თავი 43
განა არ შეგახსენეთ? ასე ძალიან ნუ წუხხართ; უბრალოდ არ მისმენთ, რაოდენ დაუფიქრებელი ადამიანები ხართ! როდის გაუგებთ ჩემს გულს? ყოველდღე ახალი ნათელი გეფინებათ და ყოველდღე ახალი სინათლეა. რამდენჯერ ჩასწვდით მას თავად? განა თავად არ გითხარით? კვლავ პასიურები ხართ, როგორც მწერები, რომლებიც მხოლოდ შეხებისას მოძრაობენ და ვერ იჩენთ ინიციატივას, რათა ითანამშრომლოთ ჩემთან და გაითვალისწინოთ ჩემი ტვირთი. მსურს ვიხილო ყველა თქვენგანის ხალისიანი და მშვენიერი ღიმილი, ჩემი აქტიური და ხალისიანი ძეები, მაგრამ არ ძალმიძს. ამის ნაცვლად, სუსტი გონება გაქვთ — სულელები და უგუნურები ხართ. ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ, რომ ეძიოთ. თამამად ისწრაფეთ! უბრალოდ გახსენით გულები და მომეცით საშუალება, ვიცხოვრო თქვენში. იყავით ფრთხილად! იყავით ფხიზლად! ეკლესიაში ზოგიერთ ადამიანს ხალხი შეცდომაში შეჰყავს; ყოველთვის დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოთ ამ სიტყვებს, რათა თქვენი სულიერი ცხოვრება არ დაზარალდეს ან რაიმე დანაკარგი არ განიცადოთ. დარწმუნებული იყავი — სანამ გაქვს გამბედაობა, რომ ფეხზე დადგე და ისაუბრო ჩემთვის, მე ვიტვირთავ ამ ყოველივეს და მოგცემ ძალას! სანამ ჩემს გულს აკმაყოფილებ, მე ყოველთვის გიჩვენებ ჩემს ღიმილსა და განზრახვებს. სანამ მტკიცე ნება გაქვს და ავლენ ყრმის ხასიათს, მხარს დაგიჭერ და მნიშვნელოვან ადგილზე დაგაყენებ. როდესაც ჩემ წინაშე წარსდგები, უბრალოდ მომიახლოვდი. ნუ შეგეშინდება, თუ საუბარი არ შეგიძლია. სანამ მაძიებელი გული გაქვს, მე მოგცემ სიტყვებს. მე არ მჭირდება მჭევრმეტყველება და შენი პირფერობა; ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მძულს. სწორედ ამ ტიპის ადამიანების გამო ვიღუშები ყველაზე მეტად. ისინი ჩემს თვალში ხინჯივით არიან, ჩემს ხორცში კი — ეკალივით, რომელიც უნდა მოიკვეთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი ძენი ვერ შეძლებენ ჩემს ნაცვლად მეუფებას და მახრჩობელ შევიწროებას განიცდიან. რატომ მოვედი? სწორედ იმისთვის, რომ მხარი დავუჭირო და გავამხნევო ჩემი ძენი, რათა მათი ჩაგვრის, დაშინების, ცივი მზერისა და შეურაცხყოფის ატანის დღეები სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს!
იყავი თამამი. მე ყოველთვის შენთან ერთად ვივლი, შენთან ერთად ვიცხოვრებ, შენთან ერთად ვისაუბრებ და შენთან ერთად ვიმოქმედებ. ნუ გეშინია. ნუ მოგერიდება საუბარი. ყოველთვის ხორციელი გრძნობები გამოძრავებს სხვა ადამიანების მიმართ და ყოველთვის მორცხვი და შეშინებული ხარ. ისინი, ვისაც არავითარი სარგებელი არ მოაქვს ეკლესიის შენებისთვის, უნდა მოიცილო. ეს მოიცავს ეკლესიაში მყოფ იმ ადამიანებს, რომელთა მდგომარეობაც არ არის კარგი და რომლებსაც არ შეუძლიათ იმოქმედონ ჩემი სიტყვების შესაბამისად, რომ აღარაფერი ვთქვათ თქვენს არამორწმუნე დედასა და მამაზე. მე ასეთი რამეები არ მჭირდება. ისინი უნდა აღმოიფხვრას და არცერთი არ უნდა დარჩეს. უბრალოდ გაითავისუფლე ხელ-ფეხი ბორკილებისგან. სანამ გულდასმით აკვირდები საკუთარ ზრახვებს და ისინი არ უკავშირდება მოგებასა და დანაკარგს, არც დიდებასა და სარგებელს, არც პირად ურთიერთობებს, მაშინ გამოგყვები და ყოველთვის ყველაფერზე მიგითითებ და ამას ნათლად გავაკეთებ.
აჰ, ჩემო ძენო! რა უნდა ვთქვა? მიუხედავად იმისა, რომ ამას ვამბობ, კვლავ არ ითვალისწინებთ ჩემს გულს და კვლავ ზედმეტად მორცხვები ხართ. რისი გეშინიათ? რატომ ხართ კვლავ შებოჭილნი კანონებითა და წესებით? მე გაგათავისუფლეთ, მაგრამ კვლავ არ გაქვთ თავისუფლება. რატომ ხდება ასე? იქონიე ჩემთან მეტი თანაზიარება და მე გეტყვი. ნუ გამომცდი. მე პრაქტიკული ვარ. მე არავითარი სიცრუე არ გამაჩნია; ყველაფერი პრაქტიკულია! რასაც ვამბობ, ასეა. მე არასოდეს გადავდივარ ჩემს სიტყვას.