებელ მოქმედებას. უფრო ხშირად მომიახლოვდით, როდესაც რამე შეგემთხვევათ; იყავით ყოველმხრივ უფრო ფრთხილნი და წინდახედულნი, რათა თავიდან აიცილოთ ჩემი გაკიცხვის შეურაცხყოფა და არ გახდეთ სატანის მზაკვრობის მსხვერპლნი. ჩემი სიტყვებიდან ჩემი სიტყვების გაგება უნდა გაიღრმაოთ, იცოდეთ ჩემი არსება და დაინახოთ ის, რაც გამაჩნია. ყველაფერი ჩემი მრავლისმეტყველი მზერის შესაბამისად უნდა აკეთოთ და არ იმოქმედოთ დაუფიქრებლად. აკეთეთ ის, რასაც მე ვაკეთებ, და თქვით ის, რასაც მე ვამბობ. ამას წინასწარ გეუბნებით, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები და ცდუნებაში ჩავარდნა. რა არის ჩემი არსება და ჩემი კუთვნილება? მართლა იცით? ტკივილი, რომელსაც განვიცდი, ჩემი არსების ნაწილია, რადგან ის ჩემი ნორმალური ადამიანობის ნაწილია, და ჩემი არსება ჩემს სრულ ღვთაებრიობაშიც ვლინდება — იცით თუ არა ეს? ჩემი არსება ორი ასპექტისგან შედგება: ერთი ჩემი ადამიანობაა, მეორე კი — ჩემი სრული ღვთაებრიობა. მხოლოდ ამ ორი ასპექტის შერწყმა ქმნის თავად სრულ ღმერთს. ჩემი სრული ღვთაებრიობა ასევე მრავალ რამეს მოიცავს: მე არ განვიცდი რაიმე შეზღუდვას რომელიმე ადამიანის, მოვლენის ან საგნის მხრიდან; ყოველგვარ გარემოებას აღვემატები; დროის, სივრცისა და გეოგრაფიის ყოველგვარ შეზღუდვაზე მაღლა ვდგავარ; ყველა ადამიანს, მოვლენასა და საგანს ჭეშმარიტად ისე ვიცნობ, როგორც საკუთარ ხელისგულს; და მაინც, მე კვლავ ხორცი და ძვალი ვარ და ვარსებობ ხელშესახები ფორმით; ადამიანების თვალში კვლავ ის პიროვნება ვარ, მაგრამ ბუნება შეიცვალა — ეს უკვე ხორცი კი არა, სხეულია. ეს მხოლოდ მისი მცირე ნაწილია. მომავალში ყველა ჩემი პირმშო ძეც ასეთი იქნება; ეს ის გზაა, რომელიც უნდა გაიარონ, და ვინც დათვლილია, მას ვერ გაექცევა. სანამ ამას ვაკეთებ, ყველა, ვინც წინასწარ არ არის განსაზღვრული, განიდევნება (რადგან სატანა ამით მცდის, რათა ნახოს, შეესაბამება თუ არა ჩემი სიტყვები სინამდვილეს). ისინი, ვინც წინასწარ არიან განსაზღვრულნი, მას ვერსად გაექცევიან, სადაც არ უნდა წავიდნენ, და ამით დაინახავთ ჩემი ამ ქმედების მიღმა არსებულ პრინციპებს. „ჩემი კუთვნილება“ გულისხმობს ჩემს სიბრძნეს, ჩემს ცოდნას, ჩემს მოხერხებულობას და ყოველ სიტყვას, რომელსაც ვამბობ. ეს გააჩნია როგორც ჩემს ადამიანობას, ისე ჩემს ღვთაებრიობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველივე, რაც კეთდება ჩემი ადამიანობის მიერ, ისევე როგორც ის, რაც კეთდება ჩემი ღვთაებრიობის მიერ, ჩემი კუთვნილებაა; არავის შეუძლია მათი წართმევა ან მოშორება; ისინი ჩემს მფლობელობაშია და არავის ძალუძს მათი შეცვლა. ეს ჩემი ყველაზე მკაცრი ადმინისტრაციული განკარგულებაა. (რადგან ადამიანის წარმოდგენებში, ბევრი რამ, რასაც ვაკეთებ, მის წარმოდგენებს არ შეესაბამება და აღემატება ადამიანურ გაგებას და ეს არის განკარგულება, რომელსაც თითოეული ადამიანი ყველაზე ადვილად არღვევს და რომელიც ამავდროულად ყველაზე მკაცრია, რის გამოც ცხოვრებაში ზარალს განიცდიან.) კიდევ ერთხელ გეუბნებით, კეთილსინდისიერად მიუდექით იმას, რის გაკეთებისკენაც მოგიწოდებთ — არ უნდა იყოთ უყურადღებონი!

წინა: თავი 94

შემდეგი: თავი 96

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება