თავი 21

სულიწმიდის საქმემ კვლავ მოგიყვანათ ახალ ცასა და ახალ მიწაზე. ყველაფერი ახლდება, ჩემს ხელშია და ყოველივე ახალი ძალით იწყება! ადამიანური წარმოდგენების თანახმად, ამის გაგება ან ახსნა შეუძლებელია, მაგრამ ზუსტად ეს არის ჩემი საქმე და ამაშია ჩემი სიბრძნე. ამიტომ, თქვენ უბრალოდ უნდა მოიშოროთ ყველა თქვენი წარმოდგენა და შეხედულება, ჭამოთ და სვათ, მორჩილება გამოიჩინოთ ამ პროცესში და საერთოდ არ შეიტანოთ რაიმე ეჭვი. რადგან ამგვარად ვმოქმედებ, წმიდა პასუხისმგებლობა უნდა ვიკისრო. ფაქტობრივად, საქმე არ ეხება იმას, თუ რა უნდა აკეთონ ადამიანებმა; არამედ სწორედ ღმერთია, ვინც სასწაულებს ახდენს და თავის ყოვლისშემძლეობას ამჟღავნებს. ადამიანებმა არ უნდა იტრაბახონ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ღმერთზე ტრაბახობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალდები. ღმერთი მტვრიდან წამოაყენებს გაჭირვებულს; მდაბალნი ამაღლდებიან. მე ჩემს მრავალგვარ სიბრძნეს გამოვიყენებ საყოველთაო ეკლესიის სამართავად, რათა კარგად ვმართო ურიცხვი ერი და ჩემი რჩეული ურიცხვი ხალხი, რათა ისინი ყველანი ჩემში იყვნენ და ყველა თქვენგანი დამემორჩილოს ეკლესიაში. ვინც წინათ არ გამოიჩინა მორჩილება, ახლა უნდა იყოს მორჩილი ჩემ წინაშე; ყველანი ერთმანეთს დაემორჩილებით, შეიწყნარებთ, ერთმანეთს შეუერთდებით სიცოცხლეში, ერთიმეორეს შეიყვარებთ, ერთმანეთის ძლიერ მხარეებს გამოიყენებთ საკუთარი სისუსტეების დასაკომპენსირებლად და ითანამშრომლებთ ჩემს მსახურებაში. ამგვარად აშენდება ეკლესია და სატანას არ მიეცემა ხელყოფის შანსი. მხოლოდ მაშინ აღსრულდება ჩემი მართვის გეგმა. ნება მომეცით, აქ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ. არ დაუშვა, რომ შენში გაუგებრობები წარმოიშვას იმის გამო, რომ ასეთი და ასეთი ადამიანი რაღაცნაირია, ან ასე და ისე მოიქცა, რამაც შენი სულიერი მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. როგორც ვხედავ, ეს ნამდვილად არის ისეთი რამ, რაც არ უნდა ხდებოდეს და რაც უსარგებლოა. განა ის, ვისიც გწამს, ღმერთი არ არის? იგი ვიღაც ადამიანი როდია. ფუნქციები განსხვავებულია, მაგრამ მხოლოდ ერთი სხეულია. თითოეულმა თქვენგანმა საკუთარი მოვალეობა უნდა შეასრულოს, დარჩეს თავის ადგილზე და გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, გამოსცეს იმდენი სინათლე, რამდენი სითბოც აქვს, და მიისწრაფვოდეს სიცოცხლეში სიმწიფისაკენ. სწორედ ეს დამაკმაყოფილებს მე.

თქვენ მხოლოდ უნდა დაადუმოთ გულები ჩემ წინაშე, გქონდეთ მჭიდრო თანაზიარება და ერთობა ჩემთან, და როდესაც არის რაღაცები, რასაც ვერ იგებთ, მეტი ეძიეთ, აღავლინეთ ლოცვები და დაელოდეთ ჩემს ჟამს. ყველაფერს ნათლად შეხედეთ სულიდან. არ იმოქმედოთ დაუფიქრებლად, რათა არ გადაუხვიოთ გზიდან. მხოლოდ ამ გზით გამოიღებს ჭეშმარიტ ნაყოფს შენ მიერ ჩემი სიტყვების ჭამა და სმა. ხშირად ჭამეთ და სვით ჩემი სიტყვები, აწონ-დაწონეთ, რაც ვთქვი, მიაქციეთ ყურადღება ჩემი სიტყვების პრაქტიკაში განხორციელებას და ცხოვრებაში გამოავლინეთ ჩემი სიტყვების რეალობა; ეს არის მთავარი საკითხი. ეკლესიის აშენების პროცესი ასევე სიცოცხლის ზრდის პროცესია. თუ თქვენი სიცოცხლე წყვეტს ზრდას, ვერ აშენდებით. თუ მიენდობით ბუნებრიობას, ხორცს, გულმოდგინებას, წვლილს ან მონაცემებს, მაშინ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგია ეს ყოველივე, ვერ აშენდებით. თქვენ უნდა ცხოვრობდეთ სიცოცხლის სიტყვებში, ცხოვრობდეთ სულიწმიდისგან მომდინარე ნათლის მოფენასა და განათებაში, იცნობდეთ თქვენს რეალურ მდგომარეობას და იყოთ შეცვლილი ადამიანი. თქვენ უნდა გქონდეთ სულიერი გამჭრიახობა, მიიღოთ ახალი გაცისკროვნება და შეგეძლოთ ახალ სინათლეს ფეხდაფეხ მიჰყვეთ. თქვენ უნდა შეგეძლოთ ჩემთან დაახლოება და ჩემთან განუწყვეტელი თანაზიარება. თქვენ უნდა შეგეძლოთ, თქვენი ყოველდღიური ქმედებები ჩემს სიტყვებზე დააფუძნოთ, ჩემი სიტყვებისამებრ სათანადოდ მოექცეთ ყველანაირ ადამიანს, მოვლენასა და საქმეს, გქონდეთ ჩემი სიტყვები თქვენი ცხოვრებისა და საქციელის სტანდარტად და გამოავლინოთ ჩემი ხასიათი.

თუ გსურთ, ჩაწვდეთ და გაითვალისწინოთ ჩემი განზრახვები, ყურადღება უნდა მიაქციოთ ჩემს სიტყვებს. არ იმოქმედოთ დაუფიქრებლად. ყველაფერს, რასაც არ ვიწონებ, უბედურება მოაქვს. მხოლოდ იმას მოაქვს კურთხევა, რასაც ვიწონებ. მე ვამბობ და ის იქმნება; ვბრძანებ და მტკიცდება. რისი ნებართვაც არ მომიცია, საერთოდ არ უნდა გააკეთოთ, რათა არ გავბრაზდე შენზე; მაშინ მეტისმეტად გვიანი იქნება სინანული!

წინა: თავი 20

შემდეგი: თავი 22

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება