ქუხილის შვიდი გრგვინვა - წინასწარმეტყველება იმისა, რომ სასუფევლის სახარება მთელ სამყაროში გავრცელდება

მე ჩემს საქმეს წარმართ ერებს შორის ვავრცელებ. ჩემი დიდებული ნათელი ელავს მთელს სამყაროში; ვარსკვლავებივით გაფანტული ყველა ადამიანი თავის თავში ატარებს ჩემს განზრახვებს და ისინი ყველანი ჩემი ხელით წარიმართებიან და ასრულებენ ჩემ მიერ დაკისრებულ ამოცანებს. ამ წერტილიდან შევაბიჯე რა ახალ ეპოქაში, ყველა ადამიანი შევიყვანე სხვა სამყაროში. როდესაც ჩემს „სამშობლოში“ დავბრუნდი, ჩემს თავდაპირველ გეგმაში შემავალი საქმის კიდევ ერთი ნაწილის განხორციელება დავიწყე, რათა ადამიანმა უფრო მეტი ცოდნა მიიღოს ჩემზე. მთელ სამყაროს ერთიანობაში აღვიქვამ და მიმაჩნია[ა], რომ ახლა ხელსაყრელი დროა ჩემი საქმისთვის, აქეთ-იქით მივიჩქარი ჩემი ახალი საქმის განსახორციელებლად ადამიანებს შორის. რაც არ უნდა იყოს, ეს ახალი ეპოქაა და მე ახალი საქმე მომაქვს, რათა მეტი ახალი ადამიანი შევიყვანო ახალ ეპოქაში და მეტი ჩამოვიშორო იმათგან, ვინც უნდა მოვიცილო. დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში მე განვახორციელე საქმის ის ეტაპი, რომელიც ადამიანებისთვის შეუცნობელი იყო და გამოიწვია მათი რყევა ქარში, რომლის შემდეგაც ბევრი მათგანი წყნარად გაყვა ქარს. სწორედ ეს არის „კალო“, რომელსაც მალე გავწმენდ; ეს არის, რაც მწადია და, ასევე, ჩემი გეგმაა. რადგან მრავალი ეშმაკისეული შემოიპარა ჩემი საქმის განხორციელებისას, თუმცა სრულებით არ ვჩქარობ მათ თავიდან მოშორებას. არამედ მე მათ საჭირო დროს გავფანტავ. მხოლოდ ამის შემდეგ ვიქნები მე სიცოცხლის შადრევანი, შესაძლებლობას მივცემ მათ, ვისაც ჭეშმარიტად ვუყვარვარ, ჩემგან მიიღონ ლეღვის ხის ნაყოფი და შროშანის სურნელება. იმ მიწაზე, სადაც სატანა დროებით ბინადრობს, მტვრის მიწაზე, მასზე აღარ დარჩენილა სუფთა ოქრო, არამედ მხოლოდ ქვიშა და ამიტომაც, ამ გარემოებების გათვალისწინებით, საქმის ასეთ ეტაპს ვახორციელებ. უნდა იცოდეთ, რომ, რასაც ვიღებ, ესაა ბაჯაღლო ოქრო და არა ქვიშა. როგორ შეიძლება ბოროტები დარჩნენ ჩემს სახლში? როგორ შემიძლია მელიებს ჩემს სამოთხეში პარაზიტებად ყოფნის უფლება მივცე? ყველა გზას ვიყენებ მათ გასაყრელად. ჩემი განზრახვის გამოვლენამდე არავინ იცის, რას მოვიმოქმედებ. ამ შესაძლებლობით ვსარგებლობ და განვდევნი ეშმაკისეულებს და ისინი იძულებული არიან, მომშორდნენ. ასე ვექცევი ეშმაკისეულს, მაგრამ დადგება დღე, როდესაც ისინი ჩემს სამსახურში ჩადგებიან. ადამიანებში მეტისმეტად ძლიერია კურთხევის მიღების სურვილი; ამიტომაც, ჩემი სხეულით ვბრუნდები და ჩემს დიდებულ სახეს ვაჩვენებ წარმართებს, რათა ადამიანებმა იცხოვრონ საკუთარ სამყაროში და თავადვე განსაჯონ საკუთარი თავი, მე კი ვაგრძელებ იმის თქმას, რაც უნდა ვთქვა და უზრუნველვყოფ მათ იმით, რაც სჭირდებათ. როდესაც ადამიანები გონს მოეგებიან, მე უკვე დიდი ხნის გავრცელებული მექნება ჩემი საქმე. შემდეგ მათთან გამოვხატავ ჩემს განზრახვებს და დავიწყებ მათზე ჩემი საქმის მეორე ნაწილს, ყველა ადამიანს მივცემ შესაძლებლობას, ახლოს გამომყვნენ და ითანამშრომლონ ჩემს საქმესთან და ვაძლევ მათ უფლებას, გააკეთონ ყველაფერი, რაც მათ ძალუძთ, რათა ჩემთან ერთად განახორციელონ ის საქმე, რომელიც მე უნდა აღვასრულო.

არავის აქვს რწმენა, რომ იხილავს ჩემს დიდებას და მე არ ვაიძულებ მათ, ამის ნაცვლად ჩემს დიდებას განვაშორებ კაცობრიობას და სხვა სამყაროში გადავიტან. როდესაც ადამიანები კვლავ იგრძნობენ სინანულს, მე ავიღებ ჩემს დიდებას და მას რწმენის მქონე კიდევ უფრო მეტ ადამიანს ვუჩვენებ. ეს არის პრინციპი, რომლის მიხედვითაც ვმუშაობ. რადგან არის დრო, როცა ჩემი დიდება ტოვებს ქანაანს და, ასევე, არის დრო, როცა ჩემი დიდება ტოვებს რჩეულ ხალხს. უფრო მეტიც, არის დრო, როცა ჩემი დიდება ტოვებს მთელ დედამიწას, რაც მის დაბნელებასა და წყვდიადში ჩაძირვას იწვევს. ქანაანის მიწაც კი ვერ იხილავს მზის შუქს; ყველა ადამიანი დაკარგავს თავის რწმენას, თუმცა ვერავინ შეელევა ქანაანის მიწის სურნელს. მხოლოდ მაშინ, როცა მე ახალ ცასა და დედამიწაზე გადავალ, ავიღებ ჩემი დიდების სხვა ნაწილს და პირველად მას ქანაანის მიწაზე გამოვავლენ, რის შედეგადაც სინათლის ნაპერწკალი მთელ კუნაპეტ დედამიწაზე გამოანათებს. ეს იმისთვის ხდება, რომ მთელი დედამიწა სინათლისკენ მოვიდეს. რათა ადამიანებმა მთელ დედამიწაზე დაიწყონ სინათლის ძალის გამოყენება, რაც საშუალებას მისცემს ჩემს დიდებას, კიდევ უფრო გაიზარდოს და ხელახლა გამოჩნდეს ყველა ერში და რომ ყველა ადამიანმა გააცნობიეროს, რომ მე დიდი ხნის წინ მოვედი ადამიანთა სამყაროში და დიდი ხნის წინ გადმოვიტანე ჩემი დიდება ისრაელიდან აღმოსავლეთში, რადგან ჩემი დიდება აღმოსავლეთიდან ანათებს და იგი გადმოტანილი იქნა მადლის ეპოქიდან დღევანდლამდე. მაგრამ სწორედ ისრაელიდან წავედი მე და იქიდან ჩავედი აღმოსავლეთში. მხოლოდ მაშინ, როდესაც აღმოსავლეთის სინათლე თანდათანობით გათეთრდება, დაიწყებს დედამიწაზე გამეფებული სიბნელე სინათლედ ქცევას, და მხოლოდ მაშინ აღმოაჩენს ადამიანი, რომ მე დიდი ხნის წინ წავედი ისრაელიდან და თავიდან აღვიმართები აღმოსავლეთში. შეუძლებელია, რომ მე, რომელიც ერთხელ ჩამოვედი ისრაელში და შემდეგ იქიდან წავედი, კვლავ ისრაელში დავიბადო, რადგან ჩემი საქმე მთელ სამყაროს მიუძღვის წინ და, უფრო მეტიც, ელვა აღმოსავლეთიდან მოდის და დასავლეთამდე ანათებს. ამ მიზეზით ჩამოვედი აღმოსავლეთში და აღმოსავლეთში მოვუტანე ქანაანი ჩემს რჩეულ ხალხს. მე მთელი დედამიწიდან მოვიყვან ჩემს რჩეულ ხალხს ქანაანის მიწაზე და ამგვარად გავაგრძელებ გამონათქვამების გამოცემას ქანაანის მიწაზე, რათა ვაკონტროლო მთელი სამყარო. ამ დროს მთელ დედამიწაზე არ არის სინათლე. ქანაანში მყოფთა გარდა, ყველა ადამიანი შიმშილისა და სიცივის საფრთხის წინაშეა. მე ჩემი დიდება ისრაელს მივეცი და შემდეგ წავიღე, რითაც ისრაელიანები აღმოსავლეთში მოვიყვანე და, ასევე, აღმოსავლეთში მოვიყვანე ყველა ადამიანი და ყველა სინათლესთან მოვიყვანე, რათა კვლავ გაერთიანდნენ მასთან და იყვნენ მისი თანაზიარნი და აღარ ეძებონ. მე ისე გავაკეთებ, რომ ყოველმა მაძიებელმა კვლავ იხილოს სინათლე, იხილოს ის დიდება, რომელიც ისრაელში მქონდა, იხილოს, რომ დიდი ხნის წინ ჩამოვედი თეთრი ღრუბლით ადამიანთა შორის, იხილოს თეთრი ღრუბლების ქულები და იხილოს უხვი ნაყოფი მტევნებად. უფრო მეტიც, ისე გავაკეთებ, რომ მათ იხილონ ისრაელის იეჰოვა ღმერთი, იხილონ ებრაელთა „მოძღვარი“, იხილონ ნანატრი მესია და იხილონ ჩემი სრული გამოჩინება, ჩემი, ვისაც საუკუნეთა მანძილზე დევნიდნენ მეფეები. მე ვიმოქმედებ მთელ სამყაროში და დიდებულ საქმეს აღვასრულებ: უკანასკნელ დღეებში ადამიანებს ჩემს მთელ დიდებას ვუჩვენებ, უკანასკნელ დღეებში მათ ჩემს ყველა საქმეს გავუმჟღავნებ, ხოლო მათ, ვინც წლებია მელოდება, ჩემს ბრწყინვალე სახეს სრულად ვუჩვენებ, მათ, ვინც ნატრობდა ჩემს მოსვლას თეთრი ღრუბლით, ისრაელს, რომელიც ნატრობდა ჩემს ხელახლა გამოჩენას და მთელ კაცობრიობას, რომელიც მდევნის მე, რათა ყველამ იცოდეს, რომ მე დიდი ხნის წინ წავიღე ჩემი დიდება და აღმოსავლეთში გადმოვიტანე იგი და რომ იგი აღარ არის იუდეაში, რადგან უკანასკნელი დღეები უკვე დადგა!

მთელ სამყაროში მე ვახორციელებ ჩემს საქმეს და აღმოსავლეთში დაუსრულებლად ისმის მჭექარე გრგვინვა, რომელიც აზანზარებს ყველა ერსა და კონფესიას. სწორედ ჩემმა გამონათქვამებმა მოიყვანა ყველა ადამიანი დღევანდელ დღემდე. მე ვაკეთებ ისე, რომ ადამიანები ყველანი ჩემი გამონათქვამებით იქნენ დაპყრობილნი, ყველანი ამ ნაკადში ჩაეშვან და ყველანი ჩემ წინაშე დანებდნენ, რადგან უკვე დიდი ხანია, რაც მთელი დედამიწიდან უკან წავიღე ჩემი დიდება და იგი ხელახლა გამოვასხივე აღმოსავლეთში. ვის არ აქვს ჩემი დიდების ხილვის იმედი? ვინ არ ელოდება მოუთმენლად ჩემს დაბრუნებას? ვის არ სწყურია ჩემი ხელახალი გამოჩენა? ვინ არ ნატრობს ჩემს მშვენიერებას? ვინ არ მოვიდოდა სინათლესთან? ვინ არ იხილავდა ქანაანის სიმდიდრეს? ვინ არ ნატრობს „გამომსყიდველის“ დაბრუნებას? ვის არ მოჰგვრის მოწიწებას ის, ვინც დიდი ძალმოსილებით არის შემოსილი? ჩემი გამონათქვამები გავრცელდება მთელ დედამიწაზე; მე კიდევ უფრო მეტ გამონათქვამს წარმოვთქვამ და მეტ სიტყვას ვეტყვი ჩემს რჩეულ ხალხს, რითაც ძლიერი ქუხილივით შევაზანზარებ მთებსა და მდინარეებს. მივმართავ მთელ სამყაროს და ასევე მივმართავ კაცობრიობას. ამგვარად, ჩემი ბაგიდან ამოსული სიტყვები ადამიანის საგანძურად იქცა და ადამიანები ყველანი აფასებენ ჩემს სიტყვებს. ელვა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ანათებს. ჩემი სიტყვები ადამიანისთვის ძნელად განსაშორებელია, მისთვის შეუცნობელია და, მით უფრო, სიხარულს ანიჭებს მას. ახალშობილი ჩვილებივით, ადამიანები ყველანი ხარობენ, მხიარულობენ და ზეიმობენ ჩემს მოსვლას; ჩემი გამონათქვამების მეშვეობით მე ყველა ადამიანს ჩემ წინაშე მოვიყვან. ამიერიდან მე ოფიციალურად შევალ კაცობრიობის შუაგულში და ისე წარვმართავ, რომ ყველა ხალხი მოვიდეს ჩემ წინაშე თაყვანის საცემად. ჩემი დიდების გამოვლენისა და ჩემი ბაგიდან გამომავალი სიტყვების გამო, ყველა ადამიანი ჩემ წინაშე მოდის და ხედავს, რომ აღმოსავლეთიდან ელვა კრთის, და რომ აგრეთვე დავეშვი აღმოსავლეთის „ზეთისხილის მთაზე“, რომ დიდი ხანია, რაც დედამიწაზე მოვედი, და აღარ ვარ „იუდეველთა ძე“, არამედ აღმოსავლეთის ელვა ვარ, რადგან მე დიდი ხნის წინ აღვდექი მკვდრეთით, განვეშორე ხალხს და შემდეგ კვლავ გამოვჩნდი დიდებით ადამიანთა სამყაროში. მე ვარ ის, ვისაც თაყვანს სცემდნენ უთვალავი საუკუნის წინ, და მე ასევე ვარ ის „ჩვილი“, რომელიც ისრაელიანებმა უარყვეს უთვალავი საუკუნის წინ, მეტიც, დღევანდელი ეპოქის ყოვლისშემძლე ღმერთი ვარ, დიდებით აღსავსე! დაე, ყველანი წარდგნენ ჩემი ტახტის წინაშე, რათა იხილონ ჩემი პირისახე, მოისმინონ ჩემი გამონათქვამები და ჭვრიტონ ჩემი საქმეები. ეს არის ჩემი განზრახვის მთლიანობა; ეს არის ჩემი გეგმის დასასრული და კულმინაცია, და ეს არის ასევე ჩემი მართვის მიზანი: ურიცხვმა ერმა მცეს თაყვანი, ურიცხვმა ბაგემ მაღიაროს, ურიცხვი ადამიანი მენდოს და ჩემი რჩეული ურიცხვი ხალხი ყველა დამნებდეს!

სქოლიო:

ა. დედანში არ არის ფრაზა „მიმაჩნია“.

წინა: რაკი ღმერთის გწამს, ჭეშმარიტებისთვის უნდა იცხოვრო

შემდეგი: არსებითი განსხვავება განკაცებულ ღმერთსა და ადამიანებს შორის, რომელთა მეშვეობით ღმერთი მოქმედებს

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება