ვინც ქრისტეს ვერ ეწყობა, ნამდვილად ღვთის მოწინააღმდეგეა

ყველა ადამიანს იესოს ჭეშმარიტი სახის ხილვა სურს და ყველას სურს მასთან ყოფნა. არ მგონია, რომელიმე ძმამ ან დამ თქვას, რომ იესოს ხილვა ან მასთან ყოფნა არ სურს. იესოს - განკაცებული ღმერთის ხილვამდე ყველაფერს წარმოიდგენთ, მაგალითად, იესოს გარეგნობა, საუბრის მანერა, ცხოვრების წესი და ა.შ. მაგრამ როგორც კი მას მართლაც იხილავთ, წარმოდგენები მყისვე შეგეცვლებათ. რატომ? გინდათ იცოდეთ? ადამიანის აზროვნების უგულებელყოფა შეუძლებელია, ჭეშმარიტად ასეა, მაგრამ ქრისტეს არსს ადამიანი ვერ შეცვლის. თქვენ ქრისტე უკვდავად ან ბრძენკაცად მიგაჩნიათ; არავინ აღიქვამს მას ჩვეულებრივ ადამიანად, რომელსაც ღვთაებრივი არსი აქვს. ამრიგად, ბევრი მათგანი, ვინც დღე და ღამ ღვთის ხილვაზე ოცნებობს, სინამდვილეში ღვთის მტრია და ვერ ეწყობა მას. განა ეს ადამიანის მხრიდან შეცდომა არ არის? დღესაც კი ფიქრობთ, რომ თქვენი რწმენა და ერთგულება ქრისტეს სახის ხილვის ღირსად გხდით, მაგრამ მოგიწოდებთ, უფრო გამოსადეგი თვისებებით აღიჭურვოთ! რადგან წარსულში, აწმყოსა და მომავალში, ბევრი მათგანი, ვისაც ქრისტესთან შეხება ჰქონია, ხელმოცარული დარჩა ან ხვალ დარჩება; ისინი ყველანი ფარისევლობენ. რა არის თქვენი მარცხის მიზეზი? სწორედ ის, რომ თითოეულ თქვენგანს საკუთარ წარმოდგენაში გყავთ ღმერთი, რომელიც ამაღლებულია და აღტაცების ღირსია. მაგრამ ჭეშმარიტება სულაც არ არის ისეთი, როგორიც ადამიანს სურს. ქრისტე არა მხოლოდ ამაღლებულია არ არის, არამედ განსაკუთრებით პატარაცაა; არა მხოლოდ ადამიანია, არამედ − ჩვეულებრივი ადამიანი; მას არა მხოლოდ ზეცაში ამაღლება არ ძალუძს, არამედ − დედამიწაზე თავისუფლად გადაადგილებაც კი. ამიტომაც, ხალხი მას ექცევა, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს; უდიერად ეპყრობიან და უდარდელად ესაუბრებიან, ამავდროულად კვლავაც „ჭეშმარიტი ქრისტეს“ მოსვლას ელიან. თქვენ უკვე მოსულ ქრისტეს ჩვეულებრივ ადამიანად აღიქვამთ, ხოლო მის სიტყვებს − ჩვეულებრივი ადამიანის სიტყვებად. ამიტომაა, რომ არაფერი მიგიღიათ ქრისტესგან და ნაცვლად ამისა, საკუთარი სიმახინჯე სრულად გამოავლინეთ.

ქრისტესთან შეხებამდე შეიძლება გჯეროდეს, რომ შენი ხასიათი სრულად შეცვლილია, რომ ქრისტეს ერთგული მიმდევარი ხარ და რომ შენზე მეტად ქრისტეს კურთხევის მიღების ღირსი არავინაა, რადგან ბევრი გზა გამოგივლია, ბევრი რამ გიკეთებია და ბევრი მოსავალი მოგიმკია. ეს გაფიქრებინებს, რომ ბოლოს აუცილებლად შენც გვირგვინდადგმულთა შორის იქნები. მაგრამ ის თუ იცი, რომ ქრისტეს დანახვისას ადამიანის გახრწნილი ხასიათი, მისი ურჩობა და წინააღმდეგობა მჟღავნდება სრულად და ბოლომდე? რომ ამ დროს ეს ურჩობა და წინააღმდეგობა აშკარავდება ისე, როგორც არასდროს? ზუსტად იმიტომ, რომ ქრისტე არის კაცის ძე − ნორმალური ადამიანობის მქონე კაცის ძე - ადამიანი არ აფასებს და არც პატივს სცემს მას. ზუსტად იმიტომ, რომ ღმერთი განკაცებულია, ადამიანი ასე საფუძვლიანად და თვალსაჩინოდ ავლენს ურჩობას. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ქრისტეს მოსვლამ კაცობრიობის მთელი ურჩობა გამოააშკარავა და კაცობრიობის ბუნება მთელი სიცხადით წარმოაჩინა. ამას ჰქვია „ვეფხვის მთიდან ჩამოტყუება“ და „მგლის ბუნაგიდან გამოტყუება“. გაბედავ და იტყვი, რომ ღვთის ერთგული ხარ? გაბედავ და იტყვი, რომ ღვთისადმი აბსოლუტურ მორჩილებას იჩენ? გაბედავ და იტყვი, რომ მეამბოხე არ ხარ? ვიღაც იტყვის: „ღვთის მიერ შექმნილ გარემოებებზე არასდროს ვჩივი, ყოველთვის მორჩილებას ვიჩენ, უფრო მეტიც, ღმერთზე წარმოდგენებს არ ვიქმნი“. ზოგი იტყვის: „ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ღმერთის ნებისმიერ დავალებას საუკეთესოდ ვასრულებ და არასდროს ვუდგები ზერელედ“. მაშინ გკითხავთ: შეეწყობოდით ქრისტეს, მასთან რომ გეცხოვრათ? რამდენ ხანს შეძლებდით მასთან შეწყობას? ერთ დღეს? ორ დღეს? ერთ საათს? ორ საათს? შესაძლოა საქებარი რწმენა გაქვთ, მაგრამ სიმტკიცე გაკლიათ. ქრისტესთან ერთად ცხოვრებისთანავე შენს ყველა სიტყვასა და ქცევაში საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულობასა და საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებას გამოავლენ, ნელ-ნელა, ისევე, როგორც უნებურად გამოავლენ გაუმაძღარ სურვილებს, გონების ურჩობასა და უკმაყოფილებას. საბოლოოდ შენი ქედმაღლობა სულ უფრო იმატებს, სანამ ქრისტესთან ისეთივე შეუთავსებელი არ გახდები, როგორც წყალი ცეცხლთან და, აი, მაშინ შენი ბუნება სრულად გამოვლინდება. ამ მომენტისთვის შენს წარმოდგენებს ვეღარ დაფარავ, ჩივილებიც უნებურად თავს იჩენს და მთელი შენი სულმდაბლობა გამოაშკარავდება. თუმცა, მაშინაც კი კვლავ უარჰყოფ საკუთარ ურჩობას; საკუთარ თავს დააჯერებ, რომ ასეთი ქრისტეს მიღება კაცისთვის რთულია, რომ ის კაცისაგან ზედმეტს ითხოვს და უკეთესი ქრისტე რომ ყოფილიყო, სრულად დაემორჩილებოდი. გჯერათ, რომ თქვენი ურჩობა გამართლებულია, რომ მხოლოდ მაშინ ეურჩებით, როცა მეტისმეტს გთხოვთ. არასდროს დაფიქრებულხართ, რომ ქრისტეს ღმერთად არ აღიქვამთ და მისი მორჩილების განზრახვა გაკლიათ. პირიქით, ჯიუტად მოითხოვ, რომ ქრისტე შენი სურვილებისამებრ იქცეოდეს და როგორც კი მისი ქცევა შენს აზრებს არ ემთხვევა, იჯერებ, რომ ღმერთი კი არ არის, ადამიანია. განა ბევრნი არ ხართ, ვინ ასე დაუპირისპირდა? ბოლოს და ბოლოს, ვინაა ის, ვისც გწამთ? და თქვენი მიმდევრობა რაში მდგომარეობს?

თქვენ ყოველთვის გაქვთ ქრისტეს ხილვის სურვილი, თუმცა მოგიწოდებთ, საკუთარ თავს ასეთ დიდ პატივს ნუ დასდებთ. ქრისტეს ხილვა შეუძლია ნებისმიერს, მაგრამ ვიტყოდი, რომ არავინაა ქრისტეს ხილვის ღირსი. ვინაიდან ადამიანის ბუნება ბოროტებით, ამპარტავნებითა და ურჩობითაა სავსე, რა წამსაც ქრისტეს იხილავ, შენივე ბუნება გაგანადგურებს და სასიკვდილოდ გაგწირავს. ძმასთან (ან დასთან) ურთიერთობაში შეიძლება შენზე ბევრი არაფერი ჩანდეს, მაგრამ ქრისტესთან ურთიერთობა ასეთი მარტივი არ არის. ნებისმიერ მომენტში შესაძლოა წარმოდგენებმა ფესვი გაიდგას, ამპარტავნება აღმოცენდეს და ურჩობამ ნაყოფი გამოიღოს. ასეთი ადამიანობით ქრისტესთან ურთიერთობის ღირსი როგორ ხარ? შეგიძლია კი მას მოეპყრო, როგორც ღმერთს ყოველდღე, ყოველ წამს? გაქვს კი ღვთისადმი ჭეშმარიტი მორჩილება? გულში ყველანი დიდებულ ღმერთს, როგორც იეჰოვას, ეთაყვანებით, ხილულ ქრისტეს კი ადამიანად თვლით. თქვენი გონება უკიდურესად სუსტია და ადამიანობა − მეტად მდაბიო! ქრისტეს ყოველთვის ღმერთად აღქმა არ გძალუძთ; მხოლოდ ხანდახან, კარგ განწყობაზე მყოფნი თუ ჩაებღაუჭებით მას და როგორც ღმერთს, ეთაყვანებით. სწორედ ამიტომ ვამბობ: თქვენ ხართ არა ღვთის მორწმუნე ხალხი, არამედ − ქრისტეს მოწინააღმდეგე თანამზრახველთა გუნდი. კაცსაც კი უფასდება მოყვასის სიკეთე, თუმცა ქრისტეს, რომელმაც თქვენითვის ამდენი გააკეთა, ადამიანებისგან არც სიყვარული მიუღია, არც დაფასება, არც მორჩილება. ნუთუ ეს გულდასაწყვეტი არ არის?

შესაძლოა, მთელი იმ წლების განმავლობაში, როდესაც ღვთისადმი რწმენა გაგაჩნდათ ყოფნის განმავლობაში არავინ დაგიწყევლია და არასდროს ჩაგიდენია ცუდი, მაგრამ ქრისტესთან ურთიერთობაში სიმართლეს ვერ ამბობ, ალალად ვერ იქცევი ან ქრისტეს სიტყვას ვერ მიჰყვები. მაშინ გეტყვი, რომ დედამიწის ზურგზე ყველაზე მზაკვარი და ავგული ადამიანი ხარ. შესაძლოა, განსაკუთრებული კეთილგანწყობით და ერთგულებით გამოირჩევი ნათესავების, მეგობრების, ცოლის (ან ქმრის), ქალ-ვაჟებისა და მშობლების მიმართ და არასდროს სარგებლობ უპირატესობით, მაგრამ თუ ქრისტეს ვერ ეწყობი, თუ მასთან ჰარმონიაში ვერ მოდიხარ, მაშინაც კი, თუ მეზობლების დასახმარებლად ბოლომდე იხარჯები და შენს დედ-მამასა და ოჯახზე თავდაუზოგავად ზრუნავ, მაინც გეტყვი, რომ ბოროტი ხარ, უფრო მეტიც, მზაკვრობით სავსე. თავს ქრისტესთან თავსებადად მხოლოდ იმის გამო ნუ თვლი, რომ სხვებს ეწყობი ან რაღაც კარგიც გიკეთებია. გგონია, რომ კეთილ ზრახვებს ზეციური კურთხევა მოაქვს? გგონია, რომ სიკეთის თითო-ოროლა მარცვალი მორჩილებას შეცვლის? ვერცერთი თქვენგანი უძლებს გასხვლას, გიჭირთ ქრისტეს ადამიანური ბუნების მიღება და ამავდროულად, ღვთის მიმართ თქვენს მორჩილებაზე გაჰყვირით მუდმივად. რწმენისთვის, როგორიც თქვენია, საკადრისად მოგეზღვევად. ჭირვეულობაში ნუ ჩაიძირებით და ქრისტეს ხილვის სურვილს ნუ მიეცემით, რადგან იმდენად პატარები ხართ, რომ მისი ხილვის ღირსიც კი არ ხართ. იმ წამს, როცა ურჩობას სრულად მოიშლი და ქრისტესთან ჰარმონიულ ურთიერთობას შეძლებ, ღმერთი თავისთავად გამოგეცხადება. თუ ღმერთთან წახვალ გასხვლისა და განკიცხვის გარეშე, უთუოდ ღვთის მოწინააღმდეგე გახდები და განადგურდები. კაცის ბუნება ღვთისადმი თანდაყოლილად მტრულია, ვინაიდან ნებისმიერი ადამიანი სატანის საგულდაგულო ხრწნის მსხვეპლია. თუ გახრწნილებაში ჩაძირული ადამიანი ღმერთთან ურთიერთობას შეეცდება, ცხადია, არაფერი გამოვა; ხრწნა უსათუოდ მის ყველა სიტყვასა და საქმეში გამოვლინდება და ღმერთთან ურთიერთობაში ურჩობა ყოველ ნაბიჯზე გამოვლინდება. ადამიანი გაუცნობიერებლად ეწინააღმდეგება ქრისტეს, ატყუებს ქრისტეს და უარყოფს ქრისტეს; როცა ასე ხდება, ადამიანი კიდევ უფრო მეტ ხიფათშია და თუ ასე გააგრძელებს, დაისჯება.

ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, თუ ღმერთთან ურთიერთობა ამდენად საშიშია, ღმერთისგან თავის შორს დაჭერა უფრო გონივრული იქნებოდა. რა შეიძლება მიიღოს ასეთმა ხალხმა? შეძლებენ ისინი ღვთის ერთგულებას? რა თქმა უნდა, ღმერთთან ურთიერთობა ძალიან რთულია − მაგრამ ეს ადამიანის გახრწნილების გამოა ასე და არა იმიტომ, რომ ღმერთი ვერ ურთიერთობს მასთან. უმჯობესია, ძალისხმევა საკუთარი ჭეშმარიტების შეცნობას მიუძღვნათ. რატომ არ გაფასებთ ღმერთი? რატომ სძულს თქვენი ხასიათი? რატომ ეზიზღება თქვენი საუბარი? როცა მარცვლისოდენა ერთგულებას იჩენთ, თავს იწონებთ; როცა მცირედს სწირავთ, ჯილდოს ითხოვთ; როცა ერთი ბეწო მორჩილებას იჩენთ, გარშემომყოფებს ზევიდან უყურებთ და როცა რაიმე წვრილმანს შეასრულებთ, ღვთის მიმართ ქედმაღლები ხდებით. ღმერთის მიღებაში ითხოვთ ფულს, ქონებასა და ქებას. ორი მონეტის გაცემა გულზე გაწვებათ; ათის გაცემისას, კურთხევას და განსაკუთრებულ მოპყრობას ითხოვთ. თქვენს ადამიანობაზე ლაპარაკიც ამაზრზენია და მოსმენაც. არის რაიმე საქებარი თქვენს სიტყვებსა და საქმეში? ის, ვინც მოვალეობას ასრულებს და ის, ვინც არ ასრულებს; ის, ვინც წინამძღოლობს და ის, ვინც მიჰყვება; ის, ვინც ღმერთს ღებულობს და ის, ვინც არ ღებულობს; ის, ვინც გასცემს და ის, ვინც არ გასცემს; ის, ვინც ქადაგებს და ის, ვინც სიტყვას ისმენს და ა.შ. − ყველა საკუთარი თავის ქებაშია. განა სასაცილოდ არ მიგაჩნიათ? გადასარევად იცით, რომ ღმერთის გწამთ, მიუხედავად ამისა, ღმერთს ვერ ეწყობით. გადასარევად იცით, რომ უღირსნი ხართ და მაინც ბაქიბუქობთ. ნუთუ ვერ გრძნობთ, რომ თქვენმა გონებამ კონტროლს მიღმა ზღვარს მიაღწია? ასეთი გონებით, ღმერთთან ურთიერთობისთვის შესაფერისი როგორ ხართ? ნუთუ ამ დროს საკუთარ თავზე არ ღელავთ? თქვენი ხასიათი იმდენად გახრწნილია, რომ ღმერთს ვეღარ ეწყობით. ამ მდგომარეობაში, განა თქვენი რწმენა სასაცილო არ არის? განა თქვენი რწმენა აბსურდული არ არის? როგორ აპირებ მომავლის შექმნას? როგორ აპირებ გზის არჩევას?

წინა: იმ დროისთვის, როდესაც იესოს სულიერ სხეულს იხილავ, ღმერთს ცა და დედამიწა უკვე განახლებული ექნება

შემდეგი: მრავალნი არიან მოწოდებულნი, ხოლო მცირედნი რჩეულნი

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება