თავი 22
ღვთის რწმენა ადვილი საქმე არ არის. თქვენ გონებაარეულები მიჰყვებით, ყველაფერს ჭამთ და ფიქრობთ, რომ მას ასეთი გემო და არომატი აქვს! ზოგიერთი თქვენგანი ამას უკვე ტაშსაც უკრავს — თქვენ არანაირი სულიერი გამჭრიახობა არ გაქვთ. ეს არის გამოცდილება, რომელსაც სერიოზული გადახედვა სჭირდება. ბოლო დღეებში ყველა სახის სული ჩნდება თავისი როლის შესასრულებლად, ღვთის შვილების წინსვლის ღიად წინააღმდეგობის გასაწევად და ეკლესიის აშენების დივერსიაში მონაწილეობის მისაღებად. თუ ამას მსუბუქად მოეკიდებით და სატანას მოქმედების საშუალებას მისცემთ, ეკლესია სრულ ქაოსში ჩავარდება, ხალხი დაპანიკდება და გამოსავალი არ ექნება, ხოლო მძიმე შემთხვევებში, ადამიანების ხილვები გაქრება. ამრიგად, მთელი გულის სისხლი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გავიღე, ამაოდ ჩაივლის!
ეკლესიის აშენების დრო ასევე ის დროა, როდესაც სატანა თავისი სიგიჟის უმაღლეს წერტილს აღწევს. სატანა ყველაზე ხშირად ვიღაცებს იყენებს არეულობისა და დაბრკოლებების შესაქმნელად, და სწორედ ისინი, ვინც არ იცნობენ სულებს და ვინც ახალი მორწმუნეები არიან, ყველაზე ადვილად ასრულებენ სატანის როლს. ხშირად, რადგან ხალხს არ ესმის სულიწმიდის საქმე, ისინი თვითნებურად მოქმედებენ, სრულიად საკუთარი უპირატესობების, საკუთარი საქმიანობის გზებისა და საკუთარი წარმოდგენებისამებრ. მოთოკე შენი ენა — ეს შენსავე დასაცავად არის. სათანადოდ დაემორჩილე და იყავი მორჩილი. ეკლესია საზოგადოებისგან განსხვავდება. საქმე ის არ არის, რომ აუცილებლად უნდა ისაუბროთ მხოლოდ იმიტომ, რომ საუბარი გიყვარს; არც ისაა საჭირო, რომ ყველაფერი, რაც თავში მოგივა, თქვა. აქ ეს გამორიცხულია, რადგან ღვთის სახლია. ღმერთი არ იღებს საქმეების კეთების ადამიანურ ხერხებს. თქვენ სულის მიყოლით უნდა აკეთებდეთ საქმეს; უნდა ცხოვრობდეთ ღვთის სიტყვებით და მხოლოდ მაშინ შეგიყვარებენ სხვები. უნდა მიენდოთ ღმერთს, რომ ჯერ საკუთარ თავში არსებული სიძნელეები მოაგვარო და შენი გადაგვარებული ხასიათი მოიშორო. შენ უნდა შეძლო, ჭეშმარიტად ჩაწვდე საკუთარ მდგომარეობას და იცოდე როგორ უნდა იმოქმედო და მეტი თანაზიარება გქონდეს ნებისმიერ რამეზე, რაც არ გესმის. მიუღებელია, რომ ადამიანი საკუთარ თავს არ იცნობდეს. ჯერ საკუთარი თავი განკურნეთ, და უფრო ხშირად ჭამეთ და სვით ჩემი სიტყვები და დაფიქრდით მასზე, იცხოვრეთ და იმოქმედეთ ჩემი სიტყვების საფუძველზე; სახლში ხარ თუ სხვაგან, უნდა აძლევდე ღმერთს უფლებას, რომ შენში იმეფოს. თუ მოიშორებ ხორციელებას და ბუნებრიობას და ყოველთვის ნებას მისცემ ღვთის სიტყვებს, რომ შენში ბატონობდნენ, არ მოგიწევს იმაზე ნერვიულობა, რომ შენი ცხოვრება არ შეიცვლება; დროთა განმავლობაში იგრძნობ, რომ შენი ხასიათი დიდწილად შეიცვალა. ადრე ან ცდილობდი ყურადღების ცენტრში ყოფნას და არავის უთმობდი, ან ამბიციური, თვითმართალი და ამპარტავანი იყავი. ამ ყველაფერს თანდათან მოიშორებ. თუ ახლავე გსურს მათი მოშორება, ეს შეუძლებელია! ეს იმიტომ, რომ შენი ძველი „მე“ სხვებს არ მისცემს იმის უფლებას, რომ შეეხონ, ისეთი ღრმაა მისი ფესვები. ასე რომ, უნდა გამოიჩინო სუბიექტური ძალისხმევა, აქტიურად დაემორჩილო სულიწმიდის საქმეს, გამოიყენო შენი ნება ღმერთთან თანამშრომლობისთვის და მზად იყო, პრაქტიკაში გამოიყენო ჩემი სიტყვები. თუ ცოდვას ჩაიდენ, ღმერთი გაგწვრთნის. როდესაც მობრუნდები და გაიგებ, მაშინვე შენში ყველაფერი კარგად იქნება. თუ უაზროდ ილაპარაკებ, დაუყოვნებლივ დაისჯები შენშივე. როდესაც დაინახავ, რომ ღმერთს არ მოსწონს ასეთი რამეები, მაშინვე შეწყვიტე და შინაგანი სიმშვიდე გექნება. არიან ახალი მორწმუნეები, რომლებსაც არ ესმით, რა არის ცხოვრების გრძნობები ან როგორ იცხოვრონ ამ გრძნობებით. ზოგჯერ გიკვირს, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი გითქვამს, რატომ არ ხარ შინაგანად მშვიდად. ასეთ დროს შენი ფიქრები და იდეებია მცდარი. ზოგჯერ საკუთარი არჩევანი, წარმოდგენები და აზრები გაქვს; ზოგჯერ სხვებს შენზე ნაკლებად მიიჩნევ; ზოგჯერ პატარა გათვლებს აკეთებ და არ ლოცულობ ან არ აკვირდები საკუთარ თავს. სწორედ ამიტომ არ გაქვს შინაგანი სიმშვიდე. შესაძლოა, იცოდე, რა არის პრობლემა, ამიტომ გულში მაშინვე უხმე ღვთის სახელს, მიუახლოვდი ღმერთს და განიკურნები. როცა შენი გული სულ უფრო მეტად აფორიაქდება და სიმშვიდე მოაკლდება, აბსოლუტურად არ უნდა იფიქრო, რომ ღმერთი გთხოვს საუბარს! ახალი მორწმუნეები განსაკუთრებით სათანადოდ უნდა დაემორჩილონ ღმერთს ამაში. გრძნობები, რომლებსაც ღმერთი აძლევს ადამიანებს შინაგანად, არის სიმშვიდე, სიხარული, სიცხადე და სიმტკიცე. ხშირად არიან ადამიანები, რომლებსაც ეს არ ესმით და რეალურად დაუფიქრებლად და თვითნებურად მოქმედებენ — ეს ყველაფერი ხელისშემშლელია; ამას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე. თუ ამ პრობლემისკენ ხარ მიდრეკილი, ჯერ „პროფილაქტიკური წამალი“ უნდა მიიღო; წინააღმდეგ შემთხვევაში, დაბრკოლებებს შექმნი და ღმერთი განგგმირავს. ნუ იქნები თვითმართალი; გამოიყენე სხვების ძლიერი მხარეები საკუთარი სისუსტეების დასაკომპენსირებლად, უყურე, როგორ ცხოვრობენ სხვები ღვთის სიტყვებით და ნახე, ღირს თუ არა მათი ცხოვრების, მოქმედებისა და მეტყველების მიბაძვა. თუ ყველას შენზე ნაკლებად მიიჩნევ, თვითმართალი და ამპარტავანი ხარ და სხვებს არ აღაშენებ. ახლა ყველაზე მთავარი ისაა, რომ ცხოვრებაზე ფოკუსირდე, მეტი ჭამო და სვა ჩემი სიტყვები, განიცადო ისინი, შეიცნო და ჩემი სიტყვები მართლაც შენს ცხოვრებად აქციო — მთავარი სწორედ ეს არის. თუ ვინმე ვერ ცხოვრობს ღვთის სიტყვებით, შეუძლია მის სიცოცხლეს მომწიფება? არა, არ შეუძლია! მუდამ ჩემი სიტყვებით უნდა ცხოვრობდე და ჩემი სიტყვები უნდა გქონდეს ცხოვრებაში ქცევის კრიტერიუმად, რათა იგრძნო, რომ ასეთი მოქმედება მოსწონს ღმერთს, და ისეთი — ეზიზღება ღმერთს; და ნელ-ნელა სწორ გზაზე დადგები. უნდა გესმოდეს, რა მოდის ღვთისგან და რა — სატანისგან. ის, რაც ღვთისგან მოდის, შენს ხედვებს მეტ სიცხადეს ჰმატებს, სულ უფრო გაახლოებს ღმერთთან, გაძლევს ძმებთან და დებთან გულწრფელი სიყვარულის გაზიარების საშუალებას, გძენს უნარს, რომ გაითვალისწინო ღვთის ტვირთი, არ მისცემს შენს ღვთისმოყვარე გულს დასუსტების საშუალებას და წინ სავალ გზას დაგიტოვებს. სატანისგან მომდინარეობს ის, რომ შენი ხედვები ქრება და კარგავ ყველაფერს, რაც ადრე გქონდა. ღმერთს შორდები, ძმებისა და დების მიმართ სიყვარული აღარ გაქვს და გძულს ისინი. გამოსავალი არ გაქვს, აღარ გსურს საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრება და შენი ღვთისმოყვარე გული აღარ არსებობს. ეს სატანის საქმე და აგრეთვე ბოროტი სულების მოქმედების შედეგია.
ახლა გადამწყვეტი მომენტია. თქვენ კარგად უნდა იდგეთ თქვენს ბოლო სადარაჯოზე, თვალი გეჭიროთ სულიერად, რათა შეძლოთ სიკეთისა და ბოროტების გარჩევა, და მთელი ძალისხმევა მიმართოთ ეკლესიის ასაშენებლად. მოიცილეთ სატანის მსახურები, რელიგიური დაბრკოლებები და ბოროტი სულების საქმეები და განწმინდეთ ეკლესია, რათა ჩემი ნება დაუბრკოლებლად შესრულდეს და კატასტროფებამდე არსებულ უკიდურესად ხანმოკლე დროში, ჭეშმარიტად შეძლოთ, რაც შეიძლება სწრაფად გახდეთ სრულქმნილნი და დიდებაში შეხვიდეთ.