იმ დროისთვის, როდესაც იესოს სულიერ სხეულს იხილავ, ღმერთს ცა და დედამიწა უკვე განახლებული ექნება
გსურს იესოს ხილვა? გსურს იესოსთან ერთად ცხოვრება? გსურს, მოისმინო იესოს მიერ წარმოთქმული სიტყვები? თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ როგორ შეხვდები იესოს დაბრუნებას? ხარ კი სრულად მზად? რა სახით მიეგებები იესოს დაბრუნებას? ვფიქრობ, ყველა და-ძმას, ვინც იესოს მიჰყვება, სურს, მას ჯეროვნად დახვდეს. მაგრამ თუ გიფიქრიათ, ნამდვილად იცნობ იესოს, როდესაც ის დაბრუნდება? ნუთუ მართლა ბოლომდე ჩაწვდებით ყველაფერს, რასაც ის იტყვის? ნუთუ მართლა უპირობოდ მიიღებთ ყველაფერს, რასაც ის აკეთებს? ყველამ, ვისაც ბიბლია წაუკითხავს, იცის იესოს დაბრუნებაზე და მოუთმენლად ელის მის მოსვლას. თქვენ ყველანი იმ ჟამის დადგომაზე ხართ ფოკუსირებულნი. თქვენი გულწრფელობა საქებარია, თქვენი რწმენა კი ნამდვილად შესაშური, მაგრამ აცნობიერებთ თუ არა, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვით? რა სახით დაბრუნდება იესო? თქვენ გწამთ, რომ იესო თეთრ ღრუბელზე ამხედრებული დაბრუნდება, მე კი გეკითხებით: რას მიანიშნებს ეს თეთრი ღრუბელი? იმის ფონზე, რომ იესოს ამდენი მიმდევარი ელის მის დაბრუნებას, რომელ ხალხს შორის ჩამოვა ის? თუკი თქვენ იქნებით პირველნი, ვის შორისაც იესო ჩამოვა, ნუთუ ეს სხვების მიმართ უკიდურესი უსამართლობა არ იქნება? ვიცი, რომ იესოს მიმართ დიდი გულწრფელობითა და ერთგულებით გამოირჩევით, მაგრამ ოდესმე თუ შეხვედრიხართ მას? იცით თუ არა მისი ხასიათი? ოდესმე თუ გიცხოვრიათ მასთან ერთად? სინამდვილეში, რამდენად გესმით მისი? ზოგი იტყვის, რომ ამ სიტყვებმა ისინი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. ისინი იტყვიან: „ბიბლია თავიდან ბოლომდე უამრავჯერ მაქვს წაკითხული… როგორ შეიძლება არ ვიცნობდე იესოს? მისი ხასიათი კი არა, ისიც ვიცი, რა ფერის ტანსაცმლის ჩაცმა უყვარდა. ნუთუ არ მაკნინებ, როდესაც მეუბნები, რომ არ ვიცნობ მას?“ გირჩევ, ნუ იდავებ ამ საკითხებზე. მოდი, დამშვიდდი და ერთად ვიმსჯელოთ შემდეგ კითხვებზე: უპირველეს ყოვლისა, იცი თუ არა, რა არის რეალობა და რა — თეორია? მეორეც, იცი თუ არა, რა არის წარმოდგენები და რა — ჭეშმარიტება? მესამე, იცი თუ არა, რა არის წარმოსახვითი და რა — რეალური?
ზოგიერთი ადამიანი უარყოფს იმ ფაქტს, რომ მათ არ ესმით იესოსი. და მაინც, მე გეუბნებით: თქვენ მის შესახებ წარმოდგენაც კი არ გაქვთ და იესოს ნათქვამიდან ერთი სიტყვაც არ გესმით. ეს იმიტომ ხდება, რომ თითოეული თქვენგანი მას ბიბლიური თხრობის გამო მიჰყვება; მხოლოდ იმის გამო, რაც სხვებისგან გაქვთ მოსმენილი. თქვენ არასოდეს გინახავთ იესო, მით უმეტეს, არ გიცხოვრიათ მასთან ერთად და ხანმოკლე შეხებაც არ გქონიათ. განა თქვენი წარმოდგენა იესოს შესახებ მხოლოდ თეორია არ არის? განა ის მოკლებული არ არის ყოველგვარ რეალობას? შესაძლოა, ზოგს იესოს პორტრეტი უნახავს, ან ზოგიერთი პირადად სწვევია იესოს სახლს. ზოგი ალბათ მის სამოსსაც კი შეხებია. და მაინც, შენი გაგება მის შესახებ კვლავ თეორიულია და არა პრაქტიკული, მაშინაც კი, თუ პირადად გაგისინჯავს ის საჭმელი, რომელსაც იესო ჭამდა. რა მიზეზიც არ უნდა იყოს, შენ იესო არასოდეს გინახავს და მასთან ხორციელი სახით შეხება არ გქონია, ამიტომ, შენი გაგება იესოს შესახებ ყოველთვის დარჩება ცარიელ თეორიად, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ რეალობას. შესაძლოა, ჩემი სიტყვები შენთვის ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ ამას გკითხავ: თუნდაც ბევრი ნაშრომი გქონდეს წაკითხული იმ ავტორისა, რომლითაც ყველაზე მეტად აღფრთოვანებული ხარ, განა შეძლებ მის სრულყოფილად გაგებას მასთან დროის გატარების გარეშე? იცი, როგორი პიროვნებაა? იცი თუ არა, როგორ ცხოვრებას ეწევა იგი? მის ემოციურ მდგომარეობას თუ იცნობ? შენ ხომ იმ პიროვნების ბოლომდე გაგებაც კი არ შეგიძლია, რომლითაც აღფრთოვანებული ხარ, აბა, როგორღა შეძლებ იესო ქრისტეს შეცნობას? ყველაფერი, რაც იესოს შესახებ გესმის, აღსავსეა წარმოსახვებითა და საკუთარი წარმოდგენებით, მასში არ არის არც ჭეშმარიტება და არც რეალობა. ყარს და ხორცით არის გაჟღენთილი. როგორ შეიძლება ასეთმა გაგებამ იესოს დასახვედრად ღირსი გაგხადოთ? იესო არ მიიღებს მათ, ვინც აღსავსეა ფანტაზიებითა და ხორციელი წარმოდგენებით. როგორ შეიძლება, იყვნენ მისი მორწმუნეობის ღირსნი ისინი, ვისაც იესოსი არ ესმის?
გსურთ უწყოდეთ, რა იყო იესოს წინააღმდეგ ფარისეველთა დაპირისპირების საფუძველი? გსურთ, ჩასწვდეთ ფარისეველთა არსს? ისინი შეპყრობილნი იყვნენ მესიის შესახებ ფანტაზიებით. უფრო მეტიც, მათ მხოლოდ მესიის მოსვლისა სწამდათ და არ ეძიებდნენ სიცოცხლე-ჭეშმარიტებას. და ამგვარად, ისინი დღესაც კი მოელიან მესიას, რამეთუ არ იციან სიცოცხლის გზა და არც ჭეშმარიტების გზა. როგორ ფიქრობთ, ჰპოვებენ კი ასეთი უგუნური, ჯიუტი და უმეცარი ადამიანები ღვთის კურთხევას? შეძლებდნენ ისინი მესიის ხილვას? ისინი აღუდგნენ იესოს, რადგან არ უწყოდნენ სულიწმიდის საქმის მიმართულება, რამეთუ არ იცოდნენ იესოს მიერ თქმული ჭეშმარიტების გზა, და მეტიც, არც კი ესმოდათ მესიისა. და რამეთუ მათ არასოდეს ეხილათ მესია და არასოდეს ჰქონიათ ურთიერთობა მესიასთან, შეცდნენ — ჩაებღაუჭნენ მხოლოდ მესიის სახელს, მესიის არსს კი ყოველნაირად აღუდგნენ. ეს ფარისევლები თავისი არსით იყვნენ ჯიუტნი, ამპარტავანნი და არ ემორჩილებოდნენ ჭეშმარიტებას. მათი რწმენა ღმერთის მიმართ შემდეგ პრინციპს ემყარებოდა: რაც უნდა სიღრმისეული იყოს შენი ქადაგება, რაც უნდა მაღალი — შენი ხელმწიფება, შენ არ ხარ ქრისტე, თუკი მესიად არ იწოდები. განა ეს რწმენა ყოვლად აბსურდული და სასაცილო არ არის? მე დამატებით გეკითხებით: განა თქვენთვისაც ძალიან მარტივი არაა, გაიმეოროთ ფარისეველთა იმდროინდელი შეცდომები, მაშინ როცა იოტის ოდენადაც არ გესმით იესოსი? შეგიძლია კი შენ, განარჩიო გზა ჭეშმარიტებისა? შეგიძლია კი თავდებად დაუდგე საკუთარ თავს, რომ არ აღუდგები ქრისტეს? შეგიძლია კი მიჰყვე სულიწმიდის საქმეს? თუკი არ უწყი, აღუდგები თუ არა ქრისტეს, მაშინ გეტყვი: შენ უკვე დგახარ სიკვდილის პირას. მათ, ვინც არ იცნობდნენ მესიას, ყველას შეეძლო იესოს საწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა, უარეყო იგი და მისი ცილისწამება დაეწყო. ადამიანებს, ვისაც არ ესმით იესოსი, შეუძლიათ მისი უარყოფა და გმობა. უფრო მეტიც, მათ შეუძლიათ იესოს მეორედ მოსვლა სატანის მიერ შეცდომაში შემყვანად მიიჩნიონ და უმრავლესობა დაგმობს ხორცშესხმულ იესოს. ნუთუ ყოველივე ეს შიშს არ გგვრით? ის, რაც თქვენს წინაშეა — სულიწმიდის გმობაა, ეკლესიებისადმი სულიწმიდის სიტყვების განადგურება. და იესოს მიერ წარმოთქმული ყველა სიტყვის უგულებელყოფის. რა შეიძლება მიიღოთ იესოსგან ამ დაბინდული გონით? როგორღა შეიცნობთ იესოს საქმეს, როდესაც ის ხორცშესხმული დაბრუნდება თეთრი ღრუბლიდან, თუ ჯიუტად იტყვით უარს გონს მოგებაზე? მე გეტყვით ამას: ადამიანები, რომლებიც არ იღებენ ჭეშმარიტებას, მაგრამ ბრმად მოელიან თეთრ ღრუბლებზე იესოს მობრძანებას, უდავოდ სულიწმიდის მგმობელნი არიან, და ნამდვილად ის კატეგორიაა, რომელიც განადგურდება. თქვენ უბრალოდ იესოს მადლი და სამოთხეში ნეტარება გწადიათ, მაგრამ არასოდეს ემორჩილებოდით იესოს სიტყვებს და არასოდეს მიგიღიათ ჭეშმარიტება, რომელსაც იესო კვლავ ხორცშესხმული გამოხატავს. რას დადებთ თეთრ ღრუბელზე იესოს დაბრუნების ფაქტის სანაცვლოდ? ნუთუ ის გულწრფელობაა, რომლითაც განუწყვეტლივ სცოდავთ და შემდეგ ისევ და ისევ აღსარებას აბარებთ? რას შესწირავთ მსხვერპლად თეთრ ღრუბელზე დაბრუნებულ იესოს? განა ეს არის იმ მრავალწლიანი შრომის კაპიტალი, რომლითაც თავს განიდიდებთ? რას წარადგენთ იმისთვის, რომ დაბრუნებულმა იესომ ნდობა გამოგიცხადოთ? ნუთუ ეს თქვენი ამპარტავანი ბუნებაა, რომელიც არანაირ ჭეშმარიტებას არ ემორჩილება?
თქვენი ერთგულება მხოლოდ სიტყვიერია, თქვენი ცოდნა — მხოლოდ ფიქრები და წარმოდგენები, თქვენი გარჯა მხოლოდ ზეციური კურთხევის მოსაპოვებლად არის; მაშ, როგორი უნდა იყოს თქვენი რწმენა? დღესაც კი, თქვენ ყრუ რჩებით ჭეშმარიტების თითოეული სიტყვის მიმართ. თქვენ არ იცით, რა არსებაა ღმერთი, რა არსებაა ქრისტე, არ იცით, როგორ გქონდეთ იეჰოვას შიში; არ იცით, როგორ შეხვიდეთ სულიწმიდის საქმეში; და არ იცით, როგორ გაარჩიოთ თავად ღვთის საქმე ადამიანური შეცდომაში შემყვანისგან. მხოლოდ ის იცი, რომ დაგმო ღვთის მიერ გამოთქმული ჭეშმარიტების ყოველი სიტყვა, რომელიც არ შეესაბამება შენსავე ფიქრებს. სად არის შენი თავმდაბლობა? სად არის შენი მორჩილება? სად არის შენი ერთგულება? სად არის შენი დამოკიდებულება ჭეშმარიტების ძიებისადმი? სად არის შენი ღვთისმოშიში გული? გეუბნებით თქვენ: ისინი, ვისაც ღმერთი მხოლოდ ნიშნების გამო სწამთ, ნამდვილად განეკუთვნებიან იმ კატეგორიას, რომელიც განადგურდება. ისინი, ვისაც არ შესწევთ უნარი მიიღონ ხორციელად დაბრუნებული იესოს სიტყვები, ჭეშმარიტად ჯოჯოხეთის ნაშობნი, მთავარანგელოზის შთამომავალნი და იმ კატეგორიის წარმომადგენელნი არიან, რომელიც სამარადისოდ განადგურდება. ბევრს შეიძლება არ ადარდებდეს ჩემი ნათქვამი, მაგრამ მე მაინც მსურს, ვუთხრა თითოეულ ეგრეთ წოდებულ წმინდანს, რომელიც იესოს მიჰყვება: როდესაც საკუთარი თვალით იხილავთ ზეციდან თეთრ ღრუბელზე დაშვებულ იესოს, ეს იქნება სიმართლის მზის საჯაროდ გამოჩენის ჟამი. შესაძლოა, ეს შენთვის დიდი აღტკინების ჟამი იყოს. თუმცა, უნდა იცოდე, რომ ის დრო, როდესაც იხილავ ზეციდან დაშვებულ იესოს, იქნება შენი ჯოჯოხეთში დასასჯელად ჩასვლის ჟამიც; ეს იქნება დრო, როდესაც ღვთის მართვის გეგმის დასასრული გამოცხადდება და როდესაც ღმერთი დააჯილდოებს კეთილთ, ხოლო ბოროტთ დასჯის. რადგან ღვთის სამსჯავრო მანამ დასრულდება, სანამ ადამიანი ნიშნებს იხილავს — მაშინ, როდესაც მხოლოდ ჭეშმარიტების გამოხატვა იქნება. ისინი, ვინც მიიღებენ ჭეშმარიტებას და არ დაიწყებენ ნიშნების ძიებას, რითაც ჰპოვებენ განწმენდას, იქნებიან მიყვანილნი ღვთის ტახტთან და მოხვდებიან შემოქმედის მკლავებში. სამარადისო სასჯელს დაექვემდებარებიან მხოლოდ ისინი, ვინც ჯიუტად ინარჩუნებს რწმენას, რომ „იესო, რომელიც თეთრ ღრუბელზე არ არის ამხედრებული, ცრუ ქრისტეა“, რადგან მათ სწამთ მხოლოდ იმ იესოსი, რომელიც ნიშნებს აღასრულებს, მაგრამ არ აღიარებენ იმ იესოს, რომელიც გამოხატავს მკაცრ სამსჯავროს და ანიჭებს სიცოცხლესა და ჭეშმარიტ გზას. ამრიგად, სხვაგვარად ვერც იქნება: იესო მხოლოდ მაშინ მოჰკითხავს მათ, როდესაც იგი თეთრ ღრუბელზე ამხედრებული ღიად დაბრუნდება. ისინი ზედმეტად ჯიუტები არიან, საკუთარ თავში მეტისმეტად დარწმუნებულნი და მეტისმეტად ამპარტავნები. როგორ შეიძლება ასეთი ბილწები იესოსგან დაჯილდოვდნენ? იესოს დაბრუნება უდიდესი ხსნაა მათთვის, ვისაც შესწევს ჭეშმარიტების მიღების უნარი, ხოლო მათთვის, ვისაც არ შეუძლია ჭეშმარიტების მიღება — ეს მსჯავრდადების ნიშანია. თქვენ თავად უნდა აირჩიოთ საკუთარი გზა, ნუ დაგმობთ სულიწმიდას და ნუ უარყოფთ ჭეშმარიტებას. ნუ იქნებით უმეცარნი და ამპარტავანნი, არამედ დაემორჩილეთ სულიწმიდის წინამძღოლობას და გამალებით ეძიეთ ჭეშმარიტება; მხოლოდ ამგვარად პოვებთ სარგებელს. გირჩევთ, ღვთისადმი რწმენის გზას სიფრთხილით გაჰყვეთ. ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ და თვითნებურ დასკვნებს, მით უმეტეს, ნუ მოეკიდებით ღვთისადმი რწმენას არასერიოზულად და დაუდევრად. უნდა იცოდეთ, რომ სულ მცირე, მათ, ვისაც ღმერთის სწამთ, თავმდაბალი და ღვთისმოშიში გული უნდა ჰქონდეთ. ისინი, ვინც მოისმინა ჭეშმარიტება და მაინც ცხვირს იბზუებს მასზე, უგუნურნი და უმეცარნი არიან. ისინი, რომლებმაც მოისმინეს ჭეშმარიტება და მაინც დაუდევრად გამოაქვთ ნაჩქარევი დასკვნები ან გმობენ მას, ამპარტავანი ადამიანები არიან. იესოს არცერთი მორწმუნე არ არის იმის ღირსი, რომ წყევლიდეს ან ჰგმობდეს სხვებს. თქვენ გონიერება უნდა გამოიჩინოთ და მიიღოთ ჭეშმარიტება. შესაძლოა, როდესაც ჭეშმარიტების გზას მოისმენ და სიცოცხლის სიტყვას წაიკითხავ, ჩათვალო, რომ ამ სიტყვებიდან ათი ათასში მხოლოდ ერთი შეესაბამება შენს გაგებასა და ბიბლიას. ასეთ შემთხვევაშიც კი, უნდა განაგრძო ძიება ამ სიტყვათა მეათიათასედ ნაწილშიც კი. ასევე, გირჩევ, იყო თავმდაბალი, ნუ იქნები ზედმეტად თავდაჯერებული და მედიდური. უფრო დიდ სინათლეს მოიპოვებ იმ მცირეოდენი ღვთისმოშიშებით, რომელიც გულში გაქვს. თუ ყურადღებით შეისწავლი და მრავალგზის დაფიქრდები ამ სიტყვებზე, მიხვდები, არის თუ არა ისინი ჭეშმარიტება და არის თუ არა ისინი სიცოცხლე. შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე წინადადების წაკითხვის შემდეგ, ზოგიერთმა ადამიანმა ბრმად დაგმოს ეს სიტყვები და თქვას: „ეს სხვა არაფერია, თუ არა სულიწმიდისეული რაღაც ნათელი“ ან „ეს არის ცრუ ქრისტე, რომელიც ხალხის შეცდომაში შესაყვანად მოვიდა“. ისინი, ვინც ასეთ რამეებს ამბობენ, უმეცრები არიან! მეტისმეტად ცოტა რამ გესმის ღვთის საქმისა და სიბრძნისა, ამიტომ გირჩევ, ყველაფერი ნულიდან დაიწყო! არ უნდა დაგმოთ ბრმად ღვთის მიერ გამოხატული სიტყვები მხოლოდ იმის გამო, რომ უკანასკნელ დღეებში ცრუ ქრისტეები გამოჩნდებიან, ასევე, არ უნდა გახდეთ სულიწმიდის მგმობელნი მხოლოდ იმის შიშით, რომ ვინმემ არ შეგიყვანოთ შეცდომაში. განა ეს არ იქნება უდიდესი სინანულის მიზეზი? თუკი განმეორებითი კვლევის შემდეგაც კვლავ დარწმუნებული იქნები, რომ ეს სიტყვები არ არის ჭეშმარიტება, არ არის გზა და არ არის ღვთის გამოხატვა, მაშინ საბოლოოდ დაისჯები და კურთხევის გარეშე დარჩები. თუკი არ ძალგიძს მიიღო ასე მარტივად და ნათლად ნათქვამი ჭეშმარიტება, განა არ ხარ უღირსი ღვთის მიერ გადარჩენისთვის? განა არ ხარ ისეთი ადამიანი, რომელსაც აკლია ღვთის ტახტის წინაშე დაბრუნების კურთხევა? დაფიქრდი! ნუ იქნები დაუდევარი და ფეთქებადი, და ნუ მოეპყრობი ღვთისადმი რწმენას ისე, თითქოს ეს თამაში იყოს. იფიქრე შენს დანიშნულებაზე, შენს მომავალსა და სიცოცხლეზე და ნუ ეთამაშები საკუთარ სულს. შეგიძლია ამ სიტყვების მიღება?