თავი 11

ვარ მე შენი ღმერთი? ვარ მე შენი მეფე? ჭეშმარიტად მომეცი უფლება, ვიმეფო შენში? საფუძვლიანად უნდა გამოიკვლიო საკუთარი თავი: განა არ შეისწავლე და არ უარყავი ახალი ნათელი, როდესაც ის მოვიდა, და იქამდეც კი მიხვედი, რომ შეჩერდი და აღარ გაჰყევი მას? ამის გამო გაივლი სამსჯავროს და სიკვდილში ჩავარდები; განიკითხები და დაისჯები რკინის კვერთხით, და ვერ შეიგრძნობ სულიწმიდის საქმეს. მალევე ატირდები, მუხლს მოიდრეკ თაყვანისსაცემად და ხმამაღლა იგოდებ. მე ყოველთვის გეუბნებოდით თქვენ და ყოველთვის გესაუბრებოდით თქვენ; არასოდეს დამიმალავს ჩემი სიტყვები თქვენგან. კარგად გაიხსენეთ: რის შესახებ არ შემიგონებიხართ? მიუხედავად ამისა, არიან ადამიანები, რომლებიც ჯიუტად განაგრძობენ არასწორად მოქმედებას. ეჭვის ღრუბლები ფარავს მზეს და ისინი ვერასოდეს ხედავენ სინათლეს. განა ეს იმიტომ არ ხდება, რომ მათი „ეგო“ მეტისმეტად ძლიერია და მათი საკუთარი წარმოდგენები — მეტისმეტად დიდი? საერთოდ თუ მცემ პატივს? არის კი ჩემთვის რაიმე ადგილი შენს გულში? როდესაც მარცხს განიცდი, როდესაც აღმოაჩენ, რომ უძლური ხარ და როდესაც სრულიად გამოუვალ მდგომარეობაში ხარ, მხოლოდ მაშინ მევედრები. მაშ, რატომ არ აკეთებ ახლა ყველაფერს დამოუკიდებლად? ეჰ, ადამიანო! სწორედ ძველი „მე“ გღუპავს შენ!

ზოგიერთი ადამიანი ვერ პოულობს გზას და ვერ მიჰყვება ახალ ნათელს. ისინი თანაზიარებისას მხოლოდ თავიანთ ძველ შეხედულებებზე საუბრობენ; არაფერია ახალი. რატომ ხდება ასე? თქვენ საკუთარ თავში ცხოვრობთ და კარი მომიხურეთ. როდესაც ხედავ, რომ სულიწმიდის საქმის მეთოდები იცვლება, შენს გულში მუდამ ფრთხილობ, რომ არ შეცდე. სად არის შენი ღვთისმოშიში გული? დადუმებულხარ კი ღვთის წინაშე და გიძებნია? შენ მხოლოდ გონებაში ფიქრობ: „ნუთუ სულიწმიდა მართლა ასე მოქმედებს?“ ზოგიერთებმა დაინახეს, რომ ეს სულიწმიდის საქმეა, მაგრამ მაინც აქვთ სათქმელი ამის შესახებ; სხვები აღიარებენ, რომ ეს ღვთის სიტყვაა, მაგრამ არ იღებენ მას. თითოეულ მათგანს ერთბაშად თავ-თავისი განსხვავებული წარმოდგენები უჩნდება და მათ უბრალოდ არ ესმით სულიწმიდის საქმე. ისინი გულგრილნი არიან, არ შეუძლიათ საფასურის გადახდა და არ იჩენენ გულმოდგინებას ჩემი თანდასწრებით. სულიწმიდამ ნათელი მოჰფინა მათ, მაგრამ არ შეუძლიათ ჩემ წინაშე მოსვლა თანაზიარებისა ან ძიებისთვის. ნაცვლად ამისა, ისინი საკუთარ ნებას მიჰყვებიან და აკეთებენ იმას, რაც მოესურვებათ. რა განზრახვაა ეს?

წინა: თავი 10

შემდეგი: თავი 12

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება