თავი 111
შენი წყალობით ურიცხვი ერი ნამდვილად იკურთხება; შენი წყალობით ურიცხვი ხალხი მაქებს და მადიდებს. ჩემი სასუფეველი აყვავდება, გაძლიერდება და მარადიულად იარსებებს. არავის მიეცემა მისი გათელვის უფლება და არაფერს მიეცემა არსებობის ნება, რაც ჩემი შესატყვისი არ იქნება, რადგან მე ვარ თავად დიდებული ღმერთი, რომელიც არ შეიწყნარებს შეურაცხყოფას. არავის ვაძლევ ჩემი განსჯის უფლებას და არავის ვრთავ ნებას, იყოს ჩემთან შეუსაბამო. ეს საკმარისია ჩემი ხასიათისა და დიდებულების საჩვენებლად. როდესაც ვინმე წინააღმდეგობას მიწევს, მას ჩემს დროს დავსჯი. რატომ არავის უნახავს, რომ ვინმე დავსაჯე? მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა და ჩემს ხელს ჯერ ჭეშმარიტად არ უმოქმედია. მიუხედავად იმისა, რომ დიდი კატასტროფები უკვე დატრიალდა, ეს მხოლოდ იმის გაცხადებას მოიცავდა, თუ რას გულისხმობს დიდი კატასტროფები, ხოლო დიდი კატასტროფების რეალობა ჯერ არცერთ ადამიანს არ დასტეხია თავს. ჩაწვდით კი რაიმეს ჩემი სიტყვებიდან? დღეს მე დავიწყებ დიდი კატასტროფების რეალობის გამოვლენას. ამის შემდეგ ვინც წინააღმდეგობას გამიწევს, ჩემი ხელით განიგმირება. წარსულში მხოლოდ ის გავაკეთე, რომ რამდენიმე ადამიანი გამოვააშკარავე; დიდი კატასტროფა ჯერ არ დამდგარა. დღევანდელი დღე განსხვავდება წარსულისგან. რადგან ყველაფერი გითხარით იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს დიდი კატასტროფები; დათქმულ დროს საჯაროდ გამოვაცხადებ დიდი კატასტროფების რეალობას. მანამდე არავის შეხებია დიდი კატასტროფა, ამიტომ ადამიანთა უმეტესობა (ანუ დიდი წითელი დრაკონის შთამომავლები) კვლავაც განაგრძობდა თარეშს და დაუფიქრებლად და თვითნებურად მოქმედებდა. როდესაც რეალობა დადგება, ეს უბადრუკნი სრულად დარწმუნდებიან. სხვაგვარად ყველა ეჭვქვეშ დამაყენებდა და ჩემ შესახებ არავის ექნებოდა ნათელი წარმოდგენა. ეს არის ჩემი ადმინისტრაციული განკარგულება. აქედან ჩანს, რომ ჩემი მუშაობის წესი (რაც გულისხმობს ყველა ადამიანზე ჩემი მუშაობის წესს) შეიცვალა: მე ვავლენ ჩემს რისხვას, სამსჯავროსა და წყევლას დიდი წითელი დრაკონის შთამომავლების მიმართ და ჩემმა ხელმა დაიწყო ყველა იმ ადამიანის გაკიცხვა, ვინც წინააღმდეგობას მიწევს. მე ვავლენ ჩემს გულმოწყალებასა და კეთილმოსურნე სიყვარულს პირმშო ძეების მეშვეობით. უფრო მეტიც, პირმშო ძეების მეშვეობით ვავლენ ჩემს ხასიათს, რომელიც წმინდაა და შეურაცხყოფას ვერ ეგუება; მე ვავლენ ჩემს ხელმწიფებასა და პიროვნებას. მსახურების შემსრულებლები დამკვიდრდნენ, რათა მემსახურონ; ჩემი პირმშო ძენი სულ უფრო და უფრო მეტად ცხადდებიან. ჩემი მოწინააღმდეგეების განგმირვით მსახურების შემსრულებელთ ვაჩვენებ ჩემს შეუბრალებელ ხელს, რათა ისინი შიშითა და ძრწოლით მემსახურონ; ასევე ჩემს პირმშო ძეებს ვაჩვენებ ჩემს ხელმწიფებას და ვეხმარები ჩემს უკეთ შეცნობაში, რათა ისინი გაიზარდონ სიცოცხლეში. სიტყვები, რომლებიც ბოლო პერიოდში წარმოვთქვი (მათ შორის ადმინისტრაციული განკარგულებები, წინასწარმეტყველება და ყველა სახის ადამიანის სამსჯავრო), თანმიმდევრულად იწყებს აღსრულებას; ანუ ადამიანები დაინახავენ, რომ ჩემი სიტყვები მათ თვალწინ ხორციელდება, რომ ჩემი არცერთი სიტყვა არ არის ფუჭი, არამედ თითოეული მათგანი პრაქტიკულია. სანამ ჩემი სიტყვები აღსრულდება, ბევრი ადამიანი წავა, რადგან ისინი არ აღსრულებულა. ეს არის ჩემი საქმიანობის წესი — ეს არ გულისხმობს მხოლოდ ჩემი რკინის კვერთხის გამოყენებას; უფრო მეტიც, ეს არის ჩემი სიტყვების სიბრძნე. აქედან შეიძლება დავინახოთ ჩემი ყოვლისშემძლეობა და სიძულვილი დიდი წითელი დრაკონის მიმართ. (ამის დანახვა მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც ჩემს საქმეს დავიწყებ. ახლა ზოგიერთი ადამიანი გამოაშკარავებულია — ეს ჩემი გაკიცხვის მხოლოდ მცირე ნაწილია, მაგრამ ის არ შეიძლება ჩაითვალოს დიდ კატასტროფად. ამის გაგება რთული არ არის. ამგვარად ჩანს, რომ ამიერიდან ჩემი საქმიანობის წესი ადამიანთათვის კიდევ უფრო რთულად გასაგები იქნება. დღეს ამას იმიტომ გეუბნებით, რომ როდესაც დრო მოვა, ამის გამო არ დასუსტდეთ. სწორედ ამას განდობთ, რადგან მოხდება ისეთი რამ, რაც საუკუნეების მანძილზე არავის უნახავს და რაც ადამიანებს გაურთულებს საკუთარი გრძნობების დათმობასა და თვითმართლობის უარყოფას). მიზეზი, რის გამოც სხვადასხვა ხერხს ვიყენებ დიდი წითელი დრაკონის დასასჯელად, არის ის, რომ იგი ჩემი მტერი და მოწინააღმდეგეა, უნდა გავანადგურო მისი ყველა შთამომავალი — მხოლოდ მაშინ შევძლებ გულიდან სიძულვილის ამოძირკვას და დიდი წითელი დრაკონის სათანადოდ დამცირებას. მხოლოდ ეს არის დიდი წითელი დრაკონის სრული განადგურება და მისი ჩაგდება ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, უძირო უფსკრულში.
მხოლოდ გუშინ არ მიმიცია ჩემი პირმშო ძეებისთვის უფლება, ემეფათ ჩემთან ერთად და ჩემთან ერთად ემართათ ურიცხვი ერი და დამტკბარიყვნენ კურთხევით; მე ამას დღესაც ვაკეთებ და, რაც მთავარია, ხვალაც გავაკეთებ. მე წარმატებით აღვასრულე ჩემი საქმე — ამას ყოველთვის ვამბობდი და შეიძლება ითქვას, რომ ამის თქმა სამყაროს შექმნიდან დავიწყე, მაგრამ ადამიანებს არ ესმით, რას ვამბობ. შექმნის დროიდან მოყოლებული დღემდე, მე პირადად არ მიმუშავია; სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩემი სული არასოდეს გადმოსულა სრულად ადამიანზე, რათა ესაუბრა და ემუშავა. მაგრამ დღევანდელი დღე განსხვავდება წარსულისგან: ჩემი სული პირადად აღასრრულებს საქმეს და ამას აკეთებს ყველგან სამყაროში. რადგან უკანასკნელ დღეებში მსურს მოვიპოვო ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ჩემთან ერთად ფლობენ ძალაუფლებას, ვითარცა მეფენი; მე ჯერ მოვიპოვებ ადამიანს, რომელიც ჩემთან მიმართებაში ერთსულოვანია და ვისაც შეუძლია ჩემი ტვირთის გათვალისწინება. ამის შემდეგ ჩემი სული სრულად გადმოვა მასზე, რათა გამოხატოს ჩემი ხმა, გამოსცეს ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები და გაუმჟღავნოს ჩემი საიდუმლოებები სამყაროს. ჩემი სული პირადად სრულყოფს მას; ჩემი სული პირადად გაწვრთნის მას. რადგან მას მას ნორმალური ადამიანობა გააჩნია, ვერავინ ხედავს ნათლად. როდესაც ჩემი პირმშო ძენი სხეულში შევლენ, სრულიად ნათელი გახდება, არის თუ არა რეალობა ის, რასაც ახლა ვაკეთებ. რა თქმა უნდა, ადამიანის თვალში, ადამიანური წარმოდგენით, არავის სწამს და არავის შეუძლია დამორჩილება. მაგრამ ასეთია ჩემი შემწყნარებლობა ადამიანების მიმართ. რადგან რეალობა ჯერ არ დამდგარა, ადამიანებს არ ძალუძთ დაჯერება ან გაგება. არასოდეს ყოფილა ვინმე, ვინც თავის ადამიანური წარმოდგენით ირწმუნებდა ჩემს სიტყვებს. ადამიანები ყველანი ასეთები არიან: მათ ან მხოლოდ იმის სწამთ, რასაც ხორციელი სახით ვამბობ ან მხოლოდ ჩემი სულის გამონათქვამის სწამთ. ეს არის ადამიანებში ყველაზე რთულად მოსაგვარებელი რამ. თუ საკუთარი თვალით არ უხილავთ რაიმეს აღსრულება, არავის ძალუძს, უარი თქვას საკუთარ წარმოდგენებზე და ირწმუნოს ის, რასაც ვამბობ. სწორედ ამიტომ ვიყენებ ჩემს ადმინისტრაციულ განკარგულებებს, რათა დავსაჯო ამბოხების ის შვილები.
მსგავსი რამ ადრეც მითქვამს: მე ვარ პირველი და უკანასკნელი და მე ვარ ის, ვინც განაგებს ყოველივეს დასაბამიდან აღსასრულამდე. უკანასკნელ დღეებში მე მოვიპოვებ 144 000 გამარჯვებულ ძეს. თქვენ სიტყვასიტყვით გესმით სიტყვები — „გამარჯვებული ძენი“, მაგრამ ნათელი არ არის რიცხვი — 144 000. ადამიანური წარმოდგენებით, რიცხვი უნდა მიუთითებდეს ადამიანთა ან საგანთა რაოდენობაზე. რაც შეეხება „144 000“-ს, რომელიც განსაზღვრავს „გამარჯვებულ ძეებს“ — „144 000 გამარჯვებული ძე“ — ადამიანებს ჰგონიათ, რომ არსებობს 144 000 გამარჯვებული ძე. უფრო მეტიც, ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ ამ რიცხვის მიღმა რაღაც სიმბოლური მნიშვნელობა იმალება და ისინი 140 000-სა და 4 000-ს ცალ-ცალკე განიხილავენ. მაგრამ ეს ორივე ინტერპრეტაცია მცდარია. ეს არ მიუთითებს რეალურ რაოდენობაზე და მით უმეტეს, არც რაიმე სიმბოლურ მნიშვნელობაზე. არ არსებობს ადამიანი, ვინც ამას ჩაწვდება — წარსული თაობების ადამიანებს ყველას ეგონა, რომ ეს შესაძლოა სიმბოლურ მნიშვნელობაზე მიუთითებდეს. რიცხვი „144 000“ დაკავშირებულია გამარჯვებულ ძეებთან. ამგვარად, 144 000 მიუთითებს უკანასკნელ დღეებში ადამიანთა იმ ჯგუფზე, რომლებიც ფლობენ ძალაუფლებას, ვითარცა მეფენი და რომლებიც მე მიყვარს. ან, 144 000 უნდა განიმარტოს, როგორც ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მოვიდნენ სიონიდან და რომლებიც დაბრუნდებიან სიონში. 144 000 გამარჯვებული ძის სრული განმარტება შემდეგნაირია: ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სიონიდან მოვიდნენ ადამიანთა სამყაროში და სატანის მიერ გაიხრწნენ და რომლებსაც საბოლოოდ კვლავ მოვიპოვებ და ჩემთან ერთად დაბრუნდებიან სიონში. ჩემი სიტყვებიდან შეიძლება დავინახოთ ჩემი საქმის ეტაპები, რაც იმას ნიშნავს, რომ დრო, როდესაც თქვენ სხეულში შეხვალთ, არც ისე შორსაა. სწორედ ამიტომ მე არაერთხელ განგიმარტეთ ეს ასპექტი და შეგახსენეთ ამის შესახებ. თქვენ ნათლად უნდა დაინახოთ და ჩემი სიტყვებიდან უნდა იპოვოთ პრაქტიკაში გამოყენების გზა; ჩემი სიტყვებიდან უნდა გაიგოთ ჩემი საქმის ტემპი. სულიწმიდის საქმის ტემპის გასაგებად თქვენ ის უნდა განიხილოთ იმ საიდუმლოებებზე დაყრდნობით, რომლებსაც მე ვამჟღავნებ (რადგან არავის ძალუძს დაინახოს და ჩასწვდეს სულიწმიდის საქმეს). სწორედ ამიტომ ვამჟღავნებ საიდუმლოებებს უკანასკნელ დღეებში.
ჩემს სახლში არ იქნება არაფერი, რაც ჩემთან შეუსაბამოა და ამიერიდან მე ნელ-ნელა დავიწყებ გაწმენდასა და გასუფთავებას. ადამიანთაგან არავის ძალუძს ჩარევა და ამ საქმის შესრულება. ეს ცხადყოფს, თუ რატომ ვმუშაობ პირადად უკანასკნელ დღეებში. და სწორედ ამიტომ მე მრავალჯერ მითქვამს თქვენთვის, რომ თქვენ მხოლოდ უნდა დატკბეთ და თითის განძრევაც კი არ გჭირდებათ. სწორედ ამის მეშვეობით ვლინდება ჩემი დიდი ძალმოსილება, სამართლიანობა და დიდებულება და მჟღავნდება ყველა ჩემი საიდუმლო, რომელთა ამოხსნაც ადამიანებს არ ძალუძთ. (მათ „საიდუმლოებები“ ეწოდებათ, რადგან ადამიანებს არასოდეს ჰქონიათ რაიმე ცოდნა ჩემი მართვის გეგმის შესახებ ან რაიმე გაგება ჩემი საქმის ეტაპების შესახებ.) ის, რასაც მოვიპოვებ და რასაც ვაკეთებ უკანასკნელ დღეებში, საიდუმლოებებია. სამყაროს შექმნამდე მე არასოდეს გამიკეთებია ის, რასაც დღეს აღვასრულებ და არასოდეს მიჩვენებია ადამიანთათვის ჩემი დიდებული სახე ან ჩემი პიროვნების რომელიმე ნაწილი; მხოლოდ ჩემი სული აღასრულებდა საქმეს ზოგიერთ ადამიანზე. (რადგან სამყაროს შექმნის დროიდან მოყოლებული არავის შეეძლო ჩემი გამოვლენა და გამოხატვა; არასოდეს მიმიცია ადამიანებისთვის ჩემი პიროვნების ხილვის ნება და ჩემი სული საქმეს არასრულებდა ზოგიერთ ადამიანზე.) მხოლოდ დღეს გავუმჟღავნე ჩემი დიდებული ხატი და ჩემი პიროვნება ადამიანებს და მხოლოდ ახლა იხილეს მათ ეს ყოველივე. მაგრამ ის, რასაც დღეს ხედავთ, ჯერ კიდევ არასრულია; ეს ჯერ კიდევ არ არის ის, რისი ჩვენებაც თქვენთვის მსურს. ის, რისი ჩვენებაც თქვენთვის მსურს, მხოლოდ სხეულშია და ამჟამად ჯერ ვერავინ აკმაყოფილებს ამ პირობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არავის ძალუძს ჩემი პიროვნების ხილვა, სანამ ისინი სხეულში არ შევლენ. ამიტომ ვამბობ, რომ მე სამყაროს გავუცხადებ ჩემს პიროვნებას სიონის მთაზე. აქედან ჩანს, რომ სიონის მთაზე შესვლა ჩემი პროექტის დასკვნითი ნაწილია. სიონის მთაზე შესვლის ჟამს ჩემი სასუფეველი წარმატებით აშენდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩემი პიროვნება არის სასუფეველი. დრო, როდესაც პირმშო ძენი სხეულში შევლენ, სწორედ ის სასუფევლის დამკვიდრების ჟამია, რის გამოც არაერთხელ მისაუბრია პირმშო ძეების სიონის მთაზე შესვლის საკითხზე. ეს არის მთელი ჩემი მართვის გეგმის ცენტრალური ნაწილი, რომელსაც საუკუნეთა განმავლობაში ვერავინ ჩასწვდა.
როგორც კი შევცვლი ჩემი საქმიანობის წესს, კიდევ უფრო მეტი რამ იქნება ისეთი, რაც ადამიანური აზროვნებისთვის მიუწვდომელია, ამიტომ იყავით ფრთხილად ამ მხრივ. არის რაღაცები, რაც ადამიანური აზროვნებისთვის მიუწვდომელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის, რასაც ვამბობ, მცდარია. უბრალოდ, ადამიანთათვის კიდევ უფრო აუცილებელია ტანჯვა და ჩემთან თანამშრომლობა. ნუ იქნებით თავაშვებულნი და ნუ მიჰყვებით მხოლოდ საკუთარ წარმოდგენებს. რადგან მათი უმეტესობა, ვინც მე მემსახურება, ამ მხრივ ეცემა. მე ვიყენებ ჩემს სიტყვებს, რათა ვამხილო ადამიანური ბუნება და ადამიანური წარმოდგენები. (ხოლო ისინი, ვინც მე მემსახურებიან, რადგან მათ წარმოდგენებს არ ვცვლი, უბრალოდ ეცემიან მაშინ როდესაც ისინი, ვინც ჩემი პირმშო ძეები არიან, ჩემ გამო თავადვე ცვლიან საკუთარ წარმოდგენებს და იშორებენ საკუთარ აზრებს.) ასე რომ, საბოლოოდ, ჩემი ყველა პირმშო ძე სრულყოფილი გახდება იმ საიდუმლოებების გამო, რომლებიც მე გავამჟღავნე.