თავი 117

შენ შლი გრაგნილს და შენვე ხსნი შვიდ ბეჭედს, რადგან ყოველი საიდუმლო შენგან მომდინარეობს და ყოველი კურთხევა შენით ცხადდება. უთუოდ მარადიულად მეყვარები და ყოველ ერს აუცილებლად თაყვანს გაცემინებ, რადგან შენ ჩემი არსება ხარ; ჩემი უხვი და სრული გამოვლენის ნაწილი და ჩემი სხეულის განუყოფელი ნაწილი ხარ. ამიტომ, განსაკუთრებული მოწმობა უნდა გავცე. ჩემს არსებაში მყოფის გარდა, სხვა ვინ შეესაბამება ჩემს განზრახვებს? საკუთარ თავზე კი არ მოწმობ, არამედ ჩემი სული მოწმობს შენზე, და ნამდვილად არ ვაპატიებ მას, ვინც გაბედავს შენთვის წინააღმდეგობის გაწევას, რადგან ეს ჩემს უზენაეს განჩინებას ეხება. რასაც იტყვი, უთუოდ აღვასრულებ და რასაც გაიფიქრებ, აუცილებლად მივიღებ. თუ ვინმე არ არის შენდამი ერთგული, მაშინ იგი ღიად მიწევს წინააღმდეგობას და ნამდვილად არ ვაპატიებ მას. სასტიკად გავკიცხავ ყველას, ვინც წინააღმდეგობას უწევს ჩემს ძეს და ვაკურთხებ მათ, ვინც შენი შესატყვისია. სწორედ ამ ხელმწიფებას განიჭებ. იმაში, რაც წარსულში ითქვა — პირმშო ძეთა მიმართ წაყენებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებში — შენ ხარ სანიმუშო. ანუ, როგორიც შენ ხარ, ისეთებივე უნდა იყვნენ პირმშო ძენიც, როგორც ამას მოვითხოვ. ამის გაკეთება ადამიანებს არ ძალუძთ, ამას თავად ჩემი სული აღასრულებს. თუ ვინმეს სჯერა, რომ ადამიანები მოწმობენ შენზე, ის ქმნილება უეჭველად სატანის მოდგმა და ჩემი მტერია! ამიტომ, ეს მოწმობა უდავოა, მარადიულად უცვლელია და სწორედ მას ადასტურებს სულიწმიდა! არავის აქვს უფლება, თვითნებურად შეცვალოს იგი და ვინც ამას იზამს, არ ვაპატიებ! რადგან ადამიანებს არ შეუძლიათ ჩემზე დამოწმება, თავად ვმოწმობ ჩემს არსებაზედა ხალხი არ უნდა ჩაერიოს ჩემს საქმეში! ეს არის მკაცრი განკითხვის სიტყვები და თითოეულმა ადამიანმა გულში უნდა ჩაიბეჭდოს ისინი!

გულდასმით უნდა დაფიქრდეთ და ყურადღება მიაქციოთ ჩემი ნათქვამის ყოველ დეტალს. ნუ მოეპყრობით ჩემს სიტყვებს დაუდევრად, არამედ ყურადღებით მოუსმინეთ. რატომ ვამბობ, რომ პირმშო ძენი ჩემი არსება და ჩემი სასუფევლის განუყოფელი ნაწილი არიან? ყოველთა საუკუნეთა უწინარეს, ჩვენ ერთად ვცხოვრობდით და არასდროს დავშორებულვართ. სატანისეული შფოთის გამო, მას შემდეგ, რაც პირველად განვკაცდი, მე დავბრუნდი სიონში. აქედან გამომდინარე, ყველანი მოვედით წუთისოფელში და მას შემდეგ, რაც მე გავიმარჯვებ უკანასკნელ დღეებში — ანუ, მას შემდეგ, რაც მე გამოგიხსნით იმ ხორცისგან, რომელიც სატანამ გახრწნა — დაგაბრუნებთ სიონში, რათა ჩემი არსება კვლავ გაერთიანდეს და აღარასოდეს დაშორდეს. ამის შემდეგ მე აღარ განვკაცდები და თქვენ ნამდვილად აღარ გამოხვალთ ჩემი სხეულიდან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამის შემდეგ მე აღარ შევქმნი წუთისოფელს, არამედ სამუდამოდ განუყოფელი დავრჩები ჩემი პირმშო ძეებისგან სიონში, რადგან ყოველივე საფუძვლიანად აღსრულდება და მე მთელ ძველ ეპოქას დავასრულებ. მხოლოდ სიონშია ახალი ცისა და ახალი მიწის ცხოვრება, რადგან ჩემი არსება სიონში მკვიდრობს. ამის მიღმა აღარ იარსებებს სხვა ახალი ცა ან ახალი მიწა. მე ვარ ახალი ცა და მე ასევე ვარ ახალი მიწა, რადგან ჩემი პიროვნება ავსებს მთელ სიონს. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ჩემი პირმშო ძენი არიან ახალი ცა, ჩემი პირმშო ძენი არიან ახალი მიწა. მე და ჩემი პირმშო ძენი ერთი სხეული ვართ, განუყოფელნი. ჩემზე საუბარი აუცილებლად მოიცავს პირმშო ძეებსაც და მე ნამდვილად არ ვაპატიებ არავის, ვინც ჩვენს დაშორებას შეეცდება. როდესაც მე უთვალავ ერსა და ჩემს უთვალავ რჩეულ ხალხს ჩემი ტახტის წინაშე დავაბრუნებ, ყოველი სატანა სრულად შერცხვება და ყველა ბინძური დემონი უკან დაიხევს ჩემგან. მაშინ უდავოა, რომ სამართლიანობა იარსებებს ჩემს უთვალავ რჩეულ ხალხს შორის (რაც ნიშნავს ჩემს ძეებსა და ხალხს შორის) და უდავოა, რომ აღარ იქნება სატანისეული შფოთი უთვალავ ერს შორის, რადგან მე ვმართავ უთვალავ ერსა და ჩემს უთვალავ რჩეულ ხალხს, მთელი სამყარო ჩემს ხელში იქნება და ყოველი სატანა სრულად განადგურდება, მთლიანად დამარცხდება და მიიღებს ჩემი უზენაესი განჩინების სასჯელს.

განვაგრძობ ჩემს საქმეს ჩემს უთვალავ რჩეულ ხალხს შორის, მაგრამ მათზე მხოლოდ ჩემი სულის ნათელია მოფენილი და მათ შორის არავინაა იმის ღირსი, რომ გააცხადოს ჩემი საიდუმლოებანი; არავინაა ღირსი, რომ გამომხატოს. მხოლოდ ის, ვინც ჩემგან მოდის, არის შესაფერისი, შეასრულოს ჩემი საქმე — რაც შეეხება დანარჩენებს, მათ მხოლოდ დროებით ვიყენებ. ჩემი სული თვითნებურად არ გადმოვა ადამიანზე, რადგან ყოველივე ჩემი ძვირფასია. ჩემი სულის გადმოსვლა ვინმეზე და ჩემი სულის მოქმედება ვინმეში სრულიად განსხვავებული მოვლენებია. ჩემი სული მოქმედებს იმ ადამიანებში, რომლებიც ჩემს გარეთ არიან მაგრამ ჩემი სული გადმოდის მასზე, ვინც ჩემგან მოდის. ეს ორი სრულიად დაუკავშირებელი საკითხია. რადგან ის, ვინც ჩემგან მოდის, წმინდაა, ხოლო ისინი, ვინც ჩემს გარეთ არიან, არ არიან წმინდანები, რაგინდ კარგებიც უნდა იყვნენ. ჩემი სული დაუფიქრებლად არ გადმოვა ვინმეზე. ხალხმა არ უნდა იდარდოს. შეცდომებს არ ვუშვებ და სრულიად ვარ დარწმუნებული იმაში, რასაც ვაკეთებ! რაკი დავამოწმე მასზე, უთუოდ დავიცავ კიდეც; ის ნამდვილად ჩემგან მოდის და ჩემი არსების აუცილებელი ნაწილია. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ადამიანები გვერდზე გადადებენ საკუთარ წარმოდგენებს, უარყოფენ სატანის შთაგონებულ ნებისმიერ აზრს, დაიჯერებენ, რომ ჩემი ყოველი გამონათქვამი ჭეშმარიტია და გულში ეჭვებს არ გაიჩენენ. ეს არის ჩემი დავალება კაცობრიობისადმი, ჩემი შეგონება კაცობრიობისადმი. ყველა უნდა დაემორჩილოს ამას, სრულად უნდა იყოს დარწმუნებული და ჩემი სიტყვა საზომად უნდა მიიღოს.

არა მხოლოდ უთვალავ ერსა და ჩემს უთვალავ რჩეულ ხალხს შორის უნდა დავიწყო ჩემი საქმე, არამედ, რაც მთავარია, ჩემი საქმე ყველგან, მთელ სამყაროში უნდა დავიწყო, და ეს კიდევ უფრო მეტად აჩვენებს, რომ სიონში ჩემი დაბრუნების დღე შორს არ არის (რადგან აუცილებელია დავბრუნდე სიონში, სანამ დავიწყებდე საქმეს ჩემს უთვალავ რჩეულ ხალხს შორის და მთელ სამყაროში). არის კი ვინმე, ვისაც შეუძლია ჩაწვდეს ჩემი საქმის ნაბიჯებსა და ჩემი მოქმედებისგზას? იმას, რომ უცხოელებს სულიერად შევხვდები, იმიტომ ვამბობ, რომ ხორციელად ამის გაკეთება პრინციპულად შეუძლებელია და არც ის მსურს, რომ მეორედ ჩავიგდო თავი საფრთხეში. სწორედ ეს არის უცხოელებთან სულიერი თანაზიარების მიზეზები. ეს ნიშნავს ყოფნას ჭეშმარიტ სულიერ სამყაროში და არა რაღაც ბუნდოვან სულიერ სამყაროში, როგორც ეს წარმოუდგენიათ მათ[ა], ვინც ხორციელად ცხოვრობს. ის, რასაც იმ დროს ვიტყვი, განსხვავებული იქნება მხოლოდ ჩემი საუბრის მანერით, რადგან სხვა ეპოქაში ვისაუბრებ. ამიტომ, კვლავ და კვლავ მოვუწოდებკაცობრიობას, ყურადღება მიაქციონ ჩემი საუბრის მანერას, და ასევე მოვუწოდებ კაცობრიობას, რომ ჩემს ნათქვამში არის საიდუმლოებანი, რომელთა გაცხადებაც ადამიანებს არ ძალუძთ. მაგრამ არავის ესმის, რატომ ვამბობ ამას, და მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს ამას გიმჟღავნებთ, შეგიძლიათ მაინც ჩაწვდეთ, მაგრამ მაინც არა სრულად. ჩემი საქმის ამ ეტაპის შემდეგ, ეტაპობრივად გამცნობთ. (ამ გზით ჯერ კიდევ მსურს ზოგიერთების ჩამოშორება, ამიტომ ჯერჯერობით არაფერს ვიტყვი.) ეს არის ჩემი საქმის შემდეგი ნაბიჯის მეთოდი. ყველამ ყურადღება უნდა მიაქციოს და ნათლად დაინახოს, რომ თავად მე ვარბრძენი ღმერთი.

სქოლიო:

ა. ორიგინალი ტექსტი არ შეიცავს ფრაზას „როგორც ეს წარმოუდგენიათ მათ“.

წინა: თავი 116

შემდეგი: თავი 118

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება